Archive for the ‘ტაქტიკა და პრაქტიკა’ Category

სროლა შორ მანძილებზე პისტოლეტიდან და რევოლვერიდან

Wednesday, July 21st, 2010

0

თუ ჩვენ შევეცდებით ზოგადა შევაფასოთ მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ეფექტურიბა ჩვენ მივხვდებით, რომ პისტოლეტი თუ რევოლვერი თუნდაც სტანდარტული (სრული) ზომის არის ძალზედ არაეფექტური ინსტრუმენტი.  დავიწოთ იქიდან, რომ ხელის იარაღიდან (handgun – ანუ იარაღი, რომელიც განკუთვნილია ერთი ხელით სროლისთვის)  სროლა უფრო ძნელია ვიდრე კონდახიანი იარაღიდან. პისტოლეტის ტყვიები ნელია და არ გააჩნია საკამრისი ძალა, რომ ეფექტურად უზრუნველყონ მოწინააღმდეგის შეჩერება, რაც ერთის მხრივ პარადოქსია, იმიტომ რომ საიმედო შეჩერება არის ხელის იარაღის ნომერ პირველი პრიორიტეტი გამომდინარე იმ სიტუაციებიდან, რომელშიც ის გამოიყენება.  ასევე უმარტივესი ჯავშანჟილეტები ადვილად აჩერებენ უმეტესობა პისტოლეტიდან გასროლ ტყვიებს. ეფექტური სროლის მანძილი სამსახურობრივი იარაღიდან არის უმნიშვნელო და მსროლელების უმეტესობას ექნება სერიოზული პრობლემები 25 მეტრზე ზევით ადეკვატური სიზუსტის მიღწევაში, ხოლო თუ სამიზნე მოძრაობს  …..  როგორც წესი ასევე პისტოლეტს აქვს მჭიდის შეზღუდული ტევადობა.  საბრძოლო თვისებებით ის ყველაფრით ჩამოუვარდება გრძელლულიან იარაღს. უფრო მაერტივად რომ ავღწეროტ სიტუაცია, გავიხსენებ ცნობილი სპეციალისტის დევიდ ფორტიეს სიტყვებს, რომ ის რაც შეიძლია გააკეთოს გამოცდილმა მსროლელმა პისტოლეტით ადვილად გამეორდება გამოუცდელი მსროლელის მიერ საშუალო დონის კალაშნიკოვის სისტემის ავტომატით. და ეს აბსოლუტური სიმართლეა.

მე ხშირად მიწევს ხოლმე აპელირება ჩრდილო ამერიკელი სამართალდამცავების გამოცდილებაზე, და ეს აიხსნება იმით, რომ ამ ქვეყანაში სამართალდამცავებს და მათ იარაღს და აღჭურვილობას დიდი ყურადღება ექცევა ხოლო ინდუსტრია, რომელცი მათ ამარაგებს არის განვითარებული. ასევე ინტერნეტში არის დიდი მოცულობის მასალები, რომელთა ანლიზიც შესაძლებელია გამომდიანრე ჩემი მიზნებიდან.  ამიტომაც მიმაჩნია , რომ ლოგიკურია მათზე აპელირება.  დიდი სიმოვნმებით დავეყრდნობოდი და გამოვიყენებდი ქართულ მასალებს მაგრამ არაფერია არაა გამოსაყენებლი და მითუმეტეს დასაყრდნობი.

ეხლა იარაღის სიზუსტეს რაც შეეხება. ცხადია ისვრის და არტყავს არა იარაღი ( თუ არ ჩავთვლით ბენჩრესტს სადაც იარაღი დიდიმაგრამ არა გადამწყვეტ როლს თამაშობს) არამედ მსროლელი. რა სიზუსტე შეიძლება მიიღოს ხელის იარაღიდან კარგმა მსროლელმა, რა არის ხელის იარაღის ზუსტი და ეფექტური სროლის მაქსიმალური მანძილი? ამ შეკითხვებზე პასუხს მე ამ სტატიაში გავცემ.

პირველ რიგში, ჩემის აზრით დედამიწის ურბანიზაციამ  – მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილის ქალაქებში გადახვეწამ, ასევე ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რომელმაც გაადვილა მიკრო პისტოლეტების მსხვილკალიბრებში გავრცელება, ხოლო ფარული ტარება იარაღის გახდა აუცილებელი, ხელის იარაღიდან შორ მანძილებზე სროლის ოსტატობა პრაქტიკულად გაქრა.

მას მერე რაც ამერიკაში მსხვილ კალიბრიანი რევოლვერები გათვლილი ძლიერ ვაზნებზე ისეთები, როგორიცაა რა თქმა უნდა ლეგენდარული .357 მაგნუმი და მასთან ერთად .41 მაგნუმი და .44 მაგნუმი  შეცვალა ავტომატურმა პისტოლეტებმა, 50 მეტრზე აუცილებელი კვალიფიკაციები  აღარ გახდა აუცილებელი, და სულ უფრო ცოტა ადამიანმა გააგრძელა ”მუშაობა” ამ მანძილზე. დღეს  სტანდარტულ სამუშაო/სავარჯიშო მანძილად ითვლება 15 მეტრი და უფრო ნაკლებიც. ეს ლოგიკურია. გამოძიებათა ფედერალური ბიურიოს სტატისტიკა ადასტურებს, რომ შეიარაღებული შეტაკებების უმეტესობა ხდება სასაუბრო დისტანციებზე ანუ 1–6 მეტრი.   მაგრამ რა ხდება თუ თქვენი შემთხვევა სტატისტიკიდან ამოვარდა?  მაგალითს გეტყვით, რომ 1999 წლის 20 აპრილს კოლუმბანის სკოლაში, სროლის ხმაზე გამოძახებული პოლიციას ქონდა პირველი კონტაქტი ორ დამნაშავესთან 60 მეტრის მანძილზე, როდესაც პოლიციელები ცეცხლის ქვეშ მოექცნენ.  იმ დღეს 12 სტუდენტი დაიღუპა. იმის თქმა მინდა, რომ ასეთი რამე შესაძლებელა, რომ მოხდეს, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ სროლა განსაკუთრებულად შორ მანძილებზე. ამიტომ საჭიროა, რომ ყველა იარაღის მფლობელმა იცოდეს რა მანძილზე შეუძლია მას მოარტყას სამიზნეს იმ იარაღიდან, რომელიც მას გაჩნია.  ერთს ვიტყვი რომ საქართველოში, სადაც პისტოლეტის გატანა სახლიდან იკრძალება ჩვენ ამას ვერასდროს ვერ გავარკვევთ, თუმცა მე მოვახერხე ადრე და ამ საკითხში გარკვეული გამოცდილება გამაჩნია. ეს გამოცილება განაპიორბებს ჩემ დიდი ენტუზიაზმს და მე პირადად დამარწმუნა, რომ ხელის იარაღს აქვ საკმაოდ დიდი პოტენციალი მიუხედავათ ყველა იმ უარყოფოთი მხარეებისა, რაც მე სტატიის დასაწყისში ჩამოვთვალე.  

პრინციპში ეხლა ალბათ არ ღირს მაინც და მაინც პატარა ჯგუფებზე ფიქრი და რაიმე ექსტრემალურ სიზუსტეზე. სტანდარტული პისტოლეტი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისთვის პირველ რიგში გათვლილია საიმედოობაზე, ხოლო ის რითიც მიიღწევა საიმედოობა ხშირა ამცირებს სიზუსტეს, მაგალითად დაშვებები ანუ მანძილები, მოძრავ დეტალებს შორის, მეტი მანძილი, მეტი საიმედოობა (გარკვეულ ზღვრამდე) და ნაკლები სიზუსტე და პირიქით (ასევე გარკვეულ ზღვრამდე).   მიმაჩნია, რომ ყველაზე რალისტური შედეგი, რომელსაც უნდა ველოდოთ არის სილუეტში გარანტირებული მორტყმა 100 მეტრზე სტანდარტული პისტოლეტიდან, წოლითი მდგომარეობიდან და ასეთივე სილუეტის გარანტირებული მორტყმა  დგომიდან 50 მეტრზე.  ამ მანძილებზე პოპულარულს სამსახურეობრივ კალიბრის ტყვიას ექნება საკმარისი ძალა, რომ დააზიანოს მოწინააღმდეგე. აქ განსაკუტრებული ენერგია და შეღწევა საჭირო არ არის. მთავარია მოარტყა. საოცრებები არ არსებობს, ასეთ მანძილზე მორტყმა უკვე დიდი ტაქტიკური წარმატება იქნება. აქ მახსენდება ერთ ერთი რეკომენდაცია, რომელიც წერია გამოძიებათა ფედერალური ბიუროს 1987 წლის დასკვნაში:  არავითარ შემთხვევაში ოფიცერი არ უნდა მოხდეს შეიარაღებულ შეტაკებაში ხელის იარაღით თუ მას აქვს საშუალება იქონიოს გრძელ ლულიანი იარაღი.

როგორც უკვე ნახსენები დევიდ ფორტიეს ცდებიდან ჩანს სროლა აღნიშნულ მანძილებზე შესაძლებელია. რასაც ეს სურათი ადასტურებს.

HGlong_021105D

სროლა მიმდინარეობდა დაწოლილი მდგომარეობიდან საყრდენის გარეშე. გამოყენებული იყო სტანდარტული პისტოლეტები, Glock 23, Walther P99 და Les Baer Prowler .45ACP.  პირველი ორი აბსოლუტურად სტანდარტული საშუალო ფასიანი მასობრივად წარმოებული პისტოლეტია, ბოლო კი მაღალი ხარისხის, დიდი სიზუსტით დამზადებული საკმაოდ ძვირაღირებული მაგრამ ასევე მასობრივად წარმოებული იარაღი. რა გასაკვირია, რომ მას უკეთესი შედეგები აქვს.

რა ფაქტორები მოქმედებენ ასეთ მანძილზე ხელის იარაღიდან სროლის სიზუსტეზე. პირველ რიგში ერგონომიკა. თუ ჩვენ საქმე გვაქს სტანდარტულ პისტოლეტთან, იარაღს რომელსაც თქვენ უარესად ისვრით 25 მეტრამდე მანძილზე, ამ მანძილის ზევით თქვენ საერთოდ ვერაფერს ვერ მოარტყავთ.   კონკრეტული ადამიანის ანატომია არის განუმეორებელი, ზოგი პისტოლეტი კარგად ზის ხელში , ზოგი ცუდათ. ის რომელიც ცუდათ ზის ხელში მინც იმუშავებს 25 მეტრამდე მაგრამ გაუჭირდება უფრო დიდი დისტანციებზე. ასე, რომ პირველ როგში იარაღი უნდა იყოს მორგებული.  სამიზნე მოწყოიობების ფორმა.  გლოკით კარგა ვისვრი 25 მეტრამდე მაგრამ ამ მანძილის ზევით  განიერი მუშკა აუკვე ხელს მიშლის, სამაგიეროდ შესანიშნავად ვისვრი (ვისროდი)  Heckler&Koch USP 9-ს, რომლის შედარებით უფრო ვიწრო სამიზნე მოწყობილობები უფრო მოსახერხებელი გამოდგა.  ცხადია სასხლეტიც უნდა იყოს კარგი, რბილი, მოკლე სვლიტ და ზედმეტი თავისუფალი სვლის გარეშე.

თუ იარაღი ტქვენზე კარგად არის მორგებული და მოგიხდათ თეორიულად ყველაფერი მარტივია. იარაღის სწორი დაჭერა, სასხლეტთან მუშაობა და საიზნე მოწყობილობების გასწორება. ითოეული ამის შესრულება ცალ ცალკე ადვილია, ყველასი ერთდროულად ძნელია. ამიტომაც შორ მანძილებზე ზუსტად ისვრიან მხოლოდ ძალიან კარგი მსროლელები. კარგი რეზულტატი მიიღწევა სტაბილურობით და ხელის იარაღიდან ზუსტი სროლისთვის აუცილებელი პირობების იდეალური შესრულებით. დევიდ ფორტიეს კარგად დოკუმენტირებულმა ცდება დაადასტურა რომ სამი კონკრეტული იარაღი მუშაობს 100 მეტრამდე მანძილე აბოსლუტურად დამაკმაყოფილებლად თუ მსროლელი თავის სამქეს თავს გაართმევს, ხოლო მესამე ძვირად ღირებული და ზუსტად აწყობილი პისტოლეტი საშუალებას იძლევა გაარტყა სილუეტს 200 მეტრამდე მანძილზე, რასაც ეს სურათი ადასტურებს. 

HGlong_021105G

 

 ეს ყველაფერი მასობრივად წარმოებული სტანდარტული იარაღით ყოველგვარი “ტიუნინგის” გარეშე. შესაბამისი თემები გახსნილია სხვა და სხვა იარაღის ფორუმებზე (არა ქართულ ფორუმებზე სადაც მონაწილეები დაკავებულები არიან სხვა თემებით და ერთმანეთის ჭამით), მანდ გამოქვეყნებული რეპორტები, მხოლოდ ადასტურებენ იმას რაზეც მე აქ ვწერ. 100 მეტრზე ზუსტი სროლა სტანდარტული იარაღიდან შეასძლებელია და მეტიც შედარებით ადვილია.  

100yardkimbershooting4JPG

ამ სურათზე არის ერთ ერთი ფორუმელის სამიზნე და იარაღი Kimber Tactical Ultra II.

ეს მხოლდო ნაწილია ფაქტორების, მაგრამ მხოლოდ პრაქტიკულად თუ დაადგენთ, რომელი იარაღით უკეთესად ისვრით შორ მანძილებზე, ხოლო თუ ის გამოდგება სატარებლად ესეიგი ესეც არის თქვენი არჩევანი.

კიდევ უფრო შთამბეჭდავი რეზულტატები მიიღწევა სპეციალური ან გადაკეთებული იარაღიდან.  სპორტული დისციპლინა სახელად Bullseye Pistol Shooting არის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული შეჯიბრება აშშ–ში.  მარტივად რომ ავხსნა, ის შედგება 270 გასროლიანი ღონისძიებისგან და მასში იყენებენ უზუსტეს .22 და .45 კალიბრის პისტოელტებს, რომლებიდანაც ისვრიან 50 მეტრზე. სიზუსტეები, რომელბუიც მანდ მიიღწევა არის უბრალოდ წარმოუდგენელი. მაგალითად ეს .45 კალიბრის Les Baer Premier II Custom BullsEye Match, გადაკეთებული მწარმოებლის მიერ იძლევა გარანტირებულ სიზუსტეს 3.8 სმ 50 მეტრზე!!!  

LeBaer_45-vi

არსებობენ ასევე ცალკეული ოსტატები, რომლებიც სპეციალიზირდებიან სპეციალურად ამ შეჯიბრებებისითვის განკუთვნილი იარაღის აწყობაზე.  სამუშაო ითხოვს დიდ დროს, ათასობით დოლარს და იყოფა ორ ძირითად მიმართულებად, იარაღის მორგება მსროლელის ხელზე და იარაღის კონსტრუქციიდან მაქსიმალური სიზუსტის მიღება, რაც მიიღწევა მოძრავი დეტალების იდეალური მორგებით და  სასხლეტის დამუშავებით.

კიდევ ერთი სფერო სადაც ჯერ კიდე ცოცხალია და ფასობს შორ მანძილებზე სროლა ხელის იარაღიდან გახლავთ ნადირობა. ისევ და ისევ ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა უზუსტესი პსეციალიზირებული ხელის იარაღის შექმნა, რამაც გამოიწვია ხელის იარაღიტ ნადირობის მეორე დაბადება აშშ–ში. ეს განპირობებულია იმით, რომ მწარმოებლები უშვებენ იაფ მაგრამ მაღალი სიზუსტით დამზადებულ იარაღს, ხოლო ვაზნების წარმოება ისე განვითარდა, რომ შესაძლებელია მაღაზიაში იყიდოთ სტანდარტული იარაღი სტანდარტული ვაზნები და შეძლოთ მიიღოთ შესანიშნავი სიზუსტე, ისეთივე რის მისაღწევად რამოდენიმე ათეული წლის წინ, თქვენ დაგჭირდებოდათ საუკეთესო სერიული რევოლვერი, კარგი ოსტატი, რომელიც დახვეწავდა იარაღს და აუცილებლად ხელით დატენილი ვაზნები, რომელთა დატენვის საუკეთესო რეცეპტი დგინდებოდა ხანგრძლივი გამოცდების შემდეგ . ამის გამო ასეთი ტიპის გართობა მხოლოდ ვიწრო წრესთვის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ყველაფერი შეიცვალა. შესაბამისად  ხელის იარაღით ნადირობა გახდა მასობრივი. ცხადია აღნიშნული გამოიწვევს გაკვირვებას ქვეყანაშის სადაც მოსინი “პულიმიოტის” ლულით რჩება ზუსტი იარაღის აპოფეოზად ხოლო მასობრივი და უტილიტარული ბენელი არგო აუხდენელ ოცნებად….

ნადირობაში დომინირებენ რევოლვერები. ამის ორი მიზეზი ასრებობს: პირველი, რევოლვერი შესაძლებელია შესრულდეს ძლიერ მაგნუმ კალიბრებში, სადაც გრძელ მასრაში ზის სწრაფი მაგრამ მძიმე ტყვია, რომელიც კარგად ინარჩუნებს ტრაექტრიას და უმკლავდება ქარს; მეორე არის ის რომ სროლა ღია სამიზნით შორ მანძილებზე ადვილია, ლულა უფრო ვიწროა, არ ფარავს მხედველობის არეალს, ვერტიკალური შესწორებების შეტანა უფრო ადვილია, ასევ რევოლვერზე ადვილად ყენდება ოპტიკური სამიზნე.

აქიდან გამომდინარე რევოლვერები არა მარტო უფრო ზუსტები უფრო შორ მანძილებზე არამედ უფრო ეფექტურებიც, რაც გამოიხატება იმაში, რომ ტყვიას რჩება ენერგია არამარტოს ამზინის გახვრეტაზე ან წაქცევაზე არამედ იმაზეც, რომ სწრაფად მოკლას მაგალითად ირემი ან ტახი.  ამიტომაც ერთი და იგივე იარაღში სხვაობა ამ ორ ცნებას შორის შეიძლება იყოს ძალიან დიდი.  

ედ მაკგივერნი (ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო სმროლელი მსოფლიოში) თავის წიგნში Fast and Fancy Revolver Shooting წერს თუ როგორ ესროდნენ ისინი .357 კალიბრის რევოლვერიდან სტანდარტულ პოლიციურ სამიზნეებს 600 იარდის მანძილზე (548 მეტრი)  და მოარტყეს 39–ჯერ 75 გასროლიდან. და ეს რკინის სამიზნე მოწყობილობებით!

ელმერ კეიტი კიდევ ერთი ცნობილი პიროვენება და დიდი სპეციალისტი, როგორც რევოლვერებში ისევევ  ტყიაწამალში აღწერს შემთხვევას, როდესაც მან მოკლა  ირემი .44 მაგნუმის კალიბრის რევოლვერიდან იგივე მანძილზე ანუ 600 იარდზე.

ek-reclining

ელმერ კეიტი, ედ მაკგივერნი და სხვები ასევე დიდი ყურადღებას ანიჭებდნენ სროლის პოზიციებს. აქ ელმერ კეტი ირმებზე ნადირობისას საკმაოდ ორიგინალურ სასროლოსნო პოზიციას იყენებს.

