Archive for August, 2017

საბრძოლო იარაღის არალეტალური ალტერნატივა

Thursday, August 31st, 2017

არც ისე დიდიხნის წინ ჩვენ პრესაში აქტიურად განიხილებოდა პოლიციის მიერ ე.წ. “არალეტალური  იარაღის” შეიარაღებაში მიღება და შესაბამისი კანონში ცვლილებების პაკეტი. მოგეხსენებათ ყველა ის საშუალება, რომელსაც იყენებს პოლიცია უნდა გაწერილი იყოს კანონში პოლიციის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიციას აქვს უფლება ეს საშუალებები გამოიყენოს. სიმართლე გითხრათ ეხლა იმ ცვლილებების შინაარსობრივი ანალიზის სურვილი მე არ მაქვს, ისევე როგორც უნდა ვაღიარო, რომ ამ ტიპის იარაღები და საშუალებეები არასდროს არ ყოფილა ჩემი ინტერესების სფეროში, მაგრამ მაშინ ამ საკითხმა მიიქცია ჩემი ყურადღება იმით, რომ ხსენებული ტექნიკური საშუალებები მოიხსენიებოდა, როგროც “არა-ლეტალური” იარაღი. პირდაპირ ვიტყვი, ჩემი აზრით ტექნიკურად არასწორია უწოდო “არა ლეტალური” FN-ის წარმოების პნევმატურ მარკერს FN-303-ს, რომელიც ისვრის რეზინის ან პლასტმასის ჭურვებს და ახლო მანძილიდან შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება ადამიანისთვის. ამ იარაღმა და საერთოდ ნებისმიერმა კინეტიკურმა ე.წ. “არა-ლეტალურმა” იარაღმა, შეიძლება გარკვეული ალბათობით გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი უბრალოდ ასეთი სისტემები არ იქმნება, როგორც ლეტალური იარაღი და შესაბამისად ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა არის მცირე, მაგრამ გავიმეორებ ეს არ არის გამორიცხული. სწორედ ამიტომ ტექნიკურად უფრო სწორია ასეთ იარაღს უწოდო “ნაკლებად ლეტალური”. თავის მხრივ უფრო “ჰუმანური” საშუალებები, როგორიც არის წიწაკის აეროზოლი, სხვადასხვა ტალღური სისტემები შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტ “არალეტალურ” იარაღად, იმიტომ რომ მათი გამოყენებით სსიკვდილის გამოწვევა პრაქტიკულად შეუძლებელია. პრობლემა იმაშია, რომ იმ ზღვარს რომელიც გადის ლეტალურ, არა-ლეტალურ და ნაკლებად ლეტალურ იარაღებს შორის არავინ არ ავლებს,  ხოლო ასეთი საშუალებების მომხმარებლები ეყრდნობიან მათი მწარმოებლების რეკომენდაციებს და ინსტრუქციებს.

ჩვენ უკვე მოგიყევით ისრაელში, .22lr კალიბრის კარაბინების გამოყენებაზე “ნაკლებად ლეტალური”  იარაღის როლში. ცეცხლსასროლი, თუნდაც მოკრძალებული სიმძლავრის იარაღის გამოყენებას მოყვა მსხვერპლი, ნეგატიური გამოხმაურება, უფლებადამცველი ორგანზიაციების პროტესტი, რამაც აიძულა ებრაული მხარე მოეხდინა ამ იარაღის ხელახალი კლასიფიკაცია, ამჯერად ლეტალურ ცეცხლსასროლ იარაღად. ეს მაგალითი არის კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენად არეულია კლასიფიკაცია და რამდენად არაერთგავროვანი შეხედულებები და მიდგომები არსებობს როგორც ამ იარაღის კლასიფიკაციის ასევე მისი გამოყენების და შემდგომი ეფექტურობის შეფასების მხრივ. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად რუსეთში, მიღებულია სტანდარტი, რომლის მიხედვითაც  იარაღი კლასიფიცირდება როგორც “ტრავმატული” არის 91 ჯოული.  ანუ ასეთი იარაღიდან ნასროლი ჭურვის ენერგია არ უნდა აღემატებოდეს 91 ჯოულს.

ჩემი აზრით “უკონტაქტო” საშუალებები, როგორიც არის აეროზოლები, სხვადასხვა ტალღური მოწყობილობები და უფრო ეკზოტიკური საშუალებები, ისეთი როგორიც მაგალითად წებოვანი ქაფი ან თუნდაც ელექტროშოკერები, შეიძლება ჩაითვალოს როგორც უკვე ვთქვი ჭეშმარიტ “არა-ლეტალურ” იარაღად, იმიტომ რომ მათი გამოყენებით სიკვდილის გამოწვევა შეუძლებელია თუ “სამიზნეს” არ აქვს რაღაც სამედიცინო კონდიცია ან გარდაცვალება გამოწვეული იქნა რაიმე ქმედებებით რაც მოყვა ასეთი საშუალების გამოყენებას. მაგალითად ელექტროშოკერის გამოყენებისას “სამიზნე” დაეცა დაარტყა თავი და მოკვდა (ელექტროშოკერების თემას ჩვენ კიდე დავუბრუნდებით ამ სტატიაში).  ასევე მწვავე ალერგიამ წიწაკაზე შეიძლება გამიწვიოს სიკვიდილი ასეთი აეროზოლის გამოყენებისას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ძალის გამოყენებას ადამიანის წინააღმდეგ ყოველთვის შეიძლება მოყვეს სიცოცხლის მოსპობა ხოლო კინეტიკური “ნაკლებად ლეტალური” იარაღი ამ მხრივ ყველაზე სახიფათოა.

თავისთავად ტერმინი “ნაკლებად ლეტალური” იარაღი გაჩნდა 90-ან წლებში აშშ-ი. სომალიში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების დროს გენერალმა ენტონი ზინმა პირველად წარმოადგინა კონცეფცია საპოლიცია საშუალებების გამოყენების შეიარაღებული ძალების მხრიდან, იმისთვის რომ მომხდარიყო მსხვერპლის შემცირება მშვიდობიანი მოსახლეობის შორის. აშშ-ში 1996 წლიდან  ”ნაკლებად ლეტალური” იარაღის სამხედრო პროგრამა მიმდიანარეობს დღემდე  და  დღეისთვის მაგალითად აშშ-ს შეიარაღებული ძალები იყენებენ 50-მდე სახეობის “ნაკლებად ლეტალური”  იარაღის და ამუნიციის სახეობას (ამერიკელები გამოიყენებენ ტერმინს “არა ლეტალური”, რაც ალბათ განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით). აშშ-ის შეიარაღებული ძალები გეგმავენ ასეთი იარაღის გამოყენებას ჰუმანიტარული, სამაშველო ოპერაციების და პანდემიის დროს.

ცხადია “ნაკლებად ლეტალური” და “არა ლეტალური” იარაღის სხვადასხვა სახეობები ასევე ხელმისაწვდომია სამართალდამცავებისთვის და უბრალო მოქალაქეებისთვის. სამართალდამცავებისთვის “ნაკლებად ლეტალური” საშუალებების გამოყენება ყოველთვის იყო პრიორიტეტი, ვინაიდან განსხვავებით ჯარისგან, სიცოცხლის გადარჩენა არის მათი მთავარი ამოცანა.  ყველაზე მასიურად ასეთი იარაღების გამოიყენება ხდება მასობრივი არეულობების დროს. ბოლო დროს “ტეიზერების” და სხვა ელექტროშოკური მწოყობილობების ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლო გახადა მათი მასიური გამოყენება, რამაც მნიშვნნელოვნად შეამცირა პირველ რიგში დაზიანებების ხარისხი და ასეთი შემთხვევების რაოდენობა დაკავებებისას, როგორც პოლიციელებს ასევე ეჭვმიტანილებს შორის. მაგალითად აგრესიული ეჭვმიტანილის დასაკავებლად ადრე მოხდებოდა მასზე ფიზიკური ზემოქმედება, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით რაც ზრდიდა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ალბათობას და ასევე დიდი რისკს ატარებს პოლიცილებისთვის, რომლებმაც შეიძლება ასევე მიეღოთ ჭრილობები. მეორეს მხრივ “ტეიზერი”, ელექტროშოკული “პისტოლეტი” რომელიც ისვრის სადენებს და იწვევს სამიზნის პარალიზებას, აძლევს საშუალებას პოლიციელს გაანეიტრალოს საფრთხე მასთან ფიზიკური კონტაქტის და ზედმეტი მიახლოების გარეშე.

N0UzQUFGMDBCQkU0MEVERTBDODI6ZjcxYTM3MjJkZThhZGE2MDlkM2EzMGY4OTBmNTEzM2M6Ojo6OjA=

პოლიციური ხელკეტი, “ნაკლებად ლეტალური” იარაღის ერთ-ერთი პირველი ტიპი, რომელიც მე-18 საუკუნიდან გამოიყენება სამართალდამცავების მიერ.

თვაის მხრივ უბრალო მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია ძირითადად სამი ტიპის “ნაკლებად ლეტალური” იარაღის სახეობა. აეროზოლები, ელექტროშოკერები და ე.წ. ტრავმატული ცეცხლსასროლი იარაღი. ყველა ამ საშუალებას გააჩნია თავისი პლიუსები და მინუსები. მაგალითად  თავდაცვითი აეროზოლების საკმაოდ ფართო არჩევანი არსებობს. ის როგორც წესი იაფია, მის შესაძენად არ არის საჭირო ნებართვა. აეროზოლის ხმარება შეუძლია ალბათ ყველას. არსებობს როგორც მცირე მოცულობის აეროზოლები (25მლ), რომელიც ჩაეტევა ქალის პატარა ჩანთაში, ასევე 600მლ-მდე და მეტი მოცულობის. ბოლო დრომდე აეროზოლების ყველაზე დიდ მინუსად ითვლებოდა დამოკიდებულება ქარზე, თუ ქარი სახეში გიბერავთ დიდი ალბათობით თქვენც აღმოჩნდებით “დაზიანების ზონაში’, თქვენც და ირგვლვი მყოფები. არც ისე დიდიხანია რაც გამოჩნდა საშუალებები რომლებიც აფრქვეევენ არა აირს ან სითხეს არამედ გელს ან ქაფს, რომელიც არ ორთქლდება, ეწეპება კანზე თავდამსხმელს და მისი ჩამორეცხვა შედარებით ძნელია.  თავისთავად ცხადია, რომ ასეთი საშუალებები უფრო გამოიყენება საყოფაცხოვრებო კონფლიქტების დროს, რომელიც მაგალითად გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ან თქვენ თავს დაგესხათ ზედმეტად აგრესიული მძღოლი, უკმაყოფილო თქვენი მანქანის მართვის სტილით, “გოპნიკი” ან ე.წ. “კაი ბიჭი” რომელსაც უნდა 5 ლარი რომ პახმელიაზე გამოვიდეს და არ გშორდებათ.  მოტივირებული (წინააღმდეგ, ყაჩაღი, მკვლელი, მძარცველი) და თან შეიარაღებული აგრესორის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი ალბათ ნაკლებად გამოდგება, მაგრამ სხვა თუ არაფერი არ არის მოგიწევთ “იომოთ” იმით რაც გაქვთ.

defense-gadget

შედარებით ახალი ტიპი თავდაცვითი საშუალების, რომელიც იყენებს წიწაკას არის პნევმატური “პისტოლეტები”, რომლებიც წნევით ისვრიან წიწაკის სითხეს, როგორც მაგალითად Kimber Pepper Blaster, ან ბურთულებს, როგორც პეინტბოლის იარაღი, იმ განსხვავებით რომ წიწაკის შემცველი ნივთიერება ბურთის შიგნით არის მოთავსებული. სურათზე არის SALT gun, რომელიც ისვრის ბურთებს  შიგნით წიწაკის აირით , რომელიც სკდება სამიზნეში მოხვედრისას. თითო ბურთულა ქმნის 20-25 სმ-ის დიამეტრის აირის ღრუბელს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ თითო ასეთ ბურთულას შეუძლია ადამიანის 15 წუთით მწყობრიდან გამოყვანა.  მისი ღირებულება 300-400 დოლარს შეადგენს. 

