კვირის იარაღი – Ruger AC-556

October 23rd, 2017

RugerAC

ამჯერად კვირის იარაღი არის Ruger AC-556, ამავე კომპანიის პოპულარული შაშხანის .223 კალიბრის Mini-14-ის „გასამხედორებული“ ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ 70-ნი წლების ბოლოსკენ, როგორც იქნა M14-ზე დაფუძნებული Mini-14 საკმარისად დაიხვეწა, გახდა საიმედო და გამძლე იარაღი და ასევე მისი ნაკლებად მილიტარისტული იერსახის გამო მოწონებულ იქნა სხვადასხვა პოლიციური სამსახურების მიერ, ბილ რუგერს მაინც არ ტოვებდა იდეა გაეხადა მისი კარაბინი ჭეშმარიტი სამხედრო საბრძოლო იარაღი. სწორედ ამისთვის 80-ნი წლების დასაწყისში რუგერმა გამოუშვა „საბრძოლო“ „მინი-14“ სახელად AC-556 (AC, Automatic Carbine, ავტომატური კარაბინი). ახალ იარაღს გააჩნდა მთელი რიგი ცვლილებების, რისი წყალობითაც სამოქალაქო კარაბინი ბილ რუგერის ჩანაფიქრით უნდა გამხდარიყო საბრძოლო იარაღი. ოდნავ შეცვლილი ფორმის რესივერში განლაგებული იყო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა, ერთჯერად, უწყვეტი ჯერით და ფიქსირებული ჯერებით სროლის საშუალებას. საინტერესო თავისებურება ის იყო, რომ ფიქსირებული სამ გასროლიანი ჯერებით სროლისას თუ მსროლელმა თითი მოაცილა სასხლეტს სანამ ჯერი დასრულდებოდა და ამით გაწყვიტა ციკლი და ისროლა ორი გასროლა, სასხლეტზე მომდევნო დაჭერას მოყვებოდა მხოლოდ ერთი „დარჩენილი“ გასროლა. ჯერებით სროლის ტემპი შეადგენდა დაახლოებით 700 გასროლას წუთში.

switch ruger

უკანა სამიზნესთან განლაგებული სროლის რეჟიმის სელექტორი ზედ განლაგებული ღილაკით რომელსაც უნდა დააჭიროთ რომ შეძლოთ სელექტორის გადართვა.

18.5 ინჩიან ლულაზე განლაგდა ბჯენი ხიშტის გამოყენების უზრუნველსაყოფად, უფრო მოკლე 13 ინჩიან ვარიანტზე ხიშტის სამაგრი აღარ იყო გათვალისიწნებული. სამხედრო ტიპის ლულის ალმქრობი უზრუნველყოფდა ასევე ლულაზე წამოსაცმელი ყუმბარების გამოყენებას. მთლიანობაშიც, კონსტრუქციაც იყო გაძლიერებული, მაგალითად დგუშის ღერძი გასქელდა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ იარაღს გაეძლო ჯარში ექსპლუატაცია. ამასთანავე ახალმა შაშხანამ შეინარჩუნა სამოქალაქო კარაბინისთვის დამახასიათებელი შედარებით კომპაქტური ზომები და პატარა წონა რომელიც შეადგენს 2.8 კგ-ს. ასვე შენარჩუნებული იყო დაახლოებით დეტალების 90% თავსებადობა „მინის“ სამოქალაქო ვარიანტთან.

AC556

AC556 დასაკეცი ლითონის დუგლუგით და 13 ინჩიანი ლულით დაკეცილ მდგომარეობაში

იარაღი გამოდიოდა ორ ძირითად კონფოგურაციაში ხის კონდახით და დასაკეცი ლითონის დუგლუგით, რომელიც გვერდიდან იკეცებოდა. უკანასკნელ ვარიანტს ასევე გააჩნდა პისტოლეტის ტიპის სახელური. ლულის სიგრძე იყო 13 და 18.5 ინჩი. მოსახსნელი მჭიდი იტევდა 30 ვაზნას. ასევე ხელმისაწვდომი იყო ვარიანტები შესრულებული უჟანგავი ფოლადის გამოყენებით.

მთლიანობაში იარაღი გამოვიდა კარგი და იყიდებოდა საკმარისი რაოდენობით რომ მისი გამოშვება გაგრძელებულიყო 1999 წლამდე. აქიდან ყველაზე მსხვილი შეკვეთა მოვიდა საფრანგეთიდან 2500 ერთეულზე, მაგრამ ბილ რუგერის ოცნება AC-556 გამხდარიყო ჭეშმარიტი საბრძოლო შაშხანა მაინც არ აღსრულდა. AC-556 უბრალოდ გაჩნდა ძალიან გვიან და ვერ უწევდა კონკურენციას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ AR-15-ს. გარდა ამისა კონსტრუქცია მთლად ბოლომდე დახვეწილი არ იყო, მაგალითად AC-556-ს კონსტრუქციაში შედიოდა ადვილად დაზიანებადი და დაკარგვადი არასწორი აწყობისას პატარა დეტალი, გადაბმა, გარეთ განლაგებული სროლის რეჟიმების სელექტორსა და იმ დეტალს შორის რომელიც უზრუნველყოფდა რეჟიმის შეცვლას უშუალოდ დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმში. მოგეხსენებათ თუ იარაღში არის რამე რაც შეიძლება დაზიანდეს არასწორი აწყობსას (იარაღის აწყობისას სელექტორი უნდა იყოს ერთჯერად რეჟიმზე დაყენებული) ან დაიკარგოს ის ჯარში გარანტირებულად და ხშირად დაიკარგება და დაზიანდება. ასევე შედარებით თხელი პროფილის ლულა ადვილად ხურდებოდა ინტენსიური ცეცხლის წარმოების დროს. არც ოპტიკის დაყენება არ იყო ისეთი ადვილი, როგორც AR-15-ზე. რესივერის კონსტრუქციიდან გამომდინარე (გახსნილი ზევიდან) მაყუჩის გამოყენებისას მსროლელს სახეში ხვდება დენთის აირების და დენთის წვის პროდუქტების ნარჩენები.

5e20d47414589ae88b98fad6fd87741d

AC556 პოპულარობის მიზეზი იყო არა მისი სამხედრო კარიერა არამედ მონაწილეობა იმ დროს ძალიან პოპულარულ სერილაში A-team, რომელიც ეკრანებზე გავიდა 1983 წელს. სერიალში გამოყენებული იყო მოდელი AC556K დამზადებული უჟანგავი ფოლადის გამოყენებით.

ამ ბოლო დროს ინტერესი AC-556-ის მიმართ აშშ-ში გაიზარდა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ლეგალური ავტომატური იარაღი, რომლის შეძენა შესაძლებელია უბრალო მოქალაქისთვის, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ და შედარებით სხვა ანალოგიური კლასის და კალიბრის (ლეგალური ჯერებით მსროლელი) იარაღებთან ის ღირს ბევრად ნაკლები. ასე, რომ ამ იარაღს ყავს ვიწრო მაგრამ ლოიალური მოყვარულების და ფანატების წრე. იმის გათალისწინებით, რომ რუგერმა 2009 წლიდან შეწყვიტა ამ იარაღის დეტალების გაყიდვა და მათი შეკეთება АС-556 ნელ-ნელა გადავა საკოლექციო იარაღის კატეგორიაში. ამჯერად აუთენტური AC-556-ის ფასი 10 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ასეთი ფასი განპირობებულია იმით, რომ სამოქალაქო ბრუნბვაში შედარებით ცოტა იარაღია ჯერებით სროლის საშუალებით მას მერე რაც 1986 წელს აიკრძალა სამოქალაქო ჯერბეით მსროლელი იარაღების პირველადი რეგისტრაცია და ბრუნვაში დარჩა მხოლოდ ის იარაღები, რომლებიც დარეგისტრირდა აკრძალვამდე.

