Stoeger Cougar

main

დაახლოებით ერთი თვის წინ მე ხელიდან არ გაუშვი შანსი დაწვრილებით შემესწავლა ეს საკამოდ საინტერესო იარაღი. თურქული წარმოების 9მმ–ნი კომპაქტური პისტოლეტი Stoeger P8000 Cougar. ამ იარაღს დიდიხანი ვაკვირდებოდი, მაგრამ შეძენისგან მაკავებდა მისი საკმაოდ მაღალი ფასი, 1600 ლარი (რაც თურქული იარაღისთვის მაღალი ფასი  მგონია)  ასე, რომ როდესაც საშუალება მომეცა მეყიდა ის გაცილებით უფრო დაბალ ფასად მე ასეც გავაკეთე.  იარაღის დატოვებას არ ვაპირებდი, უბრალოდ მინდოდა ის შემესწავლა და მერე ისევ ვინმესთვის “გადამელოცა”.  ასე რომ დავიწყოთ მიმოხილვა.

პირველ რიგში დავადგინოთ რასთან გვაქ სამქე, ანუ ვინ უშვებს ამ იარაღს? აქ საქმე გვაქ ნადვილად თურქულ–იტალიურ პროექტთან. რატომ ნამდვილად, იმიტომ, რომ 99% შემთხვევაში როდესაც მაღაზიაში გეუბნებიან, რომ იარაღი თურქულ–ინგლისურია, თურქულ–იტალიურია შეგიძლიათ არ დაუჯეროთ. იარაღი 100% თურქული კომპანიის წარმოებულია, ხოლო მოდელის სახელი ან სისტემა შეიძლება იყოს უცხოური. აქ სხვა შემთხვევაა, Stoeger–ი არის იტალიური ბერეტტას შვილობილი კომპანია.  იდეა იაფი პისტოელტის წამროებისა თურქეთის ტერიტორიაზე გაჩნდა იტალიაში, როდესაც საკმაოდ კარგი იარაღი ბერეტა Cougar–ი არ იყიდებოდა მაღალი ფასის გამო (ის იგივე ღირდა რაც მაგალითად ხეკლერ&კოხ უსპ). შემდგომ ბერეტამ დაიწყო ახალი  Cougar–ის ანლოგის წარმოება (ბერეტტა PX), ხოლო  Cougar–ის წარმოებისთვის აუცილებელი დაზგა–დანადგარები გადასცა Stoeger–ს და გადაიტანა თურქეთში. გარდა პისტოლეტისა კომპანია ასევე უშვებს ბენელის სანდირო თოფების კლონებს (ბენელიც ხომ ბერეტტას ჰოლდინგში შედის) და სულ ეხლახან დაიწყო Cougar –ის გამოშვება კალიბრში .40 სმიტ&ვესონი, იგეგმება ასვე .45 კალიბრის ვერსიის გამოშვებაც. (ბერეტა კუგარი გამოდიოდა სამივე კალიბრში).   როგორც ჩანს ბერეტამ ასევე გადასცა მაკომპლექტეელი ნაწილების საკმაოდ დიდი მარაგი. იმის დადგენა, რომელი ნაწილია იტალიური და რომელი თურქული შეუძლებელია, მაგრამ იარაღს მოყვება ორი ორიგინალური ბერეტტას 15 ვაზნიანი მჭიდი, რომლებიც იტალიაშია დამზადებული.  ეს სასიამოვნო სიურპრიზია, ვინაიდან იაფი იარაღის სუსტი წერტილი თითქმის ყოველთვისაა მათი მჭიდები. სუსტი კონსტრუქცია,  თხელი კორპუსის კედლები, სუსტი ზამბარები, რაც არანირად ხელს არ უწყობს იარაღის საიმედო ფუნქციონირებას.

კომპკექტიში იარაღს მოყვება ერგონომიული პლასტმასის კეისი, პარალონით, საგარანტიო სერტიფიკატი, ინსტრუქცია. ორი მჭიდი და რა თქმა უნდა ერთი პისტოლეტი. წინა პატრონმა მოაყოლა ასევე საწმენდი ორი ჯაგრისი, მაგრამ მოყვება ის თუ არა იარაღს მაღაზიაში მე არ ვიცი.   

