Archive for the ‘გრძელლულიანი იარაღი/long guns’ Category

Savage Hog Hunter (ნაწილი 2)

Wednesday, June 5th, 2013

ამ სტატიის პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ გასაგები ხდება, რომ “ღორ ხანტერმა” საკმოდ დადებითი შთაბეჭდილებები დატოვა და შესაბამისად მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მას მერე გარკვეული პერიოდი გავიდა და შაშხანაზე დაყენდა ახალი ოპტიკური სამიზნე და სადგარი. პირველს რაც შეეხება ეს არის Nikon Prostaff 4-12X40. ბიუჯეტური ოპტიკების კატეგორიაში ნიკონის ეს მოდელები გამორჩეულად დგანან და სარგებლობენ მუშა და გამძლე ოპტიკური სამიზნეების რეპუტაციით. ბადე არჩეულ იქნა “ნიკოპლექსი”, რომელიც პრაქტიკულად იგივეა რაც დუპლექსი, რომელიც მრავალ სხვა ოპტიკურ სამიზნეში გამოიყენება. არჩევანის მიზეზი არის მარტივი, ამ სერიის ოპტიკურ სამიზნეებზე არსებობს მხოლოდ ორი ბადე, ნიკოპლექსი და ე.წ. BDC ბადე. უკანასკნელი ჩემი აზრით არის სუფთა სანადირო დანიშნულების და გარდა ამისა ჯვარი არის საკმაოდ განიერი რის გამოც ზუსტი სროლა ხდება პრობლემატური.

ოპტიკა Nikon 4-12X40 Prostaff, რგოლები 25მმ-ნი დაბალპროფილიანი  Weaver Tactical. ოპტიკის სიგრძის გამო მოსახსნელი გახდა უკანა სამიზნე მოწყობილობა. მოხსნის წინ დანიშნეთ მისი მდგომარეობა ხოლო მის დასაბრუნებლად საკმარისია 20 წამი და ერთი ხრახნის დაჭერა არის მხოლოდ საჭირო. სადგარი ბიუჯეტური “Champion” (30 USD).

ბადის სისქის გამო იგივე პრობლემას წავაწყდი, როდესაც თავდაპირველად “სევიჯზე” დავაყენე 4ჯერადი ბიუჯეტური იაპონური ოპტიკური სამიზნე. ასეთი გადიდებით და ბადით ზუსტი სროლა 100 მეტრზე იყო პრაქტიკულად  შეუძლებელი. უკვე ას მეტრზე ჯვარი ფარავდა იმხელა ფართს სამიზნეზე, რომ სროლა ხორციელდებოდა პრაქტიკულად ვარაუდით. მიუხედავად ამისა (და ასევე ძლიერი ქარისა), სევიჯი სტაბილურად ისროდა 3, 3.5 სმ-ან ჯგუფებს. საუკეთესო ჯგუფები იყო 2.8 სმ. ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად მისაღები შედეგებია ხელმისაწვდომი ბიუჯეტური შაშხანისთვის, 51 სმ-ნი ლულით და სუსტი ოპტიკით. გარდა ამისა ლულის ტვისტი (10) უფრო უკეთესად მუშაობს მძიმე ტყვიებთან ხოლო ყველაფერი რაც ჩვენ ვისროლეთ იყო 168 გრანიანი ტყვიით.

ეს ჯგუფი ნასროლია, შაშხანის მისროლისას ას მეტრზე, “შირსტოუნის” ოთხჯერადი ოპტიკით. ასეთ მცირე მანძილზეც სქელი ჯვარი პრაქტიკულად მთლიანად ფარავდა ფერად კვადრატს და სროლა ხორციელდებოდა ვარაუდით.

იარაღის მისროლისას და ოპტიკური სამიზნის ძიებისას მე გამახსენდა, რომ იგივე პრობლეემებს ადრეც წავაწყდი და უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის არ იქნება ურიგო საკუთარი ადრინდელი ნაშრომები გადამეკითხა. პირველ რიგში ამ სტატიებში შეცდომების გამოსასწორებლად და მერე იმისთვის, რომ რაღაცეები საკუთარ თავს შევახსენო.

აი რას ვწერდი მე 2008 წელში, როდესაც ჩემი პირველი ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი შაშხანა (CZ 550 Varmint Laminated) ვიყიდე:

ეხლა დაუბრუნდეთ სტაბილურიბას. ცნობილი რუსული ფორუმის ცნობილი მონაწილის სიტყვების პერეფრაზირება, რომ გავაკეთო გამოვა შემდეგი: “მე არ მტოვებდა აზრები სტაბილურობაზე, რომელიც არ იყო”. ცხადია, რომ იმისთვის რომ მიიღო საუკეთესო შედეგი უნდა გამორიცხო, რაც შეიძლება მეტი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სიზუსტეზე. ცხადია საქართველოში ეს შეუძლებელია. ანუ ძირითადი მიზეზი ამ “რომანის” დასრულების არის ზუსტად ეს მიზეზი პირველ რიგში. არ არის სროლის კარგი პირობები. რა არის ეხლა სროლის კარგი პირობები? მზიანი დღე, ქარის არ არსებობა და მიწაში “ჩაბეტონებული” მაგიდა ზედ დაყენებული “სტანოკით”. როგორც ყველა დასაქმებული ადამიანი მე შეზღუდული ვიყავი კვირაში ორი დღით. გასული ქალაგარეთ მე მხვდებოდა ხან ქარი, ხან წვიმა, ხან მენახირეები ძროხებთან, ხან ძროხები მენახირეების გარეშე. არანაირი სტაბილურობა. ასევე პრობლემაა უსაფრთხოება, პერმანენტული ნერვიულობა ამ საკითხზე არ უწყობს ხელს მშვიდ ხასაითს რაც ასევე აუცილებელია ზუსტი სროლისას. ანუ მე როგორც გამომივიდა, ნეგატური ფაქტორები უფრო მეტია ვიდრე დადებითი.
ასევე ძირითადი პრობლემაა იარაღის სამაგრი. 100 ლარიანი ჩინური ნაგავი მოირყა თითქმის ეგრევე. 60 დოლარიანი ხარისის სოშკები, თბილისამდე მოტანით ჯდებოდა ორჯერ ძვირი, რატომღაც. მაღაზიები ამჯობინებენ ათმაგ ფასში გაყიდონ ნაგავი, ვიდრე ეცადონ ცამოიტანონ საშუალო ფასიანი ხარისხიანი ნივთები. სხვა და სხა ექსპერიმენტება სამაგრებტან არანაირი ეფექტი არ ამოიღო. ამ ექსპერიმენტებში კიდე იხარჯებოდა ძვირი ვაზნები….. სხვათაშორის მინდა ორი სიტყვა ვთქვა ოპტიკაზე უფრო სწორედ მის არჩევანზე, რომელიც თბილისის მაღაზიებში არსებობს. ათმაგ ფასში, 20 და 30 დოლარიანი “ოპტიკა”, რომელიც გამოდგება მარტო “გეკოს” იარაღზე ან ეირსოფტზე, პოზიციონირდება, როგორც მაღალი კლასის ძვირიანი ოპტიკური სამიზნეები. თან გამყიდველის აზრით რაც უფრო დიდია ზომებში ოპტიკა და რაც უფრო დიდი “ზუმი” აქვს, მით უფრო ძლიერ და დიდი კალიბრის იარაღზე ყენდება. ანუ მოკლედ, რომ ვთქვათ ფულიც რომ გქონდეს ბევრი, თბილიში კარგი ხარსხის საშუალო ფასიან ოპტიკას ვერ იყიდი პრინციპში. (ნიკონი მე იბეიზე ვიყიდე და ზედ კიდე 100 დოლარი წაუმატე). ისევე პრინციპში უბრალოდ ვერ იყიდი უბრალოდ კარგ ოპტიკას. შეუკვეთე, წაუმატე ერთი 100 150 დოლარი, დაელოდე ერთი თვე და იქნებ ვინმემ ჩამოგიტანოს. იგივე ეხება ნებისმიერ აქსესუარს. ყველაფერი ათმაგ ფასში (ხშირად პირდაპირი გაგებით ათმაგ ფასში). მესმის რომ ათმაგ ფასში იყოს კარგი ნივთები მაინც. არა. გამორიცხულია. მეიდ ინ ჩაინა ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით. ანუ ვაწყდებით ორ პრობლემას, არ არსებობს სროლის კარგი პირობები/ინფრასტრუქტურა, მიუწვდომელია საჭირო წვრილმანები. ელემენტარული არაა, არაფერს ვიძაზი მანძილმზომებზე და ქარის სიჩქარის გასაზომ აპარატურაზე, ქრონოგრაფზე და ასე შემდეგ.  თუ მოინდომე ყვეკლაფერს იყიდი და ჩამოიტან მარამ ეს ჯდება ძალიან დიდი ფული.  მიდიხარ აზრამდე რომ გატაცება ამდენ ფულად არ გიღირს და ფიქრობ სხვა რამეებზე.

გავიდა უკვე 5 წელი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წვრილმანების/აქსესუარების ჩამოტანა გაადვილდა, სიტუაცია მეტ წილად არ არის შეცვლილი. და ეს მე ჩემ ტყვაზე კვლავ გამოვცადე, როდესაც გადავყარე 360 ლარი 80 დოლარიან ოპტიკაში. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ღირდა დახარჯვა უფრო ძლიერ და ძვირადღირებულ ოპტიკაზე. ეხლა მე მგონია რომ ვიჩქარე და დიდი შეცდომა დაუშვი. შეკვეთიდან მე-14 დღეს იგივე ფასად მე ჩამომივიდა ბევრად უკეთესი ოპტიკა და ეხლაც ვერ ვხვდები რამ მაყიდინა თბილისში ეს წყეული “შირსტოუნი”???…. რაც იყო იყო. ჩემთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება.  ეხლა კი ისევ თემას დაუბრუნდეთ. ბოლო 2 თვე თბილისში რბილად, რომ ვთქვათ ცუდი ამინდებია, ხან წვიმა და ხან ქარი. 2 თვეა მე ვერ შევძელი მესროლა “სევიჯი” მეტ ნაკლებად ნორმალურ პირობებში. სასროლეთი, როგორც არ იყო 5 წლის წინ ისევ არ არის ეხლაც. ოპტიკების არჩევანშიც არანაირი ცვლილბა არ არის. მეტ ნაკლებად კარგი ოპტიკა ფანტასტიურად მაღალ ფასებში იყიდება და არჩევანი პრაქტიკულად არ არსებობს. ვაზნებს რაც შეეხება ერთადერთი მეტ ნაკკლებად ხელმისაწვდომი კალიბრია .308. კარგი .308 უკვე უმეტესობისთვის ხელმიუწვდომელია.

გარდა ამისა სროლაში ოპტიკიანი შაშხანებიდან როგორც არსად სხვაგან დიდი როლი არა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფინანსებს. ვისაც მეტი ფული აქვს იმას მიყავს აქ პარადი და ეს მე პირადად არ მომწონს. შედარებისთვის, რამდენი ათასი ფულიც არ უნდა გქონდეს ბარათზე უკეთესი მსროლელი პისტოლეტიდან ვერ გახდები. აქ წყვიტავს ყველაფერს ინდივიდუალური ოსტატობა, სადაც მოტივირებული ოსტატი 800 ლარიანი “ზასტავა 99-ით” ყოველთვის უკან ჩამოიტოვებს ფულის ტომარას 3000 დოლარიანი “ხეკლერ&კოხით”. აქ ფული სიზუსტეზე, სისწრაფაეზე და ეფექტურობაზე არანაირად  გავლენას არ ახდენს თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ვიწრო სპეციალიზირებულ კლასს პრაქტიკული სროლის დისციპლინებში. თუმცა აქაც ჩვენ გვყავს გამონაკლისები. მაგალიტად  ბობ ფოგელი და დეივ სევინი. ასები, რომლებმაც უკან ჩამოიტოვეს ასეთივე ძლიერი მსროლელები, მძიმედ მოდიფიცირებული იარაღებით, რომელთა ფასი 4-5 ათასი დოლარია (იქ სადაც “ხეკლერ&კოხები” 900 დოლარი ღირს). და გააკეთეს ეს პრაქტიკულად ქარხნული “გლოკის” პისტოლეტებით, რომელთა ფასი 550-600 დოლარს არ აღემატება. ასეთი რამე წარმოუდგენელია, პრაქტიკულად ნებისმიერ დისციპლინაში სადაც ისვრიან ოპტიკიანი შაშხანებიდან. აქ ფინანსები პირდაპირ განააპირობებენ შედეგს. მე ვიცნობ არც ისე შეძლებულ მსროლელბს, რომლებიც ძალიან ხანგრძლივ და რთულ გზას გადიან, მაღალი შედეგის მისაღწევად. უბრალო შაშხანებიდან ისინი აწყობენ ზუსტ ინსტრუმენტებს და მათი იარაღი არ გამოიყურება ისე ლამაზად როგოც ძვირადღირებული “საკოები” მაგრამ შედეგებს, რომლებსაც ისინი აღწევენ არის შთამბეჭდავი. მე დიდ პატივს ვცემ ასეთ ხალხს და მესმის, რომ  მხოლოდ ნამდვილ ფანატებს (რა თქმა უნდა კარგი გაგებით) შეუძლიათ ამ გზით იარონ. დანარჩენებთან ყველაფერი მარტივია, რამდენიმე ათასი შაშხანაში ძლიერ კალიბრზე, ერთი ორი ათასი ოპტიკაში, ვინმე თითებზე აგიხნსის რა სად და რამდენი  დაატრიალო და მიდი ისეირნე, ქაღალდის სამიზნეს დიდი მანძილებზე მოარტყავ. ეს კიდე განაპირობებს იმას რომ ბევრი მოტოვირებული ჭკვიანი მსროლელი ვერ ერთვება ამ საქმეში და ზუსტი სროლის დარგში (თუ ის საერთოდ არსებობს საქართველოში) ქაოსი არის დამკვიდრებული რომელიც მძიმდება უაზრო ტრენდებით. ლულის ე.წ. “აბკატკაზე” უკვე დავწერე (ამან უკვე ეპიდემიის ხასიათი მიიღო), ლულის ხეხვა ყოველი სამნახევარი გასროლის შემდეგ უკვე ნორმაა, მნიშვნელობა არ აქვს ეს არის ძვირადღირებული “ულტრა მაგნუმი” თუ იაფი “მარლინი” .308-ზე. ეხლა მესმის საიდან წამოვიდა მოსაზრება, რომ წმენდით უფრო მეტი ლულა ფუჭდება ვიდრე სროლით. შემდეგ იმ ნაწერებიდან რაც ფორუმებზე დევს რამე რაციონალური აზრის გამოტანა კონკრეტულ ვაზნაზე და იარაღზე შეუძლებელია. ხდება ოპერირება რაღაც ჭკვიანური ტერმინებით და  უცხოური სიტყვებით: “ბალისტიკური უპირატესობა ეტყობა 200 მეტრიდან” და ასე შემდეგ.  ვინ არის ეს ხალხი? რაზე საუბრობს საერთოდ? ….  ის ერთეული მაგარი მსროლელები, რომლებსაც მე ვიცნობ ინტერნეტს არ ეკარებიან ალბათ იგივე მიზეზბის გამო. მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ყველაფერი დალაგდება. ადრე თუ გვიან.

ალბათ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი აიხსნება იმით, რომ შეიძლება მე ბოლომდე არ მესმის რაზე ვსაუბრობ ან უბრალოდ ეს არ არის ჩემი სტიქია. შესაძლებეელია მე ვცდები ჩემ შეფასებებში. არ გამოვრიცხავ. მაგრამ მსროლელის ფაქტორის შემცირება და მნიშვნელოვანი ფინანსური ფაქტორი მე მაფიქრებინებს, რომ ზუსტი სროლით მე სერიოზულად  დავკავდები ალბათ როდესაც 50 წელს გადავაღწევ. ეხლა კიდე ის მინიმუმი რაც მე მჭირდება მე ვიცი.

საკმარისია ეხლა ნეგატივი და გადავიდეთ პოზიტივზე. პირვლ რიგში კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ “ჰოგ ჰანტერის” და სხვა ბიუჯეტური იარაღის გამოჩენა ბევრს აძლევს საშუალებას, როგორც იქნა მოცილდეს ამ საბჭოთა ჯართს (ესეც კარგი გაგებით) და დაიწყოს სროლა ხარისხიანი, ზუსტი იარაღიდან. ყველა იარაღი ამ კლასიდან კარგი არ არის მაგრამ სევიჯის შაშხანები ნამდვილად ძალიან კარგები არიან, რემინგტონ 700-ის ზოგი მოდელიც საკმაოდ კარგია. ეს შაშხანები შეიძლება იყონ გამაოგნებლად ზუსტები. ასეთი სიზუსტე არც ისე დიდიხნის წინ წარმოუდგენელი იყო იაფ სერიულ იარაღში.

ბიუჯეტური შაშხანის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი: სევიჯ აქსისი. მოსახსნელი მჭიდი, კარგი ხარისხი, ერგონომიულობა და დაბალი ფასი გამოარჩევს ამ იარაღს სხვებისგან.

თუ ადამიანი სერიოზულად არის განწყობილი მაშინ დაივიწყეთ ბიუჯეტური შაშხანები და დაიხარჯეთ ტოპ კლასის იარაღზე. დამიჯერეთ იმისთვის რომ ტოპ შედეგი მიიღოთ საშუალი იარაღისგან ძალიან დიდი დრო და ინვესტიციები დაგჭირდებათ. მე ნანახი მაქვს ასეთი შაშხანა. ასევე “სევიჯ ჰოგ ჰანტერი”, რომელშიც ბევრად უფრო მეტი ფული ჩაიდო ვიდრე ეს იარაღი თავიდან ღირდა. შაშხანას ქონდა თავისი საკეტი და თავისსი ქარხნული 51სმ-ნი ლულა. ამ შაშხანიდან მსროლელი  სამიზნეს  არტყავდა 1200 მეტრზეც და ეს ძალიან არასახარბიელო პირობებში (ძლიერი გვერდითი ქარი). ასე, რომ თუ ძალიან, ძალიან მოინდომე ერთი შეხედვით შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება. აბსოლუტური უმეტესობა მსროლელებისთვის ეს გზა იქნება მეტის მეტად რთული.  ასე, რომ ჩემი აზრით ტუნინგზე ფულის ხარჯვას ჯობია თავიდანვე დახარჯოთ ფული მაღალი კლასის შაშხანაზე. მე არ მჯერა იმ აზრის, რომლის მიხედვითაც ახალბედამ წვრილი კალიბრებიდან უნდა დაიწყოს. არც იმას ვიძახი, რომ ეგრევე უნდა იყიდოთ რამე ავ და ცოფიან .300 უეზერბი მაგნუმზე და მიიღოთ ურიცხვი “რესპექტები” და “ლაიქები” ფორუმებზე, მაგრამ .308 ვინჩესტერი იქნება შესანიშნავი დასაწყისი. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალენას გაძლევთ და “გიტყდებათ”, როგორც უმეტესობა .308-დან სროლა ნებისმიერი “ზომიერი”, .30 კალიბრამდე  მაგნუმიც  იქნება კარგი.

მიუხედავად იმისა, რომ რემინგტონის პროდუქციის ხარისხის ვარდნაზე ალბათ მარტო საქართველოს პარლამენტში არ საუბრობენ მათი Remington 700 Milspec 5R  არის ერთი კარგი ვარიანტი, რომელიც იწარმოება ქარხნულად და უფრო წააგავს შეკვეთით დამზადებულ იარაღს მაგრამ ზომიერ ფასად.

თემას უკვე სერიოზულად ავცდი და ამიტომ რა შეიძლება დამატებით ითქვას სევიჯის “ჰოგ ხანტერზე”? რა არ მომწონს? შედარებით სუსტი ექსტრაქცია, მასრა ახლოს  ვარდება იარაღთან. კონდახი არის ძალიან სუსტი. წინ დაყენებული სადგარი საიმედოთ ვერ აფიქსირებს იარაღს, იმიტომ რომ კონდახის წინ ნაწილი არის თხელი პლასტმასის, რომელიც ადვილად იბრიცება.

პოზიტიური მხარეები იგივეა. იარაღი მსუბუქი და კომპაქტურია. იარაღი ზუსტია. ბოლოს გასვლისას ისევ პირობები იყო ცუდი, მაღალი ბალახი გამორცხვადა სროლას მიწიდან, ძლიერი ქარი გლეჯდა და მიქონდა სამიზნეები. დიდი ვაი-ვაგლახით მოხდა იარაღის მისროლა ახალი ოპტიკით. გადაწყდა ჩატარებულიყო პრაქტიკული სროლის “სეანსი” ვინაიდან ასეთ პირობებში და განწყობით სიზუსტეზე სროლა იქნებოდა უაზრო. ასი მეტრის მანძილზე განლაგდნენ სამიზნეები “მძევალი + ტერორისტი”. “სპოტერი” იძლეოდა მითითებებს სროლაზე ხოლო მსროლელი განთავსდა მანქანაზე და ანადგურებდა მონიშნულ სამიზნეებს.  არც ერთი “მძევალი” არ დაშავდა, ყველა “ტერორისტი” ერთი ზუსტი გასროლით განადგურდა. “ჰოგ ხანტერმა” არ გვიღალატა, ხოლო ამ “ტაქტიკურმა” გართობამ გადაარჩინა ის დღე გაფუჭებისაგან. კმაყოფილებმა ჩვენ დავტოვეთ სასროლეთი.

Savage 11 Hog Hunter (ნაწილი 1)

Saturday, May 18th, 2013

Savage 11 Hog Hunter. სურათის წყარო www.shootingtimes.com

არც ისე დიდიხანია თბილისის მაღაზიებში გახდა შესაძლებელია ნამდვილად ხელმისაწვდომი უცხოური წარმოების შაშხანების შეძენა. რა თქმა უნდა ეს ხელმისაწვდომობა გარკვეულ წილად პირობითია მაგრამ თვქენ თვითონაც დაფიქრდით: ახალი, აშშ-ში წარმოების შაშხანა გათვლილი პოპულარულ კალიბრებზე (.223Rem, 30-06, .308Win, 300Win. Mag) თავისი ოპტიკური სამიზნით დაგიჯდებათ იმედნი რამდენსაც ითხოვენ მეორად “სკს”-ში ან მესამედი იმ ფასის რომელსაც ითხოვენ მაგალითად დრაგუნოვის ნახევრად-ავტომატურ შაშხანაში. ასევე მათი ფასი არ აღემატება გადაკეთებული მოსინის სისტემის იარაღების ფასს.  ამასთანავე ამერიკული შაშხანა იქნება უფრო ზუსტი (ჩემი აზრით შაშხანის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება), ხოლო ნადირობისთვის ან ზუსტი სროლისთვის ვაზნების არჩევანი გაცილებით უფრო დიდიც არის. ხელმისაწვდომია უფრო იაფი ვაზნები, რომლებიც გამოდგება პრაქტიკისთვის. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის .308 კალიბრის ვაზნა დამზადებული MKE-ს (თურქეთი) მიერ ღირს 2.5 ლარი, დამეთანხმებით ჩვენი რეალიებიდან გამომდინარე არ არის ძვირი. გასაგებია, რომ ასეთი ტიპის იარაღიდან ბერვს არ ისვრიან, მაგრამ ჩემი აზრით როდესაც .308 კალიბრის ვაზნა ღირს 50 თეთრით უფრო მეტი ვიდრე 9მმ-ნი პისტოლეტის ვაზნა, ეს რის დიდი შეღავათი. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი სხვა ნახსენებ კლაიბრებზე, რომელთა ასორტიმენტი გაცილებით მწირია და ფასიც აღწევს 5-7 ლარს. ეს ჩემი აზრით არ უნდა იყოს პრობლემა, იმიტომ, რომ ძველი და გამოცდილი .308 ჩვენ პირობებში დააკმაყოფილებს შაშხანის მფლობელის ყველა მოთხოვნას.

რა თქმა უნდა საოცრებები ჩვენ დროს და მითუმეტეს ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. შესაბამისად არც ეს ხელმისაწვდომი შაშხანები არ არიან გარკვეული ნაკლოვანებების გარეშე. მათი დამზადების ხარისხი უკეთეს შემთხვევაში მისაღებია ხოლო ყველაზე იაფ მოდელებს აქვთ თხელი პროფილის ლულები და ამავე დროს არ აქვთ რკინის (მექანიკური) სამიზნე მოწყობილობები. ჩემი ღრმა რწმენით ტრენდი, რომ შაშხანას არ ჭირდება “რკინები” არის მცდარი! ოპტიკური სამიზნე არის კარგი და სასარგებლო მოწყობილობა მაგრამ ის საკმაოდ ფაქის მოპყრობას ითხოვს და ხანდახან გამოდის ხოლმე მწყობრიდან. მე მეეჭვება რომელიმე ვინც ეხლა ამ სტატიას კითხულობდეს გასვლებზე ატარებდეს  თან სარეზერვო სამიზნე მოწყობილობას. ტყვილა არ მოყვება თითქმის ყველა სამხედრო სნაიპერულ სისტემას სარეზერვო მექანიკური სამიზნე ან პატარა კოლიმატორი. თხელი ლულების და “რკინების” არ არსებობის გარდა მათ ასევე აერთიანებთ საკმაოდ დაბალი ხარისხის კონდახები, როგორც უკვე ავღნიშნე საშუალო შესრულება და ინტეგრირებული (დახურული) მჭიდები. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა განპირობებულია ფასის შემცირების მიზნით. ჩრდილო ამერიკის ბაზარზე ასეთი შაშხანების ფასი არ აღემატება 500 დოლარს (ქარხნულად დაყენებული საშუალო ხარისხის ოპტიკური სამიზნით). თბილისის მაღაზიებში მათი ფასი იწყება 1300 ლარიდან (Marlin XL7) და ადის 1800 ლარამდე (Remington 700 SPS), მაგრამ შაშხანები რატომღაც იყიდება ოპტიკის გარეშე.

ბუნებრივია ამ იარაღების გამოჩენამ ჩემში ინტერესი გამოიწვია, მაგრამ როდესაც უფრო დეტალურად გავეცანი გასაყიდ მოდელებს ნაწილის შესრულება უბრალოდ არ მომეწონა და ასევე მივხდი, რომ დაბალ ფასიანი შაშხანის შეძენა მოითხოვდა გაცილებით მეტ ინვესტიციას. შაშხანას არ მოყვება არაფერი, ქამრის გასაყრელებიც კი. ეს ყველაფერი საყიდელი იქნება. შაშხანის ფასს ასევე დაემატებოდა ავტომატურად ოპტიკური სამიზნის ფასი, რომელიც პრაქტიკულად შაშხანის ფასს უტოლდებოდა თუ ამ მოწყობილობის შეძენა მოგიწევდათ თბილისის მაღაზიებში. ოპტიკური სამიზნეების ასორტიმენტი თბილისში გაცილებით უფრო მწირია ვიდრე იარაღის. რა თქმა უნდა შესაძლებელია ოპტიკის ჩამოტანა საზღვარგარეთიდან მაგრამ ამას დრო უნდა, ხოლო იდეა სახლში მქონოდა იარაღი სამიზნე მოწყობილობების გარეშე მე არ მხიბლავდა. რა თქმა უნდა იყიდება მოდელები რკინის სამიზნეებითაც მაგრამ ეს არის სუფთა სანადირო იარაღები, რომლებიც ჩემში არანაირ ინტერესს არ იწვევდნენ. მე ვეძებდიი რამეს, რაც გამოდგებოდა მსუბუქი, კომპაქტური ტაქტიკური სნაიპერული შაშხანის ბაზად.

ძიების პროცესში ერთმა მოდელმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ეს იყო ჩრდილო ამერიკული კომპანიის Savage Arms-ის მიერ წარმოებული შაშხანა მოდელი 11 “Hog Hunter” (ტახებზე მონადირე ან “ღორ ხანტერი”, როგორც მას ჩვენთან შეარქვეს).  იარაღს კი ქონდა “სანადირო” სახელი მაგრამ სურათებიდან სულ სხვა რამეს ვხედვადი.  შაშხანას აქვს მომმწვანო ფერის სინთეტუკური კონდახი, მოკლე სქელ-კედლიანი ლულა (სიგრძე 51სმ, რომელსაც “სევიჯი” ეძახის საშუალო კონტურიანს), ამავე კომპანიის საფირმო სასხლეტი Accu-trigger (რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ამაზე ცოტა მოგვიანებით). ლულა არის ხრახნილით (თუ დააპირებთ ამ იარაღისთვის კომპენსატორის/ლულის მუხრუჭის შეკვეთას გაითვალისწინეთ, რომ ხრახნილის კვეთა არის 5/8×24), საკეტის სახელური არის დიდი და მოსახერხებელი, როგორც ტაქტიკურ შაშხანებში და რაც მთავარია იარაღზე აყენია კომპაქტური “ექსპრეს” ტიპის სამიზნე მოწყობილობები!   და ეს ყველაფერი ღირს სულ რაღაც 1670 ლარი. იაფფასიანი შაშხანების სეგმენტისგან მას ერგო საკამოდ იაფი მე ვიტყოდი პრიმიტიული კონდახი და ასევე დახურული ტიპის მჭიდი, რომელიც იტევს ოთხ .308 Win კალიბრის ვაზნას. ტექნიკური აღწერილობა, რომ გავაგრძელოთ, შაშხანის წონა არის 3.3 კგ, სრული სიგრძე 103 სმ, ლულის ხრახნების ბიჯი -10. მოდელი 11 გულისხმობს ე.წ. მოკლე საკეტს და გამოდის კალიბრებში .223 და .308, მოდელი 111 არის გრძელი საკეტით და ხელმისაწვდომია კალიბრში .338 Winchester Magnum.

“ჰოგ ხანტერი” ეგრევე გახდა ჩემი ფავორიტი, ამიტომაც როდესაც მეორად ბაზარზე გამოჩნდა შესაბამისი შემოთავაზება მე ის ეგრევე შევიძინე. “ჰოგ ჰანტერმა” გადამიწყვიტა დილემა, რომელიც ამდენი ხანია მე მაიძულებდა თავი შემეკავებინა შაშხანის შეძენისაგან. ჩემ განკარგულებაშია სქელკედლიანი მოკლე ლულა, სინთეტიკური კონდახი და ამავე დროს “რკინის” სამიზნე მოწყობილობებიც. ოპტიკის ყიდვა მოგვიანებით შეიძლება და მანამდე რკინებითაც შესაძლებელია სროლა.

ადვილად ხილვადი “ექსპრეს” ტიპის სამიზნე მოწყობილობები განკუთვნილია სწრაფი და არა ზუსტი სროლისთვის. ჩვენ შემთხვევაში ისინი შესრულებულია მთლიანად ფოლადისგან, უკანა სამიზნე მოწყობილობა სრულად რეგულირებადია. იდეალური დამხმარე სარეზერვო სამიზნე მოწყობილობა, რომეელიც მუდმივად მზად არის გამოყენებისთვის. იარაღი ქარხნულად იყო მისროლილი.


