Archive for February, 2016

Remington 597 vs Marlin 795

Thursday, February 25th, 2016

P1070012

.22lr და მისთვის განკუთვნილი იარაღი იყო, არის და იქნება ჩვენი ყურადღებიც ფოკუსში, იმიტომ რომ ორივე რჩება ყველაზე ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ადამიანისთვის და ამვე დროს უნივერსალურობით და იმ სარგებლით რომლის მოტანა მათ შეუძლიათ ისინი დღემდე შეუდარებელნი არიან. ნადირობა, მიზანში სროლა, რეკრეაციული სროლა, პრაქტიკული ვარჯიშებ ზედმეტი ხარჯებუს და იარაღის ნაჩქარევი ცვეთის გარეშე და ბოლოს თუნდაც თავდაცვა, ეს ყველა ის სფეროა სადაც .22lr გამოადგენა მსროლელს. .22lr-მა გახადა ხელმისაწვდომი სროლა პრაქტიკულდ ნებისმიერისთვის. ამ კალიბრის იარაღი არ საჭიროებს ძვირად ღირებულ აქსესუარებს, ოპტიკას, მოვლის საშუალებებს, მინიმალური ინვესტიციებია საჭირო რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი იარაღი. ხანდახან მესმის ხოლმე: არა, არ ვცემ პატივს .22-ს, ზედმეტად სუსტია. პატივცემულო თქვენ, როგორც ჩანს არ გესმით .22-ის დანიშნულება და თანაც განებივრებული ხართ უფასო ტყვიაწამლით და იარაღით. .22 კალიბრი არასდროს არ შექმნილა სახიფათო ცხოველებზე სანადიროდ და მტრის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. ის შეიქმნა იმისთვის, რომ სროლა გამხდარიყო ხელმისაწვდომი ყველასთვის და ამ ფუნქციას ის წარმატებით ასრულებს აგერ უკვე საუკუნეზე მეტია. გამომდინარე კარგი თანდაყოლილი სიზუსტიდან, რომელიც .22lr-ს გააჩნია და ასევე გასროლის დაბალი ხმიდან და მცირე უკუცემიდან ამ ვაზნამ ჰპოვა გამოყნება ბევრ სხვა სფეროში. პრაქტიკულად ყველა სფეროში სადაც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება.

მოთხოვნა მცირეკალიბრიან იარაღზე არასდროს არ შემცირებულა, თუმცა ბოლო დროს მოთხოვნა გაიზარდა მცირეკალიბრიან იარაღზე, რომელიც აკოპირებს საბრძოლო იარაღს. გაჩნდა მოდელები, რომლებიც სრულად იმეორებენ საბრძოლო იარაღებს და ასევე მოდელები, რომლებიც შორეულად გვანან საბრძოლო იარაღს.  მათი ფასი საკმაოდ მაღალია და ისინი, როგორც წესი ორჯერ, სამჯერ უფრო ძვირია ვიდრე კლასიკური მცირეკალიბრიანი შაშხანები.  ამავე დროს “მილიტარისტული” მცირეკალიბრიანი კარააბინები (სულ ყველა რაც ჩვენ შეგხვედრია) გამოირჩევიან კონსტრუქციის გაუმართლებელი სირთულით.

rugassc

.22 კალიბრის ორი ყველაზე გავრცელებული დღეს ფორმატი არის “ტაქტიკური” და “კლასიკური”, პირველი გამოირჩევა მოდიფიიკაციების მრავალი ოფციებით, მაღალი ფასით და ტაქტიკური გარეგნობით, რომელიც დღეს მოდაშია. მეორეს გააჩნია სანადირო/სპორტული იარაღის ფესვები, გამოირჩევა მსუბუქი წონით, მოკრძალებული გაბარიტებით და დაბალი ფასით. მარცხნივ ISSC Mk22, მარჯვნივ Ruger 10/22. 

აღნიშნულ სტატიაში ჩვენ შევადარებთ ერთმანეთს და შევაფასებთ, სწორედ კლასიკური ტიპის ორ ამეირიკული წარმოების შაშხანას, “რემინგტონ 597″ და “მარლინ 795″-ს. ორივე იარაღი გათვლილია .22lr ვაზნაზე, ორივე არის ნახევრად ავტომატური, ორივე იკვებება მოსახსნელი მჭიდიდან. ამ ორიდან „რემინგტონი“ ბევრად უფრო ხშირია საქართველოში ვიდრე “მარლინი”. ორივე იარაღი ამერიკაში 150 დოლარამდე ღირს, ცხადია საქართველოში ჩვენი იმპორტიორების წყალობით ისინი ორჯერ სამჯერ უფრო მაღალ ფასად იყიდება.

ისტორია და ტექნიკური მახასიათებლები

“რემინგტონ 597″ უფრო ახალგაზრდაა ვიდრე “მარლინი” და გამოდის 1997 წლიდან. ის ხელმისაწვომია სამ კალიბრში. .22lr, .22WMR, და .17HMR, აქიდან უკანასკნელის წარმოება შეწყევტილია. არსებული ინფორმაციით რემინგტონი ნებაყოფლობით იბრუნებს ამ იარაღს და უნაზღაურებს მფლობელს მის ფასს, როგორც ჩანს ამ კომპანიამ ისევ იჩქარა ახალი იარაღის გაყიდვაში გაშვება მისი საფუძვლიანი გამოცდის გარეშე. “597″-ის შექმნით რემინგტონს სურდა კონკურენცია გაეწია მარლინ 60/795-თვის და რუგერ 10/22-სთვის, ორ იარაღთან, რომელიც დომინირებდა მცირეკალიბრიანი იარაღის ამერიკულ ბაზარზე.  ამისთვის მათ რიგი ორიგინალური გადაწყვეტილებებიც მიიღეს, მათ შორის მაგალითად “597″ მაქსიმალურად იმეორებს მსხვილ-კალიბრიანი იარაღის ერგონომიკას.  სხვა ანალოგებთან შედარებით „რემის“ კონდახი უფრო გრძელი და მსხვილია (ერთი, ერთნახევარი ინჩით). „რემის“ ხელში აღებისას იარაღი აღითქმევა, როგორც მსხვილკალიბრიანი შაშხანა. შემდეგ, სასხლეტი ყოველთვის იყო სუსტი წერტილი ყველა „ბიუჯეტური“ მცირეკალიბრაინი ნახევრად ავტომატური კარაბინების, ამიტომ “რემინგტონ 597″-ში დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები დაფარულია ტეფლონით და ნიკელით, რაც უზურნველყოფს სასხლეტის სუფთა, ერთგვაროვან მოქმედებას. კონსტრუქციის ორიგინალურ თავისებურებას ასევე უნდა მივათვალოთ ორი დამაბრუნებელი ზამბარა, მოთავსებული ფოლადის ორ ღერძზე, რომელზეც ასევე მოძრაობს საკეტი. რემინგტონის რწმუნებით ეს უზრუნველყოფს საკეტის სუფთა სვლას და ის ყოველთვის ერთგვაროვნულად იკეტება, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს კონკურენტებთან შედარებით უკეთეს საიმედოობას და სიზუსტეს. დანარჩენში იარაღი არაფრით განსაკუთრებულად არ გამოირჩევა.

იარაღის წონა ოპტიკის გარეშე დაახლოებით 2.5 კგ. მოსახსნელი მჭიდის ტევადობა 10 ვაზნა. ჩვენი ტესტირების ობიექტი აღჭურვილია 16 ინჩიანი ლულით, შავი სინთეტიკური კონდახით, იარაღზე აყენია Bushnell 3-9×40 ოპტიკა და ლულაზე დამატებითი პიკატინის სამაგრი. ჩვენ იარაღს ასევე არ გააჩნია რკინის სამიზნე მოწყობილობები.  პირველი შეხედვით “რემინგტონ 597″ ძალიან ლამაზი და დახვეწილი იარაღის შთაბეჭდილებას ტოვბს.

P1030763

რემინგტონი ამჟამად უშვებს 597-ის ათზე მეტ მოდიფიკაციას. ჩვენი არის მოდელი 597AAC-SD. ამ მოდელის კარაბინის ლულა იძლევა საშუალება ლულის მოწყობილობის დაყენების. ხრახნების ბიჯი იგივეა რაც სტანდარტულ AR-15-ზე, 1/2 -28. 

“მარლინ 795″ წარმოადგენს ზე-პოპულარული “მარლინ 60″-ის ვერსიას მოსახსნელი მჭიდით. მოგეხსენებათ “მარლინ 60″ აღჭურვილია ლულის-ქვეშა ცილინდრული მჭიდით. აღნიშნული იარაღის კონსტრუქცია ეკუთვნის მარლინის კონსტრუქტორს ედვარდ ნიკოლს. “მარლინ 60″-ის და “795″-ის კონსტრქუცია პრაქტიკულად იდენტურია გარდა იმ სხვაობებისა რაც საჭირო იყო იარაღის ადაპტაციისთვის ჩვეულებრივი მჭიდის გამოსაყენებლად. “მარლინ 60″ გამოდის 1960 წლიდან და სულ გამოშვებულია 11 მილიონი კარაბინი. უნდა ვივარაუდოთ, რომ კონსტრუქცია გამოცდილი და საიმედოა. იარაღის მთავარი კონსტრუქციული თავისებურებაა მარლინის საფირმო ე.წ. მიკროღარიანი ლულა, 16 ღარით, რაც კომპანიის რწმუნებით არ ახდენს რბილი .22 კალიბრის ტყვიის დეფორმირებას და ამით მიიღწევა მაღალი სიზუსტე. ლულის სიგრძე 18 ინჩია, წონა სულ რაღაც 2 კილოგრამი. მოსახსნელი მჭიდის ტევადობა 10 ვაზნა.  იარაღი აღჭურვილია რკინის სამიზნე მოწყობილობებით, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ პირდაპირ მაღაზიიდან წახვიდეთ სასროლად და ოპტიკის შეძენა გადადოთ. “რემის” შეძენისას ფასს უნდა დაუმატოთ ოპტიკის ღირებულებაც.

P1060994

ჩვენი ტესტირების ობიექტი აღჭურვილია ოპტიკით Shirstone 4×32, Caldwell-ის „ბიპოდით“ და ჩვენს მიერ შეღებილი სინთეტიკური სტოკით.

მართვის ელემენტები

„რემი“ იყენებს მოსახსნელ 10 ვაზნიან მჭიდს. მჭიდის ღილაკი განლაგებულია იარაღის  მარჯვენა მხარეს. მარლინზე მჭიდის ღილაკი განლაგებულია მჭიდის უკან. პატარა ბერკეტის ფორმით. მცველების განლაგება ორივე იარაღზე იდენტურია, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსზე, სასხლეტის უკან. ორივე კარაბინი ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ ტოვებს საკეტს ღიად, აქიდან “მარლინზე” საკეტის დახურვის მიზნით უნდა დააწვეთ პატარა ბერკეტს სასხლეტთან, ხოლო „რემ“-ზე საკეტი უნდა დაქაჩოთ უკან და გაუშვათ წინ. “რემისგან” განსხვავებით “მარლინი” აღჭურვილია მჭიდის მცველით. თუ იარაღში მჭიდი არ დევს სასხლეტი დაბლოკილი რჩება.