კონსტრუქციულად, იარაღს გააჩნია საინტერესო ჩაკეტვის სისტემა. ლუსლის ბრუნვით. ბერეტამ შეძლო და შექმნა მინიმუმ ორი თანამედროვე თან ერთმანეთისგან განსხვავებული პისტოლეტი (ბერეტტა 92 და Cougar-ი), რომელიც არ იყენებს ბრაუნინგის სისტემას. უკვე ეს აყენებს ბერეტტას განსაკუთრებულ ადგილზე იარაღის ისტორიაში.  ანუ ლულა Stoeger Cougar–ში მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო და არა ვერტიკალურ სიბრტყეში. ეს თეორიულად განაპირობებს მეტ საიმედოობას, ვინაიდან სავაზნე არ მოძრაობს ვაზნის მიმართ და მეტ სიზუსტეში, ლულა არ მოძრაობს სამზინის მიმართ.  ადრე მე ნასროლი მქონდა Stoeger Cougar–ი და 25 მეტრზე გაფანტვა არ აღემატებოდა  6–8 სმ–ს, რაც კომპაქტური იარაღისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია.  უკუცემის ძალა იყო საკმაოდ მცირე, ლულის ვერტიკალური მოძრაობა (ხტომა) მინიმალური. იარაღი ძალიან სასიამოვნო სასროლია.  სასხლეტი ძალიან რბილი და ერთგვაროვანია. ესეც საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზია.  იაფ იარაღში კარგი სასხლეტი არის იშვიათი გამონაკლისი. შიდა ნაწილები, როგორც წესი არ დამატებით არ მუშავდება, რაც გამოიხატება მძიმე და არაერთგვაროვან სასხლეტის სვლაში. Stoeger Cougar–ი აღმოჩნდა სასიამოვნო გამონაკლისი. ჩემ იარაღსაც ასეთივე კარგი სასხლეტი ქონდა. უნდა ავღნიშნო, რომ თავის დროზე Cougar–ი ვისროლეთ ახალი, მინუსუსრ ტემპერატურაში და საერთიდ ზეთის გარეშე. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ გამოგვევლინა პრობლემები, მაგრამ იარაღმა ურპობლემოდ გაისროლა ასამდე ვაზნა. მუშაობდა ძალიან რბილად,ვაზნების მიწოდება ასევე ნაზად და რბილად ხდებოდა განსხვავებით იგივე იერიხოსგან, რიმლებიც ახლები ძალიან ხისტები არიან და ვაზნების მიწოდებაც ახალ იარაღში ხანდახან პრობლემატურია. 

DSC08786

Сougar-ის “საშტატო” იტალიური მჭიდები

 კონსტრუქციას დაუბრუნდეთ. ადრე იტალიელი კარაბინერების მოთხოვნით, ბერეტტა 92–ზე დააყენებს ბრუნავი დამრტყმელი, რის გამოც დამცვლემა რამკიდან გადაინავლა საკეტზე. Stoeger Cougar–ს იგივე კონსტრუქცია აქვს. როგორც ბერეტტაზე დამცველის გააქტიურებისას ხდება ჩახმახის ავტომატური დაწევა და ის ითიშება, რის შედეგადაც ჩართული დამცველით შეუძლებელია მისი შეყენება, ხოლო სასხლეტი თავისუფლად მოძრაობს და არ ეხება ჩახმახს. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი არის იგივე რაც ბერეტტა 92–ში. შეცვლილია ტარის კუთხე და ფორმა და ასევე რამკის წინა ნაწილი, რაც განპირობებულია ჩაკეტვის განსხვავებული სისტემის გამოყენებით. 

საკეტი ეხსენბა ისევე როგორც ბერეტა 92, დააწვებით ფიქსატორს, დაწევთ რამკის მარცხენა მხარეს განლაგებულ ღილაკს დაბლა და საკეტი ცილდება რამკას. შემდეგ თითის დაჭერით წინ მიწევთ ჩამკეტს, რომელშიც გადის დამაბრუნებელი ზამბარა და ამოიღებთ ამს საკეტიდან. შემდგომ ამოიღებთ ლულას. აწყობა ხდება პირიქით. როგორც ორიგინალზე, რამკა ალუმინისგან არის დამზადებული.  ლულა ქრომირებული, ჩვეულებრივი ხრახნებით.