მეომრის პროფილი: Nicholas “The Reaper” Irwing

October 23rd, 2017

12140982_1051549244856414_8212898313508609087_o-840x840

უკანასკნელი წლების განმავლობაში აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში იმდენად დაიხვეწა მეომრების მომზადების სისტემა, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც კი, საარტილერიო და საჰარერო მხარდაჭერის გარეშეც, უმცირესობაში მყოფი ამერიკული შენაერთები პრაქტიკულად არასდროს არ თმობდნენ ბრძოლის ველს. ამის გათვითცნობიერება ძალიან უჭირთ იმ ხალხს, რომელიც გაზრდილია საბჭოთა მითებზე რომ, ამერიკული ჯარი მიჩვეულია კომფორტს, რომ ამერიკელი ჯარისკაცი იბრძვის არა იდეების გამო არამედ ანაზღაურებისთვის და ამიტომაც ვერასდროს ვერ იქნება კარგი მეომარი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სრული სისუსლელე. რეალობა კიდე ის არის რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლების სელექციის და მოზმადების პროცესი არის დაყვანილი აბსოლუტურ სრულყოფილებმადე. საუკეთესო მებრძოლები ხვდებიან „ელიტარულ ნაწილებში“, სადაც მათი მომზადება გრძელდება ხოლო ასეთ ნაწილებში სელექციის პროგრამა ისეთია, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია საბრძოლო ნაწილში მოხვდეს კანდიდატი, რომელიც მცირე პროცენტიტაც კი არ აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგური თვალსაზრისით. ასეთი სისტემის პროდუქტი არიან მებრძოლები, რომლებიც წარმოადგენენ პრაქტიკულად იდეალურ საბრძოლო მანქანას, შესაბამისად ეკიპირებულს და შეიარაღებულის. სწორედ ასეთი პროდუქტიც გახლდათ ნიკ ირვინგი, სნაიპერი რეინჯერი დაბადებული 1987 წელს ფორტ მიდიში, მერილენდის შტატი. ბავშვობიდან მას სურდა ფლოტის სპეცრაზმში მსახურობა და მთელი თავისი ახალგაზრდობა დაუთმო ამისთვის მზადებას. ის ძალიან ცოტას იწონიდა და კარგად ცურავდა. ბავშვობის ასაკში მან გაიარა საზღვაო ფლოტის სპეცრაზმელების კურსი ე.წ. “baby SEAL”, შექმნილი იმ ახალგაზრდებისთვის ვისაც სურ შემდგომში ძალების მოსინჯვა და ჩარიცხვა ელიტარულ რაზმში. ეგრევე, როდესაც ირვინგი გახდა 17 წლის მან მიიღო წერილობითი თანხმობა მშობლებისგან, რომელიც აუცილებელია სანამ 17 წლის ახალგაზრდას მიიღებდნენ შეიარაღებულ ძალებში და ცადა დაეწყო სამხედრო სამსახური საზღვაო ფლოტში. მაგრამ პირველივე სამედიცინო შემოწმებისას მას დაუდგინდა დალტონიზმი, ანუ ის ვერ არჩევდა ფერებს, რაც მას უვარგისს ხდიდა ფლოტზე მსახურებისთვის. სამედიცინო მუშაკმა, რომელიც ატარებდა შემოწმებას ურჩია მას ნაცვლად ფლოტისა ჩაწერილიყო არმიაში, რომელსაც ყავდა რეინჯერები, რაც მისი თქმით იგივე იყო რაც „ზღვის ლომები“ და მათაც ყავდათ სნაიპერები. იგივე მუშაკმა ხელი შეუწყო ირვინგს ტესტის გავლაში, რაც იყო სერიოზული რისკი მისი კარიერისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ამით რეინჯერებმა მიიღეს ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი. რამდენიმე წელი სანამ ნიკ ირვინგი მოხვდებოდა რეინჯერებში ის მსახურობდა ერაყში როგორც „სტრაიკერის“ მძღოლი და მეტყვიამფრქვევე. ერთ-ერთი საბრძოლო ტურის შემდეგ მას აცნობეს რომ ის შერჩეულ იქნა რეინჯერთა სკოლისთვის. სკოლა ირვინგმა წარმატებით დაასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ შეცდომაა იფიქრო რომ ასეთი ინტენსიური სასწავლო კურსის გავლისას როგორიც არის რეინჯერთა მომზადების პროგრამა, შენ გამოდიხარ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში. ეს არ არის და ზიანი, რომელიც ადგება ორგანიზმს დიდია და პერმანენტული. მიიჩნევა რომ რეინჯერების კურსის გავლის შემდეგ ორგანიზმი ბერდება დამატებით 7 წლით, რაც განპირობებულია მძიმე ფიზიკური დატვირთვით და სტრესი, რომელსაც განიცდის მებრძოლი. ეს არის ფასი რასაც ადამიანი იხდის იმისთვის, რომ გახდეს პროფესიონალური მეომარი და იმოქმედოს ეფექტურად ნებისმიერი სახის ბრძოლის ველზე. ამ მხრივ ნიკ ირვინგსაც ერგო თავისი წილი და კურსის დროს ის მძიმედ მოიწამლა და ასევე მანდ დაკარგა მგრძნობიარობა ფეხის თითებში, რაც ასევე ტრავმებით და ძლიერი სტრესით იყო გამოწვეული. პირველივე ნახტომისას პარაშუტთან პრობლემების გამო ის დიიდი სიჩქარით დაეცა მიწაზე და საოცრებით გადაურჩა მძიმე ტრავმირებას. ნიკ ირვინგი იხსენებდა, რომ სამთო მომზადების დროს მისმა მეგობარმა იმდენი კუნთის მასა დაკარგა რომ მას არ შეეძლო თავის დაფიქსირება და ის ხელებს იხმარებდა მათ შორის იმისთვის რომ თავი მოეტრიალებინა და სხვა მიმართულებით გაეხედა. მოგვიანებით ის ჯარისკაცი მოხსნეს კურსიდან და გაუშვეს სახლში. მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ ეს ყველაფერი არ ჯდება „კომფორტის მოყვარული ჯარის“ სტერეოტიპში…. რა თქმა უნდა ინსტრუქტორები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ კურსანტებს ყოველმხრივ მომზადებულები არიან და ასევე იყენებენ კურსანტების ფიზიკური მდგომარეობის მონიტორინგის თანამედროვე ხელსაწყოებს მათ შორის მონაცემების გადაცემით დროის რეალურ მასშტაბში. ყველაფერი ამის წყალობით ისინი ახერხებენ მიიყვანონ კურსანტები მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამძლეობის რეალურ ზღვრამდე და ამავე დროს ისე რომ მ პროცესში არ მოკლან და დაასახიჩრონ ზედმეტად ბევრი. სწორედ ამ პერიოდში ირვინგი დაემშვიდობა თავის სიგამხდრეს. განწესებული სახელგანთქმული 75-ე რეინჯერთა პოლკის მე-3 ბატალიონში ირვინგი მოხვდა მე-3 ბატალიონის სნაიპერების მოზმადების შიდა პროგრამაში. ამ პერიოდისთვის გლობალური ომი ტერორიზმთან უკვე სრული ტემპით მიმდინარეობდა და რენჯერებს ჭირდებოდათ ბევრი სანიპერი. სტანდარტულ ფიზიკურ ტესტირებას მოყვა 6 საათიანი ფსიქოლოგიური ტესტები და გასაუბრებები სადაც მას უსვავდნენ ყველაზე უცნაურ და ერთი შეხედვით უაზრო კითხვებს, რა გირჩევნია ყვავილები თუ ნამცხვარი, ვინ უფრო გიყვარს დედა თუ მამა და ასე შემდეგ. სულ ბოლოს მას ელოდებოდა ხანგრძლივი გასაუბრება 10 უფროს სნიაპერთან მესამე ბატალიონიდან, რომელიც ამ გასაუბრების საფუძველზე იღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას გახდებოდა ნიკ ირვინგი სნაიპერი თუ არა. ირვინგმა წარმატებით გაიარა შერჩევის პროცესი თუმცა როგორც ის იხსენებს რამდენიმე მართლა მაგარმა მსროლელმა ვერ შეძლო გავლა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაიარეს ფსიქოლოგიური ტესტირების ნაწილი. მერე დაიწყო წვრთნები, რა დროსაც მას გადასცეს სამი იარაღი .50 კალიბრის Barret M82, .308 კალიბრის M24 და იგივე კალიბრის ნახევრად ავტომატური SR25. სწოედ უკანასკნელი გახდა მისი „საფირმო“ იარაღი, რომელსაც ის „ბინძურ დიანას“ უწოდებდა, როგორც მისი საყვარელი შემსრულებლის მაიკლ ჯექსონის სიმღერის მიხედვით. აგებული როგორც M16, SR25 ისროდა უფრო ძლიერ .308 კალიბრის ვაზნას და ამიტომ გააჩნდა სერიოზული საცეცხლე ძაძლა. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ის ატარებდა რენჯზე ყოველდღე 6-დან 8 საათამდე. მომზდების შემდეგი ეტაპი იყო საარმიო სნაიპერების კურსი. აღნიშნულ კურსზე 70%-ზე მეტი იჭრება იმიტომ რომ ვერ ახერხებს შენიღბვას და ფარული გადაადგილების შესწავლას სათანადო დონეზე. მომავალ სნაიპერებს ასწავლიდნენ ასევე ყურადღების მიქცევას დეტალებზე. მაგალითად 8 კმ-ნი კროსის და სტანდარტული ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ მათ შეყრიდნენ კლასში და ავალებდნენ გავლილი მარშრუტის დახაზვას ყველა უმნიშვნელო და უჩვეულო დეტალების მითითებით, რომელსაც ისინი გადააწყდნენ. კურსის დასრულების შემდეგ დაიწყო მოზმდების შემდეგი ეტაპი, რა დროსაც ირვინგმა მოიარა პრაქტიკულად მთელი ქვეყანა სანამ ესწრებოდა ცალკეულ სასწავლო კურსებს მათ შორის კერძო კომპანიების მიერ ორგანიზებულებს. ერთ-ერთ ასეთ კურსზე სახელად „Rifles Only“, რომელიც ორგანიზებული იყო ტეხასში მონაწილეობდა ირვინგი და 7 სხვა რეინჯერი. ტყვიაწამალი რომელიც მათ უნდა ესროლათ მოზიდეს რენჯზე 18 ბორბლიანი ტრეილერით. კურსი იწყებოდა დილის 7 საათზე და მთავრდებოდა მეორე დილის 6 საათზე. სხვა კურსები ითვალისწინებდნენ სნაიპინგს ქალაქის პირობებში, განსაკუთრებულად შორ მანძილებზე სროლას და ასე შემდეგ. ბოლოს ირვინგმა გაიარა კურსი საარმიო ზუსტო სროლის გუნდთან ერთად, რომელშიც მსახურობენ პრაქტიკულად ამერიკის ყველაზე საუკეთესო მსროლელები. გუნდი განლაგებულია ფორტ ბენინგში, იქვე სადაც ირვინგის მშობლიური მესამე ბატალიონი. ნახევარ წლიანი ინტენსიური მომზადების ციკლის და ათი ათასობით გასროლი ვაზნის შემდეგ ნიკს მიეცა ორ კვირიანი შვებულება ოჯახთან დროის გატარებისთვის, რის შემდეგაც ის გაემგზავრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში…. ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში ის მოხვდა პირველივე ოპერაციაზე რა დროსაც 30 წამიანი შეტაკებისას მოკლა ორი თალიბანის მებრძოლი. რვა საათში შემდეგ ოპერაციაზე მან მოკლა თვითმკვლელი ტერორისტი მანამდე სანამ ის შეძლებდა თავის აფეთქებას. სულ ამ ტურის დროს მან განახორციელა 33 დადასტურებული მკვლელობა ოთხ თვეში და დაიმსახურა მეტსახელი The Reaper რითიც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი სნაიპინგის ისტორიაში. 23 წლის ასაკში მან დატოვა შეიარაღებული ძალები დაწერა წიგნი და ასევე გახდა ტელევარსკვლავი. როგორც პრაქტიკულად ყველა სახელგანთქმული სნაიპერი, ნიკ ირვინგის ნაცნობობ აიარაღთან და სროლასთ ადრეული ასაკიდან დაიწყო, ჯერ კიდევ 6 წის რომ იყო მამისის 20 კალიბრის თოფიდან ისროდა, რომლის წონასაც ძლივს ერეოდა. მისი ოჯახი ზაფხულს ჯორჯიაშ შტატში ააატარებდა ქალაქიდან შორს და მთელი ეს პერიოდი ნიკი ვარჯიშობდა სროლაში მისთვის ნაჩუქარი .22 კალიბრის კარაბინიდა, ხოლო სამიზნედ იყენებდა მამისისგან მოპარულ სიგარეტებს. სკოლაში სწავლის პერიოდში ის დიდ დროს უთმობდა მშრალ ვარჯიშს და ასევე შლიდა და აწყობდა იარაღებს მათ შორის დროზე წამზომის გამოყენებით. ირვინგი არ იყო დიდად გატაცებული ნადირობით, მას უბრალოდ მოწონდა კონტროლის და სიზუსტის შეგრძნება, რომელსაც ის იღებდა სროლის დროს. ის ასევე იყო ბიბლიოტეკის ხშირი სტუმარი სადაც ის კითხულობდა წიგნებს სამხედრო საქმეზე და სროლაზე. „რაც ჩემი თავი მახსოვს მე მინდოდა რომ გავმხდარიყავი სნაიპერი“ მოგვიანებით იხსენებდა ნიკი. ასევე როგორც ბევრი სხვა რეზულტატიური სნაიპერი მას ქონდა დამატებითი გატაცება, რომელიც არ უკავშირდება სროლას და ირვინგის შემთხვევაში ეს იყო ჭადრაკი, რომლის თამაშსაც მამამისმა მიაჩვია. ირვინგის განმარტებით ის გეგმავდა ოპერაციებს და თავის ქმედებებს როგორც ჭადრაკის თამაშის რა დროსაც ის წარმოიდგენა მოწინააღმდეგის ქმედებებს და მათ შესაძლო შედეგებს, ასეთი მიდგომის წყალობით მისი ოპერაციების წარმატების წილი იყო პრაქტიკულად 100%.

PS

აღნიშნული სტატიების ციკლის მიზანია, დავანახო მკითხველს, რა პრინციპებით არის ორგანიზებული საბრძოლო მომზადება აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში რა დგას იმ სამხედრო წარმატების უკან, რომელიც ჩვენ ასე ბუნებრივად მიგვაჩნია და ყველაფერს ტექნოლოგიებით, ფულით და საჰაერო უპირატესობით ვხსნით. სინამდვილეში კი რეალურად წარმოდგენა არ გვაქვს რა მასშტაბების პროცესებთან გვაქვს საქმე და რამხელა შრომის და თავგანწირვის წყალობით მიიღწევა ასეთი შედეგი და მაჩვენებლები. როგორ ხდება ამ სისტემაში საუკეთესოების გამორჩევა იმისთვის, რომ ისინი გაუძღვნენ და მაგალითი მისცენ სხვებს და არა, როგორც ჩვენთან ხდება სადაც, “ლიდერებად” ინიშნებიან „ვიღაცის ვიღაცეები“, რომელთა ლიდერობის გამოცდილება შემოიფარგლება თამადობით სუფრაზე. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოს და ფაქტორებს, რომელმაც ხელი შეუწყო სახელგანთქმული მეომრების ასეთებად ჩამოყალიებებას, იმისთვის, რომ დავფიქრდეთ რა გარემოში იზრდება ჩვენი მომავალი თაობა…..

15 წუთიანი მიმოხილვა ეპ.1: “უზის ავტომატიკის სქემა”

October 3rd, 2017

ეს მიმოხილვა ეძღვნება პოპულარული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის “უზის”  ავტომატიკის სქემას. ეს იარაღი ხასიათდება სიზუსტით და ეფექტურობით, მიუხედავად იმისა, რომ ისვრის ღია საკეტიდან, რაც თეორიულად არანაირად ხელს არ უწყობს ზუსტ სროლას. ვიდეოში ახსნილია რისი წყალობით არის მიღწეული ასეთი სიზუსტე, რომელიც არ ჩამოუვარდება ან აღემატება თანამედროვე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების მახასიათებლებს.

 

AR15-ის შერჩევა. ნაწილი 2

September 26th, 2017

ამ ვიდეო ეპიზოდით ვასრულებთ AR-15 ტიპის იარაღის ძირითადი კომპონენტების და თავისებურებების მიმოხილვას. ამჯერად ვსაუბრობთ სავაზნეებზე, დენთის აირების სისტემაზე, დგუშიან და პირდაპირი შეფრქვევის სისტემაზე და ასევე ბუფერზე და მის მნიშვნელობაზე.

 

AR15-ის საფუძვლები. ნაწილი 1

September 25th, 2017

წარმოგიდგენთ ვიდეო რგოლს, რომელიც ეხება AR-15-ის სისტემის იარაღის აღწერას. ამ ნაწილში ჩვენ ვსაუბროთ ამ ტიპის იარაღის ძირთად მოწყობილობაზე, ლულებზე, ტვისტებზე, ქვედა რესივერზე, ე.წ. “ბუფერის მილზე”.

