El Presidente

mainამ სტატიაში, მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთ პოპულარულ ვარჯიშზე, რომელიც გარკვეულ წილად ალბათ წარმოადგენს საზომს იმისა თუ რამდენად კვალიფიციურია მსროლელი და რამდენად კარგად ფლობს ის იარაღს.

როგორც თითქმის ყველაფერი თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტის ტექნიკაში ამ ილეთის ავტორიც გახლავთ ჯეფ კუპერი.  ერთი ვერსიით მას არ დაურქმევია ეს სახელი ამ ილეთისთვის, მან მხოლოდ მოიფიქრა ის და პირველას პრესაში აღწერა ჟურნალ American handgunner-ის 1979 წლის იანვარ თებერვლის ნომერში. მეორე ვერსიით ეს ილეთი კუპერმა მოიგონა გვატემალაში, როდესაც იქაური პრეზიდენტის დაცვას ავარჯიშებდა. სახელი მოგვიანებით მას პრაქტიკულმა მსროლელებმა მოუგონეს როდესაც კონფედერაციამ აქცია ეს ვარჯიში ასპარეზის ერთ ერთ ეტაპად.  

უნდა აღნინიშნოს, რომ განსხვავებით მაგალითად “მოზამბიკური სამეულისგან” – ელ პრეზიდენტე არ არის ტაქტიკური ილეთი ანუ არ იგულისხმება ამ ილეთის გამოყენება რაიმე ტაქტიკურ სიტუაციაში, თუმცა ის მოიცავს ბევრ ელემენტს, რომლის განხორციელება საჭიროა რეალურ შეიარაღებულ შეტაკებაში. ეს არის: 180 გრადუსით შეტრიალება; პისტოლეტის სამიზნე ხაზზე სწრაფი განთავსება; სწრაფი ორმაგი გასროლები; გადატენვა  და კვლავ ცეცხლის გახსნა. აქიდან გამომდინარე ეს ვარჯიში არის გარკვეული გამოცდა და მსროლელის ოსტატობის ხარსხის საზომი.  თვითონ ჯეფ კუპერი არა ერთხელ აღნიშნავდა, რომ არ არის საჭირო ამ ვარჯიშის ხშირი შესრულება ისევე, როგროც ეს ვარჯიში არ არის აუცილებლად სწორი ტაქტიკური სვლა სამ შეიარაღებულ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების დროს.

ვარჯიშის ტექნიკური აღწერა: მსროლელი 10 მეტრის მოშორებით ზურგით დგას სამ ერთმანეთის გვერძე განლაგებულ სამიზნესთან (სილუეტები). მისი ხელები ან წინ არის ან თავს ზემოთ. სამიზნეები განლაგებულია ერთმანეთისგან ერთი მეტრის დაშორებით. მსროლელი იწყებს 6 ვაზნით იარაღში და სათადარიგო მჭიდით, რომელშიც ასევე 6 ვაზნაა მოთავსებული. სიგნალის მიღებისთანავე მსროლელი ტრიალდება, იღებს იარაღს და ესვრის 2 ტყვიას თითო სამიზნეს, ცვლის მჭიდს და ესვრის დამატებით ორ ორ ტყვიას თითო სამიზნეს.

target

შედეგის დათვლა სხვა და სხვანაირად ხდება უმარტივესი არის მორტყმის და აცილების დავლა, სადაც აცილება 10 წამიანი ჯარიმით ისჯება. პრაქტიკული სროლის კონფედერაციის წესების მიხედვით ითვლება ქულები (60 შესაძლებელი, სამიზნეს აქვს 5 –4 და 2 ქულიანი ზონები) , ხოლო შემდეგ ქულები იყოფა დროზე რაც იყო საჭირო ვარჯიშის შესასრულებლად.  მათემატიკურად ასე ნათელი ხდება თუ რამდენი ქულა ააგროვა მსროლელმა ერთ წამში, მიღებული ციფრი არის მისი ე.წ. “მორტყმის ფაქტორი” (hit factor). 6 არის ძალიან კარგი შედეგი.  დროის მხრივ ითვლება, რომ 10 წამი ამ ვარჯიშის შესასრულებლად არის კარგი შედეგი.  პროფესიონალი მსროლელბი აჩვენებენ 3 წამიან შედეგებსაც კი. წარმოუდგენელია მაგრამ ასეა ნამდვილად.  თუმცა ითვლება, რომ სიზუსტე ამ შემთხვევაში უარესდება.  ზოგადად სამოქალაქო მსროლელისთვის სტანდარტული იარაღის გამოყენებით, სასურველი შედეგი უნდა იყოს 54 ქულა 12 წამში.

კუპერის მიერ დაფუძნებული სასწავლო ცენტრის Gunsite-ის ერთ ერთი ინსტრუქტროი ყვებოდა, რომ ხშირად, როდესაც სტუდენტები ასრულებდნენ ამ ვარჯიშს კუპერი ჩამოსულა თავისი რანჩოდან და უთქვამს, რომ სტუდენტები ვარჯიშს არასწორედ ასრულებენ. ის ამას უბრალდო გასროლების თანმიმდევრობით ხვდებოდა. იდეალურ შემთხვევაში უნდა ისმოდეს 6 თანმიმდევრული სწრფაი გასროლა პაუზა და ისევ ექვსი თანმიმდევრული სწრაფი გასროლა. როგორც კი ტემპი ირღვევა ესეიგი მსროლელი მოწოდების სიმაღლეზე არ არის.

ცხადია მოგვიანებით ამ ვარჯიშის მრავალი ვარიაცია გაჩნდა. ყველაზე ცნობილია “ვიცე–პრეზიდენტი”, რომლის შესრულებისას მსროლელი დგას სახით სამიზნებისკენ და მხოლოდ  7 მეტის დაშორებით.



დატოვეთ კომენტარი