ყველაფერი გლოკის სისტემის პისტოლეტებზე

 

SWAT_glock_2-334x251

ტექნიკური მახასიათებლები
მოდელების სიმრავლის გამო მათი ცალკე მოყვანა ამ სტატიისთვის მიზანშეუწონელია. არსებობს მშვენიერი რუსულ ენოვანი რესურსი შემდეგ მისამართზე http://www.glock.com/downloads/GLOCK_ru.pdf

მოკლე ისტორია
გლოკის სისტემის პირველი პისტოლეტი გახლდათ გლოკ 17 რომელიც შექმნილი იყო გასტონ გლოკის მიერ სპეციალურად ავსტრიის შეიარრებული ძალების მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის. ეს იყო პირველი ასეთი სახის პროდუქტი “გლოკის” კომპანიისათვის, რომელიც აქამდე უშვებდა ტყვიამფრქვევის ლენტების ნაწილებს, ნიჩბებს, დანებს და სხვა წვრილმანებს ამზადებდა. ცნობილია, რომ გასტონ გლოკმა, ფირმის დამფუძნებელმა და მფლობელმა გაიარა მეიარაღის კურსები ფერლახში და შემდგომ შეკრიბა ჯგუფი ყველაზე გამცდილი და ნიჭიერი კონსტრუქტორებით დაკომპლექტებული, სადაც ისინი მუშაობდნენ ახალი თაობის პისტოლეტის კონცეფციაზე. ასე თუ ისეა პისტოლეტი (გლოკ 17) ნამდვილად ძალიან კარგი გამოვიდა და იგი მიღებულ იქნა ავსტრიის ჯარის შეიარაღებაში. კონკურსის სპეციფიურმა პირობებმა განაპირობა გლოკის პსიტოლეტის სახე, რომლითაც ის ეხლა ცნობილია მთელ მსოფლიოში. მაგალითად დიდი მოცულობის მჭიდი არჩეული იყო იმიტომ, რომ თუ ვაზნების რაოდენობა მასში გადააჭარბებდა 16 ცალს მეორე მჭიდი კომპლექტში აღარ იქნებოდა საჭირო, შესაბამისათ ერთი 17 ვაზნიანი მჭიდი ამცირებდა ხარჯებს. ტარის უხეში ფორმა და ზომა განპირობებული იყო იმით, რომ ავსტრიელ სამთო-მსროლელებს ქონოდათ მისი ადვილი ოპერირების საშუალება სქელი ხელთათმანებით.

პისტოლეტის რამა დამზადებულია პოლიმერისგან (”ზიტელის” მარკის) რომელიც დიდ დატვირთვებს უძლებს და იტანს ნებისმიერ ქიმიკატს, არ იჟანგება და პრაქტიკულად არ ბერდება. დეფორმაციის უნარი ამცირებს უკუქცევის ძალას და კიდე უფრო გამძლეს ცდის მას. გლოკის პისტოლტს აგდებდნენ ვერტმფრენიდან, თვითმფრინავიდან და სხვა და სხვა შენობების სახურავებიდან. არც ერთ შემთხვევაში ის არ რებულობდა მექანიკურ დაზიანებას და ინარჩუნებდა ფუნქციონირებას.
მძიმე და ძალიან გამძლე ზატვორი მზადდება ჩამოსხმით და გადის სპეციალურ პროცედურას (პარკერიზაციას), რის შემდეგაც მისი სიმკვრივე უახლოვდება ალმასისი სიმკვრივეს, ის პრაქტიკულად არ ჯანგდება და არ იკაწრება. ასეთი ტიპის დაფარვა (”ტენიფერი”) არის ერთ ერთი ყველაზე გამძლე, რომელიც გამოიყენება თანამედროვე პისტოლეტებში.
ავტომატიკის სქემით გლოკი წარმოადგენს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ სქემას. მის საბოლოოს ახეზე აშკარად დიდი გავლენა იქონია ხეკლერ&კოხის მიერ წარმოებულმა პისტოლეტმა VP-70 (დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, პოლიმერის “რამკა”) და გერმანულ-შვეიცარულმა ზიგ-ზაუერმა (ჩაკეტვის სისტემა). გლოკის სიტემის პისტოლეტები კალიბრით .380 იყენებ თავისუფალი “ზატვორის” სისტემას.
ძალიან ორიგინალურია და ეფექტურია გლოკის სამმაგი დაცვის სისტემა. მიუხედავათ იმისა რომ გლოკს არ გააჩნია გარეთა არავტომატური დამცველი ის მაინც უსაფრთხოა როგორც მაგალითად რევოლერი. “სამმაგი დაცვის სიტემა” (glock safe action) გამორიცხავს გასროლას სასხლეტზე დაჭერის გარეშე.
glksfty1

ყველაფერი ამის შედეგათ გასტონ გლოკმა შეძლო შეექმნა პისტოლეტი, რომელმაც საერთოდ შეცვალა თავდაცვის იარაღის კონცეფცია. რიგი ავტორიტეტული ჟურნალების გამოკითხვების შედეგათ გლოკი აღიარეს XX საუკუნის საუკეთესო შეიარარების სიტემად სადაც მან გაუსწრო მაქსიმის სიტემის ტყვიამფრქვევს და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატს.
დღეს დღეისობით გლოკი რჩება საიმედოობის და გამძლეობის ეტალონად.
გლოკის სიტემის პისტოლეტები გამოდის იმდენ კალიბრში და ზომაში, რომ მისი ადაფტირება შეიძლება ნებისმიერი მოთხოვნის გათვალისწინებით. აქსესუარების და “კომერციული” ნაწილების სიმრავლის გამო ძალიან ადვილია მისი შემდგომი მოდიფიცირება. დღეს ფირმას მართავს გასტონ გლოკის შვილი, რობერტ გლოკი.

