ავტომატური პისტოლეტების მოვლა, მომსახურება, წმენდა.

ავტომატური პისტოლეტი ან რევოლვერი არის დაცვილ ბოლო ხაზი. ამ იარაღი გამოყენება ხდება კრიტიკულ ისტანციებზე, მაშინ როდესაც საფრთხის კრიტიკულად მაღალი დონეა. პირადი მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის უმნშვნელოვანესი და უპირველესი მოთხოვნაა აბსოლუტური საიმედოობა. მერე მოდის ყველაფერი დანარჩენი. თანამედროვე იარაღის უმეტესობა არის საიმედო კონსტრუქციის მქოპნე მაგრამ აბსოუტური საიმედოობა ასევე მიიღევა ვაზნების სწოირ შერჩევით და იარაღის სწორი და დროული მომსახურებით. აღნიშნული თემა ცემს მიერ დაახლოებიტ ორი წლის წინ დაიწერა არა არის ყოვლისმომცველი და სრული მაგრამ მოკლელულიანი იარაღის ახალბედა მფლობელებს ნამდვილად გამოადგება. წლების განმავლობაში მფლობელს ცამოუყალიბდება იარაღის წმენდის საკუთარი ფილოსოფია, და ასევე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ სხვა და ხვა იარაღი სხვა და სხვ მოვლას საჭიროებს, აღნიშნული თემა ზოგადად ეხება მხოლოდ ავტომატურ პისტოლეტებს.

ავტომატური პისტოლეტი საკმაოდ რთული მწოყობილობაა (ზოგიერთი მოდელი) და აქვს საკმაოდ ბევრი მოძარვი ნაწილი. მისი არასროწი მომსახურება ან საგრძნობლად შეამცირებს სიცოხლის ციკლს ან გამოიწვევს სხვა და სხვა პრობლემებს ფუნქციონირებისას.

მე დავშლი პისტოლეტს ხუთ ძირითად კომპონენტად და დეტალურად ვაღწერ მათი მოვლა წმენდის პროცედურებს. ხუთი კომპონენტია საკეტი, ლულა, რამკა, დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი და მჭიდი.

ramka

რა არის საჭირო რომ შეიძინოთ პისტოლეტისთვის.
პირველ რიგში კარგი სასურველია პლასტმასის შომპოლი და ნასადკების კომპლექტი. მე მაქვს ორი შომპოლი ერთი ბინძურიო გამოიყენება იმისთვის რომ ლულას მოედოს საწმენდი სითხე. მეორე უფრო სუფთა რომელიც გამოიყენება წმენდის ბოლო ეტაპზე. ასევე ლატუნის ჯაგრისი რომლის საშუალებიტაც გაიწმნიდება ძლიერად დაბინძურებული ლულა. ასევე ე.წ. ”პრაწირკა”. მე დიდიხანია ვხმარნ მაკაროვის პრაწირკას, რომელიც საშუალებას მაძლევს ჩავაღწიო ძნელად მისაწვდომ ადგილებში. ასევე გამოსადეგარია კარგი ხარსხის ბამბის ჩხირები, კარგი ხარისხის იმისთვის რომ ბამბის ქსოვილები არ მოძვრეს და არ დარჩეს იარაღში. კარგი იქნება რამოდენიმე ”ვიკოლოტკა” , მე გამომადგა აკმ-ის ზიპ-ში არსებული ვიკოლოტკა, რომელიც სავსებით მყოფნის იმსთვის რომ იარაღს გამოვაცალო შტიფტები. პლასტამსის ვიკოლოტკაც კარგია მაშინ ის არ დააზიანებს იარაღის დაფარვას. კარგი ქინება ასევე კბილის ჯაგრისი, რომელიც მოსახერხებელია მაგალიტად ექსტრაქტორის და საკეტის გასწმენდად. ჯაგრისის წვერები აღწევენ ისეტ ადგილებში სადაც ვერანაირი სხვა ინსტრუმენტი ვერ შეაღწევს და კარგად გამოაქვთ ჭუჭყი.

