.45 ACP ვაზნის სრული ისტორია და ლეგენდარული M1911A1

Monday, March 16th, 2009

.45 ACP ვაზნის სრული ისტორია

451

სრული სახელი .45 ACP (Automatic Colt Pistol) ზომები 11.43×23mm
შექმნილია 1905 წელს ჯონ მოზეს ბრაუნინგის მისივე .45 კალიბრის პისტოლეტისთვის, რომლის გაუმჯობესებული ვარიანტი ინდექსით M1911 მირებულ ქინა შეიარაღებაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების მიერ 1911 წელს.

1904 წელს ფრანკფორდის არსენალმა და ასევე სხვა კერძო კომპანიებმა, მიიღეს დაკვეთა აშშ-ს მთავრობისგან, შეექმნათ .45 კალიბრის პისტოლეტის ვაზნა, რომელიც შეცვლიდა .38 კალიბრის ანალოგიურ ვაზნებს და ასევე .45 კალიბრის რევოლვერის ვაზნებს, რომლებსაც ძალიან კარგი რეპუტაცია გააჩნდა.
მთავარი იდეოლოგი .45 კალიბრზე გადასვლის იყო ალბათ ბევრისთვის კარგდ ცნობილი გენერალი ჯონ ტომპსონი (დიახ ის ტომპსონი), რომელიც მაგ დროს იყო სახმელეთო ჯარების სეიარაღების საბჭოს წევრი. ფილიპინის კუნძულებზე საომარი მოქმედებების შემდეგ და .38 კალიბრის არასასიამოვნო დებიუტის შემდეგ ის უჭერდა მხარს ახალი, ძლიერი ვაზნის იდეას, რომელიც იქნებოდა ნადვილი “ადამიანის შემაჩერებელი”. ალბათ ამ ტერმინის დაბადება ასევე უნდა დაუკავშიროთ ამ ადამინს და ასევე სპეციფიურ საბრძოლო მოქმედებებს, რომელშიც იყო ჩართული იმ დროს აშშ-ს შეიარაღებული ძალები. მოგახსენებთ რომ აშშ-ს ექსპდიციური ძალები ჩართულნი იყვენენ საბრძოლო მოქმედებებში ფილიპინების კუნძულზე, სადაც მათი მტერი იყო ე.წ. მოროს ტომები. აღნიშნული ტომის მეომრების მზადება ბრძოლისთვის წარმოადგენდა სხეულზე ტყავის სქელი ფენების დახვევას, სხვა და სხვა რიტუალების შესრულებას, ნარკოტიკული საშუალებების მიღებას, რის შედეგადაც ბრძოლაში ჩართვისას ისინი თავისებურ ეგზალტირებულ და ალბათ დაჰიპნოზებულ მდგომარეოაბაში იმყოფებოდნენ, რის გამოც ჭრილობებზე არ რეაგირებდნენ ისე როგორც ჩვეულებრივი ადამიანები.
მოროს ტომის ტიპიური წარმოამდგენელი
 452-300x175
ასეთ პირობებში,  კრიტიკულ დისტანციებზე საშტატო იარაღი .38 კალიბრის რევოლვერები და .30 კალიბრის კრაგის სიტემის შაშხანები ვერ უზრუნველყოფდნენ საკმარის შემაჩერებელ ძალას (ალბათ თანამედრობე ნარკომანები და სხვა დამნაშავე ელემენტები 100 წლის მერე სირთულით ანალოგურ სამიზნეებს წარმოადგენენ), რაც საკმარისი იქნებოდა ასეთი ტიპის სამიზნის მწყობრიდან სწრაფი გამოყვანისათვის.
გენერალ ტომპსონს ასევე მხარს უმაგრებდა მისი მეგობრის სამხედრო ქირურგის მაიორ ლუის ლა გარდეს პრაქტიკული ტესტების შედეგები, რომელიც მან ჩაატარა 1904 წელს ჩიკაგოში, სადაც სხვა და სხვა ტიპის .45 და სხვა კალიბრების ვაზნები და იარაღი გამოცდილ იქნა ცოცხალ სხვა და სხვა მსხვილ შინაურ ცხოველებზე, ირმებზე და ასევე ადამიანის გვამებზე.  გამოცდების საბოლოო დასკვნაში ეწერა შემდეგი: ტყვია, რომელსაც ექნება ისეთი შემაჩერებელი ძალა და შოკის ეფექტი ახლო მანძილებზე, საკმარისი სამხედრო იარაღისთვის, არ უნდა იყოს .45 კალიბრზე ნაკლები ….. ჯარისკაცები, რომლებიც იქნებიან შეიარაღებული პისტოლეტებით ან რევოლვერებით უნდა იყვნენ მუდმივად გაწვრთნილები ზუსტი სროლისთვის, ვინაიდამ ადამიანის სხეულის უმეტესი ნაწილი არ იძლევა იმედს, რომ მოწინააღმდეგე გამოყვანილ იქნება მწყობრიდან შოკის ან სხვა ეფექტის მიერ რაც ხდება ტყვიის მოხვედრის შემდეგ”. ჩემის აზრით ამ პატარა დასკვნაში დევს ახსნა იმისა რაზედაც კამათობენ ბოლო 100 წელი იარაღის მოყვარულები და რის გამოც იწარმოება ე.წ. კალიბრების ომები სხვა და სხვა ჟურნალებში და ფორუმებზე. ყველაფერი ახალი ნამდვილად კარგად დავიწყებული ძველია.
ასე, რომ გენერალ ტომპსონის დამსახურებაა ის, რომ მთავრობამ თავიდანვე, წინასწარ დავალებაში ახსენა .45 კალიბრის ტყვია. ასევე ტომპფსონის მოთხოვნა იყო პირველი ტყვიების მასა გაზრდილიყო 200 გრანიდან 230 გრანამდე.

