Archive for the ‘მოკლელულიანი იარაღი/handguns’ Category

ჩვენი ტესტი – SigSauer SP2022

Tuesday, October 13th, 2015

მოგეხსენებათ, რომ სტატია SigSauer SP2022-ზე არც ისე დიდი ხნის წინ უკვე აიტვირთა ბლოგზე. აღნიშნული სტატია მეტ წილად შემეცნებითი იყო, რომელიც უბრალოდ გაიმბობდათ ამ იარაღის შექმნის ისტორიას და ახსნიდა მის მოწყობას და თავისებრებებს. ეს ახალი სტატია ეხება უშუალოდ კონკრეტული პისტოლეტის ტესტირებას.

testsp2022

ამჟამად ჩვენი ტესტირების ობიექტია აშშ-ში დამზადებული 9მმ-ნი პისტოლეტი SP2022,  ახალ მოდიფიკაციაში Nitron TB. პისტოლეტი აღჭურვილია შედარებით გრძელი ლულით, რომელიც განკუთვნილია მაყუჩის ან საპრესორის დასაყენებლად და საკეტი დაფარულია ამ კომპანიის საფირმო დაფარვით Nitron. დანარჩენით ეს არის ჩვეულებრივი SP2022.

სიმართლე გითხრათ მე იმდენი ხანია არ მქონდა შეხება “ზიგ-ზაუერის” პისტოლეტებთან, რომ ძალიან გამიხარდა, როდესაც მომეცა მისი შეძენის შესაძლებლობა. ჩემი აზრით „ზიგ ზაუერის“ “P” სერიის პისტოლეტები საუკეთესო პისტოლეტებია ორმაგი/ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმით.  ეს იარაღები გამოირჩევა მარტივი კონსტრუქციით, უმაღლესი ხარისხით, კარგი ერგონომიკით, საიმედოობით და როგორც წესი ძალიან ზუსტი იარაღებია.

ცობილია, რომ  SP2022 არის ალბათ ყველა დროის და ყველა ქვეყნის საუკეთესო შენაძენი, ფასი-ხარისხის კრიტერიუმის მიხედვით. ჩემთვის პირადად გამოცანად რჩება, როგორ მოახერხეს „ზიგ-ზაუერში“ ასეთი პისტოლეტის აწყობა ასეთ დაბალ ფასად. აშშ-ში ამ იარაღის შეძენა შესაძლებელია 400 დოლარად. ჩვენთან ის ამ სტატიის დაწერის მომენტში იყიდება 1700 ლარად თუმცა არ მგონია ეს ფასი დიდხნას შენარჩუნდეს.

მოგეხსენებათ, რომ საბრძოლო პისტოლეტის ერთ-ერთი თვისება უნდა იყოს მდგრადობა ექსპლუატაციის მიმართ და დაფარვის ხარისხი აქ დიდ როლს თამაშობს. ამ პისტოლეტში გამოყენებული დაფრავა „Nitron“ გამოიყენება „ზიგ-ზაუერის“ პისტოლეტებზე, რომლებსაც აქვსთ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული საკეტი და/ან ჩარჩო. სიმართლე გითხრათ ეს დაფარვა არ არის საუკეთესო ცვეთის გამძლეობის მხრივ მაგრამ არც ყველაზე ცუდი არ არის. „ზიგ-ზაუერების“ გამოცდილი მფლობელები იძლევიან რჩევას ნიტრონით დაფარული დეტალების ზეთით დასველებას და გამშრალებას, რაც ხელს უწყობს დაფარვის შენახვას და ზრდის მის ანტი-კოროზიულ თვისებებს.   ყველა ჩვენს მიერ გამოყენებული შეფასების კრიტერიუმები რომ გამოვიყენოთ ალბათ დაფრავ იქნება SP2022-ის ყველაზე სუსტი წერტილი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ყველა SP2022 ასევე აღჭურვილია ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობებით, რომლებსაც ჯერ ზიგ-ზაუერს აწვდიდა კომპანია „Trijicon“ და ამჟამად კომპანია “Meprolight”.  უკანასკნელის ღამის სამიზნე მოწყობილობების ძალიან კარგი ხარისხის არის, დიდი წერტილებით და თვითონ სამიზნე მოწყობილობების დიდია და ადვილად დამიზნების საშუალებას  იძლევა.  ასეთი ფასის იარაღზე ასეთი დახვეწილი სამიზნე მოწყობილობების გამოყენება კიდევ ერთ ქულას მატებს ამ იარაღს. საბრძოლო/თავდაცვით პისტოლეტზე კარგი სამიზნე მოწყობილობების არსებობა აუცილებელია. ჩვენ შემთხვევაში აღარ არის საჭირო 80-140 დოლარის გადახდა, რომ ეს კრიტერიუმი დაკმაყოფილდეს. ზოგი თვლის, რომ ღამის სამიზნე მოწყობილობები არც ისე საჭიროა, მაგრამ ჩემი აზრით ასეთი სამიზნე მოწყობილობები არის პირველი რაზეც უნდა დაიხარჯოს ფული.

ghspber

პიკატინის სამაგრი არის საკმაოდ აგრესიული დიზაინის და ბასრი კუთხეებით, რომლებიც შეიძლება წამოედოს ბუდეს ან ქამარს. შედარებისთვის გვერძე არის Beretta M9A1-ზე შესრულებული ანალოგიური სამაგრი.

ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა ახალ ლულაზე. ლულა „შავია“ ანუ ქრომირების გარეშე რაც არ წარმოადგენს ნაკლს იმიტომ რომ ამ მწარმოებლის ლულები უმაღლესი ხარისხის მასალისგან მზადდება და არ საჭიროებს დამატებით დაცვას. ლულის არხის ზედაპირი უნაკლოდ არის დამუშავებული. ხრახნები კლასიკურია. ლულის სიგრძე 110მმ-ია და მას გააჩნია ხრახნიანი ნაწილი რაც უზრუნველყოფს მაყუჩის დაყენებას (ხრახნების ტიპი 13.5×1 მარცხენა მიმართულებით). ლულის ხრახნიანი ნაწილი ქარხნულად დაკომპლექტებულია დასახრახნი დამცველით. უდაოდ, SP2022 ასეთი ლულით „ტაქტიკურად სიმპატიუტრად“  გამოიყურება, მაგრამ ჩემი აზრით რეალობაში ეს ოფცია ქმნის უფრო მეტ პრობლემას ვიდრე მოაქვს პრაქტიკული სარგებელი. პრობლემა პირველი არის ის რომ დამცველი თავისით ეშვება სროლის დროს, ხოლო თუ ის ფიქსატორით დაამაგრეთ, მაშინ ლულას ვეღარ ამოიღებთ საკეტიდან. ლულის კონფიგურაციიდან გამომდინარე ასევე კითხვებს ბადებს სამიზნე მოწყობილობები. თუ „ზიგ-ზაუერის“ მარკეტოლოგებს სურდათ იაფი პისტოლეტი გამზადებული მაყუჩის გამოყენებისთვის მაშინ იმაზეც უნდა ეზრუნათ რომ პისტოლეტი აღჭურვილი ყოფილიყო მაღალი სამიზნე მოწყობილობით, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა დაყენებული მაყუჩის შემთხვევაში. ასე, რომ SP2022 არ არის ჭეშმარიტად suppressor-ready პისტოლეტი.  ცხადია ეს საქართველოსთვის არც არის აქტუალური, ჩვენთან ჯეიმს ჰოლივუდის ფილემებზე გაზრდილი და მაქიდანვე განათლება მიღებული  კანონშემომქედებლებისათვის მაყუჩი ასოცირებულია ბოროტებასთან და ამ ტიპის მოწყობილობების გამოყენება აკრძალულია. ამიტომ თავად გადაწყვიტეთ რამდენად ტაქტიკური იერსახე და ზედმეტი 1სმ ლულის სიგრძეში გიღირთ დამატებით წვალებად. ასე რომ საქართველოს რეალიებიდან გამომდინარე SP2022 Nitron TB უბრალოდ არის „კვაზი-ტაქტიკური“ პისტოლეტი ძალიან ლამაზი იერსახით. და თუ ყურადღებას არ მივაქცევთ მცირე შეუსაბამობებს SP2022 არის შესანიშნავი იარაღი. რომელიც ბოლომდე ჯდება საბრძოლო პისტოლეტის კლასში და ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

Heckler&Koch USP Tactical შეიქმნა, როგორც მეტ წილად Mk23-ის შემცვლელი, რომელიც აღმოჩნდა ზედმეტად დიდი, მძიმე და ძვირადღირებული. როგორც ჭეშმარიტად გამზადებული საპრესორის გამოყენბისთვის, ის თავიდანვე აღჭურვილია მაღალი სამიზნე მოწყობილობებით, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაყენებულის საპრესორით.  

საბრძოლო/თავდაცვითი პისტოლეტის მოთხოვნილებას წარმოადგენს პისტოლეტის ადაპტაციის საშუალება. ამ მოთხოვნილებას SP2022 კარგად აკმაყოფილებს, მას გააჩნია ტარის მორგების საშუალება, კომპლექტში ჩვენ პისტოლეტს ორი ტარის პანელი მოყვა.  პისტოლეტი აღჭურვილია უნივერსალური პიკატინის სამაგრით. წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობა მერცხლის კუდის ტიპის სამაგრებში ზის, და შესაძლებელია მათი გამოცვლა, თუმცა ქარხნული ღამის სამიზნე მოწყობილობები ძალიან კარგია და წესით ამის საჭიროება არ უნდა წარმოიშვას.

მოთხოვნა – კონსტრუქციული სიმარტივე ასევე სრულად კმაყოფილდება. პისტოლეტი გამოირჩევა გამძლე და შედარებით მარტივი კონსტრუქციით. არის ხარისხიანად შესრულებული. ადვილად იშლება. დეტალები გამოცვლისას არ საჭიროებენ მორგებას. ერთი შეხედვით “P” სერიის პისტოლეტები რთული კონსტრქციის არის მაგრამ სინამდვილეში ეს პისტოლეტები ძალიან ადვილად იშლება ბოლომდე და ამისთვის არ არის საჭირო რაიმე რთული ინსტრუმენტები.  SP2022-ს “P”  სერიისგან ბევრი დადებითი რამ გადმოყვა და კონსტრუქციული სიმარტივეც მათ შორის არის.

SP2022-ის დაშლა ძალიან გავს FN P-35-ის დაშლის სქემას. გაწიეთ საკეტი უკან, გამოაძრეთ საკეტის შემაკავებელი, გაწიეთ საკეტი წინ და მოაცილეთ ის ჩარჩოს. ამოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა თავისი ღერძით (ეს ცოტა რთულია ვინაიდან ღერძი ღრმად ზის და ხელი კარგად არ ეკიდება) და შემდეგ განაცალკევეთ ლულა და საკეტი. ტარის უკანა პანელის მოხსნა ასევე გაძლევთ საშუალებას მიუდგეთ დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის და უკეთესად გაწმინდოთ ის.

პისტოლეტი პოლიმერის რამით არის აღჭურვილი, რომელიც არ იჟანგენა. SP2022  ასევე საკმაოდ დიდი ხანია გამოიყენება სხვადასხვა სამხედრო და სამართალდაცმავი სტრუქტურების მიერ, რაც ნიშნავს რომ კონსტრუქცია გამოცდილია და რაიმე თანდაყოლილი სუსტი წერტილები პისტოლეტს არ უნდა ქონდეს.

sigbox

ასეთ კომპლექტაციაში იყიდება პისტოლეტი. არსებობს მეორე კომპლექტაციაც პლასტმასის კეისში, პლასტმასის ბუდეთი მაგრამ მეორე მჭიდის გარეშე. კომპლექტაცია შეიძლება განსხვავდებოდეს  გააჩნია რომელი ქვეყნიდან არის იარაღი იმპორტირებული. 

ცოტა უფრო ვრცლად მინდა გაიამობოთ პისტოლეტის სროლისუნარიანობაზე და ერგონომიკაზე. ყველა ზიგ-ზაუერის პისტოლეტი კარგუ ერგონომიკით გამოირჩევა. SP2022 ტარის ფორმა ძალიან მოსახერხებელია და მისი უკანა ნაწილის გამოცვლით შესაძლებელია მისი სხვადასხვა ზომის ხელზე მორგება.  საკეტი დიდი ზომის არის, თავისუფალია ყოველგგვარი ღილაკებისგან, რის გამოც იარაღის გადატენვა, დაბრკოლების აღმოფხვრა ძალიან ადვილია. ბრტყელი და განიერი ზედაპირი პლიუს დიდი ზომის ადვილად დასანახი სამიზნე მოწყობილობები აადვილებენ სწრაფ და ზუსტ სროლას. დამიზნება შეასძლებელია სილუეტით, მეთოდით რომელსაც ქვია out-of-the-notch shooting (წინა სამიზნე მოწყობილობა მაღლა არის უკანაზე) ან თუნდაც „კლასიკურად“ სამიზნე მოწყობილობების სამიზნის მიმართ გასწორებით. ლულის შედარებით მაღალი ღერძი არ ქმნის პრობლემებს. ოპტიმალური ტარის ფორმა და კუთხე უზრუნველყოფს იარაღის სწრაფ დაბრუნებას სამიზნე ხაზზე. „ზიგების“ მაღალ ლულის ღერძზე ბევრს ლაპარაკობენ მაგრამ ეს არ უშლის მსოფლიო დონის სპორტსმენ მსროლელს მაქს მიშელს დაამყაროს უამრავი რეკორდი სწრაფსროლაში სწორედ „ზიგ-ზაუერის“ პისტოლეტებიდან. დაიჭირეთ იარაღი მყარად ხელში, დააჭირეთ სასხლეტს და ტყვიები იქ მოხვდება სადაც უმიზნებთ. დიახ უკუცემა განსხვავებულია, ფიზიკის კანონებს ვერ გადაახტები, მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ სწრაფი სროლისას SP2022 ქმნის განსაკუთრებულ პრობლემებს. უკუცემა არ არის პირდაპირ ხელის გულში მიმართული, როგორც მაგალითად გლოკიდან სროლისას, ამის ნაცვლად იგრძნობა „აყირავების“ მომენტი, მაგრამ აცალეთ დარულდეს გადატენვის ციკლი და დაინახავთ რომ პისტოლეტი თავისით დაბრუნდება დამიზნების ხაზზე, თქვენი თვალების წინ წარსდგება გასწორებული სამიზნე მოწყობილობები და შეგიძლიათ დააწვეთ სასხლეტს შემდეგი გასროლისთვის. „დაბლ ტეპი“, სწრაფი  ორმაგი გასროლები, გასროლები ორმაგ რეჟიმში არის ადვილი. SP2022 ძალიან კარგად ისვრის და რბილად მუშაობს.

sigknob

სამკუთხედის ფორმის მჭიდის ღილაკი SP სერიის საფირმო ნიშანია. ის კარგი ზომის არის და განლაგებულია იქ სადაც უნდა იყოს. მჭიდი ადვილად თავსდება, სამედოთ ფიქსირდება და მსროლელი მკაფიოდ გრძნობს ყველა ამ პროცესს. იარაღის კარგი თვისებაა, როდესაც ყველა ღილაკი მკაფიოდ მუშაობს და მსროლელს არ ჭირდება გადამოწნება ზის თუ არა მჭიდი კარგად იარაღში, ჩაირთო/გამოირთო თუ არა მცველი და ასე შემდეგ. ხშირს შემთხვევაში ეს განასხვავებს მაღალი კლასის იარაღს.  სურათში ასევე ჩანს ტარისს ზედაპირის იდეალური ტექსტურა, რომელიც უზრუნველყოფს იარაღის საიმედო ჭერას და ამავე დროს არ არის უხეში და არ ცვითავს ტანსაცმელს. 

„P” სერიის „ზიგ-ზაურების“ სასხლეტი, როგორც წესი ყველაფრით არის კარგი გარდა ერთი თავისებურებისა, რომელსაც ქვია გრძელი „რესეტი“. „რესეტი“ ანუ მანძილი რომელიც ჭირდება სასხლეტს იმისთვის, რომ დაჭერის შემდეგ გახდეს შესაძლებელი შემდეგი გასროლის განხორციელება. თუ „რესეტი“ გრძელია ეს ნიშნავს სასხლეტი თითის უფრო ენერგიულ მოძრაობას რაც თეორიულად ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. გრძელი „რესეტის“ დადებითი თვისება არის ის რომ ყოველი გასროლის წინ საჭიროა მკვეთრი მოძრაობა სასხლეტი თითის და შემთხვევითი (ორმმაგი) გასროლა შეუძლებელია.  რახან მსროლელი იძულებულია უფრო წინ გაუშვას სასხლეტი ეს რა თქმა უნდა ითხოვს მეტ დროს და (ისევ თეორიულად) ანელებს სროლის მაქსიმალურ ტემპს.  ჩემი ღრმა რწმენით საჩუვრების „ზიგების“ გრძელ რესეტზე უფრო თეორიული ხასიათის და პრაქტიკაში პრობლემებს არ ქმნის, ვინაიდან „ზიგ-ზაუერების“ სასხლეტი იმდენად კარგია რომ ეს მცირე თავისებურება არ იგრძნობა. სასხლეტის ოპტიმალური წონა, ერთგვაროვანი სვლა, ხრაშუნის და ჩავარდნების გარეშე, სხვა დადებით თვისებებთან ერთად (ტარის ფორმა და კუთხე, ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები) აძლევენ საშუალებას ზუსტად ისროლონ თუნდაც ზალიან გამოუცდელ ახალბედა მსროლელებს. ბოლოს ვიტყვი რომ ორმაგ რეჟიმში სროლაც არ არის რთული. სასხლეტი რბილია და მოკლე სვლა აქვს.

sigaccuracy

ეს ჯგუფი ნასროლი მხოოლოდ ორმაგ რეჟიმში, 12 მეტრიდან, სტანდარტული SigSauer P226-დან არის  საუკეთესო დასტური „ზიგების“ მაღალი თანდაყოლილი სიზუსტის, რომელსაც მათ შორის უზრუნველყოფს ძალიან კარგი ქარხნული სასხლეტები.

შემდეგი თავისებურება ზიგ-ზაუერის პისტოლეტეების, რომელიც ბერვს არ მოწონს, არის საკეტის შემაკავებლის განლაგება. ის განლაგებულია უფრო უკან ვიდრე უმეტესობა სხვა პისტოლეტზე. ეს ერთდროულად მოსახერხებელია მაგრამ შეიძლება წარმოშვას პრობლემა, მარჯვენა ხელის დიდი თითი პირდაპირ მასზე თავსდება და შედეგად ბოლო გასროლის შემდეგ თითი არ აძლევს მას საშუალებას აიწიოს და საკეტი გააჩეროს გახსნილ მდგომარეობაში.  საჭიროა ჭერის შეცვლა ეს კიდე ბევრს ალბათ არ მოეწონება, არ მოუხდება. „P” სერიის ამ თავისებურებას ემატება ის რომ SP2022-ზე, დამშვები („დეკოკერი“) განლაგებულია საკეტის შემაკავებლის ქვეშ, უშუალო სიახლოვეში. სწრაფი ვარჯიშების შესრულებისას ხანდახან  ეს ორი ღილაკი ერთმანეთში აგერევათ მაგრამ პრაქტიკა ამის ალბათობას შეამცირებს. პრინციპში რომც აგერიოთ, არაფერი არ მოხდება განსაკუთრებული, საგანგაშო ქმდებებისას ეს ორივე ღილაკი ისედაც პრაქტიკულად არ გამოიყნება. მაგალითად საკეტით გათავსიუფლება გადაუდებელი გადატენვისას ხდება საკეტის უკან გაწევით და არა ღილაკზე დაჭერით ხოლო დამშვების გამოყენება საგანგაშოდ არასდროს არ ხდება. ანუ გადაუდებელი მანიპულაციების შესრულებისას ღილაკების ახლო-ახლო განლაგება პრობლმებს წესით არ ქმნის. აღნიშნული თავისებურება არ უნდა იყოს განხილული ნაკლოვანებად ვინაიდან პისტოლეტის შეძენისას იგულისხმება, რომ პატრონი მასთან ერთად ივარჯიშებს და შესაბამისად მიეჩვევა და დაიმახსოვრებს მართვის ელემენტების განლაგებას. ჩემი აზრით ამ თავისებურებას უნდა ყურადღება მიაქციოთ თუ განიხილავთ SP2022-ის შეძენის ვარიანტს.

მოგეხსენებათ თავდაცვითი/საბრძოლო პისტოლეტი უნდა იყოს უსაფრთხო. ყველა „ზიგ-ზაუერის“ პისტოლეტი ამ მხრივ ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებენ. პისტოლეტები აღჭურვილია ავტომატური მცველებით, რომლებიც გამორიცხავენ გასროლას თუ არ მოხდა სასხლეტზე დაჭერა. ასევე მექანიკური მცველის არარსებობა ჩემი აზრით მხოლოდ პლიუსია. ორმაგი მოქმედების პისტოლეტს მექანიკური მცველი არ ჭირდება ხოლო „ზიგების“ საფირმო დამშვები („დეკოკერი“) სასხლეტის დაშვებას გადააქცევს აბსოლუტურად უსაფრთხო ოპერაციად. პრაქტიკული უსაფრთხოების მხრივ SP2022 იღებს მაქსიმალურ ქულას.

sigcham

განსხვავებით „ზიგ ზაუერის“ სხვა მოდელებისგან, SP2022 ასევ აღჭურვილია სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორით, რაც ასევე დამატებითი უსაფრთხოების ზომაა.

მჭიდი ავტომატურ პისტოლეტში თამაშობს კრიტიკულ როლს. SP2022-ის მჭიდები აღჭურვილია მასიური ხუფებით, რომლებიც ჩემი აზრით ზედმეტია, ვინაიდან მჭიდს აქვს საშუალება დაატიოს სტანდარტულ 15 ვაზნაზე მეტი თუ სხვა კონსტრუქციის ხუფი იქნება გამოყენებული. მჭიდები დაფარულია ნაცრისფერი დაფარვით, ხოლო მჭიდის მკვეთრად გამოხატული შევიწროება ადვილებს მათ სწრაფ მოთავსებას პისტოლეტში. მჭიდები ახალი იყო და ამიტომაც მე-15 ვაზნის მოთავსება იყო საკმაოდ რთული თუ არა შეუძლებელი.

ჩვენი SP2022-ის ტესტირებისას არანირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონია. ერთადერთი რაზეც შეიძლება „ზიგ-ზაუერს“ მოვედვაოთ არის ის რომ პისტოლეტის მოხვედრის წერტილი დამიზნების წერტილზე დაბლა იყო დაახლოებით 5 სმ-ით. ასეთ იარაღში ვერტიკალური გადახრა არის მიუღებელი ვინაიდან ამის გამოსწორება შეუძლებელია. უნდა შეიცვალოს ან წინა ან უკანა სამიზნე მოწყობილობა. ყველაზე ცუდი ვარიანტია, როდესაც პისტოლეტი „ურტყავს“ დაბლა, იმიტომ რომ ასეთი ცდომილების კომპენსირება დამიზნებით უფრო ძნელია. უნდა გადაფარო სამიზნე „მუშკით“ მაგრამ კრიტიკული ნაკლი ეს არ არის. ამან გაარკვეულად გული დაგვწყვიტა, იმიტომ, რომ დანარჩენში ამ პისტოლეტმა თავი კარგად გამოიჩინა. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია (თუ ამის საშუალებას იძლევა სამიზნე მოწყობილობა) წინა სამიზნე მოწყობილობის სიმაღლის შემცირება ქლიბით და შემდგომ მისი „ცივი წესით გაშავება“ ან შეღებვა. ერთი რამ გაითვალისწინეთ სანამ რამის შეცვლას დააპირებთ დარწმუნდით რომ ეს არ არის თქვენი შეცდომა და რომ ნამდვილად საქმე არის იარაღში.

targetsp20221

ასე გამოიყურება ჩვენი SP2022-დან ნასროლი ჯგუფი 15 მეტრზე. ლურჯი წერტილი არის დამიზნების წერტილი. წითლად მონიშნულია მორტყმები. ამ პისტოლეტმაც ისევე როგორც მანამდე სხვა Sp2022 დაამტკიცა რომ ეს პისტოლეტები უკიდურესად ზუსტებია. 

shooterscentral.ge-ს დასკვნა: SP2022 წარმოადგენს მუშა, ხელმისაწვდომი იარაღის კარგ ნიმუშს. ზიგ-ზაუერის სახელი ყოველთვის იყო ასოცირებული დახვეწილობასთან და საიმედოობასთან და ეს SP2022 ნამდვილად არის ერთ-ერთი თუ არა ყველაზე კარგი პისტოლეტი ფასი-ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით. პისტოლეტი ღირს იაფი მაგრამ ის არ არის იაფიანი. SP2022-ის გამოყენება შესაძლებელია „პირდაპირ კოლოფიდან“ ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების გარეშე. იარაღს დაჭირდება ბუდე (ან მჭიდი, გააჩნია რა კომპლექტაციას  შეიძენთ), დააყენეთ სასურველი სისქის სახელური და ის მზად არის გამოყენებისთვის. პისტოლეტი უდაოდ იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. ძალიან ბევრი კარგი პისტოლეტი არსებობს, მაგრამ ძალიან ცოტა პისტოლეტია, რომელიც სთავაზობს მყიდველს გაცილებით უფრო მეტს ვიდრე ის მასში იხდის.  SP2022 სწორედ ასეთი იარაღია.

.380 ACP ბრუნდება

Sunday, August 23rd, 2015

როდესაც კითხულობ სტატიებს თავდაცვით კალიბრებზე, ყველაზე ხშირად გხვდება მოსაზრება, რომ მოკლე 9მმ-ნი ვაზნა არის ყველაზე “დბალი ზღვარი” თავდაცვითი კალიბრის არჩევისას. იმის ქვევით უკვე იმყოფებიან კალიბრები, რომელთა ეფექტურობა არასაკამარისია, რომ ეს ვახნები გამოიყენო თავდაცვისთვის. თავდაცვითი იარაღი ყოველთვის არის კომპრომისი წონის/გაბარიტების, მჭიდის ტევადობის და კალიბრის სიძლიერის შორის. ძლიერი კალიბრი და დიდი ტევადობის მჭიდი ითხოვს დიდ იარაღს, რომელიც იქნება მძიმე და გაბარიტული რის გამოც მისი ყოველდღიური ტარება განსაკუთრებულად თბილ კლიმატში იქნება რთული ან და სრულადაც შეუძლებელი, მეორეს მხრივ მსუბუქი და კომპაქტური იარაღი ადვილია ტარებაში მაგრამ მასში ჩადის ცოტა ვაზნა და თუ კალიბრი ძლიერია სროლა ასეთი იარაღიდან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ იარაღის მწარმოებლბემა დიდი გზა გაიარაეს და ქმნიან იარაღებს, რომლებსაც შეიძლება გადამეტების გარეშე ვუწოდოთ ტექნოლოგიური ხელოვნების ნიმუშები, კომპრომისი მაინც არსებობს და მყიდველს უწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. საიმედოობა თვადაცვის იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, მაგრამ ყველაზე საიმედო იარაღს არანაირი სარგებელი არ ექნება თუ ის მუდმივად თან არ იქონიეთ. იმისთვის რომ ის მუდმივად თან იქონიოთ აუცილებელი იქნება კომპრომისზე წასვლა.

wpid-487997a2310cc8c5a107fdbe0a1fc644

Salient Arms-ის Tier 1 გლოკი არის ალბათ ყველაზე ეფექტური მოკლელულიანი იარაღი, მაგრამ ფასის და გაბარიტების გამო მისი ყოველდღიური ტარება იქნება შეუძლებელი. სურათის წყარო gearsofguns.com

სწორედ ამ მიზეზების გამო უკანასკნელ წლებში შეიძლება შევამჩნიოთ განახლებული ინტერესი მოკლე 9მმ-ნი ვაზნების მიმართ, პირველ რიგში იგულისხმება რა თქმა უნდა .380 ACP, ასევე ცნობილი როგორც  .380 Auto, 9mm Browning, 9mm Corto, 9mm Kurz, 9mm Short, 9×17mm და 9 mm Browning Court. საქართველოში ამ კალიბრს ხშირად ეძახიან უბრალოდ „კურცს“. მეორე რიგში ამ პირობით კლასში გადის ასევე 9х18 მაკაროვი, რომელიც პრაქტიკულად იგივე “წონითი კატეგორიის”  ვაზნაა იმ სხვაობით რომ განსხვავდება მასრის სიგრძე 1მმ-ით და რეალური კალიბრი პირველის არის 9მმ ხოლო მეორის 9.27მმ. .380 შექმნილია ჯონ ბრაუნინგის მიერ 1908 წელს კოლტის კომპაქტური პისტოლეტებისთვის, და წარმოადგენს მცდელობას ეფექტური ვაზნის შექმნის, რომელიც იქნებოდა მაქსიმალურად ძლიერი მაგრამ არ მოითხოვდა გადაბმული საკეტის გამოყენებას, რომელიც აუცილებელია უფრო ძლიერი ვაზნის გამოყენებისას. ასეთი პისტოლეტი იქნებოდა და გამოვიდა კიდევაც მარტივი კონსტრუქციის, კომპაქტური და მსუბუქი.  .380 გამოდგა ძალიან პოპულარული და განსაკუთრებით დიდი გავრცელება ჰპოვა ევროპის კონტინენტზე, რის გამოც ბევრი მიიჩნევს რომ ეს ევროპული კალიბრია მაგრამ ისტორიული ფაქტია, რომ .380 არის ამერიკული კალიბრი. ჯონ ბრაუნინგმა შექმნა .380 სუფთა ფურცლიდან და არ გამოუყენებია საფუძვლად რამე სხვა ვაზნა.  მეორეს მხრივ 1946 წელს “შექმნილი” 9×18 წარმოადგენს იმ დროს არსებული სხვა გერმანული „მოკლე“ 9მმ-ნი ვაზნის პრაქტიკულად ზუსტ ასლს, სახელად 9×18 Ultra. რუსული წყაროები თავმდაბლობით აღნიშნავენ, რომ მათი ვაზნა უბრალოდ შეიქმნა „ულტრას“ მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ რეალურად თუ არ ჩავთვლით ტყვიის რეალური კალიბრის 0.2მმ-ან სხვაობას ეს ორივე ვაზნა არის იდენტური. შედარებისთვის მაკაროვის სტანდარტული ვაზნა ასევე იყენებს 6 გრამიან ტყვიას, საწყისი სიჩქარით 315 მ/წ-ში და ენერგიით 313 ჯოული. „ულტრა“ შექმნილი იყო 1936 წელს გერმანული კომპანია “Geco”-ს მიერ. ამ ვაზნის ტყვიის მასა შეადგენდა 6.1 გრამს და მისი ენერგია იყო 303 ჯოული. “ულტრამ” ვერ ნახა დიდი გავრცელება მაგრამ 70-ან წლებში ხანმოკლე პერიოდით მკვდრეთით აღსდგა და შემდგომ მალევე ისევ იქნა დავიწყებული.  სამი დასახელებული ვაზნიდან მხოლოდ ორი შემოგვრჩა, „ულტრა“ პრაქტიკულად გაქრა, 9×18 მაკაროვი ჯერ კიდევ ცოცხალია, იმიტომ რომ პისტოლეტი, რომლისთვისაც ის შეიქმნა ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპაში გამოშვებული ამ კალიბრის პისტოლეტებიც ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ ეს მოკლე 9მმ-ნის “რენესანსი” რეალურად შეეხო მხოლოდ .380-ს, რომელზეც გათვლილი ძალიან ბევრი თანამედროვე პისტლეტი გამოდის დღეს.

fsdafdfsdafsd

აღნიშნულ გრაფიკში მოცემულია რამდენიმე მაჩვეენებელი თანამედროვე .380 კალიბრის ვაზნების, თვალსაჩინოებისთვის ასევე მოცემულია თავდაცვითი 9×19 და .45ACP კალიბრის მუხტების მონაცემები.

რა თქმა უნდა დღეს თავდაცვითი ვაზნა უნდა იყენებდეს მაღალტექნოლოგიურ ტყვიას კონტროლირებადი ექსპანსიით  და “კვესტი” საუკეთესო .380 კალიბრის თავდაცვითი მუხტის ძიებაში არ წყდება და ხამდახან ჩნდება ახალი საკმაოდ ორიგინალური დიზაინის ტყვიები, რომელთა მიზანია მაქსიმალურად გაიზარდოს .380-ის ეფექტურობა. ამერიკის გამოძიბათა ფედერალლური ბიუროს სტანდარტებით თავდაცვით კალიბრს უნდა ქონდეს უნარი შეაღწიოს მინიმუმ 30სმ-ში მაინც, რაც უტოლდება საშუალო ადამიანის ტანის სისქეს. აღნიშნული აუცილებელია იმისთვის, რომ ტყვიას ქონდეს უნარი მიწვდეს მნიშვნელოვან ორგანოებს თუნდაც თუ ამისთვის ტყვიას მოუწევს სამიზნემდე მიღწევა მაგალითად  გვერდიდან ხელის გავლით. გრაფიკიდან ჩანს, რომ ექსპანსიური .380 კალიბრის ვაზნები ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ „ბიურო“ ემსახურება პოლიციის ოფიცრებს და აგენტებს, რომლებიც იყენებენ იარაღს განსხვავებულ გარემოში, შესაბამისად „ბიურო“ დიდ ყურადღებას აქცევს ბარიერებში გავლის შემდეგ ტყვიის ეფექტურობასაც. პისტოლეტის ტყვიის უნარი „გაანგრიოს“ ხის კარები, „გიფსოკარდონის“ კედლები და საქარე მინები ნაკლებად მნიშვნელოვანია მოქალაქისთვის, რომელსაც სურს დაიცვას თავი თავდასხმისგან და რაც დიდი ალბათობით მოხდება ძალიან სწრაფად და ძალიან ახლო, “სასაუბრო” დისტანციაზე. შესაბამისად ნაკლები ხმა, ლულის ალი, უკუცემა, საშუალება კომფორტულად და რაც მთავარია მუდმივად იქონიოს იარაღი თან გადაწონის დიდი კალიბრების უპირატესობებს. ფაქტი სახეზეა, მოთხოვნა ამ კალიბრზე და .380-ის მუხტების ნომენკლატურა ბოლო წლები მხოლოდ იზრდება, ისევე როგორც იზრდება რაოდენობა ახალი პისტოლეტის მოდელებზე, რომლებიც ამ კალიბრს იყენებენ.

