Archive for the ‘რედაქტორის სვეტი’ Category

ჩემი კომენტარი ე.წ. “სატელევიზიო არხებზე” გასულ ე.წ. “სიუჟეტზე”

Thursday, May 11th, 2023

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პროპაგანდისტურმა ფრთამ (ტვ იმედი) გაავრცელა სიუჟეტი სადაც იყო მოყოლილი “გირჩის” ვითომ მზადებაზე, რაღაც ძალადობრივი კამპანიისთვის, “გირჩის” მიერ ორგანიზებულ ბანაკებში. თავისთავად ეს წარმოუდგენელი სისულელეა, ეს ბანაკები არის “გასვლით” ლექციების კურსი, სადაც ქალაქ გარეთ, იკრიბებიან მსმენელები და ლექტორები და ჩვეულებრივი ლექციები, დისკუსიებია მილიონ თემაზე, მათ შორის სამხედრო თემებზე. მაგაზე უკვე საკმარისად ითქვა, ყველაფერი რაც იქ ხდება არის სრულიად ტრანსპარენტული და მე აღარაფერს არ დავამატებ.  პროპაგანდისტების ჯგუფმა მანდ გაატარა მთელი დღე, ამაში თავად დარწმუნდნენ და მაინც გააკეთეს ის რაც გააკეთეს.

მე მინდა შევეხო ნაწილს ამ სიუჟეტის, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ჩემ თავს. ორი რამე გაჟღერდა (მე რაც მითხრეს, სიუჟეტისთვის არ მიყურებია): მე ვარ ნაციონალური მოძრაობის დროს, უშიშროების საბჭოს თანამშრომელი და ვატარებ იარაღის გამოყენების პრაქტიკულ კურსებს ამ ბანაკებში.  ეხლა რეალურად რა ხდება. უშიშროების საბჭოში მე ვმუშაობდი შევარდნაძის დროს, როდესაც საბჭოს თავმჯდომარე იყო თედო ჯაფარიძე. ვარდების რევოლუციის შემდეგ, საბჭოს მდივანი გახდა ვანო მერაბიშვილი და მეორე დღეს ვანო მერაბიშვილმა გამიშვა მე ამ სამსახურიდან.  აღნიშნული დასტურდება ადვილად, მათ შორის ჩანაწერით ჩემ შრომის წიგნაკში. ეს იცოდნენ პროპაგანდისტებმა მაგრამ მაგათ ეტყობა ჭირდებოდათ ვინმე ვინც დააკავშირებდა გირჩს ნაციონალურ მოძრაობასთან და ეს ვიღაცა მე აღმოვჩნდი. ბედის ირონია, “ნაცები” მეძახდნენ “რეჟიმის გადმონაშთს”,  “ქოცები” კიდე “ნაცს”.  “ნაციონალური მოძრაობის” დროს მე ვიყავი კახა ბენდუქიძეს მრჩეველი, სულ მიკვირდა რა ნახა კახამ საერთო “ნაციონალურ მოძრობასთან”, სავარაუდოდ ამის გამო მე ისევ მოვხვდი ვანო მერაბიშვილის ყურადღების ქვეშ და დიდი ალბათობით კახამ სერიოზული შარი ამარიდა თავიდან, რაზეც ერთხელ თვითონ ირიბად მიმანიშნა. მერე დაამატა, ძალიან შეშინებულები არიაონო, ხომ ხვდებიო. რეალურად მაშინ რატომ, როგორ და რისთვის მოხდა, იცოდა მარტო კახამ და ალბათ ეხლაც იციან რამდენიმე მასთან დაახლოებულმა ადამიანმა. 9 წლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი მეორეჯერ გამიშვებს სამსახურიდან, როდესაც პრემიერის რანგით მოვა სახელმწიფო კანცელარიაში. რანაირად შეიძლება ჩემი აფილირება ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩემთვის გაუგებარია

რაც შეეხება ბანაკებს, ანუ რეალობა ის გახლავთ, რომ მე არასდროს არ ვიყავი ამ ბანაკების პროექტის მონაწილე. იმიტომ რომ უბრალოდ დრო არ მქონდა. ბანაკში ვიყავი ერთხელ, ქობულეთში წინა ზაფხულს, სადაც ნახევარი დღე გავატარე, თემატიკა ტრადიციული: კანონი იარაღის შესახებ, რეგულაციები და იარაღის ბრუნვის კონტროლი, მითები იარაღების სამყაროდან  და ა.შ. არანაირი იარაღის პრაქტიკული კურსი მანდ არ ყოფილა არც იმ ბანაკში და ვერც იქნებოდა სხვა ბანაკებშიც, პრაქტიკული კურსი ნიშნავს იარაღიდან სროლას, ვარჯიშს რაც ქობულეთის სასტუმროში და არც სხვა ლოკაციებზე ფიზიკურად ვერ მოხდებოდა.  თავისთავად ასეთ კურსებში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ასეთი რამე უბრალოდ ამ ბანაკებში არ ყოფილა. სხვები ზუსტად რას ყვებოდნენ და რაზე ლაპარაკობდნენ, ჩემთვის უცნობია, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ არავის მომზადება ირაღის გამოყენებაში მანდ არ ხდებოდა.  “მილიტარისტული”, სამხედრო კომპონენტი, როგორც ყველა ლექცია ასეთ ბანაკში, არის ზოგადი თეორიული ღონისძიება, იმიტომ რომ ინტერესი ამ თემის მიმართ ცხადია დიდია და ვისაც რა შეეძლო რომ მოეყოლა ამ თემაზე იმას უყვებოდა დამსწრეებს. არანაირი კურსი, სისტემური მიდგომა ან ორგანიზებული ხასიათი ამას არ ქონია.  თავისი საკუთარი, ლეგალური იარაღის, აღჭურვილობის გამოყენება მომხსენებლების მიერ თუ ხდებოდა, ეს ხდებოდა დემონსტრირებისთვის ან როგორც ლექციის ანტურაჟი/დეკორაცია. არანაირი კანონდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების შემცველ საქმიანობას ეს არ წარმოადგენდა. ეს პრაქტიკულად იგივეა, რასაც მაგალითად მე თითქმის სამი წელია ვაკეთებ, როგორც გადაცემა “იარაღი და თავისუფლების” წამყვანი. ყველაფერი ეს კარგად იცოდნენ ამ სიუჟეტის დამკვეთებმაც, შემსრულებლებმაც და “ქართულმა ოცნებამაც” რომლის სახეები ეხლა ამ სისულელეს ავრცელებენ. დარწმუნებული ვარ იგივე ცნობილია შსს-თვის და სუს-ისთვის. ზუსტად იგივეს აკეთებდნენ თავის დროზე “ნაცებიც”, თხზავდნენ რაღაც “ხორორ სთორებს”, რომ დაეშინებინათ ყველა. არაფერი არ იცვლება, ჩვეულებრივი ადამიანები იჭყლიტებიან შუაში.

ეხლა ასეთი რამე, რომ გაგიკეთოს მტერმა, გასაკავირი არ არის, ომის ნაწილი არის პროპაგანდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პროპაგანდას ერთი ჯგუფი იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს არის მახინჯი რეალობა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ 2023 წელს.  როგორც ჩანს არასდროს ეს ქვეყანა არ განიცდიდა ნაკლებობას ადამიანებში, რომლებიც მოკრძალებული ანზღაურებისთვის ყველანაირ სიბინძურეს იკადრებდნენ. სად მიგვიყვანს ეს გზა კაცმა არ იცის.

ესეც მტკიცებულება “ტვ იმედის” სიცრუის.

ინფორმაციის ხარისხი და სანდოობა

Thursday, August 19th, 2021

რამდენიმე თვეა თავში მიტრიალებს აზრი ვიყიდო თურქული მწარმოებლის Tisas-ის “ჰაი პაუერის” ასლი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წესით ყვლემა უნდა ვიცოდეთ რომ თურქული იარაღების ხარისხის დონე და ასევე ხარისხის კონტროლი საკმაოდ რთული საკითხია, ბუნებრივია დავინტერესდი კონკრეტულად ამ მწარმოებლით და ასევე იმ ინფორმაცით რაც არის ამ პისტოლეტზე ინტერენტში. ინფორმაცია საკმაოდ ბევრია, იმიტომ რომ ეს პისტოლეტი “რეგენტის” სახელით იყიდება აშშ-ში და ბუნებრივია “ჰაი პაუერის” ასლი 600 დოლარად ბევრს დააინტერესებდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ FN-მა შეწყვიტა ამ უდაოდ ლეგენდარული პისტოლეტის მოდელის წარმოება. საბოლოო ჯამში მე, იუთუბ მიმოხოილვების და სტატიების ნახვის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პისტოლეტი უნდა ვიყიდო იმიტომ რომ მიმოხილვები იყო პოზიტიური. მერე დავიწყე უფრო ღრმა ჩაძიება და მივაგენი სადღაც ალბათ ბრაუზერში გახსნილი იუთუბის მესამე გვერდზე, არხს, რომელიც დეტალურად მიმოიხილავდა ამ პისტოლეტს. და ჰოი საოცრებავ, მოვისმინე ის რის მოსმენასაც ველოდებოდი. სუსტი ზამბარები დაბალი რესურსით, ექსტრაქტორი რომელიც რამდენიმე ასეული ვაზნის შემდეგ ტყდება და ბოლოს ყველაზე საოცარი რამე, ლულა გაბურღული არასწორად, ანუ კუთხით. იმდენად არასწორად რომ კარგი განათების პირობებში ეს თვალით შესამჩნევია (თუ იცი რას ეძებ და სად უნდა უყურო). ეს რესურსი არ იყო ჩვულებრივი იარაღის მიმოხილველი რესურსი, არამედ ეს იყო სპეციალური სახელოსნოს იუთუბ არხი, რომელიც სპეციალიზირდება ამ პისტოლეტებზე, მათ ტუნინგზე და შეკეთებაზე. რა თქმა უნდა ამ კომპანიას აქვს ინტერესი გაყიდოს თავისი მომსახურება და პროდუქტები და ის შეეცდება დაარწმუნოს ყველა, ვინც მათ არხზე შემოვა, რომ მათ უცილებლად უნდა იყიდონ მათი ნაწილები, მაგრამ ამავე დროს ვერ გაექცევი იმ ფაქტს, რომ რახან ეს კომპანია არსებობს არსებობს მოთხოვნა მის პროდუქციაზე და ასევე ვერ გაექცევი იმ ფაქტს რომ ლულა გაბურღულია არასწორად, რაც სერიოზული ხარვეზია. რატომ ასეთი განსხვავება შეფასებებში? იმიტომ რომ ტიპიური იუთუბ მიმომხილველი ისვრის ხედავს იარაღს პირველად როდესაც მას გაუგზავნს ამ იარაღს მწარმოებელი, ისვრის უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე ასეულ ვაზნას და იღებს მიმოხილვას. ეს არის და ეს. თუ ეს საკმარისად სწრაფად არ გააკეთე, მიმოხილვას გადაიღებს. შენზე ადრე ვიღაცა სხვა და წაგართმევს შენ ნახვებს ე.ი. ფულს.

რას გვასწავლის ეს მოკლე ისტორია? თურქული იარაღების ხარისხი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი, როგორც საუკეთესო ევროპული და ამერიკული მწარმოებლების შემთხვევაში, ის შეიძლება იყოს ასევე ძალიან დაბალი, გააჩნია მწარმოებელს. თურქები, როგორც აზიატები, დიდ ყურადღებას აქცევენ იარაღის იერსახეს, ამიტომ ვიზუალურად უნაკლო და გარეგნულად ხარისხიანი იარაღი შეიძლება იყოს ნაგავი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.  აქვე დავაკონკრეტებ, მე ეხლა არ “ვასხავ” თურქულ იარაღებს ზოგადად, უბრალოდ ვხსნი იმ რეალობას რაც არის. საქართველოში მათ შორის იყიდება ბევრი გამომდგარი თურქული იარაღი, რომელიც ფასი-ხარისხის მაჩვენებლით საუკეთესოა. ეს ისტორია ასევე გვასწავლის, რომ იარაღის მიმომხილველი არხების უმეტესობა, უბრალოდ არის დაკავებული პროდუქტის ზედაპირული წარდგენით და არა სიღრმისეული შესწავლით. რატომ? იმიტომ რომ მათ აქვთ ფინანსური დაინტერესება, მათ ჭირდებათ სპონსორები, მნახველები და შემომწირველები, იმიტომ რომ იუთუბმა გამოურთო ასეთ არხებს მონეტიზაცია. უმეტესობა ასეთი არხების მფლობელებს აქვთ იარაღით ვაჭრობის ბიზნესიც, ანუ ისინი პრაქტიკულად წარადგენენ იმ პროდუქტს რომელსაც თავადვე ყიდიან, რაც პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია, ისეთივე როგორც მეინსტრიმ გამომცემლობების შემთხვევაში. შენ თუ დაწერე ჟურნალში რამე, რაც არ მოეწობა მაგალითად “სპრინგფილდს” ის აღარ დაგიკვეთავს რეკლამას და თქვენ იცით, რომ დღეს იარაღის ჟურნალები არის რეკლამა, რომლის შორიც არის ჩატენილი სტატიები, თანაც იმის გამო რომ რეკლამა უფრო ხილვადი იყოს, სტატიები ჟურნალში იყოფა და ბოლო ნაწილები, ჩაყრილია ჟურნალის ბოლოს. არ ვიცი შეიძლება ასეთ მიდგომას რაიმე სხვა მიზეზები აქვს, მაგრამ ჩემი აზრით მიზეზი არის ის რომ რეკლამას აქვს პრიორიტეტი და მკითხველები უბრალოდ სტატიების ბოლომდე წაკითხვით თავს არ იტკიებენ, ასე რომ რატომ უნდა დახარჯო ადგილი ტექსტზე რომელსაც ისედაც არავინ არ კითხულობს? ჩემი მოკრძალებული აზრით რეკლამა, ანადგურებს ყველაფერს, ინტერნეტს, მასმედიას, ხელოვნებას. ასეთი მოცემულობით მასა განაპირობებს იმას რა ქნება სიცოცხლის უნარიანი და რა არა. თუ მასას მოწონს სანახაობა, კონტენტის შემქნელები შექმნიან სანახაობას და არა ხარისხიან შინააროსბრივ პროდუქციას. დღეს ამერიკაში, იარაღები და სროლა გახდა მასობრივი კულტურა და ამას მოაქვს როგორც კარგი ასევე ძალიან სახიფათო და ცუდი ტენდენციები.