ლულაზე ხრახნილის ყოფნა აიხსნება იმით, რომ ეს იარაღი შექმნილია სპეციალურად გარეულ ღორებზე სანადიროდ, რომლებიც ბევრ აშშ-ს შტატში განიხილება როგორც მავნე ცხოველი. შესაბამისად იქ სადაც კანონი ამას უშვებს შესაძლებელია მაყუჩის გამოყენება იმისთვის, რომ მავნებლებზე სროლისას არ შეწუხდნენ მეზობელი ფერმერები. გარდა ამისა ასეთ ლულაზე ყოველგვარი ხელოსნის ჩარეევის გარეშე შეასძლებელია კომპენსატორის/ლულის მუხრუჭის დაყენება.

“სევიჯის” წარმოებული იარაღი პრაქტიკულად უცნობია საქართველოში. კომპანია ატარებს თავისი შემქმნელის არტურ სევიჯის სახელს. ჩრდილო ამერიკაში ის პირველ რიგში ცნობილია თავისის კონსტრუქციის ძალიან პოპულარული 99-ე მოდელის შაშხანით, რომელიც წარმოებაში იყო არც მეტი არც ნაკლები 105 წელი. ეს იყო ბერკეტიანი შაშხანა, რომელიც იყენებდა დამრტყმელს, ჩახმახის ნაცვლად.  გარდა ამისა არტურ სავაჯს ეკუთვნის პირველი მოსახსნელი “სექტორული” მჭიდის კონსტრუქციის ავტორობა, რომელიც გახდა შემდგომ სტანდარტული, სამხედრო ცეცხლსასროლ იარაღში და ასევე მან გამოიგონა რადიალური საბურავების კონსტრუქცია. არტურ სავაჯმა სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით, მძიმე ავადმყოფობის გამო, 1938 წელს. კომპანია მისი სახელით დღემდე არსებობს და ცნობილია, როგორც იაფი და კარგი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი.

Savage Arms Company-ის მოდელი 99 იყო პირველი მასობრივად წარმოებული შაშხანა დამრტყმელით ნაცვლად დამალული ჩახმახისა.

სიმართლე გითხრათ, მე ყოველთვის ვთვლიდი რომ რემინგტონის მოდელი 700 იყო პირველი იაფი, ტექნოლოგიური, მასობრივი წარმოების შაშხანა. მაგრამ მე ვცდებოდი. სანამ რემინგტონის ხალხი დაიწყებდა ხელმისაწვდომი შაშხანის წარმოებას, მას 4 წლით დაასწრო სევიჯმა და გამოუშვა მათი აზრით ყველასთვის ხელმისაწვდომი, ‘სახალხო” შაშხანა, მოდელი 110 (რომლის კონსტრუქციაზე დაფუძნებულია მათ შორის მოდელი 11-იც, რომელიც ეხლა წარმოებაშია). დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ამბობენ რომ ინდექსი 110 მიენიჭა მას საცალო ფასის გამო, 1958 წელს მისი ფასი შეადგენდა 110 აშშ-ის დოლარს.  კონსტრუქციის ავტორი იყო ნიკოლას ბრიუერი, რომელმაც მიზნად დაისახა შეექმნას იაფი და ზუსტი იარაღი, რომელიც გაუწევდა კონკურენციას ვინჩესტერ 70-ს, შაშხანას, რომელიც ჩრდილო ამერიკაში დამსახურებლად სარგებლობდა ძალიან კარგი რეპუტაციით. 110-ე მოდელის კონსტრუქცია გამოვიდა მარტივი გამძლე და მისი წარმოება ძალიან იაფი ჯდებოდა. ამის გარდა მოდელი 110 იყო პირველი სერიული იარაღი, რომელიც მათ შორის გამოდიოდა ცაციებისთვის. ანუ საკეტის სახელური ქონდა მარცხნივ და მასრების ექსტრაქცია ასევე მარცხნიდან ხდებოდა.  Savage Arms Company ასევე იყო პრაქტიკულად პირველი ვინც შესთავაზა მყიდველს ცალკე ლულის კოლოფები საკეტით და ცალკე ლულები. ცალკე უნდა ავღნიშნო რომ კოლოფში ლულის დამაგრების მეთოდის და ადვილად ცვლადი საკეთის თავის გამო შაშხანის სხვა და სხვა კალიბრებზე გადაკეთება არის შედარებით ადვილი. თავისი დროისთვის 110-ე მოდელი იყო საკმაოდ ინოვაციური და ტექნოლოგიურად დახვეწილი. 1998 წელს, როდესაც კომპანია “სევიჯს” გაკოტრება ემუქრებოდა, წარმოება რადიკალურად შემცირდა და სწორედ 110-11 მოდელის შაშხანებმა გამოიყვანეს კომპანია კრიზისიდან.

ცაციებისთვის ასევე მოსახერხებელი იყო მცველის განლაგება, ლულის კოლოფის კუდში, ზევიდან. მოგვიანებით მცველი განალაგეს იგივე ადგილას რუგერის და ბრაუნინგის (X-bolt) შაშხანბეშიც. მოდელ 11-ში მცველი სამ პოზიციანია. 1)მცველი და საკეტი ჩაკეტილია. 2) მცველი ჩაკეტილია მაგრამ საკეტის მოძრაობა შესაძლებელია (განმუხტვისთვის) 3) მცველი გამორთულია, იარაღი მზად არის სროლისთვის.

გამოდის, რომ ჩვენთვის თითქოს უსახელო შაშხანის და კომპანიის უკან დგას საკმაოდ მდიდარი და საინტერესო ისტორია.  მოდელი 11 შედის ჩრდილო ამერიკული შაშხანების დიდ სამეულში, რომელიც შედიან სევიჯის გარდა, რემინგტონ 700 და ვინჩესტერ 70. ორი უკანასკნელი უფრო პოპულარული არის ამერიკაში და ამას თავისი მიზეზები აქვს. აქ უკვე გადავდივართ “სევიჯის” სუსტ მხარეებზე, იმიტომ, რომ მათი წყალობით მე-11 მოდელი უთმობს თავის პოზიციებს ორ ძლიერ კონკურენტს.  საქმე იმაშია, რომ როგორც წესი ასეთი ტიპის შაშხანას, ე.წ. “ბოლტებს” შემთხვევითი ხალხი არ ყიდულობს. ეს არ არის გლუვლულიანი თოფი, რომელიც შეიძლება ყველა ფერმერის და გლეხის სახლში ეგდოს, ეს არ არის რევოლვერი, რომელსაც ადამიანი იყიდის რომ საკუთარი თავი დაარწმუნოს იმაში, რომ ის დაცულია ბოროტი ადამიანებისგან და კარადის თავზე შემოდებს ხოლმე. შაშხანას მეტ წილად ყავს ბევრად უფრო გამოცდილი, დახვეწილი კლიენტურა, თავისი სპეციფიური მოთხოვნებით.  ამ პუბლიკას კიდე არ მოეწონა ის ფაქტი, რომ მაგალითად “სევეჯის” საკეტის გასახსნელად საკეტის მოძრაობის ბოლო მომენტებში საჭიროა ზედმეტი ძალის დატანება, რომ საკეტი ბოლომდე გაიხსნას. ასევე მათ არ მოეწონათ ამ მოდელის სასხლეტი, დეტალი, რომელიც არის ზუსტი შაშხანის გული. მიზეზი ამისა არის ბრიუერის კონსტრუქციის სასხლეტი მექანიზმი. წარმოების გაიაფების მიზნით მისი კონსტრუქცია ისეთია, რომ “შეპტალო” სასხლეტთან მიმართებაში განლაგებულია ოდნავ წინ ვიდრე სხვა შაშხანებში და ეს იწვევს სასხლეტის დამძიმებას და სვლა ხდება უფრო არათანაბარი. ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ვინჩესტერის და რემინგტონის შაშხანები უკეთესად იყიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 110-ე მოდელი ამ სამიდან ყველაზე იაფი იყო.

ესთეტიური თვალსაზრისით ლულის კოლოფში დამაგრების მეთოდი მასზე წამოცმული ქანჩით, ასევე არ გამოიყურება კარგად. მაგრამ სწორედ ამის წყალობით სევიჯის შაშხანებს აქვთ კარგი თანდაყოლილი სიზუსტე. ესთეტიკა იყო და არის 110-11 მოდელის შაშხანების სუსტი მხარე და კარგი გაყიდვების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი.

სიზუსტეს რაც შეეხება,იმ დროს, როდესაც მოდელი 110 გამოვიდა, ეტალონური სიზუსტე 1 MOA 100 მეტრზე მიიღწეოდა მხოლოდ კომპეტენტური იარაღების ოსტატის ჩარევის შემდეგ. ქარხნული “110″  უფრო ხშირად ამ რეზულტატს აღწევდა პირდაპირ ყუთიდან. ყოველგვარი გადაკეთებების და მოდიფიკაციების გარეშე.  ტახებზე მონადირის სიზუსტეს რაც შეეხება, 2012 წლის ჟურნალ Shooting Times-ის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა აღნიშნული იარაღის სიზუსტეზე ტესტირების შედეგები. 100 მეტრზე 5 არჩეული მუხტიდან, ოთხმა აჩვენა შედეგი, რომელიც 1 MOA-ზე ნაკლები იყო. საუკეთესო მუხტი იყო Black Hills Match 175 გრანიაი ტყვიით, რომელმაც აჩვენა საშუალო სიზუსტე 0.78 MOA!

სიტუაცია სასხლეტებთან 2003 წელს რადიკალურად გაუმჯობესდა, როდესაც კომპანიამ შესთავაზა კლიენტებს მათი აზრით უპირატესი კონსტრუქციის სასხლეტი მექანიმზი სახელით Accu-trigger. ის არის რეგულირებადი (0.68 to 2.7 კგ-მდე), რეგულირება შეუძლია იარაღის პატრონსაც. კონსტრუქცია გამორიცხავს ისეთ დონემდე სასხლეტის შემსუბუქებას, რომ შესაძლებელი ხდება იარაღის გასროლა დავარდნისას. ამავე დროს ის არის მოკლე და ერთგვაროვანი სვლით. ორი ნაწილისგან შემდგარი სასხლეტი დამატებით იცავს, სასხლეტს უნებლიე დაჭერისგან (როგროც გლოკის პისტოლეტების სასხლეტის კონსტრუქცია). ზოგადად შეიძლება ჩაითვალოსს, რომ სევეჯის Accu-trigger არის საუკეთესო ქარხნული რეგულირებადი სასხლეტი, იმიტომ რომ ის ერთის მხრიც დაცულია სულელებისგან და მეორეს მხრივ დაცულია ჭკვიანურად და არა უბრალოდ მისი დამძიმებით, რასაც ხშირად მიმართავენ მწარმოებლები, რომ დაიცვან საკუთარი თავი სულელების სარჩელებისგან, რომლბსაც იარაღი “შემთხვევით” უვარდებათ მას მერე რაც ისინი ცდილობენ სასხლეტები გააუმჯობესონ.ყველა იარაღს, რომელიც აღჭურვილია ასეთი სასხლეტით მოყვება ინსტრუქცია და ინსტრუმენტი, რომელიც მოგცემთ საშუალებას თავად დაარეგულიროთ სასხლეტი. Hog Hunter-ზე Accu-trigger სტანდარტულად ყენდება, რაც ძალიან კარგია.

Savage 11 Hog Hunter ავტორის მიერ კონდახის კამუფლირების შემდეგ. ასევე შაშხანაზე “დროებითად” დაყენდა მარტივი იაპონური 4X ოპტიკური სამიზნე. ოპტიკა დაყენებულია ალუმინის UTG-ის “რგოლებით”,  უივერის სამაგრებზე (Weaver 46 Detach Top Mount), რომლებსაც შუაში აქვთ ღარი, რის გამოც ოპტიკის მოხსნის შემდეგ უპრობლემოდ შესაძლებელია “რკინის” სამიზნე მოწყობილობების გამოყენება. შესაძლებელია ისეთი “რგოლების” შერჩევა, რომლებიც იძლევიან საშუალებას ერთდროულად გამოიყენოთ ოპტიკაც და რკინებიც.

რა შეიძლება ითქვას დამატებით ამ იარაღზე? შაშხანა კარგად გამოიყურება, ჩემი აზრით გაცილებით უფრო უკეთესად არის შესრულებული ვიდრე იაფი “მარლინები” და “რემები”.  ვაზნების მიწოდება კონტროლირებადი არ არის, და ეს კარგია თუ გავითვალისწინებთ დახურულ მჭიდს. მჭიდის დაცლის შემდეგ შესაძლებელია მომდევნო ვაზნის ჩაგდება და ზედვე საკეტის დახურვა. კონდახი ადეკვატური სიგრძის არის და აქვს ძალიან რბილი ქუსლი. დაფარვა არის მუქი, შავი არ ირეკლვას შუქს.   საკეტი მუშაობს რბილად, არაფერს არ ედება. ვაზნების მიწოდება ასეთივე უპრობლემოა. მთლიანოიბაში “ღორ ჰანტერი” დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს.

ამით პრინციპში პირველი ნაწილი სრულდება. შაშხანა გამზადებულია ტესტირებისთვის და შედეგებს მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ.

 

ჩვენი ტესტი – დრაგუნოვის შაშხანა

Friday, April 12th, 2013

შაშხანები/კარაბინები აღჭურვილი ოპტიკური სამიზნით არც ისე ხშირი სტუმრებია ჩემ ბლოგზე. მიზეზი ამისი პირველ რიგში არის ჩემი თუ შეიძლება ასე ითქვას სპეციალიზაცია თავდაცვით იარაღზე, პისტოლეტებზე, რევოლვერებზე, ტაქტიკურ თოფებზე. ბუნებრივია, რომ შორსმსროლელი იარაღები ამ კატეგორიაში ნაკლებად ჯდება და შესაბამისად არც ისე დიდი ყურადღება ექცევათ.

ვერ ვიტყვი, რომ მე არ მაქვს ინტერესი ზუსტი იარაღების/შაშხანების მიმართ. პირიქით მე ძალიან მომწონს ზუსტი სროლის პროცესი. რიტუალი იარაღის მომზადების, სასროლეთზე გამგზავრების, პოზიციის მოწყობის, სამიზნის განლაგების და რა თქმა უნდა სროლის ჩემთვის არ არის უცხო და ერთი პერიოდიც ამ თემით ძალიან ვიყავი დაინტერესებული. გარდა ამისა არც ისე დიდიხანია თბილისში გაჩნდა ხელმისაწვდომი (შედარებით) უცხოური წარმოების შაშხანები. მათი ფასი 1300 ლარიდან იწყება და ეს არც ისე ცუდია ქვეყნისთვის სადაც საწყობებიდან ჯართის ფასად გაყიდული სკს-ები  1500 ლარი ღირს. პრინციპში ერთადერთი რაც მე მაჩერებდა იყო იმის გათვითცნობიერება რომ გარდა იმისა, რომ უნდა გადამხედა 1300 ლარი 300 დოლარიან შაშხანაში, შემდგომ ასევე უნდა მეყიდა ოპტიკის „რგოლები“, ოპტიკური სამიზნე, სადგარები, შალითა, ვაზნების მარაგი, საწმენდები და სხვა წვრილმანები, რის გამოც საბოლოო “პაკეტის” ფასი იქნებოდა ბევრად მეტი ვიდრე 1300 ლარი. ასეთი ხარჯები კიდე ცილდებოდა ჩემ შესაძლებლობებს. გარდა ამისა ყველაფერი რაც მე მაქვს, როგორც წესი უნდა ასრულებდეს თავდაცვითი იარაღის როლს, და ოპტიკიანი “ბოლტი” ამ კონცეფციაში არანაირად არ ჯდებოდა. აქიდან გამომდინარე უკვე საჭირო არ ხდება ახსნა იმისა, რატომ მოხვდა ჩემთან ტიგრი და არა სხვა რამე. თვითდამტენი, 7.62X54R კალიბრის შაშხანა “ტიგრი” აღჭურვილი სტანდარტული ПСО-1 ტიპის ოპტიკური სამიზნით წარმოადგენს  ექსპლუატაციისთვის გამზადებულ სისტემას. აავსეთ მჭიდები ვაზნებით და წინ სასროლეთზე. გარდა ამისა თავისი როლი რა თქმა უნდა ითამაშა ხელსაყრელმა ფასმა და პირობებმა, რა პირობებითაც მე გადმომეცა ეს შაშხანა. ასევე ჩემ “ტიგრს” მოყვა შალითა, ქამარი, დამატებითი მჭიდი, ოპტიკური სამიზნის შალითა. ერთი „ანგარიშის“ გადახდით მე მივიღე სისტემა, რომელიც მზად იყო გამოყენებისთვის ეგრევე ავიღებდი თუ არა მასზე ნებართვას. “ტიგრის” ფასს რაც შეეხება, დღეს მეორადი ამ მოდელის იარაღის ფასი მერყეობს 2500-3000 დოლარის ფარგლებში (თუ ვიმსჯელებთ განცხადებებით იარაღის გაყიდვის შესახებ, რომლებიც ამ სტატიის დაწერის მომენტში დევს ინტერნეტში). მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ძვირია თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტიგრები დიდიხანია არ შემოტანილა გასაყიდათ ჩვენ ქვეყანაში და აშშ-ში სადაც იგივე სიტუაციაა, ტიგრის ფასი შეადგენს 2000 დოლარს კარგ მდგომარეობაში მყოფი მოდელისთვის. СВД-ს ფასი კი (რომლის სამოქალაქო ვერსია არის “ტიგრი”) იქ აღწევს 10 000  დოლარს! მიზეზი ამისა არ არის ევგნეი დრაგუნოვის კონსტრუქციის შაშხანის გამორჩეული საბრძოლო თვისებები არამედ მათი ამერიკაში იშვიათობა და საკოლექციო ღირებულება. ანუ იქაც და აქაც “ტიგრი” არის საკმაოდ იშვიათი და მაღალი ფასიც ამით აიხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ დრაგუნოვის შაშხანას აქვს უამრავი მინუსი, რომელზეც მათ შორის ბლოგზეც მეწერა (ამაზე ცოტა მოგვიანებით), ასევე ამ სისტემას გააჩნია ჩემი აზრით ბევრი დადებითი და ძლიერი მხარეც, რომლის არ დანხავა და იგნორირება ამ იარაღის შეფასებისას არ შეიძლება. პირველ რიგში ტიგრი/სვდ არის ძალიან საიმედო სისტემა, ტრადიციული თითქმის ყველა საბჭოთა სამხედრო იარაღისთვის. მას აქვს მოსახსნელი 10  ვაზნიანი მჭიდი გათვლილი ყველაზე ძლიერ ვაზნაზე, რომელიც ადამიანმა შესაძლებელია ისროლოს ნახევრად ავტომატური იარაღიდან ადეკვატური ეფექტურობით. იარაღი ადვილად იშლება და ადვილად იწმინდება. მას, როგორც უკვე ავღნიშნე კომპლექტში უკვე მოყვება მოძველებული მაგრამ ეფექტური ოპტიკური სამიზნე თავისივე კრონშტეინით. სადგარი? ტიგრზე საერთოდ სადგარი გათვალისწინებული არ არის, ასე რომ ესეც არ ხდება თავსატეხი. ოპტიკური სამიზნე მორგებულია 7.62 კალიბრის ტყვიის ტრაექტორიაზე, ხოლო ბალისტიკური ცხრილებია გამზადებულია და დევს ინტერნეტში. ტიგრის და სვდ-ს პატრონებმა ასევე უნდა წაიკითხონ ეს ნაშრომი, რომლეიც მოიცავს მინიმალურ ინფორმაციას, რომელიც მფლობელმა უნდა იცოდეს დრგაუნოვის შაშხანაზე.


რაც შეეხება სტანდარტულ ოპტიკას, ПСО-1 (Прицел снайперский оптический) შეიქმა სპეციალურად დრაგუნოვის შაშხანისთვის 1963 წელს. ის განკუთვნილია საჯარისო სნაიპერითვის და ამიტომაც ძალიან ადვილია მოხმარეებაში. ის ასევე აღჭურვილია პრიმიტიული მაგრამ ეფექტური ოპტიკური მანძილმზომით. მისი მასა 620 გრამს შეადგენს. გადიდება ფიქსირებულია, ოთხჯერადი. დიახ ის ნამდვილად საკმაოდ სუსტია, კი ის გაბარიტულია და მძიმე, მაგრამ თუ ის არ არის “მოკლული” ის მუშაობს კარგად. მას აქვს ინტეგრირებული ოპტიკური მანძილმზომი, მზისგან დამცავი „ბლენდა“ და ბადის განათების ოფცია. 60-ნი წლებისთვის ეს იყო კოსმოსური ტექნოლოგიების დონე. თუ გაგიმართლად და შეგხვდათ სამიზნე ნათელი მინებით, ხოლო შესწორებების მექანიზმი მუშაობს კარგად, მაშინ დამიჯერეთ, ПСО-1 ხდება საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტი.

თუ თქვენი ტიგრი კარგ შედეგებს იძლევა, შესაძლებელია მასზე უფრო უკეთესი ოპტიკური სამიზნის  და მეტ ნაკლებად უნივერსალური კრონშტეინის დაყენება. ეს შეიძლება საკმაოდ პრობლემატური იყოს ვინაიდან მაღალი ხარისხის ფოლადის კრონშტეინები ძალიან ძნელად იშოვება. გვერდითა სამაგრი გარანტირებულად კარგად მუშაობს მხოლოდ ორიგინალური კრონშტეინებით, რომლებიც ПСО-1-ს ნაწილს წარმოადგენენ. სურათზე არის CTC-ის წარმოებული მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ალუმინის კრონშტეინი. სურათის წყარო http://www.maksimov.su

მე არ ვთვლი, რომ სვდ/ტიგრი არის სნაიპერის იარაღი. სნაიპერული კომპლექსი შედგება იარაღისგან, ოპტიკური სამიზნისგან, სნაიპერული ვაზნისგან და სადგარისგან, ყველაფერს უნდა ქონდეს მსროლელზე მორგების საშუალება. ოპტიკა არის ძალიან სუსტი დღევანდელი სტანდარტებით, სადგარი იარაღზე გათვალისწინებული არ არის, სნაიპერული ვაზნა პრაქტიკულად არ არსებობს, რეგულირებები არ არსებობს შესაბამისად სნაიპერული სისტემა სვდ/ტიგრი არ არის. ნიშნავს ეს, რომ ტიგრი არ შეიძლება იყოს ზუსტი?  ბუნებრივია ეს კითხვა, მეც მაწუხებდა და ბლოგის ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო იყო მიზნობრივი ტესტირების ჩატარება. მოსახსნელი მჭიდი, საიმედოობა და ძლიერი კალიბრი კარგია, მაგრამ შაშხანა უნდა იყოს ზუსტი, მაგრამ რამდენად ზუსტი? მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც 8სმ-ნი ჯგუფი 100 მეტრზე სვდ-თვის არის მისაღები გადმოყვა ჯერ კიდევ იმ დროიდან რა დროსაც ქმნიდნენ მოსინ-ნაგანის შაშხანის სნაიპერულ მოდიფიკაციას, საშუალო სიზუსტე სვდ/ტიგრებისთვის არის 5-7სმ 100მეტრზე. მეოირეს მხრივ რუსულ ფორუმზე, რომ დაწეროთ „მინუტნი“ ტიგრზე, დამიჯერეთ დაგმარხავენ „ტაბურეტკების“ ქვეშ.  რუსეთი საკმაოდ წინ წაიწია ზუსტი სროლის ხელოვნების განვითარებაში, და იქაური მსროლელები დიდიხანია გადასულები არიან უცხოურ სისტემებზე და “,ტიგრი” იქ რჩება უფრო რელიქვიად, ისტორიულ არტეფაქტად და არა სისტემად რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოყენება. რუსეთის საარმიო სპეცრაზმების სნაიპერები „ტაბელური“ სვდ-ეებით სტაბილურად იკავებენ ბოლო ადგილებს სნაიპერულ შეჯიბრებებში მაშინ, როდესაც პოლიციური და სპეც სამსახურების სნაიპერების გუნდები დიდიხანია ასპარეზობენ ნაირ-ნაირი უცხოური სისტემებით. მათთვის ადვილია ცალკეული იარაღის ერთეულების შეძენა, მაშინ როდესაც საჯარისო ნაწილები უნდა დაკმაყოფილდნენ იმით რასაც ფედერალური მთავრობა მათთვის ცენტრალიზებულად იძენს.

სურათზე არის კონსტანტინოვის შაშხანა (სამი სხვადასხვა მოდიფიკაცია), რომელიც იყო დრაგუნოვის კონკურენტი. საუკეთესოს გამოსავლენად თავად ვასილი ზაიცევიც მოიწვიეს. მე არ ვარ დარწმუნებული ზაიცევი მართლა ძლიერი სნაიპერი იყო თუ პროპაგანდისტული მითი მაგრამ ერთი მსროლელის გადასაწყვეტი ამხელა საქმე არ უნდა იყოს. ლეგენდის თანახმად ზაიცევს გაუჭირდა გამარჯვებულის დასახელება.

მე ძალიან მაინტერესებდა რა შედეგების მიღება შესაძლებელი იქნებოდა ტიგრიდან, რომელიც აღჭურვილი იქნება სტანდარტული ПСО-1-ით. ვერ ვიტყვი, რომ ტიგრის თემა ჩემთვის აქამდე უცნობი იყო. საკმაოდ ბევრი ვაზნა მაქვს ნასროლი ამ იარაღიდან, უბრალოდ ამჟამად მე მქონდა სურვილი სპეციალურად ბლოგისთვის ტესტირების ჩამეტარებინა და ბოლოს და ბოლოს საქმე ეხებოდა ჩემ პირად საკუთრებაში მყოფ იარაღს! სროლა ხორციელდებოდა წოლითი პოზიციიდან 100 მეტრის სიშორით განლაგებულ სამიზნეზე. საყრდენის როლს ასრულებდა რიუკზაკი. ქარი იყო უმნიშვნელო, უბერავდა მარჯვნიდან მარცხნივ.  რუსული წარმოების ვაზნა 9.6 გრამიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით, აჩვენა შედეგი 4.5 სმ 100 მეტრზე (5 გასროლა).  იგივე ტიპის და მასის ტყვიით ვაზნა განკუთვნილი ზუსტი სროლისთვის (7H1) აჩვენა შედეგი 3.5 სმ (4 გასროლა) აქიდან სამი საუკეთესო მორტყმული იყო მხოლოდ და მხოლოდ 1.9სმ! საჭირო გახდა მხოლოდ უმნიშვნელო შესწორებების შეტანა ოპტიკურ სამიზნეში. თავდაპირველად შაშხანა ისროლა მარჯვნივ და დაბლა.

ასე გამოიყურება ერთ ერთი საუკეთესო ჯგუფი 100 მეტრზე 9.6 გრამიანი “სტანდარტული” ტყვიით სროლისას

აქ მხოლოდ 4 გასროლა განხორციელდა ვინაიდან მეოთხე ტყვია სამიზნის უკან ქვას მოხვდა და ნამსხვრევებით დააზიანა ის.

ამ მინი-ტესტის შედეგად მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დრაგუნოვის სისტემის შაშხანის სიზუსტე პირდაპირ უკავშირდება ვაზნის ტიპს და ვაზნის და იარაღის შესრულებას. შედეგი გაუმჯობესდება უკეთესი სასხლეტის, სადგარების და კარგი ოპტიკური სამიზნის გამოყენების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა მე მიმაჩნია, რომ მიღებული შედეგები ძალიან კარგია. 4.5 სმ 100 მეტრზე არის კარგი შედეგი მასიური პრაქტიკულად სამხედრო ნახევრად ავტომატური შაშხანისთვის.  1.8 MOA ჩვეულებრივი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში არ არის ცუდი შედეგი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შესრულება და ხარისხის კონტროლი მერყეობს არ მგონია ყველა ქარხნიდან გამოსულ „ტიგრს“ ქონდეს ასეთი შედეგები. აწყობის ხარისხი იყო, არის და იქნება რუსეთში წარმოებული იარაღის მთავარი ნაკლი.

რაც შეეხება ზოგად შთაბეჭდილებებს, უნდა ვაღიარო, რომ დრაგუნოვის შაშხანა არ გამოირჩევა კარგი ერგონომიკით. მასზე იძახიან, რომ ის შექმნილია სპორტსმენის მიერ, ვისაც ესმოდა როგორი უნდა იყოს შაშხანა განკუთვნილი ზუსტი სროლისათვის. მე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. შაშხანის კონდახი ძალიან მოკლეა, ხოლო მისი უკანა ნაწილი არის თხელი ფოლადის ფირფიტა, რაც ძალიან არაკომფორტულს ხდის სროლას. კონდახი ძალიან სწორია და მაღალი რის გამოც სროლა მექანიკური სამიზნე მოწყობილობებით ძალიან ძნელია. სალოყე უნდა მოიხსნას “რკინის” სამიზნე მოწყობილობების გამოყენებისას, სხვანაირად დამიზნება შეუძლებელია. მცველის გამორთვა-ჩართვისთვის დიდი ძალა არის საჭირო და გადართვისას ის ძალიან ხმაურობს. საკეტის სახელურის ფორმა არ უზრუნველყოფს მის კომფორტულ გახსნა ჩაკეტვას. კალაშნიკოვზე იგივე ფორმის დეტალია მაშინ როდესაც უფრო ადრინდელ იარაღებზე ეს დეტალი იყო მრგვალი და ხელის ტრავმირება მისი ბასრი კუთხეებით იყო შეუძლებელი. სასხლეტი არ იძლევა რეგულირების საშუალებას, რაც სნაიპერული სისტემისთვის არის აუცილებლობა. არც ტიგრზე და არც სვდ-ზე არაფერი არ რეგულირდება, რის გამოც არა შაშხანა ერგება მსროლელს არამედ პირიქით – მსროლელი უნდა მოერგოს შაშხანას. ერთადერთი რისი რეგულირებაც შესაძლებელია არის სალოყე. მისი გადატანა შესაძლებელია მარცხენა ან მარჯვენა მხრიდან სასროლად.

დადებით მხარეებს განეკუთვნება შაშხანის მცირე გაბარიტები და არც ისე დიდი მასა, რომელიც შეადგენს 4.6 კგ-ს ოპტიკით და სავსე მჭიდით. შაშხანა აღჭურვილია საკეტის შემაკავებლით, რომელიც ტოვებს საკეტს გახსნილ მდგომარეობაში ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ. გადატენვის სისწრაფე არ არის პრიორიტეტული ასეთი კლასის იარაღში, თუმცა მსროლელი ეგრევე ხვდება რომ ბოლო ვაზნა გაისროლა, რაც სიგნალია მჭიდის გამოცვლისთვის.  კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ დრაგუნოვის შაშხანა ძალიან საიმედოა. მხოლოდ ერთხელ ამ ტიპის შაშხანამ თქვა უარი იმ ვაზნების მონელებაზე, რომლებითაც ე.წ. “ნიჭიერი და გაღლეტილი” პატრიორტი მენეჯერები ამრაგებდნენ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს. თუ სწორედ მახსოვს ვაზნები იყო ალბანური წარმოების. ჩემი აზრით ასეთი ვაზნებით მომარაგება საკუთარი ქვეყნის შეიარაღებული ძალების არის დანაშაული. ჩვენ ჯარში ამ ვაზნებზე გათვლილია სვდ-ს შაშხანები და პკ-ს თყვიამფრქვევები. ორივე ეს სისტემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ბრძოლაში და თუ ის არ ისვრის იმის გამო, რომ ვაზნა არის ნაგავი მაშინ დიდ პრობლემას აქვს ადგილი.