გასტონ გლოკის ბიოგრაფია იხილე აქ: http://en.wikipedia.org/wiki/Gaston_Glock

გლოკის სისტემის პისტოლეტები თაობების მიხედვით

დღეს დღეისობით არსებობს გლოკის სამი თაობა.

პირველი და მეორე ტაობის გლოკებს განასხვავბს ტარის ტექსტურა და ფორმა. მესამე თაობა განსხვავდება ისევ ტარის ფორმით და “რელსის” დამატებით. ასევე არსებობს გარკვეული ტექნიკური სხვაობები, მაგალიტად ექსტრაქტორის ფორმაში, მისი დახრილობის გრადუსში და სხვა წვრილმანი განსხვავებები.

უფრო ნათლად ცვლილებები ჩანს ამ სურათზე
6

გლოკის სისტემის პისტოლეტის სქემა

picture-__Page

პოპულარული შეკითხვები
(შენიშვნა: გლოკის პისტოლეტები მიეკუთვნება ისეთი ტიპის იარაღს, რომელიც ისეთი პოპულარულია, რომ ზოგიერთი “სპეციალისტი” საკუთარი ღრმა გამოცდილების დასამტკიცებლათ დემონსტრატიულად განაცხადებს ხოლმე რომ მას არ უყვარს გლოკი და საერთოდ გლოკი ნაგავია)
გლოკი შეიძლება ვიღაცას არ მოწონდეს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის ნაგავი, იაფაფასიანი და ასე შემდეგ. დღეს დღეისობით გლოკი შეიძლება ჩაითავლოს საუკეთესოთ. ის იყო და რჩება საიმედოობის და გამძლეობის ეტალონათ, გამოდის ყველა ზომაში და ყველა მეტ ნაკლებათ პოპულარულ კალიბრში. 

რომელ კალიბრებში გამოდის გლოკის სისტემის პისტოლეტი?
ესენია 9mm, 10mm, .40 S&W, .380 ACP, .357SIG, .45 ACP, .45 GAP.

სად უშვებენ გლოკის პისტოლეტებს?
ძირითადი წარმოება (GLOCK Ges.m.b.H.)განლაგებულლია ავსტრიაში, ქალაქ დოიჩ ვაგრამთან.
დამატებითი ქარხანა სადაც იწყობა პისტოლეტები ჩრდილო და სამხრეთ ამერიკისთვის განლაგებულია აშშ-ში, ჯორჯიას შტატში, ქალაქ სმირნაში.

რამდენი ზომის არის გლოკის სიტემის პისტოლეტები?
Competition Frame ანუ “გრძელი” გლოკი (G17L/24 – 9mm/.40 S&W. 17L მოდელი აღარ გამოდის).

Large Frame ანუ სტანდარტული მოდელები მაგრამ უფრო სქელი გათვლილი ძლიერ ვაზნებზე (G20/21 & 36 – 10mm/.45 ACP).

Medium Frame ანუ სტანდარტული მოდელები (G17/18/22/31/37 – 9mm/9mm/.40 S&W/.357SIG/45Glock).

Compact Frame ანუ კომპაქტური მოდელები (G19/23/25/29/30/32 – შესაბამისათ 9mm/.40 S&W/.380 ACP/10mm/.45 ACP/.357SIG).

Subcompact Frame ანუ სუბკომპაქტები (G26/27/28/33 – 9mm/.40 S&W/.357Sig).

IDPA Competition-qualified Frame სპორტული “გრძელი” მოდელები (G34/35 – 9mm/.40 S&W) long barrels.

The Slim Line ყველაზე ორიგინალური და ერტადერთი გლოკის პისტოლეტი რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა მოდელებისგან. ერთადერთი ასეთი ზომის პისტოლეტი არის “გლოკ 36″ კალიბრით .45 ACP და ერთრიგიანი მჭიდით.

არაოფიცილაურად წოდებული “შემდეგი თაობის გლოკი” ანუ “Glock 21 SF” ეს არის მოდიფიცირებული Large Frame უფრო თხელი და კომპაქტური. გააჩნია პიკატინის “რელსა” ორმხრივი მჭიდის ამოგდების ღილაკით და სხვა კოსმეტიკური განსხვავებებით. (სურათი იხილე აქ http://www.lcaction.com/items/it_g21sf-3.jpg )

რატომ მიენიჭა პირველ გლოკს ინდექსი 17?
იმიტომ რომ პატენტი, რომელიც აიღო გლოკმა თავის ახალ პისტოლეტზე იყო მისი რიგით მე-17 პატენტი.

