მორიგი გამოხმაურება

მორიგი “საინტერესო” გამოხმაურება მივიღეთ, რომეოიც მგონი იქნება უსამართლო რომ უბრალოდ წავშალოთ, როგორც სპამი. მაინც ავტორმა დრო დახარჯა წერაზე და ჩვენც ნუ დაუკარგავთ მას შრომას. სრული ტექსტი გამოხმაურების შემდეგია:

1-წონა – წონა AK-74–ს იგივე აქვს.
2–ტარებისას AK-74 იმაზე მეტად არა ღლის რამდენადაც M-4 ღლის.
3–AK-74–ს უფრო ნაკლები უკუცემა აქვს ვიდრე ემშოს.
4–ჯერებით სროლისას AK-74–ი მაღლა კი არა დაბლა მიდის–ისწავლეთ ბოლო ბოლო სად რა როდის ხდება,ამოდით სტერეოტიპებიდან.
5–ერგონომიკა – ამიხსენი რა არის და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და მერე ვისაუბროთ რომელს რა ერგონომიკა აქვს, სიმართლე კიდევ ისაა რომ სახმარად ემშო უფრო რთულია და უაზრო მანიპულაციებს ითხოვს მებრძოლისგან და საშუალო სტატისტიკური მებრძოლი მისი ხმარებისას სტრესის დროს ხშირად იბნევა ამ უაზრო მანიპულაციებისგან.
6–მექანიზმი – გაცილებით რთულია, საკეტის სირთულე თითიდანაა გამოწოვილი და საბავშვო ზღაპარია, AK-74–ის საკეტი არ იშლება, წესდებით მებრძოლს ეკრძალება მისი დაშლა, ასე რომ ემშოს ეგ საკეტი კიდევ მეტი უაზრო სირთულეა და მეტი არაფერი, გასაწმენდა ემშო არის მარაზმი, დასაშლელად შპონკების გამოსაყრელად სპეციალურ ხელსაწყოს მოითხოვს, ან კიდევ ტყვიის თავით უნდა იცალიჩო.
7–საიმედოობა კიდევ ემშოს ასი წელი არც დაესიზმრება AK-74–ის საიმედოობა.

ასე რომ ავტორის აღფრთოვანებული ფრაზები “ბუმბულია”, “სასწაულია”, “უზუსტესია” – ცოტა არ იყოს არასერიოზულად ჟღერს.

გამოხმაურების ფორმაზე არ გავამახვილებ ყირადღებას, არც გამარჯობა არც ნახვამდის, წერის სტილიც თავისებურია….. შესაბამისად არც ჩვენ არ დავხარჯოთ ამაზე დრო და პირდაპირ პასუხებზე გადავიდეთ:

 

1. წონა ცარიელი აკ74მ  3.4 კგ. მ4ა1– ის წონა 3.0 კგ სავსე მჭიდით.  აკ74–ის მჭიდი იწონის 300 გრამს, ესეიგი 3.7 3–ის წინააღმდეგ. “ერთი და იგივეზე” ვერ ქაჩავს ნამდვილად:)

2. რომელი უფრო ღლის და რომელი არა ეს ძალიან სუბიექტურია თუმცა გამომდინარე იქიდან რომ  M4-ს არ აქვს გვერდიდან გამოშვერილი საკეტის სახელური, წმიდა თეოირიულად ემრიკელის ტარება უფრო კომფორტული იქნება. :) სამაგიეროდ აკ74მ–ს კონდახი ეკეცება, ესეც არის. თუმცა ტარების კომფორტულობა დამოკიდებულია ბევრ სხვა რამეზე მათ შორის ეკიპირების და აღჭურვილობის სწორ შერჩევაზე.

3. უკუცემას რაც შეეხება ის რუსის შემთხვევაში შეადგენს 0.5 კგ–ს, ამერიკელის შემეთხვევაში 0.6 კგ–ს. სხვაობა დიდი არ არის. აკმ–თან შედარებით (0.78კგ) რა თქმა უნდა ამერიკელი უფრო უკეთესად გამოიყურება.

