M4 და მისი ალტერნატივები

მოკლედ M4-ის სისტემის კარაბინის მიღება შეიარაღებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, და ალბათ მარტო ყრუ და ბრმა ადამიანებს არ გამოუხატავთ ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი.

გასაგებია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია, გასაგებია, რომ ალბათ იაფად მოგვცეს, ალბათ არც არავინმა არ შეგვეკითხა რა გვინდ და უბრალოდ გამზადებული გადაწყვეტილება შემოგვთავაზეს. ალბათ ის ფულიც, რითიც ვიყიდეთ გვაჩუქეს. ასეა თუ ისეა მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო სწოი რა ავხსნი, რატომ.  ისიც ნათელია, რომ პრეზიდენტი როცა იძახდა მსოფლიოში საუკეთესო იარაღზე, ცდებოდა. ამასაც ავხსნი რატომ. თუმცა მას არ ევალება ერკვეოდეს იარაღში.

მოკლედ M4-ზე

M-4 ნაკლოვანებებზე უკვე ბევრი, რამ ცნობილია და ისინი გამომდინარეობს მისი კონსტრუქციიდან. დებთის წვის აირების პირდაპირი მოხვედრა სისტემაში იწვევს მის სწრაფ გადახურებას. უფრო მალე ვიდრე ეს ხდება იარაღში, რომლებიც იყენებნ დგუშიან სისტემას. მიუხედავათ იმისა, რომ დენთის აირების რაოდენობა არის ძალიან მცირე, მაგრამ ის არის, და ის პირდაპი ხვდება იარაღის შიგნით.  აბინძურებას მას და საჭიროებს მუდმივ წმენდას და კონტროლს. მარტო ეს ფაქტორი განაპირობებს, რომ M-4 კონსტრუქციიდან გამომდინარე არის უფრო ნაკლებად საიმედო ვიდრე სხვა სისტემები, რომელბიც იყენებენ ავტომატიკის განსხვავებულ სისტემებს.  მაგრამ ის არ არის კატასტროფული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.  წლების განმავლობაში, M16/M4–ის კონსტრუქცია დაიხვეწა, პრობლემები აღმოიფხვრა და მიღწეულ იქნა ფუნქციონალური საიმედოობის ადეკვატური ხარისხი. რომელიც პენტაგონის ამმების აზრით დღესაც არის საკმარისი, რომ ამერიკელმა ჯარისკაცმა დაკისრებული ფუნქცია შეასრულოს. რამდენი საიმედოობა გინდა შენ? რამდენს გამოიყენებ? საიმედოობა იარაღის მიიღწევა გარკვეული საფასურის გადახდით, გარდა ამისა ავტომატური იარაღის საიმედოობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს და ავტომატური იარაღის საიემდოობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ორ ცალკე ელემნტზე – მჭიდზე და ვაზნებზე. მცირე გადაცდომა და მიიღებთ საიმედოობაში პრობლემებს. ყველაზე ცნობილი ამის მაგალითები არის M16თან დაკავშირებული პროლემები ვიეტნმაში და ბერეტტა 92 საიმედოობის პრობლემა დაკავშირებული დაბალი ხარისხის მჭიდებთან ერაყში.

