Archive for the ‘გრძელლულიანი იარაღი/long guns’ Category

ჩვენი ტესტი – ლეგენდარული Ruger 10/22

Monday, December 8th, 2014

ეს იარაღი ლეგენდარული რეპუტაციით სარგებლობს და ისეთივე კლასიკური და ეტალონური იარაღია თავის კლასში, როგორც მაუზერის შაშხანა ან კოლტის 1911 წლის მოდელის პისტოლეტი. ასე მაგალითად რუგერის საიტზე დევს სარეკლამო პოსტერი, რომელიც იუწყება, რომ 10/22 არის ამერიკის ყველაზე საყვარელი .22 კალიბრის იარაღი და სტატისტიკა ადასტურებს ამ მოსაზრებას. სხვადასხვა წყაროების მიხედვით დღემდე მთლიანობაში 7 მილონამდე 10/22 მოდელის კარაბინია გამოშვებული. პოპულარული ინტერნეტ რესურსი The Truth About Guns ასახელებს 10/22-ს როგორც ყველაზე პოპულარულ (სამოქალაქო) ცეცხლსასროლ იარაღის მოდელს მსოფლიოში. მე კიდე მიჭირს ზუსტად გავიხსენო რამდენიხანია ვნატრულობდი რუგერ 10/22-ის შეძენას და აი როგორც იქნა….

ძალიან ბევრი კარგი (და არც ისე) .22 კალიბრის ნახევრად-ავტომატური მცირე კალიბრიანი კარაბინი  არსებობს, ყველა მეტნაკლებად სერიოზული იარაღის მწარმოებელი ცდილობს გამოუშვას იარაღის ეს პოპულარული სახეობა. მეც დიდი მოყვარული ვარ ნახევრად-ავტომატური “პლინკერების” და წლების განმავლობაში მე პირადად ვფლობდი, Toz99, Colt Coltier, Mossberg 702, Walther G22, Marlin 795, Remington 597, Magtech 7002, Savage 64 და GSG 522-ს. მგონი არაფერი არ გამომრჩა. ამით  იმის თქმა მსურს, რომ ძალიან რთულია ასეთი კონკურენციის პირობებში  შექმნა იარაღი, რომელიც გამორჩეულია და შეძლო ამ იარაღის ათწლეულები ლიდერის პოზიციები შეინარჩუნო.  ასევე იმის თქმა მსურს რომ მე მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ ტიპის იარაღთან ურთიერთობის და მაქვს შედარების გაკეთების საშუალება.  ამიტომაც ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით დავადგინოთ რისი წყალობით გახდა 10/22 ასეთი პოპულარული და გამორჩეული და რატომ ინარჩუნებს ის “პლინკერებში” სამეფო ტახტს უკვე ამდენი წელი.

ruger_10-22_history_then_now

ამერიკულმა კომპანია რუგერმა, დაიწყო 10/22-ის წარმოება 1964 წელს. თავიდან ეს მოდელი იყო .44 მაგნუმზე გათვლილი ანალოგიური დიზაინის კარაბინის უმცროსი ძმა, მაგრამ მალე სწორედ მცირეკალიბრიანი 10/22 გახდა ამ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი.

იმისთვის რომ გავიგოთ 10/22-ის წარმატება უნდა გავეცნოთ ბილ რუგერ უფროსის ბიოგრაფიას, რომელიც იყო Sturm, Ruger & Co., Inc.  დამფუძნებელი. მეორე დამფუძნებელი ალექსანდერ მაკკორმიკ სტურმი გარდაიცვალა 1951 წელს, კომპანიის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ. ბილ რუგერი უდავოდ იყო ძალიან ნიჭიერი ოსტატი და არანაკლებ  ნიჭიერი მენეჯერი და ბიზნესმენიც. ის პრაქტიკულად ყნოსვით ხვდებოდა რა ჭირდებოდა მომხმარებელს და საჭირო მომენტში სთავაზობდა მას სასურველ იარაღებს, იარაღებს, რომლებიც ჩემი აზრით არიან ამერიკული იარაღის წარმოების ტრადიციების საუკეთესო ნიმუშები. იაფი წარმოებაში, ტექნოლოგიური, მარტივი, საიმედო და მორგებული მომხმარებელზე. ასე მისი ტალანტის წყალობით 2008-დან 2011 წლამდე რუგერი იყო უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი აშშ-ში, 2009-დან 2011 წლამდე ის ყველაზე მეტ მოკლე-ლულიან იარაღს უშვებდა აშშ-ში. 1949 წლიდან 2004 წლამდე კომპანიამ 20 მილიონზე მეტი იარაღის ერთეული გამოუშვა.  10/22-ის გარდა რუგერს ასევე ეკუთვნის კიდევ რამდენიმე ლეგენდარული .22 კალიბრის იარაღის დიზაინი, მათ შორის რუგერის .22 კალიბრის პისტოლეტი და რევოლვერი Ruger Single-six. 10/22-თან ერთად ორივე ეს იარაღი ითვლება საუკეთესოდ და ეტალონურად თავის კლასში. დღეს ჩემი მოკრძალებული აზრით რუგერი განასახიერებს ყველაფერ საუკეთესოს რაც მოისაზრება აშშ-ის იარაღის წარმოებაში.

კარააბინი 10/22 არის უშუალოდ ბილ რუგერის და ასევე  ხარი სეფრეიდის და დუგ მაკკლენაჰანის ქმნილება. ცხადია  როდესაც სამი ნიჭიერი ადამიანი გადაწყვიტავს რამის გაკეთებას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შედეგი იქნება საუკეთესო. ასე მაგალითად ჰარი სეიფრიდიც არ იყო როდინალური პიროვენბა. ის იყო უნიჭიერესი კონსტრუქტორი, რომელსაც 40-მდე პატენტი ეკუთვნოდა  და ის მონაწილეობდა ისეთი არა თუ ცნობილი არამედ ლეგენდარული იარაღების შექმნაში როგორებიც არიან: High Standard Supermatic, High Standard Sentinel, Ruger Redhawk. ის იყო უფროსი კონსტრუქტორი რუეგრში 20 წლის განმავლობაში 1959 წლიდან 1979 წლამდე. 10/22-ზე მუშაობა ბილ რუგერმა ჯერ კიდევ  1950 წელს დაიწყო ხოლო კარაბინი პირველად გაყიდვაში მოხვდა 1964 წელს.

carbine1022

მოდელი “კარაბინი” ხის კონდახში არის ყველაზე მასობრივად გამოშვებული 10/22-ის მოდიფიკაცი

მიუხედავად იმისა, რომ 10/22 ბევრ კონფიგურაციაში იყიდებოდა, „კარაბინი“ ალბათ არის ყველაზე პოპულარული და ყველაზე კლასიკური 10/22-ის კონფიგურაცია. სწორედ ასე გამოიყურებოდა პირველი 10/22 რომელიც 1964 წელს მოხვდა გაყიდვაში. ოფიციალური სახელი  „კარაბინი“ (მანამდე მას უბრალოდ 10/22-ს ეძახდნენ) 10/22-მა მიიღო 1965 წელს. ამ მოდელის იარაღს გააჩნდა, თავისუფალი საკეტი, ხის (კაკლის) სამხედრო სტილის კონდახი, 18.5 ინჩიანი ლულა 1:16-ნი ბიჯით, ალუმინის რესივერით და საკმაოდ უჩვეულო 10 ვაზნიანი როტორული მჭიდი.  10/22-ის ფასი 1964 წელს 54.50 აშშ-ის დოლარს შეადგენდა, რაც არ იყო მაინცდამაინც იაფი. შედარებისთვის იმ დროს პოპულარული მარლინ 99 ღირდა 53.95 დოლარი  ხოლო რემინგტონ ნეილონ 66 – 54.95 დოლარი. დღეს გარდა ამ მოდიფიკაციისა რუგერი ასევე უშვებს 10/22-ს სხვა ვარიანტებშიც (Compact, Sporter, Tactical, Takedown და Target).  გამოდიოდა 10/22 ასევე ორ დამატებით კალიბრიში. 2004 წელს (მხოლოდ ერთი წელი) გამოდიოდა მოდელი 10/17 გათვლილი .17 HMR-ზე და 1999-2006 წლამდე რუგერი უშვებდა მოდელს “მაგნუმ”, რომელიც გათვლილი იყო .22WMR-ზე.  ორივე ამ კარაბინს ქონდა ფოლადის რესივერები.

მოდელი “კარაბინი” უცვლელი იერსახით დღემდე გამოდის მაგრამ წლების განმავლობაში გარკვეული მცირე ცვლილებები მაინც განიცადა. მაგალითად მოგვიანებით მასზე დაყენდა დასაკეცი უკანა სამიზნე მოწყობილობა, გაჩნდა მოდელები სინთეტიკური კონდახით (კაკლის ხის კონდახი არ გამოიყენება დაახლოებით 1981 წლიდან მისი სიძვირის გამო), ასევე დაემატა მოდელი დამზადებული უჟანგავი რკინისგან (მხოლოდ ლულა, ხოლო რესივერი იყო შეღებილი ვერცხლისფრად). ტექნიკურად არც 10/22-ის კონსტრუქცია არ იცვლებოდა მაგრამ იცვლებოდა კომპონენტების დამზადების ტექნოლოგია და 10/22 უფრო გამძლე და საიმედო ხდებოდა. მაგალითად დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ჩარჩო ეხლა მზადდება პოლიმერისგან, ვინაიდან კომპანიამ დაადგინა, რომ ასე ეს დეტალი უფრო უკეთ უძლებს დატვირთვებს და დარტყმებს. ეხლა 10/22-ზე ასევე ყენდება როტაციული ჭედვის მეთოდით დამზადებულ ლულები, რომლებიც ძალიან ზუსტია და დიდი რესურსი აქვს. დღეს 10/22-ის ფასი იწყება დაახლოებით 200 დოლარიდან საბზისო მოდელში.

10 22 int

10/22 ნახევარი საუკუნეა რაც გაყიდვაშია და ამ პერიოდში ის ბევრ კონფიგურაციაში გამოდიოდა. მაგალითად არსებობდა ე.წ. International მოდელი, რომელზეც ყენდებოდა გრძელი (ე.წ. მანლიხერის ტიპის) კონდახი დამზადებული კაკლისგან.  ეს მოდელი გამოდიოდა 1966-69 წლებში. 

როგორც აბსოლუტური უმრავლესობა სხვა ანალოგიური იარაღების, 10/22-იც იყენებს თავისუფალ საკეტს, იკვებება მოსახსნელი მჭიდიდან. კონსტრუქციაც კლასიკურია. მაშ რა განასხვავებს ამ იარაღს? რატომ არის ის ასეთი პოპულარული და გამორჩეული სხვა უამრავ ერთი შეხედვით იდენტური კარაბინებს შორის? ამის დასადგენად, ტესტირების მიზნით ჩვენ შევიძინეთ 10/22. გახსოვეთ ჩვენ ვწერთ იმაზე რაც თავად გამოვცადეთ და ხანდახან ეს საკმაოდ ძვირი უჯდება ბლოგის ავტორს, ასე რომ დააფასეთ ჩემი შრომა.

chagertakedown

10/22-ის ორი პოპულარული მოდიფიკაცია ასევე არის პისტოლეტი “Charger” და დასაშლელი კარაბინი, “Takedown”. უკანასკნელი იშლება ორ ნაწილად და იწყობა რამდენიმე წამში. 

ჩვენი ტესტის ობიექტი არის 10/22 “კარაბინი”, როგორც უკვე აღვნიშნე 10/22-ის ყველაზე გავრცელებული კონფიგურაცია.  რა თქმა უნდა ყოველთვის უმჯობესია შეაფასო ახალი იარაღი მაგრამ ჩვენი 10/22 არის მეორდი, იმიტომ, რომ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მიუხედავად თავისი პოპულარობისა მე ვერ ვიხსენებ, რომ 10/22 ვინმეს შემოეტანა ქართულ ბაზარზე გასაყიდად. შესაბამისად ეს იარაღი სავარაუდოთ ცალობით ცალკეულ ფიზიკურ პირებს შემოქონდა საქართველოში და მათი რაოდენობა არის ძალიან მცირე. სერიული ნომრის მიხედვით ჩვენი კარაბინი გამოშვებულია 1980 წელს. თქვენც შეგიძლიათ დაადგინოთ თქვენი 10/22-ის გამოშვების წელი თუ ამ ლინკზე გადახვალთ. კარაბინი თავიდან იყო შეძენილი იყო Archangel Nomad-ის ნაკრებით. ეს არის პლასტმასის ფურნიტურის ნაკრები, რომელიც აქცევს 10/22-ს ტაქტიკურ კარაბინად, რომელიც პრაქტიკულად ბოლომდე იმეორებს გერმანული Heckler&Koch G36-ის ფორმებს.  მადლობა პატრონს, რომ გამოაყოლა ორიგინალური კომპლექტაციის ყველა დეტალი, თუმცა უკანა სამიზნე მოწყობილობა მოხსნისას მან გატეხა. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკრები კარგი ხარისხის არის, პირველივე საველე გასვლამ დამარწმუნა რომ მიუხედავად დასაკეცი კონდახისა ეს ნაკრები იყო მაინც აბსოლუტურად გამოუსადეგარი და პირველ რიგში ეს ეხებოდა გაზრდილი ტევადობის მჭიდს რომელიც უბრალოდ არ ფუნქციონირებდა საიმედოდ. კოლიმატორი ძალიან მაღლა იდგა იარაღზე. 10/22-ის  დაშლაც და წმენდაც იყო გართულებული, რის გამოც გადაწყდა, რომ რუგერი დაიბრუნებდა ორიგინალური იერსახეს. იარაღი დაიშალა და კარგად გაიწმინდა. რესივერზე ნაცვლად ვიწრო სამაგრისა (მერცხალის კუდის ტიპი), რომელიც მას მოყვა, დაყენდა ახლად შეძენილი Monstrum Tactical-ის პიკატინის სამაგრი, რომელზეც შემდგომ დავაყენეთ С-more-ის ტიპის კოლიმატორის ჩინური კლონი. ლულის დაბოლოება 10/22-ზე არ არის დაცული დამცავი გვირგვინით რის გამოც ჩვენ დავაყენეთ მასზე სტანდარტული А2-ის ტიპის ალმქრობი, რომელიც ერთის მხირვ დაიცავს ლულის ბოლოს და მეორეს მხრივ შეამცირებს ლულის ალს და გასროლის ხმას. “ნომადის” ნაკრებსაც მოყვა ბუტაფორიული ალმქრობი, რომელიც იყო უბრალოდ ძალიან დიდი და სასაცილოდ გამოიყურებოდა იარაღზე, ამიტომაც მის გამოყენებაზე უარი ითქვა. თანამედროვე მცირეკალიბრიან კარაბინებზე მწარმოებლები ჯიუტად არ აყენებენ საღვედეებს (ალბათ 3 დოლარიან ეკონომიასაც აქვს აზრი), მაგრამ ჩვენ 10/22-ზე ისინი იყო და ამიტომაც Сondor-ის ორ წერტილიანი ერთი ხელით რეგულირებადი ღვედის დაყენება არ გახდა პრობლემა. პრობლემური Pro-mag-ის მჭიდი დაიშალა (პატრონს ქონია არასწორად აწყობილი) და გაიწმინდა, თუმცა მიუხედავად ამისა მჭიდი მაინც არ გახდა საიმედო. მე ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე Pro-mag-ის რამე პროდუქტი რომელიც კარგად იმუშავებდა. Nomad-ის ნაკრებიდან ჩვენ მხოლოდ დიდი ზომის საკეტის შემაკავებელი დავტოვეთ, რომელიც უფრო მოსახერხებელი გამოდგა ვიდრე იგივე  მცირე ზომის სტანდარტული დეტალი.

nomad1022

Archangel Nomad-ის წყალობით 10/22 გახდა გაბარიტული პლასტმასის სათამაშო, რომელიც არ მუშაობდა საიმედოთ უვარგისი მჭიდის გამო. ნაკრების დიდი პლიუსია დასაკეცი კონდახი, რომელცი ამცირებს იარაღის გაბარიტებს. მინუსებია ნაკრების მონტაჟის სირთულე. იმისთვის, რომ იარაღი დაშალოთ გასაწმენდად, უნდა მოხსნათ ათამდე ხრახნი. 

კონსტრუქციაზე თხრობა, რომ გავაგრძელოთ, როგორც ჩანს თავის დროზე ბილ რუგერმა დაასკვნა, რომ მჭიდი არის ყველაზე სუსტი ელემენტი მცირეკალიბრიანი კარაბინის კონსტრუქციაში. სწორედ რომ როტორული მჭიდის დამსახურებაა 10/22-ის ლეგენდარული საიმედოობა. აღნიშნული მჭიდის კონსტრუქცია კი უკვე ნახსენებ ჰარი სეიფრიდს ეკუთვნის. საკმარისია მჭიდს ცალი თვალით დახედოთ და მიხვდებით რომ ფოლადის მჭიდის ტუჩების წყალობით ეს მჭიდი პრაქტიკულად არასდროს არ გამოვა მწყობრიდან. როტორის გამოყენების გამო მჭიდის ვაზნებით ავსება ძალიან ადვილია. იმ შემთხვევაში თუ ყიდულობთ სხვა მწარმოებლის მჭიდებს გაითვალისწინეთ რომ მჭიდის ტუჩები უნდა იყოს რკინის. პლასტმასის ტუჩიანი მჭიდები ადვილად გამოდის მწყობრიდან. ზოგადად მიიჩნევა, რომ რუგერის ქარხნული 5, 10 და 25 ვაზნიანი მჭიდები ყველაზე საიმედოა. ასეთი კონსტრუქციის გამო 10 ვაზნიანი მჭიდი მთლიანად იმალება იარაღში და მისი დაზიანები ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს.  გამოშვერილი თხელი ცალ-რიგიანი მჭიდები ან მეტალის თხელი ფირფიტისგან დამზადებული ლულის-ქვეშა მჭიდები გაცილებით უფრო ადვილად ზიანდებიან.

1022mag1

10/22-ის მჭიდი არის პატარა, მთლიანად იმალება იარაღში, მასში პრაქტიკულად არ არის ნაწილი, რომელიც იცვითება. შესაძლებელია მჭიდის ბოლომდე დაშლა, რომ ის გაწმინოდთ. 

ძალიან ჭკვიანური კონსტრუქცია აქვს მჭიდის ღილაკს. ის პრაქტიკულად არ არის გამოშვერილი და მასზე უნებლიე დაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია. ის როგორც პიანინოს „კლავიშა“ დამალულია კარაბინის ქვეშ და მასზე დაჭერის შემდე მჭიდი ხელის გულზე გივარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კარაბინს ერთი მჭიდი მოყვება კომპლექტში. საქართველოში ცალკე მჭიდის შოვნა დიდი პრობლემაა, ხოლო 10/22-ის ნაირ კარაბინს ყიდულობს ის ვინც ბუნებაში ბევრ დროს ატარებს და ხეტიალისას მჭიდის დაკარგვა ძალიან არასასიამოვნოა. მე მინახია ძალიან ბევრი რუსული ტოზ-17, რომლებსაც მჭიდები ქონდათ დაკარგული. 10/22-ის მჭიდის ღილაკის კონსტრუქცია ასეთ სცენარს პრაქტიკულად გამორიცხავს.

ძალიან ჭკვიანური კონსტრუქცია აქვს მჭიდის ღილაკს. ის პრაქტიკულად არ არის გამოშვერილი და მასზე უნებლიე დაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია. ის როგორც პიანინოს „კლავიშა“ დამალულია კარაბინის ქვეშ და მასზე დაჭერის შემდე მჭიდი ხელის გულზე გივარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კარაბინს ერთი მჭიდი მოყვება კომპლექტში. საქართველოში ცალკე მჭიდის შოვნა დიდი პრობლემაა, ხოლო 10/22-ის ნაირ კარაბინს ყიდულობს ის ვინც ბუნებაში ბევრ დროს ატარებს და ხეტიალისას მჭიდის დაკარგვა ძალიან არასასიამოვნოა. მე მინახია ძალიან ბევრი რუსული ტოზ-17, რომლებსაც მჭიდები ქონდათ დაკარგული ამ მიზეზის გამო და იარაღზე ბაწრით მიბმული მჭიდებიც მინახია. 10/22-ის მჭიდის ღილაკის კონსტრუქცია ასეთ სცენარს პრაქტიკულად გამორიცხავს. ზოგი ცვლის ამ ღილაკს და გამოშვერილ დეტალს აყენებს, მაგრამ 10/22 არ არის სამხედრო, თაქტიკური, თავდაცვითი კარაბინი სადაც მნიშვნელობა აქვს მილიწამებში მჭიდის გამოცვლას, ხოლო მჭიდის ტყეში დაკარგვის საფრთხე რეალურია.

mag1022lever

10/22-ის მჭიდის ღილაკი. თუ ვერ ითმენთ და მაინც გინდათ ეს დეტალი შეცვლაოთ გამოიყენეთ სპეციალური შესაცვლელი ბერკეტი, რომელიც ამ სურათზე მოხსნილი გვერძე დევს.  

ლულის მონტაჟის სქემა, რომელიც გამოიყენება 10/22-ში აძლევს პატრონს საშუალებას გამოცვალოს ლულა ყოველგვარი რთული ინსტრუმენტების გარეშე. საჭირო იყო მხოლოდ ერთი „ალენის“ ქანჩი და რამდენიმე წუთი თავისუფალი დრო.  2011 წლიდან ეს სქემა შეიცვალა და ლულები ეხლა უკვე იხრახნება რესივერში.

იარაღი ადვილად იშლება. და ადვილად იწმინდება. არაა საჭირო ბოლომდე მოხსნათ  ხრახნი, რომელიც აერთებს კონდახს და რესივერს  რაც გამორიცხავს მის დაკარგვას. ორი „პინი“ აერთებს დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდულს და რესივერს ლულით. საკეტი ადვილად გამოდის რესივერიდან. საკეტის კონსტრუქცია მარტივია. საკეტის შიგნით არის მასიური დამრტყმელი. მისი მასა და გაბარიტები პრაქტიკულად გამორიცხავენ მის გატეხვას. დამაბრუნებელი ზამბარა, მისი ღერძი და საკეტის სახელური ერთ მოდულში არიან გაერთიანებული, რის გამოც ზედა რესივერის დაშლა ადვილია. ჩვენი იარაღი 1980 წელს არის გამოშვებულია, ამიტომაც დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი არის ალუმინის. აღნიშნული დეტალი საკამოდ დიდი ზომის არის, ადვილად იშლება და ადვილად იწმინდება.

Ruger 1022 controls

რესივერი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. სქელი “პინი” გაყრილი რესივერში (1) ასრულებს ბუფერის ფუნქციას და იღებს საკეტის დარტყმას. (2) მცველი. (3) საკეტის შემაკავებელი. (4) ლულის V ფორმის ფიქსატორი დამაგრებული ორი “ალენის” ხრახნით. გასაწმენდად იარაღი ადვილად იშლება.

რაც შეეხება მართვის ელემენტებს, აქ მეტ-ნაკლებად ყველაფერი ტრადიციულია. მჭიდის ღილაკი განლაგებულია ქვევიდან მჭიდის უკან. მცვეელი წარმოადგენს ორ მხრივ “გაყრილ” ღილაკს, რომელიც სასცლეტის დამცავ რკალთან არის განლაგებული. ღილაკი რკალის წინ არის საკეტის შემაკავებელი. იმისთვის რომ საკეტი ღია დატოვოთ უნდა ის ხელით გამოწიოთ უკან და დააჭიროთ შემაკავებელს ქვევიდან. იმისთვის რომ საკეტი წინ გაუშვათ, უნდა მას ისევ დააჭიროთ. ქარხნულ კონფიგურაციაში საკეტის უკან გაწევით ის არ თავისუფლდება ავტომატურად და ეს გაკეთებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. იმისთვის რომ მან ავტომატურად გაათავისუფლოს საკეტი საჭიროა მოდიფიცირებული შემაკავებლის დაყენება. მისი დაყენება ძალიან ადვილია და ის იაფიც ღირს. ჩვენ სწორედ ასეთი შემაკავებელი დავაყენეთ კარააბინზე. წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობები ლულაზეა განლაგებული. რესივერი გახვრეტილია ოთხ ადგილში იმისთვის, რომ ზედ დაყენდეს ოპტიკის სამაგრი, “მერცხალის კუდის” ან “პიკატინის” ტიპის. ვისაც რა ურჩევნია. ჩვენ შევიძინეთ სპეციალურად 10/22-ზე დასაყენებელი “პიკატინის” სამაგრი, რომელიც სულ რაღაც 9 დოლარი დაჯდა.

რუგერის კონსტრუქცია არის მარტივი, გონივრული, გათვლილი ინტენსიურ ექსპლუატაციაზე და ყველაფერში იგრძნობა ზრუნვა მსროლელზე. გარდა ამისა რუგერის მოდით ასე ვთქვათ “კაპ რემონტი” შესაძლებელია შეასრულოს პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანმა. ამისთვის საჭირო იქნება ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც მოიძებნება ნებისმიერი იარაღის ენთუზიასტის ინსტრუმენტების კოლოფში. 10/22 განსხვავდება სხვა ანალოგებისგან იმით, რომ შექმნილია, როგორც მსხვილი კალიბრის იარაღი (1964 წლის რუგერის კატალოგში სწორედ ასე ეწერა, მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც შექმნილია მსხვილკალიბრიანი იარაღის სტანდარტებით), მასში არ იგრძნობა ეს სიიაფე, პრიმიტივიზმი რაც ახასიათებს სხვა ანალოგებს ან მიდგომა როდესაც მწარმოებელი ცდილობს დაამზგავსოს იარაღი რაღაცა სხვას და ავიწყდება, რომ ირაღი უნდა იყს მარტივი, ადვილი ექსპლუატაციაში და უნდა მოიცავდეს რაც შეიძლება ნაკლებ დეტალს და ყველ დეტალი უნდა იყოს ფუნქციონალური. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ახალი თაობის ზედმეტად  რთულ და აბსურდულ დიზაინებს, ისეთი როგორიცაა GSG 522 ან Walther G22. ასევე რუგერი ხაზს უსვამს, რომ მისი კარაბინი დამზადებულია ზრდასული მსროლელისთვის და არა ბავშვებისთვის, რის გამოც კარაბინს აქვს შესანიშნავი ერგონომიკა და ბალანსი. წლების შემდეგ რემინგტონი შეეცდება გაიმეოროს ეს მიდგომა თავის კარაბინში (მოდელი 597).

ეხლა გგადავიდეთ სროლაზე. სამწუხაროდ ზაფხული და კარგი ამინდები დამთავრდა და 10/22-დან სროლა მოგვიწია რთულ პირობებში. ტემეპერატურა იყო მინუს ორი გრადუსი სიცივე და თოვლი. სროლა ხორციელდებოდა დაწოლილი მდგომარეობიდან 50 მეტრზე. არ გამოიყენებოდა არც მაგიდა, არც სადგარი, არ ქვიშის ტომარა, მხოლოდ თოვლზე დადებული რიუკზაკი. თავს გავიმაართლებ იმით, რომ როგორც წესი სროლა რეალურ სამზინეზეც ასეთ პირობებში ხდება ანუ ჩვენ პრაქტიკულ სიზუსტეს ვამოწმებდით. ისევ სამწუხაროდ კარაბინი მოუმზადებელი აღმოჩნდა სროლისთვის. პრაქტიკულად ეგრევე მწყობრიდან გამოვიდა C-more-ის კლონი. კარაბინი ჩამოცურდა მხრიდან და თოვლში ჩავარდა, მსუბუქი დარტყმაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კოლიმატორის ლინზა გატეხილიყო. ჩემთვის ეგრევე გასაგები გახდა, რატომ ღირს ჩინური კოლიმატორი 50 დოლრი და Aimpoint-ი 500 დოლარზე მეტი. მე პირადად აღარ ვიწუწუნებ ხარისხიანი ოპტიკის და კოლიმატორის ფასზე და არც თქვენ გირჩევთ. არც გული დამწყდა კოლიმატორის გატეხვის გამო. ჯობს ყველაფერი რაც არ იმუშავებს ბანაკიდან გასვლამდე გატყდეს ვიდრე ტყეში. იმის გამო რომ კოლიმატორი დროზე ადრე გამოვიდა მწყობრიდან, 10/22-ზე დაყენდა ბიუჯეტური ოპტიკური სამიზნე Simmons 8-point 3-9X42, რომელიც თან გვქონდა. ეს ხელსაწყო დაახლოებით 45 დოლარი ღირს აშშ-ში და მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ნათელი ლინზები აქვს გამართულად მუშაობს და საიმედოც არის.  სამწუხაროდ პრობლემები გატეხილი კოლიმატორით არ დასრულებულა. და დაახლოებით 30 გასროლის შემდეგ “პიკატინის” სამაგრიც მოირყა. ასეთ რთულ პირობებში 10/22 ისროდა 4.5 – 5.5 სანტიმეტრიან ჯგუფებს 60 მეტრის მანძილზე. როდესაც პრობლემა სამაგრთან მოგვარდა, ჯგუფები შემცირდა 3.5-2.5 სანტიმეტრამდე. სროლსას გამოყენებულ იქნა Remington Yellow Jacket, CCI Target, Remington Cyclone ვაზნები. ჩვენი შთაბეჭდილებით 10/22-ს “მოწონს” უფრო სწრაფი ვაზნები, ხოლო თუ იარაღი გასწორებულია სტანდარტული სიჩქარის ვაზნებით, მაღალი სიჩქარის ვაზნების გამოყენებისას 50-მეტრზე საშუალო მოხვედრის წერტილი იქნება 5-7 სმ-ით უფრო მაღლა. ოპტიკის სამაგრთან პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, “პიკატინის” სამაგრი ხელმეორედ დაყენდა ამჯერად ფიქსატორის გამოყენებით. ხრახნების ფიქსატორის (ლურჯი ფერის) გამოყენება არის აუცილებელი! 30-40 .22 კალიბრის ვაზნა გახდა საკმარისსი, რომ კარგად დაჭერილი ხრახნები დაშვებულიყო და სამაგრი თავისუფლათ დასეირნებდა იქით აქით. კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა  ”პრომაგის” მჭიდი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დაიშალა, გაიწმინდა და სწორედ აიწყო უფრო მეტ ტყვიას აფუჭებდა ვიდრე ისროდა. გარდა ამისა ჩემთვის ჯერ ჯერობით გაურკვევლი მიზეზების გამო, ამ მჭიდის გამოყენებას მოყვებოდა ის, რომ არ ხდებოდა ვაზნებისს აალება ჩახმახის დარტყმის შედეგად. ჯერჯერობით უცნობია ეს რატომ ხდება, მაგრამ მე დავადგენ მიზეზს და ამ სტატიასაც შესაბამისად განვაახლებ. ამ ეტაპზე როგორც ჩანს მჭიდი ეხახუნება საკეტს და არ აძლევს მას საშუალებას ბოლომდე წინ მივიდეს და “დაიკტოს”, შედეგად ჩახმახის ენერგიის ნაწილი მიდის საკეტის წინ მიწევაზე და დარჩენილი ენერგია საკმარისი არ არის რომ ვაზნა საიმედოთ აალდეს. ტესტირებისას რუგერის ორიგინალური 10 ვაზნიანი მჭიდიან გასროლილ იქნა დაახლოებით 100 ვაზნა, მოხვდა ორი დაბრკოლება, ერთხელ მჭიდიდან არ მოხდა  Remington Yellow Jacket-ის მიწოდება (ტყვიას აქვს ჩახვრეტილი თავი და კონუსური ფორმა რაც არ მოწონს ნახევრად ავტომატურ იარაღს) და ერთხელ არ აალდა ვაზნა, რაც ალბათ ვაზნის ბრალია. მეტი პრობლემა არ ყოფილა თუ არ ჩავთვლით რომ კარაბინმა უარი თქვა რუსული წარმოების ვაზნების “сурок”-ის მონელებაზე, პრაქტიკულად არც ერთი ვაზნის მიწოდება არ ხდებოდა მჭიდიდან, რისი ბრალიც არის ამ ვაზნის სპეციფიური ფორმის ტყვია. აბსოლუტურად ყველა თუნდაც უკიდურესად საიმედო ნახევრად-ავტომატები ყოველთვის იტყვიან უარს კონკრეტული ვაზნის გამოყენებაზე და ეს სენსიტიურობის ფაქტორი ყოველთვის იქნება გასათვალისწინებელი ნახევრად-ავტომატურ მცირეკალიბრიან იარაღში. მე მქონდა კარაბინი, რომელიც საიმედოთ მუშაობდა მხოლოდ (!!!) ნახსენებ “სუროკთან”. ამიტომ, როდესაც იპოვით მუხტს, რომლითაც თქვენი იარაღი სამედოთ მუშაობს და თან კარგ ჯგუფებს იძლევა, შეიძინეთ ამ ვაზნების მარაგი.

my1022

ტესტირების ეტაპი 

მას მერე რაც მოგვარდა ოპტიკის სამაგრის პრობლემა და ჩვენ გვერძე გადავდეთ “პრომაგის” დეფექტური მჭიდი იარაღი, როგორც იქნა ამუშავადა. მთლიანობაში კარაბინმა კარგი შთაბეჭდილებები დატოვა. თუ ვინმეს 2.5 – 3სმ-ნი სიზუსტე ძალიან ბევრი გეჩვენებათ, შეგახსენებთ რომ 20 თეთრიანის დიამეტრი არის სულ რაღაც 22მმ ხოლო სროლა მიმდინარეობდა რთულ პირობებში და არა დახურულ ტირში მაგიდიდან. ჩემი აზრით ასეთი შედეგი ძალიან კარგია 34 წლის იარაღისთვის, რომლის დანიშნულება არ არის ზე-ზუსტი სროლა. დარწმუნებული ვარ უკეთეს პირობებში, კარგი ოპტიკით და შერჩეული ვაზნებით 10/22 კარაბინის სიზუსტე კიდე უფრო გაუმჯობესდება.

 რა შეიძლება დავამატოთ სროლის ნაწილს? სასხლეტი თამაშობს უდიდეს როლს სიზუსტის მიღწევაში. 10/22 არის მასობრივი წარმოების იარაღი და ცხადია მისი სასხლეტი არ არის იდეალური და არც იდეალურთან მიახლოებული (ვისაც სურს იდეალური სასხლეტი რუგერზე, ნეტში იყიდება როგორც მორგებული დეტალების ნაკრებები ასევე მთლიანად დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები), მაგრამ 10/22-ის სასხლეტი იყო რბილი, არ ქონდა ეს “ხრაშუნის” შეგრძნება, როგორც თანამედროვე ანალოგებზე, მაგრამ ეს ალბათ იმიტომ რომ იარაღი 34 წლის არის და დეტალება “მოჯდა” ერთმანეთზე. სასხლეტის სვლა არის მოკლე და სიმართლე გითხრათ განსხვავებით სხვა ანალოგებისგან, მე ვერ ვიტყვი რომ 10/22-ის სასხლეტი ქმნიდა შესამჩნევ პრობლემებს სროლაში, მაგრამ კვლავ გავიმეორებ მე არ ვიცი, როგორი სასხლეტებია ახალ 10/22-ზე.  კიდევ ერთხელ აღვნიშნავ 10/22 არის ძალიან სასიამოვნო სროლაში.  კოლეგებო ეხლა წაიკითხეთ ეს გაფრთხილება ყურადღებით: მცირეკალიბრიანი ნახევრად-ავტომატურ იარაღებს აქვთ საკამოდ სუსტი ექსტრაქტორები რბილი ზამბარით. თუ ვაზნა დაფარულია პარაფინით ან უბრალოდ იყო ჭუჭყიანი და ასეთივე ჭუჭყიანია სავაზნე, შესაძლებელია ვაზნა გაიჭედოს სავაზნეში. გასროლისას პრობლემას ადგილი არ აქვს და ექსტრაქცია ხდება ჩვეულებრივად, მაგრამ ყოველთვის როდესაც ხელით საკეთის მოძრაობით აგდებთ ვაზნას შესაძლებელია რომ ის დარჩეს სავაზნეში და ექსტრაქტორმა ის არ ამოაგდოს. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ რახან საკეთი გახსენით და ვაზნა არ ამოვარდა სავაზნე ცარიელია მაგრამ ეს ესე არ იყოს სინამდვილეში. ეს ძალიან სახიფათო შემთხვევაა. ამიტოამაც იარაღის განმუხტვისას ვიზუალურად დარწმუნდით, რომ სავაზნე ცარიელია!  

კარაბინი ჩვენ ხელში ჩაგვივარდა მთლიანად გადაკეთებული, დეფექტური მჭიდით და მოუვლელი. პროცესი კარაბინის აღდგენის (დიახ აღდგენის) გაიწელა დროში და არ იყო სიურპრიზების გარეშე. მაგრამ ეს პრობლემები არ არის 10/22-ის ბრალი. ჩვენ მოგვიწია არაკომპეტენტური ჩარევის გამოსწორება და ამს დრო დაჭირდა. ორიგინალურ კომპლექტაციაში 10/22 საიმედოც არის და ზუსტიც და ზოგადად უპრობლემო იარაღია.  თავდაპირველი იდეა იყო, რომ 10/22 ყოფილიყო მსუბუქი “ტაქტიკური” პლინკერი, კოლიმატორით და დიდი ტევადობის მჭიდით, რომელიც განტვირთავდა ჩემ ვირივით მუშა AR15-ს. სამწუხაროდ არც კოლიმატორი და არც მჭიდი რომელიც მოყვა იარაღს არ აღმოჩნდა მუშა ნივთები. ამის გამო აზრი დაკარგა პრინციპში სხვა მხრივ ნორმალური ხარისხის Nomad-ის ნაკრების გამოყენებამაც. მოკლედ, რომ ვთქვათ ერთი ვიყიდეთ და სულ სხვა მივიღეთ. ორიგინალური იერსახის დაბრუნების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ მსუბუქი, ერგონომიული კლასიკური კარაბინი ყოველგვარი “ტაქტიკურობის” გარეშე.

ჩვენი დასკვნა იქნება შემდეგი: 10/22 უდაოდ არის კარგი იარაღი. არა, ის არის ძალიან კარგი იარაღი.  რად ღირს ის ფაქტი, რომ ძალიან მცირე თანხის დახარჯვით ხანმოკლე პერიოდში შესაძლებელი გახდა კარაბინის მწყობრში დაბრუნება და დაკომპლექტება? რომელიც მცირეკალიბრიანი იარაღის აღდგენა შესაძლებელია ასე სწრაფად და მარტივად? გარდა ამისა არსებობს ამ კარაბინის “ტუნუინგის” უამრავი ვარიანტები და ძალიან ზომიერ ფასადაც. ასევე მოსაწონია 10/22-ის კონსტრუქციის სიმარტივე და აქედან გამომდინარე მისი მოვლის სიადვილე. ამით ეს კარაბინი ნამდვილად გამოირჩევა სხვა ანალოგებისგან.  გამოირჩევა 10/22 ასევე შესანიშნავი ერგონომიკით, გამძლეობით და ნაფიქრი კონსტრუქციით.  ჩემი აზრით 10/22 არის დღეს საუკეთესო არჩევანი და კარგი გასართობი ნებისმიერი ირაღის ენთუზიასტისთვის. 100%-ით ამერიკული, 100%-ით ლეგენდარული ის წარმოადგენს იარაღის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს და ყველაფერთან ერთად არის მუშა, გამძლე და მოსახერხებელი. დასანანია, რომ ის ასეთი იშვიათია საქართველოში. არა და ჩვენ მძიმე პირობებშიც კი რამხელა გასაქანია იარაღის “ტუნინგისთვის”. 10/22-ის პოპულარობის გამო ხელმისაწვდომია ენით აუღწერელი რაოდენობის ნაწილები და აქსესუარები. შესაძლებელია ააწყოთ 10/22 ტიპის შაშხანა, რომელშიც არ იქნება არც ერთი რუგერის ორიგინალური ნაწილი. ამ მხრივ 10/22-ს არ შეედრება არც ერთი სხვა ანალოგი. რა თქმა უნდა ნეტი სავსეა ინფორმაციით 10/22-ის ქლიბით და დრელით გაუმჯობესებებზეც, თუმცა მე არვის არ ურჩევ დაიწყოს კონსტრუქციის შეცვლა ისე რომ ბოლომდე არ ერსმოდეს რას აკეთებს. თუმცა თუ რამე გააფუჭეთ არც ეს არის დიდი პრობლემა,  ნებისმიერი ნაწილი “ამაზონზე” იყიდება და კაპიკები ღირს. ჩემი აზრით ქარხნულ დმგომარეობაშიც კი 10/22 არის აბსოლუტურად საკმარისად ეფექტური და საიმედო და ზუსტიც. 

diversity 10 22

10/22-ის კონსტრუქცია, დეტალების და აქსესუარების სიუხვე და ასევე კომპანიების დიდი რაოდენობა,რომელიც სპეციალიზირდება ამ კარაბინის მოდიფიცირებაზე განაპირობებენ 10/22-ის არსებობას პრაქტიკულად ნებისმიერ ფორმატში. სტანდარტული 10/22-ის ტრანსფორმაცია ყველაფერში რაც სურათზე ხედავთ შეუძლია პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს, პრიმიტიული ინსტრუმენტების გამოყენებით. 