რუსები ასევე როგორც ჩანს იყვნენ უკმაყოფილო თავისი ვაზნით და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გამოუშვეს რამდენიმე ტიპის განსხვავებული 9×18 კალიბრის ვაზნა ხოლო შემდეგ უკვე რუსეთში წავიდნენ ტრადიციული გზით და უბრალოდ მასრაში მეტი დენთი ჩაყარეს (ინდექსი 57-Н-181СМ), შემდეგ ნომენკლატურას დაუმატეს ჯავშანგამტანი ვაზნაც (ინდექსი 7Н25). რუსებს ბუნდოვნად ესმით პისტოლეტის დანიშნულება და ერთი პერიოდი მგეზავ ვაზნასაც (ინდექსი 57-Т-181 ) უშვებდნენ პისტოლეტისთვის. ამჟამად მაგალითად ამერიკაში 9×18 და მაკაროვის პისტოლეტი გამოიყენება უფრო რეკრეაციული სროლისთვის, ვინაიდან ვერც პისტოლეტი და ვერც ვაზნა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც უყენდება თავდაცვის იარაღს. ალბათ 9×18 დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა, ახალი იარაღები პრაქტიკულად ამ კალიბრზე არ გამოდის.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ რეალურად ცოცხალი დღეს არის მხოლოდ ბრაუნინგის 100 წლის ქმნილება .380 ACP. მართალია 80-90-ან წლებში ბევრი თვლიდა, რომ .380 საერთოდ გაქრებოდა, მაგრამ ეხლა 2015 წელია და ეს კალიბრი პრაქტიკულდ როგორც უკვე ვთვქი რენესანს განიცდის. ამ კალიბრის იარაღს უშვებენ პრაქტიკულად ყველა წამყვანი იარაღის მწარმოებელი კომპანიები.

tZTBW

.380 კალიბრის თანამედროვე პისტოლეტის კარგი მაგალითია S&W M&P Bodyguard 380. სურათის წყარო armslist.com

.380-ის პოპულარობის ზრდის მიზეზი არის პირველ რიგში ის, რომ შესაძლებელია ამ კალიბრზე გათვლილი ზე-კომპაქტური და ძალზედ მსუბუქი პისტოლეტების წარმოება. ეს კიდე ძალიან მნიშვნელოვანია შტატებში სადაც წლიდან წლამდე პოპულარული ხდება იარაღის ტარება და პროპორციულად იზრდება მოთხოვნა იარაღებზე, რომლებიც განკუთვნილია ყოველდღიური ფარული ტარებისთვის. ყველას უნდა ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური, ადვილად სატარებელი პისტოლეტი. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ მწარმოებლები ცდილობენ გამოუშვან ყველაზე პატარა, კომპაქტრუი და მსუბუქი მოდელები, ხოლო .380 გამოდგა ის ვაზნა, რომელიც აძლევს საშუალებას მწარმოებელს შესთავაზოს მყიდველს მართლაც რომ მინიატურული იარაღი მაგრამ ამავე დროს 9მმ-ნი. მაგალითად .380 კალიბრის რუგერ LCP-ის წონა სულ რაღაც 250 გრამია. შედარებისთვის იმ დროს როდესაც ბრაუნინგმა შექმნა .380, ყველაზე პატარა, არასერიოზული 6.35 კალიბრის ტიპიური პისტოლეტები იწონიდნენ 100-150 გრამით მეტს. მაგრამ ცხადია ყველაფერს აქვს თავისი ფასი.  .380 კალიბრის მსუბუქ პისტოლეტს შეიძლება ქონდეს ხისტი უკუცემა. ასევე მაგალითად ასეთი პისტოლეტი ითხოვს ძლიერი დამაბრუნებელ ზამბარას, რაც პატარა საკეტის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ართულებს ვაზნის მიწოდებას (განსაკურებულად ქალებბისთვის სუსტი ხელებით). ზოგ შემთხვევაში აღნიშნული პრობლემა გადაწყდა გადაბმული საკეტების გამოყენებით. ასე მაგალითად გადაბმულ საკეტი გამოყენებულია  Ruger LCP, S&W Bodyguard, SIG P238-ში. ეს პისტოლეტები ძალიან კომპაქტურებია და ძალიან მსუბუქი. მოკლე ტარის და მსუბუქი წონის გამო, ასეთი პისტოლეტებიდან სროლა საკმაოდ რთულია და მოითხოვს მომზადებას. რეალურად ყველა .380 კალიბრის თანამედროვე პისტოლეტი არის შექმნილი, როგორც დამხმარე (ბოლო შანსის)  იარაღი. ქალ მსროლელებს ხშირად ურჩევნიათ უფრო სუსტი კალიბრები და ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ მოკლე 9მმ-ნი პისტოლეტი იქნება კარგი არჩევანი, მაგრამ 250 გრამიანი 9მმ-ნი პისტოლეტი რჩევა გამოუცდელი და/ან ქალი მსროლლისსთვის იქნება ისეთივე შეცდომა როგორც მაგალითად მას რომ ურჩიოთ .38 კალიბრის „მოკლეცხვირიანი“ რევოლვერი. ამ იარაღებიდან სროლა ძნელია, ამ იარაღებში ძალიან ცოტა ვაზნა ჩადის, ეს იარაღები უვარგისია როგორც თავდაცვის ძირითადი საშუალებები, თუმცა ამავე დროს ქედს ვიხრი და ვაღიარებ, რომ უმეტესობა მწარმოებლების თავზე ზევით ახტნენ და შექმნეს მართლაც საოცარი პატარა პისტოლეტები. ბევრი ადამიანი თვლის რომ მატთვის მინიატურული .380 კალიბრის პისტოლეტი საკმარისია. მართლაც ამ პისტოლეტებს აქვთ ერთი დიდი პლიუსი რაც ამართლებს მათ არსებობას, ასეთი პისტოლეტი შეიძლება სულ თან ქონდეს. მე გავეცანი ჩემი კარგი მეგობრის იარაღის მაღაზია “Apache”-ში S&W Bodyguard-ს და გაოცებული დავრჩი ამ იარაღით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია ყველაფერი რაც უნდა ქონდეს პისტოლეტს, ისვრის 9მმ-ან ვაზას, აღჭურვილია ჩარჩოში ინტეგრირებული  ლაზერული სამიზნე მოწყობილობით, ამავვე დროს  ხელის გულზე გეტევა. ფასიც არ იყო დიდი და ეს იარაღი მართლაც შესანიშნავი თავდაცვის ინსტრუმენტის ნიმუშია.

ამავე დროს დასანანია, ჩემი აზრით, რომ ყველა მწარმოებელი ცდილობს შექმნას მხოლოდ ყველაზე პატარა და მსუბუქი .380 კალიბრის პისტოლეტი მაშინ როდესაც გამოცდილმა პისტოლეტის მოყვარულებმა იციან რამდენად სახალისოა და ადვილია სწრაფად და ზსუტად სროლა პისტოლეტის ტიპებიდან, რომელიც დღეს პრაქტიკულად დავიწყებულია. მე ვგულისხმომ ძველ და კარგ .380 კალიბრის პისტოლეტებს ორ რიგიანი მჭიდებით და აქიდან პირველ რიგში Beretta 84-ს და მეორე რიგში შედარებით უფრო იაფ მაგრამ არანაკლებ შესანიშნავ იარაღს Cz 83-ს. უკანასკნელის მიმართ  მე განსაკუთრებული გრძნობები გამაჩნია, იმიტომ რომ სწორედ ამ იარაღს უკავშირდება ჩემი პირველი მიღწევები ზუსტ სროლაში. მაკაროვის და რუსული “ვიკინგის” შემდეგ ეს პისტოლეტი მომეჩვენა “როლს-როისად” და მიუხედავად იმისა, რომ მას მერე წლები გავიდა და უამრავმა იარაღმა გაირა ჩემ ხელებში  Cz83 არასდროს არ მტოვებს გულგრილს და იმ დროს მახსენებს როდესაც იარაღის გაფორმება 12 ლარი ჯდებოდა და ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად იყო.

აღნიშნული ორივე პისტოლეტი შედარებით კომპაქტურია, იყენებს როგორც უკვე აღვნიშნე ორ რიგიან მჭიდებს დიდი ტევადობით, ორივეს გააჩნია ტავისუფალი საკეტები. შედარებით დიდი მასის გამო და იდეალური ერგონომიკის წყალობით სროლა ასეთი პისტოლეტებიდან ძალიან ადვილი და სახალისოა. უკუცემა პრაქტიკულად არ არსებობს, სროლისუნარიანობით და ერგონომიკით ეს პისტოლეტები არაფრით არ ჩამორჩებიან დიდ 9მმ-ან პისტოლეტებს. „ბერეტასაც“ და „ჩეზესაც“ აქვს შესანიშნავი ერგონომიკა, კარგი სამიზნე მოწყობილობები, და შესანიშნავი სასხლეტები. დღეს მე ჩემი მეუღლესთვის, რომ ვირჩევდე იარაღს, ორივე ეს იარაღი იქნებოდა ყველაზე სასურველი.

cheetahcz

Beretta 84 და Cz83, ორივე ეს იარაღი იშოვება საქართველოში მეორადი იარაღის ბაზარზე, აქიდან იტალიური პისტოლეტი უფრო იშვიათია და შეიძლება ორჯერ მეტიც ღირდეს. 

Beretta 84 არის შესანიშნავი (ისევე როგორც ყველა ბერეტას იარაღი) მაღალი ხარისხის იარაღი. გაბარიტებიდან გამომდინარე ის იყენებს თავისუფალ საკეტს, ისევე როგორც ჩეხური „ჩეზე“. ორივე პისტოლეტს აქვს ჩინებული ერგონომიკა და პრაქტიკულად ერთნაირი მართვის ელემენტების განლაგება, რომელიც არ არსებობს რომ ვინმეს არ მოეწონოს. ორივე პისტოლეტი იყენებეს  ორ რიგიან მჭიდებს (ბერეტა 13 ვაზნიანს, „Cz“ შესაბამისად 12).  ჩეხური პისტოლეტი გამოდიოდა როგორც გათვლილი .380-ზე ასევე რუსულ 9×18-ზე. პისტოლეტების შედარებით დიდი მასა (ბერეტა 680გრ, „ჩეზე“ 750 გრ) არ აღემატება თანამედროვე კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტების წონას, რაც მსროლელს აძლევს საშუალებას ისროლოს წრაფად და ზუსტად. ახალბედა ან სუსტი მსროლელის ყურადღება არ იფანტენა ძლიერი უკუცემის და გასროლის ხმის გამო და აძლევს მას საშუალებას კომფორტულადდა შესაბამისად უკეთესად ისროლოს.

ამ ორი პისტოლეტიდან ცხადია იტალიური იარაღი უპირატესია და რა თქმა უნდა ბევრად მეტიც ღირს. ორივე ეს პისტოლეტი იყიდებოდა საქართველოში და მათი შოვნა შესაძლებელია, თუმცა არსებული ინფორმაციის თანახმად Cz83 წარმოება უკვე შეწყდა. 2013 წლიდან თითქოს შეწყდა ბერეტა 84-ის წარმოებაც მაგრამ ამ კომპანიის ევროპული საიტის კატალოგში ეს მოდელი ჯერ კიდევ ირიცხება.  ამ ორის გარდა ასევე ანალოგიურ იარაღებს უშვებს მაგალითად არგენტინული Bersa, მათი პისტოლეტი  Thunder 380 Plus იყენებს უკვე 15 ვაზნიან მჭიდს ხოლო კონფიგურაციით და მართვის ელემენტებით იტალიური და ჩეხური პისტოლეტების მზგავსია. ყველაზე უფრო ნაკლებაად გავრცლებბული არის Chiappa MC14, რომელიც გამოიყურება თანამედროვედ მაგრამ დაფუძნებულია ბერეტა 84-ის კონსტრუქციაზე და მას უშვებს თურქული კოპმანია Girsan.  ასევე 84-ის კონსტრუქციას იმეორებს ბრაზილიური Taurus PT-58, დიდი და მძიმე .380 კალიბრის პისტოლეტი. სულ ეს არის, მორჩა. 30 წლიანი დიზაინები, ნახევარი საიდანაც აღარც გამოდის უკვე. წარმომიდგენია რამდენად კარგი იარაღის შექმნა შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ასეთი პისტოლეტი იქნებოდა კომპაქტური, ბევრი ვაზნით, ძალიან მაღალი სროლისუნარიანობით. რატომ არავინ არ უშვებს ასეთ იარაღს მე არ მესმის. აგებული კომპაქტური .380 ვაზნის ირგვლივ ის შეიძლება გამხდარიყო უნივერსალური  თავდაცვის საშუალება, საკმარისად მსუბუქი და პატარა ყოველდღიური ტარებისთვის ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და გამოსადეგი, როგორც ძირითადი თავდაცვის საშუალება, რომლის ასათვისებლად ბევრად ნაკლები დრო და ენერგია იქნება საჭირო. მირჩევნია მე Cz82 Glock 19-ს? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ვიგრძნობდი თავს არაადეკვატურად შეიარაღებულად ასეთი პისტოლეტით. არა. არსებობს ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც დაკმაყოფილდება .380-ის სიმძლავრით და გაცილებთ უფრო ეფექტურად გამოიყენებს ამ კალიბრის კომპაქტური ზომის იარაღს. ქალები პირველ რიგში. მე წარმოვიდგენ პისტოლეტს, დახურული დამრტყმელით, პოლიმერის ჩარჩოთი, ერგონომიული ტარით და ორ რიგიანი დიდი ტევადობის მჭიდით.  საკეტი შეიძლება იყოს თავისუფალი ან გადაბმული. ასეთი იარაღი იქნებოდა თხელი და კომპაქტური, წონით 400-450 გრამი. იმედია მწარმოებლები გაგვახარებენ ასეთი იარაღით.

პს

ეს სტატია არ იქნებოდა სრული, რომ არ გვეხსენებინა მაკაროვის სისტემის პისტოლეტები ორ რიგიანი მჭიდებით. ეს პისტოლეტები გამოირჩევიან საკითხავი ერგონომიკით, მძიმე სასხლეტით და მაგონებენ მე ოთხკარიან “ნივებს”, თითქოს უკეთესი უნდა იყოს მაგრამ რაღაცა აკლია. ამ პისტოლეტს გადმოყვა ყველა ნაკლი რაც ქონდა სტანდარტულ “მაკაროვის” პისტოლეტებს  მათ შორის ზედმეტად ხისტი და არაკომფორტული უკუცემა. ხსენებული პისტოლეტებიდან, ორ რიგიანი “მაკაროვი” ალბათ ყველაზე ცუდი იარაღია.

Lionheart Industries LH-9 გამადიდებელი შუშის ქვეშ

Friday, July 31st, 2015

lh9test1

და აი მოვიდა დრო გიამბოთ მორიგ იარაღზე რომელიც ჩვენ ხელებში გაიარა. ეს იარაღი არ იყიდება თბილისის მაღაზიებში, არც არასდროს არ გაყიდულა და ალბათ არასდროს არ გაიყიდება. დიდი ალბათობით ეს არის საერთოდ ერთადერთი Lionheart LH-9 საქართველოში და აქიდან გამომდინარე ალბათ ეს სტატია იქნება საინეტერესო მხოლოდ იმათთვის ვისაც უნდათ იცოდნენ რაც შეიძლება ბევრი ყველა იარაღზე და არა იმათთვის ვინც ეძებს თავისთვის პისტოლეტს. მე შევეცდები მიმოხილბა მაქსიმალურად საინტერესო და დეტალური იყოს.

Lionheart LH-9 არის კორეული წარმოების პისტოლეტი და ეს პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ მე ვარ დიდი მოყვარული კორეული და იაპონური ტექნოლოგიების. სამსუნგის სარეცხის მანქანა მე-7 წელია მუშაობს ჩემ სახლში ისე, რომ არც ერთხელ არანაირ შეკეთება ან მომსახურება არ მოუთხოვია. 14 წლის წინ მე ვიყიდე სამსუნგის ტელეფონი და მის შემდეგ სულ ამ კომპანიის ტელეფონები მაქვს და არასდროს არ მქონდა მათთან არანაირი პრობლემა. 2008 წელს ჩვენ ახალი Hyundau Tucson ვიყიდეთ და მანქანამ 180 000 კმ გაიარა ისე რომ პრაქტიკულად არანაირი სერიოზული პრობლემა არ ქონია. კორეელებმა იციან რა არის ხარისხის და იციან როგორ გახადონ ხარისხი ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ყველასთვის და არა მარტო იმათთვის ვისაც შეუძლია ბევრი ფულის გადახდა. გარდა ამისა კორეას ყავს ძალიან ძლიერი შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავი სამსახურები. ეს ქვეყანა მუდმივ მზადყოფნაშია ომისთვის და არის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოკავშირე რეგიონში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ Lionheart LH-9 სინამდვილეში არის  Daewoo Precision Industries K5, პისტოლეტი რომელიც არის სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ძირითადი პისტოლეტი აგერ უკვე 25 წელი. თავდაპირველად ის ასევე იყიდებოდა კომერციული დასახელებით DP-51 და შემდგომ ამ პისტოლეტების ამერიკულ ბაზარზე გასაყიდად შემოტანა დაიწყო ამერიკულმა კომპანნია Lionheart Indistries, რომელიც თანამშრომლობს კორეულ მწარმოებელთან S&T Motiv Co.Ltd (წარსულში S&T Daewoo). აღნიშნული მწარმოებელი ამჟამად უშვებს 13 სხვა მოდელის იარაღს, მათ შორის საიერიშო და სნაიპერულ შაშხანებს და სხვა იარაღებს რომლებითაც სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალებია შეიარაღებული.

2daewoo

DP-51 და Lionheart LH-9. ამერიკულმა კომპანიამ გარკვეული ცვლილებები შეიატანა მისი კონსტრუქციაში, შეიცვალა ჩახმახის კუდის ფორმა, საკეტის დიზაინი, სახელურის პანელები (შექმნილი პოლ კიმ-ის მიერ რომელიც 19 წელია SureFire-ის  წამყვანი დიზაინერი და ინჟინერი იყო) და ასევე ნაცვლად ოქსიდირებისა პისტოლეტის ძირითადი ნაწილების დაფარვა ხდება Cerakote-ით, დაფარვით რომელიც ძალიან გამძლეა და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის დაცვას.  სამწუხაროდ  ახალ პისტოლეტს აღარ აქვს  უსაფრთხოების თასმის გასაყრელი . 

მე ადრეც წამიკითხავს DP-51-ზე, და გამოხმაურებები ყოველთვის იყო პოზიტიური. შემდეგ ის ისევ მოექცა ჩემი ყუარდღების ქვეშ, როდესაც გამოჩნდა მისი განახლებული კომერციული ვარიანტი LH-9 და ერთი მეორეს მიყოლებით ბევრმა ავტორიტეტულმა და რაც მთავარია დამოუკიდებელმა რესურსმა დადო ამ პისტოლეტზე ძალიან დადებითი გამოხმაურებები, მათ შორის, The Firearm Blog, Military Arms Channel, Nut&Funcy, Range Times, Sage Dynamics-მა და ა.შ.  შემდეგ კი ერთი პისტოლეტი „შემთხვევით“ აღმოჩნდა ჩემ ხელებშიც.

პისტოლეტის აღწერას დავიწყებთ მისი კონსტრუქციით. LH-9-ს ჩარჩო დამზადებულია 7075-T6  მარკის ალუმინისგან, საკეტი და ლულა ნაჭედი ფოლადისგან (4140 და 4150  შესაბამისად). ლულა არ არის ქრომირებული, გააჩნია 6 ხრახნი და მისი სიგრძე 105 მმ-ია. პისტოლეტის მასა შეადგენს 800 გრამს. პისტოლეტი იყენებს მოდიფიცირებული ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემას, სადაც ჩაკეტვა ხორციელდა ლულის ირგვლივ განლაგებული ორი საბრძოლო ბჯენის გამოყენებით. საკეტის გახსნა ხდება სავაზნის ქვეშ განლაგებული ჭრილით, რომელიც ზემოქმედებს საკეტის შემაკავებელის ღერძთან, ისევე როგორც ეს ხდება FN “High Power” და CZ 75-ში. შესაბამისად დაშლის ალგოროთმი არის იგივე, საკეტი ოდნავ უნდა გაიწიოს უკან რის შემდეგაც შემაკავებელი შესაძლებელია გევრდიდან მოცილდეს ჩარჩოს რაც შესაძლებელს ხდის შემდეგ მოაცილოთ საკეტი ჩარჩოს. პისტოლეტი ისე სწრაფად არ იშლება როგორც გლოკი ან სხვა თანამედროვე პოლიმერის პისტოლეტები მაგრამ ამას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. სანამ პისტოლეტი იშლება ინსტრუმენტის და ზედმეტი ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე, ყველაფერი რიგზეა.

LH9-dis

არასრულად დაშლილი LH-9. სურათის წყარო The Truth About Guns. 

დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი წოდებული Double Action PLUS+ არის პისტოლეტის ყველაზე გამორჩეული ელემენტი, რომელიც განასხვავებს მას სხვებისგან და გარკვეულ წილად უნიკალურს ხდის.  მარტივად რომ ავღწეროთ ეს მექანიზმი, გარდა ტრადიციული ორმაგი და ერთმაგი რეჟიმებისა, შესაძლებელია შეყენებული ჩამხახი მარტივად, მასზე უკნიდან თითის მიჭერით დავწიოთ, ისე რომ სასხლეტიც დაბრუნდება პირვანდელ მდგომარეობაში მაგრამ გასროლის წარმოებისას სასხლეტზე დაჭერისთვის გაცილებით ნაკლები ძალა იქნება საჭირო, სასხლეტი პრაქტიკულად წინაღობის გარეშე გაივლის გარკვეულ მანძილს და ამის შემდეგ პისტოლეტი გაისვრის ისევე როგორც ერთმაგ რეჟიმში. LH-9-ას სასხლეტის სქემა წააგავს Heckler&Koch-ის LEM სასხლეტს, რომელშიც სასხლეტი შეყენებულია მაგრამ გარედან ეს არ ეტყობა. LEM სასხლეტის შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მცირდება საფრთხე რომელიც უკავშირდება შეყენებულ ჩახმახს, LH-9-ის შემთხვევაში აღნიშნული ალბათ განპირობებულია იგივე მოთხოვნით, რომ პისტოლეტი არ ჭრიდეს თვალს შეყენებული ჩახმახით მაგრამ ამავე დროს როგორც M1911 იყოს მზად სროლისთვის უკვე შეყენებული ჩახმახით. როგორც M1911, LH-9-აც არის აღჭურვილი იგივე ადგილას განლაგებული მექანიკური მცველით რაც შესაძლებელს ხდის ატაროთ ის მდგომარეობა 1-ში, (ვაზნა სავაზნეში, შეყენებული ჩახმახი, ჩაკეტილი მცველზე) მაგრამ ვიზუალურად პისტოლეტი არ მიიპყრობს ყურადღებას, პლუს სასხლეტის ზედმეტი სვლა ზრდის უსაფრთხოების ხარისხს. სამოქალაქო მსროლელის თვალსაზრისით შეიძლება ამ სქემას არც ქონდეს რაიმე სარგებელი და შესაბამისად მას შეუძლია გამოიყენოს LH-9 ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჩვეულებრივი ორმაგი მოქმედების პისტოლეტი.

პისტოლეტი იერსახე რომ შევაფასოთ, LH-9 ტოვებს მაღალი ხარისხის პრაქტიკულად შეკვეთით დამზადებული იარაღის შთაბეჭდილებას. დეტალების მორგების და დამზადების ხარისხი უმაღლესია. პისტოლეტი ძალიან ლამაზია.  განსაკუთრებულად გამოიყურება ასევე პლასტმასის ტარის პანელები, რომლებიც ორი ხრახნით მაგრდება ჩარჩოზე და ხრახნების ქვეშ მოთავსებულია მკვრივი რეზინის მრგვალი საფენები, რომ ხრახნების გადაჭერისას პლასტმასის პანელები არ დაზიანდეს.  ასეთი თითქოს უმნიშვნელო დეტალები ჯამში გავძლევენ მაღალი ხარისხის იარაღს და LH-9 არის მაღალი კლასის იარაღი.

closeuplh9

დახვეწილი ფორმები, ყურადღება დეტალებისადმი და მორგების მაღალი ხარისხი გამოარჩევს ამ პისტოლეტს. 

კომპანიის კატალოგში ამჟამად 4 მოდელია წარმოდგენილი, სტანდარტული, კომპაქტური, სტანდარტული „ნოვაკის“ ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობებით და ფლაგმანური MKII აღჭურვილი „ტრიტიუმებით“ და პიკატინის სამაგრით ჩარჩოზე. ყველა მოდელი ისევე როგორც ჩვენი პისტოლეტი ხელმისაწვდომია ასევე ყავისფერი ჩარჩოთი, რომლის ფერს კომპანია უწოდებს “Patriot Brown”. რეკომენდირებული ფასი იწყება 670 დოლარიდან სტანდარტულ მოდელში და აღწევს  750 დოლარს   MKII მოდელისთვის.

პისტოლეტის შეფასებას განვაგრძობთ იმ რვა კრიტერიუმის მიხედვით რომელზეც პირველად მე დავწერე ბლოგის FB გვერდზე. ეს კრიტერიუმებია: საიმედოობა, პისტოლეტი უნდა იყოს 100% საიმედო FMJ ტიპის ვაზნებით და გათვლილი  +P კატეგორიის JHP ვაზნების გამოყენებაზე. შერჩეულ JHP ვაზნების გამოყენებისას უნდა იყოს 100% საიმედო და ჯდებოდეს სიზუსტის მოთხოვნებში. კონსტრუქციული სიმარტივე, პისტოლეტი უნდა მოიცავდეს მცირე რაოდენობის დეტალებს, იშლებოდეს არასრულად ინსტრუმენტების გარეშე და მარტივი ინსტრუმნეტების გამოყენებით უნდა შედარებით ადვილად იშლებოდეს ბოლომდე.  დეტალების გამოცვლისას არ უნდა იყოს საჭირო მათი ინდივიდუალური მორგება.    უსაფრთხოება,  პისტოლეტი უნდა იყოს აღჭურვილი ავტომატური მცველებით, რომლებიც გამორიცხავენ გასროლას სასხლეტზე დაჭერის გარეშე (მაგალითად დავარდნისას, ჩახმაზე გარედან დარტყმისას და ა.შ.). გამძლეობა., პისტოლეტი უნდა უძლებდეს ყოვლდღიურ ინტენსიურ ექსპლუატაციას, გააჩნდეს გამძლე მჭიდები, რომლებიც უძლებენ ვარდნას მიწაზე, უნდა გააჩნდეს ანტიკოროზიული თვისებები და იარაღი უნდა ინარჩუნდებდეს საიმედოობას მინიმალური მოვლის პირობებში. სიზუსტე, პისტოლეტი უნდა ისროდეს ქირურგიული სიზუსტით 15 მეტრის მანძილამდე (Brain shot) და 50 მეტრის მანძილამდე იძლეოდეს საშუალებას სილუეტის მასის ცენტრში მორტყმის. მორგება/ადაპტაცია, პისტოლეტს უნდა გააჩნდეს ტარის მსროლელის ხელზე მორგების საშუალება, ორმხრივი მართვის ელემენტები, უნივერსალური სამაგრი. სასურველია დიდი ტევადობის მჭიდები და ასევე აქსესუარების ხელმისაწვდომობა და არჩევანი, რაც მისცემს მსროლელს საშუალებას მოარგოს პისტოლეტი თავის საჭიროებებს. სროლისუნარიანობა.   კარგი სასხლეტი მოკლე რესეტით, დაბალი ლულის ღერძი სრწაფი და კონტროლირებადი გასროლებისთვის , ტარის ფორმა მორგებული მჭიდის სწრაფი გადატენვისთვის, ადვილად მისაწვდომი მართვის ელემენტები. ნამსახურეობა,  პისტოლეტი უნდა იყოს შეიარაღებაში (არმია/პოლიცია) გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

საიმედოობა არის თავდაცვითი იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება. არანაირ აზრი არ აქვს კალიბრს, სიზუსტეს, ერგონომიკას, იარაღის ფასს, ძვირად ღირებულ სამიზნე მოწყობილობებს, ფანრებს და ლაზერებს, თუ იარაღმა გაჭედა და სასხლეტზე დაჭერის შემდეგ გასროლა არ მოხდა. ჩვენ პირობებში ჩვენ შეზღუდულები ვართ ამ კრიტერიუმის შემოწმებაში და შემიძლია ვთქვა, რომ LH-9-ამ მოინელა ყველა მთლიანად გარსით დაფარული ვაზნები 115 და 124 გრანიანი ტყვიებით. ასევე სხვა რესურსების მიხედვით, ამ პისტოლეტის ტესტირებისას იარაღი აღმოჩნდა საიმედო ყველა ტიპის ვაზნასთან და მათ შორის წარმატებით გაიარა ტესტები სროლაზე დაბინძურების, გაყინვის, წყალში ჩაძირვის შემდეგ, ისევე როგორც დაამტკიცა რომ საიმედოობა ნარჩუნდება ხანგრძლივი ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებშიც კი. ასეთი რამე გასაკვირი არ არის თუ გავითვალისწინებთ, რომ კორეულია არმია სანამ ამ პისტოლეტს შეიარაღებაში მიიღებდა მას 4 წლის განმავლობაში ცდიდა. Lionheart Indistries წარმომადგენელის განცხადებით ისინი არ უწევენ რეკომენდაციას +P კატეგორიის ვაზნების გამოყენებას თუმცა მისი სისტყვებით ტესტირებისას რამე პრობლემა არ გამოვლენილა. ცხადია ეხლა პისტოლეტი დასვა რეგულარულ  +P “დიეტაზე” აზრს მოკლებულია დიდი ხარჯების გამო, მაგრამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ასეთი კატეგორიის ვაზნების ეპიზოდური გამოყენება, საიმედოობაზე შემოწმებისას და პერიოდული პრაქტიკის მიზნით. რეგულარული პრაქტიკის დროს უმჯობესია იაფი და უფრო “რბილი” ვაზნების გამოყენება.

შემდეგი კრიტერიუმი არის კონსტრუქციული სიმარტივე. მიუხედავად იმისა, რომ დეტალების რაოდენობა არ არის პირდაპირ კავშირში მექანიკურ საიმედოობასთან, დეტალების მცირე რაოდენობა არის სასურველი, ისევე როგორც პისტოლეტი არ უნდა საჭიროებდეს დეტალის გამოცვლისას ახალი დეტალის მორგებას. LH-9 ტექნიკურად არის მეორე თაობის საბრძოლო პისტოლეტი (ისევე როგორც CZ-75 ან Beretta 92), მისი მექანიზმი არ არის ისეთი მარტივი როგორც მესამე თაობის პოლიმერის პისტოლეტების დახურული დამრტყმელებით, მაგრამ კოსნტრუქციულად პისტოლეტი არ არის რთული, არასრულად ის იშლება ინსტრუმეენტების გარეშე, დეტალები არ საჭიროებენ ხელით მორგებას. მინუსია საკეტის გართულებული დაშლა რაც გულისხმობს ხვეული „პინების“ ამოგდებას რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ინსტრუმენტი და ჩაქუჩი.  რაც შეეხება სათადარიგო ნაწილებს, მათი დეტალური აღწერილობა და ნუმერაცია მოცემულია როგორც ინსტრუქციაში, რომელიც პისტოლეტს მოყვება ასევე მწარმოებლის საიტზე, სადაც შესაძლებელია ამ პისტოლეტის ნებისმიერი ნაწილის შეძენა.

fulldaewoo

ბოლომდე დაშლილი LH-9, იარაღი  ერთ-ერთი ყველაზე მარტივი კონსტრუქციის არის მის ანალოგებში. ყურადღებას იმსახურებს ისევ და ისევ დეტალების დამუსავების უმაღლესი ხარისხი. სურათის წყარო  Apex Gun Works. 

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩემი აზრით უპირველეს ყოვლისა, პისტოლეტი უნდა იყოს აღჭურვილი ავტომატური მცველებით, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ გასროლა მოხდეს მხოლოდ მაშინ როდესაც ხდება სასხლეტზე დაჭერა. პისტოლეტი უნდა იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო ვაზნით სავაზნეში. ასევე ყველა პისტოლეტს გარე ჩახმახით აქვს ეს თანდაყოლილი რისკი უნებლიე გასროლის იმ შემთხვევაში თუ მოხდა ძლიერი დარტყმა შეყენებულ ჩახმახზე. სხვადასხვა მწარმოებელი იყენებს სხვადასხა სქემებს ასეთი შემთხვევისგან თავის დასაცავად.   LH-9 აღჭურვილია დამრტყმელის მცველით, აშვებული სასხლეტით ჩახმახი არ წვდება დამრტყმელს (როგორც CZ 75-ში და SIG&Sauer P226-ში), რაც სწორი ჩახმახის დაწევის ტექნიკის გამოყენებით ამცირებს უნებლიე გასროლის რისკს ჩახმახის ხელით დაშვებისას. დამატებით თუ გსურთ შეყენებული იარაღი ატაროთ და დამატებით დაიცვათ თავი, შესაძლებელია Double Action PLUS+-ის გამოყენება და ჩახმახის წინ მიწევა, ისე რომ გასროლის შემთხვევაში არ იქნება საჭირო მძიმე ორმაგი რეჟიმის წინაღობის დაძლევა. მექანიკურ მცველებს რაც შეეხება ეს მე თუ მკითხავთ კონკრეტული მსროლელის “გემოვნებაზეა” დამოკიდებული. ზოგს მოწონს ის და უნდა ზოგს არ მოწონს და არ უნდა. მე არ მომწონს, მაგრამ LH-9-ს მექანიკური მცველი ისეთი ზომის არის, რომ შესაძლებელია ადვილად მისი გამოყენება ან თუ არ გსურთ მისი გამოყენება უბრალოდ დაივიწყოთ მისი არსებობა. ის არ არის იმდენად დიდი და გამოწეული რომ შეგაწუხოთ თავისი არსებობით თუმცა სროლისას ის ედება ხელს, რომლითაც იარაღი გიჭირავთ ეს გარკვეულ დისკომფორტს მაინც ქმნის და ამას უნდა მიეჩვიოთ. მცველის გააქტიურებისას ისევე როგორც Beretta 92-ში წყდება კავშირი სასხლეტსა და ჩახმახს შორის და სასხლეტი თავისუფლად მოძრაობს. ერთის მხრივ პრაქტიკულად სამმაგგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის პლიუს მექანიკური მცველის ათვისება მოითხოვს პრაქტიკას რომ სტრესულ ვითარებაში რამე არ აგერიოთ, მაგრამ მეორეს მხრივ გაძლევთ მეტ მოქნილობას, ტარების სასურველი მეთოდის არჩევისას.

გამძლეობის მხრივ ჩემი აზრით პრობლემა შეიძლება წარმოიშვას მჭიდებთან. მჭიდებს გააჩნიათ მეტალის ჩარჩო მაგრამ ხუფები არის პლასტმასის. აქიდან 13 ვაზნიან მჭიდს ხუფი საკმაოდ თხელია. ეს არის ერთადერთი მინუსი რომელიც შეიძლება დაუწეროთ ამ პისტოლეტს. დანარჩენში იარაღი უდაოდ გამძლეა და ისეა აგებული, რომ გაუძლოს ხანგრძლიც ექსპლუატაციას. პისტოლეტს არ აქვს პრაქტიკულად არც ერთი პლასტმასის დეტალი. ძნელად წარმოსადგენია რა უნდა უქნა LH-9-ს რომ ის დააზიანო. დაფარვა უძლებს ექსპლუატაციას და არის გამძლე. Cerakote არის ერთერთი ყველაზე გამძლე დაფარვა, და შეკვეთით ერთი პისტოლეტის ამ დაფარვით დამუშავება 150-200 დოლარი ჯდება. გარდა იმისა, რომ ის იცავს ფოლადის დეტალებს, ნესტის, ოფლის და ქიმიკატების ზემოქმედებისაგან ის ასევე ძნელად იკაწრება და იცვითება და ასევე ასრულებს საფოხის ფუნქციას და მკვეთრად ამცირებს ხახუნის კოეფიციენტს.

რა თქმა უნდა სიზუსტე არის ცეცხლსასროლი იარაღის აუცილებელი თვისება. გასაგებია რომ სიზუსტე დამოკიდებულია მსროლელზე მაგრამ იარაღი ტექნიკურად უნდა იყოს ზუსტი რასაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ლულა და ლულის საკეტის და ჩარჩოს მორგება ერთმანეთის მიმართ. სიზუსტე კიდევ არის LH-9 თვისება, რომელც ყველაზე მაღალ შეფასებას იმსახურებს. LH-9 არის ძალიან ზუსტი პისტოლეტი, რაც აღინიშნა ყველა ტესტირებაში, რომელიც ამ პისტოლეტს ჩაუტარდა და ჩვენც დავრწმუნდით ამაში. საკეტი ლულა და ჩარჩო იდეალურად არის მორგებული. როდესაც იარაღი გამზადებულია სროლისთვის ლულა ისე ზის საკეტში თითქოს ჩაწეპებული იყოს შიგნით. დეტალები ერთმანეთზე იდეალურად არის მორგებული და სწორედ ეს მორგება თამაშობს დიდ როლს ავტომატური პისტოლეტის სიზუსტეში.

l9accuracy

სიზუსტეზე საუბრისას სიტყვებს ჯობია სამიზნეების სურათები.  პისტოლეტი იდალურად მისროლილი იყო ქარხნულად და ნელი „ჩაფიქრებული“ და სწრაფი სროლისას შესანიშნავი შედეგები აჩვენა.  

