Archive for the ‘ჩვენ გვწერენ’ Category

მორიგი შეკითხვა რომელიც იმსახურებს ვრცელ პასუხს

Tuesday, November 5th, 2013

წერილი ორიგინალური ტექსტი:  გამარჯობათ ბატონო ლევან, თბილისში ზოგიერთ მაღაზიაში რომ 9მმ ლუგერის გადატენილი(reload) ვაზნები იყიდება რამდენად არი საშიშროება რომ იარაღი მწყობრიდან გამოიყვანოს(ჭარბმა დენთმა)?
2. მაკაროვის (ფოლადის გულარიან) ვაზნებს უპირატესობა ხომ არ აქვთ სტანდარტულ ლუგერთან შედარებით (რამდენადაც ვიცი ტყვიის გულარები აქვთ) შეღწევადობის და ასხლეტის ნაკლები შესაძლებლობით(მაგ.ძვალზე).?

გამარჯობა,

მე არ ვარ დაკავებული ვაზნების გადატენვით და ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ “ლუგერის” მასრაში პრაქტიკულად ვერ ჩაატევ იმდენ დენთს რომ მოხდეს მასრის და სავაზნის “აფეთქება”. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გაცილებით მეტ პრობლემას წარმოადგენს მასრის მდგომარეობა. დეფორმაციები, ბზარები.  რაც მე მინახავს ხარისხი ასეთი მასრების ძალიან მერყეობს. გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიები ყიდიან გადატენილ ვაზნებს იგივე ფასში რაც ქარხნული ვაზნები, აზრი გადატენილი ვაზნის შეძენას არ აქვს. მე არ ვიყიდი ასეთ ვაზნებს, მაგრამ გავაკეთებდი მას რომ იყოს მნიშვნელოვანი სხვაობა ფასში. რახან სხვაობა არ არის მათი ყიდვაც აზრს კარგავს.

რაც შეეხება მეორე კითხვას, მე ასე გიპასუხებთ: თუ ლაპარაკია სრული გარსით დაფარულ ტყვიებზე, დიდი , პრონციპული სხვოაბა ამ ორ ვაზნას შორის არ იქნება.  გადამწყვეტ როლს ტყვიის ეფექტურობაში თამაშობს (მნიშვნელობის შესაბამისად) ტყვიის კონსტრუქცია და კონფოგურაცია, დიამეტრი, სიჩქარე, მასა. პირველი ორი მაჩვენებელი არის პრაქტიკულად იდენტური, ხოლო სხვაობა უკანასკნელ ორს შორის არის არც ისე დიდი რაც ლოგიკურად ნიშნავს რომ ეფექტურობის მხრივ ეს ორივე ვაზნა (იმ კონფიგურაციით რა კონფიგურაციებიც იშოვება სქართველოში) იქნება პრაქტიკულად ერთნაირი.

ფოლადის გულს რაც შეეხება, ის ხელს უწყობს შეღწევადობას და ფოლადის გულიან ვაზნებს აქვთ ძალიან სპეციფიური გამოყენება. ითვლება, რომ შეღწევადობა არის ერთადერთი თვისება ტყვიის რომლის დადგენა შესაძლებელია ზუსტად, ლაბორატორიულ პირობებში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ შეღწევის სატნდარტებს რაც არსებობს, ფოლადის გულის გარეშეც ორივე ეს კალიბრი აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს და ფოლადის გული მათ ამისთვის არ ჭირდებათ.

ასხლეტას რაც შეეხება, მაკაროვის და ლუგერის ვაზნების ტყვიებს აქვთ პრაქტიკულად მრგვალი თავები და რიკოშეტის ალბათობაც საკმაოდ მაღალია.

კითხვა Beretta 71-ის შესახებ

Wednesday, February 8th, 2012
gamarjoba levan
sistematiurad vecnobi shens statiebs blogze da gamomdinare mati kompetenturobis xarisxidan minda gkitxo Beretta-71-is shesaxeb, romelic iyideba magazia qaravnshi sakmaod misageb fasad qartuli realobistvis.
gadawyvetili maqvs viqonio erti pistoleti am kalibrze da sheidzleba swored am iaragze shevachero archevani. misi istoriuli girebuleba chemtvis sainteresoa da tu gsmenia rame misi xarisxis an sxva samomxmareblo tvisebebis shesaxeb (tu odesme sheiqmneba am qveyanashi praqtikuli gamoyenebis pirobebi). chemtvis sheni rekomendacia mnishvnelovani iqneba.
Browning-is da Ruger-is fass ver gadavixdi da P22-s da Mosquito-s amis qona mirchevnia.
madloba.

ესეიგი ეხლა საქმე რაშია. იარაღის ნაწილი, რომელიც იმ მაღაზიაში იყიდება არის ნახმარი. მათ შორის ეს ბერეტებიც. ფასი ასეთი კლასის კომპაქტური მეორადი იარაღისთვის არ არის პატარა. მას არ აქვს რეგულირებადი სასხლეტი, სამიზნე მოწყობილობები, გრძელი სპორტული ლულა, ყველაფერი ის, რაც ახალისებს ასეთი იარაღიდან სროლას.  მოყვება მხოლოდ ერთი მჭიდი. თუ სწორედ მახსოვს ბერეტა 71-ის ფასი არის 690 ლარი. ეს ცოტა არ არის. იარაღი კარგია, რაზეა ლაპარაკი, არც ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ “ქარავანში” კონკრეტული ეგზემპლიარების მდგომარეობა განსხვავევბულია.  როგორც ამიხსნეს ეს იარაღები ისრაელიდან არის ჩამოტანილი. ეს იყო ან საწვრთნელი იარაღი პოლიციაში/ჯარში/კერძო ტირში ან ის პისტოლეტებია, რომლებიც იყო მიღებული შეიარაღებაში ისრაელის სპეც სამსახურების და შეიარაღებული ბორტ-გამცილებლების მიერ. ჩემი აზრით უკანასკნელ შემთხვევაში მათი ისტორიული ღირებულება ნებისმიერი იარაღის ენტუზიასტისთვის არის საკმაოდ დიდი.  სხვა იარაღების მოდელებს თუ გადავხედავთ ესენი ეტყობა არიან წარსულში ტირში გასაქირავებელი იარაღები. ზოგი უბრალოდ მწყობრიდან არის გამოსული ან რაღაც ელემენტები აკლია. მე მინდოდა მანდ გერმანული “ერმა’-ს ნახევრად ავტომატური მცირეკალიბრიანი კარაბინის შეძენა, მაგრამ ერთს აკლდა უკანა სამიზნე მოწყობილობა, მეორეს ქონდა მცველი ჩატეხილი. გაფუჭებულ იარაღზე ფასი არ დამიკლეს, ხოლო მეორეზე სამიზნის დაყენებაზე უარი მითხრეს. ეს არ არის ნორმალური დამოკიდებულება.  ასე რომ თუ მაინც და მაინც გინდათ ეს ბერეტა, ნახეთ ორი სამი ცალი მაინც და საუკეთესო აარჩიეთ, მჭიდი ერთი მოყვება და ნახეთ რომ არ იყოს ნაწვალები და გარემონტებული (მე რომელიც მანახეს იმის მჭიდი გადასაგდები იყო).  კიდე იქ აქვთ ბერნარდელი იტალიური სპორტული პისტოლეტი. მგონი მოდელი 90. ისიც ძალიან კარგი ვარიანტია და მე მაგაზე გავამახვილებდი ყურადღებას.

