კარგ “პომპას” ფასი არ აქვს

improvised_

(c) Oleg Volk

რამოდენიმე სიტყვა მინდა დავწერო ჩემ ერთ ერთ ყველაზე საყვარელ იარაღის ტიპზე ანუ ე.წ. “პომპაზე”, თოფზე, რომელიც დასატენად იყენებს გრძივად მოძრავ ცევიოს (ანუ შემდგომში უბრალოდ “პომპა”). დიდ პატივს ვცემ ამ იარაღს და ვაფასებ მას მისი უნივერსალურობის, საიმედოობის და დიდი საცეცხლე ძალის გამო. ის უნივერსალურია იმიტომ, რომ ინელებს პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის ვაზნას (განსხვავებით ნახევრად ავტომატური თოფებისგან), არის უფრო საიმედო სხვა და სხვა ტიპის ვაზნების გამოყენებისას, გამოდგება, როგრც თავდაცვისთვის, ასევე სპორტისთვის და სანადიროთ, ორი ლულის არსებობის შემთხვევაში (ერთი მოკლე ცილინდრი, ერთი გრძელი მოსახსნელი ჩოკებით)  ის ხდება 100% უნივერსალური ნებისმიერუ ნადირობისთვის და თეფშების ასამტვრევად. მასზე ადვილად ყენდება პისტოლეტის სახელური ან დასაკეცი კონდახი რაც ხდის მას ძალზედ კომპაქტურს. ამავე დროს ის ფორმდება ტარების უფლებით რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ უპრობლემოდ გადადგილდეთ ამ იარაღით და ბოლოს გავითვალისწინოთ, რომ არსბობს უამრავი  ვაზნები, რომელიც საშუალებას იძლევა შევარჩიოთ ნებისმიერი ტიპის ვაზნა ნებისმიერი დავალებისათვის. და ეს ყვეალფერი ზომიერ ფასად, თუნდაც ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველო (თუ გაგიმართლა).

განსაკუთრებით,  ყურადღება მინდა გავამახვილო “პომპაზე”, როგორც თავდაცვის იარაღზე. მე პირადად მიმაჩნია, რომ ზოგადად თავდაცვისთვის საუკეთესო იარაღი არის პისტოლეტი, მაგრამ ვინაიდან პისტოლეტი შეზღუდულია ჩვენი უაზრო კანონებით, პირველ ადგილს თვადაცვის იარაღის რეიტინგში დამსახურებულად იკავებს “პომპა”.  საიმედო კომპაქტური იარაღი, რომელიც იტევს რამოდენიმე ვაზნას (4–8), რომლის ეფექტურობა ორფეხა მტაცებლების წინააღმდეგ ეჭვქვეშ ჯერ არასდროს არ დამდგარა.  ვინ მოიგონა პირველი “პომპა”? რას წარმაოდგენს “პომპა” კონსტრუქციულად, აქვს თუ არა მას სუსტი წერტილები, რას მივაქციოთ ყურადღება “პომპის” არჩევისას, რა მოდელები და მოდიფიკაციები არსებობს და ვინ და როგორ იყენებს “პომპას” სხვა და სხვა დავალებების შესრულებისას? ყველა ამ კითხვაზე ვეცდები გსვცე პასუხი ამ პატარა ორი ნაწილისგან შემდგარ სტატიაში.

