საველე ნაკრები იარაღისთვის

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, თუ როგორ შექმნათ საკუთარი იარაღის საველე/სალაშქრო საწმენდი და სარემონტო კომპლექტი. რა თქმა უნდა ვისაც ფული ბევრი აქვს შეუძლია იყიდოს ახალი საწმენდი კომპლექტი, ინსტრუმენტები და უბრალოდ ჩააგდოს ის ჩანთაში მაგრამ შესაძლებელია ასეთი ნაკრების მინინალური დანახარჯებით შექმნა. რატომ არის საჭირო დაფიქრდეთ ასეთ ნაკრების შექმნაზე? დამიჯერეთ არაფერი არ არის ისეთი ნერვების მომშლელი როგორც რენჯზე მწყობრიდან გამოსული იარაღი. გარდა ამისა შესაძლებელია იარაღი დაბინძურდეს, ჩავარდეს ტალახში ბოლოსდაბოლოს უნდა გქონდეთ შესაძლებლობა გაწმინდოთ იარაღი (აღნიშნული აქტუალურია იმათთვის ვინც იყენებს კოროზიულ ვაზნებს). ასეთი ნაკრების წყალობით მაგალითად ჩვენ ერთხელ შევაკეთეთ Vz58, რომელსაც გაეჭედა დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, ასევე დავაბრუნეთ მწყობრში AR-15, რომელსაც მოეშვა gas key. ვინც ბევრს ისვრის მოყვება უამრავ ასეთ შემთხვევას, ოპტიკის სამგრები იშვება, მასრები იჭედება სავაზნეში და ასე შემდეგ. ასე რომ სერიოზულ მსროლელს ასეთი საველე “აფთიაქი” უნდა ქონდეს აუცილებლად. როგორც უკვე ვთქვი არ არის საჭირო ბევრი ფულის ხარჯვა. ჩემი ნაკრები დევს მილ-ტეკის გადაკეთებულ 15 ლარიან ჩანთაში, მას უბრალოდ ღვვედი აქვს მოჭრილი, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება. არ არის საჭირო გორ-ტექსისგან შეკერილი “მაქსპედიშენის” ასდოლარიანი ჩანთა, გამოდგება ნებისმიერი ნეილონის ჩანთა, რომელიც უნდა ზურგჩანთაში ან მანქანაში ატაროთ. ყველა ინსტრუმენტი შენახულია დამატებით პოლიეთილენის პარკში რომელიც მოყვება ბევრ რამეს რასაც თქვენ ისედაც ყიდულობთ. ჩვენ გვაქვს: გადაჭრილი ძველი კბილის ჯაგრისი იარაღის გასაწმენდად, შავი იზოლენტა, ორი აბრაზიული ქაღალდის (შკურკის) ნაჭერი, პატარა სწორი ქლიბი, საბჭოთა AK-ს ნაკრები (ღირს კაპიკები) რომელიც პრაქტიკულდ საწმენდი “მულტიტულია” თავისი სახრახნისით და “პანჩით” (“ვიკოლოტკა”) კომპლექტში, შომპოლი რომელიც მე დამრჩა Vz61-ისგან თავისი ჯაგრისით. შომპოლი მოკლეა (შესაძლებელია ასაწყობის გამოყენება) და არის მყარი ფოლადისგან დამზადებული გამოდგენა გაჭედილი მასრის ამოსაგდებათ. პატარა სახრახნისი და ასევე ე.წ. “შესტიგრანნიკების” ნაკრები, მათ შორის ერთი რომელიც GSG-522-ს მოყვა პატარა სახრახნისით. ბერეტას ზეთი, რომელიც მოყვა ბერეტას პისტოლეტს, კარფურის ხელსახოცები, ბამბის პატჩები, “გერბერის” მულტიტული, ორი სათადარიგო cr123a ტიპის ელემენტი, რომელსაც მოიხმარს იარაღზე დაყენებული ფარანი (გამომდინარე იქიდან რა ელემენტებს ხმარობს თქვენი მოწყობილობების ის ელემენტები უნდა გქონდეთ), ბრეზენტის პატარა ჩანთა არის ვაზნების ხელშეუხებელი მარაგისთვის, 5-10 ცალი თქვენი იარაღისთვის. შეიძლება რენჯზე სულ ამოწუროთ ვაზნების მარაგი და ცარიელი იარაღით დარჩენა ტეხავს. დამატებით ჩანთაში მე მიდევს “ვიქტორინოქსი”, რომელიც ასევე პრაქტიკულად ინსტრუმენტების მინი-ნაკრებია. სხვადასხვა დროს ამ ნაკრებს მე შევმატებ ხოლმე სპეციალიზირებულ ინსტრუმენტებს ან სათადარიგო ნაწილებს გამომდინარე იქიდან თუ რა იარაღი მაქვს იმ დროს. ეს უკვე ითხოვს დანახარჯებს, მაგალითად როდესაც Ar-15 მქონდა ყოველთვის თან ვატარებდი DPMS-ის სათადარიგო დეტალების ნაკრებს, რომელიც 30 დოლარი ღირდა.  გარდა ამისა მანქანაში მიდევს ყოველთვის გრძელი რკინის შომპოლი, დამატებითი მულტიტული. დაუჯერეთ ჩემ რჩევას და თუ აქტიური მსროლელი ხართ შეადგინეთ ასეთი ნაკრები და ერთ დღეს მადლობას მეტყვით13198398_283307295344768_7559195856871970032_oდევს ყოველთვის გრძელი რკინის შომპოლი, დამატებითი მულტიტული. დაუჯერეთ ჩემ რჩევას და თუ აქტიური მსროლელი ხართ შეადგინეთ ასეთი ნაკრები და ერთ დღეს მადლობას მეტყვით



დატოვეთ კომენტარი