საერთოდ “იმ ეპოქის ” მცირეკალიბრიანი იარაღი, როგორც წესი მზადდებოდა მაღალი ხარისხის ფოლადისგან და ძალიან ხარისხიანად იწყობოდა, რაც სამწუხარდ აღარ ითქმის “ახალი” თაობის პლასტმასის და სილუმინის ნაწარმზე. რა თქმა უნდა ლაპარაკი მაქვს კარგ მწარმოებლებზე, სერიოზული რეპუტაციით. “იმ ეპოქაშიც” იყვნენ არასერიოზული მცირე საწარმოები, რომლებიც ერთჯერად ან დაბალი ხარისხის “მასობრივი მოხმარების” მცირკალიბრიან იარაღს უშვებდნენ. მათი პროდუქციაც ქარავანში წარმოდგენილი არის ფართოდ.

წარმატებები

მორიგი გამოხმაურება

Monday, January 30th, 2012

მორიგი “საინტერესო” გამოხმაურება მივიღეთ, რომეოიც მგონი იქნება უსამართლო რომ უბრალოდ წავშალოთ, როგორც სპამი. მაინც ავტორმა დრო დახარჯა წერაზე და ჩვენც ნუ დაუკარგავთ მას შრომას. სრული ტექსტი გამოხმაურების შემდეგია:

1-წონა – წონა AK-74–ს იგივე აქვს.
2–ტარებისას AK-74 იმაზე მეტად არა ღლის რამდენადაც M-4 ღლის.
3–AK-74–ს უფრო ნაკლები უკუცემა აქვს ვიდრე ემშოს.
4–ჯერებით სროლისას AK-74–ი მაღლა კი არა დაბლა მიდის–ისწავლეთ ბოლო ბოლო სად რა როდის ხდება,ამოდით სტერეოტიპებიდან.
5–ერგონომიკა – ამიხსენი რა არის და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და მერე ვისაუბროთ რომელს რა ერგონომიკა აქვს, სიმართლე კიდევ ისაა რომ სახმარად ემშო უფრო რთულია და უაზრო მანიპულაციებს ითხოვს მებრძოლისგან და საშუალო სტატისტიკური მებრძოლი მისი ხმარებისას სტრესის დროს ხშირად იბნევა ამ უაზრო მანიპულაციებისგან.
6–მექანიზმი – გაცილებით რთულია, საკეტის სირთულე თითიდანაა გამოწოვილი და საბავშვო ზღაპარია, AK-74–ის საკეტი არ იშლება, წესდებით მებრძოლს ეკრძალება მისი დაშლა, ასე რომ ემშოს ეგ საკეტი კიდევ მეტი უაზრო სირთულეა და მეტი არაფერი, გასაწმენდა ემშო არის მარაზმი, დასაშლელად შპონკების გამოსაყრელად სპეციალურ ხელსაწყოს მოითხოვს, ან კიდევ ტყვიის თავით უნდა იცალიჩო.
7–საიმედოობა კიდევ ემშოს ასი წელი არც დაესიზმრება AK-74–ის საიმედოობა.

ასე რომ ავტორის აღფრთოვანებული ფრაზები “ბუმბულია”, “სასწაულია”, “უზუსტესია” – ცოტა არ იყოს არასერიოზულად ჟღერს.

გამოხმაურების ფორმაზე არ გავამახვილებ ყირადღებას, არც გამარჯობა არც ნახვამდის, წერის სტილიც თავისებურია….. შესაბამისად არც ჩვენ არ დავხარჯოთ ამაზე დრო და პირდაპირ პასუხებზე გადავიდეთ:

 

1. წონა ცარიელი აკ74მ  3.4 კგ. მ4ა1– ის წონა 3.0 კგ სავსე მჭიდით.  აკ74–ის მჭიდი იწონის 300 გრამს, ესეიგი 3.7 3–ის წინააღმდეგ. “ერთი და იგივეზე” ვერ ქაჩავს ნამდვილად:)

2. რომელი უფრო ღლის და რომელი არა ეს ძალიან სუბიექტურია თუმცა გამომდინარე იქიდან რომ  M4-ს არ აქვს გვერდიდან გამოშვერილი საკეტის სახელური, წმიდა თეოირიულად ემრიკელის ტარება უფრო კომფორტული იქნება. :) სამაგიეროდ აკ74მ–ს კონდახი ეკეცება, ესეც არის. თუმცა ტარების კომფორტულობა დამოკიდებულია ბევრ სხვა რამეზე მათ შორის ეკიპირების და აღჭურვილობის სწორ შერჩევაზე.

