1986 FBI Miami shootout

ამ სახელის ქვეშ მოიხსენიება სამართალდამცავი სისტემის (ყოველ შემთხვევაში აშშ-ს სამართალდამცავი სისტემის) ერთ ერთი ყველაზე გახმაურებული შეიარაღებული შეტაკება, რომელსაც ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა და ფართოდ განიხილებოდა შესაბამის წრეებში და განიხილება დღესაც. კერძოდ დისკუსია ეხებოდა ეფექტური იარაღის და ტყვიაწამლის სახეობებს. ანუ ის რაზეც მიდის ყველაზე გაცხარებული დისკუსიები იარაღის მოყვარულებს შორის ანუ, რომელი კალიბრი ჯობია? 

ხსენებულ შეტაკებას ადგილი ქონდა 1986 წლის 11 აპრილს მაიმიში (ფლორიდას შტატი, აშშ), ორ შეიარაღებულ ბოროტმოქმედსა და FBI-ს (გამოძიებათა ფედერალური ბიუროს) აგენტებს შორის. შეტაკების შედეგად დაიღუპა ორი აგენტი ორი ბოროტმოქმედი და კიდევ ხუთმა აგენტმა მიიღო მძიმე ჭრილობები.

მიზეზები, რის გამოც ამ ინციდენტმა გამოიწვია ამდენი ხმაური გახლდათ ის, რომ ა) მიუხხედავათ მოულოდნელობის ფაქტორისა და რიცხობრივი უპირატესობისა, ბოროტმოქმედებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს ძალოვნებს და ბ) ორივე ბოროტმოქმედმა გაუძლეს მრავლობით ცეცხლსასროლ ჭრილობას, რამაც წარმოშვა აზრი, რომ აგენტები და ზოგადად სამართალდამცავები არ იყვნენ ადეკვატურად შეიარაღებული, ანუ საშტატო იარაღი ვერ “მუშაობდა” როგორც საჭიროა.

მონაწილეები და მათი შეიარაღება

ბოროტმოქმედები:

მაიკლ პლატი

უილიამ მატიქსი

ორივე ყოფილი სამხედრო, მატიქსი იყო სამხედრო პოლიციელი ხოლო მაიკლ პლატი მსახურობდა სპეციალური დანიშნულების ჯარებში. ერთმანეთიც ჯარში გაიცნეს. ორივე  ბანკების ძარცვაში ეჭვმიტანილი იყო. მათი ვინაობა შეტაკებამდე ცნობილი არ იყო. იყო ცნობილი მხოლოდ მათი ავტომობილი, რომელიც ისინი ადრე მოიტაცეს ხოლო მისი მფლობელი  მოკლეს. მაიკლ პლატი იყო კარგად მომზადებული რეინჯერი, მის დახასიათებაში საკმაოდ მაღლად იყო შეფასებული მისი საბრძოლო უნარჩვევები.

ბოროტმოქმედთა შეიარაღება
Ruger Mini-14 ნახევრად ავტომატური შაშხანა (.233 რემინგტონი) 30 ვაზნიანი მჭიდით. რევოლვერი S&W M586 (კალიბრი .357 Magnum), რევოლვერი Dan Wesson (.357 Magnum), 12 კალიბრის თოფი (ე.წ. პომპა) S&W M3000.

რუგერ მინი 14

FBI
ბიუროს ოპერატიული ჯგუფი, გადანაწილებული 10 მანქანაში. მათი შეიარაღება შედგებოდა სტანდარტული საშტატო 9 მმ სმიტ ვესონის პისტოლეტებისგან და .357 და .38 კალიბრის რევოლვერებისგან. ასევე მათ გააჩნდათ რამოდენიმე რემინგტომ 870 მოდელის თოფბი.

ჯგუფის წევრები კარგად ინფორმირებულები იყვნენ იმაზე თუ რასთან ექნებოდათ საქმე. 1985 წლიდან ადგილობრივი სამრთალდამცავები ეძებდნენ ბანკის და სპეციალური საინკასაციო მანქანების მძარცველების ორ კაციან ჯგუფს. ძალადობის დონე ძარცვიდან ძარცვამდე იზრ0დებოდა და ამიტოამც სულ უფრო დიდი ძალები იყო ჩართული ამ ჯგუფის დასაკავებლად.

