Archive for the ‘Hot Shots’ Category

Hot Shots-J.J.Racaza

Thursday, April 14th, 2011

ვაგრძელებთ ამერიკულ ჟურნალ Handguns Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიების თარგმანს და მორიგ სტატიას გთავაზობთ.

 Hot Shots–J.J.Racaza By James Tarr

საიმონ ჯოზეფ „ჯეი,ჯეი.“ რაკაზას ორჯერ მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ სროლაში Steel Challenge და იმყოფებოდა აშშ-ის პრაქტიკული სროლის ასოციაციის და საერთაშორისო პრაქტიკული სროლის კონფედერაციის საუკეთესო ხუთეულში იმდენჯერ, რომ თავად არ ახსოვს ზუსტად რამდენჯერ. ბოლოს ის მონაწილეობდა History Channel-ის სასროლოსნო რეალითი შოუში “Top Shot”, რის შემდეგაც მისი ამოცნობა დაიწყეს აეროპორტებში.

ახალგაზრდა მსროლელი მცხოვრები ნიუ ჯერსიში მაგრამ წარმოშვებით ფილიპინელი, მოხვდა აღნიშნული შოუს საუკეთესო სამეულში. ამჟამად ის მუშაობს, როგორც წამყვანი ინსტრუქტორი საცეცხლე მოზმადებაში, სახლემწიფო დაცვის დეპარტამენტის (Department of Homeland Security) ნიუ იორკის ქვედანაყოფში. არც ისე ცუდია ადამიანისთვის, რომელიც სულ რაღაც 30 წლის არის.

 რაკაზამ სამსახური დაიწყო, როგორც აღნიშნული სამსახურის ფარული აგენტი. ჩვენ ვპასუხობდიტ სპეციფიურ სიტუაციებს და ვმოქმედებდიტ გარემოში, რომელზეც ბევრი რამ იყო ცნობილი. ხანდახან ჩვენ ისე, ყოველი შემთხვევისთვის გვაგზავნიდნენ. როგორც ახალგაზრდების უმეტესობა, ის გაეცნო სასროლოსნო სამყაროს მამამისის დახმარებით. „მამაჩემი იყო სპორტსმენი მსროლელი, მგონი იყო მასტერ კლასში ა.პ.ს.ა.-ში და მე ვიყავი მხოლოდ 9 წლის, როდესაც დავიწყე მასთან ერთად მოძრაობა შეჯიბრებებზე. ერთ დღეს, როდესაც ჩვენ პატარა ბავშვები საკუთარ თავს ვიყავით მიბარებულები და ვცდილობდით გამეორებას, რასაც ჩვენი მშობლები აკეთებდნენ, ისინი მოგვიტრიალდნენ სიტყვებით: აბა ვნახოთ რისი გაკეთება შეგიძლიათ“. რაკაზა გახდა გრანდ მასტერი ა.პ.ს.ა.-ში 20 წლის ასაკში და ეხლაც არის საკმაოდ აქტიური სპორტსმენი, თუმცა მისი ნამდვილი სიყვარული არის Steel Challenge.

სროლისას ფიქსირებულ ფოლადის სამიზნეებში, სტანდარტული კურსების დროს, რომელთა უმეტესობა არ საჭიროებს მოძრაობას, სიჩქარე არის გადამწყეტი ფაქტორი. „შენ ეჯიბრები სწრაფზე სწრაფ მსროლელებს, და სხვაობა პირველ და მეორე ადგილს შორის არის .04 წამი თითქმის ყოველ წელს. არ შეიძლება შეცდომის დაშვება. უნდა იყო სრულყოფილი“.

 სანამ მას დაიქირავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, ის მუშაობდა, როგორც დაქირავებული ინსტრუქტორი, ხოლო მისი ბექგრაუნდი ცეცხლსასროლ იარაღთან ურთიერთობაში იყო საკმაოდ არასტანდარტული. „ჩემ სამსახურამდე, მე არასდროს არ ამიღია ხელში სხვა იარაღი გარდა კასტომიზირებული 1911-სა.“ ამბობს ის. „მე დავიწყე საკონტრაქტო სამსახური, სადაც მე მომცეს სტანდარტული ორმაგი მოქმედების პისტოლეტი და მითხრეს ის მესწავლა. ორი დღის განმავლობაში მე ვიყავი ყველაზე სწრაფი მსროლელი ინსტრუქტორებს შორის, რომლებიც ჩვენ გვასწავლიდნენ. ის რასაც შენ სწავლობ სპორტული სროლისას გეხმარება მოერგო სხვა და სხვა იარაღს, იმიტომ რომ ხარ დარმწუნებული შენ შესაძლებლობებში“.

ტირში ყოფნა მთელი დღე ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უამრავი დრო პრაქტიკისთვის, არა? ასე ეგონა რაკაზის, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. სამსახურში 6 საათიანი ინსტრუქტაჟის შემდეგ მას აქვს მხოლოდ ერთი სურვილი, რაც შეიძლება მალე წავიდეს სახლში. მის საუბედუროთ უახლოესი სასროლეთი მის სახლისგან არის 100 კმ-ში. ამის გამო მისი დრო პრაქტიკისთვის შეზღუდულია და ის მხოლოდ კვირაში ერთხელ ისვრის. დანარჩენი დრო მისი პრაქტიკა შედგება მშრალი სროლისგან.