pm_rods
ე.წ. “პრაწირკა”

fig90000
ნომერი 5 არის ვიკოლოტკა

ასევე საჭიროა საწმენდი სითხეების კომპლექტი და ზეთი. მე სპრეი არ მომწონს, პისტოლეტისთვის ის არის მოუხერხებელი და საკამოდ ბევრ ზეთს აფრქვევს რაც არ არის კარგი. ამ ბოლო დროს მე ვხმარობ ფუნჯს რომის საშუალბიტაც ადვილად იქმნება ზეთის თხელი ფენა საჭირო რაოდენობი და საჭირო სისქის და ფორმის იქ სადაც საჭიროა. თავად სითხეებს რაც შეეხება ერთი საწენდი ნეიტრალური ზეთი, ვდ-40 და კარგი იარაღის ზეთი (მე ვხმარობ ბალისტოლს, რომელიც გაგარინზე ვიყიდე. ნუ რა თქმა უნდა ჩვრების საკმარისი რაოდენობა სასურველია თეთრი ფერის. საუკეთესო ვარიანტი არის კარგად ნახმარი თეთრი ზეწრები. შეთხელებული ნატურალური ქსოვილი იდეალურად წმინდავ ზედაპირს და ადვილად აღწევს ნებისნმიერ ადგილებში იმიტომ რომ ბევრი რეცხბის შედეგად შეთხელდა.
მივყვეთ თითოეულს კომპონენტს
დავიწყოთ საკეტით.

საკეტში არის მოტავსებული ორი მთავარი ელემენტი: დამრტყმელი და ექსტრაქტორის სისტემა. ხანდახან ასევე საკეტზე არის განლაგებული დამცველიც (მაგალითად ბერეტა 92-ი და მაკაროვი).

არხი რომეშიც მოძრაობს დამრტყმელი (ნემსი) უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა. ამ არხის დაბინძურება ან დაზეთვა იწვევს ყველაზ ხშირად ასეჩკებს. არ შეიძლება არხის ან დამრტყმელის დაზეთვა! ზეთი იზიდავს ჭუჭყს და დენთის წვის ნარჩენებს. არხი და ნემსა უნდა იყოს მშრალი და სუფთა. ზოგიერთ იარაღში მაგალითად გლოკში და ასევე სხვა ანლოგიურ პისტოლეტებში (დახურული დამრტყმელით) დამრტყმელი მოთავსებულია სპეციალურ პლასტამსის დეტალში, როელიც დამუსავებულია ნივთიერებით რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან ხახუნის შემცირებას. ასეთი იარაღის დაზეთვა უკვე კატეგორიულად დაუშვებელია. მოკლედ შევთანხმდეთ რომ დამრტყმელს (ნემასა) და არცს არ ვზეთავთ. ვწმინდავთ ჩვეულებრივად თუ კონსტრქუცია ამას უშვებსმ ვიღებთ დანრტყმელს ვწმინდავთ მას და ასევე ვქმინდავთ ბამბის ჩხირებით ან რაიმე წვრილი შომპოლით არხს. რის მერე ყველაფერს ისევ უკან ვაწყობთ.

დამცველი, დასაშვებია დამცველის ელემენტის დაზეთვა იმისთვის რომ დამცველმა რბილად იმუშავოს მაგრამ ძალიან ცოტა ზეთია საჭირო. ზეთი სიეთი რამეა ერთი წვეთიც კი საკმაოდ დიდ ფართს მოედება და ამტომაც არ არის საჭირო რომ ასეთი გზით ის მოხვდეს დამრტმელის არხში.

ექსტრაქტორი. სუფთა და გამართული ექსტრაქტორი არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი საიმედო იარაღში. მას განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება. პირველ რიოგში სუფთა უნდა იყოს ექსტრაქტორის ბუდე ანუ სადაც ზის ექსტრაქტორი და მისი ზამბარა. ასევე სუფთა უნდა იყოს ადგილი საკეტის სარკეს და ექსტრაქტორის შორის. კბილის ჯაგრისი ზისტად ამისთვის არის საჭირო. თუ ექსტრაქტოირ ადვილად არ იხსენბა ჯაგრისით უნდა გაიწმინდოს პირველ რიგში ის ნაწილი რომელიც საკეტის შიგბიტ არის. დაზეთვა ბევრი არ არის საჭირო. ზეთის თხელი ფენა საკმარისია.