მართვის ელემენტების ერგონომიკის და მოხერხებულობის მხრივ იარაღები ერთნარია, თუმცა „რემის“ მჭიდის ღილაკის განლაგება ჩვენი აზრით უფრო უკეთესია. „მარლინზე“ რთულია მჭიდის მოხსნა ერთი ხელით, განსაკუთრებით, როდესაც წევხარ და ამიტომ მე უბრალოდ ვაჭერდი მას ქვევიდან და მჭიდი ძირს ვარდებოდა. ერთის მხრივ ეს კარგია, იმიტომ რომ ტყეში, ბუჩქებში ძრომიალის დროს მჭიდის დაკარგვის ალბათობა მცირდება.

ზოგადი ერგონომიკის და მოხერხებულობის მხრივ „რემი“ ოდნავ უკეთ გამოიყურება მისი „ზრდასული“ სტოკის გამო, მაგრამ ის ამავე დროს საგრძნობლად უფრო მძიმეა ვიდრე ბუმბულივით მსუბუქი „მარლინი“. “მონოლითური” ოპტიკის სამაგრით, დამატებითი სამაგრით ლულაზე, უფრო მძიმე და ძლიერი ოპტიკის გამო „რემი“ დამძიმდა, ამიტომ დამატებით ბიპოდის დაყენება უკვე ჩემი აზრით ზედმეტად დაამძიმებდა ამ იარაღს. მეორეს მხრივ „მარლინი“ კომპაქტური ოპტიკით, ბიპოდით, მსუბუქი ღვედით და თხელი სტოკით იყო გაცილებით უფრო მსუბუქი და ამავე დროს უფრო კომპაქტური და ადვილად სათრევი იარაღი.

კონსტრუქციების შედარება

“რემინგტონ 597″ გაცილებით უფრო გვიან შეიქმნა და ბუნებრივია რომ ამის გამო გარკვეული  უპირატესობებიც გააჩნია. უკვე ნახსენები ტეფლონ/ნიკელის დაფარვა გამოიხატა საგრძნობლად უფრო უკეთეს სასხლეტში. “რემის” სასხლეტი იყო ერთდროულად უფრო მსუბუქიც და ერთგვაროვანიც. „რემის“ ავტომატიკის სქემა ორი ფოლადის ღერძით და ორი დამაბრუნებელი ზამბარით ძალიან  საიმედოდ გამოიყურება. ამავე დროს სქემატურად ორივე იარაღი თითქმის იდენტურია, ალუმინის რესივერი, მასიური ფოლადის საკეტი მოსახსნელი სახელურით. „რემის“ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთ მოდულად არის შესრულებულია, მარლინში ორ მოდულად არის გაყოფილი. მომსახურების მხრივ ორივე იარაღი იდენტურია.  დაშლისას ორივე იარაღი ერთნაირად იშლება. ჯერ უნდა მოიხსნას ორი ხრახნი, რომელიც აფიქსირებს რესივერს სტოკში, შემდეგ განცალკევდეს რესივერის ზედა და ქვედა ნაწილები, რის შემდეგაც უნდა ამოიღოთ საკეტები. ორივე იარაღზე ალუმინის რესივერები შეღებილია, ხოლო ლულები ოქსიდირებულია. უკეთესი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და თეორიულად უფრო მყარი ავტომატიკის სქემის გამო „რემი“ ისევ ოდნავ უკეთესად გამოიყურება.

update 30.02.2016: “მარლინზე” მწყობრიდან გამოვიდა პლასტმასის ბუფერი. ინსტრუქციის თანამხმად ამ იარაღიდან არ არის რეკომენდირებული ზე-სწრაფი (hyper velocity) ვაზნების გამოყენება. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი მაგრამ ბუფერი პრაქტიკულად დაიფშვნა. მისი ფასი ამერიკაში არის 20 დოლარი რაც საკმაოდ ბევრია პალსტმასის ნაჭერში და ნიშნავს რომ იარაღის მწყობრში დასაბრუნებლად 50 ლარი არის საჭირო და ორი კვირა ლოდინი. ბუფერი ასევე “რემინგტონის” კონსტრუქციაში არის და როგორც ჩანს ეს ბუფერი იცავს ალუმინის რესივერს საკეტის დარტყმისგან. სავარაუდოთ ბუფერის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი არის მისი ასაკი.

ორივე კარაბინი დიდიხანია დაკვირვების ქვეშ არიან და “მარლინს” უკანასკნელი 5 წელი პრობლემა არ ქონია თუმცა „რემთან“ შედარებით ნაკლები ვაზნა არის ნასროლი (დაახლოებით 500 ცალი). „რემინგოტნი“ 2 წელია ექსპლუატაციაში და უკვე 1800 ვაზნაზე მეტია ნასროლი. ამ პერიოდის დროს მხოლოდ მწყობრიდან გამოვიდა და შეიცვალა ქარხნული პიკატინის სამაგრები, რომლებიც დაყენებული იყო ალუმინის რესივერზე. ასე რომ ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში მოემზადეთ რომ ამ სამაგრების შეცვლა მოგიწევთ და ნაცვლად გამოიყენებთ “მერცხლის კუდის” ტიპის სამაგრებს. “მარლინზე” სხვა ტიპის სამაგრის ოფცია არც არის. .22 კალიბრისთვის ამ ტიპის სამაგრი აბსოლუტურად საკმარისია. მინუსი კი” მერცხლის კუდის” ის გახლავთ რომ მაგათზე შეუძლებელია სწრაფად მოსახსნელი კრონშტეინის ან “რინგების” დაყენება.

remlingraf

როგორც ხედავთ ორი იარაღი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მარცხნივ “მარლინი”, მარჯვნივ “რემინგტონი”. რემინგტონის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქციაში იგრძნობა რუგერ 10/22-ის გავლენა. 

ჩემი აზრით კონსტრუქციების შედარებისას “მარლინის” უპირატესობა არის მისი მჭიდი. წლების განმავლობაში “რემინგტონ 597″-ის რეპუტაცია ზარალდებოდა მჭიდების არადამაკმაყოფილებელი კონსტრუქციის გამო. არ ვიცი რა გაუჭირდათ რემინგტონში ასე, რომ მათ დაჭირდათ მჭიდის კონსტრუქციის ორჯერ შეცვლა რის გამოც ამ იარაღის სამი თაობის მჭიდები არსებობს. აქიდან მესამე თაობა ბუნებრივია ყველაზე უკეთესია, მაგრამ არა საუკეთესო. მიუხედავად იმისა, რომ ტევადობა მითითებულია როგორც 10 ვაზნა, მჭიდში თავსდება მხოლოდ რვა ცალი და ეს საკმაოდ ხშირი პრობლემაა. მჭიდის კორპუსი არის მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული, რომელიც ჩამოსხმის მეთოდით მზადდება. მჭიდის ხუფი და მიმწოდებელი პლასტმასის არის. “მარლინის” მჭიდი არის გაცილებით უფრო მყარი, დამზადებული ფოლადისგან და შემდგომ დაფარული ნიკელით, ნარინჯის ფერი პლასტმასის მიმწოდებლით. ხუფიც არის მეტალის. ძნელად წარმოადგენია რა უნდა მოხდეს რომ ეს მჭიდი დააზიანოთ. ასე რომ “ძველი სკოლა” უმჯობესია და “მარლინის” მჭიდი უკეთესია. რემინგტონზე კი მჭიდი ყველაზე სუსტი წერტილია. დავამატებდი რომ კარგი იქნებოდა რომ მარლინის მჭიდზე შესაძლებელი ყოფილიყო მიმწოდებლის თითით დაშვება , რაც გაადვილებდა და დააჩქარებდა მჭიდის ვაზნებით შევსებას.

remlinmag1

რემინგტონის და მარლინის მჭიდები. რატომ ვერ უნდა შეძლოს ამხელა კომპანიამ, როგორიც არის რემინგტონი გამოუშვას ათ ვაზნიანი მჭიდი, რომელშიც ჩადის 10 ვაზნა ჩემთვის გაუგებარია.  

ორივე იარაღი არ გამოირჩევა განსაკუთრებულად ადვილი დაშლის ალგორითმით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ იარაღებს არ აქვთ სამხედრო ფესვები. ასეთი იარაღის წმენდა არ არის აუცილებელი ყოველი გამოყენების შემდეგ. “მარლინის” ინსტრუქციის მიხედვით იარაღი უნდა დაიშალოს და გაიწმინდოს 250 ვაზნის გასროლის შემდეგ. ჩვენი მცრეკალიბრიანი იარაღების მარავალწლიანი ექსპლუატაციის გამოცდილება გვეუბნება რომ თუ მჭიდი და სავაზნეს მიმდებარე “ტერიტორია” სუფთაა, ინტერვალი წმენდებს შორის შეიძლება 1000 გასროლაც იყოს. ლულის გასაწმენდად იარაღის დაშლა აუცილებელი არ არის და ცხადია, რომ ლულას რეგულარული წმენდა ჭირდება, იმისთვის რომ არ მოხდეს ლულის არხის ზედაპირზე ტყვიის ნადების დაგროვება და არ მოხდეს სიზუსტის დეგრადაცია.

შედარება სროლით

სროლა ხორციელდებოდა ორ მანძილზე, 50 და 90 მეტრზე. გამოყენებული იყო სამი ტიპის ვაზნა, Eley Sport, CCI SV და CCI Mini-Mag. სამივე ვაზნამ დაახლოებით ერთნაირი სიზუსტე აჩვენა, ამიტომ ჩვენ უბრალოდ შევკრიბეთ ყველა ჯგუფი და გამოვიყვანეთ საშუალო სიზუსტე თითო იარაღისთვის. 50 მეტრზე “მარლინის” ჯგუფების საშუალო სიგანე იყო 24მმ, ხოლო 100 იარდზე 61მმ. “რემის” ანალოგიური მაჩვენებელი 50 მეტრზე იყო 36მმ და 66მმ 100 იარდზე. აქიდან “მარლინის” საუკეთესო ჯგუფი 50 მეტრზე იყო  შთამბეჭდავი 18მმ და 54მმ 100 იარდზე. ჩემი აზრით “რემი” ადეკვატურად ზუსტია “პლინკერისთვის”, “მარლინმა” აშკარად მიგვანიშნა, რომ მეტიც შეუძლია.

როგორ შეიძლება შევაფასოთ ორივე კარაბინი სიზუსტის და სროლისუნარიანობის მხრივ? “რემინგტონი” აშკარად უკეთესად იგრძნობა თავისი უაღრესად ერგონომიული სტოკის გამო. სასხლეტიც “რემზე” ბევრად უკეთესია და ასეთ მსუბუქ იარაღში სასხლეტი ძალიან დიდ როლს თამაშობს სიზუსტის მიღწევაში. მიუხედავად ამისა ორი “რემინგტონის” ექსპლუატაციამ გვაჩვენა, რომ რამდენადაც სრულყოფილი არ უნდა ყოფილიყო სროლის პირობები და რამდენად კარგი ოპტიკა არ უნდა გამოგვეყენებინა (მეორე რემზე კარგი ხარისხის “ნიკონი” გვეყენა) ან თუნდაც ყველაზე მაღალი ხარისხის ვაზნები სეგვერჩია, “რემინგტონ 597″ უბრალოდ არ გამოირჩევა ქირურგიული სიზუსტით. აქიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ რომ ეს პირდაპირ უკავშირდება “რემის” ლულის ხარისხს. რაც შეეხება “მარლინს”, თუნდაც ძალიან მოკრძალებული “სკოპით” და მძიმე სასხლეტით ის მაინც ძალიან კარგად ისროდა, რაც უნდა ვივარაუდოთ მიკრო-ღარიანი ლულის დამსახურებაა.