 რა კავშირშია სპორტული სროლა იმ უნარჩვევებთან, რომელიც საჭიროა სამართალდამცავისთვის და სახლის დამცველისთვის? „თქვენ უნდა გაიგოთ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი სხვოაბა სპორტულ სროლასა (შეჯიბრებებს) და რეალური სამყაროს ტაქტიკური სროლისგან“, ხსნის რაკაზა. „არსებობს სხვა და სხვა ცუდი ჩვევები, რომელიც გამოიმუშავება ბევრ შეჯიბრში მონაწილეობისას, მაგრამ თუ თქვენ იქნებით ფოკუსირებული საფუძვლებზე: იარაღის ფლობაზე, მანიპულაციები იარაღით, ზუსტ სროლაზე, თქვენ მოექცევით მაღალ ეშელონში“.

მიუხედავად იმისა, რომ რაკაზამ არ მოიგო ფულადი ჯილდო “Top Shot”-ში ის არ ნანობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც მიიღო. არ ნანობს მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენა ყველა მისი შვებულებები, იმის იმედით, რომ მოიპოვებდა ტიტულს. “მე ორჯერ ამომიცნეს აეროპორტში. რამოდენიმე ბავშვი ყვიროდა “Top Shot J.J.!” ერთ დროს, მე, ჩემი მეგობარი გოგონა და მამაჩემი მივფრინავდით კალიფორნიაში და ტერმინალის მენეჯერმა დამავლო მე ხელი და მკითხა: თქვენ ჯეი ჯეი ხართ? ჩემი დიდი ფანატი აღმოჩნდა და დაგვეხმარა დროზე გაგვევლო ყველა პროცედურა.”

Hot Shots: Bob Vogel

Tuesday, November 2nd, 2010
დღეიდან ბლოგზე იმოქმედებს ახალი რუბრიკა Hot Shots სადაც იქნება არა მხცოლოდ შესაბამისი სტატიების ტარგმნები არამედ დამატებით ჩემს მიერ მოზმადბული მოკლე სტატიები იმადმაინებზე,რ ომლებმაც კვალიდ ატოვეს იარაღუს პრაქტიკულ გამოყენებაში და სპორტის განვითარებაში.
ახალ კი მორიგი სტატიის თარგმანი, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ Handguns Magazine-ში.
ავტორი  James Tarr

 მრავალი წელი  პოლიციის იფიცრები აქტიურად მონაწილოებდნენ Bullseye და PPC ფორმატით მოწყობილ შეჯიბრებებში, მაგრამა 2008 წალმდე არც ერთ პოლიციელი არ გამხდარა ჩემპიონი პრაქტიკულ სროლაში.

 Bob_Vogel_09ProAm-DRTV_1

ბობ ვოგელმა (Bob Vogel), ქალაქ კენტონის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერმა 2008 წელს მოიგო  ”ქარხნული დივიზიონი” (Production division) ამერიკის პრაქტიკული სროლის კონფედერაციის ეროვნულ ჩემპიონატზე და მან ეს შეასრულა თითქმის ქარხნული გლოკით. მან ასევე გაიმეორა ეს შედეგი 2009 წელს და დამატებით მოიგო ექვსი ეროვნული ტიტული თავდაცვითი პისტოლეტის საერთაშორისო ასოციაციის  (IDPA) მიერ ჩატარებულ შეჯიბრებებში.

“ყველაფერი რაც მე ვისწავლე არის ჩემით ნასწავლი” ხსნის ვოგელი. “ვკითხულობდი წიგნებს, უყურებდი ვიდეოებს, დავდიოდი შეჯიბრებებზე და უყურებდი საუკეთესო მსროლელებს. ისინი ასე უბრალოდ არ გახდნენ საუკეთესოები, ასე რომ მე მათ მეცნიერულად ვსწავლობდი, რას და როგორ აკეთებენ, და მერე მე ვცდილობიდ იგივეს გამეორებას”.  

ვოგელი გაიზარდა გარემოში, რომელსაც ის ეძახის “იარაღის კულტურას” სადაც ყველა ნადირობდა, მაგრამ არავინ არ ასპარეზობდა. “მე დავინტერესდი შეჯიბრებებით ძალიან რეალისტური მიზნების გამო, მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი პოლიციელი. მე ვიყავი 19 წლის, როდესაც პირველად მივიღე მონაწილეობა IDPA-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაში და მე ეს ძალიან მომეწონა”

მოასპარეზე ადამიანები ასპარეზობენ ყველაფერში და ვოგელი, ისევე, როგორც ბევრი სხვა მსროლელი ასევე არის სხვა სპორტის მოყვარულიც. თუმცა მისი არჩევანი ცოტა მაინც უჩვეულოა, ეს არის არმრესტლინგი.

