—- Welcome to ShootersCentral—-

May 14th, 2011

პატივცემულო მკითხველო, მოგესალმებით ჩვენს ბლოგზე. shooterscentral.ge არის დამოუკიდებელი ინტერნეტ რესურსი სადაც თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ცეცხლსასროლი იარაღის ისტორიის შესახებ, გაეცნოთ სხვადასხვა იარაღის ტესტირების შედეგებს, მიიღოთ პრაქტიკული, სასარგებლო რჩევები, სროლაზე, იარაღის მოვლაზე,  გაეცნოთ ჩვენს მიერ მომზადებულ ანალიტიკურ სტატიებს სადაც მიმოხილულია იარაღის ბრუნვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი.

ჩვენი მიზანია მკითხველს მივაწოდოთ ობიქტური და დამოუკიდებელი ინფორმაცია. ხელი შეუწყოთ საქართველოში იარაღის კულტურის განვითარებას, დავეხმაროთ კანონმორჩილ იარაღის მფლობელებს უკეთ გაერკვიონ იარაღის მოწყობილობაში, გამოყენებაში, მასთან უსაფრთხოდ მოპყრობაში და თავისთვის იარაღის არჩევაში.

ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს რომ სტატიები იყოს ზუსტი, ამომწურავი და ამავე დროს იყოს დაწერილი გამართულ ქართულ ენაზე. ავტორები კარგად ერკვევიან საკითხში მაგრამ არ არიან პროფესიონალი ჟურნალისტები. შესაბამისად ნებისმიერი ხასიათის შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ გვაცნობოთ კომენტარის დატოვებით ან გვესტუმრეთ ბლოგის Facebook-ის გვერდზე და იქ გვიამბეთ პრობლემის შესახებ ან მოგვწერეთ თქვენი შენიშვნები და სურვილები. მანდვე შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები და თუ შეკითხვა საკმარისად საინტერესოა, პასუხი მასზე ბლოგზეც გამოქვეყნდება.   თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სტატიების სრული ჩამონათვალი განყოფილებების მიხედვით იხილეთ ამ ბმულზე. ჩამონათვალი ჯერ არ არის სრული, მაგრამ ნელ-ნელა ვამატებ და კვირის ბოლომდე კატალოგი იქნება სრული. 

გაუფრთხილდით ბუნებას, დაიცავით კანონი და იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესები, ბევრი იკითხეთ, ბევრი ივარჯიშეთ და ბევრი ისროლეთ. shooterscentral.ge-ს გუნდი გისურვებთ წარმატებას.

იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესები:

  1. ყველა იარაღი ყოველთვის დატენილია და მოეპყარით მას შესაბამისად
  2. არასდროს არ მოათავსოთ თითი სასხლეტზე თუ არ აპირებთ გასროლის განხორციელებას
  3. არ დაუმიზნოთ იარაღი არაფერს რისი განადგურებასაც არ აპირებთ.
  4. ყოველთვის იცოდეთ რას ესვრით და რა არის სამიზნის უკან.  

ბლოგი შემეცნებითი ხასიათის არის და არ წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუქციას ან სახელმძღვანელოს. ბლოგის გუნდი ვერ აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე რაც გამოწვეული იქნება წაკითხულის არასწორი ინტერპრეტაციით. 

13062207_2039212112969993_5844122187746597992_n

კვირის იარაღი – Colt Z40.

February 27th, 2017

ეს ნახევრად-ავტომატური პისტოლეტი არის შედეგი ორი ცნობილი მწარმოებლის „ალიანსის“ რომელიც იმ დროს არც ისდე დიდიხნის წინ ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ შეთანხმება რომელზეც ვსაუბრობთ დაიდო 1998 წელს ამერიკულ კოლტსა და ჩეხურ CZ-ს შორის. სულ რაღაც 8 წლის წინ კაპიტალისტური კოლტი ვერასდროს ვერ იმუშავებდა ერთად სოციალისტური ბანაკის ქვეყნის იარაღების მწარმოებელთან, მაგრამ მადლობა ღმერთს საბჭოთა კავშირი დაიშალა და მასთან ერთად სოციალისტური ბანაკიც, ჩეხოსლოვაკია ორ დამოუკიდებელ ქვეყანად გაიყო, და CZ-ს მიეცა საშუალება ძალები მოესინჯა თავისუფალ ბაზარზე. როგორც ხვდებით ამ დავალებას ჩეხებმა წარმატებით გაართვეს თავი და დღეს CZ-ს ადგილი უკავია ცეცხლსასროლი იარაღების მსხვილ და ცნობილ მწარმოებლებს შორის.  ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ საკმაოდ იშვიათ და ნაკლებად ცნობილ პისტოლეტს. მიზეზი ამ პისტოლეტის გაჩენის იყოს “კოლტის” ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც ის ჩავარდა 90-ან წლებში. მოგეხსენებათ “კოლტის” წინა მცდელობები შეექმნა თანამედროვე ორმაგი მოქმედების პისტოლეტი სრული კრახით დასრულდა და არც Double Eagle და არც All American არ გახდა კომერციულად წარმატებული პროექტები და უნდა ითქვას, რომ მექანიკური თვალსაზრისითაც ეს პისტოლეტები არაფრით არ გამოირჩეოდნენ. ამას დაემატა წარუმატებლობა OHWS-ს პროგრამაში, რომელიც შეგახსენებთ მიზნად ისახავდა სპეციალური დანიშნულების ნაწილისთვის ახალი პისტოლეტის შექმნას და სადაც გერმანულმა ხეკლერ&კოხმა დაამარცხა კოლტი. სწორედ ამიტომ კოლტმა მიმართა CZ-ს, დახმარებისთვის, იმიტომ, რომ საკუთარი რესურსი შეექმნა კიდევ ერთი ახალი პისტოლეტი მას უბრალოდ აღარ ქონდა. რეალურად “კოლტის” ერთადერთი შემოწირულობა ამ ახალ პროექტში იყო სიტყვიერი თხოვნა CZ-ს გუნდისთვის, რომ ახალი პისტოლეტის ვიზუალი ყოფილიყო M1911-ის მზგავსი. მეტი არაფერი. ახალ პისტოლეტზე მუშაობა მთლიანად და დამოუკიდებლად მიმდინარეობდა CZ-ს წარმოებაზე. პისტოლეტის დიზაინის ავტორი იყო ვოიტეკ ანდერლე, რომელსაც ეკუთვნის CZ 100-ის დიზაინი, ხოლო პისტოლეტის „შიგნეულობაზე“ მუშაობდა რადეკ ჰაუერლანდი მომავალში CZ2075 Rami-ს ერთ-ერთი კონსტრუქტორი. ახალი პისტოლეტის ავტომატიკის სქემა და მოწყობილობა მთლიანად იყო აღებული СZ-75-სგან. იერსახით პისტოლეტი უფრო გავდა ზომაში გაზრდილ Rami-ს ვიდრე კოლტის რომელიმე პისტოლეტს, თუმცა სამაგიეროდ Z-40-ს ქონდა M1911-ის ტარის კუთხე. პისტოლეტი იყენებდა მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, ორ რიგიან თორმეტ ვაზნიან მჭიდს და რაც მთავარია მისი კალიბრი იყო .40S&W, რომელიც იმ დროს ახალ და პერსპექტიულ კალიბრად ითვლებოდა. შესაბამისად თავიდან გათვლილი ძლიერ ვაზნაზე, პისტოლტი საკმაოდ დიდი და მძიმე გამოვიდა. სულ 800-მდე პისტოლეტის გამოშვება მოხერხდა, როდესაც “კოლტმა” გააუქმა შეთანხმება და ცალმხრივად დატოვა პროექტი. პროექტის შეწყვტის მიზეზი იყო, ის რომ Z-40-ს არ გაუმართლა გამხდარიყო “კოლტის” პარალელური პროგრამის სატესტო იარაღი. პროგრამის რომელიც ითვალისწინებდა „ჭკვიანი“ იარაღის შექმნას, რომელიც მოახდენდა მსროლელის იდენტიფიცირებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდოდა საბრძოლო მდგომარეობაში. ბუნებრივია წავიდა შეტევა ჩვეულებრივ იარაღზე და არ ვიცი, ალბათ “კოლტში” ჩათვალეს რომ იდეა კანონით აეკრძალად ჩვეულებრივი იარაღები და შემდგომ შეეთავაზებინა სხვებს თავისი „გამოსავალი“, “ჭკვიანი” Z-40-ის სახით, უზრუნველყოფდა კომპანიის ნათელ მომავალას. რა გასაკვირია სასროლოსნო საზოგადოებამ პირიქით ჩათვალა და “კოლტის” ამ მცდელობას მოყვა ძალიან ცუდი გამოხმაურება. ვის უნდა რომ მისი იარაღი კონტროლირდებოდეს რაღაც უხილავი რადიო ტალღებით? ამის გამო “კოლტმა” დახურა ეს პროგრამა და რადგანაც Z-40 იყო ამ პროგრამის სახე (კოლტის „ჭკვიანი“ იარაღის პროტოტიპად გამოყენებული იყო Z-40) მიახურა ისიც. ასე შეეწირა სხვაგვარად ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული იარაღი “კოლტის”, მოდით ასე ვთქვათ ტრაკის თამაშს. კოლტმა არ გაანადგურა პისტოლეტების პირველი პარტიები და მთლიანად გადასცა ის გასაყიდათ სადილეროს ABN Sports. პისტოლეტები იყიდებოდა კოლტის ინსტრუქციებით, კოლტის საფირმო ლურჯ პლსტმასის კეისებში დაახლოებით 500 დოლარად. უნდა ვივარაუდოთ რომ, რაც უფრო მეტი ხალხი იგებს ამ პისტოლეტზე მათი ფასი ბევრად გაიზრდება. CZ თავის მხრივ 2000 წლამდე უშვებდა ამ პისტოლეტს ინდექსით CZ40b და ამჯერად დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი იყო კლასიკური, ორმაგი მოქმედების, როგორც უმეტესობა სხვა CZ-75 პისტოლეტებზე.

 

16938762_2282002508690951_560070620502515119_n

16864413_2282002518690950_2340343153367161785_nუკანა პლანზე არის CZ40b

 

 

ჩვენი ტესტი – Marlin XT-22VR

February 21st, 2017

რა არის მიზეზი იმისა, რომ ყველა დღევანდელი სტანდარტით აშკარად მოძველებული .22lr, კალიბრის ვაზნა, დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ სამოქალაქო კალიბრად მსოფლიოში?  წებოვანი პარაფინით დაფარული რბილი გარსის გარეშე ტყვია, განთავსებული თხელ ლატუნის მასრაში, ვაზნა რომელიც შეგიძლია თითებით გადატეხო, სუსტი დაცვა ნესტისგან და „ანტიკვარული“ გვერდიდან ააალების სქემა, ეს ვაზნა არის პატარა დინოზავრი, რომლის წარმოება ჯერ კიდევ 1887 წელს ანუ 130 წლის წინ დაიწყო.  წესით ეს ვაზნა აღარ უნდა არსებობდეს XXI საუკუნეში, სადაც ყველა ცდილობს ამოიღოს ჯოულების მაქსიმუმი ყოველი კონკრეტული კალიბრიდან და მოხსნას მაქსიმალური რაოდენობის მეტრი წამში, მაგრამ .22lr კვლავ რჩება მეფედ თავის სეგმენტში, სეგმენტში რომელსაც ქვია ვაზნები პლინკინგისთვის ანუ არაფორმალური, გასართობი სროლისთვის. ნომერ პირველი ამის მიზეზი არის  რა თქმა უნდა ფასი, პატარა ვაზნა იაფია წარმოებაში და თუ არ ჩავთვლით ეკზოტიკურ ზე-სწრაფ მუხტებს, .22lr ძალიან იაფი ღირს, რაც ხდის მას ხელმისაწვდომს პრაქტიკულად ყველასთვის. შემდეგ უკვე მოდის ამ კალიბრზე გათვლილი იარაღის უდიდესი ასორტიმენტი, დაწყებული ჯიბის პისტოლეტებიდან, რომელიც ხელის გულზე ეტევა და დამთავრებული ზუსტი შაშხანებით, რომლებიც რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. პრაქტიკულად ნებისმიერი სისტემის ხრახნილულიანი იარაღი არსებობს მცირეკალიბრიან ფორმატში, გრძივად მოძრავი საკეტი, “პომპა”, ჰენრის სისტემა, ნახევრად-ავტომატი, რევოლვერი, პისტოლეტი, ცალმუხტიანი, დერინჯერი, მოკლედ რაც თქვენ გულს გაუხარდება შეიძლება იშოვოთ ამ კალიბრში.  თუ თქვენ გლუვლულიანი იარაღი გაქვთ, ამისთვისაც არსებობს ლულაში ჩასაყენებელი ადაპტორები და შესაძლებელია გლუვლულიანი იარაღიდან მცირეკალიბრიანი ვაზნის სროლა. გამომდინარე იქიდან, რომ ვაზნას აქვს დაბალი გასროლის ხმა და პატარა უკუცემა, .22lr ასევე რჩება საუკეთესო არცევნად დამწყბები მსროლელებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე პატარა ვაზნა ნიშნავს, რომ იარაღიც მასზე გათვლილი შეიძლება იყოს მსუბუქი და შესაბამისად იაფი. ასეთი იარაღის კასტომიზაციაც არ ითხოვს დიდ ინვესტიციებს. არ არის საჭირო ზე-გამძლე ბიპოდები, დარტყმა გამძლე  ოპტიკა და ასე შემდეგ. ასე რომ .22 შეიძლება იყოს ყველაფერი რაც თქვენ გინდათ, გასართობი „პლინკერი“, სასარგებლო სავარჯიშო ინსტრუმნტი უნარების შენარჩუნება/დახვეწისთვის, სანადირო იარაღი, სპორტული ინსტრუმენტი და რც მთავარია რომლის გამოყენებაც თქვენ ჯიბეს არ დაარტყავს. უკიდურეს შემთხვევაში .22lr გამოდგენა თავდაცვისთვისაც, იმიტომ, რომ .22lr-ს აქვს საკმარისი ენერგია რომ სიცოცხლეს გამოასალმოს ორფეხა მტაცებელიც, მაგრამ უმჯობესია რა თქმა უნდა თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ანდოთ უფრო ძლიერ კალიბრს.

თავისი პოპულარობის და გავრცელებულობის გამო, .22lr კალიბრზე გათვლილი იარაღი იყო, არის და იქნება ჩვენი ბლოგის ყუარდღების ცენტრში ხოლო ამჯერად ჩვენი მორიგი მიმოხილვა ეხება Marlin XT-22VR ტიპის მცირეკალიბრიან შაშხანას.

P1080083

ამერიკული წარმოების Marlin XT-22VR, მძიმე ლულიანი ხელმისაწვდომი მცირეკალიბრიანი შაშხანა, ჩვენი მორიგი ტესტირების გმირია. 

მე დიდიხანია მინდოდა ახალი .22 კალიბრის შაშხანა, რაც შეიძლება იაფად, რომელსაც უნდა ქონოდა პოტენციალი გამხდარიყო იარაღი ზე-ზუსტი სროლისთვის. ცხადია ზუსტი იარაღი იდეაში არ შეიძლება რომ იყოს იაფი, მაგრამ შესაძლებელია ასეთი “ამბიციური” მიზნის მიღწევა, პირველ რიგში ძველი მაგრამ კარგ მდგომარეობაში საბჭოთა წარმოების სპორტული მცირეკალიბრიანი იარაღის შეძენით და კასტომიზაციით ან მეორად ბაზარზე სასურველი შემოთავაზების პოვნით. ბევრი ვარიანტი განიხილებოდა ჩემს მიერ, საკმაოდ დიდი ხანი და გაიმარჯვა სწორედ ამ იარაღმა, რომელიც მე კარგ ფასად ჩავიგდე ხელში. ამჯერად ახალი ის იყიდება 1200 ლარად და ეს ფასი მე არ მიმაჩნია სამართლიანი იარაღში, რომელიც ამერიკაში 200 დოლრის ფარგლებში ღირს, მაგრამ მეორად ბაზარზე შესაძლებელია მისი შეძენა 700-800 ლარად.

ჩვნი შაშხანის საყიდლათ მე გავემგზავრე გორში. ყიდვამდე სწრაფად მოვიძიე მასალები ამ მოდელის შაშხანაზე და დავრწმუნდი, რომ პროდუქციის გამოთხოვაზე ან რამე სისტემატურ პრობლემებზე არავინ არსად არ წერდა. მოველაპარაეკ გამყიდველს, დილით გავიარე “ვენდისში” ვიყიდე ყავა და დავადექი გზას. ჩასვლისთანავე, სწრაფი ვიზუალური დათვალიერებისას მე დავრწმუნდი რომ იარაღს ქონდა სუფთა ლულა, შევამოწმე იარაღის მექანიზმების ფუნქციონალურობა და წყნარი გულით იქვე გავიფორმე ეს იარაღი. წინა პატრონმა ასევე გადმომცა საჩუქრად ერთი კოლოფი ვაზნები, მოვუხადე მას მადლობა და გავემგზავრე თბილისისკენ. ეს არის მოკლე ისტორია როგორ მოხვდა ეს იარაღი ჩემთან.

მოგეხსენებათ მე არ ვარ „მარლინის“ და „რემინგტონის“ პროდუქციის (ორივე კომპანიას ერთი მფლობელი ყავს) დიდი მოყვარული, გამომდინარე იქიდან, რომ „რემინგტონის“ პროდუქციის ხარისხი ბოლო პერიოდში მკვეთრად დაეცა და ამაში მე თავად დავრწმუნდი, როდესაც ვიყიდე ახალი და საკმაოდ ძვირადღირებული რემინგტონ 870-ის ტაქტიკური მოდელი, რომელიც გაძეძგილი აღმოჩნდა დეფექტებით და უბრალოდ არ მუშაობდა. ინტერნეტიც სავსეა ჩივილებით „მარლინის“ და “რემინგტონის” პროდუქციის ხარისხზე, რომელიც მკვეთრად დაეცა მას მერე, რაც ეს კომპანიები გადავიდა Freedom Group-ის საკუთრებაში. მე არ მინდა ავყვე შეთქმულების თეორიებს მაგრამ ფაქტია, რომ ორივე კომპანიას აქვს ხარისხის კონტროლთან სერიოზული პრობლემები, ხოლო “რემინგტონი” საერთოდ გაყიდვაში უშვებს “ნედლ” და დეფექტურ იარაღს.

რას წარმოადგენს Marlin XT-22VR? ეს არის შაშხანა გრძივად მოძრავი საკეტით, 7 ვაზნიანი მჭიდით, სქელი პროფილიანი  ლულით და სინთეტიკური შავი კონდახით. ლულის სიგრძე ამ იარაღში 550მმ-ია. ტვისტი – 1:16 და  რა თქმა უნდა მასში გამოყენებულია მარლინის საფირმო micro-groove  ხრახნები. პრინციპში შედარებით ახალი XT-22 სერიის შაშხანები იგივეა რაც ძველი „მარლინები“ მცირე ტქნიკური და კოსმეტიკური ცვლილებებით, ხოლო მთავარი განსხვავება არის ის რომ XT სერიის იარაღებში გამოყენებულია რეგულირებადი სასხლეტი, რომელსაც “მარლინმა” დაარქვა „Pro Fire”. XT-22 სერიის შაშხანები განეეკუთვნება ბიუჯეტურ იარაღს და მათი ფასი დაახლოებით 170 დოლარიდან იწყება. აქიდან გამომდინარე ზედმეტია ელოდო განსაკუთრებულ დახვეწილობას, ესთეტიკას, ყურადღებას დეტალებისადმი და სხვა სასიამოვნო რამეებს რაც მოყვება “Anshchutz”-ის, “Weatherby”-ს ან თუნდაც “CZ”-ს მცირეკალიბრიან იარაღს.

იარაღის აღწერა დავიწყოთ კონდახით, რომელიც არის სინთეტიკური და ძალიან მსუბუქი. მასზე განთავსებულია სქელი პლასტმასის „ყურები“,განკუთვნილი საღვედეების დასაყენებლად და რომლებიც შესრულებულია კონდახთან ერთად. უმჯობესია ცხადია, რომ ეს დეტალები იყოს მოსახსნელი, რკინისგან დამზადებული მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ბიუჯეტურ მცირეკალიბრიან იარაღზე ესეც არ არის ხოლმე.  აქიდან გამომდინარე კონდახზე ასევე შეუძლებელია ბიპოდის დაყენება. გამოსავალი არის სპეციალური დეტალის ცალკე შეძენა და კონდახზე დაყენება. თვითონ პლასტმასის ყურები საკმაოდ სქელია და ჩემი დაკვირვებით ნორმალურ ექსპლუატაციას უნდა უპრობლემოდ გაუძლონ. კონდახის წინა ნაწილი, გაფართოებულია და ბრტყელი ძირი აქვს, რაც ქვიშის ტომარაზე ან სხვა საყრდენზე იარაღს საიმედოთ დააფიქსირებს.

rqwrw8043

კონდახი ლამაზია და ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც მე შემხვედრია ბიუჯეტურ .22 კალიბრის იარაღზე.

p_550000693_1

7 ვაზნიანი მჭიდი არის ფოლადის, თხელი და მსუბუქი, წითელი პლასტმასის მიმწოდებლით. ის ფიქსირდება იარაღში ღილაკით, რომელიც გარეთ არის გამოშვერილი და ამიტომაც მისი დაკარგვის საშუალება, ტყეში, ბუჩქებში ხეტიალისას საკმაოდ დიდია. იარაღს კომპლექტში ერთი მჭიდი მოყვება.

8812541

იარაღის მარჯვენა მხარეს დაყენებულია მექანიკური მცველი, რომელიც პოზიტიურად და მკაფიოდ მუშაობს და ადვილად ხელმისაწვდომია. სასხლეტის დამცავი რკალი შესრულებულია კონდახთან ერთად. 

mardril

სალულე კოლოფის (რესივერის) ზედა ნაწილში შესრულებულია „მერცხლის კუდის“ ტიპის სამაგრი, რომელიც გახვრეტილია ხრახნებისთვის რაც სავარაუდოთ გაკეთდა იმისთვის, რომ მასზე დაყენდეს „პიკატინის“ ტიპის სამაგრი. იარაღი არ არის აღჭურვილი რკინის სამიზნე მოწყობილობებით.

იარაღი აღჭურვილია სქელ-კედლიანი 55სმ-ნი 16 ღარიანი ლულით. ღარების ბიჯი (ტვისტი) 1:16-ია.  ლულის გამოსასვლელი ოდნავ ჩაღრმავებულია და დაცულია დაზიანებისგან. ლულის პროფილს რაც შეეხება, ჩემი აზრით .22lr-ს არ აქვს ისეთი წნევა და ენერგია რომლის დასახშობათ საჭირო იქნებოდა სქელ კედლიანი ლულა, ამიტომ ასეთი ლულის დაყენება განპირობეებულია ალბათ მოდით და ერთგვარად ხაზს უსვავს იარაღის დანიშნულებას, როგორც მიზანში სროლისთვის განკუთვნილს. სქელი ლულის გამო ის ასევე ლამაზად (ტაქტიკუარდ) გამოიყურება, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა ის ამძიმებს იარაღს და არღვევს მის ბალანსს. როგორც წესი ასეთი ლულით აღჭურვილ იარაღზე არ ყენდება საკმაოდ პრაქტიკული და საჭირო რკინის სამიზნე მოწყობილობებიც. გრძელ ლულას ამ კალიბრში აქვს ის პლიუსი რომ დაბალ სიჩქარიანი ვაზნის გამოყენებისას გასროლის ხმა არ აღემატება სუსტი პნევმატური თოფიდან გასროლის ხმას.

საკეტის მოხსნა-დაყენება ხდება სასხლეტზე დაჭერით. დარწმუნდით რომ იარაღი განმუხტულია, გახსენით საკეტი და გამოწიეთ უკან სასხლეტზე თითის დაჭერასთან ერთად. საკეტი თავისუფლად ამოვა თავის ადგილიდან. დაყენება პირიქით ხდება. შესაძლებელია დაჭერილ სასხლეტზე დახუროთ საკეტი და მოხდება მისი ავტომატური დაშვება, ანუ საჭირო არ იქნება საკონტროლო სასხლეტის დაშვება ცარიელ სავაზნეზე. ორი ხრახნის საშუალებით სალულე კოლოფი მაგრდება კონდახში, გაუფრთხილდით ამ ხრახნებს და გამოიყენეთ მათთვის გათვლილი ქანჩები. ხრახნები რბილია და მათი დაზიანება ადვილია.

