Archive for the ‘გრძელლულიანი იარაღი/long guns’ Category

იტალიური FABARM SDASS Trainer

Tuesday, September 13th, 2011

ალბათ თუ დიდიხანია კითხულობთ ჩემ ბლოგს ხვდებით, რომ მე განსაკუთრებულად მომწონს თოფები რომელთა გადატენვა ხდება ”ცევიოს” მოძრაობით, ე.წ. „პომპები“.  რატომ უკვე ავხსენი. მარტივი, საიმედო, უნივერსალური, დიდი საცეცხლე ძალის მქონე და ამავე დროს შედარებით იაფი იარაღია. საქართველოში ის არ სარგებლობს პოპულარობით, ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ეს შედარებით ახალი იარაღის ტიპია, ხოლო პიონერები ქართულ ბაზარზე იყვნენ იაფი თურქული „პომპები“, რომლებიც ვერ შეუქმნიდნენ კარგ რეპუტაციას მწარმოებლებს ამ ქვეყნიდან. ნაწილობრივ ალაბთ კიდევ იმიტომ ,რომ „პომპა“ ითხოვს გარკვეულ კულტურას და მომზადებას, სპეციფიურ უნარჩვევებს, (ისევე როგორც ბევრად უფო პოპულარული ჩვენთან ნახევრად-ავტომატები) აქვს გარკვეული ტაქტიკური შეზღუდვები. შესაბამისად აზრი, რომ ჯერ უნდა დაიწყო ცალ ლულიანით, მერე ორ ლულიანით, მერე ნახევრად-ავტომატით, პერიოდულად მეორდება ფორუმებზე და მონადირეების წრეებში. მე ამას არ ვეთანხმები. რატომ უნდა დაიწყოს ადამიანმა გაცნობა პისტოლეტთან ცალ ვაზნიანი მოდელით? იყიდეთ რაც მოგწონთ, რაც გჭირდებათ და დაიწყეთ ვარჯიშის და შესწავლის პროცესი.   ასევე მოგახსენებთ, რომ ჩემ ხელში ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიარა რამოდენიმე „პომპამ“ და კიდევ რამოდენიმე სხვისი თოფის ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა. მე პირადად მქონდა Winchester 1300, ადრინდელი FABARM SDASS (გერმანული ბაზრისთვის განკუთვნილი), თურქული ორი თოფი, Stoeger SP312, Akkar Karatay Taktikaა. ახლოს გავიცანი Armsan-ის მოკლე ტაქტიკური „პომპა“, Maverick 88,  Remington 870, Franchi SAS12. სულ ბოლო შენაძენი გახლავთ სულ ახალი FABARM SDASS მოდელი Trainer და სწორედ ამ თოფზე წავა საუბარი.

FABARM SDASS Trainer

მინდა ვაღიარო, რომ იმ მომენტიდან რაც ეს თოფი თბილისის ერთ ერთ მაღაზიათა ქსელში გამოჩნდა, სულ მინდოდა მისი ყიდვა, ფასი არ იყო ძვირი (რაც იშვიათობაა ჩვენი რეალობისათვის), დაახლოებით 1150 ლარი, კარგი მაწრმოებელი და 100%-ით ტაქტიკური მოდელი. ეს ფასი დაახლოებით ორჯერ უფრო მეტია ვიდრე თურქულ პომპებზე. უფრო ძვირია ვიდრე მექსიკურ ამერიკული Maverick 88. პრინციპში ამ ფასში შეიძლება შოვნა ამერიკული თოფის, რემინგტონის ან მოსბერგის. ანუ თოფი ჩვენ ბაზარზე არ ჩაითვლება მინც და მაინც იაფ იარაღად, თუმცა მაგალითად „თურქულ-იტალიური“ Bernardelli-ის ”პომპები” შედარებისთვის 1300 ლარად იყიდებოდა.  ასე თუ ისე ახალი იტალიური თოფი 2000 ლარზე ნაკლებ ფასში ჩემი აზრით კარგი შენაძენია.

იტალიელის ყიდვისას რას ვღებულობთ? ლამაზ ყუთს, რომლის წარწერა იუწყება, რომ თოფი 100%-ით დამზადებულია იტალიაში. ეს კარგია იმიტომ, რომ. თურქები სულ უფრო ღრმად აღწევენ საერთაშორისო ბაზარზე და ამას ხშირად ფარულად და არააფიშირებულად აკეთებენ. ისეთი ფირმები, როგორიცაა Verney Carron, Wetherby, Smith&Wesson, Ceska Zbrojovka უკვეთავენ ან მთლიან თოფებს ან მათ ნაწილებს. მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას შევაფასო ეს მოვლენა, დადებითად თუ უარყოფითად მაგრამ მე ეს არ მომწონს.  თურქული Wetherby??? თქვენ ალბათ ხუმრობთ!  ან შეიძლება მე მგონია, რომ თურქული მარტო აქ, საქართველოში ასოცირდება დაბალ ხარისხთან. შეიძლება ასეც არის. თურქული კაკალი მაგალითად სულაც არ არის ცუდი ხარისხის , პირიქით. მაგრამ ბოროტი ენები ირწმუნებიან, რომ თურქები სხვაგან ყიდულობენ კაკალს და როგორც საკუთარ პროდუქციას მერე ისე ყიდიან.

SDASS Trainer-ის ყუთი და შეფუთვა არ არის ისეთი, როგორც სანადირო თოფების შემთხვევაში, არ არის მოსახსნელი ჩოკები, პლასტმასის კეისი და სხვა პატარა და სასიამოვნო აქსესუარები. თუმცა საქმე გვაქვს სამუშაო ინსტრუმენტთან და ზედმეტი ფუფუნებების მოლოდინში ნუ იქნებით.  სიმპატიურ ფერად მუყაოს ყუთში დევს სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია „საგამოცდო სახლის“ მიერ და იუწყება, რომ თოფი გასინჯულია საცდელი ორი ვაზნით, რომელთა მუხტი შეადგენს 1370 ბარს.  კარგია. მარტივი ინსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს თოფის გაშლილ სქემას, ინსტრუქცია კლასიკური გაგებით არ არის, თუმცა შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ის აქიდან. ასევე მოყვება გრძელი ალუმინის ღერძი, რომელიც მჭიდში მოთავსებისას ზღუდავს მის ტევადობას სამ ვაზნამდე. ზოგ ქვეყანაში მოქმდებს თოფის მჭიდისი ტევადობაზე შეზღუდვა ხოლო ამ ღერძის მჭიდში მოთავსებით, ეს შეზღუდვა სრულდება. ეს არის და ეს.  გადავიდეთ თოფის შეფასებაზე.

საკმარისია, რომ თოფი ამოიღოთ ყუთიდან და ეგრევე მიხვდებით, რომ მიუხედავათ ძალიან დიდი ყურადღებისა, რომელსაც თურქები აქცევენ მათი იარაღის გარეგნობას, იტალია მაინც იტალიაად რჩება. უკეთესი დაფარვა (PVD ტიპის დაფრავა, სრულდება ვაკუუმში, დეტალებზე დაფრქვვით) , უკეთესი დამუშავება და მეტი ყურადღება წვრილმანებისადმი. მაგალითად სასხლეტის ზედაპირის ძალიან წვრილი და ზუსტი დამუშავებით.  ყურადღებას იქცევს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსის მაღალი ხარისხის პლასტმასა და დამზადების ხარისხი. ლულა აღჭურვილია „რადიატორით“ (წააგავს “ფაშისტური” ტყვიამფრქვევის  Mg34-ის ლულას), რომელიც მოგვიანებით ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება. გადაბმა ლულის და მჭიდის, ლულის ბოლოსკენ არის შესრულებული, ეს კიდე ნიშნავს, რომ იარაღი გაუძლებს მიწაზე დაცემას და დარტყმებს, მჭიდის დეფორმაციის გარეშე.


ასევე უნდა ავღნიშნო, რომ იარაღის გადატენვის მექანიზმი ძალიან რბილად მუშაობს, არანაირი ვიბრაცია, რყევა ან გაჭედვა. პლასტმასის ფურნიტურა არ გამოიყურება, როგორც იაფფასიანი დაბალი ხარისხის დეტალები. ნახევრად პისტოლეტურ ტარს აქვს სასიამოვნო ტექსტურა.  კონდახი დაბოლოებულია, რბილი რეზინის ამორტიზატორით. მოკლედ კარგი, ხარისხიანი, „გემრიელი“ თოფია.  ერთადერთი მინუსი, რამაც შეიძლება ყურადღება მიიქციოს არის წონა. თოფი არ არის მსუბუქი.  დანარჩენში მხოლოდ სასიამოვნო ან ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებებია.  ბალანსზე ვერაფერს ვერ დავწერ, ტაქტიკური თოფია, საბრძოლო ინსტრუმენტი.  სქელი 51სმ ლულა, დიდი ტვადობის მჭიდი და ”რადიატორი” წევენ სიმძიმის ცენტრს წინ. არაფერი კატასტროფული ამაში არ არის. მას არ მოეთხოვება მსუბუქი ორლულიანი თოფის ბალანსი, ელეგანტურობა და ესთეტიკა.  მხოლოდ საიმედოობა და გამძლეობა.

კონსტრუქციულად, თოფი არის  ამ ოჯახის იარაღების ტიპიური წარმომადგენელი, გრძივად მოძრავი ”ცევიო”, საკეტი, რომელიც იკეტება ერთ საბრძოლო ბჯენზე, განლაგებული საკეტის ზევით და იკეტება ლულის კუდში განლაგებულ პაზში. ერთ ერთი ყველაზე მარტივი და თურქების მიერ ამის გამო ფართოდ კოპირებული სქემა. პირველად ევროპაში სავარაუდოთ გამოჩნდა 1970-ან წლებში იტალიურ Franchi SAS 12-ში, მანამდე მოსბერგ 500-ში.  ჩემთვის ცნობილი გამონაკლისია, თურქული Stoeger SP312, რომლის საკეტი იკეტება საკეტის ირგვლივ განლაგებულ ბჯენებზე და წააგავს ამით Benelli Nova-ს.

დამცველი SDASS-ზე განლაგებულია დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის კორპუსში. მანდვე განლაგებულია ორივე მხრიდან ადვილად ხელმისაწვდომი, საკეტის გახსნის ღილაკი. ყველაზე მოუხერხებელი ეს დეტალი მე შემხვდა Franchi SAS12-ზე, დამალული მარცხენა მხარეს და ბრტყელი ფორმის. კოშმარი ცაციასთვის. თოფის ცევიო არის საკამოდ გრძელი, ეს უზრუნველყოფს საიმედო მოჭიდებას გადატენვისას, გამორიოცხავს ხელის მოყოლას ცევიოს და რესივერს შორის. მაგალითად Stoeger Sp312-ზე მოკლე ცევიო განლაგებულია საკამოდ წინ, რის გამოც მოკლე ხელებიან ადამიანებს გაუჭირდებათ მისი ოპერირება, ხოლო სწრაფი სროლის დროს, შეიძლება ცევიო უბრალოდ გაგექცეთ. დამატებით, იტალიელის ცევიოზე არის ორი ადგილი ხრახნებისთვის, სადაც შეიძლება დაყენდეს უნივერსალური ”პიკატინის” ტიპის სამაგრი.

მჭიდი განლაგებულია ლულის ქვეშ, იტევს 7 ვაზნას. მჭიდის კორპუსი შემოკრულია, რაღაც სინთეტიკური დეკალით, რომელიც სავარაუდოთ ამცირებს ხახუნს და იცავს მჭიდის კორპუსის დაფარვას ცვეთისგან. გარდა ამისა ის უბრალოდ ძალიან ლამაზად გამოიყურება. განსხვავებით თურქებისგან, ამ თოფში პლასტმასისგან დამზადებული არის მხოლოდ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი (პლასტმასის ფურნიტურას არ ვთვლით). მჭიდის მიმწოდებელიც არის მეტალის, წითელი ფერის. მჭიდის ხუფი არის ფოლადის (არა ალუმინის). რესივერი მსუბუქი შენადნობისგან არის დამზადებული, მარკა- Ergal 55, რომელიც ტიპიურია იტალიური თოფებისთვის. მაგალითისთვის, რა მასალებისგანაა დამზადებული თურქული თოფი თქვენ დიდი ალბათობით ვერ გაიგებთ. არა და ყველაზე ლოგიკურია ივარაუო, რომ სწორედ მასალები არჩევაში მოხდება ეკონომია.  უნდა ავღნიშნო, რომ თითქმის ყოველთვის, თურქულ თოფებში პლასტმასის აქსესუარები, სამიზნე მოწყობილობები, როგორც წესი უბრალოდ სასაცილო ხარისხისაა და პატარა დატვირთვასაც ვერ უძლებს. აქიდან რჩევა: მოერიდეთ ასეთ „დანავაროტებულ“ თურქულ თოფებს, ყველაფერი, რაც მათზე აყენია მალევე დაიწყებს მწყობრიდან გამოსვლას ან უბრალოდ გაგაწვალებთ ექსპლუატაციაში.

არ დაიბნეთ თუ ვერ ნახავთ კონდახზე ქამრის გასაყრელ ადგილს, მე ვიფიქრე რომ ეს არის ეკონომია, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ქამრის გასაყრელი ადგილი არის ნახევრად პისტოლეტური ტარის ძირში. იარაღის წონა შეადგენს 3.2 კგ-ს. ლულის სიგრძე 51 სმ. მჭიდის ტევადობა 7 ვაზნა. სამიზნე უბრალო, ვერტიკალური ფირფიტა ლულაზე.

FABARM SDASS-ის ლულა არის საკმაოდ საინეტერსო დეტალი და აქაც ის გამოირჩევა თურქული თოფებისგან. ქრომირებული შიგნიდან, დამზადებული ქრომო-მოლიბდენური ფოლადისგან, გარედან დაცულია რადიატორით, რომელიც იცვას თქვენ ხელებს დამწვრობისგან ინტენსიური სროლისას და ამავე დროს, უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას ლულის ირგვლივ და მის სწრაფ გაგრილებას. ლულა დამზადებულია Tribore ტექნოლოგიით (პირველად გამოყენებულია FABARM-ის მიერ დაახლოებით 10 წლის წინ).  ამ ტექნოლოგიით დამზადებული ლულა იყოფა სამ ზონად, უშუალოდ ლულის ძირითადი ნაწილი დიამეტრით 18.8მმ, ლულის კონუსური ნაწილი, სიგრძით 204 მმ. როდესაც ლულის დიამტერი მცირდება 18.4მმ-დე და შემდეგ ცილინდრული ნაწილი ლულის ბოლოსკენ (5მმ), რომელიც მთავრდება დაბალოებით, რომელზეც ყენდება ცვლადი ”ჩოკები”.  შესაძლებელია ფაბარმის სტანდარტული „მულტიჩოკების“ ან ლულის მუხრუჭების/კომპენსატორის დაყენება.  ლულის დამზადების ასეთი ტექნოლოგია უზრუნველყოფს შესანიშნავს რეზულტატებს ტყვიით სროლისას და მისაღებ რეზულტატებს საფანტით სროლისას, სასურველი ჩოკები აქცევენ ამ იარაღს ნამდვილ უნივერსალურ თოფად. ჩოკების დასაყენებელი ადგილი დაცულია სპეციალური ხუფით, რომლის მოსახსნელი გასაღები მოყვება ახალ თოფს კომპლექტში. ცხადია ქრომირებული სავაზნის სიგრძე შეადგენს 76მმ-ს და აქვს საკმაოდ გრძელი გადასვლა ლულაში.

FABARM SDASS-ის ლულის სქემა

უნდა ავღნიშნო, რომ ყველა თურქულ თოფზე, რაც მე მინახია ლულა დამზადებულია კარგი ხარისხით, როგორც მინიმუმ ასე ჩანს ვიზუალუირ დათვალიერებით და პრინციპში ყველა აჩვენებდა აბსოლუტურად მისაღებ რეზულტატს ტყვიით სროლისას.

აბრევიატურა  SDASS (Special Defence And Security Shotgun), ითარგმნება, როგორც სპეციალური თავდაცვითი და უსაფრთხოების თოფი. მოდელების გამა საკმაოდ დიდია, რომლებიც გამოირჩევიან სხვა და სხვა შესრულებით, გამოყენებული მასალებით, კონდახის ტიპებით, სამიზნე მწყობილობებით და რა თქმა უნდა ლულის სიგრძეებით. ყველაზე საინტერესოდ მომეჩვენა FABARM SDASS Heavy Combat , მძიმე საბრძოლო მოდელი სქელი ლულით, აღჭურვილი კომპენსატორით, გათვლილი ინტენსიურ ექსპლუატაციაზე რთულ პირობებში. ასევე მოკლე და კომპაქტური მოდელი Martial Ultra Short 18. თავის დროზე მე მინდოდა სწორედ ამ მოდელის შეძენა და შემდგომ მასზე პისტოლეტის ტარის ნაცვლად სრულყოფილი კონდახის დაყენება. შედეგად მივიღებდი ერგონომიურ ადვილად სასროლ, მაგრამ ამავე დროს კომპაქტურ მოდელს.  თუმცა საბოლოო ჯამში ჩემ ხელში აღმოჩნდა მძიმე და სრული ზომის მოდელი Trainer.

თვითონ SDASS-ის ოჯახის ტაქტიკური თოფების რეპუტაციას და სახელს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ თოფი საკამოდ პოპულარულია ევროპაში, რუსეთში, სარგებლობს კარგი რეპუტაციით აშშ-ში სადაც ის იყიდება Heckler&Koch-ის დახმარებით, თუმცა ცნობილია, რომ ამ კომპანიის გაურკვეველი პოლიტიკამ სამოქალაქო ბაზარზე,  გამოიხატება იტალიური თოფების მცირე გაყიდვებში. თავის დროზე აღნიშნული გერმანული კომპანია ასევე ყიდიდა თავისი ქსელის გმოყენებით Benelli-ს თოფებს, მაგრამ ეს ალიანსი დაიშალა. საინტერესო ფაქტი ისიც არის, რომ Heckler&Koch-ის საკუთარი წარმოების თოფები იყენებდნენ იტალიური Franchi-ს რესივერს და სხვა ნაწილებს. ასევე თოფი ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში.

როგორ იქცევა იარაღი სროლისას. პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ იარაღს აქვს საუკეთესო სასხლეტი, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია ასეთი კლასის იარაღზე. ისევ მისი წარმოშობის დამსახურებაა. ის მსუბუქია, პრაქტიკულად ორ საფეხურიანი და ძალიან რბილი. უკუცემა სრულმუხტიანი ვაზნების სროლისას (კარტეჩი, სლაგები) საკმაოდ მძიმე ასატანია, სამაგიეროდ საფანტის ვაზნების სროლისას უკუცემა არის ძალიან მცირე, მე ვიტყოდი უმნიშვნელო. რბილი კონდახის დაბოლოება, შედარებით დიდი მასა ამას ხელს უწყობს. სამწუხაროდ სროლების დღეს ქროდა ძლიერი ქარი, რაც შეუძლებელს ხდიდა სპეციალურად დამზადებული სამიზნეების გამოყენებას, საჭირო გახდა იმპროვიზაცია, რაც გამოიხატა ასეთ უშნო სამიზნეში, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეგვეფასებინა სროლის ეფექტურობა, ერთი კონკრეტული თოფისგან. ქვევით მოცემული ილუსტრაციები საკმარისია, რომ შთაბეჭდილება შეგექმნათ თოფის შესაძლებლობებზე. საშუალო და ალბათ არადამაკმაყოფილებელი სიზუსტე ესპანური Rio Royal Buck 12P ვაზნების გამოყენებისას, დიდი გაფნტვა, თუმცა ერთგვაროვანი,  უკვე 15 მეტრის მანძილიდან. მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ასეთი ვაზნის გამოყენება არ იქნბა სასურველი.

შედარებით უკეთესი რეზულტატები კონტეინერიანი Federal BuckShot-ის გამოყენებისას. რაც სურათებიდან კარგად ჩანს. სიურპრიზი იყო თურქული წარმოების Trible Action-ით მიღებული შედეგები, სამი ქვეკალიბრული, სფერული ჭურვი მოთავსებული რიგში, კონტეინერში, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. თუ გავითვალისწინებთ დაბალ ფასს, მცირე წონას და მცირე უკუცემას ეს შეიძლება გახდეს აბსოლუტურად მისაღები არჩევანი თავდაცვის იარაღისთვის, ქალაქის, მჭიდროდ დასახლებული უბნის პირობებში.  სამწუხაროდ შეუძლებელი გახდა ქრონოგრაფირება, რაც მოგვცემდა თითო ჭურვის ენეერგიის გამოანგარიშების საშუალებას და უფრო სრულფასოვანი შეფასების და დასკვნების გამოტანაში დაგვეხმარებოდა . საკმაოდ საინტერესო ვაზნაა, ჩემი აზრით და მისი შესწავლა ჩვენს მიერ გაგრძელდება.

ტყვიით სროლის შედეგებიც კარგი იყო. სროლის მანძილი დგომიდან დაახლოებით 30 მეტრიდან. ესპანური Rio Royal Star არ იძლეოდა დიდ იმედებს, ტყვიები მასრებში იყო ცერად ჩასმული, ეს დეფექტი ადვილად ვიზუალურად შესამჩნევი იყო. შედეგიც საშუალოა, სამაგიეროდ უკეთესი შედეგი აჩვენა თურქულმა 32 გრამიანმა Yaf Palla Slug-მა. პირველი ორი მორტყმა დაბლა და მარჯვნივ მოხვდა, სავარაუდოთ ძლიერი ქარის გამო, რომელიც გვერდიდან უბერავდა და ხელს გვიშლიდა დამიზნებაში, მეორე ჯგუფი მოთავსდა იქ სადაც საჭიროა, თუმცა ორივე „ჯგუფი“ საკმაოდ მჭიდროა.

სროლისას რაიმე შეფერხება არ მომხდარა. მთლიანობაში თოფმა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებები დატოვა, კარგი სასხლეტი, შესანიშნავად მომუშავე გადატენვის მექანიზმი. ძალიან ლამაზი ”გარეგნობა”, არანაირი იაფი საჩვენებელი მიშურა, რომელიც ხანდახან კი არა და ხშირად ახასიათებს თურქულ პროდუქციას.

ესპანური Rio-ს სლაგები, მასრაში არაერთგვაროვნულად ჩასმული ტყვიები.

