Archive for the ‘ტაქტიკა და პრაქტიკა’ Category

“ცხვირით დამიზნება”

Sunday, February 19th, 2023

დიოპტრიული სამიზნი მოწყობილობები ბევრ უპირატესობას სთავაზობს მსროლელს და ერთ-ერთი არის მოხერხებულობა გამოყენებაში. საკმარისია გაიხედო დიოპტრში, გაუსწორო კორა სამიზნეს და შეგიძლია გააკეთო გასროლა. არ არის საჭირო ერთმანეთს გაუსწორო სამი ელემენტი, კორა, თარაზო და მიზანი. დიოპტრით სროლა უფრო სწრაფია, ადვილია და უკეთესი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი.

მოდით პირველ რიგში გავერკვიოთ რა არის ე.წ. “დიოპტრი”. თვალის შეუძლია ფოკუსირება მხოლოდ ერთ ობიექტზე, ხოლო ტრადიციულ სამიზნე მოწყობილობებში ჩვენ გვაქვს სამი ერთმანეთისგან დაშორებული ობიექტი, რომელიც მსროლელმა ზუსტად უნდა გაუსწოროს ერთმანეთს. ეს არის თარაზო, შემდეგ კორა და უკვე შემდეგ მიზანი. დიოპტრი ისევე როგორც კლასიკური მაგ. ე.წ. პარტრიჯის ტიპის სამიზნი მოწყობილობები, განეკუთვნება მექანიკურ სამიზნ მოწყობილობებს იმ განსხვაბებით, რომ თარაზო ამოგდებულია ამ განტოლებიდან და მსროლელი უყურება დიოპტრში და უსწორებს კორას მიზანს. კონსტრუქციდან გამომდინარე დიოპტრული სამიზნე აქრობს ან ახშობს პარალაქსის ეფექტს რაც ჯერ კიდევ 15 წლის წინ ცდებით კარგად აღწერა დუგლას კერმა სტატიაში “parallax suppression with a target rifle aperture sight”, მაგრამ რამდენად და რამდენად მნიშვნელოვანია თვალის ზუსტი გასწორება დიოპტრთან მიმართებაში სხვადასხვა კონსტრუქციის დიოპტრების შემთხვევაში, ალბათ მაინც რჩეაბა ღია საკითხად. ნებისმიერ შემთხვევაში, სტაბილური სროლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარაღის განლაგება სხეულთან მიმართებაში იყოს ერთნაირი.

M16A2_rear_sight_in_front_side_P1010034

ა2 ტიპის სამიზნი მოწყობილობა რომელიც გამოიყენება AR-15 ტიპის იარაღზე. ამ მოწყობილობას გააჩნია ორი დიოპტრი დიდი და პატარა, კარგი და ცუდი განათების/ხილვადობის პირობებში სასროლად (და არა სხვადასხვა მანძილებზე სასროლად, როგორც ეს შეიძლება ხანდახან მოისმინოთ). ორივე დიოპტრი საკმაოდ დიდია რაც ზრდის შეცდომის მოცულობას დამიზნებისას. დიოპტიურლი სამიზნი მოწყობილობების აბსოლუტური უმეტესობა იძლევა როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური შესწორებების შეტანის საშუალებას. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ  ასეთი სამიზნი მოწყობილობების შემთხვევაში, ცდომილებაც მეტია, დიოპტრის ზომებიდან გამომდინარე ამიტომ სწორი დამიზნების ტექნიკა კიდე უფრო მნიშვნელოვანია.

მე ჩემდა გაუთვითცნობიერებლად AR-15-დან სროლისას, კარგახანია ვიყენებ ტექნიკას, რომელიც ყოფილა აღწერილი და ოფიციალურად გამოყენებული, როგორც მინიმუმ აშშ-ს ჯარში და მას ქვია NTCH (Nose To  Charging Handle, ცხვირი გადასატენ სახელურზე).

oYcXjYp

ტექნიკა მარტივი და ეფექტურია. დამიზნებისას ცხვირით (მისი ერთი კონკრეტული) ნაწილით ეხებით AR-15-ის სახელურს ისე რომ თვალიც იყოს გასწორებული დიოპტრთან  მიმართებაში. იმახსოვრებთ ამ პოზიციას და გასროლიდან გასროლამდე ცდილობთ მიიღოთ ისეთი პოზიცია სადაც  სახელურს გამოიყენება როგორც „ათვლის წერტილი“ და ცხვირით შეხებისას ხვდებით რომ თავი/თვალი ყოველთვის ერთი და იგივე მდგომარეობაშია დიოპტრთან მიმართებაში. მშრალი ვარჯიშები და მრავლობითი გამეორებები უზრუნველყოფენ ჩვევის გამომუშავებას რა დროსაც შაშხანის მხარზე შეგდება ავტომატურად სრულდება ზუსტი გასროლისთვს გამზადებული მდგომარეობით.

Screenshot 2023-01-17 164531

ამ ტექნიკის ანალოგს იყენებენ ყველა გამოცდილი და პროეფესიონალი მშვილდოსანი. სადაც ტუჩი, ნიკაპი, ყბა, შვილდის ელემენტები და ხელი განოიყენება როგორც ერთგვარი „კოორდინატების სისტემა“ რაც უზრუნველყოფს შვილდის ერთნაირ განლაგებას მშვილდოსნის ხელებში და უზრუნველყოფს კონსისტენტურ დამიზნებას.

აღჭურვილი ამ და სხვა ტექნიკებით, მსროლელმა აბსოლუტურად სტანდარტული AR-15-ით შეიძლება აჩვენოს ძალიან კარგი შედეგები. 100 მეტრამდე მანძილზე შედეგი არ იქნება უარესი ვიდრე მაგალითად ოპტიკის გამოყენებისას. 300 მეტრზე შეუძლებელია ააცილო სილუეტს. 450 მეტრამდე სილუეტზე სროლაც შესაძლებელია თუ განათება გიწყობს ხელს და ცხადია სხვა ფაქტორებს ითვალისწინება, მაგალითად ქარს.

მე უკვე 42 წლის ვარ და ბავშვობიდან პრობლემური მხედველობა მაქვს,  ჩემზე უკეთესი მსროლელი, უკეთესი თვალებით, ბევრად მაღალი შედეგის ჩვენებას შეძლებს ვიდრე მე ავღწერე.

ცხადია ადამიანის ანატომიაც განსხვავებულია და უნდა მოერეიდოთ კისერის გაწელვას და არაკომფორტული არაბუნებრივი მდგომარეობიდან სროლას, რაც გამოიწვევს სწრაფ გადაღლას და ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. როდესაც მიიღებ სხეული მდგომარეობას რომ განახორციელო ზუსტი გასროლების სერია, ასეთ პოზაში უნდა შეძლო კომფორტულად იყო ერთი საათი ისე რომ არ დაგეწყოს გადაღლილობა. უმეტესობა არ-15-ების დღეს აღჭურვილია ტელესკოპური კონდახებით და ამ ტექნიკის გამოყენება არ უნდა იყოს პრობლემური.

ცხადია ოპტიკური სამიზნეების მასიური გავრცლეება, მათი ფასის შემცირება ხოლო ხარისხის ზრდა, აქცევს დიოპტრებს უკეთეს შემთხვევაში დამხმარე/სარეზერვო მოწყობილობად, თუ მთავარი სამიზნი საშუალება, ოპტიკა გამოვა მწყობრიდან.  მე ვთვლი, რომ ღია სამიზნეების გამოყენების უნარი უნდა იყოს მსროლელის არსენალში, რომ ოპტიკის მწყობრიდან გამოსვლისას მან მაინც შეძლოს შაშხანის ეფექტური გამოყენება.

მიუხედავად ამისა, მე რგორც ვიცი ამ ტექნიკის აღწერილობა ამ ეტაპზე ამოღებულია აშშ-ს არმიის საველე ინსტრუქციიდან. რისი მიზეზიც უნდა იყოს სხვადასხვა ოპტიკური სამიზნეების გამოჩენა. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს მოსაზრება. თითქოს Trijicon ACOG-ისთვის დამახასიათებელი უჩვეულოდ მოკლე ფოკუსის მანძილი (aye relief) განპირობებული იყო სროლის ამ ტექნიკით რომელსაც ჯარი იყენებდა, სადაც თვალი საკმაოდ ახლოს არის სამიზნ მოწყობილობასთან.  ACOG-ი თავის მხრივ იყო პირველი მცირე გადიდებიანი ოპტიკა, რომელიც აშშ-ს ჯარმა მიიღო შეიარაღებაში, როგორც სტანდარტული ყველა ჯარისკაცისთვის.

როგორც ყველა ტექნიკის შემთხვევაში უნდა გვესმოდეს რომ ყოველი ტექნიკა, მხოლოდ საწყისი წერტილია და უფრო გამოცდილი მსროლელები ცხადია თავისუფლები არიან უფრო მოსახერხებელი ტექნიკების ათვისებაში, მაგრამ NTCH შეიძლება იყოს ის რაც მსროლელმა უნდა გაითვალისწინოს დამიზნებისას და ამით თავი აარიდოს ზემდეტ “ჭყეტას” სამიზნეში და იდეალური პოზიციის მიღწევას რომელიც შეიძლება მიაღწიო მარტივი ტექნიკის გამოყენებით. ეს ტექნიკა არის ჩემი აზრით სწრაფი კონსისტენტურობის მიღწევისთვის, რომ შემდეგ მთელი კონცენტრაცია მიმართო კორას გამოყენებით ზუსტ დამიზნებაზე და შესაბამისად მიაღწიო კარგ შედეგს.

ჩემი მოსაზრება შაშხანის პრაქტიკულ სიზუსტეზე

Sunday, January 8th, 2023

P1050043

მადლობა სოც მედიას, ჩვენ მსროლელებმა, თავი ამოვყავით წარმოუდგენლად ტოქსიკურ გარემოში, რომელიც არის “იუთუბ სელებრითების” შექმნილი ჰაიპის, ტაქტიკური “ლარპინგის” და “ელიტიზმის” ნაზავი. უფსკრული პრაქტიკულ მიზანშეწონილობასა და მედია სივრცეში პოპულარულ ტრებდებს შორის არის დიდი, როგორც არასდროს. და ვინაიდან ჩვენი “იარაღის კულტურა” ასე თუ ისე, კუდში მიყვება დასავლურ იარაღის კულტურას და მას იმიტირებს,  ეს ტოქსიკური გარემო ასევე გარკვეულ წილად აისახება ჩვენ ისედაც ჩამოუყალიბებელ, მწირ და უმეტესად უინტერესო იარაღის კულტურაზე.

ამ დომხალში, განსაკუთრებით ახალბედასთვის, რთულია გაერკვიოს/განასხვავოს რა არის ლეგიტიმური კონტენტი და რა არის უბრალოდ შოუ და თაღლითობა. წლების წინ, როდესაც მე ვიწყებდი ამ პროექტს მე მეგონა, რომ სტარტს მივცემდი ახალ ტრენდს და სცენაზე გამოვიდოდნენ ნამდვილი იარაღის პროფესიონალები, რომლებსაც აუცილებლათ უნდა ეარსებათ ამ ქვეყანაში, რომელმაც გამოიარა ამდენი კონფლიქტი და კრიზისი. მე მეგონა ისინი გააზიარებდნენ თავის ცოდნას იმ ახალი პლატფორმების გამოყენებით, რომლებიც გამოჩნდა. ვებ-გვერდები, ბლოგები, პოდკასტები, ფორუმები, იუთუბ არხები და ა.შ. მაგრამ აგერ გავიდა ლამის 20 წელი და ეს ხალხი არ ჩანს. რაც ჩანს, მე პირადად მაგრად მთრგუნავს.  ისევე როგროც ბოლო მოვლენებმა კანონში ცვლილებებთან დაკავშირების კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკიდურესად არაჯანსაღ პროცესებთან გვაქვს საქმე და ეს არ უჩენს არავის არც დისკომფორტს და არც კრიტიკული კითხვებიც არავის არ უჩნდება.

ეს ყველაფერი დიდ იმედგაცრუებას იწვევს ჩემში, იმიტომ რომ მე სხვა რამის იმედი მქონდა და ეხლა ვხედავ რომ ეს იმედები არ მართლდება. რატომ არის ასე, ამაზე შეიძლება მრავალი საათი იმსჯელო და ეს არ არის ამ ბლოგპოსტის მიზანი.  სინამდვილეში ეხლა მე მინდა გავამახვილო ყურადღება საკითხზე, რომელიც ითხოვს დეტალურ განმარეტბას და ახსნას. ეს არის შაშხანის პრაქტიკული სიზუსტე. ამ ბლოგპოსტის დაწერის იდეა მე თავში მიტრიალებს, რომ არ მოვიტყუო, სადღაც 10 წელი. დაახლოებით ამდენიხანი საქართველოში გაჩნდა და ერთგვარი პოპულარობა მოიპოვა სროლის ერთ-ერთმა მიმართულებამ, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ “ზუსტი სროლა შაშხანიდან”, ეს მოძრაობა საქართველოში დაიბადა ჩემ თვალწინ სადღაც ლისის ტბის მიდამოებში და მთელი ეს პერიოდი მე  მის განვითარებას ვაკვირდები. ბევრი პიონერი და მაგარი მსროლელი  და იარაღის ენთუზიასტები ამ ქვეყანაში ყოველთვის იყვნენ, ხოლო 10 წლიან პერიოდს და ლისს ვახსენებ იმიტომ, რომ სწორედ მაშინ და ასეთი ფორმით ეს მიმდინარეობა გახდა მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის, რასაც პარალელურად დაემთხვა ინტერნეტში სოციალური პლატფორმების გამოჩენა, რამაც ხელი შეუწყო ასეთი გაერთიანებების გამოჩენას. რატომ ლისის ტბა? მისი განლაგების და ლანდშაფტური თავისებურებების გამო. ეს არის ერთადერთი ადგილი, პრაქტიკულად თბილისის შიგნით  სადაც ჯერ კიდევ დღემდე, შესაძლებელია უსაფრთხოდ სროლა საკმაოდ დიდ მანძილებზე.

თავიდანვე გამოიკვეთა ამ მიმდინარეობის ტრენდები და ტენდენციები, რომელიც მე არასდროს არ მომწონდა, თუმცა სიტყვა არ მოწონება იქნება არაზუსტი. უფრო ზუსტი იქნება, არ მაინტერესებდა ან ნაკლებად მაინტერესებდა.  იყო დრო, როდესაც შენ ყიდულობდი ძვირიან შაშხანას ყველაზე სქელი და გრძელი ლულით, ზედ ყველაზე გრძელი და დიდი გადიდების ოპტიკით და ავტომატურად ხდებოდი ზუსტი სროლის გურუ. იყო დრო როდესაც ეს მიმდინარეობა ექსკლუზიურად ასოცირდებოდა ბრაკონიერობასთან. ამის გარდა “ელიტიზმი”, ეგო, უაზრო ხმაური, ზედმეტი “ჩაციკლულობა” მატერიალურ ნაწილზე და კულტივირება ამ მიმართულების როგორც ერთგვარი სროლის ალფა დისციპლინის  სხვა მიმართულებებს შორის, მე არასდროს არ მხიბლავდა. უკანასკნელი განსაკუთრებით ღიმილის მომღვრელია იმის ფონზე, რომ ქვეყანაში გვყავდა და გვყავს მართლა მსოფლიო დონის სპორტსმენი მსროლელები, მათ შორის უნიკალური ბიოგრაფიით, მრავალი ჯილდოთი საერთაშორისო ასპარეზზე და ყოველი მათგანი ფეისბუქის გაცილებით უფრო მშვიდი და თავმდაბალი მომხმარებელია. ობიექტურად უნდა ითქვას რომ ზოგადად სოცმედია და პოპ-კულტურა ერთნაირად წამლავს იარაღის კულტურას ყველგან, პლიუს რა თქმა უნდა ლოკალური სპეციფიკა. მოკლედ ჩემი და ფეხბურთის ისტორია არის ერთი ერთში, არც თამაში მომწონს და არც მოთამაშეები. გარდა ამისა მე ყოველთვის მესმოდა, რომ ინფრასტრუქტურის არ არსებობა, არასტაბილური სიტუაცია ვაზნებით, რეალურად შეუძლებელს ხდის ეს მიმდინარეობა განავითარო და შენი თავი განავითარო იმ დონემდე, რომელიც ოდნავ მაინც მიუახლოვდება სხვა ქვეყნების დონეს. საოცრებები აქ ვერ მოხდება და არც მომხდარა.  იმიტომ რომ არ არის ამისთვის საჭირო წინაპირობები.  არიან ჩვენთან შორ დისტანციებზე ზუსტი სროლის ასები, თავისი საქმის ჭეშმარიტი ენთუზიასტები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ერთ ეგეთზე მოდის 50, რომელსაც ძალიან მოკრძალებული შესაძლებლობები მაგრამ გაბერილი თვითშეფასება აქვთ.

კიდევ ერთი ჩემი საინტერესო დაკვირვება. არსებობს, ზუსტი სროლის უფრო ხელმისაწვდომი დისციპლინები. მაგალითად მცირეკალიბრიანი იარაღი. დასავლეთში ზუსტი სროლა მცირეკალიბრიანი იარაღიდან არის საკმაოდ პოპულარული.  მართალია ზედა დონის იარაღები შეიძლება ძალიან ძვირი ღირდეს მაგრამ შეიძლება იყიდოთ  CZ457 500 დოლარად, რომელსაც პირდაპირ ყუთიდან ექნება საასპარეზო დონის სიზუსტე. შემდეგ პნევმატური იარაღი, რომელიც ასევე პოპულარულია საზღვარგარეთ. რატომ არ განვითარდა ჩვენთან ეს შედარებით უფრო ხელმისაწვდოი დისციპლინები? იმიტომ რომ ეგო არის აქ მამოძრავებელი ძალა და ეგოს .22lr და პნევმატიკა ვერ კვებავს. ეგოს კვებავს დიდი კალიბრები, ხმამაღალი “ბაბახი”, დიდი “ცენნიკები”, გრძელი ლულები და დიდი ოპტიკები.  მცირეკალიბრიანი ვარმინტი და ბენჩრესტი, ისევე როგროც ზუსტი პნევმატიკა საქართველოში ძალიან მცირერიცხოვანი ენთუზიასტების ჯგუფების არის. ასე იყო, არის და იქნება, იმიტომ რომ აქაც არანაირი წინაპირობა არ არის რომ რამე შეიცვალოს. ამიტომ ყოველთვის მომწონდა პისტოლეტები. ან ხარ კარგი მსროლელი პისტოლეტიდან ან არა და ვერანაირი დოლარების ბღუჯა და გაჯეტი ამაზონიდან, ვერ გაგხდის უკეთეს მსროლელად პისტოლეტიდან და ვერ ჩაანაცვლებს შრომას და ინდივიდუალურ ოსტატობას.

მძიმე და გრძელი ლულები, ალუმინის “შასები” მილიარდი რეგულირების შესაძლებლობით,  მასიური მუხრუჭ-კომპენსატორები, ზე-მსუბუქი სასხლეტები, მასიური ოპტიკები დიდი გადიდებით.  ყველაფერი ეს ღირს ძალიან ძვირი და ლამაზად გამოიყურება პროფილის სურათებზე, მაგრამ იმისთვის რომ გახდეთ მაგარი მსროლელი შაშხანიდან ეს ყველაფერი აუცილებელი არ არის. მთელი ინდუსტრია არის აგებული მითის ირგვლივ, რომელიც აჯერებს ადამიანებს რომ იმისთვის, რომ მიაღწიონ მაღალ შედეგს მათ ჭირდებათ უახელის, უძვირფასესი აღჭურვილობა, ახალი ჯადოსნური კალიბრი/ტყვია, ახალი ჯადოსნური ოპტიკა და ა.შ.  ბევრ ტრენდს სროლაში დღეს კარნახობს სპორტი, რაც ცუდია, იმიტომ რომ სპორტი ვითარდება თავისი კანონებით და ამ კანონებს არ აქვს არაფერი საერთო იმ გარემოსთან სადაც ხდება იარაღის რეალური გამოყენება.

ჯიმ სირილო, ნიუ იორკის პოლიციის ვეტერანი განფაიტერი: მე მივარდი ბარიკადასთან და ვესროლე სამ სამიზნეს. რენჯ ოფიცერმა დამადო ხელი მხარზე და მითხრა რომ ყველა ჩემი გასროლა ანულირებულია. მიზეზი იყო ის რომ მე ფეხის წვერით შევეხე ზოლს რომლითაც მონიშნული იყო სასროლოსნო პოზიცია. ყველა ჩემ შეიარაღებულ შეტაკებაში მე არასდროს არ დამიხედი ძირს რომ მენახა გამაფრთხილებელი ზოლი, ვუპასუხე გაბრაზებულმა, ავკრიფე ჩემი ნივთები და არასდროს არ დავბრუნებულვარ IPSC-ს მატჩზე. ასო პ, “პრაქტიკული” ამ სათაურში ზედმეტია, ეს სპორტია და მანდ არაფერი არ არის პრაქტიკული. 

ადამიანებს უნდათ სროლა როგორც იუთუბზე. და იწყება ეს გაუთავებელი რბოლა. უფრო ძლიერი კალიბრები, უფრო მძიმე იარაღი, უფრო სქელი და გრძელი ლულა, უფრო დიდი ოპტიკა, უფრო მეტი რეგულირებები კონდახზე, ახალი ჯადოსნურ ბიპოდი, მესამე ფეხი, ახალი უფრო ეფექტური კომპნენსატორი, უფრო უკეთესი მაუნთი და სია არ სრულდება. ბოლო-ბოლო ამით იკვებება უშეველებელი ინდუსტრია რომელიც იკვებება “ზუსტი მსროლელების” ქრაუდის ფულით.  საბოლოო ჯამში ვისი რა საქმეა ვინ როგრო ერთობა და რაში ხარჯავს ფულს (სანამ ალბათ ყურში ყვირილს არ გიწყებენ თავის განსაკუთრებულობაზე), მაგრამ რაზეც მე მინდა ვილაპარაკო ამ პოსტში უფრო სხვა განზომილებას განეკუთვნება. დავივიწყოთ ბენჩები, ქვიშის ტომარები და ტელესკოპური ტრიპოდები, რომელსაც ვერავინ ვერ ათრევს ზურგჩანთით. მე ვლაპარაკობ პრაქტიკულ სიზუსტეზე, რომელიც მიღწევადია საველე პირობებში, იარაღიდან რომელიც არის მსუბუქი, მანევრირებადი, კომპაქტური და არ შეზღუდავს თქვენი გადაადგილების უნარს.  რაღაცა რაც არ იქნება ძვირადღირებული სათამაშო ან სპორტული ინვენტარი. რაღაცა რასაც ექნება პრაქტიკული გამოყენება ჩვენ არასტაბილურ სამყაროში და რეალობაში.

