ამადეო როსსი

არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ფირმას რაღაც მაგიური მნიშვნელობა აქვს ჩვენ საყვარელ ქვეყანაში. ეს გამოიხატება, როგორც დამოკიდბულებაში ამ იარაღის მიმართ ასევე მის ფასში. ამადეო როსსია ნაღდი! და ისეთ თვალებს გააკეთებენ გეგონება ტეო იუნგის შექმნილ კარაბინზე საუბრობდნენ ან ფანზოის შტუცერზე.  მაგალითისთვის როსის წარმოებულ ლევერ–ექშენებს ადებდნენ ფასსს, რომელიც 2000 დოლარიდან იწყებოდა.  მივმართოს საიტ განბროკერს და ვნახოთ რა ღირს ცივილიზებულ ქვეყანაში როსის ლევერ–ექშენი, ანუ ჰენრის სისტემის კარაბინი.  ჰენრის სისტემის იარაღის ბრაზილიური ინტერპრეტაცია როსი 92–ის ფასი იწყება 350 დოლარიდან. როსის მოკლელულიანი რევოლვერები (მოდელი R351) ფასი იწყება 250 დოლარიდან.  ანუ ეს არის იაფი იარაღი, რაც სულაც არ  ნიშნავს, რომ ის არის ცუდი. ამადეო როსის წარმოების პრინციპიც ეგ არის, ხარსხიანი იარაღი, რომელიც ხელმისაწვდომია.

თვითონ კომპანია, დაარსდა ბრაზილიაში 1889 წელს, თავად ამადეო როსის მიერ ქალაქ სან ლეოპოლდში.  ბატონი როის გახლდათ იტალიელი ემიგრანტი. არც ისე დიდიხნის წინ, როსის ოჯახმა, რომელიც კვლავ მართავს კომპანიას, გადასც რევოვერების წარმოება კომპანია Forjas Taurus, S.A.–ს რომელიც დღემდე უშვებს რევოლვერების ფართო ნომენკლატურას ტაურუსის ბრენდით. როსი დღეს უშვებს ასევე შვიდი მოდელის რევოლვერ, კარაბინებს, თოფებს და ლულიდან დასატენ შაშხანებს. რევოლვერების წარმოება როსიმ დაიწყო 1950 წელს და აქაც არაფერი უნიკალური არ ყოფილა. როსის რევოლერები წარმოდდგენენ სმიტ ვესონის კლონებს.  თავიდან კომპანია უშვებდა .38 Special და  .22lr კალიბრებში.  ერთი ასეთი თბილისში მაღაზიაში ღირდა არც ემტი არც ნაკლები 950 ლარი. უმარტივესი, პატარა “გეკოს” რევოვლერი. სამაგიეროდ როსი…..

კომპანია ნამდვილად წარმოადგენს ირაღის წარმოების ისტორიის ნაწილს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის რაიმე განსაკუთრებული და ზემაღალი და უნიკალური იარაღის მწარმოებელი. ჩვეულებრივი კომპანიაა, რომელიც უშვებს ხელმისაწვდომ იარაღს.  ნუ მთლად ჩვეულებრივი არაა, ის ალბათ ერთ ერთი ყველაზე მსხვილი მწარმეოებელია სამხერთ ამერიკაში.



დატოვეთ კომენტარი