3. უკუცემას რაც შეეხება ის რუსის შემთხვევაში შეადგენს 0.5 კგ–ს, ამერიკელის შემეთხვევაში 0.6 კგ–ს. სხვაობა დიდი არ არის. აკმ–თან შედარებით (0.78კგ) რა თქმა უნდა ამერიკელი უფრო უკეთესად გამოიყურება.

4. ეს პუნქტი სიმართლე გითხრათ გაურკვეველია. რას ქვია დაბლა მიაქვს? ან რა შუაშია სტერეოტიპები ? :) თუ თქვენთვის ფიზიკის კანონები სტერეოტიპებია მაშინ დროა გაიმეოროთ სასკოლო პროგრამა. გამეორება ცოდნის დედაა, ასე იძახიან.  იარაღს ხანდახან დაბლაც მიაქვს და მაღლაც, მარცხნივ და მარჯვნივ, გააჩნია რას აშავებს თავისი მხრიდან მსროლელი. თუ ჩვენ განვიხილავთ იარაღს და ვაზნას მსროლელის გამორიცხვით სიამოვნებით მოვისმენ რა ძალა აიძულებს აკ74–ს “დაბლა წაიღოს”. სტანოკიდან სროლისას აკ74–დან ჯერი მიდის მარჯვნივ და ზევით. მაგრამ კიდევ ერთხელ თუ დამიდასტურებთ რომ ეს მცდარი მოსაზრებაა მე დიდი სიამოვნებით ჩავასწორებ სტატიას. დავამატებ მხოლოდ რომ M4-ს საკმაოდ ეფექტური ალმქრობი აქვს, რომელიც კომპენსატორის როლსაც ასრულებს. აკ74მ აღჭურვილია ორ კამერიანი ლულის მუხრუჭით, რომელიც აირებს გვერძე გაისვრის და საკმაოდ არაკომფროტულს ხდის მსროლელის გვრეძე დგომას. ვინაიდიან აკ–74მ კომპენსატორით არ არის აღჭურვილი რატომ მას “დაბლა მიაქვს” ჩემთვის დიდ გამოცანად რჩება.

5. ჩვენ “ბრუდერშაფტზე” არ დაგვილევია ამიტომაც ეს: “შენ ამიხსენი” ყურს ჭრის … კარგი. ნუ გადაუხვევთ თემიდან. უაზრო მანიპულაციებს რაც შეეხება რომელიც ბრძოლის დროს მეომარს აბნევს ალბათ არ არის  M4–ის ერგონომიკის ბრალი, (რომელიც ეს უდაო ფაქტია უკეთესია ვიდრე აკ–ს ავტომატის). ეს იქნება იმის ბრალი, რომ მებრძოლს არ ასწავლეს თავის დროზე სათანადოდ და იარაღზე გადაბრალება არასერიოზულია. არანაირ უაზრო მანიპულაციას M4 არ ითხოვს მსროლელისგან. რა აქვს  M4–ს რთული? ერთადერთი რაც მას აქვს და არ აქვს აკ–ს არის საკეტის შემაკავებელი. ის კიდე პირიქით ამცირებს იარაღის გადატენვის დროს. ამის გამო არც არის საჭირო შედარებით მოუხერხებელი T ფორმის საკეტის სახელურის გამოყენება, რომელიც მეორეს მხრივ ადვილად ხელმისაწვდომია ცაციასთვისაც და იმისთვისაც ვინც მარჯვენა მხრიდან ისვრის. ;) რაც შეეხება სტანდარტებს, ერგონომიკის გათვლის სხვა და სხვა მეთოდი არსებობს, მე შემოგთვავაზებთ  უბრალოდ ჯერ შეისწავლოთ (თუ გაქვთ ამის საშუალება) M-4თან მოპყრობის წესები და შემდეგ შეადაროთ ის აკ–ს, მარტივ ტაქტიკურ ვარჯიშებში. ყველაფერი ეგრევე გაირკვევა და თავის ადგილას  დადგება.  არ დაგვავიწყდეს რომ  ასევე  M4 გაცილებით უფრო “ორმხრივია” ვიდრე აკ. იქ სადაც წამების მეათედებს აქვს მნიშვნელობა (პრაქტიკული სროლა) აკ–ს ოჯახის იარაღი საკმაოდ დიდ და რთულ მოდიფიკაციებს განიცდის მაშინ როდესაც   ”M4″–ები პრაქტიკულად არ იცვლებიან. მაგალითისთვის გადაავლეთ თვალი აკ–ს სპორტული მოდიფიკაციების ევოლუციას. წინასწარ თავს დავიზღვევ კომენტარისგან, რა იციან სპორტსმენებმა ომზე და ასე შემდეგ. ისინი იარაღის შესაძლებლობების 100%–ს იყენებენ  და სწორედ მანდ ჩნდება ყველაზე აშკარად პატარა სხვაობებიც კი სხვა და სხვა სისტემებს შორის.

6. მეექვსე პუნქტი. საბავშვო ზღაპრები. ხო. რა თქმა უნდა :) . ესეიგი შტიფტის ამოღება M4–ში გახდა დავალება რომელიც სირთულიდ ჩვენ ჯარში უახლოვდება პილოტირებულ ექსპედიციას მარსზე. საჭიროა არც მეტი არც ნაკლები სპეციალრი ხელსაწყო (არანაირი სპეციალური ხელსაწყო M4-ის შტიფტების ამოსაგდები ბუნებაში არ არსებობს) ! მითიური ხელსსაწყო, რომეოლიც ამავე დროს იცვლება ტყვიის თავით, ჩხირით, ლურსმნით, დანის პირით, ნეკა თითით, გასაღებით, საწერი კალამით, ფანქრით, წვეტიანი ქვით და ასე შემდეგ. მართალია ექსპლუატაციის შემდეგ ცოტათი მაინც გაცვეთილ M4-ში თითითაც ამოდის (მე ასე ვაკეთებდი და სპეციალური ხელსაწყო არ დამჭირვებია). მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ არ არის.  უფრო მეტიც, ლულის გასაწმენდად საჭიროა შომპოლი!  ომის დროს სად იპოვი შომპოლს! :)

