Archive for the ‘მთავარი’ Category

იარაღი უდრის ცივილიზაციას

Tuesday, May 18th, 2010

ძალია კარგ სტატიას გადავაწყდი და ამიტომაც გადავწყვიტე ის ვთარგმნო და გამოვაქვეყნო ჩემ ბლოგზე. საქმე ეხება იარაღს, მისი ტარების უფლებას და თავისუფლებებს, რაც ამ ბლოგის ყველაზე აქტუალური თემატიკაა და ასეთი იქნება ყოველთვის.  საქართველო ის ქვეყანაა, სადაც იარაღის მოყვარულთა ფორუმებზე, ხალხი მხარს უჭერს იარაღის ბრუნვის შეზღუდვას. ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ემსახურება ეს სტატია და მისი თარგმანი და კიდევ მრავალი ანალოგიური მასალა აუცილებლად განთავსდება ამ ბლოგზე მომავალშიც.

იარაღი უდრის ცივილიზაციას

ავტორი აშშ–ს საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის გადამდგარი მაიორი  ლ. ქაუდილი

ადამიანებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობების მხოლოდ ორი ტიპი, გააზრებული ქმედება და ძალა. თუ გინდა, რომ მე რამე გავაკეთო შენთვის, ამის მიღწევის ორი გზა არსეობს, დამარწმუნო არგუმენტებით ან მაიძულო ძალის განოყენების მუქარით. ნებისნმიერი ადამიანური ურთიერთობა ვარდება ან ერთ ან მეორე კატეგორიაში გამონაკლისის გარეშე.  გააზრებული ქმედება ან ძალა, ეს არის და ეს.

ნამდვილად მორალურ და ცივილიზებულ საზოგადოებაში, ადამიანები ურთიერთოებენ  დარწმუნების საშუალებით. ძალა არ განიხილება, როგორც არსებითი მეთოდი სოციალური ურთიერთობის და ერთადერთი რაც გამორიცხავს ზალას არსებული საშუალებების მენიუდან არის პირადი იარაღი, შეიძლება ეს ვინმეს პარადოქსად მოეჩვენოს.

როდესაც მე ვატარებ იარაღს, შენ არ შეგიძლია მომიდგე მე ძალის გამოყენების პოზიციიდან. შენ იძულებული ხარ გააზრებულად იმოქმედო და შეეცადო მე დამარწმუნო, იმიტომ, რომ მე მაქვს საშუალება უარყო შენი მუქარა და ძალის გამოყენება.
იარაღი არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ათააბრებს 50 კგ–ან ქალბატონს და 100 კილოგრამიან მძარცველს, 75 წლის პენსიონერს და 19 წლის მოძალადეს და ერთ კაცს მანქანაში ჩატენილ მთვრალებს ბეისბოლის ხელკეტებით.  პირადი იარაღი აუქმებს არათანამბრობას ფიზიკურ ძალაში, ზომაში ან რიცხვში, რომელიც შეიძლება იყოს თავდამსხელს და თავის დამცველს შორის.  

უამრავი ადამიანია, რომლებიც იხილავენ იარაღს, როგორც ავის მომტან ძალას.  ეს ხალხი თვლის, რომ ჩვენ უფრო ახლოს მივალთ ცივილიზაციასთან თუ საზოგაოდეაბს ჩამოერთმევა იარაღი, იმიტომ , რომ იარაღი გაუდავილებს საქმეს ბოროტმოქმედს.  ეს რა თქმა უნდა სიმართლეა, თუ ბოროტმოქმედის პოტენციალური მსხვერპლი არის უიარაღო, საკუთარი სურვილით ან განიარაღებულია კანონის მოქმედებით. ეს მოსაზრება მცდარია, როდესაც ბოროტმოქმედის სამიზნეები არიან შეიარაღებულები.
ადამიანები, რომლებიც ითხოვენ პირადი იარაღის აკრძალვას, ავტომატურად ითხოვენ მართვას ახალგაზრდა, ძლიერი და რიცხობრივად უფრო მეტისგან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ცივილიზებული საზოგადოების იდეას.  ბოროტმოქმდი, თუნდაც შეიარაღებული, წარმატებით იარსებებს მხოლდო იქ სადაც მას ექნება მონოპოლია ძალის გამოყენებაზე.

კიდევ ერთი არგუმენტი, ხსნის, რომ იარაღი გახდის დაპირისპირებას სასიკვდილოთ, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევაში ეს გამოიხატებოდა მხოლოდ დაჭრაში და არა სიკვდილში. ეს არგუმენტი მცდარია, რამოდენიმე მიზეზის გამო. იარაღის გარეშე, კონფრონტაციებში იმარჯვებს ის ვინც ფიზიკურად უფრო ძლიერია და შეუძლია წაგებულს მეტი ფიზიკური ზიანი მიაყენოს. ადამიანები, რომლებიც თვლია, რომ მუშტები, ხელკეტები, ჯოხები ან ქვები არ გულისხმობენ სასიკვდილო ძალას, ალბათ ზედმეტად უყურებენ ტელევიზორებს სადაც ცემა–ტყეპის შემდეგ ყველაზე უარესი რაც ხდება არის გახეთქილი ტუჩი.  ის ფაქტი, რომ იარაღი გულისხმობს სასიკვდილო ზალას, მოქმედებს მხოლოდ უფრო სუსტი თავდამცველის სასარგებლოდ და არა უფრო ძლიერი თავდამსხმელის. თუ ორივე შეიარაღებულია, ველი ხდება დონე.