კვირის იარაღი – Remington Nylon 66

September 14th, 2017

18036722_2

1959 წელს აშშ-ში ალიასკა იქნა აღიარებული 49-ე შტატად, კუბა გახდა კომუნისტური, ხოლო ეკრანებზე გამოვიდა მათ შორის საქართველოში ძალზედ პოპულარული კლასიკური ფილმი „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“. ამავე წელს “რემინგტონმა” დაიწყო მცირეკალიბრიანი ავტომატური შაშხანის გაყიდვები უცნაური სახელით „ნეილონ 66“. სახელის ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმით, რომ ეს იარაღი იყენებდა ალბათ პირველად, პლასტმასისგან დამზადებულ კონდახს. ნეილონი არის შეკრებითი დასახელება სინთეტიკური მასალების, რომელსაც 1935 წლიდან ამზადებდა მსოფლიოში ცნობილი კომპანია DuPont და „რემინგტონმა“  გადაწყვიტა სწორედ ასე შეარქვას თავისი ახალი იარაღი, როდესაც სახელის თავდაპირევლი ვარიანტი „Bearcat” „მიითვისა“ „რუგერმა“, რომელმაც ეს სახელი თავის რევოლვერს დაარქვა. როგორც უკვე გიამბეთ „რემინგტონის“ „ნეილონ 66“ არის ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი შაშხანა პლასტმასის კონდახით. გაცილებით ნაკლებად ცნობილი ფაქტი ის არის, რომ „ნეილონ 66“-ის რესივერიც იყო დამზადებული პალსტმასისგან, რაც იმ დროისთვის იყო საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება. ამიტომ პლასტმასის რესივერს გადაკრული ქონდა ზევიდან მეტალის თხელი გარსაცმი, რომელიც აძლევდა იარაღს უფრო ტრადიციულ იერსახეს.  „რემინგოტნის“ მიერ გამოყენებული ნეილონის მარკა კომერციული დასახელებით  Zytel 101 იყო შექმნილი რეკორდულად მოკლე ვადებში (4 თვე) და სპეციალურად ამ იარაღისთვის. პირველი სარეკლამო პროსპექტები ასახელებდნენ „ნეილონ 66“-ს, როგორც მომავლის იარაღს და ხაზს უსვავდნენ პლასტმასის გამოყენების დადებით მხარეებს, რომლებიც დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია. პლასტმასა კარგად უძლებს დარტყმებს, არის თბილი, არ იწოვს ნესტს და პრაქტიკულად ნეიტრალურია ყველა სამწენდი საშუალებების და ზეთების მიმართ. კარაბინის ინსტრუქციის თანახმად იარაღის დაზეთვაც კი საჭირო არ იყო, ვინაიდან პლასტმასა ქმნიდა მინიმალურ წინაღობას საკეტის შიგნით მოძრაობისას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ „რემინგტონი“ ცდიდა და ამოწმებდა ახალ იარაღს თითქმის 4 წელი, სანამ მას გაყიდვაში გაუშვებდა. ეს წარმოუდგენლად გრძელი პერიოდია, დღეს როდესაც მწარმოებლები რეგულარულად იჭრებიან ნედლი და ხარვეზებიანი იარაღის ნაადრევად გაყიდვაში გაშვებით. რა თქმა უნდა ასეთი სიფრთხილე განპირობებული იყო იმით, რომ ისედაც არატრადიციული იარაღის გაშვება გაყიდვაში იყო საკმაოდ დიდი რისკი, ამიტომ „რემინგტონში“ უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ იარაღს ექნებოდა საუკეთესო მახასიათებლები და მართლაც ამ შრომის საბოლოო შედეგი გამოვიდა ძალიან კარგი. იარაღი გამოვიდა მსუბუქი, ის იწონიდა მხოლოდ 1.8 კგ-ს, ითხოვდა მინიმალურ დეტალების მორგებას საბოლოო აწყობის დროს, დეტალების უმეტესობა იყო ნაშტამპი.  გარდა ამისა ახალი კარაბინი გამოდგა ზე-საიმედო.  ერთი ტესტირებისას „რემინგტონში“, ერთმა კარაბინმა ისროლა 75 000 ვაზნა ხოლო დაბრკოლებების წილმა შეადგინა სასაცილო 0.005%.  და ეს იყო მხოლოდ ერთი ტესტი იმ მრავალისგან, რომელიც 4 წლის განმავლობაში ჩატარდა, სანამ „რემინგტონში“ დარწმუნდნენ, რომ იარაღი მზად იყო და შეიძლებოდა მისი გაყიდვების დაწყება. ასეთი რამე დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება იმის, ფონზე რომ აშშ-ის შტატების არმია მზად არის დახარჯოს ათობით მილიონი დოლარი პისტოლეტზე, რომელიც არც გამოუცდია. იმ განსხვავებულ ეპოქაზე მეტყველებს ასევე კონდახის შესრულების ვარიანტების დასახელებები, რომლებსაც „რემინგტონი“ სთავაზობდა მსროლელებს: ესენია  Mohawk Brown, Apache Black  და Seneca Green.  ინდიელების ეს ტომები დასახლებულები იყვნენ იმ მიწების ირგვლივ ილიონში, ნიუ-იორკი, სადაც მდებარეობდა „რემინგოტნის“ ქარხანა.

ყველაზე პირველი „ნეილონ 66“ იყო თვითდამტენი კარაბინი, კონდახში განლაგებული ცილინდრის ფორმის მჭიდით, რომელიც გათვლილიიყო 14 ვაზნაზე. კომერციული წარმატების შემდეგ ამ მოდელს დაემატა კარაბინები ბერკეტით და გრძივად მოძრავი საკეტით გადატენვის მექანიზმებით. სხვა მოდელებიც გამოვიდა “ნეილონის” კონდახებით, მაგრამ მათი წარმოება იწყებოდა და წყდებოდა და “ნეილონ 66″ აგრძელებდა ცხოვრებას.  ”ნეილონ” 66 ქონდა შესანიშნავი ნაკრები თვისებების. ზუსტი, საიმედო, გამძლე, კარგი სამიზნე მოწყობილობებით, საუკეთესო ერგონომიკით, სრული ზომის კონდახი ხდიდა იარაღს ძალიან ერგონომოულს, რა გასაკვირია რომ კარაბინმა საყოველთაო  მოწონება და პოპულარობა დაიმსახურა. აქიდან Mohawk Brown შავი მოსევადებით და ყავისფერი კონდახით იყო ყველაზე პოპულარული შესრულების ვარიანტი. სულ რემინგტონმა 1991 წლამდე ამ სერიის 1,050,350 ცალი კარაბინი გამოუშვა, რაც ნიშნავს, რომ „ნეილონის“ სერიის კარაბინები იყო ამ კომპანიის ყველაზე წარმატებული მცირეკალიბრიანი იარაღები.  ამჯერად ფასი მეორად “ნეილონ 66″-ებზე ცხადია ბევრად მაღალია ვიდრე თავდაპირველი 50 დოლარი.  მეორადი იარაღების ფასი 250-300 დოლარიდან იწყება, უხმარი და იშვიათი მოდელების ფასმა შეიძლება 1000 დოლარს გადააჭარბოს.

‘ნეილონ 66“-ის ისტორია კარგი ილუსტრაცია არის იმ ეპოქისთვის, როდესაც აშშ-ში წარმოების კულტურა, ინოვაციურობა და კრეატიულობა მიუღწეველ დონეზე იყო, ხოლო მწარმოებლები ბოლომდე ზრუნავდნენ საბოლოო მომხმარებელზე.

“ნაწილი”

September 5th, 2017

US Army Marksmanship Unit, აშშ-ის საარმიო ზუსტი სროლის ნაწილი (შემოკლებულად უბრალოდ „ნაწილი) შეიქმნა 1956 წელს ამერიკის პრეზიდენტის დუაიტ ეიზენხაუერის განკარგულებით. “ნაწილის” ფუნქცია განსაზღვრული იყო, როგორც ზუსტი სროლის უნარების განვითარება შეიარაღებულ ძალებში და აშშ-ის წარდგენა საერთაშორისო შეჯიბრებებზე სროლაში,  თუმცა არაფორმალურად ნაწილი შეიქმნა იმისთვის, რომ ამერიკელებს დაემარცხებინათ საბჭოთა კავშირის სპორტსმენი მსროლელები. მოგეხსენებათ ეს ის დროა, როდესაც ზღვარი საბრძოლო და სპორტულ სროლას შორის ჯერ კიდევ მკაფიო არ არის და სპორტულ მათ შორის ოლიმპიურ დისციპლინებში გამოიყენებოდა პრაქტიკულად საბრძოლო იარაღი, ხოლო საბჭოთა კავშირში პრაქტიკულად 1928 წლიდან არსებობდა შეიარაღებულ ძალებთან ასოცირებული სპორტული კლუბები, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის მიერ კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდის მიზნით.

„ნაწილი“ განლაგებულია ფორტ ბენინგში, ჯორჯიას შტატში და ადრე არსებობდა ასევე „ნაწილის“ სამი რეგიონალური „განყოფილება“, რომელიც 80-ან წლებში გაუქმდა. სამწუხაროდ პრაქტიკულად ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სასროლოსნო მომზადება არ ვითარდება მუდმივად, არამედ არის პერიოდები როდესაც მომზადების დონე მაღალია, რაც განპირობებულია დახვეწილი სასწავლო პროგრამების არსებობით, დაფინანსებით და ა.შ. და არის პერიოდები, როგორც წესი მაშინ როდესაც ჯარი არ მონაწილეობს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში, როდესაც ხდება მოდით ასე ვთქვათ „ინტერესის შემცირება” საბრძოლო მომზადებისადმი, ეს ტენდენცია განსაკუთრებულად კარგად ჩანს სნაიპინგის განვითარების ევოლუციის მაგალითზე. ომის დროს ინეტერსი სნაიპინგის მიმართ იზრდება, იხარჯება ფული სკოლებზე, კურსებზე, მომზადებაზე იარაღზე და აღჭურვილობაზე ხოლო ხნგრძლივი მშვიდობის პერიოდში ფული და დრო იხარჯება გაზონების გალამაზებაზე და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე და შემდეგ ომს ჯარი ხვდება ზუსტი სროლის უნარების მქონე ჯარისკაცების გარეშე, და ყველაფერი იწყება თავიდან.  80-ან წლებში სწორედ ასეთი პერიოდი იყო რა დროსაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში პრაქტიკულად არაფერი არ ხდებოდა საინტერესო გარდა აუცილელები საბაზისო სასროლოსნო მოზმადებისა და სწორედ ამ დროს მოხდა „ნაწილის“ მკვეთრი შემცირება.

„ნაწილი“ წარმოადგენს სახმელეთო ძალების (არმიის) შენაერთს, მისი წევრების არჩევა ხდება მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებიდან, რომლებიც გამოავლენენ განსაკუთრებულ ნიჭს და უნარებს. ძალიან იშვიათად ნაწილში აყავთ პირდაპირ, როგორც იტყვიან ქუჩიდან. არ არის აუცილებელი, რომ მსახურობდე „ნაწილში“ იმისთვის, რომ ასპარეზობდე „ნაწილის“ სახელით, ასეთი მსროლელები დაყვებიან „ნაწილს“ “გასტროლებზე” რამდენიმე სეზონი და შემდეგ უბრუნდებიან თავიანთ შენაერთენს და გადასცემენ მიღებულ გამოცდილებას სხვებს. სამხედრო მოსამსახურისთვის შესაძლებელია მთელი კარიერის გატარება „ნაწილში“ თუ ექნებათ ამის სურვილი და შეინარჩუნებენ ოსტატობის იმ დონეს, რაც აუცილებელია რომ იასპარეზო „ნაწილის“ სახელით.

1186_10152024032849734_843345420_n

ნაწილის ემბლემით შავი კეპის ტარების უფლება აქვთ მხოლოდ “ნაწილის” ყველაზე საუკეთესო მსროლელებს.