ელექტროშოკერების განხილვა ცალკე სტატიის თემას წარმოადგენს, ამიტომ მოკლე აღწერილობით შემოვიფარგლებით. დავიწყოთ ყველაზე მარტივი და იაფი მოწყობილობით, კონტაქტური ელექტროშოკერით. კონტაქტური ელექტროშოკერი გულისხმობს იმას, რომ უნდა შეხვიდეთ აგრესორთან კონტაქტში, იმისთვის რომ მიადოთ მას შოკერი და გადასცეთ დენის იმპულსი. აღნიშნული ეწინააღმდეგება თავდაცვის წესს, რომელიც გულისხმობს მანძილის მოგებას, იმიტომ რომ რაც უფრო შორს ხართ საფრთხისგან მით უფრო უსაფრთხოდ ხართ. სამაგიეროდ ასეთი “შოკერი” შედარებით იაფია და ასევე არ ითხოვს გაფორმებას. საქართველოში ასეთი შოკერების ფასი იწყება 100 ლარიდან. სიმძლავრე უნდა იწყებოდეს მინიმუმ 500 000 ვოლტიდან, უფრო სსტი შოკერი გამოდგება მხოლოდ მაწანწალა ძაღლებისგან დასაცავად. კონტაქტური “შოკერების” მილიონი ვარიანტი და შესრულება არსებობს და ამიტომ კონკრეტული მოდელის ყიდვამდე ჯობია მოიძიოთ და წაიკითხოთ სტატიები და მიმოხილვები და მხოლოდ ამის მერე ჩამოყალიბდეთ რა ტიპის კონტაქტური “შოკერი” გჭირდებათ თქვენ.

მეორე ტიპის შოკერებს განეკუთვენება დისტანციური მოქმედების მოწყობილობები, როგორიც არის მაგალითად ე.წ. “ტეიზერი”, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეკუმშული აირის ენერგიის გამოყენებით ესროლოთ მოწინააღმდეგეს ორი ელექტროდი 7-10 მეტრის მანძილზე. მინუსების ასეთი სისტემის არის ის რომ ის პრაქტიკულად ერთჯერადია ანუ მხოლოდ ერთი გასროლა გაქვთ, რომლის მერე უნდა გამოცვალოთ კარტრიჯი, და ასევე ფასი, რომელიც ძალიან მაღალია და 500 დოლარს აღწევს.  ეხლა “ტეიზერებს” ეძახიან პრაქტიკულად ნებისმიერ შოკერს მაგრამ “Taser International” (ეხლა უკვე უბრალოდ Axon) არის ამერიკული კომპანია, რომელმაც პირველად შესთავაზა საზოგადოებას ე.წ. დისტანციური ელექტროშოკერი. მართალია მათი პროდუქცია ღირს უფრო ძვირი ვიდრე ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მაგრამ ამ ფასში თქვენ მოგდით საკმაოდ მაღალტექნოლოგიური საშუალება, აღჭურვილი ლაზერული დამიზნების სისტემით, ფარნით და სულ ბოლო მოდელიდან შეიძლება ორი გასროლის წარმოება გადატენვის გარეშე. ტეიზერი თავიდან იყო წოდებული, როგორც არა-ლეტალური იარაღი მაგრამ შემდგომ კომპანიამ მას უწოდა “ნაკლებად-ლეტალური”.  2017 წელს სააგენტო “როიტერსის” გამოძიებამ დაადგინა რომ 2000 წლების დასაწყისიდან ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა “ტეიზერის” ზემოქმედების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ “ტეიზერს” იყენებს აშშ-ის პოლიციური სამსახურების 90%, 16 წლის განმავლობაში 1000  ლეტალური შედეგი ნიშნავს, რომ სტატისტიკურად ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა “ტეიზერის” გამოყენების შემთხვვაში არის ძალიან დაბალი, დაახლოებით 0.3%. მეორეს მხრივ აშშ-ის იუსტიციის დეაპარტამენტის კვლევებმა დაადასტურეს, რომ “ტეიზერის” გამოყენება ამცირებს ფიზიკური ზიანის მიყენების რისკს დაკავების დროს, როგოც დამნაშავესთვის ასევე სამართალდამცავისთვის.

tazer-taser-x2-black-kit-600_grande

უახლესი Taser X2 Defender. მისი გამოყენება შესაძლებელია ასევე, როგორც კონტაქტური “შოკერის”, გასროლის წარმოების გარეშე. მისი ფასი 1400 დოლარია.

შესაძლებელია საბრძოლო იარაღში “ნაკლებად ლეტალური” ამუნიციის გამოყენება და ამ მხრივ ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი არის 12 კალიბრის თოფი. მიზეზი მარტივია, 12 კალიბრის მასრაში საკმარისი ადგილია რომ დაეტიოს საკმარისი ზომა-წონის ჭურვი. ძალიან ბევრი ტიპის “ნაკლებად ლეტალური” 12 კალიბრის ამუნიცია არსებობს. რეზინის “კარტეჩი”, რეზინის ტყვიები. ყველაზე “ბრუტალური” საშუალება არის, პოლეთილენის ტომარაში მოთავსებული 9 ნომერი საფანტი ე.წ. bean-bag ტიპის ვაზნა. ასეთი ჭურვის საწყისის სიჩქარე 90-100 მ/წ-ის. გასროლის დროს ის იშლება დაახოლებით 6 კვ.სმ-ის სიგანეზე  და ძლიერ დარტყმას აყენებს სამიზნეს. არსებობს ასევე თვითნაკეთი არალეტალური ვაზნების რეცეპტები, რომლებიც შეიძლება მოიძიოთ ინტერნეტში. მათ შორის არის ვაზნის დატენვაც მარილით (დიახ ეს შესაძლებელია), მაგრამ ჩემი აზრით ქარხნული ვაზნების გამოყენება უფრო მიზანშეწონილია. თუ რამე წავიდა არასწორედ ყველაფერი დაბრალდება ვაზნის მწარმოებელს. თვითნაკეთი ვაზნის გამოყენებას შეიძლება მოყვეს არასასურველი სამართლებრივი შედეგები. ქარხნული წარმოების “ნაკლებად ლეტალური” ვაზნების არჩევისას მოქმედებთ იგივე პრინციპით რაც იარაღის ან ტყვიაწამლის არჩევისას. ინტერნეტში  ნახულობთ მიმოხილვებს, ტესტირების შედეგებს და ასე შემდეგ.  ჩემი აზრით ვისაც აქვს 12 კალიბრის თოფი ასევე უნდა ქონდეს მომარაგებული “ნაკლებად ლეტალური” ვაზნებიც.  წვრილი საფანტი ახლო მანძილზე (და თავდაცვა ხდება სწორედ ასეთ მანძილებზე)  ლულას ტოვებს როგორც ერთიანი ჭურვი და ეფექტის იქნება შესაბამისი. როგორც ისრაელის მაგალითი გვასწავლის საბრძოლო იარაღის ვაზნები, თუნდაც სუსტი არის ლეტალური და მათი გამოყენება სამართლებრივად ჩაითვლება როგორც  ლეტალური ძალის გამოყენება.

შემდეგი ჩვენ სიაში “არა ან ნაკლებად ლეტალური საშუალებების” არის ე.წ. ცეცლსასროლი ტრავმატული იარაღი, აგებული როგორც საბრძოლო ცეცხლსაროლი იარაღი იმ განსხვავებით, რომ ტყვიის ნაცვლად გამოიყენება რეზინის ჭურვი წვრილი საფანტი ან ცრემლმდენი აირი. დამატებით (გააჩნია რეგულაციებს კონკრეტულ ქვეყანაში) ასეთი იარაღის ლულები შეიძლება იყოს აღჭურვილი ტიხრებით, რომელშიც გაძვრება რეზინის ბურთი მაგრამ შეუძლებელი იქნება მყარი ჭურვის გამოყენება. ბუნებრივია ეს ზომა მიმართულია იმაზე, რომ არ მოხდეს ამ იარაღის “კონვერტაცია” საბრძოლოში. რეალურად ეს “დაცვის მექანიზმები” არ მუშაობს და  სინამდვილეში ტრავმატული იარაღის გადაკეთება გახდა ჩვეულებრივი ამბავი იმ ქვეყნებში სადაც საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი ხელმიუწვდომელია მაგრამ ხელმისაწვდომია ე.წ. “ტრავმატული” იარაღი რომელიც მუშაობს  იგივე პრინციპით.  ასეთი იარაღი ხშირად მზადდება იაფი შენადნობებისგან და ალბათ განურჩევლად მწარმოებლისა, თითქმის ყოველთვის გათვლილია ეპიზოდურ გამოყენებაზე და ვერ უძლებს ხანგრძლივ ექსპლუატაციას. ეს შემიძლია დავადასტურო პირადი გამოცდილებითაც. მაგალითად როდესაც იდეაში კარგი ხარისხის ტრავმატული „ზიგ ზაუერი“ უბრალოდ დაიშალა ჩემ ხელებში, ძალიან ხანმოკლე ექსპლუატაციის შემდეგ, პრაქტიკულად მისი სახლიდან გატანის გარეშე. ამავე პისტოლეტმა ერთხელ გაისროლა თავისით, ტექნიკურ გაუმართაობის გამო, საბედნიეროდ არავინ არ დაშავდა.  ხოლო როდესაც მე გადავწყვიტე მისი გამოყენება, როგორც სავარჯიშო ირაღის ის უბრალოდ დაიშალა. ჯერ ამოტყდა საკეტის სარკე (ადგილი საიდანაც გამოდის ნემსა)  და ბოლოს გაიბზარა საკეტი. ეს ყველაფერი, ვიმეორებ სროლის გარეშე.  ასეთი შემთხვევები, ვგულისხმობ არასანქიონირებულ გასროლებს, მოუვიდათ ჩემ მეგობრებსაც და კვლავ საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა.  მე მინახავს სხვა ანალოგიური იარაღები, რომლებიც პრაქტიკულად ერთჯერადი იარაღების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ჩემ წრეში ასეთი იარაღები აღარავის არ აქვს.  გარდა ამისა, შეხედეთ ამ იარაღს ასეთი კუთხით, პისტოლეტი ისედაც სუსტი იარაღია და როგორ გგონიათ ეხლა 124 გრანიანი ექსპანსიური ტყვია, რომ შეცვალოთ რეზინის ბურთით ან წვრილი საფანტის მწიკვით, მიიღებთ ეფექტურ თავდაცვის საშუალებას? ვიღაცა იტყვის, შიშველ ხელებს ხომ ჯობია მაინც? არ ვიცი, შეიძლება ჯობია. ერთი ვიცი რომ შიშველი ხელი არ გაისვრის თავისით ვაზნის მიწოდებისას და არ ჩამოიღებს სარკეს მისაღებ ოთახში. რუსეთში სადაც ასეთი იარაღები ძალიან გავრცელებულია მათ ჭკუაზე მოყვანას ეძღვნება მრავალგვერდიანი თემები თემატურ ფორუმებზე და ეს დამატებითი თავის ტკივილია ასეთი იარაღის პატრონისთვის. მიზეზი ამისა არის ტრავმაული ამუნიციის არასტანდარტული ფორმები და ბევრად დაბალი წნევა, რომელიც იქმნება ლულაში. პრაქტიკა ადასტურებს რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ნახო იარაღი რომელიც ჯეროვნულად ადაპტირებულია ტრავმატული ვაზნების გამოყენებისთვის და მას არ დაჭირდება დაქლიბვა და მორგებები. ნაწილობრივ ეს აიხსნება იმით, რომ არავინ, მწარმოებლების ჩათვლით არ აღითქვავს ასეთ იარაღს სერიოზულად.  

ხანდახან ისეთ ქვეყნებში სადაც აკრძალულია საბრძოლო იარაღი,  საკმაოდ საინტერესო კონცეფციები ჩნდება. ჩემი აზრით რუსეთი დღეს უშვებს ტრავმატული იარაღის ყველაზე დიდ ასორტიემნტს და რამდენიმე ტიპი ასეთი იარაღის ჩემი აზრით გამოდგება,  როგორც ეფექტური თავდაცვის საშუალება თუ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეზღუდულია. მაგალითად ორ ან ოთხ გასროლიანი ტრავმატული პისტოლეტები, რომლებიც იყენებენ ორ ან ოთხ ლულიან შეკვრებს და დამაზიანებელ ელემენტად იყენებენ 10-11 გრამიან მყარი რეზინის ჭურვს. შედარებისთვის 9მმ-ნი რეზინის ბურთის წონა სულ რაღაც 0.7 გრამია. ასეთი იარაღი მაგალითად არის რუსული წარმოების ОСА ПБ-4-1. “ოსადან” ნასროლ 11 გრამიან ჭურვს ექნება სიჩქარე 110 მ/წ-ში, ხოლო ენერგია – შთამბეჭდავი 80 ჯოული. შედარებისთვის ტიპიური 9მ-ნი რეზინის ჭურვის ენერგია, რომელიც გამოიყენება ტრადიციული კონსტრუქციის პისტოლეტებში იქნება ორჯერ ნაკლები – 40 ჯოული. ამასთანავე „ოსა“ რომელიც არ იყენებს მოძრავ ნაწილებს იქნება 100%-ით საიმედო, სილუმინისგან და მეტალის ფხვნილისგან დამზადებული “კვაზი-პისტოლეტისგან” განსხვავებით.  ეფექტიც ასეთი ჭურვისგან იქნება გაცილებით მეტი ვიდრე 0.7 გრამიანი რეზინის “ფურთხისგან”. ტიპიური თავდაცვის მანძილებისთვის მისი სიზუსტე არის ადეკვატური. ჩემი აზრით „ოსა“ და სხვა ანალოგიური კონსტრუქციის იარაღი ბევრად უკეთესი თავდაცვის საშუალებაა ვიდრე რეზინის ან საფანტის „ტრავმატები“. საქართველოში რომ იყიდებოდეს ასეთი საშუალებები მე მაგათ ვიყიდიდი, უბრალოდ თავს ნუ მოიტყუებთ, ეს არ არის „არალეტალური“ იარაღი.  80 ჯოული საკმარისია სასიკვდილო ჭრილობის მისაყენად. თავში ნასროლი ასეთი ჭურვი გარანტირებულად მიაყენებს უმძიმეს ტრავმებს და დიდი ალბათობით გამოიწვევს სიკვდილს. ასეთი იარაღის გამოყენება ითხოვს მომზადებას.

