Archive for the ‘საავტორო/ექსკლუზიური სტატიები’ Category

რეზინის ტყვიებზე

Monday, June 24th, 2019

ჩემი აზრით პოლიციამ ნებაყოფლობით და ცალმხრივად უნდა თქვას უარი რეზინის ტყვიების გამოყენებაზე მანიფესტაციების დასაშლელად და შევეცდები ავხსნა რატომ.

მე ადრე უკვე ძალიან მოკლედ მოგიყევით რა შეცდომები იქნა დაშვებული სპეციალური საშუალებების შეიარაღებაზე მიღებისას, რასაც წინ უძღვოდა შესაბამისი ცვლილებები კანონში პოლიციის შესახებ. მოგეხსენებათ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს მხოლოდ იმ საშუალებები, რაც განსაზრღვრულია ამ კანონში. პირველი შეცდომა ჩემი აზრით იყო ის, რომ არ მოხდა გამიჯვნა ნაკლებად-ლეტალური და არა-ლეტალური საშუალებების. გასაგებია, რომ ნებისმიერ ძალის გამოყენებისას, იქნება ეს რეზინის ტყვია თუ წიწაკის აეროზოლი, შეიძლება მოყვეს სიცოცხლის მოსპობა, მაგრამ ეს მოხდება არა იმიტომ, რომ წიწაკის სპრეი კლავს, არამედ იმას, რაც მოყვება სპრეის გამოყენებას, მაგალითად ალერგიული რეაქცია ან ადამიანი დროებით დაკარგავს მხედველობას, სადღაც გადაიჩეხება და მოკვდება. წიწაკის სპრეი იქნება მხოლოდ ერთი ფაქტორი (contributing factor), რასაც მოყვება სიცოცხლის მოსპობა. ნაკლებად-ლეტალური იარაღი, რომელიც იყენებს კინეტიკურ ენერგიას უკვე სულს სხვა თემაა. რეზინის ტყვიები, ე.წ. bean bag-ები და სხვა ტიპის ჭურვები იყენებენ კინტიკურ ენერგიას იმისთვის, რომ მიაყენონ ძლიერი დარტყმა სამიზნეს, რაც გამოიწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ამით აიძულონ მას შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები ან არ მისცემს მას საშუალება შეაღწიოს იქ სადაც პოლიციას არ სურს რომ მან შეაღწიოს. ამ შეცდომას მოყვა სხვაც, რომლებიც უკავშირდება ამ საშუალებების შეიარაღებაში მიღებას და გამოყენების ტაქტიკის შემუსავებას, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე სადაც ვართ, მაგრამ მანამდე მოდით გავერკვიოთ საერთოდ რას წარმოადგენს რეზინის ტყვია.

rubbul

როგორც ჩანს თბილისში მასობრივად იქნა გამოყენებული 12 კალიბრის რეზინის კარტეჩი და რეზინის სლაგები. რა თქმა უნდა ეს არ იყო პირველი შემთხვევა ასეთი საშუალებების საქართველოში გამოყენების. 

რეზინის ტყვია პრაქტიკულად დისტანციურად ხელკეტით დარტყმის ტოლფასია, ანუ ფიზიკური ძალის გამოყენებით გვინდა რომ ვაიძულოთ ადამიანს დაემორჩილოს პოლიციის მოთხოვნებს. მაგრამ ერთი ნიუანსით, ახლო მანძილიდან ნასროლი რეზინის ტყვია თავში გამოიწვევს (დიდი ალბათობით) სიკვდილს ან მძიმე დაზიანებას, რომელიც პერმანენტულ ზიანს მიაყენებს ადამიანის ჯანმრთელობას., თუმცა ხელკეტის ჩარტყმა საკმარისი ძალით ყელში მაგალითად ასევე შეიძლება იყოს სასიკვდილო.  მიზეზი ამისა არის ასეთი ჭურვების ზომა, ენერგია და ის ფაქტი რომ ენერგიის კონცენტრირებულად გამოყენება ხდება სხეულის მცირე ფართობზე (ვიდრე ხელკეტის), რაც განაპირობებს გამჭოლ ჭრილობებს, ახლო მანძილიდან სროლისას, როდესაც ჭურვის ენერგია ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ბუნებრივია, რომ სმუბუქი ჭურვი მალე კარგავს სიჩქარეს და ენერგიას ამიტომ, თუ 10 მეტრამდე მას შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ჭრილობის მიყენება, 30 მეტრის ზევით მისი ეფექტი რადიკალურად მცირდება და ზამთრის ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანის წინააღმდეგ შეიძლება საერთოდ არ იყოს ეფექტური.

უფრო დეტალურად ავხსნი სიჩქარეზე, ენერგიაზე და დაზიანებებზე. საწყისი სიჩქარით შეზღუდვა (თავიდან შემოთავაზებული, რამდენიმე ორგანზიაციის მიერ) იყო არალოგიკური და აზრს მოკლებული. პირველ რიგში საწყისი სიჩქარე არ განაპირობებს დაზიანების მოცულობას. ის მხოლოდ ერთი ფაქტორია მრავლიდან. დაზიანებას განაპირობებს ჭურვის ენერგია (რომელიც ტოლია ჭურვის მასისა და სიჩქარის კვადრატის ნახევრის), ასევე ჭურვის კონსტრუქცია და ის თუ როგორ ხარჯავს ჭურვი ენერგიას. ასე მაგალითად თურუქლი მწარმოებლის “სტერლინგის” რეზინის ჭურვს (“სლაგს”) აქვს სიჩქარე 275 მ/წ-ში და მასა 16 გრამი, რაც ნიშნავს რომ მისი საწყისი ენერგია არის 605 ჯოული, ბუნებრივია გასროლის შემდეგ, დისტანციის დაფარვისას მისი სიჩქარე და შესაბამისად ენერგია მცირდება. “სტერლინგის” მიხედვით ეს ვაზნა განეკუთვნება ნაკლებად-ლეტალურ საშუალებებს. შედარებისთვის 7.62X39 კალიბრის ტყვიის (გამოიყენება АК-47 ტიპის იარაღებში) ენერგია არის 1600 ჯოული. ნიშნავს ეს რომ დაზიანების თვალსაზრისით “აკ”-დან ტყვია თითქმის სამჯერ უფრო ძლიერია ან “სტერლინგის” “სლაგი” სამჯერ უფრო სუსტია? რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ მაგალითად “სტერლინგის” რეზინის “სლაგს” აქვს მეტი დიამეტრი, რაც ნიშნავს რომ ენერგიის გადანაწილება ხდება სამიზნის უფრო დიდი ფართობზე, და ასევე ის უფრო რბილია, რაც ნიშნავს, რომ  ენერგიის ნაწილი დაიხარჯება ამ რეზინის ჭურვის დეფორმაციაზე, როდეაც ის მოხვდება წინაღობას. ყველაფერი ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ შემცირდეს მისი ქსოვილებში შეღწევის უნარი.   მაგრამ! არის მნიშვნელოვანი ნიაუნსები, რეზინის ჭურვი ინარჩუნებს მასას (არ ხდება მისი დაშლა რაზეც ასევე იხარჯება ენერგია). ჭურვი რომელიც არ იშლება ინარჩუნებს შეღწევის მაღალ უნარს.  თუ საწყისი ენერგია საკმარისია რომ მოხდეს შეღწევა ქსოვილებში სანამ ენერგია არ დაეცემა ეს შესაძლებლობა იქნება შენარჩუნებული, რაღაც მანძილის შიგნით რაც განაპირობებს სერიოზული დაზიანების მიყენების შესაძლებლობას, რომელმაც მათ შორის შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. სწორედ ამიტომ “სტერლინგი” თავის საიტზე წერს, რომ 10 მეტრამდე სროლისას ეს ჭურვი ლეტალური შეიძლება იყოს და მისი გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ არ დაიშვება!

update (04.07.19): გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ეს ვაზნები დიდიხანია ინახება საწყობში (2012 წლიდან). ზუსტად არ ვიცი ამ ინფორმაციის გაჟღერებას რა მიზანი ქონდა, ტყვიაწამალს, როგორც ასეთს შენახვის ვადა არ გააჩნია. თუ პირობები დაცულია ტყვიაწამალი იანრჩუნებს ეფექტურობას მრავალი ათწლეული, თუ შენახვის წესები დაცული არ არის ტყვიაწამალი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს რამდენიმე კვირაში. აღსანიშნავია, რომ შენახვის წესების არ დაცვას მოყვება ვაზნის საბრძოლო თვისებების შემცირება და არა პირიქით, იმიტომ რომ დეგრადირებს დენთის მუხტი, ვაზნის ყველაზე სენსიტიური კომპონენტი. მაგრამ რეზინის ტყვიების შემთვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს სხვა რამესთან. წლების განმავლობაში რეზინა, (რომლისგანაც მზადდება ჭურვები) კარგავს ელასტიურობას და შეიძლება გამოშრეს/გამაგრდეს, შესაბამისად ასეთი მასალისგან დამზადებული ჭურვის უნარი წინაღობაში გავლის რადიკალურად გაიზრდება, რაც ზრდის გამჭოლი ჭრილობების მიყენების ალბათობას. რამდენად ეს მოხდა სინამდვილეში უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ.

მაღალტექნოლოგიური ნაკლებად-ლეტალური ჭურვები, მაგალითად ბელგიური პნევმატური ლაუნჩერისთვის “FN303″, გათვლილია ფრაგმენტაციაზე (დაშლაზე მოხვერდისას), რაც შედარებით დაბალ ენერგიასთან ერთად (სულ რაღაც 30 ჯოული) პრაქტიკულად გამორიცხვას შეღწევას ქსოვილებში (ღრმას ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჭურვი ფრაგმენტაციისას კარგავს მასას/ენერგიას, ენერგია შეღწევის ნაცვლად იხარჯება ჭურვის დაშლაზე), მაგრამ რაზეა საუბარი თვალში მოხვედირსას ტრავმა მაინც იქნება მძიმე და მოხდება თვალის დაკარგვა. rule of thumb პოლიციისთვის არის მარტივი, კინეტიკურ იარაღს არ იყენებენ ისეთ ადგილებზე ზემოქმედებისთვის, როგორიც არის ყელი, თვალი, თავი ზოგადად, იმიტომ, რომ მძიმე/სასიკვდილო დაზიანების რისკი მკვეთრად მატულობს. რეალობაში საქმე ბევრად რთულად არის.

fsfsdf67832

მე-20 საუკუნის დასაწყისში წვრილი საფანტი განიხილებოდა როგორც მიტინგების კონტროლის საშუალება. დღევანდელი სტანდარტებით, მათი გამოყენება მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ წარმოუდგენელია მაგრამ იმ დროს ეს დიდი პრობლემას არ წარმოადგენდა.  

ჩემი აზრით FN303-ის ეფექტურობა მიიღწევა შედარებით სუსტი ჭურვების მასირებული გამოყენებით, ერთი ჭურვს კაცი აიტანს, მაგრამ როდესაც დროის მცირე ინტერვალში ასეთი ჭურვების სეტყვის ქვეშ მოყვები ეს აგიძულებს გაიქცე და ეძებო თავშესაფარი ან უბრალოდ დაემორჩილო პოლიციის მოთხოვნებს. მეორესმხრივ რეზინის ტყვიების გამოყენება ხდება იარაღებიდან მექანიკური გადატენვით და ეფექტი მიიღწევა ერთი ჭურვის მოხვედრით, ამიტომ ეს ჭურვია ძალიან მაღალი ენერგიით არის, რაც შესაბამისად პირდაპირ პროპორციულად ზრდის მძიმე ჭრილობების მიყენების ალბათობას.  არის ეკონომიკური ფაქტორიც.  მოგეხსენებათ არა-ლეტალურ საშუალებებს ბევრი მწამოებელი უშვებს, ბევრი ქვეყნიდან და როგორც წესი სათანადოდ გატესტილი, რთული მოწყობილობის მქონე (როგორც ხსენებული FN-ის პნევმატური ლაუნჩერები) საშუალებები და მათი ამუნიცია საკამოდ ძვირი ღირს. რეზინის ჭურვებით დატენილი 12 კალიბრის ვაზნა არ განეკუთვნება მაღალტექნოლოგიურ საშუალებებს, მაგრამ სამაგიეროდ იაფია. გლუვლულიანი თოფის ფასი 500-700 ლარია, ერთი ვაზნის სადღაც მაქსიმუმ ორ ლარამდე. შედარებისთვის ხსენებული FN 303 ათასი დოლარი ჯდება. მას ასევე ჭირდება სპეციალური ამუნიცია და კომპრესორი, რომელიც დატენის ჰაერის ავზს, რაც დამატებითი ხარჯია.

Image result for FN303

FN 303 და მისი ჭურვები.  ჭურვები შეიძლება იყოს კომბინირებული ეფექტის, ფერადი მარკერით ან წიწაკის ფხვნილით. ჭურვები სპეციალურად შექმნილია იმისთვის რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გამჭოლი ჭრილობის მიყენების რისკი.  მწარმოებელი კრძალავს დამიზნებას ყელში და თავში. 

სოციალურ ქსელებში დაიდო ტომოგრამის სურათი სადაც ადამიანს მოხვედრილი აქვს სახეის არეში 6 ბურთულა, აქიდან ჩანს რომ სამმა ბურთულამ დაიკავა ის ადგლი სადაც თვალი იყო, ხოლო სამი მოხვედრილია ღაწვის ძვლის და ზედა ყბის მიდამოებში. ერთმა ბურთულამ გატეხა კიდევაც ღაწვის ძვალი. როგორც ჩანს ადამიანს ესროლეს რეზინის კარტეჩი. რეზინის კარტეჩის მუხტი შედგება 9 რეზინის ბურთულასგან აქიდან 6 მოხვდა ადამაინს, რეალურად შეიძლება მეტიც მოხვდა, მაგრამ დანარჩენმა ვერ შეძლეს შეღწევა. კარტეჩის სროლისას, დისტანციის ყოველი ერთი მეტრი ზრდის გაფანტვის რადიუსს 2.5 სმ-ით. გარდა ამისა კარტეჩის მასა მცირეა და შესაბამისად ის სლაგზე ბევრად უფრო მალე კარგავს ენერგიას, შესაბამისად დაზიანების მიყენების უნარსაც. იმ შეჯგუფებით რაც სურათზეა და ასეთი შეღწევით/დაზიანებებით, ამ კაცს სავარაუდოთ ესროლეს თავში 4-6 მეტრიდან. შედეგიც რა საკვირველია მძიმე დადგა. ადამიანი მართვად სუნთქვაზე და იბრძვის სიცოცხლისთვის, მისი ცხოვრება ალბათ არასდრო არ იქნება ისეთი, როგორც საბედისწერო გასროლამდე.

ვიდეო მასალები და ტომოგრამები საკმარისი სამხილებია, რომ მიხვიდეთ მარტივ დასკვნამდე. იარაღი გამოყენებულ იქნა რბილად, რომ ვთქვათ არაპროფესიონალურად, დანარჩენი კომპეტენტურმა უწყებებმა დაადგინონ. როგორც მინიმუმ ფაქტია, რომ დაირღვა ამ საშუალებების მწარმოებლის მიერ დაწესებული შეზღუდვა. “სტერლინგის” საიტზე პირდაპირ წერია: “Shooting less than 10 meters may present a threat of serious or fatal injuries. Do not use against human from this distance.”.  ეხლა რატომ მოხდა ეს, სპეციალურად, ცალკეული ოფიცრების მიერ, თუ მასიურად იმის გამო, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ აუხსნეს რა საშუალებები მისცეს, უნდა დაადგინოს გამოძიებამ.

201.12.RTEK

“სტერლინის” წარმოების ნაკლებად ლეტალური ვაზნა, წარმოადგენს 12 კალიბრის ვაზნას სადაც ჭურვის როლს ასრულებს რეზინის “სლაგი”. ამ ვაზნების სროლისას უკუცემა არის მინიმალური, რაც შეიძლება მსროლელს შეუქმნას მცდარი შთაბეჭდილება რომ ნასროლი ჭურვი არ არის ძალიან სახიფათო.

ტექნოლოგიები არ დგას ერთ ადგილას და რა თქმა უნდა არ წყდება მცდელობები გადაწყვიტონ ლეტალურობის პრობლემა და შექმნან ნაკლებად-ლეტალური ჭურვები, რომლებიც ერთნაირად ეფექტური იქნება გამოყენების მანძილების მთელ დიაპაზონში და ამავე დროს გამორიცხავს გამჭოლი ჭრილობის მიყენების შესაძლებლობას. ასეთი ჭურვებია მაგალითად Safariland-ის Blunt Impact Projectile (BIP). ეს ჭურვი იყენებს გელის დეფორმირებად თავს, რომელიც აკონტროლებს ენერგიის დონეს, რომელიც გადაეცემა სამზინეს და ასე გამორიცხავს გამჭოლი ჭრილობის მიყენებას. რა თქმა უნდა მათი ღირებულება ბევრად აღემატება რეზინის ტყვიის ფასს.

რა უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ ასეთი მძიმე შედეგი არ დამდგარიყო? პირველ რიგში კანონში თავიდანვე ან თუნდაც რაიმე სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში უნდა გასაგებად ყოფილიყო განმარტებული, რას ნიშნავს არა-ლეტალური და ნაკლებად-ლეტალური საშუალებები და რომ რეზინის ტყვიები და სხვა კინეტიკური ენერგიის გადაცემის პრინციპზე მომუშავე საშუალებები, განეკუთვნებიან ნაკლებად-ლეტალურ და არა არა-ლეტალურ საშუალებებს, რაც უკვე საკმარისი იქნებოდა რომ პოლიციელებს გაქრობოდათ ამ საშუალებების უგუნური გამოყენების სურვილი. შესაბამისად უნდა გაწერილიყო ზუსტად რა გარემოებების დადგომისას ხდება ამ საშუალებების გამოყენება.  უნდა ჩამოყალიბებულიყო კონტროლის მექანიზმები, რომელიც თუნდაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ამ იარაღის არასანქცირებულ გამოყენებას, ან გამოყენებას წესების დარღვევით. მხოლოდ იმ პოლიციელებს უნდა გადაცემოდათ ეს იარაღი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი მომზადება და კარგად ესმოდათ ამ იარაღის შესაძლებლობები. მკაფიო ინსტრუქციების, ტრენინგების და ზედმახედველობის გარეშე, პოლიციის მიერ ყოველთვის ხდება ამ საშუალებების ბოროტად გამოყენება, მათ შორის წამებისთვისაც და ეს არ არის მარტო ჩვენი პოლიციის პრობლემა. ამ პრობლემის არსებობას აღიარებენ ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც.

როდის ხდება ნაკლებად-ლეტალური საშუალებების გამოყენება? მოლოდ განსაკუთრებულად აგრესიული პიროვნებების წინააღმდეგ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, იმიტომ რომ რისკი მძიმე ჭრილოებბის მიყენების მაღალია და ასეთ რისკზე წასვლა უნდა იყოს გამართლებული! ჩემი პირადი და სუბიექტური აზრით ის, რაც მე ვნახე ვიდეო კადრებზე (სროლა ახლო მნაძილიდან არააგრესიულ ადამიანებზე, მათ შორის სროლა ახლო მანძილიდან თავში)  ჩემი აზრით არის გაეროს 1984 წლის წამების წინააღმდეგ კონვენციის პირდაპირი და უხეში დარღვევა, რაც ჩემი აზრით უნდა გახდეს სასამართლოში განხილვის საგანი და დაზარალებულებმა უნდა მიიღონ სრული კომპენსაცია სახელმწიფოსგან.

არსებობს რამე სტატისტიკური კვლევა, რომელიც დაადგენდა რამდენად საშიშია ასეთი ტყვიების გამოყენება? მე ვიპიოვე მხოლოდ ერთი გამოქვეყნებული 2017 წელს. კვლევის შედეგად დადგინდა  1984 ადამიანი, რომლის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული ასეთი ტყვიები. აქიდან 53 გარდაიცვალა,  71%-მა მიიღო “მძიმე” ჭრილობები. 300 ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის პერმანენტული დაზიანება. გარდაცვლილების 48%-მა და პერმანენტული ზიანის მიღებული ადამიანების 87%-ს ჭრილობები ქონდათ თავის და კისრის არეში. სამწუხაროდ, რამდენადაც მე დავადგინე, უბრალოდ არავინ არ აწარმოებს სტატისტიკას თუ რეალურად რა ზიანი მოყვება რეზინის ტყვიების გამოყენებას და რაც უფრო უარესია არც საერთაშორისო ორგანიზაციების და არც ხელისუფლებების მიერ მიღებული დოკუმენტები პრაქტიკულად არაფერს არ განმარტავენ როდესაც საქმე ეხება ძალის გამოყენებას მასობრივი არეულობის დროს. თავისთავად ღიად რჩება საკითხი, თბილისში რაც მოხდა საერთოდ თუ კვალიფიცირდება, როგორც მასობრივი არეულობა და რამდენად აუცილელებელი იყო ასეთი საშუალებების გამოყენება.   ევროპის ყველა ქვეყანაში რეზინის ტყვიების გამოყენება მკაცრად რეგლამენტირებულია და სერიოზულად შეზღუდულია. როგორც წესი მათი გამოყენება ხდება უკიდურეს შემთხვევაში. ნიუ იორკში, კატალონიაში მაგალითად რეზინის ტყვიები საერთოდ აკრძალულია. იმ დოკუმენტების გადახედვამ, რომლებიც აღწერენ რა დროს შეიძლება რეზინის ტყვიების გამოყენება (ევროპული ქვეყნების) მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათი გამოყენება დასაშვებია იგივე შემთხვევებში რა დროსაც გამოიყენება ლეტალური იარაღი მაგრამ ლეტალური შედეგი არ არის სასურველი. ასევე მთელი რიგი ნორმების აწესებს მკაცრ მოთხოვნებს და შეზღუდვებს იმათ მიმართ ვინც ავტორიზებულია გამოიყენოს რეზინის ტყვიები. ასეთი პრაქტიკა თავისთავად გამორიცხავს ქუჩებში, გაქცეულ ადამიანებზე “რეკრეაციულ” ნადირობას რეზინის ტყვიების გამოყენებით.

ეხლა რა უნდა გაკეთდეს? იდეალურ ვარიანტში უნდა მოხდეს ძალის გამოყენების წესების სერიოზული რევიზია, ახალი წესების მკაცრი გაწერა და ამ წესების შესრულებაზე მკაცრი ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა. ყველა იარაღი კლასიფიცირებული, როგორც ნაკლებად ან არა-ლეტალური უნდა იყოს ინვენტარიზირებული, შემოწმებული, გატესტილი უშუალოდ შსს-ს მიერ თუ მწარმოებელმა არ წარმოადგინა ამომწურავი ინფორმაცია ამ საშუალებების ეფექტის და შესაძლებლობების შესახებ, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება დადგენა ამ საშუალებების ოპტიმალური გამოყენების ტაქტიკია. მხოლოდ ამის მერე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა სპეციალური ბრძანებით ა) დაადგინოს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება შეიარაღების კლასიფიცირება როგორც ნაკელბად-ლეტალურის (იდეაში ყველაფერი რასაც შეუძლია გამჭოლი ჭრილობის მიყენება უნდა ამოღებულ იქნას ექსპლუატაციიდან) ბ) ინდივიდუალური წესით, ცალკე ბრძანებით დაადასტუროს ყოველი კონკრეტული შეიარაღების სისტემის შეიარაღებაში მიღება და ასევე დაამტკიცოს ამ საშუალებების გამოყენების, შენახვის და აღრიცხვის წესი. წვდომა ასეთ საშუალებებზე უნდა ქონდეთ მხოლოდ იმათ ვინც გაიარა შესაბამისი მოზმადება.  ჩემი აზრით პოლიციამ საერთოდ უარი უნდა თქვას ისეთ არალეტალურ საშუალებებზე, რომლებსაც შეუძლიათ პერმანენტული ზიანის მიყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

მაგრამ ყველაფერი თავიდანვე იდეალურად რომ ყოფილიყო გაწერილი, პრობლემები მაინც რჩება. რეზინის ტყვიების გამოყნებისას, ხალხმრავალ ადგილას (და მიტინგები ყოველთვის ხალხმრავალია) ძალიან ძნელია გააკონტროლო ვის და სად ესვრი. თანაც 12 კალიბრის თოფები აღჭურვილია ყველაზე პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობებით, რაც კიდე უფრო ართულებს ზუსტ სროლას.  ამიტომ ბუნებრივია იმისთვის, რომ გაზარდო სროლის სიზუსტე უნდა ბანალურად შეამცირო მანძილის სამიზნემდე, რაც როგორც უკვე აგიხსენით ზრდის გამჭოლი ჭრილობების მიყენების რისკს. სროლის სიზუსტე განსაკუთრებულად აქტუალურია ‘კარტეჩის” შემთხვევაში, როდესაც სასხლეტის ერთ გამოკვრას მოყვება 9 ჭურვის ერთდროული “გაშვება” და მათი გაფანტვა საკმაოდ დიდია. აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს ხალხის მიმართულებით, უმისამართო სროლა.

ჩემი აზრით პოლიციამ საერთოდ უარი უნდა თქვას რეზინის ტყვიებზე (მიტინგების დასაშლელად) გამოყენებაზე იმ მარტივი მიზეზებით, რომ ა) საქართველოში თითქმის არასდროს არ ხდება მასობრივი არეულობები სადაც ხდება სხვისი ქონების დაზიანება  ბ) რეზინის ტყვია არაეფექტურია ანუ არ გამოყავს მწყობრიდან ადამიანი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აყენებს ადამიანს მძიმე ფიზიკურ დაზიანებებს მათ შორის გამჭოლ ჭრილობებს ბ) შეუძლებელია არეულობის დროს ზუსტად აკონტროლო ვის და სად ესვრი, ესეიგი ყოველთვის იქნებიან მძიმედ დაჭრილები (რაც დადასტურდა) ან გარდაცვლილები გ) ჭრილობები მიყენებული ამ იარაღით პერმანენტულია და იწვევს ადამიანის დასახიჩრებას და ქმედითუნარიანობის პერმანენტულ შეზღუდვას, რაც უბრალოდ უკვე არაჰუმანურია დ) ახლო მანძილიდან ასეთი საშუალებები გარანტირებულად აყენებენ ადამიანს მძიმე ჭრილობებს მათ შორის ისეთს, რომელიც იწვევს სიცოცხლის მოსპობას. ე) შეუძლებელია ბალისიტიკური ექსპერტიზის ჩატარება და დადგენა, რომელი იარაღიდან არის ნასროლი ჭურვი. ეს კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ ასევე ხშირად შეუძლებელია მსროლელის იდენტიფიცირება თუნდაც ვიდეო ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში, იმიტომ, რომ პოლიციელები დამცავ ეკიპირებაში ერთმანეთისგან არ გამოირჩევიან და ატარებენ ნიღბებს.  ეს ქმნის ძალიან სახიფათო სიტუაციას და ცდუნებას გამოიყენო არაპროპორციული ძალა იმიტომ, რომ იცი რომ პასუხს ვერავინ ვერ მოგთხოვს და რამის დამტკიცება იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი.

აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უნდა აიკრძალოს კინეტიკური ენერგიის მქონე საშუალებების გამოყენება მიტინგების დროს. სხვა შემთხვევაში საშუალებების გამოყენება დასაშვებია, მაგალითად თუ ადამიანი ცდილობს თავის მოკვლას იარაღიდან და მასთან მიახლოება უბრალოდ საშიშია. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ რისკი მძიმე ჭრილოების მიყენების უნდა იყოს გამართლებული.

და ბოლოს, იარაღის მფლობელი/მსროლელი პასუხისმგებელია ყოველ გასროლაზე რომელსაც ის ახორციელებს და ყველაფერზე რაც მოხდება გასროლის შემდეგ. ეს არის დაწერილი და დაუწერელი წესი ცნობილი იარაღის ყველა მფლობელისთვის. განურჩევლად, ხალხის მასაში სროლა, ისე რომ არ ჩანს არც მსროლელის სახე (დაფარული ნიღაბით), შეუძლებელია მსროლელის იდენტიფიცირება რაიმე ნიშნით, ქმნის გარემოს რომელიც ხელს უწყობს ძალის ბოროტად გამოყენებას, ხოლო მკაფიო წესების და ზედამხედველობის არ არსებობა ძალის ბოროტად გამოყენების 100%-ან გარანტიას იძლევა, რასაც მსხვერპლი მოყვება და რაშიც ყველანი დავრწმუნდით.

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ტრანსპარენტული გამოძიება და იმ ღონისძიებების გატარება რაზეც დავწერე მხოლოდ ხელს შეუწყობს პოლიციის იმიჯის გაუმჯობესებას, გაზრდის მის ეფექტურობას და გამორიცხავს მსხვერპლს მომავალში.

“ნაწილი”

Tuesday, September 5th, 2017

US Army Marksmanship Unit, აშშ-ის საარმიო ზუსტი სროლის ნაწილი (შემოკლებულად უბრალოდ „ნაწილი) შეიქმნა 1956 წელს ამერიკის პრეზიდენტის დუაიტ ეიზენხაუერის განკარგულებით. “ნაწილის” ფუნქცია განსაზღვრული იყო, როგორც ზუსტი სროლის უნარების განვითარება შეიარაღებულ ძალებში და აშშ-ის წარდგენა საერთაშორისო შეჯიბრებებზე სროლაში,  თუმცა არაფორმალურად ნაწილი შეიქმნა იმისთვის, რომ ამერიკელებს დაემარცხებინათ საბჭოთა კავშირის სპორტსმენი მსროლელები. მოგეხსენებათ ეს ის დროა, როდესაც ზღვარი საბრძოლო და სპორტულ სროლას შორის ჯერ კიდევ მკაფიო არ არის და სპორტულ მათ შორის ოლიმპიურ დისციპლინებში გამოიყენებოდა პრაქტიკულად საბრძოლო იარაღი, ხოლო საბჭოთა კავშირში პრაქტიკულად 1928 წლიდან არსებობდა შეიარაღებულ ძალებთან ასოცირებული სპორტული კლუბები, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის მიერ კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდის მიზნით.

„ნაწილი“ განლაგებულია ფორტ ბენინგში, ჯორჯიას შტატში და ადრე არსებობდა ასევე „ნაწილის“ სამი რეგიონალური „განყოფილება“, რომელიც 80-ან წლებში გაუქმდა. სამწუხაროდ პრაქტიკულად ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სასროლოსნო მომზადება არ ვითარდება მუდმივად, არამედ არის პერიოდები როდესაც მომზადების დონე მაღალია, რაც განპირობებულია დახვეწილი სასწავლო პროგრამების არსებობით, დაფინანსებით და ა.შ. და არის პერიოდები, როგორც წესი მაშინ როდესაც ჯარი არ მონაწილეობს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში, როდესაც ხდება მოდით ასე ვთქვათ „ინტერესის შემცირება” საბრძოლო მომზადებისადმი, ეს ტენდენცია განსაკუთრებულად კარგად ჩანს სნაიპინგის განვითარების ევოლუციის მაგალითზე. ომის დროს ინეტერსი სნაიპინგის მიმართ იზრდება, იხარჯება ფული სკოლებზე, კურსებზე, მომზადებაზე იარაღზე და აღჭურვილობაზე ხოლო ხნგრძლივი მშვიდობის პერიოდში ფული და დრო იხარჯება გაზონების გალამაზებაზე და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე და შემდეგ ომს ჯარი ხვდება ზუსტი სროლის უნარების მქონე ჯარისკაცების გარეშე, და ყველაფერი იწყება თავიდან.  80-ან წლებში სწორედ ასეთი პერიოდი იყო რა დროსაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში პრაქტიკულად არაფერი არ ხდებოდა საინტერესო გარდა აუცილელები საბაზისო სასროლოსნო მოზმადებისა და სწორედ ამ დროს მოხდა „ნაწილის“ მკვეთრი შემცირება.

„ნაწილი“ წარმოადგენს სახმელეთო ძალების (არმიის) შენაერთს, მისი წევრების არჩევა ხდება მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებიდან, რომლებიც გამოავლენენ განსაკუთრებულ ნიჭს და უნარებს. ძალიან იშვიათად ნაწილში აყავთ პირდაპირ, როგორც იტყვიან ქუჩიდან. არ არის აუცილებელი, რომ მსახურობდე „ნაწილში“ იმისთვის, რომ ასპარეზობდე „ნაწილის“ სახელით, ასეთი მსროლელები დაყვებიან „ნაწილს“ “გასტროლებზე” რამდენიმე სეზონი და შემდეგ უბრუნდებიან თავიანთ შენაერთენს და გადასცემენ მიღებულ გამოცდილებას სხვებს. სამხედრო მოსამსახურისთვის შესაძლებელია მთელი კარიერის გატარება „ნაწილში“ თუ ექნებათ ამის სურვილი და შეინარჩუნებენ ოსტატობის იმ დონეს, რაც აუცილებელია რომ იასპარეზო „ნაწილის“ სახელით.

1186_10152024032849734_843345420_n

ნაწილის ემბლემით შავი კეპის ტარების უფლება აქვთ მხოლოდ “ნაწილის” ყველაზე საუკეთესო მსროლელებს.

„ნაწილის“ მსროლელები, მონაწილეობენ უამრავ შიდა, საერთაშორისო და „უწყებათაშორისო“ შეჯიბრებაში. ამისთვის „ნაწილი“ დაყოფილია 7 სექციად ან როგორც მათ არაფორმალურად უწოდებენ – გუნდად. ესენია საბრძოლო შაშხანის, საბრძოლო პისტოლეტის, სამოქმედო (action) სროლის, საერთაშორისო შაშხანის (აქ შედის პნევმატური შაშხანა, მცირეკალიბრიანი შაშხანა, 300-მეტრიანი შაშხანა კალიბრით 8მმ-მდე), საერთაშორისო თოფის (ტრაპი, ორმაგი ტრაპი და სკიტის დისციპლინები) და საერთაშორიოს პისტოლეტის (პნევმატური პისტოლეტის,  ღია პისტოლეტის, სწრაფის როლის პისტოლეტის და სპორტული პისტოლეტის დისციპლინები) სექციები. დაახლოებით 2012 წლიდან „ნაწილს“ დაემატა მეშვიდე „პარაოლიმპიური“ სექცია სადაც ასპარეზობენ ბრძოლის ველზე დაჭრილი ვეტერანები.  ყველა სექციას ხელმძღვანელობს ცალკე მწვრთნელი და სექციეები დაკომპლექტებულია სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც ასევე არიან ინსტრუქტორები თავის დისციპლინებში. საბრძოლო პისტოლეტის და შაშხანის სექციები იყენებენ სტანდარტულ ან მოდიფიცირებულ იარაღებს, რომლებსაც იყენებს ან იყენებდა ამერიკის შეიარაღებული ძალები, მაშინ როდესაც სხვა სექციები იყენებენ იარაღებს, რომლებიც რეგლამენტით დაშვებულია შესაბამის სპორტულ შეჯიბრებებზე. თუ საერთაშორისო სექციები დაკავებულია მეტ წილად საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობით, რომლებიც ტარდება შესაბამისი ფედერაციების ეგიდით, საბრძოლო შაშხანის და პისტოლეტის სექციები წარმოადგენენ მეტ წილად არმიის ზუსტი სროლის ლაბორატორიას, რომლებიც ამზადებენ შეიარაღებული ძალებისთვის სროლის ინსტრუქტორებს, თავად მონაწილეობენ სასწავლო კურსებში და ასწავლიან სროლას სხვადასხვა სკოლებში და კურსებზე, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობებში. 2009-2012 წლებში „ნაწილს“ ქონდა საკუთარი „წარმომადგენლობა“ ავღანეთში სადაც ის მონაწილეობდა ადგილობრივი ძალების წვრთნის პროგრამებში. გარდა ამისა „ნაწილი“ განიხილება როგორც არმიაში რეკრუტების მოზიდვის მძლავრი ინსტრუმენტი და აქტიურად გამოიყენება ამ როლში.

