არსებობს თუ არა კარგი მცირეკალიბრიანი იარაღი?

მორიგი შეკითხვა მომივიდა , სადაც რჩევას მეკითხებოდნენ კარგი მცირეკლაიბრიანი პისტოლეტის შერჩევაზე. ამან დამაფიქრა და გარკვეულწილად ფილოსოფიურ ხასიათზეც დამაყენა, იმიტომ, რომ მივხვდი, რომ დიდი ალბათობით სრულყოფილი მცირეკალიბრანი პისტოელტი შეიძლება არც არსებობდეს საერთოდ.  ან კითხვა ამ პასუხზე ერთმნიშვნელოვნად: კი არსებობს! ნამდვილად არ იქნება. თემა აქტუალურია, ვინაიდან მიუხედავათ იმისა, რომ .22 lr ვაზნა საქართველოში 5–ჯერ 10–ჯერ უფრო ძვირია ვიდრე ნორმალურ ქვეყნებში, ის მაინც უფრო ხელმისაწვდომია და დღეს მაღაზიებში ასეთი ვაზნების შედარებიტ ფართო არჩევანია. სამწუხაროდ იარაღის არჩევანი თითქმის არ არის.

DSC09308

რა გვინდა ჩვენ მცირეკალიბრიანი პისტოლეტისგან? ის უნდა იყოს ისეთივე, როგორც უმეტესობა “დიდი” პისტოლეტების,  გააჩნდეს ანალოგიური მართვის ორგაოები და ერგონომიკა, იყოს საიმედო და ქონდეს დიდი რესურსი. მისი მოვლა სირთულით არ უნდა აღემატებოდეს “დიდი” პისტოლეტის მოვლას. რომ დაფიქრდე ამ კრიტერიუმებს არ პასუხობს ალბათ არც ერთი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი. მოდით გავაანალიზოთ.

დღეს კომპანები, ბრაუნინგი, სმიტ&ვესონი, ბერეტტა, ვალტერი, ზიგ ზაუერი სთავაზობენ მცირეკალიბრიან პისტოლეტებს. უმეტესობა უშვებს ნახევრად სპორტულ  პისტოლეტებს, რომლებიც უფრო ახლოს დგანან სპორტულ მცირეკალიბრიან პისტოლეტებთან ვიდრე საბრძოლო იარაღთან. ორი მოდელი კოპირებას უკეთესბ საბრძოლო იარაღს, Walther P22 და Sig Sauer Mosquito. გამომდინარე მათი კონსტრუქციიდან, ძალიან სუსტი იარაღებია და ფართოდ იყენებენ პლასტმასებს და ცინკის შენადნობებს, თქვენ კი გეყოფათ მაგათი რესურსი, მაგრამ თქვენ შვილებს უკვე დიდი ალბათობით არა. გარდა ამისა ორივე იარაღი საკმაოდ პრობლემატურია საიმედოობის მხრივ.  უფრო დაწვრილებით ამ იარაღზე წერია აქ – http://shooterscentral.ge/?p=565

Img2165

Beretta Neos. შესანიშნავი იტალიური პისტოლეტი, რომელსაც საბრძოლო იარაღთან ცოტა რამ აკავშირებს.

ბრაუნინგი Back Mark, რუგერის Mk2 და სხვები განიხილებიან, როგორც საუკეთესო მცირეკალიბრიანი პისტოლეტები. გამოდის მათი უამრავი მოდიფიკაცია. დამზადებული საუკეთესო ხარსხის მასალებისგან, მათ გააჩნიათ ულევი რესურსი, არიან ძალინ ზუსტები და ამავე დროს ძალიან საიმედოები. შესაძლებელია შეარჩიოთ მოდიფიკაცია ნებისმიერი მიზნებისთვის.

mk3

ეტალონური Ruger Mk3-ის მოდიფიკაცია  Hunter

მაგრამ, მათ აქვთ თავისებური ერგონომია, რომელიც უფრო წაააგვს მაგალითად პარაბელუმს ვიდრე მაგალითად გლოკ 17–ს. ვიწრო ტარი, თავისებური ბალანსი. მე პირადად არ მომწონს, ჩემ ბრაუნინგს, ქონდა 18სმ–ნი მძინე ლულა რაც იწვევდა სერიოზულ დისბალანსს და სროლა ხდებოდა ძალიან არაკომფორტული. პირველ ორს, პრინციპში თვისებებით არ ჩამოუვარდება სმიტ&ვესონი და ბერეტა ნეოსი, ბოლო ორს არ გააჩნია ამდენი მოდიფიკაცია, როგორც ბრაუნინგს და რუგერს მაგრამ ორივე იარაღი მაღალი ხარსხისაა და საუკეთსო მაჩვენებლები აქვთ, როგორც სიზუსტეში, ასევე რესურსში და საიმედოობაში. განსაკუთრებიტ უნდა ავღნიშნო ასეთი ნახევრადსპორტული პისტოლეტების წმენდის სირთულე. ის არ იშლება ისე ადვილად როგორც საბრძოლო იარაღი. საჭიროა ინსტრუმენტები და უნარჩვევები იმისთვის, რომ კარგად გაწმინდო და მოუარო ასეთ ნახევრად სპორტსმენს. დამიჯერეთ მათი წმენდა სასიამოვნო ნადვილად არ არის.

