Archive for the ‘ვაზნები და ამუნიცია’ Category

დავიწყებული .41 Action Express

Saturday, April 1st, 2023

ერთი საინტერესო ისტორია გამახსენდა, რომელიც მინდა გიამბოთ. სადღაც 80-ნი წლების ბოლოს, გამოჩნდა კალიბრი, რომელსაც ერთი შეხედვით ქონდა საკმაოდ დიდი პოტენციალი. ეს კალიბრი იყო .41 Action Express. ის განკუთვნილი იყო ავტომატური პისტოლეტებისთვის და მისი იდეის ავტორის, ამერიკელი ევან უილდინის აზრით, ამ კალიბრს უნდა ქონოდა .41 მაგნუმის იდენტური მაჩვენებლები, მაგრამ ავტომატურ პისტოლეტში და არა რევოლვერში. კონცეფცია იდეაში უნდა გეცნოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთი კალიბრი შეიქმნა მსგავსი ჩანაფიქრით, ვგულისხმობ .357 SIG-ს, რომელიც თავის მხრივ იმეორებდა .357 მაგნუმის ბალისტიკას, მაგრამ ასევე განკუთვნილი იყო ავტომატური პისტოლეტებისთვის. .357 SIG გაჩნდა .41AE-ზე თითქმის 10 წლით გვიან და განსხვავებით უკანასკნელისგან, დღემდე ცოცხალი კალიბრია, მაშინ როდესაც .41AE პრაქტიკულად აღარავის ახსოვს, თუმცა ამის მიზეზებზე ცოტა გვიან მოგიყვებით, ეხლა კიდე დავუბრუნდეთ თავდაპირველ იდეას და ტექნიკურ დეტალებს. ახალი კალიბრის პირველი პროტოტიპები, დამზადდა პირდაპირ .41 მაგნუმის მასრებისგან. .41AE-ს მასრის  სიგრძე იყო 22მმ, ტყვიის დიამტერი 10მმ.  180 გრანიან ტყვიას გააჩნდა საწყისი სიჩქარე სადღაც 300 მ/წ-ში და ენერგია 500 ჯოულზე მეტი, რაც ფრიად შთამბეჭდავი მაჩვენებლებია, მაგრამ სულ ეს არ იყო. მასრას გააჩნდა თავისებურება, მისი ძირის ან ტექნიკურად უფრო სწორად, თავის (case head) დიამეტრი იყო მასრის ნომინალურ დიამეტრზე მცირე და იყო 9×19 ლუგერის მასრის თავის იდენტური, რაც თავის მხრივ ნიშნავდა, რომ იმისთვის, რომ 9მმ პისტოლეტი გამხდარიყო .41 კალიბრის საკმარისი იყო მხოლოდ ლულის გამოცვლა. საკეტის და არც მჭიდის გამოცვლა საჭირო არ იყო, რაც დამეთანხმებით ძალიან მოსახერხებელი და იაფი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ჩაფიქრებუყლი.

ივან უილდინი იმ დროს მუშაობდა Action Arms-ში, ეს კომპანია კი თანამშრომლობდა Israel Military Industries-თან, ამიტომ ამ კომპანიამ დაიწყო როგორც ამ კალიბრის ამუნიციის წარმოება ასევე მოგვიანებით გარკვეული მოდელების იარაღების. მე შემიძლია დავიფიცო რომ 2005-ში როდესაც ვიყიდე ჩემი Jericho 941, ინსტრუქციაში ჯერ კიდევ იყო მითითებული, რომ ეს პისტოლეტი ასევე ხელმისაწვდომია კალიბრში .41AE.  მოპოვებული IMI-ს წარმოებული მუხტის მონაცემებით, 170 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე იყო 380 მ/წ-ში ხოლო ენერგია 790 ჯოული, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებლებია, ალბათ ცოტა საეჭვოც. მიუხედავად ამისა, დღეს .41AE აღარ ახსოვს არავის. რატომ?

 სახელდება ორი მიზეზი, რის გამოც .41AE გამოდგა წარუმატებელუი. პირველი არის ბალკისტიკურად .41AE-სთან ახლოს მყოფი .40 S&W, რომელიც გამოჩნდა .41-ზე რამდენიმე წლით გვიან, მაგრამ ეგრევე  იყო მხარდაჭერილი მწარმოებლებით, რომლებიც უშვებდნენ როგორც ვაზნებს ასევე პისტოლეტებს გათვლილს ამ კალიბრზე.  FBI მიხვდა რომ მიქარა ზედმეტად ძლიერი “10მმ აუტოს” შეიარაღებაში მიღებით და ამიტომ გადაიარაღდა .40S&W-ზე და ანალოგიურად მოიქცა უამრავი სხვა პლიციური სამსახური, იმიტომ რომ “ბიურო” კარნახობდა და კარნახობს მოდას ამ სფეროში.  დიდი ნაწილი სამოქალაქო მსროლელებისთვის, სახელმწიფო ბიუროკრატია ავტორიტეტია, რაც მათ არჩევანზეც აისახება.

41ae

.41AE კალიბრის ვაზნები. კარგად ჩანს შედარებით მცირე დიამეტრის მასრის თავი. 

მიზეზი მეორე, ჩვენ ვსაუბრობთ 80-ნი წლების ბოლოზე. აბსოლუტური უმეტეესობა პისტოლეტების იქმნება კონკრეტულ კალიბრებზე და .41 იყო ცოტა მეტი 9მმ-ნი პისტოლეტისთვის. პისტოლეტები გათვლილები უფრო ძლიერ ვაზნებზე და შესაბამისად გამძლეობის დიდი რესურსით უფრო სუსტ 9მმ-ან ვერსიაში ჯერ მგონი საერთოდ არ არსებობდნენ. ამის გარდა დაპირებების დიდმა ნაწილმა, რეალურ სამყაროში უბრალოდ არ იმუშავა. 9მმ-ნი მჭიდების გამოყენება გამოიხატებოდა დაბალ საიმედოობაში, იმიტომ რომ მასრის თავი იჯდა უფრო დაბლა მჭიდში საკეტთან მიმართებაში, რაც ნიშნავდა, რომ საკეტს “უჭირდა” ასეთი ვაზნის მიწოდება მჭიდიდან სავაზნეში. ცალსახად ცხადი იყო რომ არც 9მმ-ზე გათვლილი დამაბრუნებელი ზამბარა არ გამოდგებოდა და საჭირო იყო უფრო ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარის გამოყენება.

41_AE-1

 მოკლე ბრტყელცხვირიანი ტყვიის წყალობით, .41AE საერთო სიგრძე არ აღემატება 9×19 კალიბრის ვაზნის სიგრძეს.

გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა 9მმ-ნი 1911-ების კონვერტაცია .41 კალიბრზე, მაგრამ ეს კომბინაცია არ გამოდგა ბოლომდე წარმატებული, საიმედოობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უკავშირდებოდა ისევ და ისევ მჭიდებს, საჭირო იყო 45 კალიბრის მჭიდების გადაკეთება. Olympic Arms-ი უშვებდა ნაკრებს, რომელსაც გადაყავდა ბრაუნინგ “ჰაი პაუერი”  .41 კალიბრზე. ნაკრები შედგებოდა ლულისგან, დამაბრუნებელი ზამბარისგან და მჭიდებისგან, რომლის წაროება შეწყდა 99-ში. მაგრამ თუ გნებავთ ისტორიულა, ასეთი საკონვერტაციო ნაკრებები არასდროს არ სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით, არც მოკლე და არც გრძელ ლულიან იარაღში. ასეთი პროდუქტები, ყოველთვის იყო მცირე ჯგუფებში პოპულარული, სადაც უფრო სხვა ტიპის მსროლელები არიან, ვიდრე ტიპიური საშუალო სტატისტიკური იარაღის მფლობელები, რომლებიც ახალი კალიბრის საჭიროებას თარგმნიან ახალი იარაღის შეძენის გამართლებაში.

კონვერტაციების გარდა,  მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელმა დაიწყო .41 კლიბრის იარაღების წარმოება, მაგრამ ეს იყო დაგვიანებული და არა საკმარისი, რომ ახალ კალიბრს ფეხი მოეკიდა და გაეწია კონკურენცია .40S&W-თვის. სადღაც ასე, 2000-ნი წლების დასაწყისიდან .41 პრაქტიკულად საერთოდ გაქრა.

sams41

Tanfoglio TZ-75 კალიბრში .41AE. სურათი Combat Handguns-ის 1990 წლის იანვარ/თებერვლის გამოცემიდან. 

ეხლა ჩნდება კითხვა, დღეს როდესაც უმეტესობა 9მმ-ან პისტოლეტებს აქვთ საკამოდ დიდი გამძლეობის რესურსი, მოხდება თუ არა .41AE-ის მკვდრედით აღდგომა? პასუხი ამ კითხვაზე მე ნამდვილად არ მაქვს და პროგნოზის გაკეთებაც გამიჭირდება. შემიძლია მხოლოდ აღვნიშნო, რომ იდეა შემცირებული დიამეტრის მასრის თავის არსად არ გამქრალა. AE-ს სახელს ატარებს ზე-მძლავრი .50AE, რომელიც ამ გადაწყვეტილების წაყლობით თავსებადია .44 მაგნუმთან, ორივე ეს კალიბრი გამოიყენება IMI-ს და Magnum Research-ის წარმოებულ Desert Eagle-ში. აქ უილდინისი იდეამ გაამართლა და “დეზერტ იგლი” .50 კალიბრში კომერციულად წარმატებული და ძალიან პოპულარულია, ლამის აკულტო სტატუსით.  ანალოგიური კონცეფციით ასევე შექმნილია .450 ბუშმასტერი, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას AR-15 ტიპის შაშხანაში.

გაცილებით პატარა კვალი დატოვა 9mm AE-მ (.41AE შევიწროებული მასრის ყელით, 9მმ-ნი ტყვიისტვის), რომელმაც ვერ მიაღწია წარმოებამდე. ნებისმიერ შემთხვევაში “AE” კალიბრების ოჯახი, წარმოადგენს ვაზნების ევოლუციის ისტორიის საინტერესო და მნიშვნელოვან ნაწილს.

.22 WMR-ის დანიშნულება

Monday, August 10th, 2020

P1130245

უკვე რამდენიმე თვეა რაც მაქვს .22WMR კალიბრის შაშხანა Savage B22 FV-SR. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ შაშხანის შეძენის იყო .22WMR-ის უკეთ გაცნობა.  რამდენიმე თვე და რამდენიმე რენჯ სესია პრონციპში საკმარისია, რომ წარმოგიდგინოთ ჩემი დაკვირვებები ამ კალიბრზე.

.22WMR ჩემი აზრით არის .22LR-ისთვის ცუდი ალტერნატივა. მიუხედავად იმისა, რომ იარაღის ფასი და მოთხოვნები ოპტიკის მიმართ პრინციპში ერთნაირია, განსხვავება ფასში ამ ორ კალიბრს შორის საკმაოდ დიდია, პრაქტიკულად ორმაგი. .22 WMR ფასი იწყება ლარიდან და პრაქტიკულად უტოლდება რუსული, ბარნაულის წარმოების 7,62×39, .223 კალიბრის ვაზნებს. ამის გამო .22WMR იარაღი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც პლინკერი, ისე როგორც ტიპიური .22lr კალიბრის იარაღი. სხვათაშორის ეს პრობლემა მარტო ჩვენთან არ არის, რუსეთშიც მაგალითად .22WMR იშვიათიც არის და საკმაოდ ძვირიც ღირს. შედარებისთვის ამერიკაში განსხვავება ფასში ამ ორ კალიბრს შორის არ არის დიდი, თუმცა ამ მომენტისთვის . მაშინ ისმის მორიგი კითხვა, ვის უნდა მცირეკალიბრიანი, წრიული აალების შაშხანა რომლის ერთი გასროლის ღირებულება უტოლდება ცენტრალური აალების კალიბრის ვაზნას?

პასუხი შეიძლება სამი იყოს. პასუხი პირველი: .22WMR კალიბრის შაშხანა უფრო იაფია. 1500 ლარში იყიდით ძალიან კარგ შაშხანას, ცოტა უფრო ნაკლებ ფასად, უფრო ბიუჯეტურ მაგრამ მაინც კარგ შაშხანას.  შედარებისთვის 7.62×39 CZ-ს შაშხანა ღირს 1000 ლარით მეტი. .223 კალიბრის შაშხანების ფასი ამაზე კიდე უფრო მეტი შეიძლება იყოს.

პასუხი მეორე: იმ პირობებიდან გამომდინარე რა პირობებშიც გიწევთ სროლა, გჭირდებათ “ჩუმი” იარაღი. .22WMR-ის. გასროლის ხმა უტოლდება ზე-სწრაფი .22LR კალიბრის ვაზნის გასროლას, შედარებით მოკლე ლულიდან. მაგრამ ის ბევრად ჩუმია ვიდრე ცენტრალური აალების კალიბრი ნებისმიერი სიგრძის ლულიდან.

პასუხი მესამე: .22WMR-ის თვისებები, რომლებიც გამომდინარეობენ მისი დანიშნულებიდან. ეს კალიბრი ყოველთვის მოისაზრებოდა, როგორც სანადირო და არა გასართობი ან ზუსტი სროლისთვის. სწორედ ამ ნიშაში .22WMR იჩენს თავის თავს. თავად დაუკვირდით,  .22lr-თან შედარებით იღებ გაცილებით მეტ ენერგიას, აქიდან გამომდინარე უკეთეს ტრაექტორიას და შესაძლებლობას ეფექტურად ისროლო 200 მეტრამდე იმ პირობებში რა პირობებშიც .22lr-დან სროლას აზრი არ აქვს. ვგულისხმობ პირველ რიგში ქარს.

გასწორებული 50 მეტრზე  .22WMR-ს 100 მეტრზე ექნება თითქმის სამჯერ ნაკლები ვარდნა. 30 გრანიან ტყვიას ექნება საწყისი სიჩქარე თითქმის 700 მ/წ-მდე, შედარებით მოკლე 16 ინჩიანი ლულიდანაც კი. 40 გრანიანი ტყვიის სიჩქარე იქნება 550 მ/წ-ის ფარგლებში. ეს მოგცემთ საშუალებას ინადიროდ ცხოველზე, რომლის წონა იქნება 10 კგ-მდე და უკეთესი ტრაექტორიის წყალობით შეძლებთ ზუსტი გასროლების წარმოებას ალბათ 180-200 მეტრამდე მანძილზე, სადამდეც ტყვია რჩება ზებგერითი.  თუ შაშხანა გასწორებულია 100 მეტრზე, 50 მეტრზე ტყვია მოხვდება 0.8 სმ-ით მაღლა, ხოლო 150 მეტრზე 8.3 სმ დაბლა. 200 მეტრზე ვარდა იქნება უკვე 24 სმ. 125 მეტრამდე პრაქტიკულად შესწორების შეტანა საერთოდ არ ჭირდება.

P1130229

 …. ჩემი შაშხანა იყო გასწორებული 50 მეტრზე, გონგი ეკიდა მოპირდაპირე მთაზე, ჩემი ვარაუდით 150-170 მეტრის მანძილზე. 100 მეტრამდე ვარდნა ვიცოდი ზუსტად რამდენი იქნებოდა, ამიტომ თავში უცბად დაახლოებით გადავთვალე ვერტიკალური შესწორების მოცულობა, დავატრიალე დოლურა, შევიტანე შესწორება დამიზნებაში ქარის მიმართულების გათვალისიწნებით, გულში გავიფიქრე, რომ “ცივი ლულიდან” უცნობ დისტანციაზე გაკეთებული გასროლა თუ მოხვდა პატარა გონგს (15×20 სმ) ეს იქნება მართლა კარგი გასროლა. ვისროლე და მცირე დაგვაინებით ქარმა მოიტნანა გონგზე ტყვიის დარტყმის ხმა. პირველი გასროლა მიხვდა სამიზნეს. .22lr-ის შემთხვევაში ასეთ გასროლას არც გავბედავდი, ჩავთვლიდი რომ მხოლოდ ვაზნებს ტყვილად დავხარჯავდი  … 

იყო მოლოდინი რომ, სწრაფი .17hmr-ის გამოჩენა გააქრობდა .22WMR-ს მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს სიზუსტით და ტრაექტორიით .17hmr-ს აქვს უპირატესობა, 40-50 გრანიანი ტყვია უფრო ეფექტურია გარკვეული ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ ვიდრე წვრილი და მსუბუქი 4.5მმ-ნი ტყვია.

რა არ უნდა გააკეთოთ და რას არ უნდა ელოდოთ. არ უნდა ეცადოთ ისროლოთ .22lr იარაღიდან რომელიც გათვლილია .22WMR-ზე. განსხვავდება მასრის სიგრძე და ტყვიის ნომინალური კალიბრიც. სხვა გზა თუ აბსოლუტურად  არ არის კი ტექნიკურად გასროლა შესაძლებელია. .22WMR არ არის გათვლილი შორ მანძილებზე სასროლად, ვთქვათ 200 მეტრი და ზევით. ეს კალიბრი არ იყო ამისთვის შექმნილი და სხვადასხვა შაშხანებით და მუხტებით სხვადასხვა შედეგს მიიღებთ მაგრამ თუ გსურთ დაიპყროთ დიდი მანძილები წრიული აალების შაშხანით, მაშინ დაგჭირდებათ საასპარეზო დონის .22lr კალიბრის შაშხანა და ქვებგერითი საასპარეზო მუხტები. ეს არის უჩვეულო ფაქტი, რომლის გააზრებაც ბევრს უჭირს.

რაც შეეხება სიზუსტეს ჩემი აზრით .22lr იდეალურ პირობებში უფრო ზუსტია, მაგრამ გავიმეორებ თუ პირობები იდელაურია და ქარი არ არის. ქარის შემთხვევაში .22lr-დან სროლა ემსგავსება ლატარეის თამაშს.  თანამედროვე .22WMR მუხტები კარგი ხარისხისაა და გამოირჩევა უკეთესი სიზუსტით ვიდრე თავიდან. ჩემი ბიუჯეტური Savage B22, მცირე  ჩარევის შემდეგ “რუტინულად“ ისვრის 2სმ-ზე ნაკლებ ჯგუფებს 50 მეტრზე ყველაზე ხელმისაწვდომი CCI-ს ვაზნებით. 100 მეტრზე ჯგუფები იხსნება 4-6 სმ-მდე. ეს სიზუსტე ადეკვატურია იმ მიზნების მისაღწევად რა მიზნებისთვისაც შეიქმნა .22WMR. ამასთანავე მთლიანი იარაღის ფასი არ აღემტაება 1500-1600 ლარს. ამასთანავე ის მსუბუქია. ამასთანავე მას არ აქვს უკუცემა. ამასთანავე ის შედარებით ჩუმია.

P1130209

 

მკვლელი კლავს რამოდენიმე ადამიანს, სახელმწიფო კლავს მილიონებს

Wednesday, April 22nd, 2020

არასდროს ჩემ ბლოგზე არ დადებულა პოსტი, რომელიც არ იქნებოდა პირდაპირ კავშირში იარაღთან და სროლასთან, მაგრამ დღეს ისეთი რამეები ხდება ჩვენ ქვეყანაში, რომ ჩუმად ჯდომა უბრალოდ დანაშაულია, ამიტომ ჩემ სათქმელს მეც ვიტყვი და ამისთვის გამოვიყენებ პლატფორმას, რომელიც მე თვითონ შევქმენი.

თუ ვინმეს აქამდე გუიჩნდებოდათ კითხვა, როგორ გახდა შესაძლებელი ის წარმოუდგენელი სისასტიკის მასობრივი დანაშაულებები, როგორიც მაგალითად არის კულტურული რევოლუცია ჩინეთში, წითელი ტერორი საბჭოთა კავშირში, ნაცისტების მიერ მასობრივი განადგურება ებრაელების და სხვადასხვა უმცირესობების, იპონელების მიერ ჩინელ ტყვეებზე ბიოლოგიური ცდების მოწყობა,  ამერიკაში შავკანიანი მოსახლეობის სიფილისით მიზანმიმართული ინფიცირების სახელმწიფო პროგრამა, ავსტრალიაში მშობლების და ბავშვების იძულებით განცალკევება და წართმეული ბავშვების გაშვილება ან სხვა ასეთი, სახელმწიფოების მიერ ორგანიზენბული მასობრივი ძალდობის აქტები ხალხზე, მაშინ ეხლა უკვე, წესით პასუხი ამ კითხვაზე უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ პასუხი ჩვენ თვალწინ არის. შექმენით შიშის ფონი, მოიგონეთ რამე დიადი მიზანი (არიული რასის გეგემონია, მსოფლიო კომუნიზმი ან მოსახლოების ვირუსისგან დაცვა) გაეცით მორალური მანდატი, დაუმატეთ ცოტა ხელფასი, ცოტა ძალაუფლება, გარკვეული პრივილეგიები და ნებისმიერ საზოგადოებაში მოიძებნება საკამრისად “ადამიანი” რომელიც ამ ავადმყოფურ იდეებს აყვება და მოირგებს “ნადზირაწელის” ფორმას, დადგება გუშაგად საკონცენტრაციო ბანაკში, დააჭერს მომწამვლელი გაზის გაშვების ღილაკს, წაართმევს მშობლებს ბავშვს. თქვენ იტყვით რა შუაშია ეს ყველაფერი ჩვენთან? მე ვიტყვი, რომ კავშირი აშკარა და პირდაპირია. როგორ გგონიათ ნაცისტები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში მათ ეგრევე დაიწყეს ებრაელების მასობრივი განადგურება? არა. ყველაფრი დაიწყო თითქოს უწყინარი ზომებით,  გადაადგილების შეზღუდვით, სპეციალური საშვებით, მკერდზე დავიდის ვარკსვლავებით, პოლიციური კონტროლით და სანქციებით ამ ყველაფრის არ დამორჩილებაზე. მერე  კომენდანტის საათები იყო, მათი ბიზნესების დახურვა, ქონების წართმევა, შემდეგ გადასახლება გეტოებში, შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკებში სადაც უკვე დაიწყეს მათი დახოცვა სულ უფრო მზარდი ტემპებით. ეს პროცესი იყო ნელი, თანმიმდევრული და რაც მთავარია სრულიად კანონიერი. ის დაიწყო მცირეთი და მიაღწია პიკს გაზის კამერებში. ამას ყველაფერს უზრუნველყოფდნენ სახელმწიფოს მიერ დასაქმებული “ადამიანები” და რაც უფრო უარესია ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მოიწამლნენ სახელმწიფო პროპაგანდით.  ეს აქ ვერ მოხდება?! კი ასე ფიქრობდნენ ებრაელები 1932 წელს ევროპის შუაგულში, 1945 წელს 6 მილიონი ებრაელი იყო მკვდარი. მე არ ვიძახი, რომ ხვალ თბილისში მასობრივი დახვრეტები დაიწყება მაგრამ სად მიგვიყვანს ეს გზა რომელსაც დავადექით მე არ ვიცი….. ( ამ პოსტის დაწერიდან მეორე დღეს მთავრობა, შემოიღო 6 წლიანი პატიმრობა კარანტინის წესების დარღვევაზე).

ერთი თვის წინ როდესაც ჩვენ (მე არა) მხარს ვუჭერდით უცხოეთიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ ეჭვის საფუძველზე, დაკავებას და თავისუფლების აღკვეთას, ჩვენ ამით მივეცით მორალური მანდატი სახელმწიფოს განეხორციელებინა წარმოუდგენელი მასშტაბის შეტევა თავისუფლებაზე და გაეძარცვა ქართველები ხოლო ძარცვის საგანი აღმოჩნდა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი უფლებები. რა გასაკვირია, რომ გაჩნდა საკმარისი რაოდენობის ხალხი, რომელიც ყოველგვარი დაყოვნების გარეშე აუკრძაკლეს ადამიანებს ავადმყოფი, მომაკვდავი ოჯახის წევრების მონახულება, ქმარს ცოლის მშობიარობაზე დასწრება, საყვარელი ძაღლის ვეტერინართან მიყვანა (დღეს დაუჯარიმებიათ ამისთვის ადამიანი 3000 ალრით), ადამიანებს რომლებსაც ტერმინალური დაავადების გამო ბოლო წუთები დარჩათ, გამოკეთეს შინაპატიმრობაში, ხოლო ვინც ამას შეეწინააღმდეგება დააკისრეს წარმოუდგენელი ჯარიმები და დაიწყეს მათი სამრთლებრივი დევნა. მე ამიკრძალეს ჩემი მძიმედ ავადმყოფი ბებიის მონახულება, მუნიციპალიტეტს დაუკავშირდითო ისინი მიხედავენო და მერე ოპერატორმა დაიწყო ჩახლართული კომბინაციების მოფიქრება, იმას დაურეკეთ ამას დაურეკოს, რომ იმან იმას დაურეკოს, რომ მე ჩავჯდე ჩემ მანქანაში და მოვინახულო ბებიაჩემი და თან პერიოდულად მთხოვს რომ დაველოდო სანამ უმცროსი “ნადზირაწელი” უთანხმებს უფროს “ნადზირაწელს” შემიძლია თუ არა მე მოვინახულო ბებია. ხოლო გარეთ მელოდებიან სხვა “ნადზირაწელები” რომ დამიწერონ 3000 ლარი ჯარიმა ბებიის მონახულებისთვის.  მომიწია 14 კილომეტრის ფეხით გავლა, დაბურულ შუშებიანი შკოდების, ლენდ კრუზერების, რენჯ როვერების, პორშეების დატოვებულ მტვერში და გამონაბოლქვში სიარული.  გვერდი-გვერდ იჯდნენ ამ მანქანებში ცოლებთანაც და ბავშვებთანაც, კმაყოფილები, რომ საცობები მაგათთვის აღარ არის. უკიდურესად დამამცირებელი მდგომარეობა…..

გამოჩდნენ ისინიც ვინაც ამას ყველაფერს ვიშვიშით და სოც. ქსელებში გულების წერით ზეიმობდა, რაც ჩემში პიარადად სასოწარკვეთის გრძნობა გააჩინა. გულისამრევი იყო ჩემთვის დამცინავი კომენტარების ნახვა ვიდეოზე სადაც ქალი გაურბოდა “ნადზირაწელებს” ღამით, ცელოფნის პარკებით ხელში. ვერ ვხვდებოდი ამ ბრიყვებს რა აცინებდათ….

მოდით ერთი წუთით დაივიწყეთ იმ “ექიმების” და “სპეციალისტების” ზღაპრები, ერთი თვეა რომ გვაშინებენ რაღაც “პიკებით”, “აქტიური შიდა გავრცელებებით”, “სიკვდილის ზონებით”, კაცმა არ იცის ხვალ კიდე რას მოიგონებენ და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, მისაღებია თუ არა თქვენთვის მაგალითად კოლექტიური სასჯელი? იმის გამო რომ ვიღაცამ დალია და დაჯდა საჭესთან ყველას უნდა აეკრძალოს დალევა ან მანქანის მართვა? იმის გამო რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა იარაღით, ყველას უნდა ავუკრძალოთ იარაღი და ამით წავართვათ თავის დაცვის უფლება? ან როგორ შეიძლება ჩვენ დავემშვიდობოთ ჩვენ უფლებებს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ეკლესიის  მრევლს არ უნდა დაემშვიდობოს თავის უფლებებს?  ეხლა ალბათ იფიქრებ რომ უნდა გამოვლანძღო საპატრიარქო და მრევლი, რომ მაგათი უპასუხისმგებლო ქმედებების გამო მე შემექმნა პრობლემები, რასაც ბევრი აკეთებს და რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად არასწორია. “თქვენ ხომ ხვდებით, სახელმწიფო ამას აკეთებს ზოგიერთის უპასუხისმგებლო ქმედებების გამო?!” არა, მე ვერ ვხვდები სხვისი უპასუხისმგებლო ქმედებების გამო მე რატომ უნდა ვისჯებოდე?

ეს ხალხი, ვგულისხმობ საპატრიარქოს და ეკლესიის მრევლს, აბსოლუტურად მართალია, რომ იცავენ თავის უფლებებს. მაგალითად უბრალოდ სასაცილოა საზიარო კოვზზე ატეხილი ამბავი და პირდაპირი შეკითხვის შემდეგ არის თუ არა ერთი კოვზით ზიარება ვირუსის გავრცელების გზა, თავად ნახეთ რომ პასუხი ამ კითხვაზე სახელმწიფოს წარმომადგენელს არც კი ქონდა, მეცნიერებმა უნდა გასცენ პასუხიო. ისევე არ აქვთ პასუხი იმაზე, რატომ არ უნდა ვიაროთ მანქანებით, რატომ არ უნდა შევიდეთ მაღაზიაში, რატომ არ უნდა იჯდეს ცოლ-ქმარი გევრდი -გვერდ მანქანაში, რატომ თავის დროზე ავკრძალეთ სამარშრუტო ტაქსები და გავტენეთ ყველა გადაჭედილ ავტობუსებში, რატომ აიკრძალა ონლაინ გაყიდვები, რატომ დაიხურა მაღაზიები, რატომ ვანგრევთ იმას რაშიც ისედაც არაპროპორციულად დიდი ფასი გვაქვს გადახდილი?  ამ საგიჟეთს რაც ეხლა მოწყობილია არანანირი რაციონალური ახსნა არ აქვს. რა საგიჟეთი მოყვება ამას მომავალში კიდე კაცმა არ იცის, მაგრამ ეხლა ამ პოსტს, რომ ვწერ სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ დააფინანსებს უცხოურ ბიზნესს, რომელიც დაიწყებს საქმიანობას საქართველოში. მარტივი ენით, რომ ავხსნა ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გადასახადების სახით წაართმევს საკუთარ მოსახლეობას ფულს, მათ შორის მაგალიტად  Spar-ის გამყიდვლებსაც მათი მიზერული ხელფასიდან და ამ ფულს მისცემს მილიარდერ ჯეფ ბეზოსს რომ იმან გახსნას ამაზონის საწყობი საქართველოში…. ეს გადაწყვეტილება ისეთივე ლოგიკურია და რაციონალური, როგორც ჯერ სახელმწიფოს მიერ პირადი მანქანებით სარგებლობის აკრძალვა და შემდგომ კომპანიების დავალდებულება უზრუნველყონო თანამშრომლების ტრანსპორტირება მანქანებით სამსახურამდე….. სა-გი-ჟე-თი.

