ტერმინალური ბალისტიკა. ტაქტიკური რეალიები

ამ სტატიით იხსნება ახალი განყოფილება, სადაც განხილული იქნება თემები, რომლებიც ეხება მოკლელულიანი იარაღის ტყვიებს და მათ ეფექტურობის განმსაზღვრელ ფაქტორებს. რა ხდება, როდესაც ტყვია ხვდება სამიზნეს, რა განაპირობებს მათ ეფექტურობას, რა არის ფრაგმენტაცია, ექსპანსია, რა გამოცდილება არსებობს, რა მეთოდებია ტყვიების ეფექტურობის განსაზღვრის და ასე შემდეგ.

ლოგიკურად მეჩვენება, რომ დაგვეწყო არსებული ტაქტიკური რეალიების განხილვით.

მიუხედავათ იმისა, რომ კაცობრიობა მუდამ იმყოფება ომების და ძალადობის უწყვეტ რეჟიმში, ლოგიკურია ივარაუდო, რომ არსებობს ტყვიების ეფექტურობის შესწავლის და განსაზრვრის ეფექტური მეთოდები, მაგრამ ეს სამწუხაროდ  ასე არ არის (ც). დროთა განმავლობაში მას, მერე რაც ცალკეულმა მეცნიერებმა დაიწყეს ტყვიების და მათ მიერ მიყენებული ჭრილობების შესწავლა, სამქე არ გასცდა რამოდენიემ მართლაც ღირებულ ნაშრომს, რომელიც მალევე დაიკარგა ასეთივე უნიჭო უაზრო და კვაზი მეცნიერულ ნაშრომებს შორის, რასაც ბოლო დროს დაემატა კიდევ კინოს და ტელევიზიის გავლენაც. რაიმე სტანდარტული და ამავე დროს მარტივი ყოვლისმომცველი შეფასების მეთოდოლოგია განწირულია იყოს მცდარი. მეტისმეტად ბევრი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე თუ როგორ “იქცევა”  ტყვია სამიზნეში და ყველაზე რთული და გამოუთვლელი ფაქტორი არის თავად სამიზნე ანუ ადამიანი. დაუმატეთ ამას ტყვიების, კლაიბრების, ვაზნების და იარაღების მრავალი სახეობა და მიხვდებით თუ რაოდენ ძნელია ასეთ პირობებსი რამის ზუსტად დადგენა. ერთი რამ არის უდაო, გარღვევა სიმძლავრეში და ეფექტურობაში პისტოლეტის და კარაბინის ვაზნებს შორის არის უზარმაზარი. პისტოლეტის ვაზნები ვერ უზრუნველყოფენ სამიზნის მომენტალურ მწყობრიდან გამოყვანას და ხშირად საჭიროა მრავალი კარგად დამიზნებული გასროლა.  ალბათობა ერთი გასროლით შეჩერბის კარაბინიდან ნასროლი ტყვიით არაპროპორციულად მაღალია ვიდრე პისტოლეტიდან ანსროლი ტყვიით. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს დღეისობით მხოლოდ აშშ–ში, კონკრეტული ორგანიზაციები და ძირითადად გამოძიებათა ფედერალური ბიურო და აშშ–ს შეიარაღებული ძალები ყველაზე შორს წავიდნენ ტყვიების ეფექტურობის შესწავლაში. მათთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობენ ტყვიაწამლის მსხვილი მწარმოებლები საკუთარი საცდელი ბაზებით, რაც გაოიხატება სულ უფრო მრავალი სახეობის, დახვეწილი და ეფექტურ ტყვიაწამლის გამოჩენაში. თავის თავად ინტერნეტში და სპეციალიზირებულ პრესაში არ ცხრება კამათები, როგორც ტყვიის ეფქტურბის შეფასების მეთოდოლოგიასთან  ასევე ზოგადად კლიბრებთან და  მათ ეფექტურობასთან დაკავშირებით.  ერთიანი აზრი არ არსებობს, მაგრამ არსებული მასალების და კვლევების ანალიზი იძლევა შაშუალებას, ბევრ რამეს ტერმინალურ ბალისტიკაში ნათელი მოეფინოს.