 ”ეს ის არის რისი გაკეთებაც მე მიყვარდა ახალგაზრდობაში. მომწონდა იმიტომ რომ ადამინზე ვერ უტყვია მს ამქეში რამდენად კარგია მარტო მას რომ ზევიდან გადახედო, ძლიან ბევრი რამე დამოკიდებულია ტექნიკაზე. იგივე მომწონს სროლაში, აქ ბევრი რამე დამოკიდებულია იარაღის კონტროლზე”  

ვოგელი არის ინსტრუქტორი საცეცხლე მომზადებაში თავის დეპარტამენტში და ასევე არის  SWAT–ის წევრი.  როდესაც მას ეკითხებიან თუ რა გამოყენება აქვს რეალურ სამყაროში იმ უნარჩვევებს, რომელიც მან სპორტში შეიძინა მას საკმაოდ მყარი მოსაზრება გააჩნია ამის შესახებ.  

“მე ვთვლი, რომ პრაქტიკული სროლა ძალიან ბევრ რამეში გეხმარება. ბევრი ოფიცერი, რიომლიც ტაქტიკურად კარაგდ არის მომზადებული, თვლის, რომ პრაქტიკულ სროლა ქმნის ძალიან ბევრ ცუდ ჩვევას, მე ასეთი რამ არ შემიმჩნევია, პრაქტიკული მსროლელები იმდენ დროს ატარებენ იარაღთან და იმდენს ისვრიან, რომ გაცლებით უფრო უკეთესი მსროლელები არიან პოლიციელებთან შედარებით ”.  

როგორც ოხახის პატრონისთვის და სამსახურით დატვირთული ადამიანისთვის, მისთვის ძალიან ძნელია ვარჯიშისთვის საკამრისი დროის პოვნა. “ძალიან იშვიატად მე მიწევს კვირაში ერთხელ სროლა, მაგრამ მე მშრალად ვვარჯიშობ კვირაში ოთხჯერ, თუ სერიზულად გინდა გახდე კარგი მსროლელი, მშრალი ვარჯიშები არის კარგი გზა. ბევრს ურჩევნია უბრალოდ სროლა, ეს უფრო სახალისოა და არ არის ცუდი მაგრამ მარტო ამ გზით უკეთესი ვერ გახდები”.  

“იქონიე მიზანი, როდესაც მიდიხარ სავარჯიშოდ. ისროლე ქულებისთვის, გამოიყენე ტაიმერი, დააკვირდი სენ რეზულტატებს და ადევნე მათ თვალი, რომ შემდეგ გასვლაზე შეეცადო აჩვენო უკეთესი რეზულტატი”.   

ვოგელი ბოლო რამოდენიმე წელი ისვრის მხოლოდ გლოკებიდან, მაგრამ ასე ყოველთვის არ ყოფილა. ”მე ვისროდი 1911–დან სამი თუ ოთხი წელი  და მქონდ საკმოდ ბევრი პრობლემები ამ იარაღებთან და მე ვარასდროს ვერ ვამუშავებდი მათ სტაბილურად.  ხო და ერთხელ ემ ვისროლე გლოკ 17–დან, რომელიც უყიდე ჩემ მეუღლეს.  ერთ ერთ შეჯიბრებაზე მე წავირე ის თან და მივიღე იგივე შედეგი, რაც ჩემი საასპარეზო 1911–ით.  

“მე მქონდა მოსაზრება, რომ გლოკს ისე სწრაფად ვერ გაისვრი როგროც 1911–ს, ვინაიდან მათ აქვთ სასხლეტი, რომელიც არის უფრო გრძელი და მძიმე, სესაბამისად სწრაფად სროლა გართულებულია.  მაგრამ მე ეს შევძელი. მე გავაგრძელე გლოკიდან სროლა, გავაკეთე შედარებები და დავადგინე, რომ შემიძლია ამ იარაღიდან ისევე კარგად სროლა როგორც 1911–დან. მე გავყიდე ჩემი 1911, ვიყიდე სამი გლკი და ამის მერე უკან არც გამიხედვას.  

 

Hot Shots – Jerry Miculek

Thursday, June 24th, 2010

ვაგრძელებ ჟურნალ Handguns Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიების ციკლის თარგმნას, რომელიც ეძღვნება მსოლიოს საუკეთესო მსროლელებს. ამჯერად სტატია ეხება ჯერი მიკალეკს.