„ნაწილის“ მსროლელები, მონაწილეობენ უამრავ შიდა, საერთაშორისო და „უწყებათაშორისო“ შეჯიბრებაში. ამისთვის „ნაწილი“ დაყოფილია 7 სექციად ან როგორც მათ არაფორმალურად უწოდებენ – გუნდად. ესენია საბრძოლო შაშხანის, საბრძოლო პისტოლეტის, სამოქმედო (action) სროლის, საერთაშორისო შაშხანის (აქ შედის პნევმატური შაშხანა, მცირეკალიბრიანი შაშხანა, 300-მეტრიანი შაშხანა კალიბრით 8მმ-მდე), საერთაშორისო თოფის (ტრაპი, ორმაგი ტრაპი და სკიტის დისციპლინები) და საერთაშორიოს პისტოლეტის (პნევმატური პისტოლეტის,  ღია პისტოლეტის, სწრაფის როლის პისტოლეტის და სპორტული პისტოლეტის დისციპლინები) სექციები. დაახლოებით 2012 წლიდან „ნაწილს“ დაემატა მეშვიდე „პარაოლიმპიური“ სექცია სადაც ასპარეზობენ ბრძოლის ველზე დაჭრილი ვეტერანები.  ყველა სექციას ხელმძღვანელობს ცალკე მწვრთნელი და სექციეები დაკომპლექტებულია სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც ასევე არიან ინსტრუქტორები თავის დისციპლინებში. საბრძოლო პისტოლეტის და შაშხანის სექციები იყენებენ სტანდარტულ ან მოდიფიცირებულ იარაღებს, რომლებსაც იყენებს ან იყენებდა ამერიკის შეიარაღებული ძალები, მაშინ როდესაც სხვა სექციები იყენებენ იარაღებს, რომლებიც რეგლამენტით დაშვებულია შესაბამის სპორტულ შეჯიბრებებზე. თუ საერთაშორისო სექციები დაკავებულია მეტ წილად საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობით, რომლებიც ტარდება შესაბამისი ფედერაციების ეგიდით, საბრძოლო შაშხანის და პისტოლეტის სექციები წარმოადგენენ მეტ წილად არმიის ზუსტი სროლის ლაბორატორიას, რომლებიც ამზადებენ შეიარაღებული ძალებისთვის სროლის ინსტრუქტორებს, თავად მონაწილეობენ სასწავლო კურსებში და ასწავლიან სროლას სხვადასხვა სკოლებში და კურსებზე, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობებში. 2009-2012 წლებში „ნაწილს“ ქონდა საკუთარი „წარმომადგენლობა“ ავღანეთში სადაც ის მონაწილეობდა ადგილობრივი ძალების წვრთნის პროგრამებში. გარდა ამისა „ნაწილი“ განიხილება როგორც არმიაში რეკრუტების მოზიდვის მძლავრი ინსტრუმენტი და აქტიურად გამოიყენება ამ როლში.

45uuuu

სამოქმედო სროლის სექცია წარმოადგენს არმიას დინამიური სროლის დისციპლინებში როგორიც არის ტრი-განი.

გარდა შესაბამისი სექციებისა, „ნაწილს“ გააჩნია საკუთარი ბოლომდე აღჭურვილი იარაღების სახელოსნო (Custom Shop) სადაც ხდება ინდივიდუალურად მორგებული, სპეციალიზირებული იარაღების და სასროლოსნო აქსესუარების დამზადება.  15 კაცისგან შემდგარი ეს სახელოსნო გარდა იმისა, რომ ამზადებს უმაღლესი დონის იარაღს და აქსესუარებს ასევე ჩართულია კვლევით და საცდელ საქმიანობაში, რომლის მიზანია მათ შორის სხვადასხვა შენაერთების მებრძოლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სპეციალიზირებულ იარაღში. სნაიპერული M14 და M21, 6.8 SPC, Mk12, მხოლოდ ნაწილია იმ პროექტების, რომლებიც განხორციელდა „ნაწილის“ იარაღის ოსტატების მიერ. სახელოსნოს ნაწილს ასევე წარმოადგენს ვაზნების დამზადების სექცია, რომელიც ამარაგებს მსროლელებს უმაღლეის ხარისხის საასპარეზო ტყვიაწამლით.

20597278_10155815865789734_1866203022746454603_n

ტყვიების ორმაგი გადარჩევა, როდესაც ხდება სათითაოდ ყველა ტყვიის გაზომვა და აწონვა ისედაც  საუკეთესო (ერთგვაროვანი) ლოტებიდან და შემდგომ ამ გადარჩევიდან, გადარჩევა კიდე უფრო ხისტი ნორმებით და ასე არჩეული კომპონენტებიდან ვაზნების აწყობა “ნაწილის” ოსტატების მიერ იძლევა ექსტრაორდინარულ შედეგს თუმცა ითხოვს ბევრ დროს და წვალებას. ეს ჯგუფი ნასროლია დაზგიდან 1000 მეტრზე. 

ზუსტი სროლის ლაბორატორია, ჩემპიონების სამჭედლო, ასე უწოდებენ ამ ნაწილს და ნამდვილად დამსახურებულად. გარდა იმისა, რომ „ნაწილის“ მსროლელები არიან წარმატებული და გამოცდილი მსროლელები, მაგალითად დაარსებიდან დღემდე „ნაწილის“ მსროლელებს მოპოვებული აქვთ 24 ოლიმპიური ჯილდო, საბრძოლო შაშხანის და პისტოლეტის სექციებს აყავთ სროლის ოსტატობა საშტატო და მოდიფიცირებული საბრძოლო იარაღიდან პრაქტიკულად მიუღწეველ სიმაღლეებზე. მაგალითად ერთ-ერთი დისციპლინა გულისხმობს სროლას მოდიფიცირებული M16A2-დან 25 სანტიმეტრიან სამიზნეზე რომელიც განლაგებულია 1000 იარდის (914 მეტრი) დაშორებით, თანაც მხოლოდ რკინის სამიზნე მოწყობილობებით! თავისთავად ოლიმპადაზე და საერთაშორისო ჩემპიონატებზე აშშ-ის წარდგენა გულისხმობს რომ „ნაწილის“ მსროლელები არიან საუკეთესოები მსოფლიოში. შეიძლება ითქვს „ნაწილი“ არის დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც გადასცემს „ოლიმპიურ“ სასროლოსნო ოსტატობას მებრძოლებს, და გარკვეულწილად აწესებს ოსტატობის სტანდარტს პრაქტიკულად მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის. წელს მაგალითად “ნაწილმა” გაიმარჯვა შიარაღებული ძალების საერთო ჩემპიონატზე კუანტიკოში, ვირჯინია, რომელსაც მასპინძლობს ასევე სახელგანთქმული აშშ-ის საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის შეიარაღების საწვრთნელი ბატალიონი. “ნაწილმა” აიღო გუნდური პირველი ადგილი და მოიგო 13-დან 10 ინდივიდუალურ დისციპლინაში და მოხსნა რეკორდი რომელიც 23 წელი იყო მიუღწეველი.

1280px-thumbnail

მსროლელი სურათზე ისვრის 500 მეტრზე, დგომიდან. იარაღიდან, რომლითანაც მას მოუწევს ბრძოლაში წასვლა და რკინის სამიზნეებით. სწორედ ეს არის ნამდვილი ოსტატობა და არა ქოლგების ჩრდილში შეკრება და გამორკვვა ვის უყენია ყველაზე ძვირადღირებული სკოპი და ყველაზე ბოლო გამოშვება საასპარეზო სასხლეტი. უკანა პლანზე ჩანს მოდიფიცირებული M14. უწყებათაშორის შეჯიბრებებზე სხვადასხვა სახეობებს შორის გამოიყენება მხოლოდ ის იარაღი, რომელიც იმყოფება ან იმყოფებოდა შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში.  იარაღები მეტ წილად “სტოკია”, გამოიყენება მხოლოდ საასპარეზო ლულა, სასხლეტი და თავისთავად უმაღლესი ხარისხის ვაზნები. ტიბჟირის ქვეშ შეიძლება “დამალული” იყოს ტყვიის წონები უკეთესი ბალანსისთვის. 

როგორც უკვე აღვნიშნე, „ნაწილი“ განლაგებულია „ფეხოსნების სახლად“ წოდებულ ფორტ ბენინგში. ამან განაპირობა „ნაწილის“ განსაკუთრებული კავშირი ერთ-ერთ საბრძოლო დანაყოფთან, სახელგანთქმული 75-ე რეინჯერთა პოლკის მესამე ბატალიონთან, რომელიც 1998 წლიდან ასევე განლაგებულია ფორტ ბენინგში. უკვე რამოდენიმე წელია რაც რეინჯერების ბატალიონებში შექმნილია ცალკეული სნაიპერების დანაყოფები, (თითო ბატალიონზე), რომლებიც არიან უშუალოდ ბატალიონის ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაში. ამან მისცა საშუალება ბატალიონს მოეხდინა რესურსების კონსოლიდაცია და უკეთესი სასწავლო პირობების უზრუნველყოფის. თუ ადრე როტაცია კადრების იყო საკმაოდ მაღალი, ამჯერად სნაიპერები წლების განმავლობაში რჩებოდნენ სნაიპერულ ოცეულში, ხვეწავდნენ უნარებს და წარმოადგენდნენ ღირებულ აქტივს ბატალიონისთვის. ასევე განსხვავებით სპეციალური დანიშნულების ნაწილებისგან, სადაც სნაიპერები ასრულებენ მრავალ ფუნქციას სადაც სნაიპინგი ერთ-ერთია, რეინჯერები და მათთან ერთად საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის სკაუტი სნაიპერები თავიდან ბოლომდე აქცენტირებულნი არიან მხოლოდ სნაიპინგზე და მხოლოდ ამ როლში გამოიყენებიან. შესაბამისად მესამე ბატალიონის სნაიპერებს აქვთ საშუალება პრაქიკულად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ივარჯიშონ და ისწავლონ მსოფლიოში საუკეთესო მსროლელებთან, ვისთანაც ერთად ისინი „იყოფენ“ სასროლეთს. სულ „ნაწილის“ განკარგულებაში შვიდი სასროლეთია. ამ დამთხვევამ განაპირობა მესამე ბატალიონის სნაიპერების მომზადების უპრეცენდენტოდ მაღალი  დონე ანალოგიური დანიშნულების შენაერთებს შორის. მესამე ბატალიონის სნაიპერები ასევე დაყვებოდნენ “ნაწილს” სპორტულ ტურებში და თავად დაიწყეს მონაწილეობის მიღება შეჯიბრებებში სადაც რეგულარულად იმარჯვებდნენ, კონკურენციას უწევდნენ და ხშირად ამარცხებენ ელიტარული სპეციალური დანიშნულების  ნაწილების სნაიპერებს. როგორც მესამე ბატალიონის ერთ ერთმა სნაიპერმა აღნიშნა მისი მსახურობის დროს ფორტ ბენინგში, მასზე იყო მიმაგრებული სამი სნაიპერული შაშხანა, კარაბინი და პისტოლეტი. მხოლოდ ერთი სასწავლო კურსის დროს მის „რემინგტონზე“ ლულა ორჯერ გამოიცვალა. ინტენსიურ სწავლებას ასევე ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ფორტ ბენინგი განლაგებულია დიდი ქალაქებისგან მოშორებით, და როგორც მე-3 ბატალიონის ერთ-ერთმა ვეტერანმა აღნიშნა, მანდ არის საუკეთესო პირობები რომ გახდე საუკეთესო მსროლელი, თუმცა იმის ფასად რომ პრაქტიკულად იმათ ვინც იქ მსახურობს არ აქვთ პირადი ცხოვრება, როგორც ესეთი.

საბრძოლო იარაღის არალეტალური ალტერნატივა

August 31st, 2017

არც ისე დიდიხნის წინ ჩვენ პრესაში აქტიურად განიხილებოდა პოლიციის მიერ ე.წ. “არალეტალური  იარაღის” შეიარაღებაში მიღება და შესაბამისი კანონში ცვლილებების პაკეტი. მოგეხსენებათ ყველა ის საშუალება, რომელსაც იყენებს პოლიცია უნდა გაწერილი იყოს კანონში პოლიციის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიციას აქვს უფლება ეს საშუალებები გამოიყენოს. სიმართლე გითხრათ ეხლა იმ ცვლილებების შინაარსობრივი ანალიზის სურვილი მე არ მაქვს, ისევე როგორც უნდა ვაღიარო, რომ ამ ტიპის იარაღები და საშუალებეები არასდროს არ ყოფილა ჩემი ინტერესების სფეროში, მაგრამ მაშინ ამ საკითხმა მიიქცია ჩემი ყურადღება იმით, რომ ხსენებული ტექნიკური საშუალებები მოიხსენიებოდა, როგროც “არა-ლეტალური” იარაღი. პირდაპირ ვიტყვი, ჩემი აზრით ტექნიკურად არასწორია უწოდო “არა ლეტალური” FN-ის წარმოების პნევმატურ მარკერს FN-303-ს, რომელიც ისვრის რეზინის ან პლასტმასის ჭურვებს და ახლო მანძილიდან შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება ადამიანისთვის. ამ იარაღმა და საერთოდ ნებისმიერმა კინეტიკურმა ე.წ. “არა-ლეტალურმა” იარაღმა, შეიძლება გარკვეული ალბათობით გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი უბრალოდ ასეთი სისტემები არ იქმნება, როგორც ლეტალური იარაღი და შესაბამისად ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა არის მცირე, მაგრამ გავიმეორებ ეს არ არის გამორიცხული. სწორედ ამიტომ ტექნიკურად უფრო სწორია ასეთ იარაღს უწოდო “ნაკლებად ლეტალური”. თავის მხრივ უფრო “ჰუმანური” საშუალებები, როგორიც არის წიწაკის აეროზოლი, სხვადასხვა ტალღური სისტემები შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტ “არალეტალურ” იარაღად, იმიტომ რომ მათი გამოყენებით სსიკვდილის გამოწვევა პრაქტიკულად შეუძლებელია. პრობლემა იმაშია, რომ იმ ზღვარს რომელიც გადის ლეტალურ, არა-ლეტალურ და ნაკლებად ლეტალურ იარაღებს შორის არავინ არ ავლებს,  ხოლო ასეთი საშუალებების მომხმარებლები ეყრდნობიან მათი მწარმოებლების რეკომენდაციებს და ინსტრუქციებს.