რა არის “პომპა”? გლუვლულიანი თოფი, რომლის გადატენვა ხდება ცევიოს მოძრაობით ანუ მსროლელის ძალის გამოყენებით. როგორც წესი ასეთ იარაღს აქვს ლულის ქვეშ განლაგებული მილის ფორმის მჭიდი, რომელზეც მოძრაობს ცევიო, თუმცა არსებობს პომპები მოსახსნელი მჭიდებით, მაგალითად  Remington 7600 იტალუირი Valtro PM5 და Franchi SPAS 15. ასეთი გადატენვის მექანიზმი უზრუნველყოფს სხვა და სხვა ტიპის ვაზნების საიმედო მიწოდებას და სროლას.  მაგალითად “ნახევრად–ავტომატები” თითქმიოს გარნტირებულად გაჭედავენ დრეს აქტუალური არალეტალური ვაზნების გამოყენების შემთხვევაში.   რა თქმა უნდა სწრაფსროლით ის ჩამოუვარდება “ნახევრად–ავტომატებს” მაგრამ დამერწმუნეთ, რომ პატარა პრაქტიკის შემდეგ “პომპას” შეუძლია განავითაროს ძალიან სწრაფი სროლის ტემპი. ამას ხესლ უწყობს ასევე საკეტის მოკლე სვლა, უფრო მოკლე ვიდრე “ნახევრად–ავტომატებში”. სროლის ტემპი კიდევ უფრო მაღალია მოდელებში, რომლებსაც აქ აქვთ ჩახმახის გამთიშველი, ანუ გასროლა ხდება ავტომატურად საკეტის დახურვისთანავე. ცევიოს მოძრაობით ერთდროულად ხდება გასროლილი მასრის ექსტრაქცია, ახალი ვაზნის მიწოდება და ჩახმახის შეყენება. პომპების უმეტესობა   არის ბევრად უფრო მარტვივი და შეიცავს ბევრად უფრო ცოტა ნაწილს ვიდრე “ნახევრად– ავტომატები”. ასევე აღსანიშნავია, რომ პომპაზე შესაძლებელია ძალიან მოკლე ლულების დაყენება და მისი ქცევა ძალიან კომპაქტურ იარაღად, რომელიც პისტოლეტის ზომას ცოტათი აღემატება. “ნახევრად–ავტომატებზე” ამის გაკეთება პრობლემატურია, ვინაიდან ლულა უნდა იყო საკმარისად გრძელი იმისთვის  , რომ განივთარდეს და შენარჩუნდეს წნევა, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატიკის გამართულ მუშაობას.

800px-My_Serbu

სურათზეა კომპანია Serbu Firearms–ის   Super-Shorty, ამ შემთხვევაში დამოკლებული მოსბერგ 500 სერიის თოფი.

 

პირველი იარაღი, რომელიც იტენებოდა ცევიოს მეშვეობით გამოიგონა ჯონ ბოისმა ჯონ ბრაუნინგთან ერთად. პატენტი აიღო ბრაუნინგმა. ასევე ბრაუნინგმა გამოუშვა პირველი “პომპა” 1893 წელს, მას მოყვა 1897 წლის მოდიფიკაცია, რომელიც იწარმოებოდა ვინჩესტერი მიერ 1957 (!!!) წლამდე და სულ მილიონზე მეტი თოფი იქნა გამოშვებული.

800px-

ვინჩესტერი მოდელი 1987, დააკვირდით გარედან განლაგებულ ჩახმახს. 1912 წლის მოდელს უკვე ქონდა რესივერის შიგნით განლაგებული ჩახმახი.

აღნიშნული იარაღი ასევე მიღებულ იქნა შეიარაღებაში აშშ–ს არმიის მიერ და წარმატებით გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს. ტრანშეებში და აკოპებში ახლო ბრძოლებისას 6 ვაზნიანი სწრაფსროლი იარაღი იყო ძალიან ეფექტური. სამხედორ მოდიფიკაციას სახელად M97 გააჩნდა ლულაზე განლაგებული დამცავი ფარი, რომელიც იცავდა მსროლელის  ხელებს გავარვარებული ლულისგან და ასევე უყენდებოდა ხიშტ–დანა. აშშ–ს ჯარში მ97–ს მალევე ჩაენაცვლა 1912 წლის მოდელი დახურული ჩახმახით.

971Large

პირველი სამხედრო პომპა – M97 აღჭურვილი M1917 მოდელის ხიშტ–დანით.

 

პომპების წარმოებაში ასევე წარმატებას მიაღწია კომპანია რემინგტონმა და მასზე მომუშავე კონსტრუქტორმა ჯონ პედერსენმა. დღეს რემინგტონი, ცნობილია იმით, რომ უშვებს მოდელ 870 თოფს, რომელცი ითვლება ყველაზე საუკეთესო და გავრცელებულ “პომპად” მსოფლიოში. რემინგტონ 870–მდე კომპანიამ გამოუშვა სამი განსხვავებული მოდელი. პედერსენმა ჯერ გამოუშვა მოდელი 10, შემდეგ გაუმჯობესებული მოდელი 29. ბრაუნინგთან ერთად ის აპროექტებს მოდელ 17–ს, რომელსაც გამოუშვებს კომპანია  Ithaca, როგორც   Ithaca 37–ს. აღნიშნულ თოფის მოდიფკაცია გახდება რემინგტონ 31 იმ დროისთვის ვინჩესტერის 1912 წლის მოდელის ძირითადი კონკურენტი. ძლიერი კონკურენცია აიძულებს რემინგტონს შექმნას ახალი თოფი, შედარებით იაფი, ტექნოლოგიური და ძალიან გამძლე რემინგტონი 870 Wingmaster–ი. რემინგტონ 870 დიდი წარმატება იყო. 1973 წელს გაიყიდა 2 მილიონი თოფი, 1996 წელს უკვე 7 მილიონი თოფი იყო გაყიდული. 2009 წლის აპრილში გამოშვებულ იქნა მეათე მილიონიანი თოფი და ამით რემინგტონ 870 შევიდა იარაღის ისტორიაში, როგორც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი გლუვლულიანი თოფი მსოფლიოში.