მორგება/ადაპტაციაში იგულისხმება პისტოლეტის კონკრეტული მსროლელის მოთხოვნებზე ადაპტაციის შესაძლებლობა პირველ რიგში, ამაში იგულისხმება, როგორც მსროლელის ხელზე მორგება ასევე პისტოლეტის მოდიფიცირების შესაძლებლობა სპეციფიური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. ამ მხრივ LH-9 მოიკოჭლებს. პისტოლეტის მორგება მსროლელის ხელზე შეუძლებელია, წინა სამიზნე მოწყობილობა არის საკეტის ნაწილი ანუ ვერ გამოიცვლება. პისტოლეტს არ გააჩნია პიკატინის სამაგრი (ჩვენ განკარგულებაში არსებულ მოდელზე). აქსესუარების და გაუმჯობესებული დეტალები პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია. გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტის დიზაინი და მოწყობილობა ძალიან გავს უფრო გავრცელებბულ Smith&Wesson 5906-ს, LH-9-ში შესაძლებელია ამ იარაღის ბუდეების და ასევე მჭიდების გამოყენება (გარდა ზუსტად მორგებული ბუდეებისა). გამომდინარე იქიდან რომ ქარხნულ მდგომარეობაში LH-9 პრაქტიკულად შეკვეთით დამზადებული იარაღის ტოლფასია (Cerakote, კასტომიზირებული ტარის პანელები, ორმხრივი მცველი, გადასაყენებელი მჭიდის ღილაკი, საასპარეზო პისტოლეტის დონის სიზუსტე) ადამიანმა უნდა იყიდოს ეს იარაღი თუ ის მოწონს ისეთი როგორიც არის. ცხადია მოდელი MKII უფრო უნივერსალურია და თუ არჩევის საშუალება არის, ჯობია MKII იყიდოთ.

სროლისუნარიანობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა აღნიშნული შეფასება მთლიანად დაფუძნებულია კონკრეტული მიმოხილველის პირად პრეფერენციებზე და სუბიექტურ ხედვაზე. მე არ ვარ ამ მხრივ კონსერვატიული და არ მგონია რომ  „ჰაი პაუერი“ ჯობია გლოკს მხოლოდ იმიტომ რომ პირველი რკინის არის და რკინა მაინც სხვაა. ჩემთვის მთავარია იარაღი აკეთებდეს იმას რაც მე მინდა და აკეთებდეს ამას ისე რომ ჩემგან ზედმეტს არ ითხოვდეს. LH-9 კარგი პისტოლეტია მაგრამ ტექნიკურად ის არის მორალურად მოძველებული, მეორე თაობის საბრძოლო პისტოლეტი. ხელში ის არ ზის ისე როგორც თანამედროვე პოლიმერის „ბლასტერები“. მოკლე და თხელი ტარის გამო ხელში ის უფრო იგრძნობა როგორც ბელგიური „High Power“, რომელიც კარგიი იარაღია მაგრამ 1924 წლის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა და გაუმჯობესდა. ორი ხელით ჭერისას LH-9 არ ზის ისე კომფორტულად როგორც გლოკი. ასევე არ მგონია LH-9 მოეწონოს მსროლელებს დიდი ხელებით. თავდაპირველად მე მკვეთრად უარყოფითი წარმოდგენა ჩამომიყალიბდა ამ პისტოლეტზე მაგრამ დროთა განმავლობაში აზრი შემეცვალა. LH-9 არის თავისებური პისტოლეტი და ის ითხოვს მიჩვევას, განსაკუთრებით ადამიანისგან რომელიც მიჩვეულია თანამედროვე პისტოლეტებს. ეს გასაკვირი არ არის, LH-9-ის ტარის კუთხე და ზურგის ფორმა ზუსტია კოპია არის Walther P38-ის, ფორმებით ის ერთდროულად წააგავს Smith&Wesson M59-ს და Browning High-Power-ს. ყველა ეს პისტოლეტი კიდე უკვე კარგახანია ჩვენთან არის.  მიუხედავად თავდაპირველი დისკომფორტისა სროლის შედეგები ეგრევე იყო ძალიან კარგი რაც ძალიან კარგად ახასიათებს მას. უკუცემა არ არის შემაწუხებელი, სასხლეტი ოდნავ მძიმეა მაგრამ პისტოლეტი ახალია და სასხლეტიც გაუმჯობესდება. მიუხედავად გარკვეული დისკომფორტისა როგორც ვთქვი პისტოლეტი კარგად ისვრის სწრაფად და არ ქმნის პრობლემებს მსროლელისთვის. ექსტრემალური ტესტი სროლა 100 მეტრზე, სადაც უმნიშვნელო დეტალებიც კი გავლენას ახდენენ სროლის შედეგზე, ამ პისტოლეტმა წარმატებით ჩააბარა. არანაირ პრობლემას ადგილი არ ქონდა.

maglh9

პისტოლეტს კომპლექტში მოყვება ორი მჭიდი, 15 და 13 ვაზნიანი. შედარებით მოკლე ტარის გამო LH-9-ს ფარული ტარება ადვილია.

ნამსახურეობა არის ალბათ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. რატომ არის კარგი თუ საბრძოოლო პისტოლეტს აქვს საბრძოლო ბიოგრაფია? იმიტომ რომ დიდი რაოდენობით პისტოლეტი ხვდება საკმაოდ მომთხოვნ გარემოში (იქნება ეს ჯარი თუ პოლიციური სტრუქტურა) სადაც მას ხმარობს ყველა ტიპის მომხმარებელი, დაწყებული კარგად გაწვრთნილი მებრძოლებისგან და დამთავრებული „სალაგებით“ რომლებიც ბეტონის ბლოკსაც გამოიყვანენ მწყობრიდან. ასეთ პირობებში პისტოლეტის ექსპლუატაციისას გამოვლინდება ყველაზე მციირე, ძნელად შესამჩნევი ხარვეზები და ნაკლოვანებებიც კი. როგორც წესი ამის შესახებ ინფორმაცია აღირიცხება და გაეგზავნება მწარმოებელს იმისთვის, რომ მან ეს პრობლემები გადაწყვიტოს. ამ მხრივ LH-9 სრულად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს. 4 წელი ინტენსიური გამოცდები და 25 უმწიკლო სამსახურის აზიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ბრძოლისუნარიან შეიარაღებულ ძალებში. ამერიკელების ჩარევაც დადებითად აისახა და LH-9 უფრო უკეთესი იარაღია ვიდრე  ორიგინალური DP-51. ცხადია ეს არ ნიშნავს რომ პისტოლეტი რომელსაც არ უმსახურია არის ცუდი მაგრამ ბიოგრაფია არის მაინც დამატებითი გარანტია იმისა, რომ პისტოლეტი მექანიკურად იქნება საიმედო.

რა შეიძლება დავამატოთ ამ მიმოხილვას? პისტოლეტი ისვრის ისევე როგორც გამოიყურება, ანუ ძალიან კარგად და პისტოლეტი ძალიან ლამაზია. ტესტირების პერიოდში გამოვლინდა ერთი მცირე ხარვეზი, რომელიც უკავშირდება მჭიდის ღილაკს, ჩვენი აზრით ეს ღილაკი ზედმეტად სუსტია და საკამრისია ოდნავ დაჭერა რომ მჭიდი გათავისუფლდეს. ტესტირების პერიოდში მჭიდი არ ამოვარდნილა არც სროლისას და არც ბუდეში ან ქამარში გაყრილის ტარებისას, მაგრამ ჩემი აზრით მჭიდის ღილაკი უნდა უფრო ხისტი იყოს. ასევე პისტოლეტის ლულას არ აქვს გაკეთებული მიკრო-პოლირება რის გამოც ლულის არხის ზედაპირი ისე არ პრიალებს როგორც სხვა თანამედროვე პისტოლეტებში და შესაბამისად მეტ წმენდასაც საჭიროებს. ეს უკანასკნელი შენიშვნა არ ვიცი რამდენად არის შენიშვნა, მაგრამ მე პირადად უფრო გამიხარდებოდა რომ ლულის არხის ზედაპირი ყოფილიყო სარკესავით გაპრიალებული ან ქრომირებული.

ცალკე ხსენებას იმსახურებს კომპლექტაცია რომელითაც იყიდება ეს პისტოლეტი. საქმე იმაშია რომ როდესაც ათასობით ლარს იხდით პისტოლეტში თქვენ გინდათ რაღაცა განსაკუთრებული შეფუთვა, ზოგი იტყვის მაგას რა მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ ამ პისტოლეტის ერთ-ერთმა მიმოხილვემა (Colion Noir) სწორედ აღნიშნა, რომ ამხელა ფულის გადახდისას მე მინდა რამე რაც ხაზს გაუსვავს შენაძენის ექსკლუზიურობას და მნიშვნელობას. იგივე ანალოგია რომ გამოვიყენოთ, მე ერთხელ შევიძინე შვეიცარიული საათი Tissot, საათი იყო მოთავსებული პრაქტიკულად  ტყავით გადაკრულ პატარა სკივრში, რომელსაც ქონდა პატარა უჯრები სადაც მოთავსებული იყო საფირმო კატალოგი, საგარანტიო ბარათი, ინსტრუქცია, „ტისოს“ ქარხნის ისტორიის შესახებ პატარა წიგნი და რა თქმა უნდა, ხევერდით გაწყობილს განყოფილებაში მოთავსებული იყო საათიც. ყველაფერი გეუბნებოდა რომ შენ რაღაც განსაკუთრებული შეიძინე. გახსოვთ ადრე მობილური ტელეფონები რა ლამაზ ყუთებში იყიდებოდა, ეხლა კიდე 1000 ლარს იხდი სმარტფონში და ლამის ქაღალდში გახვეული მოგაწოდონ.  . Lionheart Industries ამ მხრიივ თავი გამოიჩინა და პისტოლეტს მოაყოლა კარგი ხარისხის ჩანთა, რომელშიც ცალკე განყოფილებაში დევს პისტოლეტი, შემდეგ ორი მჭიდი, საწმენდი კომპლექტი, შომპოლით,  რბილი ლითონის ჯაგრისით, მქანიზმის საწმენდი ნეილონის ჯაგრისით, მანდვე დევს გასაღებიანი უსაფრთხოების საკეტი და ფერადი ინსტრუქცია. ასევე პისტოლეტს მოყვება იარაღის ზეთი Froglube. ამ ზეთს უკავშირდება ბევრი არასასიამოვნო გამოხმაურება და ჩვენი პისტოლეტიც ამ ზეთით იყო დაზეთილი, რომელიც გახმა და გააშეშა დამრტყმელი საკეტში და მექანიზმიც რთულად მუშაობდა. ჩემი რჩევა იქნება ეს ზეთი მთლიანად მოაცილოთ იარაღს, დაზეთოთ სხვა ზეთით ხოლო Froglube საერთოდ არ გამოიყენოთ.

comllh9

ასეთ კომპლლექტში იყიდება ყველა LH-9.

მეტის თქმა ამ იარაღზე ჩვენ არ შეგვიძლია. ის განსაკუთრებულია, ის ზუსტია, ის საიმედოა და ძალიან ლამაზია, ის უბრალოდ ძალიან კარგი პისტოლეტია. ის გამოდგება, როგორც საბრძოლო იარაღი, ასევე ის იქნება კარგი შენაძენი იმათთვის ვინც არ აპირებს უახლოეს მომავალში ომში წასვლას, დამზადების მაღალი ხარისხი და შესანიშნავი დიზაინი არავის არ დატოვებს გულ გრილს. გარდა ამისა პისტოლეტი გამოირჩევა კომპაქტური გაბარიტებით.

mk2

LH-9 MK II, პიკატინის სამაგრით, „ნოვაკის“ ღამის სამიზნე მოწყობილობებით არის უფრო მოქნილი საბრძოლო ინსტრუმენტი და მწარმოეებლის ფლაგმანური მოდელი. სურათი მწარმოებლის საიტიდან. 

shootersccentral.ge-ს დასკვნა. Lionheart LH-9 ვერ და არც უწევს კონკურენციას თანამედროვე პოლიმერის პისტოლეტებს, რომლებიც კონსტრუქციულად უფრო დახვეწილებია და თეორიულად უფრი გამძლეები, ადაპტირების/მორგების მეტი ვარიანტით. მეორეს მხრივ LH-9 არის მეორე თაობის საბრძოლო პისტოლეტების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და სამაგიეროდ მასში არ ნახავთ “გაუმჯობესებებს ხარჯების შემცირების მიზნით”, პლასტმასის ან ჩამოსხმის მეთოდით დამზადებულ დეტალებს. ეს პისოლეტი მოეწონებათ იმათ ვისაც მოწონს კლასიკური დიზაინი და ცოტათი უფრო კონსერვატიული გემოვნება აქვს. პისტოლეტი პრაქტიკულად ერთ რიგში დაგს შეკვეთით დამზადებულ ან მაღალი კლასის სერიული პისტოლეტების რიგში და გააჩნია ყველა თვისება რაც უნდა ქონდეს საბრძოლო პისტოლეტს. თუ თქვენ გსურთ შედარებით კომპაქტური პისტოლეტი ტრადიციული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით, LH-9 იმედებს არ გაგიცრუებთ. განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს უმაღლესი დამზადების ხარისხი და პრაქტიკულად საასპარეზო სიზუსტე. არჩევანის შემთხვევაში, MK II იქნება საუკეთესო ყველა სხვა მოდიფიკაციიდან.

საბრძოლო პისტოლეტის კონცეფციაზე და შეფასების კრიტერიუმებზე

Friday, July 3rd, 2015

რა არის საბრძოლო პიისტოლეტი? საიდან გაჩნდა ეს ტერმინი საერთოდ? ჩემი აზრით საბბრძოლო პისტოლეტის საუკეთესო განმარტება ეკუთვნის ინსტრუქტორს ამერიკიდან ჯონ ბარდოკს. მისი აზრით საბრძოლო პისტოლეტი არის სრული ზომის პისტოლეტტი, რომელიც იტარება ღიად, სამსახურეობრივ ბუდეში პირის მიერ რომელიც ყოველდღიურ სახიფათო საქმიანობაში არის ჩართული, ან იტარება ფარულად ქამრის შიგნით განსაკუთრებულად მოტივირებული ადამიანებისთვის.  ჩემი აზრით საბრძოლო პისტოლეტი არის მაქსიმალური ტევადობის მჭიდის მქონე იარაღი (იმიტომ რომ საცეცხლე ძალა არის მნიშვნელოვანი) ადეკვატური კალიბრით, საკმარისად გრძელი სამიზნე ხაზით. საბრძოლო პისტოლეტის გამოყენება გულისხმობს, რომ მის მფლობელი დამოკიდებულია ამ იარაღზე და თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი საბრძოლო პისტოლეტი არის მისი ერთადერთი ბრძოლის წარმოების საშუალება. დაფიქრდით იმაზე რაც მე ვთქვი.  თუ ადამიანი დამოკიდებულია მხოლოდ პისტოლეტზე, მას უნდა ქონდეს ისეთი პისტოლეტი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ამ იარაღის სისტემის შესაძლეებლობების მაქსიმუმი. ეს კიდე გულისხმობს მაქსიმალურად ტევად მჭიდს, სროლის მაქსიმალურად გრძელ ხაზს მეტი სიზუსტისთვის, მაქსიმალურად გრძელ ლულას, არსებული კალიბრის პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების მიზნით. როდესაც მსროლელი ძირითად იარაღად იყენებს გრძელლულიან იარაღის სისტემას მაშინ პისტოლეტი არის მისი დამხმარე იარაღი და მაშინ მსროლელმა შეიძლება დათმოს გარკვეული თვისებები და აირჩიოს უფრო კომპაქტური და მსუბუქი იარაღი. თუ მსროლელი ვალდებულია ფარულად ატაროს ყოველდღე ის ასევე იძულებულია აირჩიოს იარაღი რომელიც უზურნველყოფს ფარული ტარების საშუალებას და ეს ასევე მოხდება გარკვეული საბრძოლო თვისებების დათმობით/შემცირებით. ანუ პისტოლეტი როგორც იარაღი შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ჯგუფად, საბრძოლო პისტოლეტი, ფარული ტარების თავდაცვითი პისტოლეტი, სპორტული პისტოლეტი.

3tds

სამი ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლები: საბრძოლო, FN-ის FNP 45 Tactical, თავდაცვითი Glock 30,  სპორტული Predator Tactical-ის The Wraith.

გარდა ამისა საბრძოლო პისტოლეტი ოდიდგანვე არის შეიარაღებული ძალების და პოლიციის შეიარაღებაში.  თუ პოლიციელები თავისი სამსახურის განმავლობაში პისტოლეტს სულ თან ატარებენ და კრიტიკულ სიტუაციაში ეს არის ერთადერთი იარაღი რაც მათ გააჩნიათ, ჯარისკაცები პირიქით ატარებენ პისტოლეტს როგორც მეორე/სათადარიგო იარაღს. სამხედრო მეთაურებს ყოველთვის სურთ ყველაზე კარგი და ყოვლისშემძლე პისტოლეტი მაგრამ პრაქტიკა ადასტურებს რომ პისტოლეტის როლი თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტში არის მიზერული ხოლო ჯარში პისტოლეტის სწავლას ძალიან ცოტა დრო ეთმობა. პერსონალური ბალისტიკური დაცვის საშუალებების განვითარებამ და გავრცელებამ ერთ დროს წარმოშვა ახალი იარაღის კლასი ე.წ. პერსონალური დაცვის იარაღი, კომპაქტური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, რომლებიც ისროდნენ მცირეკალიბრიან სწრაფ ტყვიებს, რომლებიც განსხვავებით პისტოლეტის კალიბრებისგან ამარცხებდნენ სამხედრო ჯავშან-ჟილეტებს და ჩაფხუტებს. მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ ასეთმა იარაღმა გადაწყვიტა რიგი პრობლემების და წარმოშვა სხვა პრობლემები და ამ კონცეფციით შეიქმნა ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი იარაღები და კალიბრები, რომლებმაც ვერ ნახეს ფართო გავრცელება. სიმართლე გითხრათ ერთიანი ხედვა/მიდგომა პისტოლეტისადმი შეიარაღებული ძალების არსენალში არ არსებობს. ამ ეტაპზე იარაღი რომელიც იქნება ეფექტური ბალისტიკური დაცვის საშუალებების წინააღმდეგ, ერთდროულად კარგი ტერმინალური ეფექტურობით და იმ ზომა წონის რომ მის მფლობელს შეეძლოს ამ იარაღის ისე ტარება, რომ ორივე ხელი თავისუფალი ქონდეს უბრალოდ არ არსებობს.  გამოხმაურებები ცხელი წერტილებიდან ადასტურებენ, რომ მებრძოლები არ იყენებენ პისტოლეტებს და თვლიან მას ზედმეტ სათრევ წონად. ეს არ არის გასაკვირი, ასიოდე წლის წინ მსოფლიო არმიებს არ ქონდათ სწარფმსროლელი იარაღი და პისტოლეტი/რევოლვერი იყო ერთადერთი შეიარაღების სისტემა, რომელსაც შეეძლო ახლო ბრძოლაში სწრაფი გასროლების წარმოება. კოლონიალურ ომებში, პირველი მსოფლიო ომის სანგრებში პისტოლეტი ეფქტური იარაღი იყო და ოფიცრები ხშირად მას საკუთარი ფულით ყიდულობდნენ.  მაგრამ უკვე მეორე მსოფლიო ომში ავტომატური იარაღის გავრრცელებამ მნიშვნელოვნად შეამცირა პისტოლეტის როგორც საბრძოლო იარაღის როლი.

საკუთარი ფულით ნაყიდი მაუზერ C96-ით იყო შეიარაღებული ახალგაზრდა სერ უინსტონ ჩერჩილი. ის უწოდებდა მას საუკეთესო რამედ მსოფლიოში და მინიმუმ ერთხელ ამ პისტოლეტმა ის სიკვდილს გადაარჩინა რამდენიმე ხმლებით შეიარაღებული მოწინააღმდეგესთან შეტაკებაში სუდანში, ომდურმანის ბრძოლის დროს (ამ შეტაკებაში მან მოკლა ან დაჭრა სამი დერვიში). რომ არა პისტოლეტი, ჩერჩილი მხოლოდ “საშტატო” ხმლით შეიარაღებული უძლური იქნებოდა  რიცხობრივად უპირატესი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. მაუზერი მან დედამისის მოცემული ფულით შეიძინა ინგლისში . 

ინერციით იმ დროიდან მოყოლებული არმიები ტრადიციულად იძენდნენ სრული ზომის პისტოლეტებს, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკა ადასტურებს, რომ ავტომატური იარაღის გავრცელებამ პისტოლეტს როლი და მნიშვნელობა საბრძოლო დანაყოფებში შეამცირა და პრაქტიკულად გააქრო კიდვაც. მაგალითად საბჭოთა კავვშირში მიხვდნენ ამას და ვეტერანების გამოკითხვით და მათი მონაყოლის ანალიზით ისინი მიხვდნენ რომ ჯარისკაცს და ოფიცერს ჭირდება პირველ რიგში კომპაქტური და მსუბუქი იარაღი და წითელმა არმიამ მიიღო იმ დროის ყველაზე საუკეთესო კომპაქტური იარაღის ვალტერ პპ-ს კონცეპტუალური ანალოგი, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, რომელსაც მალევე დაემატა პერსონალური დაცვის იარაღის საბჭოთა და შესაბამისად წარუმატებელი ვერსია, სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი.

mk23big

H&K Mk23 (სურათზე IMI Desert Eagle-თან შედარებისთვის), შექმნილი 90-ან წლებში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების მოთხოვნით, მცდარი კონცეფციით ყოფილიყო საიერიშო პისტოლეტი, გამოდგა საიმედო, ძლიერი და უკიდურესად გამძლე იარაღი მაგრამ ზედმეტად დიდი და მძიმე პისტოლეტისთვის და ამ იარაღმა ვერ ნახა ფართო გავრცელება და გამოყენება. კონცეპტუალურად ის ახლოს დგას მაგალითად 100 წლის ასაკის ე.წ. “საარტილერიო ლუგერებთან”, პისტოლეტებთან მაქსიმალურად გაზრდილი საცეცხლე ძალით, რასაც შეეწირა პისტოლეტის მთავარი თვისება კომპაქტური გაბარიტები და მცირე მასა.   

ჩემი აზრით საბრძოლო პისტოლეტები პირობითად შეიძლება დაიყოს სამ თაობათ. პირველი თაობა არის ისეთი პისტოლეტები, როგორიც არის მაგალითად Walther P38, Browning High Power, Colt 1911 და ასე შემდეგ. ანუ პირველი საიმედო და კომპაქტური ავტომატური პისტოლეტები, ძლიერ კალიბრზე, რომლის წარმოება შესაძლებელი იყო დიდი რაოდენობით.  მეორე თაობა არის გაუმჯობესებული პირველი თაობის პისტოლეტები, სადაც გამოყენებულია უფრო უკეთესი სამიზნე მოწყობილობები, შედარებით დიდი ტევადობის მჭიდები, პისტოლეტები უფრო უსაფრთხოა და მათი კონსტრუქციაც უფრო დახვეწილია, აქცენტით გამარტივებაზე და კონსტრუქციის გამძლეობაზე. პირველ თაობაში დოომინირებს ფოლადი, მეორე თაობაში ფოლადი და მსუბუქი შენადნობები, ხოლო მესამე თაობაში ჩარჩოს მასალად მასიურად გამოიყენება პოლიმერები. ასევე მეორე თაობა განსხვავებით პირველისგან უმეტეს წილად გათვლილია თანამედროვე „ცხელი“ ექსპანსიური ვაზნების გამოყენებაზე. მესამე თაობა ეს უკვე არის მეტ წილად სისტემები დახურული დამრტყმელით, ზე მარტივები, აქცენტით მაღალ სროლისუნარიანობაზე, მსროლელზე მორგების საშულებით, ორმხრივი მართვის ელემენტებით, ჩარჩოებით მსუბუქი და გამძლე პოლიმერისგან და ასე შემდეგ. მეორე თაობის საბრძოლო პისტოლეტებს განეკუთვნება მაგალითად Beretta 92FS, Cz75, Smith&Wesson 39/59 და ასე შემდეგ. მესამე თაობას უნდა მივათვალოთ ისეთი იარაღები როგორიც არის Glock, S&W M&P, H&K USP და ასე შემდეგ.

3gen3

პირველი, მეორე და მესამე თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმოადგეენლები. Browning P-35 High Power, SIG Sauer P226, Glock 17.

საბრძოლო პისტოლეტები ტრადიციულად სარგებლობენ დიდი და დამსახურებული პოპულარობით პოლიციურ სამსახურებში და ასევე სამოქალაქო მსროლელებს შორს. პირველები აფასებენ ასეთი პისტოლეტების მაღალ საიმედოობას და დიდი საცეცხლე ძალას, სამოქალაქო მსროლელებს მოწონთ საბრძოლო პისტოლეტები იმიტომ რომ მაგათგან ადვილია სროლა, ასეთი პისტოლეტები ძალიან ზუსტია. საქართველოშიც სრული ზომის პისტოლეტები ალბათ ყველაზე გაყიდვადია, უმეტესობა მოქალაქეებს არ აქვთ იარაღის ტარების უფლება და ლოგიკურია რომ თუ მთელი თავდაცვის სისტემა აგებულია პისტოლეტის ირგვლივ ჯობია ის იყოს მაქსიმალურად ბევრი ვაზნით შიგნით და წონას და გაბარიტებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ამ სტატიაში მე ასევე შევეცდები პირველად ჩამოვაყალიბო კრიტერიუმები საბრძოლო პისტოლეტის, რომელთა მიხედვითაც ჩემი აზრით უნდა შეფასდეს ყველა საბრძოლო პისტოლეტი.  საქმე იმაშია, რომ ყველა სრული ზომის პისტოლეტი არ არის აუცილებლად კარგი საბრძოლო პისტოლეტი. სრული ზომის პისტოლეტს შეიძლბა აკლდეს ის თვისებები რაც უნდა ქონდეს საბრძოლო პისტოლეტს. ჩემი აზრით ასეთი 8 კრიტერიუმი არსებობს და მე განვმარტავ მაგათ სათითაოდ, ჯერ მოკლედ და შემდეგ უფრო ვრცლად.

საიმედოობა. პისტოლეტი უნდა იყოს 100% საიმედო FMJ ტიპის ვაზნებით და გათვლილი  +P კატეგორიის JHP ვაზნების გამოყენებაზე. შერჩეულ JHP ვაზნების გამოყენებისას უნდა იყოს 100% საიმედო და ჯდებოდეს სიზუსტის მოთხოვნებში.

კონსტრუქციული სიმარტივე. პისტოლეტი უნდა მოიცავდეს მცირე რაოდენობის დეტალებს, იშლებოდეს არასრულად ინსტრუმენტების გარეშე და მარტივი ინსტრუმნეტების გამოყენებით უნდა შედარებით ადვილად იშლებოდეს ბოლომდე.  დეტალების გამოცვლისას არ უნდა იყოს საჭირო მათი ინდივიდუალური მორგება.

უსაფრთხოება. პისტოლეტი უნდა იყოს აღჭურვილი ავტომატური მცველებით, რომლებიც გამორიცხავენ გასროლას სასხლეტზე დაჭერის გარეშე (მაგალითად დავარდნისას, ჩახმაზე გარედან დარტყმისას და ა.შ.).

გამძლეობა. პისტოლეტი უნდა უძლებდეს ყოვლდღიურ ინტენსიურ ექსპლუატაციას, გააჩნდეს გამძლე მჭიდები, რომლებიც უძლებენ ვარდნას მიწაზე, უნდა გააჩნდეს ანტიკოროზიული თვისებები და იარაღი უნდა ინარჩუნდებდეს საიმედოობას მინიმალური მოვლის პირობებში.

სუზუსტე. პისტოლეტი უნდა ისროდეს ქირურგიული სიზუსტით 15 მეტრის მანძილამდე (Brain shot) და 50 მეტრის მანძილამდე იძლეოდეს საშუალებას სილუეტის მასის ცენტრში მორტყმის.  

მორგება/ადაპტაცია. პისტოლეტს უნდა გააჩნდეს ტარის მსროლელის ხელზე მორგების საშუალება, ორმხრივი მართვის ელემენტები, უნივერსალური სამაგრი. სასურველია დიდი ტევადობის მჭიდები და ასევე აქსესუარების ხელმისაწვდომობა და არჩევანი, რაც მისცემს მსროლელს საშუალებას მოარგოს პისტოლეტი თავის საჭიროებებს.

სროლისუნარიანობა .  კარგი სასხლეტი მოკლე რესეტით, დაბალი ლულის ღერძი სრწაფი და კონტროლირებადი გასროლებისთვის , ტარის ფორმა მორგებული მჭიდის სწრაფი გადატენვისთვის, ადვილად მისაწვდომი მართვის ელემენტები .

ნამსახურეობა. პისტოლეტი უნდა იყოს შეიარაღებაში (არმია/პოლიცია) გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

საიმედოობა არის უმთავრესი თვისება იარაღის, რომელიც ახლო ბრძოლაში და თავდაცვისთვის გამოიყენება. პირველი და ნაწილობრივ მეორე თაობის პისტოლეტები ცნობილია იმით რომ არ მუშაობენ საიმედოდ ექსპანსიურ ვაზნებბთან. არც “ცხელი” ვაზნების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ძველ იარაღებში. პისტოლეტი უნდა 100%  საიმედოდ მუშაობდეს მთლიანად გარსით დაფარულ ვაზნებთან და იყოს 100% საიმედო და ზუსტი შერჩეული ექსპანსიური ვაზნების გამოყენებით. ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ფუფუნება ბევრი სროლის, უმეტესობას სახლიდან გატანის უფლებაც არ აქვს იარაღის, მაგრამ ზოგადად მიჩნეულია რომ პისტოლეტმა უნდა ისროლოს 1000 ტყვია წმენდის და დაბრკოლებების გარეშე. რა თქმა უნდა ყველა სერიოზულად განწყობილ იარაღის მფლობელს აქვს თავისი “რეგლამენტი” პისტოლეტის ტესტირების. ცხადია გლოკ 17-ს რომ ყიდულობთ, არ არის საჭირო ასობით ვაზნის სროლა. ეს იარაღი ძალიან პოპულარულია, გავრცელებულია და აქვს ზე საიმედო იარაღის რეპუტაცია. საკმარისია 50-100 ვაზნის სროლა და თუ იარაღმა არ გაჭედა ესეიგი ის დიდი ალბათობით არ გაჭედავს შემდეგი 10 000 გასროლა.  რა თქმა უნდა იარაღის ტესტირება საიმედოობაზე შეიძლება გადაებას ჩვეულებრივ ვარჯიშებს და იქაც ადვილად გამოჩნდება თუ იარაღს რამე პრობლემა აქვს. ნაკლებად ცნობილი მწარმოებლის პისტოლეტები რა თქმა უნდა უფრო მეტ დაკვირვებას და უფრო დეტაალურ შემოწმებას იმსახურებენ.

პისტოლეტი უნდა იყოს უსაფრთხო და გამორიცხავდეს გასროლას თუ არ მოხდა სასხელტზე დაჭერა. დავარდნას, დარტყმებს არასდროს არ უნდა მოყვეს გასროლა. ესეიგი პისტოლეტი უნდა იყოს აღჭურვილი ავტომატური მცველებით, უსაფრთხო შეყენებით, დამრტყმელის მცველით და ასე შემდეგ. სხვადასხვა მწარმოებლები სხვადასხვა ტექნიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და როგორც წესი მეორე და მესამე თაობის პისტოლეტები ამ მხრივ უპრობლემოები არიან. რაც შეეხება მექანიკურ მცველებს ეს მთლიანად მფლობელის გადასაწყვეტია სურს თუ არა მას მექანიკური მცველის არსებობა იარაღზე. მექანიკურ მცველს აქვს პლიუსები და მინუსებიც. მინუსები ის არის, რომ ხანდახან მცველი შემთხვევით ირთვება ან მსროლელს სტრესის პირობებში ავიწყდება მისი გამორთვა და როდესაც აჭერს სასხლეტს გასროლა არ ხდება, სანამ მსროლელი გაერკვევა რა ხდება მოწინააღმდეგე ასწრებს მას და ესვრის პირველი. ასეთი შემთხვევები კარგად დაოკუმენტირებულია და ძალიან ბევრია. მეორეს მხრივ მცველი ასრულებს უსაფრთხოების საკეტის ფუნქციას, იარაღის წართმევის შემთხვევაში მოწინააღმდეგე ვერ ხვდება როგორ მოხსნას მცველი და აძლევს საშუალებას ადამიანს ან გაიქცეს ან გააგრძელოს თავის დაცვა მუშტებით ან სათადარიგო იარაღით. ასეთი შემთხვევებიც კარგად დოკუმენტირებულია და საკმაოდ ბევრია. თუ იარაღი აღჭურვილია მცველით ის უნდა ადვილად ითიშებოდეს და მისი გააქტიურება იარაღის გადატენვისას ან სროლისას უნდა იყოს გამორიცხული.ერთადერთი რაც ჩემი აზრით არის სრულიად ზედმეტი პისტოლეტში არის ე.წ. „ტარის მცველი“ (Grip Safety), რომელიც გაძლევს საშუალებას განახორციელო გასროლა მხოლოდ მაშინ როდესაც ტარზე ხელი კარგად გაქვს მოჭერილი.  ეს არის უაზრო და  სახიფათო გადაწყვეტილება, რომელზეც კარგახანია უარი უნდა ითქვას. იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. მჭიდის მცველებზე, რა დროსაც რომ იარაღმა გაისროლოს საჭიროა რომ მჭიდი იყოს იარაღში მოთავსებული.

courtesy_

საკეტზე განლაგებული მცველი არის ცუდი გადაწყვეტილება. სხვა მხრივ ძალიან კარგი Beretta 92FS აღჭურვილია მცველით საკეტზე, რომელიც ცნობილია იმით რომ ადვილად ირთვება საკეტის ენერგიულად ხელით გადატენვის დროს.  რუსული მაკაროვზე მცველი პირიქით ირთვება, ზევიდან ქვევით, ეს გამორიცხავს მის ჩართვას საკეტის გადატენვის დროს მაგრამ სროლისთვის მის გამოსართველად მეტი დრო არის საჭირო. 

გამოცდილი ინსტრუქტორი, ჟურნალისტი რომელიც მუშაობდა SWAT Magazine-ში, სტივ მალოი დაიღუპა ტრაგიკული ინციდენტის დროს, როდესაც მას დახრისას ჯიბიდან ამოუვარდა 1903 წლის კოლტის ავტომატური პისტოლეტი. ძირს დავარდნისას პისტოლეტმა გაისროლა და მკერდში სასიკვდილოდ დაჭრა მისი მფლობელი . სტივ მალოი-ს შეუყვარდა 1903 წლის კოლტის პისტოლეტი, ის იყო კომპაქტური, მსუბუქი, ადვილად სატარებელი, მაგრამ ის არ იყო უსაფრთხო. თუ ეს მოუვიდა გამოცდილ ინსტრუქტორს და იარაღების ექსპერტს ეს შეიძლება მოუვიდეს ნებისმიერს.

გამძლეობა გულისხმობს პისტოლეტის მდგრადობას ექსპლუატაციით გამოწვეული დატვირთვის ასევე კლიმატური პირობების მიმართ. იარაღი არ უნდა იჟანგგებოდეს, გააჩნდეს მაქსიმალური დაცვა კოროზიისგან, დაფარვა უნდა იყოს გამძლე და არ იცვითებოდეს ადვილად რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაიცვას დეტალები ცვეთისგან და კოროზიისგან. მიწაზე დავარდნა არ უნდა იყოს პრობლემა არც იარაღისთვის და არც მჭიდისთვის. ამ მხრიც ჩემი აზრით ალუმინის ჩარჩოს აქვს დიდი ნაკლი, ის ისე კარგად არ უძლებს დავარდნას როგორც ფოლადის ან პოლიმერის ჩარჩო. მჭიდი თამაშობს კრიტიკულ როლს პისტოლეტის საიმედოობაში და თუ მისი ხუფი არ არის საკმარისად გამძლე მჭიდი მალე გამოდის მწყობრიდან. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს საჭიროა მისი დაცვა მაგალითად ხუფზე სქელი რეზინის ან პლასტმასის “ბუფერის” მიწეპებით. მჭიდის ხუფის და ჩარჩოს მასალას იმდენად მნიშვნელობა არ აქვს რამდენადაც მჭიდის კონსტრუქციას. ასე გლოკის მჭიდი პლასტმასის არის მაგრამ მშვენივრად უძლებს მძიმე ექსპლუატაციას. ჩემი გამოცდილებით ყველაზე სუსტია თხელი პლასტმასის ხუფები.

