Archive for the ‘AR15/M16/M4’ Category

ჩვენი ტესტი: “Aero Precision AC-15M”

Friday, October 12th, 2018

ამერიკული კომპანია “Aero Precision”-ის ნაწარმთან ჩემი პირველი გაცნობა მოხდა ალბათ 2014 წელს ან შეიძლება უფრო ადრეც. მაშინ AR-15 ტიპის იარაღები ჯერ ჩვენთან ითვლებოდა ეკზოტიკად, რომელიც იყო იშვიათი და ღირდა ძალიან ძვირი. ქარხნული მოდელები პრაქტიკულად არ შემოდიოდა და იარაღების აწყობა ხდებოდა ადგილზე, ამერიკიდან შეკვეთილი და ჩამოტანილი ნაწილებით. სწორედ ჩემ მეორე AR-15-ზე ეყენა Aero Precision-ის „აპერი“ (მხოლოდ აპერი, ლულის და სხვა დეტალების გარეშე). თავის დროს აპერის არჩევამდე, რომ მივიდა საქმე, ჩემი ყურადღება მიიქცია კომპანიის სახელმა, რომელიც თითქოს მიგვანიშნებდა რომ კომპანიას ქონდა რაღაცეებზე პრეტენზია. საჰაერო ხომალდების გამოშვება ყოველთვის იყო დაკავშირებული მაღალ ტექნოლოგიებთან, ხოლო precision ნიშნავს სიზუსტეს. გარდა ამისა “აეროს” აპერი იყო მოთავსებული ლამაზ ყუთში საფირმო წარწერებით რაც განასვავებდა მას სხვა პროდუქტბისგან, რომლებიც მაქსიმალურად ეკონომიურ შეფუთვაში იგზავნებოდა, ხშირად საერთოდ ყოველგვარი წარწერის გარეშე ან უბრალოდ დაკრული სტიკერით. თვითონ დეტალიც იყო მართლაც რომ უნაკლოდ შესრულებული რაც ეგრევე შევამჩნიე. ეს ეხება როგორც დეტალის დამუშავებას ასევე უნაკლო მუქ შავ, ხავერდოვან ანოდირებას. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე იმ დროს, ყველა იცოდა რა იყო “ბუშმასტერი”, “კოლტი” ან თუნდაც “DPMS” მაგრამ მათ გარდა უამრავი პატარა წარმოება უშვებდა AR-15-ის კომპონენტებს და მათი უმეტესობის სახელი იყო საქართველოში უცნობი. ეს დეტალები უხვად იყიდებოდა პოპულარულ ონლაინ მაღაზიებში მათ შორის “ამაზონზე”. სიმართლე გითხრათ ძალიან ბევრი კომპონენტების მწარმოებლის სახელი, რომელსაც მე ვიხსენებ იმ პერიოდიდან, მას მერე მე არსად არ შემხვედრია და ეჭვი მაქვს რომ ამ Givati Industries და Scorpion Armament-ის ნაირი მყვირალა სახელების უკან იმალებოდნენ ჩინური მწარმოებლები. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ როგორც წესი მათი პოდუქცია იყო მისაღები ხარისხის და ყოველთვის მუშაობდა. მე ეხლაც მივსტირი იმ დროს როდესაც “ამაზონზე” შეიძლებოდა გეყიდა კარგი ხარისხის ალუმინის “კვად-რეილი” სულ რაღაც 25 დოლარად ან ნებისმიერი პოპულარული მოდელის კომპენსატორის ასლი, ორიგინალის მესამედ ფასში.   მას მერე ბევრი დრო გავიდა და ეხლა როდესაც თითქმის ყველა მაღაზიაში დევს AR-15-ები,  მოდამ მათ აქ აწყობაზე გადაიარა. ნაწილობრივ ეხლა ეს იმის ბრალიც არის, რომ ძალიან გამკაცრდა ამერიკიდან იარაღის კომპონენტების და აქსესუარების ექსპორტი, ხოლო “ამაზონმა” საერთოდ განდევნა ასეთი პროდუქციის გამყიდვლები.

ჩემი შემდეგი ჩემი შეხვედრა “აეროს” პროდუქციასთან მოხდა დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც  მაღაზია “Apache’-იმ საქართველოში შემოიტანა “აეროს” წარმოებული მთლიანი იარაღების პარტია, თანაც საკმაოდ დიდი ასორტიმენტით. “აეროს” კარაბინის ხელში აღებისას ეგრევე ყურადღებას იქცევდა ისევ შესრულების მაღალი ხარისხი, დეტალების უნაკლო დამუშავება და ერთმანეთთან მორგება. ჩვენ გუნდში ერთი „აერო“ პრაქტიკულად ეგრევე გაჩნდა. ეს იყო გაუმჯობესებული მოდელი M4E1, საშუალო სიგრძის დენთის აირების სისტემით, 16 ინჩიანი ლულით და free float ტიბჟირით. ფასებიც “აეროს” კარაბინებზე იყო ძალიან კარგი და ბუნებრივია გაჩნდა იდეა ამ იარაღის მიმოხილვის, მაგრამ მიმოხილვას მე ტრადიციულად ვწერ იარაღზე, რომელსაც მე თვითონ ვფლობ და ვცდი. გამოცდა არ ნიშნავს მარტო რენჯზე სროლას. იმისთვის რომ რამე იარაღზე წარმოდგენა შეიქმნა უნდა გარკვეული პერიოდი მას ფლობდე, ისროდე, წმინდავდე, უვლიდე და ა.შ. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მორიგი უკვე მგონი მეშვიდე AR-15-ის შეძენა არ შედიოდა ჩემ გეგმებში.  მე ჯერ ვარწმუნდებდი ჩემ თავს, რომ იარაღი საშუალო დენთის აირების სისტემით გამოცდა საინტერესო იქნებოდა.   ასევე მინდოდა დამეწერა “აეროს” მიმოხილვა იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ინტერესი ამ იარაღების მიმართ დიდი იქნებოდა. ასევე უკე მომდიოდა “ექსპერტების” ხმები, რომ “აერო” დიდი არაფერი იარაღი არ არის, ლულა თურმე არც აქვს ქრომირებული და ა.შ.  ნუ ასეთი ხალხი ვარ, ყველგან ვეძებთ ხრიკებს და თაღლითობას.   ბოლოს, იმ დღეს როდესაც ყველაფერ ამაზე ვფიქრობდი, მეგობარმა გააზიარა “ფეისბუქზე”  9-hole Reviews-ს ახალი ვიდეო, სადაც ისროდნენ M4 ტიპის იარაღიდან 500 იარდზე და ეს იყო უკვე ბოლო წვეთი. მეორე დღეს ახალი „აერო“ უკვე სახლში მქონდა.

15m-mid-length

მოდელი, რომელზეც მე არჩევანი გავაკეთე იყო AC-15M, საშუალო სიგრძის დენთის აირების სისტემით, სტანდარტული მრგვალი პლასტმასის ტიბჟირით და A2-ტიპის წინა სამიზნე მოწყობილობით.

ადრე, როდესაც საქართველოში იშოვებოდა მარტო აქ აწყობილი იარაღები, არავინ დიდად თავს არ იტკიებდა იმაზე ფიქრით თუ რა კომპონენტებისგან იყო აწყობილი იარაღი, მთავარია მას ემუშავა. იარაღის შესახებ პრაქტიკულად ასევე არაფრი არ იყო ცნობილი და თქვენი მონა-მორჩილი იყო პირველი, ვინც დაიწყო სტატიების გამოქვეყნება ამ იარაღზე ჯერ კიდევ 2012 წელში. იმ დროს, სამწუხაროდ დიდი პროცენტი აქ აწყობილი იარაღების იყო აწყობილი უხარისხოდ, დაბალხარისხიანი კომპონენტებისგან და პრობლემები საიმედოობასთან იყო ხშირი. ეს პრობლემები იყო გამოწვეული, როგორც კომპონენტების დაბალი ხარისხით ასევე უხარისხო აწყობით.  მაინც, მიუხედავად ასეთი პრობლემური სტარტისა, AR-15-ის ტიპის იარაღებმა ეგრევე დიდი პოპულარობა მოიპოვეს საქართველოში, იმიტომ რომ როგორც 60 წლის წინ ვიეტნამში, მიუხედავად გარკვეულიპრობლემებისა, ყველასთვის ცხადი იყო რომ AR-15 იყო მომავალი და მისი უპირატესობა ყველაფერზე, რაც მაშინ იყო ხელმისაწვდომი იყო აშკარა. მაღაზიებიც, როგორც იქნა მიხვდნენ ამ ყველაფერს და დაიწყეს ქარხნულო მოდელების შემოტანა. დღეს პრაქტიკულად ყველა იმპორტიორს ასორტიმენტში აქვს ამ ტიპის იარაღები. ფასიც შესაბამისად შედარებით შემცირდა. საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ცხადია იმპორტიორები ცდილობენ შემოიტანონ ყველაზე იაფი იარაღი, იმიტომ, რომ დაბალი ფასი ყოველთვის არის კარგი გაყიდვების გარანტია. ბოლო დროს გაჩნდა ასევე hi-end კლასის AR-15-ები, მართალია ასტრონომიულ ფასებში. მოკლედ თუ გაქვთ 2500 ლარი, შეძლებთ ახალი საბაზისო მოდელის AR-15-ის შეძენას. hi-end კარაბინში მოგიწევთ ორჯერ მეტის გადახდა.  უნდა აქვე აღვნიშნო,რომ  აშშ-შიც ფასი AR-15 ტიპის იარაღზე ბოლო წლებში რადიკალურად შემცირდა და პრინციპში ეხლა, კარგი მუშა იარაღის შეძენა შესაძლებელია 700 დოლარად და ხანდახან კიდე უფრო დაბალ ფასში. სულ რაღაც რამდენიმე წლის ასეთი რამე იყო წარმოუდგენელი. ასეთი ხისტი კონკურენციის პირობებში, ბუნებრივია მწარმოებლები ხშირად ცდილობენ თუ ამას შეიძლება  ასე დავარქვათ „კუთხეების მოჭრას“ ფასის შემცირების მიზნით. ახდენენ ეკონომიას მასალებზე, ამარტივებენ იარაღის კონსტრუქციას, ზოგავენ ხარისხის კონტროლზე. ამ მხრივ „აეროს“ იარაღები ჩემი აზრით გამოირჩევიან იმით, რომ მიუხედავად დაბალი ფასისა “აეროს” AR-15-ები თითქმის სრულადაკმაყოფილებენ ე.წ. mil-spec სტანდარტს (მოთხოვნების და ტექნიკური პირობების ჩამონათვალი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტულმა იარაღის მოდელმა, სანამ მას მიიღებენ აშშ-ის შეიარაღებული ძალები), ხოლო რაღაცეებში უფრო უკეთესებიც არიან. მოდით ვიყოთ გულწრფელები, ყველაზე დაბალი/საწყისი დონის AR-15, თუ ის რა თქმა უნდა დამზადებულია ხარისხიანად, ეყოფა ცხოვრების ბოლომდე ადამიანს რომელიც ცხოვრობს საქართველოში. აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ლულა იქნება  4140 თუ 4150 მარკის ფოალადისგან დამზადებული, ქრომირებული თუ უქრომო ლულით, ასეთი იარაღის რესურსი და სიზუსტე ყელამდე ეყოფა საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს. მაგრამ მეორეს მხრივ ცხადია, როდესაც ვიხდით ფულს გვინდა მივიღოთ მაქსიმუმი და ამ თვალსაზრისით „აეროს“ თავის ფასში შეუძლია კარგი რამეების შემოთავაზება, რაც იშვიათად გვხვდება სხვა მოდელებში. თავად იმსჯელეთ, AC-15 სერიის იარაღები არის “აეროს” ყველაზე საბაზისო მოდელები. აშშ-ში ეს კარაბინები ღირს 700-დან 800 დოლარამდე. საქართველოში მათი ფასი იწყება 2500 ლარიდან, რაც ასევე შედარებით იაფია. ამავე დროს AC-15-ის ლულა დამზადებულია 4150 ფოლადისგან და არა 4140 მარკის  ფოლადისგან, რომელიც ტიპიურად გამოიყენება საწყისი დონის AR-15-ებში.  ლულას გააჩნია დაფარვა QPQ (მასზე ცოტა ქვევით უფრო ვრცლად მოგიყვებით), ასეთი დაფარვაც პრაქტიკულად არ გვხვდება ასეთ იარაღებში. საკეტი არის M16-ის სტილის, უფრო მძიმე რაც ოდნავ ამცირებს მოძრავი  დეტალების მოძრაობის სიჩქარეს და უკუცემას. საკეტის გული დამზადებულია 158 მარკის ინსტრუმენტალური ფოლადისგან. დენთის აირების მიმღების ხრახნები სათანანდოდ არის დაფიქსირებული გვერდიდან ნაჭდევებით.  ლულაც და საკეტის გული MP/HP გატესტილია, რაც ასევე იშვიათობაა. ეს ნიშნავს რომ საკეტი და ლულა მოწმდება რკინაში დამალული დეფექტების/მიკრო-ბზარების არსებობაზე და იარაღი ასევე ისინჯება საცდელი მუხტით. ბევრმა მწარმოებელმა იგივე „არმალაიტმა“ ამ ტესტირებაზე უარი თქვეს ხარჯების შემცირების მიზნით. კონკრეტულად „არმალაიტმა“ ახსნა რომ გამოვლენილი ხარვეზების პროცენტი იმდენად მცირე იყო, რომ მას არ უღირდა ამ ტესტირების ჩატარება. ზოგი მწარმოებელი ტესტავს საკეტებს და ლულებს  ყოველი პარტიიდან ცალკეული ერთეულების  შემოწმებით (ე.წ. batch testing). “აერო” ტესტავს ყველა ლულას და საკეტს, რაც არის საუკეთესოგარანტია, რომ თქვენ იღებთ უდეფექტო დეტალებს. „აეროს“ რესივერი ნაჭედი და ფრეზირებულია როგორც ამას მილ-სპეკი ითვალისწინებს. როგორც 20014 წელს, რესივერზე არის ჩემთვის ნაცნობი დამღა სტილიზებული A-ს ფორმის (სინამდვილეში А და ქვევით H). ეს დამღა გვეუბნება რომ აპერის ნამზადი დამზადებულია Anchor Harvey-ს მიერ. ამავე კომპანიის ნამზადებს იყენებს მაგალითად BCM და LMT.  “ლოუერი” “აეროზე” პრაქტიკულად არ განსხვავდება ტიპიური “მილ-სპეკ” ლოუერისგან, მაგრამ მჭიდის შახტა არის სტანდარტულზე უფრო განიერი, რაც ხელს უწყობს სწრაფ გადატენვას. თუ ეს საკმარისი არ არის, ასევე გაითვალისწინეთ, რომ კარაბინი აღჭურვილია სპეციალური მარეგულირებელი ხრახნით, რომელიც გამორიცხავს თამაშს აპერსა და ლოუერს შორის. აღნიშნული ხრახნის სარეგულირებლად უნდა მოხსნათ იარაღს სახელური. მე ხელი არ მიხლია ამ ხრახნისთვის, იმიტომ, რომ პირდაპირ ყუთიდან აპერსა და ლოუერს შორის ღრეჩო უბრალოდ საერთოდ არ იყო. პრინციპში გაშლილი მჭიდის შახტა და სარეგულირებელი ხრახნი არის რაც გამოარჩევს “აეროს” ე.წ. მეორე თაობის ლოუერს სტანდარტული მილ-სპეკ ლოუერისგან. რესივერის გაგრძელება, რასაც ჩვენთან ეძახიან ბუფერის მილს არის ასევე მილ-სპეკი და აქვს კონდახის 6 პოზიცია.  კოშკისებრი ქანჩი ასევე არის სათანადოდ დაფიქსირებული ნაჭდევებით, რაც გამორიცხავს მის სროლისგან ვიბრაციის დაშვებას.

20180929_175922[1] 20180929_180054[1]

იარაღის დაშლისას, რწმუნდები, რომ საკეტი ნამდვილად M-16 სტილის არის, დენთის აირების მიმღები საიმედოთ არის დაფიქსირებული საკეტის ჩარჩოზე, “სტაკინგი” ისეთი აგრესიული არ არის მაგრამ ჩემი აზრით საკმარისია. საკეტის გულიდან ექსტრაქტორის მოხსნის შემდეგ, აღმოაჩენთ, რომ ზამბარაზე წამოცმულია რეზინის შავი რგოლი, რაც უზრუნველყოფს საიმედო ექსტრაციას. ლულის პროფილი არის ე.წ. სამთავრობო, კარგი, კომპრომისული ვარიანტი, არც მთლად “ფანქრის” პროფილის არ არის და არც ძალიან მძიმე როგორც სქელკედლიანი საასპარეზო ლულა.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს თემა არ კარგავს თავის აქტუალურობას, მე ისევ უნდა გავამახვილო ყურადღება ლულის არხის დაფარვაზე. მოკლე ვიდეო სერიებში, რომელიც ჩვენ გადავიღეთ youtube არხთან „პრაქტიკული სროლა“, მე გავამახვილე ყურადღება იმ ფაქტზე რომ შავი ლულა AR-15-ში არ შეიძლება ჩაითვალოს ნაკლად. შეგახსენებთ, .223/5.56 კალიბრის ამუნიციის აბსოლუტური უმეტესობა არ არის კოროზიული, ისევე, როგორც იარაღი არის სამოქალაქო, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ არ მოგიწევთ მონაწილეობა მრავალ-წლიან სამხედრო კაპმანიაში ინდო-ჩინეთის ჯუნგლებში და ვერც გრძელი ჯერებით ვერ შეძლებთ სროლას. აბსოლუტური უმეტესობა ლულების სამოქალაქო AR-15-თვის არ არის ქრომირებული, ზუსტად იგივე მიზეზის გამო, იმიტომ, რომ პრაქტიკული სარგებელი ამას არ მოაქვს, ხოლო ლულის ფასი იზრდება. საერთოდ იმ წაკითხული დოკუმენტებიდან, რომლებიც ეხებოდა ლულების არხების სხვადასხვა დამუშავებას, მათ შორის ქრომირებას, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქრომირება შეიარაღებულ ძალებში განიხილებოდა პირველ რიგში, როგორც ლულის დაცვის მექანიზმი ეროზიისგან ხანგრძლივი ჯერებით სროლისას, იმიტომ რომ ქრომირებული ლულა გაცილებით უკეთესად უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურებს, რომლებიც ჩნდება ასეთი სროლისას. როგორც ცნობილია ტემპერატურა არის ლულის რესურსის პირველი მკვლელი. თუმცა რა თქმა უნდა, სულ თავიდან, ლულის ქრომირება დაიწყეს პირველ რიგში ლულის დასაცავად კოროზიული ვაზნებისგან, ხოლო იაპონელები იყვნენ პირველები ვინც მასიურად დაიწყეს ლულების ქრომირება თავისი „არისაკას“ შაშხანებზე. AR-15-ის შემთხვევაში ორივე ეს ფაქტორი არ არის მნიშვნელოვანი, ვაზნა, როგორც უკვე აღვნიშნე არ არის კოროზიული ხოლო თქვენ ფიზიკურად ვერ შეძლებთ ისეთი სროლის ტემპის განივთარებას, რომ დააზიანოთ ლულა ან თუნდაც დააჩქაროთ მისი ცვეთა. დიახ ქრომირებული ლულა შედარებით ადვილად იწმინდება, მაგრამ რაიმე პრაქტიკული სარგბელი მანდ მთავრდება.  სხვა საქმეა თუ ვინმეს სურს ქონდეს აუტენტურ საბრძოლო იარაღთან მაქსიმალურად მიახლოებული სამოქალაქო ვარიანტი, Mk18 ან M4A1-ის ასლი, მაშინ ალბათ სასურველი იქნება, რომ ლულაც იყო როგორც საბრძოლო იარაღებზე, ანუ ქრომირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ „აეროს“ ლულა არ არის უბრალო „შავი“ ლულა. ის დამუშავებულია QPQ ტექნოლოგიით, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ასევე საკმაოდ ცნობადი სახელით „ტენიფერი“. “ტენიფერი”, “მელონიტი”, “qpq” არის პრაქტიკულად ინდენტური პროცესის სხვადასხვა კომერციული დასახელებები. ფოლადის ზედაპირის დამუშავების ეს პროცესი ძალიან მოკლედ რომ ავხსნათ არის რკინის ზედაპირის თვისებების შეცვლა ხდება, რის შედეგადაც ზედაპირი იძენს განსაკუთრებულ გამძლეობას ცვეთასა და კორიზიასთან მიმართებაში. სწორედ ამ ტექნოლოგიის წყალობით „გლოკის“ ლულები ისვრიან ათი ათასობით ვაზნას ლულის არხში ყოველგვარი ცვეთის ნიშნების გარეშე და ასევე გამოირჩევიან კოროზიული მდგრადობით. განსხვავებით ქრომირებისგან, ლულის არხს ასეთი მეთოდის გამოყენებისას არ ემატება მასალა. მასალის დამატებისას/ქრომირებისას, შექმნილი დამცავი ფენის სისქე არასდროს არ იქნება თანაბარი, რაც ქმნის მცირე „ხარვეზებს“ ლულის არხში, აქიდან გამომდინარე თანდაყოლილი სიზუსტეც იქნება ნაკლები. გარდა ამისა წვრილი 5.6მმ-ნი ლულის არხის ქრომირება თავისთავად რთულია. ყოველ შემთხვევაში იუჯინ სტოუნერმა, როდესაც პირველად გამოიყენა QPQ ტექნოლოგიით დამუშავებული ლულა სამხედრო დანიშნულების იარაღისთვის (Stoner 63), ახსნა თავისი არჩევანი სწორედ იმით, რომ არ არსებობდა ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფდა წვრილი ლულის არხის ქრომირებას სათანადო ხარისხით. არ ვიცი მას მერე რამე თუ შეიცვალა ტექნოლოგიებში, მაგრამ ორივე ტექნოლოგია, რომ შევადაროთ მომხმარებლის პოზიციიდან, ჩემი აზრით QPQ ტიპის დაფარვა არის კარგი კომპრომისი, ქრომირებულ და შავ ან თუნდაც უჟანაგავ ლულას შორის. ის ინარჩუნებს არაქრომირებული ლულის მაღალ თანდაყოლილ სიზუსტეს (თუ ლულის არხი იდეალურია, პროცესის მერე ის დარჩება იდეალური) და ამავე დროს იძენს ქრომირებული ლულისთვის დამახასიათებელ მაღალ ანტიკოროზიულ თვისებებს და მდგრადობას ცვეთის მიმართ ანუ ლულის რესურსი იზრდება.  გარდა ამისა ეს პროცესი „ვრცელდება“ არა მარტო ლულის არხზე და სავაზნეზე არამედ მთლიანად ლულაზე, რომლის კოროზიული მდგრადობა იზრდება ყოველგვარი დამატებითი დამცავი ფენის საჭიროების გარეშე (ოქსიდირება, ღებვა, ფოსფატირება და ასე შემდეგ). შეუძლებელია გააფუჭო ლულა QPQ ტექნოლოგიით დამუშავებისას, მაგრამ ქრომირების ხარისხი იქნება სხვადასხვა, სხვადასხვა მწარმოებლის შემთხვევაში. არის მიზეზი რის გამოც Сriterion-ის ქრომირებული ლულები ჯდება 250-300 დოლარი და DPMS-ის 100-130 დოლარი. “კრიტერიონი” იყენებს განსაკუთრებულ ქრომირების მეთოდს და ასევე ახორციელებს ლულის არხის ხელით პოლირებას. დიდი ალბათობით ამ კომპანიის ლულები არის ბაზარზე საუკეთესო, თუმცა აქვე უნდა ვთქვა რომ ჩემი 10 ინჩიანი კარაბინი DPMS-ის ქრომირებული ლულით იყო ძალიან ზუსტი.

რაც შეეხება რესურს, ლულების ამერიკული მწარმოებლის Faxon Firearms-ის ვებ-გვერდზე დევს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 4150 ფოლადისგან დამზადებული ქრომირებული და QPQ ლულები, ნახევრად ავტომატურ იარაღში აღწევენ ერთნაირ რესურს (სანამ დაიწყება სიზუსტის დეგრადაცია), ხოლო ქრომირებულს აქვს უპირატესობა თუ ადგილი აქვს ექსტრემალურ ექსპლუატაციას, რაც ნიშნავს ისეთ სროლას, როდესაც ლულის ტემპერატურა აღწევს კრიტიკულ მაჩვენებლებს. Shooting Illustrated-ში გამოქვეყნებულ სტატიაში The Pros and Cons of Nitride Barrel Finishes (by Steve Adelmann – Saturday, December 30, 2017) ავტორი აღნიშნავს რომ მის მიერ განხორციელებული ტესტირებისას, სადაც ის იყენებდა უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ ლულებს, QPQ ტექნოლოგიით დამუშავებული ლულა ნაკლებად იბიდნებოდა ტყვიის გარსის მასალით, რისი მიზეზიც იყო ის რომ ასე დამუშავებული ლულის ზედაპირი ნაკლებად იკრავდა გარსის მასალას. აღნიშნლი ასევე ადასტურებს, რომ QPQ ლულა შედარებით ადვილი იქნება გასაწმენდად, არ მოითხოვს ხშირ ნადების მოცილებას ლითონის ჯაგრისებით და ქიმიით და შესაბამისად რესურსიც დიდხანს შენარჩუნდება. მაგრამ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტესტი-შედარება QPQ და ქრომირებული ლულების განახორციელა youtube არხმა Mrgunsandgear Channel. ორი იდენტური Faxon Firearms-ის  ლულით (ერთი ქრომირებული, მეორე QPQ) აღჭურვილი ავტომატური AR-15, ჯერ შეამოწმეს სიზუსტეზე, შემდეგ უწყვეტი ჯერებით დაცალეს იმდენი ვაზნა სანამ იარაღებმა პრაქტიკულად შეწყვიტეს მუშაობა და კვლავ შეამოწმეს სიზუსტე. მიღებული შედეგები ნაჩვენებია სურათზე ქვევით. როგორც ხედავთ QPQ ლულამ შეინარჩუნა სიზუსტე ბევრად უკეთესად ვიდრე ქრომირებულმა. Faxon-ს უნდა გაეჭრა ეს ლულები და ენახა რა პროცესებს ქონდა ადგილი ლულის არხებში, მარგამ ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია მათგან არ გამოსულა.

tesresulstqpqchrome

შეიძლება კიდე ბევრი წყაროს და დოკუმენტის ციტირება, მაგრამ ჩემი მოსაზრება გამყარებული კონკრეტული არგუმეენტებით მე უკვე წარმოგიდგინეთ, და ეს მოსაზრება რჩება უცვლელი. არ აქვს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა რა ტიპის ლულა აყენია AR-15-ზე თუ არ აპირებთ ხშირად და ბევრ სროლა ხანგრძლივი ჯერებით. მთავარია ლულა იყოს კარგი ხარისხის და მისი სიგრძე და ტვისტი შეესაბამებოდეს თქვენ მოთხოვნებს. ასეთ ლულას ექნება დამაკმაყოფილებელი სიზუსტე და რესურსი, რომელიც თქვენ გეყოფათ ალბათ ცხოვრების ბოლომდე თუ რა თქმა უნდა თუ თქვენ არ გაქვთ ვაზნების მომარაგების უწყვეტი და უფასო წყარო. მე მქონდა AR-15 ქრომირებული ლულით, შავი ლულითაც, ზოგი იყო უფრო ზუსტი, ზოგი უფრო ნაკლებად ზუსტი, მაგრამ „საერთო დანიშნულების“ ნახევრად ავტომატურ იარაღში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის რეალობა. სამწუხაროდ ეს რეალობა არ ემთხვევა იმ ზოგად და გავრცელებულ “კოლექტიურ აზრს”, რომელიც საქართველოში არსებობს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ გამგონი გაიგებს. ჩემი აზრით მომავალი ეკუთვნის QPQ ლულებს. აღნიშნული ტექნოლოგია უფრო მარტივია, იაფი, ტექნოლოგიური და იძლევა ძალიან კარგ შედეგებს.