4. ეს პუნქტი სიმართლე გითხრათ გაურკვეველია. რას ქვია დაბლა მიაქვს? ან რა შუაშია სტერეოტიპები ? :) თუ თქვენთვის ფიზიკის კანონები სტერეოტიპებია მაშინ დროა გაიმეოროთ სასკოლო პროგრამა. გამეორება ცოდნის დედაა, ასე იძახიან.  იარაღს ხანდახან დაბლაც მიაქვს და მაღლაც, მარცხნივ და მარჯვნივ, გააჩნია რას აშავებს თავისი მხრიდან მსროლელი. თუ ჩვენ განვიხილავთ იარაღს და ვაზნას მსროლელის გამორიცხვით სიამოვნებით მოვისმენ რა ძალა აიძულებს აკ74–ს “დაბლა წაიღოს”. სტანოკიდან სროლისას აკ74–დან ჯერი მიდის მარჯვნივ და ზევით. მაგრამ კიდევ ერთხელ თუ დამიდასტურებთ რომ ეს მცდარი მოსაზრებაა მე დიდი სიამოვნებით ჩავასწორებ სტატიას. დავამატებ მხოლოდ რომ M4-ს საკმაოდ ეფექტური ალმქრობი აქვს, რომელიც კომპენსატორის როლსაც ასრულებს. აკ74მ აღჭურვილია ორ კამერიანი ლულის მუხრუჭით, რომელიც აირებს გვერძე გაისვრის და საკმაოდ არაკომფროტულს ხდის მსროლელის გვრეძე დგომას. ვინაიდიან აკ–74მ კომპენსატორით არ არის აღჭურვილი რატომ მას “დაბლა მიაქვს” ჩემთვის დიდ გამოცანად რჩება.

5. ჩვენ “ბრუდერშაფტზე” არ დაგვილევია ამიტომაც ეს: “შენ ამიხსენი” ყურს ჭრის … კარგი. ნუ გადაუხვევთ თემიდან. უაზრო მანიპულაციებს რაც შეეხება რომელიც ბრძოლის დროს მეომარს აბნევს ალბათ არ არის  M4–ის ერგონომიკის ბრალი, (რომელიც ეს უდაო ფაქტია უკეთესია ვიდრე აკ–ს ავტომატის). ეს იქნება იმის ბრალი, რომ მებრძოლს არ ასწავლეს თავის დროზე სათანადოდ და იარაღზე გადაბრალება არასერიოზულია. არანაირ უაზრო მანიპულაციას M4 არ ითხოვს მსროლელისგან. რა აქვს  M4–ს რთული? ერთადერთი რაც მას აქვს და არ აქვს აკ–ს არის საკეტის შემაკავებელი. ის კიდე პირიქით ამცირებს იარაღის გადატენვის დროს. ამის გამო არც არის საჭირო შედარებით მოუხერხებელი T ფორმის საკეტის სახელურის გამოყენება, რომელიც მეორეს მხრივ ადვილად ხელმისაწვდომია ცაციასთვისაც და იმისთვისაც ვინც მარჯვენა მხრიდან ისვრის. ;) რაც შეეხება სტანდარტებს, ერგონომიკის გათვლის სხვა და სხვა მეთოდი არსებობს, მე შემოგთვავაზებთ  უბრალოდ ჯერ შეისწავლოთ (თუ გაქვთ ამის საშუალება) M-4თან მოპყრობის წესები და შემდეგ შეადაროთ ის აკ–ს, მარტივ ტაქტიკურ ვარჯიშებში. ყველაფერი ეგრევე გაირკვევა და თავის ადგილას  დადგება.  არ დაგვავიწყდეს რომ  ასევე  M4 გაცილებით უფრო “ორმხრივია” ვიდრე აკ. იქ სადაც წამების მეათედებს აქვს მნიშვნელობა (პრაქტიკული სროლა) აკ–ს ოჯახის იარაღი საკმაოდ დიდ და რთულ მოდიფიკაციებს განიცდის მაშინ როდესაც   ”M4″–ები პრაქტიკულად არ იცვლებიან. მაგალითისთვის გადაავლეთ თვალი აკ–ს სპორტული მოდიფიკაციების ევოლუციას. წინასწარ თავს დავიზღვევ კომენტარისგან, რა იციან სპორტსმენებმა ომზე და ასე შემდეგ. ისინი იარაღის შესაძლებლობების 100%–ს იყენებენ  და სწორედ მანდ ჩნდება ყველაზე აშკარად პატარა სხვაობებიც კი სხვა და სხვა სისტემებს შორის.

