The Book Of Eli

tf_org-Book-of-Eli-The-free-2010-movie

საერთოდ ფანტასტიკის ჯანრის ფილმები ჩემი საყვარელი ფილმებია.  ჩემის აზრიტ ასეთ ფილმებში ყველაზე მტავარი არის ის თუ რამდენად დამაჯერებლად და ორიგინალურად რეჟისორს გადმოაქვს მომავლის თავისი ხედვა. აქ უკე დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალებს, რომლებიც ქმნიან მომავლის ატმოსფეროს მთელი ფილმის განმავლობაში.  მომავალი ანუ გარემო, რომელშიც ვითარდება სიუჟეტი ხდება ფილმის ერთ ერთი გმირი. ამ მხრივ მაგალითად ლუკ ბესონის მეხუთე ელემენი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ იქ დიდი დრო ფული და ენერგია დაიხარჯა სწორედ მომავლის სამყაროს სრულყოფილ შექმნაზე. ან მაგალითად ძალიან მაგარი ფილმი, ფანტასტიკის ჟანრის კლასიკა Blade Runner სადაც სრულიად სხვანაირი მსოფლიოა დახატული.

ეხლა ამ ახალ ფილმს რაც შეეხება. მერ არ ვარ მაინც და მაინც პოსტაპოკალიპტიკური სამყროზე გადაღებული ფილმების მოყვარული, მაგრამ ამ ფილმაა მართლა გამაოცა. არ ღირს ეხლა მცირე სიუჟეტურ გადაცდომებზე აქცენტის გაკეთება, პირველ როგში არის პოსტაპოკალიპტიკურის სამყაროს კარგი ხედვა და ბრწყინვალე მსახიობები დენზელ ვოშინგტონი და გარი ოლდმენი. დენზელ ავშინგტონი თურმე ამერიკაში ძალიან უყვართ, რომ ის ერთადერთი ზანგი მსახიობია, რომელსაც აქვს სახე ჭკვიანური გამომეტყველებით. ასე მომიყვეს მე ყოველ შემტხვევაში )))   დაუმატეთ ამ ორ მსახიობს  მშვენიერ ხმა, ძალიან მაგარი სცენები, სპეციალური ეფექტები  და მოკელდ მართლა მაგარი კინო გამოვიდა, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს.

Book_of_Eli_Comic_Con_Poster

კომიქსების წიგნის ყდა, რომელიც გამოყენებულ იქნმა როგორც ახალი ფილმის სცენარი

იარაღების თემა საკამოდ გაშლილი არის, პოსტაპოკალიპტიკურ სამყაროში ვაზნები დეფიციტშია, ამიტომაც სადაც შესაძლებელია იყენებენ მძიმე ბლაგვ საგნებს და ცივ იარაღს. ელი ამ მხრივ არის ეფექტურობის განსახიერება, სადაც საჭიროა უშველებელი მაჩეტე, რომელიც წააგავს ტრადიციულ ნეპალურ კუკრის და უკიდურეს შემთხვევაში იყენებს კლასიკურ შვილდს,  გლუვლულიან თოფს (Remington 870 “Witness Protection) ან ხეკლერ&კოხ. 45–ს, რომელიც სპეციალისტება ხელოვნურად დააძველეს და გაცვითეს, რომ მიეცათ მისთვის შესაბამისი გარეგნობა. მერე რა, რომ ელის ხელში ის ორჯერ მეტ ტყვიას ისვრის სანამ მას მჭიდის გამოცვლა მოუწევს … თუმცა უნდა ვაღიარო რომ ასეთი შეცდომები მე პირადად მიფუიჭებენ შთაბეჭდილებებს, მითუმეტეს, რომ იარაღის სწრაფი და პროფესიონალური  გადატენვა საკმაოდ შთამბეჭდავად განმოიყურება, გავიხსენოთ მაგალითად მაიკლ მანის Collateral ……

400px-HK45_Eli

სურათზე არის ფილმში გადაღებული პისტოლეტი

სხვა იარაღებიც იყო, FN Fal, RPG-7, H&K MP7 მაგრამ ყველაზე საოცარი იყო გატლინგის ტყვიამფრქვევის გამოჩენა და ალბათ კიდე Winchester–ის 1897 წლის გლუვლულიანი “პომპა” მაიკლ გამბონის გმირის ხელებში .ასევე საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა მთავარი ბოროტი გმირის ბრაუნინგი ჰაი პაუერი.

800px-BOE1111

ასევე საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ერთ ერთ მსროლელს სახურავზე ხელში უკავია M1903A3 Springfield შაშხანა. ეს უჩვეულო არჩევანი განპიროებბულია იმით, რომ აღნიშნული იარაღი ეკუთვნოდა კლასიკური პოსტაპოკალიპტიკური ფილმის Boy and His Dog მთავარ გმირს (დონ ჯონსოსნის შესრულებით), ხოლო რეჟისორებმა გადაწყვიტეს ეპიზოდში ამ იარაღის გამოყენება. აღნიშნული ფილმის პოსტერი ასევე კიდია იმ “სასტუმროში” რომელშიც ელი გაჩერდება ერთი ღამით.

მოკლედ ნამდვილად ღირს საყურებლად და ყველას გირჩევთ უყურეთ.



დატოვეთ კომენტარი