სროლა ხდებოდა საველე პირობებში, გაყინული მიწიდან, ყინვაში. ასე რომ მიღებული შედეგები გვიჩვენებს ორი იარაღის პრაქტიკულ სიზუსტეს, რომელიც მიღწევადია ღია ცის ქვეშ. ასეთ პირობებში “ბიპოდი” მოსახერხებელია, იმიტომ რომ ის უზრუნველყოფს სტაბილურ და ერთგვაროვან სასროლო პლატფორმას. “რემს” ვისროდით საყრდენიდან და ცხადია ყოველთვის არ იქნება დრო კარგი პოზიციის და საყრდენის მოსამზადებლად. 2.5 კგ-ან .22 კალიბრის იარაღს არ ჭირდება 100 დოალრიანი “ჰარისები”, ამიტომ თუ გნებავთ მაქსიმალურად ზუსტი სროლა , ნორმალური ბიპოდის შეძენა იქნება სწორი გადაწყვეტილება. “მარლინზე” დაყენებული Caldwell-ის ბიპოდი 30 დოლარი ჯდება და მშვენივრად ასრულებს თავის ფუნქციას.

20160225_083224

“მარლინმა” დაადასტურა თავისი მაღალი სიზუსტის პოტენციალი, როდესაც 50 მეტრიდან მსროლელმა, პირველივე გასროლით მოხსნა 20 თეთრიანი მონეტა. ამჯერად “მარლინი 795″ არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც ჩვენ გამოგვიცდია.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე იარაღი ისროდა მინუსურ ტემპერატურაში ვაზნით, რომელიც ძალიან არასაიმედოთ მუშაობს ნახევრად-ავტომატურ იარაღში (Eley Sport), არც ერთ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. თუ ჩვენ რამე არ გვავიწყდება არც”მარლინს” და არც “რემინგტონს” არასდროს არ გაუჭედავს, რაც მეტყველებს, რომ ორივე იარაღი ძალიან საიმედოა.

ორი სიტყვა უნდა ვთვქათ ოპტიკაზე. “ბუშნელი”, რომელიც აყენია “რემინგტონზე” არის  ჩინური კონტრაფაქტი. ავტორს ქონდა 4 ასეთი “სკოპი” და მისაღები ლინზების ხარისხთან ერთად ამ მოდელებს აქვთ ძალიან არასანდო შესწორებების მექანიზმი, ხოლო “ზუმის” შეცვლისას მოხვედრის წერტილიც იცვლება. ჯვარი საკმაოდ სქელია და ოპტიკის ბადე ძალიან გადატვირთულია. ასეთი “სკოპი” 60-80 ლარი ღირს, რაც ძალიან იაფია. ასეთი “სკოპის” ყიდვისას რეკომენდირებულია მისი ხმარება ერთი კონკრეტული გადიდებით, ხოლო განულების შემდეგ დოლურების ხელის ხლება აღარ ღირს. სხვადასხვა მანძილზე სროლისას კარგად მუშაობს სამიზნე ბადის დანაყოფები, რომლებსაც იყენებთ ტყვიის ვარდნის კომპენსირებისთვის. სწორედ ამიტომ ბიუჯეტური ოპტიკის შეძენისას .22 კალიბრის იარაღისთვის ალბათ უპრიანია ფიქსირებულ ზუმიანი ოპტიკის შეძენა. რაც უფრო მარტივია იაფი “სკოპი” მით უფრო დიდი ალბათობაა რომ ის უპრობლემოდ იმუშავებს. “მარლინზე” დაყენებული “Shirstone”-ის “სკოპი” დამზადებული იაპონიაში  ასევე გამოირჩევა დაბალი ფასით (130 ლარი)  მისაღები ხარისხის გამოსახულებით, ბადე ასევე სქელია, მაგრამ შესწორებების მექანიზმი უნაკლოდ მუშაობს, რის გამოც იარაღის განულება უპრობლემოდ მოხდა 8 გასროლით. სროლებისას ჩვენ არ გამოგვიყენებია “ზუმის” საშუალება “ბუშნელზე” რომ ორივე თანაბარ მდგომარეობაში ყოფილიყო. ჩემი აზრით ორივე იარაღი უდაოდ იმსახურებს კარგი ხარისხის ოპტიკას. განსაკუთრებულად “მარლინი” რომლიც შერჩეული ვაზნებით და კარგი ოპტიკით ეჭვი არ გვეპარება კიდე უფრო ზუსტი იქნება. ეხლა “მარლინი” ეკუთვნის “რემინგტონს” და ვინ იცის იქნებ რემინგტონებზეც გამოჩნდეს მიკრო-ღარიანი ლულები. იმიტომ რომ ჩვენი აზრით სწორედაც რომ ამ ლულის წყალობით “მარლინი” არის უფრო ზუსტი.

ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ეს კარაბინები არ ითხოვენ ინვესტიციებს და დროის ხარჯვას, იმისთვის რომ ზუსტად ისროლონ. თავისუფლად გამოკიდებული სქელი და გრძელი ლულები, ბედინგი ისევე როგორც ვუდუს რიტუალები, როგორიც არის  ლულის “აბკატკა” ამ იარაღებს არ ჭირდება.  ნორმალური ბიპოდი, კარგი “სკოპი” და იარაღი მზად არის. “რემინგტონზე” ჩვენ ლულაზე გვიყენია სამაგრი ფანრისთვის.  ესთეტი აღშფოთდება და იტყვის რომ ეს მკრეხელობაა, მაგრამ რეალობაში არანაირ ნეგატიურ გავლენას იარაღის სიზუსტეზე ადგილი არ ქონია. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ ორივე იარაღს აქვს “მედიუმ პროფილის” ლულები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია .22 კალიბრისთვის. სქელ ლულას ასეთ იარაღში აქვს მხოლოდ ის პლუსი რომ იარაღი მძიმდება და ცოტათი უფრო მოსახერხებელია ზუსტი სროლისთვის. თუ ლულა კარგი ხარისხის არის, ყველაზე თხელი პროფილის ლულაც საკმარისი იქნება, რომ .22lr კალიბრის სიზუსტის პოტენციალი სრულად გამოიყენოთ.

ტესტირების შედეგები რომ შევაჯამოდ, საიმედოობის და კონსტრუქციულად ორივე იარაღი ერთნაირია, აქიდან “რემინგტონი” უფრო ერგონომიულია, მაგრამ “მარლნი” უფრო ზუსტია. “რემინგტონი” “მარლინზე” უფრო მძიმეც არის და ნაკლებ ვაზას იტევს მჭიდში. მიუხედავად იმსა, რომ “რემი” უფრო ახალგაზრდაა, აქსესუარები მისთვის უფრო ხელმისაწვდომია. ფასი ორივე იარაღზე თითქმის ერთნაირია. “მარლინის” უპირატესობაა რკინის სამიზნე მოწყობილობები, სამაგიეროდ “რემის” ლულაზე მოწყობილობების დაყენების ოფცია გააჩნია. ჩვენი აზრით ორივე იარაღი ერთნაირად კარგია, მაგრამ “მარლინს” მცირე უპირატესობას მივანიჭებდით უკეთესი სიზუსტის და უპრობლემო კონსტრუქციის გამო. ჩემი აზრით “რემინგტონს” არ ეკადრება პიკატინის სამაგრი, რომელიც ირყვეა და ძვრება და არც მუშა მჭიდის შექმნა არ უნდა იყოს ზედმეტად რთული ამხელა კომპანიისთვის.

Vz.58 – საბოლოო ვერდიქტი

Wednesday, February 17th, 2016

vzmain1

შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ თემები გამოგველია და ისევ იმაზე ვსაუბრობთ რაზეც უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, მაგრმ ჩემი აზრით ჩეხური „ვზორზე“ კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება. ბოლოს და ბოლოს მეც მაინტერესებს, ეს 800 ლარიანი ნახევრად ავტომატური შაშხანა მართლა კარგია გრძელვადიან პერსპექტივაში თუ არა. დაახლოებით სამი წელი გავიდა მას მერე რაც საქართველოში პირველად გამოჩნდა Vz.58-ის სამოქალაქო ვარიანტები, ჯერ მაღაზია „დიანაში“ და შემდეგ პრაქტიკულად ყველა სხვა იარაღის მაღაზიაში, რომელიც თბილისშია განლაგებული. ფასი 1300 ლარიდან მალე ჩამოვიდა 950 ლარამადე და მეორად ბაზარზე ზოგს გაუმართლა და  ”ვზორი” 700 ლარადაც ჩაიგდო ხელში. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე რომ ამ იარაღის უახლოესი კონკურენტები, რუსული “საიგები” და საბჭოთა სკს-ები იყიდება სამჯერ ოთხჯერ უფრო ძვირად. როგორც ჩანს ეს იარაღი საკმაოდ დიდი რაოდენობით გაიყიდა იმიტომ რომ ეხლა  ბაზარზე არ წარმოდგენს დიდ პრობლემას ეგრევე იპოვოთ რამდენიმე კარგი შემოთავაზება. ფასი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი დაბალი, როგორც 700 ლარი სტანდარტულ შაშხანაში და 1200-1400 “ვზორში” რომელიც არჭურვილია პლასტმასის ფურნიტურით, რომელიც მეტ წილად წარმოდგენილია CAA-ს და FAB Defense-ის ნაკრებებით. ძირითადად „ვზორის“ ვარიანტები საქართველოში წარმოდგენილია ჩეხური CZ-ს მიერ წარმოებული CZ 858 მოდელით, რომელიც ორიგინალური სამხედრო Vz.58-ის კონვერტირებული ვარიანტია და ასევე ჩეხური კომპანია CSA-ს მიერ წარმოებული იარაღებით, რომესლაც ეს კომპანია თავად აწარმოებს. CZ-ს პროდუქცია წარმოდგინილა მხოლოდ კალიბრში 7.62×39, სტანარტული ფიქსირებული კონდახით ან დასაკეცი ლითონის დუგლუგით და ორი სიგრძის ლულით, სტანდარტული 390 მმ და შედარებით გრძელი 482მმ-ნი ლულით. ”ვზორები” გრძელი ლულით იყო განკუთვნილი კანადური ბაზრისთვის, მაგრამ კანადის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ კონვერტირებული იარაღი შესაძლებელია ადვილად გადაკეთდეს ჯერებით სროლისთვის და ამ იარაღის შემოტანა აკრძალა. ნაწილი „კანადური შეკვეთის“ აღმოჩნდა საქართველოშიც. ასეთი იარაღები აღჭურვილია როგორც წესი გრძელი ლულით, განსხვავებით წინა პარტიებისგან კომპლექტდება არა ორი არამედ ოთხი მჭიდით, რომლებიც აღჭურვილია შემალავებლით, რომელიც ზღუდავს მჭიდის ტევადობას ხუთ ვაზნამდე (ადვილად იხსნება) ასევე მჭიდების ტყავის ჩანთით და ორიგინალური ხიშტით. რაც შეეხება CSA-ს წარმოებულ „ვზორებს“  ეს იარაღები მთლიანად მზადდება CSA-ს მიერ, წარმოდგენილია ორ კალიბრში .223 Rem და რა თქმა უნდა 7.62×39. მათი ფასი ბევრად აღემატება Cz858-ის ფასებს, თუმცა იარაღები ძალიან კარგია და ბულგარული „არსენალის“ გამოჩენამდე ეს იარაღები იყო ყველაზე ხელმისაწვდომი .223 კალიბრის კარაბინები საქართველოში. ბოლოს დავამატებ მხოლოდ რომ, კიდევ ერთი მაღაზია ყიდის კონვერტირებულ „ვზორებს“, რომლებიც იწყობა სლოვაკიაში, KolArms-ის მიერ მაგრამ აქ რატომრაც საღდება იმპორტიორის მიერ, როგორც CZ-ს პროდუქცია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და საეჭვო მარკეტინგულ სვლას წარმოადგენს, ეს რბილად რომ ვთქვათ.