82959547_2980364808649832_7302775224586469376_o_5e2c9c554ff04 (1)

იგივე ხალხი, რომელიც ჩვენ გვიყვება საშინელ ისტორიებს ვირუსზე ასე გაუშვა ამ ვირუსის შესაჩერებლად თავისი თანამშრომლები, ნიკაპზე წამოცმული ქირურგიული პირბადით, ისიც მას მერე რაც სოც. ქსელებში ხალხმა ატეხა პანიკა..  ერთი კვირის მერე ეს ხალხი მოგვევლინა როგორც “სპეციალისტები”, “ვირუსოლოგები”, “გმირი ექიმები” მოიგონეს ზღაპრები კუბოს რიგებზე და აგვიკრძალეს სახლიდან გასვლა. 

გავა დრო, ეხლა ამაზე წერა ადრეა და აღმოჩნდება, რომ ეს ისტერია გამოწვეული იყო ფაქტების დამახინჯებით და ცალკეული მთავრობების ლაჩრობით, მცდელობით კრიზისი მასშტაბის გაბერვით საკუთარი უუნარობა გადაეფარათ, როგორც ეს მაგალითად მოხდა იტალიაში და მათ შორის ხდება ეხლა საქართველოში.  ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს როგორ გვატყუებდნენ და გვაშინებდნენ ე.წ. “ვირუსოლოგები” და “ექიმები”, არ უნდა დაგვავიწყდეს “ჟურნალისტები”, რომლებიც დასდევდნენ ხალხს, რომლებიც ცდილობდნენ ორი კაპიკის შოვნას, გვიჩვენებდნენ ხალხს ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე ჩვენი დაშინების მიზნით. გაატარეთ ერთი დღე “ემერჯენსის” მისაღებში და ონკოლოგიურში სადაც სულ ასეთი მდგომარეობაა. ამიტომ რა? ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის “ნადზირაწელები” რომლებმაც გაამწარეს უამრავი ადამიანი და უზრუნველვეს ამ საგიჟეთის მოწყობა და ფუნქციონირება. არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო აღნიშნავდა ტესტირებების მნიშვნელობას, ჩვენ ეს “სპეციალისტები” და სახელმწიფოს წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ რომ ტესტირებები მნიშვნელოვანი არ არის. არა და სწრაფი ტესტირება, არის ერთადერთი გზა თუნდაც იმისთვის, რომ მკურნალობა და კარანტინი შეეხოს მხოლოდ დავირუსებულ ადამიანებს და როგორც მინიმუმ დავინახოთ ეპიდემიის რეალური მასშტაბი და აქიდან გამომდინარე საიმედო სტატისტიკა. ნუ დაგვავიწყდება, როგორ ებრძოდნენ ტესტირების დაწყებას კერძო სექტორის მიერ და როგორ ემუქრებოდნენ კერძო კომპანიებს. ნუ დაგაგვიწყდება მარლის პირბადეები, რომლებსაც არანაირი დაცვის დონე არ გააჩნია. ნუ დაგვავიწყდება, რომ როდესაც ტერიტორიებს გვართმევდნენ, სახელმწიფო ალყას არტყავდა ჯარით მარნეულს და თავს იწონებდა კომფორტული ნატოს სტანდარტის ბლოკპოსტებით და მავთულხლართებით.  ნუ დაგვავგიწყდება როგორ რეცხავდა მერია ვირუსებისგან ასფალტს, როგორ იდგა ხალხი გარეთ რიგებში ცარიელ მაღაზიებში. მაგრამ რაც მთავარია ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დანაშაულის ლომის წილი მოდის მოქალაქეებზე, ჩვენზე, ვინც მივეცით ამათ ამის გაკეთების საშუალება.

რა შედეგი მოყვება ამას ყველაფერს, ეხლა ძნელი დასადგენია, უამრავი ადამიანი გამწარდა და გაწვალდა, უამრავი ადამიანი ფინანსურად დაზარალდა, უამრავმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, უამარავ ადამიანს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. რა ზიანი მიადგა ჩვენ საზოგადოებას და სახელმწიფოებრიობას საერთოდ ამ ეტაპზე დათვლას არ ექვემდებარება. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სრულმასშტაბიანი ოკუპაციის პირობებში, ჩვენ დავკარგეთ ყოველგვარი საშუალება რამე გავლენა ვიქონიოთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენ გამოგვთიშეს პრაქტიკულად ყველაფრისგან.

არა მე იმას არ ვიძახი  რომ კოვიდ-19 არ არსებობს, საფრთხე რეალურია და ყველას სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ უკვე ეხლა სულ უფრო გასაგები ხდება, რომ საფრთხის დონე არ არის იმდენად მაღალი, რომ ხდება სტატისიკის გაყალბება და მანიპულირება (იტალაია ამის კარგი მაგალითია), რომ სახელმწიფო იყენებს ამ კრიზისს სათავისოდ.  გარდა ამისა,  შეხედეთ ამას სხვა კუთხით, ყოველ დღე ჩვენ გამოვდივართ ქუჩაში, იმის რისკით, რომ დაგვეცემა აგური იმ მშენებლობებიდან რომლებიც ყოვლეგვარი უსაფრთხოების ნორმების გარეშე შენდება, იმიტომ რომ სახელმწიფოს არ სურს უზრუნველყოს მათი მონიტორინგი, დიდი შანსია, რომ მოვხვდებით ავარიაში, იმიტომ რომ სახელმწიფოს არ სურს მოძრაობის წესების დაცვის მონიტორინგი და სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან ყველაზე თავხედი მოძრაობის წესების დამრღვევები, ჩვენ შეიძლება მოვიწამლოთ, დაგვარტყას წნევან, შეიძლება დავრჩეთ უსამსახუროდ, შეიძლება გავხდეთ ზარცვის ან მკვლელობს მსხვერპლი, ყოველთვის იარსებებენ ვირუსები და ინფექციები,  მაგრამ ჩვენ ყოველ დღე ვიღებთ ამ რისკს ჩვენ თავზე და ამ რისკებს ჩვენ თვითონ ვმართავთ(აქამდ წარმატებიტ ვმართვადით), ეს არის ფასი რომელსაც ჩვენ ვიხდით თავისუფლად ცხოვრებაში.  ეხლა კიდე ჩვენ მოგვატყუეს, დგვაგოიმეს, დაგვამცირეს, გაგვძარცვეს, რა თქმა უნდა ისევ ჩვენზე ზრუნვის ამბავში…..

94393164_258352962213095_6096220092532523008_o

და ისტორიას უნდა დარჩეს ეს სურათი. იდეაში ეხლა ქვეყანაში არის ეპიდემია, ამ პირების რეკომენდაციით (ყოველი მათგანი მაღალი რისკის ჯგუფში შედის) და მოთხოვნით ეხლა ამ მომენტში ადამიანებს აჯარიმებენ ქუჩაში ერთმანეთთან ახლო დგომისთვის, პირბადეების არ ქონისთვის, ამ მომენტში გაჩერებულია ეკონომიკა, გაჩერებულია ქვეყანა, აკრძალულია მანქანით მოძრაობა. ამ სურათის გადაღების მერე ეს ადამიანები წავლენ ტელევიზიებში და დაიწყებენ ხალხის დაშინებას ზღაპრებით კუბოების რიგებზე, სიკვდილის ზონებზე, ეპიდემიაზე, იტალიურ სცენარზე, სოციალურ დისტანცირებაზე…..  

ხოლოკოსტის შემდეგ ებრაელებმა თქვეს, never again, შექმნეს სახელმწიფო უძლიერესი ჯარით და პირობა დადეს რომ ასეთი რამე არასდროს არ გამეორდებოდა. ამ საგიჟეთის მერე ჩვენ ყველამ უნდა ანალოგიური პირობა დავდოთ და არასდროს არ დავუშვათ ჩვენი უფლებების შელახვა და თავისუფლების შეზღუდვა თუ გვინდა ნორმალური, მშვიდი ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში.

წინ რთული დრო გველის, გაუფრთხილდით თავს და მეტ თავისუფლებას გისურვებთ

ჩვენი ტესტი – СZ P09

Tuesday, June 11th, 2019

61700111_10213869475466476_5251675208258945024_o

9 წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა, დიდი ალბათობით პირველებმა საქართველოში, ჩამოვიტანეთ СZ-ს ახალი ტიპის პისტოლეტები СZ-75 P07 Duty. შესაბამისი მიმოხილვაც მე შემოგთავაზეთ ჩემი ბლოგის მეშვეობით და ასევე ინგლისურენოვანი მიმოხილვა ავტვირთე СZ-ს იარაღების მოყვარულების ყველაზე დიდ ფორუმზე. ვისაც სტატია ბლოგზე არ წაგიკითხვათ, შეგახსენებთ, რომ პისტოლეტი მთლიანობაში  მე მომეწონა, მაგრამ აღვნიშნე, რომ ჩემი აზრით ის იყო ნედლი და ჭირდებოდა გარკვეული გაუმჯობესებები. კონსტრუქციულად იარაღს არ ქონდა სერიოზული პრობლემები, გარდა იმისა, რომ გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა პისტოლეტის პლასტმასის ჩარჩოსთან, ისიც პირველი გამოშვების პისტოლეტებზე.  ამავე დროს პისტოლეტს მაგალითად  აკლდა სახელურის მორგების შესაძლებლობა ცვალდი საზურგეების გამოყენებით, საკეტის წინა მხარე საჭიროებდა “გადამრგვალებას”, იმიტომ რომ უბრალოდ ქონდა ძალიან ბასრი კუთხეები, უკანა სამზინი მოწყობილობის ფორმა ასევე არ მომეწონა, ბასრი უკან გამოშვერილი გვერდების გამო და ისიც არ მომეწონა რომ სამიზნი მოწყობილობები იყო პლასტმასის.  არ მომეწონა მცველის და საკეტის შემაკავებლის განლაგება (ზედმეტად ახლოს ერთმანეთთან), იყო სხვა უმნიშვნელო მინუსებიც, ზედმეტად ბასრი ჭდევანები საკეტზე, რომლებიც ხანმოკლე მშრალი ვარჯიშების შემდეგ ტკენდნენ ხელს, მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტზე იყო გათვალისწინებული დამრტყმელ-სასხლეტი მექანზმის კონფიგურაციის ცვლილება მომხმარებლის მიერ, ინსტრუქციაში არ იყო  აღწერილი ეს როგორ უნდა გაკეთებულიყო. მე შევეცადე მომეძებნა ჩემი ინგლისურენოვანი მიმოხილვა მაგრამ ვერ ვიპოვე, თუმცა აღნიშნული აღმოჩენები მე წარვუდგინე ფორუმის წევრებს და აბსოლუტური უმეტესობა დაეთანხმა ჩემ აღმოჩენებს. შეგახსენებთ პისტოლეტი ჯერ ძალიან ახალი იყო და მასზე თითქმის არაფერი არ იყო ცნობილი და ძალიან ცოტა მიმოილვა იყო ხელმისაწვდომი. რამდენიმე წლის შემდეგ გამოვიდა ამ პისტოლეტის მეორე თაობა და ასევე უფრო დიდი ზომის მოდელი P09, შთამბეჭდავი 19 ვაზნიანი ტევადობით. მე ეგრევე აღვნიშნე, რო, პრაქტიკულად ყველაფერი რაც მე თავიდან არ მომეწონა ამ პისტოლეტში იქნა გამოსწორებული მეორე თაობის მოდელში. ისიც კი, რომ ინსტრუქციას დაემატა ნაწილი, რომელიც ხსნიდა როგორ უნდა მოხდეს მცველის “დეკოკერით” ჩანაცვლება. რა თქმა უნდა მე მინდოდა დამეწერა ახალი პისტოლეტის მიმოხილვა, მაგრამ ასე “გაკვრით” ნანახ მეორე თაობის პისტოლეტზე მიმოხილვის დაწერა არ გამოვიდოდა, ამიტომ მე ველოდებოდი შესაძლებლობას, როდის ჩამივარდებოდა ხელში ახალი P07/09 და შესაბამისად მომეცემოდა საშუალება უფრო ახლს გამეცნო განახლებული ჩეხური პისტოლეტი. როგორც იქნა, პირველი ნაცნობობიდან 9 წლის შემდეგ , ახალი СZ P09 დევს ჩემს წინ და მინდა გითხრათ პირველად რომ ავიღე ხელში ეს იარაღი მე მივხვდი, რომ თითქოს უმნიშვნელო ცვლილებების წყალობით ეს პრაქტიკულად სულ სხვა იარაღია. როგორც ხვდებით ბევრად უკეთესი არა და ორ პისტოლეტს სურათზე რომ დააკვირდე დიდ სხვაობას ვერ დაინახავ, მაგრამ საკმარისია ორივე აიღო ხელში და მიხვდები რომ განსხვავება სინამდვილეში უზარმაზარია. პირველ რიგში ყურადღებას იქცევს მეორე თაობის პისტოლეტის უნაკლო შესრულება, სადაც წარსულს ჩაბარდა ჩეხური მწარმოებლისთვის დამახასიათებელი უგულისყუროდ შესრულებული რკინის დეტალები. ყველა ვისაც ქონია ჩზ-ს პისტოლეტები დაადასტურებს, რომ შიგნიდან საკეტი და ჩარჩო ყოველთვის საკმაოდ უხეშად იყო დამუშავებული და ინსტრუმენტის კვალი ყველგან ეტყობოდა.  2014 წელს გამოშვებულ P09-ს ინსტრუმენტს კვალი არსად არ ეტყობა. საკეტი დამზადებულია სუფთად და ხილვადი ხარვეზების გარეშე. “ბინძური” ნაცრისფერი დაფარვა, რომელიც გამოდგა არც ისე გამძლე და მდგრადი კოროზიისადმი შეიცვალა პრიალა შავი შესამჩნევად მაღალი ხარისხის და უფრო გამძლე დაფარვით. სამწუხაროდ რაღაცეების შეცვალა იარაღების მიმოხილვის სტანდარტებში და მე ვერსად, მათ შორის მწარმოებლის საიტზე ვერ ვიპოვე ინფორმაცია რა ტიპის დაფარვას ხმარობს СZ ახალ პისტოლეტებში, ისევე, როგორც არც ერთი მიმოხილველი არ წერს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებები შესრულებაში პირველი და მეორე თაობის პისტოლეტებს შორის. არა და არც ისე დიდხანს დაფარვის ტიპის მითითება იყო ნებისმიერი მიმოხილვის ნაწილი. ჩემი ვარაუდით ეს დაფარვა არის შავი ნიტრიდის ნაირსახეობა, მაგრამ არ ვარ ამაში ბოლომდე დარწმუნებული. ასევე ჩემი შეგრძნებით მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ჩარჩო ასევე განსხვავებულია. ლულა ასევე დაფარულია გამძლე ერთგვაროვანი შავი დაფარვით რაც არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. “თეთრი” ლულები CZ-75-ზე ადვილად იჟანგებოდა, შემდეგ ჩეხებმა დაიწყეს როგორც ჩანს ლულების ფოსფატირება, მაგრამ დაფარვის ხარისხი იყო საშინელი, არაერთგვაროვანი, სხვადასხვა ფერის ლაქებით.  ახალ პისტოლეტში მჭიდების დაფარვაც კი შეიცვალა. ნაცვლად თხელი შავი ოქსიდირებისა, რომელიც ეგრევე იწყებდა ცვეთას, გამოყენებულია  შავი, სქელია, პრიალა დაფარვა. თუ კლასიკური CZ-75-ებიც მზადდება ანალოგიურად, ესეიგი СZ გადავიდა ახალ დონეზე და არ მგონია 75-ე მოდელი აწი ვინმემ მოიხსენიოს, როგორც ღარიბი კაცის “ზიგ ზაუერი”. ალბათ ეს ასეც არის, იმიტომ, რომ ჩემი დაკვირვებით 75-ე მოდელის პოპულარობა აშშ-ში არ მცირდება და ეს  მოდელი  არ აპირებს არსად გაქრობას, როგორც მაგალითად ბრაუნინგის “ჰაი პაუერი”. უნდა აღვნიშნო, რომ СZ-ს უახლესი სტრაიკერი (P10) ასევე ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი თავის კლასში, კლასში სადაც ისედაც უამრავი კარგი პისტოლეტია, თანაც ფასის ნებისმიერ სეგმენტში და მანდ ადგილის დამკვიდრება ძალიან ძნელია.  ასევე შეიცვალა სასხლეტის და ჩახმახი ფორმები. პლასტმასის სამიზნი მოწყობილობები შეიცვალა რკინისგან დამზადებულით. მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს ტარის კონსტრუქციაში ცვლადი საზურგეების ინტეგრირება (მოყვება სამი ცალი).

მე სპეციალურად გადავამოწმე ფასები და P09-ს შეძენა ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის, თბილისში შესაძლებელია 1680 ლარად, მეორადის 100-200 ლარით ნაკლებ ფასად. ჩემი იარაღი მე შევიძინე 1450 ლარად. ბუნებრივია ამ ფასიანი ახალი ანალოგიური, ვგულისხმობ მაღალი ტევადობის პოლიმერის ჩარჩოიან პისტოლეტს, არის მხოლოდ “გლოკის” პისტოლეტები. ბევრ სხვა მწარმოებელს აქვს პისტოლეტები, რომლებიც იგივე ფასი ღირს მაგრამ, როგორც ჩანს ჩვენ იმპორტიორებს ეხამუშებათ ზოგი მწარმოებლის პისტოლეტების იაფად გაყიდვა, იმტიომ, რომ მოდი და აუხსენი რატომ ღირს ერთი “ზიგ-ზაუერი” 1600 ლარი და მეორე 4500. ასე, რომ ჯერ-ჯერობით 1500 ლარის ფარგლებში, ევროპული/ამერიკული წარმოების პისტოლეტებში არჩევანი შეზღუდულია მხოლოდ ჩეხური “ჩეზეს” და ავსტრიული გლოკის პისტოლეტებით. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ორივე ეს პისტოლეტი არის შესანიშნავი იარაღი და სიმართლე გითხრათ მე ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა გადაიხადო მეტი სხვა ანაოგიურ იარაღში, გარდა იმ შემთხვევისა თუ რაღაც მიზეზების გამო ორგანულად ვერ იტან “გლოკებს” ან “ჩეზეებს”. ამ ორ მწარმოებელს შორის არჩევანის გაკეთებისას ბევრი გაითვალისწინებს “გლოკის” ლეგენდარულ საიმედოობას და რეპუტაციას, მაგრამ პრაქტიკულად იგივე ფასში P09-ს შეუძლია ისეთი რამეების შეთავაზება რაც “გლოკს” არ აქვს. პირველ რიგში ეს არის კლასიკური ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გარედან განლაგებული ჩახმახით, რომელიც უფრო მოეწონება ბევრ კონსერვატიულ მსროლელს. მეც ვარ ამ ფორმატის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოყვარული, იმიტომ რომ ვაზნით სავაზნეში ასეთი პისტოლეტი უფრო უსაფრთხო არის და დაცულია უნებლიე გასროლისგან, იმიტომ რომ უფრო მეტი ძალა არის საჭირო და სასხლეტმა უფრო მეტი მანძილი უნდა გაიროს რომ მოხდეს გასროლა, ასევე ერთმაგ რეჟიმში სასხლეტი უფრო მოკლე და მსუბუქია ვიდრე ნებისმიერ “სტრაიკერში”. ბევრისთვის მარტო ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ არის სხვა რამეებიც. ყველამ იცის, რომ “გლოკის” პისტოლეტის ყველაზე სუსტი წერტილია პლასტმასის სამიზნეები, ბევრს ასევე არ მოწონს მათი კონფიგურაცია. P09-ზე სტანდარტული სამიზნი მოწყობილობები არის რკინის, მართალია ტრიტიუმის მანათობელი ეელემენტების გარეშე.  იგივე სამიზნი მოწყობილობების გლოკზე დაყენება დაგიჯდებათ 50 დოლარი მაინც. გარდა ამისა P09-ს აქვს შთამბეჭდავი სტანდარტული მჭიდის  ტევადობა, 19 ვაზნა. “გლოკის” მჭიდის სტანდარტული ტევადობა არის 17 ვაზნა, ხოლო იმისთვის რომ გაზარდოთ მისი ტევდაობა 19 ვაზნამდე საჭიროა დამაგრძელებლის შეძენა, რაც დამატებით დაგიჯდებათ 15 დოლარიდან 40 დოლარამდე, გააჩნია დამაგრძელებლის მოდელს და მწარმოებელს. დამაგრძელებელი ასევე გამოდის P09-ს მჭიდისთვის და ტევადობა ადის 21 ვაზმნამდე. ასე, რომ ამ ორი პუნქტით P09 უკეთესად გამოიყურება “გლოკთან” შედარებით.  სამაგიეროდ “გლოკი” უკეთ გამოიყურება, როდესაც საქმე ეხება აქსესუარებს, აფგრეიდებს, ბუდეებს და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე იარაღი არის ძალიან კარგი.

P09griplrg_0663_zpsf096e440

ამ პისტოლეტის მიმოხილვებში ხშირად აღნიშნავენ რომ მიუხედავად დიდი ტევადობისა, მჭიდი ბოლომდე ზის ტარში. ეს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ტარი P09-ზე უფრო გრძელია ვიდრე სხვა ანალოგიურ პისტოლეტებზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ P09 არ იღებს  СZ-75-ების მჭიდებს, ხოლო ორიგინალური მჭიდები საკმაოდ ძვირი ღირს. 

პირველი გამოშვების  P07-ზე საკეტზე ეწერა CZ-75. მე არ ვიცი რატომ იყო ეს ასე, ალბათ “ჩეზეს” ასე უნდოდა წარმოეჩინა თითქოს ახალი პისტოლეტი არის გაუმჯობესებული СZ75 ანუ ისეთივე კარგი და გამოცდილი იარაღი და ეხლაც ახალ მიმოხილვებში ხშირად მოიხსენიებენ P07/09-ს, როგორც კლასიკურ СZ-75-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს, მაგრამ რეალურად  P07/09 არის აბსოლუტურად სხვა პისტოლეტი და ერთადერთი, რაც მას აქვს საერთო СZ-75-თან არის საფირომო “ჩეზეს” ჩატრიალებული საკეტის ლიანდაგები და კალიბრი, რომელსაც ეს პისტოლეტები იყენებენ. მეტი საერთო მათ პრაქტიკულად არაფერი არ აქვთ. სამაგიეროდ კლასიკურ 75-ებს ერგოთ ახალი პისტოლეტებისგან ახალი ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელსაც “ჩეზეში” “ომეგას” ეძახიან.

პირველი თაობის პისტოლეტზე საკეტის ფორმის გამო ძნელი იყო ე.წ. “პრეს ჩეკის” შესრულება, საკეტის უკან გაწევა სავაზნის შესამოწმებლად. ახალ პისტოლეტში საკეტის ფორმა უცვლელია მაგრამ წინა ნაწილში შესრულებულია ჭდევანები. საკეტის ცხვირი ასევე აღარ არის ბასრი კუთხეებით და ამის განცვლად გადამრგაველბულია, რაც გარდა იმისა, რომ ესთეტიურად უფრო ლამაზია ასევე უზრუნველყოფს პისტოლეტის ბუდეში კომფორტულ და სწრაფ მოთავსებას, ისე რომ ბასრი კუთხეები არაფერს არ წამოედება და დროზე ადრე არ გაცვითავს ბუდეს. ასე, რომ ეს შენიშვნაც “ჩეზემ” გაითვალისწინა. მეორე თაობის P09/07-ს ასევე მოსდევს კომპლექტში ცვლადი საზურგეები, რაც გაძლევთ საშუალებას ტარი მოირგოთ ხელზე. საზურგეები გადაკრულია სქელი რეზინით და საკმაოდ კომფორტულია. ბევრად უფრო კომფორტული და უფრო საიმედო ფიქსაციის მეთოდით ვიდრე მე-4, მე-5 თაობის “გლოკებზე”. ასე, რომ პრაქტიკულად ყველა შენიშვნა რაც მე დავაფიქსირე თავიდან იქნა გათვალისწინებული. ცხადია მე შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ “ჩეზეს” წარმომადგენლებმა ნახეს ჩემი პოსტი ფორუმზე და გაითვალისწინეს ჩემი მოსაზრებები, უბრალოდ მე გამიხარდა, რომ როგორც ჩანს თავის დროზე ზუსტად შევაფასე ახალი პისტოლეტი.

64210974_670202260071938_8402776212346241024_n

დაშლილი P09, გვიჩვენებს ბრაუნინგის ტიპის მოდიფიცირებული ჩაკეტვის სქემას, რომელიც ბუნებრივია განსხვავდება სქემისგან, რომელიც გამოიყენება СZ-75-ში, ასეე “ჩეზეს” საფირმო ჩარჩოს შიგნით მოძრავ საკეტს. ცივი ჭედვის მეთოდით დამზადებული ლულის სიგრძე 115მმ-ია. შესაძლებელია მჭიდის ღილაკის გადატანა მარცხენა მხრიდან მარჯვენაზე. დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერძი შესრულებულია, როგორც ერთი დეტალი, რის გამოც მისი მოთავსება საკეტში და მოხსნა ძალან ადვილია. ზამბარა არის ბრტყელი კვეთის. ირარაღი ისევე იშლება, როგორც СZ-75. 

ყველა СZ-ს იარაღს ქარხნიდან მოყვება მისროლის დამადასტურებელი სამიზნე რაც მე პირადად ძალიან მომწონს. მე ვერ ვიტყვი, რომ აქვს აზრი არჩევას პისტოლეტის საუკეთესო ასეთი სამიზნით, იმიტომ რომ აპრიორი ის იქნება უფრო ზუსტი, მაგრამ უფრო მთავარია, რომ ეს სამიზნე ადასტურებს რომ პისტოლეტი არის სათანადოდ მისროლილი. პისტოლეტს კომპლექტში ასევე მოყვება პლასტმასის კეისი, სათადარიგო მჭიდი, სამი სხვადასხვა ზომის ცვლადი საზურგე, ექვსკიდიანი გასაღები, ორი ცალი საწმენდი ზუმბა, ინსტრუქცია, კომპაქტ დისკი, სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პისტოლეტები შეიძლება გაიყიდოს განსხვავებული კომპლექტაციით.

ისევე როგორც პირველი თაობის პისტოლეტებზე, P09-ს აქვს საკამოდ გრძელი MIL-STD-1913 სტანდარტის უნივერსალური სამაგრი, რომელზეც მე დავაყენე Olight Valkiriye 2. ეს ტაქტიკურ ფარანი ითხოვს მხოლოდ ერთ საქართველოში საკმაოდ ძვირადღირებულ ელემენტს (СR123), ამის გამო არის თხელი,  სწრაფად ყენდება და იხსნება, გათვლილია ნებისმიერ გლოკზე უნივერსალური სამაგრით ან “კბილის” გამოცვლით (რომელიც მოსდევს კომპლექტში), MIL-STD-1913 სტანდარტის სამაგრზე. ფარანს კარგი ნათება აქვს, ის ხმარებაში მოსახერხებელია. ღილაკები განლაგებულია ორივე მხრიდან, დააჭირე და გეჭიროს, არ ჩქვრება სანამ ღილკას არ აუშვებ, ერთი დაჭერა ღილაკზე და სულ ჩართულია, სანამ არ დააჭერ მეორეჯერ და არ გამორთავ. დააჭირე ორივე ღილაკს ერთდროულად და ჩაირთვე strobe (მოციმციმე) განათება.  მარტივი და მოსახერხებელი სქემაა, რომელიც ყველას მოეწონება და ყველასთვის იმუშავებს. რაც ნიშვნელოვანია, ის არ ღირს ძვირი, 60-70 დოლარი მხოლოდ.

cz_p-09_9mm_urban_grey_pic_7

P09 გამოდის სტანდარტული შესრულებით, როგორც ჩვენი იარაღი, ასევე არსებობს მოდელები ფერადი ჩარჩოებით და “გამზადებული მაყუჩისთვის” კონფიგურაციით, გრძელი ლულით, რომელზეც ყენდება მაყუჩი და მაღალი სამიზნი მოწყობლობებით, რაც აუცილებელია მაყუჩის გამოყენებისას. 