როგორ მიღწევა (და აშშ–ის და იზრაელის ჯარში ის მიღწეულ იქნა)  M16–ის საიმედოობა და რატომ აღნიშნული ჩემი აზრით ვერ იქნება მიღწეული საქართველოში? ან ნაწილის მომზადებაში მე დამეხმარნენ ამ იარაღის ექსპლუატაციის გამოცდილი უცხოელი სპციალისტები ასე, რომ არ გეგონოთ, რომ ეს ჩემი პირადი სპეკულაციებია.  პირველ რიგში M16–ის საიმედოობაში კრიტიკულ როლს თამაშობს მოვლლის პროცედურა და ხარისხი.  M16 სულ წმინდავენ! დავალებაზე გასვლის წინ და დისლოკაციის ადგილში დაბრუნების შემდეგ. რატომ? კალაშნიკოვის სისტემის 7.62 ავტომატის  მაღალი საიმედოობა მიიღწევა დგუშიანი ავტომატიკის სქემის გამოყენებით, მოძრავი ნაწილების გრძელი სვლით და მათი მოძრაობის მაღალი სიჩქარით. რაც თავის მხრივ განაპირობებს მაღალ იმპულსს და სროლას ხდის არაკომფორტულს და ნაკლებად ზუსტს. ჯერებით სროლა კიდევ უფრო არაეფექტურია. სამაგიეროდ მოძრავი ნაწილების დიდი მასა და სიჩქარე უზრუნველყოფს იარაღის ფუნქციონირებას ძლიერი დაბინძურების შემთხვევაშიც.  ამის საპირისპიროდ M16–ს გააჩნია მსუბუქი საკეტი, მოკლე სვლით, რომელიც იმყოფება ასევე დანეთის აირების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ. იუჯინ სტოუნერი, რომელიც ქმნიდა ამ იარაღს არ იყო სულელი. მან უბრალოდ კარგად შეასრულა მიცემული დავალება. ამერიკელი სამხედორები, იმ დროს იყენებდნე ჯონ გარანდის სისტემის შაშხანას და მის მოდიფიცირებულ ვარიანტს M14–ს. აუცილებელი პირობა იყო, როგორც კალიბრის და შესაბამისად იმპულსის შემცირება ასევე იარაღის საერთო მასის შემცირება, სიზუსტის გაზრდა. იუჯინ სტოუნერი თავის მემუარებში წერდა, რომ სამხედროები ითხოვდნენ არარეალურად მსუბუქ იარაღს. სტოუნერი იყო ნიჭიერი და ასეთი იარაღი შექმნა. რაც უთხრეს ის გააკეთა.

ბევრი, რამე დაიწერა იმის შესახებ, რომ M16 არ გაამართლა ვიეტნმაში. ეს სიმართლეცაა და ამავე დროს მცდარი ინფიორმაციაც. საქმე იმაშია, რომ თავის დროისთვის რევოლუციური იარაღი მოხდა ნაწილებში, რომლებიც უკვე ომობდნემ. იარაღის ათვისება და შეცდომების გამოვლენა ხდებოდა ჯარისკაცების სისხლის ფასად. ვიეტნამის კამპანიაში გამოვლენილი M16–ის პრობლემებზე წიგნები დაიწერა (და მე ისინი წავიკითხე ;–)) და მათ ამ სტატიაში სრულყოფილად ვერ ავღწერ, მაგრამ რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას გამოვყოფ. როდესაც M16 ჯარში მოხვდა არ არსებობდა მისი მოვლის პროცედურები. ჯარისკაცს უნდა აუხსნა, როგორ მოუაროს ახალ იარაღს, როგორ გაწმინდოს, რითი გაწმინდოს და ასე შემდეგ. ეს არ მოხდა. შედეგად დაეცა იარაღის მოვლის ხარისხი, რაც გამოიხატა საიმედოობის შემცირებაში. პრობლემა ნაწილობრივ გადაწყდა ფერადი კომიქსების დარიგებით სადაც ნათლად იყო აღწერილი მოვლის პროცედურები და სპეციალური საწმენდი კომპლექტების მიწოდებით.    

m16a1comix

კომიქსების სახით სასწრაფოდ გამოშვებული მომსახურების ინსტრუქცია

დენთი, შეუთანხმებლობამ მწარმოებლებს და დმკვეთს შორის, გამოიწვია სხვა და სხვა დენთის გამოყენებამ. შედეგად ისედაც მგძნობიარე ავტომატიკამ უბრალოდ ვერ მოინელა დენთის გარკვეული მარკები.  დენთს გააჩნდა წვის დაბალი სიჩქარე, რის გამოც ის ნაწიობრივ ხვდებოდა დენთის არიების მილში და ჭედავდა მას. ისევე, როგორც მის გავლით ხვდებოდა პირდაპი იარაღში და ადინძურებდა მას, რაც აფერხებდა საკეტის მოძრაობას. აქ მთელი დეტექტიური ისტორიაა მაგრამ მე უფლებ მივეცი ჩემ თავს ეს ისტორია ერთ აბზაცამდე შეემცირებინა.