ჩვენ სტატიაში საუბარი წავა მხოლოდ CZ-ს მიერ აწყობილ/კონვერტირებულ იარაღებზე, იმიტომ რომ სტატიის ავტორს ქონდა ასეთი სამი ცალი და უკანასკნელი ორი წელი მე ვაკვირდებოდი ამ ბევრი ამ ტიპის იარაღების ექსპლუატაციას სხვის ხელებში და შეიძლება თამამად ითქვას, რომ shooterscentral-ის გუნდს აქვს ყველაზე ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია ამ იარაღების ექსპლუატაციაზე საქართველოში და ამიტომ ვფიქრობთ ეს სტატია იქნება განსაკუთრებულად საინტერესო როგორც ამ იარაღის მფლობელებისთვის ასევე იმათთვის ვინც ფიქრობს მის შეძენას.

დავიწყებ იმით, რომ ჩემი აზრით „ვზორი“ იმსახურებს „სახალხო იარაღის“ სტატუსს საქართველოში. იმ დროიდან, როდესაც მე 650 ლარად შევიძინე სკს-ი პუშკინის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში გავიდა წლები, წლები როდესაც ნახევრად ავტომატური იარაღის შეძენისთვის ათას ლარზე ბევრად მეტი იყო საჭირო. ტაქტიკური “საიგების” ფასი რამდენიმე ათასი ლარი იყო ხოლო ყველაზე ხელმისაწვდომი იყო უდაოდ კარგი მაგრამ მორალურად მოძველებული საბჭოთა სკს-ი, რომელზეც ფასი სულ იზრდებოდა და ეხლა ამ იარაღში ითხოვენ იმდენს რამდენსაც საღად მოაზროვნე ადამიანი სკს-ში არასდროს არ გადაიხდის (გამონაკლისი იქნება ნაღდი რუსული რკინის ფანატები). ყველაფერი ეს რადიკალურად შეიცვალა, როდესაც გამოჩნდა ჩეხური “ვზორი”. დღეს ნებისმიერს შეუძლია შეიძინოს ტაქტიკური კარაბინი, მოსახსნელი 30 ვაზნიანი მჭიდებით და დასაკეცი კონდახით და მას ეს სიამოვნება დაუჯდება 1000 ლარზე ნაკლები ან ბევრად ნაკლები. მაგარია არა? ნამდვილად, მაგრამ „ვზორის“ შეძენისას პატრონი მზად უნდა იყოს, რომ სანამ იარაღი გახდება 100% საიმედო მას მოუწევს გარკვეული აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა. დაბალი ფასი კარგია მაგრამ იმისთვის, რომ ასეთ ფასად მიიღოთ საიმედო იარაღო მოგიწევთ იარაღის მოწყობილობაში გარკვევა და გარკვეული დროის დახარჯვა მის ჭკუაზე მოყვანისთვის.

12294744_1952965661594639_8442685784349730351_n

“ვზორი” არ არის ერთადერთი იარაღი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე მაგრამ ის ყველაზე გავრცელებულია ფასის გამო. ეს იარაღი ღირსეულად გამოიყურება სხვა იარაღებბთან შედარებით. 

ბუნებრივია ასეთი კარგი და იაფი იარაღის გამოჩენას მოყვა ინტენსიური ჭორების გავრცელება ადამინებისგან, რომლებიც ცდილობდნენ გაემართლათ თუ რატომ დახარჯეს ორჯერ სამჯერ მეტი იარაღში, რომელიც “ვზორზე” უარესია. არის კატეგროია ხალხის, რომელიც თვლის რომ კარგი იარაღი ის არის, რომლის ფასიც იწყება რამდენიმე ათასი ლარიდან. მე მინდოდა დამეწერა იმ ზღაპრებზე და მითებზე, რომლებიც „ვზორზე“ იგონებენ, მაგრამ ამაზე ჩემ და თქვენ დროს არ დავხარჯავ. ჩემი პასუხი ამაზე იქნება ის, რომ სამი წლების განმავლობაში იმ იარაღებიდან რაც ჩვენ გნკარგულებაშია საკმარისი რაოდნეობის ვაზნა იქნა ნასროლი რომ დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ იარაღები არ ფუჭდება, არ იშლება, ქრომი ლულის არხში არ იცვითება და 300-400 ან თუნდაც ათასი ვაზნის გასროლის შემდეგ სიზუსტის დეგრადაციას ადგილი არ აქვს. არის რამდენიმე ნიუანსი, რომელიც უნდა გათვალისწინებულ იქნას, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

რა შეიძლება ითქვას იარაღის საიმედოობაზე? ძალიან იშვიათად, პრაქტიკულად თითით ჩამოსათვლელ შემთხვევებში დაფიქსირდა შეფერხება ექსტრაქციის დროს, რაც მეტ წილად ჩვენბი აზრით უკავშირდება ბულგარულ ვაზნებს. ასეთი შეფერხება არის ყველაზე ადვილად აღმოსაფხვრელი. პირადად მე სამი წლის განმავლობაში ერთი ასეთი შეფერხება ვნახე, დანარჩენ შემთხვევებზე ვიცი გადმოცემით. ამავე დროს მე არასდროს არ მსმენია „ვზორზე“ რომელიც მწყობრიდან გამოვიდოდა, რომელიმე დეტალის გატეხვის/დაზიანების გამო. სამი წლის განმავლობაში ასეულობით ნასროლ ვაზნაზე, 10-მდე იარაღიდან მე ჩემი თვალით ვნახე მხოლოდ ერთი ამ ტიპის შეფერხება, როდესაც საკეტმა “დაიჭირა” მასრა.  ენერგიული საკეტის გადატენვა და იარაღი მზად იყო სროლის გასაგრძელებლად. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ საიმედოობაზე.  ეხლა რაც შეეხება ხსენებულ ნიუანსებს. სამოქალაქო „ვზორებს“ უკავშირდება ორი პრობლემა, რომლის გაჩენის მიზეზია იარაღის კონვერტაცია მხოლოდ ერთჯერადი გასროლების წარმოებისთვის. პირველი პრობლემის სიმპტომებია, როდესაც გასროლის წარმოების შემდეგ იარაღი გადაიტენა, ვაზნა მიწოდებულია მაგრამ სასხლეტი „მკვდარია“, თითქოს დამრტყმელი არრ არის შეყენებულ მდგომარეობაში.  მიზეზი ამისა არის დისკონექტორის თამაში, რომელიც არასაკმარისად მყარად ზის თავის პინზე. პრობლემა ადვილად სწორდება პინის და დისკონექტორს შორის საჭირო სისქის საფენის მოთავსებით, რომელიც თამაშს გამორიცხავს და პრობლემაც ქრება. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ შეძლებთ საკუთარი ძალებით პრობლემის მოგვარებას, მიმართეთ ხელოსანს და აუხსენით პრობლემის მიზეზი.

trfix

კიდევ ერთი პრობლემა,რომელიც ხშირად ახასიათებს მხოლოდ ერთი კონრეტული პარტიის კარაბინებს. საუბარია ე.წ კანადურ”ვზორებზე”. როგორც წესი ეს პრობლემა თავს იჩენს ყველაზე ცუდ მომენტში-სროლის დროს. შეიძლება კარაბინის სასხლეტი მექანიზმის დამჭერი ღერძი არ იყოს სწორად დაყენებული და სროლის დროს უკუცემით გამოწვეული ვიბრაციის გამო შევარდეს შიგნით, რესივერში. იარაღი გამოდის მწყობრიდან და მისი დაშლა საკმაოდ რთულდება იმის გამო რომ ნაწილები აღარ არის თავის ადგილზე. მსგავსი შემთხვევის მომსწრე თავად ვყოფილვართ და იმისთვის რომ დაგვეშალა იარაღი, დაგვჭირდა თითქმის ნახევარი საათი.ეს პრობლემა გამოწვეულია იმით,რომ აღნიშნულ ღერძს გააჩნია წრიული ღარი გარშემო. ეს ღარი შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი სიგანის რომ მასში ჩაჯდეს ფიქსატორი.იმისთვის რომ გავარკვიოთ ხომ არ ემუქრება მსგავსი რამ ჩვენს კარაბინს, საჭიროა იარაღი ჯერ დავშალოთ, ხოლო შემდეგ რაიმე წვეტიანი საგნით (მაგალითად ტყვიის თავით) მივაწვეთ აღნიშნულ ღერძს მარცხენა მხრიდან. თუ ის შიგნით შევარდა ე.ი ჩვენს კარაბინს გააჩნია აღნიშნული დეფექტი. ამ ნაკლის გამოსწორება ძალიან ადვილია სახლის პირობებშიც კი, უბრალო ბრტყელი ქლიბის გამოყენებით. ავიღოთ ეს ღერძი და მის გარშემო არსებული ვიწრო ღარი გავაფართოვოთ ქლიბით.შემდეგ ჩავსვათ თავის ადგილას და დავრწმუდნეთ რომ ფიქსატორი ნამდვილად თავისუფლად ჯდება გაფართოებულ ღარში. ამ შემთხვევაში ეს პრობლემა აღარასოდეს შეგვაწუხებთ.