1984 წელს ალასკაზე მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება პოლიციელებსა და მკვლელობებში ეჭვმიტანილ მაიკლ სილკას შორის. უკანასკნელი იყო გამოცდილი მსროლელი. ორივე მხარემ ერთმანეთს ცეცხლი ერთდროულად გაუხსნა, ორმა პოლიციელმა ვერტმფრენიდან და სილკამ მიწიდან. პოლიციელებს (SWAT რაზმიდან) ქონდათ ორი M-16, სილკას ცალმუხტიანი 30-06 კალიბრის რუგერი N1. ორ წამში სილკამ განახორციელა ორი გასროლა ცალმუხტიანი რუგერიდან, დაჭრა ერთი და მოკლა მეორე პოლიციელი სანამ საპასუხო ცეცხლმა ის არ მოკლა.  მთელი შეტაკება გაგრძელდა 2 წამი. 25 გასროლა, ორი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი. 

ზოგადად იარაღს აქვს ორი ტიპის სიზუსტე. პირველი არის პირობითად ტექნიკური სიზუსტე, რომლის ჩვენება ამ იარაღს შეუძლია იდეალურ პირობებში. მეორე სიზუსტე არის პრაქტიკული სიზუსტე, რომელიც შეუძლია აჩვენოს შაშხანამ საველე პირობებში, კონკრეტული მსროლელის ხელებში.  პრაქტიკული სიზუსტის დასადგენად არის ტესტი, რომლის ავტორიც ჯეფ კუპერია. თუ ადამიანს შეუძლია 100 მეტრიდან დასვას ათი გასროლა 5 ინჩიან წრეში, ორ გასროლიანი სერიებით (დამჯდარი, ფეხზე მდგომი) თითო სერიაზე ათ წამიან დროის მონაკვეთში, ის უნდა ჩაითვალოს რომ არის შესანიშნავი მსროლელი შაშხანიდან. შაშხანის ტექნიკური სიზუსტე, იქნება ეს 1MOA თუ 2.5MOA, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უმნიშვნელოა.  პირადად მე ძალიან მინდა ვიყო სწორედ ასეთი, უფრო პრაქტიკული და შესაბამისად ეფექტური მსროლელი.

არც ისე დიდიხნის წინ 1MOA (2.9 სმ 100 მეტრზე) ითვლებოდა სიზუსტის სტანდარტად, დღეს 1MOA რომ კითხო ზუსტი სროლის ტიპიურ ადეპტს, ის გეტყვის რომ ეს არაფერი არ არის.  არა და რეალობა თუ გავიმეორებთ ერთი ბრძენი კაცის სიტყვებს, შემდეგია: თუ შენ შეგიძლია სტაბილურად შეინარჩუნო 1MOA სიზუსტე სროლის ყველა მანძილზე, შენ მოიგებ უმეტესობა შეჯიბრს სროლაში.  კარგი ამბავი კი ის არის რომ 1MOA დღეს ღირს უფრო იაფი ვიდრე ოდესმე აქამდე, ხოლო განსხვავება 1MOA-ს და 0.5MOA-ს შორის შეიძლება იყოს სადღაც ასე 5 000 ლარი. კითხვა ისმის ასეთი, დახარჯოთ 5 000 ლარი ამ 0,5MOA-ზე თუ ამის ნაცვლად იყიდოთ 5 000 ლარის ვაზნები და მეტი ივარჯიშოთ?

ჯეკ ოკონორი: როგორი უნდა იყოს იდეალური სამთო შაშხანა? კარგად დაბალანსებული, გონივრულად მსუბუქი შაშხანა 21-22 ინჩიანი ლულით, ოთხჯერადი ოპტიკა, საიმედო მყარი სამაგრით, ტყავის ღვედი რომელიც გამოდგება სასროლად და იარაღის გადასატანად, კარგი კალიბრი დაფენილი ტრაექტორიით. 

  ბევრი სხვა გამოცდილი შაშხანიდან მსროლელი, ისევე როგორც ჯეფ კუპერი, გამოვიდნენ თავისი იდეებით პრაქტიკულ შაშხანაზე და მის სიზუსტეზე. ჯეფ კუპერს მაგალითად ეკუთვნის სკაუტ შაშხანის კონცეფცია, მსუბუქი, მოსახერხებელი საშუალო კალიბრის ზოგადი დანიშნულების  შაშხანა, მოგვიანებით გაჩნდა ე.წ. სანადირო/სახეტიალო შაშხანის კონცეფცია,  “კატრინას შაშხანა” რომელიც შთაგონებული იყო 2005 წლის ქარიშხლით, რომელიც თავს დაატყდა აშშ-ის სამხრეთ ნაწილს და დიდი ზიანი მოიტანა.   ყველა ელემენტი ამ კონცეფციების პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ მოთხოვნებთან და ტრენდებთან, რომლებიც დღეს დომინირებენ შაშხანების სამყაროში. მათ შორის სიზუსტის თვალსაზრისით.  ღვედი და მისი გამოყენება, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, ხდება დავიწყებული ოსტატობა, რაც ძალიან არასწორია და ესეც ეხლა არსებული ტრენდების გამო.

4938128005_0cfb7b85cd_z (1)

“მე აქ ვარ და მაქვს იარაღი”. წარწერა ახალი ორლეანის ერთ-ერთ მაღაზიაზე, რომელიც დაზარალდა ქარიშხალ კატრინას შედეგად.

ნაწილობრივ მე მესმის რატომ არის ეს ყველაფერი ისე როგორც არის. ადამიანების უმეტესობა გადასახლდა დიდ ქალაქებში. ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის იარაღი და მისი ეფექტური გამოყენება არ განეკუთვნება უნარს, რომელზეც არის დამოკიდებული მისი გადარჩენა და სიცოცხლე. იარაღის ფუნქცია ურბანიზირებულ საზოგადოებაში არ არის ისეთი, როგორც საზოგადოებაში 50-100 წლის წინ. იარაღი აუცილებელი ინსტრუმენტისგან გადაიქცა ფეტიშად, სათამაშოდ, რომელმაც უნდა გაართოს მფლობელი შაბათ-კვირას, უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება სტუმრებზე, უნდა იყოს მისი მფლობელის სტატუსის სიმბოლო. მე მგონია რომ იმ მოვლენების ფონზე რაც ჩვენ ირგვლვი ხდება, ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება. მე ვთვლი, რომ ჩვენ ყველა უკვე ეხლა უნდა ვიყოთ მზად სიკვდილისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის მოწყვლადი მისი სათამაშო ჯარით და ბუტაფორიული უსაფრთხოების სამსახურებით. უკრაინის მაგალითი გვასწავლის რომ ჩვენ მოგვაკითხავენ სახლში და ჩვენ გვექნება ერთადერთი არჩევანი მოვკვდეთ სადმე სარდაფში თუ შევეცადოთ გაუწიოთ წინააღმდეგობა და როგორ ვაპირებთ ამ წინააღმდეგობის გაწევას, როდესაც ეს დრო დადგება. ვიღაცას გაეღიმება ამ აბზაცის წაკითხვაზე მაგრამ აგერ ჩვენს გვერდით ცოცხალი მაგალითია. ყველა იარაღის მფლობელი საქართველოში აღრიცხულია მათი ლოკაციის ჩათვლით რაც ეფექტურად ყველა იარაღის მფლობელს აქცევს სამიზნედ. შეხედეთ ამ ფაქტებს, თვალებზე ვარდისფერი ფილტრის გარეშე. რეალისტურად.

  ანატოლი კულგეიკო, ჩერნიგოვოს ოლქის მონადირეების კავშირის ხელმძღვანელი დაიღუპა როდესაც მას სახლში შეუვარდნენ რუსი ოკუპანტები, მონადირეების სიების მოსაპოვებლად, ვინიიდან რამდენიმე დღით ადრე, ვიღაცამ სანადირო თოფით ჩამოაგდო რუსების დრონი.  ჩხუბში კულგეიკომ მოახერხა ხელმყუმბარის წართმევა და აფეთქება რასაც შეეწირა თვითონ და ერთი ოკუპანტი. 

შაშხანით ინდივიდუალური ოსტატობის მაგალითი არის ისტორია რომელიც მოხდა ოჰაიოს შტატში განლაგებული სასროლეთ კემპ-პერიში. ეს არის სახელგანთქმული ადგილი და ერთგვარი მეკკა მსროლელებისთვის. რეკორდი რომელიც მანდ დამყარდა 1921 წელს არის დღემდე მიუხსნელი. ზედიზედ 71 მორტყმა 90სმ-ან “ხარის თვალში” 910 მეტრიდან (1000 იარდი). რეკორდი ეკუთვნის ჯორჯ ფარს, რომელიც მან დაამყარა, სტანდარტული 30-06 კალიბრის 1903 წლის სპრინგფილდის შაშხანით, რომელიც იქვე ათხოვეს, სტანდარტული “სამხედრო” ვაზნების გამოყენებით. ეს ისტორია უნდა იყოს ინსპირაცია, მსროლელებისთვის და რისი მიღწევა შეიძლება შედარებით მოკრძალებული ინსტრუმენტით.  

farr_r10

ჯორჯ ფარის შაშხანა და უკან მისი 36 ინჩიანი 1000 იარდიანი სამიზნის სურათი. სად არის მძიმე, დაკიდული ლულა? ტელესკოპი 30 გადიდებით? ან იქნებ ატლასის ბიპოდი? მას მერე მიშენის დიამეტრი გაიზარდა 40 ინჩამდე და ეხლაც 20 მორტყმა ზედიზედ არის იშვიათი, არა თუ 71. 

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ გახდეთ მაგარი მსროლელი შაშხანიდან სულაც არ არის საჭირო ფულის ტომარები. ტექნოლოგიები წავიდა წინ და დღეს ხელმისაწვდომია ბევრი კარგი შაშხანა, გამძლე და საიმედო და ბევრი მათგანი გამოდგება კარგი შედეგის დასადებად.  კიდევ ერთი თვისება ასოცირებული ახალ შაშხანებთან, რაც არც ისე დიდი ხნის წინ იყო ფუფუნება,  არის კარგი სასხლეტები.  დამიჯერეთ არ არის საჭირო თირკმელის ჩაბარება, რომ გახდეთ მაგარი მსროლელი შაშხანიდან, უბრალოდ შეხედეთ სხვაგვარად იმას თუ რა ქმნის მაგარ მსროლელს შაშხანიდან. ნუ აყვებით უაზრო ჰაიპს და ეგოს ძახილებს. ადამიანები იუთუბზე დებენ ვიდეოებს რომ მოიპოვონ ნახვები, არეკლამონ ათასი პროდუქტი, ეს არის რაც მათ აჭმევს. ყველა ასე არ არის ცხადია მაგრამ უმეტესობა არის.

არც ისე დიდიხნის წინ მე მივიღე გამოცდილება, რომელმაც კიდევ ერთხელ  დამაფიქრა რამდენად სწორი გზით ვითარდება შაშხანიდან სროლა როგორც ორთაბრძოლის ხელოვნება. მე მომეცა შანსი შემეძინა საქართველოსთვის ძალიან იშვიათი შაშხანა, Steyr-Mannlicher Scout-ი, .308 კალიბრში. ერთადერთი ქარხნული წარმოების შაშხანა, რომელიც ჯეფ კუპერმა აღიარა, როგორ სრულად შესაბამისი მისი სკაუტ შაშხანის კონცეფციასთან.  ეს მაღალტექნოლოგიური შაშხანა, არანაირი გაგებით არ ღირს იაფი, მაგრამ ამავე დროს ის ასევე არ ჯდება ზუსტი შაშხანის ტიპიურ კონცეფციაში. ჩვენ გვაქვს მსუბუქი პლასტმასის კონდახი, დასაკეცი ბიპოდით, რომელიც კონდახის კონსტრუქციის განუყრელი ნაწილია. ბიპოდის ფეხები იკეცება უკან რაც ნიშნავს, რომ ბიპოდი რომ “დატვირთო” ფეხები უბრალოდ აიკეცება და შაშხანა დავარდება. მას ასევე აქვს ზე-მსუბუქი  “ფანქრის პროფილის” ლულა, ჭრილებით წონის კიდე უფრო შემცირებისთვის. ლულის სიგრძე შედარებით მოკლე, 19 ინჩია (48სმ), შაშხანს მთლიანი სიგრძე 100სმ-ზე ნაკლები. ვაზნებით კვება ხდება ორ რიგიანი მჭიდიდან, ორ რიგიანი მიწოდებით.

დაინტერესებული რა შდეგის მიღება შეიძლება ასეთი მსუბუქი, პრაქტიკული შაშხანიდან მე დავაყენე მასზე ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური ოპტიკა, რომლის ნახვაც მოვახერხე თბილისში. ეს აღმოჩნდა Primary Arms 4-ჯერადი გადიდებით.  ყველანაირი გაგებით ეს არის პრაქტიკული შაშხანა, რომლითაც შეგიძლია უპრობლემოდ გადაადგილდე შორ დისტანციებზე, ის გამძლეა, მსუბუქია, მანევრირებადი, ის არაფერს არ წამოდება არ გამოიყენება ქვიშით და ფოთლებით, მაგრამ რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს ასეთი კონფიგურაცია?

პირველი სროლები საველე პირობებში, წვიმაში და სიცივეში, საკმაოდ მოულოდნელი შედეგით, 100 იარდზე (91მ)

scout 13

პირველი გასვლისას იარაღი გასწორდა და სულ სამი ჯგუფი ვისროლეთ, სამივე ჯგუფი გამოვიდა sub-MOA. 

“იარაღის და თავისუფლების” გადაღებისას, ძლიერმა ქარმა და რიგ სხვა ფაქტორებმა, განაპირობეს ჩემი როგორც მსროლელის დაბალი ფოკუსირება სროლაზე, მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში სიზუსტე 100 მეტრზე არ იყო ცუდი, ვინაიდან კონცეფციის ავტორი მიიჩნევდა, რომ 2.5MOA არის სავსებით საკმარისი სკაუტ შაშხანისთვის. ჩვენი შედეგი ოდნავ უკეთესი გამოვიდა რამდენიმე ფლაიერის გამოკლებით.

scout11

მესამე გასვლისას ჯგუფები თავიდან 1.7 MOA-ს ფარგლებში იყო. თანაც ხშირი ფლაიერებით. მერე როგორც იქნა მივხვდი, რომ ადგილი ქონდა პარალაქსის ეფექტს და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დავიწყე თავის/თვალის განლაგებისთვის ოპტიკის ცენტრთან მიმართებაში. ფლაიერები ჯადოსნურად გაქრნენ და ჯგუფები შემცირდა,  სტაბილურად 30მმ-ზე ქვევით.

scout 12

90% შემთხვევაში სროლა ხდებოდა ქარხნული პლასტმასის ბიპოდის გამოყენებით და მაგტექის მუხტით რომელიც არანაირად არ ასოცირდება საასპარეზო დონის ამუნიციასთან. კიდე უფრო მეტი სიზუსტის ამოწურვა შეიძლება. 

არც ისე ცუდი შედეგია 3.6 კილოგრამიანი კომპაქტური შაშხანისთვის თავისუფლად გამოკიდული ფანქრის პროფილის ლულით და 4-ჯერადი ოპტიკით.  სინამდვილეში ალბათ ძალიან კარგი შედეგია. თან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მართალია სროლა ზედმეტად ინტენსიური არ იყო, მაგრამ ლულის გახურების  ეფექტი ვერ დავინახეთ. შაშხანა სტაბილურად ისროდა. 30მმ 100 მეტრზე ნიშნავს 30 სმ-ს 1000 მეტრზე. ასეა ტექნიკურად, დანარჩენი დამოკიდებულია მსროლელზე და მის უნარებზე. რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ შაშხანას ქონდა კარგი სასხლეტი, და კარგი სასხლეტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი შაშხანის. ეს ჭეშმარიტება ეჭვგარეშეა.

დიახ, Steyr-Mannlicher Scout არანაირად არ არის ბიუჯეტური იარაღი, მაგრამ ეს მაგალითი გამოდგება იმის დასადასტურებლად რომ თუ შენ შენ ნაწილს კარგად შეასრულებ თანამედროვე შაშხანა, რომელიც არანაირად არ პასუხობს ზუსტი შაშხანის ახალ პარადიგმას, სინამდვილეში საკმარისზე მეტად ზუსტია.  არავინ არ ყიდულობს მსუბუქ მოკლე შაშხანას თხელი ლულით ჯგუფებზე სასროლად მაგრამ რა გინდათ, ისვრის.  რეალურ სამყაროში ჩვენ არ დაგვჭირდება 10 გასროლიანი სერია და სქელი ლულა რომელიც ამ ათი გასროლისას არ შეიცვლის მოხვედრის წერტილს.  შაშხანიდან ჩვენ დაგვჭირდება ერთი გასროლა, მოუმზადებელი პოზიციიდან და მეტის ფუფუნება შეიძლება არც გვქონდეს. დაფიქრდით ამაზე.

საბოლოო ჯამში ეს ხელოვენბაც მოკვდება, როდესაც მოხდება სროლის პირობების ავტომატური წაკითხვა და გათვლის ავტომატიზაცია. ასეთი კომპლექსები უკვე არსებობს და საჭიროა მხოლოდ დაუმიზნო ოპტიკის ჯვარი სამიზნეს და ყველა გათვლა მოხდება ავტომატურად, შაშხანიდან სროლა ისევე გაქრება როგორც ხმლით ბრძოლის ხელოვნება, მაგრამ მანამდე ჯერ ბევრი დროა. ალბათ.

ttmos250

Mossberg MVP 5.56, Vortex Spitfire ოპტიკით და სამოყვარულო ბედინგით. ბიუჯეტური კომბინაცია ყველანაირი გაგებით და შედეგი 250 მეტრზე. გავმეორდები, კარგი სიზუსტე არასდროს არ იყო ასე ხელმისაწვდომი, როგორც დღეს.

დედააზრი ამ არაერთგაროვანი ბლოგპოსტის გახლავთ ის, რომ არ უნდა დაითრგუნოთ “იუთუბის” არხების სიზუსტის სტანდარტით და ფასის ბირკებით ზუსტ შაშხანებზე. უმეტესობა რაც ხდება “იუთუბზე” თქვენთვის ნაკლებად რელევანტურია. უმეტესობა თანამედროვე, ზოგადი დანიშნულების შაშხანას აქვს საკმარისზე მეტი პოტენციალი, რომ გაგხადოთ ტოპ მსროლელი შაშხანიდან.  საჭიროა მხოლოდ გაიაზროთ, რა სიზუსტეს აქვს რეალური გამოყენება და რამდენი სიზუსტის გამოყენების ტრაკი გაქვთ თქვენ. ჯამური ჯგუფი არ აღემატება სიგარეტის კოლფის ზომებს 100 მეტრზე, ე.ი. შაშხანა წესრიგშია და გამოდგება ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც ადამიანს შეიძლება დაჭირდეს შაშხანის პრაქტიკული გამოყენება.  კი ამ უნარს ვერ გამოფენთ პროფილის სურათზე, კი მოსბერგის დანახვაზე სხვებს გული არ გაუჩერდებათ, მაგრამ სიამოვნება მიღებული მაღალი შედეგის ჩვენებით და საკუთარი თავის განვითარება, როგორც კომპეტენტური მსროლელის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.

ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ვიყოთ გულუბყვილოები. ჩვენ გვიწევს ცხოვრება ძალიან სახიფათო დროში და ეს კარგად უნდა გავიაზროთ.

P1050055

რა არის მექანიკური ზერო

Thursday, December 22nd, 2022
20220209_142750
კორა ჩემ AR-15-ზე არის გასწორებული ბაზასთან. უკანა დიოპტრი ვერტიკალი 6/3-ზე მინუს 4 კლიკი, როგორც ამას ითვალისწინებს A2 ტიპის სამიზნის განულების გაუმჯობესებუი მეთოდოლოგია.  ჰორიზონტალურ სიბრტყეში, დიოპტრი ასევე ზუსტად ცენტრშია. ყველანაირი გაგებით მექანიკური ზერო ამ ტიპის იარაღზე ასეთი არის, ანუ კორაც და დიოპტრიც ნულებზეა ან რა ვიცი, ცენტრებში, ვისაც როგორც მოგწონთ. პირველი გასროლა 25 მეტრზე და მორტყმა პრაქტიკულად ზუსტად დამიზნების წერტილშია, შავი წრის ძირში. 50 მეტრზე ყველა მოხვედრა უკვე შავი წრის ცენტრში იყო.
ვინც არ იცით, ძალიან იშვიათად, თითქმის არასდროს, მექანიკური ზერო და მოხვედრის წერტილი ერთმანეთს არ ემთხვევა. პატარა გადაცდომები დეტალების დამზადებისას, აწყობისას და როგორც წესი ტყვია სხვაგან ხვდება და საჭიროა შესწორებები, რომ ირაღი გაანულოთ, ანუ თქვენი დამიზნების ადგილი და მოხვედრის ადგილი იყოს ერთი და იგივე წერტილში. როგორც წესი ამის მიღწევის შემდეგ საჭიროა სამიზნი მოწყობილობების კორექტირება.
მექანიკური ზერო საწყისი წერტილია იარაღის განულებისას თუ იყენებთ რკინის სამიზნ მოწყობილობებს. აყენებთ კორას და თარაზოს საწყის პოზიციაზე, ისვრით და შედეგის მიხედვით შეგაქვთ შესწორებები სანამ მოხვედრის წერტილი არ დაემთხვევა დამიზნების წერტილს. როგორც კი ეს მოხდება ითვლება რომ იარაღი განულებულია.
20210822_082043
ოპტიკით აღჭურვილი იარაღის შემთხვევაში მექ. ზერო შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო გააჩნია რამხელა აცდენაა. ოპტიკა, რინგები, მაუნთი და იარაღი, ცალკე დეტალებია “შეკრული” სხვადასხვა ხრახნებით, ყოველი კომპონენტის მწარმოებელი შეიძლება იყოს განსხვავებული. ამიტომ შეიძლება მიიღო საკმაოდ დიდი აცდენა როცა ოპტიკა ერთ ადგილას იყურება და ლულა მეორეს და ამის კომპენსაციისათვის იყენებ ოპტიკის შესწორებების მარაგს, ე.ი. ამცირებ შენ განკარგულებაში მყოფ შესწორებების მარაგს, რომელიც გჭირდება რომ დააკომპენსიორ ქარი და ტყვიის ვარდნა სროლის დისტანციის ზრდასთან ერთად. როგორც წესი უმეტესობა ადამიანების ოპტიკას პირდაპირ აყენებნ და იწყებენ განულებას, იმის გარეშე რომ ბადე ზუსტად ცენტრში მოათავსონ. ამისთვის საჭიროა ბოლომდე დაატრიალოთ დოლურა რომელიმე მიმართულებით, შემდგომ დაიწყო ტრიალი საპირისპირო მხარეს და დათვალოთ კლიკები. შემდეგ გაყოთ ორზე და მაგდენი კლიკით დაბრუნდეთ “უკან”. ეს გააკეთოთ ვერტიკალური და ჰორიზონტალური დოლურებისთვის. მოსაბეზრებელი პროცედურაა და ამის გამო ბევრი ამას არ აკეთებს, მაგრამ სხვანაირად განულებისას შესწორებებს რომ შეიტანა, უბრალოდ ვერ გაიგებ რამდენი კლიკი დაგრჩა მარაგში.
უმეტესობა ამაზე არც ფიქრობს, უბრალოდ აყენებს ოპტიკას, ცივად ასწორებს და მერე იმის მიხედვით სად ხვდება ტყვიები, შეაქვს შესწორება, რწმუნდება რომ იქ ხვდება სადაც ისვრის და მორჩა გათავდა. მაგალითად მე ასე ვაკეთებ.  მაგრამ შორ მანძილებზე სროლისას ეს აცდენა შეიძლება იყოს პრობლემა, როგორც შესწორებების მარაგების თვალსაზრისით, ასევე მაგალითად შესწორებების მარაგის ზედა ზღვარზე თუ მანამდე მაგალითად დააკომპენსირეთ ჰორიზონტალური აცდენა, შეიძლება მიიღოთ მდგომარეობა როდესაც ვერტიკალურ შესწორებებს მოყვება ჰორიზონტალური, იმიტომ რომ შიდა მილი ოპტიკის (მოძრავი) შიგნიდან ედება ოპტიკის გარე მილს. ასე რომ ცოტა მისაღებია, ბევრი ნიშნავს რომ შეიძლება იყოს პრობლემები. გააჩნია ოპტიკას და სროლის მანძილს. მხოლოდ მოკლე მანძილებზე თუ ისვრით, თამამად შეგიძლიათ ეს თემა დააიგნორიროთ.
ჩემი აზრით ყველაზე ცუდია როცა ვერტიკალური შესწორების მარაგს “ჭამ” ანუ დისტანციებზე სროლისას შეიძლება მარაგი გამოგელიოს ან პირიქით მოგემატოს, გააჩნია სად იყურება ოპტიკა, ზევით თუ ქვევით. სანამ გაგიხარდებათ ასეთი შემთხვევა, უნდა გითხრათ, რომ დიდი აცდენა მექანიკურ ზეროსა და მოხვედრის წერტილს შორის შეიძლება მეტყველებდეს პრობლემაზე, რომელიმე ერთ ამ რამდენიმე კომპონენტთან ერთდროულად (ოპტიკა, რინგები, მაუნთი/”რელსი”, ან თუნდაც თვითონ იარაღი).
ამჯერად მექნიკური ზერო პრაქტიკულად დაემთხვა სასურველ ზეროს, რაც კარგია და fine tuning-იც იქნება მარტივი.
მე ასევე არასდროს პირველი სროლისას არ ვისვრი ჯგუფს, ეს ვაზნების ხარჯვაა, განსაკუთრებით როდესაც მიდიხარ სამიზნესთან და ხედავ რომ ააცილე და სამიზნე სუფთაა და იწყებ მიწაში კვალის ძებნას რომ მიხვდე საით ისვრის იარაღი. 25 მეტრზე, დიდი მიშენი, ერთი გასროლა. თუ მოხვედრა არის, მიახლოებითი შესწორება რომ გარანტირებულად ვიყო მიშენში. შემდეგ უკვე ვისვრი ჯგუფს სასურველ დისტანციაზე და ვიწყებ ზუსტ გასწორებას.
20211014_124308

