მოკლედ IMI Jericho-ს შესახებ.

საკმაოდ ძველი და არასრული სტატია, რომელცი ადრე ჩზ–75–ზე სტატიის ნაწილს წარმოადგენდა.  გარკვეულ ინფორმაციას მოიცავს.
იერიხო არის ერთ ერთი ყვლაზე გავრცელებული ჩზ-75-ის კლონი. იგი ასევე ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში და რა თქმა უნდა უკვე რაღაც რეპუტაციის მაგვარი გააჩნია. იერიხოს სისტემის პისტოეტები მიღებულია შეიარაღებაში საპატრულო პოლიციაში. რა გასაკვირია, რომ მაკაროვის მერე ძალიან მალე გაჩნდა ხმები იმაზე თუ რა უვარგისი იარაღი ყოფილა ეს იერიხოები. (სტატიის დაწერიდან დრო გავიდა, ეხლა პატრული შეიარაღებულია ხორვატიული HS-9-ებით).

დავიწყოთ იქიდან რომ იერიხოს მწარმოებელ კომპანიას მართლაც ადრე ქონდა პრობლემები ხარსხის კონტროლთან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაიწყო პოლიმერის რამკიანი მოდიფიკაციების წარმოება.

მე ნამდვილად არ მგონია, რომ იერიხო იყო საუკეთესო კანდიდატი საპატრული პოლიციის საშტატო იარაღის როლისთვის. ჩემთვის ასევე უცნობია თუ რა მოთხოვნები იქნა წეყენებული და რა ტიპის გამოცდები იქნა ჩატარებული. დიდია ალბათობა, რომ არც ტენდერს და არც კონკურსს ადგილი არც ქონია. რაც იყო ის ვიყიდეთ.

ასეა თუ ისეა იერიხო იქნა მიღებული შეიარაღებაში. პატრულმა მიიღო ჩემი დაკვირვებით იერიხოს პოლიმერის რამკიანი ორი მოდიფიკაცია მოდელი FL და მოდელი FBL (კომპაქტური მოდელი). ამ იარაღს გააჩნია ჩზ-75 დამრტყმელს სახლეტი მექანიზმი და ჩაკეტვის სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია პოლიმერის რამკაში. გაზრდილი სისქის გამო და სხვა მიზეზების გამო პოლიმერის იერიხოს გააჩნია უფრო დაბალი ლულის განლაგება, ძალიან კარგი ბალანსი და უფრო მძიმე და ფართე ზატვორი, რამაც შეამცირა უკუცემის გრძნობა და გაზარდა სროლის კომფორტი.

საქართველოში პოლიმერის და ფოლადის იერიხოებს ქონდათ გარკვეული ბავშვური დაავადებები. მაგალითად მჭიდის არასაიმედო ფიქსაცია. ამ პრობლემას ჩემი ინფორმაციით წააწყდა ჩვენი საპატრულო პოლიციაც. და ასევე წავაწყდი მე, როდესაც შევიძინე იაერიხო FBL. სროლის დროს ხდებოდა მჭიდის თვითნებური ამოვარდნა. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან ადვილია. საჭიროა მჭიდის ის ნაწილი (პაზი) სადაც შედის კბილანა, რომელიც მას აფიქსირებს ცოთა ამოწეულ იქნას რაიმე ინსტრუმენტით. ანუ მჭიდის პაზის ის მხარე, რომელიც ედება კბილს. ეს ოპერაცია ფრთხილად უნდა ჩაატაროთ. ძალა რომელსაც დაატანთ უნდა დაატანოთ მთლიანად ზედაპირს იმისთვის, რომ ამან გამოიწვიოს ზედაპირის თანაბარი ამოწევა. ეს მეთოდი ბრწყინვალედ მუშაობს.

ბოლო თაობის იერიხოებზე, რომელიც ეხლა იყიდება მაღაზიებში ეს პრობლემა აღარ ვრცელდება. ასე მეგონა სანამ ახალმა თაობის იერიხომ იგივე ფოკუსი არ გაიმეორა.

