სამხედრო/ტაქტიკური/პოლიციური იარაღი – Heckler&Koch MP5

სრული სახელი Heckler&Koch MP-5 (MachinenPistole-5, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი -5)

 

იარაღის ტიპი – პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
კალიბრი 9X19 პარა.
წონა 2.5 – 2.8 კგ.
ლულის სიგრძე -225 მმ.
მჭიდის ტევადობა 15-30 ვაზნა

Mp5spar3

მუშაობა აღნიშნულ იარაღზე დაიწყო კომპანია ხეკლერ კოხმა 1964 წელს. 1966 წელს პირველად მიღებულია შეიარაღებაში გერმანული ფედერალური პოლიციის მიერ. პირველ სერიულ მოდელებს ქონდათ ინდექსი HK-54 და MP-54, შემდეგ MP-5.

ერთ ერთი პირველი პროტოტოიპი HK-54
mp5proto

Mპ-5 პრაქტიკულად წარმოადგენს გერმანული მოიერიშე შაშხანის G3-ის მოდიფიცირებულ სისტემას, რომელიც იყენებს პისტოლეტის ვაზნებს. ის იყინებს ანალოგიური კონსტრუქციის რესივერს, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან, ზედა და ქვედა. ქვედა ნაწილი წარმოადგენს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ერთიან ბლოკს. ადრინდელ მოდელებს ქონდათ ფოლადისგან დამზადებული ბლოკი, თანემედროვე მოდელებს უკვე პლასტმასის. MP-5 იყენებს ნახევრად თავისუფალ საკეტს, რომლის შენელება ხდება ორი 4 მმ დიამეტირს “როლიკის” მიშვეობით. სროლა იწარმოება დახურული საკეტით, რაც ზრდის სროლის სიზუსტეს.

MP-5-ის საკეტის სქემა
Mp5vi

არსებობს MP-5-ი უმარავი მოდელი და მოდიფიკაცია, ხშირად გარკვეუული მოდელები იწარმოებოდა სპეცილაურად კონკრეტული სამსახურის ან სამხედრო ნაწილის სპეციფიკაციების და სურვილების მიხედვით. მაგალიტად MP-5N, რომელიც იმყოფებოდა აშშ-ს საზღვაო ძალების და საზღვა ქვეითთა კორპუსის სპეციალური დანიშნულების ნაწილების შეიარაღებაში. ან მაგალითად MP-5-ები უფრო მსხვილ კალიბრებზე – 10მმ აუტო და .40 სმიტ&ვესონი (მხოლოდ აშშ-ს გამოძიებათა ფედერალური სამსახურის მიერ შესყიდული).

ტექნიკურად ყველაზე მნიშვნელოვნად აგანსხვავებული მოდელია MP-5SD (SchallDampfer-ხმისჩამხშობი), ინტეგრირებული მაყუჩით, რომელიც დღემდე ითვლება ოქროს სტანდარტად ასეთი ტიპის (მაყუჩიანი) იარაღში. რა თქმა უნდა ასეთი ტიპის იარაღი გაცილებით მეტ მოვლას და ყურადღებას საჭიროებს.

MP-5SD-ს პროტოტიპი
mp5sdproto

MP-5SD
mp5sdtable

მინტეგრირებული მაყუჩის კონსტრუქცია
mp5sdinternal

დღეს ძირიტადი მოდიფიკაცია არის MP-5A2 (ფიქსირებული კონდახით), MP-5A3 (დასაკეცი ლითონის კონდახით), ასევე განსხვავებული სროლის რეჟიმების მქონე მოდელები A4 და A5.

ძირითადი მოდელების სრული ჩამონათვალი:
MP5A1: “Navy”/”SEF” ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი.
MP5A2: ფიქსირებული კონდახი, “Navy”/”SEF” ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი.
MP5A3: დასაკეცი კონდახი “Navy”/”SEF” ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი.
MP5A4: ფიქსირებული კონდახი. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი 3-3 გასროლის რეჟიმით.
MP5A5: დასაკეცი კონდახი. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი 3-3 გასროლის რეჟიმით.
MP5SFA2: მხოლო ერთჯერადი სროლი რეჟიმით, ფიქსირებული კონდახი
MP5SFA3: MP5SF დასაკეცი კონდახით
MP5N: აშშ-ს საზღვაო ძალების შეკვეთით დამზადებული იარაღი. ლულაზე აქვს სამი ღარი მაყუჩის დასამაგრებლად.
MP5F: სპეციალურად საფრანგეთისთვის დამზადებული მოდელი. გააჩნია გაძლიერებულის აკეტი განმსაკუთრებულად ძლიერი ვაზნების გამოსაყენებლათ.
MP5K: დამოკლებული MP5; “SEF” ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. MP5KA1: MP5K სწორი რესივერის ზედა ნაწილით და შემცირებული ზომის სამიზნე მოწყობილობებით. “SEF” ტიპის ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი.
MP5KA4: MP5K with სამ სამი გასროლის რეჟიმით.
MP5KA5: MP5KA1 სამ სამი გასროლის რეჟიმით.
MP5K-N: MP5K “Navy” ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და სამ რარიანი ლულა, სხვა და სხვა მაყუჩების დაყენებისთვის.
MP5K-PDW: Personal Defense Weapon; MP5K-N დამატებული აქვს დასაკეცი კონდახი, სამღარიანი ლულა “Navy” ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ან სამ სამი გასროლის რეჟიმით.
MP5SD1: მოდელი ინტეგრირებული მაყუჩით. “Navy”/”SEF” ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი.
MP5SD2: მოდელი ინტეგრირებული მაყუჩით, ფიქსირებული კონდახი, “Navy”/”SEF” ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი.
MP5SD3: მოდელი ინტერგირებული მაყუჩით , დასაკეცი კონდახი; “Navy”/”SEF” ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი.
MP5SD4: MP5SD1 სამ-სამი გასროლის წარმოების რეჟიმით.