45uuuu

სამოქმედო სროლის სექცია წარმოადგენს არმიას დინამიური სროლის დისციპლინებში როგორიც არის ტრი-განი.

გარდა შესაბამისი სექციებისა, „ნაწილს“ გააჩნია საკუთარი ბოლომდე აღჭურვილი იარაღების სახელოსნო (Custom Shop) სადაც ხდება ინდივიდუალურად მორგებული, სპეციალიზირებული იარაღების და სასროლოსნო აქსესუარების დამზადება.  15 კაცისგან შემდგარი ეს სახელოსნო გარდა იმისა, რომ ამზადებს უმაღლესი დონის იარაღს და აქსესუარებს ასევე ჩართულია კვლევით და საცდელ საქმიანობაში, რომლის მიზანია მათ შორის სხვადასხვა შენაერთების მებრძოლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სპეციალიზირებულ იარაღში. სნაიპერული M14 და M21, 6.8 SPC, Mk12, მხოლოდ ნაწილია იმ პროექტების, რომლებიც განხორციელდა „ნაწილის“ იარაღის ოსტატების მიერ. სახელოსნოს ნაწილს ასევე წარმოადგენს ვაზნების დამზადების სექცია, რომელიც ამარაგებს მსროლელებს უმაღლეის ხარისხის საასპარეზო ტყვიაწამლით.

20597278_10155815865789734_1866203022746454603_n

ტყვიების ორმაგი გადარჩევა, როდესაც ხდება სათითაოდ ყველა ტყვიის გაზომვა და აწონვა ისედაც  საუკეთესო (ერთგვაროვანი) ლოტებიდან და შემდგომ ამ გადარჩევიდან, გადარჩევა კიდე უფრო ხისტი ნორმებით და ასე არჩეული კომპონენტებიდან ვაზნების აწყობა “ნაწილის” ოსტატების მიერ იძლევა ექსტრაორდინარულ შედეგს თუმცა ითხოვს ბევრ დროს და წვალებას. ეს ჯგუფი ნასროლია დაზგიდან 1000 მეტრზე. 

ზუსტი სროლის ლაბორატორია, ჩემპიონების სამჭედლო, ასე უწოდებენ ამ ნაწილს და ნამდვილად დამსახურებულად. გარდა იმისა, რომ „ნაწილის“ მსროლელები არიან წარმატებული და გამოცდილი მსროლელები, მაგალითად დაარსებიდან დღემდე „ნაწილის“ მსროლელებს მოპოვებული აქვთ 24 ოლიმპიური ჯილდო, საბრძოლო შაშხანის და პისტოლეტის სექციებს აყავთ სროლის ოსტატობა საშტატო და მოდიფიცირებული საბრძოლო იარაღიდან პრაქტიკულად მიუღწეველ სიმაღლეებზე. მაგალითად ერთ-ერთი დისციპლინა გულისხმობს სროლას მოდიფიცირებული M16A2-დან 25 სანტიმეტრიან სამიზნეზე რომელიც განლაგებულია 1000 იარდის (914 მეტრი) დაშორებით, თანაც მხოლოდ რკინის სამიზნე მოწყობილობებით! თავისთავად ოლიმპადაზე და საერთაშორისო ჩემპიონატებზე აშშ-ის წარდგენა გულისხმობს რომ „ნაწილის“ მსროლელები არიან საუკეთესოები მსოფლიოში. შეიძლება ითქვს „ნაწილი“ არის დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც გადასცემს „ოლიმპიურ“ სასროლოსნო ოსტატობას მებრძოლებს, და გარკვეულწილად აწესებს ოსტატობის სტანდარტს პრაქტიკულად მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის. წელს მაგალითად “ნაწილმა” გაიმარჯვა შიარაღებული ძალების საერთო ჩემპიონატზე კუანტიკოში, ვირჯინია, რომელსაც მასპინძლობს ასევე სახელგანთქმული აშშ-ის საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის შეიარაღების საწვრთნელი ბატალიონი. “ნაწილმა” აიღო გუნდური პირველი ადგილი და მოიგო 13-დან 10 ინდივიდუალურ დისციპლინაში და მოხსნა რეკორდი რომელიც 23 წელი იყო მიუღწეველი.

1280px-thumbnail

მსროლელი სურათზე ისვრის 500 მეტრზე, დგომიდან. იარაღიდან, რომლითანაც მას მოუწევს ბრძოლაში წასვლა და რკინის სამიზნეებით. სწორედ ეს არის ნამდვილი ოსტატობა და არა ქოლგების ჩრდილში შეკრება და გამორკვვა ვის უყენია ყველაზე ძვირადღირებული სკოპი და ყველაზე ბოლო გამოშვება საასპარეზო სასხლეტი. უკანა პლანზე ჩანს მოდიფიცირებული M14. უწყებათაშორის შეჯიბრებებზე სხვადასხვა სახეობებს შორის გამოიყენება მხოლოდ ის იარაღი, რომელიც იმყოფება ან იმყოფებოდა შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში.  იარაღები მეტ წილად “სტოკია”, გამოიყენება მხოლოდ საასპარეზო ლულა, სასხლეტი და თავისთავად უმაღლესი ხარისხის ვაზნები. ტიბჟირის ქვეშ შეიძლება “დამალული” იყოს ტყვიის წონები უკეთესი ბალანსისთვის. 

როგორც უკვე აღვნიშნე, „ნაწილი“ განლაგებულია „ფეხოსნების სახლად“ წოდებულ ფორტ ბენინგში. ამან განაპირობა „ნაწილის“ განსაკუთრებული კავშირი ერთ-ერთ საბრძოლო დანაყოფთან, სახელგანთქმული 75-ე რეინჯერთა პოლკის მესამე ბატალიონთან, რომელიც 1998 წლიდან ასევე განლაგებულია ფორტ ბენინგში. უკვე რამოდენიმე წელია რაც რეინჯერების ბატალიონებში შექმნილია ცალკეული სნაიპერების დანაყოფები, (თითო ბატალიონზე), რომლებიც არიან უშუალოდ ბატალიონის ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაში. ამან მისცა საშუალება ბატალიონს მოეხდინა რესურსების კონსოლიდაცია და უკეთესი სასწავლო პირობების უზრუნველყოფის. თუ ადრე როტაცია კადრების იყო საკმაოდ მაღალი, ამჯერად სნაიპერები წლების განმავლობაში რჩებოდნენ სნაიპერულ ოცეულში, ხვეწავდნენ უნარებს და წარმოადგენდნენ ღირებულ აქტივს ბატალიონისთვის. ასევე განსხვავებით სპეციალური დანიშნულების ნაწილებისგან, სადაც სნაიპერები ასრულებენ მრავალ ფუნქციას სადაც სნაიპინგი ერთ-ერთია, რეინჯერები და მათთან ერთად საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის სკაუტი სნაიპერები თავიდან ბოლომდე აქცენტირებულნი არიან მხოლოდ სნაიპინგზე და მხოლოდ ამ როლში გამოიყენებიან. შესაბამისად მესამე ბატალიონის სნაიპერებს აქვთ საშუალება პრაქიკულად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ივარჯიშონ და ისწავლონ მსოფლიოში საუკეთესო მსროლელებთან, ვისთანაც ერთად ისინი „იყოფენ“ სასროლეთს. სულ „ნაწილის“ განკარგულებაში შვიდი სასროლეთია. ამ დამთხვევამ განაპირობა მესამე ბატალიონის სნაიპერების მომზადების უპრეცენდენტოდ მაღალი  დონე ანალოგიური დანიშნულების შენაერთებს შორის. მესამე ბატალიონის სნაიპერები ასევე დაყვებოდნენ “ნაწილს” სპორტულ ტურებში და თავად დაიწყეს მონაწილეობის მიღება შეჯიბრებებში სადაც რეგულარულად იმარჯვებდნენ, კონკურენციას უწევდნენ და ხშირად ამარცხებენ ელიტარული სპეციალური დანიშნულების  ნაწილების სნაიპერებს. როგორც მესამე ბატალიონის ერთ ერთმა სნაიპერმა აღნიშნა მისი მსახურობის დროს ფორტ ბენინგში, მასზე იყო მიმაგრებული სამი სნაიპერული შაშხანა, კარაბინი და პისტოლეტი. მხოლოდ ერთი სასწავლო კურსის დროს მის „რემინგტონზე“ ლულა ორჯერ გამოიცვალა. ინტენსიურ სწავლებას ასევე ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ფორტ ბენინგი განლაგებულია დიდი ქალაქებისგან მოშორებით, და როგორც მე-3 ბატალიონის ერთ-ერთმა ვეტერანმა აღნიშნა, მანდ არის საუკეთესო პირობები რომ გახდე საუკეთესო მსროლელი, თუმცა იმის ფასად რომ პრაქტიკულად იმათ ვინც იქ მსახურობს არ აქვთ პირადი ცხოვრება, როგორც ესეთი.

იარაღის არჩევის და შეძენის ნიუანსები

Friday, April 7th, 2017

დღეს ბაზარი გადავსებულია იაფი იარაღებით, მეტ წილად თურქეთიდან და ასევე რიგი სხვა ქვეყნებიდან. ცხადია ბევრში ეჭვს იწვევს ამ იარაღის ხარისხი, რესურსი და საბრძოლო თვისებები. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ როდესაც გთავაზობენ იტალიურ თოფს 4000 ლარად და იქვე მის თურქულ ანალოგს რომელსაც გააჩნია იგივე შესაძლებლობები, კარგი შესრულება მაგრამ ღირს სამჯერ ნაკლები, გიჩნდება კითხვა რით არის განპირობებული ამხელა სხვაობა ფასში.

ამ თემაზე სტატიის დაწერის იდეა მე გამიჩნდა მას მერე, რაც მომიყვეს ისტორია, რომელიც უკავშირდება იდეაში პატიოსანი თურქული მწარმოებლის თოფს. აღნიშნული ორლულიანი თოფი ლულების ვერტიკალური განლაგებით, ნაყიდი ახალი, მაღაზიაში, ჩაკეტვისას ისროდა თავისით. არ არის საჭირო იმის ახსნა რამდენად სახიფათოა ასეთი მდგომარეობა. ერთია, როდესაც თოფს არ აქვს გასროლის ისეთი თვისებები (სიზუსტე, ჭრა, გაშლა), რომელიც აკმაყოფილებს პატრონის მოთხოვნებს, მეორეა, როდესაც იარაღი არ მუშაობს საიმედოთ და სულ სხვა არის თუ იარაღი არ არის უსაფრთხო.  ეს არის ყვლაზე საშიში და სახიფათო მდგომარეობა. თუ პირველი ორი შემთხვევა გამოიწვევს პატრონის მსუბუქ ნერვულ აშლილობას, უკანასკნელ შემთხვევას შეიძლება მოყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის ზიანი, რაც გულისხმობს სერიოზულ პრობლემებს ასეთი არაუსაფრთხო იარაღის მფლობელისთვის. გარდა უსაფრთხოებისა არის კიდევ ათასი სხვა ნიუანსი, რომელსაც იდეაში ყუარადღება უნდა მიაქციოთ. დიახ საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში იყიდოს სამი-ოთხი იარაღი, რომელიც მას გამოადგება და რომლებსაც არ ექნებათ არანაირი პრობლემა. ჩემი სტატისტიკაც ადასტურებს,რომ პრობლემები ახალ  იარაღთან კარგი რეპიუტაციის მქონე მწარმოებლისაგან, საკმაოდ იშვიათია, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მე ამ სტატტის ავტორს გაცილებით მეტი იარაღი მაქვს შეძენილი ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, შესაბამისად მე მქონდა ასეთი შემთხვევები და სტატისტიკა მიდასტურებს, რომ რომ პრობლემების აბსოლუტური უმეტესობა უკავშირდება ბიუჯეტურ (თურქულ, ჩინურ, ბრაზილიურ) იარაღს და ასევე უბრალოდ ძალიან ძველ და ნაცვეთ იარაღებს.

რა თქმა უნდა დეფექტური (ბრაკი) იარაღი შეიძლება გამოეპაროს ნებისმიერ მწარმოებელს მათ შორის ძალიან კარგი რეპუტაციის მქონეს. ასეთი შემთხვევები უხვად არის აღწერილი უამრავ ფორუმზე და გაყიდული/მიწოდებული იარაღის პერიოდული გამოთხოვებიც ადასტურებს რომ სერიოზული და მსხვილი მწარმოებლებიც არ არიან დაზღვეულები შეცდომებისგან. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იარაღის ღირებულება დაბალია, ეს მიიღწევა ეკონომიით, თანხების დაზოგვით, დაბალკვალიფიციური მუშა ხელის გამოყენებით, ეკონომიით მასალებზე და ხარისხის კონტროლზე. ასევე მოდით ასე ვთქვათ წუნის/ბრაკის მიმართ მაღალი ტოლერანტობით, როდესაც ნორმალური სპეციფიკაციებიდან გადახრის ზღვარი გაცილებით მაღალია. შესაბამისად თუ ერთ იარაღში მოხვდება ნაწილები ნორმებისგან გადახრებით, შეიძლება მივიღოთ გაუმართავი იარაღი სადაც ნაწილები ისე არ ურთიერთ-მოქმედებენ, როგორც საჭიროა. დაუმატეთ ამას არასაკმარისი ხარისხის კონტროლი და მიხვდებით რომ ალბათობა მიიღოთ წუნიანი იარაღი შედარებით მაღალია, ვიდრე იმ იარაღის შეძენისას, რომლის მწარმოებელიც იყენებს ხარისხის კონტროლის განსაკუთრებულ ზომებს, აგზავნის იარაღს შესამოწმებლად დამოუკიდებელ „პრუფ-ჰაუსებში“ და იყენებენ წარმოების მართვის და კონტროლის დახვეწილ პროცედურებს, მაგალითად როგორც წამყვანი ევროპული მწარმოებლები.

უნდა გაითვალისწინოთ რომ, როგორც წესი იარაღის შეძენისას თქვენ იღებთ იმდენს, რამდენსაც იხდით და ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ ღირს ეკონომია ისეთ ნივთზე, რომელზეც დამოკიდებულია შენი და შენთვის საყვარელი ხალხის უსაფრთხოება და სიცოცხლე, ან თუნდაც თუ გნებავთ ნადირობის წარმატება. მაგრამ ფაქტი ჯიუტია, იაფი იარაღი ყველაზე კარგად იყიდება. მითუმეტეს თუ ეს იარაღი ვიზუალურად კარგად გამოიყურება და თურქული იარაღის შემთხვევაში ეს თითქმის ყოველთვის ასე არის. ვიზუალს თურქი მწარმოებლები აქცევენ დიდ ყუარადღებას, იმდენად დიდს რომ ხანდახან თოფი გავს არაბულ ხალიჩას ან რაღაც ბ კატეეგორიის მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმის რეკვიზიტს.

დავიწყოთ მაღაზიებით და გარანტიებით. ყველას უყვარს გამოცხადება, რომ ამის და იმის ოფიციალური წარმომადგენელები არიან, მაგრამ როგორც კი საქმე მივა ოფიციალურ გარანტიამდე (და ეს გულისხმობს, როგორც წესი საგარანტიო ფურცლის შევსებას), აღმოჩნდება, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი და გამყიდველი არანაირ გარანტიას არ იძლევა. დიახ, არის რამდენიც გინდა იმდენი შემთხვევა, როდესაც წუნიან იარაღს გამყიდველი არ იბრუნებდა. ასე, რომ მაღაზიაში ახალი იარაღის შეძენისას, მიიღეთ გარანტია, რომ პრობლემების შემთხვევაში მაღაზია იარაღს დაიბრუნებს, მოგცემთ იგივე იარაღს, დაგიბრუნებთ ფულს, ან თავის თავზე აიღებს იარაღის შეკეთებას. იდეალურ შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი ფურცელზე და დამოწმებული. თუ ეს არ ხდება, ესეიგი თქვენ გარანტია პრაქტიკულად არ გაქვთ და პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა დამოკიდებულია გამყიდველის მოდით ასე ვთქვათ შინაგან კეთილსინდისიერებაზე, ხოლო რამდენად იშვიათია ეს თვისება ჩვენ საზოგადოებაში ალბათ თავად მოგეხსენებათ.

თუ ყიდულობთ მეორად იარაღს ხელიდან, წინასწარ მორიგდით რა პირობებით ყიდულობთ იარაღს და რა გარანტიები გაქვთ. თუ პატრონი იხსნის პასუხისმგებლობას და არაფერს არ ამბობს თავის იარაღზე ეს თავისთავად საეჭვოა, თუმცა შესაძლებელია ის უბრალოდ არც ერკვევა იარაღში და არ სურს ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. ცხადია შეძენისას ხელიდან რისკები უფრო მეტია მაგრამ შეიძლება თანხების მნიშვნელოვანი დაზოგვაც ან ისეთი იარაღის შეძენა რომელიც არ არის გაყიდვაში მაღაზიებში. უნდა გაითვალისწინოთ, რომ იარაღი როგორც ნებისმიერი მექანიზმი შეიძლება გაფუჭდეს. ამაზე პასუხს მეორადი იარაღის გამყიდველს ვერ მოთხოვთ, მაგრამ თუ იყიდეთ მაგალითად ნახევრად ავტომატური თოფი, რომელიც რეგულარულად ჭედავს, ცხადია რომ წინა პატრონს ეს უნდა ცოდნოდა თუ ამ იარაღს ხმარობდა. იარაღის გასხვისებისას კარგია, რომ ეს ასევე აუხსნათ მყიდველსს, რომ მერე რამე გაუგებრობა არ წარმოიშვას.

კიდევ ერთხელ გახსენებთ რომ არსებობს ასეთი რამე, როგორც Google, უფასო საძიებო სისტემა და სისულელეა ამ რესურსის არ გამოყენება იარაღის არჩევის ან შეძენის პროცესში. აკრიფეთ იმ იარაღის სახელი, რომლის შეძენა გინდათ და ნახეთ რას განახებთ ძიების შედეგები. კონკრეტული იარაღის გაუმართაობის შესახებ მფლობელის პოსტები დააიგნორეთ. იარაღი იცვითება და ბუნებრივია რომ ფუჭდება და იმედგაცრუებული პატრონი გარბის ინტერნეტში რჩევის საძიებლად ან უბრალოდ რომ გამოლანძღოს მწარმოებელი/გამყიდველი და გული მოიფხანოს. უფრო ეძებეთ ინფორმაცია იარაღის გამოთხოვებზე დეფექტების გამო, პრობლემებზე ახალ ნაყიდ იარაღთან და ასე შემდეგ. კარგი წყაროა რეიტინგები იარაღის, რომელიც იყიდება დიდ ონლაინ მაღაზიებში. ორი და სამი გამოხმაურება არაფერია, მაგრამ თუ 20-30 გამოხმაურებების ორი სამი ონლაინ მაღაზიებიდან მეტ წილად ნეგატიურია ესეიგი რაღაც პრობლემა იარაღთან მართლა არსებობს.  ეძებეთ ინფორმაცია რას და სად უყუროთ. რა მეტყველებს რომ იარაღი კარგად არის შესრულებული და რა მეტყველებს რომ პირიქით, შეიძლება გქონდეთ პრობლემები. მე უკვე ვწერდი გლოკ 42-ზე რომლის კონსტრუქცია ზედმეტი გახმაურების გარეშე რამდენჯერმე შეიცვალა. შეიარაღებული ამ ინფორმაციით მე მივედი მაღაზიაში და ავარჩიე ის პისტოლეტი, რომელიც იყო ყველაზე ბოლო ვერსიის და შემდგომ სტატიის მეშვეობით ავუხსენი ყველას რას უყურონ რომ იყიდონ უპრობლემო გლოკ42. ეს არის კარგი მაგალითი, რომელიც ადასტურებს რომ პატარა გამოძიება ინტერნეტის გამოყენებით არის კარგი იდეა.

ცხადია მნიშვნელოვანია იმის გარკვევა მოხდა თუ არა იარაღის გამოთხოვა გაყიდვიდან იმის გამო, რომ აღმოჩნდა რომ იარაღებს აქვს რაღაც ტექნიკური წუნი. სულ ბოლოს ასეთი გამოთხოვა მოხდა Walther-ის მიერ, იმიტომ რომ დადგინდა, რომ მათი CCP მოდელის პისტოლეტებს აღმოაჩნდათ დეფექტ რომლის გამოც პისტოლეტმა დავარდნისას შეიძლება გაისროლოს. როგორც წესი ასეთ განცხადებაში კონკრეტულად მითითებულია რომელი სერიული ნომრის მქონე იარაღი ექვემდებარება გამოთხოვას. ცხადია, თუ იარაღი ნაყიდია საქართველოში და მოხდა მისი შემდგომი გამოთხოვა, თქვენ ამით ვერ ისარგებლებთ იგივე მიზეზების გამო რის გამოც არ სარგეებლობთ ქარხნული გარანტიით. „რუხი“ დილერების მიერ გაყიდულ იარაღზე ასე თუ ისე მაინც არ ვრცელდება ქარხნული გარანტია. თუ ასეთი რამე მოხდა, გამოსავალი არის ზუსტად გაერკვიოთ რაშია პრობლემა და შეეცადოთ გამოასწოროთ ის თავისით, მაგალითად ახალი დეტალის შეძენით და გამოცვლით. ამიტომ რამე ახალ, ეკზოტიკურ იარაღს თუ ყიდულობთ უნდა ივარაუდოთ რომ კონსტრუქცია არის ნედლი და შესაძლებელია იყოს პრობლემები. ამჟამად მოთხოვნა იარაღზე არის ძალიან გაზრდილი, როგორც არასდროს აქამდე და მწარმოებლებს შორის კონკურენცია არის ძალიან გამწვავებული. ისინი ცდილობნ გამოუშვან რაც შეიძლება ბევრი და ახალი იარაღი და სწრაფად ზრდიან საწარმოო სიმძლავრეებს ან მიმართავენ აუთსორსინგს რაც ნეგატიურად ან სავალალოდ აისახება ხარისხზე და იარაღის საბრძოლო-სამომხმარებლო თვისებებზე. ასეთი მაგალითები არის უხვად, მაგალითად „კოლტის“ წარმოებული „Expanse” ტიპის ბიუჯეტური შაშხანები, რომლებიც როგორც  აღმოჩნდა სულაც არ არის კოლტის წარმოების, ან რემინგტონის 9მმ-ნი პისტოლეტი R-51, რომელიც იმდენად ნედლი, უხარისხო და არასაიმედო აღმოჩნდა რომ ის უბრალოდ მოხსნეს წარმოებიდან.   დამატებით უნდა აღინიშნოს რომ ბიუჯეტური იარაღის მწარმოებლები დიდად არ ზრუნავენ გამოვლენილი დეფექტების გამო იარაღის გამოთხოვაზე ან მომხმარებელთან კომუნიკაციაზე. ძალიან ბევრი თურქული მწარმოებელს, როგორც ბრენდს არანაირი სახელი, პოპულარობა და ცნობადობა არ გააჩნია და როგორც წესი მათი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებში იყიდება სხვადასხვა სავაჭრო ნიშნებით. თუ უხარისხობის გამო რომელიმე სავაჭრო ნიშნის რეპუტაცია დაზარალდება, უბრალოდ იარაღს გადაარქმევენ და ხელახლა დაიწყებენ გაყიდვებს ახალი სავაჭრო ნიშნით.

პოპულარული ფრაზა, რომელსაც მოისმენთ ხოლმე ბიუჯეტური იარაღის შეძენისას არის მაგალითად: ‘ეს კომპანია ამზადებს იარაღებს „აქ უნდა ეწეროს რომელიმე ცნობილი მწარმოებლის სახელი“ და ამიტომ ის კარგია”.  კარგი ახსნაა მაგრამ ის შეიძლება არ იყოს ბოლომდე ზუსტი. იარაღი რომელიც მზადდება დამკვეთის სპეციფიკაციებით შეიძლება განსხვავდებოდეს იარაღისგან რომელსაც მწარმოებელი უშვებს თავისი სახელით. მაგალითად ჩეხური CZ და ამერიკული Weatherby და Winchester ყიდიან თურქულ წარმოების თოფებს თავისი სახელით. უნდა ვივარაუდოთ რომ მიღებისთანავე ეს იარაღები გადიან შემოწმებას, ისევე როგორც მასალები და ადგილზე ხარისხის კონტროლი შეიძლება იყოს განსხვავებული იგივე მწარმოებლის სხვა იარაღებისგან.

ნუ ენდობით მწარმოებლის რეპუტაციას, ან იმას თუ რამდენიხანი გამოდის კონკრეტული მოდელის იარაღი. მწარმოებელმა შეიძლება შეცვალოს იარაღის დამზადების ტექნოლოგია ან მასალები და მიიღოს შედეგად ბევრად უფრო ცუდი იარაღი. იშვიათად მაგრამ ასეც ხდება, როდესაც მომდევნო თაობის იარაღი არა უკეთესი არამედ უარესია. კლასიკური ამის მაგალითი არის რემინგტონ 870. კლასიკური ამერიკული „პომპა“ რომელიც რემინგტონმა უბრალოდ გააფუჭა. მე არ ვუჯერებდი იმ უამრავ ნეგატივს რომელიც ახალი წარმოების რემინგტონ 870-ზე იწერებოდა და  დახუჭული თვალებით ვიყიდე ძვირიანი ტაქტიკური მოდელი. ანუ ვენდე მწარმოებელს და თავი დავიზღვიე და ვიყიდე ძვირიანი როგორც მე მეგონა უფრო დახვეწილი მოდიფიკაცია. მე შევცდი. თოფს ქონდა ვიწრო სავაზნე რომელიც ქარხნულ ვაზნებსაც „არ იტევდა“, მჭიდის დამაგრძელებელი იყო დეფორმირებული რის გამოც ის არ ივსებოდა ბოლომდე ვაზნებით. იარაღს ასევე ქონდა პრობლემური ექსტრაქცია იმიტომ რომ რემინგტონი გადავიდა ზუსტი ჩამოსხმის მეთოდით დამზადებულ ექსტრაქტორებზე ნაცვლად უფრო ძვირიანი ფრეზირების მეთოდით დამზადებულისა. გარდა ამისა რემინგტონ 870-ის ეჟექტორის გამოცვლა ითხოვს სპეციალურ ინსტრუმენტებს, და შემდგომ რესივერის დაფარვის აღდგენას რომელიც ზიანდება ეჟექტორის გამოცვლისას. ეს დეტალი არის ამ თოფის აქილევსის ქუსლი და ერთ-ერთი მიზეზი რატომ მოდელი 870 ჩემთვის მოკვდა. გინდათ ვირივით მუშა პომპა? იყიდეთ „მოსბერგი“…. კიდევ ერთი მაგალითი არის ამერიკული „კიმბერი“. ერთი პერიოდი კიმბერი გადავიდა გარე ექსტრაქტორის გამოყენებაზე თავის 1911 მოდელის პისტოლეტებზე. ამას მოყვა საიმედოობის მკვეთრი შემცირება და კომპანია იძულებული იყო გადასულიყო ისევ შიდა ექსტრაქტორზე. ბუნებრივია რომ თუ ყიდულობ „კიმბერს“ გარე ექსტრაქტორით ალბათობა შეგრჩეს ცუდი იარაღი საკმაოდ დიდია. გარდა ამისა კარგ მწარმოებელსაც შეიძლება ყავდეს თავის მახინჯი იხვის ჭუკი.  იარაღი რომელიც განსხვავებით სხვა ამ მწარმოებლის იარაღებიდან უბრალოდ არ მუშაობს კარგად ან აქვს ცუდი კონსტრუქცია.

დიდი კომპანიები ისეთები როგორიც არის „გლოკი“, „ხეკლერ&კოხი“ ან „ბერეტა“, იშვიათად ყიდიან სხვა წარმოების იარაღს თავისი სახელით, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის, თუნდაც „კოლტის“ და “Expanse”-ის მაგალითზე. იგივე ხეკლერ&კოხი მაგალითად ამერიკაში ყიდიდა იტალიური „ფაბარმის“ თოფებს თავისი სახელით. ცხადია „ხეკლერ&ფაბარმის“ თოფი კარგი იარაღია და მომხმარებელს დიდი ალბათობით არ ექნება არანაირი პრობლემა მაგრამ არის ცუდი მაგალითებიც, ისევ და ისევ Expanse-ის შემთხვევაში. სამწუხაროდ არის უბრალო თაღლითობის შემთხვევებივ როდესაც აქაური გამყიდვეელი იყენებს იარაღის ვიზუალურ მსგავსებას ცნობილი მწარმოებლის იარაღთან და ასაღებს მათ ასეთად. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები წარწერების და დამღების გაყალბების ასე, რომ კარგად გამოიძიეთ რას ყიდულობთ და ნუ ენდობით ბრმად გამყიდველს, ეხლა ამ მომენტში როდესაც მე ვარედაქტირებ ამ სტატიას, პოპულარულ ონლაინ მაღაზიის გვერდზე, განყოფილებაში სადაც იყიდება მეორადი იარაღები დევს მინიმუმ ორი იარაღი, რომელზეც არის დამღები და წარწერები გაყალბებული. ასე რომ  იქნება ეს მაღაზია თუ კერძო პირი. გამოიყენეთ მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა – ინტერნეტი, რომელიც თან პრაქტიკულად უფასოა. მე ერთხელ ასე ვიყიდე „თურქული“ თოფი, საკმაოდ დაბალ ფასად, იმიტომ რომ დავინახე ევროპული დამღები რესივერზე და ვიფიქრე რომ არ ღირდა ამ იარაღის ხელიდან გაშვება. საბოლოო „ექსპერტიზამ“ „გუგლის“ დახმარებით დაადგინა, რომ მე მოკრძალებულ ფასად შევიძინე იტალიური „ფაბარმი“, რომელიც დამზადდა იტალიაში, გერმანული ბაზრისთვის. ერთხელაც რეგისტრირებული როგორც „სარსილმაზის“ თოფი მე შევიძინე ისევ იტალიური „ფაბარმი“, რომელიც იმპორტირებულ იქნა თურქეთში „სარსილმაზის“ მიერ სადაც მოხდა მისი უშნო პრიმიტიული გრავირება და იქიდან უკვე თოფი მოხდა „სარსილმაზის“ სახელით საქართველოში და ასეთად დარეგისტრირდა. ასე რომ იშვიათად, მაგრამ არც იარაღის რეგისტრაციის საბუთში მითითებული ინფორმაცია შეიძლება არ იყოს ზუსტი.

არასდროს არ დაუჯეროთ მაღაზიის გამყიდველების რჩევებს. არასდროს. არასდროს. და კიდევ ერთხელ არასდროს არ მოუსმინოთ მაღაზიის გამყიდველების რჩევებს და აზრს. მოვა დრო როდესაც ჩვენ მაღაზიაში შესვლისას ყოველთვის დაგვხვდებიან კვალიფიციური, კეთილსინდისიერი პროფესიონალი კონსულტანტები, მაგრამ სანამ ეს დრო არ მოვიდა, ჯობია მათ იმედზე არ იყოთ. ცხადია მე არ ვიძახი რომ ყველა ერთნარია, მარგამ, ინტერესთა კონფლიქტი არის და ეს უნდა გაითვალისწინოთ. გამყიდველი დაინტერესებულია გაყიდვაში და ყველაფერს გააკეთებს, რომ გაიძულოთ იყიდოთ ის რისი გაყიდვაც მას უნდა, ან უფრო სწორედ ჯერ იმის გაყიდვას შეეცდება რაც ყველაზე ცუდათ ეყიდება. მეორადი მანქანის შეძენისას ვინმე ბრმად უჯერებს მანქანის მეპატრონეს? თუ ასეა მაშინ 99% ავარიაში ნამყოფი მანქანა გადაღებილია იმიტომ რომ პატრონმა უბრალოდ გაკრა კარები ან ფრთა ავტოფარეხის კარებს, ხოლო საქართველოში ექსკლუზიურად შემოდის მხოლოდ ექიმების და პროფესორების ნაქონი მეორადი მანქანები.

მოკლედ როგორც მიხვდით მაღაზიაში იარაღის შეძენა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ რისკი იყიდოთ ის რაც არ გინდათ ან აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში სადაც არ გინდათ რომ აღმოჩნდეთ, არ არსებობს. მითუმეტეს როდესაც კონკურენცია გამძარფრებულია და ყველა ცდილობს მაქსიმალურად დაზოგოს ფული იარაღზე და გაყიდოს ის მაქსიმალურად ძვირად. მე პირადად, თითქმის ყოველთვის მირჩევნია მეორადი იარაღის შეძენა კერძო პირებისგან და ფულის ასე დაზოგვა.