ახალი ტიპის ვაზნაზე ოფიცილაური დაკვეთის მიღების შემდეგ, პირველებმა აღნიშნული დავალება შეასრულეს სპეციალისტებმა კომპანია ვინჩესტერიდან (Winchester Repeating Arms Co.) კომპანია კოლტის დახმარებით (COLT Mfg. Co.) ვაზნის სიგრძე იყო 22.8 მმ, ლატუნის მასრით და ტყვიის დიამტერით 11.9მმ). ტყვიის მასა გახლდათ 200 გრანი.
ოფიციალურად ახალი ვაზნა წარდგენილი იყო 1905 წელს და ამავე დროს ბრაუნინგმა გადააკეთა თავისი ახალი ავტომატური პისტოლეტი, ახალი .45 კალიბრის ვაზნისთვის (თავდაპირველი კალიბრი იყო .38 ხოლო ვაზნა წააგავდა ეხლანდელ .38 Supers-ს) და ამვე დროიდან ფრანკფორდის არსენალი იწყებს ამ ვაზნის დახვეწას. მოხდა მასრის დაგრძელება, და ტყვიის მასის გაზრდა, 230 გრანამდე, როგორც ამას გენერალი ტომპსონი ითხოვდა. ვაზნის სახელი გახდა Cal. .45 Automatic Pistol Ball Cartridge Model of 1906″ (FA M1906). ორივე ვარიანტის ტესტირების შემდეგ 1907 წელს მთავრობამ დაუკვეთა კომპანია უნიონ მეტალ კარტრიდჯს (Union Metal Cartridge Co.) შეექმნა ანალოგიური ვაზნა მაგრამ უფრო მოკლე მასრით. 7 თვის ვადაში .45 Automatic Colt Government” (UMC M1907) იყო მზად. 1908 წლისთვის სამი თითქმის იდენტური ვაზნა იყო გამზადებული  (დამზადებლი ფრანკფორდის არსენალის, ვინჩესტერის და უნიონ მეტალ კარტრიდჯის მიერ) . კონტრაქტი მიიღო კომპანია U.M.C-იმ. საბოლოო ვაზნის ვარიანტი კიდევ უმნიშვნელოდ დაიხვეწა და ოფიცლური ტესტირების შემდეგ 1911 წლის აგვისტოს .45 კალიბრის ვაზნა მიღებულ იქნა შეიარაღებაზე სახელით Cal. .45 Automatic Pistol Ball Cartridge, Model of 1911.  ამ ვაზნის და M1911A1-ის კარიერა გაგრძელდება 1990 წლამდე, მთელი ეს დრო ვაზნაც და იარაღიც ყოველგვარი ცვლილების და მოდერნიზაციის გარეშე იმსახურებს და შექმნის ნამდვილ ამერიკულ ლეგენდას საუკეთესო ვაზნაზე და საუკეთესო ავტომატურ პისტოლეტზე მსოფლიოში.

