კითხვა V. Bernardelli-ის თოფებთან დაკავშირებით

მორიგი პასუხი მეილზე მიღებული კითხვაზე, რომელიც იმსახურებს ცოტათი უფრო გაშლილ პასუხს და შეიძლება იყოს საინეტერესო ბლოგის სხვა მკითხველისთვისაც:

გამარჯობათ, ერთ–ერთ ქართულ საიტზე ვნახე ბერნარდელის პომპა, მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თოფთან დაკავშირებით. წინასწარ მადლობა
lasha…..@…..ru

გამარჯობათ,

სხვა და სხვა ინფორმაცია არსებობს ამ იტალიური ფირმის შესახებ. ვიცი რომ დაახლოებით 2002 წელს მათი წარმოება იტალიაში (ქალაქი გარდონე) დაიხურა, და სხვა ქალაქში გადავიდა. მანამდე 1997 წელს კომპანია ბანკროტად გამოცხადდა, და  იქნა ნაყიდი თურქული კომპანია სარსილმაზის მიერ. ორ ლულიანი თოფები კვლავ გამოდის იტალიაში, მაგრამ ”პომპები” იწყობა თურქუთში დამზადებული ნაწილებისგან. ამ ინფორმაციის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ და შესაძლებელია, რომ იარაღი იწარმოება თურქეთში და მხოლოდ ატარებს ბერნარდელის სახელს. როგორც ვიცი ყველა მათი პროდუქცია გადის სავალდებულო ტესტირებას იტალიაში (ინფორმაცია მწარმოებლის საიტიდან), როგორც ამას ითხოვს იტალიური კანონმდებლობა, ანუ ხარისხი უნდა იყოს მაღალი და სტაბილური.  სავარაუდოთ PA12 არის სარსილმაზის მიერ წარმოებული ერთ ერთი თოფის კოპია, ყოველ შემეთხვევაში ვიზუალური მსგავსება არის და ასევე პლასტმასის ფურნიტურაც ერთნაირია ორივე თოფზე.

ტექნიკურად ის არაფრით არ გამოირჩევა, იყენებს საკეტს ერთი მოძრავი ბჯენით (როგორც FABARM SDASS, Remington 870 ან Mossberg 500).   რესივერი შენადნობისგან არის, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა ასეთი თოფების შემთხვევაში. ლულა და სავაზნე ქრომირებულია.  ანუ რამე განსაკუთრებულის თქმა შეუძლებელია. ჩვეულებრივი რიგითი ”პომპა”,  მარტივი და საიმედო კონსტრუქციით. უშუალო შეხება ამ თოფთან მე არ მქონია.

V. Bernardelli S.r.l. ზოგადად იარაღის სერიოზული მწარმოებელი იყო (ანუ ორიგინალური კონსტრუქციის მოდელებს უშვებდა) , მდიდარი ისტორია აქვს ისევე, როგორც თავის დროზე სერიოზული რეპუტაცია ქონდა.  მაგალითად შემორჩენილ დოკუმენტებში ბერნარდელის სახელი, როგორც იარაღის მწარმოებლის არის მოხსენიებული ჯერ კიდევ 1631 წელს. 1720 წლიდან უკვე მოიხსენიება, როგორც სრულყოფილი იარაღის საწარმო.  გლუვლულიანი იარაღის გარდა, უშვებდნენ პისტოლეტებს და ლიცენზიით საიერიშო შაშხანებს (ავტომატებს).  მაგრამ ეს ყველაფერი რამდენა ეხება ახალ კომპანიას მე არ ვიცი. არ არის გამორიცხული ძველი კომპანიიდან მხოლოდ სახელი დარჩა და მეტი არაფერი.  ძველი ბერნარდელის თოფის ნაწილები აღარ არის ხელმისაწვდომი კომპანიისგან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არც ნახაზები, სავარაუდოთ არც ძველი ნაწილების მარაგები, დანადგარები და სპეციალისტები ახალ კომპანიაში არ დარჩნენ. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია.

და ბოლოს, ფასი თბილისში ბერნარდელის პომპაზე არის ან იყო 1300 ლარი, რაც ჩემი აზრით ძალიან ბევრია.

იმედია ამომწურავი პასუხი გაგეცით.



დატოვეთ კომენტარი