Archive for the ‘ტაქტიკა და პრაქტიკა’ Category

ტაქტიკური გადატენვა– tactical reload

Thursday, May 24th, 2012

ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მოკლე ექსკურსი იმაში რაც წარმოადგენს პისტოლეტის ფლობის საბაზისო ტექნიკის ნაწილს. ლაპარაკია ავტომატური პისტოლეტის ტაქტიკურ გადატენვაზე.  განსხვავებით სწრაფი გადატენვისგან (speed reload) ეს ტექნიკა არ გულისხმობს ცარიელი იარაღის გადატენვას, ის გულისხმობს გარკვეულ მომენტში ნაწილობრივ დაცლილი მჭიდის სავსე მჭიდით შეცვლას.

სტატისტიკა არ იტყუება და გვეუბნება ჩვენ, რომ უმეტესობა შეტაკებების (იგულისხმება თავდაცვის შემთხვევები მოკლელულიანი იარაღის გამოყენებით) გრძელდება რამოდენიმე წამი და ხდება ძალიან ცოტა გასროლა, რის შემდეგ ერთი მხარე იგებს ან პირველი კონტაქტის შემდეგ ისინი უბრალოდ “იშლებიან” და დაპირისპირებაც სრულდება. ჯეფ კუპერიც იძახდა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეთ 6 ვაზნით, რა გაფიქრებინებთ იმას რომ იგივეს მიაღწევთ შემდეგი 6 ვაზნით? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სროლის ტექნიკის ეს ნაწილი თქვენთვის, თქვენი გადასაწყვეტია.  მაგრამ ლოგიკურია, რომ თუ ატარებთ სათადარიგო მჭიდს, არ იქნება ურიგო ეს ტექნიკაც აითვისოთ. მე მექმნება შთაბეჭდილება მსროლელზე ასევე მათ შორის იმაზე დაკვირვებით თუ როგორ ტენის ის იარაღს. თუ ეს ხდება სწრაფად მინიმალური მოძრაოებებით ესეიგი საქმე მაქვს თავისი საქმის მაღალი კლასის ოსტატთან.

შეიძლება იფიქროთ, რომ რა არის რთული პისტოლეტში მჭიდის გამოცვლაში მაგრამ გაითვალისწინეთ ის გარემოება რა გარემოებაშიც მოგიწევთ ტაქტიკური გადატენვის განხორციელება. ტაქტიკური გადატენვა გახდება საჭირო მას მერე რაც მოხდა შეტაკება აგრესიულ მოწინააღმდეგესთან. სამოქალაქო პირისთვის ასეთი ტიპის შეტაკება ნიშნავს პირის პირ ახლო და უშუალო კონტაქტს აგრესორთან. რამოდენიმე წამის წინ თქვენი სიცოცხლე იყო უკიდურესი საფრთხის ქვეშ, შესაძლებელია თქვენ პირველად ესროლეთ ცოცხალ ადამიანს, შესაძლებელია ის მოკალით ან თქვენ დაჭრილი ხართ. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ასეთი სიტუაცია წარმოადგენს უდიდეს სტრესს. ბუნებრვია ასეთ სიტუაციაში თქვენი ემოციური მდგომარეობა იქნება რბილად, რომ ვთქვათ არასტაბილური ხოლო გამოყოილი ადრენალინი გაართულებს მოძრაოებების კოორდინაციას. ასეთ მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაში ყოფნისას ტაქტიკური გადატენვა შეიძლება გახდეს შესასრულებლად ძალიან რთული მოქმედება. შესაბამისად აქიდან გამომდინარე პრაქტიკა ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოძრაობები უნდა იყოს დაყვანილი ავტომატიზმამდე და ეს ძალიან მნიშვნელოვნია. ვიმეორებ ლაპარაკია კომპლექსურ ქმედებაზე, რომელიც სავარაუდოთ უნდა განხორციელდეს უკიდურესი სტრესის პირობებში.

რაც შეეხება ტექნიკას აქ ისევ და ისევ უნდა ავღნიშნო, რომ ტაქტიკური გადატენვა მოითხოვს რამოდენიმე შედარებით რთული მოძრაობის შესრულებას, მაგალითად ორი ხელით სამი ნივთით „ჟონგლირებას“: სავსე მჭიდი, ცარიელი მჭიდი და იარაღი. ტაქტიკური გადატენვისას, სწრაფი გადატენვისგან განსხვავებით მჭიდი, რომელიც იცვლება არ იკარგება, იმიტომ რომ მასში რჩება ვაზნები და ამ მჭიდის მოგვიანებით გამოყენება შეიძლება გახდეს საჭირო. ეს პირობა კიდე უკვე მნიშვნელოვნად ართულებს ყველაფერს. ყველაზე იოლი ხერხი განახორციელოთ ტაქტიკური გადატენვა არის უბრალოდ ამოიღოთ იარაღიდან სავსე მჭიდი ჩაიდოთ ის ჯიბეში, შემდეგ პაუჩიდან „ამოაძროთ“ ახალი მჭიდი და მოათავსოთ ის იარაღში. ეს მარტივია, ადვილია სასწავლებლად მაგრამ აქვს ერთი დიდი მინუსი – დრო. ასეთი მეთოდი გაცილებით უფრო ხანგრძლივია ვიდრე სხვა შედარებით რთული მეთოდები.

მეორე მეთოდი, როგორც უკვე ვთვქი არის უფრო კომპლექსური და გულისხმობს ერთდროულად სავსე მჭიდის ამოღებას და მაგით ნახევრად დაცლილი მჭიდის გამოცვლას. ეს მეთოდი და ზოგადად  ტერმინი „ტაქტიკური გადატენვა“ შემოიღო ჩაკ ტეილორმა და მანვე პირველად დაიწყო ამ ილეთის სისტემატიზირება და სწავლება 1981 წლიდან.

ტაქტიკური გადატენვის ალგორითმი არის შემდეგი: 1) დამხმაარე ხელით იღებთ პაუჩიდან ახალ მჭიდს და მიგაგქვთ ის იარაღთა; 2) იგივე ხელში ათავსებთ ნახევრად სავსე მჭიდს იარაღიდან; 3) ათავსებთ სავსე მჭიდს იარაღში; 4) აბრუნებთ ნახევრად სავსე მჭიდს ჯიბეში ან ცარიელ პაუჩში.

 

სიტყვებზე უკეთესად ამას აგიხსნით ეს ილუსტრაცია რომელიც მე “ავაწყვე” ილუსტრაციებით წიგნიდან Tactical Pistol Shooting. Mike Pannone and Erik Lawrence.

ილუსტრაციაზე უკეთესად ამას აგიხსნით ეს ვიდეო

წლების განმავლობაში ჩაკ ტეილორი და სხვა ინსტრუქტორებიც ასწავლიდნენ ამ მეთოდს მანამ სანამ პრაქტიკამ არ აჩვენა, რომ ერთ ხელში ორი მჭიდის მოთავსება თითებს შორის არ არის ყოველთვის ეფექტური. ხელები კანკალებს, ხელები ოფლიანია, მჭიდების საიმედო კონტროლი მხოლოდ ერთი ხელით აღმოჩნდა რთული. ამის შედეგად ჩაკ ტეილორმა შეცვალა ტექნიკა და ამჯერად ახალი ტექნიკის მიხედვით ნახევრად სავსე მჭიდი თავსდებოდა არა დამხმარე ხელში არამედ სასროლო ხელში. ერთის მხრივ ეს უფრო ადვილია, მაგრამ ამავე დროს სროლის განხორციელება სავაზნეში დარჩენილი ვაზნით გართულებულია. უახლეს სასწავლო ვიდეოში, რომელიც კომპანია Magpul-მა გამოუშვა ტეილორის პირველი მეთოდია აღწერილი.

ამ ილუსტრაციებიდან კარგად ჩანს სხვაობა ტეილორის ორ ტექნიკას შორის.

მე დავასახელე მხოლოდ სამი ტექნიკა, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ არის სხვებიც. თქვენ თვითონ აირჩიეთ რა მუშაობს თქვენთვის.

ტაქტიკური გადატენვის სისწრაფის თვალსაზრისით ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს აღჭურვილობის ელემენტი, რომელსაც აქამდე ალბათ ძალიან ცოტა ყურადღებას ანიჭებდით. ვგულისხმობ სათადარიგო მჭიდის „პაუჩს“. აღჭურვილობის ამ ელემენტის არ არსებობა მნიშვნელოვმად გაზრდის ტაქტიკური გადატენვის დროს. გარდა ამისა პაუჩში შენახული მჭიდი გაცილებით უფრო ნაკლებად დაბინძურდება და ასე ვთქვათ დაცული იქნება გარეშე ზემოქმედებისგან.

ჩემი და არა მარტო ჩემი არჩევანი არის ვერტიკალურად განლაგებული სინთეტიკური პაუჩი ღია ზედა ნაწილით. ასეთი პაუჩი არის მსუბუქი, გამძლე და ძალიან სწრაფი. სურათზეა სწორედ ასეთი მოდელი JM Custom-ისგან არის ასახული.  სქელი ტყავისგან დამზადებული პაუჩი ასევე კარგად მუშაობს.

არსებობს ასევე მაგალითად ასეთი მოდელი, ჰორიზონტალურად განლაგებული, წარმოებული Dale Fricke–ს მიერ. არჩევანი დიდია და აირჩიეთ ის რომელიც თვქენ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

მჭიდი ვერტიკალურ პაუჩში უნდა იყოს მიმართული  ვაზნის თავებით წინ და ქუსლით ზევით. ყურადღება მიაქციეთ მჭიდის სწორ პოზიციონირებას იარაღის ტარის მიმართ. სპორტსმენი მსროლელები ამას ასრულებენ ერთი მოძრაობით, მათი იარაღები აღჭურვილია უზარმაზარი „ტარის ძაბრებით“ (მაგველებით) და ამიტომაც ერთი მოძრაობით მათთვის მჭიდის მოთავსება იარაღში ადვილია. თავდაცვით იარაღში ასეთი ფუფუნება (დიდი მაგველის სახით) იშვიათია და ამიტომაც მჭიდის იარაღში მოთავსება ხდება ორი მოძრაობით, ჯერ მჭიდის უკანა ზედა მხარე ედება ტარის ქვედა უკანა მხარეს და შემდეგე ერთი ძლიერი მოძრაობით შედის ბოლომდე და რჩება შიგნით. ხელის მოშორება და დამატებით მჭიდის ქუსლზე დარტყმა არის არაეფექტური ტექნიკა და მარტო კინოფილმებში თუ მუშაობს.


ყველაფერი ამ სისტემაში  (ქამარი, პაუჩები, მათი განლაგება და იარაღი), რომელიც განკუთვნილია პტრაქტიკული სროლის შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის, მოწყობილია სწრაფი გადატენვისთვის. ყოველდღიურად და ფარულად ასეთი სისტემის ტარება შეუძლებელია.

ბუნებრივია ტაქტიკური გადატენვის დროს უნდა იყოთ ამოფარებული რამეს ისე, რომ არ წარმოადგენდეთ ღია სამიზნეს ან როგორც მინიმუმ უნდა შეეცადოთ რომ საკუთარი პროექცია შეამციროთ. თუ ატარებთ რამოდენიმე სათადარიგო მჭიდს, ჯობია ნახევრად დაცლილი მოათავსოთ ჯიბეში და არა სავსე მჭიდებს შორის, რომ შემდგომ არ აგერიოთ ისინი ერთმანეთში.

მნიშვნელოვანი ნიუანსები ტაქტიკური გადატენვისას არის მჭიდის სწორი პოზიციონირება ხელში და შემდგომ იარაღის ტარის მიმართ. ამ სურათზე ეს კარგად ჩანს. დააკვირდით როგორ უჭირავს მსროლელს ხელში მჭიდი და სად არის საჩვენებელი თითი განლაგებული. ეს თითი „უჩვენებს“ მჭიდს სწორ მიმართულებას.

ტაქტიკური გადატენვის ეფექტური შესრულება. მიაქციეთ ყურადღება შემდეგ რამეს: იარაღი რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა იყოს მჭიდის გარეშე და რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს დამიზნების ხაზზე ან მიმართული იყოს საფრთხის მიმართულებით. სავსე მჭიდის ამოღებისას იარაღი შეიძლება დატოვოთ დამიზნების ხაზზე, ხოლო მჭიდის ამოღება დაიწყოთ მაშინ როდესაც სავსე მჭიდი ხელშია და იარაღთან ახლოს არის. იარაღი ჯერ ბრუნდება ხაზზე ან მიმართულია საფრთხის მიმართულებით და შემდეგ ხდება ნახევრად დაცლილი მჭიდის ჯიბეში ან პაუჩში მოთავსება. თუ საფრთხე გამოჩნდება გადატენვის პროცესში თქვენ მინიმალური დრო დაგჭირდებათ გასროლის განხორციელებისთვის.  მჭიდის გამოცვლის შემდეგ შეგიძლიათ მეორე მჭიდი დატოვოთ ხელში და დაუბრუნდეთ იარაღით ორი ხელით ჭერას (თუ იყენებთ ტეილორის პირობითად პირველ მეთოდს). მას მერე რაც დარწმუნდებით რომ საფრთხე არ არის შეგიძლიათ დააბრუნოთ ნახევრად სავსე მჭიდი პაუჩში ან ჯიბეში. თუ აბრუნებთ მჭიდს ჯიბეში, კარგი იქნება დაუთმოთ დრო მჭიდის ჯიბიდან სწრაფად ამოღებაში ვარჯიშს.

ტეილორის პირობითად პირველი მეთოდი გაძლევთ საშუალებას გადადოთ ნახევრად დაცლილი მჭიდის ჯიბეში მოთავსება და გააგრძელოთ სიტუაციის კონტროლი პისტოლეტით ორ ხელში. „მოდიფიცირებული ტეილორი“ ამის საშუალებას არ მოგცემთ ვინაიდან მჭიდი სასროლოსნო ხელში იქნება რაც იარაღის კონტროლს მნიშვნელოვნად გაართულებს.

დავამატებ მხოლოდ, რომ ყველანაირი ვიდეო, ილუსტრაცია და აღწერილობა არის მხოლოდ დასაწყისი. ტექნიკის დახვეწა, ევოლუცია თუ გნებავთ, არის თქვენზე დამოკიდებული. იპოვეთ ის რაც მუშაობს თქვენთვის და იმეორეთ ეს სანამ მოძრაობები არ იქნება სრულ ავტომატიზმამდე დაყვანილი. პრაქტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობის პრაქტიკული ასპექტები

Wednesday, April 25th, 2012

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გადავაწყდი თემას, რომელშიც ერთი‑ერთი ქართულენოვანი ფორუმის წევრები განიხილავდნენ იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობის წესებს.

თემაში გამოქვეყნდა უკვე კარგად ცნობილი უსაფრთხოების წესები, მაგრამ, როგორც ჩანს, რამდენიმე წევრმა ინიციატივა გამოიჩინა და ეს წესები საკუთარი შეხედულებისამებრ გადააკეთა. შედეგად კი საკმაოდ ჭრელი და გაუგებარი ტექსტები მივიღეთ.

ბუნებრივია, ამ ფაქტის გამო გამიჩნდა მორიგი სტატიის იდეა, რომელსაც უსაფრთხოების წესებსა და პრაქტიკული თვალსაზრისით მათი მნიშვნელობის ახსნას ეძღვნება.

რა შეიძლება ითქვას ახალი უსაფრთხოების წესებზე? ალბათ, არაფერი, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.  პრობლემა ისაა, რომ დღეს ვინც ამ წესების შესწავლას მოისურვებს, წააწყდება უამრავ გამოცემას. ხშირად წესები იცვლება, გამომდინაარე იქიდან, თუ ვინ და სად აქვეყნებს მათ. ეს ყოველივე კი ქმნის გაუგებრობას. უფრო მეტიც, ზოგიერთი ასეთი „მოდიფიცირებული“ და კონკრეტულ გარემოს მორგებული წესი შეიძლება არ მოერგოს კონკრეტული მსროლელის გარემოს. წესთა ერთობლიობა ქმნის კოდექსს, კოდექსში შემავალი ყველა წესი კი დაცული უნდა  იყოს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. აქ კიდე ერთი პრობლემა ჩნდება: რაღაცა მოთხოვნებს ვასრულებ, რაღაცას – ვერ, ესე იგი – კოდექსი არ სრულდება. თუ შედარებით ჩამოყალიბებულ ფორუმელებს აქვს გარკვეული პრობლემები უსაფრთხოების წესების განმარტებისას, ესე იგი – გარკვეული პრობლემა არსებობს, რომლის მოგვარევაბაში მცირედი წვლილის შეტანა ამ ბლოგის საშუალებით შესაძლებელია.

ამ სტატიის მიზანს არ წარმოადგენს ისტორიული ექსკურსი, თუ საიდან გაჩნდა და როგორ ვითარდებოდა ეს წესები; უბრალოდ აღვნიშნავ, რომ სრულყოფილი, სპეციალიზებული უსაფრთხოების კოდექსი ჩამოყალიბდა 1902 წელს, როდესაც ინგლისელმა Mark Hanbury Beaufoy-მ დაწერა პირველი ვრცელი ნაშრომი, ერთგვარი  მონადირის ეთიკის კოდექსი, სახელად „მამის რჩევა“.  მასში განხილული იყო იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობის თემაც. საზოგადოებამ წიგნი მოიწონა. მალევე იარაღის მწარმოებლებმა დაიწყეს ამ ნაშრომის ციტირება იმ ბროშურებსა და ბუკლეტებში, რომლებიც მოჰყვებოდა მათ მიერ გაყიდულ იარაღს. ცხადია, ეს წესები თავიდან მორგებული იყო ნადირობასა (ავტორი მონადირე გახლდათ) და სპორტულ სროლას. აშშ-ში თავდაცვითი იარაღის გამოყენების კულტურის განვითარების დაწყებისთანავე ჯეფ კუფერმა (ყველაზე მნიშვნელოვანმა ფიგურამ ამ პროცესში)  სროლის ახალი სტილის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა დაიწყო. გაჩნდა კერძო სკოლები და სასწავო ცენტრები, პარალელურად იხვეწებოდა საცეცხლე მომზადების მეთოდიკა ძალოვან სტრუქტურებში.  ბუნებრივია, ამას თან მოჰყვებოდა უსაფრთხოების ტექნიკის დახვეწა. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა მცირე განსხვავებებით 10 უსაფრთხოების წესის კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისა და სხვების უსაფრთხოებას იარაღთან ურთიერთობისას. ის განსხვავებები, რომლებიც ზემოთ აღვნიშნეთ, ძირითადად გამოწვეულია ამ წესების ადაპტირების მცდელობით იარაღის გამოყენების განსხვავებული გარემოების გათვალისწინებით, მაგ.: ნადირობა; სპორტული სროლა, თავდაცვა და ასე შემდეგ. უბრალოდ, ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული 10‑წესიანი ფორმატი, რომელშიც უცვლელია 4‑5 წესი, ხოლო დანარჩენი ადაპტირებულია კონკრეტლ გარემოსთან.

ამ 10‑წესიანი ფორმატის გარდა არსებობს უფრო უნივერსალური კოდექსი, ცნობილი, როგორც ოთხი ძირითადი უსაფრთხოების წესი.  ეს ოთხი წესი არის ყველასთვის მინიმალური, აუცილებელი და შესრულებადი ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში. ისინი თავის დროზე ჩამოაყალიბა ჯეფ კუპერმა, რათა ოთხივე მათგანი მისაღები ყოფილიყო ყველა შეიარაღებული ადამიანისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად კუპერის ოთხი ძირითადი წესი წარმოადგენს იარაღთან უსაფრთხოების ტექნიკის არსს. ეს წესები ნამადვილად უნივერსალურია და მათი შესრულება აუცილებელია ტირში, პოლიგონზე, ნადირობისას, ბრძოლაში და ასე შემდეგ, მოკლედ, ყველგან და ყოველთვის.

რატომ „დარჩა“ ათიდან მხოლოდ ოთხი? წესები იმისთვისაა, რომ შესრულდეს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, სხვადასხვა სპეციფიკიდან გამომდიანრე,  10‑წესიანი კოდექსისი ნაწილი ყოველთვის არ სრულდება ან ვერ სრულდება. აი, მაგალითად, ყველამ ან თითქმის ყველამ კარგად ვიცით წესი, რომლის მიხედვითაც, თუ ჩახმახი დაეცა და გასროლა არ მოხდა, უნდა დაველოდოთ 5‑10 წამი (ზოგი ინსტრუქცია ითვალისწინებს 2‑წუთიანი ლოდინის რეჟიმს), შემდეგ გავხსნათ საკეტი და ამოვაგდოთ დეფექტური ვაზნა. პრაქტიკულ სროლასა და თავდაცვით სროლაში ამ წესის შესრულება შეუძლებელია, ხოლო დაბრკოლება სროლისას სწორდება ელვის სისწრაფით. თავისთავად ცხადია, რომ ტირის პირობებში სასურველია ეს 10 წამი დაიცადოთ, არაფერი მოხდება, მაგრამ საბრძოლო კურსის დროს 10‑წამიანი დაბრკოლება ნიშნავს, რომ შეიარაღებულ შეტაკებაშიც იმავეს გაიმეორებთ და შედეგიც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.  გარდა ამისა, თუ იარაღს თავდაცვისთვის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებთ, უმჯობესია მიაჩვიოთ საკუთარი თავი მომენტალურად აღმოფხვრათ დაბრკოლება დეფექტური ვაზნის მომენტალური ამოგდებით და ახალი ვაზნის ჩანაცვლებით, მათ შორის, ტირის პირობებშიც. ისიც უნდა დავამატო, რომ ათასობით გასროლიდან მხოლოდ ერთხელ მქონდა შემთხვევა, როდესაც 7.62X25 კალიბრის ვაზნები (ძველი და დაობებული) ისროდნენ ერთი ან ნახევარი წამის დაგვიანებით. თანამედროვე ვაზნების შემთხვევაში ასეთი რამ თითქმის არ ხდება. კიდევ ერთი ანალოგიური მაგალითის მოყვანა შემიძლია: მონადირის ეტიკეტის მიხედვით, რაიმე ბარიერის გადალახვა უნდა ხდებოდეს განმუხტული იარაღით, მოთხოვო ჯარისკაცს ბრძოლის დროს იგივე შეასრულოს, უბრალოდ სისულელეა. იარაღი უნდა იყოს მცველზე და მცველის სწორ გამოყენებას და მის აუცილებელ არსებობას იარაღში სამხედროები ოდითგანვე დიდ ყურადღებას აქცევდნენ.

აქიდან გამომდინარე, ჩვენც უნდა განვასხვავოთ ზოგადი და აუცილებელი წესები, რომლებსაც მე მაგალითად ვუწოდებ ოქროს წესებს და კონკრეტულ სპეციფიკური წესები. ისინი გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ (ეს წესები თავად უნდა შეიმუშაოთ) და ასევე წესები, რომლებიც უკავშირდება თქვენ კონკრეტულ იარაღს, რადგან ურიცხვი ტიპის და მოდელის იარაღი არსებობს. ყველა ტიპს აქვს თავისი უსაფრთხოდ მოპყრობის წესები, რომლებიც გამომდინარეობს მათი კონსტრუქციიდან, ტიპიდან და დანიშნულენიდან. მაგალითად, ძველი ერთმაგი მოქმედების რევოლვერები ყოველთვის იტენება 5 ვაზნით, 6-ის ნაცვლად, ჩახმახის დაწევა ხდება  ცარიელ მექვსე სავაზნეზე და ასე ხდება იარაღის ტარება. ეს იმიტომ, რომ ასეთი ტიპის იარაღი არ არის აღჭურვილი მოწყობილობით, რომელიც კეტავს ჩახმახს, სანამ სასხლეტზე არ იქნება დაჭერილი თითი, როგორც ეს თანამედროვე რევოლვერებშია განხრორციელებული. მსგავსი იარაღი ასე უნდა ვატაროთ: 5 ვაზნა დოლურაში და ჩახმახი დაწეული ცარიელ ვაზნაზე. აღნიშნული წესი დაარღვია ლეგენდარულმა ამერიკელმა სამართალდამცავმა და განფაიტერმა უაიტ ერპმა. მას სალუნში გამოუვარდა რევოლვერი ბუდიდან, დაეცა და გაისროლა. ტყვია ჭერს მოხვდა და იქვე ჩარჩა. იმ დროს ამისთვის მას პასუხს არავინ მოსთხოვდა. დღეს ასეთი ინციდენტი შეიძლება სერიოზული სანქციების მიზეზი გახდეს. ზემოაღნიშნული წესი, რომ შესრულებულიყო, არაფერი მოხდებოდა.

შესაბამისად, ყოველი მსროლელის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების კონსტიტუცია უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი ნაწილისგან. პირველი არის 4 ზოგადი უსაფრთხოების წესი (ქვევით განვიხილავთ), კონკრეტული სპეციფიკური უსაფრთხოების წესები და წესები, რომლებიც გამომდინარეობს თქვენი იარაღის კონსტრუქციიდან. ერთ სტატიაში ყველაფრის დაწერა და ახსნა შეუძლებელია. საჭიროა, იარაღის მფლობელებმა საღად იაზროვნონ და ყურადღებით გაანალიზონ ის გარემო, სადაც უწევთ იარაღთან ურთიერთობა.

დამატებით, გარდა ზემოაღნიშნული უსაფრთხოების წესებისა, არსებობენ ცალკე  წესები სპორტში, სპორტულ დისციპლინებში, ტირებში, სანადირო მეურნეობებში, სამსახურებში, რომელთა პერსონალი შეიარაღებულია, და ბოლოს, სპეციალურ კანონებში (რაც, ჩემი აზრით, უკვე მიზანშეუწონელია თითქმის ყოველთვის). ყოველი მათგანის ცოდნა და შესრულება ასევე სავალდებულოა, ისევე, როგორც მოძრაობის წესების ცოდნა სავალდებულოა ავტომობილის მძღოლისთვის. ყველა შემთხვევაში, ყველგან და ყოველთვის სავალდებულოა შესრულდეს კუპერის ოთხი ძირითადი წესი.

ამ სტატიის ფორმატში შესაძლებელია განვიხილოთ კუპერის ოთხი წესი სათითაოდ და ვრცლად. პირადად მე მომწონს ე.წ. TAB+K ფორმულა/რედაქცია კუპერის წესებისა (ადვილად დასამახსოვრებელი, აბრევიატურა იკითხება, როგორც ღილაკი „ტაბ“ კომპიუტერის კლავიატურაზე ან „ტაბ“ + კ ღილაკი).  ავხსნი წესებს შეძლებისდაგვარად დაწვრილებით და მაგალითების გამოყენებით, რომ ბოლომდე და კარგად გვესმოდეს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა შეიძლება მოჰყვეს ამ წესების უგულებელყოფას.