SHTGUN

1973 წელი. ნორვუდის პოლიცია ბანკის ძარცვის და ქუჩაში ატეხილი სრლის სემდეგ იღებს შეიარაღებაში პირველ რემინგტონებს.

ironridge870s

Ironridge Arms Company–ის მიერ “მძიმედ” მოდიფიცირებული რემინგტონ 870–ები.

 

როგორც უკვე ავღნიშნე “პომპამ” ძალიან მალე მოიკიდა ფეხი სამართალდამცავ სტრუქტურებში  და შემდეგ შეიარაღებულ ძალებში. გლუვლულიანი ცალ ლულინი და ორ ლულიანი თოფების გამოყენება აქამდეც ხდებოდა, მაგრამ მათი მინუსი იყო მხოლოდ ერთი ან ორი ვაზნის გასროლის საშუალება, რასაც მოყვებოდა საკამოდ ხანგრძლივი გადატენვის პორცედურა.რეალურად ასეთი იარაღის ჯარში ისტორია იწყება გლუვლულიანი მუშკეტების გამოჩენის დროიდან ანუ დაახლოებით მე–14 საუკუნიდან.   ცხადია, რომ ასეთ სწრაფმსროლ და საიმედო იარაღს შთამბეჭდავი კარიერა ელოდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა “პომპის” საბრძოლო სრულმასშტაბიანი დებიუტიც (უფრო ადრეც ამერიკელი საზღვაო ფეხოსნები იყენებდნენ ვინჩესტერებს ფილიპინებზე 1899–1913 წლებში) . საბრძოლო მოქმედებებმა გადაინაცვლა აკოპებში და ტრანშეებში, სადაც გრძელი და მოუხერხებელი შაშხანები კარგავდნენ თავის ეფექტურობას. მეორეს მხრივ 6 ვაზნიანი კომპაქტური 12კალიბრის თოფი გახდა ზე–ეფექტური იარაღი და წარმატებით გამოიყენებოდა აშშ–ს არმიის მიერ. ეფექტურობისთვის მას “trench sweeper” შეარქვეს, რაც დაახლოებით ნიშნავს ტრანშეების გამწმენდი ან რაღაც ამდაგვარს. ანალოგიური ეფექტურობით გამოიყენებოდა თოფი ქალაქის ბრძოლებშიც. არსებობს ერთი დასაბუთებული ეპიოზდი, რომელიც მეტყველებს იმაზე თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ”პომპა” კარგად გაწვრთნილი მსროლელის ხელში.  1918 წლის 27 სექტემბერს, აშშ–ს არმიის სერჟანტმა ფრედ ლლოიდმა ვინჩესტერ 97–ით შეიარაღებული მარტო ჩაერთო ბრძოლაში გერმანელების მიერ დაკავებულ ფრანგულ სოფელში. ის მეთოდურად წმენდა ერთ სახლს მეორს მიყოლებით, სადაც ბოლოს უგონოდ დაეცა გადაღლილობის გამო, მაგრამ მანამდე ერთმა გაანადგურა 30 გერმანელი ჯარისკაცი. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს აშშ–ს არმიაში იყო უკვე რიცხული 19600 თოფი.