10/22-ს უკავშირდება ასევე ნაკლებად ცნობილი მაგრამ საინტერესო ფაქტი, რომელიც ეხება 10/22-ის უჩვეულო როლში გამოყენებას. 1987 წელს  ისრაელმა პირველი ინტიფადის შემდეგ შეიძინა „დახშობილი“ 10/22 და გაატარა ისინი, როგორც ნაკლებად-ლეტალური იარაღი. მათი გათვლით ამ იარაღით შესაძლებელი იქნებოდა აქტიური ექსტრემისტების მწყობრიდან გამოყვანა მასობრივი არეულობების დროს. მას მერე რაც გაჟონა ინფორმაციამ რომ 10/22-დან ცეცხლს ემსხვერპლა რამდენიმე ზედმეტად აქტიური ექსტრემისტი, ექსპერიმენტები ჩატარდა ისრაელის შეიარაღებული ძალების სნაიპერების სკოლაში (მიტკან ადამის ბაზაზე), რა დროსაც რა გასაკვირია დადასტურდა 10/22-დან ნასროლი ტყვიების საკმარისი ლეტალურობა. ამის შემდეგ რუგერ 10/22 გადაყვანილ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიაში და მისი გამოყენება ან პრაქტიკულად შეწყდა ან ძალიან შეიზღუდა. გარდა აღნიშნული დავალებებისა ისრაელი იყენებდა 10/22-ს უფრო კონვენციონალური მიზნებისთვის, დარაჯი ან მაწანწალა ძაღლების გასანადგურებლად, რომ მათ ყეფით არ ეცნოთ მოახლოებული სპეცრაზმელების შესახებ. აღნიშნული დავალებებისთვის და ასევე სახიფათო ცხოველების გასანადგურებლად დახშობილ 10/22-ებს ასევე იეყენებს აშშ-ში ბევრი ქალაქის თუ ოლქის პოლიციის დეპარტამენტი. რუგერი სთავაზობდა კიდევაც მათ ე.წ. MSP მოდელს, რომელიც აღჭურვილი იყო ინტეგრირებული მაყუჩით.

isr 10 22

update/განახლება

ვინაიდან პირველი ტესტის პირობები არ იყო კარგი, იარაღიც არ იყო ბოლომდე მზად და შესაბამისად შედეგებიც არ იყო სანდო, რუგერი ხელმეორედ გავიტანეთ ტესტირებაზე ამჯერად უფრო უკეთ მომზადებული. სამწუხაროდ ამინდი ისევ არ იყო კარგი, წვიმით და ნისლით. სროლა ხორციელდებოდა ამჯერად 100 იარდზე (91 მეტრზე) სამი ტიპის ვაზნის გამოყენებით, დაწოლილი პოზიციიდან, საყრდენის როლში გამოიყენებოდა ზურგჩანთა. ამჯერად შედეგები გაცილებით უფრო უკეთესი იყო და უნდა აღვნიშნო, რომ განსხვავებით წინა სესიიდან საუკეთესო ჯგუფი მიღებულ იქნა სტანდარტულ სიჩქარიანი ჩეხური ვაზნებით. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემ მოსაზრებას, რომ ერთ-დღიანი გაცნობის შედეგად სტატიის და მიმოხილვის წერას აზრი არ აქვს. საჭიროა რაც შეიძლება ხანგრძლივი დრო გაატაროთ იარაღთან, რომ სარწმუნო “რევიუ” დადოთ მასზე. საუკეთესო ჯგუფი მიღებულ იქნა ჩეხური Sellier&Bellot-ის ვაზნებით, და 91 მეტრზე გაფანტვამ შეადგინა სულ რაღაც 3 სმ რაც ჩემი აზრით საუკეთესო ჯგუფია რომელიც მე მინახვას ასეთ მანძილზე. მაღალსიჩქარიანმა ვაზნებმა დაადასტურეს ტენდენცია და როგორც სურათიდან ჩანს 6-7 სმ-ით მაღლა დაჯგუფდნენ შედრებით უარესი სიბურჯღლის დემონსტრირებით. სურათიდან ჩანს, რომ გადახრა მარჯვნივ უფრო აშკარად არის გამოხატული. ოპტიკაში შესწორებების შეტანის შემდეგ შემდეგ გასროლები დაჯგუფდა ცენტრში, რამაც დამიდასტურა რომ Simmons-ის ოპტიკური სამიზნეს შესწორებების მექანიზმი სანდოთ მუშაობდა. სამწუხაროდ ლინზების ხარისხი არ არის მაინც და მაინც საუკეთესო რაც მე მინახავს მაგრამ 50 დოლარიან ოპტიკას მეტს ვერ მოთხოვ.  სროლის დროს არანაირ დაბრკოლებებს ადგილი არ ჰქონია. ყველა ნასროლი ჯგუფის საშუალო სიდიდე გამოვიდა 5 სმ 91 მეტრზე, რაც ჩემი აზრით არის შესანიშნავი შედეგი ასეთი იარაღისთვის.

22.lr1022

Vz58-ის და მისი მოდიფიკაციების ტაქტიკური “ტუნინგი”

Monday, October 13th, 2014

ერთი წელიც არ არის გასული რაც საქართველოში გაყიდვაში შემოვიდა ჩეხური კარაბინები დამზადებული ამავე ქვეყნის შეიარაღებაში მყოფი Vz58-ის (იგივე „ვზორი“) ბაზაზე.  თუ თავდაპირველად ეს იარაღი ხელმისაწვდომი იყო მარტო ორ ვარიანტში დასაკეცი და ფიქსირებული კონდახებით და მხოლოდ ჩეხური Сz-ს წარმოების. დღეს  მათ დაემატათ მთელი რიგი სხვა მოდელების, რომლებსაც უშვებს ასევე ჩეხური კომპანია CSA. შესაბამისად ხელმისაწვდომი გახდა ასევე ახალი კალიბრიც 5,56X45, ლულის სხვადასხვა სიგრძეები და კომპლექტაციები. გარდა ამისა მე ბევრი შეკითხვა მივიღე ამ იარაღის “ტუნინგის” შესახებ ხო და აბატონო მთელი სტატიაც მოგიმზადეთ.

მე ვიცი რომ ბევრი ჩემი მეგობარი ვისაც სურს იქონიოს კარაბინი, ოცნებობს AR-15-ზე, გამომდინარე იქიდან რომ ეს სისტემა არის ეტალონური ტაქტიკური იარაღი და ადვილად ექვემდებარება მოდერნიზაციას. მე მესმის მათი სურვილი იქონიონ ეს იარაღი, რომლის ფასი 1500 დოლარიდან იწყება, რის გამოც ის ბევრისთვის ხელმიუწვდომელია ხოლო არჩევანიც ძალიან მწირია. საბედნიეროდ, არსებობს კარგი ალტერნატივაც “ვზორის” სახით. მისი ფასი იწყება 900 ლარიდან ყველაზე საბაზისო სტანდარტულ მოდელში, ხოლო CSA-ს „ვზორები“ კალიბრში 5.56X45 ღირს 1900 ლარი, თუმცა მათი კომპლექტაციაც შესაბამისად უკეთესია და ის ნაკლებ დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ამ მომენტში თბილისში გარდა პრაქტიკულად კუსტარულად აწყობილი AR-15-ისა იყიდება ორი სამი მოდელის აბსოლუტურად სტანდარტული საბაზისო კომპლექტაციის ქარხნული AR-15, რომელთა ფასი იწყება 4000 ლარიდან. ასეთ პირობებში მე არც ერთ ვარიანტში არ გავაჩერებდი არჩევანს AR-15-ზე და “ვზორის” თანამედროვე ტაქტიკურ მოდელს ავიღებდი.

სტანდარტული “ვზორები” ფიქსირებული და დასაკეცი კონდახებით, პრაქტიკულად არ განსხვავდებიან სამხედრო მოდელისგან, რომელიც შეიარაღებაში მიიღეს 1959 წელს და ბუნებრივია იმისთვის, რომ ეს იარაღი გახდეს ტაქტიკური ჩვენი დროის და მოდის სტანდარტებით საჭირო იქნება გარკვეული ინვესტიციები. მე გიამბობთ რა ვარიანტები არსებობს მოდერნიზაციის და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში. იმისთვის რომ კიდე უფრო გაგიადვილოთ საქმე მე ყველა დეტალს მივაწერ ინგლისურ სახელს და შევეცდები მიუთითო ფასი, რომელიც აქტუალურია ამ სტატიის დაწერის დროს.

csa1

ესეთი “ვზორი” დღეს თბილისში იყიდება 1980 ლარად. ის პრაქტიკულად ბოლომდე არის მზად გამოყენებულ იქნას, როგორც ეფექტური ტაქტიკური/თავდაცვითი იარაღი და ამისთვის მინიმალური ინვესტიციები იქნება საჭირო. კალიბრში 5.56X45 ის კარგი ალტერნატივა არის ძვირადღირებული AR-15-თვის.

vz58fi

900 ლარიანი Cz 858 არის საუკეთესო ტაქტიკური კარაბინი ფასი-ხარსხის მიხედვით. მოთმინება და ივესტიცია 200-300 დოლარის ოდენობით აქცევს მას შესანიშნავ ტაქტიკურ/თავდაცვით კარაბინად.  

დავიწყოთ დეტალით, რომელიც მე პირველ რიგში გამოვცვალე ანუ სახელურით. ყველაფერი „ვზორში“ ისეა შესრულებული, რიომ მაქსიმალურად შემცირდეს წონა და ამავე დროს შენარჩუნდეს კონსტრუქციის გამძლეობა. კარაბინი აღჭურვილია მოკლე და თხელი ტარით, რომლის ფორმაც აღებულია 1919 წლის ბრაუნინგის ტყვიამფრქვევისგან (მოდელი A4). იმისთვის, რომ იარაღის ჭერა გაადვილდეს და სროლა უფრო კომფორტული გახდეს საჭიროა მისი შეცვლა. საუკეთესო სახელური „ვზორისთვის“ არის FAB Defense-ის მიერ წარმოეებული სახელური მოდელი AG-58. ეს სახელური გარდა იმისა, რომ არის ძალიან მოსახერხებელი, ასევე გაძლევთ საშუალებას შეინახოთ მის შიგნით მარტივი საწმენდი კომპლექტი, სათადარიგო ელემენტები ან 5-6 დამატებითი ვაზნა. CSA-ს იარაღებზე აყენია ანალოგიური ფორმის სახელური მაგრამ საკუთარი წარმოების. სახელური ადვილად ყენდება ერთი ხრახნის მეშვეობით.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ყველა სამოქალაქო “ვზორი“ აღჭურვილია ლულით, რომელზეც შესაძლებელია დაყენდეს რაიმე ლულის მოწყობილობა (ხრახნების ტიპი 14 x 1).  თავდაცვით კარაბინს უნდა ქონდეს მინიმალური ხმა და ლულის ალი, იმიტომ, რომ მისი გამოყენება გულისხმობს სისწრაფერ რა დროსაც თქვენ არ გექნებათ საშუალება იზრუნოთ სმენის დაცვაზე და ასევე სროლას დახურულ სივრცეში და სიბნელეში რა დროსაც მაღალმა გასროლის ხმამ შეიძლება დაგიზიანოთ სმენა ხოლო ლულის ალმა დროებით შეზღუდოს თქვენი მხედველობის უნარი ღამით. იმისთვის, რომ ყველაფერი ზემოაღნიშნულის ალბათობა შემცირდეს საჭიროა კარააბინზე სწორი დანიშნულების ლულის მოწყობილობის დაყენება. კომპენსატორი ამცირებს ლულის ხტომას და უკუცემას მაგრამ ზრდის გასროლის ხმას და ლულის ალს. ხანდახან დენთის აირების ნაწილიც ურტყავს მსროლელს სახეში. აღნიშნული მიუღებელია და ამიტომაც კარგი ალმქრობი არის საუკეთესო არჩევანი სხვადასხვა მოწყობილობებს შორის, რომლის დაყენებაც შესაძლებელია “ვზორზე”. ამ იარაღს დამერწმუნეთ არ აქვს ისეთი უკუცემა, რომ გამართლებული იყოს კომპენსატორის დაყენება. კარგი ალმქრობი არის აბსოლუტურად საკმარისი. შეძენისას დარწმუნდით რომ კონკრეტული მოდელი მიდის „ვზორზე“. მე ძალიან კარგი შედეგები მივიღე ალმქრობით რომელიც იმეორებს რუსული ПК-ს ტიპის ტყვიამფრქვევის ანალოგიურ მოწყობილობას (Vz 58 PKM Short Compact Break). მოკლე და კომპაქტური ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას და გარდა ამისა ის არ ღირს ძვირი, სულ რაღაც 24 დოლარი. მოკლედ არჩევანი კომპენსატორსა და ალმქრობს შორის როგორც ყოველთვის საბოლოო მომხმარებელზეა. გაითვალისწინეთ ლულის მოწყობილობის ყიდვისას, რომ ზოგი მოდელი შეიძლება გათვლილი იყოს სროლაზე მარჯვენა მხარიდან და ცაციასთვის ასეთმა მოწყობილობამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოიტანოს ვიდრე სარგებელი. კლასიკური მაგალითი არის იაკუშევის კონსტრუქციის კომპენსატორი, რომელიც აკალაშნიკოვის ავტომატებზე ყენდებოდა.  როგორც წესი კომპენსატორები ბევრი და პატარა ნასვრეტით უფრო „ჩუმები“ არიან ვიდრე 2 – 4 დიდი ნასვრეტით. დამიჯერეთ რომ ამ პრობლემის იგნორირება არ ღირს. დახურულ სივრცეში სპორტული მაღალი ეფექტურობის კომპენსატორით აღჭურვილი კარაბინიდან გასროლამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს სმენა. ნაკლებად სერიოზული პრობლემა რომელიც უკავშირდება ლულის მოწყობილობებს   არის ე.წ. წვეტები კომპენსატორების ზოგ მოდელებზე, რომელსაც ხანდახან breachers device-ს უწოდებენ. მათ აქვთ ორმაგი დანიშნულება დააცილოს ლულა წინაღობას, რომ არ მოხდეს გასროლისას ლულის დაზიანება, გახეთქვა და ასევე შესრულოს თავდაცვითი ფუნქცია ანუ მექანიკური ზემოქმედება მოახდინოს სამიზნეზე. პრობლემა ის არის რომ ეს წვეტები დაგლიჯავენ ყველაფერს რასაც მიედებიან. შალითას, ტანსაცმელს და ასე შემდეგ, ასე რომ მე არ გირჩევთ ასეთი ლულის მოწყობილობის შეძენას.

tromix_m

ავტორის კარაბინზე აყენია Tromix Shark. იარაღის უკუცემა და ხტომა ნულის ტოლია მაგრამ გასროლის ხმა ძალიან ძლიერია, დენთის აირის ნაწილი მსროლელს სახეში ურტყავს. წვეთები ქლიბით მოცვეთილია. აღნიშნული დეტალი გამოცვლის პროცესშია იმიტომ რომ არჩევანი იყო არასწორი. 

თანამედროვე ტაქტიკური კარაბინები აღჭურვილია ბევრი პიკატინის ტიპის სამაგრით, რომელზეც შესაძლებელია უამრავი აქსესუარის დაყენება, მაგრამ რელურად ტაქტიკურ კარაბინზე სამაგრი საჭიროა ორი რამისთვის, ოპტიკის და განათების სისტემის დასაყენებლად. ბოლო დროა ძალიან პოპულარულია ვერტიკალური სახელურებიც. მას მერე რაც 90-ან წლებში ვერტიკალური სახელური გაჩნდა M4-ის კომპლექტში, რომელიც განკუთვნილი იყო აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის, ამ დეტალმა ადგილი დაიმკვიდრა ჯარში, პოლიციაში, სამოქალაქო მსროლელებში და გახდა აუცილებელი აქსესუარი სამოქალაქო თავდაცვით კარაბინებზე. რეალობა კი გახლავთ ის, რომ ვერტიკალური სახელური გაჩნდა M-4-ზე როგორც იძულებითი ზომა და არა იმიტომ რომ მისი გამოყენება რაიმე უპირატესობებს იძლეოდა. ვინაიდან დამატებითი  აქსესუარების დაყენების გამო M-4-ს ისედაც მოკლე ტიბჟირზე ადგილი არ დარჩა ხელის მოსაკიდებლად სწორედ ამისთვის გახდა საჭიროა ვერტიკალური სახელურის დაყენება. მისი გამოყენება არ ზრდის სროლის ეფექტურობას, პირიქით, ყველამ ვისაც ახლო და უშუალო ურთიერთობ ქონდა კარაბინთან იცის რომ ვერტიკალური სახელური უარესია, ნაკლებად მოსახერხებელია კლასიკურ ტიბჟირზე. გარდა ამისა ეს სახელური ცვლის იარაღის გაბარიტებს.  რაც შეეხება „ვზორს“, აქ ჩვენ გვაქვს ორი პრობლმა რომელიც განაპირობებს ვერტიკალური სახელურის გამოყენებას. ეს არის მოკლე ტიბჟირი და ის ფაქტი, რომ იარაღი ძალიან მალე ხურდება სწრაფი სროლისას და შესაძლებელია, რომ ტიბჟირი ისე გახურდეს, რომ მისი ჭერა გახდეს ძალზედ არასასიამოვნო. გაითვალისწინეთ, რომ “ვზორზე” მწიდი ისევე ყენდება და იხსნება როგორც “კალაშნიკოვზე” თუ ვერტიკალური სახელური დააყენეთ ზედმეტად უკან გამოცვლისას მჭიდი ამ ხელი შეიძლება დაეჯახოს სახელურს და გაართულოს მჭიდის გამოცვლა. რეკომენდირებულია მოკლე სახელურის ან უბრალოდ ხელის საყრდენის (hand stop) გამოყენება.

proper grip

პრობლემა ვერტიკალური სახელურების არის ის რომ მის გამოყენებას ცდილობენ მაშინ როდესაც ის საერთოდ არ არის საჭირო. სურათზე ნაჩვენებია როგორ უნდა გამოიყენოთ ვერტიკალური სახელური სწორედ, არა მისი პირდაპირი დანიშნულებით არამედ როგორც საყრდენი ხელისთვის. . 

შუქი ძალიან მნიშვნელოვანია, ის გაძლევთ საშუალებას გაუკეთოთ იდენტიფიცირება სამიზნეს და განახორციელოთ საიმედო გასროლა, ძლიეირ შუქი დროებით აბრმავებს თავდამსხმელს, შუქის სხივით ახლო ამნძილებზე დამიზნებაც შესაძლებელია.  ”ვზირზე” განათების სისტემის/ტაქტიკური ფარანის დაყენების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველი ის დაყენდება ტიბჟირზე, როგორც გადაკეთებულ სტანდარტულ ასევე არაქარხნულ დეტალზე პიკატინის სამაგრის გამოყენებით. მეორე ვარიანტი ის დაყენდბა პირდაპირ ლულაზე სპეციალური გადაბმის მეშვეობით და მესამე ის დადგება ადაპტორზე რომელიც ყენდება “ვზორის” ხიშტის სამაგრზე. ჩემი აზრით უკანასკნელი არის საუკეთესო ვარიანტი ვინაიდან ფარანი წინ დგას, პრაქტიკულად არ იჩრდილება და არ იკავებს ადგილს ტიბჟირზე. პრობლემა ამ ვარიანტის იმაში მდგომარეობს რომ ადაპტორი რომელსაც ისევ FAB Defrense უშვებს (Lug Mount) ღირს 112 დოლარი, რაც ჩემი აზრით ძალიან ძვირია. რაც შეეხება ლულაზე დაყენებას, ეს შესაძლებელია ლულაზე დასაყენებელი სამაგრების გამოყენებით, რომლებიც ძალიან იაფი ღირს იმიტომ რომ ჩინეთში იწარმოება მაგრამ ასეთი სამაგრი ან აიტანს რხევას და სიცხეს ან არა. მე არავის არ ვურჩევდი ასეთი ვარიანტის გამოყენებას. ხოლო ყველაზე პოპულარული მეთოდია ფარნის ტიბჟირზე დაყენება. როგორც უკვე აღვნიშნე, შესაძლებელია ამისთვის სტანდარტული დეტალის მოდიფიცირება რაც გულისხმობს მასზე პიკატინის სამაგრების ხრახნებით დაყენებას. გაითვალისწინეთ, რომ ტიბჟირი არ არის იდეალურად სწორი ამიტომ გამოდგება მოკლე პიკატინის სექციები (Picatinny Rail Section), რომლებიც დაყენდა იმ ადგილას სადაც გსურთ, ფარნის ან სხვა მოწყობილობის დაყენება. ასეთ მოკლე სექციები თავისი ხრახნებით ჯდება 5-10 დოლარი. რაც არ უნდა იყოს ეხლა სტანდარტულ ტიბჟირს ალუმინის „კვადრეილად“ ვერ აქცევთ მაგრამ დრელით ორი ნახვრეტის გაკეთება და ორი ხრახნით მოკლე პიკატინის სექციის დაყენება პრაქტიკულად ყველას შეუძლია. ასევე არის მეორე გზა, სტანდარტული ორ ნაწილიანი ტიბჟირი შეიცვალოს ახალი მოდელით, რომელიც უკვე არჭურვილია სრული სიგრძის რამდენიმე სამაგრით. FAB Defense უშვებს მაგალითად ზედა და ქვედა ტიბჟირის კომპლექტებს (SA-58 Polymer Picantinny Compatable Rail System), რომლებიც მზადდება პლასტმასისგან და ალუმინისგან. პლასტმასისგან დამზადებული კომპლექტი ძალიან მყარად დგება იარაღზე და მისი ფასი შეადგენს 60-70 დოლარს, ხოლო  ალუმინისგან დამზადებული კომპლექტის ფასი არის ამ სტატიის დაწერის მომენტში 283 დოლარი, რაც ჩემი აზრით ცოტა არასერიოზულია. ჯერჯერობით უნდა აღვნიშნო, რომ აქსესუარების და ნაწილების არჩევანი არის მწირი მაგრამ ამ იარაღის პოპულარობა იზრდება და გაიზრდება აქსესუარების რაოდენობაც ხოლო კომპანია FAB Defense არის ეხლა ძირითადი მწარმოებელი „ვზორის“ აქსესუარების.

წინა სტატიებში, რომლებიც მე მივუძღვენი ამ იარაღს მე აღვნიშნე, რომ ერთ-ერთი სერიოზული ნაკლი „ვზორების“ არის ის რომ, მათ არ აქვთ სამაგრები ოპტიკის დასაყენებლად. ეს იარაღი გავს კალაშნიკოვს და თხელი ხუფი რომელიც იცავს რესივერს ზევიდან არ გამოდგება ოპტიკის დასაყენებლად, ასევე ექსტრაქცია მასრების ხდება ზევით და არა გვერდით, რაც კიდევ უფრო ზღუდავს არჩევანს. გამოსავალი არის , იყიდოთ ოპტიკის დასაყენებელი კომპლექტი და მიუტანოთ ის იარაღთან ერთად ხელოსანს, რომელიც დააყენებს ამ კომპლექტს „ვზორზე“. საჭირო იქნება რესივერის გახვრეტა და კრონშტეინის ზედ დაყენება. ამით რესივერის გამძლეობა და რესურსი არ შემცირდება. ძალიან კარგ სამაგრებს უშვებს RS Products. მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენ დაგჭირდებათ ასევე რესივერზე დასაყენებელი „პლატის“ ყიდვა, რომელზეც შემდგომ დაყენდება კრონშტეინი (უმეტესობა კრონშტეინებს ეს დეტალი არ მოყვება, იმიტომ რომ იგულისხმება, რომ იარაღი უკვე აღჭურვილია მაგით). იყიდეთ კალაშნიკოვის სისტემის იარაღისთვის განკუთვნილი სტანდარტული დეტალი (AK sideplate) და შესაძლებელი გახდება თქვენთვის სასურველი კრონშტეინის დაყენება და არჩევანიც იქნება ძალიან დიდი. ფასები კრონშტეინებზე მერყეობს 30 დოლარიდან 250 დოლარამდე და რამდენსაც გადაიხდით იმდენს მიიღებთ ანუ რაც უფრო ძვირია “კრონი” მით უფრო გამძლეა. „პლატის“ ფასი მერყეობს 10 დოლარიდან (დამზადებული ჩინეთში) 45 დოლარამდე (დამზადებული ბულგარეთში). როგორც ხედავთ ოპტიკის დაყენების ხარჯები შეიძლება თავისუფლად გაუტოლდეს იარაღის ფასს (ოპტიკის ფასს თუ ჩავთვლით). ეს არის „ვზორების“ ყველაზე დიდი და ალბათ ერთადერთი მინუსი. არსებობს სხვა ვარიანტიც ოპტიკის დაყენების, ისევე, როგორც ეს ხდება საბჭოთა სკს-ის ტიპის კარაბინზე. იცვლება იარაღის რესივერის ხუფი, უფრო გამძლე დეტალით, რომელიც რესივერზე მაგრდება სამ წერტილში და ბევრად უფრო სქელი და მყარია ვიდრე სტანდარტული დეტალი. აღსანიშნავია, რომ “ვზორზე” სტანდარტული ხუფიც პრაქტიკულად არ მოძრაობს მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ოპტიკა უნდა ყენდებოდეს ყველაზე მყარ დეტალზე იარაღში, რომელიც როგორც წესი რესივერია.

scope vz

 

გაითვალისწინეთ, რომ “ვზორზე” ექსტრაქცია ხდება ზევით, 12 საათის მიმართულებით. ოპტიკა უნდა ეყენოს რაც შეიძლება დაბლა და არ უშლიდეს მასრების ექსტრაქციას. სურათზე ასახულია ორი ვარიანტი ოპტიკის დაყენების, ხუფის გამოცვლით და გვერდითი სამაგრის გამოყენებით. 

რაც შეეხება კონდახებს, ყველაზე უბრალო ვზორები აღჭურვილია ორი ტიპის კონდახებით, ფიქსირებული პლასტმასის და დასაკეცი ფოლადის. ფიქსირებული კონდახი ძალიან კარგია და მე ის ძალიან მომწონს. ის მსუბუქია, მოსახერხებელია, თუმცა ოდნავ მოკლეც არის ჩემი აზრით. სამხედრო იარაღზე ყოველთვის ოდნავ მოკლე კონდახები ყენდება რომ შესაძლებელი იყოს სროლა ზამთრის სქელ ფორმაში ჩაცმულიც. რაც შეეხება დასაკეც კონდახს ის დამაკმაყოფილებელია მაგრამ რა თქმა უნდა ერგონომიკით ის ვერ შეედრება ფიქსირებულს. ჩვენ ,AR-15-ის მფლობელები, ძალიან დაჩაგრულები ვართ იმ ფაქტით, რომ ჩვენ საყვარელ იარაღზე შეუძლებელია კონდახის დაკეცვა რაც განპირობებულია იარაღის კონსტრუქციით. არა და დასაკეცი კონდახი საკმაოდ მოსახერხებელი რამ არის. დაკეცილი კონდახით ტაქტიკური კარაბინი ხდება უკიდურესად კომპაქტური, შესაძლებელია მისი დამალვა ტანსაცმლის ქვეშ, ადვილად ტრანსპორტირება, შესანახად არ არის საჭირო დიდი სეიფები და ჩანთები/კეისები. იმისთვის, რომ გაიზარდოს დასაკეცი რკინის კონდახის ერგონომიულობა საჭიროა რომ ა) კონდახის უკანა ნაწილი აღიჭურვოს ამორტიზატორით ან საფენით რომელიც ასე ადვილად არ იცურავებს ტანსაცმელზე, ხოლო კონდახის ღერძი უნდა აღიჭურვოს რაიმე იმპროვიზირებული სალოყით. რადიკალური ვარიანტია კონდახის ღერძი გადაიჭრას და ზედ დადუღდეს ახალი კონდახის რამა. ეს არც ისე ძნელია. ნორმალური ხელოსანი ვინც რკინასთან მუშაობს ასეთ კონდახს მაქსიმუმ ერთ საათში დაამზადებს, შემდეგ ის შეიღებება და ახალი კონდახიც მზად იქნება. იმისთვის, რომ სატნდარტული რკინის კონდახი უფრო მოსახერხებელი გავხადოთ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მაგალითისთვის მილების დასათბობი მასალა, რომელიც შემოეხვევა კონდახის ღერძს და გადაიხვევა იზოლაციური ლენტით. შესაძლებელია დამზადდეს ხის სალოზე რომელიც დამაგრდება ხრახნებით. მე ნეტში საკმაოდ ბევრი ვარიანტი მინახავს სტანდარტული რკინის კონდახის მოდერნიზაციის და ვარიანტები მხოლოდ მფლობელის ფანტაზიით არის შეზღუდული. იგივე ეხება კონდახის უკანა ნაწილს, ხედ აწეპებენ რეზინის ფირფიტებს ან აკრავენ რეზინის ამოტიზატორს, რომლის ფასი 15-24 დოლარია.  თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ შესაძლებელია ახალი ტიპის კონდახის შეძენა. მაგალითად FAB defense უშვებს ძალიან კარგ მოდელს M4-VZP. ის ღირს დაახლოებით 120 დოლარი მაგრამ ამ ფასად თქვენ იღებთ კონდახს, რომელიც შეიძლება გადააწყოთ ისე რომ ის დაიკეცება თქვენთვის სასურველ მხარეს, აქვს რეგულირებადი სიმაღლეში სალოყე და რეგულირებადი სიგრძეში კონდახი. ეს მოდელი ხელმისაწვდომია, როგორც პოლიმერის ასევე ფოლადის გადაბმის მექანიზმით. ცხადია ფოლადის მოდელი გაცილებით უფრო ძვირიც ღირს. იგივე კომპანია უშვებს პოლიმერის ადაპტორს ბუფერით/ამორტიზატორით(Сollapsible Butstock Tube, ფასი 65 დოლარი), რომელზეც ყენდება AR-15-ის კონდახი. სხვადასხვა ფოლადის ადაპტორებს მათ შორის „ვზორზე“ AR15-ისთვის განკუთვნილი ბუფერის მილის და შესაბამისად კონდახების დასაყენებლად უშვებს StormWerkz (ფასი 50-60 დოლარი).

პრინციპში აქ მთავრდება სია იმისა თუ რა უნდა გაუკეთდეს “ვზორს” რომ ის გახდეს სრულფასოვანი ტაქტიკური კარაბინი ისე, რომ მისმა პატრონმა არ იგრძნოს თავი დაჩაგრული AR-15-ის პატრონის გვერძე. ჩვენ ყველა ცოცხალი ადამიანები ვართ, იარაღი უმეტესობისთვის მათ შორის ჩემთვის ცოტათი მაინც უფრო მეტია ვიდრე უბრალო ინსტრუმენტი (ზოგოსთვის ყველაფერია ინსტრუმენტის გარდა). ამას ვერ გავექცევით და ამიტომაც არაფერი ცუდი არ არის იმაში თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი იარაღი მაგრად/ტაქტიკურად გამოიყურებოდეს ან იყოს პერსონალიზირებული და უნიკალური. ეს ბუნებრივია. მიუხედავად იმისა რომ „სტოკ“ „ვზორიც“ და AR-15-იც საკმაოდ ეფექტური იარაღებია, პატარა ხელის შევლება და ორივე ხდება გაცილებით უფრო მოქნილი და მოსახერხებელი სისტემა ხოლო თუ ამავდროულად ის კარგადაც გამოიყურება და მფლობელში ჩნდება ესთეტიური სიამოვნება მისი ფლობისგან ამაში ცუდი არაფერი არ არის, უბრალოდ გახსოვდეთ ტაქტიკური “ტუნინგის” მთავარი წესი, ფუნქციონალურობა უპირველეს ყოვლისა.

რაც შეეხება უკვე ნახსენებ კომპანია FAB Defense-ს, ეს იზრაელში დაარსებული კომპანია არის “ვზორისთვის” აქსესუარების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ასორტიმენტიც საკმაოდ დიდია. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ მისი პროდუქცია საკმაოდ ძვირი ღირს. ამ კომპანიას აქვს საკმაოდ საინტერესო პროდუქტებიც, მაგალითად “ხეკლერ&კოხის” სტილის ტელესკოპური კონდახი (hk style telescopic buttstock), რომელიც კარგი რამეა მაგრამ ღირს 265 დოლარი, ხოლო მათი წარმოებული კომპენსატორი მოდელი დელტა ღირს 319 დოლარი რაც უბრალოდ სასაცილოა. მიუხედავად ამისა არჩევანი არის დიდი და ხარისხიც არის კარგი. სრული ასორტიმენტის შეძენა შესაძლებელია საიტზე zahal.org. რომელიც მათ შორის აგზავნის პროდუქციას იზრაელის საზღვრებს გარეთ. რასაც მე დღეს ვხედავ მაძლევს მე იმედს, რომ ამერიკული მწარმოებლებიც დაიწყებენ აქსესუარების წარმოებას “ვზორისთვის” და მაშინ ფასიც დაეცემა. ეს იარაღი სულ უფრო პოპულარული ხდება და შესაბამისად მწარმოებლებიც შეეცდებიან დააკმაყოფილონ მოთხოვნა აქსესუარებზე და გაუმჯობესებულ ნაწილებზე. 10 წელზე მეტია ხალხი ტელევიზორის ეკრანებიდან უყურებს როგორ ებრძვის დასავლური კოალიცია ტერორისტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში, ისინი უყურებენ და ამჩნევენ იარაღებს რომლითაც შეიარაღებულები არიან ჯარისკაცები და მართლაც საოცარია როგორ გადმოიღებენ ხოლმე სამოქალაქო მსროლელები სამხედროების ჩვევებს უკვე ნახსენები ვერტიკალური სახელურების არ იყოს…..

ყველაფერი ამ სტატიაში აღწერილი არის მარტივი “ტუნინგი” რომელიც პრაქტიკულად ყველას შეუძლია განახირციელოს, გარდა ალბათ ოპტიკის დაყენებისა (გვერდითი სამაგრის გამოყენებით), რაც უნდა შეასრულოს კარგმა ოსტატმა. რა თქმა უნდა არის კიდე სხვა ეტაპებიც უკვე ძალიან მომთხოვნი მსროლელისთვის. სასხლეტის დამუშავბა მაგალითად. ასევე „ვზორზე“ არის დამალული მჭიდის ღილაკი და ზოგი ისე გადააკეთებს მას რომ გამოცვლა ერთნაირად ადვილი ხდება მარცხენა და მარჯვენა მხრიდან. იცვლება დაფარვა და ასე შემდეგ. საიდან დაიწყოთ და სად გაჩერდეთ ეს თქვენი გადასაწყვეტია, მთავარია არ აჩქარდეთ კარგად ჩამოყალიბდეთ რა გინდათ და გონივრულად შეარჩიეთ აქსესუარები. მე უკვე მესამეჯერ ვცვლი ამის გამო ლულის მოწყობილობას ჩემ კარაბინზე, იმის გამო რომ თავიდან კარგად არ დავფიქრდი.

პროექტი “Vz58 Para”

Tuesday, February 18th, 2014

1782143_1455770821303457_613536803_n

არც ისე დიდიხანია მე ავტვირთე ბლოგზე სტატია ჩეხურ კარაბინზე Cz858/Vz58-ზე (შემოკლებულად “ვზორი”) სადაც მას ძალიან კარგი შეფასება მივეცი რაც არ არისს გასაკვირი, იმიტომ რომ იარაღი მართლაც კარგი გამოდგა მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ძალზედ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ამჯერად ჩვენი სტუმარია უკვე „სადესანტო“ Cz858, რომლის ერთადერთი განსხვავება სტანდარტულ მოდელისგან  არის დასაკეცი ლითონის კონდახი.

ამ იარაღზე კიდე ერთი სტატიის დაწერის მიზეზი არის ის, რომ ჩვენი სტატიის გმირი განსხვავდება როგორც სტანდარტული „ვზორისგან“ ასევე „სადესანტო“ მოდელისგანაც.

1655930_1531765117048031_621693058_n

როგორც სურათიდან ხედავთ, იარაღმა გარკვეული ცვლილებები განიცადა რომელზეც მინდა რომ მოგიყვეთ. ვიმედოვნებ ეს ინფორმაცია იქნება საინტერესო იმიტომ, რომ მინიმუმ ორ მაღაზიას აქვს უკვე შემოტანილი ეს კარაბინები და ის მეტ ნაკლებად გავრცელებული იარაღი უნდა გახდეს, თუმცა მე არ მაქვს ინფორმაცია შემოტანილი კარაბინების ზუსტ რაოდენობაზე.

ეს “სადესანტო ვზორი” პრაქტიკულად შემთხვევით შევიძინე. ნაცნობმა კონსულტანტმა მაღაზიაში შემომთავაზა მენახა ჩეხური “პოლუავტომატი”. მე ვერც მივხვდი რაზე მეუბნებოდა და ავყევი მაღაზიის მეორე სართულზე სადაც სტელაჟზე დალაგებული რამდენიმე უკვე ჩემთვის კარგად ნაცნობი “ვზორი” და მათ შორის ერთი ცალი იყო დასაკეცი კონდახით, რომელიც მე ასე მინდოდა მაგრამ ისე სწრაფად გაიყიდა ადრე რომ ყიდვა ვერ მოვასწარი. გადაწყვეტილებაც ეგრევე მიღებული იყო.  იარაღს, რომელიც მე შემომთავაზეს მოყვებოდა როგორც ყველას, საკონტროლო სამინზე. შეჯგუფება იყო საგრძნობლად მარცხნივ სამიზნის ცენტრიდან მაგრამ ჯგუფი იყო ძალიან პატარა. გამომდინაარე იქიდან, რომ სამიზნის გასწორება პრობლემას არ წარმოადგენდა მე ჩემი არჩევანი სწორედ მასზე გავაკეთე. შემდგომში გაირკვევა, რომ ემ არ შევცდი, კონკრეტულად ეს იარაღი აღმოჩნდება ყველაზე ზუსტი 7.62 კალიბრის იარაღი, რომელიც მე აქამდე მისვრია.  თუ ჩემი პირველი ვზორი პრაქტიკულად უცვლელი ჩაბარდა ახალ პატრონს ამ შემთხვევაში ჩანაფიქრი აბსოლუტურად განსხვავებული იყო, იმიტომ, რომ მე ვაპირებდი ეს კონკრეტული კარაბინი დიდ ხანს გამეჩერებინა არსენალში და ამიტომაც მე მსურდა ეს იარაღი გამხდარიყო უფრო მოსახერხებელი, ერგონომიული და პერსონალიზირებულიც. ისეთი, რომ ის ყოფილიყო გამორჩეული ყველა სხვა “ვზორისგან”. სესაბამისად ხანმოკლე პერიოდში ცივი ომის ამ არტეფაქტმა ჩემ ხელებში გარკვეული ცვლილებები განიცადა.

მოდიფიკაციების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

ახალი დაფარვა. კარაბინი დაიფარა Duracoat ტიპის საღებავით, აქიდან უმეტესობა ლითონის ნაწილების გახდა Magpul Flat Dark Earth ფერის, ხოლო პლასტმასის ფურნიტურა დაიფარა შავი ფერით.

ალის ჩამხშობი. ყველა ვზორს გააჩნია ლულის ბოლოს ხრახნები, რომლებიც დაცულია ხუფით. ხუფი ფიქსირებულია ზამბარიანი ფიქსატორით. შესაბამისად ის ადვილად იცვლება სხვა მოწყობილობით. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ამერიკული კომპანია AR-Gear-ის ალის ჩამხშობით ე.წ. “პკმ” მოდელით, რომელიც იგივე სახელის რუსულ ტყვიამფრქვევზე აყენია. დიდი ალბათობით ეს კომპანია უკვეთავს თავის პროდუქციას ჩინეთში მაგრამ სამაგიეროდ ფასი არის დაბალი ხოლო ხარისხი აბსოლუტურად მისაღები. ეს უკვე მეორე ასეთი მოწყობილობაა რომელიც მე მათგან შევიძინე და შედეგი ყოველთვის იყო კარგია. დავამატებ მხოლოდ, რომ ისინი ასევე წარმატებით იპარავენ სხვა მწარმოებლების დიზაინებს და სთავაზობენ მათ უფრო დაბალ ფასად. ამ ალის ჩამხშობის ფასი არის 24-28 დოლარი. გაითვალისწინეთ, რომ „ვზორს“ და იუგოსლავიური წარმოების „სკს“-ებს აქვთ ერთნარი ხრახნები ლულის მოწყობილობის დასაყენებლად (14X1 მარცხენა მიმართულებით).

„პიკატინის სამაგრი“. ბევრმა არ იცის მარტივი და იაფი ხრიკი, როგო აღიჭურვოს პრაქტკულად ნებისმიერი იარაღი პიკატინის სამაგრებით. საკმარისია იყიდოთ ცალკე საჭირო სიგრძის სამაგრი თავის ხრახნებით, დრელით გახვრიტოთ სტანდარტული ტიბჟირი და დააყენოთ ზედ სამაგრი. არ ხდება საჭირო ცალკე „ტაქტიკური“ ტიბჟირების კომპლექტის შეძენა. ასეთი კომპლექტს „ვზორისთვის“ უშვებს ისრაელში მდებარე კომპანია FAB Defense და ის 60-70 დოლარი ღირს. ჩვენ შემთხვევაში დაყენდა ერთი „მაგპული“-ს მოკლე სამაგრი, რომელიც იყიდება ხრახნებით კომპლექტში და 6-8 დოლარი ღირს. ასეთი მოდიფიკაციისას არის გასათვალისწინებელი რამდენიმე ნიუანსი. პირველ, რიგში ის რომ წინა ვერტიკალური სახელური არ შეიძლება იყოს ან ძალიან წინ (იმიტომ, რომ დენთის აირების კამერის წინ არის ორი ნახვრეტი საიდანაც ქვევით მიემართება ზედმეტი დენთის აირები) და არც ძალიან უკან, იმიტომ რომ მჭიდის მოსახსნელად ის უნდა გაწიოთ წინ და ისედაც გაღუნული ფორმის გამო, წინა სახელურმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ მჭიდის მოხსნა/დაყენებაში. სასურველია ამიტომაც მოკლე ან დასაკეცი სახელურის გამოყენება. ჩემი აზრით ასეთი სახელური არის სასურველი დანამატი, იმისთვის, რომ შესაძლებელია გახდეს ეფექტური სროლის წარმოება დაკეცილი კონდახით, თხელი და მოკლე ტიბჟირი არ გაძლევთ საშუალებას საიმედოთ მოკიდოთ წინა ხელი იარაღს ხოლო პოპულარული დღეს C-clamp ტექნიკა, რომელიც გულისხმობ მთლიანად ხელის მოკიდებს იარაღზე მუშაობს AR-15-ში ან იარაღებში რომლებიც აღჭურვილია ოპტიკით. „ვზორზე“ სამიზნე მოწყობილობები იმდენად დაბალია რომ ამ ტექნიკის გამოყენება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ სასურველია ტიბჟირის მოდიფიცირება რომ შესაძლებელია გახდეს იარაღის კონტროლი სროლის დროს. ასეთი იაფი მიდგომა რა თქმა უნდა არ მოგცემთ საშუალებას დააყენოთ ზედა ტიბჟირზე ოპტიკა მაგრამ შესანიშნავად გამოდგება სახელურის ან თუნდაც ფანრის დასაყენებლად. მე დავაყენე ATI-ს დასაკეცი სახელური (ფასი 18 დოლარი).

c-clamp1

ე.წ. C-clapm ტექნიკა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კონტროლს იარაღზე. სურათიდან კარგად ჩანს რატომ არ მუშაობს ეს ტექნიკა „ვზორის“ შემთხვევაში.

თუ თქვენ არც დრო, არც ფული და არც სურვილი არ გაქვთ რამეთი „ვზორი“ გააუმჯობესოთ, დამიჯერეთ რომ ტარის გამოცვლა არის აუცილებელი! ეს არის ყველაზე სასარგებლო მოდიფიკაცია, რომელიც შეიძლება „ვზორს“ ჩაუტაროთ. მოკლე და ვიწრო ორიგინალური ტარი აქ შეიცვალა FAB Defense-ის მიერ გამოშვებული შავი პლასტმასის ტარით. გარდა იმისა, რომ ამან მნიშვნელოვნად გაზარდა ერგონომიკა ასევე ტარის შიგნით არის განყოფილება სადაც შეიძლება შეინახოთ დამატებითი ელემენტები ან თუნდაც სათადარიგო 4-5 ვაზნა.