პისტოლეტი ადვილად ინსტრუმენტების გარეშე უნდა იშლებოდეს რუტინული წმენდისთვის და მომსახურებისთვის და რაც შეიძლბა ადვილად იშლებოდეს ბოლომდე, გააჩნდეს დეტალებისს მინიმალური რაოდენობა (ნაკლები დეტალი ნაკლები ალბათობა რომ რამე გაფუჭდება), ხოლო დეტალების გამოცვლისას არ უნდა იყოს საჭირო მათი მორგება. მფლობელმა უნდა შეძლოს  საბრძოლო პისტოლეტის შეკეთება საკუთარი ძალებით და ამისთვის იდელაურ ვარიანტში უნდა დაჭირდეს ინტერნეტით საჭირო დეტალის შეძენა და ინსტრუმენტებით რომლებიც ყველას სახლში მოიპოვება შეძლოს ამ ნაწილის დაყენება მორგების საჭიროების გარეშე.  რაც შეეხება მცირე დეტალების რაოდენობას, ეს ძალიან სუბიექტურია. არსებობს საკმაოდ რთული იარაღები, რომლებსაც აქვთ ძალიან საიმედო იარაღების რეპუტაცია. ”მაკაროვი” არის მარტივი და საიმედო იარაღი ძალიან ცოტა დეტალით, მაგრამ ეს მიღწეულია რთული ფორმის დეტალების გამოყენებით. საველე პირობებში ასეთი დეტალის გამოჩარხვა იქნება ძნელი, მეორეს მხრივ უფრო მარტივი დეტალების გამოყენებით აგებული სხვა პისტოლეტი შეიძლება მექანიკურად ასევე იყოს საიმედო მაგრამ დეტალის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მისი დეტალის კუსტარულად დამზადება ან სხვა შემცვლელის პოვნა იქნება ადვილად შესაძლებელი. რეალურად უმეტესობა თანამედროვე პისტოლეტების საკმაოდ საიმედოა და ზედმეტად თავის ტეხვას და კონსტრუქციის ანალიზს აზრი არ აქვს. რეალურად კონსტრუქციის სირთულეს აქვს მნიშვნელობა მხოლოდ მისი დაშლის სირთულის მხრივ გაწმენდის მიზნით. მექანიკური საიმედოობა მესამე და მეტ წილად მეორე თაობის პისტოლეტებში ძალიან მაღალ დონეზეა. უკანასკნელი 15 წელი მე არ მახსოვს მინახოს რამე მწყობრიდან გამოსული დეტალი თანამედროვე პისტოლეტში.

hkp7mech

ეს არის H&K P7-ის „მექანიზმი“. ერთი შეხედვით ის ძალიან რთულია მაგრამ პრაქტიკაში იარაღი არის საიმედო მინიმალური მოვლის პირობებშიც და ძალიან იშვიათად საჭიროებს შეკეთებას.

მსროლელზე მორგება/ადაპტაციის შესაძლებლობა გულისხმობს, როგორც მორგებას კონკრეტული მსროლელის ანატომიაზე ასევე პისტოლეტის ადაპტაციის შესაძლებლობას სხვადასხვა როლის შესასრულებლად. მაგალითად სტანდარტული გლოკ 17 შეიძლება იყოს კარგი საბრძოლო პისტოლეტი, მაგრამ საქართველოს პირობებში, როდესაც უბრალოდ მოქალაქეს არ აქვს მისი სახლიდან გატანის საშუალება, შესაძლებელია გლოკ 17 ადვილად იქცეს მცირე ზომის ტაქტიკურ კარაბინად, რომლიდან სროლა იქნება გაცილებით უფრო ადვილი. არც ფარანის დაყენება და 33 ვაზნიანი მჭიდის გამოყენება არ იქნება ურიგო. ასეთი გლოკი იქნება ძალიან კარგი სახლის დაცვის იარაღი მაგრამ ბევრ სხვა პისტოლეტს ასეთი ადაპტაციის უნარი არ აქვს. ტარის მორგება მსროლელის ხელზე შესაძლებელია ცვლადი პანელების გამოყენებით. რაც შეეხება ორმხრივ მართვის ელეემენტებს ბევრი პისტოლეტი არის თავიდანვე ორმხრივი (მაგალითად H&K P2000) ან აქვთ შესაძლებლობა მართვის ელემენტების მხარის შეცვლის. აქსესუარების და ე.წ. „ნავაროტების“ ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, რამე თუ მსროლელს შეუძლია სწრაფად და იაფად მოირგოს პისტოლეტი ან გამოიყენოს ის როგორც პლატფორმა სხვადასხვა დანიშნულების იარაღის მისაღებად. ასეთია მაგალითად SIG Sauer P250 SUM2 , სადაც იფორმებ ერთ იარაღს მაგრამ წამებში შეგიძლია გადააწყო იარაღი და მიიღო სრული ზომის ან კომპაქტური პისტოლეტი. უნივერსალური ე.წ. „პიკატინის“ სამაგრი ფარანის ან ლაზერით დამიზნების მოწყობილობის დაყენების შესაძლებლობით კიდე უფრო ზრდის თქვენ შესაძლებლობებს. საბრძოლო პისტოლეტების მესამე თაობის პირველი წარმოამდგენლები იყენებდნენ ორიგინალურ სამაგრებს მაგრამ დღეს უმეტესობა იყენებს ე.წ. პიკატინის სტანდარტულ სამაგრას. ხელზე მორგების საშუალებას რომ დაუბრუნდეთ მე კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება ამ ოფციაზე, რომელსაც ბევრი არასერიოზულად უყურებს და თვლის რომ ცვლადი პანელები არის ფუფუნება რომელიც სულაც შეიძლება არ იყოს საჭირო. სინამდვილეში კი პისტოლეტი ძალიან ძნელი დასამუღამებელი იარაღია, ძალიან ბევრი ფაქტორი ხელს გიშლით ზუსტად სროლაში და ძალიან ბევრი რამე პისტოლეტის სროლის ოსტატობაში დამოკიდებულია ინსტინქტებზე და კუნთების მეხსიერებაზე. თუ პისტოლეტი მოუხერხებელია თქვენთვის მისი დამუღაბეას დაჭირდება გაცილებით მეტი დრო და ვაზნა. ამ მხრივ პისტოლეტი როგორც თოფია, თოფიდან სპორტული სროლა ისევე როგორც პისტოლეტიდან სროლა, გულისხმობს სწრაფ სროლას მოძრავ სამიზნეებზე და თუ იქ თოფი არ ერგება მსროლელს ის ვერ აღწევს მაღალ შედეგს. ასეა პისტოლეტიც თუ ის როგორც იტყვიან  არ ჯდება ხელში ასეთი პისტოლეტით მსროლელი შედეგს ვერ მიაღწევს. სწორედ ამიტომ ცვლადი ტარის პანელები არის კარგი და ძალიან საჭირო რამე.

ნამსახურეობა გულისხმობს იმას რომ პისტოლეტი უნდა იყოს გამოცდილი ექსპლუატაციაში სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ ჯარისკაცი, კურსანტი ყოველთვის გატეხავს და გააფუჭებს იმას რისი გატეხვის და გაფუჭების სულ მცირე ალბათობა მაინც არსებობს. შესაბამისად იარაღი, რომელიც გადის სამხედრო/პოლიციურ სამსახურს მუდმივი კონტროლის და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ნებისმიერი პატარა ხარვეზი, არასრულყოფილება ეგრევე იჩენს თავს და სწორდება ამ პისტოლეტის შემდეგ გამოშვებებში. იმის თქმა არ მინდა, რომ ასეთი იარაღი უფრო ერგონომიულია და მოსახერხებელი უბრალოდ ის როგორც წესი ძალიან გამძლეა. ამის კლასიკური მაგალითია Beretta 92FS, რომელიც ძალიან საიმედო და გამძლეა მაგრამ ერგონომიულად ის არ შეიცვალა და სამხედრო პერსონალისთვის კარგად არის ცნობილი მისი მინუსები, მაგალითად მცველის განლაგება, რომელიც ადვილად ირთვება საკეტის გადატენვისას, ხელთათმანებიანი ხელებით ბერეტასთან მოპყრობა ძნელია და მცველი კიდე უფრო მოუხერხებელი ხდება.

მდგრადობა ექსპლუატაციიის მიმართ გულისხმობს გამძლე კოსნტრუქციას, გამძლე დარაფვას, გამძლე მჭიდებს, რომლებიც უძლებენ პრაქტიკულ ვარჯიშებს და ამით გამოწვეულ დატვირთვას, ანტიკოროზიულ თვისებებს და უნარს იმუშაოს მინიმალური მოვლის პირობებშიც კი (აბსოლუტური უმეტესობა მესამე და მეორე თაობის საბრძოლო პისტოლეტების ზეთს საერთოდ არ საჭიროებს საიმედო ფუნქციონირებისათვის). იარაღის ფოლადის ნაწილები უნდა იყოს დაფარული მდგრადი ანტიკოროზიული დაფარვით. ქრომირებული ლულა პლუსია მაგრამ არა გადამწყვეტი ვინაიდან ზოგი კომპანია იყენებს მეტალის ზედაპირის დამუშავების ისეთ თექნოლოგიას, რომელიც ასევე მშვენივრად იცავს ლულის არხს ცვეთისგან, ნესტისგან და დენთის წვის პროდუქტების ზემოქმედებისგან.

სამიზნე მოწყობილობები არის პისტოლეტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. პისტოლეტის ეფექტური სროლის მანძილი ძალზედ შეზღუდულია, ხოლო ზუსტი და სწრაფი სროლა პისტოლეტიდან ძალიან რთულია. თუ პისტოლეტი არ არის აღჭურვილი ადეკვატური სამიზნე მოწყობილობებით მისი ეფექტურობა კიდე უფრო მცირდება. ასევე ეს კრიტერიუმი გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში სხვა ტიპის სამიზნე მოწყობილობების დაყენების საშუალებას, პისტოლეტის გადაკეთების გარეშე, ანუ მოხსენი ძველი – დააყენე ახალი.

 საბრძოლო პისტოლეტი უნდა იყოს ზუსტი და აძლევდეს მსროლელს საშუალებას ისროლოს ხელმისაწვდომი ვაზნებით ქირურგიული სიზუსტით 15 მეტრის მანძილზე (ე.წ. Brain Shot) და გარანტირებულად მოარტყას სილუეტს 50 მეტრის მანძილზე.  იდეაში აღნიშნული უნდა შეძლოს მსროლელმა ხოლო იარაღმა უნდა მისცეს მას ასეთი სროლის საშუალება. რა თქმა უნდა სიზუსტეზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ერთია თანდაყოლილი სიზუსტე და როგორ ისვრის პისტოლეტი დაზგიდან და მეორეა როგორ ისვრის პისტოლეტიდან კონკრეტული მსროლელი, აქ როლს თამაშობს სამიზნე მოწყობილობების ფორმა, სასხლეტი და ა.შ. ამრიგად სიზუსტის მოთხოვნა უკავშირდება არა მარტო პისტოლეტს არამედ ასევე მის მფლობელს. საჭირო სიზუსტე უნდა მიღწეულ იქნას იმ ვაზნებით, რომლებიც ყველაზე ხელმისაწვდომია მსროლელისთვის.

იარაღი უნდა გამოირჩეოდეს კარგი სროლისუნარიანობით. რა არის ეს სროლისუნარიანობა? ან მოდით ვიკითხოთ რისგან შედგება კარგი სპორტული აავტომობილი? ძრავი სხარტად რეაგირებს აქსელერატორის დაჭერაზე, მანქანა კარგად უხვევს, არ იქნევს ტრაკს და არ იხრება ზედმეტად მოსახვევებში, კარგად კრიფავს სიჩქარეს, ეფექტურად ამუხრუჭებს, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა არ ირთვება ზედმეტად ადრე. რითი მიიღწევა ეს ყველაფერი? ბალანსით, დაბალი სიმძიმის ცენტრით, განიერი შასით, ძლიერი ძრავით, რომელიც შეესაბამება მანქანის წონას, აგრეგატების ისეთი განლაგებით რომ წონა იყოს თანამბრად გადანაწილებული და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ქმნის ჯამში კარგ სპორტულ მანქანას რომლის სწრაფად ტარება სიამოვნებას განიჭებთ. ზუსტად ასეთი ელემენტები გააჩნია პისტოლეტს, რომლის წყალობითაც პისტოლეტიდან სროლა და ვარჯიში სხვადასხვა ტაქტიკური სცენარების იმიტაციით არის ადვილი და სასიამოვნო. პისტოლეტი ადვილად და სწრაფად იტენება, სწრაფი სროლისას იარაღი კარგად კონტროლდება და სწრაფად თითქოს თავისით ბრუნდება დამიზნების ხაზზე.   ამის მისაღწევად მართვის ელემენტები უნდა იყოს ადვილად მისაწვდომი და არ ითხოვდეს მეორე ხელის დახმარებას ან იარაღის ჭერის მნიშვნელოვნად შეცვლას, ტარის ნაწილი რომელშიც თავსდება მჭიდი უნდა იყოს განიერი რომ თუნდაც სიბნელეში მჭიდი ადვილად „შეაგდოთ“ იარაღში, ლულის ღერძი უნდა იყოს დაბალი, რომ იარაღი არ დახტოდეს, ტარის კუთხე უნდა უზრუნველყოფდეს პისტოლეტის ბუნებრივ ჭერას ისე რომ გასროლის შემდეგ ის ადვილად/ბუნებრივად ბრუნდებოდეს სამიზნეზე, სასხლეტი არ უნდა იყოს ძალიან მძიმე და ძალიან მსუბუქი, არც ძალიან გრძელი და არც ძალიან მოკლე სვლით, უნდა გაძლევდეთ საშუალებას მიაღწიოთ მის მოულოდნელ გააქტიურებას (ე.წ surprise break) ისე რომ მიზანი არ აგერიოთ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. პისტოლეტი უნდა იყოს მოხერხებული  როგორც სროლაში ასევე დაბრკოლებების აღმოფხვვრაში. მჭიდი ისე უნდა იჯდეს ტარში, რომ ადვილი იყოს მისი ამოძრობა თუ მოხდა ორმაგი მიწოდება. ალბათ ყველაზე პირველ საბრძოლო პისტოლეტს,  ”პარაბელუმს”, ტყვილა არ აქვს მჭიდის ქუსლის ასეთი სპეციფიური ფორმა. მის შემქნელი ათვითცნობიერებდა პრობლემებს რომლებიც მოყვებოდა ავტომატიკის ასეთი სქემის გამოყენებას და ისე შეასრულა მჭიდი რომ დაბრკოლების შემთხვევაში მისი ამოძრობა იქნებოდა შედარებით ადვილი. ასევე მაგალითად საექსტრაქციო ფანჯარა უნდა იყოს დიდი, რომ მასრამ დაბრკოლების გარეშე დატოვოს სავაზნე. საკეტი უნდა იძლეოდეს საშუალებას მას კარგად მოკიდოთ ხელი რომ მეტი ძალა დაატანოთ და გახსნათ ის თუ მოხდა მიწოდებისას ვაზნის გაჭედვა. პისტოლეტს არ უნდა ქონდეს ბასრი კუთხეები, რომ სტრესულ ვითარებაში გაჭედილ პისტოლეტთან ჭიდაობისას არ დაიზიანოთ ხელი. კარგი სროლისუნარიანობა უნდა გამოიხატებოდეს იმაში რასაც ქვია საბრძოლო სიზუსტე (combat accuracy). ზუსტი განმარტება ამ ტერმინის არ არის მაგრამ ჩემი აზრით ამაში იგულისხმება რომ მსროლელმა უნდა შეძლოს სტრესის პირობებში მაქსიმალურად სწრაფად მოათავსოს ტყვიები 15 სმ-ან ჯგუფში, იპოვოს ბალანსი სიზუსტესა და სიწრაფეს შორის.  15 სმ-ნი ზღვარი გაძლევთ გარანტიას, რომ მოწინააღმდეგს მოხვდება ტყვიები მასის ცენტრში, იდგება ის პირდაპირ თუ გვერდით თქვენს მიმართ. თუ იარაღი კარგი სროლისუნარიანობით გამოირჩევა, სისწრაფე იქნება მაღალი საბრძოლო სიზუსტის შენარჩუნებით ანუ პისტოლეტი იქნება უფრო ეფექტური იარაღი.

მე ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული ღირდა თუ არა სროლისუნარიანობის შეყვანა კრიტერიუმების სიაში ვინაიდან ამ კრიტერიუმის შეფასება ობიექტურად ძალიან ძნელია, მაგრამ ეს “8 კრიტერიუმის კონცეფცია” არის ჩემი პირვლი მცდელობა მოთხოვნების და შეფასების სისტემის ჩამოყალიბების და შეიძლება მომავალში მე ის შევცვალო, გავაუმჯობესო ან ამას გააკეთებს ვინმე სხვა, ჩემზე უკეთესად.  ბლოგზე მომავალი ტესტირებები საბრძოლო პისტოლეტების განხორციელდება ამ კრიტერიუმების გამოყენებით. ეხლა მხოლოდ დავამატებ რას არ აქვს მნიშვნელობა და რა არ უნდა იყოს საბრძოლო პისტოლეტზე. არ აქვს მნიშვნელობა ჩარჩო პოლიმერის არის თუ ფოლადის, ორივეს აქვს თავისი პლუსები და მინუსები და მსროლელმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. არ აქვს მნიშვნელობა კალიბრს იქნება ის 9მმ ლუგერი თუ 10მმ აუტო, თუ მსროლელს არ აქვს პრობლემა იარაღის კონტროლის სწრაფი სროლის დროს.  რაც შეეხება იმას რაც არ უნდა იყოს საბრძოლო პისტოლეტზე ეს არის ტარის მცველი, რომელზეც უკვე გიამბეთ და კომპენსატორი.  საბრძოლო პისტოლეტი ისედაც გაბარიტული და საკმაოდ მძიმე არის და არანაირი საჭიროება კომპენსატორის გამოყენების არ არის. კომპენსატორი გარკვეულ პლიუსებთან ერტად გააჩნია გარკვეული ტაქტიკური შეზღუდვები, როგორიც არის მაღალი გასროლის ხმა, ლულის ალი და სახესთან ახლოს გასროლისას შესაძლებელია თვალების დაზიანება ან დენთის აირების დარტყმის ტალღის მიღება სახეში რაც დაგაბნევთ და მიზანს აგირევთ. კომპენსატორის ადგილია მხოლოდ სპეციალიზირებულ ან სპორტულ პისტოლეტებზე.

ბოლოს მინდა გაგაფრთხილოდ რომ საბრძოლო პისტოლეტს აქვს ერთი დიდი პრობლემა. ფასი. საბრძოლო პისტოლეტი არ შეიძლება ღირდეს იაფი. ზოგი გაიფიქრებს კი მაგრამ გლოკი? დიახ გლოკი ძალიან კარგი იარაღია მაგრამ ქარხნულ კომპლქტაციაში ის არ არის კარგი საბრძოლო პისტოლეტი. ისევე როგორც უმეტესობა სხვა საბაზისო მოდელები პოპულარული პისტოლეტების. იმისთვის რომ იარაღი ღირდეს იაფი, პისტოლეტები კომპლექტება ორი ან ზოგჯერ სულაც ერთი მჭიდით, ძალიან არასრულყოფილი სამიზნე მოწყობილობებით. ასეთი საბაზისო მოდელები გამოდგება თავდაცვისთვის და მარტივი ვარჯიშებისთვის, მაგრამ ყველა მათგანი რეალურად არის კარგი პლატფორმა მართლაც კკარგი საბრძოლო პისტოლეტის შესაქმნელად. რა თქმა უნდა საბრძოლო პისტოლეტი ვერ შეიქმნება იაფფასიანი იარაღისგან. გლოკი, სმიტ&ვესონი, ზიგ ზაუერი, სხვა კარგი რეპუტაციის მქონე მწარმოებლის მოდელები, როგორც წესი არის მაღალი ხარისხით შესრულებული იარაღები დიდი რესურსით რომელთა მოდიფიცირება ადვილია, არც ისე ძვირია და ყოველთვის კარგი შედეგი იქნება. 700 ლარიანი ბულგარული „არკუსი“ ალბათ არ იქნება კარგი კანდიდატი საბრძოლო პისტოლეტის როლზე მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შიშველ ხელებს ქვაც ჯობია. მოერიდეთ იარაღს რომელსაც ინსტრუქციაში უწერია რომ ჭირდება რაღაც რაოდენობა გასროლების სანამ ის დაიწყებს საიმედოთ მუშაობას. საბრძოლო პისტოლეტი უნდა იყოს საიმედო პირდაპირ კოლოფიდან ამოღების შემდეგ.

მაგალითად მე მქონდა ბედნიერება მქონოდა შესანიშნავი საბრძოლო პისტოლეტი, H&K USP Expert .40S&W. განსხვავებით ტიპიური და პოპულარული საბაზისო მოდელებისგან ამ პისტოლეტს გააჩნდა მჭიდები ფოლადის სქელი ქუსლებით რომლებიც ბეტონზე ათას დავარდნას უპრობლემოდ გაუძლებდნენ. პოლიმერის ჩარჩო აღჭურვილი იყო ფოლადი „ძაბრით“ რაც უზრუნველყოფდა ზესწრაფ მჭიდის გამოცვლას. ლულაზე მოთავსებული იყო რეზინის რგოლი რომელიც აფიქსირებდა ლულას საკეტთან მიმართებაში და უზრუნველყოფდა სტაბილურად მაღალ სიზუსტეს. პისტოლეტს ეყენა შესანიშნავი რკინის რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები და „ხეკლერ&კოხის“ „საასპარეზო“ სასხლეტი.  „ექსპერტი“ არის საბრძოლო პიისტოლეტი პირდაპირ ყუთიდან და ფასიც აქვს შესაბამისი. მე არ ვიძახი რომ ყველა საბაზისო მოდელის პისტოლეტი საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, მაგრამ როგორც წესი უმეტესობა არის კომპრომისი საბრძოლო თვისებებსა და ფასს შორის და აბსოლუტური უმეტესობა აღჭურვილია არადაკმაყოფილებელი სამიზნე მოყწობილობებით.

1.htm222

სამწუხაროდ ყველაზე პოპულარული სამიზნე მოწყობილობების ვარიანტი საბაზისო მოდელებზე არის ყველაზე ცუდიც. ერთი ზომის სამი ერთი (თეთრი) ფერის წერტილი. სწრაფი დამიზნებისას ცუდი ხილვადობის დროს ერთნაირი წერტილები ირევა ერთმანეთში.   

ჩვენი ტესტი – SCCY CPX-1

Wednesday, May 27th, 2015

რა არის საჭირო იმისთვის რომ შექმნა კარგი პისტოლეტი? პირველ რიგში უნდა ქონდეს წარმოდგენა რა მოდა და ტრენდები არსებობს იარაღის ბაზარზე, რაზე არის მოთხოვნა. თუ შენ გინდა შეტენო სახელმწიფოს შენი ქმნილება და ამისთვის იყენებ ყალბ პატრიოტულ ნოტებს და ძამკაცებს კაბინეტებში შენ ვერ შექმნი კარგ პისტოლეტს. მეორე რიგში თუ შენ კარგად უნდა გესმოდეს საწარმოო პროცესები ანუ უნდა იყო მექანიკოსი, ინჟინერი, სასურველია გატაცებული ავიაციით, თუ აქამდე იყავი სასტუმროს მენეჯერი და იარაღი სურათებზე გინახავს შენ არაფერი გამოგივა. მესამე რიგში უნდა გამოიყენო აპრობირებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებები და ხარისხიან მასალები.  ასეთ შემტხვევაში დიდი ალბათობით შენ შექმნი კარგ, კომერციულად წარმატებულ პროდუქტს. ამერიკული კომპანია SCCY Industries-ის დამფუძნებელი, ჯო რობაკი სწორედ ასეთი კაცი აღმოჩნდა. ავიაციის ფანატი, დეტალების დამზადების სპეციალისტი და იარაღის მოყვარული ის პრაქტიკულად შემთხვევით აღმოჩნდა იარაღის წარმოების ბიზნესში.  მას თავიდან დაუკვეთეს დაზგების და მოწყობილობების მიწოდება ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებლისთვის მაგრამ ჯო “გადააგდეს” და მან გადაწყვიტა თავად დაეწყო იარაღის წარმოება მის განკარგულებაში დარჩენილი დაზგებით. თავის კომპანიას მან დაარქვა SCCY (თავიდან SKKY) რაც იკითხება, როგორც „სკაი“ ანუ ცა, მინიშნება ჯო რობაკის ავიაციით გატაცებაზე.

sccyplant

ასე გამოიყურება კომპანიის წარმოება, რომელიც არანაირად არ გავს სარდაფში მოწყობილ კუსტარულ სახელოსნოს. კომპანია მდებარეობს დაიტონაში, ფლორიდას შტატში, ცნობილი სარბოლო ტრასის დაიტონა 500-ის მახლობლად. სურათების წყარო TFB

ამჯერად კომპანია უშვებს ორი მოდელის 9მმ-ან კომპაქტურ პისტოლეტს CPX-1 და CPX-2. განსხვავება მათ შორის არის მხოლოდ მექანიკური მცველის არსებობა პირველ მოდელზე და შესაბამისად მისი არ არსებობა მეორე მოდელზე. აღწერილობის თანახმად მცველის არ არსებობა მეორე მოდელზე კომპენსირდება გგრძელი და მძიმე სასხლეტით, რომელიც უნდა ვივარაუდოთ არის უფრო მძიმე ვიდრე პირველ მოდელზე. ვივარაუდოთ იმიტომ, რომ ტესტირებისტვის ჩვენ გვაქვს მოდელი CPX-1 აღჭურვილი მექანიკური მცველით რომელიც თან ორმხრივია. ყველაფერი ზამბარებისა და პოლმერის ჩარჩოს გარდა მზადდება უშუალოდ კომპანიაში. საკეტი მზადდება ფრეზირების მეთოდით რაზ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საბოლოო პროდუქტს და დიდ რესურსს. თავდაპირველად იგეგემბოდა ზუსტი ჩამოსხმის მეთოდით (MIM) დამზადებული საკეტის გამოყენება მაგრამ ბოლოს გადაწყდა საკეტის ფრეზირებით დამზადება. ასეთი ტიპის პისტოლეტის წარმოებით შესვლა იარაღის ბიზნესში განპირობებული იყო იარაღის შეძენის და ტარების რეგულაციების ლიბერალიზაციით რამაც წარმოშვა უდიდესო მოთხოვნა კომპაქტურ მაგრამ ძლიერ იარაღზე. 

sccy5

ჩვენი ტესტირების ობიექტი CPX-1, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული საკეტით, ასევე ხელმისაწვდომია მოდელი „შავი“ (ნიტრიდით დაფარული) საკეთით.

პისტოლეტი მოხვდა გაყიდვაში 2005 (სხვა ინფორმაციით 2003) წელს და მთლიანობაში პოზიტიური გამოხმაურებები დაიმსახურა პროფილურ პრესაში და ინტერნეტ რესურსებზე. რაც შეეხება პისტოლეტი კონსტრუქციას ის პისტოლეტი იყენებს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ ჩაკეტვის სქემას, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ ლულას კლასიკური ხრახნებით (ლულის სიგრძე 77მმ), იკვებება ორრიგიანი მჭიდიდან (ერთ რიგიანი ვაზნების გამოსვლით), რომელშიც ეტევა 10 9×19 Luger კალიბრის ვაზნა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია პისტოლეტისთვის რომელიც სულ რაღაც 425 გრამს იწონის. პისტოლეტს კომპლექტში ორი მჭიდი მოყვება და ორივე მჭიდი კომპლექტებდა ორი ტიპის ხუფით, მოკლეთი და გრძელით ნეკა თითის დასადებად. პისტოლეტის ასეთი დაბალი წონა განპირობებულია პლასტმასის ჩარჩოში ჩასმული ალუმინის ქვე-ჩარჩოს გამოყენებით. ეს ერთადერთი პისტოლეტია ჩემთვის ცნობილი, რომელიც იყენებს ქვე-ჩარჩოს ალუმინისგან. შესაბამისად პისტოლეტის სერიული ნომერი მხოლოდ ქვე-ჩარჩოზეა (უკანა მხარეს) დატანილი რაც გულისხმობს რომ შესაძლებელია სხვადასხვა ფერის (ან გაუმჯობსებული მოდელის) დამატებითი ჩარჩოს თავისუფლად შეძენა და დაყენება. კომპანია ამჯერად უშვებს შავ, ყავისფერ, თეთრს და მანდილოსანი მსროლელებისთვის ვარდისფერი ფერის ჩარჩოებს. პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი (მხოლოდ ორმაგი მოქმედების) არის ზემარტივი, იყენებს დამალულ (დახურული ტიპის) ჩახმახს და ტარში განთვსებულ საბრძოლო ზამბარას. დამრტყმელი პისტოლეტში არის ინერციული რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების საჭირო დონეს.  პისტოლეტის მექანიზმი ძალზედ მარტივია და ძნელად წარმომიდგენია რა შეიძლება გამოვიდეს მანდ მწყობრიდან. თუ ასეთი რამე მოხდა, დეტალების მარტივი გეომეტრიის გამო მათი დამზადება არ უნდა იყოს პრობლემა. ცხადია ტექ. მომსახურების ეს პრობლემა  მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არის აქტუალური, ხოლო აშშ-ში ამ პისტოლეტის მყიდველებს ექნებათ ფუფუნება ისარგებლონ უპირობო სამუდამო გარანტიით. უფრო მეტიც, კომპანია იღებს ვალდებულებას უფასოდ მიაწოდოს ახალი პისტოლეტი იარაღის მოპარვის შემთხვევაში თუ მფლობელი წარმოადგენს პოლიციის მიერ შედგენილ ოქმს, რომელიც დაადასტურებს ქურდობის და პისტოლეტის დაკარგვის ფაქტს. როგორ გგონიათ ყველაფერი ამის შემდეგ რაც მოგიყევით რა იქნბა ამ პისტოლეტის ფასი? ჩრდილო ამერიკაში ის ღირს 290 დოლარი, ხოლო ქუჩის ფასი არის დაახლოებით 220 დოლარი. ჩემი აზრით ყველაფერი ეს ადასტურებს რომ იარაღის წარმოება აშშ-ში არ მოკვდა და არ არის მხოლოდ მსხვილი კორპორაციების ხელში. ამ ქვეყნაში ჯერ კიდევ შესაძლებლია კარგი და იაფი იარაღის წარმოება, 100% ამერიკულის, ყოველგვარი ჩინეთში თუ ბანგლადეშში წარმოებების გადატანის გარეშე  ორი კაპიკის დაზოგვის მიზნით. რამდენადაც მე გამოვიკვლიე კლიენტების მომსახურება უმაღლეს დონეზეა და საგარანტიო პირობები უნაკლოდ და დროულად სრულდება. როგორც უნდა იყოს მიღებული, კომპანია გულისყურით უსმენს მოხმარებლების ხმებს და საჭიროების შემთხვევაში ხვეწავს იარაღს. წლების განმავლობაში რაც პისტოლეტი იწარმოება, მისი კონსტრუქცია იხვეწებოდა და მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მთლიანობაში დადებითად აისახებოდა პისტოლეტის რესურსზე და საიმედოობაზე. ყველა ცვლილების ჩამოთვლას აზრი არ აქვს, დაიხვეწა მცველის კონსტრუქცია, დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი უფრო მყიფე ფოლადისგან მზადდება, პინების დიამეტრი გაიზარდა რომ სროლისას არ დაძრულიყო ადგილიდან და ასე შემდეგ. დღევანდელი პისტოლეტები გაცილებით უფრო უკეთესი იარაღებია ვიდრე პირველი წლების პროდუქცია. პისტოლეტში შესაძლებელია +P კატეგორიის ვაზნების შეზღუდულად გამოყენება, რაც ასევე დადებითად ახასიათებს ამ იარაღს.

sccy1

კომპლექტში პისტოლეტს მოყვება ორი მჭიდი შესაცვლელი ხუფებით, ძალზედ დეტალური ინსტრუქცია (სადაც სათადარიგო ნაწილების ფასებიც არის მითითებული) და საკეტი ორი გასაღებით, რომელიც მაგრდება ჩარჩოზე და კეტავს სასხლეტს. (სურათზე ადრინდელი მოდელია). 

პისტოლეტი ადვილად იშლება, გადახსენით და დააფიქსირეთ საკეტი ღია მდგომარეობაში, გამოწიეთ გარეთ მასრის საშუალებით საკეტის შემაკავაბელი ღერძი, გაათავისუფლეთ საკეტი და მოხსენით ის ჩარჩოს, ამოიღეთ ზამაბარა და მისი ღერძი და შემდგომ განაცალკევეთ ლულა და საკეტი. პისტოლეტი მზად არის გასაწმენდად. აწყობა პირიქით ხდება. დაშლილი პისტოლეტი შიგნიდან კარგად გამოიყურება, დამზადებულია სუფთად და ხარისხიანად. ალუმინის ქვეჩარჩო დამზადებულია იგივე მასალიდან და ზედაპირის დამუშავების სტანდარტით რაც კარაბინი M4.

sccy1

გასაწმენდად დაშლილი CPX-1

CPX-1-საც აქვს გარკვეული თავისებურებები, როგორც ნებისმიერ იარაღს. ნეტში არსებული ინფორმაციით, როგორც ჩანს ამ პისტოლეტს არ უყვარს ვაზნები რკინის მასრებით და მათი გამოყენებისგან უნდა თავი შეიკავოთ. ინსტრუქციის მიხედვით პისტოლეტის გატენვისას უნდა გახსნათ საკეტი, მოათავსოთ მჭიდი შიგნით და დახუროთ საკეტი. რატომ არის ასეთი ალგოროთმი მითითებული მე არ ვივი. დახურულ საკეტზეც მჭიდი უპრობლემოდ თავსდება იარაღში მაგრამ ხელით ვაზნის მიწოდებისას რაღაც მომენტში საკეტს თითქოს უჭირს დახურვა, თითქოს ვაზნა რაღაცას ედება მაგრამ, არც ერთხელ მასრის მიწოდების პროცესი არ შეფერხდა, არც ხელით გადატენვისას და არც სროლის დროს.

sccy2

პისტოლეტი საკმაოდ სუფთად არის შესრულებული, არ ეტყობა ინსტრუმნტების კვალი, დეტალები კარგად არის მორგებული. 

