Ka Bar TDI

საკმაოდ დიდიხანია ვფიქრობ ქალაქის დანის კონცეფციაზე. ცხადია მე პირველი არ ვარ ვინც ამაზე ფიქრი დავიწყე და ზოგადად ე.წ. ურბანული დანები დიდიხანია გამოდის. უბრალოდ მე ჩემთვის ჩამოვაყლიბე ის თვისებები რაც ასეთ დანას უნდა ქონდეს. კომპაქტურობა, სიმსუბუქე, ძლიერი და ფართე დანის პირი, რომ მაქსიმალური ზომის ჭრილობა მიაყენოს თავდამსხმელს, ამავე დროს იძლეოდეს ტარის გამოყენებას დასარტყამად და ქონდეს უტილიტარული დანის ამოცანების შესრულების საშუალება. მე ჯერ ასეთი დანა ვერ ვიპოვე. მაგრამ ძიებაში მივაგენი საკმოდ საინეტერესო დანის მოდელს, რომელზეც ცოტა უფრო დაწვრილებით დავწერ, იმიტომ რომ ეს დანა ამას იმსახურებს.

ქალაქის დანა მოკლედ რომ ავღწეროთ, ეს არის დანების მოდლეები, რომლებიც გათვლილია ტარებაზე ქალაქის პირობებში და რომლებიც უნდა გამოდგნენ სხვა და სხვა წვრილმანი დავალებების შესასსრულებლად და ამავე დროს იყვნენ კომპაქტურები და მათი ფარული ტარება უნდა იყოს ადვილი. სხვა და სხვა დანის მწარმოებლების ხედვა ამ პრობლემისა განსხვავდება, შესაბამისად განსხვავდება მათი დანებიც. როგორც წესი, ქალაქის დანები ძალიან მსუბუქებია. მათი ტარები როგორც წესი მთლიანად სინთეტიკური მასალებისგან არის დამზადებული (რაც სავსებით საკმარისია) და აქვთ კლიპსები, ანუ მოწყობილობა, რომლითაც დანა ადვილად ფიქსირდება ტანსაცმლის ელემენტებზე ქარქაშის გამოყენების აუცილებლობის  გარეშე.  მინდა ვთქვა, რომ რამოდენიმე წელია აქტიურად მოვიხმარ ორ ასეთ ტიპიურ ქალაქურ დანას, გერბერის სკელეტონს და სმიტ ვესონის ე.წ. “ამერიკულ ტანტოს”. ორივე კლასიკური გასაშლელი ფიქსატორიანი დანაა. მიუხედავათ იმისა, რომ დანის პირი ზის პლასტმასის ტარში ორივე დანა უძლებს ინტენსიურ ექსპლუატაციას და ორივე შესანიშნავ ფორმაშია.

არსებობს ასევე ქალაქის დანები ფიქსირებული პირებით. ასეთ დანებს ახასიათებთ არასტანდარტული ფორმები, ზოგიერთი მოდელი მაგალითად ერთ ერთი საუკეთესო თავის კლასში Cold Steel Urban Pal განეკუთვნება ე.წ. საჩხვლეტ დანებს და უფრო არის საბრძოლო და თავდაცვის იარაღი ვიდრე უტილიტარული ინსტრუმენტი.

42564108_10180059_full

Cold Steel Urban Pal

უფრო კონვენციონალური დანები ფიქსირებული პირებით აშკარად ატარებენ სამხერთაღმოსავლეთში დაბადებულ კარამბიტების ნიშანთვისებებს. კარამბიტი იმიტირებას უკეთებს დიდი ველური კატების კლანჭებს და შესაბამისად გამოიყენება კიდევაც. ამასთანავე ის არის კომპაქტური და პირის ფორმის მოდიფიცირებისას გამოდგება ერთ დროულად, როგორც თავდაცვის ასევე უტილიტარული დანა. ამასთანავე ის იქნება ძალიან ლამაზი, უჩვეულო და ორიგინალური აქსესუარი.

