არის თუ არა სხვაობა სრული ზომის და კომპაქტურ პისტოლეტს შორის?

ჩასწორებული ვერსია

საინტერესო კითხვა მივიღე ბლოგის მკითხველისგან ბ-ნი გიგა …….შვილისგან. შეკითხვა საკამოდ საინტერესოა და ძალიან კარგი ფორმით არის დასმული. პასუხი მეილით გავეცი, სადაც ჩემი მოსაზრება გავაცანი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ თითქმის ეგრევე მივხვდი, რომ ამ თემის უფრო გაშლა  შეიძლება და ვრცლად დაწერა ვიდრე ეს რამოდენიმე წინადადებით იმეილში მე გავაკეთე. აღნიშნული სტატია/პასუხი მთლიანად ეფუძნება ჩემ ცოდნას და გამოცდილებას და წარმოადგენს ჩემ ხედვას ამ პრობლემაზე.  კითხვა კი ასე ჟღერდა: mainteresebs ramxela gansxvavebaa sruli zomis  da kompaqturi zomis pistoletebs shoris srolis mandzilis da sizustis mixedvit.magalitad G17 da G19 shoris an sig p226 da p228-s shoris…sitkvaze ramxela gansxvavebas idzleva 50metrze jgufebshi?an vtqvat qalaqis saomar pirobebshi G19-t sheiaraghebuli adamiani riti daichagreba G17-t sheiaraghebulis cinaaghmde?

დავიწყოთ იქიდან, რომ პისტოლეტი იარაღი, რომლის სროლა შესაძლებელია ერთი ხელით, გამოჩენისთანავე დაპატარავდა მიკრო ეკზემლიარამდე, ანუ არასდროს არ ყოფილა მისი ზომების შემცირების პრობლემა.  პრობლემა იყო , რომ  ამ პატარა პისტოლეტებს ქონოდათ ასეთივე  საცეცხლე ძალა, როგორც სრული ზომის მოდელებს. პასუხი იყო მაგალითად  მარტივი და გამძლე დერინჯერების ტიპის ცალ ან ორ ლულიანი პისტოლეტების  გამოშვება მსხვილ კალიბრებზე, პასუხი იყო “დაშტამპული” ცალ ვაზნიანი “ლიბერეიტორი” .45 კალიბრში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გამოდიოდა, წინააღმდეგობის მებრძოლებისთვის ევროპაში, იგივე კალიბრის ხელით დასატენი, წინ მოძრავი საკეტით სემერლინგი.  მაგრამ ეგენი სულ ყველა მიუხედავად ძლიერი კალიბრებისა იყვნენ ბოლო შანსის იარაღი და ეფექტურობით ვერ ედრებოდა სრული ზომის ხელის იარაღს, პირველ რიგში იმიტომ რომ შეუძლებელი იყო სწრაფი მრავალი გასროლის განხორციელება. სხვაობა გაბარიტებსა და საცეცხლე ძალას შორის დროთა განმავლობაში მცირდებოდა ტექნოლოგიების, მასალების და წარმოების განვითარების პირდაპირ პროპორციულად. უფრო თანამედროვე მასალები, ინსტრუმენტები, დაზგები, კომპიუტერული პროგრამები, ცეცხლსასროლი იარაღის პროექტირების ახალი მეთოდები,  იძლეოდნენ  კომპაქტური ზომის პისტოლეტების  სულ უფრო მსხვილ და ძლიერ კალიბრებზე დამზადების საშუალებას. მეოცე საუკუნის დასაწყისში სანამ გამოჩნდებოდა ლეგენადრული Walther PPK ჯიბის ავტმატურ პისტოლტებში მეფობდა ჯონ ბრაუნინგის 1906 წლის მოდელი კალიბრით 6.35 Browning და მისი ურიცხვი კლონები. 6.35 – კალიბრი, რომელიც არანაირად არ შეიძლება დღეს რეკომენდირბული იყოს თავდაცვის მიზნებისთვის. მეოცე საუკუნის 30–ნი წლებიდან 80–ან წლებამდე კომპქტურ იარაღში დომინრებდნენ კალიბრები .380 Auto (9mm Kurz) და 7.65 Auto, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ ეფექტურობით 9mm Para-ს და .45ACP-ს.  და მხოლოდ მეოცე საუკუნის მიწურულს დაიწყო ძლიერ კალიბრებში კომპქტების და სუბკომპაქტების ფართო გავრცელება, შესაბამისად კომპაქტური და სუბქომპაქტური თვითდმატენი დიდი ტვადობის იარაღი, ძლიერ კალიბრზე და ერთდროულად მოსახერხებელი ყოველდღიური ფარული ტარებისთვის გახდა რეალობა. 