ჩვენ უკვე მოგიყევით ისრაელში, .22lr კალიბრის კარაბინების გამოყენებაზე “ნაკლებად ლეტალური”  იარაღის როლში. ცეცხლსასროლი, თუნდაც მოკრძალებული სიმძლავრის იარაღის გამოყენებას მოყვა მსხვერპლი, ნეგატიური გამოხმაურება, უფლებადამცველი ორგანზიაციების პროტესტი, რამაც აიძულა ებრაული მხარე მოეხდინა ამ იარაღის ხელახალი კლასიფიკაცია, ამჯერად ლეტალურ ცეცხლსასროლ იარაღად. ეს მაგალითი არის კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენად არეულია კლასიფიკაცია და რამდენად არაერთგავროვანი შეხედულებები და მიდგომები არსებობს როგორც ამ იარაღის კლასიფიკაციის ასევე მისი გამოყენების და შემდგომი ეფექტურობის შეფასების მხრივ. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად რუსეთში, მიღებულია სტანდარტი, რომლის მიხედვითაც  იარაღი კლასიფიცირდება როგორც “ტრავმატული” არის 91 ჯოული.  ანუ ასეთი იარაღიდან ნასროლი ჭურვის ენერგია არ უნდა აღემატებოდეს 91 ჯოულს.

ჩემი აზრით “უკონტაქტო” საშუალებები, როგორიც არის აეროზოლები, სხვადასხვა ტალღური მოწყობილობები და უფრო ეკზოტიკური საშუალებები, ისეთი როგორიც მაგალითად წებოვანი ქაფი ან თუნდაც ელექტროშოკერები, შეიძლება ჩაითვალოს როგორც უკვე ვთქვი ჭეშმარიტ “არა-ლეტალურ” იარაღად, იმიტომ რომ მათი გამოყენებით სიკვდილის გამოწვევა შეუძლებელია თუ “სამიზნეს” არ აქვს რაღაც სამედიცინო კონდიცია ან გარდაცვალება გამოწვეული იქნა რაიმე ქმედებებით რაც მოყვა ასეთი საშუალების გამოყენებას. მაგალითად ელექტროშოკერის გამოყენებისას “სამიზნე” დაეცა დაარტყა თავი და მოკვდა (ელექტროშოკერების თემას ჩვენ კიდე დავუბრუნდებით ამ სტატიაში).  ასევე მწვავე ალერგიამ წიწაკაზე შეიძლება გამიწვიოს სიკვიდილი ასეთი აეროზოლის გამოყენებისას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ძალის გამოყენებას ადამიანის წინააღმდეგ ყოველთვის შეიძლება მოყვეს სიცოცხლის მოსპობა ხოლო კინეტიკური “ნაკლებად ლეტალური” იარაღი ამ მხრივ ყველაზე სახიფათოა.

თავისთავად ტერმინი “ნაკლებად ლეტალური” იარაღი გაჩნდა 90-ან წლებში აშშ-ი. სომალიში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების დროს გენერალმა ენტონი ზინმა პირველად წარმოადგინა კონცეფცია საპოლიცია საშუალებების გამოყენების შეიარაღებული ძალების მხრიდან, იმისთვის რომ მომხდარიყო მსხვერპლის შემცირება მშვიდობიანი მოსახლეობის შორის. აშშ-ში 1996 წლიდან  ”ნაკლებად ლეტალური” იარაღის სამხედრო პროგრამა მიმდიანარეობს დღემდე  და  დღეისთვის მაგალითად აშშ-ს შეიარაღებული ძალები იყენებენ 50-მდე სახეობის “ნაკლებად ლეტალური”  იარაღის და ამუნიციის სახეობას (ამერიკელები გამოიყენებენ ტერმინს “არა ლეტალური”, რაც ალბათ განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით). აშშ-ის შეიარაღებული ძალები გეგმავენ ასეთი იარაღის გამოყენებას ჰუმანიტარული, სამაშველო ოპერაციების და პანდემიის დროს.

ცხადია “ნაკლებად ლეტალური” და “არა ლეტალური” იარაღის სხვადასხვა სახეობები ასევე ხელმისაწვდომია სამართალდამცავებისთვის და უბრალო მოქალაქეებისთვის. სამართალდამცავებისთვის “ნაკლებად ლეტალური” საშუალებების გამოყენება ყოველთვის იყო პრიორიტეტი, ვინაიდან განსხვავებით ჯარისგან, სიცოცხლის გადარჩენა არის მათი მთავარი ამოცანა.  ყველაზე მასიურად ასეთი იარაღების გამოიყენება ხდება მასობრივი არეულობების დროს. ბოლო დროს “ტეიზერების” და სხვა ელექტროშოკური მწოყობილობების ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლო გახადა მათი მასიური გამოყენება, რამაც მნიშვნნელოვნად შეამცირა პირველ რიგში დაზიანებების ხარისხი და ასეთი შემთხვევების რაოდენობა დაკავებებისას, როგორც პოლიციელებს ასევე ეჭვმიტანილებს შორის. მაგალითად აგრესიული ეჭვმიტანილის დასაკავებლად ადრე მოხდებოდა მასზე ფიზიკური ზემოქმედება, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით რაც ზრდიდა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ალბათობას და ასევე დიდი რისკს ატარებს პოლიცილებისთვის, რომლებმაც შეიძლება ასევე მიეღოთ ჭრილობები. მეორეს მხრივ “ტეიზერი”, ელექტროშოკული “პისტოლეტი” რომელიც ისვრის სადენებს და იწვევს სამიზნის პარალიზებას, აძლევს საშუალებას პოლიციელს გაანეიტრალოს საფრთხე მასთან ფიზიკური კონტაქტის და ზედმეტი მიახლოების გარეშე.

N0UzQUFGMDBCQkU0MEVERTBDODI6ZjcxYTM3MjJkZThhZGE2MDlkM2EzMGY4OTBmNTEzM2M6Ojo6OjA=

პოლიციური ხელკეტი, “ნაკლებად ლეტალური” იარაღის ერთ-ერთი პირველი ტიპი, რომელიც მე-18 საუკუნიდან გამოიყენება სამართალდამცავების მიერ.

თვაის მხრივ უბრალო მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია ძირითადად სამი ტიპის “ნაკლებად ლეტალური” იარაღის სახეობა. აეროზოლები, ელექტროშოკერები და ე.წ. ტრავმატული ცეცხლსასროლი იარაღი. ყველა ამ საშუალებას გააჩნია თავისი პლიუსები და მინუსები. მაგალითად  თავდაცვითი აეროზოლების საკმაოდ ფართო არჩევანი არსებობს. ის როგორც წესი იაფია, მის შესაძენად არ არის საჭირო ნებართვა. აეროზოლის ხმარება შეუძლია ალბათ ყველას. არსებობს როგორც მცირე მოცულობის აეროზოლები (25მლ), რომელიც ჩაეტევა ქალის პატარა ჩანთაში, ასევე 600მლ-მდე და მეტი მოცულობის. ბოლო დრომდე აეროზოლების ყველაზე დიდ მინუსად ითვლებოდა დამოკიდებულება ქარზე, თუ ქარი სახეში გიბერავთ დიდი ალბათობით თქვენც აღმოჩნდებით “დაზიანების ზონაში’, თქვენც და ირგვლვი მყოფები. არც ისე დიდიხანია რაც გამოჩნდა საშუალებები რომლებიც აფრქვეევენ არა აირს ან სითხეს არამედ გელს ან ქაფს, რომელიც არ ორთქლდება, ეწეპება კანზე თავდამსხმელს და მისი ჩამორეცხვა შედარებით ძნელია.  თავისთავად ცხადია, რომ ასეთი საშუალებები უფრო გამოიყენება საყოფაცხოვრებო კონფლიქტების დროს, რომელიც მაგალითად გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ან თქვენ თავს დაგესხათ ზედმეტად აგრესიული მძღოლი, უკმაყოფილო თქვენი მანქანის მართვის სტილით, “გოპნიკი” ან ე.წ. “კაი ბიჭი” რომელსაც უნდა 5 ლარი რომ პახმელიაზე გამოვიდეს და არ გშორდებათ.  მოტივირებული (წინააღმდეგ, ყაჩაღი, მკვლელი, მძარცველი) და თან შეიარაღებული აგრესორის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი ალბათ ნაკლებად გამოდგება, მაგრამ სხვა თუ არაფერი არ არის მოგიწევთ “იომოთ” იმით რაც გაქვთ.

defense-gadget

შედარებით ახალი ტიპი თავდაცვითი საშუალების, რომელიც იყენებს წიწაკას არის პნევმატური “პისტოლეტები”, რომლებიც წნევით ისვრიან წიწაკის სითხეს, როგორც მაგალითად Kimber Pepper Blaster, ან ბურთულებს, როგორც პეინტბოლის იარაღი, იმ განსხვავებით რომ წიწაკის შემცველი ნივთიერება ბურთის შიგნით არის მოთავსებული. სურათზე არის SALT gun, რომელიც ისვრის ბურთებს  შიგნით წიწაკის აირით , რომელიც სკდება სამიზნეში მოხვედრისას. თითო ბურთულა ქმნის 20-25 სმ-ის დიამეტრის აირის ღრუბელს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ თითო ასეთ ბურთულას შეუძლია ადამიანის 15 წუთით მწყობრიდან გამოყვანა.  მისი ღირებულება 300-400 დოლარს შეადგენს. 

ელექტროშოკერების განხილვა ცალკე სტატიის თემას წარმოადგენს, ამიტომ მოკლე აღწერილობით შემოვიფარგლებით. დავიწყოთ ყველაზე მარტივი და იაფი მოწყობილობით, კონტაქტური ელექტროშოკერით. კონტაქტური ელექტროშოკერი გულისხმობს იმას, რომ უნდა შეხვიდეთ აგრესორთან კონტაქტში, იმისთვის რომ მიადოთ მას შოკერი და გადასცეთ დენის იმპულსი. აღნიშნული ეწინააღმდეგება თავდაცვის წესს, რომელიც გულისხმობს მანძილის მოგებას, იმიტომ რომ რაც უფრო შორს ხართ საფრთხისგან მით უფრო უსაფრთხოდ ხართ. სამაგიეროდ ასეთი “შოკერი” შედარებით იაფია და ასევე არ ითხოვს გაფორმებას. საქართველოში ასეთი შოკერების ფასი იწყება 100 ლარიდან. სიმძლავრე უნდა იწყებოდეს მინიმუმ 500 000 ვოლტიდან, უფრო სსტი შოკერი გამოდგება მხოლოდ მაწანწალა ძაღლებისგან დასაცავად. კონტაქტური “შოკერების” მილიონი ვარიანტი და შესრულება არსებობს და ამიტომ კონკრეტული მოდელის ყიდვამდე ჯობია მოიძიოთ და წაიკითხოთ სტატიები და მიმოხილვები და მხოლოდ ამის მერე ჩამოყალიბდეთ რა ტიპის კონტაქტური “შოკერი” გჭირდებათ თქვენ.