რას ნიშნავს ინდექსი “C”?
ინდექსი “C” ნიშნავს Compensated ანუ ასეთი გლოკი გამოდის ქარხნული კომპენსატორით. ასეთი გლოკის იდენტიფიკაცია ადვილია იმიტომ რომ ლულის ზევით “ზატვორში” მას გააჩნია ორი პარალელური ღარი. რაიმე პრაქტიკული სარგებელი ასეთ კომპენსატორს ავტორის აზრით არ აქვს. ის ზრდის გასროლის ხმის სიძლიერეს და ბნელ პირობებში აბრმავებს მსროლელს. მისი დანიშნულება უფრო სპორტულია ვიდრე გამოყენებითი. ავტორი არ ურჩევს ასეთი მოდიფიკაციის შეძენას იმათთვის ვინც იძენს იარაღს თავდაცვის მიზნით.

როგორ გავიგო როდის არის გამოშვებული ჩემი გლოკი?
შედით აქ და შეიყვანეთ თქვენი იარაღის სერიული ნომერის ასოები http://www.topglock.com/dating.htm
ასევე იხილეთ ეს თემა – http://glocktalk.com/forums/showthread. … ost8832291

რომელი გლოკის მოდელები აღარ გამოდის?
აღარ გამოდის გლოკ 17ლ და გლოკ 24. ისნი შეცვლილია გლოკ 34 და 35-ის მიერ.

არის თუ არა გლოკი პირველი “პოლიმერის” პისტოლეტი?

არა ის ნამდვილად არ არის პირველი პისტოლეტი პოლიმერის “რამკით”
პირველი ასეთი პისტოლეტი იყო გერმანული კომპანია ხეკლერ&კოხის პისტოლეტი VP-70. თუმცა გლოკი არის ნამდვილად პირველი ასეთი პისტოლეტი, რომელიც წავიდა მასიურ წარმოებაში.
ყველაზე პირველად ასეთი ტიპის მასალა გამოიყენა კომპანია რემინგტონმა, თავის შაშხანაში რომელსაც ერქვა Nylon 66 და გამოდიოდა 1959 წლიდან. ასევე გამოდიოდა ნაკლებათ ცნობილი პისტოლეტი Ram-Line Syn Tech Exactor, რომლის ლულაც კი იყო პოლიმერისგან დამზადებული (შიგნიდან მოპირკეთებული ფოლადით). აღნიშნული პისტოლეტის “პასპორტი იხილე აქ http://gunshowonthenet.com/Gun_Manuals/ … xactor.pdf

გამოდის თუ არა გლოკის სხვა სისტემი პისტოლეტი ან სხვა ტიპის იარაღი?

არა არ გამოდის. ყველა გლოკის სისტემის პისტოლეტები ტექნიკურად და ვიზუალურად ერთნაირია. მცირედ განსხვავდება გლოკ36 (ერთადერთი გლოკი ერთ რიგიანი მჭიდით) და გლოკ 25 და გლოკ 28 რომლებსაც ფიქსირებული ლულა აქვთ, თავისუფალი “ზატვორი” და კალიბრი .380. ასევე მცირე განსხვავებები აქვს გლოკის უახლეს მოდელს გლოკ 21 SF. გრძელულიან იარაღს გლოკის ფირმა არ უშვებს.

რომელი გლოკი ისვრის ჯერებით?
ქარხნული გლოკი რომელიც ისვრის ჯერებით არის გლოკ 18 (და გლოკ 18ც ანუ კომპენსატორით). მას ოდნავ შეცვლილი ნაწილები აქვს იმისთვის რომ ის არ იცვლებოდეს სხვა მოდელების პისტოლეტებთან. მისი განსხვავება ადვილია ვინაიდან მას მარცხენა მხარეს ზატვორზე აქვს სელექტორი.
ასევე ვენესუელაში განლაგებული ფირმა უშვებს დეტალს, რომლის დაყენების შემდეგ ნებისმიერი გლოკი ხდება ავტომატური. ეს წარმოადგენს “ზატვორის” თავსახურს ზედ დაყენებული სელექტორით. მისი დაყენება არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ ცოდნას. გლოკ 18 არ არის თავისუფალ გაყიდვაში, და იყიდება მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურებისათვის.

ვიყიდე ახალი გლოკი, და დაუტენავ მდგომარეობაში ისმის რაღაც მეტალის ხმა
ეს ნორმალურია/ ასე ხმას გამოსცემს დამრტყმელი, რომელიც არხში თავისუფლად მოძრაობს. ასევე ეს მეტყველებს იმაზე რომ არხი სუფთა. თუ ეს ხმა არ ისმის ესეიგი დამრტყმელს რაღაცა უშლის. ეს შეიძლება იყოს არხში დაგროვილი ჭუჭყი, ან რაც ნაკლებად სავარაუდოა მოხდა ერთ ერთი დეტალის ფრაგმენტაცია (ყველაზე ხშირად ზამბარის პლასტამსისი სამაგრები) შენიშვნა: დამრტყმელის და არხის შეხეთვა არ არის რეკომენდირებული!

