Collateral (2004)

Collateral

მიყვარს ფილმები სადაც ქალაქი არის ერთ ერთი მოქმედი გმირი.   რას ვგულისხმობ ამაში, ზოგი ფილმი ძალიან  კარგად გადმოსცემს ქალაქის ხასიათს, თითქოს შენ თვითონ იქ იმყოფები და Collateral–ში ძალიან კარგად და მკაფიოდ ჩანს ლოს–ანჯელესი, დანახული ფილმის გმირების თვალებით (Collateral არის აღიარებული ლოს ანჯელეს ტაიმსის მიერ როგორც მე–9 საუკეთესო ფილმი ამ ქალაქზე). ასეთი ქალაქის გადმოცემა არის ზოგი რეჟისორის საფირმო ნიშანი, მაგალითად სპაიკ ლის და ასევე მაიკლ მანის, რომელიც არის Collateral–ის რეჟისორი.  ფილმი გადაღებულია 2004 წელს და დაფუძნებულია ავსტრალიელი მწერლის სტუარტ ბიტის სცენარზე, რომლის დიეა მას გაუჩნდა როდესაც ის ტაქსით მგზავრობდა სიდნეიში, მაშინ ის 17 წლის იყო.  თუმცა ფილმის სცენარი მნიშვნელოვნად განსხვავდება თავდაპირველი ჩანაფიქრისგან.

Vincent: No. Tell you the truth, whenever I’m in LA I can’t wait to leave. It’s too sprawled out, disconnected. You know? That’s me. You like it?

რაზეა ფილმი? ერთ ერთ ჩემ საყვარელ თემაზე – კილერებზე. იდეა ბევრი იმოგზაურო და დახოცო ცუდი ხალხი ჩემთვის ძალიან მომხიბვლელია :–) აბსოლუტური თავისუფლება, დამოუკიდებლობა. საკუთარი წარმოდგენა სამართალაზე და კანონებზე და ამავე დროს მყარი შინაგანი კოდექსი.  აქ მართალია ტომ კრუზის გმირი, დაქირავებული მკვლელი ვინსენტი არ არის ისეთი მაღალი მორალური პრინციპების მატარებელი, როგორც ლეონი ლუკ ბესონოს ცნობილი ფილმიდან,  მაგრამ მისი ფილოსოფია, რომელსაც ის უხსნის თავის ტაქსის მძღოლს მაქსს (ჯემი ფოქსი) არც ისე სასტიკი და გაუგებარია.

Max: I can’t drive you around while you’re killing folks. It ain’t my job!

სიუჟეტის მოყოლას აზრი არ აქვს, ჯობია თვითონ ნახოთ. მოკლედ ვიტყვი, რომ ეს არის ფილმი ურთიერთობაზე, რომელიც ჩამოყალიბდება ტაქსის მძღოლს და დაქირავებულ მკვლელს შორის, როდესაც ტაქსისტი იძულებულია ატაროს მკვლელი მთელი ღამის განმავლობაში სანამ ის დავალებებს ასრულებს. პირველად მე ამ ფილმს ძალიან ხმაურიან საზოგადოებაში უყურე. ფილმის დასაწყისი სროლა არ არის, სისიხლი არ არის, არ არის “ექშენი”, მოკლედ დაწყებისთნავე ფილმი დაბრაკეს და მე მას ვერ უყურე.  მერე უყურე, მერე კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ მერე დვდ–ზეც ვიყიდე და პერიოდულად უყურებ ხოლმე.  ეგრევე, რაც შევამჩნიე, ყველა სცენა იარაღის გამოყენებით იყო აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან რაც ჩვეულებრივად ფილმბში გვხვდება ხოლმე როდესაც აქცენტი კეთდება სანახაობრივ ეფექტზე და არა რეალიზმზე. ამ ფილმში პირიქით,  პროფესიონალურად დადგმული, ქრესტომატიული ვიდეო ილუსტრაცია პისტოლეტის საბრძოლო გამოყენების და ამავე დროს ყველა სცენა ძალიან სანახაობრივია.   ფილმის რეჟისორი მაიკლ მანი, ცნობილია ფილმებით Thief, Heat და Last of the Mohicans. ყველა ეს ფილმი კი ცნობილია თავისი რეალისტური “ექშენ”  სცენებით.  ტომ კრუზმა როლის შესრულებმდე (თავიდან ამ როლზე იყო დაპატიჟებული რასელ კროუ, ხოლო ტაქსისტის როლი უნდა ეთამაშა ჯერ ადამ სანდლერს, შემდეგ თავად რობერტ დე ნიროს და ბოლოს ჯემი ფოქსზე გაჩერდნენ) გაიარა რამოდენიმე თვიანი ინტენსიური საწვრთნელი კურსი ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის საწვრთნელ ბაზაზე  სადაც, მას ასწავლიდა იარაღის ფლობას ბრიტანული სპეც რაზმ SAS–ის ვეტერანი.  მაიკლ მანის ასეთმა სკურპულოზურმა მიდგომამ იმუშავა, ყველა სცენა, ყველა მსახიობი, ყველა იარაღი აბსოლუტურად ბუნებრივად გამოიყურება. ფილმი ძალიან კარგი გამოვიდა.

