კარგ “პომპას” ფასი არ აქვს (ნაწილი II, ვაზნები)

ესეიგი, როგორც უკვე ავღნიშნე “პომპა”–ს უდიდესი უპურატესობა განპირობებულია ნებისმიერი ვაზნების გამოყენების საშუალებით და ასევე შესაძლებლობით ნებისმიერ დროს დამატებით შეავსოთ მჭიდი სასურველი ტიპის ვაზნით. აქიდან გამომდინარე ვაზნების ვარიანტები მრავალია და მინდა განვიხილოთ, ისინი “პომპაში” გამოსაყენებლად თვადცავის სხვა და სვა სცენარებში.  როგორც უკვე ითქვა კარებების და საკეტების შესამტვრევად სპეციალური ვაზნების არ არსებობოს შემთხვევაში გამოდგება 9 ნომერი საფანტი. განვიხილოთ სხვა და სხვა ტიპის ვაზნები ენერგიის და სხვა თვისებების მიხედვით.

პირველ რიგში დავკონკრეტდეთ, რომ 12 კალიბრის მთლიანი ენერგიის საშუალოდ 3500 ჯოულის “დაყოფა” და “გადანაწილება” რამოდენიმე ჭურვზე არის დადებითი თვისება, იმ მხრივ, რომ გაცილებით უფრო ადვილია და ეფექტურია მოარტყა ადამიანს ერთი გასროლით, რამოდენიმე 600–700 ჯოული ენერგიის მქონე ჭურვი ვიდრე ერთი 3500–ნი (მაგალითად შაშხანიდან ნასროლი ტყვია). ასეთ შემთხვევაში გეპატიება ნაკლებად ზუსტი (და არა არაზუსტი) გასროლა, იგებ დროს და იგენ ინიციატივას.

თავდაცვისთვის პრაქტიკულად უნდა გამოვრიცხოთ 5–10 ნომერი საფანტი. მისი საბრძოლო თვისებები ორფეხა მტაცებლების წინააღმდეგ არის ძალიან დაბალი. გარკვეულ ეფექტი არის 0–5 მეტრამდე სროლისას, მაგრამ არა ისეთი, რომ მოხდეს სხეულში ღრმა შეღწევა და მნიშვნელოვანი ორგანოების ან სისხლძარღვების დაზიანება.  თუ ბოროტმოქმედი თბილ ტანსაცმელშია  ეს ვაზნები ხდება საერთოდ არაფეფექტური ახლო მანძილზეც. შეიძლება ასეთი ვაზნა იქონიო გამაფრთხილებელი გასროლისთვის, რაც შეამცირებს ზიანს ასეთი გასროლის შემთხვევაში და უსაფრთხოს გახდის მას, მაგრამ გამაფრთხილებელი გასროლა არის საჭირო, როდესაც საბჭოთა მილიციონერი დაეტაკება მთვრალ უსაქმურებს პარკში. როდესაც საქმე გაქვს ორგანიზებულ თავდასხმასთან და მოტივირებულ ბოროტმოქმდებთან, გაფრთხილების დრო არ არის, ეგრევე უნდა ეცადო ჩაიგდო ხელში ინიციატივა, და ინიციატივის ხელში ჩაგდების საუკეთესო გზა შეიარაღებულ შეტაკებაში არის ზუსტი და სწრაფი გასროლები.  სხვე უკეთესი ჯერ არ მოგონილა არაფერი.

ცოტათი უფრო ეფექტურია საფანტის 5–1 ნომრები. მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია, რომ მსხვილი საფანტის ენერგია 25 მეტრზე საშუალოდ შეადგენს 15–20 ჯოულს, ეს კიდე იმდენად უმნიშვნელოა, რომ ასეთი საფანტი უბრალოდ ყველაზე უმნიშვნელო წინაღიობაშიც ვერ გაივლის, მაგალითად იგივე თბილ და სქელ ტანსაცმელში. თუმცა 10–15 მეტრზე სამიზნე –სილუეტი მთლიანად დაფარულია ნახვრეტებით. ასე, რომ მსხვილი საფანტიც შეიძლება ჩამოვწეროთ.