არსებობს თუ არა გლოკი მექანიკური დამცველით?
არსებობს მხოლოდ მცირე სერიით გამოშვებული პარტია ასეთი დამცველით რომელიც შეკვეთილი იყო ტასმანიის პოლიციის მიერ. ასევე ფირმა “კომინოლი” ამზადებს მექ დამცველის კომპლექტს, რომლის დაყენება შეიძლება ყველა გლოკის სისტემის პისტოლეტზე. http://www.cominolli.com/glocksafety.htm

ამბობენ რომ გლოკი ყველაზე გამძლე პისტოლეტია

უდაოდ გლოკის სისტემის პისტოლეტი არის გამძლეობის, რესურსის და საიმედოობის ეტალონი. თუ რამდენად საიმედოა ის შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამ თემის წაკითხვის შემდეგ. http://glocktalk.com/forums/showthread.php?t=462537

ამბობენ რომ გლოკი იმიტომაა ასეთი პოპულარული რომ ის ძალიან იაფია
გლოკი არც ისე იაფია. შეიძლება ითქვას რომ ის საშუალო ფასიან სეგმენტში ზის. გლოკის შედარებითი სიიაფე არ გამომდინარეობს მისი დაბალი ხარისხიდან. მისი სიიაფე გამომდინარეობს მისი ტექნოლოგიურობიდან ხოლო მისი სიმარტივე განპირობებულია წარმოების და გამოყენებული ტექნოლოგიების უნიკალურობით. ის მზადდება უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, გადის მაკცრ ხარსხის კონტროლს. ამიტომაცაა რომ გლოკები ისვრიან ყოველგვარი ხელის შევლების და “აბკატკის” გარეშე.

ტექნიკური საკითხები

ავტომატური დამცველების შემოწმება
გლოკებს არ აქვთ მექნიკური დამცველები. ავტომატური დამცველები ინტეგრირებულია პისტოლეტის კონსტრუქციაში. იმისთვის თუ შემოწმდეს მათი მუშაობა უნდა გაკეთდეს შემდეგი რამეები:
1. დამრტყმელის დამცველი. დააყირავეთ მოხსნილი ზატვორი და ნახეთ ჩანს თუ არა დამრტყმელის წვერი, ხვრელიდან ზატვორის სარკეში. ნორმალურია თუ ის არ ჩანს. იგივე მდგომარეობაში თითით დააჭირეთ დამრტყმელის დამცველს. დამრტყმელის წვერი ეხლა უნდა გამოჩნდეს ხვრელიდან.
იმისთვის

გლოკის “6 ნაწილიანი” ქარხნული აფგრეიდი.

1992 წელს გლოკმა გამოაცხადა 6 ნაწილიანი უფასო აფგრეიდი მის მიერ გამოშვებული პისტოლეტებისათვის. აღნიშნული აფგრეიდი ზრდიდა პისტოლეტის საიმედოოდბა და უსაფრთხოებას მსროლელის მიმართ. აფგრეიდს დაექვემდებარა დაახლოებით 380 – 500 პისტოლეტი, რომელიც გამოშვებულია 1991 წლამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი გლოკის მფლობელმა შეეცადოს ჩამოიტანოს ეს ნაწილები თავად გამოცვალოს ისინი. იმისთვის რომ დარწმუნდეთ საჭიროებს თუ არა თქვენი გლოკი ასეთ აფგრეიდს იხილეთ დაბლა სურათი. (სურათზე არ აირს აღნიშნული დამცველის ახალი ტიპის ზამბარა, ის მოყვება დამცველს კომპლექტში).

როგორ იშლება გლოკის მჭიდი?
იხილე ვიდეო აქ http://www.custom-glock.com/vids/mag1.mov

საჭიროებს თუ არა გლოკი წმენდას?
გლოკი გამომდინარე მისი კონსტრუქციიდან არის საოცრად საიმედო იარაღი. მას ირჩევენ პროფესიონალები, მაშინ როდესაც ჭირდებათ საიმედო და ეფექტური იარაღი, გამსაკუთრებულად რთულ კლიმატურ პირობებში. უდაბნოში თუ არქტიკულ პირობებში. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მას მოვლა არ უნდა. გლოკი უფრო ტოლერანტულია, როდესაც საქმე გვავქს ცუდ და არაკვალიფიციურ მოვლასთან მაგრამ წმენდა და შეზეთვა მას ნამდვილად ჭირდება და უხდება. თუმცა ფაქტია ისიც რომ გლოკი მუშაობ ყოველგბარი ზეთის და საფოხის გარეშეც.

რატომ არ შეიძლება გლოკიდან მთლიანად ტყვიისგან დამზადებული ტყვიების (lead bullets) სროლა?
ზუსტი პასუხი არავინ არ იცის, მაგრამ რჩევა არ გამოიყენოთ გლკში ასეთი ტიპის ვაზნები მეორდება ყველა ფორუმზე და რესურსზე. ითვლება რომ გლოკის პოლიგონალური ლულები ადვილად ილექებიან ტყვიით (არ ვიცი სწორეა ასეთი აღწერა თუ არა) რაც ზრდის წნევას ლულაში და იწვევს მის კატასტროფულ დაზიანებას. ასევე გადასვლა პატრონიკიდბნა ლ;ულაში განსაკუთრებულათ ბასრი და მაღალი კუთხეები აქვს. ტყვია შეიძლება მანდ დაგროვდეს და გამოიწვიოს ზატვორის არა სრული ჩაკეტვა რაც შესაბამისათ იწვევს მასრის დაზიანებას, რასაც თავისმხრივ მოყვება საკმაოდ მძიმე შედეგები. მოკლედ ასეა თუ ისეა არ ღირს ამის საკუტარ თავზე გამოცდა და ასეთი ვაზნების გამოყენება.