მოკლედ  გავა დრო და მიეჩვევით. ხო გადავჯექით ვოლგებიდან ოპელებზე?! :) მერე რა რომ კლაპნები არ რეგულირდება და ინჟექტორის ნასოსით ვერ გაწმინდავ :)

7. და ეს თეზისი ალბათ უნდა ყოფილიყო ბოლო ლურსმანი  M4–ის და ჩემი ბლოგის კუბოში? :D

შვიდივე ამ პუნქტზე (თუნდაც ძალზედ რეალობისგან დაშორებულებზე) შესაძლებელია 77 პუნქტის მოყვანა, რომელიც დაადასტურებს AR15/M4-ის უპირატესობებს. მიუხედავად ყველაფრისა, დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. ყველა აზრს აქვს მნიშვნელობა! სროლაში ყველაფერი ნიშნავს რაღაცას და არაფერი არ ნიშნავს ყველაფერს ;)

 

PS

ეს პოსტი მალე გადავა არქივში ვინაიდან ჩემი ბლოგი არ არის ტრიბუნა “ტროლინგისთვის”.


კითხვა V. Bernardelli-ის თოფებთან დაკავშირებით

Wednesday, November 16th, 2011

მორიგი პასუხი მეილზე მიღებული კითხვაზე, რომელიც იმსახურებს ცოტათი უფრო გაშლილ პასუხს და შეიძლება იყოს საინეტერესო ბლოგის სხვა მკითხველისთვისაც:

გამარჯობათ, ერთ–ერთ ქართულ საიტზე ვნახე ბერნარდელის პომპა, მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თოფთან დაკავშირებით. წინასწარ მადლობა
lasha…..@…..ru

გამარჯობათ,

სხვა და სხვა ინფორმაცია არსებობს ამ იტალიური ფირმის შესახებ. ვიცი რომ დაახლოებით 2002 წელს მათი წარმოება იტალიაში (ქალაქი გარდონე) დაიხურა, და სხვა ქალაქში გადავიდა. მანამდე 1997 წელს კომპანია ბანკროტად გამოცხადდა, და  იქნა ნაყიდი თურქული კომპანია სარსილმაზის მიერ. ორ ლულიანი თოფები კვლავ გამოდის იტალიაში, მაგრამ ”პომპები” იწყობა თურქუთში დამზადებული ნაწილებისგან. ამ ინფორმაციის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ და შესაძლებელია, რომ იარაღი იწარმოება თურქეთში და მხოლოდ ატარებს ბერნარდელის სახელს. როგორც ვიცი ყველა მათი პროდუქცია გადის სავალდებულო ტესტირებას იტალიაში (ინფორმაცია მწარმოებლის საიტიდან), როგორც ამას ითხოვს იტალიური კანონმდებლობა, ანუ ხარისხი უნდა იყოს მაღალი და სტაბილური.  სავარაუდოთ PA12 არის სარსილმაზის მიერ წარმოებული ერთ ერთი თოფის კოპია, ყოველ შემეთხვევაში ვიზუალური მსგავსება არის და ასევე პლასტმასის ფურნიტურაც ერთნაირია ორივე თოფზე.

ტექნიკურად ის არაფრით არ გამოირჩევა, იყენებს საკეტს ერთი მოძრავი ბჯენით (როგორც FABARM SDASS, Remington 870 ან Mossberg 500).   რესივერი შენადნობისგან არის, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა ასეთი თოფების შემთხვევაში. ლულა და სავაზნე ქრომირებულია.  ანუ რამე განსაკუთრებულის თქმა შეუძლებელია. ჩვეულებრივი რიგითი ”პომპა”,  მარტივი და საიმედო კონსტრუქციით. უშუალო შეხება ამ თოფთან მე არ მქონია.

V. Bernardelli S.r.l. ზოგადად იარაღის სერიოზული მწარმოებელი იყო (ანუ ორიგინალური კონსტრუქციის მოდელებს უშვებდა) , მდიდარი ისტორია აქვს ისევე, როგორც თავის დროზე სერიოზული რეპუტაცია ქონდა.  მაგალითად შემორჩენილ დოკუმენტებში ბერნარდელის სახელი, როგორც იარაღის მწარმოებლის არის მოხსენიებული ჯერ კიდევ 1631 წელს. 1720 წლიდან უკვე მოიხსენიება, როგორც სრულყოფილი იარაღის საწარმო.  გლუვლულიანი იარაღის გარდა, უშვებდნენ პისტოლეტებს და ლიცენზიით საიერიშო შაშხანებს (ავტომატებს).  მაგრამ ეს ყველაფერი რამდენა ეხება ახალ კომპანიას მე არ ვიცი. არ არის გამორიცხული ძველი კომპანიიდან მხოლოდ სახელი დარჩა და მეტი არაფერი.  ძველი ბერნარდელის თოფის ნაწილები აღარ არის ხელმისაწვდომი კომპანიისგან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არც ნახაზები, სავარაუდოთ არც ძველი ნაწილების მარაგები, დანადგარები და სპეციალისტები ახალ კომპანიაში არ დარჩნენ. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია.

და ბოლოს, ფასი თბილისში ბერნარდელის პომპაზე არის ან იყო 1300 ლარი, რაც ჩემი აზრით ძალიან ბევრია.

იმედია ამომწურავი პასუხი გაგეცით.

კითხვა ბლოგის სტუმრისგან

Tuesday, October 12th, 2010

ამასწინად გავიფორმე ტოზ–9 დიოტრიული სამიზნით.
თოფი მჭირდება მცირე ზომის ნადირის და ფრინველის მოსაპოვებლად. ამისათვის მჭირდება მაღალი სიზუსტე 100 მდე მანძილზე.
რას მირჩევთ როგორი ოპტიკით შევცვალო დიოპტრი? ან საერთოდ დიოპტრის ბაზაზე შესაძლებელია ოპტიკის დაყენება?
და კიდე მაინტერესებს : თქვენ აღნიშნეთ :”ბოლომდე დაწეული დიოპტრით მოხვედრის და დამიზნების წერტილი ემთხვევა ზუსატდ 50 მეტრზე. ანუ დიოპტრმა საერთოდ არ მაწვალა. პირიქით საოცარი სიზუსტე მანახა.” ანუ დიოპტრის სიმაგლის მარეგულირებელი სულ მოლომდე ჩაიყვანეთ ქვემოთ?

