ნინო სალუქვაძე მსოფლიო ჩემპიონია!!!

ნინო სალუქვაძემ წელს ჩინეთში გამართული ტყვიტ სროლაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოიგო და ოქროს მედალი აიღო მცირეკალიბრინაი პისტოლეტით 25 მეტრზე სროლაში.  დაამარცხა ჩინელები მათივე მოედანზე.

ფინალის შედეგები

ნინო სალუქვაძე  (საქართველო) – 789,5 ბალი

ჩენ ინ (ჩინეთი) - 787,8 ბალი

მუნბაიარ დორისურენი (გერმნაია) – 787,2. ბალი.

იმედია ეს უდიდესი წარმატება ცოტა მეტ ყურადღებას მიიპყრობს ამ სპორტის მიმართ და სუტუაცია ცოტა მაინც გამოსწორდება.  ნინო სალუქვაძეს მიღწევა მით უფრო შთამბეჭდავია იმის ფონზე, რომ ეს რეზულტატი მიღწეულია მაშინ როდესაც სასროლნო სპორტი საქართველში კლინიკური სიკვდილდან ბიოლოგიურ სიკვდილში გადადის უკვე.  ამიოტმაც უკვე ეხლა საჭიროა ზრუნვა იმაზე, რომ მოიძებნოს ახალი ტალანტები, შეიქმნას მათი მომზადების პირობები. ამისთვის არც ისე ბევრია საჭირო, გაცილებით უფრო ნაკლები ვიდრე ფეხბურთის ფედერაციის შენახვა, რომელიც ჩემის აზრით იმ ფულის და ყურადღების მესამედს არ იმსახურებს.  გაგახსენებთ, რომ სპორტული სროლა საქართველოს სპორტის ისტორიაში მეორე ყველაზე “მრავალჯილდოიანი”  სახეობაა.

მთელი სულით და გულით ულოცავ ნინო სალიქვაძეს ამ გამარჯვებას.



2 Responses to “ნინო სალუქვაძე მსოფლიო ჩემპიონია!!!”

  1. ზოია says:

    nino miyvarxar

  2. ფრიდონი კოპაძე says:

    ყოველთვის სიამაყის გრძნობა მეუფლება როდესაც საუბარია სპორტულ სროლაზე და მითუმეტეს როდესაც ისეთ სახელს ვკითხულობ როგორიც ნინო სალუქვაძეა. გმადლობთ ნინო იმისათვის რომ თქვენ ხართ….. ფრიდონი კოპაძე.. ფოთი

დატოვეთ კომენტარი