Archive for the ‘აღჭურვილობა და ეკიპირება’ Category

VL-Tactical – დამზადებული საქართველოში

Monday, February 18th, 2019

ჩემი პირველი ნაცნობობა ვლადიმერ ლობჟანიძესთან შედგა ალბათ დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ერთ-ერთ კარგად ცნობილ სავაჭრო ვებ-საიტ mymarket-ზე წავაწყდი განცხადებას კაიდექსის ბუდის გაყიდვაზე. როგორც მივხდი ეს ბუდე იყო აქ ადგილზე, საქართველოში დამზადებული. ფასიც კარგი იყო, თუ არ ვცდები 35 ლარი. შედარებისთვის, ყველაზე იაფი კაიდექსის ბუდე “ამაზონზე” მაშინ ღირდა 28-30 დოლარი. ფასში სხვაობა სოლიდური იყო და ბუნებრივია პირველი რასაც კაცი იფიქრებდი, რომ ეს ბუდე ვერ შეედრებოდა “ბლეიდტექის” ან  თუნდაც “ფობუსის” პროდუქციას. მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. უკვე მაშინ ჩემთვის ასე თუ ისე ცნობილი იყო მასალა კაიდექსიც და ის ფაქტიც, რომ პრონციპში თუ ხელები სწორი ადგილიდან გეზრდება კარგი კაიდექსის ბუდის გაკეთება არ წარმოადგენდა რაიმე განსაკუთრებულად რთულ დავალებას თუნდაც სახლის პირობებში. ჩემი მეგობარი უკვე ექსპერიმენტირებდა ამ მასალასთან და მე მქონდა მის მიერ დამზადებული  ე.წ.  “ტრიგერ ჰოლსტერი” ჩემი გლოკისთვის, რომელიც მშვენივრად ასრულებდა თავის ფუნქციას, თუმცა რა თქმა უნდა ისე სუფთად არ იყო შესრულებლი, როგორც მსხვილი მწარმოებლის პროდუქცია მაგრამ კაიდექსისი პროდუქციაში ყველაზე ბოლოს უნდა ეძებო ესთეტიკა, ფუნქციონალურობა მაინც არის ყველაზე მთავარი. მასალა სახელწოდებით კაიდექსი ცნობილია არც მეტი არც ნაკლები 1965 წლიდან და შექმნილი იყო სამგზავრო თვითმფრინავების ინტერიერის მოსაწყობად. შემდეგ უკვე მისი გამოყენების სფეროები გაიზარდა და ამათ შორის მისი გამოყენება დაიწყო სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობის დასამაზადებლად. კაიდექსის მთავარი თვისება არის ის რომ მისი გახურების შემდეგ შესაძლებელია მისთვის ადვილად ნებისმიერი ფორმის მიცემა.

48407985_10212864371939516_5574855043263234048_n

პირველი კაიდექსის ბუდეები ასევე არ გამოირჩეოდნენ ესთეტიურობით, მაგრამ სთავაზობდნენ ისეთ თვსებებს რაც არ გააჩნდა, ტყავის და ნაჭრის ბუდეებს. 

ასე მაიმარკეტზე ნაყიდი ბუდით, რომელიც გათვლილი იყო გლოკ 26-ზე მე იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ ეგრევე მივუძღვენი ერთ-ერთი პირველი ჩემი ვიდეო მიმოხილვა, სადაც მათ შორის გამოვხატე სიხარული, იმ ფაქტით რომ ვიღაცა საქართველოში მიუდგა ამ საკითხს ასე საფუძვლიანად. იმიტომ, რომ მანამდე საქართველოში ბუდეების ასორტიმენტი იყო უკიდურესად მწირი და თუ მოდელი იარაღის ნაკლებად გავრცელებულია ჩვენ ქვეყანაში, მისთვის ნორმალური ბუდის აქ ადგილზე შეძენა იქნება შეუძლებელი. ხოლო შეკვეთა სარისკოა, იმიტომ რომ მილიონი წვრილმანის გამო ბუდე შეიძლება უბრალოდ არ გამოგადგეთ. ჩვენი თანამშრომლობა ვოვასთან გაგრძელდა და შემდგომ მე გამიჩნდა შესაძლებლობა მისთვის შემეკვეთა აღჭურვილობის სხვა ელემენტები შექმნილი უშუალოდ ჩემ მოთხოვნების გათვალისწინებით.

P1080817

VL Tactical-ის ერთ-ერთი პირველი ბუდე. საქამრე კლიფსის დიდი კუთხის გამო არსებობდა მცირე შეასაძლებლობა რომ თუ ქამარი არ იყო ზუსტად კლიფსიზ ზომაზე მორგებული ის ამოძვრებოდა. უფრო ახალ მოდელებზე ეს უკვე გამოსწორდა. კლიფსების რამდენიმე ზომა არსებობს და არასდროს არ დაგავიწყდეთ, რომ ბუდე და ქამარი უნდა ერთმანეთს ერგებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიფს არ მუშვებს საიმედოთ, ხოლო საქამრეებით აღჭურვილი ბუდე არ იქნება ზედ საიმედოთ დაფიქისრებული. 

შემდეგი ჩვენი ერთობლივი პროექტი იყო პაუჩები 30 ვაზნიან მჭიდებზე. ასეთი ქამარზე დასამგრებელი პაუჩები კარგი არის იმიტომ, რომ გაძლევთ საშუალება ატაროთ სათადარიგო მჭიდები ფარულად, ქამარზე, სამოქალაქო ტანსაცმლით. არ არის საჭირო სპეციალური ჟილეტი, პლეიტ კერიერი ან მჭიდების ჯიბეებში ჩალაგება. მე ხშირად ვხედავ, რომ ბევრს უყვარს რენჯზე ყოფნა სრულ ტაქტიკურ აღღჭირვილობაში, მაგრამ რეალობა ის არის, რომ თუ რომელიმე სამხედრო ან პოლიციური შენაერთის წევრი არ ხართ, ასეთი არჭურვილობის ტარების საშუალება მოგეცემათ მარტო სრულმასშტაბიანი ომის პირობებშიც და ამ შემთხვევაშიც მწარე გამოცდილება გვასწავლის რომ კარგი “რაზგრუზკის” გამო შეიძლება ტყვია ზურგში მოგხვდეთ. ამიტომ რაიმე ლოკალური კონფლიქტის, დაძაბულობის ან არეულობის პირობებში “დაბალი პროფილის” შენარჩუნება იქნება უმჯობესი. სწორედ ამიტომ სამოქალაქო პირებმა უნდა სერიოზულად განიხილონ შესაძლებლობა იქონიონ თან ძირითადი და მეორადი იარაღი + დამატებითი საბრძოლო კომპლექტი და აფთიაქი, ისე რომ გარედან ეს ყველაფერი არ იქცევდეს ყურადღებას. სწორედ მაშინ პირველ ადგილზე გამოდის კაიდექსის აღჭურვილობა, მორგებული თქვენზე, თან თუ ეს ყველაფერი არ დაჯდება ძვირი, მთლად უკეთესი.

vltacticalmagazinepouches

რამდენიმე ვარიანტი ქამარზე გასაკეთებელი STANAG მჭიდის პაუჩები.  მარცხნიდან მარჯვნივ, პირველი პროტოტიპი, მეორე პროტოტიპი,  და ვარიანტი დამზადებული უშუალოდ ჩემთვის, არასტანდარტული საქამრეებით (გათვლილი ტყავის განიერ ქამარზე) და ქამარზე დამაგრების სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობით.    შეიძლება არჩევანის გაკეთება აღჭურვილობაზე ფიქსირების მეთოდის. ეს შეიძლება იყოს კაუჭი (“კლიფსა”), ფიქსირებული საღვედეები, “ტექ-ლოკი”, MOLLE-ზე დასაყენებლი და ასე შემდეგ.

კაიდექსს, ბოლტარონს და სხვა ანალოგიურ მასალებს გარდა ბევრი პლიუსისა აქვს ერთი მინუსი. იარაღის დაფარვამ, პლასტამსასთან ხშირი კონტაქტის გამო შეიძლება დაიწყოს ცვეთა. ბუდეში დებისგან დაფარვას არაფრი არ მოუვა, მაგრამ რეგულარული ვარჯიში იარაღის ამოღებაში დამიჯერეთ ეგრევე დაეტყობა იარაღს. გამოსავალი არის კაიდექსის ბუდე, რომელსაც შიგნიდან აქვს დაკრული რბილი ტყავი. ასეთი ბუდეები ითავსებენ კაიდექსის გამძლეობას და ამავე დროს საერთოდ არ ცვითავენ იარაღის დაფრვას. რა თქმა უნდა ასეთი ბუდეები ცოტათი მეტი ღირს მაგრამ სხვაობა არ არის დიდი. როგორც წესი ასეთი ბუდე გათვლილი დიდი იარაღზე ჯდება 10 ლარით მეტი, ხოლო გათვლილი პატარა იარაღზე სულ რაღაც 5 ლარით მეტი. შთამბეჭდავია სია მოდელების, რომლებზეც შესაძლებელია ბუდის დამზადება იარაღის მიტანის აუცილებლობის გარეშე, ეს არის პრაქტიკულად ყველა გლოკის მოდელი, “მაკაროვი”, HS9, ასევე “ბერეტას”, “ზიგ ზაუერის”, “ხეკლერ&კოხის”  პოპულარული მოდელები და სხვა იარაღები, სულ 40-მდე დასახელება. თუ არის შესაძლებლობა მიუტანოთ იარაღი, მაშინ ბუდე დამზადდება უშუალოდ მისი გამოყენებით.

50218033_1715569961881825_3700176263227375616_n

ბუდეების დამზადებისთვის გამოიყნება საკმაოდ ძვირადღირებული ყალიბები რომლებიც ზუსტად იმეორებენ რეალური იარაღის ფორმებს და გაბარიტებს. 