ჯერი მიკალეკი

ავტორი ჯეიმს ტარი

miculekmoro1

ჯერი მიქალეკის სახელი დღეს ალბათ ყველაზე ცნობილია სასროლოსნო სამყაროში. მას ეკუთვნის რევოლვერიდან სწრაფი სროლის ოთხი მსოფლიო რეკორდი და მოგებული აქვს ყველა შეჯიბრი რევოვერდიან სწრაფ სროლაში, რომელიც საერთოდ არსებობს. როგორ გახდა ჯერი რევოლვერის ფანატი?  ეს უფრო ალბათ აიხსნება გეოგრაფიული დმებარეობით და ფილოსოფიით.  “ლუიზიანას იმ ნაწილში სადაც მე გავიზარდე, ჩემი მეგობარი ბენ აშმოური, ისროდა მილერის საბრძოლო ლიგაში, რომელიც იყო ამერიკის პრაქტიკული სროლის ასოციაციის წინადმორბედი. მას ქონდა სვენსონი .45, და მე არ მეგონა თუ ვინმეს შეძლებოდა ქონოდა ამაზე უფრო ლამაზი და კარგი იარაღი. მე შევიძინე Colt Gold Cup–ი, მაგრამ ვისროდი მაგ იარაღიდან სულ რაღაც რამოდენიმე თვეს იმიტომ , რომ მე არ მომწონდა იდეა ამეგროვებინა ნასროლი მასრები. ლუიზიანაში უ არ დგეხარ ნავში, ესეიგი დგეხარ ან წყალში ან ტალახში, ამიტომაც მშრალი ადგილის ნახვა პისტოლეტის სასროლად იყო საკმაოდ ძნელი. ამიტომაც მე დავიწყე სმიტ&ვესონის მეათე მოდელიდან სროლა.” ჯერი დაინტერესდა სწრაფი სროლით, როდესაც პირველად წაიკითხა ლეგენდარულ რევოლვერის მსროლელზე ედ მაკგივერნზე ჟურნალ  American Rifleman შორეულ 1976 წელს. “მე დავიწყე კითხვა მაგაზე, ვიყიდე მისი წიგნი. მე დავიწყე მისი რეკორდების ევნა და ვაკეთებდი ყველაფრს რასაც ის აკეთებდა” ამბობს ჯერი. ”რევოლვერი ჯერ კიდევ კარგი არჩევანია, ის აძლევს უმეტეს მსროლელს ყველაფერს რასაც ისინი ითხოვენ იარაღისგან. არ არსებობს დაბრკოლების მოცილების ვარჯიში გარდა სასხლეტზე კიდევ ერთხელ დაჭერისა. თუ გაქვს იარაღის სროლის არასრულყოფილი ტექნიკა, მაგალითად სუტი მაჯა, რევოლვერს ეს არ აინტერესებს. ჩვეულებრივი ადამიანისთვის რევოლვერი საუკეთესო იარაღია.” მიუხედავად იმისა რომ კერი ცნობილია, როგორც რევოლვერის მსროლელი ის ისვრის ნებისმიერ იარაღს, რომელიც გამოიყენება შეჯიბრეებში. და ის ასევე ავარჯიშებს უამარავ ადამიანს მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალების პერსონალს. ის თვლის რომ საკამოდ ბევრი რამეა გადასაცემი იმაში რაც ხდება შეჯიბრებებში და სპორტულ სროლაში იმატთვის ვინც სახიფათო პორფესიით არის დაკავებული. . “თუ დაუბრუნდებით მეორე მსოფლიო ომს და ნახავთ როგორ ასწავლიდნენ სროლას მაშინ წვევანდელებს, ნახავთ რომ ეს იყო სროლა დგომიდამ დაჯდომილიდ ა დაწოლილი ქამრის გამოყენებიტ, რაც საკმაოდ ეფექტური ჩანდა მანამ სანამ ბიჭები არ გადასვეს სანაპიროებზე (იგულისხმება აშშ–ს წყნარი ოკეანის კამპანია) და აღმოაჩინეს რომ ბრძოლა არის ნამდვილი ქუჩური ჩხუბი სადაც არანანირ წესი არ მოქმედებს. ამიტომაც სპეცდანიშნულებსი ჯარების პერსონალი ხშირად მიდის შეჯიბრების გზით. ჩვენ ვადგენთ იმას რაც მუსაობს საუკეთესოდ.” ერთ ერთი აღმოჩენა, რომელცი მას ეკუთვნის ეხება მხედველობას, რომელიც არ არის სიეთი კარგი, როგორიც უნდა იყოს. მან აირჩია სპეციალური სათვალეები, რომლის მარჯვენა მინა არის გასწორებული  სამიზნეზე, ხოლო მარცხენა თვალი გასწორებულია მანძილზე. “შენ ყოველთვის უნდა ისროლო ორი ღია თვალით” ამბობს ჯერი. “მათ ჭირდებათ დრო რომ ამას მიეჩვიონ”.  ჯერ ჯერ არ გეგმავს დასვენებას. “მე ვგეგმავ რამოდენიმე ახალ მსოფლიო რეკორდს, მათ შორის მინდა ვაჯობო ედ მაკგივერნს მისი ძველი რეკორდით 5 გასროლა 0.45 წამში. მე ვიშოვე მისი ორიგინალური რევოლვერი, და შარშან დავიწყე მისი სროლა. მას არ გაუსროლია 1940 წლიდან და მე მჭირდება დრო რომ ვიგრძნო სასხლეტი და მე მაქვს რამოდენიემ სხვა იარაღი, რომელიც უახლოვდებიან მას”. “მე ასევე ვცდილობ ვიპოვო მაჯგივერნის ორიგინალური ტაიმერები და ვგეგმავ გავიმეორო მათი წყალობიტ ძველი რეკორდი ძველი აღჭურვილობით და ამავდროულად დავამყარო ახალი”.