წვრილმან გაუმჯობესებებს რაც შეეხება, კარაბინზე დაყენდა ერთ-წერტილიანი ნეილონის შავი ქამარი და ასევე წინა სამიზნე მოწყობილობა შეიღება ღია სტაფილოს ფერში. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ როგორც ყველა „იმ ეპოქის“ საბჭოთა და მათი მოკავშირეების იარაღებზე სამიზნე მოწყობილობები გამოსადეგია მხოლოდ მზიან ამინდში სტატიკურ სამიზნეებზე სასროლად. უფრო რადიკალური ვარიანტია უკანა სამიზნე მოწყობილობის სამიზნე ღარის გაფართოვება რაც ოდნავ გაზრდის დამიზნების სისწრაფეს. მე მიმაჩნია, რომ საკმარისია “მუშკის” ღია ფერში შეღებვა. ეს სერიოზულად გაზრდის დამიზნების სისწრაფეს. ასეთი რამეებისთვის მე ვიყენებ Revell-ის საღებავებს, რომელსაც იყენებენ ავიამოდელისტები და რომელიც იყიდება დიდი დიღმის “გუდვილში”. ერთი პატარა ქილა 4 ლარი ღირს მაგრამ ის ძალიან დიდხანს გეყოფათ.

რაც შეეხება ლითონის დასაკეც კონდახს, მისი კონსტრუქციის პლიუსებია, რომ ის არის ძალიან მყარი, მარტივი, მსუბუქი და კომპაქტური. ის იკეცება მარჯვენა მხარეს, რაც გარკვეულ წილად ართულებს საკეტთან და მცველთან მუშაობას მაგრამ სამაგიეროდ დაკეცილი კონდახით, კარაბინის მარცხენა მხარე პრაქტიკულად ბრტყელია რაც უზრუნველყოფს მის კომფორტულ ქამარზე ტარებას. გაითვალისწინეთ, რომ „ვზორებზე“ პლასტმასის კონდახიც და დასაკეციც, ურთიერთცვლადია და მაგრდება ჩარჩოზე ერთი დიდი ხრახნით. საქართველოში ექსპლუატაციისას ამ დეტალს უკნიდან აკრავდნენ სქელი რეზინის ფირფიტეებს (ამოჭრილებს ფეხსაცმლის ძირისგან), რაც ზრდიდა კომფორტულობას და ოდნავ აგრძელებდა კონდახს. ასევე შესაძლებელია კონდახის გადახვევა რამე სქელი გამძლე ნაჭრით რაც შეცვლის სალოყეს.

P1030296

ზედმეტად წინ გამოტანილი “მაგპულის” სამაგრი და ისრით ნაჩვენებია ნასვრეტი დენთის აირებისთვის. რა ძალით გამოდის იქიდან დენთის აირების ნარჩენები უცნობია, მაგრამ მეეჭვება ვინმემ მოინდომოს ეს საკუთარ ხელზე შეამოწმოს. 

გამომდინარე იქიდან, რომ დასაკეცი კონდახის ჩამკეტი მექანიზმი შესრულებულია დასაკეც მექანიზმთან ერთად ეს თეორიულად ხდის შესაძლებელს ზედმეტად თხელი და მოკლე კონდახი უბრალოდ გადაჭრათ და დაადუღოთ ზედ უფრო მოსახერხებელი ფორმის კონდახი. გამომდინარე იქიდან რომ მთელი კონდახი თავისი ჩამკეტით და საკეტით იხსნება ჩარჩოსგან, შესაძლებელია გამოჩარხვა გადამყვანის რაიმე სხვა კონდახისთვის, მაგალითად AR15-ის ტელესკოპური კონდახის დასაყენებლად თუმცა სიმართლე გითხრათ ტელესკოპური კონდახი ჩემი აზრით გამოყენებადია მარტო AR15-ის ოჯახის იარაღებზე გამომდინარე იქიდან, რომ კონსტრუქცია იარაღის არ იძლევა საშუალებას გვერძე დასაკეცი კონდახის დაყენების. ჩემი აზრით ის რაც აყენია სადესანტო „ვზორზე“ ადეკვატურია და საკმარისია ამ ტიპის იარაღისთვის. სროლისას რკინის კონდახს არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია, თუმცა სალოყეს არ არსებობა ქმნიდა გარკვეულ პრობლემებს. ასევე სერიოზული ნაკლოვანება არის ის რომ ღილაკი, რომელიც ათავისუფლებს კონდახის საკეტს ითხოვს დიდ ძალას მასზე დაჭერისას, რის გამოც კონდახის ერთი ხელით სწრაფი გახსნა დაკეცვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ნაკლოვანებებს მე ასევე მივაწერდი, ზედმეტად პატარა სამიზნე მოწყობილობებს, მოკლე და ვიწრო ტარს, საკმაოდ მოუხერხებელია „ვზორი“ იმათთვის ვინც მარცხენა მხრიდან ისვრის. ეს იარაღი უბრალოდ არ არის გათვლილი ცაციაზე. დანარჩენში ეს იარაღი იმსახურებს უმაღლეს შეფასებებს.

 მიუხედავად ამისა უნდა ავღნიშნო, რომ იარაღის კონსტრუქცია იძლევა საშუალებას ცაციაზე მორგების. საკეტი ისეთია, რომ გადასატენი სახელურის დაყენება შესაძლებელია მარცხენა მხრიდან თუმცა ამავე დროს, მარცხენა მხრიდან სროლისას ჩვეულებრივი საკეტის ოპერირება უფრო მოსახერხებელია თუ სახელური მას აქვს მარჯვნივ. ასევე მასრების ექსტრაქცია ხდება ზევით, 12 საათის მიმართულებით რაც აბსოლუტურად გამორიცხავს მასრის სახეში მოხვედრას. სიმართლე გითხრათ მე წლებია ვისვირ კალაშნიკოვის კლონებს მარცხენა მხრიდან და სახეში არასდროს არაფერი არ მომხვედრია. ამ შემთხვევაში ჩემთვის პრობლემას ქმნის უფრო ის ფაქტი, რომ ტარებისას საღვედეების განლაგება “ვზორზე” მოუხერხებელია ცაციებისთვის. არც მჭიდის ჩამალული ღილაკი არ არის მოსახერხებელი, მაგრამ მასზე დაჭერა შესაძლებელია მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით.

P1030295

“ღია” დიზაინი პრაქტიკულად გამოირცხავს მასრის გაჭედვას, ხოლო დაბრკოლებაც თუ ის წარმოიშვა ვაზნის მიწოდების ან ექსტრაქციის დროს  ადვილი აღმოსაფხვრელი იქნება. 

არ შეიძლება კვლავ არ გავამახვილო ყურადღება ამ იარაღის ფასზე. წინა სტატიაში ამ საკითხზე ხაზის გასმას მოყვა ის რომ ერთ-ერთ ფორუმზე მე რეკლამა დამაბრალეს ამ იარაღის. ბატონები მე რეკლამას არავინ არ მიკვეთავს მაგრამ ჩემი აღრთოვანება გასაგებია. იმის ფონზე რა ფასად იყიდება „საიგების“ ტაქტიკური მოდიფიკაციები, მაღაზიაში ანალოგირი (უკეთესი) იარაღის შეძენა ორჯერ, სამჯერ დაბალ ფასში არის მართლაც შესანიშნავი რამ. მე ვრჩები ჩემ აზრზე რომ ფასი-ხარისხის შეფარდებით, „ვზორი“ ჯობია ყველაფერს რაც აქამდე საქართველოში ოდესმე გაყიდულა.

მესმის, რომ მჭიდები პრაქტიკულად არ იშოვება (ვზორს კომპლექტში ორი ცალი მოყვება), და „საიგებისგან“ განსხვავებით „ვზორზე“ არ არის ოპტიკის სამაგრი, მაგრამ მაინც 1300 ლარად მე ამაზე თვალს უპრობლემოდ დავხუჭავ. სამაგიეროდ „ჩეხი“ რუსთან შედარებით უფრო კომპაქტურია, მსუბუქია, ერგონომიულია და უნდა ვივარაუდოთ უფრო ზუსტიც არის, იდენტური საიმედოობის პირობებში.

რატომ აქვს “ვზორს” მეტი თანდაყოლილი სიზუსტე ვიდრე ვთქვათ კალაშნიკოვის კლონებს? ტესტირების ვიდეო კლიპები, რომლებიც არსებობს ინტერნეტშიო ადასტურებენ რომ მუხედავათ სროლის უფრო მაღალი ტემპისა და დაბალი მასის გამო  ”ვზორი” უფრო ეფექტურია ჯერებით სროლისას ვიდრე საბჭოთა  АКМ.  უფრო მაღალ სიზუსტეს ასევე ადასტურებენ ისინიც ვინც ამ იარაღით მსახურობდა საქართველოში.შეიძლება ვივარაუდოთ რომ, რესივერი დამზადებული მთლიანი რკინის ნაჭრისგან ფრეზირების მეთოდით არის უფრო მყიფე. სასხლეტი არის საკმაოდ კარგი, ავტომატიკა მუშაობს უფრო რბილად და იყენებს მოკლე სვლას. საკეტი უფრო ნაკლებს იწონის და ზოგადად მოძრავი ნაწილების მასა უფრო ნაკლებია. ეს თეორიულად ნიშნავს, რომ “ვზორი” უფრო ნაკლებად საიმედოა ვიდრე “კალაშნიკოვი” მაგრამ უნდა ვივარაუდოთ რომ ამ თეორიულ სხვაობას არანაირად არ იგრძნობს ამ იარაღის სამოქალაქო მომხმარეებელი. გარდა ამისა  სიმართლე გითხრათ გარედანაც და შიგნიდანაც “ვზორი” უფრო სუფთად არის დამზადებული ვიდრე ნებისმიერი “საიგა” რომელიც მე მინახავს. შესაბამისად ის უფრო მიმზიდველიც უნდა იყოს მყიდველისთვის ჩემი აზრით.

cntermass762

სწრაფი ორ-ორი გასროლები 15 მეტრიდან. უკუცემა არის რბილი, ლულა პრაქტიკულად არ დახტის. ეფექტურობა სროლის მაღალია. ას მეტრზე სროლისას მუხლიდან სტანდარტული 122 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით,  ჯგუფების სიგანე იყო საშუალოდ 9სმ. უკეთეს პირობებში უდაოდ შესაძლებელია უკეთესი სიზუსტის მიღება. 

 კალიბრს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ „ვზორი“ არსებობდა ასევე კალიბრებში 7.62X51, 9mm Para, 5.56NATO/.223 Rem) მე მომწონს „ვზორი“ ორიგინალურ კალიბრში, 7.62Х39. ეს კარგი ვაზნაა ახლო და საშუალო მანძილებზე სასროლად. არც მის ტერმინალურ ეფექტურობაში ეჭვი არავის არ ეპარება.  ჩეხური კომპანია СSA უშვებს ასევე ამ იარაღის მოდიფიკაციას კალიბრში .223 რემ, მაგრამ აქ უკვე ბატონობს AR15-ის ოჯახი და “ვზორი” მათ კონკურენციას ვერ გაუწევს. ის კარგია სწორედაც რომ “7.62″ ვერსიაში, როგორც კომპაქტური თავდაცვითი კარაბინი. დასაკეცი კონდახის წყალობით ის უფრო კომპაქტურია ვიდრე AR15.   “ვზორი” ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა “კონვერსიული” (წარსულში სამხედრო) იარაღი ვერ იმუშავებს საიმედოდ რბილ თავიანი ან ექსპანსიური ტყვიებით აღჭურვილ ვაზნებთან ამიტომაც სასურველი ვაზნის ტიპი არის მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით აღჭურვილი.

რეკლამა იქეთ იყოს და Cz858 არის ერთ-ერთი საუკეთესო ამ ტიპის იარაღი თუ არა ყველაზე საუკეთესო, რომელიც თბილისში მაღაზიებმა შესთავაზეს მომხმარებლებს. სკს-ის ფასად (ისიც თუ გაგიმართლად იმიტომ, რომ სკს-ის ქართველ პატრონებს გონიათ რომ აქვთ საკოლექციო რარიტეტული სუპერ-პუპერ იარაღი და გაბერილ ფასებს ადებენ გაყიდვისას კარაბინებს) ღებულობთ პრაქტიკულად სრულფასოვან  ”საიერიშო შაშხანას” პრაქტიკულად ახალ მდგომარეობაში. თან “სადესანტო” ვარიანტის შეძენა უკვე შესაძლებელია 1300 ლარად, რამდენიმე თვის წინ ის 1500 ლარი ღირდა. როგორ მოიქცევა ეს იარაღი გრძელვადიანი ექსპლუატაციის პირობებში ჯერ რა თქმა უნდა უცნობია თუმცა მის ბიოგრაფიას თუ გავითვალისწინებთ არ მგონია რამე პრობლემები წარმოიშვას. ჩემთვის ცნობილია რომ საქართველოში ‘ვზორებიდან” ისროდნენ რამდენიმე ათეულ ათას ვაზნას  (20-30 ათასი, თუმცა ბოლომდე გადაუმოწმებელია) სანამ იარაღს დასჭირდებოდა რემონტი. ჩვენ განკარგულებაში არის ორი „ვზორი“, ერთიდან ნასროლია სამას ვაზნამდე ყოველგვარი დაბრკოლების და პრობლემების გარეშე. რა მოხდება მერე პრაქტიკა გვაჩვენებს.

 მე ძალიან მიყვარს და მომწონს ჩემი AR15, რომელსაც “ვზორს” ვერ შევადრი. AR-15 ტაქტიკურ კარაბინებში არის, როგორც ფორმულა ერთის ბოლიდი, სუპერ-კარი, კარაბინი ეტალონური სიზუსტით, სროლისუნარიანობით და ერგონიმიკით,  მაგრამ ‘სადესანტო ვზორმაც” დაიკავა ადგილი ჩემ არსენალში და ალბათ კარგახანს გაჩერდება მანდ. თუ ოდესმე გიფიქრიათ კარაბინის შეძენა გასართობი სროლისთვის, თავდაცვისთვის ან უბრალოდ “для души”  არც დაფიქრდეთ და იყიდეთ ეს იარაღი. ჩემი აზრი ამ იარაღზე უცვლელი რჩება.

P1030294

AR15 და Cz858, სხვაობა სიგრძეში აშკარად ჩანს.

Vzor 58/Cz 858 გამადიდებელი შუშის ქვეშ

Sunday, December 15th, 2013

P1020515

სიმართლე გითხრათ სანამ მე პირველად ამ იარაღს ხელში დავიჭერდე მე პრაქტიკულად არაფერი კონკრეტული არ ვიცოდი მის შესახებ. ერთადერთი ტექნიკური დეტალი ჩემთვის ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ჩეხურ ავტომატს ქონდა ფრეზირებული რესივერი, რაც განსხვავდებოდა “შტამპოვკის” და შედუღების მეთოდით დამზადებული “კალაშნიკოვებისგან”. გარდა ამისა რა თქმა უნდა მე ვიცოდი, რომ კალიბრი იყო საბჭოთა 7.62Х39 და ეს იარაღი კარგახანი იყო ჩეხოსლოვაკიის არმიის შეიარაღებაში. მეტი არაფერი ჩემთვის ცნობილი არ იყო.

ამიტომაც მე წარმომედგინა „ვზორი 58“ (ჩეხურად „მოდელი 58“), როგორც მსხვილი მძიმე ჩეხური „კალაშა“, მასიური ფრეზირებული რესივერით, მაგრამ რაც მე ხელში დავიჭირე იყო პატარა, მსუბუქი პრაქტიკულად სათამაშო იარაღი. კი მაგრამ ეს არის ის „ვზორი“ რომელზეც იძახიან რომ „კალაშნიკოვზე“ უკეთესია? კი მაგრამ რით? ერთი შეხედვით არანაირი აშკარა უპირატესობა არ ჩანდა. სამჯერ ვიყავი მისული მაღაზიაში “ვზორის” საყიდლად. ერთხელ გადავიფიქქრე და გამოვედი. მეორეჯერ ავარჩიე კონკრეტული კარაბინი, მაგრამ გამყიდველმა მირჩია შემოწმება და 5 ვაზნის დახურულ ტირში გასროლა “რომ მერე არ ყოფილიყო პრობლემები”. თავისთავად ახალი იარაღი ასეთი პირობებით არ უნდა იყიდებოდეს მაღაზიაში. თუ ახალ იარაღზე რამე პრობლემაა, მაღაზია ვალდებულია ის დაიბრუნოსს და გამოცვალოს ან დაგიბრუნოთ ფული, მაგრამ მე უკვე მიჩვეული ვარ ასეთ რამეებს ასე, რომ დავეთანხმე 5 ვაზნის გასროლა. პირველი გასროლა იყო კარგი, მეორეზე მასრა ვერტიკალურად გაიჭედა საკეტსა და რესივერს შორის. ვერ ვიტყვი, რომ ეს დაბრკოლება სერიოზულია. დიდი ალბათობით რკინის მასრის და ტაოტიანი სავაზნის კომბინაციამ გამოიწვია ეს მაგრამ ასევე “ფეჩის ღუმელი” (ასე ქვია ასეთ დაბრკოლებას) შეიძლება მეტყველებდეს სხვა პრობლემებზეც. მაგალითად დეფექტური ექსტრაქტორი ან ეჟექტორი, სუსტი ექსტრაქტორის ზამაბარა და ასე შემდეგ. ამიტომაც იარაღი მე გადავდე და მაღაზიიდან ხელცარიელი გამოვედი. იმ დღესვე დავბრუნდი, ავარჩიე სხვა, ვისროლე 5 ვაზნა და მეორე დღეს “ვზორი” უკვე ჩემთან სახლში იყო.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი შთაბეჭდილება არ იყო დადებითი, გამომდინარე იარაღის ფასიდან და იმ ფაქტიდან, რომ ეს იქნებოდა ერთადერთი შანსი „ვზორის“ გაცნობის და სტატიის მომზადების და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ამიტომაც ეხლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ეს სტატია წაიკითხოთ.

1vz

ჩეხები ყოველთვის იყვნენ ცნობილები თავისი იარაღის ოსტატებით და კონსტრუქტორებით, რომლებმაც დატოვეს შესამჩნევი კვალი იარაღის წარმოების ისტორიაში. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ როდესაც საქმე მიდგა უნიფიცირებულ შეიარაღებამდე, მათ განსხვავებული გზა აირჩიეს და ამის შედეგად გაჩნდა საკმაოდ საინტერესო სისტემები. პისტოლეტები, ჩზ52, ჩზ82, ჩზ75,  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “სკორპიონი”  და რა თქმა უნდა Vz 58. თავის მხრივ Vz58 50-ნი წლებიდან სსრკ-ს დაშლამდე იყო ჩეხოსლოვაკიის არმიის შეიარაღებაში. იარაღის იწარმოებოდა “ჩეშსკა ზბროიოვკას” მიერ 1984 წლამდე რა პერიოდშიც გამოშვებული იყო 920 000 ცალი ავტომატი.  არსებობდა ამ ავტომატის სამი მოდიფიკაცია, სტანდარტული, დასაკეცი კონდახით (სადესანტო) და მოდელი განკუთვნილი ღამის ოპტიკური სამიზნის გამოყენებისთვის.

 

jiri cermak

“ვზორის” კონსტრუქტორი ჩეხი ჟირი(ირჟი) ჩერმაკი. ის იყო 33 წლის როდესაც მან შექმნა ეს იარაღი. ამისთვის მას დაჭირდა სულ რაღაც 2 წელი.

სამოქალაქო ბაზარზე ყოველთვის არსებობდა მოთხოვნა საარმიო იარაღზე, რომელიც მორგებული იქნებოდა სამოქალაქო მომხმარებლისთვის და „ვზორის“ რამდენიმე კომერციული ვერსია არსებობს. CZH 2003 Sport, სტანდარტული და მოკლე ლულებით. CZ 858 Tactical, იარაღები აწყობილი ახალი სამხედრო ავტომატების ნაწილებისგან მას მერე რაც სამხედრო  „ვზორების“ წარმოება შეწყდა. ასევე FSN-ის რამდენიმე მოდელი გრძელი და მოკლე ლულებით. CSA vz. 58 Sporter, რომელსაც უშვებს  Czech Small Arms და არა СZ და ასევე კიდე ერთი მოდელი, რომელსაც უშვებს პატარა კომპანია (ისევ ჩეხური)  Highland Arms. აქიდან ალბათ CZ 858 არის ყველაზე ახლოს სამხედრო „ვზორთან“ და ტესტირებისთვის ჩვენ სწორედ ეს იარაღი შევიძინეთ.  ის პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდება სამხედრო ვზორისგან გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა Cz 858 არ ისვრის ჯერებით.

Sa_vz_58-1222

ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნით აღჭურვილი სამხედრო “ვზორები”. 

ჩეხოსლოვაკიის (შემდგომ ჩეხეთის და სლოვაკიის) გარდა აღნიშნული იარაღი ასევე მოხვდა აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის 18 ქვეყნის შეიარაღებაში რაც არც ისე ცოტა არის.

„ვზორი“ ძალიან წააგავს კალაშნიკოვის ავტომატს, მაგრამ რეალურად მათ საერთო თითქმის არაფერი არ აქვთ გარდა კალიბრისა და „ვზორის“ ტექნიკური აღწერილობის წაკითხვის და სურათების ნახვის შემდეგ ამაში ადვილად დარწმუნდებით.  ავტომატი იყენებს დგუშის მოკლე სვლას, როდესაც დგუში არ არის გადაბმული საკეტის ჩარჩოსთან (წააგავს სკს-ს და სვდ-ს კონსტრუქციას) და მას გააჩნია საკუთარი დამაბრუნებელი ზამბარა. იარაღი არ იყენებს ჩახმახს, ამის მაგივრად ის აღჭურვილია დმარტყმელით და ნემსათი. დამრტყმელი ცილდება საკეტს ხოლო მოკლე ნემსა არის საკეტში ჩაყენებული. გამომდინარე იქიდან, რომ ნემსა არის მოკლე, დამრტყმელი არის მსხვილი ფოლადის დეტალი ხოლო მოძრავი დეტალები ცოტაა უნდა ვივარაუდოთ რომ ეს სისტემა იქნება პრაქტიკულად უკვდავი. საკეტი იყენებს ორიგინალურ ჩაკეტვის სქემას, რომელიც წააგავს გამოყენებულს პისტოლეტში ბერეტა 92. საკეტის გახსნა მიიღწევა სპეციალური ჩამკეტით, რომელიც მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში და ზემოქმედებს სესაბამის ბჯენებთან რესივერში.  დამაბრუნებელი და დამრტყმელის ზამბარები მრავალძარღვიანია და ხვეული, რის გამოც მათი სიცოცხლის ციკლი უნდა ვივარაუდოთ არის საკმაოდ დიდი.

vzgas

“ვზორის” დენთის აირების სისტემა (დეტალები გასაწმენდია)

იარაღის ფოლადის დეტალები საკმარისად დაცულია. იარაღის ფოსფატირებულია და დაფარულია სქელი მოლურჯო ფერის ლაკით. კოროზია პრაქტიკულად გამორიცხულია. დგუში, საკეტის დეტალები და ლულა ქრომირებულია. ლულის სიგრძე 390მმ, ხრახნების ბიჯი არის 240 (მარჯვენა მიმართულებით).

P1020481

ასეთ კომპლექტაციაში იყიდება ჩზ 858. მუყაოს ყუთი, კარაბინი, ორი მჭიდი, პრიმიტიული ამარი, ფოლადის დასაშლელი შომპოლი, ზეთის ბოთლი, მისროლის სამიზნე, გარანტია და ინსტრუქცია.

რაც არ მომწონს „კალაშნიკოვში“ არის მისი დაშლის გართულებული ალგორითმი. თუნდაც რესივერის ხუფის დახურვა ან დენთის აირების მილის მოხსნა. სულ გიწევს წვალება და ჩალიჩი. ჩეხური ავტომატი ამ მხრივ ბევრად უკეთესია. ხუფიც და დენთის აირების მილიც დამაგრებულია ორი შტიფტით. დააჭირეთ მას თითი, გადმოწიეთ გარეთ და მოხსენით საჭირო დეტალები. ეს გაცილებით მარტივი და მოსახერხებელია ვიდრე წვალება “კალაშნიკოვის” ზამბარიან ღილაკთან და ბერკეტთან, რომელიც ათავისუფლებს დენთის აირების მილს. იგივე ეხება შემდგომი დაშლის პროცედურებს. დამრტყმელის და დამაბრუნებელი ზამბარები დამაგრებულია ხუფზე. საკეტი შედგება სამი ნაწილისგან. საკეტის ჩარჩოსგან, საკეტის გულისგან და ჩამკეტისგან, რომელიც უზრუნველყოფს საკეტის გახსნა-ჩაკეტვას. საკეტის სახელური არ არის ბრტყელი, ნამგალის ფორმის  როგორც “კალაშნიკოვზე” არამედ არის ცილინდრული როგორც სკს-ზე და ამიტომაც გაცილებით მოსახერხებელია.

vzbolt

საკეტი დაშლილი. შავი ფერის ცილინდრი არის დამრტყმელი, მისი მეორე ნაწილი (“ნემსა”) საკეტის გულშია მოთავსებული. 

მცველს რაც შეეხება ის არის შესრულებული როგორც მარტივი გადამრთველი. ერგონომიკის თვალსაზრისით ის არ არის სრულყოფილი მაგრამ ბევრად უკეთესია ვიდრე კალაშნიკოვის მცველი, რომელიც მოპარულია გასული საუკუნის დასაწყისში წარმოებული ამერიკული კარაბინებიდან. „ვზორის“ მცველის ჩართვა გამორთვა შესაძლებელია ერთი თითით რაც ხშირად შეუძლებელია კალაშნიკოვზე.

vzsafety

მცველი

რაც შეეხება მჭიდის ღილაკს ის დამალულია და თუ მარცხენა ხელით მას ადვილად წვდებით, მარჯვენა ხელით მჭიდის ღილაკზე დაჭერა უკვე რთულია. ამავე დროს უნებლიედ მასზე დაჭერა ამის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია.

მჭიდი გავს კალაშნიკოვის მჭიდს მაგრამ არის უფრო მსუბუქი იმიტომ რომ დამზადებულია ალუმინისგან და ამავე დროს აქვს ისეთი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მიმწოდებლის ზემოქმედებას საკეტის შემაკავებელთან. დიახ, ბოლო გასროლის შემდეგ საკეტი რჩება ღია. კიდევ ერთი უპირატესობა კალაშნიკოვთან შედარებით. გარდა ამისა მჭიდის ზედა ნაწილი შიგნიდან მოპირკეთებულია ფოლადის ფირფიტით, რაც მჭიდის კოსნტრუქციას უფრო მყარს ხდის.

magvzsaiga

საიგის, კალაშნიკოვის მჭიდები არ მიდის “ვზორზე” და შეუძლებელია მათი გადაკეთებაც. სურათიდან კარგად ჩანს რატომ. “ვზორის” მჭიდი “საიგის” მჭიდის ქვეშ არის. 

სამიზნე მოწყობილობები იმ დროის საუკთესო ჟანრის საბჭოთა ტრადიციების მიხედვით არის პატარა, ძნელად ხილვადი და მინიატურული. უკანა სამიზნე მოწყობილობა დაყოფილია 800 მეტრამდე სასროლად, ისევე როგორც სამხედრო „ვზორზე“. დანაყოფი U არის იგივე რაც П  საბჭოთა/რუსულ იარაღზე ანუ შეესაბამება 300 მეტრიან დისტანციას და გამოიყენება 400 მეტრამდე სროლისთვის.

sightvz

უკანა სამიზნე მოწყობილობა. რამდენადაც მარტივი და გამძლე იმდენად რთული დასამიზნებლად. 

50-ნი წლების იარაღი იყო ძალიან უშნო. ეს იყო პერიოდი, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქმნებოდა იაფი, ტექნოლოგიური იარაღი, რომლის წარმოება მომდევნო მსოფლიო ომის დროს იქნებოდა ადვილი, მასიური და იაფი. აღნიშნული განაპირობებდა დაბალ ერგონომიკას და ხშირად ძალიან უცნაურ დიზაინს. „ვზორი“ 50-ების ტიპიური წარმომადგენელია.

კონდახი და სახელური ამ იარაღის სუსტი წერტილები. კონდახი არის მოკლე და მოუხერხებელი, ასევე მოკლე და მოუხერხებელი არის ტარი. კონდახი, ტარი და ტიბჟირის ორივე ნახევარი დამზადებულია ბაკელიტისგან (ადრეული პლსტამასა).

როდესაც ყიდულობ ფაქტობრივად სამხედრო იარაღს, რომელიც რამდენიმე ათწლეული მსახურობდა, იცი რომ ყიდულობ საიმედო იარაღს. იმიტომ რომ ნებისმიერი კონსტრუქციული სისუსტე/ნაკლი ეგრევე გამოვლინდება და გამოსწორდება. სამწუხაროდ სამოქალაქო იარაღის ბაზარზე ხისტი კონკურენციის პირობებში მწარმოებლები ჩქარობენ ახალი მდელების გაყიდვაში გაშვებას და ამიტომაც ხშირია ე.წ. “რეკოლის” შემთხვევები, როდესაც მაგალითად მწარმოებელი ატყობინებს მყიდველებს რომ: “უი უი, ჩვენ დავადგინეთ, რომ ჩვენ იარაღში შეიძლება მცველის ზამაბარა გატყდეს და იარაღმა შეიძლება თავისით გაისროლოს. გთხოვთ დაგვიბრუნოთ იარაღი რემონტისთვის ან გამოცვლისთვის”. ეს ცხადია არ არის სასიამოვნო მაგრამმ დაბრუნება შესაძლებელია ნორმალურ ქვეყანაში სადაც წესიერი დილერებია, ჩვენთან კიდე სადაც გთხოვენ გაისროლო 5 ვაზნა რომ მერე “პრეტენზიები არ გქონდეს” ასეთი “რეკოლი” ნიშნავს სერიოზულ პრობლემას. “ვზორის” შემთხვევაში და ზოგადად სამხედრო სისტემების ასეთი პრობლემა ნაკლებად მოსალოდნელია ვინაიდან მათი კონსტრუქცია მუდმივად იხვეწებიოდა წლების განმავლობაში. მაგალითად ჩეხური ავტომატის ექსპლუატაციის ადრინდელ ეტაპზე აღმოჩნდა რომ სწრაფ ტემპში სროლისას ხდებოდა ვაზნების სავაზნეში თვითაალება, რისი მიზეზიც იყო დენთის ცხელი აირების მოხვედრა/გაონვა სავაზნესთან რაც ზრდიდა მის ტემპერატურას. ბუნებრვია ყველა ასეთი პრობლემა რომელიც ვლინდებოდა “ვზორის” მძიმე საარმიო ცხოვრების განმავლობაში შემდგომ სწორდებოდა. უკვე 90-ან წლებში Vz58 უნდა შეცვლილიყო ახალი შაშხანით CZ2000, მაგრამ არასაკმარისმა დაფინანსებამ ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა და 2011 წლიდან ჩეხეთის შეიარაღებული ძალები უკვე ღებულობენ ახალ იარაღს CZ 805 BREN-ს.

vzusm

“ვზორის” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. მარტივი, მუშა და საიმედო.  

რაც შეეხება სროლას, აქ ვიყო ობიექტური გამიჭირდება. ყველა ძალიან სუბიექტურად აღითქვავს სხვადასხვა იარაღებს. მაგალითად მე ეს იარაღი მომწონს. მას აქვს ყველა სენი სამხედრო (საბჭოთა) იარაღის, არაადეკვატური სასხლეტი და სამიზნე მოწყობილობები და საკითხავი ერგონომიკა. მაგრამ, ამავე დროს იწყებ დაფასებას ამ იარაღის მსუბუქი წონის და მცირე გაბარიტების. იარაღი ადვილია სათრევად ტყეში. ის არ ედება არაფერს, არც ტოტებს და არც აღჭურვილობას, ბუმბულივით მსუბუქიც არის. აფასებ ბევრად უფრო მოსახერხებელ მცველს და ასევე საკეტის ღიად დატოვების საშუალებას ბოლო ვაზნის გასროლისას. მჭიდების ავსება ადვილია, იმიტომ რომ შესაძლებელია სტანდარტული 10 ვაზნიანი “კლიპების” გამოყენებით მჭიდის ავსება მისი მოხსნის გარეშე, კიდევ ერთი უპირატესობა “კალაშნიკოვთან” შედარებით.

P1020523

ჩემი აზრით ე.წ. “კლიპების” გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელია. “ვზორის” შემთხვევაში 30-ნი მჭიდები ადვილად ივსება 10 ვაზნიანი “კლიპებიდან” იარაღიდან მისი მოხსნის გარეშე. 

სასხლეტს რაც შეეხება, მას გრძელი სვლა აქვს მაგრამ ამავე დროს ის რბილია. ყველაზე დიდი პრობლემა არის რომ სასხლეტს აქვს გრძელი “რესეტი” რაც სერიოზულად აფერხებს სწრაფ სროლას, მაგრამ ამას ეხლა წერს ადამიანი რომელიც განებივრებულია AR15-ის მოდიფიცირებული სასხლეტით ასე, რომ შეგიძლიათ ჩემი ამ შენიშვნის იგნორირება. სასხლეტის თემა რომ დავხუროთ ვიტყვი რომ ის არ არის ცუდი ასეთი კლასის იარაღისთვის. უკუცემის აღთქმაც ძალიან სუბიექტურია, მაგრამ ჩემი აზრით “ვზორს” აქვს ძალიან რბილი უკუცემა და უფრო მცირე ვიდრე ნებისმიერ “კალაშნიკოვის” კლონს. მაგრამ აქაც გავიმეორებ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლულაზე შესაძლებელია კომპენსატორის/ალმქრობის/ლულის მუხრიჭის დაყენება, შესაძლებელია უკუცემის და ლულის ხტომის კიდე უფრო შემცირება.  სროლისას ვაზნების ექსტრაქცია ხდება ზევით რაც ერთის მხრივ გამორიცხავს ცაციას სახეში ან გვერძე მდგომ მსროლელში ცხელი მასრების მოხვედრას.  სტატიის დაწერის მომენტამდე გასროლ იქნა დაახლოებით 120 ვაზნა, ყოვლეგვარი დაბრკოლების გარეშე.  სროლის მანძილები მოკლე იყო და რაიმე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. იარაღი მისროლია ქარხნის პირობებში და მას მოყვება ამის დამადასტურებელი საკონტროლო სამიზნე. ჩვენი დაკვირვებით საველე პირობებში სროლისას სიზუსტე შეადგენს 4.5-სმ-ს 50 მეტრზე. ყველა მსროლელმა აღნიშნა, რომ უკუცემა არის სუსტი და იარაღი მთლიანობაში საკმაოდ მოხერხებულია. ინტერნეტში აღნიშნავენ, ვისაც აქვს შედარების საშუალება რომ ჩეხი უფრო ზუსტია ვიდრე “საიგა” მაგრამ ამის დადასტურება ან უარყოფა ჩვენ არ შეგვიძლია. ჯერ.

muzvz

ლულის დაბოლოება დაცულია ხუფით. მოხსენით ის და ადვილად დააყენებთ სხვა უფრო ეფექტურ მოწყობილობას. (ხრახნის ტიპი მარჯვენა მიმართულებიანი,  14 x 1). 

როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი რჩება ღია (საკეტის ღიად დატოვება შესაძლებელია ასევე ღილაკის დაჭერით რესივერს ქვეშ).

magrel1

საკეტის შემაკავებლის ღილაკი და მჭიდის ღილაკი

როდესაც საკეტი რჩება ღია, ამას ეგრევე ხედავთ და გრძნობთ და შედეგად არ გიწევთ ცარიელ სავაზნეზე ჩახმახის დარტყმა და ასე გარკვევა რომ ვაზნები დამთავრდა (როგორც “კალაშნიკოვში”).   შემდეგ შეგიძლიათ გამოცვალოთ მჭიდი ან ზევიდან “კლიპის” საშუალებით ის აავსოთ იარაღიდან მისი მოხსნის გარეშე. ძალიან მოსახერხებელია, ძალიან ჭკვიანურია. სროლების დროს მე ეს იარაღი უფრო და უფრო მომწონდა.  საიმედო, საკმარისად ზუსტი, უფრო მოსახერხებელი ვიდრე “კალაშნიკოვი”, უფრო მსუბუქიც და ძალიან თხელი და კომპაქტური. და ეს ყველაფერი სულ რაღაც 1300 ლარად! არ მეგონა თუ თბილისი რომელიმე იარაღის მაღაზია ამდენად სასიამოვნო შენაძენს უზზრუნველყოფდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ეს შესანიშნავი და საყვარელი იარაღი იყიდება სულ რაღაც 1300 ლარად რაც მინიმუმ ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე დეგრადირებული “სამოქალაქო კალშნიკოვი”. დეგრადირებული იმიტომ, რომ ცნობილია, რუსებს უყვართ საბრძოლო იარაღის თვისებების ხელოვნური შემცირება  აქ კიდე ჩვენ გვაქვს იარაღი რომელიც სროლის რეჟიმების გარდა არაფრით არ განსხვავდება თავისი საბრძოლო მოდიფიკაციისგან. 1300 ლარად თქვენ იყიდით ან საოცრად არაესთეტიურ “საიგის” სანადირო ვარიანტს ან სკს-ს, რომელიც მიუხედადავად იმისა რომ სულ რაღაც 10 წლით არის უფროსი “ვზორზე” მასთან შედარებით გამოიყურება როგორც ქვის ხანის დროინდელი იარაღი. მთლიანობაში “ვზორი” იმსახურებს დადებით შეფასებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცივი ომის პროდუქტი არ გამოირჩევა ერგონომიულობით. ამავე დროს მას აქვს ბევრი სასარგებლო ოფცია, რომელიც აადვილებს მსროლელის ცხოვრებას. იგივე უნდა ითქვას იარაღის დაშლაზე. ის წამებში იშლებდა და იწყობა, ადვილადაც იწმინდება. ჩეხებს ჩვენგან დიდი პატივისცემა და აღიარება ასეთი მარტივი და მოსახერხებელი იარაღის შექმნისთვის.

თუ არ მოგწონთ  ”ვზორის” სტანდარტული კომპლექტაცია, შესაძლებელია იარაღის შედარებით ადვილი მოდიფიკაცია. ხელმისაწვდომა ტიბჟირები “პიკატინის” სამგრებით (50-80 დოლარი), დასაკეცი ერგონომიული კონდახები (120-250 დოლარი) და ასე შემდეგ. იარაღი მე პირადად მომწონს ისეთი როგორც არის და არ ვაპირებ მასზე მეტი ფულის დახარჯვას. მაქსიმუმ შევიძინო მისთვის უკეთესი ქამარი, იმიტომ რომ ბრეზენტის ქამარი, რომელიც მოყვება იარაღს არის პრიმიტიული და ძალიან თხელი (თუმცა თავის ფუნქციას ის ასრულებს).

vztact

აღნიშნული ილუსტრაცია მოგცემთ საშუალებას წარმოიდგნოთ “ვზორის” მოდიფიკაციის პოტენციალი.

არის “ვზორი” “კალაშნიკოვზე” უკეთესი? არ ვიცი. “კალაშნიკოვზე” მუშაობს მისი დამსახურებული რეპუტაცია, რომელიც “ვზორს” არც კი დაესიზმრება და მე მეუხერხულება გამოცხადება, რომ “ვზორი” ჯობია საბჭოთა ლეგენდას. მე არ მიომია და არ მიმსახურია ამ იარაღებით ამიტომაც დუმილს ვამჯობინებ. ჯობია Cz 858 “საიგას”?  ცალსახად კი. მე მიმაჩნია სასაცილოდ, რომ “ტაქტიკური” “საიგები” იყიდება 2500-3500 ლარად, როდესაც ერთ ერთ მაღაზიაში დევს აშკარად უპირატესი იარაღი “საიგის” ნახევარ ფასში. კკი აქსესუარები ნაკლებად ხელმისაწვდომია და მჭიდების შოვნაც გაგიჭირდებათ, ასევე კარაბინზე არ არის გათვალისწინებული ოპტიკური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი სამაგრი, მაგრამ კიდევ ერთხელ დაფიქრდით: ახალი სამხედრო ტიპის კარაბინი, 30 ვაზნიანი მოსახსნელი მჭიდით, საწმენდი კომპლექტით და ქამრით სულ რაღაც 1300 ლარად. ჩემი აზრით დღეს “ვზორი” არის საუკეთესო შენაძენი კარაბინებში.

შენიშვნა/დამატება: 90-ან წლებში “ვზორები” მოხვდა საქართველოში. რამდენად დიდი პარტია ჩემთვუს უცნობია თუმცა დაზუსტებით ვიცი რომ არც ისე დიდიხნის წინ “ვზორები” ქონდათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გარკვეულ ნაწილებს. თუ ვინმეს გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ამ იარაღზე და როგორ მოხვდა ის საქართველოში, მომწერეთ და დავამატებ თქვენ ინფორმაციას ამ სტატიას.  