აღსანიშნავია, რომ საფანტი გამოიყენებოდა, როგორც ნაკლებად ლეტალური იარაღი ბრბოს გასაკონტროლებლად (სანამ გამოჩნდებოდა უფრო ეფექტური ვაზნები), მაგრამ მსხვერპლი მაინც იყო.  ამის შედეგად “პომპამ” კიდე ახალი მეტ სახელი მიიღო “riot gun” ანუ “არეულობის იარაღი”.  უნივერსალურბის გამო ის ასეთ როლში დღესაც გამოიყენება, ცხადია შესაბამისი ვაზნების გამოყენებისას.

IMG_1788

 

დღემდე არის მსროლელების კატეგორია, რომელიც ირჩევს წვრილ საფანტს, და ამის ხსნის იმით, რომ ახლო მანძილებზე ის საკამოდ ეფექტურია ხოლო ზედმეტი შეღწევა თითქმის გამორიცხულია. ასეთ აზრს აქვს უფლება იარსებოს და ბევრი ასეც აკეთებს.  თუ თქვენ ცხოვრობთ გიპსოკარდონის პანალბისაგან აგებულ სახლში და მჭიდროდ დასახლებულ უბანში, ალბათ თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ თუ ბოლომდე დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი გასროლა არავის არ დაჭრის გვერძე ბინაში.  მაგრამ ამვე დრის ერთ ერ ამერიკულ ფორუმზე მონაყოლის თარგმანი მინდა შემოგთავაზოთ:

“მე ვნახე დაჭრილი პიროვნება, დაახლოებით 170სმ სიმაღლეში და წონით 110კგ. იგი მოიყვანეს საოპერაციოში, თოფიდან მკერდში მიყენებული ჭრილობით.  მას ესრიოლეს 4 მეტრის მანილიდან. იგი თავის ფეხით მივიდა სასწრაფო დამხარების მანქანამდე. მას ესროლეს 6 ნომერი საფანტი, მკერდზე მას ქონდა კრატერი დაახლოებით 2.5 სანტიმეტრის დიამტერით. როდესაც საფანტმა მიაღწია   ნეკნებამდე ის გაიშალა 14 სანტიმეტრამდე. მხოლოდ ერთი ცალი საფანტი შევიდა ნეკნებს შორის და მანდვე გაჩერდა ისე რომ გული არ დააზიანა”.   ასე, რომ ახლო მანძილებზეც წვრილი საფანტის ეფექტურობა ეჭვქვეშ დგას.

მსხვილი საფანტი 0– 0000, აქ უკვე სიტუაცია რადიკალურად იცვლება. 0000 საფანტის ერთი ჭურის ენერგია 30 მეტრზე იქნება 40 ჯოული. საფანტის “ღრუბელის” დიამტერი ამ ამნძილზე იქნება დაახლოებით მეტრი. ჭურვებუის რაოდენობა 50. კარგი გასროლის შედეგად ადამიანს მოხვდება  15–20 ჭურვი, რაც საკმაოდ ეფექტურია.  ამ ტიპის ვაზნების მინუსი ისევ და ისევ არის ნაკლები ეფექტურობა ზამთრის ტანსაცმელში გამოწყობილი თავდამსხმელის წინააღმდეგ და ასევე დაბალი შეღწევა წინაღობებში.  კარები, ღობე, მანქანი კარები, სქელი ტყავის ქურთუქი და ეფქტურობა ამ ვაზნების იქნება ძალიან დაბალი.