AC-15-ის ტექნიკურ მიმოხილვას და ლულის აღწერას რომ დავუბრუნდეთ, აღვნიშნავ რომ ის იყენებს ტვისტს 1:7. ლულის ბოლოს დაყენებულია სტანდარტული А2 ტიპის ალმქრობი და ხიშტის ბჯენი.  ლულის პროფილი არის ე.წ. “სამთავრობო პროფილის”, ტიბჟირის ქვეშ იმალება საკმაოდ თხელი ლულა, რომელიც სქელდება დენთის აირების ბლოკიდან ლულის ბოლომდე. ასეთი ლულა საკმარისად ხისტია, მაგრამ არ არის ძალიან მძიმე, “სათრევი” ტაქტიკური კარაბინისთვის თითქმის იდეალური (AC-15M-ის წონა სულ რაღაც 2.8კგ-ია).  კარაბინის სასხლეტიც სტანდარტული ერთსაფეხურიანია, ტრადიციულად მძიმე, როგორც ტიპიური “მილს-სპეკ” სასხლეტი, არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული. იარაღის მართვის ყველა დანარჩენი მართვის ელემენტი ასევე სტანდარტულია.

 ჩვენ კარაბინზე აყენია სტანდარტული მრგვალი კვეთის, ორ ნაწილიანი ტიბჟირი შიგნიდან სიცხისგან დამცავი რკინის ფარებით. ისევ შეგახსენებთ რომ ბევრი საწყისი დონის AR-15-ში ეს ფარები შეეწირა ეკონომიას. DPMS Oracle-ზე და Ruger AR-556-ზე ის არ აყენია, მაგრამ ეყენა ჩემ FN 1776-ზე.  თუ ე.წ. „დელტა რინგი“  AC-15M-ზე სტანდარტულია – წინა ბჯენი, რომელზეც ფიქსირდება ტიბჟირის ორი ნახევარი, არის არასტანდარტული, გარედან სამკუთხედი ფორმის, რაც ნიშნავს, რომ მაგაზე არ დაყენდება მაგალითად „მაგპულის“ სტანდარტული საშუალო სიგრძის ტიბჟირი. საჭირო გახდება დენთის აირების ბლოკის მხოსნა და წინა ბჯენის გამოცვლა.  შედარებით გრძელი ტიბჟირის ქვეშ იმალება საშუალო სიგრძის 9 ინჩიანი დენთის აირების სისტემის მილი. შედარებით გრძელი ტიბჟირის დამატებითი უპირატესობა არის ის რომ მისი ჭერა უფრო კომფორტულია, უფრო მეტი ადგილია სადაც შეიძლება ხელის მოკიდება. უმნიშველოა, მაგრამ ასევე იარაღი უფრო თუ შეიძლება ასე ითქვას პროპორციულად გამოიყურება ვიდრე ტიპიური კარაბინი 16 ინჩიანი ლულით და 7 ინჩიანი დენთის აირების სისტემით.

ეხლა, რაც შეეხება საშუალო სიგრძის დენთის აირების სისტემას. მისი უპირატესობა არის უფრო ხანგრძლივ dwell time-ში, რა დროსაც სისტემა  სტაბილურად იღებს წნევას საიმედო ფუნქციონირებისათვის, რომელიც თან არ არის ისეთ მაღალი, როგორც 7 ინჩიან დენთის აირების სისტემაში, იქიდან გამომდინარე, რომ ნასვრეტი ლულაზე საიდან ხდება დენთის აირების აღება, უფრო დაშორებულია სავაზნისგან.  საკეტი უფრო დიდხანს რჩება დახურული, რის გამოც მასრა ასწრებს პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას და ექსტრაქცია არის “რბილი”. შესაბამისად ავტომატიკაც უფრო “წყნარად ” მუშაობს, მოძრავი ნაწილების სიჩქარე ნაკლებია რაც დადებითად აისახება მოძრავი ნაწილების რესურსზე და სროლის კომფორტზე. თეორიულად ასევე 9 ინჩიანი დენთის აირების სისტემა ნაკლებად პრეტენზიულია ვაზნების მიმართ, ისევ და ისევ ხანგრძლივი dwell-time-ის გამო. რა თქმა უნდა უკუცემის იმპულსიც არის უფრო მცირე, რაც ასევე გარკვეულ უპირატესობას წარმოადგენს. თანაც ყველაფერი ამას თქვენ იღებთ სტანდარტული 16 ინჩიანი AR-15-ის  გაბარიტების და წონის შენარჩუნებით, მაგრამ მართალია ცოტა მეტის გადახდა კი მოგიწევთ. X-15M-ის ფასად ეხლა საქართველოში საშუალო სიგრძიან AR-15-ს უბრალოდ ვერ ნახავთ.

ტექნიკური მიმოხილვის ბოლოს მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემი აზრით “აეროში” არ “მოუჭრიათ კუთხეები” და გამოუშვეს “პატიოსანი” ხელმისაწვდომი AR-15.  ნაწილი იმისა, რაც გამოარჩევს AC-15-ს იქნება შეუმჩნეველი, მაგრამ ნაწილი მოუტანს მსროლელს კონკრეტულ სარგებელს. მაგალითად მსროლელი ვერასდროს ვერ შეამჩნევს სხვაობას 4140 და 4150 მარკის ფოლადის ლულებს შორის მაგრამ არასათანადოდ გაკეთებული “სთაქინგის” გამო, ადრე თუ გვიან დენთის აირების მიმღებსა და საკეტის ჩარჩოს შორის გაჩნდება ღრეჭო, იარაღი დაკარგავს წნევას და დაიწყება დაბრკოლებები. ბევრს ასევე მოეწონება გაგანიერებული მჭიდის შახტა, რაც საგრძნობლად აადვილებს მჭიდის სწრაფ გამოცვლას. საშუალო სიგრძის დენთის აირების სისტემით განპირობებული რბილი უკუცემა ასევე დიდი პლიუსია, რომელიც იშვიათად გვხვდება ასეთი კლასის იარაღში.

aerocamo1

ასე გამოიყურება ჩემი “აერო” ამჟამად. სახელური და კონდახი დაყენებულია Mission First Tactical-ის. ამ კომპანიის პლასტმასის ფურნიტური უფრო იაფია ვიდრე “მაგპულის”, ის იყიდება თბილისში და ფასი-ხარისხით კარგად გამოირჩევა. კონდახს აქვს სწრაფად მოსახსნელი ღვედის სამაგრები და ღვედის გასაყრელები, ისე რომ ნებისმიერი ტიპის ღვედს დაამაგრებთ ისე, როგორც ისურვებთ. იგივე კომპანიის  EvolV™ 3 Prong ალმქრობ-კომპენსატორმა შეცვალა სტნადარტული А2 ტიპის ალმქრობი. იარაღზე დაყენდა კლასიკური წინა საღვედე (სტანდარტული კომპლექტაცია ითვალისწინებს ასეთი საღვედეს დაყნებას, მაგრამ საღვედე კარაბინს არ მოყვება). ბიუჯეტის დეფიციტს გამო, ჯერ-ჯერობით ოპტიკური სამიზნე დაყენებული არ არის. სიმართლე გითხრათ, იაფი ოტიკის ნაცვლად მე მირჩევნია საასპარეზო ტიპის დიოპტრიული სამიზნე, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვარ დარწმუნებული რაზე გავაჩერებ ჩემ არჩევანს. Х-15М-ზე  სტანდარტულად აყენია Magpul MBUS, რომელიც ჩემი აზრით არის წმიდა “ბექა-აპ” (სარეზერვო) სამიზნე მოწყობილობა და სერიოზული მიზანში სროლისთვის ის უბრალოდ არ გამოდგება. ნასვრეტის ზომები ძალიან დიდია, რის გამო მე ვიტყოდი რომ 100 მეტრის იქით სროლა კარგი ჯგუფების მისაღებად უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია. დიდი დიოპტრიდან სასროლად პატარა დიოპტრი უნდა გადაწოთ წინ და ის ხდება გარეთ გამოშვერილი. ის რომ ეს არ არის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, მე მივხვდი მაშინ როდესაც ერთ-ერთ ჩემ არაბინზე ეს დიოპტრი რაღაცას წამოედო და მოტყდა. პლიუსებს განეკუთვნება მყარი კონსტრუქცია (გადაწეული დიოპტრის გარდა), სამიზნე არ ირევა, არ ირყევა, მოკლედ კარგი ბექ-აპია, არც მეტი არც ნაკლები. თუ არ გეგმავთ ოპტიკის დაყენება და რკინები გირჩევნიათ, ჯობია იყიდოთ “ტროის”, “დენიელ დეფენსის” ან სხვა კარგი მწარმოებლის  უკანა სამიზნე მოწყობილობა.

43226056_10212416576464909_2143780312449024000_n

Mission First Tactical-ის კონდახი მოდელი BATTLELINK™ Utility Stock, სათავსოთი სადაც შეგიძლიათ შეინახოთ მარტივი საწმენდი კომპლექტი, სათადარიგო ნაწილები ან ელემენტები და ამავე კომპანიის  სახელური მოდელი ENGAGE. იმ ფურნიტურის მწირი არჩევანიდან, რაც საქართველოში იყიდება, ფასი/ხარისხით და ასორტიმენტით MFT-ს პროდუქცია დღეს ალბათ არის საუკეთესო.

იარაღი მე ასევე დავფარე სრული კამუფლირებით. მე ეს იმიტომ არ გავაკეთე, რომ გავალამაზო ან უფრო “ტაქტიკური” გვახადო. კამუფლირებას აქვს პრაქტიკული დანიშნულება, შენიღბოს იარაღი. ვინც მე მიცნობს ან ყურადღებით კითხულობს ჩემ ბლოგს, იცის, რომ მე ყოველთვის მომხრე ვარ მინიმალური აფიშირების იმ ფაქტის რომ გაქვთ იარაღები ან თუნდაც გიყვართ სროლა ან ლაშქრობა და ა.შ.  მხარზე გადაკიდებული ასეთი იარაღი, შორიდან შეერწყმევა ტანსაცმელს და ზურგჩანთას და არ იყვირებს. ახლოდან რა თქმა უნდა ის გამოჩნდება, მაგრამ შორიდან ის არ მიიპყრობს ყუარადღებას.  რატომ უნდა შეუქმნად ვინმეს დისკომფორტი თქვენი იარაღით ან მიიქციოთ ზედმეტი ყუარადღება?  ეხლა მოდაშია 5.11-ის “კარგო” შარვლები, ტაქტიკური ფეხსაცმლები, დამცავი ფერის მაისურები, თემატური სტიკერები მანქანებზე  მაგამ რეალობაში ეს ყველაფერი იპყრობს მიჩვეული თვალის ყურადღებას, ჩემი აზრით არ არის საჭირო ყურადღების მიპყრობა “ტაქტიკური” ჩაცმულობით და ჯობია არაფრით არ გამოირჩეოდეთ სხვებისგან.

პრინციპში სულ ეს არის რისი თქმას შესაძლებელია მორიგ AR-15-ზე. ჩემი მოსაზრება არის უცვლელი, საქართველოში აბსოლუტური უმეტესობა მსროლელების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს ყველაზე საბაზისო AR-15, იქნება ეს DPMS Oracle თუ Ruger AR-556. “Aero Precision”-ის AC-15 სერიის იარაღები არის, როგორც ვთქვი პატიოსანი AR-15, სადაც მწარმოებელს არ უცდია “კუთხეების მოჭრა” ეკონომიის მიზნით. გაუმჯობესებული მილ-სპეკ სპეციფიკაციები?  დამიჯერეთ, ასეთ რამეს ასეთი ფასის კატეგორიის AR-15-ებში ხშირად ვერ ნახავთ.  ამავე მწარმობლის M სერიის იარაღები, უკვე აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია, ეს ეხება როგორც გაუმჯობესებული დიზაინის მქონე აპერს ასევე ლულის ქანჩის დიზაინს, რომელზეც ყენდება ტიბჟირი.

img846756765

“აეროს” “საფირმო” გაუმჯობესებული აპერი, გამოიყურება, როგორც hi-end AR-15 აპერი და ამავე დროს არ ტვირთავს ლულის ქანჩს და აპერის დახრახნილ ნაწილს. მაგრამ ტექნოლოგიები უფასო არ არის და M სერიის იარაღები 1000 ლარით მეტი ღირს ვიდრე AC სერიის იარაღები. ეს სხვაობა ასევე განპირობებულია იმით რომ იარაღები უკეთესი კომპლექტაციით იყიდება. 

რაც შეეხება საიმედოობას, კალაშების ფანატებს მინდა გული დავწყვიტო და გამოვაცხადო, რომ სულ ყველა ჩემი AR-15 მუშაობდა საათივით და უპრობლემოდ, მათ შორის ახალი AC-15M.  ცოტათი უფრო ადრე ნაყიდი M4E1 ასევე უპრობლემოა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ იარაღების გამოცდას და ასევე გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოგთავაზებთ ამ იარაღების გრძელვადიანი ტესტირების შედეგებს. გრძელვადიანი ტესტირება არის მნიშვნელოვნი იმით, რომ ხანდახან საჭიროა დრო, რომ ყველაფერი რაც გამოტოვა ხარისხის კონტროლმა, მცირე გადაცდომები დაშვებული აწყობის დროს, მცირე გადახრები ნაწილების სპეციფიკაციებში, გამოძვრებიან და თავს იჩენენ გარკვეული რაოდენობა ვაზნების გასროლის შემდეგ. ამ ეტაპზე, ორივე იარაღი უპრობლემოა და არ აქვთ რაიმე უჩვეულო ცვეთის ნიშნები.

სიზუსტეზე მე ასევე არ მინდა ამ მიმოხილვაში ვრცელი საუბარი, იმ მიზეზის გამო, რომ ჯერ უბრალოდ ვერ მოვასწარით იარაღის ამ მხრივ სათანადო გამოცდა. ჩვენმა M4E1-მა დაიწყო ზუსტი სროლა მას მერე რაც სტანდატული მილს-სპეკ “თითის ტრენაჟოი” შევცვალეთ Geissele-ს სასხლეტით, რაც ბუნებრივია. იარაღი თავისუფლად დაკიდული, 16 ინჩიანი ლულით და ოპტიკური სამიზნით იმსახურებს ნორმალურ სასხლეტს. ერთსაფეხურიანი მილ-სპეკ სასხლეტი უბრალოდ ხელს შეგიშლით მართლა კარგი ჯგუფების მიღებაში. AC-15M-ის ტესტირება გაგრძელდება სტანდარტული სასხლეტით  სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ეს იარაღი იმსახურებს დამატებით ინვესტირებას.

aeroacc

M4E1-დან 100 მტრზე ნასროლი ჯგუფები სასხლეტის გამოცვლის შემდეგ. მანამდე საშუალო სიზუსტე იყო 5.5 სმ 100 მეტრზე სხვადასხვა მუხტების გამოყენებით. 

AC-15 ამჟამად გავასწორეთ 50 მეტრზე და სავარაუო სიზუსტე არის ტიპიური ასეთი იარაღებისთვის, 3 MOA-ს ფარგლებში 100 მეტრზე, მეტის ამოქაჩვა MBUS-ით და მილ-სპეკ სასხლეტით იქნება საკამოდ რთული. უფრო დეტალურ შედეგებს ავსახავთ გრძელვადიანი ტესტირების შედეგებში, მანამდე მეტს უბრალოდ ვერ შემოგთავაზებთ. რაც შეიძლება ამ ეტაპზე დანამდვილებით ითქვას, რომ ორივე “აერო”-ს 1:7 ტვისტით და ასევე 5.56 კალიბრის Mossberg MVP 1:9 ტვისთით, საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ Sierra Match King-ის 69 გრანიანი ტყვიით.

უნდა ვაღიარო, ხანდახან მე იარაღი ისე მომწონს ხოლმე, რომ ვხდები არაობიექტური მის შეფასებაში და მჭირდება მეტი დრო, რომ უფრო საღად შეავაფასო ის.  მაგრამ ჩემი მხრიდან არ იქნება ნაჩქარევი იმის თქმა, რომ  16 ინჩიანი ლულა და 9 ინჩიანი დენთის აირების სისტემა არის საუკეთესო და ყველაზე უნივერსალური AR-15-ის კონფიგურაცია. 16 ინჩიანი ლულა ახდენს 5.56 კალიბრის ვაზნის ბალისტიკური პოტენციალის სრულყოფილ გამოყენებას, კარაბინის ფორმატის კომპაქტურ იარაღში, ხოლო საშუალო სიგრძის დენთის აირების სისტემა, უზრუნველყოფს ავტომატიკის საიმედო და ხანგრძლივ უპრობლემო მუშაობას. ასევე  ამ ეტაპზე რამე მინუსი აღმოჩენილი არ არის. ყოველ შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული. არ მომეწონა, რომ იარაღზე ეგრევე ვერ ყენდება სხვა (მაგალითად მაგპულის) ტიბჟირი.  რა შეიძლება დაუწუნო Ac-15-ს? ბევრი არაფერი, არ მომეწონა ჩემი აზრით “სუსტი” სტანდარტული კონდახი, მაგრამ ამ დეტალს ალბათ ცვლის ყველა და ეგრევე, მათ შორის მეც. არც Magpul MBUS როგორც აღვნიშნე არ შედის ჩემ ფავორიტ სამიზნე მოწყობილობებში, მაგრამ მეორეს მხრივ ყიდვისთანავე ეგრევე, იარაღი მზად არის რენჯზე გასასვლელად. ერთი “მაგპულის” მჭიდი მას ასევე მოყვება კომპლექტში. ჩემი აზრით მაღაზიები რაც შეიძლება ამლე უნდა გადავიდნენ AR-ების გაყიდვაზე ფურნიტურის გარეშე, და იქვე კარაბინის ყიდვის მერე უნდა შეძლოს არჩევა სასურველი კონდახის, სახელურის და ტიბჟირის. მე უკვე დამიგროვდა სტანდარტული დეტალების კოლექცია, რომელიც დამრჩა წინა კარაბინებიდან.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. “Aero Precision”-ის AC-15 სერიის კარაბინები, ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ფასი-ხარისხით არის ერთ-ერთი თუ არა ყველაზე საუკეთესო AR-15 ტიპის იარაღები. საშუალო სიგრძის დენთის აირების სისტემა უდაოდ არის დიდი პლიუსი, რაც გამოარჩევს მას სხვა კონკურენტებისგან. ლულის ე.წ. “სამთავრობო” პროფილის გამო იარაღი მსუბუქია და მანევრირებადი.  იარაღი პირდაპირ ყუთიდან მზად არის გამოყენებისთვის და ასევე წარმოადგენს კარგ საფუძველს, რომელზეც შეიძლება აიგოს კასტომიზირებული იარაღი. პირველადი შესწალის და შეფასების შეეგების მიეხდვით, შეიძლება რეკომენდირებული იყოს შეძენისთვის.

Ar-15 – ის მჭიდები

Saturday, November 11th, 2017

ახალ ვიდეოში  მიმოხილულა AR-15-ის მჭიდების მოკლე ისტორია, კონსტრუქცია, ვარიანტები, მოვლა/მომსახურება და ტესტირება.

AR-15-ის ავტომატიკის სქემის ტექნიკური მიმოხილვა

Monday, October 23rd, 2017

ამ ვიდეოში მე ვსაუბრობ იმას თუ რაში მდგომარეობს AR-15-ის ავტომატიკის სქემის განსხვავება იმ სქემებისგან, რომელსაც ჩვენ აქამდე საქართველოში ვიცნობდით. მიმოხილულია ყოველი კომპონენტი ისევე როგორც სქემის ძირითადი ელემენტის მუშაობის, მოწყობილობის თავისებურებები და მოვლის/შემოწმების მეთოდები.

AR15-ის შერჩევა. ნაწილი 2

Tuesday, September 26th, 2017

ამ ვიდეო ეპიზოდით ვასრულებთ AR-15 ტიპის იარაღის ძირითადი კომპონენტების და თავისებურებების მიმოხილვას. ამჯერად ვსაუბრობთ სავაზნეებზე, დენთის აირების სისტემაზე, დგუშიან და პირდაპირი შეფრქვევის სისტემაზე და ასევე ბუფერზე და მის მნიშვნელობაზე.

 

AR15-ის საფუძვლები. ნაწილი 1

Monday, September 25th, 2017

წარმოგიდგენთ ვიდეო რგოლს, რომელიც ეხება AR-15-ის სისტემის იარაღის აღწერას. ამ ნაწილში ჩვენ ვსაუბროთ ამ ტიპის იარაღის ძირთად მოწყობილობაზე, ლულებზე, ტვისტებზე, ქვედა რესივერზე, ე.წ. “ბუფერის მილზე”.

ჩვენი ტესტი – FN-15 “1776″

Thursday, June 8th, 2017

როდესაც, საქმე ეხება AR-15 ტიპის შაშხანის მწარმოებლებს, ყველას ალბათ მოაგონდება, „კოლტი“, „ბუშმასტერი“, “დენიელ დეფენსი”, “LMT” და ასე შემდეგ, ანუ ის კომპანიები რომლებიც არიან ამ სისტემის იარაღის და მისი კომპონენტების ყველაზე სახელგანთქმული  მწარმოებლები. გაცილებით ნაკლები არის ცნობილი AR-15-ზე, რომელსაც უშვებს ბელგიური “FN America LLC”. არა, და 2013 წლიდან სწორედ ეს კომპანია არის აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძირითადი მიმწოდებელი M4А1 ტიპის კარაბინების. ამ კომპანიამ უკვე მიაწოდა 120 000-ზე მეტი ახალი კარაბინი და ბოლო ხელშეკრულებით მიაწოდებს კიდე უფრო მეტს 2020 წლამდე, ასე, რომ როგორც  ჩანს ეს იარაღი უახლოეს მომავალში დარჩება აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში. მოკლედ, როგორც ხვდებით FN არის სერიოზული მოთამაშე AR-15-ების სათამაშო მოედანზე. საინტერესო ის არის, რომ არც ისე დიდიხნის წინ ამ კომპანიამ დაიწყო  AR-15-ების გამოშვება სამოქალაქო ბაზრისთვის , როგორც საბაზისო და უფრო ძვირადღირებულ კომპლექტაციებში, ასევე საბრძოლო იარაღის “რეპლიკების”, სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღების, რომლებიც მაქსიმალურად იმეორებენ კარაბინებს და შაშხანებს, რომლებსაც ხმარობს ან ხმარობდა აშშ-ის შეიარაღებული ძალები. სტატიის დაწერის მომენტისთვის ჯამში 10 განსხვავებულ მოდიფიკაციას.

Herstal Group-ის კომპანიის სათაო ოფისი ბელგიაში მდებარეობს ხოლო ამერიკაში ეს კომპანია წარმოდგენილია შვილობილი კომპანიით “FN America LLC”, რომელსაც რამდენიმე კომპლექსი გააჩნია აშშ-ში სადაც ხდება ახალი იარაღების დაპროექტება, გამოცდა და წარმოება. “ჰერსტალ გრუპი” აშშ-ში წარმოდგენილია კიდევ ერთი შვილობილი კომპანიით  ”Browning”, რომელიც მდებარეობს ქალაქ მორგანში, იუტას შტატში. გარდა იმისა რომ ”FN America LLC” აწარმოებს და ყიდის იარაღებს, ის ასევე სთავაზობს თავის კლიენტებს სასწავლო კურსებს, რომლის მიზანია ამ კომპანიის მიერ წარმოებული იარაღის ათვისება, შესწავლა და შეკეთება.

ამჯერად ჩვენი ტესტირების ობიექტი  FN-ის წარმოებული სამოქალაქო იარაღი, AR-15 ტიპის კარაბინი, მოდელი “1776″, რომლის წარმოება FN-მა დაიწყო 2015 წელს. ეს იარაღი დახასიათებულია მწარმოებლის მიერ როგორც: ”ხელმისაწვდომი, მაღალი მონაცემების იარაღი გამზადებული ოპტიკის დასაყენებლად” ხოლო 1776 არის აშშ-ის დამოუკდიებლობის დეკლარაციის მიღების წელი და ახალი კარაბინი უნდა სიმბოლიზირებდეს ამერიკელების სწრაფვას თავისუფლებისკენ. დასაწყისისთვის არც ისე ცუდია არა?

რას წარმოადგენს FN-15 “1776″ დეტალებში? ეს არის კარაბინი 16.5 ინჩიანი ლულით, პირდაპირი შეფრქვევის სქემით, აპერი და ლოუერი სტანდარტულია კონფიგურაციის არის, ისეთივე, როგორსაც ნახავთ M-4-ზე. კონდახი ასევე სტანდარტულია, ტელესკოპური, M-4 სტილის. მოდელი “1776″ იყიდება ისევე, როგორც ბევრი „დაწყებითი დონის“ AR-15 სამიზნე მოწყობილობების გარეშე, ე.წ. “გამზადებული ოპტიკისთვის” კონფიგურაციაში. ეs საკმაოდ გავრცელებული მიდგომაა, იმის გათვალისწინებით, რომ მყიდველებს, როგორც წესი სურთ საკუთარი პრეფერენციებით სამიზნე მოწყობილობების დაყენება და ამიტომ, მწარმოებელი უტოვებს მათ არჩევანის უფლებას, ხოლო იარაღის ფასი ამის წყალობით ოდნავ მცირდება. ამ გზას მიმართავს პრაქტიკულად ყველა მწარმოებელი. მაგალითად BCM-ის Recce MOD 0-ს არ გააჩნია სამიზნე მოწყობილობები, მაგრამ განსხვავებით 1776-დან მასზე დაყენებულია საკუთარი წარმოების „კვად-რეილი“. ჩვენი კარაბინი ბევრად უფრო მოუხერხებელი და თუ გნებავთ უაზრო კონფოგურაციით არის შესრულებული, მაგრამ ამაზე ცოტათის მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ar16-fn151776-lead-682x383.1446058136

სტანდარტული ა2 ტიპის ალის ჩამხშობი, სტანდარტული კონდახი, ა2-ის სახელური, ერთ საფეხურიანი “სამხედრო ტიპის” სასხლეტი „1776“-ის კომპლექტაცია მაქსიმალურად საბაზისოა, მაგრამ ასევე შენარჩუნებულია ფორვარდ “ასისიტი” და საექსტრაქციო ფანჯრის ხუფი. ზოგი მწარმოებელი უარს იძახის ამ დეტალებზე იმისთვის, რომ კიდევ ეუფრო შეამციროს იარაღის თვითღირებულება. სტანდარტული 6 პოზიციანი კონდახი აბსოლუტურად ადეკვატურია, ხოლო მასზე შესრულებული ლამაზი FN-ის ემბლემა გადაგაფქრებინებთ მის შეცვლას.  სურათი: tactical-life

კარაბინი იყიდება უბრალო მუყაოს ყუთში ჩადებული სადაც მასთან ერთად დევს ინსტრუქცია, მოკლე ტექნიკური აღწერილობა, საკეტი და ერთი მჭიდი.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ყველა FN-ის წარმოების AR-15 ტიპის ყველა იარაღი იყიდება ერთი ცალი „მაგპულის“ მე-3 თაობის მჭიდთან ერთად, რაც კარგია, იმიტომ რომ დაწყებითი დონის AR-15, როგორც წესი იყიდება სტანდარტული ალუმინის მჭიდებით. ალუმინის მჭიდიც მუშაობს მაგრამ „პიმაგი“ უკეთესია.