100 წლის შემდეგ .45 კვლავ იბრუნებს “ზღაპრული ცხრიანების” ეპოქის შედეგად დაკარგულ პოზიციებს. ასევე ბრუნდება .45 აშშ-ს ჯარში. აშშ-ს სპეცანიშნულების ძალები ღებულობენ ხეკლერ&კოხის MK23 ტიპის პისტოლეტებს აღნიშნულ კალიბრში. საზღვაო ქვეითმა ჯარმა მიიღო M1911 კლონი (კომპანია კიმბერის მიერ წარმოებული), რომლის კალიბრი ასევე .45–ია. გამოძიებათა ფედერალური ბიუროს სპეცრაზმები ასევე დღემდე იყენებენ .45 კალიბრის იარაღს. მას მერე რაც გამოჩნდა მხოლოდ ორმაგი მოქმედების თანამდროვე პისტოლეტები მაღალი ტევადობის მჭიდებით, .45–მა დაიწყო დაბრუნება ასევე სხვა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში. მაგრამ ეს როდესაც ლაპარაკია აშშ-ზე. სამწუხაროდ აშშ-ს გარეთ .45 არც ისე პოპულარულია. თუმცა სარგებლობს პოპულარობით როგორც სამოქალქო იარაღის კალიბრი.

არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ, .45 ეფექტური კალიბრია, მაგრამ ბევრს აქვს პრეტენზია, რომ გაცილებით ნაკლები მასისა და ზომების ვაზნები, რომლებსაც ასევე ნაკლები ხმაური, ალი და უკუცემის ძალა აქვთ, ასევე არიან არანაკლებ ეფექტურები და ნაწილობრივ ეს ესეც არის, მაგრამ 100 წლიანი საბრძოლო ბიოგრაფია და რეპუტაცია, როგორც საუკეტესო “შემაჩერებლის”, შექმნა ამ ვაზნის გარშემო ნამდვილი კულტი და უამრავი ლეგენდა, რის გამოც ის დღემდე რჩება ერთ ერთ ყველაზე პოპულარულ ვაზნად.

453

455

 

M1911 სისტემის პისტოლეტი

-”კოლტი შესანიშნავი პისტოლეტია. რაც უფრო მეტს ვსწავლობ მას, მით უფრო მომწონს. მას და რევოლვრეს შორის უშველებელი უფსკრულია.”-

ლოურენს არავიელის ძმის ფრენკ ლოურენსის წერილიდან, რომელიც მან თავის ძმას მიწერა 1914 წელს.