ჩემი აზრით VL Tactical-ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება ასევე უნდა იყოს დანის ქარქაშები. არ არის საიდუმლოება რომ დაბალი და საშუალო დონის დანებს, ყველაზე მაგრად ეკონომია ეტყობა ქარქაშებზე. კარგი კაიდექსის ქარქაში არ გაგაღარიბებთ, მაგრამ გაზრდის დანის ფუნქციონალურობას და მოგცემთ პრაქტიკულად უკვდავ ქარქაშს რომელიც არასდროს არ გაიცვითება, არ დაიხევა, არ შეეშინდება არც წყლის არც ზეთის და არც ყინვის.  დაუმატეთ ამას ასევე შესაძლებლობა სხვადასხვა ტარების მეთოდისთვის მისი ადვილი ადაპტაცია.

ერთხელ მშრალ ხიდზე მე წავაწყდი ხელნაკეთ დანას საკმაოდ კარგ ფასად. ტყავის ქარქაში, რომელიც მას მოყვებოდა ხარისხით და ფუნქციონალურობით დანას არ შეესაბამებოდა და ამიტომ მე მივმართე ვოვას დახმარებისთვის. საათნახევარი დაჭირდა რომ ესკიზიდან დაზმადებულიყო დასრულებული პროდუქტი.

49897789_223672941869309_4529314176392232960_n

ქარქაშის ესკიზის მომზადება

50013026_614951548937535_1286143216806002688_n

პრესიდან ამოღებული დანა კაიდექსის ორ ფირფიტას შორის მოთავსებული. 

48363566_10212829151899037_3389449664423002112_o

საბოლოო პროდუქტი

მჭიდების პაუჩების, ქარქაშების და ბუდეების გარდა, კაიდექსისგან შეიძლება ათასი სასარგებლო რამის დამზადება. პაუჩები ფანრისთვის, დასაკეცი დანებისთვის, მულტი-ინსტრუმენტებისთვის და სხვა აქსესუარებისთვის. ყველაფერი ეს აქ, ჩვენთან, საქართველოში და ხელმისაწვდომ ფასად.

52303835_10213216876911920_7746935638254944256_o

ყველაზე ბოლო პროექტი VL Tactical-თან არის ეს ბუდე დამზადებული Kimber Micro 9-თვის. მასალა არის კაიდექსი Hexcam Echo5 კამუფლირებით, რომელიც არ იცვითება/იკაწრება იმიტომ რომ ტექსტურა პრაქტიკულად კაიდექსში “ჩადუღებულია”. შიგნიდან დაკრული აქვს რბილი ტყავი, რომელიც იცავს პისტოლეტის დაფარვას. ორი საქამრე არის დახრილი, და შესაძლებელია მათი გადანაცვლებით ბუდის დაწევა ან აწევა ან შეატრიალებთ ერთს, შეიძლება ბუდისთვის კუთხის მიცემა. ასევე ბუდეს გააჩნია რეგულირებადი ხრახნი, რომლითაც შესაძლებელია რეგულირება რამდენად მჭიდროდ იჯდება პისტოლეტი ბუდეში.

იარაღის ღვედის არჩევაზე

Friday, February 28th, 2014

ადრე ერთ-ერთ წიგნში მე წავიკითხე, რომ ბრიტანულ სპეცრაზმ SAS-ში  უარი ქონდათ ნათქვამი შაშხანის ღვედების გამოყენებაზე და ასე სპეცრაზმელები სწავლობდნენ არასდროს არ გაეშვათ ხელი იარაღისთვის. ეს იდეა მე ძალიან მომეწონა და წლების განმავლობაში მე საერთოდ არ ვაქცევდი ღვედებს არანაირ ყურადღებას და დავათრევდი იარაღს ხელებით. სასროლად იარაღი მგზავრობდა მანქანით ხოლო სამიზნებდე გასეირნებისას იარაღი ხელში მეკავა. როგორც კი მე გაუხშირე ლაშქრობები და საჭირო გახდა მეტ ნაკლებად კომფორტული იარაღის ტარება, ვიყენებდი იმას რაც პირველი მომხვდებოდა ხოლმე ხელში, მეტ წილად სტანდარტულ რუსულ/საბჭოთა ღვედებს.  ერთი ასეთი ლაშქრობისას მარცხენა მხარზე გადაკიდებულმა „ვეპრმა“ ისე ამაქერცლა კანი ზურგზე თავისი სახელურით რომ მერე ზურგი კარგი ორი კვირა მიხორცდებოდა. ასევე თხელი ბრეზენტის ღვედი მიხეხავდა ხოლმე კისერს და ზოგადად ეს საბჭოთა ქამრები იყო ძალიან მოკლე და მოუხერხებელი. ასევე არ მომწონდა რომ რკინის საღვედეები კაწრავდა იარაღს და აზიანებდა ხის დეტალებს. მოკლედ გახდა საჭირო შემეძინა კარგი ხარისხის კომფორტული  და მოსახერხებელი იარაღის ღვედი. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მე ათამდე სხვადასხვა ღვედი შევიძინე და გარკვეული გამოცდიელბაც დავაგროვე.  მე არ ვარ ექსპერტი ღვედებში, რასაც მე გიამბობთ არის მხოლოდ ღვედების ანაბანა და ჩემი მწირი გამოცდილება, რამაც წარმოდგენა უნდა შეგიქმნათ რა ხდება ღვედების სამყაროში. საბოლოო არჩევანი თქვენზეა და თქვენ თვითონ უნდა იპოვოთ ის ღვედი რომელიც გამოგადგებათ თქვენ და შეესაბამება თქვენ მოთხოვნებს.

არსებობოს სამი ძირითადი იარაღის ღვედის ტიპი. განსხვავდებიან ისინი იმ წერტილების რაოდენობით რა წერთილებითაც მაგრდება იარაღზე. ერთ წერტილიანი, კლასიკური ორ წერტილიანი და სამ წერტილიანი. უკანასკნელი მაგრდება იარაღზე ორ წერტილზე მაგრამ რეალურად  არის მესამე საკიდიც, რომელიც თავად ღვედზე მაგრდება.

დავიწყოთ ერთ-წერტილიანებით.

ერთ წერტილიანი ღვედის დადებით მხარეებს განეკუთვნება ორმხრივობა. როგორც წესი ასეთი ღვედი მაგრდება იარაღის შუა ნაწილში და შესაბამისად არის შესაძლებელი სროლისას მხარის სწრაფი შეცვლა, რაც ამოფარებული მდგომარეობიდან სროლას მნიშვნელოვნად აადვილებს. ეს არის ამ ტიპის ღვედის ყველაზე სერიოზული უპირატესობა. ასევე ღვედზე დამაგრებული იარაღი შეიძლება დამალოთ კურთუკის ქვეშ. უმეტესობა ერთ წერტილიანი ღვედების იძლევა საშუალებას იარაღის მოხსნის ღვედის გახდის გარეშე. უბრალოდ ხელით ხსნით საკეტს და იარაღი თავისუფალია. არც ღვედი ტანიდან არსად არ დაიკარგება. ფასი. ასეთი ღვედი არ ღირს ძვირი. თუნდაც საუკეთესო ძვირიანი მოდელები არ ღირს ბევრი. მათი ჩინური ასლები კიდე უფრო იაფია და ჯდება 15 დოლარამდე.

უარყოფით მხარეებს განეკუთვნება ის, რომ იარაღი არ არის სტაბილურად დამაგრებული მსროლელზე და ამ ნაკლს მოყვება მთელი რიგი თანდაყოლილი პრობლემების. ერთ წერტილიან ღვედზე დაკიდებული იარაღი ითხოვს მუდმივ კონტროლს ერთი ხელით, მაგალითად სიარულისას და მითუმეტეს სირბილისას. პატარა მოძრაობაც და იარაღი იწყებს იქით-აქით ხტუნაობას. იარაღი დამაგრებულია ტანზე შედარებით დაბლა ლულით ქვევით. საკმარისია ოდნავ დაიხაროთ და ლულა ერჭობა მიწაში. პისტოლეტზე გადასვლისას, თუ გადაიხრებით წინ, კარაბინი დაეკიდება თავისუფლად ჰაერში და თავისი წონით დაგირღვევთ ბალანსს.

გარდა ამისა ის ფაქტი რომ 3-4 კილოგრამიანი იარაღი თავისუფლად მოძრაობს სხეულის ირგვლივ საკმაოდ სერიოზულად ტვირთავს ზურგს და ასაკიანი მსროლელები ან ისინი ვისაც აქვთ პრობლემა ხერხემალთან მალევე იგრძნობენ სერიოზულ დისკომფორტს.

თავისუფლად მოძრავი იარაღი ედება და ეჯახება ყველაფერს, ხელებს, ფეხებს, აღჭურვილობის სხვა ელემენტებს.

ასეთ ღვედზე დამაგრებული იარაღი ათავსუფლებს მხოლოდ ერთ ხელს. ნებისმიერი მცირე მოძრაობისას ის ითხოვს მეორე ხელით დაფიქსირებას.

როგორც წესი იარაღი იშვიათად არის აღჭურვილი სამაგრი ადგილით ასეთი ღვედისთვის და საჭიროა იარაღის მოდიფიცირება.

გამოყენება: გამოდგება მხოლოდ შედარებით მოკლე იარაღისთვის, ტაქტიკური კარაბინი, მოკლე თოფი, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. კარგი ვარიანტია სახლის დაცვის იარაღზე, მაქსიმუმ ქალაქის პირობებში ან ტრანსპორტით გადაადგილებისას ან როდესაც საჭიროა იარაღის დამალვა ტანსაცმლის ქვეშ. აბსოლუტურად გამოუსადეგარია შედარებით გრძელ იარაღზე და თუ იგულისხმება იარაღის ტარება ლაშქრობისას/ნადირობისას ანუ როდესაც საჭიროა ბევრი სიარული.