ტექნიკური და ნაწილობრივ სამართლებრივი ნიუანსების განხილვის შემდეგ, მოდით გადავიდეთ “არა-ლეტალური” იარაღის ტაქტიკურ ასპექტებზე.  თუ ჩემ ბლოგს ყურადღებით კითხულობთ ან უბრალოდ კარგად ერკვევით თავდაცვის ასპექტებში, უნდა იცოდეთ, რომ თავდაცვის ობიექტის უმთავრესი მიზანია თავდასხმის ობიექტის სწრაფი განეიტრალება იმისთვის, რომ მან შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები. ხოლო ამის გარანტიას იძლევა მხოლოდ მომენტალური სიკვდილი. თუნდაც მძიმედ დაჭრილს, თუნდაც სასიკვდილოდ დაჭრილ თავდამსხმელს სანამ ის მოკვდება ან გაითიშება ჯერ კიდევ შეუძლია ზიანის მიყენება. სწორედ ამიტომ “ნაკლებად-ლეტალური” იარაღი ხდება “ნაკლებად ეფექტური თავდაცვის საშუალება”. მაგრამ გააჩნია საფრთხეს. საფრთხეები, რომლის წანააღმდეგ გამოიყენება ლეტალური და არა ლეტალური იარაღი იწყება მაგალითად მაწანწალა ცხოველებიდან და მთავრდება ორგანიზებული შეარაღებული ბანდიტური დაჯგუფებით.  ასე, რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ “არა-ლეტალური” იარაღი არ არის ალტერნატივა “ლეტალური იარაღის”. ის ხშირად არის არასრულფასოვანი მაგიერი და გადაფარავს მხოლოდ შესაძლო საფრთხეების ნაწილს. მას აქვს თავისი გამოყენების ნიშა, მაგრამ ამ ნიშის იქეთ მისი გამოყენება არაეფექტურია და შეიძლება უკუეფექტიც ქონდეს.

განსხვავებით სამართალდამცავებისგან, რომლებიც თითქმის ყოველთვის იტოვებენ ლეტალური იარაღის გამოყენების ოფციას, უბრალო მოქალაქეებს შეიძლება ეს ოფცია საერთოდ არ ქონდეთ და მათი უსაფრთხოება უნდა იყოს დამოკიდებული საშუალებებზე, რომლებსაც სახელმწიფო აღიარებს როგორც ნებადართულს გამოყენებისთვის, ანუ დამოკიდებული მეტ წილად იმ საშუალებებზე, რომლებზეც მე მოგიყევით. მაგალითად რუსეთში, თადაცვითი ცეცხლსასროლი იარაღი აკრძალულია და შესაბამისად მოქალაქეები შეზღუდულები არიან საშუალებებით, რომლებიც რუსეთის კანონმდებლობით კლასიფიცირდება როგორც “შეზღუდული დაზიანების იარაღი”. ამ კლასში შედის რამოდენიმე ტიპის იარაღი, მათ შორის “გაზის”, ლულის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღი, ტრავმატული ცეცხლსასროლი იარაღი და ასე შემდეგ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ასეთი საშუალებები საერთოდ არ არის კლასიფიცირებული და პრინციპში არც იყიდება. 10-15 წლის წინ საფანტის და “გაზის” იარაღები უხვად იყიდებოდა, მაგრამ როგორც კი მათი ფლობა და გამოყენება ისევე შეიზღუდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღის, მათი გაყიდვები პრაქტიკულად შეწყდა. ამჯერად საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ იაფ-ფასიანი წიწაკის აეროზოლები და კონტაქტური ელექტროშოკები.

ასევე ჩემი აზრით ხშირად იგნორირებული საკითხია ასეთი ტიპის იარაღების გამოყენებაში მომზადება. ეს საკითხი წარმატებით იგნორირდება, როგორც სამართალდამცავების ასევე უბრალო მოქალაქეების მხრიდან.  როგორც ყველა იარაღი, “ნაკლებად ლეტალური” იარაღიც ითხოვს მის ცოდნას, მის გამოყენებაში მომზადებას და პროცედურების დაცვას. წიწაკის აეროზოლის გამოყენება ქარიან ამინდში მაგალითად არ შეიძლება, ხოლო ქარი თუ თქვენ სახეში გიბერავთ წიწაკის აირებისგან თქვენ უფრო დაზარალდებით ვიდრე აგრესორი. პნევამტური გამშვებები, ყუმბარტმტყროცნები, რეზინის ვაზნების არასწორ გამოყენებას მოყვება მძიმე დაზიანებები და ფატალური შედეგიც. ზოგი ასეთი იარაღი რეგულირებადია რაც აძლევს მსროლელს შესაძლებლობას აირჩიოს სასურველი ენერგია რა ენერგიითაც მოხდება ჭურვის გასროლა. ქართულ პრესაში დაიბეჭდა ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის სურათები რომელსაც ასეთი პნევმატური მარკერიდან ესროლეს. ის გადარჩა მაგრამ ჭრილობები იყო უმძიმესი. პოლიციის მიერ “ნაკლებად ლეტალური” იარაღების გამოყენება წამების მიზნით ასევე არის რეალური პრობლემა, რომელიც მათ შორის გამომდინარეობს უცოდინრობიდან ასეთი იარაღის შესაძლებლობების შესახებ.  სამწუხაროდ მცდარი მოსაზრება, რომ „ტრავმატი“ არალეტალურია, იწვევს მფლობელის მხრიდან მის უფრო თამამ გამოყენებას, რასაც შეიძლება მოყვეს არასასურველი შედეგი.  ისევ “ტეიზერის” გამოყენების თემას რომ დავუბრუნდეთ, აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება აშშ-ში ხშირად ხდებოდა მაშინ როდესაც გამოძახების მიზეზი იყო სამედიცინო დახმარება, ანუ “ტეიზერს” იყენებდნენ შფოთიანი ავადმყოფების, ძლიერი ნერვული აშლილობის მქონე ან ფსიქიურად დაავადებული ადამიანების “დასაწყნარებლად”.  ნაწილ ასეთ და სხვა შემთხვევებს მოყვა სასიკვდილო შედეგი და დაზარალებულების მხარემ უჩიოდა სახელმწიფოს. ამის წყალობით დაზარალებულებმა მიიღეს მინიმუმ 172 მლნ დოლარი კომპენსაციების სახით. 2013 წელს კომპანიამ გამოსცა რეკომენდაცია, არ გამოიყენონ მისი იარაღი ასეთი “სამიზნეების” წინააღმდეგ, თუმცა ცხადია ტექნიკური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების შემუშავება იმათი ვალდებულებაა ვინც იყენებს ამ საშუალებებს და არა იმისი ვინც ასეთ საშუალებებს უშვებს.  ასე, რომ “ნაკლებად ლეტალური” იარაღი ისევე ითხოვს მომზადებას და მის ცოდნას როგორც ნებისმიერი სხვა იარაღი. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ “არა ლეტალური” საშუალებები არ უნდა მოხვდეს ბავშვების ან სხვა პირების ხელში.

ჩემი აზრით არჩევანის გაკეთება ამა თუ იმ თავდაცვის საშუალებაზე იქნება ეს დამოკლებული 12 კალიბრის ნახევრად-ავტომატური თოფი თუ წიწაკის 50მლ-ნი “სპრეი”, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის გარემოზე, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი და იმ საფრთხეებზე, რომელიც მას შესაძლებელია, რომ ემუქრება. კარგია, რომ ყოველთვის თან გქონდეს თავდაცვის საშუალება, რომელიც მოგცემს საშუალებას თავი დააღწიო საფრთხეს ლეტალური ძალის გამოყენების გარეშე მაგრამ, სამწუხაროდ ტექნოლოგიების განვითარების ამ ეტაპზე მაღალი ეფექტურობის “არა ლეტალური” ალტერნატივები ძალიან ძვირია, გაბარიტულია, გულისხმობს საფრთხესთან ახლოს ყოფნას ან უშუალო კონტაქტს და ხშირად არაეფექტურია ან საერთოდ უძლურია ერთროულად რამდენიმე აგრესორის წინააღმდეგ. გარდა ამისა ფარულად ატარო პისტოლეტი და “ტეიზერი” ან კონტაქტუირ “შოკერი” პრაქტიკულად შეუძლებელია. მანქანაში, სხვა საქმეა. ასევე ჩანთაში. დანამდვილებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ ‘არა ლეტალური” იარაღის გამოყენების შემდეგ გაცილებით ნაკლები წვალება და ახნსა-განმარტებების მიცემა დაგჭირდებათ სამართალდამცავებისთვის ვიდრე ვთქვათ, რომ განახორციელოთ გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან, თუნდაც რომ  საერთოდ არავის არ მოარტყათ. იგივე აქტუალურია ამ საშუალების გამოყენებისას მაწანწალა ცხოველის თავდასხმის მოსაგერიებლად. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებისთვის როგორიც არის საქართველო სადაც საგამოძიებო და სასამართლო სისტემები კვლავ საბჭოთა კავშირში იმყოფებიან, სადაც თავდაცვის უფლება განიხილებოდა პრაქტიკულად დანაშაულად და ეს სისტემები ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან კრიმინალურ ელემენტს და კანონმორჩილ მოქალაქეს.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელითაც მინდა ეს მოკლე მიმოხილვა დავასრულო. ქვეყანაში სადაც უხვად არის არალეგალური იარაღი, ტრავმატული იარაღის გამოყენება, რომელიც არაფრით არ განსხვავდება საბრძოლო იარაღისგან და თქვენს მიერ ნატყორცნი რეზინის “ფურთხის” საპასუხოდ, შეიძლება მოფრინდეს მთლიანად გარსით დაფარული 7 გრამიანი ჭურვი რომელიც თანაც მოფრინავს 20-ჯერ უფრო დიდი ენერგიით. მე ვიცი ბევრი შემთხვევა, როდესაც გაზის/საფანტის იარაღის დემოსნტრირებას და გამოყენებას მოყვა საპასუხო ცეცხლი საბრძოლო იარაღიდან და ეს ძალიან ცუდათ დასრულდა „ტრავმატის“ პატრონისთვის ხოლო მისი გამოყენება შემდგომი გარჩევის დროს იყო მოწოდებული, როგორც მტკიცებულება ლეტალური იარაღის გამოყენების მართლზომიერების.

არის თუ არა “არა ლეტალური” იარაღი ალტერნატივა? ამ ეტაპზე არა, მაგრამ “არა ლეტალური” იარაღის იგნორირებაც არ არის კარგი ვინაიდან ეს სეგმენტი სწრაფად ვითარდება და სულ უფრო უკეთესი და ეფექტური საშუალებები ჩნდება და მათი ადგილი მლიძებნება ნებისმიერი ადამიანის არსენალში, რომელიც სერიოზულად უდგება საკუთარი და თავისი ახლობლების უსაფრთხოების საკითხს. გამონაკლისია ალბათ მხოლოდ ცეცხლსასროლი ტრავმატული იარაღი, რომელიც ჩემი აზრით არ შეიძლება ჩაითვალოს სანდო და ეფექტურ თავდაცვის საშუალებათ.