PICT4555

ეორე მსოფლიო ომი. ეს სურათი გადაღებულია კუნძულ ივო ჯიმაზე. საზღვაო ქვეითი შეიარაღებული 1912 წლის ვინჩესტერით.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც კვლავ გაჩნდა მოთხოვნა თოფებზე, აშშ–ს თავდაცის უწყება ყიდულობდა სხვა და სხვა მოდელებს სხვა და სხვა მწარმოებლისგან (სულ ექვსი სხვა და სხვა მოდელი). ერთიანი მოდელი არ არსებობდა. თოფს იყენებდნენ, როგორც წყნარი ოკეანის თეტრზე ასევე ევროპაში.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არმია ცდიდა ნახევრად ავტომატური სისტემებს, იმისთვის, რომ შეიარაღებნაზე მიეიღო უფრ ეფექტური სისტემა, მაგრამ ხანგრძლივი გამოცდების შედეგად ასეთი სისტემა აღმოჩენილ არ იქნა, რის გამოც კორეის და ვიეტნმამის ომში ჯარისკაცები კვლავ იბრძოდნენ 12 კალიბრის პომპებით. როგორც წესი ასეთი იარაღით იარაღდებოდნენ მაგალითად მებრძოლი და მესანგრე ძაღლების პატრონები, პატრულების მზვერავები და ასე შემდეგ. ცნობილია, რომ ამ პერიოდს უკავშირდება პომპების გამოჩენა ინგლისი ჯარშიც, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა აშშ–ს არმიის ევოლუციებს ინდო–ჩინეთში. კუნძულ ბორნეოზე ინგლისური SAS–ის სპეც რაზმელები იყენებდნენ პომპებს ჯუნგლების პატრულირების დროს. დღეს NATO-ს წევრი ქვეყნების სპეციალიზირებული ნაწილები ფართოდ იყენებენ გლუვლულინა იარაღს.

sas-sho

ერაყი. სურათზეა ინგლისური სპეცრაზმელი შეიარაღებული С8 კარაბინით, დამხმარე იარაღი მის გვერდზე დამოკლებული “პომპა” რესივერზე გნლაგებული პატრონტაშით.

 

1999 წელს აშშ–ს ჯარმა მიიღო შეიარაღებაზე ე.წ. არალეტალური ნაკრები (Nonlethal Capability Set (NLCS), რომელიც მოიცავდა მოსბერგის 12 კალიბრის პომპას (მ590) და კომერციულად წარმროებული არალეტაურ ამუნიცის, რომელიც უნდა გამოყენებულიყო სხვა და სხვა ოპერციების დროს როდესაც ლეტალური იარაღის გამოყენება იყო მიზანეუწონელი.

დღეს აშშ–ს არმია რჩება ლიდერად პომპების გამოყენებაში. ერაყშიც და შედარებით ნაკლებად ავღანეთში პომპებს (მოსბერგ მ590) აქტიურად იყენებენ სხვა და სხვა სახმედრო ნაწილები. პირველად სპეციალიზირებულ პრესაში მოხსენებები პომპების ეფექტურობაზე და მათ საჭირობაზე გამოჩნდა 2004 წელს, როდესაც საზღვაო ფეხოსნებმა განახორციელეს ერაყული ქალაქის ფალუჯას სრულმასთბანიანი შტურმი. მოკლე ლულიანი რემინგტონი 870 ან მოსბერგი 590 ეფექტურად გამოიყენებოდა  კარებების შენგრევისას, რამაც ერთ პერიოდში გამოიწვია 12 კალიბრის ვაზნების დეფიციტიც ჯარში. შენობაში შეღწევის შეთხვევების 90% გახმორციელდა “პომპის” მეშვეობით. როგოც წესი თოფით აღჭურვილია ბოლო ნომერი ათეულში ანუ მ249 ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევით აღჭურვილი მებრძოლი. როგორც ამას აშშ–ს საველე ინსტრუქცია ითვალისწინებს არც კარების “გამღები” და არც მეტყვიამფქვევე არ შედის შენობაში, როგორც ძირითადი მოიერიშე ელემენტის ნაწილი, ლოგიკურია, რომ ათეულში “პომპით” შეიარაღებული შემღწევი და მეტყვიამფქვევე ერთი მებრძოლი გახდა.

ამჯერად არსებობს პროგრამა The M26 Modular Accessory Shotgun System, რომელიც იკვლევს ნახევრად ავტომატურ სისტემას, რომელიც იქნება ძალიან მსუბუქი, ექნება უკუცემის კომპენსირების ჰიდრავლიკური სისტემა და ის გახდება სტანდარტული გლუვლულიანი იარაღი აშშ–ს შეიარაღებულ ძალებში.

m26

მოდულური სისტემა M26, როგორც სახელიდან ჩანს ამ სისტემის გამოყენება სხვა და სხვანაირად შეიძლება. მიწოდება 2009 წელს აიწყო.