ეხლა ჩვენთან მოცემულობა ოდნავ განსხვავდება, რისი მიზეზიც პირველ რიგში არის უფულობა, ანუ ჩვენთან იარაღის იმპორტიორები არ ხარჯავენ ფულს ასეთი ტიპის რეკლამაზე, მსხვილი იარაღის მწარმოებლებისთვის ქართული ბაზარი არის ნაკლებად პრიორიტეტული და თუ მეხსიერება არ მღალატობს არც ერთს ერთი თეთრიც პირდაპირ რეკლამაში არ ჩაუდია. ბაზარი მცირეა რის გამოც ჩვენ გაქვს პრაქტიკულად ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი რესურსი, რომლებიც არსებობენ სუფთა ენთუზიაზმზე იმ ხალხის ვინც ამ პროექტებს ქმნიან, მეც მათ შორის ასეთი ვარ. ცხადია მათი კონტენტი ვერ იქნება ისეთი მდიდარი, მრავალფეროვანი, სანახაობრივი იმიტომ, რომ ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს, ეს პროექტები ფინანსდება საკუთარი ჯიბიდან, თავისუფალი დროით და შემოსავლის მომტანი ეს საქმიანობა არ არის. ის ფაქტი რომ ეს ორი სამი რესურსი საერთოდ არსებობს და ხარისხსაც იჭერენ უკვე ჩემთვის ნამდვილი საოცრებაა. დანარჩენი რესურსები სამწუხაროდ უფრო პაროდია არის, ვიდრე სერიოზული პროექტი, მათ შორის იუთუბის ყველაზე “პოპულარული” ქართულენოვანი “იარაღების არხი”.  ბრჭყალებში იმიტომ ვწერ, რომ იარაღთან ამ არხს იმდენი აქვს საერთო რამდენიც მე მოლეკულურ ბიოლოგიასთან. არხის სახელწოდებას არ ვწერ, მაგრამ ყველანი მიხვდებით ვისზე მაქვს საუბარი. ამ არხის პოპულარობის ფენომენი, მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ ჩვენი აუდიოტორია არაპრეტენზიული და არამომთხოვნია და ის მოთხოვნა რომელსაც ის წარმოშობს შეიძლება დაკმაყოფილდეს აბსოლუტურად შემთხვევითი ადამიანით, რომელიც უბრალოდ შეძლებს საკმარისი სიჩქარით ატვირთოს “საჭიროდ” შეფუთული ვიდეოები იუთუბზე,  კომიკურად უხარისხო, არაზუსტი და მცდარი შინაარსით. ეს ფენომენი ჩემი აზრით უფრო დაწვრილებით შესწავლას საჭიროებს იმიტომ რომ მე მიჭირს ის ვახსნა მარტივად მაგრამ ამაზე სხვა დროს.

ყველაფერი ეს რაც დავწერე, გარკვეულ წილად გულის დასაწყვეტი იქნება ყველასთვის, ვინც ხარჯავს თავის დროს, ფულს და ენერგიას ხარისხიანი კონტენტის შექმნაზე, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც არსებობს “აქაც” და “იქაც”. ჯერ კიდევ თვით “იარაღების იესო” იენ მაკკალუმი არხიდან Forgotten Weapons სევდით აღნიშნავდა, რომ მათი არაჩვეულებრივად ინფორმატიული ვიდეოები გერმანულ იარაღებზე არ სარგებლობდნენ პატარა პროცენტით იმ პოპულარობის, რაც ერგო მათივე ტალახიანი კალაშნიკოვიდან სროლის ვიდეოს. Demolition Ranch-ი რომელიც აგებულია მთლიანად უშინააესო სანახაობრივ ეფექტზე ასჯერ უფრო პოპულარულია  ვიდრე C&Rsenal-ის ოტაისის ორ საათიანი არაჩვეულებრივი ვიდეო ლექციები.

და ბოლოს, ჩვენ ეხლა საქართველოში ვცხოვრიბთ ძალიან რთულ დროში, ეს პერიოდი შევა ისტორიაში, როგორც ყველაზე სამარცხვინო და უშინაარსო, უქმად დახარჯული პერიოდი ჩვენი უახლესი ისტორიის. სამოქალაქო საზოგადოება სუსტდება, სახელმწიფო ინსტიტუტები დეგრადირდნენ უკიდურეს დონემდე, ეკონომიკური მდგომარეობა უბრუნდება 90-ნი წლების მაჩვენებლებს, სიტუაცია სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან ასევე მხოლოდ უარესდება და თუ რამე არ შეიცვალა ქვეყანაში, საბოლოო ჯამში იარაღის მფლობელების უფლებების შევიწროება და წართმევა გახდება შეუქცევადი პროცესი და დასრულდება ლოგიკურად, სამოქალაქო იარაღის აკრძალვით და მისი კონფისკაციით. მე არ ვიცი რა მომავალი ექნება shooterscental-ს და “იარაღს და თავისუფლებას”, ორივე ეს პროექტი დამოკიდებულია რამდენიმე ადამიანის ნებაზე და შესაძლებლობაზე ეს პროექტები ამუშავონ საკუთარი ხარჯებით. შეიძლება რაღაც მომენტში მე ვცადო გადავიყვანო ეს პროექტები დონაციებზე იმისთვის, რომ მოხდეს ორივე პროექტის განვითარება და გაიზარდოს ხარისხი და მასალების წარმოდგენის სიხშირეც. ამის შესახებ ცხადია პირველ რიგში ჩემგან გაიგებთ.

რედაქტორის სვეტი – 18.03.19

Monday, March 18th, 2019

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ამბავი, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა ახალი გამკაცრებული რეგულაციების შემოღება, რომელიც დიდი ალბათობით შეეხებოდა იარაღის მფლობელების მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის იყო საუბარი იარაღების ხელახალ რეგისტრაციაზე. ფეისბუქზე ეს ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა და მათ შორის მე დამბომბეს კითხვებით.  რეალურად უცნობია რა ტიპის რეგულაციების შემოღება იგეგმება ან იგეგემება თუ არა საერთოდ, იმიტომ რომ მას მერე საკმარისი დრო გავიდა და არანაირი დადასტურება რომ საფრთხე რეალურია ჯერჯერობით არ გამოჩნდა. ინტერნეტში მოიპოვბეა სკრინშოტები დოკუმენტის, რომელიც როგორც ჩანს არის განმარტებითი ბარათის ნაწყვეტი, რომელიც ერთვის კანონში ცვლილებების პროექტს და  სადაც ამ შემთხვევაში საუბარია ერთ კარგ ამბავზე, რაც არის იარაღის გამოცდების გაუქმება და ასევე ბუნდოვნად განმარტებულია რიგი სხვა საკითხები, რომელიც მათ შორის ეხება რაღაც საშიშ (ვისთვის?) იარაღებზე და მათი სიის ფორმირებაზე. უნდა აღნიშნოს, რომ ბიუროკრატია (also known as სახელმწიფო) მუდმივად მუშაობს რაღაც ახალ რეგულაციებზე, მუდმივად იწერება სამუშაო დოკუმენტები, სადაც სახელმწიფო ჩვენზე ზრუნვით აქტურად ცდილობს ჩაერიოს მოქალაქეების ცხოვრებაში და დაარეგულიუროს მათი ცხოვრების ყველა ასპექტი. პირადად მე მივიღე მონაწილეობა ორჯერ ასეთი მავნე რეგულაციების ჩაგდებაში, მაშინ როდესაც ვმუშაობდი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლად. პირველ შემთხვევაში, როგორც ვხვდები რაღაც ცვლილებებს კანონში ითხოვდნენ ჩვენი “მეგობრები” ევროკავშირიდან და ლაპარაკი იყო იარაღების მჭიდების ტევადობის შემცირებაზე სამ ვაზნამდე და ასევე ნახევრად-ავტომატური იარაღების აკრძალვაზე. ჩვენი მყისიერი რეაგირების შემდეგ ეს ინიციატივა დაიმარხა. მეორე შემთხვევაში კანონპროექტის ინიციატორი იყო იუსტიციის სამინისტრო და ამჯერად ახალი რეგულაციები ეხებოდა საკოლექციო იარაღს და ასევე რიგ სხვა საკითხს. ეს კანონპროექტიც არ გაცდა სამუშაო დოკუმენტის ფორმატს, იმიტომ რომ მაშინ, იმ დროს სახელმწიფო პოლიტიკას წარმოადგენდა რეგულაციების, ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის შემცირება. დღეს ჩვენ გვაქვს საპირისპირო მდგომარეობა. ყველაფერი რაც ჩაგდებულ იქნა მაშინ მიღებულ იქნა დღეს, დიახ მათ შორის ჩაგდებული იყო მარჯვენა-საჭიანების აკრძალვა/შეზღუდვის კანონპროექტიც, რაზეც მე მაქვს დაწერილი უარყოფითი დასკვნა და რომელიც მიიღეს ეხლა. მოკლედ ასე მუშაობს ეს ყველაფერი, ბიუროკრატია ქმნის ბარიერებს, წესებს, შეზღუდვებს, აკრძალვებს ხოლო დანარჩენები (მოქალაქეებ, ბიზნესი, დაინტერესებული ჯგუფები) ამას ეწინააღმდეგებიან. უბრალოდ მაშინ ერთგვარი ფილტრის ფუნქციას ასრულებდა სახელმწიფო მინისტრი, ყვლასთვის კარგად ცნობილი პიროვნება, კახა ბენდუქიძე, რომელსაც კარგად ესმოდა ჭარბი რეგულაციების მავენბლობა, დღეს ასეთი ფილტრი/მუხრუჭი აღარ არის.  ახალი რეგულაციები ყოველ დღე შედის ძალაში.  ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ ტაქსისტებთან, მწეველებთან და მძღოლებთან ერთად იარაღის მფლოებელბიც აღმოჩნდებიან ამ წნეხის ქვეშ. მაგრამ გავმეორდები ჯერ ეს ოფიციალურად უცნობია, იმიტომ რომ ახალი რეგულაციები როგორც მაქსიმუმ, არსებობენ არაფორმალური სამუშაო დოკუმენტის ფორმატში, რომელიღაცა (დიდი ალბათობით შსს-ში) სამინისტროში.  უნდა აქვე აღვნიშნო, თუ ეს სიმართლეა, ცალსახად გამოცდების გაუქმება არის კარგი ნაბიჯი და სამინისტროს ჯანსაღი ინიციატივა. სამწუხაროა რომ ორი წელი დაჭირდათ ამის მისახვედრათ იმიტონ, რომ თავიდანვე იყო ცხადი რომ გამოცდების შემოღება იყო არასწორი ნაბიჯი. ეს თავიდანვე იყო ზედმეტი და უაზრო ადმინისტრაციული ბარიერი, რომელმაც წარმოშვა მრავალი პრობლემა იარაღის მფლობელებისთვის და დააზარალა ბიზნესი (იარაღის იმპორტიორები). ჩემი აზრით სახელმწიფომ უნდა დაუბრუნოს ყველას ამ გამოცდების ჩაბარებაში დახარჯული ფული, რაც იქნება სამართლიანი, მაგრამ ეს ალბათ არასდროს არ მოხდება. ეხლა კიდე გადავიდეთ ყველაზე საინტერესო საკითხზე.  რა გამოხმაურება მოყვა სოც. ქსელებში  SOS ძახილზე. საინტერესო ეს იმიტომ არის, რომ ეს გამოხმაურებები ჩემი აზრით რეალურად მეტყველებენ იმ მძიმე და არასახარბიელ სიტუაციაზე, რომელიც არის  შექმნილი ქართულ “გან ქომიუნითიში”.  იმ გამოხმაურებებიდან და მათ შორის “sos ძახილის” ავტორებისგან ვიგებთ, რომ ცალსახად პოზიტიური ცვლილება – გამოცდების გაუქმება თურმე კარგი არ ყოფილა, პირიქით გამოცდების გამკაცრების სურვილი გამოთქვეს. თავისთავად სიტუაცია როდესაც ადამიანი, რომელიც ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან მეტ რეგულაციებს თავის მიმართ და საკუთარი უფლებების მეტ შეზღუდვას, არის იმდენად აბსურდული რომ მე მეუხერხულება ამაზე წერა და ამის ახსნა მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა.  ასევე ანალოგიური საინიციატივო ჯგუფი სულ რაღაც ერთი წლის წინ აქტიურად მუშაობდა საბჭოთა მონკავშირის აღდგენაზე (მადლობა ღმერთს ეს ინიციატივა ჩავარდა) რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს სერიოზულ პრობლემაზე და საფრთხეზე, რომელცი ემუქრება ყველა იარაღის მფლობელს იქიდან საიდანაც ამას არავინ არ ელოდება. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ბიუროკრატია, რომელიც ყოველთვის შეეცდება ჩაერიოს ჩვენ ცხოვრებაში და დაარეგულიროს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი რაც აბსოლუტურად ყოველთვის გამოიხატება ჩვენი თავისუფლების შეზღუდვაში, დროის და ფულის ზედმეტ ხარჯვაში (მაგალითად დრო და ფული დახარჯული გამოცდების ჩაბარებაში, რომელიც ასე გამოდის საერთოდ არც ყოფილა საჭირო), მეორეს მხრივ დგანან “საინიციატივო” ჯგუფები, რომლებიც თითქოს სურთ იარაღის მფლობელების დაცვა მაგრამ ეს, ბიუროკრატიასთან მოლაპრაკებების და მისი დახმარების გზით, რაც ისევ და ისევ გამოიხატება იარაღის მფლობელების უფლებების შეზღუდვაში. ჩემი აზრით ის რომ იარაღის მლოებელბზე ზრუნვით გარკვეული ჯგუფები ცდილობენ შექმნან “მონკაცშირები” და ახალი მწერალთა კავშირები არის სერიოზული პრობლემა და არანაკლები სერიოზული პრობლემა ვიდრე ბიუროკრატიის თანდაყოლილი თვისება/სურვილი სხვის საქმეებში ჩარევის. ეს არ არის ჩემი ირაციონალური შიშები და დაუსაბუთებელი მოსაზრებები. ეს იდეები მე მოსმენილი მაქვს ჩემი ყურით არაერთხელ ასეთი ჯგუფების შეკრებებზე მაგრამ როგორც წესი ასეთი ჯგუფების სიმცირის და არაორგანიზებულობის გამო საქმე ლაპარაკს არ გაცდენია (მადლობა ღმერთს). გამონაკლისია ის, რაც ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც დაიდო ნადირობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი სადაც ახალი “მონკავშირი” თავის თავზე იღებდა ბიუროკრატიის ფუნქციების ნაწილს და მათ შორის გულისხმობდა უამრავ ახალ რეგულაციებს, იარაღის მფლობელების კონკრეტულად კიდე მონადირეების უფლებების და თავისუფლებების შემზღუდველ პირობებს.

ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ ასეთი მავნე ინიციატივა მოხდა ოფიციალურ სამუშაო დოკუმენტში არის საშიში პრეცენდენტი. უნდა ვივარაუდოთ რომ მცდელობები იარაღის მფლობელების მხარდაჭერის მოპოვების და ამის წყალობით საკუთარი თავის პრივილეგირებლ მდგომარეობაში ჩაყენების არ შეწყდება. დაზარალებულები ყოველთვის იქნებიან იარაღის მფლობელები, იმიტომ, რომ ასეთი ორგანიზაციებისთვის უფლებების და პრივილეგიების გადაცემა მოხდება მხოლოდ იარაღის მფლობელების უფლებების ხარჯზე. ამის გარეშე ასეთი ორგანიზაციების არსებობას აზრი არ აქვს, ეს არის ცხადი, როგორც ორჯერ ორი ოთხია. იარაღის მფლობელების  უფლებების დამცველი ორგანიზაციები საზღვარგარეთ ასე არ მოქმედებენ, იმიტომ რომ იარაღის მფლობელები მათ სამართლიანად დაადანაშაულებენ ღალატში. იარაღის მფლობელებს არ ჭირდებათ “ბატონი” არც ბიუროკრატიის და არც ბიუროკრატიასთან დაახლოებული პრივილეგირებული ჯგუფის სახით. იდეაში, ჩვენთან როგორც ვატყობ ასე არ არის რაც ძალიან ცუდია.

რა უნდა ხდებოდეს ამის ნაცვლად? ამის ნაცვლად ასეთი ჯგუფები უნდა მუდმივად იცავდნენ იარაღის მფლობელების უფლებებს არა იმით, რომ თვითონ გახდნენ  თავისი გადმოსახედიდან უკეთესი/სამართლიანი “მარეგულირებლები” არამედ იმით, რომ შეამცირონ ბიუროკრატიის წნეხი იარაღის მფლობელებზე, მათ შორის სამართლებრივი გზების გამოყენებით (მაგ, გასაჩივრება კონსტიტუციურ სასამართლოში), მათ შორის დასწრებით კანონპროექტების განხილვებზე პარლამენტში და ა.შ. რაც არ ხდებოდა, არ მოხდა და როგორც ჩანს არავინ არ აპირებს რომ ეს მოახდინოს თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ხსენებული ჭორი დადასტურდება და მოხდება კანონში ცვლილებების ინიცირება. აქ ლაპარაკი არის ბრძოლაზე და არა თანამშრომლობაზე და ბიუროკრატიის დახმარბაზე, იმიტომ რომ ბიუროკრატია აკეთებს იმას რასაც აკეთებს, ზღუდავს სხვის უფლებებს. ეს მნიშვნელოვანი რამე როგორც ჩანს ამ საინიციატივო ჯგუფებს არ ესმის. მაგრამ უნდა ესმოდეთ ალბათ “აირსოფტერებს” რომლებმაც ცადეს თანამშრომლობა და მიიღეს უფრო მკაცრი და უაზრო რეგულაციები. ეს უნდა ესმოდეს ბიზნეს, რომლისთვისაც ახალი რეგულაციები ყოველთვის უდრის ზარალს/ხარჯებს. ბიუროკრატიამ უნდა გაიგოს რომ კანონმორჩილი იარაღის მფლობელები არ წარმაოდგენენ არანაირ პრობლემას და საფრთხეს საზოგადოებისთვის და უნდა შეწყვიტონ ჩვენზე ზეწოლა საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზეზით. საქართველოში უკვე რეგისტრირებულია 223591 ერთეული სამოქალაქო იარაღი და ეს იარაღი რომ ყოფილიყო პრობლემა ჩვენ ყველა ამას უკვე გავიგებდით.

სხვათაშორის ასევე მცდარია მოსაზრება, რომ ამ ჯგუფებში უფრო მეტი იციან იმაზე თუ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამოქალაქო იარაღის ბრუნვის საკითხები ან თუნდაც ნადირობის სექტორი (გამოცდის გაუქმების გაპროტესტება, მონკავშირის შექმნის მახრდაჭერა ამას ადასტურებს),  ვიდრე მაგალითად ეს იცის ბიუროკრატიამ. ამის ნათელი მაგალითი გარდა ყოვლად აბსურდული პოზიციისა გამოცდების მიმართ, არის რაიმე გასაგები და მკაფიო დოკუმენტის არარსებობა, რომელიც ზუსტად ასახავს რა პრობლემები არის ამ სფეროში, ისევე, როგორც საჯარო თუ დახურულ განხილვებში რაიმე მართლა აქტუალური საკითხების არ/ვერ გამოკვეთა. მაგალითად სადმე როდესმე გსმენიათ, რომ ვინმეს ეთქვა, რომ არასწორია იარაღის დაყოფა დანიშნულების მიხედვით, როგორც ეს ეხლა არის საქართველოს კანონში იარაღის შესხებ, რაც აბსურდია იმიტომ, რომ იარაღი კლასიფიცირდება მისი ტექნიკური მახასიათებლებით და არა იმით რაში გამოიყენება, იმიტომ, რომ ერთი და იგივე ტიპის იარაღი შეიძლება იყოს გამოყენებული მრავალი დანიშნულებით. ან ვინმეს გაუპროტესტებია დისკრმიმინაციული კანონი, რომელიც აძლევს სამოქალაქო-თავდაცვის იარაღის ტარების უფლებას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ჩინოვნიკებს?

ყოველი ასეთი ჯგუფის ვიწრო/სპეციალიზირებული ინტერესები განაპირობებენ იმას, რომ არ არსებობს საერთო იდეები/მიზნები, რომლის ირგვლივაც ისინი ყველანი გაერთიანდებიან. ყველს სურს გაიტანოს თავისი და ვერც ერთი ვერ ხვდება, რომ რეალურად რაც იარაღის მფლობელებს ჭირდებათ არის ბიუროკრატიის მხრიდან წნეხის შემცირება (დერეგულირება), რაც მიცმს მათ თავისუფლებას აკეთონ ის რაც მათ სურთ და არა უფრო უკეთესად ორგანიზებული ბიუროკრატია რაღაც პრივილეგირებული ჯგუფისგან, იქნბა ეს “მომკავშირი”  თუ “მწერალთა კავშირი”, რომელიც გადაწყვიტავს ვის უნდა ქონდეს მონადირის სტატუსი და ვის არა, ვინ არის ჭეშმარიტი მსროლელი და ვინ არა და ამისთვის გაზრდიან ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობას, დააწესებენ ახალ ადმინისტრაციულ ბარიერებს შესაბამისად შეზღუდავენ იარაღის მფლობელების უფლებებს. მეტი რეგულაცია ზრდის ალბათობას რომ მეტი შეცდომა და კოლიზია იქნება დაშვებულ, როგორც ეს მოხდა გამოცდების შემოღებისას და მემკვიდრეობით მიღებული იარაღის გასხვისების გართულებას, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა კონკრეტულ ადამიანებს. რატომ ვარ ამაში დარწმუნებული? იმიტომ რომ რასაც მე ვხედავ, კომპეტენცია რაც აუცილებელია კანონების წერისთვის არ გააჩნია არც ერთ მხარეს. ეს ობიექტური ფაქტია. არა და სამუშაოს რა გამოლევს. ერთ დროს მოწინავე, პროგრესული და ყველაზე ლიბერალური პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის იარაღთან დაკავშირებული საქართველოს საკანაონმდებლო ბაზა იქცა გაურკვეველ, ურთიერთგამომრიცხავ, სამართლებრივი კოლიზიებით გატენილ, ორაზროვან დოკუმენტად. გარდა ამისა მეტი ბარიერი, მეტი შეზღუდვა უდრის მეტ კორუფციას.

ეხლა კიდე ყველაზე მთავარი, რა გვინდა იარაღის მფლობელებს? და იარაღის მფლობელებში მე ვგულისხმობ თავისუფლების მოყვარულ, გონივრულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებს? მარტივი პრინციპის იმპლემენტირება, თუ მე არ ვუქმნი საფრთხეს სხვას, დამანებეთ თავი, არავის საქმე არ არის მე რას ვაკეთებ და სეიფში რას ვინახავ. უფრო კონკრეტულად. სამოქალაქო-თავდაცვის იარაღის ტარების ლეგალიზება. ეს არ უნდა იყოს პრივილეგია გარკვეული კატეგორიის ჩინოვნიკებისთვის, იმიტომ, რომ ეს არის 100%-ნი დისკრიმინაცია და უსამართლობა. იარაღის სავალდებულო რეგისტრაციის  გაუქმება, იმიტომ რომ რეგისტრაცია ნიშნავს, კონფისკაციას თუ ბიუროკრატიამ ჩათვალა რომ აღარ სურს რომ იარაღი გქონდეთ. როგორც სახელმწიფოს მხრიდან ასევე ოკუპანტი ძალის მხრიდან, რომელიც გამოიყენებს რეესტრს იმისთვის, რომ მოახდინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სრული და ეფექტური განიარაღება. ზოგადად გამოძიების წარმოების პროცედურები და ის, რომ წინასწარი ბალისტიკური შემოწმება არის ზედმეტი და არაეფექტური ზომა, ამას დამატებული ოკუპაციის რეალური საშიშროება, ყოველგვარ აზრს უკარგავს სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციის პროცედურას. მაქსიმალური დერეგულირება ანუ არსებული ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის კიდე უფრო შემცირება ან სალიცენზიო პირობების გადახედვა, იმისთვის რომ ბიზნეს უღირდეს სანადირო მურნეობების, სახელოსნოების და სასროლეთების მოწყობა, ხოლო იარაღის მფლობელები არ იდგნენ მუდმივი სამართლებრივი დევნის საფრთხის ქვეშ. დაუჭერენ მხარს ამ ბუნებრივ და ლოგიკურ მოთხოვნებს საინიციატივო ჯგუფები, კლუბები, კავშირები, ფედერაციები, ფორუმები და სხვა ორგანიზაციები? დიდი ნაწილი ალბათ არა და ყველაზე სერიოზული პრობლემა სწორედ ეს არის. ასე რომ ფხიზლად იყავით.

6 მიზეზი, რატომ ვთქვი უარი Zastava M70B1-ის გაყიდვაზე

Tuesday, March 20th, 2018

ერთი თვის განმავლობაში მე ვცდილობდი გამესხვისებინა ჩემი აზრით მართლაც კარგი იარაღი, თანაც ძალიან მოკრძალებულ ფასად – 1000 ლარად. ბოლოს გასხვისება გადავიფიქრე და რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე იარაღის ჩემთან დატოვება.