მაგრამ ეს იყვნენ უნიკალური პიროვნებები და მათ აქვთ უნიკალური მიღწევები. რეალურად სტანდარტული კალიბრების რევოლვერების გამოყენებისას სიტუაცია გაცილებით ნაკლეაბდ შთამბეჭდავად გამოიყურება.  რეკომენდირებული მანძილები რევოლვერის პოპულარული კალიბრებისთვის არის ირემზე სროლისას .357 მაგნუმისთვის – 100 მეტრი, .44 მაგნუმისთვის 150 მაქსიმუმ 300 მეტრი. ბოლო ბოლო გაარტყა სამიზნეს და მოკლა ცხოველი სხვა და სხვა რამეებია. ერთადერთი რაც აერთიანებს სილუეტის  სამიზნეს და ცხოველს არის მხოლოდ მათი გეომეტრიული ზომა და მეტი არაფერი. ღია სამიზნით სროლა შესაძლებელია, მაგრამ მას აქვს შეზღუდვები. საუკეთესო ღია სამიზნე რევოლვერისთვის არის Ruger-ს მიერ შექმნილი და ყენდება მათი Redhawk–ის მოდელის რევოლვერებზე. ის წარმოადგენს ოქროს ფერ მრგვალ მუშკას და V ფორმის ცელიკს, რომელსაც ქვევით დამატებით აქვს თეთრი ვერტიკალური ხაზი, რომელიც გეხმარება მუშკა ცელიკის გასწორებაში. მრგვალი ცელიკის დიამეტრი 100 მეტრზე შეადგენს 30 სმ–ს. რაც საკმაოდ ბევრია.

ეფექტური სროლის მანძილი კიდე უფრო იზრდება, თუ ვიყენებთ “მონსტრ” კალიბრებს, და ოპტიკურ სამიზნეებს.

სტატიის მიზანი არ არის ყველა კალიბრების და იარაღების მიმოხილვა. მაგალითისთვის დავსახელებ მხოლოდ ერთ “მონსტრ” კალიბრს, იმისთვის, რომ მკითხველს წარმოდგენა მიეცეს იმაზე თუ რას წარმოადგენს თანამედროვე სანადირო რევოლვერი და რა შესაძლებლობები აქვს მას.

შედარებისთვის ავიღოთ Smith&Wesson X-Frame კალიბრში .500 Smith&Wesson.  ის იწონის დაახლოებით 1700 გრამს ხოლო ოპტიკით დაახლოებით 2კგ –მდე. 26 გრამიანი  ტყვიის (Winchester Platinum Tip)  საწყისი სიჩქარე  შეადგენს 550 მეტრს წამში, ხოლო ენერგია 3900 ჯოულს. (7.6Х39-ის ტყვიის ენერგია შეადგენს “სულ რაღაც” 2000 ჯოულს). სიზუსტე დაახლოებით 7–8 სმ 100 მეტრზე.

model50

იმედია ამ სტატიამ რაღაცა ახალი ინტერესი გამოაძვიძა თქვენში და ეხლა უკვე სხვა თვალით შეხედავთ თქვენ პისტოლეტს ან რევოლვერს. სამწუხაროდ აბსურდული კანონი იარაღის შესახებ კვლავ არ გვაძლევს საშუალებას, თავად გამოვცადოთ ეს ყველაფერი, ცხადია სხვა პრობლემებიცაა, სასროლეტების არ არსებობა, იარაღი და ტყვიაწამალი ათმაგ ფასში, მაგრამ ძირითადი შელისშემშლელი ფაქტორი მაინც არის ეს უაზრო ალოგიკური და გაუგებარი კანონი.

პატივისმეით,

El Presidente

Thursday, July 1st, 2010

mainამ სტატიაში, მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთ პოპულარულ ვარჯიშზე, რომელიც გარკვეულ წილად ალბათ წარმოადგენს საზომს იმისა თუ რამდენად კვალიფიციურია მსროლელი და რამდენად კარგად ფლობს ის იარაღს.

როგორც თითქმის ყველაფერი თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტის ტექნიკაში ამ ილეთის ავტორიც გახლავთ ჯეფ კუპერი.  ერთი ვერსიით მას არ დაურქმევია ეს სახელი ამ ილეთისთვის, მან მხოლოდ მოიფიქრა ის და პირველას პრესაში აღწერა ჟურნალ American handgunner-ის 1979 წლის იანვარ თებერვლის ნომერში. მეორე ვერსიით ეს ილეთი კუპერმა მოიგონა გვატემალაში, როდესაც იქაური პრეზიდენტის დაცვას ავარჯიშებდა. სახელი მოგვიანებით მას პრაქტიკულმა მსროლელებმა მოუგონეს როდესაც კონფედერაციამ აქცია ეს ვარჯიში ასპარეზის ერთ ერთ ეტაპად.  

უნდა აღნინიშნოს, რომ განსხვავებით მაგალითად “მოზამბიკური სამეულისგან” – ელ პრეზიდენტე არ არის ტაქტიკური ილეთი ანუ არ იგულისხმება ამ ილეთის გამოყენება რაიმე ტაქტიკურ სიტუაციაში, თუმცა ის მოიცავს ბევრ ელემენტს, რომლის განხორციელება საჭიროა რეალურ შეიარაღებულ შეტაკებაში. ეს არის: 180 გრადუსით შეტრიალება; პისტოლეტის სამიზნე ხაზზე სწრაფი განთავსება; სწრაფი ორმაგი გასროლები; გადატენვა  და კვლავ ცეცხლის გახსნა. აქიდან გამომდინარე ეს ვარჯიში არის გარკვეული გამოცდა და მსროლელის ოსტატობის ხარსხის საზომი.  თვითონ ჯეფ კუპერი არა ერთხელ აღნიშნავდა, რომ არ არის საჭირო ამ ვარჯიშის ხშირი შესრულება ისევე, როგროც ეს ვარჯიში არ არის აუცილებლად სწორი ტაქტიკური სვლა სამ შეიარაღებულ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების დროს.

ვარჯიშის ტექნიკური აღწერა: მსროლელი 10 მეტრის მოშორებით ზურგით დგას სამ ერთმანეთის გვერძე განლაგებულ სამიზნესთან (სილუეტები). მისი ხელები ან წინ არის ან თავს ზემოთ. სამიზნეები განლაგებულია ერთმანეთისგან ერთი მეტრის დაშორებით. მსროლელი იწყებს 6 ვაზნით იარაღში და სათადარიგო მჭიდით, რომელშიც ასევე 6 ვაზნაა მოთავსებული. სიგნალის მიღებისთანავე მსროლელი ტრიალდება, იღებს იარაღს და ესვრის 2 ტყვიას თითო სამიზნეს, ცვლის მჭიდს და ესვრის დამატებით ორ ორ ტყვიას თითო სამიზნეს.

target

შედეგის დათვლა სხვა და სხვანაირად ხდება უმარტივესი არის მორტყმის და აცილების დავლა, სადაც აცილება 10 წამიანი ჯარიმით ისჯება. პრაქტიკული სროლის კონფედერაციის წესების მიხედვით ითვლება ქულები (60 შესაძლებელი, სამიზნეს აქვს 5 –4 და 2 ქულიანი ზონები) , ხოლო შემდეგ ქულები იყოფა დროზე რაც იყო საჭირო ვარჯიშის შესასრულებლად.  მათემატიკურად ასე ნათელი ხდება თუ რამდენი ქულა ააგროვა მსროლელმა ერთ წამში, მიღებული ციფრი არის მისი ე.წ. “მორტყმის ფაქტორი” (hit factor). 6 არის ძალიან კარგი შედეგი.  დროის მხრივ ითვლება, რომ 10 წამი ამ ვარჯიშის შესასრულებლად არის კარგი შედეგი.  პროფესიონალი მსროლელბი აჩვენებენ 3 წამიან შედეგებსაც კი. წარმოუდგენელია მაგრამ ასეა ნამდვილად.  თუმცა ითვლება, რომ სიზუსტე ამ შემთხვევაში უარესდება.  ზოგადად სამოქალაქო მსროლელისთვის სტანდარტული იარაღის გამოყენებით, სასურველი შედეგი უნდა იყოს 54 ქულა 12 წამში.

კუპერის მიერ დაფუძნებული სასწავლო ცენტრის Gunsite-ის ერთ ერთი ინსტრუქტროი ყვებოდა, რომ ხშირად, როდესაც სტუდენტები ასრულებდნენ ამ ვარჯიშს კუპერი ჩამოსულა თავისი რანჩოდან და უთქვამს, რომ სტუდენტები ვარჯიშს არასწორედ ასრულებენ. ის ამას უბრალდო გასროლების თანმიმდევრობით ხვდებოდა. იდეალურ შემთხვევაში უნდა ისმოდეს 6 თანმიმდევრული სწრფაი გასროლა პაუზა და ისევ ექვსი თანმიმდევრული სწრაფი გასროლა. როგორც კი ტემპი ირღვევა ესეიგი მსროლელი მოწოდების სიმაღლეზე არ არის.

ცხადია მოგვიანებით ამ ვარჯიშის მრავალი ვარიაცია გაჩნდა. ყველაზე ცნობილია “ვიცე–პრეზიდენტი”, რომლის შესრულებისას მსროლელი დგას სახით სამიზნებისკენ და მხოლოდ  7 მეტის დაშორებით.

Hot Shots – Jerry Miculek

Thursday, June 24th, 2010

ვაგრძელებ ჟურნალ Handguns Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიების ციკლის თარგმნას, რომელიც ეძღვნება მსოლიოს საუკეთესო მსროლელებს. ამჯერად სტატია ეხება ჯერი მიკალეკს.

ჯერი მიკალეკი

ავტორი ჯეიმს ტარი

miculekmoro1

ჯერი მიქალეკის სახელი დღეს ალბათ ყველაზე ცნობილია სასროლოსნო სამყაროში. მას ეკუთვნის რევოლვერიდან სწრაფი სროლის ოთხი მსოფლიო რეკორდი და მოგებული აქვს ყველა შეჯიბრი რევოვერდიან სწრაფ სროლაში, რომელიც საერთოდ არსებობს. როგორ გახდა ჯერი რევოლვერის ფანატი?  ეს უფრო ალბათ აიხსნება გეოგრაფიული დმებარეობით და ფილოსოფიით.  “ლუიზიანას იმ ნაწილში სადაც მე გავიზარდე, ჩემი მეგობარი ბენ აშმოური, ისროდა მილერის საბრძოლო ლიგაში, რომელიც იყო ამერიკის პრაქტიკული სროლის ასოციაციის წინადმორბედი. მას ქონდა სვენსონი .45, და მე არ მეგონა თუ ვინმეს შეძლებოდა ქონოდა ამაზე უფრო ლამაზი და კარგი იარაღი. მე შევიძინე Colt Gold Cup–ი, მაგრამ ვისროდი მაგ იარაღიდან სულ რაღაც რამოდენიმე თვეს იმიტომ , რომ მე არ მომწონდა იდეა ამეგროვებინა ნასროლი მასრები. ლუიზიანაში უ არ დგეხარ ნავში, ესეიგი დგეხარ ან წყალში ან ტალახში, ამიტომაც მშრალი ადგილის ნახვა პისტოლეტის სასროლად იყო საკმაოდ ძნელი. ამიტომაც მე დავიწყე სმიტ&ვესონის მეათე მოდელიდან სროლა.” ჯერი დაინტერესდა სწრაფი სროლით, როდესაც პირველად წაიკითხა ლეგენდარულ რევოლვერის მსროლელზე ედ მაკგივერნზე ჟურნალ  American Rifleman შორეულ 1976 წელს. “მე დავიწყე კითხვა მაგაზე, ვიყიდე მისი წიგნი. მე დავიწყე მისი რეკორდების ევნა და ვაკეთებდი ყველაფრს რასაც ის აკეთებდა” ამბობს ჯერი. ”რევოლვერი ჯერ კიდევ კარგი არჩევანია, ის აძლევს უმეტეს მსროლელს ყველაფერს რასაც ისინი ითხოვენ იარაღისგან. არ არსებობს დაბრკოლების მოცილების ვარჯიში გარდა სასხლეტზე კიდევ ერთხელ დაჭერისა. თუ გაქვს იარაღის სროლის არასრულყოფილი ტექნიკა, მაგალითად სუტი მაჯა, რევოლვერს ეს არ აინტერესებს. ჩვეულებრივი ადამიანისთვის რევოლვერი საუკეთესო იარაღია.” მიუხედავად იმისა რომ კერი ცნობილია, როგორც რევოლვერის მსროლელი ის ისვრის ნებისმიერ იარაღს, რომელიც გამოიყენება შეჯიბრეებში. და ის ასევე ავარჯიშებს უამარავ ადამიანს მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალების პერსონალს. ის თვლის რომ საკამოდ ბევრი რამეა გადასაცემი იმაში რაც ხდება შეჯიბრებებში და სპორტულ სროლაში იმატთვის ვინც სახიფათო პორფესიით არის დაკავებული. . “თუ დაუბრუნდებით მეორე მსოფლიო ომს და ნახავთ როგორ ასწავლიდნენ სროლას მაშინ წვევანდელებს, ნახავთ რომ ეს იყო სროლა დგომიდამ დაჯდომილიდ ა დაწოლილი ქამრის გამოყენებიტ, რაც საკმაოდ ეფექტური ჩანდა მანამ სანამ ბიჭები არ გადასვეს სანაპიროებზე (იგულისხმება აშშ–ს წყნარი ოკეანის კამპანია) და აღმოაჩინეს რომ ბრძოლა არის ნამდვილი ქუჩური ჩხუბი სადაც არანანირ წესი არ მოქმედებს. ამიტომაც სპეცდანიშნულებსი ჯარების პერსონალი ხშირად მიდის შეჯიბრების გზით. ჩვენ ვადგენთ იმას რაც მუსაობს საუკეთესოდ.” ერთ ერთი აღმოჩენა, რომელცი მას ეკუთვნის ეხება მხედველობას, რომელიც არ არის სიეთი კარგი, როგორიც უნდა იყოს. მან აირჩია სპეციალური სათვალეები, რომლის მარჯვენა მინა არის გასწორებული  სამიზნეზე, ხოლო მარცხენა თვალი გასწორებულია მანძილზე. “შენ ყოველთვის უნდა ისროლო ორი ღია თვალით” ამბობს ჯერი. “მათ ჭირდებათ დრო რომ ამას მიეჩვიონ”.  ჯერ ჯერ არ გეგმავს დასვენებას. “მე ვგეგმავ რამოდენიმე ახალ მსოფლიო რეკორდს, მათ შორის მინდა ვაჯობო ედ მაკგივერნს მისი ძველი რეკორდით 5 გასროლა 0.45 წამში. მე ვიშოვე მისი ორიგინალური რევოლვერი, და შარშან დავიწყე მისი სროლა. მას არ გაუსროლია 1940 წლიდან და მე მჭირდება დრო რომ ვიგრძნო სასხლეტი და მე მაქვს რამოდენიემ სხვა იარაღი, რომელიც უახლოვდებიან მას”. “მე ასევე ვცდილობ ვიპოვო მაჯგივერნის ორიგინალური ტაიმერები და ვგეგმავ გავიმეორო მათი წყალობიტ ძველი რეკორდი ძველი აღჭურვილობით და ამავდროულად დავამყარო ახალი”.

Hot Shots – Chris Tilley

Friday, April 23rd, 2010

ვაგრძელებთ მსოფლიოს საუკეთესო მსროლელებზე სტატიების თარგმნებს და ამჯერად გთავაზობთ ისევ ჟურნალ Handguns Magazin

კრის ტილეის აქვს ისეთი საჩივრები, რომელიც იქნება ძალიან ნაცნობი ბევრი მსროლელისთვის. ის მუშაობს 12 საათს დღეში, ორშაბათიდან პარასკევამდე, მამამისის სასროლოსნო ტირში, რომელიც განლაგებულია რალეიში, ჩრდილოეთ კაროლინა.  ასეთ პიორბებში იპოვო დრო სასროლოსნო პრაქტიკისთვის საკმაოდ ძნელია. “ტირში 12 საათის ყოფნის შემდეგ” აღიარებს ის “ერთადერთი რაც მინდა არის წავიდე სახლში”.

HG_christilley_201004-A

 ტილეი საკმაოდ დაკავებულია ამ საქმეში. “მე ვასწავლი დაახლოებით სამ კლასს დღეში, და ეს საბაზისო კლასებია –– ქალბატონები, ბავშვები, კაცები, რომლებსაც არ უსვრიათ ბევრი ან საერთოდ არ უსვრიათ აქ მოსვლამდე. კურსების ჩატარების დროს ყურადღებას ვაქცევთ დგომას, სამიზნე მოწყობილობების ხმარებას, სასხლეტის კონტროლს. უმთავრესი საკითხია რა თქმა უნდა უსაფრთხოება”.  

დიდი ალბათობით ტილეის სტუდენტებმა არ იციან, რომ მათი ინსტრუქტორი არის ყველაზ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც გახდა აშშ–ის პრაქტიკული სროლის ასოციაციის Grand Master–ი 14 წლის ასაკში და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, რომელმაც მოიგო ამავე ასოციაციის ეროვნული ჩემპიონატი. მან ეს ჩემპიონატი კიდევ ერთხელ 2 წლის შემდეგ მოიგო.

თავისი სასროლოსნო კარიერა კრისმა დაიწყო 11 წლის ასაკში, როდესაც მამამისმა შეიძინა სასროლონო ტირი. “მანამდე ჩვენ უბრალოდ ასე ხშირად არ გავდიოდით სადმე სასროლად. ხანდახან ეს ხხდებოდა ხოლმე შაბათ–კვირას, და თითქმის მტელი ეს დრო მე “მიწაზე ვიჯექი” მამაჩემის გვერდით”.

 სულ მალე ის თავად აიღებს პისტოლეტს და მალევე  გადაინაცვლებს შეჯიბრებების რეალობაში.

“პირველი შეჯიბრება, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა იყო IDPA, და ეს მიმართულება მხოლოდ იწყებოდა იმ დროს, როდესაც მე მასში ჩავერთე და ასე ვისწავლე მე იარაღის ამოღება, გადატენვა და ასეთი რამეები”.  

სასწავლებლად ტილეიმ გააკეთა ის რასაც ბევრი სხვა მონდომებული მსროლელი აკეთებდა: მან შეიძინა სასწავლო დისკები და ხშირად უყურებდა მათ. ასევე სკოლის შემდეგ ის ყოველდღე დადიოდა მამამისის კუთვნილ ტირში.

“ყველაზე კარგი ამ საქმეში რაც იყო ის, რომ როდესაც ხარ 13 წლის შენ არ ღებულობ ხშირად ქებას იმისთვის, რასაც აკეთებ. როგორც წესი შენ ყველაფერს აფუჭებ და არასწორედ აკეთებ. სინამდვილეში მამაცემიც და მისი მეგობრებიც ყოველთვის იწონებდნენ იმას, რასაც მე ვაკეთებდი და მე ხშირად უგებდი მათ სხვა და სხვა მატცებზე.  ამან მე ძალიან მომიმატა თვითდაჯერებულობა და მაიძულებდა გამხდარიყავი უფრო უკეთესი. მე ვხედავდი წარმატებას და ვამჩნევდი, როგორ იცვლებოდა ამის გამო დამოკიდებულება ჩემს მიმართ”.  

მაგრამ ყოველთვის ასე ადვილი არ იყო.  “იყო დღეები, როდესაც მე ზალიან უკმაყოფილო ვიყავი ჩემი თავით, ისე, რომ საერტოდ ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს და რ ვიყავი კონცენტრირებული. ასეთ დროს საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ არასდროს აღარ დაუბრუნდებოდი სროლას. ათასჯერ გადამიწყვეტია სროლის შეწყვეტა და ამდენჯერვე დავბრუნებულვარ მატჩებზე და ისევ მიპოვია საკუთარი თავი”.

ტილეი ასევე გახდა საკუთარი მონდომების მსხვერპლიც. როდესაც მან მოიგო ეროვნული ჩემპიონატი “მე ვიყავი გარკვეულ წილად დეპრესიის ქვეშ. ეს მიღწევა იყო ჩემი დიდიხნის ოცნება და როდესაც მოვიგე, საკუთარ ტავს ვეკითხებოდი, ეხლა რაღა გავაკეთო?” 