T= Treat every firearm as if it is loaded. ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი წესი. დაუკვირდით, რას ამბობს ის. მოეპყარი იარაღს ისე, თითქოს ყოველთვის დატენილია. ეს წესი თავიდან სხვანაირად ჟღერდა: ყველა იარაღი ყოველთვის დატენილია. ყველა იარაღი ყოველთვის არ არის დატენილი და უკვე არასწორი თეზისის შესრულება თავიდანვე არალოგიკურია. აზრი ასე თუ ისე გასაგებია, ბევრი სპეკულირება აქ არ ღირს, თუმცა 2003 წელს კუპერმა თავად შეცვალა ეს წესი იმით, რაც ამ აბზაცის დასაწყისშია დაწერილი. მანამდე მთელი რიგი ექსპერტები არაერთხელ აკრიტიკებდნენ ამ მოსაზრებას უკვე ახსნილი მიზეზის გამო.  ეს პირველი წესი არის უსაფრთხოების  ქვაკუთხედი. იგი არ გულისხმობს რაღაც კონკრეტულ ქმედებას ან ამ ქმედების არჩადენას. ის გკარნახობთ, ასე ვთქვათ, მენტალურ მდგომარეობას და მოგიწოდებთ სიფრთხილისაკენ, იაზროვნოთ საღად და იყოთ მობილიზებული, როდესაც ხელში იარაღი გიჭირავთ. თქვენ დაუმიზნებთ დატენილ იარაღს მეგობარს ხუმრობის მიზნით? დაუმიზნებთ საკუთარ თავს? საჭიროების გარეშე დააჭერთ სასხლეტს? არა. ესე იგი, იმავეს გაკეთება ცარიელი იარაღით ანალოგიური სისულელეა. ჩემთვის პირადად, პირველ რიგში, ეს წესი გამოიხატება „ლულის დისციპლინაში“, არც დატენილი და არც ცარიელი იარაღით არასდროს დავუმიზნებ სხვა ადამიანს (თუ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი არ წარმოადგენს საფრთხეს, რომელსაც მე უნდა გავუმკლავდე). ასევე – არასდროს დავაჭერ სასხლეტს, სანამ ვათვალიერებ ან ვამოწმებ იარაღს. მისი ვიზუალურად დათავლიერებისას, საკუთარი იქნება ეს თუ სხვისი იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ დავრწმუნდები იმაში, რომ იარაღი განმუხტულია, სასხლეტის შემოწმებისას, როდესაც თითს ვაჭერ მას და იმავე დროს არ ვარ ტირში და სროლას არ ვაპირებ, შინაგანად ვგრძნობ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ. გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა იმის გამო, რომ არ იცოდა, იარაღი დატენილი იყო თუ არა. ამიტომ, თუ იარაღს მუდამ ისე მოეპყრობით, თითქოს იგი სულ დატენილია, მსგავის სულელური შეცდომისგან დაზღვეული იქნებით. ანალოგიური მაგალითი შეიძლება მოიყვანოთ ცივ იარაღთან მოპყრობისას. ხელში რომ აიღოთ პლასტმასის დანა, რომელიც ნამდვილს ჰგავს, ან დანა, რომელსაც ჯერ საერთოდ არ აქვს პირი, მაინც მოგერიდებათ ხელზე მისი დასმა, რატომ? იმიტომ, რომ გამჯდარი გვაქვს სტერეოტიპი: დანა ჭრის და ეს მტკივნეულია.  ამას ემატება ისიც, რომ აქამდე ხელი ბერვჯერ გაგიჭრიათ და იცით, ეს მტკივნეული და არასასიამოვნოა. ზუსტად ასეთივე სტერეოტიპი უნდა გამოიმუშაოთ იარაღთან დაკავშირებით. უკეთესი იქნება, თუ ამას წინასწარ გაითავისებთ, სანამ იარაღი თქვენს ხელში „თავისით“ გაისვრის. თუ არავინ დაშავდება, მერწმუნეთ, ეს ინციდენტი ერთხელ და სამუდამოდ ჩაწერს ამ წესს თქვენს გონებაში, მაგრამ თუ ვინმე დაშავდა? ალბათ, თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება, სამწუხაროდ, არასასიკეთო მრივ…

A = Always point the muzzle in a safe direction. ლულა ყოველთვის მიმართეთ უსაფრთხო მიმართულებით. ამ წესის თანახმად, არასდროს დაუმიზნოთ იარაღი იმას, რის განადგურებასაც არ აპირებთ (აღნიშნული წესის სხვა რედაქციებიც არსებობს, მაგრამ აზრი ერთი და იგივეა): ლულის მიმართულება მუდმივად უნდა აკონტროლოთ! მათ შორის, ტაქტიკური ვარჯიშის შესრულებისას, რეალურ შეტაკებაშიც. განსაკუთრებულად ეს აქტუალურია სხვადასხვა ტაქტიკური მანევრების შესრულების დროს, სადაც ბევრი შეიარაღებული ადამიანი ვიწრო სივრცეშია თავმოყრილი. არ არსებობს აბსოლუტურად უსაფრთხო მიმართულებები, მიწაში ან ჰაერში მიწიდან ასხლეტილი ტყვია ან ნამსხვრევები სახიფათოა, ჰაერში ნასროლი ტყვია უკან ბრუნდება და რა იცით, ვის მოხვდება. ალბათ, ერთადერთი აბსოლუტურად უსაფრთხო მიმართულება არის სამიზნისკენ/მტრისკენ გაშვერილი ლულა. მოკლედ, არსებობს, მხოლოდ ნაკლებად სახიფათო მიმართულებები. საჭიროა, მუდმივად აკონტროლოთ სიტუაცია თქვენ ირგვლივ, ლულის მიმართულება და იარაღის მდგომარეობა. სად იყურება მაგალითად თქვენი პისტოლეტის ლულა ტაქტიკური გადატენვისას? წინ, მტრის/სამიზნის მიმართულებით, თუ გვერდით, სადაც შეიძლება იდგეს თქვენი თანამებრძოლი ან უდანაშაულო პირი, ვის დაცვასაც ცდილობით? მნიშვნელოვანია ამ წესის დაცვა გადაადგილებისას, შენობაში დინამიური შეღწევის დროს, სადაც თითქოს ქაოსურად ხდება ყველაფერი, მაგრამ ტაქტიკური ჯგუფების პროფესიონალი ოპერატორები არასდროს მოქმედებენ ისე, რომ ლულა მიუშვირონ თანამებრძოლს. არსებობს სხვა გაგებაც, როგორიცაა უსაფრთხოების კუთხეები. იგი აქტუალურია ტირებში ან სასროლოსნო შეჯიბრებებში (სადაც უსაფრთხოების კუთხეები წინასწარ არის განსაზღვრული). უსაფრთხოების კუთხე არის ყველაზე პატარა კუთხე საკუთარი ძალებსა და მტრის მიმართულებას შორის, რომელიც გამორიცხავს თავისიანის დაზიანებას შემთხვევითი ტყვიით. გარდა ამისა, სროლის წესებში არის მითითებული მანძილი და უსაფრთხო სროლის კუთხეები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ჯარისკაცებისათვის. თუ სამხედრო მოსამსახურე ხართ და არაფერი გსმენიათ სროლის უსაფრთხო კუთხეებზე, ესეიგი, თქვენი მომზადებისას სერიოზული შეცდომაა დაშვებული.

 

მაგალითი: ერთი ვიდეორგოლი მაქვს ნანახი ინტერნეტში. მსროლელი ისვრის იარაღს თავის წინ მოშორებით განლაგებულ სამიზნისკენ, შემდეგ ტრიალდება 180 გრადუსით, გადაატარებს იარაღს კამერის ოპერატორს და დაიწყებს უკან, გაურკვეველ სროლას. რა სისულელეა! ამისი გაკეთების არანაირი საჭიროება არ იყო. რატომ უნდა განალაგო ორი სამიზნე ერთმანეთის საპირისპიროდ და ჩადგე შუაში? რატომ ქმნი ხელოვნურად საშიშ სიტუაციას? ამას პრაქტიკული სროლის სამყაროში უსაფრთხოების კუთხის გატეხვა ჰქვია. უსაფრთხოების კუთხის „გატეხვა“ პრაქტიკულ სროლაში ავტომატურად იწვევს დისკვალიფიკაციას. პრაქტიკული სროლა იყო, არის და იქნება იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობის შესწავლის და შესრულების ავანგარდში. „ველური“ სასროლეთის პირობებში (სასროლეთი, რომელიც არ არის მოწყობილი, ანუ საქართველოს პირობებში) სროლის ადგილის სექტორებად დაყოფა და სროლის უსაფრთხოების კუთხეების მკაფიო განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ! მწარედ უნდა მოგხვდეთ, თუ უსაფრთხოების კუთხეს გატეხთ ან ტაქტიკური ვარჯიშისას ლულას გადაატარებთ თანამებრძოლს და ამას თქვენი მეთაური ან ინსტრუქტორი დაინახავს.  ალბათ, გარკვეული კატეგორია ამის წაკითხვისას იფიქრებს: მოიცა რა! ბრძოლაში ისეთი რამეები ხდება, ვის სცალია, აკონტროლოს, საით არის მიშვერილი ლულა?! ბატონებო, შეიარაღებული პროფესიონალი იმით განსხვავდება შეიარაღებული დილეტანტისაგან, რომ ის არის სპეციალურად მომზადებული, ნებისმიერ პირობებში იმოქმედოს ეფექტურად და უსაფრთხოდ თანამებრძოლების მიმართ. იცით, რით განსხვავდება პროფესიონალური ტაქტიკური ჯგუფების სავარჯიშო ვიდეორგოლები და ქართული  სპეცრაზმების ვიდეორგოლები? პირველნი ამ წესს ან ყოველთვის იცავენ, ან მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიცვან, ხოლო მეორენი ისე იქცევიან, თითქოს არასდროს გაუგიათ ამ წესის შესახებ. თან იმ დროს, როდესაც ამის შესრულება ძალიან ადვილია. ამის დასადასტურებლად მთელი რიგი „სკრინშოტების“ მაქვს მოყვანილი.

 

ჩვენ ვიდეორგოლებზე ტაქტიკური ჯგუფების წევრები გარდა უსაფრთხოების წესების დარღვევისა პრაქტიკულად მთლიანად უგულებელყოფენ იარაღის მაღლა ჭერას, მაქსიმუმ ქვევით ან გვერდით აქვთ გაშვერილი იარაღი, რაც, როგორც სურათებიდან ხედავთ, ყოველთვის არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ასევე, რასაც დავაკვირდი, იარაღი ვარჯიშის პრაქტიკულად ყველა ეტაპზე (მათ შორის, გადაადგილებისას) ყოველთვის აქვთ low ready მდგომარეობაში, ხოლო ლულები დასეირნობენ ყველა მიმართულებით. ეს აგრეთვე წარმოქმნის დამატებით პრობლემებს უსაფრთხოების მხრივ. ქვედა მარჯვენა სურათზე მებრძოლი უმიზნებს პირდაპირ კამერის ოპერატორს, ამ ვიდეოს სხვა კადრებში ოპერატორი სროლის დროს მსროლელის წინ დგა. თუ გახსოვთ, ანალოგიური სარეკლამო სიუჟეტის გადაღებებისას ერთერთი ტელეკომპანიის ოპერატორი დაიღუპა. ქვედა მარცხენა სურათზე მიმდინარეობს სროლა საბრძოლო ვაზნებით, ხოლო მებრძოლები ერთმანეთს გატენილ და შეყენებულ პისტოლეტებს უშვერენ…..


აქ სკრინშოტების სერიაში ჩანს ამ წესის შესრულების მაგალითები სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებულ ვიდეორგოლებიდან, ხოლო მარცხენა ზედა სურათი აჩვენებს ჯგუფის წევრის აშკარა შეცდომას, რამაც გამოიწვია ამ ვიდეოს მაყურებლების უარყოფითი კომენტარები. მთელი ვიდეოს განმავლობაში, ვარჯიშისას ჯგუფი იდეალურად იცავს ამ უსაფრთხოების წესს, გარდა ერთი მემრძოლისა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მომზადების დონეს, რომლის დემონსტრირებას სხვა ჯგუფის წევრები ახდენენ. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ არაფერი განსაკუთრებული ასეთ შეცდომებში არ არის, ცდებიან აქაც, ცდებიან იქაც, განსხვავებულია მხოლოდ მასშტაბები და ის ფაქტი, რომ ვიღაც სწავლობს შეცდომებზე, ვიღაცა არა.

ვისაც ჰგონია, რომ ველოსიპედის გამოგონებას ვცდილობ, ნახეთ ეს საკმაოდ ძველი ვიდეორგოლი, სადაც ვარჯიშობენ აშშ-ის საზღვაო ძალების სპეცრაზმელები, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ  როგორ გადაადგილდება პირველი მსროლელი MP5-ით, რა მდგომარეობაშია იარაღი გადაადგილებისას და ასევე ყურადღებით უყურეთ ვიდეოს დანარჩენ ნაწილს და ინსტრუქტორის ბრიფინგს.

 

ცნობილმა ექპსერტმა და ინსტრუქტორმა ენდი სტენფორდმა ტაქტიკური ჯგუფების წევრებს, რომლებიც იყენებენ პისტოლეტს, შესთავაზა იარაღის ჭერის მეთოდი. იგი მაქსიმალურად უსაფრთხო ლულის მიმართულებას იძლევა, თუნდაც საკმაოდ მჭიდრო საბრძოლო წყობაში. სურათზე .. position suhl (პორტუგალიურიდან მიმართულება სამხრეთი) არის ასახული. შესწორება: აღნიშნული ტექნიკის ავტორია ინსტრუქტორი მაქს ჯოზეფი, რომელმაც ეს ტექნიკა შეიმუშავა ბრაზილიაში წვრთნებზე ყოფნისას. ენდი სტენფორდს აღწერილი აქვს ეს თავის წიგნში Surgical Speed Shooting.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. იარაღის განმუხტვისას, ყოველთვის შეუძლებელია ჩახმახის დაწევა ხელით, იმიტომ რომ იარაღი არ არს აღჭურვილი დეკოკერით, ხოლო ჩახმახი იარაღის შიგნითაა (მაგალითად, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები), ან ჩახმახის მაგივრად იარაღი აღჭურვილია დამალული დამრტყმელით (მაგალითად, Glock-ის პისტოლეტები). ასეთ შემთხვევაში უსაფრთხო ბარიერი სასურველია, სადაც მიუშვერთ იარაღის ლულას და დააწვებით ჩახმახს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ იარაღი განმუხტულია. იგივე ფაქტორი მნიშვნელოვანი, თუ თქვენ სახლში მშრალად ვარჯიშობთ, იმას, რასაც პირობითად განმუხტულ იარაღს ესვრით, უნდა შეძლოს გააჩეროს ამავე იარაღიდან ნასროლი ტყვია. ერთადერთი სამარცხვინო ინციდენტი, რომელიც შემემთხვა, სწორედ ამ წესს უკავშირდება. მისმა დაცვამ არ გამოწვია არანაირი დაზიანება, გარდა დაზარალებული თავმოყვარეობისა. ანუ კიდევ ერთხელ მარტივად რომ ავხსნა: ფანჯარაზე, რომელიც ეზოში იყურება, მშრალი ვარჯიშისთვის განკუთვნილი სამიზნე არ უნდა ჩამოკიდოთ.

განმუხტვის პროცედურა, რომელიც მოიცავს სასხლეტზე დაჭერას, მოითხოვს ამისთვის სპეციალურ ადგილს და მოწყობილობას, ეს უკანასკნელი საჭიროების შემთხვევაში დაიჭერს ტყვიას. თუ ასეთი რამე არ არის ხელმისაწვდომი, ლულა სასხლეტზე დაჭერისას მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილას უნდა იყოს მიშვერილი.

სურათზე არის ასახული .. weapon clearing station.

მაგალითი: რამდენიმე წლის წინ მივემგზავრებოდი აშშ-ის ერთ‑ერთ სასწავლო დაწესებულებაში. ამის გამო მომიწია საელჩოში მისვლა. შესასვლელთან გუშაგმა (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე) გაურკვეველი მიზეზით დააპირა ავტომატის განმუხტვა, გააკეთა ეს არასწორედ, რის გამოც ვაზნა ჩარჩა სავაზნეში. გუშაგმა ჩახმახის დაწევა მოახდინა, როგორც ეს ხდება ანუ სასხლეტზე დაჭერით. ამას, ბუნებრივია, მოჰყვა ჩემ თვალწინ ჰაერში გასროლა. ეს მაგალითი ადასტურებს, რომ ხანდახან იარაღი, რომელიც წესით ცარიელი უნდა იყოს, ცარიელი არ არის, რის გამოც ის ისვრის მაშინ, როდესაც თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ ის არ უნდა ისროდეს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წესი დაირღვა, მეორე წესის შესრულებამ  (მიშვერა შედარებით უსაფრთხო ადგილისაკენ) გამორიცხა ვინმეს დაშავება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად რა ვარიანტები არსებობს? როგორც უკვე აღვნიშნე, უსაფრთხო ბარიერი (რომელიც არ გამორიცხავს გასროლას, მაგრამ გამორიცხავს ზარალს) და აკრძალვა ჩახმახის დაწევის სასხლეტზე დაჭერით. იყოს შეყენებული, მერე რა? საკმარისია, ვაზნა სავაზნიდან ამოიღოთ და გააქტიუროთ მცველი.  როგორც ვიცი, ბევრი პოლიციური სამსახური აშშ-ში იყენებს ასეთ პრაქტიკას მათი AR15-ის შენახვისას და აქამდე არც ერთი უნებლიე გასროლა არ მომხდარა, იმიტომ რომ სასხლეტზე დაჭერა საერთოდ არ ხდება.

B = Be certain of your target and what’s beyond it. დარწმუნებული იყავით, თუ რას ესვრით და რა არის სამიზნის უკან. ეს წესი შედგება ორი უმთავრესი ნაწილისგან. პირველი – უნდა დარწმუნდეთ, რას ან ვის ესვრით. ვიღაც ეპარება თქვენს ჭიშკარს და ამიტომ კარების გავლით ესვრით მას? ეს სისულელეა. სამიზნე უნდა იყოს იდენტიფიცირებული, როგორც საფრთხე, რომელიც წარმოადგენს რეალურ საშიშროეებას. ანალოგიური მაგალითი შეგვიძლია მოვიხმოთ ნადირობის სამყაროდან: ნამდვილი მონადირე არ ესვირს ყველაფერს, რასაც დაინახავს, ის ყურადღებით არჩევს სასურველ სამიზნეს. როგორ გააკეთებთ ამას, თქვენზეა დამოკიდებული. პოლიციელები ხოცავენ ბავშვებს სათამაშო პისტოლეტებით, რადგან ჰგონიათ, რომ ესვრიან შეიარაღებულ ბოროტმოქმედებს. შეცდომები ხდება  და ამას ვერ გაექცევით, მაგრამ შესაძლებელია შეცდომის დაშვების ალბათობის შემცირება.  თქვენი მხივ მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ, რომ დარმწმუნდეთ – ნამდვილად ესვრით იმას, რისი განადგურებაც გინდათ, რაც წარმოდგენს პირდაპირ და უშუალო საფრთხეს. ალბათ, ამ ოთხი წესიდან ამ წესისი ეს ნაწილი შესასრულებლად ყველაზე რთულია და, საერთოდ, სამიზნის იდენტიფიკაცია არის ცალკე და ძალიან დიდი თემა. ამ წესის მეორე ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის სამიზნის უკან, სად გავარდება ტყვია თუ აცდა სამიზნეს ან გახვრიტა იგი? პოლიგონის ან „ველური“ სასროლეთის პირობებში, ასევე ნადირობისას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სასროლეთის პირობებში ტყვია უნდა ხვდებოდეს ბარიერს, რომელიც მას გარანტირებულად გააჩერებს და გამორიცხავს მის ფრენას და მოშორებით რამის დაზიანებას, აგრეთვე რიკოშეტს. ხანდახან  წარმოუდგენელი ფაქტებიც ხდება. მაგალითად, რაც ზემოთ მოყვანილ  ვიდეორგოლშია ასახული. ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად ვეცადოთ, რათა ჩვენმა ტყვიამ მხოლოდ ის „გააკეთოს“, რაც ჩვენ გვინდა და არაფერი მეტი. ძალიან კარგი და სასარგებლო წესია, სროლისას, გარდა სმენისა და თვალების დაცვისა, ასევე ჩაიცვათ მსუბუქი ჯავშანჟილეტი, მით უმეტეს, თუ სროლა ხდება ახლო მანძილიდან, არაუსაფრთხო გარემოში, საეჭვო კამპანიაში, სადაც ბევრი გამოუცდელი მსროლელია. ჩვენთან, გარკვეულ სტრუქტურებში, მტკივნეულმა გამოცდილებამ აიძულა სროლების ჩატარება ყოველთვის სრულ დამცავ აღჭურვილობაში.

მაგალითი: კომპანია „მაგპულის“ სასწავლო ვიდეოში (Art of dynamic shotgun) ამ საფრთხის შესანიშნავი დემონსტრირება განახორციელეს. ინსტრუქტორებმა სამიზნის უკან მოათავსეს სტანდარტული სისქის კედელი, მის მიღმა კი – დამატებით სამიზნე, რომელიც წარმოადგენს უდანაშაულო ადამიანს და იმალება კედლის იქით. სტუდენტებმა გაისროლეს 12 კალიბრის თოფიდან “00″ კარტეჩით, იდეალურად მოარტყეს სამიზნეს 7 მეტრის მანძილიდან, მაგრამ ხუთი ჭურვი სამიზნეს აცდა და მოხვდა კედელს, გახვრიტა ის და ერთ‑ერთი „უდანაშაულოს“ გვერდში აღმოჩნდა. 7 მეტრი იდეალური მანძილია კარტეჩისთვის, გასროლა იყო ზუსტი, ყველაფერი სწორედ შესრულდა, მაგრამ მაინც „უდანაშაულო“ „დაზარალდა“.

ასევე შეიძლება დაუკავშიროთ ამ წესს ვაზნების ტიპის სწორი არჩევანი.  არა კალიბრისა და ტყვიის კონსტრუქციის/ტიპით, გამომდინრე იქიდან, რომელი უფრო ეფექტურია ბიოლოგიური არსებების წინააღმდეგ, არამედ ავარჩიოთ ვაზნა და, თუ გნებავთ, იარაღიც უსაფრთხოების მიხედვით.  თუ ცხოვრობთ მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, დიდი სიმძლავრის კალიბრის კარაბინი ფოლადის გულიანი ტყვიებით ალბათ არ იქნება კარგი არჩევანი. ასევე არ იქნება კარგი არჩევანი ზაფხულში ღია ადგილას ან ტყეში მგეზავი ვაზნების გამოყენებაც. ამის საუკეთესო დასტურია ერთ‑ ერთი პატარა პოლიგონი, რომელიც ჩემი სახლის ფანჯრებიდან ჩანს (არ დავაკონკრეტებ, რომელ სამსახურს ეკუთვნის ის). შაშრშან იქ რამდენიმეჯერ გაჩნდა ცეცხლი, ბინოკლში კარგად ჩანდა,  პოლიგონის  „მცხოვრებლები“ როგორ  დარბოდნენ და აქრობდნენ ცეცხლს. რამდენიმეჯერ სახანძრო სამსახურის გამოძახება და საკმაოდ მასშტაბური ოპერაცია გახდა საჭირო. ხანძრების კვალი ახლაც კარგად ეტყობა პოლიგონის მიმადებარე ტყეს (ეს სტატია თითქმის მზად იყო, როდესაც ჩემს თვალწინ სროლას იმავე პოლიგონზე, ერთდროულად სამ ადგილზე ცეცხლის გაჩენა მოჰყვა და ისევ სახანძრო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო). ასევე მინდა ანალოგიის მოყვანა ნადირობის სამყაროდან.  არავინ წავა სანადიროდ ფრინველზე აფრიკული შტუცერით. ასეთ დროს არა მარტო იარაღს, არამედ შესაბამის ტყვიაწამალსაც საგანგებოდ არჩევენ. თავდაცვის იარაღის, კალიბრის, ვაზნის ტიპის არჩევისას საჭიროა იარაღის გამოყენების ყველა გარემოებისა და სცენარის გათვალისწინება.

ამავე საკითხს ასევე შეიძლება დავამატოთ ტყვიის ზედმეტი შეღწევის პრობლემა (over penetration), რომელიც არსებობს და უკავშირდება მთლიანად გარსით დაფარული ტყვიების გამოყენებას. პრობლემა აქტუალურია ჩვენთან, სადაც ყველა ძალოვანი სამსახური იყენებს ასეთი ტიპის ტყვიით აღჭურვილ ვაზნებს, ხოლო ექსპანსიურ ტყვიებს ჩვენთან მხოლოდ „დუმ-დუმის“ სახელით იცნობენ და დარწმუნებული არიან, რომ მათი გაყიდვა და გამოყენება აკრძალულია. ბატონებო, FMJ ტიპის ვაზნების გამოყენება სამართალდამცავი სამსახურების მიერ უკვე დიდი ხანია, რბილად რომ ვთქვათ, მოვეტონია და დროა ეს პრობლემაც მოგვარდეს. დავამატებ მხოლოდ, რომ ზედმეტი შეღწევის ან, თუ გნებავთ, გახვრეტის საფრთხე, მაინც არსებობს (მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად გაზვიადებულია), რადგან თავის დროზე ამ ფაქტორით სამართალდამცავები ამართლებდნენ ექსპანსიური ტყვიების შემოღებას.

K = Keep your finger outside the trigger guard until ready to shoot. და ბოლოს, ადგილით,  მაგრამ არა მნიშვნელობით. თითი უნდა იყოს სასხლეტის გარეთ სანამ არ დააპირებთ გასროლას. თუ ამ ოთხ წესს განვალაგებთ არა დასახელების,  არამედ მნიშვნელობის მიხედვით, იგი იქნება მნიშვნელობით მეორე ამ სიაში. ეს არის მარტივი, ადვილად გასაგები  და შესასრულებელი წესი. თითი შორს სასხლეტიდან! არანაირი ზედმეტი ფილოსოფია არ არის საჭირო. თითი არის პატარა, მისი მოტეხვა ადვილია, სუსტად არის დაცული, იგი შეიძლება ამოძრავდეს რეფლექსურად, სპაზმის შედეგად, თუნდაც პატრონს ეს საერთოდაც არ სურდეს. ამიტომაც ეს პატარა, ფაქიზი სხეულის ნაწილი უნდა მოთავსდეს იარაღის სასხლეტზე უკიდურესად ბოლო მომენტში, სროლის დამთავრების შემდეგ კი ისევ მოცილდეს მას. ამ მარტივი წესის შესრულება გამორცხავს ალბათ 99.9%  ყველა ე.წ. „უნებლიე“ გასროლის შემთხვევას.

მაგალითი: ერთ‑ერთი ჩრდილო ამერიკული ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის სპეცრაზმი ახორციელებდა დინამიურ შეღწევას ბინაში, სადაც იმყოფებოდა განსაკუთრებულად საშიში დამნაშავე.  ასაფეთქებელი მუხტი აღმოჩნდა უფრო მძლავრი, რამაც გამოიწვია ძლიერი აფეთქება. ტაქტიკური ჯგუფის ერთ‑ერთი წევრის რექცია ბუნებრივი იყო ძლიერ ხმაზე, მან შეკუმშა ოროვე ხელი, ხოლო ვინაიდან თითი იარაღის სასხლეტზე ედო, ამას მოჰყვა გასროლა. გასროლილი ტყვია ხელში მოხვდა წინ  მდგარ პოლიციელს, რომელსაც კონვულსიის გამო ასევე დაეჭირა თითი სასხლეტზე, 12 კალიბრის თოფიდან გასროლილი კარტეჩი მოხვდა კარებს და კარების უკან მდგომ ფეხმძიმე ქალს. რატომ მოვიხმობ აშშ‑ის მაგალითს? იმიტომ, რომ, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, არ მინდა იმ შემთხვევების შესახებ გიამბოთ, რომლებიც ჩვენთან ხდება (მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მეხება). პრაქტიკულ სროლაში ამ წესის შესრულებას უდიდეს ყურადღებას აქცევენ. საკმარისია ეს წესი დაირღვეს, დისკვალიფიკაცია გარანტირებულია. გადარბენაას, გადატენვისას, სამიზნიდან სამიზნეზე გადართვისას – თითი სასხლეტზე არ დევს და მორჩა.


