Archive for February, 2018

კვირის იარაღი – P-35 “Hi-Power”

Friday, February 9th, 2018

EDMONTON, ALTA.: AUGUST 19, 2010 -- in Edmonton on August 19, 2010. (Ryan Jackson / Edmonton Journal).

წელს „ბრაუნინგმა“ ზედმეტი ხმაურის გარეშე, თავის ვებ-გვერდზე მიაწერა „ჰაი პაუერის“ პისტოლეტს – „ამოღებულია წარმოებიდან“ და ამით აუწყა ყველას, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობადი პისტოლეტის წარმოება შეწყვიტა. P-35 იგივე „ჰაი პაუერი“ 1935 წლიდან გამოდიოდა და იყო პირველი დიდი ტევადობის საბრძოლო 9მმ-ნი პისტოლეტი, რომელიც თავისი მაღალი საბრძოლო თვისებების გამო, მიღებულ იქნა შეიარაღებაში 90-ზე მეტ ქვეყანაში.

პისტოლეტი გამოირჩევა მარტივი მოწყობილობით და შედარებით მოკრძალებული გაბარიტებით, რითიც გამოჩენისთანავე განსხვავდებოდა ყველა სხვა ანალოგიური დანიშნულების იარაღებისგან. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტის სტანდარტული ორ რიგიანი  მჭიდის ტევადობა შეადგენს 13 ვაზნას, პისტოლეტი მაინც ძალიან თხელია. მიზეზი ამისა არის მისი კონსტრუქციული თავისებურება, საწევი, რომელიც გადაცემს სასხლეტის მოძრაობას განლაგებულია არა ჩარჩოში, არამედ პისტოლეტის საკეტში, როგორც ერთგვარი მხარიხე. ამის წყალობით პისტოლეტის ჩარჩო ძალიან თხელი გამოვიდა. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის, რის გამოც კონსტრუქცია ასევე ძალიან მარტივია.

პისტოლეტი იყენებს ჯონ ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემას მაგრამ ამჯერად საკიდის გარეშე, როგორც M1911-ში. უკვე შემდგომ გაჩნდება კიდევ უფრო დაწვეწილი  და ტექნოლოგიური ე.წ. „მოდიფიცირებული ბრაუნინგის სქემა“, სადაც ამჯერად  ლულის დაწევა მოხდება არა ჩარჩოში გაყრილი ღერძით და სავაზნის ქვეშ განლაგებული „ყურწით“ არამედ ლულაზე განლაგებული დიდი ზომის შვერილებით და ჩარჩოში განლაგებული მასიური ჩამკეტი ბლოკით. აღნიშნული სქემა იმდენად გამძლე გამოდგა, რომ დღემდე გამოიყენება ავტომატური პისტოლეტების აბსოლუტურ უმეტესობაში.

პისტოლეტი, როგორც ეს მიღებული იყო იმ დროს, მთლიანად ფოლადისგან არის შესრულებული და მისი წარმოების პერიოდში, სამჯერ განიცადა მცირე მოდერნიზაცია და შესაბამისად არსებობს სამი მისი თაობა. მიუხედავად მცირე ცვლილებებისა, მისი ძირითადი ნაწილების მოწყობილობა და კონსტრუქცია პრაქტიკულად არ შეცვლილა, რაც მეტყველებს იმაზე თუ რამდენად სრულყოფილად შეასრულეს კონსტრუქტორებმა მათზე დაკისრებული დავალება.

რაც შეეხება კოსნტრუქტორებს, უნდა აღვნიშნო, რომ მე წავიკითხე რამდენიმე სტატია, რომელიც იუწყებოდა „ჰაი პაუერის“ წარმოების შეწყვეტაზე და ყველგან ახსენეს მხოლოდ გენიალური ჯონ მოზეს ბრაუნინგი, რომელიც უდაოდ იმსახურებს ქებას, მაგრამ „ჰაი პაუერის“ წარამტება არის “FN”-ის სხვა კონსტრუქტორის დამსახურება, ბელგიელი დიდიე სევის, რომელმაც აქცია ბრაუნინგის თავდაპირველი პროტოტიპი ისეთ პისტოლეტად, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ დღეს.  სამწუხაროდ დიდიე სევის სახელი არც ერთ სტატიაში მე არ შემხვდა, არა და მისი როლი „ჰაი პაუერის“ შექმნაში არის ძალიან დიდი.

hpprot

ბრაუნინგის მიერ შექმნილი „ჰაი პაუერის“ პროტოტიპი.

ბრაუნინგის მიერ შექმნილი პისტოლეტი, რომელიც დახვეწა სევიმ, იყო დიდი ტევადობის პისტოლეტი შიდა დამრტყმელით. საოცარია, რომუკვე გასული საუკუნის 20-ან წლებში ბრაუნინგს ესმოდა, როგორი უნდა ყოფილიყო მომავლის პისტოლეტი.

ბუნებრივია ბევრს გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ შეწყდა ამ პისტოლეტის წარმოება თუ ის ასეთი კარგია? ამის ბევრი მიზეზი არსებობს, პირველ რიგში ძნელია აიძულო მყდველს გადაიხადოს 1000 დოლარი პისტოლეტში ფოლადის ჩარჩოთი და ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით, სწორედ ამდენი ღირს ის ევროპაში და ამერიკაში. გარდა ამისა,  „ჰაი პაუერს“ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პისტოლეტს ქონდა გარკვეული ნაკლოვანებები. ზოგს არ მოწონდა მჭიდის მცველი (მოხსნილი მჭიდით პისტოლეტი არ გაისვრის), მცველის განლაგება და მისი ზომები. გარდა ამისა 30-ან წლებში გამოშვებული მისი „თხელი“ და მსუბუქი კონსტრუქცია ცუდად იტანდა თანამედროვე „ცხელ“ 9მმ-ან მუხტებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი წესით ქარხნულ კონფიგურაციაშიც უნდა იყოს კარგი და ადვილად კეთდებოდეს საასპარეზო სასხლეტად, გამოყენებული სქემის გამო, საკეტში განლაგებული მხარიხეთი, სასხლეტი არის საკმაოდ მძიმე, ხოლო მისი დაყვანის/გაუმჯობესების საიდუმლოება ცნობილია, თუნდაც ამერიკაში, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ძველი სკოლის ოსტატებისთვის.  ტარის და ჩახმახის ფორმა ისეთია, რომ მსროლელი დიდი ხელებით მიიღებს ტიპიურ „ჰაი პაუერის“ ნაკბენს, როდესაც კანის ნაკეცი მოხვდება ჩარჩოსა და შეყენებულ ჩახმახს შორის. ასე, რომ ბუნებრივია, რომ ამდენი წლის შემდეგ, „ჰაი პაუერმა“ დაუთმო პოზიციები, უფრო ერგონომიულ, გამძლე პისტოლეტებს.

აღსანიშნავია, ისიც.რომ ქარხანა ლიეჟში (სადაც სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა ჯონ ბრაუნინგი) დაიხურა ჯერ კიდევ 2015 წელს. მიუხედავად ამისა „ბრაუნინგს“ დაჭირდა ორი წელი რომ ამოეყიდა დარჩენილი „ჰაი პაუერის“ პისტოლეტები. ეს ნათლად მეტყველებს, რომ, ინტერესი ამ პისტოლეტის მიმართ მკვეთრად შემცირებულია. „ბრაუნინგმა“ ცადა „ჰაი პაუერის“ გაუმჯობესება, მის ბაზაზე შექმნილი პისტოლეტებით, უფრო უკეთესი ერგონომიკით, ორმაგი მოქმედების სამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით, მაგრამ არც ერთი მათგანი ახლოსაც ვერ მივიდა „ჰაი პაუერთან“ პოპულარობით და გაყიდული პისტოლეტების რაოდენობით. „ჰაი პაუერი“-ის კონსტრუქცია საფუძვლად ჩაედო უამრავ სხვა პისტოლეტს (СZ 75, Arcus 98). მის კლონებს ასევე ძალიან ბევრი ქვეყანა უშვებს. ასე, რომ ახლო მომავალში “ჰაი პაუერი” და მისი კლონები არსად არ გაქრება. თუ ვინმეს გაქვთ ეს პისტოლეტი, მოუფრთხილდით მას და ნუ იჩქარებთ მის გაყიდვას, იმიტომ, რომ მისმა ფასმა ავტომატურად უკვე მოიმატა.  ასეა თუ ისე ბრაუნინგის და სევის ამ ქმნილებამ დაიკავა თავისი ადგილი ცეცხლსასროლი იარაღის ისტორიაში.

Pic-19

დიდიე სევი თავის მეორე, არანაკლებ ცნობილი ქმნილების ნახაზთან ერთად

გამადიდებელი შუშის ქვეშ – Zastava M70B1

Monday, February 5th, 2018

P1080938

არავისთვის არ უნდა იყოს დიდი საიდუმლო რომ მე განსაკუთრებულად მომწონს ბიუჯეტური და ამავე დროს ხარისხიანი იარაღები. ხელმისაწვდომობა, ჩემი აზრით არის სამოქალაქო იარაღის ერთ-ერთი მთავარი თვისება. ხოლო თუ ასეთი იარაღის შეძენისას იღებ უფრო მეტს ვიდრე მასში იხდი, ჩემ სიხარულს და ბედნიერებას საზღვარი არ აქვს და მე ყოველთვის ვჩქარობ მოვუყვე სხვებს ასეთი იარაღის აღმოვაჩენის შესახებ. მე ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ყოველთვის ვიყავი „სურპლუს“ ან რასაც ჩვენთან ეძახიან „ენზეს“ იარაღის  დიდი მოყვარული. “სურპლუს” იარაღის კატეგორიას განეკუთვნება ყოფილი სამხედრო/პოლიციური იარაღები, რომლებიც შემდგომ მოხსნეს შეიარაღებიდან და გაყიდეს სამოქალაქო ბაზარზე, უცვლელ ან მინიმალურად შეცვლილ მდგომარეობაში.  როგორც წესი, „სურპლუსის“ ყიდვისას, თითქმის ყოველთვის იღებ უფრო მეტს ვიდრე იხდი. თითქმის ყოველთვის შედარებით მოკრძალებულ ფასად ყიდულობთ იარაღს, რომელიც იქმნებოდა ომისთვის, ჯარისთვის, მაქსიმალურად ხისტ პირობებში ექსპლუატაციისთვის და ამიტომ, როგოც წესი ეს იარაღი გამოირჩევა გამძლეობით და საიმედოობით. „სურპლუს“ იარაღში თქვენ ვერ ნახავთ დეტალებს, რომლებიც დამზადებულია პლასტმასისგან ნაცვლად ფოლადისა, ან ჩამოსხმით ნაცვლად ფრეზირებისა. არ იქნება ასეთ იარაღში გამოყენებული იაფფასიანი შენადნობები ნაცვლად კარგი ძველი ფოლადისა. ეკონომიის მიზნით ასევე მას არ ექნება გაუქმებული საღვედეები და მოკლედ თავისუფალი იქნებ იმისგან რასაც მიმართავენ სამოქალაქო იარაღის მწარმოებლები, რომ მაქსიმალურად შეამცირონ დანახარჯები და შესაბამისად მეტი მოგება ნახონ. რა თქმა უნდა მერ არ ვიძახი, რომ „სურპლუსი“ ყოველთვის ჯობია თანამედროვე იარაღებს, მაგრამ ბიუჯეტური იარაღის კატეგორიაში „სურპლუს“ შეუძლია სერიოზული კონკურენციის გაწევა. და რა თქმა უნდა მე ვსაუბრობ უტილიტარულ „სურპლუსზე“ ანუ შედარებით ახალ, პრქტიკული გამოყენების იარაღებზე და არა საკოლექციო და იშვიათ სამხედრო იარაღის მოდელებზე.

საქართველოში ყოველთვის „სურპლუსი“ სარგებლობდა მდგრადი მოთხოვნით, მათ შორის ზემოთ დასახელებული მიზეზების და ასევე ყალბი რწმენის გამო, რომ ასეთ იარაღს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია, იმიტომ რომ მის დასამზადებლად იყო განსაკურებული ხარისხის მასალების გამოყენებული, იყო განსაკუთრებული ხარისხის კონტროლი და ჯადოსნური “სამხედრო მიღების” პროცედურა. რეალობა ცოტა სხვაგვარი არის არის მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა განიხილებოდეს ცალცალკე. ჩემი აზრით უდაოდ “სურპლუსი” შეიძლება თითქმის ყოველთვის უკეთესი ალტერნატივა აღმოჩნდეს ვიდრე ანალოგიური დანიშნულების სამოქალაქო ბიუჯეტური იარაღი და იშვიათად გაუწიოს კონკურენცია უფრო მაღალი კლასის იარაღს, მათ შორის იმიტომ, რომ “სურპლუსი” როგორც წესი არის ასაკოვანი, ხშირად მორალურად მოძველებული იარაღი. ასე ეხლა უკრაინული საწყობიდან გამოტანილი “მაუზერ 98″ ტიპის კარაბინით ვერ გახვალთ შეჯიბრებაზე ვარმინტში, მაგრამ თუ გინდათ მუშა უნივერსალური კარაბინი, ძლიერ ვაზნაზე, მეეჭვება რამე უკეთესი ნახოთ თუნდაც ორჯერ უფრო მეტ ფასში. სამწუხაროდ გადაჭარბებული წარმოდგენა “სურპლუს” იარაღების საბრძოლო თვისებებზე ხშირად განაპირობებს მასზე გაუმართლებლად მაღალ ფასს. პრობლემა უარესდება იმით, რომ საქართველოში ითვლება, რომ ნებისმიერი ჟანგიანი რკინის ნაჭერი, რომელიც დიდხნის წინ გამოშვებულია, არის ანტიკვარიატი და ამიტომ უნდა ღირდეს ბერვი ათასი ლარი. ეს სისულელეა. იარაღის ფასი ყოველთვის გამომდინარეობს იარაღის მდგომარეობიდან და ასევე იქიდან თუ რამდენად ქარხნულ, უცვლელ მდგომარეობაში არის ის. მერე მოდის ყველაფერი დანარჩენი.