პისტოლეტი რაზეა საუბარი არის უსაფრთხო. მას გააჩნია მექანიკური ორმხრივი მცველი, დამრტყმელის მცველი და ჩახმახის ნახევრად შეყენების შესაძლებლობა (half cock). “ომეგას” ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ერთ-ერთი თავისებურება არის ის, რომ მფლობელს შეუძლია საკუთარი ძალებით, საკმაოდ ადვილად შეცვალოს მექანიზმის კონფიგურაცია. ორმხრივი მექანიკური მცველი ან ორმხრივი დეკოკერი. “ომეგას” მექანიზმი ასევე უფრო მარტივია და როგორც ჩანს უფრო საიმედო ვიდრე СZ75-ის ძველი მექანიზმი, რამაც ალბათ განაპირობა ამ მექანიზმის “გადანერგვა” P07-დან კლასიკურ СZ-75-ში (СZ-75 ასეთი მექანიზმით, საკეტზე მარკირებულია “Ω” სიმბოლოთი). ჩვენ პისტოლეტს არ მოყვა დეკოკერის დეტალები და სტანდარტულად აყენია მექანიკური მცველი. მე არ ვარ მექანიკური მცველების მომხრე ორმაგი მოქმედების პისტოლეტებზე, მაგრამ რაც არის ის არის. ამით შეიძლება დავასრულოთ ამ პისტოლეტის ტექნიკური აღწერა. არაფერი განსაკუთრებული მას ტექნიკური თვალსაზრისით არ აქვს. უბრალოდ მორიგი კარგად შესრულებული დიდი ზომის 9მმ-ნი პისტოლეტი, პლასტმასის ჩარჩოთი და ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ასეთი პისტოლეტები მაინცდამაინც საქართველოში ბევრი არ არის, მე ვიხსენებ მოლოდ Jericho 941-ს, Sig Sauer SP2022-ს და Heckler&Koch USP-ს.

მინუსებს რაც შეეხება, არსად არ წავიდა ახლო-ახლო განლაგებული დეკოკერი და საკეტის დამშვები, რის გამოც სტრესის პირობებში მათი არევა ჩემი აზრით შესაძლებელია. ცხადია მოდელზე სადაც დეკოკერის ნაცვლად არის ორმხრივი მცველი, ეს პრობლემა თავს არ იჩენს. პისტოლეტის საკეტი აწყობილია ხვეული პინებით, ანუ მისი დაშლა ისეთი ადვილი არ არის, როგორც მაგალითად “გლოკის” საკეტის. ვინმე ალბათ ჩათვლის, რომ ეს  უმნიშვნელოა, მაგრამ ადვილი დაშლის შესაძლებლობა კარგი არის არა მხოლოდ იმიტომ რომ ზოგადად გეძლევა საშუალება კარგად გაწმინდო იარაღი, არამედ ასევე გაძლევა საშუალება დეტალურად შეამოწმო კრიტიკული დეტალების მდგომარეობა. საკეტში ასეთი კრიტიკული დეტალებია დამრტყმელი და ექსტრაქტორი, რომელიც როგორც წესი პისტოლეტებში ყველაზე ხშირად და სწრაფად გამოდიან მწყობრიდან.

სრული ზომის პისტოლეტები, არც ისე მოსახერხებელია ფარული ტარებისთვის მაგრამ რენჯზე ასეთი პისტოლეტები შეუდარებელია. კომფორტული ჭერა, დაბალი უკუცემა, გრძელი სამიზნი ხაზი, გიადვილებთ სწრაფ და ზუსტ სროლას. მე ვნახე რამდენიმე ვიდეო მიმოხლვა სადაც მსროლელები (hickock45, Dustin Ellermann) აღნიშნავდნენ, შეიძლება ითქვას P09-ის ფენომენალურ სიზუსტეს. აღნიშნავდნენ და დემონსტრირებდნენ. დასტინ ელერმანი (ტოპ შოტის გამარჯვებული) ესროდა P09-დან 20 სმ-ან რკინის გონგებს 100 მეტრზე, hickok45 ისროდა ამ პისტლეტიდან შორს განლაგებულ შაშხანის სამიზნეებს, მოკლედ მოლოდინი კარგი გვქონდა.

პისტოლეტის შესაძლებლობების დასადგენად, სროლა ხორციელდებოდა 15 მეტრიდან. ამჯერად გვქონდა სამი მუხტი  124/3 გრანიანი FMJ მუხტით, Fioсchi და Magtech. ერთი Fioсchi-ს მუხტი იყო კონუსის ფორმის ტყვიით. საუკეთესო შედეგი აჩვენა Fiochi-მ 124 გრანიანი ტყვიით (წითელი ყუთი) და ბრაზილიურმა “მაგტექმა”, მუხტი კონუსური ტყვიით გამოირჩეოდა ჩვენ პისტოლეტში შედარებით ყველაზე ცუდი სიზუსტით.

20190611_085102[1]

მწვანე სტიკერებით მონიშნულია 124 გრანიანი Magtech, წითლით Fioсchi 123 gr FMJ. სროლა ხორციელდებოდა დგომიდან. 

20190610_190713[1]

ყველაზე პირველი ჯგუფი. მუხტი Magtech 124 gr FMJ. პისტოლეტმა ეგრევე გააკეთა სერიოზული განაცხადი. Magtech-ი არასდროს არ გამოირჩეოდა სიზუსტით სხვა მუხტებთან შედარებით და P09 არის მეორე პისტოლეტი, რომელშიც Magtech-ით მივიღეთ სიზუსტე, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა სხვა მწარმოებლის მუხტებს. 

პისტოლეტი არის კარგად მისროლილი ქარხნულად და ამის დასადასტურებლდა მოყვება საცდელი სამიზნეც. სიზუსტე არის ძალიან კარგი, რაც უკვე, როგორც ჩანს საფირმო ნიშანია ყველა СZ-ს პისტოლეტის. ყოველ შემთხვევაში ყველა პისტოლეტის რაც მე მქონდა.  რამდენიმე СZ83 და CZ75/85, ერთი СZ-97, ყველა იყო ძალიან ზუსტი. P09-ს  სამიზნი მოწყობილობები კარგია, თარაზო საკმაოდ განიერია, კარგად ატარებს შუქს და სამიზნი სურათი არის მკაფიო.  პისტოლეტმა ასევე იდეალურად იმუშავა და არაფერი ხელს არ გვიშლიდა სროლაში, ექსტრაქცია იყო პოზიტიური და ერთგვაროვანი.  ეხლა ნაკლებად კარგი ნაწილი. “ომეგას” სასხლეტი არ არის ისეთი კარგი, როგორც სასხლეტი კლასიკურ СZ-75-ში.  ის არ არის მძიმე (ერთმაგი მოქმედების რეჟიმში სადღაც 1,5კგ, ორმაგ რეჟიმში სადღაც 3.5კგ) მაგრამ აქვს საკმაოდ გრძელი სვლა/რესეტი და ერთი თავისებურება. სასხლეტზე დაჭერისას, გადიხარ სასხლეტის თავისუფალ სვალს მერე  გხვდება წინააღმდეგობა, სასხლეტი მძმდება და ეს საფეხური არის მანიშნებელი, რომ ცოტაც და ჩახმახი მოწყდება თავისი ადგილიდა, მაგრამ ეს არ ხდება, საჭიროა დაჭერის გაგრძელება და მერე უკვე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ხდება გასროლა.

ასეთი რამეები მასობრივი წარმოების “სტოკ” პისტოლეტში არ უნდა გაგიკვირდეს. ეს არ ნიშნავს, რომ პისტოლეტს აქვს ხარვეზი. რა თქმა უნდა შესაძლებელია “ტრიგერ ჯობის” გაკეთება და ისეთი სასხლეტის მიღება, რომელიც გინდა მაგრამ, ჩემი აზრით კარგმა მსროლელმა უნდა შეძლოს სასხლეტის ხასიათის გაგება და სასხლეტთან მუშაობის ტექნიკის ადაპტირება იმისთვის, რომ მიიღოს ის შედეგი რაც მას უნდა. ჩვენ ეს შევძელით და მივიღეთ ძალიან კარგი სიზუსტე.

პისტოლეტი არის top heavy, იგრძნობა მასიური ფოლადის საკეტის წონა, მაგრამ ეს დიდი პრობლემას არ ქმნის, იმიტომ რომ პისტოლეტს აქვს დაბალი ლულის ღერძი. ჩემი სუბიექტური დაკვირვებით უკუცემის და ზოგადად სროლისუნარიანობის თვალსაზრისით P09 უფრო ახლოს დგას SigSauer P226-თან ვიდრე Glock 17-თან.

ასვე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება კიდევ ერთ ნიუანსზე, რომელსაც ჩემი აზრით არ ექცევა სათანადო ყურადღება. ზოგ პისტოლეტის მოდელზე ცვლადი საზურგეები ცვლიან ტარის სისქეს მხოლდო ქვედა ნაწილში და P09-ს შემთხვევაშიც ასე არის. ჩემი აზრით ცვლადი საზურგე უნდა ცვლიდეს პირველ რიგში trigger reach-ს, მანძილს ტარის უკანა ნაწილიდან, სასხლეტამდე ხოლო ტარის ქვედა ან შუა ნაწილის სისქე არის მეორადი მნიშვნელობის. ასე ხდებოდა სულ პირველ პისტოლეტში ცვლადი საზურგეებით Walther P99-ში, ასე ხდება მეოთხე და მეხუთე თაობის “გლოკებში”. P09-ში საზურგეების გამოცვლა trigger reach-ს არ ცვლის. კარგი იქნებოდა რომ პირიქით ყოფილიყო. სხვა რაიმე ნეგატიურს მე პისტოლეტზე ვერ ვიტყვი.

მთლიანობაში P-09-მ დატოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილებები. იარაღი ზუსტია, ერგონომიულია, კონტროლირებადია სწრაფი სროლისას, გააჩნია კარგი ქარხნული სამიზნი მოწყობილობები, რასაც ემატება პრაქტიკულად უნაკლო შესრულება. რა შეიძლება აქ არ მოგეწონოს? ყოველთვის მეცინება ხოლმე როდესაც ზოგ მიმოხილვაში СZ-ს პისტოლეტებს ახასიათებენ, როგორც მაღალი ხარისხის იარაღს. ყველას ვისაც ქონდა რამდენიმე CZ-ს პისტოლეტი მაინც, განსაკუთრებულად ადრინდელი გამოშვების, იცის რომ ეს პისტოლეტები შიგნიდან ძალიან უხეშად არიან დამუშავებულები. პრობლემურია ასევე ზოგი დეტალის რესურსი და დაფარვაც, მოდით ასევ ვთქვათ გამოიყურება ახალ პისტოლეტზე კარგად, მაგრამ ხანმოკლე პერიოდის შემდეგ ცვეთის ნიშნები ჩნდება ყველგან. ჩვენი P09 სულ სხვა შემთხვევაა. “ომეგას” სასხლეტი შეიძლება ისეთი დახვეწილი არ არის, როგორც მაგალითად СZ-75-ში სამაგიეროდ ის ბევრად უფრო გამძლეა და პირველისგან განსხვავებით არ ახასიათებს პროლემები ზამბარების რესურსთან. მე ამის გადამოწმების შესაძლებლობა არ მქონია, მაგრამ როგორც სვადასხვა რესურსზე წავიკითხე, სწორედ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მცველით არის უფრო გამძლე უფრო რბილი სასხლეტით ვიდრე დეკოკერით, რომლის კონსტრუქცია შედგება პალსტმასის დეტალებისგან და თანაც დეკოკერი ცვლის სასხლეტის თვისებებს უარესობისკენ.

62364383_623819551433461_373001631731548160_n (1)

სულ ცოტახნის წინ ასეთ რამეს ვერ ნახავდი ვერც ერთ СZ-ს პისტოლეტზე. ხარისხიანი დაფარვა და პრაქტიკულად უნაკლო შესრულება.

და ბოლოს ორი სიტყვით ამ პისტოლეტის გამოყენების ფილოსოფიაზე. P09 აქვს საბრძოლო პისტოლეტის ყველა თვისება, ერთადერთი რის გამოც ის არ არის ნამდვილი საბრძოლო პისტოლეტის, არის ის, რომ მისი გამოყენება არ ხდება რომელიმე ქვეყნის არმიის ან მსხვილი პოლიციური სამსახურის მიერ. ჯერ არ ხდება. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს პისტოლეტს არ აქვს კბილების წამოჭრის პრობლემა, იმიტომ რომ გამოხმაურებების მიხედვით პისტოლეტი გამძლე და საიმედოა. უბრალოდ ჯარში ან პოლიციაში მოხვედრის შემდეგ იარაღში იჩენს თავს ყველა სუსტი წერტილი, რომელიც გააჩნია პისტოლეტის კონსტრუქციას და ხდება მისი დახვეწა, რის შედეგადაც პისტოლეტი ხდება უფრო უკეთესი და კვალიფიცირდება, როგორც ნამდვილი საბრძოლო პისტოლეტი. როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე ამ პისტოლეტს, როგორც ჩანს არ აქვს პრობლემები. Defense Review-მ ჯერ კიდევ 2013 წელს გაოაქვეყნა პირველი თაობის P07-ის გრძელვადიანი ტესტირების შედეგები, რომლებიც ძალიან კარგია. 7000 გასროლა დაბრკოლების და რომელიმე ნაწილი მტყუნების გარეშე, მათ შორის 900 გასროლა წმენდის გარეშე ბინძური და რკინის მასრიანი Wolf-ის ტყვიაწამლით. არც ისე ცუდია ჩემი აზრით. მე ვთვლი, რომ P09 არის იდეალური სახლის დაცვის იარაღი, რომელიც შეიძლება იდოს საწოლის თავთან.  დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი შედარებით უსაფრთხო გრძელი სვლით, რაც გაძლევს საშუალებას პისტოლეტი იყოს ვაზნით სავაზნეში და გამორთული მექანიკური მცველით. 19+1 ვაზნა, განათების წყარო, კარგი ერგონომიკა და სროლისუნარიანობა, ხოლო გაბარიტები და წონა მეორადია. პისტოლეტი დიდია და იწონის შედარებით ბევრს – 870 გრამს. შედარებისთვის Glock 17 იწონის 700 გრამს. თუ გიწევთ იარაღის ყოველდღიური ტარება, სრული ზომის პისტოლეტი ალბათ არ არის საუკეთესო არჩევანი, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ P09-ს ტარება განსაკუთრებული წამება იქნება. მთავარია გამოიყენოთ კარგი ბუდე, კარგად მორგებულ ქამართან ერთად და არ მგონია დიდ პრობლემებს წააწყდეთ. სამაგიეროდ თქვენ განკარგულებაში იქნება 19 ვაზნა, გრძელი სამიზნი ხაზი და შესანიშნავი სროლისუნარიანობა, რომელიც ახასიათებთ სრული ზომის საბრძოლო პისტოლეტებს.

უნდა ვაღიარო მე ძალიან მიყვარს ჩეხეთი, სადაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მართლაც რომ უნიკალური და ლამაზი ქვეყანაა. ძალიან მიყვარს ჩეხური იარაღები იმიტომ რომ ჩემ სასროლოსნო ბიოგრაფიაში ჩეხური იარაღებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. 17 წლის წინ პირველი დახვეწილი პისტოლეტი, რომელიც მე შევიძინე იყო СZ-83, 18 წლის წინ პირველად კარგად ვისროლე მიზანში CZ-75-დან, პირველი ჩემი ზუსტი შაშხანა 11 წლის წინ იყო СZ550 Varmint,  9 წლის წინ პირველი ჩემი .45 კალიბრის პისტოლეტი იყო СZ97.   ამიტომაც ძალიან მიხარია რომ უახლესი СZ-ს პისტოლეტი ისევე მახარებს, როგორც თავის დროზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იარაღი. ახალი P09 აშკარად არის ბევრად უკეთესი თუ არა საუკეთესო СZ-ს წარმოების 9მმ-ნი პისტოლეტი, რომელიც მე ოდესმე მჭერია ხელში.

პისტოლეტის თავდაცვითი კალიბრების ევოლუცია (1970-2018)

Thursday, February 1st, 2018

არ არის საიდუმლოება, რომ  დღეს და ალაბთ ყოველთვის ამერიკელი სამართალდამცავები კარნახობდნენ მოდას პოლიციურ შეიარაღებაში და ალბათ არც იმაზე არ შეიძლება დავა, რომ ამერიკული ტყვიაწამლის მწარმოებლები უშვებენ საუკეთესო თავდაცვით ამუნიციას. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ პოლიციური და თავდაცვითი მოკლელულიანი იარაღისთვის განკუთვნილი კალიბრების შექმნის მოკლე ისტორიას, თავისებურებებს და მახასიათებლებს და ასევე იმ შემთხვევებს, რომლებმაც განაპირობეს ამუნიციის განვითარების კურსი. გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ სტატიაში მოყვანილი  საწყისი სიჩქარის და შესაბამისად ენერგიის მაჩვენებლები მიღებულია სტანდარტული/ტიპიური სიგრძეების ლულებიდან, კომპაქტურ და სუბ-კომპაქტური იარაღების შემთხვევაში ციფები რა თქმა უნდა იქნება უფრო მოკრძალებული.

ნიუხოლის ინციდენტი და რევოლვერების ეპოქოს დასასრული

გასული საუკუნის 80-ან წლებამდე რევოლვერები ათწლეულები დომინირებდა ამერიკელი სამართალდამცავების შეიარაღებაში. განსხვავებით პისტოლეტებისგან, “მაგნუმ” რევოლვერები არასდროს არ განიცდიდნენ სიმძლავრის დეფიციტს და მათი ეფექტურობა არასდროს არ დამდგარა ეჭვის ქვეშ . 70-ან წლებამდე ამერიკელი სამართალდამცავები იყენებდნენ  მძლავრ, “.357 მაგნუმი” და “.41 რემინგტონ მაგნუმი” კალიბრის რევოლვერებს, ხოლო პისტოლეტები მითუმეტეს არა .45 კალიბრის ევროპული მოდელები, განიხილებოდა, აშშ-ში როგორც რთული მოწყობილობის და შესაბამისად არასაიმედო ეკზოტიკა. რევოლვერის ორივე ხსენებულ  კალიბრს ნამდვილად აქვს შთამბეჭდავი ბალისტიკური მონაცემები. “.357 მაგნუმი”, ნამდვილი ვეტერანი, შექმნილი 1934 წელს, როგორც სუსტი “.38 Special-ის” შემცვლელი და  იმ პერიოდის ავტომობილების სქელი ძარების დასამარცხებლად, რომლებითაც გადაადგილდებოდნენ განგსტერები, იყენებდა 8 გრამიან (125 გრანიან) ტყვიას საწყისი სიჩქარით 440 მ/წ-ში და ენერგიით 800 ჯოული. დღემდე ეს მუხტი ღირსეულად გამოიყურება და შესაბამისი კონსტრუქციის ტყვიით წარმოადგენს ეფექტურ თავდაცვის საშუალებას.  “.41 რემინგტონ მაგნუმი” შექმნილი 1964 წელს, როგორც ოქროს შუალედი .357 მაგნნუმსა და ზე-მძლავრ .44 მაგნუმს შორის, ის ერთი პერიოდი განიხილებოდა, როგორც იდეალური პოლიციური კალიბრი. ტიპიური მუხტი, ტყორცნიდა 14 გრაიან ტყვიას შთამბეჭდავი საწყისი სიჩქარით 480 მ/წ-ში და ენერგიით 1540 ჯოული.  სამართალდამცავებს ეგონათ, რომ ისინი ადეკვატურად იყვნენ შეიარაღებულები და მზად იყვნენ გამკლავებოდნენ ნებისმიერ საფრთხეს, სანამ 1970 წლის 5 აპრილს არ მოხდა შემთხვევა, ცნობილი, როგორც “ნიუხოლის ინციდენტი”, რომელმაც ძირეულად შეცვალა მიდგომები და შეხედულებები, როგორც პოლიციელების მომზადებაზე ასევე იმაზე თუ რითი უნდა ყოფილიყვნენ ისინი შეიარაღებულები.  ხსენებული ინციდენტისას, რუტინული შემოწმების დროს ორმა დამნაშავემ გაუხსნენს ცეცხლი კალიფორნიის გზატკეცილების პატრულის ოფიცრებს, მოკლეს ოთხი მათგანი და შეძლეს ადგილიდან მიმალვა. როგორც უკვე ვთქვი ამ შემთხვევამ გამოიწვია სერიოზული გადახედვა, როგორც პოლიციური ტაქტიკის ისევე შეიარაღების. აღმოჩნდა, რომ პირველმა ეკიპაჟმა ცადა ეჭვმიტანილების მანქანის გაჩხრეკვა სანამ მოვიდოდა დასაზღვევად მეორე ეკიპაჟი, ასვე ყუარდღება მიიქცია იმ ფქტმა, რომ პოლიციელების ცეცხლი საშტატო .357 კალიბრის რევოლვერებიდან იყო არაეფექტური (არც ერთი ტყვია არ მოხვდა სამიზნეს), ხოლო ერთ-ერთი პოლიციელი დაიღუპა, როდესაც მანქანას ამოფარებული ცდილობდა რევოლვერის გადატენვას. მოგვიანებით, პოლიციელების ცეცხლის არაეფექტურობა აიხსნა არასაკმარისი წვრთნით და იმ ფაქტით რომ წვრთნებისას ისინი იყენებდნენ სუსტ “.38 Special” ვაზნებს და არა საშტატო “მაგნუმებს” რომლებსაც ბევრად მეტი უკუცემა აქვთ. ასევე მიჩნეულ იქნა, რომ რევოლვერების სტანდარტული ტევადობამ (6 ვაზნა) და გადატენვის ხანგრძლივმა პროცედურა იყო დამატებითი ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს ასეთი სავალალო შედეგი.  “ნიუხოლის ინციდენტის” შემდეგ, რევოლვერების დღეები ამერიკლეი პოლიციის არსენალებში იყო დათვლილი.

1986 წლის კალიბრების რევოლუცია

70-ან წლებში ჯერ ამერიკაში და რამდენიმე წლის შემდეგ ევროპაში, ჩეხოსლოვაკიაში გაჩნდა პირველი დიდი ტევადობის 9მმ-ნი პისტოლეტები ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმებით, ეს იყო Smith&Wesson M59 და СZ-75.  1979 წელს შეიარაღების უნიფიკაციის მიზნით აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს Joint Service Small Arms პროგრამა, როელიც მიზნად ისახავდა 9მმ-ნი პისტოლეტის შერჩევას, რომელიც გახდებოდა სტანდარტული მოკლელულია იარაღი აშშ-ის შეიარაღებული ძალების. 1985 წლიდან ამერიკელებმა დაითხოვეს თავისი .45ACP კალიბრის 1911 და .38 კალიბრის რევოლვერები და შეიარაღებაში მიიღეს 9მმ-ნი ბერეტა 92. ამ ტრენდს აყვა ბევრი პოლიციური სამსახური და დიდი ტევადობის 9მმ-ნი პისტოლეტი გახდა სამართალდამცავების შეიარაღების ახალი პარადიგმა. შექმნილი 1901 წელს,  9×19 Parabellum ან უბრალოდ  „ლუგერი“, როგორც მას ჩვენთან ეძახიან, არ გამოიყურება შთამბეჭდავად ზემოხსენებულ რევოლვერის კალიბრებთან შედარებით.  ტიპიური მუხტები წარმოდგენილია ტყვიის სამი ძირითადი წონითი კატგორიით, 115 გრანი (7.45 გრამი), 124 გრანი (8.04 გრამი) და 147 გრანი (9.52 გრამი), თუმცა არსებობს სპეციალიზიებული და უფრო ნაკლებად გავრცელებული ოდნავ უფრო მსუბუქი და ოდნავ უფრო მძიმე ტყვიები.  დენთის მუხტი წარმოშობს წნევას  2400 ბარის ფარგლებში რაც აძლევს 124 გრანიან ტყვიას 350 მ/წ-ში საწყის სიჩქარეს და 490 ჯოულ ენერგიას. 1901 წლიდან თითქმის 80 წელზე მეტი “ლუგერი” რჩებოდა ეტალონურ სამხედრო კალიბრად პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ხოლო 70-ნი წლების ბოლოდან დაიწყო მისი გავრცელება აშშ-შიც. “ლუგერს” გააჩნია კარგი ბალანსი, ვაზნის ზომებსა და სიმძლავრეს შორის, რაც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ დიდი ტევადობის მაგრამ მსუბუქი და კომპაქტური იარაღი, რომლიდანაც სწრაფი და ზუსტი სროლის ათვისება არ იქნება რთული. მისი წარმოება ათვისებული იყო მთელ მსოფლიოში. ყველაფერმა ამან განაპირობა ამ ვაზნის დიდი პოპულარობა და მისი გავრცელება მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა ის არჩეულ იქნა, როგორც სტანდარტული ვაზნა NATO-ს ბლოკის, რამაც ავტომატურად გამოიწვია ამ ვაზნის გავრცელება NATO-ს წევრ ქვეყნების დანარჩენ ძალოვან სტრუქტურებში.

fsdfs

ილინოისის შტატის პოლიცია იყო პიონერი ამერიკელ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, 9მმ-ნი პისტოლეტების ათვისებაში. 1969 წელს ამ უწყებამ მიიღო შეიარაღებაში 9მმ-ნი Smith&Wesson M39. 

ყველაფერი შეიცვალა 1986 წლის 11 აპრილს, როდესაც მაიამიში, ფლორიდა, მოხდა შემთხვევა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ხედვები იმაზე თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე პოლიციური/სამოქალაქო თავდაცვითი ვაზნა.  იმ დღეს  FBI-ს აგენტის მიერ ეჭვმიტანილი მიმართ ნასროლი 9მმ-ნი  ტყვია მოხვდა  სამიზნეს მკერდში, რამდენიმე სანტიმეტრით ვერ მიაღწია გულამდე და მიუხედავად იმისა, რომ  ჭრილობა იყო სასიკვდილო, სანამ ეჭვმიტანილი მოკვდებოდა მან შეძლო საპასუხო ცეცხლით 2 აგენტის მოკვლა და კიდე რამდენიმეს მძიმედ დაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ აგენტებს ქონდათ ინიციატივა, მოულოდნელობის ფაქტორი და რიცხობრივი უპირატესობა, შეტაკება დასრულდა ძალიან არასახარბიელო შედეგით. ეს შემთხვევა შემდგომ იქნა ყოველმხრივ შესწავლილი და გაანალიზებული, როგორც ოფიციალური სტრუქტურების ასევე უამრავი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. ეს შემთხვევა განსაკუთრებულია იმით, რომ მოხდა ძალიან ბევრი კომპლექსური მოვლენა დროის მცირე შუალედში და მიუხეავად უამრავი სხვა ნიუანსის არსებობისა,  როგორც ჩანს ყველა თანხმდებოდა, რომ 9მმ-ანი 115 გრანიანი  “ვინჩესტერ სილვერ ტიპს”,  რომ გაევლო დამატებითი რამდენიმე სანტიმეტრი, ის მიაღწევდა გულამდე და დამნაშავე ვეღარ შეძელებდა საპასუხო ცეცხლის გახსნას და შედეგი ასეთი მძიმე აღარ იქნებოდა. გამოტანილი იქნა ლოგიკური დასკვნა, საჭირო არის ახალი, უფრო ძლიერი და ეფექტურ კალიბრი ვიდრე 9×19.

350px-Browning-HP-P35

9მმ-ნი FN  P-35 “Hi Power” და მისი მრავალი კლონები, იარაღის და კალიბრის წარმატებული კომბინაცია, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში იყო ოფიციალურად მიღებული შეიარაღებაში, ჯარში ან პოლიციაში და ამით ასევე ითამაშა როლი 9×19-ის გავრცელებაში. 

აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიური (FBI), გარდა იმისა, რომ არის მთავარი ფედერალური დონის საგამოძიებო სტრუქტურა ასევე წარმოადგენს ერთგვარ ავტორიტეტს პოლიციურ შეიარაღებაში და ამუნიციაში. ეს ორგანიზაცია მუდამ ცდის და ამოწმებს ახალ ვაზნებს და შეიარაღებას, ხოლო გამოცდების შედეგებს აცნობებს სპეციალური ბიულეტენებით ყველა სამართალდამცავ სტრუქტურას აშშ-ში.  სწორედ ეს ორგანიზაცია ჩაუდგა სათავეში ახალი კალიბრის ძიებას, რომელიც შეცვლიდა “9×19″-ს. პროცსს შეუერთდნენ ტყვიაწამლის მწარმოებლებიც და მომდევნო წლებში ბევრი ახალი და საინტერესო კალიბრი შეიქმნა.  პირველ რიგში ეს იყო FBI-ს მიერ თვადაპირველად  არჩეული როგორც “ლუგერის” შემცველი, ძლიერი და შესანიშნავი “10მმ  აუტო” და მისი უფრო მოკრძალებული ვარიანტი .40 S&W.  შემდეგ მას მოყვა უკვე მწარმოებლების ინიციატივით შექმნილი .41 AE და .357 SiG, ორივე როგორც მცდელობა მიღებულიყო მსხვილკალიბრიანი მაგნუმ რევოლვერების ეფექტურობა პისტოლეტიდან.  რა თქმა უნდა  .45 ACP, მიუხედავად იმისა, რომ ჯარმა მასზე უარი თქვა კვლავ ინარჩუნებდა ლოიალური მომხმარებლების არმიას, რომლის რიცხვები მხოლოდ გაიზარდა 9×19-ის მაიამიში “ფიასკოს” შემდეგ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რამდენადაც ლეგენდარული სტატუსი არ უნდა ქონდეს .45 ACP-ს, მისი აღიარება და პოპულარობა არასდროს არ გაცდენია ჩრდილო ამერიკის საზღვრებს. აშშ-ს გარდა მხოლოდ ნორვეგიამ და არგენტინამ მიიღო ეს ვაზნა შეიარაღებაში.