ქრონოლოგია
11 აპრილს წინასწარ შემოსული ინფორმაციის საფუძველზე (მოქალაქე დაედევნა მძარცველებს, ამოიცნო ისინი და გადასაც ინფორმაცია პოლიციას), გორდონ მაკ ნილის (FBI-ის მაიმამის დივიზიონის სპეციალური ზედამხედველი აგენტი) ოპერატიულმა ჯგუფმა შემდგარი 14 აგენტისაგან, გადანაწილდა 10 ავტომანქანაში და დაიწყო ინტენსიური ძებნა, რაიონში სადაც ბოროტმოქმედბები ბოლოს იყვნენ შემჩნეულები.

დაახლოებით 9 საათზე სპეციალურმა აგენტებმა ბენ გროგანმა და ჯერი დოუვმა შეამჩნიეს ბოროტმოქმედების მანქანა, და გადასცეს ინფორმაცია მათ ადგილსამყოფელის შესახებ. ამ მომენტიდან ბოროტმოქმედთა მანქანას უკვე “აეკიდა” მაკ ნილი, ასევე სპეც. აგენტი რიჩარდ მანუზი, რომელიც მარტო მართავდა მანქანას, ასევე სპეც აგენტები ედმუნდო მირალესი და ჯონ ჰანლანი კიდევ ერთი მანქანით და სპეც აგენტები რონ რისნერი და ჯილ ორანტია მეხუთე მანქანით.

როგორც ჩანს პლატმა და მატიქსმა შენიშნეს ”კუდი” და განახორციელეს კლაისკური კონტრ სათვალთვალო მანევრი, ანუ განახორციელს სამი ზედი ზედ მარჯვენა მოხვევა, რამაც დაადასტურა რომ მათ ნამდვილად უთვალთვალებდენ. როგორც ჩანს, ამ მომენტში მათ მიიღეს გადაწუვეტილება გაეწიათ წინაამდეგობა და დაპირისპირებოდნენ სამართალდამცავებს პირდაპირ შეტაკებაში, იმის მაგივრად რომ ეცადათ დაშლილიყვნენ და ცალ ცალკე ეცადათ გაქცევა.

აქტიური მოქმედებები იწყება როდესაც აგენტი  მაკ ნილი მიუახლოვდება ბოროტმოქმედების მანქანას საპირსპირო მიმართულებიდან და დააფიქსირებს, რომ პლატი (მგზავრი) ტენიდა თავის შაშხანას (რუგერს) მაღალი ტევადობის (დიდი) მჭიდით.  ამის დანახვის შემდეგ მაკ ნილი იღებს გადაწყვეტილებას ბოროტმოქმედების დაკავების ოპერაციის დაწყებაზე. გადაწყვეტილება ლოგიკურია, ექვსი აგენტი ორის წინააღმდეგ, აგენტები გროგანი და დოუვი ორივე არიან კვალიფიცრებულები, როგორც სპეც რაზმის მებრძოლები, დამატებით გროგანი ცნობილია, როგორც მაიამის FBI-ს ოფისის საუკეთესო მსროლელი.

ბრძანების მიღებისთანავე აგენტები შეეცადნენ გადაეგდოთ ბოროტმოქმედების მანქანა გზიდან. ეს საბოლოოდ გამოუვიდა აგენტ მანუზის. მან გვერდიდან დაარტყა პლატის და მატიქსის მანქანას  და მანქანების გაჩერებისთანავე აღმოჩნდა პირდაპირ ბოროტმოქმედების გვერდით უშუალო სიახლოვეში. ის იყო პირველი აგენტი რომელმაც მიიღო ჭრილობა.  პლატმა ეგრევე დაიწყო სროლა რუგერის შაშხანიდან და დაჭრა მანუზი მხარში და გვერდში. მანუზი ეგრევ უიარაღო  გარეთ გადავარდა მანქანიდან.