მიზეზი პირველი: ანალოგიურ ფასად უბრალოდ ვერ ნახავ სხვას ვერაფერს. „კალაშნიკოვების“ კლონების ფასი საქართველოში ბოლო ორი წელი საგრძნობლად დაეცა. ახალი „საიგა“ სანადირო ვარიანტში ღირს მაღაზიაში 1000 ლარი. ტაქტიკური მოდელების ფასი იწყება 1300 ლარიდან. მეორადი „ზასტავას“ ფასიც მერყეობს ამ ფარგლებში. მე ვყიდი იარაღს, იმიტომ, რომ ვიყიდო სხვა იარაღი და დავწერო მასზე სტატია. შესაბამისად ამ ფასში მე უბრალოდ ვერაფერ საინტერესოს ვერ ვიყიდიდი თუ არ დავამატებდი კიდე ერთ მაგდენს.

მიზეზი მეორე: „ზასტავა“ ამსხვრევს ყველა იმ სტერეოტიპს, რომელიც აქ აქვთ ასეთ იარაღთან მიმართებაში. როგორ? ქრომირებული ლულა არ აქვს? აუფ! ეს რა მითხარი!  და მერე მგონი ტელეფონში მესმის ტირილის ხმა…. არა რაზეა საუბარი, კარგია როდესაც ქრომი არის, მაგრამ ქვეყანა არ დაიქცევა თუ ის არ იქნება. მითუმეტეს როდესაც ფასიც მოკრძალებულია. მითუმეტეს, როდესაც იარაღი არ ისვრის ჯერებით და მითუმეტეს თუ თქვენ არ აპირებთ ახლო მომავალში საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობას ინდო-ჩინეთის ნესტიან ჯუნგლებში. ჩემი „ზასტავა“ გამოშვებულია 1986 წელს, მან იმსახურა და იომა ჯარისკაცის ხელებში. მთელი ეს პერიოდი ამ იარაღიდან ისროდნენ კოროზიული ვაზნებით და მიუხედავად ამისა ლულა არის შესანიშნავ მდგომარეობაში. იარაღი თან ძალიან ზუსტია. 30 წლის განმავლობაში ლულა არ მოისპო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თუ ცოტათი მაინც იარაღს მოუარე, ეს იარაღი მთელი ცხოვრება გეყოფა. თუ რა თქმა უნდა ვაზნებს არ წვავ ცინკებით, რაც საქართველოში ნაკლებად სავარაუდოა. ერთადერთი პრაქტიკული ნაკლი, რაც აქვს არაქრომირებულ ლულას, ეს არის საჭიროება კარგი და ხშირი წმენდის. ამისთვის მე 15 დოლარად შევიძინე მეორადი შვეიცარიული 7.62 კალიბრის იარაღის საწმენდი კომპლექტი. ნებისმიერი ანალოგიური ხარისხის ახალი კომპლექტი დაჯდებოდა ოთხჯერ მეტი და ასეთი კომპლექტი საჭიროა იმისთვის, რომ „ზასტავას“ ლულამ იმუშაოს კიდე 30 წელი. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ერთ სროლით გაცვეთილ ლულაზე მოდის სამი ახალი ლულა გაფუჭებული არასწორი წმენდით ან მომსახურებით.

swisskit

ორი სიტყვა – შვეიცარიული ხარისხი. პლასტმასის ქილებში ჯერ კიდევ არის ტაოტი, ხოლო კომპლექტს მოყვებოდა სპეციალური სარკე, რომ ჩაანათოთ ანარეკლით ლულაში და დარწმუნდეთ, რომ ის იდეალურად სუფთა არის. ნაკრები არის საველე, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ის სულ თან გქონდეს და გაწმინდოთ იარაღი ეგრევე სროლის შემდეგ. 

მიზეზი მესამე: „ზასტავა“ ორიგინალური, ცივი ომის იარაღია. ის არ არის სამოქალაქო ბაზრისთვის აწყობილი იარაღი.  ეს იარაღი იქმნებოდა მესამე მსოფლიო ომისთვის. გაძლიერებული 1.5მმ-ნი ნაშტამპი რესივერი, გაძლიერებული “ტრუნიონი”, ცივად ნაჭედი ლულა – ეს ყველაფერი საჭიროა, რომ იარაღმა გაუძლოს ლულაზე წამოცმული ყუმბარებით სროლას და ჯარში მძიმე ექსპლუატაციას. ის არ იყო გადაწყობილი ან აწყობილი ნაწილების კომპლექტებიდან, არ აქვს შეცვლილი დაფარვა, როგორც ტიპიური კონვერსიული იარაღის შემთხვევაში. ერთადერთი ცვლილება, რაც ამ იარაღმა განიცადა არის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდიფიკაცია, რომ გამოირიცხოს ჯერებით სროლა. ყველა დეტალზე ამოტიფრული ნომრები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ზრდის ამ იარაღის საკოლექციო ღირებულებას. ასეთი იარაღი ბევრი არ არის და ასეთი იარაღი ასეთი კარგი ლულით საერთოდ იშვიათობაა.

მიზეზი მეოთხე: იარაღი უბრალოდ ლამაზია. ამ იარაღს აქვს ის ხიბლი, რომელსაცც ვერ ნახავთ ახალ იარაღში. ის გამოიყურება, როგორც პროფესიონალური ოფ-როუდის მანქანა. ის შეიძლება იყოს დაკაწრული, დაჭეჭყილი გვერდებით, ტალახიანი, მაგრამ ბევრად უფრო მომხიბვლელი და სასურველი ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს ბუნებაში ყოფნა, ვიდრე ახალი გასისისინებული „კროსოვერი“, იმიტომ რომ ფუნქცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფორმა.  ის გამოიყურება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც არ დაგაღალატებს ყველაზე რთულ სიტუაციაში და თანაც ეს, როგორც ჩანს დაამტკიცა უკვე არაერთხელ.

29432911_611093482566146_9213681521188143104_o

“ზასტავა” უბრალოდ ლამაზია

მიზეზი მეხუთე: როდესაც ბევრი იარაღიდან ისვრი წლების განმავლობაში და მე აქ არ ვგულისხმობ 4-5 იარაღს 2-3 წლის განმავლობაში, მე ვგულისხმობ მაგალითად 170-200 იარაღს 15 წლის განმავლბაში, შენ ამჩნევ, რომ არსებობენ ე.წ. „იღბლიანი იარაღები“. ასეთი იარაღები მაგალითად გამოირჩევიან იმით, რომ “ადვილად ისვრიან” თუმცა შეიძლება თავიდან იფიქრო, რომ ამ იარაღიდან რაიმე კარგი შედეგის დადება რთული იქნება. „ზასტავა“ ზუსტად ასეთი იარაღია. ის თავიდანვე იყო იდეალურად გასწორებული, ანუ მისი მისროლა და გასწორება არ იყო საჭირო. ეს კარგია, იმიტომ, რომ “კალაშნიკოვის” გასწორება შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ საწვალებელი დავალება. ვიღაცა იტყვის, რომ „კალაშნიკოვები“ არ გამოირჩევიან სიზუსტით. პირველი გასროლა 50 მეტრზე და მოხვედრა პირდაპირ სამიზნის ცენტრში. აიღე „ზასტავა“ ჩადე შიგნით კარგი ჩეხური ვაზნები, უბრალოდ დაჯექი ტრაკზე, და 10-დან 10-ვაზნას ჩასვავ სილუეტში 200 მეტრზე, თანაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. მერე ხედავ პატარა ქვას 130 მეტრზე. უმიზნებ, აჭერ სასხლეტს და თეთრი მტვერის ამოფრქვევით ხვდები, რომ იმპროვიზირებული სამიზნე განადგურებულია, რაშიც დასტურდები ადგილზე მისვლის შემდეგ. გვერძე მდგომებიც ამჩნევენ შენ კარგ შედეგებს.  გიჩნდება რწმენა იარაღში და საკუთარ თავში. 1000 ლარად ასეთი სიამოვნება, პრაქტიკულად ნაჩუქარია.

oneshotonekill

და ბოლოს მეექვსე მიზეზი: ასეთ იარაღს ჭირდება შესაბამისი მყიდველი. კაცი, რომ მოვა იარაღის სანახავად და ჯერ თხრის წინიდან ტყვიას ლულაში და „ვუი რა ღრმად ჩავიდაო“, მერე მზის შუქზე მოსევადების მოწითალო ფერი აერევა ჟანგში და ბოლოს გამოგიცხადებს, რომ ლულის „შავი“ არხი უფრო ბრჭყვიალა უნდა იყოს ვიდრე ქრომირებული… დიდი ბოდიში, მე არ მცალია ასეთი რამეებისთვის. ამიტომ „ზასტავა“ რჩება ჩემთან. კარგ ხელებში. სწორედ იქ სადაც არის მისი ადგილი.

რედაქტორის სვეტი 02.03.2013

Sunday, March 3rd, 2013

რამოდენიმე კვირის წინ ვნახე ერთი ვიდეოკლიპი ინტერნეტში, რომელშიც კარგად ცნობილი ინსტრუქტორი აღწერდა (იუმორით) იარაღის მფლობელების ტიპებს. მე ვიფიქრე, რომ სახალისო იქნებოდა ანალოგიური მასალის მომზადება და წარმოგიდგენთ ჩემ ვარიანტს. სტატია თუ მას ასე შეიძლება ეწოდოს, დაწერილია ექსპრომტით, მაგრამ იუმორის გარდა კლიპშიც და ამ “ნაშრომშიც” არის გარკვეული გზავნილები, რომლის გადმოცემაც სურთ ავტორებს. დავიწყოთ:

ჯგუფი პირველი, არის ალბათ ყველაზე მრავალრიცხოვანი. საშუალო-სტატისტიკური ქართველი იარაღის მფლობელები. პრეფერენციები იარაღის არჩევაში ყველაზე ნაკლებად უკავშირდებიან იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკურ და სხვა მონაცემებს. ეს იმიტომ, რომ იარაღი მაგათთვის არის ჯადოსნური ტალისმანი, აქსესუარი, სათამაშო ან რაღაცა, რაც მათ არ უნდათ და ძალით შეტენეს, როგორც საჩუქარი ან ვთქვათ ტაბელური იარაღი. ამ ჯგუფში არიან ადამიანები რომლებიც თვლიან, რომ საკამრისია სახლში დადო იარაღი და ბოროტი ძალები, აჩრდილები,  ბოროტი სულები და მაჯლაჯუნები თქვენ არ გაგეკარებიან. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სახლში რაღაც იარაღი უნდა “ეგდოს”. ენ-რაოდენობის მაკაროვები, ტტ-ები, ნაგანები, (იმიტომ, რომ იაფია ხოლო მაჯლაჯუნებს აფრთხობს თვით იარაღის არსებობის ფაქტი და არა იარაღიდან ნასროლი ტყვიის სიზუსტე და ენერგია ჯოულებში) ინახება ასე ოჯახებში სადაც არავინმა არ იცის, როგორ უნდა მათგან სროლა, მათი ექსპლუატაცია, მოვლა და შენახვა. ასეთი იარაღები პერიოდულად “ისვრიან” ქეიფების, ზეიმების, “მეჟდუსაბოიჩიკების”, ახალი წლების დროს და ასეთივე შესაშური პერიოდულობით ასეთი ტალისმანების პატრონების  მსხვერპლი ხდებიან უდანაშაულო ადამიანები.  ენ-რაოდენობის ტაბელური იარაღი გაიცემა ხალხზე, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ მის გამოყენებაზე და არც აინტერესებდეთ, ხის სათამაშო თუ 9მმ-ნი სერვის პისტოლეტი თვისობრივად მათთვის არ განსხვავდებიან. კრეტინიზმის აპოფეოზად მიმაჩნია, რომ კანონი საქართველოში გამოყოფს მთელ კატეგორიებს ჩინოვნიკების, რომლებსაც  თანამდებობასთან ერთად ავტომატურად ეძლევათ უფლება მოკლე-ლულიანი იარაღის ტარების, მაშინ როდესაც უბრალო მოქალაქეს ეს უფლება არ აქვთ. ჩემი აზრით ეს არის ერთ ერთი ყველაზე დისკრიმინაციული, უაზრო, კრეტინული და იდიოტური პრაქტიკა, რომელიც არსებობს დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  ეს სამარცხვინო პრაქტიკა უნდა შეიცვალოს! ამ პრაქტიკას ძალინ ცუდი სუნი ასდის.