წლების განმავლობაში საქართველოს ბაზარზე დომინირებდა საბჭოთა წარმოების “სურპლუსი” რუსული და უკრაინული საწყობებიდან, მაგრამ ბოლო დროს გამოჩნდა იუგოსლავიური, ისრაელის და რუმინეთის წარმოების “სურპლუსი” შემოტანილი ევროპიდან.  სწორედ ასეთი იარაღი ჩამივარდა ამჯერად მე ხელში. მიზეზი, რის გამოც იუგოსლავიური წარმოების 7.62×39 კალიბრის Zastava M70B1 აღმოჩნდა ჩემ საკუთრებაში არის რამდენიმე.  ესენია დაბალი  ფასი, იარაღის წარმომავლობა და ასევე ინტერესი ამ კონკრეტული მოდელის იარაღის მიმართ. ის იყიდებოდა სულ რაღაც 1150 ლარად, იყო პრაქტიკულად აუტენტური საბრძოლო იარაღი (ჯერებით სროლის შესაძლებლობის გამოკლებით) და თავისთავად წარმოადგენდა საბჭოთა „კალაშნიკოვის“ ალბათ ყველაზე საინტერესო მოდიფიკაციას. გარდა ამისა, მე ასევე მინდოდა დაბალ ფასიანი კარაბინი, რომელიც შეასრულებდა „სახლის  დარაჯის“ ფუნქციას, მაგრამ არ “გაყინავდა” დიდ თანხას, რომელიც მე მჭირდებოდა სხვა იარაღების შესაძენად, რომელზეც უნდა მომავალში დამეწერა სტატიები.

მე შევხდი იარაღის პატრონს და დავათვალიერე ეს იარაღი. სიმართლე გითხრათ მიუხედავად, იმისა, რომ გარედან ის ნორმალურად გამოიყურებოდა, არ მომეწონა, რომ ლულის არხი იმდენად მუქი იყო, რომ მისი დეტალური ინსპექტირება თუნდაც კარგი განათებით აღმოჩმდა შეუძლებელი. ბოლოს მივანათე წინიდანლულის გამოსასვლეს, რომ დამენახა ლულის არხის პატარა მონაკვეთი და პრინციპში შვძელი ხრახნების გარჩევა, ასევე კარგად გამოჩნდა ხრახნებში გამჯდარი ნადები და სამწუხაროდ ჟანგის ლაქებიც. იარაღის მეპატრონემ, როგორც ჩანს შეამჩნია რომ ენთუზიაზმი გამიქრა და ჩემ წინადადებზე მომეფიქრებინა, ეგრევე დაწია ფასი 1000 ლარამდე. 1000 ლარად მე კი ვიშოვიდი ჩეხურ ‘ვზორს“ იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ სამაგიეროდ დავკარგავდი შანს დამეწერა სტატია საინტერესო იარაღზე, ამიტომაც ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი შემოთვაზებას. გავიფიქრე: რომც შემხვდეს გაუბედურებული იარაღი, დარჩება სტატია და საინტერესო ისტორია.

რა მერგო მე 1000 ლარად? მერგო იუგოსლავიური წარმოების საიერიშო შაშხანა M70B1-ის “კონვერსიული” ვარიანტი, მორგებული სამოქალაქო ბაზრისთვის.  B1 ნიშნავს, რომ იარაღს აქვს სქელი ფოლადის ფირფიტისგან ნაშტამპი რესივერი, გაძლიერებული “ტრუნიონით”, ფიქსირებული ხის კონდახი და ასევე ლულაზე „ჩამოსაცმელი“ ყუმბარების სროლის შესაძლებლობა, რა მიზნითაც იარაღი აღჭურვილი იყო შესაბამისი გასაშლელი სამიზნე მოწყობილობით, რომელიც თან გაშლილ მდგომარეობაში კეტავს დენთის აირების ბლოკს, რომ გასროლილი ვაზნის ენერგია მოხმარდეს მხოლოდ ყუმბარის გასროლას. გამომდინარე იქიდან, რომ სერიული ნომრები ძირითად ნაწილებზე და კონდახზეც კი ერთმანეთს ემთხვეოდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იარაღი თავის პირვანდელ მდგომარეობაში მოხვდა ჩეხეთში, სადაც განხორციელდა მისი კონვერსია (გაუქმდა ჯერებით სროლის შესაძლებლობა) და უკვე იქიდან მოხდა მისი იმპორტირება საქართველოში. ჩეხურმა კომპანიამ „ზელენი სპორტ“, რომელმაც განახორციელა კონვერსია, მინიმალურად შეცვალა იარაღის იერსახე. დამღები შენარჩუნებულ იქნა, ისევე როგორც ყუმბარების სასროლი სამიზნე მოწყობილობა, ხოლო საკუთარი დამღები ისე განათავსა, რომ ისინი თვალს არ ჭრიან და იარაღს არ ამახინჯებენ. 1000 ლარად იარაღს მოყვა სამი ორიგინალური, ფოლადის მჭიდი, აქიდან ერთი იყო კუსტარულად დამოკლებული, შემცირებული ტევადობით.  ასევე მოყვა იარაღს “კატასტროფული” და საშინელი СAA-ს წარმოებული ღვედი. კატასტროფული და საშინელი იმიტომ, რომ ღვედი იყო ზედმეტად განიერი და ქონდა პლასტმასის (!!!) კაუჭები, აქიდან წინა უკვე აღარც მუშაობდა ასე რომ ღვედი ეგრევე აღმოჩნდა სანაგვეში.

P1080935 ჩვენი იარაღი გამოშვებულია 1986 წელს.

მე აღვნიშნე, რომ “ზასტავას” წარმოების “კალაშნიკოვები” განსხვავდება ტიპიური 7.62 კალიბრის “კალაშნიკოვისკან”. ასე რომ მიმოხილვას გავაგრძელებ ამ განსხვავებების აღწერით. პირველ რიგში, რასაც გამოცდილი თვალი ეგრევე ამჩნევს, ყურადღებას იპყრობს დამახასიათებელი გამობერილი ბეჭები იარაღის რესივერზე, რაც ნიშნავს, რომ იარაღში გამოყენებულია გაძლიერებული ტრუნიონი (დეტალი რომელიც “აკავშირებს” ერთმანეთს ლულას, რესივერს და საკეტს) . სალულე კოლოფი ან რესივერი (დასავლური ტერმინოლოგიით) დამზადებულია ასევე უფრო სქელი ფოლადის ფირფიტისგან (1.5მმ სისქის). საკეტელას რომელიც აფიქსირიებს რესივერის ხუფს, დამატებით გააჩნია ზამბარიანი ფიქსატორი, რომელზეც უნდა დააჭიროთ იმისთვის, რომ შემდგომ გაწიოთ საკეტელა წინ და ახადოთ იარაღს ხუფი. იგივე ფიქსატორი აფიქსირებს თავის ადგილას დამაბრუნებელი ზამბარის მოდულს რესივერში და შესაბამისად იმისთვის რომ ამოიღოთ დამაბრუნებელი ზამბარა თავისი ღერძით ისევ ამ ფიქსატორს უნდა დააჭიროთ. აღნიშნული ფიქსატორის არსებობა ისევე როგორც М70-ში გაძლიერებული რესივერის და ტრუნიონის გამოყენება განპირობებულია ლულაზე ჩამოსაცმელი ყუმბარების სროლის შესაძლებლობით. 1913 წელს, გერმანიაში პირველად გამოყენებული ყუმბარების ტყორცნის ეს მეთოდი, როგორც ჩანს ძალიან მოეწონათ იუგოსლავიაში და ისევე, როგორც ადგილობრივი წარმოების „სკს“-ის შემთხვევაში ეს შესაძლებლობა შენარჩუნებული იქნა უფრო თანამედროვე მ70-ზეც. ლულაზე ჩამოსაცმელი ყუმბარის გასასროლად ხდება ლულაზე სპეციალური ადაპტორის დაყენება, მასზე ეცმევა ყუმბარა, შემდგომ მსროლელი შლის დასაკეც სამზინე მოწყობილობას, რომელიც კეტავს დენთის აირების ბლოკს. ყუმბარის სატყორცნად გამოიყენება ფუჭი ვაზნა, რომლის დენთის აირების ენერგიაც ხმარდება ყუმბარის “გაშვებას”.  იუგოსლავიური წარმოების М60 ტიპის ყუმბარის გასროლისას უკუცემის იმპულსი არის ძალიან დიდი, რის გამოც დიდი დატვირთვა მოდის იარაღის ლულაზე, რესივერზე და ტრუნიონზე, რომელიც აფიქსირებს ლულას რესივერში. სწორედ ამის გამო საჭირო გახდა მათი გაძლიერება. თუ არ მოხდა ასევე ხუფის საიმედო დაფიქსირება, ყუმბარის გასროლისას ის უბრალოდ გაძვრება იარაღს, სწორედ ამიტომ იუგოსლავებმა გამოიყენეს ხუფის “ფიქსატორის ფიქსატორი”. საბჭოთა კავშირში თავის დროზე წავიდნენ სხვა გზით და “კალაშნიკოვს” მოარგეს ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი. უკანასკნელის გამოყენებისას უკუცემის იმპულსი მაინც არის ძალიან მაღალი, მაგრამ ნაცვლად კონსტრუქციის გაძლიერების, შემოღებულ იქნა ლიმიტი გასროლებზე და ამით თავი აარიდეს იარაღის დამძიმებას. ყუმბარმტყორცნიდან 400 გასროლის შემდეგ იარაღის დაზიანების გამორიცხვისთვის, ის იხსნებოდა და იარაღის ექსპლუატაცია ხდებოდა ყუმბარმტყორცნის  გარეშე. იმისთვის, რომ გამორცხული ყოფილიყო გასროლების ლიმიტს გადაჭარბება, ჯარში იყო მიღებული გასროლების მკაცრი აღრიცხვის წესი. საბჭოთა „აკ“-ში ხუფის გაძრობის პრობლემა მოგვარდა საკეტელაზე დამატებითი ბჯენის შესრულებით, რაც საკმარისი აღმოჩნდა.

trunion comparison

ამობურცული ბეჭები რესივერზე აუცილებელია რომ შიგნით მოთავსდეს უფრო მასიური ტრუნიონი (მარჯვენა დეტალი, მარცხნივ სტანდარტული ტრუნიონი). საბჭოთა კავშირში ასეთი ტრუნიონი ყენდებოდა “РПК”-ს ტიპის მსუბუქ ტყვიამფრქვევზე, ხოლო ამჟამად ასევე გამოიყენება “მოლოტის” წარმოების სამოქალაქო იარაღებში. აღნიშნული დეტალი (აშშ-ში მას ფორმალურად უწოდებენ “სამონტაჟო ბლოკს”) უზრუნველყოფს ლულის მონტაჟს ნაშტამპ რესივერში. 

განსხვავდება М70-ის ხის ფურნიტურაც, და უკანა ტრუნიონი, რომელზეც ხის კონდახი ყენდება განსხვავებულად,  მასში მთელ სიგრძეზე გაყრილი გრძელი ხრახნით, როგორც ზოგ სანადირო თოფში. კონდახი ასევე უფრო გრძელია, გააჩნია რეზინის ამორტიზატორი და შედარებით უფრო მაღალი ბეჭი, რის გამოც იარაღი ყველას შეიძლება არ მოერგოს, ხოლო ყბაზე მიბჯენილმა კონდახმა შეიძლება სროლა გახადოს საკმაოდ არაკომფორტული. კონდახი ხის არის და პრინციპში მისი პროფილის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს. სახელური არის ერგონომიული ფორმის, შავი პლასტმასის და ჩემი აზრით ბევრად უკეთესი ვიდრე საბჭოთა/რუსული “კალაშნიკოვი/საიგების” სახელურები. ხის ტიბჟირი კონსტრუქციულად და იმის მიხედვით თუ როგორ ყენდება იარაღზე,  “კალაშნიკოვის” ანალოგიურია მაგრამ ტიბჟირი დაახლოებით 2.5 სმ-ით გრძელია და ადგილი ხელის მოსათავსებლად საკმაოდ ბევრია. უკანა საღვედე განლაგებულია არა კონდახის ქვეშ არამედ რესივერზე მარცხენა მხრიდან.

შემდეგი სხვაობა არის ის, რომ M70 ბოლო გასროლის შემდეგ ტოვებს საკეტს ღია მდგომარეობაში, მაგრამ მჭიდის მოხსნის შემდეგ ის თავისით გარბის წინ. ამ მხრივ ეს ოფცია კარგია მხოლოდ იმით, რომ ეგრევე ხვდებით რომ მჭიდი დაიცალა, მაგრამ იმის გამო, რომ საკეტი გარბის წინ ცარიელი მჭიდის მოხსნის შემდეგ, დროს გადატენვისას თქვენ პრაქტიკულად არ იგებთ. ჩემი აზრით იარაღის ამ თავისებურებამ წარმოშვა ე.წ. „ბაგდადური გადატენვის” მეთოდი, როდესაც მსროლელი იკავებს ერთი ხელით საკეტს ღია მდგომარეობაში და მეორე ხელით ცვლის მჭიდს და შემდგომ უშვებს ხელს საკეტს და აძლევს მას საშუალებას გაიქცეს წინ და მოათავსოს ვაზნა სავაზნეში. თავიდან რომ ვნახე ვიდეო ჩანაწერი გადატენვის ამ მეთოდით, სტანდარტული „კალაშნიკოვის“ გამოყენებით, თავი მოვიფხანე და გავიფიქრე, რას არ მოიფიქრებს ეს ხალხი მეთქი, მაგრამ ეხლა როდესაც გავეცანი მ70-ის კონსტრუქციის ამ თავისებურებას და იმის გათვალისწინებით რომ მ70 დიდი რაოდენობით მიეწოდებოდა ერაყს, მგონი ვხვდები საიდან და როგორ გაჩნდა ეს ტექნიკა.