Hot Shots – Chris Tilley

Friday, April 23rd, 2010

ვაგრძელებთ მსოფლიოს საუკეთესო მსროლელებზე სტატიების თარგმნებს და ამჯერად გთავაზობთ ისევ ჟურნალ Handguns Magazin

კრის ტილეის აქვს ისეთი საჩივრები, რომელიც იქნება ძალიან ნაცნობი ბევრი მსროლელისთვის. ის მუშაობს 12 საათს დღეში, ორშაბათიდან პარასკევამდე, მამამისის სასროლოსნო ტირში, რომელიც განლაგებულია რალეიში, ჩრდილოეთ კაროლინა.  ასეთ პიორბებში იპოვო დრო სასროლოსნო პრაქტიკისთვის საკმაოდ ძნელია. “ტირში 12 საათის ყოფნის შემდეგ” აღიარებს ის “ერთადერთი რაც მინდა არის წავიდე სახლში”.

HG_christilley_201004-A

 ტილეი საკმაოდ დაკავებულია ამ საქმეში. “მე ვასწავლი დაახლოებით სამ კლასს დღეში, და ეს საბაზისო კლასებია –– ქალბატონები, ბავშვები, კაცები, რომლებსაც არ უსვრიათ ბევრი ან საერთოდ არ უსვრიათ აქ მოსვლამდე. კურსების ჩატარების დროს ყურადღებას ვაქცევთ დგომას, სამიზნე მოწყობილობების ხმარებას, სასხლეტის კონტროლს. უმთავრესი საკითხია რა თქმა უნდა უსაფრთხოება”.  

დიდი ალბათობით ტილეის სტუდენტებმა არ იციან, რომ მათი ინსტრუქტორი არის ყველაზ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც გახდა აშშ–ის პრაქტიკული სროლის ასოციაციის Grand Master–ი 14 წლის ასაკში და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, რომელმაც მოიგო ამავე ასოციაციის ეროვნული ჩემპიონატი. მან ეს ჩემპიონატი კიდევ ერთხელ 2 წლის შემდეგ მოიგო.

თავისი სასროლოსნო კარიერა კრისმა დაიწყო 11 წლის ასაკში, როდესაც მამამისმა შეიძინა სასროლონო ტირი. “მანამდე ჩვენ უბრალოდ ასე ხშირად არ გავდიოდით სადმე სასროლად. ხანდახან ეს ხხდებოდა ხოლმე შაბათ–კვირას, და თითქმის მტელი ეს დრო მე “მიწაზე ვიჯექი” მამაჩემის გვერდით”.

 სულ მალე ის თავად აიღებს პისტოლეტს და მალევე  გადაინაცვლებს შეჯიბრებების რეალობაში.

“პირველი შეჯიბრება, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა იყო IDPA, და ეს მიმართულება მხოლოდ იწყებოდა იმ დროს, როდესაც მე მასში ჩავერთე და ასე ვისწავლე მე იარაღის ამოღება, გადატენვა და ასეთი რამეები”.  

სასწავლებლად ტილეიმ გააკეთა ის რასაც ბევრი სხვა მონდომებული მსროლელი აკეთებდა: მან შეიძინა სასწავლო დისკები და ხშირად უყურებდა მათ. ასევე სკოლის შემდეგ ის ყოველდღე დადიოდა მამამისის კუთვნილ ტირში.

“ყველაზე კარგი ამ საქმეში რაც იყო ის, რომ როდესაც ხარ 13 წლის შენ არ ღებულობ ხშირად ქებას იმისთვის, რასაც აკეთებ. როგორც წესი შენ ყველაფერს აფუჭებ და არასწორედ აკეთებ. სინამდვილეში მამაცემიც და მისი მეგობრებიც ყოველთვის იწონებდნენ იმას, რასაც მე ვაკეთებდი და მე ხშირად უგებდი მათ სხვა და სხვა მატცებზე.  ამან მე ძალიან მომიმატა თვითდაჯერებულობა და მაიძულებდა გამხდარიყავი უფრო უკეთესი. მე ვხედავდი წარმატებას და ვამჩნევდი, როგორ იცვლებოდა ამის გამო დამოკიდებულება ჩემს მიმართ”.  

მაგრამ ყოველთვის ასე ადვილი არ იყო.  “იყო დღეები, როდესაც მე ზალიან უკმაყოფილო ვიყავი ჩემი თავით, ისე, რომ საერტოდ ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს და რ ვიყავი კონცენტრირებული. ასეთ დროს საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ არასდროს აღარ დაუბრუნდებოდი სროლას. ათასჯერ გადამიწყვეტია სროლის შეწყვეტა და ამდენჯერვე დავბრუნებულვარ მატჩებზე და ისევ მიპოვია საკუთარი თავი”.

ტილეი ასევე გახდა საკუთარი მონდომების მსხვერპლიც. როდესაც მან მოიგო ეროვნული ჩემპიონატი “მე ვიყავი გარკვეულ წილად დეპრესიის ქვეშ. ეს მიღწევა იყო ჩემი დიდიხნის ოცნება და როდესაც მოვიგე, საკუთარ ტავს ვეკითხებოდი, ეხლა რაღა გავაკეთო?” 

მიუხედავთ იმისა, რომ ის არის ეროვნული ჩემპიონი და პროფესიონალი მსროლელი, ის მაინც აღიარებს, რომ ცხოვრება ასეთი ადვილი არ არის. “ჩემი სპონსორები მაძლევენ მე ძალიან კარგ აღჭურვილობას და დიდ მხარდაჭერას, ისინი ჩემი მეგობრები გახდნენ, მაგრამ ისინი მიანც არ მაძლევენ მე ფულს, დღემდე ჩემი ყველაზე დიდი სპონსორია მამაჩემი”.