1967 წლის ოქტომბერში, კომისიამ სენატორ რიჩარდ აიხორდის თავჯდომარეობით, გამოაქვეყნა გამოძიების დასკვნა, რომელიც შედგებოდა 51 გვერდისგან და ადანაშაულებდა შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის დეპარტამენტს 31 პუქნქტით, მათი უმეტესობა ეხებოდა დენთის მარკის ცვლას, რამაც გამოიწვია M16–ის საიმედოობის შემცირება.

rupe600zu

ეს სურათი ვიეტნამი ომის დროს არის გადაღებული. დააკვირდით იარაღზე დამაგრებულ საწმენდი შომპოლის ღერძს . ეს იმისთვისაა გაკეთებული, რომ თუ იარაღმა გაჭედა ეგრევე მოხსნა ის და შეეცადო გაჭედილი მასრა ამოაგდო. ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო.

შენიშვნები გათვალისწინებულ იქნა და პრობლემები მოგვარდა.

M16A2/A3/A4 და M4 მისი მოდიფიკაციებით საიმედო იარაღია თუ ხდება მისი ადეკვატური მომსახურება, გამოიყენება შესაბამისი ვაზნები, მჭიდები, თუ მისი მომხრბელი კარგად იცნობს იარაღს და არის მისი დისციპლინირებული მომხმარებელი. M16 მეტ მომზადებას ითხოვს ჯარისკაცისგან და მეტ ყურადღებას. ეს არის ფაქტი. სავარაუდოთ იგივე კალაშნიკოვს, რომელიც შეიქმნა გაუნათლებელი დაბალი კვალიფიკაციის ჯარისკაცისთვის.  მაგალითი: M16 მჭიდი თუ დატენეთ ის 31 ვაზნით (და ის ამის საშუალებას იძლევა) დიდი ალბათობით  ის გაჭედავს. ვიზუალურად ვაზნების რაოდენობის კონტროლი შეუძლებელია. კალაშნიკოვის ავტომატის მჭიდში 31 ვაზნას ვერ ჩადებთ.  თუ 31 ვაზნა დევს დახურულ საკეტიან M16–ში მისი მოთავსება გართულდება. ან ის უბრალოდ იქ საერთოდ არ მოთავსდება.  ასევე ცნობილია, რომ მჭიდზე დაყრდნობა სროლის დროს არ შეიძლება, მაშინ როდესაც კალაშნიკვის ავტომატში ეს პრობლემას არ გამოიწვევს. იგივე შეიძლება ითქვას მაგალითად გაჭედილი მასრის ამოღებაზე. საველე ინსტრქუციის მიხედვით თუ ხელით საკეტზე მოქაჩვით ის არ აოდის, იარაღი კინდახით უნდა დაარტყათ მიწას და ისე ეცადოტ საკეტით ამოაგდოთ გაჭედილი მასრა. რა მოხდება ეხლა ხშირად რომ ურტყა პლასტმასის ტელესკოპურ კონდახიანი იარაღი მიწას მგონი გასაგებია ხო? განსხვავებით კალაშნიკოვის ავტომატისგან, დენთის აირების მილი M16–ში არ იწმინდება. ამის საჭიროება არ არსებობს.  როდესაც ნაწლში ამ თხელ მილს ტეხავენ, საქმე გვაქვს იარაღთან არასწორ მოპყრობასთან. ეს სერიოზული გადაცდომაა.და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამოცდილი მსროლელისთვის, რომელიც იცნობს ბევრ იარაღს, არის “მუღამისტი” აითვისებს M16–ს უპრობლემოდ. გამოუცდელი 18 წლის სოფლელს ეს გაუჭირდება თუ მას არ აიძულეს დაიზეპიროს და ავტომატურად შეასრულოს მკაცრი მითითებები. შესაძლებელია ეს ქართულ ჯარში? ჩემი აზრით არა.