თურქული Trible Action

მე ყოველთვის ვარ პრაქტიკულობის მომხრე, „ვიდი“, „ბრენდი“, ფასი, „პაკაზუხობა“ ჩემთვის არ არსებობს. იარაღი, განსაკუთრებით თავდაცვითი, არის ინსტრუმენტი. ის პირველ რიგში უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას. მაგრამ ყოველთვის საჭიროა შესწორებების შეტანა ფასზე. თუ ფასი პრობლემა არა არის, „ჰაი ენდი“ „პომპებში“ არის პატარა სპეციალიზირებული ფირმების მიერ (მაგალითად Skattergun Technologies) მოდიფიცირებული მაღალი ხარისხის მოდელები, მოსბერგი, რემინგტონი 870, მათი ფასი აჭარბებს 1000 დოლარს, მაგრამ ეს არის უმაღლესი ხარისხის საბრძოლო ინსტრუმენტი.

Skattergun Technologies Standard Model. საწყისი ფასი 1350 დოლარი.  უმაღლესი კლასის თავდაცვითი თოფი

მეორე მხარეს არის საბაზისო მუშა მოდელები მაგალითად ძალიან მარტივი და „უშნო“ Maverick 88, 200 დოლარად, სადღაც შუაში ერთის მხრივ დახვეწილი კარგად დაკომპლექტებული Benelli Supernova Tactical, FABARM SDASS Tactical, მეორეს მხრივ საბაზისო, მარტივი Remington 870 Mariner ან Mossberg 500. სად არის აქ თურქული თოფი? სიმართლე გითხრათ არ ვიცი. თურქეთში არის უამრავი მწარმოებელი, ხარისხი ვარირებს მისაღებიდან – აბსოლუტურ ნაგავამდე და ეს ერთი და იგივე მწარმოებლის შემთხვევაში. უდიდესი აქცენტი გარეგნობაზე , ხშირი პრობლემები თურქულ თოფებთან, არეულ დარეული ანგარიშები ინტერნეტში, უამრავი ახალი მოდელის გამოჩენა მე მაგალითად მაგონებს სიტუაციას ჩინურ ავტომობილებთან, პროგრესი სახეზეა, მოდელები ბევრია, ფასი დაბალია, სიმპატიური გარეგნობა მაგრამ ჩავარდნილი უსაფრთხოების ტესტები, დამზადების დაბალი ხარისხი და იაფი მასალები. გარდა ამისა გაითვალისწინეთ, არსებობს იარაღის მწარმოებლებში პროდუქციის გრადაცია დამზადების ხარისხის მიხედვით. ვის რა გრადაციის პროდუქცია უნდა, წყვიტავს თვითონ, ვგულისხმობ დილერებს. სავარაუდოთ ის რასაც ღებულობს აშშ და ევროპა, როგორც პრიორიტეტული ბაზრები განსხვავდება იმისგან, რაც ხვდება მესამე სამყაროს ქვეყნების ბაზრებზე. რას ვღებულობთ ჩვენ მე არ ვიცი, თუმცა ილუზიები ამასთან დაკავშირებით მე არ მაქვს. ფაქტია, რომ თურქული იარაღის წარმოება სწრაფად პროგრესირებს, მაგრამ რა მიმართულებით მე არ ვიცი, იზრდება მოდელების გამა, მასალების ნაირსახეობები, გარეგნული გაფორმება, ფასი ყოველთვის რჩება მისაღები და ხელმისაწვდომი. ჩემი რჩევა იმისთვის ვინც თურქს ყიდულობს? აირჩიეთ ცნობილი მწარმოებლის ყველაზე საბაზო მოდელი, ზედმეტი ოფციების გარეშე. თურქები აკეთებენ ეკონომიას ყველაფერზე და მათ შორის განსაკუთრებულად „პერიფერიულ“ მოწყობილობებზე, რომლებიც ყველაზე ადრე გამოვლენ მწყობრიდან. მწარმოებელს უნდა ქონდეს გარკვეულუ ცენზი იარაღის წარმოებაში, მაგალითად  იგივე Stoeger, Huglu, Hatsan. ბაზარზე აქტიურად შემოიჭრა ATA Arms, მაგრამ ამ ეტაპზე რამის თქმა მათ პროდუქციაზე ნაადრევი იქნება. თუმცა მდიდრული ხანდახან მყვირალა გაფორმება და ძალიან დაბალი ფასი გარკვეული ეჭვების საფუძველს იძლევა. აირჩიეთ მოდელი, რომელიც აკოპირებს მარტივ, კარგად ცნობილ უცხოურ სისტემას, დააკვირდით დამზადების ხარსხს, შესრულებას, ლულას და მისი დამზადების ხარისხს. ჩემთვის უცნობია, რომელიმე ორიგინალური თურქული კონსტრუქციის თოფი. პირადად მე მქონდა ორი თურქი, Akkar Karatay ჭედავდა პირდაპირ ყუთიდან. გაკეთდა მაგრამ დიდი შრომის და ნერვების ფასად. Stoeger SP312, მარტივი და კარგი თოფი, 300 გასროლაზე გაუტყდა ნემსა, ხელოსანმა მითხრა, რომ ეს ნორმალურია ამ თოფებზე. ასეთი ტიპის გაუმართაობა არ არის დიდი ხარვეზი, ასეთი რამე ხანდახან ხდება უფრო მაღალი კლასის ევროპულ და ამერიკულ თოფებშიც, როდესაც მაგალითად ირღვევა ნემსების წრთობის ტექნოლოგიური პროცესი. იქ ეს არ განიხილება სერიოზულ პრობლემად, მაგრამ ჩვენთან ეს ნიშნავს ორ-სამ დღეს ნაწილის დამზადებაზე, 50-100 ლარს და არანაირ გარანტიას ხარისხზე და რესურსზე.  რას იძახიან სხვა თურქული თოფების მფლობელები? გამოხმაურებები ვარირებს: „თურქულია ნაგავია, ძლივს მოვიშორედან“ სრულს აღრთოვანებამდე. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ხარისხი ერთი და იგივე მწარმოებლის შემთხვევაში იქით აქით დახტის, ხვდებით რა ტიპის ლატარეასთან გაქვთ საქმე. თურქულ თოფებს არ აქვთ მოპოვებული სტაბილური რეპუტაცია, ამიტომაც მე არავის არ ურჩევ, წადით და იყიდეთ თურქული „პომპა“, იაფი და კარგია. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას სტუაციაზე და მოგახსენებთ ყველფერს, რასაც გავიგებთ.

ამართლებს თუ არა თითქმის ორმაგი სხვაობა ფასში FABARM SDASS-ს და მის თურქულ ანალოგს შორის? ამ შემთხვევაში ჩემთვის კი. იმიტომ, რომ გარდა იმისა, რაც ზევით დავწერე და სერიოზული რეპუტაციის მქონე მწარმოებლის  ხარისხის გარანტიებისა ასევე მას აქვს ის, რაც მე არ შემხვედრია არც ერთ თურქულ თოფში, ეს არის ესთეტიური სიამოვნება იარაღის ფლობისგან.

SDASS-ის ზოგიერთი ვარიანტი


HK416, არარსებული პრობლემის არასრულყოფილი გადაჭრა?

Tuesday, July 19th, 2011

არც ისე დიდი ხნის წინ მე გამომიგზავნეს ახალი მასალები სათაურში ხსენებული გერმანული იარაღის  ექსპლუატაციის შესახებ (HK 416).  როგორც ჩანს იმისთვის, რომ გაივიგოთ სიმართლე გაცილებით უფრო მეტი დრო და შრომაა საჭირო ვიდრე თავიდან შეიძლება წარმოიდგინო.  ყველას ვისაც გვაინტერესებს იარაღი ალბათ ბევრი რამ გვსმენია ხეკლერ&კოხის ახალ (ძველ) მოიერიშე შაშხანაზე HK 416-ზე,  რომელშიც ვითომ გამოსწორებულია ყველა ნაკლი, რომელიც ქონდა AR15-ის სისტემას (რა ნაკლები?).  ეს იარაღი გარკვეული დრო უკვე ჩვენთან არის (იგულისხმება ნორმალური ქვეყნების სასროლოსნო წრეები და რიგი სპეციფიური ინსტიტუტების) და უკვე როგორც ჩანს ძალიან ბევრი რამ ისე არ აღმოჩნდა, როგორც ეს თავიდან ჩანდა.

 

HK416

416-ის დაბადების ისტორია, საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელია.  მის მიხედვით აშშ-ის ელიტური ანტიტერორისტული სპეციალური დანიშნულების ნაწილის ოპერატორები (ე.წ.  Delta Force ასევე ნობილი როგორც  1st SFOD-D ან Combat Applications Group) დაუკავშირდნენ კომპანია Heckler&Koch-ს, შესთავაზეს თავისი იდეები და მათი თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა იარაღი, რომელსაც იდეაში უნდა შეეცვალა M16/M4. სხვა ვერსიით ეს იდეა გაჩნდა სპონტანურად, როდესაც Heckler&Koch-ის სამხედრო გაყიდვების მენეჯერი ჯიმ შატცი ”შემთხვევით” ეწვია ლარი ვიკერს, რომელიც იმ დროს იყო აღნიშნული სპეც დანიშნულების რაზმის მეიარაღე.  მათი საუბარი შეეხო პრობლემებს M4-ის ექსპლუატაციასთან და ასე გაჩნდა გაუმჯობესებული M4-ის შექმნის იდეა. ლამაზი ისტორიაა მაგრამ გაგრძელება არც ისე ლამაზი გამოდგა. თავდაპირველად ყვლაფერი კარგად მიდიოდა. 2005 წელს იარაღი მზად იყო სერიაში ფასაშვებად. აგრესიული სარეკლამო კამპანია, 416-ების მცირე რაოდენობით გამოჩენა მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო სპეც დანიშნულების შენაერთში, გადაცემები ტელევიზიაში, სტატიები პრესაში და ა.შ.

სარეკლამო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს ამა Tუ იმ იარაღის მოდელის გამოჩენა ბლოკაბასტერებში, მთავარი გმირის ხელებში. ამ შემთხვევაში  ჯონ კონნორის  (კრისტიან ბეილი) ხელებში Terminator 4-ში.

6 წელი გავიდა მას მერე და ცოტა განსხვავებული ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი.  დავიწყოთ იქიდან, რომ ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნორვეგიულ შეიარაღებულ ძალებს (პირველი და ჯერ ჯერობით ერთადერთი შეიარაღებული ძალები, რომლებიც მიიღეს ეს სისტემა შეიარაღებაში, როგორც ფეხოსნის ძირითადი იარაღი ) სერიოზული პრობლემები აქვთ  HK 416-თან.  პრობლემებს შორის დასახელდა არადამაკმაყოფილებელი გამძლეობა,  იარაღი არ მუშაობს ყინვაში, დენთის აირების რეგულატორი სროლისას ირთვება თავისით, რის გამოც იარაღი ვერ ასრულებს გადატენვის ციკლს ბოლომდე. ასევე ცნობილი გახდა, რომ დიდი რაოდენობა მწყობრიდან გამოსული იარაღის დაბრუნდა Heckler&Koch-ის ქარხანაში, იმიტომ რომ ადგილზე მათი შეკეთება შეუძლებელი იყო.  იგივე წყაროს მიხედვით პლასტმასის ნაწილები არ უძლებენ ექსპლუატაციას და მწყობრიან გამოდიოდნენ. აღნიშნულის შესახებ დაიწერა კარგად ცნობილ ფორუმზე ar15.com, თავად ნორვეგიელი ჯარისკაცის მიერ (მთელი მსოფლიო მართლაც, რომ სწავლობდნენ ჩვენ გამოცდილებას ის ჯარისკაცი ალბათ უკვე ჟაშუშობისთვის აღირებითი ჩვენების მიცემის სტადიაში იქნებოდა).  ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება იმის ხსენება, რომ ნორვეგიის სპეციალური დანიშნულების რაზმები დღემდე იყენებენ CF8 ტიპის კარაბინს, რომელსაც უშვებს Colt Canada (წარსულში DIEMACO).  ვინც არ იცით შეგახსენებთ, რომ ეს არის პრაქტიკულად იგივე M4, რომელსაც ამერიკის შეიარაღებული ძალები ხმარობენ.  ერთ დროს მანდ,  CF8 გვერდით გამოჩნდა ”დონე იარაღი” H&K G36, მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ CF8 და მისი მოდიფიკაციები წარმოადგენენ ნორვეგიის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ შეიარაღებას.

ნორვეგიაში კიდე ერთ ნაკლებად სასიამოვნო ინციდენტს ქონდა ადგილი, რომელიც ალბათ არანაირად არ უკავშირდება 416-ს მაგრამ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამოდენიმე ნორვეგიელი ჯარისკაცი მოიწამლა სროლებისას. არ ვიცი არის ეს თუ არა იარაღის ბრალი, თუმცა ცნობილია, რომ კალაშნიკოვის АК47-ის ტესტირებისას, როდესაც სროლა მიმდინარეობდა საბრძოლო ჯავშანმანქანებიდან ჯარისკაცები თავს ცუდათ გრძნობდნენ, იმიტომ რომ ბოლი დამწვარი დენთისგან გროვდებოდა მანქანის შიგნით და მსროლელების მსუბუქ მოწამვლას იწვევდა.

ასეთ კონფიგურაციაში HK 416 მიეწოდება ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებს

ჩემი აზრით პრობლემები, რომლის შესახებ მოყვა ამ მომხრაბელმა,შეძლება ნაწილობრივ აიხსნას იმით, რომ ეს იარაღი მიღებულ იქნა ნორვეგიის ჯარში დაჩქარებული ტემპებით.  კონფიგურაცია, რომელიც შეკვეთილი იყო, და მოიცავს მათ შორის ზედმეტად ფაქიზ სარეზერვო რკინის სამიზნე მოწყობილობას, მასრის ექსტრაქციის ფანჯრის თავსახურს პლასტმასისგან დამზადებულს, არა სამხედრო სტანდარტის კონდახებს და ასე შემდეგ შეკვეთილია ნორვეგიის ჯარის მიერ და გერმანული კომპანია პრინციპში არაფერ შუაში არა არის. ისინი იძლევიან იმას, რასაც მას სთხოვენ. ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ  სწრაფმა გადაიარაღებამ, მოითხოვა წარმოების მოცულობის გაზრდა, რასაც სავარაუდოთ მოყვა ხარსხის შემცირება, სხვა მწარმოებლის ნაწილების გამოყენება და ასე შემდეგ. მოკლედ, როგორც ჩანს ისტორია მეორდება. ბოლომდე დაუსრულებელი იარაღი ხვდება საბრძოლო ნაწილებში. დამატებით მე ასევე გავარკვიე, რომ დენთის აირების რეგულტორი არ იყო წარმოდგენილი იმ მოდელებზე, რომლებიც ტესტირებას გადიოდნენ ნორვეგიის ჯარში ის გაჩნდა უკვე შეძენილ მოდელებზე. ნაწილი, პრობლემების შეიძლება იყოს გამოწვეული ახალი იარაღის ათვისებით უშუალოდ სამხედრო ნაწილებში.

დარწმუნებული ვარ პრობლემები გამოსწორდება, მაგრამ სავარაუდოთ ინტენსიურ სარეკლამო კამპანიას  უკვე საკამოდ გაუჭირდება HK 416-ის რეპუტაციის შენარჩუნება, თუ საქმე ასე გაგრძელდა.

ასევე როგორც უკვე იცით, აშშ-ის სპეცრაზმებში ფართოდ რეკლამირებული 416-ის გამოჩენა დასრულდა მათი ექსპლუატაციიდან სრული ამოღებით, და მინიმუმ ერთი სერიოზული ინტერნეტ რესურსისთვის მიწოდებული ინფომაციის მიხედვით ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო სერიოზული საექსპლუატაციო პრობლემები ამ იარაღთან  (გადაუმოწმებელია) და არა ის რომ ოფიციალური გნმარტების მიხედვით მასზე უარი ითქვა იმიტომ , რომ აღნიშნული სისტემა არ სთავაზობდა გადამწყვეტ უპირატესობებს უკვე არსებულ M4-ზე და კომპაქტურ Mk18-ზე, რის გამოც მიზანშეწონილი იქნებოდა გადაიარაღების დაფინანსება.

HK 416 უკვე გამოჩნდა სხვა და სხვა ქვეყნების  სპეც რაზმების შეიარაღებაში. ამ სურათზე HK 416C-თი არის შეიარაღებული პოლონური სპეცრაზმის Grom-ის ოპერატორი.  ასევე ამ იარაღის მოდიფიკაიებით იარაღდება ინდონეზიის სპეციალური დანიშნულების შენაერთები.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სულ ბოლოს მე მოვიპოვე გადაუმოწმებელი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ერთ ერთმა პოლიციურმა დეპარტამნტმა აშშ-ში შეიძინა 25 ახალი HK 416 ტიპის კარაბინი.  თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა, დამატებით 300 ცალი იქნებოდა შეძენილი.  ექსპლუატაციის დროს აღმოჩნდა პრობლემები სროლისას ვაზნების მიწოდების დროს.  აღნიშნული დეპარტამენტის პოლიციელის სიტყვებით ხეკლერ&კოხის წარმომადგენლობაში უბრალოდ არ პასუხობდნენ მათ ზარებს, როდესაც ისინი შეეცადნენ ვითარებაში გარკვევას.

დასკვნა ჩნდება თავისით, HK 416 არ ამართლებს მაღალ ფასს და ალბათ Heckler&Koch-ის მასზე დახარჯულ  დროს და ფულს.  ეს პროგრამა, როგორც ჩანს ეჯახებას ახალ ახალ წყალქვეშა ქვებს და მხოლოდ აგრესიული სარეკლამო კამპანია ფარავს ამ ფაქტებს.

რამხელა გზა გაიარა Heckler&Koch-მა არ არსებული პრობლემის (M4-ის ნაკლოვანებების გამოსწორება) გადასაწყვეტად? საკმაოდ გრძელი და არასასიამოვნო სიურპრიზებით სავსე. როდესაც აღმოჩნდა, რომ უბრალოდ დგუშის ჩამატება AR15-ში იწვევდა უფრო მეტ პრობლემას ვიდრე ის წყვიტავდა, კონკრეტულად მაგალითად სიზუსტის დეგრადაციას და ავტომატურ რეჟიმში სროლისას გაზრდილ ვერტიკალურ გაფანტვას, ინჟინრები იძულებული გახდენ გაესქელებინად ლულა, იმისთვის რომ  დაეხშოთ ვიბრაცია წარმოშობილი ძალის გადატანით ლულიდან შედარები მძიმე დგუშზე. ცხადია ამის შედეგად იარაღის საერთო წონამ მოიმატა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად მხოლოდ დგუშის დამატება გამოიწვევდა სიზუსტის დეგრადაციას.  ეს მაგალითად დაადასტურა (კიდევ ერთხელ და მერამდენედ) ჟურნალ Shooting Sports USA-ის ორგანიზებულმა ექსპერიმენტმა.  ერთი და იგივე იარაღიდან (კომერციული AR15 აღჭურვილი დაკიდებული ლულით და 24 გადიდებიანი ოპტიკიქით), რომელიც გადაკეთდა ჯერ დგუშიან სისტემაზე, ხოლო შემდეგ პირდაპირ შეფრქვევიან სისტემაზე.  სროლები 200 მეტრზე განხორციელდა ორივე კონფიგურაციაში და მიღებული შედეგების ზუსტი ანალიზი განხორიელდა. დგუშიანმა კონფიგურაიამ აჩვენა საშუალო სუზსუტე 1.38MOA. პირდაპირ შეფრქვევიან სისტემამ აჩვენა საშუალო სიზუსტე 0.84MOA. სხვაობა ორს შორის საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. დავამატებ მხოლოდ, რომ 0.84 MOA და 1.38MOA-ც, მიუღწეველი შედეგია ნებისმიერი მოდერნიზირებული და გადაკეთებული კალაშნიკოვის სისტემის იარაღისთვის (რა გასაკვირია?).

ეხლა ისევ დაუბრუნდეთ 416-ის ევოლუციის საკითხს. გამოცდებისას დამატებით აღმოჩნდა, რომ თავისუფლად მოძრავი დგუშის ღერძი ზედმეტ დატვირთვას ღებულობდა სროლისას და ან იმტვრეოდა ან ამტრევდა რესივერს იმ ადგილას სადაც მას ეხებოდა. პრობლემის აღმოფხვრის მიზეზით ღერძი გასქელდა, რესივერიც გამყარდა. ამის შედეგად მოიმატა წონამ, ხოლო რესივერმა კიდევ დამატებით მოიმატა გაბარიტებში (გაიზარდა მისი სიმაღლე).  მოძრავი ნაწილების გაზრდილი მასა კი დამერწმუნეთ ყოველთვის  ”შეჭამს” სიზუსტის თავის პორციას. მომხმარებლების აზრით, ეს დეტალი ჯერ კიდევ არასაკმარისად გამძლეა. რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ აშშ-ის სპეც რაზმებში ექსპლუატაციისას ღერძის მტვრევის და რესივერი დაზიანები ფაქტები დაფიქსირებულია.

კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ზოგიერთი ტიპის ვაზნის გამოყენებისას იარაღი თავისით ისროდა ჯერებით. ამის მიზეზად დასახელდა მოძრავი ნაწილების მასისი და სისწრაფის ზრდა.  სერიოზულად გადაკეთდა დამრტყმელიც. პრობლემა გადაწყდა დარმტყმელის კონსტრუქციის შეცვლით.

იმ მიზნით, რომ მყიდველი მთლიანად ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ Heckler&Koch-ზე, კომპანიამ ისე გააკეთა, რომ უმეტესობა დეტალების არ არის ცვლადი AR15-თან. ჩემი აზრით ეს გადაწყვეტილებაც მცდარია.

ბუნებრივია, იტყვის მკითხველი, იარაღის კონსტრუირებისას ასეთი რამეები სულ ხდება, რაღაცა ისე არ მუსაობს და საჭიროა პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობა. გეთანხმებით, მაგრამ აქ არ არის იარაღის კონსტრუირებაზე ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი უკვე შექმნილ, აპრობირებულ და გამოცდილი სქემის გადაკეთებაზე.  ხოლო ეს გადაკეთება/გაუმჯობესება იოლი არ გამოდგა.  Heckler&Koch-ის გაწეული შრომა მით უფრო უაზროდ გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რომ 60-ან წლებში კომპანია  Сolt-ი საკუთარი კონსტრუქციის დგუშიანი სქემის  ტესტირების შედეგად დარწმუნდა ამ გზის უპერსპექტივობაში.