 

 

 

Hot Shots – Rob Leatham

Wednesday, November 18th, 2009

წარმოგიდგენთ მორიგ სტატიას ჟურნალიდან Handguns Magazine. ამჯერად ის არის კიდევ ერთ სერიოზულ სპორტსმენზე რობ ლიტემზე.

Rob_Leatham_image

ჩვენ არ ვირჩევთ საკუთარ მეტსახელებს, ისეთებს რომლებიც ჩვენ შეგვრჩება ხოლმე. როგორც წესი მეტსახელები გვირჩევენ ჩვენ და რობ ლიტემის მეტ სახელი არის “დიდებული” (The Great One) და მას ეს მეტსახელი თვითონ არ აურჩევია.

ბოლო 30 წლის განმავლობაში რაც ის მონაწილეობდა IDPA და IPSC მატჩებში ასევე  NRA Bianchi Cup, Steel Challenge და Single Stack Classic შეჯიბრებებში, მან მოიგო 56 ეროვნული და 5 საერთაშორისო ტიტული, თითქმის ყველანაირი მოკლელულიანი იარაღის გამოყენებით, რაც ოდესმე წარმოებულა.

იმისთვის, რომ იასპარეზო უმაღლეს დონეზე, სურვილი გაიმარჯვო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უნარჩვვები აუცილებელი მოსაგებად. “მე ვთვლი, რომ მე უნდა მოვიგო ყოველთვის, როდესაც გავდივარ სტარტზე, იმიტომ, რომ მაქვს დიდი მხარდაჭერა და პროგრამა, რომელიც ჩემთვის არსებობს და მაძლევს საშუალებას ვაკეთო ის რისი საშუალებაც სხვას არ აქვს” ამბობს რომ ლიტემი  Springfield Armory–ის პროფესიონალური მსროლელი (შენიშვნა, იარაღის მწარმოებელ კომპანიებს აქვთ ტავისის არეკლამო სახეეები, პროფესიონალი მსროლელები, რომლებიც უკეთებენ ამა თუ იმ კომპანიას რეკლამას).

“მე მართლა, მართლა მჯერა, რომ უნდა მოვიგო ყოველი შეჯიბრება, რომელშიც ცმონაწილეობ, და მე ამას ყოველთვის ასე უყურებ, და ამის გამო ვიწყებ თუ არ ასპარეზს, მნიშვნელობა არ აქვს ვამტკიცებ მე რამეს უ არა, ეს ჩემთვის ნამდვილი ბრძოლაა, მე არ ვისვრი ჩემი სპოსნორებისთვის ან ოხახისთვის ან სხვებზე, რომ შთაბეჭდილება მოვახდინო. ეს მხოლოდ ჩემთვისაა, ბოლო ბოლო რისი დამტკიცება მჭირდება მე? მხოლოდ იმის  რომ მე ჯერ კიდევ ძალიან მაგარი ვარ. ”

“მე არ მახსოვს როდის არ ვისროდი” აღნიშნავს ლიტემი თავისი ბავშვობის შესახებ.  “მე და ჩემი ოჯახი რასაც ვაკეთებდით შაბათ კვირას იყო სროლა” . ლიტემს უყვრას იმის მოყოლა თუ როგორ სეირნობდა ის ველოსიპედით, აგროვებდა ბორბლების ბალანსირებს, რომელბსაც მერე ის და მისი მამა ნილი, ადნობდნენ და ასხავდნენ ტყვიებს მათი რევოლვერებისთვის.  

დრაივის, ბუნებრივი ტალანტის და  გამარჯვებისსურვილის გარდა ლიტემმა იცის, რომ ის არის იმ გარემოცვიის და დროის პროდუქტი, რაც  მაშინ არსებობდა მის გარშემო.

“ჩემი მამა იყო ფოტოჟურნალისტი Arizona Republic–თვის. ერთხელ მე. ჩემი მამა და მისი მეგობარი მაიკ დილონი (რელოუდინგის ხელსაწყოების ცნობილი მწარმოებელი) მოვხვდით Gunsite–ის კომპლექსში, იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა რეპორტაჟი იმ კაცზე , რომელიც ამ სასროოსნო საქმიანობას იწყებდა. ჩვენ შევხვდით ჯეფ კუპერს და ერტად ვისროლეთ. ეს მოვლენა იქ და იმ დღეს გამხადა მე უფრო დიდი ენტუზიასტი ამ საქმის ვიდრე ნებისმიერი სხვა რამის. ესიყო, როდესაც მე პირველად ვისროლე ვინემს ტანდასწრებიტ გარდა ჩემი ოჯახისა. მე ეს ნამდვილად მომეწონა და სურვილი მეასპარეზა და მეჩვენა ჩემი თავი წამოვიდა აქიდან.