კარტეჩი, ყველაზე სერიოზული და გამანადგურებელი ვაზნაა “პომპის” არსენალში, და მასზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.  კარტეჩი ქვია სფერული ფორმის ჭურვებს დიამტრში 6 მმ–დან 10მმ–მდე. კარტეჩის სხვაობა იმაშია, რომ თითო ბურთულა არის სრულყოფილი  ჭურვი. 8.5მმ–ნი კარტეჩის ენერგია შეადგენს 250 ჯოულს, რაც შეესაბამება .380ACP პისტოლეტის ვაზნის 9მმ–ნი ტყვიის ენერგიას.  წინაღობებში გასვლა დამაკმაყოფილებელია. კარტეჩი ასევე არის სტანდარტული ტიპის ვაზნები სხვა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის.  აშშ–ში სტანდარტულად ითვლება #4 Buckshot, ანუ 6მმ–ნი კარტეჩი. მას აქვს კარგი შემაჩერებელი ძალა ახლო მანძილებზე, დაბალი შეღწევადობა რაც ამცირებს არასასურველ ზარალს.  ეფექტური გამოყენების მანძილი მაქსიმუმ 25 მეტრი. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნული ვაზნა საუკეთესოა მხოლოდ შენობის შიგნით გამოყენებისას.   შორ მანძილებზე რეკომენდირებულია, უფო მსხვილი კარტეჩი. შესაბამისად მცირდება ჭურვების რაოდენობაც. უფრო აქტუალური ხდება ზუსტი დამიზნება და კარი ვაზნის შერჩევა. კარგი არ იგულისხმება ძვირის, ცნობილია, რომ თოფებს აქვთ მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალური თვისებები, ზოგ თოფს უყვარს მხოლოდ კონკრეტული ვაზნის მარკა და “ვერ იტანს” იგივე ტიპის მაგრამ სხვა მწარმოებლის ვაზნები. ასე, რომ რჩევაა შეიძინეთ თითო თითო კოლოფი კარტეჩის და გახვიდეთ სასროლად.

dsc07850

ასე უნდა გამოიყურებოდეს სასურველი შედეგი. თოფი Akkar Taktika (თურქეთი) ვაზნები - Bornaghi.  სროლის მანძილი 20 მეტრი.

ეხლა რაც შეეხება გასროლის სიზუსტეს. შეცდომაა იფიქრო, რომ საკმარისია მიუშვირო თოფი სამიზნეს და მისი მიმართულებიტ სიროლო, რომ მოარტყა. ეს რბილად რომ ვთქვათ ასე არ არის.  საქმე იმაშია, რომ “პომპის” ეფექტურობა ახლო მანძილებზე მდგომარეობს იმაში, რომ თუ თქვენ მოარტყით თავდამსხმელს მას იმხელა ზარალი მიადგება, რაც უზრუნველყოფს ადეკვატურ შემაჩერებლ ძალას, რომელიც უფრო მეტია ვიდრე პისტოლეტიდან გასროლილი ტყვია. გარდა ამისა თოფიდან გასროლის შემთხვევაში ალბათობა მიაყენოთ ზიანი მნიშვნელოვან ორანოებს იმდნად მაღალია, ხოლო დაზიანებული ქსოვილების მოცულობა იმდენად დიდია, რომ გარანტირებულია მოწინააღმდეგის მწყობრიდან გამოყვანა პირველივე გასროლით.  მაშინ როდესაც პირველი გასროლით შეჩერების ალბათობა პისტოლეტიდან გასროლით ბევრად უფრო დაბალია და მანდ არანაირი გარანტია არ არსებობს, მხოლოდ ალბათობა. ისევე როგორც პისტოლეტიდან ძნელია “კარგად” მორტყმა. ზუსტად ეს არის პომპის უპირატესობა. ანუ უნდა დაუმიზნო და ისე ისროლო! იგივე 6მმ–ნი კარტეჩის გაფნატვა იმდენად მცირეა ახლო მანძილზე, რომ თუ კარგად არ დაუმიზნე უბრალოდ ააცილებ.  გაფანტვა იზრდება მანძლის გაზრდასთან ერთად, მაგრამ პროპორციულად მცირდება ჭურვის ენერგია და მათი რაოდენობა, რომელიც მოწინააღმდეგეს მოხვდება. ააცილებ თოფიდან და მიიღებ იგივეს, როდესაც ააცილებ პისტოლეტიდან. იმის ალბათობა, რომ ცმირე კალიბრის ჭურვი მაინც მოხვდება მოწინააღმდეგეს და მწყობრიდან გამოიყვანს მას იმიტომ, რომ გაგიმართლებთ და ის “კარგ ადგილას” მოხვდება იმდენად მცირეა, რომ მისი განხილვა არც ღირს.