საკეტის სვლა რბილია და სწრაფია. ინტერნეტში ბევრს წერენ XT-22-ის საკეტებზე, რომლების გახსნა ითხოვს დიდი ძალის დატანებას და ასევე იმაზე, რომ ვაზნების მიწოდებისას ხდება ტყვიის თავების დეფორმაცია, მაგრამ ჩვენი იარაღის საკეტი იხსნებოდა-იკეტებოდა იდეალურად და ტყვიის თავებზე არანაირი დეფორმაცია ასევე არ შეინიშნებოდა.

dasdas

XT-22-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექამიზმი არ გამოირჩევა სირთულით. „ProFire” ტიპის რეგულირებადი ერთ საფეეხურიანი სასხლეტი წონის რეგულირება შესაძლეებელია შესაბამისი მარეგულირებელი ხრახნის საშუალებით და ამისთვის საჭირო იქნება კონდახის მოხსნა. “ProFire” არის „მარლნის“ პასუხი მისი კონკურენტი „სევიჯის“ “Accu Trigger”-ზე და ძალიან კარგია რომ ის სტანდარტულია XT-22 სერიის იარაღებზე. მოგეხსენებათ .22 კალიბრის იარაღი ძალიან მსუბუქია და შესაბამისად მსროლელის მიერ ნებისმიერი ხარვეზი სასხლეტის დამუშავებისას  ეგრევე აისახება ხოლმე ჯგუფების სიგანეზე. “ProFire” არ არის კლასიკური გაგებით წმიდა სისხლის საასპარეზო სასხლეტი, მაგრამ ის იძლევა მინიმალური რეგულირების საშუალებას რაც კარგია 150 დოლარიან იარაღში. ასევე „მარლინის“ სასხლეტი აღჭურვილია მცველით და თუ არ მოხდა ჯერ მასზე დაჭერა, სასხლეტი ადგილიდან არ დაიძვრება.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო პოზიტიური ექსტრაქცია. ხელით გადასატენ იარაღში პოზიტიური ექსტრაქცცია ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი და უზრუნველყოფს იარაღის საიმედო მუშაობას. XT-22-ზე თუნდაც შედარებით ნელა საკეტის გახსნისას, თუნდაც გაუსროლელ ვაზნის ექსტრაქცია იყო ძალიან პოზიტიური და მასრა შორს მიფრინავდა . ალბათობა რომ მსროლელი არასაკმარისად ენერგიულად გადატენის საკეტს და მასრა გაიჭედება, ძალიან მცირეა. როგორც კლინტ სმიტი იტყოდა, იარაღის საკეტი არ არის თქვენი მეგობარი და ამიტომ ზედმეტად მას ნუ გაუფრთხილდებით. ყოველთვის ენერგიული და სწრაფი მოძრაობით გადატენეთ იარაღი.

დამზადების ხარისხი, დეტალების მორგების ხარისხი  XT-22-ზე არის სავსებით დამაკმაყოფილებელი. ერგონომიკა თუ არ ჩავთვლით მოუხერხებელ მჭიდის ღილაკს ასევე ძალიან კარგია. მარლინმა უარი უნდა თქვას მჭიდის ღილაკის ამ კონსტრუქციაზე, ხოლო მჭიდის ფიქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი გამოყენებულია რემინგტონ 597-ზე. ის ერთდროულად სწრაფია და ამავე დროს ღილაკი დაცულია უნებლიე დაჭერისგან. რაღაც ამდაგვარი მარლინმაც უნდა გამოიყენოს. მანამდე ფრთხილად იყავით არ დაკარგოთ მჭიდი ტყეში, რომელიც თან მარტო ერთი ცალი მოყვება.

მთლიანობაში პირველი შთაბეჭდილებები აღმოჩნდა როგორც ხვდებით საკმაოდ პოზიტიური. იდეაში ბიუჯეტური XT-22 არ ტოვებდა ზედმეტად „ბიუჯეტური“ იარაღის შთაბეჭდილებას. რეგულირებადი  სასხლეტის ქარხნული მდგომარეობაც იყო ძალიან კარგი. იარაღს მოყვა ჩინური წარმოების „Bauer“-ის 4×32 ძალიან საბაზისო ოპტიკური სამიზნე მარტივი “დუპლექსის” ტიპის ბადით. პრინციპში მე მირჩევნია იაფი ოპტიკა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რომ ნაკლები იყოს პრობლემების ალბათობაც. გარდა ამისა ასეთი სუსტი ოპტიკა გამოირჩევა დაბალი წონით და მცირე გაბარიტებით, ამიტომაც პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ ამ „სკოპის“ დატოვება. თანაც ეხლა როდესაც სამწუხაროდ საქართველოში შეიზღუდა ოპტიკის და აქსესუარების იმპორტი, შესაძლბლობა იარაღის კასტომიზაციის მნიშვნელოვნად შემცირდა.  მეორადი იარაღის აქსესუარების ბაზარი საქართველოში ძალიან მცირეა, ხოლო გადამყიდველები ან თუნდაც მაღაზიები ვინც ვაჭრობენ ასეთი პროდუქციით, ძალზედ მცირე ასორტიემნტი აქვთ და როგორც წესი ფასი ძალიან გაბერილია. ეხლა „მაიმარკეტზე“ იყიდება ჩინური „ხარისის“ ბიპოდის ასლი 250 ლარად, მაშინ როდესაც „ამაზონზე“ ის 25-30 დოლარი ღირს. არაკეთილსინდისიერი გადამყიდველებისთვის ხუთმაგი ფასის გადახდაზე მსროლელმა ჩემი აზრით უნდა უარი თქვას და ამიტომაც ბიპოდის შეძენაზე უარი თქმა მოგვიწია. სამაგიეროდ სინთეტიკური კონდახი შევღებეთ და გამოვიყენეთ ლეგეენდარული „რემინგტონ M40A1“-ის „მაკმილანის“ კონდახის კამუფლირების სქემა. ეს იარაღი მე მახსოვს ჯერ იმ დროიდან, როდესაც „Delta Force”-ს ვთამაშობდი და იმ დროს ეს იარაღი ალბათ იყო ერთადერთი, სტანდარტული კამუფლირებით. კამუფლირება, გარდა იმისა, რომ ემსახურება პრაქტიკულ მიზნებს ასევე მნიშვნელოვნად გაალამაზა ჩვენი „მარლინი“. ჩვენ მოვიმარაგეთ სხვადასხვა ტიპის ვაზნები და როგოც კი ამინდები გამოვიდა, გავეშურეთ სასროლეთზე.

16776874_424821551193341_1878301149_o

სინთეტიკური კონდახის დიდი პლიუსი. მას არ ეშინია ნესტის და სიცივის. გარდა ამისა სინთეტიკური კონდახის მოდიფიცირება ძალიან ადვილია. 

სურათიდან როგორც ხედავთ, ადგილზე დაგვხდა ძალიან ცუდი პირობები. თოვლი. ყინვა. სასროლოსნო პოზიცია თოვლში ამოვთხარეთ. როგროც შეგვეძლო კომფორტულად მოვაწყვეტ და დავიწყეთ სროლა. ჩინური წარმოების გერმანული სახელით “ბაუერის” ოპტიკა სამწუხაროდ ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. ფოკუსის და ბადის სიმკვეთრის დარეგულირება მაგრად გართულდა. ლინზები ნორმალური იყო და ოპტიკა მსუბუქია, ეს არის მისი პლიუსები, შემდეგ მხოლოდ მინუსები წამოვიდა. 50 მეტრზე სროლა კიდე შესაძლებელი იყო, 100 მეტრზე უკვე ეს ოპტიკა პრაქტიკულად გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ეს უკვე მეორე ამ მოდელის “სკოპია” რომელიც გამოუსადეგარი აღმოჩნდა. მის სანაცვლოდ “მარლინზე” დავაყენეთ ასეთივე ბიუჯეტური “სკოპი” Bushnell 3×9. ეს ოპტიკა კარგია, იაფია, თუმცა გაბარიტული და შედარებით მძიმე. ის “ბაუერის” ოპტიკაზე 2-ჯერ ნაკლები ღირს და აქვს უფრო დიდი გადიდება, ბადის განათება და შესწორების მექანიზმიც მუშაობს უფრო ზუსტად. მისი ბადე იძლევა საშუალებას გამოიყენოთ მისი ელემენტები დამიზნებაში შესწორებებისთვის, მაგრამ ჯვარი ზედმეტად სქელია. მიუხედავად ამისა შაშხანა რასაც იტყვიან ამუშავდა და დაგვანახა თავის პოტენციალი. სამიზნედ ჩვენ ვიყენებდით ფერად საკანცელარიო  ფურცლებს 70×75 მმ-ზე. მათი განადგურება 100 მეტრის მანძილიდან და არც ისე მდგრადი პოზიციიდან არ წარმოადგენდა არანაირ პრობლემას იმ პირობით, რომ ვისროდით იმ ვაზნას რა ვაზნითაც იარაღი იყო მისროლილი. ვაზნის შეცვლისას თუ არ ვიცოდით რა შესწორება უნდა შეგვეტანა, ტყვია სამიზნეს არ ხვდებოდა. განსხვავება საწყის სიჩქარეში და ტყვიის წონაში 100 მეტრზე საგრძნობ სხვაობას იძლევა და ასეთ მანძილზე ასეთ სამიზნეზე სროლა შესაძლებელია იმ ვაზნით რა ვაზნაზეც იარაღი იყო გასწორებული, ან დამახსოვრება როგორ იცვლება მორტყმის საშუალო წერტილი კონკრეტული მუხტის გამოყენებისას. აქაც მოქმედებს მარტივი წესი: ნახე მუხტი, რომელიც ყველაზე ზუსტი და საიმედოა და შექმენი ამ ვაზნების მარაგი. ყველაზე კარგი ჯგუფი 100 მეტრზე იყო შთამბეჭდავი 25მმ მიღწეული იაფი Eley Sport ვაზნებით (ერთი “ფლაიერის” დამატებით ჯგუგი გაიზრდება 41მმ-მდე რაც მაინც კარგი შედეგია). კიდევ ერთი ჯგუფი იყო 46მმ, და ბოლოს 67მმ. სროლის პირობების და ოპტიკის შესაძლებლობების გათვალისწინებით ეს არის ძალიან კარგი შედეგი.  სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გავტესტოთ იარაღი ლაბორატორიულ პირობებში. უამინდობის გამო ამ სტატიის პუბლიკაციაც გადაიდო თითქმის სამი კვირით. მიუხედავად ამისა ჩვენი აზრით “მარლინმა” დაგვანახა თავისი პოტენციალი და ის ნამდვილად იმსახურებს ხარისხიან ოპტიკას და არა ჩინურ სუროგატს. კარგი ოპტიკით ამ იარაღით შესაძლებელია .22lr-ის თანდაყოლილი სიზუსტის სრული ათვისება.

rwrwe78912

ვის როგორი მოსაზრებები აქვს სიზუსტეზე, მაგრამ იარაღი რომელიც ჯდება ათას ლარამდე და გაძლევს საშუალებას ყველაზე იაფი ვაზნით 100 მეტრზე მოარტყა სათამაშო კარტის ხელა სამიზნეს, ჩემი აზრით არის კარგი იარაღი.  კარგი ოპტიკით და ბიპოდით კიდე უფრო უკეთესი შედეგის მიღება არის შესაძლებელი. 

რას შევცვლიდი იარაღში? პირველ რიგში “მარლინმა” უნდა უარი თქვას ამ იდიოტურ გარეთ გამოშვერილ მჭიდებზე და მჭიდის ღილაკის ასეთ კონსტრუქციაზე. არანაირი აუცილებლობა არ არის რომ მჭიდი იყოს გარეთ გამოშვრილი. არის საფრთხე მჭიდის დაზიანების და ზარალდება იარაღის იერსახე. ღილაკი უნდა იყოს ისეთი რომ შესაძლებელი იყოს მჭიდის ერთი ხელის გამოყენებით მოხსნა. იარაღს ჭირდება ნამდვილი საღვედეები და ადგილი ბიპოდის დასაყენებლად. დანრჩენში ეს იარაღი არის ახლოს იდეალურთან. განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს ახალი სასხლეტი, პირველად ბიუჯეტურ იარაღზე ჩვენ დავინახეთ სასხლეტი, რომელიც არ ქმნიდა პრობლემებს, არ იყო ზედმეტად მძიმე და არ ქონდა “ხრაშუნის” შეგრძნება.

Marlin XT22VR არ ღირს იაფი. მაგრამ თუ გინდათ ზუსტი შაშხანის აწყობა ის არის კარგი ბაზა ამისთვის. მას არ ჭირდება გადაკეთებები, ჩარხვა და ბურღვა, როგორც ძველ საბჭოთა შაშხანებს. საკმარისია იყიდოთ კარგი “რინგები” და ოპტიკა და თქვენ გაქვთ ზუსტი შაშხანა. არც ბიპოდის დასაყენებელი ხრახნის დაყენება პლასტმასის კონდახზე არ არის დიდი პრობლემა. ნაკლებ ფასში შესაძლებელია საბჭოთა “ტოზის” ან “მც”-ს მოდიფიცირება მაგრამ საჭირო გახდება იარაღის კონსტრქუციის გადაკეთება თუნდაც ოპტიკის დასაყენებლად და ეს უკვე ითხოვს ოსტატის ჩარევას და გაცილებით მეტი დროც იქნება საჭირო.

Glock 21 Gen2 და სხვა .45 კალიბრის გლოკები

December 12th, 2016

1990 წელს გლოკმა წარმოადგინა თავისი პირველი .45 კალიბრის პისტოლეტი დარქმეული როგორც “გლოკ 21″. შექმნილი 10მმ-ნი გლოკ 20-ის ბაზაზე (“გლოკ 21″ რამდენიმე თვით გვიან “დაიბადა” “გლოკ 20″-ზე) რაქტიკულად სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის ახალი სრული ზომის .45 კალიბრის “გლოკი” აგებული იყო უფრო დიდი ზომის ჩარჩოს და საკეტის გამოყენებით. ასევე ახალი პისტოლეტი იყენებდა ორ-რიგიან მჭიდს, რომელშიც ჩადიოდა 13 ვაზნა და როგორც ყველა „გლოკი“ მანამდე, გამოირჩეოდა ტრადიციული სიმარტივით და საიმედოობით. რა გასაკვირია, ეს პისტოლეტი ეგრევე გახდა კომერციულად წარმატებული პროექტი.

glock-21-and-glock-17

ამ სურათიდან კარგად ჩანს სხვაობა ზომებში სტანდარტულ 9×19, .357SiG და .40S&W კალიბრის და .45ACP, 10mm Auto “გლოკებს” შორის.  

უნდა აღინიშნოს, რომ .45ACP არასდროს არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით აშშ-ის საზღვრებს გარეთ, ის პრაქტიკულად არსად არ იყო შეიარაღებაშიც მიღებული, ხოლო სამოქალაქო ბაზარზე სარგებლობდა პოპულარობით იარაღის მოყვარულების ძალიან ვიწრო წრეში. მეორეს მხრივ აშშ-ში, .45ACP ყოველთვის იყო უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ პოპულარული და გავრცელებული კალიბრი. ის იყო ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილი, ეროვნული სიამაყე თუ შეიძლება ასე ითქვას. „გლოკ 21-ის“ გამოჩენამდე, აშშ-ში ამ კალიბრში მხოლოდ M1911 ტიპის პისტოლეტი და მისი მოდიფიკაციები იყო პოპულარული და გავრცელებული. M1911 იყო თხელი, ერგონომიული, მაგრამ ვაზნების გარეშე იწონიდა 1100 გრამს და იტევდა 7+1 ვაზნას. „გლოკ 21“ იწონიდა იგივეს მაგრამ 13+1 ვაზნასთან ერთად. დაუმატეთ ამას ტრადიციული გლოკისთვის სიმარტივე, გამძლეობა, საიმედოობა და მიხვდებით რატომ გახდა მოდელი 21 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „გლოკი“ და ყველაზე ფართოდ გავრცელებული .45 კალიბრის პოლიციური იარაღი აშშ-ში.

ჩვენ მოგვეცა საშუალება ახლოს გაგვეცნო ეს იარაღი როდესაც ერთ დღეს ჩვენ პრაქტიკულად შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში სწორედ ისეთი „გლოკი“, რომელმაც ასე მოხიბლა ამერიკელები 90-ნი წლების დასაწყისში, საქართველოსთვის იშვიათი,  მეორე თაობის „გლოკ 21“. ისტორია როგორ მოხვდა ეს პისტოლეტი ჩვენთან იმსახურებს მოყოლას. ამ იარაღს მე წავაწყდი თბილისის ერთ-ერთ იარაღების პატარა მაღაზიაში სადაც შემთხვევით შევიარე. რა თქმა უნდა დიდმა გლოკმა ეგრევე მიიპყრო ჩემი ყუარდღება. ის ფაქტი რომ ის მეორე თაობის იყო დამარწმუნა, რომ ეს პისტოლეტი უნდა აუცილებლად ჩემი გამხდარიყო, თანაც მე ყოველთვის ვთვლიდი რომ ერგონომიკის თვალსაზრისით მეორე თაობის „გლოკებს“ საუკეთესო ფორმის ტარები აქვთ. იარაღი არ იყო ახალი არამედ იყო, რასაც ჩვენ ვეძახით „ხელებში ნაწვალები“ თანაც კარგად ნაწვალები. მას აკლდა უკანა სამიზნე მოწყობილობა, ჩარჩოზე ამოკაწრული იყო, როგორც ჩანს წინა მფლობელის სახელი – „იკა“, ასევე ხელში აღებისთანავე აღმოჩნდა რომ საკეტი ბოლომდე უკან არ მიდიოდა და რაღაც ხრაშუნი ისმოდა, რაც მეტყველებდა იმაზე რომ დიდი ალბათობით ან დამაბრუნებელი ზამბარა ან მისი ღერძი იყო გატეხილი. როდესაც როგორც იქნა საკეტი მოვხსენი და შევამოწმე იარაღის მდგომარეობა დავრწმუნდი რომ გარდა გატეხილი დამაბრუნებელი ზამბარის ღერძისა პისტოლეტის ძირითადი მექანიზმები იდეალურ მდგომარეობაში იყო და ნასროლი ამ იარაღიდან სავარაუდოთ იყო ძალიან ცოტა ვაზნა.  ხანმოკლე და გაცხარებული ვაჭრობის შემდეგ (როგორ ძმაო, პისტოლეტი გაფუჭებულია და დააკელი!) მე ეს იარაღი მერგო 1300 ლარად რაც იმ დროისთვის იყო ძალიან კარგი ფასი “გლოკში” ასე, რომ ცალკე მადლობა იმ მაღაზიის ხელგაშლილ მეპატრონეს.

p1000231

ჩვენი “გლოკ 21″, რომელიც მიუხედავად ცვეთის ნიშნებისა, ჩვენ თვალში ისეთივე ლამაზი იყო, როგორც სულ ახალი ხელუხლებელი იარაღი

სახლში მიტანის თანავე დავიწყე ფიქრი რა მექნა გატეხილი ზამბარის რერძისთვის. „გლოკ 21“ იყო პირველი “გლოკი” რომელშიც დამაბრუნებელ ზამბარა და ღერძი ერთ მოწყობილობაში იყო გაერთიანებული, შემდგომში ასეთი მოწყობილობები გახდა სტანდარტული დანარჩენი “გლოკებისთვის”. ვინაიდან ზამბარა საღი იყო მე უბრალოდ გადავწყვიტე, პირველ ეტაპზე ფოლადის ღერძის დამზადება და მორგება საკუთარი ძალებით. ნახევარ საათში პისტოლეტი უკვე იყო პირობითად საბრძოლო მდგომაროებაში. პირობითად იმიტომ, რომ მას კვლავ აკლდა უკანა სამიზნე მოწყობილობა.

hf8900

პისტოლეტის მწყობრში დაბრუნების პროცესი. მეტალის ღერძში ითხოვენ 20-30 დოლარს. მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით ეს ღერძი ნახევარ საათში დამზადდა რკინის ჯართისგან. 

კიდევ პისტოლეტს ქონდა დაკაწრული საკეტის ხუფი. როგორც ჩანს მისი ამოძრობით ცდილობდნენ პისტოლეტის დაშლას და ამ პროცესში ხუფი სერიოზულად დაკაწრეს. ახალი ხუფი მე ისედაც მქონდა გადანახული და ამიტომაც ეს დეტალიც ეგრევე გამოვცვალეთ. უკანა სამიზნე მოწყობილობის „გამოთლა“ და „გაშავება“ არ იყო დიდი პრობლემა, საჭირო იქნებოდა ქლიბით ბევრი მუშაობა, ამიტომაც ჩვენ წავედით იოლი გზით. უბრალოდ შევუკვეთეთ უკანა სამიზნე მოწყობილობა და ბარემ ახალი ზამბარაც თავისი ღერძით. ჩვენ ავირჩიეთ გლოკის რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც გლოკი აყენებს სპორტულ მოდელებზე. ჩვენ არ ვიცოდით რა სიმაღლის იყო უკანა სამიზნე მოწყობილობა და ამიტომაც რეგულირების შესაძლებლობა მოგვცემდა საშუალებას პისტოლეტი ზუსტად მიგვესროლა.ჯამში ეს ყველაფერი დაჯდა 45 დოლარი რაც იმ დროს შეადგენდა 70 ლარს. დამატებით ჩვენ ასევე ამოვიყვანეთ ნაკაწრები და გავაქრეთ „იკა“. სანამ ახალ ნაწილებს ველოდებოდით საკეტი დავფარეთ შავი ფერის Duracoat-ის საღებავით. ორ კვირაში როდესაც ნაწილები ჩამოვიდა, დიდი გლოკი ბზინავდა როგორც ახალი.

twoglocks21

აღდგენის პროცესი კარგი შედეგით დასრულდა. 

გლოკების დიდი უპირატესობა არის ის რომ წლების განმავლობაში მოდელიდან მოდელმადე ამ პისტოლეტების კონსტრუქცია დიდად არ იცვლებოდა. ამიტომ ახალი დამაბრუნებელი ზამბარა და უკანა სამიზნე მოწყობილობა ეგრევე დადგნენ თავის ადგილას.  გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პისტოლეტი იყო მეორე თაობის, ის ოდნავ განსხვავდებოდა უფრო თანამედროვე გლოკებისგან.

ჩარჩოს გარდა ასევე ყურადღებას იქცევდა 90 გრადუსიანი ექსტრაქციის ფანჯარა, ექსტრაქტორი სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორის გარეშე და ასევე საკეტის დაფარვა, რომელიც არ იყო ტიპიური შავი ფერის დაფრქვევა, არამედ უფრო გავდა ე.წ. პარკერიზაციას. თხელი, ხავერდოვანი და მუქი რუხი ფერის. მიუხედავად ასაკისა პისტოლეტს არსად არ ქონდა ჟანგის კვალი, რამაც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ თუ საქმე გვაქვს „ტენიფერთან“ შეიძლება კოროზიაზე არ ვიდარდოთ ხოლო ზედაპირის შავი დაფარვა გლოკებზე არის სუფთა კოსმეტიკური დეტალი.

p1000190

პისტოლეტის ძირითადი მექანიზმები იყო იდეალურ მდგომარეობაში. ოქტაგონალური ლულა იყო სარკესავით სუფთა. .45 კალიბრის გლოკებში პოლიგონალური ხრახნები არის ოქტაგონალური და არა ჰექსაგონალური რისი მიზეზიც არის ლულის გაზრდილი დიამეტრი და ოქტაგონალური (ანუ რვა) ხრახნები საჭიროა რომ მოხდეს ტყვიის საკმარისი ობტურაცია ლულის არხში. დანარჩენში, როგორც სურათიდან ხედავთ .45 კალიბრის გლოკი არაფრით არ განსხვავდება სხვა “გლოკებისგან”. 

როდესაც იარაღი დაბრუნდა მწყობრში და სრულად შეკეთდა ჩვენ მოგვეცა საშუალება იარაღი სათანადოდ შეგვეფასებინა.  დიახ, ნამდვილად „გლოკ 21“ მსხვილი იარაღია მაგრამ არც 13+1 .45 კალიბრის ვაზნა არ არის სახუმარო, თანაც პისტოლეტში, რომელიც ადვილად შთანთქავს .45 კალიბრისთვის დამახასიათებელ ისედაც დინჯ მაგრამ ძლიერ უკუცემას. დანარჩენში ის ტიპიური “გლოკია”. მარტივი, უბრალო, არაფერი ზედმეტი. მეორე თაობის გლოკ 21-ს სახელური მე მომეჩვენა იდეალური, თუმცა ჩემი აზრით სისქით ის დასაშვების ზედა ზღვარზეა და არ მოეწონება ადამიანებს პატარა ხელებით. “გლოკში” ამის შესახებ იცოდნენ და მესამე თაობის გლოკ 21-ის ჩარჩო უფრო დათხელდა, დაემატა პიკატინის სამაგრი. შემდეგ გამოჩნდა მოდელი SF კიდე უფრო თხელი ჩარჩოთი პიკატინის სტანდარტის სამაგრით და ორმხრივი მჭიდის ღილაკით. ეს ორივე ოფცია წარსულს ჩაბარდა და ახალი მესამე თაობის გლოკ 21SF, რომლის გამოცდის საშუალბა ჩვენ მოგვიანებით მოგვეცა, შერჩა მხოლოდ შეთხელებული სახელური.  21-ე მოდელის ევოლუციის უკანასკნელ საფხურს წარმოადგენს მეოთხე თაობის მოდელი 21, რომელიც ამჯერად იყენებს ტარის ცვლად პანელებს, უფრო დიდი ზომის მჭიდის ღილაკს და ორ ზამბარიან დამაბრუნებელ მექანიზმს. გარდა მოდელი 21-სა, გლოკმა გამოუშვა კომპაქტური მოდელებიც. 1997 წელს როდესაც დაიწყო “გლოკის” ახალი სათაო ოფისის მშენებლობა დოიჩ-ვაგრამში, გლოკმა გამოუშვა გლოკ 21-ის სუბ-კომპაქტური ვარიანტი, მოდელი 30. ეს იყო კომპაქტური ორ რიგიანი . 45 კალიბრის პისტოლეტი, რომელიც იწონიდა სულ რაღაც 750 გრამს ცარიელი, ქონდა 96მმ-ნი ლულა და იტევდა 10 .45 კალიბრის ვაზნას. “გლოკ 30″ ასევე გახდა ძალიან პოპულარული იარაღი და ცნობილმა ექსპერტმა პიტერ კოკალისმა უწოდა მას იდელაური თვდაცვითი პისტოლეტი. მისი სტატია “გლოკ 30″-ზე, რომელიც გამოქვეყნდა “Soldier of Fortune” ჟურნალში, იყო ის სტატია საიდანაც მე პირველად გავიგე “გლოკის” არსებობაზე, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალაზრდა ვიყავი. მას მერე “გლოკ 30″ რჩება ჩემი სურვილების სიაში და ოდესმე მე მას შევიძენ და ამჯერად თვითონ დავწერ მასზე სტატიას.