ARZ7M70

ყუმბრმტყორცნის სამიზნე მოწყობილობა დაკეცილ დმგომარეობაშია. ასეთ პოზიციაში ის კეტავს იარაღის სამიზნე მოწყობილობებს და სროლის წარმოება დახურული დენთის აირების ბლოკით შეუძლებელია. ჭორების შესაბამისად დახურული დენთის აირების ბლოკით სროლისას სიზუსტე იზრდება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ  ტყვიას მეტი საწყისი სიჩქარეც ექნება. 

რკინის დეტალები დაფარულია შავი მოსევადებით და არ არის შეღებილი, როგორც მაგალითად საბჭოთა/რუსული წარმოების “კალაშნიკოვები”. რამდენადაც ცნობილია, კომერციული წარმოების “ზასტავები” უკვე ფოსფატირებულია.  საკეტი არის ღია ფერის, სავარაუდოთ უბრალო ფოლადის, ყოველგვარი დაფარვის გარეშე. დგუში არის სარკესავით გაპრიალებული ფოლადი, რომელიც პრაქტიკულად არ იკრავს ნამწვავს. სხვათაშორის ამ მხრივ ის განსხვავდება თუნდაც ქრომირებული დგუშებისგან “არსენალებში’, “საიგებში” და “ვეპრებში”.  მათი დგუშების გასაწმენდად საჭიროა აბრაზიული ფხვნილების, რკინის ღრუბელის და ლითონის ჯაგრისების გამოყენება. “ზასტავას” დგუში ადვილად იწმინდება ნაჭრის უბრალო გადასმით.

M70 აღჭურვილია კომბინირებული სამიზნე მოწყობილობებით, სტანდარტული და „მაღალი ხილვადობის“ განკუთვნილი ცუდი განათების პირობებში ცეცხლის წარმოებისთვის.საბჭოთა კავშირში გამოიყენებოდა მოსახსნელი კომპლექტი, იუგოსლავები წავიდნენ სხვა გზით და განათავსეს დამხმარე სამიზნე მოწყობილობები პირდაპირ იარაღზე. სამოქალაო იარაღის, რომელი მწარმოებელი შემოგთავაზებთ ასეთ რამეს?

იარაღის ლულა, შედარებით სქელი კედლებით არის და ის არ არის ქრომირებული. ლულა მზადდება ცივი ჭედვის მეთოდით და პრინციპში ყველაფერი ეს, წესით უნდა განაპირობდეს მაღალ სიზუსტეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღში და მისი მოძრავი ნაწილების მასის და მოძრაობის მაღალი სიჩქარის გათვალისწინებით. არ ვიცი რატომ იუგოსლავები არ იყენებდნენ ქრომირებას, შესაძლებელია, რომ მათ უბრალოდ ეს მეტალი არ ქონდათ. პრინციპში ამით აღწერილობა შეიძლება დავასრულოთ, იმიტომ, რომ დანარჩენში ჩვენი “ზასტავა” პრაქტიკულად მთლიანად იმეორებს “კალაშნიკოვს”, იკვებება სტანდარტული 30 ვაზნიანი მჭიდებიდან (იუგოსლავიური მჭიდები ფოლადის არის), იყენებს ავტომატიკის სქემას დგუშის გრძელი სვლით. მართვის ელემენტების განლაგება უცვლელია. მოვლა/მომსახურების პროცედურებიც უცვლელია იმის გათვალისწინებით რომ “ზასტავას” შავი ლულა მეტ წმენდას და მოვლას ითხოვს.

sling points ak

საღვედეების განლაგება მხოლოდ მარცხენა მხარეს , იმ დროისთვის ტრადიციულად არ ითვალისწინებს ცაციების მოთხოვნებს. 

20180108_135826მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკაში სადაც დიდიხანია ხდება “ზასტავის” წარმოების “კალაშნიკოვების” იმპორტირება, ეს იარაღი საკმაოდ მაღლად ფასობს. ეს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შეზღუდვების გამო ის შეიძლება იყოს გადაწყობილ-გადმოწყობილი, გადაკეთებული მოდელებისგან, რომლებც გათვლილი იყო ერთრიგიან სამოქალაქო მჭიდებზე, აწყობილი ნაწილების კომპლექტებისგან, აწყობილი ამერიკაში გარკვეული ადგილობრივი წარმოების დეტალების გამოყენებით. მე არ მქონდა შესაძლებლობა შემედარებინა ჩვენი პრაქტკულად ორიგინალური საბრძოლო M70 სამოქალაქო მოდელებთან, საიმედოობის, სიზუსტის ან შესრულების ხარისხის შეფასების მიზნით, მაგრამ თუ დავუჯერებთ პოპულარულ ონლაინ რესურსს, რომელიც სპეციალიზირდება “კალაშნიკოვის პლატფორმაზე”, ხარისხის კონტროლი “ზასტავას” ქარხანაში სამხედრო დანიშნულების იარაღზე იყო და არის ბევრად უფრო მაღალი.

საექსპორტო სამოქალაქო М70-ების დამზადებისას “ზასტავა” იყენებდა და ალბათ ეხლაც იყენებს მეორად დეტალებს, რომლებიც განკუთვნილი იყო სამხედრო იარაღისთვის, მაგრამ რესივერი გუქმებული მესამე პოზიციით და ლათინური ასოებით ცალსახად გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს შაშხანა, რომელიც თავიდან იყო სამხედრო იარაღი და უკვე შემდგომ მოხდა მისი კონვერტაცია სამოაქალაქო იარაღში და ეს მოხდა მხოლოდ ჯერებით სროლის რეჟიმის გაუქმებით. დანარჩენში იარაღი, როგორც ჩანს ხელუხლებელია. ძალიანაც კარგი.

სულ ამერიკულ ბაზარზე ათამდე სხვადასხვა სამოქალაქო იარაღის მოდელის იმპორტირება ხდებოდა, რომელსაც საფუძვლად ედო М70. ქართველი მკითხველისთვის ალბათ დიდ ინტერესს არ წარმოადგენს ეს საკითხი, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ პრობლემები “ზასტავასთან” აშშ-ში უკავშირდება პინებს, რომლებიც არ არის სათანადოდ დაფიქსირებული და სროლის დროს ან დავარდნისას შეიძლება დაიძრან ადგილიდან,  რასაც მოყვება იარაღის მწყობრიდან გამოსვლა. ასევე ნაწილი “ზასტავების” ხვდებოდა აშშ-ს ბაზარზე რესივერით და საკეტით, რომელიც გათვლილია ერთ-რიგიან შეზღუდული ტევადობის მჭიდზე და მისი კონვერტაცია ხდებოდა უკვე აშშ-ში, რის გამოც იარაღი შეიძლება გამოდგეს მუშა, ან სულაც არ გამოდგეს ასეთი.  როგორც ჩანს, ორიგინალური საბრძოლო M70 თავისუფალია ამ პრობლემებისგან და თუ მისი ზოგადი ტექნიკური მდგომარეობა კარგია (ყველა ასეთი M70 ხვდება ჩვენ ბაზარზე მეორად მდგომარეობაში)  ჩათვალეთ თქვენ გაქვთ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო “კალაშნიკოვი”, რომელსაც შეიძლება ფლობდეთ ლეგალურად. გარდა ამისა, ჩემი აზრით ასეთ იარაღს აქვს განსაკუთრებული ღირებულება სწორედ მისი წარმოშობის გამო. ახალი, კომერციული წარმოების “კალაშნიკოვის” კლონით ვერავის ვერ გააკვირვებ, საქართველოს ისედაც მცირე ბაზარი გადაივსო ასეთი იარაღებით. ორიგინალური საბრძოლო იარაღი, არ დამახინჯებული დამღებით, საბრძოლო ბიოგრაფიით და თანაც შედარებით იშვიათი შესრულებით, ეს უკვე სულ სხვა საქმეა. სწორედ ამიტომ მე დავხარჯე ჩემი ფული ამ იარაღზე, სხვა შემთხვევაში მე იარაღის მუქარითაც ვერ მაიძულებ  7.62 კალიბრის თანამედროვე”კალაშნიკოვის” კლონის შეძენას.

fgsd0989

ჩემი ახალი შენაძენის სახლში მოტანის შემდეგ, დადგა დრო უფრო დეტალური ინსპექტირების, წმენდის და მომსახურების. მე არავის არ ვურჩევ ასე „ბრმად“, საერთოდ ნებისმიერი იარაღის შეძენას, არა თუ მეორადი “სურპლუსის” მაგრამ აქ მე უბრალოდ ჩემ ინტუიციას ვენდე.  იარაღი იყო ზედმეტი ცვეთის ნიშნების გარეშე, არაფერი არ იყო მორყეული, დაზიანებული, ნომრები ემთხვევოდა, წესით ლულაც უნდა ყოფილიყო შესაბამის მდგომარეობაში. სულ რომ გაცვეთილი იყოს ლულის არხი, თავდაცვით დისტანციებზე მას მაინც ექნება საკმარისი სიზუსტე, ასე ვიმშვიდებდი მე თავს. იარაღის დეტალურმა ინსპექტირებამ არ გამოავლინა რაიმე ხარვეზები, რომლებიც მე ვერ შევამჩნიე პირველი ზედაპირული დათვალიერების დროს. დგუში იყო სუფთა, კოროზიის გარეშე, დენთის აირების მილიც შიგნიდან იყო სუფთა და კოროზიის ნიშნების გარეშე. მორყეული სახელურიც, იყო დაშვებული ხრახნის ბრალი, რაც ეგრევე გამოვასწორე. მოძრავ ნაწილებზე არ აღინიშნებოდა ზედმეტი ცვეთის ნიშნები. ფურნიტურა კონდახი, ტიბჟირი, პლასტმასის სახელური) ატარებდნენ ცვეთის ნიშნებს მაგრამ ეს ცვეთა მხოლოდ უხდებოდა იარაღს და ხაზს უსვავდა მის საბრძოლო წარსულს და არანაირად არ აუშნოვებდა მას. მჭიდებიც იყო ახალივით, აქიდან ერთი კუსტარულად დამოკლებული. რჩებოდა მხოლოდ ლულის „სტატუსის“ დადგენა. მე მოვიმარაგე პატჩები, ჯაგრისები და ორი ლულის საწმენდი ხსნარი, რომელსაც აგერ უკვე თითქმის 10 წელია არ ვღალატობ. ეს არის  უნივერსალური Hoppes 9 და ნადების მოსაცილებელი Robla Solo-Mil. წმენდის პროცესი გაგრძელდა ორი დღე. „რობლა“ მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე, იმიტომ, რომ ეს სითხე აგრესიულია და მისი ხშირი გამოყენება საჭირო არ არის. ჯერ ლულის არხი მუშავდებოდა საწმენდი სითხით. შემდგომ იწმინდებოდა პატჩებით და უკვე მერე ხდებოდა სპილენძის ჯაგრისის გამოყენება. შემდეგ ლულა „ირეცხებოდა“ WD-40-ით, ისევ იწმინდებოდა პატჩებით და ციკლი მეორდებოდა. ლულა იწმინდებოდა ქიმიისგან ჯაგრისის გამოყენებამდე, იმიტომ რომ ქიმიამ შეიძლება ასევე დაარბილოს ჯაგრისი საცეცები და შეამციროს მისი ეფექტურობა. ლატუნი, თუ სპილენძი ისედაც რბილი მეტალია და არ დააზიანებს ლულის არხს. არც ზეთთან გამოყენება ასეთი ჯაგრისების ჩემი აზრით არ არის რეკომენდირებული, ზეთი ხახუნს ამცირებს და ისევ და ისევ ეს ამცირებს ასეთი ჯაგრისების ეფექტურობას. დავამატებ მხოლოდ, რომ არც ლითონის ჯაგრსებს მე არ ხშირად ვიყენებ და არც არვის არ ვურჩევ მათ ხშირ გამოყენებას. ჩვეულებრივ ნამწვას მშვენივრად აცილებს ქიმია და სინთეტიკური ჯაგრისი. ლითონის  ჯაგრისებს (და „რობლას“) მე ვიყენებ მხოლოდ როდესაც მინდა ტყვიის ან ტყვიის გარსის ჭარბი ნადების მოცილება ან განსაკუთრებულად დაბინძურებული ლულის გაწმენდა ეს კიდე არ შეიძლება ხდებოდეს ხშირად. ორი დღიანი ინტენსიური წმენდის და ხეხვის მერე, როგორც იქნა შედეგიც გამოჩნდა.  ლულის არხი მართალია არ ბზინავდა, მაგრამ საკმარისად შუქს ირეკლავდა, რომ დარმუნბულიყავი, რომ ხრახნები კარგ მდგომარეობაში იყო და ღრმა კოროზიას ადგილი არ ქონდა. შეიძლება ითქვას მე გამიმართლა. დაიმახსოვრეთ ჩემი რჩევა, თუ ყიდულობთ იარაღს, რომელიც იყენებს კოროზიულ ვაზნებს, ლულის არხის დეტალური შემოწმება არის აუცილებელი. საკმარისია ისროლო რამდენიმე ასეთი ვაზნა ახალი იარაღიდან და არ გაწმინდოთ ის, ორ სამ თვეში თქვენ გექნებათ ახალი იარაღი განადგურებული ლულის არხით.