სკრინშოტი ერთ ერთი ქართული ვიდეოდან, მსხვილი პლანით ჩანს აშკარა შეცდომა, თითი სასხლეტზეა მაშინ როდესაც მსროლელმა შეწყვიტა სროლა, იარაღი აღარ უმიზნებს მოწინააღმდეგეს და მსროლელი მზად არის გადატენვისთვის.  დაიმახსოვრეთ, თითი არის სასხლეტზე მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ ხართ გასროლის განხორციელების პროცესში!

არსებობს საპირისპირო მაგალითი: ცნობილი ფოტოსურათი ერაყიდან, სადაც დაჭრილი ჯარისკაცი გამოყავთ შენობიდან. ისინი იცავენ მარტივ უსაფრთხოების წესს. ჯარისკაცს თითი არ უდევს სასხლეტზე. მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილია 7 ტყვიით და 43 ნამსხვრევით. თუ ეს შესაძლებელია მსგავს რთულ სიტუაციაში, არანაირი მიზეზი არ არსებობს ზემოაღნიშნული წესი არ შესრულდეს პოლიგონის პირობებში, მით უმეტეს, სარეკლამო რგოლებისას. სხვაობა მხოლოდ ადეკვატურ მომზადებაშია.

ძალიან მარტივად შევაჯამებ ამ წესს: მისი შესრულება დაგიცავთ ე.წ. უნებლიე გასროლისგან, იმიტომ რომ ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, იარაღი თავისით არ ისვრის. კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი, მოვლილი, თანამედროვე იარაღი თავისით არასდროს გაისვრის. დღეს იარაღის მწარმოებელი კომპანიები ყველა ზომას ხმარობენ, რათა გამორიცხონ გასროლა, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მსროლელი აჭერს თითს სასხლეტს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, გარანტირებულია მრავალმილიონიანი სარჩელი, რომელიც სასამართლო დიდი ალბათობით მოსარჩელეს სასარგებლოდ დააკმაყოფილებს. ასევე ყველა ძალოვან სტრუქტურას აქვს თავისი ტესტირების პროტოკოლები ან ხმარობენ სხვას, რომელშიც ყოველთვის გათვალისწინებულია ე.წ. ვარდნის ტესტი, ამ დროს მოწმდება, რამდენად დაცულია იარაღი გასროლისგან, თუნდაც ძალიან ძლიერი დარტყმის შედეგად. იმავეს ახორციელებს პრაქტიკულად ყველა იარაღის პატიოსანი და სერიოზული მწარმოებელი, მანამ სანამ იარაღი მოხვდება გაყიდვაში.

რაც შეეხება უნიკალურ უსაფრთხოების წესებს, რომლებიც გამომდინარეობს იმ გარემოდან, სადაც გიწევთ ცხოვრება. ეს არ არის უმაღლესი მათემატიკა და ყველაფერი გაცილებით მარტივია. მაგალითად, თუ ხშირად გიწევთ სასროლეთზე სიარული, გარკვეული წესები უნდა დაიცვათ ტრანსპორტირებისას: არასდროს დატოვოთ მანქანა ღია, როდესაც მასში იარაღი დევს, თუნდაც 2 წუთით სახლისთვის პურის საყიდლად გადადიოდეთ.  იარაღი საბარგულში (თუ მანქანა უნივერსალია ან „ჯიპის“ ტიპისაა) არ უნდა ჩანდეს გარედან, რომ არ მოხდეს ამით ქურდობის პროვოცირება.

კიდე ერთი მაგალითი: თუ მონადირე ხართ, საერთო ნადირობისას, შესვენების დროს ყოველთვის ბოლომდე განმუხტეთ იარაღი. ვინმეს დაუკითხავათ რომ მოუნდეს თქვენი იარაღის ნახვა, ამ უსაფრთხოების წესით იარაღიდან გასროლა მაინც შეუძლებელი იქნება.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ერთი პოლიციური დეპარტამენტი აშშ-ში არ რთავს ნებას პოლიციელებს, ატარონ საპატრულო მანქანებში 12 კალიბრის თოფები ვაზნით სავაზნეში. ამ კონსტრუქციის თოფებში არსებობს მცირე  შანსი, რომ ძლიერი დარტყმის შედეგად მოხდეს გასროლა. თუ მანქანა ავარიაში მოხვდა, დარტყმის სიძლიერის გამო  შესაძლებელია მოხდეს გასროლა.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. მთავარია, იფიქროთ, გაანალიზოთ, აწონ-დაწონოთ ყველაფერი და საღად იაზროვნოთ. უბედური შემთხვევები თავისით არ ხდება. მათ კონკრეტული მიზეზები აქვს. უმეტესობა გამოწვეულია მსროლელის მიერ ამ ოთხიდან ერთერთი ან რამდენიმე უსაფრთხოების წესის დარღვევით. მართალია, ხანდახან ხდება ისეთი რაღაცეები, რომელთა წინასწარმეტყველება შეუძლებელია ერთი შემთხვევა, ჩემ თვალწინ მოხდა, რისი მიზეზიც იყო. ჩაჟანგული და გაჭედილი ნემსა გლუვლულიან საიგაშია. ვაზნის მიწოდებისას მოხდა გასროლა და შედეგად გაფუჭდა ჭერი ბინაში.  მეეჭვება, რომ უფრო ინტენსიურ მოვლას გამოერიცხა ნემასას გაჭედვა (კალაშნიკოვის სისტემის იარაღის საკეტი არც ისე ადვილად იშლება, საჭიროებს ორ ინსტრუმენტს და მას უბრალოდ ხშირად არ შლიან გასაწმენდად), თუმცა პროფილაქტიკური ინსპექტირება უდავოდ გამოავლენდა პრობლემას. აქიდან ჩვენ გადავდივართ უსაფრთხოების კონსტიტუციის მესამე ნაწილზე, რომელიც ასე ჟღერს: იცოდე შენი იარაღი. ცოდნაში იგულისხმება, როგორც ტექნიკური მოწყობილობის ცოდნა, ასევე კონკრეტულად თქვენი იარაღის, მისი ტექნიკური მდგომარეობის, თუ გნებავთ, თავისებურებების ცოდნა.  აღსანიშნავია, რომ დაბალი კლასის იარაღი უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს და უფრო დიდი ალბათობით შეექმნება პრობლემები, თუ მომსახურება არ არის სრულყოფილი. ასევე საკმაოდ ბევრი პრობლემა უკავშირდება კოროზიული ტყვიაწამლის გამოყენებას. საიგის მაგალითი რომ გავაანალიზოთ, გამოიხატება შემდეგი ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავს ასეთ პრობლემას მომავალში. ესენია: 1) პერიოდული პროფილაქტიკური იარაღის ინსპექტირება; 2) ჩახმახის არდაწევა, რაც გამორიცხავს დაწოლას ნემსაზე და მის გამოწეულ მდგომარეობაში გაჭედვას;  3) იარაღის წმენდის რეგლამენტის გადახედვა, და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საკეტის და ნემსას წმენდისას.

მაგალითი საიგის მონაწილეობით გვეუბნება, რომ იარაღის რეგულარული დათვალიერება, ძირითადი ელემენტების ინსპექტირება აუცილებელია, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა კომპონენტი კარგად მუშაობს. თუ არ გესმით სხვაობა ჩახმახსა და სასხლეტს შორის, თუ ვერ ხვდებით, რა განსხვავებაა  გადაბმულ და თავისუფალ საკეტებს შორის და გგონიათ, რომ თუ მჭიდს დაზეთავთ, ვაზნები იქიდან უკეთესად ამოვა, მაშინ დროა, შეისწავლოთ ზოგადად იარაღის მოწყობილობა, მუშაობის პრინციპები და მისი მოვლა-მომსახურების თავისებურებები.

კიდევ ერთი მაგალითი: ერთ‑ერთ ტირში მსროლელი ისროდა Taurus PT92-იდან, ხოლო მის გვერდზე მსროლელი – Beretta 92-ით. ტაურუსი პრაქტიკულად ბერეტას კლონია. თუ ექსპერტი არ ხართ, მათი გარჩევა საკმაოდ ძნელია. მსროლელი ტაურუსით დაინტერესდა, როგორ ახერხებს მსროლელი ბერეტათი ჩახმახის ასე სწრაფად დაშვებას. მეორე მსროლელმა აუხსნა, რომ საკმარისია მცველის ღილაკს დაბლა დააწვეთ და ჩახმახი თავისით დაიწევა და თან ამის დემონსტრირებაც მოახდინა. შემდეგ დააწვა სასხლეტს და აჩვენა,  რომ ის თავისუფლად მოძრაობს, ვინაიდან მცველმა იგი გამოთიშა. ტაურუსზე მცველის დაბლა დაწევა ნიშნავს მცველის გამორთვას, ხოლო იარაღი შეყენებული რჩება და გამზადებულია სროლისთვის. მსროლელი ნახულს ზედმიწევნით  იმეორებს, შედეგად კი დღეს ამთავრებს საოპერაციოში – ნახვრეტით ფეხში. ეს იყო ორი, ერთი შეხედვით, იდენტური იარაღი და უბედური შემთხვევა გამოწვეული თითქოს და უმნიშვნელო დეტალით (აღნიშნული შემთხვევა აღწერილია მასად აიუბის ერთ‑ერთ სტატიაში).

მოდით, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ: ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობთ, რამდენმა თქვენგანმა იცით, როგორ ხდება, მაგალითად, პისტოლეტში ჩახმახის სწორი დაშვება? სწორია დაშვება, როდესაც თითით იჭერთ ჩახმახს, ათავისუფლებთ მას სასხლეტზე დაჭერით, გიჭირავთ ის თითით და უშვებდ სასხლეტს. ყურადღბა გაამახვილეთ ერთ მომენტზე:  სასხლეტს უშვებთ მაშინ, როდესაც ჩახმახს დაწევთ ისე, რომ ის გაათავისუფლოთ, ხოლო მისი ბოლომდე მიწევა მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც სასხლეტს თითს აუშვებთ. რატომ? რადგან  თითი რომ აგიცდეთ და სასხლეტი ნემსას დაეცეს, მცველი გამორიცხავს მის მიღწევას ამაალებლამდე, იმიტომ რომ სასხლეტს თითი უკვე არ აჭერს, ეს აქტუალურია თანამედროვე იარაღისთვის, იარაღის ძველ მოდელებზე ნემსას მცველი ან სხვა მცველი, რომელიც გამორიცხავს დარტყმას ამაალებელზე სასხლეტზე დაჭერის გარეშე, შეიძლება უბრალოდ არ იყოს გათვალისწინებული. აქიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იცოდეთ თქვენი იარაღი!  კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ: თავდაცვის იარაღში (და პრინციპში ყველა სხვა იარაღშიც) თავი შეიკავეთ რაიმე მოდიფიკაციებისგან, რომელიც უკავშირდება იარაღის მექანიზმებს, ყველაზე უფრო დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს და მის „გაუმჯობესებას“. ჩემს ხელში ათობით ასეთმა იარაღმა გაიარა და ყველა პირდაპირ ყუთიდან იყო გამზადებული გამოყენებისთვის. ყველას ჰქონდა ადეკვატური სასხლეტები. არც ერთი არ საჭიროებდა გაუმჯობესებას და სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რისთვისაც იარაღია განკუთვნილი.  უბრალოდ თავი შეიკავეთ პოლირებებისგან, ქლიბვისგან და ა.შ.

მაგალითი: ჩემი ერთი ნაცნობი გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებდა თავის მცირეკალიბრიან კარაბინით. შედეგად, მან ისე დაარეგულირა სასხლეტი, რომ ის თავისუფლდებოდა საკეტის დაკეტვისას. იარაღი შეუმოწმებლად წაიღო სასროლად. საკეტის დაკეტვისას მოხდა გასროლა, რაც დიდი სიურპრიზი იყო გვერდზე მდგომებისა და იარაღის პატრონისთვის. თუ ასე ძალიან გინდათ თქვენს ჭკუაზე მოიყვანოთ სასხლეტი და ვერ ისვენებთ, სანამ სასროლად წახვალთ, დარწმუნდით, რომ იარაღი მუშაობს ისე, როგორც საჭიროა და არ არის მწყობრიდან გამოსული. ასეთი მიდგომით გაფუჭებული კი არა ერთი იარაღი მინახავს.

არის გამონაკლისებიც, როგორც წესი იაფ და დაბალი ხარისხის იარაღებში. შორს რომ არ წავიდეთ, პატარა გერმანული მცირეკალიბრიანი რევოლვერები Weihrauch HW 22 გამოირჩეოდნენ იმდენად მსუბუქი სასხლეტით, რომ თითქმის ყველას, ვინც აიღო ის ხელში, პირველად და ხანდახან  მეორე ჯერზეც, იარაღი უბრალოდ „უვარდებოდა“. კიდევ კარგი, იარაღი სამიზნისკენ იყო მიმართული! ასეთი ტიპის სასხლეტით იარაღის გაყიდვა დიდი შეცდომაა.

სტატიის დასასრულს ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აშშ–ში NRA-მ (National Rifle Association) 1988 წლიდან შემოიღო ქცევის წესები ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იარაღთან ურთიერთობის გამოცდილება და წააწყდნენ მას უპატრონოდ მიტოვებულს ან სადმე იპოვეს. წესები ასე ჟღერს:

წესი 1: გაჩერდი!

წესი 2: არ მოკიდო ხელი!

წესი 3: დატოვე ადგილი!

წესი 4: აცნობე უფროსებს!

და ბოლოს, გარდა ტყვიის მოხვედრით გამოწვეული ჭრილობებისა, შეიძლება სროლამ ჯანმრთელობას სხვა ტიპის ზიანი მიაყენოს. ზოგი უფრო გრძელვადიანი ზემოქმედების შედეგად. ხანგრძლივი სროლით აისახება ჯანმრთელობაზე. თუმცა, მხედველობის,  სმენის დაცვასა და სხვა საკითხებს  სამომავლოდ ცალკე სტატიაში განვიხილავთ.

ეს ყველაფერი, რაც ეხლა თქვენ წაიკითხეთ მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც შეეხება იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობას, მაგრამ აღსანიშნავია მთავარი: აქ ახსნილი ოთხი ძირითადი წესის შესრულება უზრუნველყოფს იმას, რომ უნებლიე გასროლას (მათ შორის, ყველაზე საოცარი არაჩვეულებრივი მიზეზების გამო)   არ მოჰყვეს სავალალო შედეგები (ვინმეს დაჭრა ან სიკვდილი), დანარჩენი კი რაც არ უნდა საწყენი, ნერვების მომშლელი, გამაღიზიანებელი იყოს, ზოგჯერ დამამცირებელიც კი, მაინც უმნიშვნელო ინციდენტია, რომელსაც შემდეგ სიცილით  უამბობთ  თქვენს მეგობრებს.

P.S. სტატიაში განხილული თემა გამომდინარეობს ჩემი შეხედულებებიდან, ცოდნიდან, გამოცდილებიდან. ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ის, რაც დავწერე, მნიშვნელოვანი და მართალია: უსაფრთხოების წესები დაცული უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იარაღის და უსაფრთხო სროლის კულტურა პრაქტიკულად არ არსებობს, სწორედაც საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ ამის გამოსწორება და ასევე ვასწავლოთ სხვას. არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება და საკუთარი შთაგონების და ფანტაზიის გამოყენება, ყველაფერი დაწერილია და უფრო მეტია ვიდრე თქვენ მოასწრებთ წაკითხვას და ამიტომაც გირჩევთ ეხლავე დაიწყოთ ამ საკითხის შესწავლა. ამავე დროს, მე არ შეიძლება ვიცოდე ყველაფერი და გავითვალისწინო ყველანაირი სიტუაცია, ამიტომ მივესალმები ნებისმიერ გამოხმაურებას ამ სტატიაზე, შემოთავაზებას და კრიტიკას.

 

 

ისრაელის პისტოლეტიდან საბრძოლო სროლის სტილის შესახებ

Wednesday, February 22nd, 2012

როდესაც გადავწყვიტე ამ თემაზე სტატიის მომზადება, თავდაპირველად მინდოდა მხოლოდ შემომეთავაზებინა მოკლე ისტორიული ექსკურსი და ამ სტილის ძირითადი ელემენტების აღწერა. იმისთვის, რომ ადამიანს ვინც ამ სტატიას წაიკითხავდა შექმნოდა წარმოდგენა იმაზე თუ რას წარმოადგენს ეს ე.წ. სტილი, როგორ შეიქმნა და რა ელემენტებისგან შედგებოდა.  პრინციპში აქამდე, რაც მე წამიკითხავს ამ სტილზე იყო ევგენი სოროკინის (ამ სტილის ადეპტის) საკმაოდ ვრცელი ნაშრომი, რომელიც მე მქონდა ჯერ კიდევ დაახლოებით ასე 7-8 წლის წინ ”დაქსეროქსებული” ჟურნალ Soldier Of Fortune რუსული რედაქციის ნომრიდან.  ასევე ამას დაუმატებდი რამოდენიმე ძველ ვიდეორგოლს, რომელიც ეხებოდა ამ სტილის აღწერას.

რამოდენიმე თვის წინ მე დავიწყე უფრო ვრცელი მასალების უფრო საფუძვლიანი ძიება. ასევე მივმართე კონსულტაციისთვის ჩემ უცხოელ მეგობრებს ისრაელიდან. რადოდენიმე მათგანი არის სროლის ინსტრუქტორი მრავალწლიანი ნამსახურეობით და საბრძოლო გამოცდილებით. მათი აზრი ასევე იქნა გათვალისწინებული ამ სტატიის მომზადებისას.  მუშაობის პროცესში მე მივხვდი, რომ თავისთავად ერთი სტატიის ფარგლებში, რამე „სროლის სტილის“ მიმოხილვა შეუძლებელია და მეორე: რეალურად მე ვერ შევძელი „გამეშიფრა“ ეს სტილი, იმიტომ, რომ მე ვერ მოვიძიე ვერც სანდო ინფორმაციის წყარო და ვერც ვიპოვე რაიმე დამაჯერებელი. სტატიას ვერ ვასრულებდი. არ ვიცოდი რაზე დამეწერა. ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მე თავიდან მეგონა. საჭირო გახდა უამრავი წერილის, თემის წაკითხვა და ათობით ვიდეორგოლების და სტატიების ანალიზი. მაინც სამწუხაროდ რამე კონკრეტულის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, აზრების და შეხედულებების სიმრავლის გამო, ისევე როგორც სანდო წყაროეების არ არსებობის გამო. ძალიან მალე სტატიაზე მუშაობისას მე ჩიხში შევედი.  ამიტომაც ეხლა მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ გაგაცნოთ ის ძირითადი, რაც ამ სტილს ან თუ გნებავთ სკოლას ახასიათებს, ის, რაც მე მეტნაკლებად სანდოდ მივიჩნიე. ჩავთვალე, რომ სტატია უნდა დამესრულებინა. თუნდაც მხოლოდ იმ მასალების გამოყენებით, რაც მე მოვიძიე.  ისრაელის საბრძოლო სროლის სტილი ან ალბათ უფრო სწორედ მომზადების მეთოდიკა არსებობს ნამდვილად, უბრალოდ ის რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ან გასაიდულოებულია ან უბრალოდ რაიმე ჩამოყალიბებული მეთოდიკა კონკრეტულ დოკუმენტში აღწერილი არ არსებობს, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების სასწავლო ცენტრები იყენებენ, რაღაც საერთო საფუძველს, მომზადების პრინციპების ერთობლიობას და მოთხოვნებიდან გამომდინარე მათ საფუძველზე აგებენ საკუთარი მომზადების პროგრამებს. ამათგან დამოუკიდებლად მოქმედებენ კერძო სასწავლო სკოლები, როგორც ისრაელში ასევე მიმოფანტული მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეებში, რომლებიც ასევე ასწავლიან ამ სტილს ყველა მსურველს.

ჯერ უნდა განიმარტოს რა იგულისხმება ზოგადად Israel Combat Point Shooting-ის ”სტილის” ქვეშ.  ჩემი აზრით ეს არ არის სროლის კონკრეტული ტექნიკა, ილეთების ერთობლიობა გასაგებად ჩამოყალიბებული რაიმე კონკრეტულ დოკუმენტში/სასწავლო პროგრამაში. ეს ალბათ უფრო წააგავს დოქტრინას, რომელიც მიზნად ისახავს სწრაფად მოამზადოს არიფისგან საშუალო დონის მსროლელი, რომელიც ეფექტურად იმოქმედებს ისრაელის ტერიტორიაზე იმ სპეციფიურ სცენარებში, რომლებსაც ყველზე ხშირად აქვთ ადგილი  ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს მომზადების მეთოდიკა ან დოქტრინა, რომელიც გაჩნდა 70-ან წლებში სავარაუდოთ დაფუძნებულია ფეირბერნის, საიკსის და ეპლგეიტის საბრძოლო სროლის სისტემებზე ანუ წარმოადგენს ე.წ. ინსტინქტური სრლოლის ტექნიკას, როდესაც პრაქტიკულად არ ხდება სამზინე მოწყობილობების გამოყენება.  ამ სტილის შექმნისას გამოყენებულია ადაიანის ბუნებრივი კინემატიკის და სტრესის დროს ტიპიური ქცევის მოდელები, იმისთვის, რომ გაიზარდოს უკიდურესი სტრესის პირობებში სროლის ეფექტურობა. უმეტესობა აღწერილობების მიხედვით  სამიზნე მოწყობილობების გამოყენება არ ხდება (რაც ცოტა უცნაურია). ეს მეთოდიკა ისრაელში პირველად სისტემატიზირებულია სავარაუდოთ დევიდ ბეკერმანის მიერ, სავარაუდოთ ისრაელის სპეცსამსახურების დაკვეთით. სავარაუდოთ, იმიტომ, რომ ყველაფერი რაც ეხება პერსონალის საცეცხლე მომზადებას ძალიან სპეციფიურ დაწესებულებებში არის გასაიდუმლოებული და არავინ არ დაგიწყებთ ამაზე ღიად საუბარს.  კონკრეტულად მე, ვერ შევძელი მომეძებნა, რამე ოფიციალური ინსტრუქცია ან დოკუმენტი, რომელიც ასახავდა ამ მეთოდით მომზადების ძირითადად პრინციპებს.  მაშინ როდესაც მაგალითად რუსული Наставления По Стрелковому Делу და ამერიკული  Field Manuals ხელმისაწვდომია ინტერნეტით და საკმაოდ ვრცლად აღწერენ მომზადების პროცესს.  როგორც ამიხსნეს, ინფორმაცია გადაიცემა ზეპირად, ეს კიდე გარკვეულ შეკითხვებს ბადებს და ხსნის იმ ფაქტსაც, რომ აქ საქმე გვაქვს რაღაც დოქტრინასთან ან ფილოსოფიასთან (ვიცი, რომ ძალიან ბევრ განმარტებას ვხმარობ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს) და არა სისტემასთან.  ის რაც გადადის ზეპირად ავტომატურად იცვლება, გადატანების რაოდენობის ზრდასთან, და ასეთი სახის ცვლილებები შეიძლება სულაც არ იყოს ევოლუციური. ანუ ეს ცვლილებები, ყოველთვის არ არის სასიკეთო. ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში, სხვა და სხვა დროს თანამშრომლები ტოვებენ თავიანთ სამსახურს/ნაწილებს და გადადიან საკმაოდ მომგებიან კერძო სექტორში, ანუ ხდებიან საცეცხლე მომზადების ინსტრუქტორები კერძო სკოლებში, რომლებიც მე ვახსენე სტატიის დასაწყისში.

დაუბრუნდეთ დევიდ ბეკერმანს, რომელიც ითვლება ამ სისტემის/დოქტრინის ფუძემდებლად ისრაელში.  თავის დროზე ის იბრძოდა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს უილიამ დონოვანის (ასევე ცნობილი, როგორც ”ცენტრალური სადაზვევრვო სააგენტოს” მამა) ახლად შექმნილი სტრატეგიული ოპერაციების სამსახურში, რომელიც ატარებდა სპეციალურ ოპრაციებს ევროპის ტერიტორიაზე. ომის შემდეგ ის აშშ-დან მიემგზავრება ისრაელში, სადაც იწყებს მუშაობას ახალი სროლის ტექნიკაზე, რომლიც იქნება სწრაფი შესწავლაში და მისცემს საშუალებას მალე და მასიურად მოამზადოს მსროლელები. 1952 წელს ბეკერმანი იყო ისრაელის ოლიმპიურ სასროლოსნო გუნდშიც, თუმცა რაიმე მიღწევები სპორტში მას არ გააჩნია.

დეივ ბეკერმანი ახდენს მის მიერ შემუშავებული სასროლოსნო დგომის დემონსტრირებას. ხელში მას უჭირავს ერთ დროს ისრაელში პოპულარული მცირეკალიბრიანი პისტოლეტი Beretta 71.

უნდა ავღნიშნო, რომ ის რაც დღეს ისაწევლება კერძო სკოლებში ისრელის სტილის სახელით და ის რაც ისწავლება ისაელის სპეცსამსახურებში არის სავარაუდოთ განსხვავებული რამეები. როგორც მე ამიხსნეს უმეტესობა სკოლების, რომლებიც ამ სტილს ასწავლიან არიან დაფუძნებული ისრაელის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების მიერ და მათ მიერ არიან დაკომპლექტებულები. აღნიშნული კი არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ამ სკოლებში ეს ტექნიკა ისწავლება სრულყოფილად. ისევე, როგორც ინსტრუქტორები არიან უბრალოდ ასე, რომ ვთვქათ ჯარისკაცები/ოპერატორები და არა ინსტრუქტორები. მათ არ გააჩნიათ საკმარისი კვალიფიკაცია, რომ სათანადო დონეზე გადასცენ ცოდნა კურსანტებს და უზრუნველყონ სასწავლო პროცესის ორგანიზება. შესაბამისად მომზადების ხარისხი თითქმის ყოველთვის არის განსხვავებული და ალბათ არადამაკმაყოფილებელიც.  პრაქტიკულად ის რაც ისაწავლება ასეთ სკოლებში არის ნაზავი, ორიგინალური მომზადების მეთოდიკის, რომელიც გადაეცემა ”ჯარისკაცს” კონკრეტულ სტრუქტურაში მომზადების გავლისას და საკუთარი იმპროვიზაცია. აღნიშნული სკოლები ძალიან წარმატებულად მოქმედებენ ლათინურ ამერიკაში, აზიაში (მათ შორის ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებში) სავარაუდოთ აფრიკაში.  ევროპაში და ამერიკაში საკმაოდ მწირად არიან წარმოდგენილი. ჩემი აზრით ადგილი აქვს ისრაელის, როგორც მებრძოლი ქვეყნის რეპუტაციის, ბრენდის სახით გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს კლიენტების სტაბილურ მოზიდვას. მე არ ვიძახი, რომ ასეთი სკოლები არიან ერთადერთი, რომლებიც დაბალი ხარისხის მომზადბას სთავაზობენ თავის მოწაფეებს, უბრალოდ ასეთი დაწესებულებების აბსოლუტური უმეტესობა  დიდი ალბათობით სწორედაც ასეთია. ნებისმიერი სასროლოსნო მეთოდიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ამ მეთოდიკის ეფექტურობის ანალიზი, რამდენად მუშაობს ეს ტექნიკა რეალურ შეტაკებებში, საჭიროა შემთხვევების ანალიზი, სტატისტიკა.  დარწმუნებული ვარ ისრაელის სპეცსამსახურების შიგნით ეს ანალიზი ხდება.  მისი ”სამოქალაქო” განშტოების ანალიზი პრაქტიკულად შეუძლებელია. დასრულდა ერთი პროგრამა, საფასური გადახდილია, დაიწყება მორიგი ნაკადის მომზადება. არავინ ასეთ „კანტორებში“ არ აიტკიებს თავს ზედმეტი  ფიქრებით.  განსხვავებები ტექნიკაში ორ ერთი და იგივე ისრაელის სტილი შემასწავლებელ სკოლას შორის შეიძლება იყოს ძალიან დიდი. საკმარიია ეწვიოთ მათ საიტებს და წიკითხოთ მოკლე აღწერილობები, რომ დაინახოთ რადიკალური სხვაობები უკვე იმის ახსნაში თუ საერთოდ რას წარმოადგენს ეს სტიილი, ხოლო როდესაც საქმე მიდის უშუალოდ სწავლების პროცესამდე ეს განსხვავებები კიდევ უფრო რადიკალური ხდება. ასეთ ფონზე იმის ანალიზი და მუშაობს და რა არა უბრალოდ შეუძლებელია ან ეს იქნება მხოლოდ თეორიული და ზედაპირული ანალიზი.