ტიგრის ლულას რაც შეეხება, ხრახნების ბიჯი არის 320, როგორც პირველი გამოშვების სვდ-ებში. ლულის სიგრძე სამხედრო მოდელთან შედარებით არის მოკლე. 53 სმ. ეს არ არის ნაკლი. მოკლე ლულა ნაკლებ რხევას განიცდის, იარაღი მთლიანობაში არის უფრო კომპაქტური.  53 სმ არის აბსოლუტურად ადეკვატური ლულის სიგრძე იმ მანძილებისთვის რა მანძილებზეც ეს საშხანა ისვრის ეფექტურად. ინტერნეტში დადის ჭორი, რომ ტიგრის ლულები მზადდება უფრო მარტივი ტექნოლოგიით ვიდრე სვდ-ს ლულები. რამე ამის დადასტურება ოფიციალური წყაროებიდან არ არსებობს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რუსული მწარმოებლების ფანატურ და გაუგებარ სურვილს მაქსიმალურად განასხვავონ სამოქალაქო იარაღები უარესი მხრისკენ არ არ გამორიცხული, რომ არ ჭორს რაღაც რეალური საფუძვლები აქვს. გავიმეორებ სანდო ინფორმაცია ტექნოლოგიურ სხვაობებზე არ არსებობს.

სიზუსტის პოტენციალს რაც შეეხება მე მიმაჩნია, რომ .30 კალიბრების გამოყენებისას, იქნება ეს რუსული 7.62X54R თუ ამერიკული .308Win, დრაგუნოვის შაშხანა უფრო უპირატესი პლატფორმაა ვიდრე კალაშნიკოვის სისტემა. ჩემი აზრია, რომ .30 კალიბრის კალაშნიკოვის სისტემაზე აგებული შაშხანები არ შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ იარაღად. კალაშნიკოვის ავტომატები შუალედურ, უფრო სუსტ ვაზნაზეც არ ბრწყინავდნენ სიზუსტით და რატომ უნდა მოგივიდეს თავში აზრი მათ ბაზაზე შექმნა ზუსტი სისტემები უფრო ძლიერ ვაზნაზე მე არ მესმის. ვეპრი 5.45X39, რომელიც მე მქონდა იყო შესანიშნავი იარაღი. დიდი მასა, ტყვიამფრქვევის სალულე კოლოფი, სქელი ლულა, მთლიანობაში ქმნიდა ძალიან სასიამოვნო და ზუსტ სისტემას მაგრამ იგივე ვეპრი კალიბრში .308 იყო, ყველაზე აზრს მოკლებული სისტემა, რომელიც მე ოდესმე ხელში მჭერია. დრაგუნოვს შაშხანა იზიარებს ბევრ მინუსს კალაშნიკოვის სისტემასთან მათ შორის უპირველეს ყოვლისა თხელი “ჟესტის” ხუფს, რომელზეც ვერაფერი ვერ ყენდება და გვერდითა ოპტიკის სამაგრს, მაგრამ ამავე დროს გააჩნია სქელი ფრეზირების მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფი, რომელიც უკეთესად იტანს ვიბრაციებს და მეტი სიხისტის გამო გაცილებით მეტი სიზუსტის პოტენციალი გააჩნია. ტიგრზე/სვდ-ზე დაყენებული გვერდითა სამაგრი უფრო საიმედოა და მყარი ვიდრე იგივე დეტალი დაყენებული კალაშნიკოვის კლონებზე.

ჩემი აზრით მსოფლიოში საუკეთესო .30 კალიბრის თვითდამტენი შაშხანა არის უიჯინ სტოუნერის AR-10. შექმნილი გასული საუკუნის 50-ნი წლების ბოლოს ის უდაოდ იყო რევოლუციური და ინოვაციურობის დონით უკან შორს იტოვებს დრაგუნოვის ქმნილებას, რომელიც დაახლოებით იგივე პერიოდში იქმნებოდა. დღეს AR-10-ის ბაზაზე შექმნილია მსოფლიოში საუკეთესო თვითდამტენი სნაიპერული სისტემები. ქვევით მარჯვნივ: Lewis Machine & Tool Company-ის .308 Modular Weapons System.

დაშლა, აწყობა, წმენდას რაც შეეხება აქ დრაგუნოვის შაშხანა არ ღალატობს სსრკ-ში იარაღის წარმოების ტრადიციებს. იარაღი ადვილად იშლება და იწყობა. ააწყო რამე არასწორედ პრაქტიკულად შეუძლებელია. ინსტრუმენტები საჭირო არ არის. ღილაკი კონდახთან, ლულის კოლოფზე მარჯვნივ ათავისუფლებს კოლოფის ხუფს, რომელსაც მოყვება დამაბრუნებელი ზამბარა. საკეტის ჩარჩო და საკეტი ადვილად ტოვებს ლულის კოლოფს. ღილაკი წინა სახელურზე, დენთის აირების კამერასთან, ათავისუფლებს წინა სახელურის ორ ნახევარს. გაწიეთ უკან დენტის აირების სისტემის ღერძი, ამოიღეთ მოკლე დგუში და ფრთხილად აწიეთ ღერძი მაღლა რომ  ის გარეთ გამოიღოთ. მორჩა. იარაღი დაშლილია. აწყობა პირიქით ხდება. თუ ვერ გაიგეთ მიმართეთ youtube.com-ს. იქ დევს პრაქტიკულად ყველა იარაღის დაშლა აწყობის ვიდეო. ტიგრს ადვილად ეხსნება დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს წმენდას.

ეხლა გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხებზე. გაითვალისწინეთ, რომ ის რითიც თქვენ “დრაგუნოვს” კვებავთ, დიდი ალბათობით არის კოროზიული ტყვიაწამალი ანუ ამაალებლის ნივთიერების წვა იწვევს ლულაში მავნე კოროზიული ნივთიერებების მოხვედრას, რისგანაც ქრომირებული დაფარვაც არ იცავს. ქიმიური ნივთიერებების სახელების წერისგან თავს შევიკავებ და გეტყვით მინიმუმს რაც უნდა იცოდეთ კოროზიული ტყვიაწამლის გამოყენების შესახებ. ნივთიერება, რომელიც რჩება ლულაში არის ჩვეულებრივი სუფრის მარილის ნაირსახეობა. ჩვენ ყველამ ვიცით რა ზიანის მიყენება შეუძლია მარილიან ზღვის წყალს იარაღისთვის. ეს არის ერთ ერთი კი არა და ყველაზე აგრესიული გარემო, რომელშიც შეიძლება იარაღი მოხვდეს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ყოველი სროლის შემდეგ თქვენი იარაღის ლულის არხი და სხვა ნაწილები ასეთი წყლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, იმიტომ, რომ ლულაში დარჩენილი მარილი იწოვს ნესტს ჰაერიდან და იგივე ეფექტს იძლევა რაც ზღვის წყალში ბანაობა. ეხლა კი უნდა მიხვდეთ (ვინც ამას აქამდე ვერ ხვდებოდით) რაოდენ მნიშვნელოვანია იარაღის სწორი მოვლა კოროზიული ტყვიაწამლის გამოყენებისას. როგორც უკვე ვთქვი ქრომირებული დაფარვა არ არის პანაცეა. მე ნანახი მაქვს ტიგრი, რომლიდანაც ისროლეს რამოდენიმე ათეული ვაზნა და დატოვეს ერთი წლით გაუწმენდავი. ლულას კოროზია გაუჩნდა და მოხდა ქრომის ფენის აქერცვლა. ქრომი ზრდის დაცვის ხარისხს და აადვილებს წმენდას მაგრამ ის არ იცავს სრულად ლულის არხს მარილების ზემოქმედებისგან. ასე, რომ  დაივიწყეთ ტრანსფორმატორის ზეთები და ნავთი. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ლულის საწმენდი სითხეები, რომლებიც ნეიტრალურია ქრმომის მიმართ (წაიკითხეთ რა აწერია ფლაკონს ასეთი სითხით!). ლულის საწმენდი Hoppes N9 ერთ ერთი ასეთი სითხეა, რომელსაც მე მრავალი წელი ვიყენებ. ის იაფია, ის არ ყარს, არ არის ძალიან ტოქსიკური, ის შლის ნამწვავს და ანეიტრალებს კოროზიის გამომწვევ ნივთიერებებს. გაითვალისწინეთ, რომ კოროზიული ტყვიაწამლის გამოყენება ასევე ითხოვს არა მარტო ლულის არამედ სხვა მექანიზმების უფრო ინტენსიურ წმენდას. ეს ეხება საკეტს, დენთის აირების სისტემას, დგუშს და რა თქმა უნდა ლულას. ყველა იმ ნაწილს, რომელსაც ხვდება ნამწვავი. პრაქტიკულად ყველა რუსული ყოფილი სამხედრო ტყვიაწამალი არის კოროზიული. აღმოსავლეთ ევროპიდან ძველი გამოშვების ამუნიცია ასევე შეიძლება იყოს კოროზიული. თუ არ ხართ დარწმუნებული და ვერ ადგენთ ამუნიციის წარმომავლობას, წმინდეთ და ხეხეთ იარაღი ისე თითქოს ზღვაში ჩაგივარდათ. თუ ეს დაგეხმარებათ გეტყვით, რომ ამუნიცია თქვენი იარაღისთვის არის ორი ტიპის ამაალებლით, ბოქსერის და ბერდანის ტიპის. ბოქსერი ნიშნავს, რომ ამაალებელი გასროლისას არ წარმოქმნის მავნე მარილებს ხოლო ბერდანის ამაალებლები უმეტეს შემთხვევაში ასეთ ნივთიერებეს წარმოქმნიან.

მარცხნივ ბერდანი, მარჯვნივ ბოქსერი

თუ არ გაქვთ საშუალება გამოიყენოთ სპეციალური სითხე მაშინ გამოსავალი არის ლულის გამორეცხვა ცხელი წყლით. ცხელი წყალი ადვილად შლის და აშორებს მარილს (ზეთი მარილს არ აშორებს!). წყლით გამორეცხვის მერე ლულა უნდა გაამშრალოთ და ზეთით გამოწმინდოთ, რომ გამორცხოთ კოროზია, გამოწვეული წყლის ზემოქმედებით.

ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს იარაღს კოროზიული ვაზნების გამოყენებისას და არა სათანადო მოვლისას კარგად ჩანს ამ სურათიდან. წყარო  akeyboardanda45.blogspot.com

დიახ, დრაგუნოვის შაშხანა არ არის სნაიპერული იარაღი, დიახ ოპტიკა არის სუსტი, აწყობის ხარისხი მერყეობს, შესრულება საშუალოა, მაგრამ ის ისვრის კარგად, ის ისვრის ყოველთვის, მას ნაკლებად ეშინია დაბინძურების. ის მსუბუქია და კომპაქტური, იყენებს ძლიერ .30 კლაიბრის ვაზნას და ბოლოს და ბოლოს ტიგრიდან სროლა მაგრად “ასწორებს”. დაგეგმილი მაქვს ტიგირს ტესტირება უფრო შორ მანძილებზე სხვა და სხვა ტიპის ვაზნების გამოყენებით და შედეგებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.


რუსეთში ისწავლეს ზე-ზუსტი დრაგუნოვის შაშხანების გამოშვება. ლულა არის ლოტარ ვალტერის, კონდახი არის ამერიკული „მაგპულის“ წარმოება, პისტოლეტის ტარი „ა2“ ტიპის თუმცა, როგორც ჩანს შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ტიპის სახელურის გამოყენება, რომელიც AR-ებზე ყენდება. ასეთი პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ერთეულებისთვის, ვინაიდან შაშხანა არ არის მოდულური და მნიშვნელოვან გადაკეთებებს საჭიროებს. ფასი შესაბამისად ვერ იქნება პატარა.  AR სერია არ გეგონოთ, რომლის გადაწყობა პრაქტიკულად ინსტრუმენტის გარეშე შესაძლებელია. წყარო http://www.nfbv.ru

 

Remington 870 – კონსტრუქციის თავისებურებები და შესაძლო პრობლემები

Wednesday, January 23rd, 2013

ეს სტატია იქნება საინტერესო ყველა მოდიფიკაციის რემინგტონ 870 თოფის პატრონისთვის. სტატია არის შედეგი Remington 870-ის ტესტირების და მისი კონსტრუქციის შესწავლის.

მთლიანობაში რემინგტონ 870 არის კარგი თოფი მაგრამ მას აქვს მთელი რიგი თავისებურებების, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ და რომლებსაც მე აქ ავხსნი. გარდა ამისა არის რიგი პრობლემების, რომელიც ხშირია ახალი გამოშვების თოფებში.  პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად უკავშირდება ახალ რემინგტონ 870-ებს ეხება მასრების ექსტრაქციას. იმ გამოკვლევის მიხედვით, რომელიც მე ჩავატარე ეს ნამდვილად არის საკმაოდ ხშირი პრობლემა სწორედაც, რომ ახალი გამოშვების რემინგტონ 870-ში  და გამოიხატება ეს ორ რამეში. პირველი არის მასრის გაჭედვა სავაზნეში, როდესაც თქვენ ხელით ვერ ხსნით საკეტს იმისთვის, რომ მასრა ამოაგდოთ. მიზეზი არის სავაზნის გეომეტრია და არასრულყოფილი დამუშავება. იგივე მიზეზის გამო რემინგტონი როგორც წესი ვერ მოინელებს ხელით დატენილ ვაზნებს, რომელსაც ინელებდა სხვა თოფები. გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ხელით სავაზნის გაპრიალება. აქ აუცილებლად დრელი საჭირო არ არის, თუმცა ის ნამდვილად უფრო დაგეხმარებათ ამ საქმეში. საკმარისია ხელითაც გაპრიალდეს სავაზნე. ამისთვის კონკრეტულად მე გამოვიყენე აბრაზიული  ქაღალდი (ე.წ. “შკურკა”)  და რკინის ლულის სახეხ ჯაგრისზე გადახვეული შალის ნაჭერი და მწვანე ქვა. ჟღერს ძალზედ არაპროფესიონალურად მაგრამ ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი უკვე ერთხელ გასროლილი მასრების ექსტრაქცია სავაზნიდან  თუმცა აქამდე ეს იყო შეუძლებელი. პრობლემა მეორე არის მასრის “სუსტი” ამოგდება საექსტრაქციო ფანჯრიდან (weak extraction). ეს გამოიხატება იმაში, რომ ექსტრაგირებული მასრა არ ტოვებს იარაღს ენერგიულად და იქვე ახლოს რამდენიმე სანტიმეტრში ვარდება იმის მაგივრად, რომ შორს გაისროლოს ის. გადატენვისას არ არის გამორიცხული მასრის გაჭედვაც (stove pipe, იხილეთ სურათი დაბლა) ექსტრაქციის ფანჯარაში. ეს უფრო გამოხატულია რემინგტონის იმ მოდელებში, რომლებსაც აქვთ სქელი დაფარვა (პარკერიზაცია ან კომუფლირებული საღებავი), რაც ზრდის მასრის ექსტრაქცისას მისი გაჭედვის ალბათობას . პრობლემის გადაწყვეტისთვის აუცილებელია ექსტრაქტორის დაშლა, ზამბარის ამოღება,  და ექსტრაქციის მექანიზმის ყველა ელემენტის საფუძვლიანი წმენდა. ასევე შესაძლებელია შიგნიდან გაპრიალდეს საექსტრაქციო ფანჯარა, რომ შემცირდეს დაბრკოლების წარმოქმნის ალბათობა. არსებობს უფრო რადიკალური გზაც, საექსტრაქციო ფანჯრის დრელის მეშვეობით გაფართოება. რემინგტონის მოდელების უმეტესობაზე გარდა Police Magnum-ის მოდიფიკაციებისა, ყენდება ექსტრაქტორი დამზადებული მეტალის  ჩამოსხმის მეთოდით. მომხმარებლების აზრით ფრეზირების მეთოდით დამზადებული ეს დეტალი უფრო საიმედოა.

1) ფრეზირებული ექსტრაქტორი. 2) დამზადებული ჩამოსხმით (Metal Injection Molding)

პრობლემა მესამე არის მიწოდებისას ვაზნის გაჭედვა. დაშალეთ იარაღი და დააკვირდით სავაზნის ქვედა ნაწილს. თუ ერთ ადგილას ხედავთ ცვეთის ნიშნებს ესეიგი იმ ადგილას მას ედება ვაზნა. ასვე შესაძლებელია მიწოდებისას მოხდეს პლასტმასის მასრის ათლა სავაზნის ბასრ კუთხეებზე ხოლო პლასტმასის ნაწილაკები იქნება იარაღის რესივერის შიგნით. ეს პრობლემა გვარდება სავაზნის ქვედა ნაწილის პოლირებით. არ არის საჭირო რკინის ფენის მოხსნა (როგორც წესი), პოლირება არის საკმარისი. იმისთვის რომ მიწოდება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს შესაძლებელია გაპრიალდეს საკეტის სარკე. ეს პრობლემა შედარებით იშვიათია. აღნიშნული პროცედურა მე ჩავატარე ასევე ჩემ მოსბერგ 500-ზე (ამის საჭიროება არ იყო).  ითვლება რომ რემინგტონის გადატენვის მექანიზმი უფრო რბილად მუშაობს მაგრამ მე ასე ნამდვილად არ მგონია, ხოლო ეხლა მოსბერგ 500 მუშაობს ისე რომ საერთოდ არანაირი დაბრკოლება არ იგრძნობა სახელურის მოძრაობისას და ვაზნის მიწოდებისას.

 

ასეთი ტიპის დაბრკოლება არის ტიპიური ცუდი/სუსტი ექსტრაქციის დროს. ილუსტრაციისთვის გამოყენებულია კადრი ფილმიდან Blood Work.

ზოგიერთი რემინგტონი აღჭურვილია მჭიდის დამაგრძელებლით. მჭიდის დამაგრძელებელი მაგრდება მჭიდზე ბუშმით (ვტულკა). ჯერ უნდა დაუჭიროთ ბუშმა მჭიდზე და შემდეგ დაიწყოთ დამაგრძელებელის იგივე ბუშმაზე დაყენება. თუ პირიქით გააკეთეთ, ბუშმა ვერ დაეჭირება ბოლომდე ლულაზე და ლულას ექნება “ლუფტი” რესივერში.  ამან კიდე შეიძლება გამოიწვიოს იარაღის დაზიანება გასროლის შემდეგ.  კიდევე ერთი პრობლემა, რომელიც უკავშირდება მჭიდის დამაგრძელებელს არის მისი დეფორმაცია. სიმპტომი არის მჭიდის შევსებისას (სავარაუდოთ მეხუთე ვაზნაზე) ვაზნის გაჭედვა. ანუ მჭიდს ბოლომდე ვერ აავსებთ ან შეამჩნევთ რომ თითქოს ვაზნა შიგნით რაღაცას ედება.  ამის მიზეზი არის მჭიდის დამაგრძელებლის კედლის დეფორმაცია.   ვაზნა სწორედ ამ კედელს ედება. გამოსავალი არის, მოხსნათ დამაგრძელებელი, ვიზუალურად დაადგინოთ ადგილი სადაც არის დეფორმაცია და რაიმე მყარი ნივთით, რომელსაც შიგნით ჩაატრიალებთ დაუბრუნოთ დამაგრძელებელს მრგვალი ფორმა. ჩემ შემთხვევაში გამოდგა ჩაქუჩის ხის სახელური. დამაგრძელებელი იყო დეფორმირებული ახალ მაღაზიაში ნაყიდ თოფზე. ეს პრობლემა ადვილად სწორდება პირდაპირი მნიშვნელობით.

 

ისრით ნაჩვენებია ბუშმა, რომელიც ჯერ უნდა დაეჭიროს მჭიდს და მხოლოდ შემდგომ მჭიდის დამაგრძელებელი უნდა დატრიალდეს ბოლომდე. თუ  დამაგრძელებელზე დამატებით აყენია გადბმა მაშინ სანამ გადაბმას  (barrel clamp) არ დაუშვებთ ბუშმას როგორც წესი ვერ დაატრიალებთ.

კიდევ ერთი რამ რასაც უნდა მიაქციოთ არის ეჟექტორი. თუ იარაღი დაშალეთ და საკეტი ამოიღეთ არ დააჭიროთ სასხლეტს თითი. დამრტყმელი დაარტაყვს ეჟექტორს, რომელიც არ არის დაპრესილი საკეტით. ეს დარტყმა გამოიწვევს ეჟექტორის დეფორმაციას და შემდგომში გატეხვას. წმენდისას დინჯად მოეპყარით მაგ დეტალს, ისე რომ არ გაღუნოთ ის. ის არის ზამბარა, რომელიც ერთი ბოლოთი არის დამაგრებული რესივერზე, ხოლო მეორე მისი ბოლო თავისუფალია და ამიტომაც მისი გაღუნვა ადვილია. აწყობისას ასევე მიაქციეთ მას ყურადღება და ძალით ნუ დააწვებით საკეტს, რომ ის შიგნით მოათავსოთ. თუ რემ 870-ის ეჟექტორს სათანადოდ მოეპყრობით ის დიდხანს იმუშავებს.

რემინგტონ 870 უნდა იყოს ე.წ. flexitab ელევატორით. ეს მოდიფიკაცია გამორიცხავს ვაზნის გაჭედვას ელევატორსა და საკეტს შორის. უფრო სწორედ თუ ვაზნა იქ გაიჭედა მაინც შეძლებთ ხელით გახსნათ საკეტი. სურათზე ისრით ჩანს დეტალი, რომელიც იბრიცება და იძლევა საშუალებას საკეტი გაიხსნას. ადრინდელ მოდელებზე ასეთ შემთხვევაში გახდებოდა საჭირო იარაღის დაშლა. გავიხსენებ რა მოსბერგის კონსტრუქციას, რომელიც გამორიცხავს ასეთი პრობლემის წარმოქმნას.  აღნიშნული პრობლემა ერთადერთია, რომელიც ეხება ძველ რემინგტონებს. დანარჩენი რაც მე დავწერე ეხება უკვე ახალი გამოშვების რემინგტონ 870-ებს, რომელთა ხარისხის დონე, როგორც მე ვხვდები დაბლა დაიწია.

საერთოდ როდესაც ამერიკულ ფორუმზე შეკითხვაზე ვიყიდო თუ არა რემინგტონი ხშირად წერენ იყიდე ბენელი და არ მოგიწევს ქლიბვა და ხერხვა უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. ჩემი აზრით “აზრზე მოყვანილი” რემინგტონი 870 იქნება ძალიან კარგი თოფი, ისევე, როგორც Wilson Combat-ის მიერ მოდიფიცირებული 870-ები ყოველთვის იქნებიან “ჰაი ენდ” თოფები.

მე ვრჩები ჩემ აზრზე და ვთვლი რომ მოსბერგ 500/590 და ვინჩესტერ 1300 ჩემი აზრით ბევრად უკეთესი თოფებია და ბევრად მოსახერხებელიც. მიზეზი რემინგტონ 870-ის პოპულარობის არის ალბათ მისი გავრცელებულობა, მოდელების სიმრავლე, ნაწილების ხელმისაწვდომობა და ალბათ კონსტრუქცია, რომელსაც აქვს უფრო დიდი რესურსი, რაც ჩემი აზრით 99% იარაღის მფლობელებისთვის არის წმიდა თეორიული მნიშვნელობის საკითხი. გარდა ამისა ადრინდელი რემინგტონები ყოველთვის გამოირჩეოდნენ დამზადების მაღალი ხარისხით და ბაზარზეც დომინირებდნენ. დღეს მე ნამდვილად არ მგონია რომ რემინგტონ 870 არის საუკეთესო სისტემა. გარდა ამისა დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს მტელი არმია კმაყოფილი მსროლელების, რომლებსაც 870 ერთგულად ემსახურება. მაგრამ შეუძლებელია იმის იგნორირება, რომ არსებობს ყურადღება მისაქცევი ნიუანსები და ასევე ისიც საინტერესოა, რომ ის რაზეც მე მხოლოდ ჭორები მესმოდა ჩემ შემთხვევაში პრაქტიკულად გამართლდა და მე გადავაწყდი აღწერილ საექსპლუატაციო პრობლემებს, თოფში, რომელიც მწარმოებლის მიხედვით არის ტაქტიკური მოდელი. ჩემი აზრით იარაღი, რომელიც შესაძლებელია მოხვდეს სამართალდამცავების და მითუმეტეს ტაქტიკური ჯგუფების ხელში ათჯერ უნდა გადამოწმდეს, იმისთვის, რომ ის 100% იყოს მუშა და საიმედო.

უცვლელი რჩება ასევე ჩემი რჩევა 870-ის არჩევაში. მოდელები Police Magnum არიან საუკეთესო უნივერსალური, თავდაცვითი თოფები. ასევე ძალიან კარგი გამოხმაურებები არის მოდელზე 887 -ზე, რომელიც არ არის 870 მაგრამ იგივე კლასის იარაღია საკმაოდ კარგი ოფციებით.

ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ნახოთ ეს ბმულები ვიდეო კლიპებზე, სადაც აღბეჭდილია პროცედურები, რომელზეც მე თქვენ მოგიყევით. თუ რომელიმე ბმული არ მუშაობს ძიებისთვის გამოიყენეთ  მითითებული ინგლისური სიტყვები

ექსტრაქტორის გამოცვლა  How to change out the extractor on a Remington 870

საქსტრაქციო ფანჯრის გეომეტრიის შეცვლა Remington 870 ejection window modification

ექსტრაქტორის დამუშავება how to solve the ejection / extraction issues with Remington 870

სავაზნის გაპრიალება how to polish the Remington 870 Chamber.

თოფის სრული დაშლა და აწყობა  disassembly Remington 870

ექსტრაქტორის მოდიფიკაცია remington 870 extractor modification

და ბოლოს. სანამ რამის ქლიბვას და გადაკეთებას დააპირებთ კარგად აწონ დაწონეთ ყველაფერი. იქნებ ჯობია თოფი გამყიდველს დაუბრუნოთ და თავიდან აიცილოთ უფრო დიდი პრობლემების წარმოქმნა. კარგადაც უნდა გესმოდეთ რას აკეთებთ და მზად უნდა იყოთ შედეგებისთვის.

 

 

ლეგენდარული “870″

Wednesday, December 26th, 2012

 

როდესაც მაგალითად ვხედავ მანქანის ნომერს ასოებით FTF ვკითხულობ failure to feed,  ციფრი 308 ნიშნავს ავტომატურად .308 ვინჩესტერს, ხოლო 870 ჩემთვის ასოცირდება მხოლოდ და ყოველთვის რემინგტონის თოფებთან. მორიგ სტატიაში წარმოგიდგენთ მორიგ სტუმარს: 12 კალიბრის თოფს – Remington 870 Express Tactical. ეს არის პირველი იარაღი, რომელიც მე შევიძინე სპეციალურად იმისთვის, რომ მომემზადებინა მასზე სტატია ჩემი ბლოგისთვის. როდესაც გადავწვიტე მორიგი თოფის შეძენა ჩემი არჩევანი თავდაპირველად იყო კვლავ Mossberg 590A1, თუმცა უკვე გაჟღერებული მოსაზრების გამო არჩევანი შევაჩერე სწორედ რემინგტონზე, კონკრეტულად კი მის ტაქტიკურ მოდიფიკაციაზე.  აღნიშნული თოფი იყიდება საქართველოში 1700 ლარად (გასაყიდი ფასი აშშ-ში 680 დოლარი), რაც ჩემი აზრით ძალიან ძვირია ასეთი კლასის იარაღისთვის. „პომპა“ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფასით და 1700 ლარა შესაძლებელია უკვე ნახევრად ავტომატური თოფის შეძენა, თუმცა ის ასე მდიდრულად არ იქნება დაკომპლექტებული, როგორც ეს რემინგტონი.  მე ასევე ძალიან მაინტერესებდა პასუხები რამდენიმე კითხვაზე. ერთ ერთი კი ასე ჟღერდა: რომელი არის უფრო უკეთესი იარაღი 590 თუ 870? მე არ მინდოდა კონკრეტული მოდელების შედარება მათზე დაყენებული „ნავაროტებით“, ასეთი შედარებისას ბუნებრივია რემინგტონი გამარჯვებული გამოვიდოდა, მე უფრო მაინტერესებდა, რომელი სისტემა გამოდგებოდა უფრო მოსახერხებელი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ორივე „პომპაა“ მათი მექანიზმები საკმაოდ განსხვავებულად მუშაობს. აქამდე მე 870-ის უკეთესად გაცნობის საშუალება არ მქონია, ხოლო ძველი სტატია, რომელიც ეძღვნებოდა მოსბერგის და რემინგტონის „პომპების“ შედარებას იყო პრაქტიკულად ტტმ-ის და კონსტრუქციის შეფასების მცდელობა.

მეორე კითხვა იყო: შეესაბამება თუ არა სიმართლეს ასე გახშირებული საჩივრები რემინგტონის პროდუქციის ხარისხის შესახებ. სიმართლე გითხრათ მანდვე იმყოფებოდა კიდევ ერთი ამერიკული ლეგენდა, სხვა და სხვა მოდელის რემინგტონ 700 ტიპის შაშხანები. სამწუხაროდ ამ იარაღებმა  ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვეს. უხარისხო პლასტმასის კონდახები, უხეში დაფარვა და საკეტი, რომელიც ხრაშუნით მოძრაობდა გეგონება შიგნით ქვიშა იყო ჩაყრილი….ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რაღაც „შირპოტრებს“ უყურებდი, იარაღს, რომელსაც არ ქონდა არც სტილი და არც  სული. მაგრამ ეს ჩემი აზრია მხოლოდ და შეგიძლიათ მას იგნორირება გაუკეთოთ. დავამატებ, რომ თავისთავად „რემ 700“ არ იყო არასდროს არისტოკრატი. ეს იყო პირველი მასიური, იაფი დამზადებაში და საკმარისად ზუსტი შაშხანა. მაგრამ ასეა თუ ისე ამ იარაღების ნახვის შემდეგ შაშხანის შეძენის სუსტი სურვილი ეგრევე გამიქრა.  ბოლო მომენტში 870-ის შეძენისგანაც თავის შეკავებას ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს ვაიძულე პრაქტიკულად საკუთარი თავი ის მეყიდა. ჩვენი „პომპების“ „კოლექცია“ არ იქნება სრული თუ არ იქნება დაწვრილებით და დეტალურად შესწავლილი ყველაზე ლეგენდარული „პომპა“ – რემინგტონ 870.