 დათო

დათო,

პირველ რიგში მე მგონია, რომ თუ აპირებთ ნადირობას აუცილებლად უნდა დააყენოთ ოპტიკა. ის ჯობია დიოპტრს იმიტომ რომ არის უფრო უნივერსალური, უფრო მოსახერხებელი, აქვს ხედვისი დიდი კუთხეები და რაც მთავარია სუსტი განათების პიორბებში უფრო ეფექტურია ვიდრე დიოპტრი. დიოპტრი ატარებს ცოტა შუქს, ჩემი გამოცდილებით თუ ოდნავ დაბინდდა ან თუნდაც ღრუბლიანი ამინდია დიოპტრიდან დამზნება რთულდება. დახურულ ტირში კარგი განატებით ან მზიან დღეს, მიზანში სროლისას დიოპტრი ისეთივე რეზულტატების მიღწევის საშუალებას გაძლევს რაც ოპტიკა მაგრამ ნადიორბისას სპორტული დიოპტრი არ ივარგებს.

რაც შეეხება ოპტიკას, მისი არჩევანი თქვნე მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ჩემი არჩევანი იქნება თუ 50 მეტრამდე მანძილებზე გასართობ სროლაზე ალაპარაკი, პატარა ოპტიკა ფიქისრებული გადიდებით 2, 2.5 ან 4. თუ უფრო შორ მანძილებზეა საუბარი მაშინ  უნივერსალური 3–9 გადიდებიანი ოპტიკა იქნება საკმარისი. საველე პირობებში .22–ით სტაბილური და რეზულტატიური სროლა ჩემი აზრით შესაძლებელია 150 მეტრამდე მანძილზე. უპირატესობას ვანიჭებ პატარა ზომის ოპტიკურ სამიზნეებს, მარტივი კონსტრქუციის.  რაც უფრო მარტივია მით უფრო ნაკლები რამე მანდ გაფუჭდება, განსაკუთრებით თუ ლაპარაკია იაფ ოპტიკაზე.  სამიზნე ბადეს თუ ექნება დამატებითი ელემენეტები ეს კარგია, .22–ს აქვს დიდი ვარდნა და ცუდი ტრაექტორია, ხოლო სკალაზე დამატებითი ელემენეტები საშუალაბას მოგცემთ ისინი გამოიყენოთ დამიზნებაში.

რა ბაზა აქვს თქვენ დიოპტრს მე არ ვიცი, მაგრამ ჯობია დააყენოთ უნივერსალური სამაგრი, ხელოსნები ამას უპრობლემოდ აკეთებენ, თითქმის ნებისმიერ იარაღზე და არც ღირს ძვირი.

რაც შეეხება ჩემ ციტატას “ბოლომდე დაწეული დიოპტრით მოხვედრის და დამიზნების წერტილი ემთხვევა ზუსატდ 50 მეტრზე. ანუ დიოპტრმა საერთოდ არ მაწვალა. პირიქით საოცარი სიზუსტე მანახა.” ამით იმის თქმ მინდოდა, რომ დიოპტრის უკიდურესად ბოლომდე დაწევამ გამოიწვია ის, რომ დამიზნების წერტილი და მოხვედრი წერტილი ერთმანეტს დაემტხვა ვერტიკალურ სიბრტყეში, ეს უბრალოდ გამართლებაა და მეტი არაფერი, იმიტომ რომ ჩემ შაშხანაზე დიოპტრი იყო კუსტარულად დაყენებული. სხვა იოარაღის შემთხვევაში ეს შეიძლება ასე არ იყოს.

პატივისცემით,

Shooter

 

რუსეთში უცხოური წარმოების იარაღის შესახებ

Tuesday, April 6th, 2010

შეკითხვა მივიღე იმელილით:  

shooter ძალიან საინტერესო სტატიაა,და რა უნდა გტხოვო შეგიძლია მეილზე ან თუ გინდა აქ დაწერო აქ კომენტარად ერთი-ორი სიტყვით,რუსებმა რა სახის იარაღები(ანუ მოდელი) რა ვისთვის ანუ რომელი ქვედანაყოფებისთვის რამდენი და როდის შეიძინეს,წინასწარ დიდი მადლობა.

შევეცდები პასუხი გავცე.

უცხოური წარმოების იარაღის გამოჩენა რუსეთის სპეცსამსახურების შეიარაღებაში მართლა ძალინ მნიშვნელოვანი და მრავალისმეტყველი ფაქტია. როგორც მინიმუმ ორი რამე ხდება ცხადი, უცხოური ტექნიკა აღწევს რუსეთის ძალიან კონსერვატიულ ძალოვან სტრუქტურებში ეს ერთი და მეორე, ფაქტია, რომ რუსეთის ადგილობრივი წარმოება ვერ ახერხებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.  ბევრისთვის ცნოილია, რომ 90–ნი წლების დასაწყისიდან რუსეთი უშედეგოდ ცდილობს გადავიდეს ახალ პირად იარაღზე, პისტოლეტზე.  მიუხედავათ დიდი დროისა და დანახარჯებისა შექმნილი პისტოლეტები ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. ადამიანები, რომლებსაც ქონდათ საშუალება გაცნობოდნენ ან მიეღოთ იგივე ვიკინგები, გშ–18–ი, გრაჩები და გიურზები, ერთხმად აცხადებენ, რომ ეს იარაღი არ ვარგა. თან ლაპარაკი სულაც არ არის ერგონომიკაზე და კომფორტზე. იარაღია დაბალი ხარსხისაა და არასაიმედო. რუსულ ფოუმებზე მე პირადად არაერთხელ წავაწყდი ასეთ პოსტებს. რუსულ პრესაშიც უკვე დაუმალავად საუბრობენ, რომ ადგილზე მათ არ აქვთ უნარი გამოუშვან კონკურენუნარიანი და სრულყოფილი პისტოლეტი. შედეგად ჯარში და მილიციაში რჩება მაკაროვის პისტოლეტი, ხოლო ელიტარული რაზმები და სამსახურები ყიდულობენ უცხოურ იარაღს.