“ცოტახნის მერე მე მომიწია მონაწილეობა ადგილობრივ შეჯიბრებაზე ქალაქ მესას პოლიციის ეპარტამენტის ტირში – ჩვენ ვისროდით რევოლვერებს, თქვენ ხომ იცით რომ პსიტოლეტები არ მუსაობენ” ამატებს ის თვლის ჩაკვრით  ”და ამ მომენტიდან ერთადერთი რაც მე მადარდებდა იყო სროლა, მე შევხვდი ბრაიან ენოსს და ჩვენ ერთად ვისროდით, ხოლო მაიკ დილონმდა დაიწყო თავისი მოწყობილოების დამზადება. მე მოვხვდი საჭირო ადგილას საჭირო დროს, მე ვარ გარე შესაძლებლობების პროდუქტი”

ლიტემი ბავშვობაში ბევრს ისოდა .22 კალიბრის იარაღებიდან და ურჩევს სხვას ვინც იხდის ვაზნებში ატის ფულს სავარჯიშოდ ეს კალიბრი გამოიყეოს. “აირსოპფტიც ასევე დიებული პრააქტიკაა” ამატებს ის. “მე მეგონა რომ ი ხუმრობა, იყო მაგრამ ეხლა საკამოდ ბევრი ასეთი იარაღი მაქვს, აირსოფტ იარაღი დღეს იმდენად კარგია, რომ ზოგი მათგანი ისვრის 2.5სმ–ს 10 იარდზე. ძირითადი უნარების და იარაღიტ მანიპულაციის შესასასწავლად ის ძალიან კარგია, მე გმონია, რომ აირსოფტით ისწავლი ყველაფერს გარდა უკუცემის ძალის კონტროლირებისა”

მიუხედავათ, იმისა, რომ ლიტემს აქვს ულევი ვაზნები წყარო თავისი სპოსნორებისგან, ის მაინც მშრალად ვარჯიშობს.  “მე ამას ვაღწერ უფრო, როგორც თამაშს იარაღთან” ხსნის ის “მე მიჭირრს ვიყო სახლში და არ მქონდეს ირგვლივ იარაღები ყველგან, მე არ მინდა მათი ჩაკეტვა სეიფში, მე მინდა ის ახლოს მქონდეს ისე, რომ მე მათ ვეთამაშო, იმიტომ. რომ მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყო კარგად გაცნობილი იარაღთან, იმისთვის, რომ როდესაც ამოიღებ მას ის არ მოგეჩვენოს უცხოდ.”

ლიტემს ასევე გააჩნია უნიკალური შეხედულება სასროლოსნო სპორტზე და თავდაცვით სროლაზე.  “კურსების უმეტესობა ითვალისწინებს სროლის მანძილებს 2–დან 3 მეტრამდე და ორ ან სამ გასროლას.  ის რასაც ჩვენ ვკეთებთ ასპარეზობისას საერთოდ არ არის რეალისტიკური. ჩვენ ეს უფრო რთული გავხადეთ, უფრო მეტი უნარია საჭირო გავხადეთ, რომ ტესტირება გამხდარიყო უფრო რთული”.

“რასაც შენ სწავლობ სასროლოსნო სპორტში არის, უნარი იმოქმედო სტრესის ქვეშ, იმიტომ ,რომ ნამდვილი სროლა როგორც ჩვენ ამას ვაკეთებთ ბევრად რთულია, ვიდრე ის რაც ხდება ნამდვილ შეტკებებში იარაღის გამოყენებით. რიგითი სამართალდამცველი არ ისვრის იმდენს, რომ გახდეს ისეთი დონის მსროლელი, როგორიც ის წესიტ უუნდა იყოს. მაგრმა მე მათ ვერ გავამტყუნებ, მათ აქვთ უამრავი სხვა ფაქტორი მისაღები ყურადღებად მათი მუშაობის დროს. მე რაც მოემთხოვება, როდესაც ხაზზე გავდივარ არის მხოლოდ სროლა”.

 

Hot Shots: Dave Sevigny

Tuesday, October 27th, 2009

 

წარმოგიდგენთ ჟურნალ Handguns-ში გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს. (პირველი თემა, რომელიც სპეციალურად ბლოგისთვის იქმნება მომადებული)
Hot Shots: Dave Sevigny
By James Tarr

წლების განმავლობაში სპორტულ სროლაში დომინირებდა 1911 ანუ კოლტ ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტები. ბევრი სპორტსმენი ფლობდა გლოკებს, ხანდახან შეჯიბრშიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ყველა იცოდა: თუ გინდა მოიგო შეჯიბრი გლოკი უნდა მოიშორო. მერე კი გამოჩნდა დეივ სევინი

 

სევინიმ აჯობა ყველას ვინც კი რამეს წარმოადგენდა სასროლსნო სპორტის სამყაროშ, და მან ეს გააკეთა ორიგინალური, ქარხნული იარაღთ. მან არა მარტო მოიპოვა 15 მსოფლიო და ეროვნული ტიტული არამედ ასევე მოიგო აშშ–ს პრაქტკული სროლის ასოციაციის ეროვნული საპისტოლეტო ჩემპიონატი შეზღუდულ კლასში. მან აჯობა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მსროლელებს, რომლებიც ასპარეზობდნენ კასტომიზირებული ზემაღალი ტევადობის 1911 სისტემის პისტოლეტებით. და ეს ყვეაფერი მან შეძლო ქარხნული გლოკ 35 ტიპის პისტოლეტით.