Mvc-1006f
ექსტრაქტორის კბილი

საკეტის კორპუსის მომსახურება.

ნეტყრალური ზეთით ან ვდ-40-ით უნდა გამოირეცხოს შიგნიდან მთლიანად მთელი საკეტი. განმსაკუტრებულად უნდა გაიწმნდოს საკეტის სარკე და ასევე თუ ისინი არსებობენ საბრძოლო უპორები რომელბიც საკეტის შიგნით არის განლაგებული (მაგალითად ჩზ-75). საწმენდი სიტხე არ უნდა მოიქცეს დამრტყმელის არხში. ხოლო თუ მოხვდა მანდ მაშინ ის იქიდან უნდა ამოწმინდოთ.
ასევე გასაწმნდია საკეტის პაზები რომლების საშუალებით ის მაგრდება რამკაზე. გაწმენდის შემდეგ თითო წვეთი პაზების დასაწყისში, შემდეგ დააწვინეთ საკეტი და მიზიდულობის ძალით ზეთი თანამბრად განაწილდება პაზების მთელ სიგრძეზე. იგივე შეიძლება გააკეთოთ ფუნჯით. ან სპრეით. არ არის საჭირო საკეტის მთლიანად შიგნიდან ზეთით დაფარვა. ზედმეტი ზეთი გამოვა გარეთ და დასვრის ყველაფერს.

eqs

upor

ამ სურათზე ალბათ პატარა შეცდომა დაუშვი, საბრძოლო უპორები განლაგებულია ლულაზე, ხოლო საკეტში მისი პაზებია სადაც ეს უპორები ჯდება. ;)

ლულა

რა ხდება ეხლა ლულაში, პირველ რიგში ლულაში სროლის შემდეგ რჩება ნაგარი ანუ დენტის წვის პროდუქტები და ასევე რცება ტყვიის გარსის ნარჩენები.

წვის პროდუქტების მოცილება პრობლემა არაა, თუ ნარეზები კლასიკურია მაშინ კარგი ჯაგრისი ხოლო პოლიგონალურ ნარეზებს ჯაგრისიც არ ჭირდება. კალსიკური ნარეზებში საჭიროა რომ ჯაგრისმა ამოიღოს ჭუჭყი ნარეზების კუთხეებიდან.

ჩემი ალგორითმი ასეთია, ვიღბ ჭუჭყიან ლულას ვასველებ ვდ-40-ით ან ნეიტრალუირი ზეთით, ვაცდი ცოტახანს რომ გალღვეს და შემდგომ ვხევა პირველი ანუ ჭუჭყიანი ჯაგრისით, შემდეგ ტილოთი ვიღებ არსებულ ჭუჭყს, კვლავ ვრეხვავ ვდ-40-ით და მეორე ჯაგრისით და შემდგომ ვაპრიალებ სუფთა ტილოთი.

ძველ იარაღში არ იქნება ურიგო რომ ლულაზე ზეთის ტხელი ფენა დატოვოთ რომ შეინახოს ლულა კოროზიისგან. სროლა ზეთიანი ლულიდან დაუშვებელია!

რაც შეეხება ე.წ. ამედნენიეს ლატუნის ჯაგრისის გამოყენებას მე მირჩევნია შესაბამისი ქიმიის გამოყენება, ჩვენტან იტიდევა რობლა სოლო მილ რომელიც ძალიან კარგად წმინდავ ლულას.

ლატუნის გამოყენება ალბათ უფრო საჭიროა კლასიკური ნარეზების გასაწმენდად და ძველი ლულების სახეხეხად.