რა ვიცით ჩვენ მომზადების ამ მეთოდიკაზე? რა არის მეტ ნაკლებად საერთო? რისი დადგენა მოვახერხე მე? ძირითადი საერთო პრინციპები შემდეგია: ახლო მანძილებზე სროლა ერთი ხელიდან უკეთესია ვიდრე ორი ხელიდან; რაც უფრო ახლოა სამიზნე მით უფრო სწრაფია სროლა, რა უფრო შორს არის მით უფრო ნელია; იარაღის ჭერა და სასხლეტის დამუშავება ერთვაროვანია ყოველთვის; მსროლელის სხეული არის პლატფორმა, რომელიც ფარავს 180 გრადუსიან სექტორს მის წინ; სროლისას მსროლელის არ მოძრაობს; სროლა სამიზნეზე გრძელდება სანამ სამიზნე არ შეწყვეტს მოქმედებებს.

ტიპიური დგომი, რომელიც გამოიყენება სროლისას. სურათის წყარო www.combatconcepts.info

ტექნიკას რაც შეეხება, ძირითადი ელემენტები, რომლებიც ახასიათებს მას არის: ფართედ გაშლილი ფეხები, (დამხმარე ხელის მხარეს ფეხი, ნახევარი ნაბიჯით წინ არის), დაწეული დაბლა ტანი, წინ ბოლომდე გაშლილი ხელები.  პისტოლეტის გადატენვა სახის წინ, იდაყვები მაღლა არის აწეული, იარაღი იხრება 90 გრადუსით და დამხმარე ხელი ამოძრავებს საკტს.  მუდმივი ვიზუალური კონტროლი სავაზნის და იარაღის.  სროლა ხორციელდება მხოლოდ თავში (ერთი ვერსიით) ან მასის ცენტრში (მეორე ვერსიით). თუ სროლა ხორციელდება ერთი ხელით, მეორე ხელი გვერძე არის გაშლილი ან მაღლა აწეული.  დამხმარე ხელის ეს მდგომარეობა ჩემთვის იყო აუხსნელი და რამოდენიმე ახსნა აღმოვაჩინე.  ეს არის საკუთარი თავის იდენტიფიცირება, როგორც მეგობარის და არა მტერის. ხელი გამოიყენება ორიენტაციისთვის და როგორც სადგარი ვიწრო ადგილებში, დერეფნები, ტრანსპორტი და ასე შემდეგ.

თითქმის ყველა სკოლისთვის რომელიც ამ სტილს ასწავლის არის დამახასიათებელი იარაღის 90 გრადუსით ატრიალება, საკეტის და სავანზის ვიზუალური კონტროლის განხორციელებით. ეს ეხება, როგორც პისტოლეტს ასევე გრძელ იარაღს. მიზეზი? მსროლელი რწმუნდება, რომ საკეტი ჩაკეტილია, იარაღი მზადაა შემდეგი გასროლისთვის. ანუ ერთ ერთი ტაქტიკუი ვარჯიში ასე გამოიყურება: მსროლელი ხედავს სამიზნეს, ხმამაღალი ყვირილით ტერორისტი! იღებს იარაღს ბუდიდან, იხრება მუხლებში, ტენის პისტოელტს სახის წინ (ლულა უმიზნებს საფრთხეს, იდაყვები მაღლა არის აწეული),  ახორციელებს სწრაფი გასროლების სერიას, ამოწმებს ვიზუალურად იარაღს, იწყებს სამიზნისკენ სირბილს, გადადის მოკლე ნაბიჯებზე და ამუხრუჭებს სხეულს ფეხი ქუსლებით, ისევ იხრება მუხლებში და აგრძელებს სროლას, სანამ სამიზნე არ განადგურდება.  იარაღის ვიზუალური კონტროლი ხორციელდება ასევე სროლის შეწყვეტის შემდეგ. სამწუხაროდ შეუძლებელი ხდება ისეთი ელემენტების ანალიზი, როგორებიიც არის იარაღის ჭერა, სასხლეტის დამუშავება, დამიზნების მეთოდი.

უცხოელი სპეციალისტებისთვის, ისარელის მეთოდიკა ასევე ნიშნავს იმას, რომ იარაღის ტარება ხდება ცარიელი სავაზნით.  მას კიდე ეძახიან ისრაელის ტარების მეთოდს. მუდმივი კონტროლი სავაზნის, აიხსნება იმით, რომ მემბრძოლმა სულ უნდა აკონტროლოს იარაღის მდგომარეობა. რა საჭიროა ასეთი ყურადღების გამახვილება სავაზნის მდგომარეობაზე? პირველი: უსაფრთხოება; მეორე: დარწმუნება იმაში, რომ იარაღმა არ გაჭედა და მზადაა სროლისთვის.  უკანასკნელი კი აიხსნება იმით, რომ იმ დროს, როდესაც ეს მეთოდიკა იქმნებოდა ”პარკი” პისტოლეტების ჯარში, პოლიციაში და სპეცსამსახურებში იყო მოძველებული, მოიცავდა სხვა და სხვა მოდელების იარაღებს და გართულებული იყო მათი მომსახურება და სათანადო ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად იარაღი უბრალოდ  ხშირად ჭედავდა და პასუხი ამაზე იყო არა იარაღის ნორმალური ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა, ”პარკის” უნიფიკაცია, გადაიარაღება ან სწორი მომსახურების უზრუნველყოფა, არამედ პირდაპირ პისტოლეტის გამოყენების ტაქტიკის შეცვლა.  ამის გამო არავინ არ ატარებდა იარაღს ვაზნით სავაზნეში. გაუმართვაი გაცვეთილი იარაღის შემთხვევაში ეს უბრალოდ სახიფათოა. აღნიშნული პროცედურა, გამოიყენება ნებისმიერი იარაღიდან სროლისას, და შესაძლებელია თავად ნახოთ პრაქტიკულად ყველა ვიდეო ჩანაწერებზე, რომლებიც ასახავენ ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმების წვრთნებს.  ასევე იარაღის ასეთი ხშირი გადამოწმება განპირობებულია რთული პირობებით, რა დროსაც ხდება იარაღი გამოყენება. სიცხე, ქვიშა და ასე შემდეგ ….  სასროლეთის პირობებში ეს ნონსენსად მოგეჩვენებათ, მაგრამ ახლო ბრძოლაში რთულ კლიმატურ პირობებში, იარაღის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი უკვე აღარ ჩანს ასეთ უაზრო იდეად.

დღეს გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელის ჯარი და სპეცსამსახურები რუტინულად ებრძვიან ტერორიზმს და ამარცხებდნენ არც ისე შორეულ წარსულში მრავალ არაბულ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტებში, ყველაფერი რაც უკაშირდება ისრაელის ჯარს და სპეცსამსახურებს ავტომატურად ხდება ადვილად გასაყიდი ბრენდი. რეალობა გახლავთ ის, რომ ამ სარეკლამო ხმაურის უკან ხშირად არ იმალება არაფერი უნიკალური და დღმდე გაუგონარი.  ისრაელის ჯარის და ზოგადად თავდაცვის სისტემის შიგნით იმალება უამრავი პრობლემა და ბოლო წლებია კიდევ საკამოდ სახიფათო ტენდენციებიც გამოიკვეთა. რაც ძალზედ ნეგატიუარად აისახება  ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე.  ბოლო სამხედრო ოპერაციამ ლივანში მხოლოდ დაადასტურა სერიოზული პრობლემების. ის რაც მუშაობდა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ დილეტანტი ტერორისტების და მეამბოხეების წინააღმდეგ, აშკარად არ გამოდგა  ხარისხობრივად უფრო მაღალ ძალასთან დაპირისპირებაში. დაპირისპირებაში  შედარებით კარგად მომზადებულ და მოტივირებულ ძალასთან, რომელსაც წარმოადგენს მოძრაობა „ხეზბოლა“ და მისი სამხედრო ფრთა.  ეს ყველაფერი პრაქტიკულად არ ჩანს შეუიარაღებელი თვალისთვის, მაგრამ საკმარისია უფრო ღრმად ჩაწვდეთ ამ საკითხს და მრავალ დიდი და სახიფათო პრობლემებს დაინახავთ, რომელთა განხილვა ეხლა, ამ სტატიაში ძალიან შორს წაგვიყვანს.

გარდა ამისა, თემას, რომ დაუბრუნდე, უნდა ცალკე ავღნიშნო, რომ პისტოლეტის თემა ისარელში თუ შეიძლება ასე ვთქვათ არის არასრულყოფილად გახსნილი. პისტოლეტის ფლობა საკმაოდ შეზღუდულია ისრაელის ტერიტორიაზე, ტარების უფლების მოპოვება უკავშირდება მრავალი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვას. სასროლოსნი ინფრასტრუქტურა ძალიან ღარიბია. პრაქტიკული სროლის დისციპლინები მიუწვდომელია „ფართო მასებისთვის“ მაღალი ფასების გამო. ხოლო პისტოლეტიდან სროლის ტექნიკა და ზოგადად პისტოლეტის როლი ფეხოსნის, სპეცრაზმელის, მცველის, პოლიციელის შეიარაღებაში არ არის ბოლომდე გარკვევით ჩამოყალიბებული. ზოგ სპეცრაზმში პისტოლეტი საერთოდ არ არის შეიარაღებაში და არც ისწავლება მისი გამოყენება (მაგალითად საარმიო სპეცრაზმ „ეგოზში“ დანამდვილებით ვიცი, რომ პისტოლეტიდან სროლა საერთოდ არ შედის საცეცხლე მომზადების პროგრამაში).  ისტორიას თუ გადავხედავთ ასევე დავინახავთ, რომ სპეცსასმახურებშიც კი პისტოლეტის დანიშნულება და შესაძლებლობები  ბუნდოვნად ესმოდათ. 1973 წელს მოერიშე რაზმი, რომელსაც უნდა გაეთავისუფლებინა ბელგიური საბენას ავაიალაინერი (ოპერაცია იზოტოპი), მიიღო პისტოლეტები უშუალოდ ოპერაციის დაწყებამდე, და ეს იყო …… ბერეტა 71, მცირეკალიბრიანი „ჯიბის“ პისტოლეტები.

ყველაფერი ამის ფონზე მე კიდე უფრო დიდი პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა ამ პატარა ქვეყნის და მისი ხალხის მიმართ. მიუხედავად ყველაფრისა, არასაკმარისი ფინანსირების, არასაკმარისი რაოდენობის იარაღის და აღჭურვილობის, პრაქტიკულად მხოლოდ პირადი სიმამაცის და ინიციატივის ხარჯზე ისინი ქმნიდნენ ისტორიას და ამარცხებდნენ უფრო მრავალრიცხოვან მტერს. 1973 წელს ბელგიურ ლაინერში  შეჭრილი ჯიბის ბერეტებით შეიარაღებული სპეცრაზმელები (მათ შორის მომავალი პრემიერ მინისტრი ეხუდ ბარაკი) შევიდნენ ისტორიაში, როგორც ავიალაინერის გათავისუფლების საუკეთესო იერიშის განმახორციელებლები. ისრაელის ავიაკომპანიის „ელ ალის“ მცველი მორდეხაი რახამიმი ასეთი ჯიბის ბერეტით შეიარაღებული მარტო გაუმკლავდა სამ ტერორისტს ციურიხის აეროპორტში,  მოკლა ერთი ტერორისტი და ორი დააკავა. ერთი კაცი 8 ვაზნიანი ჯიბის „გეკოთი“ სამი ყუმბარებით და კალაშნიკოვებით შეიარაღებული ფანატიკოსის წინააღმდეგ. ასეთი პრეცენდენტების ფონზე ჩვენგან მუქთად წაღებული,  დამწვარი და განადგურებული ძვირადღირებული ტექნიკა და გაუთავებელი საუბრები ტაქტიკურ უკან დახევებზე და სტრატეგიულ გადაჯგუფებებზე, რუსეთის ჭეშმარიტი სახის გამოჩენაზე,  კიდე უფრო უაზროდ და უადგილოდ მეჩვენება…..

ისრაელის საბრძოლო სროლის მეთოდიკასთან დაკავშირებული მასალების შესწავლამ მე პირადად არ მანახა რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო და თავისთვის გადამალული სუპერ ტექნიკა. პირიქით, ის რაც მე დავინახე არის საშუალო სტატისტიკური ადამინისთვის მაქსიმალურად მოკლე ვადებში მინიმალურად საჭირო უნარჩვევების გადაცემის მეთოდიკა, მარტივი და ზომიერად ეფექტური, მორგებული ისრაელის პირობებზე. მომზადების ფილოსოფია, რომელიც იქმნებოდა ფაქტორების გათვალისწინებით, რომელთა უმეტესობა გამოსწორებადი იყო. არადამაკმაყოფილებელი ინფრასტრუქტურა, მოძველებული და ამორტიზირებული არსენალები და ასე შემდეგ.  ნუ ჩამითვლით ამას ამ სისტემის კრიტიკად.  ყველა სისტემა ყალიბდება კონკრეტული მიზნებისთვის და კონკრეტული პირობების გათვალისწინებით. მეთოდიკა, რომელზეც მე ეხლა ვსაუბრობ ამ მხრივ კარგია, და საკმარისიც არის.  რაც შეეხება კერძო სკოლებს, რომლებიც ასწავლიან ამ ტექნიკას, რომელსაც ისრაელის სტილს უწოდებენ, გამომდინარე იქიდან, რომ მე ვერ აღმოვაჩინე ვერც ერთი პრაქტიკული სახელმძღვანელო, ხოლო  ასეთი სკოლები, ამ მეთოდიკის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ, გამოდის, რომ ისარელის საბრძოლო სროლის მეთოდი/სტილი არის უბრალოდ ბრენდი, რომელსაც იყენებენ საშუალო (უკეთეს შემთხვევაში) სასწავლო ორგანიზაციები. ხოლო ისრაელის ჯარის და სპეცსამსახურების ბრწყინვალე საბრძოლო ბიოგრაფია და რეპუტაცია უზრუნველყოფენ ახალი რეკრუტების მოზიდვას. ეს კიდე ნიშნავს ასეთი ცენტრების მფლობელების მოგების ზრდას.

 

 

როგორი შეიძლება იყოს იდეალური საბრძოლო პისტოლეტი?

Friday, December 16th, 2011

Smith&Wesson ASP, ერთ ერთი პირველი სპეციალიზირებული საბრძოლო/თავდაცვითი პისტოლეტი, რომელსაც უკვე 70–ან წლებში ქონდა უმეტესობა იმ ელემენტების, რომელსაც ჩვენ ამ სტატიაში მიმოვიხილავთ.

იდეა ამ სტატიის დაწერის მე უკვე დიდიხანი გამიჩნდა. მინდა ამ სტატიაში შემოგთავაზოთ ჩემი ხედვა იმისა, თუ რა თვისებები და ელემენტები უნდა ქონდეს ეფექტურ სრულყოფილ და თუ გნებავთ იდეალურ საბრძოლო პისტოლეტს. ამ სტატიის დაწერას წინ უძღვოდა ჩემი თითქმის 10 წლიანი ძიება იდეალური პისტოლეტის.  ასევე მახსენდება დუეინ ტომასის სტატია – “იდეალური პისტოლეტის ძიებაში”, რომელი მე ძალიან მომეწონა და თავად დამაფიქრა იმაზე თუ რა არის საერთოდ იდეალური პისტოლეტი, რა თვისებები უნდა ქონდეს მას, რა ელემნეტები ან მოწყობილობები. ამ სტატიაში მე შევეცდები დეტალურად განვიხილოთ ყველაფერი ის, რაც ჩემი აზრით არის მნიშვნელოვანი და ბოლო ნაწილში ის რაც უკვე შესაბამისად ნაკლებად მნიშვნელოვანია. საბრძოლო პისტოლეტის ტერმინის ქვეშ მე  ვგულისხმობ ადეკვატური კალიბრის თანამედროვე ავტომატურ პისტლეტებს, იმას რასაც საზღვარგარეთ მოიხსენიებენ, როგორც fighting handgun. არ ვაკონკრეტებ  წონით კატეგორიას, მითუმეტეს ეხლა, როდესაც ხელმისაწვდომია ძლიერ კალიბრებზე გათვლილი სუბკომპაქტური მოდელები. ვგულისხმობ მხოლოდ ავტომატურ პისტოლეტებს დაწყებული მაკაროვიდან და დამთავრებული H&K MK23–ით, შუაში კიდე უამრავი სხვა დანარჩენ მოდელს.  კალიბრი ჩემი აზრით იწყება მინიმალური დასაშვები, “მოკლე” 9მმ–დან პირდაპირ 10mm Auto-მდე.   კონკრეტულ პისტოლეტებზე მე საუბარი და მათი განხილვა თითქმის არ მექნება, მხოლოდ აღწერილ სასურველ თვისებებთან და ელემენტებთან დაკავშირებით .  დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაცია, ჩარჩოს მასალა, ლულის სიგრძე ასევე არ განიხილება. ოპერატოორის პრეფერენციებიდან და კონკრეტული გარემოს მოთხოვნებიდან გამომდონარე ეს ყველაფერი შეიძლება იყოს განსხვავებული სხვა და სხვა შემთხვევებში. მითუმეტეს ერთი და იგიე მწარმოებლის პისტლეტები სხვა და სხვა კონფიგურაციით გამოდიან.  კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ყველაფერი აქ დაწერილი არის ჩემი პირადი აზრი და შეხედულებები, რომლებსაც მე შევეცდები გავამყარო შესაბამისი არგუმენტებით. დამეთანხმებით თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია. მე არ  გთავაზობთ გამზადებულ პასუხებს, მხოლოდ გაძლევთ საბაბს თავად დაუკვირდეთ და დაიწყოთ ფიქრი.

დავიწყოთ თუნდაც პისტოლეტის ფორმებით. იარაღი მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისი ფარული და კომფორტული ტარებისთვის ისევე, როგორც უნდა იყოს მოსახერხებელი ადვილი და სწრაფი ამოღებისთვის, და ბუდეში ან სხვა ადგილას (ჯიბე, ქამარი, ჩანთა და ა.შ.) შენახვისას/უკან მოთავსებისას. ამაში პირველ რიგში იგულისხმება არა პისტოლეტის გაბარიტები, არამედ მისი ფორმები. კონკრეტულად კი ბასრი კუთხეების და გარეთ გამოშვერილი დეტალების არ არსებობა. იარაღის მართვის ელემენეტები (მცველი, მჭიდის ღილაკი, საკეტის შემაკავებელი, დეკოკერი) ასევე სამიზნე მოწყობილობები, ჩახმახი არ უნდა იყოს გარეთ გამოშვერილი და ისეთი ფორმის არ უნდა იყოს, რომ მას ადვილად ედებოდეს ტანსაცმლის, ბუდის ან სხვა ეკიპირების ელემენტები. იდეალური ვარიანტია ამ მხრივ მაგალითად Glock–ის პისტოლეტები. ეს პისტოლეტები ძალიან ლაკონური და მარტივი ფორმებით გამოირჩევა. ამოღებისას ეს იარაღი ძალიან სწრაფია ხოლო მისი ფორმები გამორიცხავენ რაიმე დაბრკოლებას იარაღის ამოღების (“პრეზენტაციის”) დროს.  ფორმების თვალსაზრისით დამატებით უნდა განიხილოს ორმხრივი მცველის ან დეკოკერის არსებობის გამართლებულობა/საჭიროება. არის თუ არა საჭირო ეს ოფცია? ჩემი აზრით არა. თუ ცაცია ხართ მცველი მარჯვენა მხარეს უნდა იყოს თუ არა მაშინ მხოლოდ მარცხენა მხარეს. მაგალითად ჩემ კუთვნილ USP Expert-ზე ორმხრივი მცველი/დეკოკერია, თუ მცველის როლში მისი ოპერირება პრობლემას არ იწვევს დეკოკერის ფუნქციის შესრულებისას უკვე საჭიროა ჭერის შეცვლა, იმიტომ რომ მეორე მხარეს განლაგებული დეკოკერის დაშვებისას ხელი მას აბრკოლებს. გარდა ამისა ორმხრივი მართვის ელემენტები თითქმის ყოველთვის ზრდიან იარაღის გაბარიტებს. შევთანხმდეთ, რომ მართვის ელემენტები უნდა იყოს მხოლოდ იქ სადაც ის ჭირდება მხოლოდ კონკრეტულ ოპერატორს.

შემდეგი პუნქტი: მცველი და მისი განლაგება.  საერთოდ შეკითხვაზე უნდა იყოს თუ არა არაავტომატური მცველი იარაღზე,  პირადად მე  ზუსტი პასუხი არ მაქვს. რაიმე აქსიომა, წესი აქ არ არსებობს. ერთის მხრივ მცველი სთავაზობს დამატებით დაცვას იარაღი წართმევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ასევე წარმოადგენს უნებლიე გასროლისგან დამატებითი დაცვის საფეხურს. ბოროტმოქმედი, რომელიც დაეუფლება სხვის იარაღს შეიძლება ვერ გაერკვიოს მცველის ფუნქციონირებაში და ამით მისცეს დრო წართმეული იარაღის პატრონს გამოიყენოს დამხმარე იარაღი ან რაიმე სხვა მოიმოქმედოს თავისი სიცოცხლის გადასარჩენად. მეორეს მხრივ ორი ყველაზე პოპულარული სამხედრო, პოლიციური და თავდაცვითი იარაღი Glock და Sig Sauer P სერია, საერთოდ არ იყენებს არაავტომატურ მცველებს.  ერთი რამ პირადად ჩემთვის ნათელია, როგორც დღე. მცველი არ უნდა იყოს განლაგებული საკეტზე. საკეტი უნდა იყოს მაქსიმალურად “სუფთა”, იმისთვის რომ მისი ოპერირებისას არაფერი მასზე განლაგებული ან მისი სპეციფიური ფორმა ხელს არ უშლიდეს ოპერატორს. საკეტზე მაქსიმალურად დიდი “მოჭიდების ფართი” უზრუნველყოფს სტრესულ პირობებში საკეტის საიმედო ოპერირებას, გაჭედილი მასრისას, ან ორმაგი მიწოდებისას ან უბრალოდ ვაზნის სავაზნეში მიწოდებისას. რაც უფრო კარგად მოკიდებთ მას ხელს მით უფრო მეტ ძალას დაატანთ, მაგალითად იმისთვის, რომ ამოაგდოთ გაჭედილი მასრა ან ვაზნა.

ჩემი აზრით Beretta 92-ს ყველაზე მოუხერხებელი საკეტი აქვს . ძალიან პატარა მოჭიდების ფართი და ორმხრივი მცველი საკეტზე, რომლის  უნებლიედ გააქტიურება გადატენვისას ადვილია.ამის გამო ჩემი აზრით ნაცვალად ხელით საკეტის გათავისუფლებისა ჯობია საკეტის შემაკავებელზე დაჭერა. მარჯვნივ არის Sig Sauer-ის საკეტი. თავისუფალი ზედმეტი მოწყობილობებისგან, ძალიან  მოსახერხებელი ოპერირებისას.

სამიზნე მოწყბობილობები. დღეს პისტოლეტებზე უამრავი ტიპის სამიზნე მოწყობილობები აყენია, მათი უმეტესობა არის მარტივი სექტორული ტიპის სამიზნეები, რეგულირებადი და არარეგულირებადი ტიპის, შედგებიან ორი ელემენტისგან, წინა (“მუშკა”) და უკანა (“ცელიკი”) სამიზნე მოწყობილობებისგან.  დავიწყებ იმით, რომ ჩემი აზრით საბრძოლო პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობები უნდა იყოს რკინის და წერტილი.  ეს ის შემთხვევა არ არის როდესაც პლასტმასი/პოლიმერები და რკინა თანაბარ მდგომარეობაშია.  სამიზნე მოწყობილობები არის პატარა ნაწილები, რომლებმაც შეიძლება დიდი დატვირთვა განიცადონ იარაღის მიწაზე დავარდნისას, ხელჩართული ჩხუბის დროს ან მოუხერხებელი მოძრაბისას.  ამიტომ ფოლადი არის საუკეთესო მასალა სამიზნეებისთვის. პლასტმასისგან დამზადებულ  სამიზნეებს აქვთ მხოლოდ ერთი პლიუსი – ტარებისგან ისინი ფერს არ იცვლიან (თუმცა ცვდებიან და იცვლიან ფორმებს ხანგრძლივი ექსპლუატაციისგან). რკინის სამიზნე მოწყობილობებზე დაფარვა დროთა განმავლობაში ასევე გადადის. ამიტომაც ალუმინის სამიზნეებზეც უარს ვიტყოდი, მათი ქიმიურად/ცივად ოქსიდირება შეუძლებელია, ხოლო რკინის სამიზნე მოწყობილობის 5 ლარიანი ხსნარით “გაშავებას” ნახევარი წუთი უნდა.  რეგულირებადი თუ არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები, ეს თქვენი გადასაწყვეტია. იმ შემთხვევაში თუ ორივე ტიპის სამიზნე არის კარგი რეპუტაცის მწარმოებლისგან და შექმნილია, საბრძოლო/თავდაცვითი და არა სპორტული იარაღისთვის.  გაითვალისწინეთ, რომ კარგი და საიმედო სამიზნე მოწყობილობები იაფი არ ღირს. რეგულირებადი და თან ღამის სამიზნე მოწყობილობების ფასი 200 დოლარამდე ადის. ჩემი არჩევანი იქნებოდა არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები, მათი პოტენციალურად უფრო დიდი საიმედოობის გამო. წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობებიც უნდა იყოს მოსახსნელი. მათი დაზიანების შემთხვევაში, რკინისგან შეიძლება გამოითალოს სათადარიგო “ერზაც” “მუშკა” ან “ცელიკი”. თუ დაზიანდა მუშკა, რომელიც საკეტის ნაწილია, მაშინ გამოსაჩარხი იქნება სამაგრი ადგილი საკეტზეც, რაც ორმაგი სამუშაოა + მათი ერთმანეთზე მორგება. გარდა ამისა თუ სტანდარტული მუშკა არ გაკმაყოფილებთ მას ისე ადვილად ვერ გამოცვლით, როგორც მოსახსნელს.

”მუშკაც” და ”ცელიკიც” უნდა იყოს უსაფრთხო, ამაში ვგულისხმობ იმას რომ მათი კუთხეები არ უნდა იყოს ბასრი, იარაღთან მანიპულაციების დროს რომ არ მოხდეს ხელის/თითების ტრავმირება.  გარდა ამისა ისინი არ უნდა ედებოდნენ ტანსაცმელს და ბუდეს. იგივე ეხება ასევე უნივერსალურ სამაგრებს. მაგალითისთვის, ზედმეტად აგრესიულად გამოყვანილი  ”პიკატინის” ”კბილები” და  მოკლე ბუდეები ერთმანეთში არ მეგობრობენ. იარაღის ამოღებისას შეიძლება კბილები ბუდეს წამოედონ და გაართულონ/შეანელონ იარაღის ამოღება.