glokahr

ორი სუბკომპაქტი ორი ეპოქიდან. შესანიშნავი Kahr Mk9 არის 9mm Para კალიბრში, მისი ანალოგი წინა საუკუნიდან 7.65 კალიბრშია.

ჩემის აზრით აღნიშნული სხვაობა დიდსა და პატარას შორის საერთოდ გაქრა მას მერე რაც გაჩნდა სუბკომპაქტური Glock29, გათვლილი ძლიერ და ავ 10mm Auto-ზე.  10mm Auto, რომელიც სულ რაღაც 20 წლის წინ ანგრევდა სრული ზომის M1911A1-ებს და თითქმის დატოვა ჩვენი სამყარო, იმის გამო, რომ იარაღების ინდუსტრია უბრალოდ  ვერ ახერხებდა გამოეშვა ადეკვატური ზომა წონის იარაღი, რომელიც 1000-ჯერ მაინც გაისროდა ამ ვაზნას სანამ ჩარჩო ან საკეტი არ გაიბზარებოდა.  დღეს კიდე Glock 29 არის ნათელი დადასტურება, რომ არც ერთი სამსახურეობრივი იარაღის კალიბრი არ დარჩა “მოუნელებული” კომპაქტური და სუბქომპაქტური პისტოლეტის მიერ.  დღეს ბაზარზე არსებობს უამარავი შესანიშნავი კომპაქტური იარაღები კალიბრებიდან 9mm Para, 10mm Auto-მდე. შესანიშნავი მიკროპისტოლეტები Kahr Arms-ისგან, .45 კალიბრის სუბქომპაქტები ParaOrdnance-გან, გლოკის ოჯახის სუნკომპაქტები და მრავალი მრავალი სხვა შესანიშნავი იარაღი.

gloamjk

ამ სურათზე არის აღბეჭდილი ორი იარაღი. ზევიდან 8+1 ვაზნიანი კომერციული ბულგარული მაკაროვი კალიბრით 9X18 და ქვევიდან ოდნავ მოჩანს 15+1 ვაზნიანი Glock19, კალიბრით 9mm Para.  სხვაობა გაბარიტებში უმნიშვნლოა, სხვოაბა საცეცხლე ძალაში – უზარმაზარი.

ამ მოკლე ექსკურსის შემდეგ, დაუბრუნდეთ კითხვას. დიახ სხვაობა არის. ეს უბრალოდ ფიზიკაა :-) ფიზიკის კანონებს ვერ გაექცევი. იმისთვის, რომ უფრო ადვილად აღთქმადი გავხადო ეს სტატია და მკითხველი არ დავაბნიო დავყობ სხვოაბას ორ ძირითად ჯგუფად. სხვოაბები განპირობებული ტექნიკური მიზეზებით და სუბიექტური მიზეზებით.