მიუხედავთ იმისა, რომ ის არის ეროვნული ჩემპიონი და პროფესიონალი მსროლელი, ის მაინც აღიარებს, რომ ცხოვრება ასეთი ადვილი არ არის. “ჩემი სპონსორები მაძლევენ მე ძალიან კარგ აღჭურვილობას და დიდ მხარდაჭერას, ისინი ჩემი მეგობრები გახდნენ, მაგრამ ისინი მიანც არ მაძლევენ მე ფულს, დღემდე ჩემი ყველაზე დიდი სპონსორია მამაჩემი”.

 

 

 

Mozambique drill

Friday, March 19th, 2010

 

Mozambique him, Mozambique him,
If he fails to hit the ground
After two well-placed rounds!
Shoot between the eyes and lips,
No, NOT between the hips,
That should put the goblin down!

90–ებში მოგონილი მარტივი სიმღერა მოზამბიკურ სამეულზე.

 

Mozambique drill ანუ მოზამბიკურ სამეულს, ახლო მანძილზე ტაქტიკური სროლის ერთ ერთ ილეთს ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ, როგორც სამ თანმიყოლებულ გასროლას, ორი მასის ცენტრში (double tap to the center of mass) და გასროლა თავში, რომელიც. მთლიანობაში ეს სამი გასროლა იძლევა მოწინააღმდეგის მწყობრიდან გამოყვანის თითქმის გარანტირებულ ალბათობას. სინმადვილეში ეს მთლად ასე არ არის, ანუ მოზამბიკური სამეულის ასე რომ ვთქვათ “მუღამი” სულ სხვა რამეშია.

მოზამბიკური სამეულის, როგორც ტექნიკის ასევე სახელის ავტორი არის ბატონი ჯეფ კუპერი, რომელმაც დაარქვა ამ ილეთს თავისი მეგობრის მაიკ როზეს საპატივცემულოდ, რომელიც იყო მისი მოწაფე და მოგვიანებით როდეზიაში ბრძოლაში დაიღუპა.

Jeff-Cooper6843

პოლკოვნიკი ჯეფ კუპერი, პისტოლეტიდან საბრძოლო სროლის თანამედროვე თექნიკის ფუძემდებელი

ჯეფ კუპერის სიტყვებით მან გადაწყვიტა  დაემატებინა მოზამბიკური სამეული თავისი საბრძოლო სკოლის (Gunsite) პროგრამაში მას მერე რაც მაიკისგნა მოისმინა ერთი შეტაკების ისტორია, რომელიც მოხდა მოზამბიკში. მაიკ როზე მონაწილეობდა ბრძოლაში, რომელიც გაიმართა ლორენცო მარკესის აეროპორტის ტერიტორიაზე. როდესაც მან კუთხე მოჭრა, დაინახა, რომ მისკენ მოემართებოდა ტერორისტი შეიარაღებული АК7 ტიპის ავტომატით.  ის მისგან დაახლოებით სულ რაღაც ათ ნაბიჯში იმყოფებოდა, როდესაც მაიკმა სწრაფად ამოიღო თავისი ბელგიური 9მმ–ნი პისტოლეტი “ჰაი პაუერი” P35 და ორი გასროლა განახორციელა. ორივე ტყვია ტერორისტს მკერდში მოხვდა მაგრამ ის ვერ შეაჩერა. მაიკმა ამის დანახვისთანავე დაუმაზინა თავში და ესროლა, მაგრამ ოდნავ ააცილა, ტყვია ტერორისტს ყელში მოხვდა დაამსხვრია მისი ხერხემალი და ის ეგრევე მიწაზე მკვდარი დაეცა.

ამ ისტორიის მოსმენისთანავე, ჯეფ კუპერმა დაასკვნა, რომ ტექნიკაში, რომელიც ითვალისწინებს ორ სწრაფ გასროლას მასის ცენტრში და საჭიროების შემთხვევაში შემდგომ გასროლას  თავში არის რაღაცა საინტერესო და საჭირო. ანუ სამი გასროლა, ორი მკერში ერთი თავში, ზედემტად გამრტივებული ახსნაა ამ ილეთის, მითუმეტეს იფ ფონზე, რომ თავში გასროლა მეტ დროს და ყურადღბას ითხოვს. ადამიანის ტავი ძალიან პატარა და სწრაფად მოძრავი რთული სამიზნეა, ხოლო ადგილები სადაც მხოვედრა იწვევს სამიზნის სწრაფ მწყობრიდან გამოყვანას კიდე უფრო მცირეა, რაც საგრძნობლად ართულებს დავალების შესრულებას, ამიტომაც ადამიანის მასის ცენტრი(მკერდი), კვლავ რჩება ყველაზე სასურველ სამიზნედ, და მის გარშემო “ტრიალებს” ყველა თავდაცვითი და საბრძოლოს სროლის ტექნიკები.  თავში სროლას გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცევა. ცხადია, ორი გასროლა სრული კალიბრის პისტოლეტიდან მასის ცენტრში თითქმის გარანტირებულად გამოიყვანს თავდამსხმელს მწყობრიან ( თუ მას ჯავშანჟილეტი არ აცვია), მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს ხანდახან ცოტა მეტია საჭირო.  ტვინის ან ხერხემლის ტყვიით დაზიანება ავტოამტურად იწვევს მოწინააღმდეგეს კოლაფსს და ის ეგერევ ეთიშება ბრძოლას. ასე, რომ ამ ილეთის მტელი “მუღამი” მდგომარეობს შემდეგში:  საფრთხეზე სწრაფი რეაგირება და მაქსიმალურად სწრაფად ორი ზუსტი გასროლის განხორციელება მკერდში, შემდგეგ პაუზა და სროლის რეზულტატზე დაჯვირვება და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დამიზნებული და ზუსტი გასროლა თავში. აღნიშნული ილეთის სწრაფი და ეფექტური შესრულება მოითხოვს სერიოზულ როგორც საცეცხლე ასევე ფსიქოლოგიურ მომზადებას და კონცენტრაციის მაღალ დონეს რაც მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკით მიიღწევა.

დღეს დღეისობიტ მოზამბიკური სამეული, შეიცვალა უფრო პოლიტოკორექტული ტერმინით failure drill ანუ, მოწინააღმიდეგეს შეჩერება ვერ მოხდა ორი გასროლის შედეგად და საჭიროა ერთი კარგად დამიზნებული გასროლა თავში.

არსებობს საკმაოდ საინტერსო საწვრთნელი დანადგარი, რომელიც საშუალება იძლევა დაწვეწოთ ამ ლეთის გამოყენება. სტანდარტული სილუეტის უკან მოთავსებულია ორი ჰაერის ბუშტი, რომელიც იკავებს სამიზნეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, ხოლო ზოგი სამიზნის უკან არის ორი ბუშტი, ერთი მკერდის უკან, მეორე ტავის უკან, მაგრამ წინიდან არ ცანს, რომელი სამიზნე, როგორ არის დამაგრებულ. როდესაც მსრლელი ისვრის, ზოგი სამიზნე ეგრევე ვარდება ზოგი კი რჩება. ამით მსროლელი იძულებულია სწრაფად აკონტროლოს თავისი გასროლების რეზულტატიურობა, და თუ სამიზნე არ დაეცა იძულებულია ასევე სწრაფად განახორციელოს გასროლა თავში.

ხანმოკლე რომანი ზუსტ სროლასთან

Monday, February 22nd, 2010

შესავალი

ეს სტატია დრე ავწერე, და გამოვაქვეყნე ჩემ ძველ ბლოგზე. დღეს გადავიკითხე და მინდა ვთქვა, რომ არაფერი არ შეიცვლა, რაც სამწუხაროა. სტატია საკმაოდ აქტულურია, და ბევრისთვის საინტერესოა. ბერვი ოცნებობს ოპტიკიან იარაღზე და აქვს გარკვეული შეკითხვები. აღნიშნული სტატია არის ჩემი გამოცდილება და შესაძლებელია ბევრ კითხვაზე პასუხი გაგცეთ.

dsc04746

 

როგორც უკვე ბევრისთვის ცნობილია, საქართველოში შეზღუდულია მოკლელულიანი ცეცლხსასროლი იარაღის ბრუნვა. შეზღუდულია განგებ თუ ეს არის იურიდული ხარვეზი მე არ ვიცი. ვიცი, რომ ეს თემა არავის არ აინტერსებს. მოქმედი  კანონის ადმინისტრირება არ ხდება, პრობლემას არავინ არ ხედავს და როგორც ჩანს ახლო მომავალში ეს სიტუაცია არ გამოსწორდება. დღეს, უფლება დაიცვა საკუთარი თავი (მათ შორის იარაღით, რომელსაც საქართველოს კანონმდმებლობა ირონიულად ცნობს როგორც: ” სამოქალაქო, თავდაცვის იარაღი”), შეიძლება დამთავრდეს სასამართლო პროცესით “ყველაზე ჰუმანურ და სამართლიან” სასამართლოში და დასრულდეს საპროცესო გარიგებით, რომლის ღირებულება იქნება დაახლოებით 30 000 ლარი. ასეთი პერსპექტივა მე პირადად არ მახარებს და არც არავის გაახარებს. ასე, რომ ნებისმიერი პისტოლეტებიდან და რევოლვერებიდან სროლის მოყვარულს აქვს რამოდენიმე გზა თუ როგორ გააგრძელოს თავისი სასროლსნო ცხოვრება: გახდეს პრივილეგირებული “კასტის” წევრი, რომელსაც აქვს იარაღის ტარების უფლება; მიიღოს სამხედრო ან სპეციალური წოდება და დაელოდოს მრავალი წელი სანამ გახდება მაიორი; გადაერთოს რამე სხვა ტიპის იარაღზე. ცხადია, რომ ჩემი ინტერესისი სფეროში მალევე მოიქცა შაშხანები და კარაბინები. მანამდე მე მქონდა სკს–ი, სვტ–40 , საიგა 7.62 და მოსინის შაშხანა. ადრე ტირში სროლა შეიძლებოდა ქალაქიდან გაუსვლელად და ამიტომაც არც ერთი ეს იარაღი დიდხანს ჩემთან არ ჩერდებოდა. მას მერე, რაც სროლის სურვილი ავტომატურად უტოლდებოდა მრავალკილომეტრიან გზას დაუსახლბელი ხეობებისკენ ექსტრმალური ოფროუდის ელემენტებით, ცხადია გამიჩნდა სურვილი ვიოქნიო ადეკვატური იარაღი (და მანანაც). რა თქმა უნდა ოპტიკური სამიზნით. პირველი ასეთი იარაღი გახდა რუსული წარმოების ვეპრი, კალიბრში 5.45Х39 (ანუ ფართო მასებში ცნობილი როგორც “აკს–ის ტყვია”). ეს იყო შესანიშნავი იარაღი, მაღალი ხარსხის, როგროც ზოგადად “მოლოტის” ქარხნის ნებისმიერი პროდუქცია. დაბალ იმპულსიანი ვაზნა, კარგი ბალანსი და ერგონომიკა ნებისმიერ პირობებში შესანიშნავ სიზუსტეს იძლეოდა. საუკეთესო ჯგუფები იყო 3 სმ 100 მეტრზე და 9 სმ 200 მეტრზე. ძალიან ზუსტი და საიმედო. იარაღს ეყენა პსო–1 ტიპის სამიზნე, რომელიც შესანიშნავად იჭერდა ნოლს და უამრავი მოხსნა დაყენების ციკლის მიუხედავათ ნოლი არ იკარგებოდა. 7.62Х54R და 5.45X39 ბალისტიკური ტრაექტორია 400 მეტრამდე ერთამნეთს ემთხვევა ისე, რომ პსო–1ს გამოყენება ადვილად შესაძლებელია. იდილია არც თუ ისე დიდხანს გრძელდებოდა. მაღაზიებში ამოიწურა 5.45 კალიბრის ვაზნების მარაგი. სასამრთლოსთან და შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობის პერსპექტივა მე არ მიზიდავდა არანაირად არ მაინ და არ ეხლა ამიტომაც ვეპრი გასხვისებულ იქნა. პარალელურად მე ვერთობოდი ტოზ78 ტიპის შაშხანით, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო სასროლად თუმცა საკმაოდ მალე ის მომბეზრდა. უნდა ვთქვა, რომ ორივე იარაღმა ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დატოვა. შეიძლებოდა ზრდის გაგრძელება და უფრო სერიოზული იარაღის ძებნა.

dsc00053

შესანინავი ვეპრი. მოსახერხებელი და ძალიან ზუსტი.  ქვევით ტოზ 78 აღჭურვილი საკმაოდ კარგი ჩინური წარმოების ოპტიკური სამიზნით (Konus).

პირველი (და უკანასკნელი) სერიოზული გრძელლულიანი იარაღი, რომელიც მე ხელში ჩამივარდა იყო ჩზ550 ვარმინტი ლამინირებულ კონდახში. კატალოგის დათვალიერებისას მე ეჭვიც არ მეპარებოდა არჩევანში. კალიბრი – ლეგნდარული .308 ვინჩესტერი. გრძელი და სქელი ლულა. არანაირი ღია სამიზნე მოწყობილობები და ძალიან ლამაზი სპორტული ტიპის ლამინატისგან დამზადებული კონდახი. ეს იყო ნამდვილი ზუსტი იარაღი და არა რაღაც გადაკეთებულ–გადმოჩარხული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რელიქტი. ჩამოტანის შემდეგ იარაღი დაამშვენა შესანიშნავმა ნიკონის იაპონურმა ოპტიკამ მაქსმალური გადიდებით 16.5. ჩვენ მაღაზიებში სამწუხაროდ იყიდება ერთი და იგივე უხარსხო პროდუქცია, ძვირად ან ძალიან ძვირად. სანამ “სოშკებს” საზღვარგარეთ შევიძენდი, მაღაზიაში ნაყიდი იქნა 100 ლარად (!!!) ალუმინის სოშკები (მეიდ ინ ჩაინა).
პირველი გასვლა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო. პირველი ჯგუფი აჩვენებს ჰორიზონტალურ გაფანტვას სულ რაღაც 8მმ–ს 100 მეტრზე. ვერტიკალური უკვე ცივი ლულიდან ნასროლის ჩათვლით – 3.5 სმ. მისროლაზე დაიხარჯა სულ 4 ვაზნა.

dsc04444

ესეც პირველი სერია. სულ ზედა არის ცივი ლულიდან ნასროლი.
პრობლემებიდ დაიწყო მერე. თუ იცით, რატომ ხდება ისე რომ უმეტესობა ქარხნული იარაღის ხანდახან შესანიშნავ რეზულტატებს გაჩვენებს, რომლებიც არ ჩამოუვარდება შეკვეთით დამზადებულ შაშხანებს და ამავე დროს შეკვეთით დამზადებული შაშხანები ფასით აღემატებიან ქარხნულებს მარავალჯერ? იმიტომ, რომ ქარხნული შაშხანის რეალურ სიზუსტეს და საუკეთესო ჯგუფს შორის სხვოაბა შეიძლება იყოს სანტიმეტრები, ხოლო შეკვეთით დამზადებული (იგულისხმება მაღალი კვალიფიკაციის ხელოსნის მიერ დამზადებული) შაშხანა იძლევა ყველაზე მნიშვნელოვან რამეს ზუსტ სროლაში: სტაბილურიბას. ის სტაბილურად ისვრის 0.5 MOA-ს. ქარხნული სტაბილუარდ ისვრის ბევრად უარესად. ანუ საშუალო სიზუტე მაღალი ხარსხის იარაღში ბევრად აღემატება ასეთს ქარხნულ მასობრივად წარმოებულ იარაღში/  ამიტომაცაა, რომ ხშირად იარაღის მფლობელები და სხვა და სხვა სპეციალისტები იარაღის მიმოხილვისას ხშირად ნასროლი ჯგუფებიდან გამორიცხავენ ე.წ. “ფლაიერებს” ანუ ჯგუფიდან აშკარად შორს მყოფ მოხვედრებს. გამართლებები: ეს ჩემი ბრალია, იმ დროს ქარმა დაუბერა! გასროის მომენტში პამელა ანდერსონი გამახსენდა  ან ესეთი რამეები.  ჩემის აზრით ეს გარკვეული თაღლითობაა. მოგეხსენებათ, რომ მისროლა უნდა ჩატყარდეს რაც შეიძლება მეტი ვაზნით, თუ ისვრით არასტაბილურ გარემოში (ღია ჰაერზე). მხოლოდ 10–15 და 20 გასროლიანი ჯგუფები დაგანახებენ რეალურ სურათს.  მე შემიძლია ვთქვა რომ დაახლოებით 150 ნასროლი ვაზნიდან გამომდინარე ჩემი ჩზ550–ის სისზუსტე არის დაახლოებით 1.2 MOA 100 მეტრზე. ეს არის რეალური სიზუსტე. ის რომ ერთხელ სამ გასროლიანი ჯგუფი ერთ ნახვრეტს წარმოადგენდა არაფერს არ ნიშნავს. იყო დღეები როდესაც ვერ ვაკეთებდი 5 სმ–ზე ნაკლებ ჯგუფებს და სახლში “გატეხილში” ვბრუნდებოდი. ყველაზე საუკეტესო ნასროლი იყო შთამბეჭდავი 3 სმ 200 მეტრზე (!!!), ფეხების გარეშე, დაწოლილიდან, ღია ჰაერზე. 1.2 MOA 100 მეტრზე არ არის პრინციპში ცუდი, მაგრამ მე ვერ ვადგენდი რა გზით წავსყლიყავი, რომ ეს მაჩვენებელი შემემცირებინა და იმავე დროს რაც უფრო მნიშვნელოვანია, მე არ ვიყავი დარწმუნებული იმაში თუ რა ახდენდა გავლენებს ჯგუფის ზომაზე. გასაკვირი არაფერი არაა. როდესაც ამხელა “ბლასტერი” გაქვს და ზედ ამხელა “ტელესკოპი” უყენია, და 100 მეტრზე მიშენზე ჭიანჭველას ხედავ გინდა რაც შეიძლება მეტი სუზუსტე ამოწურო, გრძნობ რომ უკეთესი შეგიძლია, მაგრამ არ იცი რა უნდა ქნა ამისთვის.

dsc04748

ნებისმიერი მსროლელისთვის სასურველი “ერთი ნახვრეტი” სამიზნეზე.  რაოდენ საოცარი არ უნდა იყოს ეს მიღწეულია ძველის ძველი გერმნაული სანადირო ვაზნებით, რბილთავიანი ტყვიიებით.  ასეთი ვაზნები ყველაფრისთვისაა მოგონილი გარდა ზუსტი სროლისა.  აღნიშნული ვაზნები, 9 ცალი იყო სულ დარჩენილი,  შეძენილ იქნა პატარა მაღაზიაში თბილისის გარეუბანში. 