როგორ დაიბადა ლეგენდა

Monday, August 14th, 2017

ალბათ ყველამ იცით ვინ არის კრის კაილი. თუ არ იცით გუგლი დაგეხმარებათ გაიგოთ. რაც უფრო ნაკლებად არის ცნობილი, არის ის რომ კრის კაილი იყო პროდუქტი მსოფლიოში ყველაზე ეფექტური და მომთხოვნი სნაიპერების მოსამზადებელი კურსის, სახელად SEAL Sniper Course. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ SEAL-ები (აშშ-ის საზღვაო ძალების სპეციალური დანიშნულების დანაყოფი) არსებობდნენ 60-ნი წლებიდან, 80-ან წლებამდე მათ პრაქტიკულად არ ქონდათ არანაირი საშუალება საკუთარი ძალებით თავისი სნაიპერების მომზადების. 86 წლიდან ქვედანაყოფში დაარსდა საკუთარი პროგრამა ხოლო მანამდე სნაიპერების მომზადება ხდებოდა მათი მივლინებით საზღვაო ფეხოსნებთან კუანტიკოშო ან საარმიო კურსებზე. მოგვიანებით, მიუხედავად შიდა პროგრამის არსებობისა მაინც უმეტესობა ირჩევდა სწავლების გავლას საზღვაო ფეხოსნების Scout Sniper Basic Course-ზე ან არმიის Special Operations Target Interdiction Course-ზე. ყველაფერი ეს რადიკალურად შეიცვალა 2003 წელს, როდესაც მოხდა სნაიპერების მომზადების სასწავლო პროგრამის სერიოზული გადახედვა. ის კვლავ იყო დაფუძნებული საზღვაო ფეხოსნების კორპუსის პროგრამაზე მაგრამ მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა და გაფართოვდა. კურსის ხანგრძლივობა გაიზარდა 13 კვირამდე (ორჯერ უფრო ხანგრძლივი ვიდრე საარმიო სნაიპერების სკოლის კურსი და რამდენიმე კვიირით უფრო ხანგრძლივი ვიდრე SOTIC ან SSBC). უარი ითქვა ორ კაციან (მსროლელი/სპოტერი) ტაქტიკაზე და აქცენტი გაკეთად ინდივიდუალური “სმარტ” მსროლელის მომზადებაზე, რაც აძლევდა დანაყოფს საშუალებას რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების. სწავლის პროგრამაში ინტეგრირებული იქნა ციფრული ფოტოგრაფია, ბალისტიკური პროგრამების ცოდნა. გამომდინარე იქიდან რომ სნაიპერს აღარ ექნებოდათ სპოტერის ფუფუნება გაღრმავდა ბალისტიკის და შეიარაღების/აღჭურვილობის შესწავლის ნაწილიც. გარდა ამისა კურსი გადავიდა მენტორულ სისტემაზე, როდესაც სამ ოთხ კურსანტს ყავდა თავისი ინდივიდუალური მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ მათთან ურთიერთობდა. პროფესიონალი სპორტსმენების დახმარებით დაიხვეწა მსროლელების ფსიქოლოგიური მომზადების მეთოდებიც, განსაკუთრებული ყუარდღება ენიჭებოდა დაკვირვების და დამახსოვრების უნარებს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ კურსდამთავრებულთა რაოდენობა გაიზარდა და არა შემცირდა. ეს ყველაფერი უფრო დახვეწილი სწავლების მეთოდიკის გამოყენების წყალობით. კრის კაილი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც გაიარა მოდერნიზირებული პროგრამა და მოხდა ბრძოლის ველზე. შედეგები ყველამ კარგად ვიცით.

მასალა მომზადებულია კრის მარტინის Modern American Snipers და ბრენდონ ვების The Killing School წიგნების მიხედვით. ორივე ეს წიგნი არის აუცილებლად წასაკითხი თუ გსურთ გაიგოთ ზოგადად აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალების ევოლუციის ისტორია და კონკრეტულად სნაიპერების მომზადების შიდა სამზარეულო.

20729217_2438560303035170_2789671087757726134_n

სურათზე კრის კაილი (მარჯვნივ) და ბრენდონ ვები SEAL-ების სნაიპერების განახლებული კურსის არქიტექტორი.

რა ხდება Sig Sauer P320-ის ირგვლივ

Monday, August 14th, 2017

დიდი ინტრიგა ვითარდება იარაღის სამყაროში. მოგეხსენებათ რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ბერეტა 92-ს შეცვლის ზიგ ზაუერ P320. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის სიურპრიზი იყო, იმიტომ რომ ახალი იარაღის შერჩევისას ჯერ ხდება განაცხადების მიღება მსურველებისგან და შემდეგ განაცხადების გადარჩევის შემდეგ დგინდება რომელი პისტოლეტები აკმაყოფილებს ჯარის მოთხოვნებს და ბოლოს იწყება ფინალური ტესტირება, რომლის მიზანია დადგინდეს გადრჩეული პისტოლეტებიდან რომელი არის საუკეთესო. ამ ეტაპზე ხდება ტესტირება გამძლეობაზე, ფუნქციონირებაზე რთულ და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, რესურსზე, დგინდება რა ნაწილები გამოდის მწყობრიდან ყველაზე ხშირად, რომ ამის მიხედვით დადგინდეს რა ნაწილების კომპლექტები იქნება შესაძენი და კიდე ბევრი სხვა ნიუნსი. ინტრიგას ამ პროცესს სძენს ის რომ ჯარმა არ ჩაატარა კონკურსის ეს ეტაპი (ამით დაარღვია კონკურსის წინასწარ განსაზღვრული პროცედურა) და პირდაპირ გამოაცხადა ზიგი გამარჯვებულად. მიზეზი? პირველ რიგში ფასი. ზიგ-მა ჯარს შესთავაზა გლოკთან შედარებით რადიკალურად შემცირებული ფასი, ეს მიუხედავად იმისა, რომ გლოკმა წამროადგინა ერთი მოდელი, რომელიც აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას (ზიგმა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად წარმოადგინა ორი მოდელი, სტანდარტული და კომპაქტური) და გარდა ამისა ეს მოდელი (MHS) არის გლოკის პისტოლეტების კვინტესენცია, ანუ საუკეთესო პისტოლეტი გლოკ MHS პრაქტიკულად არის გლოკ 19, გლოკ 17-ის სახელურით მექანიკური მცველით და სხვა მცირე ცვლილებებით. გარდა ამისა გლოკი ფორმალურად უკვე არის საზღვაო ფეხოსნების და SEAL-ების შეიარაღებაში. როგორ შეძლო ამის ფონზე ზიგს შეეთავაზებინა ასეთი დაბალი ფასი არავინმა არ იცის. მაგრამ აქ ყველაფერი არ მთავრდება. ზიგს და ბერეტას უჩივის ავსტრიული “შტეირი”, საპატენტო უფლებების დარღვევისთვის, იმიტომ რომ ე.წ. ფოლადის ზარა ჩასმული პლასტმასის ჩარჩოში შტეირმა დააპატენტა და გარდა ამისა როგორც ჩანს პ320 პრაქტკულად გარანტირებულად ისვრის თუ ვარდება მყარ ზედაპირზე “ტრაკით უკან”, რის გამოც დალასის პოლიციის დეპარტამენტმა შეწყვიტა მისი გამოყნება ხოლო მინიმუმ ერთმა დიდმა რითეილერმა შეწყვიტა პ320-ების გაყიდვა, როდესაც ტესტირებით დაამტკიცა რომ პისტოლეტი ნამდვილად ისვრის მიწზე დავარდნისგან.P320 უდაოდ არის ძალიან ინოვაციური და მართლაც ბოლომდე მოდულური პისტოლეტი მაგრამ ეხლა ამ სკანდალმა შეიძლება დამარხოს ეს პისტოლეტიც და მთელი კომპანიაც. ჩვენ გავაგრძელებთ თვალყურუს დევნას და მოგიყვებით ამ ისტორიის განვითარებაზე.

20664726_2434736820084185_3356748203821103784_n

პისტოლეტები წარდგენილი Sig-Sauer-ის მიერ.

20621033_2434736823417518_741022955483353054_n

პისტოლეტი წარდგენილი “გლოკის” მიერ

 

ამ სტატიის დაწერიდან მეორე დღეს “ზიგ ზაუერმა” პრაქტიკულად აღიარა რომ P320-თან პრობლემა ნამდვილად არის და გამოაცხადა “ნებაყოფლობითი” და უფასო აპგრეიდი ყველა აქამდე გაყიდული P320 ტიპის პისტოლეტისთვის. თავისთავად ის რომ გაყიდვაში ხვდება ნედლი იარაღი არ არის გასაკვირი, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით არაერთხელ. მოთხოვნა იარაღზე გაზრდილია, კონკურენცია ხისტია რაც აიძულებს მწარმოებლებს აგრესიული ქცევისკენ ბაზარზე და ამას მოყვება შეცდომები. უბრალოდ ამ შემთხვევაში დამამცირებელი “ზიგ ზაუერისთვის” ის არის რომ ერთი დღით ადრე ისინი პასუხობდნენ მომხმარებლების ზარებს და უხსნიდნენ რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე და P320-ს არ ქონდა არანაირი პრობლემა. ცალკე თემაა რონ კოენის (ზიგ ზაუერის აღამასრულებელი) შეხვედრა ჟურნალისტებთან და მისი არიფული კომენტარები, თითქოს ის იყო თავიდანვე წინააღმდეგი რომ “ზიგს” გამოეშვა “სტრაიკერი”, რომელიც მოწყვლადია ასეთი პრობლემებისადმი და უარი ეთქვა ნაცად, ჩახმახიან კონფიგურაციაზე. რასაც ასევე დაამატა რომ პისტოლეტი როგორც ასეთი არ შეიძლება იყოს აბსოლუტურად დაცული დავარდნის გამო შემთხვევითი გასროლისგან. ერთი სიტყვა რონ: გლოკი. და ეს სიტყვა ადასტურებს რომ ის ცდება.  30 წელია გლოკი წარმატებით უძლებს სახურავიდამ ვერტმფრენიდან, თვითმფრინავიდან გადმოგდებებს და ისეთ გამოცდებს რომლებიც შეზღუდულია ადამიანების ფანტაზიის უნარით.

ასევე მისი განმარტებით, კომპანია ხარჯავს თავისი შემოსავლების 4%-ზე მეტს პერსპექტიულ კვლევებზე (research&development) რაც ორჯერ სამჯერ მეტია ვიდრე სხვა იარაღის მწარმოებლები. ყველაფერი ეს განსაკუთრებულად დამამცირებელს ხდის ამ სიტუაციას ზიგ-ზაუერისთვის. ხარჯავ ამდენ ფულს და ქმნი იარაღს რომელიც არის უარესი ვიდრე იგივე ტიპის იარაღი რომელიც 30 წელია გამოდის. მოკლედ ეს არ იქნებოდა სენსაცია, რომ არა ის ფაქტი რომ აშშ-ს ჯარმა ფორმალური პროცედურების გვერდის ავლით გამოაცხადა “ზიგი” გამარჯვებულად კონკურსში პისტოლეტზე, რომელიც შეცვლის ბერეტა 92-ს, რომელიც 85 წლიდან არის შეიარაღებაში. კომპანიის განმარტებით ეს პრობლემა არ ვრცელდება P320 MHS პისტოლეტებზე რაც ჯერ კიდევ გასარკვვევია. არსებული ინფორმაციით, პისტოლეტების აპგრეიდი მოიცავს დამრტყმელის და მისი ზამბარის წონების შემცირებას რომ არ მოხდეს ინერციით მათი ადგილიდან დაძვრა. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? პირველ რიგში იმას, რომ პ320-ის ქართველი მფლობელები ალბათ შეძლებენ პრობლემის მოგვარებას უბრალოდ ახალი ნაწილების შეკვეთით და დაყენებით. ეს ასევე ადასტურებს ჩვენ რჩევას, საქართველოში თავი შევიკავოთ ახალი მოდელების იარაღების შეძენისგან იმიტომ რომ ნიუსები ასეთ პრობლემებზე პრაქტიკლად ყველა მსხვილი მწარმოებლის შორის ძალიან გახშირდა (გლოკსაც ეხება სამწუხაროდ). გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში ასევე ტერმინი “ოფიციალური წარმომადგენელი” არის როგორც წესი ფიქცია ასეთი “დახარვეზბული” პისტოლეტების პატრონი მარტო აღმოჩნდება პრობლემის წინაშე.

PS
რონ კოენი გადმოვიდა “ზიგ ზაუერში” “კიმბერიდან” და გადმოიტანა ორიენტაცია უჩვეულოდ გაფორმებულ და გაწყობილ პისტოლეტებზე, რის შემდეგაც ზიგ-ზაუერის პისტოლეტების გაფორმების და შესრულების ვარიანტები მკვეთრად გაიზარდა. გვახსოვს “კიმბერები” როგორ იყო, კიმბერ რაპტორი, კიმბერ ულტრა რაპტორი, კიმბერ ულტრა გრანდ რაპტორი ორი, კიმბერი ულტრა გრანდ რაპტორი ორი ცისფერი გლაზურით დაფარული და იშვიათი აფრიკული ხის ჯიშის ტარით და ასე შემდეგ. ეს “მიშურა” ეხლა გახდა “ზიგ ზაუერის” განუყოფელი ნაწილი და ჩემი სუბიექტური აზრით კომპანიამ დაკარგა ფოკუსი.