პრობლემა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: საწყისი სიჩქარე. უბრალო ფიზიკაა. პისტოლეტის მოკლე ლულიდან საწყისი სიჩქარე იქნება უფრო მცირე. რამდენად მცირე? სხვაობამ საწყის სიცქარეებს შორის სრული ზომის გლოკ 17 შორის (ლულის სიგრძე 114მმ)  და გლოკ26-ს შორის (ლულის სიგრძე 88მ) შეადგინა საშუალოდ 10%. გამოვიყენე ჩემ კოპიუტერში არსებული შედარების ცხრილი. შეიძლება ეს მაჩვენებელი განსხვავდებოდეს სხვა მოდელების შემთვევაში მაგგრამ უმნიშვნნელოდ. უფრო ვრცელ გამოკვლებას მა საკითხის დაჭირდება ცალკე სტატია ასე, რომ ამით შემოვიფარგლები. ჩნდება მორიგი კითხვა, აქვს თუ არა ამ 10%-ს პრაქტიკული მნიშვნელობა? კითხვაზე პასუხი გაეცა მას მერე, რაც გამოჩნდა ექსპანსიური ვაზნები და სხვაობა თეორიული სიბრტყიდან უცბად გადავიდა პრაქტიკულში. ექსპანსიას ჭირდება სიჩქარე. არასაკმარისი სიჩქარე და ტყვია არ გაიშლება. ვინაიდან პირველად ექსპანსიური ვაზნების გამოყენება ფართოდ დაიწყო რევოლვერებში, რომელთა კომპაქტური მოდელებმა პისტოლეტებზე ადრე დაიწყეს მსხვილი კალიბრების “მონელება”, მალევე დადგინდა, რომ თუ გრძელი ლულიდან გასროლილი ტყვია დამაკმაყოფილებლად იშლებოდა ქსოვილებში გავლისას, იგივე ტყვია ნასროლი მოკლე რევოლვერიდან უკვე აღარ იშლებოდა. როდესაც პრობლემა დაფიქსირდა, პასუხმაც არ დააყოვნა და ბაზარზე მალევე გამოჩნდა სპეციალური ვაზნები გათვლილი სპეციალურად მოკლელულიან რევოლვერებზე, ექსპანსიური ტყვიის კონსტრუქციის ცვლილებამ შესაძლებელი გახადა მიღწეულიყო საიმედო ექსპანსია. ამჯერად ამუნიციის მწარმოებელბი (ძალიან ცოტა) უშვებენ მცირე ნომენკლატურით სპეციალურ ვაზნებს მოკლელულიანი პისტოლეტებისთვის მაგალითად Speer–ს აქვს სპეციალური სერია  LE Gold Dot Short Barrel Duty Ammunition, მაგრამ მე არ მსმენია, რომ ვინმეს დაეწეროს პრობლემატურ ექსპანსიაზე კომპაქტურ პისტოლეტებში. კონსტრუქციიდან გამომდინარე რევოლვერი პროცენტულად უფრო მეტად კარგავს საწყის სიჩქარეს ვიდრე პისტოლეტი, იმის გამო რომ ლულას და დოლურას შორის ხდება დენთის აირების გაჟონვა, პისტოლეტი ამ მხრივ უფრო მომგებიან პოზიციაშია.   გამომდინარე იქიდან, რომ სხვაობა კომპაქტურსა და სრული ზომის პისტოლეტების შორის ლულის სიგრძეებში და შესაბამისად საწყის სიჩქარეებში არის უმნიშვნელო, ავტომატური პისტოლეტების მფლბელებისთვის ეს პრობლემა კვლავ რჩება უფრო თეორიულ სიბრტყეში ვიდრე პრაქტიკულში. გაშლა ხდება, დიახ ისეთი აგრესიული არა, როგორც გრძელი ლულიდან მაგრამ ის ხდება. ვინაიდან გაშლა ნაკლებია, შეღწევა რჩება ოპტომალურ დონეზე. ნაკლები გაშლა ესეიგი ნაკლები წინაღობა, ესეიგი მეტი შეღწევა. უბრალო ფიზიკაა. სამწუხაროდ იდიოტური კანონები არ მაძლევენ პრაქტიკული ცდების ჩატარების საშუალებას (და კიდე ბევრი სხვა საინტერესო რამის გაკეტების). ნუ ენდობით ცალკეულ სტატიებს, თემებს ფორუმებზე, სურათებს და ვიდეოებს. სხვა და სხვა ადამიანები ისვრიან სხვა და სხვა იარაღს, სხვა და სხვა პირობებში, სხვა და სხვა ვაზნებით, სხვა და სხვა სამიზნეებში და ღებულობენს სხვა და სხვა ხშირად აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგებს. სანამ არ არსებობს ერთიანი საცდელი მეთოდიკა შეიძლება გავაანალიზოთ და ვენდოთ ზოგად ტენდენციებს ან აუჯეროთ უფრო ავტორიტეტული დაწესებულებების გამოცდილებას და პრფერენციებს იარაღის და ტყვიაწამლის არჩევანში. მაგალითად : ზოგადად ითვლება, რომ დაბალ სიჩქარიანი დაბალ სამუშაო წნევიანი  კალიბრები (მაგალითად .45ACP) უფრო მეტად კარგავენ სიჩქარეს ლულის დამოკლების გამო ვიდრე უფრო “ავი” კალიბრები მაგ. .357SiG. ისიც გაითვალისწინეთ რომ სხვაობა საწყის სიჩქარეში კომპაქტსა ან სუბქომპაქტს შორის პოლიგონმალური ლულით და სრული ზომი პისტოლეტს ლულითკლასიკური ლულის ხრახნებით იქნება ნაკლები.  ტყვიებს ნასროლს ლულებიდან პოლიგონალური (ჰექსოგონალური) ხრახნბებით აქვთ როგორც წესი მეტი საწყისი სიჩქარეები.  დავამატებ კიდევ, რომ ზოგადად გარსით დაფარულ ტყვიებს მეტი საწყისი სიჩქარე ჭირდებად ექსპანსიისთვის ანუ გაშლისთვის.