ისვრის თუ არა გლოკი წყალქვეშ?

არსებობს სპეციალურად მოდიფიცირებული გლოკები (თუმცა შესაბამისი ნაწილი გამოცვლის შემდეგ წყლისქვეშ ისვრის ნებსიმიერი გლოკი) ისინი აღჭურვილია დამრტყმელის ზამბარის სპეციალური სამაგრებით, რომლებიც გამოდევნიან წყალს დამრტყმელის არხიდან და უზრუნველყოფენ მის ფუნქციონირებას. სროლისას უნდა დარწმუნდეთ რომ ლულაში არ დარჩა ჰაერი.
ავტორი არ ურჩევს ამის საკუთარ თავზე გამოცდას ვინაიდან ბევრი ცუდი რამე შეიძლება მოხდეს და სმენის ტრავმირება პირველ რიგში! გართობის მიზნით წყალქვეშ სროლა ნამდვილად არ არის რეკომენდირებული!!!
წყალქვეშა სროლის ვიდეო http://www.youtube.com/watch?v=6pvr0KeLaK8

ცვეთის ნიშნები ზატვორის შიდა მხარეზე. საიდან ჩდება?
ეს ნიშნები არ მოქმედბენ იარაღის ფუნქციონირებაზე და გაჩენის თანავე რაღაც მომენტში აღარ იზრდებიან. ეს არის გამოწვეული იმით რომ პოლიმერის რამაში ჩასმული ფოლადის დეტალი რომელიც ასრულებს ლულის ჩამკეტის ფუნქციას სროლის დროს მოძრაობს პოლიმერის რამის დეფორმაციის დროს და ზატვორს მოძრაობის რაღაც მომენტში ისინი ერთმანეს ეხებიან. ასეთი ნიშნები ჩნდება პირველივე გასროლის მომენტიდან. მათი ფორმის მიხედვით შეიძლება იმსჯელო რამდენად ნაცვეთია იარაღი.
peen

პოპულარული მითები

გლოკი არ ჩანს რენტგენის დანადგარებში
ეს მითი გაჩნდა მას მერე რაც ბრიუს უილისი გმირმა ფილმში Die Hard 2 წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: That punk pulled a Glock 7 on me! You know what that is? It’s a porcelain gun made in Germany. It doesn’t show up on your airport X-ray machines, and it cost more than you make here in a month.” რა თქმა უნდა გლოკ 7 არ არსებობს, გლოკი არა გერმანული არამედ ავსტრიული წარმოშობისაა, ხოლო მასში იმდენი რკინაა, რომ ის ურპობლემოთ აღმოჩენილი იქნება ყველაზე მარტივი უსაფრთხოების სიტემის მიერ.

გლოკი მთლიანად პლასტმასის პისტოლეტია
გლოკში პლასტმასის არის მხოლოდ უკანა შტფტი, ზატვორის სახურავი, დამრტყმელის და დამრტყმელ-სასხლეტი მექანუიზმის კორპუსი, თავად სასხლეტი და მისი “წიაგა” და რა თქმა უნდა რამკა. ეს კი მხოლოდ 6 ნაწილია 32-დან. დანარჩენი 26 ნაწილი მათ შორის ყველაზე მძიმე, ლულა და ზატვორი ფოლადისგანაა დამზადებული.

გლოკი პლასტმასისაა და მალე ხურდება და
“დნება”

არც ეს არის სინამდვილე. რკინის დეტალების დიდი მოცულობა ადვილათ შთანთქავს სითბოს. მოკლედ ნახეთ ეს ვიდეო და მიხვდებით რომ გახურებასთან გლოკს პრობლემა არ აქვს და ის არ “დნება”. http://www.youtube.com/watch?v=kBjUDCyDCuI

საინტერესო ფაქტები გლოკის სისტემის პისტოლეტებზე

არ ვიცი იცოდით თქვენ თუ არა მაგრამ საკმაოდ ბევრი ექსტრემალური სერფერი იყენებს გლოკს როგორც ზვიგენებისგან დასაცავ იარაღად

ნორვეგიული სპეცდანიშნულების რაზმები მრავალ დღიან არქტიკულ პატრულებში ყოფნისას ატარებნ გლოკ 20 მოდელის პისტოლეტებს ვინაიდან ვაზნა “10მმ აუტო” საკმაოდ ეფექტურია დათვების მოულოდნელი თავდასმების დროს.

გლოკის სიტემის პისტოლეტზე დაწერლია მინიმუმ 20 სიმღერა რეპის და რ&ბ-ის სტილში სადაც სიმღერის სხელში ფიგურირებს სიტყვა “გლოკი”.