3-8

10 მეტრზე 6მმ–ნი კარტეჩის გაფანტვა. არც ისე დიდი არა?

აქიდან მარტივი დასკვნა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ურტყავს თოფი, რა გაფანტვებია სხვა და სხვა მანძილზე. იპოვით საუკეთესო ვაზნა საუკეთესო მახასიათებლებით და იყიდეთ ის სკმარისი რაოდენობის, რომ მარაგი შეიქმნათ.

საქართველოში დღეს, იშოვება მხოლოდ სანადიორ ვაზნები. ეს ცუდი არაა, თავდაცვისთვის ის 100% ადეკვატურები არიან, მაგრამ არსებობს კარგი სპეცილიზირებული “თავდაცვითი” ვაზნები, შემცირებული უკუცემით (Reduced recoil) მათი სროლა ბევრად უფრო კომფორტულია.

 

ეხლა კიდე ერთი დაკვირვება, არ ვიცი მაგრამ  ჩემი დაკვირვებიტ ასტრონომიულ ფასად გაყიდულ უცხოურ ვაზნებს როგორიცაა Federal, Remmington და Winchester აქვთ ბევრად უფრო ხისტი უკუცემა და მაღალი ხმა. საერთიდ ხმით ხვდები რამდენად კარგი ხარსხისაა ვაზნა, ხმამარალი სწრაფი მათრახის დარტყმის ნაირი გასროლის ხმა ეგრევე გაუბნება, რომ ვაზნა კარგია, ხოლო დროში გაწელილი “ბუუუუუუხ”, ცეცხლი ლულიდან და ბოლო რაც ახასიათებს თუთქმის ყველა რუსულ და ბევრ სხვა თურქულ იტალიურ და ესპანურ ვაზმებს მეტყველებს იმაზე, რომ წნევა და შესაბამისად სიჩქარე არის დაბალი.  ვერც Rio, RC, Bornaghi და ასე შემდეგ ვერ შეედრება იგივე Federal-ს, მაგრამ ამერიკული ვაზნების ფასი იმდენად მაღალია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი გამოცდა. მე ყოველშემთხვევაში ამას ვერ ვახერხებ.

რაც შეეხება მჭიდში სხვა და სხვა ტიპის ვაზნების კომბინირებას. მე არ ვარ მომხრე ამის. თვქნე რომ ქონდეთ, როგრც აკმ–ში 30 ვაზნიანი მჭიდი, მაშინ მაგალითად დატენიდი ბოლო 3–5 მგეზავი ვაზნით. გეზი დაინახე ესეიგი მჭიდი იცლება.  კი ბატონო ეს მისაღებია მაგრამ 4–7 ვაზნიანი მარაგიდან რა კომბინაცია შეგიძლია გაააკეთო? არც არანაირი, დაუმატე ამას არეული ვაზნბეის  სხვა და სხვა ბალისტიკა და დანიშნულება, ხოლო სტრესულ სიტუაციაში ერთი ორი გასროლის შემდეგ სად გაგახსენდება რომელი ვაზნაა ეხლა სავაზნეში?  ასე, რომ ყველა ვაზნა მხოლოდ ერთი ტიპის, ეს ჩემი აზრია.  აი იარაღზე დაყენებულ პატრონტაშში ჩადეთ რაც გაგიხარდებათ. 5 ვაზნიანში მე მედო ორი წვრილი საფანტი, ერთი სათადარიგო კარტეჩის ვაზნა იგივე რაც მჭიდში და ორი “სლაგი”.

და ბოლოს ტყვია, ანუ ე.წ. ჟაკანი ანუ “სლაგი”.