2009 წლის 31 იანვრის რუსეთის მთავრობის განკარგულებით პირველად გაიზარდა იარაღის სიას, რომლის გამოყენების უფლება აქვთ გამომძიებლებს და პროკურორებს. სიას დაემატა 3 9მმ–ნი სამი პისტოლეტი, გლოკ 17, ბერეტა 92 და ჩზ75.  ცხადია ეხლა მიყრუებულ ქალაქში გამომძიებელს არავინ გლოკს არ მისცემს. ეს “გადაიარაღება” შეეხება მხოლოდ “ცენტრთან” ახლოს მყოფ პირების საკმაოდ ვიწრო წრეს.

გაცილებით უფრო ადრე რუსეთის სპეცრაზმების შეიარაღებაში გამოჩნდა არაოფიციალურად ნაყიდი სამოქალაქო ბაზარზე უცხოური სნაიპერული სისტემები.  როგორც წესი ასეთ სისტემებს ან თავად ყიდულობდნენ სპეცრაზმელები ან მათ გადასცემდნენ იარაღს სპონსორები. მაგალითად იგივე “ალფას”, ამავე რაზმის ვეტერანტა ასოციაციამ გადასცა რამოდენიმე ფინური წარმოების შაშხანა Sako TRG-22. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ აროფიციალური ნახევრად ლეგალური უცხოური წარმოების იარაღი პირად საკუთრებაში ქონდათ და ალბათ აქვთ ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს.  

ამჟამად სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, თანამედროვე უცხოური იარაღი გამოჩნდა არა მარტო “ელიტარულ დაწესებულებებში” არამედ სპორტშიც. სპორტისთვის სეტტიფიცირებულია გლოკ 17, შვეიცარული სფინქსი, სულ მალე სერტიფიცირებული ქინება სლოვაკიური კ–100, ზიგ ზაუერი პ226, შტეირ–მანლიხერი მ9 და ასე შემდეგ.

ფაქტია, რომ დღეს რუსული სპეცდანიშნულების ძალები ისევე, როგორც სპორტული წრეები ღებულობენ, როგორც თანამედროვე იარაღს ასევე თანამედრვე აღჭურვილობას. რომ გადახედოთ სპორტული შეჯიბრებების (როგორც ღია ასევე დახურულ) იქ ნახავთ შთამბეჭდაც სიას უცხოური იარაღის.

snaipers

კრასნოდარი 2007, სამოქალაქო მსროლელების იარაღები

q

სნაიპერული წყვილების საერთაშორისო შეჯიბრება რუსეთში. 43 გუნდი 9 ქვეყნიდან 

2009 წელს მე წავაწყდი, რომ მოსკოვის მილიციის ერთ ერთ რაზმში (სავარაუდოთ მოსკოვის ”ომონში”)  შეიძინეს რამოდენიმე იტალიური 12 კლაიბრის თოფი ბენელი მ3, რომელსაც ცდიდნენ შეიარაღებაში მიღებამდე.

სულ ახლახან ფსბ–ს დაქვემდებარებაში მყოფ ალფას და მოსკოვის მილიციას ასევე გადაეცა უახლესი იზრაელში წარმოებული მოწყობილობა სახელად Cornershot.

corn

Cornershot-ის დემონსტრირება რუსეთში. ამ შემთხვევაში გამოყენებულია გლოკ 17.

2010 წლის ივლისში გახდა ცნობილი, რომ ცვლილებები შევიდა იარაღის სიაში, რომლის გამოყენება შეუძლია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ შორის დაემატა 10 უცხოური წარმოების ცეხლსასროლი იარაღის ერთეული. მათ შორის უკვე ხსენებული სამი პისტოლეტი, ასევე საკოს სნაიპერული შაშხანები, ხეკლერ კოხის და ვალტერის 9მმ–ნი პისტოლეტები და ხეკლერ კოხის 9მმ–ნი პისტოლეტ ტყვიამფქვევი მპ5.

41719ac96078

ეს სურათი გადაღებულია მოსკოვის ავიაშოუზე მაქს2009–ზე. ალფას მებრძოლია, ბუდეში ფეხზე გლოკ 17 33 ვაზნიანი მჭიდით. მეორე მხარეს ორი მცირე ზომის მჭიდია, ან გერმანული ხეკლერ კოხ მპ5–ის ან რურუსლი წარმოების 9მმ–ნი პისტოლეტ ტყვიამფრქვევ  Тисс ან Витязь-ის მჭიდებს წააგავს.

spetsanz

spets

ამ სურათებიდან კარგად ჩანს ეკიპირების დონე და ასევე “მძიმედ” მოდოფოცორებული კალაშნიკოვის სისტემის  ავტომატები უახლესი ოპტიკური სამიზნე მოწყობილობებით.

დასკვნა

როგორც კირზის ჩექმების და მაკაროვების დრო რუსეთის სპეცრაზმებში წავიდა, ყოველშემთხვევაში არასაარმიო ნაწილებში. ფაქტები მეტყველებენიმაზე, რომ ხდევა შეძენების დეცენტრალიზება და თანამედროვე იარაღი და აღჭურვილობა აღწევს ძალოვან სტრუქტურებში. დიდი ალბათობით გაიზრდება მათი გამოყენების ეფექტურობაც, განსხვავებით ცვენი ქვეყნებისგან რუსული ძალოვანი და სამოქალაქო “სპეციალსიტრები” მონაწილეობენ უამრავ ადგილობრივ და საერთაშორისო შეკრება–შეჯიბრებებში, რაც საშუალებას აძლევს მათ დახვეწონ ტექნიკა და აითვისონ ახალი აღჭურვილობა. დიდი ალბათობით საწინააღმდეგო ხდება ჩვენ ტრადიციულად დახურულ, ჩარაზულ, ჩაკეტილ და იზოლირებულ მთელ დანარჩენ მსოფლიოსგან სპეცრაზმებში  და “სპეცრაზმებში”, სადაც დიდი პრობლემაა იარაღის და აღჭურვილობის ათვისებაში კაციშვილამ არ იცის. ის რაც მე ვნახე იმ ჩვენებაზე რუსთაველის გამზირზე და ხანდახან უჩვენებნ ხოლმე ტვ საქართველოზე მეტყველებს იმაზე, რომ   ოპტიმიზმის საბაბი ჯერ არ ჩანს. ანუ მარტივად და პირდაპირ ვიტყვი: იქ არა მარტო ფულებს ხარჯავენ “პრიბამბასებზე” და უცხოურ “სათამაშოებზე” არამედ მათ გამოყენებასაც სწავლობენ.

