—- Welcome to ShootersCentral—-

პატივცემულო მკითხველო, მოგესალმებით ჩვენს ბლოგზე. shooterscentral.ge არის დამოუკიდებელი ინტერნეტ რესურსი სადაც თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ცეცხლსასროლი იარაღის ისტორიის შესახებ, გაეცნოთ სხვადასხვა იარაღის ტესტირების შედეგებს, მიიღოთ პრაქტიკული, სასარგებლო რჩევები, სროლაზე, იარაღის მოვლაზე,  გაეცნოთ ჩვენს მიერ მომზადებულ ანალიტიკურ სტატიებს სადაც მიმოხილულია იარაღის ბრუნვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. ბლოგი არის 100% დამოუკიდებელი, რაც უზრუნველყოფს ობიექტურობას და მიუკერძოებლობას იარაღების, აქსესუარების და აღჭურვილობის შეფასებისას.

ჩვენი მიზანია მკითხველს მივაწოდოთ ობიქტური და დამოუკიდებელი ინფორმაცია. ხელი შეუწყოთ საქართველოში იარაღის კულტურის განვითარებას, დავეხმაროთ კანონმორჩილ იარაღის მფლობელებს უკეთ გაერკვიონ იარაღის მოწყობილობაში, გამოყენებაში, მასთან უსაფრთხოდ მოპყრობაში და თავისთვის იარაღის არჩევაში.

ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს რომ სტატიები იყოს ზუსტი, ამომწურავი და ამავე დროს იყოს დაწერილი გამართულ ქართულ ენაზე. ავტორები კარგად ერკვევიან საკითხში მაგრამ არ არიან პროფესიონალი ჟურნალისტები. შესაბამისად ნებისმიერი ხასიათის შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ გვაცნობოთ კომენტარის დატოვებით ან გვესტუმრეთ ბლოგის Facebook-ის გვერდზე და იქ გვიამბეთ პრობლემის შესახებ ან მოგვწერეთ თქვენი შენიშვნები და სურვილები. მანდვე შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები და თუ შეკითხვა საკმარისად საინტერესოა, პასუხი მასზე ბლოგზეც გამოქვეყნდება.   თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სტატიების სრული ჩამონათვალი განყოფილებების მიხედვით იხილეთ ამ ბმულზე. ჩამონათვალი ჯერ არ არის სრული, მაგრამ ნელ-ნელა ვამატებ და კვირის ბოლომდე კატალოგი იქნება სრული. 

ასევე გთავაზობთ პრაქტიკულ ტრენინგების და თეორიულ ლექციების კურსს, იარაღთან უსაფრთხო მოპყრობაზე, იარაღის ისტორიაზე, ბალისტიკაზე, ტერმინალურ ეფექტურობაზე, საკნაონმდებლო ნორმებზე ან სხვა თემაზე (ბლოგის სპეციფიკის მიხედვით) თქვენი მოთხოვნების და საჭიროებების შესაბამისად. ასეთი ღონისძიების მოწყობის მსურველებმა დაგვიკავშირდით ელ. ფოსტით: levan@contractor.net

 shooterscentral.ge-ს გუნდი გისურვებთ წარმატებას.

იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესები:

  1. ყველა იარაღი ყოველთვის დატენილია და მოეპყარით მას შესაბამისად
  2. არასდროს არ მოათავსოთ თითი სასხლეტზე თუ არ აპირებთ გასროლის განხორციელებას
  3. არ დაუმიზნოთ იარაღი არაფერს რისი განადგურებასაც არ აპირებთ.
  4. ყოველთვის იცოდეთ რას ესვრით და რა არის სამიზნის უკან.  

ბლოგი შემეცნებითი ხასიათის არის და არ წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუქციას ან სახელმძღვანელოს. ბლოგის გუნდი ვერ აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე რაც გამოწვეული იქნება წაკითხულის არასწორი ინტერპრეტაციით. 