ა/მ განლაგება

მიუხედავათ იმისა რომ პლატი ისროდა რუგერიდან პირდაპირ მატიქსის სახესთან, უკანასკნელი მაინც ახერხებს 12 კალიბრის სმიტ ვესონიდან ერთი გასროლის წარმოებას უკან მდგარი მანქანის მიმართულებით, რომელშიც იჯდნენ აგენტები გროგანი და დოუვი.

გროგანმა დარტყმისას დაკარგა თავისი სათვალე და ამიტომაც მანქანიდან გადმოსვლისას მან დაიწყო სროლა ბოროტმოქმედების მიმართულებით (გაისრლა ცხრა ვაზნა თავის 9მმ სმიტ ვესონის მოდელი 459 სისტემის პისტოლეტიდან,(ვაზნა ვინცჩესტერის 115 გრანიანი სილვერ ტიპი–ს ტყვიით). აგენტმა დოუვმა ასევე გახსნა ცეცხლი მანქანის მეორე მხრიდან. სულ მან განახორციელა 20 გასროლა. სავარაუდოთ მან ერთხელ მოარტყა ხელში მატიქს და დაჭრა ის.

ამვე დროს მაკ ნილი რომლის მანქანა იდგა მანუზის მანქანის საპირისპიროდ, გადმოდის მანქანიდან და სწრაფად იცვამს რბილი ტიპის ჯავშან ჟილეტს, ეგრევე ხსნის ცეცლხს თავისი სმიტ ვესონიდან ბოროტმოქმედტა მანქანის მძღლოის ფანჯრის მიმართულებით სადაც მისი გათვლებით უნა ყოფილიყო ერთ ერთი ბროტმოქმედი.  ის ეგრევე დაიჭრება მარჯვენა ხელში რუგერიდან პლატის საპასუხოდ ნასროლი ტყვიით. მაკ ნილი განახორციელებს 4 გასროლას პლატის მიმართულებით და ორ გასროლას მატიქსის მიმართულებით, რომელიც აღმოაჩენს თავის თავს, იმიტომ რომ ეცდება გადავიდეს მანქანიდან, მაგრამ შეჯახებისას დაბლოკილი კარები მას ამის საშუალებას არ მისცემს. სავარაუდოთ ერთ ერთი გასროლა დაჭრის მატიქს თავში. საბოლოო მექვსე გასროლა მაკ ნილის რევოლვერიდან დიდიხნით გამოიყვანს მატიქსს თამაშდან. ის დაეცემა დაბლა და შოკისგან დაკარგავს გონებას. ტყვია მას მოხვდება კისერში და საკმაოდ მტკივნეულ ჭრილობას მიაყენებს. შოკისგან ის ეგრევე გაითიშება.

ამ მომენტიდან შეტაკებაში ერთვებიან აგენტები ჰენლონი და მირელესი, რომელთა მანქანა დაეჯახა კედელს, ქუჩის მეორე მხარეს. შეჯახების შედეგად ჰენლონმა დაკარგა თავისი ძირითადი იარაღი და ქონდა მხოლოდ 5 ვაზნიანი მცირე ზომის სმიტ ვესონის რევოლვერი. ის გაეშურა აგენტ დოუვის დასახმარებლად, მაშინ როდესაც მირელესმა დაიკავა პოზიცია აგენტ მაკნილის გვერძე. ამ დროს მას ხვდება პლატის ნასროლი .233 კალიბრის ტყვია პირდაპირ მარჯვენა ხელში. შოკის გამო მირელესი ეცემა მიწაზე და დროებით ეთიშება ბრძოლას. მის გვერძე მყოფი მაკ ნილი ცდილობს გადატენოს რევოვერი, მაგრამ ახერხებს მხოლოდ ორი ვაზნის ჩატენვას დოლურაში, რის შემდეგაც ღებულობს გადაწყვეტილებას გამოიყენოს 12 კალიბრის რემინგტონ 870, რომელიც დევს მის მანქანის უკანა სავარძელზე და ამ იარაღით გააგრძელოს ბრძოლა. ამ მომენტში მას კისერში ხვდება რუგერიდან პლატის ნასროლი ტყვია, რომელიც ახდენს მის პარალიზებას.ამ ჭრილობის გამო მაკ ნილი ბოლომდე გამოეთიშება ბრძოლას. მოგვიანებით ჩვენებაში მაკ ნილი აღნიშნავდა, რომ მან პირველი შოკი და შიში განიცადა მას მერე რაც გაისროლა ყველა ექვსი ვაზნა თავის რევოლვერიდან და აღმოჩნდა ცარიელი იარაღით მაშინ როდესაც შეტაკება ჯერ არ დასრულებულა. მან ასევ აღნიშნა რომ იმ მომენტში როდესაც პლატი მას ესროდა, სახეზე მას ღიმილი ქონდა…