Сolt-ის ”დგუშიანი” AR15-ის მოდიფიკაცია. 1960-ნი წლები.

შედეგი? თეორიულად უფრო საიმედო იარაღი, ნაკლები სიზუსტით (თეორიულია), უფრო მძიმე, გაბარიტული და გაცილებით უფრო ძვირი. ფასი ცხადია შემცირდება მას მერე, რაც კვლევის და განვითარების (research&development) ხარჯები ამოღებულ იქნება, მაგრამ ფაქტია რომ ამ კომპნიის იარაღი ყოველთვის უფრო ძვირია ვიდრე კონკურენტების.  პრაქტიკლად ისე გამოდის, რომ ჩანაფიქრი: მარტივი და იაფი მოდიფიკაცია, (არსებული პრობლემის გადაჭრა) დაუჯდათ გერმანელებს ძალიან ძვირი.

სამრთლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ როდესაც Heckler&Koch-ის ინჟინრები იკვლევდნენ AR15-ს, ეგრევე დაადგინეს, რომ ლომის წილი არსებული პრობლემების (იარღის ჯარში ექსპლუატაიისას)  უკავშირდებოდა მჭიდის კონსტრუქციას. მის შეცვლაზე მათ უარი მიიღეს, ვინაიდანა არსებული სტანდარტი ვერ შეიცვლებოდა. აქ პრინციპში უნდა დასრულებულიყო ეს პროექტი მაგრამ ასე არ მოხდა.

ხუმრობა ხუმრობით, მაგრამ ჩემი აზრით H&K უფრო მეტ ფულს იშოვიდა, რომ გამოეშვა უბრალოდ კარგი და გამძლე მჭიდი AR15 ტიპის იარაღისთვის.  სხვათაშორის არ ვიცი რატომ, მაგრამ HK 416 მჭიდის შახტა ისეა დამზადებული რომ ის არ იღებს Magpul-ის პლასტმასის მჭიდებს (P Mag).  ანუ ბაზარზე არსებული საუკეთესო მჭიდი თამასშგრე დატოვა. ხმ… ძალიან ”საინტერესო” გადაწყვეტილებაა.

რა შეიძლება დაუმატოთ უკვე ნათქვამს? პირდაპირი შეფრქვევის სისტემა არ არის ხარვეზიანი. ის არის ის რაც არის. ის სთავაზობს გარკვეულ უპირატესობებს გარკვეული კომპრომისების სანაცვლოდ.  აზრი არ აქვს მის გამოსწორებას (არაფერი გამოსასწორებელი არ არის) იმიტომ, რომ AR15-ის  უმთავრესი ელემენტი არის სწორედ, რომ პირდაპირი შეფრქვევის სქემა, რაც განაპიროებებს მეტ სიზუსტეს, დაბალ მასას, იარაღის სიმარტივეს და ა.შ. ყველაფერი AR15-ში დამოკიდებულია და გამომდინარეობს ამ სქემიდან.  მისი გამოცვლა დგუშიანი სქემით უკარგავს ამ ოჯახის იარაღს მთელ ხიბლს, წარმოშობს ახალ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებლია, მაგრამ შედეგად ვიღებთ იარაღს, რომელსაც დაკარგული აქვს პირდაპირი შეფრქვევის სქემით განპირობებული ყველა უპირატესობა.  მაგალითად შედარებისთვის ცარიელი M4 იწონის 2.8 კგ-ს, ცარიელი Hk416 იგივე სიგრძის ლულით უკვე 3.4 კგ-ს. დამეთანხმებით საკმაოდ დიდი სხვაობაა.

რეალობა ადასტურებს, რომ  AR15 ტიპის იარაღში პირდაპირი შეფრქვევის სისტემის შეცვლა დგუშიანი სქემით (უბრალოდ ნაწილების გამოცვლით) არის შეცდომა.  ფორუმებზე არსებული გამოხმაურებები ადასტურებენ, რომ დროთა განმავლობაში დგუშიან სისტემაზე გადაკეთბულ AR15-ებს უჩნდებათ პრობლემები, რომლებიც გამოიხატება მათ შორის საკეტის სისტემის ელემენტების დაზიანებაში.

რეალობა არის ისიც, რომ ხელმისაწვდომია საკმაოდ ბევრი დგუშიან სქემიანი იარაღი და თუ გადაწყვეტილების მიმღები პირები თვლიან, რომ ამ სქემიანი იარაღის უპირატესობები გადაწონის პირდაპირი შეფრქვევის სქემის უპირატესობებს, გადაწყვეტილებაც შესაბამისი უნდა იყოს.

რა ბედი ელის 416-ს, დრო გვიჩვენებს.  ჯერ ჯერობით მისი ფასი მხოლოდ ბოროტი ხუმრობების თემაა სასროლოსნო წრეებში.  ასევე ამ იარაღის მოდერნიზირებული ვარიანტი  გადის გამოცდებს აშშ-ის საზღვაო ფეხოსანთა კორპუსში, რომელიც ცნოილია თავისი განსაკუთრებული მოთხოვნებით ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ. ვნახთ რა მოყვება ამას.

 

“სნაიპერული ქვემეხი” სამხრეთ აფრიკიდან

Saturday, April 23rd, 2011

sf

სამხრეთ აფრიკაზე, კონკრეტულად კი მის შეიარაღებულ ძალებზე და სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე საკმაოდ ცოტა რამ არის ცნობილი.  არა და ამ თვალსაზრისით ეს ძალიან საინტერესო ქვეყანაა, როგორც შესწავლის ობიექტი. თავისი შედარებით მოკლე ისტორიის განმავლობაში სამხრეთ აფრიკა ცხოვრობს მუდმივი სამხედრო კონფლიქტების რეჟიმში  (ისევე როგორც საქართველო), და ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოაყალიბა ძლიერი შეიარაღებული  ძალები და მძლავრი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი (განსხვავებით საქართველოსგან).  სამხრეთ აფრიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უშვებს პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის შეიარაღებას, დაწყებული მსუბუქი ცეცხლსასროლი ირაღიდან და დამთავრებული საბრძოლო-მოიერეშე ვერტმფრენებით. მარტივ შეკითხვას უპასუხეთ: რამდენ ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებლად გამოუშვას სრულფასოვანი საბრძოლო მოიერიშე ვერტმფრენი? ასეთ ქვეყნებს ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლით, მათგან რუსეთი უკვე 25 წელიწადზე მეტი წვალობს და დღემდე 40 წლის წინ შექმნილ МИ24-ს შემცვლელი ვერ მოუგონა. მთელი ევროპა გაერთიანდა და თუ არ ჩავთვლით მსუბუქ იტალიურ „მანგუსტს“, ნელ ნელა დიდი პრობლემებით შეყავს მწყობრში ევროკოპტერი “Tiger”. ამასობაში, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე სამხრეთ აფრიკამ დამოუკიდებლად შექმნა სრულყოფილი საბრძოლო ვერტმფრენი AH-2 Rooivalk. რა თქმა უნდა უჩვეულო მდგომარეობა, სპეციფიური ლანდშაფტი და არაკონვენციონალური საბრძოლო მოქმედებების ხასიათი განაპირობებს უნიკალურ მოთხოვნებს იარაღის და აღჭურვილობის მიმართ. შესაბამისად სამხრეთ აფრიკას გააჩნია რამოდენიმე მართლაც რომ უნიკლაური და პიონერული იარაღის ტიპი. მაგალითად ჯავშანმანქანები, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შემდეგ 1-2 საათში ბრუნდებიან მწყობრში, თვითმავალი საარტილერიო სისტემა G6, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის ყველაზე უჩვეულო მოდიფიკაცია CR21 და ასე შემდეგ. ამ სტატიაში კი ლაპარაკი წავა იარაღზე, რომელიც არ არის პიონერული, ვინაიდან ეს „შაშხანა“ იმეორებს ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ გერმანულ ტანკსაწაინააღმდეგო შაშხანას 13მმ-ნი Tankgewehr 1918, მაგრამ NTW-20  ნამდვილად უნიკალურია რიგი გადაწყვეტილებების გამო, რომლებსაც დაწვრილებით განვიხილივათ. 

 eettr

პირველი თავის კლასში, გერმანული Tankgewehr 1918. ცნობილი იმით რომ სროლისას იწვევდა ძვლების მოტეხილობებს და მხრის ამოგდებას.

სამხრეთ აფრიკული 20მმ-ნი  ხელის ქვემეხი წარმოადგენს საკმაოდ იშვიათი კლასის იარაღს. კონცეფცია, რომლითაც ის შეიქმნა არის იგივე რომლის მიხედვითაც იქმნება მსხვილკალიბრიანი .50 კალიბრის შაშხანები. აქ უნდა ავღნიშნო, რომ  მიუხედავად სხვა და სხვა მითქმა მოთქმისა, ამ იარაღის დანიშნულების შესახებ შესანიშნავად გამოთქვა აზრი ყველასთვის ცნობილმა გურუმ ჯეფ კუპერმა: არის მიზეზი მსხვილკალიბრიანი ხელით გადასატანი შაშხანის არსებობის, და ეს მიზეზია მექანიკური აღჭურვილობის განადგურება საშუალო მანძილებზე.   .50 კალიბრის და ზევით შაშხანების სამიზნეებში შედის ტრადიციულად სხვა და სხვა მნიშვნელოვანი და ფაქიზი ტექნიკა, რადიო-ლოკაციური სადგურის ანტენები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, საავიაციო ტექნიკა განლაგებული მიწაზე, რთული შეიარაღების სიტემები, და ასე შემდეგ. მოწინააღმდეგის ცალკეული ქვეითი მებრძოლი არასდროს არ იყო „ბარეტისტების“ სამიზნე,  გარდა ამისა .50 კალიბრის ვაზნები არასდროს არ გამოირჩეოდა დიდი სიზუსტით განსაკუთრებულად შორ მანძილებზე, ხოლო სპეციალური სნაიპერული ვაზნის დამზადება (ტყვია მზადდება ფრეზირებით) ძალიან ძვირია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო კონფლიქტებმა დაადასტურა, რომ 12.7მმ-ნი (.50) ტყვიის სამიზნეში მორტყმა უდიდეს ნეგატიურ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს მოწინააღმდეგეზე, ხოლო ცალკეული მებრძოლების განადგურება შესაბამისად ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. არსებული ინფორმაციით, .50 ეფექტური გამოყენების სფერო დიდად არ აღემატება სტანდარტული სნაიპერული შაშხანების ეფექტური გამოყენების მანძილებს. სამხედრო სნაიპერების ინდივიდუალურ სამიზნეებზე მუშაობის ეფექტური მანძილები გაიზარდა სტანდარტულ .308-ზე უფრო ძლიერი და .50-ზე უფრო მეტი სიზუსტის პოტენციალის მქონე კალიბრებით, როგორიცაა .300 Winchester Magnum, .338 Lapua Magnum და სულ ბოლო .408 Chey-tac. სამხრეთ აფრიკელები წავიდნენ სხვა გზით და შექმნეს 20მმ-ნი სნაიპერული ხელის ქვემეხი, რომელიც იყენებს მცირეკალიბრიანი ავტომატური ქვემეხებისთვის განკუთვნილ 20მმ-ან ჭურვებს. 

იარაღის ავტორი გახლავთ კომპანია Aerotek-ის სამხრეთ აფრიკელი ინჟინერი, წარმოშვებით კიპრიოტი, ტონი ნეოფიტუ.  „ცოცხალი“ იარაღის შესაქმენლად მას დაჭირდა სულ რაღაც ოთხ ნახევარი თვე. შემდეგ იარაღის წარმოების უფლებები შეიძინა კომპანია Denel-მა, რომელიც ამ იარაღს (NTW-20) დღესაც სთავაზობს მყიდველებს. 1998 წლიდან ეს იარაღი შეიარაღებაში მიღებულია სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების მიერ.

იარაღის ასე მოკლე ვადებში შექმნას ხელი შეუწყო იმან, რომ ტონი ნეოფიტუს ქონდა დიდი გამოცდილება ვერტმფრენებზე დასაყენებელი ტურელების პროექტირებაში და ამიტომაც მან მალევე ააწყო პირველი პროტოტიპი. გამოყენებული იყო ასევე უკვე არსებული იარაღის ნაწილები, კონკრეტულად კი GA1 ავტომატუირ ქვემეხის ლულა და საკეტის თავი, რამაც ასევე დააჩქარა სამუშაოები.  

ფასის შემცირების, ტექნოლოგიურობის და სიზუსტის პოტენციალის გამო, არჩეულ იქნა ხელით გადასატენი შაშხანის კონცეფცია. საკეტს გააჩნია 6 საბრძოლო ბჯენი. სამ ვაზნიანი მჭიდი იარაღის გვერდიდან არის განლაგებული, ამას მოითხოვდა იარაღის ძირითადი ნაწილების განლააგება და უკუცემის შემცირების სისტემის მოქმედების სქემა.

იარაღის ძირითადი თავისებურება არის სამ კომპონენტიანი უკუცემის შემცირების სისტემა, რომელიც შესაძლებელს ხდის გამოყენებულ იქნას ძლიერი 20მმ-ნი ჭურვები. პირველი  კომპონენტი არის მასიური კომპენსატორი, რომელიც 130 გრადუსი კუთხით ფანტავს დენთის აირებს და ამცირებს უკუცემას. მეორე კომპონენტია ორი პარალელური ზამბარა, რომელიც ამცირებს როგორც უკუცემის ძალას ისევე მოძრავი ნაწილების უკან დაბრუნებით წარმოქმნილ ძალებს. ამაში მას ასევე ეხმარება ჰიდრავლიკური ბუფერი (მესამე კომპონენტი), რომელიც შთანთქავს უკუცემის ყველაზე მეტ ენერგიას და მუშაობს პირველ ეტაპზე, შემდეგ ის ეთიშება ამ პროცესს და დანარჩენ ენერგიას შთანთქავენ ზამბარები. ჰიდრავლიკური ბუფერის მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე, ვინაიდან ის იყენებს ზეთს, როგორც სამუშაო სითხეს, ხოლო მიის თვისებები იცვლება ტემპერატურიდან გამომდინარე. ორი ტიპის ბუფერია ხელმისაწვდომი, ტემპერატურის სხვა და სხვა რეჟიმებისთვის. თავისთავად იდეა ჰიდრავლიკის გამოყენების ცეცხლსასროლ იარაღში არ არის ახალი. თუნდაც პისტოლეტის ხელა იარაღში, მაგალითად გერმანელები კომპანია Heckler&Koch-იდან ცდიდნენ ჰიდრავლიკური ტუმბოს ნაირსახეობას მათ P7-ში, რომელიც იყო განკუთვნილი .45APC კალიბრზე. თუმცა ეგ იდეა წარმატებით არ დასრულებულა. გაცილებით უფრო დიდი ზომის იარაღში სამხრეთ აფრიკელების სქემა გაცილებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა.

უკუცემის დროს არც ერთი ნაწილი, რომელთანაც ურთიერთობს მსროლელი (კონდახი, სახელური, რესივერი, ოპტიკა, სადგარი) არ მოძრაობს. მოძრავი ნაწილების მოძრაობის სიგრძე დაახლოებით 100მმ-ია.

fds

იარაღზე ყენდება სტანდარტული ოპტიკური სამიზნე 8 x 56 Lynx ინტეგრირებული ტყვიის ვარდნის კომპენსატორით.

იარაღის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ლაფეტს, რომელზეც მოძრაობს მთელი სისტემა. მის უკანა ნაწილში განლაგებულია მონოპოდი, რომელიც წარმოადგენს იარაღის ხელით გადატანის კომპონენტს. ის რეგულირებადია და შესაძლებელია მისი აკეცვა ან მოხსნა. სახელური არის სამხრეთ აფრიკული მოიერიშე შაშხანა R4-იდან აღებული (ისრეალური ავტომატის გალილის მოდიფიკაცია). დამრტყელ სასხლეტი მექანიზმი მოდულური ტიპისაა და მისი რეგულირება შესაძლებელია მისი მოხსნის გარეშეც. იარაღი იშლება გასაწმენდად ინსტრუმენტების დახმარების გარეშე.

NTW20 იწონის 26 კგ-ს და ტრანსპორტირებისას იყოფა ორ ნაწილად, 11 და 15 კგ პაკეტებად. აწყობილ საბრძოლო მდგომაარეობაში იარაღის სრული სიგრძე 1795მმ-ია, ლულის სიგრძე ზუსტად ერთი მეტრი.  უკანასკნელი მოდიფიკაცია კალიბრში 20 x 110 mm Hispano იწონის უკვე 31 კგ-ს. სროლის ეფექტური მანძილი მწარმოებლის განცხადებით შეადგენს 1300 მეტრს ჭურვით და 1700 მეტრს 14.5მმ ტყვიით სროლისას.

fdsg

20 x 110 mm Hispano-ს ჯავშანგმატანი და მაღალფეთქებადი (ფუგასური) ჭურვები. სურათი მწარმოებლის საიტიდან. 

სამ ვაზნიანი მჭიდის წინა მხარე ისეთი ფორმიასაა, რომ ჭურვის ცხვირი დაცული იყოს მჭიდის კედელთან კონტაქტისგან.

ლულის, მჭიდის და საკეტის თავის გამოცვლით შესაძლებელია ქვემეხის კონვერტაცია შაშხანაში, რომელიც იყენებს რუსულ 14.5X114 კალიბრის ვაზნებს. ლულის მოხსნა შესაძლებელია საველე პირობებში, ამისთვის გასაღების როლს ასრულებს ვაზნა გამოდგება, როგორც 20მმ-ნი ჭურვის ასევე 14.5 მმ-ნი ვაზნის მასრები (მასრის ქვედა ნაწილი, ხოლო შესაბამისი ზომის ”პაზები” იარაღზე მარკირებულია). . როგორც უკვე ავღნიშნე ამ ორ კალიბრს მოგვიანებით დაემატა მესამე: 20 x 110 mm Hispano. კიდე უფრო ძლიერი ჭურვი, რომლის საწყისი სიჩქარე 20X82თან შედარებით 100მ/წ-ით უფრო გაზრდილია. ეფექტური სროლის მანძილი შეადგენს შთამბეჭდავ 1500 მეტრს. ამ კლაიბრში იარაღი არის ცალვაზნიანი, მისი წონა კი 31 კილოგრამს აღწევს.

456

კარგად ჩანს გვერდიდან განლაგებული მჭიდი. მეტალის ჩარჩო აადვილებს იარაღის გადატანას და დამატებით იცავს ოპტიკას დაზიანებისგან.

345dfg

.50BMG ვაზნა და 20X82 ჭურვი

რაც შეეხება ამუნიციას, რომელსაც იყენებს ეს ქვემეხი. 20X82 ჭურვი არის შექმნილი მაუზერის მიერ 30-ან წლებში და პრაქტიკულად წარმოადგენს 20X80RB Oerlikon-ის ჭურვის კოპიას. განსხვავებით უკანასკნელისგან, პირველს აქვს უფრო აშკარად გამოხატული ბოთლისებრი ფორმა და სრული დიამეტრის საექსტრაქციო რკალი.  ვაზნა შედარებით ნაკლები სიმძლავრისაა სხვა 20მმ-ან ჭურვებთან შედარებით, რაც თავიდანვე იყო განპირობებული მისი გამოყენებით მსუბუქ ავტომაატურ ქვემეხებში. შესაბამისად იგივე მიზეზის გამო შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება შაშხანის კლასის იარაღში. ამერიკელებმა კიდე უფრო განავითარეს დაბალი სიმძლავრის ჭურვის ირგვლივ შაშხანის შექმნის იდეა და გაზარდეს კალიბრი 25 მმ-დე, ხოლო საბრძოლო ეფექტურობა გაიზარდა ჭურვის  უფრო მძლავრი საბრძოლო ნაწილის გამოყენებით. ჩემი აზრით ეს იარაღი კონცეფციით უფრო ახლოს დგას უნიტარული ჭურვების გამოყენებისთვის განკუთვნილ ყუმბარმტყორცნებთან ვიდრე სნაიპერულ სისტემებთან.   აღნიშნული იარაღი შეიქმნა კომპანია Barrett-ის მიერ და ის ატარებს ინდექს XM109.

xm

Barrett XM109

1997 წელს, იმ დროს ჟურნალ Soldier of Fortune-ში მომუშავე ცნობილმა ექსპერტმა პიტერ კოკლალისმა გამოცადა აღნიშნული იარაღი და სტატიაში დაწერა, რომ იარაღს შეუძლია აჩვენოს 1.1MOA-ს ტოლი ჯგუფები 900 მეტრზე სროლისას. ანუ ეს არის დაახლოებით 25სმ. მეტი ინფორმაცია მე ვერ მოვიძიე, შესაბამისად შეუძლებელია რამე შედარება გაკეთდეს აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა ამ ქვემეხს უფრო ტრადიციულ მსხვილკლაიბრიან სნაიპერულ სისტემებთან შედარებით.  უდაოდ რჩება ის ფაქტი, რომ 20მმ-ან ჭურვს უფრო მეტი დამაზიანებელი ძალა აქვს.

.50 კალიბრის ვაზნებისგან ამ ამუნიციის განსხვავება არის ის, რომ ტყვიის როლში აქ გამოდის სრულყოფილი ჭურვი, რომელიც შედგება ფეთქებადი ბირთვისგან და აღჭურვილია ამფეთქებლით. საბრძოლო ნაწილიანი .50BMG კალიბრის ვაზნებიც არსებობს, მაგრამ ცხადია, რომ 20მმ-ნ ჭურვს უფრო მეტი სიმძლავრე აქვს, უბრალოდ იმიტომ, რომ ის მეტ ასაფეთქებელ ნივთიერებას იტევს.  სულ 20X82 კალიბრის 5 ტიპის ჭურვი არსებობს. მათ უშვებს სამხრეთ აფრიკული კომპანია Pretoria Metal Pressings. ესენია: აალებადი მაღალფეთქებადი (ფუგასური) ჭურვი, ცხვირში განლაგებული ამფეთქებლით (HEI); აალებადი მაღალფეთქებადი (ფუგასური) მგეზავი ჭურვი (HEIT); აალებადი, ნახევრად ჯავშანგამტანი მაღალფეთქებადი (ფუგასური) ჭურვი, ამფეთქებლით ძირში(SAPHEI); პრაქტიკული სავარჯიშო ჭურვი (TP) და პრაქტიკული სავარჯიშო მგეზავი ჭურვი(TPT).  ჭურვების საწყისი სიჩქარე არის 720 მ.წ-ში, ხოლო ამფეთქებელი მოდის საბრძოლო დმგომარეობაში 8 მეტრის მანძილზე ირაღიდან, გასროლის შემდეგ. მგეზავი ნივთიერების წვის ხანგრძლივობაა მინიმუმ 2 წამი. ჭურვის გარშემო არის რბილი მეტალის რკალები, რაც უზრუნველყოფს ლულის დაცვას ზედმეტი ცვეთისგან და ხელს უწყობს ობტურაციას.

