—- Welcome to ShootersCentral—-

May 14th, 2011

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Shooter-ის ბლოგზე. ბლოგი ეხება ცეცხლსასროლ და ცივ იარაღს, მათ ისტორიას და სხვა დაკავშირებულ თემებს. 

სტატიების სრული ჩამონათვალი განყოფილებების მიხედვით იხილეთ ამ ბმულზე.

იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესები:

  1. ყველა იარაღი ყოველთვის დატენილია და მოეპყარით მას შესაბამისად
  2. არასდროს არ მოათავსოთ თითი სასხლეტზე თუ არ აპირებთ გასროლის განხორციელებას
  3. არ დაუმიზნოთ იარაღი არაფერს რისი განადგურებასაც არ აპირებთ.
  4. ყოველთვის იცოდეთ რას ესვრით და რა არის სამიზნის უკან.  

ბლოგი შემეცნებითი ხასიათის არის და არ წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუქციას ან სახელმძღვანელოს. ბლოგის გუნდი ვერ აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე რაც გამოწვეული იქნება წაკითხულის არასწორი ინტერპრეტაციით. 

13062207_2039212112969993_5844122187746597992_n

.22 WMR-ის დანიშნულება

August 10th, 2020

P1130245

უკვე რამდენიმე თვეა რაც მაქვს .22WMR კალიბრის შაშხანა Savage B22 FV-SR. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ შაშხანის შეძენის იყო .22WMR-ის უკეთ გაცნობა.  რამდენიმე თვე და რამდენიმე რენჯ სესია პრონციპში საკმარისია, რომ წარმოგიდგინოთ ჩემი დაკვირვებები ამ კალიბრზე.

.22WMR ჩემი აზრით არის .22LR-ისთვის ცუდი ალტერნატივა. მიუხედავად იმისა, რომ იარაღის ფასი და მოთხოვნები ოპტიკის მიმართ პრინციპში ერთნაირია, განსხვავება ფასში ამ ორ კალიბრს შორის საკმაოდ დიდია, პრაქტიკულად ორმაგი. .22 WMR ფასი იწყება ლარიდან და პრაქტიკულად უტოლდება რუსული, ბარნაულის წარმოების 7,62×39, .223 კალიბრის ვაზნებს. ამის გამო .22WMR იარაღი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც პლინკერი, ისე როგორც ტიპიური .22lr კალიბრის იარაღი. სხვათაშორის ეს პრობლემა მარტო ჩვენთან არ არის, რუსეთშიც მაგალითად .22WMR იშვიათიც არის და საკმაოდ ძვირიც ღირს. შედარებისთვის ამერიკაში განსხვავება ფასში ამ ორ კალიბრს შორის არ არის დიდი, თუმცა ამ მომენტისთვის . მაშინ ისმის მორიგი კითხვა, ვის უნდა მცირეკალიბრიანი, წრიული აალების შაშხანა რომლის ერთი გასროლის ღირებულება უტოლდება ცენტრალური აალების კალიბრის ვაზნას?

პასუხი შეიძლება სამი იყოს. პასუხი პირველი: .22WMR კალიბრის შაშხანა უფრო იაფია. 1500 ლარში იყიდით ძალიან კარგ შაშხანას, ცოტა უფრო ნაკლებ ფასად, უფრო ბიუჯეტურ მაგრამ მაინც კარგ შაშხანას.  შედარებისთვის 7.62×39 CZ-ს შაშხანა ღირს 1000 ლარით მეტი. .223 კალიბრის შაშხანების ფასი ამაზე კიდე უფრო მეტი შეიძლება იყოს.

პასუხი მეორე: იმ პირობებიდან გამომდინარე რა პირობებშიც გიწევთ სროლა, გჭირდებათ “ჩუმი” იარაღი. .22WMR-ის. გასროლის ხმა უტოლდება ზე-სწრაფი .22LR კალიბრის ვაზნის გასროლას, შედარებით მოკლე ლულიდან. მაგრამ ის ბევრად ჩუმია ვიდრე ცენტრალური აალების კალიბრი ნებისმიერი სიგრძის ლულიდან.

პასუხი მესამე: .22WMR-ის თვისებები, რომლებიც გამომდინარეობენ მისი დანიშნულებიდან. ეს კალიბრი ყოველთვის მოისაზრებოდა, როგორც სანადირო და არა გასართობი ან ზუსტი სროლისთვის. სწორედ ამ ნიშაში .22WMR იჩენს თავის თავს. თავად დაუკვირდით,  .22lr-თან შედარებით იღებ გაცილებით მეტ ენერგიას, აქიდან გამომდინარე უკეთეს ტრაექტორიას და შესაძლებლობას ეფექტურად ისროლო 200 მეტრამდე იმ პირობებში რა პირობებშიც .22lr-დან სროლას აზრი არ აქვს. ვგულისხმობ პირველ რიგში ქარს.

გასწორებული 50 მეტრზე  .22WMR-ს 100 მეტრზე ექნება თითქმის სამჯერ ნაკლები ვარდნა. 30 გრანიან ტყვიას ექნება საწყისი სიჩქარე თითქმის 700 მ/წ-მდე, შედარებით მოკლე 16 ინჩიანი ლულიდანაც კი. 40 გრანიანი ტყვიის სიჩქარე იქნება 550 მ/წ-ის ფარგლებში. ეს მოგცემთ საშუალებას ინადიროდ ცხოველზე, რომლის წონა იქნება 10 კგ-მდე და უკეთესი ტრაექტორიის წყალობით შეძლებთ ზუსტი გასროლების წარმოებას ალბათ 180-200 მეტრამდე მანძილზე, სადამდეც ტყვია რჩება ზებგერითი.  თუ შაშხანა გასწორებულია 100 მეტრზე, 50 მეტრზე ტყვია მოხვდება 0.8 სმ-ით მაღლა, ხოლო 150 მეტრზე 8.3 სმ დაბლა. 200 მეტრზე ვარდა იქნება უკვე 24 სმ. 125 მეტრამდე პრაქტიკულად შესწორების შეტანა საერთოდ არ ჭირდება.

P1130229

 …. ჩემი შაშხანა იყო გასწორებული 50 მეტრზე, გონგი ეკიდა მოპირდაპირე მთაზე, ჩემი ვარაუდით 150-170 მეტრის მანძილზე. 100 მეტრამდე ვარდნა ვიცოდი ზუსტად რამდენი იქნებოდა, ამიტომ თავში უცბად დაახლოებით გადავთვალე ვერტიკალური შესწორების მოცულობა, დავატრიალე დოლურა, შევიტანე შესწორება დამიზნებაში ქარის მიმართულების გათვალისიწნებით, გულში გავიფიქრე, რომ “ცივი ლულიდან” უცნობ დისტანციაზე გაკეთებული გასროლა თუ მოხვდა პატარა გონგს (15×20 სმ) ეს იქნება მართლა კარგი გასროლა. ვისროლე და მცირე დაგვაინებით ქარმა მოიტნანა გონგზე ტყვიის დარტყმის ხმა. პირველი გასროლა მიხვდა სამიზნეს. .22lr-ის შემთხვევაში ასეთ გასროლას არც გავბედავდი, ჩავთვლიდი რომ მხოლოდ ვაზნებს ტყვილად დავხარჯავდი  … 

იყო მოლოდინი რომ, სწრაფი .17hmr-ის გამოჩენა გააქრობდა .22WMR-ს მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს სიზუსტით და ტრაექტორიით .17hmr-ს აქვს უპირატესობა, 40-50 გრანიანი ტყვია უფრო ეფექტურია გარკვეული ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ ვიდრე წვრილი და მსუბუქი 4.5მმ-ნი ტყვია.

რა არ უნდა გააკეთოთ და რას არ უნდა ელოდოთ. არ უნდა ეცადოთ ისროლოთ .22lr იარაღიდან რომელიც გათვლილია .22WMR-ზე. განსხვავდება მასრის სიგრძე და ტყვიის ნომინალური კალიბრიც. სხვა გზა თუ აბსოლუტურად  არ არის კი ტექნიკურად გასროლა შესაძლებელია. .22WMR არ არის გათვლილი შორ მანძილებზე სასროლად, ვთქვათ 200 მეტრი და ზევით. ეს კალიბრი არ იყო ამისთვის შექმნილი და სხვადასხვა შაშხანებით და მუხტებით სხვადასხვა შედეგს მიიღებთ მაგრამ თუ გსურთ დაიპყროთ დიდი მანძილები წრიული აალების შაშხანით, მაშინ დაგჭირდებათ საასპარეზო დონის .22lr კალიბრის შაშხანა და ქვებგერითი საასპარეზო მუხტები. ეს არის უჩვეულო ფაქტი, რომლის გააზრებაც ბევრს უჭირს.

რაც შეეხება სიზუსტეს ჩემი აზრით .22lr იდეალურ პირობებში უფრო ზუსტია, მაგრამ გავიმეორებ თუ პირობები იდელაურია და ქარი არ არის. ქარის შემთხვევაში .22lr-დან სროლა ემსგავსება ლატარეის თამაშს.  თანამედროვე .22WMR მუხტები კარგი ხარისხისაა და გამოირჩევა უკეთესი სიზუსტით ვიდრე თავიდან. ჩემი ბიუჯეტური Savage B22, მცირე  ჩარევის შემდეგ “რუტინულად“ ისვრის 2სმ-ზე ნაკლებ ჯგუფებს 50 მეტრზე ყველაზე ხელმისაწვდომი CCI-ს ვაზნებით. 100 მეტრზე ჯგუფები იხსნება 4-6 სმ-მდე. ეს სიზუსტე ადეკვატურია იმ მიზნების მისაღწევად რა მიზნებისთვისაც შეიქმნა .22WMR. ამასთანავე მთლიანი იარაღის ფასი არ აღემტაება 1500-1600 ლარს. ამასთანავე ის მსუბუქია. ამასთანავე მას არ აქვს უკუცემა. ამასთანავე ის შედარებით ჩუმია.

P1130209

 

ჩვენი ტესტი – Kimber TLE II .45ACP

July 9th, 2020

იცით რა მაოცებს ყველაზე უფრო კოლტის M1911 ტიპის იარაღში? რომ მისი დიზაინი, კონსტრუქცია, მართვის ელემენტები და მათი განლაგება (manual of arms) დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი თანამედროვე პისტოლეტისგან, არა და მისმა შემქნელმა, კონსტრუქტორთა კონსტრუქტორმა, ჯონ ბრაუნინგმა იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი ახალი პისტოლეტი მაშინ, როდესაც ჯერ თვითმფრინავი არ არსებობდა და ძირითადი სატრანსპორტო საშუალება იყო ცხენი. ის რასაც ჩვენ ვიცნობთ როგორც კოლტის .45 კალიბრის პისტოლეტი, რომლის დაბადების წელად ითვლება 1911 წელი, დაფუძნებულია ბრაუნინგის უფრო ადრინდელ პისტოლეტის მოდელებზე, .38 კალიბრის 1900 წლის მოდელზე, რომელზეც ბრაუნინგმა დაიწყო მუშაობა ჯერ კიდევ 1897 წელს!

H1193-L118909131

მიაქციეთ ყურადღება, რომ 1900 წლის მოდელშო საკეტი და გარსაცმი გაერთიანებულია ერთ დეტალში, ის იყენებს მოკლე უკუცემის პრინციპს, როდესაც ლულა და საკეტი მოძრაობენ მოკლე მანძილით, რის შემდეგაც ხდება მათი გახსნა და საკეტი აგრძელებს მოძრაობას ლულისგან განცალკევებული. ყურადღებას ასევე იქცევს ლაკონური დიზაინი, რაც აადვილებდა ამ პისტოლეტის დეტალების წარმოებას. 1900 წლის კოლტის პისტოლეტი არის თანამედროვე  საბრძოლო პისტოლეტის დიდი ბაბუა. 

1907 წელს კოლტმა წარუდგინა პისტოლეტი აშშ-ის ომის დეპარტამენტს და ხანგრძლივი ტესტირების და გაუმჯობესებების შედეგად, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის რასაც ვიცნობთ შეკრებითი სახელით “კოლტის ორმოცდახუთი კალიბრის პისტოლეტი”.  თუ არ ჩავთვლით 1924 წელში განხორციელებულ მცირე ცვლილებებს, ერგონომიკის გაუმჯობესების მიზნით, ეს პისტოლეტი პრაქტიკულად უცვლელი ფორმით არსებობს დღემდე და დღეს მის ვარიანტებს უფრო მეტი კომპანია უშვებს ვიდრე ოდესმე.

ტექნიკურად .45 კალიბრის კოლტი წარმოადგენს ავტომატურ პისტოლეტს, მოკლე უკუცემის სქემით, რომელიც იკვებება სახელურში განლაგებული მოსახსნელი ერთ რიგიანი მჭიდიდან. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის, რაც ნიშნავს, რომ პირველი გასროლის წინ საჭიროა ჩახმახი შეყენება. პისტოლეტი აღჭურვილია მექანიკური მცველით და ასევე სახელურის მცველით, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას გაისროლოთ თუ მანამდე ხელი კარგად არ მოკიდეთ სახელურს. საბრძოლო ბჯენები, ორი ცალი განლაგებულია ლულაზე სავაზნის წინ და ზემოქმედებს შესაბამის კილოებთან საკეტის შიგნით.

ეხლა რაც შეეხება ჩვენი ტესტირების ობიექტს, ეს არის ამერიკული მწარმოებლის “კიმბერის” მიერ წარმოებული 1911-ის ვარიანტი, .45ACP კალიბრის მოდელი Custom TLE II. Custom ნიშნავს რომ პისტოლეტი სრული ზომის არის, მეტალის საკეტითა და ჩარჩოთი (ანუ ე.წ. “სამთავრობო მოდელი”). TLE (Tactical Law Enforcement, ტაქტიკური სამართალდაცვა)  ციფრი II ნიშნავს, რომ გამოყენებულია სვარტცის კონსტრუქციის დამრტყმელის მცველი.

 30-ან წლებში კოლტის 1911 აღიჭურვა უილიამ სვარტცის კონსტრუქციის დამრტყმელის მცველით, რომელიც კეტავდა დამრტყმელს და ათავისუფლებდა მხოლოდ მას მერე რაც მსროლელი ხელს მოკიდებდა სახელურს, აქიდან გამომდინარე გამოირიცხა შემთხვევითი გასროლის შესაძლებლობა დამრტყმელის ინერციით დარტყმისგან. კოლტმა ამ კონსტრუქციაზე უარი თქვა, სავარაუდოთ დამზადების სირთულის გამო. MIM ტექნოლოგიების განვითარებამ “კიმბერს” მისცა საშუალება ამ გადაწყვეტილების გამოყენების, მისაღები ფასის შენარჩუნებით. განსხვავებით მე-80 სერიის კოლტზე გამოყენებული გადაწყვეტილებებისგან, სვარტცის მცველი არ ცვლის სასხლეტის თვისებებს, იმიტომ რომ მისი გააქტიურება ხდება სახელურის მცველისგან და არა სასხლეტისგან.

swartzvs80

სვარტცის მცველი იყო ტექნოლოგიურად რთული და მისი დამზადება შრომატევადი, მხოლოდ კოლტის მე-80 სერიის 1911 პისტოლეტებში გაჩნდა უფრო მარტივი და შესაბამისად უფრო იაფი დამრტყმელის ავტომატური მცველი, რომელიც ითიშებოდა სასხლეტზე დაჭერისას. დღეს სხვადასხვა კომპანიები იყენებენ თავის 1911 ტიპის პისტოლეტებში ორივე ტიპის გადაყწვტილებას. 

kswat1811

TLE არის კომერციული ვარიანტი  პისტოლეტის, რომელიც “კიმბერმა” შექმნა ლოს ანჯელესის SWAT-ისთვის  და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს დანაყოფი 2002 წლიდან დღემდე იყენებს ამ პისტოლეტს. განსხვავება ორს შორის მხოლოდ დამღებშია. 

პისტოლეტის დაფარვა შავი ოქსიდირებაა, სახელური დამზადებულია G10-სგან, მცველი ერთმხრივი, სამიზნი მოწყობილობების რკინის, ფიქსირებული ტრიტიუმის ელემენტებით (მწარმოებელი Meprolight). პისტოლეტი ასევე აღჭურვილია ალუმინის სასხლეტით, სრული სიგრძის დამაბრუნებელი ზამბარის ღერძით და მაგველით. მცველი ერთმხრივია, რაც მე მომწონს, მარჯვენა ხელიდან სროლისას, ორმხრივი მცველი ზედმეტია.  ექსტრაქტორი დახურული ტიპის არის, როგორც ორიგინალურ დიზაინში, ის დამალულია საკეტის შიგნით და დაცულია გარე ზემოქმედებისგან. პისტოლეტის დამზადების ხარისხი ძალიან მაღალია, დეტალების მორგება, დამუშავების ხარისხი ძალიან კარგია. 125მმ-ნი უჟანგავი ლულის არხი გაპრიალებული და უნაკლო.  სამიზნი მოწყობილობები ადეკვატურია მაგრამ მე მირჩევნია როდესაც კორას მანათობელი ელემენტი განსხვავებულია, მაგრამ ქარხნულად რკინის ტრიტიუმები უკვე ძალიან კარგია. ცარიელი პისტოლეტის წონა 1100 გრამია, სავსე მჭიდით 1300 გრ.

729884

არჩევანი ამ მოდელზე გავაკეთე, იმიტომ რომ მომეჩვენა რომ ფასით (3500 ლარი) და ოფციებით ეს იყო საუკეთესო მოდელი, თანაც მას ქონდა ბექგრაუნდ ისტორია რაც ამ იარაღს ჩემთვის პირადად კიდე უფრო ღირებულს ხდიდა.

ახალ პისტოლეტს, როგორც წესი მოყვება ერთი 8 ვაზნიანი მჭიდი, პლასტმასის კეისი, ინსტრუქცია და ბუკლეტები, ე.წ. “ჩამბერ ფლაგი”, უსაფრთხოების საკეტი, დეკალი კიმბერის ლოგოთი, დამატებითი პლასტმასის პადი მჭიდისთვის. ერთი მჭიდის გამო “კიმბერს” ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ამას აკეთებენ სხვა მწარმოებლებიც, სერიოზული მსროლელები მაინც ყიდულობენ სერიოზული მწარმოებლის მჭიდების მარაგს ან უკვე აქვთ ეს მარაგი, ამიტომ “კიმბერში” თვლიან რომ ზედმეტი მჭიდი… ზედმეტია. ქართული  იმპორტიორი დამატებით აკომპლექტებს ამ იარაღს დამატებითი ერთი მჭიდით. მჭიდები საკუთარი, “კიმბერის” წარმოების არის და დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. მეტალის ხუფებზე ორი ხრახნით შესაძლებელია პლასტმასის “ბალიშების” დაყენება, რომლებიც იცავენ მჭიდს დაზიანებისგან და აადვილებენ მის მაგველის გავლით მოთავსებას სახელურში. მჭიდი ნომინალურად რვა ვაზნიანია, მაგრამ რვა ვაზნით მისი მოთავსება პისტოლეტში დახურული საკეტით პრაქტიკულად შეუძლებელია. ბევრი მწარმოებელი ცდილობს რომ სხვადასხვა ხრიკებით მოათავსოს პისტოლეტში სტანდარტული სიგრძის მჭიდი გათვლილი 8 და არა როგორც თავიდან  7 ვაზნაზე, მაგრამ დაუწერელი წესი გვეუბნება, რომ საიმედოობისთვის ჯობია 7 ვაზნა. ასე რომ ნომინალურად ტევადობა კი არის 8+1 ვაზნა მაგრამ რეალური ტევადობა არის 7+1.

P1120894

სახელურზე წინიდან და უკნიდან აგრესიული ჩეკერინგია (30 ხაზი 2.5 სმ-ზე) რაც G10-ის სახელურის პანელებთან ერთად უზრუნველყოფს პისტოლეტის ძალიან მყარ ჭერას, თუნდაც სველი ოფლიანი ხელებით.

P1120830

განსაკუთრებულად მომეწონა რკინის “მაგველი”, რომელიც შესაძლებელს ხდის მჭიდების გამოცვლას ელვის სისწრაფით. მაგველი ასეთ პისტოლეტზე მნიშვნელოვანი დანამატია იმის გათვალისწინებით, რომე რთ რიგიანი მჭიდის სახელურში მოთავსება უფრო რთულია ვიდრე ორ რიგიანის, რომელიც ვიწროვდება ზედა ნაწილში. 

პისტოლეტის სასხლეტი არის კარგი, მაგრამ იარაღი ახალია და თანაც მასობრივი წარმოების ამიტომ, სასხლეტში იგრძნობა მსუბუქი “კრაჭუნი”, რომელიც შემცირდება და ალბათ ბოლომდე გაქრება ექსპლუატაციის განმავლობაში. იარაღი ასევე გაბარიტული და მძიმეა. სასხლეტის წონა მერყეობს 1.8-2კგ-ს შორის.

ტესტირებისთვის ჩვენ მოვიმარაგეთ 230 გრანიანი ვაზნები, ექსპანსიური ტყვიით, მრგვალთავიანი (FMJ) ტყვიით და ასევე ე.წ. semi wad cutter, კონუსური ტყვიით ბრტყელი თავით, რომელიც ცნობილია იმით, რომ ავტომატურ პისტოლეტებში ქმნის პრობლემებს მიწოდებისას. საკეტის გადაკვრისას ”სემი ვად კატერი” ეგრევე გაიჭედა მიწოდების მცდელობისას და გაჭედილი ვაზნის სწრაფად ამოგდება ვერ მოხერხდა, მაგრამ როგორც კი დატენვის ციკლი გავიმეორეთ პისტოლეტმა უპრობლემოდ მიაწოდა და გაისროლა ყველა ვაზნა. ასევე იარაღმა უპრობლემოდ მოინელა სტანდარტული ვაზნები და ვაზნები ექსპანსიური ტყვიით.

107802384_278153516633544_5100507141349049717_n

სიზუსტეს რაც შეეხება ვფიქრობ ერთი სურათი იქნება საკმარისი რომ მიხვდეთ რამდენად ზუსტი იარაღია TLE II 

1911-ის ლეგენდარულ ერგონომიკაზე მე ახალს ან რამე განსაკუთრებულს ვერ დავწერ. .45 არის დაბალწნევიანი ვაზნა, რის გამო უკუცმა დროში გაწელილია და კომფორტულია. ამის გამო ეს უკუცემა ასევე “კომფორტულია” იარაღისთვის, რომლის კონსტრუქცია არ განიცდის დიდ დატვირთვას, ამის გამო იარაღის რესურსი არის ძალიან მაღალი და სიზუსტე ძალიან კარგი. ერთმაგი მოქმედების სასხლეტი კომპეტენტური ოსტატის დახმარებით შეიძლება გახდეს საუკეთესო სასხლეტი, რომელიც შეიძლება მიიღო ავტომატურ პისტოლეტში.  შეიძლება მასის, გაბრიტების და ერთრიგიანი მჭიდის გამო 1911 აღარ იყოს ფარული ტარების თავდაცვითი იარაღის საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ 109 წლის შემდეგაც, 1911 დომინირებს უამრავ სპორტულ დისციპლინაში, იქნება ეს მატჩები კემპ პერიში, სილუეტბზე სროლა თუ ბიანკის თასი. წლების განმავლობაში ითველბოდა, რომ 1911-დან სროლა ძნელია მაგრამ ეს ეხებოდა ჯარისთვის წარმოებულ იარაღს, მცირე ზომის სამიზნი მოწყობილობებით და მძიმე სასხლეტებით. აღნიშნულს ვერ იტყვი თანამედროვე კარგი ხარისხის 1911-ებზე.

გასათვალისწინებელია, რომ სახელურის მცველის ფორმის გამო, რთულია მიწვდეთ დიდი თითით სასხლეტს ისემ რომ ის სწრაფად შეაყენოთ, ამიტომ თუ სიტუაცია ამას მოითხოვს პისტოლეტის ტარება გულისხმობს ვაზნით სავაზნეში, შეყენებული ჩახმახით და ჩართული მცველით.

P1130007

1911 არ იშლება ისე ადვილად, როგორც თანამედროვე პისტოლეტები, მაგრამ თუ დაიცავით სწორი თანმიმდევრობა (დამაბრუნებელი ზამბარის ხუფი, ზამბარა, ბუშინგი, სლაიდ სტოპი, საკეტი, დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი, ლულა) მაშინ ძალიან მალე ამ პროცედურას უპრობლემოდ განახორციელებთ. იარაღი შედეგბა ძალიან ცოტა დეტაისგან, საკეტი იშლება ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე და ამიტომ პისტოლეტის მოვლა/მომსახურება ადვილია.  საქმის გაადვილებისთვის “კიმბერებს” მოყვება სპეციალური ქანჩი, რომელიც აადვილებს იარაღის დაშლას. 

ეხლა რა არ მომეწონა. მჭიდების ტევადობაზე უკვე დავწერე, ნომინალურად 8 ვაზნიანებია, რეალურად 7 ვაზნიანი. პისტოლეტს დაჭირდა სამიზნის გასწორება, რაც ადვილია (თარაზო ფიქსირდება ხრახნით და რეგულირება მარტივია). ეს იდეაში ნაკლიც არ არის.  სროლის დროს დაიშვა მაგველის ხრახნი, რომელიც “დავსვი” “ლოქთაითზე”. მეტი ნაკლი ამ პისტოლეტს არ აქვს. პირიქით TLE II არის ერთ-ერთი საუკეთესო “კიმბერის” 1911 ფასი/ხარისხი/ოფციების შეფარდებით და სხვა მოდელებს შორის ის სადღაც შუაში არის საბაზისო და უფრო ძვირად ღირებულ მოდელებს შორის. თავად განსაჯეთ რა დაჯდება მაგალითად სტანდარტულ პისტოლეტზე, დამაბრუნებელი ზამბარის სრული სიგრძის მეტალის ღერძი, G10-ის სახელურები, ალუმინის სასხლეტი, “ტრიტიუმები” და მაგველი. თან ყველა ეს კომპონენტი უმაღლესი ხარისხის არის. რას ვისყრვებდი ამ იარაღზე? კორას ტრიტიუმის ელემენტი რომ ყოფილიყო სხვა ფერის, დაფარვა კარგია მაგრამ უფრო მაღალტექნოლოგიური რომ გამოყენებულიყო უკეთესი იქნებოდა. ვისურვებდი რომ სახელურის მცველი ყოფილიყო ე.წ. “მემორი პადით” რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა მის არ გამორთვას მაღალი ჭერის გამო. მაგრამ ეს ეხლა განებვირებული მსროლელის პოზიციაა, იმიტომ რომ ჩემი აზრით TLE II ძალიან ახლოს დგას იდეალურ 1911-თან, რომელსაც აქვს ყველაფერი რაც უნდა ქონდეს 1911-ს და არ აქვს არაფერი ზედემტი. ამას იმიტომ ვიძახი, რომ “კიმბერი” იყო პირველი მწარმოებელი 1911-ების, რომელმაც შესთავაზა მყიდველებს პირდაპირ ყუთიდან ის ოფციები რაშიც ადრე ოსტატები ითხოვდნენ დამატებით ფულს. “კიმბერის” ზოგი პისტოლეტების მოდელები შესრულებულია აშკარა განხრით ვიზუალურ ეფექტზე. TLE-ს შემთხვევაში ყველა ოფცია ემსახურება ერთ მიზანს, გახადოს პისტოლეტის უფრო უკეთესი უფრო ეფექტური და უფრო პრაქტიკული იარაღი.

bolandgrip safety

“მემორი პადი” პირველმა მოიფიქრა ემერიკელმა ოსტატმა ჯიმ ბოლანდმა და მას მერე ასეთი ფორმის სახელურის მცველი პრაქტიკულად სტანდარტულია თანამედროვე 1911-ზე და უზრუნველყოფს მცველის გათიშვას, თუნდაც სუსტი, არადამაკმაყოფილებელი ჭერის შემთხვევაში. 