ვთქვათ და ინტერნეტში ძიებამ არ მოგცათ რამე საგანგაშო შედეგი და არც რაიმე ცნობა ამ ტიპის იარაღის გამოწვევაზე ვერ მოიპოვეთ. გამყიდველმაც დაგარწმუნათ, რომ რაიმე პრობლემის შემთხვევაში მარტო არ დაგტოვებთ და იარაღს დაიბრუნებს, გამოცვლის ან შეაკეთებს. იარაღიც, რომელიც თქვენ გინდათ, აგერ დევს თქვენ წინ, დახლზე. მოვიდა დრო იარაღის პირველადი დათვალიერების. იარაღის ზუსტი ტქნიკური მდგომარეობის დადგენა არის ექსპერტის საქმე, დამოკიდებულია ცოდნაზე და გამოცდილებაზე და ასევე შესაბამისი საზომი მოწყობილობების და სხვა ტექნიკურის საშულებების გამოყენებაზე. ამაზე ჩვენ საუბარი არ გვაქვს ეხლა. ეხლა ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, როგორ შეამციროს რისკი ახალი იარაღის შეძენისას უბრალო ადამიანმა. ეს არ არის ოფიციალური და ზუსტი ინსტრუქცია ან პროცედურა, რომელსაც უნდა მიყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ეს არის რჩევების ნაკრები, რომლებიც დაფუძნებულია ავტორის პირად ცოდნაზე და გამოცდილებაზე. რაც მინახია მე არ მინდა რომ ნახოთ თქვენ, რაც ვიზარალე მე არ მინდა რომ იზარალოთ თქვენ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩემი პირადი დაკვირვებით ალბათობა შეიძინოთ ახალი და გაუმართავი იარაღი საკმაოდ მცირეა, მაგრამმ ამის ალბათობა არსებობს. ამიტომ მე გთავაზობთ რჩევებს, როგორ ეს ალბათობა მინიმუმამდე შეამციროთ.

გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაათვალიეროთ ის იარაღი, რომელსაც იძენთ და არა სადემონსტრაციო იარაღი. კარგი განათების პირობებში (მიდით საკუთარი ფარანით) დაათვალიერეთ იარაღი გარედან. თუ კარგად მოემზადეთ და წინასწარ შეისწავლეთ იარაღი ან იარაღები, რომელთა შეძენას გეგმავთ, წესით უნდა იცოდეთ რას და სად უყუროთ. არის შემოწმების სტანდარტული პროცედურა კონკრეტული იარაღის ტიპისთვის, რომელბსაც ადვილად იპოვით ინტერნეტით, პისტოლეტისთვის, თოფისთვის და ა.შ. ასევე შეიძლება შეამოწმოთ კონკრეტული იარაღის კონკრეტული მექანიზმების შესრულება/ფუნქციონირება, როდესაც ცნობილია რომ მანდ შეიძლება იყოს პრობლემები. მაგალითად ცნობილია, რომ ახალი გამოშვების რემინგტონ 870-ის სავაზნე ხშირად არ ჯდება სპეციფიკაციებში და ზედმეტად ვიწროა ხოლო ლულის შევიწროებები დამზადებულია უხარისხოთ. ამიტომ უნდა შეამოწმოთ მაგალითად გადატენილი (ანუ ოდნავ განიერი) ვაზნა შედის თუ არა სავაზნეში და ყველა შევიწროების (ჩოკის) დაყენებისას ხომ არ ჩანს გადახრები, ანუ „ჩოკი“ ზის კარგად და არ ქმნის დაბრკოლებას ლულის არხში. თუ ვიწრო სავაზნის პრობლემის მოგვარება შედარებით ადვილია (რემინგტონ 870-ის სავაზნე და ლულ არ არის ქრომირებული), ზომებში აცდენილი შევიწროებების გამოყენება სახიფათოა. განსაკუთრებულად ფანატური მყიდველები იყენებენ ლულის და სავზნის საზომ კალიბრებს, ბოროსკოპებს და ასე შემდეგ.   არის ხალხის კატეგორიაც, რომელიც ჯერ ყიდულობს და მერე არკვევს რა იყიდა. ასე რომ ბალანსის დაცვა აუცილებელია, რომ რომელიმე უკიდურესობებში არ გადავარდეთ. თავისთავად ცხადია იარაღს რომელსაც ყიდულობთ ზუსტი სროლისთვის მოწმდება სხვაგვარად ვიდრე ვარშავის ბლოკში გამოშვებული საიერიშო შაშხანა, კონვერტირებული სამოქალაქო ბაზარზე გაყიდვისთვის.

ასევე უნდა შეამოწმოთ იარაღის მექანიზმების მდგომარეობა და მუშაობა. ამის განხორციელება უნდა უპრობლემოდ შეძლოთ იარაღის დათვალიერებისას შეძენის დროს. ლულა და სავაზნე უნდა იყოს სუფთა, ვიზუალური დეფექტების გარეშე. თუ ლულა გავსებულია ზეთით ან მტვერით ან თუნდაც ნამწვავით, მოითხოვეთ ლულის და სავაზნის გაწმენდა. დიახ არის შემთხვევები, როდესაც ზეთის/საფოხის სქელი ფენის ქვეშ იმალებოდა დეფექტები. დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაღაზიამ უარი განაცხადა წუნიანი იარაღის გამოცვლაზე. ასე რომ დარწმუნდით, რომ ლულა და სავაზნე სუფთაა.

 რაოდენ შელახული და ნაცვეთი არ უნდა იყოს იარაღი, თუ მას კარგი ლულა აქვს ის უკვე იმსახურებს აღდგენას/შეკეთებას ანუ დროის და ფულის ინვესტიციას და პირიქით თუ ლულა არ ვარგა იარაღს ფასიც მკვეთრად კლებულობს.  შაშხანის შეძენისას კარგი იქნება იარაღის ლულის არხის ბოროსკოპით დათვალიერება. განსაკუთრებულად ეს ეხება ძველ იარაღებს. ბოროსკოპით ინსპექტირება გაძლევთ სრულ სურათს იარაღის ლულის მდგომარეობის შესახებ. მე ერთხელ ასე შევიძინე სპარსული მაუზერი, რომელსაც ქონდა იდეალური ლულა და გარედანაც შაშხანა მიუხედავად ასაკისა იყო ახალივით (რაც უკვე საეჭვო უნდა ყოფილიფყო). სინამდვილეში იარაღს ლულა ადრე ქონდა გაბურღული სამ ადგილას მისი დეაქტივაციის მიზნით და უკვე შემდგომ  ლულა შედუღდა და დაფარვა აღდგენილ იქნა. იარაღი პრაქტიკულად განადგურებული იყო და მისი ექსპლუატაცია იყო დაუშვებელი.  ეს იარაღი იყო ჩემი ყველაზე დიდი დანაკარგი, როგორც მორალური ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ბოროსკოპით ინსპექტირება ადვილად გამოავლენდა დეფექტებს და მე შეცდომას აღარ დავუშვებდი.

დააკვირდით მექანიზმების მუშაობას. მცველი ირთვება თუ არა და რეალურად ასრულებს თუ არა თავის ფუნქციას, ანუ გასროლას ხდის შეუძლებელს. როგორ მუშაობს საკეტი, სასხლეტი, მოძრავი ნაწილები. პატარა ხარვეზები დეტალების მორგებაში, მძიმე სასხლეტი ან უხეში საკეტი ახალ იარაღში მისაღებია. მიუღებელია თუ საკეტი გახსნისას ან ჩაკეტვისას იჭედებე ან/და ხელით არ იხსნება, ან თუ არ ხდება ჩახმახის შეყენება.

დააკვირდით რამდენად მყარად არის დამაგრებული კონდახი და ტიბჟირი. ფიქსირებული კონდახი არ უნდა მერყეეობდეს. დასაკეც, გასაშლელ კონდახებში პატარა „ლუფტი“ მისაღებია. თოფში არამყარად და არაზუსტად დამაგრებული კონდახი შედარებით მალე გაიბზარება. გაითვალისწინეთ ყველაფერი რაც არის არამყარად დამაგრებული დიდი ალბათობით კიდე უფრო „არამაყარი“ გახდება ექსპლუატაციის პირობებში. ჩემი დაკვირვებით საქართველოში იარაღის საშუალო-სტატისტიკურ მომხმარებელს აქვს შთაბეჭდილება, რომ  „ლუფტი“ არის ცუდი და რაც უფრო დიდი ლუფტებია მით უფრო ეს ცუდია. როგორც უკვე გითხარით, „ლუფტი“ სანადირო თოფის ფიქსირებულ კონდახში არის ცუდი, ლუფტი „სკს“-ის ტიპის კარაბინის დენთის აირების მილის და რესივერს შორის არაფერი საგანგაშო არ არის. ლუფტი პისტოლეტი საკეტსა და რესივერს შორის არის ნორმა. თავისთავად ცხადია ფიქსირებული ლულის ლუფტი იარაღის რესივერში შეიძლება მეტყველებდეს სერიოზულ პრობლემაზე.  ცხადია რომ ლუფტი სამიზნე მოწყობილობებში ასევე არის მიუღებელი. სამიზნე მოწყობილობებს რაც შეეხევა, ისინი ასევე არ უნდა იყოს გადახრილი ერთმანეთის მიმართ. ლუფტები დამიზნების მექანიზმში გარანტირებულად გამოიწვევს სიზუსტის დეგრადაციას. მათი არაზუსტმა განლაგებამ იარაღზე (თვალით ხილვადი გადახრები, დეფორმაციები) შეიძლება შეუძლებელი გახადოს იარაღის მისროლა, როდესაც გადახრა მათ შორის იმდენად დიდია რომ შესწორების მარაგი ამის კომპენსირებისთვის უბრალოდ არ არის საკმარისი.

თავისთავად ცხადია, რომ იარაღი ბზარებით უნდა ეგრევე გადადოთ. კოსმეტიკური დეფექტები შეიძლება გამოიყურებოდეს საშინლად, მაგრამ რეალურად არანაირ გაველნას არ ახდენდეს იარაღის საიმედოობაზე და შეიძლება ფასი მნიშვნელოვნად შეამციროს. მინახია მე მაღაზიაში იარაღი „სასიკვდილო“ დეფექტით? კი მინახია. მაგალითად მეორადი ბრაუნინგი „ჰაი პაუერი“ გაბზარული საკეტით.

თუ იარაღის ვიზუალურმა დათვალიერებამ და ფუნქციონალურმა შემოწმებამ არ გამოავლინა რამე საგანგაშო პრობლემები, შესაძლებელია მისი შეძენა. უბრალოდ დარწმუნდით რომ მიმართვაში მომსახურების სააგენტოსთვის, რის საფუძველზეც მოხდება იარაღის გაფორმება ჩაიწერება ის იარაღი, რომელიც თქვენ შეამოწმეთ და არა იგივე მოდელის სხვა იარაღი. იყო მცდელობა იარაღის ჩანაცვლების? კი ესეც იყო.

შესაბამისად იარაღიც შეიძინეთ და იფიქრეთ რომ ყველაფერი კარგად არის. ნუ აჩქარდებით. ეხლა იწყება  შემოწმების მეორე ფაზა – ტესტირება სროლით. ეს ნაწილი აქტუალურია, როგორც ბიუჯეტური ასევე ძვირადღირებული იარაღისთვის მაგრამ ბიუჯეტური იარაღისთვის, მე რომ მკითხოთ აუცილებელია.

ტესტები სიზუსტეზე და საიმედოობაზე დაიცდიან, ჯერ დაიწყეთ იარაღის ელემენტების ფუნქციონალურობის შემოწმებით. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ იარაღის მცველები, მექანიკური თუ ავტომატური მუშაობენ გამართულად. თანამედროვე იარაღები ისეა აგებული, რომ გასროლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ გამორთული მცველის და სასხლეტზე დაჭერის შემთხვევაში, მაგრამ ტექნიკურმა გაუმართაობამ ან ქარხნულმა ბრაკმა შეიძლება ნახაზზე ზე-უსაფრთხო იარაღი აქციოს სახიფათო ნივთად. და დიახ, მე ვნახე პისტოლტი ნაყიდი მაღაზიაში, რომელზეც მცველი დგებოდა დაკეტილ მდგომარეობაში, მაგრამ გასროლის წარმოება მაინც იყო შესაძლებელი. საკეტის გახსნა ჩაკეტვა (მაქსიმალურად ენერგიულად და უხეშად), იარაღის შენჯღრევა, მაგალითად თოფი დამუხტეთ (არ არის აუცილებელი ვაზნების ჩადება) და კონდახით დაარტყით მიწას (ცხადია ისე არა რომ კონდახი დააზიანოთ) დამრტყმელები/ჩახმახი არ უნდა დაეცეს. არც მცველი არ უნდა ჩაირთოს ან გამოირთოს თავისით. თუ მიგაჩნიათ რომ იარაღის შენჯღრევა არაფერს არ გამოიწვევს, თქვენ ალბათ არ გინახიათ ვიდეო როგორ ისვრის თავისით ბრაზილიური „ტაურუსის“ პისტოლეტი, მას მერე რაც მას უბრალოდ შეანჯღრევენ. ასეთი ტესტის მიზანია დარწმუნდეთ რომ მაქსიმალურად უხეში მოპყრობისას, იარაღის დავარდნისას ან სხვა მანიპულაციების შესრულებისას ის არ გაისვრის თავისით.

იმისთვის რომ დარწმუნდეთ, რომ იარაღი არ ისვრის თავისით, დაშალეთ ერთი ან ორი ვაზნა და დატოვეთ მართო ამაალებეელი (ან გამოიყენეთ ფუჭი ვაზნები). ტყვია თუ ჩატოვეთ მასრაში, ამაალებლის ენერგია საკმარისი იქნება რომ ტყვია გაჭედოს ლულის არხში ასე, რომ მასრა უნდა იყოს ცარიელი. უსაფრთხოების ყველა ზომების დაცვით (იარაღი მიმართეთ უსაფრთხო მიმართულებით იმიტომ რომ ფუჭი ვაზნის გასროლა ადამიანის მიმართულბით გამოიწვევს დამწვრობას და სხვა ტრავმებს) ენერგიულად მიაწოდეთ ვაზნა სავაზნეში. ცხადია გასროლა არ უნდა მოხდეს. ზოგ იარაღში ნორმალურია თუ ამაალებელზე რჩება პატარა კვალი დამრტყმელისგან (მაგალითად AR-15-ში). ალბათ ისევ დაგებადათ კუთხვა თუ მინახია მე ასეთი შემთხვევა, როდესაც იარაღმა გაისროლა ვაზნის მიწოდებისას. დიახ მინახია. იმის გამო რომ მსროლელი იცავდა უსაფრთხოების ტექნიკას, არავინ არ დასავდა. იარაღში ნემსა ჩაიჟანგა და დარჩა გამოშვერილ მდგომარეობაში, ვაზნის მიწოდებისას, საკეტის ზამბარის ენერგია საკმარისი გამოდგა იმისთვის რომ მომხდარიყო გასროლა. დიახ ეს იარაღი იყო მეორადი, მაგრამ მაღაზიებშიც იყიდება მეორადი იარაღი.

პრინციპში ამის მერე შეიძლება იარაღის თამამად წაღება სროლით ტესტირებაზე, რაც უკვე ცალკე სტატიის თემაა და ახლო მომავალში ამ თემასაც ჩვებ მივუძღვნით სტატიას.

ცხადია ამ სტატიის წაკითხვის მერე ვიღაცა იფიქრებს, რომ მე ზედმეტად ვართულებ ყველაფერს, მაგრამ ჩინური, თურქული, ბრაზილიური და სხვა იაფი/ძველი იარაღის შეძენისას მე სწორედ ასე მოვიქცეოდი. მე არ ვენდობი ამ ქვეყნებიდან შემოსულ იარაღებს, იმიტომ რომ აბსოლუტური უმეტესობა პრობლემების რაც მე მინახია უკავშირდება სწორედ მათ და ამიტომ გაგიზიარეთ ჩემი მოსაზრებები. მეც ნუ მენდობით ბრმად, მეც ვარ ადამიანი და ვუშვებ შეცდომებს ამიტომ ყველაფერი თავად გადაამოწმეთ.

რუსეთის ადგილზე იარაღის ისტორიაში

Sunday, May 3rd, 2015

აღნიშნული სტატია მთლიანად ჩემ დაკვირვებებზ არის დაფუძნებული და შესაძლებელია მე მაგრად ვცდებოდე მაგრამ მე შევეცდები ყოველი ჩემი მოსაზრება გავამყარო არგუმენტებით და ფაქტებით. ეს არ არის მეცნიერული ნაშრომი თუმცა ამ სტატიის დაწერისას მე ვიყენებდი სანდო და სარწმუნო წყაროებს. 

საქართველოში არსებობს იარაღის მოყვარულთა ჯგუფი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს რუსულ/საბჭოთა წარმოების იარაღს. ეს მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში რუსი მწარმოებლები ვერ გაცდნენ “კალაშნიკოვის” კლონირებას და პრაქტიკულად მთელი მათი  პროდუქციის ნომენკლატურა საბჭოთა პერიოდში შექმნილ სისტემებზეა დაფუძნებული. მიუხედავად რუსული/საბჭოთა იარაღის დაბალი ხარისხის, ცუდი ერგონომიკისა და საშუალო შესრულებისა  ამ ხალხს აქვს რაღაც ირაციონალური სენტიმენტალური გრძნობები ამ ქვეყანაში დამზადებული იარაღისადმი. არის ხალხიც რომელსაც გულწრფელად ჯერა რომ რუსული ფოლადი “მაინც სხვაა” და ნაღდი რუსული (ოღონდ საექსპორტო და “შტუჩნი”) იარაღი იქმნება იგივე საიდუმლო მეტალებისგან და გასაიდუმლოებული ჯადოქრული ტექნოლოგიბით რაც “ლეგენდარული” რუსული სამხედრო იარაღი. სამხედრო მაკაროვი უფრო ძვირი უნდა ღირდეს ვიდრე “პრასტოი” და СВД უნდა ღირდეს როგორც სამი “რემინგტონ 700″ იმიტომ რომ ეს ხომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი სნაიპერული “ვინტოვკაა”!. არანაირი რაციონალური არგუმენტები რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ აქ არ ჭრის იმიტომ რომ ეს ლტოლვა რუსული იარაღისადმი არის ირაციონალური. როგორც იტყვიან გემოვნებაზე არ დაობენ, ადამიანი თავისუფალია უყვარდეს და მოწონდეს ის რაც მას უნდა რომ უყვარდეს და მოწონდეს. მე კიდე ჩემი მხრიდან გავაგრძელებ მითებთან და ზღაპრებთან ბრძოლას მათ შორის რუსული იარაღის გამორჩეულობის მითის მსხვრევას. გაგიმხელთ ერთ საიდუმლოებას: არც რუსეთი და არც საბჭოთა კავშირი არასდროს არ იყო მოწინავე “ცეცხლსასროლი” ქვეყანა, უფრო მეტიც რუსების წვლილი თანამედროვე იარაღის სახის ფორმირებაში და ზოგადად იარაღის წარმოების განვითარებაში არის არა თუ მიზერული, არამედ ჩემი აზრით საერთოდ არ არსებობს. რუსებმა უბრალოდ არ იციან ცეცხლსასროლი იარაღი. ფაქტია, რომ უკანასკნელი 300 წლის განმავლობაში რუსეთში არ მომხდარა არც ერთი პიონერული გამოგონება და ტექნოლოგიური გარღვევა, რომელიც გაავლენას იქონიებდა იარაღის და იარაღის წარმოების სახეზე, არაფერი რაც ფართო გავრცელებას ჰპოვებდა და ასახელებდა რუს იარაღის კონსტრუქტორებს და აიძულებდა სხვებს მიებაძათ მაგათთვის. ჩემი აზრით რუსეთი ყოველთვის მხოლოდ იპარავდა და ითვისებდა დასავლურ ტექნოლოგიებს და შემდგომ ტყუილების მასობრივი ტირაჟირებით აქცევდა მათ საკუთარ მიღწევებად. ამან შექმნა რუსეთში და მის მეზობელ ქვეყნებში მთელი მიმდინარეობა ფსევდო ექსპერტ-ჟურნალისტების, რომლებიც კარგად შეთამაშებული ხორივით ერთი და იგივე ტყუილებს იმეორებენ. ცალკეული რუსი ისტორიკოსები და ექსპერტების ხმა, რომლებიც ცდილობენ ობიექტურად შეაფასონ საკუთარი ქვეყნის ადგილი ამ სფეროში, ამ გრანდიოზული ილუზიის ფონზე უბრალოდ არ ისმის. ამ სტატიაშე მე  შევეცდები დავამტკიცო ჩემი მოსაზრება რუსეთის ადგილზე “ცეცხლსასროლ” ქვეყნებს შორის და ამისთვის გამოვიყენებ მყარ არგუმენტებს და უტყუარ ფაქტებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ეს საუბრები ჯადოსნურ რუსულ იარაღზე. ვერანარ ჯადოს  და საოცრებას რუსები ვერ შექმნიდნენ და აი რატომ.

გადავხედოთ რუსეთში და შემდგომ საბჭოთა კავშირში იარაღის წარმოების ისტორიას. წლების განმავლოვაში მე უამრავი წიგნი, სტატია და დოკუმენტი წამიკითხავს რომელიც ეხებოდა ცეცხლსაროლი იარაღის. ყველა ამ წიგნს და დოკუმენტს ჩემ სამუშაო ოთახში სოლიდური ფართი უკავია. წლების განმავლობაში მე ვამჩნევდი რომ უცხოურ წყაროებში რუსეთის და საბჭოთა კავშირის ხსენება პრაქტიკულად არ მვხდებოდა ხოლო რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი იარაღის კონსტრუციას, მოწყობას, მუშაობის პრინციპებს ჩემთვის ცხადი ხდებოდა რომ განსხვავებით პოსტ საბჭოთა სივრცეში არსებული პოპულარული მოსაზრებისა რუსეთი არასდროს არ იყო მოწინავე “ცეცხლსასროლი ქვეყანა”. ეს სტატია მათ შორის არის ჩემი დაკვირვებების და ანალიზის შედეგიც.

სულ თავიდან რომ დავიწყოთ  შეიძლება ითქვას პეტრე პირველამდე იარაღის წარმოება რუსეთში იყო მოუწესრიგებელი და ძალიან განუვითარებელი. განსაკუთრებით ეს ეხება პერიოდს რომელიც რუსეთის ისტორიაში ცნობილია როგორც „великая смута“, რა დროსაც რუსეთმა დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორიები ხოლო მრეწველობა კატასტროფულად შემცირდა, იყო დეზორგანიზებული და ადგილი ქონდა ნედლეულის განსაკუთრებით ფერადი მეტალების სერიოზულ ნაკლებობას. ცნობილია რომ ნედლეულის დეფიციტს გამო პეტრე პირველი ართმევდა ზარებს ეკლესიებს რომ ისინი შემდეგ გადაედნოთ ზარბაზნებში, თუმცა სინამდვილეში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ასეთი გზით მოპოვებული ლითონის მოხმარდა იარაღის წარმოებას, იმიტომ რომ თავისი თვისებებიდან გამომდინარე ის უვარგისი იყო ამისთვის. ისტორიული ფაქტია, რომ პეტრე პირველმა ითამაშა უდიდესი როლი იმაში, რომ რუსეთმა არ გაიზიარა წარსულში ძლიერი აღმოსავლეთის ქვეყნების ბედი, რომლებმაც ვერ გაუძლეს კონკურენციას სწრაფად განვითარებად დასავლეთთან. ბუნებრივია პეტრე პირველს ჰაერიდან არ გაუჩენია ოსტატები, მუშები და სპეციალისტები. ის მშვენივრად ხვდებოდა, რომ რუსეთს არ ქონდა პოტენციალი და არც დრო რომ საკუთარი ძალებით განევითარებინა იარაღის წარმოება და ამიტომაც ამისთვის მან უცხოელები დაიხმარა. ცხადია თანამედროვე იარაღს ვერ გამოუშვებ თუ არ გაქვს თანამედროვე წარმოება და იარაღის ევოლუცია ყოველთვის იყო დაკავშირებული რკინის დამუშავების მეთოდებთან. საკმარისია გადავავლოთ თვალი წიგნებს ან სტატიებს რკინის დამუშავების და გადადნობის ტექნოლოგიების განვითარების შესახებ და ადვილად შევამჩნევთ, რომ არც ერთი რუსულ გვარს ან რუსეთის ხსენებაც არსად არასდროს არ არის. თუ შენ აგვიანებ ლითონის დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვაში შენ აგვიანებ ახალი იარაღის შექმნა-წარმოებაშიში და რუსეთი მუდამ ამ პროცესის კუდში მიჩანჩალებდა.

 ზარბაზნების პირველი წარმოება რუსეთში დაიწყო 1475 წელს იტალიელმა არისტოტელ ფიორავანტიმ. 1555 წლამდე ზარბაზნების არმოებას რუსეთში ხელმძღვანელობდნენ უცხოელები, მეტ წილად გერმანელები. პირველი ზარბაზანი ჩამოსხმული რუსის მიერ გაჩნდა მხოლოდ 1555 წელს.  

გამომდინარე იქიდან რომ იყო ნედლეულის და სპეციალიტების დეფიციტი (ეს ჩემი მოსაზრება არ არის, ამას თავად რუსული წყაროებიც ადასტურებენ), რუსეთში იარაღის წარმოების მოწესრიგებაში უკვე თავიდანვე, პირველივე დღეებიდა, პეტრე პირველამდე,  დიდ როლს თამაშობდნენ უცხო ქვეყნები და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. თუ პეტრე პირველს უკავშირდება იარაღის წარმოების რეფორმირება, მოწესრიგება და სწრაფი განვითარება პირველი მცდელობა იარაღის წარმოების შექმნის ეკუთვნის მეფე ივანე მესამეს, რომელმაც თავისი ბრძანებით რუსეთში შეიქმნა მე-15 საუკუნის 70-ან წლებში „საზარბაზნე ქოხი“ და შემდეგ 94-წელს „დენთის ქოხი“. გამომდინარე იქიდან რომ მეცნიერება რუსეთში გაანვითარებული არ იყო და თავისი სპეციალისტები მას არ ყავდა ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ უცხოელი სპეციალისტები, იტალიიდან და გერმანიიდან რასაც არც რუსული წყაროები არ უარყოფენ. შედარებისთვის იგივე პროცესში ინგლისში ინიცირებული იყო ინგლისში ედვარდ მესამეს მიერ გაცილებით ადრე, 1345 წელს.

1537 წელს საარტილერიო მეცნიერება დაიბადა ევროპაში, როდესაც იტალიელ მათემატიკოსმა ნიკოლო ტარტალიამ დაწერა ნაშრომი “ახალი მეცნიერება” და ჩამოაყალიბა საარტილერიო ბალისტკის საფუძვლები. 1638 წელს გალილეიმ წარმოადგინა საარტილერიო ჭურვის პარაბოლური ფრენის თეორია. 1641 წელს ტორიჩელი ქმნის პირველ საარტილერიო სროლის ცხრილებს. 1687 წელს ნიუტონი უარყოფს პარაბოლის თეორიას და ამტკიცებს ჰაერის წინაღობის გავლენას ჭურვზე და ამავდროულად დენთის წვის თეორიას შეიმუშავებს. 1699 წელს ბლონდელი აუმჯობესებს ტორიჩელის ცხრილებს და პირველად იყენებს საარტილერიო კვადრანტს წყლის თარაზოთი. 1690 წლიდან 1788 ბერნულის ოჯახი მათემატიკურად ხსნის ბირთვის მოძრაობას სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა სიჩქარით და ამის წყვიტავს ბალისტიკის ძირითად გამოცანას. 1720 წელს ჟან ვოლიერი ქმნის პირველ საარტილერიო ლაბორატორია პოლიგონს პრაქტიკული ცდების ჩასატარებლად. 1751-1752 წლებში დ’არცი  წარმოადგენს დენთის წვის თეორას სადაც ვარაუდობს რომ დენთის წვის სიჩქარე დამოკიდებულია წნევაზე და ასევე ქმნის დენთის აალების ოპტიმალური ადგილის თეორიას. 1825 წელს პუასონი ქმნის ლაფეტების თეორიას და იკვლევს დედამიწის ბრუნვის და საკუთარი ბრუნვის გავლენას ჭურვზე. 1846 წელს დიდიონი ქმნის გარე ბალისტიკის კურს რომელიც საფუძვლად ედება ყველა შემდგომ კურსს. 1850 წელს ფრანგი პოლკოვნიკი შარლ ვიქტორ ტირო პირველად განიხილავს საარტილერიო ჭურვებში ბრიზანტული ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებას…. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.  აღნიშნული ევოლუცია ან თუ გნებავთ რევოლუცია მიმდინარეობდა რუსეთის მონაწილეობის გარეშე, რომელსაც უბრალოდ არ ყავდა ანალოგიური დონის მეცნიერები.  

მე-15 საუკუნიდან ევროპაში ცეცლსასროლი იარაღის და არტილერიის წარმოებამ განიცადა რევოლუციური ცვლილებები, რამაც შემდგომში ძირეულად შეცვალა შეიარაღებული კონფლიქტების სახე და მსოფლიოში ძალათა ბალანსი. ევროპამ დაიკავა მოწინავე პოზიციები, მიაღწია სერიოზულ ტექნოლოგიურ უპირატესობას აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში რამაც პრაქტიკულად შეცვალა მსოფლიო ისტორიის მსვლელობა და მრავალი საუკუნით განაპირობა დასავლეთის ქვეყნების კულტურულ-ეკონომიკური უპირატესობა აღმოსავლეთზე.  რუსეთი? რუსეთი კიდე ამ რევოლუციის პერიფერიაზე იმყოფებოდა და ეხლაც მანდ იმყოფება. გავიმეორებ რომ არა პეტრე პირველის რეფორმები, რუსეთი გაიზიარებდა აღმოსავლეთის ქვეყნების ბედს, რომლებიც დამარცხდა ევროპის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაკარგეს თავისი კულტურულ-ეკონომიკური მნიშვნელობა. სწორედ პეტრე პირველის წყალობით რუსეთი დაგვიანებით მაგრამ მაინც შეძლო ესარგებლა ევროპელების მიღწევებით და ჩამოყალიბდა როგორც „ცეცხლსასროლი იმპერია“ და თავად დაიწყო ტერიტორიულ ექსპანსია. პეტრე პირველი ასევე შეიძლება ჩაითვალოს რუსული არტილერიის მამად. იმ დროს რუსული არტილერია არაფრით არ ჩამორჩებოდა წამყვანი ევროპული არმიების არტილერიას იმ მარტივი მიზეზით რომ რუსეთი პირდაპირ აკოპირებდა (ყოველგვარი “გაუმჯობესებების” გარეშე) საუკეთესო დასავლურ საარტილერიო სისტემებს ისევე როგორც ჩამოყავდა უცხოელი სპეციალისტები და კარგადაც უხდიდა მათ.  პეტრე პირველს წყალობით რუსეთში პირველად მოხდა სამხედრო შეიარაღების წარმოების უნიფიკაციაც. ასევე მისი პირდაპირი განკარგულებით რუსულზე ითარგმნა საარტილერიო საქმეზე  უცხოელი მეცნიერების ნაშრომები (ბუხნერის, ბრაუნის, ბრინკის, რემის და ასე შემდეგ.)  რუსული არტილერია გაჩნდა უცხოელების ხელების და ტექნოლოგიების, უცხოელების სამეცნიერო ნაშრომების წყალობით. უცხოური საარტილერიო სისტემები მრავალი წლით გახდებიან რუსული არტილერიის მთავარ დამრტყმელ ძალა. სამწუხაროდ ამავე დროს ასეთმა მიდგომამ გამოიწვია ხელისუფალის დაკვეთ მუშაობის ტრადიცია რუსეთში რა დროსაც ხელსუფალი წყვიტავდა რა მიმართულებით უნდა ემუშავა მრეწველობას და მეცნიერებას რაც მომავალში დიდი პრობლემებს შეუქმნის ამ ქვეყანას.

1674 წელს რუსეთში შვედეთის საელჩოში მუშაობდა არტილერიის კაპიტანი ერიკ პალმკვისტი. თავის ჩანაწერებში ის აღწერს რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას და ახსენებს, რომ რუსული არტილერია საგრძნობლად ჩამორჩენილია და ძალიან წააგავს გერმანულ არტილერიას. 

რა თქმა უნდა თავმოყვარე “ცეცხლსასროლმა” ქვეყანამ  უნდა აწარმოოს საკუთარი ძალებით დენთი. ამ მხრივ რუსეთი რა გასაკვირია ჩამორჩებოდა ევროპას. 1862 წლამდე რუსეთის არტილერია იყენებდა მხოლოდ შავ მარვცლოვან დენთს მაშინ როდესაც ევროპაში მასიურად ხდებოდა  ე.წ. პრიზმატული დენთის გამოყენება. დენთის გარდაქმნა დაპრესილ “პრიზმებად” ანელებდა წვის სიჩქარეს რაც საჭირო იყო საარტილერიო სისტემების  გრძელ ლულებში მაღალი წნევების და ენერგიის მისაღებად. 1878 წელს რუსეთმა შეძლო საკუთარი პრიზმატული დენთის წარმოება უცხოეთში ნაყიდი ჰიდრავლიკური დაზგების გამოყენებით და უცხოელი სპეციალსიტების დახმარებით.

სხვადასხვა პერიოდში რუსეთის აბჯრის და იარაღის წარმოებას ეტყობოდა აზიის გავლენა და შემდგომ ევროპის მაგრამ არასდროს არც აზიას და არც ევროპას არ ეტყობოდა რუსეთის გავლენა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ რუსებს უბრალოდ არაფერი არ ქონდა შესათავაზებლად. გადაშალეთ ნებისმიერი წიგნი იარაღის წარმოების ისტორიის შესახებ და არსად არ ნახავთ რუსეთის ხსენებას. ყოველი რევოლუციური აღმოჩენა/გამოგონება ეკუთვნის ევროპას ან ამერიკას (რა თქმა უნდა დენთის გარდა, რომელიც ჩინელებმა მოიგონეს. ამაალებელი, უკვამლო დენთი, უნიტარული ვაზნა, პირველი ავტომატური იარაღი, პირველი ტყვიამფრქვევი, პირველი ხრახნიანი ლულა, ეს ყველაფერი მოგონილია რუსეთის საზღვრებს გარეთ. მიზეზი პონერული გამოგონებების არ არსებობისა რუსეთში უკავსირდება გარემოს არ არსებობას, რომელიც მისცემდა საშუალებას ხალხს თავისუფლად ეშრომა ციხეში მოხვედრის რისკის გარეშე. რუსეთი არასდროს არ იყო თავისუფალი ქვეყანა. შესაბამისას რეჟიმები ყოველთვის ცდილობდნენ მოსახლეობის მაქსიმალურ კონტროლს და არ აძლევდნენ მას ისეთ უფლებებს რა უფლებებითაც სარგებლობდნენ დასავლეთის ქვეყნებში. იარაღის წარმოება ყოვლთვის იყო სახელმწიფო კონტროლის ქვეშ რაც ავტომატურად ნიშნავს რომ სისტემა იყო სავსე ბიუროკრატიული ბარიერებით და კორუფციით.

პირველი რუსული საარტილერიო სისტემა რომელიც სავაზნის მხრიდან იტენებოდა იყო გერმანული კრუპის 1867 წლის 8-დუიმიანი ზარბაზანი. 