სურათზე ერთ დროს ავტორის კუთვნილი “ზიგ ზაუერ” P226, ადრინდელი გამოშვება, ნაშტამპი საკეტით, ჩემი აზრით საუკეთესო “ზიგ ზაუერი” და ერთ-ერთი საუკეთესო 9მმ-ნი პისტოლეტი მსოფლიოში და ალბათ ყველაზე საუკეთესო პისტოლეტი ჩახმახიანი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით.

 

20645121_2435870903304110_6971318534082061054_o

თავდაცვის მითები და რეალობები

Wednesday, August 2nd, 2017

ამ სტატიაში მე მინდა შევეხო ისეთ თემებს, რომლებიც არ არის ჩვენთან პოპულარული და ხშირად განხილვადი. შეიძლება იმ არგუმენტებმა, რომლებსაც მე მოვიყვან დიდ დიკსომფორტი გამოიწვიოს მკითხველის მხრიდან ან თუნდაც პროტესტის გრძნობა, მაგრამ ჩემი აზრით ამ თემებზე საუბრის დრო დიდიხანია მოსულია. ქვეყანაში უამრავი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის არის კერძო საკუთრებაში და  ამ იარაღის გამოყენების უფლება თავდაცვის მიზნით არის ტაბუ დადებული თემა, ხოლო ის შემთხვევები რომლების შესახებ ჩემთვის ცნობილია მეტყველებს იმაზე, რომ არც საზოგადოება არც სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა არ არიან მზად ობიექტურად განიხილონ ასეთი შემთხვევები.  მე შორს ვარ იმ მოსაზრებიდან, რომ ჩემი ბლოგი ქმნის საზოგადოებრივ აზრს ან მით უმეტეს გამოიწვევს, რაიმე ცვლილებებს ქვეყანაში ან საზოგადოებაში, მე უბრალოდ დავწერ იმას რაც ვფიქრობ  და გავამყარებ ჩემ ნათქვამს მყარი არგუმენტებით, იმის იმედით რომ ეს გამოიწვევს დისკუსიის გაგრძელებას და ადამიანები დაფიქრდებიან ამ თემაზე.  მკითხველმა თავად გამოიტანოს დასკვნები წაკითხულიდან. ყურადღება: სტატია შეიცავს ბმულებს კადრებზე სადაც ასახულია ძალადობის და სიკვდილის სცენები.

რა არის თავდაცვა ცეცხლსასროლი იარაღით? ეს არის სიტუაცია, როდესაც მოქალაქემ მიიღო გადაწყვეტილება დაიცვას თავისი თავი ლეტალური ძალის გამოყენებით, იმიტომ რომ მას ან სხვა მის გარშემო მაგ მომენტში მყოფ პირებს დაემუქრა საფრთხე. ცხადია ვისაც არ უნდა კითხო ყველას თავისი აზრი აქვს, როგორ უნდა მოიქცეს (რა თქმა უნდა სხვა იმიტომ რომ თავის თავს ვერ წარმოიდგენენ) ადამიანი ასეთ სიტუაციაში და როგორია საფრთხე, რომელიც გაამართლებდა ლეტალური ძალის გამოყენებას.  თავისთავად იდეა, აზრი დაიცვა შენი თავი იარაღით, ბევრისთვის უხერხული და როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოში საერთოდ ტაბუ დადებული თემაა. ბევრს ურჩევნია ჩვენთან გახდეს დაყაჩაღებული, გაძარცვული, შელახული ღირსებით და მერე აბრალოს ეს ყველაფერი პოლიციას და სახელმწიფოს ვიდრე აიღოს თავის თავზე საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების ნაწილში, ფიზიკური დაპირისიპირება, ლანძღვა-გინება, სხვისი ქონების დაუფლება არის როგორ გითხრათ ყოველ დღიური ცხოვრების ნაწილი. ჩხუბი ქორწილში ან სუფრაზე ჩვეულებრივი ამბავია, ვინმეს ცემაც არ ითვლება აქ მძიმე დანაშაულად ან საერთოდ არ ითველბა დანაშაულად. მე ეხლა ცოტას ვუტრირებ, მაგრამ უდაოდ ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში “რიტუალური დაჭრის” ტრადიციაც არსებობს რასაც კრიმინალური ქრონიკა ადასტურებს, რა მუხლით აღიძრება საქმე? ჯანრთელობისთვის ზიანის მიყენება? როდესაც დასტურდება რომ განზრახ იქნა ჩადენილი იარაღის გამოყენება ხდება დამძიმება კვალიფიკაციის თუ რახან ბედმა გაუღიმა დაზარალებულს და ის გადარჩა მუხლი რჩება უცვლელი? პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, საჯარო მოხელეებს ისე ცემენ, რომ ამას არანაირი რეაგირება არ მოყვება. ან როგოგ გადმოცემს მას-მედია თავდაცვის შემთხვევებს, შელაპარაკებას სროლა მოყვა, ბანდიტური გარჩევები მაგრამ მე არ მახსოვს მომესმინოს რეპორტაჟი ან წამეკითხოს სტატია სადაც იქნებოდა აღწერილი როგორ დაიცვა მოქალაქემ თავი, იმიტომ რომ ჟურნალისტები და საზოგადოება უყურებს იარაღის გამოყენებას (მიუხედავად მიზეზისა) როგორც რაღაცა ცუდს რაც არ უნდა ხდებოდეს. იმიტომ რომ საზოგადოებას ეუხერხულება აღიაროს რომ ნორმალურ საზოგაოებაში კარგი ადამიანები ხანდახან ესვრუან ცუდ ადამიანებს. ამის მაგივრად საზოგადოება აყოლილია უტოპიურ რწმენას, რომ არსებობს ისეთი საზოგადოება სადაც არ არსებობენ მტაცებლები, რომლებიც ნადირობენ მსხვერპლზე.  გამომდინარე აქიდან უნდა გავიაზროთ, რომ სახელმწიფოს თვალში ჩვენ აპრიორი ეჭვმიტანილები ვართ ყველა და, რომ  იარაღის გამოყენებით თავის დაცვა პრაქტიკულად გვაქცევს ჩვენ პრობლემის ნაწილად და მოგვიევს დაპირისიპირება პირდაპირი გაგებით მთელ სამყაროსთან, მოკლული თავდამსხმელის ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, სახელმწიფოსთან გამოძიების და სასამართლოს სახით და საზოგადოებასთან, რომელიც თვლის რომ იარაღი ცუდია და არვისზე სროლა არ შეიძლება. მაგალითად ქართულ ენაში არც არის განსხვავება kill-სა და murder-ს შორის. პირველი ნიშნავს  სიცოცხლის წართმევას, რომელიც შეიძლება იყოს სრულად ლეგიტიმიური და გამართლებული, მაგალითად როდესაც ჯარისკაცი კლავს მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცს, ან როდესაც ადამიანი თავის დაცვის მიზნით კლავს თავდამსხმელს და murder, ანუ “არამართლზომიერი”, მკვლელობა რომელსაც არ გააჩნია გამამართლებელი გარემოებები, “არალეგიტიმური” სიცოცხლის უფლების წართმევა. ჩვენთან ასევე პრაქტიკულად არ გამოიყენება ისეთი ცნება როგორიც არის “კანონმორჩილი ადამიანი” ანუ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს კანონების და წესების დაცვით რაც მას განასხვავებს იმათგან ვინც ასე არ ცხოვრობს ანუ კრიმინალური ელემნეტებისგან, “პრობლემების შემქნელებისაგან”. სახელმწიფოს და ასე გამოდის რომ საზოგადოების თვალშიც ყველა მოქალაქე არის ეჭვმიტანილი ნარკომანიაში, კრიმინალურ საქმიანობაში და ასევე ითვლება უნარშეზღუდულად სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებს ცნობების წარდგენით, რის შემდეგაც სახელმწიფო აღიარებს, რომ ასეთ პიროვნებას აქვს უფლება დაიწყოს სამსახური, მართოს მანქანა ან შეიძინოს იარაღი. ჩვენი საყოველთაო გატაცება გამოცდებით, ტესტირებებით, ატესტაციებით, ნებართვების გაცემით ყველაფერზე  და სურვილით შევზღუდოთ სხვისი უფლებები (მათ შორის იარაღის ტარების უფლება) ასევე ადასტურებს, რომ როგორც სახელმწიფო ვერ ახერხებს გაყოს ადამიანები კანონმორჩილებად და “პრობლემების გამომწვევებად” ისევე საზოგადოება ვერ ახერხებს იგივეს და ყველა ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებს.  ასეთი საზოგადოება ეძებს დაცვას თავისი შიშებისგან ,რაღაც ადმინისტრაციულ ბარიერებში მიუხედავად იმისა რომ კეთილი განზარხვებით შექმნილი ასეთი ბარიერები უბრალოდ არ მუშაობენ. ჩვენ გვირჩევნია დავიჯეროთ, რომ ჯანმრთელობის ცნობებს გაცემს კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი პროფესორებით, რომლებიც ყოველმხრივ აფასებენ ადამიანს და აკეთებენ ყველაფერს, რომ იარაღი არ მოხდეს გიჟის ხელში, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ეს ცნობა პრაქტიკულად  ავტომაურად გაიცემა ერთი საკითხავი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ექიმის მიერ, რომელიც უყურებს ამ პროცედურას, როგორც აუცილებელ პირობას მიიღოს რამდენიმე ლარი და არა როგორც ვალდებულბას დაიცვას საზოგადოება გიჟებისგან. შესაბამისად გიჟები, კრიმინალები და “პრობლემების გამომწვევები” თავისუფლად დადიან ქუჩებში და უტოპიაში მცხოვრები საზოგადოება ვერ ხვდება რომ მათგან დაცვა ყოველი კონკრეტული საზოგადოების წევრის ვალდებულებაა. სხვათაშორის კიდევ ერთი ფაქტი, რომ ეს ბარიერები არ მუშაობს არის ქაოსი და განუკითხაობა ჩვენ გზებზე, რომელსაც ქმნიან გამოცდა ჩაბარებული “ცნობა მოტანილი” ხალხი, რომელმაც მოიპოვეს პრივილეგია მართონ მანქანა ისე რომ  მანქანის მართვა არ იციან და ამის გამო ყოველ დღე ვიღაცა კვდება და სახიჩრდება.  სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ გამოცდების და ტესტირებების, იმიტომ, რომ სახელმწიფო აქცევს ამას ფორმალურ პროცედურად, რომლის მიზანია საფასურის მიღება და არა მოქალაქეების დაცვა და ამ პროცედურებს შედეგი არ მოყვება. გარდა ამისა ასეთი პროცედურები ყოველთვის ტრადიცულად არის კორუფციის წყარო.