Gear-Sector-Asp-Single-Point-Sling

ერთ წერტილიანი ღვედი 

ეხლა რაც შეეხება ორ წერტილიან ღვედებს. დამიჯერეთ მეგობრებო, არაფერი არ ჯობია კლასიკურ დროით და პრაქტიკით გამოცდილ ორ წერტილიან ღვედს! ასეთი ღვედის დადებით მხარეებს განეკუთვნება უნივერსალურობა. შესაძლებელია იარაღის ტარება ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ მდგომარეობაში. მარცხენა მხარზე, მარჯვენა მხარზე, ლულით ქვევით, ლულით ზევით, წინ მკერდზე ან უკან ზურგზე. ორივე ხელი შეიძლება იყოს თავისუფალი. იარაღი ახლოს არის სხეულზე და არ მოძრაობს გადაადგილებისას.

ფასი. ორწერტილიანი ქამარი ასევე იაფია. ხელმისაწვდომია იაფი ჩინური ქამრები რომელთა ფასი 5 დოლარიდან იწყება, ასევე ოროგონალური სამხედრო ქამრები ან თანამედროვე ტაქტიკური ან სანადირო მოდელები.

უარყოფითი მხარეები ცხადია უკვე გასაგებია. მხარის შეცვლა ითხოვს ღვედის მოხსნას და საკმაოდ რთულ მანიპულაციებს (ერთ წერტილიანთან შედარებით). პისტოლეტზე გადასვლისას იარაღის ღვედზე დაკიდება ასევე ითხოვს უფრო რთულ მოძრაობებს, მაშინ როდესაც ერთ წერტილიან ქამარზე დამაგრებულ იარაღს შეგიძლიათ უბრალოდ ხელი გაუშვათ. შესაბამისად რეგულარული ვარჯიში იარაღის მხრიდან სწრაფად მოხსნის მიზნით და სასროლოსნო დგომის დაკავებით არის აუცილებელი. ასევე აუცილებელია ივარჯიშოთ პისტოლეტზე სწრაფ გადასვლაში.

როგორც წესი ორ წერტილიანი ღვედი სწრაფი რეგულირების გარეშე მაინც უფრო უმჯობესია ვიდრე ერთ წერტილიანი. მიუხდავად იმისა რომ ასეთი ღვედი მუდმივად ან ცოტათი უფრო გრძელია ან ცოტათი უფრო მოკლეა კონკრეტული მოძრაობების შესრულებისას ის უფრო უნივერსალურია და გამოსადეგი ხოლო უკვე ორ წერტილიანი ღვედი სწრაფი რეგულირების საშუალებით არის საუკეთესო ღვედი ჩემი აზრით. სწრაფი რეგულირება გულისხმობს რომ ღვედში არის ჩანართი, რომელიც ერთი ხელის მოძრაობით ზრდის ან ამოკლებს ღვედის სიგრძეს. ასეთი სიგრძის რეგულირების საშუალება არის კარგი, იმიტომ რომ შესაძლებელია სწრაფად, იარაღის მოხსნის გარეშე დაარეგულიროდ მისი სიგრძე. ეს ოფცია არც ისე დიდიხანია გაჩნდა ორ წერტილიან ღვედებზე. ჩემი აზრით ორ წერტილიანი ღვედი სწრაფი რეგულირებით არის საუკეთესო ღვედის ტიპი.

k_with-sling1[1]_366

სურათზე არის Vtac Sling, სიგრძის სწრაფი რეგულირების საშუალებით.  ერთ ერთი საუკეთესო ღვედის კონსტრუქცია. ფასი 

თუ პირველი ორი ღვედის ტიპი გამოსადეგია გარკვეული სიტუაციებში, სამ წერტილიანი ღვედი ჩემი აზრით არის აზრს მოკლებული კონსტრუქცია. რატომ? იმიტომ რომ ის არის ძალიან რთული. ის ფარავს იარაღის ერთ მხარეს. ეს შეიძლება არ იყოს პრობლემა, როდესაც თქვენ ისვრით მარჯვენა მხრიდან და იარაღი არის მაგალითად 12 კალიბრის „პომპა“, რომლის მარცხენა მხარე სულ თავისუფალია. მაგრამ თუ ხართ ცაცია ან არ ხართ ცაცია მაგრამ იარაღი არის AR15? მაშინ ღვედი გადაფარავას საკეტის დაშვების ღილაკს და მცველს. ხოლო მარცხენა მხრიდან სროლისთვის ის საერთოდ არ გამოდგება. რთული კონსტრუქციის გამო, სტრესის პირობებში ადვილად შეიძლება დაიბნეთ სად და როგორ გაუყაროთ ხელი რომ გადაიკიდოთ იარაღი ან მოიხსნათ ის. სამ წერტილიანი ღვედი მოიგოინეს რომ შემცირებულიყო  მანძილი ღვედის დამაგრების წერტილებს შორის და იარაღი ყოფილიყო გადაკიდებისას უფრო საიმედოთ დაფიქსირებული. ორ წერტილიანი ღვედის სწრაფი რეგულირების ოფცია გაცილებით უფრო მარტივია და ასევე მოსახერხებელი ვიდრე სამ წერტილიანი ქამარი. დღეს სამ წერტილიანი ქამარი დიდი იშვიათობაა პროფესიონალების წრეებში ზემოდ ჩამოთვლილი უარყოფითი მხარეების გამო. ის ასევე საკმაოდ ძვირიც ჩირს.

[1]tps

სამ წერტილიანი ღვედი. ყველა მისი ნაკლოვანება ჩანს ამ სურათიდან.

რაც შეეხება ღვედის არჩევას თუ ჩამოყალიბდით რომელი ტიპი თქვენთვის უმჯობესია, უნდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა უფრო ძვირი ღვედი როგორც წესი უფრო უკეთესიც არის (რა გასაკვირია?). კარგი რეპუტაციის მწარმოებელი პრაქტიკულად ყოველთვის უშვებს კარგ და გამძლე ღვედებს ნაფიქრი კონსტრუქციის. იქნება ეს 50 დოლარიანი Vtac თუ 8 დოლარიანი უმარტივესი კონსტრუქციის ორ წერტილიანი ღვედი Blackhawk-ისგან. მაგრამ საქმე ასევე იმაშია, რომ ჩინური კომპანიები უშვებენ ცნობილი მწარმოებლების პროდუქციის კოპიებს და ეს ის იშვიათი შემთხვევა არის როდესაც აზრი აქვს ჩინური პროდუქციის ყიდვას. მთლად უსახელო პროდუქტის შეძენას არ გირჩევთ მაგრამ UTG-ის, Condor-ის ან თუნდაც NcStar-ის ღვედები საკმაოდ კარგი ნივთებია თუ რა თქმა უნდა მათი კონსტრუქცია შეესაბამება თქვენ მოთხოვნებს. ორ წერტილიანი, სწრაფად რეგულირებადი ღვედის ფასი იქნება 15-25 დოლარამდე რაც ორჯერ ნაკლებია ვიდრე ცნობლი ბრენდის პროდუქტის ფასი. სხვაობა რა თქმა უნდა არის. პირველ რიგში უფრო ძვირიან ღვედში იქნება გამოყენებული უკეთესი/გამძლე მასალები, დამზადების უფრო მაღალი ხარისხიც იქნება, მაგრამ საქათველოში რბილი კლიმატია და სავარაუდოთ ის გამძლეობის მარაგი რაც აქვთ ჩინურ ღვედებს ჩვეულებრივ მომხმარებელს ეყოფა ყელამდე. თქვენ არასდროს არ მოხვდებით ისეთ ყინვაში როდესაც დასკდება პლასტმასის საღვედეები. ან არ იქნებით იმდენი ხანი ჭაობში და ნესტიან ჯუნგლებში, რომ დალპეს ძაფები რითიც ჩინური ღვედი არის შეკერილი. რა გირჩევნიათ თქვენ თავად გადაწყვიტეთ.

ბოლოს რამდენიმე რჩევა. ღვედი სულ უნდა იყოს იარაღზე, ის უნდა იყოს მისი განუყრელი ნაწილი. ხოლო თქვენ უნდა ისწავლოთ სწორი მანიპულაციები იარაღთან რომელიც ღვედით არის აღჭურვილი. მოიხსნად და დაკიდოთ იარაღი ისე რომ ლულა არ უმიზნებდეს არავის და დაცული იყოს უსაფრთხოება. დაკიდოთ იარაღი ღვედზე და სწრაფად გადახვიდეთ პისტოლეტზე, შეიცვალოთ პოზიცია და დგომი ასევე მხარე რომელზე მიბჯენილი გაქვთ იარაღი. დარწმუნდით, რომ დაყენებული ღვედით იარაღის ყველა მართვის ორგანო (საკეტის სახელური, მცველი) მისაწვდომია ხოლო ღვედი ხელს არ უშლის მასრების ექსტრაქცციას ან საკეტი გახსნა დაკეტვას ერთი სიტყვით იარაღის საიმედო მუშაობას.

დარწმუნდით რომ ღვედი არ ედება ლულას და რომ ის უბრალოდ არ დაიწვება  ლულის სიცხისგან.

დარწნუნდით რომ ღვედი ისე არ არის განლაგებული რომ ის შეიძლება ადვილად მოექცეს სროის დროს ლულის წინ.

დარწმუნდით  რომ საღვედეებს არ აქვთ ბასრი კუთხეები, რომლებიც იწვევს ღვედის ნაჩქარებ ცვეთას.

ღვედი არ უნდა ხმაურობდეს, რკინის რკინაზე მოხვედრის ხმა ძალიან შორს ისმის ამიტომაც მე მაინც მომწონს შესაბამისად მყარი და უფრო “ჩუმი” პლასტმასის დეტალები.