კომპანია Remington Arms Company, Inc-მა დაიწყო  870-ე მოდელის განოშვება 1950 წლიდან და ეს იყო ამ კომპანიის რიგით მეოთხე “პომპა”, რომელმაც შეცცვალა მანამდე წარმოებაში მყოფი მოდელი 31. ახალი თოფს ქონდა ბევრი საერთო ამავე კომპანიის ნახევრად ავტომატურ თოფთან მოდელი 11-48.  რემინგტოინმა ეგრევე გამოუშვა ამ თოფის 15 სხვა და სხვა  მოდიფიკაცია და 1959 წელს დაამატა ასევე ხრახნილულიანი მოდელი Model 870 RSS Rifled Slug Special. 2009 წლის 13 აპრილს გამოვიდა რიგით 10 000 000 რემინგტონ 870, რამაც გახადა ეს მოდელი ყველზე მასობრივად წარმოებული “პომპა” მსოფლიოში.

წლების განმავლობაში მოდელი 870 განიცდიდა გარკვეულ ცვლილებებს კონსტრუქციაში და აქიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის შესახებ ცოდნა აუცილებელია არის ე.წ. flexi-tab-ის დაყენება, დეტალის, რომელიც გამორცხავდა ვაზნის გაჭედვას მიმწოდებელს და საკეტს შორის, რის გამოც საკეტის ბოლომდე გახსნა ხდებოდა შეუძლებელი.  ძველ მოდელებში საჭირო გახდებოდა თოფის დაშლა გაჭედილი ვაზნის ამოსაღებად. მას მერე რაც შეიცვალა საკეტის ძირის და მიმწოდებლის (ელევატორის) კონსტრუქცია შესაძლებელი გახდა საკეტის გახსნა და ვაზნის ამოღება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აღნიშნული მოდიფიკაცია არის სტანდარტული უკანაკსნელი 15 წელი. თუ საკეტს ქვევიდან შეხედავთ, უნდა დაინახოთ “U” ფორმის ამოჭრილი ნაწილი რაც სწორედ არის ამ მოდიფიკაციის ნიშანი .

ამ მოდელის თოფების სხვა მოდიფიკაციებიც იყო ხოლო კონკრეტულად მოდელი 870 ექსპრეს ტაქტიკალი ავირჩიე მისი დანიშნულების და კომპლექტაციის გამო და უნდა ავღნიშნო, რომ ეს მოდელი საკმაოდ კარგი რამეებით არის აღჭურვილი. ეს მოიცავს მათ შორის კამუფლირებულ დაფარვას A-tac, ლულას, რომელზეც შესაძლებელია სხვა და სხვა  შევიწროებების დაყენება (სტანდარტულად ამ მოდიფიკაციას მოყვება Tactical Rem™ Choke) უკვე დაყენებულ XS-ის Ghost Ring ტიპის წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობებს, პიკატნის ტიპის უნივერსალურ სამაგრს, კონდახს ფიქსირებული პისტოლეტის ტარით და რემინგტონის ქარხნულ მჭიდის დამაგრძელებელს, რისი წყალობითაც მისი ტევადობა ორი ვაზნით გაიზარდა და შეადგენს ეხლა 7 ვაზნას. მჭიდის დამაგრძელებელის გამო თოფი აღჭურვილია უფრო გრძელი ზამბარით და დამატებითი მჭიდის კორპუსის და ლულის გადაბმით. უნდა აღინიშნოს, რომ სტანდარტული 870, რომ აღიჭურვოს ასეთი სამიზნე მოწყობილობებით საჭირო გახდება ხელოსნის ჩარევა, ასევე ხელოსნის ჩარევა დაგჭირდებათ თუ მოითხოვთ კომპენსატორის დაყენებას და მეეჭვება, რომელიმე ხელოსანმა ცადოს სტანდარტული ლულის გადაკეთება იმისთვის, რომ გახდეს შევიწროებების დაყენება შესაძლებელი. თუ თქვენ გინდათ „პომპა: სამიზნე მოწყობილობებით და ლულით, რომელიც „იღებს“ ჩოკებს მაშინ გამოდის, რომ 870 ექსპრეს ტაქტიკალის გარდა თქვენ სხვა არჩევანი უბრალოდ არ გაქვთ. რემინგტონ 870-ზე ჩოკების (Rem Choke) დაყენება შესაძლებელია 1986 წლიდან.  ბოლომდე გულწრფელი, რომ ვიყო მე ვთვლი რომ დღეს საუკეთესო 870-ის შეძენა თუ გსურთ მაშინ მხოლოდ Police Magnum-ის მოდელების გამაზე უნდა შეჩერდეთ. ეს თოფები ტყვილა არ ღირს ორჯერ უფრო მეტი ვიდრე „ცივილური“ 870-ები მაგრამ თუ ექსპრეს ტაქტიკალის ფასი გამოდის 1700 ლარი მაშინ პოლის მაგნუმის ფასი იქნება 3000-3400 ლარი???

ჩასახრახნი შევიწროებები ხელმისაწვდომია 870 მოდელის თიოფებზე 1986 წლიდან.

უფრო კარგად რომ გადავხედოთ ამ კომპლექტაციას სხვა არსებულ მოდელებთან შედარებით, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები რა აზრი აქვს Ghost Ring-ის დაყენებას პიკატინის სამაგრთან ერთად. იმიტომ, რომ მეორე გამორიცხავს პირველის გამოყენებას და პირიქით. ამ მხრივ საკმაოდ საინტერესოა მოდელები Synthetic Deer ან Сombos  (ორი ლულით) ან უბრალო Express Tactical კამუფლირების გარეშე. სულ ყველა ეს მოდელი ნაკლები ღირს ვიდრე ჩვენი თოფი. პრინციპში გამოხმაურებები საიტებზე იგივე იუწყებიან, რომ იგივე ან უკეთესი რეზულტატის მიღწევა შესაძლებელია უფრო მარტივი მოდელის ყიდვით და შემდგომ მისი „ტუნინგით“. ზუსტად იგივე დავწერე მე წინა სტატიაშიც. რას იზავ რომ არა ფასი 1700 ლარი, ამდენ ყურადღებას ამას არ მივაქცევდი.

ტტმ-ს რაც შეეხება ექსპრეს ტაქტიკალის ლულის სიგრძე არის 48სმ ხოლო დაყენებული მოსახსნელი ტაქტიკური “შევიწროებით” უკვე 53 სმ, წონა დაახლოებით 3 კგ. დაგრძელებული მჭიდის ტევადობა 7 ვაზნაა + 1 სავაზნეში. თოფის სრული სიგრძე შეადგენს 103 სმ-ს.

პირველი შთაბეჭდილებები საკამოდ პოზიტიური იყო. თოფი ნამდვილად ლამაზია, კომპაქტურია და ხარისხიანად არის შესრულებული, თუმცა ამ მხრივ იტალიურ თოფებს მაინც ვერ შევადრიდი.  ასევე ვერ ვიტყოდი, რომ ამ მხრივ ის უფრო უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე 590-ები.

XS-ის სამიზნე მოწყობილობები ძალიან კომპაქტური და ეფექტურია. უკანა რგოლი რეგულირებადია და წარმოადგენს პიკატინის ტიპის სამაგრის ნაწილს. რა თქმა უნდა კარგია, როდესაც რგოლი დაცულია გვერდებიდან ფოლადის ფირფიტებით, მაგრამ სამოქალაქო მსროლელისთვის შეიძლება იყოს უკეთესი უფრო მეტი ხედვის ზონა და შესაბამისად ასეთი სამიზნის კომპაქტურობა. წინა სამიზნე მოწყობილობა ფოლადისგან არის დამზადებული, რაც კარგია. ტაქტიკურ თოფში პლასტმასის სამიზნე მოწყობილობა ჩემი აზრით მიუღებელია. საერთოდ პლასტმასის სამიზნე მოწყობილობას ყოველთვის უნდა აარიდოთ თავი და შეცვალოთ ის ფოლადისგან დამზადებული დეტალებით. სამწუხაროდ თოფს არც ამ სამიზნე მოწყობილობების  ინსტრუქცია მოყვა, ხოლო სამიზნეზე არ ეწერა შესწორებების შეტანის წესი საით, რა და რამდენით დავატრიალოთ რომ მივიღოთ სასურველი რეზულტატი.

ყველაზე შემაწუხებელი თოფში არის ის პატარა შეღებილი პლასტმასის დეტალი, რომელიც რემინგტონის „ხალხის“ აზრით უნდა შეასრულოს წინა სახელურის ფუნქცია. ეს სახელური ადასტურებს ჩემ მოსაზრებას, რომ „რემინგტონის“ ხალხი კარგავს ფოკუსს იარაღის სამომხმარებლო თვისებებზე. არც კონდახი პისტოლეტის ტიპის ტარით არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული ერგონომიკით მაგრამ წინა სახელური სრული კატასტროფა არის. ვიწრო, პატარა და თან საკმაოდ ბასრი „ნეკნებით“, რომლებიც ხანგრძლივი სროლისას არასასიამოვნო შეგრძნებებს გიტოვებთ ხელზე. ამის გამო წინა სახელური მოვხსენი და დავაყენე Magpul-ის წარმოებული შესანიშნავი შემცვლელი. აღნიშნული დეტალი უფრო განიერია და გრძელი, აქვს პიკატინის სამაგრების დასაყენებელი ადგილები, იძლევა თოფის ერთი ხელით გადატენვის საშუალებას, იმ „კუზის“ მეშვეობით, რომელიც მის ქვედა უკანა მხარეს არის. ახალ დეტალს ყუთში მოყვა ასევე სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს წინა სახელურის სწრაფ და ადვილ გამოცვლას. ამერიკული კომპანია Magpul რჩება ჩემ საყვარელ კომპანიად, რომელიც მართლა ძალიან კარგ რამეებს უშვებს. როგორც ჩანს ეს რემინგტონშიც გაიგეს და ეხლა უკვე მოდელი ექსპრეს ტაქტიკალი გამოდის ამ კომპანიის წინა სახელურით და კონდახით.

Remington 870 Tactical Express აღჭურვილი Magpul MOE წინა სახელურით, Magpul SGA კონდახით. კონდახს აქვს რეგულირებადი სალოყე და ასევე მასსა და რესივერს შორის დასამაგრებელი ქამრის სამაგრის ოფცია. წინა სახელურის ფასი არის 25 დოლარი ხოლო კონდახის 110 დოლარი.

სროლა რა გასაკვირია, რომ ტყვიით სროლისას 870 ავლენს თავის ძლიერ მხარეებს. მიუხედავად იმისა, რომ XS-ის სამიზნე მოწყობილობები უმარტივესია, ესეც საკმარისია, რომ მოდელი ექსპრეს ტაქტიკალი გახდეს ზე ზუსტი (თოფისთვის) ტყვიით სროლისას, რასაც ეს სურათი ადასტურებს.

Ghost Ring-ის ტიპის სამიზნე მოწყობილობა უზრუნველყოფს შესანიშნავ სიზუსტეს. თუმცა თავიდანვე გახდა შესწორებების შეტანა აუცილებელი.

ჩემი აზრით Ghost Ring არის საუკეთესო სამიზნე მოწყობილობის ტიპი თავდაცვითი ტაქტიკური თოფისთვის. ის იძლევა საშუალებას სრულად გამოიყენოთ მოკლე გლუვი ლულის სიზუტის პოტენციალი და ამავე დროს სწრაფად ისროლოთ კარტეჩი ახლო მანძილებზე.

 

კარტეჩით სროლისას რეზულტატები არ იყო საუკეთესო, რაც მე მინახავს მაგრამ, მოხვედრები დაჯგუფებული იყო ცენტრში და 9 ჭურვიდან 8 ყოველთვის იჯდა სამიზნის „მკერდში“. სავარაუდოთ ვაზნების შერჩევით რეზულტატები გაუმჯობესდება. ასევე შესაძლებელია „შევიწროებების“ დაყენება და რეზულტატი რა თქმა უნდა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

ამ სურათიდან აშკარად ჩანს იტალირუი ამუნიციის უპირატესობა, რომელმაც ორვიე თოფიდან სროლისას აშკარად უკეთესი შეჯგუფება აჩვენა ვიდრე თურქულმა ვაზნებმა. 

ორ-ორი სხვა და სხვა მაწრმოებლის ვაზნა, თურქული და იტალიური ნასროლი რემიდან და მოსბერგიდან. ამ კონკრეტულ ტესტირებაში მოსბერგი აშკარა გამარჯვებული გამოვიდა  თუმცა რემინგტონს აქვს საშუალება სხვა და სხვა შევიწროებების დაყენების და მაშინ მოსბერგს არანაირი შანსი არ დარჩება.

საკმაოდ დამაფიქრებელი იყო 870-ის ექსტრაქცია. მიუხედავად იმისა თუ რაოდენ ენერგიულად განახორციელებდით გადატენვას, მასრა მაინც არ მიფრინავდა შორს და პრაქტიკულად იქვე ახლოს ვარდებოდა. სროლის დროს ექსტრაქციის თავისებურება გამოიხატა ერთ დაბრკოლებაში როდესაც მასრა გაიჭედა (ე.წ. ფეჩის ღუმელი) თუმცა მე ეჭვი მაქვს რომ ეს იყო მაინც მსროლელის ბრალი. მართალია ასეთი დაბრკოლების გამოსასწორებლად საკმარისია ერთი წამიც მაგრამ დაბრკოლება მაინც რჩება დაბრკოლებად. არ ვიცი არის ასეთი ექსტრაქცია 870-ებისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა ჩემ სხვა თოფში ასეთ რამე მე არ შემიმჩნევია. ამის მიზეზი ჩემი აზრით არის ექსტრაქტორის ზედმეტად რბილი ზამბარა. ეგრევე გამახსენდა 590, ორი ექსტრაქტორით და სუპერ პოზიტიური ექსტრაქციით.

ასეთ “სურათს” დაინახავს მსროლელი რემინგოტნის ამ თოფიდან. ასევე ამ სურათიდან გასაგები ხდება საიდან წამოვიდა სახელი Ghost Ring.

არის დეტალები, რომლებშიც რემინგტონი ავლენს კარგ თავისებურებებს. მაგალითად ის ფაქტი, რომ ვაზნა მჭიდიდან ოდნავ გარეთ არის გამოწეული, რის გამოც მჭიდის შევსება შედარებით სწრაფი და ადვილია. მაგრამ არა ისე ადვილი, როგორც 590-ში. რესივერი არის თხელი, თოფიც არის კომპაქტური და თხელი. კონსტრუქცია მარტივი და საიმედო. საკეტის კონსტრუქცია მოიცავს ერთ კბილს (საბრძოლო ბჯენით), რომელიც შედის  შესაბამის პაზში ლულის კუდზე და ამით განტვირთას რესივერს. აღნიშნული ჩაკეტვის სქემა პირველად გამოიყენა გენიალურმა ჯონ ბრაუნინგმა. სიმარტივის გამო ეს სქემა ასევე გამოიყენება ბევრ სხვა თოფებში მათ შორის მოსბერგის და ფაბარმის „პომპებში“ და თურქული წარმოების „პომპების“ უმეტესობაში. ლულის არხის დამუშავებით ასევე რემინგტონი ჯობნის მოსბერგს. რემინგტონის ლულა გაცილებით უფრო უკეთესად გამოიყურება და შესაბამუისად შიგნით ნადები ნაკლები რჩება და წმენდაც ადვილია. როგორც მოსბერგშიც, რემინგტონის ლულაც და სავაზნეც არ არის ქრომირებული.

870-ის სასხლეტი არის ძალიან კარგი. მოკლე სვლით და საკმაოდ რბილი და ერთგვაროვანი. ნაწილობრივ ამის გამოც ტყვიით ზუსტი სროლა ამ თოფიდან იყო ადვილი. სქელი “ბალიში” კონდახის ბოლოს კარგად ახშობს დარტყმას უკუცემისგან.

მთლიანობაში სროლის შემდეგ 870-მა დატოვა დადებითი შთაბეჭდილებები, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული აღფრთოვანება ნამდვილად არ გამოიწვია. თუმცა გარკვეულ წვრილმანებში რემინგტონი ავლენს თავის უფრო მაღალ წარმოშობას იგივე მოსბერგთან შედარებით. რემინგტონის წარმოებაში, როგორც ჩანს ასეთ რამეებს ყურადღებას აქცევენ და ცდილობენ მიუხედავად უტილიტარული დანიშნულებისა იარაღი ცოტათი მაინც მიმზიდველი გახადონ მყიდველისთვის. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი შეეცადნენ ფორმებით გახადონ მეტ ნაკლებად ელეგანტური. სასხლეტის დამცავ რკალზე არის საფირმო წარწერა. გარედან შესრულებით რემინგტონი უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს და დიდად არ ჩამოუვარდება იტალიურ თოფებს, რომლებიც ტრადიციულად ყოველთვის კარგად გამოიყურებიან თუნდაც ყველაზე იაფი მოდელები.

თოფზე დაყენდა Magpul MOE 870 forend, Blackkawk-ის სწრაფად მოსახსნელი ქამრის სამაგრები და იგივე კომპანიის ქამარი აღჭურვილი პატრონტაშით.

ზოგადი მოსაზრებები. ძალიან მყარი, ფოლადის რესივერის და შესანიშნავი  მექანიკური საიმედოობის გამო რემინგტონ 870 რჩება ყველაზე პოპულარულ მოდელად, რომელზეც მუშაობენ კომპანიები, რომლებიც აუმჯობესებენ სტანდარტულ მოდელებს. უფრო მეტიც, ის არის ყველაზე პოპულარული „პომპა“ აშშ-ში და ერთ ერთი ყველაზე პოპულარული მსოფლიოში და ეს არის უდაო ფაქტი. დასაშვებია, რომ საკმარისად გამოცდილი ხალხი არ ცდება და  ძველი გამოშვების რემინგტონები უფრო დახვეწილები იყვნენ მაგრამ არც ეს თანამედროვე თოფი ნამდვილად არ ტოვებს ცუდ შთაბეჭდილებებს, თუმცა მე ნამდვილად მეტს ველოდი.

რას ვისურვებდი ამ თოფზე დამატებით? პირველ რიგში წინა სამიზნე მოწყობილობას ტრიტიუმის ელემენტით. ყველაფერი დანარჩენი შესაძლებელია ჩვენ პირობებში დაყენდეს საკუთარი ძალებით. რიგშია ტელესკოპური კონდახი, გვერდითა პატრონტაში, შუაში განლაგებული სწრაფად მოსახსნელი ქამარის სამაგრი  და ერთ წერტილიანი თოფის ქამარი. ამის შემდეგ რემინგტონ 870 ექსპრეს ტაქტიკალი იქნება ჩემთვის ბოლომდე დაკომპლექტებული.

ამავე დროს არ უნდა დაგავვიწყდეს რაც უფრო მეტი კომპონენტები ყენდება თოფზე, მით უფრო რთულდება მისი მოვლა და მომსახურება. ასე მაგალითად “ტაქტიკური ჩოკის” წმენდა ნამდვილი ჯოჯოხეთია, იმისთვის, რომ თოფი დაშალოთ ჯერ უნდა მოიხსნას დამატებითი გადაბმა, შემდეგ მჭიდის დამაგრძელებელი რა დროსაც ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ, რომ მჭიდის ზამბარა ეგრევე შეეცდება ამოხტეს გარეთ. აწყობისას ყურადღება უნდა მიქციოთ ვაზნების ამრეკლს, რომ ის არ მოექცეს საკეტსა და დამრტყმელს შორის. ამიტომაც საკეტის რესივერში მოთავსებისას ამრეკლს თითი დააჭირეთ რომ ის საკეტს არ წამოედოს.

და ბოლოს რა იქნება ჩემი პასუხი კითხვაზე 590A1 თუ 870? ექსპრეს ტაქტიკალი არის სიმპატიური თოფი, გამოწკეპილი ტაქტიკურ სამოსში. 590A1 არის სუფთა მეომარი, სპარტანული, ძალიან მოსახერხებელი და ვირივით მუშა ინსტრუმენტი. რომ იყოს ჩვენ ქვეყანაში ეს მოდელი აღჭურვილი წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობებით  ეს სტატია ალბათ არც დაიწერებოდა. შეიძლება ჩემი მოლოდინები არ გამართლდა იმიტომ, რომ მე ველოდებოდი რაღაცა განსაკუთრებულს, თუმცა 870 არის უბრალოდ კიდევ ერთი კარგი „პომპა“, რომლის არჩევის შემთხვევაში ნამდვილად არ შეცდებით. ალბათ ამ შემთხვევაში 870-ის ლეგენადრულმა რეპუტაციამ ისეთივე როლი იმუშავა, როგორც მხატვრული ფილმის ზედმეტად ეფექტურმა „ტრეილერმა“, რომლისს შემდეგაც ფილმის ნახვამ იმედგაცრუება გამოიწვია.  მხოლოდ მეორეჯერ ნახვის შემდეგ ხვდები რასთან გაქვს საქმე და ფილმს აფასებ სათანადოდ. სავარაუდოთ 870 ექსპრეს ტაქტიკალი კიდევ ცოტახანი დარჩება ჩემთან და მეს მას უფრო დიდიხანი დავაკვირდები. იმედი მაქვს, რომ  მომეცემა საშუალება გავცნო   870-ის ოჯახის საუკეთესო წარმომადგენელი – მოდელი Police Magnum-ი. მანამდე Mossberg 590A1 კვლავ რჩება ჩემ პირად ფავორიტად, მაგრამ სანამ ხელმისაწვდომი არ გახდება მოდიფიკაცია სამიზნე მოწყობილობებით რემინგტონ 870 ჩემთან დარჩება.

 

 

 

 

 

 

ჩვენი ტესტი – Вепрь 308 Супер

Monday, August 27th, 2012

როდესაც მე ბევრი წლის წინ პირველად ვნახე „ცოცხალი“ “სუპერ ვეპრი”, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. ეს იარაღი არ გავდა არაფერ რუსულს, რაც მე აქამდე მქონდა ნანახი. მთლიანი ხის კონდახი, საკმაოდ კარგი ხარისხის აწყობა. ცოტახანში მე პრაქტიკულად შემთხვევით ვიყიდე 5.45X39-ზე გათვლილი აღნიშნული იარაღი. ეს იყო ჩვეულებრივი ვეპრი, რომელიც უფრო წააგავდა კალაშნიკოვის სისტემის იარაღს და, როგორც უკვე ავღნიშნე იყო საკამოდ მაღალი ხარისხით დამზადებული. საერთოდ ჩემი მოკრძალებული აზრით ხარისხით და შესრულებით „ვეპრი“ უფრო მაღლა დგას ვიდრე „საიგები“. მიუხედავად ამისა, რატომღაც მათი მწარმოებელი ქარხანა „Молот” მდებარე ქალაქში ვიატსკიე პოლიანი მუდმივ ფინანსურ პრობლემებს განიცდის. საქმე იქამდე მივიდა, რომ რამოდენიმე კვირის წინ მათ დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყვიტეს. “მოლოტის” ასეთი მდგომარეობის მიზეზი ჩემთვის უცნობია. ეს კომპანია საკმაოდ საინტერესო იარაღს უშვებს. მაგალითად “ბეკასის” სერიის თოფებს, აქვთ მოდიფიცირებული მოსინის სისტემის შაშხანები, რომლებიც განკუთვნილია ზუსტი სროლისთვის. კომპანიის სპეციალისტები მოქმედ სპორტსმენებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი გლუვლულინი “ვეპრების” მოდიფიკაციაში, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ პრაქტიკული სროლის დისციპლინებისთვის.

“მოლოტის” წარმოებული იარაღი, რომელზეც წავა საუბარი არის .308 კალიბრის კარაბინი „ვეპრი“ მოდელი  „308 სუპერ“. მიუხედავად იმისა, რომ „სუპერ ვეპრი“ არის დაფუძნებული კალაშნიკოვის სისტემის ავტომატზე, უფრო სწორედ მისივე კონსტრუქციის მსუბუქ ტყვიამფრქვევ РПК-ზე, ის ნაკლებად გავს თავის პროტოტიპს. შეიძლება ითქვას, საერთოდ არ გავს.  ნაცნობი „კალაშას“ რესივერი დამალულია ხის ორთოპედიული კონდახის შიგნით. წარსულს ჩაბარდა ამავე ავტომატის სამიზნე მოწყობილობები. წინა სამიზნე მოწყობილობამ გადაინაცვლა დენთის აირების კამერაზე, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა შეიცვალა სანადირო ორ პოზიციანი (100 და 300 მეტრზე სასროლად) სამიზნე მოწყობილობით, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს სწრაფად მოსახსნელი კრონშტეინის ბაზას. ასევე გაქრა დენთის აირების მილის ჩამკეტი და გადატყავებული თითები, რომელიც საჭირო ოყო ამ მილის მოსახსნელად. ამჯერად მილი ფიქსირდება თავის ადგილას ზამბარიანი ღილაკით. რომ გავაგრძელოთ სია  კიდევ რა ჩაბარდა წარსულს ვნახავთ, რომ ასევე გაქრა მცველი, რომლის მაგივრადაც დაყენებულია რესივერში გვერდიდან გაყრილი ღერძი, რომელიც ასრულებს მცველის როლს. არც პირველი იყო მოსახერხებელი და არც ეს არ გამოირჩევა ესთეტიურებით. ასეთი მცველები მე მინახია ყველაზე იაფ და უტილიტარულ მცირეკალიბრიან კარაბინებში და „პომპებში“. თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ კალაშნიკოვშიც და „ვეპრშიც“ მცველები მუშაობენ და დავკმაყოფილდეთ ამით. მჭიდის ღილაკი თუ ბერკეტი ასევე შეიცვალა და ეხლა წარმოადგენს ორ მხრივ დეტალს, რომელზე დაჭერით 10 ვაზნიანი პლასტმასის მჭიდი ძირს ვარდება.  მჭიდი კვლავ ფიქსირდება ორ წერტილზე, კბილებით, რომლებიც განლაგებულია მჭიდის წინა და უკანა კედელზე. გადატენვა ასეთივე ნელია, როგორც აკ-ში მაგრამ სანადირო იარაღში, მითუმეტეს .308 კალიბრში ეს ასეთი კრიტიკული არ არის. სამწუხაროდ არსად არ წავიდა საკეტის სახელური, ბასრი დაბოლოებით. ალბათ სანამ ისრაელიდან გალილის სახელურის იდეა ჩააღწევს იჟევსკამდე ან ვიატსკიე პოლიანამდე მანქანებს უკვე ბორბლები არ ექნებათ და ისინი ჰაერში იფრენენ (ც).  მართალია გალილი ვერტიკალური სახელური არც ისე მოსახერხებელი შეიძლება იყოს ოპტიკით აღჭურვილ იარაღში, მაგრამ თუნდაც სკს-ის ნაირი ცილინდრული ღერძი ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე ის რაც ეხლა არის კალაშნიკოვზე და მის კლონებზე.

იარაღის დაშლისას ყველაფერი თავის ადგილას დგება. ყველაფერი გასაგებია და კარგად ნაცნობი. კარგად ჩანს, რისი წყალობით კალაშნიკოვები ასეთი საიმედოები არიან. მოძრავი ნაწილების დიდი მასა, მათი მოძრაობის დიდი სიჩქარე და გრძელი მანძილი, დიდი „ლუფტები“ დეტალებს შორის. იარაღი ჩემ ხელში ნახმარი მოხვდა. რუსული ხრახნილ ლულიანი იარაღი დიდიხანი არ შემოდის საქართველოში და ახალი საიგის, ტიგრის ან ვეპრის შოვნა საკმაოდ პრობლემატურია. დგუშს და ლულას არანაირი კოროზიის ნიშნები არ ქონდა. დენთის აირების მილი ცხადია იყო დაჟანგებული შიგნიდან, მაგრამ ეს ამ ტიპის იარაღისთვის არის ჩვეულებრივი ამბავი. იარაღი შიგნიდან ტოვებდა ახალიიარაღის შთაბეჭდილებას. ცვეთის ნიშნები პრაქტიკულად არ იყო. დავამატებდი მხოლოდ, რომ ეტყობა ესთეტიურიბის მოთხოვნებიდან გამომდინარე რესივერის (ლულის კოლოფის) ხუფის  ღილაკი დააპატარავეს, რის გამოც იარაღზე ხუფის მოხსნა და დაყენება კიდე უფრო “სახალისო” გახდა.

“ვეპრის” არსებული შესრულებები

სქელ კედლიანი 550მმ-ნი ლულა ბეჭებით, ქრომირებული არხით, დაბოლოებული კომპენსატორი/ლულის მუხრუჭით, ორთოპედიული კონდახი და ჩინებული კალიბრი .308 ვინჩესტერი მიგვანიშნებდა გარკვეული სიზუსტის პოტენციალზე, მაგრამ ეგრევე ჩემი ენთუზიაზმი გარკვეულწილად გააქარწყლა სასხლეტმა. ის იყო აბსოლუტურად საშინელი, საზარელი რამე. მე არ ვიცი, როგორ აღვწერო ის. გრძელი, მძიმე და ხრაშუნა, თითქოს იარაღი ქვიშით სავსე იყო. თავისი გრძელი გზის განმავლობაში, რომელსაც ის გადიოდა მასზე დაჭერიდან გასროლამდე, დაჭერის ძალა მუდმივად იცვლებოდა.  ესეთი საშინელი სასხლეტი მე აქამდე არ შემხვედრია არც ერთ იარაღზე აქამდე. მიზეზი? უხეშად დამზადებული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, მათი დამუშავების შედეგად სიტუაცია გაუმჯობესდა, აღმოჩნდა, რომ ამ ხრაშუნის ქვეშ იმალებოდა ორ საფეხურიანი სასხლეტი. სასხლეტის კიდე უფრო გაუმჯობესება ითხოვდა მექანიზმის სრულ დაშლას, რაც მე ძალიან მეზარებოდა და ამიტომაც დავკმაყოფილდი უკვე მიღებული რეზულტატით.

ნახმარ შაშხანაზე, კრონშტეინი არასწორად იყო დაყენებული და მიჭირს ავხსნა, როგორ ხმარობდა მას წინა პატრონი. არასწორი მონტაჟის გამო დაიკაწრა ოპტიკის კორპუსიც და კრონშტეინიც. სურათზე ჩამკეტი სწორედ არის განლაგებული.

რესივერი კონდახში წინ და უკან დადიოდა. ხრახნების დაჭერით (სამი ცალი გაყრილი ტარში, მჭიდის წინ რესივერში და ლულასთან, დენთის აირების კამერის ქვეშ) ეს პრობლემა მოგვარდა. მოუგვარებელი დარჩა ორთოპედიული კონდახის საკითხი, რომელიც გათვლილია მხოლო მარჯვენა მხრიდან სასროლად მე კიდე მარცხენა მხრიდან ვისვრი …..