KARAMBIT-BT

თანამედროვე კარამბიტი დამზადებული Emerson Knives –ის მიერ

ცნობილი ამერიკული კომპანიაKA-BAR Knives Inc განლაგებული ქალაქ ოლინში (ნიუ იორიკი) უფრო შორს წავიდა და 2005 წელს შესთავაზა სამართალდამცავებს და უბრალო მოქალაქეებს ე.წ. “ბოლო შანსის” დანა.  დანის დიზაინის ავტორია ჯონ ბენერი, რომელიც არის თაქტიკური თავდაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელი. დანის სახელიც ასე იშიფრება TDI – Tactical Defense Institute. ჯონ ბრენერმა ამ დანის იდეაში ჩადო საკუთარი 30 წლიანი გამცდილება სამართალდამცავ სტრუქტურებში.  მისი პარტნიორი, რომელიც გამოუშვებდა ამ დანას გახლდათ უკვე ხსენებული KA-BAR Knives Inc.

b7fb734d91dc

დანა წარმოადგენს ბოლო შანსის იარაღს, და უნდა გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაშუ, თუ ოფიცერი აღმოჩნდება სერიოზული და ახლო საფრთხის ქვეშ, მაგალითად, როდესაც ეჭვმიტანილის დაკავებისას უკანასკნელი შეეცდება ოფიცრის იარაღის დაუფლებას ან სხვა და სხვა მიზეზების გამო ოფიცერი ვერ შეძლებს იარაღის გამოყენებას. ანუ ლაპარაკია ახლო და აგრესიულ ხელჩართულ ბრძოლაზე. აღნიშნული ინსტიტუტი ისევე რორორც სხვა სასწავლო ცენტრები ასწავლიან სტუდენტებს ასევე სპეციალურ ილეთებს იმისთვის, რომ დაიცვან თავისი თავი იარაღის წართმევისგან (weapon retention situaton). ჯონ ბრენერის იდეაც ზუსტად ეს იყო. შექმნილიყო ძალიან კომპაქტური დანა, რომელიც გაზრდიდა ოფიცრის გადრჩენის შანსებს ახლო კონტაქტში აგრესიულ დამნაშავეებთან. გამომდინარე აქიდან უზრუნველყოფილია ამ დანის ეკიპირებაზე ან ტანსაცმელზე საიმედო დაფიქსირების საშუალება, ისევე როგორც დანის ტარის და ბუდის ფორმა უზრუნველყოფს მის სწრაფ ამოღებას და კომფორტულ და ძლიერ ჭერას. დანას ბუდეში იჭერს ხახუნის ძალა. ეს ალბათ მიუღებელია ტყის, ჯუნგლების პირობებში მაგრამ ქალაქის პირობებში სავსებით საკმარისია, რომ არ მოხდეს დანის დაკარგვა.

დანის ასეთი ფორმა ასევ უზრუნველყოფს მის სტრესულ პირობებში ეფექტურ გამოყენებას თავდამსხმელის წინააღმდეგ. მუშტით დარტყმა არის კარგად ათვისებული ინსტინქტური მოძრაობა, პრაქტიკულად რეფლექსი, რომელიც სტრესულ სიტუაციაში არ გავიწყდება. მუშტში მოთავსებული ასეთი დანა აძლევს საშუალებას ოფიცერს მიაყენოს თავდამსხმელს სწრაფი და მტკივნეული დარტყმები. ტარის დახრილობა უზრუნველყოფს ჩხვლეტას და ჭრას ერთდროულად, ვინაიდან დარტყმისას დანა ცდილობს დაცილდეს ქსოვილში შეღწევის წერტილს და დამატებით ჭრილობებს აყენებს მოწინააღმდეგეს.

პრაქტიკულად ეს დანა აძლევს საშუალებას ადამინს გამოიყენოს თავისი ბუნებრივი რეფლექსები, იმისთვის, რომ ეფექტურად დააზიანოს მოწინააღმდეგე.  ტაქტიკური თავდაცვის ინსტიტუტში კარგად ესმით სტრესის გავლენა ოფიცრის მოქმედებების ეფექტურობაზე, ამიტომაც ჯონ ბრენერი შეეცადა, რომ დანის დიზანი იძლეოდეს საშუალებას დანის ინსტინქტურ დოენეზე გამოყენების.