ნახევრად ჯავშანგმატან ჭურვს შეუძლია გახვრიტოს 10მმ-ნი სტანდარტული ნატოს ჯავშანფირფიტა 1000 მეტრის მანძილზე სწორი კუთხით მოხვედრისას.  ძირში განლაგებული ამფეთქებელი უზრუნველყოფს ოდნავ დაგვიანებულ დეტონაციას, და შესაბამისად ეფექტურად გამოიყენება მაგალითად ჯავშან ტრანსპორტიორების წინააღმდეგ, როდესაც ჭურვის დეტონაცია მოხდება ტრანსპორტის შიგნით შეღწევის  შემდეგ.

არსებობს ამ იარაღის რამოდენიმე ანალოგიც: ბულგარული APH RK20 და ხორვატიული  RT20, ინდური ოთხ კალიბრიანი Vidhwansak და საკმაოდ საინტერესო კერძო პირის მიერ აწყობილი Anzio 20mm Rifle. არსებობს ასევე სხვა მოდელებიც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსხვილკალიბრიანი არა თვითდამტენი შაშხანის წარმოება არც ისე ბევრს მოითხოვს. უკვე ჩვენმა მეზობლებმაც, აზერბაიჯანელებმა დაიწყეს ასეთი კლასის შაშხანის წარმოება. რას ვაწარმოებთ ჩვენ, ჯერ ბოლომდე გაურკვეველია.

 tr

სურათზე Anzio 20mm Rifle იგივე ფირმის .50 კალიბრის შაშხანის გვერდით, რომელიც ქვემეხის გვერძე სათამაშო იარაღს გავს. სურათი მწარმოებლის საიტიდან

სტატია მომზადებულია ინტერნეტში მასალებზე და უცხოურ ლიტერატურაზე დაყრდნობით

Stoeger SP312 – მოკლე მიმოხილვა

Monday, January 10th, 2011

  stoeger p312

 

კიდევ ერთი თურქული თოფის მოკლე მიმოხილვა. ამჯერად მხოლოდ დადებითი ვინაიდან 5 თვის განმავლობაში რაიმე პრობლემა ამ თოფთან არ გამოვლენილა. რას წარმოადგენს  SP312? 12 კალიბრის თოფს, ე.წ. პომპას, რესივერი მსუბუქი შენადნობისგან არის დამზადებული, ცევიო და კონდახი შავი პლასტმასის. ლულის ქვეშ განლაგებული მჭიდი იტევს 5 ვაზნას +1 სავაზნეში. დამცველი განლაგებული სასხლეტის დამცველის რკალის შიგნით, როგორც უმეტესობა სხვა ანალოგიურ თოფებზე. ლულა ქრომირებული, ცილინდრი, მოსახსნელი ჩოკები ან ხრახნები ჩოკების გამოსაყენებლად მას არ გააჩნია. საკეტი, იკეტება ბრუნვით, და წააგავს ბენელი ნოვას საკეტს. ის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და ძალიან სუფთად არის დამზადებული. ეჟექტორი წარმოადგენს ზამბარიან შტიფტს, რომელიც დიდი ძალით ყრის გასროლილ მასრებს და განაპირობებს ექსტრაქციის საიმედოობას. ცევიო მოძრაობს პლასტმასის დეტალის გარშემო, რომელიც დამაგრებულია რესივერზე, რის გამოც ცევიოს არ აქვს ამ სისტემისთვის დამახასიათებელი ლუფტები.

 თოფი იშლება ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ანალოგიური კლასის იარაღი. ხსნით შაიბას, რომელიც დაყენებულია მჭიდზე, შემდგომ იხსნება ქამრის ანტაბკა და მას მოყვება ლულა, შემდეგ ცევიო და საკეტი. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის კორპუსი (რომელიც პლასტმასისგან არის დამზადებული) ზის რესივერში ერთი შტიფტის მეშვეობით, რომლის ამოღებისას კორპუსი თავისუფლად ტოვებს რესივერს. დამატებითი ინსტრუქციებისთვის და ილუსტრაციებისთვის მიმართეთ თოფის ინსტრუქციას, რომელიც მას მოყვება. კიდევ ერთხელ გახსენებთ ახალი იარაღის ინსტრუქციის გაცნობის აუცილებლობის შესახებ.

 SP312 გააჩნია უფროსი ძმა, მოდელი P350, რომელსაც საკმოდ მიმზიდველი დიზაინი აქვს და სავაზნე 89მმ. თუმცა, როგორც სურათებიდან ჩანს მისი კონსტრუქცია იდენტურია მისი უმცროსი ძმის.

sto

 რაიმე განსაკუთრებული თავისებურება თოფს არ გააჩნია. უფრო მეტიც ის არის ასე რომ ვთქვათ სუფთა 12 კალიბრის თოფი, რომელიც საჭიროებს გარკვეულ მოდიფიკაციებს, რომ ის გახდეს ადეკვატური დავალებების შესასრულებლად. მაგალითად ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ თოფზე არ არის დაყენებული სამიზნე მოწყობილობები. ხოლო მუშკა არ შეესაბამება პლანკით დამიზნების მეთოდს და უფრო გამოდგებოდა შაშხანის ტიპის ცელიკისთვის, რომელიც არ აყენია იარაღზე. ასევე არ არის იარაღზე პიკატინის სტანდარტის უნივერსალური სამაგრები, რაც უქვე სტანდარტულად ყენდება ბევრ თურქულ თოფზე.  Stoeger SP312  პრაქტიკულად წარმოადგენს კარგ სუფთა ფურცელს, რომლისგანაც შეიძლება საკმაოდ საინტერესო სისტემის აწყობა. თოფს არ აქვს არაფერი ზედმეტი და იმავე დროს არ აქვს რამოდენიმე საჭირო და აუცილებელი რამე რაც ასეთ ფასში მას უნდა ქონოდა. უბრალო შავი თოფი. ფასიც, 750 ლარი არ არის მცირე. რომ შევადაროთ მის კონკურენტებს, Hatsan Escort (560GEL), Armtac (520-600 GEL), Akkar Churchil (500GEL), Stoeger SP312-ის ფასი გადამეტებულია ხოლო კომპლექტაცია მწირი. ერთადერთი, რის გამოც მე შევაჩერე ჩემი არჩევანი ამ თოფზე არის ის, რომ ყველასგან განსხვავებით შტოეგერ-ს გააჩნია კარგი მწარმოებლის რეპუტაცია და ასე თუ ისე აღნიშნული კომპანია შედის Beretta-ს ჰოლდინგის შემადგენლობაში, რაც დადებითად უნდა აისახოს ხარისხზე. უნდა ავღნიშნო, რომ ასევე აღნიშნულ ფასში შესაძლებელია  Maverick 88-ის ყიდვა, რომელიც იწარმოება აშშ-ში, მაგრამ მავერიკი მე არ მომეწონა პირველ რიგში ძალიან დაბალი დამზადების ხარსხის გამო, რომელიც უფრო წააგავდა თანამედროვე რუსულ იაფ იარაღის. გარდა ამისა მავერიკს ქონდა ძალიან გრძელი ლულა, ვენტილირებადი პლანკით, რაც ართულებდა მის მოდიფიკაციას.

 რა მოყვება ახალ Stoeger-ს? ისევ ბევრი არაფერი. კარტონის და პენოპლასტისგან დამზადებული ყუთი საფირმო წარწერებით, ერთი თოფი, ინსტრუქცია, საგარანტიო სერტიფიკატი. უჩვეულო თურქული იარაღისთვის მაგრამ თოფზეც და ყუთზეც არის მწვანე დამღები, რომლებიც იუწყებიან, რომ იარაღმა გაიარა ხარისხის კონტროლი. საგარანტიო სერტიფიკატი იძლევა 2 წლიან გარანტიას თოფზე. ინსტრუქცია ადასტურებს, რომ Stoeger შედის Beretta კომპანიების ჯგუფში.

saketi

თოფის საკეტი

 ექსპლუატაცია. 5 თვის განმავლობაში, თოფი სამჯერ იყო ნადირობაზე, ერთხელ ლაშქრობაში და დაახლოებით 6-ჯერ საცდელ გასვლებზე. აღნიშნულ პერიოდში თოფიდან გასროლილი იყო 200-მდე ვაზნა. არც ერთი დაბრკოლება არ შექმნილა. თოფი შესანიშნავად ინელებდა ყველა მწარმოებლის ვაზნას მათ შორის ძველი რუსული ვაზნები, ასევე Winchester, Bornaghi, RC, Nike Fiochi, Hubertus-ის წარმოებული ყველა ტიპის ვაზნები. კარგი რეზულტატები იყი მიღწეული სლაგების და კარტეჩის სროლისას. თოფის ყველა მექანიზმი დამაკმაყოფილებლად მუშაობდა. როგორც უკვე ვთქვი თოფი დაბრკოლების გარეშე ინელებდა ყველაფერს რასაც მასში ტენიდნენ. გადატენვა ძალიან საიმედოა, მიუხედავად თოფის მდგომარეობისა (დახრილი, აყირავებული) გადატენვა ყოველთვის საიმედოთ ხორციელდებოდა, ყველანაირი სიგრძის ვაზნებით. მიწოდება იყო საიმედო და სასიამოვნო, არ საჭიროებს ზედმეტი ძალის დატანებას. განსაკუთრებით უნდა ავღნიშნო დაფარვის ხარისხი, რომელიც გამოყენებულია ამ თოფში. მიუხედავად საკმაოდ უხეში მოპყრობისა 5 თვის შემდეგ თოფზე არ აღინიშნება არც ერთი ნაკაწრი ან ცვეთის ნიშანი. ოდნავ გადაძვრა დაფარვა სავაზნე ფანჯრის ირგვლივ და მეტი არაფერი. სიმართლე, რომ გითხრათ ასეთი გამძლე დაფარვა მე არ მინახია ბევრად უფრო ძვირ თოფებზეც.

  stoeger

იმისთვის, რომ ვაზნები ამოიღოთ ცევიოს მოძრაობის გარეშე, უნდა აწიოთ მაღლა მიმწოდებელი “ენა”, გადმოწიოთ უკან ბოლომდე ცევიო და ვაზნების მჭიდში ფიქსატორის ხელის დაჭერით ამოიღოთ ვაზნები. 

 მოდიფიკაციები, რომელიც განხორციელდა მოიცავდა 38სმ-ნი ლულის დაყენება, რომელზეც დაყენდა TruGlo-ს მწვანე ოპტიკურ ბოჭკოვანი მუშკა (20 ლარი), დამატებით რესივერზე დავახატე ორი ყვითელი ზოლი, რაც აადვილებს დამიზნებას. კონდახზე დამაგრდა სინტეთიკის შეკვეთით დამზადებული სავაზნე (15 ლარი), რომელიც იტევს 9 ვაზნას, 7-ს ერთ მხარეს და დამატებით ორს მეორე მხარეს. სრული საბრძოლო კომპლექტი, რომლის ტარება შესაძლებელია თოფზე შეადგენს 15 ვაზნა. რა თქმა უნდა ასევე დაუმატე სინთეტიკური ქამარი (10 ლარი). შემდგომ გეგემებში არის ცელიკის დაყენება და თოფის აღჭურვა ადეკვატური შუქით. მოდიფიკაციების შედეგად თოფი გახდა მსუბუქი, კომპაქტური და მოსახერხებელი, როგორც თავდაცვის მიზნებისთვის ასევე სალაშქროდ, თუმცა დამოკლებული ლულის გამო სანადიროთ ეს თოფი უკვე ვეღარ გამოდგება, თუმცა მწყერზე სანადიროთ ის ჩემი აზრით და გამოცდილებით სავსებით საკმარისია.

 პრინციპში მეტის თქმა ამ თოფზე შეუძლებელია. მარტივი, საიმედო 12 კალიბრის “პომპა”, მაღალი ხარისხით დამზადებული, რომელსაც გააჩნია მოდერნიზაციის პოტენციალი. დავამატებდი მხოლოდ, რომ იარაღი საჭიროებს მინიმალურ წმენდას და მოვლას. პრაქტიკულად ერთადერთი რაც ითხოვდა წმენდას არის ლულა. დანარჩენი ელემენტები პრაქტიკულად არ ბინძურდებოდა. განსხვავებით მისი თურქული ანალოგისა Akkar Karatay taktik, რომელიც მე ადრე მქონდა, შტოეგერ-ი არ ტოვებდა პლასტმასის მასრის ათლილ ნაწილაკებს, რომელიც მნიშვნელოვნად აბინძურებდა შიგნიდან იარაღის რესივერს.

 

Shooterscentral.ge-ს დასკვნა

Stoeger SP312 არის კარგი საბაზისო თოფი, ძალიან კარგი ხარისხის, საიმედო და მოსახერხებელი. დადებით მხარეებს განეკუთვნება კარგი დიზაინი, ხარისხი, გამძლე დაფარვა. მინუსებია: მწირი კომპლექტაცია, მაღალი ფასი ანალოგებთან შედარებით,  სამიზნე მოწყობილობების პრაქტიკულად არ არსებობა. იმისთვის, რომ თოფი გახდეს ეფექტური ინსტრუმენტი, როგორც მინიმუმ საჭიროა მუშკის შეცვლა უფრო ადეკვატური კონფიგურაციის სამიზნე მოწყობილობით.

СВД/Тигр-ი კრიტიკული თვალით

Tuesday, December 7th, 2010

დავიწყებ ძალიან მარტივი და კატეგორიული მოსაზრებით და ვიცი რომ ბევრ ხალხს გადავიმტერებ :–),  СВД და მისი სამოქალაქო ვერსიები არ შეიძლება ჩათვლილი იყოს სნაიპერულ სისტემად ხოლო თვითონ შაშხანა არ გამოდგება როგორც სნაიპერული სისტემის კომპონენტი და არ გამოდგება ზუსტი სროლისთვის. სავარაუდოთ მას არც აქვს პოტენციალი გახდეს ასეთი როდესმე და ავხსნი რატომ. შეიძლება ბევრისთვის ეს იყოს ველოსიპედის ხელახლა გამოგონება მაგრამ ეს არის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება დაფუძნებული საკუტარ გაცმდილებაზე და იმ ინფორმაციაზე რაც ჩემთვის არის ხელმისაწვდომი.  ამ სტატიაში მე შევეცდები მოვიყვანო არგუმენტები ჩემი აზრის გასამყარებლად.

სნაიპერული სისტემა არ არის მხოლოდ შაშხანა, ეს არის კომპონენტების ერთობლიობა , რომელიც ქმნის სნაიპერულ სისტემას.  შაშხანა, ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა ( მოკლედ ოპტიკა), სნაიპერული ვაზნა და ჩემის აზრით სადგამი ანუ სოშკები.  შაშხანას უნდა ქონდეს მაღალი სიზუსტის პოტენციალი და ყველაფრი ის რაც ამის მიღწევაში დაეხმარება მსროლელს, ოპტიკა უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს , ვაზნა უნდა იყოს ზუსტი და უზრუნველყოფდეს სტაბილურ სროლას და სოშკები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაბილურ სასროლოსნო პლატფორმას ნებისმიერ სიტუაციებში იქნება ეს ქალაქი, უდაბნო თუ ჯუნგლები.  სოშკების მნიშვნელობის თემას კიდევ დაუბრუნდები ცოტათი მოგვიანებით.

რა ელემენტები უნდა ქონდეს სანიპერულ შაშხანას? და აქ მე დავაზუსტებ, რომ ლაპარაკი მაქვს საარმიო იარაღზე, რომელიც უნდა იყოს მასიურ წარმოებაში, ადვილი ასათვისებლად და ადვილი მომსახურებაში.  მას უნდა იყენებდნენ სნიპერები და არა მარქსმენები. პირველ რიგში   ასეთ შაშხანას უნდა ქონდეს რეგულირებები, ისინი არ უნდა იყვნენ ისეთი მრავალნაირი,  როგორც სპორტულ შაშხანებში, მაგრამ იარაღი უნდა ერგებოდეს მსროლელს და ქონდეს მინიმაური აუცილებელი რეგულირებების საშულება, კონდახის სიგრძე, სალოყეს სიმაღლე, რეგულირებადი ტარი. იდეალური მაგალითი, ერთ ერთი საუკეთესო თვითდამტენი სნაიპერული შაშხანა Heckler&Koch PSG-1. ძალიან მარტივად შეხედეთ რეგულირების საკითხს თუ ეხლა მე არ მეთანხმებით. ჯარში არ არის უნიფიცირებული ფეხსაცმლის ზომა ყველა ჯარისკაცისთვის ხო? რატომ არ უნდა ქონდეს სნაიპერს, ზუსტ მსროლელს, მოირგოს საკუთარ თავზე მისი იარაღი?  რა რეგულირებები გააჩნია СВД-ს? მხოლოდ სალოყე შეგიძლია “ჩართო” ან “გამორთო”.  კონდახი სწორია და მოკლე.  პრობლემატურია სწრაფი სროლა ღია სამიზნით.  არა და ახლო ბრძოლაში ამას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს.

 psg1case

Heckler&Koch PSG-1, რეგულირებადი კონდახის სიგრძე და სალოყეს სიმაღლე, რეგულირებადი ტარი.  იარაღს ასევე მოყვება მაღალი ხარსხის დასაყრდენი სადგამი.  კონსტრუქციის მინუსი, პერმანენტულად დაყენებული ოპტიკა Hensoldt 6×42, რომლის სხვა ოპტიკით შეცვლა შეუძლებელია. ასევე მინუსია დიდი ფასი, დაახლოებით 9000 დოლარი.

ასევე სასურველი იქნებოდა რეგულირებადი სასხლეტი.  რომელიც გააჩნია PSG-1–ს და არ გააჩნია СВД–ს.  უკანასკნელის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მასობრივი წარმობა რუსეთში არასდროს არ ყოფილა ხარსხიანი, შესაბამისად სნაიპერს უნდა ქონდეს საშულება მისი რეგულირების საკუთარი პრეფერენციების მიხედვით.

ეხლა რაც შეეხება სოშკებს, სოშკები არის სნაიპერულის სისტმის განუყრელი და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. რატომ? იმიტომ რომ სოშკები უზუნველყოფენ იარაღის როგორც სასროლოსნო პლატფორმის სტაბილურობას და ერთგარონებას გასროლიდან გასოლამდე მიუხედავათ იმისა თუ რაზე წევს ან ზის მსროლელი.  ხოლო სტაბილურიბა და ერთგავროვნბა არის ის რც განაპირობებს სრლის სიზუსტეს.  ზუსტი სროლა ეს არის ერთგვაროვნების მეცნიერება, ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ ჩემ ნაცნობს, რუსული წარმოშობის კანადელს და ის არის აბსოლუტურა მართალი.  თუ კომპლექტში სოშკები არ არის ან არ არის გათვლისწინებული მათი დაყენება  ეს ნიშნავს, რომ სროლა განხორციელდება არაერთგვაროვანი მდგომარობიდან რაც ყოველთვის იმოქმედებს მოხვედრის წერტილზე. თუ ჩვენ ვიყენებთ ბუნებრივ საყრდენ პარალელურად იცვლენა მოხვედრის წერტილებიც.  ამის მომსწრე მე ვყოფილვარ არაერთხელ. სნაიპერული სისტემების უმეტესობა იყენებს საკუტარი კონსტრუქციის ინტეგრირებულ სოშკებს, ხოლო დანარჩენებს აქვთ უნივერსალური სამაგრი, რომელზეც ადვილად ყენდება კომერციული სოშკები (Harris, Versa Pod).  СВД–ს აქვს სოშკების დაყენების ოფცია, მაგრმ სად? რესივერზე მჭიდის წინ. სამაგრი არასტანდარტულია, არ არის სტანდარტული სამაგრი კომერციულ ტიგრებზეც, რის გამოც იმისთვის, რომ მასზე იგივე Harris–ი დააყენო საჭიროა ხელოსნის ჩარევა. გარდა ამისა  ასეთი სოშკების სამაგრის განლაგება განაპირობებს დამიზნებისას ლულის მოძრაობის დიდ ამპლიტუდას რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს სიზუსტეზე.  სოშკები უნდა იყოს განლაეგბული რაც შეიძლება წინ, ლულის ბოლოსკენ. არსებობს СВд-ზე გათვლილი პლასტმასის “ცევიო” ინტეგრირებული სამაგრით, მაგრამ მათი ხარისხი უფრო შეესაბამება ჩინურ სათამაშოს ვიდრე საბრძოლო იარაღის ელემენტს.  RSsass_071207A

Armalite-ის წარმოებული თანამედროვე თვითდამტენი სნაიპერული შაშხანა Super SASS, დააკვირდით, როგორ არის განლაგებული სოშკები. ლულის ბოლოსკენ, თუმცა მათი განლაგება შესაძლებელი იყო “ცევიოს” ნებისმიერ ადგილას.  

СВД-ს აქვს ერთი ელემენტი, რაც თეორიულად უნდა ხელს უწყობდეს სიზუსტის გაზრდას. ეს არის დენთის აირების რეგულატორი.  1 მდგორმაობაში ის აწვდის მინიმალურ საჭირო დენთის აირების რაოდნეობას და ამცირებს მოძრავი ნაწილების სიჩქარეს. შესაბამისად მირდება რხევა, რაც ხელს უწყობს  სიზუსტის გაზრდას. მდგომარეობაში 2, დენთის არიების წნევა იწევა რაც განაპირობებს მეტ საიმედოობას დაბინძურების პირობებში. რამდენად ეს იდგომა მართებულია მე არ ვიცი. რეგულატორი აყენია იგივე SASS–ზე მაგრამ ის ასრულებს სხვა დანიშნულეაბს, კერძოდ კი უზრუნველოფს საიმედო ავტომატიკის ფუნქციონირებას მაყუჩით სროლისას.

versus

Тигр 7.62Х54 Cz550 .308 win Varmint–ის წინააღმდეგ. იმ დღეს ჩზ–ს საუკეთესო ჯგუფმა შეადგინა 3 სმ 200 მეტრზე. მიუღწეველი შედეგი ტიგრისთვის.