ყველა იარაღის მოყვარულისთვის კარგად ცნობილია რუსეთში იარაღის წარმოების ორი ცენტრის, ტულას და იჟევსკის შესახებ. 1632 წელს ჰოლანდიელებმა დაარსეს ტულის მახლობლად რკინის საამქროები და დაიწყეს ბირთვების და ზარბაზნების წარმოება. მათ ჩამოიყვანეს სპეციალისტები უცხოეთიდან და რუსეთის იმ დროინდელ მეფესთან მიხაილ ფიოდოროვიჩთან დადებული შეთანხმების თანახმად ასევე ასწავლიდნენ რუსებს იარაღის წარმოებას. 1712 წელს ტულაში პეტრე პირველი ბრძანებით შეიქმნა მსხვილი იარაღის საწარმო. საინტერესო ციტატას მივაგენი ერთ-ერთ წყაროში, რომელიც იუწყება, რომ 1760 წელს „შეიარაღების კანცელარიამ“ სთხოვა განეხილა უცხოელ სპეციალისტებთან ხელშეკრულებების განახლების მიზანშეწონილობა და მიიღო უარი წარმოების ხელმძღვანელებისგან ვინაიდან ადგილობრივი სპეციალისტები უპრობლემოდ ამზადებნენ ალსებს როგორც ეტალონური მოდელის მიხედვით ასევე ნახაზებით. ანუ „კოპირების“ ოსტატობას რუსები როგორც იქნა დაეუფლნენ 130 წლის შემდეგ.

 საარტილერიო ამფეთქებლები, რომლის წყალობითაც ხდებოდა ჭურვის აფეთქების დროს გახანგრძლივება გაჩნდა ევროპაში მე-16 საუკუნის ბოლოსკენ და პირველად გამოყენებულ იქნა ნიდერლანდების დამოუკიდებლობის ომში. შემდგომ გაჩნდა ამფეთქებლები რომლებიც რეაგირებდნენ ჭურვის მოხვედრაზე მიწაში (კონტაქტური ამფეთქებლები). ისტორიას არ ახსოვს არც ერთი რუსული ამფეთქებლის კონსტრუქცია. ჭურვები კონტაქტური ამფეთქებლით გაჩნდა რუსეთში დიდი დაგვიანებით 1863 წელს როდესაც რუსებმა მიიღეს შეიარაღებაში “პრუსიული ტიპის” ამფეთქებელი. 

იჟევსკში იარაღის წარმოების დაარსება 1807 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ტულამ უარი თქვა დაახლოებით 300 სპეციალისტის იჟევსკში გადაყვანაზე და რადგან მთელ რუსეთში არ მოიძებნა საკმარისი სპეციალისტი დახმარება კვლავ დასავლეთიდან მოვიდა ამჯერად გერმანიიდან. უნდა აღინიშნოს რომ რუსეთი მაქსიმუმს ცდილობდა სპეციალისტების მოსაწვევად. უქმნიდა მათ კარგ საცხოვრებელ პირობებს, სთავაზობდა დიდი ხელფასს, პენსიას, საჯარო სამსახურში კარიერის გაგრძელებას, მათ რუსეთში მყოფი შვილები თავისუფლდებოდნენ ჯარში სამსახურისგან, უფასოდ გადაეცემოდათ ბინები ან სამშენებლო მასალები სახლების აშენებისთვის. რუსეთის მხარე ასევე უზრუნველყოფდა მათ ჩამოყვანასაც იჟევსკში. გინდ დაიჯერედ გინდ არა უცხოელი სპეციალისტები შრომობდნენ იჯევსკში მე-20 საუკუნის 50-ან წლებამდე, მანამ სანამ წარმოების დაარსებიდან 150 წლის შემდეგ იჟევსკში როგორც იქნა ამუშავდნენ პროფესიული სასწავლებლები და დაიწყეს სპეციალისტების გამოშვება. ძალიან კარგად იჟევსკის ისტორია აღწერილი აქვს ისტორიკოსს სერგეი სელივანსკის, რომელიც დეტალებში აღწერს უცხოელების მოღვაწეობას  იჟევსკის ქარხნებში და მათ როლს იარაღის წარმოებაში.

მოდი განვავრცობ ჩემ მოსაზრებას და ვიტყვი, რომ ყველაფერი რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებაში პირველად მოგონილ იქნა ევროპაში, შემდგომ უკვე ამერიკაში. ქვეყნებში სადაც ნოყიერი ნიადაგი იყო სხვადასხვა კონსტრუქტორებისთვის და სადაც ბევრი შეძლებული მეწარმე მზად იყო ჩაედო ფული პერსპექტიულ იდეებში, სადაც არ იყო საჭირო მეფეების ადა იმპერატორების ბრძანება და უფლების მინიჭება რომ ადამაინს რამე გაეკეთებინა. მარცვლეული დენთი, ფიტილის ამაალებლები, მექანიკური საკეტები, კაჟიანი საკეტები, ზარბაზნების ჩამოსხმის ტექნოლოგიები, უნიტარული ვაზნები, უკვამლო დენთი,  იქმნებოდა, იხვეწებოდა დასავლეთში და უკვე შემდგომ დიდი დაგვიანებით ხვდებოდა რუსეთში. რუსული წყაროები გაკვრით აღნიშნავენ უცხოელების გავლენას საკუთარი იარაღის მრეწველობაზე მაგრამ თავს არიდებენ ფაქტის აღიარებას რომ რუსეთი იარაღის  წარმოებაში ყოველთვის ჩამორჩებოდა დასავლეთის ქვეყნებს.  ყველა შეიარაღების სისტემა, რომელიც მიღებული ყოფილა შეიარაღებაში რუსეთში და ასევე იწარმოებოდა რუსულ/საბჭოთა იარაღის ქარხნებში არასდროს არ მოიცავდა რუსულ პიონერულ გამოგონებას. იდეა, კონსტრუქცია, გამოყენებული ტექნოლოგია წარმოადგენდა დასავლეთში აპრობირებული მიდგომების გამეორებას. გასული საუკუნის 20-ან 30-ად წლებამდე იარაღის უცხოური სისტემები წარმოადგენდნენ საყრდენს რუსული არმიის. ჩამორჩენილობის კიდევ ერთი შედეგი ის არის, რომ ხშირად შეიარაღებაში მიღებული სისტემა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საბრძოლო თვისებებით სხვა მოწინავე ქვეყნების შეიარარებაში მყოფ სისტემებს (მაგალითად ნაგანის რევოლვერი). როგორც აღვნიშნე ასეთი ჩამორჩენის კომპენსირებას რუსეთი ტრადიციულად ავსებდა ცოცხალი ძალით. ასე მაგალითად ოსმანების მიერ დაკავებული პლევნას აღებისას ერთ მოკლულ ოსმანზე მოდიოდა 4 მოკლული რუსი ჯარისკაცი მიუხედავად იმისა რომ ოსმანელების გარნიზონი 40 000 ჯარისკაცისგან შედგებოდა ხოლო რუსულ-რუმინული ჯარი 150 000 ჯარისკაცს ითვლიდა. ასეთი დანაკარგების მიზეზი იყო ის, რომ ოსმანელები  შეიარაღებულები იყვნენ თანამედროვე ვინჩესტერის შაშხანებით, ხოლო რუსები ბერდანის კონსტრუქციის ცალმუხტიანი შაშხანებით (ბერდანი ამ იარაღის კონსტრუქტორი იყო ამერიკელი). ოქტმომბრის რევოლუციამდე დეფიციტის შევსება სხვადასხვა სისტემის იარაღების ყიდვით ხდებოდა თან ყიდულობდნენ რუსები ყველაფერს. ასე აღმოჩნდა რუსეთში მადსენის, კოლტის, მაქსიმის, გოჩკისის, ვინჩესტერის სისტემის იარაღები. ცხადია ასეთი მრავალფეროვანი არსენალი საბრძოლო დმგომარეობაში შენარჩუნება რუსეთს დიდი ფული უჯდებოდა.იმის გამო რომ რუსეთი ყოველთვის განიცდიდა იარაღის დეფიციტს და აგვიანებდა თანამედროვე იარაღის შეიარაღებაში მიღებას, სისხლიან ომებში ამის კომპენსირება ხდებოდა ყველაზე იაფი მასალით რომელიც რუსეთში მოიპოვებოდა, ცოცხალი ძალით.

თვალსაჩინო ისტორია არის რევოლვერების ბედი რუსეთში. 1848 წელს რუსეთში მიიღეს შეიარაღებაში ლულიდან დასატენი ცალმუხტიანი პისტოლეტების რამდენიმე მოდელი აშკარად მოძველებული კონსტრუქციის.  როდესაც რუსეთში გაიაზრეს რომ ჯარს პრაქტიკულად არ ქონდა პისტოლეტები გადაწყდა დასავლეთიდან ყველაზე პერსპექტიული მოდელების შეძენა და მათგან მისაღები მოდელის არჩევა. ზუსტად ამ დროს დაიწყეს ტულაში კოლტის რევოლვერების კოპირება. ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ რუსებმა მოპარეს კოლტს მისი ქმნილება.

უკვე 1842 წელს რუსი ოფიცრების ჯგუფი ჩავიდა ამერიკაში და გაეცნო კოლტის რევოლვერების კონსტრუქციას მაგრამ 10 წლის შემდეგ ყირიმის ომში რუსული არმია ისევ იყო  შეიარაღებული ამ მოძველებული ტიპის იარაღით.

ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით რუსული წყაროები იუწყებიან, რომ რუსი “ოსტატები” არ აკოპირებდნენ ბრმად  ამერიკულ რევოლვერებს, არამედ აუმჯობესებდნენ მათ. რეალურად ერთადერთი “გაუმჯობესება” რომელიც მათ განახორციელეს კოლტის რევოლვვერში იყო ხრახნების გადატანა მარცხენა მხრიდან რევოლვერის მარჯვენა მხარეს. შესრულების დონე ვარირებდა მაღალიდან ძალიან დაბალ დონემდე. სერიული წარმოება რევოლვერების არ არსებობდა და შეირაღებაში ეს რევოლვერი მიუხედავად მისი მაღალი შეფასებისა არ მოხვდა. ნახსენებია, რომ რევოლვერებს ოფიცრები ყიდულობდნენ საკუთარი სახსრებით და რევოლვერები მცირე რაოდენობით ასევე გადაეცა ცალკეულ სამართალდამცავ  სამსახურებს და რამდენიმე სამხედრო ნაწილს. რეალურად რუსეთმა პირველად მიიღო შეიარაღებაში თანამედროვე რევოლვერი დიდი დაგვიანებით 1871 წელს და ეს იყო ისევ ამერიკიდან ნაყიდი სმიტ&ვესონის რევოლვერები. რუსების მხრიდან კონტრაქტის დარღევას, რევოლვერების თვითნებურ კოპირებას  და უარის თქმას კონტრაქტით გათვალისწინებულ გადახდაზე კინაღამ მოყვა სმიტ&ვესონის კომპანიის გაკოტრება. როგორც ცნობილია სმიტ&ვესონები და ასევე მცირე რაოდენობით რუსეთში არსებული გალანის და ლეფოშეს სისტემების რევოლვერები ჩაანაცვლა ბელგიურმა ნაგანმა 1895 წელს, რომელიც იყო ბოლო რევოლვერი რუსეთის შეიარაღებაში. შეიარაღებაში მიღებიდან ხანმოკლე პერიოდში “ნაგანი” გახდა მორალურად მოძველებული, მაგრამ რუსეთში ის მსახურობდა 50-ან წლებამდე ხოლო ვაზნები მისთვის იწარმოებოდა 1985 წლამდე რაც ადასტურებს რომ რევოლვეირს ექსპლუატაცია გრძელდებოდა გარკვეულ უწყებებში 90-ან წლებამდე, მათ შორის გასამხედროებული დაცვის ნაწილებში.  იარაღები დოოლურათი, რომლებიც იყენებდნენ მხოლოდ ერთ ლულას ცნობილი იყო ევროპაში მე-16 საუკუნიდან. რევოლვერების კონსტრუქცია მუდდმივად იხვეწებოდა, კონსტრუქციები დაპატენტდა ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში და ა.შ. მე-19 საუკუნის დასაწყისში რევოლვერებმა პრაქტიკულად მიიღეს საბოლოო სახე თუმცა მანამდე ბევრი ორიგინალური, უჩვეულო და ეკზოტიკური კონსტრუქციის რევოლვერი შეიქმნა. რუსეთი ამ  მნიშვნელოვანი “სექტორული” რევოლუციის მიღმა დარჩა და ამ ქვეყნის როლი რევოლვერების განვითარების ისტორიაში არის ნულის ტოლი.  ჩამორჩენილი წარმოების, ბიუროკრატიის და კორუფციის გამო, ეს ქვეყანა ვერ ახერხებდა თანამედროვე სისტემის რევოლვერების დროულად და საკმარისი რაოდენობით წარმოებას, შესყიდვას და შეიარაღებაში მიღებას.

dog1

სურათზეა რევოლვერი “Дог-1″ შექმნილია 1993-1996 წლებში იჟევსკის მექანიკური ინსტიტუტის  ამჟამად  კალაშნიკოვის სახელობის იჟევსკის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, სადაც შრომობს 500 (!!!) ადამიანი. უშვებდა ამ რევოლვერს ვიატსკიე-პოლიანიში განლაგებული ქარხანა “მოლოტი”, რომელიც უშვებს საკმაოდ ხარისხიან სამოქალაქო კარაბინებს “ვეპრის” სავაჭრო ნიშნის ქვეშ. თუ კალაშნიკოვის კონვერსიული ვერსიების წარმოება მოლოტზე კარგად გამოსდით (ისწავლეს 50 წელიწადში) მარტივი კონსტრუქციის რევოლვერის შექმმნა და წარმოება მისაღები ხარისხის დაცვით რუსებს ისევ ვერ გამოუვიდათ. იმისთვის რომ  გადატენოთ იარაღი რევოლვერს უნდა მოხსნათ დოლურა (!!!) და მოსახსნელი დოლურას ღერძით უნდა ამოყაროთ გასროლილი ვაზნები (!!!). 

კიდევ ერთი საინტერესო ისტორია ადასტურებს რუსი ჩინოვნიკების და გენეერალიტეტის ახლომხედველობას.  აქამდე ითვლებოდა რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პროდუქტიული კონსტრუქტორი ჯონ ბრაუნინგი არასდროს არ იმყოფებოდა რუსეთში. მაგრამ, როგორც ჩანს ეს ასე არ ყოფილა. ვილნიუსის არქივებში აღმოჩენილი დოკუმენტების თანახმად 1897 წელს ბრაუნინგი ეწვია რუსეთს თავისი იარაღის ნიმუშებით მაგრამ იგი საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს ჟანდარმებმა, რომლებაც აცნობეს „ცენტრს“ რომ მათ ხელში ჩაიგდეს საეჭვო პიროვნება უნებართვოდ შემოტანილი იარაღებით და ვაზნებით. მათი აზრით აღნიშნულ პიროვნებას განზრახული ქონდა  საყვარელი მბრძანებლის მკვლელობა და ამბოხის მოწყობა. წერილი ბევრად უფრო ვრცელია და დაწვრილებით აღწერს რა საშინელებების ჩადენა სურდა ბრაუნინგს რუსეთში. კონსტრუქტორი 2 დღე იჯდა რუსეთის ციხეში და შემდგომ დაბრუნდა ევროპაში. დოკუმენტებიდან ირკვევა რომ ბრაუნინგი დაპატიჟა რუსეთში თავად იმპერატორმა ნიკოლაი მეორემ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბრაუნინგს მოუწყვეს პროვოკაცია რომ მას არ მიეღწია იმპერატორამდე და შესაბამისად არ მოეპოვებინა უპირატესი პოზიციები ადგილობრივ და მოშინაურებულ უცხოურ მწარმოებლებთან მიმართებაში. გამომდინარე იქიდან თუ რა თანხებს ხარჯავდა რუსეთი უცხოელების შენახვაზე, რომლებიც ზრუნავდნენ რუსეთის ჯარის შეიარაღებაზე უნდა ვივარაუდოთ რომ ამ თანხის სოლიდური ნაწილი რჩებოდა კორუმპირებული ჩინოვნიკების და შუამავლების ჯიბეში და ასეთი არაკეთილსინდისიერი თამაშები არ იყო რაღაც უჩვეულო არ მაშინ და არც ეხლა.  ზუსტად რა მოხდა ალბათ არასდროს არ გაირკვევა მაგრამ  ასე დარჩა რუსეთი ბრაუნინგის იდეების გარეშე. რა მოხდებოდა რომ ბრაუნინგი  ჩარჩენილიყო რუსეთში კაცმა არ იცის.  ფორმალურად შეიძლება ბრაუნინგმა დაარღვია რაღაც სულელური ამკრძალავაი კანონები, მაგრამ კანონები, ბიუროკრატია, კორუფცია, ნეპოტიზმი არის ის რაც ახრჩობს ეკონომიკას და მათ შორის ახრჩობს მრეწველობის და მეცნიერებების განვითარებას. ახრჩობდა რუსეთში, ახრჩობს საქართველოშიც.

ისტორიული ფაქტია, რომ რუსული გენერალიტეტი არ უჭერდა მხარს თანამედროვე სწრაფმსროლელი იარაღის მიღებას შეირაღებაში. მათ შორის მოსინ-ნაგანის შაშხანის და ნაგანის რევოლვერის. წარმოუდგენელია, მაგრამ მათ სურდათ ცალმუხტიანი შაშხანის მიღება, რომ “გამოერიცხათ ვაზნების ზედმეტი ხარჯი” ხოლო ნაგანის ისედაც მწირი საბრძოლო თვისებები კიდე უფრო შემცირებული იყო ე.წ. ჯარისკაცის მოდელის მიღებით, რომელსაც არ ქონდა ორმაგი რეჟიმში სროლის საშუალება და ყოველი გასროლის წინ მსროლელს ხელით უნდა შეეყენებინა ჩახმახი. 

კორუფციის და არაკომპეტენტურობის მაგალითი არის 1885 წელს რუსეთში ჩატარებული ტყვიამფრქვევების შედარება-კონკურსი. სამთავრობო კომისიამ დაასკვნა რომ ნორდენფელტის „კარტეჩნიცა“ მისაღები იყო შეიარაღებაში მისაღებად, მაშინ როდესაც ორი წლით ადრე ჰაირემ მაქსიმმა შექმნა თავისი რევოლუციური კონსტრუქციის ტყვიამფრქვევი. კონკურსზე არ იყო წარდგენილი არც ერთი რუსული იარაღი. ნორდენფელტი-ს იარაღს რუსები დიდი ენთუზიაზმით ცდიდნენ 1897 წლამდე მაშინ როდესაც მაქსიმი ტყვიამფრქვევის პროტოტიპი ინათლებოდა აფრიკაში ემინ პაშას გადასარჩენად ევროპელების მოწყობილ ექსპედიციაში.  ყველაზე საოცარი ის არის, რომ სამთავრობო კომისია ინფორმირებული იყო მაქსიმის იარაღის შესახებ მაგრამ იგნორირება გაუკეთა მას. მაქსიმის სისტემის ტყვიამფრქვევს რუსეთი შეიარაღებაზე შეზღუდულად მიიღებს მხოლოდ 1901 წელს.

nord maxim

მაქსიმის  და  ნორდენფელტის  იარაღები.

ხვისი მიღწევების მითვისების ტრადიცია რუსეთში არსებობს საუკუნეებია. ასე მაგალითად რუსები თვლიან რომ რადიო მოიგონა პოპოვმა, არც ისე დიდიხნის წინ რუსები თვლიდნენ რომ პირველი თვითმფრინავი შექმნეს არ ძმებმა რაიტებმა არამედ ვინმე მოჟაისკიმ. ასეთი მითების და ლეგენდების ავტორები იღებდნენ სახელმწიფო პრემიებს დიდი ხლფასებს და ითვლებოდნენ დამსახურებულ მეცნიერ-მუშაკებად. 

ვინ არ იცნობს მოსინის შაშხანას? რუსეთში ამ იარაღის სადიდებლად მთელი პოემები იწერებოდა არა და მოსინის შაშხანა შეიარაღებაში მიღებიდან პირველი დღიდან ჩამორჩებოიდა თავისი საბრძოლო თვისებებით სხვა პოპულარულ სისტემებს. ეს არ არის მოსინის ბრალი, თუმცა მანამდე ის ექსპერიმენტირებდა კონდახში განლაგებული მჭიდების კონსტრუქციებით, რომლებიც უკვე 30 წელი არსებობდნენ და მაგ პერიოდისთვის მოძველებულ გადაწყვეტილებად ითვლებოდნენ. იგი უბრალოდ მოქმედებდა რუსეთის გენერალიტეტის მითითებების მიხედვით, რომლებმაც ჯერ დაუკვეთეს მას ცალ-მუხტიანი შაშხანა (!!!), შემდეგ კი უბრძანეს მას მისი კონკურენტის ბელგიური ნაგანის შაშხანის დახურული მჭიდის კოსნტრუქციის გამოყენება. კონსტრუქციულად მოსინის შაშხანა უფრო მარტივი იყო ვიდრე ნაგანის, თუნდაც იმის წყალობით რომ შაშხანას არ ქონდა მექანიკური მცველი, რომელიც შეიცვალა კურიოზული გადაწყვეტილებით, როდესაც მსროლელი ქაჩავდა უკვე შეყენებულ (!!!) საკეტს უკან და აბრუნებდა მას რომ წამოედო ის სალულე კოლოფს. მიუხედავად იმისა რომ  ორივე სისტემის იარაღის პირველი საცდელ პარტიების ექპლუატაციამ რუსეთის ჯარში გამოავლინა გამარჯევბულად ნაგანი, გადაწყვეტილება მაინც მიიღეს მოსინის იარაღის სასარგებლოდ, იმტიომ რომ ის უბრალოდ უფრო იაფი ჯდებოდა. მოსინის შაშხანის გაუმჯობესება არასდროს არ მომხდარა ვინაიდან ითვლებოდა რომ ეს იარაღი მალე შეიცვლებოდ სხვა ავტომატური შაშხანით. შედეგად 40 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირმა დაასრულა მეორე მსოფლიო ომი მორალურად მოძველებული მოსინით.  ასეთივე შეცდომა იყო კაპიტან როგორვცევის შექმნილი ვაზნა – 7.62X54R, რომელიც მოსინ-ნაგანის შაშხანაში გამოიყენებოდა. პროტოტიპად მან გამოიყენა ფრანგული 8mm-ნი ლებელის ვაზნა და ისევე როგორც ლებელის ვაზნის შემთხვევაში “ახალი” რუსული ვაზნა იყენებდა მასრას  განიერი “ფლანეცით”. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით რომ ასეთი ტიპის ვაზნის გამოყენებისთვის იარაღის და ასევე ვაზნების დამზადება შესაძლებელი იყო დიდი დაშვებებით, ანუ განუვითარებელი წარმოების პირობებში. აღნიშნული ვაზნა დღემდე არის რუსული ჯარის შეიარაღებაში რაც უბრალოდ სასაცილოა.

ოქტომბრის რევოლუციამდე უცხოელების გავლენა და უცხოური იარაღის სისტემების  როლი  რუსული ჯარში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ძირითადი შეიარაღების მასას წარმოადგენდა უცხოური სისტემები მათ შორის ადგილობრივად წარმოებული. მაგალითად ამერიკელი ბერდანის კონსტრუქციის შაშხანა 25 წელი იყო რუსი ფეხოსნის ძირითადი შეიარაღება. ჟანდარმერია იყენებდა  სმიტ&ვესონის რევოლვერებს, რომელსაც ჩაენაცვლა ბელგიელი ძმები ნაგანების რევოლვერი, ყველა ტყვიამფრქვევი იყო უცხოური მოდელი. მოსინ-ნაგანის შაშხანის წარმოება ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობდა. დეფიციტი შეიარაღებაში და ტყვიაწამალში იყო მუდმივი. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით რუსეთის იარაღის და ტყვიაწალის მრეწველობას შეეძლო დაეკმაყოფილებინა არმიის მოთხოვნების ერთიმესამედი. ამის გამო რუსეთი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული უცხოურ მომწოდებლებზე. მაგალითად პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთი უკვეთავდა იარაღს და ტყვიაწამალს საზღვარგარეთ ან ყიდულობდა მოძველებულ სისტემებს (რომლებზეც სხვებმა უარი თქვეს) რომ რამენაირად დაეკმაყოფილებინა ჯარის მოთხოვნა იარაღზე. შედარებით მარტივი კონსტრუქციის მოსინ-ნაგანის შაშხანების წარმოების ათვისებაც შეფერხებით მიმდინარეობდა და რუსეთს მოუწია აღნიშნული კონსტრუქციის შაშხანის წარმობაზე შეკვეთის მიცემა ამერიკულ “რემინგტონს” და “ვესტინგხაუზს” 3 200 000 შაშხანაზე. იმისთვის რომ მიხვდეთ რამდნად კატასტროფული იყო რუსეთის მდგომარეობა გეტყვით, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთი იძულებული იყო შეეძინა 2 461 000 უცხოური მოდელის შაშხანა.  მანამდეც და მრავალი წელის მას მერეც შეიარაღების და ტყვიაწამლის მწვავე დეფიციტი იყო დამახასიათებელი რუსეთის ყველა ომისთვის. რუსეთ-იაპონიის ომის დროს ტყვიამფრქვევების დეფიციტი ივსებოდა იმპროვიზირებული მიტრალიეზების გამოყენებით. კაპიტან იგნატი შმეტილოს „კონსტრუქციის“ „კვაზი-ტყვიამფრქვევი“, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთზე გადაბმულ 5 შაშხანას, არის ალბათ მსოფლიოში უკანასკნელი მაგალითი მიტრალიეზის ბრძოლაში გამოყენების. ტყვიამფრქვევბის ბედი რუსეთში და საბჭოთა კავშირში ისეთივე საცოდავი იყო, როგორც ბევრი სხვა თანამედროვე სისტემის. 40 წელზე მეტი რუსეთის ჯარის ძირითადი ტყვიამფრქვევი იყო ამერიკელი მაქსიმის კონსტრუქციის იარაღი, მანამ სანამ 1943 წელს მისი ჩანაცვლება შეზღუდუდლად არ დაიწყო გორიუნოვის ტყვიამფრქვევმა.  პირველი რუსული მსუბუქი ტყვიამფრქვევი გაჩნდა 1927 წელს (ანუ დასავლეთის ქვეყნებისგან 30 წლის დაგვიანებით)  და ეს იყო დიოგტიარევის კონსტრუქციის იარაღი, რომელსაც სამწუხაროდ  აკლდა მაშინდელი ტყვიამფრქვევების ძირითადი თვისება ხანგრძლივი უწყვეტი ცეცხლის წარმოების საშუალება. საბრძოლო სწრაფსროლა ამ იარაღის არ აღემატებოდა 80 გასროლას წუთში.

0_48ef1_419ef9e_orig1

1941 წელი. საბჭოთა ნაწილები მიდიან ფრონტზე ხოლო მხრებზე მათ აქვთ 1913 წლის ამერიკელი ლიუისის სისტემის მსუბუქი ტყვიამფრქვევები. მაქსიმის ტყვიამფრქვევებიც დიდი ხანი დარჩნენ შეიარაღებაში, მათი გამოყენება დაფიქსირდა 1969 წელს (!!!) დამანსკის ნახევრაკუნძულზე სასაზღვრო კონფლიქტში ჩინეთთან (!!!).

თვალსაჩინო მაგალითი რუსეთის ჩამორჩენის არის პისტოლეტ თყვიამფრქვევბის ბედი საბჭოთა არმიაში. ზამთრის ომში ფინელების წინააღმდეგ რუსეთი ჩაება პრაქტიკულად ავტომატური იარაღის გარეშე.  1939 წლამდე საბჭოთა კავშირში გამოშვებული იყო სულ 5000-მდე დიოგტიარევის კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მაშინ როდესაც ფინელები მასიურად იყვენ შეიარაღებული ლახტის კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით. შედეგად ფინელებმა დაკარგეს 25 000 ჯარისკაცი რუსებმა კი 126 000. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გაჩნდა გაცილებით ადრე იტალიაში, 1915 წელს. 1917 წელს ამ ტიპის იარაღის წარმოება დაიწყო გერმანიაში. რუსეთში ეს პროცესი დაიწყო 30 წლიანი დაგვიანებით. 

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე დასავლეთისთვის ცხადი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი და კომუნიზმი არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა დასავლეთისთვის ვიდრე მანამდე ნაცისტური გერმანია. ჩერჩილის გამოსვლამ ფულტონში გამოაცხადა საბჭოთა კავშირის დასავლეთის ძირითად მტრად და პრაქტიკულად გამოუცხადა მას ცივი ომი. ასეთ პირობებში ვერანაირ დახმარებაზე დასავლეთიდან საუბარი ვერ იქნებოდა. რუსეთს ან უნდა გაეგრძელებინა მუშაობა ახალ შეიარაღების სისტემებზე ან საკუთარი ძალებით ან ელემენტარულად მოეპარა დასავლური ტექნოლოგიები. ჩემი აზრით რაღაც მომენტი საბჭოთა კავშირში გაიაზრეს, რომ საკუთარი სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის განვითარება და ორიგინალური გადაწყვეტილებების ძიება იქნებოდა დაკავშირებული დიდ ხარჯებთან და რისკებთან ამიტომაც მათ აქცენტი გააკეთეს ქურდობაზე და შპიონაჟზე. ბირთვული იარაღის და რაკეტების ეპოქაში საბჭოთა კავშირს არ ქონდა ფუფუნება ეზრუნა ჯარისკაცის ინდივიდუალურ შეიარაღებაზე. სხვათაშორის ბირთვული იარაღის შექმნის ტექნოლოგიაც რუსეთის დაზვერვამ მოიპარა აშშ-დან. მოპარულ დოკუმენტებზე წვდომა ქონდა მხოლოდ იგორ კურჩატოვს, რომელიც ამის წყალობით გახდა რუსების ვერსიით “ატომური ბომბის მამა”. რაიმე სხვა კურჩატოვის აღმოჩენებებზე მე ინფორმაცია ვერ ვიპოვე. კლასიკური მაგალითი იმ ბედისა, რომელსაც იზიარებდნენ “გამომგონებლები”  საბჭოთა კავშირში არის არის გერმან კორობოვის ბედი, უდაოდ ნიჭიერი და საინტერესო კონსტრუქტორის, რომელიც ვერ გაცდა საცდელ მოდელებს. სახელმწიფოსგან ფულის მიღება არარეალური იყო, ფული ცოტა იყო (დრო კიდევ უფრო ცოტა) და იხარჯებოდა არაეფექტურად, ხოლო კერძო ინევსტიციის საშუალება საბჭოთა კავშირში არ იყო. კორობოვის საცდელლი იარაღები მართლაც ორიგინალური საინტერესო იყო და მათში იკითხებოდა კონსტრუქტორის ორიგგინალური ხედვა. რომ გადახედოთ საბჭოთა კავშირის “დამსახურებული” “კონსტრუქტორების” ქმნილებებს, რომლებსაც ისინი თავისუფალ დროს ქმნიდნენ შეიძლება გული გაგისკდეთ და ადვილად მიხვდებით რომ ამ ხალხს არ ესმოდა იარაღი და პირდაპირ ვიტყვი უნიჭო კონსტრუქტორები იყვნენ.  ასეთ მიდგომას იარაღის წარმოებისადმი მოყვა ის რომ რუსეთში ვერ ჩამოყალიბდა და არასდროს არ არსებობდა პიონერი-კონსტრუქტორების სკოლა. არსებობდენ პარტიის ყურადღებით განებივრებული კორუმპირებული ფსევდო-კონსტრუქტორები, რომლებიც სხვისი ნაშრომების წყალობით იცავდნენ დისერტაციებს, იღებდნენ სამეცნიერო ხარისხებს, პრემიებს, ჯილდოებს მაგრამ არაფერს არ ქმნიდნენ. მათი თავგანწირული შრომის შედეგი იყო ტექნოლოგიურად არაფრით გამორჩეული დასავლეთიდან მოპარული ტექნოლოგიებით კომპილაციის წესით შექმნილი სისტემები, რომლებიც  უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენდნენ კარგ მუშა იარაღებს, უბრალოდ მათში არ იყო არაფერი რუსული, არაფერი რაც დაამტკიცებდა რუსული ტექნოლოგიურ/ინტელექტუალურ უპირატესობას. ძალიან პატარა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრია, ჩეხეთი, შვედეთი უფრო დიდი როლი ითამაშეს იარაღის ევოლუციაში ვიდრე უშველებელმა რუსეთმა. ეს არის ისტორიული ფაქტი.

“TT” არის კოლტ-ბრაუნინგის ავტომატიკის სქემაზე დაფუძნებული პისტოლეტი რომელიც იმეორებს 1903 წლის ბრაუნინგის პისტოლეტის ფორმებს. სწორედ ამიტომ პისტოლეტი გამოვიდა კარგი (გარდა ამისა ის იყენებდა გერმანულ ვაზნას 7.63×25) თუმცა ტოკარევმა შეცდომა დაუშვა და განათავსა საბრძოლო ზამბარა ჩახმახის შიგნით და ასევე დამრტყმელ-სასხლეტი მქანიზმი უშვებდა გასროლას პისტოლეტის ჩახმახზე დავარდნის შემთხვევაში. ქვედა სურათზე “ТТ”-ს ზევიდან და ქვევიდან არის ტოკარევის კიდევ ორი ქმნილება რომელიც მან “შექმნა” “TT”-მდე და მის შემდეგ და ორივე პისტოლეტი წარმოადგენს მის ხედვას იმაზე თუ როგორი უნდა ყოფილიყო წითელი არმიის ოფიცრის იარაღი. რომ არა ბრაუნინგის იდეების კოპირება ტოკარევის ვერასდროს ვერ შექმნიდა კარგ პისტოლეტს. სულ ქვედა პისტოლეტი დათარიღებულია 1938 წლით, როდესაც უკვე არსებობდა კოლტის M1911A1, ვალტერის P38, ბრაუნინგის P-35, პოლონელების wz. 35 Vis. რა გენიალურობაზე და ნიჭზე შეიძლება აქ საუბარი?

genius Tokarev

30-ნი წლებიდან იჟევსკი უშედეგოდ ცდილობდა ორლულიანი სანადირო თოფების გამოშვებას მაგრამ ყველა თოფი გამოდიოდა არასაიმედო და დაბალ რესურსიანი. იჟევსკის ქარხნის პირველი ნამდვილად წარმატებული თოფი იყო იჟ-49, რომელიც გერმანული ზაუერის მე-8 მოდელის ასლი იყო.