მასალებს რაც შეეხება მე უპირატესობას ვანიჭებ სინტეტიკურ ქსოვილებს. ის უკეთესად უძლებს ნესტის ზემოქმედებას ვიდრე ტყავი ან ნაჭერი, ის არ იწოვს ნესტს და თუ დასველდა პრაქტიკულად არ მძიმდება. ის ძალიან გამძლეა და ადვილად ექვემდებარება შეკეთებას. აბსოლუტური უმეტესობა თანამედროვე ღვედების მზადდება ამა თუ იმ სინთეტუკური მასალისგან. ის არ ღირს ძვირი და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერებში.

რა თქმა უნდა ყველა ეს რჩევა ეხება უფრო ტაქტიკურ/თავდაცვით ირაღებს და მათ ღვედებს. სხვა „დისციპლინებში“ სხვა ნიუანსებია, რომლებიც ასევე ითხოვენ ყურადღებას. მაგალითად გრძელ იარაღში მძლავრ კალიბრებზე ხელის განლაგება საღვედეს უკან შეიძლება დამთავრდეს სერიოზული ტრავმით. უკუცემა დაძრავს იარაღს და საღვედე დაეტაკება ხელს. ანუ ტიბჟირის წინა ნაწილში განლაგებული ღვედის სამაგრი წერტილი არ გამოდგება ასეთ შემთხვევაში ან მაგალითად გარკვეულ პრობლემებს ქმნის ანალოგიური ტიპიური ღვედის სამაგრი წერტილი შაშხანებზე, რომელბსაც აქვთ პლასტმასის მსუბუქი კონდახები. დაწოლამ ქამრისგან შეიძლება გადაბრიცოს თხელი პლასტმასა, რაც გამოიწვევს შეხებას ლულასთან. ეს კი გასროლისას შეცვლის კონდახის ქცევას და ლულის ვიბრაციის ამპლიტუდას რაც ნეგატიურად აისახება გასროლის სიზუსტეზე  და ა.შ.

კარგი ღვედებს უშვებენ:

Vickers Tactical, www.vickerstactical.com

Blue Force Gear, www.blueforcegear.com

Viking Tactics, www.vikingtactics.com

Specter Gear, www.spectergear.com

LaRue Tactical, www.laruetactical.com

Troy Industries, www.troyind.com

Daniel Defense, www.danieldefense.com

GG&G, www.gggaz.com

DeSantis, www.desantisholster.com

ტაქტიკური ფარანი – Streamlight TLR-1

Sunday, April 21st, 2013

წარმოგიდნეთ ჩემი აზრით იარაღზე დასამაგრებელ ერთ ერთ საუკეთესო ფარანს, რომლის დამაგრება შესაძლებელია სხვა და სხვა ტიპის სამაგრებზე  და რომელიც ამავე დროს არ ღირს იარაღის ფასი. Streamlight TLR-1-ის ფასი ვებ-საიტებზე, როგორც წესი არ აღემატება 105 დოლარს. კომპანია “სტრიმლაითი” არის ამერიკული, დაფუძნებულია 1973 წელს და მდებარეობს პენსილვანიას შტატში, ქალაქ იგლვილში. მათი ფარანიც შესაბამისად დამზედებულია აშშ-ში.

Streamlight TLR-1 წარმოადგენს კომპაქტურ იარაღზე დასამაგრებელ ფარანს. საპასპორტო მონაცემები შემდეგია.: უწყვეტი მუშაობის დრო 2.5 საათი, ნათების სიმძლავრე 160 ლუმენი; ფარანი იკვებება ორიცალი CR123 ტიპის ელემენტით. მისი კორპუსი არის ალუმინისგან დამზადებული. მანათობელი ელემენტის როლს ასრულებს C4 ტიპის დიოდი, რომლის რესურსი არის 50 000 საათი. წონა სულ რაღაც 118 გრამი.

ფარანი უძლებს დარტყმებს,  იტანს მტვერიან გარემოს და შეუძლია ხანმოკლე პერიოდით გაუძლოს წყალში ჩაძირვას. ბუნებრივია წვიმა მას ვერაფერს ვერ დაუშავებს.

კომპლექტში ფარანს მოყვება ადაპტორების კომპლექტი, რაც უზრუნველყოფს მის დაყენებას “პიკატინის” სამაგრზე, Glock-ის პისტოლეტებზე, Beretta 90-tw0-ზე, Smith&Wesson 99-ზე, ორი ელემენტი, ინსტრუქცია.

რაც შეეხება ფარანის სხვა თავისებურებებს, უნდა აღინიშნოს მისი შედარებით სწრაფი დაყენების და მოხსნის შესაძლებლობა. მწარმოებელი აცხადებს, რომ მისი დაყენება მოხსნის დროს ხელი ლულის წინ არ ხვდება რაც ამცირებს უბედური შემთხვევის ალბათობას. არ ვიცი ეს რამდენად მნიშვნელოვანია მაგრამ ის მართლაც ადვილად და სწრაფად ყენდება და იხსნება. დაატრიალეთ ღილაკი ფარანის მარცხენა მხარეს, დააჭირეთ მას ისე, რომ გვერდითა კბილი გაიწიოს და ფარანი ადვილად მოიხსნება და დაყენდება.

ჩართვა გამორთვის ღილაკი არის პრაქტიკულად “ტუმბლერი” რომელიც განლაგებულია ფარანის უკანა მხარეს. მარცხენა მხრიდან დაჭერა რთავს მას მანამდე სანამ ღილაკზე თითს აჭერთ. მარჯვენა მხრიდან დაჭერისას ის ირთვება პერმანენტულად. ეს კარგი გადაწყვეტილება არის. როდესაც მოძრაობთ სიბნელეში და პისტოლეტი ორივე ხელით გიჭირვათ, შეგიძლიათ აკონტროლოთ შუქი მარცხენა დამხმარე ხელით. თუ იარაღი ერთი ხელით გიჭირვათ, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით ახდენთ ფანრის ჩართვა გამორთვას.

ნათება არის ძალიან კარგი. ფანრის ეფექტური გამოყენება შესაძლებელია 100 მეტრამდე მანძილზე. ახლო მანძილიდან ნათება არის დამაბრმავებელი რაც დამატებითი უპირატესობა არის თავდასხმის მოგერიების შემთხვევაში. ფარანი არ კვდება უცბად, როდესაც იცლება ელემენტები. გარკვეული დროის განმავლობაში ნათების სიძლიერე იკლებს, რაც მიგანიშნებთ, რომ დრო მოვიდა ეელემენტი გამოცვალოთ.

სამიზნე იდეალურად არის განათებული, გარდა ამისა ირგვლივ ყველაფერი საკმაოდ კარგად ჩანს. განათებული სამიზნის ფონზე სამიზნე მოწყობილობები ძალიან კარგად ჩანს რაც აადვილებს დამიზნებას. გარდა ამისა დამატებითი წონა პისტოლეტის წინა მხარეს ამცირებს ლულის ხტომას.

TLR-1-ს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია, ის ითვლება ძალიან საიმედო მოწყობილობად და აბსოლუტური უმეტესობა მის შესახებ გამოხმაურებების არის ძალიან პოზიტიური. გარდა ამისა მისი ფასი არის ორჯერ ნაკლები ვიდრე კონკურენტების, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. TLR-1-ს აქვს გავლილი MIL-STD-810 სტანდარტის ტესტირება, რა დროსაც მოწყობილობა გადის ტესტირებას ყველა იმ გარემოში ფუნქციონირებაზე, რა გარემოშიც შეიძლება მოხდეს სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაცია.

მინუსებს რაც შეეხება აქ მარტო უნდა ავღნიშნო, რომ ფანარს არ აქვს დეაქტივაციის ოფცია, რაც ნიშნავს, რომ ფანრის დეაქტივირება და დაცვა არასასურველი ჩართვისგან შეუძლებელია თუ არ ამოიღებთ ელემენტებს. ხოლო მისი უნებლიე ჩართვა საკმაოდ ადვილია.  123 ტიპის ელემენტი კიდე საკმაოდ ძვირი ღირს! დავამატებ მხოლოდ, რომ ფარანი არ არის მოდულური, რაც ნიშნავს, რომ მისი კომპონენტების გამოცვლა მათი დაზიანების შემთხვევაში ან აპგრეიდდი ადვილი არ არის.

მთლიანობაში TLR-1 არის კომპაქტური, მსუბუქი და გამძლე მოწყობილობა ძალიან კარგ ფასად. მისი დაყენება შესაძლებელია, როგორც პისტოლეტზე ასევე ნებისმიერ იარაღზე, რომელსაც გააჩნია “პიკატინის” სამაგრი. ის გამოდგება, როგორც უტილიტარული ფარანიც, თუმცა რა თქმა უნდა ამ როლისთვის შესაბამისი დანისნულების მოდელები უფრო გამოდგება.  ჩემი აზრით TLR-1 არის ძალიან კარგი აღჭურვილობის ელემენტი, რომელიც ნამდვილად ღირს ის ფული, რომელსაც მასში ითხოვენ და უფრო მეტიც.  თუ ჩათვლით, რომ აფ ფარანს მოკრძალებული სიმძლავრე აქვს, დაამატეთ 30 დოლარი და იყიდეთ მოდელი TLR-1S, რომლის ნათების სიმძლავრე არის უკვე 300 ლუმენი.