 

ახალგაზრდობაში, სევინი ბევრს თამაშობდა ჰოკეის და ამის წყალობით მისი აზრით მას განუვითარდა ძალიან კარგი კოორდინაცია და რეფლექსები. იარაღისადმი ინტერესი და სურვილმა დაიცვას საკუთარი თავი მიიყვანა ის პირდაპირ სასროლოსნო სპორტში. გლოკის მიერ დაფინანსებულმა მან იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო სადაც ატარებდა სასწავლო კურსებს და მონაწიელობდა სპორტულ შეჯიბრებებში.

“რამდენიც შეიძლება ბევრი უნდა ივარჯიშო მშრალად” აცხადებს ის, როდესაც მას ეკითხებიან თუ რომელია საუკეთესო პრაქტიკა. ”ეს მოიცავს იარაღის ამოღებას, გადატენვას, სამიზნეში დამიზნებას. მშრალი სროლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, როდესაც ახალბედა ხარ პისტოლეტებში”.

 

როდესაც მან პირველად დაიწყო სერიოზული მონაწილეობა შეჯიბრებებში ის ხარჯავდა ვარჯიშზე 8 საათს კვირაში და ისროდა 20–25 ათას ვაზნას წელიწადში.

 

“დღეს უკვე ორჰერ მეტს ვხარჯავ,” იძახის ის. “მე არ ვარ სრულყოფლი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ვიყო. თუ სადმე შეცდომას დაუშვებ მე ბევრს ვიმუშავებ რომ უკეთესი რეზულატატები მივიღო”

 

სევინი არის დიდი მხარდამწერია სასროლსნო სპორტის, როდესაც საქმე ეხება თავდაცვით ვარჯიშებს. “პრაქტიკული ღონისძიებები განსაკუთრებით შეჯიბრება გასწავლის იარაღის უსაფრთხო მოპყრობას სტრესულ სიტუაციაში სხვა და სხვა დავალებების შესრულებისას, მაგალიტად როდესაც ახდენ სამიზნეების იდენტიფიცირებას  სხვა და სხვა წინაღობების უკან, ახორციელებ ზუსტ სროლას, ცვლი დისტანციას, ასევე ასრულებ არასასროლოსნო მოძრაობებს (აღებ კარებებს, გადმოდიხარ მანქანიდან და ასე შემდეგ), თვალს ადევნებ მოძრავ სამიზნეებს, ისვრი მოძრაობაში და ტენი იარაღს წამზომის ქვეშ.  აღნიშნული გაიძულებს იბრძოლო და შეასრულო ყველაფერი, რაც შეიძლება მალე განსხვავებით წყნარი სასროლეთისგან სადაც არანაირი ექსტრიმი არაა.

 

რომელი სპორტული დისციპლინა არის საუკეთესო დამწყები მსროლელებისთვის? სევინის აზრიტ ყველა დისციპლინას აქვს რაღაცა საინეტერსო. “მე დავიწყე ასპარეზი გლოკის სპორტული სროლის ასოციაციაში. მანდ უნდა იყო სწრაფი და ზუსტი, მაგრამ მტავარია იყო ზუსტი. როგორც კი გაატრებს პისტოელტის უკან გარკვეულ დროს და ისწავლი იმას თუ რა უნდა დაიანხო იმისთვის, რომ გაისროლო, ყველაფერი გაცილებით მალე დაიწყებს აღსრულებას.

 

“მე შემდგომ გადავედი პრაქტიკულ სროლაში აშშ–ს პრაქტიკული სროლის ასოციაციაში და თავდაცვითი პისტოლეტის საერთაშორისო ასოციაციაში” განაგრძობს სევინი და იძახის რომ აშშ–ს პრაქტიკული სროლის ასოციაციის გააჩნია სიზუსტის და სისწრაფის საუკეთესო ბალანსი.

პრაქტიკული სროლის კრიტიკოსები ხშირად გამოთქვავდნენ მოსაზრებას რომ ის ასწავლის ცუდ ჩვევებს (ანუ როემლიც გამოუსადეგარია რეალურ საბროლო სიტუაციაში. შენ.) სევინის პასუხი არის წყნარი მაგრამ პირდაპირი “ასეთი კრიტიკოსები არასდროს არ ასპარეზობდნენ არსად და ამიტომაც საჭიოროებენ ახსნას”

სევინი ბევრ დროს ხარჯავს პოლიციის ოფიცრების მოსამზადებლათ და ისინი გაოცებულები არიან თუ რისი გაკეთება სეუძლია სევინის პისტოლეტით, რომელიც ისინი ყოველდღე ბუდეში ატარებენ და ეს მათ ძალიან ამხნევებს.  ”ზოგიერთი პოლიციელი, რომელსაც მე ვასწავლი დამწყებები არიან, ზოგს აქვს პოტენციალი იყოს საშუალოზე უფრო მაღალი დონის მსროლელი. ისინი ვინც ასპარეზობენ თავისი პისტოლეტებით ყოველთვის უფრო უკეთესები არიან. მიაღწიოა с-კლასს აშშ–ს პრაქტიკული სროლის ასოციაციაში არის მოსალოდნელი შედეგი თუ ვინმე სერიოზულად აპირებს ატაროს იარაღი თვადაცვის მიზნით.