არსებობს კიდევ, რუსული–საბჭოთა იჟ35. ეს პრაქტიკულად სუფთა სპორტული პისტოლეტია უამრავი რეგულირებებით, მძიმე და დიდ, წარმოადგენს უფრო სპორტულ ინვენტარს ვიდრე ცეცხლსასროლ იარაღს, თუმცა არის საიმედო, ზუსტი და აქვს ძალიან დიდი რესურსი.

DSC02571_resize

ვტორის ყოილი იჟ35, ცივი ომის რელიქტი, მძიმე და გაბარიტული სუფთა სპორტული პისტოლეტი

მარგოლინის სისტემის პისტოლეტი და მისი მოდიფიკაციები, უფრო ახლოს დაგს საბრძოლო იარაღთან ვიდრე იგივე ბაკმარკი ან ნეოსი, განსაკუთრებით ეს ეხება “მარგოს”, უფრო გამარტივებულ და კომპაქტურ პისტოლეტს. მე მათ რეკომენდაციას უწევს და თუ ხელში ასეთი ჩაგივარდათ ძალიან გაგიმართლებთ. მარგოლინები უკიდურესად გამძლე და ძლიერი კონსტრუქცია აქვთ, თუმცა ერგონომიკა და ბალანსი არ არის საუკეთესო. გარდა ამისა კარგ მდგომარეობაში მყოფი საბჭოთა მარგოლინი იშვიათოაა, ხოლო ახალი კომერციული მოდიფიკაციები ცხადია ისეთი ხარსხიანი არაა. მარგოლინები ძალიან საიმედოა. ერთ ფაქტს გეტყვით, მარგოლინიდან ვისროდით სკა–ს ტირში და სასროლოსნო სესიის ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ ერთ პისტოლეტს არ აქცს ექსტრაქტორი! წნევა ლულაში საკმარისი იყო რომ ამსრა ამოეგდო. იარაღი ძველი იყო, ალბათ სავაზნეც გაგანიერებული, ახალ იარაღში დიდი ალბათობით მასრა ჩარჩებოდა სავაზნეში. მაგრამ ფაქტი ფაქტია. ასე, რომ  მარგოლინის სისტემის პისტოლეტი თუ იშიოვეთ ჩცათვალეთ, რომ ერთ ერთი საუკეთესო გაქვთ, რისი შოვნაც შეასაძლებელია საქართველოში.

პრაქტიკულად სპორტულ (ოლიმპიურ) პისტოლეტებთან მიახლოებული ასეთი მცირეკალიბრიანი პისტოლეტები, თავად წარმოადგენენ იარაღის კლასს თავისი უნიკალური მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით.  შესანიშნავი იარაღია, მაგრამ, როგორც “პრაქტიკული”  დამატება დიდი პისტოლეტისთვის არ გამოდგება განსხვავებული ერგონომიკის გამო.  ბრაუნინგები გაიყიდა საქართველოში, რუგერები არ შემხვედრია ასე, რომ თამამად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ორი იარაღი და ასევე სხვა ანალოგიური მოდელები საქართველოში არ იშოვება.

DSC00029

ავტორის ყოფილი Browning Buckmark Bullsaye Target

რეალურია დღეს იშოვოთ Cz75 Kadettკადეტი, პრაქტიკულად იგივე 9მმ–ნი  ჩზ75, რომელზეც ყენდება ახალი საკეტი. ერთ ერთი ყველაზე საინეტერესო მოდიფიკაციაა და ძალიან ახლოს დგას სასურველ იარაღთან. ცხადია ჩზ არ არის ერთადერთი, ვინც ასეთ კომპლექტს უშვებს, მარამ ის ერთადერთია, რომელიც იშოვება საქართველოში.  ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, საბრძოლო იარაღის ერგონომიკა, წონა, რესურსი, საიმედოობა, მაგრამ ერთი დიდი მინუსი – ფასი,რომელიც დიდად არ განსხვავდება 9მმ–ნი პისტოლეტისგან. ცალკე “კონვერსიულ” ნაკრებებს პოპულარულ პისტოლეტებზე უშვებენ უამრავი კომპანიები. როგორც წესი ნაკრები შედგება საკეტისგან, ლულისგან, ზამბარისგან და სპეციალური მჭიდისგან.  ჩვენ შემთხვევაში მათ აერთიანებს, ის რომ არც ერთი არ იშოვება საქართველოში. სხვათაშორის, ისინი ვინც უშვებდნენ ქართულ იარაღს და დროს ხარჯავდნენ წამგებიან და არაპერსპექტიულ პროექტერბზე (არმაზი, ზგ და ასე შემდეგ), ჯობდა გამოეშვათ მაგალითად მცირეკალიბრიანი ნაკრებები ისეთ პისტოლეტებზე, როგორიცაა მაგალითად მაკაროვი. ბევრად უფრო დიდ წარმატებას ნახავდნენ.

