მფლობელის თვალით დანახული: Mossberg 702 Plinkster

რამოდენიმე თვის წინ შევიძინე ერთ ერთ მაღაზიაში ახალი მცირეკალიბრიანი შაშხანა, რომელიც გარეგნულად ძალიან მომეწონა და სიმართლე, რომ ვთქვა სწორედ მისი იერსახის გამო ავირჩიე პირველ რიგში.  ლაპარაკია ბრაზილიაში მოსბერგის დაკვეთით წარმოებულ მცირეკლაიბრიან ნახევრად ავტომატურ შაშხანაზე Mossberg 702 Plinkster. ბრაზილიაში მოსბერგის დაკვეთით ამ შაშხანას უშვებს კომპანია CBC. თუ ვიმსჯელებთ წარწერებით ეს კომპანია ამ იარაღს უშვებს კიდე სხვა კომპანიების დაკვეთით, წარწერა დამზადებულია CBC-ს მიერ და წარწერა Mossberg International დაკვეთით სხვა და სხვა შრიფტებითაა შესრულებული.

თავად იარაღს რაც ეხება ის არის ტიპიური “პლინკერი” ანუ იაფი იარაღი გასართობი სროლისთვის. მას გააჩნია მსუბუქი პლასტმასის კონდახი, Mossy Oak ტიპის კამუფლირებით , მსუბუქი შენადნობის რესივერი, მოკლე საკმაოდ სქელი ლულა და ერთი მოსახსნელი მჭიდი  გათვლილი 10 ვაზნაზე. მჭიდის მცირე ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია  მისი ზამბაის თითი შეკუმშვა იმისთვის, რომ გაადვილდეს მჭიდის ვაზნებით ავსება, ბოლო ორ ვაზნას უნდა ზალის დატანება მჭიდში მოსათავსებლად, ხოლო გამომდინარე იქიდან რომ ტყვია მასრაში საკმაოდ სუსტად არის გამაგრებული, შესაძლებელია რომ ვაზნა დაზიანდეს.

პარალელურად ვადარებდი მას ანალოგიური კლასის მარლინის შაშხანას, რომელიც 200 ლარით მეტი ღირდა.  200 ლარიანი სხვაობა მე ვერ დავინახე ამიტომაც წყნარი გულით შევიძინე მოსბერგი.

DSC09576

დავიწყოთ კონსტრქუციის მოკლე აღწერილობით. მარტივი და როგორც თითქმის ყოველთვის ძნელი დასაშლელი იარაღია. განსხვავებით მარლინისგან, რესივერი და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი გაერთიანებულია. იარაღს აქვს ერთი მოსახსნელი რკინის მჭიდი გათვლილი 10 ვაზნაზე. დასშლელად საკმარისია დაუშვა ორი ხრახნი – რესივერი და ლულა ეგრევე ცილდება კონდახს. მერე კი ყველაფერი ცოტათი რთულდება.  ორი შტიფტი რესივერიდან უნდა ამოაგდოთ  და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის ბლოკი გამოვა გარეთ. მერე კიდე ძალიან ნელა და იმპროვიზაციის გამოყენებით უნდა ამოიღოთ საკეტი, ისე რომ არ დააზიანოთ დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი. ვიმეორებ ძალიან ფრთხილად უნდა ამოიღოთ, იმიტომ, რომ თუ ძალა დაატანეთ ღერძი დაიღუნება ან გატყდება. ეს არის და ეს.  ხშირად ამ პროცედურის გამეორება არ ღირს, ჩემი გამოცდილებით 200–300 ვაზნის გასროლის შემდეგ სასურველია, რომ იარაღი დაშალოთ და გაწმინდოთ. შუალედებში გარედან წმენდაც სკამრისია, თუმცა ცხადია გააჩნია ვაზნებს. სასიამოვნოა, რომ იარაღში კონდახის გარდა პლასტმასის ნაწილები პრაქტიკულად არ არის, რაც თეორიულად იარაღის საიმედოობას და რესურს ზრდის.