პრობლემა#2: დამიზნების ხაზი.  კომპაქტურ პისტოლეტებს აქვთ უფრო მოკლე სამიზნე ხაზი, ანუ მანძილი იკანა სამიზნე მოწყობილობიდან წინა სამიზნე მოწყობილობამდე. უფრო გრძელი ხაზი ნაკლებ ცდომილებას გაძლევთ, უფრო მოკლე უფრო დიდ ცდომილებას. მაგრამ ეს მნიშვნელოვანია თუ თქვენ მონაწილეობთ შეჯიბრებაში სიზუსტეზე, ჩემი მოსაზრებაა და ღრმა რწმენაა რომ სამიზნე ხაზის სხვოაბას კომპაქტურ და სრული ზომის პისტოლეტებში  თავდაცვის სცენარებისას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. 15 მეტრამდე მანძილებზე რამოდენიმე მილიმეტრს არანაირი პრაქტიკული გავლენა სიზუსტეზე არ ექნება. 25 მეტრზე ჯგუფების სროლისას სხვოაბა ნადვილად არის, მაგრამ არა ყოველთვის და არა ყველა პისტოლეტის შემთხვევაში. ცნობილია, რომ კონსტრუქციიდან გამომდნიარე სუბკომპაქტური გლოკები არ ჩამოუვარდებიან სიზუსტეში სრული ზომის პისტოლეტებს.  ანუ სხვა და სხვა მოდელის კონკრეტული პისტოლეტი სხვა და სხვანაირად ისვრის სხვა და სხვა მსროლელის ხელებში, მარამ ზოგადი ტენდენციები ასეთია.  15 მეტრამდე საბრძოლო სროლისას სხვაობა კომპაქტებსა და სრული ზომის იარაღებს შორის მე არ შემიმჩნევია.

bo

სამიზნე ხაზს აქვს გავლენა სიზუსტეზე, რასაც ადასტურებს ეს კონცეფცია, 1911A1 ხელოვნურად დაგრძელებული სამიზნე ხაზით (Bo Mar extended rib), მაგრამ ეს იარაღი განკუთვნილია სპეციალიზირებული სპორტული შეჯიბრებებისათვის, სადაც მილიმეტრები საიზნეზე ნიშნვენ სხვაობას საპრიზო ადგილსა და ბოლო ათეულს შორის.  საბრძოლო იარაღზე ასეთ “ნავაროტები” არანაირ პტაქტიკული მნიშვნელობას არ ატარებენ, ისევე როგორც გიგანტური სპოილერები უტილიტარულ საოჯახო მანქანებზე.