Ka Bar TDI–ს დიდი წარმატება ხვდა წილად და ორიგინალურ მოდელს მოყვა უმარავი სხვა მოდიფიკაცია, სხვა და სხვა პირებით და სხვა და სხვა სიგრძის და ფერების.

1170846413911_web-kabartdi1

ka bar–ის სხვა და სხვა მოდიფიკაციები

კონსტრუქციულად დანა მზადდება მაღალი ხარსხის უჟანგავი ფოლადისგან AUS 8A, აქვს შავი ფერის დაფარვა, რომელიც იცავს დანას კოროზიისგან. პირზე აქვს ტაქტიკური თავდაცვის ისნტიტუტის ლოგო. დანის პირი და ტარი მთლიანი  ფოლადის დეტალია, ხოლო ორი ზიტელისგან (აღნიშნული მასალისგან მზადდება ასევე პოლიმერის პისტოლეტების რამკები) დამზადებული  ორი პანელი მაგრდება გვერდიდან ჭანჭიკების საშუალებით.  ბუდე დამზადებულია შავი პოლიმერისგან და აქვს ფოლადის სამაგრი, რომელიც მაგრდება ბუდეზე ოთხი ჭანჭიკის მეშვეობით და შესაძლებელია სამაგრის გადაყენება, იმისთვის, რომ ის ადვილად დამაგრდეს პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილას ეკიპირების ელემენტზე ან ტანსაცმელზე. კონსტრუქცია ძალიან ნაფიქრია და მყარი.  ამ დანას ეტყობა, რომ ის შექმნილია პროფესიონალების მიერ და განკუთვნილია ასევე თავისი საქმის პროფესიონალებზე. ის არ წააგავს, რაღაც კომერციულ პროდუქტს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ თავისი დიზაინით “დააბოლოს” არიფი და აიძულოს მას მისი ყიდვა.

დანა არ ღირს ძვირი, 30 დოლარიდან 60 დოლარამდე, რაც არც ისე ძვირია ასეთი იარაღისთვის.  ცხადია ჩვენ მაღაზიაში ასეთ დანას თუ ნახავთ სამჯერ მაინც უფრო დიდი ფასი ედება.

პს

რამოდენიმე დღის წინ ერთ ერთ ქართულ არხზე (სულ ასეა, რამდენჯერაც გადავრთავ იმდენჯერ რაღაცა უმზგავსობას უნდა გადავეყარო)  უყურე რაღაც უნიჭო სოციალურ რეკლამას, რომელიც აკრიტიკებდა დანის ტარებას. სამწუხაროდ მიუხედავათ მასშტაბური ცვლილებებისა, ჩვენ დღემდე ვერ ვანვასხვავებთ და უფრო მეტიც ვაიგივებთ დამნაშავეს და კანონმორჩილ ადამიანებს. იმავე დროს ვერ ვხდებით, რომ აკრძალვებს დაემორჩილებიან მხოლოდ კანომორჩილი ადმიანები და შეიზღუდებიან თავის უფლებებში, ხოლო დამნაშავეებს ეს რეკლამაც ფეხზე კიდიათ, ამ რეკლამის დამკვეთებიც, კანონიც და საერთოდ ყველაფერი. გამოდის რაღაც უაზრო სიტუაცია, ერთის მხრივ გვყავს სმართალდამცავები, რომლებიც თვლიან რომ ხმოლოდ ისინი იცავენ კანონს და მეორეს მხრივ ნაცრისფერი ბრბო, რომელიც შედგება პოტენციალური დამნაშავეებისგან. მიეცი ასეთ ბრბოს დანა, ერთმანეთს აკუწავენ, მიეცი ასეთ ბრბოს იარაღი და ერთმანეთს დახოცავენ. ცხადია სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში უკიდურესად სუსტია, მაგრამ თუ ის არ გავაძლიერეთ ის კიდევ უფრო დასუსტდება. სუსტი და შეუარაღებელი (უფლებებით და პირდაპირი გაგებითც) საზოგადოება შიდა და გარე მტრეს ვერ გაუმკლავდება. ვერ გაუმკლავდა….