6. მეექვსე პუნქტი. საბავშვო ზღაპრები. ხო. რა თქმა უნდა :) . ესეიგი შტიფტის ამოღება M4–ში გახდა დავალება რომელიც სირთულიდ ჩვენ ჯარში უახლოვდება პილოტირებულ ექსპედიციას მარსზე. საჭიროა არც მეტი არც ნაკლები სპეციალრი ხელსაწყო (არანაირი სპეციალური ხელსაწყო M4-ის შტიფტების ამოსაგდები ბუნებაში არ არსებობს) ! მითიური ხელსსაწყო, რომეოლიც ამავე დროს იცვლება ტყვიის თავით, ჩხირით, ლურსმნით, დანის პირით, ნეკა თითით, გასაღებით, საწერი კალამით, ფანქრით, წვეტიანი ქვით და ასე შემდეგ. მართალია ექსპლუატაციის შემდეგ ცოტათი მაინც გაცვეთილ M4-ში თითითაც ამოდის (მე ასე ვაკეთებდი და სპეციალური ხელსაწყო არ დამჭირვებია). მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ არ არის.  უფრო მეტიც, ლულის გასაწმენდად საჭიროა შომპოლი!  ომის დროს სად იპოვი შომპოლს! :)

მოკლედ  გავა დრო და მიეჩვევით. ხო გადავჯექით ვოლგებიდან ოპელებზე?! :) მერე რა რომ კლაპნები არ რეგულირდება და ინჟექტორის ნასოსით ვერ გაწმინდავ :)

7. და ეს თეზისი ალბათ უნდა ყოფილიყო ბოლო ლურსმანი  M4–ის და ჩემი ბლოგის კუბოში? :D

შვიდივე ამ პუნქტზე (თუნდაც ძალზედ რეალობისგან დაშორებულებზე) შესაძლებელია 77 პუნქტის მოყვანა, რომელიც დაადასტურებს AR15/M4-ის უპირატესობებს. მიუხედავად ყველაფრისა, დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. ყველა აზრს აქვს მნიშვნელობა! სროლაში ყველაფერი ნიშნავს რაღაცას და არაფერი არ ნიშნავს ყველაფერს ;)

 

PS

ეს პოსტი მალე გადავა არქივში ვინაიდან ჩემი ბლოგი არ არის ტრიბუნა “ტროლინგისთვის”.




13 Responses to “მორიგი გამოხმაურება”

  1. jurkha says:

    მშვენიერი პასუხია ბატონო ლევან.

  2. GREGOR says:

    VERAPERS ITKVI.. GAMANADGUREBELI PASUXIA .. DA RAC MTAVARIA SAMARTLIANI..

    p.S . GREAT HUMOR..:)))

  3. dato says:

    უყვარს კაცს რუსული იარაღი და რა ქნას? ხომ იცით, სიყვარული ბრმაა,ყრუა და ”არაობიექტური,,.
    ლევან.ღირსეული კაცი ხარ! ღმერთმა ხელი მოგიმართოს!

  4. კაკი says:

    კარგით რა ხალხო რაღა დროს ემოთხია ეგ ნაცების დროს იყო აქტუალური ავტომატი”გოგოტიშვილის”მომზადებულ სტატიაში საფრენოსნო იმიჯი რომ შეუქმნა მ–4–ს თორემ ისე ყველა ჯარისკაცმა იცის თუ რა საცოდაობა და უსუსურობაა ეგ იარაღის მსგავსი ფორმის საგანი და არა იარაღი–ძნელია იარაღი უწოდო მ–4–ს როცა იგი ისეთივე მოღალატეა როგორიც სამშობლოს მოღალატეები…ნადიოჟნიი ი ბეზატკაზნიი ლუჩშეე არუჟიე ზავისიტ ჟიზნ ი სმერტ ბაიტსა…წლებმა აჩვენა რომ აკა მართლაც ლეგენდარული ავტომატია მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა მისი მწარმოებელი ქვეყანა!!!

  5. Shooter says:

    რამდენი გაქვთ ნასროლი ამ იარაღიდან?

  6. კაკი says:

    რავიცი დათვლით ნამდვილად არ დამითვლია,მასრების რაოდენობა

  7. Spartak says:

    კაკი, მოდი ჯერ იქიდან დავიწყოთ რამდენად საფუძვლიანად ეუფლებიან ჯარისკაცები მ-4′ის გამოყენებას… და საერთოდ რამდენად ხშირად ატარებენ სროლებს და რა სავარჯიშოებისგან შედგება ეს სროლები (მე გეტყვით დეგენერატული სავარჯიშოები პოზიციიდან სროლაში და სულ ეს არის…)
    მოდი ჯერ ისიც ვახსენოთ, რომ ჩვენი თავდაცვის შეიარაღებაში მყოფი ბუშმასტერები დიდი ვარაუდით კორუფციული გარიგების შედეგია… მოდი რა ბარემ გვეყოს ვაჟკაცობა და ვაღიაროთ, რომ ქართველს წუწუნის საბაბი მიეცი და ვერაფრით ვერ დააკმაყოფილებ რა და ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ზუსტი კომენტარი გააკეთა ავტორმა “მარსზე პილოტირებადი ექსპედიციის” შესახებ.