შემდეგი .45 კალიბრის სიახლე გლოკისგან გამოჩნდა 1999 წელს, როდესაც გამოშვებული  გლოკის პისტოლეტების  რაოდენობამ  2 მლნ ცალს მიაღწია. ეს იყო “თხელი” მოდელი 36, ერთ რიგიანი მჭიდით, რომელიც იტევდა 6 .45 კალიბრის ვაზნას. ის იყო 4მმ-ით უფრო თხელი ვიდრე “გლოკ 30″, ქონდა პროპორციულად თხელი სახელური იწონიდა სულ რაღაც 635 გრამს ცარიელი ხოლო ლულის სიგრძე “გლოკ 30″-ის იდენტური იყო (96მმ). მოდელ 42/43-ის გამოჩენამდე ეს პისტოლეტი იყო კონსტრუქციულად ყველაზე განსხვავებული “გლოკი”.  ეს მოდელი არ იყო ისეთი გავრრცელებული, როგორც მოდელი 21 ან 30, მაგრამ მას გაუჩნდა თავისი ერთგული ფანატების ვიწრო წრე. 2012 წელს ჟურნალ “American Rifleman”-ის სტატიაში, რომელიც მიეძღვნა ამ პისტოლეტს, მას უწოდეს გლოკის მარკეტინგული გამოცანა.

g3611

სანამ 2015 წელს დიდი ზარ-ზეიმით გლოკი წარმოადგენდა ულტრა-კომპაქტურ მოდელებს 42 და 43-ს, გლოკს უკვე კარგახანია ქონდა იგივე კონცეფციით შექმნილი “გლოკ 36″.  

.45ACP კალიბრის “გლოკების” ოჯახის უახლესი წარმომადგენელი არის მხოლოდ მეოთხე თაობის ვარიანტში წარმოდგენილი “ტაქტიკურ/პრაქტიკული” მოდელი 41, რომელიც შექმნილია იგივე კონცეფციით რაც კარგად ცნობილი მოდელები 34 და 35. ეს არის გრძელ-საკეტიანი მოდელი რომელიც იყენებს სტანდარტულ 21-ის ჩარჩოს მაგრამ გრძელ საკეტს შესაბამისად გრძელი ლულით, რომლის სიგრძე შეადგენს 135მმ-ს ნაცვლად 117 მმ-სა “გლოკ 21″-ში. ის ასევე ხელმისაწვდომა MOS კონფიგურაციაში, ანუ მასზე შესაძლებელია ოპტიკის დაყენება.

g41-hero-mos

MOS (Modular Optic System) წარმოდგენილი 2015 წელს არის გლოკის პასუხი პისტოლეტებზე ოპტიკური სამიზნეების დაყენების ტრენდზე. ის გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ პისტოლეტი ქარხნულად შესრულებული ოპტიკის სამაგრით.  

გლოკში მუდმივად ცდილობდნენ .45 კალიბრის პისტოლეტების ზომების შემცირებას მაგრამ პისტოლეტი აგებული დიდი .45 კალიბრის ვაზნის ირგვლივ ვერ იქნებოდა ისეთივე კომპაქტური როგორც 9მმ-ნი პისტოლეტი. ამიტომაც  2004-ში ტყვიაწამლის მწარმოებელმა Speer-მა გლოკის დაკვეთით შექმნა ახალი „დამოკლებული“ .45 კალიბრის ვაზნა, .45 GAP, რომლის ბალისტიკა იყო პრაქტიკულად იდენტური .45ACP-სი, მაგრამ ის იყო უფრო მოკლე და შესაბამისად შესაძლებელი იყო მისი ჩატევა სტანდარტული ზომის გლოკში, თეორიულად….. სინამდვილეში ახალი “გლოკები” (37, 38, 39) კი იყენებდნენ უფრო თხელ სტანდარტულ ჩარჩოებს, მაგრამ საკეტი იყო მსხვილი. დამატებითი საფასური ჩარჩოს ზომების შემცირებაში გახდა მჭიდის ტევადობის შემცირება, რომელიც სრული ზომის “გლოკ 37″-ის შემთხვევაში შეადგენს 10 ვაზნას. თავდაპირველად ახალ ვაზნას და პისტოლეტებს დიდი ენთუზიაზმით დახვდნენ,  მგრამ ახალი “გლოკები” ბოლომდე არ იმეორებდნენ სტანდარტუული “გლოკების” ზომებს შეუძლებელი ხდებოდა ერთნაირი ბუდეების გამოყენება. ესეიგი ვერ მოხდებოდა პოლიციური სამსახურებისთვის 9მმ-ნი და .40 კალიბრის პისტოლეტების გამოსყიდვა და ჩანაცვლება .45 კალიბრის ახალი გლოკებით (ბიზნეს მოდელი რომელიც გლოკმა დანერგა და რომლის წყალობითაც ამ კომპანიამ შეიარაღა ამერიკელი სამართალდამცავების 65%). გასტონ გლოკის ამბიციური იდეა, შეექმნა სტანდარტული გლოკის ზომის .45 კალიბრის პისტოლეტი რომლის ვაზნაც ატარებდა მის სახელს პრინციპში დასრულდა წარუმატებლობით. გლოკის მორიგი მინი-რევოლუცია არ შედგა. ფიზიკის კანონების წინააღმდეგ ვერ წახვალ. დიდი და შესაბამისად მძიმე საკეტი იყო აუცილებელი რომ მისი მოძრაობის სიჩქარე დარჩენილიყო დასაშვებ ფარგლებში შედარებით მაღალწნევიანი ვაზნის გამოყენებისას. ინტერესი ახალი ვაზნის და ახალი გლოკების მიმართ მალევე გაქრა. ამჯერად მხოლოდ გლოკი აგრძელებს ამ კალიბრის იარაღის გამოშვებას, ხოლო დანარჩენმა მწარმოებლებმა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია უკვე შეწყვიტეს ამ კალიბრზე გათვლილი იარაღების წარმოება.  რას იზამ? მხოლოდ ის ვინც არაფერს არ ცდილობს არასდროს არ მარცხდება.  გლოკის წარუმატებლობამ ახალ ვაზნასთან მეტ წილად შეუმჩნევლად ჩაიარა, მითუმეტეს ახალი ულტრა-კომპაქტური გლოკების (42, 43) ხმაურიანი და წარმატებული ბენეფისის ფონზე.

45gapvs45acp

.45GAP დარჩა ჩვენი მზერის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობა ამ პისტოლეტების საქართველოში გაიყიდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარის, რომ ჩვენ დაგვეხარჯა ფული ამ ეგზოტიკის მიმოხილვაზე.  მეორეს მხრივ ჩვენ გვქონდა საშუალება შეგვედარებინა .45ACP კალიბრის G21 Gen2 და G21SF Gen 3. ჩემი აზრით დიდი ხელებისთვის მეორე თაობის გლოკი იდეალურია, მაგრამ მესამე თაობის SF მოდელი უფრო კომპაქტურია, მოერგება უფრო მეტ ადამიანს და ამასთანავე სამაგრი ჩარჩოზე კარგი ოფციაა. ოცნებებში ბოლომდე რომ გადავარდეთ, მეორე თაობის G21SF სამაგრით ჩარჩოზე იქნებოდა ჩემთვის იდეალური გლოკის პისტოლეტი, მაგრამ სად არის რომ ეგეეთი გლოკი?

სროლისუნარიანობა .45 კალიბრის გლოკების არის ის რამაც ასევე განაპირობა ამ პისტოლეტების წარმატება. .45-ის რბილი, დროში გაწელილი უკუცემა დამატებით დარბილებული გლოკის პოლიმერის ჩარჩოთი და გადაცემული მსროლელის ხელში შედარებით სქელი ტარით, აქცევს სროლას ამ პისტოლეტიდან უკიდურესად კომფორტულ მე ვიტყოდი სასიამოვნო პროცესად. .45ACP ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი თანდაყოლილი სიზუსტის პოტენციალით, დაუმატეთ ამას პოლიგონალური ლულა, კონსტრუქციის სიმარტივე, დამზადების მაღალი ხარისხი და თქვენ მიიღებთ მასობრივი წარმოების პისტოლეტს რომელსაც აქვს საბრძოლო იარაღის საიმედოობა და  საასპარეზო იარაღის სიზუსტე.

p1220724

ჩვენი მეორე დიდი “გლოკი”, Glock 21SF, ოდნავ დათხელებული ჩარჩოთი გამოირჩევა შესაშური ერგონომიკით, ამასთანავე უნივერსალური სამაგრი ჩარჩოზე შესაძლებელს ხდის ფარნის ან ლაზერული სამიზნის გამოყენების. წარწერა ჩარჩოზე SF ადვილად იძლევა ამ მოდელის პისტოლეტის იდენტიფიკაციის საშუალებას. 

ჩვენი ორივე .45 კალიბრის გლოკი გამოდგა ძალიან ზუსტი. 15 მეტრიდან ჯგუგები შეადგენდა 2.5-3 სმ-ს. ეს ძალიან კარგი მაჩვენებეელია, მიუხედავად იმისა, რომ გლოკის სტანდარტული სასხლეტი და სამიზნე მოწყობილობები არ არის შექმნილი ზუსტი/საასპარეზო სროლისთვის. აღსანიშნავია, რომ პატარა .45 კალიბრის “გლოკები” ისეთივე ზუსტი იარაღების რეპუტაციით სარგებლობენ როგორც დიდი “გლოკები”.

მე შეგნებულად არ ვწერ .45 კალიბრის ვაზნების ეფექტურობაზე. ამ მხრივ .45-ის შესაძლებლობები სხვადასხვა მითების წყალობით ზედმეტად გადაფასებულია. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პისტოლეტის კალიბრი .45 ხანდახან მუშაობს კარგად სამიზნის წინააღმდეგ და ხანდახან ამას ვერ ახერხებს. როგორც უკვე მე ადრე ვიძახდი, ნომინალურ კალიბრს არ აქვს გადამწყვეტი გავლენა ვაზნის ეფექტურობაზე თუ საქმე გვაქვს ტიპიურ პისტოლეტის კალიბრებთან. მთავარია ტყვიის კონსტრუქცია და რამდენად კარგად ეს კონსტრუქცია  გარდაქმნის ენერგიას დაზიანების მექანიზმში. თუმცა ამავე დროს უნდა დავამატო, რომ თუ ხელმისაწვდომია მხოლოდ გარსით დაფარული ტყვიები, მაშინ ალბათ უმჯობესია ასეთი ტყვია იყოს მაქსიმალური დიამეტრის. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის კარგი ხარისხის .45 კალიბრის ვაზნა ჯდება ორჯერ უფრო ძვირი ვიდრე 9×19 კალიბრის ვაზნა. პისტოლეტისთვის, რომელიც ინახება სახლში ასეთი სხვაობა არ არის გადამწყვეტი.

დამატებით რამის დაწერა “გლოკებზე” შეუძლებელია, რომ არ დავიწყო იმის გამეორება რაც ისედაც არაერთხელ მაქვს დაწერილი ჩემი ბლოგის ვირტუალურ ფურცლებზე. გლოკი გლოკია. იაფი, გამძლე, მუშა. თუ “დიდი” ჩარჩოს ერგონომიკა და შედარებით მსხხვილი გაბარიტები  არ გიქმნით უხერხულობას, .45 კალიბრის გლოკი იქნება საუკეთესო გლოკი რომელსაც თქვენ ხელში აიღებთ. ჩვენმა მეორე თაობის “გლოკ 21″-მა მალე იპოვა ახალი პატრონი, რომელიც შემოთავაზებული ფასით არ დარჩა უკმაყოფილო, მაგრამ პერიოდულად მე მახსენდება ეს შესანიშნავი იარაღი და ვნანობ, რომ ცოტათი უფრო დიდხანს არ გავიჩერე.

კვირის იარაღი – H&K Mk23 Mod 0

November 14th, 2016

mk23123

Mk23-ის კომერციული ვარიანტი  

შექმნილი აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობის მოთხოვნების და სპეციფიკაციების მიხედვით, გერმანული სუპერ პისტოლეტი არის უნიკალური და ყოველმხრივ შთამბეჭდავი იარაღი. ამასთანავე ის არის პირველი .45 კალიბრის იარაღი რომელიც მიიღეს შეიარაღებაში აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში M1911-ის შემდეგ. ჩაფიქრებული, როგორც “თავდასხმითი შეიარაღების სისტემა” კომპლექტი შედგებოდა თავად პისტოლეტისაგან, საპრესორისგან და ლაზერული დამიზნების მოდულისგან. მისი მიწოდება საბრძოლო ნაწილებში დაიწყო 1996 წელს. Mk23-ის უნიკალურობას განსაზღვრავს პირველ რიგში ის რომ ეს პისტოლეტი თავიდანვე იქმნებოდა იმ პირობით რომ გაუძლებდა ექსპლუატაციას მხოლოდ “ცხელი” +p კატეგორიის .45 ACP ვაზნების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში მისი რესურსი გეგმიურ შეკეთებამდე უნდა ყოფილიყო და არის არანაკლებ 30 000 გასროლა. გეგმიური რემონტის შემდეგ (რაც გულისხმობს გარკვეული დეტალების გამოცვლას) მისი ძირითადი ნაწილების რესურსი კვლავ უნდა ყოფილიყო 30 000 გასროლა. ტესტირებებმა დაადგინეს რომ პისტოლეტის სიზუსტე 30 000 გასროლის შემდეგ კვლავ იყო უკეთესი ვიდრე ამას დამკვეთი ითხოვდა. 25 მეტრის მანძილზე ქარხნული წესით დამზადებული პისტოლეტი ისროდა პრაქტიკულად ტყვიას ტყვიაში, საპრესორით და მის გარეშე. მოთხოვნა, 2000 გასროლა დაბრკოლებებს შორის გადაჭარბებით შესრულდა და შეადგინა 6027 გასროლა. Mk 23-ის კონსტრუქციულ თავისებურებებს წარმოადგენდა დაპატენტებული უკუცემის იმპულსის შემცირების მექანიზმი, რომელიც წარმოადგენდა მექანიკურ ბუფერს და ამცირებს უკუცემის იმპულსს, შესაბამისად დატვირთვას იარაღზე და ამავე დროს ხდიდა სროლას უფრო კომფორტულს. ამ მექანიზმის წყალობით Mk23-ის და მისი უმცროსი ძმის USP-ს ჩარჩოს რესურსი პრაქტიკულად ამოუწურავი გახდა. შესანიშნავ სიზუსტეს უზრუნველყოფდა, როგორც დამზადების უმაღლესი ხარისხი, ასევე ლულაზე წამოცმული რეზინის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფდა გასროლიდან გასროლამდე ლულის ზუსტ განლაგებას საკეტთან მიმართებაში. აღნიშნული რგოლის რესურსი 20 000 გასროლაა და მის შეცვლას უნდა სულ რამდენიმე წამი. ასევე პისტოლეტი იყო აღჭურვილი ღილაკით რომელიც უზრუნველყოფდა ჩახმახის უხმო შეყენება-დაშვებას. მიუხედავად იმისა, რომ ხეკლერ&კოხმა წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას და დაამარცხა კონკურსში ერთადერთი კონკურენტი “კოლტის” სახით, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე, ჩაისვარა საბიუჯეტო ორგანიზაციამ, რომელმაც მოითხოვა იარაღი, რომელიც ჯარისკაცს სინამდვილეში არ ჭირდებოდა. მიჩვეულები 9მმ-ან “ზიგებს” და “ბერეტებს”, რომლებიც Mk23თან შედარებით კომპაქტური იარაღებია, უკანასკნელმა დაიმსახურა “ჯგუფური იარაღის” სტატუსი თავისი გაბარიტების გამო და მხოლოდ შეზღუდული გამოყენება ნახა. ხეკლერ&კოხში მიხვდნენ რომ იგივე თვისებების მქონე მაგრამ უფრო კომპაქტურ იარაღზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა 1998 წელს გამოუშვეს H&K USP 45 Tactical, რომელიც აკეთებდა ყველაფერს რასაც Mk23, მათ შორის ქარხნული კომპლექტაციით ეგრევე მზად იყო საპრესორის გამოყენებისთვის და ამავე დროს ბევრად უფრო კომპაქტური იყო. მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს რომ არც Mk 23 Mod 0-ის სამოქალაქო ვერსია არ იყიდებოდა ცუდათ. დიდი ფასის მიუხედავად (1800 დოლარი და ის ბუნებრივია იყიდებოდა საპრესორის და ლაზერული დამიზნების მოდულის გარეშე) ხეკლერ&კოხი ყიდდა სამოქალაქო ბაზარზე იმდენ Mk23-ს რამდენის გამოშვებასაც ასწრებდა. უდაოდ შეიძლება ჩაითვალოს რომ Mk23 არის დღეს ყველაზე ზუსტი, გამძლე, საიმედო და გამოცდილი სერიული წარმოების პისტოლეტი მსოფლიოში.

 

H&K USP გამადიდებელი შუშის ქვეშ

November 12th, 2016

14724651_2178335599057643_1144398430616544778_n

დიახ, დიახ, ჩვენი მორიგი ტესტირების და შეფასების ობიექტი ამჯერად ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი H&K USP 9 არის, 9მმ-ნი სრული ზომის პისტოლეტი გერმანიიდან. ჩემი პირველი “ხეკლერ&კოხის” წარმოების იარაღი, პისტოლეტი ასევე 9მმ-ნი USP Compact Stainless მე შევიძინე ჯერ კიდევ 2006 წელში და მაშინ არც ვფიქრობდი, თუ ოდესმე დავიწყებდი იარაღებზე წერას. პისტოლეტი მერგო მე 1500 დოლარად. იმ პერიოდისთვის ეს იყო საკმაოდ მოკრძალებული ფასი ასეთ იარაღში. პირველი სტატია (ინტერნეტ ფორუმისთვის) რომელიც მე მიუძღვენი USP-ს პისტოლეტებს მე დავწერე ჯერ კიდევ თუ არ ვცდები 2007-ში, მაშინაც ბლოგი იარაღებზე ჯერ იდეის დონეზეც არ არსებობდა. მას მერე ბევრი დრო გავიდა ისევე, როგორც მე მქონდა ბედნიერება ახლოს გამეცნო “ხეკლერ&კოხის” სხვა პისტოლეტებიც და მოდელ USP-ს და USP Compact-ს დაემატა მოდელები “Expert” .40S&W კალიბრში, “Tactical” .45ACP კალიბრში, ორივე “საასპარეზო” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით, ასევე 9მმ-ნი P2000, “LEM” ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით აღჭურვილი. დაგროვილი გამოცდილების ფონზე დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ წარმოგიდინოთ ამ პისტოლეტის უფრო ობიქტური და ზუსტი შეფასება, რომელიც დააინტერესებს როგორც ამ იარაღის მფლობელებს ასევე ზოგადად ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარულებს. კომფორტულად მოთავსდით მონიტორების წინ იმიტომ, რომ ცოტახანში ძალიან ბევრ  საინტერესო რამეს მოისმენთ ამ იარაღზე.

2006-ში, როდესაც მე ჩემი პირველი  ”ხეკლერ&კოხი” შევიძინე ის ჯერ კიდევ ითვლებოდა შედარებით ახალ იარაღად, მაგრამ ეხლა 2016 წელს ის უკვე წარმოადგენს საბრძოლო პისტოლეტის ნამდვილ კლასიკურ მოდელს. რას ნიშნავს კლასიკური პისტოლეტი? ჩემი აზრით ეს ისეთი პისტოლეტია, რომლის საბრძოლო და საექსპლუატაციო თვისებები იმდენად კარგი გამოდგა რომ მრავალი წლის შემდეგ ის კვლავ ღირსეულად გამოიყურება უფრო თანამედროვე ანალოგებთან შედარებით და კვლავ შეუძლია შესთავაზოს მსროლელს ისეთი რამე რასაც ვერ ან იშვიათად თუ ნახავთ ბევრ სხვა ისევ და ისევ უფრო თანამედროვე იარაღში.

რაც შეეხება თარიღებს, “ხეკლერ&კოხში” ახალ პისტოლეტზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 1989 წელს, იმავე წელს აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებმა გამოაქვეყნეს მოთხოვნა ახალ პისტოლეტზე ფორმალიზებული OHWS პროგრამის ფორმით (Offensive Handgun Weapon System, თავდასხმითი პისტოლეტის შეიარაღების სისტემა). მუშაობა ორ პროექტზე ხეკლერ&კოხში პარალელურად მიმდინარეობდა და უკვე 1992 წელს USP-ს პისტოლეტმა საბოლოო ფორმა მიიღო, მას მერე რაც  დასრულდა OHWS-ის პროგრამის საგამოცდო ნაწილი, რომლის შედეგების მიხედვითაც შესაბამისად დაიხვეწა USP-ს პროტოტიპის კონსტრუქცია. უკვე 1993 წლის იანვარში, აშშ-ში „შოტ შოუზე“ “ხეკლერ&კოხმა” ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ახალი პისტოლეტი დარქმეული როგორც “USP”   (USP –Universale Selbstlade Pistole, უნივერსალური თვით-დამტენი პისტოლეტი),  ხოლო 1996 წელს მიაწოდა აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობას მათთვის შექმნილი Mk23 Mod 0 ტიპის პისტოლეტები, რომელმაც დაამარცხა კოშმარული “კოლტის” მიერ წარმოდგენილი პროტოტიპი და  გაიმარჯვა კონკურსში.

or70x42

Colt OHWS წარმოადგენდა M1911, All American 2000 და Double Eagle-ის ჰიბრიდს, ერთდროულად საინტერესო და საკითხავი ტექნიკური გადაწყვეტილებებით. 

ეს მნიშვნელოვანი ფაქტი USP-ს შექმნის ისტორიიდან გარკვეულ წილად ხსნის იმ გამოყენების ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც ის იყო ჩაფიქრებული, ანუ გამძლე სამსახურეობრივი იარაღი, დიდი რესურსით და მაღალი საიმედოობით. გარდა ამისა დარწმუნებული ვარ “ხეკლერ&კოხის” ხელმძღვანელობას არ ესიამოვნებოდა ავსტრიული “გლოკის” წარმატება, რომელიც იყენებდა ტექნოლოგიას , რომელიც პირველად გამოიყენა სწორედ  ”ხეკლერ&კოხმა”, ვგულისხმობ რა თქმა პისტოლეტის ჩარჩოს დამზადებულს დარტყმა გამძლე პოლიმერისგან. თავისი დროისთვის USP იყო გარკვეულწილად ინოვაციური იარაღი, მაგრამ ამავე დროს ამ კომპანიის სხვა პროდუქტებთან შედარებით უფრო ნაკლებად ორიგინალური და თამამი დიზაინის მქონე. ამჯერად ის იყენებდა მეტ წილად, დროით გამოცდილ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს. ინოვაციურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ეს იყო პირველი პისტოლეტი კომპოზიტური ჩარჩოთი, რომელიც ამავე დროს იყენებდა დროით გამოცდილ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, გარედან განლაგებული ჩახმახით. ახალი პისტოლეტი იყო ხელმისაწვდომი 9 ვარიანტში, მცველის, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და დეკოკერის სხვადასხვა კომბიანციებით, რომელთა დაყენება შესაძლებელი იყო ნებისმიერ USP-ზე შესაბამისი დეტალების გამოცვლით, რაც ასევე იყო ონოვაცია. შექმნილი მეტ წილად ამერიკული ბაზრისთვის პისტოლეტი იყენებდა მექანიკურ მცველს, რომელიც განლაგებული იყო ჩარჩოს მარცხენა უკანა მხარეს, როგორც ამერიკელებისთვის საყვარელ M1911-ზე და ისევე, როგორც M1911-ზე შესაძლებელი იყო მისი ტარება შეყენებული ჩახმახით, მცველზე დაყენებული.  პირველად პისტოლეტის სტანდარტულ ოფციას წარმოადგენდა ჩარჩოზე შესრულებული უნივერსალური სამაგრი, რომელიც გათვლილი იყო ასევე “ხეკლერ&კოხის” წარმოების ფარანზე. მოგვიანებით სხვა კომპანიებმა მიბაძეს “ხეკლერ&კოხს” და ჯერ საკუთარი სტანდარტის და შემდგომ უნიფიცირებული სამაგრები გახდა ტაქტიკური პისტოლეტის განუყრელი ნაწილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ აქსესუარების დაყენების ოფცია ჩარჩოზე შესრულებული სამაგრის გამოყენებით ერგო USP-ს OHWS პროგრამისგან. განსხვავებით “ხეკლერ&კოხის” სხვა პისტოლეტებისგან (P7, P9, VP70) USP იყენებს ტრადიციულ და ნაცად მოდიფიციფრებულ ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემას და “ხეკლერ&კოხის” დაპატენტებულ ბუფერს, რომელიც ამცირებს უკუცემას და შესაძლებელს ხდის შეზღუდვების გარეშე გამოიყენოთ ნებისმიერი სიმძლავრის შესაბამისი კალიბრის მუხტები. აღნიშნული ბუფერი მხოლოდ სრული ზომის პისტოლეტებშია, USP Compact იყენებს ზამბარაზე ჩამოცმულ პლასტმასის მრგვალ ბუფერს, რომელიც ისეთი ეფექტურობით არ გამოირჩევა, როგორც მექანიკური. რა თქმა უნდა USP ტრადიციულად გერმანული იარაღისთვის გამოირჩეოდა შესრულების მაღალი ხარისხით.