ლულაზე ასევე შეიძლება განლაგებული იყოს საბრძოლო უპორები, ან სხვა ელემენტები, როემლიც ასევე უნდა გაიწმინდოს და დაიზეთოს. სურათზე ნაჩვენებია ის ადგილების სადაც ზეთის თხელი ფენა არის საჭირო (მხოლოდ მოძრავ ლულებზე) მაკაროვზე ზეთის ფენა უნდა იყოს ლულის გარედან რომ შემცირდეს ზამბარის ხახუნი ლულის გარეთა ზედაპირზე.

საერთოდ უმეტესობა იარაღს მოყვება ინსტრქუცია სადაც საკმაოდ გასაგებად არის გაწერილი დაზეთვის პროცედურა და ადგილები რომელიბც ამ პროცედურას ითხოვენ ასევე დეტალურად არის მითითებული.

მოძრავი ლულების წინა ნაწილი მოითხოვს დაზეთვას ვინაიდან ამ ნაწილით ის საკეტის უკუცემისას ეხება მას და ამიტომაც რომ შემცირდეს ხახუნი და ცვეთა მაგ ნაწილში ზეთი საჭიროა. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან თხელი ფენა.

dazetva

მჭიდი

კარგ მჭიდს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა პისტოლეტის გამართულად მუშაობაში. ყველა მჭიდი რაც მე ვიცი იდენტურია, შედგება ოთხი ძირითადი ელემენტისგან, მჭიდის კორპუსი, ზამბარა, მიმწოდებელი და თავსახური.

უველაზე ხშირად ყურადღებას ითხოვს ზამბარა, შემდგომ კორპუსი (ანუ კორპუსის ტუჩები). ზამბარები ჯდება, მაგრამ ეს აქტუალურია მხოლოდ დაბალი ხარსხის იარაღისთვის. მაღალი ხარისხის იარაღი და მათ შორის საბჭოთა იარაღში ზამბარები მაღალი ხარისხის ფოლადისგანაა დამზადებული და მრავალი წელი შეუძლიათ ბოლომდე შეკუმშულები იყვნენ და არ დაკარგონ თავისი თვისებები. ზოგადად ნორმალურ ქვეყნებში ზამბარებს პროფილაქტიკის მიზნით ცვლიან დახლოებით წელიწადში ერთხელ. ზამბარების შესანახად ასევე ხშირად არ ტენიან ბოლომდე მჭიდებს.

662979bad67b

ტუჩები
ტუჩების გემოტრია არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის დაირღვა მაშინ იქნება პრობლემები. ტუჩების დეფორმაცია ახალ იარაღში ცვეთის შედეგად არ ხდეა, ძველ იარაღში აღნიშნული პრობლემა შეიძლება იყოს. ვიზუალურად მჭიდის ტუჩების დათვალიერება გამოავლენს პრობლემებს. მჭიდი დეფრომირებული ტუჩებით უვარგისია და მისი გამოყენება დაუშვებელია. რემონტიც არ არის სასურველი.

მჭიდის მოვლა
დიდი ნასტრელის შემდეგ სასურველია რომ მჭიდი დაშალოთ და გაწმინდოთ. დაზეთვა არ არის რეკომენდირებული. ზეთმა შეიძლება დააზიანოს ტყვიები. ყოველი სროლის შმდეგ საკმარისია რომ ჯაგრისით გაწმინდოთ მჭიდის ზედა ნაწილი ტუჩები და მიმწოდებელი.

ზოგადი შენიშვნები

აღსანიშნავია რომ ძველი თანამედროვე და თანამედროვე დაბალი ხარსხის იარაღის მომსახურება ერთმანეთისგან განსხვავდება. საერთოა რომ იარაღი უნდა გაიწმინდოს ერთი გასროლის შემდეგაც კი.