და ბოლოს თუ ამ მიმოხილვამ დაგარწმუნათ, რომ წახვიდეთ და იყიდოთ რომელიმე 1911 გაითვალისწინეთ შემდეგი. ეს იარაღი არის ერთი საუკუნის, ის რასაც მიჩვეულები ხართ “გლოკებზე” და “ზიგებზე” ამ იარაღის შემთხვევაში ჯობია არ გააკეთოთ. საკეტის დახურვა ცარიელ სავაზნეზე საკეტის შემაkავებლის (სლაიდ სტოპის) გამოყენებით შეიძლება არ იყოს კარგი იდეა, განსაკუთრებით მაღალი დონის 1911-ებში, მსუბუქი საასპარეზო სასხლეტებით და მჭიდროდ მორგებული დეტალებით.  ამას შეიძლება მოყვეს გარკვეული დეტალების ნაადრევი ცვეთა.  იარაღი უნდა იყოს გაწმენდილი და დაზეთილი, მშრალი იარღიდან ათასობით ვაზნების სროლა და არ გაწმენდა შეიძლება ნორმაა გლოკისთვის მაგრამ 1911-ში ამის გაკეთება არ ღირს. სვარტცის მცველის შემთხვევაში საკეტის და ჩარჩოს განცალკევებისას სახელურის მცველი არ უნდა იყოს გააქტიურებული, იმიტომ რომ საკეტს ვერ მოხსნით და თუ ვერ მიხვდით რა ხდება და  დიდი ძალა დაატანეთ, მცველი შეიძლება დაზიანდეს. თუ არ არის გამოყენებული თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დაფარვა, პისტოლეტის რკინის დეტალების პერიოდული წმენდა ზეთიანი ტილოთი და კონტროლი ჟანგის გაჩენაზე (მაგალითად სახელურის სალოყეების ქვეშ) არ იქნება ურიგო.  ეს არის და ეს. 1911 ის დიზაინი არის გენიალური და კარგად ნაფიქრი, მაგრამ საჭიროა გარკვეული წესების დაცვა და ყველაფერი იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა.

P1130033

Kimber Custom TLE II,  VL Tactical-ის ქართული წარმოების კაიდექსის ბუდეში. შიგნიდან ამოკრული რბილი ტყავის ფენა საიმედოდ იცავს ძვირადღირებული იარაღის დაფარვას. 

Shooterscentral.ge-ს დასკვნა: გამომდინარე იქიდან, რომ ამ პისტოლეტში არის აბსოლუტურად ყველაფერი რაც უნდა იყოს თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტში და ამავე დროს არ არის გამოყენებული არაფერი ზედმეტი მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, რაც არ ზრდის სროლისუნარიანობას და საიმედოობას მაგრამ ზრდის ფასს, Kimber Custom TLE II არის პრაქტიკული დანიშნულების ერთ-ერთი საუკეთესო 1911 ტიპის პისტოლეტი. პისტოლეტი გამოირჩევა შესანიშნავი სიზუსტით, რომელიც უფრო დამახასიათებელია საასპარეზო პისტოლეტებისთვის, ასევე დამზადების მაღალი ხარისხით. ნაკლოვანებებს განეკუთვნება “კლასიკური” ოქსიდირება, რომელიც არ არის ისეთი გამძლე, როგორც თანამედროვე დაფარვები და ასევე ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მჭიდები 8 ვაზნიანია, მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ 7 ვაზნით დატენვის შემთხვევაში.  თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ 1911-ის შეძენა და იცით რას წარმოადგენს ეს პლატფორმა და ამავე დროს გინდათ 1911, რომელიც პირველ რიგში შექმნილია ექსპლუატაციისთვიის  და არა შენახვა/დემოსნტრიებისთვის “კიმბერის” TLE სერია არის თქვენთვის.

ჩვენი ტესტი – Savage B22 FV-SR Magnum

July 4th, 2020

ბოლო დროს საქართველოში Savage-ის შაშხანების ძალიან ბევრი მოდელი გახდა ხელმისაწვდომი. როგორც ჩანს უმეტესობა იმპორტიორების გადავიდა ჩრდილო ამერიკიდან იარაღების შემოტანაზე, ამიტომ საქართველოში გაჩნდა ისეთი ტრადიციული ამერიკული მწარმოებლების იარაღები, რომლებიც აქამდე არასდროს არ შემოტანილა, ყოველ შემთხვევაში ასეთი რაოდენობით და ასორტიმენტით.

მე უკვე კარგახანია მინდოდა ახალი მცირეკალიბრიანი შაშხანა, რომელიც არ იქნებოდა .22lr კალიბრის, შესაბამისად განვიხილავდი .17hmr და .22wmr კალიბრებს. აქიდან უფრო ვიხრებოდით პირველისკენ, მაგრამ სანამ მე ვფიქრობდი, რაღაც ნაწილი იარაღების ამოიყიდა და იმ კონფიგურაციის შაშხანა, რაც მე მინდოდა, დარჩა მხოლოდ ერთი ცალი და მხოლოდ .22wmr კალიბრში.

სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რამდენად სახალისოა მცირეკალიბრიანი ბენჩრესტი/ვარმინტინგი, სადაც ხალისს არ გიკლავს დიდი ხარჯები და არც სასროლეთი არ გაქვს საძებნელი ან შორს სასიარულო. იმის თქმა მინდა, რომ  მცირეკალიბრიანი იარაღის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით ხელმისაწვდომია. ამიტომ მე მინდოდა იარაღი რომელიც გამოდგებოდა, როგორც კარგი პლატფორმა კომპაქტური და ზე-ზუსტი შაშხანის ასაწყობათ მაგრამ ამავე დროს მინიმალური ხარჯებით.

67618049_2883303595044473_3379610096211329024_n

საწყის პლატფორმად არჩეული იქნა Savage B22 FV-SR, გრძივად მოძრავი საკეტით, 16 ინჩიანი სქელი ლულით, როტორული 10 ვაზნიანი მჭიდით და პლასტმასის, ახალი სტილის კონდახით. ეს მოდელი ასევე ქარხნიდან არის აღჭურვილი პიკატისნის სამაგრით, რომელიც რესივერზეა განლაგებული. მისი წონა მოკრძალებული 2.2 კგ-ია. ზომები კომპაქტურია, იარაღის სრული სიგრძე 864მმ-ია. ეს მოდელი გამოდის 2017 წლიდან.

magsavage22

Savage ახალი მცირეკალიბრიანი შაშხანები იყენებენ როტორულ მჭიდს. ეს მჭიდი მიუხედავად 10 ვაზნიანი ტევადობისა მთლიანად იმალება იარაღის შიგნით. აღსანიშნავი, რომ ეს კომპანია როტორულ მჭიდებს იყენებდა ჯერ კიდევ თავის 1895 წლის შაშხანაში. მჭიდი ცოტა რთულად იტენება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პროცესი უფრო ადვილდება. 

სქელი 412მმ სიგრძის ლულა (ბიჯი 1:16) ასევე იძლევა საშუალებას გამოიყენოთ სხვადასხვა ლულის მოწყობილობები (ხრახნის ტიპი 1/2-28). SR შაშხანის დასახელებაში ნიშნავს Supressor Ready, გამზადებული მაყუჩისთვის.  კონდახი ერგონომიული და მოსახერხებელია, თუმცა ზედმეტად მსუბუქია, არამყარი და დიზაინი ჩემი აზრით გადატვირთულია ზედმეტი ელემენტებით. ამავე დროს სასხლეტის დამცავი კავი საკმაოდ სქელი და განიერია რაც გამორიცხვას მის დაზიანებას რამეზე დარტყმისგან.  შაშხანა აღჭურვილია Accu-trigger-ით, რაც გაძლევთ საშუალებას დაარეგულიროთ სასხლეტის სიმძიმე. ამისთვის საჭიროა მხოლოდ სტოკის და რესივერის განცალკევება და ერთი ხრახნის გადაჭერა. დამატებითი მცველი განლაგებული სასხლეტზე გამორიცხავს შემთხვევით გასროლას, მაგალითად ძლიერი დარტყმისგან.

 Savage-B17V-22-of-29

მცველი განლაგება ერთნაირად მოსახერხებელია ნებისმიერი მხრიდან სროლისას. ეს და როტორული მჭიდი აშკარა გაუმჯობესებაა Savage-ის წინა თაობის მცირეკალიბრიან შაშხანებთან შედარებით. 

hkhk745

ასე გამოიყურება ფოლადის რესივერი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. რესივერი და როგორც ჩანს საკეტი არის საერთო სამივე კალიბრისთვის (.22lr, .17HMR. .22WMR) ხოლო ლულა მაგრდება რესივერში ქანჩით რომელიც უნდა ეცნოს ამ კომპანიის ცენტრალური აალების შაშხანების მფლობელებს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ლულის და საკეტის თავის გამოცვლით შეცვალოთ შაშხანის კალიბრი.  პიკატინის სამაგრი დამაგრებულია რესივერზე ოთხი ხრახნით და ოპტიკის დაყენებდამდე სასურველია რომ შეამოწმოთ რამდენად მყარად გადაჭერილია ეს ხრახნები. 

ორი სიტყვით უნდა მოვყვე .22wmr (Winchester Magnum Rimfire), რომელიც არის ერთადერთი კომერციულად წარმატებული წრიული აალების .22 კალიბრის ვაზნა, შექმნილი მეოცე საუკუნეში.  ის საკმაოდ ძლიერია, 30 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე არც მეტი არც ნაკლები 700 მ/წ-ს აღწევს და ენერგია შეადგენს 440 ჯოულს. ეს ნიშნავს, რომ .22lr-თან შედარებით მაგალითად 100 მეტრზე .22wmr კალიბრის ტყვიას ექნება ზებგერითი სიჩქარე, უკეთესი შეღწევა და საიმედო ექსპანსია. თავისი გამოჩენის მომენტისთვის, 1959 წელს ის იყო ყველაზე ძლიერი წრიული აალების ვაზნა. მისი დანიშნულება: ზუსტი და ძლიერი წრიული აალების ვაზნა, რომელიც მისცემდა მონადირეებს საშუალებას ესროლათ 125 იარდამდე მანძილზე ისეთ ცხოველებზე, რომელთა წონა აღწევს სადღაც 10 კგ-ს. ამ კალიბრის ტყვიაც ბევრად უფრო ეფექტურია და სრულყოფილი ვიდრე უბრალოდ ტყვიისგან ჩამოსხმული ჭურვი დაფარული სპილენძის თხელი ფენით, როგორც .22lr-ის შემთხვევაში. ამიტომ პირველის შემთხვევაში ტყვიების არჩევანიც უფრო დიდია, გათვლილი ნადირობისთვის, სპორტული სროლისთვის, მეტი შეღწევისთვის და ასევე თავდაცვისთვის. .22 wmr-ის ფასიც შესაბამისად უფრო დიდია და იწყება სადღაც 1 ლარიდან ანუ ორჯერ უფრო ძვირია ვიდრე .22lr.

22lr-vs-22

.22wmr .22lr-თაბ შედარებით

 ერთ-ერთი პლიუსი მცირეკალიბრიანი იარაღის არის ის, რომ ის ნაკლებად მოთხოვნადია “პერიფერიული” მოწყობილობების მიმართ. ნორმნალური ხარისხსი რინგები, ოპტიკა, ბიპოდი ან სხვა მოწყობილობები, გაძლევენ საშუალებას მიაღწიო ძალიან კარგ სიზუსტეს, გაერთო და ამავე დროს არ გაფრინდე კოსმოსში ხარჯების მხრივ. ჩემი ჩანაფიქრიც იყო, მენახა თუ შესაძლებელია მინიმალური დანახარჯებით მიიღო ზუსტი მცირეკალიბრიანი იარაღი.

ოპტიკა არჩეულ იქნა UTG 3-9×42 “მილ-დოტ” ბადით. ოპტიკას 280 ლარში მოყვა ასევე ამავე კომპანიის რინგები და flip-up ხუფები. ამ მოდელზე აყენია TF2+ ტიპის დოლურები, რომლებიც არის ძალიან კარგი. გეძლევა საშუალება ეგრევე შეიტანო შესწორებები, ამავე დროს დოლურები ფიქსირდება, რომ არ მოხდეს მათი შემთხვევით დაძრა და ასევე მათ გააჩნია რესეტის ფუნქცია, ანუ განულების შემდეგ დოლურებს დაარესეტებთ (დააყენებთ ნოლებზე) და მერე უკვე თუ დაგჭირდათ, შესწორების შესატანად გამოყენებთ სკალებს. თუმცა ჩემი გამოცდილებით ასეთი ოპტიკის ზედმეტი “წვალება” არ ღირს, ჯობია დააყენოთ საჭირო “სეთინგები” და მერე გამოიყენოთ ერთი და იგივე გადიდება და შესწორებები შეიტანოთ ბადის მეშვეობით.

შაშხანის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა რომ კონდახი არის ძალიან მსუბუქი ხოლო ბედინგი იქნება პრობლემური. რესივერს არ აქვს უკუცემის ბჯენი (recoil lug) ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, რომელსაც “ჩააწვენდით” ეპოქსიდის “საწოლში” (როგორც ცენტრალური აალების შაშხანებში), რაც ასეთი ტიპის სტოკზე ეგრევე გაძლევს ადვილად შესამჩნევ გაუმჯობესებას. ამიტომ ის ნაწილი სადაც რესივერის წინა ნაწილი ჯდება კონდახში ამოივსო ეპოქსიდით. ასევე სტოკის წინა ნაწილი იყო თხელი და ბიპოდის დაყენებისას ეს დეტალი მოქმედებდა, როგორც ზამბარა და იარაღი იწყებს ხტუნაობას სროლის დროს. გარდა ამისა ლულასა და სტოკს შორის ხრახნებით იყო დაყენებული ხუფი რომელი ედებოდა ლულას. ეს ხუფი მე მოვხსენი და გადავაგდე ხოლო სტოკის წინა ნაწილი ამოვავსე ეპოქსიდით და მეტალის ფხვნილით. სტოკის ეს ნაწილი არის აღჭურვილი თხელი ტიხრებით და საჭიროა ამ ტიხრების გახვრეტა რომ ეპოქსიდმა ამოავსოს სტოკი და გაზარდოს მისი სიხისტე. ძირითადი მიზანი ამ გაუმჯობესების არის ერთი, რესვიერი და ლულა მოთავსდეს მყარ “შასიში” და სროლის დროს გამოირიცხოს ვიბრაციები, ლულის კონტაქტი სტოკთან და სტოკის დეფორმაცია. ერთადერთი გზა ამის მიღწევის ახალი სტოკის ყიდვის გარეშე არის, ქარხნულ სტოკში სიცარიელეების ეპოქსიდით ამოვსება. შეიძლება ჩათვალოთ რომ ეს ზედმეტია ასეთი კალიბრის შემთხვევაში, მაგრამ თუ იყიენებთ მაგალითად ბიპოდს დაინახვათ, რომ მცირე დაწოლაც საკმარისია რომ სტოკი გადაიბრიცოს.

სიმართლე გითხრათ არ ვიცი გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მეთოდი როგორ იმუშავებს, იმიტომ რომ მაგალითად მე წამიკითხავს, რომ გლოკის პოლიმერი ცუდად იღებს ეპოქსიდს, მაგრამ .22 კალიბრის შემთხვევაში წესით პრობლემები არ უნდა იყოს. წლების წინ მე გამოვცადე პლასტმასის კონდახის “გაუმჯობესების” ეს მეთოდი .308 კალიბრის Savage Hog Hunter-ზე და შედეგი იყო ძალიან კარგი. ასევე მივიღე საგრძნობი გაუმჯობესება სიზუსტეში 5.56 კალიბრის “Mossberg”-ის შაშხანაზე. მასალების მიხედვით ასეთი მოდიფიკაცია დაგიჯდებათ 18 ლარიდან 50 ლარამდე.

ბიპოდი, რომელიც მე დავაყენე შაშხანაზე არის “ხარისის” ჩინური კოპია. როგორც უკვე აღვნიშნე ჩემი მიზანი იყო ხარჯების აბსოლუტურ მინიმუმამდე დაყვანა და ამიტომ ორიგინალური “ხარისის” ყიდვა თავიდანვე გამოირიცხა. მისი ჩინური ასლი  არის მყარი კონსტრუქციის და ღირს ორიგინალის მეხუთედი. ბიპოდი არ არის უპრობლემო, ყველაზე მოკლე პოზიციაში ფეხებში არის ლუფტი ამიტომ ფეხები სულ უნდა იყოს გაშლის ბოლოს წინა პოზიციაზე, მაგრამ მთლიანობაში ხარისხი მისაღებია და მცირეკალიბრიანი მსუბუქი შაშხანისთვის საკმარისი.

P1120988

პროექტის დასრულების შემდეგ ხარჯების მხრივ მივიღეთ შემდეგი სურათი. ახალი შაშხანა გაფორმებით 1200 ლარი, ბიპოდი – 70 ლარი, ოპტიკა და რინგები 280 ლარი, ეპოქსიდი და მასალები 25 ლარი. ჯამში სროლისთვის გაზმადებული შაშხანა დაჯდა 1575 ლარი.

იარაღი შედარებით ადვილად გასწორდა, მაგრამ შესწორებების შეტანისას მიუხედავად მოკლე მანძილისა გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები, რაც არ არის გასაკვირი იაფიან ოპტიკაში. ჩემი გამოცდილებით თუ ჩინური სკოპი თავიდანვე არ აღმოჩნდა რაღაც დეფექტით, ის როგორც წესი მუშაობს (მცირეკალიბრიან იარაღზე). UGT-ის ოპტიკა ნორმალური ხარისხის არის და გამოხმაურებები მეტ წილად პოზიტიურია მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი წესი მარტივია, როგორც კი ასეთი ოპტიკა გასწორდება, მისი ხელის ხლება აღარ ღირს და თუ გაგიმართლათ ეს ოპტიკა ზეროს არ დაკარგავს. ასევე აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მე არ მომწონს ამ მწარმოებლის სკოპებში, aye relief-ი, რომელიც არის ძალიან მოკლე და თვალი უნდა ძალიან ახლოს მიიტანო ოკულართან რომ მიიღო კარგი გამოსახულება. წინა “ფლიფ-აპი” მზისგან ისე დარბილად რომ თავისით დაიშალა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩინელები ჯერ კიდევ შორს არიან იმისგან რომ გამოუშვან იაფი მაგრამ ხარისხიანი ნივთები….

როგორც ვვარაუდობდი უკუცემა დიდად არ განსხვავდება .22lr-სგან. გასროლის ხმა უტოლდება .22lr კარაბინიდან CCI Stinger-ის გასროლის ხმას, რაც კარგია, იმიტომ რომ ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობთ სროლის დროს.

უნდა აღვნიშნო რომ პირველი სროლა განხორციელდა უკვე ნაწილობრივ “დაბედინგებული” რესვიერით მაგრამ სტოკის ეპოქსიდით ამოვსების და ბიპოდის გარეშე.  სროლა ხორციელდებოდა 50 მეტრზე, საყრდენად იყო გამოყენებული ჩვეულებრიივი მორი. პარალელურად ხდებოდა საწყისი სიჩქარის გაზომვა.

ჯგუფები 50 მეტრზე სროლისას, წოლიდან საყრდენით: CCI V-max, 30gr – 2.3 სმ CCI Gamepoint, 40gr – 2.8 სმ   ყველაზე კარგი ჯფუფი მივიღეთ Fiocchi-ს უცნობი ბრენდისგან, რომლის ჯგუფიც არც კი გავზომეთ იმიტომ რომ ეს იყო ეტალობური სიზუსტე, მორტყმულები პრაქტიკულად ეხებოდა ერთამენთს.

22WMRACC

50 მეტრზე ნასროლი 5 გასროლიანი ჯგუფი Fiochi-ს ვაზნებით.

საწყისი სიჩქარეები: CCI V-max, 30gr – 677 მ/წ  (მწარმოებლის მითითებული სიჩქარე – 670 მ/წ) CCI Gamepoint, 40gr – 568 მ/წ (მწარმოებლის მითითებული სიჩქარე 570 მ/წ ) ყველაზე ნელი გამოდგა უცნობი მუხტი Sellier&Bellot-ისგან, რომელმაც აჩვენა 470 მ/წ. (ჩემი ვარაუდით ეს იყო მუხტი 45 გრანიანი ტყვიით და აქიდან შედარებით დაბალი სიჩქარე). ჯგუფიდან ჯგუფამდე მოხვედრის საშუალო წერტილი ოდნავ იცვლებოდა მაგრამ მე დავაბრალე ეს სხვადასხვა მუხტის გამოყენების ფაქტორს.

104939159_102167237330HG23631_o

ასე გამოიყურება სამიზნე 100 მეტრზე სროლის შემდეგ. უჯიდურესი სიცხის და არაკომფორტული პოზიციის მიუხედავად ჯგუფები მაინც ნორმალური იყო. სროლა ისევ ხორციელდებოდა წოლიდან, საყრდენით (ბიპოდის გარეშე). პრობლემა იმაში იყ, რომ მიუხედავად ჩემი მცდელობებისა შემეტანა ზუსტი შესწორებები, მოხვედრის საშუალო წერტილი არ ხვდებოდა მწვანე წრეში.  ყველა გარდა მარცხება ჯგუფისა ნასროლია CCI Maxi-mag-ით. 

მესამე რენჯ სესიაზე სერიოზული პრობლემები წარმოიშვა სიზუსტის შენარჩუნებასთან.  პირველივე გასროლების შემდეგ (100 მეტრზე) დაფიქსირდა ორი სერიოზული ფლაირი, რომლებიც მოხვდნენ ორივე 30-40 სმ-ით მარჯვნივ და დაბლა. აირია ასევე მოიხვედრის საშუალო წერტილიც, რომელიც არ იყო კონსისტენტური სერიიდან სერიამდე. თავიდან მე ეს დავაბრალე სტანდარტული ა2 ტიპის ალმქრობს, რომელიც დავაყენე ლულაზე, მაგრამ მისი მოხსნის შემდეგაც სიტუაცია არ გამოსწორდა. იმისთვის რომ გამერკვია რა მოხდა, იდეაში 100 მეტრზე განულებული იარაღით მე გადავინაცვლე 50 მეტრიან რენჯზე და ამჯერად მოხვედრის წერტილმა გადაინაცვლა მარჯვნივ თანაც ქარის მიმართულების საპირისპიროდ. ამან დამარწმუნა, რომ პრობლემა იმალებოდა ოპტიკაში. იმიტომ რომ სტანდარტულმა გადამოწმებამ არ გამოავლინა სხვა პრობლემები და მუხტების გამოცვლამაც დიდი ეფექტი ვერ გამოიღო.  საერთდ როდესაც ასეთი ქაოტური გაფანტვა არის, უნდა ეძებო ჯერ ადვილად შესამჩნევი მიზეზები, მაგალითად მორყეული ოპტიკის სამაგრი, ვიზუალური დეფექტი ლულის გამოსასვლელზე, დაშვებული ხრახნები და ა.შ.  შემდეგ უნდა გამოცვალო მუხტი (სასურველია სხვა ტიპის/წონის ტყვიით).  ამიტომ ჩემ შემთხვევაში რჩებოდა მხოლოდ ერთი ვარიანტი, დეფექტური ოპტიკა. მეორე დღეს შაშხანაზე მე დავაყენე Primary Arms-ის კლასიკური სკოპი 3-9 გადიდებით და 30 მილიმეტრიანი მილით.

მეოთხე რენჯ სესიაზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. შაშხანა ადვილად გასწორდა, სამი გასროლის შემდეგ უკვე სამიზნეში ვიყავი და საბოლოო გასწორებამაც უპრობლემოდ ჩაიარა. Primary Arms-ის ოპტიკის შესწორების მექანიზმი მუშაობდა ზუსტად.  სიზუსტე დიდად არ განსხვავდებოდა წინა შედეგებისგან, იმ გამონაკლისით, რომ არ იყო ფლაიერები და მოხვედრის საშუალო წერტილი არ იცვლებოდა.

50mmwmr

50 მეტრზე საშუალო სიზუსტემ სხვადასხვა მუხტების გამოყენებით, შეადგინა სადღაც 2 სმ. მოხვედრის საშუალო წერტილი განსხვავდება იმიტომ რომ პროცესში ხდებოდა შაშხანის გასწორება.

100mwmr

100 მეტრზე სროლისას იმპროვიზირებული პოზიციიდან (უბრალოდ გადავიწიე 100 მეტრზე და დავწექი მიწაზე), მივიღე ნორმალური ჯგუფი. 100 მეტრზე ტყვიის ვარდნამ შეადგინა სადღაც 8-9სმ იმ პირობით რომ იარაღი განულებულია 50 მეტრზე. .22lr კალიბრის მაღალი სისწრაფის ვაზნის გამოყენების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი იქნებოდა 20-25 სმ.