მე ვერ ვიტყვი რომ USP-ს ოჯახს ხვდა წილად ისეთივე წარმატება, როგორც “გლოკს”.  ვერც იმას ვიტყვი რომ ეს პისტოლეტი თუნდაც ღირსეულ კონკურენცას უწევდეს ავსტრიულ პისტოლეტს. თავიდან “ხეკლერ&კოხმა” სცადა USP-ს აგრესიული რეკლამირება ამერიკულ ბაზარზე მაგრამ იმის თქმა რომ პისტოლეტის დიდი პოპულარობა მოიპოვა იქნებოდა გადამეტება. ამის მიზეზი იყო პისტოლეტის დიდი ფასი (იმ დროს გერმანული მარკის დოლართან მიმართებაში კურსით განპირობებული), პისტოლეტის დიდი ზომები, რის გამოც ის პრაქტიკულად გამოუსადეგარი აღმოჩნდა მსროლელების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის ქალებისთვის და ალბათ ასევე მჭიდის ღილაკის უჩვეულო კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა ამერიკელების გემოვნებას. გამოყენებული ჩაკეტვის სქემა იყო “ნელი” ხოლო ლულის ღერძი შედარებით მაღალი რაც არ მოეწონა სპორტსმენებს. “ხეკლერ&კოხმა” სცადა ვითარების გამოსწორება კომპაქტური მოდელის გამოშვებით და იმისთვის, რომ პისტოლეტის ტარი შეთხელებულიყო გამოიყენა უფრო თხელი მეტალის მჭიდი. USP Compact მართლაც გამოვიდა უფრო ერგონომიული მაგრამ დაიკარგა მჭიდების თავსებადობა სრული ზომის და კომპაქტურ USP-ეებს შორის. ამერიკელი ძალოვნები ასევე გულგრილად შეხვდნენ ახალ პისტოლეტს და რეალურად “ხეკლერ&კოხმა” მას მერე მიიღო მსხვილი შეკვეთები, რაც წარმოადგინა LEM ტიპის მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. მე მქონდა საშუალება გამომეცადა ეს სასხლეტი და ის მართლაც სთავაზობს ტრადიციულ მხოლოდ ორმაგ მოქმედების სასხლეტებთაბ შედარებით მოკლე სვლას, ის ასევე მსუბუქია და აქვს მოკლე რესეტი. იმ პერიოდში ამერიკელ ძალოვნებს ქონდათ ძლიერი ალერგია “შეყენებული” პისტოლეტების მიმართ და ამიტომაც მოიწონეს “ხეკლერ&კოხის” გადაწყვეტილება და ამ კომპანიის პისტოლეტებმა გაიკვლიეს გზა აშშ-ის ძალოვან სტრუქტურებში. ბედის ირონიით არც Mk23 არ გახდა ფავორიტი სპეცრაზმელებს შორის. “ხეკლერ&კოხმა” ბრწყინვალედ გაართვა თავი დავალებას და შექმნა ზუსტად ის რაც მას სთხოვეს, “სუპერ პისტოლეტი” მაგრამ ჩაიჭრა თავად დამკვეთი, რომელმაც დაუშვა შეცდომა მოთხოვნების შედგენაში და შედეგად მიიღო იარაღი, რომელიც სპეცრაზმელებს არ ჭირდებოდათ. ზე-გამძლე, ზე-ზუსტი Mk23 გამოდგა ზედმეტად დიდი და მძიმე და ძალიან შეზღუდული გამოყენება ნახა.

დიდი და ძვირი, USP გამოირჩეოდა შესაშური სიზუსტით და საიმედოობით და გერმანელებისთვის ტრადიციული მაღალი ხარისხით, რის გამოც ამერიკაში პისტოლეტს გაუჩნდა ერთგული ფანატების პატარა არმია, რომელიც გაერთიანდა კლუბებში და ფორუმებზე და მათი წყალობით კომპანიამ მოიკიდა ფეხი ამერიკულ ბაზარზე. საქართველოში ხეკლერ&კოხის პისტოლეტების იმპორტი რეგულარულად ხდებოდა და ეს პისტოლეტი ასევე სარგებლობს პოპულარობით ჩვენ ქვეყანაში და მას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს. როგორც ამერიკაში, საქართველოშიც “ხეკლერ&კოხის” პისტოლეტები ძალიან ძვირი ღირს.

p1070779

USP-ს „ფარფლებიანი“ მჭიდის ჩამკეტით, გამოყენებული პირველად H&K P7-ზე,  ჯერ გახდა  ხეკლერ&კოხისის და შემდგომ ცალკეული „ვალტერის“ პისტოლეტების საფირმო ნიშანი.

ეხლა მოვიდა დრო  H&K USP შევაფასოთ ჩვენს მიერ შემუშავებული საბრძოლო იარაღის შეფასების 8 კრიტრეუმით, რომლებიცაა: უსაფრთხოება, საიმედოობა, გამძლეობა, კოსნტრუქციული სიმარტივე, სიზუსტე, სროლისუნარიანობა და ნამსახურეობა.

უსაფრთხოების მხრივ USP აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.  დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის, მცველის და დეკოკერის კომბინაციების 9 ვარიანტი იძლევა საშუალბას აარჩიოთ თქვენთვის სასურველი კონფიგურაცია.  გარდა ოფციონალური მექანიკური მცველისა, პისტოლეტი აღჭურვილია ასევე დამრტყმელის მცველით, რომელიც გამორიცხავს გასროლას თუ სასხლეტზე არ არის თითი დაჭერილი. ჩახმახს გააჩნია ნახევრად შეყენების ფუნქცია (half-cock). პისტოლეტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები, რომლებიც მათ შორის გულისხმობდა ყველა მხარით, 1.80 მეტრიდან ბეტონის ზედაპირზე პისტოლეტის დაგდებას შეყენებული ჩახმახით და ვაზნით სავაზნეში. დამატებით პისტოლეტის ექსტრაქტორი მარკირებულია წითელი საღებავით რომელიც ხდება ხილვადი, როდესაც ვაზნა სავაზნეშია თუმცა ამ საკითხავი ეფექტის მქონე “სისტემის” ნდობას არ გირჩევთ, ვინაიდან ნამწვავი და ჭუჭყი შეუძლებელს ხდის ზუსტად დაადგინოთ ცარიელია სავაზნე თუ არა.  პისტოლეტი ასევე დაცულია გასროლისგან თუ საკეტი ბოლომდე არ არის დახურული.  როგორც ხედავთ პისტოლეტის კონსტრუქცია საკმარისად უსაფრთხოა და მას აქვს ყველაფერი რაც უნდა ქონდეს თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტს.

კონსტრუქციული სიმარტივის მხრივ USP ერთის მხრივ ადვილად იშლება რეგულარული მომსახურებისთვის, მაგრამ ამავე დროს საკეტი აწყობილია ხვეული პინებით, რომლების ამოგდებაც ითხოვს სპეციალურ ინსტრუმენტს. იგივე ეხება პისტოლეტის მექანიზმს, რომლის ბოლომდე დაშლა სულაც არ არის ადვილი. ჩემი სუბიექტური შეფასებით ამ მხრივ USP ყველაზე მეტ კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს გაკეთდა იმ გათვლით, რომ რეგულარულ (მინიმალურ) მომსახურებას მას ჩაუტარებდა მფლობელი ხოლო უფრო სერიოზული მომსახურება ან შეკეთება იქნებოდა მეიარაღის პრეროგატივა, ეს ტიპიური ევროპული მიდგომაა, რომელიც ხშირად გვხვდება დასავლეთ ევროპაში წარმოებულ კომერციულ იარაღში. რა თქმა უნდა ბევრი იტყვის, რომ საშუალო სტატისტიკური იარაღის მფლობელს შეიძლება არასდროს არ დაჭირდეს იარაღის მექანიზმის ან საკეტის დაშლა, მაგრამ ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ  დღეს მწარმოებლები ცდილობენ გამოუშვან მოდულური პისტოლეტები, რომლებიც გამოირჩევიან აქამდე არნახული კონსტრუქციული სიმარტივიდ ცალსახად მეტყველებს იმაზე რომ ეს თვისება არის მნიშვნელოვანი და სულაც არ არის ურიგო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ USP მექანიზმის (ჩარჩოს) და საკეტის დაშლის სირთულე ცალსახად არის ამ პისტოლეტის მინუსი. რაც შეეხება დეტალების თავსებადობას, USP არ საჭიროებს დეტალების მორგებას მათი გამოცვლისას. სამწუხაროდ კომპაქტური და სრული ზომის პისტოლეტები იყენებენ სხვადასხვა მჭიდებს რის გამოც კომპაქტურ მოდელზე არ მიდის სრული ზომის 15 ვაზნიანი მჭიდი, სამაგიეროდ სრული ზომის მოდელში მიდის “ექსპერტის” 18 ვაზნიანი მჭიდი, რომელიც იქნება ოდნავ გარეთ გამოშვერილი თუ სახელურზე არ დაყენდება მჭიდის “ძაბრი”.

uspdis11

USP დაშლილი გაწმენდისთვის

იარაღის დასაშლელად უნდა მოხსნათ მას მჭიდი, დარწმუნდეთ, რომ იარაღი განმუხტულია, გაწიოთ საკეტი უკან ისე რომ მასში ამოჭრილი ღარი გაუტოლდეს საკეტის შემაკავებელს, დააწექით ტყვიის თავით საკეტის შემაკავებლის ღერძს მარჯვენა მხრიდან და მარცხენა მხრიდან ის გამოაძრეთ. გაწიეთ საკეტი წინ, რომელიც მოცილდება ჩარჩოს. შემდეგ ამოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა ბუფერით და ღერძით (შესრულებულია როგორც ერთიანი დეტალი). ბოლოს ამოიღეთ ლულა. ბოლო დროს ბერვი მწარმოებელი ირწმუნება რომ მათი პისტოლეტები უფრო ადვილად იშლება ან ისე იშლება რომ საკეტი უკან უნდა გაწიო ისე რომ ვაზნა შიგნით შემთხვევით არ დაგრჩებათ, რაც უფრო უსაფრთხოა და ბლა ბლა ბლა. ეს ყველაფერი არის არიფზე გათვლილი სისულელეები. დაშლამდე ყველა პისტოლეტი უნდა განმუხტოთ და მერე კიდევ ერთხელ ვიზუალურად დარწმუნდეთ რომ ის ნამდვილად განმუხტულია, განურჩევლად იმისა თუ როგორ იშლება ის. ყველა პისტოლეტი რომელიც მე მინახია თუ არ ჩავთვლით ძალიან ძველ მოდელებს ადვილად იშლება და იწყობა, ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა ამისთვის საჭიროა ორი თუ სამი მოძრაობა. გამონაკლისი ალბათ არის სლოვაკური Grand Power K100 რომელიც რთული არ არის უბრალოდ უცნაური ალგორითმი აქვს დაშლის, უფრო სწორედ აწყობის. თუ კონკრეტულად არ იცი როგორ ააწყო, შეიძლება გაგიჭირდეს, თუ წინასწარ არ ნახე ინსტრუქცია ან შესაბამისი რგოლი „იუთუბზე“.

კიდევ ერთი კრიტერიუმია საიმედოობა და ამ მხრივ პისტოლეტს აქვს შესანიშნავი რეპუტაცია. USP უპრობლემოდ ინელებს ყველა ტიპის ტყვიით აღჭურვილ ვაზნებს, არც „ცხელი“ მუხტების გამოყენებაზე შეზღუდვა არ არის (ამაზე ცოტა უფრო ვრცლად მოგვიანებით). შექმნის სტადიაზე და  მისი ყიდვის მსურველების მიერ მოწყობილ მომდევნო გამოცდებში პისტოლეტმა გაიარა მრავალი ტესტი საიმედოობის ხარისხის დადგენის მიზნით. 10 000 – 20 000  გასროლა დაბრკოლების გარეშე არ წარმოადგენს პრობლემას ამ პისტოლეტისთვის, ისევე როგოც ექსპლუატაცია სიცხეში თუ ყინვაში. სამხედრო „ბექგრაუნდის“ იარაღისგან სხვა რამეს გარდა უკიდურესი საიმედოობისა არც უნდა ელოდო. ალბათ ძალიან ცოტა პისტოლეტი მოიძებნება, რომელმაც წარმატებით გაიარა ამდენი ტესტირება და გამოცდა, რომელთა მოთხოვნება ბევრად აღემატებოდა იმ მოთხოვნებს რომლებიც წაყენებულია კომერციული იარაღებისთვის. განიერი საექსტრაქციო ფანჯარა, მასიური ექსტრაქტორი, ვაზნის მიწოდების კუთხე ასევე უზრუნველყოფენ მაღალ საიმედოობას. ჩვენ გავსინჯეთ პისტოლეტში შემცირებული მუხტის მქონე ვაზნებით, რომელზეც მაგალითად არ მუშაობდა საიმედოთ Beretta Px4. USP-მ უპრობლემოდ მოინელა ეს ვაზნები თუმცა მასრები პრაქტიკულად იქვე, მსროლელის ფეხებთან ვარდებოდა.

გამომდინარე იქიდან რომ პისტოლეტი შექმნილია პრაქტიკულად ამერიკელი სპეცრაზმელების მოთხოვნით უნდა ვივარაუდოთ რომ გამძლეობაში, რომელიც ჩვენი მორიგი კრიტერიუმია, USP მაღალ შეფასებას მიიღებს და ეს ასეც არის. აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობის ერთ-ერთი მოთხოვნა მათ შორის იყო +P კატეგორიის ვაზნების ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა. ამისთვის H&K Mk23  და მისი უმცროსი ძმა USP აღჭურვილია მექანიკური უკუცემის ბუფერით, რომლის დანიშნულებაა უკუცმის იმპულსის შემცირება, რაც ნიშნავს რომ პისტოლეტი უპრობლემოდ გაუძლებს თუნდაც ყველაზე ცხელ მუხტებს და შესაბამისად მისი რესურსი სტანდარტული მუხტებით არის ძალიან დიდი.

რაც შეეხება დაცვას გარემოს ზემოქმედებისგან. პისტოლეტის საკეტი დამუშავებულია “ხეკლერ&კოხის” საფირმო დაფარვით HE (Hostile Environment) რომელიც იცავს პისტოლეტს ძირითად ნაწილებს ცვეთისგან და კოროზიისგან ხოლო საკეტის ზედაპირის სიმკვრივე ბევრად აღემატება დაუმუშავებელ ფოლადის სიმკვრივეს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები დაფარულია კომპანია Dow Corning-ის საფირმო დაფარვით “Molykote” რომელიც იცავს დეტალებს ცვეთისგან, კოროზიისგან და ამცირებს ხახუნის კოეფიციენტს. პისტოლეტის ანტიკოროზიული თვისებების გამოცდაში თავის დროზე მონაწილეობდნენ გერმანელი საბრძოლო მცურავებიც. პისტოლეტის ჩარჩო დარტყმა გამძლე პოლიმერის არის. “ხეკლერ&კოხი” იყო პიონერი პოლიმერების გამოყენებაში და სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის პირველი სერიული პისტოლეტები პოლიმერის ჩარჩოთი, P9 და VP-70.

dsc02984

სპეციფიური დამღა, რომელიც ირმის რქის ფორმის, ადასტურებს რომ პისტოლეტმა გაიარა შემოწმება დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, რომელიც განლაგებულია ულმში (Beschussamt Ulm) და ფუნქციონირებს 1952 წლიდან. ხეკლერ&კოხი ექსკლუზიურად სარგებლობს ამ ლაბორატორიის მომსახურებით, სადაც ყველა მისი პისტოლეტი ასევე გადის ტესტირებას საცდელი მუხტით რომელიც დაახლოებით 30% უფრო ძლიერია ვიდრე ყველაზე „ცხელი“ კომერციული თუ სამხედრო მუხტი. აღნიშნულ პროცედურას მიმართავენ ბევრი მაღალი კლასის მწარმოებლები, რომ დაადასტურონ მათი იარაღის ხარისხი და საიმედოობა. BF არის გამოშვების წელი, სადაც A=0, B=1, C=2 და ასე შემდეგ. შესაბამისად BF ნიშნავს 15-ს, ანუ იარაღი გამოშვებულია 2015 წელში. 

მოგეხსენებათ, როდესაც სცნაზე გამოჩნდა .40 S&W, ბევრმა მწარმოებელმა ცადა 9მმ-ნი პისტოლეტების ადაპტაცია .40 კალიბრისთვის და მალევე სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ. საქმე იმაშია, რომ .40 S&W „ოპერირებს“ გაცილებით მაღალი წნევებით, რაც დიდ დატვირთვას აყენებს პისტოლეტის კონსტრუქციას, მითუმეტეს თუ ის თავიდან იყო გათვლილი უფრო დაბალ წნევიან 9×19-ზე. მალე აღმოჩნდა, რომ უბრალოდ უფრო ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარის დაყენება არ არის საკმარისი და პისტოლეტების რესურსი და გამძლლეობა საგრძნობლად შემცირებული იყო 9მმ-ან მოდელებთან შედარებით. USP თავისუფალი იყო ამ კონსტრუქციული სისუსტეებისგან ვინაიდან თავიდანვე იყო გათვლილი .40 S&W-ზე (9mm-ნი ვერსიის გაყიდვა დაიწყო 1995 წელს) ხოლო მექანიკური ბუფერი დამატებით იცავდა პისტოლეტს დატვირთვისგან და უზრუნველყოფდა მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას დეტალების ზედმეტი ცვეთის და მათი ნაადრევად მწყობრიდან გამოსვლის გარეშე. ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ პისტოლეტს უნდა ქონდეს რესურსის საუკეთესო მაჩვენებელი კონკურენტებთან შედარებით.

hk-usp-expert-4

ცივად ნაჭედ ლულას (ლულის სიგრძე 108მმ), რომელიც დამზადებულია იგივე ფოლადისგან რომლისგანაც მზადდება ქვემეხების ლულები გააჩნია პოლიგონალური ხრახნები, რაც უზრუნველყოფს მაღალ რესურსს, სიზუსტეს და წმენდის სიადვილეს. ერთ-ერთი ტესტირებისას  USP-ს ლულის არხში  სპეციალურად გაჭედეს ტყვია და განახორციელეს გასროლა. პისტოლეტი დარჩა ფუნქციონალური ხოლო სიზუსტე მისაღები. ასეთი ჩაკეტვის სქემა პირველად გამოყეებული იქნა Peter-Stahl-ის სპორტულ პისტოლეტებში. 

მორგება ადაპტაცია შემდეგი კრიტერიუმია და ამ მხრივ გამომდინარე იქიდან რომ USP-ზე მუშაობა 80-ნი წლების ბოლოს დაიწყო და მისი ჩარჩო „მონოლითურია“,  მას არ გააჩნია ისეთი თანამედროვე მოდური ოფციები როგორიც არის ცვლადი ტარის პანელები ან საზურგეები. ადრე როდესაც პისტოლეტები და რევოლვერები იყენებდნენ ხის სახელურებს და პანელებს, სერიოზული მსროლელები ცვლიდნენ ქარხნულ დეტალებს შეკვეთით დამზადებულზე და ასე ირგებდნენ მათ თავის ხელზე. როდესაც გამოჩნდა პოლიმერის ჩარჩოიანი პისტოლეტები, გარკვეული პერიოდი გავიდა სანამ “ვალტერმა” პირველად 1996 წელს გახადა შესაძლებელი
„პლასტმასის“ პისტოლეტის ადაპტაცია მსროლელის ხელზე, ცვლადი საზურგეების მეშვეობით. ამ ტენდენციას აყვა ბევრი მწარმოებელი ხოლო 2006 წელს ხეკლერ&კოხი კიდევ უფორ შორს წავიდა და წარმოადგინა პისტოლეტი P30 რომელიც იყენებდა როგორც ცვლად საზურგეებს ასევე გამოსაცვლელ გვერდითა პანელებს.

აქსესუარების არჩევანი რომელიც განკუთვნილია ამ პისტოლეტისთვის ძალზედ მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი დიდიხანია გამოდის და საკმაოდ გავრცელებულია. “ხეკლერ&კოხის” ორიგინალური დეტალები ძალიან ძვირიც ღირს.  ამავე დროს პისტოლეტზე ადვილად შესაძლებელია სამიზნე მოწყობილობების გამოცვლა, შესაძლებელია სასურველი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის, მცველის და დეკოკერის საჭირო კონფიგურაციის არჩევა, მაგრამ საქართველოსთვის ეს ნაკლებად აქტუალურია ვინაიდან აქ ჩამოდის წინასწარ შეკვეთილი პისტოლეტები და შესაბამის ნაწილების შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი აზრით გარდა სასურველი სამიზნე მოწყობილობებისა, USP-ს პატრონი უნდა დაფიქრდეს პისტოლეტის სამაგრის ადაპტორის შეძენაზე ვინაიდან ეს პისტოლეტი იყენებს ორიგინალური სტანდარტის სამაგრს, რომელიც გათვლილია ორიგინალურ ფარანზე. ასეთი ადაპტორები ღირს 15 დოლარიდან 60 დოლარამდე და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი მოდელის თანამედროვე ფარნები თუ ლაზერები. სტანდარტული სამიზნე მოწყობილობები რკინის არის, სამი თეთრი წერტილით და ამიტომაც მათი გამოცვლა როგორც „გლოკის“ შემთხვევაში გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. სასარგებლო „გააკეთე-თვითონ“ მოდიფიკაცია იქნება წინა წერტილის წითლად შეღებვა რაც ხელს შეგიწყობთ სწრაფ დამიზნებაში. ყოვლთვის სასურველია რომ წინა სამიზნე მოწყობილობა იყოს განსხვავებული ფერის ვიდრე უკანა, რომ კორა ეგრევე გამოარჩიოთ, იმიტომ რომ სწორედ კორა თამაშობს გადამწყვეტ როლს სწრაფ დამიზნებაში.

sdgsdgsdfg55

2005 წლიდან USP გახდა ხელმისაწვდომი “ფერადი” ჩარჩოებით (მწვამე, ქვიშის ფერი, ღია ნაცრისფერი). სამწუხაროდ პისტოლეტებზე არასდროს არ გამოჩნდა უფრო მისაღები და უნივერსალური “პიკატინის” სამაგრი. 