AR15-ის ევოლუცია

Saturday, December 7th, 2013

როგორც მოგეხსენებად, ამერიკელი იუჯინ სტოუნერის სისტემის AR15 ( სამხედრო ინდექსი M16/M4) დღევანდელი მდგომარეობით არის  აშშ-ის შეიარაღებულ ძალების შეიარაღებაში  ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მყოფი იარაღი. თავიდან აღთქმული როგორც არაზუსტი, სუსტი პლასტმასის სათამაშო, AR15-მა გაიარა გზა ომის პერიოდში ექსპერიმენტალური პროექტიდან მოდულურ უნივერსალურ სისტემამდე, რომელიც ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული იარაღია დღეს მსოფლიოში. ერთ დროს წყეული რუსების მიერ ეხლა მას რუსები თავად უშვებენ და ვისაც აქვს ამის საშუალება სიამოვნებით მას ყიდულობენ.  1950-ნი წლებიდან დღემდე გენიალური იუჯინ სტოუნერის კონსტრუქციის იარაღმა გაიარა გრძელი გზა და განიცადა უამრავი ცვლილება. მათი ნაწილი იყო უმნიშვნელო, ძნელად ხილვადი და შეუმჩნეველი არა ექსპერტისთვის, ნაწილი კი პირიქით ადვილად შესამჩნევი და დიდი ზეგავლენის მქონე  როგორც კონკრეტულად ჩვენ იარაღზე ასევე ზოგადად იარაღის წარმოების ინდუსტრიაზე და გამოყენების ტაქტიკაზე. დაწყევლილი იარაღი ზოგისთვის და ნაქები და საყვარელი სხვებისთვის AR-15 უდაოდ არის მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობადი იარაღების სიაში, კალაშნიკოვის ავტომატთან, ლუგერის და მაუზერის პისტოლეტთან ერთად.  ამ სტატიაში მე შევეცდები შემოგთავაზოთ თქვენ  AR-15-ის ევოლუციის ძირითადი ეტაპების აღწერა, ავხსნა რა იდგა იმ გადაწყვეტილებების უკან, რომლებიც ცვლიდნენ ამ იარაღის კონსტრუქციას და იერსახეს და გარდა ამისა გაველნას ახდენდნენ სხვა სისტემების იარაღების შექმნაზე და განვითარებაზე. ათვლის წერტილად ჩვენ ავიღებთ M16-ის და XM177-ების (კარაბინების) პირველად გამოჩენას სამხრეთ-აზიის საბრძოლო მოქმედებების თეატრზე, ჩვენ მიმოვიხილვათ ყველა მნიშვნელოვან ევოლუციის ეტაპს და მნიშვნელოვან განშტოებებს ზოგადად ცეცლსასროლი იარაღის განვითარების ისტორიაში, რომლებიც განპირობებული იყო  AR-15-ის ევოლუციით.

M16-დან M16A1-მდე. მას შემდეგ რაც M16-მა ასე ვთვქათ შეაღწია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო საჰაერო ძალების გავლით, რომლებსაც მოწონდათ ახალი კომპაქტური და მსუბუქი იარაღი ბაზების დაცვის პერსონალისთვის,  შაშხანების პირველი პარტიები განკუთვნილი იყო ნაწილებისთვის, რომლებიც უკვე იბრძოდნენ ვიეტნამში და მათ შორის პირველ რიგში ახალ იარაღს იღებდნენ იმ დროისთვის ახალი ტიპის ე.წ აერომობილური შენაერთები, კონკრეტულად კი 1-ლი საჰაერო კავალერიული დივიზია, რომელშიც პირველად ექსპერიმენტის სახით ხდებოდა აერომობილური შენაერთების მოქმედების ტაქტიკის აპრობრება. ბუნებრივია მსუბუქი შაშხანა დიდი საბრძოლო კომპლექტით (მსუბუქი ვაზნის წყალობით) იყო მათთვის სასურბელი შეიარაღების ელემენტი. მხოლოდ ამის შემდეგ უკვე 1965 წლიდან ყველა ამერიკული  საბრძოლო შენაერთი მეტ ნაკლებად სრულად იყო დაკომპლექტებული ახალი შაშხანით რომლის ოფიციალური აღნიშვნა იყო XM16E1. სწორედ ექსპლუატაციაში შეყვანის ამ პერიოდს ემთხვევა ის უამრავი მითი, რომელიც ასოცირებულია ამ სისტემასთან და პირველ რიგში ეს მითი ეხება მცირე საიმედოობას და გართულებულ მომსახურებას. საქმე გახლავთ იმაში, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ახალი შაშხანის ათვისება ხდებოდა ომის პირობებში, გამოვლენილი პრობლემები იწვევდნენ სერიოზულ კრიტიკას, რომელიც ყოველთვის არ ითვალისწინებდა ამ ფაქტს, რომ შაშხანას ითვისებდნენ არა მოწესრიგებული პოლიგონების პირობებში არამედ რთულ ბრძოლის ველზე რთული ლანდშაფტით და კლიმატური პირობებით, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებოდა ამერიკის კლიმატისგან და ლანდშაფტისაგან. გარდა ამისა უნდა გავითვალისწინოდ, რომ ახალი იარაღის მიღებას თან ყოველლთვის მოსდევს უამრავი სხვა ქმედება და პროცესი, რომელზეც პასუხს აგებენ როგორც სამხედრო ბიუროკრატები და ჩინოვნიკები ასევე იარაღის და ტყვიაწამლის მწარმოებლები. მცირე პრობლემა მათ შორის კომუნიკაციაში შეიძლება გამოიხატოს გრანდიზოული მასშტაბის პრობლემებში და M16-ის შემთხვევაშიც ასე ხდებოდა. ყოველი წვრილმანი პრობლემა, რომელიც ადვილად სწორდებდა მვიდობიან დროს, ომის დროს ხდება სერიოზული პრობლემა, რომელიც ითხოვს დაუყონებლივ გადაწყვეტას რაც სამხედრო ბიუროკრატიის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია.  M16-ის შემთხვევაში გავმეორდებიო, ახალი იარაღის ათვისება ხდებოდა ომის პირობებში და პრობლემების გამოვლენა ხშირად ხდებოდა ჯარისკაცის სიცოცხლეების ფასად, თუმცა ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ომის პირობებში იარაღის ევოლუცია მნიშვნელოვნად ჩქარდება. სწორედ ამ პერიოდიდან (ვიეტნამის ომი და ახალი შაშხანის ექსპლუატაციაში შეყვანის ადრინდელი პერიოდი) მოდის მითი M16-ის არასაიმედოობაზე თუმცა ფაქტია, რომ უმეტესობა პრობლემების წარმატებულად იქნა გადაჭრილი და ეს პროცესი, M16-ის ჭკუაზე მოყვანის, დასრულდა ფორმალურად მას მერე რაც 1967 წელს შეიარაღებაში მოხვდა ახალი, გაუმჯობესებული შაშხანა M16А1.  დამატებით შემიძლია ავღნიშნო, რომ პრობლემებიც რაც უკავშირდებოდა M16-ის ექსპლუატაციას ადრინდელ პერიოდში არ იყო ზედმეტად რთული და მრავალფეროვანი, როგორც ეს შეიძლება მოგეჩვენოდ და ისინი პრინციპში ნაკლებად უკავშირდებოდა შაშხანის კონსტრუქციას. პრობლემა იყო ტექნოლოგია, რომლითაც მზადდებოდა ახალი იარაღები მათ შორის მაგალითად ზედმეტად ვიწრო სავაზნეები და თანაც ქრომირების გარეშე და ასევე დენთის მარკა რომელიც გამოიყენებოდა ამუნიციაში და იწვევდა პრობლემებს საიმედოობაში. თუნდაც ის ფაქტი, რომ დაგვიანდა ჯარისკაცებისთვის ადეკვატური ინსტრუქციების გადაცემა, რომლებიც ეხებოდა ახალი შაშხანის მოვლა მომსახურებას. შესაბამისად ნაწილი პრობლემების გამოწვეული იყო ჯარისკაცების არასათანადო მომზადებითაც. დაბრკოლება M16-დან სროლისას ძირითადად უკავშირდებოდა მასრების ექსტრაქციას რაც განპირობებული იყო მათ შორის რიგი ზემოაღნიშნული ფაქტორებით. მე ისევ მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გადაიარაღების პროცესი იყო ძალიან რთული თავისი ბუნებით იმიტომ, რომ M16 რადიკალურად განსხვავდებოდა იმ სისტემებისგან, რომელსაც იცნობდა ჯარი და ასევე განსხვავდებოდა კალიბრი და ამუნიცია. თუ მაგალითად M14  პრაქტიკულად წარმოადგენდა გარანდის შაშხანის მოდიფიკაციას თავის მხრივ M16 იყო სრულიად ახალი ხილი. თავისი წვლილი პრობლემებში შეიატან ახალი ტიპის ამუნიციის წარმოების აუთვისებლობამ რაც გამოიხატა გამოუსადეგარი დენთის მარკის გამოყენებაში. ომის პირობებში ასეთი გადაიარაღება რა თქმა უნდა იყო რთული და რისკიანი პროექტი, რომელიც პრინციპში წარმატებულად განხორციელდა და დასრულდა. AR15 ევოლუციის პირველი პროდუქტი, M16А1 იყო საკმაოდ სრულყოფილი იარაღი, რომელშიც გამოსწორდა პრაქტიკულად ყველაფერი რაც იწვევდა პრობლემას ადრე. 1967 წლის 28 თებერვალს M16A1 გახდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტანდარტული საბრძოლო შაშხანა. ცვლილებები, რომლებიც საბოლოო ჯამში მოიყარეს თავი M16A1 უნდა აღინიშნოს ხორციელდებოდნენ ეტაპობრივად და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთბაშად განხორციელდა M16А1-ში. ეს ცვლილებები საკმაოდ ბევრი იყო და მიუხედავად იმისა, რომ სათითაოდ მათ დიდი ეფექტი არ მოქონდა მთლიანობაში მათი ერთობლიობა ქმნიდა უფრო უკეთეს და საიმედო იარაღს. ცვლილებები სხვა და სხვა დროს ბევრი იყო, მაგალითად 1965 წელს შაშხანის საკეტების ნიკელით დაფარვა შეწყდა და ამის ნაცვლად ხდებოდა საკეტების პარკერიზაცია, რაც ამცირებდა ხახუნს და ზრდიდა საიმედოობას.

magazine knob

„დაცული“ მჭიდის ღილაკი გაჩნდა 1966 წელს, თუმცა ეს მოდიფიკაცია ხშირად ასოცირდება როგორც ძირითადი სხვაობა XM16E2-სა და M16А1-ს შორის.

ახალი 5.56 კალიბრის ამუნიციისთვის დენთის სპეციფიკაციების შემუშავება ცოტათი უფრო გაჭიანურდა. მხოლოდ 1970 წელს დენთის მწარმოებელმა ამერიკულმა  კომპანია Olin-მა შეიმუშავა საბოლოო სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც დენთი ამ კალიბრისთვის დღემდე იწარმოება.  ისე ნაკლებად ცნობილია, რომ თავდაპირველად არჩეული დენთის მარკა არ იყო შეცდომა. არჩევანი განპირობებული იყო იმ ფაქთით რომ ეს დენთი უფრო “გრილი” იყო და შესაბამისად მისი გამოყენება ამცირებდა ლულის ეროზიას მაგრამ ეს ხდებოდა დენთის წვის პროდუქტების რაოდენობის ზრდაზე რაც მთლიანობაში იწვევდა AR15- ის დენთის აირების სისტემის ზედმეტ დაბინძურებას.  ლულის ეროზიის შემცირება, როდესაც საქმე გვაქვს შაშხანასთან, რომლითაც შეიარაღებულია 2 მილიონიანი არმია, ეს არც ისე უმნივნელო ფაქტორია.

ეკონომია, რომელიც მიიღეს აშშ-მა სტოუნერი კონსტრუქციის შაშხანაზე გადასვლის შემდეგ იყო კოლოსალური. ახალი შაშხანა იყო უფრო მსუბუქი, ტექნოლოგიური და იაფი. ახალი ვაზნაც ასევე იყო უფრო მსუბუქი და იაფი. მსუბუქი კალიბრი ნიშნავდა მსუბუქ იარაღს და ნაკლებ დანახარჯებს ორივეს წარმოებაზე. შესაბამისად ჯარისკაცს შეეძლო ეტარებინა ამუნიციის უფრო დიდი მარაგი. M14 100 .30 კალიბრის ვაზნით იწონიდა 7.5 კგ-ს და იგივეს იწონიდა M16 მაგრამ 250 ვაზნით. M16 იყო ეფექტური 300 მეტრამდე მანძილზე და ამავე დროს უფრო უკეთესად ისროდა ჯერებით.

კარაბინის ისტორია. შეიარაღებულ ძალებში ყოველთვის არსებობდა მოთხოვნა კომპაქტურ და ძლიერ იარაღზე, რომელიც შეასრულებდა იგივე როლს რაც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები. ბუნებრივია გამომდინარე M16 კალიბრიდან და მცირე მასიდან ლოგიკური იქნებოდა დამოკლებული შაშხანის ანუ კარაბინის შექმნა და შეიარაღებაში მიღება. სავარაუდოთ ყველაზე პირველი მოკლე AR15 არის კოლტის კარაბინი მოდელი R605, რომელის წარმოადგენდა შაშხანას უბრალოდ დამოკლებული ლულით.  ლულის სიგრძე იყო დაახლოებით 16 ინჩი ხოლო დენთის აირების მილის სიგრძე და კონფიგურაცია იყო უცვლელი. აღნიშნულ იარაღს შეზღუდულად იყენებდნენ სპეციალური დანიშნულების ძალები სამხრეთ-აღმოსავლეთში (ვიეტნამში) მაგრამ ექსპლუატაციაში ეს კომბინაცია აღმოჩნდა ნაკლებად საიმედო და იარაღიც ამოიღეს ექსპლუატაციიდან.

არ ვარ დარწმუნებული იმ დროს იყო თუ არა კარგად ცნობილი რამდენად მგრძნობიარეა სტოუნერის სისტემა დენთის აირების წნევის და იმპულსის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ გასაგები იქნებოდა, რომ კარაბინის შესაქმნელად მხოლოდ ლულის დამოკლებით წარმოიქმნებოდა მთელი რიგი პრობლემების. ასეა თუ ისე 1964 წელს ჩნდება ყვლაზე საინტერესო პროტოტიპი, რომელიც რეალურად წარმოადგენდა პირველ სერიოზულ და საფუძვლიან მოდიფიკაციას შაშხანის 20 ინჩიანი ლულით. კარაბინის პროტოტიპი იყენებდა განსხვავებული სიგრძის დენთის აირების მილს, რომელიც ცოტათი უფრო გრძელია ვიდრე ეხლანდელი კომერციული ე.წ. საშუალო სიგრძის 9 ინჩიანი სისტემა, ხოლო ლულის სიგრძე იყო 16 ინჩი. ცოტათი წინ თუ წავიწევთ თუ გავითვალისწინებთ ამას და ასევე იმ ფაქტს, რომ კოლტს ასევე ქონდა მოდელი R703 რომელიც იყენებდა დგუშიან ავტომატიკის სქემას, გამოდის, რომ კოლტმა დაასწრო ყველას რამდენიმე ათწლეულით და უკვე მაშინ ჩათვალა რომ ეს ყველაფერი (საშუალო სიგრძის დენთის აირების სისტემა და დგუშიანი სქემა) არ იყო საჭირო და არც იყო განსაკუთრებული სარგებელის მომტანი. ამ მაგალითმა და ისევე იმ ფაქტმა რომ ვერც ერთმა პერსპექტიულმა ახალმა სისტემამ ვერ შეცვლა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში M4/M16 „პირდაპირი შეფრქვევის“ სქემით, უნდა დაგვაფიქროს იმაზე, რომ ის რასაც ჩვენ გვთავაზობენ (ან გვტენიან), კერძო კომპანიები, როგორც წინ გადადგმულს ნაბიჯებს და ორიგინალური სისტემის გაუმჯობესებას სინამდვილეში არის მარკეტინგული ხრიკი მეტი მოგების მიღების მიზნით და მეტი არაფერი. ასევე ეს ცხადია მეტყველებს იმაზე თუ რამდენად კარგად შეასრულა ჯინ სტოუნერმა თავის საშინაო დავალება და შექმნა სისტემა, რომელსაც უშედეგოდ აუმჯობესებენ 1963 წლიდან, იმ წლიდან როდესაც კოლტმა პირველად შესთავაზა სამოქალაქო პირებს ნახევრად ავტომატური სამოქალაქო AR15-ები.

დავბრუნდეთ ეხლა ისევ 60-ან წლებში და რაც შეეხება ზემოხსენებულ პროტოტიპს, ცოტა რამ არის ცნობილი მის შესახებ და უცნობია მისი ოფიციალური ინდექსი მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს კარაბინი არსებობდა არის უტყუარი. რაც შეეხება მოკლე 7 ინჩიან დენთის აირების სისტემას, რომელიც დღეს არის სტანდარტული კარაბინისთვის და ყველაზე ფართოდ გამოყენებული, ის პირველად გამოჩნდა ორ კოლტის კარაბინში, R607 და R608 მოდელებში.

r607

Сolt R607

პირველი (607) უნდა მიღებულ ყოფილიყო შეიარაღებაში, როგორც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები ხოლო მეორე (608) ითვლებოდა „გადასარჩენ იარაღად“ რომელიც უნდა გამოეყენებინა სამხედრო მფრინავებს დაუსახლებელი ტერიტორიების თავზე კატაპულტირების შემთხვევაში. გარდა მოკლე 7 ინჩიანი დენთის აირების სისტემისა ორივე იარაღი იყენებდა უჩვეულოდ მოკლე, 10 ინჩიან ლულებს. ექსპლუატაციის დაწყებისთანავე ორივეს ქონდა სერიოზული პრობლემები საიმედოობასთან, რაც განპირობებული იყო მოკლე ლულებით. ასეთი სიგრძის ლულა იმ დროს დამახასიათებელი იყო არა შაშხანისთვის არამედ პისტოლეტ ტყვიამფქვევისთვის და კოლტი სწორედაც, რომ ცდილობდა შეექმნა ავტომატი, რომელიც იქნებოდა ისეთივე კომპაქტური და მსუბუქი, როგორც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. ბევრი ქვეყანა წავა იგივე გზით, მაგალითად სსრკ-ში ასე გაჩნდება იგივე კონცეფციის AKC-74У. გარდა ამისა ორივე აღნიშნულ იარაღს ახასიათებდა ძალიან დიდი გასროლის ხმა და ლულის ალი. დენთის აირების ნასვრეტიდან ლულის ბოლომდე მანძილი იყო ძალიან მოკლე, მიუხედავად იმისა, რომ დენთის აირების სისტემა თითქმის ორჯერ იყო დამოკლებული ლულა მთავრებოდა პრაქტიკულად წინა სამიზნე მოწყობილობის (დენთის აირების  ბლოკის) წინ რაც ცვლიდა წნევის და იმპულსის ხანგრძლივობის მაჩვეენებლებს. ამის გამოსწორების მიზნით ორივე იარაღზე დაყენდა 3.5 ინჩის სიგრძის ალმქრობი-კომპენსატორი, რომელიც ერთდროულად ამცირებდა ლულის ალს და ამავე დროს „ატყუებდა“ დენთის აირების სისტემას ლულის სიგრძის შესახებ ვინაიდან ხელს უწყობდა წნევის შენარჩუნებას. იგივე პრინციპით მაგალითად მოქმედებს ლულის მოწყობილობაც АКС-74У-ზე. R608 არასდროს არ მოხვედრილა შეიარაღებაში, ხოლო R607 მალე გადაიქცა R609 მოდელად.  R609 აღჭურვილი იყო დამახასიათებელი ფორმის ტელესკოპური კონდახით, რომელსაც ქონდა მხოლოდ ორი პოზიცია: დაკეცილი და გაშლილი, ასევე შეიცვალა ტიბჟირის კონსტრუქციაც, ურთიერთ ცვლადი ზედა და ქვედა ნაწილებით ინტეგრირებული ლულის და დენთის აირების მილის სიმხურვალისგან დასაცავი ფარით რომელიც იცავდა მსროლელის ხელებს დამწვრობისაგან. კარაბინის დამზადების ხარჯები შემცირდა და ის გახდა პირველი მოკლელულიანი AR15, რომელმაც ნახა ინტენსიური გამოყენება ვიეტნამში. ცნობილი როგორც  XM177(E1) მცირე მასისი და გაბარიტების გამო ის გახდა სასურველი იარაღი სხვადასხვა სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებისთვის. მიუხედავად რიგი გაუმჯობესებებისა ამ იარაღს მაინც ახასიათებდა  გარკვეული პრობლემები, როგორც საექსპლუატაციო თვისებებიდან გამომდინარე ასევე გამომდინარე შედარებით დაბალი საიმედოობიდან.  მორიგი მცდელობა უკეთესი იარაღის გამოშვების გახლდათ მოდიფიკაცია E2, რომელისაც ქონდა უკვე 11.5 ინჩიანი ლულა, იგივე ლულის მოწყობილობა და ასევე ქონდა  40მმ-ნი XM148 ტიპის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის დაყენების საშუალება.

ლოგიკურია გაგიჩნდებათ კითხვა რატომ იყო ამდენი პრობლემა მოკლე AR-15-ის საიმედოობასთან? საქმე იმაშია, რომ სტოუნერი ქმნიდა არა სამოქალაქო იარაღს არამედ სამხედრო იარაღს, რომელიც იქმნებოდა კონკრეტული სპეციფიკაციების მიხედვით და რაც მთავარია კონკრეტული ვაზნის ირგვლივ. სტოუნერმა შექმნა მსუბუქი, მარტივი და ტექნოლოგიური იარაღი. გარკვეულწილად ეს მოხდა დენთის აირების სისტემის უნივერსალურობის შემცირების ხარჯზე. პირდაპირი შეფრქვევის სისტემა, რომელიც მან გამოიყენა ერთის მხრივ არის მარტივი და პრაქტიკულად არ მოიცავს მოძრავ ნაწილებს და ესე იგი მექანიკურად უფრო საიმედოა მაგრამ ამავე დროს ის გარკვეულწილად მგძნობიარეა წნევის მიმართ, რომელიც საჭიროა იმისთვის რომ იარაღმა საიმედოდ იმუშაოს. როდესაც დენთის აირების ნასვრეტი განლაგდა სავაზნისგან 7 ინჩში და არა 12 ინჩში, როგორც ეს თავიდან იყო გათვალისწინებული, ხოლო ლულა დამოკლდა, შეიცვალა დენთის აირების იმპულსის მაჩვენებლები (აქ ლაპარაკია როგორც წნევაზე ასევე წნევის იმპულსის ხანგრძლივიბაზე). დაირღვა ტაიმინგი. რასაც მოყვა ბუნებრივია საიმედოობის შემცირება. აღნიშნული პრობლემა მინდა გითხრათ არ არის ადვილად გადასაწყვეტი და დღემდე  მაგალითად მოკლე 10 ინჩიანი AR15-ის თემა არის მე ვიტყოდი ბურუსით მოცული თუ შევეცდებით დავადდგინოთ რა არის საჭირო რომ ასეთმა სისტემამ საიმედოთ იმუშაოს. ხდება დამაბრუნებელი ზამბარის და ბუფერის წონებით თამაში, იცვლება დენთის აირების ნასვრეტის დიამეტრი (რაც ნაწილობრივ აგვარებს პრობლემას მაგრამ ხდის სისტემას სენსიტიურს სხვა და სხვა ვაზნების გამოყენების დროს). თუ ინდუსტრია ჩამოყალიბდა იმაზე თუ რა არის საჭირო რომ 14.5 ინჩიანმა კარაბინმა იმუშაოს საიმედოთ იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით 10/11 ინჩიან სისტემებზე. ზუსტად ამის გამო, რომ სპეციალური დანიშნულები ნაწილებს დაწყებული 60-ნი წლებიდან სურდათ კომპაქტური და საიმედო AR15 10 ინჩიანი ლულით და მყუჩით ერთ დროს გამოსავლად ითვლებოდა დგუშიანი HK416-ის მიღება შეიარაღებაში. უკანასკნელის გამოჩენა არანაირად არ იყო განპირობებული M4-ის და M16-ის ვითომ დაბალი საიმედოობით. სტანდარტული კარაბინის შემთხვევაში, დამძიმდა ბუფერები, გაძლიერდა ექსტრაქტორები, გასქელდა ლულები. დღეს 14.5 ინჩიანი AR15-ები ისევე საიმედოა, როგორც გრძელი AR15-ები.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მეტ წილად პრობლემები, რომლებიც მე ზემოდ აღვწერე ეხება სამხედრო იარაღს, რომლის ექსპლუატაცია ხდება მძიმე პირობებში და გარდა ამისა ასეთ იარაღს მოეთხოვება ჯერებით ხანგრძლივი სროლა. უმეტესობა პრობლემების, რომლებიც წარმოიშვება იარაღის ჯარში ექსპლუატაციის დროს თითქმის არ ეხება სამოქალაქო იარაღს, სადაც არ არის საჭირო ჯერებით სროლა, სადაც ხელმისაწვდომია უკეთესი ხარისხის კომპონენტები და იარაღი იშვიათად ხდება ისეთ მძიმე პირობებში, როგორც საბრძოლო მოქმედებების დროს.

დაუბრუნდეთ კარაბინის ევოლუციის თემას. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროები ზოგადად იყვნენ კმაყოფილები იმით თუ როგორ მუშაობდა XM177E2, კოლტში არ წყდებოდა მუშაობა უფრო საიმედო, უკეთესი კარაბინის შექმნაზე. 70-ან წლებში კოლტმა შექმნა დამატებით ორი კარაბინის მოდელი R651 და R652. მათი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო 14.5 ინჩიანი ლულები.  საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა რომ ლულის მოწყობილობა/მოდერატორი დაყენებული უფრო მოკლე კარაბინებზე ასრულებდა თავის ფუნქციას კარგად, დენთის აირები მოდერატორში გავლისას გრილდებოდნენ და ილექებოდნენ მის კედლებზე რაც ითხოვდა მოდერატორის ხშირ წმენდას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ ვეღარ ასრულებდა თავის ფუნქციას. ამიტომაც კოლტში გადაწყვიტეს ამ მოწყობილობაზე უარის თქმა და შესაბამისი სიგრძით დააგრძელეს ლულაც. არც ერთი ამ ორი მოდელიდან არ იყო ოფიციალურად მიღებული შეიარაღებაში თუმცა მათი შემდგომ მოდიფიკაციას R663-ს შეიარაღებული ძალები ყიდულობდნენ უკვე არსებული XM177E2-ის შესაცვლელად. მთლიანობაში ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ  1994 წელს აშშ-ის შეიარაღებაში მიიღეს კარაბინი ინდექსით M4. M4-ზე მუშაობა კოლტში დაიწყო 1988 წელს, როდესაც “ჯარმა” მოითხოვა კარაბინი მაქსიმალურად უნიფიცირებული M16A2-თან (უნიფიკაცია შეადგენს დაახლოებით 80%-ს). შუალედში კი სანამ კოლტის ჯადოქრები ახალ კარაბინზე მუშაობდნენ შეიარაღებული ძალები მცირე რაოდენობით იძენდნენ კოლტის კარაბინებს მოდელი 723, რომელსაც ქონდა შეცვლილი ხრახნების ბიჯი და ის მეტ ნაკლებად ამით წააგავდა M16A2-ს, რომელიც 80-ან წლებში მიიღეს შეიარაღებაზე (მაგრამ ამაზე მოგვიანებით). საბოლოო ჯამში შეიარაღებულ ძალებში M4-ის რამდენიმე მოდიფიკაცია განიცადა. თავდაპირველად M4 ისევე, როგორც M16A2 ისროლდა ფიქსირებული 3 გასროლიანი ჯერებით. მოდელი M4A1 უკვე ეს ოფცია ამოღებული ქონდა.  რაც უფრო იზრდებოდა M4-ების რაოდენობა ჯარში მით უფრო უნივერსალური ხდებოდა ის. ყველას მოწონდა მსუბუქი კომპაქტური და საიმედო იარაღი. პანამის და გრენადის ოპერაციებმა გაზარდეს კარაბინის მნიშვნელობა და ამ პერიოდიდან დაიწყო პროცესი, რომელიც დასრულდა როდესაც M4-მა შეცვალა M16 როგორც ფეხოსნის ძირითადი იარაღი. ჯარში ყოფნისას M4-მა გაიარა სამ მნიშვნელოვან პროგრამაში, რომლის შედეგადაც მსუბუქი კარაბინი გადაიქცა მოდულურ შეიარაღების სისტემად. პირველი იყო Modular Weapons System პროგრამა, რომელსაც მოყვა SOPMOD Block 1 და SOPMOD block 2. პირველის შედეგად M4  აღიჭურვა ტიბჟირით ოთხი უნივერსალური “პიკატიონის” სამაგრით, ხოლო ორი უკანასკნელი გულისხმობდა სხვა და სხვა დანიშნულების არჭურვილობის პაკეტის შექმნას, რომელიც გამოდგებოდა M4 -ზე დასაყენებლად და გახდიდა შესაძლებელს ამ იარაღის ადპატააციის სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. ამჯერად მიმდინარეობს M4 -ის “პროდუქტის გაუმჯობესების პროგრამა” რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ალბათ ძალიან საინეტერესო პროდუქტს.

Coltm727tt

კოლტი მოდელი 727, რომელიც განკუთვნილი იყო არაბეთის გაერთიანებული საიმიროებისთვის. მათ უნდოდათ უფრო სქელი ლულა მაგრამ ყუმბარმტყორცნის დაყენების საშუალებით.  ასე გაჩნდა ე.წ. M4-ის ლულის პროფილი. მოდელი 727 მოგვიანებით გადაიზრდება M4-ში და მოხვდება აშშ-ის შეიარაღებაშიც. 

80-ან წლებში სამოქალაქო იარაღები 7-ინჩიანი დენთის აირების სისტემით გახდა ხელმისაწვდომი სამოქალაქო პირებისთვისაც. კოლტის სამოქალაქო SP1 Carbine ასევე იყენებდა 16 ინჩიან ლულას (რაც განპირობებული იყო საკანონმდებლო შეზღუდვებით) და ასევე ქონდა მთელი რიგი კონსტრუქციული ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავდნენ (ან გაართულებდნენ მაინც) სამოქალაქო იარაღში სამხედრო იარაღის ნაწილების გამოყენებას. დღეს სამოქალაქო კარაბინების 7 ინჩიანი დენთის აირების სისტემით უდიდესი პოპულრობით სარგებლობენ.

ბიჯები და ვაზნების ნომენკლატურა. თავდაპირველად ადრინდელ M16-ში ხრახნების ბიჯი იყო 1:14 ხოლო ხრახნების რაოდენობა – 4. ასეთი „ნელი“ ბიჯი იწვევდა ტყვიის სამიზნეში მოხვედრის შემდეგ დესტაბილიზირებას რასაც მოყვებოდა ტყვიის დაყირავება და ფრაგმენტაცია. საკუთარი ღერძის ირგვლის ტყვიის ბრუნვის სიჩქარის შემცირებით ტყვიის ცხვირი უფრო დიდი ამპლიტუდით მოძრაობდა ხოლო სამიზნეში  შედარებით დიდი კუთხით მოხვედრისას სწორედ ეს იწვევდა ტყვიის სწრაფ დესტაბილიზაციას და დაყირავებას რაც ქმნიდა ძალიან დიდ ჭრილობის არხს. შეგახსენებთ რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, რომელიც გამოვლინდა შაშხანის ადრინდელ ექსპლუატაციის პერიოდში პრაქტიკულად არც ერთი შენიშვნა არ მიღებულა კალიბრის არასაკმარის ეფექტურობაზე. პირიქით 5,56 მუდმივად ქებას იმსახურებდა, იმტიომ რომ პატარა თხლად ჩაცმულ ვიეტნამელებს ის საშინელ ჭრილობებს აყენებდა. ამ ეფექტის (ქსოვილებში დეტსაბილიზაციის) საიმედოდ უზრუნველყოფისთვის საჭირო იყო ასევე ტყვიის მაღალი სიჩქარე, რომელსაც უზრუნველყოფდა მშობელ ვაზნასთან (.222 რემინგტონი) შედარებით უფრო გაზრდილი მოცულობის მასრა და ასევე M16-ის სტანდარტული სიგრძის 20 ინჩიანი ლულა. მოგვიანებით არქტიკის პირობებში ტესტირებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სიზუსტის მხრივ, ხრახნების ბიჯი შეიცვალა ოდნავ უფრო სწრაფით -1:12-ით ხოლო ხრახნების რაოდენობა გაიზარდა 6-მდე. 80-ან წლებში მოხდა AR15-ის ევოლუციის მორიგი ეტაპი რომელიც ასევე უკავშირდება ბიჯებს და ვაზნების ნომენკლატურას. მაგრამ მოხდა ეს პრქტიკულად შემთხვევით. ლაპარაკი მაქვს ხრანხების ბიჯის მორიგ შეცვლაზე და ახალი ტიპის ვაზნის შემოღებაზე, რომელმაც შეცვლა 55 გრანიანი M193. 5.56 კალიბრის M855-ის გამოჩენა ისევე როგორც 1:14 ბიჯიდან 1:7-ზე გადასვლა პირდაპირ უკავშირდება აშშ-ის შეიარაღებაში ახალი ტიპის ბელგიური ტყვიამფრქვევის მიღებას (M249 SAW). ცვლილება ვაზნის ნომენკლატურაში და ხრახნების ბიჯში განპირობებულია სწორედ ახალი ტიპის  „ოცეულის ავტომატური იარაღის„ გამოჩენით და არანაირად არ უკავშირდება მცდელობას გაუმჯობესებულიყო M16.  მოთხოვნა, რომელიც შეიარაღებული ძალების სარდლობამ წარუდგინა ტყვიამფრქვევის მწარმოებლებს ითვალისწინებდა ახალი ტყვიამფრქვევიდან სტანდარტული სამხედრო ჩაფხუტის გახვრეტის საშუალებას 800 მეტრზე და ასევე მგეზავ ვაზნას რომლის გეზი გამოჩნდებოდა 800 მეტრზე და  ზევით. ბელგიური ტყვიამფრქვევი FN Minimi აღმოჩნდა ყველაზე საიმედო და მსუბუქი  (იარაღი + 200 ვაზნა) და არჩეულ იქნა გამარჯვებულად. საინტერესოა, რომ „მინიმის“ ლულის ხრახნების ბიჯი თავდაპირველად იყო 1:9, რაც უზრუნველყოფდა ექსპერიმენტული 62 გრანიანი სტანდარტული და მგეზავი ვაზნის სტაბილიზაციას.  მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მგეზავი ვაზნა ვერ უზრუნველყოფდა საჭირო წვის დროს (ტყვია უბრალოდ იყო ძალიან პატარა და ვერ იტევდა საკმარისი რაოდენობის მგეზავ ნივთიერებას), საჭირო გახდა ტყვიის დაგრძელება (რამაც თავისთავად შეცვალა ბალისტიკა) მაგრამ ეს ნაბიჯი არ იყო საკმარისი რომ გეზი ყოფილიყო ხილვადი 800 მეტრის ზევით. თავის მხრივ სამხედროებს შემდგომ მოუწიათ თავდაპირველი მოთხოვნის შეცვლა და პუნქტი, უმეტეს 800 მეტრისა შეიცვალა პუნქტით, მინიმუმ 800 მეტრამდე ხილვადი გეზით. გამომდინარე იქიდან, რომ 1:9 ბიჯი უკვე ვერ ახდენდა გრძელი მგეზავი ტყვიის ადეკვატურ სტაბილიზირებას, გახდა საჭირო ბიჯის მორიგი „დაჩქარება“ 1:9-დან 1:7-მდე.  მას მერე რაც მოვიდა M16A2-ის შეიარაღებაში მიღების დრო, თავისთავად წარმოიშვა მოთხოვნა რომ გაუმჯობესებულ შაშხანას გამოეყენებინა იგივე ვაზნები რაც მსუბუქ ტყვიამფრქვევს. აი ასე გაჩნდა 1:7 ხრახნების ბიჯი M-16-ში და უკვე შემდგომ M-4-შიც. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ვაზნა/ბიჯის კომბინაცია არ იქმნებოდა ტერმინალური ეფექტურობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, ხოლო 14.5 ინჩიანმა ლულამ M-4-ში დამატებით შეამცირა საწყისი სიჩქარე, წარმოიშვა პრობლემა რა დროსაც დაყირავება ფრაგმენტაციის ეფექტი, რომელიც განაპირობებდა 5,56 კალიბრის ეფექტურობას უკვე ისე საიმედოდ არ ხდებოდა, რამაც წარმოშვა დისკუსია ახალი ტიპის ვაზნის კონსტრუქციაზე, რომელიც დღემდე არ შეწყვეტილა. როგორც ხედავთ AR-15-ის ევოლუციის პროცესის მჭიდრო კავშირი ამერიკელ სამხედროებთან იყო როგორც წყევლა ასევე ლოცვა.

უნივერსალური 1:9 ბიჯი. 90-ან წლებში დაიწყო სამოქალაქო სექტორში AR15 ტიპის შაშხანების და კარაბინების პოპულარობის სწრაფი ზრდა. შემდგომ დაიწყო კონფლიქტები ერაყში და ავღანეთში. იქიდან დაბრუნებული ჯარისკაცებს მოქონდათ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აისახებოდა როგორც კარაბინის ფლობის ტექნიკის დახვეწაში ასევე პირდაპირ ზემოქმედებდა ინდუსტრიაზე, რომელიც უშვებდა იარაღებს და მათთვის განკუთვნილ აქსესუარებს. გარდა ამისა ჯარისკაცები, რომლებმაც სათანადოდ შეაფასეს ამ სისტემის დადებითი მხარეები, სახლში დაბრუნებისას სურდათ ეყიდათ იგივე სისტემის იარაღები და მათ ბუნებრივია ბაძავდნენ უბრალო ადამიანებიც, რომლებიც ამერიკის მიერ გამოცხადებულ გლობალურ ომზე ტეროროზმის წინააღმდეგ სურდათ ადეკვატურად დაეცვათ თავისი სახლი და ოჯახები.  AR15 გახდა ნამდვილი „სახალხო“ იარაღი და ფავორიტი ყველა წრეში სადაც ხდებოდა იარაღის გამოყენება, დაწყებული მონადირეებიდან და დამთავრებული სპორტსმენი მსროლელებით და სამართალდამცავი სტრუქტურებით. თავის მხრივ ინდუსტრია ითვისებდა ტექნოლოგიებს და აუმჯობესებდა წარმოების ხარისხს.  ყველაფერი ეს ხელს უწყობდა ისეთი გარემოს შექმნას რა დროსაც საკუთარი სპეციფიკაციებით AR15-ის აწყობა ცალ ცალკე ნაყიდი დეტალეებისგან ისეთივე ადვილი იყო, როგორც ახალი უკვე აწყობილი იარაღის ყიდვა იარაღების მაღაზიაში.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო AR15-ში დღეს დომინირებს ხრახნების ბიჯი 1:9, რომელიც არის საუკეთესო უნივერსალური ბიჯი და გამოდგება იმისთვის, რომ AR15-მა დამაკმაყოფილებლად ისროლოს ნებისმიერი წონის ტყვია, თუმცა საუკეთესო შედეგები მიიღწევა 55 – 62 გრანიანი ტყვიებით. თუ ეს საკმარისი არ არის მაშინ თქვენთვის გამოდგება შემდეგი მარტივი წესი, რომელიც უკავშირდება ბიჯის და ტყვიის წონის კომბინაციის არჩევას. მსუბუქი ტყვიები (40 გრანი) 1:12, საშუალო წონა (55-62 გრანი) – 1:9, მძიმე ტყვიები (77-100 გრანი) 1:7. ზოგადად ცნობილია, რომ ბიჯის არჩევა უნდა იყოს დამოკიდებული ტყვიის სიგრძეზე და საწყის სიჩქარეზე მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს მხოლოდ 5.56X45 კალიბრზე, რომელსაც ზემოაღნიშნული წესი მიესადაგება. გამომდინარე იქიდან, რომ კომერციული ვაზნების უმეტესობა არის საშუალო წონის, შესაბამისად სამოქალაქო AR15-ში დომინირებს უნივერსალური 1:9 ბიჯი.

M16A2/A3/A4. 1978 წელს აშშ-ის არმიის არსენალებში არსებული M16A1-ების დიდი ნაწილი უახლოვდებოდა სიცოცხლის ციკლის დასასრულს. გაჩნდა მოთხოვნა ახალ შაშხანაზე, რომელიც იქნებოდა შუალედური მოდელი, მანამ სანამ ჯარი მიიღებდა, რომელიმე პრინციპიაlურად ახალ პერსპექტიულ სისტემას, როგორც იმ დროს იყო მაგალითად ხეკლერ&კოხის G11, თავისი მასრის გარეშე ვაზნებით. „პროდუქტის გაუმჯობესების პროგრამა“ ერთობლივი წამოწყება კოლტის, არმიის და საზღვაოფეხოსანთა კორპუსის დაიწყო 1979 წელს და ცხრა თვეში მის დაწყებიდან კოლტმა წარმოადგინა თავისი გაუმჯობესებული შაშხანა მოდელი 701. ცვლილებები მოიცავდა უფრო სქელ ლულას, ალმქრობს, რომელსაც აკლდა მეექვსე ნასვრეტი ძირში რასაც იდეაში უნდა მოყოლოდა ლულის ხტომის შემცირება. შეიცვალა ტიბჟირის კონსტრუქცია, რომელიც გახდა ისეთივე როგორც XM177 კარაბინებში, ავტომატური სროლის რეჟიმი შეიცვალა ფიქსირებული სამ გასროლიანი ჯერების რეჟიმით (რამაც დაამძიმა სასხლეტი), შეიცვალა უკანა სამიზნე მოწყობილობის კონსტრუქცია, რომელიც გახდა უფრო მოსახერხებელი. ასევე გამყარდა ქვედა რესივერის კონსტრუქცია ხოლო ზედა რესივერზე გაჩნდა „კუზი“ რომელიც იცავდა ცაცია მსროლელს სახეში მასრების მოხვედრისაგან. განხორციელდა ასევე უკვე ნახსენები ბიჯის შეცვლა და რიგი სხვა მოდიფიკაციების.  გარდა შაშხანისა კოლტმა ასევე გამოუშვა ხუთი სხვა მოდიფიკაცია: მოდელი 703 უფრო მსუბუქი ლულით; მოდელი 711 იგივე რაც 701 მაგრამ A1-ის უკანა სამიზნე მოწყობილობით. ასევე ორი კარაბინი 723 (14.5 ინჩინანი ლულით) და 733 (11.5 ინჩიანი ლულით) და მოდელი 741, მსუბუქი ტყვიამფრქვევი (რუსული РПК-ს ანალოგი). რაც შეეხება M16A3-ს ის არის პრაქტიკულად იგივე შაშხანა რაც A2, მხოლოდ ჯერებით სროლის საშუალებით. მისი წარმოება დაიწყო დაახლოებით 1994 წელს და ძირითადად მიეწოდებოდა საზღვაო ფლოტს. რაც შეეხება A4-ს ეს არის უკანასკნელი შაშხანა, რომელიც მოხვდა შეიარაღებაში. იარაღი პრაქტიკულად არის იგივე რაც A2 უბრალოდ ის იყენებს ბრტელ ზედა რესივეერს „პიკატინის“ სამაგრით და Knight Armaments Company-ს M5 RAS მოდელის ტიბჟირს ასევე ოთხი პიკატინის სამაგრით.

4rifles

კოლტის სამი შაშხანა. ზევიდან ქვევით: A1; A2; A4. 

A2-ში ასევე აუმჯობესდა სამიზნე მოწყობილობები, წინა სამიზნე მოწყობილოა “მუშკა” გახდა დაკუთხული ფორმის ნაცვლად დამრგვალებულისა, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა მას ერგო პრაქტიკულად უცვლელად კოლტის მსუბუქი ტყვიამფრქვევისგან და გახდა რეგულირებადი ორივე სიბრტყეში.