როგორ მივიღოთ მაქსიმუმი იაფფასიანი პისტოლეტიდან

Sunday, November 20th, 2022

30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველო კვლავ რჩება უღარიბესი ქვეყნების სიაში, ხოლო კარგი იარაღი, კონკრეტულად კი პისტოლეტები არ ღირს იაფი. მითუმეტეს პატარა ქვეყანაში, რომლის ბაზარიც პატარა არის და არავის არ აინტერესებს. ასეთ ქვეყანაში არაფერი არ იშოვება და რაც იშოვება ყოველთვის ღირს ძვირი. ამიტომ ბევრისთვის ერთადერთი ალტერნატივა არის იაფფასიანი, ბიუჯეტური პისტოლეტების შეძენა. ბლოგპოსტის დაწერის მომენტისთვის, საქართველოში ფასი/ხარისხის საუკეთესო კომბინაცია ან უფრო სწორად best buy იარაღი არის “გლოკი”. გლოკები ჩვენ ქვეყანაში ბევრია, ბევრ იმპორტიორს შემოაქვს და ფასიც შედარებით დაბალია. ეს რომ გესმოდეთ რატომ ნაკლები რეგულაცია და ღია საზღვრები არის კარგი, იმიტომ რომ ყველაფერი ბევრია და რაც ბევრია ის იაფია.  გლოკს რომ ყოლოდა საქართველოში ერთი იმპორტიორი, მისი ფასი იქნებოდა არა 2500 ლარი, არამედ 4500 ლარი. მეორადი “გლოკის” შეძენა შესაძლებელია 2000 ლარზე ოდნავ დაბალ ფასშიც კი. იგივე ფასის კატეგორიაში გადის ჩეხური CZ-ს პოლიმერის პისტოლეტები (P07, 09, 10), მაგრამ ზოგისთვის ესეც ბევრია და მაშინ თქვენი არჩევანია თურქული, ბრაზილიური, ჩინური პისტოლეტები და ბულგარული წარმოების Arcus 98.

არის მიზეზი რატომ ეს პისტოლეტები ღირს იაფი და იმისთვის რომ მიიღოთ ამ პისტოლეტებისგან მაქსიმუმი, საჭიროა ეს ნიუანსები იცოდეთ. პირველ რიგში ფასი დაბალია იაფი (ე.ი. ნაკლებად კვალიფიციური/პროფესიონალური) მუშა ხელის გამო. როგორც წესი ხარისხის კონტროლიც ან დაბალია ან არ არსებობს. აქ ასევე იგულისხმება რომ პისტოლეტი იწყობა, იდება კოლოფში და იყიდება. არავინ, მათ შორის დამოუკიდებელი სასერტიფიკაციო უწყება არ ამოწმებს საბოლოო პროდუქტს, ხოლო ხარისხის კონტროლის როლს ასრულებს თავად მყიდველი. ამიტომ ასეთი პისტოლეტის შეძენისას საჭიროა უფრო დაწვრილებითი ინსპექტირება. მათ შორის ბოროსკოპით ლულის და სავაზნის შემოწმება. ფუნქციონალური შემოწმება, დეტალების ინსპექტირება რაიმე დაიზიანებებზე, ანომალიური ცვეთის ნიშნებზე. ყველაფერი ეს იმისთვის, რომ თავიდანვე გამოვრიცხოთ რაიმე “სტრუქტურული” პრობლემები. მე მინახია ბევრი ლულა და სავაზნე ქარხნული დეფექტებით შედარებით დაბალხარისხიან იარაღებზე, ამიტომ ყველას ვურჩევ შეძენამდე ასეთ იარაღზე ლულის და სავაზნის ბოროსკოპით შემოწმებას.

folowerin reverse

CZ-75-ის თურქული წარმოების  მჭიდები. ახალ გაუხსნელ მჭიდში მიმწოდებელი ზის უკუღმა. ესეც თქვენ მაგალითი არაპროფესიონალური მუშახელის და ხარისხის კონტროლის არ არსებობის.

ba galling

დიდი ალბათობით უჟანგავი ლულის ქარხნული წუნით გამოწვეული ლულის არხის მნიშვნელოვანი დეფექტი, ამერიკული წარმოების “დერინჯერში” უმნიშვნელო რაოდენობის გასროლებით.

შემდეგ არის გამოყენებული მასალები. სახლის პირობებში, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, პრაქტიკულად შეუძლებელია დაადგინოთ მასალების ხარისხი, რომლისგანაც არის დამზადებული იარაღი. ფოლადის ან პოლიმერის მარკის გარკვევაც აქ ბევრს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ხარისხი შეიძლება იყოს განსხვავებული. შეიძლება ფოლადი იყოს ხარისხიანი და წრთობა იყოს უხარისხო.  მეორად იარაღზე უხარისხო ფოლადის ნიშნებია, პლასტუკური დეფორმაცია გამოწვეული ექსპლუატაციით. ახალ იარაღში ცხადია ამის ნიშნები არ იქნება. მეორე პრობლემა არის ე.წ. “galling”.  ეს არის როდესაც ორი განსხვავებული ფოლადი ურთიერთზემოქმედებისას იწყებენ დაჩქარებულ ჩვეთას და/ან ხდება მათი “ცივი შედუღება”.  ეს პრობლემა მეტ წილად უკავშირდებოდა მაგალითად იარაღებში უჟანგავი ფოლადების გამოყენების საწყის ეტაპს, სანამ ფოლადის “რეცეპტურა” არ დაიხვეწა და ეს პრობლემაც მეტ წილად არ გაქრა.  ამიტომ მე ალბათ თავს შევიკავებდი იაფფასიანი პისტოლეტის შეძენისგან რომელიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. მე ასევე არ ვიყიდიდი მეორად პისტოლეტს მეტალის პლასტიკური დეფორმაციის ნიშნებით.

galing example

ე.წ. “გალინგის” მაგალითი ბრაუნინგის თოფზე. აქ მიზეზი შეიძლება იყოს როგორ დეტალების ზედმეტად მჭიდრო მორგება ასევე ექსპლუატაციის წესების დარღვევა. (სურათი ინტერნეტიდან)

saigaisshit

აქ ბევრს ვერაფერს გაარჩევთ, მაგრამ მეტალის დეფორმაცია “საიგას” ჩახმახზე იწვევს მის კონტაქტს დისკონექტორთან და გაჭედვას.  სასხლეტზე დაჭერისას ჩახმახი რჩება გაჭედილი.

naklep

საკეტის ნაწილის დეფორმაცია, საკეტის შემაკავებლის არასწორი მუშაობის გამო სლოვაკური წარმოების პისოლეტზე. კარგად ჩანს “ათლილი” კუთხე. მიზეზები შეიძლება მათ შორის იყოს საკეტის შემაკავებლის არასოწირ პოზიციონირება, საკეტის არადამაკმაყოფილებელი წრთობა ან მისი საერთოდ არ არსებობა.  (სურათი ინტერნეტიდან)

თუ ყიდულობთ იაფფასიან პისტოლეტს, იყიდეთ პისტოლეტი რომელშიც გამოყენებულია ნაცადი გადაწყვეტილებები ან პისტოლეტი რომელიც კლონია სხვა გამოცდილი კონსტრუქციის. ეგ დაგაზღვევთ საკითხავი კონსტრუქტორული გადაწყვეტილებებისგან და როგორც მინიმუმ ეგ ნიშნავს, რომ არ უნდა ელოდოთ რაიმე სიურპრიზებს. Stoeger STR არის “გლოკის” კლონი, ეს ნიშნავს, რომ თუ მანდ წარმოებისას რამე უხეში შეცდომა არ დაუშვეს, ამ პისტოლეტისგან არ უნდა ელოდო პრობლემებს.  დღეს თურქული Canik ასოცირებულია ხარისხიან თურქულ პისტოლეტებთან მაგრამ თავის დროზე Canik-ის პისტოლეტი გამოვიდა პრაქტიკულად გლოკის მექანიზმით და ორმაგი მოქმედების Walther P99-ის დეკოკერით, როგორც ამ ორი დიზაინის ჰიბრიდი, იმ განსხვავებით რომ “გლოკში” დეკოკერის არსებობას აზრი არ აქვს და ის არის ე.წ. kill switch-ი, რომელიც გადაყავს პისტოლეტი მდგომარეობაში, როდესაც ვაზნა სავაზნეშია და გასროლის წარმოება შეუძლებელია. რაც აბსურდული გადაწყვეტილებაა და ერთვარი შეხსენებაა რომ ხანდახან იაფი იარაღის მწარმოებლებს ბოლომდე არ ესმით რას აკეთებენ. ყველა ახალ კონსტრუქციას აქვს “კბილების წამოჭრის”, “დაღვინების” პერიოდი, როდსაც მისი კონსტრუქცია იხვეწება, ექსპლუატაციიდან მიღებული გამოცდილების მიხედვით, ამიტომ ნაცად კონსტრუქციას ექნება უპირატესობა ახალ კონსტრუქციაზე.  ეს ერთნაირად აქტუალურია, როგორც მაღალი ხარისხის ასევე იაფიან პისტოლეტებთან მიმართებაში. მე უფრო ვიყიდიდი იაფფასიან კლონს რომელიმე ცნობილი გამოცდილი პისტოლეტის, ვიდრე იაფ ფასიან პისტოლეტს ორიგინალური კონსტრუქციით.

მერე მოდის მჭიდები.  მჭიდი თამაშობს კრიტიკულ როლს პისტოლეტის საიმედო ფუნქციონირებაში. მჭიდი ერთის მხრივ მარტივი კონსტრუქციის მექანიზმია მეორეს მხრივ კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დაშვებებს და მასალებს. პატარა აცდენა და ჩვენ მივირებთ პრობლემურ კვების მექანიზმს და ე.ი.  არასაიმედო პისტოლეტს. ამის გამო ბევრი სერიოზული მწარმოებელი მჭიდებს თვითონ არც ამზადებენ და უკვეთავენ მათ სხვას.  ზოგი თურქი მწარმოებელი უკვეთავს მჭიდებს ისეთ სერიოზულ მწარმოებლებთან, როგორიც არის იტალიური Mec-gar. კარგია თუ პისტოლეტი იყენებს სხვა მაღალი ხარისხის პისტოლეტის მჭიდებს და მაშინ შესაძლებელია ამ მჭიდების ყიდვა და მხოლოდ მათი გამოყენება, რაც დადებითად აისახება საიმედოობაზე.

two magsit

ბერეტა 92-ის თურქული წარმოებული მჭიდი, იტალიურთან შედარებით. დააკვირდით ზამბარის სიგრძეს და მავთულის სისქეს. აშკარად ჩანს, რომელი მჭიდისგან უნდა ელოდო პრობლემებს.

იაფფასიანი პისტოლეტისგან არ უნდა ელოდო როგორც გლოკისგან ისეთ საიმედოობას, როდესაც პირდაპირ ყუთიდან იღებ პისტოლეტს და ისვრი 10 000-ჯერ ყოველგვარი მომსახურების გარეშე ნებისმიერ მუხტებს. იაფფასიანი პისტოლეტი ყოველთვის უნდა იყოს იდეალურად სუფთა, კარგად დაზეთილი და მჭიდი უნდა იყოს სავსე ვაზნებით, რომლებიც გატესტილია და იცით რომ ამ ვაზნებზე პისტოლეტი კარგად მუშაობს.

20221029_153910

Arcus 98DA/DAC არის ბიუჯეტური პისტოლეტის კარგი მაგალითი, მაგრამ ამ პისტოლეტმა შეწყვიტა მუშაობა ექსტრაქტორის ქვეშ დაგროვილი უმნიშვნელო რაოდენობის ჭუჭყის გამო. “არკუსი” დაფუძნებულია “ჰაი პაუერის” კონსტრუქციაზე და ამ შემთხვევაში ქარხნული მჭიდის ნაცვლად გამოიყენება Mec-gar-ის მჭიდი, რომელიც უფრო მაღალი ხარისხის არის და ასევე იგივე სიგრძის პირობებში 13 ვაზნის ნაცვლად იტევს 15 ვაზნას.

იაფფასიანი პისტოლეტის მომსახურების რეგლამენტი უნდა იყოს ბევრად ხისტი. დაიჭირეთ თადარიგი. ყველამ იცის, რომ მე არ ვარ ბრაზილიური “ტაურუსების” მოყვარული, მაგრამ როდესაც მომეცა შანსი მეყიდა იაფად მათი წარმოების 1911, მე ის ვიყიდე. გამოვიკვლიე ინტერნეტში, რომ ამ პისტოლეტს აქვს პრობლემური ექსტრაქტორი. შევუკვეთე და ჩამოვიტანე ეგ დეტალი დამზადებული Wilson Combat-ის მიერ. კიდევ ერთი მიზეზი რატომ კლონის ყიდვა კარგია, შესაძლებელია პრემიუმ ხარისხის დეტალების შეძენა. ქარხნული ექსტრაქტორი “ტაურუსზე” გატყდა პირველი ორი მჭიდის შემდეგ….  ერთხელაც ჩვენ მოგვიწია ისრაელის წარმოების 1911 გადაწყობა Wilson Combat-ის დეტალებზე იმიტომ რომ ახალი პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არ მუშაობდა.

არც ერთ პისტოლეტს არ აწყენს პერიოდული ინსპექტირება და სერიოზული მსროლელები ზუსტად ასე უდგებიან საქმეს მაგრამ იაფფასიანი პისტოლეტისთვის დეტალური ინპსექტირება კრიტიკული ადგილების არის სავალდებულო. პისტოლეტში ესენია, საკეტის სარკე, ექსტრაქტორი, დამრტყმელი, ჩახმახი, უსაფრთხოების მექანიზმები, მცველები, მჭიდის ყველა ელემენტი.

პრევენციული მომსახურება მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ რომ, იაფფასიან პისტოლეტებზე არ გვხვდება ისეთი მაღალტექნოლოგიური დამცავი დაფარვები, როგორც მაღალი კლასის პისტოლეტებზე. პერიოდული გაწმენდა მეტალის დეტალების ზეთიანი ტილოთი, დაიცვას დაფარვას და რკინის დეტალებს კოროზიისგან. ამავე დროს გახსოვდეთ, რომ გაცილებით მეტი იარაღი ფუჭდება ზედმეტი და არასწორი მოვლით ვიდრე სროლით გამოწვეული ექპსლუატაციისგან, ასე რომ დაიცავით ბალანსი.

 რომ გავაკეთოთ დაწერილის შეჯამება, იაფფასიან პისტოლეტებთან მიმართებაში მიყევით შემდეგ წესებს:

1. გამოიკვლიეთ ინტერნეტით რას ყიდულობთ

2. აირჩიეთ უკვე გამოცდილი პისტოლეტების კლონები

3. მოერიდეთ უჟანგავ ფოლადს და ეკზოტიკურ მასალებს.

4. ყიდვამდე ყველაფერი კარგად შეამოწმეთ

5.  თუ შესაძლებელია გამოიყენეთ უკეთესი ხარისხის მჭიდები

6. პისტოლეტი უნდა იყოს ყოველთვის სუფთა და კარგად დაზეთილი.

.38 კალიბრის რევოლვერი თუ .380 კალიბრის პისტოლეტი?

Sunday, August 8th, 2021

ათწლეულების განმავლობაში .380 კალიბრის პისტოლეტები და .38 კალიბრის რევოლვერები იყო რჩეული იარაღი ყველასთვის ვისაც უნდოდა კომპაქტური და საიმედო თავდაცვითი იარაღი უფრო ადრე ეს იარაღები მსახურიბდნენ ჯარშიც და პოლიციაშიც სანამ მოხდა მათი ჩანაცვლება უფრო ძლიერი ხელის იარაღებით. სამხედრო ტიპის ანუ სრული ზომის პისტოლეტები და რევოლვერები ყოველთის გამოირჩეოდბნენ გამძლეობით, რესურსით, საიმედოობით, კარგი ერგონომიკით და სამხედრო სამსახურში მიღებული რეპუტაციით, მაგრამ მათი უმეტესობა უბრალოდ იყო ძალიან დიდი და მძიმე სამოქალაქო პირებისთვის, რომლებიც სულ უფრო მჭიდროდ სახლდებოდნენ ქალაქებში, ამიტომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, კომპაქტური, ფარული ტარებისთვის განკუთვნილ იარაღებში სწორედ ამ ორი ტიპის იარაღი, წარმოადგენდა საუკეთესო ბალანსს სიმძლავრისა და კომპაქტურობას შორის.

გარდა ზემოაღნიშნული თვისებებისა, ორივე ამ კლასის იარაღი ყოველთვის იყო ხელმისაწვდომი იარაღის და ვაზნების ფასის მხრივ, რამაც განაპირობა მათი ფართო გავრცელება, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოში ეს მოცემულობა მხოლოდ ნახევრად არის სიმართლე, იმიტომ რომ ეს იარაღები შედარებით იაფია, მაგრამ მათი ვაზნები პირიქით ძვირია და ფასით აღემატება იგივე 9×19-ს. ასეთი მოცემულობა არის, რაც მე ჩემი თავი მახსოვს. მაგრამ რა არის ამის მიზეზი მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი.

ეხლაც კი, როდესაც  შეგიძლია იყიდო ჯიბის პისტოლეტი .45ACP კალიბრში, ორივე ამ ტიპის იარაღი აშკარად არ აპირებს გაქრობას და ორივე ხელმისაწვდომია მრავალი მწარმოებლისგან. რატომ? იმიტომ რომ ხალხი აგრძელებს მათ შეძენას და მოთხოვნა მათზე არ წყდება. მართლაც საიმედოობის მხრივ ძნელად რამე შეედრება .38 კალიბრის კარგი ხარისხის კომპაქტურ რევოლვერს. ამასთანავე მე ყოველთვის ვაფასებდი “ძველი სკოლის” .380 კალიბრის მთლიანად ფოლადისგან დამზადებული პისტოლეტის შეუდარებელ კომფორტს სროლაში რის გამოც CZ83 ყოველთვის მაღალ ადგილს იკავებს ჩემ პირად ჩარტებში.

j-frame-explain-header

Smith&Wesson J-frame-ის ოჯახში შედის სხვადასხვა ტიპის და კალიბრის კომპაქტური  5 ვაზნიანი რევოლვერები და ისინი ალბათ ყველაზე გავრცელებული ამ ტიპის იარაღებია მსოფლიოში. 

ამ კლასის იარაღები საქართველოში დიდიხანია შემოდის და იყიდება. .380 კალიბრის შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებულია ალბათ გერმანული Walther PPK, ჩეხური CZ-83 და ასევე შედარებით ახალი ხილი ავსტრიული Glock 42-ია, თუმცა მათ გარდა კიდე ბევრი სხვა პისტოლეტია, რომელთა იმპორტირება ხდებოდა ალბათ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. რაც შეეხება .38 კალიბრს და კომპაქტურ რევოლვერებს, ესენია პირველ რიგში ბრაზილიური Taurus 85 და მისი მოდიფიკაციები, ჩეხური Alpha-proj-ის რევოლვერები, რომლებსაც საქართველოში იცნობენ “ხოლეკის” საერთო სახელით, ბოლო დროს გამოჩდნენ ასევე კლასიკური ამერიკული რევოლვერები კოლტისგან და სმიტ-ვესონისგან და სხვა იარაღები.

ეხლა რა აერთიანებს ორივე ამ იარაღს? პირველ რიგში კომპაქტური ზომები და სროლის კომფორტი. თუ თქვენ გინდათ მცირე ზომის იარაღი, რომლის სროლა შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში ხოლო გასროლის ხმა და უკუცემა არ დააფრთხობს გამოუცდელ მსროლელს, მაშინ Cz83, Beretta 84 ან თუნდაც Glock 42 არის საუკეთესო არჩევანი. სწრაფი და ზუსტი სროლა ასეთი ირაღებიდან ძალიან ადვილია იმიტომ, რომ ეს პისტოლეტები ერგონომიულია და კარგად იგერიებენ .380-ის უკუცემის ენერგიას.  მოკლეცხვირიანი .38 კალიბრის რევოლვერი, მართალია მოდელს გააჩნია, შეიძლება ცოტათი ნაკლებად კომფორტული იყოს, მაგრამ ვერანაირად ვერ იტყვი რომ უკუცემა ან ხმა ასეთი რევოლვერებიდან არის ძნელად ასატანი ნებისმიერი აღნაგობის მსროლელისთვის. მარტივად გასაგები ფუნქციონირების პრინციპის გამო, ჩემი დაკვირვებით რევოლვერები ძალიან მოწონთ ქალებს, რომლებსაც მანამდე არანაირი გამოცდილება იარაღთან არ ქონიათ.