მეორე ტიპის შოკერებს განეკუთვენება დისტანციური მოქმედების მოწყობილობები, როგორიც არის მაგალითად ე.წ. “ტეიზერი”, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეკუმშული აირის ენერგიის გამოყენებით ესროლოთ მოწინააღმდეგეს ორი ელექტროდი 7-10 მეტრის მანძილზე. მინუსების ასეთი სისტემის არის ის რომ ის პრაქტიკულად ერთჯერადია ანუ მხოლოდ ერთი გასროლა გაქვთ, რომლის მერე უნდა გამოცვალოთ კარტრიჯი, და ასევე ფასი, რომელიც ძალიან მაღალია და 500 დოლარს აღწევს.  ეხლა “ტეიზერებს” ეძახიან პრაქტიკულად ნებისმიერ შოკერს მაგრამ “Taser International” (ეხლა უკვე უბრალოდ Axon) არის ამერიკული კომპანია, რომელმაც პირველად შესთავაზა საზოგადოებას ე.წ. დისტანციური ელექტროშოკერი. მართალია მათი პროდუქცია ღირს უფრო ძვირი ვიდრე ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მაგრამ ამ ფასში თქვენ მოგდით საკმაოდ მაღალტექნოლოგიური საშუალება, აღჭურვილი ლაზერული დამიზნების სისტემით, ფარნით და სულ ბოლო მოდელიდან შეიძლება ორი გასროლის წარმოება გადატენვის გარეშე. ტეიზერი თავიდან იყო წოდებული, როგორც არა-ლეტალური იარაღი მაგრამ შემდგომ კომპანიამ მას უწოდა “ნაკლებად-ლეტალური”.  2017 წელს სააგენტო “როიტერსის” გამოძიებამ დაადგინა რომ 2000 წლების დასაწყისიდან ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა “ტეიზერის” ზემოქმედების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ “ტეიზერს” იყენებს აშშ-ის პოლიციური სამსახურების 90%, 16 წლის განმავლობაში 1000  ლეტალური შედეგი ნიშნავს, რომ სტატისტიკურად ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა “ტეიზერის” გამოყენების შემთხვვაში არის ძალიან დაბალი, დაახლოებით 0.3%. მეორეს მხრივ აშშ-ის იუსტიციის დეაპარტამენტის კვლევებმა დაადასტურეს, რომ “ტეიზერის” გამოყენება ამცირებს ფიზიკური ზიანის მიყენების რისკს დაკავების დროს, როგოც დამნაშავესთვის ასევე სამართალდამცავისთვის.

tazer-taser-x2-black-kit-600_grande

უახლესი Taser X2 Defender. მისი გამოყენება შესაძლებელია ასევე, როგორც კონტაქტური “შოკერის”, გასროლის წარმოების გარეშე. მისი ფასი 1400 დოლარია.

შესაძლებელია საბრძოლო იარაღში “ნაკლებად ლეტალური” ამუნიციის გამოყენება და ამ მხრივ ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი არის 12 კალიბრის თოფი. მიზეზი მარტივია, 12 კალიბრის მასრაში საკმარისი ადგილია რომ დაეტიოს საკმარისი ზომა-წონის ჭურვი. ძალიან ბევრი ტიპის “ნაკლებად ლეტალური” 12 კალიბრის ამუნიცია არსებობს. რეზინის “კარტეჩი”, რეზინის ტყვიები. ყველაზე “ბრუტალური” საშუალება არის, პოლეთილენის ტომარაში მოთავსებული 9 ნომერი საფანტი ე.წ. bean-bag ტიპის ვაზნა. ასეთი ჭურვის საწყისის სიჩქარე 90-100 მ/წ-ის. გასროლის დროს ის იშლება დაახოლებით 6 კვ.სმ-ის სიგანეზე  და ძლიერ დარტყმას აყენებს სამიზნეს. არსებობს ასევე თვითნაკეთი არალეტალური ვაზნების რეცეპტები, რომლებიც შეიძლება მოიძიოთ ინტერნეტში. მათ შორის არის ვაზნის დატენვაც მარილით (დიახ ეს შესაძლებელია), მაგრამ ჩემი აზრით ქარხნული ვაზნების გამოყენება უფრო მიზანშეწონილია. თუ რამე წავიდა არასწორედ ყველაფერი დაბრალდება ვაზნის მწარმოებელს. თვითნაკეთი ვაზნის გამოყენებას შეიძლება მოყვეს არასასურველი სამართლებრივი შედეგები. ქარხნული წარმოების “ნაკლებად ლეტალური” ვაზნების არჩევისას მოქმედებთ იგივე პრინციპით რაც იარაღის ან ტყვიაწამლის არჩევისას. ინტერნეტში  ნახულობთ მიმოხილვებს, ტესტირების შედეგებს და ასე შემდეგ.  ჩემი აზრით ვისაც აქვს 12 კალიბრის თოფი ასევე უნდა ქონდეს მომარაგებული “ნაკლებად ლეტალური” ვაზნებიც.  წვრილი საფანტი ახლო მანძილზე (და თავდაცვა ხდება სწორედ ასეთ მანძილებზე)  ლულას ტოვებს როგორც ერთიანი ჭურვი და ეფექტის იქნება შესაბამისი. როგორც ისრაელის მაგალითი გვასწავლის საბრძოლო იარაღის ვაზნები, თუნდაც სუსტი არის ლეტალური და მათი გამოყენება სამართლებრივად ჩაითვლება როგორც  ლეტალური ძალის გამოყენება.

შემდეგი ჩვენ სიაში “არა ან ნაკლებად ლეტალური საშუალებების” არის ე.წ. ცეცლსასროლი ტრავმატული იარაღი, აგებული როგორც საბრძოლო ცეცხლსაროლი იარაღი იმ განსხვავებით, რომ ტყვიის ნაცვლად გამოიყენება რეზინის ჭურვი წვრილი საფანტი ან ცრემლმდენი აირი. დამატებით (გააჩნია რეგულაციებს კონკრეტულ ქვეყანაში) ასეთი იარაღის ლულები შეიძლება იყოს აღჭურვილი ტიხრებით, რომელშიც გაძვრება რეზინის ბურთი მაგრამ შეუძლებელი იქნება მყარი ჭურვის გამოყენება. ბუნებრივია ეს ზომა მიმართულია იმაზე, რომ არ მოხდეს ამ იარაღის “კონვერტაცია” საბრძოლოში. რეალურად ეს “დაცვის მექანიზმები” არ მუშაობს და  სინამდვილეში ტრავმატული იარაღის გადაკეთება გახდა ჩვეულებრივი ამბავი იმ ქვეყნებში სადაც საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი ხელმიუწვდომელია მაგრამ ხელმისაწვდომია ე.წ. “ტრავმატული” იარაღი რომელიც მუშაობს  იგივე პრინციპით.  ასეთი იარაღი ხშირად მზადდება იაფი შენადნობებისგან და ალბათ განურჩევლად მწარმოებლისა, თითქმის ყოველთვის გათვლილია ეპიზოდურ გამოყენებაზე და ვერ უძლებს ხანგრძლივ ექსპლუატაციას. ეს შემიძლია დავადასტურო პირადი გამოცდილებითაც. მაგალითად როდესაც იდეაში კარგი ხარისხის ტრავმატული „ზიგ ზაუერი“ უბრალოდ დაიშალა ჩემ ხელებში, ძალიან ხანმოკლე ექსპლუატაციის შემდეგ, პრაქტიკულად მისი სახლიდან გატანის გარეშე. ამავე პისტოლეტმა ერთხელ გაისროლა თავისით, ტექნიკურ გაუმართაობის გამო, საბედნიეროდ არავინ არ დაშავდა.  ხოლო როდესაც მე გადავწყვიტე მისი გამოყენება, როგორც სავარჯიშო ირაღის ის უბრალოდ დაიშალა. ჯერ ამოტყდა საკეტის სარკე (ადგილი საიდანაც გამოდის ნემსა)  და ბოლოს გაიბზარა საკეტი. ეს ყველაფერი, ვიმეორებ სროლის გარეშე.  ასეთი შემთხვევები, ვგულისხმობ არასანქიონირებულ გასროლებს, მოუვიდათ ჩემ მეგობრებსაც და კვლავ საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა.  მე მინახავს სხვა ანალოგიური იარაღები, რომლებიც პრაქტიკულად ერთჯერადი იარაღების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ჩემ წრეში ასეთი იარაღები აღარავის არ აქვს.  გარდა ამისა, შეხედეთ ამ იარაღს ასეთი კუთხით, პისტოლეტი ისედაც სუსტი იარაღია და როგორ გგონიათ ეხლა 124 გრანიანი ექსპანსიური ტყვია, რომ შეცვალოთ რეზინის ბურთით ან წვრილი საფანტის მწიკვით, მიიღებთ ეფექტურ თავდაცვის საშუალებას? ვიღაცა იტყვის, შიშველ ხელებს ხომ ჯობია მაინც? არ ვიცი, შეიძლება ჯობია. ერთი ვიცი რომ შიშველი ხელი არ გაისვრის თავისით ვაზნის მიწოდებისას და არ ჩამოიღებს სარკეს მისაღებ ოთახში. რუსეთში სადაც ასეთი იარაღები ძალიან გავრცელებულია მათ ჭკუაზე მოყვანას ეძღვნება მრავალგვერდიანი თემები თემატურ ფორუმებზე და ეს დამატებითი თავის ტკივილია ასეთი იარაღის პატრონისთვის. მიზეზი ამისა არის ტრავმაული ამუნიციის არასტანდარტული ფორმები და ბევრად დაბალი წნევა, რომელიც იქმნება ლულაში. პრაქტიკა ადასტურებს რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ნახო იარაღი რომელიც ჯეროვნულად ადაპტირებულია ტრავმატული ვაზნების გამოყენებისთვის და მას არ დაჭირდება დაქლიბვა და მორგებები. ნაწილობრივ ეს აიხსნება იმით, რომ არავინ, მწარმოებლების ჩათვლით არ აღითქვავს ასეთ იარაღს სერიოზულად.  

ხანდახან ისეთ ქვეყნებში სადაც აკრძალულია საბრძოლო იარაღი,  საკმაოდ საინტერესო კონცეფციები ჩნდება. ჩემი აზრით რუსეთი დღეს უშვებს ტრავმატული იარაღის ყველაზე დიდ ასორტიემნტს და რამდენიმე ტიპი ასეთი იარაღის ჩემი აზრით გამოდგება,  როგორც ეფექტური თავდაცვის საშუალება თუ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეზღუდულია. მაგალითად ორ ან ოთხ გასროლიანი ტრავმატული პისტოლეტები, რომლებიც იყენებენ ორ ან ოთხ ლულიან შეკვრებს და დამაზიანებელ ელემენტად იყენებენ 10-11 გრამიან მყარი რეზინის ჭურვს. შედარებისთვის 9მმ-ნი რეზინის ბურთის წონა სულ რაღაც 0.7 გრამია. ასეთი იარაღი მაგალითად არის რუსული წარმოების ОСА ПБ-4-1. “ოსადან” ნასროლ 11 გრამიან ჭურვს ექნება სიჩქარე 110 მ/წ-ში, ხოლო ენერგია – შთამბეჭდავი 80 ჯოული. შედარებისთვის ტიპიური 9მ-ნი რეზინის ჭურვის ენერგია, რომელიც გამოიყენება ტრადიციული კონსტრუქციის პისტოლეტებში იქნება ორჯერ ნაკლები – 40 ჯოული. ამასთანავე „ოსა“ რომელიც არ იყენებს მოძრავ ნაწილებს იქნება 100%-ით საიმედო, სილუმინისგან და მეტალის ფხვნილისგან დამზადებული “კვაზი-პისტოლეტისგან” განსხვავებით.  ეფექტიც ასეთი ჭურვისგან იქნება გაცილებით მეტი ვიდრე 0.7 გრამიანი რეზინის “ფურთხისგან”. ტიპიური თავდაცვის მანძილებისთვის მისი სიზუსტე არის ადეკვატური. ჩემი აზრით „ოსა“ და სხვა ანალოგიური კონსტრუქციის იარაღი ბევრად უკეთესი თავდაცვის საშუალებაა ვიდრე რეზინის ან საფანტის „ტრავმატები“. საქართველოში რომ იყიდებოდეს ასეთი საშუალებები მე მაგათ ვიყიდიდი, უბრალოდ თავს ნუ მოიტყუებთ, ეს არ არის „არალეტალური“ იარაღი.  80 ჯოული საკმარისია სასიკვდილო ჭრილობის მისაყენად. თავში ნასროლი ასეთი ჭურვი გარანტირებულად მიაყენებს უმძიმეს ტრავმებს და დიდი ალბათობით გამოიწვევს სიკვდილს. ასეთი იარაღის გამოყენება ითხოვს მომზადებას.