სროლისუნარიანობა. პისტოლეტი ერგონომიულად მოსახერხებელია, მიუხედავად დიდი ზომებისა 9მმ-ნი მოდელი სულაც არ არის მძიმე (წონა მჭიდის გარეშე 730 გრამი) და ჩემ ხელშიც კარგად ზის. სასხლეტის დამცავი განიერი რკალი, გაძლევთ საშუალებას კომფორტულად ისროლოთ ხელთათმანებით. სამიზნე მოწყობილობები დიდია და დამიზნებაც ადვილია. სასხლეტი USP-ზე აბსოლუტურად ადეკვატურია. რესეტი მოკლეა, სვლა ერთგვაროვანია. ასეთი ფასის იარაღზე ალბათ ბევრი ისურვებდა „სპორტულ“ უფრო დახვეწილ სასხლეტს მაგრამ   USP საბრძოლო პისტოლეტია და მას ამისთვის აბსოლუტურად ადეკვატური სასხლეტი აქვს. USP სხვა უფრო ძვირიან მოდიფიკაციებზე (Elite, Expert და ასე შემეგ “საასპარეზო სასხლეტი” სტანდარტულია). ორმაგი მოქმედების რეჟიმზე სათქმელი არაფერია, ჩვუელებრივია არც განსაკუთრებულად კარგი და არც განსაკუთრებულად ცუდი. ერთმაგ რეჟიმში სასხლეტი რბილია, მოკლე ზედმეტი სვლით (“overtravel”). ბუფერი ამცირებს უკუცემას და მიუხედავად შედარებით მაღალი ლულის ღერძისა პისტოლეტი ზომიერად სწრაფად ბრუნდება დამიზნების ხაზზე, თუმცა ლულის ღერძის სიმაღლის გამო ის იმდენად კონტროლირებადი არ არის, იგივე “გლოკთან” შედარებით. რაც მე მომწონს განსაკუთრებულად, მართვის ელემენტები პისტოლეტზე არის დიდი და მუშაობენ ძალიან პოზიტიურად, ხმით და შეგრძნებით ეგრევე ხვდებით, რომ მცველი ჩაირთო ან გამოირთო, მჭიდი ჩაჯდა თავის ადგილას. სტრესულ პირობებში ადამიანის მოტორიკა სმენა და მხედველობა აურესდება, ოპერირება პატარა ღილაკებით და გადამრთველებით ხდება რთული. ამ მხრივ USP ბრწყინავს, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ მართვის ელემენტები იქ არიან სადაც უნდა იყვნენ ისინი დიდი ზომის არიან. ეს ასევე ნაწილობრივ პისტოლეტის სამხედრო „ბექგრაუნდის“ დამსახურებაა. მოგეხსენებათ ამერიკლებემა სწრაფად აღმოაჩინეს რომ შეიარაღებაში მიღებულ ბერეტა 92-ს ქონდა პატარა მართვის ელემენტები, განსაკუთრებით მცველი, რომელიც თან იყო საკეტზე განლაგებული, რის გამოც ბერეტადან სროლა ხელთათმანებში იყო მოუხერხებელი. გერმანელებმა გამოიტანეს დასკვნები და გახადეს მართვის ელემენტები დიდი და რაც მთავარია მცველი შეასრულეს ჩარჩოზე და არა საკეტზე.

სროლისუნარიანობის შეფასებისას უნდა გავხსოვდეს რომ განსხვავებით 7 სხვა კრიტერიუმისგან ეს კრიტერუმი დამოკიდებულია მსროლელის სუბიექტურ შეფასებაზე და ამიტომაც ეს კრიტერიუმი შეიძლება სხვა მსროლელმა სხვაგვარად შეაფასოს და სხვა შედეგი მიიღოს. მე არ მქონდა პრობლემა იარაღის ერთი ხელით ოპერირებაში ჭერის შეცვლის გარეშე, მაგრამ პატარა ხელის მფლობელებს შეიძლება ამ მხრივ ქონდეთ პრობლემები. ასევე ვერ ვიტყვი რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ტარის ტექსტურით. ის ზედმეტად აგრესიულია და როგორც ჩანს გათვლილია ხელთათმანების გამოყენებაზე. თუ დისკომფორტი მნიშვნელოვანია ტექსტურის „დარბილება“ აბრაზიული ქაღალდის საშუალეებით არ არის დიდი პრობლემა და პისტოლეტის იერსახე ამით არ დაზარალდება ( რა თქმა უნდა თუ ხელები ტრაკიდან არ გეზრდებათ).

p1070789

დიდი ზომის საკეტის შემაკავებელი და მცველი. ჩვენი პისტოლეტი იყენებს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის პირველ ვარიანტს, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე მოსახერხებულია და ასევე ყველაზე გავრცელებულია. ორმაგი მოქმედების, მექანიკური მცველით და დეკოკერით.

“ხეკლერ&კოხის” პისტოლეტებისთვის მაღალი სიზუსტე ყოველთვის იყო დამახასიათებელი თვისება. P7, P9 ფიქსირებული ლულის წყალობით იყვნენ ძალიან ზუსტი პისტოლეტები, USP-ს ოჯახის პისტოლეტებში იგივე თვისება მიიღწევა მაღალი ხარისხის პოლიგონალური ლულის გამოყენებით, ჩაკეტვის სქემით რომელიც გამოიყენებოდა აქამდე მაღალი კლასის საასპარეზო პისტოლეტებში  და ზოგადად იარაღის დამზადების მაღალი ხარისხით, სადაც ყველა დეტალი იდეალურად არის მორგებული ერთმანეთზე. ყველა USP-ს მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა იყო ძალიან ზუსტი. აქედან გამომდინარე ჩვენ მოთხოვნებს ეს პისტოლეტები გადაჭარბებით ასრულებენ. გნებავთ კომპაქტური USP, გნებავთ მოდიფიკაცია Expert, ყველა გვახარებდა თავისი შესანიშნავი სიზუსტით. USP-დან შესაძლებელია მომაბეზრებელი რეგულარობით მოარტყა 100 მეტრზე განლაგებულ სილუეტს და თანაც ზედმეტი ძალდატანების გარეშე. 15 მეტრიდან პისტოლეტიდან სროლა ძალიან ადვილია. ასე რომ მოთხოვნა 50 მეტრიდან მორტყა სილუეტზე და 15 მეტრიდან განახორციელო brain-shot გადაჭარბებით შესრულებულია.

პისტოლეტი ტოვებს ქარხანას მისროლილი და სიზუსტის გარანტიით, რასაც ადასტურებს სატესტო სამიზნე, რომელიც ყველა ახალ პისტოლეტს მოყვება.

 

p1070865

15 მეტრზე პისტოლეტი კარგად ისროდა, პოპულარული ჩვენთან Magtech-ის და Sellier&Bellot-ის 124 გრანიანი ვაზნებით. 

p1070864

USP არის ორამგი მოქმედების პისტოლეტი, შესაბამისად მფლობემა დრო უნდა დაუთმოს სროლას ორმაგ რეჟიმში (ჩახმახის წინასწარი შეყენების გარეშე), 15 მეტრიდან მხოლოდ ორმაგ რეჟიმში სროლის ეს შედეგი ადასტურებს რომ ავტორი კარგად ფლობს ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.

ნამსახურეობა არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. იარაღი რომელმაც გაიარა ექსპლუატაცია ჯარში და პოლიციაში, როგორც წესი კარგად მოემსახურება თავის სამოქალაქო პატრონს. „ვიკიპედიას“ რომ მივმართოთ (რომელიც ზოგადად არ არის ყველაზე სანდო წყარო) დავინახავთ, რომ USP მიიღეს შეიარაღებაში მინიმუმ 20 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და სამართალდამცავ სამსახურებში. აშშ-ში USP-ს პისტოლეტებს იყენებს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში გაერთიანებული მთელი რიგი სამსახურების, ისევე როგორც რამდენიმე ცალკეული პოლიციური სამსახური. USP-ს ვარიანტი ინდექსით „P08“ 1994 წლიდან დღემდე არის ბუნდესვერის სტანდარტული პისტოლეტი. მსახურობა ჯარში და პოლიციაში არის საუკეთესო და ყველაზე მკაცრი ტესტი ნებისმიერი იარაღის გარდა იმისა, რომ როგორც წესი ყოველი სამსახური იარაღის შეძენამდე იყენებს ტესტირების საკუთარ რეგლამენტს . ნებისმიერი მცირე სისუსტე ან ნაკლი ეგრევე ხდება სტატისტიკა და მას ეგრევე ექცევა ყურადღება. ამ კრიტერიუმით USP ცხადია იღებს საუკეთესო შეფასებას გამომდინარე იქიდან რომ ეს პისტოლეტი წარმატებით მსახურობს 1993 წლიდან დღემდე და მას პრაქტიკულად არასდროს არ გაუვლია „რესტაილინგი“, დახვეწა, მოდერნიზაცია ან თაობების გამოცვლა რაც მეტყველებს იმაზე რომ თავის დროზე “ხეკლერ&კოხის” ხალხმა დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი და მართლაც შესანიშნავი და კლასიკური პისტოლეტი შექმნა.  რა თქმა უნდა ამდენი წლის განმავლობაში პისტოლეტის კონსტრუქციაში შევიდა რიგი ცვლილებების, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება პისტოლეტმა განიცადა 1996 წელს როდესაც მომხმარებლების დაჟინებული მოთხოვნით ლულა ტრადიციული ხრახნებით შეიცვალა პოლიგონალურით. რამდენჯერმე შეიცვალა მცირე დეტალები დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმში (ყველა ეს ცვლილება 90-ან წლებში მოხდა როდესაც ჯერ იარაღი იყო ძალიან ახალი). ყველაზე ბოლოს 2005-ში შეცვალა ნემსას ფორმა და მისი მცველი, ამიტომ თუ თქვენი იარაღი 2005 წლამდე არის გამოშვებული მოერიდეთ ხშირ “მშრალ” სროლას, დაუდეთ ჩახმახს რეზინის საფენი ან გამოიყენეთ ვაზნის იმიტატორები (snap-caps). ახალი ნემსა და მისი მცველი პირდაპირ მიდის ძველ პისტოლეტებში.

შემდგომ USP-ს  ბაზაზე გამომდინარე იქიდან რომ მან გაამართლა, “ხეკლერ&კოხმა” შექმნა მთელი ოჯახი პისტოლეტების, რომელიც გარდა USP-ს მოდიფიკაციებისა ასევე მოიცავს P2000-ის, HK45 P30-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის პისტოლეტებს, რაც მეტყველეებს იმაზე რომ ამ კონსტრუქციამ გაამართლა და მართლაც გამძლე გამოდგა.

hk-p30_002

USP-თან სედარებით საგრძნობლად გამხდარი P30 არის USP-ს ოჯახის ყველაზე დახვეწილი წარმომადგენელი და ავტორის აზრით დღეს არის საუკეთესო ხეკლერ&კოხის პისტოლეტი და ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტი.

2-usp45-tactical-stilllife-aug-19-2014

.45 კალიბრის USP 45 Tactical. .45 კალიბრის USP რომელიც მხოლოდ 5% გაზრდილია ზომებში სტანდარტულ მოდელთან შედარებით გახდა ნამდვილი გაყიდვების ხიტი აშშ-ს სამოქალაქო ბაზარზე. ჩინებულმა სიზუსტემ, საიმედოობამ და ამერიკელებისთვის საყვარელმა კალიბრმა განაპირობა ამ პისტოლეტის დიდი პოპულარობა.  

ეხლა როდესაც თბილისში შესაძლებელია 1100-1200 ლარად იყიდოთ კარგი 9მმ-ნი პისტოლეტი, ნებისმიერი ადამიანი დგება დილემმის წინაშე, იყიდოს „გლოკი“ ან „ჩეზე“ ხსენებულ ფასად თუ გადაიხადოს ორჯერ სამჯერ და შეიძლება ოთხჯერ მეტი „ზიგში“ ან “USP“-ში. არც ერთი და არც მეორე არ არის ორჯერ და სამჯრ უკეთესი „გლოკზე“ და სიმართლე გითხრათ თუ გაწყობთ “გლოკის” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და მექანიკური მცველის არ არსებობა არც უნდა იფიქროთ და იყიდოთ “გლოკი”, მაგრამ თუ გინდათ რამე განსაკუთრებული, რატომაც არა, იყიდეთ USP, რომლის შეძენა მეორად ბაზარზე შესაძლებელია 2500-2000 ლარად. გამომდინარე იქიდან რაც დავწერეთ, შეგიძლიათ პატრონს არ კითხოთ: რამდენია ნასროლი თქვენი იარაღიდან. USP-ს მიმართებაში ეს კითხვა ზედმეტია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს პისტოლეტები არასდროს არ იყვნენ თუნდაც შეზღუდული რაოდენობით შეიარაღებაში მიღებული, ანუ ალბათობა გადააწყდეთ პისტოლეტს რომელსაც იყენებდა რომელიმე სპეცრაზმი და შემდეგ მოხდა მისი გადაცემა საჩუქრად ან გამოსყიდვა, არის ძალიან მცირე. მე არ გეუბნებით, რომ იარაღი არ უნდა შეამოწმოთ შეძენის წინ, უბრალოდ გახსოვდეთ რომ კოსმეტიკური დეფექტების ქვეშ შეიძლება იმალებოდეს პრაქტიკულად ტექნიკურად ახალი იარაღი.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: H&K USP არის კლასიკური საბრძოლო პისტოლეტი. მისი საბრძოლო თვისებები არ იწვევნ ეჭვს, მაგრამ პისტოლეტის არის ძალიან გაბარიტული, რის გამოც მისი ფარული ტარება ძალიან მოუხერხებელია, ხოლო მსროლელს პატარა ხელებით გაუჭირდება ამ პისტოლეტით ოპერირება. მნიშვნელოვანი მინუსი არის ხეკლერ&კოხის არასტანდარტული სამაგრი პისტოლეტის ჩარჩოზე, რაც ნიშნავს რომ პატრონს ექნება საყიდელი ადაპტორი რომელიც (თუ ის ხარისხიანია) არ ღირს იაფი. ალბათობა რომ ეს პისტოლეტი გამოვა მწყობრიდან ძალიან მცირეა მაგრამ მისი ნაწილების შეკვეთა შეიძლება რთული გამოდგეს. ასევე მოკრძალებულია მჭიდის ტევადობა, რომელიც შეადგენს 15 ვაზნას რაც დღევანდელი სტანდარტებით ცოტა არის ამხელა პისტოლტისთვის. ჩვენ არ მოგვწონს რომ პისტოლეტის საკეტის დასაშლელად საჭიროა პინების ამოგდება. მიუხედავად ამისა, აღჭურვილი კარგი სამიზნეებით და/ან ტაქტიკური ფარნით ეს იარაღი კარგი სახლის დაცვის იარაღია. თუ თქვენ გქვთ დიდი ხელები, ბევრი ფული და არ გიწევთ იარაღის ყოველიური ტარება ეს პისტოლეტი თქვენთვისაა.  ახალი თაობის საბრძოლო პისტოლეტებთან შედარებით USP გამოიყურება, როგორც სატვირთო მანქანა GT კლასის სედანებთნ შედარებით.  რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც ატარებენ Ford F350-ს ქალაქში მაგრამ თუ გაქვთ საშუალება და არჩევანი ნახეთ H&K P30 ან P2000. თუ არჩევანი არ გაქვთ და USP-ს გაბარიტები არ გიქმნით პრობლემებს, მაშინ შეიძლება იყოთ დარწმუნებულები რომ ეს პისტოლეტი თქვენ არ დაგაღალატებთ. გარდა ამისა “ხეკლერ&კოხის” იარაღები, როგორც არც ერთი სხვა იწვევენ მფლობელში სიამაყეს მათი ფლობისგან.

იარაღის მისროლა ერთი გასროლით

October 15th, 2016

ამ მოკლე სტატიაში მინდა გიამბოთ ძველ და კარგად ნაცად მეთოდზე რომელიც გულისხმობს იარაღის გასწორებას ერთი ვაზნით. ხანდახან ისე ხდება ხოლმე რომ არ გაქვს საშუალება გაანულო/გაასწორო შაშხანა, სათანადოდ.  არ გაქვს პირობები, არ გაქვს საკმარისი ვაზნები ან უბრალოდ არ იცი როგორ უნდა გააკეთო ეს ან არ გაქვს საშუალება გაარკვიო ეს ინტერნეტით ან ლიტერატურის წაკითხვით. ასეთ შემთხვევებში ეს მეთოდი გამოდგება. გასროლა უნდა განხორციელდეს 50 მეტრის სიშორეზე განლაგებულ სამიზნეში. იარაღი უნდა იყოს მყარად დაფიქსირებული. როგორ მოახერხებთ ამას თქვენზეა დამოკიდებული. შესაძლებელია იარაღის მყარად დაფიქსირება ან ისე დაფიქსირება, რომ გასროლისას თუ ის დაიძრა ადგილიდან, შესაძლებელი იყოს მისი ზუსტად იგივე მდგომარეობაში დაბრუნება როგორშიც ისი ყო გასროლამდე. სამიზნე უნდა იყოს ზომიერად დიდი, რომ ტყვია მოხვდეს მას თუნდაც დიდი გადახრით. დაუმიზნეთ ხარის თვალს და გაისროლეთ. ნახეთ სად მოხვდა ტყვია და მოხვედრის ადგილიდან 3-4 სმ-ით ზევით მონიშნეთ ადგილი, ახალი ხარის თვალი. დაუბრუნდით იარაღს, რომელიც იმყოფება იგივე მდგომარეობაში რაც გასროლამდე და სამიზნის შესწორებით (ისე რომ იარაღი არ გაინძრეს) ისე  გააკეთეთ რომ ამჯერად იარაღი უმიზნებდეს ახალ “ხარის თვალს”, რომელიც 3-4 სმ-ით მაღლა არის იმ ადგილზე სადაც მოხვდა ტყვია. იარაღის გასწორება დასრულებულია. ეს მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს ოპტიკიან იარაღზე მაგრამ თუ ყველაფერი სწორედ გააკეთებთ ნებისმიერი ტიპის იარაღის გასწორება არის შესაძლებელი ამ მარტივი მეთოდის გამოყენებით. შაშხანებს, რაც შეეხება,  ასეთი მისროლისას  .223 ან .308 კალიბრების უმეტესობა 100 მეტრზე მოხვდება 7-8სმ-ით მაღლა, 150 მეტრზე მიაღწევს ტრაექტორიის ყველაზე მაღალ წერტილს და დაიწყებს დაშვებას სადაც დაახლოებით 270 მეტრის მანძილზე ისევ გაუტოლდება დამიზნების წერტილს და 300-350 მეტრამდე, მორტყმის ეფექტური ზონა დარჩება ადამიანის სილუეტის ფარგლებში. ამ მეთოდით ყოველგვარი რთული ბალისტიკური გათვლების და მისროლის პროცედურების გარეშე გექნებათ საშუალება მოარტყათ სამიზნეს თქვენი იარაღიდან. ეს მეთოდი არის პრიმიტიული მაგრამ ის მუშაობს. ყოველთვის იარაღის მისროლა სახელმძღვანელოს მიხედვით შეუძლებელია. იარაღი იშვიათ ვაზნაზეა გათვლილი და ეს ვაზნები არ იშოვება. ქალაქში ცხოვრობთ და არ გაქვთ საშუალება ეწვიოთ მოშორებულ, ძნელად მისაღწევ სასროლეთს, მაშინ ეს მეთოდი გამოგადგებათ.

კვირის იარაღი: РПД

October 15th, 2016

კვირაში ერთხელ ჩვენ გიამბობთ მოკლედ საინტერესო იარაღების მოდეკებზე. 

 

14633723_2160500944174442_1658127855016652688_o

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რუსებისთვის, РПД (Ручной Пулемет Дегтярева) იყო საკმაოდ ინოვაციური იარაღი თავისი დროისთვის, მაგრამ ინოვაციური ის იყო არა კონსტრუქციით არამედ თავისი პარამეტრებით. ეს იყო ერთ-ერთი თუ არა ყველაზე პირველი ტყვიამფრქვევი, რომელიც იყენებდა შუალედურ ვაზნას და იკვებებოდა ფირის საშუალებით. ბევრი რამ, მათ შორის ავტომატიკის სქემა ერგო მას მისი წინამორბედისგან, ДП-ს ტიპის ტყვიამფრქვევისგან. ავტომატიკის სქემა იმეორებდა შვედი კონსტრუქტორის მიერ დაპატენტებულ ფარფლებიან ჩაკეტვის სქემას, რომელიც ასევე იყო გამოყენებული ДП-ში. РПД-ს კალიბრი იყო 7.62×39. მიღებული შეიარაღებაში 1945 წელში, მისი სრულფასოვანი სერიული წარმოება დაიწყო მხოლოდ 1953 წლიდან. РПД იყო სტანდარტული მსუბუქი ტყვიამფრქვევი საბჭოთა ჯარში სანამ ის არ შეცვალა კალაშნიკოვის კონსტრუქციის РПК-მ, რომელიც მეტი არაფერი იყო თუ არა კალაშნიკოვის ავტომატი სქელი, გრძელი ლულით და ორ-ფეხათი. ახალ ტყვიამფრქვევში ამჯერად ადრინდელ ДП-სგან განსხვავებით ტელესკოპური დამაბრუნებელი ზამბარა იყო განლაგებული საკეტის უკან და არა ლულის ქვეშ, რაც გამორიცხავდა მის გადახურებას და დაზიანებას. იარაღი ასევე გამოირჩეოდა სიმარტივით (მაგალითად დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი იძლეოდა მხოლოდ ჯერებით სროლის საშუალებას) და აქიდან გამომდინარე საიმედოობით, მაგრამ მას ასევე ქონდა თავისი ნაკლოვანებები რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონსტრუქცია ფიქსირებული ლულით, რაც ზღუდავდა ტყვიამფრქვევის ეფექტურობას უწყვეტი სროლის რეჟიმში. რეკომენდირებული სროლის ტემპი იყო 100 გასროლა წუთში. გადახურების დროს ხის ტიბჟირს ეკიდებოდა ცეცხლი რაც ერთგვარი გაფრთხილება იყო რომ იარაღი გაცდა რეკომენდირებული სროლის ტემპს. ამერიკელებმა გამოცადეს ვიტენმაში ხელში ჩაგდებული საბჭოთა ტყვიამფრქვევები აბერდინის პოლიგონზე და ასევე დაადგინეს რომ 7.62 კალიბრის ვაზნას არ ქონდა საკმარისი ენერგია რომ ფირის მიწოდების მექანიზმს ემუშავა საიმედოთ განსაკუთრებით მის დაზიანების და დაბინძურების შემთხვევაში. დაზიანებისგან და დაბინძურებისგან ფირის დაცვის მიზნით РПД-ში გამოიყენებოდა მრგვალი დოლის ფორმის კონტეინერი, რომელიც მაგრდებოდა ტყვიამფრქვევზე ხოლო შიგნით თავსდებოდა 100 ვაზნიანი ფირი. იარაღი ასევე აღჭურვილი იყო დენთის აირების რეგულატორით რომელიც კოროზიული ვაზნების გამოყენების და არასაკამარისი მოვლის შემთხვევაში უბრალოდ იჭედებოდა და მისი გახსნა საველე პირობებში იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. მიუხედავად ამისა, სწორი მომსახურების და სუფთა და დაუზიანებელი ფირების გამოყენებისას ტყვიამფქვევი საიმედოთ მუშაობდა რაც გამოშვებულ ტყვიამფრქვევის დიდ რაოდენობასთან ეერთად განაპირობა მისი ფართო გავრცელება. მისი წარმოება საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა თავის დროზე დანიელების მიერ აშენებულ კოვროვის ქარხანაში, მაგრამ ასევე РПД-ს უშვებდნენ ჩინეთში, ჩრდილო კორეაში, პოლონეთში და ასევე არც ისე დიდი ხნის წინ სამოქალაქო ბაზრისთვის აშშ-ში რაც განაპირობა ის ფაქტი რომ ამ იარაღს დღემდე აქტიურად იყენებენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დედამიწის სხვადასვხა კუთხეებში.