 
ეხლა დაუბრუნდეთ სტაბილურიბას. ცნობილი რუსული ფორუმის ცნობილი მონაწილის სიტყვების პერეფრაზირება, რომ გავაკეთო გამოვა შემდეგი: “მე არ მტოვებდა აზრები სტაბილურობაზე, რომელიც არ იყო”. ცხადია, რომ იმისთვის რომ მიიღო საუკეთესო შედეგი უნდა გამორიცხო, რაც შეიძლება მეტი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სიზუსტეზე. ცხადია საქართველოში ეს შეუძლებელია. ანუ ძირითადი მიზეზი ამ “რომანის” დასრულების არის ზუსტად ეს მიზეზი პირველ რიგში. არ არის სროლის კარგი პირობები. რა არის ეხლა სროლის კარგი პირობები? მზიანი დღე, ქარის არ არსებობა და მიწაში “ჩაბეტონებული” მაგიდა ზედ დაყენებული “სტანოკით”. როგორც ყველა დასაქმებული ადამიანი მე შეზღუდული ვიყავი კვირაში ორი დღით. გასული ქალაგარეთ მე მხვდებოდა ხან ქარი, ხან წვიმა, ხან მენახირეები ძროხებთან, ხან ძროხები მენახირეების გარეშე. არანაირი სტაბილურობა. ასევე პრობლემაა უსაფრთხოება, პერმანენტული ნერვიულობა ამ საკითხზე არ უწყობს ხელს მშვიდ ხასაითს რაც ასევე აუცილებელია ზუსტი სროლისას. ანუ მე როგორც გამომივიდა, ნეგატური ფაქტორები უფრო მეტია ვიდრე დადებითი.
ასევე ძირითადი პრობლემაა იარაღის სამაგრი. 100 ლარიანი ჩინური ნაგავი მოირყა თითქმის ეგრევე. 60 დოლარიანი ხარისის სოშკები, თბილისამდე მოტანით ხდებოდა ორჯერ ძვირი, რატომღაც. მაღაზიები ამჯობინებენ ათმაგ ფასში გაყიდონ ნაგავი, ვიდრე ეცადონ ცამოიტანონ საშუალო ფასიანი ხარისხიანი ნივთები. სხვა და სხა ექსპერიმენტება სამაგრებტან არანაირი ეფექტი არ ამოიღო. ამ ექსპერიმენტებში კიდე იხარჯებოდა ძვირი ვაზნები….. სხვათაშორის მინდა ორი სიტყვა ვთქვა ოპტიკაზე უფრო სწორედ მის არჩევანზე, რომელიც თბილისის მაღაზიებში არსებობს. ათმაგ ფასში, 20 და 30 დოლარიანი “ოპტიკა”, რომელიც გამოდგება მარტო “გეკოს” იარაღზე ან ეირსოფტზე, პოზიციონირდება, როგორც მაღალი კლასის ძვირიანი ოპტიკური სამიზნეები. თან გამყიდველის აზრით რაც უფრო დიდია ზომებში ოპტიკა და რაც უფრო დიდი “ზუმი” აქვს, მით უფრო ძლიერ და დიდი კალიბრის იარაღზე ყენდება. ანუ მოკლედ, რომ ვთქვათ ფულიც რომ გქონდეს ბევრი, თბილიში კარგი ხარსხის საშუალო ფასიან ოპტიკას ვერ იყიდი პრინციპში. (ნიკონი მე იბეიზე ვიყიდე და ზედ კიდე 100 დოლარი წაუმატე). ისევე პრინციპში უბრალოდ ვერ იყიდი უბრალოდ კარგ ოპტიკას. შეუკვეთე, წაუმატე ერთი 100 150 დოლარი, დაელოდე ერთი თვე და იქნებ ვინმემ ჩამოგიტანოს. იგივე ეხება ნებისმიერ აქსესუარს. ყველაფერი ათმაგ ფასში (ხშირად პირდაპირი გაგებით ათმაგ ფასში). მესმის რომ ათმაგ ფასში იყოს კარგი ნივთები მაინც. არა. გამორიცხულია. მეიდ ინ ჩაინა ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით. ანუ ვაწყდებით ორ პრობემას, არ არსებობს სროლის კარგი პირობები/ინფრასტრუქტურა, მიუწვდომელია საჭირო წვრილმანები. ელემენტარული არაა, არაფერს ვიძაზი მანძილმზომებზე და ქარის სიჩქარის გასაზომ აპარატურაზე, ქრონოგრაფზე და ასე შემდეგ.  თუ მოინდომე ყვეკლაფერს იყიდი და ჩამოიტან მარამ ეს ჯდება ძალიან დიდი ფული.  მიდიხარ აზრამდე რომ გატაცება ამდენ ფულად არ გიღირს და ფიქრობ სხვა რამეებზე.

 

dsc05214

ვითხოვე და დაუყენე ასე ნანატრი ჰარისის სოშკები. სროლა იმ დღეს არ შედგა. ძლიერი ქარი ამოვარდა. ისევ სახლში “გატეხილში” დაბრუნება.

შემდეგი პრობლემა: ვინაიდან სროლისას სტაბილური პირობები მიუღწეველია ხოლო სიზუსტე არ იზრდება საჭიროა ექსპერიმენტები. სხვა და სხვა სამაგრები მაგალითად. ექსპერიმენტებისთვის საჭიროა ვაზნები. რა ღირს ცალი ვაზნა .308 კალიბრის? ცალი 5 ლარი. მე ავადინე, რომ მე მჭირდება ოცი ვაზნა, იმისთვის რომ, გონებამ და ორგანიზმა დაიწყოს სროლის რეჯიმში ფუქნციობირება. ჩემი გამოცდილებით საუკეთესო ჯგუფი გამოდის ან პირველი სერიიისას ან ამ 20 “გასახურებელი” გასროლის შემდეგ. სხვანაირად არასდროს არ ყოფილა. მე მქონდა ბლოკნოტი სადაც მე შემქონდა სროლის მონაცემები. ამ მონაცემების წაკითხვამ ასეთი სურათი მანახა. ყველაზე კარგი სერია ან პირველია ან 20–25 გასროლის შემდეგ. 20–25 გასროლა უდრის 100 – 125 ლარს. ძვირი სიამოვნება გამოდის! რატომ ღირს ცალი ვაზნა 5 ლარი მე არ მესმის. ჩამომტანებს უნდათ ფულის შოვნა თუ გადასახადებია და შემოტანის პროცედურები ამის მიზეზი მე არ ვიცი. ალბათ სულ ყველაფერი ერთად. რატომ ღირს აშშ–ში 1000 (ხო ათასი) ვაზნა 9Х19 ლუგერი 90–100 დოლარი ხოლო ჩვენთან ცალი ღირს 2 ლარი? თუ ვინმე იცით ამიხსენით. ესეც კიდევ ერთი ფაქტროი რაც წინა ორთან ერთად პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დაკავდეს ზუსტი სროლით. მე არაფერს აღარ ვიძახი ამ გატაცების მასიურობაზე და ხელმისაწავდომობაზე ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა ეს ხომ არ კეტდება ოქროს მედლებისთვის და საპაიო სიგელებისთვის, ეს არის მხოლოდ და მხოლო (სქართველოში მხოლოდ) ჰობი და გატაცება. ცივილიზებულ სამყაროში სადაც ვაზნაები არც ისე ძვირი ღირს, კიდე უფრო მეტი რომ ისროლო და ნაკლები დახარჯო გამოიგონეს რელოუდი, ანუ კომპონენტების ბითუმად ყიდვა და ვაზნების ხელით დამზადება, არაცივილიზებულ საქართველოში ეს კანონით იკრძალება. კანონი კრძალავას ყველა ტიპის ვაზნების დამზადება სშესაბამისი ლიცენზიის გარეშე. ეს ლიცენზია არ გაიცემა კერძო პირებზე ხოლო სალიცენზიო პირობებით მოგიწევთ პატარა ქარხნის გაგება და შპს– დაფუძნება. ხო სულ დამავიწყდა, რა თქმა უნდა არც ტყვიები, დენთი და კაფსულები არ იყიდება ცალკე. ჯობია მართლა ქვების სროლაზე გადახვიდე “რაგათკიდან”.

dsc04735

ასე გამოიყურება საშუალო ჯგუფი 100 მეტრზე, რომლის გამეორება შესაძლებელია ნებისმიერ პირობებში. ძალიან იშვიათად 100 მეტრზე გამოდიოდა 3.5 სმ–ზე განიერი ჯგუფები.

dsc06369

ერთ ერთ ილუსტრირებულ წიგნი მივაგენი იდეას გამოყენებულ იქნას ფოტო კამერის ტრიპოდი, როგორც იმპროვიზირებული საყრდენის. არაფერი არ გამომივიდა. ანუ საყრდენი გავაკეთე მაგრამ რეზულტატი ისევ 3 სმ გრუპა 100 მეტრზე.
მოკლედ ყველაფერი ისე განვითარდა, რომ მე შევედი ჩიხში. ვაზნბზე გაზრდილმა ხარჯებმა ჩემი ბიუჯეტი სავალალო დმგომარეობაში ჩააგდო. მე ვერ ვახდენდი მონაცემების სისტემატიზირებას. ხელის შემშლელი ფაქტორი იმდენი იყო რომ შეუძლებლი იყო გამეგო მათი ზემოქმედება ასეთ ნანატრ სიზუსტეზე. სტაბილურობა, რომელიც არ არსებობდა, ვაზნები რომელიც ძვირი ღირდა. ხო კიდევ ერთი მომენტი. .308 კალიბრის ვაზნები შემოდის სხვა და სხვა ფირმების. იყიდე ორი ყუთი ფედერალის გოლდ მედალი, გავიდა ერთი თვე და გოლდ მედალი აღარაა გაყიდვაში. ყიდულობ ახალ ვაზნებს, ისევ მისროლა. ჯგუფი უარესია ვიდრე ფედერალის ვაზნებით. რისი ბრალია? ჩემ იარაღში ფედერალი ჯობია? (მერე რა რო? ფედერალი მაინც აღარ იშოვება?) თუ იმ დღეს ქარი ნაკლებად იყო? თუ მაგიდა უფრო მყარად იდგა? თუ, თუ თუ….. მიდი და გაიგე………ვწერ ეხლა ამას და ვგრძნობ, რომ ხასიათი მიფუჭდება.
ასევე უნდა არსებობდეს იარაღის “ტიუნინგის” საშუალება. რომელიც არა არის რა თქმა უნდა. გარკვეულ ეჭვებს იწვევდა თვითონ კონდახი. მინდოდა ბედინგი. ვინ გააკეთებს ბედინგს? კი არიან ხელოსნები მაგრამ იქ არ არსებობს ეს ურთიერთობა, მე ვიხდი ფულს და შენ აკეთებ მე რასაც მინდა იმას. იქ უნდა მოელაპარაკო, დაითანხმო, იქნებ დატვირთულ გრაფიკში დრო გამონახონ….. გარანტია იმისა, რომ ხელოსანმა იცის თავის საქმე და კარგად შეასრულებს სამუშაოს არ არსებობს.  ასეთ პირობებში როდესაც ვერც ადგენ ზუსტად საჭიროა თუ არა ბედინგი, ასეთ ნაბიჯზე წასვლა უკვე გამართლებული არაა.
მოკლედ ეს არის და ეს. მე არ ვიძახი, რომ ყველა ვისაც სროლა უყვარს იგივე პრობლემებს წააწყდება. ვიღაცა კიდე გადაიხდის 700 ლარს იარაღის სამაგრში, იყიდის და დატენის ტყვიებს და გამონახავს გზებს რომ იშოვოს კაფსულები და დენთი, ვიღაცა უპრობლემოდ იყიდის ასობით 5 ლარიან ვაზნებს.  ვიღაცას იარაღი აქვს და არ ისვრის. ზოგი თვლის, რომ მოსინი “პულიმიოტის” ლულით არის აპოფეოზი ყველაფრის და ნანატრი “პულიმიოტის” ლულის ძებნაში არც აქვს დრო იფიქროს სხვა რამეზე. მე კიდე უკმაყოფილების გრძნობა არ მტოვებდა მთელი ეს პერიოდი.  ნათეილი წერტილი იყო ის რომ არც ერთი სკს–ი, მოსინები, საიგებიი, ტიგრები და ასე შემდეგ ერთობლივი გასვლებისას ახლოსაც არ იდგნენ სიზუსტეში ჩზსთან.   გზა სიტუაციის გამოსწორების მე ვერ ვნახე. ამიტომაც გადავწყვიტე ეს ურთიერთობა ზუსტ სროლასტან გამეწყვიტა სანამ ვალებში ისე არ გადავარდნილვარ, რომ ვერავინ ვეღარ მიშველიდა. დაველოდები უკეთეს დროს. თუ ის როდესმე დადგება.

 

პატივისცემით,

PS

მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ზემოდ ჩამოთვლილი პრობლემა არის უკიდურესად აქტუალური დამწყები მსროლელისთვის, როგორიც ვარ მე. თუ ადამიანი გამოცდილი მსროლელია აღნიშნული ფაქტორების როლი მცირდება. ანუ ვისაც გავლილი აქვს სნაიპერის მომზადება ჯარში ან სპეც სამსახურებში ვინ აქამდე გაცვიტა სვდ–ეები ან ტუიგრები “ცინკით” ნაჩუქარი ვაზნბეით და გამოცდილი მსროლელია ის ასე თუ ისე დაძლებს ამ პრობლემებს. იმათთვის ვინც ცდების და შეცდომების გზით მიდის ეს პრობლემები შეიძლება დაუძლეველი კედელი გახდეს.   საბოლოო ჯამში მე ვარ იმ ადამიანის კატეგორია რომელსაც სზაღვარგარეთ ეძახიან “recreational shooter” ანუ ადამიaნები რომლებსაც უბრალოდ  უყვრათ სროლა და ეს მათთვის  დროის გატარების ერთ ერთი მეთოდია. ასეთ პირობებში მე ნამდვილად არ ვიყავი მზად ათასობით ლარი დამეხარჯა სხვა და სხბა მოწყობილობების შესაძენად ასე რომ ყველაფერი ისე დავასრულე როგორც დავასრულე და არც ვნანობ. ბევრი ახალი რამე ვისწავლე და მაინც მაქვს საშუალება, რომ ნასწავლი არ დავივიწყო. 

PS2

სავარაუდოთ მომავალში მე დაუბრუნდები ზუსტ სროლას.  ამჯერად დაუბრუნდები  მსუბუქი .223 კალიბრის ვარმინტ კლასის შაშხანით.  ვნახოთ რა გამოვა.

კარგ “პომპას” ფასი არ აქვს (ნაწილი II, ვაზნები)

Tuesday, January 26th, 2010

ესეიგი, როგორც უკვე ავღნიშნე “პომპა”–ს უდიდესი უპურატესობა განპირობებულია ნებისმიერი ვაზნების გამოყენების საშუალებით და ასევე შესაძლებლობით ნებისმიერ დროს დამატებით შეავსოთ მჭიდი სასურველი ტიპის ვაზნით. აქიდან გამომდინარე ვაზნების ვარიანტები მრავალია და მინდა განვიხილოთ, ისინი “პომპაში” გამოსაყენებლად თვადცავის სხვა და სვა სცენარებში.  როგორც უკვე ითქვა კარებების და საკეტების შესამტვრევად სპეციალური ვაზნების არ არსებობოს შემთხვევაში გამოდგება 9 ნომერი საფანტი. განვიხილოთ სხვა და სხვა ტიპის ვაზნები ენერგიის და სხვა თვისებების მიხედვით.

პირველ რიგში დავკონკრეტდეთ, რომ 12 კალიბრის მთლიანი ენერგიის საშუალოდ 3500 ჯოულის “დაყოფა” და “გადანაწილება” რამოდენიმე ჭურვზე არის დადებითი თვისება, იმ მხრივ, რომ გაცილებით უფრო ადვილია და ეფექტურია მოარტყა ადამიანს ერთი გასროლით, რამოდენიმე 600–700 ჯოული ენერგიის მქონე ჭურვი ვიდრე ერთი 3500–ნი (მაგალითად შაშხანიდან ნასროლი ტყვია). ასეთ შემთხვევაში გეპატიება ნაკლებად ზუსტი (და არა არაზუსტი) გასროლა, იგებ დროს და იგენ ინიციატივას.

თავდაცვისთვის პრაქტიკულად უნდა გამოვრიცხოთ 5–10 ნომერი საფანტი. მისი საბრძოლო თვისებები ორფეხა მტაცებლების წინააღმდეგ არის ძალიან დაბალი. გარკვეულ ეფექტი არის 0–5 მეტრამდე სროლისას, მაგრამ არა ისეთი, რომ მოხდეს სხეულში ღრმა შეღწევა და მნიშვნელოვანი ორგანოების ან სისხლძარღვების დაზიანება.  თუ ბოროტმოქმედი თბილ ტანსაცმელშია  ეს ვაზნები ხდება საერთოდ არაფეფექტური ახლო მანძილზეც. შეიძლება ასეთი ვაზნა იქონიო გამაფრთხილებელი გასროლისთვის, რაც შეამცირებს ზიანს ასეთი გასროლის შემთხვევაში და უსაფრთხოს გახდის მას, მაგრამ გამაფრთხილებელი გასროლა არის საჭირო, როდესაც საბჭოთა მილიციონერი დაეტაკება მთვრალ უსაქმურებს პარკში. როდესაც საქმე გაქვს ორგანიზებულ თავდასხმასთან და მოტივირებულ ბოროტმოქმდებთან, გაფრთხილების დრო არ არის, ეგრევე უნდა ეცადო ჩაიგდო ხელში ინიციატივა, და ინიციატივის ხელში ჩაგდების საუკეთესო გზა შეიარაღებულ შეტაკებაში არის ზუსტი და სწრაფი გასროლები.  სხვე უკეთესი ჯერ არ მოგონილა არაფერი.

ცოტათი უფრო ეფექტურია საფანტის 5–1 ნომრები. მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია, რომ მსხვილი საფანტის ენერგია 25 მეტრზე საშუალოდ შეადგენს 15–20 ჯოულს, ეს კიდე იმდენად უმნიშვნელოა, რომ ასეთი საფანტი უბრალოდ ყველაზე უმნიშვნელო წინაღიობაშიც ვერ გაივლის, მაგალითად იგივე თბილ და სქელ ტანსაცმელში. თუმცა 10–15 მეტრზე სამიზნე –სილუეტი მთლიანად დაფარულია ნახვრეტებით. ასე, რომ მსხვილი საფანტიც შეიძლება ჩამოვწეროთ.

აღსანიშნავია, რომ საფანტი გამოიყენებოდა, როგორც ნაკლებად ლეტალური იარაღი ბრბოს გასაკონტროლებლად (სანამ გამოჩნდებოდა უფრო ეფექტური ვაზნები), მაგრამ მსხვერპლი მაინც იყო.  ამის შედეგად “პომპამ” კიდე ახალი მეტ სახელი მიიღო “riot gun” ანუ “არეულობის იარაღი”.  უნივერსალურბის გამო ის ასეთ როლში დღესაც გამოიყენება, ცხადია შესაბამისი ვაზნების გამოყენებისას.

IMG_1788

 

დღემდე არის მსროლელების კატეგორია, რომელიც ირჩევს წვრილ საფანტს, და ამის ხსნის იმით, რომ ახლო მანძილებზე ის საკამოდ ეფექტურია ხოლო ზედმეტი შეღწევა თითქმის გამორიცხულია. ასეთ აზრს აქვს უფლება იარსებოს და ბევრი ასეც აკეთებს.  თუ თქვენ ცხოვრობთ გიპსოკარდონის პანალბისაგან აგებულ სახლში და მჭიდროდ დასახლებულ უბანში, ალბათ თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ თუ ბოლომდე დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი გასროლა არავის არ დაჭრის გვერძე ბინაში.  მაგრამ ამვე დრის ერთ ერ ამერიკულ ფორუმზე მონაყოლის თარგმანი მინდა შემოგთავაზოთ:

“მე ვნახე დაჭრილი პიროვნება, დაახლოებით 170სმ სიმაღლეში და წონით 110კგ. იგი მოიყვანეს საოპერაციოში, თოფიდან მკერდში მიყენებული ჭრილობით.  მას ესრიოლეს 4 მეტრის მანილიდან. იგი თავის ფეხით მივიდა სასწრაფო დამხარების მანქანამდე. მას ესროლეს 6 ნომერი საფანტი, მკერდზე მას ქონდა კრატერი დაახლოებით 2.5 სანტიმეტრის დიამტერით. როდესაც საფანტმა მიაღწია   ნეკნებამდე ის გაიშალა 14 სანტიმეტრამდე. მხოლოდ ერთი ცალი საფანტი შევიდა ნეკნებს შორის და მანდვე გაჩერდა ისე რომ გული არ დააზიანა”.   ასე, რომ ახლო მანძილებზეც წვრილი საფანტის ეფექტურობა ეჭვქვეშ დგას.