M855-ის გაუმჯობესების მცდელობები. ავღანეთში და ერაყში საბრძოლო მოქმედებებმა და შედარებით მოკლე 14.5 ინჩიანი ლულით აღჭურვილი M4 ტიპის კარაბინების ფართო გავრცელებამ ყველა საბრძოლო ნაწილში, წარმოშვა მოთხოვნა უფრო ეფექტურ ვაზნაზე. გაუმჯობესება საჭირო იყო სამი მიმართულებით: ტერმინალური ეფექტი, ბარიერებში გასვლის შემდგომ სამზინეზე უკეთესი ზემოქმედება და ეფექტური სროლის მანძილის გაზრდა. აღნიშნულმა მოთხოვნამ წარმოშვა  სამი ახალი კონსტრუქციის ვაზნა,  რომელიც მოხვდნენ შეიარაღებაში. რაც შეეხება წინაღობების უკან დამალული სამიზნეების განადგურებას, ამისთვის შეიქმნა M855A1, რომელიც გარდა იმისა, რომ უკეთესად „ხვრიტავდა“ ასევე ქონდა (გადაუმოწმებელია) უკეთესი ტერმინალური ეფექტი „რბილ“ სამიზნეებზე. გარდა ამისა ტყვია ასევე არ შეიცავდა ტოქსიკურ ლითონს (ტყვიას). სამწუხაროდ ყველაფერი ეს მოხდა წნევის ზრდის ხარჯზე, რომელიც სტანდარტული 855-ის შემთხვევაში არის 55.000 psi ხოლო А1-ის შემთხვევაში არის 63.000 psi.  გარდა ამისა უკანასკნელი უფრო ძვირიც ღირს. მეორე ვაზნა არის MK318, შექმნილი საზღვაო ფეხოსანთა მოთხოვნით. ვაზნა შედგება ტყვიისგან შებრუნებული თხელი გარსით, რის გამოც წვერი ტყვიის არის ჩახვრეტილი, წვერის უკან არის პატარა ტყვიის გული, ხოლო ტყვიის ფუძე არის მთლიანად სპილენძის. ეს ტყვია უკეთესად გადის ისეთ წინაღობებში როგორიც არის უსაფრთხო შუშის ბარიერები და ავტომობილის ძარა. ამავე დროს თხელი გარსის გამო რბილ ქსოვილებში ის უკეთესად ფრაგმენტირდება. საწყისი სიჩქარე მოკლე ლულიდან არის მაღალი რაც უზრუნველყოფს შედარებით უკეთეს ბალისტიკას და თეორიულად ზრდის ტყვიის ტერმინალურ ეფექტურობას. მისი გამოჩენა კორპუსში განპირობებული იყო როგორც M855A1-ის დეფიციტით ასევე გარკვეულ წილად კორპუსის სარდლობის განსხვავებული ხედვით ამ საკითხზე. წარდგენილი, როგორც დროებითი ზომა, სანამ  M855A1-ის მასობრივი წარმოება დალაგდებოდა ეს ვაზნა ასევე უფრო ძვირია ვიდრე А1 და ასევე ითვლება როგორც შედარებით უფრო ეფექტური ვიდრე პირველი. მესამე ვაზნა არის ცნობილი, როგროც MK262 (mod 0, mod 1). ის შეიქმნა ამერიკული კომპანია Black Hills-ის და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ზუსტი სროლის ნაკრების თანამშრომლობის შედეგად. მოგვიანებით (1999 წელს) საქმეში ჩაერთო აშშ-ის ფლოტის სახმელეთო ბრძოლების კვლევითი ცენტრი, რომელიც ეძებდა ზუსტ და შორსმსროლელ ვაზნას მათი 5.56 კალიბრის ექსპერიმენტული სნაიპერული სისტემისთვის (Mk12 SPR). MK262 სწორედაც თავიდანვე იქმნებოდა შედარებით შორ მანძილებზე ზუსტი სროლისთვის (600 მეტრამდე).  ეფექტური როლის მანძილის გაზრდა იყო AR15-ის ევოლუციის მნიშვნელოვანი ეტაპი. M16 M193 ტიპის ვაზნით იყო ეფექტური 400 მეტრამდე სროლისას. ახალი იარაღებიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ AR15-ის მოდიფიკაციებს  (SAM-R საზღვაო ფეხოსნებისთვის და SDM-R არმიისთვის) შესაძლებელი იყო ეფექტური სროლა 600 მეტრზე და არსებობს უამრავი მაგალითი ეფექტური და ზუსტი სროლის 800 მეტრამდე მანძილზე. ვაზნა რომელიც შეიარაღებაში მიიღეს 2002 წელს აღმოჩნდა იმდენად ეფექტური ასევე კარაბინებიდან სროლისას (გავიხსენოთ ბიჯი 1:7), რომ მისი გამოყენება სპეც დანიშნულების ძალებში ხდებოდა პარალელურად „მოიერიშეების“ და სნაიპერების მიერ. აქ კიდე ისევ თავი იჩინა სტოუნერის სისტემის სენსიტიურობამ წნევის და წნევის იმპულსის ხანგრძლივობის  მიმართ. გახშირდა კარაბინებში მასრის არ ამოგდების შემთხვევები. მიზეზი იყო კარაბინების შედარებით მოკლე დენთის აირების სისტემის სიგრძე (7 ინჩი) რაც წარმოშობდა მეტ წნევას დენთის აირების მილში. „ბლეკ ჰილს“ დაჭირდა სულ რაღაც 75 000 ვაზნის გასროლა ტესტირების რეჟიმში, რომ ზუსტად დაედგინა პრობლემის მიზეზი და გამოესწორებინა ის. ეს უკანასკნელი ვაზნა არის ერთადერთი დასახელებული სამიდან, რომლის ეფექტურობა და წარმატება არ იწვევს ეჭვს.

ფორვარდ ასისტი. ერთ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად M16-ის საიმედოობის გაუმჯობესების ითვლება იარაღის კონსტრუქციაში ე.წ. „ფორვარდ ასისტის“ დამატება (ეს მოხდა 1963 წელს ყველა შაშხანაზე გარდა საჰაერო ძალების შეკვეთით დამზადებულებისთვის). ეს მარტივი კონსტრუქციის მექანიზმია, რომელიც წარმოადგენს ზამბარიან ღილაკს, რომელიც უერთდება „ენას“. ღილაკზე განმეორებითი დაჭერისას „ენა“ ზემოქმედებს საკეტზე ამოჭრილ ღარებთან და აიძულებს მას იმოძრაოს წინ. დაახლოებით იგივე პრინციპით მაგალითად მუშაობს “დომკრატი”. ფორვარდ ასისტის არსებობა განპირობებულია სტოუნერის შაშხანის კონსტრუქციით, რომელშიც საკეტის სახელური განცალკევებულია საკეტთან და მას შეუძლია მხოლოდ გამოწიოს საკეტი უკან მაგრამ ვერ აიძულებს მას მივიდეს წინა მდგომარეობაში თუ რამე საკეტს ამაში ხელს უშლის ხოლო დამაბრუნებელი ზამბარის ენერგია არ არის საკმარისი სხვა რაიმე გზა საკეტის წინ მიწევის და მისი ლულაზე ძალით დახურვის არ არსებობს, ამიოტმაც საჭირო ხდება ფორვარდ ასისტის გამოყენება.   ბევრი ტაქტიკოსი თვლის, რომ თუ საკეტი არ დაიკეტა ბოლომდე ეს მეტყეველბს რაღაც პრობლემაზე და მისი გაღრმავება საკეტის ძალით დაკეთვით „ფორვარდ ასისტის“ დახმარებით არის უაზრობა. ბევრი თვლის რომ მისი გამოჩენა იარაღზე იყო განპირობებული მცდელობით დამტკიცებულიყო რომ პრობლემები საიმედოობასთან მოგვარდა და აი ბატონო დეტალი რომლის საშუალებითაც პრობლემა გადაწყდა. ასეა თუ ისე ეს მექანიზმი კვლავ ყენდება ყველა სამხედრო AR-15-ზე და კომერციული იარაღების 99%-ზე თუმცა საინეტერესოა რომ მას ვერ ნახავთ მაგალითად AR 10-ზე.  ჩემი აზრით არაფერი ცუდი მის არსებობაში არ არის. ეს მექანიზმი მარტივია და პრაქტიკულად არასდროს არ ფუჭდება. 2013 წლის 5 ნოემბერს ჟურნალ Guns&Ammo-ში გამოქვეყნდა კეიტ ვუდის სტატია ამ თემაზე სადაც მან გამოკითხა 5 ადამიანი მდიდარი საბრძოლო გამოცდილებით, ასევე მათ შორის კრის ბარეტი იარაღების კონსტრუქტორი, ასევე კაილ ლამბი (ცნობილი ინსტრუქტორი და სპეცდანიშნულების ძალების ვეტერანი) და ლარი ვიკერსი (ასევე სპეც დანიშნულების ძალების ვეტერანი, ინსტრუქტორი და ადმიანი რომელიც იდგა H&K416-ის შექმნის უკან). 5-ვე რესპონდენტმა დაადასტურა AR-15-ზე ამ მოწყობილობის არსებობის მიზანშეწონილობა. დავამატებ მხოლოდ, რომ ამის გამო არ არის საჭირო საკეტის სახელურის კონსტრუქციის კრიტიკა. ასეთ სახელურს აქვს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა. სროლის დროს საკეტის სახელური ვერაფერს ვერ გამოედება და არ გაჭედვას საკეტს. სროლის დროს იარაღზე არ მოძრაობს არც ერთი დეტალი რაც ნიშნავს, რომ იარაღი შეგიძლიად მიაბჯინოთ რამე საყრდენს ან ისროლოთ მიწასთან ახლოს (რა თქმა უნდა ისე რომ მასრას ქონდეს საშუალება დატოვოს იარაღი).  გარდა ამისა „ფორვარდ ასისტის“ არსებობა გაძლევთ საშუალებას საკეტი ნელა, ხმაურის გარეშე დაკეტოთ.  ეს მექანიზმი არ დაგჭირდებათ ალბათ არასდროს მაგრამ თუ დაგჭირდათ ჯობია, რომ ის იარაღზე იყოს.

gooassist

“ასისტის” კონსტრუქცია მარტივია და პრაქტიკულად უკვდავი. ზედა მარცხენა სურათი არის ადრინდელი ვარიანტი, ზედა მარჯვენა –  თანამედროვე. 

კონდახები. თუ AR-15-ის ევოლუციაზე ვსაუბროთ არ შეიძლება არ ვთქვათ ორი სიტყვა კონდახებზე იმიტომ, რომ კონდახის კონსტრუქციაც განიცდიდა ცვლილებებს. რაც შეეხება ფიქსირებულ კონდახებს აქ საქმე ძირითადად გვაქვს ორ ტიპთან. ესენია A1 და A2 ტიპის კონდახები. სხვაობა არის მასალაში და სიგრეში. უკანასკნელში გამოიყენება ყფრო მყარი მასალა ხოლო საზღვაო ფეხოსნების მოთხოვნით ის ასევე უფრო გრძელიც არის (A2 იმიტომ რომ ახალი კონდახი პირველად გამოჩნდა M16A2-ზე). გრძელი კონდახი კარგია დაწოლილი დგომარეობიდან მიზანში სასროლად მაგრამ უმეტესობასთვის ეს კოდახი აღმოჩნდა ნაკლებად მოსახერხებელი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ორი სიგრძის A2 ტიპის კონდახი, მოკლე და გრძელი მაგრამ საბოლოო ჯამში დარჩა მოხლოდ ერთი – გრძელი. პირველი დასაკეცი/ტელესკოპური კონდახები გამოჩნდა XM177-ზე. თავდაპირველად მათ ქონდათ მხოლოდ ორი პოზიცია გახსნილი და დაკეტილი. საველე პირობებში ხშირად ხდებოდა კუსტარულად ბუფერის მილის გადაკეთება, დამატებითი ნასვრეტების ამოჩარხვა რაც უზრუნველყოფდა კონდახის მორგების საშუალებას ინდივიდუალური მსროლელის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ასე უკვე თანამედროვე ტელესკოპურ კონდახებზე არის 4, 6 და 7 პოზიციაც. გამომდინარე იქიდან რომ დღევანდელი მასალები უფრო უკეთესია და ტელესკოპური კონდახები უფრო გამძლეა მათი გამოყენება ატარებს მასიურ ხასიათს. ტელესკოპური კონდახების კონსტრუქცია არ იცვლება პრინციპში თუ არ ჩავთვლით რომ იცვლება მათი ფორმები და მათ შორის ხდება შესაძლებელი გარკვეული აქსესუატების მათში შენახვა.

P1020382

მაგალითად ავტორის კუთვნილი კარაბინი აღჭურვილია ასეთი SOPMOD კონდახით, რომელიც უფრო გაბარიტულია მაგრამ მას აქვს ორი ადგილი სადაც ინახება დამატებითი ელემენტები ფანრისთვის და ასაწყობი რკინის შომპოლი.

ubr_small

ასევე პოპულარობით სარგებლობს ამერიკული კომპანია Magpul-ის გასაშლელი კონდახი მოდელი UBR. ერგონომიულად ის ისეთივე მოსახერხებელია როგორც ფიქსირებული მაგრამ ამავე დროს შესაძლებელია მისი სიგრძის რეგულირება.

90-ან წლებში პატენტებს, რომლებითაც იყო დაცული AR15-ის კონსტრუქცია გაუვიდათ მოქმედების ვადა და უამრავმა კომპანიამ დაიწყო სამოქალაქო AR15-ის გამოშვება. უნდა ითქვას, რომ სტარტი საკმაოდ მძიმე იყო. გამომდინარე იქიდან რომ ბევრი კომპანია ცდილობდა მალე დაეწყო ახალი იარაღების გამოშვება ხარისხს დიდი ყურადღება  არ ექცეოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ჩამოსხმის მეთოდით დამზადებული ქვედა რესივერები და კოპირებული დეტალები (backward engineering). მწარმოებლებს კარგად არ ესმოდათ პროცესები, რომლებსაც ადგილი ქონდა იარაღში გასროლის დროს და ბუნებრივია ამის გამო ყველაზე მეტად ზარალდებოდა ისევ კარაბინების საიმედოობა, რომელთა დენთის აირების სისტემის ჭკუაზე მოყვანა არ ეხერხებოდა არავის (გარდა კოლტისა). ის ფაქტი რომ კოლტი გაცილებით უფრო წინ წასული იყო ხოლო დანარჩენებს დაჭირდათ მეტი დრო რომ დაეწიონ და გაასწრონ მას, დღემდე ხელს უწყობს კოლტის გაყიდვებს, იმიტომ რომ დღემდე ზოგადად ითვლება რომ კოლტი უშვებს საუკეთესო AR15-ს და საუკეთესო კომპონენტებს თუმცა ჩემი აზრით უკვე კარგახანია საკმარისად ბევრი კომპანია უშვებს ბევრად უკეთეს პროდუქციას. ზუსტად ამ პერიოდს, როდესაც ახალი მწარმოებლები წააწყდნენ პრობლემებს საიმედო მოკლელულიანი AR15-ის წარმოებასთან ემთხვევა ე.წ. საშუალო სიგრძის (ასევე ცნობილი, როგორც კომერციული) დენთის აირების სისტემის გამოჩენა. ორი კომპანია  Knight’s Armament და Eagle Arms-მა ერთდროულად დაიწყეს იარაღების წარმოება 9 ინჩიანი დენთის აირების სისტემით, რომელიც ოპტიმიზირებული იყო 16 ინჩიანი ლულისთვის. ამ სიგრძის ლულა არ ითხოვდა სპეციალურ ნებართვას იმისთვის რომ გამხდარიყო უბრალო ადამიანის საკუთრება და პრინციპში დღემდე ეს არის სამოქალაქო კარაბინის ყველაზე პოპულარული ლულის სიგრძე აშშ-ში.

411535593

ევოლუციის უჩვეულო შედეგი, ამერიკული კომპანია Stag Arms-ის კარაბინი გათვლილი ცაციაზე . ბევრი კომერციული AR15 იყიდება ასეთ კონფიგურაციაში – სამიზნე მოწყობილობების გარეშე, და მყიდველს უტოვებს მათ არჩევანს. 

AR15-ის პლატფორმა განიცდიდა ევოლუციას ასევე მასზე დასაყენებელი სხვა შეიარაღების სისტემების წყალობით. 1964 წლიდან ვიეტნმაში გაიგზავნა კოლტის მიერ წარმოებულ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი მოდელი XM148. ეს იყო პასუხი მოთხოვნებზე, რომელიც უშუალოდ საველე პირობებში წარმოიქმნა.  ხელის მსუბუქი ყუმბარტმტყორცნის როლს იქ ასრულებდა ცალმუხტიანი M79. ხოლო ჯარისკაცი რომელიც იარაღდებოდა ამ სისტემით თავის დასაცავად ქონდა მხოლოდ პისტოლეტი რაც იყო არასაკმარისი ახლო ბრძოლებში. ამიტომ ჯარისკაცები ზოგჯერ ჭრიდნენ ყუმბარმტყორცნის კონდახს და ის კუსტარულად მაგრდებოდა M16-ის ქვეშ. სწორედ ამან უბიძგა კოლტს შეექმნა ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი სულ რაღაც 47 დღეში. კონცეფცია გამოდგა ძალიან წარმატებული  მაგრამ ყუმბარმტყორცნი იყო ზედმეტად რთული კონსტრუქციის და ნაკლებად საიმედო. შესაბამისად უკვე 1969 წელს ის იცვლება M203 ტიპის ლულისქვეშა ყუმბარმტყროცნით. კონკურსში XM148 შემცვლელზე მონაწილეობდა სამი კომპანია, AAI Corp (გამარჯვებული), Ford Aerospace და Aero-jet General.  M203-ის წარმოების უფლება გადაეცა კოლტს 1971 წელს. M203  აღმოჩნდა ძალიან საიმედო და ეფექტური სისტემა, რომელიც დღემდე არის შეიარაღებაში.

xm148203

ზევით XM148, ქვევით M203

M203 ძალიან გავს XM148-ს მაგრამ არის გაცილებით უფრო მარტივი და ადვილიც არის მოვლა მომსახურებაში. სისტემა იყენებს „მაღალი-დაბალი წნევის“ პრინციპს, რის გამოც უკუცემა არის ძალიან მცირე, ხოლო მისი გამოყენება არ ამცირებს იარაღის რესურს რომელზეც ის არის დაყენებული. ასე მაგალითისთვის, საბჭოთა ანალოგის ГП-25-იდან სროლისთვის საჭიროა სპეციალური ამორტიზატორი რომელიც კონდახზე ყენდება ხოლო გარკვეული გასროლების რაოდენობის შემდეგ ყუმბარმტყორცნი უნდა მოიხსნას და ავტომატის ექსპლუატაცია უნდა გაგრძელდეს უკვე მის გარეშე. გამომდინარე იქიდან რომ M203-ზე გადატენვისთვის ლულა უნდა გაიწიოს წინ, ჭურვის შიგნით მოთავსება ადვილია როგორც მარცხენა ასე მარჯვენა მხრიდან ხოლო ხელი ჭურვით არ ხვდება ლულის ახლოს.

ასევე უნდა აღინიშნოს რომ გარდა ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნისა AR15-ზე ასევე გამოიყენება ლულისქვეშა 12 კალიბრის თოფი. რამდენიმე კომპანია იყო დაკავებული ასეთი თოფების მოდიფიკაციით და AR15-ზე დაყენებით. აქიდან მინიმუმ ორი სისტემა მოხვდა შეიარაღებაში. 80-ან წლებში იარაღების ოსტატი ჯონატან არტურ სინერი სთავაზობდა თავის კლიენტებს რემინგტონ 870-ის ან ნახევრად ავტომატური რემინგოტნ 1100-ის მონთაჟს ნებისმიერ AR15-ზე. ასევე Knights Armament Company-იმ 80-ან წლებში გამოუშვა საკუთარი სისტემა ისევ და ისევ რემინგტონ 870-ის გამოყენებით, რომელსაც ეწოდა Masterkey. სახელი თავისთავად მიგვანიშნებს რა დანიშნულებას ასრულებს ეს სისტემა – შეღწევა შენობაში კარებების საკიდების და საკეტების გასროლით განადგურების გზით. ჩაითვალა, რომ ცალკე თოფის თრევას ჯობია ის ყოფილიყო მოთავსებული პირდაპირ შაშხანაზე, როგორც თავის დროზე ყუმბარმტყორცნი. რამდენად ეფექტური გამოდგა ეს კონცეფცია ჩემთვის უცნობია მაგრამ ორივე ზემოაღნიშნულ მოწყობილობას გაუჩნდა უფრო თანემედროვე ანალოგო რომელსაც უშვებს C-More Systems და რომელიც შეიარაღებაშია 2003 წლიდან. M26 MASS (ქვედა სურათი) წარმოადგენს მჭიდიან თოფს, რომელიც იტენება ხელით (გრძივად მოძრავი საკეტის საშუალებით). თოფი „იკვებება“ სექტორული მჭიდისგან რომელიც იტებს 3 ან 5 ვაზნას.  ეს სისტემა დღემდე შეიარაღებაში იმყოფება.

mass26

ოპტიკა. ზოგადად AR15-ის ოპტიკების თემა იმსახურებს ცალკე სტატიას და ალბათ რაიმე სპეციალურ გაამოცემასაც (წიგნს). გამომდინარე იქიდან რომ ამ სისტემის იარაღები გამოიყენება ახლო ბრძოლებშიც და 1000 იარდზე სასროლადაც და დაუმატეთ ამას ასევე მრავალი კალიბრის ოფცია მიხვდებით, რომ, ოპტიკის არჩევანიც შესაბამისად არის შეუზღუდავი. AR15-ის პოპულარობამ გარკვულწილად ასევე წარმოშვა მთელი კლასი ოპტიკური სამიზნეების, რომლებიც განკუთვნილია ამ იარაღზე დასაყენებლად და ძალიან მათ შორის პოპულარულია პატარა გადიდების ოპტიკური სამიზნეები განათებული ბადით და მასში ინტეგრირებული ტყვიის ვარდნის კომპენსატორით. ასევე AR15-ის მასიურმა გამოყენებამ წარმოშვა კომბინირებული ოპტიკური სამიზნეები  და ასევე ე.წ. გამადიდებლები, ოპტიკური მილები, რომლებიც მუშაობენ კოლიმატორთან ერთად, ყენდებიან მის უკან და უზრუნველყოფებ 3-4 ჯერად გადიდებას. სხვადასხვა ოპიკური მოწყობილობების ერთდროულად გამოყენება არ არის რაიმე ახალი მაგრამ AR15-ის ევოლუციის შედეგად ასეთი კომბინაციების გამოყენება გახდა გაცილებით უფრო მასობრივი პრაქტიკა ვიდრე ოდესმე ადრე. თავის მხრივ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში დღეს ბატონობს ორი მწარმოებელი, Aimpoint ამარაგებს არმიას, ხოლო Eotech-ი საზღვაო ფეხოსნებს.

compm2pic

1997 აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ისტორიაში პირველად განათავსეს შეკვეთა კოლიმატორულ სამიზნე მოწყობილობაზე (Red Dot Sight). ეს იყო სურათზე ნაჩვენები შვედური კომპანია Aimpoint-ის CompM2.

ასაკეცი სათადარიგო სამიზნე მოწყობილობები. ოპტიკური სამიზნეების მასობრივმა გამოყენებამ განაპირობა AR15-ზე სარეზერვო (მათ შორის ასაკეცი და გადახრილი) სამიზნე მოწყობილობების გამოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ის ოპტიკური მოწყობილობები, რომლებიც ითვლება ოქროს სტანდარტებად საბრძოლო ოპტიკაში არიან საოცრად გამძლე მექანიზმები ხოლო ელემენტების სიცოცხლე მათში განისაზღვრება უწყვეტ რეჟიმში მუშაობის რამდენიმე წელით, უნდა გავითვალისწინოთ რომ როგორც ნებისმიერი სხვა მოწყობილობა დამზადებული ადამიანის მიერ ყველაზე კარგი ოპტიკაც შეიძლება გაფუჭდეს, ბოლოს და ბოლოს არც ერთი ოპტიკური სამიზნე არ გაუძლებს ტყვიის მოხვედრას. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გამოიყენება სარეზერვო „რკინის“ სამიზნე მოწყობილობები. ასეთი სამიზნეები შეიძლება იყოს ასაკეცი, ფიქსირებული და გადახრილი, რაც გულისხმობს რომ ისინი ყენდებიან ან გადახრილ სამაგრებზე ან თავიდანვე მზადდებიან  ასეთები. იმ შემთხვევაში თუ დაზიანდა ოპტიკური სამიზნე შესაძლებელია იარაღის ჭერის ოდნავ შეცვლით დაიწყოთ გამოყენება ჩვეულებრივი სამიზნე მოწყობილობების. ასაკეცი სამიზნეების „გასააქტიურებლად“ საჭიროა მეტი დრო მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებელია ჩვეულებრივად იარაღის გამოყენება.

cowitflipup

სარეზერვო სამიზნე მოწყობილობების მაგალითები. 1) გადახრილი რკინის სარეზერვო სამიზნე მოწყობილობები. 2) ასაკეცი სამიზნე მოწყობილობები კომბინირებული კოლიმატორთან (co-witnessing).  

ასევე ზოგი ოპტიკური სამიზნე იყენებს მასზე კორპუსთან ერთად შესრულებულ რუდიმენტულ რკინის სამიზნე მოწყობილობებს. სავარაუდოდ სამხედრო იარაღზე ეს მიდგომა პირველად განხორციელდა  ინგლისურ SA80 ტიპის შაშხანაზე, რომელიც სტანდარტულად კომპლექტდებოდა SUSAT ტიპის ოპტიკური სამიზნით ხოლო სამიზნის ალუმინის კორპუსზე იყო ასევე შესრულებული პრიმიტიული წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობები, რაც საგანგაშო მდგომარეობაში იძლეოდა დამიზნების საშუალებას ახლო მანძილებზე, ძირითადი ოპტიკური სამიზნის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. ასეთი მიდგომა განხორციელებულია ბევრ სხვა ოპტიკურ სამიზნეზე რომელიც განკუთვნილია სამხედროებისთვის და მათ შორის გამოიყენება AR15-ზეც.

გადასატანი სახელური და „ბრტყელი ზედა“ (flat top). AR15-თვის დამახასიათებელი ფორმის გადასატანი სახელური შემორჩა მას ორიგინალური დიზაინიდან, სადაც ეს სახელური დამატებით იცავდა საკეტის სახელურს რომელიც იყო იარაღის რესივერზე ზევიდან განლაგებული. სახელურთან ერთად იყო შესრულებული უკანა სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც ქონდა ორი პოზიცია 0-300 მეტრამდე  და 300-დან 400 მეტრამდე სასროლი. უკანა სამიზნე მოწყობილობა სწორდება ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ხოლო წინა ვერტიკალურში შესწორებების შეტანა შესაძლებელი იყო ტყვიის წვერის გამოყენებით. M16A2-ზე უკვე ყენდება ბევრად უფრო სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობა, რომელიც სრულყოფილად კორექტირდება როგორც ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ სიბრტყეში და ეს შესაძლებელია განხორციელდეს ხელებით. ასეთი სამიზნის გამოყენება არის საზღვაო ფეხოსნების დამსახურება, რომელბიც ტრადიციულად მეტ ყურადღებას აქცევდნენ ზუსტი სროლის ინდივიდუალურ ხელოვნებას.

რესივერის კონსტრუქციიდან გამომდინარე AR15-ზე თავდაპირველად იყო პრობლემატური ოპტიკის მონტაჟი. ეს ეხებოდა როგორც შესაბამისი კრონშტეინის დამზადების პრობლემას ასევე იმ ფაქტს რომ სახელური სედაც ლულის ღერძის მაღლა იყო განლაგებული და ოპტიკა ზედ დაყენებისას კიდე უფრო მაღლა დგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ  კოლტმა შექმნა ჯერ კიდევ 60-ნ წლებში მოდელი 703, რომელზეც სახელური აღარ იყო გათვალისწინებული, სამხედროები დიდხანს არ აძლევდნენ საშუალებას კოლტს განახორციელებინა იგივე ცვლილება სამხედროებისთვის განკუთვნილ იარაღებში. თავის მხრივ სამოქალაქო მსროლელები არ იყვნენ შეზღუდულები სამხედრო ბიუროკრატიით  და უბრალოდ აჭრიდნენ სახელურებს სამოქალაქო შაშხანებს და კუსტარულად აყენებდნენ ზედ ვივერის სამაგრებს.

goose

გადასატან სახელურზე კოლიმატორის დასაყენებლად გამოდგება „ე.წ. ბატის კისერის“ ტიპის კრონშტეინი, რომელიც ასევე იძლევა საშუალებას რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენების.   

rrr

კოლტის სნაიპერული შაშხანა შექმნილი 60-ან წლებში (ვიეტნმაის ომიდან მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით) მოდელი 656 პირველი იყენებდა „ბრტყელ“ რესივერს და ასაკეც სარეზერვო რკინის სამიზნე მოწყობილობებს რაც 40 წლის შემდეგ გახდება სტანდარტი AR15-ის პლატფორმისთვის.  ეს შაშხანა პრაქტიკულად იყო  SDM-R და SAM-R-ის შორეული წინაპარი. 

 პირველი მასობრივად წარმოებული AR15 „ბრტყელი“ რესივერით იყო კომერციული ბაზრისთვის განკუთვნილი შაშხანა რომელიც ისევ და ისევ კოლტმა გამოუშვა. ეს იყო M16A3 რომლის წარმოება დაიწყო 1992 წელს (ეს იარაღი არ არის M16A2E3  რომელიც მოგვიანებით მიიღებს სამხედრო ინდექსს M16A3). უნივერსალური სამაგრის გამოჩენას AR15-ზე წინ უძღვოდა Rock Island Armory-ის ექსპერიმენტები AR10-ზე ბრტყელი რესივერებით და სამაგრებით, რომლის შედეგად უნდა შექმნილიყო ახალი .30 კალიბრის სნაიპერული სისტემა რომელიც შეცვლიდა იმ დროს შეიარაღებაში მყოფ M21-ს. საბოლოო ჯამში იდეა უნივერსალური სამაგრის დაყენების სამხედრო იარაღებზე იყო მოწონებული და  დღეს „ბრტყელი“ რესივერი არის სტანდარტული პრაქტიკულად 99.9% AR15-ზე ხოლო ერლ რიდიკი ითვლება ადამიანად რომელმაც შექმნა სტანდარტული უნივერსალური სამაგრი M1913 (დაფუძნებული უივერის კონსტრუქციის სამაგრზე მაგრამ უფრო ზუსტი ზომებით და ასევე ცნობილი როგორც „პიკატინის სამაგრი“, „პიკატინის რელსი“).  სამაგრი თავდაპირველად  იყო განკუთვნილი მხოლოდ ოპტიკის მონტაჟისთვის სხვადასხვა ტიპის იარაღებზე, თუმცა დღეს ის გამოიყენება ყველა ტიპის აქსესუარების დასაყენებლად.  საბოლოო სტანდარტი, რომელიც ეხებოდა ახალ უნივერსალურ სამაგრის (M1913) სპეციფიკაციებს, მიღებულ იქნა 1995 წლის 3 თებერვალს და მას მერე ფართოდ გამოიყენება ყველგან სადაც კი არის ასეთი სამაგრის საჭიროება. სახელი „პიკატინი“ გამოიყენება, როგოც ზოგადი სახელი ასეთი სამაგრის და გაჩნდა ეს სახელი იმის გამო, რომ პიკატინის არსენალი აქტიურად იყო ჩართული ამ სამაგრის ტესტირებაში და მის სტანდარტიზაციაში.

ტიბჟირი. AR15-ის ევოლუციაზე მოთხრობა არ იქნებოდა საკმარისი რომ არ გვეხსენებინა ამ სისტემის ტიბჟირის კონსტრუქციის განვითარება. მოდელი A1 იყენებდა სამკუთხედის ფორმის პლასტმასის ტიბჟირს. ის შედგებოდა მარცხენა და მარჯვენა ნახევრებისგან რაც ქმნიდა ლოგისტიკურ პრობლემას გატეხილი ნახევრების შეცვლისას (მარცხენა არ მიდიოდა მარჯვენაზე და პირიქით).კარაბინებში და შემდგომ შაშხანაში (M16A2) უკვე გამოყენებულია მრგვალი ტიბჟირი, რომელიც შედგება ერთნაირი ურთიერთცვლადი ნახევრებისგან (ზედა და ქვედა). მას შემდეგ რაც AR15 გამოჩნდა სამოქალაქო ბაზარზე მსროლელებმა სათანადოდ შეაფასეს ახალი იარაღი და ის ფაქტი, რომ ეს იყო თვითდამტენი სისტემა რომელზეც შესაძლებელი იყო თავისუფლად დაკიდული ლულის გამოყენება და მაქსიმალური სიზუსტის მიღება.  ყველაფერი რაც იყო ამისთვის საჭირო – მხოლოდ ახალი კონსტრუქციის ტიბჟირი რომელიც დამაგრდებოდა ერთ წერტილში, მხოლოდ ზედა რესივერზე (აპერზე). მე ვერ შევძელი დამედგინა ვინ დაიწყო პირველმა ისეთი ტიბჟირების გამოშვება რომლებიც მხოლოდ რესივერზე მაგრდებოდა. ყველაზე ადრინდელი ასეთი ტიბჟირი, რომელიც მე ვიპოვე არის Rock Island Armory-ის წარმოებული 80-ნი წლების დასაწყისში. დღეს ასეთი კონსტრუქციის ტიბჟირებს უშვებს უკვე ათობით კომპანია. ყველაზე პრმიტიული მოდელები ყენდება ლულის ქანჩზე   უფრო წინწაწეული მოდელები იყენებენ ფიქისირების უფრო რთულ სქემებს. დღეს შესაძლებელია დაბალ ფროფილიან დენთის აირების ბლოკის დაყენება, რომელიც იმალება ტიბჟირის ქვეშ ხოლო ადრე ხდებოდა უბრალოდ სატნდარტული A2 ტიპის დენთის აირების ბლოკის კუსტარულად გადაჭრა. ასეთი ტიბჟირები როგორც წესი მთლიანად მალავენ ლულას და მასზე ყენდება ფიქსირებული ან დასაკეცი წინა სამიზნე მოწყობილობა.

ddtsev

სურათზე არის Daniel Defense-ის დაპატენტებული კონსტრუქციის ტიბჟირი RIS II. ასეთი ტიბჟირის კონსტრუქცია იმდენად მყარია რომ მასზე შესაძლებელია ოპტიკის დაყენება ან ღამის ხედვის ხელსაწყოს დამონტაჟება უშუალოდ ოპტიკური სამიზნის წინ. ასევე შესაძლებელია სადგარების და ლაზერული სამიზნე მოწყობილობების გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ ადრეც (და ეხლაც ვისაც ეკონომია სურს) ხდებოდა სტანდარტული ტიბჟირის მოდიფიცირება სხვადასხვა მოწყობილობების დასაყენებლად დღეს შეიძლება ითქვას რომ ერთ  წერტილზე დამაგრებული ტიბჟირები და დაკიდული ლულები არის ოქროს სტანდარტი მაღალი კლასის შაშხანებში და კარაბინებშიც.

vikersgun

ადრინდელი იარაღების მოდიფიცირება ხდებოდა ისე, რომ საჭირო მოწყობილობების (მეტ წილად ფარნების) დაყენება ხდებოდა სტანდარტულ ტიბჟირებზე.  აკეთებდნენ ამას ძირითადად სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერატორები, რომლებსაც ქონდათ მეტი თავისუფლება იარაღის საკუთარ თავზე მორგების და უფრო სპეციალიზირებული იარაღებიც ჭირდებოდათ. სურათზე არის 80-ნი წლების სპეცრამზელის კარაბინი კოლტი მოდელი 723. მოდიფიკაციებს განეკუთვნება წყალქვეშა მცურავების ფარანი შეღებილი შავ ფერში, რომელიც გადაკეთებულია ისე რომ ირთვებოდეს გამოტანილ ღილკაზე დაჭერისას, კოლიმატორი არის Aimpoint 2000, ასევე ყურადღებას იქცევს გადაბმული მჭიდები და ქამრის დამაგრების მეთოდი. დღეს იგივე კონფიგურაციის კარაბინის აწყობა იქნება გაცილებით ნაკლებად შრომატევადი.

vltorvis

კომპანია Vltor იყო ალბათ პირველი, ვინც შესთავაზა მომხმარებელს აპერი (VIS) რომელზეც ტიბჟირი არის მისის განუყრელი ნაწილი. ფასი ამ დეტალის არის 600-700 დოლარი რაც გაცილებით უფრო მეტია ვიდრე კარგი ხარისხის ორ კომპონენტიანი ვარიანტი.

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ტიბჟირის ისტორია აღჭურვილი „პიკატინის“  სამაგრებით იწყება 80-ნი წლების ბოლოში, როდესაც დაიწყო პროგრამა, რომლის მიზანი იყო შექმნილიყო მოდულური კარაბინი ახლო ბრძოლებისთვის. ეს პროექტი გადაიზარდა ე.წ. SOPMOD პროგრამაში, რომელსაც უძღვებოდა უილიამ კრეინის სახელობის ფლოტის სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების ცენტრი. პროგრამის ფარგლებში საბოლოო მოთხოვნები ახალი იარაღის სისტემის მიმართ შემუშავდა 1993 წელს.   წოდებული როგორც „ბლოკ 1“, პაკეტი მათ შორის ითვალისწინებდა Knight Armament Systems-ის ალუმინისგან დამზადებული ტიბჟირის დაყენებას, ოთხი პიკატინის სამაგრით. ზოგადად ამ პროგრამის წყალობით სპეც-დანიშნულების ძალებმა მიიღეს პააკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდიდა M4-ის ეფექტურობას და უნივერსალურობას.

კალიბრები. AR15-ის კონსტრუქციის გამო ძალიან ადვილი გამოდგა სხვა და სხვა კალიბრებზე გათვლილი ამ კონსტრუქციის იარაღების წარმოება ისევე როგორც ერთი იარაღის სწრაფი კონვერტაცია სხვა კალიბრზე. აზრი არ აქვს ჩამოთვლას ყველა კალიბრების, უბრალოდ ვიტყვი, რომ გრძელია ნუსხა იმ კალიბრების, რომლებიც შეიქმნა სპეციალურად ამ სისტემისთვის. ესენია მაგალითად პერსპექტიული 6მმ-ნი ვაზნები 6.5 Grendel და 6.8 SPC. ასევე ბოლო დროს ძალზედ პოპულარული .300 Blackout.  ჯეფ კუპერს ეკუთვნის იდეა ვაზნის, რომელიც იქნებოდა ეფექტური მხოლოდ დიდი მასის ტყვიის ხარჯზე და  ასე შეიქმნა 250 გრანიანი (!!!) ტყვიით აღჭურვილი .450 Bushmaster.  AR15-ები ასევე არსებობს პისტოლეტის კალიბრებში… მოინდომეთ ნებისმიერი როლისთვის  AR15, და დამერწმუნეთ იპოვით მას სწორედ იმ კალიბრზე რაც თქვენ გინდათ. რა არის ამისთვის საჭირო? მხოლო ლულა და საკეტი. დანარჩენი ყველაფერი რჩება უცვლელი. მჭიდის ჩათვლით.

მჭიდები. ძნელად დასაჯერებელია მაგრამ თავდაპირველად  AR15-ს უნდა გამოეყენებინა ერთჯერადი 20 ვაზნიანი ალუმინის მჭიდები. მოგვიანებით ამ საეჭვო გადაწყვეტილებაზე უარი თქვეს და შაშხანები და კარაბინები კომპლექტებოდა 20 ვაზნიანი ალუმინის მჭიდებით. ვიეტნამის ომის დროს საჭირო გახდა გაზრდილი ტევადობის 30 ვაზნიანი მჭიდებიც. გამომდინრე ქვედა რესივერის ფორმიდან, რომელიც თავდაპირველად გათვლილი იყო 20 ვაზნიან სწორ მჭიდებზე, 30 ვაზნიანი მჭიდები არის სპეციფიური ფორმის, ზედა ნაწილი სწორია ხოლო ქვედა მოხრილი. სუსტი ალუმინის მჭიდები მოკლე სიცოხლის ციკლით ყოველთვის იყო სუსტი წერტილი ამ სისტემის. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო მსროლელისთვის სტანდარტული ალუმინის მჭიდები არის აბსოლუტურად საკმარისი დღეს ხელმისაწვდომია მრავალი სხვა მოდელი, ალუმინის, რკინის, პოლიმერის და კომბინირებული მოდელები.  დიდი პოპულარობით სარგებლობენ პოლიმერისგან დამზადებული მჭიდები, რომლებიც ძალიან გამძლეებია და დიდი რესურსით გამოირჩევა, ამათგან ყველაზე პოპულარულია Magpul-ის P-mag-ები (ქვედა სურათი).

pmag1მიუხედავად ყველაფრისა AR15 დღეს არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული იარაღი ამ კლასში. მას უშვებს უამრავი კომპანია პრაქტიკულად ყველა კონტინეტზე. AR15-ს უკვე უშვებენ რუსეთშიც კი და მეზობელ უკრაინაში. ჩვენც კი ვიბრალებთ AR15-ის გამოგონებას (თუმცა რას წარმოადგენს ქართული AR15 ბოლომდე გაურკვეველია). კიდე უფრო მეტი კომპანია უშვებს აქსესუარებს და ნაწილებს. სტოუნერის დამსახურებაა, რომ ასეთ პირობებში ნებისმიერ არამიანს შეუძლია გამოიწეროს და ააწყოს  AR15 თავის სარდაფში ან ავტოფარეხში, ყოველეგვარი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე.  მოდერნიზაციის ვარიანტები კი არის განუსაზღვრელი. არ არსებობს სისტემა, რომელიც ამ მხრივ არა თუ შეედრეაბ არამედ ოდნავ მაინც თუ მიუხლოვდება AR15-ს. დღეს ეს იარაღი არის თავისი პოპულარობის ზენიტში.