როგორც შეამჩნიეთ ალბათ მე  ”1776″-თან მიმართებაში არ ვხმარობ სიტყვა ბიუჯეტურს, იმიტომ რომ „1776“ არ არის ბიუჯეტური იარაღი ამ ტერმინის კლასიკური განმარტებით. დიახ, ის არის უბრალო კომპლექტაციით, მაგრამ შესრულებული ხარისხიანად, ხარისხიანი კომპონენტების გამოყენებით. დეტალების დამუშავება და მორგება უმაღლესია. დეტალები დაფარულია ხარისხიანი შავი დაფარვით. ლულაც და საკეტიც ატარებს MPI დამღებს.  MPI იშიფრება, როგორც Magnetic Particle Inspection და არის რკინის მაგნიტური დეფექტოსკოპიის ნაირსახეობა, რომელიც ავლენს რკინაში დამალულ დეფექტებს, გამომდინარე იქიდან რომ მათ რკინისგან განსხვავებული მაგნიტური ველი აქვთ. ასეთი მეთოდით შემოწმება-გავლილი დეტალები თავისუფალია მიკრობზარებისგან და სხვა დეფეტქებისგან, რაც უზრუნველყოფს ამ დეტალების ხანგრძლივ სიცოცხლეს. შემდეგი პუნქტი, რომელიც ყოველთვის უნდა ნახოთ AR-15-ის შეძენნისას არის საკეტის ჩარჩოზე განლაგებული დენთის აირების მიმღები (gas key), უფრო სწორედ მისი ხრახნების ფიქსაციის მეთოდი. ჩვენ შემთხვევაში ისინი საიმედოთ დაცულია დაშვებისგან. ანალოგიურად  უნდა შემოწმდეს ბუფერის მილის ქანჩი. თუ მას არ აქვს გაკეთებული ე.წ. „სთაქინგი“, ის დაიშვება. ამ დეტალზე „სთაქინგის“ არ არსებობა კრიტიკული ნაკლი არ არის ცხადია, მაგრამ ხშირად ბიუჯეტურ იარაღში ეს პროცედურები არ ხორციელდება სათანადოდ და თუ ბუფერის მილის ქანჩის დაშვება ადვილად შესამჩნევია და გამოსწორებადია, დენთის აირების მიმღების ხრახნების დაშვებას არასწორი სტაქინგის ან საერთოდ მისი არ არსებობის გამო, უკეთეს შემთხვევაში მოყვება შეფერხებები (გამოწვეული იმით რომ მოხდება წნევის ვარდნა და იარაღი არ გადაიტენება) ან უარეს შემთხვევაში მოხდება აპერის დაზიანება. უკეთესი შემთხვევაც ამ მაგალითის შემთხვევაში ძალიან პირობითია. შეტაკების პრიობებში და თავდაცვისას, დენთის აირების მიმღების გამო გაჭედილი იარაღი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს მის მფლობელს. ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა ხრიკი არსებობს, AR-15-ის ფასის შემცირების, მაგალითად სტანდარტული ტიბჟირი ყენდება მეტალის სიცხისგან დამცავი ფარების გარეშე. “1776″ ტიბჟირში ორ-ორი ასეთი ფარია განლაგებული რაც დაიცვას ხელს დამწვრობისგან თუნდაც ძალიან ინტენსიური ცეცხლის წარმოების პირობებში. ან თუნდაც აიღეთ ღვედის წინა გასაყრელი, ის მეტალის არის და დაფარულია რეზინის თხელი ფირით, რომ არ იხმაურის. დეტალებისადმი ასეთი ყურადღების და ასეთი დონის შესრულების შემდეგ უნამუსობა იქნება უწოდო “1776″ ბიუჯეტური და ამით მოაქციო ის იგივე კლასში რაც DPMS Oracle. “1776″ არის ხარისხიანი, ვარგისი იარაღი, ხოლო დაწყებითი დონის არის იმიტომ რომ აკლია ტაქტიკური ჩხარუნები, ვერტიკალური სახელურები და ასე შემდეგ, მაგრამ ამის ყველაფერის შეძენა შეუძლია პატრონს საკუთარი გემოვნებით და სურვილების მიხედვით, ასე რომ ჩვენი აზრით „1776“ არის კარგი თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა „ტოპ კლასის“ ტაქტიკური კარაბინის ასაწყობად, ისე რომ არ იქნება საჭირო ძირითადი კომპონენტების გამოცვლა.

boltfn

“1776″-ის საკეტი ფოსფატირებულია გარედან, შიგნიდან ქრომირებულია და აღჭურვილია გაუმჯობესებული ექსტრაქტორის ზამბარით. უკანასკნელი დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვანია იარაღის საიმედო ფუნქციონირებისათვის.

აქ მე მინდა პატარა გადახვევა გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს გადაკეთებებს, ფულის ინვესტიციას, ყველაზე თავზეხელაღებულები იწყებენ ძვირადღირებულ და საკითხავი ეფექტიანობის მქონე პროცედურების ჩატარებას, წვავენ ტყვიებს, რომ ლულის „აბკატკები“ აკეთონ და ასე შემდეგ, ისე რომ ჯერ არც ისვრიან იარაღს. ეს ყველაფერი არის სისულელე. ისროლეთ ჯერ იარაღი და შედეგების მიხედვით იმსჯელეთ იმსახურებს თუ არა ეს იარაღი დროის და ფულის ინვესტიციას და სად უნდა განხორციელდეს ეს ინვესტიცია. უკვე შემდგომ, ჯგუფების და დროის დინამიკის ცვლილებბებით მიხვდებით სწორი მიმართულებით მიდიხართ თუ არა.  გასაგებია ყველას თავისი მუღამები და გასართობი აქვს და ბევრი ფული, რომლის ხარჯვაც უხარია, მაგრამ ჩვენ ამ რესურსზე ვემხრობით პრაქტიკულ მიდგომებს და სხვებსაც იგივეს ვურჩევთ და ვასწავლით.

ყველაზე დიდი და “1776″-ის ალბათ ერთადერთი ნაკლი,  არის მასზე  დაყენებული დენთის აირების ბლოკს. ჩემი აზრით  აზრს მოკლებულია სტანდარტული ტიბჟირის და მისი სამაგრების გამოყენების პირობებში ასეთი დენთის აირების ბლოკის გამოყენება. ვიღაცა იტყვის, რომ ასეთი დენთის აირების ბლოკი გაძლევს საშუალებას დააყენო ტიბჟირი, რომელიც პირდაპირ „დელტა-რინგზე“ ყენდება და ალბათ FN-შიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ არც სტანდარტული დენთის აირების ბლოკის გადაჭრა არ არის პრობლემა, თუ დააპირეთ ასეთი ტიბჟირის დაყენება. ასეთ იარაღზე უნდა ეყენოს სტანდარტული წინა სამიზნე მოწყობილობა/დელტარინგი/სტანდარტული ტიბჟირი ან დაბალი „გას ბლოკი“ და ლულის ქანჩზე დასაყებელი გრძელი ტიბჟირით. მომავალი არის ყველა AR-15-ზე გრძელი ლულის ქანჩზე დასამაგრებელი გრძელი ტიბჟირების…

ჩემი აზრით ასეთ კარაბინზე „კვად რეილის“ დაყენების ყველაზე იაფი და გამართლებული  მეთოდია, უბრალო თუნდაც ჩინური წარმოების „კვად რეილის“ დაყენება, რომელიც ისევე ფიქსირდება იარაღზე, როგორც სტანდარტული პლასტმასის ტიბჟირი. თავისუფლად დაკიდული ლულები კარგია, არ ვდაობ, მაგრამ ტაქტიკურ კარაბინზე მათი დაყენება არ წარმოადგენს კრიტიკულ აუცილებლობას. მაგალითისთვის ჩემი AR-15 DPMS-ის 11.3 ნი ლულით და ჩინური „კვად რეილით“ თავისუფლად ისროდა 4.5 სმ-ან ჯგუფებს, რაც საკმარისზე მეტი სიზუსტეა ტაქტიკური კარაბინისთვის 28სმ-ნი ლულით. ვიღაცა იტყვის რა საჭირო არისო კვად რეილი საერთოდ. ჩემ შემთხვევაში მე მეყენა ბჯენი ხელისთვის, რომელიც  შეიძლება გამოიყენო რომ წამოდო რამეს და უფრო მყარი პოზიცია დაიკავო სროლისთვის. ასევე მეყენა ტაქტიკური ფანარი და საღვედე. არაფერი აქიდან ზედმეტი არ არის.

sstibj

ავტორის კუთვნილი, ერთ-ერთი AR-15, ჩინური წარმოების „კვად რეილით“. აღნიშნული დეტალი დაყენდა უპრობლემოდ, არ საჭიროებდა მორგებას ან გადაკეთებას და მშვენივრად ასრულებდა თავის ფუნქციას, თანაც სულ რაღაც 25 დოლარად.

სამიზნე მოწყობილობების არ არსებობა, როგორც უკვე ავხსენი ამცირებს იარაღის ფასს და აძლევს მყიდველს საშუალებას ტავად გადაწყვიტოს რისი დაყენება სურს. მე არ ვარ მომხრე მხოლოდ ოპტიკის ნდობის და ამიტომაც დენთის აირების ბლოკი გამოვცვალეთ სტანდარტულით, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობის როლში გამოვიყენეთ Magpul MBUS. მე არ ვარ კონკრეტულად ამ მოდელის სამიზნე მოწობილობის დიდი ფანატი. მაგრამ ის ღირს იაფი, ის მუშაობს, ის არის გამძლე, მსუბუქი და ოპტიკის დაყენების შემდეგ მას ჩაკეცავთ და ის აღარც გაგახსენებთ თავისი არსებობის შესახებ სანამ ოპტიკას რამე არ მოუვა და არ დაგჭირდებათ ისევ მისი გამოყენება. MBUS-ის ნაკლი არის ორი ფირფიტა ნასვრეტით, რომლებიც დიოპტირს როლს ასრულებენ. იმისთვის რომ გამოიყენოთ განიერი დიოპტრი ახლო მანძილზე სასროლად უნდა გადმოკეცოთ ფირფიტა წვრილი დიოპტრით. ასეთ მდგომარეობაში ის რჩება გარეთ გამოშვერილი და დარტყმის შედეგად ის ადვილად ტყდება. ეს არ არის ინტერენეტში მოსმენილი ისტორია, ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს მე ასე დავრჩი მარტო ერთი დიოპტრის ამარა. სამხუხაროდ “მაგპულზე” ერთი საფეხურით უკეთესი სამიზნე მოწყობილობების ფასი ორჯერ-სამჯერ მეტია. როგორც დამხმარე/სათადარიგო სამიზნე მოწყობილობა Magpul MBUS გამოდგება. ძირითადი სამიზნე მოწყობილობის როლში მისი ნდობა არ შეიძლება.

20170407_170043

“1776″ სტანდარტული “გას ბლოკის” (ზედვე შესრულებული წინა სამიზნე მოწყობილობით) დაყენების პროცედურა.

რაც შეეხება იარაღის ლულას, ის არის 16 ინჩიანი, “შავი” (არაქრომირებული) ლულა, 1:7-ნო ტვისტით და 5.56-ის სავაზნით. ლულა ასევე ატარებს MPI დამღას რაც მისი “ხარისხის სერტიფიკატია”.ლულის არხი დამზადებული ხრახნების ძირიდან მოჭრის (bottom rifling) მეთოდით. ლულის არხის დამზადების ეს მეთოდი არ ითხოვს რთულ დანადგარებს, სწრაფია და იაფი. ამ მეთოდით ერთი ლულის არხის დამზადებას უნდა სულ რაღაც 30 წამი, სწორედ ამის გამო ეს მეთოდი ასე პოპულარულია აშშ-ში. ასე ამზადებენ ლულებს E.R. Shaw, Douglas, Wilson, Lilja, Schneider, Shilen, Pac-Nor, Hart და ასე შემდეგ.  გარდა იმისა, რომ ეს მეთოდი სწრაფია და ითხოვს მარტივ დაზგებს ის ასევე შედარებით ნაკლებ სტრესს ქმნის ფოლადის სტრუქტურაში და თუ ლულის ნამზადი კარგი ხარისხისაა,  შედეგებიც შესანიშნავია.  ”1776″-ში სწორედ ამ მეთოდით დამზადებული ლულა გამოიყენება და არა FN-ის საფირმო ცივად ჭედვის მეთოდის გამოყენებით. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო კონტრაქტით დამზადებულ M4-ებს სწორედ ეგეთი ლულები უნდა ქონდეს. ხარისხი FN-ის ლულების ძალიან მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ლულები მზადდება საკუთარ საწარმოში, გადიან ხარისხის კონტროლს და ამის გარდა ყველა FN-ის იარაღი გადის ტესტირებას სიზუსტეზე სროლით. თუ იარაღი არ აკმაყოფილებს სიზუსტის სტანდარტს ის არ მოხვდება გაყიდვაში. თავისთავად ლულების დამზადების ტექნოლოგია ცალკე სტატიის თემაა, და როდესაც საქმე ეხება ტაქტიკურ კარაბინს, მე მირჩევნია ლულა იყოს ხარისხიანი, იყოს ქრომირებული და ქონდეს საჭირო ტვისტი. დანარჩენი მე არ მადარდებს. ამ შემთხვევაში ქრომი არ გვაქვს რაც ცუდია მაგრამ არა კრიტიკულია, სამაგიეროდ გამოყენებულმა ხრახნის მოჭრის მეთოდმა და დამზადების მაღალმა ხარისხმა უნდა განაპირობოს ძალიან კარგი სიზუსტე. ქრომი ასევე არაერთგვაროვნად ედება ზედაპირს და მაინცდამაინც არ უწყობს ხელს მაღალ სიზუსტეს. ასე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი რომ იარაღი გვიჩვენებდა სიზუსტეს, რომელსაც შეიძლებოდა ელოდებოდე ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი იარაღისგან. დავამატებ მხოლოდ, რომ საკეტის ჩარჩო შიგნიდან ქრომირებულია, როგორც სამხედრო M-4/M-16-ზე.

ვიცი ბევრი გაიფიქრეს: “ფუუ ეს რა იარაღია ქრომის გარეშე???”; “ნაჭედი ლულა ჯობია” და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობა არის ის რომ დღეს აშშ-ში ძალიან ბევრი მწარმოებელი უშვებს ძალიან კარგ ლულებს. არც ისე დიდიხნის წინ ზუსტ  იარაღში ნაჭედი ლულის გამოყენება ითვლებოდა მოვეტონად, მაგრამ ეხლა წარმოება იმდენად განვითარდა, რომ ჩემი ღრმა რწმენით არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს რა მეთოდით და რისგან დაზმადებული ლულა აყენია ტაქტიკურ კარაბინში, თუ ლულა ხარისხიანად არის დამზადებული გამოყენებული ტექნოლოგიის მოთხოვნების დაცვით. მე ვიცი ამის მოსმენა ძალიან გაუტყდებათ იმ ტიპებს, რომლებსაც უყვართ ძვირადღირებული ჩხარუნებით მარიაჟობა და ამაყობენ, რომ მათ აქვთ საშუალება იყიდონ ლულები დამზადებული ხელით, გადამდნარი მეტეორიტებისგან, მაგრამ რეალურ სამყაროში ეს არაფერ აღარ ნიშნავს. მე ვიცი ადამიანი, რომელმაც იყიდა რუეგერის დამზადებული გარედან ბოლომდე დაუმთავრებელი ნაჭედი ლულები მათი Mini-14-ის კარაბინებისთვის, მოარგო ისინი AR-15-ებს და მიიღო ისეთი სიზუსტე, რომ იყენებდა ამ იარაღებს Service Rifle კლასის შეჯიბრებებში. DPMS-ის 28სმ-ნმა  ლულამ AR-ზე სტანდარტული კონფიგურაციით და სასხლეტით, მომცა ისეთი სიზუსტე, რომელიც არ დაისიზმრებოდა სვდ-ს მფლობელებს  ხოლო სულ ბოლოს კაცმა ისროლა 65მმ-ნი ჯგუფი 250 მეტრზე 4 ჯერადი ოპტიკით სტანდარტული AR-15-დან, რომელზეც ეყენა შავი ლულა, გაურკვეველი მწარმოებლის, რომელიც ნაყიდი იყო იმიტომ რომ ღირდა ყველაზე იაფი. ცალკე თემაა ასეთი იღბლიანი და იაფი ლულები როგორ გაუძლებენ გრძელვადიან ექსპლუატაციას დ რამდენხანს დაიჭერენ ასეთ სიზუსტეს მაგრამ რაც ჩემით ვნახე იმას გეუბნებით. ქრომს რაც შეეხება, კარგია თუ ის არის და ცუდია თუ გიწევთ ბრძოლა ვიეტნამის ჯუნგლებში და ის არ არის. იმის თქმა მინდა, რომ უამრავი კარაბინი და შაშხანა იყიდება “შავი” ლულებით. 5.56/.223 კალიბრის ვაზნების აბსოლუტური უმეტესობა არ არის კოროზიული და შესაბამისად არ უნდა იდარდოთ ლულის არხის და სავაზნის ზედაპირის დამატებით დაცვაზე. ვიმეორებ კარგია რომ ქრომი იყოს, მაგრამ მისი “1776″-ის ლულაში არ არსებობა მე დიდად არ მადარდებს.

asddas

“1776″-ის ზომიერად სქელკედლიანი 16.5-ნი ლულა უზრუნველყოფს 5.56 ვაზნის პოტენციალის ადეკვატურ გამოყენებას და კარგ ბალისტიკას, თუმცა მისი წონის გამო იგრძნობა, რომ სიმძიმის ცენტრი წინ არის გადანაცვლებულია. “გას ბლოკზე” შესრულებული ხიშტის სამაგრი ასევე ზედმეტია. იარაღზე განთავსებულია საღვედეები კონდახზე და “გას ბლოკზე”, რაც უზრუნველყოფს ღვედის ერთნაირად კომფორტულ გამოყენებას ცაციებისთვისაც ან იმათთვის ვინც ისვრის მარცხენა მხრიდან.

 სტანდარტული AR-15-ის სიზუსტე, ქარხნული ვაზნის გამოყენებისას, როგორც წესი არ უნდა აღემატებოდეს 9 სმ-ს 100 მეტრზე. რეალობაში, ოპტიკური სამიზნის და კარგი ვაზნის გამოყენებით შესაძლებელია ამ მაჩვენებლის 3-4 სმ-მდე დაყვანა. ტაქტიკური კარაბინისთვის ეს არის საკმარისზე მეტი. მინდა გული დაგწყვიტოთ, მაგრამ ასეთი სიზუსტე დიდი იშვიათობაა “კალაშნიკოვის” კლონებში, რომლებშიც კარგი ხარისხის ლულაც შეიძლება განადგურდეს, როდესაც მას ჩააყენებენ გადაბრეცილ ტრუნიონში და გადაუჭერენ დენთის აირების ბლოკს და წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზას., და თან ამას ისე გააკეთებენ, რომ კორას არ ეყოფა შესწორებების მარაგი რომ კომპენსირება გაუკეთოს მრუდედ ჩაყენებულ ლულას და სამიზნე მოწობილობის ბაზას. ამის ფონზე AR-15 თავისი “რბილი” პირდაპირ შეფრქვევის სისტემით და ლულით, რომელსაც არაფერი არ უშლის ხელს გამოავლინოს თავისი სიზუსტის მაქსიმუმი, “კალაშნიკოვთან” შედარებით არის, როგორც ლეპტოპი საბეჭდ მანქანასთან შედარებაში.

დაიმედებული ამ ინფორმაციით ჩვენ გავეშურეთ სასროლეთზე. მინდა გითხრათ რომ ეს ნაწილი სტატიის დაიწერა სულ ბოლოს, ამიტომ ცხადია ჩვენ გვაინტერესებდა გაამართლებდა თუ არა “1776″ ჩვენ მოლოდინებს. არავის ეჭვი არ ეპარებოდა რომ FN-ის იარაღი იმუშავებდა საიმედოთ, მაგრამ ყველას გვაინტერესებდა როგორ სიზუსტეს გვაჩვენებდა. რას უნდა ელოდო სტანდარტული AR-15-დან ჩვენ უკვე დავწერეთ. ჯერ უნდა გასწორებულიყო მექანიკური სამიზნე მოწყობლობა, შემდეგ სიზუსტის დასადგენად დროებით უნდა დაგვეყენებინა 1-4×32 Bushnell სკოპი, რომელიც “ვისესხეთ” მეორე AR-15-სგან. მექანიკის გასწორებას დაჭირდა რამდენიმე წუთი. მიყვარს როდესაც იარაღი ადვილად სწორდება და არ არის საჭირო წავლება, დროს და ვაზნების ზედმეტი ხარჯვა. წინა სამიზნეს ხელის ხლება არ დაჭირდა ხოლო BIUS-ს დაჭირდა რამდენიმე კლიკი საჭირო ჰორიზონტალური შესწორების შეტანის მიზნით. 50 მეტრზე გასწორებისას რკინებით ჩვენ მივიღეთ ზუსტად 30მმ-ნი ჯგუფი. თქმაც არ უნდა, რომ AR-ის სტანდარტული სასხლეტი არ გამოდგება ზუსტი სროლისთვის, მაგრამ ადეკვატურია ტაქტიკური კარაბინისთვის. სასხლეტი არის ერთ საფეხურიანი, საკმაოდ გრძელი სვლით და მძიმე, მაგრამ ნარნარი, “ხრაშუნის” გარეშე. ასეთი სასხლეტის მოთვინიერება შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს ახალბედა მსროლელისთვის, მაგრამ როგორც კი მიხვდებით სასხლეტის დამუშავების სწორ ტექნიკას საქმე სწრაფად წინ წავა და ჯგუფები “ჯადოსნურად” შემჭიდროვდება.

20170606_195337

სროლით ტესტირება ხდება დაწოლილი მდგომარეობიდან და მოუმზადებელი პოზიციიდან. ისე, როგორც შეიძლება რომ მოგიწიოს ტაქტიკური/თავდაცვითი კარაბინის გამოყენება, თუ ამის საჭიროება დადგება. არავითარი ბენჩები, ბიპოდები (თუ ის არ არის იარაღის განუყრელი ნაწილი) სადგარები და მაგიდები რომლის ქვეშ შეგიძლია მოათავსო ღიპი რომ ხელს არ გიშლიდეს. თუ ამის შესაძლებლობა არის შესაძლებელია მჭიდზე დაყრდნობა.

50 მეტრის შემდეგ დადგა 100 მეტრზე სროლის ჯერი. 4 გადიდებიანი “ბაშნელი” ცხადია არ არის საუკეთესო არჩევანი იმისთვის, რომ ბოლომდე ნახო სიზუსტის პოტენციალი მაგრამ თუ სამიზნე კონტრასტულია და ძალიან პატარა არ არის, როგორც წესი შესაძლებელია ძალიან კარგი ჯგუფების მიღება. 60 გრანიანი Hornady V-max-ით მივიღეთ 5 სმ-ნი ჯგუფი, სტანდარტული 62 გრანიანი FMJ ვაზნით 5სმ, 69 გრანიანი SMK – 5.5 სმ.  სტაბილური სიზუსტე სხვადასხვა ვაზნებით სროლისას, ფლაიერების არ არსებობა, საიმედოობა, ასეთი შედეგით არ შეიძლება რომ იყო უკმაყოფილო. შესაძლებელია ჯგუფების შემჭიდროება? უდაოდ. კარგი ოპტიკა, კარგი სასხლეტი, კარგი სადგარი, ცოტა ექსპერიმენტირება სხვადასხვა მუხტებით და დარწმუნებული ვარ ეს იარაღი სიზუსტით მიუახლოვდება საასპარეზო შაშხანას.  ჩვენ გეგმებშია “1776-ის ეტაპობრივი მორგება მსროლელზე, “აბკატკების” ვუდუს, ფანატიზმის და რადიკალური კასტომიზაციის გარეშე, იმისთვის რომ შევინარჩუნოდ კარაბინის მსუბუქი წონითი კატეგორია და ტაქტიკური/თავდაცვითი კარაბინის ფორმატი. კარგი ღვედი, “შუქი” და ოპტიკა, არის ის რაც გვაქვს გეგმებში. დამატებითი ტესტირება 200 და 300 მეტრზე ასევე დაგეგმილია და სტატია განახლდება შესაბამისად. რა თქმა უნდა არანაირ დაბრკოლებას , სროლის დროს ადგილი არ ჰქონდა, იარაღმა საათივით იმუშავა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.  მგონი აზრი არ აქვს კიდევ ერთხელ AR-15-ის ერგონომიკაზე და სროლისუნარიანობაზე საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი იწონის სულ რაღაც 2.9კგ-ს და არის ბუმბულივით მსუბუქი, უკუცემა მინიმალურია. ასეთი იარაღით შეგიძლია თუ გინდა მთელი დღე ტყეში თუ მთაში იხეტიალო და არ მგონია თუნდაც გულში, ჩუმად, ის ერთხელ მაინც დაწყევლო წონის გამო. იარაღის წონა ხშირად არ განიხილება როგორც სერიოზული ფაქტორი, მაგრამ ეს იმის გამო რომ ძალიან ბევრი მსროლელი დღეს ერთი მანქანით მიდის სასროლეთზე და მეორე მანქანით დასეირნობს პოზიციიდან სამიზნეებამდე. ჩვენი ფილოსოფია განსხვავებულია და მიგვაჩნია, რომ იარაღი უნდა იყოს საკმარისად მსუბუქი რომ გაიარო დღეში 10 კილომეტრი და არ მოგინდეს მისი ხევში გადაგდება.

ამჯერად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძირითადი საბრძოლო შაშხანა არის M4A1, რომლის მიმწოდებელიც არის FN-ი. M4A1 მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ განსხვავდება ვიზუალურად XM177-სგან, რომლითაც მწვანე ბერეტები და “ზღვის ლომები” ომობდნენ ვიეტნმაში, ათი თავით მაღლა დგას ვიდრე მისი წინადმორბედები, უამრავი ძნელად შესამჩნევი ტექნიკური და ტექნოლოგიურ ცვლილების წყალობით.  M4A1 დღესდღეისობით არის ყველაზე ბრძოლაში გამოცდილი და ჩემი აზრით საუკეთესო 5.56 კალიბრის საბრძოლო შაშხანა/კარაბინი  მსოფლიოში და თუ ეს მადლი ცოტათი მაინც გადმოვიდა FN-ის სამოქალაქო იარაღებზე, მაგას რა ჯობია.

shootrscentral.ge-ს დასკვნა. FN “1776″ არის საბაზისო კომპლექტაციის მქონე მაგრამ არა “ბიუჯეტური” AR-15. შესრულებული მაღალი ხარისხით, კარგი კომპონენტებისგან აწყობილი ის წარმოადგენს კარგ ბაზას ტაქტიკური თუ თავდაცვითი ან თუნდაც “გაზუსტებული” AR-15-ის ასაწყობად, ისე რომ არ იქნება საჭირო მისი ძირითადი კომპონენტების გამოცვლა. მთავარ ნაკლს ჩვენი აზრით წარმოადგენს წინა სამიზნე მოწყობილობის არ არსებობა და მიუხედავად ამისა, რომ ის მიანც დაკომპლექტდა სტანდარტული ტიბჟირით. ყოველლგვარი მოდიფიკაციების გარეშეც, “1776″ თავისი 3კგ-ზე ნაკლები წონით და სტაბილური სიზუსტით არის შესანიშნავი 5.56 კალიბრის თაქტიკური/თავდაცვითი კარაბინი. “1776″ სავსებით შეესაბამება FN America-ს დევიზს ““Military Born, FN Manufactured” (“დაბადებული სამხედროდ, დამზადებული FN-ის მიერ”).

რა უნდა ვიცოდეთ AR-15-ის ბუფერებზე?

Monday, June 5th, 2017

assembufar15

თავდაპირველად ბუფერი AR-15-ში სხვა არაფერი იყო თუ არა თავისებური „ინტერფეისი“ საკეტსა და დამაბრუნებელ ზამბარას შორის. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ეს დეტალი ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს იარაღში ვიდრე ყველას ეგონა. განთავსებული დამაბრუნებელ ზამბარას და საკეტს შორის ის ასრულებს ბევრ ფუნქციას. ის ამცირებს მოძრავი ნაწილების სიჩქარეს, მუშაობს პრაქტიკულად ისევე როგორც თავისუფალი საკეტი, ანუ თავისი მასით რაღაც მომენტამდე არ აძლევს საკეტს უკან წასვლის საშუალებას. მის კუდში განლაგებული პლასტმასის „ბალიში“ იცავს ბუფერის მილს (ტექნიკურად ამ ნაწილეს ეწოდება რესივერის გაგრძელება) დარტყმებისგან და ბოლოს რაც მთავარია, ის არის საკეტის ასხლტომის საწინააღმდეგო მოწყობილობა. ეხლა ყველაფერზე დაწვრილებით და თანმიმდევრობით.