თავად პისტოლეტს, როგორც იარაღს აქვს მხოლოდ ორი პლიუსი, ეს არის მისი კომპაქტურობა, რაც აადვილებს მის ფარულ ტარებას და ის შეიძლება მუდმივად თან იქონიო, ხოლო მეორე – მხოლოდ ერთი ხელით ეფექტური ცეცხლის წარმოების საშუალება . ამ ორი პლიუსიდან გამომდინარეობს პისტოლეტის როგორც იარაღის უამრავი მინუსი, და პირველ რიგში პისტოლეტის ვაზნების არადამაკმაყოფილებელი სიმძლავრე, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებია  ვიდრე გრძელლულიანი იარაღის ყველაზე სუსტ კალიბრებში. აქიდან გამომდინარე დღეს მოქმედებს მარტივი წესი: თუ არსებობს დიდი ალბათობა რომ ადამიანი მოხვდება შეიარაღებულ შეტაკებაში, მან ყველა ზომა უნდა იხმაროს იმისთვის, რომ იყოს შეიარაღებული გრძელი იარაღით. ყოველ წელს ინდუსტრია სთავაზობს სულ უფრო კომპაქტურ და მოსახერხებელ თოფებს და კარაბინებს, გათვლილებს სპეციალურად ქალაქის პირობებში გამოყენებისთვის. 

რა ტიპის პირადი იარაღი არის დღეს ხელმისაწვდომი პისტოლეტის გარდა? რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნიათ მათ? 

სტანდარტული ზომის პისტოლეტ ტყვიამფრქვევები.

მეორე მსოფლიო ომის მერე. პისტოლეტ ტყვიამფრქვევებმა ჯარიდან გადაინაცვლეს პოლიციურ სტრუქტურებში და დაახლოებით 80-ან წლებამდე საკამოდ ფართოდ გამოიყენებოდნენ. მიუხედავათ იმისა, რომ ავტომატების ზომები სულ უფრო მცირდება, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გათვლილი პისტოლეტის ვაზნებზე კვლავ რჩება პოლიციური სამსახურების არსენალებში. სრული ზომის პისტოლეტ-ტყვიამფქვევი აღჭურვილია სრულფასოვანი კონდახით, ეფექტური სროლის წარმოება ადვილია, თუმცა სროლის ეფექტური სიშორე მცირეა და შეზღუდულია პისტოლეტის ვაზნის სუსტი ბალისტიკით. პისტოლეტის ვაზნის არადამაკმაყოფილებელი ეფექტურობა კომპენსირდება მათში სროლის მაღალი ტემპით. იარაღის ამ კლასის დომინირება ძალოვან სტრუქტურებში დასრულდა მას მერე რაც გამოჩნდა კომპაქტური ავტომატები/კარაბინები. უკანასკნელებმა პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სრული ზომის  პპ-ებს შეიარაღებულ ძალებში. რათ გინდა მარგინალური პპ პისტოლეტის კალიბრზე, როდესაც თითქმის იგივე ფასად შენ შეგიძლია გქონდეს თითქმის იგივე გაბარიტების და წონის გაცილებით უფრო დიდი საცეცხლე ძალის მქონე  კარაბინი?

 tr

გერმანული H&K MP5, ალბათ ყველაზე ცნობილი და წარმატებული სრული ზომის პპ. ამჯერად ჯარში მას ცვლიან კომპაქტური ავტომატები/კარაბინები და ის მხოლოდ პოლიციაში რჩება