ოთხი რენჯ სესია საკმარისია, რომ ჩემი პირველადი აზრი მოგახსენოთ ამ იარაღზე. დავიწყოთ იმით, თუ რა არ მომწონს მასში. ობიექტურად ეს იარაღი ასეთი თხელი და მსუბუქი კონდახითაც გამოდგება რეკრეაციული სროლისთვის და ამასთან მე პრეტენზია არ მაქვს. გინდა შაშხანა ზუსტი სროლისთვის იყიდე B22 “ბოიდის” ან ლამინატის სტოკით.  ”Savage”-ს აქვს სპეციალიზირებული მოდელები ზუსტი სროლისთვის, რომლებიც ბევრად უკეთესია და ფასიც შესაბამისია. ყველაზე ბევრი შენიშვნა მაქვს როტორულ მჭიდთან. მისი დატენვა თავიდან ცოტა მოუხერხებელია. არ მომწონს რომ საკეტელა, რომელიც აფიქსირებს მას იარაღში განლაგებულია მჭიდზე, თანაც ადრინდელ მოდელებზე ეს დეტალი უბრალოდ მოღუნული პლასტმასის ფირფიტაა, რომელიც მუშაობს, როგორც ბრტყელი ზამბარა. ეს ჩემი აზრით ცალსახად არასწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მე ნეტში ვერ ვნახე ჩივილები ამ დეტალზე.  ახალ მჭიდზე (ჩემ იარაღზე ასეთი აყენია) ეს საკეტელა არის პლასტმასის, დამაგრებული შტიფტით. კონსტრუქცია უკეთესია ვიდრე თავდაპირველი, მაგრამ ჩემი აზრით უმჯობესი იქნებოდა ამ მექანიზმის უფრო სხვანაირად შესრულება და რომ ის ყოფილიყო შაშხანის და არა მჭიდის კოსნტრუქციის ნაწილი, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა.

დაშლა აწყობა ადვილია, გახსენი საკეტი, კარგად დააჭირე სასხლეტს და სკაეტი გამოვა უკან. აწყობისას საკეტი უნდა გაასწორო მოათავსო რესივერში და დააჭირო სასხლეტს რომ მისცე საკეტს საშუალება მოთავსდეს რესივერში. თუ საკეტის ორი ნაწილი ერთმანეთს არ გაუსწორე ის რესივერში არ შეეტევა. ითხოვს მიჩვევას და ყურადღებას, მაგრამ განსაკუთრებულად არ გაღიზიანებს. მე მინახია შაშხანები, რომლებიც უფრო მარტივად იწყობოდა….

ეხლა რა მომეწონა. უკვე ქარხნულად დაყენებული ოპტიკის გრძელი სამაგრი, კარგი სასხლეტი რეგულირების ოფციით, მოსახერხებელი მცველი, დიდი ტევადობა და ის ფაქტი რომ მჭიდი გარეთ გამოშვერილი არ არის. ვაზნების მიწოდება იმდენად კარგია, რომ საკეტის დახურვისას ვერ ხვდები ხდება თუ არა ვაზნის მიწოდება თუ ხურავ ცარიელ სავაზნეზე. იარაღმა უპრობლემოდ მოინელა ვაზნები, მრგვალთავიანი,  ჩახვრეტილთავიანი და პლასტმასის წვერიანი ტყვიებით. ექსტრაქცია ასევე პოზიტიურია. დაახლოებით 100 ვაზნაზე არანაირ შეფერხებას ადგილი არ ქონდა. მხოლოდ პირველი რენჯ სესიის დროს მოხდა ორი მტყუნება, არ მოხდა ამაალებლის აალება, რაც მე დავუკავშირე ძველ/საკონსერვაციო ზეთს საკეტის შიგნით. მას მერე ეს პრობლემა არ გამეორებულა.  იარაღი მსუბუქი და შედარებით კომპაქტურია, მეტალის დეტალების დაფარვა ხარისხიანია. დიზაინი ლამაზია და თანამედროვე. დარჩა მხოლოდ მისი შემოწმება ახალი სკოპით.

პრინციპში ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტი ბიუჯეტური და ზე-ზუსტი მცირეკალიბრიანი შაშხანის აწყობის, გამოვიდა წარუმატებელი. მიზეზი პირველ რიგში უნდა ვივარაუდოთ არის ჩინური წარმოების დეფექტური ოპტიკა. Primary Arms-ის სკოპმა გადაგვარჩინა, მაგრამ ამან აწია შაშხანის საბოლოო ღირებულება 1800 ლარამდე.  ნებისმიერ შემთხვევაში მკითხველმა უნდა გამოიტანოს მხოლოდ ერთი დასკვნა ამ ისტორიიდან, ჩუნური იაფფასიანი ოპტიკა არის ლატარეა (პირველ ცდაზე მე მერგო ბილეთი მოგების გარეშე) და რომ არ ღირს ოპტიკაზე ეკონომია. ზუსტი სროლა არის მეცნიერება ერთგვაროვნებაზე (c) Flint და უნდა გამოირიცხოს ყველაფერი რაც ამ ერთგვაროვნებას არ უზრუნველყოფს. განიხილავ შაშხანის ყიდვას რომ მერე ზედ ოპტიკური სამიზნე დააყენო? მაშინ გაამრავლე შაშხანის ფასი ორზე, რომ ზუსტად მიხვდე რა ხარჯებთან გექნება საქმე. თუ სერიოზულად ხართ განწყობილი, ოპტიკაც თქვენ განწყობილბას უნდა შეესაბამებოდეს.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: Savage B22 FV-SR უპირველეს ყოვლისა არის ბიუჯეტური შაშხანა (აშშ-ში მისი ფასი 300 დოლარია), რომლის დანიშნულებაც არ არის ზე-ზუსტი სროლა. თავის მხრივ .22WMR არის მაგნუმ კლასის სანადირო ვაზნა, რომელიც ასევე არ იქმნებოდა ზე-ზუსტი სროლისთვის. მიუხედავად ამისა, ზომიერი ინვესტიციით, შესაძლებელია მიიღო მსუბუქი, კომპაქტური შაშხანა, 1.5MOA სიზუსტით, თანაც ყველაზე ხელმისაწვდომი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში. იარაღს რამე სერიოზული ნაკლი, როგორც ასეთი არ გააჩნია, ხოლო პლიუსებს განეკუთვნება, როტორული 10 ვაზნიანი მჭიდი, უსაფრთხო და კარგი Accu-trigger, გრძელი პიკატინის სამაგრი, ლულა ხრახნებით სხვადასხვა ლულის მოწყობილობებისთვის, ძალიან კარგი საკეტის მექანიზმი.

19665330_491401234535372_8402991324901793184_n

კვირის იარაღი – PRC Type 85

May 10th, 2020

fa_smg_type85_v2

უკანასკნელი ალბათ 60-70 წლის განმავლობაში, არც ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ მიუღიათ შეიარაღებაში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, რისი მიზეზცი გახლავთ ამ იარაღის ტიპიური კალიბრი, რომლის ეფექტური გამოყნების მანძილი არ ცდება 100 მეტრს, მაგრამ თუ გვინდა სპეციალიზირებული იარაღი მოკლე მანძილებზე გამოსაყენებლად, პისტოლეტის კალიბრი შეიძლება გარკვეული უპირატესობაც იყოს, მისი სიჩუმის და კომპაქტურობის გამო. სწორედ ამიტომ ამ კლასის იარაღი ბოლომდე არ ქრება და მაინც ინარჩუნებს თავის ვიწრო ნიშას. ზუსტად ამ დანიშნულებით 80-ნი წლების დასაწყისში ჩინეთში შეიქმნა 7.62X25 კალიბრის სპეციალიზირებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ინტეგრირებული მაყუჩით. ეს იარაღი პირობითად განეკუთვნება მეორე თაობის ჩინურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს და ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ “ტიპი 85″ ბევრად უფრო ტექნოლოგიურია და იაფია წარმოებაში. განსხვავებით Type 64-სგან და Type-79-სგან, რომლებიც როგორც პირველი ამ ტიპის იარაღები გასული საუკუნის დასაწყისში, იყენენებდნენ რესივერებს და სხვა დეტალებს დამზადებულებს ფრეზირებით, ხალი” Type 85 დამზადებულია მარტივად დასამზადებელი ცილინდრული კვეთის დეტალებისგან, შედუღების გამოყენებით და  უმეტესობა დეტალები არის ნაშტამპი, რაც კიდე უფრო ამარტივებს და აიაფებს წარმოებას. ტექნოლოგიურად და მოწყობილობით ის ძალიან წააგავს ბრიტანულ “სტენს’ და როგორც უმეტესობა ადრინდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების იყენებს თავისუფალ საკეტს ფიქსირებული დამრტყმელით ანუ ისვრის ღია საკეტიდან.

მასიური საკეტის წყალობით სროლის ტემპი შეადგენს 800 გასროლას წუთში.  4 ღარიანი 210მმ-ნი ლულა მთლიანად იმალება მაყუჩია ცილინდრული გარსაცმის შიგნით. ლულის წინა ნაწილში განლაგებულია სპირალით ოთხი,  9 ნასვრეტიანი რიგი საიდანაც ხდება დენთის აირების აღება. შესაბამისად მაყუჩის მხოლოდ წინა ნაწილი ასრულებს გასაფართოებელი კამერის როლს. მყუჩი შედგება 11 სეპარატორისგან, რომლებიც მაგრდება შიგნით ორი მეტალის ღერძის გამოყენებით. ლულა შიგნიდან და გარედან ისევე როგორც სეპარატორები, ქრომირებულია.  მყუჩის და ლულის მოხსნაც შესაძლებელია ოპერატორის მიერ. მაყუჩის გარსაცმზე ასევე განლაგებულია სამიზნი მოწყობილობები. ოვალური კვეთის მილისგან დამზადებული მეტალის დუგლუგი იკეცება მარჯვენა მხარეს. სელექტორი-მცველი სამ პოზიციანია და პირიქით მუშაობს, ზედა პოზიცია ერთჯერადი გასროლები, შუა პოზიცია ჯერებით სროლა და ბოლოს ქვედა პოზიცია – მცველი. მეტალის მჭიდი განკუთვნლია სპეციალურად ამ იარაღისთვის და იტევს 30 ვაზნას.

ზოგადად ცნობილია, რომ ამ იარაღში გამოყენებული კალიბრი, 7.62×25 საკმაოდ ძლიერია და ეს მიიღწევა შედარებით მსუბუქი და წვრილი ტყვიის მაღალი საწყისი სიჩქარით. ასეთი “ავი” კალიბრის გამოყენებას იარაღში ინტეგრირებული მაყუჩით აზრს მოკლებულია, იმიტომ რომ ლულის დახვრეტით საწყისი სიჩქარის შემცირებას (მაყუჩის ეფექტური მუშაობისთვის) მოყვება ტერმინალური ეფექტურობის შემცირებაც, ამიტომ ჩინელები წავიდნენ სხვა გზით და შექმნეს სპეციალიზირებული მუხტი, რომელიც იყენებს შემცირებული დენთის მუხტს და ამავე დროს მძიმე ტყვიას, რომლის წონა შეადგენს ამჯერად 121 გრანს ნაცვლად სტანდარტული 90 გრანისა. საწყისი სიჩქარე არ აღემატება 300 მ/წ-ში რა უზრუნველყოფს გასროლის ხმის ეფექტურ დახშობას მაყუჩით. ეს ვაზნა შეიქმნა სამოციან წლებში და გამოიყენებოდა Type 64-ში, რომელიც ასევე იყო აღჭურვილი ინტეგრირებული მაყუჩით.

მიუხედავად იმისა, რომ 80-ან წლებში გამოშვებული Type 85 წარმოადგენდა უკვე მორალურად მოძველებული კონცეფციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს (მეტ წილად ღია საკეტიდან სროლის გამო) ეს  იარაღი იყო მარტივი, ტექნოლოგიური, იაფი, მასობრივი წარმოების და საკმაოდ ეფექტური. დაბალი სროლის ტემპი უზრუნველყოფს კონტროლირებადობას ჯერებით სროლის დროს, მიუხედავად ინტეგრირებული მაყუჩისა, იარაღი ასევე არის ძალიან მსუბუქი და იწონის სულ რაღაც 2.5 კილოგრამს. ასევე შეიარაღებაში მიღებულია სტანდარტული მოდელი მაყუჩის გარეშე. ამ ეტაპზე ჩინეთის არმიაში ხდება Type 85-ის ჩანაცვლება ბულპაპის სქემის მქონე ახალი 5.8მმ-ნი QCW-05 ტიპის იარაღით, რომელიც რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს ასევე ისვრის ღია საკეტიდან.

tumblr_o49diecCif1s57vgxo1_1280

Type 64, რომლის ჩანაცვლებაც მოხდა Type 85-ით, წარმოადგენს ბევრად უფრო საინეტერსო და შესაბამისად მოწყობილობით უფრო რთულ იარაღს. მისი ძირითადი ნაწილები დამზადებულია ფრეზირებით, ის ასევე ისვრის ღია საკეტიდან. კონტროლის მექანიზმები ასევე საკმაოდ საინტერესოა, მარჯვენა მხარეს არის AK-ს ტიპის მცველი, რომელიც ასრულებს ასევე დამცავი ხუფის ფუნქციას. რესივერის მეორე მხარეს, ცალკე შესრულებულია ცეცხლი რეჟიმების სელექტორი, დამატებითი მცველი განლაგებულია სასხლეტთან, რომელიც შესრულებით და მუშაობის პრინციპით გავს СКС-ის ანალოგიურ მოწყობილობას.   ამ პისტოლეტ ტყვიამფრქვევში თავი მოიყარა გადაწყვეტილებებმა მრავალი იარაღიდან, მჭიდის და საკეტის კონსტრუქცია წაგავს საბჭოთა ППС-43-ს, დარტყმელ სასხლეტი მექანიზმი ჩეხური ZB-26-ს, დამზადების ტექნოლოგიით და რიგი სხვა ელემენტით გავს AK-ს.

ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი Type 64-ის ეფექტურობის შესახებ, ამერიკულ ჯარში 70-ან წლებში გამოცადეს ეს იარაღი და დაადგინეს, რომ სროლის ტემპი არის ძალიან მაღალი – 1300 გასროლა წუთში და გასროლის ხმა შეადგენდა 157 დეციბელს. ეს აიხსნება იმით, რომ იყენებდნენ სტანდარტულ 7.62 კალიბრის ვაზნებს ხოლო იმის გამო რომ 3მმ-ნი ნასვრეტები განლაგებულია ლულის წინა ნაწილში, ისინი ვერ ახერხებენ ტყვიის საწყისი სიჩქარის და ლულაში წნევის შემცირებას, როდესაც ტყვიას უკვე მიღწეული აქვს მაქსიმალური სიჩქარე. პიტერ კოკალისმა 1987 წელს გამოცადა Type 64, იგივე ინდექსის მქონე ქვებგერით მუხტთან და სროლის ტემპმა შეადგინა 1000 გასროლა წუთში, რაც მაინც საკამოდ მაღალი ტემპია და ამცირებს ჯერებით სროლის ეფექტურობას. არსებული ლიტერატურიდან ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ  Type-64-ის სავაზნეში შესრულებულია იტალიერი რეველის მიერ გამოგონებული ღარები (ამ შემთხვევაში სამი, 10 მილიმეტრი სიგრძის), რომლებიც ხელს უწყოვბენ ექსტრაციას. მიზეზი ასეთი გადაწყვეტილების გამოყენების იარაღში თავისუფალი საკეტით და ინტეგრირებული მაყუჩით, ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ვინაიდან მათი ზუსტი ფორმა და განლაგება უცნობია, შეიძლება ეს ღარები იყოს პირიქით, შესრულებული იმისთვის, რომ გაზარდონ წინააღმდეგობა ექსტრაქციისას და “გადავადონ” საკეტის გახსნა, როგორც ეს გაკეთდა მაგალითად სხვა იარაღში თავისუფალი საკეტით – რუსულ ПММ-ში. მაშინ მათი გამოყენება ლოგიკურია და გასაგებია. ან პირიქით ამ ღარების გამოყენებას მოყვა სროლის ტემპის ზრდა? ამ კითხვაზე პასუხი ექნება ალბათ პროფესიონალ კონსტრუქტორს.  ის ფაქტი, რომ კოკალისი აღნიშნავდა რომ სროლის დროს არ იგრძნობოდა წნევის ან დენთის აირების დარტყმა სავაზნიდან ირიბად მეტყველებს რომ ღარები შესრულებულია პირიქით, საკეტის გახსნის გადავადების მიზნით.

მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღვნიშნე Type 85 იყენებს მორალურად მოძველებულ სქემას ღია საკეტით, ის წარმოადგენს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას Type 64-თან შედარებით, როგორც ტექნოლოგიურობის და წარმოების სიმარტივის მხრივ (და შესაბამისად ნაკლები ხარჯებით მის წარმოებაზე), ის ასევე არის უფრო მოსახერხებელი მსროლელის თვასაზრისით, სროლის დაბალი ტემპის და უფრო მარტივი მართვის ელემენტების გამო. ის ასევე თითქმის 900 გრამით უფრო მსუბუქია.

არის თუ არა გლოკი საშიში?

May 5th, 2020

შესაშური რეგულარობით, ინტერნეტში მე ვაწყდები ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ დაუმტკიცონ მთელ სამყაროს, რომ გლოკის პისტოლეტი არ არის უსაფრთხო. ამისთვის მათ მოყავთ უამრავი არგუმენტები დაწყებული იმით, რომ გლოკს არ გააჩნია მექანიკური მცველი და დამთავრებული გახვრეტილი ტრაკების სურათების დემოსნტრირებით. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სერიოზული რესურსი, მათ შორის უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი გლოკის პისტოლეტებს მიმართ, არ არის იგივეს მტკიცებით დაკავებული, მაინც ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას მითი, არა და არ კვდება და გინდა არ გინდა პერიოდულად წააწყდება ამ ტიპებს, რომლებიც დაჟინებით იბრძვიან ამ კონკრეტულ ქარის წისქვილს. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი მითები ცარიელ ადგილას არ ჩნდება ხო და მოდით ვცადოთ გავერკვიოთ არის თუ არა გლოკი საშიში  და საერთოდ აქვს თუ არა ამ მითს თუ მოსაზრებას, რაიმე რეალური საფუძველი.

დავიწყოთ მექანიკური მცველით. არის თუ არა გლოკი პირველი პისტოლეტი მექანიკური მცველის გარეშე? არა. გლოკის მერე ალბათ მეორე პოპულარობით, SigSauer P22X სერიის პისტოლეტები ასევე არ იყენებენ მცველს. მთელი მოკლელულიანი იარაღის კლასი, რევოლვერები, ასევე არ იყენებენ მექანიკურ მცველს. გასტონ გლოკმა თავის დროზე, სპეციალურად თქვა უარი ასეთი მცველის გამოყენებაზე, მარტივი მიზეზის გამო. მისმა კვლევაებმა აჩვენა, რომ ხშირად, სტრესის პირობებში ადამიანს ავიწყდება გამორთოს მცველი და აგვიანებს გასროლას, რასაც მოყვება ხოლმე სავალალო შედეგი.  ამ ფაქტების გათვალისწინებით, იმის თქმა, რომ გლოკი არ არის უსაფრთხო იმის გამო, რომ მას უბრალოდ არ გააჩნია მექანიკური მცველი არ არის სამართლიანი, ბევრ იარაღს არ აქვს მცველი და თავისთავად ეს არაფერს არ ნიშნავს.

მოდით ასევე ასეთ კითხვაზე შევეცადოთ, რომ ვიპოვოთ პასუხი. რა არის საერთოდ არაუსაფრთხო/საშიში პისტოლეტი? ჩემი აზრით ასეთი პისტოლეტი არის ის, რომელიც ისვრის სასხლეტზე დაჭერის გარეშე. უმეტეს წილად პისტოლეტები ხვდებიან საშიში იარაღების კატეგორიაში იმიტომ, რომ ისვრიან მიწაზე დავარდნისას. მაგრამ ყოველთვის ასე არ არის.

typ94

იაპონურ Nambu Type 94-ს შეუძლია სროლა სასხლეტზე დაჭერის გარეშე. დეტალი, რომელიც აკავშირებს სასხლეტს და sear-ს არის განლაგებული ჩარჩოს გარეთ და საკმარისია თითით დააწვეთ მას და პისტოლეტი გაისვრის. Nambu Type-94 არის საშიში პისტოლეტის კარგი მაგალითი.

საშიშ პისტოლეტებს განეკუთვნება ასევე პისტოლეტები, რომლებიც კონსტრუირებისას დაშვებული შეცდომების გამო ისვრიან თვაისით, კარგი მაგალითია Taurus 24/7, რომელიც ხნობილი იყო, რომ ხშირად მისი მცველები გამოდიოდა მწყობრიდან და შესაძლებელი იყო გასროლის წარმოენბა ჩართული მცველით. ეს დეფექტები და გასროლები იმდენად ხშირი იყო, რომ ეს პისტოლეტი Taurus-მა არ გააუმჯობესა და უბრალოდ მოხსნა წარმოებიდან.  ამ პისტოლეტის რეპუტაციის გასწორება იქნებოდა უბრალოდ შეუძლებელი.

რა თქმა უნდა დღეს იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევებში დაზარალებულები უჩივლებენ მწარმოებელს (ტაურუსის შემთხვევაში ასეც მოხდა) და ზარალის ანაზღაურების ვალდებულებები მწარმოებელს სერიოაზულად დააზარალებენ ან გააკოტრებენ, ამიტომ პისტოლეტის უსაფრთხოება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. მაგრამ ასე ყოველთვის არ იყო. გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც პისტოლეტის ევოლუცია საწყის სტადიაში იყო და უამრავი რადიკლაურად ერთმანეთისგან განსხვავებული პისტოლეტი გამოდიოდა, იყო მოდელები, რომლებიც დღევანდელი სტანდარტებით არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხო, მაგრამ მიუხედავად ამისა მათი უმეტესობა არ იყო ისე საშიში, როგროც იაპონური Type 94. პრობლემების წყარო მეტ წილად ყოველთვის იყო დავარდნა ან ძლიერი დარტყმა, რაც იწვევდა გასროლას. უმეტესობა ძველი პისტოლეტების უკვე მარტო კოლექციებში რჩება და არ გამოიყენება, მაგრამ არის პისტოლეტები, რომლებმაც დროით გამოცდას გაუძლეს და დღემდე გამოიყენებიან პირდაპირი დანიშნულებით. კარგი მაგალითია საბჭოთა TT-33.

Untitled

 არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით ის, რომ “ტტ” ისვრის დავარდნისგან არის მითი. აღნიშნული სურათი რეალური ექსპერტიზის დასკვნიდან ადასტურებს რომ დავარდნისას “ტტ” ისვრის, დაშვებული ჩახმახით. 

2009 წელს მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ერთი საუკუნის წინ პისტოლეტების სტანდარტები იყო განსხვავებული. ჟურნალ SWAT-ის რედაქტორი, გამოცდილი მსროლელი, სტივენ მალოი დაიღუპა იმის გამო, რომ მას ამოუვარდა ქამრიდან 1903 წლის კოლტის პისტოლეტი, რომელიც დაეცა ძირს, გაისროლა და ტყვია მოხვდა მალოის მკერდში.

მიზეზები რატომ ისვრიან პისტოლეტები დავარდნისგან არის ბევრი. ხანდახან საკმარისია დამრტყმელის ინერცია როგორც კოლტ 1911-ის შემთხვევაში. მართალია ეს პისტოლეტი უკვე 1911 წელს მეტ წილად წარმოადგენდა პისტოლეტის იერსახეს, რომელიც მომდევნო 100 წელი პრაქტიკულად არ შეიცვლებოდა, მაგრამ ეს პისტოლეტი არ ყოფილა თავიდან ბოლომდე drop-safe. თუ 1911 დავარდა მყარ ზედაპირზე საკმარისი ძალით, უნერციული დამრტყმელი დაარტყავს ამაალებელს საკმარისი ძალით რომ მოხდეს გასროლა. მართალია გასროლა მოხდება  მიწაში, მაგრამ მაინც ეს პოტენციურად სახიფათო სიტუაციაა.

ინერციული დამრტყმელი გაჩნდა იმისთვის, რომ ბოლომდე დაშვებულ ჩახმახისას გამორიცხულიყო პირდაპირი კონტაქტი ჩახმახს, დამრტყმელსა და ამაალებელს შორის. ამიტომ დამრტყმელის არის მოკლე, და ჩახმახის დარტყმისას ინერციით აგრძელებს წინსვლას თავის არხში და ასე არტყავს ამაალებელს. აქიდან წამოვიდა სახელიც – ინერციული დამრტყმელი. საინტერესო კითხვა ჩნდება, რატომ არ გამოიყენა ტოკარევმა ინერციული დამრტყმელი, რომელიც უკვე გამოიყენებოდა 1911-ში, რომლის კონსტრუქციაზე დაფუძნებით მან შექმნა TT? ჩემი ინფორმაციით ეს იყო იმ კომისიის მოთხოვნა, რომელიც ცდიდა ტოკარევის პისტოლეტს. მიჩნეული იყო, რომ ინერციული დამრტყმელი ნაკლებად საიმედოა. 

1911-ის კონსტრუქციაში ჯერ კიდევ 30-ან წლებში გაჩნდა სვარტზის კონსტრუქციის ავტომატური მცველი, რომელიც კეტავდა დამრტყმელს მანამ სანამ არ გააქტიურდებოდა მცველი სახელურზე. მცველი რთული კოსნტრუქციის იყო და არ ყენდებოდა ყველა კოლტის 1911-ზე.  შემდეგ უკვე 80-ან წლებში  1911-ის კონსტრუქციაში გაჩნდა დამრტყმელის ავტომატური მცველი და სხვადასხვა მწარმოებლებმა დაიწყეს ან კოლტის გადაწყვეტილების კოპირება, ან როგორც ახალი “კიმბერი” ისევ სვარტზის კონსტრუქციის დამცავი მექანიზმი გამოიყენეს. ”ტტ”-ს შემთხვევაში ეს არის მცირე კონსტრუქტორული შეცდომა. ნამბუს მაგალითი არის დიდი იშვიათობა, პისტოლეტების კონსტრუქტორებმა შედრებით მალე მიხვდნენ რა ვისებები უნდა ქონოდა პისტოლეტებს და ასევე იმას, რომ პისტოლეტები მარტო უნდა ისროდნენ როდესაც მას სასხლეტზე აჭერენ.