იზრაელის და ამერიკის ჯარში ინსტრუქტორები მკაცრად ადევნებენ თვალს, იმაზე თუ როგორ ექცევიან ჯარისკაცები იარაღს. ჩააგდე იარაღი ლულით თოვლში? დასჯილი ხარ. დააგდე იარაღი უხეშად მიწაზე? დასჯილი ხარ. ხდება ასე ქართულ ჯარში? არ მგონია.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მომენტი. ამერიკის ჯარში არსებობს სამხედრო სტანდარტები, მათ შორის რომლებიც ეხებიან M16/4–ს, და აწესრიგებენ მისი გამოშვების პროცედურებს, საწარმოო პროცესებს და გამოყენებულ მასალებს. ეს სტანდარტი უზრუნველყოფს, იმას რომ მიღებული იარაღი საჭირო ხარსხისაა და დამზადებულია შესაბამისი მასალებისგან. მოგახსენებთ, რომ კომერციული შაშხანები, ხშირად უფროდ აბალი ხარსხის მასალებისგან მზადდებიან, ისევე როგორც მწარმოებლები ყველა გზით ცდილობენ შეამცირონ ხარჯები წარმოების გადვილებით და უფრო იაფფასიანი მასალების გამოყენებით.  ცხადია აღნიშნული პრაქტიკა მიუღებელია საბრძოლო იარაღისთვის. ამიტომაც აღნიშნული სტანდარტი M4–სთვის (MIL-C-71186 (AR)) მკაცრად განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს აშშ–ის შეიარაღებული ძალების ძირითადი შაშხანა. არის თუ არა Bushmaster-ის წარმოებული XM-15 ამ სტანდარტის შესაბამისი? ჩემთვის ეს უცნობია. აღნიშნულმა კომპანიამ, ჩემი ცნობებით ამერიკის ჯარს მიაწოდა მხოლოდ ერთი პარტია კარაბინების, რომლებიც მთლიანად წავიდა სატანკო ნაწილებში, სადაც შეიქმნა კარაბინების დეფიციტი ერაყში ოპერაციის დროს.  

 მაღალი დისციპლინა იარაღთან ურთიერთობაში უზრუნველყოფს იარაღის ფუნქციონალურ საიმედოობას. M16–ის შემთხვევაში ეს დისციპლინა თამაშობს კრიტიკულ როლს. შესაძლებელია თუ არა საქართველოს ჯარის პირობებში ამ დისციპლინის უზრუნველყოფა? ჩემი აზრით არა. ის, რომ მე ჯერ არ შემხვედრია ჯარისკაცი, რომელიც ყოფილიყო კმაყოფილი M4–ით ამას მხოლოდ ადასტურებს.  M16 გააჩნია უამრავი უპირატესობა, მაგრამ ამ შემთხვეაში ლაპარაკია, იმაზე რომ იარაღი უნდა ასრულებდეს თავის დავალებას, ისროდეს ყოველთვის, როდესაც ჯარისკაცი ჩახმახს გამოკრავს. თუ ის არ ისვრის, ჯარისკაცი შეიძლება მოკვდეს.

აქ დგება მარტივი მიზანშეწონილობის საკითხი. გაამართლებს თუ არა ასეთი იარაღი ჯარში? შესაძლებელია და რამდენად ადვილია ასეთი იარღის მომსახუურება და საიმედოობის უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც ჩვენთან ჭანჭიკის წარმოებაც არ ხდება? რა ნაწილების მარაგის შექმნა უნდა მოხდეს? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინმე ამაზე იფიქრა. არ მგონია.  

 შემდგეგი საკითხი, არის თუ არა M16 ან M4 საუკეთესო თავის კლასში? პასუხი შეიძლება იყოს არა. არის თუ არა M16 ცუდი იარაღი? არა არ არის. უბრალოდ იმ პლიუსებში რაც ამ იარაღს გააჩნია (მაღალი სიზუსტე, დაბალი წონა, დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები, წარმოების სიადვილე და ასე შემდეგ) გადახდილი არის კონკრეტული ფასი. ეს არის და ეს.

ეხლა ძალიან მოკლედ  განვიხილოთ ალტერნატივები. საქართველოში არსებობს აზრი, რომ დედამიწის ზურგზე არსებონს მხოლოდ ორი ავტომატი, რომელზეც კამათი ღირს, M16 და კალაშნიკოვი. ეს ესე ნამდვილად არ არის თანაც საკმაოდ დიდიხანია.