“ზასტავის” ლულის ბოლომდე გამოხეხვა შესაძლებელია გახდა მხოლოდ მას მერე, როდესაც მე ჩამომივიდა მეორადი, შვეიცარული არმიის 7,62 კალიბრის იარაღის საწმენდი ნაკრები. ნაკრებს კომპლექტში მოყვებოდა მაღალი ხარისხის ლითონის ჯაგრისები და ზე-გამძლე ზუმბა.

შემდეგი ნაბიჯი იყო ხის ფურნიტურის განახლება. მე არ მსურდა ყველა ნაკაწრის ამოყვანა, უბრალოდ მინდოდა დამეცვა ხის დეტალები ნესტის ზემოქმედებისგან. ხის დეტალები გამომშრალი იყო და ამიტომ მე უბრალოდ ოდნავ დავამუშავე ზედაპირი წვრილი აბრაზიული ქაღალდით და გავაპრიალე რკინის ღრუბელით. ამის შემდეგ მე გამოვიყენე ზეთი “shaftol” და სამი დღის განმავლობაში ხის დეტალები იჟღინთებოდა ამ ზეთით. ფერი ავარჩიე მუქი მოწითალო, რის გამოც ხის დეტალები გამუქდა და ლამაზი იერსახე მიიღეს.

 წინა სამიზნე მოწყობილობის დასაკეცი მანათობელი ელემენტი უკვე საერთოდ აღარ ანათებდა სიბნელეში, ამიტომ ის უბრალოდ როგორც უკანა სამიზნე მოწყობილობა შეიღება თეთრად.

27746950_588781664797328_725469875_o

„ზასტავას“ კომბინირებული სამიზნე მოწყობილობები განახლების შემდეგ.

საფუძვლიანი წმენდა, ხის ფურნიტურის და სამიზნე მოწყობილობების განახლება იყო პრინციპში ყველაფერი რაც მე გავაკეთე ამ იარაღზე. გასაგებია, რომ M70 არ არის საკოლექციო იარაღი, მაგრამ მე არ ვაპირებ და არავის არ ვურჩებ ამ იარაღების „კასტომიზაციას“. დროთა განმავლობაში ასეთ იარაღს ფასი მხოლოდ ემატება და თუ თქვენ დააყენეთ მაგაზე პიკატინები, პლასტმასები დაადუღეთ, მოაქლიბეთ ნაწილები, მისი საკოლექციო ღირებულება იქნება ნოლი.

შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანობაში მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი შენაძენით. 1000 ლარად მერგო მართლაც კარგი, იშვიათი და საინტერესო იარაღი. რჩებოდა მხოლოდ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. როგორ ისვრის ჩვენი M70?

ცივად ნაჭედ “შავ” ლულას, უფრო ხისტ რესივერს და შედარებით მაღალ წონას უნდა განეპირობებინა დაბალი უკუცემა და მაღალი სიზუსტე. იარაღს ასევე აღმოაჩნდა ძალიან სასიამოვნო, რბილი და შედარებით მსუბუქი სასხლეტი. ასევე ჩვენ გვაინტერესებდა შეძლებდა თუ არა პრინციპში საბრძოლო იარაღი რბილთავიანი ტყვიებით აღჭურვილი ვაზნების მიწოდებას. მოგეხსენებათ ხშირად ე.წ. “კონვერსიული” იარაღი კარგად მუშაობს მხოლოდ მთლიანად გარსით დაფარული მრგვალთავიანი ტყვიებით. ტესტირებისთვის ჩვენ მოვიმარაგეთ ჩეხური “სელიერ&ბელოტის”  და უკრაინული მუხტები, 123 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით,  “Sellier&Bellot”-ის სუფთა სანადირო მუხტი  123 გრანიანი რბილ თავიანი ტყვიით და იაფი და ბანძი ბარნაულის ქარხნის ვაზნა, 123 გრანიანი მთლიან გარსით დაფარული ტყვიით.

სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, 50 მეტრზე ბჯენის გარეშე, თეთრ კონტრასტულ სამიზნეზე. საუკეთესო შედეგი იყო მიღებულ ჩეხური ვაზნით მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით რაც არ არის გასაკვირი. 50 მეტრზე ჯგუფმა შეადგინა 3.3სმ. შემდეგი იყო ბარნაულის ვაზნა ასევე კარგი ჯგუფით და ბოლოს უკვე “სელიერ&ბელოტის” სანადირო მუხტი, რომელიც თან დაჯგუფდა შესამჩნევი გადახრით მარჯვნივ. სამაგიეროდ იარაღმა შეუფერხებლად იმუშავა და უმნიშვნელოდ “წაათალა” ტყვიას რბილი ცხვირი. მიღებული შედეგი პრინციპში ადასტურებს ინტერნეტში გაჟღერებულ მოსაზრებებს, რომ იუგოსლავიური “კალაშნიკოვი” არის “2MOA” იარაღი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღისთვის. ექსტრაქცია იყო პოზიტიური, გასროლილი მასრები მიფრინავდნენ ორი საათის მიმართულებით და ქუჩდებოდნენ ერთ ადგილას, მსროლელისგან 3-4 მეტრში. სროლის დროს არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. მაღალი მასის გამო უკუცემა იყო უმნიშვნელო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო იარაღი იყო მისროლილი და პირველი გასროლა მოხვდა სამიზნეს პირდაპირ ცენტრში.

26648086_571376753204486_1898018431_n

შემდეგ გასვლაზე სროლა ხორციელდებოდა 140-დან 180-მეტრამდე მანძილზე. რატომ ასეთი მანძილები? როგორც მოგვეცა საშუალება განვლაგებულიყავით უსწორ-მასწორო რელიეფზე, ისე ავიღეთ მანძილები. სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, სადგარის ან ბჯენის გარეშე, თუ ამის შესაძლებლობა იყო საყრდენის როლს მჭიდი ასრულებდა. ამჯერად ჩვენ გვქონდა უკრაინული წარმოების სტანდარტული ვაზნა, ფოლადის მასრით და  123 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით. ორი სამი ჯგუფი დავჭირდა გასახურებლად და ასევე ალბათ იმისთვის რომ შვეიცარული ნაკრებით ბოლომდე გამოხეხილი ლულა მოსულიყო ფორმაში.  უკვე ამის შემდგომ მივიღეთ საკმაოდ კარგი 13სმ-ნი ჯგუფი, რომელიც გაიმეორა ეგრევე მეორე მსროლელმა. 13 სმ 140 მეტრზე უდრის დაახლოებით 3 MOA-ს, რაც კარგი შედეგია ასეთი ასაკის იარაღისთვის, ასეთი პოზიციიდან სროლისას.

tarlug

უკანა სამიზნე მოწყობილობა იყო საბრძოლო პოზიციაზე (რუსულ იარაღზე “П”, M70-ზე “O”.

შემდეგ უკვე გადავედით უფრო პრაქტიკულ/გამოყენებით სროლაზე და ე.წ. “ბედუინის პოზიციიდან”, 180 მეტრზე განვახორციელე მიყოლებით 5 გასროლა 60 სმ-ან ფარზე, და ხუთივე ტყვია მოხვდა სამიზნეს.  ასეთ მანძილზე ასეთი პოზიციიდან, ასეთი იარაღით, ნახვრეტი ფარზე უკვე ითვლება ჩათვლად. სამიზნეს, რომელსაც მოხვდება ტყვია, არ აქვს მნიშვნელობა მხარში, ფერდში თუ გულში, ბრძოლის ველს გარანტირებულად გამოეთიშება საკმაოდ დიდი ხნით. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ უკეთესადაც შეიძლება სროლა მაგრამ, რენჯის პირობებში, 150 მეტრზეც კი ა4 ფორმატის ფურცელი 29Х21 სმ ჩანს, როგორც თეთრი წერტილი. წარმოიდგინეთ, რომ სამიზნე მოძრაობს, არ არის კონტრასტული, თანაც საპასუხოდ ისვრის, ხოლო თქვენ ორი სამე დღე არ გეძინათ და ომის და ბრძოლის სტრესში ხართ. მარტო ამის წარმოდგენა საკმარისი უნდა იყოს წარმოიდგინოთმ როგორც დაეცემა თქვენი სროლის ეფექტურობა რეალური ბრძოლის პირობებში. ეჭვგარეშეა, რომ ეს იარაღი არის ადეკვატურად ზუსტი და ამ იარაღიდან შესაძლებელია ეფექტური ცეცხლის წარმოება. ტაქტიკურ/თავდაცვით მანძილებზე ეს იარაღი ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც ყველაზე ძვირადღირებული AR-15. ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ მსროლელი ჩემზე უკეთესი მხედველობით ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებს ამ იარაღიდან. ბავშვობიდან პრობლემური მხედველობა სროლისას ყოველთვის წარმოადგენდა ჩემთვის დამატებით და სერიოზულ გამოწვევას.

P1090034

ე.წ. “ბედუინის სასროლოსნო პოზიცია”, მე ძალიან მომწონს, ის გაძლევთ საშუალებას ისროლოთ დიდი სიზუსტით და ძალიან მდგრადია. კი წოლიდან სროლა უფრო ადვილია, მაგრამ რეალურ სამყაროში იშვიათად გეძლევა საშუალება ისროლო წოლიდან, რელიეფის, მცენარეულობის  და სხვა გარემო პირობების გამო, ასე, რომ  ასეთი პოზიციიდან სროლის უნარი, უნდა ქონდეს ნებისმიერ მსროლელს. 

საკმაოდ ბევრის მთქმელია, ისიც რომ ასეთი სიზუსტე იქნა მიღწეული 30 წლის, ნაომარი იარაღით, “შავი” ლულით და არც ისე იდეალური ლულის არხის მდგომარეობით. ასე, რომ კარგად დაფიქრდით, სანამ იარაღს დაიწუნებდეთ “ქრომის” არ არსებობის ან ლულის არხში “გამონაყარის” გამო, ჯერ უკეთესია იარაღი გაიტანოთ რენჯზე და შეამოწმოთ სროლით. გარდა ამისა მე არაერთხელ მითქვამს, რომ სამოქალაქო იარაღში ქრომის არსებობა არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ერთადერთი რაც ქმნის დიკსომფორტს არაქრომიებულ ლულიანი იარაღის ფლობისას, არის უკეთესი და უფრო საფუძვლიანი წმენდის აუცილებლობა, იმისთვის, რომ ლულა დარჩეს საღი და შეინარჩუნოს რესურსი. არ ვიცი ვინ მსახურობდა ამ იარაღით, მაგრამ დიდი მადლობა მას, რომ 30 წლის შემდეგ ამ იარაღმა ასე გვასიამოვნა კარგი და ზუსტი სროლით.  რა თქმა უნდა არც ჩვენ არ მოვაკლებთ ზრუნვას მას. მე ასევე სპეციალურად გადავამოწმე რა მდგომარეობაში ხვდებოდნენ იუგოსლავიური სურპლუს “კალაშნიკოვები” და “სკს”-ები ამერიკულ ბაზარზე და აღმოჩნდა, რომ როგორც წესი ლულის მდგომარეობა არის საკმაოდ ცუდი და მიგეღო იარაღი პრიალა და საღი ლულის არხით ითვლებოდა დიდ წარმატებად.

ჩემი დაკვირვებით ყველა იარაღს აქვს ხასიათი, ზოგს აქვს ხასიათი რთული, უნდა ეხვეწო, ეღრიჭო, რომ კარგი შედეგი განახოს, არ გპატიებს შეცდომებს, ბევრს გთხოვს (ფულს, დროს, წვალებას, შესაძლებლობების მობილიზაციას).  ხანდახან ხდება პირიქით, იარაღები კარგი ხასიათით, არაპრეტენზიულები, გახარებენ კარგი შედეგით და ბევრს შენგან არ ითხოვენ. დამიჯერეთ ხასიათზე არ ახდენს გავლენას რამდენად ძვირადღირებულია იარაღი. ჩვენი M70 სწორედ ასეთი გამოდგა. ამ იარაღიდან კარგად სროლა ადვილია.  არც ხელის დადება არ დაგვჭირდა სამიზნე მოწყობილობებზე, იარაღი იყო  გასწორებული ალბათ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის ჯარში მსახურობდა.