როგორც სურათიდან ხედავთ, ბუფერის შიგნით განლაგებულია წონები, რომლებიც იქით-აქით დადიან. ეს გაკეთებულია იმისთვის რომ გაუქმდეს „საკეტის ასხლტომა“ (bolt bounce).  გასროლის მომენტში ბუფერი საკეტის ზემოქმედების შედეგად იწყებს უკან მოძრაობას, ახდესნ გასროლილი მასრის ამოგდებას, კუმშავს დამაბრუნებელ ზამბარას, რომელიც შემდგომ იწყებს დაგროვილი ენერგიის დაბრუნებას და იწყებს ბუფერის და საკეტის უკან დაბრუნებას. საკეტი გასროლილი წინ, იღებს ახალ ვაზნას მჭიდიდან, აწვდის მას სავაზნეში ეჯახება ლულას და სწორედ ამ მომენტში ხდება მისი ასხლტომა ლულიდან. ზამბარის ზემოქმედებით ის ისევ ბრუნდება წინ და საბოლოოდ „წყნარდება“ ჩაკეტილ მდგომარეობაში. ეს ესხლტომა ხდება წამის მეასედებში ალბათ, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში საკეტი არ არის ბოლომდე დახურული. ერთჯერად რეჟიმში სროლისას ეს არ ქმნის პრობლემების, იმიტომ რომ ადამიანისთვის ფიზიკურად შეუძლებელია დააჭიროს სასხლეტს ისეთი სისწრაფით რომ დაასწროს საკეტის საბოლოოდ ჩაკეტვას, მაგრამ ჯერებით სროლისას ეს წარმოშობს პრობლემებს, რაც ეგერევე გამოჩნდა იარაღის ჯერებით სროლისას ტესტირების დროს. საქმე იმაშია, რომ როდესაც საკეტი ბოლომდე დახურული არ იყო, მას „ეწეოდა„ ჩახმახი და ის თავისი ენერგიით ხურავდა მას ბოლომდე, მაგრამ ენერგია საკმარისი არ იყოს რომ ნემსას მიეღწია ამაალებლამდე და ხდებოდა მტყუნება. ტიპიური დაბრკოლება ასეთი სიტუაციის დადგომისას გამოიხატებოდა ჯერის გაწყვეტაში, ჩახმახი რჩებოდა დაშვებულ მდგომარეობაში, ხოლო სავაზნეში რჩებოდა ვაზნა. სწორედ იმისთვის რომ გაეუქნებინად „საკეტის სხლტომა“ ბუფერში მოათავსეს წონები, რომლებსაც აქვთ მოძრაობის გარკეული თავისუფლება. საკეტის დახურვისას ჯერ მას მოსდევს ბუფერი, ხოლო წონები ინერციით გადანაცვლებულია მის კუდში და როგორც კი ბუფერი „დააჯდება“ საკეტს, რომელიც აპირებს ასხლტომას, წონები ბუფერში ისევ ინერციით იწყებენ წინ მოძრაობად და „დააჭედებენ“ საკეტს თავის ადგილას ისე რომ არ მისცემენ მას ასხლტომის საშუალებას. სხვათაშორის „საკეტის სხლტომის“ პრბლემა წარმოიშვა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებში როდესაც მასიურად გადავიდნენ შტამპვით დამზადებულ რესივერებზე და ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით “AKM”-ში გაჩნდა ჩახმახის შემანელებელი, მოწყობილობა რომელიც ანელებს ჩახმახს და აძლევს მას საშუალებას “დაეცეს” საკეტზე მას მერე რაც ის დაწყნარდება. ამის გამო ამ დეტალს ხშირად არასწორედ უწოდებენ სროლის ტემპის შემანელებელს, თუმცა ის სხვა დანიშნულებით გაჩნდა “АКМ”-ში.

bufdecons

კარაბინის ბუფერის მოწყობილობა

საკეტის ასხლტომის და იარაღის მტყუნების პრობლემამ კიდევ რამდენჯერმე იჩინა თავი, როდესაც აშშ-ის ჯარი გადავიდა უფრო სწრაფი დენთის მარკაზე, რომელმაც გაზარდა მოძრავი ნაწილების სიჩქარე და კიდე მოგვიანებით, როდესაც ლულები დამძიმდა და ასხლტომის ხარისხმა იმატა. რაც უფრო მძიმე მასა (დამძიმებული ლულის ფორმით) ხვდება საკეტს წინ მით უფრო მეტია ასხლტომის ხარისხსი. ყველა ამ შემთხვევაში ბუფერი მძიმდებოდა და პრობლემაც ქრებოდა. აზრი არ აქვს ზუსტი თარიღების მოყვანას რა დროს და რა წონით გაიზარდა ბუფერის წონა, მკითხველისთვის ეს თეორიულ-ისტორიული ფატქები ალბათ არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ შაშხანის ბუფერის დახვეწა მოხდა ამ იარაღის შეიარაღებაში მიღებიდან ადრინდელ ეტაპზე, ხოლო კარაბინის ბუფერის ევოლუცია/დამძიმება მიმდინარეობდა მისი კონსტრუქციის ევოლუციის პარალელურად, რაც ბუნებრივი პროცესია.

buf12

ცხადია არ შეიძლება ბუფერის წონის უკონტროლო გაზრდა. რაღაც ზღვრამდე მძიმე ბუფერი ამცირებს უკუცემას, პატრონი გახარებულია ამ ეფექტით, მაგრამ შემდეგ ხდება ისე, რომ დენთის აირების ენერგია აღარ არის საკმარისი, რომ იარაღი საიმედოთ გადაიტენოს. გარდა ამისა თუ ცხელ კლიმატში როდესაც დენთის აირების წნევა მაღალია  მძიმე ბუფერი შეიძლება კარგად მუშაობდეს, ყინვაში როდესაც დენთის წვის დინამიკა იცვლება, წნევა კლებულობს და შეიძლება იარაღმა ზედმეტად მძიმე ბუფერით, უბრალოდ შეწყვიტოს მუშაობა.

ეხლა მოდით გავერკვიოთ ბუფერის მოწყობილობაში და მის წონებში. ბუფერი შედგება კორპუსისაგნ, პლასტმასის „ბამპერისგან“ და ცილინდრული წონებისგან რომელბიც განლაგებულია კორპუსის შიგნით. წონები მილ-სპეკ ბუფერებში არის ორი ტიპის, რკინის და ვოლფრამის.  ვოლფრამი უფრო მძიმეა და ერთი ვოლფრამის წონა უდრის ორი რკინის წონის  მასას.

რაც შეეხება ბუფერების წონებს ისინი იცვლება გამომდინარე იქიდან ვინ და რისთვის უშვებს კონკრეტული მოდელის ბუფერებს. ის ფაქტი რომ ბუფერი ცვლის უკუცემის ხარისხს ბევრმა კომპანიამ გამოყარა ბაზარზე თავისი „უნიკალური“ და „ჯაოსნური“ ბუფერები მათ შორის ეკზოტიკური კონსტრუქციის, მაგალითად ჰიდრავლიკური ბუფერები, ამიტომ საქმე რომ გაგიადვილოთ ჩვენ მოგიყვებით „mil-spec“ ბუფერებზე, რომლებიც გამოიყენება სამხედრო იარაღში და ჩემი აზრით მხოლოდ მილ-სპეკ ბუფერები უნდა გამოიყენოთ თავდაცვით/ტაქტიკურ კარაბინებში.

როგორც გითხარით ბუფერი თამაშობს კრიტიკულ როოლს საიმედოობაში მხოლოდ ჯერებით სროლისას. გამომდინარე იქიდან, რომ მსროლელი ვერასდროს ვერ მოასწრებს გასროლას საკეტის საბოლოო დაწყნარებამდე, ამიტომ „ოქროს წესად“ ითვლება შაშხანაში სტანდარტული შაშხანის ბუფერის გამოყენება, ხოლო კარაბინში მოკლე ბუფერის მილით – ე.წ. H ბუფერის გამოყენება. პირველის წონა 150 გრამია, მეორის 107 გრ. ეხლა რაც შეეხება ბუფერის წონებს. თუ შაშხანის ბუფერი სტანდარტულია და იწონის 150 გრამს, კარაბინის ბუფერების 4 ოფიციალური (mil spec) „წონითი კატეგორია“ არსებობს.

სტანდარტული – სამი რკინის წონით – 85 გრ

H ბუფერი – ორი რკინის წონა და ერთი ვოლფრამის – 107 გრ

H2 ბუფერი – ორი ვოლფრამის წონ და ერთი რკინის – 121 გრ

H3 ბუფერი – სამი ვოლფრამის წონა – 141 გრ.

როგორც წესი სტანდარტული ბუფერი არ არის მარკირებული ხოლო დანარჩენები მარკირებულია ტიპის მითითებით (H, H2, H3).

კითხვა რა წონის ბუფერი გამოიყენოთ თქვენ კარაბინში შეიძლება იყოს რთული მოკლე პასუხის გასაცემად. ჩემი აზრით რაც უფრო მძიმე ბუფერია, მით უმჯობესია, ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ იარაღი საიმედოთ მუშაობს. მაგრამ 4 ბუფერის შეძენა და შემდგომ ვაზნების ხარჯვა იმის დასადგენად, რომელ ბუფერზე მუშაობს იარაღი საუკეთესოდ და რომელზე არა, ალბათ არის რთული, ხანგრძლივი და ძვირადღირებული გზა. როგორც ვთქვი, კარაბინებზე 14.5-16.5 ინჩიანი ლულით, პირდაპირი შეფრქვევის სისტემით და 7 ინჩიანი დენთის აირების მილით, უმჯობესი იქნება მინიმუმ H ბუფერის გამოყენება. 10-11 ინჩიან კარაბინებში H2 ან H3. რატომ არა სტანდარტული ბუფერი? იმიტომ, რომ ბევრი მწარმოებელი იყენებს დენთის აირების ბევრად უფრო განიერ ნასვრეტს იმისთვის, რომ უზრუნველყოს მუშაობა იაფ, დაბალმუხტიან ვაზნებთან და სტანდარტული ბუფერი უბრალოდ არ არის საკმარისი, რომ დაიცვას კარაბინის ნაწილები (ექსტრაქტორი, საკეტის თავაკი, ბუფერის მილი) ზედმეტი ცვეთისგან. აღსანიშნავია, რომ დგუშიანი AR-15-ი იყენებენ ორიგინალურ უფრ მძიმე ბუფერებს, იმიტომ რომ უკუცემის იმპულსი არის ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე რბილად მომუშავე პირდაპირი შეფრქვევის სისტემაში. კარგი მწარმოებლისგან ნაყიდი კარაბინი იქნება თავიდანვე აღჭურვილი საჭირო სპეციფიკაციების მქონე ბუფერით.

კომერციული მწარმოებლის ბუფერების კონსტრუქცია, წონა და შიგთავსი შეიძლება იყოს კარდინალურად განსხვავებული და მათი მიმოხილვა ცილდება ამ სტატიის მიზნებს. ჩემი აზრით თავდაცვით/თაქტიკურ კარაბინში უნდა გამოიყენოთ მხოლოდ mil-spec ბუფერები კარგი მწარმოებლისგან. იარაღი აღჭურვილი ასეთი ბუფერით იმუშავებს საიმედოთ მიუხედავად ვაზნისა და კლიმატური პირობებისა. უსახელო მწარმოებლის ბუფერების გამოყენებას არ გირჩევთ. შეიძლება ასეთი იაფფასიანი ბუფერი არ ჯდებოდეს წონის სპეციფიკაციებში ან ის შეიძლება უბრალოდ დაიშალოს იარაღში. ხარისხიან ბუფერი ღირს  10-დან 20 დოლარამდე და მასზე ეკონომია არ ღირს.  მეორეს მხრივ სპეციალიზირებულ საასპარეზო, სპორტულ იარაღში, ვისაც რა უნდა იმას იყენებს. AR-15-ის ავტომატიკის სქემა იძლევა საშუალებას „დანასტროიკების“ როგორც, ავტორბოლების მოყვარულები იტყოდნენ და ამიტომ სპორტსმენები და უბრალოდ ენთუზიასტები ექსპერიმენტირებენ სხვადასხვა წონის ბუფერებით, დენთის აირების სისტემებით და ასე შემდეგ, რომ მიიღონ იარაღი სასურველი მახასიათებლებით. პრინციპში ეს არის სულ რისი თქმაც შეიძლება AR-15-ის ბუფერზე და მის როლზე იარაღის საიმედო მუშაობაში.

რაც შეეხება დამაბრუნებელ ზამბარებს, აბსოლუტური უმეტესობა სტანდარტულია, და მზადდება ორი ტიპის მეტალისგან, უჟანგავი რკინა და ქრომ-სილიკონის ფოლადი. უკანასკნელისგან მზადდება სარქველების ზამბარები ავტომობილის ძრავებში და მათი სიცოცხლის ციკლი არის პრაქტიკულად უსასრულო. უჟანგავი რკინისგან დამზადებული ზამბარები იცვლება ყოველი 5 000 გასროლის შემდეგ, თუმცა მათი რეალური რესურსი შეიძლება გაცილებით მეტიც იყოს. უჟანგავი ზამბარა ჯდება 10 დოლარამდე, ქრომ-სილიკონის ორჯერ მეტი. აქვე ისევ უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც საქმე მიდის AR-15-ის კომერციული წარმოების ნაწილებზე, სიტყვა სტანდარტულის გამოყენება შეუძლებელია და იგივე ეხება დამაბრუნებელ ზამბარებსაც. თუ ბუფერის მილი არასტანდარტული სიგრძის არის, შეიძლება გახდეს საჭირო არასტანდარტული ზამბარის გამოყენება. სწორედ ამიტომ, ადრეც და ეხლაც, მე ვიძახი, ტაქტიკური/თავდაცვითი კარაბინის აწყობისას მიყევით Mil-Spec-ის, სტანდარტს, რომელიც გამოიყენება აშშ-ის შეიარაღებაში მისაღები AR-15-ის სისტემის იარაღების წარმოებისას. ეს დაგაზღვევთ სხვადასხვა არასასიამოვნო სიურპრიზებისგან, და ასე აწყობილი იარაღი შეიძლება თავიდან „ფეისბუქზე“ პოზირებისთვის არ გამოდგეს მაგრამ სამაგიეროდ იმუშავებს უპრობლემოდ და კარგი ბაზა იქნება შემდგომი მოდიფიკაციებისთვის.

ბოლოს ორიოდე სიტყვა მინდა დავწერო ბუფერის მილზე (buffer tube) ან უფრო სწორად რესივერის გაგრძელებაზე (receiver extension), რაც ტექნიკურად უფრო ზუსტი ტერმინია თუმცა „ბუფერის მილი“ უფრო ხშირად გამოიყენება. ეს დეტალი გამოიყენება ცხადია კონდახის დასაყენებლად და ასევე მასში თავსდება ბუფერი და ზამბარა. ზედ მას აქვს ორი დამატებითი დეტალი, ქანჩი (custle nut) და  ჩამკეტი პლატა (lock plate), ორივე ეს დეტალი უზრუნველყოფს მილის ფიქსაციას რესივერზე („ლოუერზე“).  ორი სტანდარტის ბუფერის მილი არსებობს, mil-spec და კომერციული. პირველი მზადდება 7075-T6 ტიპის ალუმინისგან ჭედვით ხოლო კომერციული უფრო რბილი და იაფი 6061-T6 მარკის ალუმინსიგან ღარვის (ფრეზირების) მეთოდით. მილ-სპეკ მილის გარე დიამეტრი 29.17მმ, ხოლო კომერციულის 29.66მმ. განსხვავება მილის დიამეტრში  გამომდინარეობს მათი დამზადების ტექნოლგიიდან და გამოყენებული მასალიდან. კიდევ ერთი გამანსხვავებელი ნიშანია მილის დაბოლოება, კომერციული მილებზე დაბოლოება დახრილია, მაშინ როდესაც მილ-სპეკ მილებზე დაბოლოება სწორია.  ორივე ტიპის მილი დგება სტანდარტულ რესივერზე და იტევენ სტანდარტულ ზამბარებს და ბუფერებს. გარდა ამ ორისა კიდევ არსებობს ორიგინალური მილები, რომლებიც გამოიყენება ე.წ. “AR Pistols”-ში, უნიკალური იარაღში აშშ-თვის, რომლის არსებობა განპირობებულია უაზრო ნორმებით და იარაღის კლასიფიკაციის სისტემით. ასევე არსებობს ორიგინალური დასაკეცი კონდახის სისტემები, რომლებიც იყენებენ ასეთივე ორიგინალურ ბუფერის მილებს. ასეთი სისტემები იყიდება, როგორც ნაკრები, ანუ ყველაფერ რაც შეიძლება დაგჭირდეთ, ხანდახან ინსტრუმენტების ჩათვლით, უკვე შედის ნაკრებში. თავის დაზღვევის მიზნით ისევ მიყევით მილ-სპეკს.

კიდევ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება მილ-სპეკ სტანდარტზე და მის გამოყენებაზე. პირადად მე ვიყენებ mil-spec-ს, როგორც რწმუნებას რომ დეტალები წავა ერთმანეთზე და არა აუცილებლად როგორც რწმუნებას მაღალი ხარისხის. მილ-სპეკ სტანდარტები დაწერილია 60-ან წლებში და მას მერე ბევრი რამე შეიცვალა მასალებში და წარმოებაში. ბევრად უფრო უკეთესი მასალებია ხელმისაწვდომი და ბევრად უფრო დახვეწილი წარმოების მეთოდები. გარდა ამისა სამხედროებს უფრო სწორედ კი სახელმწიფოს ყოველთვის უნდა ყველაფერი იაფი და არა აუცილებლად ყველაზე კარგი.  ასე, რომ თუ ვსაუბრობთ მილ-სპეკზე როგორც ხარისხის საზომზე უყურეთ მაგას როგორც მინიმუმს ან საწყის წერტილს და არა როგორც ოქროს სტანდარტს.

AR-15-ის სუსტი გადატენვის მიზეზებზე

Friday, May 26th, 2017

ხშირად მესმის ხოლმე ჩივილები, რომ აქ აწყობილი AR-15-ები არ მუშაობენ რაღაც კონკრეტულ ვაზნებზე, და არ მუშაობაში იგულისხმება, რომ იარაღი არ იტენება ანუ იარაღს “წნევა არ ყოფნის” რომ გადატენვის ციკლი ბოლომდე შეასრულოს. სიმპტომები? არ ხდება მასრის ექსტრაქცია, ან ექსტრაცია არის სუსტი, (მასრები უხალისოდ ტოვებენ იარაღს და ახლო-ახლო იყრებიან), საკეტი ვერ მიდის საკმარისად უკან რომ მიაწოდოს ახალი ვაზნა მჭიდიდან.  ეს არის ის, რასაც ამერიკელები ეძახიან short-stroke-ს. ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი ფაქტორი + ერთი, რომელზეც ბევრმა არ იცის, მაგრამ ყველაფერზე რიგ-რიგობით.

ეს არის ტიპიური „ჩეკ ლისტი“, რომელიც უნდა გაიაროთ, როდესაც ამ პრობლემას წააწყდებით:

1. ე.წ. gas key, ნაწილი რომელიც იღებს დენთის აირებს დენთის აირების მილიდან. ის მაგრდება საკეტის ჩარჩოზე ორი ხრახნით. თუ ეს ორი ხრახნი არ არის დაფიქსირებული მყარად, ექსპლუატაციის დროს ისინი დაიშვება და გაჩენილ ნაპრალში gas key-ს და საკეტის შორის დენთის აირები გაიპარება და სისტემა ვერ მიიღებს საკმარის წნევას ასე, რომ დარწმუნდით რომ ა) გას ქეის ჩარტყმული აქვს ინსტრუმენტი ისე რომ მოხდეს მეტალის დეფორმაცია, რომელიც დაბლოკავს ხრახნებს და არ მისცემს მათ საშუალებას დაიძრას ადგილიდან.ბ) გას ქეი მყარად ზის თავის ადგილას და არანაირ რყევას ადგილი არ აქვს. დიახ ჩვენ გვინახია კარაბინი, რომლიდანაც იმდენი ისროლეს რომ გას ქეის ხრახნები მოიშვა და იარაღმა შეწყვიტა მუშაობა. ასე რომ მიაქციეთ ამ დეტალს ყუარდღება.

stsk00

სწორი და არასწორი ‘gas key staking”. 

2. არ-15-ის საკეტის კუდზე განლაგებულია რკინის რგოლები, სამი ცალი. ეს რგოლები უზრუნველყოფენ დენთის აირების საკეტის ჩარჩოს შიგნით გაჩერებას იმისთვის, რომ მათი ენერგია დიახარჯოს საკეტის გახსნაზე. თუ რგოლებიმოცვეთილია ან საერთოდ არ არის, დენთი გაიპარება და გადატენვა არ მოხდება. არსებობს მარტივი ტესტი მათი მდგომარეობის შემოწმების. გამოიღეთ საკეტი, გაშალეთ ის და დადეთ თავზე. თუ საკეტი საკუთარი წონის ქვეშ ჩაიკეცა და დავარდა, ესეიგი რგოლები გამოსაცვლელია, თუმცა შეიძლება საკეტმა ვერ გაიაროს ეს ტესტი და იარაღმა მაინც იმუშაოს საიმედოთ.

GasRingLifespan

ტესტის მეორე ვარიანტია, ამოატრიალოთ საკეტი და თუ საკუთარი წონით საკეტის თავი ამოვარდება, ესეიგი დროა რგოლები გამოცვალოთ. 

3. დენთის მილის დაბოლოება რომელიც შედის “გას ქეიში” და “გას ქეის” ყელი არ არის მოცვეთილი, დეფორმირებული და დაზიანებული. დაზიანების შედეგად ისევ მოხდება წნევის დაკარგვა. ჩვენი პრაქტიკიდან ეს პრაქტიკულად არასდროს არ ხდება თუ იარაღი დებილის აწყობილი არ არის.

damtube

“გას ქეის” ყელის დაზიანება. მიზეზი დენთის აირების მილის არასწორი განლაგება. 

4. დენთის აირების მილი თამაშობს დენთის აირების კამერაში. ისევ იკარგება წნევა, და იარაღი წყვეტს მუშაობას. დიახ ჩვენ გვინახია აქ აწყობილი არ-15 რომელსაც აკლდა წკირი რომელიც იჭერს დენთის აირების მილს, დენთის აირების ბლოკში.

 

5. წინა სამიზნე მოწყობილობა/დენთის აირების ბლოკი გადაბრეცილია და დენთის აირების ნასვრეტი არის ნაწილობრივ დაბლოკილი. შედეგად წნევა არ იქნება, იარაღი არ იმუშავებს. ქარხნულ იარაღში ასეთი დეფექტუი პრაქტიკულად არ გვხვდება. სარდაფში აწყობილებზე, რამდენიც გინდა.

 

თუ ეს ყველაფერი რიგზეა და იარაღი მაინც არ მუშაობს, ნუ იჩქარებთ დენთის აირების ნასვრეტის გაფართოებას ან კიდე რამის ჭრას და ქლიბვას. კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი მიზეზი არგადატენვის არის პრობლემური „ჰედსპეისი“, “зеркальный зазор“.

heads

რა არის ჰედსპეისი მიხვდებით ამ სურათიდან.

 

როგორც ხვდებით „ხედსპეისი“ შეიძლება იყოს როგორც „გრძელი“ ასევე „მოკლე“. გრძელი ჰედსპეისი ნიშნავს რომ წნევა გააფართოებს მასრას და თუ ჰედსპეისი ზედმეტად გრძელია მასრის მეტალის ელასტიურობის პიკი იქნება დაძლებული და მასრა გასკდება. სხვა ცუდი რამეებიც შეიძლება მოხდეს. „გაწელილი“, გაბზარული მასრები, მეტყველებენ რომ ჰედსპეისი არის ზედმეტი და ასეთი იარაღის გამოყენება სახიფათოა. ასეთი პრობლემა “ჰედსპეისთან” მქონდა მე მაუზერ 98-ზე. ლულაში დეფექტის გამო ტყვიას ხვდებოდა მეტი წინაღობის დაძლევა და ამას მოყვებოდა  წნევის მატება. დროთა განმავლობაში ამას მოყვა საკეტის ბჯენების დეფორმაცია, საკტი “წავიდა” უკან და  ”ჰედსპეისი” გაიზარდა.  შედეგად მასრებმა დაიწყეს გასკდომა. აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა მასრების და “ჰედსპეისის” გაზომვით.

ის რაც ჩვენ გვაინტერესებს არის ამ პრობლემის მეორე მხარე, მოკლე “ჰედსპეისი”. როდესაც ვაზნა არ ან ძნელად ეტევა სავაზნეში. საკეტი ბრუნდება წინ საკამოდ ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარის ზემოქმედებით და დიდი ენერგიით. ის რაღაც დონემდე „ჩატკეპნის“ ვაზნას სავაზნეში და ზოგ შემთხვევაში ეს ენერგია იქნება საკმარისი რომ საკეტი ბოლომდე დაიხუროს. ასე „ჩატკეპნილი“ ვაზნა დააწვება საკეტს და ასევე გამოიწვევს გასროლის მომენტში წნევის ზრდას. ხახუნის კოეფიციენტი გაიზრდება, რაც დამატებით დატვირთავს საკეტს. საჭირო გახდება მეტი ენერგია საკეტის გახსნაზე და შესაბამისად ნაკლები ენერგია რჩება რომ საკეტი გახსნის შემდეგ მივიდეს ბოლომდე, გზად ამოაგდოს გასროლილი მასრა, დაბრუნდეს წინ და მიაწოდოს ახალი. შედეგი ამისა იქნება ტიპიური “short stroke”.  ასე რომ თუ „ჩეკ ლისტი“ თქვენმა იარაღმა გაიარა, მაგრამ პრობლემა დარჩა, შეამოწმეთ „ჰედსპეისი“ შესაბამისი კალიბრებით და საჭიროების შემთხვევაში გაასწორეთ ის. როგორ? მიმართეთ კვალიფიციურ ხელოსანს, ან ისწავლეთ ინტერნეტიდან. შეიძლება ოდესმე ამაზე ჩვენც დავწეროთ.

 

ps

კიდევ ერთი, ალბათ მეტ წილად საქართველოსთვის აქტუალური მიზეზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუსტი გადატენვა, არის ლულის დამოკლება (გადაჭრა) და დენთის აირების ნასვრეტის დიამეტრის უცვლელად დატოვება. ასეთ შემთხვევაში დრელის გარეშე საქმე არ გამოსწორდება და საჭირო გახდება ნასვრეტის გაფართოება. დროთა განმავლობაში, ეროზიის გამო წნევა იმატებს და გადატენვაც გაუმჯობესდება მაგრამ ამას ჭირდება ბევრი დრო და სროლა, ასე რომ თუ ლულა გადაჭრილია, საჭირო გახდება ნასვრეტის გადიდებაც.

gas port size char

აღნიშნული ცხრილი (მოცემულია დუიმებში) დაგეხმარებათ ტქვენთვის საჭირო ნასვრეტის დიამეტრის დასადგენად. ეს მონაცემები გამოსადეგია კომერციული წარმოების .223 კალიბრის AR-15-თვის. 

