დღის იარაღი: Colt Single Action Army

img_9175.jpg_thumbnail0

 

შექმნილი 1873 წელს ამ რევოლვერს უწოდეს ახალი მოდელის ბრუნავი პისტოლეტი რკინის ვაზნისთვის. “კოლტის” ქარხანაში მას ეძახდნენ ასევე “მოდელ პ”-ს ხოლო მისი ყველაზე გავრცელებული მოდელის დასახელება იყო “Colt Single Action Army”. ეს რევოლვერი მეტსახელად “Peacemaker” (მშვიდობისმყოფელი) მექანიკური საიმედოობის და ძლიერი კალიბრების წყალობით გახდება ალბათ ყველაზე პოპულარული და ლეგენდარული ამერკული იარაღი, ასოცირებული კოვბოებთან, ველურ დასავლეთან და ვესტერნებთან. 77 წლის განმავლობაში “კოლტმა” გამოუშვა 400 000-მდე “პისმეიკერი” სხვადასხვა კონფიგურაციაში. “კოლტის” 6 ვაზნიანი ერთმაგი მოქმედების რევოლვერი იყო მექანიკურად საიმედო, ზუსტი და ერგონომიული იარაღი. მისი დატენვა ხდებოდა რიგ-რიგობით 5 ვასროლილი მასრის ამოგდებით და ასვე რიგ-რიგობით ახალი 5 ვაზნის დოლურაში მოთავსებით. რევოლვერი ტექნიკურად ექვს ვაზნიანია მაგრამ დაშვებულ მდგომარეობაში ჩახმახი ედება ვაზნას და რევოვლერის დავარდნისას ან ჩახმახზე აგრედან დარტყმა საკმარისი იყო რომ რევოლვერს გაესროლა ამიტომ ჩვეულბერივ პრაქტიკად ითვლებოდა 5 ვაზნის ჩალაგება დოლურაში და ჩახმახის ცარიელ სავაზნეზე დაშვება. ზედმეტად გართულებული დატენვის პროცედურის გამო, ორი რევოლვერის ტარება ასევე იყო ჩვეულებრივი და გავრცელებული პრაქტიკა. “პისმეიკერი” გამოდიოდა მრავალ კონფიგურაციაში ლულის სიგრძის და კალიბრების სხვადასხვა კომბინაციებით, ხოლო კალიბრებში ყველაზე პოპულარული იყო .45 Colt, 44-40 და 38-40. “პისმეიკერის” სახელგანთქმულ “ოპერატაროებს” შორის არიან ამერიკელი გენერალი ჯორჯ პატონი, უაიტ ერპი, ბეტ მასტერსონი, მექსიკელი რევოლუციონერი პანჩო ვილია. “პისმეიკერს” აქებდნენ და ხმარობდნენ ასევე ცნობილი მსროლელები, ჩიკ გეილორდი, ელმერ კეიტი, ჯეფ კუპერი (რომელმაც ამ რევოლვერიდან მოკლა თავისი პირველი მოწინააღმდეგე), ბობ მუნდენი და ა.შ.
მეორე მსოფლიო ომის დროს კოლტმა შეწყვიტა “პისმეიკერების” წარმოება და ომის დასრულების შემდეგ ინტერესი მათ მიმართ პრაქტიკულად გაქრა, მანამ სანამ 50-ან წლებში არ დაიწყო ტელევიზიის “ოქროს ეპოქა” და კოვბოური შოუები და ფილმები სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით, რამაც ბუნებრივია გაზარდა ინტერესი “პისმეიკერის” მიმართ და კოლტმა განაახლა მათი წარმოება. მესამე თაობის “პისმეიკერებს” კოლტის სპეციალური სახელოსნო (Colt Custom Shop) დღემდე უშვებს. “პისმეიკერის” კონსტრუქცია გამოყენებული იქნა ბევრი სხვა კომპანიის მიერ, რომლებიც უშვებენ როგორც კოლტის ზუსტ ასლებს ასევე მის კონსტრუქციაზე დაფიძნებულ განსხვავებულ რევოლვერებს, მაგალითად ამერიკული “Ruger” და “Magnum Research”, იტალიური “Beretta”, “Uberti” და “Chiappa”. იტალია ორიგინალური “პისმეიკერი” და მისი “დერივატები” დღემდე კარგად იყიდება და სარგბელობენ დიდი პოპულარობით, როგორც კოვბოური სრლოლის მოყვარულებს ასევე ცეცხლსასროლი იარაღის ენთუზიასტებს შორის.

ps
აღსანიშნავია, რომ იტალია არის ქვეყანა, რომელიც უშვებს პრაქტიკულად ყველა მოდელის ამერიკულ კლასიკურ “კოვბოურ” იარაღს და მათ შორის “პისმეიკერებსაც”. აღნიშნული განპირობებული იყო 50-60-ან წლებში იტალიაში გადაღებული ვესტერნების დიდი პოპულარობით, ქართული მაყურებლისთვის პირველ რიგში ეს ფილმები ცნობილი უნდა იყოს სერჯიო ლეონეს წყალობით. იტალიური კომპანიები (პედერსოლი, ბერეტა, ქიმარონი, ქიაპა, პიეტტა, უბერტი) დიდი რაოდენობით უშვებდნენ იარაღებს, რომლებიც გამოიყენებოდნენ ე.წ. “სპაგეტი ვესტერნებში” და შემდგომ ეს იარაღები ასევე იგზავნებოდა აშშ-ში კომერციულ ბაზარზე გასაყიდად, სადაც თავისი მაღალი დამზადების ხაირისხის გამო ამერიკული კომპანიების პროდუქციასთან ერთად დიდი პოპულარობით სარგებლობენ .

1a1pie-034064_5

იტალიური წარმოების “პისმეიკერი” გახსნილი დასატენი კარიბჭით



დატოვეთ კომენტარი