მე არ ვარ მომხრე სლაგის გამოყენების თავდაცვის იარაღში დამე მეთანხმება ექსპერტების უმრავლესობა, უფრო სწორედ მე ვეთანხმები მათ. ამის მრავალი მიზეზი არსებობს, პირველ რიგში 12 კალიბრის სლაგს აქვს საჭიროზე ბევრად უფრო ზედმეტი ენერგია, არის ზედმეტი შეღწევის დიდი საშიშროება, თოფიდან ტყვიის სროლა რთულია (თუ არის ჩვეულებრივი სამზინე მოწყობილობები და არა მუშკა ცელიკი ან კოლმატორი), გარდა ამისა ტყვიას აქვს ზალიან დიდი უკუცემის ძალა.  თუმცა კომპანიები უშვებენ სპეციალიზირებულ “თავდაცვით” სლაგებს, მაგალითად Brenneke  Tactical Home Defense slug, რომელსაც შემცირებული აქვს უკუცემის ძალა.

Brenneke_Tactical_HD

საბოლოო ჯამში, ყველაფერი აქ დაწერილი კონსტიტუცია არ არის. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ეს მხოლოდ საწყისი წერტილია, რაც მე აქ დავწერე და მიზნას ისახავს მკითხველი დააფიქროს ამ საკითხზე  და არა  გაანათლოს ის და ყველა შეკითხვას უპასუხოს. ჩართეთ თქვენი ტვინები, ნახეთ მასალები ინტერნეტში და ბოლოს და ბოლოს თავად შეამოწმეთ ყველაფერი. 12 კალიბრის ვაზნების ფასი შედარებით მცირეა  და მათი ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას იძლევა.

 

უფრო ეკზოტიკურ ვაზნებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ http://shooterscentral.ge/?p=7

გარდა ამისა ბოო დროს გავრცელდა ტრავმატული 12 კლაიბრის ვაზნები, კლასიფიცირებული როგორც ნაკლებად–ლეტალური ვაზნები. მათი უამრავი ნაირსახეობა არსებობს და საქარტველოში მათი არარსებობის გამო დეტალურად მა თემაზე შეჩერება არ ღირს.  როგორც წესი ეს არის რეზინის ან სხვა რბილი ან მსხვრევადი მასალისგან დამზადებული ჭურვები, რომლებიც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს აყენებენ სამზინეს და ამით მიიღწევა ეფქტურობა, თუმცა არსებობს რამოდენიემ მართლა ეკზოტიკური და ორიგინალური სისტემებიც. მაგალითად The eXtended Range Electronic Projectile (XREP), თოფი–ელეკტროშოკი. რას წარმოადგესნ ის კარგად ჩანს სურათიდან.

tasershot

 

ვერ ვიტყვი, რომ ნაკლებად–ლეტალური ვაზნები მაინც და მაინც პოპულარულია. მათი გამოყენება ხდება, როგორც წესი მაშინ როდესაც “სასიკვდილო ძალის” გამოყენება უკვე ნებადართულია. ასეთი ვაზნების გამოყენება შეზღუდულია გარკვეული ტაქტიკური სცენარებით, ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ეფექტურობა ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცავი ოფიცერი საფრთხეში თავს იგდებს პოტენცილაურად არფეფექტური იარაღის გამოყენებით.  მომიტინგეების დასაშლელად კი კარგახანია არსებობს, სპეციალიზირებული უფრო ეფექტური სისტემები, რომლების შექმნილია პსეციალური მსვილი ჭურვების გარშემო და შესაბამისად უფრო უკეთეს ეფექტს იძლევიან ვიდრე გადაკეთებული 12 კლაიბრის ვაზნები.

ტიპიური რეზინის ჭურვი, რომელიც გამოიყენება ნაკლებად ლეტალურ ვაზნებში, ახლო მანძილიდან და “საჭირო ადგილას” ნასროლი ის სავსებით ლეტალური ხდება.

ALS1202HV



დატოვეთ კომენტარი