„ვეპრის“ არაბუნებრივად სქელი და მოკლე ტარი ასევე არ უწყობს ხელს ერგონომიკას. „ვეპრების“ კონდახის მზადდება კაკლისგან ან უფრო უბრალო წიფელისგან. კარგად ჩანს მცველის ღილაკი და მჭიდის ორმხრივი ბერკეტი.

მოკლედ დეტალური დათვალიერების შემდეგ უნდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ „სუპერ ვეპრი“ არ არის AK, ის ამავე დროს ვერ გახდა მოსახერხებელი ერგონომიული იარაღი. არც კალიბრი .308 არ არის 7.62X39 მაგრამ, იარაღი არის გაბარიტული, მძიმე (4.05კგ, ვაზნების, ოპტიკის და სამაგრის გარეშე) და მითუმეტეს გვეგრძე ვერ დაუდგება სხვა უცხოურ ანალოგებს, Benelli Argo-ს, Browning BAR-2-ს ან Winchester SX3-ს. შედარებაც არ შეიძლება. ამასთანავე „ვეპრს“ აქვს მილიტარისტული სერიოზული გარეგნობა, რომელიც მეორეს მხრივ გაცილებით უკეთესია ვიდრე „სანადირო“ საიგები.  მე მაინც და მაინც არ ვარ კლასიკური სანადირო იარაღის ესთეტიკის მოყვარული, მირჩევნია ტაქტიკური, სამხედრო იარაღის უბრალო ესთეტიკა, მაგრამ ჩემთვის „ვეპრის“ დიზაინი მისაღები აღმოჩნდა. შეიძლება მისი შორეული მზგავსების გამო .308 კალიბრის ლეგენდასთან,  M14-თან….

დადგა დრო სროლების. ეჭვებს იწვევდა სამაგრის/კრონშტეინის კონსტრუქცია. ერთ წერტილიანი თუმცა მასიური, მან უპრობლემოდ გაუძლო სროლებს. „ვეპრებზე“ ასევე ყენდება სამ წერტილიანი სამაგრებიც, რომლებიც გამოხმაურებების მიხედვით უფრო საიმედოა. ეს ერთ წერტილიანიც პრინციპში მუშაობდა მაგრამ ზუსტ იარაღზე ასეთი ოპტიკის სამაგრი ალბათ ნონსენსია. ის არის ალუმინის, ის ვიბრირებს სროლისას, ხოლო მოხსნა დაყენებისას მოხვედრის წერტილი უმნიშვნელოდ მაგრამ იცვლება. მეეჭვება ასეთმა სამგრმა “მიიღოს” მძიმე ოპტიკა. გამოსავალი იქნებოდა ბაზის ცოტათი წინ გადაწევა, რის გამოც შემცირდებოდა ვიბრაცია და მასზე გრძელ ფოკუსიანი ოპტიკის დაყენება. შედეგად გამოვიდოდა “ვეპრი სკაუტი”. გასაწმენდად დაშლისთვის ასეთი კრონშტეინის მოხსნაც არ გახდებოდა საჭირო…. თუმცა ალბათ დენთის აირების მილის მოხსნა გართულდებოდა. მოკლედ კალაშნიკოვს კლონზე ოპტიკის მონტაჟი რჩება სერიოზულ ტექნიკურ პრობლემად.

როგორც უნდა ველოდოთ „კალაშნიკოვის“ კლონიდან, „სუპერ ვეპრიც“ აღმოჩნდა საიმედო. არანაირ დაბრკოლებებს სროლისას ადგილი არ ქონია. ექსტრაქცია იყო სტაბილური, თუმცა მასრების ასევე სტაბილურად იჭეჭყებოდნენ, ეტყობა რესივერის ხუფთან დაჯახების შედეგად.

რაც შეეხება მთავარს, სიზუსტეს აქ დიდი იმედგაცრუება გველოდებოდა. არაადეკვატური ოპტიკური სამიზნე ВОМЗ 4Х32, ძალიან უხეში სასხლეტი და კონდახი, რომელიც საერთოდ გათვლილი არ არის ცაციაზე, პირდაპირ ვიტყვი ხელს არ უწყობდნენ კომფორტულ სროლას. გარდა ამისა ძალიან ცხელოდა და მუდმივი გარბენები პოზიციიდან სამიზნემდე და უკან თავისას შვებოდა.  პირველი ჯგუფები იყო დამაიმედებელი. 100 მეტრზე 5სმ, მერე 6სმ. მერე კიდე იარაღი გაცხელდა და ჯგუფები გაიზარდა 10სმ-მდე. რამდენიც არ ვეცადე ჯგუფები შემემცირებინა არაფერი არ გამომდიოდა. მზის ქვეშ იარაღი გავარვარდა. მეც უკვე აშკარად ვიტანჯებოდი სიცხისგან  და სულ უფრო მიჭირდა სროლის სერიების დროს გულის და სუნთქვის დაწყნარება. საბოლოო ჯამში, მოუმზადებელი პოზიციიდან, მიწაზე დაწოლილი ასეთი სასხლეტით და ოპტიკით, ასეთი რეზულტატიც არ არის ალბათ ცუდი. ყველაფერი იწვევდა ეჭვს სიზუსტის დეგრადაციაში გარდა ალბათ Black Hills-ის მაღალი კლასის ამუნიციისა (168 გრანინი A-max ტიპის ტყვიით). სროლა გაგრძელდა უკვე ღია სამიზნით. მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე ხაზი არის საკმაოდ მოკლე ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობის ზომა იყო ძალიან პატარა, სხვაობა ოპტიკით ნასროლთან შედარებით იყო ძალიან მცირე და შეადგენდა 7-8 სმ-ს 100 მეტრზე. იარაღის კარგად იყო მისროლილი ღია სამიზნით რაც რუსული იარაღისთვის იშვიათობაა.

პირდაპირ ვიტყვი სროლების შედეგები მთლიანობაში არ მომეწონა. ასეთი “ბანდურისგან” მე ცოტათი მეტს ველოდი. გავიხსენე რა ჩემი CZ 550 ვარმინტი, რომელიც საბეჭდი მანქანივით ბეჭდავდა 4 სმ-ან ჯგუფებს იგივე მანძილზე და ეს მიუხედავად სროლის პირობებისა, პოზიციებისა, მსროლელის სულიერი მდგომარეობისა  და ა.შ. 3სმ-ნი ჯგუფიც მახსოვს 200 მეტრზე. ყველაზე კარგი შედეგი რაც მე მივიღე ჩეხური შაშხანისგან.

ოპტიკა…..  თითქოს გასული საუკუნის დასაწყისიდან მოხვდა იარაღზე. მოყვითალო გამოსახულება, უძველესი სამიზნე ბადე, რომელიც იწვევს ღიმილს და ეჭვებს რუსი კონსტრუქტორების მენტალურ ჯანმრთელობაში. ამ ოპტიკურმა სამიზნემ, როგორც ჩანს თავის დროზე მიიღო სერიოზული დარტყმა, რის გამოც ოკულარის ერთი მხარე დაჭეჭყილი იყო. ბარაბანს, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ვერტიკალური შესწორებების შეტანა ქონდა „ლუფტი“. საბოლოო ჯამში ეს „ვომზი“ ალბათ უფრო ერზაც-ოპტიკა არის ვიდრე სერიოზული ხელსაწყო. მე არ მგონია, რომ ასეთი ოპტიკის ნდობა იქნება გონივრული. საჭიროა უფრო სერიოზული ხელსაწყოს გამოყენება. მიკვირს ადამიანების, რომლებიც 20012 წელს დაეძებენ ПУ-ს ПСО-ს და ასეთ ‘ვომზებს”. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა სნაიპერმა აღნიშნა: რაღა დროს “პე-ეს-ო” არის, ხალხი კოსმოსში დაფრინავს.

ВОМЗ 4Х32-ის სამიზნე ბადე.

სამწუხაროდ დღეს საქართველოში არ არსებობს არც ერთი სასროლეთი სადაც შესაძლებელია შაშხანის სროლა. რის გამოც ძალიან ძნელია იდელაური ან უბრალოდ კარგი საგამოცდო პირობების შექმნა. შესაბამისად არადამაკმაყოფილებელი რეზულტატების შედეგად საკამოდ ძნელია დადგენა რა უშლის ხელს ზუსტ სროლას? არადამაკმაყოფილებელი პოზიცია? ქარი? კლიმატური პირობები? რაც არის ეს არის და მეტის გაკეთება შეუძლებელია. მე ჩემი მხრიდან მაქსიმალურად აგიღწერეთ სროლის პირობები, რომ თავად განსაზღვროთ არის ჩემს მიერ მიღებული შედეგი მაქსიმუმი, რომლის მოცემა შეუძლია „სუპერ ვეპრს“ თუ მას მეტი პოტენციალი აქვს.

35 გრადუსი სიცხე, ტანსაცმელი სველია ოფლისგან,  არსად არ ჩანს ჩრდილი, წყალი გაცხელდა ისე, რომ შესაძლებელია ყავის მოდუღება. სამაგიეროდ არ არის სიზუსტის მთავარი მტერი – ქარი. „ვეპრი“ კიდე არ გრილდება და ჯიუტად არ ისვრის ისე, როგორც საჭიროა. მახარებდა მხოლოდ კომპენსატორის/ლულის მუხრუჭის ეფექტური მუშაობა, რის გამოც იარაღს ქონდა უფრო ნაკლები უკუცემა ვიდრე სკს-ს.   უცბად  ჩემამდე დავიდა ერთი მარტივი სიმართლე. “ვეპრი” არ არის ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი იარაღი! მიუხედავად სქელი ლულისა, ორთოპედიული კონდახის და ოპტიკისა ის უბრალოდ არ არის ზუსტი იარაღი და ამან ყველაფერმა უბრალოდ მე თავიდან შეცდომაში შემიყვანა. უცბად ჩემ თვალ წინ გაჩნდა .308 კალიბრის, იაფი და მარტივი კარაბინი, რომელიც მაქსიმუმ უფრო ითხოვდა კარგ კოლიმატორს და კონდახის მსუბუქ მოდერნიზაციას. შედეგად საკმაოდ მოკრძალებულ ფასად ჩვენ მივიღებდით .308 კალიბრზე გათვლილ სანადირო ნახევრად-ავტომატურ კარაბინს, რომელსაც აქვს ეფექტური ლულის მუხრუჭი, რის გამოც მისი სწრაფად სროლა ძალიან ადვილია. სამუშაო მანძილი ამ იარაღის იქნება მაქსიმუმ 200 მეტრი, რაც მთლიანად ფარავს იმ დავალებებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს სარეკში, ტყეში ნადირობისას ან თუნდაც თავდაცვით სცენარებში. ის ცდომილება, რომელსაც აქვს ადგილი „კრონის“ მოხსნა დაყენებისას, პრინციპში ამ მანძილზე იქნებოდა უმნიშვნელო. მოდით დავფიქრდეთ, 308 კალიბრის, რომელი იარაღია ხელმისაწვდომი, რომელსაც ექნება ლულის მუხრუჭი, მოსახსნელი 10 ვაზნიანი მჭიდები, სწრაფად მოსახსნელი კრონშტეინი და იქნება მარტივი და საიმედო? ყველაზე ხელმისაწვდომი Benelli Argo-ს ფასი არის ორჯერ დიდი ვეპრზე, და ეს ყველაზე საბაზისო მოდელში. კიდე უფრო ძვირი ღირს ბრაუნინგის ნახევრად ავტომატები. არის კიდე საიგები, მაგრამ ჩემი აზრით „სუპერ ვეპრი“ ამ კალიბრში მირჩევნია კვაზი კალაშნიკოვებს, რომლებსაც საიგები ქვია.

იაფი, მარტივი, საიმედო, უტილიტარული ნახევრად-ავტომატი, გათვლილი ჩინებულ .308-ზე. ვინ იყიდის მას? იგივე კატეგორიის ხალხი, რომელიც ყიდულობს საიგებს, სკს-ებს და სვტ-40-ებს. კი „სუპერ ვეპრი“ ძვირია მაგრამ დაფიქრდით, 7.62X39 და 7.62X54R კალიბრის ვაზნის ფასი დაახლოებით იგივეა, რაც .308-ის ფასი. სკს-ის ფასი მერყეობს 1000-დან 1500 ლარამდე, საიგები სანადირო ვარიანტში ღირს იმდენივე, ტაქტიკური მოდელები ორჯერ მეტი. ვეპრის ფასი 1800 ლარიდან იწყება. ცუდია, რომ „ვეპრი“ საკმაოდ იშვიათად ჩნდება გაყიდვაში. თუ ცოტათი უფრო მეტი გინდათ ვიდრე აღნიშნული იარაღები გთავაზობენ, მაშინ მოემზადეთ გაცილებით მეტი გადაიხადოთ. დააყენეთ ზედ კარგი კოლიმატორი და მიიღებთ საკმაოდ ეფექტურ ინსტრუმენტს მინიმალური დანახარჯებით.  როგორც კი ყველაფერ ამას მივხვდი, ეგრევე დავწყნარდი, მოვხსენი იარაღს ოპტიკა და კრონშტეინი, შევინახე ჩანთაში, გადავიკიდე იარაღი მხარზე და გავემართე მანქანისკენ, რომელიც ერთ კილომეტრში დავტოვე. ყველანაირი იმედგაცრუება გაქრა. .308 კალიბრიანი „ვეპრის“ თემა ჩემთვის ბოლომდე გაიხსნა და დაიკეტა კიდევაც.

პს

ჩემი გამოცდილება „კალაშნიკოვის“ კლონებთან და ბოლო ნაცნობობამ „სუპერ ვეპრთან“, კიდევ ერთხელ დამარწმუნა ორ რამეში. 1) 5,45-ზე გათვლილი კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები (AK-74M, მე-100 სერიის მოდელები) არის მაქსიმუმი რის მიღებაც შეიძლება ამ სისტემისგან. ისინი სთავაზობენ დამაკმაყოფილებელ სიზუსტეს, არიან მსუბუქები და საკმაოდ საიმედოები. განსხვავებით 7.62X39 კალიბრის მოდელებისგან, პირველები უფრო კონტროლირებადი არიან სროლაში და გაცილებით უფრო ეფექტურები ჯერებით სროლისას. ხოლო ვეპრი კალიბრში 5.45 რჩება ჩემ ერთ ერთ ყველაზე საყვარელ გრძელლულიან იარაღად, რომელიც მე ოდესმე მქონია. 2) ამავე დროს „კალაშნიკოვზე“ დაფუძნებული სნაიპერული სისტემები (ერაყული ტაბუკი, რუმინული PSL, ებრაელების გალილი) სავარაუდოთ არის ერზაც-იარაღები, იმიტომ, რომ ის რაც წარმოადგენს კალაშნიკოვების ძლიერ მხარეს არის დიდი ნაკლი სნაიპერულ იარაღში. თვით დამტენი სნაიპერული იარაღი ან უნდა იქმნებოდეს სუფთა ფურცლიდან ან უნდა იყო დაფუძნებული AR-10 სისტემაზე., რომელიც თავის სქემის და მოძრავი ნაწილების სიმცირის და მათი დაბალი მასის გამო, საუკეთესოდ გამოდგება ამ მიზნებისთვის. რა თქმა უნდა არის კიდე H&K PSG მაგრამ მისი ფასი ნამეტანი არაჰუმანური აღმოჩნდა თითქმი ყველასთვის.

 

590 vs 870

Wednesday, July 11th, 2012

არც ისე დიდიხნის წინ გადავაწყდი ერთ ფორუმზე  თემას სადაც  განიხილავდნენ ერთ ერთ მაღაზიაში შემოტანილ რემინგტონის წარმოებულ თოფებს. ყველაზე იაფი “პომპის” Remington Express Magnum–ის ფასი იყო 1085 ლარი. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე ამერიკული თოფისთვის ეს ფასი არის ნამდვილად დაბალი. ამის გამო თემაში გამოითქვა ეჭვები ამ თოფების წარმოშობის შესახებ. დაბალი ფასი აიხსნებოდა მათი ჩინურ–თურქული წარმოშობით (რაც პრინციპში ნონსენსია) და სხვა მიზეზებით. თემის განხილვას მოყვა, როგორც ჩანს შემომტანი მაღაზიის ერთ ერთი თანამშრომლის გამოჩენა და საკმაოდ ვრცელი მაგრამ არაფრისმთქმელი პოსტის გამოქვეყნება. ძალიან მოკლედ რომ გადმოგცეთ შინაარსი, ავტორი ცდილობდა აეხსნა, რომ რემინგტონის თოფები საუკეთესოა თავის კლასში,  ბევრი პრიზები და მედლები აქვთ აღებული და ვინც მაგათზე ცუდს წერს, შურთ ან კონკურენტები არიან. ამ პოსტით დაიწყო და დამთავრდა კიდევაც მაღაზიის “ექსპერტების” მონაწილეობა საკითხის განხილვაში. ნამდვილად არაფერი არ არის ცუდი იმაში, რომ შედარდეს ორი ალბათ ყველაზე პოპულარული  ”პომპა”, მაგრამ შედარება უნდა იყოს სამართლიანი და როგორც მინიმუმ შემდარებელს უნდა ესმოდეს საკითხი და ქონდეს გამოცდილება ორივე სისტემასთან. ამ სტატიის მიზანია მაქსიმალურად ობოექტური შედარება რემინგტონ 870–ის და მოსბერგ 500/590–ის. რატომ მოსბერგი? იმიტომ, რომ: მე იგივე თემაში გამოვთვქი ჩემი აზრი, რომ პირადად მე მოსბერგი მირჩევნია რემინგტონს; ეს ორი თოფი ერთმანეთის კონკურენტია ყველაზე დიდ ჩრდილო ამერიკულ ბაზარზე;  ორივე არის ყველაზე კლასიკური ამერიკული პომპა და ორივე დღეს იყიდება თბილისის მაღაზიებში, მათი ბევრი მოდელია ხელმისაწვდომი. ორივე მწარმოებელს აქვს ამ სისტემის თოფები  სხვა და სხვა მოდიფიკაციებში და ისინი პრაქტიკულად იდენტური ზომა წონის არიან. ორივეს აქვს ჩვეულებრივი (უქრომო) ლულები და სავაზნეები და ორივე პრაქტიკულად ერთნაირ მოვლას და მომსახურებას ითხოვენ. მთლიანობაში მოსბერგები ცოტათი უფრო იაფი ღირს ვიდრე რემინგტონები. დაშლისას ორივე არ ითხოვს სპეციალურ ინსტრუმენტებს, თუმცა მოსბერგები ცოტათი უფრო მეტ შრომას ითხოვენ დაშლისას. სამაგიეროდ ვაზნის ინტერცეპტორიც და შემაკავებელიც იხსნება რაც უზრუნველყოფს წმენდის უფრო მაღალ ხარისხს.

ორი ანალოგი, Remington 870 Police (ზევით) და Mossberg 590. ეს ორი თოფი ძირითადი კონკურენტებია ჩრდილო ამერიკის ბაზარზე მაგრამ სხვა ქვეყნებში კონკურენტები უფრო მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ მე ხსენებულ თემაში უპირატესობა მოსბერგის თოფებს მივანიჭე და ეხლაც ვთვლი, რომ მოსბერგის 590 სერიის თოფები უკეთესი იარაღია, ამით ნამდვილად არ მინდოდა მეთქვა, რომ რემინგტონ 870 არის ცუდი იარაღი. რამდენადაც მე ვკითხულობ უცხოურ პრესას, წიგნებს, ფორუმებს და სტატიებს ინტერნეტში, არც მობერგი და არც რემინგტონი არ სარგებლობს აშკარა უფრო მეტი პოპულარობით. მე მაინც მგონია, რომ რემ 870 არის კარგი საბაზისო პლატფორმა, რომელზეც შეიძლება აიგოს ძალიან კარგი ტაქტიკური/თავდაცვითი თოფი და მაგალითად Wilson Combat-ი სწორედ მას იყენებს თავიანთი თოფების ასაწყობათ. იგივე ეხება Serbu-ს და ბევრ სხვა პატარა კომპანიას, რომელიც თავს ირჩენს მოდიფიცირებული ტაქტიკური თოფების პატარა სერიების გამოშვებით. რემინგტონს კატალოგშიც აქვს ტაქტიკური მოდელები, ბევრი „ნავაროტით“, მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე მოდულური დიზაინიდან, ჯობს თუ ამის სურვილი არის მფლობელმა იყიდოს ყველაზე ბიუჯეტური მოდელი და შემდგომ აღჭურვოს ის ყველა აუცილებელი დამატებითი ელემენტით. მოდიფიცირების მხრივ რემიც და მოსიც ერთნაირად მოსახერხებელი არიან. ძალიან ბევრი ნაწილი და აქსესუარი არის ხელმისაწვდომი. სხვაობა ფასში ტაქტიკურ რემსა და საბაზისო ექსპრეს მაგნუმს შორის იყო 600 ლარი და სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ თავდაცვის თოფს ჭირდებოდა ის რაც ტაქტიკურ მოდელს გააჩნდა. ალის ჩამქრობს, ზევიდან რესივერზე მოთავსებული პიკატინის სამაგრს  და კამუფლირებული დაფარვას აჯობებდა კარგი ფანრის და სამაგრის შეძენა + გვერდითა პატრონტაში. ეს ყველაფერი ჯამში არ დაჯდებოდა 200 დოლარზე მეტი.  ექსპრეს მაგნუმების გრძელი სანადირო ლულაც არ არის პრობლემა, ის ყოველთვის შეიძლება დამოკლდეს სასურველ სიგრძემდე, მანამ სანამ კანონში არ არის მითითებული ლულის დასაშვები სიგრძეები. თუ ამის გაკეთებას დააპირებთ მაინც გაიარეთ კონსულტაცია მომსახურების სააგენტოში, რომ რამე შარში არ გაყოთ თავი.

Remington 870 Tactical. საშუალო ფასი აშშ–ში შეადგენს 550–650 დოლარს. ჩვენთან ის 1700 ლარად იყიდება და ჩემი აზრით ის რაც მასზე აყენია არ ამართლებს ფასში სხვაობას.

რაც შეეხება 590A1-ს, მას ქარხნულ კომპლექტაციაში აქვს ძალიან კონკრეტული ძლიერი მხარეები სხვა მოსბერგებთან შედარებით და 870–თან შედარებითაც. ყველაზე შესამჩნევი? ლულა სქელი კედლებით. მისი დაზიანება ძალიან ძნელია. ასევე A1-ს აქვს ლითონის დამრტყმელ-სასხლეტი მექამიზმის კორპუსი და მჭიდის მიმწოდებელი. ასევე იძახიან, რომ რესივერის კონსტრუქციაც უფრო გაძლიერებულია. ლულის სიგრძით და მჭიდის ტევადობით (6 ვაზნა) 590A1 არის იდეალური თავდაცვითი თოფი.  უბრალო მოდელი 590, 9 ვაზნიანი მჭიდით, სიმართლე გითხრათ ცოტა მძიმე და გრძელი მომეჩვენა. გრძელი მჭიდის გამო ლულის დამოკლება ან გამოცვლა უფრო მოკლეთი შეუძლებელია.  870–სგან განსხვავებით ყველა 500/590–ს აქვს მცველი განლაგებული ზევიდან რესივერზე (ადვილია გამოყენებაში, როგორც მარცხენა ასე მარჯვენა მხარიდან სროლისას) და ღია დასატენი ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და ადვილ მჭიდის ვაზნებით შევსებას.  870–ს ასეთი არაფერი არ გააჩნია. მხოლოდ უნდა ავღნიშნო, რომ ზოგადად 870 არის უფრო ხარისხიანად დამზადებული და ესთეტიური თვალსაზრისით უფრო ლამაზი თოფებია ვიდრე 500/590, რომლებიც ესთეტიურობით არ გამოირჩევიან. ასევე მოსბერგები უფრო ხმაურიანებია ვიდრე რემები, წინა სახელურის კონსტრუქციის გამო, რომელიც საკმაოდ ხმამაღლად “ჩხარუნობს” გადაადგილებებისას.

 

სხვაობა ლულის სისქეში 590–ს (მარცხნივ)  და 590A1-ს შორის კარგად ჩანს. ლულა სქელი კედლებით უკეთესად დაცულია დაზიანებებისგან.

გარდა ამისა არის სხვა ნაკლებად შესამჩნევი განსხვავებებიც. მაგალითად ის, რომ მოსბერგს აქვს ორი ექსტრაქტორი, რემს მხოლოდ ერთი. შეიძლება ეს განსხვავება არის თეორიული მაგრამ ის არის. გარდა ამისა მე მომწონს, რომ მოსბერგი იშლება ბოლომდე, ანუ შესაძლებელია მჭიდის მოხსნა, ინტერცეპტორის მოხსნა, ელევატორის მოხსნა, და გარდა ამისა ადვილად იხსნება ეჟექტორი. ეს ნაწილი დიდ დატვირთვას იღებს და თუ გატყდა, მოსბერგში შესაძლებელია მისი მოხსნა და ახლის დაყენება იარაღის დაშლის გარეშეც მხოლოდ ერთი ბრტყელი სახრახნისის გამოყენებით. რემში ამ დეტალის გამოცვლა შეიძლება პრობლემატური გახდეს სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე (ორივეს ფასი აშშ–ში შეადგენს ჯამში 60 დოლარს, ხელოსნის მიერ ეჟექტორის გამოცვლის ფასი მერყეობს 60 დოლარიდან 120 დოლარამდე) და ასევე საჭირო იქნება დრელი.  თუ მოსბერგში ეჟექტორის დაზიანება შეუძლებელია, რემში არასწორი აწყობის შედეგად შესაძლებელია ეჟექტორის გატეხვა. თუ საკეტის მოთავსებისას თითით არ დააწექით ეჟექტორს ის შეიძლება გაიჭედოს საკეტის უკან და ჩახმახის დაშვებისას ის დაარტყავს ეჟექტორს და ან გატეხავს მას ან დააზიანებს. რემინგტონის ინსტრუქცია გირჩევთ ეჟეტქორის გამოსაცვლელად გაუგზავნოთ იარაღი რემინგტონს. თავისთავად ცხადია მოსბერგის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივად გვარდება.

 

მოსბერგის ეჟექტორი ფიქსირებულია და არ მოძრაობს. ის დაფიქსირებული ერთი ხრახნით. რემინგტონის ეჟექტორი წარმოადგენს ზამბარას, რომელიც დამაგრებულია პერმანენტულად. მისი დაზიანების გაცილებით მეტი ალბათობაა ხოლო გამოცვლა მოითხოვს ორ სპეციალურ ინსტრუმენტს და დრელს ან  პროფესიონალი ხელოსნის ჩარევას.

პომპების ერთ ერთი პოპულარული მოდოფიკაციაა მჭიდის დამაგრძელებლის დაყენება. მოსბერგ 500–ზე ასეთი რამის განხორციელება შეუძლებელია  ვინაიდან მჭიდის და ლულის გადაბმის მეთოდი ითვალისწინებს ხრახნს, რომელიც ეჭირება მჭიდის ბოლოდან (გარდა მოდელისა 500 Tactical Cruiser/Breacher, რომელიც 590–ის მჭიდს იყენებს). მოსბერგ 590–ში უფრო მოსახერხებელი ხრახნიანი ხუფი გამოიყენება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს დამაგრძელებლით. რემ 870–ში იგივე მეთოდია გამოყენებული მაგრამ არის ერთი სხვაობა. რემინგტონში ჩათვალეს რომ მჭიდის დაგრძელებ არ არის კარგი იდეა და შესაბამისად ისე შეცვალეს მჭიდის კონსსტრუქცია, რომ ბოლოში მას აქვს ორი ამობურცული ადგილი, რომელიც ხელს შეიშლის დამაგრძელებელში ვაზნის გასვლას. აზრი ასეთი მიდგომის მე არ მესმის და არც იარაღის მოყვარულებმა არ შეაფასეს ასეთი ფოკუსი. ამ ადგლების მოცილება/გასწორება ასევე შესაძლებელია ელექტროდრელით.

ისრით ნაჩვენებია ადგილი, რომელიც აბრკოლებს ვაზნის გასვლას რემინგტონ 870–ის მჭიდში.

ყველა რემის უპირატესობა არის, ის რომ მათი რესივერი არის ფოლადის (მოსბერგის რესივერები მსუბუქი შენადნობისგან არის დამზადებული). მე ვერ დავდებ თავს იმაზე რამდენად მნიშვნელოვანია ეს. აბსოლუტური უმეტესობა თოფების დღეს გამოდის რესივერებით მსუბუქი შენადნობისგან. ვიცი მხოლოდ ერთი სიტუაცია რა დროსაც ფოლადის რესივერი ჯობნის ალუმინის რესივერს. ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება ის რასაც ქვია ვაზნის დეტონაცია მიწოდებისას. ანუ ვაზნა ფეთქდება, როდესაც იმყოფება ელევატორზე. ასეთი აფეთქების შედეგად რესივერი მსუბუქი შენადნობისგან, როგორც წესი მთლიანად გამოდის მწყობრიდან, ბზარების გამო. რემინგტონის ფოლადის რესივერი ასევე განიცდის დეფრომაციას, მაგრამ როგორც წესი მისი მწყობრში დაბრუნება შესაძლებელია. ალბათ ძალიან ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ფოლადის რესივერი უპირატესია. ამავე დროს მსუბუქ შენადნობიან რესივერს უფრო მეტი ანტიკოროზიული თვისებები გააჩნია ვიდრე ფოლადის რესივერს. რემინგტონი იყენებს 4140 მარკის ფოლადს.

“აფეთქებული” რემ 870. რესივერი პრაქტიკულად მთლიანია (არ ექვემდებარება აღდგენას), რამაც უზრუნველყო მსროლელის უსაფრთხოება, რომელმაც მხოლდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ერთ ერთ რუსულ ჟურნალში, იყო სტატია სადაც აღწერილი იყო პრობლემები რემ 870-თან, რომლებიც წლების განმავლობაში ერთ–ერთი კომპანიის მაღაზიის ქსელებში  იყიდებოდა. გარდა პერიოდული პრობლემებისა ეჟექტორებთან (უმნიშვნელო რაოდენობა გაყიდულ თოფებთან შედარებით), 870-ებს პრაქტიკულად არ ქონდათ სხვა არანაირი პრობლემები. შეიძლება იფიქროთ რას ბურღავს ეს კაცი ტვინს ამ ეჟექტორით, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც უმნიშვნელო პრობლემაც შეიძლება გახდეს გადაულახავი. გარდა ამისა თუ ვადარებთ ორ თოფს, მაშინ მოდით წავიდეთ ცოტა სიღრმეში და მათ შორის, როგორც დავით აქუბარდია იძახის: ვილაპარაკოთ ცოფრებით. ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზოგადი არაფრის მთქმელი ფრაზებით. ეჟექტორების თემას დავხურავ იმით, რომ შესაძლებელია მოსბერგის ეჟექტორის ქლიბით გამოთლა.