ქვემოთ მიმოხილული იქნება მხოლოდ კარაბინის კონკურენტი მოდელები, მე არ ვიწყებ კალიბრების ომს და დავას იამზე რა სიგრძის ლულა უფრო კარგია. განვიხილოთ მხოლოდ კარაბინები მათი შესაძლებლობების და ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები.

თაავდაპირველად M4 ტტმ-ები.

M4
ნატოს სტანდარტებს სრულიად შეესბამება

ლულის სიგრძე – 37სმ

წონა – 2.5 კგ ცარიელი 3 კგ -დატენილი.

სროლის ეფექტური მანძილი – 400 მეტრი.

1. Heckler & Koch G36
შედარებით გვიან მირებული შეიარაღებაში (1995 წელი) ეს იარაღი უკვე ხდება ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ავტომატი.

თანამედოვე ვარიანტი კარაბინი G36
4700d410d6997b37224ae9c1b2b177cd_full

მთლიანად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. აქვს უნივერსალური სამაგრი და დასაკეცი კონდახი. იშლება ყოველგვარი ინსტრუმენტების გარეშე.
იყენებს მსოფილოში საუკეთესო სისტემების ელემენტებს. ბრუნავ საკეტს, მოკლე სვლიან ავტომატიკას და ასე შემდეგ. აბსოლუტური საიმედოობა, უნივერსალურობა და დაბალი წონა (რა თქმა უნდ ტრადიციული უმაღლესი ხარისხი). შესანიშნავად იმუშავა ავღანეთის პირობებში. ერთადერთი ნაკლი მაღალი ფასი.

2. Sig 556 SWAT

556-SWAT-09

შესანიშნავი მოდიფიკაცია, რომელიც 2006 წელს პირველად ნაჩვენები იქნა აშშ-ში. ისევ მოკლე სვლიანი ავტომატიკა, ბრუნავი საკეტი და მრავალი უნივერსალური სამაგრი. დასაკეცი რკინის სამიზნე მოწობილობები. სრულიად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. აღსანიშნავია ამ კარაბინის საოცარი სიზუსტე. ერთ ერთ ჟურნალში ტესტირებისას ნაჩვენები სიზუსტე 100 მეტრზე გახლდათ საშუალოდ 4 სმ 100 მეტრზე ხოლო საუკეთესო ჯგუფები საშუალოდ მხოლოდ 2.2 სმ. !!! კონსტრუქციულად ახლოს დგას კალაშნიკოვის სისტემი ავტომატთან.

კარაბინის მინუსებში მოიხსენიება ძალიან პატარა დაშვებები, რაც ნიშნავს რომ ქვიშის და ტალახის პირობებში სისტემა შეიძლება არ იყოს იმდენად საიმედო. საქართველოსთვის ქვიშა არადამახასიათებელია. გამოცდები, რომლებიც არ ჩატარდა ამას ადვილად გაარკვევდა.

ლულის სიგრძე 41 სმ.
წონა 3.9 კგ.

ლულის დიდი სიგრძე და ხრახნების ბიჯი უზრუნველყოფს მძიმე ტყვიების სტაბილიზაციას რაც ჩვენ პირობებში ძალიან სასურველია.

გააჩნია ორ პოზციანი დენთის აირების რეგულატორი, რომელიც უზრუნველყოფ ფუნქციონირებას ძლიერი დაბინძურების პირობებში.

უნივერსალური, მაღალი ხარისხის და ძალიან ზუსტი. სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა M-4-ს.

3. Robinson Arms ‘XCR’

მულტი კალიბრიანი ახალი სისტემა, რომელსაც უშვებს პატარა კომპანია რობინსონ არმს აშშ-დან. ძირითადი ოფცია – კალიბრების შეცვლისას იცვლება მხოლოდ ლულა, საკეტი და მჭიდი.

 

XCR_Fieldstripped

სრულიად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. აქვს ოთხი უნივერსალური სამაგრი.

ქარხნული გამოცდების დროს, 3 სმ ჯგუფები 100 მეტრაზე არის ნორმა. ამას ხელს უწყობს მაღალი ხარისხის ლულა.

საკეტი იკეტება პირდაპირ ლულაზე რაც განაპირობებს ლულის და შესაბამისად კალიბრის გამოცვლოს სიადვილეს.