456

საერთოდ “პისტოლეტჩიკებში” არსებობს მანტრა, რომ პისტოლეტი არის კარგი მხოლოდ იმ კალიბრში რა კალიბრზეც ის თავიდან იყო აწყობილი. ანუ მაგალითად გლოკი არის საუკეთესო 9X19 კალიბრში და ასე შემდეგ. ალბათ ბევრმა არ იცოდა, რომ .45 კალიბრის იარაღის ეტალონი, M1911 არ იყო თავდაპირველად შექმნილი .45 კალიბრზე და მისი სავარაუდო კალიბრი უნდა ყოფილიყო .38 ანუ 9 მმ.
როგორც ჩვენ უკვე ვიცით .45 კალიბრის იარაღის იდეოლოგი გახლდათ გენერალი ტომფსონი, რომელმაც უზრუნველყო ყველა პირობა იმისთვის, რომ ახალი იარაღი მირებულ ყოფილიყო შეიარაღებაზე, ხოლო ჯონ მოზეს ბრაუნინგმა შესანიშნავად შეასრულა ეს დავალება და შექმნა ერთ ერთი ყველა დროის საუკეთესო ავტომატუირ პისტოლეტი.

457

კონკრეტული პისტოლეტების მოდელების გამოცდა დაიწყო 1906 წელს. კონკურსში მონაწილეობდნენ Colt, Luger, Savage, Knoble, Bergmann, White-Merrill და Smith & Wesson. ბრაუნინგის მიერ შემოთავაზებულმა დიზაინმა გაიმარჯვა გამოცდებში კომპანია სევიჯის პისტოლეტთან ერთად. დამატებითამ ტესტებმა, გამოავლინეს გარკვეული პრობლემები ორივე გამარჯვებულის საიმედო მუშაობაში. შეიარაღების დეპარტამნეტმა დანიშნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა გაერკვია, რომელი პისტოლეტი იმსახურებდა შემდგომ დახვეწას და რომელსაც უნდა მიეღო საბოლოო გადაწყბეტილება ამა თუ იმ მოდელის გამარჯვების შესახებ. ამავე დროს თავად ბრაუნინგი “გადაბარგდა” ქალაქ ჰარტფორდში სადაც იყო განლაგებული კოლტის ქარხანა და ახალგაზრდა ინჟინერ ფრედ მურთან ერთად პერსონალურად აკონტროლებდა პისტოლეტების აწყობის პროცესს.
1911 წლის სამ მარტს დაიწყო მორიგი გამოცდები. ტესტი გამძლეობაზე შედგებოდა 6000 გასროლიანი სერიისგან. 100 გასროლის შემდეგ, პისტოლეტი გრილდებოდა 5 წუთის განმავლობაში. 1000 გასროლის შემდეგ იარაღი იწმნიდენოდა და იზეთებოდა. ასეტ ტემპში 6000 გასროლის შემდეგ, იწყებოდა შემდეგი ეტაპით. ამჯერად იარაღში იტენებოდა დეფრომირებული და უხარისხო ვაზნები. ტესტის გავლის შემდეგ ხდებოდა საიმედობის შემოწმება ქვიშით დაბინძურების შემთვხვევაში, იარაღი იძირებოდა ტალახში, მჟავაში, რის შემდეგ ისევ მოწმდებოდა საიმედოობა.  გამარჯვებული გამოდგა ბრაუნინგის პისტოლეტი. მაგ დროს ცეცხლსასროლი იარაღისთვის 6000 გასროლიანი ტესტი იყო ყველაზე ხანგრძლივი ასეთი სახის გამოცდა. ტესტირებისას ბრაუნიგის პისტოლეტში არც ერთი გაუმართაობა აღმოჩენილი არ იყო, სევიჯის შემთხვეაში მათო რაოდენობა იყო 37.
1911 წლის 29 მარტში, ბრაუნინგის პისტოლეტი მიღებულ იქნა შეიარაღებაში, და მიენიჭა ოფიცილაური ინდექსი M1911. 1913 წელში M1911 შეიარაღებაზე მიიღეს საზღვაო ძალებმა და საზღვაო ქვეითთა კორპუსმა.