მერე მოდიან “კოლექციონერები”.  რაც შეეხება იარაღის, როგორც მაგარ და “დერზკ” აქსესუარს, მაშინ საქმეში ერთვებიან “კოლექციონერები”. იარაღი ძვირია, ჩვენ აღმოსავლური მენტალიტეტის ხალხი ვართ და შესაბამისად მაგარი იარაღი სტატუსის ნიშანიც არის. აქაც ტტმ-ს, ჯოულებს და სასხლეტის თვისებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ბრენდი, ფასი, და ინდივიდუალური ყველა კოლექციონერისთვის შეხედულება იმაზე თუ რას წარმოადგენს მათ თვალში “მაგარი სტვოლი”. ჩემთვის რჩება გამოცანად, რა კრიტერიუმებით აფასებენ კოლექციონერები მათი აზრით კარგ იარაღს მაგრამ ეს შეფასება ხდება მას მერე, რაც იარაღი გაივლის რიგ ფილტრებს, ფასის და წარმოშვების მხრივ (იმიტომ, რომ ყველაფერი აზიური, აღმოსაცლეთ ევროპული და ხელმისაწვდომი მათთვის ღირებულებას არ წარმოადგენს).  შესაბამისად, რატომ მოწონს “კოლექციონერს” ზიგი და არ მოწონს HS9 რჩება გამოცანად. და ეს უფრო როგორც ქალური ლოგიკა რჩება გამოცანად მამაკაცებისთვის დარჩება გამოცანად ჩემთვის. ყველაზე მძიმე შემთხვევაა, როდესაც დიდი ან ძვირი ნიშნავს კარგს.  გამომდინარე იქიდან, რომ “კოლექციონერისთვის” იარაღის სროლა და მაგალითად ბოულინგი თვისობრივად და ემოციურად ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ისინი, როგორც წესი ნაკლებად ფიქრობენ პრაქტიკაზე, ტაქტიკაზე, სწორ დგომზე, იარაღის ჭერაზე. სროლა იარაღს ცვითავს და ნაკაწრი პისტოლეტზე განიხილება, როგორც პირადი ტრაგედია. “კოლექციონერისთვის” ახალი სათამაშო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უკეთესი დრო სპლიტებს შორის ან უკეთესი შედეგი სამიზნეზე. არიან ადამიანები, რომლებიც აგროვებენ იარაღს, რომელიც მათთვის არის, რაღაც  ნიშვნელოვანი ისტორიულ არტეფაქტებს. კოლექციონერის გზა ჩემი აზრით არის მცდარი გზა, რომელსაც იარაღის მფლობელი არ უნდა გაყვეს. ბოლო დროს წარმოიშვა სახიფათო ტრენდი ფორუმებზე, ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღის ყიდვის, რომ მთელმა ფორუმმა დააღონ პირები და აღიარონ “კოლექციონერი” ღმერთად, რაც ჩემი აზრით სრული კატასტროფაა.  ასეთივე ტრენდია დღეს საქართველოში პისტოლეტი FN Five-seveN, რომელიც ჩემი აზრით არის ყოვლად გამოუსადეგარი იარაღი კალიბრის გამო, მაგრამ მაინც იყიდება სამმაგ და ოთხმაგ ფასებში და “კოლექციონერებში” გასაგები მიზეზების გამო პოპულარობით სარგებლობს. მე მაგალითად მარტივი ადამიანი ვარ, მუშა 9მმ-ნი კომპაქტი არის ყველაფერი რაც მე მჭირდება  :) .

შემდეგი ჯგუფის წარმომადგენლები მე პირდაპირ ვიტყვი –  მაღიზიანებენ. პირობითად უწოდოთ მათ “რემბოები”. ყოფილი და მოქმედი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, ვეტერანების ან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მინიმალური გამოცდილება (ხანდახან არც ისე მცირე) რამე შარში ყოფნის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.  ის ფაქტი, რომ მათ აქვთ საბუთი ან ფორმა და იარაღი ავტომატურად ხდის მათ სერიოზულ ექსპერტად. ტოდ ჯარეტი? ბილ ვილსონი? ეგ ვინ ჩემი ფეხები არიან? აი მე ვიცი ყველაფერი, მე ვარ რაც ვარ! სამწუხაროდ მათ იმდენად აბრმავებთ ასეთი შეხედულებები საკუთარ თავზე, რომ ისინი არ იციან სად არიან, რა არიან, რა შეუძლიათ და გამომდინარე აქიდან ახასიათებთ ავტომატურად უარის თქმა ნებისმიერი ფორმით რამის სწავლებაზე. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ატარებს “ქსივას” ან ფორმას მაგათვის არის არარაობა. ჭიანჭველები, რომლებიც უბრალოდ არ შეიძლება რამე იცოდნენ. შესაბამისად პოლემიკაში შესვლა ასეთ ხალხთან პრაქტიკულად უაზროა, რამის სწვალა/ახსნა მათთვის ასევე უაზროა. ცუდია ის, რომ ასეთი ხალხი თავისი ზღაპრებით წამლავენ ახალგაზრდებს და მცდარ ინფორმაციას აწვდიან მათ. ცუდია, რომ ასეთი ხალხის შეცდომებს ეწირებიან სხვები. არის ასეთი კატეგორია, რომელიც მე არ მომწონს, ადამიანები, რომლებიც იძახიან სისულელეებს მაგრამ ძალიან დამაჯერებლად იგივე ახასიათებთ ჩვენ “რემბოებს”. მითები და ზღაპრები მაკაროვზე, რომლის ტყვია ეგრევე აგდებს და M16 სულ ჭედავს, სწორედ მაგათგან მოდის  და ვრცელდება.  სამწუხაროდ გარკვევა იმაში რა შეუძლია მაკაროვის ვაზნას,  რატომ ჭედავს ავტომატი, რაშია პრობლემა, რაშია გამოსავალი, ცილდება მათ კომპეტენციას და შესაძლებლობებს, ბოლოს და ბოლოს უბრალოდ ეს მათ არ აინტერესებთ. იმიტომ, რომ თუ რაღაცა გაინტერესებს, მიდიხარ დეტალებში და დეტალები ეს ისეთი წვრილმანებია რომლებიც “რემბოებს” ნაკლებად აღელვებს. რაც შეეხება მათ შესაძლებლობებს, ის ლიმიტირებულია ერთი სისტემით/იარაღით, რომელსაც ისინი მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებლად ფლობენ (იმიტომ, რომ ვაზნები მანდ მუქთაა და სროლა პრობლემას არ წარმოადგენს, გინდა არ გინდა რაღაცას მაინც მოახერხებ) ან მათ უბრალოდ საერთოდ არ იციან იარაღის გამოყენება, იმიტომ რომ სროლას სწავლა უნდა და სწავლა მათ არ უყვართ იმიტომ, რომ თვლიან, რომ ყველაფერი იციან. მანკიერი წრე შეკრულია და სწორ გზას აცდენილიც ხარ.  რა უჯდება სახელმწიფოს ასეთი “რემბოების” შენახვა ცალკე თემაა. მათი არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ძალოვნებში უკიდურესად სერიოზული პრობლემებია საცეცხლე და თეორიული მომზადების ორგანიზებაში.

ჯგუფი მესამე. პირობითად უწოდოთ მათ “დაინტერესებულები”. მათ აერთიანებთ ერთი რამ. ინტერესი, ცნობისმოყვარეობა და პერფექციონიზმი, ინტერესი სროლისადმი და იარაღისადმი. ყველაფერი იწყება გაცვეთილი თემებით, რკინის პისტოლეტები ჯობია თუ პლასტმასის? მაკაროვი მართლა მაგარია? და მაუზერი როგორია? ადამიანი იწყებს სტატიების კითხვას, ურთიერთობს ფორუმებზე, ყიდულობს ჟურნალებს, წიგნებს მერე იარაღს და ცდილობს ისწავლოს მისი გამოყენება. მას მუდმივად ებადება შეკითხვები და ის ცდილობს იპოვოს ამ შეკითხვებზე პასუხი. ეს გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი აგროვებს ინფორმაციას და ავითარებს თავის უნარჩვევებს იმისთვის, რომ უკეთესად ისროლოს და იცოდეს რაც შეიძლება მეტი.  ეს უკვე არის რაღაცის დასაწყისი. ასეთი ადამიანი დგას გზის დასაწყისში, რომლის სიგრძე არის მთელი ცხოვრება.  ეს  გზა საქართველოს პირობებში არის ურთულესი და მე ვიცნობ თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ამ გზას გაყვნენ. რთულია ეს გზა, იმიტომ, რომ ის უკავშირდება დიდ ხარჯებს, დიდ რისკებს და მოითხოვს ძალიან ბევრ დროს, მოთმიენას და შრომას.  ჩვენ ქვეყანაში იარაღის კულტურა არ არსებობს, არ არსებოს ტირები, შეჯიბრებები, სასროლოსნო სკოლები, ინსტრუქტორები. ასეთ პირობებში რამეს მიაღწიო უნდა იყო ნამდვილი ფანატი. ბევრს ვიცნობ, ვინც დაადგა ამ გზას და მერე უბრალოდ ვერ გაქაჩა და ჩამოცილდა დისტანციას. საწყენია, მაგრამ გასაგები. ვიმეორებ ეს გზა არის ძალიან რთული. მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი ჩავრთო ამ ჯგუფში მონადირეების თუ არა მაგრამ მათ და სპორტსმენებს მე მაინც ცალკე გამოვყოფ. “დაინტერესებულები” მონადირეებისგან და სპორტსმენებისგან განსხვავებით ხედავენ მთელ სასროლოსნო სამყაროს მთლიანობაში და ირჩევენ თავისთვის ყველაზე საინტერესოს, შემდგომ შეიძლება გახდენენ მონადირეებიც და სპორტსმენებიც, აირჩიონ თავისი სპეციალიზაცია (შაშხანა, თოფი, პისტოლეტი) მაგრამ ისინი ხედვას და ინტერესს არ კარგავენ ყველაფრისადმი რაც ისვრის. თავის საქმეში ცნობის მოყვარეობის და პერფექციონიზმის (ანუ სწრაფვა სრულყოფილებისკენ) გამო მაღალ შედეგებსაც აღწევენ (როგორც წესი) და საბოლოო ჯამში გადავლენ მეხუთე ჯგუფში. მე დღეს ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ჯგუფს განეკუთვნებიან და ეს ძალიან მახარებს.

ჯგუფი მეოთხე. მონადირეები, ისევე როგორც სპორტსმენები ორიენტირებულები არიან შედეგზე. პირველებს უნდათ ნადავლი, მეორეებს მაღალი სპორტული შედეგი და არიან ვიწროსპეციალიზირებული ტიპები. მათი ჩემი აზრით  ინეტრესთა სფერო საკმაოდ ვიწროა.  მე ვიცი ერთი ძალიან სერიოზული ვეტერანი სპორტსმენი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პატრიკ ფლენიგანი ასე სწრაფად ისვრის თოფიდან იმიტომ, რომ მისი თოფი იყი ავტომატური ანუ ჯერებით ისროდა, რაც უბრალოდ ნონსენსია. ეს არის სწორედ ამ ვიწროსპეციალიზაციის და ვიწრო ხედვის მაგალითი. გარდა ამისა სპორტსმენები ჩვენთან უკვე აღწერილი მიზეზების გამო ძალიან ცოტანი არიან, და ვინც გვყავს სახელმწიფოსგან არ ღებულობენ იმ ყურადღებას და მხარდაჭერას, რომელსაც იმსახურებენ. ეს ღრმად იდიოტური პრაქტიკა უნდა შეწყდეს, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელების პოსტების დეპუტატების და თანამდებობის პირებზე გადანაწილების. ამ პრაქტიკისი ბუნება მე საერთოდ არ მესმის და თუ ვინმე ამიხსნის მადლობელი ვიქნები. მონადირეებს უფრო კონკრეტულად, რაც შეეხება მე არ მგონია, რომ საქართველოში ბევრია ნამდვილი მონადირე. უფრო მეტია ალბათ ბრაკონიერი და მავნებელი, ასე, რომ მე აქ ახალს და განსაკუთრებულს ვერ დავწერ ვერაფერს. მე უბრალოდ არ ვიცნობ ნამდვილ მონადირეს. ადამიანს, რომელიც იცავს კანონს და უფრთხილდება ბუნება. არ ვიცნიბ და არც გამიგია ასეთის არსებობის შესახებ. ასეთი მდგომარეობის მიზეზი არის გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების სუსტი მუშაობა.

და ბოლოს ჯგუფი მეხუთე. პროფესიონალები. ამას ჯგუფს მე ვერ უწოდებ, იმიტომ, რომ მეგულება მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მე ვთვლი იყო ნამდვილი პროფი. მე მას რამოდენიმე წლის წინ პირველად შევხვდი, სიმართლე გითხრათ სულ ორჯერ შევხვდი ის ყიდდა ოპტიკურ სამიზნეს, რომლის შესაბამისად შეძენა მინდოდა მე და ასე მოხდა ჩვენი შეხვედრა. ეს იყო საკამოდ უკვე ასაკში მყოფი კაცი, მომუშავე შსს-ს სტრუქტურაში და როგორც ჩანს სერიოზული საბრძოლო გამოცდილებით. ძალიან სასიამოვნო ურთიერთობაში, დინჯი და ზრდილობიანი, მას ქონდა ენციკლოპედიური ცოდნა იარაღის და სასროლოსნო საქმის. 20 წუთი მასთან საუბარი საკმარისი იყო, რომ მე გამეგო, რომ ადამიანს კარგად ესმის იარაღი და სროლა. ყველაფერი შენ ვერ გეცოდინება, მაგრამ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გაძლევს საშუალებას თავად გაანალიზო ყველაფერი და მიხვიდე სწორ დასკვნებამდე, შპარგალკების დახმარების გარეშე. ეს ასხვავებს პროფესიონალს. მე სამწუხაროდ არ ვიცი რამდენად კარგი მსროლელი იყო ის მაგრამ, იმის გათვალისწინებით რაც მე ვნახე და მოვისმინე გარკვეული სიმაღლეები ამ საქმეში მას მიღწეული ექნებოდა. თუ ასეთი ხალხი რაღაც რაოდენობით “ბინადრობს” ჩვენ ძალოვნებში მაშინ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის. პროფესიონალი სამოქალაქოებში ვერ გამოვლინდება, იმიტომ რომ არ არსებობს არენა, რომელზეც ეს მოხდება მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “დაინტერესებულებმა” უნდა ყურები ჩამოყარონ. მისწრაფება სრულყოფილებისკენ არის ის რაც მათ გადაარჩენს და დაეხმარებათ დაძლიონ ყველა პრობლემა მიაღწიონ სიმაღლეებს და გახდენ პროფესიონალები. ეს წოდება არ არის, ეს უფრო არის რაღაც მდგომარეობა, როდესაც გარკვეული დოგმები ხდება გათვითცნობიერებული. სასროლოსნო საქმეს აქვს დასაწყისი მაგრამ არ აქვს დასასრული. გზა “დაინტერესებულიდან” “პროფესიონალამდე” და ზევით არის ჩემი აზრით  ერთადერთი სწორი იარაღის გზა. დაუწესეთ საკუთარ თავს მაღალი პლანკები. საკმარისი შრომის მერე თვქენ შეიძლება ვერ გახდებით ჯერი მიშალეკი ან ბობ მუნდენი მაგრამ ძალიან ახლოს მიხვალთ მაგათთან და აჯობებთ ყველას თქვენს ირგვლივ და გაახალისებთ და გაამდიდრებთ თქვენ ცხოვრებას. იარაღი არ არის სათამაშო, მათ შორის სამოქალაქო-თავდაცვითი იარაღი მ მოგონილია იმისთვის, რომ კარგმა ადამიანებმა დაიცვან თავი ცუდი ადამიანებისგან, რაც შეიძლება ნიშნავდეს სხვისი სიცოცხლის წართმევა. და თქვენ უნდა იყოთ ფიზიკურად, მორალურად მზად ამისთვის. ამიტომ არის საჭირო პრაქტიკა. ეს არის ნომერ პირველი და უმთავრესი მიზეზი, რატომ ვარჯიში და პრაქტიკა არის აუცილებელი. როგორც ზემოაღნიშნული ვიდეოკლიპის ავტორი იძახის: ბრძოლაში უმართლებს იმას ვინც მეტს ვარჯიშობს

პს

ყველაფერი რაც მე დავწერე არის ჩემი პირადი აზრი. ყველაფერი რაც მე დავწერე შეიძლება იყოს მცდარი. შეხედეთ რედაქტორის ამ სვეტს იუმორით. წარმატებებს გისურვებთ.

