Vzor 58/Cz 858 გამადიდებელი შუშის ქვეშ

P1020515

სიმართლე გითხრათ სანამ მე პირველად ამ იარაღს ხელში დავიჭერდე მე პრაქტიკულად არაფერი კონკრეტული არ ვიცოდი მის შესახებ. ერთადერთი ტექნიკური დეტალი ჩემთვის ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ჩეხურ ავტომატს ქონდა ფრეზირებული რესივერი, რაც განსხვავდებოდა “შტამპოვკის” და შედუღების მეთოდით დამზადებული “კალაშნიკოვებისგან”. გარდა ამისა რა თქმა უნდა მე ვიცოდი, რომ კალიბრი იყო საბჭოთა 7.62Х39 და ეს იარაღი კარგახანი იყო ჩეხოსლოვაკიის არმიის შეიარაღებაში. მეტი არაფერი ჩემთვის ცნობილი არ იყო.

ამიტომაც მე წარმომედგინა „ვზორი 58“ (ჩეხურად „მოდელი 58“), როგორც მსხვილი მძიმე ჩეხური „კალაშა“, მასიური ფრეზირებული რესივერით, მაგრამ რაც მე ხელში დავიჭირე იყო პატარა, მსუბუქი პრაქტიკულად სათამაშო იარაღი. კი მაგრამ ეს არის ის „ვზორი“ რომელზეც იძახიან რომ „კალაშნიკოვზე“ უკეთესია? კი მაგრამ რით? ერთი შეხედვით არანაირი აშკარა უპირატესობა არ ჩანდა. სამჯერ ვიყავი მისული მაღაზიაში “ვზორის” საყიდლად. ერთხელ გადავიფიქქრე და გამოვედი. მეორეჯერ ავარჩიე კონკრეტული კარაბინი, მაგრამ გამყიდველმა მირჩია შემოწმება და 5 ვაზნის დახურულ ტირში გასროლა “რომ მერე არ ყოფილიყო პრობლემები”. თავისთავად ახალი იარაღი ასეთი პირობებით არ უნდა იყიდებოდეს მაღაზიაში. თუ ახალ იარაღზე რამე პრობლემაა, მაღაზია ვალდებულია ის დაიბრუნოსს და გამოცვალოს ან დაგიბრუნოთ ფული, მაგრამ მე უკვე მიჩვეული ვარ ასეთ რამეებს ასე, რომ დავეთანხმე 5 ვაზნის გასროლა. პირველი გასროლა იყო კარგი, მეორეზე მასრა ვერტიკალურად გაიჭედა საკეტსა და რესივერს შორის. ვერ ვიტყვი, რომ ეს დაბრკოლება სერიოზულია. დიდი ალბათობით რკინის მასრის და ტაოტიანი სავაზნის კომბინაციამ გამოიწვია ეს მაგრამ ასევე “ფეჩის ღუმელი” (ასე ქვია ასეთ დაბრკოლებას) შეიძლება მეტყველებდეს სხვა პრობლემებზეც. მაგალითად დეფექტური ექსტრაქტორი ან ეჟექტორი, სუსტი ექსტრაქტორის ზამაბარა და ასე შემდეგ. ამიტომაც იარაღი მე გადავდე და მაღაზიიდან ხელცარიელი გამოვედი. იმ დღესვე დავბრუნდი, ავარჩიე სხვა, ვისროლე 5 ვაზნა და მეორე დღეს “ვზორი” უკვე ჩემთან სახლში იყო.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი შთაბეჭდილება არ იყო დადებითი, გამომდინარე იარაღის ფასიდან და იმ ფაქტიდან, რომ ეს იქნებოდა ერთადერთი შანსი „ვზორის“ გაცნობის და სტატიის მომზადების და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ამიტომაც ეხლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ეს სტატია წაიკითხოთ.

1vz

ჩეხები ყოველთვის იყვნენ ცნობილები თავისი იარაღის ოსტატებით და კონსტრუქტორებით, რომლებმაც დატოვეს შესამჩნევი კვალი იარაღის წარმოების ისტორიაში. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ როდესაც საქმე მიდგა უნიფიცირებულ შეიარაღებამდე, მათ განსხვავებული გზა აირჩიეს და ამის შედეგად გაჩნდა საკმაოდ საინტერესო სისტემები. პისტოლეტები, ჩზ52, ჩზ82, ჩზ75,  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “სკორპიონი”  და რა თქმა უნდა Vz 58. თავის მხრივ Vz58 50-ნი წლებიდან სსრკ-ს დაშლამდე იყო ჩეხოსლოვაკიის არმიის შეიარაღებაში. იარაღის იწარმოებოდა “ჩეშსკა ზბროიოვკას” მიერ 1984 წლამდე რა პერიოდშიც გამოშვებული იყო 920 000 ცალი ავტომატი.  არსებობდა ამ ავტომატის სამი მოდიფიკაცია, სტანდარტული, დასაკეცი კონდახით (სადესანტო) და მოდელი განკუთვნილი ღამის ოპტიკური სამიზნის გამოყენებისთვის.