სროლაში იარაღი ძალიან სასიამოვნოა.  უპრობლემოდ მუშაობს სხვა და სხვა ტიპის ტყვიებთან. საკეტი საკამოდ მოსახერხებელია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადვილია მისი ღია მდგომარეობაში ჩაკეტვა, ამისთვის საკმარისია უკან ბოლომდე გამოწიოთ და საკეტის სახელურს დაწვეთ. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი ღია რჩება, მაგრამ სანამ მჭიდს ამოიღებთ, საკეტი კიევ უკან უნდა დაწიოთ და ხელით სახელურის საკეტის მეშვეობით მანდ დააფიქსიროთ. ასევე საკმაოდ კარგია მჭიდის ორ საფეხურიანი ღილაკი, პირველ დაჭერაზე მჭიდი მხოლოდ ნაწილობრივ გამოდის გარეთ, ხოლო მეორე დაჭერაზე მთლიანა შორდება იარაღს.  ეს იდეაში ამცირებს მჭიდის დაკარგვის საშიშროებას. თუ ბოლომდე დააწერთ და გეჭირებათ, მჭიდი ეგრევე მოცილდება იარაღს.

დამცველი განლაგებულია სასხლეტთან და დამაკმაყოფილებლად მუშაობს.

სამიზნე მოწყობილობები შედგება რეგულირებადი ორივე სიბრტყესი ცელიკისგან და მუშკისგან, რომელიც დაფარული დამცავით. საკმაოდ მოსახრეხებელია სწრაფი სროლისთვის ახლო მანძილებზე, მაგრამ ზუსტი სროლისთვის თითქმის გამოუსადეგარია. ამისთვის, პრინციპში არსებობს ოპტიკის კრონშტეინისთვის განკუთვნილი დასაყენებელი ადგილი.

იარაღს მოყვება კომპლექტში, კარტონის ყუთი, საკეტი გასაღებით, ინსტრქუცია ინგლისურ ენაზე და ბროშურა უსაფრთხოების წესებზე. ცუდია, რომ მოყვება მხოლოდ ერთი მჭიდი.

თავდაპირველად იარაღზე დავაყენე ამერიკული (სინამდვილეში ჩინეთის გამოშვებული) True-Glo-ს ოპტიკური სამიზნე Х4 გადიდებით.  ოპტიკა, პირდაპირ ვიტყვი იყო ნაგავი.  უფროსწორედ ნაგავი ლინზები ქონდა. გვერდებზე ქონდა იმხელა დეფექტები გამოახულების, რომ ლილოში ყველაზე იაფი ჩინური ოპტიკაც უფრო უკეთეს გამოსახულებას იძლეოდა. ბადე დუპლექსისი ტიპის ოყო ადეკვატური და შესწორებების შეტანის მექანიზმი კარგად მუშაობდა, მაგრამ 100 გასროლის მერე სამაგრი რგოლები ისე დაიშვა,  რომ ოპტიკა იარაღს მოძვრა….. ასე რომ True-Glo მალევე შეცვალა იაპონურმა Shirstone-მა, ე.წ. ბრინჯაოს სერიის, დუპლექსისი ტიპის ბადით და უნივერსალური 3–9 გადიდებით. ვინაიდან საველე პირობებში ძნელია იარაღის ნამდვილი სიზუსტის პოტენციალის ნახვა, ამ მიზნით ვეწვიე სკა–ს ტირს სადაც დახურული ტირის იდეალურ პირობებში  მოხდა მოსბერგის სიზუსტეზე შემოწმება.