პირველი პრობლემა მე მინახვას ორჯერ სამჯერ, მეორე ძალიან ხშირად იჩენს თავს. ცხადია პრობლემა არ უკავშირდება „ვზორის“ კონსტრუქციას როგორც ასეთს. პრობლემის მიზეზია არასრულფასოვანი კონვერტაცია სამოქალაქო ვარიანტში და სიმართლე გითხრათ ორივე პრობლემის გამოსწორება იმდენად ადვილია, რომ ჩემის აზრით ამის ნაკლად ჩათვლაც არ იქნება სწორი. ბუნებრივია ადამიანი, რომელსაც სურს გადაიხადოს ფული ერთხელ და დადოს სახლში საიმედო იარაღი დარჩება უკმაყოფილო და იმედგაცრუებული, ხოლო ვისთვისაც იარაღი სამუშაო ინსტრუმენტია და როგორც კარგ მძღოლს უნდა ესმოდეს როგორ გამოცვალოს საბურავი ან ზეთი მანქანაში ისე მსროლელმა უნდა იცოდეს იარაღის მოწყობილობა და წვრილმანი პრობლემების აღმოფხვრა. როგორც კარგ მძღოლს ავტოფარეხში აქვს ქანჩების ნაკრები, ისე მსროლელს უნდა ქონდეს ინსტრუმენტები რომ საკუთარი ძალებით განახორციელოს იარაღის წვრილმანი რემონტი. ასე რომ ჩვენი გადმოსახედიდან ეს პრობლემა არც არის, უფრო თავისებურებაა რომელსაც უნდა ყურადღება მიექციოს. ასეა ეს, ის ვისაც ესმის იარაღის მოწყობა და მუშაობის პრინციპები, გააჩნია საჭირო ინსტრუმენტების ნაკრები ყოველთვის ნაკლებს გადაიხდის იარაღში და თავად უზრუნველყოფს იარაღის ტექნიკურ გამრთულობას. ვისაც ეს არ შეუძლია და ეზარება იძულებულია იხადოს მეტი ძვირადღირებულ იარაღში და ენდოს მწარმოებლის რეპუტაციას და მაღალ ხარისხის კონტროლს.

მეტს “ვზორის” საიმედოობაზე ვერაფერს ვერ ვიტყვით. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის ჭკუაზე მოყვანის შემდეგ იარაღი საიმედოა და გამძლე. სუსტი წერტილები მას პრაქტიკულად არ აქვს. იარაღის კონსტრუქცია ზე-მარტივია და ძალიან გამძლეა. მასიური ექსტრაქტორი, მოკლე და სქელი ნემსა, ზამბარების მინიმალური რაოდენობა. ძნელად წარმოსადგენია რა უნდა გაფუჭდეს ამ იარაღში. ხოლო თუ რამე გაფუჭდა იარაღის შეკეთება  არ უნდა იყოს რთული.

ყველას უყვარს კითხვა რამდენად ზუსტია იარაღი. მაგრამ რეალურად რამდენს შეუძლია გამოიყენოს იარაღის სიზუსტის პოტენციალი? ალბათ ერთეულებს. „ყველა“ ვზორი არის სკამარისად ზუსტი, ყველა „ვზორს“ ყუთში უდევს საკონტროლო სამიზნე. სიზუსტე არის ტიპიური 7.62×39 კალიბრის იარაღისთვის. დაახლოებით 8-12 სმ 100 მეტრზე, საველე პირობებში სროლით მიღებული. ასეთი იარაღისთვის ეს აბსოლუტურად ადეკვატური სიზუსტეა.  მაქსიმალუი მანძილი სროლის იყო 450 მეტრი და ამ მანძილზე ვზორი საკმაოდ ეფექტური იყო მეტალის სილუეტების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა იარაღის შეძენის შემდეგ იარაღი უნდა „გაანულოთ“.  წინა სამიზნე მოწყობილობის ერთი სრული ჩატრიალება იწვევს მის გადაადგილებას 0.5მმ-ით რაც იწვევს მოხვედრის წერტილის გადანაცვლებას 14სმ-ით 100 მეტრზე. იგივე ეხება ჰორიზონტალურ სიბრტყეში „მუშკის“ გადაწევას. 0.5მმ უდრის 14 სმ. გამომდინარე იქიდან თუ რა ცდომილებას აქვს ადგილი და რა მოცულობის შესწორების შეტანა გინდათ, ეს ციფრეები დაგეხმარებათ „გაანულოთ“ თქვენი ვზორი ზედმეტი წვალების გარეშე. სამხედრო სახელმძღვანელოს მიხედვით ვზორი სწორდება სპეციალური მისასროლი სამიზნის გამოყენებით, როდესაც უკანა სამიზნე მოწყობილობა დგას 300 მეტრზე სროლისთვის განკუთვნილ პოზიციაზე. დასაშვება გაფანტვა 18 სმ-ის მოცულობით 100 მეტრზე აქიდან მოხვედრის საშუალო წერტილის მაქსიმუმ 5 სმ-ნი გადახრა არის მისაღები. მისასროლი სამიზნე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ.

„ვზორის“ მჭიდები გამძლეა და უპრობლემო. მართალია ამ იარაღის მჭიდები არასდროს არ გაყიდულა ცალკე, მაგრამ გაიყიდა ბევრი „ვზორი“ 4 მჭიდით კომპლექტში. განცხადებამ „მაიმარკეტზე“ „ვზორის“ მჭიდის შეძენაზე ეგრევე საკმარისზე მეტი რაოდენობით მაშოვნინა დამატებითი მჭიდები.  უბრალოდ განათავსეთ განცხადება, რომ შეიძენთ მჭიდებს და საკმარისზე მეტ შემოთავაზებას მიიღებთ. ბოლო დროს დაიწყეს სტანდარტული მჭიდების დამოკლება, ჩემი აზრით ეს აზრს მოკლებული ქმედება არის და ისედაც იშვიათი მჭიდების გაფუჭებაა და მეტი არაფერი.

ჩვენი ბლოგის სპეციალიზაცია არის თავდაცვითი/ტაქტიკური იარაღი და შესაბამისად ვუყურებთ “ვზორს”, როგორც სწორედ ასეთ იარაღს. თავდაცვითი კარაბინის გამოყენება ხდება პისტოლეტის მანძილებზე, უკიდურეს სიახლოვეში სამიზნესტან. ასეთი ვარჯიშების დროს “ვზპორი” საკმაოდ მოსახერხებელია. ის მსუბუქია და ნაკლბად ინერტულია, მანევრირება ადვილია იმის გამო რომ იარაღის სიმძიმის ცენტრი არის იარაღის შუაში.  სქელი ლულები სურათებზე კარგად გამოიყურება, მაგრამ ტაქტიკურ მსროლელს ესმის თხელი, მსუბუქი ლულის უპირატესობები. იარაღი ასეთი ლულით სწრაფი და მოსახერხებელია და მისი მართვა არ ითხოვს ზედმეტ ძალისხმევას მსროლელისგან. მსუბუქი, გამოშვერილი დეტალების გარეშე “ვზორის” თრევა ლაშქრობისას ასევე ადვილია.

58-bolt-face

“ვზორის” საკეტის სახელური ოდნავ კუთხით არის განლაგებული, რის გამოც მეორე ხელით გადატენვა შდარებით ადვილია, ის არის მრგვალი და ხელის ტრავმირება პრაქტიკულად შეუძლებელია.  

ერგონომიკაზე საუბარს გავაგრძელებ იმით, რომ “ვზორს” გააჩნია საკეტის შემაკავებელი და ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი რჩება ღიად, რაც ეგრევე ანიშნებს მსროლელს, რომ ვაზნები გათავდა. ზოგ ჩვენ იარაღზე, დამცავი რკალი, რომელიც იცავს მჭიდის ღილაკს მოჭრილი იქნა, რომ გაადვილდეს მასზე წვდომა. ასეთი მოდიფიკაცია გამართლებულია თავდაცვი იარაღზე, მაგრამ ვისაც უწევს ტყეში ხეტიალი, ჯობია ამისგან თავი შეიკავოს, რომ არ დაკარგის მჭიდი ტყეში.

ჩემრი ღრმა რწმნით, ერგონომიულად “ვზორი” უპირატესია, “საიგაზე” და  შეუდარებლად უკეთესია ვიდრე “სკს”-ი, ამასთანავე ის არანაკლებ საიმედო, გამძლე და ზუსტია. „ვზორი“ საკმაოდ კეთილგანწყობილია ცაციების მიმართაც. ერგონომიკის მხრივ იარაღი კარგად გამოიყურება, მცველი მოსახერხებელია, საკეტი ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ ღია რჩება. საკეტის სახელური მრგვალია, ბასრი კუთხეების გარეშე. დასაკეცი კონდახიც და განსაკუთრებულად ფიქისრებული კონდახი საკმაოდ მოსახერხებელია. „ვზორის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლიუსია, გამძლე დაფარვა, რომელიც პრაქტიკულად არ იცვითება ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში. ასეთი დაფარვის წყალობით იარაღი ასევე პრაქტიკულად არ იჟანგება. ინტერნეტშიც კი გაგიჭირდებათ გაქუცული ან დაჟანგული “ვზორის” სურათის პოვნა.

“ვზორი” ეფექტური იარაღია ქარხნულ კომპლექტაციაშიც, მაგრამ მცირე ინვესტიციით შესაძლებელია ამ იარაღის კიდე უფრო გაუმჯობესება. ჩვენ ხელში ბევრმა “ვზორმა” გაირა, პრაქტიკულად ყველა კონფიგურაციაში. შეკითხვაზე რაში იქნებოდა მიზანშეწონილი ფულის ინვესტირება, მე ვიტყოდი რომ პირველ რიგში უნდა გამოიცვალოს ზედმეტად მოკლე ტარი და დაყენდეს კარგი ღვედი. დასაკეცი დუგლუგი უნდა აღიჭურვოს სალოყეთი. შემდეგ გამომდინარე იარაღის გამოყენებიდან ლულაზე უნდა დაყენდეს ან ლული ალმქრობი  ან კომპენსატორი. დანრჩენი უკვე გემოვნების და მიზანშეწონილობის საკითხია.

ჩემი აზრით ყველაზე ნაკლებად მოსახერხებელი არის სტანდარტული სახელური, რომელიც ძალიან მოკლეა. უმჯობესია შეიძინოთ FAB Defense-ის სახელური რომელიც იდეალურია ამ იარაღისთვის. თბილისში ერთი მაღაზია ყიდიდა ვითომ ვზორის სახელურს მაგრამ ეს სახელური არ ერგება იარაღს კარგად და მისი დასაყენებელი ხრახნიც გექნებათ ცალკე საშოვნი. გაურკვეველი მიზეზის გამო CAA-ს სახელურის ყუთს არ აწერია რომელი იარაღისთვის არის ის განკუთვნილი და დიდი ალბათობით არის „კალაშნიკოვის“ ტიპის იარაღისთვის და არა „ვზორისთვის“. სახელური თუ ხრახნი იშოვეთ და დააყენეთ, მუშაობს მაგრამ FAB Defense-ის სახელური გაცილებით უფრო უკეთესია.

fabcaavz

FAB Defense-ის სახელური (მარჯვნივ) თბილისში ნაყიდ CAA-ს სახელურთან შედარებით. 

სტანდარტულად “ვზორებზე” ყენდება ორი ტიპის კონდახი, ფიქსირებული და დასაკეცი. აღსანიშნავია, რომ იარაღზე მათი შეცვლა შესაძლებელია რესივერის ყოველგვარი გადაკეთების გარეშე. საჭირო იქნება მხოლოდ სახრახნისი ძალიან განიერი პირით, იმისთვის რომ მოხსნათ ერთი კონდახი და დააყენოთ სხვა. ტელესკოპური კონდახი-ს დაყენება ჩემი აზრით არ არის მიზანშეწონილი, ის ძვირი ღირს, არ იკეცება გვერძე და მოგება ერგონომიკაში არ გაამართლებს ტელესკოპურ კონდახში გადახდილ მაღალ ფასს.

vzstocklent

ავტორის კუთვნილი  ”ვზორი”-ის კონდახი გადახვეულია “პარაკორდით” და დამატებით ზევიდან შავი იზოლაციური ლენტით. “პარაკორდი” არგია, მაგრამ ის იჟღინთება წყლით, ოფლით და ადვილად ჭუჭყიანდება. ამისგან კიდე მას იცავს შავი “იზოლენტა”. 