P1020314

საუკეთესო დადასტურება იმისა, რომ AR15-ების და მათი კომპონენტების წარმოება სრულყოფილებამდე არის დაყვანილი არის ავტორის კუთვნილი AR15. ეს კარაბინი აწყობილია საქართველოში, დაახლოებით 15 სხვა და სხვა მწარმოებლის მიერ დამზადებული დეტალებისგან და არც ერთ დეტალს არ დაჭირდა მორგება ან გადაკეთება. (იარაღი რეგისტრირებულია როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს)

 ეს არ არის სულ ყველაფერი რისი მოყოლაც მე თქვენთვის მინდოდა. ბევრი რამ აკლია ამ სტატიას მაგრამ ყველაფერი რომ მოვაქციოთ ერთ ნაშრომში მაშინ ეს ვერ იქნება სტატია და საჭირო გახდება წიგნის დაწერა. მე შევეცადე მომეყოლა ძირითადზე რაც დააინტერესებდა მკითხველს.  ეს არ არის ნციკლოპედიური სტატია, მაგრამ ეს სტატია თქვენ მოგცემთ საშუალებას წარმოიდგინოთ რამხელა გზა გაიარა AR15-მა იმ პროდუქტამდე, რომელსაც ჩვენ მოკლედ მოვიხსენიებთ, როგორც “ემ ოთხს”.  AR15-ის ევოლუცია არ დასრულდა, ევოლუცია გრძელდება…

to be continued ….

კლასიკური საბრძოლო იარაღი – M14 (ნაწილი 1)

Thursday, October 31st, 2013

ამჯერად ჩვენი მორიგი სტუმარია კიდევ ერთი ლეგენდარული იარაღი. მიუხედავად იმისა რომ ამერიკული წარმოების ავტომატური შაშხნა  M14 ყველაზე მცირე დრო დაჰყოვნა ამავე ქვეყნის შეიარაღებაში მას პრაქტიკულად ლეგენდარული რეპუტაცია აქვს. ის სასურველი შენაძენია ნებისმიერი  იარაღის მოყვარულისათვის, ხოლო ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის ელიტარული ნაწილები დღემდე იყენებენ მას საბრძოლო ოპერაციებში. ჩვენ შევეცდებით დავადგინოთ რა არის ამის მიზეზი, რატომ სარგებლობს ის aseTi პოპულარობით გარკვეულ წრეებში მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე ხანმოკლე კარიერა ქონდა როგორც ფეხოსნის იარაღის სხვა დანარჩენ სისტემებს შორის, რომელსაც ამერიკლეი ჯარისკაცი იყენებდა. ჩვენ გავისვრით M14-ს, დავშლით მას, შევისწავლით მას და შევეცდებით ობიექტურად შევაფასოთ ის. დიახ, ჩვენ გვაქვს საშუალება პირადად და უშუალოდ გავეცნოთ იარაღის ისტორიის ამ ნაწილს და შემოგთავაზოთ ქართულ ენაზე ექსკლუზიური სტატია და ფოტომასალები. M14-ს პრაქტიკულად არ იცნობენ საქართველოში და ბევრისთვის დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება წაკითხვა ამ იარაღზე. სტატიის პირველ ნაწილში შემოგთავაზებთ ექსკურსს M14-ის შექმნის და მსახურობის ისტორიაში სადაც გავამახვილებთ ყურადღებას ყველაზე საკვანძო და საინტერესო ფაქტებზე და ინფორმაციაზე, რომელიც ამ შაშხანას უკავშირდება.

როგორც უკვე ავღნიშნე M14 (სრული ინდექსი The U.S. Rifle 7.62 mm M14) ყველაზე ნაკლები დრო იმყოფებოდა შეიარაღებაში, როგროც ფეხოსნის ძირითადი იარაღი. ის მიიღეს შეიარაღებაში 1957 წლის 1 მაისს და ოფიციალურად მოხსნეს შეიარაღებიდან 1963 წელს. ამ პერიოდში სულ გამოშვებულ იქნა 1,376,031 ცალი M14. შაშხანას აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის უშვებდა ოთხი კომპანია: Springfield Armory; Winchester; Harrington & Richardson Arms Company და Thompson-Ramo-Wooldridge, Inc. იმ ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ, რომელიც ეხება M14-ის ისტორიას მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იარაღი პრაქტიკულად შემთხვევით მოხვდა შეიარაღებაში. გრძელი ისტორია მოკლედ რომ მოვყვეთ, მისი გამოჩენა ჯარში მჭიდროდ უკავშირდება 7.62X51 ვაზნას. მე შეგნებულად არ ვწერ .308 winchester-ს, იმიტომ რომ 7.62X51 NATO და .308 Winchester არის განსხვავებული ვაზნები. მიზეზი მისი გამოჩენის არის მარტივი, სარდლობას სურდა იარაღი, რომელიც იქნებოდა უფრო მსუბუქი ვიდრე იმ დროს შეიარაღებაში მყოფი გარანდის შაშხანა, რომელიც შეძლებდა ჯერებით სროლას ხოლო ვაზნა იქნებოდა უფრო მსუბუქი და კომპაქტური. შეგახსენებთ 30-06, მასრის სიგრძით 63მმ იყო ყველაზე გრძელმასრიანი საშუალო სიმძლავრის სამხედრო ვაზნა. მიუხედავად უფრო მოკლე მასრისა თანამედროვე დენთების გამოყენებით ახალი ვაზნა იყო ბალისტიკურადდ პრაქტიკულად იდენტური 30-06-ის და ამავე დროს უფრო ზუსტიც. მოგვიანებით M14-ის გამოჩენამ პრაქტკულად ეგერევე გამოდევნა ყველა გარანდის და სპრონგფილდის შაშხანები სპორტული შეჯიბრებებიდან რომელშიც საუკეთესო სამხედრო მსროლელები იღებდნენ მონაწილეობას. 7.62X51 გარდა ამისა იყო 10% უფრო მსუბუქი ვიდრე 30-06, რაც ნიშნავდა რომ ერთი რეისით სატვირთო ტვითმფრინავი გადაზიდავდა 10%-ით მეტ ტყვიაწამალს. ბუნებრივია აშშ სერიოზულად ლობირებდა ახალ ვაზნას და ის მალევე გახდა NATO-ს სტანდარტული კალიბრი. ამის საპასუხოდ აშშ-ს უნდა მიეღო შეიარაღებაში ბელგიური კონცერნის FN-ის ახალი შაშხანა FAL. მიუხედავად იმისა, რომ NATO-მ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აშშ იქნებოდა ვაზნების ყველაზე საიმედო და სტაბილური მომწოდებელი და 7.62X51 გახდა სტანდარტული კალიბრი ალიანსში შემავალი ქვეყნებისთვის, აშშ-მ პირობა არ შეასრულა და ბელგიური შაშხანა არ მიიღო შეიარაღებაში. სანაცვლოდ გადაწყდა საკუთარი კონსტრუქციის T-44 მოდელის შაშხანის შეიარაღებაში მიღება, რომელიც უკვე მოგვიანებით გახდა ის რასაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც   M14-ს. ჩაითვალა, რომ რახან ახალი იარაღი დაფუძნებულია უკვე წარმოებაში ათვისებულ ჯონ გარანდის M1 ტიპის კონსტრუქციაზე, M14-ის მასობრივი წარმოებაც და ჯარში ათვისებაც არ იქნებოდა პრობლემა. სინამდვილეში ნაწილების თავსებადობა ამ ორ იარაღს შორის არის მხოლოდ 25% და ისიც ეხება მეორეხარსხოვან დეტალებს, შტიფტებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება განსხვავებებს ორიგინალური გარანდის კონსტრუქციისგან, გამვყოფდი ორ ძირითად სხვაობას. ეს არის 20  ვაზნიანი მოსახსნელი მჭიდი და მოდიფიცირებული დენთის აირების სისტემა, სადაც აირების “აღება” ლულიდან ხდება შუიდან (გადაიწია უკან 15 სმ-ით), რაც სროლის დროს იწვევს ნაკლებ რხევას და ვიბრაციას და ასევე წნევა უფრო სტაბილურია და შესაბამისად უზრუნველყოფს ავტომატიკის უფრო სტაბილურ მუშაობას. რა თქმა უნდა M14-ს ასევე ქონდა ჯერებით სროლის საშუალება, როგორც ამას სამხედროები სულ ტყვილა ითხოვდნენ. ავტომატიკის სქემა იყო იგივე და იყენებდა ბრუნავ საკეტს.

T-25. ერთ ერთი პროტოტიპი, რომელიც ასევე შეიქმნა გარანდის შაშხანის დიზაინზე დაყრდნობით. ამ ექსპონატს მჭიდი მოხსნილი აქვს.

ამ სურათიდან კარგად ჩანს გარანდის დიზაინის გარდაქმნა M14-ად. პირველი შაშხანა არის გარანდის კონსტრუქციის M1. მეორე არის პროტოტიპი ტ20 და მესამე, პროტოტიპი ტ44. აშშ-ს მთავრობას M14-ის შექმნა საერთო ჯამში დაუჯდა 10,927,523 დოლარი.

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში პირველი ნაწილი, რომელმაც მიიღო ახალი შაშხანა შეიარაღებაში იყო ლეგენდარული 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია.   1963 წლისთვის M14-ით უკვე დაკომპლექტდა ყველა  საბრძოლო ნაწილი რომელსაც ეს იარაღი ეკუთვნოდა  საშტატო განრიგით. სამწუხაროდ ამ იარაღის მიღება მოხდა მაშინ, როდესაც უკვე კარგად იყო ცნობილი ამ კალიბრის იარაღის ყველა მინუსი, მათ შორის ვაზნის დიდი წონა რაც ამცირებდა ჯარისკაცის საბრძოლო კომპლექტს, თუმცა ამავდროულად ეს ვაზნა 10%-ით ნაკლებს იწონიდა ვიდრე მანამდე სტანდარტული 30-06. ასევე შეუძლებელი იყო ეფექტური სროლა ჯერებით დიდი უკუცემის და ლულის ხტომის გამო.  ამის გამო ბევრ M14-ზე ჯერებით სროლის რეჟიმი გაუქმებული იყო, ან ჯერებით სროლა დაშვებული იყო მხოლოდ ჩასაფრებაში მოყოლის დროს. თვითონ შაშხანა იყო მძიმე და გაბარიტული. ვიეტნმაში დაწყებული კონფლიქტის ინტენსიურობაც იზრდებოდა და დიდი და მოუქნელი M14-ის გამოყენება ჯუნგლებში იყო გართულებული, სადაც სროლის მანძილი იშვიათად აღემატებოდა 150 მეტრს. გარდა ამისა გენიალური სტოუნერი ასრულებდა მუშაობას თავის AR-15-ზე, რომელიც საბოლოოდ შეცვლიდა ფეხოსნის პირადი იარაღის კონცეფციას.

ასე გამოიყურებოდა ამერიკული შაშხანის ბელგიური კონკურენტი. ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოში FN FAL გახდება ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული საბრძოლო შაშხანა.

რასაც ვერ დაუწუნებ M14-ს არის ის, რომ მას აქვს საიმედო იარაღის რეპუტაცია. მიზეზი ამისა არის ხისტი მოთხოვნები, რომლებიც იყო წაყენებული დამკვეთის მიერ. ყველაზე საინტერესო გამოცდები, რომელშიც მიიღო მონაწილეობა M14-მა იყო მათ შორის ტესტი ხანგრძლივ სროლაზე ფორტ ბენინგში, სადაც კონკრეტული შაშხანიდან მიყოლებით გაისროლეს 3080 ვაზნა, ტემპით 60 გასროლა წუთში. იარაღს ცეცხლი მოეკიდა და ვაზნებმა დაიწყეს თვითაალება გადახურებული სავაზნის გამო, მაგრამ ლულა მაინც უზრუნველყოფდა ტყვიების სტაბილიზაციას. 1968 წელს ისევ ფორტ ბენინგში ჩატარდა მასშტაბური  ტესტირება სხვადასხვა იარაღების გამოყენებით ( M14E2, M60, HK33, AR18, Stoner 63 და  M16-ის ორი მოდიფიკაცია). 100 M14-დან გასროლილ იქნა ჯამში 445,268 ვაზნა, რაზეც მოვიდა 313 დაბრკოლება. ამ დაბრკოლებების შემდეგ მსროლელის ჩარევამ ეგრევე დააბრუნა შაშხანა მწყობრში 261 შემთხვევაში. ტესტირებაში მონაწილე იარაღებს შორის M14-ს ქონდა ყველაზე ნაკლები რაოდენობის დაბრკოლება და მწყობრიდან გამოსული ნაწილი. რემონტ გავლილი შაშხანები ასევე გადიოდნენ ტესტირებას რა დროსაც განსაზღვრული იყო არა მარრტო დაბრკოლებების რაოდენობა არამედ ასევე იყო განსაზღვრული დაბრკოლებების ტიპები რაც უზრუნველყოფდა შეკეთების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.

როდესაც ამერიკელი სამხედროებისთვის გახდა ხელმისაწვდომი იუჯინ სტოუნერის AR-15 (შემდგომში M-16) მიუხედავად სამხედროეების წინააღმდეგობისა, აშკარა ხდებოდა სტოუნერის იარაღის უპირატესობები, ის  იყი მსუბუქი, იაფი, მარტივი, ზუსტი, სროლა ჯერებით იყო ბევრად ეფექტური, ტყვია ცოტას იწონიდა რაც ზრდიდა ჯარისკაცის საბრძოლო კომპლექტს. რობერტ მაკნამარას, რომელიც იყო იმ დროს თავდაცვის მდივანი, ყავდა ძალიან ნიჭიერი მრჩევლების გუნდი. ეს გუნდი ძირითადად იყო დაკავებული რთული გათვლებით, ისინი ითვლიდნენ ყველაფერს რაც უკავშირდებოდა თავდაცვის სტრუქტურას და მათ ქონდათ მყარი არგუმენტები ახალი შაშხანის სასარგებლოდ და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ომის პირობებში მასშტაბური გადაიარაღება დიდ რისკებს უკავშირდებოდა, არაფერს ვამბობთ რომ ამ ნაბიჯით გამოდიოდა რომ M14-ზე გადაიარაღებაც იყო ფინასურად წამგებიანი, გადაწყვეტილება მაინც იყო მიღებული სტოუნერის ახალი იარაღის სასარგებლოდ ხოლო დანარჩენი კიდე უკვე ისტორიაა…

პრინციპში M14 და მასთან იმდროინდელი ყველა .30 კალიბრის საბრძოლო შაშხანა იყო გარდამავალი თაობის იარაღი, ეს უკვე არ იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნახევრად ავტომატური შაშხანები მაგრამ ამავე დროს ასევე შორს იყვნენ ინ იარაღებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ დღეს თანამედროვე ფეხოსნის ძირითად შეიარაღებას, ხოლო თავისმხრივ M14 მათ შორის იყო ალბათ ყველაზე მოძველებული კონსტრუქციის მქონე. ყველაზე დიდი ნაკლი M14-ის, რომელიც გამოსწორდა მხოლოდ 2000-ან წლებში არის მოძველებული ტექნიკური გადაწყვეტილება როდესაც ლულის კოლოფიც და ლულაც ასვენია ხის კონდახში. საბრძოლო შაშხანისთვის ეს დიდი პრობლმას არ წარმოადგენს, თუმცა სრული ხის კონდახი იყო და იქნება ყველაზე სუსტი ელემენტი საბრძოლო იარაღის კონსტრუქციაში. თუ საბრძოლო შაშხანაში სრული ხის კონდახი არ არის კრიტიკული პრობლემა იგივე გადაწყვეტილება ხდება სერიოზული დაბრკოლება, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო შაშხანის ადაპტაციას სანიპერული იარაღის როლისთვის. მნიშვნელოვანია ეს იმიტომ, რომ დაწყებული პირველი მსოფლიო ომიდან, ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება საბრძოლო შაშხანის ბაზაზე სპეციალზიირებული სნაიპერული იარაღის შექმნა. მაგალითად იმ დროს FN FAL-იც,  გერმანული Stg.45  და  ესპანური CETME-ს შაშხანა (მომავალში Heckler&Koch G3) აღარ იყენებდნენ სრული ხის კონდახებს არ იყენებდა მას არც პირველის სპეციალიზირებული სნაიპერული თვითდამტენი შაშხანაც “სვდ”, რომელიც გაცილებით უფრო გვიან შეიქმნა. მიუხედავად ამისა ჩემთვის რჩება დიდ გამოცანად რით აზროვნებდა „სვდ“-ს შემქმნელი, როდესაც იარაღის დიზაინზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ დრაგუნოვის შაშხანა გაცილებით გვიან შეიქმნა და უფრო ტექნოლოგიურია ვიდრე M14, უკანასკნელთან შედარებით ის არის სრული ერგონომიული კოშმარი. ლოგიკურია ამ ორი იარაღის შედარება და მე მიკვირს, რატომ ამერიკული საბრძოლო შაშხანა უფრო მოსახერხებელია ზუსტი სროლისთვის ვიდრე სპეციალურად სნაიპინგისთვის შექმნილი იარაღი.

ხის სრული კონდახის გამოყენებას უკავშირდებაკიდევ რამდენიმე პრობლემა, M14-ში შედარებით გართულებულია მჭიდების სწრაფი გამოცვლა. ისე სწრაფად მჭიდის გამოცვლა როგორც თანამედროვე იარაღში M14-ში შეუძლებელია. თუ ავიღებთ M14-ს სნაიპერული როლისთვის, პირველ რიგში ვაწყდებით ხის და რკინის მორგების პრობლემას და შემდგომ იარაღის კონსტრუქციის გამო ოპტიკური სამიზნის მონტაჟის პრობლემას. უკანასკნელი პრობლემა მეტ ნაკლებად აქტუალურია ყველა იმ ეპოქის .30 კალიბრის შაშხანისთვის, მაგრამ M14-ში ის ყველაზე უფრო ღიად გამოხატულია ლულის კოლოფის დიზაინის გამო.

M14 როგორც სნაიპერის იარაღი. 60-ან წლებში, როდესაც აშშ-ის ჯარები აქტიურად იყვნენ ჩართული საბრძოლო ოპერაციებში ვიეტნამში, წარმოიშვა მოთხოვნილება ნახევრად-ავტომატურ სნაიპერულ შაშხანაზე. ასე გაჩნდა XM-21, M14-ის პირველი სნაიპერული მოდიფიკაცია. ყოველთვის იყო მიღებული პრაქტიკა საბრძოლო შაშხანის ადაპტაციის სნაიპერული იარაღის როლისთვის და არც M14–ს ეს ბედი არ აცდა. სნაიპერული M14 წარმოადგენდა M14 National Match-ის (მეტი ყურადღებით და ხარისხით აწყობილი, მცირედ მოდიფიცირებული სტანდარტული M14, ოპტიმიზირებული ზუსტი სროლისთვის) ბაზაზე აგებულ იარაღს. M14-ის M21-ში კონვერტაციას ასრულებდა Rock Island Arsenal . მთავარი მოდიფიკაცია მოიცავდა  Leatherwood 3–9  ოპტიკური სამიზნის მონტაჟს და სპეციალიზირებული ამუნიციის გამოყენებას.  XM-21 ასევე იყო აღჭურვილი სპეციალურად შერჩეული კაკლის კონდახით. შემდგომ მოდელი, ინდექსით M-21 იყო აღჭურვილი სინთეტიკური კონდახით (მაკ მილანის წარმოების), რამაც გარკვეულ წილად მოხსნა ყველა ზუსტი მსროლელისთვის ცნობილი ხის კონდახის და ლულის კოლოფოს მორგების პრობლემა. თუმცა სრულად ეს პრობლემა მოგვარდა მას შემდეგ რაც M14-თვის შეიქმნა ალუმინის „შასი“ რომელმაც ჩაანაცვლა ტრადიციული ფორმის კონდახები. ის რომ კონდახის და ლულის კოლოფის მორგება ყოველთვის იყო პრობლემატური საკითხი, მეტყველებს ჩანაწერი საველე ინსტრუქციაში (FM 23-10), რომლის მიხედვითაც სნაიპერს უნდა გაეწმინდა იარაღი მისი დაშლის გარეშე, ხოლო დაშლის უფლება ქონდა მხოლოდ მეიარაღეს. M21 ასევე აღჭურვილი იყო უფრო სრულყოფილი ოპტიკური სამიზნეებით  Bausch&Lomb Tactical 10×40 ან Leupold MK4 10×. სიზუსტეს რაც შეეხება ის საშუალოდ შეადგენდა 1.5 კუთხის წუთს 100 იარდზე სპეციალური ამუნიციის გამოყენების პირობით. XM-21 და M-21 მთლიანობაში გაამართლეს და იყვნენ ძირითადი სნაიპერული სისტემა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მანამ სანამ 1988 წელს ის არ ჩაანაცვლა რემინგტონის M-24-მა. მიუხედავად ამისა დაწყებული ამ პერიოდიდან M14 ყოველთვის ისევ ბრუნდებოდა მწყობრში, როდესაც აშშ-ის საბრძოლო დანაყოფები ერთვებოდნენ საბრძოლო მოქმედებებში და წარმოიქმნებოდა მოთხოვნა ზუსტ ნახევრად ავტომატურ .30 კალიბრის იარაღზე. ასე მოხდა 1991 წელს ერაყში და 1993 წელს სომალიში. ბოლო მოდიფიკაცია წმიდა სნაიპერული M14-ის არის M25, შექმნილი სპეციალური დანიშნულების ძალების მე-10 დაჯგუფების სახელოსნოებში (იმ დროს ერთიანი სარდლობა სპეც დანიშნულების შენაერთებს არ ქონდათ, ხოლო თავად შენაერთები (Special Forces Groups) განაწილებულები იყვნენ რეგიონალური პრინციპით, ასე მე-10 დაჯგუფებას უწევდა ევროპის ტერიტორიაზე მოქმედება და 1977-1978 წლებში მას ხელმძღვანელობდა ჩვენი თანამემამულე ოთარ შალიკაშვილი). ამ მოდიფიკაციას რომლის ძირითადი განსხვავება იყო ოპტიკური სამიზნის სამაგრი და ოპტიკური სამიზნეების უფრო დიდი არჩევანი იყენებდნენ საჯარისო და საზღვაო სპეციალური დანიშნულების შენაერთები ვისი დაკვეთითაც ეს იარაღი შეიქმნა.

სურათზე მებრძოლებს აქვთ  XM21-ები, რომლებიც აღჭურვილია Sionics SS-1 მაყუჩებით და  AN/PVS-2 Starlight ტიპის ღამის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობებით. მებრძოლები ეკუთვნიან 25-ე ქვეით დივიზიას. პირველებმა ვიეტნამში M21-ები მიიღეს მე-9 ქვეითი დივიზიის სნაიპერებმა 1968 წელში.

საჭიროა ცოტა მეტი დრო დაუთმოთ ვიეტნამის ომის პერიოდს, ვინაიდან ამ პერიოდს უკავშირდება გარკვეული საინტერესო ფაქტები, რომლებიც ეხება როგორც ჩვენი სტატიის გმირს ასევე ზოგადად სნაიპინგის თემას და მკითხველისთვის უნდა ინტერესს წარმოადგენდეს. საქმე იმაშია, რომ შეიძლება დავასკვნათ რომ სწორედ ვიეტნამის კამპანიამ საბოლოოდ დაარწმუნა სარდლობა, სნაიპერების მომზადების სისტემატიზირებაში. მოგეხსენებათ, რომ აქამდე ამერიკელები ჩაბმულები იყვნენ ორ დიდ კონფლიქტში, მეორე მსოფლიო ომში და კონფლიქტში კორეის ნახევარ კუნძულზე. ეს მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები წარმოშობდნენ ისეთ პრობლემებს სადაც სნაიპერების მომზადება, ტაქტიკა და შეიარაღება უბრალოდ იმალებოდა და არ ჩანდა. კორეის ომის შემდეგაც უმაღლესი სარდლობა და მაგათ შემყურე ოფიცრები იგნორირებას უკეთებდნენ სნაიპერებს და მათ მომზადებას. 1954 წელს „საარმიო ჟურნალის“ ერთერთ ნომერში პირდაპირ დაიწერა, რომ ოფიცრები არ იყენებენ საშუალებას  გააგზავნონ შერჩეული მსროლელები 10 დღიან სნაიპერების კურსზე. მაკნამარას სამსახური გართული იყო M16-ით და შეიმუშავა აბსოლუტურად უსაფუძვლო დოქტრინა ამ იარაღის გამოყენების, რომელიც აქცენტს აკეთებდა ჯერებით სროლაზე, იმისთვის რომ ჩაეხშო სამიზნე მასიური ცეცხლით და არა ზუსტი გასროლებით (ე.წ. სწრაფი სიკვდილის დოქტრინა). ამას მოყვა სამხედრო მოსამსახურეებში ზუსტი სროლის უნარის სწრაფი დეგრადაცია, რაც ეგრევე გამოვლინდა ვიეტნამში. ჯარისკაცებს არ ქონდათ შორსმსროლელი ზუსტი იარაღი, რომელიც იქნებოდა გამოსადეგი სნაიპინგისთვის. ამერიკელები კვლავ მოუმზადებლები შეხვდნენ ომს. ვითარებამ დაიწყო გამოსწორება როდესაც არმიის დეპარტამენტმა გამოსცა სახელმძღვანელო  ზუსტ სროლის გააღრმავებულ საფუძვლებზე და დაავალა სამხედრო მეთაურებს შეიმუშაონ მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავენ ორგანიზაციულ, დოქტრინულ და მატერიალურ მოთხოვნილებებს სნაიპერების მოქმედების უზრუნველსაყოფად. ბოლო პუნქტის მიხედვით ამისთვის საჭირო იყო გამოცდილი, საიმედო შაშხანა 1000 იარდზე სროლის პოტენციალით. ბუნებრივია M14 იყო ლოგიკური არჩევანი ამ როლისთვის. 1968 წელს პირველი პარტია (50 ცალი) სნაიპერული M14-ების (ინდექსით XM21) გაიგზავნა მე-9 ქვეით დივიზიაში. იმავე წელს იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით დივიზიამ ჩაიწერა 1139 მოკლული მოწინააღმდეგე. ამავე დივიზიაში პირველად დაიწყო საველე პიორბებში სნაიპერების მომზადების პროგრამის შემუშავება. თავდაპირველად ის წარმოადგენდა 48 საათიან თეორიულ პროგრამას, რომელიც ოფიცრების და სერჟანტების მოტივაციის წყალობით გადაიზარდა 18 დღიან ინტენსიურ სწავლებაში, რა დროსაც მხოლოდ პირველ 6 დღეში მსროლელი ხარჯავდა 720 ვაზნას და იგივე დროს ატარებდა სპოტერის როლში. ასევე ისინი სწავლობდნენ საჰაერო და საარტილერიო დარტყმის გამოძახებას, შენიღბვის ხელოვნებას და ასე შემდეგ.

ამავე პერიოდს უკავშირდება ხარისხობრივი ნახტომი სნაიპერების შეიარაღებაში.  მათ მიიღეს მართალია საბრძოლო შაშხანის ბაზაზე შექმნილი მაგრამ უდაოდ დახვეწილი სნაიპერული სისტემა M21-ის სახით. სპეციალურად ღამის ოპერაციებისთვის M21-ები აღჭურვილი იყო Sionics inc.-ის საპრესორებით (საპრესორი ამცირებს გასროლის ხმას და ლულის ალს, მაყუჩი კი განკუთვნილია გასროლის ხმის სრული ჩახშობისთვის) და ასევ იმ დროისთვის ძალიან დახვეწილი ღამის სამიზნე მოწყობილობით AN/PVS-2 “სტარლაიტ” (ვასკვლავების შუქი). ამ სამიზნეს ქონდა მხოლოდ ორი მინუსი, წონა (3.4 კგ) და ფასი, რომელიც შეადგენდა 3000 დოლარს (იმ დროს ამერიკაში ახალი ავტომობილის ფასი იყო საშუალოდ 3900 დოლარი). XM21 აღჭურვილი ღამის ოპტიკით და საპრესორით საშუალოდ გამოიყენებოდა  400 მეტრის მანძილზე და იყო ძალიან ეფექტური იარაღი. არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი, როდესაც ერთმა სნაიპერმა გასროლების ერთი სერიით მოხსნა მოწინააღმდეგეს 14 გუშაგი, ეს იყო იმდენად ადვილი რომ უბრალოდ იყო სასაცილო, იხსენებდა შემდგომ სანიპეერი. ასევე ღამით, კონტრსნაიპერული ოპერაციების დროს, ჩრდილო ვიეტნამელ სნაიპერებს პრაქტიკულად არ ქონდათ გადარჩენის შანსი. საბჭოთა კავშირიდან გარკვეული რაოდენობით მათ მიიღეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ძველი ამერიკული წარმოების აქტიური ღამის ოპტიკური სამიზნეები (M1 და M2), რომელიც საბჭოთა კავშირმა თავის დროზე ამერიკიდან ლენდ-ლიზით მიიღო. აქტიური ნიშნავს, რომ სამიზნის გაშუქებისთვის გამოიყენებოდა ინფრა-წითელი პროჟექტორები ხოლო თავის მხრივ „სტარლაიტი“ იყენებდა არსებული ბუნებრივი განათების გაძლიერების მეთოდს (აძლიერებდა მას 75,000-ჯერ) და მათ შორის უპრობლემოდ აფიქსირებდა ინფრა-წითელი პროჟექტორების გამოსხივებას. ცხადია ასეთი თვითგანათებული სამიზნის განადგურება უკვე პრობლემას არ წარმოადგენდა. კონვენციონალურ ოპტიკური სამიზნეებს რაც შეეხება პირველი 50  შაშხანა, რომელიც მოხვდა მე-9 დივიზიაში  აღჭურვილი იყო სამხედრო ოფიცრის ჯიმ ლიზერვუდის კონსტრუქციის ოპტიკური სამიზნით (ART), რომლის კონსტრუქციაშიც გათვალისწინებული იყო სტანდარტული .308 კალბრის ტყვიის ვარდნის კომპენსირების სისტემაც. ეს ოპტიკური სამიზნე აღმოჩნდა საკმარისად გამძლე და ეფექტური და მასიურად ყენდებოდა როგორც M21-ზე ასევე სხვა შაშხანებზე. მთლიანობაში შეიძლება ითქვას რომ სნაიპერულმა M14-მა მაღალი შეფასებები დაიმსახურა და უდაოდ იყო წარმატებული პროექტი, ვიეტნამის თემაზე საუბარი რომ დავასრულოთ, უნდა ავღნიშნო რომ არმიისგან განსხვავებით საზღვაო ფეხოსანთა კორპუსი არ იყო აღტაცებული იდეით სნაიპინგისთვის გამოეყენებინა ნახევრად-ავტომატური შაშხანა. პირველ რიგში იმიტომ, რომ M14-ის წინამორბედი გარანდის შაშხანა და მისი სნაიპერული მოდიფიკაცია არ გამოირჩეოდა მაღალი საბრძოლო თვისებებით სნაიპერული იარაღის როლში. ტრადიციული „ბოლტი“ იყო მათთვის სასურველი სისტემა მიუხედავად იმისა, რომ არმიის ნაწილები ძირითადად განლაგებულები იყვნენ ვიეტნამის სამხრეთ ნაწილში და იბრძოდნენ უფრო ღია გაშლილ ადგილებში, ხოლო საზღვაო ფეხოსნებს უწევდათ ბრძოლა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეტ  წილად მჭიდრო ტყეებში და ჯუნგლებში.  კორპუსი მაინც სხვა გზით წავიდა და მათი არჩევანი ძირითადად იყო ვინჩესტერის 70-ე მოდელი თუმცა M14-ს ხშირად იყენებდა სნაიპერის სპოტერი. ისტორიის ეს ნაწილი არ ეხება ამ სტატიის თემას და ამიტომაც აღვნიშნავ მხოლოდ, რომ საზღვაო ფეხოსანებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სნაიპინგში და განიცადეს სწრაფი ადაპტაცია და ევოლუცია. ასევე ვიეტნამში მიღებულმა გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა საზღვაო ფეხოსნების სნაიპერების მომზადების სკოლის შექმნას, რომელიც დღეს ერთერთ საუკეთესო ამ პროფილის სასწავლებლად ითვლება მსოფლიოში.  ზოგადად სწორედ ვიეტნამის კამპანიის შემდეგ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შიგნით დამკვიდრდა იდეა რომ სნაიპინგი არის სამხედრო დოქტრინის განუყრელი ნაწილი. თუმცა სამწუხაროდ, მრავალი წლის შემდედ როდესაც M14-ს მოუხდა კიდევ ერთხელ დაბრუნება მწყობრში, საბრძოლო შენაერთები იგივე პრობლემებს წააწყდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ M14-ის კონკურენტები უკეთესად გამოიყურებოდნენ საბრძოლო შაშხანის როლში უნდა აღინიშნოს რომ სნაიპერული იარაღის როლისთვის ამერიკელებმა შეძლეს ამოწურონ მაქსიმუმი M14-ის კონსტრუქციიდან და თუ არ ჩავთვლით Heckler&Koch G3-ის ბაზაზე შექმნილ ძვირ და შესანიშნავ PSG-1-ს, ამერიკული შაშხანა არის საუკეთესო იარაღი სანიპინგისთვის კონკურენტებს შორის. ამაში დიდ როლს თამაშობს განსხვავებული ხედვა სნაიპერების როლზე და მათი გამოყენების დოქტრინაზე რის გამოც ზუსტი სროლისთვის გაანკუთვნილი ნახევრად ავტომატური იარაღი მეტ ყურადღებას იმსახურებდა აშშ-ში და ასევე National Match ფაქტორი, როდესაც გამოცდილი ოსტატი მეიარაღეები ახერხებდნენ საბრძოლო იარაღის კონსტრუქციიდან მაქსიმალური სიზუსტის მიღებას და ამის მიღწევა ხდებოდა ყველა დეტალისადმი მაქსიმალური ყურადღების მიქცევით და გამოყენებული კომპონენტების გადარჩევით.

მეორედ მოსვლა. პრინციპში არც სტანდარტული M14 არასდროს არ გამქრალა ბოლომდე არსენალებიდან და მას ძალიან შეზღუდულად იყენებდნენ გარკვეული ნაწილები მათ შორის აშშ-სს საზღვაო ფლოტის სპეციალური დანიშნულების შენაერთები, რომლებიც რამდენიმე როლში იყენებდნენ ამ იარაღს. ყველა M14, რომელიც გამოიყენებოდა ასეთ შენაერთებში იყო მეტ წილად ინდივიდუალურად მორგებული ოპერატორის გემოვნებას და მათი კლასიფიცირება ძალიან ძნელია. ასეთი ელიტარული რაზმები, ყოველთვის თავისუფლებით სარგებლობდნენ იარაღის არჩევაში და მათ ბევრი სისტემა ქონდათ, რომელიც მოხსნილი იყო შეიარაღებიდან  რეგულარულ შენაერთებში (პისტოლეტი M1911A1, ტყვიამფრქვევი M60E3) ან საერთოდ არ ყოფილა არასდროს შეიარაღებაში მიღებული (მსუბუქი ტყვიამფრქვევი Stoner 63).

M14 ძალიან ბევრ როლში გამოიყენებოდა, მათ შორის როგორც ცერემონიალური იარაღის, განმაღმველი საშუალება და ასევე იმისთვის, რომ ერთი გემიდან მეორეზე მოხდეს ტროსის გადასროლა, საბაგირო გზის ასაგებად და მძიმე ტვირთების გადასაზიდად. სურათზე სწორედ ეს პროცესია აღბეჭდილი.

რეალურად  M14-ის მასიური დაბრუნება საბრძოლო ნაწილებში მათ შორის საარმიო დანაყოფებში დაიწყო ავღანეთში ოპერაციის დაწყების შემდეგ 2001 წელში. რა დროსაც მალე გახდა აშკარა, რომ სტანდარტული 5.56 კალიბრის კარაბინი 14.5 ინჩიანი ლულით არ იყო  გაშლილ ადგილებში ეფექტური ცეცხლის წარმოებისთვის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ M4 არის შესანიშნავი იარაღი, პატარა უკუცემას, მცირე წონას და გაბარიტებს მოყვა გარკვეული შეზღუდვები რაც პირველ რიგში აისახა ეფექტური სროლის სიშორეზე, რომელიც 300 მეტრს არ აღემატებოდა. 2009 წელს სპეციალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ნახევრაზე მეტი შეიარაღებული შეტაკებების ავღანეთში ხდებოდა მანძილებზე, რომლებიც აღემატებოდა 300 მეტრს. ეს კიდე ნიშნავდა რომ ქვეითი ასეულის განკარგულებაში არსებული იარაღების 80% უბრალოდ ვერ წვდებოდა მოწინააღმდეგეს.  ამავე დროს M14-ის სანიპერული მოდიფიკაცია იყო საკმარისად ეფექტური 300-დან 800 მეტრამდე, განსაკუთრებულად ახალი  M118LR  ტიპის ვაზნის გამოყენები, რომელიც იყენებს მაღალი ხარისხის Sierra Match King-ის ტიპის ტყვიას და ოპტიმიზირებულია შორ მანძილებზე გამოყენებისათვის. ავღანეთამდე და ერაყამდე, არც ისე ბევრი M14 იყო შეიარაღებაში შემორჩენილი. ანტიტერორისტული კამპანიის დაწყების შემდეგ დარჩენილი M14-ის მწყობრში დაბრუნება დაიწყეს რომ დაეკმაყოფილებინად მოთხოვნა შორსმსროლელ ნახევრად ავტომატურ შაშხანაზე. სამწუხაროდ ძნელია ამ საგანგებო გადაწყვეტილების სარგებლიანობის განსჯა მაგრამ არ მგონია, რომ სამ დღიანი გადამზადების კურსი ყოფილიყო საკმარისი, რომ მსროლელმა აითვისოს ახალი იარაღი. ასეა თუ ისე ის ფაქტიც რომ მაღალი სარდლობა ათვითცნობიერებს პრობლემას და ცდილობს ის გადაწყვიტოს უკვე იმსახურებს მოწონებას. განსხვავებით ვიეტნმაის კამპანიისგან სანიპერები ადეკვატურად მომზადებულები იყვნენ, ხოლო მიზეზი M14-ის დაბრუნების იყო პრინციპში დაგეგმარების შეცდომა, როდესაც ფეხოსნების ასეულები განიცდიდნენ შორსმსროლელი სისტემების ნაკლებობას. უკვე დასახელებული მიზეზების გამო საბრძოლო მოქმედებების თეატრზე ასევე გაჩნდა რამდენიმე სხვა ანალოგიური სისტემა გათვლილი 7.62X51 NATO-ზე,  მათ შორის ისევ და ისევ სტოუნერის კონსტრუქციის AR10-ის ბაზაზე შექმნილი ორი შაშხანა M110 SASS (Knight’s Armament Company) და M27 (Heckler&Koch), ასევე ძალიან შეზღუდულად ორიგინალური დიზაინის ბელგიური FN SCAR-H. ხეკლერ&კოხის შაშხანის გამოჩენა უკავშირდება საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის გადაწყვეტილებას ჩაანაცვლოს მაგით M249 ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევბი, გადაწყვეტილება, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და დისკუსია ამ გადაწყვეტილებისს სისწორეზე დღემდე არ წყდება ისევე, როგორც არ წყდება მცდელობები შეიქმნას მსუბუქი .30 კალიბრის ტყვიამფრქვევი. სამწუხაროდ სახსრების უქონლობის გამო შემორჩეენილი M14 აღმოჩნდა უფრო მოსახერხებელი ამ ვაკუუმის შესავსებად.  ”შემორჩენილი” კიდე იმიტომ, რომ კლინტონის პრეზიდენტობის დროს არსენალებიდან გაიტანეს ძალიან ბევრი დაკონსერვებული  M14. ნაწილი განადგურდა ნაწილი გადაეცა ამერიკის მოკავშირეებს. დარჩენილი M14-ის გადაკეტება ხდებოდა ადგილობრივად და ხდებოდა შაშხანის ოპტიმიზირება ზუსტი სროლისთვის. ეს იარაღები არ არის სნაიპინგისთვის განკუთვნილი M21-ები, არამედ სტანდარტული შაშხანები, რომლებიც გარკვეულ მოდიფიკაციებს განიცდიდნენ, აქედან ძირითადად ხდებოდა კომპოზიტური კონდახების გამოყენება და ოპტიკური სამიზნის მონტაჟი. M14-ის დაბრუნებას მოყვა გარკვეული უნიფიკაცია და გაჩნდა მეტ ნაკლებად სტანდარტიზირებული მოდელები. მაგალითად  მოდელი Mark 14 Enhanced Battle Rifle, რომელიც წარმოადგენს მძიმედ მოდიფიცრებულ M14-ს მოკლე ლულით და დასაკეცი კონდახით. შექმნილი ახლო ბრძოლებისთვის და როგორც მარქსმენის იარაღი, ის ჯერ 2004 წლიდან იყო სპეციალური დანიშნულების ძალების შეიარაღებაში და 2010 წლიდან ორი ამ ტიპის იარაღი უკვე არის ყოველი საარმიო ქვეითი ოცეულის შეიარაღებაში, რომელიც მოქმედებს ავღანეთში. სულ დაახლოებით ავღანეთში მოხვდა 5 000 M14. ხოლო იმისთვის, რომ მიხვდეთ რამდენი M14-ის მოდიფიკაცია არსებობს გეტყვით მხოლოდ, რომ  Mark 14 Enhanced Battle Rifle-ის რვა სხვადასხვა მოდიფიკაცია არის შეიარაღებაში.

Mk14 Enhanced Battle Rifle Mod 0. პირობითად პირველი თაობის Mk14, გამოდიოდა 2004-2005 წლებში. შედარებით გრძელი ლულა შეცვლილია 457მმ სიგრძის ლულით. ტრადიციული კონდახი შეცვლილია ალუმინის “შასით” რომელსაც ამზადებს Sage International. ალმქრობი შეცვლილია უფრო ეფექტური მოდელით SEI 2000V. გამომდინარე იქიდან თუ ვინ არის ამ შაშხანების კლიენტურა, ყველა მათგანი არის განსხვავებული და მორგებული ინდივიდუალურ მსროლელზე. მათ შორის ეს ერთეულიც.

სავარაუდოთ ამ იარაღს აქვს ძალიან ნათელი მომავალი, სნაიპერული იარაღის როლში, მითუმეტეს როდესაც უკვე დღეს არსებობს ამ სისტემის შაშხანები მძლავრ .300 Win Mag-ზე. სურათზეა M110 Semi-Automatic Sniper System. ავღანეთში ის პირველად გამოჩნდა 2008 წელს საბრძოლო შენაერთ “ფიური”-ში (Task Force Fury) და სნაიპერებისგან უმაღლესი შეფასებები მიიღო. ამ შაშხანას შეუძლია “მინუტაზე” ნაკლები ჯგუფები ისროლოს და ამისთვის არ იქნება საჭირო ოსტატების ჩარევა.