ზოგი პისტოლეტი ცოტათი უფრო ზუსტია, ზოგი ცოტათი უფრო ნაკლებად ზუსტია, მაგრამ ყველას ქონდა აბსოლუტურად ადეკვატური სიზუსტე, რომელიც მოეთხოვება თავდაცვის იარაღს.  ექსტრემალურად შორ მანძილებზე სროლისას, თამაშში შემოდის უამრავი სხვა ფაქტორი, მათ შორის ზუსტი სროლისთვის აუცილებელი ელემენტების უშეცდომო განხორციელება და ჩემის აზრით ერგონომიკა და კიდევ მრავალი ისეთი ფაქტორი, რასაც პისტოლეტის ტიპიურ სამუშაო მანძილებზე არანაირი გავლენა არ აქვს. ამით ვხსნი მე იმას, რომ 100 მეტრიდან სუბქოპაქტური Steyr S9 ისვრის კონკრეტულ ხელებში უფრო ზუსტად (10ვე გასროლა სილუეტის მკერდში ზის) ვიდრე კომპაქტური Ruger P93, 10  გასროლიდან მხოლოდ ორი ზის სამიზნეში. ამავე დროს რუსული 9მმ-ნი ვიკინგი, ცნობილი საშუალო სიზუსტით, 100 მეტრზე ვერააფერს ვერ მიაღწევს, როგორი კარგი მსროლელიც არ უნდა იყოს. არის ესეთი პისტოლეტები, რომლებიც “ყუთიდან” ისვრიან საშუალოდ ან ცუდაი სიზუსტით. მაგალითად იგივე ვიკინგი.  ან ადრინდელი პირველი სერიების რუგერები. როგორც წესი მას მერე რაც დგინდება მიზეზი შემცირებული სიზუსტის, ეს პრობლემა წყდება. როგორმე ცალკე თემას დავწერ რა მოქმედებს პისტოლეტის ტექნიკურ სიზუსტეზე.

cqb

ტიპიური ახლო კონტაქტის მანძილი. რა მნიშვნელობა აქ აქვს 2სმ-ით უფრო გრძელ დამიზნების ხაზს? ცხადია ასეთ მანძილებზე ტყვიის ვარდნასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ;)

პრობლემა#3. მჭიდის ტევადობა. კომპაქტური და სუბკომპაქტური პისტოლეტები იტევენ ნაკლებ ვაზნებს. ეს პრობლემა ასევე უფრო თეორიულ სიბრტყეში მდებარეობს და ავხსნი რატომ. მწარმოებლები ცდილობენ, რომ უმცროსი ძმები “ინელებდნენ” უფროსი ძმების მჭიდებს. ეს ეხება თითქმის მთლიან გლოკის პისტოლეტების ოჯახს, გარდა Glock 36-სა უნიკალური ამ მწარმოებლისთვის სტანდარტული ერთრიგიანი მჭიდით, ანუ სუბქომპაქტურ გლოკ26-ს ადვილად უყენდება 33 ვაზნიანი მჭიდი ან უფროსი ძმის Glock 17-ის 17 ვაზნიანი მჭიდი.  მაგრამ მაგალითად H&K USP კომპაქტი არ ინელებს მისი დიდი ძმის მჭიდებს ხოლო Kahr Arms-ის პისტოლეტებს უფროსი ძმები საერთოდ არ ყავთ და მაღალი ტევადობის მჭიდებიც არ არსებობს. აღნიშნული შესაძლებელია გახდეს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მქონე ფაქტორი, კონკრეტული იარაღის არჩევისას. ასევე იყიდება მჭიდის დამაგრძელებლები, პატარა მატება სიგრძეში და ტევადობა იზრდება 1-2 ვაზნით. გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტური უმეტესობა თანამედროვე კომპაქტური და სუბქომპაქტური პისტოლეტების აღჭურვილია მჭიდის ღილაკებით და საკეტის დამაბრკოლებელებით, რომლებიც ბოლო ვაზნის გასროლის  შემდეგ მას ღიად ტოვებს, ცარიელი მჭიდის გამოცვლას სავსეთი ჭირდება 2-3 წამი….. არც კი, თუ ცოტას ივარჯიშებთ.  ჩემი რეკორდია 1.2 წამი ;) .

 

glockag

Glock26, გაზრდილი ტევდობის მჭიდით და სპეციალური მჭიდის ხუფით (A&G), რომელიც წარმოადგენს ტარის გაგრძელებას.