479px-M1911-M1911A1

1924 წელს უმნიშვნელო ცვლილებები იქნა შეტანილი პისტოლეტის დიზაინში.
ცვლილებები მხოლოდ კოსმეტიკური იყო და სურათიდან ის ყველა ადვილად ჩანს. ახალ პისტოლეტს მიენიჭა ინდექსი M1911A1

მეორე მსოფლიო ომამდე M1911 უშვებდა კოლტის ქარხანა და პირველი მსოფლიო ომის დროს დამატებითი რაოდენობა გამოშვებულ იქნა სპრინგფილდ არმორის მიერ, რომელიც მაგ დროს სახელმწიფოს ეკუთვნოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები ასევე მიმდინარეობდა ტრანშეებში და აკოპებში, ანუ ძალზედ მოკლე დისტანციებზე, გაიზარდა მოთხოვნილება პისტოლეტებზე, როგორც ახლო მანძილებზე მაგ დროს ყველაზე სწრაფმსროლელ და ძლიერ იარაღზე. ვინაიდან სხვა ქარხნები ასე მალე ვერ გადადიოდნენ M1911-ის წარმოებაზე, ერთ დროს მთავრობამ მიმართა მოქალაქეებს ჩაებარებინათ, მათ მიერ კერძო საკუთრებაში მყოფი კოლტები. როგორც ამბობენ ძალიან ბევრი აირაღი არ აგროვდა.
მეორე მსოფლიო ომამდე და ომის დროს, გაზრდილი მოთხოვნილების გამო M1911-ს უშვებდნეს უკვე Remington Rand (900,000 ცალი), Ithaca Gun Company (400,000 ცალი), Union Switch & Signal (50,000ცალი), Singer (500), the Springfield Armory და Rock Island Arsenal. 1945 წლიდან M1911 აღარ გამოდიოდა და არსებული დეტალების მარაგით ხდებოდა მათი “განახლება”.