 

 

ჩვენი ტესტი – Glock 42

September 30th, 2016

p1070688

და აი როგორც იქნა უნდა შემოგთავაზოთ დიდიხნის დაგვიანებული გლოკ 42-ის მიმოხილვა და ტესტირების შედეგები. გლოკის ერთ-ერთი ყველაზე უახლესი პისტოლეტი უკვე ალბათ თითქმის ერთი წელი იყიდება  თბილისში და მისი შეძენა შესაძლებელია საკმაოდ დაბალ ფასად (სხვა გლოკებთან შედარებით) სულ რაღაც 1200 ლარად (ამერიკაში ის 400 დოლარის ფარგლებში ღიორს), თუმცა როდესაც ეს პისტოლეტი აქ პირველად გამოჩნდა გაყიდვაში, მისი ფასი თუ სწორად მახსოვს 2000 ლარს აღწევდა. მიუხედავად იმისა რომ ფასმა დაიწია ჩვენ დიდად არ ვჩქარობდით ამ იარაღის შეძენას, გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ინფორმაციის ანალიზი გვაძლევდა ყველა საფუძველს გვევარაუდა, რომ ეს პისტოლეტი არ გამოირჩეოდა გლოკებისთვის დამახასიათებელი მაღალი საიმედოობით, თუმცა რა დაგიმალოთ, ინტერესი ამ პისტოლეტის მიმართ ჩვენ საკმაოდ დიდი გვქონდა. მართლაც,  გლოკ 42 არის პირველი მეტ ნაკლებად ახალი და გამორჩეული იარაღი რომელიც გლოკმა შესთავაზა მყიდველს ბოლო 14 წლის განმავლობაში. უკანასკნელი სიახლე ამ კომპანიისგან იყო 2000 წელს, როდესაც გლოკმა წარმოადგინა  .45 კალიბრის გლოკ 36, გლოკებისთვის არადამახასიათებელი  ერთ რიგიანი მჭიდით. ამჯერად  კი „უჩვეულო“ გლოკებს შეემატა გლოკ 42 წარმოდენილი 2014 წლის „შოტ შოუზე“ .45 კალიბრის „გრძელ-საკეტიან“ გლოკ 41-თან ერთად. უნდ ავღნიშნო, რომ ბევრი ელოდა გლოკისგან ასე ნანატრ 9×19 კალიბრის ერთ რიგიან, თხელ პისტოლეტს და ამიტომ, როდესაც გაირკვა რომ ახალი პისტოლეტი იქნებოდა .380 კალიბრის კომპაქტური მოდელი, ყველა ჩემის ჩათვლით გაოცებული და ალბათ იმედგაცრუებულიც შეხვდა ამ ამბავს. მაგრამ ამაზე ცოტათი მოგვიანებით.

comparisonggg

ზევიდან ქვევითმ G42, G43 და G26. სურათის წყარო: recoilweb.com

ტრადიციულად უნდა დავიწყოთ პისტოლეტის კონსტრუქციის და თავისებურებების აღწერით და შემდეგ გადავალთ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე. გლოკ 42 არის .380ACP კალიბრის ნახევრად-ავტომატური პისტოლეტი.  ის იყიდება სტანდარტული ზომის გლოკის საფირმო კეისში და იარაღი დაკომპლექტებულია ლულის საწმენდი ჯაგრისით, ინსტრუქციით, ორი მჭიდით. გლოკ-42-ში გამოყენებული ავტომატიკის სქემა არის საკმაოდ უჩვეულო. ნაცვლად თავისუფალი საკეტისა, რომელიც როგორც წესი გამოიყენება ამ კალიბრის პისტოლეტებში, გამოყენებულია გადაბმული საკეტი, მოდიფიცირებული ბრაუნიუნგის ჩაკეტვის სქემა, რომელიც პირველად იქნა გამოყენებული SIG-Sauer-ის წარმოებულ P220 ტიპის პისტოლეტში, სადაც საბრძოლო ბჯენი შესრულებულია სავაზნესთან ერთად და ჩაკეტვა ხდება საექსტრაქციო ფანრჯრის წინა მხარზე. ეს ძალზედ პოპულარული სქემა მათ შორის გამოიყენება გლოკის სხვა პისტოლეტებშიც.  ლულა ტრადიციულად პოლიგონალურია, მისი სიგრძე 82 მმ-ია.  ჩარჩო პოლიმერის არის. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გლოკის საფირმო „უსაფრთხო მოქმედების“,  უსაფრთხოების სამი საფეხურით.  როგორც ხვდებით გლოკ 42  ტექნიკურად,  ვიზუალურად და მართვის ელემენტების განლაგებით არ განსხვავდება სხვა გლოკებისგან. უბრალოდ ძალიან დაპატარავებული და შეთხელებულია ერთ რიგიანი მჭიდის და უფრო სუსტი ვაზნის გამოყენების წყალობით.  თავად განსაჯეთ, პისტოლეტის წონა სულ რაღაც 350 გრამია, პრაქტიკულად იმდენი რამდენსაც იწონის ჯიბის 6.35 კალიბრის „ბები ბრაუნინგი“. სავსე მჭიდით პისტოლეტის წონა არ ცდება 410 გრამს. მისი სისქე კი მხოლოდ 24მმ.

p1070702

პისტოლეტი ისევე იშლება და იწმინდება, როგორც ყველა სხვა გლოკი. RTF3 ტიპის ტექსტურა გლოკ 42-ზე ნაკლებად აგრესიულია და ამიტომაც სპეციალური რეზინის ფირები უფრო საიმედოთ დაეკრობა ჩარჩოს და ამით შესაძლებელია ჭერის კომფორტის და საიმედოობის გაზრდა. 

მისი პოლიმერის  ჩარჩოს ტექსტურა არის გლოკის მე-4 თაობის მაგვარი, მაგრამ გაცილებით ნაკლებად აგრესიული. გამოყენებული დამაბრუნებელი ზამბარა ასევე გავს მეოთხე თაობის გლოკების ზამბარის კონსტრუქციას. იგივე ეხება დიდი ზომის მჭიდის ღილაკს რომლის გადაყენება შესაძლებელია მარცხენა ან მარჯვენა მხარეს. მაგრამ განსხვავებით მეოთხე თაობისგან  გლოკ 42 არ აქვს ტარის საზურგეების გამოცვლის ოფცია. პისტოლეტი იყენებს ასევე პოლიმერის ერთ რიგიან მჭიდს, შიგნით რკინის ლეინერით მეტი გამძლეობისთვის, როგორც სხვა გლოკების მჭიდებში. პატარა მჭიდში ჩადის 6 ვაზნა. პისტოლეტი ისევე როგორც ადრინდელი გლოკები იყენებს მხოლოდ ორ პინს ნაცვლად სამისა რომელიც არის ახალ „დიდ“ გლოკებში. შიგნით რომ ჩავიხედოთ ვერაფერს განსაკუთრებულს ან რადიკალურად განსხვავებულს ვერ ვნახავთ გარდა იმისა, რომ შეცვლილია დამრტყმელის მცველის ფორმა, შეცვლილია საკეტის შემაკავებლის კონსტრუქცია და ოდნავ შეცვლილია დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქციაც. სულ ეს არის.

g42sights

გლოკ 42-ის სამიზნე მოწყობილობები სტანდარტული „გლოკის“ პლასტმასის წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობებია. მინიატურული ჯორჯიას შტატის ფორმის დამღა ასო P-თი შიგნით, ნიშნავს რომ იარაღი დამზადებულია ჯორჯიას შტატში, ქალაქ სმირნაში მდებარე საწარმოში.  მეტს ის არაფერს არ ნიშნავს, ვინც რა არ უნდა გითხრათ.

 როგორც უკვე აღვნიშნე სასროლოსნო საზოგადოებაში ამ პისტოლეტის გამოჩენას ძალიან არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოყვა. დაწყებული თავშეკავებული სკეპტიციზმით და დამთავრებული ბრალდებებით რომ გლოკი თავის მომხმარებლებს არ უსმენს და მათ ღალატობს. მიუხედავად ამისა, პისტოლეტი კარგად მიიღეს და მისი გაყიდვებიც კარგად დაიწყო თუმცა საქმე გართულდა, როდესაც გამოჩნდა პირველი გამოხმაურებები და ჩივილები ახალი პისტოლეტის არასაიმედო მუშაობაზე. როგორც ჩანს ჩივილებმა მიაღწიეს ადრესატამდე და გლოკმა მალევე დაიწყო პისტოლეტის კონსტრუქციის დახვეწა. ეს პროცესი ტრადიციუალად გლოკისთვის მიმდინარეობდა აფიშირების და ყოველგვარი განამრტებების გარეშე. მაგრამ ეს ყველაფერი არ დარჩა შეუმჩნეველი და სულ მალე ერთი მეორეს მიყოლებით ინეტრენ-რესურსებმა გაშიფრეს ყველა ცვლილება ახალი პისტოლეტის კონსტრუქციაში. სამწუხარდ გლოკის პოლიტიკა კლიენტებთან ურთიერთობის არ იცვლება. გაქვთ პრობლემა იარაღთან, გამოაგზავნეთ ჩვენ მივხედავთ. გლოკის საგარანტიო მომსახურების სერვისი მუშაობს ძალიან კარგად, მაგრამ როდესაც ვინმე ეცდება მიიღოს განმარტება პისტოლეტების წარმოებასთან ან კონსტრუქციის შეცვლასთნა დაკავშირებით, პასუხი იქნება სიჩუმე. ჩვენ დაწვრილებით შევისწავლეთ პრაქტიკულად ყველაფერი რასაც ამ პისტოლეტზე წერენ და ლაპარაკობენ და მივედით შემდეგ დასკვნებამდე. როგორც ჩანს პისტოლეტის პრობლემები საიმედობასთან გამოიხატება ორ რამეში, ზოგი მუხტი უბრალოდ არ ტენის საერთო პისტოლეტს (არ ყოფნის ენერგია) ანუ გასროლილი მასრის ექსტრაქცია არ ხდება, და ზოგი განსაკუთრებულად  ძლიერი მუხტი სროლის დროს იწვევს საკეტის შემაკავებლის გააქტიურებას და საკეტი რჩება ღია თუმცა ვანზები მჭიდში ჯერ კიდევ არის. ორივე შემთხვევაში დაბრკოლებები ეგრევე იჩენენ თავს, ანუ საკმარისია რამდენიმე ვაზნა ისროლოთ და თუ ეს ვაზნა არ მოეწონება გლოკ 42-ს, თქვენ ეგრევე ამას გაიგებთ იმიტომ რომ პისტოლეტი ეგრევე გაჭედავს.  ადრინდელი გამოშვების პისტოლეტის პრობლემის წყაროს წარმოადგენს ასევე საკეტის შემაკავებელი. ადრინდელ ვარიანტში წვერი რომელზეც ზემოქმედებს მჭიდის მიმწოდებელი და წევს მას მაღლა რომ მან დატოვოს საკეტი ღია, იყო განლაგებული უშუალო სიახლოვეში ვაზნის თავისგან და ხელს უშლიდა მას მჭიდიდან მიწოდებისას. პრობლემა მოგვარდა როდესაც პისტოლეტებზე დაყენდა ახალი დეტალი სადაც წვერს ქონდა ფორმა შეცვლილი. ასევე ამ დეტალს უკავშირდება მეორე პრობლემა, როდესაც ძალიან „ცხელი“ +p ტიპის ვაზნების გამოყენებისას, ეს დეტალი ხტება და კეტავს საკეტს ღია მდგომარეობაში მაშინ როდესაც ჯერ მჭიდში რჩება ვაზნები. როგორც ჩანს გლოკში ესეც გაითვალისწინეს და შემაკავებლის ზამბარა გახდა უფრო ხისტი. მაგრამ არასაკმარისად ხისტი რომ ეს პრობლემა ბოლომდე გამქრალიყო. ამიტომ ძალიან „ცხელი“ მუხტების გამოყენებისას ეს პრობლემა კვლავ აღინიშნება ახალ პისტოლეტებშიც. პრობლემები მიწოდებასთან გადაწყდა მჭიდის კონსტრუქციის დახვეწით (ამ ეტაპზე უკვე არსებობს მინიმუმ სამნაირი მჭიდის ნაირსახეობა გლოკ 42-თვის), მათ შორის შეიცვალა მიმწოდებლის მჭიდში განლეგების კუთხე (რამაც ასევე ალბათ განაპირობა საკეტის შემაკავებლის წვერის ფორმის ცვლილება) და ასევე ბოლო გამოშვების მჭიდებზე მიმწოდებელი არის ღარით რომელშიც გადის მჭიდზე შესრულებული ამობურცული ადგილი, რაც სავარაუდოთ ეხმარება მიმწოდებელს დაიკავოს სწორი მდგომარეობა. რას გაიგებ? გლოკი მუდამ ცვლის მჭიდების კონსტრუქციას, ერთი შეხედვით უხილავი ცვლილებები, გამოჩნდება თუ ყურადღებით დააკვირდებით მიმწოდებლების, მჭიდების კედლების ან ტუჩების ფორმას. მათი ფორმები ხშირად განსხვავდება და მარკირებულია სხვადასხვა ციფრებით.

g42mags

ამ დროისთვის მიიჩნევა, რომ მჭიდები ინდექსით 02 ან  03 არის უპრობლრმო და ყველაზე ახალი გამოშვება.  

როგორც ჩანს ამ ცვლილებებმა მეტ წილად გადაწყვიტეს პრობლემები და ამჯერად მე სპეციალურად  გადავხედე მსხვილი ამერიკული, ონლაინ იარაღის მაღაზიების ვებ გვერდებზე ატვირთულ გლოკ 42-ის მიმოხილვებს და პრაქტიკულად ყველა საიტზე გლოკს აქვს 4.5 ვარსკვლავი 5-დან რაც ერთგვარად ადასტურებს რომ პისტოლეტი განიკურნა ბავშვური დაავადებებისაგან. ამას ასევე ადასტურებს პისტოლეტი გაყიდვებიც, იმიტომ რომ გლოკ-42 გახდა ნამდვილი „ბესტსელერი“ და სიმართლე გითხრათ საკმარისია ეს იარაღი ხელში აიღოთ რომ ეგრევევ მიხვდეთ რატომ. თხელი, მსუბუქი, უაღრესად ერგონომიული, ლაკონური დიზაინით და არც ერთი ზედმეტი დეტალით გლოკ-42 უკიდურესად სიმპატიური პატარა პისტოლეტია. იარაღი დახვეწილი ჩარჩოს ფორმის და ტექსტურის წყალობით კარგად ზის ხელში. მჭიდის ღილაკი დიდია, სასხლეტის დამცავი რკალი განიერია, სამიზნე მოწყობილობები სრული ზომის არის. ტარის ქვედა ნაწილს მკვეთრად გამოხატული კუზიანი ფორმა აქვს. გლოკ 26-ის ტესტირების შემდეგ ჩვენ ვიცით რომ ეს კუზი აწვება ხელის გულს შიგნიდან და უზრუნველყოფს პისტოლეტის მყარ და საიმედო ჭერას. ვიზუალურადაც პისტოლეტი უნაკლოდ გამოიყურება. ამერიკული გლოკების შესრულება არის უნაკლო, დამხადების ხარისხი არის ძალიან მაღალი. არანაირი ზედმეტი წარწერები: „გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია“ და „ტყვია გამოფრინდება აქიდან“ ან ასეთი რამეები. საკეტი დაფარულია შედარებით ღია პრიალა საღებავით, რომელიც გვხდება სხვა გლოკებზე და არ არის ისეთი გამძლე, როგორც უფრო მუქი და თუ შეიძლება ასე ითქვას „ხავერდოვანი“ დაფარვები, მაგრამ რკინის დეტალები ისევე როგროც სხვა გლოკებში დამუშავებულია ზედაპირის ცემენტირებით და თუ შავ საღებავს რამე დეფქტები ან ცვეთის ნიშნები გაუჩნდა ამით რკინის დეტალების ანტიკოროზიული თვისებები არანაირად წესით არ შეიცვლება. გლოკი პერიოდულად ცვლის დამცავი საღებავის „რეცეპტს“ რაც აისახება გარე დაფარვის ფერზე, ტექსტურაზე და გამძლეობაზე და ჩვენ ამაზე უკვე ადრე ვსაუბრობდით.

ერთადერთი ნეგატიური რამ, რაც იჩენს თავს, პისტოლეტთან მანიპულაციების დროს არის ზედმეტად ხისტი საკეტის შემაკავებელი. არ ვიცი ეს რისი ბრალია, მძიმე ზამბარის თუ სხვა რამის მაგრამ გლოკ-42-ის საკეტის შემაკავებლიდან მოხსნა ითხოვს მასზე საკმაოდ დიდი ძალით დაჭერას. პირადად მე მირჩევნია საკეტი გავათავისუფლო არ შემაკავებელზე დაჭერით არამედ მისი (საკეტის) უკან გამოწევით მაგრამ,  რაც არის ის უნდა ვთქვათ. არც ერთ სხვა გლოკზე ასეთი მძიმე შემაკავებელი მე არ შემხვედრია.  სუსტი ხელების პატრონს გაუჭირდება ამ დეტალზე დაჭერა. დანარჩენში პისტოლეტი მართლაც რომ იდეალურია. სულ მიწევდა ჩემი თავისთვის შეხსენება, რომ ეს არის .380 კალიბრის იარაღი და მისი მჭიდი სულ რაღაც 6 ვაზნას იტევდა.

strindg42

ამ ეტაპზე შესაძლებელია მჭიდის დამაგრძელებლის შეძენა, რომელიც გაზრდის მჭიდის ტევადობას 8 ვაზნამდე. სურათზე არის Striker Industries მიერ წარმოებული მჭიდის დამაგრძელებელი, რომლის ფასი 19 დოლარია.

რომ დავასრულოთ საუბარი საიმედოობაზე, პატარა ზომის პისტოლეტების გამორჩეული მადა არ არის რაღაც ახალი. უამრავი პისტოლეტი შექმნილი როგორც გლოკი, ფარული ტარებისთვის, გამოირჩევა განსაკუთრებული მადით როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ვაზნების მონელებას. მაგალითად 7.65 კალიბრის Seecamp იქმნებოდა ერთი კონკრეტული ვაზნის გამოყენებისთვის, Winchester-ის SilverTip-თვის. Bobergh-ის მიკრო პისტოლეტს მოყვება სია მუხტების რომლებთანაც ეს პისტოლეტი საიმედოთ მუშაობს. პირველი არის მიკრო-პისტოლეტი რომელიც ხელის გულზე ეტევა, მეორე უნიკალური კონსტრუქციის მქონეა, სადაც ვაზნების მჭიდიდან ამოღება ხდება საკეტის უკან და არა წინ მოძრაობისას. გლოკ 42-ის თავისებურება არის გადაბმული საკეტის გამოყენება უკიდურესად პატარა ფორმატის პისტოლეტში, რაც განაპირობებს მის პრეტენზიულ მადას. მე არ მგონია რომ მუხტის შერჩევა გლოკისთვის იყოს დიდი პრობლემა. მარტო ერთ მაღაზიაში მე ვნახე 6 განსხვავებული მწარმოებლის .380 კალიბრის ვაზნები.  ერთი რჩევის მიცემის უფლებას მივცემ ჩემ თავს., ჩემი აზრით .380 კალიბრის ასეთ იარაღში ჯობია მაინც გამოიყენოთ მთლიანად გარსით დაფარული ტყვიები, განსაკუთრებულად ზამთრის პერიოდში. ერთია რომ ეს ვაზნები, როგორც წესი უპრობლემოდ მუშაობს ამ პისტოლეტში, მეორე ის არის რომ ზამთარში სამიზნე შეიძლება ჩაცმული იყო სქელ ტანსაცმელში და ექსპანსიურ ტყვიას შეიძლება არ ეყოს ენერგია რომ უზრუნველყოს ტყვიის გაშლა და ამავე დროს ადეკვატური შეღწევაც (ტყვიის გაშლა ამცირებს შეღწევის სიღრმეს). ასე რომ ზაფხულში გამოიყენეთ შემოწემბული ექსპანსიური ვაზნები, ზამთარში შემოწმებული ვაზნები მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით, სადაც შემოწმებული ნიშნავს რომ ისროლეთ მინიმუმ 20-30 ვაზნა  და იარაღს არ ქონდა დაბრკოლება. უფრო მეტი ინფორმაცია .380ACP-ზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ადრინდელ სტატიაში რომელიც მიუძღვენით ბოლო დროს ამ ვაზნისადმი ინტერესის მკვეთრ ზრდას.

p1070704

მჭიდების სამი თაობა, ჩივილები საიმედოობასთან დაკავშირებით და ასევე ეს საკმაოდ უჩვეულო დამუშავების ნიშნები სავაზნის ყელთან კვლავ მეტყველებს რომ ეს პისტოლეტი დახვეწის სტადიაშია. 

სიმართლე გითხრათ სროლის წინ, მორალურად მოვემზადეთ, რომ იარაღს შეიძლებოდა ქონოდა შეფერხებები, მითუმეტეს, რომ ტესტირებისთვის მოვიმარაგეთ სხვადასხვა ვაზნები და დარწმუნებული ვიყავი, რომ რომელიმეზე გლოკ 42 აუცილებლად უარს იტყოდა. ჩვენ გვქონდა Fiochi „Black Mamba“ კონუსური მსუბუქი 85 გრანიანი ტყვიით, Remington UMC 95 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით (FMJ), Fiochi FMJ 95gr, Sellier&Bellot 93gr FMJ. პარალელურად უნდა დაგვედგინა პისტოლეტის სიზუსტის პოტენციალი და საუკეთესო მუხტი (სიზუსტე-საიმედოობა-ფასი). იარაღმა არც ერთხელ არ გაჭედა და მოინელა უპრობლემოდ ყველა ვაზნა. მხოლოდ ერთხელ ჩეხური Sellier&Bellot-ის ვაზნაზე იარაღი დადგა შემაკავებელზე მაგრამ ვინც სროლას აკვირდებოდა იმან თქვა, რომ მგონი ესე ღრმად გეკავა იარაღი რომ შენი დააწექი საკეტის  შემაკავებელსო. იგივე მწარმოებლის კიდე  15 ვაზნის გასროლის შემდეგ არანაირ დაბრკოლბას ადგილი არ ქონდა ასე რომ დიდი ალბათობით ეს დაბრკოლება მართლაც რომ მსროლელის ბრალი იყო. ექსტრაქცია იყო ძალიან სტაბილური, ზევიდან რომ შევხედოთ მსროლელს მასრები ტოვებდნენ პისტოლეტს 4 საათის მიმართულებით და იყრებოდნენ მსროლელისგან 1.5 მეტრში. მასრების დათვალიერებისას არანაირ ანომალიური ნიშნები (ამობურცულობები, ამაალებელზე სუსტი დარტყმა, ბზარები, შეჭეჭყილობები) აღმოჩენილი არ იქნა.

glock42-results

ყველა მუხტით პისტოლეტი გამოდგა ძალიან ზუსტი. სხვადასხვა მუხტების გამოყენებისას რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ჯგუფების სიგანეში ან მოხვედრის წერტილის განლაგებაში ადგილი არ ჰქონია. ყველაზე საუკეთესო გამოდგა Remington UMC, რომელიც ყველაზე ძვირიც ღირს, ცალი ვაზნა იყიდება 2.30-ად, მაშინ როდესაც დანარჩენების ფასი ორი ლარია ერთ ცალ ვაზნაში. (ზედა ჯგუფი (წითელი) ნასროლია შავი წრის ზედა ზღვარში). 

სურათიდან ჩანს რომ რემინგტონის ამუნიციას მცირე უპირატესობა აქვს მაგრამ ასევე რემინგტონის ვაზნები სულ ბოლოს ვისროლეთ და  ამიტომ ალაბათ უკვე ცოტათი მიჩვეულები ვიყავით იარაღს და შედეგიც გაუმჯობესდა. სროლა ხორციელდებოდა დგომიდან 10 მეტრის მანძილიდან. ვიღაცა იტყვის, რომ ეს მანძილი პატარაა, მაგრამ ჩვენი აზრით ეს არის ტიპიური თავდაცვითი დისტანცია და გლოკ 42-იც არის სწორედაც რომ თავდაცვითი პისტოლეტი.

მიუხედავად იმისა, რომ .380 და გერმანული წარმოშობის საბჭოთა 9×18 პრაქტიკულად იდენტური ვაზნებია, ჩემი აზრით .380 უფრო „რბილია“ და უკუცემა ნაკლები აქვს. გლოკ 42-დან სროლაც იყო ძალიან სასიამოვნო, იარაღი ადვილად კონტრლირებადია, უკუცემა და ლულის ხტომა მინიმალურია მიუხედავად პატარა ტარისა და მცირე წონისა. ტარის ზურგზე შესრულებული “კუდი” იცავს ხელს საკეტის კბენისგან, მეოთხე თაობის გლოკებზე იგივე ეფექტი მიიღწევა ცვლადი საზურგის დაყენებით.  სამიზნე მოწყობილობები და სასხლეტი ზუსტ და სწრაფ სროლას მნიშვნელოვნად აადვილებს. განსხვავებით სხვა ანალოგებისგან, რომლებსაც პრაქტიკულად რევოლვერის ნაირი ორმაგი მოქმედების სასხლეტები აქვთ, შესაბამისად მძიმე, გრძელი სვლით და ასეთივე გრძელი რესეტით, „გლოკს“ აქვს შედარებით მოკლე სვლა, სასხლეტი სუბიექტური შეფასებით უფრო მძიმეა ვიდრე დიდ გლოკებზე მაგრამ რესეტი არის ასეთივე მოკლე. ამის გამო გლოკ 42 ორი ნაბიჯით წინ უსწრებს ანალოგებს რომლებსაც მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები აქვთ. რამდენიმე ტესტირებაში რომელიც გამოქვეყნდა ნეტში, აღნიშნული იყო რომ პისტოლეტიდან სროლისას მორტყმები ჯგუფდება ოდნავ მარცხნივ, ეს ფენომენი კარგად არის ცნობილი ბევრი მსროლელისთვის, რომელიც ხშირად უჩივის რომ გლოკიდან სროლისას არტყავს მარცხნივ და დაბლა. არ ვიცი შეიძლება ეს მიჩვევის ამბავია, ან გასროლის მომენტში მსუბუქი პოლიმერის ჩარჩო იბრიცება, ან ვიწრო ტარის და შედარებით მძიმე სასხლეტის ბრალია  თუ რა ხდება მაგრამ, ჩვენ შემთხვევაშიც მიუხედავად იმისა, რომ გლოკებს მიჩვეული ვართ, მოხვედრის წერტილი მაინც ოდნავ მარცხნივ არის.  მიუხედავად ამისა, გლოკ 42 სროლისუნარიანობის მხრივ იმსახურებს ძალიან მაღალ შეფასებას. ჩვენ უკიდურესად კმაყოფილები დავრჩით გლოკ 42-ით და ცალსახად ეს პისტოლეტი საუკეთესოა პატარა პისტოლეტებიდან, რომელიც ჩვენ ოდესმე გვისვრია.

tart2g42

მეორე მსროლელის სამიზნეზეც გამოიკვეთება მარცხნივ დაჯგუფების ტენდენცია. გლოკ 42 ძალიან ზუსტი გამოდგა. 