Fan-walther-ppk-770

გასული საუკუნის 30-ან წლებში გამოშვებული Walther PPK ათწლეულები იყო ოქროს სტანდარტი კომპაქტურ პისტოლეტებში, მაგრამ მას აქვს ერთი უსიამოვნო საიდუმლოება, ეს პისტოლეტი საუკეთესოა კალიბრში 7.65, .380 კალიბრის “პპკ” როგორც ამბობენ გამოირჩევა ხისტი არასასიამოვნო უკუცემით რაც განპირობებულია მოკლე და თხელი ტარით და ასევე მისი მცირე მასით, რომელიც შეადგენს 635 გრამს.

როგორც უკვე აღვნიშნე, “კურცზე” (ამ მეტსახელით იცნობენ ჩვენთან .380 ACP-ს) გათვლილი ყველაზე პოპულარული იარაღი იყო Walther PPK, პოპულარიზირებული უამრავ ლიტერატურულ ნაშრომში და კინოფილმში. შექმნილი 1929 წელს ამ პისტოლეტმა განაპირობა კომპაქტური პისტოლეტების იერსახე მომავალი რამდენიმე ათწლეულით. ისიც და მრავალი მისი ტყუპისცალი დღემდე გამოდის.  მიუხედავად ასეთი ლეგენდარული სტატუსისა, ბევრის აზრით მისი სამომხმარებლო თვისებები მის რეპუტაციას არ შეესაბამებოდა, ხისტი უკუცემა და არც ისე კარგი ერგონომიკა ამის ნომერ პირველი მიზეზები იყო, ამიტომ ითვლება რომ ამ პისტოლეტის 7.65 კალიბრის ვარინატში, უფრო კარგად არის დაბალანსებული საცეცხლე ძალა და სროლისუნარიანობა.  მას მერე ბევრი დრო გავიდა და  ვითარდებოდა ტექნოლოგიები, ხელმისაწვდომი ხდებოდა ახალი უფრო გამძლე მასალები და “კურცზე” გათვლილი პისტოლეტები ხდებოდნენ უფრო კომპაქტური, მსუბუქი და უფრო ერგონომიული. ყველაფერთან ერთად ასევე იზრდებოდა მათი საიმედოობაც. მიუხედავად ამისა, არც ისე დიდიხანია რაც ახალი თაობის .380 კალიბრის პისტოლეტებმა “ჩააჩოჩეს” “პპკ” და მისი უამრავი კლონი.

maxresdefault-4

Glock 42 არის თანამედროვე .380 კალიბრის პისტოლეტის  კარგი ნიმუში, მას გადმოყვა თავისი დიდი ძმების ყველა თვისება, როგორებიც არის სრულფასოვანი სამინზი მოწყობლობები, კოროზიული მდგრადობა, სიმარტივე, დიდი რესურსი, ხოლო გადაბმული საკეტის და პოლიმერის ჩარჩოს წყალობით ამ პისტოლეტში უკუცემა არ იგრძნობა, მოიუხედავად იმისა, რომ მისი წონა მხოლოდ 350 გრამია. 

თავის მხრივ რევოლვერებს მყიდველის თვალში ყოველთვის ქონდათ ორი დიდი უპირატესობა პისტოლეტებთან მიმართებაში, ეს არის, როგორც უკვე აღვნიშნე მარტივი იარაღის სახელმძღვანელო, რაც აადვილებდა მის სწრაფ ათვისებას, თუნდაც აბსოლუტურად გამოუცდელი მსროლელის მხრიდან და ასევე ყოველთვის ითვლებოდა, რომ რევოლვერი იყო უფრო საიმედო, ვინაიდან  ცეცხლის წარმოებისთვის გამოიყენებოდა მსროლელის ფიზიკური ძალა და არა დენთის აირების ენერგია. არსებობს კიდევ მესამე ფაქტორი, რომლზეც ნაკლებად საუბრობენ და ათითცნობიერებენ, მაგრამ ეს ფაქტორი კარგად ახსნა დერილ ბოლკემ, ავტორიტეტულმა ადამიანმა, როდესაც საქმე ეხება რევოლვერების პრაქტიკულ გამოყენებას. რევოლვერი უფრო საიმედოა რეალური დაპირისპირების დროს ნაკლებად გამოცდილი მსროლელის ხელში ვიდრე პისტოლეტი, რისი მიზეზიც არის რევოლვერის კონსტრუქცია. რევოლვერისთვის სულ ერთია რა ვაზნა იდება შიგნით,  მას არ გააჩნია მოძრავი საკეტი, რომელიც რამეს რომ წამოედოს დაირღვევა გადატენვის ციკლი და მოხდება დაბრკოლება, რევოლვერი გაისვრის მიუხედავად იმისა, როგორ გიჭირავს ის მაშინ როდესაც პისტოლეტმა შეიძლება გაჭედოს სუსტი ჭერის შემთხვევაში. ჩააჭირე მოწინააღმდეგეს პისტოლეტი და საკეტი ოდნავ გადაიწევა უკან და სასხლეტი გაითიშება, პისტოლეტი არ გაისვრის. ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ ხელჩართული ჩხუბის ქაოსის პირობებში, რევოლვრი უფრო საიმედოა ვიდრე პისტოლეტი იმიტომ რომ ნაკლები მიზეზი არსებობს რაც გამოიწვევს შეფერხებას მის მუშაობაში. ეს ფაქტორი დერილ ბოლკე აზრით განაპირობებს იმას თუ რატომ მოკლეცხვირიანი რევოლვერები არ აპირებენ პენსიაზე გასვლას მიუხედავად იმისა, რომ მათი კონკურენტი პისტოლეტების გაბარიტები, კომპაქტურობა, ერგონომიკა და საიმედოობის ხარისხი მუდმივად იზრდება მაშინ როდესაც რევოლვერის კონსტრუქცია და მისი კალიბრი უცვლელია ამდენი წელი. რა თქმა უნდა, რევოლვერს აქვს თავისი მინუსები, მაგალითად ორმაგი მოქმედების რეჟმის გრძელ და შედარებით მძიმე სასხლეტში, რაც განპირობებულია იმით, რომ სასხლეტზე დაჭერა ასრულებს ორ ფუნქციას, ატრიალებს დოლურას და აყენებს სასხლეტს. გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვითი სროლა რევოლვერიდან ყოველთვის იქნება განხორცილებული ორმაგ რეჟიმში, რევოლვერის მსროლელისთვის ასეთი სროლის დახვეწა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, რაც უფრო რთულია ვიდრე სროლა პისტოლეტიდან სადაც სასხლეტის/დამრტყმელის შეყენება ხდება ავტომატურად.

ეხლა მოდით განვიხილოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ვაზნები რომლებსაც ეს იარაღები იყენებენ. ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდე ეს ვაზნები რადიკლაურად განსხვავებულია და საერთო მათ შორის პრაქტიკულად არაფერი არ არის. მოიხედავად იმისა რომ .38 Special (ნომინალური კალიბრი 9.1მმ) ბევრად უფრო დიდია (მასრის სიგრძე 29.3მმ 17.3მმ-ის წინააღმდეგ .380 შემთხვევაში) წნევები .38-ში ბევრად უფრო დაბალია, 17000PSI ნაცვლად 21000 PSI-სა .380-ში. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ .38 შექმნილი 1898 წელს, გათვლილი იყო შავ დენთზე, აქიდან საკმაოდ დიდი მასრის მოცულობა, შავი დენთის დიდი მუხტისთვის.  უკვამლო დენთი მცირე მოცულობის მიუხედავად წარმოქმნის ბევრად დიდ წნევას და მას იგივე წნევის მისაღებად ჭირდება ნაკლები მოცულობის მასრა. .38 იყენებს უფრო მძიმე ტყვიებს, რომელთა წონა ვარირებს ტიპიურად 130-დან 160 გრანამდე, .380. (ნომინალური კალიბრი 9მმ) იყენებს უფრო მსუბუქ ტყვიებს 90-100 გრანის ფარგლებში. საწყისი სიჩქარე .380 კალიბრის ტყვიების უფრო მეტია, იწყება დაახლოებით 315 მ/წ-დან. .38 საკმაოდ დაბალ სიჩქარიანია და მოკლეცხვირიანი რევოლვერის შემთხვევაში, ტყვიის საწყისი სიჩქარე მერყეობს სადღაც 240 მ/წ-ის ფარგლებში, გააჩნია მოკლეცხვირიან რევოლვერს და მუხტს. ანუ ჩვენ გვაქვს მძიმე და შედარებით ნელი 9მმ-ნი ტყვია .38 კალიბრის შემთხვევაში და შედარებით მსუბუქი და სწრაფი იგივე კალიბრის ტყვია .380 შემტხვევაში. ეს განაპირობებს რომ ენერგიით ეს ორი კალიბრი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს დგანან. ეს იყო მშრალი ციფრები, რეალობაში ამ ორ კალიბრს შორის შეიძლება იყოს დიდი განსხვავება. ტექნოლოგიები და პროგრესი ადგილზე არ დგას, იხვეწება დენთები და იხვეწება ტყვიის კონსტრუქციები, ამიტომ მაღალი კლასის თავდაცვითი მუხტები არის ის რაც ქმნის განსხვავებას. მაგალითად Speer 130gr Gold Dot +P ნასროლს მოკლეცხვირიან რევოლვერიდან ექნება საწყისი სიჩქარე 270 მ/წ-ში და ენერგია 300 ჯოულამდე. ინტერნეტში და ვაზნის კოლოფებზე შეიძლება ნახოთ სხვა ციფრები .38-ზე, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს ციფრები მიღებულია საშუალო სიგრძის ლულების მქონე რევოლვერებიდან. ორ ინჩიანი მოკლეცხვირიანი რევოლვერის შემთხვევაში რეალური ციფრები  იქნება უფრო მოკრძალებული.

იგივე სიტუაცია გვაქვს .380 კალიბრის შემთხვევაში, მაღალი კლასის თავდაცვით მუხტებს ექნება უფრო უკეთესი სიჩქარე და ენერგია და რაც მთავარია ოპტიმალური/ექსპანსიური ტყვიის წყალობით სამიზნეში მოხვედრისას ეს ენერგია დაიხარჯება უფრო ეფექტურად. ორივე ამ კალიბრის შემთხვევაში გადამწყვეტია მუხტი, შესაბამისად მუხტების ხელმისაწვდომობა შეიძლება იყოს გადამწყვეტი რომელ იარაღს აირჩევთ. მიუხედვად არჩევნისა, აბსოლუტური აუცილებლობაა, რომ გამოიყნოთ საუკეთესო თავდაცვითი მუხტები იქნება ეს .380 თუ .38 კალიბრი.

maxresdefault-3

მარცხნივ .38, მარჯვნივ .380. ერთი შეიქმნა რევოლვერებისთვის, მეორე ჯონ ბრაუნინგის მიერ, პისტოლეტებისთვის. 

მუხტების არჩევისას გასათალისწინებელია, რომ რევოლვერი, კონსტრუქციიდან გამომდინარე გაისვრის ნებისმიერ ვაზნას, იმიტომ რომ გადატენვისას ვაზნები თავსდება ინდივიდუალურ სავაზნეებში და დოლურა ტრიალდება მსროლელის ფიზიკური ძალის გამოყენებით. პისტოლეტში, ავტომატიკის სქემა მუშაობს დენთის აირების ენერგიის გამოყენებით და გასროლისას ხდება კომპლექსური პროცესი, რა დროსაც საკეტმა უნდა აიღოს საკმარისი ინერცია რომ საიმედოდ მოახდინოს მასრის ექსტრაქცია და შემდგომ ამოიღოს ვაზნა მჭიდიდიან და მოათავსოს ის სავაზნეში. ეს ნიშნავს, რომ ყველა ამ პროცესში მონაწილე კომპონენტი უნდა იყოს სათანადო კონდიციაში, ვაზნა, მჭიდი და იარაღის სხვა ნაწილები.

გარდა ამისა ბრუნვაში არის ბევრი ძველი გამოშვების პისტოლეტები, რომლებიც პროექტირდებოდნენ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდნენ თავდაცვითი მუხტები ექსპანსიური ტყვიებით. 60 წლის “სმიტი” უპრობლემოდ გაისვრის ვაზნას ექსპანისური ტყვიით, იგივე პერიოდში გამოშვებული Walther PPK-ს შემთხვევაში ან მოხდება იგივე ან არა.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ტევადობა. ტიპიური (საქართველოში გავრცელებული) რევოლვერების ტევადობა არის 5-6 ვაზნა.  პისტოლეტის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 7-9 ვაზნა ერთ რიგიანი პისტოლეტის შემთხვევაში და 15 ვაზნამდე, ორ რიგიანი მჭიდის შემთხვევაში.

CZ-83-part-2-featured

მიუხედავად მთლიანად ფოლადის კონსტრუქციისა და ორ რიგიანი მჭიდისა CZ-83 ადვილად და კომფორტულად სატარებელი პისტოლეტია, რომელიც თან ძალიან კარგი სროლისუნარიანობით გამოირჩევა. ასეთი ძველი სკოლის პისტოლეტები გაბარიტებით და წონით ახლოს არიან კომპაქტურ 9×19 კალიბრის პისტოლეტებთან რაც ბევრისთვის შეიძლება ზედმეტიც იყოს. სურათის წყარო Lucky Gunner. 

ტიპიურ პისტოლეტს ქარხნიდან მოყვება ორი მჭიდი, რაც გადატენვის სიმარტივესთან ერთად ნიშნავს, რომ თქვენი პისტოლეტის ფაქტობრივი ტევადობა არის იმ ვაზნების რაოდენობა რაც ეტევა ორ მჭიდში, დამატებული ერთი ვაზნა სავაზნეში. დამატებითი მჭიდების შოვნა შესაძლებელია, მჭიდები კომპაქტურია და მათი ტარება ადვილი.

რევოლვერის შემთხვევაში ყველაფერი ოდნავ უფრო რთულადა არის. რევოლვერის ტევადობა იქნება ის ვაზნების რაოდენობა რაც ეტევა დოლურაში. დამატებითი ტყვიაწამალის ტარების ბევრი მეთოდია მაგრამ არც ერთი ეს მეთოდი არ უზრუნველყოფს პისტოლეტის გადატენვის სიმარტივეს და ესეიგი სისწრაფეს. მათი არჩევა, შეძენა და ათვისება დამატებით დროს და ფულს ითხოვს. მართალია იარაღის თავდაცვითი გამოყენების შემთხვევაში, როგორც წესი სულ რამდენიმე გასროლა ხდება, მაგრამ მაინც ეეს არის ფაქტორი, რომელიც უნდა მიიღოთ მხედველობაში.

მოდით ასევე განვიხილოთ მასა და გაბარიტები. რევოლვერები გამოდის ორი ტიპის, ფოლადის და ალუმინის ჩარჩოთი. მოდელები სადაც პალსტმასები ფართო გამოიყენება სულ რამდენიმეა. ტიპიური მოკლეცხვირიანი რევოლვერის წონა შეადგენს სადღაც 600-700 გრამს ფოლადის ჩარჩოთი და სადღაც 450 გრამს მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული ჩარჩოს შემთხვევაში. .380 კალიბრის პისტოლეტების მასა და გაბარიტები საკმაოდ განსხვავებულია. ჩარჩოს მასალა შეიძლება იყოს მსუბუქი შენადნობი, ფოლადი და პოლიმერი. წონები ვარირებს მნიშვნელოვნად, Glock 42 პოლიმერის ჩარჩოთი და ერთ რიგიანი მჭიდით იწონის 350 გრამს მხოლოდ, ჩემს მიერ უკვე ნახსენები CZ83 ორ რიგიანი მჭიდით და ფოლადის ჩარჩოთი იწონის უკვე 800 გრამს. პისტოლეტი თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე ყოველთვის არის ბრტყელი ხოლო მის სისქეს მეტ წილად განაპირობებს მჭიდი (ორ რიგიანი უფრო სქელია). რევოლვერს აქვს მრგვალი დოლურა, მაგრამ დანარჩენი მისი ნაწილები ასევე საკმაოდ ბრტყელია. 5 ვაზნიანი “სმიტები” და “რუგერები” თხელი ცილინდრის გამო ძალიან კომფორტულები არიან სატარებლად, მართალია მინუს ერთი ვაზნის ფასად.

Screenshot 2021-08-08 at 16.49.39

ამ სურათიდან კარგად ჩანს რომ სხვაობა .380 კალიბრის Glock 42-ს და .38 კალიბრის Smith&Wessoon 640-ის შორის თითქმის არ არის.

დამატები ფაქტორები განხილვისთვის. 

პისტოლეტი/რევლვერი ფარული ტარებისთვის არის ძალიან ინდივიდუალური იარაღი ამიტომ მისი საკუთარ თავზე მორგების შესაძლებლობა არის მნიშვნელოვანი. პისტოლეტები ამ მხრივ ტრადიციულად გამოირჩევიან მეტი მოქნილობით, drop in ნაწილების ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ შესაძლებელია სასხლეტი, სამიზნი მოწყობილობების ადვილი შეცვლა. რევოლვერებზე დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის შეცვლა როგორც წესი არ ხდება. ხდება მისი ტუნინგი და ამისთვის საჭიროა შესაბამისი კვალიფიკაციის ოსტატი. როგორც ზედა სურათიდან ჩანს, რევოლვერები ტრადიციულად აღჭურვილია მარიტივი და არარეგულირებადი სამიზნი მოწყობილობებით, მაშინ როდესაც პისტოლეტზე (თანამედროვე) ისინი სრულფასოვანია და ადვილად იცვლება/რეგულირდება. რევოლვერში ტრადიციულად ყველაზე ხშირად ტუნინგს დაქვემდებარებული ნაწილი ყოველთვის იყო მისი სახელური. პისტოლეტებში პოლიმერის ჩარჩოთი უკვე დიდიხანია მოდაშია ცვლადი პანელები, რომლებიც იძლევიან საშუალებას მისი მორგების კონკრეტული მსროლელის ხელზე, მაგრამ .380 კალიბრის პოლიმერის პისტოლეტებში ეს ოფცია არ გვხვდება.

კონსტრუქციულად პისტოლეტები უფრო მარტივი და გასაგებია. პრობლემების მიზეზის დადგენა ადვილია. რაიმე დეტალის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, პისტოლეტში საკმარისა ეს დეტალი მოხსნა და შეცვალო ახალით. პრინციპში პისტოლეტის 99% შესაძლო პრობლმების გვარდება პრობლემური დეტალის მოხსნით და ახალი დეტალის დაყენებით.  რევოლვერში, თუნდაც ახალი გამოშვების პრობლემის დიაგნოსტიკაც და მისი აღმოფხვრაც დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნება მხოლოდ კვალიფიციური ოსტატის დახმარებით. რამდენადაც მე ვიცი, ოსტატი რომელიც სპეციალიზირდება რევოლვერებზე ჩვენ საქართელოში არ გვყავს.

მომსახურების თვალსაზრისით რაიმე რადიკალური განსხვავება არ არის, თუმცა რევოლვერებს ჭირდებათ პერიოდული ხრახნების გადაჭერა. პისტოლეტებიც ითხოვენ ყურადღებას, განსაკუთრებით ექსტრაქტორი, დამრტყმელი და მჭიდები.

რა თქმა უნდა არსებობს კიდე ბეევრი სხვა ფაქტორი: ფასები, კონკრეტული მოდელების ხელმისაწვდომობა, პრეფერნციები გამოყენებული მასალების და დაფარვების თვალსაზრისით მაგრამ აუცილებლად განსახილველი ფაქტორები მგონი მე ჩამოგითვალეთ, ხოლო საბოლოო არჩევანი თქვენზეა.

2 is one, one is none

Saturday, May 22nd, 2021

უკანასკნელი კვირა მე ვიკვლევდი Beretta 92-ის ჩამკეტი ბლოკის გატეხვის საკითხს. ვინც არ იცით, ეს არის დეტალი, რომელიც უზრუნველყოფს ლულის გახსნა ჩაკეტვას ამ მოდელის პისტოლეტში.

ყველა ვინც ჩემ ბლოგს კითხულობთ, იცით რომ მე ვარ ამ მოდელის პისტოლეტის დიდი მოყვარული, მაგრამ ცხადია მე ასევე მაინტერესებს ყველაფერი, რაც ჩემ საყვარელ იარაღს ეხება, მითუმეტეს თუ საქმე ეხება პოტენციურ “აქილევსის ქუსლს”. წლების განმავლობაში მე მეგონა, რომ პრობლემა გატეხილ “ბლოკებთან” ჩაბარდა წარსულს, მას მერე რაც სადღაც 90-ებში “ბერეტამ” შეცვალა ამ დეტალის კონსტრუქცია.  ასევე “ბერეტას” აქვს გამოცხადებულუ რომ აშშ-ს შეიარაღებაში მყოფ M9-ს შემთხვევაში mean round between failure (გასროლების რაოდენობა მტყუნებამდე) არის სადღაც 22000. რაც კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ინტერნეტში და ეხლა უკვე საქართველოშიც, სადაც იყენებენ ბერეტა 92-ს ტირებში გასაქირავბელად, დაგროვდა საკმარისი შემთხვევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ “ბლოკის” მტყუნება ხდება 10 000 გასროლამდე რაც უკვე არც ისე შთამბეჭდავია.

როგორ მუშაობს “ლოქინგ ბლოკი” ბერეტა 92-ში? ის ასრულებს ლულის ჩამკეტის ფუნქციას. გასროლისას, როდესაც საკეტი იწყებს უკან მოძრაობას, “ლოქინგ ბლოკი” ლულასთან და საკეტთან იწყებს უკან მოძრაობას და ინარჩუნებს ლულას ჩაკეტილ მდგომარეობაში (გადაბმულს საკეტთან), ხოლო რაღაც მომენტში, ღერძი რომელიც ჩაკეტვის მექანიზმის ნაწილია, ხვდება წინაღობას ჩარჩოს სახით, ჩერდება და დაწოლით “ლოქინგ ბლოკის” დახრილ ზედაპირზე,  აიძულებს მას დაიწიოს რომ მოხდეს ლულის და საკეტის განცალკევება/გახსნა.  ”ლოქინგ ბლოკს” აქვს ორი “ყური” რომელიც ზემოქმედებს საკეტთან და სწორედ ერთ-ერთ “ყურთან” ჩნდება ჯერ ბზარი და შემდეგ ის საერთოდ ტყდება, რის შემდეგაც პისტოლეტის ექსპლუატაცია არ შეიძლება/შეუძლებელია.

beretta 2

ბერეტა 92-ის გატეხელი “ლოქინგ ბლოკი”

დიდი ალბათობით, ბერეტა 92 სპეციალურად იყო შესრულებული ასე, რომ ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად გატყდეს დეტალი რომელიც ადვილად იცვლება, მაშინ როდესაც სხვა სისტემებეში ანალოგიური დანიშნულების დეტალის მტყუნების შემთხვევაში უნდა გამოცვალოთ ლულა (მაგ. ბრაუნინგის და ბრაუნინგის მოდიფიცირებული ჩაკეტვის სქემებით).  სიმართლე იცის ძალიან ცოტა ადამიანმა, ვინც ალბათ უშუალოდ იყვნენ ჩართულები ამ პისტოლეტის შექმნაში.