ასევე მეორე მსოფლიო ომამდე M1911 მცირე რაოდენობით გამოდიოდა ნორვეგიაში (Kongsberg Vaapenfabrikk), გერმანელების ოკუპაციის დროს მათი წარმოება განახლდა. M1911 ზუსტ კლონებს უშვებდა არგენტინული ფირმა Ballester-Molina. ესპანური Star-ის და Llama-ს პისტოლეტები ასევე იმეორებენ M1991-ის დიზაინს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანია კოლტმა წარმოადგინა რამოდენიმე მოდიფიკაცია. პირველი იყო M1911 A1 “Commander”. ის წარმოადგენდა M1911A1-ის მოკლელულიან ვარიანტს და რაც მთავარია პირველად იყენებდა ალუმინის მსუბუქ გეჯას. იგივე ზომების პისტოლეტს მაგრამ ფოლადის გეჯათი ერქვა “Combat Commander”. შემდეგ კოლტმა გამოუშვა კიდევ უფრო კომპაქტური მოდიფიკაცია “Officer’s” უფრო მოკლე ლულით და დამოკლებული ტარით, რომელიც იტევდა 6 ვაზნას. ამჯერად ტერმინები კომანდერ და ოფისერს გამოიყენება ამა თუ იმ მოდელის (კლონის) ზომის მითითების მიზნით.
ალბათ ყველაზე წარუმატებელი ორიგინალური კოლტები გახლდათ Colt MKIV – Series 80. ამ სერიის პისტოლეტების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი მოდიფიცირებული იყო, და გააჩნდა დამატებითი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც კეტავდა ნემსას მანამ სანამ სასხლეტი არ იქნებოდა ბოლომდე დაჭერლი. ამ სისტემამ გაართულა მექანიზმი, დაამძიმა სასხლეტი და იქონია გავლენა პისტოლეტის საიმედოობაზე, რის გამოც ამ სერიის ორიგინალური კოლტები არასდროს არ იყვნენ პოპულარული. ის კლონები, რომელიც გამოდიან დღეს წარმოადგენენ M1991A1-ის ბაზაზე შექმნილ იარაღს.
თითქმის 100 წლის შემდეგ M1911A1 კვლავ რჩება მწყობრში და არის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში და ასევე მთელ მსოფლიოში. M1911Aქ ასევე რჩება შეიარაღებაში. აშშ-ს საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო ნაწილები, რომლებიც ედიან სპეციალური დანიშნულების ძალების შემადგენლობაში იყენებნ, მოდიფიცირებული M1911A1-ებს, რომელიც იწარმოება მათი მოთხოვნების მიერ კომპანია კიმბერის მიერ. ასევე ალბათ ყველაზე ცნობილი ასეთი ტიპის ქვედანაყოფი, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამნეტის სპეციალური დანიშნულების დანაყოფი (LAPD SWAT) იყენებს ასევე კიმბერის მიერ დამზადებულ კასტომიზირებულ M1911A1 სისტემის პისტოლეტებს. გამოძიებათა ფედერალური ბიუროს, მძევლების გათავისუფლების ჯგუფი (FBI Hostage Rescue Team) იყენებს M1911ა1 სისტემის პისტოლეტებს, რომელსაც მათ აწვდის კომპანია სპრინგფილდ არმორი. ასევე ფილმებიდან და კომპ. თამაშებიდან ცნობილი შენაერთი – პირველი სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი – დელტა შეიარარებულია უცნობი წარმოების M1911A1 პისტოლეტებით. ტაქომას პოლიციის დეპარტამენტი გახლდათ პირველი მუნიციპალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელმაც 50 წლის განმავლობაში ოფცილაურად მიიღო M1911A1 სისტემი პისტოლეტი შეიარაღებაში (მოდელები Kimber Pro Carry II და Pro Carry II HD.
დამატებულია
ერთ ერთი ჩემის აზრით ყველაზე საინტერესო პისტოლეტია ზემოთ ნახსენები საზღვაო ქვეითთა სპეციალური დანიშნულების ნაწილის შეიარაღებაში მყოფი ე.წ. MEU SOC Pistol პისტოლეტი. აღნიშნული პისტოლეტი წარმოადგენდა გადარჩეულ ორიგინალურ M1911A1 სერიის პისტოლეტს, რომლებსაც ორიგინალურ ანუ 1945 წლამდე გამოშვებულ გეჯაზე უყენდებოდა ახალი საკეტი (წარმოებული სპრინგფილდ არმორის ან კასპიანის მიერ), ლულას ამზადებდა ბარ-სტო, შიდა ნაწილებს სხვა კომერციული ფირმები. პისტოლეტი წარმოადგენდა საერიოზულად მოდიფიცირებულ M1991A1 სისტემის პისტოლეტს, რომელსაც უყენდებოდა ახალი ტიპის სამიზნე მოწყობილობები, ორმხრივი დამცველი, პაჩმაირის მიერ წარმოებული კომფორტული სახელური და შუერფაიერის (Suerfire) ფანარი და რა თქმა უნდა მოდიფიცირებული შემსუბუქებული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. ასეთი მოდიფიცირებული პისტოლეტი მაგ დროს შეიარაღებულ ძალებში არ ქონდა ალბათ არავის.  პისტოლეტის მოდიფიცრებას და მომსახურებას ახორციელებდა საზღვაო ქვეითთა კორპუსის სპეციალური სამსახური, რომელიც ასევე ახორცილებდა იარაღის მოდიფიკაციას (Precision Weapons Shop). იარაღის მომსახურება ხდებოდა ყოველი 10 000 გასროლის შემდეგ. ამ ნაწილის ყოველი მებრძოლი თავისი მსახურობის პერიოდში საშუალოდ ისროდა 80 000 ვაზნას. ზოგიერთი პისტოლეტიდან გასროლილი იყო 500 000 გასროლა ერთი და იგივე 1945 წლამდე გამოშვებული გეჯებით. საოცარი მაჩვენებელია ნამდვილად. 2003 წელს ეს პისტოლეტები შეიცვალა კიმბერის მიერ წარმოებული მოდელით, რომელიც დამზადდა სპეციალურად ამ ნაწილისთვის და ფუნქციურად თითქმის აბსოლუტურად იდენტურია, იმ იარაღის რომელიც შეცვალა, ყველაზე დიდი განსხვავება, გეჯაზე უნივერსალური სამაგრის არსებობა. როგორც უკვე მიხვდით საზღავო ფეხოსნებმა უარი თქვეს ხეკლერ&კოხის MK23 ტიპის პისტოლეტზე, რომელიც გახდა სტანდარტული აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ნაწილებისათვის. MK23-ზე უარი ითქვა მისი ზომების და მასის გამო. კიმბერი ასევე უშვებს ამ პისტოლეტის სამოქალაქო ვერსიას რომელსაც ქვია Kimber Desert Warrior.
“პირველი თაობის” MEU SOC Pistol