1. ხრახნი, რომელიც აფიქსირებს ადაპტორს. 2. ხრახნი, რომლითაც ფარანი ეჭირება იარაღს. 3. ადაპტორი სხვა და სხვა სამაგრის ტიპებისთვის.  4. ჩართვა-გამორთვის ღილაკი. 5. ელემენტების ხუფის ფიქსატორი.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ინტერნეტით შესაძლებელია სხვა და სხვა ჩინური შედარებით იაფ-ფასიანი ფანრების ყიდვა და მათი ფასიდან გამომდინარე შესაძლებეელია ბევრს გაუჩნდეს მათი შეძენის სურვიილი. ჩემი რჩევა იქნება თავი აარიდოთ მათზე ფულის დახარჯვას. მე ადრე შევიძინე არც ისე იაფი ფანარი, ჩინური წარმოების. რომელიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა და შესანიშნავი ნათება ქონდა. ფატანი დაყენდა ჩემ AR-15-ზე და მოკვდა პირველივე გასროლის შემდეგ. ჩაიშალა ჩართვა-გამორთვის მექანიზმი.ჩინური პროდუქცია არის ხელმისაწვდომი, ლამაზად გამოიყურება და ხანდახან მუშაობს, მაგრამ დაფიქრდით, როდესაც დაგჭირდებათ იარაღზე დაყენებული რაფანი ეს იქნება სიკვდილ სიცოცხლის ამბავი და ამიტომაც მე არ მგონია იყოს ჭკვიანური ენდოთ სადღაც ჩინურ პროვინციაში დადბრეცილი ხელებით აწყობილ პროდუქტს.

და ბოლო რჩევა:  ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქცია, რომელიც მოყვება პროდუქტს. ის მოიცავს მომხმარებლისთვის ძალიან საჭირო ინფორმაციას.

2 წელი ერაყში და ფარანი უპრობლემოდ მუშაობს. მას აქვს უკიდურესად გამძლე მოწყობილობის რეპუტაცია. სურათის წყარო blacksheepwarrior.com

ქამრის ბუდეების მიმოხილვა

Monday, December 17th, 2012

ჩემი აზრით სწორედ შერჩეული და ხარისხიანი აღჭურვილობა არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს ვიდრე ვთქვათ იარაღის და ამუნიციის არჩევა. ნებისმიერს იქნება ეს სამართალდამცავი, სამხედრო, მონადირე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი ვისაც უწევს გადაადგილება იარაღით ან არის უბრალოდ სპორტსმენი, უნდა ესმოდეს აღჭურვილობის მნიშვნელობა. უნდა ესმოდეთ თუ უდგებიან თავის საქმეს სერიოზულად. იმიტომ რომ ეს მარტო მათ დამოკიდებულებას კი არ ეხება საქმისადმი არამედ მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ.  აღჭურვილობის სწორი შერჩევა  არის ძალიან მნიშვნელოვანი. კომპანიები, რომლებიც უშვებენ ასეთ პროდუქციას, ხარჯავენ დიდ ფულს კვლევებზე და ტესტირებებზე. მათ გააჩნიათ მაღალი ხარისხის კონტროლი და იყენებენ უმაღლესი კლასის მასალებს. მათ პროდუქციას შეიძლება ანდოთ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე, იმიტომ, რომ განსხვავებით ჩინური და ადგილობრივი ქართული ქმნილებებისგან მათი პროდუქცია მართლაც მუშაობს და უძლებს ექსპლუატაციას. უნდა ავღნიშნო, რომ ბოლო დროს ჩინური პროდუქციის ხარისხი გაიზარდა და შესაძლებელია გარკვეული მოდელების მეორეხარისხოვანი აღჭურვილობის შეძენა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პრიორიტეტულ აღჭურვილობას გავიმეორებ, რომ ჯობს შეიძინოთ კარგი მწარმოებლის პროდუქცია. პირადად მე დიდიხანი ვთქვი უარი „ჩინურ“ და „აირსოფტურ“ პროდუქციაზე. როდესაც მე მქონდა AR-15, ყველა ელემენტი, რომელიც მე მასზე დავაყენე იყო კარგი მწარმოებლებისგან. მხოლოდ ორი რამე შევიძინე ჩინური წარმოების იძულებული ეკონომიის გამო. ეს იყო ე.წ. „რაიზერი“, დეტალი რომელიც ზრდიდა ოპტიკური სამიზნის იარაღზე განლაგების სიმაღლეს და ტაქტიკური ფანარი, რომელიც მე მეგონა რომ იყო კარგი ხარისხის და არც ისე იაფი ღირდა თუმცა ცხადია მისი ფასი ნაკლები იყო ვიდრე 300 დოლარიანი SureFire-ის. ‘რაიზერი“, უბრალო ალუმინის დეტალი არ დგებოდა სამაგრზე და საჭირო გახდა მისი გადაკეთება, ხოლო ფანარი მოკვდა პირველივე გასროლების შემდეგ. სხვა მაგალითებსაც დავასახელებ. ერთხელ ტბილისის მაღაზიაში შევიძინე ე.წ. hip holster, ბუდე რომელიც მაგრდება ბარძაყზე. არა იმიტომ რომ მჭირდებოდა, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ მუშაობს ეს სისტემა და რა უპირატესობები,  ნაკლოვანებები ან შეზღუდვები შეიძლებოდა, რომ მას ქონოდა. ბუდეს მწარმოებლის სახელი ჩემთვის უცნობი იყო მაგრამ ის თითქოს ინგლისში იყო დამზადებული. პირველივე ტესტირებისას ბუდეს აძვრა დამცავი ღვედი…. კიდევ ერთი მაგალითი: აშშ-დან შევიძინე ერთ ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის ფანარი დამზადებული ჩინეთში. ლამაზად გამოიყურებოდა, ქონდა ძალიან ძლიერი ნათება, მაგრამ ერთ საღამოს როდესაც  ეზოში ავტოფარეხთან ხმაურზე გავედი ის მოკვდა… გაურკვეველი მიზეზის გამო ის უბრალოდ არ ჩაირთო, სახლში დაბრუნებისას კი ისევ ამუშავდა. ამის მერე მე შევიძინე ამერიკული SureFire E2E და ის უკვე წელიწადნახევარია უპრობლემოდ მუშაობს თუმცა ოთხჯერ უფრო მეტი ღირს ვიდრე ის ჩინური ნაკეთობა. ამის მერე მე საერთოდ უარი ვთქვი უსახელო ან ჩინურ პროდუქციაზე. გარდა ამისა კიდევ გაითვალისწინეთ, რომ სერიოზული კომპანიები ყურადღებას აქცევენ იმას თუ რა პირობებში მოხდება მათი პროდუქციის ექსპლუატაცია, ყურადღებას აქცევენ ყველა წვრილმანს, რომელმაც შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს კრიზისულ სიტუაციაში. ამ კომპანიებში მუშაობენ პროფესიონალები, ყოფილი სამართალდამცავები, სამხედროები, მოქმედი სპორტსმენები მრავალწლიანი გამოცდილებით   ეს კიდე ისეთი რამეა რასაც ჩინელები თავისი სარდაფული წარმოებებით და უნიჭო კოპირებით ვერასდროს ვერ მიწვდებიან. ამის დამადასტურებელი მაგალითების დასახელებაც შემიძლია, მაგრამ ეს კი ეხლა ნამდვილად ძალიან შორს წაგვიყვანს და არ წარმოადგენს ამ სტატიის მიზანს. ეს სტატია კი ეხება აღჭურვილობის ელემენტს – პისტოლეტის (და რევოლვერის) ბუდეებს, კონკრეტულად კი იმ სახეობას, რომლებიც განკუთვნილია ქამარზე ტარებისთვის (ე.წ. ქამრის ბუდეები, belt holsters). თავიდანვე უნდა ავღნიშნო, რომ ჩემი ღრმა რწმენით საუკეთესო აღჭურვილობას და მათ შორის ქამრის ბუდეებსაც უშვებენ ჩრდილო ამერიკული კომპანიები. ამიტომაც  ამ მიმოხილვაში პრაქტიკულად მხოლოდ მათი პროდუქცია მოხვდა. რომ გაგიადვილოთ ვებ-რესურსებზე საჭირო ბუდეს მოძებნა მე სტატიაში ჩავრთე ინგლისური ტერმინოლოგია, ინგლისურად დაწერილი მწარმოებლების სახელები,  დაწვრილებით აღვწერე რამდენიმე კონკრეტული მწარმოებლების ბუდეები და მიუთითე მათი ფასები.

რამე კონკრეტულ ჯგუფებად ქამრის ბუდეების დაყოფა ძალიან ძნელია და ალბათ ყველაზე სწორი იქნება მათი დაყოფა ქამარზე დამაგრების პრინციპის მიხედვით, იმიტომ რომ ეს არის მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი, თუმცა თავიდან მინდა მიმოვიხილო მასალები, რომლისგანაც ქამრის ბუდეები მზადდება და მერე ის ადგილები სადაც ხდება მათი წელზე განთავსება.

ყველაზე იაფი ქამრის ბუდეებია ისინი, რომლებიც მზადდება ამა თუ იმ პლასტმასის მყარი სახეობისგან. აქიდან Kydex-ი არის ყველაზე პოპულარული მასალა (“მეცნიერული” სახელი თერმოპლასტიკური აკრილ-პოლივინილური ქლორიდი). გამოგონილი 1965 წელს თვითმფრინავის ინტერიერების დასამზადებლად ის დღეს აქტიურად გამოიყენება ბუდეების და დანების ქარქაშების დასამზადებლად.  კაიდექსის ბუდეები, როგორც წესი მორგებულია კონკრეტული იარაღის მოდელზე, ძალიან გამძლეებია და პრაქტიკულად არ იცვითებიან. წყალი, ზეთი მათზე საერთოდ არ ზემოქმედებენ. პლასტმასის ბუდეები ძალიან სწრაფებია, რაც ნიშნავს რომ იარაღის ამოღებისას მინიმალურ წინაღობას ხვდებით (თუ ბუდე სწორედ დარეგულირებულია). ასეთ ბუდეებს, როგორც წესი აქვთ მარეგულირებელი ხრახნები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭირო ფიქსაციის დონეს. პირველი დღიდან ბოლო დღემდე ბუდის ფორმა არ იცვლება და ის შესაბამისად არ გააჩნია მორგების „აბკატკის“ პერიოდი. მინუსებს განეკუთვნება ის, რომ პლასტმასი შედარებით მალე იწვევს იარაღის დაფარვის ცვეთას. პლასტმასის ბუდეები ასევე არ გამოირჩევა ესთეტიურებით.