10 000 გასროლა და თუნდაც 5 000 გასროლა მაინც ძალიან ბევრია საქართველოში საშუალო სტატისტიკური პისტოლეტის მფლობელისთვის, იმიტომ რომ პისტოლეტების გატანა სახლს გარეთ და სროლა აკრძალულია, ხოლო ვაზნები ძალიან ბევრი ღირს, მაგრამ ზოგადი სტანდარტით 10 000 გასროლა არც ისე ბევრია. იგივე “გლოკები” ისვრიან ათი ათასობით ვაზნას, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. აქვე აღვნიშნავ, რომ იქ სადაც წერენ გატეხილ “ლოქინგ ბლოკზე” შედარებით მცირე რაოდენობა გასროლების შემდეგ, ასევე წერენ ადამიანები, რომლებიც წლებია და ათი ათასობით ვაზნებს ისვრიან მაი ბერეტებიდან და ასეთი პრობლემა არ შექმნიათ.

ასეა თუ ისე, “გლოკებიც” “ტყდება” და ყველა პისტოლეტს და ზოგადა იარაღს აქვს დეტალები, რომლებიც ტყდებიან პირველი, გარკვეული გასროლების შემდეგ. 1-4 თაობის “გლოკებში” ასეთია სასხლტის დამაბრუნებელი ზამბარა მაგალითად.

აქედან გამომდინარე სერიოზული პისტოლეროების მიერ შეიქმნა ორი იარაღის კონცეფცია. კონცეფცია გულისხმობს რომ ადამიანს აქვს ორი აბსოლუტურად იდენტური პისტოლეტი, ერთი რენჯისთვის, ხოლო მეორე “საქმისთვის”. პირველი პისტოლეტის გამოყენება ხდება ვარჯიშისთვის,  სადაც დეტალის მტყუნება ბევრის როლის შედეგად არ დასრულდება ფატალური შედეგით. მეორე პისტოლეტი არის ის პისტოლეტი, რომელსაც ადამიანი უშუალოდ ატარებს და იყენებს, როგორც თავდაცვის ინსტრუმენტს. ცხადია ეს მას მერე, რაც მოხდება დარწმუნება იმაში რომ ეს მეორე პისტოლეტი საიმედოა და ზუსტი.

არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ორი იდენტური პისტოლეტის ფლობა შეიძლება იყოს კარგი იდეა. თუ მოხდა იარაღის გამოყენება დანიშნულებით ანუ თავდაცვისთვის, მას დროებით მაინც, პოლიცია წაგართმევთ, ექსპერტიზისთვის და საგამოძიებო პროცედურებისთვის. ამის მერე თქვენ კიდე დაგრჩებათ მეორე პისტოლეტი, რომელიც დამუღამებული გაქვთ და იცით როგორ გამოიყენოთ.

ასევე ცხადია, რომ თუ ისვრით ბევრს, უნდა იცოდეთ სად უნდა ელოდოთ პრობლემებს და მოიმარაგოთ ეს დეტალები, რომლებიც როგორც წესი პირველი გამოდიან მწყობრიდან. ეს არის როგორც წესი, ზამბარები, ექსტრაქტორი, დამრტყმელი, შტიფტები მაგრამ შეიძლება იყოს სხვა უფრო სპეციფიური დეტალებიც.  ამ წესმა, არაერთხელ დამეხმარა მე ჩემი და ჩემი მეგობრების იარაღების სწრაფად მწყობრში დაბრუნებაში. ზოგი კომპანია უშვებს კიდევაც კონკრეტული იარაღების ცვეთადი დეტალების ნაკრებებს და თქვენ თავი არ უნდა აიტკიოთ ასეთი დეტალების დადგენაში. უბრალოდ ყიდულობთ ნაკრებს და თავი ქუდში გაქვთ.

04147

DPMS-ის AR-15 ტიპის იარაღის ცვეთადი და “ადვილად დაკარგვადი” დეტალების ნაკრები 

ცხადია მნიშვნელოვანია იარაღის დეტალების მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის ბზარების გამოვლენაზე. იგივე “ბერეტას” “ლოქინგ ბლოკი” სანამ გატყდება, ჯერ ბზარს იჩენს და უკვე მერე ტყდება (როგროც წესი).

რევოლვერის უნარებზე

Wednesday, December 16th, 2020

w2342342

ის ფაქტი, რომ რევოლვერი შედარებით ტექნიკურად რთული იარაღია და ასევე მისი გადატენვა ითხოვს ბევრ მანიპულაციებს, იმისთვის, რომ ეს იარაღი ეფექტურად გამოიყენოთ უნდა გამოიმუშავოთ რიგი უნარების, რომელზეც შეიძლება არასდროს არც დაფიქრდეთ სანამ გვიანი არ იქნებ.  პირველ რიგში, ცხადია უნდა იცოდეთ/გესმოდეთ  რევოლვერის კონსტრუქცია, ასევე სიმპტომების ამოცნობა და პრობლემების გამოსწორება, მანამ სანამ ეს პრობლემა გამოიწვევს დაბრკოლებას ან უარესი, რევოლვერის მწყობრიდან გამოყვანას. უბრალოდ ეხლა  რევოლვერის ზუსტი ტექნიკური დიაგნოსტიკის პროცედურების ახსნა არ შედის ამ შემთხვევაში ჩემ ამოცანაში. რა თქმა უნდა მე გავაგრძელებ ამ თემაზე წერას, მანამდე კიდე უბრალოდ გირჩევთ, რომ იმისთვის, რომ იყოთ დარწმუნებულები, რომ თქვენი რევოლვერი კარგ ფორმაშია, ზედაპირული ცოდნის მიღებას, ჯობია უბრალოდ ერთხელ დახარჯოთ თქვენო დრო და დატალურად შეისწავლოთ რევოლვერის კონსტრუქცია, რაც მოგცმთ წარმოდგენას იმაზე თუ როგორ მუშაობენ მისი მექანიზმები და შესაბამისად ზუსტად გეცოდინებათ, სად უნდა ელოდოთ პრობლემებს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. კიდევ ერთი “ჰინტი” ჩემგან,  გამოიწერეთ ამერიკელი ავტორების ძველი წიგნები, სადაც დეტალურად არის მიმოხილული რევოლვერის კონსტრუქციები და მათი მოვლა მომსახურების პროცედურები. დღეს თანამედროვე იარაღი არის როგორც თანამედროვე მანქანა, საიმედოობის ხარისხი მაღალია და მომსახურების საჭიროება არის მინიმალური, მაგრამ ადრე ასე არ იყო და გამოცდილი პისტოლერო, ასევე უნდა ყოფილიყო იარაღების საკმაოდ კარგი ოსტატი და ბევრი მათგანი  საბოლოო ჯამში გახდა კიდევაც იარაღების ოსტატი/მწარმოებელი, როგორც  ჯიმ კლარკი ან ბილ უილსონი. ამიტომ იმ ეპოქის ავტორების წიგნები გაჯერებულია ტექნიკური ინფორმაციით, მაშინ როდესაც დღეს მწარმოებელი პრაქტიკულად გიკრძალავს იარაღის დაშლას და შეკეთებას, ამის ნაცვლად გიბრძანებს მიიტანო იარაღი ავტორიზირებულ სახელოსნოში ან გაუგზავნო მათ ქარხანაში.  ჩვენ პირობებში, სადაც იარაღის ხელოსნებს ერთი ხელის თითებზე დაითვლი და იარაღს მწარმოებელს ვერ გაუგზავნი, უნარი თავად მოუარო შენ იარაღს არც თუ ისე ურიგოა. თუ ინგლისური არ იცით, დამელოდეთ, იმიტომ, რომ ახალი სტატიები რევოლვერებზე კიდე იქნება.

ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თემას, რომელზეც მე მინდოდა დამეწერა, ანუ კონკრეტული უნარები, რომელიც უნდა გამოიმუშავოს ადამიანმა, რომელიც ანდობს სიცოცხლეს რევოლვერს.

უნარი პირველი: გადატენვის პროცედურები.  გარდა სტანდარტული გადატენვის პროცედურისა, რომელიც გულისხმობს ცალკეული ვაზნებით დოლურას ავსებას და ასევე ე.წ. სპიდ სტრიპების ან სპიდლოადერების გამოყენების, უნდა აითვისოთ დოლურას სელექტიური გადატენვა და ასევე არასრული დატენვა.

revreloadoptions

სამი გავრცელებული ოფცია რევოლვერის გადატენვისთვის, “ნაყარი” ვაზნები, სპიდ სტრიპები და სპიდლოდერები. 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სპიდლოადერები მნიშვნელოვნად აადვილებენ რევოლვერის გადატენვას.  რამდენიმე მოძრაობაში ვაზნები ერთდროულად ვარდებიან სავაზნეებში და რევოლვერი მზად არის სროლისთვის, მაგრამ სპიდლოდერები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის და ასევე სპიდლოდერის გამოყენება გულისხმობს რომ ყველა დოლურა უნდა იყოს ცარიელი. რა მოხდება თუ გაირსოლე მხოლოდ 2-3 ვაზნა და გინდა დოლურას შევსება? დაცალო დოლურა და აავსო სპიდლოდერით, ანუ გადაყარო გაუსროლელი ვაზნები დოლურადან?  სწორედ ამიტომ სელექტიური გადატენვა არის საჭირო უნარი. გახსენით დოლურა, ნაწილობრივ ეჟექტორზე დაწოლით გამოწიეთ ვაზნები დოლურადან, თითით ამოაგდეთ გასროლილი მასრები და შეავსეთ დოლურა ახალი ვაზნებით.  ჟღერს ადვილდ, მაგრამ ეს პროცედურა ითხოვს ზუსტ და სწრაფ მოძრაობებს და შეტაკების პირობებში, ცეცხლის ქვეშ,  მისი განხორციელება იქნება რთული, საკმარისი პრაქტიკის გარეშე. ამის საპირწონედ არის FBI-ს ტექნიკა, რომელიც გასწავლის გასროლილი მასრების და ვაზნების ჩაცლა მარჯვენა ხელში და მათ შენახვას, იმის იმედით რომ თუ არ გეყო სპიდლოდერებში ვაზნები, მერე დარჩენილ ვაზნებს ინდივიდუალურად მოათავსებ რევოლვერში.  ცხადია ეს ყველაფერი რთულდება თუ სიბნელეში ხარ და ვერ ხედავ რას აკეთებ.

20201108_133846

მოკლე ეჟექტორი მოკლეცხვირიან რევოლვერებზე აადვილესბ სელექტიურ გადატენვას, იმიტომ რომ მისი სვლა არ არის საკმარისი, რომ მასრები ბოლომდე ამოაგდოს დოლურადან. უბრალოდ წყნარად დააჭირეთ ეჟექტორის ღერძს და შეცვალეთ გასროლილი მასრები ახალი ვაზნბებით. 

ეხლა შემდეგი კითხვა, ვთქვათ გადატენვის დრო არ გაქვთ? გასროლილი მასრების ექსტრაქცია მოახდინეთ, მაგრამ ასწრებთ მხოლოდ ერთი ან ორი ვაზნის მოთავსებას, იმიტომ რომ სიტუაცია ითხოვს სწრაფი გასროლის განხორციელებას? ამიტომ უნარი მოათავსო ვაზნა სავაზნეში და დახურო დოლურა ისე, რომ სასხლეტზე დაჭერისას ლულასთან გასწორდეს სავაზნე ვაზნით და არა ცარიელი, არის მეორე აუცილებელი უნარი, რომელზეც მინდოდა მომეყოლა. უყურეთ, სმიტ&ვესონის და კოლტის რევოლვერის დოლურები, მოძრაობენ განსხვავებული მიმართულებით, სმიტის დოლურა საათის მიმართულების საწინააღმდეგოდ, ხოლო კოლტის პირიქით. ეს უნდა იცოდეთ რომ დოლურა ერთი ვაზნით ისე დახუროთ, რომ სასხლეტზე დაჭერისას მოხდეს გასროლა და არა “კლიკი”, ხმა როდესაც დამრტყმელი ეცემა ცარიელ დოლურაზე . ეს ტექნიკა დაგჭირდებათ უკიდურესი განსაცდელის შემთხვევაში და ამიტომ დიდი ალბათობით სასხლეტზე დაჭერის ფუფუნება, იმდენჯერ სანამ გასროლა არ მოხდება თქვენ შეიძლება არც გქონდეთ.

რევოლვერების ტევადობა და გადატენვის დრო/სირთულე არის სერიოზული შეზღუდვა. ტყვილად არ გაჩნდა ე,წ. “ნიუ იორკული გადატენვა”, რაც სხვა არაფერია, რაც დაცლილი რევოლვერის “გადაგდება” და მეორე რევოლვერის მომარჯვება. ამიტომ მსროლელმა რევოლვერით გადატენვის პროცედურების ათვისებას უნდა დაუთმოს მეტი დრო ვიდრე Glock 17-ის პატრონმა.

და ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ორმაგ რეჟიმში სროლის უნარის მნიშვნელობაზე.  ორმაგი მოქმედების რევოლვერის შემთხვევაში, ორმაგი რეჟიმი არის ძირითადი. როგორც კი დაამუღამებთ ამ რეჟიმს, თქვენ მიხვალთ მარტივ დასკვნამდე: ერთმაგი რეჟიმი თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ტიპიურ დისტანციებზე სწრაფი სროლა ორმაგ რეჟიმში მაღალი სიზუსტით საკმაოდ ადვილია.

არის თუ არა გლოკი საშიში?

Tuesday, May 5th, 2020

შესაშური რეგულარობით, ინტერნეტში მე ვაწყდები ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ დაუმტკიცონ მთელ სამყაროს, რომ გლოკის პისტოლეტი არ არის უსაფრთხო. ამისთვის მათ მოყავთ უამრავი არგუმენტები დაწყებული იმით, რომ გლოკს არ გააჩნია მექანიკური მცველი და დამთავრებული გახვრეტილი ტრაკების სურათების დემოსნტრირებით. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სერიოზული რესურსი, მათ შორის უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი გლოკის პისტოლეტებს მიმართ, არ არის იგივეს მტკიცებით დაკავებული, მაინც ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას მითი, არა და არ კვდება და გინდა არ გინდა პერიოდულად წააწყდება ამ ტიპებს, რომლებიც დაჟინებით იბრძვიან ამ კონკრეტულ ქარის წისქვილს. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი მითები ცარიელ ადგილას არ ჩნდება ხო და მოდით ვცადოთ გავერკვიოთ არის თუ არა გლოკი საშიში  და საერთოდ აქვს თუ არა ამ მითს თუ მოსაზრებას, რაიმე რეალური საფუძველი.

დავიწყოთ მექანიკური მცველით. არის თუ არა გლოკი პირველი პისტოლეტი მექანიკური მცველის გარეშე? არა. გლოკის მერე ალბათ მეორე პოპულარობით, SigSauer P22X სერიის პისტოლეტები ასევე არ იყენებენ მცველს. მთელი მოკლელულიანი იარაღის კლასი, რევოლვერები, ასევე არ იყენებენ მექანიკურ მცველს. გასტონ გლოკმა თავის დროზე, სპეციალურად თქვა უარი ასეთი მცველის გამოყენებაზე, მარტივი მიზეზის გამო. მისმა კვლევაებმა აჩვენა, რომ ხშირად, სტრესის პირობებში ადამიანს ავიწყდება გამორთოს მცველი და აგვიანებს გასროლას, რასაც მოყვება ხოლმე სავალალო შედეგი.  ამ ფაქტების გათვალისწინებით, იმის თქმა, რომ გლოკი არ არის უსაფრთხო იმის გამო, რომ მას უბრალოდ არ გააჩნია მექანიკური მცველი არ არის სამართლიანი, ბევრ იარაღს არ აქვს მცველი და თავისთავად ეს არაფერს არ ნიშნავს.

მოდით ასევე ასეთ კითხვაზე შევეცადოთ, რომ ვიპოვოთ პასუხი. რა არის საერთოდ არაუსაფრთხო/საშიში პისტოლეტი? ჩემი აზრით ასეთი პისტოლეტი არის ის, რომელიც ისვრის სასხლეტზე დაჭერის გარეშე. უმეტეს წილად პისტოლეტები ხვდებიან საშიში იარაღების კატეგორიაში იმიტომ, რომ ისვრიან მიწაზე დავარდნისას. მაგრამ ყოველთვის ასე არ არის.

typ94

იაპონურ Nambu Type 94-ს შეუძლია სროლა სასხლეტზე დაჭერის გარეშე. დეტალი, რომელიც აკავშირებს სასხლეტს და sear-ს არის განლაგებული ჩარჩოს გარეთ და საკმარისია თითით დააწვეთ მას და პისტოლეტი გაისვრის. Nambu Type-94 არის საშიში პისტოლეტის კარგი მაგალითი.

საშიშ პისტოლეტებს განეკუთვნება ასევე პისტოლეტები, რომლებიც კონსტრუირებისას დაშვებული შეცდომების გამო ისვრიან თვაისით, კარგი მაგალითია Taurus 24/7, რომელიც ხნობილი იყო, რომ ხშირად მისი მცველები გამოდიოდა მწყობრიდან და შესაძლებელი იყო გასროლის წარმოენბა ჩართული მცველით. ეს დეფექტები და გასროლები იმდენად ხშირი იყო, რომ ეს პისტოლეტი Taurus-მა არ გააუმჯობესა და უბრალოდ მოხსნა წარმოებიდან.  ამ პისტოლეტის რეპუტაციის გასწორება იქნებოდა უბრალოდ შეუძლებელი.

რა თქმა უნდა დღეს იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევებში დაზარალებულები უჩივლებენ მწარმოებელს (ტაურუსის შემთხვევაში ასეც მოხდა) და ზარალის ანაზღაურების ვალდებულებები მწარმოებელს სერიოაზულად დააზარალებენ ან გააკოტრებენ, ამიტომ პისტოლეტის უსაფრთხოება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. მაგრამ ასე ყოველთვის არ იყო. გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც პისტოლეტის ევოლუცია საწყის სტადიაში იყო და უამრავი რადიკლაურად ერთმანეთისგან განსხვავებული პისტოლეტი გამოდიოდა, იყო მოდელები, რომლებიც დღევანდელი სტანდარტებით არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხო, მაგრამ მიუხედავად ამისა მათი უმეტესობა არ იყო ისე საშიში, როგროც იაპონური Type 94. პრობლემების წყარო მეტ წილად ყოველთვის იყო დავარდნა ან ძლიერი დარტყმა, რაც იწვევდა გასროლას. უმეტესობა ძველი პისტოლეტების უკვე მარტო კოლექციებში რჩება და არ გამოიყენება, მაგრამ არის პისტოლეტები, რომლებმაც დროით გამოცდას გაუძლეს და დღემდე გამოიყენებიან პირდაპირი დანიშნულებით. კარგი მაგალითია საბჭოთა TT-33.

Untitled

 არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით ის, რომ “ტტ” ისვრის დავარდნისგან არის მითი. აღნიშნული სურათი რეალური ექსპერტიზის დასკვნიდან ადასტურებს რომ დავარდნისას “ტტ” ისვრის, დაშვებული ჩახმახით. 

2009 წელს მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ერთი საუკუნის წინ პისტოლეტების სტანდარტები იყო განსხვავებული. ჟურნალ SWAT-ის რედაქტორი, გამოცდილი მსროლელი, სტივენ მალოი დაიღუპა იმის გამო, რომ მას ამოუვარდა ქამრიდან 1903 წლის კოლტის პისტოლეტი, რომელიც დაეცა ძირს, გაისროლა და ტყვია მოხვდა მალოის მკერდში.

მიზეზები რატომ ისვრიან პისტოლეტები დავარდნისგან არის ბევრი. ხანდახან საკმარისია დამრტყმელის ინერცია როგორც კოლტ 1911-ის შემთხვევაში. მართალია ეს პისტოლეტი უკვე 1911 წელს მეტ წილად წარმოადგენდა პისტოლეტის იერსახეს, რომელიც მომდევნო 100 წელი პრაქტიკულად არ შეიცვლებოდა, მაგრამ ეს პისტოლეტი არ ყოფილა თავიდან ბოლომდე drop-safe. თუ 1911 დავარდა მყარ ზედაპირზე საკმარისი ძალით, უნერციული დამრტყმელი დაარტყავს ამაალებელს საკმარისი ძალით რომ მოხდეს გასროლა. მართალია გასროლა მოხდება  მიწაში, მაგრამ მაინც ეს პოტენციურად სახიფათო სიტუაციაა.

ინერციული დამრტყმელი გაჩნდა იმისთვის, რომ ბოლომდე დაშვებულ ჩახმახისას გამორიცხულიყო პირდაპირი კონტაქტი ჩახმახს, დამრტყმელსა და ამაალებელს შორის. ამიტომ დამრტყმელის არის მოკლე, და ჩახმახის დარტყმისას ინერციით აგრძელებს წინსვლას თავის არხში და ასე არტყავს ამაალებელს. აქიდან წამოვიდა სახელიც – ინერციული დამრტყმელი. საინტერესო კითხვა ჩნდება, რატომ არ გამოიყენა ტოკარევმა ინერციული დამრტყმელი, რომელიც უკვე გამოიყენებოდა 1911-ში, რომლის კონსტრუქციაზე დაფუძნებით მან შექმნა TT? ჩემი ინფორმაციით ეს იყო იმ კომისიის მოთხოვნა, რომელიც ცდიდა ტოკარევის პისტოლეტს. მიჩნეული იყო, რომ ინერციული დამრტყმელი ნაკლებად საიმედოა. 

1911-ის კონსტრუქციაში ჯერ კიდევ 30-ან წლებში გაჩნდა სვარტზის კონსტრუქციის ავტომატური მცველი, რომელიც კეტავდა დამრტყმელს მანამ სანამ არ გააქტიურდებოდა მცველი სახელურზე. მცველი რთული კოსნტრუქციის იყო და არ ყენდებოდა ყველა კოლტის 1911-ზე.  შემდეგ უკვე 80-ან წლებში  1911-ის კონსტრუქციაში გაჩნდა დამრტყმელის ავტომატური მცველი და სხვადასხვა მწარმოებლებმა დაიწყეს ან კოლტის გადაწყვეტილების კოპირება, ან როგორც ახალი “კიმბერი” ისევ სვარტზის კონსტრუქციის დამცავი მექანიზმი გამოიყენეს. ”ტტ”-ს შემთხვევაში ეს არის მცირე კონსტრუქტორული შეცდომა. ნამბუს მაგალითი არის დიდი იშვიათობა, პისტოლეტების კონსტრუქტორებმა შედრებით მალე მიხვდნენ რა ვისებები უნდა ქონოდა პისტოლეტებს და ასევე იმას, რომ პისტოლეტები მარტო უნდა ისროდნენ როდესაც მას სასხლეტზე აჭერენ.