სტოუნერის AR-10-ზე დაფუძნებული სისტემების გამოჩენა პრინციპში ნიშნავს, რომ M14-ის სამხედრო კარიერია საბოლოოდ სრულდება და მესამედ მოსვლა არ მოხდება.  ერთი თაობით უფრო ახალგაზრდა AR-10-ს შეუძლია, როგორც იტყვიან პირდაპირ ყუთიდან უზრუნველყოს სიზუსტე რომელიც არ აღემატება ერთი კუთხის წუთს 100 მეტრზე. ის მოდულურია, უფრო ტექნოლოგიურია და ადვილად ექვემდებარება მოდიფიკაციებს. მოვლა მომსახურებაც უფრო ადვილია. M14-ს რაც შეეხება, მგონი ამ მოკლე სტატიის წაკითხვის შემდეგ არავის ეჭვი არ შეეპარება, რომ ეს შაშხანა ნამდვილად იმსახურებს ლეგენდის სტატუსს. ერთხელ ჯარისკაცი ყოველთვის ჯარისკაცია და რაც არ უნდა მოხდეს M14 კიდევ დიდხანს შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული დავალეებები ისევე როგორც ის გაახარებს მის სამოქალაქო მფლობელებს, უმწიკლო მუშაობით, შესანიშნავი სროლისუნარიანობით და სიზუსტით.

ბუნებრივია, რომ როგორც ეს ყოველთვის ხდება საბრძოლო იარაღის მოდელები სამოქალაქო ბაზარზეც მოხვდა. 1971 წლიდან დღემდე M14-ის სამოქალაქო ვერსიებს უშვებს ან უშვებდა ათამდე კომპანია და თავისი რეპუტაციის და მაღალი საბრძოლო თვისებების გამო ეს იარაღი ძალიან პოპულარუული მსროლელთა და კოლექციონერთა წრეებში. გარდა ამისა ამერიკელები არიან პატრიოტები და საკუთარი ქვეყნის ისტორიას დიდ პატივს სცემენ, რის გამოც M14 ყოველთვის არის სასურველი შენაძენი. სამოქალაო მომხმარებლის თვალსაზრისით, რომელიც დაეძებს ეფექტურ იარაღს და ნაკლებად აინტერესებს კოლექციური და/ან ისტორიული ღირებულება M14 რა თქმა უნდა ყოველმხრივ მოძველებული იარაღია და ეს არის ფაქტი. როგორც თავდაცვის იარაღი ის ვერ გაუწევს კონკურენციას თანამედროვე შაშხანებს/კარაბინებს თითქმის არც ერთ პარამეტრში გარდა იმისა, რომ M14 იყენებს ძლიერ .308 კალიბრის ვაზნას. დანარჩენში ახალი თაობის კარაბინები ბევრად უკეთესი სამომხმარებლო თვისებებით გამოირჩევიან, აქვთ უკეთესი ერგონომიკა, მერტივი კონსტრუქცია. როგორც უკვე ავღნიშნე M14-ს აქვს დიდი გაბარიტები და მასა, სიგრძე არის 112სმ, ხოლო წონა 5.1 კგ. ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, ბერვს არ ექნება M14 ცოცხლად ნანახი ამიტომ ვიტყვი რომ ის პრაქტიკულად იგივე სიგრძის არის რაც საქართველოში უკეთესად ცნობილი სვტ-40, ხოლო წონა სვტ-სი არის 1.5 კგ-ით ნაკლები!  ეს შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე თუ რამდენად მძიმე იარაღია M14. კონკრეტულად ჩვენ შაშხანაზე, რომელაც ჩვენ ამ სტატიის მეორე ნაწილში გამოვცდით,  დამატებით აყენია Por-Mag-ის ფოლადის ოპტიკის კრონშტეინი, ოთხჯერადი გადიდების მქონე კომპაქტური ოპტიკური სამიზნე Shirstone, ასევე Por-Mag-ის 20 ვაზნიანი პოლიმერის მჭიდები და სტანდარტული სინთეტიკური ღვედი. ასეთ კომპლექტაციაში, სავსე მჭიდით იარაღის წონა ურტყავს 6.5 კგ-ს რაც ძალიან ბევრია. იარაღი მძიმეა და მისი “მართვა” გართულებულია ჩემნაირი კომპლექციის ადამიანისთვისაც კი. თუმცა ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ხელში გვიჭირავს ზუსტი და საიმედო ნახევრად-ავტომატური შაშხანა, რომელშიც “ზის” არც მეტი არც ნაკლები ოცი .308 კალიბრის ვაზნა. ეს კიდე შთამბეჭდავი საცეცხლე ძალაა.

ვისაც აქვს ამის საშუალება და სურს ფლობდეს M14 და მისცეს მას პრაქტიკული გამოყენება მაშინ ეს Springfield Armory-ის  M1A Squad Scout კარაბინი იქნება ერთ ერთი საუკეთესო არჩევანი.  Springfield Armory უშვებს სამოქალაქო M14-ის ვერსიებს 1974 წლიდან. კონკრეტულად ეს კარაბინი ასევე აღჭურვილია შესანიშნავი ოპტიკური სამიზნით Nightforce 2.5-10x, რომელიც დაყენებულია Springfield Armory-ის კრონშტეინზე. სურათი ეკუთვნის ოლეგ ვოლკს.

სამოქალაქო ბაზარზე სულ უფრო მეტი AR-10-ის კლონი ჩნდება . ისინი უფრო მსუბუქება, შედარებით უფრო იაფია, უფრო მეტი თანდაყოლილი სიზუსტე აქვთ და გარდა ამისა ადვილად მოდიფიცირდება. ერგონომიკაც იმეორებს AR-15-ს ანუ ის პრაქტიკულად იდეალურია. ასევე დახარჯულ ფულში გაცილებით უკეთეს შედეგს იღებთ ვიდრე M14-ის მოდიფიცირებისას. სურათზე არის Armalite AR10A

სტატიის მეორე ნაწილი თავიდან ბოლომდე დაეთმობა M14-ის კონსტრუქციის განხილვას, სროლას, მოვლა მომსახურებას და ტექნიკურ დეტალებს.

 

Savage Hog Hunter (ნაწილი მესამე და ბოლო)

Monday, June 24th, 2013

მესამე ნაწილი არის ბოლო ნაწილი შედარებით ხანგრძლივი ტესტირების.  როგორც იქნა მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებელ პირობებში მოხდა სიზუსტის შემოწმება და სამიზნის სურათს წარმოგიდგენთ დაბლა. პირობები კვლავ არ იყო იდეალური მაგრამ შედეგი მაინც კარგი მივიღეთ.

ორი ჯგუფი ნასროლია მსუბუქი პლასტმასის მაგიდიდან (ზედა მარცხენა და სულ ქვედა), კიდე ორი ჯგუფი ნასროლია მუხლებიდან. ჯგუფები არის 2.4 და 2.3 სმ  100 მეტრზე. ჩემი აზრით ეს უბრალოდ შესანიშნავი შედეგია ასეთი იარაღისთვის და ასეთი სროლის პირობებისთვის. არც 4.5 და 6.5 სმ-ნი ჯგუფები არ არის ცუდი მუხლებიდან ნასროლისთვის. დანარჩენი ინფორმაცია სურათიდან ჩანს. სავარაუდოთ მყარი მაგიდიდან და ქვიშის “ბალიშების” გამოყნებით შედეგი ცოტათი უკეთესი იქნება.

კითხვის ქვეშ კვლავ დგას კონდახი, რომელიც მე არ მომწონს მიუხედავად იმისა რომ ასეთი თხელი კონდახებისთვის დამახასიათებელი “ფლაერები” აღარ არის. (ფლაერი, ცალკეული მორტყმული ტყვია, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო მეტი დაშორებულია ძირითადი ჯგუფისგან). პრობლემა, რომელიც ახასიათებს ამ კონდახებს არის ის რომ ლულა სინამდვილეში არ არის თავისუფლაფ “გამოკიდული”. კონდახი რბილია და მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან არის გაძლიერებული პლასტმასის კედლებით, სროლისას ის იბრიცება და ეხება ლულას. ეს ეხება ანალოგიურ კონდახებს, რომლებიც დაყენებულია ბიუჯეტურ და არც ისე ბიუჯეტურ რემინგტონებზეც. ასე რომ ჩემი მოკრძალებული აზრით პირველი რაც უნდა გამოიცვალოს ბიუჯეტურ შაშხანაში არის კონდახი.

მიუხედავად იმისა, რომ “ჰოგ ჰანტერი” არ არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბიუჯეტური  იარაღი (როგორც სევიჯ აქსისი ან მარლინ იქს-ლ 7) ის მაინც არის შედარებით იაფი პროდუქტი, რომლის შეძენისას არ უნდა ელოდოთ რამე განსაკუთრებულ სიზუსტეს. ამ მხრივ ეს იარაღი ნამდვილი სიურპრიზია. შესაძლებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და ცოტა ფულის დახარჯვა იმისთვის რომ შედეგები გააუმჯობესდეს.  პირველ რიგში ეს უნდა იყოს ბედინგი ან ახალი კონდახის შეძენა. მე მაქვს ნანახი ამ იარაღის პოტენციალი, რომელზეც წინა ნაწილში ვსაუბრობდი. 51სმ-ნი ლულიდან 1200 მეტრზე სროლა სერიოზული შედეგია ამ კლასის იარაღისთვის. ასე, რომ ერთადერთი რასაც ეს იარაღი  საჭიროებს არის ახალი კონდახი.

ერთ ერთი კარგი ვარიანტი შესაძლებელია არის ეს 200 დოლარიანი ტაქტიკური კონდახი. ალუმინის საფენი უზრუნველყოფს სტაბილურობას, კონდახს აქვს გარკვეული რეგულირებების საშუალება და ის დამზადებულია აშშ-ში. მწარმოებელი Choate Machine&Toll Inc.

ხანდახან მესმის საჩივრები დახურული მჭიდის მისამართით. მაგრამ ამ მჭიდს აქვს ერთი დიდი პლუსი. მას არასდროს არსად არ დაკარგავთ. მოსახსნელი მჭიდი ჩემი აზრით ასეთი კლაისის იარაღში არ არის ზედმეტი მაგრამ აუცილებლობასაც არ წარმოადგენს. მე არ ვთვლი რომ დახურული მჭიდი არის ნაკლი ამ იარაღის.

თვენახევრიანი ექსპლუატაციის და დაკვირვების შემდეგ არანაირ  პრობლემა ან ხარვეზი არ გამოვლინდა. ეს არის ერთ ერთი ყველაზე სასიამოვნო იარაღი, რომელიც მე ოდესმე მქონოა. როგორც ამერიკელები იტყვიან: შამპანიური ლუდის ფასად. სქელ პროფილიანი ლულა ჩემი აზრით უპირატესია და გამოყოფს ამ იარაღას სხვა კონკურენტებისგან ამ ფასის სეგმენტში. ოპტიკის და სადგარის დაყენებამ იარაღი არ დაამძიმა. ის კვლავ კომპაქტური და მსუბუქია.

ყველას ვისაც აინტერესებს მსუბუქი, კომპაქტური და ზუსტი იარაღი ზომიერ ფასად, ურჩევ ყურადღება მიაქციოს ამ იარაღს.

 

ცალკე ქებას იმსახურებს ბიუჯეტური ნიკონის ოპტიკა Prostaff 4-12X40. გამოსახულება არის ძალიან კარგი. ბადე (ნიკოპლექსი) არის თხელი და ზუსტი დამიზნება არ არის პრობლემა.

 

 

Savage Hog Hunter (ნაწილი 2)

Wednesday, June 5th, 2013

ამ სტატიის პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ გასაგები ხდება, რომ “ღორ ხანტერმა” საკმოდ დადებითი შთაბეჭდილებები დატოვა და შესაბამისად მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მას მერე გარკვეული პერიოდი გავიდა და შაშხანაზე დაყენდა ახალი ოპტიკური სამიზნე და სადგარი. პირველს რაც შეეხება ეს არის Nikon Prostaff 4-12X40. ბიუჯეტური ოპტიკების კატეგორიაში ნიკონის ეს მოდელები გამორჩეულად დგანან და სარგებლობენ მუშა და გამძლე ოპტიკური სამიზნეების რეპუტაციით. ბადე არჩეულ იქნა “ნიკოპლექსი”, რომელიც პრაქტიკულად იგივეა რაც დუპლექსი, რომელიც მრავალ სხვა ოპტიკურ სამიზნეში გამოიყენება. არჩევანის მიზეზი არის მარტივი, ამ სერიის ოპტიკურ სამიზნეებზე არსებობს მხოლოდ ორი ბადე, ნიკოპლექსი და ე.წ. BDC ბადე. უკანასკნელი ჩემი აზრით არის სუფთა სანადირო დანიშნულების და გარდა ამისა ჯვარი არის საკმაოდ განიერი რის გამოც ზუსტი სროლა ხდება პრობლემატური.

ოპტიკა Nikon 4-12X40 Prostaff, რგოლები 25მმ-ნი დაბალპროფილიანი  Weaver Tactical. ოპტიკის სიგრძის გამო მოსახსნელი გახდა უკანა სამიზნე მოწყობილობა. მოხსნის წინ დანიშნეთ მისი მდგომარეობა ხოლო მის დასაბრუნებლად საკმარისია 20 წამი და ერთი ხრახნის დაჭერა არის მხოლოდ საჭირო. სადგარი ბიუჯეტური “Champion” (30 USD).

ბადის სისქის გამო იგივე პრობლემას წავაწყდი, როდესაც თავდაპირველად “სევიჯზე” დავაყენე 4ჯერადი ბიუჯეტური იაპონური ოპტიკური სამიზნე. ასეთი გადიდებით და ბადით ზუსტი სროლა 100 მეტრზე იყო პრაქტიკულად  შეუძლებელი. უკვე ას მეტრზე ჯვარი ფარავდა იმხელა ფართს სამიზნეზე, რომ სროლა ხორციელდებოდა პრაქტიკულად ვარაუდით. მიუხედავად ამისა (და ასევე ძლიერი ქარისა), სევიჯი სტაბილურად ისროდა 3, 3.5 სმ-ან ჯგუფებს. საუკეთესო ჯგუფები იყო 2.8 სმ. ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად მისაღები შედეგებია ხელმისაწვდომი ბიუჯეტური შაშხანისთვის, 51 სმ-ნი ლულით და სუსტი ოპტიკით. გარდა ამისა ლულის ტვისტი (10) უფრო უკეთესად მუშაობს მძიმე ტყვიებთან ხოლო ყველაფერი რაც ჩვენ ვისროლეთ იყო 168 გრანიანი ტყვიით.

ეს ჯგუფი ნასროლია, შაშხანის მისროლისას ას მეტრზე, “შირსტოუნის” ოთხჯერადი ოპტიკით. ასეთ მცირე მანძილზეც სქელი ჯვარი პრაქტიკულად მთლიანად ფარავდა ფერად კვადრატს და სროლა ხორციელდებოდა ვარაუდით.

იარაღის მისროლისას და ოპტიკური სამიზნის ძიებისას მე გამახსენდა, რომ იგივე პრობლეემებს ადრეც წავაწყდი და უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის არ იქნება ურიგო საკუთარი ადრინდელი ნაშრომები გადამეკითხა. პირველ რიგში ამ სტატიებში შეცდომების გამოსასწორებლად და მერე იმისთვის, რომ რაღაცეები საკუთარ თავს შევახსენო.

აი რას ვწერდი მე 2008 წელში, როდესაც ჩემი პირველი ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი შაშხანა (CZ 550 Varmint Laminated) ვიყიდე:

ეხლა დაუბრუნდეთ სტაბილურიბას. ცნობილი რუსული ფორუმის ცნობილი მონაწილის სიტყვების პერეფრაზირება, რომ გავაკეთო გამოვა შემდეგი: “მე არ მტოვებდა აზრები სტაბილურობაზე, რომელიც არ იყო”. ცხადია, რომ იმისთვის რომ მიიღო საუკეთესო შედეგი უნდა გამორიცხო, რაც შეიძლება მეტი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სიზუსტეზე. ცხადია საქართველოში ეს შეუძლებელია. ანუ ძირითადი მიზეზი ამ “რომანის” დასრულების არის ზუსტად ეს მიზეზი პირველ რიგში. არ არის სროლის კარგი პირობები. რა არის ეხლა სროლის კარგი პირობები? მზიანი დღე, ქარის არ არსებობა და მიწაში “ჩაბეტონებული” მაგიდა ზედ დაყენებული “სტანოკით”. როგორც ყველა დასაქმებული ადამიანი მე შეზღუდული ვიყავი კვირაში ორი დღით. გასული ქალაგარეთ მე მხვდებოდა ხან ქარი, ხან წვიმა, ხან მენახირეები ძროხებთან, ხან ძროხები მენახირეების გარეშე. არანაირი სტაბილურობა. ასევე პრობლემაა უსაფრთხოება, პერმანენტული ნერვიულობა ამ საკითხზე არ უწყობს ხელს მშვიდ ხასაითს რაც ასევე აუცილებელია ზუსტი სროლისას. ანუ მე როგორც გამომივიდა, ნეგატური ფაქტორები უფრო მეტია ვიდრე დადებითი.
ასევე ძირითადი პრობლემაა იარაღის სამაგრი. 100 ლარიანი ჩინური ნაგავი მოირყა თითქმის ეგრევე. 60 დოლარიანი ხარისის სოშკები, თბილისამდე მოტანით ჯდებოდა ორჯერ ძვირი, რატომღაც. მაღაზიები ამჯობინებენ ათმაგ ფასში გაყიდონ ნაგავი, ვიდრე ეცადონ ცამოიტანონ საშუალო ფასიანი ხარისხიანი ნივთები. სხვა და სხა ექსპერიმენტება სამაგრებტან არანაირი ეფექტი არ ამოიღო. ამ ექსპერიმენტებში კიდე იხარჯებოდა ძვირი ვაზნები….. სხვათაშორის მინდა ორი სიტყვა ვთქვა ოპტიკაზე უფრო სწორედ მის არჩევანზე, რომელიც თბილისის მაღაზიებში არსებობს. ათმაგ ფასში, 20 და 30 დოლარიანი “ოპტიკა”, რომელიც გამოდგება მარტო “გეკოს” იარაღზე ან ეირსოფტზე, პოზიციონირდება, როგორც მაღალი კლასის ძვირიანი ოპტიკური სამიზნეები. თან გამყიდველის აზრით რაც უფრო დიდია ზომებში ოპტიკა და რაც უფრო დიდი “ზუმი” აქვს, მით უფრო ძლიერ და დიდი კალიბრის იარაღზე ყენდება. ანუ მოკლედ, რომ ვთქვათ ფულიც რომ გქონდეს ბევრი, თბილიში კარგი ხარსხის საშუალო ფასიან ოპტიკას ვერ იყიდი პრინციპში. (ნიკონი მე იბეიზე ვიყიდე და ზედ კიდე 100 დოლარი წაუმატე). ისევე პრინციპში უბრალოდ ვერ იყიდი უბრალოდ კარგ ოპტიკას. შეუკვეთე, წაუმატე ერთი 100 150 დოლარი, დაელოდე ერთი თვე და იქნებ ვინმემ ჩამოგიტანოს. იგივე ეხება ნებისმიერ აქსესუარს. ყველაფერი ათმაგ ფასში (ხშირად პირდაპირი გაგებით ათმაგ ფასში). მესმის რომ ათმაგ ფასში იყოს კარგი ნივთები მაინც. არა. გამორიცხულია. მეიდ ინ ჩაინა ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით. ანუ ვაწყდებით ორ პრობლემას, არ არსებობს სროლის კარგი პირობები/ინფრასტრუქტურა, მიუწვდომელია საჭირო წვრილმანები. ელემენტარული არაა, არაფერს ვიძაზი მანძილმზომებზე და ქარის სიჩქარის გასაზომ აპარატურაზე, ქრონოგრაფზე და ასე შემდეგ.  თუ მოინდომე ყვეკლაფერს იყიდი და ჩამოიტან მარამ ეს ჯდება ძალიან დიდი ფული.  მიდიხარ აზრამდე რომ გატაცება ამდენ ფულად არ გიღირს და ფიქრობ სხვა რამეებზე.

გავიდა უკვე 5 წელი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წვრილმანების/აქსესუარების ჩამოტანა გაადვილდა, სიტუაცია მეტ წილად არ არის შეცვლილი. და ეს მე ჩემ ტყვაზე კვლავ გამოვცადე, როდესაც გადავყარე 360 ლარი 80 დოლარიან ოპტიკაში. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ღირდა დახარჯვა უფრო ძლიერ და ძვირადღირებულ ოპტიკაზე. ეხლა მე მგონია რომ ვიჩქარე და დიდი შეცდომა დაუშვი. შეკვეთიდან მე-14 დღეს იგივე ფასად მე ჩამომივიდა ბევრად უკეთესი ოპტიკა და ეხლაც ვერ ვხვდები რამ მაყიდინა თბილისში ეს წყეული “შირსტოუნი”???…. რაც იყო იყო. ჩემთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება.  ეხლა კი ისევ თემას დაუბრუნდეთ. ბოლო 2 თვე თბილისში რბილად, რომ ვთქვათ ცუდი ამინდებია, ხან წვიმა და ხან ქარი. 2 თვეა მე ვერ შევძელი მესროლა “სევიჯი” მეტ ნაკლებად ნორმალურ პირობებში. სასროლეთი, როგორც არ იყო 5 წლის წინ ისევ არ არის ეხლაც. ოპტიკების არჩევანშიც არანაირი ცვლილბა არ არის. მეტ ნაკლებად კარგი ოპტიკა ფანტასტიურად მაღალ ფასებში იყიდება და არჩევანი პრაქტიკულად არ არსებობს. ვაზნებს რაც შეეხება ერთადერთი მეტ ნაკკლებად ხელმისაწვდომი კალიბრია .308. კარგი .308 უკვე უმეტესობისთვის ხელმიუწვდომელია.

გარდა ამისა სროლაში ოპტიკიანი შაშხანებიდან როგორც არსად სხვაგან დიდი როლი არა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფინანსებს. ვისაც მეტი ფული აქვს იმას მიყავს აქ პარადი და ეს მე პირადად არ მომწონს. შედარებისთვის, რამდენი ათასი ფულიც არ უნდა გქონდეს ბარათზე უკეთესი მსროლელი პისტოლეტიდან ვერ გახდები. აქ წყვიტავს ყველაფერს ინდივიდუალური ოსტატობა, სადაც მოტივირებული ოსტატი 800 ლარიანი “ზასტავა 99-ით” ყოველთვის უკან ჩამოიტოვებს ფულის ტომარას 3000 დოლარიანი “ხეკლერ&კოხით”. აქ ფული სიზუსტეზე, სისწრაფაეზე და ეფექტურობაზე არანაირად  გავლენას არ ახდენს თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ვიწრო სპეციალიზირებულ კლასს პრაქტიკული სროლის დისციპლინებში. თუმცა აქაც ჩვენ გვყავს გამონაკლისები. მაგალიტად  ბობ ფოგელი და დეივ სევინი. ასები, რომლებმაც უკან ჩამოიტოვეს ასეთივე ძლიერი მსროლელები, მძიმედ მოდიფიცირებული იარაღებით, რომელთა ფასი 4-5 ათასი დოლარია (იქ სადაც “ხეკლერ&კოხები” 900 დოლარი ღირს). და გააკეთეს ეს პრაქტიკულად ქარხნული “გლოკის” პისტოლეტებით, რომელთა ფასი 550-600 დოლარს არ აღემატება. ასეთი რამე წარმოუდგენელია, პრაქტიკულად ნებისმიერ დისციპლინაში სადაც ისვრიან ოპტიკიანი შაშხანებიდან. აქ ფინანსები პირდაპირ განააპირობებენ შედეგს. მე ვიცნობ არც ისე შეძლებულ მსროლელბს, რომლებიც ძალიან ხანგრძლივ და რთულ გზას გადიან, მაღალი შედეგის მისაღწევად. უბრალო შაშხანებიდან ისინი აწყობენ ზუსტ ინსტრუმენტებს და მათი იარაღი არ გამოიყურება ისე ლამაზად როგოც ძვირადღირებული “საკოები” მაგრამ შედეგებს, რომლებსაც ისინი აღწევენ არის შთამბეჭდავი. მე დიდ პატივს ვცემ ასეთ ხალხს და მესმის, რომ  მხოლოდ ნამდვილ ფანატებს (რა თქმა უნდა კარგი გაგებით) შეუძლიათ ამ გზით იარონ. დანარჩენებთან ყველაფერი მარტივია, რამდენიმე ათასი შაშხანაში ძლიერ კალიბრზე, ერთი ორი ათასი ოპტიკაში, ვინმე თითებზე აგიხნსის რა სად და რამდენი  დაატრიალო და მიდი ისეირნე, ქაღალდის სამიზნეს დიდი მანძილებზე მოარტყავ. ეს კიდე განაპირობებს იმას რომ ბევრი მოტოვირებული ჭკვიანი მსროლელი ვერ ერთვება ამ საქმეში და ზუსტი სროლის დარგში (თუ ის საერთოდ არსებობს საქართველოში) ქაოსი არის დამკვიდრებული რომელიც მძიმდება უაზრო ტრენდებით. ლულის ე.წ. “აბკატკაზე” უკვე დავწერე (ამან უკვე ეპიდემიის ხასიათი მიიღო), ლულის ხეხვა ყოველი სამნახევარი გასროლის შემდეგ უკვე ნორმაა, მნიშვნელობა არ აქვს ეს არის ძვირადღირებული “ულტრა მაგნუმი” თუ იაფი “მარლინი” .308-ზე. ეხლა მესმის საიდან წამოვიდა მოსაზრება, რომ წმენდით უფრო მეტი ლულა ფუჭდება ვიდრე სროლით. შემდეგ იმ ნაწერებიდან რაც ფორუმებზე დევს რამე რაციონალური აზრის გამოტანა კონკრეტულ ვაზნაზე და იარაღზე შეუძლებელია. ხდება ოპერირება რაღაც ჭკვიანური ტერმინებით და  უცხოური სიტყვებით: “ბალისტიკური უპირატესობა ეტყობა 200 მეტრიდან” და ასე შემდეგ.  ვინ არის ეს ხალხი? რაზე საუბრობს საერთოდ? ….  ის ერთეული მაგარი მსროლელები, რომლებსაც მე ვიცნობ ინტერნეტს არ ეკარებიან ალბათ იგივე მიზეზბის გამო. მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ყველაფერი დალაგდება. ადრე თუ გვიან.

ალბათ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი აიხსნება იმით, რომ შეიძლება მე ბოლომდე არ მესმის რაზე ვსაუბრობ ან უბრალოდ ეს არ არის ჩემი სტიქია. შესაძლებეელია მე ვცდები ჩემ შეფასებებში. არ გამოვრიცხავ. მაგრამ მსროლელის ფაქტორის შემცირება და მნიშვნელოვანი ფინანსური ფაქტორი მე მაფიქრებინებს, რომ ზუსტი სროლით მე სერიოზულად  დავკავდები ალბათ როდესაც 50 წელს გადავაღწევ. ეხლა კიდე ის მინიმუმი რაც მე მჭირდება მე ვიცი.

საკმარისია ეხლა ნეგატივი და გადავიდეთ პოზიტივზე. პირვლ რიგში კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ “ჰოგ ჰანტერის” და სხვა ბიუჯეტური იარაღის გამოჩენა ბევრს აძლევს საშუალებას, როგორც იქნა მოცილდეს ამ საბჭოთა ჯართს (ესეც კარგი გაგებით) და დაიწყოს სროლა ხარისხიანი, ზუსტი იარაღიდან. ყველა იარაღი ამ კლასიდან კარგი არ არის მაგრამ სევიჯის შაშხანები ნამდვილად ძალიან კარგები არიან, რემინგტონ 700-ის ზოგი მოდელიც საკმაოდ კარგია. ეს შაშხანები შეიძლება იყონ გამაოგნებლად ზუსტები. ასეთი სიზუსტე არც ისე დიდიხნის წინ წარმოუდგენელი იყო იაფ სერიულ იარაღში.

ბიუჯეტური შაშხანის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი: სევიჯ აქსისი. მოსახსნელი მჭიდი, კარგი ხარისხი, ერგონომიულობა და დაბალი ფასი გამოარჩევს ამ იარაღს სხვებისგან.

თუ ადამიანი სერიოზულად არის განწყობილი მაშინ დაივიწყეთ ბიუჯეტური შაშხანები და დაიხარჯეთ ტოპ კლასის იარაღზე. დამიჯერეთ იმისთვის რომ ტოპ შედეგი მიიღოთ საშუალი იარაღისგან ძალიან დიდი დრო და ინვესტიციები დაგჭირდებათ. მე ნანახი მაქვს ასეთი შაშხანა. ასევე “სევიჯ ჰოგ ჰანტერი”, რომელშიც ბევრად უფრო მეტი ფული ჩაიდო ვიდრე ეს იარაღი თავიდან ღირდა. შაშხანას ქონდა თავისი საკეტი და თავისსი ქარხნული 51სმ-ნი ლულა. ამ შაშხანიდან მსროლელი  სამიზნეს  არტყავდა 1200 მეტრზეც და ეს ძალიან არასახარბიელო პირობებში (ძლიერი გვერდითი ქარი). ასე, რომ თუ ძალიან, ძალიან მოინდომე ერთი შეხედვით შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება. აბსოლუტური უმეტესობა მსროლელებისთვის ეს გზა იქნება მეტის მეტად რთული.  ასე, რომ ჩემი აზრით ტუნინგზე ფულის ხარჯვას ჯობია თავიდანვე დახარჯოთ ფული მაღალი კლასის შაშხანაზე. მე არ მჯერა იმ აზრის, რომლის მიხედვითაც ახალბედამ წვრილი კალიბრებიდან უნდა დაიწყოს. არც იმას ვიძახი, რომ ეგრევე უნდა იყიდოთ რამე ავ და ცოფიან .300 უეზერბი მაგნუმზე და მიიღოთ ურიცხვი “რესპექტები” და “ლაიქები” ფორუმებზე, მაგრამ .308 ვინჩესტერი იქნება შესანიშნავი დასაწყისი. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალენას გაძლევთ და “გიტყდებათ”, როგორც უმეტესობა .308-დან სროლა ნებისმიერი “ზომიერი”, .30 კალიბრამდე  მაგნუმიც  იქნება კარგი.

მიუხედავად იმისა, რომ რემინგტონის პროდუქციის ხარისხის ვარდნაზე ალბათ მარტო საქართველოს პარლამენტში არ საუბრობენ მათი Remington 700 Milspec 5R  არის ერთი კარგი ვარიანტი, რომელიც იწარმოება ქარხნულად და უფრო წააგავს შეკვეთით დამზადებულ იარაღს მაგრამ ზომიერ ფასად.

თემას უკვე სერიოზულად ავცდი და ამიტომ რა შეიძლება დამატებით ითქვას სევიჯის “ჰოგ ხანტერზე”? რა არ მომწონს? შედარებით სუსტი ექსტრაქცია, მასრა ახლოს  ვარდება იარაღთან. კონდახი არის ძალიან სუსტი. წინ დაყენებული სადგარი საიმედოთ ვერ აფიქსირებს იარაღს, იმიტომ რომ კონდახის წინ ნაწილი არის თხელი პლასტმასის, რომელიც ადვილად იბრიცება.

პოზიტიური მხარეები იგივეა. იარაღი მსუბუქი და კომპაქტურია. იარაღი ზუსტია. ბოლოს გასვლისას ისევ პირობები იყო ცუდი, მაღალი ბალახი გამორცხვადა სროლას მიწიდან, ძლიერი ქარი გლეჯდა და მიქონდა სამიზნეები. დიდი ვაი-ვაგლახით მოხდა იარაღის მისროლა ახალი ოპტიკით. გადაწყდა ჩატარებულიყო პრაქტიკული სროლის “სეანსი” ვინაიდან ასეთ პირობებში და განწყობით სიზუსტეზე სროლა იქნებოდა უაზრო. ასი მეტრის მანძილზე განლაგდნენ სამიზნეები “მძევალი + ტერორისტი”. “სპოტერი” იძლეოდა მითითებებს სროლაზე ხოლო მსროლელი განთავსდა მანქანაზე და ანადგურებდა მონიშნულ სამიზნეებს.  არც ერთი “მძევალი” არ დაშავდა, ყველა “ტერორისტი” ერთი ზუსტი გასროლით განადგურდა. “ჰოგ ხანტერმა” არ გვიღალატა, ხოლო ამ “ტაქტიკურმა” გართობამ გადაარჩინა ის დღე გაფუჭებისაგან. კმაყოფილებმა ჩვენ დავტოვეთ სასროლეთი.

Savage 11 Hog Hunter (ნაწილი 1)

Saturday, May 18th, 2013

Savage 11 Hog Hunter. სურათის წყარო www.shootingtimes.com

არც ისე დიდიხანია თბილისის მაღაზიებში გახდა შესაძლებელია ნამდვილად ხელმისაწვდომი უცხოური წარმოების შაშხანების შეძენა. რა თქმა უნდა ეს ხელმისაწვდომობა გარკვეულ წილად პირობითია მაგრამ თვქენ თვითონაც დაფიქრდით: ახალი, აშშ-ში წარმოების შაშხანა გათვლილი პოპულარულ კალიბრებზე (.223Rem, 30-06, .308Win, 300Win. Mag) თავისი ოპტიკური სამიზნით დაგიჯდებათ იმედნი რამდენსაც ითხოვენ მეორად “სკს”-ში ან მესამედი იმ ფასის რომელსაც ითხოვენ მაგალითად დრაგუნოვის ნახევრად-ავტომატურ შაშხანაში. ასევე მათი ფასი არ აღემატება გადაკეთებული მოსინის სისტემის იარაღების ფასს.  ამასთანავე ამერიკული შაშხანა იქნება უფრო ზუსტი (ჩემი აზრით შაშხანის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება), ხოლო ნადირობისთვის ან ზუსტი სროლისთვის ვაზნების არჩევანი გაცილებით უფრო დიდიც არის. ხელმისაწვდომია უფრო იაფი ვაზნები, რომლებიც გამოდგება პრაქტიკისთვის. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის .308 კალიბრის ვაზნა დამზადებული MKE-ს (თურქეთი) მიერ ღირს 2.5 ლარი, დამეთანხმებით ჩვენი რეალიებიდან გამომდინარე არ არის ძვირი. გასაგებია, რომ ასეთი ტიპის იარაღიდან ბერვს არ ისვრიან, მაგრამ ჩემი აზრით როდესაც .308 კალიბრის ვაზნა ღირს 50 თეთრით უფრო მეტი ვიდრე 9მმ-ნი პისტოლეტის ვაზნა, ეს რის დიდი შეღავათი. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი სხვა ნახსენებ კლაიბრებზე, რომელთა ასორტიმენტი გაცილებით მწირია და ფასიც აღწევს 5-7 ლარს. ეს ჩემი აზრით არ უნდა იყოს პრობლემა, იმიტომ, რომ ძველი და გამოცდილი .308 ჩვენ პირობებში დააკმაყოფილებს შაშხანის მფლობელის ყველა მოთხოვნას.

რა თქმა უნდა საოცრებები ჩვენ დროს და მითუმეტეს ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. შესაბამისად არც ეს ხელმისაწვდომი შაშხანები არ არიან გარკვეული ნაკლოვანებების გარეშე. მათი დამზადების ხარისხი უკეთეს შემთხვევაში მისაღებია ხოლო ყველაზე იაფ მოდელებს აქვთ თხელი პროფილის ლულები და ამავე დროს არ აქვთ რკინის (მექანიკური) სამიზნე მოწყობილობები. ჩემი ღრმა რწმენით ტრენდი, რომ შაშხანას არ ჭირდება “რკინები” არის მცდარი! ოპტიკური სამიზნე არის კარგი და სასარგებლო მოწყობილობა მაგრამ ის საკმაოდ ფაქის მოპყრობას ითხოვს და ხანდახან გამოდის ხოლმე მწყობრიდან. მე მეეჭვება რომელიმე ვინც ეხლა ამ სტატიას კითხულობდეს გასვლებზე ატარებდეს  თან სარეზერვო სამიზნე მოწყობილობას. ტყვილა არ მოყვება თითქმის ყველა სამხედრო სნაიპერულ სისტემას სარეზერვო მექანიკური სამიზნე ან პატარა კოლიმატორი. თხელი ლულების და “რკინების” არ არსებობის გარდა მათ ასევე აერთიანებთ საკმაოდ დაბალი ხარისხის კონდახები, როგორც უკვე ავღნიშნე საშუალო შესრულება და ინტეგრირებული (დახურული) მჭიდები. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა განპირობებულია ფასის შემცირების მიზნით. ჩრდილო ამერიკის ბაზარზე ასეთი შაშხანების ფასი არ აღემატება 500 დოლარს (ქარხნულად დაყენებული საშუალო ხარისხის ოპტიკური სამიზნით). თბილისის მაღაზიებში მათი ფასი იწყება 1300 ლარიდან (Marlin XL7) და ადის 1800 ლარამდე (Remington 700 SPS), მაგრამ შაშხანები რატომღაც იყიდება ოპტიკის გარეშე.

ბუნებრივია ამ იარაღების გამოჩენამ ჩემში ინტერესი გამოიწვია, მაგრამ როდესაც უფრო დეტალურად გავეცანი გასაყიდ მოდელებს ნაწილის შესრულება უბრალოდ არ მომეწონა და ასევე მივხდი, რომ დაბალ ფასიანი შაშხანის შეძენა მოითხოვდა გაცილებით მეტ ინვესტიციას. შაშხანას არ მოყვება არაფერი, ქამრის გასაყრელებიც კი. ეს ყველაფერი საყიდელი იქნება. შაშხანის ფასს ასევე დაემატებოდა ავტომატურად ოპტიკური სამიზნის ფასი, რომელიც პრაქტიკულად შაშხანის ფასს უტოლდებოდა თუ ამ მოწყობილობის შეძენა მოგიწევდათ თბილისის მაღაზიებში. ოპტიკური სამიზნეების ასორტიმენტი თბილისში გაცილებით უფრო მწირია ვიდრე იარაღის. რა თქმა უნდა შესაძლებელია ოპტიკის ჩამოტანა საზღვარგარეთიდან მაგრამ ამას დრო უნდა, ხოლო იდეა სახლში მქონოდა იარაღი სამიზნე მოწყობილობების გარეშე მე არ მხიბლავდა. რა თქმა უნდა იყიდება მოდელები რკინის სამიზნეებითაც მაგრამ ეს არის სუფთა სანადირო იარაღები, რომლებიც ჩემში არანაირ ინტერესს არ იწვევდნენ. მე ვეძებდიი რამეს, რაც გამოდგებოდა მსუბუქი, კომპაქტური ტაქტიკური სნაიპერული შაშხანის ბაზად.

ძიების პროცესში ერთმა მოდელმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ეს იყო ჩრდილო ამერიკული კომპანიის Savage Arms-ის მიერ წარმოებული შაშხანა მოდელი 11 “Hog Hunter” (ტახებზე მონადირე ან “ღორ ხანტერი”, როგორც მას ჩვენთან შეარქვეს).  იარაღს კი ქონდა “სანადირო” სახელი მაგრამ სურათებიდან სულ სხვა რამეს ვხედვადი.  შაშხანას აქვს მომმწვანო ფერის სინთეტუკური კონდახი, მოკლე სქელ-კედლიანი ლულა (სიგრძე 51სმ, რომელსაც “სევიჯი” ეძახის საშუალო კონტურიანს), ამავე კომპანიის საფირმო სასხლეტი Accu-trigger (რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ამაზე ცოტა მოგვიანებით). ლულა არის ხრახნილით (თუ დააპირებთ ამ იარაღისთვის კომპენსატორის/ლულის მუხრუჭის შეკვეთას გაითვალისწინეთ, რომ ხრახნილის კვეთა არის 5/8×24), საკეტის სახელური არის დიდი და მოსახერხებელი, როგორც ტაქტიკურ შაშხანებში და რაც მთავარია იარაღზე აყენია კომპაქტური “ექსპრეს” ტიპის სამიზნე მოწყობილობები!   და ეს ყველაფერი ღირს სულ რაღაც 1670 ლარი. იაფფასიანი შაშხანების სეგმენტისგან მას ერგო საკამოდ იაფი მე ვიტყოდი პრიმიტიული კონდახი და ასევე დახურული ტიპის მჭიდი, რომელიც იტევს ოთხ .308 Win კალიბრის ვაზნას. ტექნიკური აღწერილობა, რომ გავაგრძელოთ, შაშხანის წონა არის 3.3 კგ, სრული სიგრძე 103 სმ, ლულის ხრახნების ბიჯი -10. მოდელი 11 გულისხმობს ე.წ. მოკლე საკეტს და გამოდის კალიბრებში .223 და .308, მოდელი 111 არის გრძელი საკეტით და ხელმისაწვდომია კალიბრში .338 Winchester Magnum.

“ჰოგ ხანტერი” ეგრევე გახდა ჩემი ფავორიტი, ამიტომაც როდესაც მეორად ბაზარზე გამოჩნდა შესაბამისი შემოთავაზება მე ის ეგრევე შევიძინე. “ჰოგ ჰანტერმა” გადამიწყვიტა დილემა, რომელიც ამდენი ხანია მე მაიძულებდა თავი შემეკავებინა შაშხანის შეძენისაგან. ჩემ განკარგულებაშია სქელკედლიანი მოკლე ლულა, სინთეტიკური კონდახი და ამავე დროს “რკინის” სამიზნე მოწყობილობებიც. ოპტიკის ყიდვა მოგვიანებით შეიძლება და მანამდე რკინებითაც შესაძლებელია სროლა.

ადვილად ხილვადი “ექსპრეს” ტიპის სამიზნე მოწყობილობები განკუთვნილია სწრაფი და არა ზუსტი სროლისთვის. ჩვენ შემთხვევაში ისინი შესრულებულია მთლიანად ფოლადისგან, უკანა სამიზნე მოწყობილობა სრულად რეგულირებადია. იდეალური დამხმარე სარეზერვო სამიზნე მოწყობილობა, რომეელიც მუდმივად მზად არის გამოყენებისთვის. იარაღი ქარხნულად იყო მისროლილი.


ლულაზე ხრახნილის ყოფნა აიხსნება იმით, რომ ეს იარაღი შექმნილია სპეციალურად გარეულ ღორებზე სანადიროდ, რომლებიც ბევრ აშშ-ს შტატში განიხილება როგორც მავნე ცხოველი. შესაბამისად იქ სადაც კანონი ამას უშვებს შესაძლებელია მაყუჩის გამოყენება იმისთვის, რომ მავნებლებზე სროლისას არ შეწუხდნენ მეზობელი ფერმერები. გარდა ამისა ასეთ ლულაზე ყოველგვარი ხელოსნის ჩარეევის გარეშე შეასძლებელია კომპენსატორის/ლულის მუხრუჭის დაყენება.