გლოკის სიტემის პისტოლეტებით შეიარაღებულია ამერიკელი ძალოვნების 65% (ეს ფაქტი იმით არის მნიშვნელოვანი რომ ყველა სამსახური და მათ შორის პოლიციის დეპარტამენტები თავად ირჩევენ იარაღს

“სკაი მარშალები” ოპერატორები, რომლებიც იცავენ გატაცებისგან საჰაერო ხომალდებს ასევე შეიარაღებულები არიან გლოკ 22 მოდელის პისტოლეტებით

ყველაზე დიდი ოფიციალურად რეგისტრირებული “ნასტრელი” გააჩნია ცნობილი ჟურნალისტის და იარაღების ექსპერტის ჩაკ ტეილორის გლოკ 17-ს და ის შეადგენს 380 000 გასროლას.[/img]

თანდართული:
6.JPG 

მარკირებები  

 

ბოლო ორ სურატზე არის ამერიკული მარკირება (იარაღია Glock 21 SF)

რამის მარჯვენა მხარეს მითითებულია გლოკის ამერიკული ფილიალი Glock Inc. რომელიც განლაგებულია ქალაქ სმირნაში. ორივეს აწერია რომ იარაღი დამზადებულია ავსტრიაში. სმირნაში ბოლო დრომდე ხდებოდა მხოლოდ ავსტრიიდან შემოტანილი ნაწილებიდან იარაღის აწყობა.

მარკირება NPv და არწივი გვხვდება მხოლოდ ავსტრაიში წარმოებულ ან მხოლოდ 1991 წლამდე გამოშვებულ იარაღზე და ნიშნავს “Nitro Powder proofed”. ამ ნიშნის მისაღებათ იარაღი უნდა იყოს გასინჯული ორმაგი და სამმაგი მუხტებით.

აშშ-ში აწყობილი იარაღი ადგილზე გადის შესაბამის შემოწმებებს

არსებობს ავროპული და ამერიკული მარკირებები

თანდართული:
glock markings austria
gock markings.JPG [ 40.39 KiB | დათვალიერებულია 1971-ჯერ ]
glock markings 2
glock markings 2.JPG [ 45.03 KiB | დათვალიერებულია 1964-ჯერ ]
gock markings
საინტერესო ლინკები  

 

2. ყველაზე პოპულარული ფორუმი გლოკებზე
http://www.glocktalk.com/

3. სხვა პოპულარული რესუსრსები
http://glockmeister.com/
http://www.topglock.com/info/info.htm]

4. კრიტიკული საიტი
http://www.thegunzone.com/glock/gindex2.html

5. კომოპანია გლოკის ვებ-გვერდი
http://www.glock.com

6. გლოკის “ხელოსნის” ოფიციალური ინსტრუქცია
http://www.stevespages.com/pdf/glock_ar … update.pdf

1. დაშლა და აწყობა (ვიდეო)
http://www.youtube.com/watch?v=CN1QJDGinwE

იშვიათი გლოკები 

არსებობს რამოდენიმე ძალიან იშვიათი ქარხნული გლოკი (არ აგერიოთ კერძო პირების და პატარა კომპანიების მიერ მოდიფიცირებულ გლოკებში)

არსებობს იშვიათი სერიის გლოკები დამზადებული სპეც შეკვეთით და პატარაა სერიით გამოშვებული სერიული მოდელები

მაგალითად აი ეს მოდელი რომელიც მიეძღვნა კომპანია ბელ-ის 50 წლისთავს
bell_side

ასევე გამოდიოდა გლოკ17ლ კომპენსატორით. რომელიც ძალიან მალე მოხსნენ წარმოებიდან, ლულებში გაჩენილი ბზარების გამო

ასევე ტასმანიის პოლიციამ შეუკვეთა და მიიღი გლოკები გარეთა დამცველებით
g17s_top

ატლანტის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჯგუფის მიერ შეკვეთილი ეს მოდელი (გლოკი ასევე იყო ამ თამაშების სპოსნორი)
atlanta_1

ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალისთვის მიძღვნილი პატარა სპეციალური სერია. 15 ცალი გადაეცა 15 ძირითად ფიგურას ამ მოვლენებში, მათ შორის პრეზიდენტ ბუშს, ნორმან შვარკოფს და ასე შემდეგ
desert_3

გლოკის “ტიუნინგი”

გლოკის კონსტრუქციიდან გამომდინარე მისი მოდიფიცირება არის ძალიან ადვილი და როგორც წესი არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას და ინსტრუმენტებს. რა თქმა უნდა საქართველოსთვის ეს არ არის აქტუალური ვინაიდან ჩვენტან ორ დოლარიანი პლასტმასისი ტარის “ზაგლუშკა” უცბად ხდება 50 დოლარიანი. ხოლო 24 დოლარიანი 33 ვაზნიანი მჭიდი ხდება 400 ლარიანი.

მაგრამ შეიძლება ცადოთ და სხვა და სხვა საჭირო რამეები შეუკვეთო ან ვინმეს ჩამოატანინოთ. ყველაზე პოპულარულია სამიზნე მოწყობილობების შეცვლა, სასხლეტის მოდიფიცირება, მჭიდის მოცულობის გაზრდა, ტარის ფორმის შეცვლა და ასე შემდეგ.