ერთი წლის წინ მე ვიყიდე კოლტის 1873 წლის რევოლვერის თანამედროვე რეპლიკა Uberti Cattleman. კოლტის 1873 წლის მოდელი ასევე არ არის უსაფრთხო იარაღი. ჩახმახს შეუძლია დავარდნისას მიწვდეს ვაზნას დოლურაში. ეს მალევე აღმოაჩინეს ამ რევოლვერის მომხმარებლებმა და ამიტომ ყველა 1873 წლის კოლტის ან მისი ზუსტი რეპლიკების მფლობელებმა იციან, რომ ჩახმახის ქვეშ დოლურა უნდა იყოს ცარიელი. ბილ რუგერმა მას მერე რაც მისი კომპანიის მიერ გამოშვებულმა კოლტის რეპლიკამ გაისროლა დავარდნისას და მძიმედ დაჭრა მფლობელი, მრავალმილიონიანი სასამართლო დავის შემდეგ, შეცვალა თავისი რევოლვერის კონსტრუქცია ისე, რომ ჩახმახი ვეღარ მიწვდებოდა ვაზნას, თუ არ მოხდებოდა სასხლეტზე დაჭერა. “ტრანსფერ ბარი” დღეს სტანდარტული დეტალია პრაქტიკულად ყველა რევოლვერზე.

ამდენი მე იმიტომ ვისაუბრე, რომ თქვენ შეგექმნათ წარმოდგენა, იმაზე თუ რას წარმოადგენს პისტოლეტი, რომელიც არ არის უსაფრთხო. ეს არის პისტოლეტი, რომელიც ისვრის სასხლეტზე დაჭერის გარეშე. მათ შორის პისტოლეტები, რომლებიც ისვრიან მიწაზე დავარდნისას. თუ გასროლა მოხდა სასხლეტზე დაჭერის შედეგად, მაგრამ მსროლელს გასროლა არ უნდოდა ეს არის მსროლელის შეცდომა და არა პისტოლეტის. იმიტომ, რომ პისტოლეტი იქმნება იმისთვის, რომ ისროლოს როდესაც სახლეტს აჭერენ.

როდესაც გლოკი პირველად გამოჩნდა ყველას აინტერესებდა, რამდენად საიმედოდ იჭერს sear დარმრტყმელს. ამიტომ გლოკმა გაიარა ყველაზე შთამბეჭდავი ვარდნის ტესტები ისტორიაში. გლოკს აგდბებდნენ სახლის სახურავიდან, ვერტმფრენიდან, თვითმფრინავიდან.  მაგრამ გასროლა არ ხდებოდა. არ ხდებოდა იმიტომ რომ გლოკი აღჭურვილია დამრტყმელის მცველით და ასევე სპეციალური drop safety-ით. უმეტესობა ადამიანს, რომელიც თვლის რომ კარგად იცნობს გლოკს, გაუჭირდება ახსნა, როგორ მუშაობს ეს მცველი და რა როლს ასრულებს. მაგრამ ის შექმნილია იმისთვის, რომ გამოირიცხოს დამრტყმელის გათავისუფლება დარტყმისგან და შესაბამისად გასროლა.

Trigger Mechanism Housing

სურათზე ისრით არის ნაჩვენები ღარი რომელშიც მოძრაობს sear-ზე შესრულებული ფარფლი. მისი დაწევა იმისთვის რომ მან გაათავისუფლოს დამრტყმელი, შესაძლებელია მხოლოდ მას მერე რაც სასხლეტის დაჭერის შემდეგ ის გაივლის გარკვეულ დისტანციას.  თუ ეს დისტანცია არ გაირა, sear ფიზიკურად ვერ დაიწევა. 

გარდა ამისა, გლოკი აღჭურვილია დამტყმელის მცველით. დამრტყმელის მცველი კეტავს დამრტყმელს და მხოლოდ სასხლეტზე დაჭერისას ხდება ორი რამე, ითიშება დამრტყმელის მცველი და sear გადის საკმარის მანძილს, რომ მიიღოს  დაწევის საშუალება და გაათავისუფლოს დამრტყმელი. 1903 წლის კოლტი, რომ ყოფილიყო აღჭურვილი დამრტყმელის მცველით, სტივენ მალოი დღეს ცოცხალი იქნებოდა. გლოკი ასევე აღჭურვილია მესამე, სასხლეტის მცველით, პატარა ღილაკი სასხლეტზე, რომელსაც უნდა დააჭიროთ რომ სასხლეტმა დაიწყოს მოძრაობა. დააჭერთ სასხლეტის ზედა ნაწილს ან გვერდიდან, ის ადგილიდან არ დაიძვრება.  ეს არის გლოკის სახელგანთქმული სამ კომპონენტიანი safe action სისტემა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გლოკი არასდროს არ გაისვრის თუ არ დააჭირეთ სასხლეტს. თუ დააჭირეთ სასხლეტს და გლოკმა არ გაისროლა, ესეიგი ან გლოკი გაფუჭდა ან ვაზნა არის დეფექტური ან თქვენ უბრალოდ დაგავიწყდათ ვაზნის სავაზნეში მიწოდება. თუ თქვენ დააჭირეთ სასხლეტს, როდესაც არ გინდოდათ გასროლა, გლოკი არაფერ შუაში არ არის. ასე, რომ გლოკი მექანიკურად არის აბსოლუტურად უსაფრთხო პისტოლეტი. ეს არის ობიექტური ფაქტი.

მაგრამ, რა თქმა უნდა მითი და ჭორი ცარიელ ადგილას არ ჩნდება.  გლოკი იყო პირველი მასიურად გავრცელებული პისტოლეტი, შიდა დამრტყმელით (ანუ ჩახმახის გარეშე), რომლის პოპულარობა დაიწყო ამერიკის ბაზრის დაპყრობით და ეს მითიც ამერიკიდან მოდის. შეგახსენებთ, რომ სანამ გლოკი გამოჩნდებოდა ამერიკაში, ის მიღებულ იქნა შეიარაღებაში ავსტრიულ არმიაში 1982 წელს, ნორვეგიაში 1984 წელს, ცოტათი გვიან შვედეთში 1988 წელს. ამერიკაში გლოკის გაყიდვები დაიწყო 1984 წელს.  ყველა ეს არმიები იყო დაკომპლექტებული მათ შორის წვევანდელებით. მიუხედავად ამისა პრობლემები არ დაფიქსირდა, დღემდე ეს ქვეყნები აგრძელებენ გლოკის პისტოლეტების გამოყენებას.

რა გამოწვევები შეხვდა გლოკს ამერიკაში. დავიწყოთ იმით, რომ პოლიცია მიჩვეული იყო რევოლვერებს, გრძელი და მძიმე სასხლეტებით ორმაგ რეჟიმში, ასევე პისტოლეტებს გარე ჩახმახებით და ასევე ორმაგი/ერთმაგი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით. განსხვავებით პოპულარული მოსაზრებისგან, საცეცხლე მომზადება ამერიკის პოლიციურ დეპარტამენტებში არ იყო და არ არის ყველგან და ყოველთვის მაღალ დონეზე. ამიტომ ახალი პისტოლეტის გამოჩენამ წარმოშვა გარკვეული პრობლემები. შეგახსენებთ, რომ გლოკის სასხლეტის სვლა არ არის ისეთი გრძელი და მძიმე როგორც ტიპიურ რევოლვერში ან ორმაგი/ერთმაგი პისტოლეტის შემთხვევაში, რაც თეორიულად ზრდის დაუდევრობით გასროლის შანსს. პისტოლეტი უფრო მძიმე სასხლეტით უფრო გაპატიებთ შეცდომას ვიდრე პისტოლეტი შედარებით მსუბუქი სასხლეტით. მაგრამ ამოსავალი წერტილი იმაშია, რომ ჯერ უნდა მოხდეს მსროლელის მხრიდან შეცდომის დაშვება.

ყველა ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ დაფიქსირდა რაღაც რაოდენობა გასროლების, რისი მიზეზიც იყო დაუდევრობა და ცუდი მომზადება.  თითქმის იგივე ფაქტორების გამო, მრავალი წლის შემდეგ იგივე სიტუაცია გამეორდა როდესაც ჩვენთან შეიარაღებაში მიიღეს ხორვატიული   HS9, რომელიც პრაქტიკულად გლოკის იდენტურია, მაგრამ დამატებით გააჩნია მცველი სახელურზე, რომელიც ითიშება როდესაც მსროლელი ხელს კიდებს სახელურს. ამ პისტოლეტის გამოჩენას მოყვა ტალღა დაუდევრობით გამოწვეული გასროლების შემთხვევების მათ შორის ლეტალური შედეგებით.

შეგახსენებთ, რომ გლოკი არ იყო ერთადერთი იარაღი, რომელმაც ასეთი პრობლემები გამოიწვია ამერიკულ პოლიციაში. გლოკის გამოჩენამდე, ამერიკის პოლიციურ სამსახურებს უკვე ქონდათ პრობლემები პისტოლეტებთან ერთმაგი მოქმედების რეჟიმით, რაც მიჩნეული იყო, როგორც განსაკუთრებულად სახიფათო პოლიციელებისთვის და გარდა ამისა,  იმ პირების (ვისაც პოლიციამ ესროლა) ზედმეტად მონდომებული ადვოკატები აპელირებდნენ სასამართლოში, რომ შეყენებული ჩახმახი მიუთითებდა პოლიციის წინასწარ განზრახვაზე ეჭვმიტანილის მოკვლის. ამის შედეგად პოლიციის სამსახურებმა დაიწყეს უარის თქმა პისტოლეტებში ერთმაგი რეჟიმით სროლის შესაძლებლობაზე და ასე გაჩნდა პისტოლეტების ახალი კლასი, მხოლოდ ორმაგი რეჟიმის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით. ჯეფ კუპერმა უწოდა ამას – იდეალური გადაწყვეტილება არარსებული პრობლემისთვის. ასეთმა პისტოლეტებმა დიდი გავრცელება ვერ ნახეს და სამოქალაქო მსროლელებში პრაქტიკულად საერთოდ არ სარგებლობენ მოთხოვნით ცხადი მიზეზის გამო, ზუსტი და სწრაფი სროლა ასეთი პისტოლეტიდან საკმაოდ რთულია და ბევრ პრაქტიკას მოითხოვს. სწორედ ამ დროს ჩნდება გლოკი, რომელიც იმის გამო რომ ყოველი გასროლის წინ ხდებოდა დამრტყმელის ბოლომდე შეყენება სასხლეტზე დაჭერით, კლასიფიცირებულ იქნა, როგორც მხოლოდ ორმაგი მოქმედების პისტოლეტი, რამაც მას გზა გაუხსნა პოლიციური სამსახურებში და დღემდე გლოკებით არის შეიარაღებული სადღაც 65% ამერიკული პოლიციის.

სტანდარტული გლოკის სასხლეტის წონა შეადგენს სადღაც 2.5-დან 3 კგ-მდე. სასხლეტის წონა ორმაგი მოქმედების რეჟიმში ტიპიურ ორმაგი/ერთმაგი მოქმედების პისტოლეტში იწყება ალბათ სადღაც 5 კგ-დან.  გლოკის სასხლეტის სვლაც შედარებით მოკლეა. ბავშვს, რომელსაც ხელები მიუწვდა იარაღამდე მეტი შანსი ექნება დაძლიოს გლოკის სასხლეტი წინააღმდეგობა ვიდრე ვთქვათ Cz-75-ის სახლეტის. მაგრამ პისტოლეტის სასხლეტები არ კონსტრუირდება იმისთვის, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მათი გამოყენება. იგივე ეხება მექანიკურ მცველებსაც.

გლოკისთვის მალევე გაჩნდა გაჩნდა სპეციალური დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები დამძიმებული სასხლეტებით, ცნობილი როგორც Glock  New York trigger (სულ ორი ტიპის ასეთი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმია ცნობილი). ბოროტი ხმები ამბობენ რომ ამით ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ცადა წვრთნის და მომზადების იაფი ჩანაცვლება, რაც არ არის ლოგიკას მოკლებული, ეს სამსახურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ცალკეული პოლიციური დეპარტამენტია სადაც 40 000-მდე პოლიციელი ირიცხება. სხვები თვლიან, რომ ამ მექანიზმის დანიშნულება იყო გლოკის სასხლეტი დამსგავსებოდა ტიპიური რევოლვერის სასხლეტს და NY-1-ის წონა შეადგენს დაახლოებით 3.7 kg-ს და NY-2-ის წონა აღწევს 5.5 კგ-ს.  საბოლოო ჯამში საღმა აზრმა გაიმარჯვა და სათანადო მომზადება და წვრთნამ ეს პრობლემა გააქრო და გლოკთან მიამრთბეაში გაჩნდა ოქროს წესი, სიფრთხილე, მომზადება და კარგი ბუდე, რაც დამეთანხმებით მისაღებია ნებისმიერი იარაღისთვის და არა მარტო გლოკისთვის. ამის მერე, როგორც უკვე ვახსენე, გლოკი გახდა ყველაზე პოპულარული პისტოლეტი ამერიკის პოლიციაში, ამერიკის მოსახლეობაში და პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში. დღეს ყველა სერიოზული პისტოლეტების მწარმოებელი უშვებს გლოკის საკუთარ ვერსიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ინტერნეტ ექსპერტებს სამიზნეში რატომღაც აქვთ მაინცდამიანც გლოკი ამოღებული. რატომ? იმიტომ, რომ ერთი ავტორის მოსაზრება, რომ გავიმეოროთ, გლოკმა გამოჩენისთანავე დაანგრია უამრავი დამკვიდრებული დოგმა, რომ პისტოლეტი უნდა იყოს მეტალის, ქონდეს ჩახმახი და ბევრი მცველი…. ბევრს ეს არ მოეწონა, ზოგს ჩემთვის ბოლომდე გაურკვეველი მიზეზებით ეს არ მოწონს დღემდე.

საგა “საშიშ” გლოკზე არ იქნებოდა სრული, რომ არ მოგიყვეთ კიდევ ერთ ნიუანსზე. გლოკს ვერ დაშლი, თუ დამრტყმელი შეყენებულია. დამრტყმელის დაშვება გლოკში შესაძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით – სასხლეტზე დაჭერით. ბუნებრივია, რომ პისტოლეტის დაშლამდე და სასხლეტზე დაჭერამდე უნდა შეამოწმოთ ნებისმიერი იარაღი, მაგრამ ეს სასხლეტზე დაჭერის აუცილებლობამ განაპირობა რომ გარკვეულმა ადამიანებმა იარაღის დაშლის ნაცვლად ისროლეს. არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ამას არ დააბრალებს იარაღს, ალბათ გარდა იმ ადამიანებისა ვისთვისაც მანქანის სარკეებზე აწერენ გამაფრთხილებელ წარწერებს. არარსებული პრობლემის მოგვარების გზებიც გაჩნდა, და ზოგმა კომპანიამ შექმნა პისტოლეტები, რომელთა დაშლისთვის არ არის საჭირო სასხლეტზე დაჭერა, ან დაშლის პროცედურას ვერ დაიწყებ საკეტის გახსნის გარეშე.

ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესი პისტოლეტების დახვეწის მათ შორის მათი უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მეტ წილად არის პროდუქტიული. ცოტახანი გლოკს, რომ დავანებოთ თავი, მე მინდა თქვენი ყურადღება მიაქციოთ კიდევ ერთ ადმინისტრაციულ პროცედურას, რომელიც უფრო მეტ საფრთხეს ატარებს ვიდრე გლოკის დაშლა. მე ვგულისხმობ ჩახმახის დაშვებას ვაზნით სავაზნეში. ევოლუციის პროცესში, ჩახმახზე ჯერ გაჩნდა ნახევრად შეყენების ფუნქცია, რომელიც არ მიცემდა საშუალებას ჩახმახს მიწვდეს დამრტყმელს თუ თითი აგიცურდათ და ჩახმახი გაგექცათ (იმ პირობით რომ როგორც ამას წესი ითხოვს სასხლეტს თითი მოაცილეთ), შემდეგ გაჩნდა დამრტყმელის მცველი და დეკოკერი, უკანასკნელმა გამორიცხა ჩახმახის დაწევისთვის სასხლეტის გამოყენება, მართალია კონსტრუქციის გართულების ხარჯზე. საერთოდ  ჩახმახიანი პისტოლეტის რამდენმა პატრონმა იცის, როგორ დაუშვას ჩახმახი უსაფრთხოდ?

უნიკალურობა გლოკის დიზაინის გახლავთ იმაში, რომ პისტოლეტი თავიდანვე იყო შექმნილი მხოლოდ ერთი მიზნით, ის იქნებოდა აბსოლუტურად უსაფრთხო, სანამ მსროლელი არ დააჭერს სასხლეტს. ჩახმახი, დეკოკერი, მექანიკური მცველი არ გამოიყენება, ამიტომ პისტოლეტი არის მარტივი, ცოტა დეტალით და მისი ათვისება ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა მისი manual of arms ან თუ გნებავთ გამოყენების ფილოსოფია კარნახობს გარკვეულ შეზღუდვებს. ჩააგდო გლოკი ვაზნით სავაზნეში სავსე რიუკზაკში სხვა ნივთებთან ერთად არ არ იქნება კარგი იდეა. ატარო გლოკი ჯიბეში, ვაზნით სავაზნეში, ასევე არ იქნება კარგი იდეა. კარგი იდეა არ იქნება იაფი ბუდის გამოყენებაც. ყველაფერი ეს არ იქნება კარგი იდეა ასევე S&W M&P, Ruger SR, CZ P10, H&K VP9, Walther P99, Walther CCP და უამრავი სხვა პისტოლეტის შემთხვევაში. რატომ? თუ ეს სტატია ყურადღებით წაიკითხეთ, წესით ამის ახსნა აღარ უნდა დამჭირდეთ. რამდენად იგივე სიტუაციაში თავს უფრო დაცულად იგრძნობდით SiG Sauer P226-ით მე არ ვიცი. გყაავთ ბავშვი? ნუ ენოდბით მექანიკურ მცველს, გამოიყენეთ საკეტი ან უფრო უკეთესი, სეიფი, აუხსენით ბავშვს იარაღი და უსაფრთხო მოპყრობის წესები, როდესაც ამის დრო მოვა.  არ მოგწონთ გლოკის გამოყენების ასეთი ფილოსოფია? იყიდეთ სხვა პისტოლეტი, მექანიკური მცველით ან მძიმე ორმაგი მოქმედების სასხლეტით ან ორივეთი ერთად. მაგრამ გახსოვდეთ, მთავარი მცველი განლაგებულია მსროლელის ყურებს შორის. დაიცავით იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესები, იაზროვნეთ საღად და ყველაფერი კარგად იქნება.

პს

პასუხის გაცემა კითხვაზე, არის თუ არა გლოკი საშიში, შეიძლებოდა უფრო მარტივად, 2000 სიტყვიანი სტატიის დაწერის გარეშე. უბრალოდ იკითხეთ, გაისვრის თუ არა გლოკი თავისით თუ დაიცავით იარაღთან (ნებისმიერ იარაღთან) უსაფრთხო მოპყრობის წესები. პასუხი არის არა. ესეიგი გლოკი არ არის საშიში იარაღი. მაგრამ ეს იქნებოდა ჩემთვის ზედმეტად იოლი.

გამოსადეგია თუ არა .22lr თავდაცვისთვის?

Friday, March 27th, 2020

black three

პნეივმონიის გამომწვევი ვირუსის გავრცელებამ, მისცა საშუალება სახელმწიფოს მარტივად შეეზღუდა ხალხისთვის წვდომა იარაღის შეძენაზე და გასხვისებაზე, უბრალოდ დახურა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა და თქვენი უფლებაც განკარგოთ თქვენი ქონება და შეიძინოთ თავდაცვის საშუალება ასევე “დაიხურა”. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არ დაიწყება ასევე იარაღის კონფისკაცია, რა თქმა უნდა  “საზოგადოების ინტერესებიდან” და მასზე “ზრუნვიდან” გამომდიანარე.  ამ გადაწყვეტილების იურიდიულ, ეკონომიკურ და მორალურ მხარეზე საუბარი შორს წაგვიყვანს მაგრამ,  დასკვნები თავად უნდა გააკეთოთ. და პირველი დასკვნა უნდა ის იყოს, რომ თქვენი უფლებები ხელშეუხებელი არ არის,  მთავარია ხელის შეხების მიზეზი მოიძებნოს.

თუ ვიღაცა ამ კრიზისმა დააფიქრა საკუთარ უსაფრთხოებაზე, ის უკვე ვერაფერს ვერ შეძლებს, ლეგალური გზები იარაღის შეძენის დორებით მაგრამ გაუქმდა. მაგრამ რა მოხდება თუ ვთქვათ ანალოგიური კრიზისის პერიოდში ერთადერთი, რაც თქვენ ხელთ გაქვთ არის .22lr კალიბრის იარაღი ან როგორც მას ჩვენთან ეძახიან – “გეკო”. ან კრიზისი არ არის და უბრალოდ მეტის საშუალება არ გაქვთ? რამდენად გამოსადეგია .22 კალიბრი და მასზე გათვლილი იარაღი თავდაცვისთვის? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომელი მუხტები აირჩიოთ? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მე შევეცდები ამ სტატიაში.

.22lr არის ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი და ამავე დროს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კალიბრი.ამის მიზეზი ბევრია, ეს ვაზნა გამოიყენება მრავალ მათ შორის ოლიმპიური სპორტის სახეობებში, ის ღირს ძალიან იაფი და იარაღიც მასზე გათვლილი იაფი და ხელმისწავდომია პრაქტიკულად ნებისმიერი შემოსავლის მქონე  ადამიანისთვის. ამ ვაზნაზე გამოდის ნებისმიერი ტიპის ხრახნილლულიანი ტიპის იარაღი, პისტოლეტები (ნახევრად-ავტომატური და რევოლვერები), კარაბინები გადატენვის ყველანაირი სქემით, კომბინირებული იარაღებიც. თავის მხრივ მცირეკალიბრიანი იარაღი გამოიყენება, როგორც მიზანში სასროლად, ასევე პლინკინგისთვის (არაფორმალური, გასართობი სროლა) ასევე სანადიროდ, ხშირად ასევე, როგორც პირველი იარაღი ახალბედა მსროლელისთვის.  ასე გამოვიდა, რომ ყველა ამ როლს .22lr იდეალურად მოერგო. როგორც აღვნიშნე ვაზნა იაფია, ძალიან ზუსტია, მისი დამზადება ადვილია და ის იშოვება პრაქტიკულად ყველგან.