ოპტიკა. სანამ ოპტიკის კრიტიკას დავიწყებდი უნდა ავღნიშნო, რომ კარაგდ მორგებული გვერდითა სამაგრი თითქმის ყოველთვის ინარჩუნებს ნოლს მიუხედავთ ოპტიკის ხშირი მოხსნა დაყენებისა.  დიახ, სამაგრი არის რთული, ძვირი მაგრამ ის ასრულებს თავის ფუნქციას ძალიან კარგად.  თვითონ ოპტიკას, რაც შეეხება გამომდინარე რამოდენიმე ერთეულის ექსპლუტაციის გამოცდილებიდან (როგორც სამხედრო ПСО-1 ისევე მისი სამოქალაქო მოდიფიკაციები) შეიძლება ითქვას, რომა რი ხარსხის სერიოზული პრობლემა, ასევე დიდი სხვოაბაა ლინზების ხარსხში, რაც გამოიხატება მოყვითალო არამკაფიო გამოსახულებაში.  სიყვითლეს ზოგი ხსნის იმით რომ ეს არის შუქის ფილტრი, რომელიც არის ინტერგირებული ოპიკაში.  4 გადიდება არ არის საკმარისი ზუსტი სროლისთვის.  500 მეტრზე სილუეტსი დეტალების გარჩევა თითქმის შეუძლებლია. ბადეში ინტეგირებული მანძილმზომი უქბე ანაქრონიზმია, ბადე ამის გამო გადატვირთულია, რაც ართულებს ოპტიკური სამიზნის გამოყენებას დაზვერვის და ობსერვაციის მიზნებისთვის.  ინფრაწითელი ეკრანი, რომელიც დაყენებულია ოპტიკაში ინფრაწიტელი გამოსხივების აღმოცენისთვის არ არის გამჭირვალე და მისი ჩართვისას არ ცანს არფერი გარდა ინფრაწითელი გამოსხივებისა.  მისი მასა საკმაოდ დიდია  – 600/620 გრამი, შედარებისთვის Leupold Mark 4 3.5-10x40mm LR/T M2 იწონის 525 გრამს, რა თქმა უნდა სამაგრი არ არის მისი ნაწილი მაგრამ ოპტიკაც თავის შეასძლებლობებით ბევრად აღემატება ПСО1-ს.  ექსპლუატაციაში (სამი ერთეული) გამოვლინდა გარკვეული პრობლემები სამიზნე ბადის მარეგულირებელ მექანიზმში, რაც გამოიხატებოდა ბადის არაკონტროლირებად მოძრაობაში მისი რეგულირებისას.  ოპტიკა საარმიო სანიპერული შაშხანისთვის არ შეიძლება იყოს იაფი. ეს არის პრეციზიული მექანიზმი, რომელიც გარდა იმია, რომ უნდა იყოს ზუსტი დამატებით უნდა უძლებდეს საჯარისო ექსპლუატაციის სერიოზულ დატვირთვას.  ასეთი პროდუქტი ვერ იქნება იაფი.  რამდენადაც მე გავიგე ПСО-ს და მისი კლონების ფასი სრულ კომპლექტში არის დაახლოებით 100–150 დოლარი.  რა ოპტიკას იყიდი დღეს 120 დოლარად, ჩინურ Leapers?

1494288508aa

 მანძილი მანქანამდე 215 მეტრი.  რაიმე დეტალიზაციაზე აქ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი

ვაზნა.  ყველაზე საინტერესო ნაწილი. რა თქმა უნდა კარგი ვაზნა არ არის პრობლემა, მაგრამ დღეს იქ სადაც ხდება СВД ექსპლუატაცია, მათ შორის ქართულ ჯარში არ არის ხელმისაწვდომი კარგი ხარისხის ვაზნები, ხოლო სპეციალურ სნაიპერულ ვაზნებზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.  თავიდან მიხაილ დრაგუნოვმა თავისი შაშხანისთვის აარცჩა ხრახნების ბიჯი 320 მმ, რაც განსხვავდებოდა მოსნის შაშხანის ხრახნების ბიჯისგან (240მმ). მან გააკეთა ეს სპეციალურად იმისთვის, რომ მოეგო სიზუსტეში. საერთოდ კი 7.62Х54R ვაზნის სნაიპერული მოდიფიკაციის ისტორია იწყება სამოციანი წლების ბოლოს, როდესაც СВД–ს შეიაარღებაში მიღების შემდეგ დადგა საკითხი ჯარის ადეკვატური  გაზრდილი სიზუტის ვაზნებით მომარაგების .  ახალ ვაზნაზე მუშაობდნენ ორ “დაწესებულებაში”  61–ე სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (შემდეგ ЦНИИТОЧМАШ) და 188–ე ვაზნების მწარმოებელ ქარხანაში  (დღეს ნოვოსიბირსკის ვაზნების ქარხანა).  აქამდე სნაიპერები საბჭოტა არმიაში იყენებდნენ სტანდარტული ვაზნუის მსუბუქი ტყვიით საუკეთესო პარტიებს.  სპეციალური სნაიპერული ვაზნა არ არსებობდა.  აქ სნაიპერული ვაზნის შექმნის მთელი ისტორიის მოყვანას აზრი არ აქვს. პროცესის უფრო სრული არწერილობა მოყვანილია ჟურნალ Калашников-ის 2009 წლის მე–8 ნომერში. ჩვენ გავჩერდებით მოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე.  თავიდანვე სნაიპერული ვაზნის შექმნისას იყო ჩადბული ურთიერთგამომრიცხავი მოთოვნები და ამას განაპირობებდა   პირველ რიგში, როგორც ეკონომიკური ფაქტორები ასევე წარმოების ზოგადად დაბალი დონე. სნაიპერული  ვაზნა უნდა ყოფილიყო ბიმეტალის მასრით, საშტატო კაფსულით და დენთით.   ერთადერთი რაზეც აზრი ქონდა მუშაობას იყო ტყვიის კონსტრუქცია, მაგრამ აქაც იყო შეზღუდვები: ბიმეტალის გარსი და ფოლადის გული. ყვეკლა ვისაც წარმოდგენა აქვს ზუსტ სროლაზე და ვაზნების რელოუდზე მიხვდება, რომ ასეთ კომპონენტებისგან დამატბული დაბალი წარმოების კულტურა რაიმე შედეგის მიღება ძნელია და რეალობამ ეს დაადასტურა.  რა რპობლემები წარმოიშვა? ლატუნის გილზა უზრუნველყოფს ერთგვაროვან ძალის წარმოქმნას რაც აუცილებელია ტყვიისთვის  მასრის დატოვებისათვის.  ბიმეტლის გარსი არ უზრუნველყოფს ტყვიის ხრახნებში დამაკმაყოფილებელ შეჭრას, პრობლმატურია ერთგვაროვანი ფოლადის გულის დამზადება და მისი ცენტრირება ტყვიის შიგნით.  ყველა ეს პრობლემა ორმაგდება თუ გავითვალისწინებთ დაბალი წარმოების კულტურას.  საბოლოო ჯამში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც საცდელი პარტიები შესანიშნავ რეზულტატებს აჩვენებდა და ჯობნიდა იმ დროს წარმოებულ მაღალი ხარისხის სპორტულ ვაზნებს ტყვიის გულებით, ლატუნის მასრებით, მაგრამ სერიაში გაშვების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად იცვლებოდა.  ერთი ყველაზე დაშოებული მორტყმული ტყვიის გამორიცხვით 300 მეტრზე მიღწეული იქნა რეზულტატი 11.6სმ.   ძირითადი პრობლემა განპირობებული დაბალი წარმოების კულტურით იყო შეუძლებლობა სერიული, მასობრივი  წამროებისას მინიმალური დაშვებების შენარჩუნება. თუმცა ეს დაშვევებიც იყო უფრო დიდი ვიდრე სპორტულ ვაზნებში  მაგალითად,  ტყვიის წონის გადახრა მაქსიმუმ 0.5 გრამი, 0.3 გრამის სანაცვლოდ, ტყვიის დიამეტრი 0.02მმ, 0.05–ს ნაცვლად, ტყვიის ამოსაღები ძალის მაჩვენებელი 30კგ, 55 კგ–ის ნაცვლად.  მიუხედავად ამისა სნაიპერული ვაზნა წავიდა სერიაში და მას მიენიჭა ინდექსი 7Н1.  1974 წელს სიზუსტის ფრონტზე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. სნაიპერის ბოეკომპლექტში დამატებით შევიდა ვაზნები  ჯავშანგამტანი და მგეზავი ტყვიებით.  მათი სტაბილიზაციისათვის საჭირო გახდა ხრახნების ბიჯის შეცვლა ისევ 240მმ–მდე. შესაბამისად შემცირდა სიზუსტე სტანდრტული ვაზნების გამოყენებისას.  მოთხოვნები სიზუსტეზე იგივე დარჩა და მალევე გახდა გასაგები, რომ სიზუსტის ნორმატივი ვერ სრულდებოდა. მხოლოდ იღბლიანი ვაზნების პარტიის გამოყენებისას იყო შესაძლებელი ნორმატივის შესრულება.  სიტუაცია გამოსწორდა ტესტირების მეთოდიკის შეცვლით, ეტალონური შაშხანიდან საცდელი ვაზნების გასროლით.  ფურცელზე ვითარება გამოსწორდა, რეალობაში კი არა. მიუხედავათ უზარმაზარი რესურსებისა, საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო ამ პრობლმის მოგვარება.   სიტუაცია რუსეთის ძალოვნებში ნაწილობრივ გამოსწორდა სულ რამოდენიმე წლის წინ,  მას მერე, რაც დაიწყო უცხოური შაშხანების, აღჭურვილობის და ამუნიციის შეძენა. ამის მერე ყველა სპეციალიზირებულ შეჯიბრებებზე სამხედრო სნაიპერები თავისი დრაგუნოვებით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილებს იკავებენ. და რა ხდება ჩვენ ჯარში? არ ვიცი. ერთი წლის წინ გავიგე, რომ ჩატარდა შეჯიბრება, იყენებდნენ СВД–ეებს და სტანდარტულ  ЛПС– ებს (მსუბუქი ტყვია). ეს მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოთ ჩვენთან არც არის იდენტიფიცირებული იარაღის და ვაზნის შეუთავსებლობის  პრობლემა, ისევე როგროც არ არის ჩამოყალიბებული რა საცეცხლე ამოცანებს უნდა ასრულებდეს საჯარისო სნაიპერი.  ერთი წლის წინ პარლამენტის წინ გამოფენილი იყო სხვა და სხვა შეიარაღება, სხვა და სხვა იარაღი, სხვა და სხვა ოპტიკა, აღჭურვილობა, ის ვინც თამაშობდნენ სნაიპერის როლებს არ ერკვეოდნენ არც ოპტიკაში, არც კალიბრებში არც იარაღში.  მახსენდება სცენა ტვ საქარტველოს ეთერში, ტრიალ მინდორში გამომხმარი ბალახის ფონზე მწვანე “გილეს” მასკხალათებში იწვნენ გვერდი გვერდ ორი ჯარისკაცი სნაიპერული გალილებით. ვინ იყო მსროლელი ვინ იყო “სპოტერი”, სად იყო მასკირება დარჩა  გაუგებარი. ვინ და რა პროგრმით ამზადებს სანიპერებს ასევე უცნობია.

ЛПС-ის ფაქტორი. ამას მე ვეძახი სიტუაციას, როდესაც იდეალური სროლის პირობებში 5 – 10 გასროლიან ჯგუფში ხდება 2–4 ამოუცნობი და აუხსნელი აცილება, ანუ 2–4 ტყვიის მორტყმის ადგილი არის მნიშვნელოვნად დაცილებული ძირითად ჯგუფს. ეს ხდება სტაბილურად აღნიშნული ვაზნის გამოყენებისას.  მიზეზი? უკვე ავღწერე ზევით.  დაშვებები და წარმოების კულტურა.  სხვოაბები ტყვიის წონაში, ფორმაში, კალიბრში, მუხტის წონაში.  ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი მე ავხსნი მარტივი მაგალითით.  ხორციელდებოდა სროლა ტიგრიდან (ხრახნების ბიჯი სასურველი ანუ 320მმ) 100 მეტრზე.  ვახორციელებ მხოლოდ სამ გასროალს.  რატომ? ვამცირებ  ЛПС-ის ფაქტორს.  ვდგები და მივდივარ სამზინიკსენ, მესმის შეძახილი: რატომ მხოლოდ სამი? ვპასუხობ ასე: თუ გამიმაღტლა და ეს სამი ვაზნა იყო იღბლიანი კარგი ჯგუფი დამხვდება. ასეც მოხდა. 2.9 სმ 100 მეტრზე სტანდარტული ვაზნით. არც ისე ცუდია.  მრავალი წლის ტიგრის  ექსპლუატაციამ გამოავლინა. რომ ხანდახან იაარღი ისროდა მინუტას, მაგრამ საშუაო სიზუსტე იყო 5–7 სმ 100 მეტრზე რაც ბევრია.  სპორტული ვაზნების გამოყენება არ აუმჯობესებდა რეზულტატს მნიშვნელოვნად, ისე რომ ამაზე წერა ღირდეს.

lps factor

ЛПС-ის ფაქტორის ილუსტრაცია. 100 მეტრზე ნასროლი 10 გასროლიანი ჯგუფი. ერთი პარტიის ვაზნები.  6 გასროლა ქმნის ძალიან კარგ ჯგუფს, მაგრამ დააკვირდით 4 ტყვია სად “გაფრინდა” და ეს მხოლოდ 100 მეტრზე! და რა მოხდბა 400–500 მეტრზე?!  ქვევით ЛПС-ის ფაქტორის წარმატებული გამორიცხვის მაგალითი, 3 გასროლა 100 მეტრზე.  

minuta

რა თქმა უნდა , დაბალი წარმოების კულტურა ეხებოდა არა მარტო ვაზნებს. ასევე ოპტიკას და თვითონ იარაღს. ეს კიდევ უფრო აუარესებდა მდგომარეობას.

აქვს თუ არა  СВД-ს მოდერნიზაციის რეზერვი. არ ვიცი. არ ვარ დარწმუნებული. სახელება მაგალიტად ერთ ერთი გზა შეიცვალოს ხრახნების დაზმადების ტექნოოგია. ელექტროქიმიური მეთოდი შეიცვალოს როტაციული ჭედვით.  რა თქმა უნდა თუ სურილი იქნება შესაძლებელია კარგი სიზუსტის მიღება, მაგრამ ისევ და ისევ დგება ეკონომიკური ფაქტორი. ღიირს რომ წვალებად საერთოდ? ან მაგალიტად საკითხს ასე დავსვავ, რა შეუძლია СВД–ს რაც არ შეუძლია მაგალითად ოპტიკური სამიზნით აღჭურვილ РПК-74-ს თუ ორივეს წინაშე დგას ქვეითი ოცეულის წინაშე მდგარე საცეხლე დავალებები?  მე კარგად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამ თემაზე სტატიაში “მომავალი სნაიპერული სისტემა საქართველოს ჯარისთვის”, რომელიც ამ ბლოგზეა გამოქვეყნებული.  აქიდან გამომდინარე არ გამოდგება СВД მარქსმენისათვისაც, იმიტომ რომ ის კონსტრუქციულად მნიშვნელოვნად გნსხვავდება იმ იარაღებისგან, რომელიც არის ოცეულის შეიარაღებაში. არ გამოდგება კიდევ იმიტომ რომ მისის შესაძლებლობები ახლო მანძილზე ბრძოლაში არის საკმაოდ შეზღუდული. მოსაზრება, რომ СВД არის მასობრივი იარაღი გაუნათლებელი გლეხი ჯარისკაცისთვის არის აბსოლუტურად უაზრო.  ვიმეორებ, რა აზრი აქვს ცალკე შეიარაღების სისტემის არსებობას თუ იგივე დავალებას შეასრულებს უკვე არსებული იარაღი მასზე უბრალოდ ოპტიკის დაყენების შემდეგ?  სნაიპერი არ შეიძლება იყოს აღჭურვილი უვარგისი იარაღით, სნაიპერის მომზადება არ შეიძლება იყოს ზოგადი და იაფი.  მასობრივი უვარგისი იარაღით შეიარაღებულ გაუნათლებელ და მოუმზადებელ მასას ქვია საზარბაზნე ხორცი.  ოცეულში ასეულში ზუსტი მსროლელის  ჩასმა იქნება ეს სნაიპერი თუ მარქსმენი და მისი ადეკვატური იარაღიტ აღჭურვა არ არის ტრივიალური პრობლემა მაგრამ ის გადაწყვეტადია, უკვე დღეს. მთავარია სურვილი იყოს.

PS

არ მინდა გავანაწყენო СВД–ეების და  Тигр–ების პატრონები. როგორც სნაიპერული შაშხანა შეიძლება ეს იარაღი არ არის კონკურენტუნარიანი მაგრამ როგორც თვითდამტენი შაშხანა ის საკმაოდ კარგია.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის საიმედო, მსუბუქი, გამძლე და არც ისე გაბარიტული იარაღი. აღჭურილი კარგი ოპტიკით ის არის ადეკვატური უმეტესობა ნადირობებისათვის. ყველა იარაღს თავისი ფუნქცია, უბრალოდ СВД-ს ფუნქციებს სნაიპინგი და ზე ზუსტი სროლა ნამდვილად არ განეკუთვნება.

სტოუნერის შენიღბული იარაღი და მისი ანალოგები

Thursday, September 16th, 2010

წარმოგიდგენთ ცოტახნის წინ დაპირებული სტატიას იუჯინ სტოუნერის უჩვეული პისტოლეტ ტყვიამფრქვევზე.

იმედია იმის ახსნა არ არის საჭირო ვინ იყო იუჯინ სტოუნერი? კარგით, ვინც არ იცის მოგახსენებთ, რომ ეს ამერიკელი კონსტრუქტორი იყო ისეთი ცნობილი სისტემების “მამა” როგორებიცაა  AR10 და AR15. უკანასკნელი უფრო ცნობილი, როგორც  M16, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია წარმოადგენს თავის მოდიფიკაციებთან ერთად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საბრძოლო მანქანის აშშ–ს შეიარაღებული ძალების სტანდარტულ გრძელლულიან პირად ცეცხლსასროლ იარაღს. გაცილებით უფრო ნაკლებად ცნობილია პირველი იარაღი, .308 კალიბრის ავტომატური შაშხანა, რომელიც თავი დროზე ნამდვილად რევოლუციურ სისტემას წარმოადგენდა. მისი კომერციული და სამხედრო მოდიფიკაციები დღემდე გამოდის და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ნაკლებად ცნობილია, რომ სტოუნერს ასევე ეკუთვნის კიდევ ერთი უნიკალური და ძალიან ალბათ უცნაური იარაღი, რომელიც წარმოადგენს შენიღბულ დასაკეც პისტოლეტ–ტყვიამფრქვევს.

იდეა ასეი იარაღის შექმნის მოუვიდა სტოუნერს 80–ნი წლების დასაწყისში, როდესაც ის მოღვაწეობდა კომპანია Ares inc-ში, რომლის მფლობელიც სტოუნერი თავად გახლდათ.  უნდა აღინიშნოს, რომ 80–ნი წლები ხასიათდებოდა ტერორისტული დაჯგუფებების მათ შორის ულტრა მემერცხენე რადიკალური შეხედულებების მქონე პატარ ჯგუფების აქტივობით, , რომელთაც სამიზნეში ყავდათ წარამტებული ბიზნესმენები და კაპიტალისტუირ მსოფლიოს სხვა გავლენიანი პირები. ასეთი ტავდასხმებებისგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სტოუნერმა მოიფიქრა იდეა შენიღბული კომპაქტური იარაღისა, რომელიც ადვილად მოდიოდა საბრძოლო მდგომარეობაში, იქნებოდა შეუმჩნეველი და ამავე დროს ექნებოდა სერიოზული საცეცხლე ძალა ახლო მანძილებზე.

რა თქმა უნდა სტოუნერი არ იყო შენიღბული იარაღების იდეის ავტორი, მაგრამ ის გახდა საკამოდ საინტერესო კონცეფციის ავტორი, კონცეფციის რომლის გარშემო შეიქმნა სხვა რამოდენიმე იარაღის მოდელი, და ეს ისტორია ნამდვილად ღირს იმად რომ ამაზე ორი სიტყვა ქართულადაც დაიწეროს.

იარაღის შექმნაზე, რომლის ავტორი იყო იუჯინ სტოუნერი უშუალოდ მუშაობდა ასევე Ares inc.–ის ინჟინერი  ფრენსის ვარენი.

ტექნიკურად ამ იდეის მიხედვით შექმნილი იარაღი წარმოადგენს მარტივი მე ვიტყოდი ბანალური  კონსტრუქციის მქონდე კლასიკურ 9მმ–ან პისტოლეტ ტყვიამრქვევს, რომელიც ისვრის ღია საკეტიდან. საკეტი იკეტება ლულაზე იგივე პრინციპით, რაც მაგალითად გამოყენებულია პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი Uzi-ში. იარაღის ძირითადი ნაწილი, რესივერი შედგება ორი დასაკეცი ნაწილსგან, რომელიც მზადდება “შტამპოვკით”. ასევე დასაკეცია პისტოლეტის ტიპის ტარი, რომელშიც თავსდება სექტორული მჭიდი. საკეტის სახელური განლაგებულია რესივერზე წინ და ქვევიდან და ასევე იცავს მსროლელის ხელს. სროლის დროს ის არ მოძრაობს.  იარაღი იკეცება სპეციალური ღილაკის დაჭერით, რომელიც განლაგებულია რესივერის უკანა ნაწილის ქვეშ, ხოლო იხსენება ორ ღილაკზე დაჭერისას რესივერის წინა ნაწილზე (გვერდებიდან განლაგებული). იარაღის კალიბრი იყო 9Х19 Luger. სროლის ტემპი შეადგენდა 650 გასროლას წუთში. მჭიდის ტევადობა შეადგენა 20 და 32 ვაზნას. დაკეცილ მდგომარეობაში სიგრძე შეადგენდა სულ რაღაც 262მმ–ს. სისტემა მოდიოდა დაკეცილიან საბრძოლო მდგომარეობაში 3–5 წამში. იარაღს დაერქვა Ares FMG (Folding Machine Gun – დასაკეცი პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი).

fmg_00

Ares FMG ერთ ერთი პროტოტიპი

 

განსხვავებით თავისი ანალოგისგან (M21), რომელიც თითქმის პარალელურად გაჩნდა ამერიკაში, სტოუნერის იარაღს სამიზნე მოწყობილობები არ ქონდა. რაც შეეხება M21–ს, მისი კონსტრუქტორი იყო დაივ ბოუტმენი, რომელიც თითქმის პარალელუტად სტოუნერთან ერთად იგივე კონცეფციის იარაღზე მუშაობდა და ორივე ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ან პირიქით შექმნეს თითმქის იდენტური იარაღები, თუმცა არსებოსბ აზრი, რომ ტავდაპირველი იდესი ავტორობა მაინც სტოუნერს ეკუთვნის.   შესაბამისი პატენტიც აღებული 1986 წელს სტოუნერს ეკუთვნის, ასე რომ მეც დავეთანხმები, რომ ალბათ სტოუნერი იყო პირველი. 