ყველა ახალი კალიბრი, იქნება ეს “10მმ აუტო”, “40S&W” თუ პისტოლეტის “მაგნუმები”, როგორიც არის .41 AE ან .357 SiG, თავიდენ ენთუზიაზმით იყო მიღებული, მაგრამ ამას სწრაფად მოყვებოდა გამოფხიზლება, როდესაც თავს იჩენდნენ ახალი კალიბრების თავისებურებები. მოგეხსენებათ ბალისტიკაში არაფერი არ არის მუქთად. მართალია გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ახალი ვაზნის კალიბრი არ ცდებოდა 10მმ-ს, შედარებით მოკლე მასრასთან ერთად ახალი იარაღებიც ინარჩუნებდნენ კომპაქტურ ზომებს და მჭიდის დიდ ტევადობას, რომელიც ერთი და იგივე ზომის ჩარჩოს შემთხვევაში ჩამორჩებოდნენ 9მმ-ან იარაღებს მხოლოდ 1-2 ვზნით. მაგრამ ამავე დროს  ყველა ამ ახალ ვაზნას ქონდა მეტი ენერგია, ხშირად მაღალი დენთის აირების წნევა, შესაბამისად იზრდება დატვირთვა კონსტრუქციაზე, უკუცემა, გასროლის ხმა, ლულის ალი არის მნიშვნელოვანი. “10მმ აუტო” ზარ-ზეიმით მიღებული  FBI-ში სმიტ&ვესონის 1076 მოდელის პისტოლეტთან, აღმოჩდა ძნელი მოსათვინიერებელი სროლისას, ხოლო პისტოლეტები ვერ უძლებდნენ ძლიერ კალიბრს და ნაადრევად გამოდიოდნენ მწყობრიდან. ეს არ არის გასაკვირი, დენთის აირების წნევა 2590 ბარს შეადგენს, ენერგია 1000 ჯოულზე მეტია . მის უფრო მოკრძალებულ ვარიანტს .40 “სმიტ&ვესონს” შეხვდა თავისი წილი პრობლემების სანამ იარაღის მწარმოებლები არ მიხვდნენ, რომ იმისთვის, რომ გამოუშვა კარგი .40 კალიბრის პისტოლეტი არ არის საკმარისი უბრალოდ აიღო 9მმ-ნი პისტოლეტი, გამოცვალო ლულა და დამაბრუნებელი ზამბარა. განსხვავებით “ლუგერისგან”, .40S&W ძალიან მგრძნობიარეა დამზადების ხარისხის მიმართ, პატარა ცდომილება მასრაში ტყვიის ჩასმის სიღრმეში და წნევა მასრის შიგნით იზრდება რადიკალურად. აღნიშნული აქტუალურია ტიპიური 180 გრანიანი ტყვიისთვის, რომელიც არის შედარებით გრძელი და ამიტომ იკავებს დიდ ადგილს მასრაში. ამის გამო ქარხნული მუხტები 180 გრანიანი ტყვიით როგორც წესი უფრო სუსტია, იმისთვის რომ გამოირიცხოს წნევის წარმოშობის პორბლემა. მიუხედავად ამისა, დღემდე მიიჩნევა, რომ .40 კალიბრის პისტოლეტები არ გამოირჩევიან ისეთი მაღალი რესურსით. როგოც იგივე მოდელის 9მმ-ნი პისტოლეტები. ცნობილი ექსპერტის დინ სპირის (The Gun Zone) კვლევა ადასტურებს ამ ვერსიას, იმით რომ აბსოლუტური უმეტესობა .40 კალიბრის იარაღის კატასტროფული დაზიანების (გახეთქილი სავაზნის) შემთხვევების მოდის სწორედაც, რომ მუხტებზე 180 გრანიანი ტყვიით. რაც შეეხება “10მმ აუტოს” მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ გამოადგა FBI-ს მას გამოუჩნდა ბევრი ახალი ქომაგი მათ შორის იყო ასევე ჯეფ კუპერიც. სამწუხაროდ იმ დროს, ჯერ მწარმოებლებს უჭირდათ არსებული “პლატფორმების” ადაპტაცია ამ ძლიერ ვაზნის მოსანელებლად, სპეციალურად ამ ვაზნისთვის მათ შორის ჯეფ კუპერის მონაწილეობით შექმნილი “Bren Ten” რიგი მიზეზების გამო აღმოჩნდა წარუმატებელი პროექტი. მხოლოდ 1991 წელს ავსტრიულმა “გლოკმა” წარმოადგინა თავისი პირველი “მსხვილ ჩარჩოიანი”  პისტოლეტი გათვლილი ამ ძლიერ ვაზნაზე, რომელიც გამოდგა ვირივით მუშა და ალბათ ეტალონური გამძლეობის მხრივ 10მმ-ნი ქარხნული წარმოების პისტოლეტი. დღმდე “10მმ აუტო” ითვლება უფრო სპორტულ და სანადირო კალიბრად მათ შორის იმის წყალობით რომ ტყვის წონა ვარირებს 135 გრანიდან 230 გრანამდე, რაც აძლევს მონადირეს საშუალებას თადავად დატენოს ტყვიები და “მოარგოს” ისინი სხვადსხვა ზომის ნადირს.

პისტოლეტის “მაგნუმ კალიბრები”

1986 წელს შექმნილი ამერიკაში, .41 AE (Action Express), უდაოდ წარმოადგენდა საინტერესო კონცეფციას. ახალი ვაზნა იყენებდა .41 მაგნუმის რევოლვერის მასრას, ვიწრო ძირით და რკალით რაც იდეაში შესაძლბელს ხდიდა ახალი კალიბრი გამოყენებულიყო 9მმ-ან პისტოლეტში, მხოლოდ ლულის და მჭიდის გამოცვლით. 170 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე 290 მ/წ-ში აღწევდა და ენერგია შეადგენდა 460 ჯოულს. სამწუხაროდ ტყვიაწამლის მწარმოებლებმა არ აიტაცეს იდეა, იმიტომ რომ იმ დროს ყველა უკვე იყო გატაცებული .40S&W-ით და მხოლოდ რამოდენიმე მწარმოებელმა გამოუშვა ამ კალიბრზე გათვლილი იარაღები. ალბათ პრაქტიკული და მასობრივი გამოყენება ამ კალიბრის სხვა პრობლემებსაც წარმოშობდა, მაგრამ ჩვენ ამას უკვე ვერასდროს ვეღარ გავიგებთ. ამ ისტორიას მოყვა გაგრძელება, როდესაც 1998 წელს ისრაელის IMI-იმ გამოუშვა 9mm Action Express, რომელიც იყენებდა იგივე მასრას, რომლის ამჯერად უფრო ვიწრო ყელში მოთავსებული იყო 9მმ-ნი ვაზნა. არც ეს ვაზნა არ გამოდგა სიცოცხლისუნარიანი, იმიტომ რომ ამჯერად” 9მმ ექშნ ექსპრესი” “დაეჯახა” ანალოგიური კონცეფციით შექმნილ .357 SIG-ს, რომლის წარმოება დაიწყო ერთი წლით გვიან,  1994 წელს. გერმანულ-შვეიცარული კომპანიის ჩანაფიქრით, ახალი კალიბრი უნდა ეფექტურობით ყოფილიყო “.357 მაგნუმის” ტოლი, რაც ხსნის კალიბრის სახელის არჩევანს. ეტალონად იყო აღებული “.357 მაგნუმის” ნაცადი მუხტი 125 გრანიანი ტყვიით საწყისი სიჩქარით 440 მ/წ-ში. საფუძვლად გამოყენებულ იქნა .40S&W-ის მასრა შევიწროებული ყელით, რომელშიც მოთავსდა 9მმ-ნი ტყვია. პრაქტიკულად იგივენაირად, როგორც ებრაელებმა განახორციელეს ეს “.41 Action Express”-ის შემთხვევაში.  ყველაზე “ცხელ” მუხტებში ტყვიის ენერგიამ მიაღწია შთამბეჭდავ 800 ჯოულს, თუმცა ტიპიურ მუხტებში ენერგია 560-600 ჯოულის ფარგლებშია. ასეთი ციფრების მიღწევა ნაწილობრის შესაძლებელი გახდა დენთის აირების მაღალი წნევის ხარჯზე, რომელიც ამ კალიბრში შეადგენს მაქსიმუმ 2750 ბარს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამიტომაც SIG_Sauer-ში არ გარისკეს და ახალ კალიბრთან ერთად გამოუშვეს მასზე გათვლილი ახალი პისტოლეტიც, P229, რომელიც წარმოადგენს P228-ის გაძლიერებულ ვარიანტს. ხვეული პინები შეიცვალა მთლიანად ფოლადის ანალოიური დეტალებით, საკეტი იყო მთლიანად ფრეზირებული რკინის ერთი ნაჭრისგან, ნაცვლად ფოლადის ფირფიტისგან დამზადებული ნაშტამპი საკეტისა ადრინდელ მოდელებში.  მიუხედავად ამისა,, ასეთი მაღალი წნევის გამო უკუცემა არის საკმაოდ დიდი, ლულის ალი დიდია და გასროლის ხმა მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას, რომ გარდა შთამებჭდავი ბალისტიკური მონაცემებისა, .357 SIG-ს აქვს დამატებითი ორი დიდი უპირატესობა.  ბოთლის ფომრის გამო ამ ვაზნის მიწოდების დროს შეფერხება პრაქტიკულად გამორიცხულია, გარდა ამისა სავარაუდოთ იგივე მიზეზის გამო, დენთის აირების წვის მაჩვენებლები ძალიან სტაბილურია, რის გამოც საწყისის სიჩქარის დევაცია (საშუალო სხვობა მაქსიმალურსა და მინიმალურ საწყის სიჩქარეს შორის) არის ძალიან მცირე, რაც ნიშნავს, რომ ვაზნა ასევე ძალიან ზუსტია. სამწუხაროდ არც ამ “მინი მაგნუმს” არ ხვდა წილად დიდი წარმატება. 20 წლის შემდეგაც,  .357 SIG-ი არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს პოპულარულ და გავრცელებულ ვაზნად. რა არის ამის მიზეზი ასე ადვილი ახსნა გამიჭირდება.   ალბათ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ არ მოხდა ამ კალიბრის მასობრივი შეიარაღებაში მიღება სამართალდამცავების და სამხერდოების მხრიდან, ეს კიდე არის წინაპირობა წარმატების ნებისმიერი პისტოლეტის კალიბრისთვის. გარდა ამისა ამ კალიბრის გამოჩენა დაემთხვა პერიოდს, როდესაც მწარმოებლებმა, როგორც იქნა აითვისეს .40S&W-ის და მასზე გათვლილი იარაღის წარმოება, რომელიც არ აფეთქდებოდა ან არ დაიშლებოდა. ასევე  “გლოკი” ახორციელებდა ბაზრის აქტიურ დაპყრობას და ყველას სთავაზოობდა თავის 9მმ-ან და .40 კალიბრის პისტოლეტებს. გარდა ამისა იყო ასევე ეკონომიკური ფაქტორიც,  “.357 SIG” იყო უფრო ძვირადღირებული და შემდგომში დაბალი მოთხოვნის გამო, ფასი მასზე მხოლოდ იზრდებოდა. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ სხვაგვარად მშვენიერი კალიბრი კვდება ნელი სიკვდილით.

და .45?

შექმნილი მე-20 საუკუნის დასაწყისში, .45 ACP თავიდანვე იქმნებოდა მაღალი ტერმინალური ბალისტიკის მისაღწევად, აქიდან მთლიანად გარსით დაფარული ტყვიის დიდი კალიბრი და წონა. მიუხედავად იმისა, რომ  .45-მა არ ნახა გავრცელება პრაქკულად არსად ამერიკის გარდა, მანდ ამ კალიბრმა მიაღწია კულტის სტატუსს. .45 თითქმის ისეთივე ასაკოვანი, როგორც “ლუგერი” და მისი პოპულარობა არა თუ მცირდება პირიქით იზრდება. .45 კალიბრის იარაღს უკვე უშვებენ ევროპაშიც და აზიაშიც, არამგონია ის აღმოჩნდეს სადმე შეიარაღებაში, მაგრამ სამოქალაქო ბაზარზე მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდება.  მასში გამოყენებულია იმ პერიოდისთვის ტიპიური, დაბალწნევიან (1400 ბარი) დენთი, რის გამოც დიდ .45 კალიბრის პისტოლეტებს აქვთ ძალიან დიდი რესურსი, იგივე მიზეზის გამო ეს კალიბრი სენსიტიურია ლულის სიგრძის მიმართ და სიგრძის შემცირების შემთხვევაში ხდება საწყისის სიჩქარის მკვეთრი შემცირების.  ასევე სტანდარტულ 230 გრანიანი მუხტში, ტყვიას აქვს ზებგერითზე დაბალი სიჩქარე, შესაბამისად მაყუჩიანი იარაღის გამოყენებისას არ არის საჭირო საწყისი სიჩქარის შემცირება და შესაბამისად ბალისტიკის ხელოვნურად დეგრადირება.  რა თქმა უნდა არის რიგი ფაქტორების, რაც ზღუდავს. .45 ACP-ის პოპულარობას.  .45 კალიბრის ვაზნა არის დიდი, გარდა იმისა, რომ ვაზნა მსხვილია, ასევე მასრის სიგრძე არის მნიშვნელოვანი, 22.8მმ. შესაბამისად იარაღი მასზე გათვლილი ასევე იქნება მსხვილი ხოლო ტევადობა იქნება პატარა. ყველაფერი ეს შედარებით დიდ უკუცემასთან და მაღალ ფასთან ერთად არის ის ფაქტორები, რომლებიც ზღუდავენ .45-ის პოპულარობას. არსებობს კიდევ ერთი ტენდენცია, როელიც გამოიხატა ბოლო დროს. ქალების რაოდენობა სამართალდამცავებში, სამოქალაქო მსროლელებში და ჯარში იზრდება წლიდან წლამდე შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ახალი საშტატო იარაღის არჩევისას. ქალი მოსამსხურეებისათვის  მსხვილი .45 კალიბრის პისტოლეტის ათვისება რთულია.  თუ .45 კალიბრის პისტოლეტი ერთ რიგიანი მჭიდით ჯერ კიდევ შეიძლება იყოს მეტნაკლებად კომპაქტური, .45 კალიბრის პისტოლეტი ორ რიგიანი მჭიდით მოეჩვენება დიდი მამრობითი სქესის მსროლელების დიდ პროცენტს.  ასევე არ წყდება დებატები “ტევადობა VS კალიბრი” და როგორც ჩანს კიდევ დიდიხანი და ალბათ არასდროს მსროლელები, პოლიციელები და სამხედროები ვერ მივლენ საერთო აზრამდე, რა უფრო ჯობია, უფრო სუსტი კალიბრის მეტი ვაზნა იარაღში თუ პირიქით. მიუხედავად ამისა, ჩემი მოკრძალებული აზრით მაინც სასწორი იხრება სწორედაც, რომ 9მმ ნი პისტოლეტების სასარგებლოდ, დიდი ტევადობის მჭიდებით, რა თქმა უნდა იმ პირობით რომ შიგნით დევს პრემიუმ კლასის, ქუჩაში გამოცდილი თავდავვითი ვაზნები.

გასტონ გლოკის წარუმატებელი რევოლუცია

ვინ თუ არა გასტონ გლოკი ყველაზე კარგად ხედავდა პერსპექტივებს, განვითარების ტენდენციებს და ასევე მშვენივრად უგებდა სამხედროების და პოლიციელების სურვილებს. ამ კომპანიაში კარგად ესმოდათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მსროლელების ნაწილი დარჩებოდა დიდი და მძლავრი .45 კალიბრის ლოიალური “მომხმარებელი”, ამიტომაც, როდესაც ცხადი გახდა, რომ “10მმ აუტო” გახდა წარუმატებელი წამოწყება და FBI ამ ვაზნას დიდხანს არ გაიჩერებდა, გლოკმა სწრაფად მოახდინა 10მმ-ნი “Flock 20″-ის გარდაქმნა .45 კალიბრის “Glock 21″-ად. ახალი პისტოლეტი თავისთავად იყო წარმატებული პროდუქტი, 13 ვაზნით მჭიდში ის უფრო მსუბუქი იყო ვიდრე ამერიკელებისთვის საბრძოლო პისტოლეტის ეტალონი, 8 ვაზნიანი M1911. შემდეგ 97 წელს გლოკმა გამოუშვა სუბ-კომპაქტური მოდელი “Glock 30″, რომელსაც 99 წელს მოყვა ყველაზე განსხვავებული გლოკის პისტოლეტი, .45 კალიბრის “Glock 36″. გაბარიტების შემცირების მიზნით, პისტოლეტს ქონდა გლოკისთვის უჩვეულო ერთ რიგიანი მჭიდი, ასევე მაქსიმალურად შემცირდა პისტოლეტის ჩარჩოს და საკეტის სისქე.  ასევე სტანდარტულ “დიდი ზომის” ჩარჩოს დაემატა მოდელი SF (short frame), სადაც შემცირდა მანძლი სასხლეტამდე და პისტოლეტი ოდნავ უფრო მოსახერხებელი გახდა მსროლელებისთვის პატარა ხელებით, მაგრამ გლოკისთვის ესეც არ იყო საკმარისი.  მას სურდა .45 კალიბრის დიდი ტევადობის პისტოლეტი, რომელიც იქნებოდა იგივე გაბარიტების, რაც 9მმ-ნი “გლოკი”. 2003 წელს ოცნება გახდა რეალობა და გლოკმა წარმოადგინდა ССI/Speer-ის დახმარებით შექმნილი ახალი კალიბრი სახელად .45 GAP (Glock Automatic Pistol) და სამი ახალი პისტოლეტი გათვლილი ამ კალიბრზე, სტანდარტული, კომპაქტური და სუბკომპაქტური მოდელები. იმის თქმა,  რომ .45 GAP არის იგივე .45 ACP, უბრალოდ 3.6mm-ით უფრო მოკლე მასრით იქნება არასწორი. სინამდვილეში ორივე კომპანიამ დიდი დრო და ფული დახარჯეს ახალი მასრის შექმნაზე, რომელიც დაიტევდა საკმარის დენთს, რომ ბალისტიკა ყოფილიყი .45ACP-ის იდენტური, თუმცა ახალი კალიბრის სტანდარტული მუხტის წნევა გაუტოლდა .45ACP +P წნევას. მიუხედავად ამის, მიზანი მიღწეული იყო და მოკლე მასრის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა სტანდარტული ზომის ჩარჩოს გამოყენება. გლოკის პროგრამა-მაქსიმუმი იყო შემდეგი, მისცეს საშუალება პოლიციის დეპარტამენტებს ამოიღონ ბუდეებიდან 9მმ-ნი და .40 კალიბრის “გლოკები” და ჩადონ შიგნით ახალი .45 კალიბრის “გლოკები”. მერე,  როგორც წესი სამოქალაქო მსროლელები უყურენბე და იმეორებენ იმას რასაც აკეთებს ჯარი და პოლიცია, შესაბამისად წარმატება იქნებოდა გარანტირებული ბაზრის ორივე სეგმენტში.  რეალურად ყველაფერი ცოტა სხვაგვარად განვითარდა. “გლოკიც” და “სპირიც” იმსახურებენ ქებას ასეთი ამბიციური პროექტის მეტ წილად წარამტებულად განხორციელებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ მორიგი გლოკის რევოლუცია არ შედგა. პირველ რიგში, მაღალი წნევის გამო, საჭირო გახდა უფრო მსხვილი საკეტის გამოყენება ვიდრე 9მმ-ან “გლოკებში”.  პისტოლეტი ასეთი საკეტით საშტატო 9მმ-ნი გლოკის ბუდეში აღარ ჩადიოდა. ვიწრო ჩარჩოს და სქელი საკეტის გამო, ახალ გლოკებს საკმაოდ სპეციფიური იერსახეც ქონდათ. ხმაურიანი დებიუტის შემდეგ, აჟიოტაჟი ახალი კალიბრის ირგვლივ მალევე ჩაცხრა. ჯორჯიას შტატის პოლიციამ მიიღო შეიარაღებაში .45 GAP კალიბრის გლოკები, ფლორიდის, ნიუ იორკის ცალკეულმა სამსახურებმა შეიძინეს ეს პისტოლეტები, მაგრამ ფართომასშტაბიან ჩანაცვლებას ადგილი არ ქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი მოთხოვნა ახალ კალიბრზე არ წარმოიშვა, ამუნიციის და “რელოუდინგის” მოწყობილობების მწარმოებლებმა ასევე არ იჩქარეს წარმოების მოცულობების გაზრდა. ამან განაპირობა მაღალი ფასი ახალ ვაზნაზე. ამის გამო, იარაღის მწარმოებლებმაც არ იჩქარეს ამ კალიბრზე იარაღების გამოშვება, “სპრინგფილდმა” და “პარა ორდნანსმა” გამოუშვეს პისტოლეტები ახალ კალიბრზე და რამდენიმე წელიწადში ზედმეტი ხმაურის გარეშე შეწყვიტეს მათი წარმოება. როგორც ჩანს “გლოკი” მაინც ყიდის საკმარისი რაოდენობის იარაღებს, იმიტომ რომ მოდელები 37, 38 და 39 წარმოდგენილია მეოთხე თაობის შესრულებით და უნდა ველოდოთ რომ ასევე გამოვა ეს პსტოლეტები მე-5 თაობის შესრულებით. ასე, რომ .45 GAP არის კარგი ვაზნა, მაგრამ შეუძლებელია ასე უცბათ გადმოაგდო პედესტალიდან კალიბრი, რომელიც იქ 90 წელია იმყოფება.

glock3700

სრული ზომის Glock 37, ასეთი რაკურსიდან კარგად ჩანს უფრო მსვილი საკეტის ფორმები

მივესალმოთ  “+p”-ს.

90-ნი წლების დასაწყისში, ამუნიციის მწარმოებლები შეეცადნენ გაეუმჯობესებინად ბებერი კალიბრების შესაძლებლობები, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ფონზე. ასე გაჩნდა სტანდარტულზე უფრო “ცხელი” მუხტები ინდექსით +p (+ pressure, + წნევა) . ასე მაგალითად “ლუგერში” შესაძლებელი გახდა დენთის აირების წნევის გაზრდა 2400 ბარიდან 2600 ბარამდე. 124 გრანიანი ტყვიის საწყის სიჩქარეს დაემატა 20 მ/წ-ში ხოლო ენერგიას დამატებით 60-70 ჯოული. გარდა ამისა გაჩნდა ასევე ე.წ. “+P+” მუხტები, რომელზეც ოფიციალური სტანდარტი არ არსებობს , მაგრამ ითვლება რომ ასეთი მუხტები დამატებით 15% მეტ წნევას ქმნიან, შესაბამისად ტყვიას აქვს კიდე უფრო მეტი საწყისი სიჩქარე და ენერგია.  მოდერნიზაციის რეზერვი სრულად იქნა გამოყენებული. რა თქმა უნდა მეტი წნევა ზრდის დატვირთვას იარაღზე და ამცირებს  მის რესურს, ხოლო ძველი გამოშვების იარაღში საერთოდ აკრძალულია +p ვაზნების გამოყენება, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელია ვარჯიში სტანდარტული (უფრო სუსტი და იაფი) ვაზნებით ხოლო კვალიფიკაციის გავლა და რეალური გამოყეენება +P ტიპის მუხტებით. ამჟამად უმეტესობა იარაღის მწარმოებლების უშვებენ იარაღებს, რომლებიც თავიდანვე გათვლილია +p ტიპის ვაზნების რეგულარულ გამოყენებაზე.

ასევე 90-ან წლებში, როგორც ჩანს ჩამოყალიბდა საერთო აზრი, რომ იდენტური ტიპის ვაზნების შორის ტერმინალურ ეფექტურობაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს ტყვიის კონსტრუქცია (კონტროლირებადი ექსპანსიით) იმიტომ, რომ ყველა პისტოლეტის კალიბრი ახლოს დგას ერთმანეთთან და რადიკალური სხვაობა ენერგიაში მათ შორის არ აის, გარდა ამისა ყველაზე ძლიერი პისტოლეტის კალიბრი ბევრად უფრო სუსტია ვიდრე ყველაზე სუსტი შაშხანის კალიბრი.  შესაბამისად მწარმოებლებმა დააჩქარეს უფრო დახვეწილი კონსტრუქციის ტყვიების შექმნა, რომლებიც აღწევდნენ უფრო ღრმად და ტყვიის გაშლა ხდებოდა უფრო საიმედოთ. სწორედ 90-ან წლებში შეიქმნა რემინგტონის “Golden Saber”,  ვინჩესტერის “Black Talon”, ცოტათი უფრო ადრე 1988 წელს, ისევ და ისევ FBI-ის მოთხოვნით შექმნილი ფედერალის “Hydra Shock”.  ყველა ეს და მათზე დაფუძნებული ტყვია, დღემდე გამოიყენება პრემიერ კლასის თავდაცვით ამუნიციაში.  ასე, რომ +P მუხტების და ახალი კონსტრუქციის ტყვიების გამოჩენამ მინიმუმამდე შეამცირა სხვობა დამსახურებულ ვეტერანებსა და ახალბედებს შორის და კონკრეტულად “ლუგერის” შემთხვევაში პრაქტიკულად ახალი სიცოცხლე მისცა ამ კალიბრს. უმეტესობა პოლიციური სამსახურების, რომლებიც შეიარაღებულია 9მმ-ნი პისტოლეტებით, იყენებენ პრემიუმ კლასის +p კატეგორიის თავდაცვით მუხტებს.

“ისტორიული სამართალი” აღდგა 2015 წელს, როდესაც FBI-მ გამოაცხადა, რომ ის უბრუნდება “9მმ ლუგერს”.  ამას წინ უძღვოდა თითქმის 8 წლიანი ტესტების და კვლევების პერიოდი, რის შედეგადაც “ბიურო” დარწმუნდა რომ თანამედროვე 9მმ-ნი თვადაცვითი მუხტები ბოლომდე აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს.

9mmsdf

თანამედროვე ექსპანსიური ვაზნები მინიატურული ტექნოლოგიური შედევრებია

2376fc582ffa44ad4669f3355a27bb23

ამ სურათიდან კარგად ჩანს როგორ ხდება ჭრილობის არხის ფორმირება და რა გავლენა აქვს ტყვიის ფორმას ამაზე. ეს სურათი ადასტურებს რომ მრგვალთავიანი ტყვია არის ყველზე ცუდი, ოპტიმალური ტერმინალური ეფექტის მიღწევის თვალსაზრისით. შესაბამისად კალიბრის დიამეტრის და ენერგიის ზრდას ისეთი ეფექტი არ აქვს, როგორიც მიიღწევა ტყვიის ექსპანსიით (გაშლით). 

სხვა ალტერნატივები

რა თქმა უნდა მოკლელულიანი კალიბრების ევოლუცია არ შემოიფარგლება მხოლოდ დასახელებული სახელებით. არის ბევრა სხვა ვაზნა, საინტერესო და არც, უბრალოდ მე გიამბეთ ისეთებზე, რომლებმაც რაღაცა შეცვალეს, შეიტანეს წვლილი ევოლუციაში და ასევე დღემდე შესაძლებელია ამ კალიბრების იარაღების შეძენა. არის კიდე მთელი რიგი შედარებით ნაკლებად ცნობილი კალიბრების, ქარხნული წარმოების და ე.წ. “ვაილდ კატები”. ეს არის მაგალითად ვეებერთელა .50 GI, .45ACP სტეროიდებზე – .45 Winchester Magnum, ენერგიით 1700 ჯოული. ასევე 9mm Automatic – სწორკედლიანი 9×19, რომლის მწარმოებლები ირწმუნებიან რომ ამის წყალობით ის უფრო საიმედოთ მიეწოდება სავაზნეში და თუნდაც სულ ცხელ-ცხელი და მძლავრი  7.5მმ-ნი 7.5 FK 27მმ-ნი (!!!).  მასრით. ყველა ეს კალიბრი განეკუთვნება ეკზოტიკას და არც ერთს არ აქვს ნამსახურების სია, რომელიც დაადასტურებდა მათ ეფექტურობას ქუჩაში ცოცხალი სამიზნეების წინააღმდეგ. ეს კალიბრები ხელმისაწვდომოა მხოლოდ მსროლელებისთვის ძალიან სქელი ჯიბით და ამიტომ ნაკლებ ინტერესს წარმოადგენენ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.

1qpW4

იარაღის მწარმოებლები წავიდნენ სხვა გზით, შეეცადნენ რევოლვერების ძლიერი კალიბრების ინტეგრირება ავტომატურ პისტოლეტებში. ეს გამოდგა თამამი მაგრამ მეტ წლად წარუმატებელი გადაწყვეტილება, ასეთი პისტოლეტები იშვიათია და ითვლება ეკზოტიკად. სურათზე არის “.357 მაგნუმის” კალიბრის Coonan Inc-ის პისტოლეტი, შედარებისთვის .45 კალიბრის 1911-ის გვერდით. 

რა ხდება ჩვენთან? 

სამწუხაროდ საქართველოში ამ რევოლუციამ თავდაცვით კალიბრებში, ჩაირა შეუმჩნევლად. აქ, უმეტესობა მომხმარებელს კვლავ ჯერა რომ „დუმ-დუმები“ (ჟარგონული დასახელება ექსპანსიური ვაზნების, მოდის ინდური კალაქის დასახელებიდან, სადაც ბრიტანელებმა მე-19 საუკუნის 80-ან წლებში დაიწყეს .303 კალიბრის რბილთავიანი ტყვიების წარმოება) აკრძალულია კანონით და მათი გამოყენება არ შეიძლება.  სამართალდამცავები იყენებენ სტანდარტულ მუხტებს,  მთლიანად გარსით დაფარული 115 და 124 გრანიანი ტყვიებით, ყველაზე უარესი არჩევანი, რაც კი შეიძლება გააკეთო.   სხვადასხვა „ელიტურ“ დანაყოფებში, პერიოდულად ჩნდება პატარა პარტიები ექსპანსიური ვაზნების და მერე მალევე ქრება, არანაირ სელექციაზე და საუკეთესო მუხტების შეძენა-მომარაგებაზე ლაპარაკი არ არის. ვისაც ესმის, გულმოდგინედ უვლიან და ინახავენ ასეთ ვაზნებს, გადამწყვეტი ბრძოლისთვის.  იარაღის მაღაზიებში ექსპანსიური ვაზნები არის ძალიან დიდი იშვიათობა და მათი იმპორტირება პრაქტიკულად არ ხდება. უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში, მაგალითად ექსპანსიური 9მმ-ნი ვაზნების იმპორტირება მეტ ნაკლები მნიშვნელოვანი რაოდენობით პრაქტუკულად არ მომხდარა. სულ გვხვდება ორი მუხტი,  PMC-ის წარმოების 115 გრანიანი ექსპანსიური ტყვიით და ძალიან მოკრძალებული „ვინჩესტერის“ მუხტი, 147 გრანიანი ექსპანსიური ტყვიით. ერთი წლის წინ უმნიშვნელო რაოდენობით შემოვიდა ამერიკული „ჰორნადის“ მუხტი ექსპანსიური ვაზნით, რომლის ფასი იყო უბრალოდ აბსურდულად მაღალი, 6.5 ლარი ერთ ცალში! სულ ეს არის.