“სევიჯის” წარმოებული იარაღი პრაქტიკულად უცნობია საქართველოში. კომპანია ატარებს თავისი შემქმნელის არტურ სევიჯის სახელს. ჩრდილო ამერიკაში ის პირველ რიგში ცნობილია თავისის კონსტრუქციის ძალიან პოპულარული 99-ე მოდელის შაშხანით, რომელიც წარმოებაში იყო არც მეტი არც ნაკლები 105 წელი. ეს იყო ბერკეტიანი შაშხანა, რომელიც იყენებდა დამრტყმელს, ჩახმახის ნაცვლად.  გარდა ამისა არტურ სავაჯს ეკუთვნის პირველი მოსახსნელი “სექტორული” მჭიდის კონსტრუქციის ავტორობა, რომელიც გახდა შემდგომ სტანდარტული, სამხედრო ცეცხლსასროლ იარაღში და ასევე მან გამოიგონა რადიალური საბურავების კონსტრუქცია. არტურ სავაჯმა სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით, მძიმე ავადმყოფობის გამო, 1938 წელს. კომპანია მისი სახელით დღემდე არსებობს და ცნობილია, როგორც იაფი და კარგი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი.

Savage Arms Company-ის მოდელი 99 იყო პირველი მასობრივად წარმოებული შაშხანა დამრტყმელით ნაცვლად დამალული ჩახმახისა.

სიმართლე გითხრათ, მე ყოველთვის ვთვლიდი რომ რემინგტონის მოდელი 700 იყო პირველი იაფი, ტექნოლოგიური, მასობრივი წარმოების შაშხანა. მაგრამ მე ვცდებოდი. სანამ რემინგტონის ხალხი დაიწყებდა ხელმისაწვდომი შაშხანის წარმოებას, მას 4 წლით დაასწრო სევიჯმა და გამოუშვა მათი აზრით ყველასთვის ხელმისაწვდომი, ‘სახალხო” შაშხანა, მოდელი 110 (რომლის კონსტრუქციაზე დაფუძნებულია მათ შორის მოდელი 11-იც, რომელიც ეხლა წარმოებაშია). დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ამბობენ რომ ინდექსი 110 მიენიჭა მას საცალო ფასის გამო, 1958 წელს მისი ფასი შეადგენდა 110 აშშ-ის დოლარს.  კონსტრუქციის ავტორი იყო ნიკოლას ბრიუერი, რომელმაც მიზნად დაისახა შეექმნას იაფი და ზუსტი იარაღი, რომელიც გაუწევდა კონკურენციას ვინჩესტერ 70-ს, შაშხანას, რომელიც ჩრდილო ამერიკაში დამსახურებლად სარგებლობდა ძალიან კარგი რეპუტაციით. 110-ე მოდელის კონსტრუქცია გამოვიდა მარტივი გამძლე და მისი წარმოება ძალიან იაფი ჯდებოდა. ამის გარდა მოდელი 110 იყო პირველი სერიული იარაღი, რომელიც მათ შორის გამოდიოდა ცაციებისთვის. ანუ საკეტის სახელური ქონდა მარცხნივ და მასრების ექსტრაქცია ასევე მარცხნიდან ხდებოდა.  Savage Arms Company ასევე იყო პრაქტიკულად პირველი ვინც შესთავაზა მყიდველს ცალკე ლულის კოლოფები საკეტით და ცალკე ლულები. ცალკე უნდა ავღნიშნო რომ კოლოფში ლულის დამაგრების მეთოდის და ადვილად ცვლადი საკეთის თავის გამო შაშხანის სხვა და სხვა კალიბრებზე გადაკეთება არის შედარებით ადვილი. თავისი დროისთვის 110-ე მოდელი იყო საკმაოდ ინოვაციური და ტექნოლოგიურად დახვეწილი. 1998 წელს, როდესაც კომპანია “სევიჯს” გაკოტრება ემუქრებოდა, წარმოება რადიკალურად შემცირდა და სწორედ 110-11 მოდელის შაშხანებმა გამოიყვანეს კომპანია კრიზისიდან.

ცაციებისთვის ასევე მოსახერხებელი იყო მცველის განლაგება, ლულის კოლოფის კუდში, ზევიდან. მოგვიანებით მცველი განალაგეს იგივე ადგილას რუგერის და ბრაუნინგის (X-bolt) შაშხანბეშიც. მოდელ 11-ში მცველი სამ პოზიციანია. 1)მცველი და საკეტი ჩაკეტილია. 2) მცველი ჩაკეტილია მაგრამ საკეტის მოძრაობა შესაძლებელია (განმუხტვისთვის) 3) მცველი გამორთულია, იარაღი მზად არის სროლისთვის.

გამოდის, რომ ჩვენთვის თითქოს უსახელო შაშხანის და კომპანიის უკან დგას საკმაოდ მდიდარი და საინტერესო ისტორია.  მოდელი 11 შედის ჩრდილო ამერიკული შაშხანების დიდ სამეულში, რომელიც შედიან სევიჯის გარდა, რემინგტონ 700 და ვინჩესტერ 70. ორი უკანასკნელი უფრო პოპულარული არის ამერიკაში და ამას თავისი მიზეზები აქვს. აქ უკვე გადავდივართ “სევიჯის” სუსტ მხარეებზე, იმიტომ, რომ მათი წყალობით მე-11 მოდელი უთმობს თავის პოზიციებს ორ ძლიერ კონკურენტს.  საქმე იმაშია, რომ როგორც წესი ასეთი ტიპის შაშხანას, ე.წ. “ბოლტებს” შემთხვევითი ხალხი არ ყიდულობს. ეს არ არის გლუვლულიანი თოფი, რომელიც შეიძლება ყველა ფერმერის და გლეხის სახლში ეგდოს, ეს არ არის რევოლვერი, რომელსაც ადამიანი იყიდის რომ საკუთარი თავი დაარწმუნოს იმაში, რომ ის დაცულია ბოროტი ადამიანებისგან და კარადის თავზე შემოდებს ხოლმე. შაშხანას მეტ წილად ყავს ბევრად უფრო გამოცდილი, დახვეწილი კლიენტურა, თავისი სპეციფიური მოთხოვნებით.  ამ პუბლიკას კიდე არ მოეწონა ის ფაქტი, რომ მაგალითად “სევეჯის” საკეტის გასახსნელად საკეტის მოძრაობის ბოლო მომენტებში საჭიროა ზედმეტი ძალის დატანება, რომ საკეტი ბოლომდე გაიხსნას. ასევე მათ არ მოეწონათ ამ მოდელის სასხლეტი, დეტალი, რომელიც არის ზუსტი შაშხანის გული. მიზეზი ამისა არის ბრიუერის კონსტრუქციის სასხლეტი მექანიზმი. წარმოების გაიაფების მიზნით მისი კონსტრუქცია ისეთია, რომ “შეპტალო” სასხლეტთან მიმართებაში განლაგებულია ოდნავ წინ ვიდრე სხვა შაშხანებში და ეს იწვევს სასხლეტის დამძიმებას და სვლა ხდება უფრო არათანაბარი. ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ვინჩესტერის და რემინგტონის შაშხანები უკეთესად იყიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 110-ე მოდელი ამ სამიდან ყველაზე იაფი იყო.

ესთეტიური თვალსაზრისით ლულის კოლოფში დამაგრების მეთოდი მასზე წამოცმული ქანჩით, ასევე არ გამოიყურება კარგად. მაგრამ სწორედ ამის წყალობით სევიჯის შაშხანებს აქვთ კარგი თანდაყოლილი სიზუსტე. ესთეტიკა იყო და არის 110-11 მოდელის შაშხანების სუსტი მხარე და კარგი გაყიდვების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი.

სიზუსტეს რაც შეეხება,იმ დროს, როდესაც მოდელი 110 გამოვიდა, ეტალონური სიზუსტე 1 MOA 100 მეტრზე მიიღწეოდა მხოლოდ კომპეტენტური იარაღების ოსტატის ჩარევის შემდეგ. ქარხნული “110″  უფრო ხშირად ამ რეზულტატს აღწევდა პირდაპირ ყუთიდან. ყოველგვარი გადაკეთებების და მოდიფიკაციების გარეშე.  ტახებზე მონადირის სიზუსტეს რაც შეეხება, 2012 წლის ჟურნალ Shooting Times-ის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა აღნიშნული იარაღის სიზუსტეზე ტესტირების შედეგები. 100 მეტრზე 5 არჩეული მუხტიდან, ოთხმა აჩვენა შედეგი, რომელიც 1 MOA-ზე ნაკლები იყო. საუკეთესო მუხტი იყო Black Hills Match 175 გრანიაი ტყვიით, რომელმაც აჩვენა საშუალო სიზუსტე 0.78 MOA!

სიტუაცია სასხლეტებთან 2003 წელს რადიკალურად გაუმჯობესდა, როდესაც კომპანიამ შესთავაზა კლიენტებს მათი აზრით უპირატესი კონსტრუქციის სასხლეტი მექანიმზი სახელით Accu-trigger. ის არის რეგულირებადი (0.68 to 2.7 კგ-მდე), რეგულირება შეუძლია იარაღის პატრონსაც. კონსტრუქცია გამორიცხავს ისეთ დონემდე სასხლეტის შემსუბუქებას, რომ შესაძლებელი ხდება იარაღის გასროლა დავარდნისას. ამავე დროს ის არის მოკლე და ერთგვაროვანი სვლით. ორი ნაწილისგან შემდგარი სასხლეტი დამატებით იცავს, სასხლეტს უნებლიე დაჭერისგან (როგროც გლოკის პისტოლეტების სასხლეტის კონსტრუქცია). ზოგადად შეიძლება ჩაითვალოსს, რომ სევეჯის Accu-trigger არის საუკეთესო ქარხნული რეგულირებადი სასხლეტი, იმიტომ რომ ის ერთის მხრიც დაცულია სულელებისგან და მეორეს მხრივ დაცულია ჭკვიანურად და არა უბრალოდ მისი დამძიმებით, რასაც ხშირად მიმართავენ მწარმოებლები, რომ დაიცვან საკუთარი თავი სულელების სარჩელებისგან, რომლბსაც იარაღი “შემთხვევით” უვარდებათ მას მერე რაც ისინი ცდილობენ სასხლეტები გააუმჯობესონ.ყველა იარაღს, რომელიც აღჭურვილია ასეთი სასხლეტით მოყვება ინსტრუქცია და ინსტრუმენტი, რომელიც მოგცემთ საშუალებას თავად დაარეგულიროთ სასხლეტი. Hog Hunter-ზე Accu-trigger სტანდარტულად ყენდება, რაც ძალიან კარგია.

Savage 11 Hog Hunter ავტორის მიერ კონდახის კამუფლირების შემდეგ. ასევე შაშხანაზე “დროებითად” დაყენდა მარტივი იაპონური 4X ოპტიკური სამიზნე. ოპტიკა დაყენებულია ალუმინის UTG-ის “რგოლებით”,  უივერის სამაგრებზე (Weaver 46 Detach Top Mount), რომლებსაც შუაში აქვთ ღარი, რის გამოც ოპტიკის მოხსნის შემდეგ უპრობლემოდ შესაძლებელია “რკინის” სამიზნე მოწყობილობების გამოყენება. შესაძლებელია ისეთი “რგოლების” შერჩევა, რომლებიც იძლევიან საშუალებას ერთდროულად გამოიყენოთ ოპტიკაც და რკინებიც.

რა შეიძლება ითქვას დამატებით ამ იარაღზე? შაშხანა კარგად გამოიყურება, ჩემი აზრით გაცილებით უფრო უკეთესად არის შესრულებული ვიდრე იაფი “მარლინები” და “რემები”.  ვაზნების მიწოდება კონტროლირებადი არ არის, და ეს კარგია თუ გავითვალისწინებთ დახურულ მჭიდს. მჭიდის დაცლის შემდეგ შესაძლებელია მომდევნო ვაზნის ჩაგდება და ზედვე საკეტის დახურვა. კონდახი ადეკვატური სიგრძის არის და აქვს ძალიან რბილი ქუსლი. დაფარვა არის მუქი, შავი არ ირეკლვას შუქს.   საკეტი მუშაობს რბილად, არაფერს არ ედება. ვაზნების მიწოდება ასეთივე უპრობლემოა. მთლიანოიბაში “ღორ ჰანტერი” დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს.

ამით პრინციპში პირველი ნაწილი სრულდება. შაშხანა გამზადებულია ტესტირებისთვის და შედეგებს მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ.

 

ჩვენი ტესტი – დრაგუნოვის შაშხანა

Friday, April 12th, 2013

შაშხანები/კარაბინები აღჭურვილი ოპტიკური სამიზნით არც ისე ხშირი სტუმრებია ჩემ ბლოგზე. მიზეზი ამისი პირველ რიგში არის ჩემი თუ შეიძლება ასე ითქვას სპეციალიზაცია თავდაცვით იარაღზე, პისტოლეტებზე, რევოლვერებზე, ტაქტიკურ თოფებზე. ბუნებრივია, რომ შორსმსროლელი იარაღები ამ კატეგორიაში ნაკლებად ჯდება და შესაბამისად არც ისე დიდი ყურადღება ექცევათ.

ვერ ვიტყვი, რომ მე არ მაქვს ინტერესი ზუსტი იარაღების/შაშხანების მიმართ. პირიქით მე ძალიან მომწონს ზუსტი სროლის პროცესი. რიტუალი იარაღის მომზადების, სასროლეთზე გამგზავრების, პოზიციის მოწყობის, სამიზნის განლაგების და რა თქმა უნდა სროლის ჩემთვის არ არის უცხო და ერთი პერიოდიც ამ თემით ძალიან ვიყავი დაინტერესებული. გარდა ამისა არც ისე დიდიხანია თბილისში გაჩნდა ხელმისაწვდომი (შედარებით) უცხოური წარმოების შაშხანები. მათი ფასი 1300 ლარიდან იწყება და ეს არც ისე ცუდია ქვეყნისთვის სადაც საწყობებიდან ჯართის ფასად გაყიდული სკს-ები  1500 ლარი ღირს. პრინციპში ერთადერთი რაც მე მაჩერებდა იყო იმის გათვითცნობიერება რომ გარდა იმისა, რომ უნდა გადამხედა 1300 ლარი 300 დოლარიან შაშხანაში, შემდგომ ასევე უნდა მეყიდა ოპტიკის „რგოლები“, ოპტიკური სამიზნე, სადგარები, შალითა, ვაზნების მარაგი, საწმენდები და სხვა წვრილმანები, რის გამოც საბოლოო “პაკეტის” ფასი იქნებოდა ბევრად მეტი ვიდრე 1300 ლარი. ასეთი ხარჯები კიდე ცილდებოდა ჩემ შესაძლებლობებს. გარდა ამისა ყველაფერი რაც მე მაქვს, როგორც წესი უნდა ასრულებდეს თავდაცვითი იარაღის როლს, და ოპტიკიანი “ბოლტი” ამ კონცეფციაში არანაირად არ ჯდებოდა. აქიდან გამომდინარე უკვე საჭირო არ ხდება ახსნა იმისა, რატომ მოხვდა ჩემთან ტიგრი და არა სხვა რამე. თვითდამტენი, 7.62X54R კალიბრის შაშხანა “ტიგრი” აღჭურვილი სტანდარტული ПСО-1 ტიპის ოპტიკური სამიზნით წარმოადგენს  ექსპლუატაციისთვის გამზადებულ სისტემას. აავსეთ მჭიდები ვაზნებით და წინ სასროლეთზე. გარდა ამისა თავისი როლი რა თქმა უნდა ითამაშა ხელსაყრელმა ფასმა და პირობებმა, რა პირობებითაც მე გადმომეცა ეს შაშხანა. ასევე ჩემ “ტიგრს” მოყვა შალითა, ქამარი, დამატებითი მჭიდი, ოპტიკური სამიზნის შალითა. ერთი „ანგარიშის“ გადახდით მე მივიღე სისტემა, რომელიც მზად იყო გამოყენებისთვის ეგრევე ავიღებდი თუ არა მასზე ნებართვას. “ტიგრის” ფასს რაც შეეხება, დღეს მეორადი ამ მოდელის იარაღის ფასი მერყეობს 2500-3000 დოლარის ფარგლებში (თუ ვიმსჯელებთ განცხადებებით იარაღის გაყიდვის შესახებ, რომლებიც ამ სტატიის დაწერის მომენტში დევს ინტერნეტში). მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ძვირია თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტიგრები დიდიხანია არ შემოტანილა გასაყიდათ ჩვენ ქვეყანაში და აშშ-ში სადაც იგივე სიტუაციაა, ტიგრის ფასი შეადგენს 2000 დოლარს კარგ მდგომარეობაში მყოფი მოდელისთვის. СВД-ს ფასი კი (რომლის სამოქალაქო ვერსია არის “ტიგრი”) იქ აღწევს 10 000  დოლარს! მიზეზი ამისა არ არის ევგნეი დრაგუნოვის კონსტრუქციის შაშხანის გამორჩეული საბრძოლო თვისებები არამედ მათი ამერიკაში იშვიათობა და საკოლექციო ღირებულება. ანუ იქაც და აქაც “ტიგრი” არის საკმაოდ იშვიათი და მაღალი ფასიც ამით აიხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ დრაგუნოვის შაშხანას აქვს უამრავი მინუსი, რომელზეც მათ შორის ბლოგზეც მეწერა (ამაზე ცოტა მოგვიანებით), ასევე ამ სისტემას გააჩნია ჩემი აზრით ბევრი დადებითი და ძლიერი მხარეც, რომლის არ დანხავა და იგნორირება ამ იარაღის შეფასებისას არ შეიძლება. პირველ რიგში ტიგრი/სვდ არის ძალიან საიმედო სისტემა, ტრადიციული თითქმის ყველა საბჭოთა სამხედრო იარაღისთვის. მას აქვს მოსახსნელი 10  ვაზნიანი მჭიდი გათვლილი ყველაზე ძლიერ ვაზნაზე, რომელიც ადამიანმა შესაძლებელია ისროლოს ნახევრად ავტომატური იარაღიდან ადეკვატური ეფექტურობით. იარაღი ადვილად იშლება და ადვილად იწმინდება. მას, როგორც უკვე ავღნიშნე კომპლექტში უკვე მოყვება მოძველებული მაგრამ ეფექტური ოპტიკური სამიზნე თავისივე კრონშტეინით. სადგარი? ტიგრზე საერთოდ სადგარი გათვალისწინებული არ არის, ასე რომ ესეც არ ხდება თავსატეხი. ოპტიკური სამიზნე მორგებულია 7.62 კალიბრის ტყვიის ტრაექტორიაზე, ხოლო ბალისტიკური ცხრილებია გამზადებულია და დევს ინტერნეტში. ტიგრის და სვდ-ს პატრონებმა ასევე უნდა წაიკითხონ ეს ნაშრომი, რომლეიც მოიცავს მინიმალურ ინფორმაციას, რომელიც მფლობელმა უნდა იცოდეს დრგაუნოვის შაშხანაზე.


რაც შეეხება სტანდარტულ ოპტიკას, ПСО-1 (Прицел снайперский оптический) შეიქმა სპეციალურად დრაგუნოვის შაშხანისთვის 1963 წელს. ის განკუთვნილია საჯარისო სნაიპერითვის და ამიტომაც ძალიან ადვილია მოხმარეებაში. ის ასევე აღჭურვილია პრიმიტიული მაგრამ ეფექტური ოპტიკური მანძილმზომით. მისი მასა 620 გრამს შეადგენს. გადიდება ფიქსირებულია, ოთხჯერადი. დიახ ის ნამდვილად საკმაოდ სუსტია, კი ის გაბარიტულია და მძიმე, მაგრამ თუ ის არ არის “მოკლული” ის მუშაობს კარგად. მას აქვს ინტეგრირებული ოპტიკური მანძილმზომი, მზისგან დამცავი „ბლენდა“ და ბადის განათების ოფცია. 60-ნი წლებისთვის ეს იყო კოსმოსური ტექნოლოგიების დონე. თუ გაგიმართლად და შეგხვდათ სამიზნე ნათელი მინებით, ხოლო შესწორებების მექანიზმი მუშაობს კარგად, მაშინ დამიჯერეთ, ПСО-1 ხდება საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტი.

თუ თქვენი ტიგრი კარგ შედეგებს იძლევა, შესაძლებელია მასზე უფრო უკეთესი ოპტიკური სამიზნის  და მეტ ნაკლებად უნივერსალური კრონშტეინის დაყენება. ეს შეიძლება საკმაოდ პრობლემატური იყოს ვინაიდან მაღალი ხარისხის ფოლადის კრონშტეინები ძალიან ძნელად იშოვება. გვერდითა სამაგრი გარანტირებულად კარგად მუშაობს მხოლოდ ორიგინალური კრონშტეინებით, რომლებიც ПСО-1-ს ნაწილს წარმოადგენენ. სურათზე არის CTC-ის წარმოებული მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ალუმინის კრონშტეინი. სურათის წყარო http://www.maksimov.su

მე არ ვთვლი, რომ სვდ/ტიგრი არის სნაიპერის იარაღი. სნაიპერული კომპლექსი შედგება იარაღისგან, ოპტიკური სამიზნისგან, სნაიპერული ვაზნისგან და სადგარისგან, ყველაფერს უნდა ქონდეს მსროლელზე მორგების საშუალება. ოპტიკა არის ძალიან სუსტი დღევანდელი სტანდარტებით, სადგარი იარაღზე გათვალისწინებული არ არის, სნაიპერული ვაზნა პრაქტიკულად არ არსებობს, რეგულირებები არ არსებობს შესაბამისად სნაიპერული სისტემა სვდ/ტიგრი არ არის. ნიშნავს ეს, რომ ტიგრი არ შეიძლება იყოს ზუსტი?  ბუნებრივია ეს კითხვა, მეც მაწუხებდა და ბლოგის ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო იყო მიზნობრივი ტესტირების ჩატარება. მოსახსნელი მჭიდი, საიმედოობა და ძლიერი კალიბრი კარგია, მაგრამ შაშხანა უნდა იყოს ზუსტი, მაგრამ რამდენად ზუსტი? მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც 8სმ-ნი ჯგუფი 100 მეტრზე სვდ-თვის არის მისაღები გადმოყვა ჯერ კიდევ იმ დროიდან რა დროსაც ქმნიდნენ მოსინ-ნაგანის შაშხანის სნაიპერულ მოდიფიკაციას, საშუალო სიზუსტე სვდ/ტიგრებისთვის არის 5-7სმ 100მეტრზე. მეოირეს მხრივ რუსულ ფორუმზე, რომ დაწეროთ „მინუტნი“ ტიგრზე, დამიჯერეთ დაგმარხავენ „ტაბურეტკების“ ქვეშ.  რუსეთი საკმაოდ წინ წაიწია ზუსტი სროლის ხელოვნების განვითარებაში, და იქაური მსროლელები დიდიხანია გადასულები არიან უცხოურ სისტემებზე და “,ტიგრი” იქ რჩება უფრო რელიქვიად, ისტორიულ არტეფაქტად და არა სისტემად რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოყენება. რუსეთის საარმიო სპეცრაზმების სნაიპერები „ტაბელური“ სვდ-ეებით სტაბილურად იკავებენ ბოლო ადგილებს სნაიპერულ შეჯიბრებებში მაშინ, როდესაც პოლიციური და სპეც სამსახურების სნაიპერების გუნდები დიდიხანია ასპარეზობენ ნაირ-ნაირი უცხოური სისტემებით. მათთვის ადვილია ცალკეული იარაღის ერთეულების შეძენა, მაშინ როდესაც საჯარისო ნაწილები უნდა დაკმაყოფილდნენ იმით რასაც ფედერალური მთავრობა მათთვის ცენტრალიზებულად იძენს.

სურათზე არის კონსტანტინოვის შაშხანა (სამი სხვადასხვა მოდიფიკაცია), რომელიც იყო დრაგუნოვის კონკურენტი. საუკეთესოს გამოსავლენად თავად ვასილი ზაიცევიც მოიწვიეს. მე არ ვარ დარწმუნებული ზაიცევი მართლა ძლიერი სნაიპერი იყო თუ პროპაგანდისტული მითი მაგრამ ერთი მსროლელის გადასაწყვეტი ამხელა საქმე არ უნდა იყოს. ლეგენდის თანახმად ზაიცევს გაუჭირდა გამარჯვებულის დასახელება.

მე ძალიან მაინტერესებდა რა შედეგების მიღება შესაძლებელი იქნებოდა ტიგრიდან, რომელიც აღჭურვილი იქნება სტანდარტული ПСО-1-ით. ვერ ვიტყვი, რომ ტიგრის თემა ჩემთვის აქამდე უცნობი იყო. საკმაოდ ბევრი ვაზნა მაქვს ნასროლი ამ იარაღიდან, უბრალოდ ამჟამად მე მქონდა სურვილი სპეციალურად ბლოგისთვის ტესტირების ჩამეტარებინა და ბოლოს და ბოლოს საქმე ეხებოდა ჩემ პირად საკუთრებაში მყოფ იარაღს! სროლა ხორციელდებოდა წოლითი პოზიციიდან 100 მეტრის სიშორით განლაგებულ სამიზნეზე. საყრდენის როლს ასრულებდა რიუკზაკი. ქარი იყო უმნიშვნელო, უბერავდა მარჯვნიდან მარცხნივ.  რუსული წარმოების ვაზნა 9.6 გრამიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით, აჩვენა შედეგი 4.5 სმ 100 მეტრზე (5 გასროლა).  იგივე ტიპის და მასის ტყვიით ვაზნა განკუთვნილი ზუსტი სროლისთვის (7H1) აჩვენა შედეგი 3.5 სმ (4 გასროლა) აქიდან სამი საუკეთესო მორტყმული იყო მხოლოდ და მხოლოდ 1.9სმ! საჭირო გახდა მხოლოდ უმნიშვნელო შესწორებების შეტანა ოპტიკურ სამიზნეში. თავდაპირველად შაშხანა ისროლა მარჯვნივ და დაბლა.

ასე გამოიყურება ერთ ერთი საუკეთესო ჯგუფი 100 მეტრზე 9.6 გრამიანი “სტანდარტული” ტყვიით სროლისას

აქ მხოლოდ 4 გასროლა განხორციელდა ვინაიდან მეოთხე ტყვია სამიზნის უკან ქვას მოხვდა და ნამსხვრევებით დააზიანა ის.

ამ მინი-ტესტის შედეგად მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დრაგუნოვის სისტემის შაშხანის სიზუსტე პირდაპირ უკავშირდება ვაზნის ტიპს და ვაზნის და იარაღის შესრულებას. შედეგი გაუმჯობესდება უკეთესი სასხლეტის, სადგარების და კარგი ოპტიკური სამიზნის გამოყენების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა მე მიმაჩნია, რომ მიღებული შედეგები ძალიან კარგია. 4.5 სმ 100 მეტრზე არის კარგი შედეგი მასიური პრაქტიკულად სამხედრო ნახევრად ავტომატური შაშხანისთვის.  1.8 MOA ჩვეულებრივი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში არ არის ცუდი შედეგი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შესრულება და ხარისხის კონტროლი მერყეობს არ მგონია ყველა ქარხნიდან გამოსულ „ტიგრს“ ქონდეს ასეთი შედეგები. აწყობის ხარისხი იყო, არის და იქნება რუსეთში წარმოებული იარაღის მთავარი ნაკლი.

რაც შეეხება ზოგად შთაბეჭდილებებს, უნდა ვაღიარო, რომ დრაგუნოვის შაშხანა არ გამოირჩევა კარგი ერგონომიკით. მასზე იძახიან, რომ ის შექმნილია სპორტსმენის მიერ, ვისაც ესმოდა როგორი უნდა იყოს შაშხანა განკუთვნილი ზუსტი სროლისათვის. მე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. შაშხანის კონდახი ძალიან მოკლეა, ხოლო მისი უკანა ნაწილი არის თხელი ფოლადის ფირფიტა, რაც ძალიან არაკომფორტულს ხდის სროლას. კონდახი ძალიან სწორია და მაღალი რის გამოც სროლა მექანიკური სამიზნე მოწყობილობებით ძალიან ძნელია. სალოყე უნდა მოიხსნას “რკინის” სამიზნე მოწყობილობების გამოყენებისას, სხვანაირად დამიზნება შეუძლებელია. მცველის გამორთვა-ჩართვისთვის დიდი ძალა არის საჭირო და გადართვისას ის ძალიან ხმაურობს. საკეტის სახელურის ფორმა არ უზრუნველყოფს მის კომფორტულ გახსნა ჩაკეტვას. კალაშნიკოვზე იგივე ფორმის დეტალია მაშინ როდესაც უფრო ადრინდელ იარაღებზე ეს დეტალი იყო მრგვალი და ხელის ტრავმირება მისი ბასრი კუთხეებით იყო შეუძლებელი. სასხლეტი არ იძლევა რეგულირების საშუალებას, რაც სნაიპერული სისტემისთვის არის აუცილებლობა. არც ტიგრზე და არც სვდ-ზე არაფერი არ რეგულირდება, რის გამოც არა შაშხანა ერგება მსროლელს არამედ პირიქით – მსროლელი უნდა მოერგოს შაშხანას. ერთადერთი რისი რეგულირებაც შესაძლებელია არის სალოყე. მისი გადატანა შესაძლებელია მარცხენა ან მარჯვენა მხრიდან სასროლად.

დადებით მხარეებს განეკუთვნება შაშხანის მცირე გაბარიტები და არც ისე დიდი მასა, რომელიც შეადგენს 4.6 კგ-ს ოპტიკით და სავსე მჭიდით. შაშხანა აღჭურვილია საკეტის შემაკავებლით, რომელიც ტოვებს საკეტს გახსნილ მდგომარეობაში ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ. გადატენვის სისწრაფე არ არის პრიორიტეტული ასეთი კლასის იარაღში, თუმცა მსროლელი ეგრევე ხვდება რომ ბოლო ვაზნა გაისროლა, რაც სიგნალია მჭიდის გამოცვლისთვის.  კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ დრაგუნოვის შაშხანა ძალიან საიმედოა. მხოლოდ ერთხელ ამ ტიპის შაშხანამ თქვა უარი იმ ვაზნების მონელებაზე, რომლებითაც ე.წ. “ნიჭიერი და გაღლეტილი” პატრიორტი მენეჯერები ამრაგებდნენ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს. თუ სწორედ მახსოვს ვაზნები იყო ალბანური წარმოების. ჩემი აზრით ასეთი ვაზნებით მომარაგება საკუთარი ქვეყნის შეიარაღებული ძალების არის დანაშაული. ჩვენ ჯარში ამ ვაზნებზე გათვლილია სვდ-ს შაშხანები და პკ-ს თყვიამფრქვევები. ორივე ეს სისტემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ბრძოლაში და თუ ის არ ისვრის იმის გამო, რომ ვაზნა არის ნაგავი მაშინ დიდ პრობლემას აქვს ადგილი.

ტიგრის ლულას რაც შეეხება, ხრახნების ბიჯი არის 320, როგორც პირველი გამოშვების სვდ-ებში. ლულის სიგრძე სამხედრო მოდელთან შედარებით არის მოკლე. 53 სმ. ეს არ არის ნაკლი. მოკლე ლულა ნაკლებ რხევას განიცდის, იარაღი მთლიანობაში არის უფრო კომპაქტური.  53 სმ არის აბსოლუტურად ადეკვატური ლულის სიგრძე იმ მანძილებისთვის რა მანძილებზეც ეს საშხანა ისვრის ეფექტურად. ინტერნეტში დადის ჭორი, რომ ტიგრის ლულები მზადდება უფრო მარტივი ტექნოლოგიით ვიდრე სვდ-ს ლულები. რამე ამის დადასტურება ოფიციალური წყაროებიდან არ არსებობს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რუსული მწარმოებლების ფანატურ და გაუგებარ სურვილს მაქსიმალურად განასხვავონ სამოქალაქო იარაღები უარესი მხრისკენ არ არ გამორიცხული, რომ არ ჭორს რაღაც რეალური საფუძვლები აქვს. გავიმეორებ სანდო ინფორმაცია ტექნოლოგიურ სხვაობებზე არ არსებობს.

სიზუსტის პოტენციალს რაც შეეხება მე მიმაჩნია, რომ .30 კალიბრების გამოყენებისას, იქნება ეს რუსული 7.62X54R თუ ამერიკული .308Win, დრაგუნოვის შაშხანა უფრო უპირატესი პლატფორმაა ვიდრე კალაშნიკოვის სისტემა. ჩემი აზრია, რომ .30 კალიბრის კალაშნიკოვის სისტემაზე აგებული შაშხანები არ შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ იარაღად. კალაშნიკოვის ავტომატები შუალედურ, უფრო სუსტ ვაზნაზეც არ ბრწყინავდნენ სიზუსტით და რატომ უნდა მოგივიდეს თავში აზრი მათ ბაზაზე შექმნა ზუსტი სისტემები უფრო ძლიერ ვაზნაზე მე არ მესმის. ვეპრი 5.45X39, რომელიც მე მქონდა იყო შესანიშნავი იარაღი. დიდი მასა, ტყვიამფრქვევის სალულე კოლოფი, სქელი ლულა, მთლიანობაში ქმნიდა ძალიან სასიამოვნო და ზუსტ სისტემას მაგრამ იგივე ვეპრი კალიბრში .308 იყო, ყველაზე აზრს მოკლებული სისტემა, რომელიც მე ოდესმე ხელში მჭერია. დრაგუნოვს შაშხანა იზიარებს ბევრ მინუსს კალაშნიკოვის სისტემასთან მათ შორის უპირველეს ყოვლისა თხელი “ჟესტის” ხუფს, რომელზეც ვერაფერი ვერ ყენდება და გვერდითა ოპტიკის სამაგრს, მაგრამ ამავე დროს გააჩნია სქელი ფრეზირების მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფი, რომელიც უკეთესად იტანს ვიბრაციებს და მეტი სიხისტის გამო გაცილებით მეტი სიზუსტის პოტენციალი გააჩნია. ტიგრზე/სვდ-ზე დაყენებული გვერდითა სამაგრი უფრო საიმედოა და მყარი ვიდრე იგივე დეტალი დაყენებული კალაშნიკოვის კლონებზე.

ჩემი აზრით მსოფლიოში საუკეთესო .30 კალიბრის თვითდამტენი შაშხანა არის უიჯინ სტოუნერის AR-10. შექმნილი გასული საუკუნის 50-ნი წლების ბოლოს ის უდაოდ იყო რევოლუციური და ინოვაციურობის დონით უკან შორს იტოვებს დრაგუნოვის ქმნილებას, რომელიც დაახლოებით იგივე პერიოდში იქმნებოდა. დღეს AR-10-ის ბაზაზე შექმნილია მსოფლიოში საუკეთესო თვითდამტენი სნაიპერული სისტემები. ქვევით მარჯვნივ: Lewis Machine & Tool Company-ის .308 Modular Weapons System.

დაშლა, აწყობა, წმენდას რაც შეეხება აქ დრაგუნოვის შაშხანა არ ღალატობს სსრკ-ში იარაღის წარმოების ტრადიციებს. იარაღი ადვილად იშლება და იწყობა. ააწყო რამე არასწორედ პრაქტიკულად შეუძლებელია. ინსტრუმენტები საჭირო არ არის. ღილაკი კონდახთან, ლულის კოლოფზე მარჯვნივ ათავისუფლებს კოლოფის ხუფს, რომელსაც მოყვება დამაბრუნებელი ზამბარა. საკეტის ჩარჩო და საკეტი ადვილად ტოვებს ლულის კოლოფს. ღილაკი წინა სახელურზე, დენთის აირების კამერასთან, ათავისუფლებს წინა სახელურის ორ ნახევარს. გაწიეთ უკან დენტის აირების სისტემის ღერძი, ამოიღეთ მოკლე დგუში და ფრთხილად აწიეთ ღერძი მაღლა რომ  ის გარეთ გამოიღოთ. მორჩა. იარაღი დაშლილია. აწყობა პირიქით ხდება. თუ ვერ გაიგეთ მიმართეთ youtube.com-ს. იქ დევს პრაქტიკულად ყველა იარაღის დაშლა აწყობის ვიდეო. ტიგრს ადვილად ეხსნება დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს წმენდას.

ეხლა გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხებზე. გაითვალისწინეთ, რომ ის რითიც თქვენ “დრაგუნოვს” კვებავთ, დიდი ალბათობით არის კოროზიული ტყვიაწამალი ანუ ამაალებლის ნივთიერების წვა იწვევს ლულაში მავნე კოროზიული ნივთიერებების მოხვედრას, რისგანაც ქრომირებული დაფარვაც არ იცავს. ქიმიური ნივთიერებების სახელების წერისგან თავს შევიკავებ და გეტყვით მინიმუმს რაც უნდა იცოდეთ კოროზიული ტყვიაწამლის გამოყენების შესახებ. ნივთიერება, რომელიც რჩება ლულაში არის ჩვეულებრივი სუფრის მარილის ნაირსახეობა. ჩვენ ყველამ ვიცით რა ზიანის მიყენება შეუძლია მარილიან ზღვის წყალს იარაღისთვის. ეს არის ერთ ერთი კი არა და ყველაზე აგრესიული გარემო, რომელშიც შეიძლება იარაღი მოხვდეს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ყოველი სროლის შემდეგ თქვენი იარაღის ლულის არხი და სხვა ნაწილები ასეთი წყლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, იმიტომ, რომ ლულაში დარჩენილი მარილი იწოვს ნესტს ჰაერიდან და იგივე ეფექტს იძლევა რაც ზღვის წყალში ბანაობა. ეხლა კი უნდა მიხვდეთ (ვინც ამას აქამდე ვერ ხვდებოდით) რაოდენ მნიშვნელოვანია იარაღის სწორი მოვლა კოროზიული ტყვიაწამლის გამოყენებისას. როგორც უკვე ვთქვი ქრომირებული დაფარვა არ არის პანაცეა. მე ნანახი მაქვს ტიგრი, რომლიდანაც ისროლეს რამოდენიმე ათეული ვაზნა და დატოვეს ერთი წლით გაუწმენდავი. ლულას კოროზია გაუჩნდა და მოხდა ქრომის ფენის აქერცვლა. ქრომი ზრდის დაცვის ხარისხს და აადვილებს წმენდას მაგრამ ის არ იცავს სრულად ლულის არხს მარილების ზემოქმედებისგან. ასე, რომ  დაივიწყეთ ტრანსფორმატორის ზეთები და ნავთი. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ლულის საწმენდი სითხეები, რომლებიც ნეიტრალურია ქრმომის მიმართ (წაიკითხეთ რა აწერია ფლაკონს ასეთი სითხით!). ლულის საწმენდი Hoppes N9 ერთ ერთი ასეთი სითხეა, რომელსაც მე მრავალი წელი ვიყენებ. ის იაფია, ის არ ყარს, არ არის ძალიან ტოქსიკური, ის შლის ნამწვავს და ანეიტრალებს კოროზიის გამომწვევ ნივთიერებებს. გაითვალისწინეთ, რომ კოროზიული ტყვიაწამლის გამოყენება ასევე ითხოვს არა მარტო ლულის არამედ სხვა მექანიზმების უფრო ინტენსიურ წმენდას. ეს ეხება საკეტს, დენთის აირების სისტემას, დგუშს და რა თქმა უნდა ლულას. ყველა იმ ნაწილს, რომელსაც ხვდება ნამწვავი. პრაქტიკულად ყველა რუსული ყოფილი სამხედრო ტყვიაწამალი არის კოროზიული. აღმოსავლეთ ევროპიდან ძველი გამოშვების ამუნიცია ასევე შეიძლება იყოს კოროზიული. თუ არ ხართ დარწმუნებული და ვერ ადგენთ ამუნიციის წარმომავლობას, წმინდეთ და ხეხეთ იარაღი ისე თითქოს ზღვაში ჩაგივარდათ. თუ ეს დაგეხმარებათ გეტყვით, რომ ამუნიცია თქვენი იარაღისთვის არის ორი ტიპის ამაალებლით, ბოქსერის და ბერდანის ტიპის. ბოქსერი ნიშნავს, რომ ამაალებელი გასროლისას არ წარმოქმნის მავნე მარილებს ხოლო ბერდანის ამაალებლები უმეტეს შემთხვევაში ასეთ ნივთიერებეს წარმოქმნიან.

მარცხნივ ბერდანი, მარჯვნივ ბოქსერი

თუ არ გაქვთ საშუალება გამოიყენოთ სპეციალური სითხე მაშინ გამოსავალი არის ლულის გამორეცხვა ცხელი წყლით. ცხელი წყალი ადვილად შლის და აშორებს მარილს (ზეთი მარილს არ აშორებს!). წყლით გამორეცხვის მერე ლულა უნდა გაამშრალოთ და ზეთით გამოწმინდოთ, რომ გამორცხოთ კოროზია, გამოწვეული წყლის ზემოქმედებით.

ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს იარაღს კოროზიული ვაზნების გამოყენებისას და არა სათანადო მოვლისას კარგად ჩანს ამ სურათიდან. წყარო  akeyboardanda45.blogspot.com

დიახ, დრაგუნოვის შაშხანა არ არის სნაიპერული იარაღი, დიახ ოპტიკა არის სუსტი, აწყობის ხარისხი მერყეობს, შესრულება საშუალოა, მაგრამ ის ისვრის კარგად, ის ისვრის ყოველთვის, მას ნაკლებად ეშინია დაბინძურების. ის მსუბუქია და კომპაქტური, იყენებს ძლიერ .30 კლაიბრის ვაზნას და ბოლოს და ბოლოს ტიგრიდან სროლა მაგრად “ასწორებს”. დაგეგმილი მაქვს ტიგირს ტესტირება უფრო შორ მანძილებზე სხვა და სხვა ტიპის ვაზნების გამოყენებით და შედეგებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.


რუსეთში ისწავლეს ზე-ზუსტი დრაგუნოვის შაშხანების გამოშვება. ლულა არის ლოტარ ვალტერის, კონდახი არის ამერიკული „მაგპულის“ წარმოება, პისტოლეტის ტარი „ა2“ ტიპის თუმცა, როგორც ჩანს შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ტიპის სახელურის გამოყენება, რომელიც AR-ებზე ყენდება. ასეთი პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ერთეულებისთვის, ვინაიდან შაშხანა არ არის მოდულური და მნიშვნელოვან გადაკეთებებს საჭიროებს. ფასი შესაბამისად ვერ იქნება პატარა.  AR სერია არ გეგონოთ, რომლის გადაწყობა პრაქტიკულად ინსტრუმენტის გარეშე შესაძლებელია. წყარო http://www.nfbv.ru