ავტორი შემოიფარგლა პლასტმასის კონდახის დაყენებით, მჭიდის მოცულობის 19 ვაზნამდე გაზრდით, სპორტული ტიპის სასხლეტის დაყენებით და წარწერების გაფერადებით (ინდივიდუალიზმისთვის))). (სურათი იხილე დაბლა)

არსებობენ კომპანიები, რომლებიც გლოკის სისტემის პისტოლეტებს საფუძვლიან მოდიფიკაციებს უტარებენ.

ეს გლოკი მოდიფიცირებულია კომპანია Bowie Tactical Concept-ის მიერ
შეცვლილია ტარის ფორმა და ტექსტურა, დამრგვალებულია ფორმები, შეცვლილია “ზატვორის” დაფარვა. ეს იარაღი განკუთვნილია თავდაცვისთვის
სურათი

ასევე თავდაცვისთვის მოდიფიცირებული გლოკი კლარენს ლაის მიერ.
პოლირებული ზატვორი, ლაზერული სამიზნე მოწყობილობა დისტანციური მართვით, რეზინის “ნაკლადკა” ტარზე. ტარზე მოთავსებული რკინის საყელო რომელიც აადვილებს დატენვას. მჭიდის ფოლადის ძირი, და ასევე ფოლადის გაზრდილი ზომის ზატვორის და მჭიდის ჩამკეტის ღილაკები
სურათი

ტიპიური სპორტული გლოკი (race gun) გამოიყენება პრაქტიკული სროლის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩებში, ღია კლასში. მოდიფიცირებულია Custom Glock Racing-ის მიერ

მზად ვარ გიპასუხოთ შეკითხვებზე და მივიღო შენიშვნები 

რა უნდა დაწერილიყო ამ ტემაში და რა არ დაიწერა

მაგალითად საბრძოლო ზამბარების და კონექტორების კომბინაციები. ვინაიდან საქართველოში ასეთი წვრილმანი არავის არა აღელვებს (როგორიცაა გლოკის “სპუსკის” მოდოფოცრება მე ამაზე არაფერს არ დავწერ.

ასევე შესაძლო კალიბრების ლულების გაოცვლა. ასევე არააქტუალურია საქართველოსვის

ე.წ. ‘კა ბუმების” საკითხი. არააქტუალურია იმიტომ რომ ძალიან ცოტა ტიპის ვაზნებია და რელოუდინგი პრაქტიკულად შეუძლებელია

განსხვავებეი სხვა და სხვა დეტალების კონსტრუქციაში. ძალიან აადემიურია და თეორიული და არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს



34 Responses to “ყველაფერი გლოკის სისტემის პისტოლეტებზე”

  1. კახაბერი says:

    ძალიან მომეწონა თქვენი ვებ გვერდი. მე სამხედრო თემატიკაზე ვწერ გაზეთში და თუ წინააღმდეგი არ იქნებით ხანდახან შეკითხვებით მოგმართავთ. წინასწარ გმადლობთ.

  2. Shooter says:

    razea laparaki. mtavaria copyright-i ar daarghviot :-) da me ritic shemidzlia kvelafit dagexmarebit.

  3. Dachi says:

    umagresi saiti gaq magrad momewona glocki xo vabshe miyvars vgijdebi countershic sul magit vatamashob :D
    umagresi iaragi aris rom gavizrdebi aucileblad glocks shevidzen egre gaagrdzele maagri saiti gaq ;)

  4. Shooter says:

    gaixare, didi madloba!

  5. iraklu says:

    სად მზადდება glock 17 pro და თუ შეიძლება ყიდვა?

  6. Shooter says:

    rg modifikacia arsebobs finetshi mxolod da aris iqauri glokis tsarmoamdgenlis da glokis avstriuli tsarmoebis ertoblivi producti. ixile info aq http://www.sniperworld.com/books/gear_7.html

  7. tatia says:

    დიდი მადლობა,ძალიან საინტერესო იყო,ერთი თხოვნა მაქვს თუ არ შეწუხდებით,შეგიძლიათ desert eagle .50-ზე მომაწოდოთ ინფორმაცია მაილზე?

  8. ლექსო says:

    საღოლ ძმაო, დაწვრილებით და კარგადაა ყველაფერი ახსნილი.

  9. jaba says:

    glokis sabazro fadi ra ari xo ver metyvit

  10. Shooter says:

    axali ghirs 3500-4000 lari. naxmari 1400-1700 dolari.

  11. ოთო says:

    გამარჯობა,

    ამერიკულ და ავსტრიულ გლოკებს შორის ხარისხსა და საიმედოობაში არის განსხვავება?

    სხვადასხვა ფორუმებზე ზოგან მითითებულია, რომ ამერიკული ვერსიის ფოლადი არ გადის ავსტრიულივით დამუშავებას.

    და კიდევ ერთი კითხვა, პირველ იარაღად მესამე თაობის 17-ს მირჩევთ თუ 19-ს?

  12. Shooter says:

    aranairi praqtikuli sxvaoba ar aris.