ძველი იარაღის წმენდის შემდეგ უნდა დამატებითი მომსახურება. მაგალითად ზეთით გაწმენდა რომ კოროზია არ დაიწყოს. ლულის ზეთის ფენით დაფრავა. ტტ მაგლიტად იმით არის ცნობილი რომ ლულა ძალიან მალე იჟანგება და მცირე დრის განმავლობაში თუ ის არ გაიწმინდა ისე იჟანგება რომ მწყობრიდან გამოდის. ასე რომ ზეთის აბაზანები ძველი (რუსული საბჭოთა) იარაღისთვის არის როგორც მალამო, და ამავე დროს საერთოდ არასასურველია თანამედროვე იარაღისთვის.

თანამედროვე იარაღში გამოიყენება ისეთი მასალები და დაფარვები რომ მანდ კოროზია საერთოდ გამორიცხულია. თანამედროვე იარაღი საერთოდ წმენდის გარეშე მარავალი წელი უპრობლემოდ იმუშავებს. მაგრამ რა თქმა უნდა ეს სასურველი არ არის.

ასევე არ არის სასურველი ზედმეტად ხშირად იარაღის სრული დაშლა, შტიფტების ამოგდება და ასე შემდეგ.

არასასურველია ერთი და იგივ იარაღში სხვა და სხვა ზეთების გამოყენება. არასაურველია ბევრი ზეთის გამოყენება. ამიტომ არ მიყვარს ”ზეთები-დეზოდორები”.

წმენდის გრაფიკი
პისტოლეტი იწმინდება ეგრევე სროლის შემდეგ. თუნდაც ერთი ვაზნის გასროლის შემდეგ.

ახალი ან ნახმარი პისტოლეტის შეძენისას სასურველია მისი ბოლომდე დაშლა და ძველი ზეთის საკონსერვაციო საფოხის მოშორება. თუ ის ბოლომდე არ იშლება ანუ ძნელია, მაშინ უნდა გამოირეცხოს ვდ-40-ით ან შეკუმშული აირით.

დიდი ნასტრელის შემდეგ იგივე.

ორ თვეში ერთხელ რომც არ ისროლოთ არაღი უნდა არასრულად დაიშალოს და გაიწმინდოს და დაიზეთოს.

პისტოლეტის წლით რეცხვა.
ადრე მე ვიყენებდი ამ მეთოდს, ანუ ცხელი წყალი დენთის წვის პროდუქტებს და სხვა ჭუჭყს ადვილად აშორებს ფოლადს. წნევით წლას ასევე კარგდ გამოაქვ ჭუჭყი იმადილებიდნა სადაც შეღწევა სრული დაშლის გარეშე შეუძლებელია. ამის მერე მე გარეცხილ ნაწილებს ვათავსებდი გაზის გამათბობლის ქვეშ, სადაც ცხელი ჰაერი რამოდეინემ წუთში აშრობდა მათ. ეხლა როდესაც სროლა პისტოლეტიდან შეუძლებელი გახდა ამის საჭიროებას უკვე აღარ დგას.

შეკუმშული ჰაერი
აიღეთ იარღის ნაწილები და წაიღეთ სადმე პროფილაქტიკაში სადაც არის კომპრესორი. ჰაერი წნევით ძალიან კარგად გამოასუფთავებს იარაღს.

 

დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი

კარგია თუ იარაღს აქვს მოდულური დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი (ტტ, გლოკი, შტეირ მ სერია). მაშინ ამს უბრალოდ ამოიღებთ იარაღიდან და გაწმინდავთ და დაზეთავთ. მეტი წვალება არის საჭირო თუ ის არ არი მოდულური დაა წყობილია იარაღის შიგნით (ზიგ ზაუერი, ჩზ75, ხეკლერ კოხი უსპ). მაშინ მაგის დაშლას აზრი არ აქვს 9ხანდახან ეს ძალიან მძიმეც არის და იარაღის ცვეთას იწყებს)ამიტომ ჯობია წნევით გამორეცხოთ ვდ–40–ით ან ბენზინით ან ნავთით და მერე მაქსიმალურად ამოწმინდოთ ბამბის ჩხირებით (ისე რომ ბამაბა შიგნიტ არ დარჩეს ან კბილის საწმენდი ჯაგრისით და ჩხირებით) .

ეს არის და ეს.



დატოვეთ კომენტარი