დიდ საქმეს რომელსაც ერქვა დასავლური ტექნოლოგიბის ქურდობა, საბჭოთა კავშირში სათავეში ჩაუდგა გენერალური შტაბის დაზვევრვის მთავარი სამმართველო (ГРУ), რომელიც თავის აგენტებს უხდიდა ფულს ნებისმიერ ინფორმაციაში დასავლურ შეიარაღებაზე მათ შორის მაგალითად ევროპის სამხდრო პოლიგონიდან მოპარულ ჯართშიც კი. შპიონაჟით მოპოვებული ინფორმაცია შემდგომ გადაეცემოდა მრავალრიცხოვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს და “კონსტრუქტორულ ბიუროებს”. მოპარული დასავლური ტექნოლოგიების ადაპტირებაში და შემდგომ წარმოებაში მოღვაწეობდნენ  პროფესორების, დოცენტების და აკდემიკოსების “არმია”, რომელიც კარგ ხელფასს იღებდა ამისთვის. ეს ქურდობა/ადაპტაცია ატარებდა მასობრივ ხასიათს და არ ეხებოდა მარტო სამხედრო ტექნოლოგიებს. ძრავების მშენებლობა მაგალითად მთლიანად იყო დაფუძნებული მოპარულ ტექნოლოგიებზე (ეს ეხება რაკეტების, თვითმფრინავების და ავტოტრანსპორტის ძრავებს). ბუნებრივია საბჭოთა კავვშირის გაკოტრების შემდეგ მთელი რუსეთის მრეწველობა ჩავარდა ღრმა კრიზისში, რომლიდანაც დღემდე ვერ გამოვიდა. ასე მაგალითად  მაღალტექნოლოგიური წარმოების წილი რუსეთის მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს 0.6%-ს მაშინ ორდესაც განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი არის 6-12%. რუსეთის წილი მსოფლიო მაღალ-ტექნოლოგიური წარმოებაში არის სულ რაღაც 0.3%. ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ თუ ვინმეს გონია, რომ რუსეთი ოდესმე იყო წამყვანი სამრეწველო ქვეყანა ის ძალიან ცდება. რა თქმა უნდა რუსეთს/დაბჭოთა კავშირს ქონდე მიღწევები მაგრამ მათი მასშტაბი არ შეესაბამება რუსეთის ზომებს და მის ამბიციებს.

ინტელექტუალური ქურდობის თვალსაჩინო და კარგად ცნობილი მაგალითია პირვლი საბჭოთა ჰაერო-ჰაერი ტიპის ახლო მოქმედების მართვადი რაკეტის P-13-ის შექმნის ისტორია. ჩინელებმა გადასცეს რუსებს ამერიკული რაკეტა AIM-9 “Sidewinder”, რომელიც გარჭობილი იყო ჩინურ თვითმფრინავში კორეულ გამანადგურებელთან საჰაერო ბრძოლის დროს. რუსებმა დაშალეს რაკეტა და ვინაიდან ელექტრონული სქემები რეზინით იყო დაფარული ამისთვის გამოიყენეს იაკუტები, რომლებიც ცნობილები იყვნენ ხეზე მუშაობის ხელობით და მათ ამოჭრეს სქემები და ბლოკები მათი შემდგომი შესწავლისთვის. დამატებითი ინფორმაცია ამ რაკეტაზე რუსებმა მიიღეს ГРУ-ს მიერ გადმობირებული ამერიკელი ოფიცრისგან სტიგ ვენერსტრიომისგან. შეთანხმების თანახმად P-13-ის გამოსაშვებად საჭირო დოკუმენტაცია საბჭოთა კავშირმა გადასცა ჩინეთს. P-13 რა თქმა უნდა იყო ამერიკული რაკეტის ზუსტი ასლი. გამომდინარე ჩამორცენილი წარმოებიდან რუსებმა თავის რაკეტაში გამოიყენეს უფრო მოძველებული ტიპის ძრავი  ნიტროგლიცერინული საწვავით ნაცვლად უფრო სრულყოფიული ამერიკული ძრავისა, რომელიც იყენებდა შერეული ტიპის საწვავს.  

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსებმა დიდი საჩუქარი მიიღეს გერმანული ინტელექტუალური რესურსის სახით. ეს რესურსი იყო როგორც  გერმანელების ტექნიკური დოკუმენტაცია ასევე მთელი ქარხნები რომელიც რუსებმა გაზიდეს საბჭოთა კავშირში და ასევე ამასთან ერთად გერმანელი სპეციალისტები, რომლებსაც არ გაუმართლათ და საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მოხვდნენ. ამ ადამიანებს შორის ძალიან სახელგანთქმული გვარებიც მოხვდნენ, მაგალითად შმაისერი, გრუნერი, ხორნი, ბარნიცკე რომლებიც როგორც რამდენიმე საუკუნის წინ სხვა სპეციალისტები დასავლეთიდან გადაყვანილ იყვნენ იჟევსკში და იქ მუშაობდნენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გერმანიიდან ქონების, ადამიანების და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის საკითხებზე მუშაობდნენ მთელი კომისიები, რომლებიც ადგილზე წყვიტავდნენ რა და სად უნდა გაგზავნილიყო გერმანიიდან საბჭოთა კავშირში. ცხადია თუ ითველბოდა რომ რომელიმე გერმანელ სპეციალისტს შეეძლო სარგებლის მოტანა ის ასევე ნებაყოფლობით თუ დაძალებით მიყავდათ საბჭოთა კავშირში. საბოტაჟის გამორიცხვის მიზნით გერმანელები იღებდნენ საბჭოთაკავშირისგან სოლიდურ ხელფასს და სხვა შეღავათებს, ზუსტად ისე როგორც რამდენიმე საუკუნით ადრე. ეს მაროდიორობის ტრადიცია რუსეთში დღემდე შენარჩუნდა. ასე მაგალითად არც ისე დიდიხნის წინ რუსებმა გაზიდეს საწარმოო ხაზები აღმოსავლეთ უკრაინიდან მათ შორის ლუგანსკის ტყვიაწამლის მწარმოებელი ქარხანა და სხვა საწარმოების კუთვნილი ქონება. გერმანელების და გერმანიიდან გაზიდული ტექნიკური დოკუმენტაციის როლის შესწავლა ცდება ამ სტატიის ფორმატს, მაგრამ საბჭოთა კავშირმა კარგად იხეირა ამ პროცესიდან ისევე როგორც პრინციპში სხვა გამარჯვებულმა ქვეყნებმა.  საინტერესო ისტორიული ფაქტია, რომ შმაისერიც და მისი ქარხანაც სადაც ის მოღვაწეობდა მოხვდა ჯერ ამერიკელების ხელში, რომლებმაც არ მიიჩნიეს საინტერესოდ შმაისერის იდეები და როდესაც შეთანხმების თანახმად ზული (სადაც მდბარეობდა ბვრი იარაღის ქარხანა მათ შორის შმაისერის “ჰაენელი”)  მოექცა საბჭოთა დროებითი ოკუპაციის ზონაში იქ შევიდა საბჭოთა არმია და რუსებმა მთლიანად გაზიდეს დაზგა-დანადგარები, ინსტრუმენტები, ტექნიკური დოკუმენტაცია და შმაისერიც სხვა სპეციალისტებთან ერთად ზედ მიაყოლეს.

გერმანული წყაროების მიხედვით ფრონტზე ჭრილობის შემდეგ მიხაილ კალაშნიკოვი ხელმძღვანელობდა ტყვეების ბანაკის დაცვას. ბანაკის მკვიდრები იყვნენ იარაღის წარმოების სპეციალისტები ევროპიდან …..

ასევე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რეპარაციების სახით რუსეთი წლების განმავლობაში იღებდა მათ შორის გერმნაულ სანადირო თოფებს და შემდგომ წარმატებით აკოპირებდნენ მათ და არქმევდნენ რუსულ სახელებს. რუსეთში სამრეწველო ნადირობა და სანადირო ტურიზმი იყო ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი და შესაბამისად მონადირეებს და მეტყევეებს ჭირდებოდათ იაფი და საიმედო იარაღი. რევოლუციამდე ჭარბობდა უცხოური წარმოების თოფები, რომლებსაც პრაქტიკულად მთლიანად ქონდათ დაპყრობილი რუსული ბაზარი. რევოლუციის შემდეგ მოხდა ხალხის მასობრივი განიარაღება და მათ შორის კერძო  საკუთრებაში მყოფი სანადირო იარაღის ჩამორთმევა. სწორედ ამ მიზეზით დღეს იმ დროიდან შემორჩენილი თოფები მაღალი კლასისი მოდელებია იმიტომ, რომ მათი მაღალი ღირებულების გამო მფლობელი ცდილობდა მათ შენახვას/გადამალვას ხოლო მუშა და იაფი უცხოური თოფები ჩააბარეს სახელმწიფოს. არსებული ვაკუუმი შემდგომ ივსებოდა რუსული/საბჭოთა წარმოების სანადირო იარაღით, რომელიც ვერნაირად ვერ უძლებდა კონკურენციას უცხოურ იარაღთან. იარაღი გამოდიოდა კარგი თუ ის იყო ასლი უცხოური სისტემის, როგორიც მაგალითად არის იჟ-5, ამერიკული “ივერ ჯონსონის” ასლი რომელიც 1924-დან 1949 წლამდე გამოდიოდა. დეფიციტი ასევე ივსებოდა გადაკეთებული ძველი/ჩამოწერილი სამხედრო შაშხანების გადაკეთებით სანადირო თოფებად. საოცარია მაგრამ რუსეთი დღემდე უშვებს ადრინდელი “ფროლოვკეების” თანამედროვე ვარიანტებს. რეალურად პირველი საბჭოთა მუშა და გამძლე სანადირო თოფები გამოჩნდა მხოლოდ მას მერე რაც დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი და შესაძლებელი გახდა წარმოების სიმძლავრეების ნაწილის გადაყვანა სამოქალაქო იარაღის წარმოებაზე. აქ კიდე რუსებს გამოადგათ გერმანული თოფები რომლებიც რეპარაციის ან ნადავლის სახით მოხვდა საბჭოთა კავშირში. პრაქტიკულად ყველა რუსული თოფი დაფუძნებულია ან კონკრეტულ უცხოურ მოდელზე როგორც იჟ-54, მც-21 ან იყენებენ დასავლეთში მოგონილ სქემებს.  ავიღოთ მაგალითად იჟევსკის ორლულიანი თოფების ევოლუცია. პირველი ექსპლუატაციისთვის ვარგისი სანადირო თოფი გამოშვებული აღნიშნულ ქარხანაში იყო იჟ-49 გერმანული ზაუერის მე-8 მოდელის ასლი, რომელიც შემდგომ წლებს განმავლობაში მარტივდებოდა (ფუჭდებოდა) რომ გაადვილებულიყო მისი წარმოება დაბალკვალიფიციური ხელოსნების მიერ და შემცირებულიყო მისი წარმოების ფასი. ეს „ევოლუცია“ დასრულდა ჩიხით იჟ-43-ის სახით რომელსაც თვითონ რუსებიც არ განიხილავნე მისაღებ სანადირო იარაღად. პირველი თოფი ვერტიკალური ლულებით, რომელიც რუსებმა შეძლეს სერიულად ეწარმოებინათ იყო იჟ-59 რომელიც იყო ძალზედ არაპოპულარული საშინელი ბალისტიკის გამო. მის ბაზაზე შექმნილი ბევრად უკეთესი იჟ-12 მრავალი წელი იყო დეფიციტური პროდუქტი და ძნელად იშოვებოდა. რატომ? იმიტომ რომ ქარხნები ვერ უშვებდნენ სათანადო ხარისხის იარაღს საჭირო რაოდენობით. პრიორიტეტი იყო ჯარი და მთელი რესურსი მიდიოდა სწორედ ჯარის მომარაგებაზე. გარდა ამისა ორ ლულიანი თოფი ითხოვს ყოველთვის კვალიფიციური ოსტატის შრომას, იმისთვის რომ მოხდეს ლულების შედუღება და დამაკმაყოფილებელი ერთგვაროვანი სიზუსტის მიღება. ამის გამო დიდი პროცენტი რუსული ორლულიანი თოფების ამ მხრივ იყო არადამაკმაყოფილებელი და აქიდან წამოვიდა და გვერგო ჩვენ ეს ლტოლვა “შტუჩნი”, “სპცზაკაზი” და “საექსპორტო” რუსული თოფების მიმართ, რომლებიც ვითომ განსხვავდებოდნენ “შირპოტრებისგან” რომელიც შიდა ბაზარზე ხვდებოდა. რუსული ორ ლულიანი თოფების წარმოების მთელი ისტორია არის გაუთავებელი წვალება მასობრივ გამოშვებასა და ხარისხის მინიმალურად მისაღებ დონემდე შენარჩუნების.  1946 წელს რუსეთში შეიქმნა Центральное конструкторское исследовательское бюро спортивно-охотничьего оружия, რომლის მიზანი იყო საბჭოთა სპორტსმენების აღჭურვა თანამედროვე სპორტული იარაღით. ლეგენდის თანახმად ამ ორგანიზაციის შექმნას სათავეში ედგა ლავრენტი ბერია, რომლისთვისაც გახდა ცნობილი, რომ საბჭოთა სპორტსმენები შეჯიბრებებზე  წარმოადგენდნენ გამარჯვებული კომუნიზმის ქვეყანას ინგლისური თოფებით. ეს ორგანიზაცია ნამდვილად გახდა ცნობილი მაღალი კლასის სპორტული იარაღის მწარმოებელი, რომელიც გამოდიოდა ძალიან მცირე რაოდენობით, ღირდა ძალიან ძვირი. პირველი თოფი რომელიც ამ ორგანიზაციამ გამოუშვა იყო მერკელის თოფზე დაფუძნებული Mц-8. მიუხედავად ამისა საბჭოთა და რუსი სპორტსმენების მოთხოვნები ბოლომდე არასდროს არ დაკმაყოფილებულია და ტრადიციული დეფიციტი იარაღში კვლავ ივსებოდა უცხოური მოდელებით. დღეს რუსი სპორტსმენების აბსოლუტური უმეტესობა ასპარეზობს საერთაშორიო შეჯიბრებებზე უცხოური წარმოების იარაღით.

რუსები იბრალებენ როლს ბელგიური FN-FAL-ის შექმნაში, თითქოს დიდიე სევს აუღია ტოკარევის СВТ-ს ავტომატიკის სქემა, მაგრამ სევის უკვე ქონდა საცდელი შაშხანები იგივე ავტომატიკის სქემით 1937 წელს და ვერანაირად ვერ მოპარავდა ტოკარევს ვერაფერს, სამაგიეროდ ტოკარევი წარმატებით სარგებლობდა სხვისი  მიღწევებით და თავისი პისტოლეტის (TT) ავტომატიკის სქემა მოპარა ბრაუნინგს, რომლის სისტემის პისტოლეტები M1911 რუსეთმა  შეიძინა პირველი მსოფლიო ომის დროს ამ ტიპის იარაღის მწვავე დეფიციტის შესავსებათ.

ჩამორჩენილობას დაზგა-დანადგარების წარმოებაში და კვალიფიციური ოსტატების ნაკლებობას მოყვებოდა პრობლემები, როგორებიცაა ხარისხის არასათანადო კონტროლი და წარმოების კულტურის დაბალი დონე, რის გამო ხშირად დასავლური სისტემის კოპირებაც წარუმატებლობით მთავრდებოდა. ამის მაგალითი არის რუსული სანადირო თოფი Mц21. პირველი რუსული თვითდამტენი თოფი (შექმნილი ნახევარი საუკუნის შემდეგ რაც ასეთი ტიპის იარაღი პირველად გამოჩნდა ევროპაში) იყენებს ბრაუნინგის ავტომატიკის სქემას. მაგრამ საბრძოლო ბჯენის არასწორმა ფორმამ (როგორც ამომბენ მოარგეს არასრულყოფილ საბჭოთა წარმოებას) და მისმა უხარისხო თერმულმა დამუშავებამ  შესძინა ამ თოფს არასაიმედო იარაღის რეპუტაცია, თუმცა მისი წინაპარი 50 წლის წინ მშვენივრად მუშაობდა.

კიდევ ერთი თვლასაჩინო მაგალითი მითვისების. რუსული სპორტული შაშხანა МЦ-17-2, სინამდვილეში პრაქტიკულად კანადური 1910 წლის როსსის სისტემის შაშხანის ზუსტი ასლი. საბჭოთა “ემცეს” ასევე ერგო როსსის იარაღის თანდაყოლილი ნაკლი, შესაძლებლობა ააწყო საკეტი არასწორედ და გაისროლო გახსნილი საკეტით, რასაც მოყვება იარაღის განადგურება და მსროლელის დაზიანება.

ასე და ამრიგად უდიდესი ძალისხმევით იარაღის წარმოება რუსეთში განვითარდა იმ დონეზე რომ პირველად თავისი ისტორიის განმავლობაში ამ ქვეყანამ შეძლო მეტ წილად მთლიანად გადაეფარა საკუთარი შეიარაღებული ძალების მოთხოვნები მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღში და აღარ ყოფილიყო დამოკიდებული დასავლურ მწარმოებლებზე. ამავე დროს მიუხედავად ურიცხვი კონსტრუქორების არმიისა, უამრავი კონსტრუქტორული ბიურიოებისა მე-20 საუკუნეში ცეცხლსასროლი იარაღის ევოლუცია კვლავ მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის მონაწილეობის გარეშე. მიუხედავად მსხვილი სამრეწველო კომპლექსისა, რომელიც ზრუნავდა წითელი არმიის მომარაგებაზე, მთელი რიგი საკითხების დარჩა გადაუჭრელი. მაგალითად საბჭოთა კავვშირში ვერ შექმნეს  კონკურენტუნარიანი სნაიპერული სისტემა. 1968 წლისთვის დრაგუნოვის შაშხანა წარმოადგენდა მასობრივი წარმოების „მარქსმენის“ იარაღის კარგ ნიმუშს მაგრამ მისთვის სათანადო მონაცემების მქონე (სნაიპერული) ვაზნის საკმარისი რაოდენობით წარმოების დაწყება ვერ მოხდა დღემდე. ისევე როგორც დღემდე რუსეთის ჯარს არ გააჩნია ადეკვატური ავტომატური პისტოლეტი. ისევე როგორც დღემდე რუსეთი იყენებს მორალურად ჯერ კიდევ 100 წლის წინ  მოძველებული კონსტრუქციის “შაშხანის” ვაზნას. ისევე როგორც ყველა გარღვევა რომელიც მოხდა მეოცე საუკუნეში ისევ მოხდა დასავლეთში და არა საბჭოთა კავშირში.  ალუმინების და პოლიმერების ფართო გამოყენება, მცირე-იმპულსიანი ვაზნები, მოდულური იარაღის კონცეფცია, „პერიფერიული მოწყობილობების“ დასაყენებელი სამაგრების სტანდარტიზაცია, დეტალების ურთიერთ ცვლადობა მორგების გარეშე, ოპტიკური სამიზნეების ფართო გავრცელება, კალიბრის შემცრება და სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები მოხვდა ისევ მხოლოდ დასავლეთში. 90-ან წლებამდე როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მრეწველობა ამ ქვეყნაში კვლავ იყო 40-50-ნი წლების დონეზე ხოლო შეიარაღება წარმოადგენილი იყო სისტემებით, რომლების ასაკიც ნახევარ საუკუნეს შეადგენდა.

საბჭოთა კავშირი 70 წელი არსებობდა, 70 წლის განმავლობაში ეს პარაზიტირების სტრატეგია არ შეცვლილა ისევე, როგორც არ შეცვლილა მდგომარეობა ადამიანის თავისუფლების მიმართ. არ შეიცვალა ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც სადაც სახელმწიფო კვლავ მკაცრად აკონტროლებდა კერძო სექტორს ხოლო პრივატიზირებული სახელმწიფო ქარხნები ძალებს არ უშურდნენ რომ რუსული ბაზარი და იარაღის კონსტრუირების და წარმოების სექტორი მაქსიმალურად დახურული ყოფილიყო.   მანამდე სახელმწიფოს მიერ მართული გეგმიური ეკონომიკა ჩამოიშალა, ჩამოიშალა სქემები, რომლების წყალობითაც იარაღის წაროების მასშტაბური სექტორი არსებობდა. მუქთა ფული აღარ იყო. რუსეთი უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა და მასთან ერთად კრიზისში აღმოჩდნენ აწი უკვე კერძო იარაღის მწარმობელი კომპანიები. მას მერე 25 წელი გავიდა და თუ ბოლო დრომდე რუსეთის ეკონომიკა მეტ ნაკლებად დასტაბილურდა იარაღის მწარმოებელი კომპანიები კიდე ვერ გადაეწყვენ საბაზრო ეკონომიკის წესებზე და კვლავ მძიმე მდგომარეობაში არიან.  დღეს მათი ექსპორტის ძირითად ნაწილს წარმოადგენს კალაშნიკოვის ბაზაზე შექმნილი ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი იარაღები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ დასავლეთში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს კომპანიები მოუქნელი სტრუქტურით გამოირჩევიან ხოლო მათი ხელმძღვანელობა არის არაკომპეტენტური, ეს კომპანიები ვერ ვითარდებიან და ვერ ქმნიან კონკურენტუნარიან პროდუქციას. ასე მაგალითად 25 წლის განმავლობაში რუსეთის იარაღის მწარმოებლებმა ვერ შესთავაზეს რუსეთის არმიას და პოლიციას მისაღები საბრძოლო თვისებების მქონე პისტოლეტი, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, კვლავ პრობლემად რჩება ზუსტი შაშხანების წარმოება. ვინაიდან დასავლეთი მტერი აღარ არის უცხოური შეიარაღება კვლავ გამოჩნდა ჯერ-ჯერობით მხოლოდ სპეცსამსახურების და პოლიციის შეიარაღებაში. ნორმალური პისტოლეტის არ არსებობის გამო რუსები იძულებულები იყვნენ შეეძინათ გლოკები, რომელსაც მათი ჯიბის გამოცემები ამდენი წელი ლანძღავდნენ. მერე გლოკებს დაემატა ბერეტა 92 და ჩზ75. სნაიპერულ სისტემებს რაც შეეხება, ვისაც აქვს ფული ყიდულობს უცხოურ სისტემებს. შეიარაღებული ძალებბის გადაიარაღება მოსკოვის მაღაზიაში ნაყიდი უცხოური შაშხანებით  შეუძლებელია ამიტომაც რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი გაიჭინთა და 1998 წელს  შვა პირველი ვიმეორებ პირველი ნამდვილი რუსული საარმიო სნაიპერული შაშხანა CB-98.  ეს „თანამედროვე“ რუსული იარაღი იყენებდა „მაღალტექნოლოგიური” “ფანერის“ (!!!) კონდახს და 1891 წელს “შექმნილ” ვაზნას. არასრულყოფილი ჩამორჩენილი წარმოების გამო ამ იარაღის ფასი აღემატებოდა იმ დროს ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სნაიპერული იარაღის Sako TRG-ს ღირებულებას, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მისი მასობრივი შეიარაღებაში მიღება. მისი სამოქალაქო წინაპარიც, სპორტული შაშხანა „რეკორდი“ ძალიან მცირე რაოდენობით გამოდიოდა და ძალიან ძვირიც ღირდა. როგორც ყოველთვის როდესაც საჭირო იყო საუკეთესო იარაღის გამოშვება, რომელიც კონკურენციას გაუწევდა უცხოურ მოდელებს, დიდი ძალისხმევით მცირე რაოდენობით ქარხნები აკმაყოფილებდნენ მოთხოვნას. ასეთი იარაღი თითქმის ყოველთვის უფრო ძვირი ღირდა ვიდრე მისი უცხოური ანალოგები. მაგალითად საბჭოთა ოლიმპიელებისთვის, ქარხნები პრაქტიკულად ცალობით ინდივიდუალურად დამზადებულ იარაღებს უშვებდნენ. დაბალ-კვალიფიციური მუშა ხელის და მოძველებული დაზგა-დანადაგრების გამო მაღალი კლასის სერიული იარაღის წარმოება მისაღებ ფასად დღემდე რჩება დაუძლეველ ბარიერად რუსული იარაღის წარმოებისთვის. ჟურნალისტების ვიზიტისას იჟევსკის ქარხანაში მათ აღმოაჩინეს მოქმედი მე-19 საუკუნის დაზგა, რომელსაც ეს წარმოება დღემდე იყენებს (!!!). ფასს რაც შეეხება  ასე მაგალითად  ნახსენები CB-98 2007 წელს ღირდა 6000 დოლარი (ოპტიკის გარეშე) რაც წარმოუდგენლად მაღალი ფასია ამ დონის იარაღისთვის. СВ-98 უნდა დაკომპლექტეებულიყო საშტატო რუსული წარმოების ოპტიკური სამიზნით 1П59 “ГИПЕРОН”, რომლის ფასი შეადგენდა 2500-3000 დოლარს! 

რამდენად ზრუნავენ რუსული იარაღის მწარმოებლები თავის კლიენტებზე ცალკე სტატიის თემაა მაგრამ მაგალითისთვის ისევ СВ-98 გამოვიყენებ. მიუხედავად მისი დიდი ფასისა ის მოხდა გარკვეული სპეციალური დანიშნულების ნაწილების შეიარაღებაში მცირე რაოდენობით. ლულების რესურსის ამოწურვის შემდეგ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმებმა მიმართეს მწარმოებლეს თხოვნით შეეცვალათ ლულები მათ შაშხანებზე. რაზეც მიიღეს უარი. მიზეზი: კომპანიას არ უღირს ასეთი მცირე შეკვეთის მიღება. გასაგებია წლების განმავლობაში რატომ არაერთხელ კოტრდებოდა, იცვლიდა სახელებს და მფლობელებს ტულის, იჟევსკის და კოვროვის იარაღის წარმოებები. ფლაგმანური პროდუქტი რუსული სამოქალაქო იარაღის წარმოების: თვითდამტენი კარაბინი “საიგას” საგარანტიო რესურსი არის სულ რაღაც 2000 გასროლა. ეს სამარცხვინო რესურსი მეტყველებს იმაზე თუ რამდენად არიან დარწმუნებულები რუსები თავიანთი პროდუქციის ხარისხში. ჟურნალებში და ფორუმებზე სპორტსმენები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ რუსული კომპანიის წარმომადგენლები აიგნორებენ სასროლოსნო შეჯიბრებებს და არ აქვთ პირდაპირი კონტაქტი საბოლოო მომხმარებლებთან.

რუსული იარაღის წარმოების ისტორია და ზოგადად მთელი მათი მეცნიეერების და მრეწველობის ისტორია დაფუძნებულია საბჭოთა კავშირის დროს შეთხზულ მითებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა აემაღლებინა საბჭოთა ხალხის თვითშეფასება და მოესპო რწმენა იმაში, რომ დასავლური ტექნოლოგიები უფრო უპირატესი იყო. ასეთი პოლიიკის შედეგად რუსებს ჯერათ რომ ლომონოსოვმა რომელმაც არ იცოდა მათემატიკა შეიმუშავა აირების მოლეკულურ-კინეტიკური თეორია, კალაშნიკოვმა რომელმაც არ იცოდა ხაზვა შექმნა ავტომატი და მახის რიცხვი შექმნა არა ერნესტ მახმა არამედ ნიკოლაი მეიევსკიმ. 

საინტერესოა ისიც რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, რუსეთში პრაქტიკულად არ გამოჩდნენ  იარაღის მწარმოებელი ახალი/კერძო კომპანიები, და ეს არ მოხდა მათ შორის წარსულში სახლემწიფო კომპანიების დიდი ძალისხმევის წყალობით, რომლებსაც არ სურდათ კონკურენტები. ბიუროკრატიული სისტემაც არ შეცვლილა ისევე როგორც სახელმწიფოს წნეხი კერძო იარაღის წარმოებაზე არ შემსუბუქდა. შედეგად უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში რუსეთს კვლავ არ შეუქმნია არაფერი საინტერესო და რევოლუციური, უფრო მეტიც ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა შექმნა ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი კომერციულად წარმატებული სამოქალაქო იარაღის მოდელი. თავდაცვითი, პოლიციური და სამხედრო იარაღის მოდელებს, რომლებსაც ქმნიდნენ იჟევსკი, ტულა და კოვროვი ერთმანეთს ეჯიბრებოდნე კონსტრუქციის აბსურდულობაში.

წარმატების კარგი მაგალითია რუსული სანადირო თოფი MP-153, რომლის კომერციულ წარმატებაში წვლილი ისევ უცხოელს, ამერიკელ  კიტ ბერკრანტს მიუძღვის. EEA inс.-ის პრეზიდენტს (უმსხვილესი იარაღის იმპორტიორი ამერიკული კომპანია), კარგად ესმოდა რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იარაღი რომ კარგად გაიყიდოს. მისი წყალობით “იჟმეხის” ხელმძღვანელობამ უარი თქვა MP-133-ის გადაკეთებაზე ავტომატურ თოფად და სწორი გზით წავიდა, რომლის შედეგადაც გაჩნდა MP-153. აღნიშნული თოფი კონსტრუქციულად კარგი გამოვიდა მაგრამ ცუდი ხარისხის კონტროლის გამო ამ თოფების დიდი პროცენტი ქარხნული წუნებით გამოირჩევა.

მიზეზი ასეთი წარუმატებლობის იქნება იგივე რაც მეფის რუსეთში. კორუფცია, შეზღუდვები სახელმწიფოს მხრიდან, კვალიფიციური სპეციალისტების არ არსებობა. მე მახსენდება მხოლოდ ორი რუსული კერძო კომპანია/ ერთი არის  “царь пушка”, რომელიც დაარსა იური ლობაევმა. კომპანია სპეციალიზირდება ზუსტ იარაღზე და იყენებს ამისთვის მასალებს და დაზგა-დანადგარებს დასავლეთიდან. 2010 წელს ლობაევმდა იჟმაშის ზეწოლის შედეგად დატოვა რუსეთი, იმიტომ რომ მას არ გაუხანგრძლივეს ლიცენზია, რომელსაც ის სხვათაშორის 3 წელი ელოდებოდა. ორი წელია რაც მას მისცეს რუსეთში დაბრუნების და იარაღის წარმოების განახლების უფლება. ასე ლობაევი რომელსაც ასწავლეს ყველაფერი მიამიტმა ამერიკელებმა და რომელმაც იყიდა დანადგარები და ნედლეული დასავლეთიდან ამაყად იუწყება რომ უშვებს თურმე რუსულ იარაღს. უშვებს ეს კიდე ხმამაღალი გამოთქმაა, რამდენადაც ცნობილია წელიწადში ეს კომპანია აწყობს 80-100 შაშხანას.  არის კიდევ ერთი კომპანია, OOO „Промтехнологии“, რომელიც უშვებს შაშხანებს ზუსტი სროლისთვის (“Oрсис” სავაჭრო ნიშნის ქვეშ) და ასევე გლოკის პისტოლეტებს აწყობილს ორიგინალური და ადგილობრივი წარმოების ნაწილებისგან. ამის გარდა ასევე აღნიშნული კომპანია აწყობს იტალიურ თოფებს (“მაროკი”) და “არმალაიტის” ნახევრად-ავტომატურ შაშხანებს. კომპანია როგორც ჩანს გადააკეთა დეაქტივირებული გლოკის მაკეტები საბრძოლო იარაღად და ვიზუალური დეფექტების გამო გახდა დაცინვის ობიექტი. კომპანიის დირექტორის მოადგილე არის ვიქტორ როგოზინის შვილი, მოგეხსენებათ ვიქტორ როგოზინი კურირებს მთავრობაში რუსეთის სამხედრო-სამრეწვეელო კომპლექსს. კორუფცია და ნეპოტიზმი არსად არ წასულა რუსეთიდან. 2012 წელს გაიჟღერა ინფორმაციამ რომ ორსისი შაშხანები შეცვლიდნენ მოძველებულ CВД-ს რუსეთის არმიაში მაგრამ ეს გეგმა არ განხორციელდა. კომპანიბის გვერდზე რომ შეხვიდეთ წაიკითხავთ რომ კომპანია უსწრებს და ასწრებს ყველას და ყველაფერს მაგრამ ამ კომპანიების პროდუქციას არ იცნობენ საზღვარგარეთ და რუსეთის ბაზარზე მათ უმნიშვნელო წილი უჭირავთ. ორივე კომპანია პრაქტიკულად აგრძელებს საუკუნოვან რუსულ ტრადიციას, მოპარე, დააკოპირე, განაცხადე რომ გააუმჯობესე. პრაქტიკული კუთხით, რომ შევხედოთ რუსეთში სხვაგვარი მოვლემების განვითარება ვერც იქნებოდა შესაძლებელი. არაფერი არ შეცვლილა თავისუფლებების მხრივ, კორუფცია და ბიუროკრატიაც არსად არ გამქრალა ხოლო დასავლური ტექნოლოგიები, ისევე როგორც ოქტომბრის რევოლუციამდე ისევ არის ხელმისაწვდომი. გამომდინარე ბოლო მოვლენებიდან უნდა ვიუარაუდოთ, რომ ორვიე კომპანიას გაურთულდება ნედლეულის და ნაწილების მიღება სსაზღვარგარეთიდან და არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ამ კომპანიებს დიდი პრობლმები შეექმნათ სანქციების გამო. ასეა თუ ისე ორი კერძო წარმოება არაფერი არ არის 170 მილიონიან ქვეყნისთვის, რომელსაც პრეტენზია აქვს რომ არის ინტელექტუალურად და სულიერად უპირატესი ერი.

არც ერთი მეტ ნაკლებად პოპულარული კალიბრი, რომელიც დღეს გამოიყენება კომერციულ იარაღებში არ არის რუსული, მაშინ როდესაც უკლებრივ ყველა რუსულ ვაზნაში იკვეთება დასავლური კვალი.