სახელმწიფო და საზოგადოება რომელიც ცხოვრობს ასეთ ილუზიებში, ბუნებრივია ასეთივე ილუზიებით უყურებს აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის იმას თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავისი თავი. მოდით დავასახელოთ და გავარჩიოთ ის მცდარი სტერეოტიპები, რომლებიც ასე ძალიან გავრცელებულია და ხშირად მეორდება ყველგან, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დიასახლისი, პოლიციელი თუ კიდე ვინ: რატომ ესროლა შეუარაღებელ ადამიანს? რატომ არ გააფრთხილა წინასწარ? რატომ არ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა? რატომ ჯერ ფეხში არ ესროლა? რატომ ესროლა ორჯერ, მოკვლა უნდოდა ალბათ ხო? რატომ ქონდა ვაზნა სავაზნეში? რატომ იანახავდა დატენილ იარაღს?  მაგრამ ერთია როგორ გაგნსჯის საზოგადოება და მეორეა როდესაც ამას გამოიყენებს სახელმწიფო შენს წინააღმდეგ ან როდესაც შენ ხარ სამართალდამცავი და გაიძულებენ გამოიყენო ეს მიდგომები  მოვალეობის განხორციელების დროს. ხელმძღვანელობას ეშინია არ გაგივარდეს იარაღი და გიკრძალავს ვაზით სავაზნეში იარაღის ტარებას, სამსახურის რეპუტაცია შელახულია და შენ გიკრძალავენ შეუიარაღებელი საფრთხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას და არ შესრულების შემთხვევაში  ჩვენ ვემუქრებით პოლიციელს (ან თუნდაც უბრალო მოქალაქეს)  სამართლებრივი დევნით, სამართალდამცავის კარიერის დასრულებით, იარაღის ფლობის უფლების წართმევით. ეს უაზრო ვალდებულებები შეიძლება იყოს გაწერლი კანონში, ცალკეულ კანონქვემდებარე აქტში, სამსახურეობრივ ინსტრუქციაში ან უფრო უარესი, წარმოადგენდეს არაფორმალურ პოლიტიკას, ხელმძღვანელობის ნებას, რომელიც უნდა შესრულდეს თუ რა მაშინ პრობლემები გექნება. ადამიანი რომელზეც ეს ვალდებულებები ვრცელდება ვიმეორებ შეიძლება იყოს უბრალო მოქალაქე რომელიც გახდა თავდასხმის ობიექტი ან პოლიციელი რომელსაც მოუწია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იარაღის გამოყენება. ასეთი “პროცედურის” დაწესება, სწავლება, წახალისება არის უდიდესი სისულელე და უსამართლობა და სახელმწიფო ამით უტოვებს ასეთ ადამიანებს ორ ალტერნატივას ან დიდი ალბათობთ მოკვდნენ ან დასახიჩრდნენ ან გახდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები, მხოლოდ იმიტომ რომ ამ ვალდებულების ავტორები (აპოლოგეტები) არიან იდიოტები, რომელბსაც წარმოდგენა არ აქვთ რა არის ახლო მანძილზე შეიარაღებული დაპირისპირება მოტივირებულ აგრესორთან. ასეთი შეხედულებებიდან გამომდინარეობენ ისეთი მცდარი, სახიფათო და სამწუხაროდ გავრცელებულ პრაქტიკები როგორებიც არის: სიტყვიერი გაფრთხილება, იარაღის დემონსტრირება, გამაფრთხილებელი გასროლა, არასასიკვდილო გასროლა (როგორც წესი კიდურებში).  განვითარებულ ქვეყნებში არც მოქალაქეს და არც სამართალდამცავს არ გააჩნია ვალდებულება გამოიყენონ რომელიმე ზემოხსენებული, მანამდე სანამ იქნება გამოყენებული ლეტალური ძალა საფრთხის მიმართ. ხდება გარჩევა მხოლოდ ლეტალური ძალის გამოყენების მართლზომიერების და არა იმის რა საშულებით და ფორმით იქნა გამოყენებული ეს ძალა. რა თქმა უნდა არსებობს აუცილებელი მოგერიების გადამეტება, მაგრამ მოგერიების გადამეტებაში არ შედის შაშხანის გამოყენება ან განმეორებითო გასროლები. რა თქმა უნდა მე იმის თქმა არ მინდა რომ თავდაცვის შემთხვევების გარჩევა განვითარებულ ქვეყნებში საათის მექანიზმივით მუშაობს, იქაც უამრავი პრობლემაა მაგრამ ჩვენთან უბრალოდ პრობლემის მასშტაბი ბევრად უფრო დიდია. სასამართლო გარჩევის დროს ასეთ ქვეყნებში არაკეთილსინდისიერი ადვოკატები, მაგალითად ცდილობენ გამოიყენონ ფაქტორები, იმისთვის რომ გაამტყუნონ მსროლელი და გამოიყვანონ ის აგრესორად რომელიც შარს ეძებდა, მაგრამ როგორც წესი ეს მთავრდება უშედეგოდ, იმიტომ რომ გამომძიებლები, იურისტები და მოსამართლეები კარგად ერკვევიან თავდაცვის ასპექტებში და გარდა ამისა არიან უამრავი ექსპერტები, რომლებსაც იწვევენ სასამართლო გარჩევებზე და მათ ექსპერტულ აზრს იყენებნ სიმართლის დასადგენად. ჩვენთან ეს ასე არ არის და ეს სერიოზული პრობლემაა.

როდესაც სახელმწიფო ან სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელობა ცდილობს თავი დააღწიოს იმ ნეგატიურ ეფექტს, რაც მოყვება სამართალდამცავის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს  სიცოცხლის მოსპობას, მაშინ მათ შემოაქვთ ფორმალური თუ არაფორმალური შეზღუდვები, რომლებიც ხელს უკრავენ პოლციელებს, რომლებიც ქუჩაში მუშაობენ. გადავხედოთ ჩვენ რეალობას. რამდენჯერ მოხდა პოლიციის მიერ იარაღის გამოყენება? მართებული თუ არა, ამას ყოველთვის მოყვა ნეგატიური რეაქცია საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. რატომ? მიზეზი ისევ იგივეა. ჩვენ ვერ ვასხვავებთ ცუდ და კარგ ტიპებს და ვინმეს რომ კლავენ ჩვენ ეგერევ ვარდებით ეჭვებში, იქნებ ისინი “უდანაშაულო ბიჭები” იყვნენ და მერე თავს კიდევ ერთხელ ვიტყუებთ როდესაც ვიწყებთ სამართალდამცავების განსჯას. რა თქმა უნდა მიზეზი არის პოლიციის დაზარალებული რეპუტაციაც, გახმაურებული უბედური შემთხვევების გამო. ცოტა სხვა შემთხვევაა მაგალითად დაუდევრობის შეეგად გასროლები და ამას მოყოლილ მსხვერპლი, ან როდესაც საქმე გვაქვს  არაკომპეტენტური სამართალდამცავების ქცევასთან,  რომელიც ეწინააღმდეგება მოდით ესე ვთქვათ პოლიციელის ქცევის კოდექს და რასაც ხანდახან მოყვება არამართლზომიერი იარაღის გამოყენება და მსხვერპლი. არავის არ გაგვიჭირდება დავასახელოთ ბევრი ასეთი შემთხვევა და ასეთ შემთხვევებს ხელისუფლებები გადაყოლია.  ნორმალურ ქვეყნებში ასეთი შემთხვევების დადგომის რისკის შემცირება შესაძლებელია ადეკვატური მომზადებით, პროცედურების შეცვლით და კადრების უკეთესი შერჩევით, მაგრამ ეს რთული გზაა, რომელიც ითხოვს დროს, ფულს და შრომას.  გაცილებით ადვილია მაგალითად შეუზღუდო პოლიციელებს წვდომა იარაღზე და ასე შეამცირო რისკი, რომელიც უკავშირდება იარაღის გამოყენებას და ამით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტს. ცხადია ეს ხდება სამართალდამცავების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩვენ ალბათ ყველას გავხსოვს გახმაურებული შემთხვევა, რომელიც მოხდა რამდენიმე წლის წინ თბილისში, როდესაც დანით შეიარაღებულმა ნარკომანმა, რომელიც სხვათაშორის იყო სუსტი აგებულების, მძიმედ დაჭრა სამი შეუიარაღებელი პოლიციელი, რომელიც მის დაშოშმინებას ცდილობდნენ და მგონი ერთი პოლიციელი გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობებისგან. აღმოჩნდა, რომ პოლიციელებს აიძულეს იარაღი ჩაებარებინად სახლში წასვლამდე. ბევრი სხვა შემთხვევის დასახელება შემიძლია, როდესაც სამართალდამცავებს უბრალოდ ართმევდნენ იარაღს და ისინი გადიოდნენ დავალებებზე და გადიან პატრულირებაზე იარაღის გარეშე, იმიტომ რომ ბერვი იარაღის „გავარდნის“ შემთხვევა მოხდა, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო და სროლა არ უნდა მოხმდარიყო ან რაღაც უაზრო წესებია სადღაც მიღებული. ან რად ღირს ის ფაქტი რომ ჩვენი პოლიციელები დღემდე არ არიან აღჭურვილები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – რბილი ტიპის ჯავშანჟილეტები. ეკიპირების ეს ელემენტი აუცილებელია ლამის ყველაზე ჩამორჩენილი და ღარიბი ქვეყნების პოლიციურ სამსახურებში, მაგრამ ჩვენთან რატომღაც ეს ასე არ არის. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. რატომ ვახსენე ნარკომანის სუსტი აგებულება?  იმიტომ, რომ ხშირად გვესმის და გვხდება ასეთი მოსაზრება, პოლიციამ (შეიარაღებულმა მოქალაქემ) არ უნდა გამოიყენოს იარაღი შეუარაღებელი საფრთხის წინააღმდეგ, მოდით ამ სტერეოტიპის განხილვით დავიწყოთ დანარჩენი მავნე სტერეოტიპების და პრაქტიკების განხილვა. მოსაზრება, რომ არ შეიძლება ესროლო შეუიარაღებელ ადამიანს არის მცდარი, რასაც სამი პოლიციელის დაჭრა ადასტურებს.  სუსტი აღნაგობის ნარკომანმა, რომელიც არ უნდა გამოირჩეოდეს ნინძას უნარებით, არ ქონდა მოულოდნელობის ეფექტი მაინც  შეძლო დაეჭრა სამი პოლიციელი.   140 კილოგრამიანი აგრესიული ყაზილარს შიშველი ხელებით თავისუფლად შეუძლია სასტიკად გაუსწორდეს მაგალითად ქალ პოლიციის ოფიცერს ან თუნდაც სტანდარტული აღნაგობის კაც ოფიცერს.  შეიარაღებული ბლაგვი საგნით და ნარკოტიკული საშუალების ქვეშ მყოფი ის უკვე არის განრისხებულ მტაცებელზე უარესი საფრთხე. იგივე ეხება ადამიანებს, რომლებიც არიან მომზადებულები ორთაბრძოლაში და მათ ერთი  კარგად დაყენებული დარტყმით შეუძლიათ დაასახიჩრონ ან მოკლან ადამიანი ერთი თვალის დახამხამებაში. ვიდეო გადაღებული პოლიციის მანქანიდან, სადაც შეუიარაღებელი მამაკაცი შიშველი ხელებით სასტიკად უსწორდება ქალ პოლციელს, რომელიც ცდილობდა მის გაჩხრეკას თვალნათვლივ ადასტურებს, რომ იარაღი არ არის საჭირო, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილება ლეტალური ძალის გამოყენებაზე. სამწუხაროდ ასეთივე მიამიტური შეხედულებები ბევრს გააჩნია დანასთან მიმართებაში არა და დანა არის ზესახიფათო და ეფექტური იარაღი იმ სივრცეებში სადაც, როგოც წესი  ხდება კონფლიქტები ადამიანებს შორის, ვგულისხმობ სასაუბრო დისტანციებს.  1983 წელს ამერიკელმა პოლიციის ინსტრუქტორმა ჯონ ტულერმა შეიმუშავა ვარჯიში, როდესაც 6 მეტრის მანძილიდან შეიარაღებული დანით “თავდამსხმელი” იწყებს მოძრაობას ოფიცერზე, რომელმაც უნდა მოასწროს ირაღის ამოღება და ზუსტი გასროლის წარმოება. ეს ვარჯიში მოგვიანებით გახდა პრაქტიკულად მთელი არაფრომალური დოქტრინა სახელწოდებით “21 ფუტის წესი” და ის გავრცელდა მთელ სამართალდამცავ საზოგადოებაში. მე არ ვიცი ამ ვარჯიშის დოქტრინად  ქცევა კარგია თუ ცუდი, მაგრამ ცადეთ თქვენც ეს ვარჯიში, და სანამ დანით შეიარაღებული “თავდამსხმელი” დაფარავს 6 მეტრს და დაგარჭობთ დანას თავის ქალაში, ცადეთ და გააფრთხილეთ ის ან ეცადეთ ესროლოთ ფეხში ან განახორციელეთ გამაფრთხილებელი გასროლა, მაგრამ მანამდე დარმწუნდით რომ რა მიმართულებითაც ახორციელებთ გამაფრთხილებელ გასროლას, არავინ არ დგას და რიკოშეტიც არავის არ ემუქრება. მომზადების გარეშე უმეტესობა იარაღის ამოღებასაც ვერ მოასწრებს ქამარზე გარედან დამაგრებული არა თუ პერანგის ქვეშ დამალული ბუდიდან. ეს ვიდეო მძიმე სანახავია და საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს დანა აგრესიული და მოტივიებული ადამიანის ხელში.  ეს ყველაფერი ხდება არა დახურულ სივრცეში, არამედ გაშლილ ღია ადგილას, ერთ პოლიციელს ხელში „კალაშნიკოვი“ უჭირავს დანარჩენები შეიარაღებულები არიან პისტოლეტებით. რამდენიმე წუთი ისინი ცდილობენ დააწყნარონ კაცი და აიძულონ მას დააგდოს დანა და ჩაბარდეს მათ, რაღაც მომენტში ისინი მოდუნდნენ და აღმოჩდნენ მასთან ახლოს, ის თავს ესხმის მათ და წამებში ორი პოლიციელი იღებს სასიკვდილო ჭრილობებს და კვდებიან ადგილზე კამერების წინ. ასე, რომ დანა და ნებისმიერი მძიმე ბლაგვი საგანი სერიოზული საფრთხეა და სრულად ამართლებს ლეტალური ძალის გამოყენებას.