იმედია შეკითხვაზე პასუხი გავეცი.

shooterscentral.ge international

Tuesday, March 9th, 2010

მოკლედ ჩემი ბლოგი საერთაშორისო დონეზე გავიდა. ეს ხუმრობით. სინამდვილეში  კის აკმაოდ საინტერესო ისტორიაა. დამიკავშირდა ერთი პიროვნება არც მეტი არც ნაკლები ლიბანიდან. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა 5 წელი. ქონდა ჩემნაირი თოფი, თურქული აკკარ ტაქტიკა, რომელიც როგორც ჩემი ასევე ჭედავდა და არ აწვდიდა ვაზნებს. ლიბანში ამ თოფს “არმსტრონგის” სახელით არის ცნობილი.  მოკლედ ერთობლივი ონლაინ კონსილიუმის შედეგად პრობლემის მიზეზი დადგინდა და პრობლემაც გადაწყდა. ინფორმაცია საკმაოდ საინეტეროსოა და ეხება ყველა ფაბარმის ადრეულ პომპებს. საქმე ეხლა რაშია, თურქებმა ფაბარმი, რომ დააკოპირეს, როგორც ჩანს დაუშვეს შეცდომა ვაზნის ასაცურებლის (feed ramp) დიზაინში. შედეგად ასაცურებელს და მჭიდს შორის დარჩა საკამოდ დიდი ადგილი, რის გამოც ვაზნა (თუ იარაღი სწორედაა ან ოდნავ წინ დაქანებული), იწეოდა წინ და ეტაკებოდა არა ასაცურებელს არამედ იმ ცარიელ ადგილს და ასაცურებლის ქვეშ იჭედებოდა. ელევატორი ამის გამო ვაზნას ვერ წევდა სავაზნნისკენ და ვაზნის მიწოდება ხდებოდა შეუძლებელი. კონსილიუმმა დაადგინა, რომ საჭიროა   დრელით ასაცურებლის უფრო გაღრმავება და ფორმის შეცვლა. თოფილს მფლობელმა ეს ოპერაცია თავად ჩაატარა და პრობლემაც გაქრა.  დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა შეიძლება სხვასაც შეხვდეს, მაგრამ ამის წამალი უკვე ცნობილია.  ჩემი თურქიც იგივეს აკეთებდა გრძელ მასრებიანი ვაზნებით მაგრამ არც ისე ხშირად.

კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ თურქები ჯერ კიდევ მთლად არ არიან მოწოდების სიმაღლეზე. ასე, რომ ყურადღებით იყავით!

12

გაჭედილი ვაზნა

mini-IMG_0137

ქვევიდან კარგად ჩანს ასაცურებელი, რომლის არასწორი ფრომა იწვევდა მიწოდებაში პრობლემებს

!შეკითხვები იარაღის შეძენასთან დაკავშირებით!

Thursday, February 18th, 2010

ხშირად მეკითხებიან სად ვიყიდო იარაღი, რომელ მაღაზიაში რა დევს, სადაა უფრო იაფი და ასე შემდეგ. ასეთ შეკითხვებს თითქმის ყოველ დღე ვღებულობ და სამწუხაროდ არ მაქვს დრო, რომ პასუხი გავცე. სიმართლე გითხრათ არც არის პასუხი გასაცემი. მე არ უკეთებ რეკლამას მაღაზიებს და არ ვაწარმოებ აღრიცხვას ვის რა უდევს დახლებზე. ჩემი რჩევა იქნება მარტივი, ერთი დღე დაუთმეთ და ყველა მაღაზია მოიარეთ და თავად ნახეთ სად რა დევს. არ მინდა მაღაზიებს უფასო რეკლამა გაუკეთო ამიტომაც პასუხების გაცემისგან ასეთ კითხვებზე დღეიდან თავს შევიკავებ.

გარდა ამისა, არის კიდევ ამ საკითხის სამართლებრივი მხარე, უცნობი ადამიანისთვის ასეთი დელიკატური კონსულტაციების მიცემა მე მაინც და მაინც არ მიზიდავს.

დამიჯერეთ სად, რა და რამდენად იყიდება ამას თუ სურვილი გაქვთ თვითონ ჩემი დამხარების გარეშე იოლად გაარკვევთ.

პატივისცემით,

იარაღის ჩამოტანა საზღვარგარეთიდან

Thursday, February 4th, 2010

მორიგი კითხვა მივიღე და გავცემ რაც შეიძლება სრულყოფილ პასუხს იმიტომ, რომ ამას ხშირად მეკითხებიან.

gamarjoba leva, sruliad getanxmebi yvelafershi. erti kitxva maqvs….. xom ar ici tu ra procedurebia gasavleli da ranairad unda chamovitano cecxlsasroli iaragi sazgvargaretidan, ratqmaunda legaluri. didi madloba winaswar.

ესე იგი პირველ რიგში რა არის საჭირო რომ საქართველოში შემოვიდეს იარაღი? პირველ რიგში ნებართვა იარაღის შემოტანაზე. გასცემს შსს–ს მომსახურების სააგენტო ანუ სანებართვო. ნებართვა ღირს 8 ლარი. ეს არის ყველაზე ადვილი ფაზა.