ერთი წლის წინ მე ვიყიდე კოლტის 1873 წლის რევოლვერის თანამედროვე რეპლიკა Uberti Cattleman. კოლტის 1873 წლის მოდელი ასევე არ არის უსაფრთხო იარაღი. ჩახმახს შეუძლია დავარდნისას მიწვდეს ვაზნას დოლურაში. ეს მალევე აღმოაჩინეს ამ რევოლვერის მომხმარებლებმა და ამიტომ ყველა 1873 წლის კოლტის ან მისი ზუსტი რეპლიკების მფლობელებმა იციან, რომ ჩახმახის ქვეშ დოლურა უნდა იყოს ცარიელი. ბილ რუგერმა მას მერე რაც მისი კომპანიის მიერ გამოშვებულმა კოლტის რეპლიკამ გაისროლა დავარდნისას და მძიმედ დაჭრა მფლობელი, მრავალმილიონიანი სასამართლო დავის შემდეგ, შეცვალა თავისი რევოლვერის კონსტრუქცია ისე, რომ ჩახმახი ვეღარ მიწვდებოდა ვაზნას, თუ არ მოხდებოდა სასხლეტზე დაჭერა. “ტრანსფერ ბარი” დღეს სტანდარტული დეტალია პრაქტიკულად ყველა რევოლვერზე.

ამდენი მე იმიტომ ვისაუბრე, რომ თქვენ შეგექმნათ წარმოდგენა, იმაზე თუ რას წარმოადგენს პისტოლეტი, რომელიც არ არის უსაფრთხო. ეს არის პისტოლეტი, რომელიც ისვრის სასხლეტზე დაჭერის გარეშე. მათ შორის პისტოლეტები, რომლებიც ისვრიან მიწაზე დავარდნისას. თუ გასროლა მოხდა სასხლეტზე დაჭერის შედეგად, მაგრამ მსროლელს გასროლა არ უნდოდა ეს არის მსროლელის შეცდომა და არა პისტოლეტის. იმიტომ, რომ პისტოლეტი იქმნება იმისთვის, რომ ისროლოს როდესაც სახლეტს აჭერენ.

როდესაც გლოკი პირველად გამოჩნდა ყველას აინტერესებდა, რამდენად საიმედოდ იჭერს sear დარმრტყმელს. ამიტომ გლოკმა გაიარა ყველაზე შთამბეჭდავი ვარდნის ტესტები ისტორიაში. გლოკს აგდბებდნენ სახლის სახურავიდან, ვერტმფრენიდან, თვითმფრინავიდან.  მაგრამ გასროლა არ ხდებოდა. არ ხდებოდა იმიტომ რომ გლოკი აღჭურვილია დამრტყმელის მცველით და ასევე სპეციალური drop safety-ით. უმეტესობა ადამიანს, რომელიც თვლის რომ კარგად იცნობს გლოკს, გაუჭირდება ახსნა, როგორ მუშაობს ეს მცველი და რა როლს ასრულებს. მაგრამ ის შექმნილია იმისთვის, რომ გამოირიცხოს დამრტყმელის გათავისუფლება დარტყმისგან და შესაბამისად გასროლა.

Trigger Mechanism Housing

სურათზე ისრით არის ნაჩვენები ღარი რომელშიც მოძრაობს sear-ზე შესრულებული ფარფლი. მისი დაწევა იმისთვის რომ მან გაათავისუფლოს დამრტყმელი, შესაძლებელია მხოლოდ მას მერე რაც სასხლეტის დაჭერის შემდეგ ის გაივლის გარკვეულ დისტანციას.  თუ ეს დისტანცია არ გაირა, sear ფიზიკურად ვერ დაიწევა. 

გარდა ამისა, გლოკი აღჭურვილია დამტყმელის მცველით. დამრტყმელის მცველი კეტავს დამრტყმელს და მხოლოდ სასხლეტზე დაჭერისას ხდება ორი რამე, ითიშება დამრტყმელის მცველი და sear გადის საკმარის მანძილს, რომ მიიღოს  დაწევის საშუალება და გაათავისუფლოს დამრტყმელი. 1903 წლის კოლტი, რომ ყოფილიყო აღჭურვილი დამრტყმელის მცველით, სტივენ მალოი დღეს ცოცხალი იქნებოდა. გლოკი ასევე აღჭურვილია მესამე, სასხლეტის მცველით, პატარა ღილაკი სასხლეტზე, რომელსაც უნდა დააჭიროთ რომ სასხლეტმა დაიწყოს მოძრაობა. დააჭერთ სასხლეტის ზედა ნაწილს ან გვერდიდან, ის ადგილიდან არ დაიძვრება.  ეს არის გლოკის სახელგანთქმული სამ კომპონენტიანი safe action სისტემა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გლოკი არასდროს არ გაისვრის თუ არ დააჭირეთ სასხლეტს. თუ დააჭირეთ სასხლეტს და გლოკმა არ გაისროლა, ესეიგი ან გლოკი გაფუჭდა ან ვაზნა არის დეფექტური ან თქვენ უბრალოდ დაგავიწყდათ ვაზნის სავაზნეში მიწოდება. თუ თქვენ დააჭირეთ სასხლეტს, როდესაც არ გინდოდათ გასროლა, გლოკი არაფერ შუაში არ არის. ასე, რომ გლოკი მექანიკურად არის აბსოლუტურად უსაფრთხო პისტოლეტი. ეს არის ობიექტური ფაქტი.

მაგრამ, რა თქმა უნდა მითი და ჭორი ცარიელ ადგილას არ ჩნდება.  გლოკი იყო პირველი მასიურად გავრცელებული პისტოლეტი, შიდა დამრტყმელით (ანუ ჩახმახის გარეშე), რომლის პოპულარობა დაიწყო ამერიკის ბაზრის დაპყრობით და ეს მითიც ამერიკიდან მოდის. შეგახსენებთ, რომ სანამ გლოკი გამოჩნდებოდა ამერიკაში, ის მიღებულ იქნა შეიარაღებაში ავსტრიულ არმიაში 1982 წელს, ნორვეგიაში 1984 წელს, ცოტათი გვიან შვედეთში 1988 წელს. ამერიკაში გლოკის გაყიდვები დაიწყო 1984 წელს.  ყველა ეს არმიები იყო დაკომპლექტებული მათ შორის წვევანდელებით. მიუხედავად ამისა პრობლემები არ დაფიქსირდა, დღემდე ეს ქვეყნები აგრძელებენ გლოკის პისტოლეტების გამოყენებას.

რა გამოწვევები შეხვდა გლოკს ამერიკაში. დავიწყოთ იმით, რომ პოლიცია მიჩვეული იყო რევოლვერებს, გრძელი და მძიმე სასხლეტებით ორმაგ რეჟიმში, ასევე პისტოლეტებს გარე ჩახმახებით და ასევე ორმაგი/ერთმაგი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით. განსხვავებით პოპულარული მოსაზრებისგან, საცეცხლე მომზადება ამერიკის პოლიციურ დეპარტამენტებში არ იყო და არ არის ყველგან და ყოველთვის მაღალ დონეზე. ამიტომ ახალი პისტოლეტის გამოჩენამ წარმოშვა გარკვეული პრობლემები. შეგახსენებთ, რომ გლოკის სასხლეტის სვლა არ არის ისეთი გრძელი და მძიმე როგორც ტიპიურ რევოლვერში ან ორმაგი/ერთმაგი პისტოლეტის შემთხვევაში, რაც თეორიულად ზრდის დაუდევრობით გასროლის შანსს. პისტოლეტი უფრო მძიმე სასხლეტით უფრო გაპატიებთ შეცდომას ვიდრე პისტოლეტი შედარებით მსუბუქი სასხლეტით. მაგრამ ამოსავალი წერტილი იმაშია, რომ ჯერ უნდა მოხდეს მსროლელის მხრიდან შეცდომის დაშვება.

ყველა ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ დაფიქსირდა რაღაც რაოდენობა გასროლების, რისი მიზეზიც იყო დაუდევრობა და ცუდი მომზადება.  თითქმის იგივე ფაქტორების გამო, მრავალი წლის შემდეგ იგივე სიტუაცია გამეორდა როდესაც ჩვენთან შეიარაღებაში მიიღეს ხორვატიული   HS9, რომელიც პრაქტიკულად გლოკის იდენტურია, მაგრამ დამატებით გააჩნია მცველი სახელურზე, რომელიც ითიშება როდესაც მსროლელი ხელს კიდებს სახელურს. ამ პისტოლეტის გამოჩენას მოყვა ტალღა დაუდევრობით გამოწვეული გასროლების შემთხვევების მათ შორის ლეტალური შედეგებით.

შეგახსენებთ, რომ გლოკი არ იყო ერთადერთი იარაღი, რომელმაც ასეთი პრობლემები გამოიწვია ამერიკულ პოლიციაში. გლოკის გამოჩენამდე, ამერიკის პოლიციურ სამსახურებს უკვე ქონდათ პრობლემები პისტოლეტებთან ერთმაგი მოქმედების რეჟიმით, რაც მიჩნეული იყო, როგორც განსაკუთრებულად სახიფათო პოლიციელებისთვის და გარდა ამისა,  იმ პირების (ვისაც პოლიციამ ესროლა) ზედმეტად მონდომებული ადვოკატები აპელირებდნენ სასამართლოში, რომ შეყენებული ჩახმახი მიუთითებდა პოლიციის წინასწარ განზრახვაზე ეჭვმიტანილის მოკვლის. ამის შედეგად პოლიციის სამსახურებმა დაიწყეს უარის თქმა პისტოლეტებში ერთმაგი რეჟიმით სროლის შესაძლებლობაზე და ასე გაჩნდა პისტოლეტების ახალი კლასი, მხოლოდ ორმაგი რეჟიმის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით. ჯეფ კუპერმა უწოდა ამას – იდეალური გადაწყვეტილება არარსებული პრობლემისთვის. ასეთმა პისტოლეტებმა დიდი გავრცელება ვერ ნახეს და სამოქალაქო მსროლელებში პრაქტიკულად საერთოდ არ სარგებლობენ მოთხოვნით ცხადი მიზეზის გამო, ზუსტი და სწრაფი სროლა ასეთი პისტოლეტიდან საკმაოდ რთულია და ბევრ პრაქტიკას მოითხოვს. სწორედ ამ დროს ჩნდება გლოკი, რომელიც იმის გამო რომ ყოველი გასროლის წინ ხდებოდა დამრტყმელის ბოლომდე შეყენება სასხლეტზე დაჭერით, კლასიფიცირებულ იქნა, როგორც მხოლოდ ორმაგი მოქმედების პისტოლეტი, რამაც მას გზა გაუხსნა პოლიციური სამსახურებში და დღემდე გლოკებით არის შეიარაღებული სადღაც 65% ამერიკული პოლიციის.

სტანდარტული გლოკის სასხლეტის წონა შეადგენს სადღაც 2.5-დან 3 კგ-მდე. სასხლეტის წონა ორმაგი მოქმედების რეჟიმში ტიპიურ ორმაგი/ერთმაგი მოქმედების პისტოლეტში იწყება ალბათ სადღაც 5 კგ-დან.  გლოკის სასხლეტის სვლაც შედარებით მოკლეა. ბავშვს, რომელსაც ხელები მიუწვდა იარაღამდე მეტი შანსი ექნება დაძლიოს გლოკის სასხლეტი წინააღმდეგობა ვიდრე ვთქვათ Cz-75-ის სახლეტის. მაგრამ პისტოლეტის სასხლეტები არ კონსტრუირდება იმისთვის, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მათი გამოყენება. იგივე ეხება მექანიკურ მცველებსაც.

გლოკისთვის მალევე გაჩნდა გაჩნდა სპეციალური დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები დამძიმებული სასხლეტებით, ცნობილი როგორც Glock  New York trigger (სულ ორი ტიპის ასეთი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმია ცნობილი). ბოროტი ხმები ამბობენ რომ ამით ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ცადა წვრთნის და მომზადების იაფი ჩანაცვლება, რაც არ არის ლოგიკას მოკლებული, ეს სამსახურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ცალკეული პოლიციური დეპარტამენტია სადაც 40 000-მდე პოლიციელი ირიცხება. სხვები თვლიან, რომ ამ მექანიზმის დანიშნულება იყო გლოკის სასხლეტი დამსგავსებოდა ტიპიური რევოლვერის სასხლეტს და NY-1-ის წონა შეადგენს დაახლოებით 3.7 kg-ს და NY-2-ის წონა აღწევს 5.5 კგ-ს.  საბოლოო ჯამში საღმა აზრმა გაიმარჯვა და სათანადო მომზადება და წვრთნამ ეს პრობლემა გააქრო და გლოკთან მიამრთბეაში გაჩნდა ოქროს წესი, სიფრთხილე, მომზადება და კარგი ბუდე, რაც დამეთანხმებით მისაღებია ნებისმიერი იარაღისთვის და არა მარტო გლოკისთვის. ამის მერე, როგორც უკვე ვახსენე, გლოკი გახდა ყველაზე პოპულარული პისტოლეტი ამერიკის პოლიციაში, ამერიკის მოსახლეობაში და პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში. დღეს ყველა სერიოზული პისტოლეტების მწარმოებელი უშვებს გლოკის საკუთარ ვერსიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ინტერნეტ ექსპერტებს სამიზნეში რატომღაც აქვთ მაინცდამიანც გლოკი ამოღებული. რატომ? იმიტომ, რომ ერთი ავტორის მოსაზრება, რომ გავიმეოროთ, გლოკმა გამოჩენისთანავე დაანგრია უამრავი დამკვიდრებული დოგმა, რომ პისტოლეტი უნდა იყოს მეტალის, ქონდეს ჩახმახი და ბევრი მცველი…. ბევრს ეს არ მოეწონა, ზოგს ჩემთვის ბოლომდე გაურკვეველი მიზეზებით ეს არ მოწონს დღემდე.

საგა “საშიშ” გლოკზე არ იქნებოდა სრული, რომ არ მოგიყვეთ კიდევ ერთ ნიუანსზე. გლოკს ვერ დაშლი, თუ დამრტყმელი შეყენებულია. დამრტყმელის დაშვება გლოკში შესაძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით – სასხლეტზე დაჭერით. ბუნებრივია, რომ პისტოლეტის დაშლამდე და სასხლეტზე დაჭერამდე უნდა შეამოწმოთ ნებისმიერი იარაღი, მაგრამ ეს სასხლეტზე დაჭერის აუცილებლობამ განაპირობა რომ გარკვეულმა ადამიანებმა იარაღის დაშლის ნაცვლად ისროლეს. არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ამას არ დააბრალებს იარაღს, ალბათ გარდა იმ ადამიანებისა ვისთვისაც მანქანის სარკეებზე აწერენ გამაფრთხილებელ წარწერებს. არარსებული პრობლემის მოგვარების გზებიც გაჩნდა, და ზოგმა კომპანიამ შექმნა პისტოლეტები, რომელთა დაშლისთვის არ არის საჭირო სასხლეტზე დაჭერა, ან დაშლის პროცედურას ვერ დაიწყებ საკეტის გახსნის გარეშე.

ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესი პისტოლეტების დახვეწის მათ შორის მათი უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მეტ წილად არის პროდუქტიული. ცოტახანი გლოკს, რომ დავანებოთ თავი, მე მინდა თქვენი ყურადღება მიაქციოთ კიდევ ერთ ადმინისტრაციულ პროცედურას, რომელიც უფრო მეტ საფრთხეს ატარებს ვიდრე გლოკის დაშლა. მე ვგულისხმობ ჩახმახის დაშვებას ვაზნით სავაზნეში. ევოლუციის პროცესში, ჩახმახზე ჯერ გაჩნდა ნახევრად შეყენების ფუნქცია, რომელიც არ მიცემდა საშუალებას ჩახმახს მიწვდეს დამრტყმელს თუ თითი აგიცურდათ და ჩახმახი გაგექცათ (იმ პირობით რომ როგორც ამას წესი ითხოვს სასხლეტს თითი მოაცილეთ), შემდეგ გაჩნდა დამრტყმელის მცველი და დეკოკერი, უკანასკნელმა გამორიცხა ჩახმახის დაწევისთვის სასხლეტის გამოყენება, მართალია კონსტრუქციის გართულების ხარჯზე. საერთოდ  ჩახმახიანი პისტოლეტის რამდენმა პატრონმა იცის, როგორ დაუშვას ჩახმახი უსაფრთხოდ?

უნიკალურობა გლოკის დიზაინის გახლავთ იმაში, რომ პისტოლეტი თავიდანვე იყო შექმნილი მხოლოდ ერთი მიზნით, ის იქნებოდა აბსოლუტურად უსაფრთხო, სანამ მსროლელი არ დააჭერს სასხლეტს. ჩახმახი, დეკოკერი, მექანიკური მცველი არ გამოიყენება, ამიტომ პისტოლეტი არის მარტივი, ცოტა დეტალით და მისი ათვისება ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა მისი manual of arms ან თუ გნებავთ გამოყენების ფილოსოფია კარნახობს გარკვეულ შეზღუდვებს. ჩააგდო გლოკი ვაზნით სავაზნეში სავსე რიუკზაკში სხვა ნივთებთან ერთად არ არ იქნება კარგი იდეა. ატარო გლოკი ჯიბეში, ვაზნით სავაზნეში, ასევე არ იქნება კარგი იდეა. კარგი იდეა არ იქნება იაფი ბუდის გამოყენებაც. ყველაფერი ეს არ იქნება კარგი იდეა ასევე S&W M&P, Ruger SR, CZ P10, H&K VP9, Walther P99, Walther CCP და უამრავი სხვა პისტოლეტის შემთხვევაში. რატომ? თუ ეს სტატია ყურადღებით წაიკითხეთ, წესით ამის ახსნა აღარ უნდა დამჭირდეთ. რამდენად იგივე სიტუაციაში თავს უფრო დაცულად იგრძნობდით SiG Sauer P226-ით მე არ ვიცი. გყაავთ ბავშვი? ნუ ენოდბით მექანიკურ მცველს, გამოიყენეთ საკეტი ან უფრო უკეთესი, სეიფი, აუხსენით ბავშვს იარაღი და უსაფრთხო მოპყრობის წესები, როდესაც ამის დრო მოვა.  არ მოგწონთ გლოკის გამოყენების ასეთი ფილოსოფია? იყიდეთ სხვა პისტოლეტი, მექანიკური მცველით ან მძიმე ორმაგი მოქმედების სასხლეტით ან ორივეთი ერთად. მაგრამ გახსოვდეთ, მთავარი მცველი განლაგებულია მსროლელის ყურებს შორის. დაიცავით იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესები, იაზროვნეთ საღად და ყველაფერი კარგად იქნება.

პს

პასუხის გაცემა კითხვაზე, არის თუ არა გლოკი საშიში, შეიძლებოდა უფრო მარტივად, 2000 სიტყვიანი სტატიის დაწერის გარეშე. უბრალოდ იკითხეთ, გაისვრის თუ არა გლოკი თავისით თუ დაიცავით იარაღთან (ნებისმიერ იარაღთან) უსაფრთხო მოპყრობის წესები. პასუხი არის არა. ესეიგი გლოკი არ არის საშიში იარაღი. მაგრამ ეს იქნებოდა ჩემთვის ზედმეტად იოლი.

მკვლელი კლავს რამოდენიმე ადამიანს, სახელმწიფო კლავს მილიონებს

April 22nd, 2020

არასდროს ჩემ ბლოგზე არ დადებულა პოსტი, რომელიც არ იქნებოდა პირდაპირ კავშირში იარაღთან და სროლასთან, მაგრამ დღეს ისეთი რამეები ხდება ჩვენ ქვეყანაში, რომ ჩუმად ჯდომა უბრალოდ დანაშაულია, ამიტომ ჩემ სათქმელს მეც ვიტყვი და ამისთვის გამოვიყენებ პლატფორმას, რომელიც მე თვითონ შევქმენი.

თუ ვინმეს აქამდე გუიჩნდებოდათ კითხვა, როგორ გახდა შესაძლებელი ის წარმოუდგენელი სისასტიკის მასობრივი დანაშაულებები, როგორიც მაგალითად არის კულტურული რევოლუცია ჩინეთში, წითელი ტერორი საბჭოთა კავშირში, ნაცისტების მიერ მასობრივი განადგურება ებრაელების და სხვადასხვა უმცირესობების, იპონელების მიერ ჩინელ ტყვეებზე ბიოლოგიური ცდების მოწყობა,  ამერიკაში შავკანიანი მოსახლეობის სიფილისით მიზანმიმართული ინფიცირების სახელმწიფო პროგრამა, ავსტრალიაში მშობლების და ბავშვების იძულებით განცალკევება და წართმეული ბავშვების გაშვილება ან სხვა ასეთი, სახელმწიფოების მიერ ორგანიზენბული მასობრივი ძალდობის აქტები ხალხზე, მაშინ ეხლა უკვე, წესით პასუხი ამ კითხვაზე უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ პასუხი ჩვენ თვალწინ არის. შექმენით შიშის ფონი, მოიგონეთ რამე დიადი მიზანი (არიული რასის გეგემონია, მსოფლიო კომუნიზმი ან მოსახლოების ვირუსისგან დაცვა) გაეცით მორალური მანდატი, დაუმატეთ ცოტა ხელფასი, ცოტა ძალაუფლება, გარკვეული პრივილეგიები და ნებისმიერ საზოგადოებაში მოიძებნება საკამრისად “ადამიანი” რომელიც ამ ავადმყოფურ იდეებს აყვება და მოირგებს “ნადზირაწელის” ფორმას, დადგება გუშაგად საკონცენტრაციო ბანაკში, დააჭერს მომწამვლელი გაზის გაშვების ღილაკს, წაართმევს მშობლებს ბავშვს. თქვენ იტყვით რა შუაშია ეს ყველაფერი ჩვენთან? მე ვიტყვი, რომ კავშირი აშკარა და პირდაპირია. როგორ გგონიათ ნაცისტები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში მათ ეგრევე დაიწყეს ებრაელების მასობრივი განადგურება? არა. ყველაფრი დაიწყო თითქოს უწყინარი ზომებით,  გადაადგილების შეზღუდვით, სპეციალური საშვებით, მკერდზე დავიდის ვარკსვლავებით, პოლიციური კონტროლით და სანქციებით ამ ყველაფრის არ დამორჩილებაზე. მერე  კომენდანტის საათები იყო, მათი ბიზნესების დახურვა, ქონების წართმევა, შემდეგ გადასახლება გეტოებში, შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკებში სადაც უკვე დაიწყეს მათი დახოცვა სულ უფრო მზარდი ტემპებით. ეს პროცესი იყო ნელი, თანმიმდევრული და რაც მთავარია სრულიად კანონიერი. ის დაიწყო მცირეთი და მიაღწია პიკს გაზის კამერებში. ამას ყველაფერს უზრუნველყოფდნენ სახელმწიფოს მიერ დასაქმებული “ადამიანები” და რაც უფრო უარესია ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მოიწამლნენ სახელმწიფო პროპაგანდით.  ეს აქ ვერ მოხდება?! კი ასე ფიქრობდნენ ებრაელები 1932 წელს ევროპის შუაგულში, 1945 წელს 6 მილიონი ებრაელი იყო მკვდარი. მე არ ვიძახი, რომ ხვალ თბილისში მასობრივი დახვრეტები დაიწყება მაგრამ სად მიგვიყვანს ეს გზა რომელსაც დავადექით მე არ ვიცი….. ( ამ პოსტის დაწერიდან მეორე დღეს მთავრობა, შემოიღო 6 წლიანი პატიმრობა კარანტინის წესების დარღვევაზე).

ერთი თვის წინ როდესაც ჩვენ (მე არა) მხარს ვუჭერდით უცხოეთიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ ეჭვის საფუძველზე, დაკავებას და თავისუფლების აღკვეთას, ჩვენ ამით მივეცით მორალური მანდატი სახელმწიფოს განეხორციელებინა წარმოუდგენელი მასშტაბის შეტევა თავისუფლებაზე და გაეძარცვა ქართველები ხოლო ძარცვის საგანი აღმოჩნდა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი უფლებები. რა გასაკვირია, რომ გაჩნდა საკმარისი რაოდენობის ხალხი, რომელიც ყოველგვარი დაყოვნების გარეშე აუკრძაკლეს ადამიანებს ავადმყოფი, მომაკვდავი ოჯახის წევრების მონახულება, ქმარს ცოლის მშობიარობაზე დასწრება, საყვარელი ძაღლის ვეტერინართან მიყვანა (დღეს დაუჯარიმებიათ ამისთვის ადამიანი 3000 ალრით), ადამიანებს რომლებსაც ტერმინალური დაავადების გამო ბოლო წუთები დარჩათ, გამოკეთეს შინაპატიმრობაში, ხოლო ვინც ამას შეეწინააღმდეგება დააკისრეს წარმოუდგენელი ჯარიმები და დაიწყეს მათი სამრთლებრივი დევნა. მე ამიკრძალეს ჩემი მძიმედ ავადმყოფი ბებიის მონახულება, მუნიციპალიტეტს დაუკავშირდითო ისინი მიხედავენო და მერე ოპერატორმა დაიწყო ჩახლართული კომბინაციების მოფიქრება, იმას დაურეკეთ ამას დაურეკოს, რომ იმან იმას დაურეკოს, რომ მე ჩავჯდე ჩემ მანქანაში და მოვინახულო ბებიაჩემი და თან პერიოდულად მთხოვს რომ დაველოდო სანამ უმცროსი “ნადზირაწელი” უთანხმებს უფროს “ნადზირაწელს” შემიძლია თუ არა მე მოვინახულო ბებია. ხოლო გარეთ მელოდებიან სხვა “ნადზირაწელები” რომ დამიწერონ 3000 ლარი ჯარიმა ბებიის მონახულებისთვის.  მომიწია 14 კილომეტრის ფეხით გავლა, დაბურულ შუშებიანი შკოდების, ლენდ კრუზერების, რენჯ როვერების, პორშეების დატოვებულ მტვერში და გამონაბოლქვში სიარული.  გვერდი-გვერდ იჯდნენ ამ მანქანებში ცოლებთანაც და ბავშვებთანაც, კმაყოფილები, რომ საცობები მაგათთვის აღარ არის. უკიდურესად დამამცირებელი მდგომარეობა…..

გამოჩდნენ ისინიც ვინაც ამას ყველაფერს ვიშვიშით და სოც. ქსელებში გულების წერით ზეიმობდა, რაც ჩემში პიარადად სასოწარკვეთის გრძნობა გააჩინა. გულისამრევი იყო ჩემთვის დამცინავი კომენტარების ნახვა ვიდეოზე სადაც ქალი გაურბოდა “ნადზირაწელებს” ღამით, ცელოფნის პარკებით ხელში. ვერ ვხვდებოდი ამ ბრიყვებს რა აცინებდათ….