  13. NIKA says:

    გლოკის სიტემის პისტოლეტზე დაწერლია მინიმუმ 20 სიმღერა რეპის და რ&ბ-ის სტილში სადაც სიმღერის სხელში ფიგურირებს სიტყვა “გლოკი”.
    Grab your glocks when you see 2pac Call the cops when you see 2pac… :) ))

  14. ilia says:

    dzalian magari saitia da magari statiaa me piradad dzalian momewona da damexmara, admin erti kitxva meqneba samoqalaqo piristvis ubralod moqalaqistvis romelsac tavis dasacavad glockis shedzena romel glocks urchevdit 45 kalibriani tu unda maincdamainc

  15. ლევანი says:

    გამარჯობა! რით განსხვავდება ავსტრიული და ამერიკული გლოკი?

  16. nika says:

    ძაან მომეწონა თქვენი ვებ გვერდი.
    ერთი კითხვა მაქ თქვენთან… Glock 19 ბოლომდე რო დაშალო ნოლზე რამდენი ნაწილი გამოვა?

  17. Shooter says:

    თუ სწორედ მახსოვს 32

  18. თენგო says:

    ძაან მაინტერესებს ამერიკულ და ავსტრიულ გლოკებს შორის განსხვავება, ანუ რესურსი, გამძლეობა, მასალებს შორის განსხვავება.რომ შევადაროტ არის სხვაობა?
    მთავარი კომპონენტი იარაღში არის ლულის რესურსი. ავსტრიული გლოკის ლულას რესურსი თითქმის ულევია .ყოფილა შემთხვევები 500 000 ვაზნაც გაუსროლიათ სპორტულ შეჯიბრებებსში. აქვს თუ არა იგივე რესურსი ამერიკულ გლოკს.. ?ძაან მაინტერესებს

  19. Shooter says:

    erTi da igive iaraghia. aranairi gansxvaveba.

  20. paata says:

    ra gasxvavebaa glok 17-sa da glok 19-s shoris

  21. Shooter says:

    გაბარიტები, წონა და მჭიდების ტევადობა მხოლოდ

  22. davit says:

    რა ძირითადი განსხვავებები და უპირატესობა აქვს glock 17rtf2-ს მეოთხე თაობის glock 17 სგან?

  23. Shooter says:

    უპირატესობა არანაირი. მეოთხე თაობას აქვს სხვა ტარის ტექსტურა, განსხვავებული დამაბრუნებელი ზამბარა, დიდი მჭიდის ღილაკი, ცვლადი ტარის საზურგეები.

  24. Lana says:

    ძალიან მიმიზიდა გლოკის ვიზუალმა და შემოვყევი. ისეთივე საინტერესო აღწერილობა აქვს როგორიც მაგარი ვიზუალი. გმადლობთ უფრო დამევასა :-)

  25. dato says:

    dgesdgeobitsauketeso tavdacviti pistoletia glock 17 da 19

  26. dato says:

    facebookze gaqvt gverdi?

  27. valeri says:

    anu amerikuls da austriuls shoris aranairi gansxvavebaa?

  28. Shooter says:

    არანაირი

  29. ladi says:

    როგორ ფიქრობთ. გლოკს რომ არ გააჩნია გარეგანი მცველი ეს არ იტვლება იარაღის მნიშვნელოვან ნაკლად?

  30. VESGI says:

    rogor araris gansxvaveba mteli 1000 larit meti girs austriuli,meorec is rom orive 17 is modeli rom damuxto an saketi gadawio gansxvaveba xelshive igrdznoba ,,anu gawmendil da gauwmendeli iaragis efeqtivitaa austriuls rom gadateni uxmod srialebs polimerze xolo amerikuli(USA), RAGACNAIRAD UXESHIA… DA MEOREC AUSTRIULS KIDEV 700,000 ATASZE METI AQ GASROLILI DA KIDEV NISHANSHI AJENS… AI ES GANSXVAVEBAA ,, XARISXI,, !!!!!!!!!!!!!1

  31. Shooter says:

    ავსტრიული გლოკი ამერიკულზე უფრო ძვიი ღირს მარტო ერთ ქვეყანაში საქართველოში და ეს ასე კიდე დიდხანს იქნება სანამ ხალხს ზღაპრების ჯერა და იარსებენ თაღლითები რომლებიც ამით ისარგებლებენ. წარმატებები.

  32. giorgi says:

    mec zaan mainteresebda gansxvaveba da pirdapir Glock.com ze miviwere.ai ra mipasuxea:

    thank you for your interest into our products.

    Every GLOCK pistol carries 100% GLOCK quality There is no difference between an US or Austrian made GLOCK pistols.
    All our pistols have been designed to operate without compromise in extreme conditions. Every GLOCK customer can ensure they will be receiving a weapon that has been tested in the factory and operates reliably out of the box without compromises or expensive modifications.

    We have 2 GLOCK dealers in Georgia:

    1.
    GLOBAL DEFENSE GROUP
    4a Atskuri Str., 0144
    Tbilisi, Georgia
    Store: +995 596 511 511

    2.
    KULA Arms Georgia
    4-4a I. Gagarin str.
    Tbilisi Georgia
    +995 32 238 17 33

    Kind regards

  33. Gaxoka says:

    icit a mainteesebs seizleba adamans gamoekras titi naxevad avtomau clock ze?

  34. Shooter says:

    კი

დატოვეთ კომენტარი