ტექნიკური და ნაწილობრივ სამართლებრივი ნიუანსების განხილვის შემდეგ, მოდით გადავიდეთ “არა-ლეტალური” იარაღის ტაქტიკურ ასპექტებზე.  თუ ჩემ ბლოგს ყურადღებით კითხულობთ ან უბრალოდ კარგად ერკვევით თავდაცვის ასპექტებში, უნდა იცოდეთ, რომ თავდაცვის ობიექტის უმთავრესი მიზანია თავდასხმის ობიექტის სწრაფი განეიტრალება იმისთვის, რომ მან შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები. ხოლო ამის გარანტიას იძლევა მხოლოდ მომენტალური სიკვდილი. თუნდაც მძიმედ დაჭრილს, თუნდაც სასიკვდილოდ დაჭრილ თავდამსხმელს სანამ ის მოკვდება ან გაითიშება ჯერ კიდევ შეუძლია ზიანის მიყენება. სწორედ ამიტომ “ნაკლებად-ლეტალური” იარაღი ხდება “ნაკლებად ეფექტური თავდაცვის საშუალება”. მაგრამ გააჩნია საფრთხეს. საფრთხეები, რომლის წანააღმდეგ გამოიყენება ლეტალური და არა ლეტალური იარაღი იწყება მაგალითად მაწანწალა ცხოველებიდან და მთავრდება ორგანიზებული შეარაღებული ბანდიტური დაჯგუფებით.  ასე, რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ “არა-ლეტალური” იარაღი არ არის ალტერნატივა “ლეტალური იარაღის”. ის ხშირად არის არასრულფასოვანი მაგიერი და გადაფარავს მხოლოდ შესაძლო საფრთხეების ნაწილს. მას აქვს თავისი გამოყენების ნიშა, მაგრამ ამ ნიშის იქეთ მისი გამოყენება არაეფექტურია და შეიძლება უკუეფექტიც ქონდეს.

განსხვავებით სამართალდამცავებისგან, რომლებიც თითქმის ყოველთვის იტოვებენ ლეტალური იარაღის გამოყენების ოფციას, უბრალო მოქალაქეებს შეიძლება ეს ოფცია საერთოდ არ ქონდეთ და მათი უსაფრთხოება უნდა იყოს დამოკიდებული საშუალებებზე, რომლებსაც სახელმწიფო აღიარებს როგორც ნებადართულს გამოყენებისთვის, ანუ დამოკიდებული მეტ წილად იმ საშუალებებზე, რომლებზეც მე მოგიყევით. მაგალითად რუსეთში, თადაცვითი ცეცხლსასროლი იარაღი აკრძალულია და შესაბამისად მოქალაქეები შეზღუდულები არიან საშუალებებით, რომლებიც რუსეთის კანონმდებლობით კლასიფიცირდება როგორც “შეზღუდული დაზიანების იარაღი”. ამ კლასში შედის რამოდენიმე ტიპის იარაღი, მათ შორის “გაზის”, ლულის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღი, ტრავმატული ცეცხლსასროლი იარაღი და ასე შემდეგ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ასეთი საშუალებები საერთოდ არ არის კლასიფიცირებული და პრინციპში არც იყიდება. 10-15 წლის წინ საფანტის და “გაზის” იარაღები უხვად იყიდებოდა, მაგრამ როგორც კი მათი ფლობა და გამოყენება ისევე შეიზღუდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღის, მათი გაყიდვები პრაქტიკულად შეწყდა. ამჯერად საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ იაფ-ფასიანი წიწაკის აეროზოლები და კონტაქტური ელექტროშოკები.

ასევე ჩემი აზრით ხშირად იგნორირებული საკითხია ასეთი ტიპის იარაღების გამოყენებაში მომზადება. ეს საკითხი წარმატებით იგნორირდება, როგორც სამართალდამცავების ასევე უბრალო მოქალაქეების მხრიდან.  როგორც ყველა იარაღი, “ნაკლებად ლეტალური” იარაღიც ითხოვს მის ცოდნას, მის გამოყენებაში მომზადებას და პროცედურების დაცვას. წიწაკის აეროზოლის გამოყენება ქარიან ამინდში მაგალითად არ შეიძლება, ხოლო ქარი თუ თქვენ სახეში გიბერავთ წიწაკის აირებისგან თქვენ უფრო დაზარალდებით ვიდრე აგრესორი. პნევამტური გამშვებები, ყუმბარტმტყროცნები, რეზინის ვაზნების არასწორ გამოყენებას მოყვება მძიმე დაზიანებები და ფატალური შედეგიც. ზოგი ასეთი იარაღი რეგულირებადია რაც აძლევს მსროლელს შესაძლებლობას აირჩიოს სასურველი ენერგია რა ენერგიითაც მოხდება ჭურვის გასროლა. ქართულ პრესაში დაიბეჭდა ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის სურათები რომელსაც ასეთი პნევმატური მარკერიდან ესროლეს. ის გადარჩა მაგრამ ჭრილობები იყო უმძიმესი. პოლიციის მიერ “ნაკლებად ლეტალური” იარაღების გამოყენება წამების მიზნით ასევე არის რეალური პრობლემა, რომელიც მათ შორის გამომდინარეობს უცოდინრობიდან ასეთი იარაღის შესაძლებლობების შესახებ.  სამწუხაროდ მცდარი მოსაზრება, რომ „ტრავმატი“ არალეტალურია, იწვევს მფლობელის მხრიდან მის უფრო თამამ გამოყენებას, რასაც შეიძლება მოყვეს არასასურველი შედეგი.  ისევ “ტეიზერის” გამოყენების თემას რომ დავუბრუნდეთ, აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება აშშ-ში ხშირად ხდებოდა მაშინ როდესაც გამოძახების მიზეზი იყო სამედიცინო დახმარება, ანუ “ტეიზერს” იყენებდნენ შფოთიანი ავადმყოფების, ძლიერი ნერვული აშლილობის მქონე ან ფსიქიურად დაავადებული ადამიანების “დასაწყნარებლად”.  ნაწილ ასეთ და სხვა შემთხვევებს მოყვა სასიკვდილო შედეგი და დაზარალებულების მხარემ უჩიოდა სახელმწიფოს. ამის წყალობით დაზარალებულებმა მიიღეს მინიმუმ 172 მლნ დოლარი კომპენსაციების სახით. 2013 წელს კომპანიამ გამოსცა რეკომენდაცია, არ გამოიყენონ მისი იარაღი ასეთი “სამიზნეების” წინააღმდეგ, თუმცა ცხადია ტექნიკური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების შემუშავება იმათი ვალდებულებაა ვინც იყენებს ამ საშუალებებს და არა იმისი ვინც ასეთ საშუალებებს უშვებს.  ასე, რომ “ნაკლებად ლეტალური” იარაღი ისევე ითხოვს მომზადებას და მის ცოდნას როგორც ნებისმიერი სხვა იარაღი. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ “არა ლეტალური” საშუალებები არ უნდა მოხვდეს ბავშვების ან სხვა პირების ხელში.

ჩემი აზრით არჩევანის გაკეთება ამა თუ იმ თავდაცვის საშუალებაზე იქნება ეს დამოკლებული 12 კალიბრის ნახევრად-ავტომატური თოფი თუ წიწაკის 50მლ-ნი “სპრეი”, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის გარემოზე, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი და იმ საფრთხეებზე, რომელიც მას შესაძლებელია, რომ ემუქრება. კარგია, რომ ყოველთვის თან გქონდეს თავდაცვის საშუალება, რომელიც მოგცემს საშუალებას თავი დააღწიო საფრთხეს ლეტალური ძალის გამოყენების გარეშე მაგრამ, სამწუხაროდ ტექნოლოგიების განვითარების ამ ეტაპზე მაღალი ეფექტურობის “არა ლეტალური” ალტერნატივები ძალიან ძვირია, გაბარიტულია, გულისხმობს საფრთხესთან ახლოს ყოფნას ან უშუალო კონტაქტს და ხშირად არაეფექტურია ან საერთოდ უძლურია ერთროულად რამდენიმე აგრესორის წინააღმდეგ. გარდა ამისა ფარულად ატარო პისტოლეტი და “ტეიზერი” ან კონტაქტუირ “შოკერი” პრაქტიკულად შეუძლებელია. მანქანაში, სხვა საქმეა. ასევე ჩანთაში. დანამდვილებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ ‘არა ლეტალური” იარაღის გამოყენების შემდეგ გაცილებით ნაკლები წვალება და ახნსა-განმარტებების მიცემა დაგჭირდებათ სამართალდამცავებისთვის ვიდრე ვთქვათ, რომ განახორციელოთ გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან, თუნდაც რომ  საერთოდ არავის არ მოარტყათ. იგივე აქტუალურია ამ საშუალების გამოყენებისას მაწანწალა ცხოველის თავდასხმის მოსაგერიებლად. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებისთვის როგორიც არის საქართველო სადაც საგამოძიებო და სასამართლო სისტემები კვლავ საბჭოთა კავშირში იმყოფებიან, სადაც თავდაცვის უფლება განიხილებოდა პრაქტიკულად დანაშაულად და ეს სისტემები ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან კრიმინალურ ელემენტს და კანონმორჩილ მოქალაქეს.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელითაც მინდა ეს მოკლე მიმოხილვა დავასრულო. ქვეყანაში სადაც უხვად არის არალეგალური იარაღი, ტრავმატული იარაღის გამოყენება, რომელიც არაფრით არ განსხვავდება საბრძოლო იარაღისგან და თქვენს მიერ ნატყორცნი რეზინის “ფურთხის” საპასუხოდ, შეიძლება მოფრინდეს მთლიანად გარსით დაფარული 7 გრამიანი ჭურვი რომელიც თანაც მოფრინავს 20-ჯერ უფრო დიდი ენერგიით. მე ვიცი ბევრი შემთხვევა, როდესაც გაზის/საფანტის იარაღის დემოსნტრირებას და გამოყენებას მოყვა საპასუხო ცეცხლი საბრძოლო იარაღიდან და ეს ძალიან ცუდათ დასრულდა „ტრავმატის“ პატრონისთვის ხოლო მისი გამოყენება შემდგომი გარჩევის დროს იყო მოწოდებული, როგორც მტკიცებულება ლეტალური იარაღის გამოყენების მართლზომიერების.

არის თუ არა “არა ლეტალური” იარაღი ალტერნატივა? ამ ეტაპზე არა, მაგრამ “არა ლეტალური” იარაღის იგნორირებაც არ არის კარგი ვინაიდან ეს სეგმენტი სწრაფად ვითარდება და სულ უფრო უკეთესი და ეფექტური საშუალებები ჩნდება და მათი ადგილი მლიძებნება ნებისმიერი ადამიანის არსენალში, რომელიც სერიოზულად უდგება საკუთარი და თავისი ახლობლების უსაფრთხოების საკითხს. გამონაკლისია ალბათ მხოლოდ ცეცხლსასროლი ტრავმატული იარაღი, რომელიც ჩემი აზრით არ შეიძლება ჩაითვალოს სანდო და ეფექტურ თავდაცვის საშუალებათ.