Vincent: There’s no good reason, there’s no bad reason to live or to die.
Max: Then what are you?
Vincent: I’m indifferent.

ეხლა გამოყენებულ იარაღს რაც შეეხება. იარაღი არ არის ბევრი, იმიტომ რომ ყველა იარაღი ამ ფილმში თავის როლს თამაშობს.  ამიტომაც იარაღის გამოჩენა ავტომატურად ძაბავს სიტუაციას. უაზროდ იარაღს ამ ფილმში არ აფრიალებენ.

ფილმის ერთ ერთი მთავარი გმირი არის .45ACP კალიბრის პისტოლეტი Heckler&Koch USP, რომელიც ვინსენტს ეკუთვნის.  ეს იარაღი თავად მაიკლ მანმა აირჩია.  შექმნილი 90–ნი წლების დასაწყისში გერმანიაში, როგორც უნივერსალური სამსახურეობრივი პისტოლეტი, ამ იარაღმა დააწესა საკუთარი სტანდარტი საიმედოობაზე და გამძლეობაზე.

600px-CollateralUSP-45-3

ასევე საინტერესო არჩევანია  ვინსენტის მეორე იარაღი,  Ruger MK II .22 კალიბრის პისტოლეტი, რომელსაც ის იყენებს ჯაზმენის მოსაკლავად. ალბათ ლოგიკური იქნებოდა .45 კალიბრის ძირითადი იარაღის მაყუჩით აღჭურვა.  სტანდარტული .45 კალიბრის ტყვიის სიჩქარე არ აღემატება ხმის სიჩქარეს, რაც იდეალურს ხდის ამ იარაღს სხვა და სხვა მაყუჩების გამოსაყენებლად, მაგრამ ალბათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და თან ახლო მანძილზე მაყუჩიანი .22 კალიბრის პსიტოლეტი უფრო მოსახერხებელი იქნებოდა.  სამი სწრაფი გასროლა თავში და კლიენტი მკვდარია.  ალბათ საუკეთესო ვარიანტი კილერისთვის გამოასალმო კლიენტი ცხოვრებას .22 კალიბრის იარაღით.

600px-Coll-MkII

Vincent: Did you join Amnesty International, Oxfam, Save the Whales, Greenpeace, or something? No. I off one fat Angelino and you throw a hissy fit.

ფილმის პირველ ნაწილში, პრინციპში მხოლო ეს ორი იარაღი ისვრის. მრავალფეროვნება იწყება კორეული ღამის კლუბის სცენაში. 

600px-CollateralGlock35-1

ყველაზე საინტერესო ერთეულებს შორის  Glock 17L, რომელიც ერთ ერთ ბანდიტს ეკუთვნის…

600px-CollateralSPP-1 

…. ასევე კლუბში მყოფი მცველის ავსტრიული მცირე ზომის  პისტოლეტ ტყვიამფრქვევი Steyr SPP 

 600px-Coll-AR15

FBI–ს აგენტის Colt–ის  9მმ–ნი პისტოლეტ ტყვიამფრქვევი  RO635

ასევე აქ გამოჩნდენ  Jericho 941, Sphinx AT 2000, Heckler & Koch G36C, Glock 22, M1911A1, ორ ლულანი გადაჭრილი თოფი, Ruger KP89, Beretta 92FS და SIG-Sauer P226.

დამატებით ამ სცენაზე შეიძლება ითქვას, რომ ის არის ძალიან მაგრად დადგმული და შესრულებული. ტომ კრუზი მაგარი მსახიობია, და მან თავისი როლი საუკეთესოდ შეასრულა. ეს უნდა ნახოთ, რომ გაიგოთ, სიტყვებით ამის აღწერა საკამოდ ძნელია. მოკლედ იდეალური საბრძოლო სცენა, ალბათ ერთ ერთი საუკეთესო კინოს ისტორიაში. არც მეტი არც ნაკლები.

Max: I said I think you should tell that guy behind me to put his gun down, before I take it and beat his bitch ass with it. 
 600px-CollateralUSP-45-5

სროლა მიწიდან, პროფესიონალურად შესრულებული ტომ კრუზის მიერ

 Vincent: Get with it. Millions of galaxies of hundreds of millions of stars, in a speck on one in a blink. That’s us, lost in space. The cop, you, me… Who notices?
bu

ბოლო აკორდი, მაქსი და ვინსენტი დაუშენენ ერთმანეტს ტყვიებს ჩაბნელებულ მატარებელში, ორივე დააცარიელებს მჭიდებს, ვინსენტი შეეცდება შეცვალოს მჭიდი მაგრამ მას აქვს H&K USP–ს მჭიდი, ხოლო იარაღი მის ხელში არის  Smith & Wesson 5906, რომელსაც ის მის მიერ მოკლულ ოფისის მცველისგან აიღებს.

უყურეთ, არ ინანებთ. ამ ფილმში არ არის უაზრო ძალადობრივი სცენები, ბანალური პრიმიტიული საუბრები და იაფფასიანი სიუჟეტი. ფილმი მართლა კარგია. ძალიან კარგია.  

 

_________

გამოყენებულია სკრინშოტები საიტიდან www.imfdb.org



დატოვეთ კომენტარი