ტექნიკურად .22lr ვაზნა არის  5.6მმ კალიბრის, წრიული აალების, რაც ნიშნავს რომ მას არ გააჩნია ამაალებელი, ხოლო მის ფუნქციას ასრულებს 15.6მმ სიგრძის მასრის კიდეში ჩაპრესილი ამაალებელი ნივთიერება. სწორედ ამ კიდეში ურტყავს მას დამრტყმელი. მასრა ცილინდრული ფორმის არის ხოლო ტყვია როგორც წესი არის ან გარსის გარეშე ან გარსის როლს ასრულებს მეტალის შემცველი დაფარვა. უკანასკნელის გამოყენება განპირობებულია ზოგ მუხტში ტყვიის მაღალი საწყისი სიჩქარით, როდესაც გარსის გარეშე ტყვია შეიძლება მოწყდეს ხრახნებიდან და მისი სტაბილიზირება ლულაში ვერ მოხერხდება, რაც თავისმხრივ ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. ასეთ შემთხვევაში ლულის ტყვიის ნადებით დაბინძურებაც ასევე უფრო ინტენსიური იქნება. ტყვიის წონების ვარირებს, როგორც წესი 30-დან 40 გრანამდე,  საწყისი სიჩქარე 300-დან 500 მ/წ-მდე. ტყვიის კონსტრუქციები ასევე მრავალეფორავანია: კონუსური, მრგვალი თავით, ექსპანსიური, საფანტის, დაფარვით და დაფარვის გარეშე.

229c

ეს ვაზნა, როგორც ხვდებით არ იყო შექმნილი თავდაცვისთვის. თავდაპირველად ის შეიქმნა პატარა ცხოველებზე სანადიროდ. მაგრამ შეცდომაში ნუ შეგიყვანთ ამ კალიბრის მოკრძალებული პარამეტრები. მცირეკალიბრიან ტყვიას შეუძლია მოკლას ადამიანი. ტყვიის ენერგია ვარირებს 170-დან 260 ჯოულამდე რაც არ არის ბევრი, მაგრამ გააჩნია რას ვადარებთ, ასე მაგალითად 7.65 ბრაუნინგის კალიბრის ტყვიის ენერგია ასევე 250 ჯოულის ფარგლებშია, ასე რომ .22 სათამაშო კალიბრი ნამდვილდ არ არის.  შეიარაღებულ შეტაკებაში მოხვედრის ადგილი თამაშობს კრიტიკულ როლს და კარგად დამიზნებულ გასროლას მცირეკალიბრიანი იარაღიდან ექნება სასურველი ეფექტი. პრობლემა იმაშია, რომ ასეთი გასროლის გაკეთება რთულია, როდესაც იმყოფები უკიდურესი სტრესის ზემოქმედების ქვეშ და თანაც შენი სამიზნე სწრაფად მოძრაობს. რა თქმა უნდა ჯობია, რომ ქონდეთ ყველაზე ძლიერი კალიბრი, კონტროლირებადი ექსპანსიით, მაგრამ ხანდახან ეს შეუძლებელია ან უბრალოდ სხვა გზა არ არის……

სულ არაფრის ქონას, ქვაც ჯობია ხელში. მიუხედავად იმისა, რომ .22lr არ გამოირჩევა შთამბეჭდავი ციფრებით, მისი გავრცელებულობის გამო, თავდაცვისთვის გამოყენების შემთხვევები ძალიან ბევრია. 

თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ .22 კლაიბრის ტყვიას შეუძლია ადამიანის გაჩერება, პირველი კითხვა რაც უნდა გაგიჩნდეთ არის რა ტიპის .22lr კალიბრის ვაზნა უნდა გამოვიყენოთ? როგორც აღვნიშნე ამ კალიბრის მუხტების ვარიანტები ძალიან ბევრია და არჩევანის გაკეთება გვიწევს .22 კალიბრის ვაზნების საკმაოდ დიდი ასორტიმენტიდან.  დავიწყოთ იქიდან, რომ ეს უნდა იყოს კარგი მწარმოებლის მაღალი ხარისხის ვაზნები, რაც უნივერსალური წესია ნებისმიერი თავდაცვითი კალიბრისთვის.  ასევე ვაზნები უნდა იყოს ახალი და ვიზუალურად შემოწმებული დეფექტებზე.  კონსტრუქციიდან გამომდინარე .22lr კალიბრის ვაზნა ადვილად ინესტება და დენთის მუხტი კარგავს თვისებებს ან საერთოდ არ აალდება. მჭიდის დატენვისას უნდა ვიზუალურად შეამოწმოთ ყოველი ვაზნა. რბილი ტყვიის თავი ადვილად დეფორმირდება ან იცვლის მდგომარეობას მასრაში. ტყვია უნდა იჯდეს ერთგავროვნად მასრაში, არ უნდა იყო გადაბრეცილი ან იჯდეს მასრაში ზედმეტად ღრმად. ტყვია ასევე არ უნდა იყოს დეფორმირებული და არ უნდა გააჩნდეს სხვა დაზიანებები.

ვაზნები აუცილებლად უნდა შეამოწმოთ სროლით, რომ დარწმუნდეთ რომ დენთის მუხტი დანესტილი არ არის. ეს ასევე დაგარწმუნებთ, რომ თქვენი იარაღი მუშაობს ამ მუხტთან, არ არის ამაალებელი ნივთიერების მტყუნება, ხდება ვაზნის საიმედო მიწოდება და გასროლილი მასრის ექსტრაქცია. სტატისტიკა, რომელსაც მე ვაწარმოებ მეუბნება, რომ 99% შეფერხებების მოდის მცირეკალიბრიან იარაღზე და როგორც წესი შეფერხება არის ორი ტიპის, შეფერხება მიწოდებისას ან მტყუნება. მიწოდების შეფერხებების მიზეზი არის ვაზნა, რომელიც არ არის საუკეთესოდ ოპტიმიზირებული ნახევრად-ავტომატური იარაღისთვის, ტყვიის ფორმის გამო ან უბრალოდ დენთის მუხტი არასაკმარისია რომ მოხდეს გადატენვის ციკლი (იგულისხმება რომ იარაღი გამართულ მდგომარეობაშია). აქვე დავამატებ, რომ როგორც წესი. პრობლემას ქმნიან სტანდარტული ან საასპარეზო მუხტები დაბალი საწყისი სიჩქარით, მაღალსიჩქარიანი ვაზნები უფრო საიმედოდ მუშაობენ. საიმედოობა კიდე არის ყველაზე მთავარი, რაც ნიშნავს, რომ უპირატესობა უნდა მივცეთ ზე-სწრაფ (hyper-velocity) მუხტებს. სტანდარტული და ე.წ. “საბ სონიკები” გამორიცხეთ.

მაღალწნევიანი/სწრაფი მუხტები უფრო საიმედო არიან, მაგრამ მათი ხშირი გამოყენება ძველ თუნდაც მთლიანად ფოლადისგან დამზადებულ პისტოლეტებში შეიძლება მოყვეს ამ პისტოლეტების დაზიანება. 

ასევე მოერიდეთ ეკზოტიკური კონსტრუქციის ტყვიების გამოყენებას. კონუსური ტყვიები (მაგ. Remington Viper), ან მუხტები ზედმეტად მოკლე ექსპანსიური ტყვიით (LVE Сурок) არ გამოდგება იმიტომ, რომ უმეტესობა იარაღების ყველაზე საიმედოდ მუშაობენ მრგვალთავიანი ტყვიებით ხოლო არასტანდარტული ტყვიები ქმნიან პრობლემებს მიწოდებისას. ეხლა რაც შეეხება ტყვიის კონსტრუქციას, გაითვალისწინეთ, რომ მაღალსიჩქარიანი ექსპანსიური ტყვიები გათვლილია პატარა ცხოველებზე, სწრაფი და მკვეთრად გამოხატული ტყვიის დეფორმაცია/ფრაგმენტაციით. ასეთი ტყვია გაბრდღვნის ვირთხას, ციყვს მაგრამ თუ სამიზნე ორფეხა მტაცებელია, ეს ნიშნავს რომ ტყვია ვერ შეძლებს შეღწევას და დიდი ალბათობით ვერ მიწვდება შიდა ორგანოებს, რაც ნიშნავს, რომ სამიზნე არ გამოვა მწყობრიდან მალე და გააგრძელებს აგრესიას. ეს არის არასასურველი სცენარი, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს. ამიტომ, ჩემი აზრით .22lr კალიბრისგან ჩვენ გვინდა საიმედოობის გარდა ასევე მაქსიმალური შეღწევა. ამიტომ სწრაფი და მსუბუქი ექსპანსიური ტყვიები შეიძლება არ იყოს კარგი არჩევანი. ჯობია სწრაფი და მძიმე ტყვია მრგვალი თავით, რომელიც მასას კარგად ინარჩუნებს, ე.ი. აღწევს ღრმად.  ჩემი აზრით იდეალურთან ახლოს არის CCI AR Tactical, 40 გრანიანი მრგვალთავიანი დაფარული ტყვიით და საწყისი სიჩქარით 365 მწ-ში. ეს მუხტი ოპტიმიზირებულია ნახევრად-ავტომატური იარაღებისთვის და საიმედო მიწოდებისთვის. დაფარვა დამატებით ხელს უწყობს ფორმის/მასის შენარჩუნებას და შესაბამისასდ შეღწევას. ნაწილობრივ ტყვიის დაფარვის ამ თვისებებში  მე დავრწმუნდი როდესაც ვადარებდი .22long-ს და  .22lr-ს. პირველი იყო CCI-ს მუხტი 29 გრანიანი ტყვიით, დაფარვით და მრგვალი თავით, საწყისი სიჩქარით 365 მ/წ-ში.  მეორე იყო Eley Match, მრგვალთავიანი 40 გრანიანი ტყვიით, დაფარვის გარეშე და საწყისი სიჩქარით – 325 მ/წ-ში. კარაბინიდან სროლისას, შეღწევა იყო აბსოლუტურად ერთნაირი, ორივე ტყვიამ მასა შეინარჩუნა, ორივე აყირავდა მაგრამ მიუხედავად მაღალი სისწრაფისა და მცირე მასისა, დაფარული CCI-ს ტყვია ნაკლებად დეფორმირდა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ტყვიის მოკლე სიგრძე ასევე ის, რომ ტყვია დაფარულია და უფრო მყარია, ან ორივე ეს ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში 7 მეტრიდან, .22long კალიბრის 29 გრანიანმა ტყვიამ გახვრიტა 13 სმ დაპრესილი სველი ქაღალდი, 1.5 სმ ხის ფიცარი და გაჩერდა დსპ-ს ფიცარში. დაფარული, მაღალის სისწრაფის ტყვია, სტანდარტულ ბალისტიკურ ჟელატინში გაივლის სადღაც 2o-დან 35 სმ-ს რაც სასურველი შეღწევის ზღვარის ქვედა მინიმუმია. რა თქმა უნდა მცირე კალიბრის გამო, დროებითი და პერმანენტული ჭრილობის არხი იქნება ვიწრო  მაგრამ ოპტიმალური შეღწევის მიღწევა შესაძლებელია თუნდაც მოკლელულიანი იარაღიდან. ყველა ტესტირების შედეგები, რაც მე ვნახე ადასტურებენ, რომ სწრაფ 40 გრანიან ტყვიებს აქვთ ყველაზე კარგი შეღწევა.

22LR-800

მე გადავხედე სხვადასხვა წყაროებს და მიჩნეულია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური .22 კალიბრის მუხტი (თავდაცვის მხრივ) არის CCI Stinger (სურათზე მეორე), დაფარული ექსპანსიური ტყვია, 32 გრანიანი და თანაც ძალიან მაღალი სიჩქარით, რომელიც შეადგენს 500 მ/წ-ში. წლების განმავლობაში “სტინგერები” ითვლებოდა ყველაზე “ავ” .22lr კალიბრის მუხტად. სტატისტიკას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ და არ უნდა გამოვრიცხოთ სტატისტიკური შეცდომები. “სტინგერების” მასიური გამოყენება განპირობებულია იმით, რომ როგორც აღვნიშნე საკმაოდ დიდიხანი ეს მუხტი იყო ყველაზე “ცხელი” და მეც ყოველთვის, როდესაც მქონდა ამის შესაძლებლობა ვინახავდი “სტინგერებს” ყველაზე უარესი სცენარებისთვის. გავრცელებულობის გამო, სტატისტიკური მონაცემებიც ამ მუხტზე მეტია. გარდა ამისა, იმ ტესტების მიხედვით რაც მე ვნახე, “სტინგერი” არასდროს არ ფრაგმენტირდება, რაც განაპიორბებს მის სტაბილურ შეღწევას, მაგრამ ამ თვისებით ის ჩამოუვარდება 40 გრანიან სწრაფ ტყვიებს.

ყველა მუხტის თვისებების განხილვა არ შედის ამ სტატიის მიზნებში, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ მთავარი, ექსპანსიური და ფრაგმენტირებადი ტყვიები ხასიათდებიან ნაკლები შეღწევით, იმიტომ რომ ხარჯავენ ენერგიას არა შეღწევაზე არამედ დეფორმაციაზე და ფრაგმენტაციაზე. გაშლილი .22 კალიბრის ტყვიის დიამეტრი მაინც უფრო მცირეა ვიდრე მთლიანად გარსით დაფარული 9მმ-ნი ტყვიის. ტყვიები რომლებიც მასას და ფორმას კარგად ინარჩუნებენ ხასიათდებიან უკეთესი შეღწევით. შეღწევა არის .22 კალიბრის შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წვრილი კალიბრი დაბალი სიჩქარით ვერ შეძლებს წარმოქმნას დიდი ჭრილობის არხის ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამს ქონდეს უნარი მიწვდეს და დააზიანოს შიდა ორგანოები.

ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მწარმოებლის მიერ გამოცხადებული მაჩვენებლები და ტყვიის მოქმედების პრინციპი რეალურია კონკრეტული სიჩქარეების დიაპაზონში. გაცდით ამ სიჩქარეების დიაპაზონს და დიდი ალბათობით მიიღებთ რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს. როგორც უკვე აღვნიშნე, მოკლე ლულა მკვეთრად ამცირებს საწყის სიჩქარეს! იგივე “სტინგერი” თუ აღწევს 500 მ/წ-ში გრძელი კარაბინის ლულიდან, პისტოლეტიდან სროლისას მისი სიჩქარე ეცემა 370 მ/წ-მდე. ეს საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ (გააცნია მუხტს) ექსპანსიური ტყვია არ გაიშლება, ბუნებრივია თუ ენერგია არ იხარჯება დეფორმაციაზე/გაშლაზე ის იხარჯება შეღწევაზე და “სტინგერი” ნასროლი 5სმ-ნი ლულიდან შეაღწევს იგივე სიღრმეზე რაც “სტინგერი” ნასროლი 10სმ-ნი ლულიდან, განსხვავება იქნება მხოლოდ ის რომ 10-სმ ლულიდან გასროლისას სტინგერის ტყვია გაიშლება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ უმეტესობა მწარმოებელი კოლოფზე უთითებს სიჩქარეს, რომელიც მიღებულია გრძელი ლულიდან.

რეკომენდირებულ მუხტებს შორის არის უკვე ნახსენები CCI Stinger, ასევე CCI Mini-mag, CCI AR Tactical (იგივე Mini-mag, ტყვიის თავის ფორმით, რომელიც ოპტიმიზირებულია საიმედო მიწოდებისთვის ნახევრად-ავტომატურ იარაღში), 40 გრანიანი Aguila Interceptor, 40 გრანიანი მრგვალთავიანი Federal Champion, 32 გრანიანი CCI Quick-shock და CCI Velocitor. ყველა ეს მუხტი არის ცხელი და რაც მთავარია ძალიან კარგი ხარისხის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არც ერთი მწარმოებელი არ უშვებს .22lr კალიბრის მუხტს, რომელიც ოპტიმიზირებულია თავდაცვისთვის, რაც გასაგებია, ასევე არავინ არ უშვებს .375H&H-ს ოპტიმიზირებულს თავდაცვისთვის, იმიტომ რომ არც პირველი და არც მეორე არ არის შექმნილი ამ დანიშნულებით.

anti ter

“ბერეტა 70″ არის მცირეკალიბრიანი პისტოლეტი კარგი რეპუტაციით, მაღალ სიჩქარიანი Remington Viper შეიძლება ჩაითვალოს რომ საკმაოდ ცხელი მუხტია, მაგრამ სამწუხაროდ ჩემმა ბერეტამ ვერ იმუშავა საიმედოდ ამ მუხტთან. აღნიშნული მაგალითი ადასტურებს, რომ შემოწმება აუცილებელია.

გაითვალისწინეთ, ისიც რომ კლიმატური პირობები უფრო რადიკალურად მოქმედებენ მცირეკალიბრიან ვაზნაზე. ჰაერის დაბალი ტემპერატურა ამცირებს საწყის სიჩქარეს. თბილი, ზამთრის ტანსაცმელი რადიკალურად შეამცირებს მცირეკალიბრიანი ტყვიის ეფექტურობას, სქელი ტყავის ქურთუქი ასვე იგივე გამოიწვევს.

რაც შეეხება ე.წ. “ტაქტიკურ წინაღობებში” გავლის შესაძლებლობას, აქ რამე საოცარ თვისებებს არ უნდა ველოდოთ რბილი და ნელი ტყვიისგან. ტყვია გახვრიტავს ავტო მანქანის ძარის თუნუქის ნაწილებს, ასევე საქარე მინას, ერთ-ერთ ტესტში საქარე მინის გახვრეტის შემდეგ, ტყვიამ შეაღწია ბალისტიკურ ჟელატინში 8სმ-ით . სწრაფი დაფარული ტყვია ასევე გახვრიტავს 5 ფენა 1.2 სმ-ნი “გიფსოკარდონს”.   ინტერნეტში ნახავთ უამრავ ასეთ იმპროვიზირებულ ტესტირებას, მაგრამ შედეგებს ყოველთვის უნდა შეხედოთ ჯანსაღი სკეპტიციზმით. ასეთი ტესტები ტარდება მოყვარულების მიერ, სატესტო პირობები არასტაბილურია ან განსხვავდება, იგივე ბალისტიკური ჟელატინის რეცეპტის ცვლილებისას ან თუნდაც მისი ტემპერატურის ცვლილებამ შეიძლება რადიკალურად იმოქმედოს ტესტირების საბოლოო შედეგეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება .22lr შედარებით სუსტი კალიბრია მაგრამ, როგორც ხვდებით მას შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება.

ვაზნების როტაცია არის აუცილებელი. .22 კალიბრის ვაზნა არის ფაქიზი და ცუდად უძლებს ნესტის ზემოქმედებას, ამიტომ როტაცია უნდა იყოს შედარებით ხშირი, რომ არ მოხდეს მტყუნება. 

მე თავს შევიკავებდი ეკზოტიკური კვების სისტემებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ კიდეს დიამეტრი აღემატება მასრის დიამეტრს, ეს ვაზნა არ არის იდეალური მჭიდიანი იარაღისთვის. უმეტესობა მჭიდების არის ერთ-რიგიანი და იტევს მაქსიმუმ 10 ვაზნას. უფრო ეკზოტიკური კვების სისტემები, როგორც წესი კონსტრუქციულად რთულია, ნაკლებად საიმედოა. მათი უმეტესობა განკუთვნილია გასართობი სროლისთვის ამიტომ, როგორც წესი არ არის გათვლილი უხეშ ექსპლუატაციაზე. ხსენებული კიდეს გამო, მჭიდები უნდა დატენოთ ყურადღებით, რომ ვაზნების განლაგება მჭიდში იყოს სწორი. შეიძლება ამას ბევრმა არ მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ზოგჯერ ის თუ როგორ ავსებთ მჭიდს ვაზნებით, განაპირობებს რამდენად საიმედოდ მუშაობს იარაღი. ვინც არ იცით ახალი .22 კალიბრის “გლოკის” პისტოლეტების პრობლემური საიმედოობა სწორედაც რომ დაუკავშირდა მჭიდის ვაზნებით ავსების მეთოდს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე აგვიხსნეს ….

.22lr არის ბინძური კალიბრი. ეს ეხება, როგორც ნამწვავს და დენთის ნარჩენებს ასევე ტყვიით დაბინძურებას, რომელიც რჩება ლულაში და რაც უფრო სახიფათოა, მიწოდებისას ათლილი ტყვიის ნაწილაკები, რომლებიც გროვდება სავაზნესთან. ამიტომ, თუ აპირებთ რომ იარაღი გამოიყენოთ, როგორც თავდაცვის საშუალება, უმჯობესია მეტი ყუარღება დაუთმოთ იარაღის მოვლას და საფუძვლიან წმენდას. პლინკერი შეიძლება გაწმინდოთ მას მერე რაც ის დაიწყებს გაჭედვას, თავდაცვითი იარაღის შემთხვევაში ასეთი მიდგომის შედეგი იქნება შეფერხება ყველაზე არახელსაყრელ დროს.

unnamed

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე .22 ალიბრის ამუნიცია საიმედოა, როგორც არასდროს აქამდე, ხოლო კარგი ხარისხის მცირეკალიბრიანი იარაღები კარგად იტანენ დაბინძურებას, იარაღის, რომელიც გამოიყენება თავდაცვისთვის უნდა ყოველთვის იყოს კარგად გაწმენდილი. 

.22 კალიბრის იარაღის არჩევანზე მე ბევრს არ დავწერ. არავინ არ ყიდულობს მცირეკალიბრიან იარაღს თავდაცვისთვის, ამ იარაღს ყიდულობენ იმ დანიშნულებით, რაც სტატიის დასაწყისში დავწერე, უბრალოდ ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება იყოს გამოყენებული თავდაცვისთვის. უფრო მეტიც, მცირეკალიბრიანი იარაღის ნებისმიერმა მფლობელმა უნდა იფიქროს და უნდა ქონდეს სცენარი, ასეთი იარაღის საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის მიზნით გამოყენებაზე.

წლების წინ მე ვიყიდე ჩემი თუ არ ვცდები პირველი .22 კალიბრის პისტოლეტი მაღაზია “დიანაში”. ეს იყო მშვენიერი Browning Buckmark Bullseye Target, წლები გავიდა და მას მერე თბილისის მაღაზიებში არ გამოჩენილა  ანალოგიური ხარისხის მცირეკალიბრიანი პისტოლეტი. იმ დროს მე საკმაოდ საშუალო მსროლელი ვიყავი პისტოლეტიდან, მაგრამ ეგრევე აღმოვაჩინე რამდენად ადვილია ამ პისტოლეტიდან სწრაფი და ზუსტი სროლა და ზოგადა რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს მცირეკალიბრიანი პისტოლეტი. ადვილად შესაძლებელი იყო ათი სწრაფი გასროლის წარმოება და ათივე ტყვია მოხვდებოდა სილუეტის ცენტრში.