პრობლემა#4.  უნივერსალური სამაგრი. თუ კომპაქტური მოდელები როგორც წესი აღჭურვილებია ასეთი სამაგრებით, სუბკომპაქტებს უკვე ეს ოფცია არ აქვთ. თუმცა სუბკომპაქტის გამოყენების და ტარების სპეციფიკა გამორიცხავს დამატებითი აქსესუარის გამოყენებას. იკარგება სუბკომპაქტის ძირითადი უპირატესობა, პატარა ზომები აუცილებელი ფარული ტარებისთვის. ასე, რომ ეს პრობლემად არც შეიძლება ჩაითვალოს, უბრალოდ ვრცელი სურათისთვის ისიც დავამატე.

ეხლა გადავიდეთ უფრო სუბიექტურ სხვაობებზე. საქმე იმაშია, რომ სრული ზომი პისტოლეტი უფრო მოსახერხებელია სასროლად. დიდი ტარი ხელს უწყობს უფრო კომფორტულ ჭერას, ასევე ანაწილებს უკუცემის დარტყმას ხელის უფრო დიდ ფართზე  და ამცირებს  მის სუბიექტურ აღთქმას. სრული ზომის პისტოლეტის წონა ასევე ახშობს უკუცემის დარტყმის ძალას. გრძელი ლულიდნა გასროლა უფრო ნაკლებად ხმამაღალია და კომფორტულია ყურებისთვის.  ასე ვთქვათ სრული ზომის პისტოლეტი უფრო კომფორტული იარაღია.  მაგრამ, არა ყველასთვის.  მსროლელებს პატარა ხელებით, სუსტი აღნაგობით, მანდილოსან მსროლელებს ყოვლეთვის არ ერგებად კარგად სრული ზომის პისტოლეტები. რის გამოც იქ სადაც ქალები მსახურობენ, როგორც წესი ხელმისაწვდმომია ორი მოდელი, ერთი სრული ზომის ერთიც კომპაქტური, თანამშრომლებისთვის პატარა ხელებით. კომპაქტები და სუბკომპაქტები არის ტიპიური არჩევანი პერსონალისთვის, რომელიც ძირითად დროს ატარებს ოფისში ნა იძულებულია ფარულად ატაროს საშტატო იარაღი. მაგრამ ამავე დროს სუბკომპაქტს ძლიერ კალიბრზე აქვს ხისტი ძნელად საკონტროლებელი უკუცემა და ხტომა.  შესაბაისად სუსტი და პატარა ხელების პატრონს ექნება პრობლემები.  ჩიხი? არა, უბრალოდ სიმართლე სადღაც შუაშია:) კომპაქტი საშუალო ენერგეტიკის ვაზნაზე,  მაინც უფრო მეგობრულია მსროლელისადმი, და ის არის ალბათ ოქროს შუალედიც. სუბკომპაქტი ცხელ კალიბრზე ან თუნდაც ცხელ +P ვაზნაზე ძალიან სპეციფიური კომბინაციაა და ის მოითხოვს სპეციფიურ უნარჩვევებს და მაღალი დონის ოსტატობას.   მაგალიტად ერთ ერთი პოპულარული რჩევა მასად აიუბისგნ არის, საშუალო ნ მცირე ზომის .357 კალიბრის რევოლვერი დატნილი +P .38Spl კალიბრის ვაზნებით.  ანუ ერთის მხრივ ძლიერი საკმრისად მძიმე იარაღი, დატენილი ეფქტური ვაზნებით, რომლიდანაც შესაძლებელია კომფორტული ანუ ეფექტური სროლა. ამავე დროს ულტრა მსუბუქი და კომპაქტური რევოლვერი .357 მაგნუმზე ამავე კალიბრი ცხელი ვაზნებით, იქნება ძალიან რთული სასროლად, აუტანელი უკუცემის ძალის გამო.  გასაგებია, რომ ენერგია, საცეცხლე ზალა, პატარა ზომბიდ ა ტერბს კომფორტი მნიშვნელოვანია, მაგრამ რა აზრი აქვს ამა ყველაფერს თუ სამიზნეს ვერ არტყავთ ან გაგიჩნდებად სროლის შიში?

პრობლემას პატარა ხელებთან და დიდ პისტოლეტებთან ასევე წყვეტენ ცვლადი ტარის პანელები, მაგრამ ისინი არ წყვიტავენ ფარული ტარების პრობლემას. ამ ეტაპზე მე მახსენდება მხოლოდ Sig Sauer P250 სადაც შესაძლებელია პისტოლეტის ზომის შეცვლა.

