დროებითი და პერმანენტული ჭრილობების არხები

როდესაც მე პირველად გადავწყივიტე ახალი განყოფილება გამეხსნა, მე დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, მქონდა თუ არა მე უფლება დამეწერა რამე ასეთ რთულ და არაერთგვაროვან ისევე, როგორც ნაკლებად შესწავლილ თემაზე, როგორიც არის ჭრილობების ბალისტიკა. დიდიხნის ფიქრის შედეგად მე მაინც ჩავთვალე საჭირო, რომ გარკვეული მასალები ეტაპობრივად გამომექვეყნებინა ბლოგზე. უნდა გაგაფრთხილოდ, რომ ყველაფერი რასაც აქ წაიკითხავთ არის ამონარიდები და კომპილაცია სხვა და სხვა წიგნებიდან და მეცნიერული ნაშრომებიდან, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ჩემთვის. ამ მოკლე პუბლიკაციების მთავარი მიზანი არის თქვენი დაინტერესება აღნიშნული საკითხით, რაც უნდა გიბიძგოთ თავად უფრო ჩაუღრმავდედ ამ საკითხების შესწავლას და თვითონ ეძებოთ კითხვებზე პასუხი. ეს პუბლიკაციები არავითარ შემთხვევაში არ გთავაზობენ მზა და ადვილ პასუხებს რთულ კითხვებზე. ისინი მხოლოდ მოკლედ მიმოიხილავენ არსებულ ცოდნას და გამოცდილებას. მე შევეცდები არ დავიკავო არც ერთი მხარე და თანაბრად გაგაცნოთ ყველა არსებული აქტუალური აზრი და პოზიცია ამა თუ იმ საკითხის მიმართ. მორიგი მოკლე სტატია ეხება ძირითად და ერთადერთ არსებულ დამაზიანებელ ფაქტორებს, პერმანენტულ და დროებით ჭრილობის არხებს.