რუსეთი თავის დღევანდელ მდგომარეობაში ცხადია არ არის მარტო. ქვეყნები სადაც იარაღის კერძო წარმოება არ არსებობდა მაგრამ არსებობდა განვითარებული  სამხედრო მრეწველობა და სპეციალისტების საკმარისი რაოდენობა, როგორც წესი იყენებენ უფრო განვითარებული ქვეყნების მიღწევებს იარაღის კონსტრუირების საქმეში უბრალოდ ამას აკეთებმ ცივილიზებულად და სამართლის ნორმების დაცვით, იძენენენ წარმოების უფლებებს და ასე იწყებენ წარმოებას. სამწუხაროდ რუსები არასდრო არ იტკივებდნენ თავს ასეთი “უმნიშვნელო” საკითხებით, ჩვენ უკვე დავრწმუნდით რომ ამ ტრადიციას ღრმა ფესვები აქვს.  ასე კლასიკური მაგალითებია ასეთი წარმოებების ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და პაკისტანი და თურქეთი. მთელი თურქეთი მაგალითად უშვებს თოფებს რომლებიც იტალიური თოფების ასლებია, ისევე, როგორც რუსეთის ყველა კლასიკური ორ ლულიანი სანადირო თოფი პრაქტიკულად არის მეტ წილად გერმანული თოფების ასლები, ჩინეთი პრაქტიკულად წარმოადგენა საბჭოთა იარაღის წარმოების ასლს და არც ისე დიდიხანია დაიწყო ორიგინალური მოდელების იარაღის წარმოება, რომელიც არ გამოირჩევა კონსტრუქციული ორიგინალურობით მაგრამ საინტერესო კომპილაციებია. ინდოეთის და პაკისტანის სამხედრო ქარხნები ასევე უშვებენ დასავლური სისტემების ასლებს ისევე როგორც უცხოური სისტემები მათი ჯარის შეიარაღებაში არც ისე ცოტა არის. ხანდახან ამ ქვეყნებში იბადება საინტერესო სისტემები, კომპილაციები მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად, იარაღის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებს და მათ მიღწევებს და პიონერულ აღმოჩენებს. მე-15 საუკუნიდან დასავლეთი იყო და რჩება ლიდერად იარაღის ევოლუციის პროცესის.  სხვაგვარად ეს ვერც იქნება. იარაღის ევოლუცია უკავშირდება მხოლოდ იმ ქვეყნებს  სადაც იარაღის ფლობა და წარმოება არ იყო მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, სადაც მოქალაქეები სარგებლობდნენ თავისუფლების მაღალი ხარისხით და სადაც იყო კაპიტალისტური წყობა და შესაბამისად თავისუფალი კონკურენცია, რაც ნიშნავდა რომ ადამიანმა იცოდა რომ მისი შრომა არ დარჩებოდა ანაზღაურების გარეშე და შედეგი დაფასებულ იქნებოდა, ხოლო წარმატება შეხვდებოდა ყველაზე ნიჭიერს და შრომისუნარიანს, გაიყიდებოდა მხოლოდ კონკურენტუნარიანი პროდუქცია. ყველაფერი ეს იყო ძლიერი სტიმული იარაღის ენთუზიასტებისთვის, ნიჭიერი გამომგონებლებისთვის და ფულიანი მეწარმეებისათვის, იმათთვის ვისი წყალობითაც საერთოდ მოხდა “ცეცხლსასროლი რევოლუცია”.

ვერავინ ვერ იტყვის რომ იპონია არის ჩამორჩენილი ქვეყანა, რომლსაც არ გააჩნია თანამედროვე მრეწველობა, მაგრამ იაპონიის სამხედრო მრეწველობა ისტორიით და განვითარებით ძალიან გავს რუსეთს. დღეს მაგალითად იაპონიის შეიარაღებული ძალების ძირითადი შაშხანა არის Type 89, რომლის კონსტრუქციას საფუძვლად უდევს AR-15-ის ავტორის იუჯინ სტოუნერის სხვა კონსტრუქციის შაშხანა AR-180, რომელიც ერთ დროს უშვებდა იაპონური კომპანია Howa. იგივე კომპანიამ ამ იარაღზე დაყრდნობით შექმნა Type 89.

ეს მითი რუსული იარაღის უძლეველობაზე და გამორჩეულობაზე წლების გნამვლობაში იქმნებოდა საბჭოთა კავშირში და ხშირად ამ მითს როგორც აბსოლუტურ სიმართლეს აღითქვავენ საქართველოშიც (რაც გახდა ამ სტატიის დაწერის მიზეზიც). ერთმა ჩემმა კარგმა მეგობარმა მაჩუქა მე წიგნი „Меткие Стрелки“ სადაც საკმაოდ ვრცლად არის მოთხრობილი ცეცხლსასროლი იარაღის ევოლუციაზე. ყველა მნიშვნელოვანი მომენტი ამ ისტორიაში იწყება სიტყვებით, რომ რაღაცა მოიგონეს სადღაც რუსეთს გარეთ, მაგრამ გაკვრით სახელების ხსენების გარეშე და შემდგომ ამას მოყვება ვრცელი ისტორია როგორ იგივე „მოიგონეს“ რუსეთში გვარების და სახელების ვრცელი ჩამონათვალით, ისე რომ მკითხველს რჩება შთაბეჭდილება რომ რუსეთი უდიდეს როლს თამაშობდა ცეცხლსასროლ რევოლუციაში რაც არის მცდარი მოსაზრება. რუსთი არასდროს არანაირ როლს არ თამაშობდა აღნიშნულ პროცესში. ის ყოველთვის იყო მომხმარებლი მაგრამ არასდროს არ იყო შემქმნელი. წაიკითხეთ ნებისმიერი უცხოური ნაშრომი, იქ არც ერთ რუსულ გვარს არ იპოვით. ეს მითვისების, საკუთარის ამაღლების და სხვისი ღვაწლის მიჩქმალვის ტრადიცია გრძელდება დღემდე. მხოლოდ ასე გიგანტური არასრულყოფილების კომპლექსით შეპყრობილი ერი ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ რამეს წარმოადგენს. ერთ-ერთ ჟურნალში, რომელიც რუსეთში ითვლება სერიოზულ და ავტორიტეტულ გამოცემად მე წავაწყდი ესეთ ფრაზას: HS Precision-ი (ამერიკული იარაღის და იარაღის კომპონენტების მწარმოებელი კომპანია) წავიდა სხვა გზით და საკუთარი სნაიპერული შაშხანა გადაწყვიტეს შეესრულებინათ გრძივად მოძრავი საკეტით როგორც ეს თავის დროზე განხორციელდა მოსინის შაშხანაში. ანუ ავტორის აზრით მოსინის  შაშხანა იყო პირველი ასეთი იარაღი და HS Precision-ის გურუები თურმე მოსინის იდეების გამტარებლები ყოფილან. მე მხოლოდ ორ მაგალითი გაგაცანით მაგრამ ასეთი მაგალითებისგან შეიძლება ერთი წიგნის დაწერა. ეს არ არის ცალკეული შემთხვევები, ეს არის ის ტენდენცია ან თუ გნებავთ რუსული ტრადიცია. სწორედ ასეთი ტყუილებით მმართველი კლანი იმორჩილებდა იმ ბნელ მასას, რომელიც სიხარულით ამ ტყუილებს მიირთმევდა. დღეს ეს განსაკუთრებულად გასაკვირია, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ხდება ინტერნეტის ეპოქაში სადაც ინფორმაცია და ცოდნა თავისუფლად, უფასოდ ვრცელდება. რა თქმა უნდა დამოუკიდებელი რუსი სპეციალისტები (მაგალითად მაქსიმ პოპენკერი, მარინ მილჩევი და სხვები) ცდილობენ მიაქციონ ყურადღება რუსეთის ჩამორჩენას და დაამსხვრიონ ეს მითები მაგრამ როგორც ჩანს მოსახლეობის უმეტესობას ხელების განძრევას ურჩევნია იცხოვროს ლამაზ ილუზიაში სადაც კალაშნიკოვმა ძილში მოიგონა ავტომატი, მაკაროვი ერთი ტყვიით ძირს აგდებს ადამიანს, ნივაზე უკეთესი “ჯიპი” არ არსებობს და ასე შემდეგ. ასეთი უაზრო ქვეყნიდან არც იარაღი მინდა მე, არც მაგათი კინო და მუსიკა, და საერთოდ არაფერი.

სამწუხაროა, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა იმეორებს რუსეთს, იმ სხვაობით რომ მასშტაბები რა თქმა უნდა ბევრად მცირეა. გაპარტახებული და გაძარცვული ინფრასტრუქტურის გამო ყველაფერი რაც შეძლო საქართველომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არის უხოური იარაღის გადაკეთება “გრიმირება” რომ გაასაღონ საკუთრ ქმნილებად, საბჭოთა იარაღების კუსტარული  მოდიფიკაციები და ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი საკუთარი ძალებით შექმნილი იარაღები, რომლებიც მორალურად მოძველებული, არა ტექნოლოგიური არა ორიგინალური და შესაბამისად აბსოლუტურად არა კონკურენტუნარიანი იარაღები გამოვიდა. 2004 – 2012 წლებში როდესაც საქართველო ეკონომიკური რეფორმების წყალობით შედარებით სწრაფი ტემპებით განვითარდა, ბოლო წლებში აქტიურად “პიარდებოდა” საქართველოს, როგორც იარაღის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯი. სამწუხაროდ რეალური შედეგი არ დაიდო და ჩვენ ვიხილეთ 80 წლის ბარუნინგის “ჰაი პაუერი” კუსრტარულად გადაკეთებული/გალამაზებული პისტოლეტი და ასევე ამერიკული 60 წლის ასაკის AR-15-ის რამდენიმე ვერსია აწყობილი სხვადასხვა ქვეყანაში დამზადებული დეტალებისგან და Adams Arms-ის დგუშიან სისტემაზე გადასაკეთებელი ნაკრებით როგორც “ამერიკული M4-ის გაუმჯობესება (სინამდვილეში ეს “გაუმჯობესება” ცნობილია დაახლოებით იმდენივე ხანი რაც თვითონ AR-15). ცხადია ეს ყველაფერი “პიარდებოდა” რუსული პროპაგანდის სკოლის საუკეთესო ტრადიციებში, “გაუმჯობესბებული ის” “გაუმჯობესებული ეს”, უფრო უკეთესად ისვრის, უფრო ზუსტად არტყავს მაგრამ ლაპარაკს და ერთი ორ სიუჟეტს ტელევიზიაში ეს პროექტი არ გაცდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოქმედებს იგივე სისტემა რაც რუსეთშის ადაც შენ არ გაქვს უფლებები ხოლო მათ მოსაპოვებლად უნდა უმტკიცო სახელმწიფოს რომ აქლემი არ ხარ საქართველოში არაფერი საინტერესო იარაღის კონსტრუირების და წარმოების დარგში არ ხდება და ასეთი მიდგომით  არასდროს არ მოხდება.

გამოყენებული ლიტერატურა 

Parker G. The Military Revolution. Military innovation and the Rise of the West

Герберштейн С. Записки о московитских делах

История огнестрельного оружия с древнейших времен до 20 века. Карман Уильям

История русских пушек. В. Ледягин

Ambassaden till Tzaren i Muscou giorde Observationer ofver Ruszland des Wager Pasz meds Fastningar des Grantzer.  ERIK PALMQUIST

Grim Reaper: Machine-Guns and Machine-Gunners in Action.  Roger Ford

ცალლულიანი თოფი ახალბედა მონადირეს? არავითარ შემთხვევაში

Sunday, July 27th, 2014

მე მონადირეებს და ნადირობას პატივს ვცემ (თუმცა არც ერთ ცოცხალ მონადირეს არ ვიცნობ უფრო “მონადირეებს” და ე.წ. “ბრაკებს”) მაგრამ ძალიან მეცინება ხოლმე როდესაც “მონადირეები” და სხვა დიდი ექსპერტები  ფორუმებზე შესაშური სიხშირით ახმოვანებენ ერთ ძალიან მცდარ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ახალბედა მონადირემ აუცილებლად უნდა ნადირობა დაიწყოს ჯერ ცალლულიანი თოფით შემდეგ გადავიდეს ორ ლულიანზე და მერე უკვე ნახევრად ავტომატურ სანადირო თოფზე,  რა თქმა უნდა „პომპით“ ნადირობა მკრეხელობაა. ეს მიდგომა ან თუ გნებავთ მეთოდი (თუმცა ამას მეთოდი უწოდო საცოდაობაა)  რატომღაც დიდი პოპულარობით სარგებლობს “მონადირეების წრეში” და განსაკუთრებით საქართველოში ხშირად მესმის ეს, უფრო ხშირად ვიდრე რუსლ ფორუმებზე ხოლო ამერიკულ ფორუმებზე, ჟურნალებში და ლიტერატურაში მე საერთოდ არასსდროს არ მსმემნია ეგეთი არაფერი.   მეგობრებო, (მოემზადეთ) ეს ყველაფერი  არის ძალიან დიდი სისულელე. რატომ უნდა დაჩაგრო ახლაბედა და მისცე მას იარაღი, რომელითაც მაგალითად თქვენ თვითონ არ წახვალთ სანადიროთ? ან მაგალითად დღეს, რომ მოვიდეს ჩემთან ადამიანი და მითხრას მინდა სწავლა პისტოლეტიდან სროლის და მე რატომღაც ვეტყვი ძალიან კარგი, წადი იყიდე „მაკაროვი“. მერე რა რომ მჭიდის ამოღება ამ იარაღში ისე არ ხდება, როგორც 99.999%-ში სხვა პისტოლეტების, მერე რა რომ „მაკაროვის“ სამიზნეები არ ჩანს თუ ღრუბლიანი ამინდია, ან მცველი მუშაობს პირიქით და საერთოდ დღეს ვინ აყენებს მცველს საკეტზე? რატომ უნდა ურჩიო „მაკაროვი“ ან თუნდაც ცალ ვაზნიანი პისტოლეტი? მაგრამ ჩვენი „მონადირეების“ აზრით ეს იქნებოდა კარგი იდეა. ისინი კი დადაიან სანადიროთ (საბრაკონიეროდ) „ნახევრად-ავტომატაბეით“ და ახალბედას რატომღაც არა, არ შეუძლია ნადირობა სასურველი იარაღით. რატომ? „ნახევრად-ავტომატი“ რთულია და „ცალულიანი“ არა? და მანქანის ტარების სწავლა უფრო რთულია და თოფის გამოყენების? და „სმაერტფონი“ უფრო რთულია თუ ორ „ლულიანი“? ნუთუ თქვენ სერიოზულად თვლით, რომ 20 წლის ბიჭი ან გოგო ვერ გაერკვევა ორ სამ ღილაკში სანადირო თოფზე? რა სისულელეა მე ამას ვერ დამაჯერებთ. არა, თქვენ თუ გეზარებათ სწავლა და ახსნა ან და ფულის დახარჯვა არ გინდათ თქვენ ბავშვს რომ ნორმალური იარაღი უყიდოთ ეს სხვა საქმეა.

ეს ე.წ. „მეთოდი“, ჩემი აზრით მოდის იმ დროიდან, როდესაც  იარაღი უბრალოდ არ იყო ისე ადვილად  ხელმისაწვდომი, როგორც დღეს. საბჭოთა კავშირში თოფის ყიდვა უკავშირდებოდა დიდ ხარჯებს და ბიუროკრატიულ პროცედურებს. ყველას არ ქონდა საშულება ახალი მონადირისთვის კარგი იარაღი შეეძინა, ყველას არ აძლევდნენ იარაღის შეძენის უფლებას. ამიტომაც მას ერგებოდა ის რაც მოიძებნებოდა. ვგულისხმობთ, რომ პირველ იარაღს მშობელი ყიდულობდა/გადასცემდა. ეს იქნებოდა არა დეფიციტური „ორლულიანი“ და მითუმეტეს „ნახევრად-ავტომატი“ რომელიც უმეტესობა საბჭოთა მონადირეებს მარტო სურათებში თუ უნახიათ. ეს იქნებოდა იაფი, პრიმიტიული წინა რამდენიმე პატრონის მიერ გაფარჩაკებული „ცალლულიანი“. მერე მამა შვილს ეტყოდა ეხლა შვილო ჯერ ამით დაიწყე,  აბა ვის გაუგია ეგრევე ორ ლულიანით ნადირობა?! ასე იმართლებდნენ თავს. “ცალლულიანი” ყოველთვის იყო იაფი, პრიმიტიული, შექმნილი ღარიბი ხალხისთვის. ის არ იყო შექმნილი ახალბედებისთვის, რომ მათ უკეთ აეთვისებინად ნადირობის საიდუმლოებები.  დღეს ეს პრობლემა უკვე აღარ დგას. თუნდაც საქართველოში. იარაღის შეძენას უნდა 1 საათი თქვენი დრო ხოლო არჩევანი საკმაოდ დიდია. მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ ისე გავმდიდრდით, რომ ყველას ეგრევე შეუძლია იყიდოს „ნახევრად-ავტომატი“, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ „ცალლულიანის“ შეძენის სასარგებლოდ არგუმენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ფასი და არა ის, რომ ასე იწყებენ ახალბედა მონადირეები ნადირობას, იმიტომ რომ ასე მირებული იმიტომ რომ არავინმა არ იცის ზუსტად რატომ.

სხვა საქმეა კალიბრის არჩევა. აქ ნამდვილად და დამსახურებულად  არსებობს მოსაზრება, რომ მცირე კალიბრი .22lr ან .410 იქნება კარგი სტარტი, თუ მსროლელის ცხოვრებას იწყებს ძალიან ახალგზარდა ადამიანი და შესაძლებელია, რომ უკუცემამ და ძლიერმა ხმამ ის დააბნიოს და დააშინოს და ამის გამო მან უარი თქვას სროლაზე/ნადირობაზე. მე არ მსმენია, რომ ჩვენ ფორუმებზე ვინმეს რჩევას არ ეყიდა ორ ლულიანი დაეყოლებინა რჩევა რომ იყიდე 20, 28 ან თუნდაც .410 კალიბრის თოფი,  არა და 2.5 კგ-ან ცალ ლულიან 12 კალიბრის თოფს ექნება ძალიან ხისტი დარტყმა. თოფს რაც ეხება თუ მსროლელი ძალიან ახალგაზრდა ან სუსტ ტანიანი გოგონა არ არის  12 კალიბრი იქნება კარგი დასაწყისი, წინააღმდე შემთხვევაში 20 კალიბრიც გამოდგება. საქმე იმაშია, რომ დამწყები  მონადირე ინადირებს და ნადირობა პატარა კალიბრით შეიძლება გართულდეს, თუმცა აქაც ყველფერი ცალსახად არ არის. თუ ახალბედას აქვს 12 კალიბრის დარტყმის და ხმის შიში ეს შეამცირებს რეზულტატიური ნადირობის შანსებს და მაშინ კალიბრის შემცირება იქნება გონივრული. ისიც უნდა ავღნიშნო, რომ 12-ზე ნაკლები კალიბრის თოფების არჩევანი ისეთი დიდი არ იქნება. ხრახნილლულიანებს რაც შეეხება,   ჩემი აზრით  .22lr კალიბრის იარაღი არის საუკეთესო სავარჯიშო ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს საშუალებას დაეუფლო ზუსტი სროლის, იარაღთან უსაფრთხოების  მოპყრობის და იარაღის მოვლის საფუძვლებს. სწორედ ამიტომ მიყვარს და პატივს ვცემ  ამ კალიბრს. ის არის იაფი (ანუ ახალბედა გაისვრის ბევრს და მეტს ივარჯიშებს), იარაღი მასზე გათვლილი არის ხელმისაწვდომი, ის არის ძალიან ზუსტი და ძალიან ლმობიერი მსროლელის მიმართ უკუცემის და გასროლის ხმის მხრივ. .22 არის გამოცდილი მსროლელის საუკეთესო მეგობარიც.   ადამიანი, რომელიც ლანძღავს .22-ს დამიჯერეთ არაფერი არ იცის სროლაზე.    თუ ადამიანს უნდა სწავლა სროლის მე ურჩევ მას .22 კალიბრის პისტოლეტს, თუ უნდა იარაღი თავდაცვისთვის მე ურჩევ მას “9მმ ლუგერ”-ს და დაიწყოს პირდაპირ “მუშაობა” ამ კალიბრით. გახსოვდეთ ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე რასაც ვურჩევთ/ვასწავლით.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა. ახალბედა მსროლელის/მოანადირის/მომავალი სპორტსმენის სული არის ძალიან ნაზი, ხოლო არასწორი მიდგომით შეიძლება ჩვენ ეს სული დავაზიანოთ, მოუკლათ სურვილი ადამიანს დაკავდეს სროლით. რა არის არასწორი მიდგომა? მაგალითად ახალგაზრდას, რომელმაც ისურვა უფრო ახლოს გაეცნოს იარაღებს და სროლას პირველივე გასვლაზე მივცეთ სასროლად .44 მაგნუმის კალიბრის რევოლვერი. რატომ? პირველ რიგში რევოვლერი არის ძნელი სასროლი, ტყვილა არ გაქრა რევოვლერი ყველა სფეროდან და მარტო უკანასკნელი ფანატები იყენებენ ამ იარაღს სპორტში და ის ვისაც არ ესმის საკითხი ჯერაც ყიდულობენ რევოლვერებს თავდაცვისთვის.  მერე ასეთ რევოლვერს აქვს ძლეირი ხმა და უკუცემა. მას მერე რაც .44-ნი რევოლვერი დაუმტვრევს მას მაჯას და დააყრუებს, ახალგზარდა ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ სროლა სულაც არ არის მისი საქმე და ჩვენ მას უბრალოდ დავკარგავთ და ვერც გავიგებთ გამოვიდოდა იმისგან კარგი მონადირე თუ მსროლელი. მეორე ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ასროლინო ახალბედა მიზანში დიდი მანძილიდან ან შესთავაზო რაიმე რთული გასრლის განხორციელება. პისტოლეტიდან ახალბედას უნდა ასროლინო 5-7 მეტრიდან.  რაც შეიძლება ახლო მანძილიდან რა დროსაც მსროლელი დაინახავს თავისი სროლის შედეგს, მას მოემატება საკუთარ თავში და ძალებში რწმენა. მას ექნება სურვილი გააგრძელოს ეს გზა. ეს დაახლოებით იგივეა, როგროც მძლეოსანი იწყებს პატარა წონებით და ადის უფრო მაღალ წონებზე. არავინ არ დაუდებს დამწყებს 200 კილოგრამიან შტანგას და არ ეტყვის ეზიდე მანამდე სანამ არ აწევ და მითუმეტეს (!!!) არავინ არ ეტყვის მას: შენთვის შტანგა ჯერ ადრეა აგერ მოდი აგურები ზიდე.  მე ადრე დავდიოდი ტენისზე, და კორტებზე რომ მივედი ჩოგნის მაგივრად მომცეს რაღაც ხისგან დამზადებული მისი შემცვლელი, რომელიც უფრო გავდა დამძიმებული მაგიდის ტენისის ჩოგანს. ამის გამო ჩვენ დაგვცინოდნენ სხვები ვისაც ჩოგანი ქონდა და მე კიდე ვერ ვიტანდი ტენისის გაკვეთილებს ამ უშნო საზიზღრობის გამო. მომცეს ეს ხის „ჩოგანის“ იმიტომ, რომ მაშინ არ იშოვებოდა პატარებისთვის გათვლილი ჩოგნები. მე პრაქტიკულად მომცეს ტენისის ცალლულიანი თოფი.    მე ვერ ვიტან 25 მეტრიდან სროლას. დღემდე. იმიტომ რომ ასე ახალბედას მაყენებდნენ 25 მეტრზე საიდანაც ჩემთვის საკმაოდ დიდი სამიზნესთვის გარტყმაც ძალიან ძნელი იყო არა თუ ქულებიან ზონაში მოხვედრა. დღემდე მე 25 მეტრიან რაღაცა მემართება. 50 მეტრი არ არის პრობლემა, არც ასი მაგრმ 25-ზე უბრალოდ ვერ ვისვრი კარგად.  ნადირობას რაც შეეხება, ალბათ იქნება კარგი იდეა წავიყვანოთ ახალბედა ადვილ ნადირობაზე იგივე მიზეზით, რა მიზეზითაც დავაყენებდი მე მას პისტოლეტით სამიზნიდან მხოლოდ 5 მეტრის მანძილზე. გაიგოს გემო და ზარტი და თუ ჩათვლის რომ ეს მისია, მაშინ იყოს ასეც. უბრალოდ ნუ გაურთულებთ მას საქმეს და ნუ მივცემთ ხელში გამოუსადეგარ  არაეფექტურ ინსტრუმენტს.  პირადად მე ჩემ შვილს უყიდი საუკეთესო იარაღს რომელზეც ფული მეყოფა და არც დავიზარებ ყველაფერი კარგად აუხსნა.  ათვისების სირთულის მხრივ, „ნახევრად-ავტომატი“ 800 ლარად და 8000 ლარად აბსოლუტურად ერთნაირია.

de good

ჩემი პასუხი იქნება არა. მაგრამ იმიტომ არა, რომ „დეზერტ იგლი“ უფრო რთულია. ის არ არის უფრო რთული ვიდრე გლოკი ან კოლტი ან ნებისმიერი სხვა პისტოლეტი, უბრალოდ ის იქნება ზედმეტად მძიმე, ზედმეტად ძლიერი უკუცემით და თან ის არის არასაიმედო. ახალბედა გოგოსთვის ის არ გამოდგება. 

ჩემი აზრი Taurus-ის იარაღებზე

Tuesday, April 22nd, 2014

ყოველთვის, როდესაც წერ რამეs იარაღზე, და მოგეხსნებათ ბლოგზე ატვირთული სტატიების 99% ეხება იარაღის ტესტირებას, რომელიც უშუალოდ ჩემი საკუთრება იყო, უნდა გახსოვდეს, რომ არის სტატისტიკური ალბათობა იმისა, რომ იარაღი, რომელიც ხელში მოგიხვდათ შეიძლება იყოს დეფექტური მაგრამ ამის გამო დასკვნა, რომ ზოგადად ეს მოდელი არ არის კარგი იქნება არასწორი. ამავე დროს უმეტესობა ადამიანების ვინც წერს იარაღზე არ არიან ინჟინრები და კონსტრუქტორები, რომ დადონ აბსოლუტურად ობიექტური შეფასება იარაღის კონსტრუქციის ისევე როგორც რიგით მომხმარებელს ნაკლებად აინტერესებს ზედმეტად ტექნიკური დეტალები. რა დასამალია და ბოლოს ყველაფერი რაც პრესაში იწერება ატარებს რეკლამის ხასიათს. მთავარი მიზანი ხდება არა იარაღის შეფასება არამედ აიძულო ადამიანს დახარჯოს ფული მორიგ პისტოლეტზე, რომლის ლულა ერთი მილიმეტრით უფრო დაბალია კონკურენტებზე და ჯადოსნური სახელურის კუთხე უზრუნველყოფს უფრო ზუსტ და სწრაფ სროლას და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ ჩემი ღრმა რწმენით დღეს ყველაზე ობიექტური ინფორმაციის წყარო არის დამოუკიდებელი ინტერნეტ რესურსები. რატომ? იმიტომ, რომ დიდი და სახელოვან ჟურნალში ექსპერტმა, რომ დაწეროს რომ ჩემი აზრით ტაურუსის იარაღი არის დაბალფასიანი დაბალხარისხიანი იარაღი, მოხდება შემდეგი: ტაურუსიდან დაურეკავენ ჟურნალის რედაქტორს და ეტყვიან, რომ: ა) ტაურუსი აღარ დაუკვეთავს რეკლამას ამ ჟურნალს და ბ) ტაურუსი შეიტანს სარჩელს სასამრთლოში ცილისწამების ბრალდებით. ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტი შეეწირა ასეთ სცენარს მანამ სანამ ჩვენ მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ამერიკული ჟურნალების უმეტესობაში ვეღარ გაარჩევთ სად იწყება რეკლამა და სამთ მთავრდენა სტატია. ცხადია დამოუკიდებელი რესურსებიც ფრთხილად უნდა აარჩიოთ, მანდაც ბევრი აფერისტი და უვიცია. ჩემი აზრით იმისთვის, რომ ჩამოგიყალიბდეს ზუსტი და ობიექტური მოსაზრება იარაღზე საჭიროა გარკვეული გამოცდილება ამ იარაღის ექსპლუატაციის შესახებ, იმისთვის, რომ შეიქმნა წარმოდგენა მწარმოებელზე უნდა გაეცნო რაც შეიძლება ბევრ მოდელს, რომელსაც ეს კომპანია უშვებს. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ  იარაღიც იხვეწება გამომდინარე იქიდან თუ რა პრობლემები ვლინდება მისი ექსპლუატაციის დროს.  ასევე იცვლება მწარმოებელიც, იცვლება საწარმოო პროცესები და იცვლება პროდიქციაც. კლასიკური მაგალითი ამისა არის მაგაალითად შვეიცარიული „სფინქსი“. ის ჯერ უშვებდა მაღალი კლასის პისტოლეტებს, შემდეგ შეიცვლა ამფლობელი, რომლეიც არ იყო შვიცარიული კომპანია და ხარისხი პროდიქციის მკვეთრად დაეცა, ხოლო მას მერე რაც კომპანია დაბრინდა შვეიცარიელების ხელში კომპანიამ კვლავ დაიბრუნა უმაღლესი კლასის პისტოლეტების მწარმოებლის სტატუსი. და ბოლოს სხვადასხვა ხალხს აქვს სხვადასხვა გამოცდილება. მე გიამბობთ ჩემ გამოცდილებაზე. ბრაზილიური მწარმოეებელი ტაურუსიც, რომელზეც მე მინდა თვქენ გიამბოთ იგივე გზას გადის. კომპანიამ დაიწყო იარაღის წარმოება 1941 წელს დაბალი ხარისხის იაფი იარაღებით. კომპანიამ შეიცვალა მფლობელობი, კონტროლის ქვეშ მოაქცია სხვა ბრაზილიური კომპანია ამადეო როსი, იყიდა სრულად აღჭურვილი ქარხანა ბერეტასგან და ბოლო წლების განმავლობაში დიდი ფული ჩადო წარმოების მოდერნიზირებაში.   თავდაპირველად მე მინდოდა დამეწერა მორიგი მიმოხილვა ბრაზილიური წარმოების რევოლვერის ტაურუსის მ66-ის შესახებ, მაგრამ შემდგომ გადავწყვიტე სტატია მიმეძღვნა ზოგადად ამ კომპანიისათვის იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ მაქვს საინტერესო მესიჯი საქართველოს იარაღის მოყვარულთათვის და ეს მესიჯი ჟღერს შემდეგნაირად: არ იყიდოთ ტაურუსის იარაღი. აქვე დავამატებ ეს ჩემი პირადი აზრია, რომელიც ეფუძნება 5 რევოლვერის და ორი პისტოლეტის ექსპლუატაციის გამოცდილებას, თუმცა საუბარი ამ თემაში ძირითადად იქნება რევოლვერებზე. საქმე გახლავთ იმაში, რომ რევოლვერებთან მე მქონდა მთელი რიგი პრობლემების. ეს კიდე ძალიან დიდი იშვიათობაა დღევანდელ დღეს მაშინაც კი როდესაც საქმე ეხება არც ისე ძვირ და მაღალი კლასის იარაღს. ლომის წილი ტექნიკური პრობლემების, რომლებიც მე შემხვედრია იარაღებში უკავშირდება საბჭოთა ე.წ. „ნზ“-ს იარაღს, ძალიან დაბალი კლასის იარაღებზე და ტაურუსის იარაღებზე. რევოლვერებს რაც შეეხება მე მქონდა ორი რევოლვერი მოდელი 85, 2.5 და 3 ინჩიანი ლულებით, .22 კალიბრის ტაურუს 96, .357 მაგნუმ კალიბრის მოდელი 66 და ერთი როსის მცირეკალიბრიანი რევოლვერი. 5 რევოლვერიდან ორს ქონდა პრობლემები. პრობლემა რომელიც როგორც ჩანს არც ისე იშვიათია არის როდესაც დამრტყმელი არ ურტყავს ამაალებლს საკმარისი ძალით. რევოლვერში ჩახმახი გადის განსხვავებულ მანძილს დამრტყმელამდე, როდესაც ისვრით მას ან ერთმაგი ან ორმაგი მოქმედების რეჟიმში. ტაურუსის პრობლემა უკავშირდება სწორედაც, რომ ორმაგ რეჟიმში სროლას. ორ რევოლვერზე ოთხიდან ეს პრობლემა არსებობდა. მიზეზი ამისა არის ჩემი აზრით ზედმეტად გართულებული ტაურუსის რევოლვერების მექანიზმი, რომელიც ამ დავალების შესასრულებლად იყენებს ჩახმახს, რომელიც გადასცემს დარტყმის ენერგიას ზამბარით აღჭურვილ ნემსას მოძრავი გადამცემის საშუალებით. ეს მოძრავი გადამცემი აიწევა ზევით თითის სასხლეტზე დაჭერისას და აძლევს საშუალებას ჩახმახს მიწვდეს ნემსას. ასეთი სისტემა გამოყენებულია იმისთვის, რომ გამოირიცხოს ჩახმახის წვდომა ნემსამდე თუ არ მოხდა სასხლეტზე თითის დაჭერა, ანუ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, რომ გამოირიცხოს შემთხვევითი გასროლა. მიზეზები ამ პრობლემის, რომელზეც ძალიან, ძალიან ხშირად წერენ, მათ შორის ნეტში, არის რამდენიმე და შესაბამისად პრობლემის აღმოფხვრის რამდენიმე გზაც არსებობს. ყველაზე ადვილი გზა, გადაიჭრას და დამოკლდეს ნემსას ზამბარა. მეორე გზა, დაიქლიბოს ჩახმახი ისე რომ უფრო უკეთესად მიწვდეს ნემსას. მესამე გზა დამძიმდეს ჩახმახის ზამბარა, რომ მან მეტი ენერგია გადასცეს ჩახმახს. ეს მიიღწევა ან ახალი უფრო ძლიერი ზამბარის ჩასმით ან საფენით რომელიც ზამბარას ედება (სასხლეტი მძიმდება მაგრამ ზუსტად რამდენით მე არ გამიზომავს). ერთ რევოლვერს აღნიშნულმა ზომებმა უშველეს მეორეს არა. ერთ რევოლვერზე სროლისას დოლურა იჭედებოდა და რევოლვერიდან შეუძლებელი იყო გასროლა. ჩემი პირველ ტაურუსის რევოლვერს მოდელ 85-ს, სწორედ ორივე ეს პრობლემა ქონდა. რევოლვერი იყო შეძენილი ნახმარი ერთ-ერთ მაღაზიაში, რევოლვერი არ იყო ძალიან ნაცვეთი და ნაწვალები, ვიზუალურად იყო ძალიან კარგ მდგომარეობაში. მეორე რევოლვერი რომელსაც ქონდა პრობლემები ამაალებლების აალებასთან იყო მოდელი 66. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე სამივე „მკურნალობის“ მეთოდი და რევოლვერი ამუშავდა. მიზეზე ამ პრობლემების, რომელზეც მათ შორის ძალიან, ძალიან ხშირად წერენ ნეტში არის  ხარისხის დაბალი/არასაკმარისი კონტროლი. ტაურუსის რევოლვერები ძალიან ლამაზია, ძალიან სუფთად არიან დამზადებულები მაგრამ სამწუხაროდ შედარებით დიდი ალაბათობაა რომ შეგხვდებათ იარაღი, რომელიც არ იმუშავებს პირდაპირ ყუთიდან.