მაღალი ხარსხის პლასტმასის ბუდე Raven “Phantom” (აშშ ფასი 80 აშშ-ს დოლარი). მისი ფორმა უზრუნველყოფს მის შენიღბვას ტანსაცმლის ქვეშ და მალავს ბუდეში მოთავსებული იარაღისთვის დამახასიათებელ კონტურებს. მეორე ბუდე არის დაბალ ფასიანი Fobus (ისრაელი). ეს ბუდე პრინციპში ასრულებს დანიშნულებას მაგრამ ძალიან აგრესიულია იარაღის  დაფარვის მიართ. მისი ფასი 20 დოლარიდან იწყება და არსებობს მასზე გაცილებით უფრო უკეთესი ალტერნატივები. ოქროს შუალედია Blackhawk  „CQC“ (აშშ, ფასი 20-30 დოლარი), რომელიც ავტორის გამოცდილებით არის ძალიან მოსახერხებელი და სწრაფი.

მეორე სინთეტიკური მასალა არის რბილი სინთეტიკური  ქსოვილი (ყველაზე პოპულარული არის კორდურა/cordura). კორდურა თავდაპირველად 1929  მოგონილი, როგორც ნატურალური ქსოვილი, შემდგომში მზადდება ნელონის მასალებისგან. მას იგივე პლუსები აქვს  რაც პლასტმასის ბუდეებს, მაგრამ მისთვის იარაღის კონკრეტული მოდელის ფორმის მიცემა საკმაოდ ძნელია.  ის გაცილებით ნაკლებად ცვითავს იარაღს და მთლიანობაში ერთ ერთი საუკეთესო მასალაა ბუდის დასამზადებლად.

Bianchi Accumold Holster 7506  (აშშ, ფასი 30 აშშ-ს დოლარი) დამზადებული სინთეტიკური ქსოვილისგან. ჯონ ბიანკის მიერ დაფუძნებული კომპანია ერთ ერთი საუკეთესოა ამ ინდუსტრიაში. მას ეკუთვნის ძალიან ბევრი უნიკალური დიზაინი, რომელიც შემდგომ გახდა კლასიკა. ამავე კომპანიას ეკუთვნის 100 000 დოლარის ოდენობის რეკორდული ინვესტიცია დახარჯული საუკეთესო დაცვის სისტემის გამოგონებაზე.

და ბოლოს ყველაზე ძველი და კლასიკური მასალა ბუდეების დასამზადებლად – ნატურალური ტყავი. სწორად დამზადებული ტყავის ბუდე ძალიან დიდხანს მოემსახურება პატრონს და კარგად გაუძლებს წყლის, ოფლის და მაღალი ტემპერატურების გავლენას, თუმცა ცხადია სინთეტიკური ბუდეებს ის ამაში ვერ შეედრება. უნდა აღინიშნოს, რომ ტყავი, რომელიც გამოიყენება ბუდეების დასამზადებლად უნდა იყოს ამისთვის სპეციალურად განკუთვნილი. იმ ქიმიურმა ნივთიერებებმა, რომლითაც მუშავდება ტყავი განკუთვნილი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოებისთვის  შეიძლება გამოიწვიონ კოროზია იარაღის რკინის ნაწილებზე. ტყავის ბუდეების დამზადება ითხოვს მაღალი კვალიფიკაციის ოსტატებს და დიდი რაოდენობით ხელით შრომას. ამის და მასალის მაღალი ფასის გამო, ტყავის ბუდეები, როგორც წესი საკმაოდ ძვირი ღირს. თუ  სინთეტიკური ბუდეების ფასი საშუალოდ არის 50 დოლარამდე, მათი ტყავის ანალოგების ფასი 80-დან 100 დოლარამდე მერყეობს (სტანდარტულ მოდელებში). ოსტატების მიერ, ეგზოტიკური ტყავისგან, ხელით დამზადებული ბუდე შეიძლება 150 დოლარზე გაცილებით მეტიც ღირდეს. ტყავის ბუდე გამომდინარე ფასიდან და მაღალი ხარისხიდან შეიძლება განხილულ იქნას ასევე, როგორც სტატუსის გარკვეული სიმბოლო და ძვირად-ღირებული აქსესუარი. ასეთი აღჭურვილობის ელემენტის ფლობა ბუნებრივია მის მფლობელში იწვევს სიამაყის გრძნობას. გარდა ამისა ასეთ ბუდეებს გააჩნიათ შესანიშნავი სამომხმარებლო თვისებები, რომლებიც შეესაბამებიან მაღალ ფასს, რომელსაც მათში ითხოვენ.

Galco-ს (აშშ) წარმოებული მაღალი კლასის ბუდე „Combat Master“. ამ ბუდის ფასი შეადგენს 80-90 აშშ-ს დოლარს.ასეთ ბუდეებს ეძახიან pancake holsters, რაც ნიშნავს რომ ბუდე აგებულია ორი ანარეკლივით იდენტური ტყავის ნაჭრისგან.

ბუდეების დასამზადებელი მასალების მოკლე მიმოხილვა, რომ დავასრულოთ უნდა აღვნიშნოთ, რომ თავისთავად ცხადია არსებობენ ჰიბრიდული ბუდეები, რომლებიც თავის კონსტრუქციაში სხვა და სხვა მასალებს იყენებენ.

თავიდანვე გადაწყვიტეთ გინდათ ბუდე დამცავი ღვედის და სხვა სისტემების გარეშე ანუ ღია ზედა ნაწილით (1) და სხვა უსაფრთხოების სისტემების გარეშე თუ პირიქით, ასეთით აღჭურვილი (2). ბუდეები დამატებითი ფიქსაციის გარეშე ძალიან სწრაფებია და კარგი ხარისხის ბუდე საკმარისად კარგად იჭერს შიგნით იარაღს, რომ ის არ ამოვარდეს ბუდიდან, მაგრამ იარაღის დაკარგვის ალბათობა მაინც არის და ასევე ასეთი ბუდეები ვერ იცავენ იარაღს არაავტორიზირებული დაუფლებისაგან. გაითვალისწინეთ, რომ ზედა ღვედი არ არის ერთადერთი საშუალება იარღის ბუდეში ფიქსირების. პირველი ბუდე არის „მინიმალისტური“ Galco „Yaqui“ (70 აშშ-ს დოლარი), მეორე Safariland “328″ (აშშ, ფასი 50 აშშ-ს დოლარი).

ბუდეები იყოფიან სამ ძირითად ჯგუფად: ბუდეები, რომლებიც მაგრდებიან სუსტი ხელის მხარეს (ე.წ. cross draw holsters), ძლიერი ხელის მხარეს (ყველაზე პოპულარული, strong side holsters) და ასევე ზურგის უკან (დაახლოებით 6 საათზე თუ უყურებთ ადამიანს ზევიდან). ძლიერი ხელის მხარეს განლაგებული ბუდე (მწარმოებლები ბუდეების უმეტესობა მოდელებს ასევე უშვებენ ცაციებისთვის)  არის ყველაზე კლასიკური და მოსახერხებელი ბუდის განლაგების ადგილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის საუკეთესო ადგილი თუ გიწევთ დიდი დროის საჭესთან ან ავტომობილში გატარება. იარაღის ამოსაღებად მარჯვენა ხელის უკან გაწევა შეიძლება იყოს გართულებული. აღნიშნულ პრობლემას წყვიტავს მაგალითად სუსტი ხელის მხარეს განლაგებული ბუდე. ამავე დროს ჩვეულებრივ ვითარებაში ასეთი ბუდის გამოყენება ნაკლებად გამართლებულია. იარაღის ამოღებისას მისი დაცვა წართმევისგან საკმაოდ ძნელია და თავისთავად ასეთი ბუდიდან იარაღის სწრაფი ამოღება ითხოვს უფრო რთულ მოძრაობებს. სწორედ ამ მიზეზის გამო ამ ტიპის ბუდეები პრაქტიკულად გაქრნენ დინამიური სროლის დისციპლინებიდან და რეალურ სამყაროში არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

აშშ-ში პოლიციელები ხშირად ძირითად იარაღთან ერთად ატარებენ პატარა, დამხმარე პისტოლეტს ან რევოლვერს ფეხის ბუდეში (ankle holsters), იმიტომ რომ საპატრულო მანქანაში ჯდომისას მიწვდე ფეხის ბუდეს უფრო ადვილი შეიძლება იყოს. ანუ ექსტრემალურ სიტუაციაში პოლიციელი ერთდროულად „ჩაყვინთავს“ მანქანის შიგნით, რომ გამოვიდეს ცეცხლის ხაზიდან და ამავე დროს შეძლოს დამხმარე იარაღის სწრაფი ამოღება. არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ფეხზე დამაგრებულ მეორე იარაღს გადაურჩენია პოლიციელის სიცოცხლე სწორედ ასეთი სცენარისას. თავისთავად იარაღის ფეხში ტარების იდეა ახალი არ არის და ჯერ კიდევ ცხენზე ამხედრებული შეიარაღებული ხალხი სწორედ მანდ ინახავდა დამატებით ან თუნდაც ძირითად იარაღს, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილს ქამარზე სხვა რამეებისთვის ან კიდევ ერთი იარაღისთვის იყენებდნენ. აღნიშნული პრაქტიკა დღესაც აქტუალურია და გამოიყენება სერიოზული სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ. მაგალითად ჯორჯიას შტატის საპატრულო სამსახური გასცემს ორ იარაღს თითო პატრულის ოფიცერზე. ერთი არის სრული ზომის გლოკი (მოდელი 37) მეორე კი სუბკომპაქტური, მოდელი 39. ყველა პატრულის ოფიცერი გადის სავალდებულო კვალიფიკაციას ორივე იარაღით, აქედან სუბკომპაქტური გლოკი მათ, როგორც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფეხის ბუდეში აქვთ განლაგებული.