ჭურვი (ტყვია), რომელიც ეჯახება ქსოვილს ანადგურებს მას მასში შეღწევისას და გავლისას, ასევე ის ისვრის ქსოვიელბს გარშემო (ცენტრიფუგის პრინციპი). ქსოვილებში შეღწევა და გავლა ფიზიკურად ანადგურებს ქსოვილებს, რომელიც ტვყიას გზაზე ხვდება და ამით წარმოქნის პერმანენტულ ჭრილობის არხს, ხოლო მისგან გამოსროლილი (განზე გაშლილი/გაწელილი) ქსოვილები ქმნიან დროებით ჭრილობის არხს. მხოლოდ ეს არის ის მექანიზმები, რომლებიც იწვევნ ქსოვილების დაზიანებას მათში ჭურვის გავლისას. სხვა რაიმე ფაქტორები, „ჰიდროსტატიკური შოკი“ და ასე შემდეგ უფრო მითების და ზღაპრების თემას განეკუთვნება (ამაზე მოგვიანებით). ჭრილობა, რომელიც წარმოიშვება ქსოვილებში ჭურვის გავლის შედეგად ხასიათდება დაზიანებული და გაწელილი ქსოვილების ადგილმდებარეობით და მათი რაოდენობით. ლაბორატორიული ტესტირებები საშუალებას იძლევა დადგინდეს ეს მონაცემები სიზუსტის მაღალი ხარისხით და შესაბამისად ზუსტად დადგინდეს დაზიანებების მასშტაბები.
როგორც უკვე ავღნიშნე პერმანენტული არხი წარმოიქმნება იმის გამო რომ ქსოვილები ნადგურდება, უშუალოდ მათზე ტყვიის დაჯახების შედეგად. პერმანენტული არხისგან განსხვავებით დროებითი არხი წარმოიქმნება ქსოვილების გაწელვის ანუ მათი დროებითი ადგილმდებარეობის შეცვლის შედეგად. ეს ხდება იმის გამო. რომ ტყვია რომელიც მაღალი სიჩქარით გადის მათში ქმნის ცენტრიფუგის ეფექტს, რის გამოც ხდება ქსოვილების განზე გაშლა/გაწელვა მათი შემდგომი განადგურებით ან მის გარეშე. სწორედ აქ იმალება ყველაზე გავრცელებული მიზეზი ყველაზე ცხარე კამათების. ზუსტად ეს თეორია და განსხვავებული აზრი ჭრილობის დროებითი არხის მნიშვნელობაზე ყოფს ტერმინალურ ბალისტიკას ორ პირობით ერთმანეტზე დაპირისპირებულ ბანაკად. პირველ ბანაკს ხელმღვანელობენ ცნობილი სახელები, დეტროიტის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დეტექტივი ევან მარშალი და მისი კოლეგა ედვინ სანოუ. მათი მიდგომა ეფუძნება რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას და კონკრეტული სროლის ინციდენტების შესწავლას მრავალი წლის განმავლობაში. შესაბამისად ისინი არიან კონცენტრირებული კონკრეტული კალიბრების და კონკრეტული ვაზნების ეფექტურობის შესწავლაზე, გამომდინარე იქიდან, თუ როგორი ეფექტით გამოიყენებიან ისინი რეალურ სამყაროში რეალურ შეტაკებებში. მეორე ბანაკს სათავეში უდგას დოქტორი მარტინ ფაკლერი და მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია სახელად ჭრილობების ბალისტიკის საერთაშორისო ასოციაცია. მათი კვლევები ეფუძნებიან ერთიან ტესტირების მეთოდს რომელის ავტორიც გახლვათ თავად დოქტორი ფაკლერი. მოკლედ, რომ ავღწეროთ, ტესტი წარმოადგენს სროლას 10%-ან ჟელატინში, სადაც მინიმალური აუცილეებელი შეღწევა არის 30 სმ. საინტერესოა, რომ თავიან კვლევებსი ორივე ბანაკი თანმხდება ეფექტურ ვაზნების კომბინაციებზე კლაიბრებში .38Special და .45 ACP მაგრამ დიამეტრალურად განსხვავდება 9მმ ლუგერთან დაკავშირებით. ფაკლერი ასევე ამტკიცებს, რომ პისტოლეტის ტყვია ანადგურებს მხოლოდ იმ ქსოვილებს, რომლებსაც ის უშუალოდ ეხება. ამას ის ხსნის იმით, რომ პისტოლეტის ტყვიის სიჩქარე მცირეა და ის ძალა რომელიც ქმნის დროებით არხს არ არის საკამრისი, რომ გამოიწვიოს გაშლილი/გაწელილი ქსოვილების დაზიანება. შედარებისთვის შაშხანის ტყვია (600მ/წ-ზე მეტი სიჩქარით), ქმნის საკმარის ძალას, რის გამოც ქსოვილების გაწელვის სიჩქარე იმდენად დიდია, რომ ქსოვილი ვერ ასწრებს გაწელვას და უბრალოდ ნადგურდება, რის გამოც ჭრილობის არხი ბევრად უფრო დიდია. თუ ჩვენ დაუჯერებთ ფაკლერის თეორიას, მაშინ ისეთი ტესტები, რომლებიც იყენებს ისეთი ქსოვილების იმიტატორებს, როგორიცაა თიხა და საპონი არ არის სანდო. განსხვავებით ცოცხალი ქსოვილებისგან ყველა ეს ნივთიერება არ არის ელასტიური. ამით ეს სუბსტანციები რადიკალურად განსხვავდებიან ადამიანის ქსოვილებისგან. შესაბამისად დროებითი არხი, რომელიც წარმოიშვება ამ სუბსტანციაში ტყვიის გავლისას არის დიდი, მისი დიამეტრი არ მცირდება ან ძალიან უმნიშვნელოდ მცირდება. თუ ჩვენ ასევე დავეთანხმებით ფაკლერს იმაში, რომ დროებითი არხი, რომელიც წარმოიშვება პისტოლეტის ტყვიის გავლისას ქსოვილებში არ აზიანებს ქსოვილებს მაშინ ეს ტესტირებები არაფერს არ გვეუბნება. მე ნანახი მაქვს სურათები საპონის ბლოკებში ნასროლი ტყვიების. ყველაზე შთამბეჭდავი არხი ქონდა 7.62 TT-ს ტყვიას, ხოლო ყველაზე მცირე 230 გრანიან .45 ACP-ს ტყვიას. ეს შედეგი პირდაპირ ეწინაარმდეგება არსებულ რეალობას და მისი ნდობა არ შეიძლება. თუ მეცნიერული ტესტის შედეგები ეწინააღმდეგება არსებულ გამოცდილებას ესეიგი ტესტირების მეთოდი მცდარია და არა პირიქით. ესეიგი ფაკლერის მეთოდი სწორია? არა. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ფაკლერის მეთოდის ყველაზე სუსტი წერტილია აუცილებელი მინიმალური შეღწევა (30 სმ). ამის შედეგად ტესტირებამ მაგალითად დადგინა, რომ მრავალგზის გამოცდილი კომბინაცია 115 გრანიანმა +P+ კატეგორიის 9მმ-ნმა ვაზნამ, რომელსც წარმატებით იყენებდა კენტუკის შტატის პოლიცია, გამოცხადდა უვარგისად მხოლოდ 25 სანტიმეტრი შეღწევის გამო. იგივე ტესტირებისას .380 კალიბრის ვაზნა უფრო ეფექტურად იქნა მიჩნეული. ეს შედეგი ასევე, როგორც „საპნის ტესტი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება არსებულ რეალობას.
ფაკლერი და მისი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ პისტოლეტის ტყვიის გავლისას ქსოვილები იწელებიან და როგორც წესი გაფართოება არ აღემატება ათჯერ, ტყვიის დიამტერს. შემდეგ ქსოვილები ასევე უვნებლად უბრუნდებიან თავის პირვანდელ დმგომარეობას. ქსოვილების დაზიანება არ ხდება. ცხადია, რომ ისეთ ორგანოებში შეღწევისას, რომლებიც არ არიან ელასტიური (მაგალითად თავის ტვინი) დაზიანებები გაცილებით მეტი იქნება. ქსოვილების ვერ ასწრებენ გაწელვას და მთლიანობის შენარჩუნებისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტყვიის სიჩქარე აღემატება 600მ/წ–ში, მაშინ როგორც უკვე დავწერე ისინი ნადგურდებიან ამა თუ იმ რაოდენობით. მაგალითად მონადირეებმა კარგად იციან, რომ გარკვეული ტყვიები ნადირში მოხვედრისას უფრო მეტ ხორცს აფუჭებენ ვიდრე სხვა ტყვიები. ასეტი მაღალი სიჩქარეები პისტოლეტებში ჯერ ჯერობით მიუღწეველია, შესაბამისად მხარეები ვერ თანხმდებიან დროებითი არხის მნიშვნელობაზე. ეხლა რაც შეეხება პერმანენტულ არხს და დაზიანებული ქსოვილების რაოდენობას. ერთი მოხვედრა .45 კალიბრის ტყვიის 90 კგ წონის მამაკაცში იწვევს მისი ქსოვილების საერთო მასის 0.02%–ის დაზიანებას. ეს იმდენად მცირეა, რომ რაიმე ეფექტურობაზე აქ უკვე ლაპარაკი ზედმეტია. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ მხოლოდ პერმამენტულ არხს აქვს მნიშვნელობა, გამოდის, რომ უფრო დიდი დიამეტრის ტყვიას აქვს მეტი შანსი დააზიანოს მნიშვნელოვანი ორგანო, ვიდრე ტყვიას უფრო ნაკლები დიამეტრით. შესაბამისად უფრო დიდი კალიბრის ტყვია აზიანებს მეტ ქსოვილს, ესეიგი ის უფრო ეფექტურია. ამის საწინააღმდეგოდ არსებობს, როგორც მინიმუმ ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ჩაატარა დოქტორმა ბრიუს რეგსდეილმა აშშ-ს შეიარაღებული ძალების ინსტიტუტიდან. ტესტირების დროს სროლა განხორციელდა სრწრაფი 9მმ-ნი ვაზნების გამოყენებით, ფაკლერის რეცეპტით შექმნილ ბალისტიკურ ჟელატინში, რომელშიც მოთავსებული იყო ღორის აორტა. ცდებმა აჩვენა, რომ ტყვიამ, რომელმაც ახლოს გაიარა აორტასთან გაწყვიტა ის, მასზე უშუალო შეხების გარეშე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება არსებულ მოსაზრებას დროებითი არხის უმნიშვნელობის შესახებ ….
ასეა თუ ისე პირადად ჩემი აზრია, რომ სიმართლე სადღაც შუაში არის დამალული. დროებითი არხი აზიანებს ქსოვილებს, მაგრამ ამ დაზიანების ხარისხი მნიშვნელოვნად ვარირებს შემთხვევიდან შემთხვევამდე და კალიბრიდან კალიბრამდე ხოლო მისი ზუსტად დადგენა/დათვლა შეუძლებელია, ისევეე როგორც მისი ეფექტი არ არის საიმედო, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია.

მარშალის თეორიის მიმდევრებს ეძახიან მორგის მონსტრებს, ხოლო ისინი თავისმხრივ ეძახიან ფაკლერის მიმდევრებს ჟელატინის ფანატებს.



One Response to “დროებითი და პერმანენტული ჭრილობების არხები”

  1. dimitri says:

    ძალიან საინტერესო და სასარგებლო სტატიაა!!!

დატოვეთ კომენტარი