იარაღზე დატანილია ამერიკული იმპორტიოტიორის ნიშნები, რაც ნიშნავს, რომ იარაღი განკუთვნილია ამერიკული ბაზრისთვის.

exploded

სამიზნე მოწყობილობები, სტანდარტული მუშკა–ცელიკი თეთრი წერტილებით. ტარის პანელები შავი პლასტმაის ზედ Stoeger–ოს ლოგოთი.  

დაფარვაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, ალუმინის რამკა დაფარულია შავი ფენით, რომელიც საკამოდ გამძლე ჩანს, საკეტი შეღებილია სქელი შავი საღებავით. სხვა რკინის დეტალები და ლულა როგორც  ჩანს ოქსიდირებულია.  ყველაფერი ხარსხიანი და გამძლე ჩანს.

დაშლისას კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი. ნაწილების შესაშური დამუშავება და ხარისხი. არანაირი ფრეზის ნიშნები, ყველაფერი გაპრიალებულია, ლამაზად გაშავებული და ყველაფერი შესანიშნავად ერთამენეთზე მორგებული. და ამის ნახვის მერე მე თავში დამარტყა, Stoeger Cougar არანაირად არ არის იაფი იარაღი! ის კი ღირს 1600 ლარი მაგრამ ის არ არის იაფი იარაღი, ხარსხით ის არაფრით არ ჩამოუვარდება არც ბერეტას არც ზიგ ზაუერს და არც ნებსიმეირ სხვა 9მმ–ან იარაღს. მას არ აქვს არც ერთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს იაფ იარაღს.  ანუ კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იაფი იაარაღის დამახასიათებელ ნიშნებს, ცუდი სასხლეტი, ცუდათ დამუშავებული და მორგებული დეტალების გამო, სუსტი ცუდი ხარსხის მჭიდები, შიგნიდან და ხშირად გარედან ცუდად დამიშავებული ნაწილები, სუსუტი, ცუდი ხარსხის დაფარვა.  არაფერი აღნიშნული არ ეკუთვნის Cougar–ს. რა გასაკვირია, რომ გამომდინარე მისი ფასიდან აშს–ს ბაზარზე (370 დოლარი) ის იქ უკვე ძალიან პოპულარულია, ინტერნეტში უამრავი დადებითი გამოხმაურებაა და ჯერ არაფერი არ მსმენია პრობლემებზე ამ იარაღთან.

DSC08785

მინუსები. გარდა იმისა, რომ დეტალურად შევისწავლე იარაღი ასევე დეტალურად შევისწავლე მისი წინადმორბედის ბიოგრაფია. აღმოვაჩინე, რომ დიდი ნასტრელის პირობებში, ლულის ჩამკეტი ბლოკი იცვითება, რაც იწვევს პრობლემებს ვაზნების მიწოდებისას. პრინციპში, პრობლემა ადვილად მოგვარებადია, ნაწილს თურქედიან უპრობლემოდ უნდა შეუკვეთოთ პირდაპირ მწარმოებლისგან.

ლულის დეტალური შესწავლისას აღმოვაჩინე ქრომის ფენაზე ერი ორი ნაკაწრი. დიდი არაფერი მაგრამ სხვა იარაღზე ეს არ შემიმჩნევია.

ეს არის და ეს. მეტი არანაირი მინუსი ან ნაკლი ვერ აღმოვაჩინე.  სუბიექტურ შთაბეჭდილებებზე არ ვსაუბრობ, ვიღაცას გარეგნობა არ მოეწონება, ვიღაცას ტარის ფორმა და კუთხე. 