ნებისმიერი იარაღი უნდა შეფასდეს მისი გამოყენების ფილოსოფიის გათვალისწინებით. გლოკ-42 იქმნებოდა როგორც იარაღი მოდით ასე ვთქვათ ღრმა ფარული ტარებისთვის. იმისთვის, რომ ამ იარაღის ტარებამ მინიმალური დისკომფორტი შეუქმნას პატრონს და მას ქონდეს საშუალება თან იქონიოს იარაღი ნებისმიერი გარდერობის შემთხვევაში. ამავე დროს აშკარად მისი შექმნელები ცდილობდნენ რომ მცირე ზომის პლატფორმიდან ამოეღოთ მაქსიმუმი საბრძოლო შესაძლებლობების. სამწუხაროა რომ ეს არ შეეხო მჭიდის ტევადობას, იმიტომ რომ 6 ვაზნა ძალიან ცოტა არის. ჩვენი პრეფერენციები დიდი საბრძოლო პისტოლეტების მიმართ გასაგებია, მაგრამ მიანც 6 ვაზნა ძალიან ცოტაა. კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ პისტოლეტი როგორც ეს ეხლა მიღებულია დაკომპლექტებულიყო ორი ტიპის მჭიდით, გრძელით და მოკლეთი, როგორც ეს გააკეთა მაგალითად Walther-მა PPS-ის  ან Beretta-მ Nano-ს შემთხვევაში.

ასევე მაქსიმუმი გაკეთდა რომ პისტოლეტი ყოფილიყო თავსებადი სხვა გლოკებთან და მე აქ არ ვგულისხმობ დეტალების თავსებადობას. „მიკრო-გლოკი“ მიუხედავად ზომებისა არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი გლოკი, სასხლეტი, სამიზნე მოწყობილობები, მართვის ელემენტების განლაგება, დაშლა-აწყობა-მოვლა, კონსტრუცია ერთი და იგივეა. ვისაც აქვთ დიდი გლოკები და სურთ მიკრო-პისტოლეტები, რატომ უნდა იყიდონ სხვა იარაღი, ისწავლონ მისი მოვლა და ხმარება, შეეჩვინ მას თავიდან, როდესაც შეუძლიათ იყიდონ გლოკ 42? დააკვირდით სხვა მსხვილი და სახელგანთქმული მწარმოებლების მიკრო პისტოლეტებს. მათ პატარა პისტოლეტებს არაფერი საერთო არ აქვთ თავის „დიდ“ ნათესავებთან. გაქვს სრული ზომის SIG P-226, ყიდულობ ამავე კომპანიის მიკრო-პისტოლეტს SIG P-938 და იღებ პრაქტიკულად სხვა პისტოლეტს. გაქვს გლოკ-17, ყიდულობ გლოკ 42-ს და გაქვს იგივე გლოკი, უბრალოდ პატარა. ეს არის, რაც ხდის გლოკ-42-ს განსაკუთრებულს, მე ვიტყოდი გენიალური იდეის პროდუქტს. ბევრმა შექმნა მიკრო პისტოლეტები რომ დაეკმაყოფილებინა გაზრდილი მოთხოვნა ასეთ იარაღზე  მაგრამ არავის არ გაუკეთებია ეს ისე როგორც გლოკმა გააკეთა. ამიტომ ჩვენი აზრით გლოკ-42 არის უნიკალური. მიუხედავად პრობლემური სტარტისა (პრობლემები პისტოლეტის საიმედოობასთან) და ყოველგვარი განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე, გლოკ 42-მა ადვილად დაიპყრო ადგილი ბაზარზე რომელიც ისედაც გაჯერებულია უმრავი შემოთავაზებებით. ისწავლეთ ბატონებო როგორ უნდა იარაღის წარმოება, გლოკმა კიდევ ერთხელ ყველას გაჯობათ. გლოკი არ იყო პიონერული ამ მხრივ, ვინაიდან .380 კალიბრის კომპაქტური პისტოლეტები დაფუძნებული ბრაუნინგის M1911-ის კონსტრუქციაზე დიდიხანია არსებობენ, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ გლოკი როგორც ყოველთვის ყველაზე მეტ მოგებას ნახავს ამ კონცეფციის გამოყენებით.

რომ დავასრულოთ გლოკ 42 აღწერა, აღვნიშნავ ხმოლოდ რომ ეს პისტოლეტი  არ არის მიკრო პისტოლეტი კლასიკური გაგებით, როგორც “Seecamp” ან Kel-tek P-3, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გლოკის კონსტრუქცია არის ზე-ეფექტიანი, პროპორციული, პისტოლეტი გამოირჩევა დიდი იარაღის სრულყოფილი ერგონომიკით და ამავე დროს აღიქმევა როგორც ჯიბის პისტოლეტი. ამ მხრივ მისი მოდით ასე ვთქვათ დიზაინის ფილოსოფია უფრო ახლოს დგას Walther PPS-თან რომელიც ხელში აღებისას აღიქმევა როგორც უკიდურესად კომპაქტური, ადვილად სატარებელი იარაღი მაგრამ ამავე დროს გამოირჩევა ჩვეულებრივი პისტოლეტის ერგონომიკით,  კარგი სროლისუნარიანობით იმიტომ რომ სულაც არ არის პატარა უბრალოდ ის დაპროექტებულია მაქსიმალურად კომფორტული ტარებისთვის. გლოკ-42 სიმაღლით და სიგრძით პრაქტიკულად გლოკ-26-ის ტოლია მაგრამ მისი სითხელის გამო აღითქმევა როგორც ბევრად უფრო პატარა იარაღი. ასე რომ ჩვენი აზრით გლოკ-42 იცავს იდეალურ ბალანსს, ზომა/წონის და ერგონომიკა/სროლისუნარიანობას შორის. ის საკმარისად დიდია, რომ კარგად იჯდეს ხელში და იყოს ადვილი სასროლად და ამავე დროს ის საკმარისად კომპაქტურია რომ ატარო ყველგან ნებისმიერი ტანსაცმლით.

g42mag

გლოკ-42-ის დიდი ზომის ადვილად მისაწვდომი და ორივე მხარეს გადასაყენებელი მჭიდის ღილაკი. მჭიდის ღილაკი არის მნიშვნელოვანი დეტალი ნებისმიერი პისტოლეტის, ის უნდა იყოს საჭირო ზომის და სიმაღლის რომ ადვილად დააჭიროთ მას მაგრამ ამავე დროს ის არ უნდა გააქტიურდეს თავისით როდესაც იარაღი ჯიბეშია ან ქამარში ან თუნდაც ძირს რომ დავარდება. იგივე ეხება მისი ზამბარის წონასაც, ის არ შეიძლება იყოს ზედმეტად მსუბუქი ან მძიმე.  უმეტესობა გლოკ 42-ის ანალოგებს მჭიდის ღილაკები ძალიან პატარა აქვთ და მისი გადაყენება მეორე მხარეს შეუძლებელია. სურათში ასევე კარგად ჩანს ტარის “კუდი” რომელიც იცავს ხელს საკეტისგან. 

რამდენიმე სხვა იარაღის შეძენა შეიძლება იგივე ფასად რა ფასადაც იყიდება დღეს გლოკ 42. მათ შორის Beretta Pico და 9მმ-ნი Nano, ასევე ა9მმ-ნი SCCY CPX-1, რომელიც ბოლომდე არ ჯდება მიკრო პისტოლეტის ფორმატში მაგრამ სამაგიეროდ ღირს იაფი. ასევე “მაკაროვი” იყენებს პრაქტიკულად იდენტურ ვაზნას და მეორადი ღირს ორჯერ სამჯერ უფრო იაფი მაგრამ თითქმის ორჯერ უფრო მძიმეც არის. გლოკ 42-ის ამ პისტოლეტებთან შედარება არ შედის ამ სტატიის მიზნებში, მაგრამ გარდა ყველა ჩამოთვლილი გლოკ 42-ის ძლიერი მხარეებისა ასევე უნდა გაითვალისწინოთ რომ გლოკს აქვს უკიდურესად კარგი რეპუტაცია საქართველოში რაც ნიშნავს რომ ის ყოველთვის გაიყიდება და ასევე ხელმისაწვდომია აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების დიდი არჩევანი.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: ახალი გლოკ-42, ყველაზე პატარა გლოკის პისტოლეტია და მას ერგო პრაქტიკულად ყველა გლოკისთვის დამახასიათებელი თვისება, კარგი ერგონომიკა, მაღალი სროოლისუნარიანობა, მარტივი დიზანი, მოვლის, მომსახურების და კასტომიზაციის სიადვილე, გამძლე მჭიდები, დაბალი ლულის ღერძი, სასხლეტი რომელიც მართალია „დიდ“ პისტოლეტებში ყველას არ მოწონდა მაგრამ ის საუკეთესო ჯიბის პისტოლეტებს შორის. პატარა გლოკისთვის „მუშა“ მუხტების შერჩევა ადვილია და საქართველოს პირობებშიც არ უნდა იყოს რთული. სტანდარტული მჭიდის ტევადობის გაზრდა შესაძლებელია მცირე ინვესტიციებით რაც კიდე უფრო ზრდის ამ პისტოლეტის მომხიბვლელობას. გარდა იმისა, რომ გლოკ 42 არის უაღრესად კომპაქტური პრაქტიკულდ ჯიბის პისტოლეტი, შესაძლებელია ამ იარაღიდან ტირში მთელი დღე კომფორტული მიზანში სროლა. გლოკ 42 იმსახურებს ჩვენგან უმაღლეს შეფასებას.

PS
სტატიის წაკითხვისას ალბათ ბევრს დაებადება კითხვა, რატომ გამოუშვა “გლოკმა” გაყიდვაში იარაღი, რომელიც ბოლომდე არ არის მზად და რომ უკვე წარმოებაში გაშვებული იარაღის დახვეწა არის მიუღებელი. კი ნამდვილად ასე არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ აშშ-ში ეხლა არის ბუმი იარაღების გაყიდვების რაც განპირობებულია მომავალი პრეზიდენტის არჩევნებით და მუდმივი საშიშროებით რომ  ამერიკელების კონსტიტუციური უფლება იარაღის ფლობის მნიშვნელოვნად შეიზღუდება. გაცემული იარაღის ტარების ნებართვების რაოდენობა ასევე პროპორციულად იზრდება. ასეთ პირობებში მწარმოებლები ჩქარობენ დააკმაყოფილონ მოთხოვნა და დაიპყრონ ბაზრის სტილი. სიჩქარეში კიდე ხდება შეცდომების დაშვება და ხანდახან  მწარმოებლები ცდილობენ რაც შეიძლება მალე გამოიტანონ ახალი პროდუქტი ბაზარზე, რომ დაასწრონ კონკურენტებს. შედეგი ამ გაცხარებული ბრძოლის არის ის რომ ხანდახან მომხმარებელი იღებს ბოლომდე დაუმთავრებელ პროდუქტს ისევე როგორც იზრდება ბრაკის ალბათობაც. რემინგტონის სამარცხვინო ფიასკო R51-ის პისტოლეტთან არის კარგი მაგალითი იმისა თუ რამდენად ჩქარობენ კომპანიები და რა შეიძლება ამას მოყვეს. ჩვენი გლოკი გამოდგა ძალიან კარგი. გაგვიმართლა ჩვენ? არ ვიცი. გლოკს მუდამ შეაქვს ძნელად ხილვადი ცვლილებები თავისი პისტოლეტების კონსტრუქციაში და უნდა ვიმედოვნოთ რომ ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ უფრო უკეთეს პროდუქტს. ჩვენი გლოკ 42 აღმოჩნდა მართლაც რომ ჩინებული პისტოლეტი.

პატარა დიდი პისტოლეტი – Walther P22

September 10th, 2016

14137996_2130048007219736_54210397743476649_o

ჩვენი მორიგი ტესტირების ობიექტი ამჯერად არის საქართველოში საკმაოდ გავრცელებული მცირეკალიბრიანი პისტოლეტი “Walther P22″.  ვალტერი ამ პისტოლეტს უშვებს 2001 წლიდან და შეიძლება ითქვას რომ პისტოლეტი კომერციულად წარმატებული გამოდგა, ხოლო რატომ, შევეცდებით მის მიმოხილვაში ავხსნათ.

კონსტრუქციულად „P22“ არის ტიპიური „ბლოუბექი“ ანუ ის იყენებს თავისუფალ საკეტს და ფიქსირებულ ლულას. საკეტი ორ კომპონენტიანია, საკეტის ჩარჩო დამზადებული მსუბუქი შენადნობისგან, ხოლო მის შიგნით ერთი ხვეული პინი იჭერს საკეტის გულს, რომელშიც მოთავსებულია დამრტყმელის მცველი, დამრტყმელი და ექსტრაქტორი. პისტოლეტის ჩარჩო პლასტმასის არის.  ტარს ისევე როგორც “Walther P99″-ზე, აქვს საზურგის გამოცვლის ოფცია. პისტოლეტი ვიზუალურად გავს 9მმ-ან Walther P99-ს თუმცა ბევრად უფრო მსუბუქია და შედარებით პატარა. ისევე როგროც P-99-ზე საზურგეები იდეალურად შესრულებულია, ადვილად იხსნება (საკმარისია გამოაძროთ შტიფტი ტარის ძირში) და დაყენებული ის გამოიყურება, როორც ტარის განუყრელი ნაწილი. ამიტომაც პისტოლეტს აქვს ძალიან ერგონომიული სახელური. მისი წყალობით პისტოლეტი მიუხედავად იმისა, რომ პატარაა ღრმად ზის ხელში მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი ხელებიც რომ გქონდეთ, საკეტი ხელს არ წამოედება. ჩარჩოზე ასევე შესრულებულია პატარა ზომის „პიკატინის“ სამაგრი, რომელზეც ყენდება ვალტერის ორიგინალური აქსესუარების განკუთვნილი სპეციალურად ამ იარაღისთვის. პისტოლეტი იწონის 430 გრამს. ლულის სიგრძე მოკრძალებული 87მმ-ია ხოლო მის ბოლოზე შესრულებულია ხრახნები და დაყენებულია ხრახნების დამცავი ხუფი. ქანჩი მის მოსახსნელად შედის პისტოლეტის კომპლექტში.

twop22

ჩვენი პისტოლეტის ჩარჩო კონსერვატიული შავი ფერის არის, მაგრამ ეხლა “P22”-ები გამოდის სხვადასხვა ფერის  ჩარჩოებით. მარცხნივ სტანდარტული პირობითად პირველი თაობის პისტოლეტი, მარჯვნივ პისტოლეტი ახალი დიზაინით, რომელიც ამჯერად წააგავს Walther PPQ-ს და კამუფლირებული ჩარჩოთი. პისტოლეტს კომპლექტში მოყვება ორი მჭიდი, სათადარიგო კორები (წინა სამიზნე მოწყობილობა), გასაღები, ლულის დაბოლოების დამცავი ხუფის ქანჩი, ტარის საზურგეები, ინსტრუქცია, პლასტმასის ღერძი (მის დანიშნულებზე ცოტათი მოგვიანებით მოგოყვებით)  და ყველაფერი ეს ჩალაგებულია პლასტმასის კეისში. 

P-22-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედების არის, გარედან განლაგებული ჩახმახით.

3-1019754_1

იარაღს მოყვება ორი 10 ვაზნიანი მჭიდი კომპლექტში. მჭიდის კორპუსი ფოლადის არის, ხუფები პლასტმასის. მჭიდებს გვერდიდან აქვთ ღილაკი, რომ თითით დაწიოთ ზამბარა მჭიდის ვაზნებით ავსებისას. ეს ოფცია ჩემი აზრით არის აუცილებელი მცირეკალიბრიანი იარაღების მჭიდებზე მაგრამ სამწუხაროდ მას ბევრი არ იყენებს.

პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობები პლასტმასის არის. უკანა სამიზნე მოწყობილობის რეგულირება შესაძლებელია ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ხრახნის მეშვეობით. ვერტიკალური შესწორებისთვის შესაძლებელია წინა სამიზნე მოწყობილობის გამოცვლით, რომლებიც პისტოლეტს კომპლექტში მოყვება. ყველაფერი ეს იარაღის მისროლას მნიშვნელოვნად აადვილებს.

“P22” არის უსაფრთხო იარაღი. ის აღჭურვილია მთელი რიგი უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის მექანიკური მცველით, დამრტყმელიs მცველით და მჭიდის მცველით. ასევე საკეტის ზედა ნაწილში არის ღარი, რომელშიც ჩანს ვაზნა მოთავსებული სავაზნეში. მექანიკური მცველი განლაგებული საკეტზე ბლოკავს დამრტყმელს და არ აძლევს საშუალებას ჩახმახს მიწვდეს მას. ანუ სასხლეტს რომ დააჭიროთ ჩახმახი დაეცემა მაგრამ უბრალოდ ის დაეჯახება მცველის ღერძს და ვერ მიწვდება დამრტყმელს. მაგალითად იმისთვის რომ დაუშვათ ჩახმახი შესაძლებელია დააყენოთ იარაღი მცველზე და დააჭიროთ სასხლეტს. ჩახმახი დაეცემა ისე თითქოს მოხდა დეკოკერის გამოყენება, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ნაცვლად სასხლეტზე დაჭერისა, ჯობია დაუშვათ ჩახმახი თითით, რომ გამორიცხოთ გასროლა, თუ მაგალითად დაგავიწყდათ იარაღის მცველზე დაყენება. დამატებით დამრტყმელის მცველი გამორიცხვას გასროლას თუ არ მოხდა სასხლეტზე თითის დაჭერა. მაგალითად თუ იარაღი დავარდა ჩახმახით მიწაზე. მჭიდის მცველი თიშავს სასხლეტს და თუ მჭიდი იარაღში მოთავსებული არ არის გასროლა შეუძლებელია. ჩემი აზრით ეს უსაფრთხოების ფუნქცია უკვე ზედმეტია. თუ ეს ყვეალფერი საკმარისი არ არის, გეტყვით ასევე რომ შესაძლებელია პისტოლეტის გასაღებზე ჩაკეტვა. ჩარჩოს მარჯვენა მხარეს არის „კლიტე“ რომელიც იკეტება გასაღებით. გასაღები პისტოლეტს კომპლექტში მოყვება.

“P22” შედარებით ადვილად იშლება. დარწმუნდით რომ იარაღი განმუხტულია, ისევე როგოც Walther P99-ზე, ჩამოწიეთ დაბლა საკეტის ჩამკეტი, შემდეგ როგორც „მაკაროვზე“ გაწიეთ საკეტი ბოლომდე უკან და აწიეთ მაღლა. საკეტი უნდა მოცილდეს ჩარჩოს. ამოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერძი, რომელიც სხვათაშოის არის ფოლადის და არა პალსტმასის.  იარაღი მზად არის გასაწმენდად.

პისტოლეტის კონსტრუქცია ტექნიკურად გავს Walther G22 ტიპის შაშხანას. ეს არის ლითონის რესივერი, რომელიც აერთიანებს ლულას და დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმს და ის მოთავსებულია პლასტმასის ჩარჩოში. პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი დამზადებულია ნაბეჭდი და ჩამოსხმული (MIM) ნაწილებისგან და ისევე როგორც G22, “P22”-ის კონსტრუქცია არანაირად არ არის მარტივი და საკმაოდ ბევრ დეტალსაც იყენებს. ორივე ასე ვთქვათ ტიპიური გერმანული იარაღებია, რთული მაგრამ მუშა და საიმედო. ორივე იარაღი ასევე იყენებს ერთი და იგივე მჭიდებს, განსხვავდება მხოლოდ ხუფების ფორმაშია.

უფრო სერიოზული წმენდისთვის შესაძლებელია ლითონის რესივერის პლასტმასის ჩარჩოდან ამოღება.  ამისთვის უნდა ამოაგდოთ ორი პინი და ამოწიოთ ლითონის რესივერი, რომელიც ტექნიკურად არის იარაღის ძირითადი ნაწილი და სწორედ მასზე და ასევე საკეტზე არის დატანილი სერიული ნომერიც. ყუარადღება მიაქციეთ საკეტის შემაკავებელს და მის V ფორმის ზამბარას, რომ დაშლისას ზამაბარა არ ამოხტეს და არ დაიკარგოს. შესაძლებელია რესივერის ბოლომდე დაშლა, ორი ხრახნის ამოღების შემეგ მაგრამ, ამის გაკეთებას ვურჩევ იმას ვისაც აქვს ასეთ შედარებით რთულ დ ფაქიზ მექანიზმებთან მუშაობის გამოცდილება. თუ ოდესმე ამოიღებთ რესივერს ჩარჩოსგან, დარწმუნდით რომ ხსენებული ორი ხრახნი, რომელიც კრავს რესივერის ორ ნახევარს ბოლომდე გადაჭერილია და თუ არის საშუალება გამოიყენეთ ხრახნების ფიქსატორი (ლურჯი “locktite”).

p22resiver

ჩარჩოდან ამოღებული “P22”-ის ლითონის რესივერი, რომელიც აერთიანებს ლულას და დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.

პისტოლეტის დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერძი არ არის გადაბმული ანუ ცალკე დეტალებია. აწყობისას თუ ზამბარა შიგნით აიხლართა და ამასობაში მოახერხეთ და საკეტი გაუკეთეთ ჩარჩოს, ჩათვლეთ, რომ სერიოზულ შარში ხართ. იარაღის დაშლა და ზამბარის მოხსნა ხდება ძალიან რთული და შესაძლებელია ზამბარის ან იარაღის დაზიანება. ეს რომ არ მოხდეს აწყობისას გამოიყენეთ პლასტმასის ღერძი რომელიც  კომპლექტში მოყვება პისტოლეტს.

p22guide rod

იმისთვის რომ ზამბარა არ აიხლართოს შიგნით, წამოაცვით მას პლასტმასის ღერძი. როგორც კი საკეტს გაუკეთებთ ჩარჩოს ის თავისი ამოვარდება.

რაიმე დამატებითი, განსაკუთრებულ პროცედურები ან თავისებურებები ამ იარაღის მოვლისთვის არ არსებობს. უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება ორ ხრახნს რომელიც კრავს ფოლადის ქვე-ჩარჩოს და შეეცადეთ ლულის წმენდისას არ გამოიყენოთ რკინის შომპოლი. დანარჩენში ეს იარაღი ისევე იწმინდება, როგორც ნებისმიერი სხვა ნახევრად-ავტომატური პისტოლეტი და რა თქმა უნდა read the fucking manual, ანუ წაიკითხეთ წყეული ინსტრუქცია, სადაც მოცემულია ის მინიმუმი რაც უნდა იცოდეთ თქვენ იარაღზე.

რაც შეეხება “P22”-ის გამოყენების ფილოსოფიას, ის  არის „პლინკერი“, შექმნილი Walther P99-ის „მოტივებზე“, მაგრამ იმის თქმა რომ “P22” არის “P99”-ის სავარჯიშო ვარიანტი ნამდვილად არ შეიძლება. პისტოლეტები გვანან ერთმანეთს მხოლოდ ვიზუალურად, ხოლო მასა, გაბარიტები, მართვის ელემენტები და კონსტრუქცია ძირეულად განსხვავდება. “P22” არის ტიპიური „კვაზი ტაქტიკური“ პლინკერი, ანუ მცირეკალიბრიანი პისტოლეტი გასართობი სროლისთვის, მაქსიმალურად მიმზგავსებული საბრძოლო იარაღს. მცირეკალიბრიანი პისტოლეტების მეორე ოჯახს განეკუთვნება მოდელები, რომლებიც განკუთვნილია მიზანში სროლისთვის და სპორტისთვის. ესენია მაგალითად Colt Woodsman, Hi-Standard, Browning Buckmark, Ruger Mk1,2,3 და ასე შემდეგ. რომელ მოდელზე გააკეთოთ არჩევანი თქვენი საქმეა, მაგრამ ჩემი აზრით “P22” და მისი ანალოგები უფრო გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც ყიდულობენ თავის პირველ იარაღს ან სურთ ასწავლონ სროლა თავის შვილებს. იარაღი ლამაზად, „ტაქტიკურად“ გამოიყურება. სავსეა უსაფრთხოების სისტემებით, მაგრამ მისი მოდით ასე ვთქვათ საბრძოლო თვისებები და გამძლეობა გრძელვადიან პერსპექტივაში საკითხავია. ლულა მეტისმეტად მოკლეა, პლასტმასის სამიზნე მოწყობილობები ვერ გაუძლებენ უხეშ მოპყრობას. მოკლედ “P22”  არის კლასიკური სამოქალაქო „პლინკერი“, მაგრამ თავისი უნიკალური თვისებებითაც. ესენია მცირე ზომები და წონა, იარაღი ძალიან ადვილად იშლება, ხელმისაწვდომია ბევრი აქსესუარი და მას აქვს ყველაფერი რაც გვხვდება საბრძოლო და თანაც ძვირიან, თანამედროვე პისტოლეტებში. ფასს რაც შეეხება, საქართველოში “P22” საკმაოდ ბევრია და ფასიც არ არის მაღალი. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ერთ მაღაზიაში მართალია “P22” -ს ადევს 1650 ლარი, მაგრამ ავტორმა შეიძინა მეორადი იარაღის ბაზარზე პრაქტიკულად ახალი პისტოლეტი სულ რაღაც 500 ლარად.

viridianp22

“P22” არის ხარისხიანად შესრულებული იარაღი. დეტალები უნაკლოდ არის შესრულებულია. არაფერი არ არის მორყეული ან ცუდათ მორგებული. მიუხედავად მოკრძალებული ზომებისა და არც ისე დიდი ფასისა პისტოლეტი არ გამოიყურება როგორც იაფი იარაღი. შთაბეჭდილებას ოდნავ აფუჭებს სხვადასხვა წარწერების და დამღების სიმრავლე მაგრამ ეს გემოვნების ამბავია. სურათზე პისტოლეტს დამატებით დაყენებული აქვს ლაზერული სამიზნე მოწყობილობა Viridian WP22.  