3 Responses to “Ka Bar TDI”

  1. azimut says:

    gaixare, absoliturad getanxmebi.bolo abzacshi. da saertod mshvenieri statiaa.

  2. Gilgamesh says:

    კომპაქტურობა, სიმსუბუქე, ძლიერი და ფართე დანის პირი, რომ მაქსიმალური ზომის ჭრილობა მიაყენოს თავდამსხმელს, ამავე დროს იძლეოდეს ტარის გამოყენებას დასარტყამად და ქონდეს უტილიტარული დანის ამოცანების შესრულების საშუალება. მე ჯერ ასეთი დანა ვერ ვიპოვე. – ვერც მე სამწუხაროდ.მინდოდა მეყიდა დასაკეცი დანა – მსუბუქი,კლიპსით, დანის პირი 11სანტიმეტრი, მაგრამ ფიზიკურად ვერსად წავაწყდი …

  3. ვალერი says:

    საინტერესო ბლოგია!
    კარგ საქმეს დაუდეთ სათავე!

    ქართულ ენაზე ძალიან მცირე იმფორმაციაა ინტერნეტშიც და ზოგადად იარაღების თუ ამუნიციის შესახებ ., ასევე ცივი იარაღების შესახებ .
    მე იმფორმაციის ნაკლებობას არ განვიცდი , ინგლისურ ენაზე ასეთი იმფო ძალიან ბევრია , მაგრამ სასურველია ეს იმფორმაცია ყველასთვის მისაწვდომი იყოს!
    მადლობა კარგი საქმისთვის!

    ეხლა რაც შეეხება დანებს , დღეს უკვე RAT კომპანიამ განიცადა ცვლილება სახელში და ESEE გახდა რომელიც უშვებს სხვადასხვა მოდელებს , მაგრამ დღეს მსოფლიოში მოდელს ESEE 5 ბადალი არ ყავს , ის იყო გამოგონილი ამერიკული ვერტმფრენების პილოტებისთვის და დანის მისია არის უდიდესი ვიდრე საერთოდ დანას ქონია ისტორიაში. მისი კარბონის ფოლადი 1095 ყველაზე ძლიერი ლითონია , როგორც შეჯიბრებაში Ka Bar _თან და BK2_ თან , პირი პირზე ესის , ოდნავ დაუზიანდა პირი ,როცა კაბარი ნახევრამდე ჩაჭრა . როგორც ზემოთ ვთქვი Esee_ის დანების ბევრი მოდელი არის ,მაგრამ მოდელი 5 არის დანების მონსტრი მსოფლიოში , სწორედ ასე მოიხსენიება ის. დანა რომელიც ყოველთვის დანა იქნება და მას თქვენ ვერ გააფუჭებთ … Esee 5 არის საშიშად უბასრესი და თუნდაც ხეს დაჩეხავთ თუ 3 ირემს გაატყავებთ და დაამუშავებთ , დანით, ბალნის აპარსვას მაინც მოახერხებთ . დანას აქვს ტარზე დანამატი შუშის გასატეხად , რომელიც ამ მისიას თავისი წამახვილებული კუთხით ადვილად ართმევს თავს , ასევე ცეცხლის დასანთები ჯოხისთვის ხრელი ტარზე, არის უამრავი ტარის დიზაინით , სერატებული და ჩვეულებრივი . ESEE 5 იწონის დაახლოებით 450 გრამს , რაც მას საჩეხადაც გამოსაყენებლად ხდის , ნაჯახივით . ეს არის დანა რომელიც ყველა დანის და ბუნების მოყვარულს უნდა ქონდეს . :) ნომერი 5 აღიარებულია საუკეთესოდ (survival knives) _დან , სამხედრო ოპერაციებისთვის თუ უბრალოდ მთებში ან ჯუნგლებში. დანების საინტერესო კოლექცია მაქვს , მაგრამ რაც მონსტრი ESEE 5 ვიყიდე 2 ცალი , არცერთი სხვა დანა და კოლექცია აღარ მაინტერესებს … ყველა დანამ დაკარგა ჩემთვის თავისი დანობა:)

დატოვეთ კომენტარი