 

jiri cermak

“ვზორის” კონსტრუქტორი ჩეხი ჟირი(ირჟი) ჩერმაკი. ის იყო 33 წლის როდესაც მან შექმნა ეს იარაღი. ამისთვის მას დაჭირდა სულ რაღაც 2 წელი.

სამოქალაქო ბაზარზე ყოველთვის არსებობდა მოთხოვნა საარმიო იარაღზე, რომელიც მორგებული იქნებოდა სამოქალაქო მომხმარებლისთვის და „ვზორის“ რამდენიმე კომერციული ვერსია არსებობს. CZH 2003 Sport, სტანდარტული და მოკლე ლულებით. CZ 858 Tactical, იარაღები აწყობილი ახალი სამხედრო ავტომატების ნაწილებისგან მას მერე რაც სამხედრო  „ვზორების“ წარმოება შეწყდა. ასევე FSN-ის რამდენიმე მოდელი გრძელი და მოკლე ლულებით. CSA vz. 58 Sporter, რომელსაც უშვებს  Czech Small Arms და არა СZ და ასევე კიდე ერთი მოდელი, რომელსაც უშვებს პატარა კომპანია (ისევ ჩეხური)  Highland Arms. აქიდან ალბათ CZ 858 არის ყველაზე ახლოს სამხედრო „ვზორთან“ და ტესტირებისთვის ჩვენ სწორედ ეს იარაღი შევიძინეთ.  ის პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდება სამხედრო ვზორისგან გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა Cz 858 არ ისვრის ჯერებით.

Sa_vz_58-1222

ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნით აღჭურვილი სამხედრო “ვზორები”. 

ჩეხოსლოვაკიის (შემდგომ ჩეხეთის და სლოვაკიის) გარდა აღნიშნული იარაღი ასევე მოხვდა აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის 18 ქვეყნის შეიარაღებაში რაც არც ისე ცოტა არის.

„ვზორი“ ძალიან წააგავს კალაშნიკოვის ავტომატს, მაგრამ რეალურად მათ საერთო თითქმის არაფერი არ აქვთ გარდა კალიბრისა და „ვზორის“ ტექნიკური აღწერილობის წაკითხვის და სურათების ნახვის შემდეგ ამაში ადვილად დარწმუნდებით.  ავტომატი იყენებს დგუშის მოკლე სვლას, როდესაც დგუში არ არის გადაბმული საკეტის ჩარჩოსთან (წააგავს სკს-ს და სვდ-ს კონსტრუქციას) და მას გააჩნია საკუთარი დამაბრუნებელი ზამბარა. იარაღი არ იყენებს ჩახმახს, ამის მაგივრად ის აღჭურვილია დმარტყმელით და ნემსათი. დამრტყმელი ცილდება საკეტს ხოლო მოკლე ნემსა არის საკეტში ჩაყენებული. გამომდინარე იქიდან, რომ ნემსა არის მოკლე, დამრტყმელი არის მსხვილი ფოლადის დეტალი ხოლო მოძრავი დეტალები ცოტაა უნდა ვივარაუდოთ რომ ეს სისტემა იქნება პრაქტიკულად უკვდავი. საკეტი იყენებს ორიგინალურ ჩაკეტვის სქემას, რომელიც წააგავს გამოყენებულს პისტოლეტში ბერეტა 92. საკეტის გახსნა მიიღწევა სპეციალური ჩამკეტით, რომელიც მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში და ზემოქმედებს სესაბამის ბჯენებთან რესივერში.  დამაბრუნებელი და დამრტყმელის ზამბარები მრავალძარღვიანია და ხვეული, რის გამოც მათი სიცოცხლის ციკლი უნდა ვივარაუდოთ არის საკმაოდ დიდი.

vzgas

“ვზორის” დენთის აირების სისტემა (დეტალები გასაწმენდია)

იარაღის ფოლადის დეტალები საკმარისად დაცულია. იარაღის ფოსფატირებულია და დაფარულია სქელი მოლურჯო ფერის ლაკით. კოროზია პრაქტიკულად გამორიცხულია. დგუში, საკეტის დეტალები და ლულა ქრომირებულია. ლულის სიგრძე 390მმ, ხრახნების ბიჯი არის 240 (მარჯვენა მიმართულებით).

P1020481

ასეთ კომპლექტაციაში იყიდება ჩზ 858. მუყაოს ყუთი, კარაბინი, ორი მჭიდი, პრიმიტიული ამარი, ფოლადის დასაშლელი შომპოლი, ზეთის ბოთლი, მისროლის სამიზნე, გარანტია და ინსტრუქცია.