პისტოლეტებს რაც შეეხება მე მქონდა მოდელი PT1911 და PT92. 1911-ის შესახებ მე უკვე ვწერდი. ყველაფერი კარგი იყო ამ პისტოლეტში გარდა იმისა, რომ პრაქტიკულად ეგრევე გატყდა ექსტრაქტორი. მინდა გითხრათ, რომ თანამედროვე პისტოლეტები უკიდურესად საიმედო მექანიზმებია და 10 წლის განმავლობაში მე არ მინახავს და არ გამიგია თანამედროვე და ახალი პისტოლეტის რომელიმე დეტალის გატეხვის შესახებ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ როდესაც მე წავიკითხე ნეტში, რომ ამ პისტოლეტს აქვს ქრონიკული პრობლემა ექსტრაქტორთან, თავი გადავიზღვიე და ეს ნაწილი ვიყიდე წინასწარ. ნაწილის ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე დღეში ორიგინალური დეტალი გატყდა. ანუ ის რასაც ნეტში წერდნენ დადასტურდა.  მეორეს მხრივ PT92-მა გაამართლა თავისი რეპუტაცია და ჩემთვის ცხადია რატომ არის ეს პისტოლეტი ამ კომპანიის ბესტსელერი. უბრალოდ ოყო ერთი ნიუანსი, პისტოლეტი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიზუსტით. ის არ იყო არაზუსტი მაგრამ ამ მაჩვენებლით ის ჩამოუვარდებოდა ბევრ ანალოგს მათ შორის იტალიურ ბერეტა 92-ს.

მე ასევე მქონდა გარკვეული შეხება ამ კომპანიის სხვა მოდელებთან. მოდელმა „მილენიუმ“ გამაკვირვა თავისი უცნაური დაშლის მეთოდით, როდესაც პისტოლეტის დასაშლელად უნდა დააჭიროთ რაღაც შტიფტს, რომელიც ჩამალულია პისტოლეტში. უმეტესობა სხვა მოდელებს ქონდათ საკმაოდ უცნაური არაინფორმატიული სასხლეტები. მეორეს მხრივ უშველა პისტოლეტს ქონდა შესანიშნავი ერგონომიკა და საკმაოდ კარგი შესრულება. ტაურუსის იარაღები ლამაზებია, ამას მე არ ვუარყოფ მაგრამ ტექნიკურად მათ ბევრი პრობლემა ახასიათებთ. ჩემი აზრიც ერთხელ უკვე გაჟღერებული უცვლელია, ტაურუსის პისტოლეტები ბევრად უკეთესი იარაღებია ვიდრე  ამავე კომპანიის რევოლვერები. მაგრამ მე პირადად უკვე აღარ ვენდობი ამ კომპანიის პროდუქციას, არც პისტოლეტს და არც რევოლვერს. გასართობი სროლისთვის კი ბატონო, ჩემი უკანასკნელი ტაურუსი, უჟანგავი მოდელი 66, კალიბრში .357 მაგნუმ კარგი სათამაშოა მაგრამ მე ვერ ვანდობ მას საკუთარ უსაფრთხოებას.

კიდე ერთი ჩემი დაკვირვება უკავშირდება ფოლადს, რომლისგანაც მზადდება ტაურუსის რევოლვერები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ხელოსნები არ ახლებენ ხელს ტაურუსის რევოლვერებს, იმიტომ რომ მეტალის დეტალები იმდენად რბილია, რომ ზუსტი გემომეტრიის მიცემის შემდეგ ეს დეტალები ფორმას არ ინარჩუნებენ და შრომაც წყალში იყრება. ტაურუსს ქონდა საკუთარი სახელოსნო სადაც მზადდებოდა მცირე სერიებით სპეციალიზირებული იარაღები მაგრამ ამ სახელოსნომ შეწყვიტა არსებობა. ტაურუსის ვინტების გაფუჭება ძალიან ადვილია. ერთხელ რევოლვერის ჩარჩოს გვერდითა პანელის მოხსნისას პატარა დაწოლაც სახრახნისით სკმარისი აღმოჩნდა რომ მომხდარიყო პანელის გვერდის დეფორმაცია. ეს ყველაფერი ჩემი პირადი დაკვირვებაა და არა ტექნიკური დასკვნა რა თქმა უნდა. ერთი და იგივე მოდელის რევოლვერებს ხშირად აქვთ განსხვავებული წონის სასხლეტები. უმეტესობა ტაურუსებს აქვთ ძალიან მძიმე სასხლეტები ორმაგი მოქმედების რეჟიმში.

მე არა ერთხელ მითქვამს, რომ თუ ადამიანს კარგად ესმის პისტოლეტი და რევოლვერის კონსტრუქცია და ის პრინციპები, რომლითაც იარაღი მუშაობს და გააჩნია მინიმალური რაოდენობის ინსტრუმენტები მას შეუძლია გამოასწოროს პრაქტიკულად ნებისმიერი პრობლემა იარაღში. მაგრამ ამავე დროს ის იღებს თავის თავზე რისკს იარაღის საერთოდ და ბოლომდე გაფუჭების. გარდა ამისა რჩება პრობლემა დარწმუნების იმაში, რომ პრობლემა აღმოფხვრილია. ამისთვის საჭიროა სროლა, ბევრი სროლა. ეს კიდე რიგი ჩვენთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო არის პრაქტიკულად შეუძლებელი. სწორედ ამიტომ დაიწერა ეს სტატია. მე ვიმეორებ არავის არ ვახვევ თავზე ჩემ აზრს. მე დავწერე ჩემი გამოცდილების შესახებ, რომელიც შეიძლება გამოადგეს სხვას. ტაურუსი დღეს უშვებს ცეცხლსასროლი იარაღის უამრავ მოდელს, ბუნებრივია, რომ ზოგი არის კარგი ზოგი არც ისე ხოლო საკითხავი ხარისხის კონტროლი აქცევს ტაურუსის შეძენას ლატარეად. მიუხედავად ამისა, ტაურუსი დღეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის. იმიტომ, რომ არის ხალხი ვისაც ჯერა, რომ შესაძლებელია იაფად იყიდოთ მაღალი კლასის იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ იწყობა ქარხანაში, რომელიც აშენებეულია ბერეტას მიერ და მანდ მუშაობს პერსონალი რომელიც ნასწავლია ბერეტას სპეციალისტების მიერ, დამიჯერეთ ტაურუსის PT92 მაინც არის ძალიან შორს Beretta 92-გან. გაყიდვებს ხელს უწყობს სამუდამო გარანტია ტაურუსის იარაღებზე (რომელიც საქართველოში არ მოქმედებს), მაგრამ ეს სერვისი ცნობილია იმით რომ იარაღი ქარხანაში რემონტზე გაგზავნის შემდეგ თვეობით არ უბრუნდება პატრონს. იმასაც ვერ დაუკარგავ, რომ კომპანია ცდილობს გააუმჯობესოს მომსახურება და ხარისხი.  2012 წელს ტაურუსმა დახარჯა 250 000 დოლარი სატელეეფონო სისტემის შექმნაზე იმისთვის, რომ კლიენტებს არ ელოდინათ დიდიხანი ხაზზე სანამ მათ დაელაპარაკებოდა კომპანიის წარმომადგენელი. ასევე 2012 წელს კომპანიას სათავეში ჩაუდგა გამოცდილი მენეჯერი და პროფესიონალი ინსტრუქტორი მარკ კრესერი, რომელმაც წაოიწყო აგრესიული კამპანია პროდუქციის გაუმჯობესების მიზნით. გასაგებია, რომ ყველა ჩემი რევოლვერი გამოვებული იყო 90-ან წლეებში მაგრამ PT1911 გატეხილი ექსტრაქტორით იყო გამოშვებული 2000-ან წლებში. არ არის გამორიცხული რომ სწორედ ეხლა ტაურუსი უშვებს საუკეთესო იარაღებს რომელიც მას ოდესმე აქამდე გამოუშვია, მაგრამ მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე არასდროს არ ვარჩევ არც ერთ ტაურუსს არც ერთ გლოკს.

ბოლოს რა შეიძლება მე ვთქვა მოდელ 66-ზე რომელზეც მინდოდა დაწერა? დიდი ლამაზი რევოლვერი (Smith&Wesson K-frame-ის ზომის). დოლურა იტევს 6 ვაზნას. რევოლვერი სასიამოვნო იყო სროლაში და საკმაოდ ზუსტიც იყო. უბრალოდ ორმაგი მოქმედების რეჟიმში გასროლის ალბათობა იყო 50/50. რევოლვერი იყო უჟანგავი ფოლადის და შესაბამისად „მუშკაც“ თეთრი იყო რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა დამიზნებისას. ტარი ზედმეტად დიდი და სქელი მომეჩვენა. აღსანიშნავია, რომ მოკლე 66-ებს ტაურუსი კარგახანია არ უშვებს. მე მინდოდა სტატიის დაწერა ძლიერ ხმაურიან და ცეცხლოვან .357-ზე მაგრამ იმის გამო რომ რევოლვერმა უარი თქვა მუშაობაზე მე ეს სურვილი მომიკვდა. დაველოდები რუგერს ან სმიტ&ვესონს და შემდეგ გიამბობთ .357-ის მდიდარ ისტორიაზე. მე ძალიან შევეცადე ვყოფილიყავი პოზიტიურად განწყობილი ამ იარაღების მიმართ მაგრამ ეხლა როდესაც გარკვეული დრო გავიდა მე ჩამომიყალიბდა ნეგატიური აზრი ამ კომპანიაზე. მას მერე რაც მე მოვაგვარე რევოლვერის ტექნიკური მდგომარეობის საკითხი, რევოლვერი გავასხვისე და სიტყვა მივეცი ჩემ თავს აღარასდროს არ ვიყიდო ტაურუსის იარაღები. ნუ კარგით, თუ ძალიან იაფად ჩამივარდა ვიყიდი და სტატიასაც დავწერ :)

AR15-ის 10 ყველაზე უცნაური აქსესუარი/მოდიფიკაცია

Tuesday, November 19th, 2013

ალბათ ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ  AR15 არის პრაქტიკულად „ლეგოს“ იარაღი, მოდულური კონსტრუქცია რომლის იძლევა საშუალება იარაღის სწრაფი და ადვილი მოდიფიკაციის.  თავისი გენიალური დიზაინის დამსახურებით ეს სისტემა ადვილად ექვემდებარება მოდერნიზაციას და გადაკეთებას მათ შორის უშუალოდ  პატრონის მიერ და ამისთვის არ არის საჭირო რაიმე დანადგარები , რთული ინსტრუმენტები ან სპეციფიური უნარ ჩვევები.  შესაბამისად ამ სისტემის ირგვლივ აღმოცენდა მთელი ინდუსტრია ათეულობით კომპანიის სახით, რომელებიც ამ იარაღისთვის უშვებენ ათასი დასახელების აქსესუარს. მათ უმეტესობას აქვს კონკრეტული და პრაქტიკული დანიშნულება  მაგრამ ამ მოკლე სტატიაში ჩვენ დავასახელებთ 10 ყველაზე უცნაურ, უჩვეულო და თუ გნებავთ უაზრო აქსესუარს/მოდიფიკაციის სქემას რომელიც შეიქმნა AR15-თვის. პირობა არის მარტივი, მოწყობილობა უნდა იყოს სერიულ წარმოებაში და ხელმისაწვდომი უბრალო მოქალაქესთვის. 

„აპერი ტაქტიკური არბალეტი“

ჩვენ ყველამ ალბათ უკვე ვიცით, რომ სტოუნერის სისტემა გვაძლევს ჩვენ საშუალებას ადვილად დავაყენოთ ქვედა რესივერზე განსხვავებული სიგრძის და დანიშნულების ლულის მქონე „აპერი“.  მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა ცეცხლსასროლ იარაღზე არამედ არბალეტზე, რომელიც შესაძლებელია დაყენდეს სტანდარტული AR15-ის ქვედა რესივერზე ყოველგვარი მორგება გადაკეთების გარეშე. აღნიშნულ „აპერს“ უშვებს კომპანია PSE ისევე როგორც უშვებს უკვე აწყობილ და გამოყენებისთვის გამზადებულ არბალეტს.  გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში იარაღად ითვლება მხოლოდ AR15-ის ქვედა რესივერი, არბალეტის საყიდლად არანაირი დამატებითი საბუთები/ნებართვები საჭირო არ არის. TAC15-ის ფასი შეადგენს 1200 დოლარს რაც უდრის ერთი ახალი კარგი ხარისხის AR15-ს ფასს. შესაბამისად უნდა ავღნიშნო რომ არბალეტიც არის უმაღლესი ხარისხის და ძალიან ძლიერი.

„გოლფის ბურთების გასაშვები“

არ ვიცი ვის და რატომ მოუვიდა იდეა ასეთი მოწყობილობის გამოგონების მაგრამ ფაქტია რომ ის არსებობს და მას რამდენიმე კომპანია უშვებს. ზუსტი მისი დანიშნულების დადგენა მე ვერ შევძელი გარდა იმისა, რომ გარკვეული კატეგორია AR15-ის მფლობელების თვლის რომ მათი კარაბინიდან გოლფის ბურთების ტყორცნა არის მაგარი გართობა. იმისთვის, რომ ეს შეძლოთ საჭიროა მოხსნათ ალმქრობი/კომპენსატორი, დააყენოთ ბურთების გასაშვები და გამოიყენოთ ფუჭი ვაზნები. ფასი ასეთი მოწყობილობის არის დაახლოებით 20-30 დოლარი.

„ტაქტიკური ბოთლის გასახსნელი“

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მაკაროვის სისტემის  პისტოლეტის უდიდესი და ერთადერთი უპირატესობა ყველა სხვა ცეცხლსასროლი იარაღთან შედარებით  არის ის რომ მაკაროვით შესაძლებელია ბოთლის გახსნა. მაგრამ უკვე ამაშიც ის არ არის ერთადერთი, იმიტომ რომ ნებისმიერ AR15-ის მფლობელს სულ რაღაც 15 დოლარად შეუძლია იყიდოს Del Ton-ის ტაქტიკური ბოთლების გასახსნელი! ის ყენდება სტანდარტულ პიკატინის სამაგრზე. გარდა ბოთლების გახსნისა ეს დეტალი ასევე ასრულებს ქამრის გასაყრელის როლს. სხვათა შორის ბოთლის გასახსნელის მნიშვნელობაზე თავის დროზე იფიქრეს ისრაელშიც და აღნიშნული დეტალი წარმოადგენს მანდ წარმოებული „გალილის“ შაშხანის განუყოფელ ნაწილს. რაოდენ გასაკვირიც არ უუნდა იყოს, ასეთ ბოთლის გასახსნელს აშშ-ში უკვე რამდენიმე კომპანია უშვებს რაც მეტყველებს იმაზე რომ იდეა მოწონებულ იქნა  მომხმარებელებისს მიერ.

 

„ავტომატური კონდახი“

რაც მე ძალიან მომწონს AR15-ის კარაბინებში არის ის სიმარტივე რა სიმარტივითაც შესაძლებელია კონდახის გამოცვლა. შესაბამისად ათობით სხვა და სხვა მოდელის კონდახია ხელმისაწვდომი მაგრამ ტეხასში არსებულმა კომპანია Slide Fire Solutions, ერთი ნაბიჯით წინ წაიწია და სულ რაღაც 369 დოლარად სთავაზობს მყიდველს კონდახს რომელიც იძლევა საშუალებას ნახევრად-ავტომატური AR15-დან  ისროლოთ ჯერებით და ეს ყველაფერი განახორციელოთ კანონის სრული დაცვით და ზედმეტი ნებართვების და ცნობების აღების გარეშე! მოწყობილობის მუშაობის პრინციპი მარტივია და იყენებს იარაღის უკუცემას. იმისთვის რომ ეს მოწყობილობა გამოიყენოთ უნდა იარაღი დაიჭიროთ ისე, რომ თითი მოექცეს სასხლეტზე საჭირო ადგილას და ასე ვთქვათ ჯადო მოხდეს. კონდახის დასაყენებლად საჭიროა სულ რაღაც 3 წუთი. ჩემი აზრით 369 დოლარი ასეთი პლასტმასის ნაგლეჯში ძალიან ბევრია და შეიძლება ვინმეს უღირდეს ასეთი სათამაშოს ყიდვა. სათამაშოს იმიტომ, რომ რაიმე პრაქტიკული გამოყენება ამ მოწყობილობას არ შეიძლება რომ ქონდეს ვინაიდან მისი გამოყენება მოითხოვს სპეციფიურ უნარ ჩვევებს და გარდა ამისა ზარალდება საიმედოობაც.

მსხვილკალიბრიანი “აპერი”

როგორც უკვე ავღნიშნე AR15-ის დიზაინის გენიალურობა არის ადვილად ცვლად “აპერში”, რის გამოც ერთი შაშხანის ტრანსფორმაცია შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერ ოლატფრომაში.  გარდა ამისა შესაძლებელია AR15-ის კვების სქემის შეცვლაც და მე გამოვყოფდიRhineland Arms-ის შექმნილ აპერს, რომელიც იყენებს ბელგიური P90-ის მჭიდებს და გათვლილია იგივე კალიბრზე 5.7×28mm რაც ნახსენები იარაღი და გააჩნია იგივე კვების სქემა ანუ მჭიდი განლაგებულია ზევიდან. მაგრამ ალბათ აპოფეოზი AR15-ის მოდულური დიზაინის არის, “აპერი” კალიბრით .338 ლაპუა მაგნუმი, წარმოებული ამერიკული კომპანია Zel Custom-ის მიერ. დაახლოებით 2000 დოლარად, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ აპერი კალიბრზე .338, 416, .418 და .50 ანუ პრაქტიკულად ყველა ძლიერ, შორს მსროლელ კალიბრზე და მინიმალურ დროში დააყენოთ ის სტანდარტულ, 5.56-ზე გათვლილ AR15-ის ქვედა რესივერზე. არანაირი განსაკუთრებული გადაკეთება არ არის საჭირო, ვისაც შეუძლია AR15-ის ქვედა რესივერის დაშლა უპრობლემოდ გადააწყობს სტანდარტულ AR15-ს იმისთვის რომ მასზე დაყენდეს Tactilite T1 “აპერი” ნებისმიერ ზემოაღნიშნულ კალიბრზე. ბუფერი და ზამბარა ამოღებულ უნდა იქნას, ვინაიდან მათ ადგილს დაიკავებს აპერის ხელით მოძრავი საკეტი. ხელმისაწვდომია აპერი როგორც ცალმუხტიანი ასევე გვერდიდან დასაყენებლი მჭიდით. თუ ოდესმე ასეთ აპერს იყიდით გაითვალისწინეთ, რომ სასურველია გამოიყენოთ ფიქსირებული კონდახი, იმიტომ რომ თუ გასაშლელი კონდახი გასროლის დროს აიკეცა და ამის გამო სახეში მოგხვდათ ოპტიკა, ტრავმები საკმაოდ მძიმე იქნება. რამდენად გამართლებულია ასეთი აპერის შეძენა მე არ ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად გამზადებულია შაშხანა Savage 110 კალიბრში .338 ლაპუა მაგნუმ, ღირს პრაქტიკულად იგივე ფასი (2100 დოლარი).

ნატურალური ხის ფურნიტურა

AR15 ყოველთვის იქნება ასოცირებული თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მათ შორის პირველად საბრძოლო შაშხანაში ალუმინის და პლასტმასის დეტალების ფართო გამოყენებასთან. მაგრამ ვისაც სურს უფრო კლასიკური ხის დეტალები და ამავე დროს უნდა ისარგებლოს სტოუნერის სისტემის ყველა უპირატესობით, სულ რაღაც 300 დოლარად შესაძლებელია ხის კონდახის, ტარის და ტიბჟირის შეძენა!

ზომბი ხერხი

ბოლომდე უცნობია რა კავშირი აქვს ზომბებს პოპულარულ კულტურაში იგივე არსებებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჰაიტის და აფრიკული ქვეყნების რელიგიური კულტების ნაწილს, მაგრამ ფაქტია რომ ცოცხალი მკვდრების იდეა, რომლებიც ადამიანის ხორცით იკვებებიან არის ძალიან პოპულარული თანამედროვე გასართობ ინდუსტრიაში. დაწყებული პირველი პოპულარული  ფილმიდან ზომბეზბე (“ცოცხალი მკვდრების ღამე”, 1968 წელი) დღემდე, ზომბი აპოკალიფსის სცენარი კარგად იყიდებაა  და ალბათ დღეს ეს იდეა განიცდის პოპულარობის პიკს თუ ვიმსჯელებთ ფილმების და სერიალების რაოდენობით. უკანასკნელი ერთი წელი ზომბი-პარანოიამ გადაინაცვლა იარაღის და ტყვია-წამლის წარმოების ინდუსტრიაშიც (მეტ წილად აშშ-ში სადაც ამ პროდუქტის ყველაზე აქტიური მომხმარებლები ცხოვრობენ) რასაც მოყვა სპეციფიური პროდუქციის გამოჩენა, მაგალითად სპეციალური ანტი-ზომბი ვაზნები, სტილიზებული აქსესუარები და სპეციალური ზომბი სერიის იარაღის მოდელები. არც AR15-ს არ აცდა ეს ბედი და ნევადაში განლაგებული კომპანია Panacea X უშვებს AR15-ზე დასაყენებელ ელექტრო-ხერხს, რომელსაც ის ეძახის ხიშტ-ხერხს ZOMBIE X CHAINSAW. კარაბინზე დასაყენებელი ხერხი შექმნილი თავდაპირველად როგორც აღნიშნული კომპანიის სარეკლამო საშუალება, ეს მოწყობილობა წავიდა სერიაში და ეხლა ეს საეჭვო სიამოვნება ხელმისაწვდომია სულ  რაღაც 500 დოლარად. თუ ოდესმე ზომბი-აპოკალიფისის გახდება რეალობა, გავიგებთ რამდენად სასარგებლოა ეს გამოგონება.

ტყვიამფრქვევის სახელური

ოდესმე ოცნებობდით მაქსიმის ტყვიამფრქვევზე?  ამერიკული კომპანია KNS Precision-ის წყალობით და 460 დოლარის დაგახდის შემდეგ თქვენი AR15 დაემზგავსება ზემოხსენებულ ლეგენდარულ იარაღს. მადლობა AR15-ის მოდულურ კონსტრუქციას, აქაც არ არის საჭირო არანაირი გადაკეთება. ნაწილების კომპლექტი პირდაპირ ყენდება სტანდარტულ კარაბინზე ან შაშხანაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ავტომატურ კარაბინზე/შაშხანაზე ეს მოწყობილობა უფრო გამოდგება თუმცა რაიმე რაციონალურ გამოყენებაზე ლაპარაკი ზემდეტია.

 

არმატურის საჭრელი

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს მოწყყობილობა ალბათ არის ყველაზ პრაქტიკული რამე რაც აღწერილია ამ სტატიაში. სპეციალური ფორმის მოწყობილობა რომელიც ყენდება ლულაზე და გარდა იმისა, რომ ამცირებს უკუცემას და ლულის ალს ასევე გამოიყენება არმატურის საჭრელად. რა შემთხვევაში ეს შეიძლება გახდეს საჭირო? მოგეხსენებათ უკანასკნელი შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯარს ხშირად უწევს ბრძოლა ქალაქის პირობებში. შესაბამისად ასეთი სცენარის დროს შენონაში შეღწევის ერთ ერთი სასურველი მთოდი არის კედელში გასასვლელების გაკეთებით რასაც მესანგგრეები უზრუნველყოფენ.  ამ ტაქტიკას აქვს ბევრი უპირატესობა, მაგალითად მოიერიშე გუნდს არ ჭირდება შენობაში შეღწევა კარებების გავლით, რომლებიც შეიძლება იყოს დანაღმული.  პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ფეთქებად მუხტი ანგრევს ბეტონს მაგრამ უჭირს რკინის არამტურის გაწყვეტა. ამიტომაც არის საჭირო ეს მოწყობილობა. ადებთ მას არმატურას და ესვრით  (სამხედროები იყენებენ ტყვიებს ფოლადის გულებით). არმატურა გადაჭრილია. რამდენიმე გასროლა და გზაც თავისუფალია. რამდენად ჭირდება ეს მოწყობილობა სამოქალაქო მსროლელს ღია საკითხია მაგრამ მთლიანობაში ეს მაგარი აქსესუარია.  ფასი არც ისე მცირეა. Rainer Arms-ის ლულის არმატურის საჭრელი 170 დოლარი ღირს.

150 ვაზნიანი “დისკი”

ჩვენ ყველამ ვიცით რომ AR15-ის სროლა სიამოვნებაა და შესაბამისად ეს სიამოვნება რომ დროში გავწელოთ საჭიროა დიდი მჭიდები, რომ მეტი დრო დაიხარჯოს სროლაზე და ნაკლები გადატენვაზე ან მჭიდების ავსებაზე. დიდი მოცულობის მჭიდები არ არის რაიმე ახალი. ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იყენებდა დისკს, რომელშიც ეტეოდა 71 ვაზნა. ლეგენდარულ ტომპსონის კონსტრუქციის “საბეჭდი მანქანა” ასევე იყო აღჭურვილი ანალოგიური კონსტრუქციის მჭიდებით რომლებშიც ჩადიოდა 50 და 100 ვაზნა. ასევე კარგახანია არსებობს Beta-c მჭიდი, მათ შორის რომელიც მიდის AR15-ზე და ასევე იტევს 100 ვაზნას.  საქართველოში საიგების პატრონების ოცნებას წარმოადგენს რუსული მსუბუქი ტყვიამფრქვევის “რპკ’-ს  ”დისკი”, რომელიც იტევს “სულ რაღაც” 75 ვაზნას.  მაგრამ ვირჯინიაში განლაგებული Armatac Industries-ის ინჟინრები ყველაზე შორს წავიდნენ და შექმნეს Saw-mag, რომელიც იტევს 150 (!!!) ვაზნას. მათი პროდუქტი 419 დოლარი ღირს რაც ალბათ არც ისე დიდი ფასია მჭიდში, რომელსაც დატენი ერთხელ და მერე მთელი კვირა გყოფნის.

 

 

ყურადღება მყიდველო!

Tuesday, October 22nd, 2013

ამ ბოლო დროს ჩემი ყურადღება მიიქცია რამდენიმე ფაქტმა, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო იარაღის გაყიდვებს. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე ან არაკეთილსინდისიერი ან უბრალოდ არაკომპეტენტური კომპანია ცდილობს გამოიყენოს იარაღის ვიზუალური მზგავსება და გაყიდოს ერთი მწარმოებლის იარაღი ისე თითქოს ის იყოს სხვა მწარმოებლის.

ტიპიური მაგალითი არის მაგალითად ეს “სარეკლამო” განცხადება. სურათზე ნაჩვენები არის   გერმანული კომპანია German Sport Guns-ის მცირეკალიბრიანი კარაბინი. კომპანია დაარსებულია 2002 წელს, უშვებს მცირეკალიბრიან იარაღს, რომელიც იმეორებს ცნობილ საბრძოლო იარაღის მოდელებს (ასევე აირსოფტის იარაღებს და სხვა გასართობ და სპორტულ პროდუქციას), ამ შემთხვევაში ასევე გერმანული ხეკლერ&კოხი-ს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის MP-5-ის ვიზუალურად მსგავს იარაღს (ფასი 400-500 USD). ამ იარაღის მწარმოებელ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს ხეკლერ&კოხთან და გააუგებარია რატომ არის “მიწეპებული” ხეკლერ&კოხ-ის ლოგოები ამ სურათზე და ასევე გაუგებარია, რატომ ამ მაღაზიის საიტზე ხეკლერ&კოხის განყოფილებაშია თავმოყრილი GSG-ს იარაღები. ალბათ იმიტომ რომ გამართლდეს არანორმალურად დიდი ფასი რომელიც განცხადების ტექსტის მიხედვით არის არც მეტი არც ნაკლები 2500 ლარი.   საინტერესო არის ის, რომ 2009 წელს ხეკლერ&კოხმა უჩივლა სასამართლოში German Sport Guns-ს, სწორედ იმის გამო, რომ მათი პროდუქცია ძალიან გავდა ხეკლერ&კოხის იარაღებს. აღნიშნული პროცესი დასრულდა გარიგებით, რომლის დეტალები უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ GSG აკრძელებს იარაღის წარმოებას.

იგივე ეხებოდა გერმანული კომპანია ISSC-ის მცირეკალიბრიან ძალზედ იაფფასიან პისტოლეტს, რომელიც ვიზუალურად ოდნავ წააგავს სახელგანთქმულ გლოკს.  შემდგომ განცხადებები სადაც იყიდებოდა გლოკი გეკოზე რეგულარული სიხშირით ჩნდებოდა ინტერნეტში. იმიტომ, რომ მყიდველი თავისი ჭკუით ყიდულობდა მცირეკალიბრიან გლოკს.

ასევე ვიხსენებ  ”ლუიჯი ფრანკის” თოფებს, რომლებსაც ეძახდნენ რატომღაც ბენელის და თურქულ ბერეტებს, სინამდვილეში “შტოეგერის” პისტოლეტებს.  შემდგომ შეცდომაშო შეყვანილი მყიდველი გაყიდვის მცდელობისას იგებს, რომ სინამდვილეში მთლად ის არ უყიდია რისი ყიდვაც უნდოდა. ამას ასევე მოყვება ის რომ მყიდველი იწყებს უაზრო კითხვების დასმას, ეს ნამდვილი ამერიკული იარაღია თუ თურქულია, ამერიკული კოლტია თუ თურქული კოლტი, მიუხედავად იმისა, რომ თურქული კოლტი ბუნებაში არ არსებობს და ასეთი კითხვების მოსმენა მე მიწევს მუდმივად.

ცალკე თემა არის ბრენდები, რომლებიც ნაყიდია თურქული მწარმოებლეების მიერ, მაგალითად “ბერნანდელი”, “ვებლეი&სკოტი” ან ევროპული/ამერიკული მწარმოებლების სახელებით გაყიდული იარაღი, რომელიც თურქული კომპანიები უშვებენ, მაგალითად “ჩზ”, “ვეზერბი”, “ვინჩესტერი”. ცალსახად ეს არ ნიშნავს, რომ თურქული “ბერნარდელი” ან “ჩზ” ცუდი იარაღია მაგრამ მე მაგალითად არ ვიყიდე თურქეთში წარმოებული ვინჩესტერის თოფი, იმიტომ, რომ მე მინდა ტრადიციული ამერიკული ბრენდი რომელიც იქნება made in USA და არა made in Turkey.

შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიებში მომრავლდა იარაღის ასორტიმენტი (რაც კარგია) მე ურჩევდი მყიდველს გამოიჩინოს სიფრთხილე იარაღის არჩევისას და ყიდვანდე გადაამოწმოს “ნეტში” კონკრეტულად  რას ყიდულობს, იმიტომ რომ გარკვეულ მაღაზიებში მას ან არ ეტყვიან სიმართლეს ან შეცდომაში შეიყვანენ ან უბრალოდ ვერ გასცემენ კომპეტენტურ პასუხს.

 

მცირეკალიბრიანი კარაბინის არჩევა

Thursday, October 3rd, 2013

პირველ რიგში სანამ უშუალოდ საკითხზე გადავალ მინდა გაგაფრთხილოდ, რომ ყველაფერი ამ სტატიაში დაწერილი არის ჩემი პირადი აზრი და ეს აზრი არ იქმნებოდა ჰაერიდან.  უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩემ ხელში გაიარა ურიცხვმა მცირეკალიბრიანმა იარაღმა, რომლებიდანაც მე ათასობით ვაზნა მაქვს ნასროლი. ბუნებრივია ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილება შეიძლება ვინმესთვის წარმოადგენდეს გარკვეულ ინტერესს. დასაწყისისთვის მე შემიძლია ვთქვა რომ მცირეკალიბრიან კარაბინს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემ გულში. რატომ? იმიტომ, რომ მე მიმაჩნია რომ ამ ტიპის იარაღი არის ძალიან სასარგებლო და საჭირო ინსტრუმენტი მსროლელის არსენალში, იქნება ეს მონადირე თუ უბრალოდ სროლის მოყვარული. ამ იარაღის გამოყენების სფეროები ძალიან ფართეა.  მცირეკალიბრიანი იარაღის უმეტესობა მოდელების არის ძალიან ხელმისაწვდომი ფასის მიხედვით, მათ არ ჭირდებათ დარტყმაგამძლე ძვირად ღირებული ოპტიკური სამიზნეები, .22 კალიბრის ვაზნაც შედარებით ხელმისაწვდომია ყველასთვის. იქნება ეს ნადირობა, თავდაცვა, გასართობის თუ სავარჯიშო სროლა, .22 კალიბრის კარაბინი თავს გაართმევს ყველა ამ დავალებას. .22 -ით ნადირობდნენ დათვებზე, ამყარებდნენ ოლიმპიურ რეკორდებს და ათავსებდნენ მათ მფრინავების გადარჩენის კომპლექტში, რომლებიც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის სახმედრო აქტიურობას უთვალთვალებდნენ, ებრაელები ანადგურებდნენ ტერორისტებს და მსროლელების ბევრი თაობა იზრდებოდა ამ კალიბრის იარაღზე ამიტომაც არც ერთი სხვა კალიბრი არ  შეედრება ძველ და კარგ .22 გამოყენების სფეროებით. შესაბამისად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერს ვისაც უყვარს სროლა და ნადირობა უნდა ქონდეს ერთი .22 კალიბრის კარაბინი მაინც. მე მქონდა როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან ბევრი სხვა და სხვა მცირეკალიბრიანი კარაბინი. მინიმუმ 15 სხვადასხვა მოდელი. მაგრამ მე ვირჩევ იარაღებს ქაოტურად, თუ იარაღს ადევს მისაღები ფასი, ის მე მაინტერესებს და მითუმეტეს აქამდე არ მქონია მე უბრალოდ მას ვყიდულობ ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე. კარგად მესმის, რომ სხვებს გაცილებით მეტი კითხვა აწუხებთ და იმედია ეს სტატია ასეთ კითხვებს უპასუხებს.