ნამდვილად, კარგი იარაღი და აღჭურვილობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მომზადება, შემართება და სულისკვეთება. 1972 წლის 8 მარტს ბიბი ნეტანიახუ წავიდა სამგზავრო თვითმფრინავის შტურმზე შეიარაღებული .22 კალიბრის პისტოლეტით, იმიტომ რომ მიჩნეულ იქნა რომ უფრო მსხვილ კალიბრიანი იარაღი შეუქმნიდა საფრთხეს მძევლებს. ოპერაცია “იზოტოპი” შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მძევლების გათავისუფლების ოპერაცია. 1968 წლის 18 თებერვალს “ელ ალის” ახალგაზრდა მცველი მორდეხაი რახამიმი, შეიარაღებული მცირეკალიბრიანი პისტოლეტით, დაუპირისპირდა AK-47-ებით შეიარაღებულ ოთხ ტერორისტს და გაიმარჯვა. 2018 წლის 11 ოქტომბერს, ტეხასში, სიტყვიერი დაპირისპირება 19 წლის დაკოტა კირკმანს და 38 წლის მანუელ მარტინესს შორის  გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებაში, მარტინესმა ესროლა კირკმანს 15-ჯერ .223 კალიბრის AR-15-დან და 12-ჯერ .40 კალიბრის პისტოლეტიდან და ყველა ააცილა, კირკმანს თან ქონდა მართო ცალვაზნიანი კარაბინი, ერთი ვაზნით სავაზნეში. მან ერთი გასროლით მკერდში. მოკლა მარტინესი. სასამართლომ ის ცნო უდანაშაულოდ და აღიარა რომ ის მოქმედებდა თავის დაცვის მიზნით.    ანდაზა, ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო ამ შემთხვევაში როგორც არასდროს აქტუალურია, იცოდეთ თქვენი და თქვენი იარაღის შესაძლებლობები, ბევრი ივარჯიშეთ, ჩამოაყალიბეთ სწორი აზროვნების ყაიდა და  თქვენ ხელში .22lr კალიბრის იარაღიც იქნება ეფექტური ინსტრუმენტი.

კოლიმატორები და ასტიგმატიზმი

Thursday, January 24th, 2019

authorxm15

წლების განმავლობაში მე იგნორირებას ვუკეთებდი კოლიმატორებს, რისი მიზეზიც იყო მხედველობის დეფექტი, რომელიც მე მაქვს დაბადებიდან. ამ მდგომარეობას ქვია ასტიგმატიზმი. ადამიანს ასტიგმატიზმით არ აქვს მკვეთრი მხედველობის უნარი, რაც მართალია ნაწილობრივ კომპენსირდება სპეციალურად შერჩეული სათვალით ცილინდრული ლინზებით. გამომდინარე იქიდან, რომ კოლიმატორებში, სამიზნი ელემენტი არის სინათლის წერტილი, ეს წერტილი ასტგმატიზმიანი ადამიანისთვის შეიძლება იყოს ყველაფერი გარდა ნორმალური წრიული ფორმისა, მელნის ლაქა, ვარსკვლავი, შორიდან დანახული ფეირვერკი ღამის ცაში, გააჩნია რა დონის და ხასიათის ასტიგმატიზმი აქვს ადამიანს. ბუნებრივია, რომ ამის გამო ასტიგმატიზმიანი ადმიანისთვის კოლიმატორის გამოყენება ძნელია თუ არა საერთოდ შეუძლებელი. პირველად ასტიგმატიზმის გავლენა მე აღმოვაჩინე როდესაც შევიძინე მცირეკლაიბრიანი Walther G22, მასზე წინა პატრონის მიერ დაყენებული, ამავე კომპანიის მიერ წარმოებული კოლიმატორით. მას მერე არასდროს არ დამიხარჯია ფული კოლიმატორებზე მაგრამ რამდენიმეჯერ კოლიმატორები მოყვა იარაღებს, რომლებიც მე ვიყიდე და პერიოდულად ვისროდი კოლიმატორის გამოყენებით. მე ადვილა დავრწმუნდი, რომ კოლიმატორი მსროლელს აძლევდა დიდ უპირატესობას, ახლო მანძილებზე წარმატებულად ვიყენებდი კიდევაც მაგრამ 50 მეტრის იქით მათი გამოყენება იყო ჩემთვის შეუძლებელი.

ffgsg

როგორ ხედავს წითელ წერტილს ადამიანი ასტიგმატიზმის გარეშე და როგორ ვხედავ მას მე. ანალოგიური პრობლემა წარმოიშვება ლაზერული სამიზნის გამოყენებისას.

როგორც ხვდებით ასეთი ფორმის ელემენტის გამოყენება ოპტიკაში რომელსაც არ გააჩნია გამადიდებელი ეფექტი იქნება პრაქიკულად შეუუძლებელი, თუნდაც უკვე 100 მეტრზე. კოლიმატორების თემას მე ახალხან ისევ დაუბრუნდი, როდესაც დავაპირე ჩემ მორიგი AR15-ის  სამიზნი მოწყობილობების “აფგრეიდი”. უნდა აღვნიშნო, რომ 5 ჩემი AR-15-დან მე მხოლოდ ერთზე მეყენა ოპტიკა, 1-4 გადიდების Bushnell AR Optics. ნაყიდი “ამაზონზე” ეს ოპტიკა მოყვა აქციაში და თავისი სამაგრით დამიჯდა ძალიან იაფად. დანარჩენი კარაბინებისთვის უბრალოდ ოპტიკა ვერ შევურჩიე ან სწრაფად გავასხვისე და სანამ მქონდა ვიყენებდი იმით რაც ზედ ეყენა, როგორ წესი ეს იყო სტანდარტული ა2 ტიპის წინა სამიზნი მოწყობილობა და Magpul-ის MBUS. მესმის, ბევრი გაიფიქრებს, რომ რა პრობლემაა ოპტიკის არჩევა, მაგრამ როდესაც წერ იარაღებზე, უბრალოდ ელემენტარულად ფული არ გრჩება ბევრ სხვა რამეზე, მათ შორს ოპტიკაზე, მითუმეტეს როდესაც იარაღებს ხშირად იცვლი და სულ ზარალში ხარ.  ამ ზარალს მე უკვე მივეჩვია და განვიხილიავ, როგორც საფასურს, რომელსაც ვიხდი ცოდნაში და გამოცდილებაში, მაგრამ იმის საშუალება მე არ მაქვს,  რომ ამ “საფასურს” კიდე დაემატოს ფული გადაყრილი ოპტიკაში. ეს არის და ეს.

ვერავინ ვერ შემედავება იმაში, რომ მაღაზიებში ოპტიკური სამიზნეების არჩევანი იყო და არის ძალიან მწირი. ფასებიც თითქმის ყოველთვის არახელსაყრელია, ოპტიკის “გამოწერა” ფულის დაკარგვის რისკით მე არ მინდოდა. არა და ბოლო წლებში გაყიდვაში გამოჩნდა ბიუჯეტური მაგრამ კარგი და გამძლე ოპტიკური სამიზნეების. განსაკუთრებით ეს ფასების შემცირება დაეტყო კოლიმატორებს. წლების წინ “ეიმპოინტის” და “ტრიჯიკონის” ალტერნატივა იყო მხოლოდ ჩინური წარმოების პროდუქცია, რომელსაც ქონდა არასაიმედო შესწორების მექანიზმები, სასაცილო ელემენტების სიცოცხლე და საკითხავი ხარისხის კონტროლი. ხოლო ხარისხიანი კოლიმატორის ფასი იწყებოდა 400 დოლარიდან, ესეც იქ. აქ ბოლო დრომდე ხარისხიან კოლიმატორს ვერ იყიდიდი თუნდაც სამმაგ ფასში. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ პროგრესი ადგილზე არ დგას და ბოლო წლებში გაჩნდა ბევრი ხარისხიანი და გამძლე კოლიმატორი, რომელთა ფასი არ აღემატებოდა 150 დოლარს.

ასევე შესაძლებლობა მომეცა ასეთი კოლიმატორების შეძენის თბილისში, რაც ნიშნავდა, რომ მისი შემოწმებაც არ იქნებოდა პრობლემა. აგიხსნით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ბიუჯეტურ პროდუქციაში პირველი რაც ზარალდება არის ხარისხის კონტროლი. გადახედეთ ბიუჯეტური ოპტიკების მიმოხილვას და დაინახავთ, რომ საკმაოდ ბევრი ნეგატიური მიმოხილვა ეხება სწორედ რომ პროდუქტს, რომელიც თავიდანვე იყო დეფექტური. ადამიანმა გახსნა შეფუთვა და აღმოაჩინა, რომ ლინზები ჩასმულია გადახრით, განათება არ ირთვება, შესწორებების მექანიზმი არ მუშაობს. მეეჭვება ნახოთ რომელიმე ონლაინ მაღაზიაში, მიმოხილვა სადაც ვინმე დაწერდა, რომ მისი “ტრიჯიკონი” ჩამოვიდა დეფექტური. გარდა კოლიმატორის ხელიდან შეძენისა მე ასევე განვიხილავდი, Primary Arms-ის მარტივი 1-4 “სკოპის” შეკვეთას, ადგილზე “Leapers”-ის რომელიმე მოდელის არჩევა. საბოლოო ჯამში შევჯერდი “Sig Sauer” Romeo5-ზე, რომელიც ახალი, ხელიდან იყიდებოდა. არჩევანი იყო Romeo5-ს და Vortex Сrossfire-ს შორის, რომლებიც პრაქტიკულად იდენტურები არიან ვიზუალურად და მახასიათებლებით. ჩემი აზრით Romeo5 იმსახურებს უფრო დეტალურ აღწერილობას, საიდანაც წესით უნდა მიხვდეთ რატომ არის ეს მოდელი ასეთი პოპულარული. ოპტიკის დიამეტრი არის 20მმ და ის განეკუთვნება კომპაქტური კოლიმატორების კლასს. მოკრზალებული ზომების გარდა მას ასევე აქვს პატარა წონა, სულ რაღაც 145 გრამი. კვების ელემენტის სიცოცხლის ციკლი მწარმოებლის ინფორმაციით არის შთამბეჭდავი და ძნელად დასაჯერებელი 40 000 საათი.  ასევე კოლიმატრს გააჩნია მოძრაობის სენსორი, რომლის წყალობით თუ რამდენიმე წუთის განმავლობაში იარაღი უმოძრაოთ იყო, განათება ითიშება, ხოლო მოძრაობაზე ავტომატურად ირთვება იგივე “სეტინგით”, რომელზეც იყო გათიშვამდე. ეს ინახავს დიოდური ნათურის და კვების ელემენტის რესურსს და ისედაც მოსახერხებელია. დაავლე იარაღს ხელი, და ის მზად არის გამოყენებისთვის, არ არის საჭირო რამე ღილაკებით ან გადამრთველებით მანიპულირება.  გარდა ამისა უნდა აღინიშნოს კომპლექტაცია, რომლითაც იყიდება “ზიგ ზაუერის” კოლიმატორი.  კოლიმატორს მოყვება სპეციალური გასაღები, რომლის გამოყენებით ხორიცელდება ოპტიკის დაყენება და ასევე ორი სამაგრი, დაბალი და მაღალი, რაც საშუალებას გაძლევთ ზედმეტი ხარჯების და პორბლემების გარეშე ეგრევე დააყენოთ კოლიმატორი პრაქტიკულად ნებისმიერ იარაღზე. ჩემი აზრით ასეთი ოპტიკა ასეთ ფასად არის საუკუნის გარიგება.

 მე ხშირად ვხედავ, რომ ბიუჯეტურ ოპტიკის სამაგრებზე მწარმოებლები იყენებენ მასიურ ონკანის მზგავს დამჭერებს. გარდა იმისა, რომ ასეთი “ონკანები” უბრალოდ არ გამოიყურება ესთეტიურად, ის ასევე ლაშქრობისას გერჭობათ ზურგში და ყველანაირად ხელს გიშლით. Romeo5-ის დამჭერი პაქტკულად იმალება სამაგრში, რაც ძალიან კარგი ტექნიკური გადაწყვეტილებაა. ასევე ყურადღება მიაქციეთ სარეგულირებელი ბარაბნების ხუფებს. მათი ფორმა გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ ისინი, როგორც გასაღები დოლურების საშულებით შესწორებების შესატანად. კიდევ ერთი ოფცია, რომელიც იშვიათად გვხვდება ბიუჯეტურ “რედ დოტებში” არის წერტილის განათების ფუნქცია ღამის ხედვის ხელსაწყოებისთვის. ხოლო წერტილის განათების შეცვლა ხდება ორი ღილაკის მეშვეობით, რომლებიც განლაგებულია ოპტიკის კორპუსის ზევიდან. სულ არის 2 პოზიცია ღამის ხედვის ხელსაწყოს რეჟიმში და 8 პოზიცია ჩვუელბრივი განათებისთვის. წერტილის ზომა არის 2MOA, შესწორებების დიაპაზონი +- 40MOA) . ერთადერთი რაც არ მომეწონა არის დამცავი რეზინის ხუფები, რომლებიც კარგად იკრავენ მტვერს და იმისთვის, რომ სწორად გაუკეთოთ ეს ხუფები უნდა ზუსტად მოარგოთ ის და ჩასვათ თავის ადგილებში რაც მარტო კარგი განათების და ორი ხელის გამოყენებით არის შესაძლებელი.

3cc41e9d

კომპაქტური გაბარიტები, დამზადების მაღალი ხარისხი, კარგი სამაგრი და დიზაინი გამოარჩევს Romeo5-ს. წარწერა “SigSauer” დაგეხმარებათ ოპტიკის გაყიდვაში, როდესაც გადაწყვიტავთ მის რამე უკეთესით ჩანაცვლებას.  მიაქციეთ ყურადღება, რომ პრომო სურათშიც კარგად ჩანს როგორ ადვილად იკრავს რეზინა მტვერს. ღილაკების და ლინზების დამცავი ხუფები ერთი და იგივე მასალისგან არის დამზადებული.  

როგორც ხვდებით არ მომერიდება და ვიტყვი რომ ფრიად აღრთოვანებული დავრჩი Romeo5-ით. 130 დოლარად მივიღე პრაქტიკულად სრულყოფილი და გამძლე “რედ დოტი”, რომელიც თავისუფალი იყო ყველა იმ ნაკლოვანებისგან რაც 3-4 წლის წინ ქონდა პრაქტიკულად ყველა ბიუჯეტურ მოდელს. წლების წინ მე წავიკითხე ერთი სტატია რუსულ ჟურნალში სადაც ჩინურმა კომპანიამ ჟურნალის რედაქციის შეკვეთით და სპეციფიკაციებით დააზმადა რამდენიმე ოპტიკური სამიზნე და ტესტირების შედეგად მაღალი შეფასებები მიიღეს.  ჩემთვის გასაგები იყო, რომ ტექნკურად შესაძლებელი იყო კარგი და მუშა “რედ დოტის” დამზადება, რომლის ფასი არ გაუტოლდებოდა იარაღის ფასს და მე დარწმუნებული ვიყავი რომ ჩინეთი უშვებდა ასეთ “რედ დოტებს” მაგრამ მათი გამორჩევა ათას სხვა იაფაფასიან პროდუქტს შორის იყო უბრალოდ შეუძლებელი. ბუნებრივია, რომ ადრე თუ გვიან რომელიმე მსხვილი დასავლური მწარმოებელი გაუშვებდა გაყიდვაშ ასეთ ნაწარმს ზედ თავისი სახელით, ისევე როგორც გაჩნდებოდა ახალი ბრენდები, რომლებიც მოახდენდნენ კაპიტალიზირებას ჩინეთის შესაძლებლობაზე აწარმოოს იაფი და ხარისხიანი პროდქცია. “Sig Sauer”, “Vortex”, “Primary Arms” ამის კარგი მაგალითებია, თუმცა უფრო სახელგანთქმული მწარმოებლბია წლებია უშვებენ თავის პროდუქციას ჩინეთში.

ერთადერთი რაზეც მწყდებოდა გული, იყო ის რომ ჩემ თვალების მდგომარეობის გამო ასეთ მოწყობილობას სრულყოფილად ვერ გამოვიყენებდი. მაგრამ წინ მელოდა სასიამოვნო სიურპრიზი. მეორე თუ მესამე დღეს, როდესაც დავიწყე მზადება კარაბინის გასწორებისთვის, გავაკეთე ის რაც უნდა გააკეთოს ნებისმიერმა AR-15-ის მფლობელმა, რომელიც აყენებს “რედ დოტს” და პარალელურად იყენებს “რედ დოტთან” შეწყვილებულ რკინის სამიზნე მოწყობილობებს. სანამ დაიწყებთ ზუსტ გასწორებას უნდა რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენებით, წითელი წერტილი გაუსწოროს კორას. ეს არის ცივად გასწორება, რომელიც მოგცემთ საშუალებას უკვე სრლის დროს გადახვიდეთ ზუსტად გასწორებაზე (რა თქმა უნდა თუ რკინის სამიზნე მოწობილობები მანამდე გასწორებული იყო). სწორედ ამ მომენტში მე აღმოვაჩინე ეფექტი, რომლის შესახებ მერე როგორც გავიხსენე, მე ადრე სადღაც მქონდა წაკითხული. საქმე იმაშა, რომ დიოპტრის ეფექტი გამოიხატება იმაში, რომ ის “ასწორებს” შუქს რომელიც მასში გადის, რის გამოც გამოსახულების სიმკვეთრე იზრდება. ერთადერთი მე ვერ შევძელი ამის დაკავშირება წითელ წერტილთან, იმიტომ რომ ბუნებრივია ასევე გაიზრდებოდა წითელი წერტილის სიმკვეთრე თუ შეხედავდით მას დიოპტრის “გავლით”. ჩემ შემთხვევაში ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ წერტილი ვიზუალურად დაპატარავებულიყო და მიეღო სწორი გეომეტრიული ფორმა. ამ ეფექტს იყენებენ სპორტსმენი მსროლელები, საკმარისია დააკვირდეთ რა ტიპის სამიზნე მოწყობილობები აქვთ და რა ტიპის დამხამრე სათვალეებს ხმარობენ.

asdionorm

იმისთვის, რომ უკეთ აგიღწეროთ დიოპტრის გავლენა წითელი წერტილის სიმკვეთრეზე მე გამოვიყენებ ამ ილუსტრაციას.

ბუნებრივია ასტიგმატიზმს აქვს თავისი ხარისხი და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაშიე ეფექტი იქნება სხვადასხვაგავრი, მაგრამ მე შემიძლია ვურჩიო ადამიანბს ასტგმატიზმით პირველ რიგში შეამოწმონ ეს ეფექტი (გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა მწარმოებლის “რედ დოტების” წითელი წერტილები სხვადასხვანაირად გამოიყურებიან ასტიგმატიზმის დროს, ზოგში გამოსახულების დეფორმაცია მეტად არის გამოხატული ზოგში ნაკლებად) ხოლო იმ შემთხვევაში თუ დიოპტრით იღებენ კარგ შედეგს, 50 მეტრამდე გამოიყენონ მხოლოდ “რედ დოტი”, იმიტომ რომ თუნდაც ვიზუალურად დეფორმირებული მისი მდებარეობა კოლიმატორში არ იცვლება და სროლა მაინც შესაძლებელია, ხოლო შორ მანძილებზე სროლისას, გამოიყენონ გასაშლელი დიოპტრი. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რა აზრი აქვს “რედ დოტს” თუ მაინც გიწევთ დიოპტრის გამოყენება. მიზეზი არის სამი. ახლო მანძილზე იღებთ უფრო სწრაფ დამიზნების შესაძლებლობას, 100 მეტრის იქით ირებთ კარგად ხილვად სამიზნ საშუალებას რომელიც ჩანს სიბნელეში, ბინდში, ხოლო დიოპტრში უბრალოდ იხედებით, არ არის საჭირო კორას გამოყენება და ასე მაინც უფრო სწრაფი და ადვილი სროლის შესაძლებლობას იღებთ და ბოლო მიზეზი არის ის რომ სროლა მეორე მხარიდან ხდება უფრო ადვილი. უბრალოდ მიიბჯინეთ იარაღი მხარზე, აწიეთ სამიზნ ხაზზე, ორივე თვალი ღია გქონდეთ და ყოველგვარი ზედმეტი მცდელოების გარეშე სამიზნეზე დაინახავთ წითელ წერტილს. არ არის საჭირო ეძებოთ კორა, თარაზო, დიოპტრი, დაძაბოთ არა-წამყვანი თვალი,  ამის მაგივრად ეგრევე დაინახავთ წითელ წერტილს, მერე უბრალოდ დაადეთ ის სამიზნეს და დააჭირეთ სასხლეტს.  გარდა ამ სამი მიზეზისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “რედ დოტი” თუნდაც მარტივი, თუნდაც გამძლე, თუნდაც კვების ელემენტის დიდი რესურსით მაინც იყენებს შუშას, ელექტრო მოწყობილობებს, რომლებიც ნაკლბად გამძლეა ვიდრე რკინის სამიზნი მოწყობილობები, ხოლო ელემენტები ჯდება და თითქმის ყოველთვის ყველაზე არახელსაყრელ დროს. ამიტომ არ იქნება ცუდი, რომ იარაღზე ქონდეთ დამხმარე/სარეზერვო სამიზნი მოწყობილობები. სწორედ ამიტომ “რედ დოტების” ექსპლუატაციისას შეეცადეთ, რომ: ა) მიუხედავად ყველაფრისა გამოცვალოთ კვების ელემენტი პროფილაქტიკის მიზნით, რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ (Romeo5-ის შემთხვევაში ეს იქნება წელიწადში ერთხელ, თანაც კვების ელემენტი CR2032 არ ღირს ძვირი, 5-ნი შეკვრა ვნახე “ამაზონზე” 5 დოლარად) და ასევე ყოველთვის თან იქონიოთ სათადარიგო ელემენტები. სპეციალური შესანახი ადგილები კონდახებში და სახელურებში სწორედ ამისთვის არის გათვალისწინებული.

ბუნებრივია რკინის და ელექტრნული სამიზნი მოწყობილობების შეწყვილება შეუძლებელია ყველა იარაღზე. ყველზე ადვლად ეს განხორციელებადია AR-15 ტიპის იარაღზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ “პლატფმორმის’ მოქნილობას. რა თქმა უნდა შესაძლებელია რამის მოფიქრება თუ შეუძლებელია ჭეწყვილება. თავში მომდის სათვალეზე დასამაგრებელი დიოპტრი, დიოპტრიული მილი დაყენებული “კოლიმატორზე” მაგრამ შეწყვილება ყველაზე ნაცადი და პრაქტიკული მეთოდია.  ასევე გამოსავალი არის ალტერნატიული სამიზნი მოწყოილოების გამოყენება. მაგალითად ოპტიკა დაბალი გადიდებით და დიდი ხედვის კუთხეებით, ასევე ე.წ. პრიზმატული კოლიმატორები. ნებისმიერი მათგანი მოგცემთ საშუალებას აწარმოოთ სრაფი და ეფექტური სროლა ახლო და საშუალო მანძილებზე. მე უახლოეს მომავალში  შევამოწმებ რენჯზე რამდენად კარგად მუშაობს შეწყვილება და იმედს ვიტოვებ რომ არ დამჭირდება Romeo5-ის გამოცვლაზე ფიქრი.