რაც არ მომწონს „კალაშნიკოვში“ არის მისი დაშლის გართულებული ალგორითმი. თუნდაც რესივერის ხუფის დახურვა ან დენთის აირების მილის მოხსნა. სულ გიწევს წვალება და ჩალიჩი. ჩეხური ავტომატი ამ მხრივ ბევრად უკეთესია. ხუფიც და დენთის აირების მილიც დამაგრებულია ორი შტიფტით. დააჭირეთ მას თითი, გადმოწიეთ გარეთ და მოხსენით საჭირო დეტალები. ეს გაცილებით მარტივი და მოსახერხებელია ვიდრე წვალება “კალაშნიკოვის” ზამბარიან ღილაკთან და ბერკეტთან, რომელიც ათავისუფლებს დენთის აირების მილს. იგივე ეხება შემდგომი დაშლის პროცედურებს. დამრტყმელის და დამაბრუნებელი ზამბარები დამაგრებულია ხუფზე. საკეტი შედგება სამი ნაწილისგან. საკეტის ჩარჩოსგან, საკეტის გულისგან და ჩამკეტისგან, რომელიც უზრუნველყოფს საკეტის გახსნა-ჩაკეტვას. საკეტის სახელური არ არის ბრტყელი, ნამგალის ფორმის  როგორც “კალაშნიკოვზე” არამედ არის ცილინდრული როგორც სკს-ზე და ამიტომაც გაცილებით მოსახერხებელია.

vzbolt

საკეტი დაშლილი. შავი ფერის ცილინდრი არის დამრტყმელი, მისი მეორე ნაწილი (“ნემსა”) საკეტის გულშია მოთავსებული. 

მცველს რაც შეეხება ის არის შესრულებული როგორც მარტივი გადამრთველი. ერგონომიკის თვალსაზრისით ის არ არის სრულყოფილი მაგრამ ბევრად უკეთესია ვიდრე კალაშნიკოვის მცველი, რომელიც მოპარულია გასული საუკუნის დასაწყისში წარმოებული ამერიკული კარაბინებიდან. „ვზორის“ მცველის ჩართვა გამორთვა შესაძლებელია ერთი თითით რაც ხშირად შეუძლებელია კალაშნიკოვზე.

vzsafety

მცველი

რაც შეეხება მჭიდის ღილაკს ის დამალულია და თუ მარცხენა ხელით მას ადვილად წვდებით, მარჯვენა ხელით მჭიდის ღილაკზე დაჭერა უკვე რთულია. ამავე დროს უნებლიედ მასზე დაჭერა ამის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია.

მჭიდი გავს კალაშნიკოვის მჭიდს მაგრამ არის უფრო მსუბუქი იმიტომ რომ დამზადებულია ალუმინისგან და ამავე დროს აქვს ისეთი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მიმწოდებლის ზემოქმედებას საკეტის შემაკავებელთან. დიახ, ბოლო გასროლის შემდეგ საკეტი რჩება ღია. კიდევ ერთი უპირატესობა კალაშნიკოვთან შედარებით. გარდა ამისა მჭიდის ზედა ნაწილი შიგნიდან მოპირკეთებულია ფოლადის ფირფიტით, რაც მჭიდის კოსნტრუქციას უფრო მყარს ხდის.

magvzsaiga

საიგის, კალაშნიკოვის მჭიდები არ მიდის “ვზორზე” და შეუძლებელია მათი გადაკეთებაც. სურათიდან კარგად ჩანს რატომ. “ვზორის” მჭიდი “საიგის” მჭიდის ქვეშ არის. 

სამიზნე მოწყობილობები იმ დროის საუკთესო ჟანრის საბჭოთა ტრადიციების მიხედვით არის პატარა, ძნელად ხილვადი და მინიატურული. უკანა სამიზნე მოწყობილობა დაყოფილია 800 მეტრამდე სასროლად, ისევე როგორც სამხედრო „ვზორზე“. დანაყოფი U არის იგივე რაც П  საბჭოთა/რუსულ იარაღზე ანუ შეესაბამება 300 მეტრიან დისტანციას და გამოიყენება 400 მეტრამდე სროლისთვის.

sightvz

უკანა სამიზნე მოწყობილობა. რამდენადაც მარტივი და გამძლე იმდენად რთული დასამიზნებლად. 

50-ნი წლების იარაღი იყო ძალიან უშნო. ეს იყო პერიოდი, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქმნებოდა იაფი, ტექნოლოგიური იარაღი, რომლის წარმოება მომდევნო მსოფლიო ომის დროს იქნებოდა ადვილი, მასიური და იაფი. აღნიშნული განაპირობებდა დაბალ ერგონომიკას და ხშირად ძალიან უცნაურ დიზაინს. „ვზორი“ 50-ების ტიპიური წარმომადგენელია.