მოდით ერთი წუთით დაივიწყეთ იმ “ექიმების” და “სპეციალისტების” ზღაპრები, ერთი თვეა რომ გვაშინებენ რაღაც “პიკებით”, “აქტიური შიდა გავრცელებებით”, “სიკვდილის ზონებით”, კაცმა არ იცის ხვალ კიდე რას მოიგონებენ და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, მისაღებია თუ არა თქვენთვის მაგალითად კოლექტიური სასჯელი? იმის გამო რომ ვიღაცამ დალია და დაჯდა საჭესთან ყველას უნდა აეკრძალოს დალევა ან მანქანის მართვა? იმის გამო რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა იარაღით, ყველას უნდა ავუკრძალოთ იარაღი და ამით წავართვათ თავის დაცვის უფლება? ან როგორ შეიძლება ჩვენ დავემშვიდობოთ ჩვენ უფლებებს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ეკლესიის  მრევლს არ უნდა დაემშვიდობოს თავის უფლებებს?  ეხლა ალბათ იფიქრებ რომ უნდა გამოვლანძღო საპატრიარქო და მრევლი, რომ მაგათი უპასუხისმგებლო ქმედებების გამო მე შემექმნა პრობლემები, რასაც ბევრი აკეთებს და რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად არასწორია. “თქვენ ხომ ხვდებით, სახელმწიფო ამას აკეთებს ზოგიერთის უპასუხისმგებლო ქმედებების გამო?!” არა, მე ვერ ვხვდები სხვისი უპასუხისმგებლო ქმედებების გამო მე რატომ უნდა ვისჯებოდე?

ეს ხალხი, ვგულისხმობ საპატრიარქოს და ეკლესიის მრევლს, აბსოლუტურად მართალია, რომ იცავენ თავის უფლებებს. მაგალითად უბრალოდ სასაცილოა საზიარო კოვზზე ატეხილი ამბავი და პირდაპირი შეკითხვის შემდეგ არის თუ არა ერთი კოვზით ზიარება ვირუსის გავრცელების გზა, თავად ნახეთ რომ პასუხი ამ კითხვაზე სახელმწიფოს წარმომადგენელს არც კი ქონდა, მეცნიერებმა უნდა გასცენ პასუხიო. ისევე არ აქვთ პასუხი იმაზე, რატომ არ უნდა ვიაროთ მანქანებით, რატომ არ უნდა შევიდეთ მაღაზიაში, რატომ არ უნდა იჯდეს ცოლ-ქმარი გევრდი -გვერდ მანქანაში, რატომ თავის დროზე ავკრძალეთ სამარშრუტო ტაქსები და გავტენეთ ყველა გადაჭედილ ავტობუსებში, რატომ აიკრძალა ონლაინ გაყიდვები, რატომ დაიხურა მაღაზიები, რატომ ვანგრევთ იმას რაშიც ისედაც არაპროპორციულად დიდი ფასი გვაქვს გადახდილი?  ამ საგიჟეთს რაც ეხლა მოწყობილია არანანირი რაციონალური ახსნა არ აქვს. რა საგიჟეთი მოყვება ამას მომავალში კიდე კაცმა არ იცის, მაგრამ ეხლა ამ პოსტს, რომ ვწერ სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ დააფინანსებს უცხოურ ბიზნესს, რომელიც დაიწყებს საქმიანობას საქართველოში. მარტივი ენით, რომ ავხსნა ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გადასახადების სახით წაართმევს საკუთარ მოსახლეობას ფულს, მათ შორის მაგალიტად  Spar-ის გამყიდვლებსაც მათი მიზერული ხელფასიდან და ამ ფულს მისცემს მილიარდერ ჯეფ ბეზოსს რომ იმან გახსნას ამაზონის საწყობი საქართველოში…. ეს გადაწყვეტილება ისეთივე ლოგიკურია და რაციონალური, როგორც ჯერ სახელმწიფოს მიერ პირადი მანქანებით სარგებლობის აკრძალვა და შემდგომ კომპანიების დავალდებულება უზრუნველყონო თანამშრომლების ტრანსპორტირება მანქანებით სამსახურამდე….. სა-გი-ჟე-თი.

82959547_2980364808649832_7302775224586469376_o_5e2c9c554ff04 (1)

იგივე ხალხი, რომელიც ჩვენ გვიყვება საშინელ ისტორიებს ვირუსზე ასე გაუშვა ამ ვირუსის შესაჩერებლად თავისი თანამშრომლები, ნიკაპზე წამოცმული ქირურგიული პირბადით, ისიც მას მერე რაც სოც. ქსელებში ხალხმა ატეხა პანიკა..  ერთი კვირის მერე ეს ხალხი მოგვევლინა როგორც “სპეციალისტები”, “ვირუსოლოგები”, “გმირი ექიმები” მოიგონეს ზღაპრები კუბოს რიგებზე და აგვიკრძალეს სახლიდან გასვლა. 

გავა დრო, ეხლა ამაზე წერა ადრეა და აღმოჩნდება, რომ ეს ისტერია გამოწვეული იყო ფაქტების დამახინჯებით და ცალკეული მთავრობების ლაჩრობით, მცდელობით კრიზისი მასშტაბის გაბერვით საკუთარი უუნარობა გადაეფარათ, როგორც ეს მაგალითად მოხდა იტალიაში და მათ შორის ხდება ეხლა საქართველოში.  ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს როგორ გვატყუებდნენ და გვაშინებდნენ ე.წ. “ვირუსოლოგები” და “ექიმები”, არ უნდა დაგვავიწყდეს “ჟურნალისტები”, რომლებიც დასდევდნენ ხალხს, რომლებიც ცდილობდნენ ორი კაპიკის შოვნას, გვიჩვენებდნენ ხალხს ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე ჩვენი დაშინების მიზნით. გაატარეთ ერთი დღე “ემერჯენსის” მისაღებში და ონკოლოგიურში სადაც სულ ასეთი მდგომარეობაა. ამიტომ რა? ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის “ნადზირაწელები” რომლებმაც გაამწარეს უამრავი ადამიანი და უზრუნველვეს ამ საგიჟეთის მოწყობა და ფუნქციონირება. არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო აღნიშნავდა ტესტირებების მნიშვნელობას, ჩვენ ეს “სპეციალისტები” და სახელმწიფოს წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ რომ ტესტირებები მნიშვნელოვანი არ არის. არა და სწრაფი ტესტირება, არის ერთადერთი გზა თუნდაც იმისთვის, რომ მკურნალობა და კარანტინი შეეხოს მხოლოდ დავირუსებულ ადამიანებს და როგორც მინიმუმ დავინახოთ ეპიდემიის რეალური მასშტაბი და აქიდან გამომდინარე საიმედო სტატისტიკა. ნუ დაგვავიწყდება, როგორ ებრძოდნენ ტესტირების დაწყებას კერძო სექტორის მიერ და როგორ ემუქრებოდნენ კერძო კომპანიებს. ნუ დაგაგვიწყდება მარლის პირბადეები, რომლებსაც არანაირი დაცვის დონე არ გააჩნია. ნუ დაგვავიწყდება, რომ როდესაც ტერიტორიებს გვართმევდნენ, სახელმწიფო ალყას არტყავდა ჯარით მარნეულს და თავს იწონებდა კომფორტული ნატოს სტანდარტის ბლოკპოსტებით და მავთულხლართებით.  ნუ დაგვავგიწყდება როგორ რეცხავდა მერია ვირუსებისგან ასფალტს, როგორ იდგა ხალხი გარეთ რიგებში ცარიელ მაღაზიებში. მაგრამ რაც მთავარია ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დანაშაულის ლომის წილი მოდის მოქალაქეებზე, ჩვენზე, ვინც მივეცით ამათ ამის გაკეთების საშუალება.

რა შედეგი მოყვება ამას ყველაფერს, ეხლა ძნელი დასადგენია, უამრავი ადამიანი გამწარდა და გაწვალდა, უამრავი ადამიანი ფინანსურად დაზარალდა, უამრავმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, უამარავ ადამიანს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. რა ზიანი მიადგა ჩვენ საზოგადოებას და სახელმწიფოებრიობას საერთოდ ამ ეტაპზე დათვლას არ ექვემდებარება. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სრულმასშტაბიანი ოკუპაციის პირობებში, ჩვენ დავკარგეთ ყოველგვარი საშუალება რამე გავლენა ვიქონიოთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენ გამოგვთიშეს პრაქტიკულად ყველაფრისგან.

არა მე იმას არ ვიძახი  რომ კოვიდ-19 არ არსებობს, საფრთხე რეალურია და ყველას სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ უკვე ეხლა სულ უფრო გასაგები ხდება, რომ საფრთხის დონე არ არის იმდენად მაღალი, რომ ხდება სტატისიკის გაყალბება და მანიპულირება (იტალაია ამის კარგი მაგალითია), რომ სახელმწიფო იყენებს ამ კრიზისს სათავისოდ.  გარდა ამისა,  შეხედეთ ამას სხვა კუთხით, ყოველ დღე ჩვენ გამოვდივართ ქუჩაში, იმის რისკით, რომ დაგვეცემა აგური იმ მშენებლობებიდან რომლებიც ყოვლეგვარი უსაფრთხოების ნორმების გარეშე შენდება, იმიტომ რომ სახელმწიფოს არ სურს უზრუნველყოს მათი მონიტორინგი, დიდი შანსია, რომ მოვხვდებით ავარიაში, იმიტომ რომ სახელმწიფოს არ სურს მოძრაობის წესების დაცვის მონიტორინგი და სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან ყველაზე თავხედი მოძრაობის წესების დამრღვევები, ჩვენ შეიძლება მოვიწამლოთ, დაგვარტყას წნევან, შეიძლება დავრჩეთ უსამსახუროდ, შეიძლება გავხდეთ ზარცვის ან მკვლელობს მსხვერპლი, ყოველთვის იარსებებენ ვირუსები და ინფექციები,  მაგრამ ჩვენ ყოველ დღე ვიღებთ ამ რისკს ჩვენ თავზე და ამ რისკებს ჩვენ თვითონ ვმართავთ(აქამდ წარმატებიტ ვმართვადით), ეს არის ფასი რომელსაც ჩვენ ვიხდით თავისუფლად ცხოვრებაში.  ეხლა კიდე ჩვენ მოგვატყუეს, დგვაგოიმეს, დაგვამცირეს, გაგვძარცვეს, რა თქმა უნდა ისევ ჩვენზე ზრუნვის ამბავში…..

94393164_258352962213095_6096220092532523008_o

და ისტორიას უნდა დარჩეს ეს სურათი. იდეაში ეხლა ქვეყანაში არის ეპიდემია, ამ პირების რეკომენდაციით (ყოველი მათგანი მაღალი რისკის ჯგუფში შედის) და მოთხოვნით ეხლა ამ მომენტში ადამიანებს აჯარიმებენ ქუჩაში ერთმანეთთან ახლო დგომისთვის, პირბადეების არ ქონისთვის, ამ მომენტში გაჩერებულია ეკონომიკა, გაჩერებულია ქვეყანა, აკრძალულია მანქანით მოძრაობა. ამ სურათის გადაღების მერე ეს ადამიანები წავლენ ტელევიზიებში და დაიწყებენ ხალხის დაშინებას ზღაპრებით კუბოების რიგებზე, სიკვდილის ზონებზე, ეპიდემიაზე, იტალიურ სცენარზე, სოციალურ დისტანცირებაზე…..  

ხოლოკოსტის შემდეგ ებრაელებმა თქვეს, never again, შექმნეს სახელმწიფო უძლიერესი ჯარით და პირობა დადეს რომ ასეთი რამე არასდროს არ გამეორდებოდა. ამ საგიჟეთის მერე ჩვენ ყველამ უნდა ანალოგიური პირობა დავდოთ და არასდროს არ დავუშვათ ჩვენი უფლებების შელახვა და თავისუფლების შეზღუდვა თუ გვინდა ნორმალური, მშვიდი ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში.

წინ რთული დრო გველის, გაუფრთხილდით თავს და მეტ თავისუფლებას გისურვებთ

გამოსადეგია თუ არა .22lr თავდაცვისთვის?

March 27th, 2020

black three

პნეივმონიის გამომწვევი ვირუსის გავრცელებამ, მისცა საშუალება სახელმწიფოს მარტივად შეეზღუდა ხალხისთვის წვდომა იარაღის შეძენაზე და გასხვისებაზე, უბრალოდ დახურა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა და თქვენი უფლებაც განკარგოთ თქვენი ქონება და შეიძინოთ თავდაცვის საშუალება ასევე “დაიხურა”. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არ დაიწყება ასევე იარაღის კონფისკაცია, რა თქმა უნდა  “საზოგადოების ინტერესებიდან” და მასზე “ზრუნვიდან” გამომდიანარე.  ამ გადაწყვეტილების იურიდიულ, ეკონომიკურ და მორალურ მხარეზე საუბარი შორს წაგვიყვანს მაგრამ,  დასკვნები თავად უნდა გააკეთოთ. და პირველი დასკვნა უნდა ის იყოს, რომ თქვენი უფლებები ხელშეუხებელი არ არის,  მთავარია ხელის შეხების მიზეზი მოიძებნოს.

თუ ვიღაცა ამ კრიზისმა დააფიქრა საკუთარ უსაფრთხოებაზე, ის უკვე ვერაფერს ვერ შეძლებს, ლეგალური გზები იარაღის შეძენის დორებით მაგრამ გაუქმდა. მაგრამ რა მოხდება თუ ვთქვათ ანალოგიური კრიზისის პერიოდში ერთადერთი, რაც თქვენ ხელთ გაქვთ არის .22lr კალიბრის იარაღი ან როგორც მას ჩვენთან ეძახიან – “გეკო”. ან კრიზისი არ არის და უბრალოდ მეტის საშუალება არ გაქვთ? რამდენად გამოსადეგია .22 კალიბრი და მასზე გათვლილი იარაღი თავდაცვისთვის? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომელი მუხტები აირჩიოთ? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მე შევეცდები ამ სტატიაში.

.22lr არის ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი და ამავე დროს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კალიბრი.ამის მიზეზი ბევრია, ეს ვაზნა გამოიყენება მრავალ მათ შორის ოლიმპიური სპორტის სახეობებში, ის ღირს ძალიან იაფი და იარაღიც მასზე გათვლილი იაფი და ხელმისწავდომია პრაქტიკულად ნებისმიერი შემოსავლის მქონე  ადამიანისთვის. ამ ვაზნაზე გამოდის ნებისმიერი ტიპის ხრახნილლულიანი ტიპის იარაღი, პისტოლეტები (ნახევრად-ავტომატური და რევოლვერები), კარაბინები გადატენვის ყველანაირი სქემით, კომბინირებული იარაღებიც. თავის მხრივ მცირეკალიბრიანი იარაღი გამოიყენება, როგორც მიზანში სასროლად, ასევე პლინკინგისთვის (არაფორმალური, გასართობი სროლა) ასევე სანადიროდ, ხშირად ასევე, როგორც პირველი იარაღი ახალბედა მსროლელისთვის.  ასე გამოვიდა, რომ ყველა ამ როლს .22lr იდეალურად მოერგო. როგორც აღვნიშნე ვაზნა იაფია, ძალიან ზუსტია, მისი დამზადება ადვილია და ის იშოვება პრაქტიკულად ყველგან.

ტექნიკურად .22lr ვაზნა არის  5.6მმ კალიბრის, წრიული აალების, რაც ნიშნავს რომ მას არ გააჩნია ამაალებელი, ხოლო მის ფუნქციას ასრულებს 15.6მმ სიგრძის მასრის კიდეში ჩაპრესილი ამაალებელი ნივთიერება. სწორედ ამ კიდეში ურტყავს მას დამრტყმელი. მასრა ცილინდრული ფორმის არის ხოლო ტყვია როგორც წესი არის ან გარსის გარეშე ან გარსის როლს ასრულებს მეტალის შემცველი დაფარვა. უკანასკნელის გამოყენება განპირობებულია ზოგ მუხტში ტყვიის მაღალი საწყისი სიჩქარით, როდესაც გარსის გარეშე ტყვია შეიძლება მოწყდეს ხრახნებიდან და მისი სტაბილიზირება ლულაში ვერ მოხერხდება, რაც თავისმხრივ ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. ასეთ შემთხვევაში ლულის ტყვიის ნადებით დაბინძურებაც ასევე უფრო ინტენსიური იქნება. ტყვიის წონების ვარირებს, როგორც წესი 30-დან 40 გრანამდე,  საწყისი სიჩქარე 300-დან 500 მ/წ-მდე. ტყვიის კონსტრუქციები ასევე მრავალეფორავანია: კონუსური, მრგვალი თავით, ექსპანსიური, საფანტის, დაფარვით და დაფარვის გარეშე.

229c

ეს ვაზნა, როგორც ხვდებით არ იყო შექმნილი თავდაცვისთვის. თავდაპირველად ის შეიქმნა პატარა ცხოველებზე სანადიროდ. მაგრამ შეცდომაში ნუ შეგიყვანთ ამ კალიბრის მოკრძალებული პარამეტრები. მცირეკალიბრიან ტყვიას შეუძლია მოკლას ადამიანი. ტყვიის ენერგია ვარირებს 170-დან 260 ჯოულამდე რაც არ არის ბევრი, მაგრამ გააჩნია რას ვადარებთ, ასე მაგალითად 7.65 ბრაუნინგის კალიბრის ტყვიის ენერგია ასევე 250 ჯოულის ფარგლებშია, ასე რომ .22 სათამაშო კალიბრი ნამდვილდ არ არის.  შეიარაღებულ შეტაკებაში მოხვედრის ადგილი თამაშობს კრიტიკულ როლს და კარგად დამიზნებულ გასროლას მცირეკალიბრიანი იარაღიდან ექნება სასურველი ეფექტი. პრობლემა იმაშია, რომ ასეთი გასროლის გაკეთება რთულია, როდესაც იმყოფები უკიდურესი სტრესის ზემოქმედების ქვეშ და თანაც შენი სამიზნე სწრაფად მოძრაობს. რა თქმა უნდა ჯობია, რომ ქონდეთ ყველაზე ძლიერი კალიბრი, კონტროლირებადი ექსპანსიით, მაგრამ ხანდახან ეს შეუძლებელია ან უბრალოდ სხვა გზა არ არის……

სულ არაფრის ქონას, ქვაც ჯობია ხელში. მიუხედავად იმისა, რომ .22lr არ გამოირჩევა შთამბეჭდავი ციფრებით, მისი გავრცელებულობის გამო, თავდაცვისთვის გამოყენების შემთხვევები ძალიან ბევრია. 

თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ .22 კლაიბრის ტყვიას შეუძლია ადამიანის გაჩერება, პირველი კითხვა რაც უნდა გაგიჩნდეთ არის რა ტიპის .22lr კალიბრის ვაზნა უნდა გამოვიყენოთ? როგორც აღვნიშნე ამ კალიბრის მუხტების ვარიანტები ძალიან ბევრია და არჩევანის გაკეთება გვიწევს .22 კალიბრის ვაზნების საკმაოდ დიდი ასორტიმენტიდან.  დავიწყოთ იქიდან, რომ ეს უნდა იყოს კარგი მწარმოებლის მაღალი ხარისხის ვაზნები, რაც უნივერსალური წესია ნებისმიერი თავდაცვითი კალიბრისთვის.  ასევე ვაზნები უნდა იყოს ახალი და ვიზუალურად შემოწმებული დეფექტებზე.  კონსტრუქციიდან გამომდინარე .22lr კალიბრის ვაზნა ადვილად ინესტება და დენთის მუხტი კარგავს თვისებებს ან საერთოდ არ აალდება. მჭიდის დატენვისას უნდა ვიზუალურად შეამოწმოთ ყოველი ვაზნა. რბილი ტყვიის თავი ადვილად დეფორმირდება ან იცვლის მდგომარეობას მასრაში. ტყვია უნდა იჯდეს ერთგავროვნად მასრაში, არ უნდა იყო გადაბრეცილი ან იჯდეს მასრაში ზედმეტად ღრმად. ტყვია ასევე არ უნდა იყოს დეფორმირებული და არ უნდა გააჩნდეს სხვა დაზიანებები.

ვაზნები აუცილებლად უნდა შეამოწმოთ სროლით, რომ დარწმუნდეთ რომ დენთის მუხტი დანესტილი არ არის. ეს ასევე დაგარწმუნებთ, რომ თქვენი იარაღი მუშაობს ამ მუხტთან, არ არის ამაალებელი ნივთიერების მტყუნება, ხდება ვაზნის საიმედო მიწოდება და გასროლილი მასრის ექსტრაქცია. სტატისტიკა, რომელსაც მე ვაწარმოებ მეუბნება, რომ 99% შეფერხებების მოდის მცირეკალიბრიან იარაღზე და როგორც წესი შეფერხება არის ორი ტიპის, შეფერხება მიწოდებისას ან მტყუნება. მიწოდების შეფერხებების მიზეზი არის ვაზნა, რომელიც არ არის საუკეთესოდ ოპტიმიზირებული ნახევრად-ავტომატური იარაღისთვის, ტყვიის ფორმის გამო ან უბრალოდ დენთის მუხტი არასაკმარისია რომ მოხდეს გადატენვის ციკლი (იგულისხმება რომ იარაღი გამართულ მდგომარეობაშია). აქვე დავამატებ, რომ როგორც წესი. პრობლემას ქმნიან სტანდარტული ან საასპარეზო მუხტები დაბალი საწყისი სიჩქარით, მაღალსიჩქარიანი ვაზნები უფრო საიმედოდ მუშაობენ. საიმედოობა კიდე არის ყველაზე მთავარი, რაც ნიშნავს, რომ უპირატესობა უნდა მივცეთ ზე-სწრაფ (hyper-velocity) მუხტებს. სტანდარტული და ე.წ. “საბ სონიკები” გამორიცხეთ.

მაღალწნევიანი/სწრაფი მუხტები უფრო საიმედო არიან, მაგრამ მათი ხშირი გამოყენება ძველ თუნდაც მთლიანად ფოლადისგან დამზადებულ პისტოლეტებში შეიძლება მოყვეს ამ პისტოლეტების დაზიანება. 

ასევე მოერიდეთ ეკზოტიკური კონსტრუქციის ტყვიების გამოყენებას. კონუსური ტყვიები (მაგ. Remington Viper), ან მუხტები ზედმეტად მოკლე ექსპანსიური ტყვიით (LVE Сурок) არ გამოდგება იმიტომ, რომ უმეტესობა იარაღების ყველაზე საიმედოდ მუშაობენ მრგვალთავიანი ტყვიებით ხოლო არასტანდარტული ტყვიები ქმნიან პრობლემებს მიწოდებისას. ეხლა რაც შეეხება ტყვიის კონსტრუქციას, გაითვალისწინეთ, რომ მაღალსიჩქარიანი ექსპანსიური ტყვიები გათვლილია პატარა ცხოველებზე, სწრაფი და მკვეთრად გამოხატული ტყვიის დეფორმაცია/ფრაგმენტაციით. ასეთი ტყვია გაბრდღვნის ვირთხას, ციყვს მაგრამ თუ სამიზნე ორფეხა მტაცებელია, ეს ნიშნავს რომ ტყვია ვერ შეძლებს შეღწევას და დიდი ალბათობით ვერ მიწვდება შიდა ორგანოებს, რაც ნიშნავს, რომ სამიზნე არ გამოვა მწყობრიდან მალე და გააგრძელებს აგრესიას. ეს არის არასასურველი სცენარი, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს. ამიტომ, ჩემი აზრით .22lr კალიბრისგან ჩვენ გვინდა საიმედოობის გარდა ასევე მაქსიმალური შეღწევა. ამიტომ სწრაფი და მსუბუქი ექსპანსიური ტყვიები შეიძლება არ იყოს კარგი არჩევანი. ჯობია სწრაფი და მძიმე ტყვია მრგვალი თავით, რომელიც მასას კარგად ინარჩუნებს, ე.ი. აღწევს ღრმად.  ჩემი აზრით იდეალურთან ახლოს არის CCI AR Tactical, 40 გრანიანი მრგვალთავიანი დაფარული ტყვიით და საწყისი სიჩქარით 365 მწ-ში. ეს მუხტი ოპტიმიზირებულია ნახევრად-ავტომატური იარაღებისთვის და საიმედო მიწოდებისთვის. დაფარვა დამატებით ხელს უწყობს ფორმის/მასის შენარჩუნებას და შესაბამისასდ შეღწევას. ნაწილობრივ ტყვიის დაფარვის ამ თვისებებში  მე დავრწმუნდი როდესაც ვადარებდი .22long-ს და  .22lr-ს. პირველი იყო CCI-ს მუხტი 29 გრანიანი ტყვიით, დაფარვით და მრგვალი თავით, საწყისი სიჩქარით 365 მ/წ-ში.  მეორე იყო Eley Match, მრგვალთავიანი 40 გრანიანი ტყვიით, დაფარვის გარეშე და საწყისი სიჩქარით – 325 მ/წ-ში. კარაბინიდან სროლისას, შეღწევა იყო აბსოლუტურად ერთნაირი, ორივე ტყვიამ მასა შეინარჩუნა, ორივე აყირავდა მაგრამ მიუხედავად მაღალი სისწრაფისა და მცირე მასისა, დაფარული CCI-ს ტყვია ნაკლებად დეფორმირდა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ტყვიის მოკლე სიგრძე ასევე ის, რომ ტყვია დაფარულია და უფრო მყარია, ან ორივე ეს ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში 7 მეტრიდან, .22long კალიბრის 29 გრანიანმა ტყვიამ გახვრიტა 13 სმ დაპრესილი სველი ქაღალდი, 1.5 სმ ხის ფიცარი და გაჩერდა დსპ-ს ფიცარში. დაფარული, მაღალის სისწრაფის ტყვია, სტანდარტულ ბალისტიკურ ჟელატინში გაივლის სადღაც 2o-დან 35 სმ-ს რაც სასურველი შეღწევის ზღვარის ქვედა მინიმუმია. რა თქმა უნდა მცირე კალიბრის გამო, დროებითი და პერმანენტული ჭრილობის არხი იქნება ვიწრო  მაგრამ ოპტიმალური შეღწევის მიღწევა შესაძლებელია თუნდაც მოკლელულიანი იარაღიდან. ყველა ტესტირების შედეგები, რაც მე ვნახე ადასტურებენ, რომ სწრაფ 40 გრანიან ტყვიებს აქვთ ყველაზე კარგი შეღწევა.