 

პოლიციაში “პომპების” გამოყენება თავდაპირველად პრობლემებით დაიწყო. აჯანყებულების კონტროლის მიზნით იყენებდნენ მცირე საფანტს, რომელსაც არასწორედ თავს ზევით ისვრიდნენ, ცხადია ახო მანძილეზე წვრილ საფანტსაც აქვს დიდი ძალა და იარაღის ასეგამოყენება იწვევდა მომიტენგეებში მსხვერპლს. პრობლემა მას მერე მოგვარდა რაც გამოჩნდა რალეტალური ვაზნები, ძირითადად ორი ტიპის: რეზინის “ჟაკნები” და რეზინის კარტეჩი. ნაკლება ლეტალური იარაღის არასწორდ გამოყენება ხდებოდა და ხდება საქართველოშიც. ყველას გხსოვთ დასისხლიანებული ხალხი, რომლებიც შეიკრიბენ პოლიციის სამმაველოს წინ. უნდა აღინიშნოს რომ არის სხვაობა არალეტალურ და ნაკლებად ლეტალურ იარაღს შორის. გამოყენბულ იქნა სწორედ რომ ნაკლებად ლეტალური იარაღი და გამოყენებულ იქნა ისე, რომ ხალხმა სერიოზული ზიანი მიიღო. ასეთი იარაღის უმეტესობა ითვალისწინებს მასის ცენტრში სროლას, ხოლო თავში გასროლა, შეიძლება სიკვდლი გაოიწვიოს ან მძიმე ფიზიკური ტრავმები. აქაც გამოჩნდა პომპის უპირატესობა, ხელით დატენვა უზრუნველყოფდა ნებისმიერი ვაზნის გამოყენებას. დღეს დღეისობით “პომპა” სტნდარტული იარაღია პოლიციელის შეიარაღებაში, თუმცა ბოლო დროს იგივე აშშ–ში შეიმჩნევა ტენდენცია, რომის მიხედვითაც ოფიცრები ამჯობინებენ კარაბინის ტარებას. კალიბრი როგორც წესი .223 რემინგტმონია. აღნიშნული ვაზნა კონსტრუქციდან გამომდინარე იშლება წინაღობაში გავლისას ამიტომაც მცირდება ზედემტი შეღწევის და არა სასურველი ზარალის ალბათობა და ამავე დროს კარაბინი იძლევა საშუალებას გაუმკლავდე მძიმედ შეიარაღებულ ბოროტმოქმედს პრაქტიკულად ნებისმიერ მანძილზე. თუმცა ეს ტენდენცია სულაც არ მიშნავს, რომ “პომპას” ეპოქა ძალოვნებში სრულდება.  პირიქით ის გრძელდება და კიდევ დიდხანს გაგრძელდება.  დღეს პომპას იყენებენ არა მარტო აშშ–ს სამართალდამცავები, არამედ ასეთი სტრუქტურები მთელს მსოფლიოში (საქართველო მათ სიაში არ არის, საქართველოში საერთოდ პომპები არ უყვართ მაგრამ ამაზე მეორე ნაწილში).  ერთ ერთი დანიშნულება გარდა უნივერსალური პლატფორმისა სხვა და სხვა ვაზნების გამოყებებისთვის ის არის ასევე ე.წ “შეღწევის იარაღი” (entry gun) მისი ფუნქციაა კარებების და საკეტების განადგურება შენობაში სწრაფად შესვლისთვის. ასეთ იარაღს ახასიათებს ძალზედ მცირე ზომები (ის ხშირად მეორე იარაღია), კონდახის არ არსებობა,  და ასევე სპეციალური ვაზნების გამოყენება, რომელიც ახლო მანძილზე მუხტის მაქსიმალურდ დიდ კონტაქტს ითვალისწინებს ობიექტთან, რაც საჭიროა მაგალითად კარის საკეტის დასანგრევად. (მაგალითად ტყვიის ფხვნილი). გამოდგება ასევე 9 ნომერი საფანტი.

hawk_

ჩინელი პოლიციელი შეიარაღებული Hawk Type 97-1 თოფით. რემინგტონ 870–ის ჩინური კოპია

პომპა ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც თავდაცვის იარაღი. ამის რამოდენიემ მიზეზი არსებობს:

1. ის მარტივი კონსტრქუციის არის და ადვილია მოხმარებაში. რაც ხელს უწყობს გაუწვრთნელმა ადმიანმა ადვილად გაუგოს მას და ისწავლოს მისი ხმარება.