კონდახი და სახელური ამ იარაღის სუსტი წერტილები. კონდახი არის მოკლე და მოუხერხებელი, ასევე მოკლე და მოუხერხებელი არის ტარი. კონდახი, ტარი და ტიბჟირის ორივე ნახევარი დამზადებულია ბაკელიტისგან (ადრეული პლსტამასა).

როდესაც ყიდულობ ფაქტობრივად სამხედრო იარაღს, რომელიც რამდენიმე ათწლეული მსახურობდა, იცი რომ ყიდულობ საიმედო იარაღს. იმიტომ რომ ნებისმიერი კონსტრუქციული სისუსტე/ნაკლი ეგრევე გამოვლინდება და გამოსწორდება. სამწუხაროდ სამოქალაქო იარაღის ბაზარზე ხისტი კონკურენციის პირობებში მწარმოებლები ჩქარობენ ახალი მდელების გაყიდვაში გაშვებას და ამიტომაც ხშირია ე.წ. “რეკოლის” შემთხვევები, როდესაც მაგალითად მწარმოებელი ატყობინებს მყიდველებს რომ: “უი უი, ჩვენ დავადგინეთ, რომ ჩვენ იარაღში შეიძლება მცველის ზამაბარა გატყდეს და იარაღმა შეიძლება თავისით გაისროლოს. გთხოვთ დაგვიბრუნოთ იარაღი რემონტისთვის ან გამოცვლისთვის”. ეს ცხადია არ არის სასიამოვნო მაგრამმ დაბრუნება შესაძლებელია ნორმალურ ქვეყანაში სადაც წესიერი დილერებია, ჩვენთან კიდე სადაც გთხოვენ გაისროლო 5 ვაზნა რომ მერე “პრეტენზიები არ გქონდეს” ასეთი “რეკოლი” ნიშნავს სერიოზულ პრობლემას. “ვზორის” შემთხვევაში და ზოგადად სამხედრო სისტემების ასეთი პრობლემა ნაკლებად მოსალოდნელია ვინაიდან მათი კონსტრუქცია მუდმივად იხვეწებიოდა წლების განმავლობაში. მაგალითად ჩეხური ავტომატის ექსპლუატაციის ადრინდელ ეტაპზე აღმოჩნდა რომ სწრაფ ტემპში სროლისას ხდებოდა ვაზნების სავაზნეში თვითაალება, რისი მიზეზიც იყო დენთის ცხელი აირების მოხვედრა/გაონვა სავაზნესთან რაც ზრდიდა მის ტემპერატურას. ბუნებრვია ყველა ასეთი პრობლემა რომელიც ვლინდებოდა “ვზორის” მძიმე საარმიო ცხოვრების განმავლობაში შემდგომ სწორდებოდა. უკვე 90-ან წლებში Vz58 უნდა შეცვლილიყო ახალი შაშხანით CZ2000, მაგრამ არასაკმარისმა დაფინანსებამ ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა და 2011 წლიდან ჩეხეთის შეიარაღებული ძალები უკვე ღებულობენ ახალ იარაღს CZ 805 BREN-ს.

vzusm

“ვზორის” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. მარტივი, მუშა და საიმედო.  

რაც შეეხება სროლას, აქ ვიყო ობიექტური გამიჭირდება. ყველა ძალიან სუბიექტურად აღითქვავს სხვადასხვა იარაღებს. მაგალითად მე ეს იარაღი მომწონს. მას აქვს ყველა სენი სამხედრო (საბჭოთა) იარაღის, არაადეკვატური სასხლეტი და სამიზნე მოწყობილობები და საკითხავი ერგონომიკა. მაგრამ, ამავე დროს იწყებ დაფასებას ამ იარაღის მსუბუქი წონის და მცირე გაბარიტების. იარაღი ადვილია სათრევად ტყეში. ის არ ედება არაფერს, არც ტოტებს და არც აღჭურვილობას, ბუმბულივით მსუბუქიც არის. აფასებ ბევრად უფრო მოსახერხებელ მცველს და ასევე საკეტის ღიად დატოვების საშუალებას ბოლო ვაზნის გასროლისას. მჭიდების ავსება ადვილია, იმიტომ რომ შესაძლებელია სტანდარტული 10 ვაზნიანი “კლიპების” გამოყენებით მჭიდის ავსება მისი მოხსნის გარეშე, კიდევ ერთი უპირატესობა “კალაშნიკოვთან” შედარებით.

P1020523

ჩემი აზრით ე.წ. “კლიპების” გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელია. “ვზორის” შემთხვევაში 30-ნი მჭიდები ადვილად ივსება 10 ვაზნიანი “კლიპებიდან” იარაღიდან მისი მოხსნის გარეშე. 