კონკურენტებს, რომ შევადაროთ, იერიხო ცხადია უფრო უნივრსალურია, აქვს პოლიმერის რამკა, ღამის სამიზნე მოწყობილობები

shooterscenral.ge-ს დასკვნა

Stoeger Cougar–ი არის შესანიშნავი კომპაქტრუი 9მმ–ნი იარაღი. მიუხედავად შედარებით დაბალი ფასისა ის არანაირად არ არის “იაფი” იარაღი და ამით განსხვავდება თავისი კონკურენტებისგან ქართულ ბაზარზე (იერიხო, არკუსი და მითუმეტეს სხვა თურქული პისტოლეტები). მე ვისუსრვებდი, რომ ფასი ყოფილიყო დაბალი, ის არ უნდა ღირდეს    1600 ლარი. ეს არ არის სამართლიანი ფასი ჩემი აზრით, ის უნდა იყოს უფრო დაბალი.  ირაღის უდაო პლიუსებს განეკუთვნება მაღალი ხარისხი, რბილი მუშაობა, 15 ვაზნიანი მჭიდები, საკამოდ კომპაქტური გაბარიტები და მცირე წონა.

 სტატია Gun Week-ში, Сougar-ზე, http://www.gunweek.com/2007/feature1015.html

და სტატია Handguns Magazine-ში http://www.handgunsmag.com/featured_handguns/cougarb_071807/ 

 

ber



4 Responses to “Stoeger Cougar”

  1. papuna says:

    rac sheexeba stoegersis berettas is ukve 2 welia maqvs da damijeret er erti saukatesoa tavis klasshi, gasrolilimaqvs 200 vaznamainc da shedegianad.aranairi problemaar gamovlenila roca policiis axal iaragebze amboben ro gachedvebi daiwyoo. mokled me piradad am iarags mxolod originalshi gavcvlidi, tumca 92-ec modelis magra momwons. ierixo da sxva am iaragtan ver miova. saertod iaragi unda gesmodes romgansxvaveba gaigo.

  2. Gilgamesh says:

    საინტერესო განხილვა იყო, მაგრამ ამავე დროს ვისურვებდი რომ თქვენი იარაგის თქვენივე გადაღებული ფოტოები დაგედოტ, მაგალითად დამაინტერესა იმ ქრომის ნაკაწწრებმა. კიდევ მაინტერესებს რა ბედი ეწია ამ იარაღს?რამდენხანს ფლობდით და დაახლოებით რამდენი ვაზნა გაისროლეთ?
    დღეს ვნახე ეს იარაღი მაღაზიაში 1600 ლარად, ჩემი ხელისთვის იდეალური იყო (ზომა 3XL) მაქვს და ყველა იარაღს ვერ ვირგებ.
    ვფიქრობ შევიძინო, თუმცაღა ფასი მეც მეძვირა.
    ერთი კონსტრუქციული წუნი რაც ვუპოვნე ეს არის მცველის საკეტზე მონტაჟი.

  3. lasha says:

    გამარჯობა ბატონო ლევან ერთი კითხვა მაქვს გლობალ არმსში ფასდაკლება გააკეთეს თურქულ ბერეტებზე იავუზ 16 ზე 750 ლარად ვიყიდე სულ ახალი ორი აბოიმი მოყვა იტალიურები მეც გარის ფირმის ცნობილი ფირმაა და ხარისხიან აბოიმებს უშვებს. უკვე ვისროლე 100ვაზნა და კარგად იმუშავა უშეცდომოდ მიზანშიც კარგად ისროლა ტაურუს პტ 92 აჯობა. ერთი შეხედვით კარგი ჩანს რამე ინფორმაციას ხო არ ფლობთ ამ პისტოლეტთან დაკავშირებით დიდი მადლობა წინასწარ პატივისცემით ლაშა ტუღუში

  4. Shooter says:

    ნორმალური იარაღი ჩანს. გლობალ არმს აქვს ტირი სადაც ყიდვამდე ნუ ან ყიდვის მერე შეიძლება ეგრევე გასინჯოთ იარაღი და თუ რამე პრობლემაა, გამოცვალოთ. მე ერთხელ მმაქვს ნასროლი და ეხლა ბერეტა 92 არ არის, მაგრამ კარგი შთაბეჭდილბა დატოვა.

დატოვეთ კომენტარი