 

დგუშიანი “AR-15″ თუ პირდაპირ შეფრქვევიანი “AR-15″? კითხვა ამაში მდგომარეობს

Friday, August 19th, 2016

ამ სტატიაში მე მინდა შევეხო ძალიან პოპულარულ თემას, რომელიც ეხება ჩვენთვის საყვარელ და კარგად ნაცნობ AR-15-ის (შემდგომში უბრალოდ “AR”) ტიპის ნახევრად-ავტომატურ იარაღს. ამჯერად მე ლაპარკი მაქვს ამ იარაღის „გადაყვანაზე“ საფირმო პირდაპირი შეფრქვევის სქემიდან, სქემაზე რომელიც იყენებს დგუშს მოკლე სვლით. აღნიშნული მოდიფიკაცია ერთ დროს იყო ძალიან პოპულარული მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი დაკვირვებით ინტერესი ასეთი გადაკეთების მიმართ შემცირდა. ასეთი ნაკრებების მწარმოებლეები გაცხარებულები გვარწმუნებენ, რომ იარაღი რომელიც მუშაობს უკვე ნახევარი საუკუნეა არის დეფექტური და მათი პროდუქტის დაყენების შემდეგ “AR”-ი გახდება ისეთივე საიმედო როგორც AK-47.  უნდა აღინიშნოს, რომ „AR“-ის ავტომატიკის სქემის შეცვლა დგუშიან სისტემაზე არ არის რაღაც ახალი. ჯერ კიდევ 1967 წელს “კოლტმა” შექმნა “მოდელი 703″, “AR”-ი რომელიც იყენებდა დგუშიან სქემას. 80-ანი წლების დასაწყისში Rhino International Arms-მა შექმნა სავარაუდოთ პირველი კომერციული ნაკრები, სტანდარტული AR-ის დგუშიან სისტემაზე გადასაყვანად. 1984 წელს სამხრეთ კორეის ჯარმა მიიღო შეიარაღებაში Daewoo K2, საიერიშო შაშხანა, რომელიც არის “მძიმედ” მოდიფიცირებული „AR“-ი დგუშიანი ავტომატიკის სქემით,  2004 წელს კი “Heckler&Koch”-მა შექმნა HK416, რომელიც ასევე დაფუძნებული იყო “AR”-ზე მაგრამ ისევე როგორც K2, თავიდანვე იყო გათვლილი დგუშიან სქემაზე (შესაბამისად გაქრა ნაწილების თავსებადობა სტანდარტულ “AR”-თან). დღეს ძალიან ბევრი კომპანია უშვებს როგორც დგუშიან “AR”-ებს ასევე ნაკრებებს, რომლის საშუალებით ხდება პირდაპირ შეფრქვევიანი “AR”-ის გადაყვანა დგუშიან სქემაზე და სწორედ ასეთი კონვერტაციის  დადებით და უარყოფით მხარეებს ჩვენ განვიხილავთ ამ სტატიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს “AR”-ის სისტემა და ვაფასებთ მის დადებით მხარეებს, როგორც ყველა იარაღს, “AR”-ს აქვს თავისი შეზღუდვები და სისუსტეები. “AR”-ი არის  მსუბუქი, მარტივი, ძალიან ზუსტი და ძალიან „ადვილად სასროლი“ იარაღი პრაქტიკულად ეტალონური ერგონომიკით. ამას ყველაფერს მეტ წილად განაპირობებს პირდაპირი შეფრქვევის სისტემის გამოყენება, რომელსაც ასევე უწოდებენ სისტემას შიდა დგუშით სადაც დგუშის როლს ასრულებს საკეტის თავი.  ამ სქემაში დენთის აირები აიღება ლულიდან, თხელი აირების მილით მიედინება საკეტის ჩარჩოსკენ, ჩაედინება საკეტის მიმღეების გავლით საკეტის ჩარჩოს შიგნით და იქ მოქცეული გადასცემს ენერგიას საკეტის თავს, რომელიც იწყებს უკან მოძრაობას, ბრუნვით იხსნება, იყოლიებს საკეტის ჩარჩოს რა დროსაც ხდება გასროლილი მასრის ექსტრაქცია. ეს სისტემა ითხოვს საჭირო წნევის შექმნას საჭირო დროს, იმისთვის რომ მოხდეს გადატენვის ციკლი. სისტემა არის მარტივი, იყენებს მინიმალურ დეტალებს და მინიმალური რაოდენობის მოძრაობას. უკუცემის იმპულსი არის დაბალი და დროში გაწელილი. გამომდინარე იქიდან რომ საკეტი, საკეტის გული,  ლულა, დამაბრუნებელი ზამბარა ერთ ხაზზეა განლაგებული, მოძრავ ნაწილებს აქვთ აქვთ დაბალი მასა და უკუცემა პირდაპირ მიმართულია მსროლელის მხარში, შესაბამისად ლულის ხტომაც მინიმალურია.  იარაღის ითხოვს მინიმალურ წმენდას, გამომდინარე იქიდან რომ მას დგუშიანი სქემისგან განსხვავებით არ გააჩნია  დენთის აირების კამერა, დენთის აირების მილი და დგუში თავისი ელემენტებით. რა თქმა უნდა ამ სქემას აქვს თავისი მინუსებიც. დენთის აირები პირდაპირ ხვდება საკეტის ჩარჩოს და სალულე კოლოფის (ზედა რესივერის) შიგნით, რაც  ჯერებით ინტენსიური სროლისას იწვევს იარაღის გახურებას, რაც თავისმხრივ ნეგატიურად ზემოქმედებს დეტალების რესურსზე. ამის შედეგად ზეთი ინტენსიურად ორთქლდება მაღალი ტემპერატურის გამო და იარაღი ითხოვს ხშირ დაზეთვას. სხვადასხვა მუხტების გამოყენება ცვლის წნევის იმპულსის მაჩვენებლებს (წნევას და მის ხანგრძლივობას) რაც ჯერებით სროლისას ნეგატიურად აისახება საიმედოობაზე.  საპრესორის გამოყენებისას ასეთი იარაღი არის ჩუმი ვიდრე დგუშიანი იარაღი, მაგრამ ის უფრო ინტენსიურად ბინძურდება.

firstoprod

„კოლტ 703“ შეიქმნა 1967 წელს, როგორც პასუხი პრობლემებზე რომლებიც შეემთხვა “AR”-ის ადრინდელ მოდელებს. როგორც კი პრობლემები გადაწყდა ადეკვატური მომსახურების უზრუნველყოფით და საჭირო მონაცმემების მქონე დენთის გამოყენებით, საჭიროება დგუშიან “AR”-ში გაქრა და „კოლტ 703“ ჩაბარდა ისტორიას.

რატომ გაჩნდა საერთოდ დგუშზე გადამყვანი ნაკრებები ან “AR”-ის დგუშიანი ვარიანტები?  სულ პირველი დგუშიანი “AR”-ი, კოლტის მოდელი 703 გაჩნდა როგორც ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა ადრინდელი “AR”-ების პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას. როგორც კი ზუსტად დადგინდა რა იყო მიზეზი პრობლემის, ამ იარაღმა დაკარგა ყოველგვარი აზრი და პროტოტიპის ფაზას ის არ გაცდა. ამერიკის ჯარმა გააგრძელა M16a1, შემდგომ M16A2-ის და M4-ის ექსპლუატაცია მანამ სანამ არ ჩაება გლობალურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ და ბუნებრივია გაჩნდა მოთხოვნა უფრო გამძლე, ძლიერ და საიმედო იარაღზე. სამუშაოები ამ მიმართულებით წავიდა როგორც ახალი იარაღების შექმნით ასევე არსებული იარაღების გაუმჯობესების გზით. საბოლოო ჯამში არც ახალმა იარაღებმა და არც არსებულის მოდიფიკაციებმა ვერ დაარწმუნეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა გადაიარაღების მიზანშეწონილობაში მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა. “AR”-ის გაუმჯობესების ერთ-ერთ გზას წარმოადგენდა მისი დენთის აირების სისტემის მოდიფიკაცია, რასაც მოყვა პროტოტიპების გამოცდა და რადიკალურად მოდიფიცირებული “AR”-ის HK416-ის გამოჩენა. ცხადია ეს პროცესი სავსე იყო ინტრიგებით, სენსაციებით და ჭორებით, და სასროლოსნი საზოგადოება ამ პროცესს ყურადღებით აკვირდებოდა. იარაღის მწარმოებლებმა დაინახეს რომ ასეთ პროდუქტს ექნებოდა მოთხოვნა სამოქალაქო სექტორში, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ თუ რამეს იყენებს ჯარი ან პოლიცია ესეიგი სამოქალაქო მსროლელისთვისაც ეს გამოსადაგია. შესაბამისად მწარმოებლებმა გამოუშვეს ბაზარზე ნაკრებები და მთლიანი იარაღები, თავიდანვე დაპროექტებული დგუშიან სქემაზე. ჭორები და სკანდალები დაკავშირებული “M4″-ის არასაიმედოობასთან ხელს უწყობდა პარანოის განვითარებას, რაც თავისთავად გარანტია იყო კარგი გაყიდვების.

რა უპირატესობები გააჩნია დგუშიან “AR”-ს? პირველ რიგში რა თქმა უნდა ასეთი სქემის გამოყენებისას დენთის აირები აღარ ხვდება იარაღში. რაც ნიშნავს, რომ მოხსნილია გადახურების პრობლემა ჯერებით ხანგრძლივი სროლისას. იარაღი ნაკლებად სენსიტიურია სხვადასხვა მუხტების გამოყენებისას. საპრესორის გამოყენებისას არ მცირდება იარაღის საიმედოობა. რა პლიუსები მოაქვს “დგუშიან” სისტემას სამოქალაქო “AR”-ის შემთხვევაში? ჩემი აზრით პრაქტიკულად არაფერი. ანუ არაფერი რასაც იგრძნობთ ეგრევე, როდესაც ნაკრებს დააყენებთ. დაზოგავთ რამდენიმე მილილიტრ ზეთს, იმიტომ რომ ის ისე სწრაფად არ აორთქლდება. საკეტი არ იქნება ისე ინტენსიურად საწმენდი მაგრამ ინტენსიურად საწმენდი იქნბა დგუშის  სისტემის ელემნტები. წესით ეხლა უნდა გაგიჩნდეთ კითხვა, რა მინუსები გააჩნია დგუშზე კონვერტაციას და სწორედ აქ იწყება ამ სტატიის ყველაზე საინტერესო ნაწილი. ასევე იგრძნოთ რომ უკუცემა იმატებს, ბალანსი დაირღვევა და სიზუსტე სემცირდება მაგრამ ყველაფერს თავისი დრო.

როგორც პირდაპირ შეფრქვევიან სისტემას, ასევ დგუშიან სისტემას აქვს თავისი მინუსები. მაგალითად ფასი ფასი, რომელიც ემატება იარაღის ფასს. ანუ გამართულ იარაღს თქვენ უნდა დამატებით დაახარჯოთ მინიმუმ 300 დოლარი მარტო ნაკრების შესაძენად. ამას შეიძლება დაემატოს მისი დაყენების ხარჯები, ახალი ტიბჟირი და წინა სამიზნე მოწყობილობა. ამ ფასად შესაძლებელია სტანდარტული “AR”-ის სრულად დაკომპლექტება კარგი “ოპტიკით”, ღვედით და დამატებითი მჭიდებით, რაც ჩემი აზრით უფრო მიზანშეწონილია.

გასაგებია რომ საკეტი აღარ ხდება ისე გასაწმენდი, მაგრამ სამაგიეროდ იარაღს ემატება დენთის აირების კამერა, დგუში, გადამყვანი ღერძი რომელიც აერთიანებს დგუშს და საკეტს, დგუშის ზამბარა და შეიძლება სხვა დეტალებიც, გააჩნია რომელი მწარმოებლის ნაკრებს იყენებთ. ეს შეიძლება იყოს დენთის აირების რეგულატორიც. ეს ყველაფერი ზრდის დეტალების მათ შორის მოძრავი დეტალების რაოდენობას იარაღში და რაც მთავარია მის წონას.  დგუშიანი „AR“ იქნება უფრო მძიმე. დაახლოებით 150-300 გრამით. გარდა ამისა ეს 200-300 გრამი განთავსდება ყველაზე ცუდ ადგილას, იარაღის ლულაზე. დაუმატეთ ამას ტაქტიკური ფარანი, “ბიპოდი”, ვერტიკალური სახელური და იარაღის სიმძიმის ცენტრი გადაიწევს წინ და ბალანსი მნიშვნელოვნად გაუარესდება. იმის გამო, რომ „AR“-ში მჭიდის წინ პრაქტიკულად განლაგებულია მარტო ლულა, წინა სამიზნე მოწყობილობა, თხელი დენთის აირების მილი და მსუბუქი ტიბჟირი, „AR“-ით მანევრირება, სამიზნიდან სამიზნეზე გადატანა ძალიან ადვილია, ინერციის ძალა მცირეა და იარაღი ადვილად კონტროლირებადია. ეს თვისება შეეწირება დგუშიან სქემას.

pistonscheme1

ასე გამოიყურება ტიპიური დგუშიანი სქემები.  ზედა სქემაზე გამოიყენება სტანდარტული დენთის აირების მიმღები, რომელიც ამჯერად იღებს დგუშის ღერძის დარტყმას. ქვედა ვარიანტზე, “გრდემლი” რომელზეც ზემოქმედებს ღერძი შესრულებულია საკეტის ჩარჩოსთან ერთად. ზედა ვარიანტი იყენებს საკუთარ დენთის აირების ბლოკს, ქვედა ვარიანტი მიდის სტანდარტულ A2-ტიპის დენთის აირების ბლოკზე.  

ასევე გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს რაიმე უნიფიცირებული, სტანდარტული დგუშის სისტემა. ყველა მწარმოებელი იყენებს საკუთარი კონსტრუქციის ნაკრებებს და ეს ეხება ყველა კომპონენტს რომელსაც ეს სისტემები იყენებენ. ეს კიდე ნიშნავს, რომ თუ რომელიმე კომპონენტი გამოვიდა მწყობრიდან, მოგიწევთ ორიგინალური დეტალის შეძენა. პირდაპირი შეფრქვევიანი სისტემები პირიქით მაქსიმალურად უნიფიცირებულია, რაც ნიშნავს, რომ თუ რამე გამოვიდა მწყობრიდან ან გამოსაცვლელია, წავა ნებისმიერი მწარმოებლის სტანდარტული ნაწილი, რომელიც ათას საიტზე იყიდება. პირდაპირ შეფრქვევიანი სისტემის მომსახურება და მდგომარეობის კონტროლი ადვილია. თუ რამე დეტალი გამოდის მწყობრიდან ზარალი მინიმალურია. შესაბამისად შეკეთების ხარჯიც ძალიან მცირეა. პრაქტიკულად ერთადერთი რაც შეიიძლება გაფუჭდეს არის უჟანგავი რკინის დენთის აირების მილი (8-15 დოლარი), დენთის აირების რგოლები, (3-5 დოლარი კომპლექტში) და შეიძლება დაიშვას ხრახნები, რომლებითაც მაგრდება დენთის აირების მიმღები საკეტზე, რაც ადვილად სწორდება მსროლელის მიერ. მეტი მანდ არაფერი არ ფუჭდება. ნახევრად ავტომატურ იარაღზე პირდაპირი შეფრქვევის სისტემის კომპონენტების რესურსი პრაქტიკულად შეესაბამება ლულის რესურს  ანუ ხშირად გამოსაცვლელი არაფერი არ არის. დენთის აირების რგოლების გამოცვლა რეკომენდირებულია ყოველი 5 000 გასროლა, მაგრამ რეალობაში მათი რესურსი ბევრად აღემატება ამ ციფრს.

ფაქტია, რომ დგუშზე გადაყვანილ „AR“-ებს გააჩნიათ ნაკლები რესურსი. ფაქტია, იმიტომ რომ ამას ადასტურებს ყველა ვისაც კი ქონია შეხება ორივე ტიპის ამ სისტემის იარაღთან და ხდებოდა მათი ექსპლუატაცია რესურსის სრულ ამოწურვანდე.  გაგიჭირდებათ ნახოთ ცნობილი სახე იარაღების სამყაროდან, რომელიც არის “AR”-ის დგუშზე გადაყვანის მომხრე.  ამის მიზეზი პირველ რიგში უნდა ვივარაუდოთ არის დგუშიანი სისტემის სირთულე და შეზღუდვები, რომლეებიც განპირობებულია იმით რომ ეს ნაკრები უნდა “ჩაატიოთ” იარაღში რომელიც ამაზე არ იყო გათვლილი. მეტი ნაწილი მათ შორის მოძრავი ნაწილი ზრდის გაუმართაობის ალბათობას. ზოგი სისტემა სხვაზე მეტ ხანს ძლებს მაგრამ ვერც ერთი ვერ ძლებს იმდენს რამდენსაც  „AR“ პირდაპირი შეფრქვევის სისტემით. ამ მხრივ საინტერესოა HK416-ის შექმნის ისტორია. გერმანელები მათთვის ჩვეული პედანტურობით ცდიდნენ “AR”-ზე დგუშიან სისტემას და მალე აღმოაჩინეს, რომ მისი გამძლეობა არ იყო მაღალი (ეხება ცხადია სამხედრო იარაღს ანუ იარაღს რომელიც ისვრის ჯერებით). იმისთვის, რომ მიეღწიათ სათანადო გამძლეობის ხარისხისთვის და მისაღები რესურსითვის, მათ მოუწიათ დგუშის ღერძის გასქელება რასაც მოყვა მათი იარაღის აპერის ფორმის და სიმაღლის ცვლილება, რომელშიც უნდა გატეულიყო გაძლიერებული/გასქელებული დგუში. ცხადია არც ერთი ნაკრები რომელიც დღეს იყიდება ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. ამიტომაც ყველაზე ხშირი გაუმართაობა უკავშირდება ზამბარის ან დგუშის ღერძის მწყობრიდან გამოსვლას. პოპულარულ “იუთუბ არხზე”  iraqveteran8888, მოხდა მაღალი კლასის LMT-ს წარმოების დგუშიანი AR-ის ტესტირება ჯერებით  ხანგრძლივი სროლისას. მწყობრიდან პირველი გამოვიდა სწორედ დგუში, რომელიც ჯერ გაიღუნა და შემდეგ დააზიანა ის ადგილი საკეტზე, რომელიც იღებდა დგუშის დარტყმას. გასროლილი ვაზნების რაოდენობა მწყობრიდან გამოსვლამდე? იგივე რაც პირდაპირ შეფრქვევიან “AR”-ზე. აი ასე.

iwv8888

ხსენებული ტესტირებისას დაზიანებული საკეტის ჩარჩოზე განლაგებული ღერძის გრდემლი და გაღუნული დგუში. იგივე ტესტირებისას პირდაპრი შეფრქვევიანი “AR”-ის დენთის აირების სისტემამ იმუშავა უპრობლემოდ და “დანებდა” M4/A2″ პროფილის ლულა რომელიც უფრო თხელი იყო ვიდრე დგუშიან “AR” -ში რომელიც შემდგომ გამოცადეს. ყველა M4A1-ზე ამჟამად ყენდება “SOCOM” პროფილის სქელ-კედლიანი ლულები, რომლებიც უფრო გამძლეა. 

424889313_1ac02f9fe2_z

დგუშიანი სქემის “აქილევსის ქუსლი” ყოველთვის იყო დგუშის დეფორმაცია. სურათზე (ზევიდან ქვევით) არის Daewoo K2-ის და “AK”-ს დგუშები. ორივე დეტალი მასიური და სქელია. გადამყვანი ნაკრებების დგუშის ღერძები თხელი და გრძელია, იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს მათი განლაგება სტანდართული  თხელი დენთის აირების მილის ადგილას. 

ასევე ფაქტია, რომ დგუშზე გადაყვანილი „AR“-ები ნაკლებად ზუსტია ვიდრე პირდაპირ შეფრქვევიანი. აღნიშნული დადასტურებულია ურიცხვი ტესტირებით, რომლის შედეგებიც შეგიძლიათ უპრობლემოდ მოიძიოთ ინტერნტეტში და მათი შედეგების აქ აღწერას აზრი არ აქვს.  ეს არ ნიშნავს რომ დგუშიანი „AR“-ი არ არის ზუსტი, უბრალოდ ის არ არის იმდენად ზუსტი როგორც „AR“ პირდაპირი შეფრქვევით. უკანასკნელში, ლულა პრაქტიკულად თავისუფლად დაკიდულია. დენთის აირები მიემართება პრაქტიკულად წინაღობის გარეშე პირდაპირ საკეტის შიგნით დენთის აირების მილის გავლით. დგუშიან სისტემაში ყველაფერი ხდება პირიქით, დენთის აირები ხვდება აირების კამერაში რომელიც განლაგებულია ლულაზე და ეჯახება დგუშს, რომელიც გადაცემს ენერგიას საკეტს. რა თქმა უნდა ენერგია ასევე გადაეცემა ლულასაც რის გამოც ლულა განიცდის ზემოქმედებას/დარტყმას რაც ზრდის მის ვიბრაციას და შესაბამისად გაფანტვას. ჯერებით სროლისას ეს პრობლემა მხოლოდ უარესდება და HK416-ზე ლულა გახადეს უფრო სქელი რომ ეს ვიბრაცია და ამით გამოწვეული ვერტიკალური გაფანტვა შემცირებულიყო. იარაღი გამოვიდა უფრო მძიმე ვიდრე ეს თავიდან იყო ჩაფიქრებული.საკეტი დგუშიან „AR“-ში იღებს დარტყმას, მაშინ როდესაც საკეტი პირდაპირ შეფრქვევიან „AR“-ში იღებს გაცილებით უფრო რბილ, დროში გაწელილ ზემოქმედებას რის გამოც უკუცემის იმპულსი დგუშიან “AR”-ში უფრო დიდია.

dasad2

გამხნევებული ბრიტანული SA85-ის გაუმჯობესების პროგრამის წარმატებით, „ხეკლერ&კოხის“ ინჟინრებმა „შეუტიეს“„AR“-ის პლატფორმას და როდესაც მიიღეს უარი მჭიდის კონსტრუქციის ცვლილებაზე („ნატოს“ სტანდარტის გამო), რაც რადიკალურად გაზრდიდა სისტემის საიმედოობას, დაიწყეს   „AR“-ის კონსტრუქციის სიღრმისეული შეცვლა და გამოუშვეს HK-416. სანამ იურიდიული ფორმალურობების გამო ისინი ვერ ახერხებდნენ იარაღის შეტანას აშშ-ს სამოქალაქო ბაზარზე, გამოცოცხლდნენ ამერიკული კომპანიები და შექმნეს ანალოგიური იარაღები, დაფუძნებული „AR“-ის სისტემაზე მაგრამ თავიდანვე გათვლილი დგუშიან სქემაზე. სურათზე ნაჩვენებია HK416-ის დენთის აირების სისტემა. ყველა ელემენტი ლულის ჩათვლით, მძიმე და მსხვილია იმისთვის რომ მიღწეულიყო პირდაპირ შეფრქვევიან სისტემასთან გათანაბრებული სროლის სიზუსტე, რესურსი და საიმედოობა. 

ზოგადად HK416-ის კონსტრუქციის შესწავლა, გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, რა უნდა იყოს შესრულებული დგუშიან „AR“-ზე, რომ ის იყოს 100%-ად გამძლე და რასაც თქვენ ვერ მიიღებთ დგუშზე გადამყვანი ნაკრების შეძენისას. მაგალითად ავიღოთ საკეტის და ქვედა რესივერის დიზანინი, რომელიც იცავს ქვედა რესივერს და ბუფერის მილს დაზიანებისგან, რომელსაც იწვევს საკეტის გადაბრეცა. ეს უნიკალური პრობლემა (bolt tilt) გაჩნდა იმის გამო, რომ საკეტი პირდაპირ შეფრქვევიან „AR“-ზე იღებს ენერგიას მოძრაობისთვის ცენტრიდან სადაც ხდება დენთის აირების აკუმულირება მაშინ როდესაც დგუშიან სისტემაში საკეტზე დარტყმა ხდება მის ზედა მხარეზე.

fkfhgfd

ამ სურათზე კარგად ჩანს დგუშიანი სქემის “გენეტიკური” ნაკლი, რომელმაც შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ავტოიტეტული და კომპეტენტური რესურსის vuurwapen blog-ის ავტორის „AR“-ი მასზე დაყენებული Ares-ის წარმოების ნაკრებით, სროლისას მწყობრიდან გამოვიდა იმის გამო რომ საკეტის დარტყმებმა იარაღის ბუფერის მილზე გამოიწვია ბუფერის ქანჩის დაშვება, კონდახი მილთან ერთად ჩატრიალდა, ზამბარის და ბუფერის შემაკავებელი თავისი ზამბარით კიდე ამოხტა თავისი ადგილიდან… ზოგ ნაკრებში ამ პრობლემას ექცევა ყურადღება, ზოგში არა. შედეგად ბუფერის მილის წინა ნაწილში დგუშიან “AR”-ებს აღენიშნება ხოლმე არათანაბარი ცვეთის ნიშნები.

საერთოდ როგორ და რატომ გაჩნდა HK416 ამერიკის ჯარში კონკრეტულად კი სპეციალური დანიშნულების ნაწილებში? იმიტომ, რომ მათ სურდათ მოკლე იარაღი, რომელიც საიმედოთ იმუშავებდა საპრესორთან ერთად მათ შორის ჯერებით სროლისას.  საპრესორები და ჯერებით მსროლელი სამოქალაქო გრძელ-ლულიანი იარაღი საქართველოში აკრძალულია და ამიტომაც ამერიკული „სპეცნაზის“ გამოცდილებას თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ მათ ხანმოკლე რომანის შემდეგ უარი თქვეს HK 416-ზე.

პირდაპირი შეფრქვევის სისტემა გამოცდილია ბრძოლაში და არსებობს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი. ბევრი რამე რაც უკავშირდება დგუშიან სისტემებს ჯერ ბოლომდე უცნობია. დგუშზე გადამყვან ნაკრებებს ბრძოლა არ უნახავთ, რომელიმე მსხვილ სამართალდამცავ სამსახურს ან საბრძოლო დანაყოფს ის არ გამოუყენებია. HK416-იც შედარებით ახალი სისტემაა.  მაგალითად HK416-ის ტესტირებისას 2007 წელს ამერიკაში, 2500-3000 გასროლის შემდეგ დაფიქსირდა სიზუსტის მკვეთრი დეგრადაცია. 2-3MOA-დან 5-MOA-მდე. ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხდა მაგრამ დაბრალდა ეს დენთის აირების ნასვრეტის ეროზიას და იმ ადგილში ნამწვავის დაგროვებას. რა თქმა უნდა ნაკრებების კონსტრუქციებიც იხვეწება. მაგალითად ადრინდელი ნაკრებები იყენებდნენ სტანდარტულ A2 ტიპის დენთის აირების ბლოკს, მაგრამ მასზე დგუშის დარტყმა რომელიც საწყის მდგომარეობაში ბრუნდებოდა იწვევდა მის დეფორმაციას და ადგილიდან დაძვრას, რის გამო აღნიშნული დეტალი აღარ გამოიყენება და იცვლება სპეციალური დეტალით, რაც ართულებს ნაკრების მონტაჟს და ზრდის მის ფასს. იგივეე ეხება საკეტს. თუ ადრე გამოიყენებოდა სტანდარტული საკეტის ჩარჩო ეხლა უმეტესობა მწარმოებლების იყენებს ჩარჩოს რომელზეც დგუშის ღერძის “გრდემლი” შესრულებულია საკეტთან ერთად.

ლარი ვიკერსი ამერიკული “დელტას” ყოფილი ოპერატორი და ადამიანი რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა HK416-ის შექმნაში და აქტიურად იყო ჩართული ამ იარაღის “გაპიარებაში” განმარტავს, რომ დგუშიანი  „AR“-ის არჩევანი გამართლებულია თუ: ლულის სიგრძე 14.5 ინჩზე ნაკლები; იგულისხმება ხანგრძლივი სროლა ჯერებით; გამოიყენება ვაზნების ფართო სპექტრი; გამოიყენება საპრესორი. მეორეს მხრივ ”AR”-ის ექსპერტი და ცნობილი ინსტრუქტორი მდიდარი საბრძოლო გამოცდილებით მაიკ პანონი თვლის რომ საპრესორიით აღჭურვილი “10 ინჩიანი AR”-ის გამოყენება საბრძოლო პირობებში შესაძლებელია, მაგრამ იარაღი სპეციალურად უნდა იყოს მომზადებული ამ როლისთვის და სტანდარტული დეტალების ნაწილი უნდა შეიცვალოს. ზოგადად არც ერთი სერიოზული ინსტრუქტორი არ არის შემჩნეული  ”AR”-ის ლანძღვაში, იმ კომიკურ პერსონაჟებს არ ვთვლით რა თქმა უნდა, რომლებიც საკუთარი ქარიზმის და ხმამაღალი კატეგორიული ტონით იზიდავენ კლიენტებს და ამით ირჩენენ თავს.

authar15.11.3

ავტორის კუთვნილი 11.3 ინჩიანი ნახევრად-ავტომატური “AR” იყო აბსოლუტურად საიმედო ყველა ტიპის ვაზნასთან და ამავე დროს სტაბულურად ისროდა 1.5MOA-ს.

ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი აზრით სამოქალაქო “AR”-ის გადაყვანა დგუშიან სისტემაზე აზრს მოკლებულია. “AR”-ი არის კარგი სწორედ მისი პირდაპირი შეფრქვევის სქემის წყალობით. გადაიყვანო ეს სისტემა დგუშიან სქემაზე,  დაახლოებით იგივეა რომ იყიდოთ „სუბარუ იმპრეზა“, ამოიღოთ მისი ოპოზიტური ძრავი და ჩააყენოთ შიგნით „ტოიოტას“ ძრავი. ოპოზიტური ძრავი არის ის რაც ხდის „სუბარუს“ უნიკალურს. ოპოზიტური ძრავი გამოყენება ნიშნავს დაბალ სიმძიმის ცენტრს, ნაკლებ ვიბრაციას, სიმძლავრის და საწვავის ეკონომიურობის საუკეთესო შეფარდებას, ამას დამატებული უნიკალური ჟღერადობა. არ მოგწონთ „ოპოზიტური“ ძრავი? არ მოგწონთ პირდაპირი შეფრქვევის სქემა? მაშინ იყიდე სხვა მანქანა/იარაღი. ის ფული კიდე რომელიც უნდა დახარჯოთ აზრს მოკლებულ “აფგრეიდში” ჯობია უფრო საჭირო რამეში გამოიყენოთ.