    პირადად რაც მაქ მოსმენილი უმეტესობისგან, წუწუნი იმის შესახებ, რომ ბევრი ნაწილი აქვს მ4-ებს და ბევრი “ჩალიჩი” სჭირდება, მაშინ როცა “კალაშა” შეგიძლია ყლეზე დაიკიდო…

    სტენლი კუბრიკის “ფულ მეტალ ჯაკეტი” ყველას გექნებათ ნანახი არა? გახსოვთ ამერიკელი ჯარისკაცების დედა, მამა, ცოლი და მარჩენალი ვინ იყო? “შაშხანა”. ასეა რეალურად აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში, ნებისმიერ პირობებში ისინი პოულობენ დროს მოუარონ თავიანთ იარაღს. ჩვენ კიდევ კომუნისტური აზროვნება იმდენად გვაქვს გამჯდარი გენში, რომ გვეზარება და მორჩა!
    ამიტომაც ვერ ვგუობთ წარმატებულობის გამო მთელს მსოფლიოში გავრცელებულ მრავალფუნქციურ არ-15 სისტემას, რომელიც ფაქტიურად შაშხანა კი არა ტრანსფორმერია და უამრავი კომპონენტის დაყენება შეგიძლია, რასაც ვერ იტყვი თოხივით აკ-74-ზე.

    სროლის სიზუსტეს რაც შეეხება, მგონი ვერ იპოვით ადამიანს ვინც იტყვის, რომ აკ-ს უფრო ზუსტად მიაქვს. N1 ეს მსროლელზეა დამოკიდებული, ისევე როგორც იდიოტური და უსაფუძვლო “დაბნეულობის” მომენტი, რა დაბნეულობა რის დაბნეულობა, რა იდიოტიზმია, რომ ნახოთ ამერიკელი სამხედროების უმეტესობა (საბრძლო ქვედანაყოფებს ვგულისხმობ), ფაქტიურად ინსტინქტების დონეზე აქვთ დაყვანილი სროლისას საბრძოლო დგომში გადასვლა, სროლის შეწყვეტისას მცველზე აყვანა და სასხლეტიდან თითის აღება, მჭიდის გამოცვლისას ან უწესივრობისას სიგნალის მიცემა, რომ დაფარონ და ა.შ. ამაში გამოიხატება პროფესიონალიზმი და სწორედ ეს გშველის ომში და არა მ-4 ან კალაშა, ან თუნდაც ჰიპერბგერითი ლაზერული ბლასტერი. შაშხანა მხოლოდ ინსტრუმენტია, მებრძოლი – იარაღია.
    N2 თუ ელემენტალურ ფიზიკაში განათლების დეფიციტია, შეგვიძლია უბრალო სახაზავი ავიღოთ და ლულისა და კონდახის გასწვრივ დავდოთ და მარტივად შეამჩნევთ, რომ მ-4 ზე ლულა და კონდახი ერთ ღერძზეა, ხოლო აკ-74 ზე კი ლულასა და კონდახს შორის დაახლ. 7-8 გრადუსიანი კუთხე იქმნება (იმედია მეტი არაა), ასე რომ ერგონომიულ უპირატესობაზე ზედმეტია საუბარი, მითუმეტეს დედანაქაჩი სახელური, რომელმაც ღმერთმა უწყის რამდენი ჰყავს გაწვალებული ელემენტალური ტარების დროსაც კი…

    არ-15-ში ჩემი აზრით არის ქირურგიული ინსტრუმენტი და მას კარგი ქირურგი ესაჭიროება. მასში დაცულია ბალანსი, რომელშიც შერწყმულია აუცილებელი სიმძლავრე, ძლიერი ეფექტურობა, უსაზღვრო შესაძლებლობები (აპგრეიდს ვგულისხმობ) და ერგონომიკა. მეტი საიმედოობისთვის ამ ყველაფერს ბუნებრივია მოვლა და შენახვა სჭირდება, მემგონი ყველანი დამეთანხმებით, რომ მოუვლელი იარაღი და მანქანა კი არა, ფეხსაცმელიც კი არ ვარგა. თუ თოხი გინდა, კი ბატონო აკ და მისი ჯანი.

