კითხვა ბლოგის სტუმრისგან

ამასწინად გავიფორმე ტოზ–9 დიოტრიული სამიზნით.
თოფი მჭირდება მცირე ზომის ნადირის და ფრინველის მოსაპოვებლად. ამისათვის მჭირდება მაღალი სიზუსტე 100 მდე მანძილზე.
რას მირჩევთ როგორი ოპტიკით შევცვალო დიოპტრი? ან საერთოდ დიოპტრის ბაზაზე შესაძლებელია ოპტიკის დაყენება?
და კიდე მაინტერესებს : თქვენ აღნიშნეთ :”ბოლომდე დაწეული დიოპტრით მოხვედრის და დამიზნების წერტილი ემთხვევა ზუსატდ 50 მეტრზე. ანუ დიოპტრმა საერთოდ არ მაწვალა. პირიქით საოცარი სიზუსტე მანახა.” ანუ დიოპტრის სიმაგლის მარეგულირებელი სულ მოლომდე ჩაიყვანეთ ქვემოთ?

 დათო

დათო,

პირველ რიგში მე მგონია, რომ თუ აპირებთ ნადირობას აუცილებლად უნდა დააყენოთ ოპტიკა. ის ჯობია დიოპტრს იმიტომ რომ არის უფრო უნივერსალური, უფრო მოსახერხებელი, აქვს ხედვისი დიდი კუთხეები და რაც მთავარია სუსტი განათების პიორბებში უფრო ეფექტურია ვიდრე დიოპტრი. დიოპტრი ატარებს ცოტა შუქს, ჩემი გამოცდილებით თუ ოდნავ დაბინდდა ან თუნდაც ღრუბლიანი ამინდია დიოპტრიდან დამზნება რთულდება. დახურულ ტირში კარგი განატებით ან მზიან დღეს, მიზანში სროლისას დიოპტრი ისეთივე რეზულტატების მიღწევის საშუალებას გაძლევს რაც ოპტიკა მაგრამ ნადიორბისას სპორტული დიოპტრი არ ივარგებს.

რაც შეეხება ოპტიკას, მისი არჩევანი თქვნე მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ჩემი არჩევანი იქნება თუ 50 მეტრამდე მანძილებზე გასართობ სროლაზე ალაპარაკი, პატარა ოპტიკა ფიქისრებული გადიდებით 2, 2.5 ან 4. თუ უფრო შორ მანძილებზეა საუბარი მაშინ  უნივერსალური 3–9 გადიდებიანი ოპტიკა იქნება საკმარისი. საველე პირობებში .22–ით სტაბილური და რეზულტატიური სროლა ჩემი აზრით შესაძლებელია 150 მეტრამდე მანძილზე. უპირატესობას ვანიჭებ პატარა ზომის ოპტიკურ სამიზნეებს, მარტივი კონსტრქუციის.  რაც უფრო მარტივია მით უფრო ნაკლები რამე მანდ გაფუჭდება, განსაკუთრებით თუ ლაპარაკია იაფ ოპტიკაზე.  სამიზნე ბადეს თუ ექნება დამატებითი ელემენეტები ეს კარგია, .22–ს აქვს დიდი ვარდნა და ცუდი ტრაექტორია, ხოლო სკალაზე დამატებითი ელემენეტები საშუალაბას მოგცემთ ისინი გამოიყენოთ დამიზნებაში.

რა ბაზა აქვს თქვენ დიოპტრს მე არ ვიცი, მაგრამ ჯობია დააყენოთ უნივერსალური სამაგრი, ხელოსნები ამას უპრობლემოდ აკეთებენ, თითქმის ნებისმიერ იარაღზე და არც ღირს ძვირი.

რაც შეეხება ჩემ ციტატას “ბოლომდე დაწეული დიოპტრით მოხვედრის და დამიზნების წერტილი ემთხვევა ზუსატდ 50 მეტრზე. ანუ დიოპტრმა საერთოდ არ მაწვალა. პირიქით საოცარი სიზუსტე მანახა.” ამით იმის თქმ მინდოდა, რომ დიოპტრის უკიდურესად ბოლომდე დაწევამ გამოიწვია ის, რომ დამიზნების წერტილი და მოხვედრი წერტილი ერთმანეტს დაემტხვა ვერტიკალურ სიბრტყეში, ეს უბრალოდ გამართლებაა და მეტი არაფერი, იმიტომ რომ ჩემ შაშხანაზე დიოპტრი იყო კუსტარულად დაყენებული. სხვა იოარაღის შემთხვევაში ეს შეიძლება ასე არ იყოს.

პატივისცემით,

Shooter

 



დატოვეთ კომენტარი