ტიპიური განლაგება cross draw ბუდესთვის. სურათის წყარო American Rifleman

რაც შეეხება ზურგზე განლაგებულ ბუდეებს, ყველაზე პოპულარული ფორმატი არის ე.წ. S.O.B. ბუდეები (small of the back holster). ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით არის გარკვეული სცენარები რა დროსაც ასეთი ბუდეს გამოყენება იქნება გამართლებული, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დაიცვათ იარაღის წართმევისგან  საკმაოდ ძნელია, გარდა ამისა ზურგზე დავარდნისას შეიძლება მიიღოთ სერიოზული ზურგის ტრავმა. ამ მიზეზების გამო არც ისე ბევრი მსხვილი მწარმოებელი უშვებს ასეთი ტიპის ბუდეებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხელი ზურგს უკან არაბუნებრივ მდგომარეობაშია, რაიმე რთული დაცვის მექანიზმის მქონე ბუდის გამოყენებაც არ არის გამართლებული. თუ გადაწყვიტავთ რომ ასეთი ტარება თქვენთვის უკეთესია შეიძინეთ სპეციალური ბუდე, რომელიც სწორედ ზურგთან ტარებისთვის არის განკუთვნილი.

SOB ბუდე. Gould & Goodrich “806-26R Gold Line”. (აშშ, ფასი 60 აშშ-ს დოლარი) და მისი ტიპიური განლაგების ადგილი.

ბუდეების ბევრ მოდელს გააჩნია დამცავი მექანიზმები (security level), რომლებიც გამორიცხავენ არაავტორიზირებულ იარაღის დაუფლებას. პირველი დონის დაცვის მექანიზმი გულისხმობს ერთ მოძრაობაში იარაღის ამოღებას და როგორც წესი გულისხმობს ან დამცავი ღვედის ახსნას ან ღილაკზე დაჭერას, რაც გაათავისუფლებს იარაღს.

პირველი დონის დაცვის მქონე სამი ბუდე. პირველი არის Safariland “6288” (აშშ, ფასი 50 აშშ-ს დოლარი), მეორე არის შესანიშნავი და მსუბუქი Bianchi “Evader” (აშშ, ფასი 30 დოლარი) დამზადებული სინთეტიკური ქსოვილისგან, მესამე პლასტმასის Blackhawk „SERPA“ (აშშ, ფასი 25-50 აშშ-ს დოლარი). უკანასკნელი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე. ღილაკის განლაგების გამო დაფიქსირდა სტრესულ პირობებში იარაღის ამოღებისას უნებლიე გასროლების შემთხვევები.  რიგი მაღალი დონის  სასწავლო ცენტრები კრძალავენ მათ გამოყენებას, ხოლო ცნობილ ინსტრუქტორს გაბრიელ სუარესს არაერთხელ გამოუთქვამს თავის ნეგატიური დამოკიდებულება ამ მოდელის ბუდეების მიმართ.

მეორე და მესამე დონე შესაბამისად გულისხმობს ორ და სამ მოძრაობას. სამი  მოძრაობა ძალიან ბევრი გეჩვენებათ? დიახ მესამე დონის უსაფრთხოების მქონე ბუდეები დიდი იშვიათობაა მოდელებში, რომლებიც განკუთვნილია იარაღის ფარული ტრებისთვის მაგრამ სამსახურეობრივ-პოლიციურ მოდელებში, რომლებიც განკუთვნილია იარაღის ღიად ტარებისთვის ის საკმაოდ ხშირად გვხვდება რაც გასაგებია. სტატისტიკა არ იტყუება და არსებობს შემთხვევები, როდესაც პოლიციელი საკუთარი წართმეული იარაღიდან გასროლილი ტყვიის მსხვერპლი ხდება. ასეთი ბუდეები ისევე, როგორც პისტოლეტის მოდელები აღჭურვილი მცველებით ამგვარი სცენარის წარმოშობის საფრთხეს ამცირებენ.

ოქროს სტანდარტი და ყველაზე პოპულარული პოლიციურ/სამსახურეობრივ ბუდეებში/იარაღის ტარების სისტემებში, Safariland „070“, რომლის დიზაინის იდეა ეკუთვნის FBI-ს ვეტერანს ბილ როჯერს. ორი ათწლეულის განმავლობაში მილიონზე მეტი ასეთი სისტემა გაიყიდა. ამ სისტემას დაცვის მესამე ხარისხი აქვს.

ქამრის ბუდეები შეიძლება კიდე პირობითად დაიყონ იმის მიხედვით თუ როგორ მაგრდებიან ქამარზე, პერმანენტულად ანუ მათი მოხსნა/დამაგრებისთვის საჭიროა ქამრის გახსნა და არა პერმანენტულად, როდესაც შესაძლებელია ბუდის ქამარზე დამაგრება ქამრის გახსნის გარეშე.

ბუდეები ე.წ. „კლიფსათი“ (clip) არის ყველაზე თუ შეიძლება ითქვას არა მოხერხებული ბუდის კონსტრუქცია. ეს დეტალი (1) არ უზრუნველყოფს ბუდის საიმედო ფიქსაციას ქამარზე და აქტიური გადაადგილებისას ან დახრებისას ბუდე ეგრევე იცვლის პოზიციას ქამარზე ან უბრალოდ ეგრევე ვარდება ძირს. ავტორს გააჩნია გამოცდილება ასეთი ტიპის ბუდეებთან და არც ერთი მათგანი არ ფიქსირდებოდა ქამარზე საკმარისად საიმედოდ. ბუდის ამოვარდნა ან გამოყოლა იარაღზე (როდესაც იარაღთან ერთად ქამრიდან ბუდეც ამოდის) არც ისე იშვიათი იყო. დამზადების სიმარტივის გამო ასეთ ბუდეებს ამზადებენ საქართველოში, კუსტარულ მცირე წარმოებებში. სურათზე აღბეჭდილი ბუდე არის ტყავის Gould&Goodrich (აშშ, ფასი 25-50 დოლარი).

მოსახსნელი ბუდეები (detachable holsters) პოპულარულია იმათთვის ვისაც უწევთ დღეში რამოდენიმეჯერ იარაღის და ბუდის მოხსნა გაკეთება (მაგალითად დეტექტივები). სწორედ მათ ჭირდებათ ადვილად მოსახსნელი და ჩასაცმელი ბუდები, მაგრამ რომლებიც ამავე დროს საიმედოთ იქნებიან დამაგრებული ქამარზე.

“კლიფსიანი“ ბუდეების გარდა არსებობს აგრეთვე სხვა არც ისე წარმატებული მოდელები, როგორიც ეს Galco „M5X“. (აშშ, ფასი 25 დოლარი) ავტორის გამოცდილებით ქამრის კაუჭების მცირე ზომა არ უზრუნველყოფს ბუდის ქამარზე საიმედო ფიქსაციას. ასევე პრობლემატური იყო იარაღის ამოღებაც. ის ხანდახან თითქოს იჭედებოდა შიგნით და რეგულირებების შეცვლა ამას არ შველოდა. მიუხედავათ დანიშნულებისა ასეთი ტიპის ბუდეებში მთავარია მათი ქამარზე ფიქსაციის საიმედოობა, რამდენად ადვილად იხსნება ის მეორადი მნიშვნელობის საკითხია.


არსებობს „ჰიბრიდული“ ბუდეებიც, რომელთა ქამრიდან პირდაპირ მოხსნა შესაძლებელია თუმცა ეს გარკვეულ ძალისხმევას ითხოვს. ამავე დროს ეს ბუდეები პრაქტიკულად ისევე საიმედოდ არიან განლაგებული, როგორც „პერმანენტულად“ დამაგრებული ბუდეები. ასეთებს განეკუთვნება უკვე ნახსენები Bianchi „Evader“. ღილაკიანი სამაგრები (1), რომლებითაც ის მაგრდება ქამარზე იხსნება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოხსნა, ოთხი ღილაკის გახსნით. თუმცა ქამრის გახსნა უფრო მოსახერხებელია. გარდა ამისა აღნიშნულ ბუდეს აქვს ძალიან სწრაფი და საიმედო დაცვის სისტემა – იარაღის ამოღება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ ღილაკზე (2) დაჭერის შემდეგ.


შესანიშნავი Safariland „567“ (აშშ, ფასი 35 აშშ-ს დოლარი), რომლის მოხსნა-დამაგრება შესაძლებელია ქამრის გახსნის გარეშე. ის საიმედოდ ფიქსირდება ქამარზე ხოლო მისი კონსტრუქცია მოიცავს, რბილ ნაჭერს, რომელიც ამცირებს შიგნიდან ხახუნს და იცავს იარაღს. გარედან ტყავს ხოლო სამაგრი არის პლასტმასის. რეგულირებები იძლევა საშუალებას ეს ბუდე მორგებულ იქნას მრავალი ტიპის ავტომატური პისტოლეტისთვის. ავტორის გამოცდილებით ფასის და ხარისხის შეფარდებით ეს ბუდე ერთ ერთი საუკეთესოა თავის კლასში. გარდა ამისა ამ ბუდეს კომპლექტში მოყვება მოსახსნელი პლატა, რომლის დაყენების შემდეგ ის მაგრდება ქამარზე პერმანენტულად.