გადავიდეთ უშუალოდ პისტოლეტის საბრძოლო თვისებების შეფასებაზე. პისტოლეტი არ არის თხელი, მაგრამ ბუმბულივით მსუბუქია. ხელში ის კარგად ზის, თუმცა მცველი ხელს ედება ორივე მხრიდან და მიუხედავად იმისა, რომ ნეტში იყო აღწერილი შემთხვევები რომ მცველი ამის გამო სროლის დროს თავისით ირთვებოდა, ჩვენ ასეთ პრობლემას არ გადავაწყდით არა და ორივე მსროლელს საკმაოდ დიდი ხელები გვაქვს. პისტოლეტის მართვის ელემენტები ადვილად მისაწვდომია, საკეტის შემაკავებელი, მჭიდის ღილაკი და მცველი ადვილად მისაწვდომია ისე რომ პისტოლეტის ჭერა შესაცვლელი არ არის. სამიზნე მოწყობილობები ფოლადისგან არის დამზადებული და წარმოადგენს კლასიკური კონსტრუქციის წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობას თეთრი კონტრასტული წერტილებით. სამიზნე მოწყობილობები აბსოლუტურად ადეკვატურია ამ იარაღისთვის. როგორც უკვე ავღნიშნე დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედების არის, გრძელი და შედარებით მძიმე სვლით და ასეთივე გრძელი რესეტით, რომელიც ითხოვს მიჩვევას. სროლა ამ პისტოლეტიდან იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი. დავიწყოთ იმით, რომ პისტოლტი იყო კარგად მისროლილი. მოხვედრის წერტილი იყო 5-8 სმ-ით უფრო მაღლა ვიდრე დამიზნების წერტილი მაგრამ მე მომწონს ასეთი მისროლა, იმიტომ რომ სროლისას ცდილობ დაინახო სამიზნე და მისი მოქმედებები და ამიტომ უჭერ ოდნავ დაბლა რომ ხედავდე რას უმიზნებ, ხოლო ნასროლი ტყვიები ხვდება იმას რასაც უყურებ. კიდევ ერთი სიურპრიზი იყო სასხლეტი, რომელიც არის იდეალური ასეთი ტიპის სასხლეტისთვის და საუკეთესო მხოლოდ ორმაგი მოქმედების სასხლეტი რაც მე შემხვედრია. გრძელი მაგრამ აბსოლუტურად ერთგვაროვანი, მსუბუქი (არანაირი სიმძიმე არ ეტყობა) და ჩახმახის გათავისუფლება ხდება მოულოდნელად და უცბად. შედეგად პისტოლეტიდან ადვილია ზუსტი სროლა ნებისმიერ პრაქტიკულ მანძილზე. მიჩვევას ითხოვს გრძელი რესეტი მაგრამ ორი სამი მჭიდის შემდეგ სწრაფი სროლა ადვილდება. დაბალი მასიდან გამომდინარე პისტოლეტი საგრძნობლად გირტყავთ ხელში და დარტყმის ძალა მოდის ხელის ზედა ნაწილზე. 4-5 მჭიდის შემდეგ ადგილი დიდ და საჩვენებელ თითს შორის საგრძნობლად გაწითლდა. უკუცემა არის ხისტი მაგრამ არა აუტანელი ხოლო ლულის დაბალი ღერძის და ერგონომიული ტარის გამო, სწრაფი დაყოლილი გასროლების წარმოება ადვილია. არავინ არ აპირებს ამ პისტოლეტიდან გრძელ 300-400 გასროლიანი მატჩებში მონაწილეობას, ეს არის თავდაცვითი იარაღი და ხისტი უკუცემა აქ მეორადი მნიშვნელობის არის. მთავარია გასროლის შემდეგ პისტოლეტი მალევე ბრუნდება სამიზნეზე, დამიზნებაც არის ადვილი. ასევე ორ რიგიანი მჭიდის ტარში მოთავსებაც უფრო ადვილია, საკეტიც ადვილად მოძრაობს, იარაღი ღრმად ზის ხელში. მასრების ექსტრაქცია პოზიტიურია მაგრამ ერთი ცალი საკმაოდ დიდი ძალით მომხვდა თავში, სწორედ ამიტომ სროლისას ყოველთვის ატარეთ დამცავი სათვალე….

sccytarget

სიტყვებს სურათები ჯობია. ასეთი სიზუსტე მივიღეთ ჩვენს განკარგულებაში არსებული CPX-1-დან 124 გრანიანი „მაგტექის“ ვაზნების გამოყენებით. სროლის დროს არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ჰქონდა. ისე ნუ შეგაშინებთ რამდენიმე დაბრკოლება პირველ 50-100 გასროლაზე, ასეთი პატარა პისტოლეტები ხანდახან საჭიროებენ  გარკვეული  რაოდენობის გასროლას რომ 100% საიმედოთ იფნქციონირონ შემდგომში.  

მთლიანობაში პისტოლეტმა ძალიან ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებები დატოვა, შეიძლება ასეთი ნასიამოვნები დავრჩით იმის გამო რომ დაბალფასიანი იარაღისგან არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდით. არ ვიცი მაგრამ CPX-1-ის სროლისუნარიანობა ჩემგან მაღალ შეფასებას იმსახურებს, განსაკუთრებით ორჯერ უფრო ძვირს ბერეტა ნანოსთან შედარებით, რომელიც სულ ახლახანს მიმოვიხილეთ. CPX-1-ს აკლია ის დახვეწილობა დეტალებში რაც ბერეტას ახასიათებს მაგრამ სამაგიეროდ სროლისუნარიანობით ჩემი აზრით CPX-ი უკეთესია და ნაკლებ დროს საჭიროებს მისაჩვევად ხოლო მიჩვევას პირველ რიგში საჭიროებს გრძელი რესეტი. პისტოლეტი ესთეტიურად ლამაზია, არ არის უშნო იარაღი, თუმცა დიზაინი ალბათ ყველას არ მოეწონება. ნაკლი შეიძლება იყოს პისტოლეტის სისქე (25მმ), რომელიც კომპენსირდება შედარებით დიდი ტევადობის მჭიდით და დაბალი მასით. თავიდან იარაღს ქონდა თავისი წილი პრობლემების, როგორც ყველა ახალ იარაღს მაგრამ CPX-1/2 მუდმივად იხვეწება და შესაძლებელია იარაღი რომელსაც იყიდით თქვენ ხვალ უფრო უკეთესი გამოდგეს ვიდრე ის რომელიც გვაქვს ეხლა ჩვენ ტესტირებისთვის. დიახ როგორც უკვე მიხვდით ეს იარაღი იყიდება თბილისში და მისი ფასი 900 ლარს შეადგენს. ასეთ ფასად შესაძლებელია მხოლოდ თურქული პისტოლეტების შეძენა, რომლებს შორის სუბ-კომპაქტური მოდელი არ არის ან ბრაზილიური ტაურუსის ფირმის პისტოლეტების არჩევა რომელთა ფასიც 900-დან 1400 ლარამდე მერყეობს. რა გითხრათ, ჩემი პირადი აზრით „დამზადებულია აშშ-ში“ უკეთესია ვიდრე „დამზადებულია ბრაზილიაში“.

მიუხედავად ძალზედ პოზიტიური შთაბეჭდილებებისა ოლოს მე მაინც ვალდებული ვარ გარკვეული გაფრთხილება გავაკეთო. ჩემი აზრით ეკონომია იმაზე რაზეც სიცოცხლეა დამოკიდებული უაზროა მაგრამ როგორც ერთმა კმაყოფილმა მყიველმა დაწერა კომენტარებში ერთ-ერთ საიტზე, მე ხუთი შვილი მყავსო შესანახი და მადლობელი ვარო რომ სულ რაღაც ორას დოლარად ვიყიდე კარგი მუშა იარაღიო.  ყოველთვის როდესაც ყიდულობთ იარაღს დაბალ ფასიანი სეგმენტიდან და თან სუბკომპაქტს ძლიერ ვაზნაზე, უნდა გაითვალისწინოთ რომ როგორც წესი გამოხმაურებები იქნება განსხვავებული, დაწყებული: “ვახ ეს რა მაგარი იარაღია კაპიკებში”; დამთვარებული: “არ იყიფოთ, იაფი ნაგავია!”. ჩემი გამოცდიელბა პირველ კატეგორიას განეკუთვნება. მაგრამ მე ასევე ვიცი რომ ასეთი კლასის იარაღებში ცუდი რეპუტაციის მოდელები უფრო ბევრია ვიდრე კარგი. ასევე ჩემი აზრით მიუხედავად ფასისა და მწარმოებლისა ეს იარაღი არ არის ყველაფრის მჭამელი როგორც სრული ზომის ან კომპაქტური პისტოლეტები. ასე რომ ყურადღებით უნდა იყოთ და დარწმუნდეთ რომ იარაღი მუშაობს იმ ვაზნებთან, რომელიც ხელმისაწვდომია. თუ დარწმუნდით რომ იარაღი ინელებს კონკრეტული მწარმოებლის ვაზნას  შეეცადეთ შექმნათ შერჩეული ბრენდის ვაზნების მარაგი.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: SCCY CPX-1 არის ბიუჯეტური პისტოლეტი შესანიშნავი დამზადების ხარისხით. ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი კლასში, რომელიც იტევს 10+1 9მმ-ან ვაზნას. მცველიანი მოდელით შესაძლებელია აბსოლუტურად უსაფრთხოდ 11 ვაზნის ტარება რაც შთამბეჭდავი საცეცხლე ძალაა ასეთ პატარა განარიტებში ჩასმული. პოლიმერის ჩარჩო, უჟანგავი ფოლადის საკეტი და ალუმინის ქვე-ჩარჩო მდგრადია კოროზიის და ცვეთის მიმართ. პისტოლეტი ასევე გამოირჩევა შესანიშნავი სიზუსტით, კარგი სროლისუნარიანობით და ერგონომიკით. ფასიდან გამომდინარე კი თბილისში მას უბრალოდ არ ყავს კონკურენტი.  მისი ძირითადი კლიენტი? ადამიანი რომელსაც უწევს იარაღის ტარება ყოველ დღე მაგრამ არ უნდა 2 000 ლარის გადახდა პრემიუმ კლასის სუბ-კომპაქტურ პისტოლეტში, გამომძიებლები მაგალითად  და ასევე ნებისმიერი ადამიანი ვისაც სურს პისტოლეტი ზედმეტად დიდი თანხის გადახდის გარეშე. მიუხედავად იმისა რომ ხანმოკლე ტესტირება არ იძლევა საშუალებას ზუსტი შეფასების და საჭიროა უფრო ხანგრძლივი გამოცდა, ნეტში არსებულ გამოხმაურებებზე დაყრდნობით ეს პისტოლეტი შეიძლება იყოს რეკომენდირებული შესაძენად იმათთვის ვინც შეზღუდულია ფულში. როგორც ყველა იარაღი დაბალი ფასების სეგმენტიდან, ვიდრე მას ანდობთ საკუტარ სიცოცხლეს უნდა დარწმუნდეთ რომ იარაღი მუშაობს ანუ რეკომენდირებულია იარაღის გასინჯვა და დარწმუნება რომ ის მუშაობს, ასეა თუ ისე 50-100 გასროლა იმ ვაზნით, რომელსაც აპირებთ რომ გამოიყენოთ არ აწყენს ახალ პისტოლეტს.

პს

CPX-1-ის უხეში ტესტის ვიდეო 

“უცნობი” ზიგ-ზაუერი

Tuesday, March 10th, 2015

pro3

წლების განმავლობაში ზიგ-ზაუერის ეს პისტოლეტი იყო ამ კომპანიის უფრო ძვირადღირებული პისტოლეტების ჩრდილში მოქცეული. შექმნილი, როგორც ამ კომპანიის პირველი პისტოლეტი პოლიმერის ჩარჩოთი, საკმაოდ თავისებური დიზაინით ის განსხვავბით ამ კომპანიის სხვა მოდელებისგან უნდა ყოფილიყო იაფი და შესაბამისად ხლმისაწვდომი  ყველასთვის. დასახელებული როგორც Sig Pro, ეს პისტოლეტი გაყიდვაში მოხვდა 1998 წელს. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი ბევრად უფრო იაფი ღირდა ვიდრე სხვა მოდელები, ის ისეთივე დახვეწილი და სრულყოფილი იყო როგორც ამ კომპანიის უფრო ძვირიანი მოდელები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს უფრო მეტი ოფციაც ქონდა. 1998 წელს უკვე შესაძლებელი იყო ამ პისტოლეტზე ფარნის დაყენება ისევე, როგორც მას გააჩნდა ცვლადი ტარის სახელური რაც იძლეოდა საშუალებას პისტოლეტი მორგებულიყი სხვადასხვა ზომის ხელზე. რა თქმა უნდა ის არ იყო პირველი პისტოლეტი, რომელსაც ასეთი ოფციები გააჩნდა, მაგრამ 1998 წელს ყველაფერი ეს უდაოდ ინოვაციური გადაწყვეტილებები იყო. SIG Pro თავიდან იყო გათვლილი მხოლოდ .40S&W-ზე და .357SIG-ზე მაგრამ მოგვაინებით გაჩნდა მოდელი კალიბრში 9mm Luger. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას დიდი მნიშვნელობა სულაც არ ქონდეს მაგრამ მე მომწონს როდესაც პისტოლეტი თავიდან დაპროექტებული იყო უფრო მძლავრ კალიბრზე ვინაიდან უფრო სუსტ კალიბრში მას თეორიაში უნდა ქონდეს გამძლეობის უფრო დიდი რესურსი. კალიბრების არჩევანს რაც შეეხება, მაშინ, 90-ის ბოლოს ითვლებოდა, რომ პირველი ორი კალიბრი გახდებოდა ძირითადი სამხედროებში და პოლიციაში და ამით იყო განპირობებული ასეთი არჩევანი, მაგრამ დღეს 2015 წელია და ჯერ არავინ არ აპირებს გამოცდილი 9მმ „ლუგერის“ ჩამოწერას. შესაბამისად პისტოლეტები ამ კალიბრზე გათვლილი დიდი მოთხოვნით სარგებლობენ.   როგორც უკვე აღვნიშნე, მრავალი წლის განმავლობაში ეს პისტოლეტი „ზიგ“-ის სხვა მოდელების ჩრდილში იყო და არც ჩვენ არ მიგვიქცევია მაგისთვის ყუარადღება იმ მიზეზის გამო, რომ ეს პისტოლეტი საქართველოში არც ისე ბევრია. მაღაზიებს ის არ შემოუტანიათ ალბათ ერთი 10 წელი და მეორადი იარაღების ბაზარზე ის ძალიან იშვიათად ჩნდება. სიმართლე გითხრათ პირადად მე არ მისი დიზაინი დიდად არ მომწონდა, ამიტომ განსაკუთრებულად არ დავეძებდი შეხვედრას ამ პისტოლეტთან. ასეა თუ ისე შეხვედრა შედგა და ამ შეხვედრის შედეგია ეს მოკლე მიმოხილვა.

pro2

ჩვენი ტესტირების ობიექტი, Sig SP2022. არსებობოს ამ პისტოლეტის კომპაქტური ვარიანტი CSP2022 და ასევე ორივე ხელმისაწვდომია საკეთით, რომელიც უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული.  

დავიწყოთ იმით, რომ გარკვეული გაუგებრობა არსებობს ამ პისტოლეტის სახელთან თავდაპირველად პისტოლეტს ერქვა SIG Pro, შემდეგ ის ოდნავ შეცვალეს და დაარქვეს 2009 და უკვე საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნბის გათვალისწინებით გაჩნდა ისევ ოდნავ სახეშეცვლილი მოდელი ამჯერად ინდექსით SP2022. მიუხედავად იმისა რომ პისტოლეტის სახელში არ ფიგურირებდა თავიდან სახელი ზაუერი, ცნობილია, რომ 2000 წლის შემდეგ მთელი საწარმოო ხაზი რომელიც ამ პისტოლეტს უშვებდა შვეიცარიიდან გადაიტანეს გერმანიაში ზაუერის წარმოებაში. შესაბამისად პირველ პარტიებს შეიძლება ქონდეთ წარწერა ჩარჩოზე, რომ ის დამზადებულია შვეიცარიაში (პირველი 50 000 ერთეული). ითვლება რომ ციფრი 20 პისტოლეტის ინდექსში გაჩნდა ფრანგული ტენდერის წინ, და ნიშნავდა რომ 20 წელი უნდა ყოფილიყო მისი „სიცოცხლის ციკლი“. რას ნიშნავს 20 წლიანი სიცოხლის ციკლი მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი. რამდენი ვაზნის გასროლა იგულისხმება ან რა უნდა მოუვიდეს იარაღს 20 წლის შემდეგ უცნობია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ იარაღი, რომელიც ხვდება სამართალდამცავების ან სამხედროების ხელში როგორც წესი გამოირჩევა ისეთი თვისებებით, როგორიც არის საიმედოობა, გამძლეობა და გამძლეობაში მე ვგულისხმობ იმას, რომ პისტოლეტი უძლებს ექსპლუატაციას რთულ  პირობებში. ცნობილია რომ პისტოლეტის ტესტირების პროცესში ფრანგებმა 460 000 ვაზნა ისროლეს სატესტო მოდელებიდან და როგორც ჩანს შედეგიდ კმაყოფილები დარჩნენ იმიტომ რომ 2003 წელს საფრანგეთმა შეიძინა სულ 250 000 ამ მოდელის პისტოლეტი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ერთჯერადი ასეთი ტიპის შესყიდვაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ  SP202-ს ფრანგულ ტენდერში კონკურენციას უწევდა Heckler&Koch-ის პისტოლეტი P2000, მაგრამ გაიმარჯვა გერმანულ-შვეიცარულმა ფირმამ, ვინაიდან ფრანგებმა მათ შორის მიიჩნიეს რომ ე.წ. LEM სასხლეტი P2000-ზე ნაკლებად მოსახერხებელი იყო ვიდრე კლასიკური ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი SP2022-ზე. გარდა ამისა „ზიგ-ზაუერმა“  შესთავაზა უფრო დაბალი ფასიც თავის პისტოლეტზე.

pro5

SIG Pro და SP2022. ადრინდელი მოდელები აღჭურვილი იყო არასტანდარტული აქსესუარების სამაგრით ჩარჩოზე, ხოლო დაახლოებით 2002 წლიდან ყველა SP2022 აღჭურვილია პიკატინის ტიპის უნივერსალური სამაგრით.

მიუხედავად იმისა რომ პისტოლეტს ეძახდნენ „პ226-ს ღარიბებისთვის“ (ის თითქმის ორჯერ ნაკლები ღირს ვიდრე P226) ამ პისტოლეტს აქვს ისეთი რამეები რაც არ გააჩნია უფრო ძვირიან „ზიგის“ მოდელებს. SP2022 მეტ წილად იმეორებს სხვა „ზიგების“ კონსტრუქციას, მართვის ელემენტები იგივე ადგილას არის განლაგებული, ჩაკეტვის სისტემა იგივეა, ასევე გამოყენებულია ზიგის ოთხ კომპონენტიანი დაცვის სქემა და სასხლეტიც იგივე კონფიგურაციის არის, მაგრამ დამატებით მას გააჩნია უნივერსალური პიკატინის სამაგრი, სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორი, ცვლადი სახელურები. როგორც სხვა პისტოლეტები SP2022-ის საკეტიც დაფარულია ზიგ-ზაუერის სტანდარტული დაფარვით, რომელსაც კომპანიაში “Nitron“-ს ეძახიან. არც ისე ცუდია ეკონომიური მოდელისთვის არა?

pro4

ტარის შიგნით ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია ტარის მოხსნა, მისი ქვევით ჩამოცურებით. ხეკმისაწვდომია სამი ზომის ცვლადი სახელური.

ყველაზე დიდი სხვაობა „ზიგის“ სხვა მოდელებისგან გარდა რა თქმა უნდა პოლიმერის ჩარჩოსა არის საკეტის შემაკავებელი, რომელიც კონსტრუქციულად იდენტურია კოლტის M1911-ის დეტალის. მან შეცვალა  ორი დეტალი 220 სერიის პისტოლეტში რომელშიც საკეტის შემაკავებელი და დასაშლელი ბერკეტი ცალ ცალკე იყო შესრულებული. ანუ ყველაფერთან ერთად SP2022 უფრო მარტივი კონსტრუქციისაც არის.  ასეთი ფორმის დეტალის გამოყნება ნიშნნავს რომ საკეტის შემაკავებელი განლაგებულია სხვა მწარმოებლის პისტოლეტებთან შედარებით უფრო უკან და სროლისას საჭიროა ისე გეჭიროთ იარაღი, რომ უნებლიეთ არ დაბლოკოთ საკეტი ღია მდგომარეობაში ან პირიქით მისცეთ მას საშუალება დარჩეს ღია მდგომარეობაში ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ. ვარჯიშისას მიაქციეთ ამას ყურადღება.

პირველი შთაბჭდილებები პისტოლეტის ხელში აღების შემდეგ საკმაოდ კარგია. SP2022 ტოვებს ხარისხიანად დამზადებული პისტოლეტის შთაბეჭდილებას. ტარის ტექსტურა საკმაოდ კომფორტულია და უზრუნველყოფს იარაღის კომფორტულ და საიმედო ჭერას. თითი ადვილად წვდება მართვის ყველა ელემენტს. სასხლეტი წააგავს ზიგ-ზაუერის სხვა პისსტოლეტების სასხლეტს რბილი ზომიერად მძიმე ერთგვააროვანი სვლით ორმაგი მოქმედების რეჟიმში და საკმაოდ გრძელი „რესეტით“ რაც ზიგ ზაუერის პისტოლეტებისთვის დამახასიათებელია. სასხლეტი არ ხრაშუნობს, არის ერთგვაროვანი, ის არ არის საუკეთესო რაც მე მინახია მაგრამ ცუდიც ნამდვილად არ არის. სასხლეტის წონა ორმაგ რეჟიმში არის 4.5-5 კილოგრამი და 2 კილოგრამი ერთმაგი რეჟიმისთვის. ყურადღებას იქცევს მაღალი საკეტი და ის რომ ხელში იგრძნობაა საკეტის სიმაღლე და სიმძიმე. ესთეტის ყურადღებას ეს ფაქტი მიიქცვს, მაგრამ საშუალო სტატისტიკურმა მომხმარებელმა შეიძლება ამას ყურადღება სულაც არ მიაქციოს. გაბარიტებით და მჭიდის ტევადობით SP2022 არის გლოკ 19-ის წონით კატეგორიაში. შედარებით მოკლე საკეტი და ლულა “მიერთებულია” სრული ზომის პისტოლეტის ტარზე, რომელიც იტევს ორ რიგიან 15 ვაზნიან მჭიდს.

როგორც, ყველა „ზიგ-ზაუერის“ პისტოლეტი, SP2022 არის უმაღლესი ხარისხით დამზადებული, რაც გამოიხატება პისტოლეტის საიმდოობაში და ძალიან მაღალ სიზუსტეში. პისტოლეტი იწონის 715 გრამს რაც არც ისე ცოტა არის ასეთი პისტოლეტისთვის  (შედარებისთვის გლოკ 19 იწონის მხოლოდ 590 გრამს) და ამიტომ ადვილად შთანთქავს უკუცემას. სროლა კომფორტულია და პისტოლეტი ზუსტია. სროლისუნარიანობის მხრივ SP2022 მაღალ შეფასებებს იმსახურებს. მაღალი ლულის ღერძი არ ქმნის პრობლემებს. ეს იარაღი არის საბრძოლო/თავდაცვითი იარაღი და არა სპორტული ინსტრუმენტი.

P1020819

სიზუსტე ხელიდან სროლისას 12 მეტრზე. (ორი ჯგუფი). გამოხმაურებები ნეტიდან ადასტურებენ ამ პისტოლეტის მაღალ სიზუსტეს. 

ზიგ-ზაუერი ყოველთვის იყენებდა ძალიან კარგ სტანდარტულ სამიზნე მოწყობილობებს თავის პისტოლეტებზე და ამ მხრივ SP2022 არ დაიჩაგრა. სტანდარტული სამიზნე მოწყობილოების გარდა SP2022-ზე ასევე ყენდება ღამის სამიზნე მოწყობილობები Sig-lite. ნებისმიერი სამიზნე მოწყობილობები, რომელიც განკუთვნილია P22X სერიის პისტოლეტებისთვის შეიძლება დაყენდეს SP2022-ზეც. შესაძლებელია როგორც უკანა ასევე წინა სამიზნე მოწყობილობის გამოცვლა.

pro6

პისტოლეტს ადრე მხოლოდ ერთი მჭიდი მოყვებოდა, რაც ასევე ფასის შემცირების მცდელობა იყო. პისტოლეტის მჭიდებს (ტევადობა 15 ვაზნა) ზიგ-ზაუერისთვის ამზადებს იტალიური კომპანია Mec-gar, რომელიც ამ საქმეში ცნობილი ავტორიტეტები არიან ამიტომ პისტოლეტის ამ დეტალისგან პრობლემებს არ უნდა ველოდოთ.  SP2022-ში მიდის მხოლოდ ამ პისტოლეტისთვის განკუთვნილი მჭიდები და არ მიდის „ზიგის“ სხვა მჭიდები რაც ცუდია.

პისტოლეტი ადვილად იშლება. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მოდულური კონსტრუქციის არის და ორი პინის ამოგდების შემდეგ შესაძლებელია ის მთლიანად მოხსნათ ჩარჩოს. ეს აადვილებს პისტოლეტის მექანიზმის უფრო დეტალურ წმენდას და ასევე აადვილებს საჭირო დეტალის გამოცვლას. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი წააგავს  P220 მოდელის პისტოლეტის ანალოგიურ მექანიზმს. ყურადღებას იქცევს დამაბრუნებელი ზამბარა, რომელიც არ არის გადაბმული ზამბარის ღერძთან რაც აფერხებს აწყობას მაგრამ ცხადია ეს უმნიშვნელო დეტაალია. პისტოლეტის ლულის სიგრძე არის 98მმ და მას კლასიკური ხრახნები აქვს. როგორც „ზიგის“ სხვა პისტოლეტებში სავაზნის ზედა ნაწილი გაპრიალებულია, ამიტომ არ ჩათვალოთ ეს დეფექტად. არ ვიცი ამზადებს თუ არა SP2022-ის ლულებს Hammerli, მაგრამ არ გამიკვირდება თუ ეს ასეა. SP2022-ს პრაქტიკულად სპორტული პისტოლეტის სიზუსტე აქვს.

pro1

მჭიდის სამკუთხედის ფორმის ღილაკის გადატანა შეიძლება მარჯვენა მხარეს ცაცია მსროლელებისთვის.

ადრინდელი მოდელის კომპლქტი მოიცავდა „ზიგის“ საფირმო მუყაოს ყუთს პისტოელტით, ერთი ან ორი მჭიდით და სატესტო სამიზნით. შემდგომ პისტოლეტის კომპლქტი შედგებოდა პლასტმასის კეისისგან, რომელშიც იდო პისტოლეტი, ორი მჭიდი, სატესტო სამიზნე, პატარა ბოთლი ზეთით, სავაზნის ალამი (პლასტმასის ალამი, რომელიც თავსდება სავაზნეში და იუწყება რომ პისტოლეტის სავაზნე არის ცარიელი), სტაფილოს ფერი პლასტმასის ლულით, რომელიც გამოიყენება სავარჯიშოდ და ასევე მოწყობილობით რომელი აადვილებს მჭიდის ავსებას ვაზნებით.  არც ისე ცუდია იარაღისთვის, რომელიც 20-30% ნაკლები ღირს ვიდრე მისი ახლო კონკურენტები.

სიმართლე გითხრათ ამ პისტოლეტს არ ეტყობა რამე ეკონომია. მე ვერ ვუწოდებ მას „ღარიბი ადამიანის P226-ს“ იმიტომ, რომ SP2022 თავად ქმნის თავის კლასს და არ არის საჭირო მისი შედარება P226-თან ან სხვა “ზიგთან”.  თუ ვინმეს სურს ტრადიციული ორმაგი მოქმედების პისტოლეტი გარეთ განლაგებული ჩახმახით SP2022 ფასი-ხარისხის მიხედვით არის ალბათ საუკეთესო არჩევანი, თუ რა თქმა უნდა ის ოდესმე გამოჩნდა კონკურენტულ ფასად საქართველოში.

P1020842

გასაწმენდად დაშლილი SP2022

მინუსები ამ პისტოლეტის არის აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ნაკლები ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც შედარებით რთული იქნება ბუდის არჩევა. პირადად  მე არ მომეწონა ზედმეტად მძიმე საკეტი, მაგრამ ეს ძალიან სუბიექტურია. მთლიანობაში პისტოლეტი იმსახურებს უმაღლეს შეფასებას და ბოლო დროს ამ პისტოლეტის მიმართ გაიზარდა ინტერესი და მიუხედავად იმისა, რომ ის პრაქტიკულად საიდუმლოება იყო რომელიც ბევრისთვის უცნობი იყო ეხლა რამდენიმე სერიოზულმა ინტერნეტ-მიმოხილველმა დადო საკმაოდ დადებითი შეფასებები ამ პისტოლეტის. განსაკუთრებულად SP2022-ის მიმართ ყურადღება გაიზარდა მას მერე რაც ზიგ-ზაუერი ახალი თაობის პოლიმერის ჩარჩოიანი პისტოლეტი P250 არ გამოდგა წარმატებული და ყველას გაახსენდა რომ უკვე 10 წელზე მეტია ამ კომპანიას აქვს ასეთი პისტოლეტი, რომელსაც არავინ ყურადღებას არ აქცევდა. დღეს აშშ-ში SP2022-ის ქუჩის ფასი შეადგენს 350-400 დოლარს რაც ძალიან, ძალიან იაფია ასეთი კლასის პისტოლეტისთვის. გასაკვირი არ არის, რომ ის ასე კარგად იყიდება. პოპულარული ინტერნეტ-მაღაზია აშშ-ში cheaperthandirt.com-ის განცხადებით SP2022 შედის 20 ყველაზე გაყიდვადი პისტოლეტის ნუსხაში.  SP2022-ის ფასი საქართველოში ძნელად დასადგენია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მე გაყიდვაში სულ ორ სამი ცალი ვნახე. დღევანდელი ფასების გათვალისწინებით მისი ფასი უნდა იყოს 1300, 1600 ლარი მაქსიმუმ.

P1020843

საკეტი და ჩარჩო “შიგნიდან”. პისტოლეტი დამზადებულია მაღალი ხარისხით. ზედა სურათზე კარგად ჩანს პლასტმასის ჩარჩოში ჩასმული ფოლადის “შასი”, რომელზეც დადის საკეტი. 

შეხვედრა SP2022-თან და გაცნობა შედგა. ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა. მთლიანობაში SP2022-მა დატოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილებები. ეს არის ძალიან კარგი იარაღი, რომელიც გამოდგება ნებისმიერი როლისთვის, იქნება ეს თავდაცვა, სამხედრო თუ პოლიციური სამსახური. უბრალო და ბანალური ერთი შეხედვით ეს პისტოლეტი დეტალურად გაცნობის შემდეგ გვევლინება როგორც დახვეწილი და ეფექტური ინსტრუმენტი. როგორ შევადარებდი მე მას „ზიგ-ზაუერის“ ახალი თაობის პოლიმერის პისტოლეტებთან? ჩემი არჩევანი იქნება დროით და სამსახურით გამოცდილი SP2022. ბოლო წლებში ზიგ-ზაუერმა მკვეთრად გაზარდა პისტოლეტების ნომენკლატურა და წარმოების ტემპი და სანამ მე არჩევანს ახალ ‘ზიგზე“ გავაკეთებდე ჯერ დავიცდიდი როგორ მიიღებს მათ სასროლოსნო საზოგადოება.

მოკლედ თუ წააწყდით SP2022-ს და თან კარგ ფასად, არც დაფიქრდეთ ისე იყიდეთ. თქვენ ყიდულობთ პისტოლეტს რომელსაც აქვს ყველაფერი რაც ზიგ-ზაუერის პრემიუმ მოდელებს და ცოტა უფრო მეტიც.

Glock-ების მოდიფიცირება

Friday, February 20th, 2015

P1050296

გლოკის პისტოლეტები დამსახურებული პოპულარობით სარგებლობენ მთელს მსოფლიოში. აღნიშნული პისტოლეტების ოჯახის საფირმო ნიშნებია, კონსტრუქციის სიმარტივე, დეტალების მცირე რაოდენობა, საიმედოობა, ხელმისაწვდომი ფასი. კონკურენტებთან შედარებით განსაკუთრებით დასაფასებელია დეტალების და მჭიდების თავსებადობა. ამ ყველაფრის გამო გლოკი არის დიდი ალბათობით ყველაზე გავრცელებული პისტოლეტი მსოფლიოში. წლების განმავლობაში ეს პისტოლეტი უმნიშვნელოდ იხვეწებოდა და ცვლილებები მეტ წილად ეხებოდა ერგონომიკას ვიდრე პისტოლეტის ტექნიკურ მხარეს. მომხმარებლის თვალსაზრისით პირველ და მეოთხე თაობას შორის არანაირ სხვაობა არ არის. იგივე მართვის ელემენტები, ტარის კუთხე, სასხლეტი. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება რომ გლოკის პისტოლეტები მუშაობენ პირდაპირ ყუთიდან ყოველგვარი მოდიფიკაციების გარეშე, შესაძლებელია მცირე ინვესტიციის შედეგად საბოლოო ჯამში მივიღოთ უფრო უკეთესი თავდაცვითი ინსტრუმენტი.

ამ სტატიაში წავა საუბარი მოდიფიკაციებზე, რომლებიც შესაძლებელია განახორციელოს პისტოლეტის მფლობელმა, რთული ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე და იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს უკეთესი თავდაცვის ინსტრუმენტი. ბევრი რამე რაზეც აქ იქნება საუბარი ეხება არა მარტო გლოკს არამედ სხვა პისტოლეტებსაც. პირობითად გლოკის გაუმჯობესება შეიძლება დაიყოს სამ მიმართულებად, გაუმჯობესება, რომელიც აუცილებელია, რომელიც სასურველია და რომლის მიზანია მფლობელის ესთეტიური გრძნობების დაკმაყოფილება. აღნიშნული სტატია ეფუძნება ჩემ პირად გამოცდილებას და შეხედულებებს. სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა გამოცდილება შეიძლება ქონდეთ.

დავიწყოთ აუცილებელი გაუმჯობესების აღწერით. წლების განმავლობაში ყველა აღნიშნავდა, რომ გლოკის სტანდარტული პლასტმასის სამიზნე მოწყობილობები გამძლეობით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დანარჩენ პისტოლეტს. განსაკუთრებით ეს ეხება წინა სამიზნე მოწყობილობას, რომლის მოტეხვაც ძალიან ადვილია. მართალია ზოგჯერ გლოკის პისტოლეტები კომპლექტდებიან რკინის სამიზნე მოწყობილობებით პირდაპირ ქარხნიდან, მაგრამ როგორც წესი მხოლოდ ის პისტოლეტები, რომლებიც განკუთვნილია სამართალდამცავებისთვის და მათ სპეციალურად ეს მოითხოვეს. მაგალითად უმეტესობა პისტოლეტების, რომლებიც ჩვენ ძალოვნებს აქვთ სწორედ გლოკის სტანდარტული ღამის (და რკინის) სამიზნე  მოწყობილობებით არის აღჭურვილი. როდესაც ასეთ მეორად გლოკს ყიდულობთ, ყოველთვის გაითვალისწინეთ რომ ფასს რომელსაც იხდით აკლდება 70-100 დოლარი, რაც უნდა გადაიხადოთ ხარისხიან რკინის სამიზნე მოწყობილობებში. სამიზნე მოწყობილობების შეძენისას რა თქმა უნდა ჯობია იყიდოთ კომპლექტი წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობებისგან. თუ საკმარისი თანხა არ გაგაჩნიად, როგორც მინიმუმ ყველაზე სუსტი წინა სამიზნე მოწყობილობა უნდა გამოცვალოთ. ასეთი მიდგომა დაგიზოგავთ 50-60 დოლარს.

სამიზნე მოწყობილობების არჩევისას გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და კარგად უნდა შეისწავლოთ პროდუქტი რომელსაც ყიდულობთ. სამიზნე უნდა იყოს რკინის. უნდა ქონდეს ტრიტიუმის “წერტილები”. წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობის ტრიტიუმის წერტილები არ უნდა იყოს ერთნაირი რომ სიბნელეში ეგრევე გაარჩიოთ წინა სამიზნე მოწყობილობა და ერთნაირი წერტილები ერთმანეთში არ აგერიოთ. პრიორიტეტი მიანიჭეთ ცნობილი კომპანიების ნაწარმს.  თუ ყიდულობთ მოდელს რომელიც არ იძლევა ვერტიკალური რეგულირებების საშუალებას არსებობს ალბათობა რომ მოხვედრის წერტილი იქნება განსხვავებული. შეეცადეთ მიიღოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია, მათ შორის “youtube”-ზე შეფასებების ნახვით. დარწმუნდით რომ მათი ფორმა ზომა, სამიზნე სურათი თქვენ გაწყობთ. სამიზნე მოწყობილობების არჩევა სერიოზული გადაწყვეტილებაა და არ შეიძლება ამ საკითხს ზერელდ მოეკიდოთ.  კარგ სამიზნე მოწყობილობებს უშვებენ მაგალითად: Ameriglo, Trijicon, Meprolight, Tru-glo.  გლოკზე სამიზნე მოწყობილობების ამოცვლა არის ერთადერთი რამე რაც უნდა განახორციელოთ აუცილებლად. მეტი გლოკის პისტოლეტში რამის გამოცვლა/დამატება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. გლოკი შესანიშნავი პისტოლეტია და დამიჯერეთ სამიზნეების გამოცვლის შემდეგ ის ხელის შევლებას არ საჭიროებს.

glonitesights

სამიზნეები თავდაცვით იარაღზე შეიძლება იყოს ოპტიმიზირებული ახლო მანძილზე სროლისთვის (მარცხნივ) და ტრადიციულები (მარჯვნივ). 