ბოლოს და ბოლოს პლატი ახერხებს გადმოსვლას დაზიანებული მანქანიდან, რომლის კარები ასევე იყო ნაწილობრივ ბლოკირებული. ამ მომენტისათვის ის უკვე პრაქტიკულად მკვდარია, კარების ფანჯრიდან გადმოსვლის მომენტში, ჯერი დოუვმა მოარტყა მას ტყვია გვერდიდან მკერდში და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ტყვიამ გახვრიტა მისი იდაყვი და შევიდა გვერდიდან ტანში, გახვრიტა ფილტვი და გაჩერდა გულისგან 2 სმ-ში. ეს იყო სასიკვდილო ჭრილობა, მაგრამ მან არ გამოიწვია პლატის სწრაფი ნეიტრალიზაცია. ის უკვე განწირული იყო მაგრამ მაინც ახერხებდა გადაადგილებას და აქტიურ მოქმედბას.
შემდგომი 45 წამის პერიოდში, ბრძოლაში ერთვება კიდევ ორი აგენტი, რომელიც აჩერებენ მანქანას ოდნავ მოშორებით და იწყებენ სროლას თავიანთი რევოლვერებიდან. მათ განახორციელეს დაახლოებით 24 გასროლა და ორჯერ მოარტყეს პლატს 28 მეტრის მანძილიდან. საპასუხო ცეცხლისას ორანტიამ მიიღო ჭრილობა, ტყვიის ნამსხვრევებისაგმ, რომელიც მას პლატმა ასვე რუგერიდან ესროლა.
ამ მომენტისათვის სურათი შემდეგია, მაკნილი პარალიზებული წევს მანქანასთან, მირელესი დაჭრილია და იმყოფება შოკურ მდგომარეობაში, გროგანი დაკარგული სათვალეების გამო ვერ ახერხებს სამიზნის დანახვას და ზუსტი სროლის წარმოებას. მანუზი კვლავ უიარაღოა, ვინაიდან ვერ პოულობს დაჯახებისას დაკარგულ რევოლვერს.
იწყება შეტაკების ფინალური და ყველაზე სისხლიანი ეპიზოდი. მაიკლ პლატი გადმოდის მანქანიდან და იწყებს მოძრაობას დოუვის და ჰენლონის მიმართულებით. ის უკვე 6-ჯერ არის დაჭრილი. ის ესვრის ჯერ ჰენლონს (მძიმედ დაჭრის მას ) და შემდეგ გროგანს და დოუვს. დოუვს ხვდება ორი ტყვია თავში, გროგანს ერთი ტყვია მკერდში. ორივე ადგილზე გარდაიცვლებიან. მას მერე რაც პლატი დაიკავებს ხენლონის და დოუვის პოზიციას აგენტები რისნერი და ორანტია წყვეტენ ცეცხლს, იმის შიშით, რომ შეიძლება მოარტყან აგენტებს, რომელთა შორის პლატი აგრძელებდა გადაადგილებას. ამვე დროულად მატიქს გონება უბრუნდება და ის აღწევს აგენტების დოუვის და გროგანის მანქანაში. ის უკვე მზად იყო ჩამჯდარიყო მანქანაში, როდესაც აგენტმა მირელესმა, შეძლო დაეძლია შოკი და გადაწყვიტა ჩართულიყო ბრძოლაში. ის იღებს 12 კალიბრის რემინგტონ 870, დებს მას მაკ ნილის მანქანის უკანა ბამპერზე და ახორციელებს ერთ გასროლას (ვაზნის ტიპი “00 buckshot” ). პირველი გასროლით ის მოარტყავს პლატს ფეხებში. მირელესი ერთი ხელით ტენის რემინგტონს და ახორციელებს კიდევ ოთხ გასროლას მაგრამ ექსპერტიზამ ვერ აღმოაჩინა რაიმე დამატებითი ჭრილობები ამ გასროლების შედეგად. პსლატი ხედავს რომ ერთ ერთი აგენტი ემუქრება მის გაქცევას და იღებს თავისი თანამზრახველზე ბუდეში ჩადებულ .357 კალიბრის რევოლვერს და ახლო მანძილიდან ახორციელებს სამ გასროლას. გაურკვეველია ვის ესროდა მაგრამ სამივე გასროლა აცდა მიზანს. პლატი ბრუნდება მანქანაში და ცდილობს მის დაქოქვას. ჭრილობების გამო ის ვერ ახერხებს გასაღების გადატრიალებას, ამასობაში კი მირელესი დგება მიწიდან, შორდება მაკ ნილის მანქანას, ახდენს სამიზნეების იდენტიფიცირებას და ღებულობს გადაწყვეტილებას გააგრძელოს სროლა. ის პირდაპირ უახლოვდება მანქანას, რომელშიც იმყოფებიან პლატი და მატიქსი და ახლო მანძილიდან ესვრის მათ თავისი სმიტ ვესონის რევოლვერიდან. სულ ის ისვრის 6 ვაზნას ( 158 გრანინაი ტყვიის “ჰოლოუ პოინტები”, კალიბრი .38 სპეციალური +P). პირველი გასროლა ცდება პლატს, ის ატრიალებს თავს რომ დაინახოს ვინ ესვრის მას და შემდეგი გასროლა ხვდება მას პირდაპირ თავში. შემდეგი სამი გასროლა ხვდება მატიქს თავში და ბოლო მეექვსე ისევ პლატს. ბოლო გასროლა მირელესმა განახორციელა მიბჯენით. ამით FBI-ს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეტაკება დასრულდა.
მატიქსი ადგილზე იქნა მოკლული. პლატი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო როდესაც პირველი სასწრაფო მანქანის ექიმებმა გადმოათრიეს ის მანქანიდან და შეეცადნენ მის გადარჩენას.

მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადგინა რომ ორივე ბოროტმოქმედი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

როგორც უკვე ავღნიშნე, ამ ინციდენტმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც სამართალდამცავ წრეებში ასევე სროლის ენტუზიასტებში, უამრავ სპეციალისტს შორის და ასე სემდეგ. საგამოძიებო კომისიამ დაადგინა რომ საშტატო იარაღის არა საკმარისმა საცეცხლე ძალამ გამოიწვია ასეთი სისხლიანი შედეგი, კერძოგ განსაკუთრებულად კრიტკის ქვეშ მოიქცა  9 მმ ავტომატური პისტოლეტები. ამის შედეგად FBI-მ მიიღო აშკარად ნაჩქარები გადაწყვეტილება და შეიარაებაზე დააყენა სმიტ ვესონის მოდელი 1076 პისტოლეტი, გათვლილი განსაკუთრებულად ძლიერ 10მმ აუტო-ს ვაზნაზე.  FBI-ს სპეციალისტებმა დაწვრილებით შეისწავლეს საკითხი და გამოაქვეყნეს თავისი დასკვნა იმაზე თუ რა კრიტერიებს უნდა პასუხობდეს ეფექტური საშტატო იარაღი. ამ მოხსენების ტარგმანს მე აუცილებლად მალე დავდებ ჩემ ბლოგზე.

მინდა ავღნიშნო, რომ დღემდე ამ ინციდენტს დეტალურად შეისწავლიან სხვა და სხვა შესაბამისი სპეციფიკის მქონე სასწავლებლებში და ასევე პერიოდულად ხდება ცხარე კამათების მიზეზი სხვა და სხვა ფორუმზებზე. მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. იმ ტყვიას რომ გაევლო ის 4 სანტიმეტრი ორი ადამიანი იქნებოდა ცოცხალი.
აგენტები ჯერი დოუვი და ბენ გროგანი


დატოვეთ კომენტარი