შარვლის შიგნით ტარებისთვის განკუთვნილი ბუდეები (Inside the waistband, IWB holster). როგორც წესი ტყავისგან დამზადებული, ეს ბუდეები განკუთვნილია ფარულობის ყველაზე მაღალი ხარსხის უზრუნველსაყოფად. ტყავი სუნთქავს, არის „თბილი“ და რბილი მასალა, საუკეთესო ასეთი ტიპის ბუდეებისთვის.  სახელიდან გამომდინარე ისინი იტარება შარვლის შიგნით. ფიქსაცია ხდება ქამარზე მაგრამ ბუდე თავსდება შარვლის შიგნით, ამით ის პრაქტიკულად მთლიანად იმალება და გარეთ რჩება მხოლოდ ტარის ზედა ნაწილი და ელემენტები როთიც ბუდე ფიქსირდება ქამარზე. ეს დეტალები ხანდახან შეიძლება შენიღბული იყოს როგორც გასაღებების საკიდი, პეიჯერი და ა.შ. იმისთვის, რომ არ მოხდეს ყურადღების მიქცევა.

Safariland „M27“ (აშშ) მაგრდება ქამარზე N ფორმის პლასტმასის სამაგრის (1) მეშვეობით. მისი მოხსნა შესაძლებელია ქამრის გახსნის გარეშეც. ბუდე ტყავისგან არის დამზადებული და მას საკმაოდ ნაფიქრი კონსტრუქცია აქვს. ორმაგი ტყავის ფენა ბუდის ზედა მხარეს აადვილებს მასში პისტოლეტის მოთავსებას, ვინაიდან ის უფრო ხისტია და ისე ადვილად არ იკეცება ქამრის შიგნით. იარაღი ასევე კარგად არის დაცული ოფლის ზემოქმედებისაგან.


ბოლო წლებში გაჩნდა ხანდახან საკმაოდ რთული კონსტრუქციის მქონე ბუდეები. რომელთა დანიშნულებაა დამალონ იარაღი თუნდაც შარვალში ჩატანებული პერანგის შემთხვევაში ე.წ tuckable holster. ასეთი დანიშნულების ბუდე პირველად შემოთავაზებული იქნა დეივ უორქმანის მიერ.

Crossbreed Super Tuck Deluxe (აშშ, ფასი 70 აშშ-ს დოლარი).


ბუდეების შემთხვევაში უბრალო ყოველთვის არ ნიშნავს კარგს. სურათზე არის Uncle Mike „Sidekick“. ეს უბრალო კონსტრუქციის ბუდეა დამზადებული კორდურასგან. ღვედის ღილაკი, რომელიც იჭერს იარაღს ბუდეში გამოსცემს ხმამაღალ ხმას გახსნისას, ხოლო ბუდე არის დახურული კონსტრუქციის რის გამოც შიგნიდან მისი გაწმენდა რთულია. ის ღირს სულ რაღაც 20 დოლარი, ასრულებს თავის ფუნქციას მაგრამ ხელმისაწვდომია ბევრად უკეთესი და მოსახერხებელი მოდელებიც. ამ ბუდის ფასი შეადგენს 18-20 დოლარს.

ბუდე უნდა იყოს დამზადებული მყარი ტყავისგან და უმჯობესია თუ მისი ზედა ნაწილი დამატებითი ტყავის ფენით არის გამაგრებული. რბილი ტყავი იბრიცება და შეიძლება გაართულოს იარაღის ბუდეში მოთავსება ან რაც კიდევ უფრო უარესია დაიკეცოს და გაიჭედოს სასხლეტთან რასაც გასროლა მოყვება. ასეთი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეს სურათი, რომელიც ასახავს უბედურ შემთხვევის მიზეზს ერთ ერთმა რუსულ ენოვანმა ინტერნეტის მომხმარებელმა გამოიყენა გლოკის პისტოლეტების გასამტყუნებლად, მაგრამ ცხადია, რომ ამაში დამნაშავეა ცუდი კონსტრუქციის ბუდე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუდის სწორი შერჩევის მნიშვნელობას.

ქართული წარმოების ნიმუში. ბუდე თხელი რბილი ტყავისგან არის დამზადებული, გააჩნია არაფექტური “კლიფსა” და ზედა უყსაფრთხოების ღვედი გადადის არა პისტოლეტის საკეტზე არამედ მის ტარზე რაც შეუძლებელს ხდის პისტოლეტის სწორ და სწრაფ ამოღებას.

ქამარი არის აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ ბუდე არის ტოპ კლასის მწარმოებლის მოდელი ხოლო ქამარი არის რაღაცა თხელი ვიწრო „პიჟონური“ მოდური ბრენდის, რომლებსაც წინიდან დიდი ასოებით აწერია „არმანი“ მაშინ ადგილი აქვს პრობლემას. ბევრი ბუდეების მწარმოებელი უშვებს ასევე ქამრებს, რომლებიც განკუთვნილია მათი ბუდეების სატარებლად. ქამარი უნდა იყოს მყარი, გამძლე, საკმარისად სქელი, რომ კარგად დააფიქსიროს ბუდე. სინთეტიკური თუ ტყავის, არჩევანი თქვენზეა.

Ted Blocker-ის (აშშ, ფასი 80 აშშ-ს დოლარი) ქამარი და მისივე ბუდე – LFI Concealment Rig.  ქამარს შიგნიდან და ბუდეს გარედან გააჩნია „ველკროს/velcro“ სამაგრები („ლიპუჩკები“), რომლებიც უზრუნველყოფენ ბუდის ქამარზე ადეკვატურ ფიქსაციას და ფარულობის მაღალ ხარისხს.

არ არსებობს საუკეთესო ბუდე, არსებობს თქვენი მოთხოვნები, რომლებიც სწორედ უნდა განსაზღვროთ და ამის მიხედვით აარჩიოთ ბუდე.  წელზე დამაგრებული ბუდეები (belt holsters), ყველაზე პრაქტიკულია და გამოსადეგია სრული ან კომპაქტური ზომის პისტოლეტისთვის ან რევოლვერისთვის. იარაღის ტარება ქამრის ბუდეში, განლაგებული ძლიერი ხელის მხარეს ყველაზე პოპულარული ფორმატია. ზოგი დინამიური სროლის დისციპლინა და უმეტესობა სერიოზული სასწავლო ცენტრების პირდაპირ კრძალავენ სხვა ტიპის ბუდეების გამოყენებას. ამის მიზეზი არის ასეთი ფორმატის მაქსიმალური უსაფრთხოება სხვა მეთოდებთან შედარებით.  კონკრეტულად, რომელი ბუდე გჭირდებათ თქვენ ეს თქვენი გადასაწყვეტია. ატარებთ ღიად თუ ფარულად? სად მუშაობთ? როგორია თქვენი განრიგი, გარემო და ასე შემდეგ. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით კარგად შერჩეული ბუდე მოგცემთ საშუალებას კომფორტულად ატაროთ თუნდაც დიდი ზომის პისტოლეტები და ერთ დღეს შეიძლება სიცოცხლეც გადაგირჩინოთ.

ერთ ერთი ყველაზე კლასიკური და პოპულარული ფორმატის მოდელი და ტარების მეთოდი. მისი მოთავსება შესაძლებელია ქამრის და შარვალს შორის, რაც უზრუნველყოფს ფარულობის უფრო დიდ ხარისხს. ცხადია მის მოსახსნელად საჭირო გახდება ქამრის გახსნა, მაგრამ ისიც არის ცხადი, რომ ეს ბუდე თვითნებურად ქამარს ვერასდროს ვერ დატოვებს. ბუდე არის  Galco “Jak Slide” , ფასი 70 დოლარი.

და ბოლოს რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:

ყოველთვის, ვიმეორებ ყოველთვის (!!!) წაიკითხეთ ინსტრუქცია, რომელიც მოყვება ბუდეს. თანამედროვე ბუდეები არიან საკამოდ რთული ტექნიკური მოწყობილობები. ინსტრუქციაში შეიძლება იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუქციები ბუდის ექსპლუატაციის, მოვლის და მორგების შესახებ;

მწარმოებლის საიტებზე განლაგებულია ბუდეების ზომების ცხრილები, რომლებიც გამოგადგებათ სწორი ზომის ბუდის არჩევაში;

ყოველთვის გასინჯეთ იარაღის ბუდეში ფიქსაციის საიმედოობა. ააყირავეთ ბუდე და დაფერთხეთ ის, იარაღი არ უნდა ამოვარდეს საკუთარი წონით მაგრამ ამავე დროს თავისუფლად უნდა ამოდიოდეს მისი ამოღებისას;

ტყავის ბუდეებს ყოველთვის ჭირდება „აბკატკა“. ასე, რომ რამდენიმე დღე მათი თუნდაც სახლში ტარება და ბევრჯერ ამოღება ჩადება მალე მოიყვანს ტყავის ახალ ბუდეს სამუშაო რეჟიმში;

იარაღი ყოველთვის უნდა თავსდებოდეს ბუდეში თავისუფლად მეორე ხელის დახმარების გარეშე. თუ ეს შეუძლებელია მაშინ განიხილეთ ბუდის გამოცვლა;

როდესაც იარაღი დევს ბუდეში, მისი სასხლეტი ყოველთვის უნდა იყოს ბუდის შიგნით;

არ დაზეთოთ ბუდეები;

პერიოდულად შეამოწმეთ ბუდე, ყველა მისი ელემენტი და პერიოდულად ის გაწმინდეთ;

ივარჯიშეთ და ისწავლეთ დაცვის მექანიზმების სწრაფი გათიშვა, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ხელით;

იყიდეთ მხოლოდ ხარისხიანი აღჭურვილობა ცნობილი მწარმოებლებისგან. ნუ დაემსგავსებით 20 დოლარიან განტვირთვის ჟილეტებში გამოწყობილ „რემბოებს“ და ქამარში მაკაროვ გაყრილ „პროფესიონალებს“.

საშუალო ხარისხის ბუდეში მოთავსებული პისტოლეტი  ჯობია უბრალოდ ქამარში გაყრილს.