ასევე ინტერნეტში ხშირად გვხვდება შეხსენებები, რომ მოსბერგმა გაიარა მკაცრი სამხედრო ტესტირებები და შეიარაღებაშიც არის მიღებული აშშ-ში. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მან რემ 870-ს აჯობა და ამიტომაც მასზე უკეთესია. რემინგტონს უბრალოდ არასდროს არ წარუდგენია თოფი ასეთი ტიპის ტესტირებაზე.  აშშ-ის სახმელეთო ჯარებში მოსბერგი შეცვალა ბენელის თოფებმა. მოსბერგები დღეს რჩება მხოლოდ დამხმარე შენაერთებში და საზღვაო ფეხოსანთა კორპუსში. იქ არა მარტო 590A1 არის წარმოდგენილი არამედ ასევე საკმაოდ ბევრი 500 სერიის „უბრალო“ თოფებიც.   მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი რემინგტონებიც, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სამხედროები აიძულებდნენ რემინგტონს შეეცვალათ ეჟექტორის კონსტრუქცია თუ ოდესმე საქმე მივიდოდა მასშტაბურ შესყიდვებამდე. საქმე იმაშია თუ რამე შეიძლება აწყობილ იქნას არასწორეთ, ჯარში ეს მუდამ ასე აიწყობა და ამას მოყვებოდა მუდმივი პრობლემები რემ 870-ის ეჟექტორის კონსტრუქციასთან.

590 (ქვევით) და 590A1. ორივე შესანიშნავი თოფია. პირველი უფრო გრძელი ლულით და 9 ვაზნიანი ტევადობით არის „მძიმეწონოსანი“, მეორე უფრო მოკლე ლულით და 6 ვაზნიანი მჭიდით უფრო კომპაქტური და „მანევრირებადია“.

მე არ შემიძლია არ ვახსენო, რომ ბოლო დროს ინტერნეტში ძალიან ხშირად   მხვდება ძალიან ცუდი გამოხმაურებები ახალი რემების ხარისხის შესახებ. ერთ ერთმა ამერიკელმა მეგობარმაც შეიძინა ახალი 870, რომელსაც ქონდა ჩოკების ხრახნები გაჭრილი არასწორეთ. სურათი, რომ ვნახე გამიკვირდა, როგორ შეეძლო ლულას ასეთი შესამჩნევი  დეფექტით გაეარა ხარისხი კონტროლი. ეს თუ გნებავთ ჭორები იმდენად ხშირად მეორდება, რომ სავსებით დასაშვებია, რომ რაღაცა პრობლემებს აშკარად აქვს ადგილი. რა მასშტაბებისა პრობლემა ბოლომდე გაურკვეველია,  ამერიკელები არ დაიწყებენ თავიანთი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწარმოებლის ლანძღვას თუ ამის რეალური საბაბი არ არსებობს. არაერთხელ მსმენია რჩევა 870-თან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ჯობდა ძველი გამოშვების თოფის პოვნა ან Police Magnum-ის მოდიფიკაციის შეძენა, ვინაიდან ამ მოდელების გამის თოფები უფრო მკაცრ ხარისხის კონტროლს გადიან და პრაქტიკულად ცალკე იწყობა. გარდა ამისა ამ სერიის თოფებს აქვთ უფრო გამძლე და ძლიერი ზამბარები, დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის კორპუსი ლითონისგან არის დამზადებული, როგორც 590A1-ში. დაფარვისთვის გამოიყენება პარკერიზაციის პროცესი, რომელიც კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით 60% უფრო გამძლეა ვიდრე დაფარავა გამოყენებული “სამოქალაქო” მოდელებში. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს რემინგტონი იუწყება, რომ პოლიციურ და საბრძოლო მოდელებზე გამოიყენება “machined” მეთოდი ანუ სავარაუდოთ ეს დეტალები მზადდება მთლიანი ლითონის ნაჭრისგან ფრეზის და პრესის გამოყენებით, ხოლო ექსპრეს მოდელებში ეს დეტალები, ყურადღება: მზადდება მეტალის ფხვნილის შედნობით (powdered metal cast). რამდენად ამ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია ასეთი კრიტიკული დეტალების დამზადებისას მე არ ვიცი მაგრამ მე ცალსახად განვიხილავ ამას, როგორც მინუსს იმიტომ, რომ ასეთი მეთოდით დამზადებული იარაღის კომპონენტები პრაქტიკულად არასდროს არ ყენდება მაღალი კლასის იარაღში. პოლიციური მოდელი განსხვავებით 590A1-სგან არ იყიდება თბილისში.

რა თქმა უნდა, გარდა რემების და მოსბერგებისა არის კიდე უამრავი სხვა კარგი „პომპები“, რომლებიც ჩვენთან შედარებით ნაკლებად არის ცნობილი. მაგალითად იტალიური პომპები არიან ძალიან მაღალი ხარისხის იარაღები. ვერც ერთი ამერიკული „პომპა“ გვერძეც ვერ დაუდგება ნებისმიერ იტალიურ თოფს, როდესაც საქმე ეხება დამზადების და აწყობის ხარისხს. გარდა ამისა პრაქტიკულად ყველა იტალიური თოფი, რომელიც მე მინახია იყო ქრომირებული ლულით და სავაზნით. შეიძლება ვიდაოთ ლულის რესურსზე მაგრამ ვერ ვიდავებთ იმაზე, რომ როგორც მინიმუმ ამის წყალობით იტალიური თოფი ბევრად ადვილად იწმინდება და ლულაში მისი იდელაური ზედაპირის გამო ძალიან ცოტა ნადები რჩება.

აშშ–ში გარდა მოსბერგისა და რემინგტონისა ასევე საინტერესო “პომპებს” უშვებს კომპანია Ithaka Gun Company.  თუმცა მათი წილი ბაზარზე არის ძალიან მცირე. მათ თოფს მოდელ 37–ს აქვს ასევე ფოლადის რესივერი, ხოლო ვაზნების ექსტრაქცია და დატენვა ხდებოდა ერთი ფანჯრიდან, რომელიც ქვევიდან არის განლაგებული. ის ერთნაირად მოსახერხებელია მარჯვენა და მარცხენა მხრიდან სროლისთვის. 

თუ მე არჩევანი მექნება 590-ს და 870-ს შორის ჩემი არჩევანი იქნება 590-ის სასარგებლოდ რამდენადაც მე არ უნდა ვცემდე პატივს ამერიკულ იარაღს, არჩევანი უფრო დიდი რომ იყოს  ჩემი არჩევანი იქნებოდა არა მოსბერგი ან ვინჩესტერი არამედ უფრო იტალიური ბენელის თოფები, მაგალითად მოდელი M3 ან SuperNova. საქართველოს რეალიებიდან გამომდინარე, გადავიხდი მე ორჯერ სამჯერ მეტს ბენელიში? ალბათ არა. მე თუ შეიძლება ასე ითქვას ხმა ჩენი საფულით მივეცი (ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა) და ავირჩიე 590A1. ჩემი აზრით „პომპა“ არის უტილიტარული ინსტრუმენტი და თუ ის მუშაობს დეტალების დამუშავების  ხარისხს არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. ორივე, რემიც და მოსბერგიც არის მუშა თოფები და აქვთ საუკეთესო რეპუტაცია. ზომიერი ფასის გამო რომელიც მერყეობს 1000 ლარიდან (საბაზისო მოდელები)  1700 ლარამდე (რემინგტონის ტაქტიკური და სპეციალიზირებული მოდელები), ორივე ეს თოფი იქნება კარგი არჩევანი.  მე 590A1-ში 1200 ლარი გადავიხადე.  თუ ჩვენ გვინდა დავკმაყოფილდეთ საბაზისო მოდელებით აქ მოსბერგი უგებს რემინგტონს. ყველაზე იაფი მოსბერგის ყიდვა შესაძლებელია 800 ლარად რაც 285 ლარით ნაკლებია ვიდრე ყველაზე იაფი რემინგტონი. ამასთანავე მოსბერგს ექნება პლასტმასის ფურნიტურა რაც რემინგტონის შემთხვევაში ნიშნავს დამატებით 100 ლარის ხარჯს. მოსბერგში ასევე ჩავა 2-3 ვაზნით მეტი. არჩევანი თქვენზეა. რემ 870 არის ძალიან კარგი თოფი და მესმის, რომ მარტო ფასს და ვაზნების რაოდენობას არ შეიძლება ქონდეს ისეთი მნიშვნელობა, როგორც სურვილს იქონიოთ ისეთი ლეგენდარული თოფი , როგორც რემინგტონ 870. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე თოფის შეძენისას თქვენ არ შეცდებით.

 

Mosin-Nagant VS Mauser 98

Tuesday, May 15th, 2012

გთავაზობთ განახლებულ და ჩასწორებულ სტატიას, რომელიც ამ ორ ძალიან პოპულარულ იარაღს შეეხება. წავაწყდი ამ სტატიას “მეზობელ” საიტზე, გადავიკითხე და შემრცხვა, რომ ამდენი ორფოგრაფიული შეცდომა იყო და ზოგადად ეს ერთ ერთი პირველი ჩემი სტატია ეხლა აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან არასრულყოფილი. მას მერე, რაც ეს სტატია დავწერე, ბევრი დრო გავიდა და ინფორმაციაც მეტი დამიგროვდა ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სტატია მნიშვნელოვნად გადამეკეთებინა და ხელახლა გამომექვეყნებინა.  იმედია შედეგი მოგეწონებათ.

დაახლოებით 7 წლის განმავლობაში ჩემ ხელში გამოიარეს, როგორც მოსინის ასევე მაუზერის მიერ შექმნილმა შაშხანებმა. ნასროლია ასობით ვაზნა, ათობით გასვლა გაკეთდა სასროლად. მინახია და მისვრია არა ერთი სხვისი მაუზერი და მოსინი. დაგროვილი ინფორმაცია მაძლევს საშუალებას გავაკეთო ამ ორი სისტემის შედარება არა მათი ტტმ–ის მიხედვით არამედ მათი ესპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე. მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება ბევრისთვის საინტერესო იყოს.  მე მქონდა ძალიან კარგი მაუზერის კარაბინი (kar98k) გამოშვებული 1943 წელს, ლამინირებული კონდახით და ასევე ე.წ. სპარსული მაუზერი, ანუ მაუზერის შაშხანის ჩეხური კლონი, დმზადებული სპარსეთის შახის შეკვეთით. ასევე მე მქონდა სამი მოსინის ტიპის იარაღი, 1931 წელს გამოშვებული შაშხანა, 1943 წელს გამოშვებული შაშხანა  ATI-ს კონდახში და 1944 წელს გამოშვებული კარაბინი, რომელიც ყველაზე დიდხანს გაჩერდა ჩემთან. ყველა ამ იარაღიდან უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ასობით ვაზნა იქნა გასროლილი.

დავიწყოთ შედარება კალიბრებით. ზოგიერთ ექსპერტს (მაგალითად ჩაკ ხოკს) მიაჩნია, რომ მაუზერის 8X57 ვაზნა არის თითქმის იდეალური უნივერსალური სანადირო  ვაზნა და ამავე დროს ყველაზე დაუფასებელიც. რომელმაც ვერ მოიპოვა ის აღიარება, რომელსაც იმსახურებდა. 1905 წელს ამ ვაზნამ საბოლოო ფორმა მიიღო, შეიცვალა ტყვიის ფორმაც, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა  ბალისტიკა.  11.7  გრამიანი გერმანულ ტყვიას და რუსულ 9.6 გრამიან ტყვიებს შორის სხვაობა ვარდნაში არის მხოლოდ 2 სმ 300 მეტრზე, რაც უმნიშვნელოა. ამასთანავე სხვაობა ენერგიებში 9.6 გრამს და 12.1 გგრამს შორის საკმაოდ დიდია და ის იგივე 300 მეტრზე შეადგენს დაახლოებით 250 ჯოულს გერმანული კალიბრის სასარგებლოდ.  სხვა და სხვა წონის ტყვიებს თუ ავიღებთ აღმოჩნდება რომ 8X57 ენერგიით იკავებს ნიშას 7.62X39 (დაბალ წნევიანი ე.წ. ამერიკული 8X57) და 30-06 შორის. ანუ ის ძალზედ უნივერსალური ვაზნა გამოდის. რა თქმა უნდა რამდენი ტიპის ვაზნის შოვნა შეიძლება საქართველოში ცალკე თემაა მაგრამ იარაღი ამ კალიბრზე გამოდის და ასორტიმენტიც უფრო დიდია (ამ ეტაპზე მხოლოდ თუ არ ვცდები 196 გრანიანი “სოფტპოინტი” სელიერ&ბელოტის გამოშვებული). აღსანიშნავია რომ ყოველგვარი კონსტრუქციული ცვლილებების გარეშე მაუზერის კარბინი კარგად მუშაობს სოფტ პოინტებთან, ტყვიებთან რბილი თავით. დიდი მინუსია (თუმცა არა ვაზნის) მისი ფასი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შეადგენს 4-7 ლარს. 8X57-ის ენერგია შეადგენს 3600-4100 ჯოულს. ცოტა უფრო მრავალფეროვანია სიტუაცია 7,62X54-თან დაკავშირებით. ძველი გამოშვების სხვა და სხვა ტიპის ვაზნებია ხელმისაწვდომი და უფრო “იაფიც” ღირს. 2-3 ლარი. ეხლა აქ ვაზნების ნაირსახეობების აღწერას აზრი არ აქვს. ფაქტია რომ გაცილებით უფრო მეტი ტიპის ვაზნა არის ხელმისაწვდომი “რუსულ” კალიბრში. მაგრამ ეს მხოლოდ აქ, ჩვენ ქვეყანაში. საზღვარგარეთ სიტუაცია განსხვავდება, ასორტიმენტი ქარხნული 8Х57 კალიბრის ვაზნების გაცილებით მეტია, ისევე, როგორც იარაღის არჩევნის. საქმე იმაშია, რომ 7,62X54 დიდიხანია არის მორალურად მოძველებული და “ფლანეციანი” (rimmed) ვაზნების გამოყენება დიდიხანი აღარ ხდება (გამონაკლისია მხოლოდ შტუცერები). 7,62X54–ის ენერგია შეადგენს დაახლოებით 2920-3780 ჯოულს. თუ მსროლელი თავად ტენის ვაზნებს აქაც ლატუნის მასრები გერმანულ ვაზნებში შეიძლება გადაიტენოს, ამავე დროს რკინის მასრები (ლატუნის მასრები ამ კალიბრისთვის გაცილებით უფრო ძნელი საშოვნელია)  კალიბრში 7,62X54 პრაქტიკულად გამოუსადეგარია გადატენვისთის. მაუზერის კალიბრი დღესაც აქტუალურია, მოსინის კალიბრი უკვე აღარ.


საუკეთესო ჯგუფი მაუზერის კარაბინიდან, ჩეხური რბილთავიანი სანადირო ვაზნების გამოყენებით. არც ისე ცუდი 1943 წელს გამოშვებული და შემდგომ საბჭოთა კავშირში გადაწყობილი სამხედრო იარაღისთვის.

ერგონომიკა და ექსპლუატაცია.  ამაზე ძალიან გაცხარებული კამათები მიდის სხვა და სხვა რესურსებზე მაგრამ პირდაპირ განვაცხადებ: ფაქტია ის, რომ რომ მაუზერის კარაბინი უფრო მოსახერხებელია ვიდრე მოსინის შაშხანები და ეხლა ავხსნი რატომ:

1. მაუზერის კონდახი ნახევრად პისტოლეტური სახელურით უფრო მოსახერხებელია ვიდრე მოსინის “სწორი” კონდახი. ეს განმსაკუტრებულად იგრძნობდა როდესაც დაწოლილი ისვრი.

2. დახრილი მაუზერის საკეტის სახელურით ოპერირება უფრო ადვილად, სწრაფად და ბუნებრივად ხდება. ასევე ხელსაყრელია მისი საკეტის უკანა ნაწლში განლაგება და არა შუაში, როგორც მოსინის იარაღში.

3. კარ98კ-ს გაცილებით უფრო მოსახერხებელი დამცველი აქვს. მოსინს ჩათვალეთ, რომ დამცველი არ აქვს საერთოდ, უბრალოდ კონსტრუქციულად შესაძლებელია საკეტის ბლოკირება, რაც მოითხოვს ძლიერ ხელებს და სპეციალური უნარჩვევს ჩამოყალიებას.

4. მაუზერს აქვს ორ რიგიანი კონდახში “ჩამალული” მჭიდი. მოსინს აქვს ერთ რიგიანი მჭიდი, რომელიც კონდახის გარეთ გამოდის.  ინტენსიური ექსპლუატაციის დროს ხშირია მოსინის მჭიდის თვითნებური გახსნა, მაშინ როდესაც მაუზერის მჭიდი თავსახური გაცილებით უფრო საიმედოთ არის დახურული და მისი შემთხვევით გახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ მე მინახავს გახსნილი მოსინის მჭიდები, ბალახში გაფანტული ვაზნებით და არ მინახავს არც ერთი ასეთი შემთხვევა მაუზერის შაშხანებთან.

მოკლედ რომ ვთქვათ კარ98კ-დან უფრო სწრაფად და კომფორტულად შესაძლებელია სროლა. განსაკუთრებით თუ მარცხენა მხრიდან ისვრით, როგორც მე.

5. იგივე წონის მიუხედავად, კარ98კ-ს უფრო გრძელი ლულა აქვს და უფრო მეტი მოდერნიზაციის პოტენციალი აქვს და უფრო ძლიერი ვაზნაც გააჩნია.

6. დამზადების ხარისხით კარ98კ ასევე ჯობია მოსინის შაშხანებს. ესთეტიკური თვალსაზრისით მე, როგორც იარაღის მფლობელს მინდა რომ მქონდეს არა დაღეჭილი და უხეში რკნის ნაგლეჯი არამედ ლამაზი და ხარისხიანად დამზადებული იარაღი. აბა რაში ვიხდი სიმწრით ნაშოვნ ფულს? ამ მხრივ ნებისმიერ წელს გამოშვებული მაუზერი აჯობებს საბჭოთა კონკურენტს. მე მინახია ძველი “ცარის” რუსეთშუ გამოშვებული შაშხანები, რომელთა ხარისხი ასევე იყო საკმაოდ მაღალი. ყოველშემთხვევაში ასეთის ხელში აღებისას მე არ მიჩნდებოდა ნეგატიური ემოციები, როგორც 1943 წელს გამოშვებული მოსინის დანახვისას. პარადოქსია, მაგრამ, როგორც ჩანს ექსპორტისთვის გამოშვებული 98–ები უფრო უკეთესად იყვნენ დამზადებულები ვიდრე შიდა ბაზრისთვის გამოშვებული იარაღები.

7. ჩემი დაკვირვებით კარ98კ-ს რესურსი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ნებისმიერი მოსინის შაშხანის. (ინტერნეტში არსებული მასალებზე დაყრდნობით).  მაუზერს არ ეტყობოდა ფიზიკური ცვეთა მაშინ, როდესაც “ახალ” და “ნახმარ” მოსინებს შორის სხვაობა აღინიშნებოდა. ეს ეხება მაგალითად საკეტის მოძრაობას, თუ ახალ მოსინებში მოძრაობა იქით აქით იყო მინიმალური, გარკვეული გასროლების შემდეგ, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საკეტი მოძვრებოდა იარაღს.

8. ასევე ჩემი დაკვირვებით კარ98კ გაცილებით უფრო ნაკლებ მოვლას და ყურადღებას ითხოვს. ანუ ის ისე მალე არ იჟანგება როგორც მოსინი. მაუზერის საკეტი მოსინის საკეტისგან განსხვავებით ოქსიდირებულია და დაცულია ნესტის ზემოქმედებისგან. მოსინს პერიოდულად ჭირდებოდა ჟანგისგან გაწმენდა.

9. მე არ მინახია არც ერთი გაბზარული მაუზერის კონდახი, მაგრამ შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მოსინის კარაბინებში 200–300 გასროლის შემდეგ კონდახი იბზარება იქ სადაც ხდება მისი გადაბმა დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის და მჭიდის ადგილებს შორის. ეს ეხება, როგორც ხის ასევე ლამინატის კონდახებს.

ასეთი რამე მე მოსინის კარაბინებში იმდენჯერ მინახია, რომ დავრწმუნდი: საქმე არ გვაქვს იზოლირებულ შემთხვევებთან, საქმე გვაქვს ტენდენციასთან.

მაუზერი გამძლე და საიმედო იარაღია, რომელზეც მე რამდენიც არ უნდა დავწერო საკმარისს მაინც ვერ მოვიფიქრებ. პრაქტიკულად უნაკლო კონსტრუქცია. სუსტი წერტილები არ არსებობს. ვაზნების კონტროლირებადი მიწოდება არის მთავარი მისი თავისებურება და ის რითიც მაუზერი ჯობნის ნებისმიერ მოსინს. ჩემი მაუზერის კარაბინიდან სადღაც 120 ვაზნამდე ვისროლე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ძალიან მოსახერხებელია, ძალიან ერგონომიული, ძალიან საიმედო. ძალიან სასიამოვნო სასროლია. ლამინირებული კონდახი მძიმეა მაგრამ საიმედოა. არ რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე. ზეთით გაჟღენთილი ის იტანს ნაკაწრებს და დასველებას. ადვილად ხდება მისი აღდეგენა. სრულიად სხვა ისტორიაა მოსინი. გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ შაშხანას სროლის მერე გადატენვისას ძვრებოდა საკეტი. ანუ კბილი მას არ იჭერდა და ის უკან ბოლომდე გამოდიოდა. არა კონტროლირებადი მიწოდების გამოდაბრკოლებები სროლისას ხშირად არა მაგრამ მაინც ხდებოდა.  90% დაბრკოლებების, სწორედ ამის გამო იქმნებოდა. მაგალითად: ნასროლი მასრა არ ამოვარდა ბოლომდე ხოლო მეორე მის ქვეშ შეძვრა და ორივე რესივერში გაიჭედა. ასეთი რამ ვერ მოხდება მაუზერში, რომლის მასიურ ექსტრაქტორს ვაზნა უჭირავს მთელი გზის მანძილზე მჭიდიდან სავაზნემდე. ძალიან ბევრ მოსინზე და მათ შორის ორივე ჩემ შაშხანაში კონდახი არ იყო კარგად მორგებული, რის გამოც იყო პატარა “ლუფტი”. “საფენებმა” უშველა მხოლოდ შაშხანას. კარაბინში დამჭირდა დატეხილი ბრიტვის ფირფიტების ჩადება ნაგელსა და რესივერს შორის იმისთვის,  რომ “ლუფტი” გამქრალიყო. როგორც უკვე ავღნიშნე თუ არ მოუარე მუდმივად იჟანგება საკეტი. განსაუთრებით სახელური, რის გამოც იარაღი იძენს ნაცვეთ და ნახმარ გარეგნობას. ორივე იარაღს საგრძნობი უკუცემა აქვს და გასროლის მაღალი ხმა თუმცა გრძელი ლულის გამო მაუზერს ხმა მაინც ისეთი შემაწუხებელი არ აქვს, როგორც მოსინის კარაბინებს (600მმ მაუზერზე და 510მმ მოსინზე) . ამავე დროს მოსინის შაშხანას ყველაზე ნაკლები ხმა და უკუცემა ქონდა. მიუხედავათ უფრო მოკლე ლულისა მოსინის კარაბინი იწონის იგივეს რაც უფრო გრძელ–ლულიანი კარ98კ.

მაუზერის რესივერზე უფრო ადვილია ოპტიკის დაყენება, ამავე დროს კონსტრუქციიდან გამომდინარე მოსინის რესივერი უფრო ნაკლებად მყარია, და მასზე ოპტიკის დაყენება პრობლემატურია. ასეთი გადაბმული  მაუზერის რესივერი და უფრო საიმედო ჩაკეტვის სქემა განაპირობებს მაუზერის კონსტრუქციის ლეგენდარულ გამძლეობას. სამხედრო მაუზერები მინიმალური გადაკეთებით, ხდებოდნენ .375 ჰოლანდ&ჰოლანდ კალიბრის სანადირო კარაბინები. რა მოხდება, რომ მოსინი გადაკეთდეს იგივე კალიბრზე? არ მგონია რომ საკეტმა და რესივერმა ასეთ ტრანსფორმაციას გაუძლოს.

გადავიდეთ ორივე კონსტრუქციის მინუსებზე. ორივე იარაღს აქვს საკმაოდ მოუხერხებელი სამხედრო ტიპის სასხლეტები. მძიმე და უხეში.  ჩემი დაკვირვებით მოსინის სასხლეტები უკეთესია. მაგრამ ამავე დროს განსვაბებით მოსინისგან, მაუზერისთვის ადვილად შეიძლება იყიდოთ სპორტული ტიპის ან სანადირო ტიპის სასხლეტები  და ასევე ადვილად დააყენოთ ის იარაღზე ყოველგვარი გადაკეთებების გარეშე. კომპანია Timney უშვებს სასხლეტებს მოსინისთვის მაგრამ აშშ0ში ეს მოდული უფრო მეტი ღირს ვიდრე თვითონ მოსინის შაშხანა. ორივე იარაღს აქვს ფოლადის “ზატილნიკები”. ზატილნიკის მოდიფიკაცია არის ის რაც ეგრევე უნდა გააკეთოთ ამ იარაღებზე. მოსინს მე ტყავის სქელი ნაჭერი გადავაკარი, ხოლო მაუზერზე პირდაპირ ფოლადზე დავაწებე რეზინის ბალიშები. შესაძლებელია ორივე იარაღისთვის რეზინის ამორტიზატორების შეძენა.  ეფექტი იქნება ძალიან თვალსაჩინო. თუ აქამდე მაუზერი ლამის ნახევარ მეტრზე ვერტიკალურად ფანტავდა ტყვიებს და მიმტრევდა მხარს, ბალიშების დაყენების შემდეგ ის გახდა პრაქტკულად  1MOA სიზუსტის შაშხანა. საკამოდ შემცირდა უკუცემის ძალაც. დაახლოებით იგივე ეფექტი მივიღე ტყავის გადაკვრით მოსინზე, უბრალოდ საჭირო ფორმის ტყავის ნაჭერი ამოვჭერი და ზედ დავამაგრე იგივე ხრახნებით, რომლებითაც მაგრდებოდა ფოლადის “ზატილნიკი”. ორივე იარაღს აქვს საკმაოდ მარტივი და ალბათ მოუხერხებელი სამიზნე მოწყობილობები. მე ვისურვებდი ორივეზე მქონოდა დიოპტრები. თვალები დამისუსტდა და ამიტომაც მომეჩვენა რომ მოსინის მსხვილი სამიზნე მოწყობილობები უფრო მოსახერხებელია მაგრამ ზუსტი სროლისთვი მაუზერის სამკუთხედი “მუშკა–ცელიკი” უფრო ხელსაყრელია. ამავე დროს, სუსტი განათების პირობებში ასევე პრობლემატური ხდებოდა მაუზერიდან დამიზნება.  საკმაოდ ძნელია მოარგო კარ98კ-ს ქამარი. ან უნდა დაუყენო ჩვეულებრივი “ანტაბკები” ან უნდა იწვალო. მოსინის ღვედები ყველგან იშოვება და მორგებას დიდი წვალება არ უნდა. მაუზერის ღვედები ან უნდა შეაკერინოთ ან შეუკვეთოთ. ან როგორც ინგლისურ სპეცრაზმ SAS–ში საერთოდ ღვედზე უარი თქვათ. მოსინის მინუსი არის ის რომ შაშხანა ძალიან მძიმე გრძელი და მიუხერხებელია ხოლო კარაბინზე აყენია დასაკეცი ხიშტი, რომელიც საკმაოდ უაზრო კონსტრუქციისა და უკვე 1944 წელს მოძველებული იყო. თუ ხიშტი მოხსენი იარაღი ხელახლა მისასროლია. გამომდინარე იქიდან, რომ შაშხანების მისროლა ხდებოდა დაყენებული ხიშტით, საჭირო იქნება მისი ხელახალი მისროლა. მაუზერს თითქმის იდეალური ზომა წონა აქვს და ზედემტი ნაწილები არ გააჩნია. ხიშტი ყენდება სამაგრზე, რომელიც ლულის ქვეშ არის მოთავსებული და დაყენებულია კონდახზე და არა ლულაზე.


მოსინმა გაჭედა.  ლეგენდები მოსინის საიმედოობაზე არ დადასტურდა. წლების განმავლობაში მე ასეთი რამ არა ერთხელ და არა ერთ მოსინზე მინახავს.

პრაქტიკული სიზუსტე. რატომ პრაქტიკული? იმიტომ, რომ სროლა ხორციელდებოდა დაწოლილი მდგომარეობიდან საველე პირობებში, ძველი იარაღებიდან, არც თუ ისე კარგი ხარისხის ვაზნებით. ასეთ პირობებში რაიმეს ზუსტად დადგენა არის საკმაოდ პრობლემატური. შესაბამისად თუ ვისვრით იარაღს “ველურ” სასროლეთებში, იმით რაზეც ხელიმიგვიწვდება გამოდის, რომ ვადგენთ პრაქტიკულ სიზუსტეს, რომელიც მისაღწევია ერთი კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ პირობებში არსებული ვაზნების გამოყენებით და გარდა ამისა საველე პირობებში, როგორც ომის დროს ან ნადირობისას, განსხვავებული საყრდენებიდან, პოზიციებიდან, განსხვავებულ კლიმატურ პირობებში. შეუძლებელია ასეთ პირობებში რაიმე ზუსტი ტესტის ჩატარება მაგრამ გარკვეულ დასკვნებამდე მისვლა შესაძლებელია. ორივე ტიპის შაშხანები შესაბამისი მოდიფიკაციების შემდეგ (რაც ზემოდ დავწერე) დამაკმაყოფილებელ სიზუსტეს აჩვენებდნენ. უბრალოდ მოსინს ასეთი სამუშაოები, რომელთა მიზეზი იყო სიზუსტის გაუმჯობესება ჭირდებოდა უფრო მეტი და უფრო ხშირად.    ტყავის “საფენებმა” ლულასა და კონდახს შორის ჩემ კარაბინს არ უშველა. გაფანტვა იყო ერთი ა4 ფურცლის სიგანე. მას მერე რაც თხელი ფოლადის ფირფიტები მოვათავსე, ჯგუფები შემცირდა 7 სმ-მდე. მეორე შაშხანამ, რომელიც მე მქონდა მომცა რამოდენიმეჯერ საუკეთესო ჯგუფი 4.5სმ, და შესანიშნავი 7 სმ 200 მეტრზე. შემდეგ ეს სიზუსტე სადღაც გაქრა… სად და რატომ მე ვერ დავადგინე. საუკეთესო ჯგუფი მაუზერიდან იყო 4 სმ. მოსინის კარაბინიდან 4.5სმ.  საშუალო სიზუსტე მაუზერებიდან შეადგენდა 5–6 სმ, მოსინიდან 6–9 სმ.

უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ტიპის იარაღში ლულის, რესივერის და ხის კონდახის მორგებას ერთმანეთის მიმართ აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს ორი ჯგუფი ნასროლია სხვისი მაუზერის კარაბინიდან და ჩემი მოსინის კარაბინიდან.  მონიშნული ჯგუფი არის მოსინიდან ნასროლი, დანარჩენი მაუზერიდან, რომელიც დაზარალდა რესივერის და კონდახის არასწორი მორგების მცდელობისგან. სხვაობაც სიზუსტეში უზარმაზარია.  სროლის მანძილი 100 მეტრი. მეორეს მხრივ სიზუსტის დეგრადაცია მოსინში სროლიდან სროლამდე იყო საკმაოდ დიდი. “ჯდებოდა” ტყავის სალნიკები, ფირფიტები, რომელსაც ვადებდი “ნაგელს” …..  კარგად მორგებულ მაუზერში დეგრადაცია არ აღინიშნებოდა.

პრობლემა, რომელიც მე  მაუზერთან შემექმნა იყო ის, რომ კარაბინი საგრძნობლად მაღლა ისროდა (10–15 სმ), ალბათ იმის გამო რომ თანამედროვე ვაზნები მეტ წნევას ანვითარებენ და მეტ საწყის სიჩქარეს აძლევენ ტყვიას. ამის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ უფრო მაღალი “მუშკის” დაყენებით რაც უკვე ნიშნავს ხელოსნის ჩარევას. მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სანადირო იარაღისთვის ასე უკეთესიც არის. 250 მეტრამდე მსხვილ ნადირს არ ააცილებთ, ყოველგბარი ქორექტირების გარეშე. თუმცა ასეთი თავისებურების გათვალისწინება აუცილებელია. ოპტიკის გამოყენების პირობებში ეს პრობლემაც ქრება.

მოსინის შაშხანით ნასროლი 200მეტრზე (ორი ჯგუფი). არც ისე ცუდია, თუ გავითვალისწინებთ რომ სროლა ხორციელდებოდა საყრდენის გარეშე, 1943 წელს გამოშვებული იარაღიდან, საკითხავი ხარისხის ვაზნებით. სიზუსტე სამი გასვლის შემდეგ გაქრა ….

სულ ეს არის, რისი მოკლედ თქვენთვის მოყოლაც მე მინდოდა. მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ კარ98კ ყველაფრით ჯობია მოსინის შაშხანას და კარაბინს , მაგრამ ვინაიდან კარ98კ ჩემ არსენალში შეცვალა მისმა “შვლიშვილმა” ჩზ550-მა ლოგიკურია რომ სათრევი და გასართობი კარაბინის როლში მე მექნება მოსინის კარაბინი. ის უფრო იაფია, ვაზნები უფრო ხელმისაწვდომია. ის თავის საქმეს აკეთებს, თუმცა გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში. კარგ მოსინის კარაბინს აქვს აბსოლუტურად ადეკვატური სიზუსტე. ამასთანავე მაუზერი არის მაუზერი, ლეგენდა და მსოფლიოში საუკეთესო შაშხანის დიზაინი. კალიბრში 8Х57, თუნდაც ომის დროინდელი სამხედრო კარაბინის კონფიგურაციაში,  ის აბსოლუტურად ადეკვატური იქნება და კონკურენციას გაუწევს თანამედროვე კლასიკურ სანადირო კარაბინებს. ძველი სამხედრო მაუზერი თუ ის თავიდანვე არის კარგ კონდიციაში, ხე და რკინა მორგებულია ერთმანეთზე, იმუშავებს ძალიან კარგად და სტაბილურად. მე ძალიან ძალიან ვნანობ, რომ ვერ შევინარჩუნე მაუზერი ჩემ კოლექციაში. მოსინზე კიდე არასდროს არც მინატრია და არც მინანია რომ ის გავასხვისე….. შეკითხვაზე, რომელი ჯობია,  მე მაქვს ცალსახა პასუხი: მაუზერი 100%–ით. თუ ჩემი არ გჯერათ და მე არ მეთანხმებით, შეგახსენებთ, რომ მაუზერის კონსტრუქცია აღიარებულია საუკეთესოდ, ამ სისტემის იარაღები დღემდე გამოდის და მაუზერის სამხედრო შაშხანები და კარაბინების კლონები უამრავ ქვეყანაში და კონტინენტზე გამოდიოდა. აბსოლუტური უმეტესობა ყველაზე სახიფათო,  აფრიკული ნადირობისთვის განკუთვნილი “ბოლტების” არის მაუზერის სისტემის. სწორედაც რომ ამ სისტემის აბსოლუტური საიმედოობის გამო.  რით შეუძლია იტრაბახოს მოსინმა?  რამოდენიმე მოდიფიკაცია ფინეთში, გამოშვებული ომის დროს, ერთი ორი ზუსტი მოდელი შექმნილი მის ბაზაზე, გამოსული უმნიშვნელო რაოდენობით და სულ ეს არის.

 

გლუვლულიანი კალაშნიკოვი – Caйга 12

Tuesday, May 8th, 2012

რამოდენიმე კვირის წინ, რუსულ ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული სამართალდამცავები იძენენ საიგას ტიპის 12 კალიბრის ნახევრად-ავტომატურ თოფებს. გადამოწმებამ ვერც უარყო და ვერც დაადასტურა ეს ინფორმაცია, რაღაც რაოდენობა შეძენილია, რასაც “იჟმაშის” (საიგების მწარმოებელი კომპანია) ადასტურებს თუმცა რაოდენობა და კონკრეტული სამსახურის დასახელება არ გაჟღერებულა. ალბათ სიმართლე სადღაც შუაშია, არ არის გამორიცხული, რომ რომელიღაცა  პოლიციურმა სამსახურმა ნამდვილად შეიძინა რამოდენიმე ცალი ასეთი თოფი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკულ ქალაქში გამოჩდნენ პოლიციელები შეიარაღებული იარაღით, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალურად არ განსხვავდება „აკ47″-გან და რომელიც ასოცირებულია კომუნისტურ საბჭოთა კავშირთან ან არაბ ტერორისტებთან. მოგეხსენებათ, 90-ი წლების დასაწყისში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ქონდათ იდეა შეეცვალათ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით, რომლებიც უფრო მოსხერხებელი იქნებოდა პოლიციელებისათვის ქალაქის პირობებში. ამ იდეის თანახმად კონსერვაციიდან უნდა ამოღებულ ყოფილიყვენ 9მმ-ნი გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები MP40–ები. საბჭოთა მოდელები არ გამოდგებოდა მათი კალიბრის გამო (7.62X25TT). მაგრამ როდესაც გაიაზრეს, რა ასოციაციები გაუჩნდებოდათ მოქალაქეებს, როდესაც ნახავდნენ ფორმაში ჩაცმულ ჭარბწონიან მილიციელებს მუცელზე ჩამოკიდებული „შმაისერით“  ამ იდეაზე ეგრევე უარი თქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამართალდამცავები ალბათ არასდროს არ იყიდიან საიგას იმ რაოდენობით, რომ ეს გახდეს სალაპარაკო, აღნიშნული ტიპის თოფები გარკვეული პოპულარობით სარგებლობენ  აშშ-ში სამოქალაქო მსროლელებს შორის. ფასი ვარირებს 300-დან 600 დოლარამდე, რაც არც ისე ბევრია ნახევრად ავტომატური თოფისთვის.  გარდა ამისა აქ როლს თამაშობს ამერიკელების ტრადიციული ინტერესი რუსული იარაღის მიმართ.

გლუვლულიანი საიგების ისტორია იწყება 90-ნი წლებიდან, როდესაც კონვერსიის პირობებში იჟევსკში დაიწყეს .410 კალიბრის თოფების გამოშვება. 1993 წელს, როდესაც დაიწყო მათი გაყიდვები პრაქტიკულად ეს იყო პირველი ე.წ. „აკმოიდი“, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ყოფილი სსრკ-ს მოქალაქეებისათვის და რა გასაკვირია .410 კალიბრის საიგა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამას ასევე ხელს უწყობდა იარაღის დაბალი ფასი. ის დაახლოებით 150 დოლარიდან იწყებოდა. .410-ს მოყვა 20 და 12 კალიბრის თოფებიც. ჩემი აზრით წონის და კალიბრის მხრივ ყველაზე დაბალანსებული არის ალბათ 20 კალიბრის საიგა – საუკეთესო შუალედური ვარიანტი მძლავრს 12 კალიბრისა და ანემიურ .410-ს შორის. მიუხედავად ამისა ყველაზე პოპულარული არის სწორედაც, რომ 12 კალიბრის მოდელები. .410 კალიბრის თოფები ცნობილია თავისი არასაიმედოობის გამო და იმით, რომ პრაქტიკულად არასდროს ეს თოფები პირდაპირ ყუთიდან არ მუშაობენ ხოლო მათი მოყვანა სამუშაო მდგომარეობამდე არის მთელი ხელოვნება. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ამ იარაღის შექმნაზე, უფრო სწორედ კი AK-ს ადაპტირებაზე .410 კალიბრზე მუშაობდა დაახლოებით ათამდე კონსტრუქტორი, მათ შორის გენადი ნიკონოვი “აბაკანის” შემქმნელი. როგორც რუსულ ანდაზაში იტყვიან: შვიდ ძიძას ცალთვალიანი ბავშვი ყავთ…..

დენთის აირების რეგულატორი. პირველი პოზიცია (ციფრი 2) სტანდარტული ვაზნებისთვის, მეორე მდგომარეობა (ციფრი 1) “მაგნუმის” კლასის ვაზნების გამოყენებისთვის არის გათვალისწინებული.

იდეა ავტომატის ერგონომიკის მქონე თოფის შექმნისა ახალი არ არის და საიგა 12-ის კონკურენტები/ანალოგებიც ყავს, მათ შორის: 1) პრაქტიკულად იდენტური რუსული „Вепрь 12“, განსაკუთრებით საინტერესოა სპეციალურად პრაქტიკული სროლისთვის შექმნილი მოდიფიკაცია; 2) იტალიური Franchi SPAS 15 ძალიან კარგი თოფი და ამდენადვე მძიმე, გაბარიტული და რთული კონსტრუქციით; 3) თურქული Akdal 1919, მაქსიმალურად მიახლოებული AR15-თან, ნელ ნელა იკიდებს ფეხს აშშ-ის ბაზარზე, თუმცა იმისთვის, რომ იარაღი დაყვანილ იქნას ადეკვატურ დონემდე საკმაოდ ბევრი ინვესტიცია არის საჭირო; 4) კორეული Daewoo USAS12, რომელიც პრაქტიკულად არ გვხვდება სამოქალაქო ბაზარზე.  ყველა ამ იარაღს (გარდა კორეული თოფისა) აერთიანებს მათი მზგავსება კონკრეტულ ავტომატებთან. რას ემზგავსება საიგა 12 და ვეპრ 12 ალბათ არ  საჭიროებს დაკონკრეტებას, მაგრამ მაგალითად SPAS 15 იქმნებოდა, როგორც ქვეითის დამხმარე იარაღი და ამიტომაც მისი ფორმა მაქსიმალურად მიახლოებულია იმ დროს იტალიის არმიის შეიარაღებაში მყოფი Beretta AR70 ტიპის ავტომატებთან. იდეა იყო მარტივი, ის ვინც მომზადებულია და მიჩვეულია გამოიყენოს თავისი ავტომატი ასევე ადვილად აითვისებს იგივე ერგონომიკის მქონე გლუვლულიან თოფს. ეს იტალიური თოფი დიიდხანია აღარ არის წარმოებაში და პრაქტიკულად საკოლექციო იარაღს წარმოადგენს. თურქული თოფი აშკარად წმიდა მარკეტინგული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაემზგავსა AR-15/M16-ს.  გარდა SPAS 15-ისა ყველა ზემოაღნიშნული თოფი იქმნებოდა სამოქალაქო ბაზრისთვის. ასევე არსებობს ნაკრებები, რომელბიც გადაყავთ თოფები ლულის ქვეშა ცილინდრული მჭიდებით – სექტორულ მჭიდებზე. არის თოფები კლასიკური კონსტრუქციის მაგრამ სექტორული მჭიდებით, მაგალითად Valtro PM5 და რუსული ИЖ81КМ. თურქეთში კიდე გამოდის უცნაური თოფი Derya Aanakon, რომელსაც აქვს “ყალბი” მჭიდი, დაყენებული წმიდა კოსმეტიკური მიზნებით.  არც ვიცი საერთოდ, რომელ ინჟინერს ასეთი იდეა შეუძლია თავში მოუვიდეს ….

 

გლუვლულიანი საიგა უამრავ ვარიანტში გამოდის, უცნაური „სვდ“-ს სტილი შესრულებული მოდელები და ბევრად უფრო ადეკვატური და ეფექტური „ტაქტიკური“ მოდელები.

ჩვენ მოგვეცა საშუალება ახლოს გავეცნოთ საიგა 12-ს და შევაფასოთ ის. 

ჩვენი თოფი არის პრაქტიკულად ახალი საიგა 12 მოდელი ს, აღჭურვილი დასაკეცი АК-74М-ის პლასტმასის კონდახით. თოფს აქვს 58სმ სიგრძის ლულა და გათვლილი “მაგნუმის” ტიპის 12 კალიბრის ტყვიაწამალზე. ახალ საიგას კომპლექტში მოყვებოდა ორი მჭიდი – 8 და 5 ვაზნაზე გათვლილი, ცარიელი ზეთის პატარა ბოთლი, რკინის შომპოლი და სამი ლულაზე დასამაგრებელი შევიწროება (ჩოკი, ნახევარ-ჩოკი, და ცილინდრი, ანუ პრაქტიკულად ხუფი, რომელიც იცავს ლულის დაბოლოებას). ასევე ყუთში იდო გასაღები, რომელიც შევიწროების დასაყენებლად გამოიყენება, ინსტრუქცია და თოფის პასპორტი. დათვალიერებისას ეგრევე შეამჩნევთ, რომ იარაღი არის ძალიან უხეშად დამზადებული, რაც ბუნებრივია პრაქტიკულად ნებისმიერი იარაღისთვის, რომელიც რუსეთში გამოდის. ლულის სიგრძე 58 სმ საკმაოდ დიდია და ამ მხრივ საიგა 12 კ 43 სმ-ნი ლულით უფრო მოსახერხებელია თავდაცვის იარაღის როლისთვის, მაგრამ რუსული იარაღის იმპორტი დიდიხანია უკვე პრობლემატური გახდა და ამიტომაც რაც გვაქვს ის უნდა ვიმყოფინოთ.

ჩვენი საიგა 12 მოდელი ს, ქვევით Mossberg 590

ვინც ჩემ ბლოგს კითხულობს კარგად იცის რომ გლუვლულიანი თოფები – „პომპები“  მე ძალიან მომწონს და ვაფასსებ. პირველ რიგში მათი სიმარტივის, ეფექტურობის და საიმედოობის გამო ყველა ტიპის ვაზნასთან. მომწონს, რომ სწრაფად შესაძლებელია ვაზნის ტიპის გამოცვლა თუ სიტუაცია ამას მოითხოვს. ასევე მომწონს, რომ ძალიან ადვილია ასეთი თოფების მჭიდის შევსება უბრალოდ ვაზნების დამატებით, ყოველგვარი რთული მანიპულაციების გარეშე, ამავე დროს რაც არ უნდა მოხდეს თოფი მზადაა სროლისთვის, მაშინ როდესაც თოფი სექტორული მოსახსნელი მჭიდით გადატენვის პროცესში პრაქტიკულად ცარიელია და არასაბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება. გარკვეული ვარჯიშის შემდეგ სწრაფი სროლის განხორციელება კლასიკური სქემის თოფიდან შესაძლებელია, როდესაც მჭიდი ბოლომდე დაცლილია და შესაძლებელია ვაზნების ხელით, პირდაპირ სავაზნეში მიწოდება. ამ მხრივ საიგა 12 ძალიან ზღუდავს მსროლელს იმიტომ, რომ  სწრაფი გადატენვა (speed reload), ვაზნის ტიპის გამოცვლა, მჭიდის შევსება, ყველაფერი ის, რაც ასე ვთქვათ ქმნის კარგ ტაქტიკურ თოფს საიგა 12-ში გამორიცხულია. ამ მხრივ მაგალითად იტალიური ბენელის ნახევრად ავტომატური ტაქტიკური თოფები, რომლებიც „ხვდებიან“ როდის მსროლელი ხსნის საკეტს ხელით და როდის საკეტი იხსნება გასროლის შემდეგ ამ მხრივ არიან გაცილებით უფრო წინწაწეული ტაქტიკური თოფები ვიდრე ნებისმიერი საიგა ან ვეპრი. იგივე, როგორც უკვე ავღნიშნე შეიძლება ითქვას ნებისმიერ „პომპაზეც“ საიგასთან შედარებით.  თქვენ იტყვით ალბათ: რა პრობლემაა, შესაძლებელია მჭიდის სწრაფად გამოცვლა, მაგრამ ყველაფერი ასე ადვილად არ არის. საქმე იმაშია, რომ სავსე მჭიდის იარაღზე დამაგრება ძალიან ძნელია და მოუხერხებელია. ზედა ვაზნა ძალიან შორს არის გამოწეული წინ, რის გამოც მჭიდის მოთავსება იარაღში მოითხოვს საკმაოდ რთული უნარჩვევის გამომუშავებას. რაიმე სწრაფ მჭიდის გამოცვლაზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველა ვისაც მე ვთხოვე საიგა 12–ზე მჭიდის გამოცვლა დაყველას მათგან ქონდა გამოცდილება საიგის ხრახნილულიან მოდელებთან, უბრალოდ ვერ შეძლეს მჭიდის გაოცვლა. ზოგს დაჭირდა დეტალური ახსნა, როგორ უნდა მოხდეს გამოცვლა, იმიტომ რომ ამას თვითონ ვერ მიხვდნენ. საერთოდ საიგას კვების სქემა არის ყველაზე სუსტი წერტილი ამ იარაღში. ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ: საიგა 12, როგორც თავდაცვითი და ტაქტიკური თოფი ბევრად ჩამორჩება „პომპებს“ და ნახევრად-ავტომატეს კლასიკური სქემით. შეიძლება წუწუნი გავაგრძელო და დავამატო, რომ საიგას 8 ვაზნიანი მჭიდები ძალიან დიდებია, 5 ვაზნიანი მჭიდები ასევე გაბარიტულია მაგრამ მათ ტარება გაცილებით უფრო ადვილია. ჩემი აზრით 8 ვაზნიანი მჭიდის მაგივრად ბევრად უფრო მოსახერხებელია ორი 5 ვაზნიანი მჭიდი.

მარჯვნიდან მარცხნივ: საიგა 12–ის 5 ვაზნიანი მჭიდი; 8 ვაზნიანი მჭიდი და Magpul-ის 30 ვაზნიანი AR15-ის მჭიდი. სხვაობა ზომებში და სისქეში კარგად ჩანს. გარდა ამისა ზედა ვაზნა, რომელსაც ქვევიდამ მჭიდის ზამბარა აწვება ხოლო ზევიდან საკეტი, ხშირად დეფორმირდება იარაღში ხანგრძლივი შენახვის დროს.

 

კონდახი ბევრ პრობლემას ქმნის სროლისას, ის არ არის კომფორტული, იმიტომ რომ არ აქრობს უკუცემას არის ვიწრო და მოკლე. რკინის ქუსლი უკვე სრული უაზრობაა.

ასევე დიდი მინუსია დასაკეცი კონდახის კონსტრუქცია. ის საიგა 12-ს ასევე ყოველგვარი ცვლილებების გარეშე ერგო, მის უკანა მხარეს არის ე.წ. “პენალის” ადგილიც, რომელშიც ინახებოდა AK74M-ის საწმენდი კომპლექტი, ჩვენ შემთხვევაში ეს ადგილი ცარიელი იყო. რატომ 90–ნი წლებიდან დღემდე იჟმაშზე არ დაიწყეს თოფებზე ნორმალური კონდახების დაყენება ჩემთვის გაურკვეველია. რუსულ ვეპრებზე, რომელსაც კომპანია “მოლოტი” უშვებს გაცილებით უფრო უკეთესო კონდახები ყენდება. საიგას კონდახი ძალიან მარტივია და საიმედოა, ჩამკეტი დეტალების ფართი ძალიან დიდი, რის გამოც კონდახი საიმედოთ ფიქსირდება და პრაქტიკულად არ გააჩნია „ლუფტები“.  მოკლე საიგაში, მოდელ კ-ში გათვლისწინებულია დამცველი, რომელიც გამორიცხავს სროლას დაკეცილი კონდახით. მაგრამ მიუხედავად მარტივი და საიმედო კონსტრუქციისა  ამავე დროს ის მოკლეა ხოლო მისი რკინის ფირფიტა უკანა მხარეს ხელს არ უწყობს კომფორტულ სროლას. დინამიური ვარჯიშებისას ადრენალინის გამო ტკივილი და დისკომფორტი არ იგრძნობა, მაგრამ მეორე დღეს მხარი არასასიამოვნოდ გახსენებთ საკუთარ თავზე, ხოლო შელურჯება საკმაოდ დიდია.  გამოსავალია რეზინის ამორტიზატორის დაყენება, მაგრამ მაშინ დაკეცილი კონდახის გაშლა პრობლემატრუ ხდება, იმიტომ რომ კონდახის გახსნის ღილაკი მის უკანა მხარეს, ამორტიზატორის ქვეშ ექცევა …..  სუსტი ტანის მსროლელისთვის ასეთი ამორტიზატორი არის აუცილებელი ის ინახავს მსროლელის მხარს და ამავე დროს აგრძელებს კონდახს, რაც გამორიცხავს რესივერის თავსახურის მოხვედრას სახეში, თუ მსროლელი ზედმეტად ახლოს მიიტანს თოფს სახესთან.

ვინც იცნობს კალაშნიკოვის ავტომატებს და მის სამოქალაქო ვერსიებს არ გაუჭირდება საიგა 12–ის დაშლა და გაწმენდა. გასათვალისწინებელია მხოლოდ რომ საკეტი შედგება ორი ნაწილისგან და აწყობისას მათი გასწორება ერთმანეთის მიმართ აუცილებელია, რომ ღარები ორივე დეტალზე, რომელშიც გადის ეჟექტორი ერთმანეთს გაუსწორდნენ. განსხვავდება ცოტათი დენთის აირების სისტემა, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ეს სხვაობა შეუმჩნეველია.

პისტოლეტის ტარი არის გიგანტური ნაბიჯი წინ, იმ სახელურებთან შედარებით, რომლებიც აყენია ხრახნილ-ლულიან საიგებზე. ის წააგავს ზომაში გადიდებულ H&K Mp5-ის ტარს და ძალიან მოსახერხებელია.

სამწუხაროდ ეს ტარი არის ერთადერთი გაუმჯობესება, რომელიც განასხვავებს საიგა 12-ს მისი პროტოტიპისგან. კალაშნიკოვის ავტომატის დარჩენილი ყველა მინუსი გადმოყვა საიგა 12-საც. ეს არის მოუხერხებელი მცველის კონსტრუქცია, მჭიდის ფიქსაციის სქემა ორ წერტილზე, მოუხერხებელი საკეტის სახელური, მოკლე კონდახი და ცუდი სასხლეტი.

საცდელი სროლების ხორციელდებოდა საველე პირობებში, იარაღი იქნა გაწმენდილი, დაზეთილი.  როგორც ყოველთვის აქცენტი კეთდებოდა „სლაგებით“ და კარტეჩით სროლაზე. ასევე სროლების დროს თოფს არ ეყენა რამე ლულის შევიწროება. თოფმა აჩვენა კარგი დამაკმაყოფილებელი რეზულტატები თავდაცვითი ამუნიციის გამოყენებისას. რაოდენს საოცარი არ უნდა იყოს თოფმა ასევე შეჭამა გადატენილი ვაზნები, რომლებიც უკვე ერთხელ გამოყენებულ მასრებს იყენებდნენ, როგორც მაღალი ასევე დაბალი ცოკოლით. მიუხედავად იმისა, რომ მასრების დიამეტრი აშკარად განსხვავდებოდა და ზოგს დეფორმაციები აღენიშნებოდა, ხოლო უკუცემა იყო სუსტი (28 გრამიანი „ფოსტერის“ ტიპის ტყვიის გამო), საიგამ არც ერთი დაბრკოლება არ განიცადა. აღნიშნულ გადატენილ ვაზნებს ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკისთვის, პომპებიდან სროლებისას და გარკვეულ პრობლემებს საიმედოობასთან ადგილი ქონდა. როგორც ჩანს საიგა 12-ს ასეთი „დიეტა“ მოწონს. მცირე უკუცემის გამო სწრაფი და ზუსტი სროლის წარმოება ძალიან ადვილი იყო. გადატენილი ვაზნების გამოყენება მაინც ვერ იქნება რეკომენდირებული, განსაკუთრებით ნახევრად–ავტომატურ თოფებში და თავდაცვითი მჭიდი ყოველთვის უნდა იყოს გავსებული პრემიუმ კლასის ვაზნებით.  ჩვენ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ საიგა12 საიმედოთ მუშაობს გადატენილ ვაზნებზე, მხოლოდ ნიშნავს იმას რომ პრაქტიკა ამ თოფით ისეთივე იაფი იქნება, როგორც პომპებით, ეს კიდე ძალიან კარგია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც მინიმუმ აქ ლულის სიგრძე არ მოქმედებს შეჯგუფებაზე. 10 და 25 მეტრზე საიგამ ისეთივე რეზულტატი აჩვენა კარტეჩით სროლისას, როგორც თითქმის ყველა სხვა კარგმა თოფმა ცილინდრული და უფრო მოკლე ლულებით.

სასიამოვნოა, როდესაც რუსული წარმოების იარაღი მისროლილია ქარხანაში. როგორც წესი ეს ასე არ არის ხოლმე.

ბოლოს როდესაც საიგამ შეჭამა ყველაფერი რაც მას “მივართვით” გახდა საინტერესო, როდის შეწყვიტავდა თოფი მუშაობას. მხოლოდ მას მერე რაც მჭიდში მოთავსდა 24 გრამიანია „სკიტისთვის” განკუთვნილი 7 ნომერი საფანტი და თოფი თავისუფლად დავიჭირეთ ხელში (მხარზე მიბჯენის გარეშე), საიგა 12-მა შეწყვიტა მუშაობა ანუ აღარ ხდებოდა მასრების ექსტრაქცია. იგივე უკვე 36 გრამიანი ვაზნებით სროლისას აღარ გამეორდა. მხარზე მიბჯენით, საიგა მუშაობდა ყველა ტიპის ვაზნით. ორი სესიის და დაახლოებით 80 ვაზნის გასროლის შემდეგ არ დაფიქსირდა არც ერთი დაბრკოლება სროლისას. 7,8,9 ნომერი საფანტი, „სლაგები“, გადატენილი ვაზნები, სხვა და სხვა ტიპის კარტეჩი, ყველა ამ ვაზნებით თოფი უპრობლემოდ მუშაობდა. უკუცემა იყო უმნიშვნელო მაგრამ მოუხერხებელი კონდახი გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა და სროლის კომფორტს ამცირებდა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ თოფი იყო საიმედო იარაღი. ამას ალბათ ასევე ხელს უწყობს ლულის დიდი სიგრძე. რა თქნა უნდა გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში იარაღის წარმოების ხარისხის კონტროლი ძალიან მტკივნეული თემაა, გასაგებია, რომ იქნება დიდი განსხვავებები საიგებს შორის. ეს თითქმის ყოველთვის გარდაუვალია, როდესაც საქმე გვაქვს „ბიუჯეტურ“ იარაღთან და იარაღთან, რომელიც რუსეთში იწყობა.  იქნება კარგი საიგებიც და იქნება ცუდი საიგებიც. ჩვენ/მე ამ შემთხვევაში გაგვიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ  ვაზნების რაოდენობა იყო შეზღუდული და ეს ტესტი ვერ იქნება აკადემიური, ის მაინც გვაძლევს ჩვენ საშუალებას გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები იარაღის პოტენციალზე. ის საიმედოა და იარაღი მისროლილია. ჩათვლაც მიღებულია.

ასეთი რამ არც თუ ისე იშვიათად ხდება: დენთის აირების ნახვრეტები ლულაზე გაბურღულია არასწორედ, რის გამოც მისი დაყენებისას იარაღზე ისინი ნაწილობრივ იკეტებიან, ეს კიდე იწვევს დაბრკოლებებს იარაღის მუშაობაში.

ამერიკულ და რუსულ ფორუმებზე საკმაოდ დიდი და ვრცელი თემებია, რომელიც ეძღვნება სხვა და სხვა პრობლემების მოგავრებას, რომელიც წარმოიშობა 12 კალიბრის საიგების ექსპლუატაციის დროს ან ახალ თოფებში არადამაკმაყოფილებელი ხარისხის კონტროლის გამო. ტრადიციულად ძალიან ბევრი საჩივარია აწყობის ხარისხის მიმართ. სამწუხაროდ და ამას ჩემი პირადი გამოცდილებაც ადასტურებს საბჭოთა და განსაკუთრებით რუსული იარაღის უნიკალური საიმედოობა არის მითი. ანუ იარაღი, როგორც წესი საიმედოა მაგრამ არა იმ დონემდე, როგორც ამას ზოგი თვლის. განსაკუთრებულად ეს ეხება თანამედროვე რუსულ იარაღს. ჩემი პრაქტიკა კი ადასტურებს იმას, რომ ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ რუსული წარმოების იარაღთან ჩნდება. ამ მხრივ დღეს ჩვენ/მე გაგვიმართლა, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული საიგა 12 იდეალურად მუშაობს.