“Owning a handgun doesn’t make you armed any more than owning a guitar makes you a musician.” -Jeff Cooper

“რედაქტორის სვეტი” 10.09.2012 -თურქული თოფები და ა.შ.

Monday, September 10th, 2012

თემა, რომელსაც მინდა შევეხო ძალიან აქტუალურია და ეხება თურქულ იარაღს, კონკრეტულად კი თურქულ თოფებს. ქართულ ფორუმებზე და დარწმუნებული ვარ სუფრებზეც სადაც მონადირეები ან ისინი ვინც თავის თავს ასეთად თვლის იკრიბებიან ეს არის ნომერ პირველი განხილვის თემა. მიზეზი ამისი ცხადია არის ამ ქვეყანაში წარმოებული თოფების მომრავლება.  ალბათ ლომის წილი მოდელების გამის, რომელიც წარმოდგენილია დღეს მაღაზიებში არის თურქული წარმოების. ფასებიც მიმზიდველია, თოფები კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან აქ მთავრდება ამ თოფების პლუსები. ავხსნი ჩემ პოზიციას, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში „პომპები“ ჩემი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის. მათ შორის მეც მქონდა და მხვდება სხვის ხელებში საკმაოდ ბევრი თურქული თოფიც. ჩემი პრეფერენციები ამ კლასის იარაღში ბლოგის მკითხველებისთვის ცნობილია, ეს არის ამერიკული მოსბერგის, 590 სერიის თოფები. წლების განმავლობაში მე რამდენიმე ათასი ვაზნა მაქვს ნასროლი სხვა და სხვა თოფებიდან ისევე, როგორც თვალს ვადევნებ სხვა თოფების ინტენსიურ ექსპლუატაციას ჩემი მეგობრების ხელებში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე არ მინახია არც ერთი პრობლემა, უფრო მეტიც არც ერთი დაბრკოლება ამერიკულ „პომპებთან“. მე მინახია რამდენიმე იშვიათი პრობლემა ვაზნების მიწოდებაში იტალიური FABARM-ის თოფებში და მინახია საკმაოდ ბევრი პრობლემა თურქულ თოფებთან. ჩემ Stoeger Sp312-ზე დაახლოებით 300-350 ვაზნის შემდეგ გატყდა დამრტყმელი. დაახლოებით 150 ვაზნის შემდეგ აქ დამზადებული ეს დეტალი ისევ გატყდა და ასევე გატყდა მეორე Sp312 დამრტყმელიც (ნემსა), რომელიც ჩემ მეგობარს ეკუთვნოდა. სულ ახალი, ყუთიდან, Akkar Karatay Taktik არ მუშაობდა და არ აწვდიდა ვაზნებს. ამის შესახებ მე ვწერდი უკვე ჩემ ბლოგზე. სულ ბოლოს პიროვნებამ მოიტანა სულ ახალი, გაუხსნელი, მაღაზიაში ნაყიდი Hatsan Escort, რომელიც ეგრევე გავიტანეთ სასროლად. თოფი ისევ არ აწვდიდა ვაზნებს. სწორედ ამ შემთხვევამ მიბიძგა ეს „მინი-სტატია“ დამეწერა.  სათქმელი უნდა ითქვას. ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც იყიდეს ATA-ს ფირმის ნახევრად-ავტომატური თოფები და მალევე გაყიდეს პრობლემატური საიმედოობის გამო. ვიცნობ რამდენიმე ფორუმის წევრს, რომლებმაც იყიდეს იგივე თოფები, ძალიან აქებდნენ და მერე ზედმეტი ხმაურის გარეშე ასევე გაყიდეს. მეორად ბაზარზე პრაქტიკულად ახალი ATA-ს თოფების სიმრავლე საკმაოდ დაბალ ფასად, ასევე გარკვეულ დასკვნებამდე მივყავართ. ორმა ჩემმა მეგობარმა იყიდეს Armsan-ის „პომპები“. ორივე უჩიოდა პრობლემურ მიწოდებას და ერთმა თოფი გაყიდა ამის გამო.  ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ მე ჯერ არ მინახია, არ გამიგია არც ერთ პრობლემაზე თუნდაც ძალიან ნახმარ ამერიკულ „პომპასთან“. იმ ასობით და ათასობით ვაზნაზე, რომელიც მე გავისროლე, ამერიკულ თოფთან მე მქონდა ერთი პრობლემა არ ამოგდებული მასრა გასროლის შემდეგ. მეტი არაფერი. მიუხედავად მათი უხეში დიზაინისა და დამზადებისა, მოსები, რემები და ვინჩოები, მავერიკებთან ერთად ვირივით მუშა თოფები არიან. ეს არის ფაქტი. თურქები? დიდი მადლობა, პირადად მე  თავს შევიკავებ. ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან, აქვთ უნაკლო ლულები მაგრამ, საიმედოობა არ აქვთ დამაკმაყოფილებელი. გასართობად, ტყეში ლასქრობებში სათრევად, უბრალოდ, რომ იყოს, „თურქი“ გამოდგება. სერიოზული საქმისთვის მე მას არავის არ ურჩევ. არის კიდე ალბათობა, რომ თურქეთიდან შემოდის უბრალოდ არა ლიკვიდური საქონელი, ხოლო უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია მიდის უფრო მნიშვნელოვან ბაზრებზე, რუსეთის და აშშ-ის მაგალითად. გარდა ამისა თურული თოფები ისედაც ვარირებენ მუშა მოდელებიდან აბსოლუტურ ნაგვამდე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ნაგავია საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება. აქ დავასრულებდი მაგრამ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ყველაფერი, რაც მე დავწერე ჩემი პირადი აზრია და ჩემ პირად დაკვირვებებზეა აგებულია მხოლოდ და მხოლოდ. შეიძლება მე არ ვხედავ სრულ სურათს, მაგრამ ეს არის რასაც მე ვხედავ ჩემი თვალებით ჩემი გადმოსახედიდან. ამდენს იმიტომ ვწერ, რომ ნამდვილად არ მინდა ვინმემ დაიწყოს ლაპარაკი, რომ თურქული თოფები ნაგავია, იმიტომ რომ ამას „შუტერი“ წერს თავის ბლოგზე. ყოველთვის აღმოჩნდება კმაყოფილი თურქული თოფის პატრონი, რომელიც ეგრევე გამომაცხადებს მე არიფად, რომელიც საკითხში არ ერკვევა. ამის მიზეზის მიცემა მე არ მინდა, იმიტომ, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშედაც ჩვენ ინტერნეტ-პროვინციაში უკვე გაჩნდნენ „ექსპერტები“, რომლებიც თავის რეპუტაციას ქმნიან ჩემი ლანძღვით (ეს მაშინ როდესაც, ჩვენში დარჩეს და როგორც ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობელ ქვეყანაში იძახიან сами  х.. от пальца отличить не могут). ასე, რომ ნამდვილად არ მინდა, რომ ეს „ბრწყინვალე“ კასტა კიდე უფრო გაიზარდოს, თუმცა გულზე ხელი, რომ დავიდო ჩემთვის სიმართლე გითხრათ სულ ერთია. ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის.  …мне ругань дураков милее всех похвал….

საინტერესო იარაღი უჩვენეს ტელევიზორში რამოდენიმე დღის წინ. ის ეკუთვნოდა ბარამბოს  შოკოლადის მოყვარულ რამდენიმე ქართველს და რამდენიმე უცხოელსაც, რომლებსაც ისე უნდოდათ მსოფლიოში ცნობილ ლოპოტას ტბის კურორტზე დასვენება, რომ გადაწყვიტეს რეისს არ დალოდებოდნენ და კუთხე მოეჭრათ, ასე რომ პირდაპირ აქით, ფეხით გადმოვიდნენ. რა მოხდა მერე ყველამ ვიცით ან არ ვიცით. იარაღი, რომელიც კადრებში გამოჩნდა ძალიან წააგავდა Steyr-ის სნაიპერულ შაშხანას, რომელიც შეიძლება ეგზოტიკურ ნივთად ჩაითვალოს სამთო ლაშქრობების მოყვარული ტურისტების ხელში.  თუმცა ცალკე დაყენებული სადგარი  (შტეირს ინტეგრირებული სადგარი აქვს, ხოლო მოდელი ელიტი, რომელსაც სადგარი არ აქვს განსხვავებული დიზაინის კონდახი აქვს) და მისი საკეტის უკანა ნაწილმა, ისევე როგორც ლულის კონფიგურაციამ, მე ვიტყოდი 85% დამარწმუნა, რომ ეს არის, რაღაც ნახევრად-კუსტარულად დამზადებული შაშხანა, რომელიც „ჩასმულია“ ATI-ს იაფფასიან პლასტმასის კონდახში, რომელიც თავიდან გათვლილია მაუზერის სისტემის შაშხანებისთვის.  100% არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ჩემი აზრით ის იარაღი არ არის Steyr Scout-ი. პარტიზანების და მეამბოხეების შეიარაღებაში ეგზოტიკური იარაღი იშვიათობა არ არის, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ გავიხსენოთ Steyr AUG-ები სირიელი პარტიზანების ხელში, ან ცოტათი უფრო შორს, რომ წავიდეთ SiG Stg 510-ები, რომლებითაც კოსოვოელი მეამბოხეები სარგებლობდნენ და ასე შემდეგ. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან ისე ხდება, რომ იარაღი ხვდება იქ სადაც ის არანაირად თითქოს არ შეიძლება, რომ მოხდეს. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება იარაღს, რომელიც მათ შორის სამოქალაქო ბაზარზე იყიდება.  მაგრამ მე მაინც მგონია, რომ царь вовсе не царь.

ბლოგმა იერსახე ცოტათი შეიცვალა. იმედია მოგეწონათ :) შესაძლებელია სურათებზე „დაკლიკება“ და მათი გადიდება. ცოტათი უფრო კითხვადი გახდა სტატიები. ცოტა გავაქტიურდი, ეტყობა ზაფხულში სიცხე მიშლიდა და ეხლა სტატიებს რეგულარულად ვამატებ.  სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო ისე აქტიურად უკვე არ ვახორციელებ ჩემი არსენალის როტაციას, მაგრამ წლების განმავლობაში იმდენი მასალა დაგროვდა, რომ კიდე დიდხანს მეყოფა. გადამზიდავი კომპანიებიც აქტიურად მუშაობენ და ახალი წიგნები რეგულარულად ჩამომდის ასე, რომ ბლოგი თავის ფუნქციონირებას გააგრძელებს კიდევ დიდხანს.