13062207_2039212112969993_5844122187746597992_n



13 Responses to “—- Welcome to ShootersCentral—-”

  1. ნიკა says:

    გამარჯობათ, თვითოეული სტატიაში იგრძნობა ცოდნა, ვკითხულობ და ვიღებ დიდ ცოდნას რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ, მე უფრო გლუვლულიანების მოყვარული ვარ და სამწუხაროა რომ გლუვლულიან იარაღზე ცოტა მასალაა.

  2. Shooter says:

    didi madloba gamoxmaurebisatvis. saiti dziritadad exeba taqtikur, samxedro da tavdacvis iaraghs, shesabamisad dziritadi specializacia da chemi codna stsored aset iaraghs ukavshirdeba, gluvluliani iaraghi da zogadad nadiroba sul sxva specifikis aris da me ar gamachnia sakmarisi gamocdileba, rom es mimartulebac avitviso. kideve rtxel didi madloba gamoxmaurebisatvis.

  3. ნიკა says:

    მადლობა თქვენ ბატონო ლევან,

  4. kapitani says:

    Levan, didi madloba rom aseti resursi arsebobs dges saqartveloshi, intrignebis wkmutuns kide yuradgebas nu miaqcev.

  5. ნიკა says:

    კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ბატონო ლევან, ავღნიშნო თქვენი ახალი სტატიები, შეუდარებელია და მრავლისმომცველი…
    (ეჰჰ რა კარგი იქნებოდა გლუვლულიანი იარაღით რომ დაინტერესებულიყავით ბატონო ლევან, რამდენ მონადირეს გაგვახარებდით…)

  6. Shooter says:

    სანადირო იარაღი არის მთელი სამყარო, მისი გაცნობა შეუძლებელია თუ არ ხარ აქტიური მონადირე, არ გაქვს დიდი სანადირო პრაქტიკა. თუ ვინმე ახალი ამ საკითხში გათვითცნობირებული ავტორი არ შემოგვემატა არ მგონია რამე ახალი ან საინტერესო დაიწეროს.

    დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.

  7. ილია says:

    ჩემი “ჰომფეიჯი” ხართ დღეიდან.ეს ადგილი ჩემთვისაა და თხოვნა მექნება.
    უფრო მეტი დრო დაუთმოთ ტაქტიკას და გადაადგილების ტექნიკას,ასევე თავდაცვას.

  8. Shooter says:

    დიდი მადლობა ილია, ვეცდები თქვენი მოლოდინები გავამართლო :)

  9. Shooter says:

    didi madloba gamoxmaurebisatvis

  10. giorgi says:

    namdvilad karg sakmes aketeb levan,gmertma xeli mogimartos

  11. Leo says:

    კარგი საიტია, დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ახლა შევამჩნიე ადგილი სადაც მადლობა შემიძია გითხრათ.
    ვისაც იარაღი და სამხედრო საქმე აინტერესებს ქართულად თითქმის ვერ ნახავს შესაბამის ინფორმაციას, ამის შედეგია რომ ინტერნეტ სივრცეში წლებია “ემშო ჯობია თუ კალაშა” ტიპის აზროვნებას ვერ გაცდა კამათი და მსჯელობა. ამ სახის სტატიებით დაინტერესებულებს დაეხმარებით ცოდნის ამაღლებაში და საკითხისადი მიდგომის კულტურის განვითარებაში.

  12. Shooter says:

    დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის

  13. შაალვა says:

    მომეწონა თქვენი ასე დაწვრილებითი განხილვა ამ იარაღების. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ რა აზრის ხართ ამავე კალაშნიკოვებთან ერთად შემოტანილ სკს კარაბინებზე. მაქვს სურვილი შევიძინო ეს იარაღი.ფასიც მისარებია 900 ლარი. მაგრამ მაქვს ნაკლები ინფორმაცია კონკრეტულად ამ შემოტანილ იარაღებზე. ესენიც ხომ არა დამახინჯებული თუ სტანდარტული საბრძოლო იარაღია. ,,ნზ,, -დან მოხსნილი. აქვე მინდა დავძინო რომ სრულიად ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას რუსული იარაღის შესახებ მაგრამ იმისათვის რა მოთხოვნებსაც მე ვუყენებ სკს -ს იგი სრულიად აკმაყოფილებს მას :-)

დატოვეთ კომენტარი