იარაღის ტარება “მექსიკურად”

 

არსებობს ეგეთი ტერმინი მექსიკური ტარება, რომ ჩავიხედოთ urbandictionary.com-ში გავიგებთ შემდეგ განმარტებას mexican carry – To carry a pistol inside the waistband with no holster. ანუ იარაღის ქამრის უკან ტარება ბუდის (კაბურის) გარეშე.

ეხლა ყველა თანხმდება რომ ირაღის ტარება მექსიკურად არ არის უსაფრთხო და გონივრული იდეა მითუმეტეს როდესაც არსებობს ამდენი ტიპის და მოდელის კაბურა. ეს მითუმეტეს არ არის აქტუალური საქართელოში სადაც არც იარაღს ტარება არ შეიძლება და არც კაბურები იყიდება ნორმალური. მექსიკურად იარაღის ტარება უყვართ პოლიციელევს, ეს ჩემი დაკვირვებაა მაგრამ ამას დარწმუნებული ვარ იმიტომ არ აკეთებენ რომ მოსახერხებელია.

ტერმინი საერთოდ დაიბადა მას მერე რაც მე19 საუკუნის მიწურულს მექსიკაში დაიწყო იარაღის ტარების შეზღუდვები ქალაქებში. რა თქმა უნდა მექსიკელი კავბოები ასე ადვილად არ დაემშვიდობებოდნენ უფლეას ატარო იარაღი და დაცვან თავი რის გამოც ისინი უბრალოდ იხსნიდნენ ტრადიციულ ”გარნიტუარ” მასიურ ტყავის ქამრებს და კაბურებს და ათავსებდნენ იარაღს ქამრის უკან ტანსაცმლის ქვეშ. ეს ტერმინიც ასე დაიბადა.

ტარება მექსიკურად როგორც უკვე ავღნიშნე არ არის უსაფრთხო, გარდა ამისა სწრაფი მოძრაობისას იარაღი შეიძლება დაკარგო (ალბათ ამიტომ ჩვენ პოლიციელებს უყვართ ”რემეშოკებით” იარაღის მიბმა ქამარზე) ასეთი ატრების სტილი გზღუდავს მანევრში. გარკვეულ ტაქტიკურ სიტუაციებში რა თქმა უნდა ასე იარაღის ტარება დასაშვებია, მაგრამ ასე ატრება მუდამ არის დიდი სისულელე.
ასევე ასეთი ატრებისას დიდი საფრთხე მოახდნო არასანქციონირებლი გასროლა, ქამრის უკან იარაღის ცატენვა მეტ ძალას და დროს მოითხოვს ვიდრე იარაღის ბუდეში მოთავსება. დაგრჩება ან მოხვდება თითი სასხლეტზე და ელოდე უბედირებას. მე ვიცი რამოდეინმე ასეთი შემთხვევა. ასევე ვიცი როგორ დაკარგა ჩემმა მეგობარმა ტაბელური იარაი, რომელიც მას ტუალეტში ჩაუვარდა. ასევე არასაიმედოთ დაფიქსირებული პისტოლეტი ნიშნავს რომ მოძრაობისას ქამარმა შეიძლება ჩართოს ან გამორთოს დამცველი. მოკლედ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ტარება მექსიკურად არის ისტორიის საინტერესო ნაწილი.

რა თქმა უნდა ბევრი იტყვის რომ ბუდის ტარება ზრდის იარაღის გაბარიტებს და მისი ფარული კომფორტული ტარება ძნელდება, მაგრამ არსებობს კაბურების მოდელები რომლებიც თავსდებიან ქამრის უკან და პრაქტიკულად წარმოადგენენ მექსიკურად ტარების ევოლუციას.

სურათზე ასეთი კაბურებია ზუსტად.

inside%20pantsHolster%20image

Uncle_Mikes_Inside_the_Pant_Holster 

14-1560_extra

ასევე საკმაოდ საინტერესო მოწყობილობაა ე.წ. ”კლიპსა”



დატოვეთ კომენტარი