ულტრა კომპაქტური პისტოლეტ ტვყიამფრქვევები. ეს იარაღის კლასი ყველაზე ახლოს დგას პისტოლეტთან გაბარიტების და წონის მიხედვით.  ტარება ადვილია, თუმცა არა ისე, როგორც პისტოლეტის ან რევოლვერის.  კონსტრუქციიდან და ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემებიდან გამომდნარე  მათ გარკვეული ვიწრო სპეციალიზირებული ფუნქციების აღება შეუძლიად თავის თავზე მაგრამ ყველას მაგათ აქვთ სერიოზული ტაქტიკური ნაკლოვანებები.  კერძოდ: დაბალი სროლის ეფექტურობა განპირობებული იარაღის გართულებული კონტროლით, დაბალი სიზუსტით და ეფექტური სროლის მოკლე მანძილით. გამომდინარე მათი ზომებიდან ეფექტური ავტომატური ცეცხლის წარმოება ან შეუძლებელია ან მოითხოვს კონდახის არსებობას ან სერიოზულ საცეცხლე მომზადებას, რაც პოლიციის დეპარტამენტის მრავალრიცხოვანი შტატის პირობებში ხშირად შეუძლებელია და არა მიზანშეწონილიც დიდი ხარჯების გამო. პრინციპში იგივე შეიძლება ითქვას პისტოლეტებზე, რომლებსაც აქვთ ჯერებით სროლის საშუალება. კიდევ უფრო გართულებული კონტროლი განპირობებული მცირე მასით, და სწრაფად მოძრავი მძიმე საკეტით. შეუძლებელია ეფექტური ჯერებით სროლის განხორციელება ძალიან მოკლე დისტანციებზეც იმის გამო რომ გართულებულია იარაღის ორი ხელით ჭერა. განსხვავებით დიდი ზომის მოდელებისგან, ულტრა კომპაქტურმა პისტოლეტ–ტყვიამფრქვევებს ჯარში და პოლიციაში ძალიან ხანმოკლე პოპულარობის პერიოდი ქონდათ, უმცა თავდპირველად სამხედროებიც და პოლციელების აღრთოვანებულები იყვენ ასეთი არაღის კომპაქტურობით . ულტრა კომპაქტური პისტოლეტ–ტყვიამფრქვევები  და ავტომატური პისტოლეტები (ჯერებით სროლის წარმოება) დღეს რჩებიან ეკზოტიკად ჯარის და პოლიციის შეიარაღებაში.

g1

Glock 18, პისტოლეტი ავტომატური ცეცხლის წარმოების საშუალებით. შეზღუდული გამოყენება პოლიციურ სტრუქტურებში. ასეთი ტიპის იარაღი სარგებლობს პოპულარობით მცველების შორის, ვინაიდან იძლევა საშუალებას უკიდურესად მოკელ დისტანციებზე განავითაროს დიდი საცეცხლე ძალა დროის ხანმოკლე პერიოდში.

mac-10

ულტრა-კომპაქქტური პპ  MAC-10, ეს იარაღი ხანმოკლე დროის განმავლობაში სხვა და სხვა საჯარისო სპეცრაზმების შეიარაღებაში იყო მაგრამ სხვა მისი ანალოგების ნაირად მალევე დატოვა ძალოვანი სტრუქტურების არსენალები

 პერსონალური თავდაცვის იარაღის კონცეფცია

აღნიშნული კონცეფცია ითვალისწინებდა ჯარისთვის მცირეგაბარიტული იარაღის შექმნას, რომელიც გაბარიტებით და წონით იქნებოდა საშუალო ზომის პპ-ს ანალოგი მაგრამ ექნებოდა უფრო “შორსმსროლელი” და ძლიერი ვაზნა ვიდრე პისტოლეტისა და ამავე დროს უფრო მცირე ზომის და მსუბუქი ვიდრე კარაბინი. უკვე დიდიხანია ამ კლასის იარაღი ხელმისაწვდომია მაგრამ ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა, ისევე ოგორც ვაზნებმა, რომლებიც სპეციალურად ამ კლასისთვის სპეციალურად შეიქმნა. მიუხედავათ კარგი ბალისტიკისა და ჯავშანგამტანი თვისებებისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ზედმეტი შეღწევისა რიკოშეტირების  პრობლემა (რაც აქტუალურია პოლიციური სტრუქტურებისთვის) და ასევე შემაჩერებელი ძალა (მცირე კალიბრის გამო). ამ კლასის იარაღი არ არის სერიოზული მოთამაშე პოლიციური იარაღის მოედანზე.