22LR-800

მე გადავხედე სხვადასხვა წყაროებს და მიჩნეულია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური .22 კალიბრის მუხტი (თავდაცვის მხრივ) არის CCI Stinger (სურათზე მეორე), დაფარული ექსპანსიური ტყვია, 32 გრანიანი და თანაც ძალიან მაღალი სიჩქარით, რომელიც შეადგენს 500 მ/წ-ში. წლების განმავლობაში “სტინგერები” ითვლებოდა ყველაზე “ავ” .22lr კალიბრის მუხტად. სტატისტიკას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ და არ უნდა გამოვრიცხოთ სტატისტიკური შეცდომები. “სტინგერების” მასიური გამოყენება განპირობებულია იმით, რომ როგორც აღვნიშნე საკმაოდ დიდიხანი ეს მუხტი იყო ყველაზე “ცხელი” და მეც ყოველთვის, როდესაც მქონდა ამის შესაძლებლობა ვინახავდი “სტინგერებს” ყველაზე უარესი სცენარებისთვის. გავრცელებულობის გამო, სტატისტიკური მონაცემებიც ამ მუხტზე მეტია. გარდა ამისა, იმ ტესტების მიხედვით რაც მე ვნახე, “სტინგერი” არასდროს არ ფრაგმენტირდება, რაც განაპიორბებს მის სტაბილურ შეღწევას, მაგრამ ამ თვისებით ის ჩამოუვარდება 40 გრანიან სწრაფ ტყვიებს.

ყველა მუხტის თვისებების განხილვა არ შედის ამ სტატიის მიზნებში, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ მთავარი, ექსპანსიური და ფრაგმენტირებადი ტყვიები ხასიათდებიან ნაკლები შეღწევით, იმიტომ რომ ხარჯავენ ენერგიას არა შეღწევაზე არამედ დეფორმაციაზე და ფრაგმენტაციაზე. გაშლილი .22 კალიბრის ტყვიის დიამეტრი მაინც უფრო მცირეა ვიდრე მთლიანად გარსით დაფარული 9მმ-ნი ტყვიის. ტყვიები რომლებიც მასას და ფორმას კარგად ინარჩუნებენ ხასიათდებიან უკეთესი შეღწევით. შეღწევა არის .22 კალიბრის შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წვრილი კალიბრი დაბალი სიჩქარით ვერ შეძლებს წარმოქმნას დიდი ჭრილობის არხის ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამს ქონდეს უნარი მიწვდეს და დააზიანოს შიდა ორგანოები.

ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მწარმოებლის მიერ გამოცხადებული მაჩვენებლები და ტყვიის მოქმედების პრინციპი რეალურია კონკრეტული სიჩქარეების დიაპაზონში. გაცდით ამ სიჩქარეების დიაპაზონს და დიდი ალბათობით მიიღებთ რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს. როგორც უკვე აღვნიშნე, მოკლე ლულა მკვეთრად ამცირებს საწყის სიჩქარეს! იგივე “სტინგერი” თუ აღწევს 500 მ/წ-ში გრძელი კარაბინის ლულიდან, პისტოლეტიდან სროლისას მისი სიჩქარე ეცემა 370 მ/წ-მდე. ეს საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ (გააცნია მუხტს) ექსპანსიური ტყვია არ გაიშლება, ბუნებრივია თუ ენერგია არ იხარჯება დეფორმაციაზე/გაშლაზე ის იხარჯება შეღწევაზე და “სტინგერი” ნასროლი 5სმ-ნი ლულიდან შეაღწევს იგივე სიღრმეზე რაც “სტინგერი” ნასროლი 10სმ-ნი ლულიდან, განსხვავება იქნება მხოლოდ ის რომ 10-სმ ლულიდან გასროლისას სტინგერის ტყვია გაიშლება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ უმეტესობა მწარმოებელი კოლოფზე უთითებს სიჩქარეს, რომელიც მიღებულია გრძელი ლულიდან.

რეკომენდირებულ მუხტებს შორის არის უკვე ნახსენები CCI Stinger, ასევე CCI Mini-mag, CCI AR Tactical (იგივე Mini-mag, ტყვიის თავის ფორმით, რომელიც ოპტიმიზირებულია საიმედო მიწოდებისთვის ნახევრად-ავტომატურ იარაღში), 40 გრანიანი Aguila Interceptor, 40 გრანიანი მრგვალთავიანი Federal Champion, 32 გრანიანი CCI Quick-shock და CCI Velocitor. ყველა ეს მუხტი არის ცხელი და რაც მთავარია ძალიან კარგი ხარისხის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არც ერთი მწარმოებელი არ უშვებს .22lr კალიბრის მუხტს, რომელიც ოპტიმიზირებულია თავდაცვისთვის, რაც გასაგებია, ასევე არავინ არ უშვებს .375H&H-ს ოპტიმიზირებულს თავდაცვისთვის, იმიტომ რომ არც პირველი და არც მეორე არ არის შექმნილი ამ დანიშნულებით.

anti ter

“ბერეტა 70″ არის მცირეკალიბრიანი პისტოლეტი კარგი რეპუტაციით, მაღალ სიჩქარიანი Remington Viper შეიძლება ჩაითვალოს რომ საკმაოდ ცხელი მუხტია, მაგრამ სამწუხაროდ ჩემმა ბერეტამ ვერ იმუშავა საიმედოდ ამ მუხტთან. აღნიშნული მაგალითი ადასტურებს, რომ შემოწმება აუცილებელია.

გაითვალისწინეთ, ისიც რომ კლიმატური პირობები უფრო რადიკალურად მოქმედებენ მცირეკალიბრიან ვაზნაზე. ჰაერის დაბალი ტემპერატურა ამცირებს საწყის სიჩქარეს. თბილი, ზამთრის ტანსაცმელი რადიკალურად შეამცირებს მცირეკალიბრიანი ტყვიის ეფექტურობას, სქელი ტყავის ქურთუქი ასვე იგივე გამოიწვევს.

რაც შეეხება ე.წ. “ტაქტიკურ წინაღობებში” გავლის შესაძლებლობას, აქ რამე საოცარ თვისებებს არ უნდა ველოდოთ რბილი და ნელი ტყვიისგან. ტყვია გახვრიტავს ავტო მანქანის ძარის თუნუქის ნაწილებს, ასევე საქარე მინას, ერთ-ერთ ტესტში საქარე მინის გახვრეტის შემდეგ, ტყვიამ შეაღწია ბალისტიკურ ჟელატინში 8სმ-ით . სწრაფი დაფარული ტყვია ასევე გახვრიტავს 5 ფენა 1.2 სმ-ნი “გიფსოკარდონს”.   ინტერნეტში ნახავთ უამრავ ასეთ იმპროვიზირებულ ტესტირებას, მაგრამ შედეგებს ყოველთვის უნდა შეხედოთ ჯანსაღი სკეპტიციზმით. ასეთი ტესტები ტარდება მოყვარულების მიერ, სატესტო პირობები არასტაბილურია ან განსხვავდება, იგივე ბალისტიკური ჟელატინის რეცეპტის ცვლილებისას ან თუნდაც მისი ტემპერატურის ცვლილებამ შეიძლება რადიკალურად იმოქმედოს ტესტირების საბოლოო შედეგეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება .22lr შედარებით სუსტი კალიბრია მაგრამ, როგორც ხვდებით მას შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება.

ვაზნების როტაცია არის აუცილებელი. .22 კალიბრის ვაზნა არის ფაქიზი და ცუდად უძლებს ნესტის ზემოქმედებას, ამიტომ როტაცია უნდა იყოს შედარებით ხშირი, რომ არ მოხდეს მტყუნება. 

მე თავს შევიკავებდი ეკზოტიკური კვების სისტემებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ კიდეს დიამეტრი აღემატება მასრის დიამეტრს, ეს ვაზნა არ არის იდეალური მჭიდიანი იარაღისთვის. უმეტესობა მჭიდების არის ერთ-რიგიანი და იტევს მაქსიმუმ 10 ვაზნას. უფრო ეკზოტიკური კვების სისტემები, როგორც წესი კონსტრუქციულად რთულია, ნაკლებად საიმედოა. მათი უმეტესობა განკუთვნილია გასართობი სროლისთვის ამიტომ, როგორც წესი არ არის გათვლილი უხეშ ექსპლუატაციაზე. ხსენებული კიდეს გამო, მჭიდები უნდა დატენოთ ყურადღებით, რომ ვაზნების განლაგება მჭიდში იყოს სწორი. შეიძლება ამას ბევრმა არ მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ზოგჯერ ის თუ როგორ ავსებთ მჭიდს ვაზნებით, განაპირობებს რამდენად საიმედოდ მუშაობს იარაღი. ვინც არ იცით ახალი .22 კალიბრის “გლოკის” პისტოლეტების პრობლემური საიმედოობა სწორედაც რომ დაუკავშირდა მჭიდის ვაზნებით ავსების მეთოდს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე აგვიხსნეს ….

.22lr არის ბინძური კალიბრი. ეს ეხება, როგორც ნამწვავს და დენთის ნარჩენებს ასევე ტყვიით დაბინძურებას, რომელიც რჩება ლულაში და რაც უფრო სახიფათოა, მიწოდებისას ათლილი ტყვიის ნაწილაკები, რომლებიც გროვდება სავაზნესთან. ამიტომ, თუ აპირებთ რომ იარაღი გამოიყენოთ, როგორც თავდაცვის საშუალება, უმჯობესია მეტი ყუარღება დაუთმოთ იარაღის მოვლას და საფუძვლიან წმენდას. პლინკერი შეიძლება გაწმინდოთ მას მერე რაც ის დაიწყებს გაჭედვას, თავდაცვითი იარაღის შემთხვევაში ასეთი მიდგომის შედეგი იქნება შეფერხება ყველაზე არახელსაყრელ დროს.

unnamed

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე .22 ალიბრის ამუნიცია საიმედოა, როგორც არასდროს აქამდე, ხოლო კარგი ხარისხის მცირეკალიბრიანი იარაღები კარგად იტანენ დაბინძურებას, იარაღის, რომელიც გამოიყენება თავდაცვისთვის უნდა ყოველთვის იყოს კარგად გაწმენდილი. 

.22 კალიბრის იარაღის არჩევანზე მე ბევრს არ დავწერ. არავინ არ ყიდულობს მცირეკალიბრიან იარაღს თავდაცვისთვის, ამ იარაღს ყიდულობენ იმ დანიშნულებით, რაც სტატიის დასაწყისში დავწერე, უბრალოდ ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება იყოს გამოყენებული თავდაცვისთვის. უფრო მეტიც, მცირეკალიბრიანი იარაღის ნებისმიერმა მფლობელმა უნდა იფიქროს და უნდა ქონდეს სცენარი, ასეთი იარაღის საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის მიზნით გამოყენებაზე.

წლების წინ მე ვიყიდე ჩემი თუ არ ვცდები პირველი .22 კალიბრის პისტოლეტი მაღაზია “დიანაში”. ეს იყო მშვენიერი Browning Buckmark Bullseye Target, წლები გავიდა და მას მერე თბილისის მაღაზიებში არ გამოჩენილა  ანალოგიური ხარისხის მცირეკალიბრიანი პისტოლეტი. იმ დროს მე საკმაოდ საშუალო მსროლელი ვიყავი პისტოლეტიდან, მაგრამ ეგრევე აღმოვაჩინე რამდენად ადვილია ამ პისტოლეტიდან სწრაფი და ზუსტი სროლა და ზოგადა რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს მცირეკალიბრიანი პისტოლეტი. ადვილად შესაძლებელი იყო ათი სწრაფი გასროლის წარმოება და ათივე ტყვია მოხვდებოდა სილუეტის ცენტრში.

ნამდვილად, კარგი იარაღი და აღჭურვილობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მომზადება, შემართება და სულისკვეთება. 1972 წლის 8 მარტს ბიბი ნეტანიახუ წავიდა სამგზავრო თვითმფრინავის შტურმზე შეიარაღებული .22 კალიბრის პისტოლეტით, იმიტომ რომ მიჩნეულ იქნა რომ უფრო მსხვილ კალიბრიანი იარაღი შეუქმნიდა საფრთხეს მძევლებს. ოპერაცია “იზოტოპი” შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მძევლების გათავისუფლების ოპერაცია. 1968 წლის 18 თებერვალს “ელ ალის” ახალგაზრდა მცველი მორდეხაი რახამიმი, შეიარაღებული მცირეკალიბრიანი პისტოლეტით, დაუპირისპირდა AK-47-ებით შეიარაღებულ ოთხ ტერორისტს და გაიმარჯვა. 2018 წლის 11 ოქტომბერს, ტეხასში, სიტყვიერი დაპირისპირება 19 წლის დაკოტა კირკმანს და 38 წლის მანუელ მარტინესს შორის  გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებაში, მარტინესმა ესროლა კირკმანს 15-ჯერ .223 კალიბრის AR-15-დან და 12-ჯერ .40 კალიბრის პისტოლეტიდან და ყველა ააცილა, კირკმანს თან ქონდა მართო ცალვაზნიანი კარაბინი, ერთი ვაზნით სავაზნეში. მან ერთი გასროლით მკერდში. მოკლა მარტინესი. სასამართლომ ის ცნო უდანაშაულოდ და აღიარა რომ ის მოქმედებდა თავის დაცვის მიზნით.    ანდაზა, ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო ამ შემთხვევაში როგორც არასდროს აქტუალურია, იცოდეთ თქვენი და თქვენი იარაღის შესაძლებლობები, ბევრი ივარჯიშეთ, ჩამოაყალიბეთ სწორი აზროვნების ყაიდა და  თქვენ ხელში .22lr კალიბრის იარაღიც იქნება ეფექტური ინსტრუმენტი.

კვირის იარაღი – FN 1906

March 21st, 2020

bb1

ევროპაში ზოგადად და ჩვენ ქვეყანაში კონკრეტულად ეს პატარა 6.35 კალიბრის პისტოლეტი ცნობილია, როგორც FN 1906 (FN – ბელგიური კომპანია, რომელიც უშვება ამ პისტოლეტს), ამერიკაში მას იცნობენ როგორც 1905 წლის მოდელს, იმ წლის მიხედვით როდესაც ჯონ ბრაუნინგმა დაარეგისტრირა პატენტი, ხოლო ამერიკაში მას ლიცენზიით უშვებდა კოლტი და ამ პისტოლეტს ერქვა 1908 წლის Colt Pocket Hammerless. ამ პისტოლეტს ასევე ეძახდნენ “ჟილეტის პისტოლეტს” უფრო სწორედ ამ პისტოლეტმა წარმოშვა ეს ტერმინი. იმ დროს ჯენტლმენის გარდერობის ნაწილს წარმოადგენდა ჟილეტი ორი პატარა ჯიბით, მონეტებისთვის და ჯიბის საათისთვის, ხოლო პატარა ბრაუნინგი უპრობლემოდ ეტეოდა ასეთ ჯიბეში.  როგორც ყველა ბრაუნინგის იარაღი, 1906 წლის მოდელიც, გამოირჩეოდა მარტივი კონსტრუქციით, ადვილად იშლებოდა და საიმედოდ მუშაობდა. მასში გამოყენებული ავტომატური მცველი უზრუნველყოფდა მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ტარებას ვაზნით სავაზნეში. იმის გამო რომ პისტოლეტს არ გააჩნდა ჩახმახი, ხოლო გარედან ყველა მისი კუთხე იყო გადამრგაველბული, პისტოლეტის ჯიბიდან ამოღება და პირველი გასროლის წარმოება იყო ძალიან მარტივი. კალიბრი 6.35 შექმნა ამერიკული Union Metallic Cartridge-ის უილიამ მორგან ტომასმა, ჯონ ბრაუნინგის თხოვნით, სპეციალურად ამ პისტოლეტისთვის. ბრაუნინგის ჩანაფირით, ორ ინჩიანი ლულიდან გასროლილ 6.35 კალიბრის ტყვიას, უნდა ქონოდა იგივე ენერგია, რაც .22lr კალიბრის ტყვიას უფრო გრძელლულიან იარაღში.  6.35×16mmSR (ამერიკული დასახელება .25 ACP) ნიშნავს, რომ 16მმ სიგრძის მასრას აქვს კიდე, რომლის დიამეტრი მასრის დიამეტრზე უფრო დიდია. ასეთი კონსტრუქციის მიზეზი ჩემი აზრით ის იყო, რომ სავაზნის დამზადება ასეთი ვაზნისთვის უფრო ადვილია, როდესაც ვაზნის განლაგება სავაზნეში სრულდება მასრის კიდეს გამოყენებით. ამასთანავე ვაზნა არის ცენტრალური აალების და ამაალებლის გამოყენების კვალობაზე 6.35მმ იყო ყველაზე მცირე ზომის მასრა, რომლის გამოყენებაც ტექნიკურად იყო შესაძლებელი. ამასთანავე მასრაზე შესრულებული წრიული ღარი უადვილებს სამსახურს ექსტრაქტორს. ცენტრალური აალების სქემის და გარსით დაფარული ტყვიის გამოყენებამ ასევე განაპირობა პისტოლეტის მაღალი საიმედოობა გვერდითი აალების ვაზნასთან შედარებით, რომელიც იყენებდა რბილი ტყვიისგან დამზადებულ ჭურვს.

ყველა ჩამოთვლილი მიზეზის გამო, ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტები წარმოებული კოლტის და FN-ის მიერ, სარგებლობდნენ ძალიან დიდი პოპულარობით. პირველმა გამოუშვა ნახევარი მილიონი, ხოლო მეორემ მილიონზე მეტი პისტოლეტი. ასევე უამრავმა სხვა მწარმოებელმა გამოუშვა მილიონობით ამ პისტოლეტის კოპია და მოდიფიკაცია, ხოლო მათი უმეტესობა რქ თქმა უნდა მოდის ესპანეთის პროვინცია ეიბარზე, სადაც უმრავი წვრილი მწარმოებელი უშვებდა ამ პისტოლეტის უამრავ ნაირსახეობას. ამის გამო ეს პისტოლეტი, ამა თუ იმ შესრულებით, არც ისე იშვიათად გვხვდება საქართველოშიც. მე თავის დროზე, ძალიან დიდი ხნის წინ, გამიმართლა და ჩემ ხელში აღმოჩნდა ორიგინალური ბელგიური ბრაუნინგი თანაც იდეალურთან ახლო მდგომარეობაში. 6 ვაზნიანი 350 გრამიანი პისტოლეტი მიუხედავავდ ასაკისა იდეალურად მუშაობდა, იყო საკმაოდ ზუსტი მიუხედვად წვრილი/რუდიმენტარული სამიზნი მოწყობილობებისა. ჩემი პისტოლეტი ასევე აღჭურვილი იყო მექანიკური მცველით, რომელიც გაჩნდა ბელგიურ პისტოლეტებზე 1909 წელს, ხოლო კოლტის პისტოლეტი თავიდანვე იყო აღჭურვილი ასეთით. ბელგიური პისტოლეტები მექანიკური მცველით განეკუთვნებიან ე.წ. მეორე ტიპის 1906 წლის ბრაუნინგებს. ამ პისტოლეტმა ასევე ერთხელ დამიცვა სერიოზული ხიფათისგან, რომელზეც ადრე თუ გვიან მე აუცილებლად მოგიყვებით.

Baby-Browning-22

პისტოლეტს ჯერ არაფორმალურად ხოლო 30-ნი წლებიდან ოფიციალურად ერქვა “ბები-ბრაუნინგი”. სურათზე არის კიდე უფრო კომპაქტური და მსუბუქი (270 გრ)  1931 წელს წარმოებაში გაშვებული “ბები-ბრაუნინგი”, რომელზეც მუშაობდა დიდიე საივი. 

დღევანდელი სტანდარტებით, არც 6.35 არ არის დამკმაყოფილებელი და არც 6 ვაზნიანი ტევადობა არ არის საკმარისი, მაგრამ ბრაუნინგები დღემდე გამოდის. FN-მა შეწყვიტა მათი წარმოება 70-ნი წლების ბოლოლმდე და მოკლე ვადით უშვებდა საფრანგეთში 80-ან წლებამდე, რაც თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია. რიგი კომპანია დღემდე უშვებს 1906 წლის ბრაუნინგს, აქიდან ამერიკული PSA, Inc. უშვებს “ბები ბრაუნინგის” პრაქტიკულად ზუსტ და თანაც მაღალი ხარისხის ასლებს. მიუხედავად თავისი მოკრძალებული მაჩვენებლებისა, 1906 წლის ბრაუნინგი არის იარაღების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი “ცოცხალი” წარმომადგენელი და ერთგვარი მტკიცებულება ჯონ ბრაუნინგის გამორჩეული ნიჭის.

რას წარმოადგენს ბიუჯეტური “მოსბერგი” – Maverick 88?

March 7th, 2020

20200307_165532

საქართველოში 12 კალიბრის თოფი “Maverick 88″ საკმაოდ კარგად ცნობილი იარაღია. მისი იმპორტი მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურად ხორციელდება და თუ დააპირებთ მის შეძენას, “მავერიკს” ადვილად იპოვით, როგორც მაღაზიებში ასევე მეორადი იარაღის ბაზარზე.  ამერიკაში ის იყიდება 200-250 დოლარად, საქართველოში მისი ფასი მერყეობს 900-დან 700 ლარამდე. კონსტრუქციულად “მავერიკი” არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “პომპის” Mossberg 500-ის “ბიუჯეტური” ვერსია. თუ გავითვალისწინებთ, რომ არც “მოსბერგ 500″ არ განეკუთვნება ელიტარული იარაღის კატეგორიას, მაშინ რას წარმოადგენს “მავერიკი”, ისედაც ბიუჯეტური თოფის უფრო ბიუჯეტური ვერსია?

დავიწყოთ იმით, რომ თოფს ნამდვილად უშვებს “მოსბერგი”, თუმცა თოფები იწყობა სხვა საწარმოში, იგლ პასში, ტეხასის შტატი, მავერიკის საგრაფოში, საიდანაც წამოვიდა ეს სახელი (Maverick, მავერიკ, ქართულად ნიშნავს არაორდინარულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს), ხოლო ერთ-ერთი მიზეზი დაბალი ფასისა გახლავთ ის, რომ გამოყენებული ნაწილების უმეტესობა დამზადებულია მექსიკაში. ორივე თოფი, “მოსბერგ 500″ და “მავერიკ 88″ მექანიკურად და ვიზუალურად პრაქტიკულად იდენტურებია და მხოლოდ რამდენიმე განსხვავებაა. ყველაზე თვალში საცემი არის მცველი, რომელიც “მავერიკზე” განლაგებულია დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსზე, სასხლეტის წინ. ნაკლებად თვალში საცემი არის ტიბჟირი, რომელიც პერმანენტულად დაფიქისირებულია რკინის ზოლურებთან, რომლებიც თავის მხრივ აკავშირებენ ტიბჟირს და საკეტს. “მავერიკის” რესივერი ასევევ არ არის წინასწარ გაბურღული ოპტიკის სამაგრის დასაყენებლათ. მეტი განსხვავება მექანიკურ მოწყობილობაში არ არის.

გარდა ამისა, ასევე განსხვავდება დეტალების დამუშავების ხარისხი. “მოსბერგთან” შედარებით, “მავერიკის” რკინის დეტალები ბევრად უფრო უხეშად არის დამუშავებული, რის გამოც საკეტის და გადატენვის მექანიზმიც ისე რბილად არ მუშაობს, როგორც ტიპიურ “მოსბერგში”. ყველა “მავერიკი” აღჭურვილია შავი პლასტმასის ფურნიტურით და სულ ახალ მოდელებზე ეს პალსტმასა საკმაოდ იაფფასიანად გამოიყურება. მიუხედავად ვიზუალური და ტექნიკური მსგავსებისა, თუ მაგალითად ლულა და საკეტი თავსებადია ორ თოფს შორის, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები თავსებადი არ არის.

ჩვენი ტესტირების ობიექტი არის მოდელი “security”, რომელიც აღჭურვილია 47 სანტიმეტრიანი ცილინდრული არაქრომირებული ლულით. როგორც “მოსბერგ 500″-ზე, ქანჩი რომელიც აფიქსირებს ლულას, შესრულებულია ლულაზე და წინიდან ეჭირება მილისებრ მჭიდს, რომელიც თავის მხრივ იტევს 5 ვაზნას. ლულა ოქსიდირებულია, ალუმინის რესივერი დაფარულია შავი პრიალა დაფარვით. საკეტი მეტალის არის და არ არის დაფარული დამცავი დაფარვით. ჩემი დაკვირვებით “მოსვერგებზე” გამოიყენება უფრო უკეთესი დაფარვები.

20200307_165550

ლულის ფიქსაციის ასეთი მეთოდი გამორიცხავს მჭიდის ტევადობის გაზრდას.

თოფის სამიზნი მოწყობილობები შედგება ტრადიციული, ალტუნის მრგვალი კორასგან.  იარაღის წონა სავსე მჭიდით 2.8 კგ-ია, სიგრძე 97.5სმ, ლულის სიგრძე 47სმ. მოკლედ, როგორც ხვდებით “მავერიკ 88″ არის ყველაზე საბაზისო “პომპა” რომელიც შეიძლება წარმოიდგინოთ. არაფერი ზედმეტი, მაგრამ საჭირო რაღაცეებიც არ არის გათვალისწინებული, მაგალითად საღვედეები, რაც უკვე ტიპიურია ბვერად უფრო ძვირადღირებული ამერიკული იარაღებისთვის.

კონსტრუქციის აღწერილობა, რომ გავაგრძელოთ, თოფის საკეტი ძალიან გავს საქართველოში პოპულარული თურქული პომპების საკეტს, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა დაფუძნებულია იტალიური FABARM SDASS-ის კონსტრუქციაზე. ორივე შემთხვევაში საკეტი იყენებს ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავ ბჯენს, რომელიც ზემოქმედებს ლულის კუდზე შესრულებულ კილოსთან. მოძრავ ბჯენს ასევე იყენებს “მავერიკი”. ეს პოპულარული სქემაა და ჯონ მოზეს ბრაუნინგმა პირველმა დააპატენტა თოფი ასეთი მოძრავი ბჯენით ჯერ კიდევ 1897 წელს.