რეგულირებადი 5 პოზიციანი დენთის აირების რეგულატორი, უზრუნველყოფს მუშაობას სხვა და სხვა პირობებში და მაყუჩების ეფექტურ გამოყენებას.

საიმედოობა და შესაძლებლობა იმოქმედოს წმენდის და მომსახურების გარეშე გათვალისწინებულია კონსტრქუციულად.

ერთადერთი ნაკლი – ახალი სისტემაა, რომელმაც ჯერ არ გაირა სამხედრო სამსახური. შესაბამისად ორგანიზებული გამოცდები გამოავლენდა ამ სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებს საქართველოს ჯარში მსახრებისას.

წონა სულ 3.4 კგ

ლულის სიგრძე – 41 სმ.

4. FN SCAR

 SCAR

შექმნილია ბელგიური კომპანიის მიერ სპეცილაურად აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის. წარმოადგენს მოდულურ კონსტრუქცაის, ადვილად შეიძლება მისი მოდიფიცირება სხვა და სხვა დანიშნულებისათვის. შეიძლება ადაპტირება სხვა და სხვა ტიპის ვაზნებზე მათ შორის რუსულ 7.62X39-ზე. გააჩნია უნივერსალური სამაგრები. ლულა იცვლება რამოდენიმე წუთში სპეციალური ინსტრუმენტების დახმარების გარეშე. ავტომატიკა მოკლე სვლით, დენთის წვის პროდუქტები სისტემაში არ ხვდება რითაც უზრუნველყოფილია მაღალი საიმედოობა. კონსტრუქციაში ჩადებულია უკიდურესი საიმედოობა და ფუნქციონირების საშუალება განსაკუთრებულად რთულ პირობებში მინიმალური მომსახურებით.

 

5. Heckler&Koch 416

SoldierTech_HK416-1

გერმანელების კიდევ ერთი შესანიშნავი ქმნილება. წარმოადგენს M-16/M-4 სისტემის იარაღს რომელსაც უყენდება ახალი “აპერი” ანუ ზედა ნაწილი საკეტით, ლულით და ახალი გაზოოტვოდით. გააჩნია ხუთი უნივერსალური სამაგრი გამოდის სხვა და სხვა სიგრძის ლულებით. საკმაოდ სასურველი ვარიანტია, გამომდინარე იქიდნა რომ მოხდა ორი ყველაზე ეფექტური სისტემის/ელემენტის შერწყმა. გამოცდილია ბრძოლებში და დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ ნაწილებში სადაც მიწოდებულ იქნა გამოცდებისთვის (აშშ-ს სპეც. დანიშნულების ძალები). ძალიან საიმდეო და ზუსტი, ტრადიციული გერმანული ხარსხით დამზადებული.

პირველ ცხრილში არის ნაჩვეები სხვა და სხვა ავტომატების ძირითადი ტტმ-ები.

tableeo8

 ცალკე უნდა მოვიხსენიოთ ე.წ. ბულპაპის დიზაინები. კომპაქტური იარაღი, რომელიც წონა ზომაში ერთ რიგში დგას კარაბინებთან მაგრამ იმავე დროს გააჩნია სრული ზომის ლულები და ეფექტური სროლის გაცილებით დიდი მანძილები. ასეთი ტიპის იარაღი არჩევა ასევე იქნებოდა არასტანდარტული და ალაბათ მომგებიანი ნაბიჯი, ზოგიერთი დიზაინი უკვე დიდიხანია შეიარაღებაში ინყოფება და ბოლომდე დახვეწილია

2007 წლის ტესტი
2007 წელს აშშ-ს არმიამ ჩაატარა ცდები, სადაც მონაწილეობდნენ M4-ის გარდა სამი სხვა მოდელის კარაბინები: ხეკლერ კოხის წრამოებული XM-8, FN SCAR და HK416 (ჩვენმა სამინისტრომ ალბათ ამის შესახებ არ იცოდა). ცდები ჩატარდა ცნობილ აბერდინის პოლიგონზე, რომელიც მერილენდია შტატშია განლაგებული.