ჩემი გამოცდილება პირდაპირ შეფრქვევიან “AR”-ებთან ძალიან პოზიტიურია. უამრავი ნასროლი ვაზნა და ნოლი პრობლემა. დიახ მე მინახია პრობლემები “AR”-ზე რომლებიც გამოწვეული იყო მჭიდებით და იმის გამო რომ პატრონები არ უვლიდნენ თავის იარაღს და გამოეპარათ რაღაცეები. მე არ მგონია რომ დგუშზე გადამყვან ნაკრებს გადაეწყვიტა რომელიმე ეს პრობლემა. ისევე როგორც მინახია როგორ ჭედავენ და ფუჭდებიან სამოქალაქო “კალაშნიკოვები”. არა მე არ ვარ დარწმუნებული რომ “AR”-ი არის საუკეთესო საბრძოლო იარაღი, იმიტომ რომ არ მიომია და არ მიმსახურია ამ იარაღით, მაგრამ ჩემი აზრით სამოქალაქო-თავდაცვითი და ტაქტიკური იარაღის როლში ეს სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა. მოუარეთ “AR”-ს როგორც ყველა სხვა იარაღს, დამატებით კარგად დაზეთეთ “AR”-ის საკეტი, გამოიყენეთ ხარისხიანი მჭიდები, მიაქციეთ ყურადღება დენთის აირების მიმღების (gas key) ხრახნებს, დენთის აირების რგოლების მდგომარეობას და თქვენი იარაღი არასდროს არ გაჭედავს.

არც ერთი სისტემა არ არის დაცული არაკომპეტენტური მომხმარებლისგან. შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითად ავიღოთ ისევ HK416. ეს იარაღი შეიარაღებაში მიიღო ნორვეგიამ და ეგრევე წააწყდა სერიოზულ პრობლემებს საიმედოობასთან. მიზეზი რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს უკავშირდებოდა სწორედ რომ ნაქებ დენთის აირების სისტემას, კონკრეტულად კი დენთის აირების რეგულატორს. რატომღაც ჯარისკაცებს აუკრძალეს ამ კომპონენტის დაშლა და წმენდა რასაც მოყვა ამ მოწყობილობის ინტენსიური დაბინძურება რაც იწვევდა მის მწყობრიდან გამოსვლას ან თვითნებურად პოზიციის შეცვლა, რომელიც გამოიყენებოდა საპრესორით სროლისას. შეიძლება ვიდაოთ, რომ რეგულატორი არ უნდა იცვლიდეს პოზიციას და არ უნდა ძვრებოდეს იარაღს, მაგრამ ჭეშმარიტება არის იმაში რომ საჭიროა იარაღის კონსტრუქციის, მისი სუსტი და ძლიერი მხარეების ცოდნა და სათავისოდ გამოყენება.

5.56×45, თაგვებზე სანადირო ვაზნა თუ მტერის ეფექტური მკვლელი?

Tuesday, June 23rd, 2015

ინტერნეტში იმდენი ინფორმაცია, კვლევა, აზრი და ისტორია დევს, რომ შესაძლებელია საკმარისი სამხილების და არგუმენტების შეკრება ნებისმიერი აზრის გასამყარებლად. ამიტომაც ეს სტატია არ არის (და ვერც იქნება) ფუნდამენტური მეცნიერული ნაშრომი, რომელიც მიზნად ისახავს რომელიმე თეორიის დასაბუთებას.  ეს არის მხოლოდ კიდევ ერთი შეხედულება პრობლემაზე კონკრეტული ავტორის ცოდნის და გამოცდილების კუთხიდან. ამიტომაც ყველაფერი რასაც წაიკითხავთ უნდა აღითქვათ კრიტიკულად და თავად განსაჯოთ რამდენად წონადია ის არგუმენტები რაც მე მომყავს ჩემი პოზიციის გასამყარებლად.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩვენთვის კარგად ნაცნობმა AR-15-მა და კალიბრმა 5,56X45 არნახული პოპულარობა მოიპოვა. ეს იარაღი და მისთვის განკუთვნილი ვაზნა ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში, როგორც ლეგალური გზებით ასევე იმის დამსახურებით რომ დიდი რაოდენობით M4-ებით და M-16-ებით შეიარაღდა პრაქტიკულად არ შემდგარი სახელმწიფოები, ერაყი და ავღანეთი და იარაღი გადაცემული მათი სათამაშო ჯარისთვის და პოლიციისთვის დიდი რაოდენობით მოხვდა სხვადასხვა ტერორისტულ ორგანაზაციებში, მათ შორის რომლებიც არა მარტო ამ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებენ. იგივე ბედი სამწუხაროდ ეწია ჩვენი შეიარაღებული ძალების „ბუშმასტერის“ კარაბინებსაც. მაღალი საბრძოლო და საექსპლუატაციო თვისებების გამო მოთხოვნა ამ იარაღზე გაიზარდა სამოქალაქო მსროლელებს შორისაც რის გამოც  რამდენჯერმე გაიზარდა ამ სისტემის იარაღის წარმოება აშშ-იც, და ბოლოს AR-15-მა დაიკავა ღირსეული ადგილი როგორც ერთ-ერთი დომინანტი სისტემა დინამიური სროლის დისციპლინებში სადაც კარაბინით/შაშხანით ასპარეზობა იგულისხმება. აგერ უკვე კარგახანია ეს იარაღი ასევე არის საქართველოს შეიარაღებული ძალების და პოლიციის შეიარაღებაში. სამი ოთხი წლის წინ იშვიათი ეკზოტიკა, AR-15 უკვე ძალიან ბევრ თბილისის იარაღის მაღაზიაშიც იყიდება, თუმცა უმეტესობა სამოქალაქო AR-15-ის რომლებიც  საქართველოში კერძო პირების საკუთრებაშია  ან ჩამოტანილია უშუალოდ კერძო პირების მიერ ან აწყობილია ადგილზე სხვადასხვა მწარმოებლის ნაწილებისგან (ჟარგობზე აშშ-ში ასეთ იარაღებს „ფრანკენგანებს“ ეძახიან.

ჩვენ ბლოგზეც ამ სისტემას ძალიან ბევრი სტატია მიეძღვნა და დღეს-დღეისობით ამ ბლოგზე სპეციალური განყოფილებაც არსებობს სადაც აღნიშნული სტატიები ერთად არის თავმოყრილი. მორიგ სტატიაში ამჯერად საუბარი წავა არა უშუალოდ AR-15-ზე არამედ ისტორიაზე რომელიც მის კალიბრს უკავშირდება. თუ AR-15 რეპუტაცია ეჭვს აღარ იწვევს, 5.56×45-ზე, რომლის ირგვლივ ბევრი არაერთგვაროვანი აზრი არსებობს პირიქით რჩება ცხარე დისკუსიბის საგნად.  ამ კალიბრის მიმართ ბევრი პრეტენზია დაგროვდა, ისეე როგორც მსროლელთა დიდი ნაწილი თვლის რომ კალიბრი რომლის გამოყენება ზოგ ამერიკულ შტატში ირეზმე სანადიროდაც კი აკრძალულია (არასაკმარისი სიმძლავრის გამო) არ შეიძლბეა იყოს შეიარაღებაში. უნდა აღვნიშნო, რომ ლომის წილი პრეტენზიების ეხება შეიარაღებაში მყოფ და ისედაც ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ვაზნას ინდექსით  M855-ს, ე.წ. „მწვანე თავიანი“. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ამვაზნის პოპულარობა განპიორბებულია მხოლოდ დაბალი ფასით. ცხადია მე უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა ამ კალიბრის იარაღების ეექსპლუატაციის. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მე ვფლობდი სამ AR-15-ს, 14.5, 16.5 და 11.3 ინჩიანი ლუილებით, მქონდა საშუალება გამესინჯა ჩვენ შეიარაღებაში მყოფი „ბუშმასტერებიც“ მათ შორის დგუშიან სქემაზე გადაყვანილი ისევე როგორც ხანგრძლივი შეხება მქონდა სხვა სამოქალაქო AR-15-თან. რა თქმა უნდა სერიოზული შესწავლის ობიექტი ასევე იყო 5.56 კალიბრის ვაზნაც. რა თქმა უნდა მე არ მისვრია ცოცხალი არსებებისთვის, არც განსაკუთრებულად რთული ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია. წლების განმავლობაში მე ვსწავლობდი ყველაფერს რაც ეხბოდა 5.56 საბრძოლო ეფექტურობას, არსებული მუხტების ნომენკლატურას და რა დაგიმალოთ რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი ამ ვაზნას მით უფრო მეტი განცდა მქონდა რომ მოვიდა დრო როდესაც ჯარმა და პოლიციამ უნდა დემშვიდობოს ამ ვაზნას. უკვე მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მიდიოდა საუბრები საქართველოს მიერ დიდი რაოდენობით AR-15-ების შეძენაზე მე წინააღმდეგი ვიყავი ამ იარაღზე არჩევნის გაკეთების ისევე როგორც ლგიკურად მიმაჩნდა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა უფრო პერსპექტიული კალიბრის შეიარაღებაში მიღება, რაც ჩვენ შეიარაღებულ ძალებს წინ წაწევდა და უპირატეს მდგომარეობაში ჩაგვაყენებდა იმ არმიებთან შედარებით, რომლებიც 50 წლის 5.56-ს იყენებდნენ და ვერ ბედავდნენ რადიკალურ გადაიარაღებას. თავისთავად ნატო-ს სტანდარტებსაც ვერ გავექცეოდით მაგრამ სტანდარტი უბრალოდ დოკუემნტია, რომელცი შეიძლება შეიცვლილიყო თუ ვთქვათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დამტკიცდებოდა ახალი კალიბრის უპირატესობა.

5.56 აგერ უკვე 60 წელია რაც არსებობს. ბევრი რამე შეიცვალა, მას მერე რაც 50 წლის წინ ვიეტნამში 5,56 კალიბრის ტყვიები ნაფლეთებად აქცევდა კომუნიზმის იდეებით შეპყრობილ საბჭოტა კავშრის მიერ დგეშილ  ვიეტნამელ პარტიზანებს. შეიცვალა ძალათა გადანაწილება მსოფლიოში, საფრთხეები, სამხედრო სტრატეგიები, ტაქტიკა, შეიარაღებული კონფლიქტების სახე. იმისთვის რომ უფრო ნათლად დავინახოთ რა პირობებში მოხდა რადიკალურად ახალი კონცეფციით შექმნილი 5,56 გამოჩენა შეიარაღებულ ძალებში მე მინდა შემოგთავაზოთ ხანმოკლე ექსკურსი 5.56-ის შექმნის ისტორიაში და მოგიყვეთ საიდან, როგორ და რა პირობებში გაჩნდა 5.56×45.

ზოგადად ცენტრალური აალების .22 კალიბრი ძალიან ძველი კალიბრია და ისტორია კი ამ კალიბრების ოჯახის იწყება 1882 წლიდან როდესაც  Maynard Arms Company-ში შეიქმნა სავარაუდო პირველი ცენტრალური აალების .22 კალიბრის ვაზნა. მას მერე ექსპერიმენტები მცირეკალიბრიან მათ შორის .22 კალიბრის ვაზნებთან არ ჩერდებოდა მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენდა საჭირო დენთის რეცეპტურის შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მაღალი სიჩქარის მიღწევას რაც აუცილებელი იყო საჭირო გარე და ტერმინალური ბალისტიკური მაჩვენებლების მისაღებად. ბევრს ესმოდა ამ კალიბრის პოტენციალი მაგრამ ტექნოლოგიების განვითარების დონე არ იძლეოდა საშუალებას ამ პოტენციალის პრაქტიკაში გამოყენების.

ნაშრომები მცირე კალიბრის სწრაფი ტყვიების შესაძლებლობების და უპირატესბების შესახებ პერიოდულად ჩნდებოდა დასავლეთში მაგრამ 1930 წელს ამერიკელმა რობერტ კენტმა პირვლად შეეცადა დაესაბუთებინა თეორია რომლის მიხედვითაც მსუბუქ მცირე კალიბრის სწრაფ ტყვიას შეეძლო მეტი დაზიანების მიყენება ვიდრე უფრო მძიმე, მსხვილ და შესაბამისად უფრო ნელ ტყვიას. ის ასევე აღნიშნავდა რომ შემცირებული უკუცემა და უფრო უკეთესი ტრაექტორია იქნებოდა დამატებითი დადებითი თვისებები მცირე კალიბრიანი ვაზნის. თავის ექსპერიმენტების შედეგები მან გამოაქვეყნა 1930 წლის იანვარში, ნაშრომში სახელად The Theory Of The Motion Of A Bullet About Its Center Of Gravity In Dense Media, With Applications To Bullet Design. აღნიშნული ნაშრომი შეიძლება ჩაითვალოს  პირვლი ნაბიჯად  პროცესში, რომელიც დასრულდებოდა სამხედრო დანიშნულებნის მცირეკალიბრიანი ვანზის გამოჩენით. რა თქმა უნდა მანამდე ბევრი სხვა ადამიანი ევროპაშიც და ამერიკაშიც მუშაობდა ექსპერიმენტულ .22 კალიბრის ვაზნებზე რის შედეგად ზოგი წარმოებაშიც მოხვდა, როგორც კომერციული, სანადირო კალიბრი და ზომიერ კომერციული წარმატებასაც მიაღწია. ასეთი იყო მაგალითად .22 ჰორნეტი, რომელიც სიმძლავრით შუალედურ ადგილს იკავებს 5.56-ს და .22 WMR-ს შორის. აღნიშნული ვაზნა 1932 წლიდან იწარმოებოდა ვინჩესტერის მიერ და სამხედრო სამსახურიც ნახა. კერძოდ ის გამოიყენებოდა M4 და M6 ტიპის ე.წ. „გადარჩენის იარაღებში“, რომლებითაც მეორე მსოფლიო ომის დროს შეიარაღებული იყვნენ სამხედრო პილოტები.  ასე და ამრიგად .22 ჰორნეტი არის რეალურად პირველი .22 კალიბრის ცენტრალური აალების ვაზნა რომელიც სამხედრო სამსახურში ოფიციალურად მოხვდა. შემდეგ უკვე 50-ან წლებში მონადირეები და სპორტსმენების განკარგულებაში გამოჩნდა კიდევ ორი სწრაფი .22 კალიბრის ვაზნა, .220 სვიფტი და .222 რემინგტონი, აქიდან უკანასკნელი ძალზედ პოპულარული გახდება „ვარმინტერებს“ შორის. მოგეხსენებათ “ვარმინტერი” არის მოანადირე, რომელიც ნადირობს მცირე ცხოველზე მათ შორის მღრნელებზე. აქ შეცდომაში არ უნდა შევიდეთ, ეს არ ნიშნავს, რომ  .222 რემინგტონი არის თაგვებზე სანადიროდ, უბრალოდ ვარმინტერებს ჭირდებად ვაზნა, სწრაფი ტყვიით რომელსაც ექნება რაც შეიძლება სწორი ტრაექტორია და კარგი თანდაყოლილი სიზუსტე, გამომდინარე იქიდან რომ ბეწვი ასეთი ცხოველების როგორც წესი არ წარმოადგენს ღირებულებას, ტყავის დაზიანება მაღალსიჩქარიანი ტყვიით მიყენებული დიდი ჭრილობებიც არ წარმოადგენდა პრობლემას.

შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ როდის დაინტერესდა აშშ-ს არმია მცირეკალიბრიანი ვაზნებით (აშშ-ს იმიტომ რომ სწორედ ამერიკულმა არმიამ პირველმა მიიღო შეიარაღებაში რადიკლაურად განსხვავებული კონცეფციის მცირე კალიბრიანი მაღალი საწყისი სიჩქარის ვაზნა) და მათი გამოყენების იდეით ფეხოსნის ძირითად იარაღში, მაგრამ პირველი მეცნიერული დასაბუთება, რომელმაც ჯამში მიგვიყვანა 5.56×45 კალიბრამდე მომზადებული იყო  აშშ-ის შეიარაღებული ძალების გერენარულ შტაბთან შექმნილი სამოქალაქო უწყების, ოპერაციული კვლევების ოფისის მიერ. აღნიშნული უწყების 1948 წელს შექმნის მიზანი იყო შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა მეცნიერული კვლებებით ბრძოლის წარმოების თანამედროვე მეთოდებზე. სწორედ ამ ორგანიზაციამ 1951 წლის აგვისტოში წარმოადგინა კვლევა „ფეხოსნის შაშხანის ოპერაციული მოთხოვნები“, რომელსაც თავის მხრივ წინ უძღვოდა სხვა /განსხვავებული კვლევა ახალი ტიპის პირადი ჯავშანის შესახებ. უკანასკნელი მათ შორის გულისხმობდა გასროლილი ტყვიით გამოწვეული ეფქტების/ზიანის შესწავლას. ეს კვლევა არ ეხებოდა უშუალოდ .22 კალიბრის ვაზნების ეფექტურიობას არამედ მან შექმნა თეორიული საფუძველი .22 კალიბრის ვაზნის გამოჩენის შეიარაღებულ ძალებში და ასევე მოიცავდა მინიშნებებს ექსპერიმენტებზე მცირე კალიბრიან ტყვიებთან რომელიც აბერდინის პოლიგონზე პარალელურად ტარდებოდა 1950 წლის ნოემბრიდან სადაც ექსპერიმენტების საგანი იყო მათ შორის მოდიფიცირებული კომერციული კალიბრი .220 სვიფტი.

აღნიშნული კვლევა მინდა გითხრათ საკმაოდ საინტერესო საკითხავია და აშკარად არ ჯდება კონსერვატიულ სამხედრო აზროვნების სტანდარტებში. მოგეხსენებათ ორგანიზაცია რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა იყო სამოქალაქო და ისინი არ იყვნენ დატვირთული და შეზღუდული კლაისკური სამხედრო დოქტრინებით.  მე თავიდან ჯერ თეზისებს გავეცანი მხოლოდ, მაგრამ შემდეგ მოვიპოვე დოკუმენტის სრული ვერსია, რომელსაც საიდუმლო გრიფი მოეხსნა და ტექსტიც ღიად გამოქვეყნდა.

მოცულობითი კვლევა საკმაოდ საინტერესო დასკვნებით დასრულდა. მაგალითად, არგუმენტირებული იყო მოსაზრება რომ შაშხანის გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში იშვიათად ცილდება 300 იარდს (290 მეტრს), ხოლო ზუსტი სროლის უნარი რადიკალურად მცირდება 100 იარდის ზემოთ, რაც გამოწველია რელიეფის თვისებებიე და შემცირებული ხილვადობიე. ალბათობა გამხდარიყავი მტრის ნასროლი ტყვიის მსხვერპლი შეესაბამეოდა ალბათობას გამხდარიყავი საარტილერიო ჭურვის შემთხვევითი ნამსხვრევის მსხვერპლი. ომში დაჭრილი და გარდაცვლილი მეომრების ჭრილობების ანალიზმა აჩვენა რომ ტყვიები არ ხვდებ სამიზნეს უფრო უკეთესად/ეფექტურად ვიდრე ნამსხვრევები, იმ განსხვავებით, რომ იდეაში ტყვიებს უმიზნებენ და ნამსხვრევებს კი არა, აქიდან გამომდინარე წესით ტყვიით მიყენებული ჭრილობები უფრო მომაკვდინებელი და ეფექტური უნდა ყოფილიყო, დაჯგუფებული სამიზნის ცენტრში და არა ქაოტურად გაფანტული, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ სამიზნის განადგურება უფრო დამოკიდებული იყო  დროის მონაკვეთზე, რა დროსაც სამიზნე იყო ხილვადი მტრისთვის და რა მოცულობით იყო ის ხილვადი/გახსნილი მტრის ცეცხლისთვის და არა წარმოებული ცეცხლის სიზუსტეზე. აღნიშნული აღმოჩენებიდან მკვლევარებმა გააკეთეს ლოგიკური დასკვნა, რომ პირადი იარაღი კონტროლირებადი გაფანტვით 300 მეტრამდე მანძილზე იქნებოდა უფრო ეფექტური ვიდრე ზუსტი იარაღი, რომელიც ისროდა ცალ ტყვიას თუნდაც უფრო მეტი ენერგიით და თან უფრო შორს. ჯერებით სროლისას კონტროლირებადი ავტომატური იარაღი, შესაძლებლობით აწარმოოს მაღალი ინტენსივობის ცეცხლი იქნებოდა უპირატესი ახლო ბრძოლაშიც. დასკვნის მიხედვით ვაზნა ოთხი დამაზიანებელი ელემენტით (ტყვიით) კონტროლირებადი გაფანთვით 50 სმ, 290 მეტრზე იქნებოდა ორჯერ უფრო ეფექტური ცოცხალი ძალის წინააღმდეგ  ვიდრე იმ დროს შეიარაღებაში მყოფი .30 კალიბრის M-14 შაშხანა. იგივე დასკვნაში რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შემითავაზებული იყო მოწამლული ჭურვების (ტყვების) გამოყენებაც, რაც გაზრდიდა ჭრილობების ლეტალურობას. ცხადია სამოქალაქო პირები არ იზღუდავდნენ თავს საერთაშორისო კონვენციებით და აქიდან გამომდინარე ასეტ დასკვნა/რჩევამდეც მივიდნენ.

რაც შეეხება სროლის საშუალო მანძილის დადგენას, მსოფლიო ტოპოგრაფიული რუკების ანალიზმა, ტერიტორების შემთხვევითი არჩევით (სულ 18 000 შერჩევა განხორციელდა კვლევის მიზნბეიდან გამომდინარე) აჩვენა რომ 70% შემთხვევაში ადამიანის ფიგურა, როგორც სამიზნე სრულად გამოჩნდება მხოლოდ 300 იარადამდე მანძილზე.  ხოლო 90% შემთხვევებში, 700 იარდის მანძილზე. აქიდან გამომდინარე  ჩაითვალა, რომ იმ დროს შეიარაღებაში მყოფი .30 კალიბრის ვაზნა არის ზედმეტად ძლიერი, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ მოთხოვნა ეფექტური სროლის 300 მეტრიან მანძილზე არ ნიშნავდა ავტომატურად რომ ამ მოთხოვნებით შექმნილი იარაღი ვერ იქნება ეფექტური 300 მეტრის ზემოთ. ასევე ცდებით ასევე დადასტურდა, რომ .30 კალიბრის იარაღი ჯერებით სროლისას არის არაფეფექტური და მხოლოდ პირველი ტყვია ხვდება სამიზნეს 50 მეტრზე უფრო გრძელ დისტანციებზე სროლისას. შესაბამისად ჯერებით სროლას .30 კალიბრის იარაღიდან არანაირი აზრი არ ქონდა. არ ვიცი მიუწვდებოდათ თუ არა ბრიტანელებს ამ კვლევის შედეგებზე ხელი მაგრამ .30 კალიბრის შაშხანას L1A1, რომელიც 30 წელზე მეტი იყო ბრიტანული ჯარის შეიარაღებაში არ ქონდა ჯერებით სროლის საშუალება.

საფუძვლინად შესწავლილ იქნა ასევე ეფექტური სროლის წარმოების მანძილები. კვლევას თანდართული აქვს სხვადასხვა მომზადების დონის მსროლელების სროლის შედეგები, რომლის მიხედვითაც M-14-დან სროლა 300 მეტრზე უფრო გრძელ მანძილებზე იყო არაეფექტური, მიუხედავად იმისა რომ ტექნიკურად ვაზნა და იარაღი ამის საშუალებას იძლეოდა. მიუხედავად მომზადების დონისა და სროლის კარგი პირობებისა ტყვიების უმნიშვნელო რაოდენობა ხვდებოდა სამიზნებს. ასეთი იარაღიდან სროლის ეფექტურობის გაზრდა ვარჯიშების მოცულობის გაზრდით ასევე მიზანშეუწონლად იყო მიჩნეული იმიტომ რომ სამობილიზაციო მოთხოვნების გათვალისწინებით ეს დროის და ფულის თვალსაზრისით იყო შეუძლებელი. ეს არის მითი რომ ჯარი ამზადებს ეფექტურ მეომრებს. სინამდვილეში არსებობს ბალანსი იდეალურ მეომარსა და იმ ხარჯებს შორის რომელიც სახელმწიფომ უნდა გაიღოს. თან სუპერ-ჯარისკაცი ისეთივე მოწყვლადია საარტილერიო ცეცხლისას, როგორც მოუმზადებელი წვევანდელი. შესაბამისად კვლევამ დაადასტურა რომ არსებული მომზადების და წვრთნის პროგრამებით ჯარისკაცი ვერასდროს  სრულად ვერ აითვისებდა.30 კალიბრის იარაღის პოტენციალს.

როგორც ხვდებით, სწორედ ამ კვლევის შედეგებით პირველად გამოიხატა და დასაბუთდა საჭიროება მცირეიმპულსიან მცირეკლაიბრიან ვაზნაში, რომელიც: იქნებოდა უფრო იაფი, ლოგისტიკის თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელი, მოკლე ჯერებით სროლისას უფრო ეფექტური, ჯარისკაცის ხელში უფრო ზუსტი და მომაკვდინებელი. ამასთანავე ასეთი  იარაღიდან 300 იარდამდე მანძილზე ნასროლი ტყვია  დამაზიანებელი ეფექტით უნდა ყოფილიყო ანალოგიური .30 კალიბრის ტყვიის.  ახალი იარაღი გათვლილი ასეთ ვაზნაზე იქნებოდა უფრო მსუბუქი და ნაკლებად დატვირთავდა ჯარისკაცს, რომელიც შეძლებდა უფრო დიდი საბრძოლო კომპლექტის ტარებას. ასევე რეკომენდირებული იყო მომავალ იარაღში ე.წ. „სალვო“-ს ტიპის ვაზნის გამოყენება რომელშიც იქნებოდა გაერთიანებული ოთხი ტყვია, რომელიც კონტროლირებადი გაფანტვით იქნებოდა ყველაზე ეფექტური 300 იარდამდე განლაგებული სამიზნის წინააღმდეგ. ასევე ნაკლები უკუცემა ნაკლებად დაღლიდა მსროლელს და ასევე გაზრდიდა ერთჯერადი გასროლების ეფექტურობას. აღნიშნული სხვათაშორის  დადასტურდა 1961 წელს პირველი სერიული AR-15-ის ტესტირებისას ლეკლენდის საჰაერო ძალების ბაზაზე სადაც ახალი იარაღიდან სროლისას მსროლელების 43%-მა მიიღო „ექსპერტის“ ქულები მაშინ როდესაც M-14-ით შეიარაღებული მსროლელების მხოლოდ 22%-მა აჩვენა ანალოგიური შედეგი.

ძალიან საინტერესო ის არის, რომ კვლევის მიხედვით ასეთი იარაღი იქნებოდა შუალედური საფეხური მანამ სანამ ტექნოლოგიები და წარმოება არ გახდიდა შესაძლებელს შექმნილიყო იარაღი დისტანციური ამფეთქებლით აღჭურვილი ჭურვებით, რომლებიც აფეთქდებოდნენ მოწინააღმდეგის თავზე და ამით დაძლეულ იქნებოდა ყველაზე დიდ შეზღუდვა ცეცხლსასროლი იარაღის, ხელოვნური თუ ბუნებრივი ბარიერების დაძლვის შეუძლებლობა. (ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება სამიზნეების წინააღმდეგ რომელსაც მსროლელი უშუალოდ ხედავს).

რა თქმა უნდა აღნიშნული ნაშრომი არ იყო ერთადერთი, ტესტირებები და გამოკვლვები მიმდინარეობდა უწყვეტ და ხშირად პარალელურ რეჟიმებში, მაგრამ ამ კვლევამ განაპირობა პირველი მნიშვნელოვანი დოქტრინული ცვლილება არმიის შეხედულებებში შაშხანის როლზე და მოთხოვნებზე მის მიმართ და მის შესაძლებლობებეზე. ეს ერთი შეხედვით ქაოტური და მოუწესრიგებელი ქმედებები გამოწვეული იყო იმით, რომ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე დაკვეთი ანუ შიარაღებული ძალები გამოხატავდნენ ინტერესს და წარმაოდგენდნე მათ მოთხოვნებს ახალი იარაღის მიმართ, ხოლო კერძო კომპანიები წარმოადგენდნე მათ ვარიანტებს ამ მოთხოვნეების დაკმაყოფილების, შემდეგ შეიარაღებული ძალები აირჩევდნენ ყველაზე პერსპექტიულ შემოთავაზებებს და ერთობლივი ძალებით განახორციელებდნენ მათ დახვეწას. ერთი შეხედვით კარგი სისტემა ქმნიდა ბევრ შესაძლებლობას კორიფციისთვის და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რაც მათ შორის გამოიხატა აშკარად არადამაკმაყოფილებლი იარაღის M-14-ის შეიარაღებაში მიღებით, რომელიც ამჯობინეს ბევრად უფრო პერსპქტიულ და უკეთეს ბელგიურ FN FAL-ს. მთლიანობაში წარუმატებლობამ M-14-თან მნიშვნელოვნად დააჩქარა M-16-ის და 5.56-ის გამოჩეენა შეიარაღებულ ძალებში.