უნდა ავღნიშნო, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოქმნიდა ზუსტი სროლის მხრივ: 1. სასხლეტი, რომელიც იყო ძალიან უხეში; 2. ოპტიკა, რომლის ოკულიარის ფოკუსის მანძილი იყო ძალიან მოკლე, რის გამოც ოპტიკა ძალიან ახლოს იმყოფება თვალისგან, ეს მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული სერიის ოპტიკური სამიზნეები მხოლოდ მცირეკალიბრიანი იარაღისთვის თუ გამოდგება.  3. იარაღი იმდენად მსუბუქია, რომ დაწყნარებული გულის ცემაც კი ადვილად ჩანს ოპტკაში (წონა 2კგ–ზე ოდნავ მეტია) . მიუხედავათ ამისა მოსბერგმა დაამტკიცა, რომ მიუხედავათ სახელისა (პლინკინგი ნიშნავს გასართობ სროლას) ის საკმაოდ ზუსტი იარაღია.  სროლისას გამოიყენებოდა RWS-ის წარმოებული ტყვიები Club, 40გრანიანი, სტანდარტული სიჩქარის, განკუთვნილი შაშხანიდან სროლისათვის.

საუკეთესო ჯგუფი ნასროლი მაგიდიდიან 50 მეტრზე.  5 გასროლა.

best

შედარებისთვის მოყვანილია იგივე პირობებში იგივე კლასის ტყვიების გამოყენებით ნასროლი ჯგუფები სხვა მცირეკალიბრიანი შაშხანებიდან (ორივე “ბოლტები”).

ეს ჯგუფი ნასროლია ჩინური Jw-25 დან, აღჭურვილი Tasco-ს ჩინური ოპტიკით. (5 გასროლა)

norinco

ეს ჯგუფი ნასროლია Тоз 78–დან, ოპტიკა – ჩინური Konus. 20 გასროლა.

toz

როგორც სურათებიდან ჩანს, მოსბერგი სიზუსტეში არანაირად არ ჩამოუვარდება კლასიკურ “ბოლტებს” და შესანიშნავი სიზუსტე აჩვენა.

ეხლა, რაც შეეხება საიმედოობას, დღევანდელი მდგომარეობით ნასროლია უკვე 400 ვაზნა.  სულ მოხდა 10 დაბრკოლება.  2 პირველ ორას ვაზნაზე, არ ამოაგდო მასრა  (საბსონიკების, რომელზეც გარანტირებულად გაჭედავდა ნებისიმერი ჩემთვის ცნბოლი ნახევრად ავტომატური იარაღი) და 8 ანალოგიური დაბრკოლება მომდევნო 200 ვაზნაზე.  400 ვაზნაზე იარაღი გაიწმინდა ერთხელ, პირველი ორასი ვაზნის შემდეგ. მას მერე რაც დაბრკოლებებმა იმატა ცხადი გახდა, რომ დაბინძურება რესივერის შიგნით უკვე პირდაპირ მოქმედებდა საიმედოობაზე.  იარაღი მთლიანად დაიშალა და გაიწმინდა 360 ვაზნის გასროლის შემდეგ.  დაშლამ გვანახა, რომ დაბინძურება საკამოდ ძლიერი იყო. აღსანიშნავია, რომ ნემსა ნახევრად ღია არხში მოძრაობას, ამიტომაც ის საკმაოდ ინტენსიურად ბინძუირდება. შტიფტის საკეტიდან ამოღებიტ ნემსა ცილდება საკეტს და შესაძლებელია არხის და ნემსის სრული გაწმენდა ჭუჭყისგან. მთლიანობაში, ასეთი იპმროვიზირებული ტესტი გვიჩვენებს, რომ იარაღი საიემდოა და რომ ის ადვილად ინელებს ნებისმიერრი ტიპის .22lr კალიბრის ამუნიციას. ასევე ცხადია, რომ მაღალი ხარისხის ვაზნების გამოყენება და სროლის შემდეგ წმენდა, უზრუნველყოფს აბსოლუტურად ადეკვატურ საიმედოობის დონეს.