ასევე პრობლემები შეძლება ქონდეთ ვაზნების მიწოდებასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ შეამოწმოთ მიწოდების საიმედოობა უნდა გაავსოთ მჭიდი მოათავსოთ ია ტარში და მოახდინოთ ზატვორის დაკეტვა. დაკეტვა უნდა მხოდეს მხოლოდ ზატვორის ზამბარის საშუალებით. თუ საკეტი საიმედოთ იკეტება თქვენ პრობლემა არ გექნებათ თუ არა ადგილი აქვს შემდგე პრობლემას ან პრობლემათ ერთობლიობას:

1. ექსტრაქტორი კბილი  დეფექტით (200-300 მიწოდების მერე ამუშავდება)
2. არაპოლირებული საკეტის სარკე, ხელს უშლის ვაზნის შეცურებას ექსტრაქტორის ქვეშ
3. ქარხნული საფოხით გატებილი ექსტარქტორის ბუდე (უნდა მაქსიმალურად გამოწმინდოთ ის გარედან ან სულაც დაშალოთ და ისე გაწმინდოთ)

პირველ ორ შემთხვევაში პრობლემაზე მეტყველებს ვაზნის მასრისგან ჩამოთლილი პატარა ნაწილაკები, რომლითაც ძალიან მალე აივსება საკეტის ფანჯრის და სარკის მიმდებარე “ტერიტორია”.

უმეტეს შემთხვევაში ეს პრობლემა ქრება სათანადო წმენდის და “აბკატკის” შემდგე. ჩემი მეორე იერიხო მოდელი “პსლ” თავიდან ათი მიწოდებიდან უპრობლემო ახორციელებდა 1-2 -ს. ორი დღის მუშაობის შემდეგ პრობლემა მთლიანად გაქრა. თუმცა მე ბისურვებდი მიწოდება უფრო რბილი და ნაზი ყოფილიყო.

დროთა განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი პრობლემა. დამცველის თვითნებური ჩაკტვა სროლის დროს. ეს ხდება იმიტომ რომ შიგნიდან ხდებ ამისი კონტაქტი დამრტყმელ სასხლეტი მექანიხმის იმ ნაწილტან რომელსაც ის კეტავს. ამ ადგილს წარმოიშვენა “ნაკლეპკა” რომელიც სროლის დროს აიძულებს დამცველს ჩაიკეტოს. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება და როგორც წესი რამოდენიმე ატასი ვაზნის გასროლის შემდეგ.

თავის ფასში იერიხო ნამდვილად კარგი იარაღია. მას ახასიათებს დიდი რესურსი, სროლის კომფორტი და ძალიან მაღალი სიზუსტე.

ასევე აღსანიშნავია რომ იერიხოს აქვს ერთი დიდი კონსტრუციული პლიუსი. მას გააჩნია “A” და “B” სერის CZ75-ის დამახასიათებელი საუკეთესო თვისება. ანუ ერთდროულად ნემსას დამცველი, როგორც “B” სერიაში და მისი დაშლის და გაწმენდის იოლი მეთოდი როგორც “A” სერიაში.

ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავება არის დამცველის მუშაობა. იერიხოებში დამცველი ირთვება როგორც შეყენებული ასვევ დაშვებული ჩახმახით, მაშინ როდესაც ორიგინალი ვზ75 და მისი მოდიფიკაციები იკეტებიან დამცველზე მხოლოდ შეყენებული ჩახმახიტ და ეს სწორია! დაშვებული ჩახმახის ჩაკეტვა არის ცემი აზრით ყოვლად უაზრო. და ქმნის შესაძლებლობას, რომ მსროლელი სტრესულ სიტუაციაში შეიძლება ვერ გააკონტროლოს დამცველის პოზიცია. ორიგინალურ ჩზეებში ამის ალბათობა ორჯერ ნაკლებია. თან აღარ მახსოვს დავწერე თუ არა ამ თემაში მაგრამ იერიხოს დამცველის კონსტრუქცა შეიძლება დიდი “ნასტრელის” შემტხვევაში გახდეს პრობლემის წყარო, კონკრეტულად ფოლადის დეფორმაცია დამცველის დეტალზე შეიძლება გამოიწვიოს მისი შემტხვევითი ცაკეტვა სროლის დროს. სიმართლე რომ გითხრათ ასეთი შემთხვევის შესახებ მე მხოლოდ ერთხელ გავიგე თუმცა სპეციალსიტებმა ვისაც მე ვკიტხე დაადასტურეს, რომ იშვიათად მაგრამ ამ პრობლემას აქვს ხოლნე ადგილი.

დამატებითი ინფო იერიხოს პისტოლეტებზე

http://en.wikipedia.org/wiki/Jericho_941

http://world.guns.ru/handguns/hg44-r.htm

http://www.mozambique.ge/?p=3&PHPSESSID=b8bd1adb8abfa5d91412c77ff3e63e8b&itm=14&PHPSESSID=b8bd1adb8abfa5d91412c77ff3e63e8b
(updated)
იერიხოს მჭიდის თავსახური.
საქმე იმაშია, რომ იერიხოს მჭიდებს აქვთ ძალიან უხეში და მოუხერხებელი ფორმის მჭიდის თავსახურები. ეს განსაკუთრებულათ ცუდია როდესაც საქმე გვაქვს კომპაქტურ მოდელებთან. ასეთი ფორმის თავსახური შეუძლებელს ხდის მის კომფორტულ დაჭერას ხელში. აღნიშნული ნაწილი რომელიც საჭიორებს მოAშორებას არ ატარებს დატვირთვას ამიტომაც მისი მოშორება ადვილია და სასურველია. ჯერ ბრიტვით ხოლო შემდეგ “შკურკით”. შედეგი არის საუკეთესო, გასნაკუთრებით კომპაქტურ მოდელებში. მე ასე გადავაკეთე ორივე ჩემი იერიხოს მჭიდები და ძალიან კმაყოფილი ვარ.

(updated)
აღმოვაჩინე, რომ იერიხოს პსლ მოდელის 16 ვაზნიანი მჭიდი უდგება ჩზ75სპ01-ს. სხვა მოდელებზე ჯერ არ მინახია.



5 Responses to “მოკლედ IMI Jericho-ს შესახებ.”

  1. ლევან, hs9-ზე არ იქნება სტატია? ინტშიც ვერ ვიპოვე ვერაფერი მაგ ფიშტოს შესახებ

  2. Shooter says:

    გამარჯობა, პისტოლეტი რომელიც შენ ახსენე არის ხორვატიული, ხოლო ჩრდილო ამერიკაში მას უშვებს სპრინგფილდის ქარხანა და ცნობილია როგორც springfield armory XD. ეს სახელი აკრიფე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ინფრომაციას ნახავ. მე ეხლა ვერიდები იამზე წერას რასაც მე თვითონ არ ვიცნობ პირადად. თუ მომეცა საშუალება გავიცნო ეს იარაღი პირადად მაშინ სტატიასაც მალე გავამზადებ.

  3. გაიხარე დიდი მადლობა

  4. shava says:

    jericho 941 PSL me maqvs am modeltan shexeba. “moshni” iaragia (1000g datenili) vizualuradac isetia kacs rom mogewoneba ) kompleqtshi aris 2-16vazniani mchidi. lulis qvesh aaqvs relsi, tviton lula korpusidan gamoweulia (daaxloebit 2santimetri) srlolashi ramdenime dgeshi gamovcdi da mosazrebas gagiziarebt ))))….

  5. Shooter says:

    didi madloba gamoxmaurebisatvis

დატოვეთ კომენტარი