1951 წელს დაიწყო უკვე ხსენებული პროგრამა „სალვო“ რომელიც მიზნად ისახავდა ისეთი იარაღის შექმნას, რომელიც ერთი გასროლის შედეგად რამდენიმე დამაზიანებელ ელემენტს გაივსრიდა და ამით გაზრდიდა სროლის ეფექტურობას. პროგრამის ფარგლებში შეისწავლებოდა მცირე კალიბრის და მასისი ჭურვების ბალისტიკა, ავტომატური ცეცხლის ეფექტურობა, წარმოდგენილი იყო როგორც ახალი ტიპის ამუნიცია ასევე პრინციპულად ახალი ტიპის იარაღებიც. იმავე წელს პრაქტიკული ტესტირებისას დადგინდა, რომ სროლის ეფექტურობა ტანდემური ვაზნების გამოყენებით, როდესაც ერთ მასრაში მოთავსებულია რამდენიმე ტყვია (ორი, სამი) მნიშვნელოვნად იზრდება. ასე მაგალითად .30 კალიბრის “დუპლექსის” ტიპის ვაზნის გამოყენებამ გაზარდა მორტყმის ალბათობა 65%-ით.

salvodiagram

სპრინგფილდის სარეკლამო პოსტერი, რომელიც ხსნის ტანდემური ვაზნის ეფექტურობას. 

„სალვოს“ პროგრამის ფარგლებში მუშავდებოდა იდეა მცირე კალიბრიანი ვაზნის, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა მსუბუქი მაგრამ ძალიან სწრაფი ტყვიით. ხსენებულ ნაშრომში ახალი ტიპის იარაღზე, ნახსენები იყო აბერდინის პოლიგონზე განხორციელებული ცდები, რომლებსაც პირობითად ერქვა „SCHV„ ანუ მცირე კალიბრი, მაღალი სიჩქარე. ექსპერიმენტებს ხელმძღვანელობდნენ აბერდინის პოლიგონის მსუბუქი და საავიაციო ცეცხლსასროლი შეიარაღების სპეციალისტები უილიამ დევისი და ჯერალდ გუსტაფსონი. ეს ორი პიროვნება გამოაქვეყნებს საკმაოდ საინტერესო დასკვნებს, რომლებიც გაამყარებენ სამოქალაქო ოპერაციული კვლევების ოფისის მოსაზრებებს. 1953 წელს გუსტაფსონი გამოსცემს დასკვნას „.22 კალიბრის მაღალი სისწრაფის ვაზნის დიზაინი და წარმოება, M2 ტიპის გადაკეთებული შაშხანიდან, სროლის წარმოების და იარაღი-კალიბრის გამოცდის მიზნით“.  დასკვნაში ის იუწყება, რომ .22 კალიბრის ექსპერიმნტული იარაღი არის ეფექტური, შეუძლია შეცვალოს .30 კალიბრის M2 ტიპის კარაბინი, .45 კალიბრის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და ყურადღება: 300 მეტრამდე სროლისას უკეთეს შედეგს აჩვენებს ვიდრე .30 კალიბრის გარანდის შაშხანა. 1954 წელს ამას მოყვება ახალი ნაშრომი სადაც დევისი და გუსტაფსონი განიხილავენ მათ მიერ ჩატარებული ცდების შედეგებს და „მცირე კალიბრი -მაღალი სიჩქარეს“ კონცეფციით შექმნილი კალიბრების და იარაღების უპირატესობებს. მათი რეკომენდაციით  საჭიროა ახალი .22 კალიბრის სახმედრო დანიშნულების ვაზნის შექმნა. მათი აზრით ეს უნდა იყოს 7.62 Nato-ს მასრაში ჩასმული .224 კალიბრის 60 გრანიანი ტყვია. ნოემბერში ახალი ვაზნის „.22 Nato“-ს ფორმალური ტესტირებები იწყება. ახალი კალიბრის ტესტირებები და ტერინალური ეფექტურობის შესწავლა გრძელდება 1955 წლის სექტემბრამდე და კონცეფცია „მცირე კალიბრი-მაღალი სიჩქარე“ სულ უფრო მეტ „გულშემატკივარს“ იძენს. ამავე წლის ნოემბერში აშშ-ს კონტინენტალური არმიის სარდლობის მესამე განყოფილება ავრცელებს დასკვნას: „.22 კალიბრის M2 ტიპის კარაბინის მოდიფიცირებულის  მაღალი სისწრაფის .22 კალიბრის ვაზნის გამოყენებისთვის, შესწავლის შედეგები“. ანგარიშის თანახმად  პროგრამას „მცირე კალიბრი-მაღალი სიჩქარე“   უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი და საბოლოო მიზანი უნდა იყოს აღნიშნული კონცეფციის იარაღის შექმნა. ამასობაში დევისი გამოდის ახალი იდეით და სთავაზობს ახალი კალიბრის ვარიანტს რომელიც გულისხმობს 55 გრანიან ტყვიას საწყისი სიჩქარით 1100 მ/წ-ში და ითხოვს დამატებიტ სახსრებს ტესტირებების გასაგრძელებლდა და იღებს უარს, რომლის მიზეზად სახელდება რომ აბერდინის პოლიგონის საქმიანობას წარმოადგენს იარაღის და კალიბრების ტესტირება და არა მათი შექმნა.

1964springfield

ცხადია იარაღის მწარმოებლები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ახალ ტენდენციებს და „სალვოს“ პროგრამის მიმდინარეობისას დრო და დრო აწვდიდნენ სამხედროებს გადაკეთებულ ახალ კალიბრზე ან ახალი ტიპის იარაღებს. სურათზეა სპრინგფილდ არმორის საცდელი იარაღი შექმნილი 1964 წელში, გადაბმული 60 ვაზნიანი მჭიდით, რომელიც იყენებდა ვაზნებს მინი ისრებით საწყისი სიჩქარით 1400 მ/წ-ში.  

„სალვოს“ პროექტს ბევრი საინტერესო განშტოება გაუჩნდა. ცხადია როდესაც შენ გინდა სასხლეტზე ერთ დაჭრას მოყვეს მოყვეს ოთხი ტყვიის გასროლა, ეს შეიძლება მიაღწიო რამდენიმე გზით, ერთ მასრაში მოაქციო ოთხი ტყვია, გაისროლო იარაღიდან ოთხი ლულით ან გასროლის ერთ ციკლში მოასწრო ოთხი ტყვიის გაშვება მანამ სანამ უკუცემა მიაღწევს თავის პიკს. ამის შედეგად რამდენიმე ემერიკულმა კომპანიამ შექმნა ტყვიები, ოთხლულიანი იარაღები, ყუმბარმტყორცნები, ლაფეტური შაშხანები, მაგრამ არც ერთი არ იქნება მიჩნეული მზად სამხედრო სამსახურისთვის. სამაგიეროდ 50 წლის შემდეგ რუსი ნიკონოვი წარმატებით მოიპარავს ამ სქემას, ვერაფერს ვერ გაიგებს და შექმნის საოცრად რთულ და წარუმატებელ იარაღს სახელად АН-94 Абакан.  ასევე „სალვოს“ პროექტში აქტიურად მონაწილეობდა ამერიკული კომპანია AAI Сorp.-ის თავდაპირველად  წარმოდგენილი იარაღი იყო ტექნიკურად ყველაზე პრიმიტიული, ცალმუხტიანი ხელით დასატენი ყუმბარმტყორცნი. პროექტი წარუმატებლად დასრულდა, ვერც-ერთმა კომპანიამ ვერ წარადგინა საკმარისად ეფექტური სისტემა მაგრამ AAI Сorp.-ის ქმნილება აღმოჩნდა საუკეთესო კანდიდატი ლულისქვეშა ყუმაბრმტყორცნზე და ის გახდა დღეს ყველასთვის კარგად ცნობილი სისტემა 40მმ-ნი ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი M203, რომელიც დღემდე გამოიყენება. M203 არის “სალვოს” შედეგი, რომელსაც არავინ არ ელოდებოდა.

1956 წელს საქმე მივიდა უკვე შედარებით გამოცდებზე, რომლებშიც გამოყენებულ იქნა მწარმოებლების მიერ მიწოდებული პროტოტიპები მათ შორის რამდნიმე ლულით და მთელი რიგი ახალი კალიბრების. პარალელურად კი იუჯინ სტოუნერმა დააპატენტა თავისი ახალი იარაღის AR-10 დენთის აირების სისტემა და საკეტის კონსტრუქცია. იარაღის ისტორიის სპეციალისტის დენიელ უოტერსის აზრით სტოუნერის ჩართვა ამ რბოლაში მოხვდა კონტინენტალური სარდლობის მეთაურის  გენერალ უილიამ უიამანის წყალობით, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა დევისის და გუსტაფსონის მოხსენება რომლის დაფინანსებაზეც მათ უარი მიიღეს. სწორედ მისი აზრით სარდლობის მესამე განყოფილებამ გასცა ფორმლაური მოთხოვნა ახალ იარაღზე დევისის და გუსტაფსონის იდეების მიხედვით, რაგ გულისხმობდა, რომ ახალ იარაღს უნდა გამოეყენებინა  55 გრანიანი ტყვია 1100 მ/წ-ში საწყისი სიჩქარით. გენერალ უაიმანის აზრით, სტოუნერის იარაღი მოდიფიცირებული/შემცირებული ახალი კალიბრის გამოსაყენებლად შესაძლებელია ყოფილიყო საუკეთესო კანდიდატურა.

1957 წელს საბოლოო მოთხოვნები ახალი იარაღის მიმართ შემუშავდა და ეს უნდა ყოფილიყო 3 კილოგრამი წონის, ავტომატური იარაღი, 20 ვაზნიანი მჭიდით. სამწუხაროდ გაიზარდა ეფექტური სროლის მანძილი ჯერ 300-დან 400 იარადამდე და შემდეგ 500 იარადამდე რაც უზრუნველყოფდა მის მიღებას კონსერვატიული სახმედრო ჩინოვნიკების მიერ. აღინიშნება, რომ სროლის სუზუსტე აღნიშნულ მანძილზე არ უნდა იყოს გარანდის შაშხანაზე უარესი ხოლო ტერმინალური ეფექტურობა უნდა იყოს ანალოგიური ან აღემატებოდეს M2 ტიპის კარაბინის შესაბამის მაჩვენებლებს. მოგეხსენებად რომ აღნიშნული იარაღი იყენებს .30 კალიბრის ვაზნას (მეტრიკული ზომებია 7.62×33), რომლის ტყვიის წონა არის 110 გრანი და საწყისი სიჩქარე 600 მ/წ-ში ხოლო ენერგია 1300 ჯოულს შეადგენს. დამეთანხმებით არც ისე შთამბეჭდავი მაჩვნებლებია. ეს იარაღი იდეაში უნდა ყოფილიყო გარდამავალი საფეხური სანამ არ შეიქმნებოდა “სალვოს” იდეებზე დაფუძნებული ახალი ბევრად უფრო ეფექტური იარაღი. 

ამერიკული კომპანია არმალაიტი, რომელშიც მუშაობდა იუჯინ სტოუნერი აქტიურად იყო ჩაბმული ახალი იარაღის შექმნის პროცესში და თავდაპირველად მათ უარი თქვეს AR-10-ის მოდიფიცირებაზე და ამ მიზნებისთვის გამოიყენეს AR-11, რომელიც გათვლილი იყო კომერციულ ვაზნაზე .222 რემინგტონი. აღნიშნული იარაღი განადგურდება ტესტირებისას (ვერ გაუძლებს ავტომატურ რეჟიმში სროლას) და არამლაიტის სხვა ნიჭირი თანამშრომელი ჯიმ სალივანი მიიღებს დავალებას სუფთა ფურცლიდან გადააკეთოს სტოუნერის AR-10 ისე რომ მან გამოიყენოს კალიბრი .222 რემინგტონი. იმისთვის რომ დაკმაყოფილდეს სამხედროების მოთხოვნა 500 იარდზე სტანდარტული ჩაფხუტის გახვრეტის უზრუნველყოფით, სტოუნერი ექსპერიმენტირებს .222 რემინგტონის ვაზნასთან და ამცირებს ტყვიის წონას 68 გრანიდან 55 გრანამდე. გათვლებით დადგინდა რომ საჭირო სიჩქარე არის 1100 მ/წ-ში, რომლის მიღწევაც .222 რემინგტონში შეუძლებელია დენთის წვის წნევის უსაფრთხო დონეზე შენარჩუნების პირობით. აბერდინის პოლიგონის სპეციალისტების დევისის და გუსტაფსონის იდეა რეალობად იქცა.  სტოუნერი სთავაზობს რემინგტონს დააგრძელონ ვაზნა ერთი მილიმეტრით რაზეც ეგრევე იღებს თანხმობას. ახალ  ვაზნას მიენიჭა ინდექსი .222 სპეშლ.  მოგვიანებით ეს სახელი შეიცვალა .223 რემინგტონი რომ ეს ვაზნა არ არეულიყო სხვა კალიბრებში, რომლებიც ასევე სამი ორიანით აღინიშნებოდა.

ამასობაში  ომი ვიეტნმაში ღვივდებოდა და ჯარი სასწრაფოდ ითხოვდა ახალ იარაღს. .30 კალიბრის M14 იყო მორალურად მოძველებული და ყველას ესმოდა რომ ეს იარაღი არ შეიძლებოდა ყოფილიყო შეიარაღებაში დიდ ხანს. პრობლემები იყო აღნიშნული იარაღის მასობრივ წარმოებასთანაც. ზოგადად M14-ის გამოჩენა იყო განპირობებული პოლიტიკური მიზნებით და გენერლების ახლომხედველობის და კონსერვატიული აზროვნების გამო. ბუნებრივია იაფი მსუბუქი AR-15, შესანიშნავი ანტიკოროზიული თვისებებით, ზესწრაფი მსუბუქი ტყვიით რომელიც საშინელ ჭრილობებს აყენებდა მტერს, იყო კარგი არჩევანი. ამ იარაღის ბრძოლის ველზე გამოჩენას მხარს უჭერდა ARPA (Advanced Research Project Agency) რომელიც მუშაობდა ინოვაციურ თავდაცვით პროექტებზე და ასევე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის რობერტ მაკნამარას განკარგულებაში მყოფი ე.წ. „ახალგაზრდა ჭკუის კოლოფების“ ჯგუფი (whiz kids), სხვადასხვა პროფილი ექსპერტები რანდის კორპორაციიდან, რომლებიც მუშაობდნენ ახალი თავდაცვითი სტრატეგიის შექმნაზე, კომპიუტერების, ეკონომიკური ანალიზის, თამაშების თეორიის გამოყენებით და ასევე ჩართულები იყვნენ თავდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესებაში. სწორედ მათი ხელშეწყობით ტესტირების მიზნით პირველი AR-15-ები მოხვდა ტესტირებისთვის ვიეტნამში. ტესტირების შედეგები აისახა დასკვნაში სახელწოდებით “Report of Task 13A, Test of ArmaLite Rifle, AR—15″. დასკვნაში აღინიშნა რომ ახალი იარაღი არის უპირატესი M2-ზე ხოლო სამხრეთ ვიეტნამელების შეიარაღებისთვის ის უმჯობესია ვიდრე M1 შაშხანა და M1 და M2 ტიპის კარაბინები. დასკვნას თან ერთვის შეტაკებების და მიყენებული ჭრილობების მხატვრული აღწერილობებიც. აღნიშნული დასკვნაში მიღებული შედეგების გამოეირება ტესტირებისას მოითხოვეს სამხედროებმა მაგრამ ტესტირებამ ვერ დაადასტურა ARPA-ს შედეგები რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ტესტირება ხდებოდა რეალურ ბრძოლაში მეორე კი სტერილურ ლაბორატორიებში. მიუხედავად ამისა AR-15 გახდა M16 და .223 რემინგტონი გახდა 5.56 Nato და კამათი ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზ არ წყდება დღემდე.

hqdefault

პროექტ “სალვოს” ჩაენაცვლა სხვა პროგრამები, The Future Rifle Program (1969 წელი), Close-Assault Weapon System  (1980-ნი წლები), Advanced Combat Rifle (80-ების ბოლო), რომელიც მიზნად ისახავდა პრინციპიალურად ახალი ტიპის ფეხოსნის იარაღის შექმნას, მაგრამ ყველა უშედეგოდ დასრულდა. სურათზე არის Steyr ACR ერთ ერთი ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი იარაღი, რომელიც იყენებდა დარტს (პატარა ისარს) ტრადიციული ტყვვიის ნაცვლად. შტეირთან ერთად აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობდა გერმანული H&K G11. არც ერთმა იარაღმა არ აჩვენა გადამწყვეტი უპირატესობა 5,56 კალიბრის M-16-ზე და პროგრამა უშედეგოდ დასრულდა. 

M16-ის შეიარაღებაში მიღების შემდეგ ინტერესი „სალვოს“ პროექტის მიმართ მკვეთრად შემცირდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ იდეაში .22 კალიბრის ეს იარაღი უნდა ყოფილიყო დროებითი ზომა მანამ სანმა მწარმოებლები შეძლებდნენ საჭირო საბრძოლო და საექსპლუატაციო თვისებების მქონე იარაღის შექმნას.  ”სალვოს” პირველი დღეებიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში რამდენიმე საინტერსო ექსპერიმენტული სისტემა შეიქმნა, რომელთა მიმოხილვა ცილდება ამ სტატიის ფორმატს. აქიდან ბრძოლის ველამდე მხოლოდ ერთმა მიაღწია და ის ზუსტად 50-ნი წლების ფუტურისტული კონცეფციით შეიქმნა.  პრინციპულად ახალ იარაღი XM-25, რომელიც 2010 წელს გაიგზავნა ავღანეთში გამოცდებზე და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. სამწუხაროდ არასაკმარისი დაფინანსების გამო 2013 წელს ეს პროექტი  შეჩერებულ იქნა რაც ჩემი აზრით არის უდიდესი შეცდომა.

XM25_July_2009

ნახევრად ავტომატური ყუმბარმტყორცნი XM-25 იყენებს 25მმ ან ყუმბარებს, „ჭკვიანი“ ამფეთქებლით, რომელიც აფეთქებს ყუმბარას სამიზნის თავზე და ანადგურებს ბარიერებს ამოფარებულ ცოცხალ ძალას. ასეთი იარაღის გამოჩენა შეცვლიდა თამაშის წესებს ბრძოლის ველზე მაგრამ რატომღაც მასზე ამერიკელებმა უარი თქვეს მიუხედავად ძალზედ დადებითი გამოხმაურებებისა. იმედია ეს გადაწყვეტილება გადახედილ იქნება.

ეხლა კვლავ დაუბრუნდეთ 5.56-ს და M16-ს. განსხვავებით ცნობილი მითისგან M-16 არ „დაიბრაკა“ ვიეტნამში, პირიქით ვიტნამმა დაადასტურა რომ ამ სისტემას შეუძლია იყოს ფეხოსნის ძირითადი საბრძოლო იარაღი. სისხლით და ოფლით მიღებული გამოცდილება და გაკვეთილები აისახა  M-16A1-ის შეიარაღებაში მიღებით. აღნიშნული იარაღი იყო საიმედო, ზუსტი და ეფექტური. 20 ინჩიანი ლულა საკმარის საწყის სიჩქარეს აძლევდა მსუბუქ 50 გრანიან ტყვიას (M193), რომელიც ეფექტური სროლის მანძილზე (300 მეტრი) ინარჩუნებდა ძალიან კარგ ტერმინალურ ეფექტურობას. ფრაგმენტაციის წყალობით ის მძიმე ჭრილობებს აყენებდა მსუბუქად ჩაცმულ ვიეტნამელ პარტიზანებს. მე არაერთხელ ვთქვი, რომ კალიბრის ეფექტურობა არასდროს არ დამდგარა ეჭვის ქვეშ ვიეტნამში ომის დროს. ყველა შენიშვნა და კრიტიკა ეხებოდა საიმედოობას და კონსტრუქციის გამძლეობას.  პრობლემები ამ იარაღის კალიბრთან დაიწყო გაცილებით უფრო გვიან, როდესაც სამხედროებმა მოითხოვეს ტყვია უკეთესი შესაძლებლობებით ბაიერებში გავლის. მოგეხსენებად ტყვია რომელიც ადვილად დესტაბილიზრდება და იშლბა ვერ გაივლის კარგად ტაქტიკურ ბარიერებში, მანქანის კაი, შუშა, სახლის კარები და ასე შემდეგ. წინაღობაში გავლისას ის დაიშლება ფრაგმენტებად და ვერ დააზიანებს სამიზნეს ეფექტურად. მოგეხსენებათ რომ მოთხოვნა იყო 300-400 მტრის მანძილზე ისეთივე ეფექტურობის მიღწევა, როგორც ,30 კალიბრის M1/2 ტიპის კარაბინისთვის გათვლილი ვაზნის გამოყენებისას, არავის არ მოუთხოვია იმ დროს შემოწმებულიყო რამდენად ეფექტურია პატარა და სწრაფი ტყვია ტაქტიკურ ბარიერებს ამოფარებული სამიზნეების წინააღმდეგ. გარდა ამისა თავიდანვე ტერმინალური ეფეტურობის სატნდარტად მიჩნეულ იქნა M2 კარაბინი, რომელიც იყენებდა ყოველმხრივ ანემიურ ვაზნას. ცხადი გახდა, რომ რბილ ტყვიის გულიან ჭურვს აკლდა შეღწევის უნარი, და იმისთვის რომ წინაღობებში გავლის შესაძლებლობა გაზრდილიყო გადაწყვეტილ იქნა ტყვიის კონსტრუქციაში ფოლადის პენეტრატორის დამატება. ამის შედეგად გაჩნდა ახალი 62 გრანიანი ვაზნა (M855) ტყვიით რომელშოც მოთავსებული იყო ფოლადის „პენეტრატორი“. პრაქტიკულად M855-ში გამოყენებული ტყვია იყო ბელგიური SS109 ტყვიის ზუსტი ასლი. წონის მატების გამო ტყვია დაგრძელდა სიგრძეში და ადეკვატური სტაბილიზაციიის და სიზუსტის უზრუნველსაყოფად გახდა საჭირო ხრახნების სხვა ბიჯის გამოყენება, 1:12-ის ნაცვლად ის გახდა 1:7. ისიც იმისთვის რომ მგეზავი ტყვიის ტრაექტორია დამთხვეოდა სტანდარტული ტყვიის ტრაექტორიას.  ყველაფერი ამის შედეგად «ფრაგმენტაციის უნარი“ შემცირდა და მანძილი, რომელზეც ტყვია განიცდიდა ფრაგმენტაციას შემცირდა.  1982 წელს შეიარაღებაში ხვდება მოდიფიცირებული M16 ინდექსით A2, რომელიც გათვლილი იყო ახალი ვაზნის- M855-ის გამოყენებაზე.  კიდე უფრო მოგვიანებით გაჩნდა და ფართოდ გავრცელდა საბრძოლო ნაწილებში შედარებით მოკლელულიანი M4 და შემდგომ Mk18, რის გამოც მანძილი რა მანძილზეც ეს კალიბრი ინარჩუნებს ლეტალურობის მთავარ მექანიზმს ფრაგმენტაციას კიდევ უფრო შემცირდა სასაცილო 50-20 მეტრამდე (ამის დადსტურება რეალურად შეუძლებელია თუმცა ფაქტია, რომ ამ კალიბრში საწყისი სიჩქარის შემცირება 820 მ/წ-ზე დაბლა ამცირებს ფრაგმენტაციის ალბათობას). 80-ან წლებში აშშ და “ნატო” იღებენ შეიარაღებაში ახალი ტიპის 5,56 კლაიბრის ვაზნას. განხორციელებული ცვლილებების შედეგად 5.56-ის ტერმინალური ბალისტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა რის გამოც ამ კალიბრის ლეტალურობა ანუ უნარი მიაყენოს სამიზნეს ეფექტური ჭრილობები მნიშვნელოვნად შემცირდა იმის გამო, რომ ამ კალიბრის ეფექტურობის განმსაზღვრელი მთვარი მექანიზმის – ფრაგმენტაციის ხასიათი შეიცვალა. ცნობილი ექსპერტი ტერმინალურ ბალისტიკაში მარტინ ფაკლერი აღნიშნავდა, რომ 5.56 კალიბრის ტყვიის საწყისი სიცქარის შემცირებისას ფრაგმენტაციის არ არსებობა მკვეთრად ამცირებს ამ კალიბრის ტყვიის ტერმინალურ ეფექტურობას. არასასიამოვნო შედეგიც იყო სიზუსტის შემცირება. ცნობილია, რომ მასობრივი წარმოების პირობებში ძნელია ფოლადის გულის ისე მოთავსება ტყვიაში რომ ის ზუსტად ცენტრში იყოს მოთავსებული, ხოლო ახალი ვაზნა სწორედ ფოლადის გულით იყო აღჭურვილი ნაცვლად M193-სა, რომელიც  იყენებდა ჰომოგენურ რბილი ტყვიის გულს.  M855-ის საშინელი სიზუსტე კარგად ცნობილია სამოქალაქო მსროლელებისთვისაც. რა იყო მიზეზი M885-ის შეიარაღებაში მიღების? აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შეიარაღებაში უნდა მიეღოთ ახალი მსუბუქი ტყვიამფრქვევი, ბელგიური “მინიმის” მოდიფიკაცია რომლისთვისაც 300 მეტრიანი სროლის მანძილი იყო არასაკმარისი და საჭირო იყო სროლის მანძილის გაზრდა. ბუნებრივია რომ ვაზნა რომელიც თავიდანვე შესაძლებლობების ზღვარზე იყო სასურველი მანძილზე სროლის და პენეტრაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოყვებოდა გარკვეული პრობლემები სხვა მიმართულებები და ეს ასეც მოხდა. პირველ რიგში ეს გამოიხატა ვაზნის “ლეტალურობის” შემცირებაში. რა თქმა უნდა ვაზნების შექმნაზე იდიოტები არ მუშაობენ მაგრამ სამხედრო დანიშნულების ვაზნების შემქნელებს ხელები აქვთ შეკრული გააგის კონვენციით, რის გამოც სასურველი ტერმინალური ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ტყვიის აყირავებით ან ფრაგმენტაციით, რაც უზრუნველყოფს ქსოვილების მაქსიმალურ დაზიანებას და მძიმე ჭრილობის მიყენებას რაც შესაბამისად უზურუნველყოფს სამიზნის მწყობრიდანც სწრაფ გამოყვანას.  ფრაგმენტაცია შესანიშნავი დაზიანების მექანიზმია მაგრამ ის არ არის საიმედო მექანიზმი და ფრაგმენტაციის ხარისხი დამოკიდებულია ბევრ გარე და შიდა ფაქტორზე. პრობლემა უარესდება იმით, რომ SS109/M855-ის ქცევა სამიზნეში მოხვედრისას იცვლება გამომდინარე იქიდან რომ პარტიიდან პარტიამდე როგორც ჩანს ტყვიის თვისებები იცვლება რაც გამოწვეულია იმით, რომ ამ ტყვიას უშვებენ ძალიან ბევრ ქარხანაში და სპეციფიკაციების დაცვა ყოველთვის არ ხდება. სხვა ფაქტორებსაც შეუძლია გავლენა იქონიონ ფრაგმენტაციის ხარისხზე მათ შორის ბარიერი ტყვიასა და სამიზნეს შორის, ტყვიის მოხვედრის კუთხე და ასე შემდეგ.