რედაქტორის სვეტი 30.01.2012

Thursday, January 5th, 2012

ჩემი, როგორც ბლოგის ავტორის პოზიცია
ბოლო დღეებში რამოდენიმე მოვლენამ თუ შეიძლება ასე ითქვას მიბიძგა იმისკენ, რომ დამეწერა გარკვეული ე.წ. ‘დისქლეიმერი“, რომელიც კიდევ ერთხელ განმარტავდა ამ ბლოგის არსებობის მიზეზებს ისევე, როგორც ნათელს მოფენდა რამოდენიმე საკითხს, რომელიც მე მის ავტორს მიკავშირდება. სიმართლე, რომ გითხრატ არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ღირს ამის გაკეთება, მაგრამ, როგორც მინიმუმ მსურს დჩემი პოზიციის დაფიქსირება იმ გარკვეულ მითქმა-მოთქმებთან, რომლებიც ჩემ ყურამდე მოვიდა.
ბლოგი, არის ჩემი პირადი, დამოუკიებეელი პროექტი, რომელიც წარმოადგენს ჩემს მიერ დაწერილ სტატიებს, ჩემს მიერ შედგენილ სტატიებს და სხვა მასალებს, რომლებიც ძირითადად ეხება ცეცხცლსასროლ იარაღს, მისი განვითარების ისტორიას, მის პრაქტიკულ გამოყენებას და ასევე სროლას.
ბლოგის შექმნის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მე ერთ დღეს ჩავთვალე, რომ მხოლოდ ფორუმებზე მოღვაწეობა უკვე საკმარისი ჩეთვის არ იყო. მითუმეტეს, რომ ფორუმის ფორმატი არ არის საუკეთესო ფორმა იმისთვის რასაც მე ვაკეთებ. პირველი ბლოგი შეიქმნა Bero-ს guns.ge-დან ტექნიკური დახმარებით და შემდეგ გახდა მთლიანად (ტექნიკურადაც) ჩემი პროექტი.
ბლოგი არის სამოყვარულო პროექტი, ის არ ისახავს მიზნად გამოაცხადოს ჩემი თავი გურუდ, ექსპერტად ან ყოვლისმცოდენედ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი სურათები, სახელი და გვარი იქნებოდა აქ ყველგან გამოკრული და პათეტიკაც მეტი იქნებოდა  ასევე არავის არ ვახვევ თავზე ჩემ შეხედულებებს და მოსაზრებებს. ის ყოველთვის იქნენა ცოტათი მიკერძოებული და ცოტათი სუბიექტური, იმიტომ რომ ეს ჩემი ბლოგია
ჩემი მიზანი არის ძალიან მარტივი, მოუყვე სხვას, რაც ვიცი მე. ვისაც აინტერესებს წაიკითხავს ვისაც არა თუ უნდა ნუ წაიკითხავს. ის რაც, ვიცი მე არის იარაღებთან მჭიდრო ურთიერთობის 10 წელი და საკმაოდ ვრცელი ბიბლიოთეკა ოთხ ენაზე დაწერილი წიგნების. თქვენთან ერთად ვსწავლობ მეც, როდესაც სტატიებს ვამზადებ, ჩემთვის ეს ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობაა.
ბლოგის სუსტ წერტილად რჩება ორფოგრაფია და ლიტერატურული დონე. დამიჯერეთ ამ ბლოგს უკეთესად 3 უცხო ენაზე დავწერდი, მაგრამ ჩავთვალე, რომ უნდა ყოფილიყო ქართულ ენაზე და ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი. მე ამ პრობლემაზე ვმუშაობ და ვცდილობ ამ მხრივ მდგომარეობა გავაუმჯობესო.
ზუსტად, ჩემ ცნობისმოყვარეობის და ბოლო სამი წლის განმავლობაში რომ ამ ბლოგის მიზნების გამოც მე ხშირად ვიცვლი იარაღებს, ამას ავღნიშნავ განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ზედმეტად მდიდარი (ან პირიქით ღარიბი) ფანტაზიის პიროვნებები ავრცელებენ ჭორებს ჩემი იარაღით „ბარიგობაზე“. პირველ რიგში მე 10 წელიწადში 70-მდე იარაღი გამოვიცვალე და ეს საკმარისი არ არის, რომ მე ამით ვინმემ ფული იშოვოს და ცხოვრება აიწყოს, ხოლო აბსოლუტური უმეტესობა ჩემი ყოფილი იარაღების გაფორმებული აქვთ ჩემგან ჩემ მეგობრებს, დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი სამოცდაათივეს, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება მე არ მაქვს და როტაცია არის ერთადერთი გამოსავალი.  მეორე რიგში გირჩევთ საკუთარ თავში მოკლათ საბჭოური და ქურდული მენტალიტეტი, იმიტომ რომ სწორედ „ბარიგობაზე“ ანუ სპეკულაციურ ოპერაციებზე დგას მთელი ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკა, და ალბათ ეს მენტალური დილემა არის იმის მიზეზი, რომ საქართველო დოქტორების და პროფესორების რაოდენობით ას სულ მოსახლეზე ლიდერობს და ამავე დროს რჩება ერთ ერთ ყველაზე ღარიბ და განუვითარებელ ქვეყანად მსოფლიოში და ყველაზე ღარიბ ქვეყანად რეგიონში (მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით). ჩემთვის ასეთი დაბალი დონის ხალხის ასეთი აზრები საერთოდ ინტერესს არ წარმოადგენს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენთვის დამახასაითებელ ფანიტიზმამდე დასულ ჭორების გავრცელების სურვილს, ჩავთვალე საჭიროდ ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა ღიად და საჯაროდ, ამ საკითხზე და მათ შორის სხვა საკითხებზეც.
ასევე ჩემთვის დიდი სიურპრიზი გახდა კიდევ ერთი ჩემზე გავრცელებული ჭორი ფორუმ guns.ge-ს ერთ ერთი წევრის მიერ, თითქოს მე ვთანამშრომლობ პოლიციასთან. არ ვიცი რა იგულისხმა ამ პიროვნებამ, მაგრამ ჯერ ჯერობით არც მე მიმიმართავს თანამშრომლობის სურვილით შსს-ს და არც შსს-ს მოუმართია ჩემთვის.
რა თქმ უნდა მე ვხვდები, რომ ეს ბლოგი მოიპყრობს, როგორც კარგ ასევე ცუდ ყურადღებას. უნდა ავღნიშნო, რომ აქამდე 99.9% გამოხმაურებების იყო პოზიტიური და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო. დანარჩენი 0.1% იყო ჩემი აზრით დაუმსახურებელი კრიტიკა მაგრამ ძალიან კორექტულად გამოთქმული , და რა თქმა უნდა ასეთივე კორექტული და ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.
არ არის გასაკვირი მაგრამ საწყენია, ჩემთვის როგორც ყველა ნორმალური ცოცხალი ადამიანისთვის, რომ გარკვეული პიროვნებები მათ შორის წარმოდგენილები სხვა და სვხა ფორუმებზე ცდილობენ ჩემზე სიბინძურეების და სისულელეების წერით საკუთარი თავი წარმოაჩინონ „მცოდნეებად“ და „საკითხში გარკვეულ ადამიანებად“. ჯერ ეს ერთი პირდაპირ ვიტყვი მე ცოტათი მაინც კომპეტენტური ასეთი „კრიტიკოსი-პოზიორი“ ჯერ არ შემხვედრია, მეორეც ერთი შესაძლებელია ნებისმიერ სტატიაზე კომენტარის გაკეთება ან ჩემთვის გამოხმაურების ელ-ფოსტით გამოგზავნა, სულაც არ არის საჭირო სადღაც ამაზე ყვირილი. ცხადია მე არ დავეძებ მეგობრობას და ურთიერთობას ასეთი კატეგორიის პიროვნებებთან მაგრამ თუ მე მომმართავენ, უპასუხოდ არ დარჩებიან. რა თქმა უნდა ეს უნდა და ხდება კიდევაც ძალიან კორექტული და “ჯენტლმენური” ფორმით, საღორეში ღორთან ჩახტომას მე არ ვაპირებ ნამდვილად, არც დრო მაქვს არც სურვილი. თუ ყაყანი ფორუმზე მათთვის უფრო მისაღები ფორმაა მაშინ ასეც დარჩეს  პირადად მე გულწრფელად არ მესმის რა პრეტენზიები შეიძლება გაუჩნდეს ჭკუადალაგებულ ადამიანს ჩემი პროექტის მიმართ, თუ მას ჩემსავით უყვარს და აინტერესებს იარაღი და სროლა.
გავაგრძელებ ამ თემას და დავამატებ, რომ ვიწრო (ინტერნეტ) წრეებში ასევე ჭორები ტრიალებს, იმ მიეზების შესახებ, რის გამოც მე თავის დროზე წამოვედი ფორუმიდან guns.ge. მიზეზი მრავალია და ეს მიზეზები დიდიხანია მწიფდებოდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ ძირითადი არის ის, რომ მანდ არსებული სულისკვეთება და იმ მომენტში შექმნილი ვითარება მთლიანად ეწინაღმდეგებოდა ჩემ შეხედულებებს. ეს ეხება, როგორც ფორუმის მართვას და მოდერაციას ასევე ბევრ სხვა რამეს. არანაირ ჩხუბს, საქმეების გარჩევას, ფინანსურ პრეტენზიებს (იმიტომ წავიდაო, რომ ფული ვერ გაიყვესო, ხო და სად იყო მანდ ფული რომ გასაყოფი ყოფილიყო) ადგილი არ ქონდა. არავითარ ტრაგედიას მე ამაში არ ვხედავ, ასეთი დაყოფის შედეგად შექმნილია უმეტესობა ფორუმების საქართველოში. თავის დროზე მარტო მე ხელი შეუშალე guns.ge-ს გაყოფას, მაგრამ, როგორც ჩანს არც ერთი კეთილი საქმე არ რჩება დაუსჯელი :) დავამატებ, რომ განსხვავებით ამ ფორუმის ზოგიერთი წევრისგან მე ჩემი მხრიდან არავისთან და არასდროს არ მითქვამს ცუდი არც ფორუმზე და არც ფორუმის წევრებზე და არც არავისზე ნაწყენი არ ვარ, თუმცა ნახსენებმა ეპიზოდმა პოლიციასთან თანამშრომლობაზე (კიდე სხვა მოსაზრებებიც იყო გამოთქმული ჩემ კომპეტენციასთან დაკავშირებით) რა თქმა უნდა გამაღიზიანა და ეს არის ერთ ერთი მიზეზი რატომაც ეხლა მე ამ „დისქლეიმერს“ ვწერ.
თუ ასე ძალიან გინდათ რამეში შემეჯიბროთ ( მე არავის არ ვეჯიბრები, მარტო საკუთარ თავს), გავაკეთოთ ეს ღირსეულად, კარგი და სასარგებლო საქმეებით და არა უნიჭო, ტალახის სროლით და ენის ტლიკინით. ტალახი შეიძლება არ მოხვდეს იმას ვისაც ესროლეთ აი თქვენი ხელები კი დასვრილი აღმოჩნდება  ზუსტად ამიტომ მე მაქვს ჩემი ბლოგი და მხარს უჭერ ყველა სხვა ანალოგიურ რესურსს და მათ განვითარებას და ნამდვილად არ მინდა ვინმე დაიძიროს ან შეწყვიტოს თავისი არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ეს რესურსი ძალიან დაბალი დონის არის. არ ტეხავს დიბადო სულელად, ტეხავს მოკვდე სულელი. ჩემი აზრით ფორუმების განვითარების ერთადერთი გზა არის „კარგი კადრების შერჩევა“ და შენარჩუნება და არა ყველაზე თავხედი და გრძელ ენიანი „იუზერების“ წახალისება. კიდევ ერთი საკმაოდ არასასიამოვნო ტენდენციაა ასეთი კვაზი „მინი-ექსპერტების“ გამოჩენა, რომლებსაც, როგორც ჩანს იდეა გახდნენ ადგილობრივი დანიშნულების ავტორიტეტები ძალიან მოწონთ და შესაბამისად ამ იდგილის შენარჩუნებისთვის ივეწყებენ მთავარს, სურვილს თვითგანვითარების. ეს სხვათაშორის კიდევე ერთი მიზეზი იყო ჩემი ერთი ქართული ფორუმებიდან წასვლის. ჯერ ეს ერთი არანაირ სურვილი არ მქონდა ასეთ „მინი-გურუებთან“ პაექრობის (რომლებიც ისე მექცეოდნენ გეგონება ლუკმა-პურს ვართმევდი), მეორეც ერთი და მიიღეთ ეს თუ ამას კითხულობთ მოდერებო, როგორც კონსტრუქციული კრიტიკა: დისკუსიების დონე და ხარისხი ქართულ ფორუმებზე არის ძალიან ძალიან დაბალი და ეს მდგომარეობა ან საერთოდ არ იცვლება ან იცვლება მაგრამ ძალიან ნელი ტემპებით. პირდაპირ დავწერ: საერთოდ ნუ შედიხართ მანდ თუ გინდათ რამეში გაერკვიოთ ან ისწავლოთ. არის გამონაკლისებიც, მაგრმა უფრო დიდი ალბათობაა გადაეყაროთ უვიც მაგრამ დამაჯერებლად მოლაპარაკე პიროვნებას, რომელიც თავგზას აგიბნევთ. სიმპტომები შემდეგია: მე ერთმა კაცმა მითხრა, რომ; მე არ ვიცი ვინ სად რას წერს და სხვა რაიმე ბუნდოვანი არგუმენტებით, უცნობი წყაროებით აპელირება, ე.წ. „თითების ღუნვა“ და მისტიციზმის და საიდუმლოების ატმოსფეროს შექმნა. მაგალითად ერთ ერთ ასეთ ფორუმზე ახალმა მომხმარებელმა გახსნა თემა, ვინ იცით როგორ უნდა აკმ-ის მისროლა, ანუ რამდენით უნდა გადაწიო მუშკა, რომ გამოასწორო ცდომილება სროლისას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორუმზე საკმაოდ ბევრი აქტიური სამხედრო მოსამსახურე არის წარმოდგენილი ამ კაცმა პასუხი ვერ მიიღო და ბოლოს საუკეთესო ტრადიცებში ის დააბოლეს, რომ ეს ინფორმაცია არის ვითომ გასაიდუმლოებული. ჩემი აზრით ასეთ ფორუმზე გამოჩენაც არ ღირს. ამიტომ ჩემი რჩევაა: იკითხეთ ბევრი. ლიტერატურის განყოფილება ბლოგზე მალე გაჩნდება და შევეცდები შემოგთვავაზოთ კარგი სერიოზული ლიტერატურა.
დავასრულებ. ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის. ბლოგი გააგრძელებს თავის არსებობას, ასეთი „კრიტიკა“ პირიქით მიბიძგებს უფრო მეტი შრომისკენ და უფრო მაჩქარებს. გეგმა ბლოგის სრულფასოვან ვებ რესურსად გადაკეთების არსებობს და აუცილებლად წელს განხორციელდება. ამის საშუალებით გაადვილდება რესურსზე ნავიგაცია და დამატებული იქნება მთელი რიგი ახალი ოფციებია . ფორუმს მე ალბათ ჯერ არ გავხსნი, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ მის მართვას.
როგორც ყოველთვის ნებისმიერი კრიტიკა, სურვილები, შეკითხვები და მოსაზრებები შეგიძლიათ გამომიგზავნოთ მეილზე, რომელიც თავფურცელზეა მითითებული. ფორუმებს თავს ვარიდებ, მაგრამ პერიოდულად ვწერ ochopintre.ge-ზე, სადაც ჩემი აზრით ძალიან მისაღები კლიმატია და სადაც ასევე შეგიძლიათ მე „შემხვდეთ“.