სამწუხაროდ, მიუხედავათ იმისა, რომ სულ ცოტა 5 პროტოტიპი შეიქმნა და გამოცდილ იქნა, იარაღი სერიაში არ წავიდა.  ამის რამოდენიმე მიზეზი იყო და პირველი, რომ სამოქალაქო ბაზარზე მას გზა ქონდა ცაკეტილი იურიდიული შეზღუდვების გამო. შესაბამისი დამატება ფედერალურ კანონში კრზალავდა ავტომატური ცეცხლის წარმოების რეჟიმიანი პისტოლეტ ტვიამფრქვევბის გამოყენებას სამოქალაქო პირების მიერ.  სამართალდამცავებმა, სამხედროებამ და სპეც სამსახურებმა ასევე გულგრილად შეხვდნენ სტოუნერის იარაღს, რამაც განაპირობა ის, რომ იარაღი დარცა პროტოტიპის დონეზე.

დეივ ბოუტმანის პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი ასევე არ გაცდა პროტოტიპის სტადიას, თუმცა ამ შემთხვევაში, იარაღი შეიძლება ითქვას უფრო დახვეწილი გამოდგა. ბოუტმანის M21–ის შენღბვის ხარსხი უფრო მაღალია, ის წარმოადგენს რადიოგადამცემის იმიტაციას გარედან, აქვს სამიზნე მოწყობილობა ინეგრირებული გადასატან სახელურში და ასევე აქვს ქამრის სამაგრები. პლატა, რომელზე ეყენა ყალბი რადიო ანტენა უნდა მოხსნილიყო სანამ იარაღი გაიშლებოდა. იგივე მიზეზების გამო არც ბოუტმანის M21 წავიდა სერიაში.

m21

დეივ ბოუტმანის ბევრად უფრო დახვეწილი და თავისებურად მომხიბვლელი  М21 (სურათები ეკუთვნის ოლეგ ვოლკს)

ისტორია ამაზე ალბათ დასრულდებოდა, რომ არა უჩვეულო გაგრძელება.  სტოუნერის იდეა, ჩვეული წესით ანუ პირდაპირ და უაპელაციოდ მოიპარეს და შემდგომ მიითვისეს რუსებმა, რასაც თითქმის კურიოზული გაგრძელება მოყვა. იდეა მიიწერეს, რუსმა კონსტრუქტორებმა, შექმეს რამოდენიმე პროტოტიპი და შეეცადნენ ის გაესაღებინად, როგორც რუსეთის მილიციის ძირითადი პისტოლეტ–ტყვიამრქვევი (!!!).  იდეა რუსული მილიციის გადაიარაღების 90–ნი წლების დასაწყისში გაჩნდა. იყო იდეები მოხესნათ კონსერვაციიდან გერმნაული MP4o-ები. შეკვეთები ახალ იარაღზე დაეგზავნა ყველა მწარმოებელს მაგრამ აგერ თითქმის 20 წელი გავიდა და მილიციონერები კვლავ დადიან АК-74У-ებით და საფრთხეს წარმოადგენენ უდანაშაულო მოქალაქეებისათვის.

“შექმნილი” ტულაში (КБП, Конструкторское Бюро Приборостроения) FMG-s კლონი სახელად ПП90 წარმოადგენდა საკმაოდ უხეშ იარაღს გათვლილს 9Х18ПМ ვაზნაზე.   მე არ წარმომიდგენია რა ლოგიკით აპირებდნენ მილიცელების შეიარაღებას შენიღბული იარაღით?  ასეთი როლი, მთლიანად ეწინააღმდეგებოდა საერთოდ შენიღბული იარაღის კონცეფციას. ჩნდება კითხვა:  რა აზრი ქონდა ფორმაში გამოწყობილი მილიციონერის შეიარაღებას “შენიღბული” რკინის კოლოფით, რომლის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ორჯერ სამჯერ მეტ დროს საჭიროებდა ვიდრე ტრადიციული კონსტრუქციის პისტოლეტ–ტყვიამფრქვევის მომარჯვება? ასეა თუ ისე რუსულ ლიტერატურაში და პრესაში არაერთხელ დაიწერა თუ რა სირთულეესბ გადააწყდნენ ნიჭიერი რუსი კონსტრუქტორები სტოუნერის იარღის “მოგონებისას’, რამდენად ძნელი იყო მილიციის მაღალჩინოსნების დარწმუნება, რომ ეს რკინის კოლოფი იყო ის, რაც მილიციას ჭირდებოდა.  როგორც ჩანს ბოლო ბოლო მილიცია და მწარმოებლები შეთანხმდნენ ”ატკატის” რაოდენობაზე და საოცარი ფაქტია, მაგრამ ПП90 ოფიცილაურად მიღებულ იქნა შეიარაღებაში! მცირე რაოდენობით (მაშინ მილიციას ბევრი ფული არ ქონდა) ეს იარაღი მოხდა როგორც მილიციაში ასევე რამოდენიმე სპეციალურ სტრუქტურაში.  გამომდინარე იქიდან, რომ იარაღი იყო ტრადიციულად დაბალი ხარისხის, ქონდა საშინელი ერგონომიკა და რამოდენიმე კონსტრუქციული ნაკლოვანება, ის ასვე მალე გაქრა სცენიდან. ინტერნეტში, რუსი სამართალდამცავებისგან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ПП90 ასევე არ იყო უსაფრთხო ექსპლუატაციაში. მოგვიანბეით  შექმნილი იყო ასევე  ПП-90M1 სროლის რეჟიმის გადამრთველით და  ПП-93 (დაკეცვის ოფციის გარეშე), როგორც გაუმჯობესებული ვარიანტი. მიუხედავათ იმისა, რომ ყველაფერი რუსებამდე უკვე მოგონილი ამერიკული იარაღის რუსული კლონი, გამოვიდა უფრო მოუხერხებელი და მიუხედავათ უფრო სუსტი ვაზნისა დაახლოებით იგივე წონის და გაბარიტების მქონე! მარტივი და ეფექტური საკეტის სახელურის კონსტრუქცია, რომელიც გააჩნდა FMG-ს,  შეიცვალა გაურკვეველი ფორმის და კონსტრუქციის კაუჭით, რომელიც ექცევა გაშლილ მდგომარეობაში იარაღის ქვეშ და ძნელად მისაწვდომი ხდება, ხოლო დაკეცილ ვარიანტში ის რჩება გარეთ გამოშვერილი. ალბათ სამორიგეოში ლურსმანზე ჩამოსაკიდებლად :–) .  

34

რუსული FMG – ПП90

რუსების გარდა, FMG-ის კონცეფციის გათვალისწინებით ანალოგიური იარაღი შეიქმნა უკრაინაშიც. Конструкторское бюро “Спецтехника” (“КБ-С”) “მოიგონეს” მორიგი სტოუნრის FMG და დაარქვეს მას გობლინი. მათი მტკიცებით გობლინის რესურსი აღემატება 10 000 გასროლას, ხოლო 500 მეტრიდან ის ხვრიტავს 4.5მმ–ან ჯავშანს (???) (Выпуск газета Сегодня №163 (166) за 27.08.98).  ის კიდე უფრო გაბარიტულია და დაკეცილ მდგომარეობაში მისი სიგრძე შეადგენს 350მმ–ს (სხვ წყაროებიდან 290 მმ–ს). აღნიშნული უკრაინული კომპანია, ქსელში არსებული იფნრომაციის მიხედვით არის ფიქტიური წარმოება, რომლის ძირითადი მიზანია მუქთა სახაზინო ფულის მიღება, ხოლო აგრესიული სარეკლამო კამპანია და მითიური იარაღისთვის მითიური შესაძლებლობების მინიჭება არის უბრალო ნაცრის თვალში შეყრა. ასეა თუ ისე გობლინის ბედი დღემდე უცნობია, ისევე როგორც უმეტესობა “უნიკალური” და “განუმეორებლი” იარაღისა, რომელსაც აღნიშნული დაწესებულბა “იგონებს”, “აწარმოებს” და ამაში სახაზინო ფულსაც იღებს.

goblin-300x140

ინტერნეტში გობლინის ერთადერთი არსებული გამოსახულება

პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი არავინ სტოუნერის იდეებით არ დაინტერესებულა. საქართველოზეც ვერაფერს ვერ დავწერ, ჩვენთანაც ჯერჯერობით დაკავებულები არიან მუქთა ფულით სათამაოების შეძენით (ეს უფრო ადვილია ვიდრე თუნდაც უვარგისი იარაღის გამოგონება) და მათი შემდგომი მტვრევით. მოვა დრო შეიძლება ჩვენთანაც ვინმემ მორიგჯერ “გამოიგონოს” სტოუნერის FMG.  

სტოუნერის იდეის მორიგი რეინკარნაცია მოხდა ამჯერად ისევ აშშ–ში.  სულ რაღაც 2 წლის წინ, 2008 წელს, როდესაც ნიჭიერმა ბიჭებმა ინოვაციური და წარამტებული  კომპანია Magpul Industries-დან  წარმოადგინეს FMG-ს კონცეფციის საკუთარი ინტერპრეტაცია თითქმის იდენტური სახელით FMG9.  მათ მიერ წარმოდგენილი იარაღი არის შესრულებული 21–ე საუკუნის ტრადიციებში. პირველ რიგში ეს გამოიხატა მასალების არჩევაში: მეტალი შეიცვალა პოლიმერით.  პრინციპში გამოყენებულ იქნა მხოლოდ იდეა, ხოლო მისი შესრულება რადიკალურად განსხვავებულია. პირველ რიგში ეს ეხება იარაღის სქემის არჩევას. დასაკეცი იარაღი აგებულია პისტოლეტ  გლოკ 17–ის გარშემო.  კონკრეტულად პისტოლეტ–ტყვიამფრქვევის საკეტის როლს ასრულებს ასეთივე დეტალი გლოკ17–დან, რომელიც იარაღის რესივერის შიგნით მოძრაობს. ასევე გამოიყენენება გლოკ17–ის მჭიდები ტევადობით 17–დან 33 ვაზნამდე. გამომდინარე იქიდან, რომ იარაღში მასიმალურად არის გამოყენებული პოლიმერები, ის იწონის სულ რაღაც ნახევარ კილოგრამს. დაკეცილ მდგომარეობაში მისი სიგრძეა 262მ, გაშლილში 503მმ.

რამდენად მოხერხებულია ეს იარაღი ჩანს სურათებიდან. ბოუტმანის m21-ზე განლაგებული ანტენა, რომელიც უნდა შეცდომაში შეეყვანა თავდამსხმელები, შეცვალა ფარანმა, რომელიც გამოიყენბა, როდესაც იარაღი დაკეცილია ან გაშლილი. ზევიდან განლაგებულია აუცილებელი ყველა თანამედროვე იარაღისთვის, უნივერსალური სამაგრი. სურათებიდან ცანს, რომ FMG9-ს ერგო პირველი FMG-ს საკეტის სახელურის კონსტრუქცია.  

კომპანიის კონსტრუქტორებმა გაითვალისწინეს წინადმორბედების შეცდომები და იარაღი ხელმისააწვდომია, როგორც ერთჯერადი სროლის ვარიანტით ასევე ჯერებით მსროლე მოდიფიკაციაში, რომელიც სავარაუდოთ იყენებს გლოკ18–ის საკეტს.  პირველ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ იარაღი კლაისიფიცირდება როგორც კარაბინი ან სულაც როგორც პისტოლეტი, რაც გაადვილებს მის სამოქალაქო ბაზარზე ფეხის მოკიდებას.

SHOTShow2008_MagPulGlockSubgun_Closed_3_2-04-08

ჩემის აზრით Magpul FMG9 არის სტოუნერის 30 წლისწინანდელი იდეის საუკეთესო შესრულება.

კომპანიის წარმომადგენლები აქამდე აცხადებენ, რომ ეს იარაღი არის მხოლოდ მათი “ტექნოლოგიების და შესაძლებლობების დემონსტრატორი”. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუ არც ეს იარაღი არ წავა სერიაში.

ხშირად ზემოაღწერილ იარაღების ოჯახს ასევე მიაკუთვნებენ ხოლმე კომპანია Kel-tec inc.-ის დასაკეც კარაბინს SUB 2000-ს.  მივცემ ჩემ თავს უფლებას არ დავეთანხმო ამას ვინაიდან, ამ იარაღს აქვს მხოლოდ ერთი საერთო თვისება სტოუნერის კონცეფციასთან, ის იკეცება შუაზე. მაგრამ თავისი იდეით ის უფრო ახლოს დგას ე.წ. take-down სანადირო კარაბინებთან, სადაც ხდება ლულის და დანარჩენი იარაღის სწრაფი და ინსტრუმენტების გარეშე განცალკევება და მათი ადვილი ტრანსპორტირება. მაგალითად როგორც Sauer 202TD კარაბინის შემთხვევაში. SUB 2000, სხვა და სხვა პისტოლეტის ვაზნებზე გათვლილი კარაბინის ეს კონსტრუქცია განპირობებულია, იგივე მიზეზებით ანუ გაადვილებული ტრანსპორტირება და შენახვა. ის შექმნილია ამავე კომპანიის პოპულარული კარაბინის SUB-9 ბაზაზე და ასევე იყენებს გლოკის სისტემის პსიტოლეტების მჭიდებს, რომლებიც ცნობილია თავისი გამძლეობით და მყარი კონსტრუქციით.  

sub2000-tm

ნიჭიერი შვედის გეორგ კელლგრენის კომპანიის პროდუქცია, კარაბინი Kel-tec SUB 2000

 

სულ ეს არის და ეს.

 

რა თქმა უნდა ისტორია იცნობს უუამრავ სხვა შენიღბული იარაღის კონსტრუქციას. მათი ისტორია იწყება მას მერე რაც პირველად გამოჩნდა კაჟიანი მცირე ზომის პისტოლეტები, რომლებსაც ქონდათ სამელნეების ფორმა ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების იმიტაციას ახდენდნენ, მაგრამ ეს უკვე სხვა სტატიის (ბევრად უფრო დიდი მოცულობის) თემაა. ამაზე როგორმე მერე შევეცდები რამე დავწერო.

პატივისცემით.

Mossberg 702–ის მორიგი “აპგრეიდი”

Tuesday, September 14th, 2010

გავიდა უკვე 6 თვე რაც მე ეს მცირეკალიბრიანი კარაბინი მაქვს.  პირველი მიმოხილვა აქ უკვე დაიბეჭდა . 6 ტვის მერე შემიძლია ვთქვა, რომ ეს კარაბინი არის ერთ ერთი ყველაზე სასიამოვნო და პრაქტიკული იარაღი, რომელიც მე აქამდე მქონდა. 6 თვის განმავლობაში ნასროლია 850 ვაზნა. აქედან 830 არის ყველაზე სუსტი ვაზნები განკუთვნილი მიზანში სასროლად, ე.წ. “საბსონიკები” და სტანდარტული სისწრაფის ვაზნები. ძირითადად ვკვებავდი ვინჩესტერის წარმოების ვაზნებით, დაბალი სიჩქარის და T22.  850 ვაზნაზე მოხდა 9 დაბრკოლება და 2–ჯერ ვანზამ არ გაისროლა.  ორივე ვაზნა აღმოჩნდა ბრაკი, ხელმეორედ და ხელმესამედ მაინც არ გაისროლეს. 9 დაბრკოლებიდან 5 მოხდა RWS-ის სავარჯიშო ვაზნებზე, რომლებსაც როგორც ჩანს ძალიან დაბალი სიჩქარე აქვთ. 4 კიდე მოვიდა ვინჩესტერის სხვა და სხვა ვაზნებზე.  ყველა შემთხვევაში არ მოხდა ნასრლი მასრის სრული ექსტრაქცია ხოლო დაბრკოლებები სწორდებოდა რამოდენიმე წამში.  850 გასროლილ ვაზნაზე არ ყოფილა არც ერთი მიწოდების პრობლემა ან რაიმე სხვა დაბრკოლება. ჩემის აზრით ეს შესანიშნავი რეზულტატია. მე, რომ მეხმარა სწრაფი (hyper velocity) ვაზნები, არც ერთ დაბრკოლებას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი.  ინტერვალი, წმენდებს შორის სანამ არ დაიწყება პრობლემები საიმედოობასთან შეადგენს 200–250 ვაზნას.  სწრაფი ვაზნების შემთხვევაში ეს მაჩვენებლი ბევრად იზრდება.

1

მისროლის პროცესი

ცხადია იარაღი არ შემოწმებულია საიმედოობაზე რთულ პირობებში. ეს არ არის საბრძოლო იარაღი, ეს არის მცირეკლირბიანი კარაბინი. ქვიშაში და ტალახში სროლა მას არ მოეთხოვება (გარდა ამისა ასეთი ტესტირებები ყოველთვის ზედმეტად ცვითავენ და აზიანებენ იარაღს).

ეხლა რაც შეეხება აპგრეიდს.  საბოლოო ჯამში მე ვიპოვე იდეალური ოპტიკა ასეთი კარბინისთვის, არანაირ ზუმები და დიდი გადიდებები. ეხლა მე მიყენია 2.5 გადიდედბის მქონე ოპტიკა Barska 2.5X20, რომელიც არის კომპაქტუი, მსუბუქი და საიმედო. იძლევა საშუელაბსს ზუტად ისროლო 50–100 მეტრზე ხოლო ახლო დისტანციებზე პრაქიკულად  ასრულებს კოლიმატორის როლს.

გარდა ამისა სრულად დავშალე და გავაპრიალე დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, რომელიც არის ძალიან მარტივი და ეფექტური. საგრძნობლად შემცირდა სასხლეტის ძალა და სვლა.

4

დაშლილი დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმი

ასევე “მუშკას” დაემატა წითელი წერტილი. საიგის “ანტაბკის” დამოკლების და უფრო გრძელი ხრახსნის დაყენებით, კარაბინზე დაყენდა ერთ წერტილზე დამაგრებულლი რემინგტონის ფირმის ქამარი.

3

ასევე კონდახზე დაუყენე ნეილონის პატრონტაში 18 ვაზნაზე, რაც ნიშნავს, რომ იარაღზე ეხლა არის “ბოეკომპლექტი 28 ვაზნა, 18 კონდახზე და 10 მჭიდში).

შედეგად მე დარწმუინებული ვარ, რომ მივიღე ალბათ საუკეთესო მცირეკლაიბრიანი კარაბინის კონფიგურაცია, როგოც ფასი–ხარსხის მიხედვით ასევე  საბრძოლო–საექსპლუატაციო თვისებებით.

2

მფლობელის თვალით დანახული: Mossberg 702 Plinkster

Monday, May 31st, 2010

რამოდენიმე თვის წინ შევიძინე ერთ ერთ მაღაზიაში ახალი მცირეკალიბრიანი შაშხანა, რომელიც გარეგნულად ძალიან მომეწონა და სიმართლე, რომ ვთქვა სწორედ მისი იერსახის გამო ავირჩიე პირველ რიგში.  ლაპარაკია ბრაზილიაში მოსბერგის დაკვეთით წარმოებულ მცირეკლაიბრიან ნახევრად ავტომატურ შაშხანაზე Mossberg 702 Plinkster. ბრაზილიაში მოსბერგის დაკვეთით ამ შაშხანას უშვებს კომპანია CBC. თუ ვიმსჯელებთ წარწერებით ეს კომპანია ამ იარაღს უშვებს კიდე სხვა კომპანიების დაკვეთით, წარწერა დამზადებულია CBC-ს მიერ და წარწერა Mossberg International დაკვეთით სხვა და სხვა შრიფტებითაა შესრულებული.

თავად იარაღს რაც ეხება ის არის ტიპიური “პლინკერი” ანუ იაფი იარაღი გასართობი სროლისთვის. მას გააჩნია მსუბუქი პლასტმასის კონდახი, Mossy Oak ტიპის კამუფლირებით , მსუბუქი შენადნობის რესივერი, მოკლე საკმაოდ სქელი ლულა და ერთი მოსახსნელი მჭიდი  გათვლილი 10 ვაზნაზე. მჭიდის მცირე ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია  მისი ზამბაის თითი შეკუმშვა იმისთვის, რომ გაადვილდეს მჭიდის ვაზნებით ავსება, ბოლო ორ ვაზნას უნდა ზალის დატანება მჭიდში მოსათავსებლად, ხოლო გამომდინარე იქიდან რომ ტყვია მასრაში საკმაოდ სუსტად არის გამაგრებული, შესაძლებელია რომ ვაზნა დაზიანდეს.

პარალელურად ვადარებდი მას ანალოგიური კლასის მარლინის შაშხანას, რომელიც 200 ლარით მეტი ღირდა.  200 ლარიანი სხვაობა მე ვერ დავინახე ამიტომაც წყნარი გულით შევიძინე მოსბერგი.

DSC09576

დავიწყოთ კონსტრქუციის მოკლე აღწერილობით. მარტივი და როგორც თითქმის ყოველთვის ძნელი დასაშლელი იარაღია. განსხვავებით მარლინისგან, რესივერი და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი გაერთიანებულია. იარაღს აქვს ერთი მოსახსნელი რკინის მჭიდი გათვლილი 10 ვაზნაზე. დასშლელად საკმარისია დაუშვა ორი ხრახნი – რესივერი და ლულა ეგრევე ცილდება კონდახს. მერე კი ყველაფერი ცოტათი რთულდება.  ორი შტიფტი რესივერიდან უნდა ამოაგდოთ  და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის ბლოკი გამოვა გარეთ. მერე კიდე ძალიან ნელა და იმპროვიზაციის გამოყენებით უნდა ამოიღოთ საკეტი, ისე რომ არ დააზიანოთ დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი. ვიმეორებ ძალიან ფრთხილად უნდა ამოიღოთ, იმიტომ, რომ თუ ძალა დაატანეთ ღერძი დაიღუნება ან გატყდება. ეს არის და ეს.  ხშირად ამ პროცედურის გამეორება არ ღირს, ჩემი გამოცდილებით 200–300 ვაზნის გასროლის შემდეგ სასურველია, რომ იარაღი დაშალოთ და გაწმინდოთ. შუალედებში გარედან წმენდაც სკამრისია, თუმცა ცხადია გააჩნია ვაზნებს. სასიამოვნოა, რომ იარაღში კონდახის გარდა პლასტმასის ნაწილები პრაქტიკულად არ არის, რაც თეორიულად იარაღის საიმედოობას და რესურს ზრდის.