სხვა საქართველოში ნაკლებად გავრცელებული კალიბრების შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს  არა თუ თავდაცითი მუხტების არსებობა, საერთოდ ნებისმიერი ტიპის ვაზნის შეძენა. უკანასკნელ წლებამდე მაღაზიებში არარეალური იყო გეპოვათ .40S&W, .357 SIG ან 10mm Auto. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში კალიბრების ასორტიმენტი გაიზარდა. მანამდე, წყვეტა მიწოდებაში თუნდაც ყველაზე პოპულარული კალიბრების, იყო ჩვეულებრივი ამბავი.

ეკონომიკური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში თუ რამდენად კომერციულად წარმატებული აღმოჩნდება ახალი კალიბრი.  არ არის დიდი საიდუმლოება, რომ ვაზნების ფასი საქართველოში ყოველთვის იყო გაბერილი და რამდენჯერმე აღემატებოდა მათ რეალურ ღირებულებას. მაგალითად 50 ცალი .22 კალიბრის ვაზნის ღირებულება  ფრანკონიას კატალოგით არის 15 ლარი, დიდი რაოდენობით შეძენის შემთხვევაში (10 კოლოფი და მეტი) ფასი ჩამოდის 10 ლარამდე. იგივე ვაზნების ერთი კოლოფი საქართველოში ღირს 32 ლარი. იგივე ეხება 9მმ-ან ვაზნას. ევროპაში ერთი კოლოფი (50 ცალი) ღირს დაახლოებით 35 ლარი. იგივე მწარმოებლის ვაზნების ერთი კოლოფი საქართველოში ჯდება 75 ლარი. თუ ავიღებთ ამერიკის ფასებს სხვაობა გახდება უკვე პრაქტიკულად სამმაგი. ეს არის ძალან დიდი სხვოაბა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო 10-ჯერ უფრო ღარიბია ვიდრე აშშ. პრობლემა უარესდება იმით, რომ მაღაზიები უმატებენ ფასს იშვიათ კალიბრებს (იშვიათს აქ მაგრამ არა იქ) და ეს პრაქტიკა არის ძალიან უსამართლო საბოლოო მომხმარებლის მიმართ. მაგალითად ევროპაში  .30 კალიბრის 20 ვაზნიანი კოლოფი თითქმის ერთი ფასი ღირს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება .308 Win, 7.62X54r თუ 30-06. ფასი საშუალოდ იქნება 1,20 ევრო ერთ ვაზნაში. ჩვენთან პირიქით, .308-ს ან რუსულ 7.62-ს ეღირება 3.5-4 ლარი ხოლო შედარებით იშვიათ 30-06-ს უკვე ეღირება 5-7 ლარი.  არჩევანიც არის გარდა იმისა, რომ საკმაოდ მწირი, ასევე მიწოდება წყდება დიდი დროის ინტერვალით ან სამუდამოდ, რაც მოკლელულიანი იარაღის შემთხვევაში დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ გრძელლულიან იარაღში ეს შეიძლება დიდი პრობლემა იყოს. მსროლელი ვერ შეძლებს მისი შაშხანისთვის  ყველაზე ზუსტი მუხტის შეძენას და ასვე მოუწევს იარაღის ხელახალი მისროლა ახალი მუხტით, რაც ზედმეტ ხარჯს ნიშნავს.  ვაზნების მომარაგება ასეთი ფასების კვალობაზე, ნიშნავს საკმაოდ დიდი თანხის გაღებას, რისი საშუალებაც ამ ღარიბ ქვეყანაში უმრავლესობას უბრალოდ არ აქვს.

პრობლემის გადაწყვეტა იქნებოდა “რელოუდინგი” ანუ ვაზნების საკუთარი ძალებით დამზადება, რაც გარდა უველა სხვა უპირატესობისა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ვაზნის ღირებულებას. მაგრამ საქართველოში “რელოუდინგი” კანონგარეშეა, იმიტომ რომ თავის დროზე შესაბამისი კანონი დაიწერა არაკომპეტნტური პირების მიერ, რომლებმაც ჯერ დააწესეს ვაზნების დამზადებაზე ლიცენზია, სალიცენზიო პირობები და მოსაკრებელი რითიც ეფექტურად გამორიცხეს ვაზნების წარმოების დაწყება საქარათველოში და შემდგომ დაავიწყდათ პატარა ჩანაწერის გაკეთება, რისი წყალობითაც ჩვენ მივიღეთ მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც მეწარმეებთან ერთად კერძო პირებსაც აეკრძალათ პირადი მოხმარებისთვის  ვაზნების დატენვა, არა და “რელოუდინგი’ მიღებული პრაქტიკაა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში სადაც დაშვებულია სამოქალაქო იარაღი ფლობა.

რადგან ეს სტატია ეხება მოკლელულიანი იარაღის თემას, რომელიც ირონიულად კლასიფიცირდება საქართველოში, როგორც სამოქალაქო-თავდაცვითი იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვა ამ საშუალებებით არის გარკვეული კატეგორიების ჩინოვნიკების  პრივილეგია, მე შემიძლია შემდეგი რჩევის მიცემა. თუ თქვენ გადაწყვიტეთ მოკლელულიანი იარაღის შეძენა, სერიოზულად იფიქრეთ უფრო ძლიერ კალიბრზე გათვლილი პისტოლეტის შეძენაზე ვიდრე ჩვენთან გავრცელებული 9×19. თუ არ არის საშუალება შეიძინო თავდაცვითი მუხტი, ერთადერთი გზა რჩება კალიბრის და ენერგიის ზრდა. 9მმ-ნი ვაზნა მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით არის არაეფექტური მუხტი. 9მმ-ნი ვაზნიის სიიაფე ანუ ეკონომიკური ფაქტორი გადადის მეორე პლანზე იმის გათვალისწინებით, რომ პისტოლეტს სახლიდან ვერ გაიტანთ. .40 და .45 კალიბრის ვაზნები, ღირს 2.3-3 ლარი რაც არ არის ცოტა მაგრამ შესაძლებელია 150-200 ვაზნის შეძენა, რომ არ ინერვიულოთ შეფერხებებზე მიწოდებაში. იყიდეთ კარგი ბუდე. და ივარჯიშეთ, სახლში მშრალად, ეირსოფტით, პნევმატიკით, ტირში ნქირავები იარაღით, მაგრამ ივარჯიშეთ.  დიახ, დღეს შეიძლება იარაღის ტარება აკრძალული გაქვთ კანონით, მაგრამ კანონები იცვლება ან მათი მოქმედება წყდება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც დროის მანძილი შედარებითი სიწყნარიდან მასშტაბურ კრიზისამდე შეიძლება იყოს ძალიან მოკლე, რამდენიმე საათი. ასე ერთ დღეს, ჩვენ ვქეიფობდით სუფრაზე და მეორე დილას დაიწყო ომი და ნახევარი სუფრა აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე. თუ კრიზისი გაგრძელდა, 150-200 ვაზნა იქნება საკმარისი, პისტოლეტი არის დამხმარე, უკანასკნელი შანსის იარაღი და რამდენი უკანასკნელი შანსი უნდა “დადგეს” რომ 200 ვაზნა გახარჯოთ? აუცილებლად მოკლელულიან იარაღთნ ერთად უნდა ქონდეთ ძირითადი იარაღი, კარაბინი, ქვეყანაში და რეგიონში გავრცელებულ ვაზნაზე, ვაზნების დიდი მარაგით. იფიქრეთ ამაზე და იყავით მზად ყველანაირი სცენარისთვის.

5.7x28mm გამადიდებელი შუშის ქვეშ

Wednesday, November 19th, 2014

5.7×28mm შექმნილი ბელგიური მწარმოებლის FN-ის მიერ, უკვე თითქმის 25 წელია რაც არსებობს. მისი წარმოება დაიწყო 1990 წელს და მისი შექმნის და განვითარების ისტორია მჭიდროდ უკავშირდება იმ იარაღს, რომლისთვისაც ის იქმნებოდა, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ P-90-ს და მოგვიანებით პისტოლეტ Five-seveN-ს. ორივე ეს იარაღი და ვაზნა მათზე გათვლილი შეიქმნა პერსონალური თავდაცვის იარაღის კონცეფციის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებდა მსუბუქ, კომპაქტურ ავტომატურ იარაღს, რომლითაც შეიარაღდებოდნენ ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ვერ ატარებდნენ საიერიშო შაშხანას, როგორც მათ ძირითად იარაღს. ასეთ იარაღს მათ შორის უნდა შეეცვალა NATO-ს ქვეყნების შეიარაღებაში მყოფი 9მმ-ნი პარაბელუმის ვაზნა, რომელიც არაადეკვატური იყო ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების წინააღმდეგ. ეხლა უკვე როდესაც  25 წელი გავიდა შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრამა წარუმატებელი აღმოჩნდა. ორმა მწარმოებელმა ბელგიურმა FN-მა და გერმანულმა Heckler&Koch-მა წარმოადგინეს პრინციპში საკმაოდ კარგი საიმედო იარაღები (აღნიშნული კონცეფციით სხვა იარაღებიც იყო შექმნილი, მაგრამ ეს ორი ყველაზე სიცოცხლის უნარიანი გამოდგა), მათი ვაზნები კარგად მუშაობდნენ შეჯავშნული სამიზნეების წინააღმდეგ. ბელგიური 5.7×28 იწონიდა ორჯერ ნაკლებს ვიდრე 9მმ პარაბელუმი (ჯარისკაცს შეეძლო ვაზნების უფრო დიდი მარაგის ტარება)  და დაახლოებით 30%-ით ნაკლები უკუცემაც ქონდა. მიუხედავად ამისა  აღმოჩნდა, რომ სპეციალური ვაზნის გამოყენება და ასევე მათზე გათვლილი იარაღების წარმოება განაპირობებდა ამ სისტემის მწყობრში შეყვანის ძალიან დიდი ხარჯებს და არც ერთი და არც მეორე იარაღი არ გახდა NATO-ს მიერ სტანდარტიზირებული. თუმცა ორივე კალიბრი და სამივე იარაღი მათზე გათვლილი დღეს გამოიყენება სამართალ-დამცავების და სპეცსამსახურების მიერ, ასევე სამხედრო სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ. მხოლოდ ბელგიურ იარაღს 40 ქვეყნის ძალოვნები იყენებენ.

mp7p90

ფუტურისტული P-90 და უფრო ტრადიციული HK MP-7. ერთ-ერთი უნდა გამხდარიყო სტანდარტული თავდაცვის იარაღი ნატო-ს ჯარებისთვის მაგრამ ურთიერთ წინააღმდეგობების გამო არც იარაღი და არც ვაზნა არ იქნა სტანდარტიზირებული და მიღებული NATO-ს ქვეყნების შეიარაღებით. 

თავდაპირველად 1990 წელს შექმნილი ბელგიური ვაზნა (ინდექსი SS90) აღჭურვილი იყო ტყვიით რომლის წონა იყო სულ რაღაც 1.5 გრამი და საწყისი სიჩქარე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ლულიდან იყო 810 მ/წ-ში. შემდგომ ვაზნა ოდნავ დამოკლდა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი გამხდარიყო პისტოლეტშიც და ტყვიის წონა გაიზარდა 2 გრამამდე (ინდექსი SS190), საწყისი სიჩქარე შემცირდა 715 მ/წ-მდე. გარდა სტანდარტული ვაზნისა ასევე გამოდიოდა ვაზნა მგეზავი ტყვიით და ტყვიით შემცირებული საწყისი სიჩქარით, მაყუჩის გამოყენების მიზნით.

2004 წელს ხელმისაწვდომი გახდა ვაზნა ჩახვრეტილ თავიანი ტყვიით (ინდექსი SS192) და ის ისევე როგროც ორივე იარაღის სამოქალაქო ვერსიები მოხვდა გაყიდვაში და გახდა ხელმისაწვდომი სამოქალაქო მსროლელებისთვის.

ბუნებრივია გამომდინარე ამ ვაზნის დანიშნულებიდან, მისმა გამოჩენამ სამოქალაქო ბაზარზე და პოლიციაში წარმოშვა დებატები თუ რამდენად გამოსადეგი იყო აღნიშნული ვაზნა პოლიციელებისთვის და სამოქალაქო მსროლელებისთვის. აქცენტი კეთდებოდა თანდაყოლილ უნარზე ამ ვაზნის გაეხვრიტა რბილი ჯავშან-ჟილეტები, რომლებსაც ძირითადად ხმარობდნენ სამართალდამცავები. რა თქმა უნდა ბევრი სხვა მითიც იყო მოგონილი, რომლებუს ჩამოთვლას აზრი არ აქვს. მიუხედავად ამისა ეს ვაზნა დღემდე თავისუფლად იყიდება აშშ-ში და ალბათ მთელ მსოფლიოში.

Five-Seven 11

ჩვენ განვიხილავთ 5.7×28მმ-ან ვაზნას პისტოლეტ Five-seveN-ის გამოყენების შემთხვევაში. ეს იარაღი არც ისე იშვიათია საქართველოში და მხოლოდ კალიბრი გამოარჩევს მას და საკმაოდ მოუხერხებელი მცველი, დანარჩენში ეს ჩვეულებრივი პისტოლეტია და გაცილებით უფრო ნაკლებად ინოვაციურია ვიდრე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი P-90.  

პოლიციის მკვლელი. ეს ტერმინი გაჩნდა მას-მედიის და სულელი არაკომპეტენტური ჟურნალისტების მიერ და ზოგადად ამ სახელს არქმევენ მითიურ სამხედრო ზე-ძლიერ ვაზმნებს, რომლებმაც შეაღწიეს სამოქალაქო ბაზარზე საიდუმლო სამხედრო საწყობებიდან. კინემატოგრაფებმაც შეიტანეს თავისი წვლილი ამ მითის შექმნაში, გაიხსენეთ თუნდაც კინოფილმი სასიკვდილო იარაღი. მითიური ზე-ძლიერი ვაზნა, ტყვია უცნობი მასალისგან, იარაღი, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს პოლიცილებისთვის, ჩვენი ბიჭების სიცოცხლე საფრთხეშია, სად იყურება მთავრობა. ყველაფერი ეს არის კარგი სკანდალის შემადგენელი კომპონენტები რაც მოიზიდავს მეტ მკითხველს და ჟურნალ-გაზეთები მოგებას ნახავენ. პიარ პრობლემა ბელგიური ვაზბნისთვის პერიოდულად მწვავდება იმით, რომ ინფორმაცია მასზე პერიოდულად ჩნდება საინფორმაციო ბიულეტენში (Officer Safety Alert), რომლებსაც სამართალდამცავები ცვლიან ერთმანეთში.  არავინ არ უკვირდება იმ ფაქტს, რომ ამერიკაში კარაბინის/შაშხანის ყიდვა უფრო ადვილია ვიდრე პისტოლეტის, და ნებისმიერ, პრაქტიკულად ნებისმიერ კარაბინის/შაშხანის ვაზნას შეუძლია გახვრიტოს რბილი ჯავშან-ჟილეტი. გაუგებარია რატომ არ ჩნდება პოლიციელის მკვლელი .308 ან 30-06.

ატეხილი სკანდალის გამო FN-მა თავის მხრივ შეცვალა ვაზნის დიზაინი და უკვე ერთი წლის შემდეგ, 2005 წლიდან უშვებდა თავის ვაზნას Hornady V-max ტყვიით (ინდექსი SS196SR), რომლის წონა 2.6 გრამს შეადგენდა. ამჟამად რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მხოლოდ სამი კომპანია უშვებს ვაზნებს ამ კალიბრში სამოქალაქო ბაზრისთვის. FN უშვებს ორი ტიპის ვაზნას  SS195LF და SS197SR, იტალიური Fiocchi აწარმოებს ამ კალიბრის ვაზნებს (მათ შორის FN-თან შეთანხმებით) თავის წარმოებაში აშშ-ში (არსებობს ინფორმაცია რომ ვაზნები იმპორტირებულია) და ამერიკულმა კომპანია Federal-მა დაიწყო 40 გრანიანი ტყვიით აღჭურვილი ვაზნის წარმოება 2012 წლიდან (ინდექსი AE5728A). არც ერთი 5.7×28mm კალიბრის კომერციულ ი ვაზნა ნასროლი პისტოლეტიდან არ ხვრეტს Level II ან  Level IIIA რბილ ჯავშანჟილეტებს და კევლარის ჩაფხუტებს, რის გამოც ორგანიზაცია, რომელიც მათ შორის ახდენს ვაზნების კლასიფიცირებას (BATF) არ აღიარებს მათ ჯავშანგამტან ვაზნებად და არ კრძალავს მათ ბრუნვას,  რაც დიდი იმედგაცრუება იქნება ალბათ ამ პისტოლეტის ქართველი  მფლობელებისთვის. ჯავშანგამტანი ვაზნები, რომელსაც ყიდის FN-ი აშშ-ში მკაცრად რეგულირდება და გაყიდვა ხდება მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებზე. ვაზნები ინახება დალუქულ საწყობებში. ის რაც ხვდება გაყიდვაში, როგორც წესი არის მოპარული ამუნიცია და მათი რაოდენობა ძალზედ მცირეა.

1070001

5.7×28 კალიბრის არც ერთ კომერციულ ვაზნას არ აქვს ფოლადის გული. ლურჯ თავიანი ვაზნები, რომლებსაც შეცდომით თვლიან საქართველოში ჯავშანგამტან ვაზნად სინამდვილეში არის SS197SR, აღჭურვილი Hornady V-max ტყვიით. ამ ტყვიას არ გააჩნია ფოლადის გული. 

რაც შეეხება იმედგაცრუებას. ჩემთვის გაურკვეველი მიზეზებით ეს პისტოლეტი პოპულარობით სარგებლობს იმ წრეებში სადაც სტატუსი მოიპოვება სხვადასხვა ნივთების ფლობით. რამდენჯერმე აშშ-ის მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკიდან მექსიკაში მოხვდა ბელგიური პისტოლეტები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ ნარკო-კარტელების წევრებს შორის. მათი ფასი იქ შეადგენს 2500-დან 5000 დოლარამდე რაც ირონიულად უტოლდება იმ ფასს რასაც ამ პისტოლეტში ითხოვენ საქართველოში. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენთანაც და მექსიკაშიც ეს პისტოლეტი ფასობს მისი საბრძოლო თვისებების გამო. უბრალოდ ის არის შედარებით იშვიათი და მას აქვს რეპუტაცია ჯავშან-გამტანი იარაღის. ის სპეციფიურად გამოიყურება და გააჩნია 20 ვაზნიანი მჭიდი, მისი ვაზნა გავს ავტომატის ვაზნას და ყველაფერი ეს აქცევს მას სტატუსის იარაღად. ხოლო მექსიკის ნარკო-კარტელებში და საქართველოშიც სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად ეს პისტოლეტიც არის სტატუსის ნიშანი. მე მაქვს ის რაც სხვას არ აქვს. მე სხვაზე უკეთესი ვარ. ეს არის და ეს. მე უკვე ვყვებოდი აქ როგორ ემარიაჟებოდნენ ერთამენთს ორი პოლიციელი მომსახურების სააგენტოში. ჩემი უფრო მეტს ხვრეტს არა ჩემი და ერთს სწორედ ბელგიური პისტოლეტი ქონდა მეორეს კი რუსული გიურზა, რომელზეც რუსები ასევე უშვებენ სპეციალურ ჯავშან-გამტან 9მმ-ან ვაზნებს.

არის ეს ვაზნა რაიმე განსაკუთრებული საფრთხის შემცველი? არა. არც აშშ-ში და არც საქართველოში და არც არსად მსოფლიოში. ეს პისტოლეტი იშვიათია, ძალიან ძვირია, ვაზნები ფოლადის გულით ხელმისაწვდომია მხოლოდ ძალოვნებისთვის და ისედაც ჯავშანგამტანი თუ არა ისინი ძალიან ძვირი ღირს. შედარებისთვის გაცილებით უფრო სახიფათო იარაღები არის ხელმისაწვდომი ვიდრე ეს პისტოლეტი. თუნდაც კალაშნიკოვი სტანდარტული ფოლადის გულიანი 7.62 ან 5.45 კალიბრის ვაზნებით, რომელიც გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს.

რამდენად ეფექტურია ეს ვაზნა საერთოდ? აქვს თუ არა მის გამოყენებას რაიმე ტაქტიკური უპირატესობა? მე მოვაგროვე და შევისწავლე ყველაფერი რისი პოვნაც შევძელი  ამ თემაზე და წარმოგიდგენთ ამ კვლევის შედეგებს. დავიწყოთ იმით, რომ ის ინფორმაცია (საწყისი სიჩქარე, ენერგია) რომელიც ვრცელდება ნეტით მეტ წილად ეხება იმ ციფრებს, რომლებიც მიღებულია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან სოლისას, რომლის ლულის სიგრძე გახლავთ 264 მმ (სამოქალაქო ვერსიაზე 407მმ) ხოლო პისტოლეტის ლულის სიგრძე არის 122 მმ რაც ორჯერ ნაკლებია. შედეგი? SS195LF სროლისას პისტოლეტიდან საწყისი სიჩქარე იქნება 90 მ/წ-ით უფრო ნაკლები ანუ სადღაც 620-630 მ/წ-ში.  ვაზნა 40 გრანიანი ტყვიით შედარებით ნაკლებად კარგავ საწყის სიჩქარეს და დანაკარგი შეადგენს დაახლოებით 60 მ/წ-ს. შესაბამისად 40 გრანიანი ტყვიის გამოყენება პისტოლეტში არის ყველაზე სასურველი.

რაც შეეხება ტერმინალურ ბალისტიკას და დაზიანების მექანიზმებს, ჩვენ ვიცით რომ პისტოლეტის ტყვია ანადგურებს მხოლოდ იმ ქსოვილებს, რომლებსაც უშუალოდ ეხება. დროებითი ჭრილობის არხი, რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურება თიხაში და პარაფინში ტესტირებისას, პისტოლეტის კალიბრის (და 5.7×28) შემთხვევაში არ იწვევს ელასტიური ქსოვილების დაზიანებას, როგორც ეს ხდება შაშხანაში/ავტომატში გამოყენებული ტიპიური კალიბრების შემთხვევაში.  შესაბამისად იმისთვის, რომ დაზიანების ხარისხი გაიზარდოს პისტოლეტი ტყვიებში უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ექსპანსიის ეფექტი, როდესაც ტყვია სამიზნეში მოხვედრისას ზრდის თავის დიამეტრს (სოკოს ან გაშლილი ყვავილის ფორმის მიღებით) და ამით იზრდება დაზიანებული ქსოვილების რაოდენობა რაც იწვევს სამიზნის უფრო სწრაფ გამოყვანას მწყობრიდან. ის დაზიანების მექანიზმები რაც გამოიყენება შაშხანის კალიბრებში (ფრაგმენტაცია, კავიტაციით გამოწვეული დროებითი ჭრილობის არხი, ან თუნდაც ტყვიის აყირავება) არ იწვევს სასურველ ეფექტს პისტოლეტიდან ნასროლი ტყვიის მოხვედრისას არასაკმარისი ენერგიის და საწყისის სიჩქარის გამო. თავისმხრივ 5.7×28მმ-ნი ვაზნის ტერმინალური ეფექტურობა მიიღწევა დაყირავების ეფექტით (ის არ იშლება და არ განიცდის ფრაგმენტაციას). უკვე ამ ფაქტის გათვითცნობიერება გვაძლევს ჩვენ საბაბს სერიოზული ეჭვი შევიტანოთ ამ კალიბრის ტერმინალურ ეფექტურობაში და მასზე არჩევანის გაკეთების მიზანშეწონილობაში.

57 yaw

 

ყველა ტყვია აქ ერთ მასშტაბშია. ფრონტალური ნაწილი 9მმ-ნი ვაზნის უფრო დიდია რაც განაპიორბებს მეტ დაზიანებას ქსოვილის. 5.7მმ-ნი ვაზნა რომც აყირავდეს ის მაინც ვერ შეედრება ფართით გაშლილ ექსპანსიურ 9მმ-ან ვაზნას. 5.7მმ-ან ვაზნას თავი აქვს წვეტიანი რაც ამცირებს დაზიანებებს, რომელსაც ეს ტყვია აყენებს. თუმცა აღინიშნება, რომ ეს ტყვია შედარებით მაღალი სიჩქარის გამო არ რიკოშეტირებს მსხვილი ძვლებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ 5.7×28-ს უნდა შეეცვალა სამხედროებისთვის განკუთვნილი 9მმ-ნი ვაზნა ანუ  მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით როგორც ამას ჰააგის კონვეცნია ითხოვს, არ არის გასაკვირი რომ თანამედროვე  ექსპანსიურ ვაზნბეთნამ 5.7×28 აგებს შედარებაში და სამოქალაქო მსროლელისთვის რომელიც არ არის კონვენციებით შეზღუდული არ  უნდ ამჯბინოს ის მაღალტექნოლოგიურ ვაზნებს ადეკვატური პისტოლეტის კალიბრიში. 

რაც შეეხება ტყვიის შეღწევის თვისებებს, სხვადასხვა ტესტირებებისას (კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის მიერ, ტეხასის SWAT-ის მიერ და ა.შ.) დადგინდა რომ 10% ბალისტიკურ ჟელატინში შეღწევა სხვადასხვა ბარიერებში გავლის შემდეგ შეადგენს 10-დან 13 ინჩამდე, რაც დიდი გაჭირვებით ალბათ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტს,  აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიურის მინიმალურ მოთხოვნას -12 ინჩს.

რამდენიმე ცნობილი ავტორიტეტის გამოხმაურება დაიდო ბოლო დროს 5.7×28მმ-ნი ვაზნის ეფექტურობაზე რეალურ სამყაროში და აბსოლუტურად ყველა ხაზს უსვამს ამ ვაზნის არადამაკმაყოფილებელ ტერმინალურ ეფექტურობას რეალურ სამყაროში (ნაწილი გამოხმაურებების მოყვანილია მაგალითად გარი რობერტსის ნაშრომში „ჭრილობების ბალისტიკის ტერმინალური ეფექტურობის ფაქტები“ 2013 წელი, სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი).  ასევე მარტინ ფაკლერი, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტი ტერმინალურ ბალისტიკაში აკრიტიკებდა ამ ვაზნას არასაკმარისი ეფექტურობის გამო (Fackler M: “More on the Bizarre Fabrique National P-90″ Wound Ballistic Review. 1997). ყველა გამოხმაურება ემთხვევა ერთმანეთ, იარაღიდან სროლა სახალისოა და ადვილი მაგრამ რეალურ შეტაკებაში ტყვიას არ გამოყავს სამიზნე მწყობრიდან, (არც ახლო არც სროლის მაქსიმალურის  მანძილებზე)  და საჭიროა ბევრი მორტყმა, რომ სამიზნემ შეწყვიტოს მოქმედება.და ეს ყველაფერი ეხება პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს, გამოცდილი ოპერატორების ხელებში (ეს იარაღი ხვდება სპეციალური დანიშნულების ნაწილებში, რომლებიც გაცილებით უფრო უკეთესად არიან მომზადებულები ვიდრე ჩვეულებრივი ქვეითები ან პოლიციელები). პისტოლეტი იგივე კალიბრზე გამოუცდელი ნაკლებად მომზადებული სამოქალაქო მსროლელის ხელში  კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტური ინსტრუმენტი იქნება.  ტყვიის ტესტირებისას ბალისტიკურ ჟელატინში არ ჩანდა რომ ტყვიას აქვს ადეკვატური ეფექტურობა ვინაიდან დაზიანებები, რომლებიც აღინიშნებოდა იყო მცირე.

5722wmr

ეს ილუსტრაცია საკამოდ დამიფიქრებელი უნდა იყოს. აქ 5.7×28mm-ნი ვაზნა შედარებულია .22WMR-თან, რომელიც საერთოდ არ კოტირებს, როგორც თავდაცვთი კალიბრი. ჟელატინში მომქდება თითქმის იდენტურია ბელგიური ვაზნის მცირე უპირატესობით.