სასხლეტს რაც შეეხება, მას გრძელი სვლა აქვს მაგრამ ამავე დროს ის რბილია. ყველაზე დიდი პრობლემა არის რომ სასხლეტს აქვს გრძელი “რესეტი” რაც სერიოზულად აფერხებს სწრაფ სროლას, მაგრამ ამას ეხლა წერს ადამიანი რომელიც განებივრებულია AR15-ის მოდიფიცირებული სასხლეტით ასე, რომ შეგიძლიათ ჩემი ამ შენიშვნის იგნორირება. სასხლეტის თემა რომ დავხუროთ ვიტყვი რომ ის არ არის ცუდი ასეთი კლასის იარაღისთვის. უკუცემის აღთქმაც ძალიან სუბიექტურია, მაგრამ ჩემი აზრით “ვზორს” აქვს ძალიან რბილი უკუცემა და უფრო მცირე ვიდრე ნებისმიერ “კალაშნიკოვის” კლონს. მაგრამ აქაც გავიმეორებ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლულაზე შესაძლებელია კომპენსატორის/ალმქრობის/ლულის მუხრიჭის დაყენება, შესაძლებელია უკუცემის და ლულის ხტომის კიდე უფრო შემცირება.  სროლისას ვაზნების ექსტრაქცია ხდება ზევით რაც ერთის მხრივ გამორიცხავს ცაციას სახეში ან გვერძე მდგომ მსროლელში ცხელი მასრების მოხვედრას.  სტატიის დაწერის მომენტამდე გასროლ იქნა დაახლოებით 120 ვაზნა, ყოვლეგვარი დაბრკოლების გარეშე.  სროლის მანძილები მოკლე იყო და რაიმე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. იარაღი მისროლია ქარხნის პირობებში და მას მოყვება ამის დამადასტურებელი საკონტროლო სამიზნე. ჩვენი დაკვირვებით საველე პირობებში სროლისას სიზუსტე შეადგენს 4.5-სმ-ს 50 მეტრზე. ყველა მსროლელმა აღნიშნა, რომ უკუცემა არის სუსტი და იარაღი მთლიანობაში საკმაოდ მოხერხებულია. ინტერნეტში აღნიშნავენ, ვისაც აქვს შედარების საშუალება რომ ჩეხი უფრო ზუსტია ვიდრე “საიგა” მაგრამ ამის დადასტურება ან უარყოფა ჩვენ არ შეგვიძლია. ჯერ.

muzvz

ლულის დაბოლოება დაცულია ხუფით. მოხსენით ის და ადვილად დააყენებთ სხვა უფრო ეფექტურ მოწყობილობას. (ხრახნის ტიპი მარჯვენა მიმართულებიანი,  14 x 1). 

როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი რჩება ღია (საკეტის ღიად დატოვება შესაძლებელია ასევე ღილაკის დაჭერით რესივერს ქვეშ).

magrel1

საკეტის შემაკავებლის ღილაკი და მჭიდის ღილაკი

როდესაც საკეტი რჩება ღია, ამას ეგრევე ხედავთ და გრძნობთ და შედეგად არ გიწევთ ცარიელ სავაზნეზე ჩახმახის დარტყმა და ასე გარკვევა რომ ვაზნები დამთავრდა (როგორც “კალაშნიკოვში”).   შემდეგ შეგიძლიათ გამოცვალოთ მჭიდი ან ზევიდან “კლიპის” საშუალებით ის აავსოთ იარაღიდან მისი მოხსნის გარეშე. ძალიან მოსახერხებელია, ძალიან ჭკვიანურია. სროლების დროს მე ეს იარაღი უფრო და უფრო მომწონდა.  საიმედო, საკმარისად ზუსტი, უფრო მოსახერხებელი ვიდრე “კალაშნიკოვი”, უფრო მსუბუქიც და ძალიან თხელი და კომპაქტური. და ეს ყველაფერი სულ რაღაც 1300 ლარად! არ მეგონა თუ თბილისი რომელიმე იარაღის მაღაზია ამდენად სასიამოვნო შენაძენს უზზრუნველყოფდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ეს შესანიშნავი და საყვარელი იარაღი იყიდება სულ რაღაც 1300 ლარად რაც მინიმუმ ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე დეგრადირებული “სამოქალაქო კალშნიკოვი”. დეგრადირებული იმიტომ, რომ ცნობილია, რუსებს უყვართ საბრძოლო იარაღის თვისებების ხელოვნური შემცირება  აქ კიდე ჩვენ გვაქვს იარაღი რომელიც სროლის რეჟიმების გარდა არაფრით არ განსხვავდება თავისი საბრძოლო მოდიფიკაციისგან. 1300 ლარად თქვენ იყიდით ან საოცრად არაესთეტიურ “საიგის” სანადირო ვარიანტს ან სკს-ს, რომელიც მიუხედადავად იმისა რომ სულ რაღაც 10 წლით არის უფროსი “ვზორზე” მასთან შედარებით გამოიყურება როგორც ქვის ხანის დროინდელი იარაღი. მთლიანობაში “ვზორი” იმსახურებს დადებით შეფასებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცივი ომის პროდუქტი არ გამოირჩევა ერგონომიულობით. ამავე დროს მას აქვს ბევრი სასარგებლო ოფცია, რომელიც აადვილებს მსროლელის ცხოვრებას. იგივე უნდა ითქვას იარაღის დაშლაზე. ის წამებში იშლებდა და იწყობა, ადვილადაც იწმინდება. ჩეხებს ჩვენგან დიდი პატივისცემა და აღიარება ასეთი მარტივი და მოსახერხებელი იარაღის შექმნისთვის.