სროლაში იარაღი ძალიან სასიამოვნოა.  უპრობლემოდ მუშაობს სხვა და სხვა ტიპის ტყვიებთან. საკეტი საკამოდ მოსახერხებელია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადვილია მისი ღია მდგომარეობაში ჩაკეტვა, ამისთვის საკმარისია უკან ბოლომდე გამოწიოთ და საკეტის სახელურს დაწვეთ. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი ღია რჩება, მაგრამ სანამ მჭიდს ამოიღებთ, საკეტი კიევ უკან უნდა დაწიოთ და ხელით სახელურის საკეტის მეშვეობით მანდ დააფიქსიროთ. ასევე საკმაოდ კარგია მჭიდის ორ საფეხურიანი ღილაკი, პირველ დაჭერაზე მჭიდი მხოლოდ ნაწილობრივ გამოდის გარეთ, ხოლო მეორე დაჭერაზე მთლიანა შორდება იარაღს.  ეს იდეაში ამცირებს მჭიდის დაკარგვის საშიშროებას. თუ ბოლომდე დააწერთ და გეჭირებათ, მჭიდი ეგრევე მოცილდება იარაღს.

დამცველი განლაგებულია სასხლეტთან და დამაკმაყოფილებლად მუშაობს.

სამიზნე მოწყობილობები შედგება რეგულირებადი ორივე სიბრტყესი ცელიკისგან და მუშკისგან, რომელიც დაფარული დამცავით. საკმაოდ მოსახრეხებელია სწრაფი სროლისთვის ახლო მანძილებზე, მაგრამ ზუსტი სროლისთვის თითქმის გამოუსადეგარია. ამისთვის, პრინციპში არსებობს ოპტიკის კრონშტეინისთვის განკუთვნილი დასაყენებელი ადგილი.

იარაღს მოყვება კომპლექტში, კარტონის ყუთი, საკეტი გასაღებით, ინსტრქუცია ინგლისურ ენაზე და ბროშურა უსაფრთხოების წესებზე. ცუდია, რომ მოყვება მხოლოდ ერთი მჭიდი.

თავდაპირველად იარაღზე დავაყენე ამერიკული (სინამდვილეში ჩინეთის გამოშვებული) True-Glo-ს ოპტიკური სამიზნე Х4 გადიდებით.  ოპტიკა, პირდაპირ ვიტყვი იყო ნაგავი.  უფროსწორედ ნაგავი ლინზები ქონდა. გვერდებზე ქონდა იმხელა დეფექტები გამოახულების, რომ ლილოში ყველაზე იაფი ჩინური ოპტიკაც უფრო უკეთეს გამოსახულებას იძლეოდა. ბადე დუპლექსისი ტიპის ოყო ადეკვატური და შესწორებების შეტანის მექანიზმი კარგად მუშაობდა, მაგრამ 100 გასროლის მერე სამაგრი რგოლები ისე დაიშვა,  რომ ოპტიკა იარაღს მოძვრა….. ასე რომ True-Glo მალევე შეცვალა იაპონურმა Shirstone-მა, ე.წ. ბრინჯაოს სერიის, დუპლექსისი ტიპის ბადით და უნივერსალური 3–9 გადიდებით. ვინაიდან საველე პირობებში ძნელია იარაღის ნამდვილი სიზუსტის პოტენციალის ნახვა, ამ მიზნით ვეწვიე სკა–ს ტირს სადაც დახურული ტირის იდეალურ პირობებში  მოხდა მოსბერგის სიზუსტეზე შემოწმება.

უნდა ავღნიშნო, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოქმნიდა ზუსტი სროლის მხრივ: 1. სასხლეტი, რომელიც იყო ძალიან უხეში; 2. ოპტიკა, რომლის ოკულიარის ფოკუსის მანძილი იყო ძალიან მოკლე, რის გამოც ოპტიკა ძალიან ახლოს იმყოფება თვალისგან, ეს მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული სერიის ოპტიკური სამიზნეები მხოლოდ მცირეკალიბრიანი იარაღისთვის თუ გამოდგება.  3. იარაღი იმდენად მსუბუქია, რომ დაწყნარებული გულის ცემაც კი ადვილად ჩანს ოპტკაში (წონა 2კგ–ზე ოდნავ მეტია) . მიუხედავათ ამისა მოსბერგმა დაამტკიცა, რომ მიუხედავათ სახელისა (პლინკინგი ნიშნავს გასართობ სროლას) ის საკმაოდ ზუსტი იარაღია.  სროლისას გამოიყენებოდა RWS-ის წარმოებული ტყვიები Club, 40გრანიანი, სტანდარტული სიჩქარის, განკუთვნილი შაშხანიდან სროლისათვის.

საუკეთესო ჯგუფი ნასროლი მაგიდიდიან 50 მეტრზე.  5 გასროლა.

best

შედარებისთვის მოყვანილია იგივე პირობებში იგივე კლასის ტყვიების გამოყენებით ნასროლი ჯგუფები სხვა მცირეკალიბრიანი შაშხანებიდან (ორივე “ბოლტები”).

ეს ჯგუფი ნასროლია ჩინური Jw-25 დან, აღჭურვილი Tasco-ს ჩინური ოპტიკით. (5 გასროლა)

norinco

ეს ჯგუფი ნასროლია Тоз 78–დან, ოპტიკა – ჩინური Konus. 20 გასროლა.

toz

როგორც სურათებიდან ჩანს, მოსბერგი სიზუსტეში არანაირად არ ჩამოუვარდება კლასიკურ “ბოლტებს” და შესანიშნავი სიზუსტე აჩვენა.

ეხლა, რაც შეეხება საიმედოობას, დღევანდელი მდგომარეობით ნასროლია უკვე 400 ვაზნა.  სულ მოხდა 10 დაბრკოლება.  2 პირველ ორას ვაზნაზე, არ ამოაგდო მასრა  (საბსონიკების, რომელზეც გარანტირებულად გაჭედავდა ნებისიმერი ჩემთვის ცნბოლი ნახევრად ავტომატური იარაღი) და 8 ანალოგიური დაბრკოლება მომდევნო 200 ვაზნაზე.  400 ვაზნაზე იარაღი გაიწმინდა ერთხელ, პირველი ორასი ვაზნის შემდეგ. მას მერე რაც დაბრკოლებებმა იმატა ცხადი გახდა, რომ დაბინძურება რესივერის შიგნით უკვე პირდაპირ მოქმედებდა საიმედოობაზე.  იარაღი მთლიანად დაიშალა და გაიწმინდა 360 ვაზნის გასროლის შემდეგ.  დაშლამ გვანახა, რომ დაბინძურება საკამოდ ძლიერი იყო. აღსანიშნავია, რომ ნემსა ნახევრად ღია არხში მოძრაობას, ამიტომაც ის საკმაოდ ინტენსიურად ბინძუირდება. შტიფტის საკეტიდან ამოღებიტ ნემსა ცილდება საკეტს და შესაძლებელია არხის და ნემსის სრული გაწმენდა ჭუჭყისგან. მთლიანობაში, ასეთი იპმროვიზირებული ტესტი გვიჩვენებს, რომ იარაღი საიემდოა და რომ ის ადვილად ინელებს ნებისმიერრი ტიპის .22lr კალიბრის ამუნიციას. ასევე ცხადია, რომ მაღალი ხარისხის ვაზნების გამოყენება და სროლის შემდეგ წმენდა, უზრუნველყოფს აბსოლუტურად ადეკვატურ საიმედოობის დონეს.

DSC09607

ამ სურათიდან  კარგად ჩანს დაბინძურებსი დონე. ასეთი “სილა” ზრდის ხახუნს, საკეტს მოძრაობისთვის მეტი ენერგია ჭირდება, რის გამოც მცირდება საიმედოობა. სავარაუდოთ მაღალი სისწრაფის ვაზნების გამოყენებით, საიმედოობა გაცილებით უფრო დიდხანს შენარჩუნდებოდა, მაგრამ ტესტირების ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა ყველაზე იაფფასიანი და დაბალ ენერგიანი ვაზნები.

DSC09526

ერთადერთი ტიპის დაბრკოლება, რომელსაც ადგილი ქონდა მოსბერგზე. მასრის არასრული ექსტრაქცია (ვინჩესტერის 40 გრანიანი საბსონიკი) . ვაზნის ენერგია არ ყოფნის საკეტის სრულ მოძრაობას და მასრის ექსტრაქცია არ ხდება.  საკეტის ხელით მოძრაობა ასრულებს ექსტრაქციას, და ეგრევე შესაძლებელია სროლის გაგრძელება.

 

Shooterscentral-ის დასკვნა.

მოსბერგი 702 წარმოადგენს ერგონომიული. იაფი, კონსტრქუციულად გამძლე და საკმაოდ სიმპატიური იარაღი. სიზუსტით ის არ ჩამოუვარდება სხვა ცნობილ და გავრცელებულ მცირეკალიბრიან კარაბინებს. ის საიმედოთ მუშაობს ყველა ტიპის ვაზნასთან, ყველა ტიპის ტყვიით, რაც დიდი იშვიათობაა მცირეკლაიბრიან ნახევრად ავტომატურ ირაღში. შესაბამისად მსროლელი არ არის იძულებული შეიძინოს, მხოლოდ მაღალი სისწრაფის ტყვიები, რომლებიც მეტი ღირს. ვისურვებდი, მხოლოდ რომ იარაღზე ყოფილიყო ქამრის სამაგრები და მოყვებოდეს ერთი დამატებითი მჭიდი მაინც.

Stoeger Cougar

Tuesday, January 5th, 2010

main

დაახლოებით ერთი თვის წინ მე ხელიდან არ გაუშვი შანსი დაწვრილებით შემესწავლა ეს საკამოდ საინტერესო იარაღი. თურქული წარმოების 9მმ–ნი კომპაქტური პისტოლეტი Stoeger P8000 Cougar. ამ იარაღს დიდიხანი ვაკვირდებოდი, მაგრამ შეძენისგან მაკავებდა მისი საკმაოდ მაღალი ფასი, 1600 ლარი (რაც თურქული იარაღისთვის მაღალი ფასი  მგონია)  ასე, რომ როდესაც საშუალება მომეცა მეყიდა ის გაცილებით უფრო დაბალ ფასად მე ასეც გავაკეთე.  იარაღის დატოვებას არ ვაპირებდი, უბრალოდ მინდოდა ის შემესწავლა და მერე ისევ ვინმესთვის “გადამელოცა”.  ასე რომ დავიწყოთ მიმოხილვა.

პირველ რიგში დავადგინოთ რასთან გვაქ სამქე, ანუ ვინ უშვებს ამ იარაღს? აქ საქმე გვაქ ნადვილად თურქულ–იტალიურ პროექტთან. რატომ ნამდვილად, იმიტომ, რომ 99% შემთხვევაში როდესაც მაღაზიაში გეუბნებიან, რომ იარაღი თურქულ–ინგლისურია, თურქულ–იტალიურია შეგიძლიათ არ დაუჯეროთ. იარაღი 100% თურქული კომპანიის წარმოებულია, ხოლო მოდელის სახელი ან სისტემა შეიძლება იყოს უცხოური. აქ სხვა შემთხვევაა, Stoeger–ი არის იტალიური ბერეტტას შვილობილი კომპანია.  იდეა იაფი პისტოელტის წამროებისა თურქეთის ტერიტორიაზე გაჩნდა იტალიაში, როდესაც საკმაოდ კარგი იარაღი ბერეტა Cougar–ი არ იყიდებოდა მაღალი ფასის გამო (ის იგივე ღირდა რაც მაგალითად ხეკლერ&კოხ უსპ). შემდგომ ბერეტამ დაიწყო ახალი  Cougar–ის ანლოგის წარმოება (ბერეტტა PX), ხოლო  Cougar–ის წარმოებისთვის აუცილებელი დაზგა–დანადგარები გადასცა Stoeger–ს და გადაიტანა თურქეთში. გარდა პისტოლეტისა კომპანია ასევე უშვებს ბენელის სანდირო თოფების კლონებს (ბენელიც ხომ ბერეტტას ჰოლდინგში შედის) და სულ ეხლახან დაიწყო Cougar –ის გამოშვება კალიბრში .40 სმიტ&ვესონი, იგეგმება ასვე .45 კალიბრის ვერსიის გამოშვებაც. (ბერეტა კუგარი გამოდიოდა სამივე კალიბრში).   როგორც ჩანს ბერეტამ ასევე გადასცა მაკომპლექტეელი ნაწილების საკმაოდ დიდი მარაგი. იმის დადგენა, რომელი ნაწილია იტალიური და რომელი თურქული შეუძლებელია, მაგრამ იარაღს მოყვება ორი ორიგინალური ბერეტტას 15 ვაზნიანი მჭიდი, რომლებიც იტალიაშია დამზადებული.  ეს სასიამოვნო სიურპრიზია, ვინაიდან იაფი იარაღის სუსტი წერტილი თითქმის ყოველთვისაა მათი მჭიდები. სუსტი კონსტრუქცია,  თხელი კორპუსის კედლები, სუსტი ზამბარები, რაც არანირად ხელს არ უწყობს იარაღის საიმედო ფუნქციონირებას.

კომპკექტიში იარაღს მოყვება ერგონომიული პლასტმასის კეისი, პარალონით, საგარანტიო სერტიფიკატი, ინსტრუქცია. ორი მჭიდი და რა თქმა უნდა ერთი პისტოლეტი. წინა პატრონმა მოაყოლა ასევე საწმენდი ორი ჯაგრისი, მაგრამ მოყვება ის თუ არა იარაღს მაღაზიაში მე არ ვიცი.   

კონსტრუქციულად, იარაღს გააჩნია საინტერესო ჩაკეტვის სისტემა. ლუსლის ბრუნვით. ბერეტამ შეძლო და შექმნა მინიმუმ ორი თანამედროვე თან ერთმანეთისგან განსხვავებული პისტოლეტი (ბერეტტა 92 და Cougar-ი), რომელიც არ იყენებს ბრაუნინგის სისტემას. უკვე ეს აყენებს ბერეტტას განსაკუთრებულ ადგილზე იარაღის ისტორიაში.  ანუ ლულა Stoeger Cougar–ში მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო და არა ვერტიკალურ სიბრტყეში. ეს თეორიულად განაპირობებს მეტ საიმედოობას, ვინაიდან სავაზნე არ მოძრაობს ვაზნის მიმართ და მეტ სიზუსტეში, ლულა არ მოძრაობს სამზინის მიმართ.  ადრე მე ნასროლი მქონდა Stoeger Cougar–ი და 25 მეტრზე გაფანტვა არ აღემატებოდა  6–8 სმ–ს, რაც კომპაქტური იარაღისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია.  უკუცემის ძალა იყო საკმაოდ მცირე, ლულის ვერტიკალური მოძრაობა (ხტომა) მინიმალური. იარაღი ძალიან სასიამოვნო სასროლია.  სასხლეტი ძალიან რბილი და ერთგვაროვანია. ესეც საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზია.  იაფ იარაღში კარგი სასხლეტი არის იშვიათი გამონაკლისი. შიდა ნაწილები, როგორც წესი არ დამატებით არ მუშავდება, რაც გამოიხატება მძიმე და არაერთგვაროვან სასხლეტის სვლაში. Stoeger Cougar–ი აღმოჩნდა სასიამოვნო გამონაკლისი. ჩემ იარაღსაც ასეთივე კარგი სასხლეტი ქონდა. უნდა ავღნიშნო, რომ თავის დროზე Cougar–ი ვისროლეთ ახალი, მინუსუსრ ტემპერატურაში და საერთიდ ზეთის გარეშე. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ გამოგვევლინა პრობლემები, მაგრამ იარაღმა ურპობლემოდ გაისროლა ასამდე ვაზნა. მუშაობდა ძალიან რბილად,ვაზნების მიწოდება ასევე ნაზად და რბილად ხდებოდა განსხვავებით იგივე იერიხოსგან, რიმლებიც ახლები ძალიან ხისტები არიან და ვაზნების მიწოდებაც ახალ იარაღში ხანდახან პრობლემატურია. 

DSC08786

Сougar-ის “საშტატო” იტალიური მჭიდები

 კონსტრუქციას დაუბრუნდეთ. ადრე იტალიელი კარაბინერების მოთხოვნით, ბერეტტა 92–ზე დააყენებს ბრუნავი დამრტყმელი, რის გამოც დამცვლემა რამკიდან გადაინავლა საკეტზე. Stoeger Cougar–ს იგივე კონსტრუქცია აქვს. როგორც ბერეტტაზე დამცველის გააქტიურებისას ხდება ჩახმახის ავტომატური დაწევა და ის ითიშება, რის შედეგადაც ჩართული დამცველით შეუძლებელია მისი შეყენება, ხოლო სასხლეტი თავისუფლად მოძრაობს და არ ეხება ჩახმახს. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი არის იგივე რაც ბერეტტა 92–ში. შეცვლილია ტარის კუთხე და ფორმა და ასევე რამკის წინა ნაწილი, რაც განპირობებულია ჩაკეტვის განსხვავებული სისტემის გამოყენებით. 

საკეტი ეხსენბა ისევე როგორც ბერეტა 92, დააწვებით ფიქსატორს, დაწევთ რამკის მარცხენა მხარეს განლაგებულ ღილაკს დაბლა და საკეტი ცილდება რამკას. შემდეგ თითის დაჭერით წინ მიწევთ ჩამკეტს, რომელშიც გადის დამაბრუნებელი ზამბარა და ამოიღებთ ამს საკეტიდან. შემდგომ ამოიღებთ ლულას. აწყობა ხდება პირიქით. როგორც ორიგინალზე, რამკა ალუმინისგან არის დამზადებული.  ლულა ქრომირებული, ჩვეულებრივი ხრახნებით.

იარაღზე დატანილია ამერიკული იმპორტიოტიორის ნიშნები, რაც ნიშნავს, რომ იარაღი განკუთვნილია ამერიკული ბაზრისთვის.

exploded

სამიზნე მოწყობილობები, სტანდარტული მუშკა–ცელიკი თეთრი წერტილებით. ტარის პანელები შავი პლასტმაის ზედ Stoeger–ოს ლოგოთი.  

დაფარვაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, ალუმინის რამკა დაფარულია შავი ფენით, რომელიც საკამოდ გამძლე ჩანს, საკეტი შეღებილია სქელი შავი საღებავით. სხვა რკინის დეტალები და ლულა როგორც  ჩანს ოქსიდირებულია.  ყველაფერი ხარსხიანი და გამძლე ჩანს.

დაშლისას კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი. ნაწილების შესაშური დამუშავება და ხარისხი. არანაირი ფრეზის ნიშნები, ყველაფერი გაპრიალებულია, ლამაზად გაშავებული და ყველაფერი შესანიშნავად ერთამენეთზე მორგებული. და ამის ნახვის მერე მე თავში დამარტყა, Stoeger Cougar არანაირად არ არის იაფი იარაღი! ის კი ღირს 1600 ლარი მაგრამ ის არ არის იაფი იარაღი, ხარსხით ის არაფრით არ ჩამოუვარდება არც ბერეტას არც ზიგ ზაუერს და არც ნებსიმეირ სხვა 9მმ–ან იარაღს. მას არ აქვს არც ერთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს იაფ იარაღს.  ანუ კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იაფი იაარაღის დამახასიათებელ ნიშნებს, ცუდი სასხლეტი, ცუდათ დამუშავებული და მორგებული დეტალების გამო, სუსტი ცუდი ხარსხის მჭიდები, შიგნიდან და ხშირად გარედან ცუდად დამიშავებული ნაწილები, სუსუტი, ცუდი ხარსხის დაფარვა.  არაფერი აღნიშნული არ ეკუთვნის Cougar–ს. რა გასაკვირია, რომ გამომდინარე მისი ფასიდან აშს–ს ბაზარზე (370 დოლარი) ის იქ უკვე ძალიან პოპულარულია, ინტერნეტში უამრავი დადებითი გამოხმაურებაა და ჯერ არაფერი არ მსმენია პრობლემებზე ამ იარაღთან.

DSC08785

მინუსები. გარდა იმისა, რომ დეტალურად შევისწავლე იარაღი ასევე დეტალურად შევისწავლე მისი წინადმორბედის ბიოგრაფია. აღმოვაჩინე, რომ დიდი ნასტრელის პირობებში, ლულის ჩამკეტი ბლოკი იცვითება, რაც იწვევს პრობლემებს ვაზნების მიწოდებისას. პრინციპში, პრობლემა ადვილად მოგვარებადია, ნაწილს თურქედიან უპრობლემოდ უნდა შეუკვეთოთ პირდაპირ მწარმოებლისგან.

ლულის დეტალური შესწავლისას აღმოვაჩინე ქრომის ფენაზე ერი ორი ნაკაწრი. დიდი არაფერი მაგრამ სხვა იარაღზე ეს არ შემიმჩნევია.

ეს არის და ეს. მეტი არანაირი მინუსი ან ნაკლი ვერ აღმოვაჩინე.  სუბიექტურ შთაბეჭდილებებზე არ ვსაუბრობ, ვიღაცას გარეგნობა არ მოეწონება, ვიღაცას ტარის ფორმა და კუთხე. 

კონკურენტებს, რომ შევადაროთ, იერიხო ცხადია უფრო უნივრსალურია, აქვს პოლიმერის რამკა, ღამის სამიზნე მოწყობილობები

shooterscenral.ge-ს დასკვნა

Stoeger Cougar–ი არის შესანიშნავი კომპაქტრუი 9მმ–ნი იარაღი. მიუხედავად შედარებით დაბალი ფასისა ის არანაირად არ არის “იაფი” იარაღი და ამით განსხვავდება თავისი კონკურენტებისგან ქართულ ბაზარზე (იერიხო, არკუსი და მითუმეტეს სხვა თურქული პისტოლეტები). მე ვისუსრვებდი, რომ ფასი ყოფილიყო დაბალი, ის არ უნდა ღირდეს    1600 ლარი. ეს არ არის სამართლიანი ფასი ჩემი აზრით, ის უნდა იყოს უფრო დაბალი.  ირაღის უდაო პლიუსებს განეკუთვნება მაღალი ხარისხი, რბილი მუშაობა, 15 ვაზნიანი მჭიდები, საკამოდ კომპაქტური გაბარიტები და მცირე წონა.