აღსანიშნავია, რომ ამ კალიბრზე გათვლილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი უფრო გავრცელებულია ვიდრე პისტოლეტი. მიზეზი ამისა არის ამ იარაღის კომპაქტურობა, მცირე წონა და შესაძლებლობა განახორციელო ეფექტური სროლა მათ შორის გრძელი ჯერებით. წლების განმავლობაში სროლის ეფექტურობა ჯერებით მიიღწეოდა სროლის ტემპის შემცირებით 400-450 გასროლამდე წუთში რაც იყო საჭირო რომ 9მმ-ნი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან გეწარმოებინა ზუსი სროლა ჯერებით. ახალი ვაზნის გამოყენების პირობებში ეს ტემპი გაიზარდა 900 გასროლამდე წუთში. ამ თვისების გამო გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოში მოიძებნა 40 ქვეყანა (მეტ წილად ეკზოტიკური ქვეყნები) სადაც შეცდომით ჩათვალეს რომ ასეთი იარაღი უპირატესი იქნებოდა სხვა არსებულ სისტემებზე. გარდა ამისა ასეთი იარაღი არ არის ეკონომიურად მიზანშეწონილი, სწრაფი სროლის ტემპი განაპირობებს: ა) მეტ დროს რაც აუცილებელია რომ ოპერატორმა აითვისოს ეს იარაღი (თუ აქამდე მას არ მიუღია წვრთნა ავტომატური იარაღიდან სროლის); ბ) მეტი ხარჯი ვაზნების (რომელიც ღირს საკამოდ ძვირი და მსოფლიოში სულ ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლილი კომპანია უშვებს). დაბალი ტერმინალური ეფექტურობის გამო ჯერებით სროლა არის ერთადერთი გზა ამ კალიბრის ეფექტურად გამოყენების. რამდენად მისაღებია ასეთი დოქტრინა სამართალდამცავებისთვის სადაც ყოველი გასროლა არის პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა ეფექტურობის გაზრდის ეს მეთოდი არ მუშაობს იმისთვის ვისაც „ვიწრო კალიბრის“ პისტოლეტი აქვს. რა თქმა უნდა ასეთი ტაქტიკა იწვევს ვაზნების დიდი ხარჯს, იარაღის რესურსის სწრაფ გამოლევას. ასეთი იარაღის გამოყენება უბრალოდ არაეფექტიანია და არა ეკონომიურია, მითუმეტეს როდესაც უკვე დიდი ხანია არსებობს გაცილებით უფრო ეფექტური და ეკონომიური სისტემები. მე რამდენჯერმე წავაწყდი ინფორმაციას, რომ ყველა ვინც ადრე იყიდა ბელგიური იარაღი დღეს ან იშორებს ან უკვე მოიშორა ის. სამწუხაროდ მე ვერ ვიპოვე რაიმე სანდო სტატისტიკა მაგრამ დავადგინე, რომ ერთ-ერთი პირველი პოლიციის სასმახური აშშ-ში, რომელმაც იყიდა P-90 იყო ჯექსონვილის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც მას მერე გადავიდა M-4-ზე.  თავისთავად ის ფაქტი, რომ 25 წლის განმავლობაში ამ ვაზნაზე არ შეიქმნა არც ერთი სხვა იარაღი, მეტყველებს იმაზე რომ FN-ის გარდა არავინ არ განიცდის ენთუზიაზმს ამ კალიბრის მიმართ.  ამერიკაში Masterpiece Arms და Excel Arms ძალიან ცმირე სერიებით უშვებენ ამ ვაზნაზე გათვლილ საკუთარი დიზაინის იარაღებს, არსებობს “აპერი”, რომელიც აკონვერტირებს AR-15-ს ამ ვაზნის გამოსაყენებლად და სულ ეს არის. პრაქტიკულად არავინ მსხვილი მწარმობელებიდან არ მიაქცია ამ ვაზნას ყურადღება.

რას ნიშნავს ყველაფერი ზემოაღნიშნული სამოქალაქო მსროლელისთვის საქართველოში? პისტოლეტი გათვლილი 5.7×28mm არის ცუდი კანდიდატი თავდაცვითი იარაღის როლზე. მის ვაზნას არ გააჩნია საკმარისი ეფექტურობა. ის ღირს ძალიან ძვირი, ვაზნები პრაქტიკულად არ იშოვება. ვარჯიში ამ იარაღით შეუძლებელია საკანონმდებლო შეზღუდვების და ვაზნების მაღალი ფასის გამო. მეორეს მხრივ იარაღი ამ კალიბრზე გათვლილი არის საიმედო, ზუსტი, აქვს დიდი ტევადობის მჭიდი და ზუსტი და სწრაფი სროლა არის ადვილი (თუ ცხადია მსროლელს გაჩნია ადეკვატური მომზადება).

საქმე იმაშია, რომ 5.7×28mm უბრალოდ არ იყო შექმნილი პისტოლეტისთვის (პისტოლეტი გაჩნდა 8 წლის მერე რაც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი), არ იყო შექმნილი სამართალდამცავებისთვის. ეს ვაზნა და იარაღი (პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი P-90) იქმნებოდა სამხედროებისთვის და ეფექტურობა მისი მიიღწეოდა რამდენიმე ფაქტორით: მაღალი სროლის ტემპი; კონტროლირებადობა; დიდი ტევადობის მჭიდი (50 ვაზნა) რაც უზრუნველყოფდა ცეცხლის დიდ მოცულობას; ტყვიის ჯავშანგამტანი თვისებები. არაფერი ეს არ არის წარმოდგენილი პისტოლეტში. მას ერგო მხოლოდ მითიური იმიჯი, რაც იზიდავს გაუთვითცნობიერებლებს და იშვიათობა და სიძვირე რაც იზიდავს ერთის მხრივ ოქროს „ცეპების“ და „ბეენვების“ მოყვარულებს და უბრალოდ შეძლებულ ენთუზიასტებს მეორეს მხრივ.

PS

5.7×28mm ვაზნის სამოქალაქო ვერსიებს ხშირად ადარებენ .22WMR (რასაც ჩვენთან უწოდებენ “გეკოს მაგნუმს”). ორივე ვაზნას თითქმის იდენტური მასა და საწყისის სიჩქარე აქვს, თუმცა უმეტესობა .22WMR მუხტების გათვლილია შაშხანაზე და იყენებს დენთებს რომელიც უფრო დიდიხანი იწვის (კარაბინის შედარებით გრძელ ლულაში) რის გამოც საწყისი სიჩქარის ვარდნა მოკლელულიან იარაღში უფრო დიდია. იხილეთ ეს ვიდეო სადაც საკმაოდ საინტერესო შედარებაა გაკეთებული და ამის მერე გადაწყვიტეთ ნამდვილად გინდათ ენდოთ თუ არა ამ კალიბრს.

ოცდათვრამეტი სპეციალური

Tuesday, June 18th, 2013

.38 Smith&Wesson Special (ასევე ცნობილი, როგორც .38 Special, .38 Spl, .38 Spc ან უბრალოდ .38) წარმოადგენს ცენტრალური აალების რევოლვერის ვაზნას. მისი მეტრიკული აღნიშვნა არის 9×29.5mmR.

 

ძნელად დასაჯერებელია მაგრამ ჭეშმარიტად ამერიკული, კლასიკური .38 Special თითქმის 70 წელი იყო სტანდარტული კალიბრი უმეტესობა აშშ-ის პოლიციური სამსახურების შეიარაღებაში.  ჩრდილო ამერიკაში მან დათმო თავისი პოზიციები მხოლოდ გასული საუკუნის 90-ან წლებში, როდესაც აშშ-ის შეირაღებულ ძალებს მიბაძეს პოლიციელებმაც და 9მმ-ნი მაღალი ტევადობის პისტოლეტები გახდა პოლიციური იარაღის ახალი პარადიგმა.  შექმნილი 1898 წელს და თავდაპირველად გათვლილი შავი დენთის გამოყენებაზე .38 Special-ს დაჭირდა 20 წელი სანამ მომხმარებლები შეაფასებდნენ დაბალ უკუცემას, რომელსაც წარმოქმნიდა ეს ვაზნა და მაღალ თანდაყოლილ სიზუსტეს, რაც ახასიათებდა მას. ამის შემდეგ და დღემდე ის კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულ რევოლვერის ვაზნად მსოფლიოში.

ისტორია

ვაზნის შექმნამ განაპირობა მისი წინამორბედის – .38 Long Colt-ის არადამაკმაყოფილებელმა სამსახურმა ფილიპინებზე სადაც იბრძოდა ამერიკული სამხედრო კონტინგენტი. მოგეხსენებათ, რომ იგივე კონფლიქტში მიღებულმა მწარე გაკვეთილებმა დააჩქარეს მეორე ლეგენდარული კალიბრის – .45 ACP-ს შექმნა. .38  შეიქმნა კომპანია Smith&Wesson-ის მიერ და როგორც უკვე აღვნიშნე პირველი .38 Special-ის ვაზნები იყენებდნენ შავ დენთს, რამაც განაპირობა საკმაოდ დიდი სიგრძის მასრის გამოყენება. დაახლოებთ ორი წლის შემდეგ მწარმოებლები გადავიდნენ უკვამლო დენთის გამოყენებაზე, რის შედეგად მისი ბალისტიკური მაჩვენებლებიც შესაბამისად გაიზარდა. სულ პირველი მუხტი იყენებდა 158 გრანიან, მრგვალთავიან გარსის გარეშე ტყვიას საწყისი სიჩქარით 230 მ/წ-ში. ადრინდელი „პოლიციური“ მუხტები (პირველი სპეციალიზებული .38-ის მუხტი) იყენებდნენ 200 გრანიან მძიმე და გრძელ ტყვიას. ითვლებოდა, რომ მძიმე ტყვია ყირავდებოდა ქსოვილებში შეღწევისას და უფრო მძიმე დაზიანებებს იწვევდა. პრინციპში ამ გადაწყვეტილებით დაიწყო 100 წლიანი უწყვეტი .38 კალიბრის ევოლუცია, იმიტომ, რომ როგორც ჩანს არავინ და არასდროს არ იყო ბოლომდე მისით კმაყოფილი.  უკვე 30-ან წლებში გაჩნდა შედარებით კიდე უფრო მძლავრი და მინიმუმ ერთი სპეციალიზებული მუხტიც, რომელიც იყენებდა სპილენძის ან მეტალის გარსით დაფარულ ტყვიებს, რის გამოც გაიზარდა ამ ტყვიის შეღწევადობა მკვრივ ობიექტებში. აღნიშნული საჭირო იყო შედარებით სქელი, ავტომობილის ძარის კომპონენტების გასახვრეტად. ბუნებრივია ასეთი მოთხოვნა წამოვიდა ამერიკელი სამართალდამცავებისგან, რომელიც უჩიოდნენ იმ ფაქტს, რომ ბოროტმოქმედები უპრობლემოდ გაურბოდნენ მათ ავტომობილებში, ხოლო .38 Special-ს არ გააჩნდა საკმარისი ენერგია, რომ გაეხვრიტა ძარა და მიწვდომოდა მანქანაში მჯდომ სამიზნეებს. ამავე პერიოდს ემთხვევა, როგორც უკვე ავღნიშნე შედარებით უფრო ძლიერი და სწრაფი მუხტების გამოჩენა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო სამი წონის ტყვით; 110, 150 და 158 გრანი. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი სიჩქარე იზრდებოდა, კიდევ დიდიხანი ტყვია რჩებოდა ყველაზე ნაკლებად ეფექტურ ვარიანტში, მრგვალთავიანი გარსის გარეშე (LRN, Lead Round Nose)…..

პოლიციურ სამსახურებთან ერთად .38 Special-მა ნახა სამსახური შეიარაღებულ ძალებშიც. აშშ-ს ის ემსახურა ორივე მსოფლიო ომში, კორეაში და ვიეტნამში. გარკვეული პერიოდი (1956 – 1961) ეს იყო საკმაოდ ანემიური მუხტი ოფიციალური ინდექსით M41 – ვაზნა 130 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით და საწყისი სიჩქარით სულ რაღაც 220 მეტრი წამში. ასეთი სუსტი მონაცემები განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ამ ვაზნას ისვროდნენ სმიტ&ვესონის და კოლტის რევოლვერებიდან, რომლებსაც ქონდათ ალუმინისგან დამზადებული დოლურები. ამის გამო თავდაპირველად შეიარაღებაში მიღებული 158 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიები საწყისი სიჩქარით 260 მ/წ-ში „ანგრევდნენ” მსუბუქ „სმიტებს“ და „კოლტებს“.  ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ შესყიდულიყო ადეკვატური რევოლვერები, გადაწყდა უფრო სუსტი ვაზნების შეძენა. ბუნებრივია, რომ გამოხმაურებები იყო ძალიან ნეგატიური და მალევე სმიტ&ვესონის მე-12 მოდელმა და Colt Aircrewman-მა დატოვეს სამსახური და განადგურდნენ. შეიარაღებაში კი დაბრუნდა “სმიტ&ვესონის” მოდელი 10, ფოლადისგან დამზადებული დოლურათი. ხოლო130 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე გაიზარდა 290 მეტრ წამამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ  თავისი სამსახურის პერიოდში .38 Special გამოდიოდა უამრავი ტიპის ტყვიით, დაწყებული ჯავშანგამტანი და მგეზავი ტყვიებით  და დამთავრებული ცილინდრული ტყვიებით, რომლებსაც ენერგია ყოფნიდათ მხოლოდ სუფთა მრგვალი ნახვრეტების გასაკეთებლად ქაღალდის სამიზნეებში. ერთი პერიოდი სამხედრო მფრინავებს ქონდათ ავარიულ კომპლექტში .38 კალიბრის რევოლვერები სასიგნალო ვაზნებით, რომლის მეშვეობითაც მათ უნდა ენიშნათ საკუთარი მდებარეობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ვაზნა განკუთვნილი იყო რევოლვერისთვის, ასევე ის გამოიყენებოდა გრძელლულიან იარაღში, ძირითადად ჰენრის კონსტრუქციის ბერკეტიან შაშხანებში და ასევე პისტოლეტებში.

 

გარკვეული კონფიგურაციის .38 Special კალიბრის მუხტები (ტყვია მთლიანად დამალულია მასრაში, SWC Semi Wad Cutter) გამოიყენებოდა სპორტულ პისტოლეტებში. სურათზე არის სპორტული S&W მოდელი 52.2. ამის მიზეზი იყო ასეთი ტიპის ვაზნის მაღალი სიზუსტე.

საკითხავი ეფექტურობა

როგორც ჩანს მთლიანად გარსით დაფარული ტყვიის არაეფექტურობის შესახებ კონსერვატიულ შეიარაღებულ ძალებშიც კი ხვდებოდნენ. მაგრამ საერთაშორისო კონვეცნია კრძალავდა სხვა ტიპის ტყვიის გამოყენებას, თუმცა უსაფრთხოების პერსონალისთვის, რომელიც იცავდა ობიექტებს აშშ-ის კონტინენტურ ნაწილზე ხელმისაწვდომი იყო ვაზნა რბილი თავით, რომელიც შედარებით ეფექტურ მუხტს წარმოადგენდა.

 

.38 Special -ის ბოლო და ყველაზე ძლიერი ვარიანტი, რომელიც იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში. 130 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე იყო 340 მ/წ.

მანამ სანამ შეიარაღებული  ძალები დაიწყებდნენ .38 Special-ის ეფექტურობაზე ფიქრს უკვე 30-ან წლებში პრაქტიკოსები აღნიშნავდნენ ამ კალიბრის არაადეკვატურობას პოლიციური სამსახურისთვის. მართალია პოლიციელ ინსტრუქტორებს უყვარდათ .38 Special-ი იმის გამო რომ დაბალი უკუცემის და მაღალი თანდაყოლილი სიზუსტის გამო კურსანტების მომზადება იყო ადვილი, მაგრამ საველე/საბრძოლო პირობებში .38 Special ღებულობდა დიდი რაოდენობით საყვედურებს, რაც გამოიხატებოდა უფრო ადეკვატური მუხტის მუდმივ ძიებაში. ელმერ კეიტი იყო პირველი ვინც ხმამაღლად აკრიტიკებდა ამ კალიბრს. იგივეს იმეორებდნენ ისეთი ავტორიტეტები, როგორებიცაა ინგლისელები გენერალ-მაიორი ჰორაციო კიტჩნერი და პოლკოვნიკი ჯორჯ ფოსბერი (ოდნავ სახეშეცვლილი.38 Special ასევე ინგლისში მოხვდა და ბუნებრივია ძველი სკოლის სამხედრო მეთაურები ამას ეწინააღმდეგებოდნენ). თქვენ შეიძლება ეს გვარები არაფერს არ გაუბნებოდეთ მაგრამ დამიჯერეთ სამივე ამ გვარს დიდი ადგილი  უკავია იარაღის და სამხედრო საქმის ისტორიაში. ასევე პარალელურად მუშაობდა ჰატჩერ-ლაგარდის კომისია, რომელმაც უკვე 1904 წელს დაადგინა, რომ ციტატა: „არც ერთი კალიბრი არ უნდა განიხილებოდეს შეიარაღებაში მისაღებად გარდა ,45-სა“. მიუხედავად ამისა ტენდენცია გრძელდებოდა  და .38 სულ უფრო ფართოდ ვრცელდებოდა. პოლიციური სამსახურების შემთხვევაში, ზოგჯერ ეს იყო ნაბიჯი წინ როდესაც .38 Special ცვლიდა უფრო სუსტ და არაეფექტურ ვაზნას მაგრამ ზოგ შემთხვევაში ის ცვლიდა ბევრად უფრო ეფექტურ კალიბრს მათ შორის მაგალითად, როდესაც 30-ან წლებბში აშშ-ს სასაზღვრო  პატრულმა ჩააბარა .45 კალიბრის კოლტის M1917 რევოლვერები და გადავიდა უფრო სუსტ .38-ზე.

1959 წლამდე პრაქტიკულად არავის არც უცდია შეეფასებინა .38 Special-ის ეფექტურობა, მანამ სანამ ყოფილმა პოლიციელმა, პროფესორმა ალენ ბრისტოუმ არ დაიწყო შესწავლა იმ შემთხვევების, როდესაც პოლიციელი დაიჭრა ან დაიღუპა მოვალეობის შესრულებისას. მისი ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა 1961 წელს ავტორიტეტულ გამოცემაში „კრიმინალისტიკა, სისხლის სამართალი და პოლიციური მეცნიერება“ პრინციპში არ ეხებოდა კალიბრის ეფექტურობის შესწავლას. მიზანი იყო შესწავლილიყო ის გარემოებები, რის გამოც პოლიციის ოფიცერი დაიღუპა. მაგრამ დასკვნები, რომლებიც მან გამოიტანა პირდაპირ ეხებოდა .38 Special უფრო სწორედ კი მის დაბალ ეფექტურობას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სულ უფრო ბევრი პოლიციელი იღუპებოდა შეიარაღებულ შეტაკებებში იმის გამო, რომ .38 ვერ აჩერებდა საკმარისად ეფექტურად ბოროტმოქმედებს.  შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება 60-ან წლებში და იმ დროს ბალისტიკა და ტყვია-წამლის წარმოება არ იყო საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომა ადეკვატურად ეპასუხათ ამ გამოწვევაზე ან მომხდარიყო ტყვია-წამლის ადეკვატური შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება. მას მერე, რაც .38-ის არაეფექტურობაზე ლაპარაკი უკვე აღარ იწვევდა უხერხულობას, ნაწილი პოლიციური სამსახურების დაუბრუნდა ძველ და გამოცდილ .45 კალიბრის პისტოლეტებს ხოლო ტეხასის შტატის, ქალაქ ამარილოს პოლიციის დეპარტამენტი იყო პირველი, რომელიც გადავიდა ახალ და ძლიერ კალიბრზე – .41 რემინგტონ მაგნუმზე. ამ კალიბრის შექმნის უკან იდგნენ უკვე ნახსენები ელმერ კეიტი და ბილ ჯორდანი, ორივე გამოცდილი მოკლელულიანი იარაღის ხმარებაში რეალური სამყაროს პირობებში.  ასევე კარგ ალტერნატივას წარმოადგენდა „.357 მაგნუმი“, რომელიც იძლეოდა საშუალებას ვარჯიშები ჩატარებულიყო იაფი და ლმობიერი .38 Special-ით მაგრამ იარაღი პოლიციელებს ეტარებინათ ძლერი .357 მაგნუმის ვაზნებით. სამწუხაროდ .41 კალიბრის იარაღი იყო დიდი და მძიმე, უკუცემა და ხმა ძალიან დიდი ხოლო ადრინდელი .357 მაგნუმებს ახასიათებდათ ზედმეტი შეღწევადობა რაც არ იყო სასურველი პოლიციელებისთვის. ვერც ერთმა ვერ შეძლო .38-ის შეცვლა მანამ სანამ საქმეში არ ჩაერთო 9X19…… .41 კალიბრს რაც შეეხება მისი მამები იყვნენ გამოცდილი მსროლელები, რომლებსაც არ ქონდათ პრობლემა ამ კალიბრის მორჯულებაში, რის თქმაც არ შეიძლებოდა იმ დროისთვის საშუალო სტატისტიკურ პოლიციელზე. გარდა ამისა სმიტ&ვესონმა მოარგო ამ კალიბრს უფრო სუსტი/მსუბუქი მოდელები, რამაც გამოიწვია მთელი რიგი ტექნიკური პრობლემების ამ იარაღის საიმედოობასთნ და რესურსთან. დღეს .41 რემინგტონ მაგნუმი რჩება პოპულარული მხოლოდ გამორჩეულ მსროლელთა ვიწრო წრეში.

აშშ-ში გამოძიებათა ფედერალური ბიურო ყოველთვის იყო ავანგარდში ახალი იარაღის, კალიბრების და ტაქტიკის შემუშავებაში და 70-ნი წლების დასაწყისში ბიური მთელი თავის რესურსებით ჩაერთო .38 Special-ის ეფექტურობის ამაღლებაში. ამის შედეგად გაჩნდა ბევრის მიერ აღიარებული, როგორც საუკეთესო თავდაცვითი მუხტი  ცნობილი სახელით FBI load. ის წარმოადგენს 158 გრანიან ტყვიას საწყისი სიჩქარით დაახლოებით 250 მ/წ-ში. ტყვიის ტიპს  რას შეეხება ეს იყო ტყვია გარსის გარეშე, ბრტყელი თავით და მასში ექსპანსიური ჩაღრმავებით (lead semi wad cutter hollow point). მისი წარმოება ეგრევე დაიწყეს „ვინჩესტერმა“,“ რემინგტონმა“ და „ფედერალმა“.  ეს მუხტი ოპტიმიზირებული იყო ტიპიური .38 კალიბრის იარაღში გამოყენებისთვის და იმ პერიოდში ასეთი ტიპიურ იარაღად ჯერ ჯერობით რჩებოდა იყო 3-4 ინჩიანი ლულით აღჭურვილი რევოლვერები. ამ მუხტს დღემდე აქვს კარგი რეპუტაცია, თუმცა მას მერე უფრო უკეთესი ალტერნატივები არის ხელმისაწვდომი, რომლებიც უკეთესად მუშაობენ ყველაზე გავრცელებულ .38 კალიბრის იარაღში- „მოკლე-ცხვირიან“ რევოლვერებში.

 

.38 ტიპიური მუხტები სხვა და სხვა ტიპის ტყვიებით.

მუხტები ოპტიმიზირებული მოკლე-ცხვირიანი“ რევოლვერებისთვის

როდესაც პისტოლეტებმა საბოლოოდ გამოდევნეს რევოლვერები პოლიციიდან და შეიარაღებული  ძალებიდან, მწარმოებლებისთვის ყველაზე გაყიდვადი მოდელები გახდა „მოკლე -ცხვირიანი“ რევოლვერები, კომპაქტური იარაღები 2 ინჩიანი ლულებით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ციფრები, რომლებსაც მწარმოებლები აწერენ თავიანთ ვაზნების კოლოფებს, გამომდინარეობს ტესტირებებიდან, რომლებშიც გამოყენებულია სტანდარტული 4 ინჩიანი ლულები. ცნობილია რომ 2 ინჩიანი ლულიდან ასეთი ვაზნების სროლა იწვევს საწყისი სიჩქარის სერიოზულ შემცირებას, რომელიც შეიძლება 30% აღწევდეს, რაც დამეთანხმებით ძალიან ბევრია. მეორეს მხრივ ცნობილია, რომ კონკრეტული ექსპანსიური ტყვიის “გაშლისთვის” საჭიროა მინიმალური საჭირო სიჩქარე. საწყისი სიჩქარის შემცირებამ 2 ინჩიანი ლულიდან სროლისას იწვევდა არადამაკმაყოფილებელ და არა საიმედო ექსპანსიას რაც ასევე შეეხო ე.წ. “FBI Load”-ს. მაგრამ 70-ან წლებში როდესაც ბიურომ ეს მუხტი მოიგონა .38 კალიბრის რევოლვერები ჯერ კიდევ პოპულარული იყო სამსახურეობრივი იარაღის როლში ხოლო  მას მერე რაც გახდა ცხადი, რომ ამ კალიბრის “კლიენტები” ძირითადად არიან „მოკლე-ცხვირიანი“ კომპაქტური რევოლვერები, მწარმოებლებმა უპასუხეს გამოწვევას სპეციალური მუხტების გამოშვებით, რომლებიც ოპტმიზირებული იყო თავიდანვე სპეციალურად მოკლე ლულებიდან სასროლად.  შესაბამისად შერჩეული დენთები, უფრო რბილ გარსიანი ტყვიები და უფრო აგრესიული ექსპანსიური ღრმულები უზრუნველყოფდნენ. ამ სპეციალიზებული მუხტების ტიპიური წარმომადგენლებია მაგალითად Winchester PDX1 +P, 130 გრანიანი გარსით დაფარული ექსპანსიური ტყვიით.  საწყისი სიჩქარე 2 ინჩიანი ლულიდან არის 260 მ/წ-ში. ტექნოლოგიურ წინ სვლას ასევე ხელს უწყობდა 86 წელს მაიამიში მომხდარი შეტაკება ორ მძარცველსა და FBI-ს აგენტების ჯგუფს შორის. ამ შემთხვევამ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა სამართალდამცავებზე, იარაღის და ტყვია-წამლის მწარმოებლებზე.  უკანასკნელებმა დაიწყეს მეტი ყურადღების მიქცევა მათი პროდუქციას ტერმინალურ ბალისტიკაზე ისევე, როგორც გაჩნდა პროტოკოლები ვაზნების უფრო რეალისტური გამოცდებისთვის საიდანაც ისევ და ისევ FBI-ს ტესტირების რეგლამენტი ითვლება ყველაზე სრულყოფილ ვარიანტად.

მოდით პირდაპირ  ვთქვათ .38 არასდროს არ ყოფილა ვაზნა, რომელსაც ქონდა კარგი „შემაჩერებლის“ რეპუტაცია და ამ ფაქტს ვერ გაექცევით. ერთ ერთი ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტები ევან მარშალი და ედვინ სანოუ თავის ცნობილ წიგნში Street Stoppers სხვა კალიბრებთან შედარებით აღნიშნავენ, რომ .38 ყველაზე დაბალი ეფექტურობით გამოირჩევა (.38 შედარებულია 9X19, .357 Magnum, 40S&Wდა .45ACP-თან).  გასაკვირი ეს თუმცა არ არის, .38 ამათ შორის ყველაზე სუსტია. საინტერესოა, რომ 1996 წლის გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ ე.წ. FBI Load არის ყველაზე ეფექტური მუხტი.  ეს ფაქტი ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ იმ პერიოდისთვის ეს მუხტი იყო გაცილებით უფრო გავრცელებული და უფრო სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი. ნებისმიერ შემთხვევაში რჩევები საუკეთესო ამ კალიბრის მუხტის შესახებ ძალიან განსხვავებულია.  სამაგიეროდ მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც “ცხელი” მუხტების გამოყენება ძველი გამოშვების იარაღში არ ხდება. იმისთვის, რომ გაიგოთ თქვენი იარაღი ვარგისია თუ არა +P ტიპის ტყვია-წამლისთვის, გაეცანით იარაღის ინსტრუქციას ან მიწერეთ მწარმოებელს.

კარგი ნაწილი

რა განაპირობებს .38-ის პოპულარობას? რელოუდინგის აღჭურვილობის გაყიდვებში ამ ვაზნას მეექვსე ადგილი უკავია აშშ-ში, ხოლო იგივე ქვეყანაში გაყიდვაში არის 100-ზე მეტი ქარხნული წესით წარმოებული სხვა და სხვა .38 კალიბრის მუხტი.  ამას განაპირობებს პირველ რიგში ამ კალიბრის „რბილი ხასიათი“. თუ არ ისვრით ყველაზე “ცხელ” მუხტებს, მსუბუქი იარაღიდანაც უკუცემა არის ძალიან რბილი. .38-ის თანდაყოლილი სიზუსტე არის ძალიან კარგი. რელოუდინგის აღჭურვილობა და კომპონენტები ადვილად ხელმისაწვდომია.  ორი დიდი კომპანია სმიტ&ვესონი და ტაურუსი უშვებს ურიცხვი რაოდენობის რევოლვერების მოდელებს, რომლებიც გათვლილია ამ კალიბრზე. ზოგი მოდელი პრაქტიკულად ხელის გულზე ეტევა და დღემდე სარგებლობს დიდი პოპულარობით როგორც დამხმარე, სათადარიგო იარაღი.

ალბათ ნაწილობრივ .38-ის პოპულარობა აიხსნება ვაზნის პრეზენტაბელურობითაც. გაუთვითცნობიერებულისთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ მარჯვნივ და მარცხნივ სიმძლავრით პრაქტკიკულად იდენტური ვაზნები ალაგია. ძალიან ბერვს ვისაც ბლოგის ავტორი გაესაუბრა გაოცებულები დარჩნენ, როდესაც გაიგეს ციფრები. მათ უბრალოდ ეგონათ, რომ დიდი ვაზნა შესაბამისად დიდი ენერგიის მქონეა.