CZ75_Kadet_sm

Cz75 Kadet

მორჩა სულ ეს არის.  სპორტული (იჟ35), ნახევრად სპორტული(ბაკმარკი, რუგერი), რომელიც არ იშოვება, სათამაშო (პ22, მოსკიტო), კარგი მაგამ ძვირი ჩეხური “კადეტი”.

როგორც ვხედავთ, ერთადერთი და საუკეთესო გზა მიიღოთ საბრძოლოს ანალოგიური მცირეკალიბრიანი პისტოლეტი, არის იყიდო სასურველ მოდელისთვის განკუთვნილი “ნაკრები”. ის არ ღირს ძვირი (ნორმალურ ქვეყნებში), როგორც წესი ფასი არ აღემატება 200 დოლარს და ასევე არ ითვლება იარაღად ანუ თავისუფლად იყიდება. ”პროგრესულ” სქართველოში   ცხადია ნაწილების ნაკრებიც იარაღია. ჩაუტაროთ ბალისტიკა, დათვალიერება, ექსპერტიზა, თითის ანაბეჭდები და ქრომოსომული ტესტი …. კიდე რამეს მოიფიქრებს კაცი, მთავარია ბანკის ქვითარი აიღო.

34

კოლტის მიერ ადრე წარმოებული ნაკრების ილუსტრცია

 

ეს კიდე წლევანდელი დებიუტანტი გახლავთ, იტალიური კომპანია Armi Sport Chiappa–ს მცირეკალიბრიანი პისტოლეტი მოდელი  1911-22. კოლტ 1911A1–ის კოპია თავიდანვე გათვლილი ,ხოლოდ .22 კალიბრზე. პ22–ის და მოსკიტოს ძლიერი კონკურენტი.

1911b

კარგით, ვთქვათ ჩვენ არ გვინდა საბრძოლოსთან მიახლოებული მცირეკალიბრიანი იარაღი და გვინდა უბრალოდ კარგი მცირეკალიბრიანი იარაღი, დიდი რესურსით, ზუსტი და საიმედო. სტატია თუ ყურადღებით წაიკითხეთ, დაფიქრდებით ბაკმარკის შოვნაზე ან დაიწყებთ რუგერზე ოცნებას, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი. ჩემია აზრით  თუ გინდათ უნივერსალური და ეფექტური მცირეკალიბრიანი იარაღი, არაფერი არ აჯობებს კარგ მცირეკალიბრიან რევოლვერს. დიახ ბატონები, რევოლვერს. მთლიანად ფოლადისგან დამზადებული სმიტ&ვესონი, როსსი, ან მათი ანალოგი. რევოლვერის უპირატესობა გახლავთ, ის რომ ნებისმიერი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი იქნება მგძნობიარე ვაზნების ხარსხის მიმართ, ცნობილია რომ ასეთ პისტოლეტებს უყვართ სწრაფი ვაზნები. რევოლვერი კიდე ინელებს ყველაფერს, არის გამძლე საიმედო და ზუსტი.   ასეთი რჩევა მომცეს დიდიხნის წინ ერთ ერთ ამერიკულ ფორუმზე, მას მერე ჩემ ხელში გაიარა 4–მა პისტოლეტმა და ბოლოს გავჩერდი როსსი 518–ზე და ძალიან კმაყოფილიც ვარ.

DSC09312

ავტორის ფავორიტი, ბრაზილიური Amadeo Rossi M518.



5 Responses to “არსებობს თუ არა კარგი მცირეკალიბრიანი იარაღი?”

  1. გიორგი says:

    გამარჯობა ლევან, რუგერი მართლაც მაგრად მომეწონა და ბაკმარკიც მარა აი როსიც კარგი რამე ჩანს, რა ღირს როსი?

  2. Shooter says:

    არ ვიცი რა ღირს. მაღაზიაში ორი წლის წინ ვნახე ძალიან ძველი რევოლვერი და ის 900 ლარი ღირდა.

  3. კაკი says:

    margolini magaria

  4. კაკი says:

    კოროვინის პისტოლეტიც გეკოს ტყვიებს მოიხმარს და საკმაოდ პატარაა მოცულობითაც და წონაშიც,მაგრამ სპორტულად არ გამოდგება

  5. Shooter says:

    კოროვინი გათვლილია 6.35მმ-ან ვაზნაზე

დატოვეთ კომენტარი