მერე უნდა მოძებნოთ ის ვიცნ იარაღს გამოგიგზავნით იურიდიული ან ფიზიკური პირი. სად ეს თქვენი საქმეა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძნელია. აქ მე ვერ დაგეხმარებით, მიმართეთ ინტერნეტს და მოებნეთ დისტრიბუტორები ან პირდაპირ მწარმოებლები. მიწერეთ წერილი უთხარით, რომ შეგიძლიათ წარმოადგინოთ ყველა აუცილებელი საბუთი და თუ მიიღებთ დასტურს დაიწყეთ მუშაობა.

როგორც წესი ნებართვას, რომელიც არის ქართულ ენაზე დაჭირდება აპოსტილი (მიმართეთ იუსტიციის სამინისტროს) და შემდეგ დამოწმებული ნოტარიუსის მიერ თარგმანი. ეს ყველაფერი საჭიროა, რომ აქ გაცემულ ნებართვას ქონდეს იურიდიული ძალა იქ.

სხვა და სხვა ქვეყნებს აქვს სხვა და სხვა კანონები, მაგალითად იტალია აწვდის იარაღს მიმღები ქვეყნის საბაჟო ტერიტორიამდე და მერე კისერიც გიტეხიათ თუ ადგილზე რამე პრობლემა გაქვთ. ეს უკვე მათი საზრუნავი არ არის.

ვიცი, რომ ადგილზე ჩასვლისას უპრობლემოდ იყიდით იარაღს სათანადოდ მომზადებული ნებართვით. ძირითადი პრობლემა არის ჩაუსვლელად იარაღის ყიდვა.  იმეილებს ჯობს პირდაპირ დაურეკოთ და უშუალოდ დაელაპარაკოთ ტელეფონით.

ჩამოდის იარაღი თვითმფრინავი როგორც კომერციული ტვირთი, სავარაუდოთ ფოსტითაც შეიძლება ჩამოვიდეს. ზუსტად არ ვიცი.

მოკლედ ნაბიჯი პირველი – ნებართვა

ნაბიჯი მეორე – მიმწოდებელი მოძებნა (რთულია მარამ იარაღის შემოდის ესე იგი ასეთები არიან)

ნაწილი მესამე საბუთების მომზადება და გაგზავნა (აპოსტილი, დამოწმებული თარგმანი)

ნაწილი მესამე იარაღის აქ ჩამოსვლა განბაჟება და აღრიცხვაზე დაყენება (თუ სწორედ მახსოვს 5 სამუშაო დღის განმავლობაში რაც იარაღს ჩამოიტანთ უნდა მიბრძანდეთ იარაღით და ყველა საბუთით სანებართვოში).

გაითვალისწინეთ, რომ ნებართვის დედანი უნდა დაიტოვოთ აქ რომ განაბაჟოთ იარაღი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ნებართვა აიღეთ და არ გამოიყენეთ უნდა მიბრძანდეთ სანებართვოში და დაწეროთ ახსნა განმარტება, რომ ნებართვა კი აიღეთ მაგრამ არ გამოიყენეთ.

დიდი ბოდიში რომ ვერ გასწავლით კონკრეტულ მიმწოდებელს, მე რომ ვიცოდე მე თვითონ რამეს კარგს ჩამოვიტანდი.

პატივისცემით

ლევანი

 

პს

თუ ვინმე იცით რამე დამატებით ამ საკითხზე, მომწერეთ და თქვენ გამოხმაურებასაც დავამატებ.

 

Cz83 და მისი ვაზნები

Wednesday, January 6th, 2010

კიდე ერთი კითხვა მივიღე და საკმაოდ საინტერესო.

rogorc vici cz83 is vaznas 9*18 kalibrze makarovis 9*18-ze 20%-iT meti muxti aqvs. mainteresebs es esea Tu ara ?, Tu asea rames xomar avnebs Cveulebrivi makarovis 9*18 vaznebiT srola?rogorc vici cz83 is vaznas 9*18 kalibrze makarovis 9*18-ze 20%-iT meti muxti aqvs.

გაძლიერებული 9X18 ვაზნა ნამდვილად არსებობდა. ჩეხებმა შექმნეს ის, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ორიგინალური ვაზნა არ არის საკმარისად ძლიერი. ვაზმის შექმნა განპირობებული იყო ზუსტადაც, რომ ჩზ83–ის შეიარაღებაში მიღებით. ახალ  ვაზნას დაერქვა 9mm vzor 1982 და იწარმოებოდა მცირე რაოდენობით. ნაცვლად სტანდარტული ტყვიი წონისა 6.1 გრ ახალი ტყვია იწონიდა სულ რაღაც 4.5გრ.  ასევე ტყვიას გამსხვავებული დაფარვა ქონდა, ნიკელი ან ტიტანის ნიტრიდი.  თვითონ ტყვია მზადდებოდა ლითონის ფხვნილის დაპრესვით.  როგორც წესი ასეთ ტყვიებს ციფრული მარკირება არ ქონდათ, მხოლოდ ასოები bxn, რაც სელიერ ბელოტის ქარხნის ძველი კოდია. შემცირებული მასის წყალობით ტყვია იყო ძალიან სწრაფი 420 მ/წ 315–ის წინააღმდეგ)  და ასევე გამოყენებული ტექნოლოგიიდან გამომდინარე რიკოშეტის ალბათობაც იყო დაბალი.  როგორც ჩემთვის ცნობილია ეს ვაზნები არასდროს არ გაყიდულა სამოქალაქო ბაზარზე. მათი გამოყენება შესაძლებელია, მოხოლოდ პოლიგონალურ ლულებში, ალბათ ამიტომაც სამოქალაქო პისტოლეტებს ამ კალიბრზე ყველას ერგო პოლიგონალური ლულა. სხვა კალიბრებიან ვერსიაში ლულები ჩვეულებრივი კლასიკური ხრახნებითაა. ჩვულებრივი სტანდარტული მაკაროვის ვაზნების გამოყენება არა თუ შესაძლებელია არამედ სასურველია. იმიტომ რომ ჩზ83 (ჩზ82–ის კომერციული ვარიანტი) გათვლილია ზუსტად სტანდარტული მაკაროვის ვაზნაზე.   

პატივისცემით,

ლევანი