რამოდენიმე დღიანმა მჭიდრო და ახლო ურთიერთობამ საიგა 12–თან არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა. საიგა12-ის უდაოდ ძლიერი მხარეებია  გამძლე დასაკეცი კონდახი, ოპტიკის სამაგრი,  საიმედოობა, ქრომირებული ლულა და სავაზნე. სისუსტებია: დიდი წონა (ის 3.7 კგ–ს აღწევს), არადამაკმაყოფილებელი ერგონომიკა და გარკვეული ოფციების არ არსებობა, რომლებიც აადვილებენ ასე ვთქვათ მსროლელის ცხოვრებას.  ასეთ კომპლექტაციაში სამწუხაროდ ჩემი აზრით ეს თოფი ბევრად ჩამოუვარდება კლასიკური სქემის თოფებს, რომლებიც უფრო მსუბუქია, მარტივია, უფრო მოსახერხებელია და მეტი ტაქტიკური შესაძლებლობები აქვთ. ასევე ისინი გაცილებით ადვილია მომსახურებაში, უფრო ადვილდ იშლებიან, იწმინდებიან, შესაძლებელია ლულების სწრაფი გამცოვლა. ამავე დროს გამომდინარე იქიდან, რომ თოფმა აჩვენა შესაშური საიმედოობა, მე გამიჭირდება უარყოფითი განაჩენის  გამოტანა. საიმედოობა  იყო, არის და ყოველთვის იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. თუ იარაღი საიმედოა და ამავე დროს ზუსტი ის შეიძლება რეკომნდირებულ იქნას როგორც იარაღი, რომელსაც შესაძლებელია ანდო საკუთარი სიცოცხლე ანუ, როოგრც უკვე ვთქვი საიგა 12-მა ნამდვილად გაიარა ტესტირება და მიიღო კიდევაც ჩათვლა. ყველაფერი დანარჩენი პრინციპში შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც გამოსწორდეს მარტივი „ტუნინგით“ და როგორც წესი ასეც ხდება.  ასევე საიგა 12 შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს გამოცდილება კალაშნიკოვის ავტომატებთან (მაგალითად დიდიხანი მსახურობდა, კარგად იცნობს AK-ს ტიპის იარაღს)  და სურს შეიძინოს გლუვლულიანი თოფი.  გადართვა ავტომატიდან თოფზე იქნება ძალიან ადვილი და სწრაფი. ასევე დიდია გართობის ფაქტორი, ტაქტიკური თავიდან ბოლომდე საიგა 12 საკმაოდ კარგი გასართობი იარაღია, მხოლოდ როგორც ყველა ნახევრად ავტომატის შემთხვევაში ვაზნების ხარჯი მნიშვნელოვნად გაზრდილია.


ძნელია უწოდოთ ამას საიგა. ეს არის საიგის ბაზაზე ხელით აწყობილი სპორტული თოფი განკუთვნილი პრაქტიკული სროლისთვის. სპეციალიზირებული სპორტული იარაღი. სახელური გადმოტანილია მარცხენა მხარეს, შეცვლილია მცველის ფორმა, ასევე გადაკეთებულია მჭიდის ღილაკი. იარაღის ერგონომიკა პრაქტიკულად მთლიანად შეცვლილია.

რა უნდა გაუმჯობესდეს საიგაში? ყველა მოდელზე უნდა დაყენდეს საკეტის შემაკავებელი, რომელიც დაუშვებს  ვაზნის პირდაპირ სავაზნეში ხელით მოთავსებას, ისევე, როგორც გაადვილებს სავსე მჭიდის მიერთებას. უნდა დაგრძელდეს სამიზნე ხაზი. წინა სამიზნე მოწყობილობა უნდა დაყენდეს ლულის ბოლოსკენ. საიგა 12 საკმაოდ გრძელი იარაღია მაგრამ სამიზნე ხაზი ძალიან მოკლე, პრაქტიკულად პისტოლეტის კლასშია. უნდა დაყენდეს მჭიდის “ძაბრი” იმისთვის, რომ გაადვილდეს მჭიდის გამოცვლა. ასეთი მოწყობილობები უკვე ყენდება საიგებზე და იყიდება ცალკე, მაგრამ ყველა რაც მე ვნახე არის პლასტმასის. გამომდინარე იქიდან, რომ დავარდნისას მჭიდი დარტყმას იღებს და გადაცემს მას „ძაბრს“, ჩემი აზრით ეს დეტალი უნდა იყოს ფოლადის და მყარად უნდა იყოს დამაგრებული რესივერზე. უნდა შეიცვალოს საკეტის სახელური,  როგორც ისრაელის Galil-ზე ან საბჭოთა CKC-ზე. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ერგონომიკას. ის სახელური რაც ეხლა აყენია საიგებზე უბრალოდ სახიფათოა თქვენი ხელის მტევნის ჯანმრთელობისათვის. აუცილებელია უფრო გრძელი, მასიური და ამორტიზატორით აღჭურვილი კონდახის დაყენება. კარგი იქნება თუ კომპლექტში ყველა საიგას ექნება ლულის მუხრუჭი-კომპენსატორი. ყოველლშემთხვევაში ასეთი, რამ სასურველი იქნება საიგა 12-ის თავდცავით და ტაქტიკურ მოდიფიკაციებში სადაც ლულის შევიწროებები აუცილებელი არ არის.

Tromix Lead Delivery Systems არის ალბათ ერთ ერთი ყველაზე წინ წასული კომპანია საიგების მოდიფიკაციის ბიზნესში. სურათზე სწორედ მათ მიერ აწყობილი საიგა 12–ია. თუ არ ჩავთვლით 450 დოლარის ღირებულების მჭიდს, ყველა მოდიფიკაცია არის პრაქტიკული და კარგად გააზრებული.

ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია საიგების ტუნინგი, რა დროსაც ამ თოფის ერგონომიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ასეთი სამუშაოების შედეგად საიგას ფასი აჭარბებს ათას დოლარს მაგრამ საბოლოო პროდუქტი არის საკმაოდ ეფექტური სისტემა. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი საიგები პერიოდულად ჩნდებიან შეჯიბრებებზე პრაქტიკულ სროლაში, როგორც ჩანს არის ხალხი, რომელსაც უღირს ამ თოფზე მუშაობა და მასში ფულის ინვესტირება. საკმაოდ კარგ რეკლამას უკეთებს ამ თოფებს ცნობილი კომპანია, რომელიც ასევე არის „რეალითი შოუს“ „Sons of Guns” მონაწილე Discovery Channel-ზე, ლაპარაკი მაქვს კომპანია Red Jacket-ზე. ძალიან ბევრ სერიაში სხვა და სხვა პროექტებისთვის ისინი სწორედ საიგებს ირჩევენ.  მე მაინც ვერ ვიტყვი, რომ საიგა 12 არის „ბესტსელერი“ აშშ-ში და ფორუმზე, რომ დასვათ კითხვა, რომელი თოფი იყიდოთ ალბათ არავინ მას არ გირჩევთ მაგრამ საიგა 12–მა იპოვა თავისი ნიშა მსოფლიოში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვან ბაზარზე და ეს ასევე მასზე  დადებითად მეტყველებს.

კიდევ ერთი მოდიფიცირებული სპორტული საიგა 12 სპორტსმენის ხელებში. ყურადღებას იქცევს დაგრძელებული მჭიდი , ორი ლულის მუხრუჭი და მაღლა აწეული კონდახის ხაზი.

 


 

ჩვენი ტესტი – Mossberg 590

Wednesday, April 11th, 2012

თავდაცვითი და ტაქტიკური იარაღი კვლავ რჩება ჩვენი ბლოგის ყურადღების ფოკუსში და ამჯერად ჩვენი სტუმარია არ მომერიდება ამის თქმა და ლეგენდარული “მძიმეწონოსანი” და დამსახურებული ვეტერანი ტაქტიკურ თოფებში – Mossberg 590 Special Purpose. მოგეხსენებათ მოსბერგის 500 სერიის თოფები მეტ ნაკლებად ფართოდ წარმოდგენილია საქართველოში ისევე, როგორც მისი უფრო გამარტივებულ-გაიაფებული მოდიფიკაცია Maverick 88. საბრძოლო მოდელი 590 მე ჯერ  არ შემხვედრია და თუ აქამდე ის იყო საქართველოში ალბათ ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. ეხლა სიტუაცია შეიცვალა, ერთ–ერთმა მაღაზიამ შემოიტანა ეს თოფები და ეხლა მათი შეძენა უკვე ყველასთვის შესაძლებელია. მე ამ თოფის შეძენისას მაღაზიაში ფასი დამიკლეს და ამიტომაც ჩემი მხრიდან არ იქნება ლამაზი ფასზე წუწუნი. “590″–ის ფასი შეადგენს 1700 ლარს, რაც არ არის იაფი, თუმცა თოფიც არ არის ორდინარული.  ბევრისთვის „უტილიტარულ“ პომპაში“ ამხელა ფასის გადახდა იქნება ალბათ მიუღებელიც. მაგრამ არა ჩემთვის, ხოლო ფასის და არჩევნის საკითხს ჩვენ მოგვიანებით კიდე დაუბრუნდებით, ამ სტატიის ბოლოს. ეხლა კიდე გავაგრძელოთ „590“-ზე ლაპარაკი. ჩვენი მიზანი არის დავადგინოთ იმსახურებს თუ არა მოდელი 590 მაღალ შეფასებებს, რასაც მას აძლევენ მსროლელები მთელ მსოფლიოში და შევადაროთ ის მის სამოქალაქო „ძმას“ მოდელ 500-ს.

ორი მოსბერგი, “590″ და “500″. ხელუხლებლები, სრულიად ახლები, გამზადებულები სროლისთვის.

ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ მოდელი 500 წარმოებაშია 1961 წლიდან. 1971 წელს მან გარკვეული ცვლილებები განიცადა. ყველაზე სერიოზული აქიდან არის ერთ ღერძიანი წინა სახელურს შეცვალა ორ ღერძიანი დიზაინით. მოდელი 590, რომელიც კონსტრუქციით იდენტურია 500 მოდელის, 1987 წლიდან იმყოფება ამერიკის შეიარაღებული ძალების არსენალში. სახმელეთო ჯარებში მას უკვე ჩაენაცვლა იტალიური ნახევრად–ავტომატური Benelli M1014, თუმცა ფლოტში და საზღვაო ქვეითთა კორპუსში “590″ დღემდე რჩება შეიარაღებაში. ძირითადი განსხვავებები მოდელ 500–გან არის, მჭიდის განსხვავებული კონსტრუქცია, რომელიც წინიდან მოსახსნელი ხუფით არის დახურული. ასევე “590″–ს აქვს უფრო სქელ კედლიანი ლულა და მჭიდი. ასევე თუ დაუჯერებთ ინტერნეტ წყაროებს, უფრო გაძლიერებული კონსტრუქციის სხვა ელემენტებიც აქვს. რომლები კონკრეტულად მე ვერ დავადგინე.  ლულის და მჭიდის სქელი კედლები ნიშნავს, რომ ორივე ეს დეტალი აიტანს ძლიერ დარტყმებს, დავარდნას, რაც სამხედრო იარაღისთვის ჩვეულებრივი ამბავია. პრინციპში ვინც აქტიურად ნადიორბს კარგად იცის, რომ თოფის ლულის ან მჭიდის დაზიანება დარტყმით საკმაოდ ადვილია. “500″–ის და “590″–ის ლულის და მჭიდის განსხვავებული გადაბმის გამო, ამ ორ მოდელს შორის ლულები ცვლადი არ არის. უნდა დავამატო ასევ, რომ 590 სერიის ოჯახი საკმაოდ განსხვავებული მოდელებისგან შედგება. მოდელები ინდექსით A1 გამოირჩევიან კიდე უფრო სქელი ლულებით, ალუმინის დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის კორპუსით და განსხვავებული ლულის დამცავი ფარით, რომელიც, როგორც ჩანს ხელმისაწვდომია მხოლოდ სამხედრო ვერსიებისთვის. ლულის სისქის გამო სტანდარტული მოსბერგის ფარი არ ერგება მოდელს ინდექსით A1.  ანუ მოდელი 590 A1 და უბრალო 590 არის ცოტათი განსხვავებული თოფები. თუმცა ცხადია სხვაობა ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც “500″–ს და “590″–ს შორის. A1–ის სხვა და სხვა მოდიფიკაციებიც არსებობს, თუმცა დიდ ნაწილი სამხედრო მოსბერგების არის მოკლე ვარიანტები, 6 ვაზნიანი მჭიდით და  ცოტათი უფრო მოკლე 46 სმ–ნი ლულით. ჩვენი თოფი არის მოდელი 590 Special Purpose, რაც ნიშნავს, რომ ეს არის 9 ვაზნიანი 12 კალიბრის თოფი (სავაზნე გათვლილია 70მმ–ან და 76მმ–ან მასრებზე), აღჭურვილი ლულის დამცავი ფარით და დამრტყმელ–სახლეტი მექანიზმით პლასტმასის კორპუსში. ლულის სიგრძე შეადგენს 51სმ–ს. ისევე, როგორც A1-ს ამ თოფსაც აქვს ხიშტის დაყენების შესაძლებლობა.  ”590″–ის დაშლა–აწყობის ვიდეო იხილეთ აქ, ინგლისურენოვანი ინსტრუქციის ელექტრონული ვერსია აქ.

როგორ შეიძლება მოკლედ დახასიათდეს მოდელი 590 მას მერე, რაც მას ხელში აიღებთ? სამი სიტყვა: მძიმე, ძლიერი და გამძლე. მძიმე პირველ რიგში იმიტომ, რომ თოფი იწონის 3.4 კგ-ს  ცარიელი. ასევე ყურადღებას იპყრობს შთამბეჭდავი 9 ვაზნიანი მჭიდი, ლულის და მჭიდის საიმედო გადაბმა ორ და არა ერთ წერტილში, სტანდარტულზე უფრო სქელ კედლიანი ლულაც და მჭიდიც. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს თოფი ბირთვული ბომბის ახლო აფეთქებას უპრობლემოდ გადაურჩება. რა გასაკვირია, რომ ეს თოფი ამდენი წელია აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში იმყოფება. და არც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ისეთი გრანდის გამოჩენამ, როგორიც არის იტალიური ბენელი, არ გამოდევნა ეს თოფი.

590A1 ამ დღემდე რჩება ეთი კლასის სტანდარტული იარაღად აშშ–ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში

კიდევ ერთხელ გავამახვილებ დადებით და მოსახერხებელ მხარეებზე, რომლებიც გამოარჩევს  მოსბერგებს სხვა ანალოგებისგან. კიდევ ერთხელ, იმიტომ, რომ მოსბერგის დიზაინის დადებით თვისებებზე ამ ბლოგზე უკვე არაერთხელ დამიწერია. ესეიგი ესენია: მცველის “ბუნებრივი” განლაგება რესივერის ზედა მხარეს, რის გამოც მისი ჩართვა გამორთვა ადვილია ორივე ხელით, ხოლო მისი მდგომარეობა ადვილად კონტროლირდება იმიტომ, რომ ის კარგად ჩანს ზევიდან; ღია ფანჯარა საიდანაც ხდება მჭიდის შევსება. მოსბერგში მჭიდის შევსება ხდება უფრო სწრაფად და ადვილად ვიდრე ნებისმიერ სხვა თოფში. თოფი წმენდისას იშლება პრაქტიკულად ბოლომდე, იხსნება ვაზნის შემაკავებელი და ინტერცეპტორი, რაც აადვილებს ხარისხიან წმენდას.

„შესრულება არ მომწონს“ კატეგორიულად განაცხადა ერთმა საკმაოდ გამოცდილმა მონადირემ და FABARM XLR5 –ის პატრონმა. დავეთანხმები, ამერიკელი ვერ შეედრება იტალიელს შესრულების ხარისხით, მაგრამ იტალიელიც ვერ შეედრება მოსბერგს ფასით! არ დაგვავიწყდეს მოსბერგების თოფები ყოველთვის იყო პრაქტიკული და უტილიტარული ინსტრუმენტები ზედმეტი ფუფუნების ნიშნების გარეშე. როდესაც ბინძური და მძიმე სამუშაოსთვის ვყიდულობთ პიკაპს, შიგნით არ გვჭირდება მაკაგონის დეკორატიული პანელები და ტყავის საჭე. მითუმეტეს სისულელეა ამაში ფულის დამატებით გადახდა.  დიდი მადლობა O.F. Mossberg & Sons, რომ ის ჯერ კიდევ უშვებს თავიდან ბოლომდე 100%-ით პრაქტიკულ იარაღს, ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე და თანაც უამრავ მოდიფიკაციაში, ისე, რომ ყველაზე პრეტენზიული მომხმარებელიც კი აუცილებლად იპოვის თავისთვის საჭირო მოდელს. მუქი დაფარვის გამო, “590″ გაცილებით უფრო უკეთესად გამოიყურება და მხოლოდ მას თუ შეედრება ძველი გამოშვება ვინჩესტერ 1300–ის გაპრიალებული შავი დაფარვა. ვინჩესტერს, რომელსაც დავემშვიდობე იმისთვის რომ ეს “590″ მეყიდა და ეხლაც ვფიქრობ, რომ შეცდომა დაუშვი, რომ ოირვე არ დავიტოვე.

მოდიფიკაციები. ჩვენი „590“ განსხვავებით ქარხნული თოფისგან დამატებით იყო აღჭურვილი გვერდითა პატრონტაშით Tac Star Side Saddle, რომელიც შეუდარებელია ფასის და ხარისხის შეფარდებით. ასევე მას გააჩნდა Hi-viz-ის სამიზნე, დასაყენებელი პირდაპირ ლულაზე, რომელიც, როგორც უკვე ავღნიშნე ადრინდელ სტატიაში აშკარად უპირატესია ანალოგიურ სამიზნეზე, რომელსაც Tru-Glo უშვებს. ამ სამიზნეს მოყვება ოთხი „შუქის მილი“, ორი ფერის ორ-ორი ზომის. მისი ფაქტურა იდეალურად უხდება 590-ის მუქ დაფარვას. დანარჩენში იარაღი აბსოლუტურად ქარხნულია. თუ არ ჩავთვლით თეთრი საღებავის წერტილს ლულაზე განლაგებულ ფარის უკანა მხარეს და რომელიც ხელს უწყობს ზუსტ დამიზნებას. ასეთი კონფიგურაცია მუშაობს ისევე, როგორც Heinie Straight Eight ტიპის სამიზნე და ჩემი აზრით მნიშვნელოვნად გაზარდა სროლის სიზუსტე.  „590“ თავიდანვე აღჭურვილია  Speed Feed-ის კონდახით, რომელიც დამატებით იტევს 4 ვაზნას (ორ ორი ორივე მხარეს). შესაბამისად შესაძლებელია თოფზე ერთდროულად იყოს დამაგრებული 10 ვაზნა + 9 მჭიდში. ჯამში 19 ვაზნა და ეს თოფის გაბარიტების მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე. მეორე თოფი, მოდელი 500 ჯერ ჯერობით თავიდან ბოლომდე ქარხნულ კომპლექტაციაშია. ჯერ ჯერობით იმიტომ, რომ მის პატრონს უკვე აქვს გეგმა აქციოს სანადირო-სამოქალაქო თოფი 590-ზე არანაკლებ მეომრად. ეხლა კიდე მას გააჩნია საკმაოდ ლამაზი ხის ფურნიტურა, ლულა კომპენსატორით, მოსბერგის სტანდარტული სამიზნე მოწყობილობები, 6 ვაზნიანი მჭიდი.

ავტორის კუთვნილი Mossberg 590 Special Purpose

„590“-ის ტესტირებისას ყურადღება ექცეოდა ირ ძირითად საკითხს, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: სიზუსტე (ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი თოფისთვის, რომელსაც არ გააჩნია რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები). მეორე: თოფის ქცევა სხვა და სხვა პრაქტიკულ/დინამიურ სცენარებში. სროლა მოძრაობაში, სწრაფი სროლა და ასე შემდეგ. ეს იმისთვის, რომ დადგინდეს რამდენად ადვილია სროლა ამ თოფიდან, რამდენად მოსახერხებელია ის თავდაცვითი იარაღის როლში.

სროლა. სასიამოვნო იყო, როდესაც იარაღმა პრაქტიკულად იდეალური პრაქტიკული სიზუსტე აჩვენა. პრაქტიკული სიზუსტე ამ შემთხვევაში შეიძლება განიმარტოს, როგორც ალბათობა დააზიანო სილუეტის ტიპის სამიზნის ცენტრალური ნაწილი (მასის ცენტრი) ამ თოფის გამოყენების რეალურ მანძილებზე, ადეკვატური ვაზნების გამოყენების შემთხვევაში. სამივე ტიპის ვაზნების გამოყენებისას, წვრილი კარტეჩი, კარტეჩი და სლაგები, ჭურვები ხვდებოდა იქ სადაც საჭიროა და ისე, როგორც საჭიროა, რასაც შესაბამისი ფოტოსურათები ადასტურებენ. როგორც უკვე ვთქვი მოხვედრის წერტილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც თოფი არ არის აღჭურვილი შაშხანისთვის განკუთვნილი რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობებით. ეს ნიშნავს, რომ სროლის დროს თქვენ უნდა კორექტირებები შეიტანოთ დამიზნებაში, რაც არც ისე მოსახერხებელია. ცხადია მეორე თოფს, მოდელ 500–ს ეს პრობლემა არ ქონდა. ჩვენი „590“ იდეალურად ისროდა, მორტყმების ცენტრი იყო იქ სადაც უმიზნებდით. 25–დან  5 მეტრამდე სროლა იყო ეფექტური. ყველა ტყვია, პრაქტიკულად ყველა ჭურვი (კარტეჩი) იყო სამიზნეში. სამწუხაროდ ხრახნილ-ლულიანმა მოსბერგმა ვერ აჩვენა ადეკვატური სიზუსტე სხვადასხვა ზომის კარტეჩის გამოყენებისას. მიუხედავად უკიდურესად მოკლე მანძილებისა გაფანტვა მაინც იყო ძალიან დიდი. დარწმუნებული ვარ არსებობს ვაზნების ტიპები, რომლებიც ადეკვატურ ეფექტურობას მოგვცემენ ასეთი ლულის პირობებში. სამაგიეროდ უნდა ითქვას, რომ ამ თოფმა „შური იძია“ გრძელ მანძილებზე ტყვიით სროლისას. 100 მეტრზე ზუსტი სროლა, თუნდაც საკითხავი ხარისხის ვაზნის გამოყენებისას იყო აბსოლუტურად რეალური, და თანაც საყრდენების და ბეტონში ჩამაგრებული მაგიდის გამოყენების გარეშეც. ჩემი ღრმა რწმენით ასეთი ლულით აღჭურვილი თოფი არის ვიწრო სპეციალიზირებული ინსტრუმენტი და მას არ აქვს „პომპებისთვის“ დამახასიათებელი მთავარი პლუსი, უნივერსალურობა. მეორე ჩვეულებრვივი ლულა არის აუცილებელი, ხოლო თუ ის მიუწვდომელია მაშინ საჭიროა ვაზნების სწორი არჩევა, რაც გაზრდის თოფის შესაძლებლობებს, თუმცა მეორე ლულა კომპლექტში იქნება გაცილებით უფრო უკეთესი გამოსავალი. დავამატებ, რომ ჩემი აზრით საქართველოს პირობებში ნადირობისას, ასეთი ზუსტი თოფი იქნებოდა საუკეთესო არჩევანი ნადირზე ნადირობისას, რა დროსაც სროლა ხორციელდება მაქსიმუმ 150 მეტრზე.

ამ სურათიდან ნათლად ჩანს “590″–ის შესაძლებლობები.  ორი “სლაგი” და ერთი კარტეჩი არის ნასროლი.  9 –ვე ჭურვი, რომლისგანაც შედგება კარტეჩის ვაზნა, თანაბრად “განაწილებულია” სამიზნეზე.

ხრახნილლულიანი “500″ კარტეჩით სროლისას აშკარად ჩამოუვარდება “590″–ს.  უკვე 10 მეტრიდან სროლისას სამიზნეზე ჩანს, რომ ჭურვები განზე იშლება, მანძილის ზრდასთან ერთად ეფექტურობა პირდაპირპროპორციულად შემცირდება. “590″–ის ცილინდრულმა გლუვმა ლულამ გაცილებით უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა.

„590“-დან ასევე განხორციელდა 3 გასროლა 100 მეტრზე.  გამოყენებულ იქნა გადატენილი ვაზნები. დიდი ზომის ოპტიკურ-ბოჭკოვანი „მუშკა“ განკუთვნილი ახლო მანძილებზე სწრაფი სროლისთვის პრაქტიკულად ბოლომდე ფარავდა სამიზნეს. ორი ტყვია სამიზნეს აცდა, მოხვდა ზევით, ერთი ტყვია კი ზუსტად მოხვდა სამიზნეს, 25 სმ-ის დიამეტრის შავ რგოლს.  დამატებითი სროლა გადაიდო. 100 მეტრზე თოფის სრული პოტენციალი დადგინდება სხვა დროს, შესაბამისი ზომის მუშკის დაყენებით. შეგახსენებთ Hi – Viz -ის მუშკას ასეთი შესაძლებლობა აქვს.

მას მერე რაც გაირკვა, რომ თოფი არტყავს იქ სადაც უმიზნებთ დაიწყო ჩვენი საველე გასვლის დინამიური ნაწილი, რა დროსაც მსროლელები აზიანებდნენ სამიზნეებს სხვა და სხვა ტაქტიკური სცენარების იმიტირებისას. საიმედობა ორივე თოფის შემთხვევაში იყო აბსოლუტური. სულ გასროლ იქნა დაახლოებით 150 ვაზნა ორივე თოფიდან. აქიდან აბსოლუტური უმეტესობა სრულმუხტიანი სლაგები და კარტეჩები, მათ შორის ნაწილი გადატენილ ვაზნები, რომელთა მასრების დიამატრები აშკარად განსხვავდებოდა. არანაირ დაბრკოლებას, რომელიც უკავშირდებოდა იარაღს ან ტყვიაწამლს ადგილი არ ქონდა.  მიუხედავად ახალი თოფებისა, საკმაოდ რთული ვარჯიშებისა და განგებ დამზადებული და შესაბამისად განლაგებული არაკონტრასტული სამიზნეებისა ორივე მსროლელს ქონდა სულ ჯამში ხუთი აცილება სლაგებით სროლისას. ასევე პირველივე ჯერიდან განადგურდა ყველა ჰაერში აგდებული იმპროვიზირებული „თეფში“.  ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოსბერგის თოფები ადვილია სასროლად. დღის ბოლოს არანაირ დისკომფორტს ხანგრძლივი სროლისგან არ განვიცდიდით. “590″–ის მძიმე წონა ეფექტურად შთანთქავდა უკუცემის ძალას. ორივე თოფი იდეალური მსროლელი აღმოჩნდა. ზუსტი და საიმედო. ავღნიშნავდი, რომ უფრო მსუბუქი 6 ვაზნიან „500“-ს უფრო ნაკლები ინერცია ქონდა და უფრო მანევრირებადი იყო ვიდრე მძიმე „590“. მეორეს მხრივ 9 ვაზნიანი მჭიდი „590“-ში უფრო ასე, რომ ვთქვათ მეტ ტაქტიკურ მოქნილობას აძლევდა მსროლელს (ვაზნების ტიპის და მათი განლაგების არჩევისას). საბოლოო ჯამში ორივე თოფის ორივე პატრონი იყო აბსოლუტურად კმაყოფილი თავიანთი იარაღების ქცევით. მოსახერხებელი, ზუსტი და საიმედო. გარდა ამისა, ორივე თოფი ძალიან სიმპატიურად გამოიყურება.

სროლა ხორციელდებოდა სამიზნეებში, რომლებიც არ იყო კონტრასტული, იმისთვის, რომ იმიტირებული ყოფილიყო სროლის რთული პირობები, როდესაც სამიზნე არ ჩანს კარგად.

რაიმე მინუსები ორივე იარაღში არ გამოვლენილა. „500“ დაბალანსებული შესანიშნავი თოფია, ოფციებით, რომლებიც ძალიან იშვიათად გვხვდება პომპებში (რომლებიც ჩვენ ქვეყანაში იყიდება). „590“ არის ალბათ „ხამერი“ თოფებში. ყოველთვის და ყველა სიტუაციაში არ არის პრაქტიკული დიდი წონის გამო, მაგრამ სამაგიეროდ საიმედოობის და გამძლეობის უდიდესი მარაგით. იარაღი, რომელიც ხვდება ჯარისკაცის ხელში უნდა იყოს გამძლე, ძალიან გამძლე, რომ გაუძლოს მძიმე ცხოვრებას ჯარში ჯარისკაცის ხელში. ამ მხრივ “590″ ილუზიებს არ ქმნის. ის გაუძლებს ყველაფერს ან თითქმის ყველაფერს. ეს თოფი არის სულით და გულით მეომარი. არანაირი მინიშნება ნადირობაზე ან სამოქალაქო დანიშნულებაზე. ჩემი აზრით ის არის ლეგენდარული ვინჩესტერის „Trench Gun“-ის ღირსეული შთამომავალი. მე ეხლა მესმის რატომ პრაქტიკულად არასდროს არ მსმენია უარყოფითი გამოხმაურება “590″–ებზე. მხოლოდ, ვიმეორებ მხოლოდ დადებითი და აღრთოვანებული დახასიათებები. “590″–ის საკმაოდ სანახაობრივი ტესტი, განხორციელებული ჩვენი უკრაინელი კოლეგების მიერ შეგიძლიად იხილოთ აქ.

ღირს თუ არა „590“ 1700 ლარი? ამ ფასად იყიდით სამ თურქულ თოფს, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის ვარიანტი. რაც უფრო მეტს ვგებულობ მე თურქულ თოფებზე მით უფრო ნაკლებად მომწონს მე ისინი (არა ყველა მაგრამ უმეტესობა). ამართლებს თუ არა „590“ 600 ლარიან სხვაობას ფასში, სტანდარტულ „500“-თან შედარებით? პრაქტიკული თვალსაზრისით და სამოქალაქო მსროლელისთვის – არა. “590″ უფრო მეტი თოფია ვიდრე უბრალო მომხმარებელს შეიძლება დაჭირდეს. რეალური უპირატესობა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა და რომელიც პრინციპში ვერ „გამოსწორდება“ „500“-ში არის მხოლოდ „590“-ის გაზრდილი მჭიდის ტევადობა,  მეტი არაფერი.  ორივეს აქვს რესივერი გამზადებული უნივერსალური სამაგრის დასაყენებლად. ტექნიკურად ორივე იდენტურია. რა თქმა უნდა „590“ უფრო გამძლეა იმის წყალობით, რომ აშკარად უფრო ძლიერი კონსტრუქცია აქვს, მაგრამ არც მოდელი 500 არ არის სუსტი თოფი. დამატებით „590“ აღჭურვილია ლულაზე დაყენებული დამცავი ფარით, რაც ტაქტიკური თოფისთვის არც ისე ურიგო დამატებაა. დამცავი ფარის დაყენება შესაძლებელია 500 სერიის მოდელზეც. მჭიდის შედარებით მცირე ტევადობის ნიველირება შესაძლებელია “500″–ზე დამატებით პატრონტაშების გამოყენებით. ასევე შესაძლებელია ხის ფურნიტურის შეცვლა და სხვა და სხვა ტიპის პლასტმასის კონდახის და წინა სახელურის დაყენება, რის შედეგადაც სანადირო „500“ გახდება ტაქტიკური „500“.  ყველაფერი ამის განხორციელება დაგიჯდებათ დაახლოებით 250 მაქსიმუმ 300 ლარი. მეორეს მხრივ სიმბოლური თვალსაზრისით „590“ მაინც იქნება „590“. გამორჩეული, სამხედრო საგვარეულოთი და მდიდარი საბრძოლო ბიოგრაფიით. ჩემთვის, არ შემრცხვება ამის აღიარება ეს ფაქტი უკვე ამართლებს სხვაობას ფასში და მე ჩემი არჩევანი გავაკეთე „590“-ის სასარგებლოდ. ამართლებს თუ არა ეს 600 ლარიან სხვაობას ფასში თქვენთვის ეს თქვენი გადასაწყვეტია.