სურათზე არის ახალი ჩეხური ტაქტიკური/სამსახურეობრივი იარაღის CZ Duty-ის სტანდარტული სამიზნე მოწყობილობები.  ეს , როგორც ილუსტრაცია  სამიზნე მოწყობილობის არასწორი კონსტრუქციის მაგალითი .  ის პლასტმასისაა. უკანა მხარე არის ბასრი, რაც გამორიცხავს საკეტის იძულებით ჩაკეტვას ხელის დარტყმით. თუ რა თქმა არ გაცვიათ სქელი ხელთათმანები ან უკანასკნელი 10 წელი არ მუშაობდით თოხზე.

ჩემი აზრით სამიზნე მოწყობილობები სასურველია, რომ იყოს ტრიტიუმის რადიატორებით,  რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება ღამით ან ცუდი განათების პირობებში.  ”ფიბერ-ოპტიკური” მილებით აღჭურვილ ”მუშკა ცელიკებს” მე რეკომენდაციას ვერ მივცემ. გარდა ამისა ღამით ისინი, როგორც ჩვეულებრივი “რკინის” სამიზნე მოწყობილობები საერთოდ გამოუსადეგარები არიან.

ჩემი არჩევანი იქნებოდა ეს ან  ანალოგიური დაბალ პროფილიანი ღამის არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები. სურათზეა Novak Low Profile Night Sights.

“მაგველი” (Magwell) ან თვისობრივად მასთან მიახლოებული ტარის ფორმა ჩემი აზრით არის სასურველი ოფცია. მოგეხსენებათ მაგველი, როგორც ცალკე დეტალი პირველად გაჩნდა პრაქტიკულ სროლაში და მისი დანიშნულებაა მჭიდის იარაღში სწრაფი და საიმედოთ მოთავსების უზრუნველყოფაა. მუშაობს იგივე პრინციპით რაც  ძაბრი.  დამატებით მაგველის არსებობა აადვილებს იარაღის გადატენვას სტრესის პირობებში ვინაიდან კუთხე, რომლითაც მჭიდი შეიძლება მოთავსდეს იარაღში უფრო დიდია. უმეტესობა თანამედროვე იარაღის ტარები ისეთი ფორმისაა, რომ მჭიდის გამოცვლა ადვილია მაგრამ არის გამონაკლისებიც, მაგალითად Steyr M9, რომლის ტარის ფორმის გამო სწრაფი მჭიდის მასში მოთავსება ძალიან გართულებულია. საპირისპირო მაგალითია Glock–ის პისტოლეტები, რომლსებსაც ჩემი აზრით სწრაფი მჭიდის გამოცვლისთვის ყველაზე მოსახერხებელი ტარის ფორმა აქვთ და “მაგველის” დაყენებას პრაქტიკულად არ საჭიროებენ.  ნებისმიერ შემთხვევაში “ტაქტიკური” მაგველი არის მარტივი დეტალი, რომელიც თითქმის არ ზრდის იარაღის გაბარიტებს და ამავე მნიშვნელოვნად აადვილებ მჭიდის გამოცვლას. მისი არსებობა საბრძოლო პისტოლეტზე ჩემი აზრით სასურველია.

ამ სურათიდან კარგად ჩანს სხვოაბა სტანდარტულ ტარს შორის, ტაქტიკურ და სპორტულ “მაგველებს” შორის. პირველი აშკარად მოუხერხებელია სწრაფი მჭიდის გამოცვლისთვის, მეორე ერთდროულად მოსახერხებელია და ამავე დროს არ ზრდის მნიშვნელოვნად გაბარიტებს, მესამე სუფთა სპორტული დანიშნულებისაა, ძალიან ეფექტური მაგრამ ძალიან გაბარიტული და მძიმე, რის გამოც მისი “პრაქტიკული” გამოყენება შეუძლებელია.

ვერაფერს ვერ ვიტყვი სასხლეტის ტიპზე, ტოპ კლაისის ძვირიან პისტოლეტის მოდელებზე ხშირად აყენია ქარხნული სპორტული (“მატჩ”) სასხლეტები, მისი რეგულირების ოფციებით. არჩევანი მომხმარებელზეა. რა თქმა უნდა სპორტული ტიპის სასხლეტები მოსახერხებელია ზუსტი სროლისთვის, მაგრამ რეალურ სბრძოლო/თავდაცვით სცენარებში ასეთი ტიპის სასხლეტს ალბათ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. პოლიციური და სამხედრო სტრუქტურები თავს არიდებენ ასეთ სასხლეტებს, ზედმეტად მსუბუქი სასხლეტი შარის რეცეპტია. ჩემი გამოცდილებით 15 მეტრამდე “თავდაცვითი” სროლისას არც თუ ისე “ცისფერსისხლიანი” Zastava CZ99 არაფრით არ ჩამორჩებოდა არისტოკრატიულ H&K USP Expert-ს საფირმო სპორტული სასხლეტით. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით შემდეგია. სპორტული/რეგულირებადი/”მატჩ” სასხლეტი კარგი რამეა მაგრამ არა კრიტიკული მნიშვნელობის. ერთადერთ ელემენტს, რომელსაც მე ვისურვებდი იდეალურ საბრძოლო პისტოლეტზე და რაც  ყველა “მატჩ” პისტოლეტის ელემენტია,  ეს არის, Trigger Stop. დეტალი, რომელიც გამორიცხავს სასხლეტის ზედმეტ უკუსვლას. მას შეუძლია მიუხედავდ მისი ზომებისა სერიოზულად გაზარდოს სროლის შედეგები. მაგრამ ფრთხილად იყავით! მისი რეგულირებისას დარწმუნდით, რომ იარაღი ისვრის ორივე რეჟიმში, ერთმაგი და ორმაგი მოქმედების (თუ რა თქმა უნდა პისტოლეტს თავიდანვე გააჩნია ასეთი დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმი).

ორმაგ და ერთმაგ რეჟიმში სროლისას სასხლეტი სხვა და სხვა მანძილს გადის და ზოგი პისტოლეტის მოდელის შემთხვევაში თუ “ტრიგერ სტოპი” ზედმეტად გამოწეულია, ორმაგი/ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტიანი პისტოლეტი გახდება მხოლოდ ერთმაგი მოქმედების.

შევთანხმდეთ იმაზე, რომ სასხლეტი უნდა იყოს ადეკვატური. ანუ ერთგვაროვანი მთელი მისის სვლის მანძილზე. არ უნდა ქონდეს ზედმეტად გრძელი სვლა  და “ხრაშუნის” შეგრძნება. ყველაფერი დანარჩენი, რაგულირებები, მოდიფიკაციები და ასე შემდეგ მფლობელის სინდისზე იყოს :) .  მე ვერ ვიხსენებ იარაღს, რომელსაც ქონდა ჩემი აზრით საგანგაშოდ არაადეკვატური სასხლეტი. ისეთი, რომ პრობლემები შეექმნას სროლისას. ალბათ მარტო რუსული Mp446 Викинг–ი მახსენდება. რომელსაც მართლა გაურკვეველი სასხლეტი ქონდა. ასევე იშვიათად მსმემნია და წამიკითხვას სხვებისგან სტანდარტულ პისტოლეტებზე განსაკუთრებულად საშინელ სასხლეტებზე. არსებობს კიდე trigger job, ანუ სტანდარტული სასხლეტის მორგება პოლირება. უმეტეს პოპულარულ პისტოლეტზე ასეთი სამუშაოების დეტალური ინსტრუქციები ინტერნეტშია, მაგრამ თუ კარგად არ გესმით რას აკეთებთ, ჯობია იარაღს ხელი არ ახლოთ.

ანტიკოროზიული თვისებები და დაფარვები. პისტოლეტი უნდა იყოს დაფარული ისეთი ტიპის დაფარვით, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას კოროზიისგან. ალბათ საუკეთესო, რაც დღეს არის ქარხნულ პისტოლეტებზე,  ტენიფერი და მისი ამერიკული ანალოგი მელონიტია (ორივე დაფარვა პრაქტიკულად იდენტურია, უბრალოდ განსხვავებული რეგულირებების გამო, აშშ–ში გამოიყენება სხვა ნივთიერებები თვისობრივად იგივე დაფარვის მისაღებად). ტენიფერიც და მელონიტიც არის პრინციპში არა დაფრავა არამედ ფოლადის ზედაპირის დამუშავების მეთოდიკა, რომლის შედეგადაც ფოლადის გარეშე ფენა ხდება განსაკუთრებული თვისებების მატარებელი, არ ექვემდებარება კოროზიას, ცვეთას და ხდება ძალიან მკვრივი. ასეთი დამუშავების შემდეგ რკინა იღებს ღია ნაცრისფერს და ამის მერე უკვე ხდება დამცავი/კოსმეტიკური შავი ფერის დატანა. ასეთი ტიპის დამუშავებით ფოლადი უფრო ძლიერ ანტიკოროზიულ თვისებებს იძენს ვიდრე უჟანგავი რკინა. ჩემი აზრით ქარხნულ დაფარვებში ეს ორი დაფარვის ტიპი ისევე, როგორც მეტ ნაკლებად Heckler&Koch-ის HE ტიპის დაფარვა არის საუკეთესო. საბრძოლო თავდაცვითი იარაღი უნდა იატნდეს ყველაზე აგრესიულ გარემოში ექსპლუატაციას. ის არ უნდა გამოდიოდეს მწყობრიდან ცუდ პირობებში ხანგრძლივი შენახვის შემდეგაც კი. ფოლადის დაცვის ეს მეთოდები ამას უზრუნველყოფენ.

ეტალონური ანტიკოროზიული თვისებების მაგალითი. Glock 21 მარილიან წყალში რამოდენიმე კვირიანი შენახვის შემდეგ. პირველ სურათზე ჟანგის ძირითადი წყარო არის არაქარხნული რკინის დამაბრუნებელი ღერძი. მეორე სურათზე არის ნაწილები ზეთიანი ტილოთი გაწმენდის შემდეგ.

იარაღის ბოლომდე დაშლის და აწყობის სიმარტივე. აბსოლუტურად ყველა თანამედროვე პისტოლეტი ადვილად იშლება წმენდისთვის, რაც კარგია. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბოლომდე დაშლას უკვე მნიშვნელოვნად განსხვავებულ სიტუაციას ვღებულობთ. რატომ არის ბოლომდე ადვილი დაშლა ჩემთვის მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ თქვენი იარაღი ჩავარდა ტალახში ან ქვიშაში. საჭიროა მექანიზმის ბოლომდე გამოწმენდა. როგორ? მხოლოდ და მხოლოდ იარაღის ბოლომდე დაშლით შესაძლებელი იქნება შეღწეული ჭუჭყის ამოღება. ან მაგალითად  საჭიროა მწყობრიდან გამოსული ნაწიილი ოპერატორის მიერ გამოცვლა. წარმოიდგინეთ, რომ ორივე შემთხვევაში მეიარაღე ან იარაღის ოსტატი მიუწვდომელია. ამიტომაც იდეალური საბრძოლო პისტოლეტი უნდა იშლებოდეს ბოლომდე შედარებით ადვილად, ისე რომ ეს გარკვეული წვალებით მაგრამ მაინც შეძლოს საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა, სპეციფიური ცოდნის გარეშე. ეტალონი ამ მხრივ ისევ და ისევ Glock-ია. ის ბოლომდე იშლება ინსტრუმენტების გარეშე, მხოლოდ ერთი ლურსმნის დახმარებით. დეტალების მცირე რაოდენობა აქ სხვათაშორის გადამწყვეტი არ არის. მაგალითად P სერიის “ზიგ ზაუერები” ძალიან ადვილად იშლება ბოლომდე. ჩეხოსლოვაკიური Cz75 ასევე მეტ ნაკლებად ადვილად იშლება მაგრამ მისი აწყობისას  მაგრად იწვალებთ. Beretta 92-ის დაშლის სურვილი არ გამჩენია, ისევე როგორც უკიდურესად რთული H&K USP პისტოლეტების, მათი რთული კონსტრუქციის გამო. დავამატებ, რომ იარაღში არ უნდა იყოს დაშვებული საშუალება მისის არასწორი აწყობის. თუ დეტალი არ დგება სწორედ, ის არ დგება საერთოდ და იარაღი ვერ აიწყობა. ეს აქსიომაა.

მიუხედავად დეტალების რაოდენობისა, Sig Sauer-ის ბოლომდე დაშლა და აწყობა სიამოვენებაა (მას მერე რაც ერთხელ დაინახვათ ეს როგორ  უნდა მოხდეს სწორი თანმიმდევრობით). სურათზე ჩემს მიერ “გამოფატრული” Sig Sauer P226-ია.  ბოლომდე დაშლა საჭირო გახდა, იმიტომ რომ იარაღი იყო მნიშვნელოვნად დაბინძურებული.

რა არ არის მნიშვნელოვანი და რასაც ჩემი აზრით ანიჭებენ ყურადღებას, რომელსაც ის არ იმსახურებს.

მჭიდის დიდი ტევადობა. სტანდარტული ორ რიგიანი მჭიდების ტევადობა შეადგენს 15–18–20 ვაზნას. ჩემი აზრით ტევადობა არც ისე მნიშვნელოვანია. სანამ იარაღი ვარგისია სწრაფი გადატენვისთვის ხოლო თქვენ ფლობთ იარაღის გადატენვის ეფექტურ ტექნიკას, ჩათვალეთ რომ მჭიდებში რამდენი ვაზნაც გაქვთ იარაღიც მაგდენს იტევს.  ერთ რიგიანი თუ ორ რიგიანი მჭიდი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მოგცემდით რჩევას გაამახვილოთ ყურადღება იარაღში მჭიდის გამოცვლაზე ერთი ხელით.

რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები. ჩემი აზრით სერთოდ არ არის აუცილებელი, იმ პირობით თუ ირაღზე აყენია შესაბამისად მორგებული არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები და პისტოლეტი მისროლილია. ჩემთვის ძნელია წარმოვიდგინო სცენარი, სადაც შეიძლება საჭირო გახდეს პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობაში შესწორებების შეტანა.  ზოგადად შესწორებების შეტანის მექანიზმი საჭიროა სხვა და სხვა მანძილებზე სასროლად. პისტოლეტისთვის ეს საჭირო არ არის. სპორტული პისტოლეტისთვის კი ბატონო, საბრძოლო პისტოლეტისთვის ეს, როგორც ვთვქი უბრალოდ არ არის საჭირო. გამონაკლისი ალბათ ტაქტიკური ჯგუფების პისტოლეტები, საიდანა შესაძლებელია საჭირო გახდეს ქირურგიული გასროლის განხორციელება, და ვაზნის ტიპის გამოცვლისას საჭიროა თუნდაც უმნიშვნელო ცვლილების კომპენსირება. დღეს ასევე არსებობს კარგი გამძლე საბრძოლო რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები. არჩევანი ისევ და ისევ ოპერატორზეა დამოკიდებული.

ლულის სიგრძე. მე არ დავიწყებ ბალისტიკაზე საუბარს, ეს ცალკე განხილვის თემაა, უბრალოდ გეტყვით, რომ ჩემ პირადი/სამოყვარულო გამოცდილებაზე დაყრდნობით მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სუბკომპაქტური პისტოლეტიდან 100 მეტრზე დაშორებულ სამიზნეებზე ეფექტური სროლა შესაძლებელია. რა თქმა უნდა მაგალითად Heckler&Koch USP Elite-დან ასეთ მანძილზე სროლა უფრო მოსახერხებელი იქნება ვიდრე ვთქვათ Glock26-დან, მაგრამ ორივედან მაინც შესაძლებელია სამიზნის განადგურება.  ხოლო იმასაც გაგხსენებთ, რომ პისტოლეტის გამოყენება უმეტეს წილად ხდება სასაუბრო დისტანციებზე, 0–დან 5 მეტრამდე. ამიტომაც მე ჩემი პირადი პრეფერენციებიდან გამომდინარე უფრო ვიხრები კომპაქტური და სუბკომპაქტური პისტოლეტებისკენ ვიდრე ისეთ “მეგა–ბლასტერებისკენ” როგორებიცაა USP Elite, Glock 3 ან Sig X-six. იმ მანძილებზე რა მანძილებზეც ხდება პისტოლეტის გამოყენება მათ უბრალოდ არანაირი პრაქტიკული  უპირატესობა არ ექნებათ სტანდარტულ კომპაქტურ პისტოლეტებთან შედარებით.  იგივე არ შეიძლება ითქვას ბალისტიკაზე, ვინაიდან თუნდაც მეტი საწყისი სიჩქარე გრძელი ლულიდან უზრუნველყოფს თეორიულად ტყვიის უფრო საიმედო ექსპანსიას. მაგრამ ამავე დროს ტყვიაწამლის მწარმოებლები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ საიმედო ექსპანსიას მოკლელულიანი პისტოლეტებიდან სროლისას, ასე რომ ჩემი მოკრძალებული აზრითაც დღეს ეს საკითხიც გარკველ წილად უფრო თეორიული მნიშვნელობისაა ვიდრე პრაქტიკულის. რაც შეეხება შემცირებულ სამიზნე ხაზს, 15 და თუნადც 25 მეტრამდე ამით წარმოქმნილი სხვაობა სიზუსტეში იქნება უმნიშვნელო.

კონსტრუქციის სიმარტივე/დეტალების რაოდენობა. ეს წმიდა რუსული ან უფრო სწორედ საბჭოთა დოგმაა, რომლის მიხედვითაც სიმარტივე განაპირობებს საიმედოობას. მოგონილი იმისთვის, რომ გაამართლონ მორალურად მოძველებული იარაღის არსებობა მათ არსენალებში.  შეიძლება ზოგადად ამ გამოთქმაში არის გარკვეული წილი სიმართლის, მაგრამ პისტოლეტებს ეს ნაკლებად ეხება.  1986 წელს მასად აიუბი თვლიდა, რომ Heckler&Koch P7 არის ყველაზე საიმედო ავტომატური პისტოლეტი, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი კონკრეტული გასაქირავებელი პისტოლეტიდან მის სასწავლო ცენტრში 5 000 გასროლა იქნა განხორციელებული, სხვა და სხვა მსროლელების მიერ და თანაც წმენდის გარეშე. ეს ადასტურებს რომ რთული იარაღიც შეიძლება იყოს საიმედო, თუ ის სწორედ არის დაპროექტებული.

5000 გასროლა წმენდის გარეშე პისტოლეტიდან, რომლის მექანიზმი წააგავს საათისას და თანაც ის იყენებს ლულიდან აღებულ დენთის აირებს. ძველი საბჭოთა დოგმა ამ შემთხვევაში არ მუშაობს. სურათზე ნაწილობრივ დაშლილი H&K P7–ია.

გარდა ამისა პრაქტიკული თვალსაზრისით დეტალების რაოდენობას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა რამდენადაც დეტალების სიმარტივეს. მაგალითად ავიღოთ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და მეორეს მხრივ მისი ჩეხოსლოვაკიური ანალოგი  Cz83. მაკაროვი შედგება სულ 23 დეტალისგან + მჭიდიდ, ჩეხური პისტოლეტი დაახლოებით 50 დეტალისგან. მაკაროვს არ აქვს არც ერთი ვინტი (გარდა ტარის ვინტისა) და არც ერთი შტიფტი. ერთის მხრივ მაკაროვი უპირატეს პოზიციაშია, მაგრამ მეორეს მხრივ აბა დაფიქრდით რა ექვემდებარება უფრო რემონტს, გატეხილი ჩახმახის შტიფტი “ჩეზეში” (დროებით შეიცვლება გადაჭრილი სქელი მავთულით ან ლურსმნით თუ მაკაროვის ჩახმახი მთლიანად, რომელსაც შეცვლას ვერ უპოვით ხოლო დამზადებაში ის საოცრად არატექნოლოგიურია? ან მაგალითად იგივე ჩახმახის ზამბარა, კლასიკური ფორმის “ჩეზეში”, რომელიც რაიმე სხვა ზამბარით შეიცვლება თუ მაკაროვის ზამბარა, რომელსაც ვერაფრით ვერ შეცვლით გარდა ისევ ახალი მაკაროვის ჩახმახის ზამბარისა?  ასე, რომ მხოლოდ დეტალების სიმცირე ჯერ არაფერს არ ნიშნავს.  თუ გინდათ გაანალიზოთ კონსტრუქცია კონკრეტული პისტოლეტის ცოტა უფრო შორს უნდა წახვიდეთ და ცოტა მეტი ცოდნა დაგჭირდებათ ვიდრე ასეთი ზედაპირული ანალიზი სურათებზე დაკვირვებით.

ჩემი აზრით უმეტესობა თანამედროვე პისტოლეტების არის ძალიან საიმედო, და ზედმეტად ბევრი ფიქრი დეტალებზე და შტიფტებზე, ჭანჭიკებზე და პოჭოჭიკებზე დროის უაზრო ხარჯვაა. გაცილებით უფრო  მნიშვნელოვანია ჩემი აზრით მაგალითად იარაღის ბოლომდე დაშლის სიადვილე, რომელზეც მე ზევით დავწერე.

დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის ტიპი ჩემი აზრით დამოკიდებულია ოპერატორის სურვილზე მხოლოდ. იქნება ეს პისტოლეტი ღიად განლაგებული ჩახმახით თუ დახურული დამრტყმელით, ორმაგი, ერთმაგი თუ მხოლოდ ორმაგი მოქმედების არის ოპერატორის ასარჩევი. ორმაგი მოქმედების იარაღში საჭიროა რომ ოპერატორმა იცოდეს პირველი გასროლის განხორციელება ორმაგ რეჟიმში, წინასწარ ჩახმახის შეყენების გარეშე, ამას ხშირად ბევრი “თავისუფალი მხატვარი” (მსროლელი ენტუზიასტი, რომელიც არ ან ვერ გადის მომზადებას კვალიფიციურ ინსტრუქტორთან) იგნორირებას უკეთებს. დახურულ დამრტყმელიანი პისტოლეტის, კონკრეტულად კი Glock–ის  ან Steyr-ის პისტოლეტები მე მომწონს იმიტომ, რომ პირველი გასროლიდან ბოლო გასროლამდე სასხლეტი ერთნაირად მუშაობს.  ჩემი აზრით უკანასკნელი ასევე უფრო დაცულია დაბინძურებისგან.

ეხლა სხვა აქსესუარებს რაც შეეხება. შეგნებულად არ დავიწყე ამ სტატიაში საუბარი ისეთ რამეებზე, როგორებიცაა მაგალითად ტარის პანელები და მათზე ჩამოსაცმელი რეზინის “წინდები”, ლაზერები, ფანრები და ასე შემდეგ. მათი დაყენება არ მოითხოვს ხელოსნის ჩარევას და შესაბამისად ეს უკვე ოპერატრის/მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული თუ რა ტიპის დამატებით/”პერიფერიულ” მოწყობილობებს დააყენებს ის თავის იარაღზე. ასევე აგმომდინარე იქიდან, რომ წარმოება იხვეწება და დეტალები დიდი სიზუსტით მზადდება, პისტოლეტში შეიძლება  პრაქტიკულად ნებისმიერი კომპონენტის გამოცვლა მორგების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ კომპეტენტური იარაღის ოსტატის ჩარევა საჭირო არ იქნება. შესაბამისად მომხმარებლის (რომლის ხელებიც სწორი ადგილიდან იზრდება) შესაძლებლობები ძალიან გაზრდილია. არც ისე დიდიხნის წინ მაგალითად პისტოლეტები დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაციის შეცვლის ოფციით საერთოდ არც არსებობდნენ. დღეს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე როგორც მულტი–კალიბრები და პისტოლეტის თვისებების შეცვლა ინტერნეტიდან გამოწერილი ნაწილებით.

Heckler&Koch USP. მომხმარებელს მინიმალური ცოდნით შეუძლია თავად აირჩიოს დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაცია (სულ 10 ვარიანტი).  სამწუხაროდ დანარჩენში ეს პისტოლეტი არ არის ასე მეგობრული მომხმარებლის მიმართ.

დაუბრუნდეთ 1970 წელს გამოშვებულ Smith&Wesson-ის პისტოლეტს, რომლის სურათითაც იწყება ეს სტატია. დიზაინის ავტორია ამერიკელი პერის ტეოდორი. ASP წარმოადგენს ,მძიმედ” მოდიფიცირებულ Smith&Wesson M39–ს. მოდიფიკაციების ტიპი განპირობებულია სურვილით შეიქმნას კომპაქტური დიდი საცეცხლე ძალის მქონე პისტოლეტი საუკეთესო ერგონომიკით.   მისი ფორმები გლუვია და ეს სპეციალური დამუშავების შედეგია. დააკვირდით მცველს, რომლის ფორმა ასევე გლუვია.  პისტოლეტი ასევე აღჭურვილია “ლექსანისგან” დამზადებული გამჭირვალე ტარის პანელებით, საიდანაც ჩანს მჭიდში დარჩენილი ვაზნების რაოდენობა. მაღალტექნოლოგიური დაფარვა Teflon-S, უზრუნველყოფს კარგ დაცვას კოროზიისგან და ამცირებს ხახუნის კოეფიციენტს. სასხლეტის დამცავი რკალი უზრუნველყოფს დამხმარე ხელის თითის მასზე მოთავსებას. ამ მხრივ ეს მგონი პირველი იარაღია ასეთი ოფციით. იარაღი გამოირჩევა დამზადების მაღალი ხარისხით და არის ძალიან კომპაქტური. ასევე ის აღჭურვილია Guttersnipe ტიპის სამიზნე მოწყობილობით, რომელიც არ იყენებს მუშკას. თავისი დროისთვის ეს იყო ძალიან ინოვაციური იარაღი და ბევრი რამ, რაც მასში გამოყენებულია დღეს გვხვდება საუკეთესო თანამედროვე  პისტოლეტებში ისევე როგორც იგივეს ასრულებენ იარაღის ოსტატები სპეციალური დაკვეთით. ეს ეხება გლუვ კუთხეებს და ერგონომიულ მართვის ორგანოებს, მაღალ ტექნოლოგიურ დაფარვებს, ინოვაციურ სამიზნე მოწყობილობებს და ასე შემდეგ.

მინდა დავამატო ის, რომ იქიდან, რაც მე ეხლა დავწერე სულაც არ გამომდინარეობს მაგალითად ის, რომ Beretta 92 არის ცუდი პისტოლეტი. მე მხოლოდ გავამახვილე ყურადღება იმაზე, რაც ჩემი აზრით, ერთობლიობაში არა თუ შექმნიდა არამედ იქნებოდა იდეალურ ან იდეალურთან მიახლოებულ საბრძოლო პისტოლეტის შემადგენელი ნაწილი ან თვისება. მაგრამ მხოლოდ ამაზე არ მთავრდება ეს საკითხი. რჩება კიდე მასალები, ლულის ტიპები, კალიბრები, ზომები და ასე შემდეგ. იდეალური პისტოლეტი რა თქმა უნდა ისეთივე ფიქციაა, როგორც იდეალური ავტომობილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომხმარებელს არ შეუძლია იპოვოს მისთვის იდეალური იარაღი. კონკრეტულად მე რაც მეხება, ჩემთვის იდეალური პისტოლეტი  ყოველთვის იქნება Glock-ი.