როგორ დაიბადა ლეგენდა

August 14th, 2017

ალბათ ყველამ იცით ვინ არის კრის კაილი. თუ არ იცით გუგლი დაგეხმარებათ გაიგოთ. რაც უფრო ნაკლებად არის ცნობილი, არის ის რომ კრის კაილი იყო პროდუქტი მსოფლიოში ყველაზე ეფექტური და მომთხოვნი სნაიპერების მოსამზადებელი კურსის, სახელად SEAL Sniper Course. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ SEAL-ები (აშშ-ის საზღვაო ძალების სპეციალური დანიშნულების დანაყოფი) არსებობდნენ 60-ნი წლებიდან, 80-ან წლებამდე მათ პრაქტიკულად არ ქონდათ არანაირი საშუალება საკუთარი ძალებით თავისი სნაიპერების მომზადების. 86 წლიდან ქვედანაყოფში დაარსდა საკუთარი პროგრამა ხოლო მანამდე სნაიპერების მომზადება ხდებოდა მათი მივლინებით საზღვაო ფეხოსნებთან კუანტიკოშო ან საარმიო კურსებზე. მოგვიანებით, მიუხედავად შიდა პროგრამის არსებობისა მაინც უმეტესობა ირჩევდა სწავლების გავლას საზღვაო ფეხოსნების Scout Sniper Basic Course-ზე ან არმიის Special Operations Target Interdiction Course-ზე. ყველაფერი ეს რადიკალურად შეიცვალა 2003 წელს, როდესაც მოხდა სნაიპერების მომზადების სასწავლო პროგრამის სერიოზული გადახედვა. ის კვლავ იყო დაფუძნებული საზღვაო ფეხოსნების კორპუსის პროგრამაზე მაგრამ მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა და გაფართოვდა. კურსის ხანგრძლივობა გაიზარდა 13 კვირამდე (ორჯერ უფრო ხანგრძლივი ვიდრე საარმიო სნაიპერების სკოლის კურსი და რამდენიმე კვიირით უფრო ხანგრძლივი ვიდრე SOTIC ან SSBC). უარი ითქვა ორ კაციან (მსროლელი/სპოტერი) ტაქტიკაზე და აქცენტი გაკეთად ინდივიდუალური “სმარტ” მსროლელის მომზადებაზე, რაც აძლევდა დანაყოფს საშუალებას რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების. სწავლის პროგრამაში ინტეგრირებული იქნა ციფრული ფოტოგრაფია, ბალისტიკური პროგრამების ცოდნა. გამომდინარე იქიდან რომ სნაიპერს აღარ ექნებოდათ სპოტერის ფუფუნება გაღრმავდა ბალისტიკის და შეიარაღების/აღჭურვილობის შესწავლის ნაწილიც. გარდა ამისა კურსი გადავიდა მენტორულ სისტემაზე, როდესაც სამ ოთხ კურსანტს ყავდა თავისი ინდივიდუალური მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ მათთან ურთიერთობდა. პროფესიონალი სპორტსმენების დახმარებით დაიხვეწა მსროლელების ფსიქოლოგიური მომზადების მეთოდებიც, განსაკუთრებული ყუარდღება ენიჭებოდა დაკვირვების და დამახსოვრების უნარებს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ კურსდამთავრებულთა რაოდენობა გაიზარდა და არა შემცირდა. ეს ყველაფერი უფრო დახვეწილი სწავლების მეთოდიკის გამოყენების წყალობით. კრის კაილი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც გაიარა მოდერნიზირებული პროგრამა და მოხდა ბრძოლის ველზე. შედეგები ყველამ კარგად ვიცით.

მასალა მომზადებულია კრის მარტინის Modern American Snipers და ბრენდონ ვების The Killing School წიგნების მიხედვით. ორივე ეს წიგნი არის აუცილებლად წასაკითხი თუ გსურთ გაიგოთ ზოგადად აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალების ევოლუციის ისტორია და კონკრეტულად სნაიპერების მომზადების შიდა სამზარეულო.

20729217_2438560303035170_2789671087757726134_n

სურათზე კრის კაილი (მარჯვნივ) და ბრენდონ ვები SEAL-ების სნაიპერების განახლებული კურსის არქიტექტორი.

რა ხდება Sig Sauer P320-ის ირგვლივ

August 14th, 2017

დიდი ინტრიგა ვითარდება იარაღის სამყაროში. მოგეხსენებათ რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ბერეტა 92-ს შეცვლის ზიგ ზაუერ P320. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის სიურპრიზი იყო, იმიტომ რომ ახალი იარაღის შერჩევისას ჯერ ხდება განაცხადების მიღება მსურველებისგან და შემდეგ განაცხადების გადარჩევის შემდეგ დგინდება რომელი პისტოლეტები აკმაყოფილებს ჯარის მოთხოვნებს და ბოლოს იწყება ფინალური ტესტირება, რომლის მიზანია დადგინდეს გადრჩეული პისტოლეტებიდან რომელი არის საუკეთესო. ამ ეტაპზე ხდება ტესტირება გამძლეობაზე, ფუნქციონირებაზე რთულ და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, რესურსზე, დგინდება რა ნაწილები გამოდის მწყობრიდან ყველაზე ხშირად, რომ ამის მიხედვით დადგინდეს რა ნაწილების კომპლექტები იქნება შესაძენი და კიდე ბევრი სხვა ნიუნსი. ინტრიგას ამ პროცესს სძენს ის რომ ჯარმა არ ჩაატარა კონკურსის ეს ეტაპი (ამით დაარღვია კონკურსის წინასწარ განსაზღვრული პროცედურა) და პირდაპირ გამოაცხადა ზიგი გამარჯვებულად. მიზეზი? პირველ რიგში ფასი. ზიგ-მა ჯარს შესთავაზა გლოკთან შედარებით რადიკალურად შემცირებული ფასი, ეს მიუხედავად იმისა, რომ გლოკმა წამროადგინა ერთი მოდელი, რომელიც აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას (ზიგმა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად წარმოადგინა ორი მოდელი, სტანდარტული და კომპაქტური) და გარდა ამისა ეს მოდელი (MHS) არის გლოკის პისტოლეტების კვინტესენცია, ანუ საუკეთესო პისტოლეტი გლოკ MHS პრაქტიკულად არის გლოკ 19, გლოკ 17-ის სახელურით მექანიკური მცველით და სხვა მცირე ცვლილებებით. გარდა ამისა გლოკი ფორმალურად უკვე არის საზღვაო ფეხოსნების და SEAL-ების შეიარაღებაში. როგორ შეძლო ამის ფონზე ზიგს შეეთავაზებინა ასეთი დაბალი ფასი არავინმა არ იცის. მაგრამ აქ ყველაფერი არ მთავრდება. ზიგს და ბერეტას უჩივის ავსტრიული “შტეირი”, საპატენტო უფლებების დარღვევისთვის, იმიტომ რომ ე.წ. ფოლადის ზარა ჩასმული პლასტმასის ჩარჩოში შტეირმა დააპატენტა და გარდა ამისა როგორც ჩანს პ320 პრაქტკულად გარანტირებულად ისვრის თუ ვარდება მყარ ზედაპირზე “ტრაკით უკან”, რის გამოც დალასის პოლიციის დეპარტამენტმა შეწყვიტა მისი გამოყნება ხოლო მინიმუმ ერთმა დიდმა რითეილერმა შეწყვიტა პ320-ების გაყიდვა, როდესაც ტესტირებით დაამტკიცა რომ პისტოლეტი ნამდვილად ისვრის მიწზე დავარდნისგან.P320 უდაოდ არის ძალიან ინოვაციური და მართლაც ბოლომდე მოდულური პისტოლეტი მაგრამ ეხლა ამ სკანდალმა შეიძლება დამარხოს ეს პისტოლეტიც და მთელი კომპანიაც. ჩვენ გავაგრძელებთ თვალყურუს დევნას და მოგიყვებით ამ ისტორიის განვითარებაზე.

20664726_2434736820084185_3356748203821103784_n

პისტოლეტები წარდგენილი Sig-Sauer-ის მიერ.

20621033_2434736823417518_741022955483353054_n

პისტოლეტი წარდგენილი “გლოკის” მიერ

 

ამ სტატიის დაწერიდან მეორე დღეს “ზიგ ზაუერმა” პრაქტიკულად აღიარა რომ P320-თან პრობლემა ნამდვილად არის და გამოაცხადა “ნებაყოფლობითი” და უფასო აპგრეიდი ყველა აქამდე გაყიდული P320 ტიპის პისტოლეტისთვის. თავისთავად ის რომ გაყიდვაში ხვდება ნედლი იარაღი არ არის გასაკვირი, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით არაერთხელ. მოთხოვნა იარაღზე გაზრდილია, კონკურენცია ხისტია რაც აიძულებს მწარმოებლებს აგრესიული ქცევისკენ ბაზარზე და ამას მოყვება შეცდომები. უბრალოდ ამ შემთხვევაში დამამცირებელი “ზიგ ზაუერისთვის” ის არის რომ ერთი დღით ადრე ისინი პასუხობდნენ მომხმარებლების ზარებს და უხსნიდნენ რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე და P320-ს არ ქონდა არანაირი პრობლემა. ცალკე თემაა რონ კოენის (ზიგ ზაუერის აღამასრულებელი) შეხვედრა ჟურნალისტებთან და მისი არიფული კომენტარები, თითქოს ის იყო თავიდანვე წინააღმდეგი რომ “ზიგს” გამოეშვა “სტრაიკერი”, რომელიც მოწყვლადია ასეთი პრობლემებისადმი და უარი ეთქვა ნაცად, ჩახმახიან კონფიგურაციაზე. რასაც ასევე დაამატა რომ პისტოლეტი როგორც ასეთი არ შეიძლება იყოს აბსოლუტურად დაცული დავარდნის გამო შემთხვევითი გასროლისგან. ერთი სიტყვა რონ: გლოკი. და ეს სიტყვა ადასტურებს რომ ის ცდება.  30 წელია გლოკი წარმატებით უძლებს სახურავიდამ ვერტმფრენიდან, თვითმფრინავიდან გადმოგდებებს და ისეთ გამოცდებს რომლებიც შეზღუდულია ადამიანების ფანტაზიის უნარით.

ასევე მისი განმარტებით, კომპანია ხარჯავს თავისი შემოსავლების 4%-ზე მეტს პერსპექტიულ კვლევებზე (research&development) რაც ორჯერ სამჯერ მეტია ვიდრე სხვა იარაღის მწარმოებლები. ყველაფერი ეს განსაკუთრებულად დამამცირებელს ხდის ამ სიტუაციას ზიგ-ზაუერისთვის. ხარჯავ ამდენ ფულს და ქმნი იარაღს რომელიც არის უარესი ვიდრე იგივე ტიპის იარაღი რომელიც 30 წელია გამოდის. მოკლედ ეს არ იქნებოდა სენსაცია, რომ არა ის ფაქტი რომ აშშ-ს ჯარმა ფორმალური პროცედურების გვერდის ავლით გამოაცხადა “ზიგი” გამარჯვებულად კონკურსში პისტოლეტზე, რომელიც შეცვლის ბერეტა 92-ს, რომელიც 85 წლიდან არის შეიარაღებაში. კომპანიის განმარტებით ეს პრობლემა არ ვრცელდება P320 MHS პისტოლეტებზე რაც ჯერ კიდევ გასარკვვევია. არსებული ინფორმაციით, პისტოლეტების აპგრეიდი მოიცავს დამრტყმელის და მისი ზამბარის წონების შემცირებას რომ არ მოხდეს ინერციით მათი ადგილიდან დაძვრა. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? პირველ რიგში იმას, რომ პ320-ის ქართველი მფლობელები ალბათ შეძლებენ პრობლემის მოგვარებას უბრალოდ ახალი ნაწილების შეკვეთით და დაყენებით. ეს ასევე ადასტურებს ჩვენ რჩევას, საქართველოში თავი შევიკავოთ ახალი მოდელების იარაღების შეძენისგან იმიტომ რომ ნიუსები ასეთ პრობლემებზე პრაქტიკლად ყველა მსხვილი მწარმოებლის შორის ძალიან გახშირდა (გლოკსაც ეხება სამწუხაროდ). გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში ასევე ტერმინი “ოფიციალური წარმომადგენელი” არის როგორც წესი ფიქცია ასეთი “დახარვეზბული” პისტოლეტების პატრონი მარტო აღმოჩნდება პრობლემის წინაშე.

PS
რონ კოენი გადმოვიდა “ზიგ ზაუერში” “კიმბერიდან” და გადმოიტანა ორიენტაცია უჩვეულოდ გაფორმებულ და გაწყობილ პისტოლეტებზე, რის შემდეგაც ზიგ-ზაუერის პისტოლეტების გაფორმების და შესრულების ვარიანტები მკვეთრად გაიზარდა. გვახსოვს “კიმბერები” როგორ იყო, კიმბერ რაპტორი, კიმბერ ულტრა რაპტორი, კიმბერ ულტრა გრანდ რაპტორი ორი, კიმბერი ულტრა გრანდ რაპტორი ორი ცისფერი გლაზურით დაფარული და იშვიათი აფრიკული ხის ჯიშის ტარით და ასე შემდეგ. ეს “მიშურა” ეხლა გახდა “ზიგ ზაუერის” განუყოფელი ნაწილი და ჩემი სუბიექტური აზრით კომპანიამ დაკარგა ფოკუსი.

სურათზე ერთ დროს ავტორის კუთვნილი “ზიგ ზაუერ” P226, ადრინდელი გამოშვება, ნაშტამპი საკეტით, ჩემი აზრით საუკეთესო “ზიგ ზაუერი” და ერთ-ერთი საუკეთესო 9მმ-ნი პისტოლეტი მსოფლიოში და ალბათ ყველაზე საუკეთესო პისტოლეტი ჩახმახიანი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით.

 

20645121_2435870903304110_6971318534082061054_o