საუკეთესო სურვილებით,
Shooter

პს ბოდიშს უხდი ბლოგის მკითხველებს ასეთი არა საიარაღო თემის გამოქვეყნებისთვის :) გპირდებით მაღლა ეს თემა დიდხანს არ გაჩერდება.

“რედაქტორის სვეტი” 27.1.11

Thursday, January 27th, 2011

დაიწყო 2011 წელი. არ ვიცი რისი მომტანი იქნება ეს წელი ჩვენთვის იარაღის და სროლის მოყვარულთათვის. 2010-მა  წელმა დიდი არაფერი გასახარი მხოლოდ მომსახურების, ვაზნების და იარაღის ფასის გაძვირება.  ბლოგი და მე ჯერ ჯერობით მისი ერთადერთი ავტორი გავაგრძელებთ ფუნქციონირებას.  თუ მოძიებული იქნა საჭირო სახსრები ბლოგი გადაკეთდება სრულყოფილ ვებ რსურსათ. მასალების აკამოდ ბევრი დაგროვდა და უკვე საკამრისად ბევრია, რომ მათ ირგვლივ რაღაც უფრო ახალი, ორიგინალური და საინტერესო პროექტი განხორციელდეს.

ბლოგს ასევე მატება, ახალი განყოფილება სახელად ტერმინალური ბალისტიკა, სადაც მე დავიწყებ ნელ ნელა ახალი სტატიების ატვირთვას ამ თემატიკაზე. როგორ დაფრინავენ ტყვიები? რა განსაზღვრავს ტყვიის ეფექტურობას? რა ხდება როდესაც ტყვია სამიზნეს ხვდება, დამაზიანებელი ფაქტორები და ასე შემდეგ.  ბოლო ერთი წელი მე საკმოდ ინტენსიურად ვეცნობოდი ყველა არსებულ ლიტერატურას ამ თემაზე და საკმაოდ მოცულობითი ნაშრომი გამომივიდა.  რედაქტირების თანავე, მოკლე სტატიების ფორმატით მათ ნელა ნელა ავტვირთავ ბლოგზე. პირველი სტატია 3-4 დღეში მზად იქნება.

დიდი მადლობა გამოხმაურებებისათვის. პერიოდულად ვნახულობ დაწერილ კომენტარებს და ვიღებ მეილებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ბლოგი არის ჩემი ხობი და არა სამუშაო ადგილი, ამიტომაც 09 სტილში დასმულ შეკითხვებს, უცნობ ადამიანებისგან, სადაც არც გამარჯობაა არც ნახვამდის მე ვერ უპასუხებ, ისვევე როგორც, რადიოში სიმღერებზე რომ არის ისეთ შეკვეთებს მე ვერ მივიღებ.  ამაში ხელფასს რომ მიხდიდნენ და მერია ფულს მირიცხავდეს კი ბატონო, მთელი დღე ვიჯდები კომპიუტერთან ოპერატორივით, მაგრამ არც სიმღერა ვიცი, არც ჯამბაზობა და ბლანჟეც არ მაქვს ამიტომაც ფულს არავინ მაძლევს. ;) არ ვიძახი რომ არ მომწეროთ და არ მკითხოთ, უბრალოდ არის რაღაც ფორმა შეკითხვის დასმის ან თუნდაც შენიშვნის გამოთქმის, უბრალო გამარჯობა იქნება საკმარისი და გპირდებით არც ერთ შეკითხვას უპასუხოდ არ დავტოვებ და რითიც შემიძლია დაგეხმარებით.

და ბოლოს, ისევ, თუ თვლით რომ გაქვთ რამე საინტერესო სათქმელი, და გაქვთ სურვილი აქ გამოქვეყნდეს, მომწერეთ და ჩემგან ყველანაირი ხელისშეწყობა იქნება.

წარმატებებს გისურვებთ.

Shooter

რედაქტორის სვეტი #2

Thursday, November 11th, 2010

გავიდა გარკვეული პერიოდი მას მრე რაც ინტერნეტ სივრცეში ჩემი ბლოგი არსებობს. დაგროვდა საკამოდ ბევრი სტატია,  კიდე ბევრი მზადების პროცესშია. ლოგიკურია ვფიქრობ განვითარებაზე. სავარაუდოთ ადრე თუ გვიან ბლოგი მიიღებს ჩვეულებრივი ინფორმაციული რესურსის ფორმას, ადვილი გახდება საჭირო სტატიების მოძებნა. ჯერ ჯერობით ყველაფერი რჩება ისე, როგროც არის.  ალბათ ახლო მომავალში გავალთ ფეისბუქზე სადაც მოხდება სტატიების ანონსირება, ისვე როგორც ადვილად შესაძლებელი გახდება ჩემთან კონტაქტის დამყარება.  პროექტი დარჩება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პროექტად. აქ არასდროს არ განთავსდება არავის რეკლამა, არასდროს არ გაუკეთებ რეკლამას იარაღის მაღაზიებს (იმიტომ რომ არ ვთვლი, რომ მათ აქვთ სამართლიანი პოლიტკა კლიენტის მიმართ), მითუმეტეს ბუასილის სამკურანლო მეთოდიკებზე ვერაფერსაც ვერ წაიკითხვათ, როგორც ჟურნალ “არსენალში” :–).   shooterscentral-ი თუ გნებავთ არის და იქნება იარაღის სამყაროს ანდერგრაუნდი.

დიდიხნის შეპირებული ნაშრომი პირობითის ხელით “ჭრილობების ბალისტიკა” გამოქვეყნდება ცალ ცალკე სტატიების ფორმით.  ჯერ ჯერობით მე ვერ ვახერხებ მის მთლინად დასრულებას დროის უქონლობის გამო, ამიტომაც ამ პროცესს ეტაპებად დავყოფ და ვნახოთ რა გამოვა.

წარუმატებლობით დასრულდა პროექტი “საბრძოლო გამოცდილების წიგნი”. არავინ არ გამომეხმაურა. კიდევე რთხელ დავრწმუნდი, თუ რამე გინდა გააკეთო კარგად უნდაა გააკეთო ეს თვითონ.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული შედეგებით, ბოლო ბოლო ის ვინც ასწავლის, თვითონ სწავლობს.

წარმატებები,

Shooter

“რედაქტორის სვეტი”

Tuesday, September 1st, 2009

ამ ბლოგში თავმოყრილი მაქ ჩემი სტატიები, თარგმნები და სხვა თემები, რომლებიც მე ბოლო 3 წლის განმავლობაში დავწერე. მათი უმეტესობა თავის დროზე გამოქვეყნებული იყო სხვა და სხვა ფორუმებზე, შემდეგგადმოვიტანე აქ. ასევე ვამატებ მასალებს, რომელბიც უკვე ფიორუმებზე არ დევს. ჯერ ჯერობიტ ბლოგზე არის მხოლოდ ჩემი და კიდ ერთი მეგობრის სტატიები. რაც უფრო გაიზრდება მონაწილეების რაოდენობა მით უფრო მალე დავამატებ ფორუმს სადაც შესაძლებელი იქნება სტატიების განხილვა. ჯერ ჯერობით საკუთარი სახელობის ფორუმის გახსნა არ მინდა. თუმცა მიმაჩნია, რომ მოთხოვნა ფორუმზე სადა ყოველგვარი ტაბუების და ცენზურის გარეშე  თემების განხილვა შესაძლებელი იქნება, არის დღეს  აუცილებელი.

ბლოგზე წარმოდჰენილი სტატიები არის ჩემს მიერ შედგენილი ინტერნეტში და შესაბამის ლიტერატურაში ამოკრეფილი ინფორმაციის საფუძველზე. ასევე რა თქმა უნდა ჩემ პირად გამოცდილებაზე. როგორც წესი, სტატიაში მე ავღნიშნავ ხოლმე ამას. ასევე უთითებ წყაროებს.   მე არ ვარ პროფესიონალი ექსპერტი (თუ ვიმსჯელებთ მსოფლიო სტანდარეტბით ;) ) ვარ უბრალოდ იარაღის მოყვარული და მოყვარული მსროლელი. დაახლოებით 10 წელია ვარ კანონმორჩილი იარაღის მფლობელი, და ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი, დავაგროვე საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა შესაბამის თემატიკაზე, საკმაოდ დიდი თეორიული ცოდნა და გარკვეული პრაქტიკული გამოცდილებაც.  შეიძლება დაეთანხმოდ ჩემ სტატიებს, შეიძლება კრიტიკულად მიიღოთ, შეიძლება სეცდომებიც მიპოვოთ, მე მზად ვარ მივიღო ყველანაირი შენიშვნა და წინადადება და ის გავითვალისწინო.

მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში არის იარაღთან ურთიერთობის კულტურის დეფიციტი, ამას აქვს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. აღნიშნული კულტურა არ არის ჩვენთვის ახალი ხილი, საუკუნეების განმავლობაში იარაღი იყო ქართველის ჩვეულებრივი ატრიბუტი. შემდომ ის გახდა სიმბოლური ატრიბუტი, შემდეგ ის გახდა უკვე სტატუსის სიმბოლო და გამორჩეულების პრივილეგია. ცხადია კულტურა ჰაერიდან არ ჩნდბა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ პირველ რიგში აქტიური ინტერნეტ საზოგადოება, რომელიც დაინტერსებულია იარაღით და სროლით უნდა მოახდინოს ინტეგრაცია უცხოურ ინტერნეტ სივრცეში და გაეცნოს იმ ღიორებულებებს და ფასეულობებს რაც ამ კულტურას გააჩნია. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, რომ 2009 წლის მდგომარეობით შესაბამის ქართულ რესურსებზე არის ყველაფერი გარდა იარაღის კულტურისა რაც დასანანია. ჩემთვის აუხსნელი მიზეზებით, ეხლანდელი “იარაღის მოყვარულთა” ინტერნეტ საზოგადოება რატომღაც პირიქით მხარს უჭერს შესაბამისი კანონების გამკაცრებას და არ ეთანხმება მის ლიბერალიზაციას. იმის ვერსია თუ რატომ ხდება ასე (რაც უნიკალურია) მე მაქვს მაგრამ ამაზე სვხა დროს ვისაუბრებ.  არც ხელუსფლებას არ ესმის ამ კულტურის აღორძინების მნიშვნელობა, კანონმორჩილი იარაღის მფლობელი არის სახელმწფოს საუკეთესო დამცველი და სამართალადამცავების დამხმარე და ამას ყველაფერს სახელმწიფო მიიღებს უფასოდ მილიარდების დახარჯვის გარეშე, და კიდე მოგებას ნახავს იმ კომპანიებისგან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ამ ადამიანების მოთხოვნებს, იარაღზე, ტყვიაწამალზე და ასე შემდეგ. ეს აქსიომაა.  საქართველო დღეს გარკვეულ კულტურულ  იზოლაციაში იმყოფრბა, საკმაოდ რთულია ევროპაში ინტეგრაცია, როდესაც ევროპა საკმაოდ შორსაა, მაგრამ არსებობს ინტერნეტი. ინტერნეტს საზღვრები არ აქვს, მათ შორის ჯერ ჯერობით საქართვეოშიც, და ინტერნეტი არის ის ფანჯარა სროლის და იარაღის სამყაროში, რომელიც აუცილებლად უნდა გააღოთ.

ჩემი უმთავრესი მიზანია, დავაინტერესო იარაღით და სროლით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, უბიძგო მათ როგორც მე თავის დროზე გადავიდნენ ინფრომაციის შეუჩერებელ ძიებაზე და აღმოაჩინონ თავისთვის მთელი სამყარო, რომელსაც წარმოადგენს იარაღი და სროლა და ასევე თვითდახვეწის  ამოუწურავი საშუალება.  ამ ბლოგით მე შევეცდები პატარა წვლილი შევიტანო საქართველოში იარაღთან ურთიერთობის კულტურის აღორძიენბაში და განვითარებაში,

პატივისცემით,

!!!WARNING!!!

ყველა სტატია, რომელიც არის ჩემ ბლოგზე და ასევე ყველა თარგმანი დაცულია საავტორო უფლებების დაცვის  1952 წლის ჟენევის საერთაშორისო კონვენციით. მასალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ავტორთან შეთანხმების საფუძველზე.