მსხვილი საფანტი 0– 0000, აქ უკვე სიტუაცია რადიკალურად იცვლება. 0000 საფანტის ერთი ჭურის ენერგია 30 მეტრზე იქნება 40 ჯოული. საფანტის “ღრუბელის” დიამტერი ამ ამნძილზე იქნება დაახლოებით მეტრი. ჭურვებუის რაოდენობა 50. კარგი გასროლის შედეგად ადამიანს მოხვდება  15–20 ჭურვი, რაც საკმაოდ ეფექტურია.  ამ ტიპის ვაზნების მინუსი ისევ და ისევ არის ნაკლები ეფექტურობა ზამთრის ტანსაცმელში გამოწყობილი თავდამსხმელის წინააღმდეგ და ასევე დაბალი შეღწევა წინაღობებში.  კარები, ღობე, მანქანი კარები, სქელი ტყავის ქურთუქი და ეფქტურობა ამ ვაზნების იქნება ძალიან დაბალი.

კარტეჩი, ყველაზე სერიოზული და გამანადგურებელი ვაზნაა “პომპის” არსენალში, და მასზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.  კარტეჩი ქვია სფერული ფორმის ჭურვებს დიამტრში 6 მმ–დან 10მმ–მდე. კარტეჩის სხვაობა იმაშია, რომ თითო ბურთულა არის სრულყოფილი  ჭურვი. 8.5მმ–ნი კარტეჩის ენერგია შეადგენს 250 ჯოულს, რაც შეესაბამება .380ACP პისტოლეტის ვაზნის 9მმ–ნი ტყვიის ენერგიას.  წინაღობებში გასვლა დამაკმაყოფილებელია. კარტეჩი ასევე არის სტანდარტული ტიპის ვაზნები სხვა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის.  აშშ–ში სტანდარტულად ითვლება #4 Buckshot, ანუ 6მმ–ნი კარტეჩი. მას აქვს კარგი შემაჩერებელი ძალა ახლო მანძილებზე, დაბალი შეღწევადობა რაც ამცირებს არასასურველ ზარალს.  ეფექტური გამოყენების მანძილი მაქსიმუმ 25 მეტრი. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნული ვაზნა საუკეთესოა მხოლოდ შენობის შიგნით გამოყენებისას.   შორ მანძილებზე რეკომენდირებულია, უფო მსხვილი კარტეჩი. შესაბამისად მცირდება ჭურვების რაოდენობაც. უფრო აქტუალური ხდება ზუსტი დამიზნება და კარი ვაზნის შერჩევა. კარგი არ იგულისხმება ძვირის, ცნობილია, რომ თოფებს აქვთ მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალური თვისებები, ზოგ თოფს უყვარს მხოლოდ კონკრეტული ვაზნის მარკა და “ვერ იტანს” იგივე ტიპის მაგრამ სხვა მწარმოებლის ვაზნები. ასე, რომ რჩევაა შეიძინეთ თითო თითო კოლოფი კარტეჩის და გახვიდეთ სასროლად.

dsc07850

ასე უნდა გამოიყურებოდეს სასურველი შედეგი. თოფი Akkar Taktika (თურქეთი) ვაზნები - Bornaghi.  სროლის მანძილი 20 მეტრი.

ეხლა რაც შეეხება გასროლის სიზუსტეს. შეცდომაა იფიქრო, რომ საკმარისია მიუშვირო თოფი სამიზნეს და მისი მიმართულებიტ სიროლო, რომ მოარტყა. ეს რბილად რომ ვთქვათ ასე არ არის.  საქმე იმაშია, რომ “პომპის” ეფექტურობა ახლო მანძილებზე მდგომარეობს იმაში, რომ თუ თქვენ მოარტყით თავდამსხმელს მას იმხელა ზარალი მიადგება, რაც უზრუნველყოფს ადეკვატურ შემაჩერებლ ძალას, რომელიც უფრო მეტია ვიდრე პისტოლეტიდან გასროლილი ტყვია. გარდა ამისა თოფიდან გასროლის შემთხვევაში ალბათობა მიაყენოთ ზიანი მნიშვნელოვან ორანოებს იმდნად მაღალია, ხოლო დაზიანებული ქსოვილების მოცულობა იმდენად დიდია, რომ გარანტირებულია მოწინააღმდეგის მწყობრიდან გამოყვანა პირველივე გასროლით.  მაშინ როდესაც პირველი გასროლით შეჩერების ალბათობა პისტოლეტიდან გასროლით ბევრად უფრო დაბალია და მანდ არანაირი გარანტია არ არსებობს, მხოლოდ ალბათობა. ისევე როგორც პისტოლეტიდან ძნელია “კარგად” მორტყმა. ზუსტად ეს არის პომპის უპირატესობა. ანუ უნდა დაუმიზნო და ისე ისროლო! იგივე 6მმ–ნი კარტეჩის გაფნატვა იმდენად მცირეა ახლო მანძილზე, რომ თუ კარგად არ დაუმიზნე უბრალოდ ააცილებ.  გაფანტვა იზრდება მანძლის გაზრდასთან ერთად, მაგრამ პროპორციულად მცირდება ჭურვის ენერგია და მათი რაოდენობა, რომელიც მოწინააღმდეგეს მოხვდება. ააცილებ თოფიდან და მიიღებ იგივეს, როდესაც ააცილებ პისტოლეტიდან. იმის ალბათობა, რომ ცმირე კალიბრის ჭურვი მაინც მოხვდება მოწინააღმდეგეს და მწყობრიდან გამოიყვანს მას იმიტომ, რომ გაგიმართლებთ და ის “კარგ ადგილას” მოხვდება იმდენად მცირეა, რომ მისი განხილვა არც ღირს.

3-8

10 მეტრზე 6მმ–ნი კარტეჩის გაფანტვა. არც ისე დიდი არა?

აქიდან მარტივი დასკვნა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ურტყავს თოფი, რა გაფანტვებია სხვა და სხვა მანძილზე. იპოვით საუკეთესო ვაზნა საუკეთესო მახასიათებლებით და იყიდეთ ის სკმარისი რაოდენობის, რომ მარაგი შეიქმნათ.

საქართველოში დღეს, იშოვება მხოლოდ სანადიორ ვაზნები. ეს ცუდი არაა, თავდაცვისთვის ის 100% ადეკვატურები არიან, მაგრამ არსებობს კარგი სპეცილიზირებული “თავდაცვითი” ვაზნები, შემცირებული უკუცემით (Reduced recoil) მათი სროლა ბევრად უფრო კომფორტულია.

 

ეხლა კიდე ერთი დაკვირვება, არ ვიცი მაგრამ  ჩემი დაკვირვებიტ ასტრონომიულ ფასად გაყიდულ უცხოურ ვაზნებს როგორიცაა Federal, Remmington და Winchester აქვთ ბევრად უფრო ხისტი უკუცემა და მაღალი ხმა. საერთიდ ხმით ხვდები რამდენად კარგი ხარსხისაა ვაზნა, ხმამარალი სწრაფი მათრახის დარტყმის ნაირი გასროლის ხმა ეგრევე გაუბნება, რომ ვაზნა კარგია, ხოლო დროში გაწელილი “ბუუუუუუხ”, ცეცხლი ლულიდან და ბოლო რაც ახასიათებს თუთქმის ყველა რუსულ და ბევრ სხვა თურქულ იტალიურ და ესპანურ ვაზმებს მეტყველებს იმაზე, რომ წნევა და შესაბამისად სიჩქარე არის დაბალი.  ვერც Rio, RC, Bornaghi და ასე შემდეგ ვერ შეედრება იგივე Federal-ს, მაგრამ ამერიკული ვაზნების ფასი იმდენად მაღალია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი გამოცდა. მე ყოველშემთხვევაში ამას ვერ ვახერხებ.

რაც შეეხება მჭიდში სხვა და სხვა ტიპის ვაზნების კომბინირებას. მე არ ვარ მომხრე ამის. თვქნე რომ ქონდეთ, როგრც აკმ–ში 30 ვაზნიანი მჭიდი, მაშინ მაგალითად დატენიდი ბოლო 3–5 მგეზავი ვაზნით. გეზი დაინახე ესეიგი მჭიდი იცლება.  კი ბატონო ეს მისაღებია მაგრამ 4–7 ვაზნიანი მარაგიდან რა კომბინაცია შეგიძლია გაააკეთო? არც არანაირი, დაუმატე ამას არეული ვაზნბეის  სხვა და სხვა ბალისტიკა და დანიშნულება, ხოლო სტრესულ სიტუაციაში ერთი ორი გასროლის შემდეგ სად გაგახსენდება რომელი ვაზნაა ეხლა სავაზნეში?  ასე, რომ ყველა ვაზნა მხოლოდ ერთი ტიპის, ეს ჩემი აზრია.  აი იარაღზე დაყენებულ პატრონტაშში ჩადეთ რაც გაგიხარდებათ. 5 ვაზნიანში მე მედო ორი წვრილი საფანტი, ერთი სათადარიგო კარტეჩის ვაზნა იგივე რაც მჭიდში და ორი “სლაგი”.

და ბოლოს ტყვია, ანუ ე.წ. ჟაკანი ანუ “სლაგი”.

მე არ ვარ მომხრე სლაგის გამოყენების თავდაცვის იარაღში დამე მეთანხმება ექსპერტების უმრავლესობა, უფრო სწორედ მე ვეთანხმები მათ. ამის მრავალი მიზეზი არსებობს, პირველ რიგში 12 კალიბრის სლაგს აქვს საჭიროზე ბევრად უფრო ზედმეტი ენერგია, არის ზედმეტი შეღწევის დიდი საშიშროება, თოფიდან ტყვიის სროლა რთულია (თუ არის ჩვეულებრივი სამზინე მოწყობილობები და არა მუშკა ცელიკი ან კოლმატორი), გარდა ამისა ტყვიას აქვს ზალიან დიდი უკუცემის ძალა.  თუმცა კომპანიები უშვებენ სპეციალიზირებულ “თავდაცვით” სლაგებს, მაგალითად Brenneke  Tactical Home Defense slug, რომელსაც შემცირებული აქვს უკუცემის ძალა.

Brenneke_Tactical_HD

საბოლოო ჯამში, ყველაფერი აქ დაწერილი კონსტიტუცია არ არის. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ეს მხოლოდ საწყისი წერტილია, რაც მე აქ დავწერე და მიზნას ისახავს მკითხველი დააფიქროს ამ საკითხზე  და არა  გაანათლოს ის და ყველა შეკითხვას უპასუხოს. ჩართეთ თქვენი ტვინები, ნახეთ მასალები ინტერნეტში და ბოლოს და ბოლოს თავად შეამოწმეთ ყველაფერი. 12 კალიბრის ვაზნების ფასი შედარებით მცირეა  და მათი ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას იძლევა.

 

უფრო ეკზოტიკურ ვაზნებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ http://shooterscentral.ge/?p=7

გარდა ამისა ბოო დროს გავრცელდა ტრავმატული 12 კლაიბრის ვაზნები, კლასიფიცირებული როგორც ნაკლებად–ლეტალური ვაზნები. მათი უამრავი ნაირსახეობა არსებობს და საქარტველოში მათი არარსებობის გამო დეტალურად მა თემაზე შეჩერება არ ღირს.  როგორც წესი ეს არის რეზინის ან სხვა რბილი ან მსხვრევადი მასალისგან დამზადებული ჭურვები, რომლებიც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს აყენებენ სამზინეს და ამით მიიღწევა ეფქტურობა, თუმცა არსებობს რამოდენიემ მართლა ეკზოტიკური და ორიგინალური სისტემებიც. მაგალითად The eXtended Range Electronic Projectile (XREP), თოფი–ელეკტროშოკი. რას წარმოადგესნ ის კარგად ჩანს სურათიდან.

tasershot

 

ვერ ვიტყვი, რომ ნაკლებად–ლეტალური ვაზნები მაინც და მაინც პოპულარულია. მათი გამოყენება ხდება, როგორც წესი მაშინ როდესაც “სასიკვდილო ძალის” გამოყენება უკვე ნებადართულია. ასეთი ვაზნების გამოყენება შეზღუდულია გარკვეული ტაქტიკური სცენარებით, ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ეფექტურობა ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცავი ოფიცერი საფრთხეში თავს იგდებს პოტენცილაურად არფეფექტური იარაღის გამოყენებით.  მომიტინგეების დასაშლელად კი კარგახანია არსებობს, სპეციალიზირებული უფრო ეფექტური სისტემები, რომლების შექმნილია პსეციალური მსვილი ჭურვების გარშემო და შესაბამისად უფრო უკეთეს ეფექტს იძლევიან ვიდრე გადაკეთებული 12 კლაიბრის ვაზნები.

ტიპიური რეზინის ჭურვი, რომელიც გამოიყენება ნაკლებად ლეტალურ ვაზნებში, ახლო მანძილიდან და “საჭირო ადგილას” ნასროლი ის სავსებით ლეტალური ხდება.

ALS1202HV

კარგ “პომპას” ფასი არ აქვს

Friday, January 22nd, 2010

improvised_

(c) Oleg Volk

რამოდენიმე სიტყვა მინდა დავწერო ჩემ ერთ ერთ ყველაზე საყვარელ იარაღის ტიპზე ანუ ე.წ. “პომპაზე”, თოფზე, რომელიც დასატენად იყენებს გრძივად მოძრავ ცევიოს (ანუ შემდგომში უბრალოდ “პომპა”). დიდ პატივს ვცემ ამ იარაღს და ვაფასებ მას მისი უნივერსალურობის, საიმედოობის და დიდი საცეცხლე ძალის გამო. ის უნივერსალურია იმიტომ, რომ ინელებს პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის ვაზნას (განსხვავებით ნახევრად ავტომატური თოფებისგან), არის უფრო საიმედო სხვა და სხვა ტიპის ვაზნების გამოყენებისას, გამოდგება, როგრც თავდაცვისთვის, ასევე სპორტისთვის და სანადიროთ, ორი ლულის არსებობის შემთხვევაში (ერთი მოკლე ცილინდრი, ერთი გრძელი მოსახსნელი ჩოკებით)  ის ხდება 100% უნივერსალური ნებისმიერუ ნადირობისთვის და თეფშების ასამტვრევად. მასზე ადვილად ყენდება პისტოლეტის სახელური ან დასაკეცი კონდახი რაც ხდის მას ძალზედ კომპაქტურს. ამავე დროს ის ფორმდება ტარების უფლებით რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ უპრობლემოდ გადადგილდეთ ამ იარაღით და ბოლოს გავითვალისწინოთ, რომ არსბობს უამრავი  ვაზნები, რომელიც საშუალებას იძლევა შევარჩიოთ ნებისმიერი ტიპის ვაზნა ნებისმიერი დავალებისათვის. და ეს ყვეალფერი ზომიერ ფასად, თუნდაც ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველო (თუ გაგიმართლა).

განსაკუთრებით,  ყურადღება მინდა გავამახვილო “პომპაზე”, როგორც თავდაცვის იარაღზე. მე პირადად მიმაჩნია, რომ ზოგადად თავდაცვისთვის საუკეთესო იარაღი არის პისტოლეტი, მაგრამ ვინაიდან პისტოლეტი შეზღუდულია ჩვენი უაზრო კანონებით, პირველ ადგილს თვადაცვის იარაღის რეიტინგში დამსახურებულად იკავებს “პომპა”.  საიმედო კომპაქტური იარაღი, რომელიც იტევს რამოდენიმე ვაზნას (4–8), რომლის ეფექტურობა ორფეხა მტაცებლების წინააღმდეგ ეჭვქვეშ ჯერ არასდროს არ დამდგარა.  ვინ მოიგონა პირველი “პომპა”? რას წარმაოდგენს “პომპა” კონსტრუქციულად, აქვს თუ არა მას სუსტი წერტილები, რას მივაქციოთ ყურადღება “პომპის” არჩევისას, რა მოდელები და მოდიფიკაციები არსებობს და ვინ და როგორ იყენებს “პომპას” სხვა და სხვა დავალებების შესრულებისას? ყველა ამ კითხვაზე ვეცდები გსვცე პასუხი ამ პატარა ორი ნაწილისგან შემდგარ სტატიაში.

რა არის “პომპა”? გლუვლულიანი თოფი, რომლის გადატენვა ხდება ცევიოს მოძრაობით ანუ მსროლელის ძალის გამოყენებით. როგორც წესი ასეთ იარაღს აქვს ლულის ქვეშ განლაგებული მილის ფორმის მჭიდი, რომელზეც მოძრაობს ცევიო, თუმცა არსებობს პომპები მოსახსნელი მჭიდებით, მაგალითად  Remington 7600 იტალუირი Valtro PM5 და Franchi SPAS 15. ასეთი გადატენვის მექანიზმი უზრუნველყოფს სხვა და სხვა ტიპის ვაზნების საიმედო მიწოდებას და სროლას.  მაგალითად “ნახევრად–ავტომატები” თითქმიოს გარნტირებულად გაჭედავენ დრეს აქტუალური არალეტალური ვაზნების გამოყენების შემთხვევაში.   რა თქმა უნდა სწრაფსროლით ის ჩამოუვარდება “ნახევრად–ავტომატებს” მაგრამ დამერწმუნეთ, რომ პატარა პრაქტიკის შემდეგ “პომპას” შეუძლია განავითაროს ძალიან სწრაფი სროლის ტემპი. ამას ხესლ უწყობს ასევე საკეტის მოკლე სვლა, უფრო მოკლე ვიდრე “ნახევრად–ავტომატებში”. სროლის ტემპი კიდევ უფრო მაღალია მოდელებში, რომლებსაც აქ აქვთ ჩახმახის გამთიშველი, ანუ გასროლა ხდება ავტომატურად საკეტის დახურვისთანავე. ცევიოს მოძრაობით ერთდროულად ხდება გასროლილი მასრის ექსტრაქცია, ახალი ვაზნის მიწოდება და ჩახმახის შეყენება. პომპების უმეტესობა   არის ბევრად უფრო მარტვივი და შეიცავს ბევრად უფრო ცოტა ნაწილს ვიდრე “ნახევრად– ავტომატები”. ასევე აღსანიშნავია, რომ პომპაზე შესაძლებელია ძალიან მოკლე ლულების დაყენება და მისი ქცევა ძალიან კომპაქტურ იარაღად, რომელიც პისტოლეტის ზომას ცოტათი აღემატება. “ნახევრად–ავტომატებზე” ამის გაკეთება პრობლემატურია, ვინაიდან ლულა უნდა იყო საკმარისად გრძელი იმისთვის  , რომ განივთარდეს და შენარჩუნდეს წნევა, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატიკის გამართულ მუშაობას.

800px-My_Serbu

სურათზეა კომპანია Serbu Firearms–ის   Super-Shorty, ამ შემთხვევაში დამოკლებული მოსბერგ 500 სერიის თოფი.

 

პირველი იარაღი, რომელიც იტენებოდა ცევიოს მეშვეობით გამოიგონა ჯონ ბოისმა ჯონ ბრაუნინგთან ერთად. პატენტი აიღო ბრაუნინგმა. ასევე ბრაუნინგმა გამოუშვა პირველი “პომპა” 1893 წელს, მას მოყვა 1897 წლის მოდიფიკაცია, რომელიც იწარმოებოდა ვინჩესტერი მიერ 1957 (!!!) წლამდე და სულ მილიონზე მეტი თოფი იქნა გამოშვებული.

800px-

ვინჩესტერი მოდელი 1987, დააკვირდით გარედან განლაგებულ ჩახმახს. 1912 წლის მოდელს უკვე ქონდა რესივერის შიგნით განლაგებული ჩახმახი.