459

“პირველი თაობის” MEU SOC Pistol 
Meusoc86 

 

 

4510

იმბერის მიერ წარმოებული კომერციული ვარიანტი  

mcnewspistolfm9-1024x682

ამ სურათზე კარგად ჩანს, როგორც პირველი ასევე მეორე თაობის პისტოლეტები

M1911 ასევე ძალიან პოპულარულია, როგორც სამოქალაო, სპორტული და თავდაცვის იარაღი. კომერციული სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების ბაზარი არის ყველაზე დიდი, ასევე დიდია არჩევანი, და იმ კომპანიების რიცხვი, რომელიც ეხლა უშვებს ამ სისტემის იარაღის სხვა და სხვა მოდიფიკაციებს. ფასები იწყება 250 დოლარიდდან და ადის 3000 დოლარამდე სერიულ პისტოლეტებში. კასტომიზირებულიდა მოდიფიცირებული იარაღის ფასი პრაქტიკულად არ არის სეზღუდული. ყველა მოდელების და მოდიფიკაციების მიმოხილვა არ შედის ამ სტატიის დანიშნულებაში და ამიტომაც მე ავტვირთავ მხოლოდ რამოდენიმე პისტოლეტის სურათებს, რომლებიც წარმოადგენენ M1911A1 სიტემას. თუ ვინმეს ექნება რაიმე შეკითხვები სურათებთან ნა საერთოდ ამ იარაღთან დაკავშირებით მე დიდი სიამოვნებით ვეცდები გიპასუხოთ.

თანამედროვე M1911A1-ის სიტემის პისტოლეტები სხვა და სხვა მწარმოებლებისგან
 
აღნიშნული სუერათბები შექმნიან წარმოდგენას მ1911 სისტემის პისტოლეტების ნაირსახეობებზე.

მწარმოებელი – როქ აილენდ არმორი. კლასიკური M1911A1
4511

მწარმოებელი პარა ორდნანსი, მოდელი P14-45. მაღალი ტევადობის მოდელი ორ რიგიანი მჭიდით (14+1).

ინფინიტი. კიდევ ერთი სპორტული M1911A1
4512

კიმბერის მიერ წარმოებული კომპაქტური მოდელი Pro CDP II
4513

კომპაქტური მოდელი კომპანია დეტონიქს.
 4514

იზრაელის მიერ წარმოებული M1991-ის კლონი, პოლიმერის რესივერით. კომპანია ბულ ტრანსმარკ
picture%5C315254921445

გაჭრილი M1911A1
4516



2 Responses to “.45 ACP ვაზნის სრული ისტორია და ლეგენდარული M1911A1”

  1. giorgi says:

    icit rom 45kalibrian tyvias aqvs 44magnumis revolveris toli sacecxle dzalis mqone varianti.esaa 460 rowland-i.

  2. Shooter says:

    davicadot vnaxot gaxdeba is tu ara seriozuli motamashe ;)

დატოვეთ კომენტარი