თუ არ მოგწონთ  ”ვზორის” სტანდარტული კომპლექტაცია, შესაძლებელია იარაღის შედარებით ადვილი მოდიფიკაცია. ხელმისაწვდომა ტიბჟირები “პიკატინის” სამგრებით (50-80 დოლარი), დასაკეცი ერგონომიული კონდახები (120-250 დოლარი) და ასე შემდეგ. იარაღი მე პირადად მომწონს ისეთი როგორც არის და არ ვაპირებ მასზე მეტი ფულის დახარჯვას. მაქსიმუმ შევიძინო მისთვის უკეთესი ქამარი, იმიტომ რომ ბრეზენტის ქამარი, რომელიც მოყვება იარაღს არის პრიმიტიული და ძალიან თხელი (თუმცა თავის ფუნქციას ის ასრულებს).

vztact

აღნიშნული ილუსტრაცია მოგცემთ საშუალებას წარმოიდგნოთ “ვზორის” მოდიფიკაციის პოტენციალი.

არის “ვზორი” “კალაშნიკოვზე” უკეთესი? არ ვიცი. “კალაშნიკოვზე” მუშაობს მისი დამსახურებული რეპუტაცია, რომელიც “ვზორს” არც კი დაესიზმრება და მე მეუხერხულება გამოცხადება, რომ “ვზორი” ჯობია საბჭოთა ლეგენდას. მე არ მიომია და არ მიმსახურია ამ იარაღებით ამიტომაც დუმილს ვამჯობინებ. ჯობია Cz 858 “საიგას”?  ცალსახად კი. მე მიმაჩნია სასაცილოდ, რომ “ტაქტიკური” “საიგები” იყიდება 2500-3500 ლარად, როდესაც ერთ ერთ მაღაზიაში დევს აშკარად უპირატესი იარაღი “საიგის” ნახევარ ფასში. კკი აქსესუარები ნაკლებად ხელმისაწვდომია და მჭიდების შოვნაც გაგიჭირდებათ, ასევე კარაბინზე არ არის გათვალისწინებული ოპტიკური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი სამაგრი, მაგრამ კიდევ ერთხელ დაფიქრდით: ახალი სამხედრო ტიპის კარაბინი, 30 ვაზნიანი მოსახსნელი მჭიდით, საწმენდი კომპლექტით და ქამრით სულ რაღაც 1300 ლარად. ჩემი აზრით დღეს “ვზორი” არის საუკეთესო შენაძენი კარაბინებში.

შენიშვნა/დამატება: 90-ან წლებში “ვზორები” მოხვდა საქართველოში. რამდენად დიდი პარტია ჩემთვუს უცნობია თუმცა დაზუსტებით ვიცი რომ არც ისე დიდიხნის წინ “ვზორები” ქონდათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გარკვეულ ნაწილებს. თუ ვინმეს გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ამ იარაღზე და როგორ მოხვდა ის საქართველოში, მომწერეთ და დავამატებ თქვენ ინფორმაციას ამ სტატიას.  



40 Responses to “Vzor 58/Cz 858 გამადიდებელი შუშის ქვეშ”

  1. misha says:

    ტიბჟირი(ცევიო ქვედა ნაწილი) ოდნავ მოზრაობს ამ იარაღზე? (თქვენს იარაღზე?)
    ერთერთ მაღაზიაში უდევთ და მაგის გამო შევიკავე თავი ყიდვისგან

  2. Shooter says:

    sul tkvvilad ikavebt tavs. tibjiri aris martivi plastmasisi detali romelsats sheidzleba qondes lufti an ar qondes. didi mnishvneoba amas ar aqvs.

  3. მიშა says:

    გამარჯობათ.
    1. ჩემს ჩზ-ზე მჭიდი ცოტათი მოძრაობს. ყველაზე მოძრაობს?