რაც შეეხება სასურველ მოდიფიკაციებს, აქ რა თქმა უნდა უფრო ბევრი ვარიანტები და შესაძლებლობებია. ჩემი აზრით უპირველეს ყოვლისა უნდა დაყენდეს დამაბრუნებელი ზამბარა რკინის ღერძით. ორიგინალური დეტალი  პლასტმასის არის და მიუხედავად იმისა რომ ის იშვიათად ტყდება ჩემი აზრით მისი გამოცვლა არის კარგი ინვესტიცია. აღნიშნულ დეტალს ულევი რესურსი ექნება, ზამბარის გამოცვლაც ახლით ადვილია. ასეთი ღერძი არ ღირს ძვირი, როგორც წესი ქარხნული წონის ზამბარით მისი ფასი 20-30 დოლარია. შეძენისას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ზამბარის წონა იყოს სტანდარტული თქვენი გლოკის მოდელისთვის.

p_066000008_1

როგორც წესი ღერძი იჭერს ზამბარას ხრახნის საშუალებით. ხრახნი უნდა იყოს ხრახნების ფიქსატორით ჩაწეპებული, რომ სროლისას ის არ მოიშვას. 

მჭიდების ტევადობის გაზრდა ასევე ძალიან პოპულარულიმოდიფიკაციაა და სახლის დაცვის იარაღში, რომელიც არ უნდა იყოს მაინცდამაინც პატარა და მსუბუქი მასიმალური ტევადობის მჭიდი არის მე თუ მკითხვავთ აუცილებელი. იმისთვის, რომ გაიზარდოს გლოკის სტანადრტული მჭიდების ტევადობა გამოიყენება ორი ტიპის დამაგრძელებლები. ყველაზე იაფი არის მხოლოდ პლასტმასის დაგრძელებული ხუფები, რომლებიც ყენდება სტანდარტული ხუფის ადგილას და იყენებს სტანდარტულ მჭიდის ზამბარას. მჭიდის ამ გზით მოდიფიცირება დაჯდება 8-10 დოლარი. მინუსები ამ მიდგომის არის ის რომ ზამბარა მუშაობს არასტანდარტულ პირობებში და გარდა ამისა პლასტმასის ხუფი უფრო სუსტია ვიდრე ორიგინალური დეტალი. თუ ამ გზით მოდიფიცირებული სავსე მჭიდი  დავარდება რამე მყარ ზედაპირზე და საკმარისი ძალით, ხუფი გატყდება. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს საჭიროა მაღალი კლასის მჭიდის ტევადობის გაზრდის კომპლექტების ყიდვა, რომლებსაც ასევე მოყვება მჭიდის ახალი ზამბარაც. ასეთი ნაკრებების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელია Arredondo Accessories. საბრძოლო კომპლექტის  გაზრდის დამატებითი გზა არის (თუ თქვენი გლოკი კომპაქტია ან სუბ-კომპაქტი) გამოიყენოთ სრული ზომის გლოკის მჭიდი ან გამოიყენოთ გლოკის სტანდარტული 33 ვაზნიანი მჭიდი. გრძელი მჭიდი უნდა აუცილებლად აღიჭურვოს ადაპტორით, რომელიც შეავსებს ადგილს მჭიდსა და ტარს შორის. ეს აუცილებელი იმიტომ არის რომ მჭიდს ადგილზე იჭერს მჭიდის ღილაკი ხოლო დამატებით ის მიბჯენილია ტარზე, რომელიც იღებს დარტყმას. თუ იარაღი დავარდება დაგრძელებულ მჭიდზე მთელი ძალა მიადგება მჭიდის ღილაკზე და საკეტზე. ადაპტორი უზრუნველყოფს დარტყმის ძალის გადაცემას ტარზე რაც გამორიცხავს პისტოლეტის დაზიანებას გარდა ამისა პისტოლეტი უფრო ესთეტიურად გამოიყურება და ჭერაც გაადვილებულია.  მჭიდები გლოკისთვის უნდა იყოს ორიგინალური, გლოკის წარმოების.  მჭიდების პროფესორებმა კომპანია “Magpul“-დან გამოუშვეს მჭიდები გლოკისთვის მაგრამ ეს ჯერ ახალი პროდუქტია, რომელიც არ არის გამოცდილი საველე პირობებში.

grext

მჭიდზე დასაყენებელი ტარის დამაგრძელებლები

მართვის ელემენტების მოდიფიცირება ასევე პოპულარულია. აღნიშნული მეტ წილად კეთდება იმისთვის, რომ საკეტის შემაკავებელი და მჭიდის ამოგდების ღილაკი იყოს უფრო ადვილად ხელმისაწვდომი. თუ სტანდარტულ დეტალებთან არ გაქვთ პრობლემა ჯობია დატოვოთ სტანდარტული დეტალები. ორივე ეს დეტალი უნდა შეცვალოთ მხოლოდ მაშინ თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს. რატომ? იმიტომ რომ უფრო მსხვილი გამოწეული მჭიდის ღილაკი მეტი ალბათობით უნებლიედ გააქტიურდება და გაათავისუფლებს მჭიდს მასზე შემთხვევით დაჭერის გამო, მაგაალითად მაშინ როდესაც პისტოლეტი ქამარშია გაყრილი.

gextend

დიდი ზომის მჭიდის ღილაკი (1). საკეტის შემაკავებლების ვარიანტები (2) ადრე იყო პოპულარული სტანდარტული შემაკავებლის მოღუნვა ისე რომ ის უფრო მკვეთრად იყო გამოწეული. ასე აკეთებდნენ მანამ სანამ გაირკვა რომ გაღუნული დეტალი მალევე ტყდებოდა. ქარხნული დეტალების გადაკეთება არ არის სწორი გზა.  

ე.წ. “grip tape”-ის გამოყენებაც არის პისტოლეტის კარგი მოდიფიკაცია. ასეთი ფირების გამოყენება აადვილებს ჭერას და მანიპულაციებს იარაღთან თუ ხელები გაქვთ სველი (ოფლიანი/სისხლიანი) ან გაცვიათ ხელთათმანები და ა.შ.  გამოიყენება სპეციალური იარაღისთვის შექმნილი ფირები, რომლებიც რბილი რეზინის ზედაპირით არის (GT-5000 Grip Tape)  და არის ე.წ. „სკეიტბორდის ფირები“ რომლებიც ძალზედ აბრაზიულია და ადვილად შეიძლება გაანადგუროს/დააზიანოს ყელაფერი რაც მასთან კონტაქტში შევა, ბუდე, ტანსაცმელი და ა.შ. ხელმისაწვდომია პირველი ტიპის ნაკრებები კონკრეტული იარაღისთვის, წინასწარ გამოჭრილი ან შესაძლებელია იყიდოთ ფირების ნაჭრები და თავად გამოჭრათ სასურველი ფორმის ფრაგმენტები. გაითვალისწინეთ, რომ ფირის დაწეპებამდე ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ჭუჭყისგან და ცხიმებისგან (სპირტით მაგალითად).

P1050328

 

ავტორის კუთვნილი გლოკი ორივე ტიპის ფირს იყენებს, რეზინის ფირი ტარზე და აბრაზიული საკეტზე. საკეტში ჩაწეპებული თხელი ფირფიტები ჩამალულია ღარებში და არ ცვითავს ტანსაცმელს მაგრამ ხელის მოკიდებისას სრულად ასრულებენ თავის ფუნქციას. არასდროს არ ჩამოაცვათ ტარს რეზინის სახელურები. ეს სახელურები მალე იწელება, კარგავენ ფორმას და ტარზე არ ფიქსირდებიან მყარად.

რაც შეეხება იარაღის პერსონალიზაციას, მე ამაში არაფერს ცუდს არ ვხედავ, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფერი რაშიც ფულს ხარჯავთ და იარაღზე აყენებთ, რაღაც პრაქტიკულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

P1050284

ავტორის გლოკზე ასეთი “პერსონალიზირებული” საკეტის ხუფი აყენია, გარდა იმისა, რომ ეს ხუფი ასე ვთქვათ დეკორატიულ როლს ასრულებს, ის ასევე განსხვავებით პლასტმასის ორიგინალური დეტალისგან არის ალუმინისგან დამზადებული. ჩარჩო შეღებილია „Duracoat“-ით (ფერი Coyote Brown) ისევ პერსონალიზაციის მიზნით.

რაიმე მოწყობილობების დაყენება პიკატინის ტიპის სამაგრზე არ არის მოდიფიცირება. ფარანი, ლაზერი, ან ლაზერი და ფარანი ერთ მოდულში საკმაოდ საჭირო დანამატი იქნება გლოკისთვის. ლაზერული სამიზნე ადვილებს დამიზნებას, ხოლო ფარანი გაძლევთ საშუალებას ერთ ხელში გქონდეთ იარაღიც და განათების წყაროც, ხოლო მეორე ხელი გქონდეთ თავისუფალი. პიკატინის სამაგრზე შეიძლება ასევე დაყენდეს მცირე ზომის ხიშტი ან მოწყობილობა რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ გლოკი დარტყმისთვის და მიბჯენით სროლისთვის. ჩემი აზრით უკანასკნელ ორს ჯობია ფარანი ამ ლაზერი ან ორივეს კომბინაცია. სტანდარტული წესი “არ იყიდოთ ჩინური პროდუქტი” აქაც მოქმედებს. საუკეთესო ფარნებს უშვებს “Surefire“, თუმცა Streamlight TLR-1 და მისი მოდიფიკაციები ასევე საიმედოა და უფრო ხელმისაწვდომიც. გლოკი ასევე უშვებს ფარნებს და ფარნის და ლაზერის კომბინაციებს თავისი პისტოლეტებისთვის. ლაზერული დამიზნები საშუალებებს შორის ლიდერობენ Lasermax, Crimson Trace, Viridian.

და ბოლოს, როგორც უკვე ვთქვი გლოკი არის ძალიან საიმედო პისტოლეტი. მე არავის არ ვურჩევ თავდაცვითი იარაღის ქარხნული ნაწილების (გარდა ნახსენების ამ სტატიაში) გამოცვლას თუ ამის გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს. ეს ეხება როგორც გლოკს ასევე ნებისმიერ სხვა ხარისხიან იარაღს.  მსუბუქი ზამბარები, ბრჭყვიალა უჟანგავი რკინის ლულები, არაქარხნული „თეთრი“ საკეტები, ტიტანის შიგნეულობები, მსუბუქი სასხლეტები ეს ყველაფერი არის სისულელე და წყალში გადაყრილი ფული. ყველაფერი აღნიშნულის გამოყენებამ შესაძლებელია სავალალო გავლენა მოახდინოს იარაღის რესურსზე. ხელს ნუ ახლებთ გლოკის შიგნეულობებს და გლოკი იმუშავებს საიმედოთ. რთული “ტუნინგი” არის პროფესიონალების საქმე. მე ათჯერ მეტი იარაღი მინახია მწყობრიდან გამოსული არაკვალიფიციური ჩარევის გამო ვიდრე თავისით მწყობრიდან გამოსული.

განსაკუთრებით ხშირად მესმის პრეტენზიები გლოკის სასხლეტის მიმართ. საქმე იმაშია რომ გლოკი შექმნილია იმისთვის რომ ატაროთ ის ვაზნით სავაზნეში მაგრამ ამავე დროს მას არ გააჩნია მექანიკური მცველი. ასეთ იარაღზე სასხლეტი არ შეიძლება იყოს მოკლე და მსუბუქი. ეს ელემენტარული უსაფრთხოების მიზნებით არის განპირობებული. სტანდარტული გლოკის 5.5 ფუნტიანი სასხლეტი არის ოქროს შუალედი უსაფრთხოსა და კომფორტულს შორის და ტყვილა არ ყენდება ამდენი წელი ამ პისტოლეტებზე სასხლეტი სწორედაც რომ ასეთი წონით. ბოლო დროს გამოჩნდა მზა კომპლექტები, რომლებიც მთლიანად ცვლიან ქარხნულ დამრტყმელი-სასხლეტი მექანიზმის მოდულს მაგრამ მათი ფასი საკმაოდ ძვირია (150-300 დოლარს შეადგენს) ხოლო მათი დაყენება თავდაცვით იარაღზე საკითხავი მიზანშეწონილობის არის.ასე რომ ჩემი რჩევა იქნება მეტი ივარჯიშოთ გლოკთან და არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.

დაიმახსოვრეთ, იარაღში და სროლაში უკეთესი კარგის მტერია. თუ რამე მუშაობს და თავის ფუნქციას ასრულებს ის არ უნდა შეცვალოთ. მოდიფიკაცია გულისხმობს კონსტრუქციის გართულებას რაც ზრდის ალბათობას რომ რაღაცა გამოვა მწყობრიდან ამიტომ მოდიფიკაცია უნდა იყოს დასაშვები თუ სხვა გზა არ არის. გონივრულად მიუდექით ამ საკითხს და მიიღებთ უკეთეს უფრო მოსახერხებელ და ეფექტურ თავდაცვის საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აი ასეთი “ინვალიდი” შეგრჩებათ.

Bubbas_Glock_mod (1)

პს

მე არ შემიძლია არ ვახსენო ერთი ისტორია, როდესაც ტირში ვნახე ადამიანი ასე ვთქვათ მძიმედ მოდიფიცირებული გლოკით, “თეთრი” საკეტი, გრძელი უჟანგავი ლულა და მთელ “ნავაროტები”. იარაღის ხელოსანმა შეასრულა ეს სამუშაო მფლობელის დაკვეთით, ხელოსანმა რომელმაც არ იცოდა რა არის პისტოლეტი. პისტოლეტი მაგრად გამოიყურებოდა მაგრამ არ ისროდა ზუსტად, არ აგდებდა მასრებს და ალბათ 15 წელიწადში პირველად და იმედია უკანასკნელად წავაწყდი “ასეჩკას” თანამედროვე პისტოლეტში ახალი ვაზნით.  საშინელი სიზუსტის მიზეზი იყო რკინის დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი რომელიც როგორც ჩანს სხვა მოდელის იარაღისთვის იყო. საკეტი დადიოდა იქეთ აქეთ ისე რომ ხელით იგრძნობოდა რომ ზამბარას ძალა არ ყოფნიდა რომ საკეტი ადგილზე გაეჩერებინა. ექსტრაქტორი იყო შეღებილი სქელი შავი საღებავით, რის გამოც თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა.  შიგნით კიდე რა ხდებოდა კაცმა არ იცის… ფაქტია რომ მფლობელის სიტყვებიდან გამომდინარე 60 დოლარიანი დამაბრუნებელი ზამბარა რომ შეიცვლა 7 დოლარიანი ქარხნული ზამბარით პისტოლეტმა დაიწყო ზუსტად სროლა. მფლობელი არ იყო კარგი მსროლელი. არ არსებობს არაფერი, რაც შეიძლება იყიდოთ, დააყენოთ პისტოლეტზე და გახდეთ უკეთესი მსროლელი. ეს შეუძლია მხოლოდ ვარჯიშს, პრაქტიკას, ცოდნის და გამოცდილების დაგროვებას.

ამერიკული და ავსტრიული გლოკების შესახებ

Monday, January 12th, 2015

მე ძალიან არ მინდოდა ასეთ უაზრო ემ ვიტყოდი ბანძი თემისთვის დამეთმო დრო და ადგილი ჩემ ბლოგზე მაგრამ როგორც ჩანს მაინც მომიწებს იმიტომ რომ ამ პრობლემა შემაშფოთებელი ზომები მიიღო. საუბარი მაქვს ე.წ. “ნამდვილ ავსტრიულ” და “არანამდვილ ამერიკულ” გლოკებზე. ეს მითი გაჩნდა მას მერე რაც მაღაზიებმა შემოიტანეს აშშ-დან გლოკის პისტოლეტების პარტიები საკამოდ ხელსაყრელ ფასად. თავიდან2300-2400 ლარად ეხლა კიდე ფასი დაეცა 1450-1600 ლარამდე. მე თვითონ ვიყიდე გლოკ 26 2300 ლარად და ერთ კვირაში ის გახდა 1800 ლარი და ერთ წელიწადში 1450 ლარი. ამიტომ რა? რა გავაკეთო ეხლა? მოვიგონო მითი რომ ერთი წლის წინ შემოტანილი ამერიკული გლოკი ორიგინალია და ჯობია იმას რაც ეხლა 1450 ლარად იყიდება? თუ მოვიგონო მითი, რომ 2300-ად ნაყიდი გლოკი ნაღდია და 1450 ლარად ჩინური პატენტი? არა და ზუსტად ასე ხდება და არა მარტო გლოკთან მიმართებაში. ძმა შენი გლოკი ავსტრიულია? ამერიკული არ ვარგაო. ვყიდი ორიგინალურ ავსტრიულ გლოკს 2000 დოლარად (!!!). ჩემი ავსტრიულია ძმაო, ოროგინალია ის ამერიკული ნაგავი კი არ არის იაფად რომ იყიდება მაღაზიაში და ასე შემდეგ.

არის კიდე ისეთი კატეგორია იარაღის “მოყვარულების”, ე.წ. “მელოჩნიკი კლაუზნიკების”, რომლებიც შტანგელით ზომავენ პისტოლეტის ნაწილებს და მიკროსკოპით ათვალიერებენ მის ზედაპირს. ალბათ ეს რაღაც ფსიქოლოგიური მიდრეკილებაა გაზომონ ყველაფერი და საკუთარი სხეული ნაწილებიც კი. დაფარვა სხვანაირია! საკეტი უფრო ყანყალებს! ფერი სხვანაირია! ზაზორები პატარაა! ეს ყველაფერი ფეტიშისტების რეპერტუარიდან არის და ამის სერიოზულად აღთქმა  და კომენტირება შეუძლებელია. რაღაცა ელანდებათ მაგრამ რა ვერ ხვდებიან და ახსნის პოვნაც ეზარებათ. ასეთი ხალხი ქმნის მითებს აფიცერსკი მაკაროვებზე, სპეცზაკაზ იჟებზე და ასე შემდეგ. თუ ასეთი მიდრეკილებები გაქვთ   დარეგისტრირდით სპეციალურ ფეტიშისტების ფორუმებზე და განიხილეთ იქ თქვენი მიდრეკილებები რა გესაქმებათ სროლაში და იარაღში? ნუ ავრცელებთ იდიოტურ ჭორებს.

გაგიმხელთ საიდუმლოებას, ამერიკული გლოკი იგივეა რაც ავსტრიული. გლოკი არის გლოკი, მასალები, სტანდარტი და ხარისხის კონტროლი ორივე ქარხანაში დოიჩ-ვაგრამში და სმირნაში არის ერთი და იგივე. მანამ სანამ სმირნა დაიწყებდა გლოკის ყველა კომპონენტის წარმოებას მანამდე ის აწყობდა პისტოლეტებს, რომლების ნაწილებიც ავსტრიიდან ჩამოდიოდა. ეს ქარხანა 30 წელზე მეტი ალბათ აწყობს და უშვებს გლოკის პისტოლეტებს და ეს პროცესი გუშინ და დღეს არ დაწყებულა. კომპონენტების წარმოების ათვისება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს პროცესი ნელი და თანამიმდევრობითი იყო. არ არსებობს არანაირი მიზეზი ვივარაუდოთ რომ ოდესმე არსებობდა წინაპირობა პროდუქტის ხარისხის შემცირების.

რაც შეეხება სხვაობებს ორს შორის, ერთადერთი რაც მე შევამჩნიე არის წინა სამიზნის “მუშკის” ფიქსირების მეთოდი. ის დამაგრებულია  ხრახნით და არა სოლით. მეტი არაფერი. არ გამოვრიცხავ ახალ ავსტრიულ გლოკებზე იგივენაირად არის მუშკა დამაგრებული.  ჭორები გამიგია დაფარვაზე, რომ ამერიკულ გლოკებზე სხვანაირი დაფარვაა. და ნუ რა თქმა უნდა ეს დაფარვა უარესია ვიდრე ავსტრიულ გლოკებზე. დავიწყოთ იქიდან, რომ გლოკი დაცულია ორი ტიპის დამცავი დაფარვით, ტექნიკურად ეს ერთი პროცესია რომელიც ორი ეტაპისგან შედგება. პირველი არის რკინის ზედაპირის დამუშავება ქიმიური მეთოდით (Ferritic nitrocarburizing) რაც ზრდის ზედაპირის სიმკვრივეს და კოროზიის წინააღმდეგ მდგრადობას. ამ დაფარვას ფერი არ აქვს. არის რაღაც სპეკულაციები, რომ ავსტრიული გლოკის საკეტი და ლულა იფარება ტექნოლოგიით რომელსაც ქვია „ტენიფერი“, ხოლო ამერიკაში შეზღუდვების გამო გამოიყენება სხვა დაფარვა რომელსაქც ქვია „მელონიტი“. მე ვერ ვიპოვე დადასტურება რომ ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ორივე არის ერთი და იგივე ქიმიური პროცესის სხვადასხვა სავაჭრო ნიშნები. პროცესის ასე ვთქვათ რეცეპტი შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ შედეგი არის ერთი და იგივე. შესაბამისად საუბრები ამერიკული გლოკის უფრო სუსტ დაფარვაზე რჩება სულელურ ჭორად მანამ სანამ ასეთი ჭორის გამავრცელებელი არ დაამტკიცებს საპირისპიროს. მე ვერ მოვიპოვე ინფორმაცია იმაზე შეიცვალა თუ არა “ტენიფერი” “მელონიტით”. ერთი რამე ვიცი ასეც რომ მოხდეს მე ალბათ ვერასდროს ვერ შევამჩნევ რაიმე სხვაობას.  მეორე ეტაპს რაც შეეხება, მას შემდეგ რაც რკინის ზედაპირი ქიმიურად დამუშავდება ის იფარება შავი დამცავი საღებავით. კიდე ერთ რამეს გეტყვით, მე მქონდა პირად საკუთრებაში ავსტრიული გლოკები სამი სხვადასხვა შავი საღებავით დაფარული. ამერიკული გლოკ 26-ს რომელიც მე მქონდა და ამერიკულ გლოკ 17-ს შორის, რომელიც მე მაქვს ეხლა ასევე არის ვიზუალური სხვაობა საღებავში. რა გასაკვირია რომ 30 წლის განმავლობაში საღებავი იცვლებოდა და ალბათ კიდე შეიცვლება? პირველი თაობის გლოკები საერთოდ არ იღებებოდა და საკეტი და ლულა იყო “პარკერიზებული”. ამიტომ ამ ბრიყვულ სპეკულაციებს დაფარვის სახეობაზე აქვს აზრი თუ ამაზე მოსაუბრე წარმოადგენს მყარ სამხილს რომ სხვაობა არსებობს და თანაც ავსტრიული გლოკის სასარგებლოდ. შავი საღებავი სულ რომ მოაცილოთ რკინის ზედაპირი ქიმიური დამუშავების შედეგად შექმნილი არსად არ გაქრება და გლოკი შეინარჩუნებს ანტი კოროზიულ და ცვეთის საწინააღმდეგო თვისებებს. კიდევ ერთი მიზეზი არ აიტკივოთ თავი საღებავის გამო.

რაიმე შესამჩნევი სხვაობის არ არსებობას ადასტურებს ჩემი პირადი გამოცდილება დაახლოებით 10 ამერიკულ და ავსტრიულ გლოკთან. ორივე ქვეყანაში გამოშვებული გლოკი აბსოლუტურად ერთნაირად მუშაობს და პრაქტიკულად ბოლომდე იდენტურია. მე პირადად გადავაწყვე ავსტრიული გლოკ 21 რომლსაც ქონდა დაკარგული და მწყობრიდან გამოსული ნაწილები, ნაწილებით, რომლებიც  ჩამოვიდა ამერიკიდან და არაფერს არ დაჭირდა მორგება.  მე არ მსმენია არც ერთ ფორუმზე (იქ განსხვავებით საქართველოსგან მსროლელები პოსტავენ და არა ფეტიშისტი პროფესორები ცხოვრებაში სამნახევარი ტყვია რომ აქვთ ნასროლი ორ ნახევრი იარაღიდან) რომ ვინმეს შეემჩნია სხვაობა ორს შორის ან ეთქვა რომ ავსტრიული გლოკები ხარისხით უკეთესია.  თუ ყველაზე მსროლელ ქვეყანაში სადაც ინტერნეტში ყველაზე აქტიური მსროლელები არიან თავმოყრილები პრობლემა ამერიკულ გლოკებთან არ წარმოიშვა აი საქართველოში როგორ გაჩნდა “პრობლემა” ამერიკულ გლოკებთან სადაც იარაღს ყიდულობენ რომ ან ვინმე ბობოლას მისცენ საჩუქრად ან სტუმებს ანახონ დღესასწაულებზე?   გაგეცინებათ მაგრამ მე შემხვდა პოსტები, რომ ახალ ამერიკულ გლოკებზე გაცილებიტ უფრო გამძლე შავი დაფარვაა ვიდრე ახალ ავსტრიულ გლოკებზე. აი თურმე როგორ.

ერთი წლის განმავლობაში მე ჩემი ამერიკული გლოკ 26-ით ვვარჯიშობდი პრაქტიკულად ყოველდღე ჩემს სახლში, პისტოლეტის პლასტმასის ბუდიდან ამოღებით და ჩადებით. ერთი წლის განმავლობაში ალბათ ერთი ასი ათასჯერ ამ პისტოლეტმა დატოვა ბუდე და ისე შიგნით მოთავსდა. მანამდე იგივეს ვაკეთებდი ჩემი კუთვნილი ავსტრიული გლოკ 19-ით. არანაირი სხვაობა ცვეთაში მე არ მინახავს და ორივე იარაღს ასეთი ექსპლუატაციიდან გამომდინარე  ერთნაირად დაეტყო ცვეთა საკეტის კუთხეებში და ზედა ნაწილში სადაც მას ედებოდა პლასტმასის ბუდე, რომელიც ცნობილია იმით რომ აგრესიულია პისტოლეტის დაფარვის მიმართ. არ გამოვრიცხავ რომ ორივე წარმოების გლოკზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხარისხის და გამძლეობის საღებავი გამოიყენებოდა, მაგრამ ერთი რამე არის ცხადი: გლოკის საკეტის და ლულის ანტიკოროზიული თვისებები და ზედაპირის სიმკვრივე არის ერთნაირი წლიდან წლამდე და ცალსახად იმის თქმა, რომ ყველა ავსტრიულ გლოკზე გამოყენებული საღებავი უფრო უკეთესია ვიდრე ყველა ამერიკულ გლოკზე  არის არასწორი. თუ მე ვცდები დაამტკიცეთ.

პრობლემა გლოკში არ არის, პრობლემა არის არა კეთილსინდისიერ გაუნათლებელ ხალხში, რომელმაც საქართველოში შექმნა და აიტაცა ეს იდიოტური მითი იმისთვის რომ გაყიდონ მათ საკუთრებაში მყოფი იარაღი, რომელშიც მათ ადრე დიდი თანხები გადაიხადეს. დანარჩენი უკვე ფსიქოლოგიაა. ვაგონში ჩახტომის სინდრომზე არ გსმენიათ არაფერი? რამდენიმე შეხტება სწრაფად და მერე მათ ინსტინქტურად და დაუფიქრებლად სხვები მიყვებიან. არ დაუჯეროთ არავის. იყიდეთ გლოკები და ისროლეთ. დარწმუნებული ვარ არანირ სხვაობას არ ნახავთ, და გლოკი ამერიკულიც და ავსტრიულიც იქნება ერთნაირად ზუსტი, საიმედო და გამძლე.

 

Beretta BU9 Nano გამადიდებელი შუშის ქვეშ

Sunday, January 11th, 2015

რის გამოც მე ვცემ ბერეტას პატივს არის ის, რომ ეს კომპანია პერიოდულად იყენებს არატრადიციულ, ორიგინალურ სქემებს და ასეთი იარაღი ამავე დროს არის საიმედო და გამძლე. მაგალითად თანამედროვე პისტოლეტების აბსოლუტური უმეტესობა იყენებს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ ჩაკეტვის სქემას. ბერეტას პისტოლეტები იყენებენ ჩაკეტვას  ლულის ბრუნვით ან მოძრავი საყრდენით. მიუხედავად იმისა, რომ ბერეტას სახელი ასოცირებულია მაღალი კლასის თოფებთან და ზე-პოპულარულ 9მმ-ან ბერეტა 92-თან ეს კომპანია ასევე ცნობილია თავისი კომპაქტური პისტოლეტებითაც. მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პისტოლეტი იყო ბერეტას 1934 წლის მოდელი. ან თუნდაც შეიძლება გავიხსენოთ 70-71 სერიის კომპაქტური პისტოლეტები. ბერეტას პირველი „დამრტყმელიანი/striker fired“ 9მმ-ნი ულტრა კომპაქტური პისტოლეტი „ნანო“ აგრძელებს ამ კომპანიის შესანიშნავ ტრადიციებს. მიუხედავად თავისი მცირე ზომებისა ის ძალზედ ინოვაციურია და საკმარისად აქვს ბევრი და საჭირო ოფცია, რომელსაც არც ისე დიდიხნის წინ არ შეხვდებოდით ასეთი ზომის პისტოლეტებში. ჩვენ ტესტირების მიზნით ხელში ჩავიგდეთ ბერეტა „ნანო“ და წარმოგიდგენთ აღნიშნული  ტესტის შედეგებს.

nano style

წონა 480 გრამი, სიგრძე 14სმ, სიგანე 23მმ, სიმაღლე 106მმ, ლულის სიგრძე 78მმ. მომრგვალებული ფორმები, არც ერთი გამოშვერილი დეტალი, ყველაფერი „ნანოში“ მიზანმიმართულია უზრუნველყოს მაქსიმალურად კომფორტული ფარული ტარება.

ბერეტამ დაიწყო „ნანოს“ გაყიდვები 2011 წელს. ნანო ბერძნულად ნიშნავს გნომს/ჯუჯას და ალბათ ახსნა არ არის საჭირო რატომ დაარქვა ბერეტამ ეს სახელი თავის პისტოლეტს. რამდენადაც ცნობილია ამ პისტოლეტს უშვებენ მხოლოდ ამერიკაში, ბერეტას ქარხანაში.  მიუხედავად თავისი პატარა ზომებისა, ეს პისტოლეტი ძალიან დახვეწილი  და ნაფიქრი ინსტრუმენტია და, როგორც ჩანს მის შექმნაზე საკმაოდ კომპეტენტური და ნიჭიერი ხალხი მუშაობდა.

ტექნიკურად ბერეტა „ნანო“ არის ავტომატური 9მმ-ნი (9×19 Luger) პისტოლეტი, რომელიც იყენებს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ ჩაკეტვის სქემას და იკვებება ცალ-რიგიანი მოსახსნელი მჭიდებიდან. როგორც ჩანს ბერეტამ უარი თქვა ექსპერიმენტირებაზე და ნაცადი სქემა გამოიყენა ასე, რომ ამ მხრივ ის დიდი არაფრით არ განსხვავდება სხვა 9მმ-ნი პისტოლეტებისგან, ხოლო „ნანოს“ თავისებურებების და კონსტრუქციის აღწერა მინდა დავიწყო საკმაოდ უჩვეულო მექანიზმით. ეს პისტოლეტი აღჭურვილია ჩარჩოში ჩამალული ღილაკით, რომლითაც შესაძლებელია პისტოლეტის დაშლის წინ უსაფრთხოდ დამრტყმელის დაშვება. ბერეტას რწმუნებით ეს გამორიცხავს იარაღის დაშლისას უბედურ შემთხვევებს იმიტომ რომ დაშალოთ იარაღი არ არის საჭირო სასხლეტზე დაჭერა (პისტოლეტებში შიდა დამრტყმელით განსხვავებით გარეთ განლაგებული ჩახმახით არჭურვილი პისტოლეტებისგან თუ არ დაუშვით დამრტყმელი იარაღი არ დაიშლება ხოლო დაშვება დამრტყმელის უმეტესობა მოდელში შესაძლებელია მხოლოდ სასხლეტზე დაჭერით). ჩემი ღრმა რწმენით ასეთი მექანიზმის პისტოლეტის კონსტრუქციაში ინტეგრირება  აზრს მოკლებულია ვინაიდან ელემენტარული უსაფრთხოების წესების დაცვა თავისთავად გამორიცხავს ასეთი შემთხვევის დადგომას. მიუხედავად ამისა, საჩივრებით შეშინებული მწარმოებლები პერიოდულად აყენებენ ასეთ პოლიტ-კორექტულ, იდიოტებზე გათვლილ მოწყობილობებს თავის იარაღებში. უსაფრთხო დაშვების ღილაკს, თითს ვერ დააჭერთ, ის ვიწროა და ჩამალულია ჩარჩოში. ამიტომ ამისთვის გამოიყენეთ რამე ღერძის ფორმის ნივთი, გამოდგება მაგაალითად ჩვეულებრივი კალამი. დამატებით უნდა აღვნიშნო, რომ „ნანოს“ ინსტრუქციაში წერია, რომ არ არის რეკომენდირებული „მშრალი“ სროლა, და ამისთვის უნდა გამოიყენოთ  ვაზნების მაკეტები (snap caps). ამის გათვალისიწნებით ასეთი დამშვების გამოყენება უკვე იძენს გარკვეულ აზრს.

„ნანო“ აღჭურვილია სრულფასოვანი რკინის სამიზნე მოწყობილობებით. დამიზნებას აადვილებს მათზე განლაგებული თეთრი წერტილები. ასევე ხელმისაწვდომია ღამის ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობები, რომლებსაც Trijicon უშვებს. სამიზნე მოწყობილობები ადგილზე დაფიქსირებულია ხრახნებით. შესაბამისად სამიზნეების გამოცვლა ძალიან ადვილია. როგორც ჩანს იარაღის მწარმოებლებმა გაიაზრეს კარგი სამიზნე მოწყობილობების მნიშვნელობა პისტოლეტებზე.

„ნანო“ ასევე აღჭურვილია შიდა საკეტის შემაკავებლით, რაც ნიშნავს, რომ საკეტი რჩება გახსნილი ბოლო გასროლის შემდეგ და მის დასაკეტად საკმარისია ის ოდნავ უკან გაწიოთ და ხელი გაუშვათ. შემაკავებლის გარე ღილაკი არ არსებობს. ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ პისტოლეტი მაქსიმალურად თხელი გამოსულიყო. სავარაუდოთ იგივე მიზეზის გამო პისტოლეტს არ აქვს მექანიკური მცველები. ყველა მცველი ავტომატურია და განლაგებულია იარაღის შიგნით. პისტოლეტი აღჭურვილია დამრტყმელის მცველით, რომელიც აძლევს საშუალებას მიწვდეს დამრტყმელს ამაალებლამდე მხოლო მას შემდეგ რაც თითი სასხლეტს დააჭერს და სასხლეტი თავის მხრივ არის აღჭურვილი მცველით, რომელიც აძლევს საშუალებას სასხლეტს იმოძრაოს მხოლოდ მაშინ თუ თითი მას ზუსტად შუაში აწვება (როგორც „გლოკზე“).

„ნანოს“ კომპლექტში მოყვება ორი ცალრიგიანი მჭიდი, ერთი რომელიც მთლიანად იმალება ტარში არის 6 ვაზნიანი, ხოლო დაგრძელებული, ტარის პლასტმასის დამაგრძელებლით არის 8 ვაზნიანი. ეს მიდგომა დღეს პოპულარულია, როდესაც კომპაქტურ პისტოლეტს განსხვავებული ტევადობის და ფორმის მჭიდები მოყვება. თავიდან „ნანო“ იყიდებოდა მხოლოდ 6 ვაზნიანი მჭიდებით.

nano mag

„ნანოს“ ორი მჭიდი. მჭიდის ქუსლები პლასტმასის არის. მიმწოდებლები მეტალის. 

მჭიდის ღილაკი ტრადიციულ ადგილას არის, სასხლეტის დამცავი რკალის უკან და მისი გადაყენება საპირისპირო მხარეს ადვილად არის  შესაძლებელი.