პირადი იარაღი არის ერთნაირად სასიკვდილო, როგორც 80 წლის კაცის ასევე მძლეოსნის ხელში. ის უბრალოდ ვერ იქნება ასეთი ეფექტური გამათანაბრებელი, თუ ის არ იქნებოდა სასიკვდილიო და ადვილი მოსახმარებელი.

როდესაც მე ვატარებ იარაღს, მე ვატარებ მას იმიტომ არა, რომ ჩხუბი დავიწყო, მე ვატარებ მას იმიტომ , რომ მინდა მარტო ვიყო.  იარაღი, რომელიც მე მაქვს ბიშნავს, რომ მე ვერ დამაძალებენ, მხოლოდ დამარწმუნებენ. მე არ ვატარებ იარაღს იმიტომ, რომ მეშინია, მე ვატრებ მს იმიტომ რომ არ მინდა ვიყო შეშინებული. ის არ ზღუდავს იმათ ვისაც სურს ჩემთან ურთიერთობა, მხოლოდ იმათ ზღუდავს ვისაც სურს მე რაიმე დამაძალოს. ის გამორიცხავს ძალის გამოყენებას … ამიტომაც იარაღის ტარება არის ცივილიზებული აქტი.
By Maj. L. Caudill USM C (Ret)

დროებითი პაუზა

Wednesday, April 28th, 2010

ამ ეტაპზე მე ვმუშაობ ძალიან სერიოზულ ნაშრომზე, რომელიც მოითხიოვს ბევრ დროს, შრომას და დიდი მოცულობის მასალების დამუშავებას. ამიტომაც რამოდენიმე კვირა მე ვერ შევძლებ სტატიების დამატებას.  მუშაობის დასრულებისთანავე ნაშრომი გამოქვეყნდება ბლოგზე და იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ნაშრომის სამუშაო სახელია: ჭრილობების ბალისტიკა. რა განაპირობებს ავტომატური პისტოლეტების ვაზნების ეფექტურობას.

 

ნინო სალუქვაძე მსოფლიო ჩემპიონია!!!

Monday, November 2nd, 2009

ნინო სალუქვაძემ წელს ჩინეთში გამართული ტყვიტ სროლაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოიგო და ოქროს მედალი აიღო მცირეკალიბრინაი პისტოლეტით 25 მეტრზე სროლაში.  დაამარცხა ჩინელები მათივე მოედანზე.

ფინალის შედეგები

ნინო სალუქვაძე  (საქართველო) – 789,5 ბალი

ჩენ ინ (ჩინეთი) - 787,8 ბალი

მუნბაიარ დორისურენი (გერმნაია) – 787,2. ბალი.

იმედია ეს უდიდესი წარმატება ცოტა მეტ ყურადღებას მიიპყრობს ამ სპორტის მიმართ და სუტუაცია ცოტა მაინც გამოსწორდება.  ნინო სალუქვაძეს მიღწევა მით უფრო შთამბეჭდავია იმის ფონზე, რომ ეს რეზულტატი მიღწეულია მაშინ როდესაც სასროლნო სპორტი საქართველში კლინიკური სიკვდილდან ბიოლოგიურ სიკვდილში გადადის უკვე.  ამიოტმაც უკვე ეხლა საჭიროა ზრუნვა იმაზე, რომ მოიძებნოს ახალი ტალანტები, შეიქმნას მათი მომზადების პირობები. ამისთვის არც ისე ბევრია საჭირო, გაცილებით უფრო ნაკლები ვიდრე ფეხბურთის ფედერაციის შენახვა, რომელიც ჩემის აზრით იმ ფულის და ყურადღების მესამედს არ იმსახურებს.  გაგახსენებთ, რომ სპორტული სროლა საქართველოს სპორტის ისტორიაში მეორე ყველაზე “მრავალჯილდოიანი”  სახეობაა.

მთელი სულით და გულით ულოცავ ნინო სალიქვაძეს ამ გამარჯვებას.

“საბავშვო ლიტერატურა”

Tuesday, October 13th, 2009

 

საკმაოდ საინტერესო წიგნს მივაგენი ინტერნეტში. გამოცემულია სკოლებისთვის, საბავშვო ბიბილიოთეკებისთვის.  მოსკოვში, 1956 წელს.  პირადად მე გაოცებული ვარ. წიგნს ქვია  “Меткие стрелки”, ავტორი Теодор Соломонович Гриц, გამოცემა Издательство “Детская литература”. თავიდან თითქოს დიდი არაფერი აი მერე კიდე იწყება მართლა საინტერესო რამეები.  საოცარია მაგრამ 1956 წელს საბჭოა კავშირში მოსახლეობის სასროლოსნო მომზადების მნიშვნელობა კარგად ესმოდათ.  იმედია ამას მალე მიხვდებიან საქართველოშიც.

წიგნის პირდაპირ ნახვა შეგიძლიათ აქ – http://avtomaster.msk.ru/books/M/sniper1s.html

 

გადმოწერა შეგიძლიათ აქიდან: http://publ.lib.ru/ARCHIVES/G/GRIC_Teodor_Solomonovich/Metkie_strelki.[pdf].zip