მიღწეულ იქნა მაქსიმალური რეალობა, ქვიშა არაბეთის ნახევარკუნძულიდან ჩამოიტანეს. ქვიშით ზემოქმედება მოხდა, როგორც იარაღზე ასევე დატენილ მჭიდებზე, და მებრძოლების ეკიპირებაზე, რომელშიც იყო მჭიდები მოთავსებული.
თითო მოდელის 10 კარაბინიდან განხორციელებული იქნა 6 000 გასროლა (ჯამში 60 000). შედეგები გახლდათ შემდეგი. M-4 882 დაბრკოლება სროლისას. 19 შემთხვევაში გახლდა საჭირო ხელოსნების ჩარევა. XM-8- 116 უმნიშვნელო დაბრკოლება და 11 მნიშვნელოვანი. FN SCAR 226 დაბრკოლება და HK416 233. აღსანიშნავია, რომ M4-ის შემთხვევაში 239 დაბრკოლება იყო მჭიდის ბრალი. ერთი HK416 აღმოჩნდა თავიდანვე პრობლემური, რამაც სტატისტიკა გააფუჭა.
ისიც უნდა ითქვას რომ რამოდენიმე კვირით ადრე ჩატარებული იგივე ტესტირება, რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ M-4 გამოიწვია მხოლოდ 307 დაბრკოლება სროლისას. ასე რომ აქაც ბევრი რამე კვლავ გაურკვეველია. აღსანიშნავია, რომ ტესტირების ჩატარება მოითხოვა შტატ ოკლახომას სენატორმა ტომ კობურნმა, რომელიც ცნობილია, სენატში აშშ–ის ჯარის მხარდაჭერით. ის თავის წერილში გამოთქვამდა მწუხარებას ერაყიდან და ავღანეთიდან მოსული საჩივრებთ და თხოვდა არმიის დეპარტამენტს ჩაეტარებინა ტესტირება კომერციული მოდელების შაშხანების გამოყენებით. წარმოგიდგენიად ეხლა ჩვენ ჯარში ვინმემ თითი თითზე, რომ დაარტყას, რომელიმე პარლამენტარის მოთხოვნით. კიდევ ერთი მაგალითი, რატომ არის ამერიკა ამერიკა და საქართველო საქართველო.  

შესაძლებლობების შედარება
აღნიშნული ცხრილი შედგენილია რობინსონ არმსის საიტზე განლაგებული მატრიცის მიხედვით, შესაბამისი ცვლილებების შეტანით.

345ze3

შენიშვნები

* ჩემთვის უცნობია აქვთ თუ არა ჩვენს მიერ ნაყიდ M4-ებს უნივერსალური სამაგრი. სპეც დანიშნულების რაზმების მიერ მიღებულებს აქვთ, ჩვეულებრივ ნაწილებში თუ არ ვცდები არ აქვთ ასეთი ოფცია.

** ამ მოდელის კარაბინს ჯერ მხოლოდ M4 სტილის გასაშლელი კონდახი აქვს, მაგრა კონსტრუქცია იძლევა საშუალებას რომ გვერძე დასაკეცი კონდახი დაუყენდეს.

***ვინაიდან Hკ416 იგივე საკეტს იყენებს M4 შესაბამისად გააჩნია იგივე კონსტრუქციის ექსტრაქტორი, რომელიც პერიოდულ მომსახურებას საჭიროებს.

****იგულისხმება თუ შესაძლებელია ერთი ერთეული იარაღის კონვერტაცია მაგალითად სნაიპერულ შაშხანაში ან მსუბუქ ტყვიამფრქვევში.

ორივე ცხრლიდან ჩანს, რომ M4A3 არის საკმაოდ ეფექტური და რაც მთავრია პატარა და მსუბუქი იარაღი მაგრამ დღეს ის უკვე ჩამორჩება სხვა მოდელებს, სადაც იგივე ან ცოტა მეთ ფასად ღებულობ უკვე უფრო მეტს ვირდე ამას M4A3 პაკეთი გთავაზობს. რა თქმა უნდა M4-ს კომერციული მოდიფიკაციები კვალავაც გამოირჩევიან კარგი თვისებებით, დრო ტავისას შვება და სულ უფრო მეტი გ



2 Responses to “M4 და მისი ალტერნატივები”

  1. ლევანი says:

    ამ სიას დავამატებდი Magpul Masada-ს