2. პომპიდან სროლა და მოხვედრა უფრო ადვილია. საფანტის და კარტეჩის გაშლა უზრუნველყოფს მოხვედრის დიდ ზონას და რაც მთავარია უზრუნველყოფს დიდი ეფექტურობას თავდამსხმელის შეერებისას.

3. როგორც წესი ”პომპა” უფრო იაფია ვიდრე პისტოლეტი ან კარაბინი ან  ორლულიანი თოფი.

ახლო მანძილებზე ერთი გასროლა პომპიდნ უფრო ეფექტურია ვიდრე ერთი გასროლა პისტოლეტიდან. განსხვავებით პისტოლეტის ნებისმიერი ვაზნისგან – 12 კალიბრის ან თუნდაც 20 კალიბრის თოფიდან გასროლას გარანტირებულად გამოყავს მწყობრიდან მოწინააღმდეგე (თუ რა თქმა უნდა ის მოექცა ამ ვაზნის გაშლის ზონაში) თუმცა გასროლაც რომ იყოს არაზუსტი ერთი ორი კარტეჩის ვბურთულა მაინც მიაყენებს საგრძნობ ზიანს მოწინაარმდეგეს.  გარდა ამისა “პომპისთვის” დამახასიათებელი გადატენვის დამახასიათებელი ხმა ყუკვე ხდება საკმაოდ ეფექტური გაფრთხილება.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რაც განაპრიოებებს პომპის პოპულარობას, როგორც თავდაცვის იარაღის. ის არ არის მაინც და მაინც ასოციირებული კრიმინალთან და დანაშაულთან. ბევრი პოლიციელი ჩათვლის, რომ ბუნებრივია, რომ ოჯახში მანქანაში ან სხვა სტრანსპორტო საშუალებაში ან სხვა რამე სხვა ადგილში ინახება პომპა, მაშინ როდესაც ის ბევრად უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს და დაეჭვდება თუ პომპის ნაცვლად აღმოაჩენს მაგალითად  პისტოლეტს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ პომპა უფრო ნაკლებად ეჭვის გამომწვევი იარაღია ვიდრე პისტოლეტი. ეს ასევე მნიშვნელოვანია თავდაცვისას, პისტოლეტი შეიძლება აღთქმული იყოს არაკვალიფიციური მოსამართლის მიერ ან ნაფიცი მსაჯულების მიერ, როგორც მინიშნება, რომ მისი მფლობელი არ არის კანონმორჩილი ადამიანი, აბა სხვა შემთხვევაში რისთვის უნდა მას პისტოლეტი!? პისტოლეტი ხომ მხოლოდ ცუდ ბიჭებს ჭირდებათ?  ეს ცხადია სისულელეა მაგრამ ეს რეალობაა და ამის გათვალისწინება აუცილებელია.

ასეა თუ ისე 1912 წლის ვინჩესტერის მოდელიდან დღემდე, პომპის კონსტრუქცია და მასალები თითქმის არ შეცვლილა. თითქმის ყველა მწარმოებელი დღეს იყენებს მსუბუქ შენადნობებს, პლასტმასებს იარაღის წაროებაში. გამონაკლის აქ არის რემინგტონ 870, რომელიც დღემდე გამოდის ფოლადის რესივერით, ყველა სხვა (ჩემთვის ცნობილი მწარმოებელი)  დღეს უშვებს მსუბუქშენადნობიან რესივერებს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ რემინგტონის რესივერი უძლებს ვაზნის დეტონაციას მიმწოდებელ თაროზე ანუ სავაზნის გარეთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსუბუქშენადნობიან რესივერზე კონდახის ხშირი ცვლა გამოიწვევს ხრახნების ცვეთას სადაც მაგრდება კონდახი და ეს ნიშნავს, რომ მთელი რესივერი გახდება გამოსაცვლელი.  კიდე რაც მე პირადად არ მომწონს , არის პლასტმასების გამოყენება. არა მე არ ვარ წინააღმდეგი თუ დეტალი პლასტმასისაა თუ ის თავიდანვე იყო დაპროექტებული ასე, მაგრამ როდესაც ეკონომიის გამო ცვლი რკინის დეტალს პლასტმასით ეს უკვე არასწორია ჩემი აზრით. მახსოვს იტალიური ბერნარდელის თოფის რეკლამა, სადაც მთელ ყდაზე იტალიურ ტრადიციებზე იყო ლაპარაკი ხოლო თოფის სურათზე აშკარად ჩანდა უხეშად დამზადებული პლასტმასის დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის კორპუსი.