დიახ იარაღი შედარებით მძიმეა, სუბიექტური შეგრძნებით უფრო “გასუქებულია”, იგივე “საიგასთან” შედარებით, მაგრამ სამაგიეროდ უკუცემა არის მინიმალური ხოლო სიზუსტე კარგი. ჩემი აზრით ასეთი კარგი სიზუსტის მაჩვენებელი არის ცივი ჭედვის მეთოდით დამზადებული ლულა, ხანგრძლივი ექსლუატაციის შედეგად კარგად “მომჯდარი” სასხლეტი და რა თქნა უნდა შესანიშნავი ხარისხის ჩეხური ვაზნები. ალბათ უფრო ხისტ, რესივერმაც გარკვეული როლი ითამაშა, იმიტომ რომ რაც უფრო ხისტია რესივერი და ლულა მით ნაკლებ ვიბრაციას განიცდის ორივე და შესაბამისად სიზუსტეც მატულობს. არ დარჩა გამოყენების გარეშე დასაკეცი, ღამის სამიზნე მოწყობილობები. დიდი ზომის და თეთრი მარკერების გამო, მათი გამოყენება შესაძლებელია ეფექტურად ახლო მანძილებზე.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. Zastava M70 არის ხარისხიანი და ნაფიქრი “კალაშნიკოვის” კლონი, გაუმჯობესებებით, რომლებიც დიდად არ ცვლიან იარაღის კონსტრუქციას მაგრამ ხდიან მას უფრო უკეთესს. არაქრომირებული ლულა, ალბათ ნაკლი სამხედრო-საბრძოლო იარაღისთვის, ნაკლებად უნდა ადარდებდეს სამოქალაქო მსროლელს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ  ასეთი ასაკის მეორადი იარაღის შოვნა კარგი ლულით შეიძლება იყოს შეუძლებელი, ხოლო შემდგომი ექსპლუატაციის დროს, ლულას დაჭირდება მეტი მოვლა და მომსახურება (განიხილეთ საველე საწმენდი ნაკრების შეძენა, რომ იარაღი ეგრევე გაწმინდოთ სროლის შემდეგ).  Zastava M70 არ იქნება კარგი არჩევანი იმისთვის, ვისაც დაგეგმილი აქვს იარაღის “კასტომიზაცია” იმიტომ, რომ ისეთი ნაწილები, როგორიც არის ფურნიტურა არ არის თავსებადი სტანდარტულ “კალაშნიკოვთან”, მაგრამ თუ თქვენ გინდათ ხარისხიანი, საიმედო და ზუსტი კარაბინი, მოგწონთ “ძველი სკოლის” იარაღები და არ გინდათ დახარჯოთ ბევრი ფული, Zastava M70 იქნება კარგი არჩევანი, იმ პირობით რომ აარჩევთ კარგ მდგომარეობაში მყოფ ეგზემპლიარს.

პისტოლეტის თავდაცვითი კალიბრების ევოლუცია (1970-2018)

Thursday, February 1st, 2018

არ არის საიდუმლოება, რომ  დღეს და ალაბთ ყოველთვის ამერიკელი სამართალდამცავები კარნახობდნენ მოდას პოლიციურ შეიარაღებაში და ალბათ არც იმაზე არ შეიძლება დავა, რომ ამერიკული ტყვიაწამლის მწარმოებლები უშვებენ საუკეთესო თავდაცვით ამუნიციას. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ პოლიციური და თავდაცვითი მოკლელულიანი იარაღისთვის განკუთვნილი კალიბრების შექმნის მოკლე ისტორიას, თავისებურებებს და მახასიათებლებს და ასევე იმ შემთხვევებს, რომლებმაც განაპირობეს ამუნიციის განვითარების კურსი. გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ სტატიაში მოყვანილი  საწყისი სიჩქარის და შესაბამისად ენერგიის მაჩვენებლები მიღებულია სტანდარტული/ტიპიური სიგრძეების ლულებიდან, კომპაქტურ და სუბ-კომპაქტური იარაღების შემთხვევაში ციფები რა თქმა უნდა იქნება უფრო მოკრძალებული.

ნიუხოლის ინციდენტი და რევოლვერების ეპოქოს დასასრული

გასული საუკუნის 80-ან წლებამდე რევოლვერები ათწლეულები დომინირებდა ამერიკელი სამართალდამცავების შეიარაღებაში. განსხვავებით პისტოლეტებისგან, “მაგნუმ” რევოლვერები არასდროს არ განიცდიდნენ სიმძლავრის დეფიციტს და მათი ეფექტურობა არასდროს არ დამდგარა ეჭვის ქვეშ . 70-ან წლებამდე ამერიკელი სამართალდამცავები იყენებდნენ  მძლავრ, “.357 მაგნუმი” და “.41 რემინგტონ მაგნუმი” კალიბრის რევოლვერებს, ხოლო პისტოლეტები მითუმეტეს არა .45 კალიბრის ევროპული მოდელები, განიხილებოდა, აშშ-ში როგორც რთული მოწყობილობის და შესაბამისად არასაიმედო ეკზოტიკა. რევოლვერის ორივე ხსენებულ  კალიბრს ნამდვილად აქვს შთამბეჭდავი ბალისტიკური მონაცემები. “.357 მაგნუმი”, ნამდვილი ვეტერანი, შექმნილი 1934 წელს, როგორც სუსტი “.38 Special-ის” შემცვლელი და  იმ პერიოდის ავტომობილების სქელი ძარების დასამარცხებლად, რომლებითაც გადაადგილდებოდნენ განგსტერები, იყენებდა 8 გრამიან (125 გრანიან) ტყვიას საწყისი სიჩქარით 440 მ/წ-ში და ენერგიით 800 ჯოული. დღემდე ეს მუხტი ღირსეულად გამოიყურება და შესაბამისი კონსტრუქციის ტყვიით წარმოადგენს ეფექტურ თავდაცვის საშუალებას.  “.41 რემინგტონ მაგნუმი” შექმნილი 1964 წელს, როგორც ოქროს შუალედი .357 მაგნნუმსა და ზე-მძლავრ .44 მაგნუმს შორის, ის ერთი პერიოდი განიხილებოდა, როგორც იდეალური პოლიციური კალიბრი. ტიპიური მუხტი, ტყორცნიდა 14 გრაიან ტყვიას შთამბეჭდავი საწყისი სიჩქარით 480 მ/წ-ში და ენერგიით 1540 ჯოული.  სამართალდამცავებს ეგონათ, რომ ისინი ადეკვატურად იყვნენ შეიარაღებულები და მზად იყვნენ გამკლავებოდნენ ნებისმიერ საფრთხეს, სანამ 1970 წლის 5 აპრილს არ მოხდა შემთხვევა, ცნობილი, როგორც “ნიუხოლის ინციდენტი”, რომელმაც ძირეულად შეცვალა მიდგომები და შეხედულებები, როგორც პოლიციელების მომზადებაზე ასევე იმაზე თუ რითი უნდა ყოფილიყვნენ ისინი შეიარაღებულები.  ხსენებული ინციდენტისას, რუტინული შემოწმების დროს ორმა დამნაშავემ გაუხსნენს ცეცხლი კალიფორნიის გზატკეცილების პატრულის ოფიცრებს, მოკლეს ოთხი მათგანი და შეძლეს ადგილიდან მიმალვა. როგორც უკვე ვთქვი ამ შემთხვევამ გამოიწვია სერიოზული გადახედვა, როგორც პოლიციური ტაქტიკის ისევე შეიარაღების. აღმოჩნდა, რომ პირველმა ეკიპაჟმა ცადა ეჭვმიტანილების მანქანის გაჩხრეკვა სანამ მოვიდოდა დასაზღვევად მეორე ეკიპაჟი, ასვე ყუარდღება მიიქცია იმ ფქტმა, რომ პოლიციელების ცეცხლი საშტატო .357 კალიბრის რევოლვერებიდან იყო არაეფექტური (არც ერთი ტყვია არ მოხვდა სამიზნეს), ხოლო ერთ-ერთი პოლიციელი დაიღუპა, როდესაც მანქანას ამოფარებული ცდილობდა რევოლვერის გადატენვას. მოგვიანებით, პოლიციელების ცეცხლის არაეფექტურობა აიხსნა არასაკმარისი წვრთნით და იმ ფაქტით რომ წვრთნებისას ისინი იყენებდნენ სუსტ “.38 Special” ვაზნებს და არა საშტატო “მაგნუმებს” რომლებსაც ბევრად მეტი უკუცემა აქვთ. ასევე მიჩნეულ იქნა, რომ რევოლვერების სტანდარტული ტევადობამ (6 ვაზნა) და გადატენვის ხანგრძლივმა პროცედურა იყო დამატებითი ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს ასეთი სავალალო შედეგი.  “ნიუხოლის ინციდენტის” შემდეგ, რევოლვერების დღეები ამერიკლეი პოლიციის არსენალებში იყო დათვლილი.

1986 წლის კალიბრების რევოლუცია

70-ან წლებში ჯერ ამერიკაში და რამდენიმე წლის შემდეგ ევროპაში, ჩეხოსლოვაკიაში გაჩნდა პირველი დიდი ტევადობის 9მმ-ნი პისტოლეტები ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმებით, ეს იყო Smith&Wesson M59 და СZ-75.  1979 წელს შეიარაღების უნიფიკაციის მიზნით აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს Joint Service Small Arms პროგრამა, როელიც მიზნად ისახავდა 9მმ-ნი პისტოლეტის შერჩევას, რომელიც გახდებოდა სტანდარტული მოკლელულია იარაღი აშშ-ის შეიარაღებული ძალების. 1985 წლიდან ამერიკელებმა დაითხოვეს თავისი .45ACP კალიბრის 1911 და .38 კალიბრის რევოლვერები და შეიარაღებაში მიიღეს 9მმ-ნი ბერეტა 92. ამ ტრენდს აყვა ბევრი პოლიციური სამსახური და დიდი ტევადობის 9მმ-ნი პისტოლეტი გახდა სამართალდამცავების შეიარაღების ახალი პარადიგმა. შექმნილი 1901 წელს,  9×19 Parabellum ან უბრალოდ  „ლუგერი“, როგორც მას ჩვენთან ეძახიან, არ გამოიყურება შთამბეჭდავად ზემოხსენებულ რევოლვერის კალიბრებთან შედარებით.  ტიპიური მუხტები წარმოდგენილია ტყვიის სამი ძირითადი წონითი კატგორიით, 115 გრანი (7.45 გრამი), 124 გრანი (8.04 გრამი) და 147 გრანი (9.52 გრამი), თუმცა არსებობს სპეციალიზიებული და უფრო ნაკლებად გავრცელებული ოდნავ უფრო მსუბუქი და ოდნავ უფრო მძიმე ტყვიები.  დენთის მუხტი წარმოშობს წნევას  2400 ბარის ფარგლებში რაც აძლევს 124 გრანიან ტყვიას 350 მ/წ-ში საწყის სიჩქარეს და 490 ჯოულ ენერგიას. 1901 წლიდან თითქმის 80 წელზე მეტი “ლუგერი” რჩებოდა ეტალონურ სამხედრო კალიბრად პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ხოლო 70-ნი წლების ბოლოდან დაიწყო მისი გავრცელება აშშ-შიც. “ლუგერს” გააჩნია კარგი ბალანსი, ვაზნის ზომებსა და სიმძლავრეს შორის, რაც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ დიდი ტევადობის მაგრამ მსუბუქი და კომპაქტური იარაღი, რომლიდანაც სწრაფი და ზუსტი სროლის ათვისება არ იქნება რთული. მისი წარმოება ათვისებული იყო მთელ მსოფლიოში. ყველაფერმა ამან განაპირობა ამ ვაზნის დიდი პოპულარობა და მისი გავრცელება მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა ის არჩეულ იქნა, როგორც სტანდარტული ვაზნა NATO-ს ბლოკის, რამაც ავტომატურად გამოიწვია ამ ვაზნის გავრცელება NATO-ს წევრ ქვეყნების დანარჩენ ძალოვან სტრუქტურებში.

fsdfs

ილინოისის შტატის პოლიცია იყო პიონერი ამერიკელ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, 9მმ-ნი პისტოლეტების ათვისებაში. 1969 წელს ამ უწყებამ მიიღო შეიარაღებაში 9მმ-ნი Smith&Wesson M39. 

ყველაფერი შეიცვალა 1986 წლის 11 აპრილს, როდესაც მაიამიში, ფლორიდა, მოხდა შემთხვევა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ხედვები იმაზე თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე პოლიციური/სამოქალაქო თავდაცვითი ვაზნა.  იმ დღეს  FBI-ს აგენტის მიერ ეჭვმიტანილი მიმართ ნასროლი 9მმ-ნი  ტყვია მოხვდა  სამიზნეს მკერდში, რამდენიმე სანტიმეტრით ვერ მიაღწია გულამდე და მიუხედავად იმისა, რომ  ჭრილობა იყო სასიკვდილო, სანამ ეჭვმიტანილი მოკვდებოდა მან შეძლო საპასუხო ცეცხლით 2 აგენტის მოკვლა და კიდე რამდენიმეს მძიმედ დაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ აგენტებს ქონდათ ინიციატივა, მოულოდნელობის ფაქტორი და რიცხობრივი უპირატესობა, შეტაკება დასრულდა ძალიან არასახარბიელო შედეგით. ეს შემთხვევა შემდგომ იქნა ყოველმხრივ შესწავლილი და გაანალიზებული, როგორც ოფიციალური სტრუქტურების ასევე უამრავი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. ეს შემთხვევა განსაკუთრებულია იმით, რომ მოხდა ძალიან ბევრი კომპლექსური მოვლენა დროის მცირე შუალედში და მიუხეავად უამრავი სხვა ნიუანსის არსებობისა,  როგორც ჩანს ყველა თანხმდებოდა, რომ 9მმ-ანი 115 გრანიანი  “ვინჩესტერ სილვერ ტიპს”,  რომ გაევლო დამატებითი რამდენიმე სანტიმეტრი, ის მიაღწევდა გულამდე და დამნაშავე ვეღარ შეძელებდა საპასუხო ცეცხლის გახსნას და შედეგი ასეთი მძიმე აღარ იქნებოდა. გამოტანილი იქნა ლოგიკური დასკვნა, საჭირო არის ახალი, უფრო ძლიერი და ეფექტურ კალიბრი ვიდრე 9×19.

350px-Browning-HP-P35

9მმ-ნი FN  P-35 “Hi Power” და მისი მრავალი კლონები, იარაღის და კალიბრის წარმატებული კომბინაცია, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში იყო ოფიციალურად მიღებული შეიარაღებაში, ჯარში ან პოლიციაში და ამით ასევე ითამაშა როლი 9×19-ის გავრცელებაში. 

აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიური (FBI), გარდა იმისა, რომ არის მთავარი ფედერალური დონის საგამოძიებო სტრუქტურა ასევე წარმოადგენს ერთგვარ ავტორიტეტს პოლიციურ შეიარაღებაში და ამუნიციაში. ეს ორგანიზაცია მუდამ ცდის და ამოწმებს ახალ ვაზნებს და შეიარაღებას, ხოლო გამოცდების შედეგებს აცნობებს სპეციალური ბიულეტენებით ყველა სამართალდამცავ სტრუქტურას აშშ-ში.  სწორედ ეს ორგანიზაცია ჩაუდგა სათავეში ახალი კალიბრის ძიებას, რომელიც შეცვლიდა “9×19″-ს. პროცსს შეუერთდნენ ტყვიაწამლის მწარმოებლებიც და მომდევნო წლებში ბევრი ახალი და საინტერესო კალიბრი შეიქმნა.  პირველ რიგში ეს იყო FBI-ს მიერ თვადაპირველად  არჩეული როგორც “ლუგერის” შემცველი, ძლიერი და შესანიშნავი “10მმ  აუტო” და მისი უფრო მოკრძალებული ვარიანტი .40 S&W.  შემდეგ მას მოყვა უკვე მწარმოებლების ინიციატივით შექმნილი .41 AE და .357 SiG, ორივე როგორც მცდელობა მიღებულიყო მსხვილკალიბრიანი მაგნუმ რევოლვერების ეფექტურობა პისტოლეტიდან.  რა თქმა უნდა  .45 ACP, მიუხედავად იმისა, რომ ჯარმა მასზე უარი თქვა კვლავ ინარჩუნებდა ლოიალური მომხმარებლების არმიას, რომლის რიცხვები მხოლოდ გაიზარდა 9×19-ის მაიამიში “ფიასკოს” შემდეგ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რამდენადაც ლეგენდარული სტატუსი არ უნდა ქონდეს .45 ACP-ს, მისი აღიარება და პოპულარობა არასდროს არ გაცდენია ჩრდილო ამერიკის საზღვრებს. აშშ-ს გარდა მხოლოდ ნორვეგიამ და არგენტინამ მიიღო ეს ვაზნა შეიარაღებაში.

ყველა ახალი კალიბრი, იქნება ეს “10მმ აუტო”, “40S&W” თუ პისტოლეტის “მაგნუმები”, როგორიც არის .41 AE ან .357 SiG, თავიდენ ენთუზიაზმით იყო მიღებული, მაგრამ ამას სწრაფად მოყვებოდა გამოფხიზლება, როდესაც თავს იჩენდნენ ახალი კალიბრების თავისებურებები. მოგეხსენებათ ბალისტიკაში არაფერი არ არის მუქთად. მართალია გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ახალი ვაზნის კალიბრი არ ცდებოდა 10მმ-ს, შედარებით მოკლე მასრასთან ერთად ახალი იარაღებიც ინარჩუნებდნენ კომპაქტურ ზომებს და მჭიდის დიდ ტევადობას, რომელიც ერთი და იგივე ზომის ჩარჩოს შემთხვევაში ჩამორჩებოდნენ 9მმ-ან იარაღებს მხოლოდ 1-2 ვზნით. მაგრამ ამავე დროს  ყველა ამ ახალ ვაზნას ქონდა მეტი ენერგია, ხშირად მაღალი დენთის აირების წნევა, შესაბამისად იზრდება დატვირთვა კონსტრუქციაზე, უკუცემა, გასროლის ხმა, ლულის ალი არის მნიშვნელოვანი. “10მმ აუტო” ზარ-ზეიმით მიღებული  FBI-ში სმიტ&ვესონის 1076 მოდელის პისტოლეტთან, აღმოჩდა ძნელი მოსათვინიერებელი სროლისას, ხოლო პისტოლეტები ვერ უძლებდნენ ძლიერ კალიბრს და ნაადრევად გამოდიოდნენ მწყობრიდან. ეს არ არის გასაკვირი, დენთის აირების წნევა 2590 ბარს შეადგენს, ენერგია 1000 ჯოულზე მეტია . მის უფრო მოკრძალებულ ვარიანტს .40 “სმიტ&ვესონს” შეხვდა თავისი წილი პრობლემების სანამ იარაღის მწარმოებლები არ მიხვდნენ, რომ იმისთვის, რომ გამოუშვა კარგი .40 კალიბრის პისტოლეტი არ არის საკმარისი უბრალოდ აიღო 9მმ-ნი პისტოლეტი, გამოცვალო ლულა და დამაბრუნებელი ზამბარა. განსხვავებით “ლუგერისგან”, .40S&W ძალიან მგრძნობიარეა დამზადების ხარისხის მიმართ, პატარა ცდომილება მასრაში ტყვიის ჩასმის სიღრმეში და წნევა მასრის შიგნით იზრდება რადიკალურად. აღნიშნული აქტუალურია ტიპიური 180 გრანიანი ტყვიისთვის, რომელიც არის შედარებით გრძელი და ამიტომ იკავებს დიდ ადგილს მასრაში. ამის გამო ქარხნული მუხტები 180 გრანიანი ტყვიით როგორც წესი უფრო სუსტია, იმისთვის რომ გამოირიცხოს წნევის წარმოშობის პორბლემა. მიუხედავად ამისა, დღემდე მიიჩნევა, რომ .40 კალიბრის პისტოლეტები არ გამოირჩევიან ისეთი მაღალი რესურსით. როგოც იგივე მოდელის 9მმ-ნი პისტოლეტები. ცნობილი ექსპერტის დინ სპირის (The Gun Zone) კვლევა ადასტურებს ამ ვერსიას, იმით რომ აბსოლუტური უმეტესობა .40 კალიბრის იარაღის კატასტროფული დაზიანების (გახეთქილი სავაზნის) შემთხვევების მოდის სწორედაც, რომ მუხტებზე 180 გრანიანი ტყვიით. რაც შეეხება “10მმ აუტოს” მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ გამოადგა FBI-ს მას გამოუჩნდა ბევრი ახალი ქომაგი მათ შორის იყო ასევე ჯეფ კუპერიც. სამწუხაროდ იმ დროს, ჯერ მწარმოებლებს უჭირდათ არსებული “პლატფორმების” ადაპტაცია ამ ძლიერ ვაზნის მოსანელებლად, სპეციალურად ამ ვაზნისთვის მათ შორის ჯეფ კუპერის მონაწილეობით შექმნილი “Bren Ten” რიგი მიზეზების გამო აღმოჩნდა წარუმატებელი პროექტი. მხოლოდ 1991 წელს ავსტრიულმა “გლოკმა” წარმოადგინა თავისი პირველი “მსხვილ ჩარჩოიანი”  პისტოლეტი გათვლილი ამ ძლიერ ვაზნაზე, რომელიც გამოდგა ვირივით მუშა და ალბათ ეტალონური გამძლეობის მხრივ 10მმ-ნი ქარხნული წარმოების პისტოლეტი. დღმდე “10მმ აუტო” ითვლება უფრო სპორტულ და სანადირო კალიბრად მათ შორის იმის წყალობით რომ ტყვის წონა ვარირებს 135 გრანიდან 230 გრანამდე, რაც აძლევს მონადირეს საშუალებას თადავად დატენოს ტყვიები და “მოარგოს” ისინი სხვადსხვა ზომის ნადირს.

პისტოლეტის “მაგნუმ კალიბრები”

1986 წელს შექმნილი ამერიკაში, .41 AE (Action Express), უდაოდ წარმოადგენდა საინტერესო კონცეფციას. ახალი ვაზნა იყენებდა .41 მაგნუმის რევოლვერის მასრას, ვიწრო ძირით და რკალით რაც იდეაში შესაძლბელს ხდიდა ახალი კალიბრი გამოყენებულიყო 9მმ-ან პისტოლეტში, მხოლოდ ლულის და მჭიდის გამოცვლით. 170 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე 290 მ/წ-ში აღწევდა და ენერგია შეადგენდა 460 ჯოულს. სამწუხაროდ ტყვიაწამლის მწარმოებლებმა არ აიტაცეს იდეა, იმიტომ რომ იმ დროს ყველა უკვე იყო გატაცებული .40S&W-ით და მხოლოდ რამოდენიმე მწარმოებელმა გამოუშვა ამ კალიბრზე გათვლილი იარაღები. ალბათ პრაქტიკული და მასობრივი გამოყენება ამ კალიბრის სხვა პრობლემებსაც წარმოშობდა, მაგრამ ჩვენ ამას უკვე ვერასდროს ვეღარ გავიგებთ. ამ ისტორიას მოყვა გაგრძელება, როდესაც 1998 წელს ისრაელის IMI-იმ გამოუშვა 9mm Action Express, რომელიც იყენებდა იგივე მასრას, რომლის ამჯერად უფრო ვიწრო ყელში მოთავსებული იყო 9მმ-ნი ვაზნა. არც ეს ვაზნა არ გამოდგა სიცოცხლისუნარიანი, იმიტომ რომ ამჯერად” 9მმ ექშნ ექსპრესი” “დაეჯახა” ანალოგიური კონცეფციით შექმნილ .357 SIG-ს, რომლის წარმოება დაიწყო ერთი წლით გვიან,  1994 წელს. გერმანულ-შვეიცარული კომპანიის ჩანაფიქრით, ახალი კალიბრი უნდა ეფექტურობით ყოფილიყო “.357 მაგნუმის” ტოლი, რაც ხსნის კალიბრის სახელის არჩევანს. ეტალონად იყო აღებული “.357 მაგნუმის” ნაცადი მუხტი 125 გრანიანი ტყვიით საწყისი სიჩქარით 440 მ/წ-ში. საფუძვლად გამოყენებულ იქნა .40S&W-ის მასრა შევიწროებული ყელით, რომელშიც მოთავსდა 9მმ-ნი ტყვია. პრაქტიკულად იგივენაირად, როგორც ებრაელებმა განახორციელეს ეს “.41 Action Express”-ის შემთხვევაში.  ყველაზე “ცხელ” მუხტებში ტყვიის ენერგიამ მიაღწია შთამბეჭდავ 800 ჯოულს, თუმცა ტიპიურ მუხტებში ენერგია 560-600 ჯოულის ფარგლებშია. ასეთი ციფრების მიღწევა ნაწილობრის შესაძლებელი გახდა დენთის აირების მაღალი წნევის ხარჯზე, რომელიც ამ კალიბრში შეადგენს მაქსიმუმ 2750 ბარს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამიტომაც SIG_Sauer-ში არ გარისკეს და ახალ კალიბრთან ერთად გამოუშვეს მასზე გათვლილი ახალი პისტოლეტიც, P229, რომელიც წარმოადგენს P228-ის გაძლიერებულ ვარიანტს. ხვეული პინები შეიცვალა მთლიანად ფოლადის ანალოიური დეტალებით, საკეტი იყო მთლიანად ფრეზირებული რკინის ერთი ნაჭრისგან, ნაცვლად ფოლადის ფირფიტისგან დამზადებული ნაშტამპი საკეტისა ადრინდელ მოდელებში.  მიუხედავად ამისა,, ასეთი მაღალი წნევის გამო უკუცემა არის საკმაოდ დიდი, ლულის ალი დიდია და გასროლის ხმა მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას, რომ გარდა შთამებჭდავი ბალისტიკური მონაცემებისა, .357 SIG-ს აქვს დამატებითი ორი დიდი უპირატესობა.  ბოთლის ფომრის გამო ამ ვაზნის მიწოდების დროს შეფერხება პრაქტიკულად გამორიცხულია, გარდა ამისა სავარაუდოთ იგივე მიზეზის გამო, დენთის აირების წვის მაჩვენებლები ძალიან სტაბილურია, რის გამოც საწყისის სიჩქარის დევაცია (საშუალო სხვობა მაქსიმალურსა და მინიმალურ საწყის სიჩქარეს შორის) არის ძალიან მცირე, რაც ნიშნავს, რომ ვაზნა ასევე ძალიან ზუსტია. სამწუხაროდ არც ამ “მინი მაგნუმს” არ ხვდა წილად დიდი წარმატება. 20 წლის შემდეგაც,  .357 SIG-ი არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს პოპულარულ და გავრცელებულ ვაზნად. რა არის ამის მიზეზი ასე ადვილი ახსნა გამიჭირდება.   ალბათ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ არ მოხდა ამ კალიბრის მასობრივი შეიარაღებაში მიღება სამართალდამცავების და სამხერდოების მხრიდან, ეს კიდე არის წინაპირობა წარმატების ნებისმიერი პისტოლეტის კალიბრისთვის. გარდა ამისა ამ კალიბრის გამოჩენა დაემთხვა პერიოდს, როდესაც მწარმოებლებმა, როგორც იქნა აითვისეს .40S&W-ის და მასზე გათვლილი იარაღის წარმოება, რომელიც არ აფეთქდებოდა ან არ დაიშლებოდა. ასევე  “გლოკი” ახორციელებდა ბაზრის აქტიურ დაპყრობას და ყველას სთავაზოობდა თავის 9მმ-ან და .40 კალიბრის პისტოლეტებს. გარდა ამისა იყო ასევე ეკონომიკური ფაქტორიც,  “.357 SIG” იყო უფრო ძვირადღირებული და შემდგომში დაბალი მოთხოვნის გამო, ფასი მასზე მხოლოდ იზრდებოდა. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ სხვაგვარად მშვენიერი კალიბრი კვდება ნელი სიკვდილით.

და .45?