    ბოდიშით სიტყვა გამიგრძელდა, ავტორს დიდი მადლობა. გუშინ აღმოვაჩინე თქვენი ბლოგი, ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. წარმატებები

  8. Shooter says:

    გაიხარე რა. მშვენიერი პასუხია.

  9. ირაკლი says:

    მოგესალმებით,

    ძნელია ავტორს ბევრ რამეში არ დაეთანხმო, თუმცა არის რამოდენიმე პრაქტიკული პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა საქართველოში: 5.56 კალიბრის ხარისხიანი ვაზნების დეფიციტი და 7-იანი ტვისტი. პრაქტიკულად ძალიან ძვირი სიამოვნება თუ გინდა შენმა AR15-მა რეალური შედეგი დადოს რაც მას შეუძლია. რაც შეეხება AK74 თავისი უიაფესი ვაზნებით 300 მეტრში მშვენიერ შედეგს იძლევა. არჩევანის გაკეთება მსროლელს უწევს:-) თუმცა ჩემი აზრით 5.56-ში თუ ამდენს გადაიხდი (იგულისხმება რელოუდინგი და ა.შ.), მაშინ 308 ფედერალი 2 ლარად იშოვება და სასროლადაც უკეთესია.

  10. ირაკლი says:

    მე ასევე მინდა დავამატო, რომ კარგი ვაზნების პირობებში მიზანში სასროლად რათქმაუნდა მ4-ს ავირჩევდი, ვინაიდან რაც არ უნდა ვიდაოთ აკ74-ის შესაძლებლობებზე, ბალისტიკური სიზუსტე და ვაზნის ძალა ახლოსაც ვერ მივა 5.56-თან. მაგრამ ამ მომენტისათვის ვინაიდან კარგი 5.56 ვაზნები არ მაქვს, მიზანში ვისვრი 5.45-ს და 308-ს.
    5.56 ვაზნა რასაც გახვრიტავს და შესაძლებლობები აქვს, ეს არც 5.45 და არც 7.62X39 შეუძლია. სამწუხაროდ სურათების დადება არ შემიძლია აქ თორემ საინტერესო მასალას შემოგთავაზებდით.

  11. Shooter says:

    რა პრობლეემა არის შვიდიან ტვისტთან? არ-15 არის საბრძოლო/ტაქტიკური შაშხანა, რომელიც მშვენივრად ასრულებს თავის დანიშნულებას. თუ ვინმეს უნდა არ-15-ის ბაზაზე ზუსტი სროლისთვის შაშხანის აწყობა მაშინ ფულის გადახდაც მოუწევს :) ზუსტი სროლა იაფად არ გამოდის ;)

    თავისთვის კალიბრის არჩევისას ხარჯები თამაშობენ როლს მაგრამ არ მგონია ხარჯებმა შეცვალონ კალიბრის დანიშნულება. .308 არის .308, 5.56 არის 5.56.

  12. Shooter says:

    პატივცემულო ბალისტიკური სიზუსტე არ ვიცი რა არის, ალბათ გულისხმობთ თანდაყოლილ სიზუსტეს, სადაც 5.56 აქვს უპირატესობა განპირობებული დამზადების მაღალი ხარისხიდან და ლატუნიოს მასრის გამოყენებით, თეორიულად ტყვია ფოლადის გულის გარეშე ასევ უფრო ზუსტი იქნება მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ბენჩრესტერების საყვარელი 6mm PPC იყენებს 5,45-ის ლატუნის მასრას. ასე რომ სიზუსტე პირველ რიგში ჩემი აზრით დამოკიდებულია ლულაზე და შემდეგ ვაზნის ხარისხზე. რაც შეეხება ვაზნის ძალას ანუ როგორც ვხვდები გულისმხობთ ტყვიის ენერგიას, დიდი განსხვავება ორს შორის არ არის, 5.45-ს ის ოდნავ ჩამორჩება 5,56-ს (ისიც იმიტომ რომ აკ-74-ის ლულა მოკლეა და მონაცემებიც მოკრძალებულია) არ შეიძლება კლასიფიცირდეს “როგორც ახლოს ვერ მივა” ;)

  13. gio says:

    Me simartle gitxrat levan amdeni werisgan da shromisgan tavs shevikavebdi “Qauntershikis” pasuxis gasacemad…

დატოვეთ კომენტარი