მაშ, როგორია თანამედროვე პომპა, ან როგორი უნდა იყოს ის იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს სამოქალაქო პირის მოთხოვნები, რომელსაც სურს მიიღის ეფექტური და უნივერსალური იარაღი? პლატფორმად გამოდგება ნებისმიერი პატივსაცემი მწარმოებლის თოფი, რომლის გარშემოც შეიქმნება ახალი თავდაცვის სისტემა.  მიჩნეულია რომ ამ მიზნებისთვის საუკეთესო ლულის სიგრძე არის დაახლოებით 40–დან 50 სანტიმეტრამდე. პირველ რიგში დაფიქრდით დასაკეც კონდახზე, აზრი არ აქვს ტელესკოპური M4-ის სტილის კონდახის გამოყენებას, ის შეიქმნა მხოლოდ M4- თვის, რომელზეც შეუძლებელია დასაკეცი კონდახის გამოყენება. ჩემი აზრით ნაკლებად მოსახერხებელია დასაკეცი კონდახი, რომელიც ზევიდან იკეცება, ის ფარავს სამიზნე მოწყობილობებს. იდეალურია გვერძე დასაკეცი კონდახი პისტოლეტის სახელურთან ერთად,  როგორც მაგალითად იტალიურ Fabarm–ებზე. თუ მიჩვეული ხარ შაშხანის სამიზნე მოწყბყობილობებს დააყენეთ მუშკა ცელიკი. ძალიან კარგი იქნება, თუ დააყენებთ იარაღზე ფანარს.  პომპა ოპერირებისათვის საჭიროებს ორ ხელს და შესაბამისად კარგია თუ ფანარი იქნება იარაღზე. ძალიან აქტუალურია იარაღზე დასაყენებელი პატრონტაში. კონდახზე ან პირდაპირ რესივერზე ან იარაღის ქამარზე. მოდელების არჩევანი დიდია.  ყველაფერი დანარჩენი გემოვნების ამბავია. ლაზერები, ვერტიკალური სახელურები, კომპენსატორები  და მრავალი სხვა აქსესუარი ხელმისაწვდომია “იქ”, საქართველოში როგორც ყოველთვის ხელმისაწვდომია ჩინური ნაგავი ათმაგ ფასში მაგრამ აქსესუარების შეკვეთა საზღვარგარეთ მაინც შესაძლებელია.  რა თქმა უნდა იარაღის აწყობის შემდეგ სრული ტესტირება ჩაუტარეთ იარაღს და დაფიქრდით სანამ რამეს შეარჩევთ, დასანანი იქნება თუ იყიდით რესივერზე მარცხნიდან დასაყენებლ პატრონტაშს და აღმოაჩენთ, რომ კონდახიც მარცხნივ იკეცება ……. უფრო სწორედ ვეღარ დაიკეცება.

tofi

ამ თოფის პატრონი საფუძვლიანად მიუდგა თავდაცვის იარაღის აწყობის საკითხს.  რემინგტონ 870 Express Tactical (უნივერსალური სამაგრი  XS rail), ოპტიკა EOTech XPS 2.0, კონდახი Knoxx SpecOps, პატრონტაში Mesa Tactical SureShell, ცევიო ფანარის სამაგრით GG&G, ფანარი  Streamlight TLR-1, მჭიდი დაგრძწელებულია დამატებითი ორი ვაზნით S&J Hardware, გააჩნია ხიშტის სამაგრი.

პირადად მე ამ მომენტში გამაჩნია ძველი გამოშვების FABARM S.D.A.S.S, იარაღს აქვს “ძველი სკოლის” გარეგნობა, მხოლოდ ხე და რკინა. ერთადერთი მოდიფიკაცია ჯერ ჯერობით არის მჭიდის დამაგრძელებელი, რაც ერთი ვაზნით გაზარდა ტეავდობა (7+1) და მჭიდი და ლულა ერთი სიგრძის გახადა.  ახლო ომავალში დამატებით  ფულს დავაბანდებ და დაუყენებ მუშკა–ცელიკს და სავარაუდოთ ვიზრუნებ პლასტმასის ფურნიტურის შეძენაზე .

DSC09046

პირველი ნაწილის დასასრული



დატოვეთ კომენტარი