აღნიშნული იარაღი ასევე მიღებულ იქნა შეიარაღებაში აშშ–ს არმიის მიერ და წარმატებით გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს. ტრანშეებში და აკოპებში ახლო ბრძოლებისას 6 ვაზნიანი სწრაფსროლი იარაღი იყო ძალიან ეფექტური. სამხედორ მოდიფიკაციას სახელად M97 გააჩნდა ლულაზე განლაგებული დამცავი ფარი, რომელიც იცავდა მსროლელის  ხელებს გავარვარებული ლულისგან და ასევე უყენდებოდა ხიშტ–დანა. აშშ–ს ჯარში მ97–ს მალევე ჩაენაცვლა 1912 წლის მოდელი დახურული ჩახმახით.

971Large

პირველი სამხედრო პომპა – M97 აღჭურვილი M1917 მოდელის ხიშტ–დანით.

 

პომპების წარმოებაში ასევე წარმატებას მიაღწია კომპანია რემინგტონმა და მასზე მომუშავე კონსტრუქტორმა ჯონ პედერსენმა. დღეს რემინგტონი, ცნობილია იმით, რომ უშვებს მოდელ 870 თოფს, რომელცი ითვლება ყველაზე საუკეთესო და გავრცელებულ “პომპად” მსოფლიოში. რემინგტონ 870–მდე კომპანიამ გამოუშვა სამი განსხვავებული მოდელი. პედერსენმა ჯერ გამოუშვა მოდელი 10, შემდეგ გაუმჯობესებული მოდელი 29. ბრაუნინგთან ერთად ის აპროექტებს მოდელ 17–ს, რომელსაც გამოუშვებს კომპანია  Ithaca, როგორც   Ithaca 37–ს. აღნიშნულ თოფის მოდიფკაცია გახდება რემინგტონ 31 იმ დროისთვის ვინჩესტერის 1912 წლის მოდელის ძირითადი კონკურენტი. ძლიერი კონკურენცია აიძულებს რემინგტონს შექმნას ახალი თოფი, შედარებით იაფი, ტექნოლოგიური და ძალიან გამძლე რემინგტონი 870 Wingmaster–ი. რემინგტონ 870 დიდი წარმატება იყო. 1973 წელს გაიყიდა 2 მილიონი თოფი, 1996 წელს უკვე 7 მილიონი თოფი იყო გაყიდული. 2009 წლის აპრილში გამოშვებულ იქნა მეათე მილიონიანი თოფი და ამით რემინგტონ 870 შევიდა იარაღის ისტორიაში, როგორც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი გლუვლულიანი თოფი მსოფლიოში.

SHTGUN

1973 წელი. ნორვუდის პოლიცია ბანკის ძარცვის და ქუჩაში ატეხილი სრლის სემდეგ იღებს შეიარაღებაში პირველ რემინგტონებს.

ironridge870s

Ironridge Arms Company–ის მიერ “მძიმედ” მოდიფიცირებული რემინგტონ 870–ები.

 

როგორც უკვე ავღნიშნე “პომპამ” ძალიან მალე მოიკიდა ფეხი სამართალდამცავ სტრუქტურებში  და შემდეგ შეიარაღებულ ძალებში. გლუვლულიანი ცალ ლულინი და ორ ლულიანი თოფების გამოყენება აქამდეც ხდებოდა, მაგრამ მათი მინუსი იყო მხოლოდ ერთი ან ორი ვაზნის გასროლის საშუალება, რასაც მოყვებოდა საკამოდ ხანგრძლივი გადატენვის პორცედურა.რეალურად ასეთი იარაღის ჯარში ისტორია იწყება გლუვლულიანი მუშკეტების გამოჩენის დროიდან ანუ დაახლოებით მე–14 საუკუნიდან.   ცხადია, რომ ასეთ სწრაფმსროლ და საიმედო იარაღს შთამბეჭდავი კარიერა ელოდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა “პომპის” საბრძოლო სრულმასშტაბიანი დებიუტიც (უფრო ადრეც ამერიკელი საზღვაო ფეხოსნები იყენებდნენ ვინჩესტერებს ფილიპინებზე 1899–1913 წლებში) . საბრძოლო მოქმედებებმა გადაინაცვლა აკოპებში და ტრანშეებში, სადაც გრძელი და მოუხერხებელი შაშხანები კარგავდნენ თავის ეფექტურობას. მეორეს მხრივ 6 ვაზნიანი კომპაქტური 12კალიბრის თოფი გახდა ზე–ეფექტური იარაღი და წარმატებით გამოიყენებოდა აშშ–ს არმიის მიერ. ეფექტურობისთვის მას “trench sweeper” შეარქვეს, რაც დაახლოებით ნიშნავს ტრანშეების გამწმენდი ან რაღაც ამდაგვარს. ანალოგიური ეფექტურობით გამოიყენებოდა თოფი ქალაქის ბრძოლებშიც. არსებობს ერთი დასაბუთებული ეპიოზდი, რომელიც მეტყველებს იმაზე თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ”პომპა” კარგად გაწვრთნილი მსროლელის ხელში.  1918 წლის 27 სექტემბერს, აშშ–ს არმიის სერჟანტმა ფრედ ლლოიდმა ვინჩესტერ 97–ით შეიარაღებული მარტო ჩაერთო ბრძოლაში გერმანელების მიერ დაკავებულ ფრანგულ სოფელში. ის მეთოდურად წმენდა ერთ სახლს მეორს მიყოლებით, სადაც ბოლოს უგონოდ დაეცა გადაღლილობის გამო, მაგრამ მანამდე ერთმა გაანადგურა 30 გერმანელი ჯარისკაცი. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს აშშ–ს არმიაში იყო უკვე რიცხული 19600 თოფი.

PICT4555

ეორე მსოფლიო ომი. ეს სურათი გადაღებულია კუნძულ ივო ჯიმაზე. საზღვაო ქვეითი შეიარაღებული 1912 წლის ვინჩესტერით.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც კვლავ გაჩნდა მოთხოვნა თოფებზე, აშშ–ს თავდაცის უწყება ყიდულობდა სხვა და სხვა მოდელებს სხვა და სხვა მწარმოებლისგან (სულ ექვსი სხვა და სხვა მოდელი). ერთიანი მოდელი არ არსებობდა. თოფს იყენებდნენ, როგორც წყნარი ოკეანის თეტრზე ასევე ევროპაში.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არმია ცდიდა ნახევრად ავტომატური სისტემებს, იმისთვის, რომ შეიარაღებნაზე მიეიღო უფრ ეფექტური სისტემა, მაგრამ ხანგრძლივი გამოცდების შედეგად ასეთი სისტემა აღმოჩენილ არ იქნა, რის გამოც კორეის და ვიეტნმამის ომში ჯარისკაცები კვლავ იბრძოდნენ 12 კალიბრის პომპებით. როგორც წესი ასეთი იარაღით იარაღდებოდნენ მაგალითად მებრძოლი და მესანგრე ძაღლების პატრონები, პატრულების მზვერავები და ასე შემდეგ. ცნობილია, რომ ამ პერიოდს უკავშირდება პომპების გამოჩენა ინგლისი ჯარშიც, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა აშშ–ს არმიის ევოლუციებს ინდო–ჩინეთში. კუნძულ ბორნეოზე ინგლისური SAS–ის სპეც რაზმელები იყენებდნენ პომპებს ჯუნგლების პატრულირების დროს. დღეს NATO-ს წევრი ქვეყნების სპეციალიზირებული ნაწილები ფართოდ იყენებენ გლუვლულინა იარაღს.

sas-sho

ერაყი. სურათზეა ინგლისური სპეცრაზმელი შეიარაღებული С8 კარაბინით, დამხმარე იარაღი მის გვერდზე დამოკლებული “პომპა” რესივერზე გნლაგებული პატრონტაშით.

 

1999 წელს აშშ–ს ჯარმა მიიღო შეიარაღებაზე ე.წ. არალეტალური ნაკრები (Nonlethal Capability Set (NLCS), რომელიც მოიცავდა მოსბერგის 12 კალიბრის პომპას (მ590) და კომერციულად წარმროებული არალეტაურ ამუნიცის, რომელიც უნდა გამოყენებულიყო სხვა და სხვა ოპერციების დროს როდესაც ლეტალური იარაღის გამოყენება იყო მიზანეუწონელი.

დღეს აშშ–ს არმია რჩება ლიდერად პომპების გამოყენებაში. ერაყშიც და შედარებით ნაკლებად ავღანეთში პომპებს (მოსბერგ მ590) აქტიურად იყენებენ სხვა და სხვა სახმედრო ნაწილები. პირველად სპეციალიზირებულ პრესაში მოხსენებები პომპების ეფექტურობაზე და მათ საჭირობაზე გამოჩნდა 2004 წელს, როდესაც საზღვაო ფეხოსნებმა განახორციელეს ერაყული ქალაქის ფალუჯას სრულმასთბანიანი შტურმი. მოკლე ლულიანი რემინგტონი 870 ან მოსბერგი 590 ეფექტურად გამოიყენებოდა  კარებების შენგრევისას, რამაც ერთ პერიოდში გამოიწვია 12 კალიბრის ვაზნების დეფიციტიც ჯარში. შენობაში შეღწევის შეთხვევების 90% გახმორციელდა “პომპის” მეშვეობით. როგოც წესი თოფით აღჭურვილია ბოლო ნომერი ათეულში ანუ მ249 ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევით აღჭურვილი მებრძოლი. როგორც ამას აშშ–ს საველე ინსტრუქცია ითვალისწინებს არც კარების “გამღები” და არც მეტყვიამფქვევე არ შედის შენობაში, როგორც ძირითადი მოიერიშე ელემენტის ნაწილი, ლოგიკურია, რომ ათეულში “პომპით” შეიარაღებული შემღწევი და მეტყვიამფქვევე ერთი მებრძოლი გახდა.

ამჯერად არსებობს პროგრამა The M26 Modular Accessory Shotgun System, რომელიც იკვლევს ნახევრად ავტომატურ სისტემას, რომელიც იქნება ძალიან მსუბუქი, ექნება უკუცემის კომპენსირების ჰიდრავლიკური სისტემა და ის გახდება სტანდარტული გლუვლულიანი იარაღი აშშ–ს შეიარაღებულ ძალებში.

m26

მოდულური სისტემა M26, როგორც სახელიდან ჩანს ამ სისტემის გამოყენება სხვა და სხვანაირად შეიძლება. მიწოდება 2009 წელს აიწყო.

 

პოლიციაში “პომპების” გამოყენება თავდაპირველად პრობლემებით დაიწყო. აჯანყებულების კონტროლის მიზნით იყენებდნენ მცირე საფანტს, რომელსაც არასწორედ თავს ზევით ისვრიდნენ, ცხადია ახო მანძილეზე წვრილ საფანტსაც აქვს დიდი ძალა და იარაღის ასეგამოყენება იწვევდა მომიტენგეებში მსხვერპლს. პრობლემა მას მერე მოგვარდა რაც გამოჩნდა რალეტალური ვაზნები, ძირითადად ორი ტიპის: რეზინის “ჟაკნები” და რეზინის კარტეჩი. ნაკლება ლეტალური იარაღის არასწორდ გამოყენება ხდებოდა და ხდება საქართველოშიც. ყველას გხსოვთ დასისხლიანებული ხალხი, რომლებიც შეიკრიბენ პოლიციის სამმაველოს წინ. უნდა აღინიშნოს რომ არის სხვაობა არალეტალურ და ნაკლებად ლეტალურ იარაღს შორის. გამოყენბულ იქნა სწორედ რომ ნაკლებად ლეტალური იარაღი და გამოყენებულ იქნა ისე, რომ ხალხმა სერიოზული ზიანი მიიღო. ასეთი იარაღის უმეტესობა ითვალისწინებს მასის ცენტრში სროლას, ხოლო თავში გასროლა, შეიძლება სიკვდლი გაოიწვიოს ან მძიმე ფიზიკური ტრავმები. აქაც გამოჩნდა პომპის უპირატესობა, ხელით დატენვა უზრუნველყოფდა ნებისმიერი ვაზნის გამოყენებას. დღეს დღეისობით “პომპა” სტნდარტული იარაღია პოლიციელის შეიარაღებაში, თუმცა ბოლო დროს იგივე აშშ–ში შეიმჩნევა ტენდენცია, რომის მიხედვითაც ოფიცრები ამჯობინებენ კარაბინის ტარებას. კალიბრი როგორც წესი .223 რემინგტმონია. აღნიშნული ვაზნა კონსტრუქციდან გამომდინარე იშლება წინაღობაში გავლისას ამიტომაც მცირდება ზედემტი შეღწევის და არა სასურველი ზარალის ალბათობა და ამავე დროს კარაბინი იძლევა საშუალებას გაუმკლავდე მძიმედ შეიარაღებულ ბოროტმოქმედს პრაქტიკულად ნებისმიერ მანძილზე. თუმცა ეს ტენდენცია სულაც არ მიშნავს, რომ “პომპას” ეპოქა ძალოვნებში სრულდება.  პირიქით ის გრძელდება და კიდევ დიდხანს გაგრძელდება.  დღეს პომპას იყენებენ არა მარტო აშშ–ს სამართალდამცავები, არამედ ასეთი სტრუქტურები მთელს მსოფლიოში (საქართველო მათ სიაში არ არის, საქართველოში საერთოდ პომპები არ უყვართ მაგრამ ამაზე მეორე ნაწილში).  ერთ ერთი დანიშნულება გარდა უნივერსალური პლატფორმისა სხვა და სხვა ვაზნების გამოყებებისთვის ის არის ასევე ე.წ “შეღწევის იარაღი” (entry gun) მისი ფუნქციაა კარებების და საკეტების განადგურება შენობაში სწრაფად შესვლისთვის. ასეთ იარაღს ახასიათებს ძალზედ მცირე ზომები (ის ხშირად მეორე იარაღია), კონდახის არ არსებობა,  და ასევე სპეციალური ვაზნების გამოყენება, რომელიც ახლო მანძილზე მუხტის მაქსიმალურდ დიდ კონტაქტს ითვალისწინებს ობიექტთან, რაც საჭიროა მაგალითად კარის საკეტის დასანგრევად. (მაგალითად ტყვიის ფხვნილი). გამოდგება ასევე 9 ნომერი საფანტი.

hawk_

ჩინელი პოლიციელი შეიარაღებული Hawk Type 97-1 თოფით. რემინგტონ 870–ის ჩინური კოპია

პომპა ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც თავდაცვის იარაღი. ამის რამოდენიემ მიზეზი არსებობს:

1. ის მარტივი კონსტრქუციის არის და ადვილია მოხმარებაში. რაც ხელს უწყობს გაუწვრთნელმა ადმიანმა ადვილად გაუგოს მას და ისწავლოს მისი ხმარება.

2. პომპიდან სროლა და მოხვედრა უფრო ადვილია. საფანტის და კარტეჩის გაშლა უზრუნველყოფს მოხვედრის დიდ ზონას და რაც მთავარია უზრუნველყოფს დიდი ეფექტურობას თავდამსხმელის შეერებისას.

3. როგორც წესი ”პომპა” უფრო იაფია ვიდრე პისტოლეტი ან კარაბინი ან  ორლულიანი თოფი.

ახლო მანძილებზე ერთი გასროლა პომპიდნ უფრო ეფექტურია ვიდრე ერთი გასროლა პისტოლეტიდან. განსხვავებით პისტოლეტის ნებისმიერი ვაზნისგან – 12 კალიბრის ან თუნდაც 20 კალიბრის თოფიდან გასროლას გარანტირებულად გამოყავს მწყობრიდან მოწინააღმდეგე (თუ რა თქმა უნდა ის მოექცა ამ ვაზნის გაშლის ზონაში) თუმცა გასროლაც რომ იყოს არაზუსტი ერთი ორი კარტეჩის ვბურთულა მაინც მიაყენებს საგრძნობ ზიანს მოწინაარმდეგეს.  გარდა ამისა “პომპისთვის” დამახასიათებელი გადატენვის დამახასიათებელი ხმა ყუკვე ხდება საკმაოდ ეფექტური გაფრთხილება.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რაც განაპრიოებებს პომპის პოპულარობას, როგორც თავდაცვის იარაღის. ის არ არის მაინც და მაინც ასოციირებული კრიმინალთან და დანაშაულთან. ბევრი პოლიციელი ჩათვლის, რომ ბუნებრივია, რომ ოჯახში მანქანაში ან სხვა სტრანსპორტო საშუალებაში ან სხვა რამე სხვა ადგილში ინახება პომპა, მაშინ როდესაც ის ბევრად უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს და დაეჭვდება თუ პომპის ნაცვლად აღმოაჩენს მაგალითად  პისტოლეტს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ პომპა უფრო ნაკლებად ეჭვის გამომწვევი იარაღია ვიდრე პისტოლეტი. ეს ასევე მნიშვნელოვანია თავდაცვისას, პისტოლეტი შეიძლება აღთქმული იყოს არაკვალიფიციური მოსამართლის მიერ ან ნაფიცი მსაჯულების მიერ, როგორც მინიშნება, რომ მისი მფლობელი არ არის კანონმორჩილი ადამიანი, აბა სხვა შემთხვევაში რისთვის უნდა მას პისტოლეტი!? პისტოლეტი ხომ მხოლოდ ცუდ ბიჭებს ჭირდებათ?  ეს ცხადია სისულელეა მაგრამ ეს რეალობაა და ამის გათვალისწინება აუცილებელია.

ასეა თუ ისე 1912 წლის ვინჩესტერის მოდელიდან დღემდე, პომპის კონსტრუქცია და მასალები თითქმის არ შეცვლილა. თითქმის ყველა მწარმოებელი დღეს იყენებს მსუბუქ შენადნობებს, პლასტმასებს იარაღის წაროებაში. გამონაკლის აქ არის რემინგტონ 870, რომელიც დღემდე გამოდის ფოლადის რესივერით, ყველა სხვა (ჩემთვის ცნობილი მწარმოებელი)  დღეს უშვებს მსუბუქშენადნობიან რესივერებს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ რემინგტონის რესივერი უძლებს ვაზნის დეტონაციას მიმწოდებელ თაროზე ანუ სავაზნის გარეთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსუბუქშენადნობიან რესივერზე კონდახის ხშირი ცვლა გამოიწვევს ხრახნების ცვეთას სადაც მაგრდება კონდახი და ეს ნიშნავს, რომ მთელი რესივერი გახდება გამოსაცვლელი.  კიდე რაც მე პირადად არ მომწონს , არის პლასტმასების გამოყენება. არა მე არ ვარ წინააღმდეგი თუ დეტალი პლასტმასისაა თუ ის თავიდანვე იყო დაპროექტებული ასე, მაგრამ როდესაც ეკონომიის გამო ცვლი რკინის დეტალს პლასტმასით ეს უკვე არასწორია ჩემი აზრით. მახსოვს იტალიური ბერნარდელის თოფის რეკლამა, სადაც მთელ ყდაზე იტალიურ ტრადიციებზე იყო ლაპარაკი ხოლო თოფის სურათზე აშკარად ჩანდა უხეშად დამზადებული პლასტმასის დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის კორპუსი.