ეხლა რაც შეეხება გაფრთხილებას (ვერბალური ან გასროლით) და სროლას კიდურებში.  20 წლის წინ როდესაც ვიდეო კამერები დიდი იშვიათობა იყო, კასეტები შეიარაღებული დაპირისპირებებით და სიკვდილის სცენების ჩანაწერებით არალეგალურად იყიდებოდა შავ ბაზარზე. ეხლა ასეთი ჩანაწერები უხვად დევს ინტერნეტში და ხელმისაწვდომია ყველასთვის. არის რესურსებიც რომლებიც აანალიზებენ ასეთ ჩანაწერებს. ჩანაწერების ნახვისას დაინახავთ, რომ ძალიან ხშირად ეს შეტაკებები ისე იწყება და მთავრდება, რომ გიწევს უკან გადახვევა და მეორედ ყურება რომ მიხვდე რა მოხდა. ამ ჩანაწერებში ხალხი კვდება იმიტომ რომ ვერ ასწრებენ იარაღის ამოღებას, ვაზნის მიწოდებას სავაზნეში, კვდებიან ისე რომ ვერც ხვდებიან რა მოხდა. ასეთ სიტუაციაში გაფრთხილება გინდა ყვირილით გინდა სროლით სისულელეა ისევე როგორც იგივე მიზეზის გამო სისულელეა ეს მოთხოვნები აქციო ვალდებულებად.

როგორც ერთი ლიტერატურული ნაწარმოების გმირი იძახდა: „არ არსებობს არმია, რომელიც გაუძლებდა თავდასხმას ზურგიდან და თანაც ღამით“. მოულოდნელი თავდასხმის მოგერიება უკიდურესად ძნელია,  და თავდასხმის ობიექტს აქვს ძალიან ცოტა შანსი გამოვიდეს უვნებელი ასეთი სიტუაციიდან. თავდასხმა ხდება წამებში, ამ დროს ადამიანმა უნდა მიიღოს თავის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე უმნივნელოვანესი გადაწყვეტილება, დაიცვას თავი და წაართვას სხვა ადამიანს სიცოცხლე. მან უნდა მოასწროს სიტუაციის გაანალიზება, იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება, იარაღის ამოღება და ზუსტი გასროლის განხორციელება რაც თავისთავად უკვე სერიოზული გამოწვევაა და ითხოვს მომზადებას, წვრთნას, მენტალურ მდგრადობას. ამას კიდე დაუმატო ვერბალური გაფრთხილება, გამაფრთხილებელი გასროლა (სად? ჰაერში, მეზობლის იავანში? ასფალტში? და რიკოშეტის საფრთხე?) არის აბსურდი და სისულელე. სამართალდამცავი უწყება ან სახელმწიფო რმელიც ავალდებულებს ამას თავის მოსამსახურეებს/მოქალაქეებს პრაქტიკულად მათ წირავს.

სამწუხაროდ რიგ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს აკრძალვა იარაღის ტარებაზე ვაზნით სავაზნეში. აბსურდული შეზღუდვა, რომელმაც უნდა დაგვაჯეროს, რომ სახელმწიფოს სურს დაუდევრობით გამოწვეული იარაღის გავარდნების შემცირება. ანალოგიურად აბსურდული მოთხოვნებია ვალდებულება იარაღის შენახვის სეიფში ან იარაღის და ვაზნების ცალკე შენახვა.  თავდაცვის იარაღი უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში გამოყენებისთვის. ეს არის აქსიომა. ვაზნის მიწოდება სავაზნეში შეიძლება ბევრისთვის იყოს უკვე რეფლექსური მოძრაობა, მაგრამ ბევრისთვის შეიძლება არ იყოს. თუ ვინმეს სურს იარაღის და ვაზნების შენახვა ცალცალკე ან იარაღის ტარება ცარიელი სავაზნით ეს მისი პასუხისმგებლობაა, სახელმწიფო ან ხელმძღვანელობა, ამას არ უნდა ავალდებულებდეს.

კიდურებში გასროლას, რაც შეეხება ეს ტექნიკა ჩემი აზრით წამოვიდა იმ დროიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნათელი კომნიზმისკენ სიარულის პროცესში აღმოჩნდა ციხეში და ბანაკებში,  ამიტომ გუშაგები გაქცეულებს ჯერ ფეხებში ესროდნენ და მერე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უკვე ესროდნენ მოსაკლავად. ეს ტაქტიკა მუშაობს, როდესაც ხარ გუშაგი ტუნდრაში და ესვრი ადამიანს, რომელიც გაგირბის და წინააღმდეგობას არ/ვერ გიწევს. ხოლო თუ გასროლისას იარაღი ახტა და შემდეგი ტყვია გაქცეულს კეფაში მოხვდა, დიდი არაფერი, პარტია ჩამოწერს დანაკარგებს.  შეიარაღებული დაპირისიპირების დროს საერთოდ როგორ წარმოგიდგეიათ ფეხში გასროლა? ფეხი არის პატარა, მოძრავი სამიზნე, მასში მორტყმა ერთი გასროლით ძალიან ძნელია. ფეხში მორტყმა თითქმის არასდროს არ იწვევს საფრთხის ნეიტრალიზაციას. მიწაზე დავარდნილი აგრესორს კვლავ შეუძლია საპასუხო ცეცხლის გახსნა.  ამიტომ კიდურებში გასროლა თავდაცვის მიზნით არის არაეფექტური, სახიფათო ტაქტიკა. მე არ ვიძახი რომ არასდროს არ უნდა ესროლოთ საფრთხეს ფეხებში, გააჩნია სიტუაციას, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ სროლას ფეხებში როგორც წესი არ გამოყავს მწყობრიდან ადამიანი.

ერთხელ მე ერთ ყოფილ სპეცრაზმელს ვანახე ვიდეო, სადაც პოლიციელები გამოიყვანენ არაფხიზელ ადამიანს რესტორნიდან, რა დროსაც ის ამოიღებს  უბიდან, თუ სწორედ მახსოვს პნევმატურ პისტოლეტს. ორივე პოლიციელი ხსნის ცეცხლს რა დროსაც, რაღაც წამებში დამნაშავის მიმართულებით ხორციელდება 20-მდე გასროლა. სპეცრაზმელმა გაკვირვებულმა ამომხედა და მკითხა, ამდენი რა პონტში ესროლესო?  თუ სპეცრაზმელმა ჩათვალა, რომ ადგილი ქონდა არაპროპორციულ ძალის გამოყენებას, რას ჩათვლის საზოგადოება ან სასამართლო? არ არის ძნელი მიხვდე, პოლიციელები, რომლებიც აკეთებდნენ თავის საქმეს გახდებიან ცუდი ტიპები. რეალობა კი ის არის,რომ  პისტოლეტის კალიბრების 99.9% სუსტია და არ უზრუნველყოფს ადეკვატურ ტერმინალურ ეფექტს,  ძალიან ბევრი პოლიციელი იღუპება საპასუხო ცეცხლისგან, რომლებსაც ხსნიან დამნაშავეები, მათ შორის დაჭრილები არაერთი ტყვიით. დიახ, არასასიამოვნო საყურებელია მაგრამ საფრთხეს ესვრიან მანანმდე სანამ ის მოძრაობს. ხოლო მერე მას ჩხრიკავენ და ადებენ ბორკილებს. იმიტომ, რომ ხანდახან მათ გონება უბრუნდებათ და ისინი ზურგში ესვრიან იმათ ვინც ჩათვალა, რომ რახან სამიზნე დაეცა და არ ინძრევა ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ასე რომ აგრესორი/დამნაშავე წარმოადგენს საფრთხეს მანამ სანამ არ იქნება გაჩხრეკილი და ბორკილებ დადებული. დიახ ასეთი ვიდეოები არ არის სასიამოვნო საყურებელი, მაგრამ პოლიცია იძულებულია მოახდინოს თავისი ქმედებების დოკუმენტირება მათ შორის გადაღება, დამერწმუნეთ კრიმინალებმა რომ დაიწყონ იგივეს კეთება, მათი ვიდეოები ათასჯერ უფრო საზარელი სანახოაბა იქნებოდა, ეს უნდ აგავხსოვდეს ყოველთვის სანამ დავიწყებთ განსჯას პოლიციის მხრიდან იარაღის გამოყენების ესთეტიურ მხარეზე. არ არსებობს ლამაზი და სუფთა ომი, ისევე როგორცს სასიკვიდლო შეტაკება ვერ დაემსგავსება რინგზე შერკინებას. ერთადერთი რასაც აქვს მნიშვნელობა, არის ვინ არის მტყვანი და ვინ არის მართალი.

ასევე მინდა შევეხო იარაღის დემონსტრირებას.  იმის იმედზე ყოფნა, რომ აგრესორი იარაღის დანახვაზე  შეშინდება და უკან დაიხევს, დიდი სისულელია. ეს კიდე უფრო დიდი სისულელეა თუ ასეთი “დემონსტრატორი” არ აპირებს ან არ არის მზად იარაღი გამოიყენოს თუ იარაღის დემონსტრირებას ეფექტი არ მოყვება. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი რომ ეს ტექნიკა არ მუშაობს, როდესაც “ბნელი და საშინელი” 90-ნი წლების დროს, დისკოტეკის დაცვის წევრის მიერ დაშინების მიზნით იარაღის ამოღებას ხალხით გადაჭედილ საცეკვაო დარბაზში, მოყვა კოლექტიური აგრესიულობა დისქოტეკის სტუმრების მხრიდან და დაცვის წევრს თავისივე იარაღით თავი გაუტეხეს. გადაჭედილ დისკოთეკაში , მარტო, უპირისპირდები ნასვამ ახალგაზრდებს. იღებ იარაღს იქ სადაც გასროლა საფრთხის მიმართულებით 99% ალბათობით გამოიწვევს უდანაშაულო ადამიანის დაჭრას. თანაც მოწინააღმდეგე არა ერთი, არამედ რამდენიმეა, ესეიგი სროლა მოგიწევს ინტენსიური. და ბოლოს კარგავ შენ იარაღს. არასწორ გადაწყვეტილებას მოყვა სამწუხარო შედეგიც. რა იქნებოდა გამოსავალი? მე არ ვარ ექსპერტი თავდაცვაში მაგრამ დაპირისპირების დეესაკალაცია არის აუცილებელი  თუ ამის შანსი არსებობს.  გამოდი გარეთ, გამოიძახე სხვა დაცვის წევრები ან პოლიცია. ბოლო-ბოლო თუ საქმე მივიდა სროლამდე,  ეს სროლა მოხდება იქ სადაც შანსი მოარტყა უდანაშაულოს ნაკლებია. იარაღის ამოღება უნდა მოხდეს მაშინ როდესაც შენ მორალურად მზად ხარ გახსნა ცეცხლი. თუ არ ხარ მხად ჯობია სხვა რამე მოიფიქრო. იარაღის დემონსტრირება შეიძლება გახდეს დაპირისპირების ესკალაციის მიზეზი. არ დაგვავიწყდეს რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და დროით გამოცდილი მეთოდი საფრთხისგან თავის დაღწევის არის – გაქცევა.

მე კარგდ მესმის, რომ ეს სტატია ბევრში გამოიწვევს პროტესტს, ბევრისთვის იქნება მიუღებელი ის რაც აქ წაიკითხა, ბევრი დამიწუნებს გამოყენებულ ტერმინოლოგიას და რავიცი კიდე რას არ იპოვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ განვითარებულ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ძალადობა არის მიუღებელი. თუ შენ დააპირე ვინმეს ცემა შენ შეიძლება გესროლონ და სახელმწიფო და საზოგადოება ჩათვლის რომ მსროლელის იყო მართალი, შენ შეძვრები სხვის სახლში შენ მოგხვდება ტყვია, შენ დააპირებ ვინმეს “დაჩმორებას” შენ შეიძლება მოგხვდეს ტყვია.  ძალადობა და ხელისუფლების წარმომადგენლისადმი არდამორჩილება არის საკმარისი მიზეზი ლეტალური ძალის გამოყენებისთვის. ასეა ნორმალურ ქვეყანაში. არანორმალურ ქვეყანაში შეიძლება კამერების წინ გცემონ და ამას არანაირი რეაგირება არ მოყვება. რა მოხდა კაცები არიან და იჩხუბეს…. ვის არ მოსვლია? ან კარგი მაგალითია ბოლოდროინდელი სკანდალი სადაც საზოგადოების ცნობილი წევრები ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ იმათ ვინც არ იზიარებდა მათ შეხედულებებს. ეს როდესაც ხდება რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც სამწუხაროდ ხშირად ვერ აცნობიერებენ რას აკეთებენ ეს ერთია, ეს ხდება ყველგან, როდესაც იგივეს ჩადიან საჯარო პირები, რომელბსაც გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მოეკითხებათ ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ეს ნიშნავს, ჩემი აზრით იმას, რომ მათ არ ეშინიათ პასუხისმგებლობის და არ ელოდებიან წინააღმდეგობას. სწორედ ამიტომ შეიარაღებული საზოგადოება არის თავაზიანი და წყნარი საზოგადოება. როდესაც ყველას ესმის რომ სხვაზე თავდასხმას დიდი ალბათობით ადეკვატური მოყვება პასუხი და გარდაუვალი სასჯელი.