სიმართლე რომ გითხრათ ეს “P22” არის უკვე მესამე, რომელიც ჩემ საკუთრებაში იყო. სულ პირველი “P22” მე შევიძინე ჯერ კიდევ იმ დროს როდესაც საერთოდ არც ვფიქრობდი მეწერა იარაღებზე. მეორეც არც ისე დიდიხნის წინ მქონდა მაგრამ დიდი ხანი არ გამიჩერდა. მახსოვს ის პირველი „ვალტერი“ რომ შევიძინე, მივიტანე ტირში სადაც დამხვდა ჩემი მეგობარი და ცელოფნის პარკში მას ჩალაგებული ქონდა ასე 300-400 ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოების ვაზნა. უმეტესობა დაფარული გამხმარი პარაფინით და რა თქმა უნდა რკინის მასრებით.  დროში ორივე შეზღუდული ვიყავით და ამიტომაც ეს ვაზნები ისე სწრაფად ვისროლეთ რამდენად სწრაფადაც ვახერხებდით ორი მჭიდის ვაზნებით ავსებას. პისტოლეტს ბოლი ასდიოდა მაგრამ ეს ვაზნები შეჭამა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე. ამის მერე მე მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს თანამედროვე „ტაქტიკური პლინკერები“ (Walther P22, SIG Mosquito, GSG-1911), ჩემთვის ჩავინიშნე რომ პატარა „ვალტერი“ არ არის ზედმეტად პრეტენზიული ვაზნებთან მიმართებაში, რასაც ვერ ვიტყვი SIG Mosquito-ზე, რომელიც არ მუშაობდა ყველა ვაზნასთან.

მცირეკალიბრიან იარაღის საიმედოობის ხარისხი პირველ რიგში ზარალდება გამოყენებული ვაზნის გამო. .22LR არ არის ვაზნა, რომელიც მაინცდამაინც საუკეთესოა ავტომატური იარაღისთვის. თავიდან ეს ვაზნა იქმნებოდა რევოლვერებისთვის და ხელით გადასატენი შაშხანებისთვის. როდესაც ჯონ ბრაუნინგი ქმნიდა თავის 1905 წლის მოდელის პისტოლეტს, მან როგორც ჩანს დაასკვნა რომ .22LR არ იქნებოდა საიმედო და ამიტომაც შექმნა მისი ანალოგი ცენტრალური აალებით – „6.35 ბრაუნინგი“. ბუნებრივია გარსით დაფარული ტყვიის და ცენტრალური აალების სქემის გამო ეს ვაზნა ბევრად უფრო ძვირი გამოვიდა და ვერ ჰპოვა ისეთი გავრცელება, როგორც .22LR-მა. უკანასკნელს აქვს რბილი ტყვია,  გარსის გარეშე და თხელი მასრა, რის გამო ტყვიის თავის ან ვაზნის დეფორმაცია შესაძლებელია ხელით. დენთის ნესტის ზემოქნედებისგან დაცვის მზინით გამოიყენება პარაფინი, რომელიც დამატებით აბინძურებს იარაღს ხოლო თუ ის გახმა საგრძნობლად ზემოქმედებს საიმედოობაზე და ბოლოს მასრას აქვს რკალი, რომლის დიამეტრი მასრის დიამეტრზე დიდია რაც განაპირობებს სპეციფიური მჭიდის  გამოყენებას სადაც ვაზნები ლაგდება კუთხით და როგორც წესი ერთ რიგად, რის გამო მიუხედავად ვაზნის პატარა ზომისა აბსოლუტური უმეტესობა პისტოლეტების იყენებს მაქსიმუმ 10 ვაზნიან მჭიდებს. ჩემი დაკვირვებით არც წრიული აალების სქემა არ გაოირჩევა საიმედოობით, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი დაბრკოლება .22lr ვაზნების სროლისას არის როდესაც დამრტყმელის დარტყმას არ მოყვება გასროლა. და ბოლოს გარდა ამ ყველაფრისა ამ კალიბრის სხვადასხვა მუხტების საწყისი სიჩქარეები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. 240 მ/წ-დან 520 მ/წ-მდე რაც ორმაგი განსხვავებაა.  მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს ტყვიის ფორმაც. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ბოლო დროს მწარმოებლები აკომპლექტებენ იარაღებს სხვადასხვა წონის დამაბრუნებელი ზამბარებით, რომლებიც გათვლილია ვაზნებზე სხვადასხვა საწყისი სიჩქარით ან უბრალოდ უთითებენ ინსტრუქციაში რა ტიპის ვაზნების გამოყენება სასურველია იმისთვის რომ იარაღი საიმედოთ მუშაობდეს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ბუნებრივია, რომ .22 კალიბრის ავტომატური იარაღები გამოირჩევიან ნაკლები საიმედოობით, რაც დასტურდება ჩემი ჩანაწერებითაც. წლების განმავლობაში ათობით მცირეკალიბრიანი იარაღის ექსპლუატაციისას, დაბრკოლებები იმდენი დაგროვდა, რომ მე გამოვყავი .22 კალიბრის იარაღების სტატისტიკა ცენტრალური აალების ვაზნებზე გათვლილი იარაღების სატატისტიკისგან.

p22options

ოფციებით გაჯერებული P22, პრაქტიკულად ყველაზე მდიდრულად დაკომპლექტებული .22 კალიბრის პისტოლეტია. მეტის მოთხოვნა ამ ფასად უბრალოდ არ შეიძლება. 

ასე რომ შეეგუეთ, რომ თუ იყენებთ სხვადასხვა .22lr კალიბრის ვაზნებს, ადრე თუ გვიან მიაგნებთ ისეთს, რომელზეც თქვენი იარაღი კატეგორიულ უარს იტყვის. ზოგ იარაღი უფრო გათვლილია სწრაფ და ზე-სწრაფ (high velocity, hyper velocity) ვაზნებზე, ეს ეხება მეტ წილად თანამედროვე იარაღებს, ზოგი პირიქით სტანდარტულ სიჩქარიან ვაზნებზე. ეს უკვე განსაკუთრებით ეხება ძველ იარაღებს, რომლებიც გამოშვებულია იმ დროს როდესაც ზე-სწრაფი .22 კალიბრის ვაზნები არც არსებობდა. ჩემი აზრით კარგი იარაღია ის რომელიც მუშაობს ყველაზე იაფ და სუსტ ვაზნებზე. “პლინკერი” უნდა სწორედ ასეთ ვაზნებზე მუშაობდეს საიმედოთ. იმიტომ რომ “პლინკინგი” ანუ გასართობი/რეკრეაციული სროლა პირველ რიგში ითხოვს იაფ ვაზნებს ხოლო სამიზნეს ტყვია რა სიჩქარით მოხვდება ამას არანაირი აზრი არ აქვს. გარდა ამისა ჩემი დაკვირვებით უფრო ნელი ტყვიები უფრო უკეთეს სიზუსტეს აჩვენებენ, რისი მიზეზიც არის სავარაუდოთ ის რომ რბილი ტყვია უკეთესად იჭრება ხრახნებში და კარგად სტაბილიზირდება. რხევა და ვიბრაციაც ნაკლებია.

400px-waltherp22ca

Walther P22CA, მოდელი გრძელი ლულით (127მმ) და ე.წ. ლულის სტაბილიზატორით რომელიც აგრძელებს საკეტის ფორმას და მასზე განლაგებული მორას წყალობით სამიზნე ხაზიც უფრო გრძელია 170მმ, 130მმ-ის ნაცვლად. დანარჩენში ეს პისტოლეტები აბსოლუტურად იდენტურია. 

შეიარაღებული ამ ცოდნით ჩვენ გქვონდა მოლოდინი რომ იარაღი უპრობლემოდ იმუშავებდა, მაგრამ ცხადია არ ველოდებოდით სპორტული იარაღის სიზუსტეს. ჩვენ სპეციალურად მოვაგროვეთ ექვსი მუხტი და დამატებით ნაყარი ძველი, ვაზნები სხვად სხვა ტიპის ტყვიებით. ვისროლეთ როგორც ზე-სწრაფი, სწრაფი, სტანდარტული და ასევე “საბ-სონიკ” მუხტები. ტყვიები იყო მრგვალთავიანი, ექსპანსიური, კონუსური ფორმის, დაფარვით და დაფარვის გარეშე, ლატუნის და რკინის მასრებით. მოკლედ პრაქტიკულად ყველანაირი .22lr კალიბრის ვაზნა, რომელიც შეიძლება შეგხვდეს. როგორც ველოდით და ვიმდეოვნებდით, პისტოლეტმა მოინელა ყველა ვაზნა შეფერხების გარეშე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ  P22 არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მცირეკლაიბრიანი პისტოლეტი, რომელიც ჩვენ შეგვხვედრია. ასევე ტესტირებისას ჩვენ მივაქციეთ ყურადღება იმას, რომ ექსტრაქცია იყო არაერთგვაროვანი. ძალიან სუსტი “ელეი სპორტის” გამოყენებისას, მასრები მსროლელის ფეხებთან ვარდებოდა, ორჯერ პისტოლეტი არ დადგა საკეტის შემაკავებელზე, რაც ნიშნავდა რომ კიდე ცოტაც და მოხდებოდა დაბრკოლება, მაგრამ მაინც პისტოლეტმა მოინელა ერთი კოლოფი ამ ვაზნების შეფერხების გარეშე. ინეტრენტში არის “რეცეპტები” P-22-ის “ტიუნინგის” მათ შორის ექსტრაქციის გაუმჯობესების, მაგრამ თუ იარაღი მუშაობს, მისი ხელის ხლება არ ღირს. შეგახსენებთ, მხოლოდ რომ სროლისას დამცავი სათვალე აუცილებელია. P-22-ის შემთხვევაში ის დაგიცავთ თქვენ დენთის ნაწილაკებისგან და თუნდაც უკან გამოსროლილი მასრისგან.

რა თქმა უნდა შემოწმდა პისტოლეტის სიზუსტე. სროლა ხორციელდებოდა ხელიდან 15 მეტრზე, ხოლო ქვემოთ მოცემულია სროლის შედეგები 15 მეტრზე ხელიდან.

Winchester SuperX Sub-sonic – 5.5სმ

Sellier&Bellot HP- 4.5სმ

Eley Sport – 5სმ

CCI MiniMag – 5.5სმ

Sobol LVE – 4.8სმ

Sellier&Bellot High Velocity – 4.8სმ

შედეგები არ არის განსაკუთრებულად გამაოგნებელი მაგრამ, იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი. პისტოლეტს მკვეთრად გამოხატული ჩვევა აქვს ერთი ტყვია აქციოს “ფლაიერად” და ზევით ჯგუფები მოცემულია ერთი “ფლაიერის” გამორიცხვით (სამ შემთხვევაში ექვსიდან).  ფლაიერი არის ტყვია რომელიც ანომალიურად შორს არის ძირითადი შეჯგუფებისგან. ეს ფენომენი აღწერილია არა ერთ მიმოხილვაში სხვადასხვა პისტოლეტების. რა არის ამის მიზეზი დადგენა ძნელია. შესაძლებელია საქმე იყოს იმაში, რომ პირველი ვაზნა თავსდება მექანიკურად მსროლელის მიერ ხოლო დანარჩენი ვაზნები ავტომატურად გადატენვით და ვაზნის განთავსება სავაზნეში ხდება სხვანაირად რაც იწვევს ამ ფენომენს. მოკლედ არ ვიცი ზუსტად მაგრამ ეს ფენომენი ამ კონკრეტულ პისტოლეტში არსებობს. ტყვია ძალიან შორს არ ხვდება, უბრალოდ ის უფრო მეტად არის დაცილებული ძირითადი ჯგუფისგან. გარდა ამისა ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ უკანა სამიზნე მოწყობილობა ოდნავ თამაშობდა ზევით ქვევით რამაც ასევე ალბათ დააზარალა სიზუსტე მაგრამ, რაც არ უნდა იყოს P-22 არ არის სპორტული პისტოლეტი. 15 მეტრიდან ამ იარაღიდან გარანტირებულად გაარტყავთ “კოკა-კოლის” ქილას და მეტი მას არც მოეთხოვება. რა თქმა უნდა გაარტყავთ თუ სროლა იცით. თუ იცით არც P-22  არ გიმტყუნებთ. რაც მთავაროა ეს პისტოლეტი არის აბსოლუტურად საიმედო და არ გაჭედავს სროლისას. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ კარგად დაზეთოთ პისტოლეტი,  და წმენდისას მიაქციოთ ყურადღება რომ საკეტის სარკე, ექსტრაქტორი, მჭიდი და სავაზნე იყოს სუფთა.

ბოლოს დავამატებდი, რომ სროლა P-22-დან ძალიან სასიამოვნოა. უკუცემა პრაქტიკულად არ არის. იარაღი ზის ღრმად  ხელში მაგრამ გამორიცულია რომ საკეტი გამოედოს ხელს. სამიზნე მოწყობილობები დიდია და დამიზნება ადვილია თუმცა ჩემი აზრით უკანა სამიზნე მოწყობილობა ძალიან განიერია და მასში კორა ძალიან ვიწრო ჩანს. ხანდახან სამიზნეები ისეა შესრულებულია რომ შუქს ცუდათ ატარებენ და დამზინეაბ ძნელია, ამ შემთხვევაში პირიქით მაგრამ სამაგიეროდ ცუდი განათების პირობებში დამიზნება ცოტათი უფრო ადვილი იქნება. იარაღის მართვის ელემენტები უნაკლოდ მუშაობენ. მცველით, საკეტის შემაკავებლით, მჭიდის ღილაკით ოპერირება ადვილია. ყველაფერი თავის ადგილას არის და ისე მუშაობს როგორც უნდა მუშაობდეს გერმანული წარმოების იარაღში. პისტოლეტის სასხლეტი არის კარგი, ის არ არის უნიკალური, რამით გამორჩეული, თავისი მახასიათებლებით ის ზუსტად შეესაბამება იარაღის დანიშნულებას. სვლა სასხლეტს ოდნავ გრძელი აქვს, რესეტი კარგია, წონა ერთმაგ რეჟიმში 2.2 კგ, ორმაგ რეჟიმში 5.7კგ.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია P-22 არის ყველაზე გავრცელებული .22 კალიბრის პისტოლეტი მსოფლიოში. საქართველოში ის “მარგოლინთან” ერთად ასევე ყველაზე ხშირად გვხვდება, და ეს გასაკვირი არ არის. ეს პისტოლეტი ისევე კარგად მუშაობს როგორც გამოიყურება.

P-22 არ არის თავდაცვითი იარაღი და მისი ამ როლისთვის რეკომენდირება არ შეიძლება. .22 კალიბრის ტყვიას 87მმ-ნი ლულიდან ექნება ძალიან დაბალი საწყისი სიჩქარე, მაგრამ რამე არ შეგეშალოთ, P-22 არის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი, უდიერად მოპყრობას ეს იარაღი არ გაპატიებთ და თუ ღმერთმა არ ქნას და მოგიწიათ ამ პისტოლეტის გამოყენება თავის დასაცავად, მაშინ გამოგადგებათ მისი ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები და უმჯობესია მჭიდში ელაგოს ყველაზე ძლიერი ვაზნები, მითუმეტეს როდესაც პისტოლეტს არანაირ შეზღუდვა ასეთი ვაზნების გამოყენებისას არ აქვს.

p1070663

გაბარიტებით და საცეცხლე ძალით P22 შუაში დგას “გლოკ 19″-სა და “ჩზ92″-ს შორის. 10+1 ვაზნაც კარგად ჯდება ამ პატარ პისტოლეტის ფორმატში. 

ამ მიმოხილვის დასასრულს მე მინდა გითხრათ, რომ P-22-ის შემთხვევაში, რაც უფრო ახალია პისტოლეტი მით უკეთესი. პირველი გამოშვების P-22-ები იყო საკმაოდ პრობლემური პისტოლეტები და ლომის წილი პრობლემების უკავშირდებოდა მჭიდების არასრულყოფილ კონსტრუქციას. ასე რომ იმისთვის, რომ P-22-მა საიმედოთ იმუშაოს, ახალი პისტოლეტიდან უნდა ისროლოთ 15-200 ძლიერი ვაზნა, რომ პისტოლეტი “მოჯდეს”, ეს ეხება პირველ რიგში დისკონექტორის ყურებს რომლებიც შესრულებულია სასხლეტის ბერკეტზე და ედება საკეტს და იარაღი უნდა იყოს კარგად დაზეთილი. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში P-22 უპრობლემოდ მუშაობს.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. Walther P-22 ითვლება იაფ იარაღად, ითვლება რომ ის შექმნილია Umarex-ის მიერ, რომელიც უშვებს აირსოფტ და პნევმატურ იარაღებს და მათ შორის ფლობს “Walther”-ს, ინტერნეტში ხშირად წერენ პრობლემებზე ამ პისტოლეტთან, მაგრამ ჩვენ გვაქვს მხოლოდ პოზიტიური გამოცდილება ამ იარაღთან და ჩვენ შეგახსნებთ გვქონდა სამი P-22. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე P-22 არის ულტრა საიმედო და კარგი გასართობი პისტოლეტი. ის ისევე როგორც საბრძოლო პისტოლეტები დაკომპლექტებულია ყველაფრით რაც საბრძოლო პისტოლეტს უნდა ქონდეს მაგრამ ამავე დროს იყენებს იაფ ვაზნას, ღირს ნაკლები და არის ბევრად უფრო კომპაქტური. ეს პისტოლეტი არის იმისთვის ვისაც სურს დახვეწოს თავისი ზუსტი სროლის უნარი, ეს იარაღი არის შექმნილი გასართობი სროლისთვის და თქვენი მეგობრები შეაფასებენ მის მაგარ გარეგნობას და ყველა ერთად შესანიშნავად გაერთობით ამ იარაღიდან სროლისას. შეძენისას მიიღეთ გარანტიები რომ იარაღი უპრობლემოა. ეს წესი ეხება ყველა “ბიუჯეტურ” იარაღს.

დღის იარაღი: Garand M1C

August 30th, 2016

14199297_2128310810726789_2953589914782898321_n

Garand M1C მიღებული შეიარაღებაში 1944 წელს, არის 30-06 კალიბრის გარანდის სისტეემის ნახევრად-ავტომატური შაშხანის სნაიპერული ვერიანტი. იმ დროისთვის დასავლური ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლებოდა სტანდარტული საბრძოლო შაშხანების “კონვერტაცია” სნაიპერულ იარაღში. აღნიშნული ხორციელდებაოდა გადარჩეულ შაშხანებზე ოპტიკური სამიზნეების მონტაჟით და მათი ერგონომიკის გაუმჯობესებით, რაც მეტ წილად გამოიხატებოდა უფრო მოხერხებული კონდახების და სალოყეების გამოყენებაში. კონსტრუქციიდან გამომდინარე გარანდის შაშხანა იტენებოდა ვაზნების შეკვრებით, რომლებიც თავსდებოდა იარაღში ზევიდან, რაც ცხადია შეუძლებელს ხდიდა ოპტიკური სამიზნის განლაგებას იარაღის ზევიდან. აქიდან გამომდინარე და ჯარის მოთხოვნების შესაბამისად ოპტიკა იარაღზე განთავსდა მარცხენა მხარეს. M1E7 ტიპის ოპტიკის სამაგრი იქნა არჩეული (წარმოებული Griffin & Howe-ს მიერ) ხოლო ოპტიკური სამიზნე იყო Lyman-ის მიერ დამზადებული მოდელი Alaskan, 2.2 გადიდებით (სამხედრო ინდექსი M81). აღნიშნული კომბინაციაში Garand M1C იყო ეფექტური 500 მეტრამდე მანძილზე. იდეაში ამ იარაღს უნდა შეეცვალა სპრინგფილდის M1903A4 ტიპის სნაიპერული შაშხანა და რიგი სხვა სისტემების, რომლებიც გამოიყენებოდა ჯარში მაგრამ ეს არ მოხდა. M1C თავიდან აღმოჩნდა “პრობლემური შვილი” და გარდა იმისა, რომ მისი პოტენციალი, როგორც სნაიპერული სისტემის არც ისე მაღალი იყო, მთელი რიგი პრობლემები წამოიჭრა ამ მოდიფიკაციის იარაღის წარმოებისას. ასე მაგალითად შაშხანის დამზადებისას სალულე კოლოფის/რესივერის და ოპტიკის სამაგრსი წრთობა ხდებოდა ერთად რაც იწვევდა რესივერის დეფორმაციას. ასევე პრობლემას წარმოადგენდა დაშვებების შენარჩუნბა იარაღის ძირითადი ნაწილების წარმოებისას, რაც ნიშნავდა რომ ყოველი კომპონენტი იარაღის უნდა გადარჩეულიყო და ხელით გაზომილიყო იმის დადასტურებისთვის რომ ეს დეტალი შეესაბამებოდა სპეციფიკაციებს. ამის გამო ნაცვლად 21 ათასი შაშხანის მაგივარდ მეორე მსოფლიო ომის დრს დამზადდა მხოლოდ 7 ათასი, თუმცა უმეტესობა პრობლემების ნელ-ნელა გადაიჭრა წარმოების პროცესში. ამის გამო მეორე მსოფლიო ომის დროს სნაიპერული “გარანდების” გამოყენება არ იყო მასობრივი. M1C მომავალში დაემატა მოდელი M1D, ხოლო სხვაობა ორ იარაღს შორის იყო ოპტიკის დაყენების განსხვავებულ მეთოდი, სადაც მოდელ “D”-ში ოპტიკა მაგრდებოდა ერთ წერტილზე, გვერდიდან პირდაპირ ლულის უკანა ნაწილზე, სავაზნესთან და ლულა ახალ მოდელში იყო უფრო სქელ კედლიანი. 1945 წლიდან სნაიპერულ “გარანდებზე” დამატებით ყენდებოდა კონუსური ფორმის ლულის მოწყობილობა რომელიც ამცირებდა ლულის ალს და ართულებდა სნაიპერის აღმოჩენას. 1952 წელს აშშ-ის საზღვაო ფეხოსანთა კორპუსმა M1C მიიღო შეიარაღებაში როგორც სტანდარტული სნაიპერული შაშხანა ინდექსით MC52. ამჯერად იარაღი იყო აღჭურვილი “Kollmorgen”-ის მიერ წარმოებული ოპტიკური სამიზნით ოთხჯერადი გადიდებით. ორივე მოდიფიკაციის სნაიპერული ვარიანტების წარმოება გაგრძელდა კორეის ომის დროს და ამ ომში მოხდა სნაიპერული “გარანდების” პირველი და უკანასკნელი მასობრივი გამოყენება. ნაწილი სნაიპერული “გარანდების” იყენებდა “ახალ” M84 ტიპის ოპტიკურ სამიზნეს, რომელიც გამოირჩეოდა უკეთესი გამძლეობით მაგრამ იყო არაადეკვატურად სუსტი 2.2 გადიდებით. ასევე კორეის ომის დროს ხდებოდა კომერციული შაშხანების და ოპტიკური სამიზნეების გამოყენება დიდი ეფექტურობით, ასე მაგალითად მეიარაღე კაპიტანი და კარგი მსროლელი უილიამ ბროფი ხშირად სტუმრობდა წინახაზებს საკუთარი სანადირო “ვინჩესტერ M70″ ტიპის შაშხანით, რომელზეც ეყენა კომერციული, Unertl-ის წარმოების ოპტიკური სამიზნე ათჯერადი გადიდებით. ამ იარაღიდან ის ანადგურებდა კორეელ და ჩინელ ჯარისკაცებს 800-1000 მეტრის მანძილებზე და ასე ახდენდა ამ ტიპის იარაღის ეფექტურობის დემონსტრირებას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცხადი იყო რომ სნაიპერებს ესაჭიროებოდათ სპეციალიზირებული სნაიპერული სისტემა ძლიერი ოპტიკით და შაშხანი გრძივად მოძრავი საკეტით, შეიარაღებული ძალების სარდლობა ეწინააღმდეგებოდა ახალი სისტემის იარაღის შეიარაღებაში მიღებას. 1959 წელს “გარანდის” შაშხანი მოიხსნა შეიარაღებიდან. მიუხედავად ბევრი ნაკლოვანებისა რომელიც ახასიათებდა ამ იარაღს, “გარანდი” იყო პირველი მასობრივი წარმოების, ზომიერად საიმედო და ეფქტური ნახევრად ავტომატური საბრძოლო შაშხანა რის გამოც ის დამსახურებული სიყვარულით სარგეებლობს იარაღის და სროლის ენთუზიასტებს შორის.

 

14141579_2128310620726808_4137430134743675831_n

 

 

14199671_2128310887393448_6319232477701846318_n