2sum

ერთი პისტოლეტი, ორი ზომა. Sig Sauer P250 2 Sum.  ცხადია ასეთი პაკეტი უფრო მეტი ღირს ვიდრე ერთი კომპაქტური პისტოლეტი, მაგრამ უფრო ნაკლები ვიდრე ერთი სრული ზომის და ერთი კომპაქტური პისტოლეტი.

ფარული და კომფორტული ტარების პრობლემას ასევე ამცირბს ის, რომ დღეს ხელმისაწვდომია როგორც არასდროს აქამდე შესანისნავი უმაღლესი ხარისხის ათასი კონტრუქციის და ტიპის ბუდეები, რომლებიც იძლევიან საშუალებას კომფორტულად ატარონ ყველა ტიპის მათ შორის საკმაოდ მსხვილი პისტოლეტები და რევოლვერები. გარდა ამისა პერანგები ინდეგრიერებული ბუდეებით, შენიღბული ჩანთები, ჯინსებიც კი ჯიბეებით სეპციალურად გათვლილი პისტოლეტებზე და რევოლვერებზე. მაგრამ მაინც ფარული ტარებისას, განმსაკუთრებით ცხელ კლიმატში სუბკომპაქტს ალტერნატივა არ გააჩნია, რაც ყველა სხვა დადებით ფაქტორთან ერთად განაპირობებს ბუმს ასეთი ტიპის პისტოლეტებში და რევოლვერებში. ანუ ნახეთ, შეაფასეთ, გაანალიზეთ, დაიჭირეთ ხელში, ისროლეთ და თავად გადაწყვიტედ რა არის თქვენთვის უმჯობესი. რა მთავარია არჩევანის საშუალება არის, თუნდაც ჩვენ ნაირ ქვეყანაში, სხვა ადგილებზე საუბარიც არ მაქვს.

see

პროგრესის და ევოლუციის შედეგად, შედარებით სუსტი კალიბრები (მოკლე 9მმ, 7.65) კიდევ უფრო დაბალ სართულზე გადავიდნენ სადაც სულ ცოტახნის წინ ბინადრობდნენ მხოლოდ არასერიოზული .22lr და 6.35 Browning.  სურათზე არის მიკროპისტოლეტი Seecamp LWS კალიბრში .380Auto

და ბოლოს ერთი რეალური ისტორია, რომელიც მე ჩემმა მეგობარმა მომიყვა. 90-ან წლებში, როდესაც დაიწყო გადაიარაღება საქართველოში ერთერთი სტრუქტურის (რომელიც მაღალი თანამდებობის პირების დაცვა ევალებოდა), პერსონალმა მოითხოვა Glock 17-ი, მაგრამ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ მათ მომზადებაში, უარი უთხრეს და Glock 19 ჩამოიტანეს. მეტი თქვენ არ გჭირდებათო.

გიგა, დიდი მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის! იმედია პასუხი შენ დაგაკმაყოფილებს.



One Response to “არის თუ არა სხვაობა სრული ზომის და კომპაქტურ პისტოლეტს შორის?”

  1. DatuNiko says:

    მერწმუნეთ, პირველად ვარ ასე დაბნეული; რა დავწერო აღარ ვიცი: მადლობა? – ცოტაა; კარგია? – საუკეთესოა; …. …
    იარაღის მოყვარული ვარ და ბევრიც წამიკითხავს, მაგრამ თქვენი საინფორმაციო – საკონსულტაციო გადმოცემა იმდენად შთამბეჭდავია, რომ დარწმუებული ვიტყვი – თქვენი ბლოგი საჭიროებს მეტ პოპულიზაციას/არა, რეკლამა არ მიგულისხმია/ იარაღის მოყვარულთა წრეში.თუმცა არა მარტო მათთვის.
    მე კი,მგონია ,რომ დღეიდან თქვენი ბლოგის აქტიური მკითხველი და გულშემატკივარი ვარ. DatuNiko Tekhiselli

დატოვეთ კომენტარი