სტატიის ბოლოს, მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანო, რა ხდება როდესაც ერთი მხარე იყენებს არაეფექტურ ტაქტიკას და თავდაცვის საშუალებებს. ეს შემთხვევა მოხდა ბალიზე, ინდონეზია, სადაც დასახლდა შერეული ორთაბრძოლების ფრანგი ოსტატი ამოკრან საბეტი. არსებული ინფორმაციით ის სარგებლობდა ხულიგნის და აგრესიული ადამიანის რეპუტაციით, ხშირად ახდენა კონფლიქტების პროვოცირებას და უპირისპირდბოდა როგორც ადგილობრივებს ასევე ტურისტებს. როდესაც საბეტის ვიზას ვადა გაუვიდა ადგილობრივ პოლიციას მიეცა შანსი კონფლიქტური სპორტსმენი გაეძევებინა ქვეყნიდან.  მის დასაკავებლად საკმაოდ დიდი პოლიციელების ჯგუფიც გამოიყო. საბეტის დაკავების მცდელობა აღბეჭდილია ვიდეოზე.  ამოკრანი თავიდანვე აგრესიულად იქცეოდა და იყო საკამოდ დიდი დანით შეიარაღებული, ის არ ემორჩილებოდა პოლიციას. პოლიციელებმა გამოიყენეს ყველაფერი, სიტყვიერი გაფრთხილება, სროლა ჰაერში, და მათ შორის ნაკლებად ლეტალური საშუალებები (რეზინის ტყვიები). არაფერმა არ იმოქმედა. მას მერე რაც ამოკრანს მოხვდა პირველი რეზინის ტყვიები, ნასროლი სავარაუდოთ 12 კალიბრის “პომპებიდან” ის თავს დაესხა პოლციელებს და დაჩეხა დანით ერთი თანამშრომელი, სანამ მას ესროდნენ ფეხებში, ესროდნენ რეზინის ტყვიებს და სავარაუდოთ პისტოლეტებიდან. ყველაფერი დასრულდა 5,56 კალიბრის შაშხანიდან რამდენიმე გასროლით, მაგრამ საბეტის მიერ დაჭრილი პოლციელი ადგილზე გარდაიცვალა.  რა მოხდებოდა ამერიკაში? რამდენიმე მკაფიო გაფრთხილების და არდამორჩილების შემთხვევაში მას უბრალოდ ცეცხლს გაუხსნიდნენ და ადგილზე მოკლავდნენ.  ვიღაცა იტყოდა იარაღი არ ქონდა რატომ ესროლესო, იქნება ფეხში დაეჭრათ და დაეკავებინათო, მაგრამ რეალური ცხოვრება ყოველთვის ადასტურებს ამ “მანტრების” მცდარ ხასიათს. იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

არც ერთი სერიოზული ინსტრუქტორი ან სკოლა რომელიც ასწავლის თავდაცვას იარაღის გამოყენებით არ ასწავლის უკონტროლო აგრესიის გამოყენებას. საფრთხისთვის თავის არიდება, კონფლიქტის დეესკალაცია და პასიური თავდაცვა (სიგნალიზაცია, რკინის კარები, ძაღლი, კამერები, უსაფრთხო რაიონის არჩევა) არის თავდასხმის რისკის შემცირების და იარაღის გამოყენების აცილებლობის თავიდან არიდების პირობები. არ მინდა შეგექმნათ წარმოდგენა თითქოს აშშ-ში ასწავლიან კილერებს, რომლებიც ღამე კარებს ღია ტოვებენ რომ იქ შესული მძარცველი მერე დაცხრილონ. ეს ასე არ ხდება. შეიარაღებული მოქალაქე ხვდება რომ თუ მან იარაღი გამოიყენა ის გახდება გამოძიების ობიექტი, მას მოუწევს ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცედურა ამ სიტყაციიდან თავის დაღწევის, დაუმატეთ ამას ფსიქოლოგიური ტვირთი და მიხვდებით რომ ნებისმიერი შეიარაღებული ადამიანი ყველანაირად შეეცდება თავი აარიდოს კონფლიქტს. ეს ძნელად ესმით იმ საზოგადოებაში სადაც ცემა-ტყეპა, გაწევა-გამოწევა და დაჭრები არის ჩვეულებრივი ამბავი და ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. სწორედ ამიტომ გვესმის ხშირად: ყველა დაიწყებს იარაღით სიარულს და სროლას. არა არ დაიწყებს და ვინც დაიწყებს წავა ციხეში ან მიიღებს ტყვიას.

დიახ, იარაღს გააჩნია თანდაყოლილი საფრთხე. ხანდახან კარგ კაცს დაუდევრობით გაუვარდება იარაღი და მოხდება ტრაგედია, დიახ ხანდახან პოლიცია ესვრის ბავშვს რომელსაც ქონდა ხელში სათამაშო პისტოლეტი. შეიარაღებულ საზოგადოებაში ეს გარდაუვალია, ისევე როგორც “მოტორიზირებულ” და ელექტრიფიცირებულ საზოგადოებაში ვიღაცა მოკვდება ავტო-ავარიაში ან დენის დარტყმისგან ან ავიაკატასტროფაში, ბერვად უფრო მეტი ადამიანი იხრჩობა ბასეინში ვიდრე კვდება იარაღთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებში მაგრამ არავინ არ ითხოვს ბასეინში მოცურავეთა ლიცენზირებას და გაოცდის ჩაბარებას ბასეინში ჩახტომამდე. ჩვენ მივიდვართ რისკებზე ყოველ დილა როდესაც სახლიდან გამოვდივართ და ამ რისკებს ვეგუებით იმიტომ, რომ გვინდა სწრაფად მივიდეთ სამსახურში მანქანით ან გადავფრინდეთ თვითმფრინავით სხვა ქვეყანაში. ადამიანი არ უნდა იღუპებოდეს იმიტომ, რომ მას ირაციონალური შიშების და მცდარი სტერეოტების გამო წაართვეს ან შეუზღუდეს თავდაცვის უფლება.

კვირის იარაღი – “M16A2″

Tuesday, August 1st, 2017

01292016-001-01

არა, ეს ის M16A2 არ არის, რომელიც თქვენ იფიქრეთ, შეიარაღებაში 80-ან წლებში მიღებული საბრძოლო შაშხანა გათვლილი ახალ ვაზნაზე, რომელიც იყენებდა ბელგიურ 62 გრანიან ტყვიას. სინამდვილეში ასე თავიდან ერქვა იარაღს, რომელიც კოლტმა წარუდგინა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ბევრად ადრე, ჯერ კიდევ 1969 წელს, როდესაც M16-ს შეექმნა პირველი პრობლემები ვიეტნამში. ძირითადი გამანსხვავებელი ნიშანი ამ იარაღის ის იყო, რომ ეს პროტოტიპი  იყო პირველი დგუშიანი AR-15 სისტემის იარაღი. კოლტის ქარხნული შიდა კლასიფიკაციით მას მიენიჭა ინდექსი 703 და ის წარმოადგენდა M16 და АК-47-ის თავისებურ ჰიბრიდს. პროტოტიპს ასევე მიენიჭა პირობითი დასახელება “M16A2” და ამ სახელით ის იქნა შეთავაზებული ამერიკელი სამხედროებისთვის, იმიტომ, რომ კოლტის აზრით ის უნდა გამხდარიყო M16A1-ის შემცვლელი. 703-ე მოდელი იყენებდა „კალაშნიკოვის“ ანალოგიურ დენთის აირების კამერას, ავტომატიკას გრძელი სვლით და კონდახში განთავსებულ საწმენდ ნაკრებს. M16-სგან მას ერგო ქვედა რესივერის პრაქტიკულად უცვლელი კონსტრუქცია, სროლის მეოთხე დამატებითი რეჟიმით, რომელიც ითვალისწინებდა სამ გასროილიან ფიქსირებულ ჯერს. გარდა ამისა დამატებით მას გააჩნდა რეგულირებადი დენთის აირების ბლოკი, რაც უზრუნველყოფდა საიმედოობას სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. განსხვავებით დღევანდელი დგუშიანი სისტემებისაგან რომელიც გამოიყენება AR-15-ის ტიპის იარაღებში, საკეტი 703-ე მოდელში მოძრაობდა მიმმართველებზე რაც გამორიცხავდა მის გადაბრეცას აპერში, პრობლემა რომელმაც თავი იჩინა პირველ ნაკრებებში, რომლებსაც გადაყავდა დგუშიან სისტემაზე AR-15-ები პიდაპირი შეფრქვევის სისტემით. ვინაიდან AR-15-ის საკეტის და აპერის კონსტრუქცია გათვლილია, იმაზე რომ დენთის აირების ენერგია გადაეცემა მას პირდაპირ ცენტრში, როდესაც საკეტის შიგნით ხვდება დენთის აირები და წარმოიშობა ავტმატიკის მუშაობისთვის საჭირო წნევა, ხოლო დგუშიან სისტემაში ენერგია საკეტს გადაეცემა დგუშის მეშვეობით რომელიც არის დაციილებული საკეტის ცენტრიდან. სწორედ ამ მიზნით საკეტი კოლტის ამ პროტოტიპში მოძრაობდა მიმმართველებზე, რომლებიც შესრულებული იყო აპერში. ასეთი მიმმართველები უზრუნველყოფდნენ საკეტის სწორ პოზიციონირებას აპერში და არ ხებოდა აპერის ან ბუფერის მილის ზედმეტი ცვეთა. ასევე «M16A2-ში“ დგუში არ წარმოადგენდა საკეტის მატარებლის განუყოფელ ნაწილს (როგორც „აკ“-ში) არამედ იყო დამაგრებული მასზე შტიფტით. არსებულ ინფორმაციით ცნობილია, რომ პროტოტიპი იყო მხოლოდ 180 გრამით უფრო მძიმე ვიდრე M16A1, აქიდან მოძრავი ნაწილების მასა მხოლოდ 130 გრამით გაიზარდა. ეს მონაცემები წარმოდგენილია კოლტის მიერ მაგრამ ჩემი აზრით ეს იარაღი ბევრად უფრო მძიმე იყო ვიდრე M16A1, დგუშის, მსხვილი დენთის აირების კამერის და მასიური აპერის წყალობით. სამაგიეროდ მისი კონსტრუქცია 20 ნაწილით ნაკლებს შეიცავდა.

დსფბსდ

დაშლილი მოდელი 703. სურათზე არის პირველი პროტოტიპი, კონდახში ღვედის გასაყრელით და ოთხ პოზიციანი სელექტორით. მეორე პროტოტიპში ამ გადაწყვეტილებებზე უარი ითქვა. 

1968 წელს პრინციპში უკვე იყო გასაგები რა გახდა მიზეზი სერიოზული პრობლემების M16-ებთან ვიეტნმაში დაცხადი იყო, რომ ეს პრობლემები ნაკლებად უკავშირდებოდა იარაღის კონსტრუქციას და მისი ავტომატიკის სქემას, არამედ მათი მიზეზი იყო დენთის მარკის ცვლილება, რამაც განაპირობა წნევის ზრდა, რასაც მოყვა სროლის ტემპის ზრდა და ეს ნეგატიურად აისახა იარაღის საიმედოობაზე და გამძლეობაზე. 1969 წლიდან, როგორც კი მოხდა პრობლემის მიზეზების იდენტიფიკაცია, M16 მეტ წილად გათავისუფლდა ყველა სერიოზული პრობლმისგან და ცხადია მოდელ 703-ის მიმართ ინტერესი გაქრა. კოლტმა სულ ორი პროტოტიპი შექმნა და აღარ დაბრუნებულა დგუშიან სქემასთან პრაქტიკულად 2000-ან წლებამდე, როდესაც აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებმა არ მოითხოვეს ახალი საბრძოლო შაშხანა და კოლტმა მიიღი კონკურსში მონაწილეობა სამი პროტოტიპის წარდგენით. აქიდან Type C იყენებდა დგუშიან სქემას.

01292016-001-07

კოლტის Type C განსხვავებით მოდელ 703-სგან იყენებს დგუშს მოკლე სვლით, რის გამოც შენარჩუნებულია აპერის კომპაქტური გაბარიტები და შედარებით მცირე მასა.

საინტერესო ფაქტი ის გახლავთ რომ 1972 წელს სამხრეთ კორეამ დაიწყო საკუთარი კონსტრუქციის და წარმოების საბრძოლო შაშხანისკონსტრუირება და 1982 წელს შეიარაღებაში მიღებული Daewoo K2, რომელიც ძალიან გავს კოლტის ექსპერიმენტულ შაშხანას. ეს იარაღი დღემდე არის სამხრეთ კორეის შეიარაღებაში.

Daewoo-K2565

Daewoo K2