სამხრე ბუდეების ნაირსახეობები და მათი მიმოხილვა

Monday, August 22nd, 2011
ალბათ სამხრე იარაღის ბუდეები ყველაზე ფართოდ რეკლამირებული და ქარიზმატული იარაღის აქსესუარია, რომელიც ადამიანს შეიძლება ქონდეს.  ბოლო 80 წელია ეკიპირების ეს ელემენტი მუდმივად გვხვდება კინო და ტელე ეკრანებზე. ის არის ასოციირებული სერიოზულ, ძლიერ, ბრუტალურ, როგორც დადებით ასევე უარყოფით გმირებთან. მისი დანახვა ვინმეს ტანზე ავტომატურად ნიშნავდა, რომ ეკიპირების ასეთი ელემენტის  პატრონი თავის საქმეს სერიოზულად უდგება და ასე ვთქვათ ხუმრობა არ უყვარს. მრავალი წელია, დღემდე ეს აქსესუარი ასევე ცალმხრივად აღითქმება, როგორც მისი მფლობელის პროფესიონალიზმის ყველაზე სერიოზული ნიშანი. ჩემი დაკვირვებით, გაუთვითცნობიერებელი ადამიანი პირველი პისტოლეტის/რევოლვერის შეძენის შემდეგ ბუდეს არჩევისას, ირჩევს სწორედ სამხრე ბუდის მოდელებს, უმეტეს წილად იმიტომ, რომ როგორც უკვე ავხსენი ეს არის გარკვეული სტერეოტიპი. ბოლოს და ბოლოს  ის უბრალოდ ძალიან მაგრად გამოიყურება. სინამდვილეში კი რეალობა ცოტათი უფრო განსხვავებულია, და ამ სტატიაში მე მოგიყვებით იმაზე თუ ზუსტად რა ადგილი უკავია სამხრე ბუდეებს, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე და ასეთი ტიპის ბუდეების ძირითად სახეობებზე.
როგორც უკვე ავღნიშნე სამხრე ბუდეები უკვე დაახლოებით 80 წელია ჩვენთან ერთად არის, ხოლო სერიოზულ მწარმოებლებს თითქმის ყველას აქვთ კატალოგში რამოდენიმე ასეთი ტიპის ბუდის მოდელი. ეს უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ამ ტიპის აღჭურვილობას აქვს თავისი გამოყენების ”ნიშა” (თუმცა არა ისეთი ფართო, როგორიც შეიძლება წარმოიდგინოთ).  დავიწყოთ სულ თავიდან. სამხრე ბუდის ან უფრო სწორედ იარაღის და ამუნიციის ასეთი ფარული ტარების სისტემის კონცეფციის ავტორი გახლავთ ამერიკელი, რიჩარდ გალახერი, რომლის კომპანია შემდგომ გადაიქცევა უმეტესობა იარაღის მოყვარულთათვის კარგად ცნობილ კომპანია Galco-ში.  ანუ უფრო ზუსტად რომ განვმარტო რიჩარდ გალახერი არის ავტორი კონცეფციის, რომელიც თავისმხრივ მოიცავს ბუდეს, პაუჩებს დამატეებითი მჭიდებისთვის/ვაზნებისთვის გაერთიანებულს ერთიან ფარული ტარების სისტემაში, რომელიც ასევე მოიცავს ქამრების ერთობლიობას, რომ ეს ყველაფერი დამაგრდეს ტანზე. თავად იდეა იღლიის ქვეშ იარაღი ტარების კიდე უფრო ძველია, და ალბათ მე-19 საუკუნეში დაიბადა, როდესაც ხელის იარაღი საკმაოდ კომპაქტური გახდა ტანსაცმლის ქვეშ ფარული ტარებისთვის. მაგალითისთვის ცნობილი განფაიტერი დრ. ჯონ “დოკ” ჰოლიდეი ზუსტად ასე ატარებდა იარაღს (ხანდახან).

სამხრე ბუდეების ნაირსახეობები და ფასების სპექტრი.  საათის ისრის მიმართულებით: TF Deluxe (15 USD), UnderTech Undercover T-shirt (69USD), Nevada Gun Leather Upside Down Holster (105USD), Rothco US Military Issue (50USD), KLC Gambler (265 USD), Blackhawk Vertical Rig M9 (43USD).

არსებობს სამხრე ბუდეების ოთხი ძირითადი ტიპი: 1. იღლიის ქვეშ 45 გრადუსით დაბლა დახრილი ბუდე (ასეთი იყო გალახერის ორიგინალური ბუდე და ამიტომ მისი აღწერით დავიწყებ); 2. ჰორიზონტალურად მოთავსებული ბუდე, რომელიც პირველად შეიქმნა 1950-ან წლეებში ჩიკ გეილორდის მიერ (დღეს მის ტრადიციებს განაგრძობს კომპანია Bell Charter Oak). დიზაინის ავტორის ჩიკ გეილორდის აზრით ეს არის ყველაზე “სწრაფი” სამხრე ბუდე. იგულისხმება, რომ იარაღის ამოღება სწრაფად ხდება. 3. ვერტიკალური ბუდეები, ყვეელაზე ადრინდელი დიზაინი, ცნობილი მე-19 საუკუნიდან. პირველი თაობის ბუდეებიდან იარაღი ამოდიოდა ჯერ ზევით და მხოლოდ შემდეგ ტოვებდა ბუდეს. მოგვიანებით გასული საუკუნის  20-ან წლებში  ხელმისაწვდომი გახდა ზამბარით აღჭურვილი მოდელები, რომლიდანაც იარაღის პირდაპირ გამოძრობა ხდებოდა. ასეთ, Heiser-ის ტიპის ბუდეს ატარებდა ცნობილი გამოძიებათა ფედერალური ბიუროს აგენტი ელიოტ ნესი და მისი განმასახიარებელი კინოგმირები, ასევე მაგალითად ფრენკ სინატრა, რომელსაც ქონდა იარაღის ტარების უფლება და ის ასე ატარებდა თავის 1903 წლის მოდელის კოლტის ავტომატურ პისტოლეტს; 4. ბუდე მოთავსებული ჯავშანჟილეტის (ან სპეციალური მაისურის) სახელოზე, როგორც წესი “კლიპსის” მეშვეობით ან წარმოადგენს მის განუყრელ ნაწილს. იდეაში ის იმეორებს ტარების წესს, რომელიც მე-19 საუკუნიდან გამოიყენება. არსებობს კიდე ბუდეები, რომლებიც ათავსებს იარაღს მკერდზე, ხშირად ბუდე მაგრდება პირდაპირ ეკიპირებაზე ან ჯავშანჟილეტზე. ტარების ეს მეთოდი პოპულარულია გარკვეული სპეციალობის მქონე სამხედროებში ვისაც უწევთ მოვალეობის შესრულება სხვა და სხვა სამხედრო ტექნიკის საჭესთან ჯდომისას, ასევე პილოტები და სხვა სამხედრო პროფესიების წარმომადგენლები.  ასეთი ბუდეები არ გულისხმობენ იარაღის ფარულ ტარებას მოქალაქეების მიერ და ამიტომაც, მე მათ ამ სტატიაში არ შევეხები და მხოლოდ ილუსტრაციით შემოვიფარგლები.

ასეთი ტიპის ბუდე არის ყველაზe მოსახერხებელ ადგილას დამაგრებული, ადვილად ხელმისაწვდომია, თუმცა გასაგბი მიზეზების გამო სამოქალაქო პირებისთვის ასეთი ტარების მეთოდი მიუღებელია. სuრათზე არის ბრიტანელი სპეცრაზმელი. იარაღი – Sig Sauer P226 აღჭურვილი Сrimson Trace Laser Grip-ით.

დავიწყოთ სამხრე ბუდეების უპირატესობებით.

გამოვტოვებთ “მაგრობის” და „დერზკობის“ ფაქტორი, იმიტომ რომ ვიზუალი და კოლორიტი არ შეიძლება იყოს შეიარაღებული პროფესიონალის არც პირველხარისხოვანი და არც მეორეხარისხოვანი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს აღჭურვილობის ან იარაღის არჩევა.  სამხრე ბუდეების პირველი და ჩემი აზრით მთავარი უპირატესობა არის ის, რომ იარაღი, სათადარიგო ამუნიცია და დამხმარე აღჭურვილობა (მაგალითად ხელბორკილები) ხელმისაწვდომია ადვილად ჩასაცმელ და გასახდელ კომპლექსში. მაგალითად: თქვენ ხართ გამომძიებელი, მთელი დღე ზიხართ ოფისში და ადგენთ ოქმებს. უცბად ხდება გამოძახება, რამოდენიმე მოძრაობაშია ეგრევე იცვამთ სამხრე ბუდეს და იმ წამსვე თქვენ ტანზე გაქვთ იარაღი, სათადარიგო ამუნიცია და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.  ძალიან მოსახერხებელია.

აღნიშნული სისტემა ასევე გარკვეულ უპირატესობებს სათავაზოპბს მჯდომიარე პოზიციაში ყოფნისას. ის კიდევ უფრო მოსახერხებელია ვიდრე საპირისპირო მხარეს დამაგრებული ქამრის ბუდე (cross draw holster), რომელიც მაგალითად მანქანაში შეიძლება დაიბლოკოს უსაფრთხოების ღვედით. სამხრე ბუდე შესაბამისად შეიძლება იყოს ყველაზე კომფორტული ტარების მეთოდი პერსონალისთვის, რომელსაც უწევს მოვალეობას შესრულება სამუშაო ადგილზე, რომელიც მოითხოვს ჯდომას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ასეთ შემთხვევაში სამხრე ბუდის გამოყენება შეიძლება იყოს იარაღის ტარების საუკეთესო მეთოდი. არ არის აუცილებელი მხოლოდ კაბინეტში ჯდომა, მაგალითად ვერტმფრენების პილოტები (პოლიციელებეი და სამხედროები), უმეტესად სწორედ ასეთ ბუდეებს ატარებენ, ან მაგალითად ინკასატორული მანქანების მძღოლები, რომლებიც არ ტოვებენ თავის ადგილს, მათთვისაც სამხრე ბუდე შეიძლება იყოს და არის მოსახერხებელი. გაიხსენეთ შესანიშნავი ფილმი We Were Soldiers ვერტმფრენის პილოტს იარაღი (სმიტ&ვესონის მოკლე მე-15 მოდელი) მოთავსებული აქვს სამხრე ბუდის ნაირსახეობაში, როდესაც იარაღი პრაქტიკულად მკერდზე არის განთავსებული.  ასევე აქტუალურია სამხრე ბუდე ადამიანებისათვის, რომლებსაც არ ჭირდებათ იზრუნონ ეტიკეტზე და ჩაცმულობაზე და ეს განსაკუთრებულად ცივ ამინდში. მონადირეები, მეთევზეები, შესაძლებელია ფერმერები, რომლებსაც სურთ იქონიონ თან დამხმარე იარაღი ან საშუალება მოიგერიონ გარეული მტაცებლების თავდასხმა, ძალიან მოსწონთ ასეთი ბუდეები და წარმატებითაც იყენებენ მათ. თბილი ტანსაცმლის ქვეშ მოთავსებული იარაღი ასევე რჩება სითბოში და დაცული ამინდის ზემოქმედებისაგან. შესაბამისად არ არის საშიშროება რომ მექანზიმი გაიყინება ან ზეთი იმდენად გასქელდება სიცივისგან, რომ იარაღიდან გასროლა შეუძლებელი გახდება.

პილოტებისთვის სამხრე ბუდე არის იარაღის ტრების საუკეთესო საშუალება, და ამიტომაც ის არის მათი ეკიპირების განუყრელი ნაწილი უკვე მრვალი წელი.

სამხრე ქვეშა ბუდე შეიძლება უალტერნატივო ტარების საშუალება იყოს ადამიანებისთვის, რომელბსაც აქვთ სამედიცინო პრობლემები ზურგთან. ასეთი  ტრავმების დროს ადამიანებს, როგორც წესი ეკრძალებათ ტვირთის ტარება ქამარზე ანუ წელზე (წელის დატვირთვა). ასეთ შემთხვევაში დაბალნსებული სამხრე ბუდე შეიძლება იყოს ერთადერთი ტარების ოფცია. დაბალანსებული, იმიტომ რომ ასეთი ტარების სისტემა კარგად და თანამბრად ანაწილებს წონას, იარაღი ერთ მხარეს და ამუნიცია და აღჭურვილობა მეორე მხარეს.

აღნიშნული სისტემა ასევე გაცილებით უფრო კომფორტულია ქალებისთვის. ქალის სხეული ანატომიიდან გამომდინარე, ქამარზე/წელზე დამაგრებული იარაღი საკამოდ ბევრ პრობლემებს უქმნის მათ. მათი ტორსი უფრო მოკლეა ხოლო გვერდები უფრო განიერი, რის გამოც იარაღი გაცილებით უფრო მაღლა “ზის” და სერიოზულ დისკომფორტს ქმნის, როგორც ტარებისას (იარაღი აწვება ნეკნებს) ასევე იარაღის ამოღებისას (მაღლა განთავსებული იარაღი აიძულებს ხელის და მხარის ზედმეტად მაღლა აწევას უხერხული მოძრაობებით). ჩვეულზე დაბლა მოთავსებული იარაღი წყვეტს პრობლემას, მაგრამ ფარული ტარება ხდება პრაქტიკულად შეუძლებელი ანუ იარაღის დამალვა ძალიან რთულდება. გარდა ამისა ქალისთვის უფრო ადვილია ისევ და ისევ ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე მიწვდეს მარჯვენა ხელით მარცხნივ იღლიის ქვეშ მოთავსებულ იარაღს. მამაკაცებს განვითარებული კუნთებით და ფართე მკერდით საკმაოდ გაუჭირდებათ ასეთი ილეთის სწრაფად შესრულება მაშინ, როდესაც ქალს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. ასევე მამაკაცთან შედარებით, სამხრე ბუდე უფრო კარგად იმალება ქალის ტანზე, რისი მიზეზიც ისევ და ისევ არის ქალის სხეულის წყობილება.

კიდევ ერთ ერთ უპირატესობა ასეთი ტიპის ბუდეების არის ის, რომ როდესაც თქვენ იხდით მაგალითად პიჯაკს, შეგიძლიათ მასვე გააყოლოთ ბუდეც, ისე, რომ ამას ვერავინ ვერ შეამჩნევს. შემდეგ ჩამოკიდებთ პიჯაკს ბუდესთან ერთად და ჩაცმისას ერთდროულად ჩაიცვავთ ორივეს, იმიტომ, რომ ორივეს ჩასაცმელად დაგჭირდებათ ერთნაირი მოძრაობები.  მცირე პრაქტიკის შემდეგ ამ „ილეთის“ განხორციელებას შეძლებთ ადვილად, სწრაფად და ისე, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ შეამჩნევს. ფარული ტარება გულისხმობს ფარულ ტარებას და ყველაფერი უნდა იყოს აგებული ამ პირობის  ირგვლივ.

სანამ გადავალთ სამხრე ბუდის უარყოფით მხარეებზე საუბარს, ეგრევე გაგიმხელთ საიდუმლოებას: პროფესიონალები არ წყალობენ ასეთ ბუდეებს. მეტსაც ვიტყვი, მთელ რიგ სასწავლო ცენტრებში უბრალოდ აკრძალულია მათი გამოყენება.  ქვევით ამასაც ავხსნი.

ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ასეთი ბუდე ძალიან მოსახერხებელია მანქანაში ტარებისას. კი ბატონო, მხოლოდ  ერთი პირობით, თუ თქვენ გაცვიათ ტანსაცმელი, რომელიც მალავს ბუდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფარული ტარება ხდება შეუძლებელი, ეს კიდე აბსოლუტურად დაუშვებელია. იგივე საპირისპირო მხარეს დამაგრებული ქამრის ბუდე გარედან იქნება უხილავი და ამავე დროს ადვილი ხელმისაწვდომი, მაშინ, როდესაც სამხრე ქვეშა ბუდე ადვილად შესამჩნევი გახდება, როდესაც ზედა ტანსაცმელს გაიხდით. ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მანქანაში პიჯაკში ჯდომა საკმაოდ მოუხერხებელია.

როგორც უკვე ვთქვი იღლიის ქვეშ მოთავსებული იარაღი შეიძლება იყოს ძნელად ხელმისაწვდომი მსხვილი მამაკაცებისთვის. ამის გამო რთულდება იარაღი ამოღება, მითუმეტეს მოძრაობაში, მითუმეტეს მაგალითად ხელჩართული ბრძოლის დროს.  ხანდახან, როდესაც ოპერატორი ვერ წვდება იარაღს ის ცდილობს თითებით მოიწიოს იარაღი და მერე ჩაავლოს ხელი ტარს და ამოიღოს ის ბუდიდან. ასეთი ტიპის მანევრი ნელია და სტრესულ პირობებში მოუხერხებელი.  დამატებით, ასეთ მომენტში არსებობს რისკი უნებლიე გასროლის.

განსხვავებით პოპულარული მოსაზრებისა, სამხრე ბუდე სულაც არ უზრუნველყოფს  ფარულ და კომფორტულ ტარების მაღალ ან შეუდარებლად მაღალ ხარისხს. დამერწმუნეთ და თუ ჩემი არ გჯერათ, მარტივი ექსპერიმეენტი  გაჩვენებთ, რომ იღლიის ქვეშ მოთავსებული სრული ზომის იარაღის  დამალვა საკამოდ პრობლემატურია. გარდა ამისასამხრე ბუდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წინიდან გახსნილი ტანსაცმლის პირობებში და ისიც გარკვეული ფასონის თუ არის. ფართე მხრებიანი პიჯაკი დამალავს იარაღს იღლიის ქვეშ მეტნაკლებად ეფექტურად, მაშინ როდესაც პერანგი ამას უკვე ვერ შეძლებს. მე ვიხსენებ ერთ შემთხვევას, როდესაც ბანკში ყოფნისას ზაფხულში შევამჩნიე ადამიანი ღია ფერის პოლოს ტიპის „გადმოჩაჩულ“ მაისურში, რომელსაც რაღაც უცნაურად ქონდა ამობურცული ზურგი. მივხვდი, რომ ადამიანს შიშველ ტანზე მაისურის ქვეშ ქონდა იღლიის ქვეშა ბუდე ჩაცმული, ხოლო ქამრები ზურგზე აიხლართა და ამით გაუთვითცნობიერებლად აუწყა მთელ მსოფლიოს, რომ ის იარაღს ატარებდა. ქამარზე დამაგრებული ბუდე , მაგალითისთვის ადვილად დამალავდა იარაღს „პოლოს“ ქვეშ და უფრო კომფორტულიც იქნებოდა ცხელ ამინდში, ვიდრე შიშველ ტანზე ჩამოკიდებული იღლიისქვეშა ბუდე. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქამრის ბუდიდან იარაღის ამოღება უფრო სწრაფი იქნებოდა ვიდრე დახურული მაისურის ქვეშ დამალული იღლიის ქვეშა ბუდიდან.

მაგრამ ძირითადი მიზეზი, მიზეზი რის გამოც ასეთ ბუდეებს არ წყალობენ პროფესიოანლები არის იარაღის ლულის მიმართულება ბუდეში ყოფნისას და მისი ამოღებისას. საქმე იმაშია, რომ იარაღის უსაფრთხო ტარების და გამოყენების წესი იუწყება, რომ ლულა უნდა მიუშვიროთ მხოლოდ იმას, რის განადგურებასაც აპირებთ. სამხრე ბუდეს ეს ეხება იმდენად რამდენადაც იარაღის ამოღებისას (პოტენციალურად სახიფათო სიტუაცია, როდესაც ხდება უნებლიე გასროლები) და ტარებისას ლულა უმიზნებს ყველას ვინც თქვენს უკან დგას. პარტნიორ პოლიციელს, უდანაშაული გვერდითმდგომს, სასროლოსნო ცნეტრის ინსტრუქტორს ან უბრალოდ იმას ვისი დაცვასაც ცდილობთ.  რა  გასაკვირია, რომ სასროლოსნო ცენტრის, ტირების ინსტრუქტორები და მეთვალყურეები სერიოზულ დისკომფორტს განიცდიან, როდესაც მათ უყურებენ წინ მდგარი სტუდენტების იარაღის ლულები.  უსაფრთხოება არის ერთ ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იარაღის ტარებისას და გასაკვირი არ არის, რომ აღჭურვილობა, რომელიც ოდნავ მაინც აყენებს მას კითხვის ნიშნის ქვეშ მაინც და მაინც არ სარგებლობს პოპულარობით და აღიარებით პროფესიონალურ წრეებში. ყველაფერს ამას შეიძლება დაუმატო ის, რომ ამოღებისას ლულა იკვეთება თქვენი სხეულის ნაწილებთან (არსსებობს ტექნიკა და ბუდეები, რომლებიც ამას გამორიცხავენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარაღის მატარებელი ინფორმირებულია საფრთხის შესახებ და შესაბამის ტექნიკას იყენებს). ასევე, იარაღის ამოღებისას, რომლის ტარი დაბლა იყურება ლულა კვეთს იღლიასთან და მხარის არეში განლაგებულ მსხვილ არტერიებს, მისი დაზიანება უნებლიე გასროლის შემთხვევაში უმძიმეს ჭრილობას მიაყენებს ადამიანს, რაც დიდი ალბათობით ლეტალური შედეგით დამთავრდება.

უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოლ სამხრე ბუდეების საკმაოდ რთული კონსტრუქციაც, რაც ავტომატურად განაპირობებს მათ მაღალ ფასს. იმისთვის, რომ სწრაფად მოძრაობისას იარაღი და მჭიდები არ გირტყავდნენ ფერდებზე საჭიროა მათი დამატებითი ფიქსაცია ქამარზე. აღნიშნული სამაგრები ერთი ან ორ მხრიაანები მნიშვნელოვნად ართულებენ კონსტრუქციას და ასევე ზრდიან სამხრე ბუდის ჩაცმა გახდის დროს. ილეთი პიჯაკის და ბუდის ერთდროულ გხდასთან ერთად უკვე საკმაოდ რთული ხდება, იმიტომ რომ ყველასგან შეუმჩნევლად ქამრისგან უნდა განაცალკევოთ დამატებითი სამაგრი.

თქვენ თვითონ შეადარეთ უარყოფითი და დადებითი მხარეები, რომლებიც მე ეხლა ჩამოვთვალე. არჩევანი იარაღის ტარების მეთოდისა და შესაბამისი ეკიპირებისა არის მთლიანად თქვენზე დამოკიდებული, ისევე, როგორც ამაზე არის დამოკიდებული თქვენი პირადი უსაფრთხოება.

გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. რას უნდა სამხრე ბუდის არჩევისას? გამომდინარე ქართული რეალიებიდან ჩათვალეთ, რომ წინასწარი მოზომვა შეუძლებელია ვინაიდან წესიერი ნებისმიერი ტიპის ბუდის შეძენა საქართველოში თითქმის შეუძლებელია. ან შესაძლებელია მაგრამ ორმაგი სამმაგი ფასის გადახდით, თუმცა უნდა ავღნიშნო ბოლო 10 წლის განმავლობაში მე მაღაზიებში არ შემხვედრია წესიერი სამხრე ბუდე. წესიერში ვგულისხმობ წესიერი პატიოსანი მწარმოებლის მიერ დამზადებულ მოდელს. იყიდეთ მხოლოდ ასეთი მწარმოებლის ნაწარმი (სასურველია Bianchi, Galco, Uncle Mike, Mitch Rosen და ა.შ.)! ინტერნეტით შეკვეთისას ლოგიკური იქნებოდა ჯერ გენახათ გამოკითხვები, მაღალი ხარსხის სხვა და სხვა რაკურსის სურათები და კარგად დააკვირდეთ ბუდის ყველა ელემენტს. სამხრე ბუდეს საჭიროა ქონდეს აუცილებელი რეგულირებები, ძალიან კარგად მუშაობენ ჩაკერილი ელასტიური ელემენტები, თუმცა მეორე მხარეს იღლიაში ამოდებული ელასტიური სამაგრი საკამოდ დიდ დიკსომფორტს შეგიქმნით, განსაკუთრებულად, ცხელ ამინდში. იღლიები უნდა იყოს თავისუფალი, სასურველია იყოს ორივე მხარეს სამაგრები ქამარზე, რაც უზრუნველყოფს ბუდის დაფიქსირებას ერთი და იგივე ადგილას და ამით ის არ შეგიქმნით დისკომფორტს სწრაფად გადაადგილებისას. იარაღის და აღჭურვილობის წონა თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული მხრებზე. იღლიისქვეშა ბუდის ყველა ელემენტი არ უნდა ხმაურობდეს. მიაქციეთ ყურადღება, რომ არაფერი არ უშლიდეს იარაღს ამოღებისას და ბუდე იყოს ადვილად მიღწევადი მათ შორის დგომისას, სიარულისას, მანქანაში ჯდომისას და ასე შემდეგ (ანუ სხვა და სხვა მდგომარეობებში რა დროსაც შეიძლება მოგიწიოთ იარაღის ამოღება). რაც შეეხება მასალებს, ისინი სხვა და სხვა არის მოდელების მიხედვით. მე პირადად ვანიჭებ უპირატესობას კარგი ხარისხის ტყავის ეკიპირიბას, თუმცა ვაღიარებს რომ სინთეტიკური მასალებისგან დამზადებული ბუდეები (კორდურა და ა.შ) და ეკიპირება ძალიან დიდხანს ძლებს და ძალიან გამძლეა. ტყავის ბუდე შესაძლებელია, რომ იყოს დამზადებული კონკრეტული იარაღის მოდელზე რაც მოსახერხებელია. როგორც წესი სინთეტიკური ქსოვილებისგან (ნეილონი, კორდურა) დამზადებული ბუდეები განკუთვნილია რამოდენიმე მოდელის იარაღზე ან კონკრეტული ზომის იარაღებზე. გამონაკლისი ხისტი, პლასტმასის ბუდეები, რომლებიც მე არ მომწონს, იმის გამო, რომ ისინი მალე ცვითავენ იარაღის დაფარვას, დაფარვა კიდე არ არის დატანილი კოსმეტიკური მიზნებისთვის, ის იცავს იარაღს აგრესიული ზემოქმედებისგან (სინესტე, ოფლი და ასე შემდეგ).  არსებობს კომბინირებული მოდელები სადაც მწარმოებელი ცდილობს ყველა მასალისგან მაქსიმალური ეფექტი გამოიღოს. და ბოლო რჩევა, შეეცადეთ აირჩიოთ მოდელი, რომელიდანაც იარაღის ამოღებისას ლულა არ კვეთს, თქვენი სხეულის, რომელიმე ნაწილს. ამ მხრივ ყველაზე არასასურველი არის მოდელები სადაც იარაღის ტარი ქვევით იყურება.

ალბათ ერთ ერთი ყველაზე კლასიკური, ძველი და ამვე დროს დღემდე აქტუალური სამხრე ბუდის მოდელი, Bianchi X15. დამზადებულია ტყავისგან. ფასი 130 აშშ-ის დოლარი.

უდაოდ სხვა და სხვა მოდიფიკაციების ქამრის ბუდეები (belt holsters)  უფრო უნივერსალური და მრავალფეროვანი საშუალებებია იარაღის ფარული ტარების. დიდი ალბათობით უფრო კომფორტულიც, მაგრამ არის სცენარები, სიტუაციები და ადამიანები, რომლებისთვისაც სამხრე ბუდე შეიძლება იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება. ჩემი აღჭურვილობის ამ ელემენტს ნამდვილად აქვს ადგილი თქვენ არსენალში. უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ ორი რამე, იღლიისქვეშა ბუდე უნდა იყოს უმაღლესი ხარსხის და არა სადღაც თბილისის გარეუბნებში შეკერილი პრიმიტიული იმიტაციები და მეორე: საჭიროა პრაქტიკა და ვარჯიში ასეთი ბუდის უსაფრთხო გამოყენებისთვის.