MP5KA4 - სურატზე კარგად ცანს სროლის რეჟიმების გრაფიკული ასახვა. ზევიდან ქვევით – ავტომატური, სამ სამი, ერთჯერადი, დამცველი.
mp5ka4

ფარული ტარებისთვის განკუთვნილი MP-5. სროლა პირდაპირ ჩემოდნიდან არის შესაძლებელი
mp5kcase

აღნიშნულმა იარაღმა ფართო აღიარება ჰპოვა მსოფლიოში და იმყოფება შეიარაღებაში 40-ზე მეტ ქვეყანაში მათ შორის საქარტველოშიც. ასევე მის ლიცენზირებულ კოპიებს უშვებენ საბერძნეთი, ირანი, მექსიკა, პაკისტანი, სუდანი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი.

დებიუტი
MP=5-ის წარმატებული დებიუტი (პირველი გამოჩენა ტელესცენაზე) შედგა 198ო წელს ონდონში, როდესაც ტერორისტებმა დაიკავეს ირანის საელჩო. საელჩოს შტურმი განახორციელმა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ზალების სპეცრაზმა, სპეციალურმა საჰაეროსადესანტო სამსახურმა (SAS Special Air service). კადრებზე კარგად ჩანს მათი შეიარაღება – MP-5 ტიპის პისტოლეტ ტყვიმაფრქვევები. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ხუთიდადან ოთხი ტერორისტი იქნა მოკლული, 20 მზევლიდან ტერორისტებმა მოლოდ ერთის მოკვლა მოასწრეს.

შტურმის კადრები
dhm863

sas-abseilers-2

სურათი

MP-5 დღემდე რჩება ერთ ერთ ყველაზე გავრცელებულ ასთი ტიპის სიტემად მსოფლიოში. მაგრამ მისი გამოყენება შეიარაღებულ ზალებში არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ის არის იეალური პოლიციური და სპეცილაური იარაღი მაგრამ არ გამოდგება, როგორც სამხედრო ქვედანაყოფის ძირითადი შეიარაღება. 9X19 ტიპის პისტოლეტის ვაზნას არ გააჩნია შესაძლებლობები, რომ უზრუნველყოს ადეკვატური ეფექტურობა, ამიტმაც მოიერიშე საშხანების დამოკლებულმა და კომპაქტურმა ვარიანტებმა მთლიანად სეცვალეს Mპ-5-ის სამხედრო ქვედანაყოფები და დარჩნენ მანდ შეზღუდული რაოდენობით და მხოლოდ განსაკუთრებულად სპეციალიზირებულ ქვედანაყოფებში. ასევე ამ სისეტმას გააჩნია საკმაოდ მაღალი საოპერაციო ხარჯები, რის გამოც ბევრმა სამხედრო ნაწილმა ამსზე ასევე უარი თქვა. მიუხედავათ ამისა პოლიციაში და სხვა სამოქალქო და სპეციალურ სტრუქტურებში Mპ-5 დომინირებს კონკურენტების გარეშე. ამას ხელს უწყობს სისტემის უნივერსალურობა, მარალი ხარსიხი და საიმედოობა, სროლის დიდი სიზუსტე და ზალიან კარგი ერგონომიკა. ასევე აღნიშნულ სტრუქტურებში უფრო ძლიერი შაშხანის კალიბრი შეიძლება ცაითვალოს ზედმეტად ძლიერად და ამიტომაც MP-5-ს ალტერნატივა არ აქვს.

მომზადებულია ვიკიპედიაზე, http://www.hkpro.com და სხვა საიტებზე განლაგებული ინფორმაციის გამოყენებით.



დატოვეთ კომენტარი