ყველა ვზორის ლულაზე შესაძლებელია ლულის სხვადასხვა მოწყობილობის დაყენება. კარგად შერჩეული კომპენსატორი, შეამცირებს ლულის ალს და ამავდროულად შეამცირებს უკუცემას და ლულის ხტომას.

„ვზორის“ ყველაზე დიდი ნაკლი არის ის რომ ეს იარაღები არ არის მზად ოპტიკის დასაყენებლად. აბსოლუტური უმეტესობა „ვზორების“ რომელიც ჩვენ ხელშია არის ოპტიკის გარეშე. ხანმოკლე დროის განმავლობაში ერთ ჩემ „ვზორზე“, ტიბჟირის ზედა ნაწილზე  ეყენა კოლიმატორი, ტიბჟირი იყო CAA-ს გამოშვება. ახლო მანძილებზე 25 მეტრამდე იარაღი „ზეროს“ იჭერდა. მე მქონდა იდეა, რომლის მიხედვითაც უკანა პინი, რომელიც იჭერს ტიბჟირს შეცვლილიყო ხრახნით, რაც უზრუნველყოფდა ტიბჟირის უფრო საიმედო და ერთგვაროვან ფიქსაციას, მაგრამ სანამ ამას მოვასწრებდი მომიწია „ვზორთან“ დამშვიდობება.

ჩემი აზრით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა იმ ნასროლი ვაზნის შემდეგ, შეიძლება ითქვას რომ ჩეხური “ვზორი” არის საიმედო და სანდო იარაღი. იარაღი ისროდა სიცხეში და ისეთ ყინვაში რომ ის დაფარული იყო ყინულის ფენით. ის გამძლეა როგორც ყველა სამხედრო იარაღი და უპრობლემოდ გაუძლებს ყველაზე უხეშ ექსპლუატაციას. ესეც იქნება ჩვენი საბოლოო ვერდიქტი ამ იარაღზე. მუშა, გამძლე, სანდო და საიმედო, ღირს ყოველი თეთრი იმ 800-900 ლარიდან რასაც მასში დღეს ითხოვენ.

10 მოკლელულიანი იარაღი რომელმაც “ვერ გაამართლა მოლოდინი”.

Saturday, February 6th, 2016

მოკლე-ლულიანი იარაღი იქნება ეს პისტოლეტი თუ რევოლვერი ფასობს პირვლ რიგში მისი კომპაქტური ზომების გამო, რაც გვაძლევს საშუალებას ეს იარაღი მუდამ თან ვიქონიოთ და ვატაროთ ფარულად.  ყველა პისტოლეტის და უმეტესობა რევოლვერების კალიბრების საკმაოდ სუსტია რაც განპირობებულია პირველ რიგში იმით რომ ეს კალიბრები გამოიყენება შედარებით მცირე ზომის იარაღში. ის თუ რამდენად დაცულია ბალანსი კალიბრის სიძლიერის, კომპაქტურობის და სროლისუნარიანობის შორის განაპირობებს ამ თუ იმ მოკლელულიანი იარაღის წარმატებულობას. რა თქმა უნდა იგულისხმება რომ იარაღი საკმარისად ზუსტია და საიმედო. ამ რეიტინგში ჩვენ წარმოგიდგენთ 10 პისტოლეტს, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ დაიმკვიდრეს ადგილი სეგმენტში, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ მოკლელულიან იარაღს.

1.       Vz.61 “Scorpion”

csavz

როგორც წესი იარაღის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოველთვის ხდება არაადეკვატური ვაზნა, რომელიც ან არ არის საკმარისი იმ დანიშნულებისთვის რისთვისაც იარაღი პროექტირდებოდა ან უბრალოდ ხარვეზიანია. ზუსტად უცნობია რატომ აირჩიეს ჩეხებმა მაინც და მაინც სუსტი ვაზნა რომლის 5 გრამიანი ტყვიის ენერგია სულ რაღაც 220 ჯოულს შეადგენდა, მაგრამ იარაღი გამოვიდა უდაოდ საინტერესო, სპეციფიური იერსახით, კარგი სროლისუნარიანობით მაგრამ სუსტი ვაზნის გამო ნაკლებად ეფექტური. „სკორპიონის“ პარტიები მალევე მოხდა სოციალისტური ჩეხოსლოვაკიიდან არალეგალური იარაღის ბაზარზე და გამოყენებული იქნა ბევრ გახმაურებულ ტერორისტულ აქტში. შემდგომ ამ იარაღის „სამოქალაქო“ ვარიანტები გახდა ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის და ეს იარაღი სპეციფიური იერსახის, ტერორისტული წარსულის და დაბალი ფასის გამო გახდა იარაღის ენთუზიასტის საყვარელი სათამაშო. სუსტი ვაზნა არის ამ იარაღის მთავარი მინუსი, დანარჩენში იარაღი საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება, კონსტრუქციულად დახვეწილი, საიმედო და ზუსტი. ამის გამო თუ სხვა არჩევანი არ არსებობს ამ იარაღის გამოყენება თავდაცვისთვის სავსებით შესაძლებელია თუ გავითვალისწინებთ რომ ის იყენებს დიდი ტევადობის 20 ვაზნიან მჭიდებს.  რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს იარაღი დღემდე წარმოებაშია.

2.    IWI Desert Eagle

DesertEagle50AE

ჩემი დაკვირვებით იერსახე თამაშობს ძალიან დიდ როლს სამოქალაქო იარაღების ბაზარზე. დიდი პროცენტი ჩვეულებრრივი ადამიანების არჩევს იარაღს მხოლოდ იმის მიხედვით თუ როგორ გამოიყურება ის. სამკუთხედი ცხვირის და ვეებერთელა ზომების გამო დეზერტ იგლი არის ყველა კომპიუტერლი თამაშების და „მატრიცის“ მოყვარულების ოცნება. შექმნილი იზრაელში მაგრამ წარმოებული ამერიკაში, განსხვავებით „სკორპიონისგან“ ეს იარაღი არ ღირს იაფი და აშშ-ში მისი ფასი 1000 დოლარს ცილდება. იარაღი დიდია და მძიმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში სიმძიმე არ ნიშნავს საიმედოობას და ეს პისტოლეტი ნამდვილად არ გამოირჩევა ამ თვისებით.  მიუხედავად ამისა ეს იარაღი წარმატებით იყიდება იმიტომ რომ ყოველ წელს უხვად გამოდის ფილმი და კომპიუტერული თამაში სადაც ეს პისტოლეტი ფიგურირებს და მოთხოვნა ყველაზე დიდ და ძლიერ პისტოლეტზე არ მცირდება. გათვლილი ძლიერ ვაზნებზე (.357 მაგნუმ, .44 მაგნუმ, .50 ექშენ ექსპრესი) ის განსხვავებით ამ რეიტინგის სხვა მონაწილეებისგან ძალიან ეფექტურია ცოცხალი ობიექტების წინააღმდეგ გამოყენებისას თუ რა თქმა უნდა სროლის დროს არ გაჭედა. პისტოლეტი გადატენვისთვის იყენებს დენთის აირების ენერგიას ხოლო საკეტი იკეტება და იხსნება ბრუნვით (პრაქტიკულად საიერიშო შაშხანა!)  და ძლიერი ვაზნების გამო  სროლა „დეზერტ იგლიდან“ ძალიან სახალისოა რის გამოც ეს პისტოლეტი ალბათ კიდევ დიდი ხანი დარჩება წარმოებაში.

3.    FN Five-seveN

FNFiveSeven

უჩვეულო კალიბრის გამო (5.7×28), რომელიც შეიქმნა ჯარისკაცის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დასამარცხებლად, დიდი ფასის, 20 ვაზნიანი მჭიდის და შედარებითი იშვიათობის გამო ეს პისტოლეტი საქართველოში ავტომატურად მოხვდა „საიდუმლო-ვაენნი-ასობავა-ნაზნაჩენია“ კატეგორიაში და სწორედ ამიტომაც საქართველოში ამ იარაღში მეორადი მერსედესის ფასს ითხოვენ და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ხალხი ამ იარაღში სამჯერ მეტს იხდის ვიდრე ის რეალურად ღირს. მეორე ქვეყანა სადაც ეს პისტოლეტი არის ამის გამო პოპულარული არის მექსიკა, სადაც „ფაივ-სევენი“ ნარკოდილერების საყვარელი სათამაშოა.  სამწუხაროდ ნაკლებად ცნობილია, რომ ამ პისტოლეტისთვის განკუთვნილი სამოქალქო ვაზნები განსხვავდება „სამხედრო“ ვაზნებისგან იმით რომ არ გააჩნიათ შიგნით ფოლადის პენეტრატორი რის გამოც ამ პისტოლეტიდან ნასროლი 6 გრამიანი ტყვია წინაღობებში გავლით და ტერმინალური ეფექტურობით დიდად არ განსხვავდება .22WMR-გან, რომელსაც საქართველოში «მაგნუმის გეკოს“ ეძახიან. ამ პისტოლეტის მწარმოებელი კომპანია FN ერთ-ერთი ლიდერია თანამედროვე იარაღის  წარმოებაში და ამიტომაც პისტოლეტი გამოვიდა ზუსტი და საიმედო. როგორც უკვე ვთვქი ამ პისტოლეტის ყველაზე დიდი მინუსი არის მისი ვაზნა, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის რომ გაეხვრიტა სტანდარტულ ჩაფხუტებში და ჯავშანჟილეტებში გამოწყობილი მტრის ჯარისკაცები მესამე მსოფლიო ომის დროს. ბუნებრივია ასეთი იდეებით შექმნილ იარაღს ნაკლეები გამოყენება ექნებოდა სამოქალაქო სექტორში, თუ არ ჩავთვლით ისევ „გაუთვითვნობიერებელი ფანატიკოსების“ ფაქტორს, რომელთა ირაციონალური მიდრეკილება ყველაფერი უცნაურისთვის აცოცხლებს უამრავ კომპანას, რომელიც წესით უკვე არ უნდა იყოს იარაღის წარმოების ბიზნესში. FN-ის პისტოლეტიდან დაბალი უკუცემის გამო სროლა ადვილია და სახალისოა, იარაღი მაღალი ხარსხის არის და რაც მთავარია საიმედოდ მუშაობს. საკითხავი ეფექტურობის მქონე ვაზნის და მაღალი ფასის (როგორც იარაღზე ასევე ვაზნაზე) გამო მისი რეკომენდირება თავდაცვის იარაღის როლზე იქნება არასწორი. პისტოლეტი ზომიერი ენთუზიაზმით იქნა მიღებული სხვადასხვა ქვეყნების სპეც დანიშნულების დანაყოფების მიერ და ჯერ-ჯერობით მიუხედავად იმისა, რომ ეს პისტოლეტი 1993 წლიდან გამოდის ის კვლავ რჩება ეკზოტიკად.