იარაღის ფარული ტარების არატრადიციული მეთოდები

Friday, February 25th, 2011

მოგეხსენებათ, რომ თავდაცვის პირადი  იარაღის ფარული ტარება არის პრაქტიკულად ერთადერთი ლეგიტიმური და გამართლებური ტარების მეთოდი იარაღის სამოქალაქო მფლობელებისათვის. ფარული ანუ ალბათ კიდევ უხილავი ტარება გულისხმობს, რომ იარაღი ტარებისას არ ჩანს სხვებისთვის. არ არსებობს ფარულობის ხარსხი. არ ჩანს არც ერთი იარაღის ნაწილი, მისი ფორმები ასევე არ გამოიკვეთება ტანსაცმლის შიგნიდან. თუ იარაღი ოდნავ მაინც შესამჩნევია, მისი ფარულობის ხარისხი ნოლია. ეს უკვერ არ არის ფარული ტარება. უმეტეს ქვეყანაში სადაც ნებადართულია იარაღის ტარება (საქართველო მათ რიცხვს არ მიეკუთვნება), იგულისხმება მხოლოდ ფარული ტარება.  რატომ მაინც და მაინც ფარული? მატარებლის თვალსაზრისით პირველ რიგში იმიტომ, რომ თავდაცვის ერთ ერთი მთავარი პრინციპია: თავდამსხმელმა არ უნდა იცოდეს, რომ თავდასხმის ობიექტი შეიარაღებულია, რაც აძლევს თავმდამცველს ტაქტიკურ უპირატესობას და მოულოდნელობის ეფქტს. მეორე ხელისუფლების თვალსაზრისით არის ის, რომ იარაღის მატარებელმა არ უნდა შეუქმნას სხვა ადამიანებს დისკომფორტი, იარაღის დემონსტრირებით.  მათ ხომ არ იციან ვინ ხართ თქვენ და რა გაქვთ ჩაფიქრებული? გამოძრავებთ თქვენ სურვილი დაიცვათ თქვენი თავი და გარშემომყოფები ხიფათისგან თუ ხართ შეიარაღებული დამნაშავე? რა თქმა მარტო ეს არი არის, და კიდევ მრავალი სხვა მიზეზი არსებობს, რომლის ჩამოთვლა ამ სტატიის მიზნებში არ შედის ამიტომაც შემოვიფარგლები მხოლოდ ამ ზოგადი ახსნით.

იარაღის ფარული ტარების ძირითადი მეთოდია ტანსაცმლის ქვეშ დამალული ქამარზე ან სხეულზე მოთავსებული ბუდე იარაღით. პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ეს არის საუკეთესო ტარების მეთოდები. შესაძლებელია იარაღის ერთი ხელით სწრაფი ამოღება, მათ შორის მოძრაობაში, მანქანაში ყოფნისას და ასე შემდეგ. მაგრამ აღნიშნული მეთოდები სერიოზულად ზღუდავენ იარაღის მატარებელს ტანსაცმლის არჩევანში, ისევე, როგოროც აღნიშნული მეთოდი იარაღის ტარების პრობლემატურები ხდება ცხელ კლიმატში. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ზღვის პირას, გაცვიათ მხოლოდ ე.წ. “შლიოპანცები”, შორტები და თხელი მაისური. არც ქამარია, რომელზეც ბუდეს დაამაგრებთ, არც ქურთუკია, რომელიც იღლიის ქვეშა ბუდეს დამალავს. გამოსავალი? ის არსებობს.  იმიტომ რომ, არსებობს კიდევ სხვა ნაკლებად გავრცელებული და ხანდახან ეკზოტიკური მეთოდები იარაღის ფარული ტარების. ზუსტად მათზე და მათ ნაკლოვანებებზე და უპირატესობებზე გვექნება ლაპარაკი ამ სტატიაში.

ფეხზე დასამაგრებელი ბუდეები.

დავიწყოთ ყველაზე კარგად ცნობილ მეთოდზე, იარაღის ტარებაზე ფეხზე დამაგრებულ ბუდეში. ეს მეთოდი როგორც წესი გამოდგება პატარა ან ძალიან პატარა ზომის იარაღისთვის. არსებობს ბუდეების სხვა და სხვა მოდელების ფართო არჩევანი. მათი კომფორტული ტარებისთვის საჭიროა თავისუფალი სტილის შარვალი, რომელიც ეფექტურად დამალავს ბუდეს. ერთ ერთი ხრიკი, რომელიც ზრდის ფარულობის ხარისხს, არის ბუდეს ზევიდან გადააფაროთ გრძელი წინდი. წინდი კიდევ უფრო შენიღბავს ბუდეს და უხილავს გახდის მას. იარაღის ასეთ ბუდეში ტარებისას უნდა გაითვალისწინოთ რომ ზედმეტად ფართე ნაბიჯები, ან ფეხის ფეხზე შემოდების ჩვევა ადვილად დაანახებს ყველას რომ თქვენ შეიარაღებული ხართ. პირველ ასეთი ბუდის შეძენისას უნდა ჩაუტაროთ მას აუცილებელი ტესტირება, გაირბინოდ, იხტუნაოდ, მოიქნიოთ ფეხი, ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ დარწმუნდეთ, რომ იარაღი საიმდეოთ დაფიქსირებულია ბუდეში და ბუდე თავის მხრივ ფეხზე. ვინაიდან ბუდე უშუალოდ კონტაქტირებს კანთან ისისც და იარაღის საიმედოთ უნდა იყოს დაცული ოფლის ზემოქმედებისგან. მნიშვნელოვანი ნაკლი აღნიშნული ტარების მეთოდის არის ის, რომ შეუძლებელია იარაღის ამოღება მოძრაობაში. ხოლო თავდაცვის ყველაზე მთავარი წესი იუწყება რომ თავდასხმისას გაჩერება უდრის სიკვდილს. ასეთი ბუდიდან იარაღი, რომ ამოიღოთ  თქვენ აუცილებლად უნდა გაჩერდეთ და დაიკუზოთ. თავდასხმაზე რეაგირებისას ასეთმა მანევრმა შეიძლება სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანოთ, იმიტომ, რომ თქვენ ჩერდებით, ესეიგი აძლევთ საშუალებას თავდამსხმელს მოგიახლოვდეთ ან ხდებით სტატიკური სამიზნე, ხოლო დახრილი სხეული და ორი ხელი მიწასთან თქვენ დაუცველს ქხდით. პროფესიონალები თანხმდებიან, რომ ფეხზე იარაღის ტარება გამოსადეგარია მხოლოდ მეორე დამხმარე იარაღისთვის. ამ როლში ასეთი ბუდეები ფართოდ გამოიყენება ძალოვან სტრუქტურებშიც. მაგალითად ჯორჯიას შტატის პოლიცია ავალდებულებს პოლიციელებს ატარონ ძირითადი იარაღი Glock 37 და დამატებით სუბკომპაქტური Glock 39 G&G-ის წარმოების ფეხის ბუდეში.

34

 

ტანსაცმელში ინტეგრირებული და ანატომიური ბუდეები

ეს არის პროფესიონალებში ერთ ერთი ყველაზე ძველი და აპრობირებული მეთოდი იარაღის ტარების. ჯერ გაჩნდა სპეციალურად შეკვეთით შეკერილი ტანსაცმელი, რომელიც მალავდა მასში იარაღს. მაგალიტებისთვის, შორს რომ არ წავიდეთ, ცნობილი შერიფი, ველური დასავლეთის ლეგენდა უაიტ ერპს ქონდა შეკვეთით დამზადებული მოსასხამი, რომელშიც ჩაკერებული იყო  ორი დიდი ჯიბე, განკუთვნილი მსხვილი რევოლვერებისათვის. ზუსტად ამ მოსასხამში ჩაცმული იყო ის, შიგნით დამალული ორი .45 კალიბრის Colt Single  Action Army რევოლვერით,  ველური დასავლეთის ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი შეტაკებისას ოკ კორალთან.  ანალოგიურ ხერხს მიმართავდნენ ასევე სხვა ცნობილი განფაიტერები მათ შორის ჯონ ვესლი ჰარდინი, ვაილდ ბილ ჰიკოკი და ასე შემდეგ.  ტანსაცმელში იარაღის დამალვის ვარიანტები ურიცხვია და ნებისმიერ მეტ ნაკლებად გამოცდილ მკერავს შეუძლია შეასრულოს დამკვეთის სურვილი და ისე გადააკეთოს ჩვეულებრივი ტანსაცმელი, რომ მასში დაიმალება პრაქტიკულად ნებისმიერი ზომის იარაღი (დამოკიდებული რა თქმა უნდა ტანსაცმლის მოდელზე).   დღეს გარდა შეკვეთით დამზადებული ტანსაცმლისა, ხელმისაწვდომია ასევე “ქარხნული” ტანსაცმლის მოდელები, სპეციალურად განკუთვნილი იარაღის ტარებისთვის. მაგალითისთვის აშშ-ში გამოდის კომპანია Blackie Collins-ის სპეციალური ჯინსების სერია Toters, ინტეგრირებული ჯიბის ბუდეებით. ანალოგიურ პროდუქციას, ჩვეულებრივ ტანსაცმელს განკუთვნის იარაღის ფარული ტარებისთვის, უშვებენ სპეციალიზირებული კომპანიებიც, მაგალითად 5.11. სპეციალური ჟილეტები, შარვლები ბუდეების ფიქსატორებით, ან Scott-e-vest, ქურთუკი უამრავი ჯიბით იარაღისთვის, რაციებისთვის და მზის პანელით (!) ზურგზე, რომელიც კვებავს თქვენ ელექტრონულ მოწყობილობებს. გარკვეული პოპულარობით სარგებლობს სპეციალური მაისურები ინტეგრირებული ბუდეებით. ეს მაისურები ან განიერი ელასტიური ქამრები იმდენად თხელია და უხილავი, რომ მათი ტარება შესაძლებელია ერთი პერანგის ქვეშ, ასეთი მაისურებს უშვებს მაგალითად Greg Kramer, მოდელი Confidante.

UnderTech UnderCover Compression T-Shirt Holster, თხელი მაისური ინტეგრირებული იარაღის ბუდით

ანატომიური ბუდეების ნაირსახეობას წარმოადგენენ რთული ფორმის ბუდეები, რომლებიც სპეციფიურ ადგილებში მალავენ იარაღს. მათ ნაირსახეობას წარმოადგენენ ასევე ელასტიური ქამრები, რომლებიც საიმედოთ აფიქსირებენ იარაღს ტანზე და ეფექტურად მალავენ მას.

bahlsters

სპეციალური ტანსაცმლის ნაირსახეობას წარმოადგენს ანატომიური ბუდეები ანუ ბუდეები, რომლებიც იყენებენ ადამიანის ამ შემთხვევაში ქალის ანატომიას….

….Thunderwear concealed holster  

მოკლედ როგორც ხედავთ სპეციალიზირებული ტანსაცმლის საკამოდ ფართო ასორტიმენტია ხელმისაწვდომი, მორგებული ნებისმიერი ტაქტიკური სცენარისთვის. ტანსაცმელში ინტეგრირებული ბუდეების საერთო ნაკლოვანება არის ის, რომ იარაღის ტარება შესაძლებელია, მხოლოდ ამ ტანსაცმელთან ერთად, ეს კი ზღუდავს მატარებლს სეზონების მიხედვით და ჩაცმულობის არჩევანით. ჩაცმულობის სტილიდან გამომდინარე იარაღი ყოველთვის შეიძლება არ იყოს იოლად ხელმისაწვდომი.

Barami grip & Clip Draw და სხვები

ტექნიკურად ეს არის პირდაპირ იარაღზე დამაგრეებული სამაგრები (კაუჭები, კლიპსები), რომელის საშუალებიტაც იარაღი მეტ ნაკლებად ფიქსირებულ დმგომარეეობაში ტავსდება ქამარზე ან შარვლის შიგნით.  პირველი (ბარამი) წარმოადგენს სპეციალური ფორმის რევოლვერის ტარს, რომელიც მაგრდება ქამარზე. მეორე არის ე.წ. „კლიპსა“ რომელიც სპეციალური ფორმის კაუჭით ამაგრებს იარაღს ქამარზე ან ჯიბეზე. პლიუსები: დაბალი ფასი, არ საჭიროებს ბუდეს, მაგრდება ქამარზე, ჯიბეზე. მინუსები. არ უზრუნველყოფს იარაღის საიმედო ფიქსაციას. იწვევს ქამრის ან ჯიბის ნაჩქარებ ცვეთას. ცხელ კლიმატში არ უზრუნველყოფს იარაღის დაცვას ოფლის ზემოქმედებისგან. Clip Draw ტიპის სამაგრი არ არის ხელმისაწვდომი ყველა ტიპის პისტოლეტისთვის, ზოგ შემთხვევაში კლიპსის დაფიქსირება იარაღზეხდება ხრახნებით, რაც მოითხოვს სპეციალურ ინსტრუმენტებს ან ვიზიტს ხელოსანთან. ასეთი ტიპის ტარებას ასევე ეძახიან ნახევრად-მექსიკურ ტარებას.

clip draw

clip draw და მსგავსი ტიპის სამაგრები

იარაღის დამალვა კეისებში, ჩანთაში.

ასევე ერთ ერთი პოპულარული ტარების მეთოდია. არსებობს როგორც ამისთვის სპეციალურად განკუთვნილი ხელჩანთები ან კეისები მაგრამ ამ როლისთვის გამოდგება ჩვეულებრივი “სამოქალაქო” ჩანთებიც. პლიუსები: შესაძლებელია საკამოდ დიდი ზომის იარაღის ტარება თან დამატებითი მჭიდებით. შენიღბვის მაღალი ხარისხი, შესაძლებელია იარაღის თან ქონა ნებისმიერ კლიმატში და ნებისმიერი ტანსაცმლის სტილით. მინუსები: გართულებულია სწრაფი ამოღება. ჩანთა თავად შეიძლება გახდეს თავდასხმის ობიექტი ან მაგალითად გატაცებულ იქნას მანქანიდან, ბოლოს და ბოლოს ჩანტები ხანდახან ავიწყდებათ. გარდა ამისა გამოცდილი თვალი გამოავლენს სპეციალურად იარაღის ტარებისთვის განკუთვნის ჩანთის მოდელს. იარაღის ფარული ტარებისთვის საუკეტესო სპეციალურ მოდელებს უშვებენ მაგალითად Coronado და Galco. მაგრამ შესაძლებელია აირჩიოთ ჩვეულებრივი კარგი ხარისხის ხელჩანთა/კეისი და გადააკეთოთ ის იარაღის ფარული ტარებისთვის. შეიძლება გადაკეთება სულაც არც დაჭირდეს. მთავარია, რაც შეიძლება ნაკლეები მანიპულაცია იყოს საჭირო იარაღის ამოსაღებად. უფრო მოსახერხებელია წელზე დასამგრებელი ჩანთები. პლიუსებია, ის რომ მათი ტარება შესაძლებელია წელზე ან მხარზე გადაკიდებულის. შესაბამისად იარაღი თითქმის ისევე სწრაფად ხელმისაწვდომია, როგორც ჩვეულებრივი ბუდე. მინუსი არის, რომ ეს ჩანთები ასოციირებულია ფულთან და სხვა ძვირფას ნივთებთან და ასევე შეიძლება გახდეს ქურდობის ობიექტი. შენიღბვის მიზნით ასეთ ჩანთებს ხანდახან სპეციალურად აკრავენ Nike-ის ან სხვა რამე სპორტული ტანსაცმლის ფირმის ლეიბლებს. ასევე მინუსია, რომ დრო როდესაც ასეთი ჩანთები მოდაში იყო დაახლოებით 15 წლის წინ გავიდა. ასეთ წელზე ჩასაცმელ ჩანთებს უშვებენ De Santis, ლატვიური Contact, Steve Camp და ა.შ. ბოლო მწარმოებლის ასეთი ჩანთის (Safe Direction) უკანა მხარე წარმოადგენს კევლარის ფირფიტას, რაც მუცლის ქვედა ნაწილს დამატებით დაცვას სთავაზობს.

60

Black Hawk Concealed Weapon Funny Pack

ჯიბის ბუდეები

ჯიბით იარაღის ტარება დღეს ალბათ შეიძლება მივაკუთნოთ იარაღის ტარების არატრადიციულ ან ნაკლებად ტრადიციულ მეთოდებს, მაგრამ იყო დრო როდესაც თავად ჯიბე იყო იარაღის ბუდე და ტარების ძირითადი მეთოდი ბევრი შეიარაღებული პროფესიონალითვის, იმ დროს როდესაც ჯერ არ არსებობდნენ Galco, Bianchi და Uncle Mike. ცნობილი პერსონა იარაღის და სროლის სამყაროში, პოლკოვნიკი რექს ეპლგეიტი ატარებდა ორ .45 კალიბრის კოლტის რევოლვერს თავისი შარვლის ტყავით შემოკერილ ჯიბეებში, როდესაც ის იყო ფრანკლინ დ. რუზველტის პირადი მცველი, ცნობილი პოლიციელი და ინსტრუქტორი ჯიმ სირილიო ატარებდა ჯიბეში .38 კალიბრის მოკლელულიან რევოლვერს. დრო გადიოდა, იცვლებოდა ტანსაცმელის სტილი, ჩნდებოდა ახალი კონსტრუქციის ბუდეები, კალიბრები იზრდებოდა, იზრდებოდა იარაღის ზომები და ჯიბით იარაღის ტარება სულ უფრო არაპრაქტიკული ხდებოდა. დღეს როდესაც არსებობს მრავალი ულტრაკომპაქტური და ძლიერი იარაღის მოდელი, სულ უფრო მეტი კომპანია უშვებს სპეციალურად ჯიბის ბუდეებს, რომლებიც უზურუნველყოფენ იარაღის ჯიბეში უსაფრთხო ტარებას. მოგეხსენებად, დატენილი პისტოლეტის ტუ რევოლვერის უბრალოდ ჯიბეში ტარება საშუალო მომზადების მქონე პირისთვის საკმოდ სახიფათო პრაქტიკაა. მდგომარების გამოსასწორებლად შექმნილი იყო სპეციალური ჯიბის ბუდეები. აუცილებელი მოთხოვნაა ასეთი ბუდისთვის -სასხლეტის დაფარვა. ასეთი ბუდეები უზრუნველყოფენ, როგორც უკვე ითქვა უსაფრთხოებას, იცავენ იარაღს ჯიბეში დაგროვილი მტვერისგან და ამავე დროს, რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია იარაღი არ იცვლის თავის ადგილმდებარეობას ჯიბეში.  ნაკლოვანებები ცხადია: იარაღის ზომა შეზღუდულია მხოლოდ ულტრაკომპაქტური იარაღით, რომელიც ჯიბეში ჩაეტევა. Glock 19-ით ჩაეტევა ჯიბეში მაგრამ ბუდესთან ერთად ის იმდენად გაბარიტული იქნება, რომ გაბერილი ჯიბე ეგრევე მიიპყრობს არასასურველ ყურადღებას. ყველაზე პოპულარული იარაღის არჩევანი არის .38 კალიბრის ულტრა კომპაქტური მხოლოდ ორმაგი მოქმედების რევოლვერები დამალული ჩახმახებით.

 

 ankle holsters

ავტომატური პისტოლეტებისთვის განკუთვნილი ჯიბის ბუდეების ნაირსახეობები. საათის ისრის მიმართულებით Galco Pocket Holster, Hedley Holsters KT 32, Ace Case , De Santis Nemesis, Recluse Pocket Holster.

იშვიათ ჯიშს განეკუთვნება შენიღბული ბუდეები, სურათზეა ბუდე, რომელიც იმიტაციას უკეთებს  ქამარზე დამაგრებულ პეიჯერს, Pager Pal.

უივერის დგომის შესახებ

Thursday, January 13th, 2011

საბრძოლო დგომების თემა უნდა დამეწყო წესით და რიგით უივერის დგომით, ყველაზე კლასიკური დგომით, რომლიდანაც დაიწყო თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტის გამოყენების ისტორია, როდესაც მთელი პლეადა გამოცდილი მსროლელების სერიოზულად დაფიქრდა იმაზე თუ როგორ არის უმჯობესი მოკლელულიანი იარაღის ახლო ბრძოლაში გამოყენება და დაიწყეს გაოცდილების და ცოდნის სისტემატიზირება. უივერით დაიწყო პირველი თაობის პისტოლეტის საბრძოლო ტექნიკის დაფუძნება, დღეს უკვე მეოთხე თაობის სისტემებს ასწავლიან …..  ეს დგომი ატარებს ჯეკ უივერის, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სახელს, რომელიც სამსახურის გარდა ასევე ასპარეზობდა სხვა და სხვა სასროლოსნო დისციპლინებში მათ შორის იმათში, რომელიც ტარდებოდა ჯეფ კუპერის ცნობილ “დაწესებულებაში”, რომელსაც მოგვიანებით Gunsite ეწოდა.

45

ჯერ უივერი შეჯიბრების დროს და მისი “საფირმო” დგომი

როგორ რა პირობებში დაიბადა ეს დგომი? სპორტული შეჯიბრების დროს, როდესაც მსროლელები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს იარაღს სწრაფ ამოღებაში და სროლაში (ე.წ. Leatherslap შეჯიბრებები). ორი მსროლელი იდგა გაბერილი ბუშტების პირდაპირ და სიგნალის შემდეგ იღებდნენ იარაღს ბუდედან და აქრობდნენ ბუშტებს, რაც შეიძლება სწრაფად. სროლის მანძილი 7 მეტრი. სროლის სტილი? ძირითადად ბარძაყიდან ისე როგორც ძველ ვესტერნებში. აცილების პროცენტი იყო საკამოდ დიდი. და ეს გასააკვირი არც არის. ვესტერნები გვიჩვენებენ ორთაბრძოლის/დუელის შემდეგ ტიპიურ სცენარს, ორ მსროლელი გრძელ ქუჩაში, მათ შოირს ნახევარი ფეხბურთის მოედანი მაინც და ორივე ესვრიან ერთმანეთს ბარძაყებიდან. სინამდვილეში ასეთი რაამეები არ ხდებოდა. ბარძაყიდან სროლა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ სასაუბრო დისტანციაზე ანუ პრაქტიკულად მიბჯენით და ეს დღესაც ეგრეა.

wer

ახლო კონტაქტის დგომი სამი ეპოქიდან, სამი საუკუნიდან. ჯონ ვეინი კლასიკურ დგომში, რომელსაც იყენებდნენ ველური დასავლეთი პერიოდში. ილუსტრაცია  ფეირბარნის და საიკსის წიგნიდან  Shooting to live, მეოცე საუკუნის 30-ნი წლები და რობ პილგრიმი, ცნობილი ინსტრუქტორი ახლო კონტაქტის საბრძოლო დგომის პრეზენტაცია, 21-ე საუკუნე

რაც შეეხება უივერის დგომს და ეპოქას, როდეაც ის დაიბადა და გავრცელდა. შეგახსენებთ, არის 50-ნი წლების დასასრული. ვესტერნების ერა. პოლიციაში დომინირებს არმიიდან გადმოსული საცეცხლე მომზადების სკოლა. სტატიკური დგომი, მუშკა უსწორდება ცელიკს, წყნარი სუნთქვა და აუჩქარებელი სასხლეტის დამუშავება. რეალურად არავინ არ სწავლობს პისტოლეტის ეფექტურ გამოყენებას ახლო კონტაქტის და სტრესის პირობებში. ზუსტად ამ დროს ჯეფ კუპერმა, რომელიც ესწრებოდა ამ შეჯიბრებებს, რომლებიც ინსპირირებული იყო ვესტრნებით და ეს გასაგებიც არის რატომ, დაიწყო დაკვირვება, რომელი მსროლელის ტექნიკა იძლეოდა უკეთეს შედეგებს. ზუსტად  ამ დროს აღმოაჩინა მან ჯეკ უივერის დგომი, რომელსაც უკანასკლნელი იყენებდა და იგებდა კიდევაც შეჯიბრებებს მისი წყალობით. ანუ ის არ იდგა პირდაპირ სამიზნის პირისპირ, როგორც ეს აქამდე იყო მიღებული, არამედ იდგა ოდნავ გვერდულად, ისროდა არა ბარძაყიდან, არამედ გაშლილი ოდნავ მოხრილი ხელებით და იარაღი ორივე ხელით ეჭირა. სულ მალე ჯეფ კუპერმა გაანალიზა უივერის დგომი, შეარქვა ამ ტექნიკას უივერის დგომი და დაიწყო მისი პოპულარიზება, თავის წიგნებში და ჟურნალ Guns&Ammo-ში სადაც მისი სტატიები რეგულარულად ქვეყნდებოდა. ჯეფ კუპერის დახმარებიტ უივერის დგომი ძალიან პოპულარული გახდა და იქცა საბრძოლო დგომის კლასიკად. თავის პირდაპირ ვიტყვი ეპოქალურ ნაშრომში modern technique of the pistol უივერის დგომი არის ერთ ერთი 5 ძირითად ფუნდამნეტურ ელემენტში რისგანაც შედგება პისტოლეტის საბრძოლო გამოყენების თანამედროვე ტექნიკა. მაგრამ ეს იყო თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, ეს იყო მხოლოდ პირველი თაობის საბრძოლო ტექნიკა ……

რა თქმა უნდა უივერს ადარებენ ბევრ სხვა დგომს მათ შორის პირველ რიგში აიზოსკელესს და მოდიფიცირებულ, საბრძოლო აიზოსკელესს, რომელიც დღეს დომინირებს მას მერე რაც რობ ლიტემმა და ბრაიან ენოსმა მოახდინეს რევოლუცია პრაქტიკულს როლაში ზუსტად აიზოსკელესის გამოყენების წყალობით. მე პირადად წინააღმდეგი ვარ კალიბრების, მწარმოებლების და ბრეენდების ომების, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ვაღიარო რომ უივერი უკვე გუშინდელი დღეა და ამას ადსტურებს პრაქტიკაც. არც ერთი სერიოზული ძალოვანი სტრუქტურა და სკოლა არ ასწავლის დღეს უივერს.  უივერს გააჩნია აშკარა მინუსები, ესენია გართულებული მოძრაობა ფრონტზე, უკუცემის ძალა არათანამბრად ნაწილდება ხელებზე და სხეულზე, გვერდით დგომა ხსნის ჯავშანჟილეტით დაუცველ სხეულის ნაწილებს. გარდა ამისა უივერის დგომი გულისხმობს არა რეაქციას თავდასხმაზე არამედ იგულისხმება, რომ მსროლელს ექნება უპირატესობა და ის მზად იქნება სროლისთვის. ამ მხრივ აიზოსკელესი რა თქმა უნდა უპირატესი ტექნიკაა, თუმცა მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მოდიფიცირებული უივერის იგივე ჩაპმენის დგომის გამოყენებისას, როდესაც მე საუკეთესო რეზულტატებს ვაღწევ, ხოლო ჩაპმენიდან აიზოსკელესმდე არის ერთი ნაბიჯი, რომელსაც მე გადავდგავ. როგორც უივერი ამბობდა თავისი დგომის ახსნისას: თუ თვლი, რომ რაიმე ცვლილება შენთვის უმჯობესია, გამოიყენე ის. კიდევ მე ვერ გავარკვიე, რატომ არ შლიდა უივერი ხელებს ბოლომდე, არამედ ისინი მას ნაწილობრივ მოხრილი ქონდა. გაბრიელ სუარესი ცნობილი ინსტრუქტორი ამას ხსნიდა იმით, რომ შესაძლებელია ასე უივერი კომპენსირებას უკეთებდა სუსტ მხედველობას, ვინაიდან თავდ სუარესი იყენებდა მოხრილ ხელებს სანაამ არ გაიკეთე მხედველობის კორექცია ლაზერით და მისთვის გახდა შესაძლებელი ბოლომდე გაშლილი ხელებით სროლა. ბოლომდე გაშლილი ხელების უპირატესობა არის ის, რომ ბოლომდე გაშლილი ხელები ყოველთვის ერთი და იგივე მანძილზე ათავსებენ იარაღს და ამ მოძრაობის დამახსოვრება კუნთებისთვის უფრო ადვილია ვიდრე ნაწილობრივ გაშლილი ხელების. თვითონ დგომს რაც შეეხება, ის მოგონილია ძალიან სპეციფიური და სპეციალიზირებული სპორტული შეჯიბრებებესთვის და ის ვერ იქნება სრულყოფილი დღეს, მაგრამ იმ დროს ეს იყო საუკეთესო რაც იყო ცნობილი. ამიტომაც უივერის დგომი არის კლასიკა, ხოლო კლასიკა ყოველთვის საუკეთესო არ არის. მაგრამ ჯერ უივერნა შექმნა ისტორია, შეიტანა თავისი წვლილი ამ ოსტაატობის განვითარებაში. ის რამოდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მისი შვილის თქმით ბოლო წლები თავისი ცხოვრების ის ცხოვრობა, როგორც როკ ვარსკვლავი. ჟურნალებმა დაწერეს რიგი სტატიები მის შესახებ, რის შემდეგაც მან მიიღო უამრავი სამადლობელო წერილი და სამახსოვრო საჩუქარი უამრავი პოლიციის დეპარტამენტისგან და სროლის მოყვარულისგან.