შექმნილი მე-20 საუკუნის დასაწყისში, .45 ACP თავიდანვე იქმნებოდა მაღალი ტერმინალური ბალისტიკის მისაღწევად, აქიდან მთლიანად გარსით დაფარული ტყვიის დიდი კალიბრი და წონა. მიუხედავად იმისა, რომ  .45-მა არ ნახა გავრცელება პრაქკულად არსად ამერიკის გარდა, მანდ ამ კალიბრმა მიაღწია კულტის სტატუსს. .45 თითქმის ისეთივე ასაკოვანი, როგორც “ლუგერი” და მისი პოპულარობა არა თუ მცირდება პირიქით იზრდება. .45 კალიბრის იარაღს უკვე უშვებენ ევროპაშიც და აზიაშიც, არამგონია ის აღმოჩნდეს სადმე შეიარაღებაში, მაგრამ სამოქალაქო ბაზარზე მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდება.  მასში გამოყენებულია იმ პერიოდისთვის ტიპიური, დაბალწნევიან (1400 ბარი) დენთი, რის გამოც დიდ .45 კალიბრის პისტოლეტებს აქვთ ძალიან დიდი რესურსი, იგივე მიზეზის გამო ეს კალიბრი სენსიტიურია ლულის სიგრძის მიმართ და სიგრძის შემცირების შემთხვევაში ხდება საწყისის სიჩქარის მკვეთრი შემცირების.  ასევე სტანდარტულ 230 გრანიანი მუხტში, ტყვიას აქვს ზებგერითზე დაბალი სიჩქარე, შესაბამისად მაყუჩიანი იარაღის გამოყენებისას არ არის საჭირო საწყისი სიჩქარის შემცირება და შესაბამისად ბალისტიკის ხელოვნურად დეგრადირება.  რა თქმა უნდა არის რიგი ფაქტორების, რაც ზღუდავს. .45 ACP-ის პოპულარობას.  .45 კალიბრის ვაზნა არის დიდი, გარდა იმისა, რომ ვაზნა მსხვილია, ასევე მასრის სიგრძე არის მნიშვნელოვანი, 22.8მმ. შესაბამისად იარაღი მასზე გათვლილი ასევე იქნება მსხვილი ხოლო ტევადობა იქნება პატარა. ყველაფერი ეს შედარებით დიდ უკუცემასთან და მაღალ ფასთან ერთად არის ის ფაქტორები, რომლებიც ზღუდავენ .45-ის პოპულარობას. არსებობს კიდევ ერთი ტენდენცია, როელიც გამოიხატა ბოლო დროს. ქალების რაოდენობა სამართალდამცავებში, სამოქალაქო მსროლელებში და ჯარში იზრდება წლიდან წლამდე შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ახალი საშტატო იარაღის არჩევისას. ქალი მოსამსხურეებისათვის  მსხვილი .45 კალიბრის პისტოლეტის ათვისება რთულია.  თუ .45 კალიბრის პისტოლეტი ერთ რიგიანი მჭიდით ჯერ კიდევ შეიძლება იყოს მეტნაკლებად კომპაქტური, .45 კალიბრის პისტოლეტი ორ რიგიანი მჭიდით მოეჩვენება დიდი მამრობითი სქესის მსროლელების დიდ პროცენტს.  ასევე არ წყდება დებატები “ტევადობა VS კალიბრი” და როგორც ჩანს კიდევ დიდიხანი და ალბათ არასდროს მსროლელები, პოლიციელები და სამხედროები ვერ მივლენ საერთო აზრამდე, რა უფრო ჯობია, უფრო სუსტი კალიბრის მეტი ვაზნა იარაღში თუ პირიქით. მიუხედავად ამისა, ჩემი მოკრძალებული აზრით მაინც სასწორი იხრება სწორედაც, რომ 9მმ ნი პისტოლეტების სასარგებლოდ, დიდი ტევადობის მჭიდებით, რა თქმა უნდა იმ პირობით რომ შიგნით დევს პრემიუმ კლასის, ქუჩაში გამოცდილი თავდავვითი ვაზნები.

გასტონ გლოკის წარუმატებელი რევოლუცია

ვინ თუ არა გასტონ გლოკი ყველაზე კარგად ხედავდა პერსპექტივებს, განვითარების ტენდენციებს და ასევე მშვენივრად უგებდა სამხედროების და პოლიციელების სურვილებს. ამ კომპანიაში კარგად ესმოდათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მსროლელების ნაწილი დარჩებოდა დიდი და მძლავრი .45 კალიბრის ლოიალური “მომხმარებელი”, ამიტომაც, როდესაც ცხადი გახდა, რომ “10მმ აუტო” გახდა წარუმატებელი წამოწყება და FBI ამ ვაზნას დიდხანს არ გაიჩერებდა, გლოკმა სწრაფად მოახდინა 10მმ-ნი “Flock 20″-ის გარდაქმნა .45 კალიბრის “Glock 21″-ად. ახალი პისტოლეტი თავისთავად იყო წარმატებული პროდუქტი, 13 ვაზნით მჭიდში ის უფრო მსუბუქი იყო ვიდრე ამერიკელებისთვის საბრძოლო პისტოლეტის ეტალონი, 8 ვაზნიანი M1911. შემდეგ 97 წელს გლოკმა გამოუშვა სუბ-კომპაქტური მოდელი “Glock 30″, რომელსაც 99 წელს მოყვა ყველაზე განსხვავებული გლოკის პისტოლეტი, .45 კალიბრის “Glock 36″. გაბარიტების შემცირების მიზნით, პისტოლეტს ქონდა გლოკისთვის უჩვეულო ერთ რიგიანი მჭიდი, ასევე მაქსიმალურად შემცირდა პისტოლეტის ჩარჩოს და საკეტის სისქე.  ასევე სტანდარტულ “დიდი ზომის” ჩარჩოს დაემატა მოდელი SF (short frame), სადაც შემცირდა მანძლი სასხლეტამდე და პისტოლეტი ოდნავ უფრო მოსახერხებელი გახდა მსროლელებისთვის პატარა ხელებით, მაგრამ გლოკისთვის ესეც არ იყო საკმარისი.  მას სურდა .45 კალიბრის დიდი ტევადობის პისტოლეტი, რომელიც იქნებოდა იგივე გაბარიტების, რაც 9მმ-ნი “გლოკი”. 2003 წელს ოცნება გახდა რეალობა და გლოკმა წარმოადგინდა ССI/Speer-ის დახმარებით შექმნილი ახალი კალიბრი სახელად .45 GAP (Glock Automatic Pistol) და სამი ახალი პისტოლეტი გათვლილი ამ კალიბრზე, სტანდარტული, კომპაქტური და სუბკომპაქტური მოდელები. იმის თქმა,  რომ .45 GAP არის იგივე .45 ACP, უბრალოდ 3.6mm-ით უფრო მოკლე მასრით იქნება არასწორი. სინამდვილეში ორივე კომპანიამ დიდი დრო და ფული დახარჯეს ახალი მასრის შექმნაზე, რომელიც დაიტევდა საკმარის დენთს, რომ ბალისტიკა ყოფილიყი .45ACP-ის იდენტური, თუმცა ახალი კალიბრის სტანდარტული მუხტის წნევა გაუტოლდა .45ACP +P წნევას. მიუხედავად ამის, მიზანი მიღწეული იყო და მოკლე მასრის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა სტანდარტული ზომის ჩარჩოს გამოყენება. გლოკის პროგრამა-მაქსიმუმი იყო შემდეგი, მისცეს საშუალება პოლიციის დეპარტამენტებს ამოიღონ ბუდეებიდან 9მმ-ნი და .40 კალიბრის “გლოკები” და ჩადონ შიგნით ახალი .45 კალიბრის “გლოკები”. მერე,  როგორც წესი სამოქალაქო მსროლელები უყურენბე და იმეორებენ იმას რასაც აკეთებს ჯარი და პოლიცია, შესაბამისად წარმატება იქნებოდა გარანტირებული ბაზრის ორივე სეგმენტში.  რეალურად ყველაფერი ცოტა სხვაგვარად განვითარდა. “გლოკიც” და “სპირიც” იმსახურებენ ქებას ასეთი ამბიციური პროექტის მეტ წილად წარამტებულად განხორციელებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ მორიგი გლოკის რევოლუცია არ შედგა. პირველ რიგში, მაღალი წნევის გამო, საჭირო გახდა უფრო მსხვილი საკეტის გამოყენება ვიდრე 9მმ-ან “გლოკებში”.  პისტოლეტი ასეთი საკეტით საშტატო 9მმ-ნი გლოკის ბუდეში აღარ ჩადიოდა. ვიწრო ჩარჩოს და სქელი საკეტის გამო, ახალ გლოკებს საკმაოდ სპეციფიური იერსახეც ქონდათ. ხმაურიანი დებიუტის შემდეგ, აჟიოტაჟი ახალი კალიბრის ირგვლივ მალევე ჩაცხრა. ჯორჯიას შტატის პოლიციამ მიიღო შეიარაღებაში .45 GAP კალიბრის გლოკები, ფლორიდის, ნიუ იორკის ცალკეულმა სამსახურებმა შეიძინეს ეს პისტოლეტები, მაგრამ ფართომასშტაბიან ჩანაცვლებას ადგილი არ ქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი მოთხოვნა ახალ კალიბრზე არ წარმოიშვა, ამუნიციის და “რელოუდინგის” მოწყობილობების მწარმოებლებმა ასევე არ იჩქარეს წარმოების მოცულობების გაზრდა. ამან განაპირობა მაღალი ფასი ახალ ვაზნაზე. ამის გამო, იარაღის მწარმოებლებმაც არ იჩქარეს ამ კალიბრზე იარაღების გამოშვება, “სპრინგფილდმა” და “პარა ორდნანსმა” გამოუშვეს პისტოლეტები ახალ კალიბრზე და რამდენიმე წელიწადში ზედმეტი ხმაურის გარეშე შეწყვიტეს მათი წარმოება. როგორც ჩანს “გლოკი” მაინც ყიდის საკმარისი რაოდენობის იარაღებს, იმიტომ რომ მოდელები 37, 38 და 39 წარმოდგენილია მეოთხე თაობის შესრულებით და უნდა ველოდოთ რომ ასევე გამოვა ეს პსტოლეტები მე-5 თაობის შესრულებით. ასე, რომ .45 GAP არის კარგი ვაზნა, მაგრამ შეუძლებელია ასე უცბათ გადმოაგდო პედესტალიდან კალიბრი, რომელიც იქ 90 წელია იმყოფება.

glock3700

სრული ზომის Glock 37, ასეთი რაკურსიდან კარგად ჩანს უფრო მსვილი საკეტის ფორმები

მივესალმოთ  “+p”-ს.

90-ნი წლების დასაწყისში, ამუნიციის მწარმოებლები შეეცადნენ გაეუმჯობესებინად ბებერი კალიბრების შესაძლებლობები, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ფონზე. ასე გაჩნდა სტანდარტულზე უფრო “ცხელი” მუხტები ინდექსით +p (+ pressure, + წნევა) . ასე მაგალითად “ლუგერში” შესაძლებელი გახდა დენთის აირების წნევის გაზრდა 2400 ბარიდან 2600 ბარამდე. 124 გრანიანი ტყვიის საწყის სიჩქარეს დაემატა 20 მ/წ-ში ხოლო ენერგიას დამატებით 60-70 ჯოული. გარდა ამისა გაჩნდა ასევე ე.წ. “+P+” მუხტები, რომელზეც ოფიციალური სტანდარტი არ არსებობს , მაგრამ ითვლება რომ ასეთი მუხტები დამატებით 15% მეტ წნევას ქმნიან, შესაბამისად ტყვიას აქვს კიდე უფრო მეტი საწყისი სიჩქარე და ენერგია.  მოდერნიზაციის რეზერვი სრულად იქნა გამოყენებული. რა თქმა უნდა მეტი წნევა ზრდის დატვირთვას იარაღზე და ამცირებს  მის რესურს, ხოლო ძველი გამოშვების იარაღში საერთოდ აკრძალულია +p ვაზნების გამოყენება, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელია ვარჯიში სტანდარტული (უფრო სუსტი და იაფი) ვაზნებით ხოლო კვალიფიკაციის გავლა და რეალური გამოყეენება +P ტიპის მუხტებით. ამჟამად უმეტესობა იარაღის მწარმოებლების უშვებენ იარაღებს, რომლებიც თავიდანვე გათვლილია +p ტიპის ვაზნების რეგულარულ გამოყენებაზე.

ასევე 90-ან წლებში, როგორც ჩანს ჩამოყალიბდა საერთო აზრი, რომ იდენტური ტიპის ვაზნების შორის ტერმინალურ ეფექტურობაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს ტყვიის კონსტრუქცია (კონტროლირებადი ექსპანსიით) იმიტომ, რომ ყველა პისტოლეტის კალიბრი ახლოს დგას ერთმანეთთან და რადიკალური სხვაობა ენერგიაში მათ შორის არ აის, გარდა ამისა ყველაზე ძლიერი პისტოლეტის კალიბრი ბევრად უფრო სუსტია ვიდრე ყველაზე სუსტი შაშხანის კალიბრი.  შესაბამისად მწარმოებლებმა დააჩქარეს უფრო დახვეწილი კონსტრუქციის ტყვიების შექმნა, რომლებიც აღწევდნენ უფრო ღრმად და ტყვიის გაშლა ხდებოდა უფრო საიმედოთ. სწორედ 90-ან წლებში შეიქმნა რემინგტონის “Golden Saber”,  ვინჩესტერის “Black Talon”, ცოტათი უფრო ადრე 1988 წელს, ისევ და ისევ FBI-ის მოთხოვნით შექმნილი ფედერალის “Hydra Shock”.  ყველა ეს და მათზე დაფუძნებული ტყვია, დღემდე გამოიყენება პრემიერ კლასის თავდაცვით ამუნიციაში.  ასე, რომ +P მუხტების და ახალი კონსტრუქციის ტყვიების გამოჩენამ მინიმუმამდე შეამცირა სხვობა დამსახურებულ ვეტერანებსა და ახალბედებს შორის და კონკრეტულად “ლუგერის” შემთხვევაში პრაქტიკულად ახალი სიცოცხლე მისცა ამ კალიბრს. უმეტესობა პოლიციური სამსახურების, რომლებიც შეიარაღებულია 9მმ-ნი პისტოლეტებით, იყენებენ პრემიუმ კლასის +p კატეგორიის თავდაცვით მუხტებს.