პირობითად მცირეკალიბრიანი კარაბინები შეიძლება დაიყოს სამ ტიპად. “საბავშვო” მოდელები (1), ყველაზე იაფი მსუბუქი როგორც წესი ცალმუხტიანი, მოკლე კონდახით, სტანდარტული (2) და სპორტული (“მატჩ”) ტიპის (3)

პირველი შეკითხვა, რომელიც წარმოიშვება ასეთი კარაბინის არჩევისას როგორც წესი ჟღერს ასე: თვითდამტენი თუ “ბოლტი”? ზოგადად ჩვენთან ითვლება რომ “ბოლტი” უფრო ზუსტია და ასევე ტყვია უფრო მეტ საწყის სიჩქარეს იღებს. სიჩქარეს რაც შეეხება, შეგიძლიათ თამამად იგნორირება გაუკეთოთ ამ მოსაზრებას. არანაირი სხვაობა საწყის სიჩქარეში, რომელიც იქნება საკმარისი რომ დაიმსახუროს განხილვა  უბრალოდ არ არის.  ამ ფაქტორის გათვალისწინებას არანაირი აზრი არ აქვს. რაც შეეხება სიზუსტეს, ჩემი გამოცდილებაც ადსტურებს იმ ფაქტს, რომ “ბოლტები” უფრო ზუსტებია ნახევრად-ავტომატებთან შედარებით მაგრამ მიზეზი ამისა არის, “ბოლტების” უფრო უკეთესი სასხლეტი მექანიზმები, რა დროსაც ნახევრად-ავტომატები მეტ წილად იყენებენ უფრო რთულ დახურულ ჩახმახიან კონსტრუქციას. გამოდმინარე იქიდან, რომ ნახევრად-ავტომატები კონსტრუირდება ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად დაბალი ფასის მიღება, ცხადია არავინ არ იწუხებს თავს მათი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ჭკუაზე მოყვანით. ამ მექანიზმის დეტალებიც მზადდება რაც შეიძლება იაფი ტექნოლოგიით, რომელიც ხშირად გულისხმობს ჩამოსხმული რკინის და პლასტმასის დეტალების გამოყენებას. ბუნებრივია თავის მასაში ასეთ პირობებში ნახევრად-ავტომატებს საკმაოდ მძიმე და ცუდი სასხლეტები აქვთ, რაც ცუდათ მოქმედებს სიზუსტეზე. ჩემპიონი ცუდ სასხლეტებში კი არის Walther G22. აგებული ბულპაპის სქემით, რომელიც ტრადიციულად ცნობილია მძიმე სასხლეტებით არც ვალტერი არ ღალატობს ამ ტარდიციებს. მიზეზი არის უჩვეულოდ გრძელი გადაბმა სასხლეტსა და “შეპტალოს” შორის, რაც განპირობებულია “ბულპაპის” სქემის გამოყენებით. თუმცა არსებობენ ნახევრად-ავტომატები, რომლებიც იყენებენ ისეთივე დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, როგორც “ბოლტები”, მაგალითად ТОЗ99 და Savage 64. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაზარზე არის უამრავი ბიუჯეტური ნახევრად-ავტომატი და ძალიან ცოტა მაღალი კლაისის. მაშინ როდესაც “ბოლტების” არჩევანი გაცილებით უფრო მდიდარია.  ასე, რომ დიახ “ბოლტი” უფრო ზუსტია მაგრამ არა იმის გამო, რომ ნახევრად-ავტომატური სქემა არის ნაკლებად ზუსტი. ჩემი არჩევანი ამ ორს შორის ყოველთვის იქნება ნახევრად-ავტომატი. გამომდინარე იქიდან, რომ იარაღი ჩემთვის პირველ რიგში თავდაცვის ინსტრუმენტია, ბუნებრივია მე მირჩევნია იარაღი, რომელიც იძლევა საშუალებას განახორციელო 10 სწრაფი და ზუსტი გასროლა მაღალსიჩქარიანი ვაზნით. დამიჯერეთ ასეთი “ჯერი” იქნება ძალიან ზუსტი და დიდი ალბათობით გააჩერებს ნებისმიერ თავდამსხმელს. მიზეზი მეორე არის უნარი სწრაფად განახორციელო მეორე გასროლა. რამდენადაც ზუსტი არ  უნდა იყოს მცირეკალიბრიანი იარაღი, გასროლილი .22 კალიბრის ტყვია რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე ატმოსფერულ პირობებში.  ნახევრად-ავტომატი იძლევა საშუალებას სწრაფად შეიტანოთ შესწორება და ისროლოთ მეორეჯერ ან მესამეჯერ ან სანამ მჭიდი ბოლომდე არ დაიცლება. მე კატეგორიულად არ მომწონს ცალ-ვაზნიანი იარაღები. მიუხედავად იმისა, რომ ТОЗ-8 არის ყველაზე ზუსტი მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც მე მისვრია.  სიზუსტე კარგია, მაგრამ ცალვაზნიანი .22 კალიბრის იარაღი კარგავს უნივერსალურობას, რაც მე ყველაზე უფრო მომწონს ამ კლასის იარაღში.

მარცხნივ არის სამიზნე რომელშიც ნასროლია 20-მდე ვაზნა რუსული წარმოების TОЗ-78-დან (“ბოლტი”), მარჯვნივ არის 5 გასროლიანი ჯგუფი Mossberg 702-დან (ნახევრად ავტომატი). ხედავთ რამე მნიშვნელოვან სხვაობას? სროლა ხორციელდებოდა დახურულ  ტირში, მაგიდიდან, 50 მეტრზე.

თუ ზედა სურათზე ნაჩვენები ჯგუფები არ მოგწონთ და თუ გნებავთ მაქსიმალური სიზუსტე,  ეძებეთ ძველი რუსული სპორტული შაშხანები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან მეორადი იარაღის ბაზარზე  ან იყიდეთ უცხოური წარმოების სპეციალიზირებული მოდელები, რომლებიც 2-ჯერ სამჯერ მეტიც ღირს. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი წარმოების ბიუჯეტური კარაბინები შეიძლება იყონ ძალიან ზუსტები, მაქსიმალურ სიზუსტეს და სტაბილურად მაღალ შედეგებს უზრუნველყოფს მხოლოდ სპეციალიზირებული იარაღი.

რუსული წარმოების CM-2 არის ყველაზე იაფი “მატჩ” კლასის შაშხანა, რომელიც შეიძლება იყიდოთ მეორად ბაზარზე. ფასი 600-დან 900 ლარამდე. მინუსებიც აშკარაა. მძიმე წონა, გაბარიტები და ცალმუხტიანი კონსტრუქცია.

ნახევრად-ავტომატების საიმედოობას რაც შეეხება მოდით ვიყოთ რეალისტები და ნუ მოვთხოვთ ასეთ იარაღს ისროლოს მაგალითად ტალახში ჩაგდების შემდეგ. ასეთი იარაღის საკეტი არის ძალიან მსუბუქი, მოძრავი ნაწილების სიჩქარე არის მცირე. .22 კალიბრის ტყვია არის რბილი და გარსის გარეშე, თან ხანდახან საკამოდ უჩვეულო ფორმების. ამის გამო ასეთი კარაბინი ვერასდრიოს ვერ შეედრება საიმედოობით მსხვილკალიბრიან იარაღებს. ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღი როგორც წესი ასევე ითხოვს წმენდას და დაზეთვას. ამ მხრიც ცხადია “ბოლტი” უკეთესია მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. დაბრკოლებები სროლაში არის იშვიათი თუ იარაღი სუფთა და მოვლილია. დაბრკოლებების 90% უკავშირდება ყოველთვის ვაზნას, ტყვიის ფორმას ან მის საწყის სიჩქარეს. 99.9% პროცენტში უბრალოდ არ ხდებოდა მასრის სრული ამოგდება, რაც სწორდება ეგრევე საკეტის გადატენვით და გაჭედილი მასრის “ამოფერთხვით”. წლების განმავლობაში მე ვიხსენებ ორ ბრენდს, რომელიც კატეგორიულად არ მუშაობდა ნახევრად-ავტომატებში. ეს არის RWS-ის ვაზნები (ზუსტი სახელი არ მახსოვს, მაგრამ მგონი RWS Club) და Eley Sport (მწვანე კოლოფებში). დანარჩენი ყველა ტიპის და მწარმოებლის ვაზნა, როგორც წესი  უპრობლემოდ მუშაობდა. ცხადია გამოცდილება სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა ექნება, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არაფერი არ მაძლევს მე საფუძველს ვიფიქრო, რომ მცირეკალიბრიანი იარაღის არის განსაკუთრებულად პრეტენზიული ტყვიაწამლის მიმართ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იარაღი არ არის ის იარაღი, რომელსაც უნდა სიცოცხლე ვანდოთ ამიტომ დაბრკოლება სროლაში არ არის კატასტროფის ტოლფასი მოვლენა, დააბრუნეთ იარაღი მწყობრში და გააგრძელეთ სროლა.  თუ თქვენ გსურთ  გამოიყენოთ ასეთი კარაბინი თავდაცვის მიზნებისთვის (იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ გაქვთ) მაშინ აირჩიეთ ყველაზე ძლიერი ვაზნა და დარწმუნდით, რომ მას თქვენი კარაბინი კარგად ინელებს. ბოლოს ვიტყვი რომ ძალიან იაფი კარაბინიდან (Mossberg 702) მე გავისროლე 2000-ზეე მეტი ვაზნა და მივიღე მხოლოდ 10 არამოგდებული მასრა, აქიდან ნახევარი მოვიდა უკვე ნახსენებ RWS-ზე, რომელიც მას მერე მე არც მიყიდია. იგივე მოსბერგი უპრობლემოდ ისროდა როდესაც ინტრევალები წმენდას შორის შეადგენდა 200 გასროლას და ორ სამ კვირას.

ტიპიური დაბრკოლება. მასრა გაიჭედა და ხელი შეუშალა საკეტის დაკეტვას. დაბრკოლება აღმოიფხვრება მარტივად, გაწიეთ საკეტი უკან და “დააწვინეთ” კარაბინი ისე რომ მასრა ძირს გადმოვარდეს.

კარაბინი უნდა იშლებოდეს ადვილად. სამწუხაროდ აქაც ჩემი არჩეული ნახევრად-ავტომატი ძლიერად ჩამორჩება “ბოლტს”. ბევრი თვლის რომ ასეთი ტიპის იარაღისთვის ეს არ არის პრინციპული, ვინაიდან ამ იარაღს წმინდავ მაშინ, როდესაც ის იწყებს ჭედვას ჭუჭყისგან. შესაძლებელია ეს იარაღი ყოველთვის არ უნდა იყოს იდეალურად სუფთა, მაგრამ მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ჭუჭყიანი იარაღის სეიფში არის ჩემი პირადი შეურაცხოფა. სამწუხაროდ ნახევრად-ავტომატების უმეტესობა ძალიან ძნელად იშლება. ჩემპიონი ისევ G22-ია, რომლის დაშლა აწყობა წააგავს ლეგოს კონსტრუქტორისგან კარაბინის აგებას. ზოგი იარაღიც ისეა მოწყობილი, რომ იფიქრებ ეს იარაღი საერთოდ არ იშლება. მაგალითად ამერიკული (სინამდვილეში იწყობა კანადაში) Savage 64. იმისთვის, რომ მოხსნათ საკეტი ამ იარაღში უნდა დაუშვათ 5 (!!!) ხრახნი. აქიდან მეხუთე იჭერს ლულას! ასევე მოხსნათ მჭიდის “ძაბრი” და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. “სევიჯის” პლიუსი მხოლოდ ის არის რომ შესაძლებელია ლულის სავაზნის მხრიდან გაწმენდა….  ზოგი მოდელი უფრო ადვილად იშლება მაგრამ, ზოგადად გართულებული დაშლა-აწობა ახასიათებს ბევრ ნახევრად ავტომატურ კარაბინს. მეორეს მხრივ ყველა ბოლტი იშლება ადვილად ხოლო გასაწმენდად საკმარისა სასხლეტზე დაჭერის შემდეგ ამოიღოთ საკეტი და ამის შემდეგ ლულა  შესაძლებელია გაიწმინდოს სავზნის მხრიდან რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ლულის გამოსასვლელის  დაზიანებას.

ეს G22 ჯერ კიდევ არ არის დაშლილი გასაწმენდად. ჯერ იშლება მრავალკომპონენტიანი პლასტმასის კორპუსი და შემდეგ ქვედა ჩარჩო და ლულის კოლოფი. დეტალების რაოდენობა არის ძალიან დიდი. მათი დაკარგვა რეალურია.

მორიგი შეკითხვა: ხე თუ პლასტმასა? ცალსახად პლასტმასის კონდახი იქნება საუკეთესო არჩევანი. .22 იარაღიდან ბევრის ისვრიან და ბევრს დაათრევენ იქით აქით, ბევრსაც ათხოვებენ სასროლად. რა დამავიწყებს მე იმ მომენტს როდესაც ერთმა …. ჩემი ახალთ-ახალი ТОЗ 78 გაჭედა რკინის ღობეში იმისთვის, რომ უფრო სტაბილურად დაემიზნებინა. შედეგი კი იყო რამდენიმე ძალიან ღრმა ნაკაწრი ხის კონდახზე, რამაც კიდე უფრო დააჩქარა ამ კონდახის გადაკეთება. არ ვდაობ, ხის კონდახი ძალიან ლამაზია, მაგრამ როგორც წესი მცირეკალიბრიან იარაღზე არ ხარჯავენ  ხის ძვირფასი ნედლეულის მარაგებს, ხოლო პლასტმასის კონდახის რემონტი, აღდგენა და განახლება არის გაცილებით ადვილი და როგორც წესი არ ითხოვს პროფესიონალის ჩარევას. პლასტმასა ადვილად წებდება, იღებება. ამას ყველაფერს შეძლებს ნებისმიერი. ასევე პლასტმასას არ ეშინია წყლის, საწმენდი სითხეების და ყინვის. არც დრო მას არ აკლებს არაფერს.

მცირეკალიბრიან იარაღს უნდა ქონდეს მექანიკური სამიზნე მოწყობილობები და სამგრი, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიკის მონტაჟს. მექანიკური სამიზნეები (ე.წ “რკინები”) საჭიროა იმიტომ, რომ როგორც წესი ბიუჯეტურ იარაღზე ყენდება ბიუჯეტური ოპტიკა, რომელიც შესაძლებელია მწყობრიდან გამოვიდეს. რამდენად გჭირდებათ ოპტიკა ეს თქვენი გადასაწყვეტია, იმ მანძილებზე რა მანძილებზეც გამოიყენება .22 “რკინებიც” გეყოფათ მაგრამ უდაოდ ოპტიკა აადვილებს სროლას, ზრდის სიზუსტეს და იძლევა საშუალბას სამიზნის უკეთ ამოცნობის. ამავე დროს ერთ ერთი საუკეთესო შედეგები სიზუსტის მხრივ მიღწეული მაქვს ТОЗ-8-ით, ზედ დაყენებული სპორტული დიოპტრიული სამიზნით. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ არც ძვირადღირებული ოპტიკური სამიზნეები არასდროს არ გამომიყენებია და ძალიან კარგ შედეგებს ვიღებდი იაფი Tasco-თი და Konus-ით. გაითვალისწინეთ, რომ ეს ოპტიკა არის ლატარეა და გამოდგომაზეა. თუ ჩაგივარდათ ხელში კარგი მუშა ოპტიკური სამიზნე ის კარგად გემსახურებათ, მაგრამ ბევრიც მინახია, რომელიც არ იძლეოდა იარაღის გასწორების საშუალებას დეფექტების გამო შესწორებების შეყვანის მექანიზმში. ამის გამო იარაღის გასწორების შემდეგ მე შესწორებები შემქონდა დამიზნებით და არა დოლურების ტრიალით.

ეს გადატვირთული ბადე გაამოიყენება ბევრს იაფ Tasco-ში და Bushnell-ში, ის წააგავს ყუმბარმტყორცნის ამერიკულ სამიზნეს  მაგრამ იძლევა საშუალებას გამოიყენოთ დამატებითი ბადის ელემენტები სხვადასხვა მანძილზე სროლისას.

მეორადი იარაღის ბაზარზე ძალიან ბევრია ძველი რუსული “ტოზები” (8,16,17 და ნახევრად-ავტომატური 21). ყველა ეს იარაღი არის მარტივი, მუშა, საიმედო და ძალიან ზუსტი. სამწუხაროდ არც ერთი მათგანი არ არის მზად “მიიღოს” ოპტიკა.  8 და 16 მოდელები ცალმუხტიანებია, ხოლო 17-ს პატარა მჭიდი აქვს. გამომდინარე იქიდან რომ ეს იარაღი იაფია და გამძლე ის კარგი შენაძენია ყოველთვის.  უბრალოდ ყურადღებას ითხოვს ლულები. ვინაიდან ეს იარაღები მძიმე ექსპლუატაციაში იმყოფებოდნენ, შებერილობები ლულაში არც ისე იშვიათია. დანარჩენის მხრივ ეს იარაღები აბსოლუტურად უპრობლემოა. მე მინახია 50-60 წლის წინ გამოშვებული კარაბინები, რომლებიც იდეალურად მუშაობდნენ. ამ იარაღებში მე არ მინახია არც ერთი გაცვეთილი ან კოროზიით დაზიანებული ლულა. შებერილობა არის ყველაზე სერიოზული და პრინციპში ერთადერთი დეფექტი, რომელიც მე ამ იარაღებში მინახია და რომლის მიზეზია უპასუხისმგებლო წინა მფლობელი. შეგახსენებთ გარედან ჟანგიანი მე-8 მოდელი, მთლიანად გადაქერცლილი კონდახით მცირე ხელის შევლების შემდეგ იყო ყველაზე ზუსტი .22 კალიბრის იარაღი რომელიც მე ოდესმე მქონია.  უნდა ვაღიარო საბჭოთა წარმოების მცირეკალიბრიანი იარაღიც და ამუნიციაც არის ძალიან კარგი.  პრინციპში რუსული წარმოების ამუნიციაც ძალიან კარგი არის და მე არასდროს არ მქონია პრობლემა რუსულ ვაზნებთან, რომელიც ყოველთვუს ძალიან კარგ შედეგებს მიჩვენებდა.

ლულის პროფილს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ მე ვერ ვხედავ აზრს სქელ (ვარმინტ) ლულაში. ეს არ არის ისეთი კალიბრი, რომელიც იწვევს ისეთ ვიბრაციას, რომლის დასახშობად საჭიროა ლულის მასის გაზრდა. ჩემი აზრით ეს არის გემოვნების ამბავი. ვისაც უნდა მაქსიმალური სიზუსტე, გადაიზღვიეთ თავი და იყიდეთ იარაღი სქელი ლულით. დანარჩენ შემთხვევაში ჩვეულებრივი ლულის პროფილი არის სავსებით ადეკვატური .22 კალიბრისთვის. თუმცა სქელი ლულა ე.წ. “ბულ ბარელი” ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.  გარდა ამისა მძიმე იარაღი უფრო სტაბილურიც არის.

სამწუხაროდ ბევრი მსურველი მცირეკალიბრიანი იარაღის ყიდვის იწყებს ტანჯვას ნაკლებად მნიშვნელოვანი კითხვებით. რამდენი ხრახნია ლულაში? რა მნიშვნელობა აქვს? მარლინს აქვს 16 და ამიტომ რა? მარლინი ოთხჯერ უკეთესია ვიდრე ვთქვათ კარაბინი 4 ხრახნიანი ლულით? არასდროს არ მიფიქრია ამაზე და არც თქვენ გირჩევთ. იგივე ეხება სროლის მანძილებს. რა მანძილზე ისვრის მესმის ეს კითხვა ხშირად? რა მანძილზე ისვრის .22 როგორ გგონიათ? ან მოდელს რა მნიშვნელობა აქვს? მნიშვნელობა აქვს ალბათ ლულის სიგრძეს რაც განაპირობებს მეტ საწყის სიჩქარეს მაგრამ ამას არავინ არ კითხულობს. რა სამიზნეს ესვრით? ისვრით ჯგუფზე თუ რამე კონკრეტულ სამიზნეს? მსუბუქი და ნელი .22 კალიბრის ტყვია არ არის საუკეთესო კანდიდატი შორ მანძილებზე გასაგზავნად. მე ვიტყოდი, რომ საველე პირობებში კარგი იარაღიდან ეფექტური სროლის მანძილი არის 150 მეტრი მაქსიმუმ. რეალურად .22-ს გაცილებით ნაკლებ მანძილებზე იყენებენ. 200 მეტრზე კი მცირე ნიავიც იწვევს ტყვიის სერიოზულ გადხრას. სწორედ ამიტომ გარკვეული უპირატესობა აქვს ნახევრად-ავტომატს. ის იძლევა სწრაფი განმეორებითი გასროლის გაკეთების საშუალებას. იდეალურ პირობებში კარგი იარაღიდან სროლა შესაძლებელია 300 მეტრზეც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახევრად-ავტომატი საიმედოთ მუშაობდეს სუსტ ვაზნებთან. ყოველთვის იქნება ისეთი ვაზნები, რომლებიც არ იმუშავებს თითქმის არც ერთ თვითდამტენ იარაღში, მაგრამ სტანდარტული სისწრაფის ვაზნების მონელება არის აუცილებელი მოთხოვნა, თან როგორც წესი კარარაბინი უფრო ყოვლის მომნელებელია ვიდრე შედარებით მოკლელულიანი პისტოლეტები. მე მქონდა 70-ან წლებში გამოშვებული კოლტის ნახევრად-ავტომატი. ამ იარაღმა ისროლა ძალიან სუსტი “მწვანე Eley”, ყინვაში, რამდენიმე წლის გაუწმენდავმა ხოლო ახალი Savage 64, გაწმენდილი და გაზეთილი უარს ამბობდა ამ ვაზნებთან მუშაობაზე. Mossberg 702-მა შეჭამა 2000 სხვა და სხვა ტიპის ვაზნა და მხოლოდ RWS-ის ვაზნებზე თქვა უარი. სხვადასხვა იარაღს სხვადასხვა ხასიათი აქვს და ამ ხასიათის გარკვევა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია  ვიდრე ხრახნების რაოდენობა.  საქართველოში არ იყიდება ბევრი ტიპის .22 კალიბრის ტყვიაწამალი  და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კარაბინი ინელებდეს ყველა ტიპის ვაზნას. ამიტომაც მე არ მომწონს როდესაც ზოგ იარაღს აწერენ .22LR – HV (HV = High Velocity, მაღალი სიჩქარე). ამით მწარმოებელი გეუბნება რომ უნდა გამოიყენო მხოლოდ მაღალი სისწრაფის ვაზნები რაც ნონსნენსია. .22lr არის .22lr და იარაღი უნდა ინელებდეს ყველა ამ კალიბრის ყველა ტიპის ვაზნას.

კვების სქემას რაც ეეხება ჩემი ფავორიტია მაინც ლულის ქვეშა მილისებრი მჭიდი. ის არ დაიკარგება, პრაქტიკულად არ იცვითება. ზამბარა თუ დაჯდა ან გატყდა, არ იქნება პრობლემა მისი შემცვლელის პოვნა. რა თქმა უნდა არც მოსახსნელი მჭიდი არის ცუდი. უბრალოდ მე მაინც ვთვლი, რომ თეორიულად ლულის ქვეშა მჭიდი უფრო საიმედოა და გამძლე. გარდა ამისა შესაძლებელია მისი შევსება, ის იტევს მეტ ვაზნას. სასურველია იარაღს მოყვებოდეს ორი მჭიდი მაინც. თუმცა ბიუჯეტურ კარაბინებს, როგორც წესი აკლებენ ყველაფერს, ანტაბკებს და სათადარიგო მჭიდებსაც. ამ მხრივ რუსული ТОЗ-99 არის კონკურენციის გარეშე. მას 4 მჭიდი მოყვება.

ბოლო დროს ბაზარზე გამოჩნდა ძალიან ბევრი მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც ზუსტად იმეორებს სახელგანთქმულ მოდელებს, როგორებიცაა AK-47, H&K MP5, Uzi და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ეს კარგი გასართობი იარაღებია მაგრამ ყველას მათ ახასიათებთ ზედმეტად რთული კონსტრუქცია, დიდი მასა და გაბარიტები და ასევე გამომდინარე იქიდან რომ დეტალები მასიურად მზადდება პლასტმასისგან გამძლეობით ის ვერ ედრება რეალურ მოდელებს. გარდა ამისა ყველა ეს იარაღი ითხოვს მაღალი სისწრაფის ვაზნებს, რომელთა ფასი საკმაოდ დიდია და სროლა ამ იარაღიდან ხდება ძვირი სიამოვნება. ასევე მათი ფასი იშვიათად არის 1200 ლარზე ნაკლები ხოლო ასეთ ფასში მოგივათ შესანიშნავი სრულიად ახალი Marlin 795, კარგი ოპტიკური სამიზნე, წვრილმანი აქსესუარები და ვაზნების სოლიდური მარაგი.

ფასებს რაც შეეხება, კარგია რომ იარაღების ასორტიმენტი გაიზარდა. 500 ლარამდე ფასში დომინირებს მეორადი საბჭოთა იარაღი. 500-1000 ლარამდე ყველაზე მეტი იარაღია  წარმოდგენილი. ე.წ. “პლინკერები” შექმნილები ნადირობისთვის, გასართობი სროლისთვის და ვარჯიშისთვის. მიუხედავად ასეთი არასერიოზული სახელისა, ეს იარაღი, როგორც წესი არის ძალიან ზუსტი და შესანიშნავი საექსპლუატაციო თვისებები აქვთ. 1000-ის ზევით ღირს უკვე შედარებით ძვირიანი მოდელები ან უკვე ნახსენები ცნობილი ისტორიული და თანამედროვე საბრძოლო იარაღის კოპიები.  ჩემი აზრით ყველაზე მიმზიდველი არის პირველი და მეორე კლასის წარმომადგენლები. დანარჩენები უბრალოდ ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ მხოლოდ ჩვენთან. “მატჩ” კლასის იარაღი ჩვენთან პრაქტიკულად არ შემოდის.  ამიტომ ეძებეთ ძველი საბჭოთა იარაღები. თან არ მგონია 3 000 დოლარიან “Anshutz 2013 Super Match”-ს ყავდეს ბევრი მყიდველი.  (საქართველოს პირობებში ეს ფასი ალბათ გაორმაგდება).

სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა. ყველაფერი რაც მე დავწერე არის ჩემი პიირადი აზრი. მე შევეცადე მაქსიმალურად ამეღწერა ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, რომლის შესახებაც ჩემთვის ცნობილია. არჩევანი თქვენზეა, ჩემ აზრს მე არავის თავზე არ ვახვევ ხოლო სულ ბოლოს ჩემი პერსონალური “ხიტ-ლისტი”:

ყველაზე კარგი შაშხანა, რომელიც მე ოდესმე მქონია, ფასისი, ხარისხის, სიზუსტის და საექსპლუატაციო თვისებების მიხედვით: Mossberg 702. ზე ბიუჯეტური (აშშ-ში ის 140 დოლარი ღირს), ის ინელებდა ყველაფერს, ისროდა ყოველთვის, იყო მსუბუქი, კომპაქტური და საკმარისად ზუსტი. შედარებით ადვილად იშლებოდა და იწმინდებოდა.  ჩემთვის ის იდეალური უნივერსალური კარაბინია.

ყველაზე ზუსტი – TОЗ-8. ნაყიდი 150 ლარად კუსტარულად დაყენებული დიოპტრით ის იყო ყველაზე ზუსტი მცირეკლაიბრიანი იარაღი, რომელიც მე მქონდა.

ყველაზე  გასართობი – Walther G22. ფუტურისტული, ზომიერად საიმედო და ზუსტი, ძალიან რთული. მაგრამ გამოიყურება შესანიშნავად, აქვს უნივერსალური სამაგრები და საკმაოდ ერგონომიულია.

ყველაზე ცუდი – Savage 64.  დაშლა აწყობა საოცრად რთულია. არ მუშაობდა სტანდარტულ სიჩქარიან ვაზნებთან. ერგონომიკა ძალიან საშუალო. ფასიც საკმაოდ დიდია (800 ლარი).

და ბოლოს, ჩემი საოცნებო კარაბინი – ყველაზე პოპულარული და კლასიკური Ruger 10/22. ზუსტი, საიმედო, ხელმისაწვდომი, მარტივი, უამრავი გაუმჯობესების ოფციით ის დღეს დამსახურებულად არის ყველაზე პოპულარული მცირეკალიბრიანი იარაღი მსოფლიოში.

 

სურათები ინტერნეტიდან

Monday, October 29th, 2012

არასდროს არ ენდოთ სურათებს ინტერნეტიდან, კონკრეტულად სურათებს, რომლებიც მაგალითად ასახავენ მწყობრიდან გამოსულ იარაღს. ასეთ სურათს რატომღაც ხშირად იყენებენ ინტერნეტ „ექსპერტები“, რომ დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება.  ეს აპრიორი უკიდურესად იდიოტური ტაქტიკაა, დაახლოებით იგივეა რომ ატვირთოთ სადმე დამტვრეული მერსედესის სურათი და ამით შეეცადოთ დაამტკიცოთ, რომ BMW უკეთესი მანქანაა. ამას არავინ არ აკეთებს ავტო-მოყვარულთა ფორუმზე, არ მესმის იარაღის მოყვარულთა ფორუმებზე ეს რატომ ხდება.

მაგალითისთვის, ეს სურათი გამოდგება მაკაროვის აპოლოგეტებისთვის.  სურათზე არის  არც მეტი არც ნაკლები 15 გლოკის დამტვრეული საკეტი! ნამდვილი განძი ინტერნეტ
„ექსპერტისთვის“ და „ჯოკერი“ ნებისსმიერ კამათში ფორუმებზე. ასეთი სურათის ნახვის მერე ყველაზე დიდი „გლოკოფილიც“ დაგნებდებათ. ვერდიქტი ნათელია: გლოკი ნაგავი იარაღი ყოფილა! სინამდვილეში ეს სურათი სულ სხვა ისტორიის ნაწილია. კი ნამდვილად სურათზე 15 დამტვრეული გლოკის საკეტია.  საინტერესო კიდე არის ის, რომ ეს არის გასაქირავებელი გლოკები ისრაელის ერთ ერთ ყველაზე სერიოზულ სასწავლო ცენტრში, რომელიც ამზადებს როგორც „ძალოვნებს“ ასევე კერძო პირებს. ერთ გლოკზე თვეში მოდის 10-15 ათასი გასროლა. ყველა ამ გლოკიდან გასროლილია 200 000-ზე  (დიახ ორასი ათასზე) მეტი ვაზნა. გარდა ამისა ამ იარაღებზე რამე იცვლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის დეტალი ბოლომდე მწყობრიდან გამოდიოდა. სავარაუდოთ დამაბრუნებელი ზამბარები, რომ გამოცვლილიყო დროზე და არა მანამ სანამ ისინი შუაზე გატყდებოდნენ  ეს გლოკები კიდე უფრო დიდხანს გაძლებდნენ. „ადრე თუ გვიან ჩვენთან ყველა იარაღი გამოდის მწყობრიდან, უბრალოდ გლოკები უფრო დიდხანს ძლებენ ვიდრე სხვები“ ეს არის აღნიშნული სასწავლო ცენტრის უფროსი ინსტრუქტორის სიტყვები.

ასე, რომ მარტო სურათი არაფერს არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია ის ისტორია, რომელიც სურათის უკან დგას. ინტერნეტში იპოვით დამტვრეულ მაკაროვსაც და 2000 დოლარიან Les Baer 1911-საც.

კიდევ ერთი ილუსტრაცია, რომელიც გამოდგება იმ ექსპერტებისთვის ვინც თვლიან, რომ პლასტმასი არის სუსტი და ტყდება. დიახ სურათზე ნამდვილად არის გლოკის დამტვრეული ჩარჩო. მიზეზი არ გაინტერესებთ? არა მიზეზი არ არის პლასტმასის სისუსტე. გლოკზე რიგ რიგობით ადრე თუ გვიან მწყობრიდან გამოდის ბევრი დეტალი, უბრალოდ პლასტმასის ჩარჩო პრაქტიკულად არასდროს არ  ტყდება.  სკდება ლულები, იმტვრევა საკეტის სარკეები, ტყდება საბრძოლო ბჯენები, ტყდება „პინები“ და ზამბარები. ჩარჩო? ის პრაქტიკულად არ იცვითება. მაშ რამ გატეხა ის? მიზეზი მარტივია, სტანდარტულ გლოკ 19-ში ჩადეს გლოკ 19C-ს ლულა, ანუ ლულა აღჭურვილი კომპენსატორით. დენთის აირებმა ვერ იპოვეს გასაქცევი გზა 19-ის მთლიანი საკეტიდან (19C-ს საკეტი აღჭურვილია ფანჯრებით) და ამოტეხეს პლასტმასა. პლასტმასის სისუსტე არაფერ შუაშია. რა თქმა უნდა უნდა ვივარაუდოთ რომ ფოლადის ჩარჩო ასეთ ექსპერიმენტს გაუძლებდა მაგრამ ფოლადის და პოლიმერების შედარება უკვე სხვა თემაა და აქ უკეთესი უარესი არ არსებობს. არის ორი ტიპის მასალ, რომელიც გამოდგება იარაღიც ჩარჩოს დასამზადებლად და ორივეს აქვთ თავიანთი პლუსები და მინუსები.

ვიმეორებ დანგრეული იარაღის სურათი ჯერ არაფერს არ ნიშნავს თუ არ არის ცნობილი ის რამაც აქამდე მოგვიყვანა – კატასტროფის მიზეზი ან მიზეზები.

რაც შეეხება ფორუმებს, კამათებს და დისკუსიებს, მე 13 წელი ვარ ფორუმების აქტიური მომხმარებელი. თუმცა ბოლო წლებში ჩემი ინტერესი ფორუმებისადმი საკმაოდ შემცირდა. დღეს მე პრაქტიკულად პერიოდულად ვპოსტავ ორ-სამ პრაქტიკულად დახურულ ფორუმზე სადაც ძალიან ვიწრო წრე საუბრობს ერთმანეთში (არც ერთი ეს ფორუმი არ არის ქართული). ჩემი აზრი ფორუმებზე? კარგია და შეიძლება სახალისოც და სასარგებლოც იყოს მაგრამ ზომიერი დოზებით.  თუმცა ფორუმების და ინტერნეტ-ბატალიები არის გზა, რომელიც ალბათ თითქმის ყველა რამით გატაცებულმა უნდა გაიაროთ და მოგიწევთ გავლა. მეც ეს გზა გავიარე. ამავე დროს ფორუმი არის საოცარი საშუალება კონტაქტის ხალხთან, რომელიც სუნთქავს იგივე ჰაერით რაც თქვენ, თუნდაც ცხოვრობდეს თქვენგან რამოდენიმე ათას კილომეტრში.  უბრალოდ ნუ შეეხდებით შეცვალოთ სამყარო ფორუმებზე „პოსტვით“ და ყველაფეერი კარგად იქნება.