    2. სახელური(ტარი) და “ცევიო” ამ მოდელის ყველა კარაბინს ბაკელეტის აქვს? ჩემსაზე გაულაკავი(არასაკმარისად გალაკული) ხის შთაბეჭდილებას ტოვებს და ზოგ ადგილებში ცოტა თითქოს ხორკლიანიცაა.

  4. Shooter says:

    არანაირი პრობლემა ეს არ არის

  5. ზაზა says:

    გუშინ ვიყიდე :)

    ქვევითა ცევიო არ მოძრაობს საერთოდ

    მჭიდი ცოტა მოძრაობს გვერდულად თუ აქანავე – ოღონდ ძაან ცოტათი

  6. კახა says:

    შეკითხვა: 5 ვაზნა უკრაინული წარმოების მაგარ თავიანი მშვენივრად გაუშვა ჩემმა კარაბინმა, შემდეგ ჩავდე ჩეხური წარმოების ასევე 5 ვაზნა, მე 2 და მე 4 ვაზნა გაიჭედა ირიბად, ექსტრაქციის პრობლემა არ ყოფილა, მასრა ამოაგდო მაგრამ შემდეგი ვაზნა კი გაჭედა, ამის შემდეგ ჩავდე 5 ვაზნა საბჭოთა , მამის დატოვებული სკს-ზე ხმარობდა 1972 წლის და წაიღო ყველა ძალიან კარგად, შემდეგ ისევ უკრაინულები ჩავდე და აქაც ყველაფერი კარგად იყო. შეიძლება რომ ეს ვაზნების ბრალი ყოფილიყო თუ მექნიზმი მაინც ვაჩვენო ოსტატს?

  7. Shooter says:

    Ra tipis tkvia iko checur vaznashi. Tu rbiltaviania an chaxvretil taviani mashin pasuxits es aris.

  8. კახა says:

    FMJ ეწერა მაგრამ Sellier & Bellot-ის არ იყო არ მახსოვს რა ფირმა იყო მაგრამ აღნიშნული ფირმის მაქვს SP ექსპანსიური და ე.ი. არ მირჩევთ რომ რბილ თავიანი ექსპანსიური ვიხმარო? ძალიან გაკვირვებული დავრჩი, ყუთი იქვე დავტოვე და ეხლა ვერაფრით ვერ ვიხსენებ რა ეწერა , გლობალ არმსში შევიძინე ეგ ვაზნებიც და Sellier & Bellot SP-ც, მაგრამ ესენი ჯერ კიდევ არ მიხმარია, მამის დატოვებული ვაზნები კი ყველაზე ძველი 1950 წლისაა და ხმარებას ვერიდები მეშინია დატაბლეტკებული არ იყოს დენთი… როგორ შეიძლება რომ ძველი ვაზნები შემოწმდეს? როდესაც ვარყევ ხელში 1972 და 1964 წლის ვაზნებში იგრძნობა დენთის ჩხაკუნი

  9. akaki says:

    exla viyide cz858 taqtikal 2p xromirebuli lula arunda qondes srolis shemded rom gavcmindav mainc iketebs lula zangis nadebs da ras mirchevt tavidan ki prialebs lula da shemdeg es problema aqvs.

  10. giorgi says:

    gamarjoba…am iarags shponkebi martla eryevaa? anu meqanizmi ritac aris damagrebuli im samagrebze maq saubari amboben chawyletva an tavis chaqlibva undao…

  11. Shooter says:

    zogs ki zogs ara. tsvrilmani problemaa.

  12. gia says:

    1 tvea viyide yvelanairad sasiamovno iaragia
    viyide kanaduri varianti dzalian daxvewilia

  13. დავითი says:

    გია
    კანადური ვარიანტი სად იყიდე?
    მეც თითქოს ეგ უფრო მომწონს…
    თუ გამოიწერეთ ვინმემ უცხოეთიდან,რა პროცედურებია აქ განსაბაღებლად?ბევრი სირთულეა?
    და კიდევ,ვზ არის ძველი ხომ?ჩზ ახალი და აქ მგონი ბევრგან იყიდება ვზ

  14. imeda says:

    gamarjobat ra mainteresebs… es iaragi dzvel tyviebs isvris?? lula xo ar ziandeba dzvel rusul tyviebze.. anu imatze vidzaxi shignit ro foladi aqvs mgoni

  15. Shooter says:

    ისვრის რა თქმა უნდა

  16. lasha says:

    გამარჯობათ ბატონო ლევან კარგი სტატიაა მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხოდ, მე შევიძინე აღნიშნული ჩეზე გრძელ ლულიანი მუშაობს იდეალურად მაგრამ ოცი ვაზნის სროლის შემდეგ რუსული აკაემის ვაზნებზე მაქვს საუბარი ლულა ისე გაცხელდა რომ თითი რომ დავადე ლამის დამწვა არადა წაღებული მქონდა 200 ტყვია მაგრამ შემეშინდა სროლა. ესკაესით ნასროლი მაქვს 50ვაზნა და საერთოდ არ გაცხელებულა ლულა მაინტერესებს ესე უნდა ცხელდებოდეს ლულა თუ სანადირო ვაზნებზე უნდა ვამუშაო ძალიან გთხოვთ პასუხი მომწეროთ როცა შეძლებთ მადლობთ წინასწარ

  17. Shooter says:

    რა თქმა უნდა ოცი ვაზნის გასროლის შემდეგ ლულა საგრძნობლად გაცხელდება. არაფერი საშიში ლულას არ მოუვა აი ხელი კი შეიძლება დაიწვა.