“ისტორიული სამართალი” აღდგა 2015 წელს, როდესაც FBI-მ გამოაცხადა, რომ ის უბრუნდება “9მმ ლუგერს”.  ამას წინ უძღვოდა თითქმის 8 წლიანი ტესტების და კვლევების პერიოდი, რის შედეგადაც “ბიურო” დარწმუნდა რომ თანამედროვე 9მმ-ნი თვადაცვითი მუხტები ბოლომდე აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს.

9mmsdf

თანამედროვე ექსპანსიური ვაზნები მინიატურული ტექნოლოგიური შედევრებია

2376fc582ffa44ad4669f3355a27bb23

ამ სურათიდან კარგად ჩანს როგორ ხდება ჭრილობის არხის ფორმირება და რა გავლენა აქვს ტყვიის ფორმას ამაზე. ეს სურათი ადასტურებს რომ მრგვალთავიანი ტყვია არის ყველზე ცუდი, ოპტიმალური ტერმინალური ეფექტის მიღწევის თვალსაზრისით. შესაბამისად კალიბრის დიამეტრის და ენერგიის ზრდას ისეთი ეფექტი არ აქვს, როგორიც მიიღწევა ტყვიის ექსპანსიით (გაშლით). 

სხვა ალტერნატივები

რა თქმა უნდა მოკლელულიანი კალიბრების ევოლუცია არ შემოიფარგლება მხოლოდ დასახელებული სახელებით. არის ბევრა სხვა ვაზნა, საინტერესო და არც, უბრალოდ მე გიამბეთ ისეთებზე, რომლებმაც რაღაცა შეცვალეს, შეიტანეს წვლილი ევოლუციაში და ასევე დღემდე შესაძლებელია ამ კალიბრების იარაღების შეძენა. არის კიდე მთელი რიგი შედარებით ნაკლებად ცნობილი კალიბრების, ქარხნული წარმოების და ე.წ. “ვაილდ კატები”. ეს არის მაგალითად ვეებერთელა .50 GI, .45ACP სტეროიდებზე – .45 Winchester Magnum, ენერგიით 1700 ჯოული. ასევე 9mm Automatic – სწორკედლიანი 9×19, რომლის მწარმოებლები ირწმუნებიან რომ ამის წყალობით ის უფრო საიმედოთ მიეწოდება სავაზნეში და თუნდაც სულ ცხელ-ცხელი და მძლავრი  7.5მმ-ნი 7.5 FK 27მმ-ნი (!!!).  მასრით. ყველა ეს კალიბრი განეკუთვნება ეკზოტიკას და არც ერთს არ აქვს ნამსახურების სია, რომელიც დაადასტურებდა მათ ეფექტურობას ქუჩაში ცოცხალი სამიზნეების წინააღმდეგ. ეს კალიბრები ხელმისაწვდომოა მხოლოდ მსროლელებისთვის ძალიან სქელი ჯიბით და ამიტომ ნაკლებ ინტერესს წარმოადგენენ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.

1qpW4

იარაღის მწარმოებლები წავიდნენ სხვა გზით, შეეცადნენ რევოლვერების ძლიერი კალიბრების ინტეგრირება ავტომატურ პისტოლეტებში. ეს გამოდგა თამამი მაგრამ მეტ წლად წარუმატებელი გადაწყვეტილება, ასეთი პისტოლეტები იშვიათია და ითვლება ეკზოტიკად. სურათზე არის “.357 მაგნუმის” კალიბრის Coonan Inc-ის პისტოლეტი, შედარებისთვის .45 კალიბრის 1911-ის გვერდით. 

რა ხდება ჩვენთან? 

სამწუხაროდ საქართველოში ამ რევოლუციამ თავდაცვით კალიბრებში, ჩაირა შეუმჩნევლად. აქ, უმეტესობა მომხმარებელს კვლავ ჯერა რომ „დუმ-დუმები“ (ჟარგონული დასახელება ექსპანსიური ვაზნების, მოდის ინდური კალაქის დასახელებიდან, სადაც ბრიტანელებმა მე-19 საუკუნის 80-ან წლებში დაიწყეს .303 კალიბრის რბილთავიანი ტყვიების წარმოება) აკრძალულია კანონით და მათი გამოყენება არ შეიძლება.  სამართალდამცავები იყენებენ სტანდარტულ მუხტებს,  მთლიანად გარსით დაფარული 115 და 124 გრანიანი ტყვიებით, ყველაზე უარესი არჩევანი, რაც კი შეიძლება გააკეთო.   სხვადასხვა „ელიტურ“ დანაყოფებში, პერიოდულად ჩნდება პატარა პარტიები ექსპანსიური ვაზნების და მერე მალევე ქრება, არანაირ სელექციაზე და საუკეთესო მუხტების შეძენა-მომარაგებაზე ლაპარაკი არ არის. ვისაც ესმის, გულმოდგინედ უვლიან და ინახავენ ასეთ ვაზნებს, გადამწყვეტი ბრძოლისთვის.  იარაღის მაღაზიებში ექსპანსიური ვაზნები არის ძალიან დიდი იშვიათობა და მათი იმპორტირება პრაქტიკულად არ ხდება. უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში, მაგალითად ექსპანსიური 9მმ-ნი ვაზნების იმპორტირება მეტ ნაკლები მნიშვნელოვანი რაოდენობით პრაქტუკულად არ მომხდარა. სულ გვხვდება ორი მუხტი,  PMC-ის წარმოების 115 გრანიანი ექსპანსიური ტყვიით და ძალიან მოკრძალებული „ვინჩესტერის“ მუხტი, 147 გრანიანი ექსპანსიური ტყვიით. ერთი წლის წინ უმნიშვნელო რაოდენობით შემოვიდა ამერიკული „ჰორნადის“ მუხტი ექსპანსიური ვაზნით, რომლის ფასი იყო უბრალოდ აბსურდულად მაღალი, 6.5 ლარი ერთ ცალში! სულ ეს არის.

სხვა საქართველოში ნაკლებად გავრცელებული კალიბრების შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს  არა თუ თავდაცითი მუხტების არსებობა, საერთოდ ნებისმიერი ტიპის ვაზნის შეძენა. უკანასკნელ წლებამდე მაღაზიებში არარეალური იყო გეპოვათ .40S&W, .357 SIG ან 10mm Auto. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში კალიბრების ასორტიმენტი გაიზარდა. მანამდე, წყვეტა მიწოდებაში თუნდაც ყველაზე პოპულარული კალიბრების, იყო ჩვეულებრივი ამბავი.

ეკონომიკური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში თუ რამდენად კომერციულად წარმატებული აღმოჩნდება ახალი კალიბრი.  არ არის დიდი საიდუმლოება, რომ ვაზნების ფასი საქართველოში ყოველთვის იყო გაბერილი და რამდენჯერმე აღემატებოდა მათ რეალურ ღირებულებას. მაგალითად 50 ცალი .22 კალიბრის ვაზნის ღირებულება  ფრანკონიას კატალოგით არის 15 ლარი, დიდი რაოდენობით შეძენის შემთხვევაში (10 კოლოფი და მეტი) ფასი ჩამოდის 10 ლარამდე. იგივე ვაზნების ერთი კოლოფი საქართველოში ღირს 32 ლარი. იგივე ეხება 9მმ-ან ვაზნას. ევროპაში ერთი კოლოფი (50 ცალი) ღირს დაახლოებით 35 ლარი. იგივე მწარმოებლის ვაზნების ერთი კოლოფი საქართველოში ჯდება 75 ლარი. თუ ავიღებთ ამერიკის ფასებს სხვაობა გახდება უკვე პრაქტიკულად სამმაგი. ეს არის ძალან დიდი სხვოაბა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო 10-ჯერ უფრო ღარიბია ვიდრე აშშ. პრობლემა უარესდება იმით, რომ მაღაზიები უმატებენ ფასს იშვიათ კალიბრებს (იშვიათს აქ მაგრამ არა იქ) და ეს პრაქტიკა არის ძალიან უსამართლო საბოლოო მომხმარებლის მიმართ. მაგალითად ევროპაში  .30 კალიბრის 20 ვაზნიანი კოლოფი თითქმის ერთი ფასი ღირს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება .308 Win, 7.62X54r თუ 30-06. ფასი საშუალოდ იქნება 1,20 ევრო ერთ ვაზნაში. ჩვენთან პირიქით, .308-ს ან რუსულ 7.62-ს ეღირება 3.5-4 ლარი ხოლო შედარებით იშვიათ 30-06-ს უკვე ეღირება 5-7 ლარი.  არჩევანიც არის გარდა იმისა, რომ საკმაოდ მწირი, ასევე მიწოდება წყდება დიდი დროის ინტერვალით ან სამუდამოდ, რაც მოკლელულიანი იარაღის შემთხვევაში დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ გრძელლულიან იარაღში ეს შეიძლება დიდი პრობლემა იყოს. მსროლელი ვერ შეძლებს მისი შაშხანისთვის  ყველაზე ზუსტი მუხტის შეძენას და ასვე მოუწევს იარაღის ხელახალი მისროლა ახალი მუხტით, რაც ზედმეტ ხარჯს ნიშნავს.  ვაზნების მომარაგება ასეთი ფასების კვალობაზე, ნიშნავს საკმაოდ დიდი თანხის გაღებას, რისი საშუალებაც ამ ღარიბ ქვეყანაში უმრავლესობას უბრალოდ არ აქვს.

პრობლემის გადაწყვეტა იქნებოდა “რელოუდინგი” ანუ ვაზნების საკუთარი ძალებით დამზადება, რაც გარდა უველა სხვა უპირატესობისა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ვაზნის ღირებულებას. მაგრამ საქართველოში “რელოუდინგი” კანონგარეშეა, იმიტომ რომ თავის დროზე შესაბამისი კანონი დაიწერა არაკომპეტნტური პირების მიერ, რომლებმაც ჯერ დააწესეს ვაზნების დამზადებაზე ლიცენზია, სალიცენზიო პირობები და მოსაკრებელი რითიც ეფექტურად გამორიცხეს ვაზნების წარმოების დაწყება საქარათველოში და შემდგომ დაავიწყდათ პატარა ჩანაწერის გაკეთება, რისი წყალობითაც ჩვენ მივიღეთ მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც მეწარმეებთან ერთად კერძო პირებსაც აეკრძალათ პირადი მოხმარებისთვის  ვაზნების დატენვა, არა და “რელოუდინგი’ მიღებული პრაქტიკაა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში სადაც დაშვებულია სამოქალაქო იარაღი ფლობა.

რადგან ეს სტატია ეხება მოკლელულიანი იარაღის თემას, რომელიც ირონიულად კლასიფიცირდება საქართველოში, როგორც სამოქალაქო-თავდაცვითი იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვა ამ საშუალებებით არის გარკვეული კატეგორიების ჩინოვნიკების  პრივილეგია, მე შემიძლია შემდეგი რჩევის მიცემა. თუ თქვენ გადაწყვიტეთ მოკლელულიანი იარაღის შეძენა, სერიოზულად იფიქრეთ უფრო ძლიერ კალიბრზე გათვლილი პისტოლეტის შეძენაზე ვიდრე ჩვენთან გავრცელებული 9×19. თუ არ არის საშუალება შეიძინო თავდაცვითი მუხტი, ერთადერთი გზა რჩება კალიბრის და ენერგიის ზრდა. 9მმ-ნი ვაზნა მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით არის არაეფექტური მუხტი. 9მმ-ნი ვაზნიის სიიაფე ანუ ეკონომიკური ფაქტორი გადადის მეორე პლანზე იმის გათვალისწინებით, რომ პისტოლეტს სახლიდან ვერ გაიტანთ. .40 და .45 კალიბრის ვაზნები, ღირს 2.3-3 ლარი რაც არ არის ცოტა მაგრამ შესაძლებელია 150-200 ვაზნის შეძენა, რომ არ ინერვიულოთ შეფერხებებზე მიწოდებაში. იყიდეთ კარგი ბუდე. და ივარჯიშეთ, სახლში მშრალად, ეირსოფტით, პნევმატიკით, ტირში ნქირავები იარაღით, მაგრამ ივარჯიშეთ.  დიახ, დღეს შეიძლება იარაღის ტარება აკრძალული გაქვთ კანონით, მაგრამ კანონები იცვლება ან მათი მოქმედება წყდება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც დროის მანძილი შედარებითი სიწყნარიდან მასშტაბურ კრიზისამდე შეიძლება იყოს ძალიან მოკლე, რამდენიმე საათი. ასე ერთ დღეს, ჩვენ ვქეიფობდით სუფრაზე და მეორე დილას დაიწყო ომი და ნახევარი სუფრა აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე. თუ კრიზისი გაგრძელდა, 150-200 ვაზნა იქნება საკმარისი, პისტოლეტი არის დამხმარე, უკანასკნელი შანსის იარაღი და რამდენი უკანასკნელი შანსი უნდა “დადგეს” რომ 200 ვაზნა გახარჯოთ? აუცილებლად მოკლელულიან იარაღთნ ერთად უნდა ქონდეთ ძირითადი იარაღი, კარაბინი, ქვეყანაში და რეგიონში გავრცელებულ ვაზნაზე, ვაზნების დიდი მარაგით. იფიქრეთ ამაზე და იყავით მზად ყველანაირი სცენარისთვის.