ასევე მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რევოლვერის ეფექტური გამოყენება ბევრ პრაქტიკას საჭიროებს ითვლება, რომ ის საუკეთესო არჩევანია ქალი მსროლელებისთვის. დედამიწის მშვენიერ ნახევარს  ნამდვილად მოწონს .38 კალიბრის რევოლვერები, ამას მეც დავადასტურებ.  რბილი უკუცემა და ადვილი ათვისებაში, როგორც მინიმუმ გარანტირებულია, რომ ქალბატონი ყოველთვის გაისვრის რევოლვერიდან და არ დაავიწყდება მაგალითად მცველის გათიშვა ან იარაღი გაჭედავს იმის გამო რომ მსროლელს ის საკმარისად მყარად არ უჭირავს სუსტ ხელებში. მაგრამ სამწუხაროდ ამავე დროს მაგალითად სიზუსტე წარმოდგენს სერიოზულ პრობლემას.  შესაბამისი მუხტით .38 კალიბრის რევოლვერი შეიძლება იყოს ეფექტური თავდაცვის ინსტრუმენტი, მაგრამ ობიექტური სიმართლეა, რომ რევოლვერი როგორც თავდაცვის იარაღი ვერ შეედრება პისტოლეტს.

.38 კალიბრის რევოლვერები დღეს არიან ძალიან კომპაქტურები და მსუბუქი. დატენილი „ცხელი“ მუხტებით გამოცდილ ხელებში ეს საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტია. ფაქტია უბრალოდ ის, რომ რევოლვერიდან სწრაფ და ზუსტ სროლას ბევრი პრაქტიკა უნდა.

5 ვაზნიანი Smith&Wesson 360PD იწონის სულ რაღაც 330 გრამს და გათვლილია +P კლასის მუხტებზე. კარგი სამიზნე მოწყობილობები, მსუბუქი წონა, კომაქტურობა და კარგი სასხლეტი ქმნის საკმაოდ კარგ ინსტრუმენტს ფარული ტარებისთვის.

მაგალითად ამ სტატიის პირველ სურათზე არის ასახული ადრე ავტორის კუთვნილი ტაურუსი მოდელი 85 3 ინჩიანი ლულით.  ეს იარაღი ოდნავ უფრო დიდია ვიდრე “მოკლე-ცხვირიანი” რევოლვერი მაგრამ ის ასევე უფრო ზუსტია, კომფორტული სროლაში, ხოლო გრძელი ლულა ზრდის .38 კალიბრის ეფექტურობას.  HKS-ის სწრაფდამტენში მოთავსებულია .38 კალიბრის Sellier-Bellot-ის ვაზნები, მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით.   ორიგინალური ხის ტარი შეცვლილია ბევრად უფრო მოსახერხებელი  Hogue Monogrip-ით. ჩემი აზრით ეს არის დღეს ყველაზე სრულყოფილი კომბინაცია (ამ კონკრეტული მუხტის გამოკლებით), რომელსაც შეიძლება ადამიანი ფლობდეს.

ცხრილში .38 პირობითი აღნიშვნაა პოპულარული 9მმ-ნი კალიბრების.

.38 აშშ-ის გარეთ

სამწუხაროდ ჩემთვის ნაკლები არის ცნობილი .38 კარიერაზე მსოფლიოს სხვა კუთხეებში. რევოლვერები ამ კალიბრში ერთ დროს ნამდვილად იყო პოპულარული ევროპაში. აზიაში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ კალიბრის იარაღს დღემდე იყენებს ჰონ-კონგის და სინგაპურის პოლიცია. იაპონიაში რიგი პოლიციური სამსახურების ასევე დღემდე შეიარაღებულია ადგილობრივი წარმოების  .38 კალიბრის რევოლვერებით.

ვაზნები ხელმისაწვდომი საქართველოში

თბილისში .38-ის ასორტიმენტი გაცილებით უფრო მდიდარია ვიდრე იგივე 9X19-ის მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი მაღალტექნოლოგიური თანამედროვე მუხტი მათ შორის არ არის. როგორც წესი ეს არის სტანდარტული სიჩქარის მქონე 158 გრანიანი ტყვიით აღჭურვილი ვაზნები. ჩეხური Sellier-Bellot-ის მთლიანად გარსით დაფარული ტყვია ყველაზე ცუდი არჩევანი იქნება. სამხრეთ აფრიკაში გადატენილი 158 გრანიანი, რბილი ბრტყელ-თავიანი ტყვიით ცოტათი უკეთესი იქნება, შემაჩერებელი ეფექტის მხრივ. ასევე შემხვედრია ტყვიის მრგვალთავიანი ვაზნები, რომლებიც ასევე ცუდი არჩევანი იქნება თავდაცვითი იარაღისთვის.

და ბოლოს

მთლიანობაში მე არ ვარ რევოლვერების დიდი მოყვარული და ჩემი მოსაზრება არის ალბათ სუბიექტური, მაგრმა მე დარწმუნებული ვარ, რომ რევოლვერის გამოყენების სფეროდ რჩება მხოლოდ სპორტი, ნადირობა და ასეთი იარაღის მფლობელის ესთეტიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. როგორც საბრძოლო/თავდაცვითი იარაღს მე მას რეკომენდაციას არ გაუწევს.  მაგრმა ამავე დროს უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოს პირობებშიც რევოლვერის მხარეზე არის რამდენიმე ფაქტორი. ეს არის შედარებით უფო ეფექტური მუხტების არსებობა, რომლებიც ბევრად უკეთესია  ვიდრე ნებისმიერი 9X18 ან .380ACP კალირბის საქართველოში ხელმისაწვდომი მუხტი. დღეს ასევე გონივრულ ფასად შესაძლებელია მაღაზიაში ახალი რევოლვერის შეძენა. ბოლოს მხოლოდ დავამატებ იმას, რომ საბოლოო ჯამში მომზადება, პრაქტიკა არის მთავარი. “ცუდად” მორტყმული .38 ჯობია მიზანს აცილებულ .45-ს. უბრალოდ სანამ ენდობთ საკუთარ თავს ნებისმიერ იარაღს დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მისი ეფექტური გამოყენება.

თავდაცვითი კალიბრების მოკლე მიმოხილვა

Thursday, August 16th, 2012

კარგია, რომ დისკუსიები, „ყველაზე მაგარ“ და საუკეთესო კალიბრზე წარსულს ჩაბარდა. კარგია, რომ სასროლოსნო საზოგადოებაში არის ცნობილი ტყვიის ეფექტურობის განმსაზღვრელი ჯადოსნური ფორმულების არასრულყოფილებაზე.  კარგია, რომ მსროლელები დღეს ფოკუსირებულები არიან საკითხებზე რომლებსაც მართლა აქვთ მნიშვნელობა, როდესაც საქმე ეხება საჭირო კალიბრის არჩევანს. ცუდია, რომ ჩვენამდე ამ ტენდენციას ჯერ არ მოუღწევია. არა და დღეს, როდესაც ხელმისაწვდომია (მეტ ნაკლებად საქართველოშიც)  ინფორმაციის სწრაფი გაცვლის  საშუალებები, შესაძლებელია საკმარისი მონაცემების მოგროვება პრაქტიკულად ნებისმიერ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. ინფორმაცია ამა თუ იმ მიღწევების, წარმატებების და პირიქით წარუმატებლობების/პრობლემების შესახებ ძალიან მალე ვრცელდება სამართალდამცავების საზოგადოებაში და შესაბამისად ხდება ცნობილი ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც. თუ იარაღის სპორტული დანიშნულებით გამოყენებაში სამოქალაქო სექტორი უსწრებს სამხედროებს და სამართალდამცავებს, როდესაც საქმე ეხება უშუალოდ სროლას ცოცხალ სამიზნეებზე ამ მხრივ უკანასკნელი ორი უფრო წინ წასულები არიან. გარდა ამისა სამხედროებსაც და სამართალდამცავებსაც აქვთ საშუალება დააგროვონ დიდი მოცულობის ინფორმაცია (იარაღის და ამუნიციის პრაქტიკული გამოყენების შესახებ), მოახდინონ მისი სისტემატიზება და ანალიზი (მართალია არა ყველა და არა ყოველთვის ამას აკეთებს). მე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი რაც მათთვის ხდება ცნობილი ავტომატურად ხდება ცნობილი უბრალო მოქალაქეებისათვის, მაგრამ საკმაოდ  დიდი ინფორმაციის ნაკადთან გვაქვს საქმე. საჭიროა მხოლოდ მისი წაკითხვა და გაანალიზება. საერთო ტენდენციებიც ძალიან მკაფიოდ იკვეთება.  აშშ-ში ამუნიციის ეფექტურობის განსაზღვრის საკითხებზე საკმაოდ ბევრი სპეციალიზებული სამსახური მუშაობს. ბევრ სერიოზულ სამართალდამცავ სტრუქტურას აქვს ამუნიციის ტესტირების საკუთარი პროტოკოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამა თუ იმ კალიბრის ვაზნის მეტ ნაკლებად ადეკვატურ შეფასებას. ასეთი ფორმატის ტესტირების ჩატარება ცალკეული მსროლელისთვის იქნება საკმაოდ პრობლემატური და დაკავშირებული დიდ ხარჯებთან, შესაბამისად მასშტაბური ტესტირებები რჩება ფუფუნებად, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მსხვილი ძალოვანი სტრუქტურებისთვის. აქიდან გამომდინარე ნამდვილად აზრი აქვს დავაკვირდეთ რას იყენებენ სამხედროები და უფრო საინტერესოა რას იყენებენ სამართალდამცავები. მასად აიუბი მაგალითად სთავაზობდა კალიბრის და „მუხტის“ (მუხტი, load, კონკრეტული ვაზნა, ტყვიის წონით, ტყვიის ტიპით და საწყისი სიჩქარით) არჩევისას დაინტერესებულ პირს შეესწავლა ის თუ რა კალიბრის და რა მუხტებს ხმარობს ესა თუ ის პოლიციური სამსახური. ეს არის იოლი და ხანდახან ერთადერთი მისაღები გზა კალიბრის და მუხტის არჩევის. ბევრს არ აქვს დრო იკითხოს მსხვილი ნაშრომები ტერმინალურ ბალისტიკაზე ან გაეცნოს რეალური შეტაკებების საკმაოდ ტევად სტატისტიკურ მასალებს. ამ შემთხვევაში მიბაძვა სამართალდამცველებისთვის არის ყველაზე მარტივი გზა. მათ აქვთ საშუალება გამოცადონ უამრავი კალიბრი და მუხტი და აირჩიონ საუკეთესო, მათ შორის გამომდინარე ამა თუ იმ მუხტის რეალური გამოყენებიდანაც გამომდინარე. დიახ შედეგები მიღებული ქუჩაში და ლაბორატორიაში ხშირად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგრამ ამ მეთოდსაც აქვს თავისი ნაკლოვანებები. არის პოლიციური სამსახურები და პოლიციური სამსახურებიც. ერთია რას ხმარობს აშშ-ში ნიუ ჰემფშირის პოლიცია და მეორეა რას ხმარობენ ასე ვთქვათ სხვა ქვეყნების სამსახურები, თუ გნებავთ ლიმას პოლიციის სამსახური. მაგალითად ვენესუელას პოლიცია მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში პატრულირებისას ურიგებს თავის თანამშრომლებს ჯავშანგამტან ამუნიციას, რომლის გამოყენებითაც ადვილია მანქანაში მყოფი სამიზნეების განადგურება. საკითხავია რამდენად ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ კარაკასის პოლიციის მაღალჩინოსნებს აქვთ სერიოზული არგუმენტები ასეთი მიდგომის სასარგებლოდ. მეორეს მხრივ აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ტესტირების პროტოკოლი (ჩემი აზრით ერთ ერთი საუკეთესო ასეთი პროტოკოლი) ითვალისწინებს სროლას ბარიერების გავლით (შუშა, ავტომანქანის კარი და ა.შ.) თუმცა არასდროს მათ არ გაუკეთებიათ რეკომენდაცია გამოყენებულიყო ჯავშანგამტანი ამუნიცია. ქართული პოლიცია, ჯერ არც დაინტერესებულა ეფექტური კალიბრის არჩევით და იყენებს ყველაზე ალბათ არაეფექტურ კალიბრს და მუხტს, 115 გრანიან მსუბუქ 9მმ-ან ვაზნებს სტანდარტული საწყისი სიჩქარით და  მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით. ეს მუხტი შესანიშნავია პრაქტიკისთვის, ის იაფია და ნაკლებად ტვირთავს იარაღის კონსტრუქციას, მაგრამ ცუდი არჩევანია საბრძოლო/თავდაცვითი როლებისთვის. ცხადია ზემოაღნიშნული მეთოდი ჩვენ შემთხვევაში არ მუშაობს.

ეს მორიგი სტატია სთავაზობს მკითხველს პოპულარული  თავდაცვითი კალიბრების მოკლე მიმოხილვას, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების დასახელებით ისევე, როგორც მოკლე ექსკურსს იმ იარაღის ტიპებში, რომლებისთვისაც აღწერილი კალიბრები არიან ტიპიური. თანაც ეს გაკეთებულია ჩვენი ქვეყნის რეალიებიდან გამომდინარე. ეს სტატია გარკვეული გამონაკლისია იმ წესიდან, რომლის მიხედვითაც ბლოგზე არ იწერება არაფერი ადგილობრივ თემატიკაზე. ვითვალისწინებ რა, რომ ბლოგის მკითხველისთვის ეს თემა საინტერესო იქნება, ხოლო ადგილობრივი ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია, ვინაიდან ის რაც არის ჩვენთან და რაც არის იქ ძალიან განსხვავდება.

პრაქტიკულად ნებისმიერი წიგნი ან ნაშრომი, რომელიც ეხება თავდაცვისთვის ვარგისი კალიბრის არჩევას/გარჩევას იწყება „მოკლე“ 9მმ-ნი ვაზნების აღწერით, რომელიც სახელდება, როგორც თავდაცვისთვის მინიმალური ადეკვატური კალიბრები. ამ კატეგორიაში გადის ორი ვაზნა: .380ACP (9mm Kurz, 9X17mm) და 9მმ მაკაროვი (9X18mm). საქართველოში ხელმისაწვდომია ორივე კალიბრი და ორივე კლაიბრზე გათვლილი იარაღი. ორივე კალიბრები თითქმის ყოველთვის მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით არიან წარმოდგენილი. „კურცის“ ენერგია შეადგენს მაქსიმუმ 260 ჯოულს (თანამედროვე თავდაცვითი მუხტების ენერგია აღწევს 300 ჯოულს) ხოლო 9მმ მაკაროვის 300 ჯოულს. უკანასკნელი ძალიან იშვიათად ხელმისაწვდომია ექსპანსიური ტყვიით. ასეთი ვაზნა არ გამოირჩევა საიმედო ექსპანსიით, მაგრამ, როგორც წესი ის საიმედოდ მუშაობს ძველ მაკაროვის პისტოლეტებში, რომლებიც იქმნებოდა მხოლოდ გარსით დაფარული ტყვიებისთვის. მიზეზი ასეთი გამონაკლისის არის მაკაროვში ვაზნის მიწოდების სქემა, რომელიც მინიმალურად იხრება და მოკლე მანძილს გადის მჭიდიდან სავაზნემდე. სწორედ ეს უზრუნველყოფს ექსპანსიური ვაზნების საიმედო გამოყენებას მაკაროვის პისტოლეტებში, მაშინ როდესაც ცნობილია, რომ ძველი გამოშვების პისტოლეტებს ხშირად ჭირდება მოდიფიკაციები, რომ გახდეს შესაძლებელი ექსპანსიური ვაზნების გამოყენება. მიუხედავად ამისა საიმედო ფუნქციონირების შემოწმება მაინც აუცილებელია. დავამატებ მხოლოდ, რომ საკითხავი ეფექტურობის გამო, ასეთი ტიპის ვაზნების გამოყენება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მაკაროვის ექსპანსიური ვაზნები არიან ვერცხლისფერი მასრებით და მოწითალო ფერის გარსით დაფარული ტყვიით. საქართველოში .380 კალიბრის სხვადასხვა მწარმოებლის ვაზნებია ხელმისაწვდომი, მაგრამ სულ ყველა მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით არიან აღჭურვილები.

სროლაში პირველიც და მეორეც ძალიან კომფორტულია, მინიმალური უკუცემა აქვთ და იძლევიან სწრაფი და ზუსტი სროლის საშუალებას, საშუალო ზომის იარაღიდან. ეს არ ეხება Walther PPK-ს და მის კლონებს. ეს იარაღი საკმაოდ არაკომფორტულია სროლისას. მეორეს მხრივ ორივე კალიბრის ვარიანტში არსებული ჩეხური CZ 83 არის ძალიან ეფექტური და დაბალანსებული იარაღი. მისი დიდი მასა ,  შესანიშნავი ერგონომიკა და კარგი სამიზნე მოწყობილობები იძლევა საშუალებას ისროლოთ სწრაფად და ძალიან ზუსტად. CZ 83 არის საუკეთესო არჩევანი ამ კალიბრში, თუმცა ფასიდან გამომდინარე მაკაროვის პისტოლეტი ალბათ მაინც კონკურენციის გარეშეა. საქართველოში ცხელი მოკლე 9მმ-ნი ვაზნები ხელმიუწვდომელია.  მაკაროვის ვაზნა ღირს 1.3 – 2 ლარი. 9მმ კურცის ფასი 2-3 ლარს.

საზღვარგარეთ ხელმისაწვდომია მიკრო პისტოლეტები გათვლილები მოკლე 9მმ-ან ვაზნაზე. სულ ცოტა ხნის წინ  ასეთ პაკეტში თუნდაც მოკლე 9მმ-ნი ვაზნის „ჩატევება“ გადაულახავ ინჟინრულ პრობლემას წარმოადგენდა. რიგი მწარმოებლების უშვებს ამ კალიბრების „ცხელ“ ვაზნებს ექსპანსიური ტყვიებით, რომლებიც საუკეთესო არჩევანია.

9მმ ლუგერი (9X19 Luger, 9X19 Para, 9X19mm). ყველაზე გავრცელებული პისტოლეტის კალიბრია მსოფლიოში. ტყვიის ტიპიური წონა ვარირებს 115 გრანიდან 158 გრანამდე. რიგი ავტორების ეჭვქვეშ აყენებს ამ კალიბრის ვაზნის ეფექტურობას და პრაქტიკულად თვლის მას მინიმალურ დასაშვებ კალიბრად თავდაცვისთვის ან ასეტად მას საერთოდ არ თვლის. მიუხედავად ამისა „ლუგერი“ ფართოდ არის გავრცელებული სამართალდამცავ სტრუქტურებში, რჩება NATO-ს სტანდარტულ კალიბრად და დიდი პოპულარობით სარგებლობს კერძო მსროლელებში. მიზეზები ამისი მარტივია. ვაზნა ღირს ძალიან იაფი, ხელმისაწვდომია მრავალი „მუხტის“ ვარიანტში დაწყებული „ბიუჯეტური“ მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებიანი და დამთავრებული მაღალტექნოლოგიური და ძვირი „მუხტებით“, როგორიც არიან Mag-Safe, Federal Hydra-shock ან Glaser Safety Slug. ეტალონურ მუხტებად ითვლება +P და +P+ კლასის 115 და 124 გრანიანი გარსით დაფარული ჩახვრეტილ თავიანი ტყვიებით. ცნობილი თავისი დაბალი ეფექტურობის გამო 147 გრანიანი ექსპანსიური ვაზნების კონსტრუქცია შეიცვალა და დღეს ისინი უზრუნველყოფენ მეტ ნაკლებად საიმედო ექსპანსიას და ადეკვატურ შეღწევადობას.  ყველა ამ ტიპის ვაზნა საქართველოში ხელმიუწვდომელია. თუმცა პერიოდულად მაღაზიებში ამოყვინთავენ ხოლმე ექსპანსიური ვაზნების მცირე პარტიები (10-30 ცალი), მაგრამ ყუთების გარეშე ძნელია დადგენა რა ტიპის „მუხტთან“ გვაქს საქმე.

იარაღი გათვლილი ლუგერზე ფართოდ არის ხელმისაწვდომი საქართველოში და გაყიდვაში არსებული ახალი და მეორადი პისტოლეტების 99% სწორედ ამ კალიბრზეა გათვლილი. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე მაღალი კლასის ამუნიცია გაყიდვაში არ გვხვდება. ხელმისაწვდომია, მხოლოდ სტანდარტულ საწყის სიჩქარიანი, მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით და ორ წონაში, 115  და 124 გრანი. ეს კიდე არის ყველაზე ცუდი არჩევანი ამ კალიბრისთვის. 9მმ ლუგერის ტყვიის ფორმა არ უზრუნველყოფს ადეკვატური ჭრილობის არხის შექმნას. მისი ფორმის გამო ის აზიანებს ძალიან ცოტა ქსოვილს და აქვს ტენდენცია ასხლეტის მსხვილი ძვლებისგან. არის ზედმეტი შეღწევის და რიკოშეტის რისკიც. დადებითი მხარე არის ის, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი პისტოლეტი  საიმედოდ მუშაობს ასეთი ტიპის ვაზნებთან. 9მმ ლუგერზე გათვლილი პისტოლეტების მოდელების გამა ძალიან დიდია, ჯიბის მიკრო პისტოლეტებიდან ერთ რიგიანი 6 ვაზნიანი მჭიდებით დაწყებული და ნამდვილ სპორტულ ბლასტერებამდე 120 მმ-ნი ლულებით და 20 ვაზნიანი მჭიდებით დამთავრებული. შესაძლებელია ამ კალიბრზე პისტოლეტის არჩევა, რომელიც იქნება თხელი, მსუბუქი და ექნება შთამბეჭდავი ტევადობის მჭიდი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს ვაზნა პრაქტიკულად მუდამ ხელმისაწვდომია საქართველოში, მაშინ როდესაც პრაქტიკულად ყველა სხვა კალიბრის ვაზნების მომარაგებაში მე მახსოვს საკმაოდ ხანგრძლივი წყვეტები.  9მმ ლუგერის ფასი საქართველოში შეადგენს 2-2.5 ლარს ერთ ცალში.

ალბათ საუკეთესო 9მმ-ნი პისტოლეტი, Glock 19. წონა 595 გრამი, მცირე გაბარიტები, 15 ვაზნიანი მჭიდი და შესანიშნავი სროლისუნარიანობა.

.38 Smith&Wesson Special. (9.1x29mmR) ტყვიის წონები ვარირებს 125 გრანიდან 180 გრანამდე. ყველაზე ტიპიური წონა 158 გრანია. ენერგია სტანდარტული ვაზნის შეადგენს მაქსიმუმ 300 ჯოულს. +P კლასის ვაზნის შემთხვევაში ის იზრდება 370 ჯოულამდე.  ძალიან ბევრს შეცდომით გონია, რომ მასრის სიგრძიდან გამომდინარე ეს ძალიან ძლიერი ვაზნაა, მაგრამ თავდაპირველად ის გათვლილი იყო შავ დენთზე, რის გამოც საჭირო იყო დიდი მოცულობის მასრის გამოყენება.  ამ კალიბრის თავისებურება არის ის, რომ დაბალი საწყისი სიჩქარის გამო ამ კალიბრში შესაძლებელია გარსის გარეშე ტყვიების გამოყენება. რბილი ტყვია და დაბალი სიჩქარე განაპირობებს კარგ ექსპანსიას პრაქტიკულად ფრაგმენტაციის გარეშე, რის გამოც ტყვია ინარჩუნებს მასას და უზრუნველყოფს ადეკვატურ შეღწევას. გარდა ამისა ეს კალიბრი ცნობილია იმით, რომ აქვს ძალიან დიდი ტექნიკური სიზუსტე. ეტალონურად ითვლება +P კლასის 158 გრანიანი ჩახვრეტილი თავიანი ტყვია  (ე.წ FBI Load, სახელი გაჩნდა მას მერე რაც, ბიურომ მიიღო ამ ტიპის მუხტი შეიარაღებაში ეგრევე, რაც ვინჩესტერმა ის გამოუშვა 1972 წელს).  ასეთი „მუხტი“ ან მისი ექვივალენტი, ხელმიუწვდომელია საქართველოში. ხელმისაწვდომია სტანდარტული სიჩქარის 158 გრანიანი ტყვიები მთლიანად გარსით დაფარული ან ნახევრად გარსით დაფარული ბრტყელი ტყვიის თავით. ასეთ მუხტის ენერგია დიდად არ აღემატება მაკაროვის ვაზნას და თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელი მინიმუმ სამჯერ (მაქსიმუმ რვაჯერ) იაფიც ღირს, თავდაცვის მიზნებისთვის .38 კალიბრის იარაღზე არჩევანის შეჩერება ყოველგვარ აზრს კარგავს, მიუხედავად იმისა, რომ .38 spec-ის ზოგ მუხტს, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენთან ექნება შედარებით უკეთესი ტერმინალური ბალისტიკა (ტყვიის უფრო ეფექტური ფორმის გამო). ეს კალიბრი ტრადიციულად გამოიყენება „მოკლეცხვირიან“ რევოლვერებში და შედარებით ნაკლებად პოპულარულ, უფრო გრძელ ლულიან და დიდ ჩარჩოიან რევოლვერებშიც. გამომდინარე იქიდან, რომ ვაზნა სუსტია, უნდა ვივარაუდოთ, რომ შედარებით დაბალი ხარისხის რევოლვერიც ამ კალიბრზე იქნება მეტ ნაკლებად საიმედო და რესურსიანი.  .38 სპეშელის ფასი საქართველოში შეადგენს 3-4 ლარს.

.38-ზე გათვლილი ტიპიური იარაღი. ამ შემთხვევაში Taurus 85.

 

.357 SIG. (მეტრიკული აღნიშვნა 9X22mm) 9მმ-ნი ვაზნა, რომელიც შეიქმნა 1993 წელს იმისთვის, რომ მიღებულიყო .357 მაგნუმის ენერგეტიკა სტანდარტული გაბარიტების ავტომატურ პისტოლეტებში. გარდა ამისა ეს პირველი კალიბრია, რომელიც ატარებს SIG-ის სახელს. ის ასევე პირველი კომერციულად წარმატებული ვაზნაა ბოთლის ფორმის მასრით. წონა ვარირებს 64 გრანიდან (ფრაგმენტირებადი ტყვია) 147 გრანამდე. ტყვიის ტიპიური წონა შეადგენს 125 გრანს. 125 გრნიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე აღწევს 430 მ/წ-ში. ენერგია კი აღწევს 780 ჯოულს. ეს კალიბრი საქართველოში პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი და მისი დეტალური განხილვაც აზრს კარგავს.  საზღვარგარეთ მას ზომიერი პოპულარობა გააჩნია. პისტოლეტები ამ კალიბრზე გათვლილი, გაბარიტებით არ განსხვავდება .40 და 9მმ-ნი პისტოლეტებისაგან.

.40 Smith&Wesson. (მეტრიკული აღნიშვნა 10X22mm) შექმნილი, როგორც შუალედური ვარიანტი 9მმ ლუგერსა და .45ACP-ს შორის. ის თავიდანვე იქმნებოდა, როგორც პოლიციური კალიბრი (მის შექმნაში დიდი როლი ითამაშა აშშ-ს გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ) და თავიდანვე ითვალისწინებდა ექსპანსიური ტყვიების გამოყენებას. წონები ვარირებს 115 გრანიდან 185 გრანამდე. სიჩქარე ვარირებს შესაბამისად 390-დან 290 მ/წ-მდე. ენერგია შეადგენს 550-დან 650 ჯოულს. ეტალონური მუხტი არის 180 გრანიანი გარსით დაფარული ჩახვრეტილთავიანი ტყვია საწყისი სიჩქარით 290 მეტრი წამში. ამ ვაზნამ გამოჩენისთანავე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.

.40 დაფუძნებულია უფრო ძლიერ 10mm Auto-ზე, ხოლო სმიტ&ვესონის და ვინჩესტერის ინჟინრებმა მუხტის შემცირებასთან ერთად მასრის გაბარიტებიც შეამცირეს, როს გამოც შესაძლებელი გახდა ამ ახალი კალიბრის გამოყენება 9მმ-ან ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტებშიც. შესაბამისად პისტოლეტი გათვლილი ამ ვაზნაზე ზომით არ აღემატება გაბარიტებით 9მმ-ან მოდელებს (ახალი პისტოლეტების შემთხვევაში, ძველი მოდელების პისტოლეტების საჭიროებდნენ კონსტრუქციის გადახედვას უფრო ძლიერი ვაზნის “მოსანელებლად”)  სამაგიეროდ ის გათვლილია 10მმ-ან ძლიერ ვაზნაზე. უნდა ავღნიშნო, რომ ტყვიის ფორმა ამ კალიბრის იარაღში ყოველთვის არის ბრტყელი თავით, რის გამოც თუნდაც მთლიანად  გარსით დაფარული ტყვიას მაინც შედარებით უკეთესი ტერმინალური ბალისტიკა ექნება ვიდრე შედარებისთვის ანალოგიური სიმძლავრის კალიბრის მრგვალთავიან ტყვიას. ნაკლებია მსხვილი ძვლებისგან რიკოშეტის ალბათობაც. საქართველოში 9მმ-ანი პისტოლეტების შემდეგ ყველაზე ხშირად სწორედ ამ კალიბრის იარაღი გვხვდება. ჩემი აზრით თავდაცვისთვის ეს კალიბრი საქართველოში ერთ ერთი საუკეთესო არჩევანია. უკუცემა ცხადია უფრო დიდია ვიდრე ლუგერის შემთხვევაში, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ არის ძნელად ასატანი. მინუსები ჩვენი რეალობიდან გამომდინარე არის ფასი და ხელმისაწვდომობა. როგორც ვაზნების ასევე მათზე გათვლილი იარაღის. რეალურად მე აქ გაყიდვაში არ მინახავს არც ერთი ამ კალიბრის ვაზნა ექსპანსიური ტყვიით. ზოგადად ამ კალიბრის მინუსები არის ზედმეტი მგრძნობიარობა ტყვიის მასრაში ჯდომის სიღრმეზე, რაც იწვევს წნევის მკვეთრ ზრდას და ასევე ის, რომ ეს ვაზნა არ გამოირჩევა დიდი ტექნიკური სიზუსტით. “რელოუდისას” ის ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.