კომპაქტური ავტომატები/კარაბინები

პროგრესმა მასალებში და იარაღის წარმოების ტექნოლოგიებში შესაძლებელი გახადა სულ უფრო პატარა და მსუბუქი ავტომატების გამოშვება. მას მერე რაც კომპაქტური ავტომატების გაბარიტები და წომა გაუტოლდა სრული ზომის პისტოლეტ ტყვიამფრქვევებს, პირველმა თითქმის სრულიად გამოდევნა მეორე შეიარაღებული ძალებიდან და სულ უფრო მზარდი ტემპებით ენაცვლება მას ასევე პოლიციურ სტრუქტურებში.  ამ კლასის იარაღს გააჩნია უმრავი უპირატესობა, მათ შორის ძლიერი კალიბრი, კარგი ბალისტიკა, მაღალი სიზუსტე ახლო და საშუალო მანძილებზე, მაღალი სროლის ტემპი და დიდი საცეცხლე ძალა. ამავე დროს ის საკმაოდ კომპაქტურია. ჯარ გამოვლილი პოლიციის მოსამსახურეებს არ აქვთ პრობლემა ამ იარაღის ათვისებაში. გაზრდილი ტერორისტული საფრთხეების პერიოდში ის ასევე მასიურად იმკვიდრებს ადგილს პოლიციურ არსენალებში. ყველაზე გავრცელებულ კალიბრის .223 rem-ის ერთ ერთი თვისება დაბალი ეფექტურობა წინაღობებში გავლის შემდეგ დადებითად იქნა მიღებული პოლიციაში სადაც ზედმეტი შეღწევა არასასურველია. შესაბამისად კომპაქტური ავტომატები მასიურად ცვლიან აშშ-ის პოლიციურ სამსახურებში 12 კლაიბრის თოფებს და პისტოლეტ-თყვიამფრქვევებს.  მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო ხშირად არ არის სასურველი, რომ შუა ქალაქში დასეირნობდნენ პოლიციელები ავტომატეებით, რის გამოც ეს იარაღი, როგორც წესი მგზავრობს საპატრულო მანქანებში და პოლიციელს ისევე როგორც ცხადია უბრალო მოქალაქეს არ აქვს საშუალება ის სულ ახლოს იქონიოს. იგივე ეხება 12 კალიბრის თოფებს.

m4mp

ამ სურათზე კარგად ჩანს რომ სხვაობა კომპაქტურ ავტომატს/კარაბინსა და სრული ზომის პპ–ს შორის თითქმის არ არის.

მათთან ერთად სულ უფრო მეტი სამართალდამცავი სტრუქტურა აძლიერებს თავის შეიარაღებას აუცილებელი გრძელი იარაღით. საქართველოსთვის ეს არანაკლებ აქტუალურია თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ პერამნენტული სრულმასშტაბიანი ომის საფრთხის ქვეშ ვართ. ჩემთვის უცნობია, თუ ჩვენი პოლიციელები გადიან, რაიმე მოზმადებას გრძელ იარაღთან მათ შორის არმიის შეიარაღებაში მყოფი იარაღის ერთეულების ასათვისებლად.   მაგრამ ჯერ ჯერობით რეალობა კი გახლავთ ის, რომ მიუხედავათ ყველაფრისა  ულტრა კომპაქტური გრძელი იარაღის მოდიფიკაციები მაინც ვერ შეცვლიან პისტოლეტს პირადი იარაღის როლში, ისინი უბრალოდ მაინც ძალიან დიდებია, რომ ისინი ყოველდღიურად ატარო ტანზე. ასევე ნაკლებად სავარააუდოა, რომ  მომავალში გაჩნდება ხელის იარაღი, რომელიც სიმძლავრით მიუახლოვდება გრძელულიან იარაღს და ამვე დროს იქნება კომპაქტური, საიმედო და ეფექტური. ამიტომაც პისტოლეტი, თავისი სუსტი ვაზნით კიდევ დიდიხანი იქნება უამრავი მოსამსახურის და უბრალო მოქალაქის  ერთადერთი მუდმივად ხელმისაწვდომი, ბოლო შანსის იარაღი. აქიდან გამომდინარე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კარგად იყოს გათვითცნობიერებული ამ იარაღის ყველა სუსტი და ძლიერი მხარე და ის თუ სად გადის ამ კლასის იარაღის შესაძლებლობების ზღვარი.



3 Responses to “ტერმინალური ბალისტიკა. ტაქტიკური რეალიები”

  1. jurkha says:

    როგორც ყოველთვის საყურადღებო და საინტერესო სტატიაა, დიდი მადლობა.

  2. Pensia_27 says:

    საინტერესო სტატიაა…

  3. laha says:

    kargi statia iyo

დატოვეთ კომენტარი