4.    „Calico“

LIBERTY

როდესაც ვამბობდი რომ „გაუთვითცნობიერებელი ფანატიკოსები“ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფებენ მწარმოებელს რომელიც დიდიხანია უნდა გარდაცვლილიყო, პირველ რიგში ვგულისმხობდი “Calico Light Weapons Systems” რომელიც 1990 წლიდან უშვებს ორიგინალურ იარაღს იგივე დასახელებით. ეს ფუტურისტული იარაღი, სპეციფიური იერსახის გამო მოთხოვნით სარგებლობს როგორც მედია ინდუსტრიაში ასევე სამოქალაქო სექტორშიც. მისი უნიკალური იერსახე განპირობებულია იმით, რომ პისტოლეტი იყენებს ორიგინალურ მჭიდებს 50 ცალ 9×19 კალიბრის ვაზნაზე ხოლო მასრების ექსტრაქცია ქვევიდან ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ იარაღს ქონდა კარგი ერგონომიკა, და ძალიან დიდი ტევადობის მჭიდი 1990 წლიდან კომპანიამ ვერ მიაღწია იმას რომ იარაღმა დატოვოს წარმოება მუშა მდგომარეობაში და დიდი პროცენტი ამ პისტოლეტების ან საერთოდ არ მუშაობს ან მალე გამოდის მწყობრიდან. პორბლემა უარსდება იმით რომ კომპანია პრაქტიკულად უარს იძახის იარაღის შეკეთებაზე და კლიენტებთან ურთიერთობაზე. მიუხედავად ამისა კომპანია დღემდე არსებობს, მხოლოდ იმიტომ რომ მათ პროდუქტს უნიკალური გარეგნობა აქვს.

5.  АПС

apss1

საქართველო ის იშვიათი ადგილია დედამიწის ზურგზე სადაც მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ლეგალურად შეიძინოს АПС-ი ქარხნულ მდგომარეობაში ანუ ჯერებით სროლის საშუალების შენარჩუნებით.  სამწუხაროდ ისევე როგორც „სკორპიონი“ “სტეჩკინი” “დაწყევლილი” იყო სუსტი ვაზნით, რომელიც არ შეესაბამებოდა არც იარაღის გამოცხადებულ დანიშნულებას და არც მის წონას და გაბარიტებს. გამოცხადებული ეფექტური სროლის მანძილი 200 მეტრი აღმოჩნდა ზედმეტად ოპტიმისტური და საბჭოთა არმიის ოფიცრები დარჩნენ იმედგაცრუებულები ახალი იარაღის შესაძლებლობებით, რომლის შექმნის კონცეფცია უკვე იმ დროს მიჩნეული იყო არაეფექტურად. პისტოლეტი სულ რარაც 9 წელი გამოდიოდა რის შემდეგაც ის მოხსნილი იქნა შეიარაღებიდან. პისტოლეტი ნაკლებად არის გავრცელებული დანარჩენ მსოფლიოში და განიხილება უფრო როგორც საკოლქციო იარაღი ვიდრე ბრძოლო ინსტრუმენტი. სასაცილო ბუდე კონდახით ამ პისტოლეტიდან სროლა სახალისოა ხოლო ერთჯერად რეჟიმში პისტოლეტი შესანიშნავი სროლისუნარიანობით და სიზუსტით გამოირჩვა. პისტოლეტი საკმაოდ საიმედოც არის. მაღალი ფასი ამ იარაღზე გამართლებულია იმ ფაქტით რომ იარაღი ხელუხლებელია და როგორც წესი ყველა ძალიან კარგ დმგომარეობაშია, იყიდება აუთენტიკური ბუდე-კონდახით და 5 მჭიდით. პრაქტიკული გამოყენება ამ იარაღს არ აქვს, სუსტი ვაზნის, დიდი გაბარიტების და მაღალი ფასის (5000 ლარი) გამო ეს იარაღი არ გამოდგება როგორც სამსახურებობრივი ან თავდაცვის იარაღი ხოლო ავტომატურ რეჟიმში იარაღი პრაქტიკულად უკონტროლოა.

6.    Nagant M1985

nagantrevolver_7

როგორც ყველა იარაღის მოდელს იმ მცირე ასორტიმენტიდან რომელიც ხელმისაწვდომი იყო საბჭოთა კავშირიში ბელგიური ნაგანსაც ხვდა თავისი წილი მითების და ლეგენდების. ერთ-ერთის თანამხმად პარტიზანებს მოწონდათ ნაგანი იმის გამო, რომ მისი ნელი და წვრილი ტყვია  ხვრეტდა ქოხის შუშას და ინარჩუნებდა ტრაექტორიას და საკმარის ენერგიას რომ მოეკლა ქოხში მყოფ ფაშისტი ან პოლიცაი. ასე ეპარებდონენ პარტიზანები მტერს და ქუჩიდან კლავდნენ მას ნაგანებიდან.   რეალობა კი ის არის რომ უკვე შეიარაღებაში მიღებისთანავე ეს რევოლვერი მორალურად მოძველებული იყო, იყენებდა სუსტ ვაზნას, იყო მძიმე და მის გადატენვას მთელი საუკუნე ჭირდებოდა ხოლო კონსტრუქცია ხელოვნურად იყო გართულებული წინ-უკან მოძრავი დოლურათი რომელიც გამორიცხავდა დენთის აირების გაპარვას ლულას და დოლურას შორის. ასეთმა გაუმართლებელმა გადაწყვეტილებამ შეამცირა რევოლვერის საიმედოობა და სანაცვლოდ მისის სუსტი ვაზნა გახდა რამდენიმე ჯოულით ნაკლებად სუსტი. ტრადიციულად რუსეთში იარაღის არადამაკმაყოფილებელი საბრძოლო თვისებები კომპენსირდებოდა საზარბაზნე ხორცის დიდი მარაგებით, რამაც განაპირობა ის საოცარი ფაქტი რომ “ნაგანი” შემორჩა შეიარაღებაში მთელი ერთი საუკუნე.  მიუხედავად თანდაყოლილი ნაკლოვანებებისა ნაგანი არის შედარებით საიმედო და საკმარისად ზუსტი, მაგრამ საშინლად მძიმე სასხლეტის გამო ორმაგ რეჟიმში ამ რევოლვერიდან ეფექტური სროლა პრაქტიკულად შეუძლებელია.  ნაგანის სისტემის რევოლვერები საკმაოდ გავრცელებულია და მსოფლიოს ბევრ კუთხეში გვხდება მაგრამ არსად ყოფილი საბჭოთა კავშირის გარდა ეს რევოლვერი აჩქარებულ გულის ცემას არ იწვევს. მძიმე სასხლეტის გამო სროლა ამ რევოლვერიდან ნაკლებად სახალისოა და მაგიტომ ამ რევოლვერს კოლექციონერები ყიდულობენ და თაროზე შემოდების შემდეგ ივიწყებენ. სროლა ამ რევოლვერიდან მოეწენობა ალბათ მხოლოდ მაზოხისტს, რომელიც კმაყოფილი დარჩება გადატენვის დამრთგუნველი ხანგრძლივობით და სირთულით ისევე როგორც საოცრად მძიმე სასხლეტით.

7.       ПСМ

300Psmp

ხანდახან იარაღი იყიდება მხოლოდ იმიტომ რომ მოცულია მითებით და ლეგენდებით. ყოველშემთხვევაში საქართველოში ეს ფაქტორი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა. საბჭოთა მცირეკელიბრიანი პისტოლეტი ПСМ მიღებული შეიარაღებაში 1974 წელს განკუთვნილი იყო მაღალი რანგის ოფიცრებისთვის და “კაგებეს” ოპერატიული თანამშრომლებისთვის. ეს იარაღი არც ისე გავრცელებულია სხვა ქვეყნებში (არავის არ ჭირდებოდა ეს პისტოლეტი თუნდაც საჩუქრად იდეოლოგიური მოკავშირესგან) და ბევრი უცხოელი კოლექციონერი და ენთუზიასტი იქნებოდა გახარებული ამ პისტოლეტის შეძენით. მეორეს მხრივ საქართველოში ეს პისტოლეტი  სულაც არ წარმოადგენს დიდ იშვიათობას განსხვავებით მისი ვაზნისგან, რომელიც ერთი პერიოდი ცალი 50 ლარი ღირდა. პისტოლეტი წარმოადგენს იარაღის ისტორიის საინტერესო ნაწილს, საიმედოა და საკმაოდ ზუსტიც მაგრამ ვაზნა დაფუძნებული მცირეკალიბრიან 1897 წლის 5მმ-ან ფრანგულ ვაზნის კონსტრუქციაზე ძალიან არაეფექტური გამოდგა. რიცხვი ადამიანების, რომლებმაც მიიღეს რამდენიმე ჭრილობა ამ იარაღიდან ნასროლი ტყვიით და შემდგომ თავისი ფეხით მიაკითხეს საავადმყოფოს საკმაოდ დიდია.  იარაღი დღემდე სარგებლობს მოთხოვნით საქართველოში მაგრამ მთელ მსოფლიოში ის აღითქმევა როგორც ცეცხლსასროლი კურიოზი და უბრალოდ იარაღის ისტორიის პატარა ნაწილი. ჭკუადმყოფელი ადამიანი ამ იარაღს არ ანდობს თავის სიცოცხლეს.

8. “Derringer”

der3

ზევიდან ქვევით, ორიგინალური “ფილადელფიური დერინჯერი”, “თანამედროვე” ორლულიანი “დერინჯერი” და ცალლულიანი .223 კალიბრის პისტოლეტი PAR1.  

“დერინჯერები”, ერთ ან ორლულიანი პისტოლეტები ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში, მაგრამ გვხვდება საქართველოშიც, სადაც  მაღაზიების ერთი ქსელი ცდილობს უკვე მეორე წელია ამოყიდოს ამ პისტოლეტების მარაგი. შექმნილი ორიგინალური ჰენრი დერინჯერის ლულიდან დასატენი ცალლულიანი პისტოლეტის მოტივებზე ეს პისტოლეტი წარმოადგენს რამდენიმე ლულიან ზეკომპაქტურ ხელის იარაღს, სხვადასხვა მათ შორის ძალიან ძლიერ კალიბრებზე. როგორც წესი ეს იარაღი იტენება იარაღის შუაზე “გადატეხვით”. იმ ეპოქაში როდესაც ავტომატური იარაღი ჯერ არ არსებობდა, რა თქმა უნდა “დერინჯერები” და მრავალლულიანი პისტოლეტების მეორე სახეობა ე.წ. “პეპერბოქსები” იყო ერთადერთი ალტერნატივა, რამდენიმე გასროლის წარმოების, 21-ე საუკუნეში ძნელად წარმოსადგენია ვის შეიძლება თავში აზრად მოუვიდეს იარაღის შეძენა რომელიც სულ ორჯერ ისვრის და გადატენვას კიდე საკმაოდ დიდი დრო უნდა. მიუხედავად ამისა სიყვარული ეკზოტიკისადმი მაინც არსებობს, იმიტომ რომ ეს კალსიკური დიზაინი არ ქრება და რიგი კომპანიები აწარმოებენ, როგორც მეტ ნაკლებად კლასიკურ დერინჯერებს ასევე შედარებით თანამედროვე ორლულიან პისტოლეტებს გათვლილებს არც მეტი არც ნაკლები შაშხანის .223 Rem კალიბრზე. რა თქმა უნდა ცარიელ ხელებს “დერინჯერი” ჯობია, მაგრამ დღეს ამ ფასად და ამ გაბარიტებში გაცილებით უფრო უკეთესი იარაღებია ხელმისაწვდომი.