უპირატესობა “ფაბარმის” ტიპის მექანიზმის გამომდინარეობს ჩემი აზრით იმაში, რომ შესაძლებელია ლულის მოხსნის შემდეგ, ტიბჟირი, ზოლურები საკეტის მატრებელი (ეს ყველა გაერთიანებული ერთ მოდულში) და საკეტი, განაცალკევოთ რესივერისგან, რაც მოსახერხებელია წმენდისთვის. “მავერიკის” შემთხვევაში ეს რომ გააკეთოთ ჯერ უნდა მოხსნათ ლულა, შემდეგ დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, რის შემდეგაც უნდა ამოიღოთ ქვევიდან საკეტის “მატარებელი” და ვაზნის ინტერცეპტორები, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ წინიდან საკეტის ამოღებას რესივერიდან.  ინტუიციურად “მავერიკს” ვერ დაშლით და მითუმეტეს ვერ ააწყობთ, საჭირო იქნება ისნტრუქციის წაკითხვა ან შესაბამისი ვიდეოს ნახვა. დიახ, “მავერიკი” თითქოს უფრო რთულია, მაგრამ ჩემი აზრით უფრო ექვემდებარება რემონტს, რამე რომ გამოვიდეს მწყობრიდან. გამონაკლისი არის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის რესივერში ფიქსაციის მეთოდი. თუ “ფაბარმში” ის ფიქსირდება ორი შტიფტით, “მოსბერგებში ის უკნიდან ფიქსირდება შტიფტით ხოლო წინიდან შესაბამისი ბჯენებით, რესიცერში ამოჭრილ კილოებში. მე პირადად არ მინახავს და არ მსმენია ასეთი შემთხვევის შესახებ, მაგრამ ამბობენ, რომ ეს პლასტმასის ბჯენები ტყდება და თოფის გამოყენება ხდება შეუძლებელი, უნდა გამოიცვალოს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსო. “მოსბერგ 590a1″-ში ეს კორპუსი მაგალითად არის ლითონის.

ისევე როგორც “ფაბარმში”, მჭიდიდან ამოღებული ვაზნის დაფიქსირება მიწოდების პროცესში არ ხდება, მაგრამ “მავერიკში” მაინც გამოირიცხება ვაზნის გაჭედვა საკეტსა და სავაზნის კიდეს შორის, რაც ადვილად მიღწევადია ბევრი თურქული “ფაბარმის” კლონით, თუ ლულას საკმარისად დაბლა დახრით მიწისკენ. მარტივმა ექსპერიმენტმა დაადასტურა ჩემი სიტყვები. თურქული “ჩერჩილი” ვაზნა მიწოდების მცდელობისას გაჭედა, “მავერიკმა” არა.

ზოგადად, რომ გადახედოთ “მავერიკის” მიმოხილვებს დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეს იარაღი სარგებლობს კარგი რეპუტაციით და საკამოდ გავრცელებულია. ამის მიზეზი პირველ რიგში რა თქმა უნდა არის ფასი. 200 დოლარად თქვენ პრაქტიკულად მართალია იღებთ “მოსბერგ 500″-ის ბიუჯეტურ ვერსიას, მაგრამ მიანც “მოსბერგ 500″-ს. თქვენ განკარგულებაშია ორმაგი საიმედო ექსტრაქტორი, ალუმინის მსუბუქი რესივერი, რომელიც არ იჟანგება, ვაზნების მისაწოდებელ ღია ფანჯარას, რომლის წყალობით მჭიდი ბევრად ადვილად და სწრაფად ივსება ვაზნებით. თოფის კონსტრუქცია ასევე ძალიან მარტივია, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და მჭიდის გარდა ზამბარები არსად აღარ არის. განსხვავებით “რემინგტონ 870″-სგან ეჟექტორი არ არის პერმანენტულად დამაგრებული რესივერში, არამედ დამაგრებულია ხრახნით, რაც უზრუნველყოფს მის მარტივ გამოცვლას. “რემინგტონის” შემთხვევაში დაგჭირდებათ იარაღის ხელოსანი, ისიც იმ პირობით რომ მას ექნება სპეციალური ინსტრუმენტი.  

20200307_164310

დაშლილი “მავერიკის” ყველა დეტალი ხელმისაწვდომია წმენდისთვის და ინსპექტირებისთვის, მათ შორის ვაზნის მიწოდების მექანიზმის ყველა ელემენტი. მეორეს მხრივ “ფაბარმის” სისტემა უფრო სწრაფად და ინტუიციურად  იშლება და იწყობა. 

“მავერიკის” დანიშნულება არის სახლის დაცვა. როგორც მინიმუმ ყველა მოდელის, რომელიც იყენებს შედარებით მოკლე ლულებს. გამოყენების ეს ფილოსოფია გულისხმობს, რომ თოფის გამოყენება მოხდება უკიდურესად ახლო მანძილებზე. ასეთ მანძილებზე “მავერიკი” იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც ყველაზე “დანავაროტებული” თაქტიკური “პომპა” მაგალითად იგივე FABARM-ის წარმოების, რომლის ფასიც სამჯერ ოთხჯერ უფრო მეტია.

ჩვენ შევეცადეთ, რომ გვენახა სად გადის ასეთი ტიპის თოფის ეფექტურობის ზღვარი და საკმაოდ დამაფიქრებელი შედეგები მივიღეთ. 50 მეტრიდან არც ერთი “სლაგი” სამიზნეს არ მოხვდა. აღმოჩნდა, რომ ასეთ მანძილზე ცდომილება დამიზნების და მოხვედრის წერტილებს შორის იმხელაა, რომ ყველა ტყვია ხვდება სამიზნის მარჯვნივ. თუ 7 მეტრიდან სტანდარტული 9-ნი კარტეჩის მთლიანი მუხტი აღმოჩმნდა სილუეტის ცენტრში, რაც ერთგვარი გარანტიაა, რომ სამიზნე გამოვა მწყობრიდან,  25 მწტრიდან 9-დან მხოლოდ სამი ჭურვი მოხვდა სამიზნეს, რაც არც ისე კარგი შედეგია. 50 მეტრზე 24 გრამიანი “ფოსტერები” სტაბილურად ხოლო 34 გრამიანი  ”ბრენეკეს” მაგვარი ტყვიების ნახევარი, ხვდებოდა სამიზნეს აყირავებული, რაც ნიშნავს რომ 50 მეტრის იქით რაიმე სიზუსტეზე საუბარი იქნებოდა ზედმეტი. ასეთ მანძილზე მოხვედრის საშუალო წერტილი იცვლებოდა ვაზნის ცვლილებასთან ერთად მაგრამ ვერტიკლაური ცდომილება იყო მეტ-ნაკლებად სტაბილური და მოხვედრის საშუალო წერტილი იყო დაახლოებით 80სმ-ით მაღლა. სტანდარტული კორა თარაზოს შემთხვევაში ეს ადვილად გამოსწორდებოდა, მაგრამ მრგვალ კორას ვერაფერს ვერ მოუხერხებ.

20200307_141853

00 კარტეჩით სროლის შედეგი, 7 მეტრზე შედეგი კარგია, 25 მეტრზე შედეგი ნაკლებად შთამბეჭდავია.  15 მეტრიდან ტყვიით სროლისას (ხელიდან) სიზუსტე მისაღებია.  კარგად ჩანს, რომ მოხვედრების უმეტესობა მაღლა და მარჯვნიც არის.  

10-15 მეტრიდან დამიზნება ხდებოდა ღვიძლის მიდამოში რომ მოხვედრები ყოფილიყო სილუეტის მასის ცენტრში. აქ ასევე თავს იჩენს პრობლემა, რომელიც უკავშირდება მარტივი მრგვალი ლატუნის კორის გამოყენებას. თოფზე შაშხანის ტიპის სამიზნი მოწყობილობების გამოყენება გაძლევთ საშულებას ადვილად მიაღწიოთ ერთგვაროვან დამიზნებას, რაც ძნელად მისაღწევია მხოლოდ მრგავლი კორას გამოყენების დროს. დაუმატეთ ამას საშუალო ლულა, საშუალო სასხლეტი და მიიღებთ თოფის ეფექტური გამოყენების 25 მეტრიან ზღვარს, რაც მეორეს მხრივ სრულად შეესაბამება თოფის დანიშნულებას. სახლის დასაცავად 25 მეტრიანი ეფექტური სროლის მანძილი საკმარისზე მეტია.  თოფის შესაძლებლობების ტესტირებისას ჩვენ სპეციალურად ვიყენებდით ყველაზე ხელმისაწვდომ თურქულ ვაზნებს, ამიტომ განსხვავებული/უკეთესი ხარისხის ვაზნებით შედეგი იქნება ალბათ უფრო უკეთესი.

თავისებურება გლუვლულიანი თოფების იმაში მდგომარეობს, რომ მუხტის ცვლილებას მოყვება რადიკალური ცვლილებების მოხვედრის საშუალო წერტილში, შეღწევაში და გაშლაში, ამირტომ თუ სერიოზულად ხართ განწყობილი და გინდათ სროლა 25 მეტრის იქით, მოიმარაგეთ ფული და დრო, იმიტომ რომ ბევრი ექსპერიმენტირება შეიძლება დაგჭირდეთ, სანამ იპოვით ოპტიმალურ კომბინაციას. ეს არ ეხება მარტო ბიუჯეტურ თოფებს, ეს ეხება ყველა თოფს ზოგადად.

რაც შეეხება ნადირობას, მე არაერთხელ მითქვამს და ისევ გავიმეორებ, ჩემი ყველაზე საინტერესო და რეზულტატიური ნადირობები მწყერზე იყო ყველაზე უბრალო “პომპებით”. ერთხელ სადღაც წალკასთან, ვიყავით სანადიროთ და მე თან მქონდა ჩემი საბჭოთა წარმოების ИЖ-58, თუ არ ვცდები ტრადიციული ჩოკ+ნახევარჩოკი ლულებით. ეს ძალიან კარგი თოფია, მსუბუქი და გამძლე. ეს იყო ჩემი პირველი ნადირობა მწყერზე და თოფიც მქონდა კლასიკური, სანადირო იარაღი. პირველივე გასროლით მწყერი პირდაპირი გაგებით დაიშალა ჰაერში და მარტო მისი ერთი თათი ვიპოვე, მერე რამდენიმე აცილებაც იყო. მეორე დღეს “იჟი” დავტოვე ბანაკში და წავიღე ზუსტად ასეთი “მავერიკი”. ნადირობაც ბევრად უფრო რეზულტატიური მქონდა. ვიცი ეხლა გამოცდილ მონადირეებს გაეღიმებათ ამის წაკითხვაზე მაგრამ, რა გინდათ? შორს ვერ გაისვრით მაგრამა ხლო მანძილებზე მწყერს ცოტა შანსი ექნება. თავდაცვა, პრაქტიკა და შესაძლებლობა იარო ყველაზე პოპულარულ ნადირობებზე, ჩემი აზრით კარგი ნაკრებია ბიუჯეტური იარაღისთვის. ვისაც არ აქვს საშუალება ყველაფრისთვის ცალკე იარაღი იქონიოს, ასეთი “პომპა” სთავაზობს გარკვეულ მოქნილობას. მოთხოვნა პომპებზე ჩემ სიტყვებს ადასტურებს, ყველა მაღაზიას ასორტიმენტში აქვს ასეთი თოფები.

“მავერიკის” ტესტირებისას მოხდა ერთი ნაკლებად სასიამოვნო ინციდენტი. თურქული მუხტით სროლისას, რომელიც იყენებს სამ სფერულ ჭურვს პლასტმასის კონტეინერში (Yaf Tripple Slug), საკეტი იჭედებოდა (არ ვიცი რატომ). როდესაც საკეტი არ იხსნება, გამოსავალი არის კონდახის მიწაზე დარტყმა, რომ დარტყმისგან ინერციამ გახსნას საკეტი. ინერციამ გახსნა საკეტი და ამოატეხა პლასტმასის ნაწილი ტიბჟირზე. ეს მასიური ფეილი ადასტურებს, რომ პლასტმასა “მავერიკებზე” არის საკმაოდ საშუალო და ამიტომ მას ჭირდება მოფრთხილება. დაზიანება მეტ წილად კოსმეტიკურია,  მაგრამ მაინც საწყენია, მითუმეტეს იმის გამო რომ, ჩამოტყდა პლასტმასა ყველაზე სქელ ადგილას. მე გადავამოწმე და სათადარიგო ტიბჟირი არ ღირს ძვირი, ფურნიტურის მთელი კომპლექტი ჯდება სადღაც  40 დოლარი.

20200307_164328

დაზიანებული ტიბჟირი. 

ასევე გადატენვისას მოხდა ისეთი ტიპის დაბრკოლება, რომლის ახსნა საკმაოდ ძნელია. საკეტის გახსნისას ვაზნა მჭიდიან ამოხტა გარეთ. როგორც არ ვეცადე შემდგომ, ასეთი რამე ვერ გავიმეორე. ვაზმა ან ამოხტა საექსტრაქციო ფანჯრიდან ან ვაზნის მისაწოდებელმა ხონჩამ ვერ მოასწრო ჩამოწევა და მჭიდმა ვაზნა გარეთ გადმოაგდო. როგორც აღვნიშნე იგივე დაბრკოლების იმიტირება მე ვერ შევძელი და არც მომდევნო გასროლების დროს ასეთი რამე აღარ გამეორებულა. გარდა ხსენებული თურქული “სამ ტყვიანი” მუხტისა იარაღმა მოინელა ყველა ვაზნა მათ შორის გადატენილი. სავაზნე 76მმ-ნია, მაგრამ მეეჭვება ვინმემ შეძლოს ე.წ. “მაგნუმ” ვაზნების გამოყენება აუტანელი უკუცემის გამო. სტანდარტული 34 გრამიანი ვაზნების გამოყენებისას უკუცემა ატანის ზედა ზღვარზეა თოფის მცირე წონის გამო და ძალიან რბილი “ბალიში” კონდახზე საქმეს დიდად არ შველის.

ბოლოს ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რომელია უფრო უკეთესი, რომელიმე თურქული “ფაბარმის” კლონი 500-600 ლარად თუ “მავერიკი” 700-900 ლარად?  მე მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თურქული თოფების შესრულება ბევრად უკეთესია, ლულა და სავაზნეც ქრომირებულია, ზოგი მოდელი ასეთ ფასში მოდის შაშხანის ტიპის სამიზნი მოწყობილობებით და სხვა რამეებით რაც “მავერიკს” არ გააჩნია, მაგალითად თუნდაც საღვედეებით (ჩემ 400 ლარად ნაყიდ “ჩერჩილს” საღვედეები უყენია). ამავე დროს თურქული თოფები გამოდგომაზეა, მაგრამ მათი ხარისხი  წლიდან წლამდე უმჯობსდება. “მავერიკი” მეორეს მხრივ გამოცდილი კონსტრუქციაა, თუმცა თოფის ტესტირებამ და ინციდენტმა ტიბჟირთან დაგვიდასტურა, რომ “მავერიკს” ბევრი აკლია ეტალონურ 590A1-მდე, რომელიც ჩემი აზრით არის საუკეთესო 12 კალიბრის პომპა.  ასევე მე არ მომწონს რომ “ფაბარმის” სქემაში შესაძლებელია ადვილად ინიცირება მდგომარეობის, რომლის დროსაც ვაზნა გაიჭედება. ის, რომ “ფაბარმის” კლონები უფრო ადვილად იშლება, არ არის კრიტიკული ასეთი ტიპის იარაღებისთვის, რომლებსაც ხშირი წმენდა არ ჭირდებათ.  მოკლედ ყველა ფაქტორი მე ჩამიგითვალეთ, ხოლო საბოლოო არჩევანი თქვენზეა.

20200307_165440

“მოსბერგის” სისტემის საფირმო “ღია” დასატენი ფანჯარა.

dg9009

პრაქტიკულად ერთი და იგივე ტიპის და რაოდენობის ვაზნების გასროლის შემდეგ არ არის ძნელი მიხვდეთ, რომელი ლულა არის ქრომირებული და რომელი არა.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. “Maverick 88″ არის ყველაფერში მინიმალისტური თოფი, რომელიც იყენებს კარგად გამოცდილ “მოსბერგ 500″-ის კონსტრუქციას. სამწუხაროდ მისი ფასი საკმაოდ მაღალია, იმის გამო რომ თოფი იწყობა ამერიკაში. ვინც არ ენდობით თურქულ მწარმოებლებს, მაშინ “მავერიკი” იქნება ფასით თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი. უბრალოდ დარწმუნდით რომ თოფი მუშაობს და დააკვირდით რა შედეგს იღებთ იმ ვაზნებით, რომლის გამოყენებასაც აპირებთ. “Maverick 88″ არის თოფი რომელსაც, როგორც წესი ყიდულობენ ყოველი შემთხვევისთვის და ამიტომ არ უნდათ ბევრის დახარჯვა.

o-matic

ჩვენი ტესტი – ВПО-148/”Vepr-1V”

February 29th, 2020

P1120347

2007 წელს, ერთ შაბათ დღეს მე და ჩემი მეგობარი ვვარჯიშობდით კუს ტბაზე. ვარჯიშის მერე გადავწყვიტეთ ვესტუმროთ ჩვენი მეორე მეგობრის  იარაღების მაღაზიას. უბრალოდ გასართობათ და დროის გაყვანის მიზნით. არ ვიცი როგორ, მაგრამ სახლში მე დავბრუნდი 5.45 კალიბრის „ვეპრით“ ჩემი მანქანის საბარგულში. ვისაც არ გახსოვთ ან უბრალოდ ძალიან ახალგაზრდები ხართ, 2007 წელს საქართველოში გრძელი იარაღების არჩევანი იყო ძალიან მოკრძალებული. 99.9% პროცენტით ეს აარჩევანი შედგებოდა ე.წ. „ნზ“-ს ან რუსული წარმოების იარაღებით. მიუხედავად ამისა, 5.45 კალიბრის იარაღი საქართველოში პრაქტიკულად არ იყო გაყიდვაში. პრინციპში ის ეკზოტიკად ითვლებოდა ყველგან რუსეთის ჩათვლით, სადაც 5.45 როგორც საარმიო კალიბრი, იმ დროს იყო აკრძალული სამოქალაქო ბრუნვაში. დნარაჩენი  მსოფლიოც ამ შედარებით ახალგაზრდა კალიბრს პრაქტიკულად არ იცნობდა. საქართველოში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ რამდენიმე ერთეული 5.45 კალიბრის „ვეპრები“ შემოიტანეს და მაღაზიის მეპატრონის სიტყვებით, ყველა ეს იარაღი „დაიტაცეს“ ახლობლებმა. ეს იარაღიც ერთ-ერთ ასეთ ახლობელს ეკუთვნოდა და მერე უკვე მოხვდა ჩემ ხელებში.

მომდვენო წელი მე დავუთმე ამ კალიბრის, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, სიღრმისეულ შესწავალას. ამდენი ომების და კონფლიქტების  შემდეგ  ”აკაესის ტყვიაზე” უამრავი მითი და ლეგენდა დადიოდა. ჩვენ  ვისროდით წინაღობებში, რომ გვენახა რა მოსდის ტყვიას ხეში, რკინაში გავლისას, ვისროდით ბუჩქების გავლით, რომ გვენახა რა გავლენას ახდენდა ტოტები და ფოთლები ტყვიის ტრაექტორიაზე, რა თქმა უნდა ვისროდით სიზუსტეზეც. ერთი წლის შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ 5.45 არის კარგი კალიბრი, მყარი ტყვიით, რომელიც კარგად ინარჩუნებდა მასას და ფორმას წინაღობებში გავლისას. ასევე დავადგინეთ, რომ ბუჩქებს ამოფარებულ მოწინააღმდეგეს ტყვია მაინც მიწვდებოდა, თუმცა დაყირავებული და ასევე დავრწმუნდი იმაში რომ ეს კალიბრი არის ძალიან ზუსტი და სროლა, უკუცემის მცირე იმპულსის გამო, ძალიან კომფორტულია. „ვეპრითაც“ ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს იარაღი ხარისხით და შესრულებით ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ნებისმიერი “საიგა”.  კარგი დაფარვა, ლამაზად შესრულებული დამღები და წარწერები, კარგი ხარისხის ხის ფურნიტურა და განსხვავებული იერსახე, გამოარჩევდა „ვეპრებს“ ნაჯახით გამოთლილი „საიგებისგან“.  იარაღს მოყვა ПСО-1 ტიპის ოპტიკური სამიზნე და მისი ოთხჯერადი გადიდება საკმარისი იყო რომ ძალიან კარგი ჯგუფები მიგვეღო.  შეძენიდან სადღაც ერთი კვირის მერე იარაღი მე გავასხვისე და ეს კალიბრი დავივიწყე 13 წლით.

არც ისე დიდიხანია, რაც თბილისში ისევ გამოჩნდა “მოლოტის” პროდუქცია. “მოლოტ” ანუ ურო, ასე ქვია ქარხანას, რომელიც განლაგებულია  რუსეთში, კიროვის ოლქის ქალაქ ვიატსკიე პოლიანიში.  მანდ განლაგებული საწარმო კარგახანი უშვებდა საბჭოთა და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, კალაშნიკოვის სისტემის  მსუბუქ ტყვიამფრქვევებს, მას მერე მოყოლებული ამ ქარხნის სამოქალაქო “კალაშნიკოვები”, ისევე როგორც საარმიო РПК, აღჭურვილია უფრო სქელი ფოლადის ფირფიტისგან დამზადებული ნაშტამპი რესივერით და უფრო მასიური “ტრუნიუონით” რომელიც უკეთ შთანთქავს სიცხეს ინტენსიური სროლისგან. ამიტომ  ”ბეჭებიანი” რესივერი იყო ყველაზე თვალში საცემი ნიშანი, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა “მოლოტის” შაშხანებს და კარაბინებს.  ქარხანა მრავალი წელია არის გაკოტრების რეჟიმში, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებს პროდუქციის გამოშვებას, რომელიც მიუხედავად ფინანსური და სხვაგვარი პრობლემებისა ასე თუ ისე ინარჩუნებს ხარისხს და მისი პროდუქცია სარგებლობს მოთხოვნით.

განცხადებას  ამ “ვეპრის” გასხვისებაზე, რომელზეც წავა საუბარი ამ სტატიაში მე ორი კვირა ვადევნებდი თვალს, სანამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტე მისი შეძენა. ფასი კარგი იყო, იარაღის კომპლექტაციაც საინტერესო, 5.45 ვაზნები ასე თუ ისე იყიდება მაღაზიებში და ამიტომ იარაღი გადმოვიფორმე.

ჩემს მიერ შეძენილი კარაბინის ოფიციალური დასახელება არის ВПО-148 და ის წარმოადგენს საკმაოდ საინეტერესო ქმნილებას, რომელიც საერთოდ არ გავს ტიპიური სამოქალაქო „კალაშნიკოვებს“, რომლებსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. დავიწყოთ ყველაზე თვალში საცემი განსხვავებებით. იარაღი იყენებს 90 გრადუსიან, დენთის აირების კამერას, რაც დამახასიათებელია „კალაშნიკოვის“ შედარებით ახალი მოდელებისთვის. უჩვეულოდ მოკლე 350მმ-ნი ლულა (ბიჯი 1:195, ლულის არხი და სავაზნე ქრომირებულია) არის სქელი პროფილის ხოლო მის ბოლოს დაყენებულია მასიური სამკამერიანი, მიჩულეკის ტიპის ლულის მუხრუჭი. რესივერის ხუფზე, მოქლონების გამოყენებით დაყენებულია პიკატინის სამაგრი, ხოლო ხუფი თავისმხრივ უკავშირდება რესივერს (ტრუნიონს) სახსარით, დაახლოებით ისევე, როგორც  ეს განხორციელებულია AKС-74У-ში. კარაბინზე ასევე დაყენებულია РПК-ს უკანა სამიზნი მოწყობილობა, რომელიც გარდა ვერტიკალური შესწორებებისა ასევე გაძლევს საშუალებას მარტივად შეიატანო ჰორიზონტალური შესწორებები.  განსხვავდება „ვეპრის“ კონდახიც, მასიურ რკინის სახსარზე დაყენებულია სტანდარტული AR-15-ის რესივერის დაგრძელება (ე.წ. ბუფერის მილი), რაც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ AR-15-ზე გათვლილი კონდახები. გარდა ამისა, სახსრის მეშვეობით, კონდახი იკეცება მარჯვნივ. გაშლილ მდგომარეობაში კარაბინის სიგრძე 840მმ-ია, ბოლომდე გაშლილი 6 პოზიციანი კონდახით – 920მმ, გვერძე მოკეცილი კონდახით სულ რაღაც 630მმ.

P1120339

ВПО-148-ის უკანა სამიზნი მოწყობილობა, ასევე კარგად ჩანს რესვიერის. ხუფის სახსარი. სამიზნი მოწყობილობის დოლურა გამოწეულია.

კარაბინი აღჭურვილია ე.წ. “სუხარით”, ნაწილით რომელიც დამაგრებულია რესივერის შიგნით და უზრუნვლეყოფს ვაზნების მიწოდებას სტანდარტული AK-74-ის მჭიდებიდან.  ეს ცალსახად არის უპირატესობა “საიგებთან” შედარებით. როგორც ყველა, რუსული წარმოების სამხედრო იარაღი, ჩვენი “ვეპრიც” დაფარულია სქელი შავი საღებავით.

ამ ნაწილის წაკითხვის შემდეგ უნდა დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ ВПО-148 არის მაგარი იარაღი, რომელიც ქარხნიდან მოდის ისეთ კომპლექტაციაში, რომ საკმარისია მარტო ოპტიკის და ღვედის დაყენება და მიიღებთ პრაქტიკულად “დატუნინგებული” “კალაშნიკოვს”. მაგალითად “საიგა” რომ მოიყვანოთ ანალოგიურ მდგომარეობამდე დაგჭირდებათ ასობით ლარის დახარჯვა. სამწუხაროდ მთლად ასე არ არის. დავიწყოთ იქიდან, რომ ВПО-148 ღირს საკმაოდ ძვირი – 2850 ლარი, რაც უკვე პრაქტიკულად AR-15-ის ტერიტორიაა. მაგრამ მაღალი ფასი მისი ერთადერთი ნაკლი არ არის. ახლოდან გაცნობის შემდეგ, ხვდები რომ პრობლემების ჩამონათვალი გაცილებით გრძელია. მაგალითად პირველი, რასაც ხვდებით ВПО-148-ის ხელში აღებისას არის ის, რომ ეს მოკლე კარაბინი არის ძალიან მძიმე.  მოკლე კარაბინი, გათვლილი დაბალიმპულსიან კალიბრზე,  იწონის არც მეტი არც ნაკლები 4,6 კილოს სავსე მჭიდით. სტანდარტული “საიგის” წონა მაგალითად არის სადღაც 3.3 კგ. 1.3კგ სხვაობა წონაში არის კოლოსალური განსხვავება. როგორც მე მიყვას ხოლმე თქმა, თუ იარაღი არის მსუბუქი, ოპტიკის და სხვა მოწყობილობების დაყენების შემდეგაც თქვენ გექნებათ გოინივრულად მსუბუქი იარაღი.  მთავარი მიზეზი ამხელა სხვაობის წონაში არის სქელი პროფილის ლულა, უფრო სქელი რესივერი და უფრო მასიური ტრუნიონი, მაგრამ მარტო წონით და ფასით ამ იარაღის პრობლემები არ შემოიფარგლება.