 სტატია Gun Week-ში, Сougar-ზე, http://www.gunweek.com/2007/feature1015.html

და სტატია Handguns Magazine-ში http://www.handgunsmag.com/featured_handguns/cougarb_071807/ 

 

ber

მომავალი სნაიპერული სისტემა საქართველოს ჯარისთვის

Monday, November 2nd, 2009

საქართველოს ჯარში ასე მგონია ყველანაირი სისტემაა  იაპონური არისაკას სისტემის 6.5მმ შაშხანის გარდა (ც)

ეს სიტყვები ეკუთვნის ჩემ ძალიან კარგ მეგობარს და ის ზუსტად ასახავს იმ სიტუაციას, რაც დღეს არის შექმნილი შეიარაღებულ ძალებში და ზოგადად ძალოვნბში. არ ვიცი რით არის განპირობებული, ასეთი მრავალფეროვნება კალიბრების და იარაღის სიტემების. ეს ცალკე საკითხია და ცილდება ამ სტატიის თემას. თუმცა ჩამოვთვლი მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის მხოლოდ კალიბრებს:

1. 9X18

2. 9X19 para

3. 5.45

4. 5.56

5. 7.62X54R

6. 7.62X39

7. 7.62X51

8. .300 win. mag.

9. 9X39

სულ 9 კლაიბრის იარაღი, რომელიც ფართოდაა წარმოდგენილი ჩვენ ძალოვენბში, და ამ კალიბრზე მრავალი განსხვავებული სისტემა. ამას ქვია ლოგისტიკური კოშმარი. ამ მრავალფეროვნების ვაზნებით მომარაგება და მომსახურება ვერ იქნება ადვილი საქმე. ყველა ქვეყანა მიისწრაფის უნიფიკაციისკენ, იმისთვის რომ  გაადვილდეს მომარაგება, მომსახურეობა და რაც ასევე დაკავშირებუულია დიდ ხარჯებთან, მებრძოლების მომზადება.

ამ პრობლემის განხილვა, მინდა სნაიპერული იარაღის ჭრილში, რომლიტაც შეიარაღებულები არიან საჯარისო ქვედანაყოფები ანუ ქვეითი ჯარი. ჩემის აზრით მე მაქვს ყველაზე იოლი გზა მოგვარდეს, პრობლენა საჯარისო სნაიპერებისთვის ანუ ე.წ. ზუსტ მსროლელებისთვის (რომლებიც სნაიპერები არ არინ).

ჩვნე გვიყვრას ამერიკასთან შეადრებები, მოდი ვნახოთ რა განმარტება აქვს ზუსტ მსროლელს აშშ–შ არმიაში. არმიის საველე წესდება FM 3-22.9 “Rifle Marksmanship” წერს   The primary mission of the SDM is to deploy as a member of the rifle squad.  The SDM is a vital member of his individual squad and not a squad sniper.  He fires and maneuvers with his squad and performs all the duties of the standard rifleman.  The SDM has neither the equipment nor training to operate individually or in a small team to engage targets at extended ranges with precision fires.  The secondary mission of the SDM is to engage key targets from 300 to 500 meters with effective, well-aimed fires using the standard weapon system and standard ammunition.

ანუ ზუსტი მსროლელი არ არის სნაიპერი, ის არის მისი ქვედანაყოფის შემადგენელი ნაწილი, არ მოქმედებს ინდივიდუალურად, მოქმედესბ, როგორც ქვედანაყოფის ჩვეულებრივი მსროლელი გააჩნია სტანდარტული შეიარაღების სისტემა და ვაზნები.   

დღეს საქართველოში საჯრისო სნაიპერის ძირითადი იარაღი არის საბჭოტა წარმოების დრაგუნოვის შაშხანა. მისი კლაიბრია 7.62х54. ვაზნები, რომელიც გამოიყენებ არის სტანდარტული ЛПС (Легкая пуля сурогатная). მე კარგად ვიცნობ ამ ვაზნას ისევე, როგროც СВД–ს სამოქალაქო ვარიანტს ტიგრს. და ყველა ვინც იცის რა სეუძლია ამ კომბინაციას, დაადასტურებს, რომ ამ იარაღს შეუძლია გაცილებით უფრო უკეთესი სიზუსტე აჩვენოს ვიდრე 8 სმ მისი წესდების მიხედვით. მაგრამ არა სტაბილურად. ავხსნი, ნებისმიერ სნაიპერული სისტემა შედგება სამი ელემენტისგან, ოპტიკური სამიზნე, იარაღი და ვაზნა. იარაღი და ოპტიკური სამზინე სვდ–ს შემთხვევაში  მისაღებია საჯარისო სნაიპინგისთვის მაგრამ ვაზნა არა.  ის არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომელიც წაყენებულია სნაიპერული იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნისთვის. რა ქმნის ვაზნას სნაიპერულ ვაზნად? პირვლე რიგში დაშვებები, სხვაობა მასასა და ფორმას შორის. ЛПС–ის შემთხვევაში დაშვებები ისეთია, რომ სტაბილურობაზ ლაპარაკი ზედმეტია.  მისვრია კარგი გრუოპები და მინახია სხვა რომ ისროდა,  60% აჩვენებდა შესანიშნავ სიზუსტეს, 40% ცილდებოდა ძირითად ჯგუფებს ისე, რომ აღნიშნული ვერაფრით ვერ იხსნებოდა, თუ არა ვაზნით. გარდა ამისა სვდ არის საკმოდ მოუხერხებელი, ახლო ბრძოლაში ის თავისი გრძელი ლულის გამო ნაკლებად გამოსადეგია,  მისი კალიბრი არ არის ნატოს სტნდარტის,   კალიბრი განსხვავდება ფეხოსნის იარაღისგან, უცხოეთი СВД–ს არ უშვებს, რომ ვთქვათ შეისყიდო .308 კალიბრის შაშხანები. ასე, რომ СВД–ს მომავალი ქართულ ჯარში არ აქვს. თუმცა მისი სიცოხლის ეფქტურობის გაზრდა შესაძლებელია დიდი რაოდენობით მაღალი ხარსხის ვაზნების შეძენით.

ტენდენცია designated marksman-ის ანუ საჯარისო სნაიპერის/ზუსტი მსროლელის შეიარაღების ”ბოლტიანი” იარაღით მე არ მომწონს და არ ვემხრობი ამ იდეას. საქართველო, რომ ყოფილიყო იორდანია ან ეგვიფტე კიდე ხო მაგრამ ჩვენ რელიეფშ ი სახმელეთო ბრძოლები ყოველთვის იქნება კრიტიკულ მანძილებზე. გარდა ამისა “ბოლტიანი” იარაღით სეიარაღებული მსროლელი არტყავს სამიზნეებს როგორც წესი 500 მეტრიდან და ზევით. რჩება აუთვისებელი მანძილი 300–დან 500– მეტრამდე რაც არის საჯაისო სნაიპერის მოქმედების ძირითადი ტერიტორია ზოგადად. საქართველოს შემთხვევაში ეს მანილი კიდე უფრო მცირდება, თუმცა არ გამორიცხავს უფრო გრძელ მანძილებზე სროლის ალბათობნას, მაგრამ ეხლა უნდა სევისწავლოთ მიზანშეწონილობა. ”ბოლტს” ყოველთვის უყენია რთული ოპტიკური სმზინე, ეს კი ნიშნავს უფრო დიდი ფასს, უფრო მეტ მომზადებას. გარდა ამისა მისცე ქვეითთა დანაყოფს საშუალება დაარტყას სამიზნეებს 800 მეტრზე და ზევით (რაც არის სნაიპერის ფუქნცია და არა ზუსტი მსოლელის)  და სამაგიეროდ  ერთმა ან რამოდენიმე მებრძოლმა დაკარგოს უნარი იბრძოლოს ახლო მანძილზე…. მემგონი ეს მიზანშეუწონელია.  ახლო მომავალში საქართველო ბოლომე გადავა ნატოს სტანდარტებზე.  ქვეითთა ქვედანაყოფს ექნება ძირითადი იარაღი M–4 , მსუბუქი ტყვიამრქვევი “ნეგევი”, ორივეს კალიბრი 5.56.  ლოგიკურია, რომ 300–ან 500 მერამდე ზუსტი სროლა  და სამზინეების განადგურებისთვის განკუთვნილი იარაღიც კარგია თუ იქნება იმავე კალიბრის. ეს ჩემი ნოუ ხაუ არ არის. ამერიკულ ჯარში დიდიხანი არსებობს რამოდენიმე სისტემა 5.56 კალიბრის, რომელიც განკუთვნილია ამ მიზნებისთვის.

არმია იყენებს  AMU SDM შაშხანას, რომელიც წამროადგენს M16A4–ის მოდოფოცირებულ ვარიანტს და აღჭურვილია 4x ACOG ოპტიკური სამიზნით.

  სურათზე მესამე ქვეითი დივიზიის ზუსტი მსროლელებია აღჭურვილი აღნიშნული შაშხანით.

741px-SquadDesignatedMarksmen

 
MK-12 Special Purpose Rifle

წარმოადგენს AR15/M16–ის ბაზაზე შექმნილ უფრო დახვეწილ სნიპერულ ირაღს. შეიარაღებულია როგორც არმიის ასევე ფლოტის სპეც რაზმები.

იარაღი აღიჭეურვება, როგორც ACOG ტიპის ოპტიკური სამიზნით ასევე, უფრო დახვეწილი და რთული Leupold Mark 4 MR/T ოპტიკური სამიზნით.

საზღვაო ფეხოსანთა კორპუსი თავის ცნობილ კუანტიკოს “ლაბოტარიაში” აწყობს საკუთარი სპეციფიკაციებით SAM-R შაშხანას, რომელიც წარმოადგენს მოდიფიცირებულ M16A4  შაშხანას, რომელსაც უყენდება უჟანგავი რკინის გამოკიდული მძიმე ლულა, ,M1913 უნივერსალური სამაგრი. ოპტიკის არჩევანია Leupold CQ/T, Advanced Combat Optical Gunsight ACOG, Leupold TS-30A1 ან  Leupold TS-30A2.

Mk12223

როგორც ვხედავთ ერთი შეხედვით აშშ–ს ჯარშიც მრავალფეროვენბაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, სხვა და სხვა სახელებით ცნობილი ეს პრაქტიკულად ერთი და იგივე იარაღია, პლატფორმა, რომელზეც აწყობილია პრინციპში ერთნაირი მაჩვენებლების მქონე იარაღი.  კალიბრი იგივეა, რაც ფეხოსნის სტანდარტული იარაღი, ანუ 5.56. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რმდენად დიდ უპირატესობას იძლება ასეთი “ტიუნინგი”? და ეს კითხვა სწორია? ღიირს რომ საერთოდ ამდენი წვალება?  პასუხი შეიძლება იყოს, რომ არა არ ღირს. და ამაში დევს პასუხი, როგორი უნდა იყოს საქართველოს ჯარში ზუსიტ მსროლეის იარაღი. მაგრამ ამაზე მოგვიანებით. 

ჩნდება კითხვა, მაშ როგორ მოხდა რომ ასეთი სისტემები მიირეს შეიარაღებაში ისე, რომ ის არ ჯობნის მ4–ს და სესაბამისადარ გამდოდგება როგორც ზუსტი სროლის კომპლექსი. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სისტმები იყენებენ ე.წ. match grade ვაზნებს. ანუ ე.წ. სპეციალურ ვაზნებს, რომელიც განკუთვნილია ზუსტი სროლისთვის. ეს არის ცნობილი ამერიკული კომპანიის Black Hills Ammunition-ის 5.56 კალიბრის ვაზნა, რომელიც სპეციალურად შექმნილია ზუსტი სროლითვის და სპეციალურად მკ12–სთვის. მასში გამოყენებულია უფრო მძიმე ტყვია (5 გრამი) ვიდრე სტანდარტულ M885 ტიპის ვაზნაში. პირველი მოდიფიკაცია სახელად  Mark 262 Mod 0–ს არ გააჩნდა “კანელიური”, ახალ ვაზნას  Mk 262 Mod 1–ს ტყვიაზე “კანელიური” უკვე აქვს. აღნიშნული გამორიცხავს ტყვიის გადაადგილებას მასრაში ვაზნის მიწოდებისას.  ახალი ტყვიის ტესტირებამ აჩვენა,რომ ვაზნის გამოყენება ეფექტურად შესაძლებელია 700 მეტრამდე მანძილზე.  უნდა სპეცილაურდ ხაზი გაუსვა, რომ Mk262–ის შექმნაში უდიდესი როლი ითამაშეს სამოქალაქო მსროლელებმა. მათ გაცილებით უფრო ადრე დაიწყეს ვაზნების დატენვა 75, 77 და 80 გრანიანი ტყვიებით, რომლებმაც გაზარდეს ბალისტიკური კოეფიციენტი და მიიღეს უფრო მეტი სიზუსტე დიდ მანძილებზე. ვაზნები მძიმე Hollow Point Boat Tale ტიპის ტყვიებით დომინირებდნენ შეჯიბრებეზე სამსახურეობრივი იარაღის გამოყენებით. რა გასაკვრია, რომ Black Hills Ammunition–მა ეს გამოცდილება გამოიყენა თავისი ვაზნის შექმნის დროს.  საკმაოდ ვრცელი ტესტების შემდეგ ტყვია, რომელიც აირჩიეს ახალი ვაზნისთვის გახლდათ 77 გრანიანი Sierra Match King. ახალი ვაზნა ეგრევე მოხვდა წინა ხაზებზე, სადაც თავისი ეფექტურობა დაადასტურა.  ცნობილია, რომ ავღანეთში ორმა მსროლელმა MK12–ებიდან,  77 გასროლით გაანდგურეს 75 ტალიბანის მებრძოლი. სამიზნეები რეგულარულად ნადგურდებოდა 700 მეტრამდე მანძილზე რაც 5.56 კლიბრისთვის მართლაც შთამბეჭდავი რეზულტატია.  უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად მიიღო Мк262–ის ანალოგიური  რეზულტატი შესაძლებელია, თუ გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის კომპონენტები და შესაბამისი ტიპის ტყვია. სამოქალაქო ბაზარზე არის საკამოდ ბევრი მძიმე 5.56 კალბრის ტყვია, ისევე როგორც უკვე გამზადებული ვაზნა.  მათ შორის ხსენებული Sierra Match King ტყვიებიც. აბსოლუტურად იდენტური რეზულტატები მაგალითად იყო მიღწეული Nosler-ის 77 გრანიანი ტყვიით, ხოლო სიერამ ის მერე შეცვალა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ აქ რამე ჯადოსნურ გასაიდუმლოებულ რეცეპტზე ლაპარკი არ არის, ვიმეორებ სამხედროებზე ადრე აღნიშნული დისტანციები წარმატებით აითვისეს სამოქალაქო მსროლელებმა.   

heavymatch_s

წარმოგიდგენთ National Defense Industrial Association–ის 2003 წლის სიმპოზიუმზე გამოქვეყნებულ მასალებს, სადაც ასახულია М885–ის და Мк262–ის ტესტირებების რეზულტატებია (Crane NDIA brief) .

m885

თუ ვადარებთ, М885–ს ნასროლს M16-დან მექანიკუი სამიზნეებით და  Мк262–ს ნასროლს Мк12–დან მაშინ ცხადია რომ ბოლო კომბინაცია აჩვენებს აშკარა უპირატესობას, მაგრამ  როდესაც ადარებ M-4 + ACOG + Mk262 vs Mk12 + Mk262 – ღებულობ საოცარ სურათს, ისინი თითქმის იდენტურია.  სხვაობა არის, ასეთი სხვაობით იგებ შეჯიბრებას მაგრამ აქვს თუ არა მას მნიშვნელობა საჯარისო სნაიპერისთვის? არა არ აქვს. ხო და აქ იმალება პასუხი შეკითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ჯარში საჯარისო სნაიპერის/ზუსტი მსროლელის იარაღი.

M4

 

დარწმუნებული ვარ ყველა უკვე მიხვდა რას ვგულისხმობ, მაგრამ მაინც ავხსნი. საქართველოს ძალოვნებს აქვთ ბევრი M4, ლოგიკურია, რომ ყველაზე იაფი გზა იქნება ამ რესურსის გამოყენება. ბოლო ბოლო რა არის Мкკ12 ან მისი ანალოგები? იგივე მ4/მ16-ის გაუმჯობესებული იმისთვის, რომ მაქსიმალური სიზუსტე იქნას მიღწეული. match grade ლულა, match grade სასხლეტი, match grade ვაზნა, ოპტიკა, საყრდენი, სხვა და სხვა წვრილმანები. ყველაფერმა ამან ვაზნის გარდა განაპირობა უმნიშვნელო სიზუსტის ზრდა, როორც ამ სურათებიდან ჩანს, М4–ს 4 გადიდებიანი ოპტიკით შეუძლია წარამტებით გაანადგუროს სამიზნეები 700+ მეტრის მანძილზე. აღნიშნული აბსოლუტურად საკმარისია ჩვენ პირობებში, იმისთვის, რომ СВД გამოვიყვანოთ ექსპლუატაციიდან. ხოლო გარკვეული გაუმჯობესებები სიზუსტის გაზრდისთვის შესაძლებელია ადგილობრივი ძალებით ჩატარდეს. იმას არ ვიტყვი, რომ ახალი იარაღი ეფექტურობით აჯობებს СВД–ს.

 ამ სურათზე მე წარმოვიდგინე, როგორი უნდა იყოს ზუსტი მსროელლის/ საჯარისო სნაიპერის იარაღი საქართველოს ჯარში. წინა საიზნე მოწყობილობა შეიძლება დარჩეს ან შეიცვლოს დასაკეცით რაც ზედმეტ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ეს არის ყველაზე იაფი მოდიფიკაცია.  

M4SG

ეს არის სტანდარტული M4 აღჭურვილი უნივერსალური სამაგრით (ფასი 100 დოლარამდე), ჰარისის საყრდენი, (თავისუფალდ იყიდება ფასი 60 დოლარი), გაუმჯობესებული სახელური (ფასი 25 დოლარი),  გაუმჯობესებული კონდახი, რომელიც საშუალებას იძლევა კომფორტულად გამოიყენო ოპტიკური სამიზნე, ასევ შემცირებული ტევადობის მჭიდი, რაც ამცირებს მსროლელის პროფილს და უფრო ადვილს ხდის მასკირებას, ოპტიკური სამიზნე, გამოდგება ნებისმიერი კომპაქტური კომერციული ოპტკური სამიზნე, მისაღები ხარსხის მილ დოტის ტიპის ბადით.  ოტპიკს გადიდება შესაძლებელია იყოს 4, ფართე ხედვის არეალით იმისთვის, რომ ადვილი იყოს დაკვირვების წარმობა და სროლა ახლო მანძილებზე.  იარაღი ასევე აღჭურილი იქნება დასაკეცი ცელიკით, რაც უზრუნველყოფს იარაღის გამოყენებას ოპტიკის დაზიანების შემთხვევაში.  სასხლეტის გაუმჯობესება შეასძლებელია ადგილობრივი ძალებით, ისევე როორც განსაკუთრებულად ზუსტი კარაბინების ამორჩევა შემდგომი კონვერსიისთვის.  შენარჩუნებული იქნება ავტომატური ცეცხლის წარმოების საშუალება. მივიღებთ იაფ, გამძლე და უნივერსალურ სისტემას, იგივე კლაიბრის, იგივე მოწყობილობის რაც სტანდარტული საბრძოლო კარაბინი, ამასთანავე ზუსტი სროლის წარმოების საშუალებით  700 მეტრამდე მანძილზე. არ მგონია, სახელმწიფოს დონეზე გართულდეს შესაბამისი ხარისხის ვაზნების შეძენა. რა თქმა უნდა ლოგიკურია, ვაზნების ადგილზე წარმოება უმჯობესია მაგრამ ამაზე უკვე იმდენი ითქვა და არაფეი გაკეთდა, რომ ამაზე არ მინდა ეხლა საუბარი. შეიძლებ იდაო იმაზე საჭიროა თუ არ უფრო ერგონომიული სახელური, ან ახალი ტიპის კონდახი მაგრამ ყველა ეს წვრილმანი იძლება კომფორტული და ერთგვაროვნი სროლის საშუალებას, რაც შესაბამისად ზრდის სიზუსტეს. მაგალითად “ცევიოზე” ზევიდან არსებული სამაგრი უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში ოპტიკაზე ღამის ხედვის მოდულის დამატებას. მოგეხსენებათ რუსეთის ჯარი ღამით ვერ ომობს, ასეთი კომპლექსით შეიარაღებულ ფეხოსნებს დიდი უპირატესობა ექნებათ ღამიტ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას.

პირველ ეტაპზე საჭიროა აიწყოს 5–10 ასეთი სისტემა, შეირჩეს რამოდენიმე მოდლის ოპტიკური სამიზნე, რამოდენიმე ტიპის ვაზნა და ჩატარდეს სრულმასშტაბიანი ტესტირებები, იმისთვის, რომ დადგინდეს, ვაზნის, ოპტიკის და იარაღის კონფიგურაციის საუკეთესო ვარიანტი. მერე კიდე უკვე ტექნიკის საქმეა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტი მსროლელი პირველ რიგში არის მისი მომზადება და შემდეგ უკვე იარაღი, აღჭურვილობა და ტაქტიკა.

ps

მე სპეციალურად არ დავდე აქ მიშეენები, ნასროლი სხვა და სხვა იარაღიდან. ეს ყველაფერი არაფერს არ ამტკიცებს. სურათები რომლებიც ასახავებ გაფანტვას არის სპეციალური ტესტირებების შედეგები. ცხადია ასევე კითხვის ქვეშ დგას 5.56 ტყვიის ეფექტურობა აღნიშნულ მანძილებზე. აღსანიშნავია, რომ M885–ს ბევრად უფრო უკეთესი შეღწევა აქვს ვიდრე მთლიანად ტყვიის Mk262-ს. იმისთვის, რომ ზუსტად დადგინდეს ეს ყველაფერი  ადგილზე უნდა ჩატარდეს სერიოზული ტესტირებები. ჩემი ღრმა რწმენით ის, რაც მე აქ ჩამოვაყალიბე არის, როგორც მინიმუმი – იდეა, რომელზეც ღირს დაფიქრება.