9. Semmerling LM4

semmerling

ორიგინალური “სემერლინგი”

ძველად სანამ გაჩნდებოდა ავტომატური პისტოლეტები, რამდენიმე გასროლის წარმოების შესაძლებლობა იყო მხოლოდ მრავალლულიანი იარაღიდან (პეპერბოქს), მოგვიანებით რევოლვერებიდან და ასევე ხანმოკლე პერიოდის დროს შედარებით ნაკლებად გავრცელებული ხელით გადასატენი პისტოლეტებიდან, რომლებიც იკვებებოდნენ მჭიდებიდან. ეს პისტოლეტები ძალიან წააგავდნენ თანამედროვე პისტოლეტებს, იმ განსხვავებით, რომ გადატენვის ციკლს მსროლელი ხელით ასრულებდა. არ ვიცი რა ნახა ამ მიდგომაში მიმზიდველი ამერიკელმა ფილიპ ლიხტმანმა მაგრამ მან მე-20 საუკუნის 80-ან წლებში შექმნა კომპაქტური .45 კალიბრის ხელით გადასატენი პისტოლეტი LM4.  ალბათ ეკზოტიკურობის ხარისხის ამაღლების მიზნით, ლიხტმანის პისტოლეტი იტენება საკეტის წინ მოძრაობით. მწარმოებელი იუწყება რომ პისტოლეტი “სულ რაღაც” 33 დეტალისგან შედგება, მარტივია, კომპაქტურია და საიმედო თუმცა აღსანიშნავია, რომ “გლოკიც” იგვე რაოდენობის დეტალებისგან შედგება. LM4 იყენებს 4 ვაზნიან მჭიდს და დატენილ მდგომარეეობაში იწონის 560 გრამს რაც ხდის მას ალბათ ყველაზე მსუბუქ .45 კალიბრის პისტოლეტად. ბაზარმა არ გაიზიარა ფილიპ ლიხტმანის ენთუზიაზმი და არსებული მონაცემებით ლიხტმანის კომპანიამ გამოუშვა სულ 600 ცალი, ხოლო 90-ან წლებში “American Derringer”-მა დაიწყო მათი გამოშვება ლიმიტირეული რაოდენობებით. დღეს ორიგინალური LM-4-ები დიდი მოთხოვნით სარგებლობენ კოლექციონერებს შორის. გარდა ამისა პისტოლეტი მართლაც დამზადების და გამოყენებული მასალების უმაღლესი ხარისხით გამოირჩეოდა.

10. Wildey Magnum

ეს სტატია ორი თვე იდო დრაფტებში სანამ მე ვფიქრობდი რომელი იარაღი იქნებოდა მეათე ადგილზე და ბოლოს ვიფიქრე, რომ თუ “უდაბნოს არწივი” მოხვდა ამ სიაში მაშინ “Wildey Magnum”-იც იმსახურებს ერთ ადგილს. რგორც “უდაბნოს არწივი” ეს პისტოლეტი გათვლილია განსაკუთრებულად ძლიერი ვაზნების გამოყენებაზე. ამისთვის პისტოლეტი იუენებს საკეტს რომელიც ბრნივით იკეთება ხოლო გადატენვისთვის გამოიყენება დენთის აირები. თუ ეს არ არის საკმარისი რომ გაოცდეთ, გეტყვით კიდე რომ პისტოლეტი აღჭურვილია დენთის აირების რეგულატორით, რომელიც იძლევა საშუალებას მოარგოთ პისტოლეტი სხვადასხვა სიმძლავრის მუხტებს. იარაღის წაროება დაიწყო 1973 წელს მაგრამ პისტოლეტი ცუდად იყიდებოდა და მხოლოდ მისი გამოჩენამ დიდ ეკრანზე (ფილმების სერია Death Wish ჩარლზ ბრონსონთან ერთად მთავარ როლებში) გამოაცოცხლა გაყიდვები და კომპანია გადაურჩა გაკოტრებას.  პისტოლეტის კონსტრუქციის ავტორი უაილდი ჯეი მური იყო გატაცებული მონადირე და მას ძალიან უყვარდა მოკლელულიანი იარაღით ნადირობა. პისტოლეტიც მან შექმნა გატაცებული მონადირეებისთვის, კალიბრის გამოცვლის, მუხტზე მორგების და სხვა საჭირო ოფციებით. იარაღი გამოვიდა დიდი, მძიმე, ძვირი, გათვილი ეკზოტიკურ “გარეულ” კალიბრებზე. მეორადი და ყველაზე გავრცელებული მოდელების ფასიც კი 1000 დოლარიდან იწყება.  პისტოლეტი 2011 წლამდე გამოდიოდა და სარგებლობა პოპულარობით ენთუზიასტი მსროლელების ვიწრო წრეში მაგრამ პოპულარობა ვერ მოიპოვა ვინაიდან მისი ექსპლუატაცია და მორგება ითხოვდა დროს, ცოდნას და გამოცდილ მსროლელს. 2001 წელს კომპანიის დამუძნებლის ჯანმრთელობის პრობლემების გამო წარმოება გაჩერდა და 2015 წელს USA Firearms Corporation-მა განაცხადა რომ განაახლებს ამ პისტოლეტების წარმოებას.  ”უალდი მაგნული” რჩება საინტერესო არტეფაქტად და უნიკალურ იარაღად, მაგრამ გამოვიდა ზედმეტად არაპრაქტიკული და სპეციფიური რის გამოც ის მოხვდა ჩვენ ათეულში.

450Wildey8_inch

Heckler&Koch MP5

Monday, February 1st, 2016

13769393_2097842743773596_5374248484987008415_n

გაშვებული წარმოებაში 1966 წელს Heckler&Koch MP5 მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტიპიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისგან, რომლებიც ისროდნენ ღია საკეტიდან. ღია საკეტის გამოყენება იყო ტექნოლოგიური და იაფი გადაწყვეტილება, მაგრამ სამართალდამცავებს ჭირდებოდათ უფრო უსაფრთხო იარაღი, რომელიც ამავე დროს შეძლებდა ზუსტი სროლის წარმოებას ერთჯერადი გასროლების რეჟიმში. ახალი გერმანული იარაღი იყენებდა დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს ჩახმახით, ხოლო თავისუფალი საკეტი შეიცვალა გორგოლაჭებიანი გადავადებული ჩაკეტვის სქემით, რამაც გახადა შესაძლებელი გამოყენებულიყო უფრო მსუბუქი საკეტი რაც ჩახმახიან დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმთან ერთად უზრუნველყოფდა იარაღის სტაბილურობას და ხელს უწყობდა ზუსტ სროლას როგორც ნახევრად ავტომატურ რეჟიმში ასევე ჯერებით. ჩაკეტვის სქემით, აგებულებით, წარმოების ტექნოლოგიებით, მართვის ელემენტების განლაგებით და ბევრი სხვა დეტალით იარაღი ამავე კომპანიის G3-ის შაშხანის იდენტურია. MP5-ის რესივრი (ლულის კოლოფი) დამზადებული იყო ბეჭდვის მეთოდით თხელი ფოლადის ფირფიტებისგან, ქვედა რესივერი (დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი სახელურით) მზადდებოდა პოლიმერისგან. აგებული ტრადიციული გერმანული სიზუსტით და ხარისხით MP-5 გამოირჩეოდა შესანიშნავი საბრძოლო თვისებებით და ლეგენდარული სამედოობით. მომდევნო ნახევარი საუკუნე H&K MP5 და მისი მოდიფიკაციები იქნება ეტალონური და ყველაზე გავრცელებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მსოფლიოში. მის ლიცენზირებულ ვარიანტებს უშვებდა მინიმუმ 12 (!!!) ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ტაქტიკური იარაღის ამ კლასმა დაუთმო პოზიციები კომპაქტურ კარაბინებს MP5 კიდე დიდიხანი დარჩება სამართალდამცავების შეირაღებაში მსოფლიოს ყველა კუთხეში. MP5 და მისი ლიცენზირებული ვერსია გამოშვებული MKE-ს მიერ თურქეთში, ასევე არის ქართული ჯარის და სამართალდამცავების შეიარაღებაში.

Magnum Research BFR

Monday, February 1st, 2016

500SmithandWessonBFR

დღის იარაღი. Magnum Research BFR. მსხვილკალიბრიანი ამერიკული წარმოების რევოლვერი შექმნილი მეტ წილად ნადირობისთვის იქ სადაც ეს დასაშვებია. Magnum Research-მა დაიწყო ამ სერიის რევოლვერების წარმოება 2000 წელს, აშშ-ში. რევოლვერის კონსტრუქცია დაფუძნებულია ახალი მოდელის Ruger Super Blackhawk-ზე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს Colt Single Action Army-ს გაუმჯობესებულ ვარიანტს. ისევე როგორც კოლტი და რუგერი, MR BFR არის მხოლოდ ერთმაგი მოქმედების. რევოლვერი თავის კონკურენტებისგან გამოირჩევა უჩვეულოდ გრძელი დოლურათი (60%-ით) რაც უზრუნველყოფს შეუდარებელ მოქნილობას ძლიერი ვაზნების გამოყენებისას. რევოლვერი მზადდება მთლიანად უჟანგავი ფოლადისგან. ხელმისაწვდომია რევოლვერები ორი ძირითად კონფიგურაციაში, გრძელი და მოკლე დოლურათი. მოკლე დოლურა გათვლილია ისეთ კალიბრებზე როგორიც არის .22 Hornet, .454 Casul, 475 Linebaugh, .50AE, თუ ეს საკმარისი არ არის გრძელ დოლურიანი მოდელი შეიძლება იყოს გათვლილი მათ შორის შაშხანის კალიბრებზეც, როგორიც არის .444 Marlin, .30-30 Win., .45/70 Gov’t, .450 Marlin, .50 Beowulf და ასვე ზე-ძლიერ რევოლვერის კალიბრებზე, როგორიც არის 460 S&W Mag და .500 S&W Mag. სულ ორივე მოდელი ხელმისაწვდომია 20-მდე კალიბრში. მიუხედავად იმისა, რომ BFR რევოლვერები არ ღირს ძვირი, მათი ფასი 1000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მყიდველს შეუძლია მოითხოვოს რევოლვერის დამზადება საკუთარი სპეციფიკაციებით. BFR გაიშიფრება როგორც Big Frame Revolver (რევოლვერი დიდი ჩარჩოთი) და არაოფიციალურად როგორც Biggest Finest Revolver (ყველაზე დიდი და ყველაზე კარგი რევოლვერი) და ასევე Big Fucking Revolver.