ВПО-148-ის ყველა დანარჩენი ნაკლოვანება გამომდინარეობს იქიდან, რომ იარაღი არ არის კარგად ნაფიქრი. დავიწყოთ ჩამოთვლა იმით, რომ იარაღის კონდახი იკეცება მარჯვნივ და თუ გვერდითა სამაგრზე ოპტიკა გიყენიათ, მაინც შეძლებთ კონდახის მოკეცვას, რაც კარგია. მაგრამ კონდახის მოკეცვისას მას ერჭობა მცველზე შესრულებული დამატებითი თარო, რის გამოც FAB Defense-ის კონდახზე გაჩნდა სელექტორით “ამოჭმული” ადგილი. კონდახის სახსარი არის რკინის, რაც კარგია, მაგრამ იმისთვის რომ ის მოკეცოთ, მთლიანად კონდახი უნდა ჩაწიოთ ქვევით, რისთვისაც საჭიროა დაძლიოთ საკმაოდ მძიმე ზამბარის წინააღმდეგობა და ასე, მანამ სანამ კონდახი ბოლომდე არ მოიკეცება. კონდახის გაშლა არ ხდება ერთი მოძრაობით. ამის მაგივრად ის ისევ უნდა ჩაწიოთ დაბლა (რაც ასევე არ გამოდის ადვილად და სწრაფად) და გაშალოთ, თუ პროცესში დაწოლა ქვევით შეწყვიტეთ კონდახი გაიჭედება ან საკეტის ერთი ნაწილი დაარტყავს მეორეს და დააზიანებს მას. ასეთი უცნაური გადაწყვეტილება იწვევს იმას, რომ იარაღის სწრაფად საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია. მცდელობამ ერთი მოძრაობით კონდახის გახსნის, გამოიწვია მისი გაჭედვა ღია მდგომარეობაში, იმიტომ რომ დაზიანდა მცველი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს გასროლას მოკეცილი კონდახით. საჭირო გახდა, ურო, “ბარგალკა” და ქლიბი. შემდგომში ეს ინსტრუმენტები ისევ არაერთხელ გახდა საჭირო…

შემდეგი პუნქტი ჩამონათვალში არის მცველის გადამრთველი და მასზე დაყენებული დამატებითი “თარო”. დიახ ВПО-148 კომპლექტდება “გაუმჯობესებული” მცველით, რაც კარგია, მაგრამ პირდაპირ ყუთიდან მისი გამოყენება შეუძლებელია. თუ ჰალკი არ ხართ ამ თაროს გამოყენებით მცველს ადგილიდან ვერ დაძრავთ. საჭიროა გადამრთველის მოღუნვა, მაგრამ მაშინაც თაროს ფორმა და განლაგება დიდად ხელს არ გიწყობთ სისწრაფეში. ან პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ თაროს დანიშნულებით გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია. ეს თარო გერჭობათ ხელში და როგორც ბონუსი, ასეთი გადამრთველი თან დააზიანებს კონდახის პლასტმასას და შეუძლებელს გახდის მის ჩართვა-გამორთვას დაკეცილ კონდახზე. ეს გადაწყვეტილება ანალოგიურია Krebs-ის Ambi Enhanced AK Safety-ის მაგრამ ჩემი აზრით ის მოუხერხებელია, პირდაპირ ყუთიდან არ მუშაობს და რაც უფრო ცუდია, რომც აიძულოთ ის იმუშაოს, ჩამოგიყალიბებთ არასწორ ჩვევას და სხვა AK-ს ხელში აღებისას მოგიწვევთ გადაჩვევა. ამიტომ საჭირო გახდა “დრემელი” და “გაუმჯობესებული” მცველი გაუმჯობესება. მე ეს თარო უბრალოდ მოვჭერი.

ak sel

ასე (მარჯვნივ) გამოიყურება “კალაშნიკოვის” სელექტორის მოდიფიკაცია, რომელიც ხდის მას უფრო მოსახერხებელს, რუსებს მხოლოდ უნდა ეს გაემეორებინათ, ამის მაგივრად მათ შექმნეს სელექტორი, რომელიც უფრო მოუხერხებელი გახდა ვიდრე სტანდარტული.

ასევე თავისებურად არის მოგვარებული „კალაშნიკოვის“ პლატფორმის ტრადიციული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ოპტიკის დაყენების სირთულეს. კარგია, რომ გვერდითა სამაგრი შენარჩუნებულია, ხოლო ხისტი რესივერი უზრუნველყოფს ოპტიკის უფრო საიმედო დაფიქსირებას. გვერდითი სამაგრის გარდა „ვეპრზე“ ასევე არის რესივერის ხუფის მთელ სიგრძეზე დაყენებული “უივერის” სამაგრი. აქამდე ასეთ ხუფებს იყენებდნენ მარტო აირსოფტის იარაღები ან ჩინური ნაკეთობები, რომლებსაც თავმოყვარე ადამიანი არ დააყენებდა ცეცხლსასროლ იარაღზე. ხუფი თხელია, არ წარმოადგენს რესივერის ნაწილს და ამიტომ მასზე ოპტიკის დაყენების შემდეგ “ნოლის” შენარჩუნება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. „ვეპრში“ ეს პრობლემა „მოგვარებულია“ იმით, რომ ხუფი მაგრდება რესივერზე სახსარის მეშვეობით. ასევე კარგია, რომ  სამაგრი მეტალის არის და ალბათ გამოდგება მცირე ზომის „რედ-დოტის“ დასაყენებლად და 50-100 მეტრზე სასროლად, მაგრამ მე პირადად მეეჭვება ამ კონსტრუქციამ გაუძლოს სრულფასოვან ოპტიკურ სამიზნეს და არ დაკარგოს ზერო, ხუფის გახსნის შემდეგ ან უბრალოდ სროლისგან გამოწვეული ვიბრაციით. მართალი ვარ მე თუ ვცდები, ამ ეტაპზე არ ვიცი, უბრალოდ ვიცი რომ ოპტიკის ასეთი მონტაჟი ეწინააღმდეგება ჟანრის კანონებს.  მიჭირს ასევე წარმოვიდგინო რა წონასს აარტყავს „ვეპრი“, როდესაც მასზე დააყენებთ, ფარანს, გვერდითა კრონშტეინს და ოპტიკას. ალბათ იარაღის გადასატანად საჭირო გახდება სოკოლოვის ლაფეტი….

კრიტიკას იმსახურებს ასევე „ვეპრის“ ტიბჟირი, რომლის მასალაც გამოიყურება როგორც რაღაც იაფი, დაბალხარისხიანი, თანაც პრიალა, სათამაშო პლასტმასა. ტიბჟირიც და დენთის აირების მილაკის გარსაცმი დაფარულია ღარებით, სადაც გროვდება მტვერი და ჭუჭყი, ჩემი აზრით უბრალო სადა პლასტმასის ფურნიტურა იქნებოდა საკმარისი. კარგი ის არის რომ ტიბჟირის ქვევიდან არის პიკატინის სამაგრი, ხოლო გვერდებიდან პიკატინის სამაგრის სეგმენტების დასაყენებლად გათვლილი შესაბამისი წერტილები. სამაგრი პლასტმასის არის და შესრულებულია ტიბჟირთან ერთად. ტიბჟირის გვერდითა სამაგრები არ მოყვა, ან წინა პატრონს დაავიწყდა გადმოეცა…

vepr furnit

ფურნიტურა გაიწმინდა და შეიღება. 

ქარხნულად „ვეპრი“ კომპლექტდება უცნაური ფორმის სახელურით, რომელიც წინა პატრონმა გამოცვალა Magpul-ით, რისთვისაც მას დიდი მადლობა, იმიტომ რომ ქარხნული ფსევდო-ორთოპედიული სახელური უფრო მოუხდებოდა პაკისტანის მთიან რეგიონებში კუსტარულად დამზადებულ იარაღს.

P1120338

FAB-ის კონდახი არის კარგი ხარისხის, ერგონომიულია, გააჩნია სწრაფად მოსახსნელი საღვედისთვის გათვალისწინებული სამაგრი. ქარხნულად „ვეპრი“ კომპლექტდება მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი თუმცა ჩემი აზრით ზედმეტად რთული და გადატვირთული კონსტრუქციის კონდახით. ზოგი მოდელი კომპლექტდება ასევე დასაკეცი ლითონის დუგლუგით. 

P1120343

ВПО-148-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. კარაბინზე დაყენებულია ე.წ. “ავტოსპუსკი”, რომელიც ბუნებრივია დაყენებულია არა იმიტომ, რომ კარაბინმა ისროლოს ჯერებთ არამედ ამ შემთხვევაში უბრალოდ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როდესაც სანამ საკეტი არ მივა უკიდურესად წინა პოზიციაში ჩაჩხმახი დარჩება ჩაკეტილი.  

საქართველოში “ვეპრები”, როგორც ჩანს იყიდება სტანდარტული 30 ვაზნიანი მჭიდებით. ჩემ იარაღს მოყვა სტანდარტული АК-74-ის მჭიდები, აქიდან ერთი იყო პლასტმასის ორი კიდე ბაკელიტის. მე არ ვიცი ეს მჭიდები წინა პატრონს ეკუთვნოდა თუ მოყვა იარაღს ქარხნიდან (რუსები წერენ, რომ „ვეპრს“ შეიძლება მოყვეს, როგორც ახალი „კომერციული“ მჭიდები ასევე ბაკელიტის) მაგრამ სამივე მჭიდი იყო შეღებილი რაღაც საღებავით, რომელიც გავს ბიტუმის ლაკის ნაირსახეობას, რომლითაც რუსები ღებავენ იარაღს. ეჭვი მაქვს, რომ ეს სამღებრო სამუშაოები „მოლოტში“ ჩატარდა. მეორადი თანაც არც ისე კარგად შენახული მჭიდებით ახალი იარაღის დაკომპლექტება კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს რუსი მწარმოებლების დამოკიდებულებას მათი კლიენტების მიმართ. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ მჭიდის მეტალის დეტალები ატარებდნენ კოროზიის ნიშნებს, რის გამოც მჭიდის საკეტელა ხშირად იჭედებოდა ბჯენზე იმიტომ, რომ უკანასკნელი იყო კოროზიისგან დეფორმირებული. საჭირო გახდა ისევ დრემელის გამოყენება და ბჯენის ზედაპირის გასწორება. სიმართლე გითხრათ, ასეთი მჭიდები მე მაინც მირჩევნია ნებისმიერ “მაგპულებს” ან სხვა თანამედროვე წარმოების მჭიდებს. თანაც 40 წუთი, 1 ლიტრი ბენზინი და მჭიდებს დაუბრუნდათ „ცივი ომის“ ხიბლი.

 vepr diy mods

„ვეპრს“ კომპლექტში ასევე მოყვება საარმიო ზეთის მათარა და რკინის ცილნდრი საწმენდი კომპლექტით, “sneaky russians” გავიფიქრე მე, ვერ მოიფიქრეს კარაბინის ნორმალური ინვენტარით დაკომპლექტება, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ამერიკელების ეკონომიიდან გამომდინარე საღვედეებსაც კი არ უყენებენ იარაღს და ვინმემ რომ ჩაგიდოს საწმენდი ნაკრები საერთოდ წარმოუდგენელია, ასე რომ აქ ჯობია გავჩუმდეთ.

P1120342

ВПО-148-ის მოძრავი ნაწილები.  დამაბრუნებელი ზამბარის მოდულზე დაყენებულია რეზინის ბუფერი, რომელიც ალბათ წინა პატრონმა დააყენა. “ვეპრის” დგუში დამაგრებულია საკეტის ჩარჩოზე ხრახნებით და გვერდებიდან წერტილოვანი პრესით (მრგვალი ჩაღრმავებები ჩარჩოს და დგუშის მიერთების ადგილას). შტიფტით დამატებითი ფიქსაცია რუსეთში კარაგხანია (ასე 90-ების დასაწყისიდან) აღარ გამოიყენება, თუმცა ითვლება, რომ უფრო საიმედოა და შესაბამისად უფრო ძვირიც.

დაშლის, აწყობის და მოვლა/მომსახურების თვალსაზრისით, ВПО-148 არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა “კალაშნიკოვისგან” ამიტომ ამ თემაზე არაფერს აღარ დავწერ.

მე მიჭირს ამ „მონსტრი“ კარაბინის შეფასება. თუ ეს არის ის, როგორც რუსები უყურებენ „კალაშნიკოვის“ პლატფორმის განვითარებას, მაშინ მე კიდე უფრო ვრწმუნდები, რომ რუსებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორი უნდა იყოს პირადი ცეცხლსასროლი იარაღი და საერთოდ რა ტრენდები და ტენდენციებია სამოქალაქო ტაქტიკური იარაღების სეგმენტში.  ან მეორე ვარიანტი, ВПО-148 არის გათვლილი ტიპიურ საშუალო სტატისტიკურ რუსული იარაღის მოყვარულ “სასტავზე”, რომელსაც უდაოდ მოეწონება ასეთი „კალაშნიკოვი“ სტეროიდებზე. მე ყურადღებით შევისწავლე რუსების გამოხმაურებები ВПО-148-ზე და გამოხმაურებები საკმაოდ თავშეკავებულია. იარაღი მუშაობს, მაგრამ ხალხს არ ესმია ამ იარაღის დანიშნულება….

გაგიკვირდებათ და „მოლოტს“ აქვს ჩამოყალიბებული კონცეფცია ამ იარაღისთვის. ოფიციალური ვერსიით, ВПО-148 შექმნეს ”გარკვეულ სპეცდანიშნულების რაზმებთან” თანამშრომლობით. “მოლოტის” განმარტებით ВПО-148 არის მსუბუქი (!!!) მხარდაჭერის იარაღი. ერთგვარი M4 მძიმე SOCOM ლულით ან Stoner 63, გათვლილი ახლო მანძილებზე ინტენსიური ცეცხლის წარმოებისთვის. სქელი ლულა და მასიური ტრუნიონი უკეთ შთანთქავს ლულის ყველაზე საშიშ მტერს – სიცხეს, მაგრამ ნახევრად-ავტომატურ იარაღში ეს საერთოდ არანაირ როლს არ თამაშობს. როგორც მინიშნება იმაზე, რომ ВПО-148 უბრალო კარაბინი არ არის, „მოლოტი“ აკომპლექტებს მათ 45 ვაზნიანი მჭიდებით. ჩვენამდე იარაღმა მოაღწია 30 ვაზნიანი მჭიდებით.

მოკლედ ВПО-148 არის ბრუტალურად ლამაზი, მძიმე როგორც მომაკვდინებელი ცოდვა და როგორც უმეტესობა რუსულ იარაღების, საჭიროებს ქლიბს და ჩაქუჩს ჭკუაზე მოსაყვანად. დადებით მხარეებს უდაოდ განეკუთვნება ხისტი რესივერი და მასიური ტრუნიონი, რის გამოც იარაღი თეორიულად უფრო ზუსტი უნდა იყოს ვიდრე “საიგა”. უფრო ხისტი რესივერის გამო, ოპტიკაც უფრო მყარად უნდა იდგას. სიზუსტეს ასევე ხელს უნდა უწყობდეს სქელი ლულა.

ძალიან ყუარადღებიანმა დაკვირვებამ ვერ გამოავლინა “კალაშნიკოვისთვის” ტიპიური ხარვეზები, როგორიც არის არასწორად ჩასმული ტრუნიონი, ზედმეტად ფართე მჭიდის დასამაგრებელი ადგილი, მორყეული ტიბჟირი ან დენთის აირების მილი/მისი გარსაცმი და ა.შ.  არც დასაკეცი კონდახის მექანიზმში არ არის “ლუფტები”. კონდახი სწორია და არა დახრილი, რაც ასევე კარგია. მთლიანობაში იარაღი ხარისხიანად არის აწყობილი, რასაც ვერ დაუკარგავ.  გვერძე მოკეცილი კონდახით იარაღი ძალიან კომპაქტურია, სულ რაღაც 630მმ სიგრძეში.

მოკლედ „ვეპრმა“ შერეული შთაბეჭდილებები დამიტოვა. ტექნოლოგიურად და ერგონომიულად ის არის ისევ 60-ან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ „მოლოტში“ ეცადნენ აყოლოდნენ თანამედროვე ტენდენციებს, უბრალოდ რაღაცა ბოლომდე ვერ გაიგეს, რაღაცა დაეზარათ, რაღაცა ვერ გათვალეს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ, 4.6 კგ-ნი მონსტრი. ობიექტურები, რომ ვიყოთ, რაიმე ფატალური ნაკლი იარაღს არ აქვს, ხოლო წვრილმანების გამოსწორება ან მათთან ადაპტირება/თანაცხოვრება რთული არ უნდა იყოს.

20200215_155734

სქელი ლულა, პრაქტიკული თვალსაზრისით სამოქალაქო ტაქტიკურ კარაბინზე და ზოგ სხვა დანიშნულების იარაღზე აბსოლუტურად ზედმეტია. 

დარჩა მხოლოდ პასუხის გაცემა კითხვებზე, როგორ მუშაობს „ვეპრი“, რამდენად საიმედოა ის და რა სიზუსტის ჩვენება შეუძლია. მე ჯერ კიდე 2007 წლიდან მოყოლოებული დავრწმუნდი, რომ 5.45 არის კალიბრი გამოირჩევა ძალიან კარგი თანდაყოლილი სიზუსტით. მოკლე და სქელი ლულა, ხისტი რესივერი, დიდი წონა საკმაოდ კარგ სასხლეტთან ერთად, მაძლევდა იმედს, რომ „ვეპრი“ გვიჩვენებდა ღირსეულ შედეგს სიზუსტეში. საიმედოობაში მე ეჭვი არ მეპარებოდა, ეს პლატფორმა ცნობილია თავისი  საიმედოობით, თუმცა მაინტერესებდა, როგორ მოინელებდა ის მუხტებს ექსპანსიური ტყვიებით.

იარაღი სწრაფად გავასწორეთ 50 მეტრზე და აქ უნდა აღვნიშნო, რომ კარგად იმუშავა РПК-ს თარაზომ, რომელშიც ჰორიზონტალური შესწორებები შედის ძალიან ადვილად. უბრალოდ გამოწიეთ დოლურა-ფიქსატორი მარჯვნივ, გადაწიეთ და დააფიქსირეთ საჭირო მდგომაორეობაში. სხვა შემთხვევაში დაგჭირდებოდათ ჩაქუჩი და შტანგელცირკული ან სპეციალური ხელსაწყო. ვერტიკალური შესწორება არ შემიტანია. მე მირჩევნია 100 მეტრიდან და უფრო შორს დამიზნება სამიზნის ძირში, ამიტომ ვასწორებ ჩემ კარაბინებს შესაბამისად.

ჩემი გამცდილებით, ტიპიური “აკ” ისვრის სადღაც საშუალოდ 12სმ-დან 16სმ-მდე ჯგუფებს 100 მეტრზე ყველაზე ტიპიური მუხტებით. არ აქვს დიდი მნიშვნელობა რა კალიბრის არის (.223, 7,62, 5.45×39). მინახია “კალაშნიკოვები” რომლებიც ამაზე უფრო ზუსტები იყო ან პიქირით მაგრამ საშუალოდ ისე არის, როგორც ზევით დავწერე. ტესტირებისთვის ჩვენ მოვიმარაგეთ ვაზნები 53 გრანიანი FMJ ტყვიით, ბარნაულის წარმოების მუხტი 55 გრანიანი ექსპანსური ტყვიით, ამავე მწარმოებლის მუხტი 60 გრანიანი FMJ ტყვიით და Hornady-ის მუხტი, 60 გრანიანი V-max ტყვიით და რკინის მასრით.

საშუალო სიზუსტემ შეადგინა 7.3 სმ, რაც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე უჩვეულოდ კარგი შედეგია “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღისთვის.  გათვლებისას გამოვიყენე ხუთი სამ გასროლიანი ჯგუფი და მხოლოდ ერთი ფლაიერი გამოვრიცხე, რომელიც ძალიან შორს მოხვდა, რაც მსროლელის, ანუ ჩემი ბრალია. თუ ჩავთვლით ორი მსროლელის ყველა ჯგუფს და ფლაიერებს, საშუალო სიზუსტე 100 მეტრზე გამოდის 9,6 სმ, რაც მაინც ძალიან კარგი შედეგია.

P1120363

აღსანიშნავია, რომ სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, სადგარის და ოპტიკის გარეშე. პრაქტიკული სიზუსტე – 9.5სმ 100 მეტრზე ძალიან კარგი შედეგია, “კალაშნიკოვისთვის” 350 მმ-ნი ლულით. სტანდარტული AK-74-ის ლულის სიგრძე 415მმ-ია. არ მგონია 6.5 სმ-ნმა სხვაობამ გამოიწვიოს საწყისი სიჩქარის დრამატული შემცირება.

როგორც მოსალოდნელი იყო, გასროლის ხმა, მოკლე ლულის და სამკამერიანი მუხრუჭის გამო, იყო ძალიან მაღალი. მსროლელის გვერძე დგომა, სროლის დროს, იყო საკმაოდ არაკომფორტული. მეორეს მხრივ უკუცემა პრაქტიკულად არ არსებობს. მასიური ლულის მუხრუჭი და იარაღის  სოლიდური მასა თავისას შვება. სასხლეტი საკმაოდ რბილია, მაგრამ საკმაოდ გრძელი სვლით, რის გამოც ძალიან სწრაფი სპლიტები არ გამოგივათ.

რაიმე დაბრკოლებას სროლის დროს ადგილი არ ქონდა. იარაღმა მოინელა ყველა ვაზნა, მათ შორის ბარნაულის, ექსპანსიური მოკლე ტყვიით. 100 მეტრამდე სროლისას, რაიმე დრამატული სხვაობა სხვადასხვა მუხტებს შორის არ გამოკვეთილა, ტრაექტორია და ჯგუფები პრაქტიკულად იდენტური იყო. ექსტრაქცია იყო როგორც “კალაშნიკოვებს” ზოგადად ჩვევია ძალიან “ენერგიული”, მასრები მიფრინავდნენ 2 საათი მიმართულებით,  4-6 მეტრზე. მასრებს არ ეტყობათ ე.წ. კრიმინალური დამღების კვალი მასრებზე. როგორც ჩანს იმის გამო, რომ იარაღი საექსპორტოა.

კარგმა სიზუსტემ, გარკვეულ წილად დამავიწყებინა “ვეპრის” ჩავარდნები ერგონომიკაში. სხვას იდეაში არც ველოდებოდი, მოკლე, სქელი ე.ი. ხისტი ლულა, ჩასმული უფრო ხისტ რესივერში, გათვლილი კალიბრზე, რომელიც ცნობილია სიზუსტით, მოგცემენ კარგ შედეგს თუ მუშამ “მოლოტში” წინა დღეს არ უყურე ტელევიზორში პუტინის გამოსვლას, კარგად არ გამოთვრა დეპრესიისგან და მეორე დღეს არ მივიდა პახმელიაზე სამსახურში. გარდა ამისა სქელი ლულა, ასევე თეორიულად უფრო რთულია გააფუჭო “არმატურის” არასწორი დაყენებით. ასევე იმის გამო რომ კორა “ვერპზე” შესრულებულია დენთის აირების კამერაზე, ეს ნიშნავს რომ აღარ არის აუცილებელი ლულაზე დამატებით კორის ბაზის დაყენების, რომელიც შეიძლება იყოს გადახრილი ან ლულაზე გადაჭერილი რაც პირველ შემთხვევაში ითხოვს სერიოზული ჰორიზონტალური შესწორების შეტანას ხოლო მეორე შემთხვევაში იწვევს ლულის დეფორმაციას, რაც ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. მართალია მინუსი ასეთი მიდგომის არის შედარებით მოკლე სამიზნი ხაზი, რის გამოც შეცდომა დამიზნებაში იწვევს უფრო დიდ შეცდომას სამიზნეზე.

20200229_094315

ხანდახან ასეთებიც ხდება. რა თქმა უნდა ასეთი შედეგი ანომალიაა, მაგრამ ჩემი აზრით ВПО-148 არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი “კალაშნიკოვი” რომელიც მე მქონია. ჯგუფი მარჯვნივ არის, იმიტომ, რომ იარაღი განულების პროცესში იყო. 

ახლო/თავდაცვით მანძილებზე სროლისას, “ვეპრი” იქცევა, როგორც ტიპიური “კალაშნიკოვი” იმ გამონაკლისით, რომ წონის გამო იარაღს აქვს საკმაოდ დიდი ინერცია, ცეცხლის (სამიზნედან სამიზნეზე) გადატანისას, სიმძიმე გქაჩავს და გაიძულებს უფრო კონცენტრირდე იარაღის კონტროლზე. იმის გამო რომ სასხლეტის სვლა გრძელია და შესაბამისაც სპლიტები ისეთი სწრაფი არ არის, ორმაგი გასროლების დროს სიზუსტეც არის ძალიან მაღალი, მართალია სპლიტების სიგრძის ხარჯზე. მაქსიმალურად სწრაფი ტემპით სროლისას, 5-7 მეტრიდან ყველა მორტყმა ჯდებოდა 6 სმ-ან წრეში.

Shooterscentral.ge-ს დასკვნა: ВПО-148 – “კალაშნიკოვი” სტეროიდებზე, ტოვებს მთლიანობაში ნედლი იარაღის შთაბეჭდილებას, რომელიც თან ფასით ერთ-ერთი თუ არა ყველაზე ძვირადღირებული “კალაშნიკოვის” სისტემის სამოქალაქო იარაღია. პლიუსებს განეკუთვნება დიდი რესურსი და სიზუსტე, რომელიც კლასში ალბათ საუკეთესოა. ასევე პლიუსებს უდაოდ განეკუთვნება ის, რომ ის იყენებს სტანდარტულ AK-74-ის მჭიდებს და პირდაპირ ყუთიდან მას გააჩნია ისეთი ოფციები, რაზეც მის მფლობელს ფულის დახარჯვა აღარ დაჭირდება. იარაღი გათვლილია “მოყვარულზე” (იერსახე, წონა, კომპლექტაცია) ვიდრე სერიოზულ, პრაქტიკულ, მსროლელზე. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ იარაღი, გამძლეა, ზუსტი და საიმედო ის რეკომენდირებულია შეძენისთვის, თუ რა თქმა უნდა მისი წონა თქვენთვის მისაღებია. დასაკეცი კონდახის გამო, ტრანსპორტირებისას “ვეპრი” ასევე ძალიან კომპაქტურია.