მე გამიჭირდება 5,56 კალიბრის სხვადასხვა ტიპის ვაზნების ტემრინალური ეფექტურობის ამომწურავი ანალიზი იმიტომ რომ მე არ ვარ ექსპერტი, მე შემიძლია გადავხედო მცდელობებს ამ კალიბრის ეფექტურობის გაზრდის და ამ ჭრილში შევხედო პრობლემას. მცდელობები ამ კალიბრის ეფექტურობის გაზრდის კი არ წყდება დღემდე. 1982 წლიდან მინიმუმ 3 ახალი ტიპის ვაზნა გაჩნდა და მიაღწია საბრძოლო ნაწილებამდე. მას მერე რაც 1993 წელს სომალიში პირველად დაფიქსირდა ახალი ვაზნის არადამაკმაყოფილბელი ზემოქმედება სამიზნეებზე ჯარში პერიოდულად ჩნდებოდა ახალი ტიპის ვაზნები აქიდან ყვლაზე დიდი წარმატება წილად ხვდა 77 გრანიან Mk262-ს, რომელსაც ქონდა კარგი ტერმინალური ეფექტურობა მათ შორის საშუალო მანძილებზე მაგრამ აკლდა შეღწევადობა იმიტომ რომ ამ ვაზნის გული იყო რბილი ტყვიისგან და არ გააჩნდა პენეტრატორი.  (სხვათაშორის წინაღობების უკან განლაგებული სამიზნეებზე მცირეიმპულსიანი ვაზნების არადამაკმაყოფილებელი სროლის შედეგების შესახებ კარგდ იცოდნენ რუსეთშიც). Mk262 თავდაპირვეელად შექმნილი იყო 5.56 კალიბრის ზუსტი იარაღიდან (Mk12)  სროლისთვის შედარებით შორ მანძილზე მაგრამ მალე სპეცდანიშნულების ნაწილების ოპერატორებმა შეამჩნიეს რომ აღნიშნული ვაზნა კარგად მუშაობდა ახლო მანძილებზე და ცუდი ბიჭები უფრო სწრაფად ვარდებოდნე ძირს მოხვედრილი ტყვიებისგან და ამ ვაზნის გამოყენება დაიწყო კარაბინებშიც.

ჩემი აზრით ბელგიური “მინიმის” უკვე 1982 წელს უნდა ყოფილიყო უფრო უკეთეს კალიბრზე გათვლილი, რომელიც უფრო უკეთესად უპასუხებდა თანამედროვე შეცვლილ რეალიებს. სამწუხაროდ რეალობაში ეს პროცესი გაცილებით გვიან დაიწყო. 2002-2003 წლებში დიდი ენთუზიაზმით აშშ-ში მიდიოდა მუშაობა კალიბრებზე, რომლებიც შუალედურ პოზიციას დაიკავებდნენ .308 ვინჩსტერს და 5.56 ნატო-ს შორის. ამის შედეგად გაჩნდა საკმაოდ საინტერესო ორი კალიბრი, რომელიც განიხილებოდა როგორც 5.56-ის ალტერნატივა, ესენია 6.8 Remington SPC და 6.5 Grendel. აქ საინტერესო ის არის, რომ გაცილებით ადრე, 50-ნი წლების დასაწყისში, ინგლისში შეიქმნა „ცეცხლსასროლი იარაღის იდეალური კალიბრის საბჭო“, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ახალი კალიბრი ბრიტანეთის არმიისთვის, რომელსაც ექნებოდა სროლის ეფექტური მანძილი 600 მეტრი ხოლო უკუცემა ექნებოდა .303 „ბრითიშზე“ ნაკლები (აღნიშნული კალიბრი იყო სტანდარტული იმ დროის ბრიტანეთის არმიაში). შესაბამისაც იარაღიც ასეთ კალიბრზე იქნებოდა მსუბუქი და იააფი. საბჭოს აზრით ასეთი ვაზნის კალიბრი უნდა ყოფილიყო .280. გადაწყვეტილების მიღებიდან სულ რაღაც 2 წელიწადში ბელგიური FN-ის დახმარებით ვაზნების საცდელი პარტია მზად იყო. საბოლოო პროდუქტის ტყვიის კალიბრი იყო 7.2 მმ ხოლო მასრის სიგრძე 47 მმ. შეიქმნა ახალ კალიბრზე გათვლილი ბულპაპის სქემის შაშხანის პროტოტიპიც. ახალი ბრიტანული ვაზნა აღჭურვილი იყო 9 გრამიანი ტყვიით რომლის საწყისი სიჩქარე იყო 776 მ/წ-ში ხოლო ენერგია შეადგენდა 2700 ჯოულს. შედარებისთვის  ორ „ახალ“ ამერიკული ვაზნას დაახლოებით იდენტური ბალისტიკური მონაცემები აქვთ ძველ ბრიტანულ კალიბრთან შედარებით, თუმცა ოდნავ ჩამორჩებიან, იმიტომ რომ ორივე იქმნებოდა AR-15-ში გამოყენებისთვის და მასრის სიგრძეც უნდა უოფილიყო მოკლე,  38 და 43 მმ რაც უფრო მოკლეა ვიდრე ბრიტანული ვაზნა მაგრამ კონცეპტუალური მსგავსების არ დანახვა მათ შორის უბრალოდ შეუძლებელია. სამწუხაროდ ბრიტანელებმა ჩათვალეს რომ ახალი ვაზნის შექმნა უპერსპექტივო იქნებოდა და საბოლოო ჯამში .303 ბრითიში ბრიტანეთის არმიაში ჩაანაცვლა 7.62 ნატო-მ (.308 ვინჩესტერი) და შემდგომ 80-ებში ბრიტანელებმა მიიღეს შეიარაღებაში 5.56×45.  ბევრი ბრიტანელის აზრით მათ სამ ასოზე უნდა გაეშვათ ამერიკელები და დამოუკიდებლად მიეღოდ შეიარაღებაში ახალი ვაზნა, მაგრამ ლეგენდის  თანახმად თვით უინსტონ ჩერჩილმა გადაწყვიტა გაყოლოდა ამერიკელებს და უარი ეთქვა ახალი კალიბრის დამოუკიდებლად შექმნაზე.

როგორც უკვე აღვნიშნე ინტერენტში დევს უამრავი სხვადასხვაგვარი ინფორმაცია, და 5.56 მოყვრაულების და კრიტიკოსების ბანაკებში საკმარისად არის ცნობადი სახეები დიდი ავტორიტეტით და გამოცდილებით. მაგრამ საჩივრები 5.56-ის ტერმინალური ეფექტურობის შესახებ არ წყდებოდა. შეუძლებელია იმ ფაქტის იგნორირება, რომ ინფორმაცია 5.56 არადამაკმაყოფილებელ ეფექტურობაზე არ წყდება და სულ პირველი ასეთი ოფიციალური ცნობა მოდის 1965 წლის 9 დეკემბერზე. მოხსენებაში “ლა დრანგის დაბლობში ოპერაციის შედეგების შესახებ” სადაც მოხსენების ავტორმა პოლკოვნიკმა ჰაროლდ მურმა აღინიშნა, რომ მიუხედავად რამდენიმე მორტყმისა მკერდში, მოწინააღმდეგეს ჯარისკაცები აგრძელებდნენ შეტევას და ახერხებდნენ რამდენიმე ნამბიჯის გადადგმას სანამ ვარდებოდნენ ძირს მკვდრები. აღნიშნული ოპერაცია საფუძვლად დაედო მხატვრულ ფილმს “ჩვენ ვიყავით ჯარისკაცები” ხოლო მურის როლს მელ გიბსონი შეასრულებს.

2003 წელს აშშ-ს საზღვაო ძალების სპეციალური დანიშნულენბის ნაწილების მეთაურმა კონტრ ადმირალმა ალბერტ ქალანდმა მიიღო მოხსენება სახელად “საზღვაო ფლოტის სპეციალური დანიშნულების ნაწილების შეიარაღებაში მყოფი კარაბინების და შაშხანების გაუმჯობესება”. მოხსენების თანახმად 5.56 კალიბრის ვაზნას არ გააჩნდა საკმარისი ეფექტურობა და საჭირო იყო ახალი უფრო ძლერი კალიბრზე, 6.8  Remington SPC-ზე გადასვლა.

ამის პასუხად 2008 წლის 1 იანვარს აშშ-ში შეიარაღების სისტემების ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრმა გამოსცა ანგარიში რომელიც ეხებოდა 5.56-ის ლეტალურობის შესწავვლას ახლო ბრძოლებში. სადაც მათ შორის აღინიშნა, რომ საბრძოლო ნაწილებიდან შერეული ინფორმაცია შემოდის M855-ის ეფექტურობაზე და ასევე აღინიშნა, რომ კრიტიკული გამოხმაურებები მოდის M4/M16-ით შეიარაღებული პერსონალისგან მაშინ როდესაც M249 ტიპის ტყვიამფრქვევი აღნიშნული კრიტიკის საგანი არ არის. აღნიშნული დოკუმენტის წაკითხვიდან ირკვევა, რომ ტესტირებიდან ტესტირებამდე თუნდაც ერთი და იგივე ტესტირების პროტოკოლის გამოყენებით შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. დასკვნა მეორე: არც ერთი კომერციული ვაზნა არ სთავაზობს მნიშვნელოვან უპირატესობას არსებულ სამხედრო ვაზნებზე. ლეტალურობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მორტყმის ადგილებზე და კონტროლირებადი წყვილი გასროლებით სამიზნე გაცილებით სწრაფად გამოდის მწყობრიდან. შერეული გამოხმაურებები ახსნილი განსხვავებებით ტყვიის სამიზნეში მოხვედრის კუთხით. ცნობილია რომ ტყვია ბრუნავს არა მარტო საკუთარი ღერძის მიმართ არამედ მისი ცხვირი ასევე ასრულებს ბრუნვით მოძრაობებს და თუ ტყვია ხვდება იმ მომენტი როდესაც ის გადახრილია ის იწყებს სამიზნეში ბრუნვას და ფრაგმენტაციას უფრო სწრაფად, ხოლო თუ ის ხვდება შედარებით სწორი კუთხით აყირავება და ფრაგმენტაცია იწყეება ოდნავ გვიან. ქვედა სურათი არის ამ მოვლენის კარგი ილუსტრაცია. ბუნებრივია დიდი გადახრა მოხვედრისას ასევე ამცირებს შეღწევის უნარს და პირიქით, შედარებით სწორი კუთხით მოხვედრა ზრდის შეღწევის უნარს. აღსანიშნავია, რომ 5.56-ის შემთხვევაში ტყვიის ცხვირის გადახრა ხდება ახლო მანძილებზე 50 მეტრამდე რის შემდეგაც ტყვია “წყნარდება”. აღნიშნულმა შეიძლება ახსნას შერეული გამოხმაურებები მაგრამ არ ხსნის არასაკმარისი ლეტალურობის პრობლემას.

yaw1

აღნიშნულ ანგარიში ასევე მოყვანილია საკითხავი დასკვნა და გრაფიკი, რომელი იუწყება, რომ სხვადასხვა მასის და ტიპს ტყვიეების გამოყენებისას M4-დან და M16-დან ისევე როგორც შედარებისთვის M14-ის გამოცდისას, 0-დან 50 მეტრამდე ლეტალურობაში სხვაობა არ არის. სამწუხაროდ როგორ დადგინდა ეს არ არის ნათქვამი რაც ბუნებრივია ეჭვს იწვევს. ასევე არ არის ახსნილი რატომ არის ნაკლები კრიტიკა M249-ს მიმართ. 2009 წელს შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოსცეს ანალოგიური შინაარსის დოკუმენტი სადაც დაახლოებით იგივე დასკვნებამდე მივიდნენ რაც ამერიკელები.

ჯარს და ჯარისკაცს, ყოველთვის უნდა ჯადოსნური ტყვია რომელიც პირველივე გასროლით ააორთქლებს მტერს მაგრამ საქმე იმაშია რომ ყოველთვის უნდა იყოს დაცული ბალანსი სადაც ერთის მხრივ არის აბსოლუტურად ეფექტური ვაზნა და იარაღი და მეორს მხრივ არის, იარაღის და ვაზნის წონა, უკუცემა, ფასი. ჩემი აზრით ძალიან ხშირად ხდება პოპულარული ტერმინის “ერთი გასროლა ერთი მკვდარი” არასწორი ინტერპრეტირება. ეს გამოთქმა არ ნიშნავს რომ ერთ სასხლეტზე დაჭერას უნდა მოყვებოდეს ერთი დახოცილი მტრის ჯარისკაცი. თავისთსავად ცხადია ტყვიის ლეტალურიბის გარდა აქ როლს თამაშობს ძალინ ბევრი სხვა ფაქტორი, ზუსტი სროლის უნარი, სტრესი, პირობები სროლის დროს, სამიზნის ქცევა და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ტერმინი არის ილუზია, შედეგი რომელიც ვერ იქნება მიღწეული ვერც ერთი თუნდაც ყველაზე ძლიერი ვაზნით.  სინამდვილეში მე ვთვლი რომ ამ გამოთქმას აქვს სულ სხვა მნიშვნელობა. ის გულისხმობს რომ როდესაც შენ გადალახავ ყველა სირთულეს და მოარტყავს სამიზნეს ტყვიას ის უნდა გამოეთიშოს ბრძოლას რაც შეიძლება მალე. ათვლა იწყება არა გასროლაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არამედ იმ მომენტიდან როდესაც ტყვია სამიზნეს ხვდება. ეს მშვენივრად ახსნა ცნობილმა ინსტრუქტორმა პოლ ჰოვემ სწორედაც რომ სომალიში კონფლიქტის და სპეცრაზმ დელტას ოპერატორისს რენდალ შუგარტის მაგალითზე, რომელიც ატარებდა .30 კალიბრის M14-ს, მათ შორის მაშინ როდესაც დიდი ალბათობა იყო ახლო მანძილზე შეტაკების. ის წერს რომ: მიუხედავად გაბარიტებისა და დიდი უკუცემისა ერთი  მოხვედრა ამ იარაღიდან აგდებდა  ძირს ადამიანს, ხოლო ბრძოლაში მხოლოდ ერთი გასროლა არის ის რაც შენ გაქვს და შენ გინდა იყო დარწმუნებული რომ  მოხვედრილი ტყვია გააკეთებს თავის საქმეს და არ გინდა იჯდე შემდეგი 5 საათი და იმარჩიელო დააგდო შენმა ტყვიამ მტერი ძირს თუ ის კიდე ზის სადღაც იქ და გელოდება შენ.

როგორც უკვე აღვნიშნე ბევრი მცდელობა იყო 5.56 ეფექტურობის გაზრდის მაგრამ ჩემი აზრით საქმე იმაშია, რომ 5.56×45-ს უკვე თავიდან პრაქტიკულად არ გააჩნდა მოდერნიზაციის პოტენციალი. ამის დადასტურებად შეიძლება ჩავთვალოთ ისტორია, რომელიც ეხება გაუმჯობესებულ “მწვანე თავიან” ვაზნას, ინდექსით M855A1. აღნიშნული ვაზნის შექმნაზე დახარჯულია ასტრონომიული თანხა 32 მილიონი დოლარი. და პროცესი მისი შექმნის მოიცავდა არასასიამოვნო აღმოჩენებს, როდესაც დადგინდა რომ მასალების რისგანაც მზადდება ვაზნა არის სენსიტიური მაღალი ტემპერატურის მიმართ და კარგავს თავის თვისებებს რაც ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე, ასევე იყო მრავალმილიონიანი სასამართლო დავა ამ დიზაინია ავტორთან. რას წარმოადგენს გაუმჯობესებული ვაზნა სინამდვილეში? პირველ რიგში შემქმნელები შეეცადნენ გაეზარდათ საწყისი სიჩქარე, რაც ლოგიკურია. სამწუხაროდ ბალისტიკაში მუქთად არაფერი არ იშოვება და ამისთვის საჭირო გახდა წნევის გაზრდა, რომელიც გაიზარდა 55 000-დან 63 000 psi-მდე რაც უახლოვდება უსაფრთხო მაჩვენებლის კრიტიკულ ზღვარს. აღნიშნული ამცირებს იარაღის რესურსს, რომელიც გაიცვითება უფრო მალე გაზრდილი დატვირთვის გამო, ლულის რესურსი მცირდება 50%, ხოლო სიზუსტის სტანდარტი არის 5.5 კუთხური წუთი 100 იარდზე რაც უბრალოდ არასერიოზულია. ისევე როგორც არასერიოზულია მოთხოვნა რომ ახალი ვაზნა იყოს “მწვანე” ანუ არ აყეენებდეს ზიანს გარემოს და ადამიანებს, ანუ ის არ უნდა შეიცავდეს ტყვიას, რომელიც ტოქსიკური მეტალია. ყველაფერთან ერთად ვაზნის დამზადება უფრო ძვირიც ჯდება. ჩემი რღმა რწმენით M855A1 არის შეცდომა.  ბოლოს კიდევ ერთი შეკითხვა მებადება. 5.56 იყო შექმნილი იმ დროს და იმ მოთხოვნებით, როდესაც მოწინააღმდეგეს ჯარისკაცი არ იყო აღჭურვილი ინდივიდუალური ჯავშანით და ატარებდნენ “ჟესტის” ჩაფხუტებს. დღეს ამერიკა იბრძვის მტრის წინააღმდეგ, რომელსაც თავზე პირსახოცები აქვთ შემოხვეული. რა მოხდება ხვალ? რამდენად ადეკვატური იქნება ეს ვაზნა 500 მეტრზე როდესაც მოწინააღმდეგეს ჯარისკაცები (რუსეთი, ჩინეთი) მასობრივად იქნება აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით? ააქვს 5.56 პოტნციალი განვითარდეს ისე რომ 300-500 მეტრზე ეფექტურად გამოიყვანოს მწყობრიდან ასეთი მოწინააღმდეგები? ფაქტია, რომ ეხლა პოპულარული მძიმე 77 გრანიანი ტყვიები (Mk262, Mk318) რბილი გულებით ამას ვერ შეძლებენ.

მე ეხლა მოგიყევით თქვენ ყველაზე საინტერესო და საკვანძო იპიზოდები 5.56×45 კალიბრის ისტორიიდან ეხლა კიდე გავაანალიზოთ ეს ინფორმაცია სამოქალაქო მსროლელის პოზიციიდან. ჩემი აზრით ყველა ის პრობლემა რომელიც გადაიჭრა 5.56 შეიარაღებაში მიღებით რბილად რომ ვთქვათ სამოქალაქო მსროლელს არ აწუხებს. ავტომატური ცეცხლის წარმოეება სამოქალაქო იარაღს არ შეუძლია, დიდი საბრძოლო კომპლექტის ტარება არ არის აუცილებელი, არც 400 მეტრზე ეფქტური სროლის წარმოება და ფოლადის ჩაფხუტების გახვრეტა საჭირო არ არის. ჯავშანჟილტების გახვრეტის საჭიროებაც ნაკლებად კრიტკულია. როგორც ცნობილმა ინსტრუქტორმა და ექსპერტმა კლინტ სმიტმა განაცხადა, სამოქალაქო პირობებში უმეტესობა შეტაკებების შაშხანების გამოყენებით ხდება პისტოლეტის მანძილებზე. ცხადია თუნდაც 10 ინჩიანი AR-15 ასეთ მანძილზე იქნება მრისხანე იარაღი, თუ იქნება გამოყენებული ადეკვატური, ეფექტური ვაზნები. მაგრამ არ მგონია ბევრს, მათ შორის მეც მოეწონოს ფაქტი, რომ  50-100 მეტრის იქით, ვაზნა ნასროლი მისი იარაღიდან კარგავს მისი ეფექტურობის უზრუნველყოფის ძირითად მექანიზმს, 5.56-ის შემთხვევაში ფრაგმენტაციას. ჩემი აზრით სამოქალაქო მსროლელი, რომელიც ყიდულობს შაშხანას (და არა ახლო ბრძოლის იარაღს) სურს მეტი უნივერსალურობა და მეტი შესაძლებლობა ეფექტური ცეცხლის წარმოების.  არსად არ წასულა ასევე შეზღუდვა რომელიც გამოიხატება არადამაკმაყოფილებელ ეფექტურობაში ბარიერებს ამოფარებული სამიზნეების წინააღმდეგ. გახსოვთ მე ვწერდი, რომ პოლიციამ აშშ-ში მოიწონა ეს თვისება იმის გამო რომ ზედმეტი შეღწევის საფრთხე არ არსებოდა? პოლიციას მოწონს 5.56, უყვარს 5.56. ახლო მანძილეზე ის ეფექტურია. ტყვიაწამალი იაფია. რეკრუტები ადვილად და სწრაფად ითვისებენ ამ კალიბრის იარაღს. თუ მომავალი პოლიციელი აქამდე ჯარში მსახურობდა მისი მომზადებაც საჭირო არ არის. ქალების რაოდენობა პროცენტულად პოლციაში იზრდება? არც ეს არის პრობლემა, ქალებს უყვართ AR-15 და 5.56, დაბალი უკუცემის და მცირე მასის გამო. ზუსტად იგივე მიზეზის გამო ეს კომბინაცია ასეთი პოპულარულია მსოფლიოში. ზუსტად მაგიტომ მიყვარს ეს იარაღი მეც. ერთადერთი რაც მე გადამიყვარდა არის ვაზნა 5.56X45. უმეტესობა სამოქალაქო მსროლელებისთვის ამ კალიბრის დადებითი თვისებები: დაბალი ფასი, ხელმისაწვდომობა ავზნის და იარაღის, დაბალი უკუცემა, მაღალი სიზუსტის პოტენციალი (გამორიცხეთ “მწვანე თავიანი” ვაზნები) გადაწონის უარყოფით მხარეებს: საკითხავი ტერმინალური ეფექტი საშუალო და გრძელ მანძილებზე (და ზოგ შემთხვევაში ახლო მანძილებზეც), არადამაკმაყოფილბელი ეფექტურობა ბარიერებს ამოფარებულ სამიზნეებზე და ამით აიხსნება არნახული პოპულარობა ამ კალიბრის. ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება მოყვეს შეიარაღებულ შარში პირველ რიგში უნდა აღელვებდეს ორი რამე, იარაღის საიმედოობა და მისი იარაღიდან ნასროლი ტყვიის ლეტალურობა. ჩემი აზრით 5.56 არის მისაღები ვარიანტია მინიმუმ 16.5 -ანი ლულით აღჭურვილ იარაღში და ადეკვატური ვაზნით. ეს მოგვცემს ადეკვატურ ტერმინალურ ეფექტურობას მაგრამ წინაღობაში გავლის პრობლემა შენარჩუნდება. თუ ვინმეს აქვს სურვილი უფრო კომპაქტური იარაღის, მან უარი უნდა თქვას ამ კალიბრზე. 5.56 კალიბრის სრული პოტენციალი ჩემი აზრით შესაძლებელია ათვისებულ იქნას მხოლოდ 20 ინჩიანი ლულის პირობებში.

ჩნდება კითხვები, არის თუ არა 5.56 კალიბრის ვაზნები, ხელმისაწვდომი სამოქალაქო  მსროლელებისთვის, რომლებიც არ არიან ვალდებულები დაიცვან ჰააგის კონვენცია და რომლებიც უფრო ეფექტური იქნება ვიდრე სამხედრო დანიშნულების ვაზნები? საქმე იმაშია, რომ .223 რემინგტონი არის ვარმინტისთვის განკუთვნილი ვაზნა, ანუ ის გამოიყენება პატარა ცხოველების წინააღმდეგ და აბსოლუტური უმეტესობა კომერციული ვაზნების ამ როლისთვის არის განკუუთვნილი, სადაც საჭიროა სწრაფი, “ფეთქებადი” ექსპანსია. ეს კიდე არ არის სასურველი თავდაცვით სცენარებში ვინაიდან წინაღობებში გავლის უნარი კიდე უფრო მცირდება, სამიზნეშო გევრდიდან მოხვედრისას როდესაც ტყვიამ უუნდა გაიროს ვთქვათ ხელის გავლით, შეიძლება ამას მოყვეს ის რომ ნასროლი ტყვია უბრალოდ ვერ მიაღწევს სასიცოცხლო ორგანოებამდე.  გონივრული იქნება რას შეიძლება მძიმე ტყვიების გამოყენება, აქიდან ცნობილ რესურსზე AR15.com რეკომენდირებულია შემდეგი მუხტები: 64 gr Winchester PowerPoint (RA223T2); 68 gr Black Hills Match (Hornady bullet) (BTHP); 69 gr Sierra MatchKing; 75 gr Hornady Match (BTHP); 75 gr Hornady TAP (BTHP); 77 gr Black Hills Sierra MatchKing (BTHP). თუ მსროლელი ეძებს ტყვიას უკეთესი უნარით წინაღობებში გავლით მან უნდა გაითვალისწინოს რომ რრაც უფრო დიდია ფრაგმენტაციის უნარი მით უფრო ნააკლებია წინაღობებში გავლის უნარი. ამ მხრივ საუკეთესო ტყვია არის 55 და 62 გრანიანი Speer Trophy Bonded Bear Claw

ამჯერად მანამ სანამ მე და თქვენ ტვინი აგვიფეთქდა ამდენ რამეზე ფიქრით მე ვაპირებ შევადარო სხვადასხვა ტაქტიკურ სცენარებში ჩვენ რეალობაში არსებული ორი ძირითადი ტაქტიკური კარაბინის კალიბრი, 5.56 და ძველი გერმანული 7.62×39. თეორია საინტერესოა მაგრამ პრაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია. ადამიანი რომელიც დღეს გადაწყვიტავს შეიძინოს ტაქტიკური კარაბინი დადგება ორი არჩევნის წინაშე ეს არის AR-15 კალიბრში 5.56 რომელიც ძვირი ღირს და შედარებით უფრო ხელმისაწვდომი ჩეხური Vz58/Cz858 ან თუნდაც საბჭოთა CKC, ორივე კალიბრში 7.62. “საიგებში” 2000 დოლარის გადახდა მე მიმაჩნია სიმპტომად რომლის აღმოჩენის შემდეგ ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს. ვნახოთ რამდენად ეფექტურია ეს იარაღები თავდაცვით სცენარებში, ვნახავთ სიზუსტეს როგორც ახლო ასევე საშუალო მანძილებზე, ჩავინიშნავთ დროებს რამდენად სწრაფად შეგვიძლია სროლა და ცეცხლის გადატანა. შევადარებთ არსებულ მონაცემებს მათი ტერმინალური ეფექტურობის შესახებ. თუ გვექნება შესაძლებლობა გავტესთავ ტაქტიკურ წინაღობებში გავლის შემდეგ სამიზნის დაზიანების უნარს და დავადებთ ამას იარაღის და ტყვიაწამლის ფასებს. შესაძლებელია, რომ ჩვენი რეალიებიდან გამომდინარე 7.62×39 იყოს უკეთესი ვიდრე 5.56 ტაქტიკური კარაბინისთვის? პასუხები და შედეგები მომავალ სტატიაში აისახება.

მე არ მინდა ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება თითქოს მე ვაკრიტიკებ ან მით უფრო უარესი, ვთვლი რომ 5,56 არის ცუდი კალიბრი, უბრალდო ის არ არის საუკეთესო და მას გააჩნია მთელი რიგი  შეზღუდვები ისევე როგორც  რა თქმა უნდა ძლიერი მხარეები. როგორც ყოველთვის მე მინდა მოგცთ თქვენ ამომწურავი ინფორმაცია რომ თქვენ გადაწყვიტოთ თავად რა არის უკეთესი თქვენთვის.

გამოყენებული მასალები: 

Small Caliber Ammunition Program Support at US Army Research Laboratory

WSTIAC Quarterly, Vol. 8, No. 1 – Small Caliber Lethality: 5.56mm Performance in Close Quarters Battle

The Theory Of The Motion Of A Bullet About Its Center Of Gravity In Dense Media, With Applications To Bullet Design

Wound Ballistics Assessment of an Experimental .22-Caliber Lead Core High Velocity Rifle Ball: Comparison With the 7.62-mm NATO (.30-Caliber) Rifle Ball

Luke Haag AFTE Journal. Winter 2001

A 5.56 X 45mm “Timeline”. A Chronology of Development by Daniel Watters

Wounding patterns of military rifles. M. Fackler

Rifle Squad Armed With High Velocity Light Rifle. US Army Combat Development Experimentation Center

Operational Requirements For An Infantry Hand Weapon by Norman Hitchman

Special Purpose Individual Weapons. by Daniel E. Watters

Is there a problem with the lethality of the 5.56 NATO caliber? Per G. Arvidsson. NATO Weapons & Sensors Working Group.

Case Studies in Combat Failures of 5.56mm Ammunition. Bruce Jones.