Center Axis Relock ტექნიკა

Monday, January 10th, 2011

მორიგი სტატია ემატება ტაქტიკის და პრაქტიკის განყოფილებას. ამჯერად ის ეხება საკმაოდ საინტერესო საბრძოლო დგომს რომელსაც ქვია Center Axis Relock (CAR). საერთოდ უნდა ავღნიშნო, რომ მსროლელებს შორის საკმაოდ გავრცელებულია დისკუსიები იმის შესახებ თუ, რომელი საბრძოლო დგომი არის უფრო მოსახერხებელი, უპრიანი იქნებოდა თუნდაც ამ სტატიამდე დაწერილიყო სტატია ძირითად საბრძოლო დგომებზე, როგორიცაა უივერი, ჩაპმენი (იგივე მოდიფიცირებული უივერი) ან დღეს ყველაზე პოპულარული აიზოსკელესი და მერე გადავსულიყავი უფრო ეკზოტიკურ სისტემებზე, როგორიცაა CAR. გპირდებით, რომ სტატია ძირითად საბრძოლო დგომებზე აუცილებლად მომზადდება მანამდე კიდე განვიხილოთ CAR, მისი უპირატესობები და ნაკლოვანებები. პირველად ამ ტექნიკის შესახებ მე წავიკითხე რამოდენიმე წლის წინ ჟურნალ SWAT Magazine-ში. ტექნიკის ავტორია ცნობილი ინსტრუქტორი პოლ კასტლი (Paul Castle), რომელიც ასწავლის ამ ტექნიკას ტავის სასწაო ცენტრში Sabre Tactical Training-ში. დგომი განკუთვნილია უკიდურესად ახლო და ვიწრო ადგილებში გამოსაყენებლად უკიდურესი სტრესის პირობებში, რომელიც ვითარდება ადამიანში ახლო შეტაკების/თავდასხმის დროს. ტექნიკის ავტორის განმარტებით, CAR წარნოადგენს მყარი ბაზის და ძალის კინეტიკურ კავშირს, რომელიც იყენებს სხეულის ცენტრს ანუ ღერძის ცენტრს. ჟღერს საკმაოდ გაუგებრად არა? საერთოდ უნდა ავღნიშნო, რომ ინსტრუქტორებს შორის არ არის ნაკლოვანება ეკზოტიკურ ტექნიკებში რთული სახელებით, უამრავი ალტერნატიული დამიზნების ტექნიკებით და ასე შემდეგ.  მაგრამ მათ აღწერას მთელი ჩემი ცხოვრება არ ეყოფა და ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია დაუჯეროთ ცალკეული ინსტრუქტორების ავტორიტეტს და ავირჩიოთ ყველაზე მარტივი და ეფექტური ილეთები. დავამატებ, რომ ვიდეო ინსტრუქციები, სურათები და სტატიები ვერ შეცვლიან გამოცდილ ინსტრუქტორთან ურთიერთობას ამიტომაც მე თავს შევიკავებ შორსმიმავალი ჭკვიანუირ დასკვნებისგან ან კრიტიკისგან, უბრალოდ ჩამოვწერ ყველა არსებულ აზრს ამ ტექინაკზე ხოლო დასკვნები თავად გამოიტანეთ. ჩემ ოცნებად კვლავ რჩება სასწავლო კურსების გავლა აშშ-ში. ამ ცხოვრებაში და შემდეგში არაფერი მაიხლოებული ასეთ სკოლებთან ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ არ გაჩნდება.  დაუბრუნდეთ თემას. ჩემის აზრით CAR ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას ამიტომაც შეძლებისდაგვარად დეტალურად ავღწერ CAR-ის ტექნიკას. როგორც უკვე ვთქვი ეს დგომი გამოიყენება ახლო კონტაქტისას ვიწრო ადგილებში, კონკრეტულად თვითმფრინავის სალონი, ავტომობილის სალონი და ასე შემდეგ. დგომი იყენებს სხეულის ბუნებრივ პოზიციას, რომელსაც ადამიანი იღებს თავდასხმაზე რეაგირებისას, შლის ფეხებს, ადაბლებს სიმძიმის ცენტრს, წევს მაღლა ხელებს მაგრამ უჭირავს ისინი ახლოს სხეულთან, ტრიალდება საფრთხესკენ გვერდით. ადამიანი ემზადება მიიღოს დარტყმა მაგრამ იმავე დროს შეინარჩუნოს ბალანსი და საპასუხო მოქმედების საშუალება. აქიდან გამომდინარე იარაღის შენარჩუნების საშუალება მისი წართმევის მცდელობის დროს არის საკმაოდ მაღალი ასეთი დგომის გამოყენებისას. დამატებითი პლუსი არის იარაღის მცირე დაშორება თვალებისგან. პოლ კასტლის განმარტებით, ის არის ბუნებრივ “საკითხავ” მანძილზე თვალებისგან, რის გამოც იარაღის სამიზნე მოწყობილობების გამოყენება ადვილდება, მაშინ როდესაც ტრადიცილული დგომები ზედმეტად აშორებენ იარაღს თვალებს და ართულებენ სწრაფ დამიზნებას. CAR-ს გააჩნია ოთხი ძირითადი ვარიანტი, მაღალი დგომი (High Position) ანუ მსროლელი მზადაა იარაღის გამოსაყენებლად მაგრამ არ აქვს ის მოთავსებული დამიზნების ხაზზე. გაშლილი დგომი (Extended, CQB Position), წააგავს მოკრივის დგომს და არის ძირითადი დგომი. შესაძლებელია იარაღის დახრილად ჭერა რაც კიდევ უფრო მეტ იზომეტრიულ დატვირთვას სთავაზობს და ზრდის იარაღის კონტროლის ხარსხს. საბრძოლო მაღალი (Combat High) იგივე რაც მზადყოფნის დგომი (Tactical Ready). აღნიშნული დგომი სთავაზობს უსაფრთხო იარაღის ჭერას, ამავე დროს იარაღი დაცულია წართმევისგან ხოლო მისი მოთავსება დამზინების ხაზზე შესაძლებელია ძალიან სწრაფად.  და ბოლო აპოგეი ანუ ბოლომდე გაშლილი დგომი.

car scheme1

თავისთავად უკვე ამდენი ვარიაცია ართულებს ამ ტექნიკის ათვისებას და მის კომბინირებას სხვა უფრო კლასიკურ დგომებთან, მაგრამ ამავე დოს ის უფრო ადაპტირებადია სხვა და სხვა სიტუაციებისთვის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნული ტექნიკა ინტეგრირებულია, რამოდენიმე ტაქტიკური ჯგუფის სასწავლო პრგრამაში აშს-ში. დამატებითი სირთულე ამ ტექნიკის გამოყენმებისას გამომდინარეობს მისი უპირატესობიდან. სროლა იარაღიდან, რომელიც ახლოს არის თვალებთან მოითხოვს ცალი თვალის გათიშვვას დამიზნების პროცესიდან, რაც იმათთვის ვინც მიჩვეულია ორი ღია თვალით სროლას იქნება საკმაოდ მოუხერხებელი და მოითხოვს მიჩვევას. იარაღის შენარჩუნება არის ამ ტექნიკის/დგომის ერთ ერთი უძლიერესი მხარე. იარაღი დაცულია სხეულით და იდაყვით. გაიხსენეთ როგორ იცავს ბავშვი თავის სათამაშოს თუ ვინმე ცდილობს მის წართმევას, რა დგომს ის მიიღებს ძალიან წააგავს CAR-ს, მთელი სხეულის ძალა იცავს ნივთს/იარაღს. კონტაქტის გაწყვეტა ადვილია და ის არ მოითხოვს დიდ ძალისდატანებას და ბევრ მოძრაობას. იარაღი დაცულია ორივე ხელით და ამით ის განსხვავდება საუკეთესო მხარეს იგივე Sped Rock-ისგან და Close Contact Position-ისგან, თუმცა ბოლო ორი უფრო სწრაფად გაძლევენ ცეცხლის გახსნის საშუალებას. ორი ხელის გამოყენება ახლო მანძილზე დამატებით უზრუნველყოფს მეტ კონტროლს უკუცემაზე. კასტლის სასწავლო ცენტრში 4 ზუსტი გასროლა ერთ წამში არის აუცილებელი მოთხოვნა. ტექნიკის გაანალიზების შედეგად პრინციპში ჩანს, რომ ამ ტექნიკას აქვს დიდი უპირატესობა ახლო კონტაქტისას და ვიწრო ადგილებში მოქმედებისას. ესენია ორივე ხელის გამოყენება, მაღალი დაცვის ხარსხი იარაღის წართმევის მცდელობისგან, ის პრაქტიკულად უალტერნატივო რჩება ვიწრო ადგილებში გამოყენებისას ან სროლიდან სავარძელში (ავტომობილის ან თვითმფრინავის მაგალითისთვის) უკან ან გვერდით განლაგებულ სამიზნეში. გვერდით დგომა გარკვულ დონემდე უხსნის ადგილებს, რომელიც არ არის დაცული ჯავშანჟილეტით, ხოლო თუ ჟილეტი არ გაცვიათ გვერდით დგომა თქვენ გაცმირებთ გაბარიტებში, როგორც სამიზნეს. გარკვეული შეკითხვები რჩება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ვინაიდან შესაძლებელია სტრესულ სიტუაციაში ლულის წინ აღმოჩნდეს მსროლელის ხელი ან იდაყვი. მოკლედ რომ დავასკვნად, არ არსებობს იდეალური დგომი, იდეალუირ დარტყმა, იდეალური საბრძოლო ხელოვნების მიმართულება. ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი, სუსტი და ძლიერი მხარეები. CAR-ს ნამდვილად გააჩნია ძლიერი მხარეები და მისი ელემენტების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მსროლელის ეფექტურობა. დავეთანხმები რობ პილგრიმს, როდესაც ის მას მერე, რაც შეისწავლის ამ ტექნიკას განაცხადებს თავის სტატიაში, რომ ტაქტიკური ჯგუფებისთვის ვიწრო ადგილებში მუშაობისას ამ ტექნიკას ალტერნატივა არ აქვს ნადვილად. სამოქალაქო მსროლელებმაც შეიძლება აითვისონ ამ ტექნიკის ელემენტები, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

positions

სუარათებიდან კარგად ჩანს, რომ მიუხედავად მსროლელის რთულ პოზიციაში ყოფნისას იარაღი საიმედოთ არის ორ ხელში დაფიქსრებული და სამიზნე ხაზზე მოთავსება ადვილი და სწრაფია

CAR_bulletbarrier2

საინტერესო ისტორია რეალური სამყაროდან

Monday, January 10th, 2011

მინდა შემოგთავაზოთ ერთი რეალური ისტორია, რომელიც წავიკითხე წიგნში/ წიგნის ავტორი გახლავთ Jim Cirillo, გამოცდილი პოლიციელი, ინსტრუტორი, ტყვიების დიზანის ავტორი და მწერალი. თავის ძალიaნ კარგი და ინფორმატიული წიგნის Guns Bullets and Gunfights ბოლო ნაწილში ის ყვება რამოდენიმე რეალურ ისტორიას, რომელსაც ადგილი ქონდა, როდესაც ის მსახურობდა ნიუ იორკის ელიტარულ პოლიციურ ნაწილში (Stakeout squad). მე გადავწყვიტე ჩემ საიტზე დამედო ერთ ერთი ისტორია, იმიტომ რომ რაც ამ ისტორიის მიხედვით რეალურად მოხვდა უბრალოდ შეიძლება წარმოუდგენელი მოგეჩვენოთ. მე არ დავდებ სრულ ზუსტ თარგმანს, უბრალოდ გადმოგცემთ მოკლე შინაარს. პირველ რიგში ორი სიტყვით ავხსნი რა ტიპის საქმიანობით იყო დაკავებული ე.წ. სტაკე ოუტ სქუად-ი. აღნიშნული ნაწილის პოლიციელები  ირჩევდნენ პრობლემურ უბანში ობიექტს, რომელიც დიდი ალბათობით გახდებოდა ბანდიტური თავდასხმის ობიექტი და დროის გარკვეული პერიოდი ორი ან ოთხი კარგად შეიარაღებული და მომზადებული პოლიციის ოფიცერი იმყოფებოდა ამ ობიეტზე ჩასაფრებაში. თავად წარმოიდგინეთ რამდენად სახიფათო არის ასეთი ტიპის დავალება. და ეს იყო ჩვეულებრივი რუტინა ამ დანაყოფისთვის, რომელშიც მსახურობდნენ საუკეთესო პოლიცილები, რომლებსაც ქონდათ სერიოზული საცეცხლე მომზადება და საბრძოლო გამოცდილება. ჩვენი ისტორია ვითარდება ზუსტად ერთ ერთი ასეთი მორიგეობის დროს. მორიგეობა იწყებოდა დღისით 4 საათზე ერთ ერთ აფთიაქში, რომელიც იყო ბრუკლინში განლაგებული. გზად ორმა ოფიცერმა, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩასაფრებაში შეიარეს კაფეში და იყიდეს სადილად პიცა, რომლის ჭამაც დაიწყეს პირდაპირ აფთიაქში, დახლის უკან. ცხცადია, რომ ჩასაფრება ჯერ მოწყობილი არ იყო, როდესაც შუა სადილში მათ დაინახეს, რომ მათკენ მიემართებოდა აფთიაქის გამყიდველი მაღლა აწეული ხელებით. მათ ეგრევე დატოვეს თავისი სკამები და ჩუმად შევარდნენ სათავსოში სადაც მოემზადნენ შეტაკებისთვის. გამყიდველი მძრაცველთან ერთად ასევე შეყვნენ მათ სათავსოში, რა დროსაც ერთ ერთი ოფიცერი წამოუხტა მძარცველს, დაადო მას თვაზე თავისი Colt Detective Special და უბრძანა დაეგდო იარაღი. მძარცველმა უპასუხა მას გასროლით მიბჯენით პოლიციელის მუცელში. შემდეგ წამში პირველმა ოფიცერმა ესროლა მას ექვსი ტყვია თავში, რასაც დაემატა კიდე ხუთი გასროლა თავში მეორე პოლიციელის რევოლვერიდან. ოფიცერი მოგვიანებით ყვებოდა, რომ ის ხედავდა გასროლის ალის ანარეკლს მძარცველის თვალებში, და ეკითხებოდა თავის თავს ბოლოს და ბოლოს, როდის დაეცემა ეს ძაღლისშვილი დაბლა.  ბოლო გასროლის შემდეგ, მძარცველმა თვალები დახუჭა და მძიმედ დაეცა მიწაზე. პირველმა პოლიციელმა დაიყვირა რომ დაჭრილია და მოითხოვა სასწრაფოს გამოძახება. მან გაიხადა მაისური და ორივე პოლიციელი ერთად ცდილობდნენ ჭრილობის აღმოჩენას. მაგრამ არც სისხლი და არც ჭრილობის კვალი არ ჩანდა. ალბათ პირდაპირ ჭიპში გამარტყა, გაიფიქრა პოლიციელმა, ასეთი მანძილიდან ნასროლი ტყვია უბრალოდ ვერ ამცდებოდა, მაგრამ არც ფარმაცევტისგან გამორთმეულმა ბამბის ჩხირმა სისხლის კვალი არ აღმოაჩინა. ამასობაში მეორე პოლიციელმა იპოვა მძარცველის იარაღი, რომელიც აღმოჩნდა სასტარტო პისტოლეტი!  შემდეგი ეტაპი იყო დახმარების და გამომძიებლების გამოძახება ისევე, როგორც მორგის პერსონალის, გვამის წასაღებად. იქვე ტელეფონით ისინი უკავშირდებიან პოლიციის განყოფილებას და ატყობინებენ, რომ მოკლულია შავი მამაკაცი, 30-32 წლის, რომელიც იწონის 140-150 კგ-ს, რა დროსაც “გვამი” ახელს თვალს და წყნარად იძახის: მაგის დედაც ოფიცერო, მე მხოლოდ 26 წლის ვარ. თუ შეიძლება ცხვირსახოცი მომეცით, ცხვირიდან სისხლი მომდის. ორივე ოფიცერი გაფითრდა, არ არსებობს ვინმე გადარჩეს მას მერე რაც მას დააცლიან ორ რევოლვერს მიბჯენით თავში. მას მიაწოდეს ცხვირსახოცი, და ცხვირის გამოხოცვისას მიწაზე ვარდება .38 კალიბრის ტყვია. როდესაც სასწრაფო მოვიდა, მათ არ იცოდნენ როგორ აეწიათ ამხელა მამაკაცი, თუმცა არც ეს აღმოჩნდა პრობლემა. ის თავისით ადგა და მტკიცე ნაბიჯით თავად დახმარების გარეშე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანამდე. პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს, გამორიცხულია რომ ადამიანმა შეინარჩუნოს მობილურობა თავში ნასროლი 11 ტყვიის შემდეგ! საავადმყოფოში მათ აღმოაჩინეს, რომ არც ერთმა 11 ტყვიიდან არ შეაღწია თავის ქალაში. თერთმეტივე ტყვია ასხლეტილი იყო თავის ქალიდან და ყბის ძვლებიდან! ვერც ერთმა ტყვიამ ვერ მიაყენა მსხვერპლს სერიოზული  ჭრილობა! ცალკე სტატიაში აღნიშნულია, რომ ორივე პოლიციელის რევოლვერი დატენილი იყო 158 გრანიანი, .38special კალიბრის მრგვალცხვირიანი ტყვიით, რომელიც ათწლეულები იყო სტანდარტული ვაზნა პოლიციის ძალებში და ყოველთვის იყო ცნობილი, როგორც სუსტი და არაეფექტური.
შენიშვნა: საერთოდ არასწორი არის ხოლმე შორსმიმავალი და კატეგორიული დასკვნების გამოტანა ერთი ცალკეული ინციდენტიდან გამომდინარე, მაგრამ აღნიშნული ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პისტოლეტი ანუ ზოგადად მოკლელულიანი იარაღი არ უზრუნველყოფს ადეკვატურ ეფექტურობას, ის მხოლოდ მეორე, დამხმარე იარაღია. გამორიცხულია, რომ კარაბინიდან ან თოფიდან 11 გასროლას არ გამოეყვანა მწყობრიდან თავდამსხმელი. დასკვნა მეორე, სწორი ვაზნის არჩევას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არ არის საუბარი კალიბრზე, ნებისმიერი მოკლელულიანი იარაღისთვის განკუთვნილი მრგვალთავიანი გარსით დაფარული ტყვია ადვილად რიკოშეტირებს, მათ შორის არც ისე მსხვილი ძვლებიდან. ეს განსაკუტრებულად აქტუალურია საქართველოსთვის სადაც თითქმის ყველა აქტუალური საკითხი დაკავშირებული სამსახურეობრივი იარაღის გამოყენებასთან რჩება ბურუსით და მითებით მოცული.  დასკვნა მესამე. ტყვილა არ არის უმეტესობა სასწავლო სისტემებში არჩეული მასის ცენტრში სროლა. თავი არის რთული სამიზნე. ადგილის ფართი, მოხვედრა, რომელშიც იწვევს სამიზნის მომენტალურ შეჩერბას ძალიან მცირეა, ის შედგება მსხვილი და მყარი ძვლებისგან და ამავე დროს არის პატარა და სწრაფად მოძრავი.  

cirillo

New York reload

Monday, September 27th, 2010

ვაგრძელებთ სხვა და სხვა ტაქტიკური და სავრჯიშო ილეთების განხილვას. ამჯერად ლაპარაკი წავა ასევე საკმოდ ეფექტურ ტექნიკაზე, რომელიც ცნობილია როგორც New York reload.

ტექნიკურად ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება იარაღში ვაზნების დაცლის შემდეგ მისი გადატენვის ნაცვლად სხვა იარაღის ამოღება.  ცხადია აღნიშნული ეხება, მხოლოდ იმათ ვინც ატარებდა დამხმარე მეოე იარაღს.

ტერმინი გაჩნდა ნიუ იორკში 1980–90 წლებში.  იმ დროს პოლიცილების ძირითად შეიარაღებას წარმაოდგენდა 6 ვაზნიანი რევოლვერები, ხოლო დამატებითი ვაზნები ოფიცრებს გადაქონდათ ქამარში. ამის გამო საკმაოდ გართულებული იყო იარაღის დროული გადატენვა. მაგრამ სამაგიეროდ პოლიციელბს ქონდათ უფლება ეტარებინათ დამატებითი იარაღი. შედეგად პოლიცლები ატარბდნენ უკვე ორ რევოლვერ ხოლო გადატნვის მაგივრად ეგრევე გადადიდოდნე მეორე იარაღზე (როგორც წესი დამხმარე იარაღი უფრო კომპაქტურ მოდელს წარმოადგენდა). შესაბამისად გაჩნდა ტერმინი, რომელიც უკავშირებს ამ ტექნიკას ნიუ იორკის პოლიციელების გამოცდილებას. 

გარკვეულ სიტუაციებში ცხადია ეს ტექნიკა ძალიან გამოსადეგია, და სავარაუდოთ მეორე იარაღის ამოღება უფრო მალე მოხდება ვიდრე პირველის გადატენვა. მაგალითად მე მჭირდება 1.4 წამი იმისთვის, რომ ამოვაგდო ცარიელი მჭიდი, შევაგდო ახალი, დავკეტო საკეტი და დავაბრუნო იარაღის სროლის ხაზზე. რევოლვერი რომ გადატენო ე.წ. სპიდლოდერით (ანუ მოწყობუილობით რომელიც იკავებს 5–6 ვაზნას შეკრულ მდგომარეობაში ისე რომ ერთდროუკლად მოათავსო ისინი დოლურაში) საშუალო მომზადების სმროლელს ჭირდება 2–3 წამი.  მეორე იარაღის ამოღება ცხადია უფრო მალ მოხერხდება. გარდა ამისა ტექნიკურად იარაღის გადატენვა უფრო რთულია  ვიდრე ახლის ამოღება, ხოლო თუ ამას დაუმატებთ სტრესს რომელიც ბუნებრივია შეიარაღებილ შეტაკებაში, ხვდები რომ ნიუ იორკელი პოლიციელბის გამოცდილება საკმაოდ საინტერესოა. დამატებით თითქმის ყველა სრული ზომის რევოლვერს ქონდა მოკლელულიანი კომპაქტური მოდიფიკაცია და ”გადართვა” ახალ იარაღზე არ მოითხოვდა განსხვავბულ მანიპულაციებს. ყველა მოდელის ავტომატურ პისტოლეტს ყოველთვის არ აქვს  კომპაქტური ან სუბ–კომპაქტური ანალოგი, რაც ართულებს მეორე იარაღის ეფექტურ გამოყენებას, იმიტომ რომ ცეცხლის ქვეშ უნდა “გადაეწყო” ახალ იარაღზე.

დღეს  რა თქმა უნდა დიდი ტევადობის მქონე იარაღი უკვე ნორმაა, საშუალო ან სრული ზომის ავტომატური პისტოლეტი იტევს 13–18 ვაზნას (ცოტა უფრო ნაკლებს .45 კალიბრის შემთხვევაში).  აშშ–ს გამოძიებათა ფედერალური ბიუროს სტატისტიკის  მიხედვით შეტაკებების უმრავლესობა მოკლელულიანი იარაღის გამოყენებით ხდება სასაუბრო დისტანციებზე ანუ 2–7 მეტრი დაახლოებით, ხოლო სროლების რაოდენობა შეადგენს 3–5 გასროლას ორივე მხრიდან.  (ეს მიახლოებული მონაცენებია, თუ შევძლებ ოფიციალური სტატისტიკის მოპოვებას აუცილებლად დავამტებ ამ სტატიას).  ამ მონაცემებზე დაყრდნობით, თითქმის ნებისმიერი ავტომტური პისტოლეტი და რევოლვერი ჩაითვლება ადეკვატურ იარაღად, ყოველგვარი დამატებითი ამუნიციის გარეშე, მაგრამ ვის უნდა სტატისტიკიდან ამოვარდეს და დარჩეს მოწინააღმდეგეს პირისპირ ცარიელი იარაღით? თავის დროზე ნიუ იორკელმა პოლიციელებმა ამ გაოწვევას ასე უპასუხეს. ის რომ ამ ილეთს ასევე უწიოდებენ Сhicago reload, S.Luis reload მეტყველებს იმაზე, რომ სხვებმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტეს ეს პრობლემა. 

რა თქმა უნდა ნიუ იორკის პოლიციელბი არ არიან პიონერები ორი რევოლვერის გამოყენებისა. აღნიშნული ტექნიკა ცნობილია ჯერ კიდევ ველური დასავლეთის დროიდან და ცარის რუსეთის დროიდანაც, როდესაც რუსებმა აღმოაჩინეს, რომ ნაგანის გადატენვა იმდენა რთული და ხანგრძლივია, რომ იარაღი პრქტიკულად ბრძოლაში ერთჯერადი გამოყენების იყო. ამიტომაც ატარებდნენ ორ ნაგანს. მუხედავათ ამისა აღნიშნული ტექნიკა/ილეთი  ცნობილია სახელით New York reload და წარმოადგენს იარაღის გამოყენების ისტორიის საინტერესო ნაწილს.

პს ნიუ იორკის პოლიციის დეაპრტამენი არის ყველაზე მსხვილი ცალკეული პოლიციური სამსახური მთელს სმსოფლიოში და ითვლის 50 000–მდე თანამშრომელს. გარდა ამისა აღნიშნულ პოლიციის სამსახურმა უდიდესი ღვაწლი შეიტანა  პოლიციური სამსახურების მიერ იარაღის გამოყენების თანამედროვე ტაქტიკის ჩამოყალიბებაში და პირველ რიგში ეს ეხება ლეგენდარულ პიროვენბას ჯიმ კირილიოს და მის განსაკუთრებულ ქვედანაყოფს NYPD Stakeout Squad–ს, რომელზეც აუცილებლად დავწერ უახლოეს მომავალში.