  18. soslan says:

    mainteresebs rogori gamdzle lula aqvs da rkinis tyviebs rogor itans xom ar cvitavs lulas?

  19. soslan says:

    rogorc vici spilendzis ufro rbilia da itans mainteresebs lula xom ar gafuchebs rkinis masra?tu gaqvt imformacia an gamocdileba txovt momwerot.

  20. Shooter says:

    masras lulashi ra unda? :) Vz samxedro iaraghia da gatvlilia bi metalis vaznaze da rkinis masraze.

  21. Shooter says:

    ramdenadats vitsi ara

  22. soslan says:

    chemi cz-858 gdzeli lulitaa gasrolili maq sadgac 25 tyvia aqeedan 10 gavisrile ertdroulad rkinis mas tyviebi da luliam tavtan spilendzis feri miigo batono levan eg xo ar nishnavs imas ro lula icviteba.?

  23. Shooter says:

    არა. უბრალოდ რჩება ლულაში სპილენძის ნადები.

  24. soslan says:

    xom ver metyvit rogor sheidzleba movashoro.

  25. Shooter says:

    სპეციალური ქიმიით რომლითაც აშორებენ სპილენძის ნადებს ლულაში

  26. soslan says:

    cz 858 tactikal 2p ukve 1welia maq da dzan kargi iaragia sks ak shevajibre jobia sizustit da ufro msubuqia.tumca erti rac ar moomwons egaa ro 15 tyviis miyolebit gasrolisas ak da sks ar cxeldebi imdenad rogorc cz da aman cota asevtqvat shemashina.

  27. giga says:

    cz858 maq da rafirmis nawilebi midis kondaxis taris da tibjirebis shecvla minda

  28. soslan says:

    cz 858 vapireb davayeno svd optika pso1 mirchiet varga am iaragze eg optika gamodgeba??????

  29. Shooter says:

    ara ar gamodgeba. pso-1 gatvlilia 7.62×54-ის ბალისტიკაზე

  30. Shooter says:

    ნებისმიერი ფირმის რომელიც უშვებს მაგ იარაღისთვის ნაწილებს. CAA, FAB defense მაგალითად.

  31. soalan says:

    აბა კაი ხანია ჩზ საქართველოშია ვინ რა ნახა და რამდენი რესურსი გაჩნია ამ იარღს დაწერეთ!

  32. ლაშა says:

    ძალიან დამაინტერესა ჩზ-ს კანადურმა ვარიანტმა. მიპასუხეთ რამდენია მაგათი რესურსი და სიზუსტე და რით გამოირჩევა ცნობილი რუსული სკს-გან?

  33. Shooter says:

    სიზუსტე კარგი, რესურსი საკმარისი, გამოირჩევა სკს-ისგან ყველაფრით, მეტ წილად უკეთესობისკენ :)

  34. ლაშა says:

    კიდევ, ერთს გკითხავთ – რას ნიშნავს ეს 2P და არის თუ არა ხრომირებული კანადური ვარიანტი

  35. Shooter says:

    კონკრეტული მოდელის ინდექსია იმის მიხედვით რა სიგრძის ლულა და რა ტიპის კონდახი უყენია

  36. giorgi says:

    chexuri varianti grdzeli lulit cz858 vikide da rogor gavigo xom ar icit xromirebuliaq lula tu ara?

  37. Shooter says:

    როგორც წესი ქრომი არ აქვთ, რაც არ არის დიდი პრობლემა

  38. თემური says:

    cz 858 – ზე 2p და 2v გრძელ 48 ს.მ. – იან არაქრომირებულ ლულას ნიშნავს.
    ხოლო 4p და 4v 39 ს.მ -იან ანუ საშუალო სიგრძის ქრომირებულ ლულას.
    კანადური ვარიანტებიც 48 ს.მ ანუ გრძელი ლულითაა და არაქრომირებულია.

  39. David says:

    მოგესალმებით.
    სად შევიძინო Vzor 58/Cz 858 Tactical მოკლე ლულით ?
    კალიბრში აღარააქვთ.

  40. Shooter says:

    შეიძლება დიანაში იყოს პეკინზე.

დატოვეთ კომენტარი