ერთი ცალი .40 Smith&Wesson საქართველოში ღირს 3-4 ლარი.

.357 Smith&Wesson Magnum. (მეტრიკული აღნიშვნა 9X33mmR) ეს ვაზნა რევოლვერებისთვის არის განკუთვნილი. წონა ვარირებს 110 გრანიდან 158 გრანამდე.  ენერგია შეადგენს 500-დან 800 ჯოულამდე. 158 გრანიანი ბრტყელთავიანი ტყვია, რომლითაც ეს ვაზნა თავდაპირველად იყო აღჭურვილი, არ უზრუნველყოფდა ადეკვატურ ეფექტურობას და ხასიათდებოდა ზედმეტი შეღწევით. მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა მას მერე რაც კომპანია Super-Vel-მა გამოუშვა 110 გრანიანი ექსპანსიური ვაზნა, ხოლო ეტალონურ მუხტს წარმოადგენს 125 გრანიანი ვაზნა ჩახვრეტილთავიანი ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე შეადგენს 440 მ/წ-ში. აშშ-ში ეს მუხტი განიხილება ყველა დროის საუკეთესო „შემაჩერებლად“. მეტსაც ვიტყვი, 125 გრანიან .357 მაგნუმს ეძახიან „ჯადოსნურ ტყვიას“, „ელვის ეფექტს“ და „ქუჩების მეფეს”. უდავოდ ის ითვლება ეტალონურ თავდაცვით მუხტად. ხოლო რეპუტაცია, რომელიც მას გააჩნია შეიძლება აღწერილ იქნას, როგორც ლეგენდარული. ამას ამყარებს მდიდარი სტატისტიკური მონაცემებიც, რომლებიც ბევრ წყაროში არის გამოქვეყნებული. ცხადია ეს ყველაფერი მიიღწევა გარკვეული საფასურის გადახდით. უკუცემა ძალიან ძლიერია, ხმა ძალიან მაღალია, ცეცხლის ბურთი ჩანს მზიან ამინდშიც ხოლო ბინდში სროლისას ის უბრალოდ აბრმავებს მსროლელს. ზუსტი და სწრაფი სროლა შესაბამისად პრობლემატურია. ამ იარაღის ეფექტური გამოყენება შეუძლია მხოლოდ კარგად მომზადებულ მსროლელს. „მოკლეცხვირიან“ რევოლვერში .357 მაგნუმი მოითხოვს მსროლელისგან კიდე უფრო სერიოზულ მომზადებას. სრული ზომის რევოლვერში .357 მაგნუმის მოთოკვა შედარებით ადვილია. მაგრამ სრული ზომის .357 კალიბრის რევოლვერი წარმოადგენს 1 კგ-ის წონის, დიდი გაბარიტების მქონე იარაღს, რომლის ტევადობა არ აღემატება მაქსიმუმ 8 ვაზნას, ხოლო ტიპიური ტევადობა არის 6 ვაზნა. ასევე აღსანიშნავია, რომ .357 მაგნუმზე გათვლილ იარაღში შესაძლებელია უფრო სუსტი .38 Special კალიბრის ვაზნების გამოყენებაც. ამ კალიბრის იარაღი საქართველოში წარმოდგენილია ძირითადად ბრაზილიური ტაურუსის რევოლვერებით, რომლებსაც შედარებით ზომიერი ფასი აქვთ და ასეთივე „ზომიერი“ ხარისხი. ახალი და ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი 1500 ლარი ღირს.

.357 მაგნუმის ვაზნის ფასი შეადგენს 3-4 ლარს.

.44 Remington Magnum (10.9X32mmR). იშვიათად მაგრამ გაყიდვაში ჩნდება ხოლმე რევოლვერები გათვლილი ამ გოლიათურ კალიბრზე. თავიდანვე მე ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ მე ვიზიარებ იმ აზრს, რომლის მიხედვითაც .44 მაგნუმი ითვლება სპორტულ/სანადირო ვაზნად. მისი ენერგია აჭარბებს 1000 ჯოულს. იარაღი გათვლილი მასზე არის ძალიან მსხვილი და მძიმე. .44 მაგნუმი ითხოვს მსროლელისგან უმაღლეს ოსტატობას. მე მიჭირს დავასახელო სამართალდამცავი ან სპორტსმენი (საბრძოლო დისციპლინებში მოასპარეზე, IPSC, IDPA, PPC), რომელიც იყენებდა ამ კალიბრის იარაღს. არსებობს შედარებით მსუბუქი და შედარებით კომპაქტური .44 კალიბრის რევოლვერები მაგრამ, თუ დაუჯერებთ ექსპერტებს სროლა ასეთი მოდელებიდან არის სერიოზული გამოცდა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ არის ხალხი, რომელიც ჩათვლის, რომ .44 მაგნუმი არის კარგი არჩევანი თავდაცვის იარაღისთვის, მითუმეტეს როდესაც ჩვენი კანონმდებლობით მისი ტარება ისედაც იკრძალება (დასაშვებია გარკვეული „ელიტარული“ კატეგორიებისთვის, რომლებიც არა აუცილებლად გადიან საცეცხლე მომზადებას და რაც ჩემი აზრით წარმოადგენს დისკრიმინაციის ძალიან უშნო ფორმას). სანამ ვინმე არჩევანს შეაჩერებს ამ უდავოდ უძლიერეს კალიბრზე, მე მხოლოდ შეგახსენებთ, რომ საჭიროა დარწმუნდეთ, რომ შეძლებთ იარაღის არა თუ ეფექტურ გამოყენებას არამედ საერთოდ სროლას. ხმას და ლულის ალს ჯერ არავინ არ მოუკლავს, ჯობია მოარტყა „გეკოთი“ ვიდრე ააცილო მაგნუმით, თუმცა არის აღწერილი შემთხვევები, როდესაც ბოროტმოქმედი მომენტალურად ნებდებოდა მას მერე რაც მას ესროდნენ და ააცილებდნენ მაგნუმებს. საჭიროა ერთხელ მაინც ისროლოთ .357 ან .44 მაგნუმი, რომ მიხვდეთ რასთან გაქვთ საქმე.  ცხადია ასეთი „ემოციური შოკის“ სერიოზულ ფაქტორად აღთქმა იქნება არასწორი. თუ მსროლელს შეუძლია გაუმკლავდეს .44 მაგნუმს მაშინ სახლის დაცვისთვის ის იქნება კარგი იარაღი. თუ შეიცვალა და გახდა შესაძლებელი მისი ტარება, .44 ნადირობა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ ცხოველზე, რომელიც საქართველოში ბინადრობს.

.45 ACP. (11.43×23mm). ლეგენდარული ამერიკული კალიბრი, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია მსახურობს. ბევრი თვლის, რომ M1911A1 კალიბრით .45 არის საუკეთესო საბრძოლო იარაღი. საბრძოლო ალბათ კი, თავდაცვითი ალბათ არა. დიდი მასა, ტარის სისქე და ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლტი მექანიზმი მაინც და მაინც არ არის სასურველი თვისებები თავდაცვითი იარაღისთვის.  .45 ACP არის შედარებით დაბალწნევიანი კალიბრი, რის გამოც სრული ზომის პისტოლეტიდან სროლა არის საკმაოდ კომფორტული. ტყვიის წონა ვარირებს 180 გრანიდან 230 გრანამდე. ენერგია აღწევს 720 ჯოულს ყველაზე ცხელი მუხტის შემთხვევაში (185 გრანიანი +p კლასის). ამ ტყვიის შექმნამდე მისმა ავტორებმა საკმაოდ სრულყოფილი (იმ დროისთვის) ტესტირებები ჩაატარეს და ასე შექმნეს ამ კალიბრის ვაზნის საბოლოო ვარიანტი. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი იყენებდნენ მხოლოდ გარსით დაფარულ ტყვიებს ჩვენი რეალობებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ კალიბრის თანამედროვე თავდაცვითი მუხტები ხელმიუწვდომელია. რაც მე მინახავს გაყიდვაში მხოლოდ არის კლასიკური მუხტი: 230 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვია საწყისი სიჩქარით 245 მ/წ-ში. ასეთი მუხტის შემთხვევაშიც იარაღი ამ კალიბრზე გათვლილი იქნება საკმაოდ ეფექტური იარაღი და ბევრად უფრო უკეთესი არჩევანი ვიდრე იგივე 9მმ ლუგერი. სრული ზომის პისტოლეტები გათვლილი ამ კალიბრზე საკმაოდ გაბარიტულებია და საკმაოდ განიერი ტარები აქვთ. ცხადია მჭიდის ტევადობა იშვიათად აღემატება 10-12 ვაზნას.  ფასის და ხარისხის შეფარდებით საუკეთესო იარაღი ამ კალიბრში ჩემი აზრით ჩვენი ქვეყნისთვის არის ჩეხური CZ 97. გარდა ამისა თუ გაქვთ ამ კალიბრის იარაღი, ჯობია მოიმარაგოთ ვაზნები, ვინაიდან ამ კალიბრის შოვნა საკმაოდ ძნელია.

კალიბრები, რომლებიც არ მოხვდა მიმოხილვაში. .22lr, ცნობილი ჩვენთან, როგორც „გეკო“. შედარებით იაფი, სუსტი, სავარჯიშო ვაზნა. არ შეიძლება განხილულ იქნას საბრძოლო/თავდაცვით კალიბრად.

5.45ПСМ. კურიოზული კალიბრი რუსეთიდან. წარმოადგენს ფრანგული 5მმ კლემანის ასლს. დაბალი ენერგეტიკა (სასაცილო 137 ჯოული), ზედმეტი შეღწევადობა და არადამაკმაყოფილებელი ტერმინალური ბალისტიკა, არ გვაძლევს საშუალებას ჩავთვალოთ ეს ვაზნა თავდაცვით კალიბრად. გარდა იმისა მისი ფასი შეადგენს 15-დან 25 ლარამდე რაც უკვე ჩვენი ქართული კურიოზია. მე ვიცი არა ერთი და არა ორი შემთხვევა, როდესაც ადამიანი „დახვრეტილი“ ამ პისტოლეტიდან საკუთარი ფეხით მისულა საავადმყოფოში.

6.35 Browning (.25Auto). ანემიური, მცირეკალიბრიანი ვაზნა, გათვლილი ჯიბის არასრულყოფილ პისტოლეტებზე. ენერგია შეადგენს საწყალ რაც არადამაკმაყოფილებელია თავდაცვითი იარაღისთვის.  თუ გაქვთ ასეთი პისტოლეტი, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჩეხური Sellier&Bellot-ის წარმოებული გარსით დაფარული ვაზნები. მათ აქვთ შემცირებული მუხტი და ეფექტურობით ის არ აღემატება ე.წ. „გეკოს“. შეღწევადობა ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე სხვა მწარმოებლის იგივე კალიბრის ვაზნების შემთხვევაში.

7.62TT. არადამაკმაყოფილებელი ხარისხის იარაღი გათვლილი ამ კალიბრზე, ზედმეტი შეღწევადობა და მუდმივი წყვეტა ამ ვაზნებით მომარაგებაში ასევე არ გვაძლევს საშუალებას აღვიქვათ ის სერიოზულ მოთამაშედ, თუნდაც საქართველოს პირობებში. მუხტები ექსპანსიური ვაზნებით საქართველოში არ იყიდება და საზღვარგარეთაც დიდი იშვიათობაა.  99% პრობლემების პისტოლეტებში, რომლებიც მე შემხვედრია და გამიგია უკავშირდება სწორედაც TT-ს პისტოლეტებს და მის კლონებს და მათ ამუნიციას.  ეს ჩემი აზრია, მაგრამ საქართველოს რეალობიდან და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მე ამ კალიბრს არ ურჩევ არავის. თუმცა გავიმეორებ არაფერს TT ნამდვილად ჯობია.

7.65 Browning (.32 ACP). ასევე მოძველებული ვაზნა არის. მთლიანად გარსით დაფარული ტყვია არის ანემიური და პირდაპირ ვიტყვი არაფრის მაქნისი. საზღვარგარეთ ხელმისაწვდომია ცხელი მუხტები მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყიდება საქართველოში.

ასევე გამოტოვებულია 10მმ აუტო (პრაქტიკულად არ გვხვდება საქართველოში) და რევოლვერის კიდე უფრო იშვიათი  კალიბრი .41 მაგნუმი, რომელიც ასევე არ გვხვდება საქართველოში.

რუსეთში წარმოებული ვაზნები უცხო კალიბრებზე. მე მიმაჩნია, რომ რუსული ვაზნები უნდა გამოიყენებულ იქნას მხოლოდ რუსულ იარაღში. უცხოური იარაღი უბრალოდ არ არის გათვლილი ასეთი ტიპის პროდუქციაზე. მასრები  არის რკინის, რაც ზედმეტად ტვირთავს ექსტრაქტორებს, რომლებიც გათვლილია უფრო რბილი მეტალებისგან დამზადებულ მასრებზე. ხშირად ვაზნები გარედან იფარება ლაკ-გერმეტიზატორით. ისროლეთ ერთი ორი მჭიდი ასეთი ვაზნებით და იარაღი შიგნიდან ამოთხვრილია ამ ლაკის ნარჩენებით. სიზუსტე საშუალოა, ექსპანსიური ვაზნები არ იშლება. ფასი იგივეა რაც უცხოური წარმოების ამუნიციაზე, რის გამოც მე არავის არ ურჩევ რუსული „ლუგერების“ ან სხვა ვაზნების შეძენას. გარდა ამისა დენთი, რომელსაც იყენებენ რუსული მწარმოებლები არის დაბალი ხარისხის, ჭუჭყიანია (ანუ ზედმეტად აბინძურებს იარაღს) და არასტაბილური წვა აქვს რაც გამოიხატება, როგორც საწყისი სიჩქარეების მნიშვნელოვან ცვლილებაში და ასევე იწვევს წნევის ხტომებს, რასაც მოყვება იარაღის ზედმეტი ცვეთა. რუსულ ტირებში დაგროვდა სტატისტიკა ასეთი ვაზნების გამოყენებისას. პისტოლეტებში ტყდება საბრძოლო ბჯენები, იბზარება საკეტები და მწყობრიდან გამოდიან სხვა დატვირთული დეტალები. იარაღი აქ არაფერ შუაში არ არის. ანალოგია, რომ გამოვიყენოთ ავტო-სამყაროდან: არავინ არ ჩაასხავს 280 ცხენის ძალიან Subaru Impreza WRX STI-ში АИ-76 ბენზინს.   დაუმატეთ ამას საკითხავი ხარისხის კონტროლი და წარმოების დაბალი კულტურა.  მოკლედ მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს შეიძინოთ რუსული წარმოების ამუნიცია თუ ხელმისაწვდომია უცხოური წარმოების. გამონაკლისი არის მხოლოდ .22 კალიბრის ვაზნები. როგორც წესი რუსული და საბჭოთა გამოშვების ეს ამუნიცია ძალიან სტაბილურად მუშაობს. საუკეთესო ჯგუფები, რომელიც მე მიმიღია მცირეკალიბრიანი იარაღიდან მიღწეული იყო სწორედაც, რომ რუსული და ძველი საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამუნიციით.

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება? რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, საუკეთესო იარაღი თუ გავითვალისწინებთ იარაღის ფასს, ამუნიციის ფასს და ასორტიმენტს, ბალისტიკურ მონაცემებს, იმ ფაქტს, რომ გამორიცხულია სასროლოსნო პრაქტიკა, გამორიცხულია ტარება, გამოდის, რომ .357 მაგნუმი საშუალო ან დიდი ზომის რევოლვერში არის ყველაზე ეფექტური თავდაცვის საშუალება. მას მოყვება .40S&W-ზე გათვლილი იარაღი. ეს ორი კომბინაცია უზრუნველყოფს  ამუნიციის ძალიან მწირი არჩევნის პირობებში ადეკვატურ დაცვას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ახალბედა მსროლელი გაცილებით უკეთეს რეზულტატს აჩვენებს პისტოლეტით ვიდრე რევოლვერით, მაშინ რჩება მხოლოდ .40S&W.

ლოგიკურია ისიც, რომ თუ ხელმიუწვდომელია ექსპანსიური ტყვიები, რჩება მხოლოდ კალიბრის გაზრდა. .45ACP კარგი არჩევანია მაგრამ უკუცემა მაინც საკმაოდ დიდია (იარაღიც გაბარიტულია და ყველას არ მოუხდება) და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე მისი „მოთოკვა“ იქნება შეუძლებელი. საბოლოო ჯამში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იარაღის მფლობელმა უნდა შეძლოს ზუსტი და სწრაფი სროლა თავისი იარაღიდან. .44 მაგნუმი იქნება უვარგისი თუ მსროლელს არ შეუძლია ამ კალიბრის იარაღიდან სროლას. სწორედ ეს არის უმთავრესი.

ერთ დროს (და ალბათ ეხლაც) პოლიციის თანამშრომლებში იყო მოდური ჯავშანგამტანი ტყვიებით „მარიაჟობა“. ერთხელ „სანებართვოში“ გადავაწყდი ორ „თანამშრომელს“. ერთს ქონდა ბელგიური Five-seveN, მეორეს რუსული „გიურზა“, როგორც ჩანს ასლან აბაშიძის არსენალებიდან წამოღებული. ორივეს ქონდა საკმაოდ სახალისო დისკუსია, იმაზე თუ ვისი პისტოლეტი უფრო მეტს ხვრიტავს. ბელგიური პისტოლეტის მჭიდში იყო მოთავსებული ცისფერ თავიანი ჯავშანგამტანი ვაზნები SS190, ხოლო გიურზაში რუსული ასევე ჯავშანგამტანი 7N21.  ჩემი აზრით ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რაიმე საღ მიდგომას კალიბრების და იარაღის არჩევის მხრივ მანდ ადგილი არ აქვს.

სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც სასროლოსნო საქმე მკვდარია, არა კლინიკურად არამედ უკვე ბიოლოგიურად მკვდარი. ხოლო იარაღი და ამუნიცია ღირს ყველაზე ძვირი ვიდრე სადმე დანარჩენ მსოფლიოში. მე აღმოვაჩინე რომ ჩვენნაირი ფასები არის მხოლოდ ჰაიტის კუნძულზე სადაც “გლოკი” მაღაზიაში ღირს 2000 დოლარი. შესაბამისად ჩვენთან ვერც ისვრი, ვერც ატარებ, ვერც ვარჯიშობ, ვერც ყიდულობ… რჩება მხოლოდ იმპროვიზირება. ეს სტატია, მოგაწვდით მინიმალურ ინფორმაციას კალიბრების შესახებ და დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი არჩევანი.

ეს სურათი, რომელიც მე სპეციალურად ამ საიტისთვის გადავიღე ზუსტად ასახავს იმას რის თქმაც მინდა. ეს ტყვიები ამოღებულია სველი თიხისნაირი მასიდან, რომელიც წარმოადგენდა ცოცხალი ქსოვილების იმიტატორს. მარცხნიდან მარჯვნივ პირველი სამი ტყვია არის 9მმ ლუგერი, პირველი მთლიანად გარსით დაფარულ ტყვიას ფორმა პრაქტიკულად არ შეუცვლია. მეორე არის უხარისხო რუსული ექსპანსიური ტყვია. ტყვია საერთოდ არ გაიშალა და ყველაზე პატარა შეღწევა ქონდა. მესამე არის 147 გრანიანი ვინჩესტერის მაღალი კლასის ტყვია Ranger SXT (წარსულში ცნობილი როგორც Black Talon). თავის დროზე ეს იყო პირველი ტყვია, რომელიც იყენებდა დამატებით ჭრილობის მიყენების მექანიზმს, ჭრას. ეს მიიღწეოდა სქელი „ბრჭყალების“ მეშვეობით, რომლებიც კარგად ჩანან სურათზე. ამ შემთხვევაში სახეზეა შესანიშნავი ექსპანისა და ადეკვატური შეღწევა. სულ ბოლოს არის .45 ACP მთლიანად გარსით დაფარული ტყვია, რომელმაც მოხვედრისას ასევე არ განიცადა დეფორმაცია. სურათი ერთის მხრივ აჩვენებს რამხელა სხვაობა შეიძლება იყოს ერთი კალიბრის სხვა და სხვა მუხტს შორის და ასევე ადასტურებს იმას, რომ ექსპანსიური ტყვია შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი, თუნდაც ის იყოს უფრო მცირე კალიბრის. ამ სურათი ნახვის შემდეგ ამ ოთხიდან საუკეთესო არჩევანი იქნება Winchester-ის მუხტი.

 

სანადირო 7.62X39 ვაზნების შესახებ

Wednesday, July 13th, 2011

გაცნობებთ, რომ ბლოგს ახალი ავტორი დაემატა.  აქამდე მხოლოდ ჩემი სტატიები და ერთი სხვისი ნაშრომი იყო ატვირთული.  გთავაზობთ მის პირველ ნაშრომს, რომელიც 7.62 კალიბრის სანადირო ვაზნებს და მათ თავისებურებებს ეხება.   კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას ვინც ბლოგს კითხულობთ. თუ თვლით, რომ რამე იცით და გინდათ ეს ცოდნა სხვას გაუზიაროთ, მომწერეთ თქვენი ისტორიები, სტატიები, მასალები და თუ გნებავთ ერთად მოვაზმადოთ ახალი ნაშრომები.

სანადირო 7.62X39 ვაზნების შესახებ

ვაზნა არის ერთერთი უმთავრესი კომპონენტი იარაღში, უმეტეს შემთხვევაში ვაზნაზე აწყობენ იარაღს და არა პირიქით. საქართველოში ძალიან ცოტას აინტერესებს ვაზნები, მათი მნიშვნელობა და გამოყენების სპეციფიკა.   ეს მოკლე სტატია შეეხება ცნობილ  7,62X39 კალიბრის ვაზნას, რომლის სანადირო ვარიანტები შეიძლება შეგხვდეს ჩვენ.

ძირითადი მწარმოებლები ამ კალიბრის ვაზნებისა, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია, არიან : ჩეხეთი (sellier & bellot), ბულგარეთი, რუსეთი (შეზღუდული რაოდენობით არის ხელმისაწვდომი, და თითქმის აღარ იყიდება მაღაზიებში), აშშ (ძალიან შეზღუდული რაოდენობით, აღარ იყიდება მაღაზიებში).  ვიმეორებ საუბარია სანადირო ვაზნებზე და არა სამხედრო საბრძოლო დანიშნულების, რომელთა ნომენკლატურაც გაცილებით მრავალფეროვანია.

ჩეხური ფირმა Sellier & Bellot ის ორი სახის ვაზნა არის ხელმისაწვდომი ჩვენთან (სხვა სახეობას არც უშვებს ეს ფირმა): FMJ (მთლიანად გარსით დაფარული ტყვია) და SP (რბილთავიანი ტყვია). ვაზნის წონა : 17.2 გრ (FMJ, SP) დენთის წონა : 1.4 გრ (FMJ, SP) ტყვიის წონა : 8.0 გრ (123 გრანი,FMJ, SP) ტყვიის დიამეტრი : 7.90~7.91 მმ (FMJ, SP) გარსი : ბიმეტალი (ფოლადი პლაკირებული ტომპაკით) ჰილზას აქვს ჰერმეტიკის თხელი ფენა. ვაზნები საკმაოდ ხარისხიანი დამზადებულია, იყიდება 20 -იან შეკვრაში.

სურათებზე ნაჩვენები ვაზნები გამოშვებულია 2010 წელს. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ტყვიის გარსი ბიმეტალის არის, რაც ცვეთის მეტ კოეფიციენტს განაპირობებს, თუმცა СКС-ისა და Сайга-ს ლულები სწორედ ბიმეტალის გარსიან ტყვიებზეა გათვლილი. (უფრო ‘’რბილ’’ გარსიან 7,62-ებს აშშ-ის მწარმოებლები უშვებენ. მაგ : Winchester, Cor-bon, Federal.) ამ 2 ვაზნის სიჩქარე, ენერგია და ბალისტიკური მაჩვენებლები შეგიძლიათ იხილოთ მწარმოებლის საიტზე. http://www.sellier-bellot.cz/rifle-ammunition-detail.php?ammunition=12&product=203 http://www.sellier-bellot.cz/rifle-ammunition-detail.php?ammunition=12&product=204

S&B – მწარმოებლის სახელი, 10 – გამოშვების წელი, 7.62х39 – კალიბრის აღნიშვნა.

ჰილზა, კაფსული, დენთი, ტყვიის ფიქსაციის მეთოდი ჰილზაში იდენტურია ორივე სახეობის შემთხვევაში.

ბულგარეთში, ქარხანა N10 ასევე ორი სახეობის ვაზნებს უშვებს HP (ჩახვრეტილთავიანი ტყვია) და SP (რბილთავიანი ტყვია). ვაზნის წონა : 18.4 გრ (HP) 18.2 გრ ( SP) დენთის წონა : 1.5 გრ (HP, SP) ტყვიის წონა : 9.7 გრ (150 გრანი)(HP, SP) ტყვიის დიამეტრი : 7.89~7.90 მმ (HP, SP) გარსი და ჰილზა: ბიმეტალი (ფოლადი პლაკირებული ტომპაკით). აქვთ  წითელი ლაკ-ჰერმეტიზატორი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეს ვაზნები ერთერთი ყველაზე მძიმეწონოსნები არიან ამ კალიბრში,რაც შესაბამისად მეტ კინეტიკურ ენერგიას ნიშნავს, 9.7 გრამი იგივეა რაც 7,62X54 ის ლპს ის წონა (9.6-9.8). სურათზე ნაჩვენები ვაზნები 2008 წლის პარტიიდანაა. ერთი შეხედვით, მათზე განსაკუთრებულად ხარისხიანის შთაბეჭდილება არ დაგრჩება, თან აქაც ბიმეტალის გარსიანი ტყვია არის გამოყენებული. თუმცა პირველ რიგში მათი უპირატესობა სწორედ ტყვიის წონაშია. ფაქტიურად ეს ერთადერთი მძიმე ვაზნაა ჩვენთან, რომელიც ხელმისაწვდომია ამ კალიბრში. მსხვილ ნადირზე სხვა 8 გრამიან ტყვიებთან შედარებით მეტი კინეტ. ენერგია და მეტი დაზიანება უნდა აჩვენოს (სამწუხაროდ ასეთი საკითხებზე მხოლოდ თეორიულად ვარაუდი შეგვიძლია , რადგანაც ე.წ. Range Report – ის გაკეთება და მით უმეტეს ცოცხალ ნადირზე გამოცდა სირთულესთანაა დაკავშირებული, როგორც კანონმდებლობის არასრულყოფილებასთან, ასევე მატერიალური რესურსების სიმცირესთან).

 

 

 

 

 

 

 

განსხვავებით SP ტყვიისა HP უკეთესადაა დამზადებული თუმცა HP – ის სრულყოფილი Boat Tail არ აქვს, ხოლო SP ჩვეულებრივი სწორი ძირითაა. ეს ვაზნები დაახლოებით 200 მეტრზე სასროლად არის გათვლილი (იგულისხმება მაქს. ეფექტურობა + ექსპანსია/სიჩქარის გათვალისწინებით)აქაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ HP უფრო მეტ სიზუსტეს აჩვენებს ვიდრე SP, გამომდინარე უშუალოდ ტყვიის ფორმიდან და დამზადების სიზუსტიდან. კიდევ ერთი დეტალი SP-სთან დაკავშირებით, ძალიან ადვილად ზიანდება ტყვიის ზედა გაშიშვლებული ცხვირი და ის არაა ისე ზუსტად დამზადებული როგორც Sellier & Bellot SP ან იმავე ტიპის ბარნაული. დაზიანების საკითხი აქტუალურია თუ იყენებთ ყოფილ სამხედრო იარაღს, რომელიც გათვლილი იყო მთლიანად გარსით დაფარულ ტყვიებზე.

ჰილზა, კაფსული, დენთი, ტყვიის ფიქსაციის მეთოდი ჰილზაში იდენტურია ორივე სახეობის შემთხვევაში.

08 – გამოშვების წელზე მიუთითებს. 10 – მწარმოებელი ქარხნის კოდია.

ავტორი: Pensia_27

—- Welcome to ShootersCentral—-

Saturday, May 14th, 2011

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მე გადავწყვიტე განვაახლო ბლოგზე სტატიების გამოქვეყნება და მივუძღვნა ეს შრომა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს 

ГЕРОЯМ СЛАВА! - Борцовский портал "Самсон"

Грузия-Украина: друзья, но не больше - SOVA

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Shooter-ის ბლოგზე. ბლოგი ეხება ცეცხლსასროლ და ცივ იარაღს, იარაღის ისტორიას და სხვა დაკავშირებულ თემებს. 

სტატიების სრული ჩამონათვალი განყოფილებების მიხედვით იხილეთ ამ ბმულზე.

ბლოგი შემეცნებითი ხასიათის არის და არ წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუქციას ან სახელმძღვანელოს. ბლოგის გუნდი ვერ აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე რაც გამოწვეული იქნება წაკითხულის არასწორი ინტერპრეტაციით.