DSC09607

ამ სურათიდან  კარგად ჩანს დაბინძურებსი დონე. ასეთი “სილა” ზრდის ხახუნს, საკეტს მოძრაობისთვის მეტი ენერგია ჭირდება, რის გამოც მცირდება საიმედოობა. სავარაუდოთ მაღალი სისწრაფის ვაზნების გამოყენებით, საიმედოობა გაცილებით უფრო დიდხანს შენარჩუნდებოდა, მაგრამ ტესტირების ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა ყველაზე იაფფასიანი და დაბალ ენერგიანი ვაზნები.

DSC09526

ერთადერთი ტიპის დაბრკოლება, რომელსაც ადგილი ქონდა მოსბერგზე. მასრის არასრული ექსტრაქცია (ვინჩესტერის 40 გრანიანი საბსონიკი) . ვაზნის ენერგია არ ყოფნის საკეტის სრულ მოძრაობას და მასრის ექსტრაქცია არ ხდება.  საკეტის ხელით მოძრაობა ასრულებს ექსტრაქციას, და ეგრევე შესაძლებელია სროლის გაგრძელება.

 

Shooterscentral-ის დასკვნა.

მოსბერგი 702 წარმოადგენს ერგონომიული. იაფი, კონსტრქუციულად გამძლე და საკმაოდ სიმპატიური იარაღი. სიზუსტით ის არ ჩამოუვარდება სხვა ცნობილ და გავრცელებულ მცირეკალიბრიან კარაბინებს. ის საიმედოთ მუშაობს ყველა ტიპის ვაზნასთან, ყველა ტიპის ტყვიით, რაც დიდი იშვიათობაა მცირეკლაიბრიან ნახევრად ავტომატურ ირაღში. შესაბამისად მსროლელი არ არის იძულებული შეიძინოს, მხოლოდ მაღალი სისწრაფის ტყვიები, რომლებიც მეტი ღირს. ვისურვებდი, მხოლოდ რომ იარაღზე ყოფილიყო ქამრის სამაგრები და მოყვებოდეს ერთი დამატებითი მჭიდი მაინც.



6 Responses to “მფლობელის თვალით დანახული: Mossberg 702 Plinkster”

  1. beq says:

    ლევან ხშირად ვკითხულობ თქვენ სტატიებს, დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისთვის.
    მე მქვს შეკითხვა თქვენთან, თუ არ შეგაწუხებთ:
    მაქვს შანსი შევიძინო ბულგარული პიტოლეტი-არკუსი. 9მმ(ლუგ) -900 ლარად. თქვენ როგორ ფიქრობთ ღირს?

  2. Shooter says:

    იაფი იარაღია. უნდა ინახოს ყიდვამდე, რომ რამე ქარხნული დეფექტები არ ქონდეს. პრინციპში ცუდი ამ იარაღზე არ მსმენია. 900 ლარად ნორმალური ფასია. ახალი ღირს 1050 ლარი გაგარინზე მაღაზია კადრში. ნებისმიერ შემტხვევაში 900 ლარად ლუგერზე პისტოლეტი კარგი წინადადებაა.

    წარმატებებს გისურვებ.

  3. nika says:

    გამარჯობა ბატონო ლევან. ძალიან ვარ დაინტერესებული .22 მოსბეგით. მაინტერესებს ყველაზე იაფად რამდენად შევძლებ ყიდვას და სად? და შევძლებ ტუ არა ჩემით გაწმენდას? წინასწარ დიდი მადლობა

  4. lasha says:

    გამარჯობათ, ერთ–ერთ ქართულ საიტზე ვნახე ბერნარდელის პომპა, მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თოფთან დაკავშირებით. წინასწარ მადლობა

  5. Shooter says:

    pasuxi gacemulia calke temashi blogze

  6. ნიკო says:

    გამარჯობათ ბ-ო ლევან! როგორც ვხედავ საკმაოდ კომპეტენტური ბრძანდებით მცირეკალიბრიანი შაშხანების საკითხში და იქნებ მირჩიოთ ნახევრად ავტომატი,დღევანდელი ბაზრიდან გამომდინარე -რომელი შევიძინო?

დატოვეთ კომენტარი