იმისთვის, რომ პისტოლეტი დაშალოთ უნდა დაატრიალოთ ჩარჩოში გაყრილი ღერძი საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. აღნიშნული ღერძი ადგილზე იჭერს საკეტს (როგორც მაგალითად Sig Sauer P226-ში).  იმისთვის რომ იარაღი გამოსულიყო კომპაქტური ეს დეტალი ჩამალულია ჩარჩოში არ გამოდის მის გარეთ და დასატრიალებლად გამოიყენება ან სახრახნისი ან 9მმ-ნი ვაზნის მასრა. ჯობია მასრა გამოიყენოთ ან რამე პლასტმასის ნივთი სახრახნისის ფორმის, იმიტომ რომ ჩვეულებრივი რკინის სახრახნისით ამ დეტალს მალე მოსპობთ. როგორც კი მას გადატრიალებთ, საკეტი მოცილდება ჩარჩოს და შესაძლებელი გახდება დამაბრუნებელი ზამბარის და ლულის ამოღება.

nano dis

წმენდისთვის დაშლილი „ნანო“. გამოიყურება როგოც დაპატარავებული „გლოკი“.

პისტოლეტი იმდენად მარტივი კონსტრუქციის არის, რომ მანუალი რომელიც მას მოყვება ასევე მოიცავს პისტოლეტის სრული დაშლის ინსტრუქციებს.

მოდური ტერმინი რომ ვიხმაროთ „ნანო“ მოდულური კონსტრუქციის პისტოლეტია.  „ნანოს“ ჩარჩო შედგება ორი კომპონენტისგან, პლასტმასის გარე ჩარჩო (გამოყენებულ მასალას ბერეტა ეძახის „ტექნოპოლიმერს“) და გარე ჩარჩოს შიგნით მოთავსებული მეტალის „ჩონჩხი“, რომელზეც არის დატანილი იარაღის სერიული ნომერი. ანუ ტექნიკურად მხოლოდ ეს „ჩონჩხი“ არის იარაღი რაც ნიშნავს, რომ გარე ჩარჩოს გამოცვლა ხდება შესაძლებელი. ზუსტად რისთვის არის ეს საჭირო ეხლა უცნობია, მაგრამ მაგალითისთვის შესაძლებელია განსხვავებული ფორმის ჩარჩოს გამოყენება თუმცა მე მეეჭვება რომელიმე გარე მწარმოებელმა დაიწყოს „ნანოს“ ჩარჩოების წარმოება თუ ეს პისტოლეტი მართლა არ გახდება  მასობრივი და გავრცელებული ისე, როგორც მაგალითად გლოკი. ამ მომენტისთვის შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა ფერის ორიგინალური  ბერეტას ჩარჩოს შეძენა.

იარაღის მასის ძირითადი ნაწილი მოდის მის საკეტზე. „ნანოს“ საკეტის კონსტრუქციაში არ შედის არც ერთი „შტიფტი“. მართალია მისი საკეტი ისე ადვილად არ იშლება როგორც მაგალითად გლოკის, მაგრამ საჭირო ინსტრუმენტებით საკეტის დაშლა შედარებით ადვილია. მე არ აღვწერ აქ საკეტის დაშლის მეთოდს, ვინაიდან ინტერნეტში არის სრულყოფილი ვიდეო ინსტრუქციები თუ როგორ განახორციელოთ ეს. ხოლო ერთხელ საკუთარი თვალებით ნახვა ასჯერ წაკითხვას ნამდვილად ჯობია.

ის რომ „ნანო“ ბოლომდე იშლება მეტ ნაკლებად კომპეტენტური მფლობელის მიერ, ყოველგვარი სპეციალური ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე, ცალსახად არის მნიშვნელოვანი პლიუსი და დადებითად ახასიათებს ბერეტას ინჟინრებს, რომლებმაც არ დაიზარეს და ეს პატარა პისტოლეტი სერიოზული საბრძოლო იარაღის თვისებებით დააჯილდოვეს. რატომ არის კარგი იარაღის გამარტივებული სრული დაშლა? პირველ რიგში ასეთი იარაღი გაცილებით უფრო სუფთა და მოვლილი იქნება, არსად არ დაგროვდება ჭუჭყი და ნამწვავი. მეორე რიგში თუ რამე დეტალი გამოვიდა მწყობრიდან, პატრონს დაჭირდება მხოლოდ დეტალის შეძენა, ხოლო მის ადგილზე დაყენებას ის თავად შეძლებს. უფრო მეტიც, „ნანოდან“ ნებადართულია +P კატეგორიის ვაზნების გამოყენებაც!

nano8

“ნანო” ამოღებული “ჩონჩხით”. პისტოლეტი გამოირჩევა სიმარტივით და შედგება მხოლოდ 34 ნაწილისგან, თუ არ ჩავთვლით მჭიდს და სამიზნე მოწყობილობებს. სურათის წყარო  gunsandammo.com

პისტლეტის შეძენისას მე მივიღე “ღირებული” რჩევა რომ ის ნელა დამეშალა თიორე ზამბარა ისე ამოხტებოდა, რომ მერე ვეღარც ვიპოვიდი. არანაირ ზამბარა არ ამოხტება “ნანოს” დაშლისას (თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დაშლისას ყურადღებით უნდა იყოთ), ერთადერთი ზამბარა, რომელსაც დაშლისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არის საკეტის შემაკავებლის (სურათზე დევს სასხლეტის წინ). რომც მოხდეს საოცრება და ის დაკარგოთ, მისი შემცვლელის პოვნა არც ისე რთული იქნება.

კიდე რა თვისებები უნდა ქონდეს კომპაქტურ თავდაცვის იარაღს? იგულისხმება, რომ ულტრა კომპაქტური პისტოლეტი იქნება ტანთან ახლოს და შესაბამისად ის კარგად უნდა იყოს დაცული კოროზიისგან. პოლიმერის ჩარჩო არ იჟანგება, მას არ ეშინია ნესტის, სიცხის და ყინვის. პისტოლეტის საკეტი და ლულა დაფარულია დამცავი დაფარვით რომელსაც ეწოდება Pronox და ის იდენტურია გლოკის მიერ გამოყენებული „ტენიფერის“ დაფარვის. პოლიმერის ჩარჩოში მოთავსებული „ჩონჩხი“ უჟანგავი რკინისგან არის დამზადებული, და მჭიდები ან უჟანგავი ფოლადის არის ან დაფარულია ნიკელით.

nano det

„ნანოს“ შექმნილია იმისთვის, რომ იყოს მაქსიმალურად ერგონომიული. ტექსტურა ჩარჩოზე არის აგრესიული, რაც უზრუნველყოფს იარაღის საიმედო და კომფორტულ ჭერას, რამდენადაც ეს შესაძლებელია ასეთი მოკლე ტარის შემთხვევაში. ღარი ჩარჩოს წინა ნაწილზე უზრუნველყოფს ლაზერით დამიზნების მოწყობილობის დაყენებას, ჩაღრმავებული ადგილი სასხლეტის წინ  გაძლევთ საშუალებას უსაფრთხოდ განათავსოთ სასროლი თითი ერთი და იგივე ადგილას ხოლო მეორე მხრიდან განათავსოთ მანდ დამხმარე ხელის დიდი თითი. სამიზნე მოწყობილობები და ყველა კუთხე ჩარჩოზე და საკეტზე დამრგვალებულია. ჩარჩო ძალიან მაღალი ხარისხით არის დამზადებული და ტესტირებებისას უძლებდა მანქანით მრავალჯერ გადავლას. 

უშუალოდ სროლით ტესტირებისას ეგრევე გამოვლინდა გარკვეული მინუსები. და აქიდან სასხლეტი არის „ნანოს“ ყველაზე დიდი მინუსი. როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა, ასეთი სასხლეტი აქვს იარაღს რომელიც ღამის კოშმარში გესიზმრება. ანუ აჭერ, აჭერ და არაფერი არ ხდება. მეორე მეგობარმა პირველად „ნანოდან“ სროლისას დაუმიზნა იარაღი, მერე იყო ხანგრძლივი პაუზა და ბოლოს ხმამაღლა ამოისუნთქა დაწია იარაღი და წამოიძახა: „ვა როდისღა გაისვრის?!“. ჩემი პირველადი შთაბეჭდილებაც „ნანოს“ სასხლეტზე ასეთი იყო, გრძელი, მძიმე, ორმაგი მოქმედების რევოლვერის ნაირი.  დარწმუნებული ვარ რომ ასეთი სასხლეტი დაყენდა „ნანოზე“ იმისთვის, რომ უსაფრთხოების გარკვეული დონე უზრუნველყოფილიყო იმის გათვალისწინებით რომ ნანოზე არ არის მექანიკური მცველი. პრაქტიკულად ნანო არის პისტოლეტი, მხოლოდ ორმაგი მოქმედების რევოლვერის სასხლეტით. ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ რევოლვერის სასხლეტი არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ის ჩამორჩება პისტოლეტს. რატომ უნდა შეამცირო პისტოლეტის საცეცხლე ძალა მასზე „რევოვლერის სასხლეტის“ დაყენებით მე არ მესმის. ბერეტას სასხლეტს აქვს სამი პრობლემა. პირველი არის მისი გრძელი სვლა. მეორე არის მანძილი სასხლეტამდე რომელიც არის ძალიან მოკლე და საჭიროა რომ მას დააჭიროთ თითის წვერი, რომ არ დაირღვეს სამიზნე სურათი და არ დაკარგოთ კონტროლი იარაღზე. მესამე პრობლემა არის უკიდურესად გრძელი რესეტი. როდესაც მე ვიდეოს ვუყურებდი სადაც მსროლელი ისროდა „ნანოს“ შენელებულ კადრებში მე დავაკვირდი, რომ ის პრაქტიკულად ბოლომდე უშვებდა სასხლეტს წინ და ამის მერე კვლავ იწყებდა მასზე დაჭერას. მოგვიანებით როდესაც მე შევიძინე ბერეტა, მივხვდი რომ სხვაგვარად უბრალოდ რესეტი არ მოხდება. ყველაფერი ეს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ნანოდან „დაბლ ტეპებით“ (სწრაფი ორი გასროლა) სროლას. დიახ, კონსტრუქციულად „ნანო“ არაფრით არ არის ნაკლები სრულფასოვან, სრული ზომის თანამედროვე 9მმ-ან პისტოლეტზე მაგრამ სასხლეტი ყველაფერს აფუჭებს.

რა თქმა უნდა “ნანოს” სასხლეტის შეფასებისას მე ვხელმძღვანელობ ჩემი წინა გამოცდილებით, რომელიც მეტ წილად უკავშირდება სრული ზომის პისტოლეტებს. ალბათ ვისაც აქვს გამოცდილება რევოლვერებიდან სროლაში, “ნანოს” სასხლეტი არ მოეჩვენება რაიმე განსაკუთრებულად. ნმადვილად არ არ მინდა შევაშინო ამ პისტოლეტის პოტენციური მყიდველები, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ „ნანოს“ სასხლეტი საჭიროებს მიჩვევას. ის არ გავს არც ერთი სხვა პისტოლეტის სასხლეტს რომელიც მე მქონია. როდესაც თქვენ მიეჩვევით „ნანოს“ სასხლეტს, ანუ დააჭერთ სასხლეტს თითის წვერს  და განახორციელებთ გასროლას თითის სწრაფი ერთგვაროვანი მოძრაობით, სროლა გაადვილდება, მაგრამ სროლისუნარიანობით „ნანო“ ახლოსაც ვერ მივა სხვა სუბ-კომპაქტურ პისტოლეტებთან, რომლიდანაც მე მისვრია. თუმცა ცხადია თავის მხრივ ვერც ერთი აღნიშნული პისტოლეტი კომპაქტურობით ვერ მოვა ახლოს  „ნანოსთან“.  მე შევეგუები ტარის მოუხერხებელ ფორმას იმიტომ რომ ის არის კომპაქტური, შევეგუები ლულის მაღალ ღერძს მაგრამ არ არსებობს მიზეზი, რომელიც ახსნიდა ასეთი ტიპის სასხლეტის დაყენებას ავტომატურ პისტოლეტში. რატომ ბერეტა, რატომ?! როგორც უკვე აღვნიშნე ბერეტას ინჟინრებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ერგონომიკას, იმისთვის, რომ აღნიშნული პისტოლეტიდან ეფექტური სროლა ყოფილიყო რაც შეიძლება ადვილი. ტარის ფორმა და ტექსტურა უზრუნველყოფს რამდენადაც ეს შესაძლებელია ასეთი მოკლე ტარის შემთხვევაში ადეკვატურად მყარ ჭერას. სროლისას მართლაც „ნანო“ არ ცდილობს ამოხტეს ხელიდან, თუნდაც მოკლე 6 ვაზნიანი მჭიდის გამოყენებისას. 8 ვაზნიანი მჭიდის გამოყენება ცოტათი უფრო აადვილებს სროლას და პისტოლეტი ოდნავ უფრო კონტროლირებადი ხდება.

რაც შეეხება სიზუსტეს, იარაღს აქვს კარგი სამიზნე მოწყობილობები, ის მაღალი ხარისხით არის დამზადებული და შედეგებიც შესაბამისი იყო.

nano1

სროლა სამიზნეში ხორციელდებოდა 15-დან 7 მეტრის მანძილზე სწრაფი ტემპით. მათ შორის იარაღის ამოღებით და სწრაფი გასროლის განხორციელებით, მათ შორის ერთი ხელიდან. ზედა ჯგუფი სამიზნის თავის არეში ნასროლია 7 მეტრიდან ორი ხელით, ნელი ტემპით.

nanotarget1

სროლის მანძილი 10-12 მეტრი. იარაღის სწრაფი ამოღება და კონტროლირებადი წყვილებით სროლა. ორ წრეში მოქცეული „გაქცეული“ ტყვიების მიზეზი მძიმე სასხლეტია.

როგორც ხედავთ პისტოლეტი ადეკვატურად ზუსტია იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას თავდაცვისთვის. სროლის შედეგები უმჯობესდებოდა სასხლეტთან მიჩვევით. „ნანო“-ს არ აქვს სიზუსტის დიდი პოტენციალი, ის ჯიბის/დამხმარე/ სათადარიგო იარაღია. მისი გამოყენება როგორც, წესი მოხდება უკიდურეს შემთხვევაში და ძალიან ახლო მანძილებზე, როდესაც ან ძირითადმა იარაღმა გიმტყუნათ ან იგერიებთ თავდასხმას იქ სადაც ასეთი თავდასხმის რისკი იყო დაბალი (წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა იყოთ შეიარაღებული უფრო სერიოზული იარაღით). ყველა შემთხვევაში ტიპიური სროლის მანძილი იქნება 0-დან 10 მეტრამდე, რა მანძილზეც ხდება ძირითადად თავდასხმის მოგერიება. ასეთ მანძილზე ნელი სროლისას (მანძილი 7 მეტრი) ნანოს აქვს ძალიან კარგი სიზუსტე.  7-დან 15 მერამდე სროლისას მათ შორის სწრაფად, მათ შორის ერთი ხელით სიზუსტე ადეკვატურია.

სამიზნეებიდან ჩანს რომ მოხვედრები დაჯგუფებულია დამიზნების წერტილიდან ოდნავ მარჯვნივ. ეს ტენდენცია შენარჩუნდა სერიიდან სერიამდე, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ საჭიროა შესწორებების შეტანა. აღნიშნული ადვილია ვიანიდან უკანა სამიზნე მოწყობილობა ორი ხრახნით არის დაფიქსირებული საკეტზე და მათი დაშვებით ადვილად შესაძლებელია შესწორების შეტანა. რაც მთავარია არ იყო საჭირო ვერტიკალური შესწორებების შეტანა, იმიტომ რომ ამის საშუალება არ არის და ასეთ შემთხვევაში თუ გადახრა მნიშვნელოვანია უნდა დაყენდეს განსხვავებული სიმაღლის წინა სამიზნე მოწყობილობა.

ჩვენი ვერდიქტი არის შემდეგი. ბერეტა “ნანოდან” ეფექტური სროლა შესაძლებელია, პისტოლეტის გამოდგება თავდაცვისთვის, მაგრამ არაადეკვატური სასხლეტი ზღუდავს მის ეფექტურობას. პისტოლეტი საჭიროებს მიჩვევას და რეკომენდირებულია ამ პისტოლეტიდან მინიმუმ 200 ვაზნის გასროლა და ინტენსიური “მშრალი“ ვარჯიში.დავამატებ მხოლოდ, რომ იმისთვის რომ გამორიცხოთ/მაქსიმალურად შეამციროთ მსროლელის ფაქტორი, სროლა სიზუსტეზე უნდა განხორციელდეს ან სპეციალური დაზგიდან ან ქვიშით სავსე საყრდენი ბალიშების გამოყენებით. ჩვენი ტესტი მოიცავდა მხოლოდ “ნანოს” სიზუსტის დადგენას თავდაცვითი სრლის დროს.

უკუცემის აღთქმა ძალიან სუბიექტურია, მაგრამ ყველა მსროლელის აზრით უკუცემა დიდი არ იყო და პისტოლეტი მალე ბრუნდებოდა სამიზნეზე,  შედარებით მაღალი ტემპით სროლა იყო შესაძლებელი და ტემპს ზღუდავდა მხოლოდ სასხლეტი გრძელი სვლით და “რესეტით”. რა თქმა უნდა სროლა 8 ვაზნიანი გრძელი მჭიდით უფრო მოსახერხებელი იყო, მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ 6 ვაზნიანი მჭიდით სროლა იყო განსაკუთრებუყლად რთული ან არაკომფორტული. ხელმისაწვდომია “ნანოს” მოკლე მჭიდის ხუფი, რომელზეც გათვალისწინებულია ადგილი თითის დასადებად, რომელსაც Pearce Grips უშვებს და ეს დეტალი სულ რაღაც 10 დოლარი ღირს. კიდევ ერთი საინტერესო მოწყობილობა არის არის ლაზერით დამიზნების მოწყობილობა, რომელსაც კომანია LaserMax უშვებს. მოდელი CF-Nano Centerfire Laser  ძალიან კომპაქტურია, იმეორებს იარაღის ფორმებს და არ ღირს ძვირი, სულ რაღაც 70-80 დოლარი.

200 ან მეტი ვაზნის (რაც უფრო მეტი მით უფრო კარგი) გასროლა „ნანოდან“ იმისთვის, რომ მიეჩვიოთ მას და დარწმუნდეთ მის საიმედო მუშაობაში იმიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ როგორც ჩანს ეს პისტოლეტი არ არის ყველაფრის მომნელებელი, როგორც მაგალითად ასევე პატარა Glock 26. არსებობს ასეთი პისტოლეტები, რომლებიც უბრალოდ არ ინელებენ ყველა პოპულარულ მუხტს. „ნანო“ აღმოჩნდა სწორედაც  ეგეთი პისტოლეტი. სასროლოსნო წრეებში არსებობს მოსაზრება,  რომ 9მმ-ნი ნანო არ მუშაობს კარგად ვაზნებთან მსუბუქი ტყვიით. ულტრა კომპქტური პისტოლეტის ასეთი თავისებურება არ შეიძლება იყოს აღთქმული როგორც ნაკლი. ცნობილია, რომ კომპაქტური პისტოლეტები ხშირად შედარებით უფრო ნაკლებად საიმედოები არიან ვიდრე სრული ზომის პისტოლეტები.  „ნანო“ არის მიკრო პისტოლეტი გათვლილი ძლიერ ვაზნაზე და ის არის ძალზედ სპეციფიური იარაღი და ეს სპეციფიურობა ვრცელდება მათ შორის გამოყენებად ვაზნების ტიპებზე. „ნანო“ არ არის პირველი მიკრო მოკლე ლულიანი იარაღი, რომელიც ასეთი თავისებურებებით გამოირჩევა. ბევრი მწარმოებელი პირდაპირ მიუთითებს, რომ მათი პისტოლეტები/რევოლვერები მუშაობენ საიმედოდ კონკრეტული მუხტებით. მაგალითად Seecamp-ს ვებ-გვერდზე აქვს რეკომენდირებული მუხტების სია, Boberg-ის XR სერიის მიკრო პისტოლეტებს მოყვება სია ვაზნების, რომლების გამოყენებაც ამ პისტოლეტში უბრალოდ არ შეიძლება. ისიც გავიხსენოთ, რომ მსუბუქი წონის მსხვილკალიბრიან რევოლვერებში არ შეიძლება მსუბუქი ტყვიებით აღჭურვილი ვაზნების გამოყენება. ასეთი შეზღუდვები მიკრო პისტოლეტებში და რევოლვერებში არ არის ანომალია, ეს არის ნორმა. „ნანო“, რომელიც იწონის სულ რაღაც 480 გრამს და აქვს 78მმ-ნი ლულა ვერ იქნება ისეთივე საიმედო ყველა ტიპის მუხტით როგორც დიდი Glock 17. ჩვენ შემთხვევაში “ნანოს” ეს თავისებურება ქმნის პრობლემას იმიტომ, რომ როგორც ჩანს ის არ ინელებს სწორედ იმ მუხტებს, რომლებიც ყველაზე გავრცელებულია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება რომ ბერეტამ გამოასწორა ეს ხარვეზი, ჩვენი ტესტის ობიექტმა უარი თქვა 124 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით აღჭურვილი ვაზნების მონელებაზე (5 დაბრკოლება 130 ვაზნაზე).  დაბრკოლება, წარმოადგენდა სავაზნეში დარჩენილ გასროლილი ვაზნის მასრას, რომელსაც ეჯახებოდა შემდეგი ვაზნა მიწოდებული საკეტით მჭიდიდან. დაბრკოლების აღმოსაფხვრელად საკმარისი იყო 2 წამი, მაგრამ ეს ორი წამი ცხადია შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს შეიარაღებულ შეტაკებაში.  აღსანიშნავია, რომ ხუთი ასეთი დაბრკოლებიდან სამი მოხდა ბოლო ვაზნაზე.

რა თქმა უნდა როდესაც დადგინდა რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს, ბუნებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა იარაღის მაღაზიაში დაბრუნება და სხვა მოდელის იარაღის შეძენა. თუ ნეტში წერენ რომ იარაღი პრობლემატურია და ის რეალურად აღმოჩნდება ასეთი, ჯობია აღარ გარისკოთ და უბრალოდ სხვა მოდელის იარაღი აარჩიოთ. მითუმეტეს, თუ პისტოლეტი პრობლემატურია იმ მუხტებთან, რომლებიც ხელმისაწვდომია და სხვა ტიპის ვაზნები არ იშოვება ან ძალიან ძვირი ღირს. თავისთავად შეტყობინებები პრობლემებზე, რომლებსაც ტოვებენ  ფორუმებზე არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. სტატისტიკის თვალსაზრისით ათიათასობით გაყიდულ პისტოლეტზე რამდენიმე შეტყობინება ფორუმზე ისედაც არაფერს არ ნიშნავს.

როდესაც მე დავდექი ამ დილემის წინაშე, მივიჩნიე, რომ იარაღის დაბრუნება იქნებოდა იოლი გზა, რომლის არჩევაც მე არ მინდოდა. თანაც მე უბრალოდ ძალიან მომეწონა „ნანო“ და ასე იოლად მას ვერ შეველეოდი და გადავწყვიტე დამედგინა რა არის ამის მიზეზი და საკუთარი ძალებით გადამეწყვიტა ეს პრობლემა. მე გავარკვიე, რომ „ნანოს“ გარანტიით დაბრუნებისას ბერეტა ცვლიდა პისტოლეტში ექსტრაქტორს, მის ზამბარას და აპრიალებდა სავაზნეს კედლებს. აღნიშნულის გაკეტება პრინციპში არ წარმოადგენდა პრობლემას. გასროლილი მასრის შესწავლამ მანახა, რომ მასრას საერთოდ არ ეტყობოდა ექსტრაქტორის კვალი. როგორც წესი თუ მასრა რჩება სავაზნეში ექსტრაქტორი მას ახტება ან ათლის რკალს რაც ტოვებს მასრაზე სპეციფიურ კვალს. ასეთი კვალი მასრას არ ეტყობოდა, ისევე როგორც სხვა მასრებს არ ქონდა გვერდებზე ნაკაწრები ან ამობურცული ადგილები რაც მიგვანიშნებდა დეფექტებზე სავაზნის კედლებზე. სავაზნის დათვალიერებამ ასევე არ აღმოაჩინა რამე თვალით შესამჩნევი დეფექტები. ვაზნები ადვილად თავსდებოდა სავაზნეში და თავისივე წონით ვარდებოდა გარეთ.  ესეიგი პრობლემა იყო ექსტრაქტორში. პირველადმა დათვალიერებამ არ გამოავლინა რამე პრობლემა, ექსტრაქტორს არ აღენიშნებოდა რამე დაზიანებები. სავარაუდოთ   გასროლის მომენტში ექსტრაქტორი იწყებდა ვიბრაციას/თამაშს და სანამ ის ასე ვთქვას დაწყნარდებოდა და წაავლებდა მასრას საკეტი უკვე უკან იყო გაქცეული და მასრა კი რჩებოდა სავაზნეში. ეს გავრცელებული პრობლემაა ძველ იარაღში დასუსტებული ექსტრაქტორის ზამბარით ან იმდენად გაცვეთილი ექსტრაქტორის კბილით რომ მას ფიზიკურად არ ქონდა საკმარისი მოჭიდების ადგილი რომ მასრა ამოეგდო. ზოგადი ცოდნა ავტომატური პისტოლეტის ყველაზე ტიპიური დაბრკოლებების შესახებ ასევე მეუბნებოდა, რომ როდესაც მასრის ექსტრაქცია სავაზნიდან არ ხდება, ამის მიზეზია ექსტრაქტორი ან სავაზნე (თუ ვაზნები ქარხნულია და სპეციფიკაციებს შეესაბამება). გარდა ამისა ჩემთვის ასევე ცნობილი იყო რომ ექსტრაქტორის მოძრაობა არის ცნობილი და კარგად შესწავლილი მოვლენა მაგალითად AR15 ტიპის იარაღში.  AR15-დან გასროლისას, საკეტის აჩქარება იწვევდა ექსტრაქტორის მოძრაობას, რომელიც იმდენად მაღლა იწეოდა რომ უშვებდა მასრას, და მხოლოდ წნევა ლულის შიგნით რომელიც აწვებოდა მასრას იჭერდა მას საკეტში მანამ სანამ ექსტრაქტორი არ ბრუნდებოდა თავის ადგილას და ისევ არ წაავლებდა მასრას და არ ამოიღებდა მას სავაზნიდან. ჩემი ვარაუდით მოკლე ლულის და მსუბუქი საკეტის გამო გასროლის მომენტში ექსტრაქტორი იწეოდა მაღლა (მიზეზი ან ვიბრაცია გასროლისას ან საკეტის აჩქარება) ხოლო მოკლე ლულაში წნევა იმდენად სწრაფად ვარდებოდა რომ ეს დრო არ იყო საკმარისი, რომ  მასრა მიბჯენილი დარჩენილიყო საკეტის წინააღმდეგ. როდესაც ექსტრაქტორი ბრუნდებოდა თავის ბუნებრივ ადგილას ზამბარის დაწოლის შედეგად, საკეტი უკვე უკან იყო გაქცეული და მასრა დარჩენილი სავაზნეში. ის ფაქტი რომ ნანოში დაბრკოლებები მოხდა ბოლო ან ბოლოს წინა ვაზნაზე ადასტურებდა ჩემს მოსაზრებას, რომ საკეტი ზედმეტად სწრაფად მოძრაობდა ხოლო ექსტრაქტორის ზამბარას არ ყოფნიდა ზალა უკანასკნელი ერთ ადგილზე გაეჩერებინა. მოგეხსენებათ, საკეტს ქვევიდან აწვება მჭიდის ზამბარა, რომელიც გადასცემს ამ ძალას საკეტს მჭიდში მოთავსებული ვაზნების „სვეტის“ მეშვეობით. რაც უფრო მეთი ვაზნაა მჭიდში მით უფრო მეტი ძალით აწვება მჭიდის ზამბარა საკეტს ქვევიდან და მეტ წინაღობას ქმნის. როგორც ჩანს ბოლო ვაზნებზე წინაღობა მცირდებოდა იმდენად, რომ საკეტი იღებდა ისეთ აჩქარებას რომ ექსტრაქტორი ვეღარ ასწრებდა ადგილზე დაბრუნებას და მასრის ჩავლებას. მეორეს მხრივ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსუბუქი მუხტი (მსუბუქი ტყვიით) ნაკლებ აჩქარებას აძლევს საკეტს და ის უფრო დიდიხანს არის გადაბმული ლულასთან გასროლის დროს ამიტომაც იდეაში უფრო „ცხელი“ ვაზნების გამოყენებამ კიდე უფრო უნდა დაამძიმოს პრობლემა მაგრამ „ნანოში“ ეს არ ხდებოდა. „ნანო“ ყველაზე საიმედოდ მუშაობს სწორედ რომ „ცხელი“ თავდაცვითი მუხტებით და მძიმე ტყვიებით. ერთადერთი რაც იყო უდაო, არის ის, რომ ექსტრაქტორი თავის როლს არ ასრულებდა. ვინაიდან ბერეტა ცვლიდა ექსტრაქტორს (სავარაუდოთ მის ზამბარასაც) და აპრიალებდა სავაზნეს ჩვენც იგივე გზით წავედით. სავაზნის გაპრიალების შემდეგ, საკეტში  ექსტრაქტორის ზამბარის წინ განლაგებული ღერძი შეიცვალა უფრო გრძელი ღერძით. ამან უფრო შეკუმშა ზამბარა და იდეაში ექსტრაქტორს უფრო მეტი ძალით დააწვა. რაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემის მიზეზი, აღნიშნულმა ზომებმა იმოქმედეს და პრობლემა არასაიმედო ექსტრაქციასთან გაქრა. არის ალბათობა რომ “ნანოს” ჭირდება გარკვეული ვაზნების რაოდენობის გასროლა რომ მოხდეს მისი ე.წ. “აბკატკა” და პისტოლეტი ამუშავდეს, როგორც საჭიროა. პისტოლეტში განსხვავებით ლულებისგან “აბკატკის” პროცესს აქვს აზრი, იმიტომ რომ პისტოლეტი გაცილებით უფრო რთული მექანიზმია ვიდრე ლულა. აქ უამრავი დეტალია, რომელიც ერთმანეთთან ზემოქმედებს და მანამ სანამ ყველაფერი მოერგება ერთმანეთს, შესაძლებელია წააწყდეთ პრობლემებს საიმედოობასთან. სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ხომ უნდა დარწმუნდეთ, რომ პისტოლეტი  საიმედოთ მუშაობს?!  როგო გაიგებთ ამას თუ არ ისროლეთ რაც შეიძლება ბევრი? არ არის გამორიცხული, რომ 200-300 ვაზნის გასროლის შემდეგ ექსტრაქციის პრობლემა გამქრალიყო, მითუმეტეს, რომ არსებული ინფორმაციით “ნანო”-ს უჭირს 115 გრანიანი ტყვიით აღჭურვილი ვაზნების მონელება და როგორც წესი 124 გრანიანი და ზევით ტყვიების გამოყენება არ იწვევდა პრობლემებს.

მინდა აღვნიშნო, რომ იმ მდგომარეობით რაც დღეს არის, „ნანო“ არ არის კომერციული ხიტი. პისტოლეტი კარგად იქნა მიღებული მაგრამ აშკარად მას არ ხვდა წილი გამხდარიყო ისეთი პოპულარული და კომერციულად წარმატებული, როგორც სხვა ულტრა კომპაქტური პისტოლეტები, მაგალითად S&W Shield ან Ruger LCP. მიზეზი რატომ „ნანო“ მიუხედავად შთამბეჭდავი ოფციების სიის არსებობისა ეგრევე არ გახდა დიდი წარმატება არის ალბათ იარაღის არც ისე მაღალი სროლისუნარიანობა და თავდაპირველი პრობლემები მის საიმედო მუშაობასთან (ამაზე ცოტა მოგვიანებით).  ერთის მხრივ ნანოს აქვს, მისაღები სამიზნე მოწყობილობები, მჭიდის ღილაკის განლაგება და ტარის ფორმა იძლევა საშუალებას ადვილად და სწრაფად გამოცვალოთ მჭიდი, ტარის და ზოგადად ჩარჩოს ფორმა ისეა აგებული, რომ იარაღის გამოყენება იყოს მოსახერხებელი, მთლიანად იარაღი არის გამძლე, უსაფრთხო და მარტივი კონსტრუქციის მაგრამ მეორეს მხრივ საშინელი სასხლეტის და ზედმეტად მაღალი ლულის ღერძი სროლას მნიშვნელოვნად ართულებს.

slide hight bg

„ნანოს“  სიმაღლე „გლოკთან“ შედარებით.

თავდაცვითი იარაღის ერთ-ერთი საჭირო თვისებაა, მისცეს პატრონს საშუალება დაიცვას იარაღი წართმევისგან და მისცეს მას საშუალება განახორციელოს გასროლა მიუხედავად აქტიური წინააღმდეგობისა. მოკლე ტარის და მაღალი საკეტის გამო “ნანო” უპირატესობას აძლევს იარაღის წართმევის მსურველს. როდესაც წაავლებთ ხელს იარაღს რომ  ის მსროლელის ხელიდან  გამოგლიჯოთ აღმოჩნდება რომ მოკლე ტარი არ მისცემს “ნანოს” პატრონს საშუალებას მყარად მოეჭიდოს პისტოლეტს და ეფექტურად შეეწინააღმდეგოს წართმევის მცდელობას. მარტივმა ექსპერიმენტმა დაადასტურა რომ თავდამსხმელი კარგად ავლებდა ხელს ნანოს მსხვილ და მაღალ საკეტს და განსაკუთრებული წვალების გარეშე აცლიდა მას ხელიდან მსროლელს. რა თქმა უნდა “ნანოს” 8 ვაზნიანი მჭიდი ზრდის ტარის გაბარიტებს და წართმევა უკვე არც ისე ადვილი ხდება. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, გამოცდილმა თავდამსხმელმა იცის, როგორც გამორიცხოს პისტოლეტიდან გასროლის საშუალება. რევოლვერის დოლურაზე ხელის მოჭერით მსროლელს საასხლეტი თითის ძალა  არ ეყოფა რომ გადაატრიალოს დაბლოკილი დოლურა და განახორციელოს გასროლა. ასევე შესაძლებელია ხელით ჩახმახის დაბლოკვა ისე რომ გასროლა ვერ მოხდეს. მექანიკური მცველი ზრდის ალბათობას რომ ჩხუბში ის ჩაირთვება და არ მისცემს გასროლის წარმოების საშუალებას. ამ მხრივ “ნანო” უკეთ გამოიყურება. მექანიკური მცველის და გარე ჩახმახის არ არსებობა გამორიცხავს ზემოაღნიშნულ სცენარებს. შეიძლება ითქვას რომ “ნანო” თავისი კონფოგურაციით ყველაზე უფრო გამოსადეგიამ, როგორც თავდაცვის იარაღი.

 slide blocking

აღნიშნული ტექნიკა გამოიყენება ხელჩართულ ჩხუბში გარანტირებული გასროლის მისაღწევად. იარაღი მიბჯენილია (გააჩნია მდგომარეობას) თავდამსხმელზე, ხოლო ხელი (სხვა შემთხვევაში თითი) აწვება საკეტს უკნიდან, ამით მიიღწევა საკეტის ჩაკეტვა, იარაღი მაქსიმალურად დაცულია თავდამსხმელის მცდელობისგან მას დაეუფლოს ან გაწიოს საკეტი უკან საკმარისი მანძილით რომ გამორიცხოს გასროლა (აბსოლუტური უმეტესობა პისტოლეტების აღჭურვილია სისტემით რომელიც გამორიცხავს გასროლას გახსნილი საკეტით). მართალია გასროლის შემდეგ საკეტი არ გაიხსნება და გადატენვა არ მოხდება მაგრამ ერთი კარგი მოხვედრა სამიზნის მასის ცენტრში გარანტირებულია. აღნიშნული მეთოდი მუშაობს მხოლოდ იარაღში დახურული ჩახმაით ან დამრტყმელით. 

გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკეტი დაბლოკილია მსროლელის ხელით, ის არ გაიხსნება და არ დააზიანებს ხელს. გასროლა მოხდება, უბრალოდ არ მოხდება მასრის ექსტრაქცია და ახალი ვაზნის მიწოდება. საკმარისი იქნება საკეტი გადატენოთ და შესაძლებელია გააგრძელოთ სროლა.

არსებობს ალბათობა, რომ ჩვენ უბრალოდ არ გაგვიმართლა და შეგვხვდა პრობლემატური პისტოლეტი, გამონაკლისი. ცნობილია, რომ ახალი გამოშვების “ნანოზე” პრობლემები ექსტრაქციასთან არ აღინიშნება. მაგრამ ფაქტი ჯიუტია. პრობლემებზე წერდნენ ნეტში, პრობლემას წავწყდით ჩვენც. რისკი რომ პრობლემატური იარაღი შეხვდება შემდეგ მყიდველს არის. პრობლემა ექსტრაქციასთან (ინგლისურში ექსტრაქცია/extraction ნიშნავს ვაზნის ამოღებას სავაზნიდან ექსტრაქტორის მეშვეობით, ejection ანუ ამოგდება ნიშნავს როდესაც მასრამ სავაზნიდან ექსტრაქციის შემდეგ, ეჟექტორის საშუალებით გარეთ იქნა ამოგდებული) გამოწვეული საქართველოში ყველაზე პოპულარული მუხტის ტიპების გამოყენებით შეიძლება გახდეს ამ პისტოლეტის შეძენის გადაწყვეტილებაზე უარის თქმის მიზეზი. საკანონმდებლო შეზღუდვები, კარგი ხელოსნების არ არსებობა, ნაწილების მიუწვდომელობა, საგარანტიო მომსახურების არ არსებობა, საკანონმდებლო შეზღუდვები და ასევე გაყიდვაში ძლიერი თვადაცვითი მუხტების არ არსებობა (ამ მომეტში საქართველოში იყიდება მხოლოდ Winchester Personal Protection 147 gr JHP მუხტი)  ქმნის გარემოს რომელშიც ბერეტა ნანოზე არჩევნის გაკეთება იქნებოდა ალბათ არასწორი გადაწყვეტილება. მეორეს მხრივ თუ თქვენ გაქვთ იარაღის ტარების უფლება, გაქვთ საშუალება ივარჯიშოთ, საჭიროების შემთხვევაში იყიდოთ ჩამოიტანოთ და დააყენოთ ახალი ექსტრაქტორი და ზამბარა ან თავად განახორციელოთ “ნანოს” ტუნინგი , და ყველაფერ მასთან ერთად აუცილებლად გინდათ მაქსიმალურად პატარა 9მმ-ნი პისტოლეტი, მაშინ ნანო ერთ-ერთი საუკეთესო არცევანია. თუ არა, მაშინ ზე-საიმედო Glock 26 არის პასუხი ყველა თქვენ მოთხოვნაზე.  Glock 26-ის გარდა, რომელიც ამ სტატიის დაწერის მომენტში ღირს 1450 ლარი ახალი, მაღაზიაში, არის საუკეთესო არჩევანი სუბ-კომპაქტურ პისტოლეტებს შორის, ასევე ხელმისაწვდომია Springfield XD Sub-compact, რომელიც 1100-1300 ლარი ღირს. ორივე ეს პისტოლეტი არ არის ულტრა კომპაქტური მოდელები მაგრამ “ნანოს” საყიდელ თანხას ცოტა მეტი ფული რომ დაამატოთ შესაძლებელია სხვა “ულტრა კომპაქტის” RUGER LCP-ს შეძენა (ფასი ამ სტატიის დაწერის მომენტში 1200-1300 ლარი). ჩვენ ბერეტა “ნანო” 1000 ლარად შევიძინეთ, ახალი, მაღაზიაში. აშშ-ში ის 400-450 დოლარი ღირს რაც საქართველოს პირობებში ნიშნავს რომ “ნანო” სამართლიან ფასად იყიდება. ამ ფასად ჩვენ მოგვივიდა უმაღლესი ხარისხის თავდაცვითი ინსტრუმენტი, რწმენა რომელშიც აღსდგა არც ისე რთული “ტუნინგის” შემდეგ.  როგორც ყოველთვის არჩევანი თქვენზეა, მე შევეცადე მომეწოდებინა ობიექტური და მაქსიმალურად მიუკერძოებელი ინფორმაცია ამ პისტოლეტზე.

Glock 26 VS Springfield XD-9 Subcompact

Saturday, June 21st, 2014

როდესაც ეს სტატია იწერებოდა ორი ძალიან მზგავსი პისტოლეტის შედარებაზე ცნობილი გახდა, რომ ამჯერად უკვე გერმანული ხეკლერ&კოხიც აყვა მოდას და შესთვაზა მომხმარებელს პისტოლეტი VP 9, პლასტმასის ჩარჩოთი და დამრტყმელით ჩახმახის ნაცვლად, კონცეფცია, რომელიც 30 წლის წინ გახდა პოპულარული მას მერე რაც გასტონ გლოკმა შექმნა თავისი გლოკ 17. ამბავს VP 9-ის გამოშვებაზე წინ უძღვოდა ზიგ-ზაუერის მიერ შექმნილი P 320-ის წარდგენა, რომელიც ასევე არის იგივე კონცეფციით შექმნილი რაც გლოკი და შესაბამისად VP 9 და ძალიან ბევრი სხვა მოდელი. როგორც ჩანს ეს ტენდენცია გაგრძელდება და მომავალში ამ ტიპის პისტოლეტების მოდელების გამა კიდევ უფრო გაიზრდება. წლების განმავლობაში ძალიან ბევრმა მწარმოებელმა სცადა გლოკის წარმატების გამეორება მაგრამ გლოკის პისტოლეტების ასეთი წარმატება არ იყო განპირობებული მარტო იმ ფაქტით, რომ ავსტრიული პისტოლეტი იყო კარგი იარაღი, უბრალოდ ის გაჩნდა იმ დროს და იმ მომენტში როდესაც მოთხოვნა ასეთ იარაღზე იყო ძალიან მაღალი, ხოლო დღეს როდესაც ბაზრი გაჯერებულია უამრავი გლოკის „კოპიებით“ იგივე წარმატების გამეორება გლოკის მორიგი კოპიის შექმნით 30 წლის მერე უბრალოდ შეუძლებელია. კომპანიას რომელიც ამ გზით წავა უნდა ქონდეს იმედი, რომ მისი გლოკის ინტერპრეტაცია უბრალოდ კარგად გაიყიდება. რა თქმა უნდა,  უნდა აღინიშნოს ზოგი გლოკის კოპია იყო წარმატებული ზოგი ნაკლებად წარმატებული. ნაკლებად წარმატებულებს განეკუთვნება პირველ რიგში მაგალითად სმიტ&ვესონ სიგმა, შექმნილი როგორც ლეგენდა იუწყება მას მერე რაც გაბრაზებულმა სმიტ&ვესონის ტოპ მენეჯერმა საერთო თათბირზე დაახეთქა გლოკი მაგიდაზე განცვიფრებული თანამშრომების წინ და განაცხადა, რომ თუ არ შეგიძლიათ გლოკზე უკეთესი პისტოლეტის გაკეთება უბრალოდ დააკოპირეთ ის. რა მოყვა ამას ყველამ ვიცით,  ხოლო ვინც არ იცით გეტყვით მხოლოდ რომ გლოკმა უჩივლა სმიტ&ვესონს საპატენტო უფლებების დარვევის გამო და სოლიდური კომპენსაციაც მიიღო. რაც შეეხება წარმატებულ კოპიებს მე პირველ რიგში ვიხსენებ ორ პისტოლეტს, რომელიც გახდა ძალიან პოპულარული, ეს არის ისევ სმიტ&ვესონის M&P სერია (შექმნილი სიგმას შექმნისას დაშვებული შეცდომების გათვალსიწინებით) და ამერიკულ ხორვატული Springfield XD/HS Produkt HS 2000 და მისი მოდიფიკაციები.  სწორედ ეს უკანასკნელი მოხვდა ჩვენ ხელში და რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გაუშვებდით ხელიდან შანსს, რომ ეს პისტოლეტი საფუძვლიანად არ შეგვესწავლა და არ შეგვედარებინა ის გლოკთან.  ორივე ეს პისტოლეტი ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში და ორივე არის ჩვენი ძალოვნების შეიარაღებაში იმყოფება ასე რომ დარწმუნებული ვარ სტატია ბევრს დააინტერსებს.

მიუხედავად იმისა, რომ მე ვაღიარებ არასდროს არ მქონდა დიდი ინტერესი ამ ხორვატიული პისტოლეტის მიმართ (მისი სპეციფიური დიზაინის გამო მე ის უბრალოდ ვიზუალურად არ მომწონდა), მე ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეძლეს ხორვატებმა თავის პატარა ლამაზ, მაგრამ ომით დაზარალებულ ქვეყანაში შექმნან იარაღი, რომელიც რამდენიმე წლის მერე პატრიოტულ და კონსერვატიულ ამერიკაში აღიარებული იქნებოდა წლის საუკეთესო პისტოლეტად. და თან ორჯერ, 2006 და 2009 წელს. კონკრეტულად ვინ აღიარა? The Shooting Industry Academy of Excellence, 500 წევრიანი საბჭო რომელიც წელიწადში ერთხელ აჯამებს შედეგებს და ირჩევს საუკეთესო პროდუქტებს სხვადასხვა ნომინაციებში.  ამერიკულ ბაზარზე ის გაჩნდა ჯერ როგორც იმპორტირებული ხორვატიული წარმოების პისტოლეტი, მაგრამ 2001 წლიდან ის უკვე იყიდება, როგორც Springfield Armory-ის პროდუქცია და ამ კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოდელების ნომენკლატურა და ეს დღეს XD და მოდიფიცირებული XD(M) ოჯახი ათეულობით განსხვავებულ მოდელს ითვლის.

როდესაც ეს იარაღი გაჩნდა საქართველოში და მიღებულ იქნა შეიარაღებაში მე გავიფიქრე რომ ეს მართალია გლოკი არ არის მაგრამ ბევრად უკეთესია ვიდრე „იერიხო“ და „მაკაროვი“, რომლებიც წარმოადგენდნენ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების პისტოლეტების ძირითად არსენალს.  რატომ? იმიტომ, რომ განსხვავებით ორი უკანასკნელისაგან ეს იარაღი ნამდვილად არის თანამედროვე, heavy-duty, სამსახურეობრივი იარაღი. დამზადებული საუკეთესო მასალებისგან ის ისევე როგორც ყველა მაღალი კლასისი იარაღი დაფარულია მაღალტექნოლოგიური დამცავი დაფარვით (ტენიფერით), ძალიან მარტივია და საიმედო. გააჩნია ყველა ოფცია რაც უნდა ქონდეს თანამედროვე პისტოლეტს.  გარდა ამისა პისტოლეტი აღჭურვილია გაცილებით უფრო მეტი დამცავი აქტიური და პასიური მექანიზმით, რაც იდეაში არის კარგი თუ გავითვალისწინებთ  ჩვენი ძალოვნების მომზადების დონეს.

P1030946

ასეთი რაკურსიდან კარგად ჩანს ვის ედრებოდნენ ხორვატები. ეს არც არის ცუდი, თუ დაისახავ მაღალ მიზნებს შედეგებიც მაღალი იქნება. ეს არ ესმით ჩვენი პისტლეტის „გამომგონებლებს“, რომლებიც როგორც ჩანს ჯერ ვერ გაცდნენ ციხის „სამაძელკების“ დონეს.

მზგავსობები XD-სა და გლოკს შორის ბევრია. დავიწყოთ დაცვის სისტემებით. როგორც გლოკზე სასხლეტი აღჭურვილია მცველით, მაგრამ განსხვავებით გლოკისგან ის მთლიანად „იძირება“ დაჭერისას სასხლეტში და ხანგრძლივი სროლის შემთხვევაში თითი არ „იღლება“ (არის ქვეყნები სადაც პისტოლეტებს მარტო სტუმრებთან „სამარიაჟოთ“ არ იყენებენ არამედ ისვრიან და ხანდახან მთელი დღის განმავლობაში), პისტოლეტი ასევე აღჭურვილია დამრტყმელის მცველით, როგორც გლოკი მაგრამ დამატებით მას აქვს ვაზნის ინდკატორი, რომელიც იუწყება რომ ვაზნა სავაზნეშია, ასევე დამრტყმელის მდგომარეობის ინდიკატორით, რომელიც გვეუბნება, რომ პისტოლეტი შეყენებულია და ასევე ტარის მცველით, რომელზეც დაჭერის გარეშე პისტოლეტი უბრალოდ არ გაისვრის (მასზე დაჭერის გარეშე შეუძლებელია საკეტის გახსნაც). არც ერთი პისტოლეტი არ არის აღჭურვილი მექანიკური მცველით რაც კარგია.

P1030947

მართალია გლოკის ექსტრაქტორი ასრულებს ნაწილობირვ სავაზნის მდგომარების ინდიკატორის როლს მაგრამ XD-ში აშკარად ცალკე დეტალი ამ ფუნქციას უკეთ ასრულებს. ორივე პისტოლეტი ვაზნით სავაზნეშია.

თანდაყოლილი უსაფრთხოების მაღალ დონეს ასვე უზრუნველყოფს ის ფაქტი, რომ XD-ს დაშლა ვაზნით სავაზნეში შეუძლებელია ვინაიდან მის დასაშლელად საჭირო არის გახსნათ საკეტი. ასევე გლოკისგან განსხვავებით, რომ დაშალოთ ის საჭირო არ არის სასხლეტზე დაჭერა თუ დამრტყმელი შეყენებულია. უფრო სწორედ სასხლეტს აჭერთ ხელს მაგრამ მას მერე რაც საკეტს გახსნით. გლოკში პირიქით არის ალბათობა იმისა, რომ პატრონს დარჩება ვაზნა სავაზნეში და პისტოლეტის  დასაშლელად მექანიკურად  სასხლეტზე დაჭერისას მოხდება გასროლა (თუ დამრტყმელი შეყენებულია ორივე პისტოლეტს საკეტს ვერ მოხსნით). ამ მხრივ XD-ს დაშლის წესი თეორიულად უფრო უსაფრთხოა. თუ თქვენ ყოველთვის დაიცავთ უსაფრთხოების წესებს  თეორიული ალბათობა არასდროს არ გადაიზრდება რეალურ უბედურ  შემთხვევაში.

XDm-9mm_013

როდესაც ხორვატია იყო იუგოსლავიის შემადგენლობაში მასზე მოდიოდა მხოლოდ 7% შეიარაღების წარმოების. იუგოსლავიის გავლენა XD-ში იგრძნობა იმით, რომ პისტოლეტს აქვს ისეთივე კონსტრუქციის ექსტრაქტორი როგორც ძალიან წარამტებულ იუგოსლავიურ პისტოლეტს CZ99. 

მე ნამდვილად გამიჭირდება შევაფასო ორივე პისტოლეტი კონსტრუქციების და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიხედვით. მე არ ვარ იარაღის კონსტრუქტორი, მე ვაფასებ იარაღს, როგორც მისი საბოლოო მომხმარებელი და ასევე იმ პოპულარული კრიტერიუმებით რაც დღეს მიღებულია. მაგალითად დეტალების საერთო რაოდენობა და კონსტრუქციის სიმარტივე, დაშლის სიმარტივე, მომსახურების სიმარტივე, ერგონომიკა და ასე შემდეგ. ამ მხრივ გასაკვირი არ არის რომ გლოკი გაცილებით უკეთესად გამოიყურება. წლების განმავლობაში მხოლოდ ერთმა პისტოლეტმა აჯობა გლოკს სიმარტივით და დეტალების სიმცირით. ეს არის ავსტრიელი კონსტრუქტორის შექმნილი პისტოლეტი Сaracal, რომელიც ფაქტობრივად არის იგივე გლოკი და ითვლის 28 დეტალს გლოკის 32 დეტალის წინააღმდეგ. XD-ს რაც შეეხება ის უფრო რთულია ვიდრე გლოკი, უფრო ძნელად იშლება და საკეტიც აწყობილია შტიფტების გამოყენებით, მაშინ როდესად გლოკის საკეტში არც ერთი შტიფტი არ არის. სწორედ შტიფტს, რომელიც ადგილზე იჭერს დამრტყმელს XD-ში უკავშირდება პრობლემა, რომელზეც მეტ ნაკლებად ხშირად წერენ ნეტში. ის სამწუხაროდ ტყდება მაგრამ საბედნიეროდ ძალიან იშვიათად და საკმაოდ დიდი რაოდენობა გასროლების შემდეგ. მე დამატებით გამოვიძიე ეს საკითხი და იმისთვის, რომ აბსოლუტურად გამორიცხოთ ამ დეტალის მწყობრიდან გამოსვლა გირჩევთ ყოველთვის გამოიყენოთ ფუჭი ვაზნები, რომ მშრალად ვარჯიშისას არ დაიტვირთოს ეს დეტალი რასაც მოყვება მისი რესურსის შემცირება. როდესაც დამრტყმელი არ ურტყავს ამაალებელს ეს ენერგია იხარჯება რამე სხვაზე და ამ შემთხვევაში ის გადაეცემა შტიფტს. თემა რომ დავხურო აღვნიშნავ, რომ ეს დეტალი, გატეხვის შემთხვევშიც იძლევა იარაღიდან სროლის წარმოების საშუალებას  გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. თუ ეს პრობლემა შეგექმნათ გაითვალისწინეთ, რომ დამრტყმელს იჭერს სტანდარტული 3მმ-ნი ხვეული შტიფტი (3mm roll pin), რომლის შეძენა ნეტში არ არის პრობლემა. თუ თქვენ აპირებთ ინტენსიურ ექსპლუატაციას თქვენი XD-ს პისტოლეტის გირჩევთ ეს ნაწილი  ყოველი შემთხვევისთვის მოიმარაგოთ.

P1030791

ჩვენი ტესტირების გმირები ერთმანეთის პირისპირ.  Glock 26 Gen 3 და XD-9 Sub-compact. ერთი კლასის ორი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

რომ გავაგრძელოთ XD-ს სამუშაო სტაჟის შესწავლა მე ასევე მქონდა საშულება გავსაუბრებოდი ადამიანებს ვისაც ქონდა შეხება ამ პისტოლეტთან და ეს პისტოლეტები (დიდი რაოდენობა) საკმაოდ ინტენსიურ ექსპლუატაციაში იყო. აღინიშნა ორი პრობლემა რომელიც უკავშირდება მჭიდის კონსტრუქციას. მჭიდის პლასტმასის ხუფი გამოდის მწყობრიდან თუ სავსე მჭიდი დავარდება საკმარისი სიმაღლიდან მყარ ზედაპიზრე. გარდა ამისა მჭიდის კორპუსს აქვს ნაწილი, რომელიც გამოშვერილი არის და წარმოადგენს პრაქტიკულად ფოლადის თხელ ფირფიტას. თუ მჭიდი ამ ნაწილით დაეცა მყარ ზედაპირზე ის უბრალოდ დაიღუნება და  ვაზნები შიგნით გაიჭედება. მეორეს მხრივ უნდა დავსძინო გლოკის მჭიდები ცნობილია თავისი გამძლეობით და გლოკის გარდა სხვა იარაღებშიც გამოიყენება სწორედ ამის გამო. ზოგადად მე ვთვლი, რომ პლასტმასის ხუფიანი მჭიდის არსებობა სამხედრო-პოლიციურ იარაღში არის არასწორი, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მე  არაერთხელ შემხვედრია ეს დეტალი გაბზარული ან გატეხილი. გლოკის მჭიდის ხუფი კი არის პლასტმასის მაგრამ მჭიდის და ხუფის კონსტრუქცია ისეთია, რომ ეს დეტალი იშვიათად  გამოდის მწყობრიდან ყველაზე ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებშიც კი. ჩემი აზრით იმ პისტოლეტებში, რომელიც შეძენილია ჩვენი ძალოვნებისთვის მჭიდის ხუფი უნდა ყოფილიყო ფოლადის. როდესაც დიდ შეკვეთას აძლევ მწარმოებელი ასეთი „კაპრიზის“ დაკმაყოფილებაზე არასდროს არ იძახის უარს. პრინციპში ამით მე დავსრულებ საუბარს XD-ს კონსტრუქციის საიმედოობაზე. გლოკზე მე ვერფაერს ახალს ვერ ვიტყვი ეს პისტოლეტი დიდიხანია არის სტანდარტი გამძლეობის და საიმედოობის. XD-ს რომ დაუბრუნდეთ ის ნამდვილად არის საიმედო იარაღი და მას აქვს შესანიშნავი რეპუტაცია მსროლელებში. მართალია ორივე კომპანიას ქონდა შემთხვევები, როდესაც ხდებოდა გაყიდული პისტოლეტების უკან დაბრუნება. გლოკის შემთხვევაში ეს მეტ წილად განპირობებული იყო დაშვებული ხარვეზებით საწარმოო პროცესებით, ხოლო Springfield Armory-იმ მაგალითად ერთხელ ძალიან იჩქარა ახალი პისტოლეტის გაშვება ბაზარზე და აღმოჩნდა რომ მათ გამოეპარათ ის თავისევურება რომ XD-S პისტოლეტს არ აქვს “რესეტი” თუ არ არის გააქტიურებული ტარის მცველი. ასეთი რამეები ხდება და ამას ვერ გავექცევით, უბრალოდ ორივე კომპანია მოწადინებულია ახორციელოს მკაცრი ხარისხის კონტროლი და ყოველთვის უზრუნველყოფდა საუკეთესო მომსახურებას და საგარანტიო პირობების შესრულებას.

P1030949

ადგილი, რომელსაც უნდა მოუფრთხილდეთ ამ მჭიდის ესქპლუატაციისას. 

ორი პისტოლეტი წინ რომ დავიდოთ შევამჩნევთ, რომ გლოკ 26 არის უფრო კომპაქტური და უფრო ლაკონური ფორმების მქონე. ლულის ღერძიც უფრო დაბლა არის განლაგებული. ცხადი ხდება რომ XD-ს გაუჭირდება შერკინება გლოკთან სროლაში და ის მხოლოდ ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის იმედზე რჩება. თეორიულად ასეთ კონსტრუქციას უნდა ქონდეს უფრო კარგი სასხლეტი ვიდრე გლოკს სადაც ყოველი გასროლის წინ მსროლელი თითით სასხლეტზე დაჭერით დამატებით კუმშავს დამრტყმელის ზამბარას.  აშკარა ისიც არის რომ ტარებისას გლოკი უფრო კომფორტული იქნება. გლოკს პრაქტიკულად არ გააჩნია გამოშვერილი ნაწილები რასაც ვერ ვიტყვით XD-ზე, რომელიც სიგანით ოდნავ უფრო დიდია ვიდრე .45 კალიბრის სუბკომპაქტური გლოკ 30. “სპრინგფილდმა” მოახდინა ამზე კაპიტალიზირება, როდესაც გამოუშვა 14 ვაზნიანი XD 45, და განაცხადა, რომ შექმნა ყველაზე ტევადი .45 კალიბრის პისტოლეტი, რომელიც პრაქტიკულად იმეორებდა 9მმ-ნი პისტოლეტის გავარიტებს, თუმცა მათი 9მმ-ნი პისტოლეტი თავიდანვე იყო საკმაოდ “მსუქანი”. XD-ს აქვს მაღალი და უფრო მძიმე საკეტი რის გამოც ხელში ჭერისას ეს აშკარად იგრძნობა. პისტოლეტებს აქვთ განსხვავებული ტარის კუთხეები და რა თქმა უნდა ზოგს მოუხდება გლოკი ზოგს კიდე პირიქით. კლასიკურ პისტოლეტებს, რომ  შევადაროთ გლოკის კუთხე წააგავს P-08-ს ტარს, ხოლო XD უფრო იმეორებს ბრაუნინგ “ჰაი პაუერის” ტარის კუთხეს.   ლულებს რაც შეეხება გლოკის ლულა უფრო გრძელია და პოლიგონალური ხრახნების გამო (XD-ზე ლულა კლასიკური ხრახნებით არის) უზრუნველყოფს მეტ საწყის სიჩქარეს და უფრო გაადვილებულ წმენდას. საწყის სიჩქარეს რაც შეეხება ეს წმიდა თეორიული უპირატესობაა, მაგრამ მაინც უპირატესობაა.

მიუხედავად იმისა, რომ XD არის უფრო დიდი და უფრო მძიმე ვიდრე გლოკი, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ გლოკის სტანდარტული მჭიდის ტევადობა არის 10 ვაზნა ხოლო XD-სი 13 ვაზნა. 6 დოლარიანი ხუფის დაყენების შემდეგ გლოკის მჭიდის ტევადობა იზრდება 12 ვაზნამდე. მაქსიმალური მჭიდის ტევადობა, რომელიც მიიღწევა გლოკ 26 ისე რომ მჭიდის გაბარიტები არ ცდება გონივრულ სიგრძეს არის 19 ვაზნა, როდესაც გლოკ 26-ში თავსდება 17 ვაზნიანი გლოკ 17-ის მჭიდი და +2 მჭიდის ხუფის დაყენებით. უნდა ავღნიშნო, რომ ასეთი ხუფი ხელმისაწვდომია XD-ს პისტოლეტისთვის, მაგრამ Pierce-ის დამზადებული ხუფის დაყენებისას ჩვენ წავაწყდით პრობლემებს და მას მერე რაც გადავაკეთეთ ხუფის კონსტრუქცია მჭიდის ტევადობა გაიზარდა მხოლოდ ერთი ვაზნით. ეს პრობლემა ამ კომპანიის ამ პროდუქტთან ცნობილია და მე გირჩევდით სხვა კომპანიის ხუფის შეძენას. ორივე სუბკომპაქტზე მიდის უფრო დიდი ზომის იგივე მოდელების პისტოლეტების მჭიდები.

სამიზნე მოწყობილობები გლოკზე ქარხნიდან ყენდება პლასტმასისგან დამზადებული. ეს დეტალები ცნობილია იმით, რომ ადვილად ზიანდება და ტყდება. XD-ზე ქარხნულად აყენია რკინის სამიზნე მოწყობილობები. სერიოზულად განწყობილი იარაღის მფლობელი, როგორც წესი ყოველთვის ცვლის ქარხნულ რკინებს იმ სამიზნე მოწყობილობებზე, რომლებიც ჭირდება მას და ამიტომაც პისტოლეტების იმის მიხედვით შედარება ვის როგორი სამიზნეები უყენია არაკორექტული იქნება. საკმარისია ითქვას, რომ ორივე პისტოლეტზე შესაძლებელია სამიზნე მოწყობილობების ადვილი შეცვლა.

რაც შეეხება სროლას, ჩვენ ალბათ გვაინტერესებს როგორი სიზუსტე აქვთ პისტოლეტებს და როგორ იქცევა პისტოლეტი სწრაფი „თავდაცვითი“ სროლისას. სიზუსტეს რაც შეეხება ორივე პისტოლეტი სტატიკური პოზიციიდან წყნარი სროლისას აჩვენა ერთი და იგივე შედეგი, რომელიც პრაქტიკულად ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ XD-ს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არის ერთმაგი მოქმედების ხოლო სასხლეტი უფრო მსუბუქია და უფრო მოსახერხებელიც გლოკმა მაინც არ დაუთმო. ჩემი აზრით ხორვატიულ-ამერიკული პისტოლეტი ცოტათი უფრო მეტი თანდაყოლილი სიზუსტე აქვს მაგრამ სროლების დროს ეს პრაქტიკულად არ გამოვლენილა და პისტოლეტები ერთნაირად ზუსტად ისროდნენ. რაც შეეხება უფრო რეალისტურ სროლას აქ უკვე ითამაშა როლი XD-ს ლულის ღერძის სიმაღლემ. რის გამოც გლოკით ნასროლი double-tap-ები და კონტროლირებადი წყვილები ქმნიდნენ უფრო მცირე ზომის ჯგუფებს. არაფერი განსაკუთრებული სხვაობა არ იყო, რომ გვეთქვა რომ ცალსახად გლოკი ჯობნის კონკურენტს ვინაიდან ორივე პისტოლეტი აბსოლუტურ ადეკვატურ ეფექტურობას აჩვენებდა უბრალოდ გლოკიდან ნასროლი ჯგუფები გავმეორდები უფრო მცირე იყო. ჩაფიქრებული ზუსტი სროლის დროს იჩინა თავი XD-ს უფრო რბილმა სასხლეტმა, მაგრამ გრძელი „რესეტის“ გამო ეს უპირატესობა მან დაკარგა სწრაფი სროლის დროს.  სროლის დროს, უფრო სწორედ სროლებს შორის გადატენვების გამოჩნდა კიდე ერთი თავისებურება, რომელმაც ადრე არ მიიქცია ყურადღება.  მჭიდის ღილაკი XD-ზე ორმხრივია მაგრამ იმისთვის რომ აიძულოთ მჭიდს დატოვოს პისტოლეტი საჭიროა დიდი ძალის დატანება. ეს ერთის მხრივ არის ცუდი იმიტომ რომ სტრესში შეიძლება ვერ ამოაგდო მჭიდი საკმარისად სწრაფად მაგრამ კარგია, იმიტომ რომ შემთხვევით მასზე დაჭერის ალბათობა მცირდება.  ასეა თუ ისე ყველამ ვისაც შეხება ქონდა ამ ორ პისტოლეტთან ტესტირების პერიოდში აღნიშნა, რომ მჭიდის ღილაკი არ მოეწონათ გლოკის ღილაკთან  შედარებით. ერთხელ სროლის დროს ბოლო ვაზნაზე XD-მ გაჭედა, მასრამ არ დატოვა იარაღი და გაიჭედა საკეტსა და სავზნეს შორის. დაბრკოლება აღმოფხვრილ იქნა თვალის ერთ დახამხამებაში მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი რამეები თანამედროვე გამართულ პისტოლეტში პრაქტიკულად არ ხდება, გაჩნდა უსიამოვნო გრძნობა. ერთი “stove pipe” კატასტროფა არ არის, შეიძლება მჭიდი არ იჯდა ბოლომდე, ან ვაზნა იყო დეფექტური, მაგრამ მე ვთვლი რომ მაინც ამაზე უნდა დავწერო. ამ შემთხვევამ საბოლოოდ გადხარა სასწორი გლოკის სასარგბელოდ მაგრამ მეგობრებო მხოლოდ ჩემ თვალში. XD უდაოდ არის ძალიან კარგი პისტოლეტი. მან ვერ აჯობა მეფეს მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. პირიქით ეს პისტოლეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემი აღმოჩენას, როდესაც რამდენიმე წელი თავს არიდებ რამეს და მერე უცბად აღმოჩნდება რომ სულ ტყვილად. ჩემი ღრმა რწმენით ეს პისტოლეტი იმსახურებს ადგილს „ზიგების“, „გლოკების“ და „ხეკლრებს“ ანუ საუკეთესოებს შორის.

P1030819

ორი სურათი ამ კომენტარის ზევიდან და ქვევიდან იუწყება მხოლოდ ერთ რამე ორივე პისტოლეტი აბსოლუტურად ადეკვატურია  სწრაფი თავდაცვითი სროლისთვის (ზედა სამიზნეზე პატარა ნახვრეტები არის .223 კალიბრის AR15-ით მუშაობის შედეგი) . თუმცა გლოკი  ცოტათი უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს. 

1781844_1493254447555094_5226016783455574972_o

targetgxd

წითლად მონიშნული არის XD-ს შედეგი, ცისფრად გლოკის. ნელი ჩაფიქრებული სროლისას სხვადასხვა მანძილებიდან პირველი აჩვენებს მცირე უპირატესობას ჩემი აზრით მხოლოდ უფრო რბილი სასხლეტის წყალობით.

სიზუსტის თვალსაზრისით ორივე პისტოლეტი გადის  ტესტს და იღებს ჩათვლას. მიუხედავად პატარა ზომებისა ორივე პისტოლეტი პრაქტკუად ისევე კარგად ისვრის, როგორც მათი დიდი “ძმები”.  მომსახურებისას/წმენდისას ორივე პისტოლეტი ადვილად იშლება და იწმნინდება. სხვაობა გამოიხატება იმაში, რომ გლოკის საკეტი ადვილად იშლება გასაწმენდად ხოლო XD-ს საკეტი არც ისე ადვილად. გლოკის კონსტრუქციული სიმარტივე შეუდარებელია და ცხადია ცალსახად აქ გლოკი უკეთესად გამოიყურება მაგრამ არც XD-ს სრული დაშლა არ წარმოადგენს მაინც და მაინც დიდ პრობლემას.

მოდიფიკაციების საშუალებას და აქსესუარების ხელმისაწვდომობას რაც შეეხება, გლოკი უფრო დიდი ხანია გაყიდვაშია და უფრო გავრცელებულიც არის, შესაბამისას ამ ნომინაციაში ის ავტომატურად გამარჯვებული გამოდის მაგრამ არც XD არ არის ამ მხრივ დაჩაგრული. პისტოლეტისთვის ასევე ხელმისაწვდომია აქსესუარები და აღჭურვილობა საკმარისი რაოდენობით.

არ შეიძლება არ ავღნიშნო XD-ს ერთი დადებითი მხარე, რომელიც არ ეხება პისტოლეტს არამედ ეხება იმ კომპლექტაციას რა კომპლექტაციითაც ეს იარაღი მიეწოდება მომხმარებელს. პისტოლეტი დევს დიდ პლასტმასის ყუთში და მას მოყვება გარდა სტანდარტული კომპლეტქტაციისა (ორი მჭიდი, ინსტრუქცია, საწმენდი ღერძი) ასევე იარაღის ბუდე და მჭიდების ბუდე (ორ ადგილიანი). ჯამში მათი ღირებულება არის დაახლოებით 50-60 დოლარი. თუ პოლიმერის ბუდე დამზადებულია ისრაელში მაინც და მაინც არ არის საუკეთესო ეკიპირების ნიმუში, მჭიდების ბუდე არის საკმაოდ კარგი. ანუ პისტოლეტის ყიდვისას ასევე საჩუქრად იღებთ მინიმალურ ნაკრებს მის სატარებლად. ჩვენი პისტოლეტები ორივე სუბ-კომპაქტია, მაგრამ განსხვავებით გლოკისგან, XD-ს მოყვება ერთი სტნდარტული და ერთი სრული ზომის პისტოლეტის მჭიდი უკვე დაყენებული ტარის ადაპტორით, რომლებიც გათვლილია შესაბამისად 13 და 16 ვაზნაზე. ამ მხრივ XD აშკარად უკეთესი შენაძენია ვიდრე გლოკი. ერთი შეძენით თქვენ ყიდულობთ XD-ს შემტხვევაში გაცილებით მეტს ვიდრე როდესაც არჩევანს აკეთებთ გლოკზე.

P1030948

გლოკის კომპლექტის ფასი 1900 ლარი, XD-ს კომპლექტის ფასი 1590 ლარი (ფასებია მითითებული სტატიის დაწერის პერიოდისთვის). XD-ს კომპლექტაცია აშკარად უფრო მიმზიდველია.

ჩვენი ვერდიქტი შემდეგია: გლოკი კვლავ რჩება მეფის ტახტზე. Springfield Armory-ის XD იმსახურებს საყვედურს,რომ მიუხედავად იმისა, რომ უფრო ახალგაზრდაა, ვერაფრით ვერ აჯობა გლოკს გარდა იმისა, რომ უფრო მეტი უსაფრთხოების ოფციები აქვს და უფრო მეტი თანდაყოლილი უსაფრთხოება გააჩნია რაც ნამდვილად გამოადგება ახალბედა და გამოუცდელ მსროლელს.  მიუხედავად ამისა XD არის ძალიან კარგი პისტოლეტი და ამ ტიპის იარაღების თვალსაჩინო წარმომადგენელი. მოწონებას იმსახურებს ზრუნვა მყიდველზე და ის ბონუსები, რომლებსაც ღებულობთ XD-ს შეძენის დროს. საბოლოო არჩევანი პატივცემულო მკითხველო შენზეა. ორივე პისტოლეტის არჩევისას არ შეცდებით. ჩემი არჩევანი გლოკია თუმცა XD მასთან ვაღიარებ ძალიან ახლოს მოვიდა.