მაშ, როგორია თანამედროვე პომპა, ან როგორი უნდა იყოს ის იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს სამოქალაქო პირის მოთხოვნები, რომელსაც სურს მიიღის ეფექტური და უნივერსალური იარაღი? პლატფორმად გამოდგება ნებისმიერი პატივსაცემი მწარმოებლის თოფი, რომლის გარშემოც შეიქმნება ახალი თავდაცვის სისტემა.  მიჩნეულია რომ ამ მიზნებისთვის საუკეთესო ლულის სიგრძე არის დაახლოებით 40–დან 50 სანტიმეტრამდე. პირველ რიგში დაფიქრდით დასაკეც კონდახზე, აზრი არ აქვს ტელესკოპური M4-ის სტილის კონდახის გამოყენებას, ის შეიქმნა მხოლოდ M4- თვის, რომელზეც შეუძლებელია დასაკეცი კონდახის გამოყენება. ჩემი აზრით ნაკლებად მოსახერხებელია დასაკეცი კონდახი, რომელიც ზევიდან იკეცება, ის ფარავს სამიზნე მოწყობილობებს. იდეალურია გვერძე დასაკეცი კონდახი პისტოლეტის სახელურთან ერთად,  როგორც მაგალითად იტალიურ Fabarm–ებზე. თუ მიჩვეული ხარ შაშხანის სამიზნე მოწყბყობილობებს დააყენეთ მუშკა ცელიკი. ძალიან კარგი იქნება, თუ დააყენებთ იარაღზე ფანარს.  პომპა ოპერირებისათვის საჭიროებს ორ ხელს და შესაბამისად კარგია თუ ფანარი იქნება იარაღზე. ძალიან აქტუალურია იარაღზე დასაყენებელი პატრონტაში. კონდახზე ან პირდაპირ რესივერზე ან იარაღის ქამარზე. მოდელების არჩევანი დიდია.  ყველაფერი დანარჩენი გემოვნების ამბავია. ლაზერები, ვერტიკალური სახელურები, კომპენსატორები  და მრავალი სხვა აქსესუარი ხელმისაწვდომია “იქ”, საქართველოში როგორც ყოველთვის ხელმისაწვდომია ჩინური ნაგავი ათმაგ ფასში მაგრამ აქსესუარების შეკვეთა საზღვარგარეთ მაინც შესაძლებელია.  რა თქმა უნდა იარაღის აწყობის შემდეგ სრული ტესტირება ჩაუტარეთ იარაღს და დაფიქრდით სანამ რამეს შეარჩევთ, დასანანი იქნება თუ იყიდით რესივერზე მარცხნიდან დასაყენებლ პატრონტაშს და აღმოაჩენთ, რომ კონდახიც მარცხნივ იკეცება ……. უფრო სწორედ ვეღარ დაიკეცება.

tofi

ამ თოფის პატრონი საფუძვლიანად მიუდგა თავდაცვის იარაღის აწყობის საკითხს.  რემინგტონ 870 Express Tactical (უნივერსალური სამაგრი  XS rail), ოპტიკა EOTech XPS 2.0, კონდახი Knoxx SpecOps, პატრონტაში Mesa Tactical SureShell, ცევიო ფანარის სამაგრით GG&G, ფანარი  Streamlight TLR-1, მჭიდი დაგრძწელებულია დამატებითი ორი ვაზნით S&J Hardware, გააჩნია ხიშტის სამაგრი.

პირადად მე ამ მომენტში გამაჩნია ძველი გამოშვების FABARM S.D.A.S.S, იარაღს აქვს “ძველი სკოლის” გარეგნობა, მხოლოდ ხე და რკინა. ერთადერთი მოდიფიკაცია ჯერ ჯერობით არის მჭიდის დამაგრძელებელი, რაც ერთი ვაზნით გაზარდა ტეავდობა (7+1) და მჭიდი და ლულა ერთი სიგრძის გახადა.  ახლო ომავალში დამატებით  ფულს დავაბანდებ და დაუყენებ მუშკა–ცელიკს და სავარაუდოთ ვიზრუნებ პლასტმასის ფურნიტურის შეძენაზე .

DSC09046

პირველი ნაწილის დასასრული

მჭიდის მნიშვნელობაზე

Tuesday, December 1st, 2009

gloc

მე არა ერთხელ აქ ამ ბლოგზეც და სხვა და სხვა ფორუმებზეც მითქვამს, რომ მჭიდს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ავტომატური პისტოლეტის გამართულ მუშაობაში და ეს ზოგადად ეხება ნებისმიერ ავტომატურ იარაღს, რომელიც იყენებს მჭიდს. ჩვენთან შეცდომით მჭიდს უწოდებენ აბოიმას ხოლმე, აბოიმა არის როგორც წესი ფოლადის დეტალი, რომელიც ერთად კრავს ვაზნებს და აადვილებს მათ მოთავსებას იარაღში, ზოგ შემთხვევაში აბოიმა რჩება იარაღში (გარანდ მ1 მაგალითად) მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვაზნების ჩალაგების შემდეგ მას იარაღიდან იღებენ (მაგალითად არსებობს აბოიმები სკს–თვის, მაუზერის შაშხანისთვის და ასე შემდეგ). მჭიდი თავის მხრივ არის პრაქტიკულად იარაღის შემადგენელი ნაწილი. მჭიდის გარეშე პისტოლეტი ხდება ცალ ვაზნიანი იარაღი, ხოლო ზოგიერთი მოდელი საერთდოდ მჭიდი გარეშე არც გაისვრის იმიტომ რომ გააჩნია შესაბამისი დამცველი (მაგალითად ვალტერი პ22 ან ზასტავა მ57).  ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებშუ (იარაღის კულტურის მხრივ) ხშირად ეშლებათ ხოლმე magazine (მჭიდი) და clip (აბოიმა) ამაში არაფერი განსაკუთრებული და ტრაგიკული არ არის.

abo

სურათზეა ორი პისტოლეტი: შტეირი რომელიც იტენება აბოიმით და გლოკ 19 მჭიდით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია რომ იარაღის მფლობელმა უნდა შეძლოს უზრუნველყოს მჭიდის გამართლი მუშაობა, სწორედ მოუაროდ და ასევე გამოავლინოშ პრობლემატური მჭიდები მანამ სანამ სროლისას იარაღის ამის გამო გაჭედავს.  

დავიწყოთ ახალი მჭიდებით. თუ თქვენ ყიდულობთ მჭიდს კარგი მწარმოებლისგან ან თვქენი ირაღი არის კარგი ხარსხის, ალბათობა გადაეყაროთ გაუმართავ მჭიდს არის მინიმალური.  როგორც წესი იარაღს მოყვება ორი მჭიდი. ზოგი კომპნია თვითონ უშვებს მჭიდებს საკუთარი ძალებით, ზოგი უკვეთავს ცალკე. მაგალიტად ვალტერ პ99–ის მჭიდებს ამზადებს ცნობილი კომპანია Mec Gar. გლოკი მაგალითისთვის მჭიდებს უშვებს საკუთარი ძალებით. წვრილ წვრილი კომპანიები უშვებენ მჭიდებს პოპულარული პისტოლეტებისთვის, ზოგი კარგი ხარსხის ზოგი ცუდი ხარსხის მაგრამ მათი მიმოხილვა არ არის ამ სტატიის მიზანი. ანუ რისი თქმა მინდა, შეამოწმეთ მჭიდები თუნდაც ახლები წინასწარ.  ვიზუალურად დაათალიერეთ. მჭიდის კორპუსი უნდა იყოს სწორი დეფექტების გარეშე, როგორც შიგნიდან ასე გარედან. ნახეთ, რამდენად ტავისუფლად დადის მიმწოდებელი  მჭიდის კორპუსში. შეამოწმეთ მიმწოდებელი და ზამბარები. არ უნდა იყოს უხეში ზედაპირები, მიმწოდებელი თავისუფლად და ერთგავროვნულად უნდა მოძრაობდეს მჭიდში.  შეამომეთ ზამბარა, სწორედ არის თუ არა მოთავებული, არის თუ არა საკმარისი სიგრძის, ნუ გაწელავთ მას! ჩემთვის ცნობილია მაგალითად, რომ შტეირმა შეცდომით დააკომპლექტა თავისი სრული ტევადობის მჭიდები, შემცირებული ტევადობის მჭიდებზე გათვლილი ზამბარებით. იარაღები ჭედავდნენ, ვერავინ ვერ ხვდებოდა რატომ სანამ ერთმა კარგმა ადამიანმა არ დაშალა მჭიდები არ ნახა სხვაობები ზამბარის სიგრძეში. ესეთებიც ხდება ხოლმე. იარაღს ადამიანები აწყობენ ადამიანები კიდე ხანდახან შეცდომებს უშვებენ.  დათვალიერების შემდეგ გადავიდეთ ფუნქციონალურობის შემოწმებაზე.  ააწყვეთ მჭიდი და მოათავსეთ ის პისტოლეტში. შეამოწმეთ ამოვარდება ის თუ არა იარაღიდან თავისუფლად? გაითვალისწნეთ რომ ზოგიერთი იარაღის მჭიდები არ არის drop-free ანუ მათი კონსტრუქცია ისეთია, რომ ტავისი წონით ის არ ამოვარდება. მაგალითად პირველი გლოკები ასეთი იყო. ზოგიერთ ჩზ–ს პისტოლეტში ტარში არის ფოლადის ფირფიტა, რომელიც არ უშვებს მჭიდს გარეთ და მხოლოდ 1–2 სმ გამოუშვებს. ეს ძირითადად კეთდებოდა სამხედო ტიპის იარაღზე სადაც სასურველი არ იყო, რომ მჭიდი ტალახში ჩავარდნილიყო გადატენვის დროს. თანამედროვე პისტოლეტების უმეტესობა გამოდის drop free მჭიდებით. შეამოწმეთ ტოვებს თუ არა მჭიდი საკეტს ღია. დააკვირდიტ მჭიდის ტავსახურს, რჩება თუ არა ის თავის ადგილას.

შემდეგ დატენეთ მჭიდი, ნახეთ ცადის თუ არა მასში ვაზნების სრული რაოდენობა? ადვილად გამოდის თუ არა ვაზნა მჭიდიდან. ხანდახან ახალ მჭიდებში საკმაოდ პრობლემატურია ბოლო ერთი ორი ვაზნის ჩადება, ხანდახან ჩადის ერთი ვაზნით მეტი. ჩადეთ მხოლოდ ის რაოდენობა ვაზნების რა რაოდენობაზეც მჭიდი გათვლილია!  უნდა ავღნიშნო, რომ ერთი ორი ვაზნით ნაკლების ჩადება არ ინახავს მჭიდის ზამბარას. ეს პოპულარული მითი აღმოჩნდა. მე საფუძვლიანად გამოვიძიე ეს საკითხი და დავასკვენი, რომ ნორმალური ფუნქციონირება ისევე როგორც სავსე მჭიდის შეანახვა არ იწვევს ზამბარის დასუსტებას მრავალი წელი.  რაც ასუსტებს ზამბარას არის მისი ექსპლუატაცია ანუ შეკუმშვის და გაშვების ციკლი.  ბოლომდე სავსე მჭიდი შეინახება ათწლეულები მისი დასუსტების გარეშე, თუ რა თქმა უნდა ზამაბარა ხარისხიანია.

გადავიდეთ პრაქტიკულ შემოწმებაზე. უნდა ავღნიშნო, რომ თუ საქმე გვაქ პრობლემურ მჭიდთან, იარაღი გაჭედავს პირველ სამ ვაზნაზე ან ბოლო ვაზნებზე. შესაბამისად ვამოწმებთ იარაღს ჩვენც. ვტენით სამ ვაზნას და ვამოწმებთ სროლით. შემდეგ ბოლომდე ვტენით და ვივრით მხოლოდ პირველ ორ სამ ვაზნას. თითო მჭიდს რაც უფრო მეტჯერ ასე შეამოწმებთ მით უკეთესია. პრობლემა თუ ის არსებობს ეგერევე გამოვლინდება.  შემდეგი ეტაპი, გატენეთ მხოლოდ სამი ვაზნა და ისროლეთ იარაღიდან ისე, რომ რაც შეიძლება სუსტი ხელის მოჭიდებით, ანუ იარაღი თავისუფლა რომ იყოს მოთავსებული ხელში, საკმარისი მხოლოდ იმისთვის რომ ის არ გაგივარდეთ. თუ ამ ტესტმაც ურპობლემოდ ჩაიარა, გილოცავთ თქვენი მჭიდები აბსოლუტურადგამართულებია და მზადააა ექსპლუატაციისათვის.  აქ უნდა ავღნიშნო, რომ ზოგი პისტოლეტის მოდელი მძიმე საკეტებით (როგორც წესი პოლიმერის რამკიან პისტოლეტებს ყველას აქვთ მძიმე საკტები) აქვთ საკეტის მოძრაობის საკმაოდ დაბალი სიჩქარე, შესაბამისად ეს პისტოლეტები, უფრო რეაგირებენ სუსტ დაჭერაზე, ვირდე პისტოლეტები მსუბუქი საკეტით და შესაბამისად საკეტის მაღალი  მოძრაობის სიჩქარით. მიუხედავათ იმია, რომ სუსტი ხელის (limp wristing) გავლენა პისტოლეტის საიმედოობაზე იწვევს გაცხარებულ კამათებს და მისი ეფექტი ბოლომდე დადასტურებული არ არის,  შესაძლებელია აქ გარკვეული პრობლემა წარმოიშვას, რაც არ უკავშირდება მჭიდის ფუნქციონალურობას და უფრო თვითონ იარაღის კონსტრუქციას ეხება. ასე, რომ ამ ბოლო ტესტს  მე ბოლომდე ვერ დაუკავშირებ მხოლოდ მჭიდის შემოწმებას.  პტარიქ სუენი თავის ვრცელ სტატიაში მაგალითად ამ ტესტს სავალდებულოდ თვლის, მე არ ვიქნები ასეთი კატეგორიული.

თუ ამ ეტაპზე რამე პრობლემა გამოვლინდა, მაშინ თქვენ საქმე გაქვთ დეფქტურ მჭიდტან, რომლის გამოყენება თავდაცვის იარაღში არ შეიძლება. გამოსავალი? მე ვიტყოდი, რომ მონიშნეთ ეს მჭიდი (რომ არ აგერიოთ) და დაიტოვეთ გასართობი სროლისთვის. თუ გაჭედა, საშუალება გექნებათ წაივარჯიშოთ გაჭედილი იარაღოს სწრაფად საბრძოლო მგომარეობაში მოყვანაში.  შეგიძლიათ შეეცადოთ დაადგინოტ პრობლემა მაგრამ ჯერ პრობლემის დადგენა და მერე გამოცდა ზვირი დაგიჯდებათ და დროსაც ბევრს დახარჯავთ. იყიდეთ სხვა მჭიდი. ნუ მიყიდით გაფუჭებულ მჭიდს სხვას თუნდაც იაფად, ესეთებიც მინახავს.  ეს ძალიან არაკაცური საქციელია. აუხსენით ადამიანს რომ იაფად ყიდით მჭიდს, რომელიც არ მუშაობს კარგად და იმან თვითონ გადაწყვიტოს უღირს თუ არა მაგრამ ნუ შეაჩეჩებთ გაფუჭებულ მჭის!

44magblktal7722   

მჭიდების მოვლა

გაუფრთხილდით მჭიდებს, საჭიროების გარეშე ნუ შეტენით იარაში დიდი ძალით, ნუ დაგდებთ მიწაზე, ვარჯიშებისას მე ვაგებ იატაკზე სქელ ნაჭერს, რომელიც იცავს მჭიდს დეფორმაციისგან. მორალი: ნუ დატვირთავთ მჭიდს ზედმეტად. მას საკმაოდ ფაქიზი კონსტრუქცია აქვს და აგრესიული მოპყრობისას მას საგრძნობლად შეუმცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა. ბევრი, მსროლელი “იქ” ცვლის ზამბარებს წელიწადში ერთხელ, “იქ” ასევე მჭიდები ღირს კაპიკები ჩვენთან კიდე 100 ლარზე მეტი. ასე რომ გაუფრთხილდით.  ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ კარგი ხარსხის მჭიდი ინახება დატენილი ათწლეულები, ზამბრის დასუსტების გარეშე. ასე რომ ამით თავს ზედმტად ნუ ავიტკიებთ.

არსებობს მოვლი რამოდენიმე ადვილი წესი, რომელთა დაცვა უზრუნველყოფს თქვენი მჭიდების ხანგრძლივ და უპრობლმო ცხოვრებას, ესენია:

არავითარი ზეთი.  არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მჭიდებს დაზეთავ არ ირდება. მრავალი წლის წინ, მე მეგონა, რომ ბევრი ზეთი იყო კარგი. ერთხელაც ცივ ამინდში ზეთი შეიკრა და მჭიდმა არ მიაწოდა ვაზნა.  მასრა ამოაგდო, საკეტი დაიკეტა მაგრამ სავაზნე ცარიელი აღმოჩნდა.  ჩემი ბრალია. აკვეთილი ავითვისე. ზეთი მჭიდში მოიზიდავს ჭუჭყს, ზეთი მოხვდება ვაზნაზე რაც ასევე არასასურველია. მჭიდი გათვლილია ფუქნციონირებაზე ზეთის გარეშ, ვერნახავთ ვერც ერტ ინსტრუქციას, რომელიც ითხოვს მჭიდის დაზეთვას. განსაუთრებულად მიაქციეთ ყურადღება ე.წ. ნზ–ს იარაღს. მათი მჭიდება გარანტირებულად გადავსებულია ტაოტით, რომელიც აუცილებლად უნდა მოაშოროთ.  

ნუ გაწელავთ ზამბარებს!  ეს არაფერს არ უშველის.  გაწელილი ზამბარა “დაჯდება” ძალიან მალე. ზამაბარა არ დაჯდება დიხანს თუ ის ღებულობს იმ დატვირთვას რა დატვირთვაზეც გათვლილია. თუ ზამბარა დაჯდა გამოცვალეთ ის, გაწელვა მას არ უშველის. სათადარიფო ზამბარა “იქ” ღირს 2–3 დოალრი. ჩვენთან, მაღაზიებში არც იცინა ასეთი პრობლემის შესახებ და შემოგთავაზებენ ახალი მჭიდის ყიდვას “ას მანეთად”.

ნუ გაეკარებით მჭიდის ტუჩებს!  ეს არ არის სათვქენო საქმე. ტუჩებს აქვთ რთული გეომეტრია, დროტა განმავლობაში ისინი განიცდიან დეფორმაციას, საკუთარი ძალებით თქვენ ამ პრობლემას ვერ გადაწვიტავთ. თუ ხედავთ რომ მჭიდს აშკარად აქვ დეფორმირებული ტუჩები ნუ იყიდით მას, იარაღზე ასეთი მჭიდებიტ მოითხოვეთ ფასის დაკლება, იმიტომ რომ მოგიხევთ “ას მანეთად” ახალი მჭიდების ყიდვა. პროფესიონალი მსროლელები, ცხადია იციან ტუჩების მდრომარეობის დიაგნოსტიკა და არსებობენ “იქ” პროფესიონალი ხელოსნები, თქვენ კიე თუ დაიწყებტ წვალებას საბოლოო ჯამში მჭიდს გაანადგურებთ. ასე, რომ თუჩებს ტავი დაანებეთ. თუ პრობლემა გამოვლინდა მოემზადეტ დახარჯოთ “ასი მანეთი”. მჭიდის ტუჩები იმდენად ფაქისი დელიკატური და რთული საკიტხია, რომ არავის არ ურჩევ ამ პრობლემის საკუთარი ხელებით მოგვარებას.

lip

დაზიანებული ტუჩები. იმისთვის რომ დასვათ სწორი დიანოი საჭიროა იცოდეთ ზუსტი ზომები და ტუცების გეომეტრია თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი გეომეტრია განსხვავდება მაგრამ მჭიდი მაინც მუშაობს და წესრიგშია, მეორე სურათზე მ1911–ის ორი განსხვავებული მჭიდია, ორივე ახალია და ორივე იდეალურად მუშაობს. ასე რომ ნუკიდევ ერთხელ: ნუ შეეცდებით თავად ამ პრობლემასთან გამკლავებას.

dw26

ნუ დააგდებთ ძირს მჭიდებს!   უკვე დავწერე რომ ვარჯიშებისას, რომელიც არ მოითხოვს გადაადგილებას მე დაფენლი მაქს სქელი ნაერი, რომელი ინახავს მჭიდს. მჭიდი საკმაოდ თხელი ფოლადისაგნ არის დამზადებული ან პლასტამსისგან. მისი დადგება ბეტონზე, ასფალტზე, ქვბზე გამოიწვევს დიდი ალბათობით ან ეგრევე მის დეფორმაციას და მწყობრიდან გამოსვლას ან მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდება საგრძნობლად. დავარდნილი დატენილი ან ნახევრად დატენილი მჭიდი კიდევ უფრო უარესია.  მინახავს გატეხილი თავსახურები, დაღუნული მჭიდები. ასევე დავარდნისას ადვილად დფორმირდება უკვე ნახსენები ტუჩები.

ტალახი და მტვერი თქვენი მტერია.  ორივე ეს “ნივთიერება” პრაქტიკლულად ავტომატურად გამორიცხავს მჭიდის უნაკლო მუშაობას. ჭუჭყიანი მჭიდის მოთავსება იაარღში ასევე არაგონივრულია, იმიტომ რომ ჭუჭყის ნაწილი დარჩება იარაღის შიგნით. ჭუჭყიანი ვაზნა სავაზნეში შექმნის მეტ წინაღობას.  თუ მჭიდი დაბინძურდა, დაშალეთ და კარგად გაწმინდეთ, განსაკუთრებულად მიაქციეთ ყურადღება მიმწოდებლის სისუფთავეს.

და ბოლოს, გაფრთხილდით თქვენ საკუთარ მჭიდებს, ნუ ასესხებთ ნურავის, ნუ აგერევათ სხვის მჭიდებში, არავის არ უნდა ქონდეს საშუალება იხმაროს თქვენი მჭიდი, იმიტომ რომ მან შეიძლება არ დაიცვას ზემოაღნიშნული წესები და ისე, რომ თვქენ არ გეცოდეინებათ მჭიდი “მოკლას’.  ეს განსაკურებულად ეხება ტაბელური იარაღის მჭიდებს, შეიძლება საერთო ვარჯიშისას მჭიდები აირიოს ერთამენთში. ეს მიუღებელია. დანომრეთ ან მონიშნეთ თქვენი მჭიდები და თვალი ადევნეთ მათ. ნუ აურევთ ზამბარებს და მიმწოდებლებს. ისე დასალეთ და ააწყვეთ მჭიდები, რომ მათი შემადგენელი ნაწილები არ აირიოს.  ეს არის და ეს.

ჩვენთან სიტუაცია განსხვავდეაბა სხვა ქვეყნებისაგნ, ჩვენთან არც მჭიდებია იაფი, არც ზამბარები იყიდება ცალკე და არც ხლოსნებია, რომლების სპეციალობას მჭიდის რემონტი წარმოადგენს. ასე რომ გაქვთ ორი გამოსავალი ან საკამოდ დიდ ფასად იყიდოთ ახალი მჭიდი ან თავისი პასუხისმგებლობით შეეცადოთ გამოასწოროთ პრობლემა, მაგრამ თუ აირჩევთ მეორე გზას, რისკი თვქნია. მე გირჩევთ არ დაზოგოთ ფული, ბოლო ბოლო საქმე თქვენ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს ეხება.

კულტურა და ანტი კულტურა

Wednesday, November 25th, 2009

ფაქტია, მაგრამ კულტურა სუფთა და ცარიელ ადგილას თავისით არ ჩნდება. არ ვიცი რით არის ეს ყველაფერი განპირობებული მაგრამ 90–ნი წლებში საქართველოში იყო რეგიონში ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებდა იარაღის ბრუნვას. მიუხედავათ იმისა, რომ ქვეყანას პრაქტიკულად მართავდა გუშინ ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის ნომენკლატურა, საქართველოში მაინც მიღებულ იქნა ძალიან ლიბერალური და რა თქმა უნდა არასრულყოფილი კანონმდებლობა. პლუსი იყო ის, რომ ბევრი რამ დასაშვები იყო. მას მერე, რაც ომი აფხაზეთში მორჩა და რეალური გახდა ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობა ცხადია ჩვემა ქვეყანამ მიიღო უდიდესი მხარდაჭერა ევროპისგან და ამერიკისგან. მათი სურვილი დაემყარებინად მჭიდრო ურთიერთობა ჩვენ ქვეყანასთან გამოიხატა მათ შორის იმაში,  რომ იარაღის ექსპორტი საქართველოში იყო გაადვილებული და ასევე იყო რამოდენიმე საინტერესო პროექტის იდეაც, რომელი შექმნიდა სამხედრო სამრეწველო კომპლექსს საქართველოში.  ლაპარაკი მაქ პირველ რიგში ზიგ ზაუერი ასაწყობი ხაზის მშენებლობა და ვაზნების ადგილობრივი წარმოება. მარტო თბილისში მოქმედებდა ათამდე ტირი. მაღაზიები ბევრი იყო და გადატენილი აბსოლუტურად ყველანაირი იარაღით საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში. მახსოვს 2000 დოლარი დეზერტ იგლში მომეჩვენა დიდ ფასად არა და დღეს რას იყიდი ორი ათას დოლარად? ნახმარ ჩზ–ს და თუ გაგიმართლა ნახამრ გლოკს.  ყველა მაღაზიაში წუწუნებენ ემბარგოზე და იმაზე, თუ როგორ გაურთულდათ იარაღის შემოტანა. რეგრესი აშკარაა. მახსოვს მაღაზია კავკასიონი სოლოლაკში, იქ შესვლა იყო არ ვიცი რა, რაღაც ჯადოსნური ადილი იყო. ნამდვილი ზღაპარი. ყველანაირი იარაღი რაც გულს გაუხარდებოდა. მახსოვს თავლი დავადე ჩზ100–ს, 600 ლარი ღირდა ახალი!!!  იარაღის გაფორმების პროცედურები იყო უმარტივესი. 50  ლარი მაღაზიაში და მეორე დღეს იარაღი თქვენია.   დღეს რა თქმა უნდა არსებობს მომსახურების სააგენტო, ლამაზი შუშებიანი  შენობა, კომპიუტერული მონაცემთა ბაზა და ყველაფერი, მაგრამ გაფორმება იარაღის და ეს ფაქტია კი არ გაადვილდა და გაიაფდა არამედ გაძვირდა და გართულდა. დღეს რომ ერთ დღეში აიღო საბუთი გჭირდება დამატებით 80 ლარის გადხდა, დაუმატეთ ამას აუცილებელი გადასახადები და ფასი ადის 150 ლარმდე. ასევე პირდაპირ მაღაზიაში კი არ იღებ იარაღს და ნებართვას, გიწევს იქით აქით სირბილი ქაღალდებით. აბსოლუტურად არანორმალურ ფსიქოს პრაქტიკაზე ხომ საერთოდ არაფერს არ ვამბობ. უვადო საბუთს აძლევს და სამ წლიან ფსიქოს ვადას სამჯერ უმცირებ. მარაზმ…..

დღეს თბილისში და ზოგადად ქვეყანაში არ მოქმედებს არც ერთი სასროლეთი, რომელიც იძლევა შაშხანის სროლის საშუალებას. მოკლელულიანი იარაღის ტარებაც და გადატანაც საერთოდ აკრძალულია.  მოქმედებს თუ ამას მოქმედება ქვია ორად ორი ტირი. სადაც დაშლილი ნახევრად მკვდარი ერთი ორი მარგოლინის სისტემის პისტოლეტია. მორჩა და გათავდა. არ მოქმედებს არც ერთი   სასწავლო ცენტრი ან ინსტრუქტორი, რომელიც შეასწავლიდა მსურველებს იარაღის ფლობას დ სროლას. არა და საქართველოში იყო დარეგისტრირებული პრაქტიკული სროლის კონფედერაცის საქართველოს ფილიალი. იყო გახსნილი ტირიც მაგრამ ეხლა დახურულია და ფილიალის სტატუსი უცნობია. პრაქტიკულად სახეზეა სასროლოსნო სპორტის და სროლსთან ასოციირებული ყველა დარგის სრული ბიოლოგიური სიკვდილი. ეს ერთის მხრივ. მაგრამ მეორეს მხრივ მოსახლეობაში რჩება უამრავი იარაღი, მათ შორის არალეგალურიც. მახსოვს ერთი შსს–ს თანამშრომელი ისე გაბრაზდა როდესაც უთხარი, რომ შესაძლებელია გამოსყიდვა არალეგალური იარაღის და საბრძოლო მასალების. როგორო??? კიდე ფული უხადოთო იარაღშიო??? რა ვქნა ეხლა კაცმა არ იცის არც არსებული გამოცდილება და არც დაფიქრება არ უნდა, როგორ გადაწყვიტოს პრობლემა.  ტანზანიამ აჯობა საქართველოს ამ საკითხში და მის გამოცდილებას ევროპული ქვეყნებიც სწავლობდნენ. მობილური ბრიგადები ორი მანქანით, ერთში ზის სარეგისტრაციო მობილური ჯგუფი და მოლარე, მეორე მანქანაზე განლაგებულია რკინის საჭრელი დაზგა. ჩადის ეს ჯგუფი მიყრუებულ აფრიკულ სოფლებში და იარაღას, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც სამოქალაქო იქვე უკეთებს ლეგალიზაციას და შეყავს კომპიუტერულ ბაზაში, ხოლო აკრძალულ იარაღს და საბრძოლო მასალებს იქვეიუბარებს, აღრიცხავს, უხდის ფულს მათ ჩამბარებელს და ადგილზევე ანადგურებენ. ეს არის და ეს. დაუბრუნდეთ იარაღის კულტურის საკითხს. ცხადია, რომ ნაწილი იმ ხალხისა, რომელსაც აქვს იარაღი უნდა ამ იარაღიდან ისროლოს. სასროელთი არაა, ასე რომ მიდის ეს ხალხი  ტყეში. ცხადია ეხლა რომ სასროლეთის გარეთ სროლა დაკავშირებულია უამრავ საფრთხესთან, რომელსაც ცხადია ამ ხალხის უმეტესობა უკეთებს იგნორიერაბას. უბრალოდ არ იცინა უსაფრთხოების წესები, ვინც იცის თავს არ იწუხებს მათი შესრულებით. იქ ტყეში და მიყრუებულ ადგილებში არანაირი კანონი და წესი არავის არ ახსენდება და არც არავინ იცავს. სასროლეთის არ არსებობა წარმოშობს უამრავი სახიფათო ინციდენტის საშიშროებას და საფრთხეში აგდებს როგორც მსროლელს ასევე იმ ხალხს, რომელიც შემთხვევით შეიძლება აღმოჩნდეს სროლის ხაზზე.    თავისი წვლილი პრობლემაში შეაქვთ იმ სულელ მსროლელებს, რომლებიც არც უსაფრთხოების წესები არ იციან და არც უფიქრდებიან იმას რას აკეთებენ.  ტრადიციული გართობა. ისროლა მარჯვნივ, მერე მარცხნივ მერე დაინახა ელექტრო დაგამცემი და მოდი ერთი მაგას ვესვრი. აი შედეგი:

DSC08428

DSC08426small

ასეთი კონსტრუქციას ეხლა შეუმცირდა ექსპლუატაციის ვადა ალბათ ორჯერ სამჯერ. ეს არის უბრალო მავნებლობა.

კიდე ერთ ამბავს მოვყვები, ვართ ერთ მიყრუებულ ადგილას და კარაბინიდან ვისვრით. ვხედავთ რომ ჩვენგან 30 მეტრში ჩერდება მანქანა და გადმოდის ორი ტიპი, და იწყებენ უშველებელი ფარის დაყენებას.   უყურებ და ვხვდები, ეხლა რომ ეს კრეტინები აყენებნ სამიზნეს პირდაპირ ჩვესნ გვერძე. გამოველაპრაკე, კარაბინის სროალს ვაპირებთო, მერე ვეუნბეი ჩვენ ვერ გვხედავთ აქ? თქვენ იქ ხართ ჩვენ აქ ვართო რა პრობლემაა? ერთ ხაზზე ჩვენთან დააყენა სამიზნე და აპირებდა კარაბინის მისროლას 600–700 მეტრიდან.  რა უნდა თქვა? დაუწყე ახსან, რომ ეს სახიფათოა, ასე არ შეიძლება, საერთოდ ასეთ ადგილას რომ შეხვდებიან ადამიანები ერთმანეთს უნდ გაუგოთნ ეს ორი კრეტინი კი ისე იქცეოდა გეგონება მე ტყვილა ვტეხავდი პანიკას. ბოლოს თავისი მოკლე ჭკუით დაგვითმეს და სანამ არ წახვალთ არ გავისვრიოთო. დიდი მადლობა!!! ორივე ნასვამი ჩანდა, ორივეს თავისი თავი ალბათ მაგარი მსროლელი გონია, ორვე არ იმსახურებენ უფლებას იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი. ჩემი ნება, რომ ყოფილიყო ვაცდიდი სროლას, და მერე ორივეს ავიყვანდი, დავაწერდი ჯარიმას და იარაღს ჩამოვართმევდი. ასე მოქმედება არის საჭირო, ასე მოხდება ამ საკითხში წესრიგის დაცვა. ცხადია და გასაგებია ამ მედალს აქვს ორი მხარე, და პრობლემა მდგომარობს არა მხოლოდ უპასუხისმგებლო იარაღის მფლობელებში არამედ იმაში, რომ არ არსებობს გარემო, რომელიც   უზრუნველყოფს პასუხისმგებელი იარაღის მფლობელების ჩამოყალიბებას.  ადამიანი, რომელიც ფლობს იარაღს, რომლის შესაძლებლობები არ იცის არის რეალური საფრთხე. ერთი “თანამშრომელი” შემხვდა, რომელიც ატარებდა ქალაქში საკამოდ სპეციფიურ იარაღს, დატენილი ქონდა ჯავსანგამტანი მცირეკალიბრინი ვაზნებით. რათ უნდა პოლიციელს ქალაქში პისტოლეტი ჯავშანგმტანი ტყვიებით? ისიც ალბათ არ უფიქრდება ამას ან არ იცის რასთან აქ საქმე. ჩემი ამერიკელი მეგობრის (პოლიციელის) პოლიციის დეპარტამენტში მიიტანეს აღნიშნული კალიბრის იარაღი გამოცდებზე. პირველივე ჯერით დახურულ ტირში, რიკოშეტებით სამი კაცი დაიჭრა (!!!).  აი ასე.  უნდა ავღნშნო და დაგარწმუნოთ, რომ გამოსავალი არ არის საერთოდ იარაღის მფლობელის უფლებების შეზღუდვა, ეს არ არის გამოსავალი!!!! გამოსავალი არის ცივილიზებული გარემოს შექმნა და ამისთვის ძალიან ცოტა რამ არის საჭირო. ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი ფუნქცია იქნება სამოქალაქო იარაღის ბრუნვის ზედამხედველობა, კანონი, რომელიც დეტალურად აღწერს იარაღის მფლობელის პასუხისმგებლობას და სასროლეთების შექმნა. ან ბოლო ბოლო ისეთი რეგულირებების შემოღება, რომელიც უბიძგებს სხვას გახსნას სასროლეთი. დღევანდელი რეგულირებებით ეს შეუძლებელია.  ერი, რომელიც ისვრის კარგად არის  ერი, რომელიც დაიცავს თავის თავს. ჩვენ გვიყვრას დღეს ლაზღანდარობა რისებზე, რა ბანძები არიან რა განუვითარებლები და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა იარაღის ბრუნვის საკითხებში ისე გაგვისწრო, რომ მათი დაწევა იქნება თითქმის შეუძლებელი. სასროლოსნო სპორტში ის ისედაც მაღალ პოზიციებს იკავებდა ყოველთვის, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაკეთდა უდიდესი ნახტომი, ბენჩრესტის, ვარმინტის და პრაქტიკულის სროლის განვითარებაში.

ეს არის ბალტიის სასროლსნო ცენტრი. 20 სახეობის სხვა და სხვა იარაღი მათ შორის პისტოლეტები. ყველაფერი, რომ ხარსხიანად დაისვენო. ერთ ერთი საუკეთესო ასეთი სახის დაწესებულება, როგორც რუსეთში ასევე ჩრდილო ევროპაში.   

pict_big_246_2

pict_big_249_4

 პრაქტიკული სროლის კონფედერაციის რუსული ფილიალის რეკლამა მოსკოვში.

2422583

წელს მოსკოვში გაიხსნა სრულიდ ახალი პრაქტიკული სროლის აკადემია, უშველებელი კომპლექსი,  რომელიც ვალერი ბალიკოემა გახსნა. დაინტერსდა პრაქტიკული სროლით, მანამდე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ბენჩრესტში. რუსეთში, მისი კორუფციიტ და ბიურიკრატიით ასეთი საოცრებები ხდება!  ჩვენთან რა ხდება? არაფერი.

ამის ფონზე სკა–ს ტირი, სადაც წყალი ჩამოდის და თავზე გენგრევა ყველაფერი და ვარკეთილში სტენდი, რომელიც უფრო დაბომბილ ობიექტს გავს გამოიყურება მე თვითონ არ ვიცი როგორ, როგორც სამარცხვინო რამე.  

შარშან რუსეთმა აიღო პირველი ოქროს მედალი ბენჩრესტის საერთაშორისო შეჯიბრებაზე. წელს რუსეთში გაიხსნა პირველი კერძო იარაღის წარმოებელი კომპანია, რომელიც უშვებს მსოფლიო დონის უზუსტეს შაშხანებს.  რა ხდება ჩვენთან ანალოგიური? არაფერი.  ნინო სალუქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ამ ამბავმა საერთოდ შეუმჩნევლად ჩაიარა.  353453

ესეც რუსული კომპანია Царь Пушка–ს, დამფუძნებელი ვლადისლავ ლობაევი თავის ქმნილებით

 

zp1080199_1252657553_full

ეს კიდე მედვედევის დაცვა ლობაევის იარაღით

ის თვითონ აღიარებს, რომ მას დაეხმარნენ მაღალჩინოსნები, მაგრამ ჩვენი მაღალჩინოსნებს თუ ადარდებთ ასეთი საკითხები? რატომ არ ხდება ჩვნთან იგივე? რატომ ამაზე არავინ არ ფიქრობს?

რუსეთში ყოველთ თვე ტარდება მსხვილი შეჯიბრებები პრაქტიკულს სროლაში და ზუსტ სროლაში სადაც ჩვეულბრივ ხალხთან ერთად მონაწილეობენ სპეც სამსახურების წარმომადგენლები.  რეგიონალური შეჯიბრებებზე არარ მაქვს ლაპარაკი.  ჩვენთან ხდბა რამე ანალოგიური? არაფერი.

ryazan

45678990

 

 ტარდება საიუბილეო და საერთაშორისო შეჯიბრებები, როორც პრაქტიკულ სრლაში ასევე შეჯიბრებები სხვა და სხვა სპეც დანიშნულების ნაწილების მონაწილეობით, მათ შორის საერთაშორისო. რეგულარულად ტარდება შეჯიბრებები ძალოვან სტრუტურებს შორის. როგორც ამ სურათიდან ჩანს, ისინი კაი ხანია  კირზის ჩექმებსი და ჯანგინაი კალაშებით არ დარბიან. რა ხდება ჩვენთან? არაფერი. 345

2297006

და ეს ყველაფერი ხდება რუსეთში. რა ხდება სხვაგნ არ დავწერ, იმიტომ რომ ხასიათი კიდე უფრო გაგიფუჭდებათ. თუ შევედარებით ყაზახეთს და ტაჯიკისტანს, მაშინ პრობლემა არაა, მაგრამ იგივე ბალტიის ქვეყნებმა ასევე გაგვისწრეს. ამერიკაზე, კანადაზე, შევიცარიაზე და ასე შემდეგ საერთოდ საუბარი ზედმეტია. ეს უკვე სხვა პლანეტებია ამ მხრივ ჩვენთვის.  რუსეთის მაგალითი მოვიყვანე სპეცილაურად, იქნებ ვინმე დაინტერესდეს და დაფიქრდეს რა ხდება საერთოდ.